ისინი (ისტორიაVII სრულად )
ამაყად მიაბიჯებდა საკუთარ იმპერიაში, თანამშრომელბს ესალმებოდა და გზადაგზა სხვადასხვა ცნობებს აწვდიდნენ. უფრო მეტად გახარებული და თავდაჯერებული შევიდა კაბინეტში და სავარძელში ჩაეშვა. -ესეც დასრულდა... -კმაყოფილმა თქვა და ტყავის სავარძელი დაატრიალა .იცინოდა და ცეკვავდა -ყველა შენზე წერს. პირველი ვართ რეიტინგებში . საკუთარ თავსაც გადავაჭარბეთ -სქემა დაუდო წინ მდივანმა და გუღიმა -ვიციი... ყველაფერი ვიცი. უკვე მთელს ქვეყანაში ვარ ცნობილი ჩემს ჟურნალს ვერავინ შეეხება ! თანამშრომლებს უთხარი რომ ამ თვეში პრემიებს მიიღებენ და ახარე რომ სამსახურის დაკარგვა აღარ ემუქრებათ. მე კიდევ ერთხელ გადავხედავ ყველაფერს და შემდეგ წავალ... -საღამოს მიმიღებთ? -რა თქმა უნდა...ჩემი სალიც წამოიყვანე მისი დამსახურებით შევინიღბე ასე კარგად კმაყოფილი კითხულობდა თავის სტატიას, შემდეგ გაყიდვების მაჩვენებელს ამოწმებდა, ინტერნეტ გამოხმაურებას და პოსტებს სადაც მასზე წერდნენ. იდუმალებით მოცულ ჟურნალისტზე ,რომელმაც მცირე დროში მოიპოვა პოპულარობა და რომლის სკანდალური სტატიები ყველას ყურადღებას იპყრობდა. ბოლო მათგანი კი ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსს მიუძღვნა და იმდენი მასალა მოიპოვა FBI გადააჭარბა. იმდენად პოპულარული იყო რომ ჟურნალისტები ტავად მასზე წერდნენ, თავად ის გახდა ინტერესის ობიექტი და თითქმის მთელ დროს შენიღბვას უთმობდა. რედაქციაში მხოლოდ ერთგული თანამშრომლები ჰყავდა, ყველა საკუთარი საქმის პროფესიონალი და დიდი ხნის ძიების შემდეგ შექმნილი ჯგუფის იმედით მშვიდად იყო. იმდენად იყო საკუთარ საქმეზე შეყვარებული სხვას ვერაფერს ამჩნევდა ირგვლივ. არც დაღლილობას გრძნობდა და არც წუწუნებდა . შეეძლო მთლიანად დაევიწყებინა საკუთარი ცხოვრება და სხვისი ცხოვრების დეტალებში ჩაძირულიყო. ოჯახისწევრებიც არ უქმნიდნენ პრობლემებს. განა სეეძლო საყვედური ეთქვა დეტექტივ დედას და გენერალ მამას სახლში მცირე დროის გატარების გამო? ისინიც არასდროს იყვნენ სახლში, მთელი ბავშვობა ფოტოაპარატით ხელში იყო და მაშინაც კი რაღაცეებს იკვლევდა. თითქოს დედის გზა უნდა გაეგრძელებინა, ჯარისკაცი მამისგანაც მიიღო ცოდნა და იმაზეც ფიქრობდნენ რომ სამხედრო საქმე მოსწონდა ბოლოს კი ჟურნალისტიკა აირჩია , თან ისე მუშაობდა რომ ყველაფერს აერთიანებდა. გადაცმული მუშაობდა, არავინ იცოდა მისი ნამდვილი სახე... იყენებდა ცოდნას სხვადასხვა სფეროში...თითქმის ყველაფერში ერკვეოდა და ყველა როლის მორგება შეეძლო როდესაც შეაღწევდა სხვადასხვა დაწესებულებაში. ფაქტობრივად ჯაშუშის როლს ასრულებდა იფორმაციის მისაღებად. ხშირად იკვეთებოდა მისი და გამომძიებლების გზა. ტანამშრომლობდა კიდეც მათთან და ექსკლუზიურ ინფორმაციებსაც იღებდა გაწეული სამსახურის სანაცვლოდ. მოკლედ ყველაფერზე იყო წამსვლელი საკუთარი საქმის შესასრულებლად. სამიზნე მუდამ ის პიროვნება იყო ვინც ყურადღების ცენტრში ექცეოდა და ვისკენაც იყო მიმართული ხალხის მზერა. ვისი პირადი ცხოვრებაც საინტერესო იყო და ვისზეც ელოდა ხალხი ინფორმაციას. ახლა უბრალოდ დასვენებას აპირებდა. მასშტაბური გამოძიების შემდეგ სხვა ჟურნალისტებს დაუთმო ასპარეზი და სახლისკენ გაემართა. საღამოს მეგობრები