სვანეთივხედავ გაშალეს მთებმა მკლავები... ცხენისწყლის თქეში თვალთ მაქვს ხილული, უშბა, თეთნულდი, შხარა, და შხელდა მურის ხიდიდან გადაჭიმული ჯვრამდე მოსული, აშოლტილი ტყე, შიგ კი უშგული, ბეჩო, მესტია ეცერი, ლჯი, ლენჯერი, ხალდე ფუფუნებაზე უფრო მეტია! ბრძენი მახვშები, კოშკთა სიმრავლე ნისლში ფენილი მთები, ჭალები, სუფრა მასპინძლის ეშხით გამთბარი შინაორგილი ლილეს ზარები. მოძმესთან მუდამ ტკბილი დახვედრა, მტერთან კი ბრძოლა დაუნდობელი, სვანეთი ჩემი ოცნების კუთხე ჩემი ლექსის და ფიქრის მშობელი!!! სვანეთს ვერ გადუწვდენ სვანეთის მთებს არწივსებურ მზერას, ვერ მოსწყვიტავ თვალთახედვას: თეთნულდსა და შხარას, მე სვანეთი მირჩევნია სხვა კუთხეს და ქალაქს. რა სჯობია სვანეთის მთებს, მდინარეებს,ტყეებს, ამწვანებულ,გათეთრებულ, ულამაზეს ქედებს. - შენ ისეთი ლამაზი ხარ და ისეთი ტურფა! მაგ ლაღ კალთებს გიმშვენებს: ლაღამი და უშბა, თავზე გადევს ქუდად ცა და ფერხთით გიდევს სამოთხე, მაგ მიწაში აყვავდება, გაიხარებს ხმელი ხე... შენს ლოყაზე ცერმლად მოდის: ენგური და ნაკრის წყალი, ხან ბობოქრობს,ხან წყნარდება, როგორც ცეცხლის დიდი ალი, სვანურ კოშკზე ლაპარაკი ვფიქრობ მართლაც ზედმეტია, მტრებისაგან მიუვალი სალი კლდე და ტიტანია ამ ლამაზ ძეგლს ჩვენი დრო კი, იცავს როგორც შეუძლია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.