ეწვივნენ, რომლებიც ასევე თანამშრომლები იყვნენ და მათ გარეშე ერთ დღესაც კი არ ატარებდა. მარჯვენა ხელი ელენა ,ხოლო დიზაინერი, ვიზაჟისტი და საერთოდ მისი გარეგნობის შემქმნელი სალი გახლდათ. ეს ორი გოგო ფლობდა მთელ ინფორმაციას თავად მარიტა პირველის შესახებ. -არც კი მჯერა რომ დასრულდა.... მეგონა ბოლოს ყველაფერი წყალში ჩაგვეყრებოდა და იმ ღორზე ვერაფერს გავიგებდით-სალი ღვინის ჭიქით ხელში ჩაეშშვა სავარძელში და გოგონებს გადახედა -მე კი ვიცოდი რომ აუცილებლად შევაღწევდი მის კაბინეტში ... -კარგი რა ბოლომდე გვეგონა რომ სახლში მალავდა ინფორმაციას -ტყუილად ვემსახურე ერთი თვე... მართალი იყავი სალ . მდივნის ვაკანსია სჯობდა. არადა სახლში უნდა ჰქონოდა ყველაფერი ...სამსახურში იმდენი ვინმე ირეოდა. სეიფსაც ძლივს მივაგენი -ფოტოები როგორ გადაუღე იმ დოკუმენტებს ახლაც ვერ ვიჯერებ... მეგონა გამოგიჭერდა -რისთვის ვარ ხელოვანი ჩემო ბარტყო? -ყოველ ჯერზე მაოცებ... იმდენ ხანს იყავი აივნიდან გადაკიდებული რომ არ ჩამოვარდი მიკვირს...ისიც მაშინ დარჩა მთელი დღით კაბინეტში. -რომ ჩამოვვარდი მეგონა გასკდებოდი... კიდევ კარგი იმ ბანერმა გიხსნა.რა სიგიჟე იყოო ნამდვილად უნდა დავლიოთ .ის თუ ციხიდან გამოვიდა ყველას მოგვკლავს -არც იცის საიდან გაჟონა ინფორმაციამ...სანამ თანამსრომლებს და მეგობრებს ამოწურავს და ჩემამდე მოაღწევს მერე გაიგებს ვინ ვარ და მიპოვის 207 წლის მკვდარი იქნება ... -გიჟი ხარ -ყველაზე ცნობილი გიჟი...რეიტინგული და მოთხოვნადი ჟურნალის მფლობელი და ორი საუკეთესო ქალის გულის პატრონი. -ჩემი გული გიოსია და ტყუილად ამბობ...-სალომ კისკისით უთხრა და ბეჭედზე მიუთითა- დღესაც რომ ვუთხარი მივდივართქო მეგონა გაყრის საბუთებს დამიდებდა წინ -ჩემი გული კი ეკუთნის უტას ,მაგრამ მეეჭვება გაყრამდე კი არა ცოლობამდე მივაღწიო. ვიცი ამ ნიშნობის ბეჭედს თითიანად მომაცლის. იმდენი ხანია არ მინახავს უკვე ჰგონია რომ შენთან ვღალატობ მარიტ -ორივე კაცის ტიპური ინდივიდია და იმიტომ... გითხარით მე თქვენ ან ჩემგან წადით ან კაცები დაივიწყეთ-თქო და ორივეს გვეპოტინებით...არ ვიცი არ ვიცი რაქამდე გაუძლებთ -იქნებ სიყვარულის ირწმუნო და მერე მიხვდე რომ მეგობრობაც და ქმრის სიყვარულიც ერთად შეიძლება... -ან უბრალოდ თქვენ გყავთ მოღალატე ქმრები რომლებსაც უხარიათ ჩემთან რომ ხართ იმის ნაცვლად რომ საწოლში ლოდებივით ეყაროთ- ჭიქა გამოცალა და ახარხარდა -ღმერთო ჩემოო სულ რატომ გინდა გითხრა რას ვუკეთებ გიორგის -შენ რამეს მაინც უკეთებ და გეფიცები უტუნას არც ეღირსება ამის შიშველი დანხვა. უცებ დავურეკავ ვეტყვი მჭირდები-თქო ესეც ჩაიცვამს და დატოვებს ბიჭს მარჯვენა ხელის იმედად -ამ შაბათ კვირას ტბაზე მივდივართ...იქ დავრჩებით - ბურტყინით თქვა ელემ და ლოყები აუხურდა -გადაწვიტა შენმა ბიჭმა ნაკრძალი აითვისოს ტბაზე დასვენებისას? ბუნების მოყვარული უტიკოო ხედავ რა გეგმებით მოძრაობს? რომანტიკოსი იდიოტი -გეყოფა მარიტა... ღელავს გოგო და დამშვიდება ჭირდება -სადღაც ხელოვნური პენ... მეგდო და ვუპოვი არ გამომიყენებია და გაირეპეტიციოს... ჰა არ დაგამშვიდებს ეს? -მართლა ვნერვიუულობ მგონი... ახლა რომ დავფიქრდი -არცერთი აქცევდა მარიტას სიტყვებს ყურადღებას ,რადგან იცდნენ რომ უბრალოდ უწმაწურ სიტყვებს ისროდა და რეალურად სხვა რამეს გააკეთებდა. მის ხასიათს კარგად იცნობდნენ და უკვე რეაქცია აღარ ჰქონდათ. -დაფიქრდი? და ფიქრის დროს უტიკოს რომ ჩახადე სპილოს ხორთლი ამოხტა თუ პატარა კიტრი -ახლა მართლა მოვკლავ...გააჩუმე ! -თუ გინდა მომკლა რატომ იცინი... -გიჟი ხარ და სიმწრის სიცილი მაქვს უკვე შენ რომ გხედავ... -კარგი ხო კარგიი რა მოხდა მერე ვის არ დაუკარგავს ქალწულობა. ამდენ ხანსაც რომ არ დაგეკარგა შენ ისეტი დაბდურა ხარ მიკვირს პირდაპირ... არადა კოლეჯში რომ ბიჭს მოსწონდი მშვენიერი ულაყი იყო... საერთოდ უუნიში ხომ მაჩოები გეტრფოდნენ და ეს ქართველი უტა სად იპოვე. მაინც ქუთაისური სისხლი ურტყამს ამ შუაგულ ამერიკაშიც რა . -ასეთი მწარე და გამწარებული იმიტომ ხარ რო კაცის ალერსი არ გღირსებია ... -დადო დასკვნა გიორგისგან მრავალგზის დანატკბობმა. რომ მახსენდება ქორწილის შემდეგ ერთი კვირა როგორ გეძებდი და ვერ გიპოვე იმ ვიგინდარას გამო...მთელი ერთი კვირა წარმოგიდგენია? იმ დროში სიცოცხლის ბოლომდე რაც უნდა გქონოდათ ყველაფერი მოასწრო მგონი ბავშვი ვერ გააკეთა უბრალოდ ... მაგდენსაც ვერ ქაჩავს .ისე ევრ წამოათრიე? მომენატრა ეგ საქონელი ეგ -ხვალ თბილისში მიფრინავს და არ ეცალა... -რა უნდა იმ დაწყევლილ ქალაქში... რით ვერ შორდება იქაურობას -მშობლები იქ ჰყავს... -ოჰ ეს დედის ინსტისტუტი...ერთხელ გაგიშვი საქართველოში შენც და მაშინვე ბიჭი გაიცნო და გაჰყვა ცოლად. იცოდა რომ არ შევუშლიდი იქ ხელს და ჩემი ძალა სუსტდდებოდა და ისარგებლა გოგომ. -შეეშვი საქართველოს ლანძღვას და დალიე ...იქნებ გაჩუმდე-ელემ ჭიქა გაუვსო და მიაწოდა-მომენატრა იქაურობა... როდის წავალ ერთი სული მაქვს. -რამე საქმეს გამოვზებნი და არ გაგიშვებთ -ეგოისტის როლს ნუ ირგებ -როლს კი არ ვირგებ ეგოისტი ვარ... ყველაზე დიდი ეგოისტი მსოფლიოში. -ვიცი ბოლოს ბედი ქართველთან მიგიყვანს შენც და მერე როგორ იჭიკჭიკებ მაგასაც ვნახავთ. -ღმერთმა დამიფაროს... თქვენ ორ ყეყეჩს რომ ვუყურებ ქართველები მზიზღდება. -შენ ვინმე ავადმყოფი გჭირდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...ისეთი ერთ ნაბიჯსაც რომ ვერ გადადგამ მის გარეშე და მერე დავისვენებთ ყველანი,მთელი დედამიწის მოსახლეობა -იოცნებე...იოცნებე რომ ღმერთი სამაგიეროს გადამიხდის . მე ხომ გითხარით შევთანხმდით მე და ის კაცი . ცოდვებისთვის ბოლოს მომთხოვს ერთად ,წამებით ამომხდის სულს და გამიშვებს ეკონომ კლასით ჯოჯოხეთში. მანამდე უნდა ვაგროვო ცოდვები დედამიწაზე... -გიჟი ხარ... -ჭიქას რატომ დებ სალი? არ მითხრა რომ ქმართან მიდიხარ და წასვლამდე მინ... უნდა გაუკეთო თორე მოვკვდები! მარტო უნდა დამტოვოტ? ელენე შენც?! -უბრალოდ ადექი და სახლში წადი ...ვიცი შენები იქ იქნებიან და მოინახულე! -არ მინდა სახლში... აქ მინდა ჩემ ბინაში მე -თნეიჯერივით ნუ იქნები აქ და ნუ გამოთვრები-სალომ თავზე აკოცა და წავიდა. ელემაც იგივე გაიმეორა და მალე მარტო დატოვეს ქალბატონი. განა არ უყვარდა ბიჭები... უბრალოდ სიზეებზე ალერგია მაქვსო იზახდა და ორივეს შხამავდა. იმათაც იცოდნენ გოგონებისგან მარიტას ხასიათი და ყურადღებას არ აქცევდნენ. ორივე ერთად შეუტევდა ხოლმე და აბრაზებდნენ კიდეც ,თუ ძალიან მოინდომებდნენ. უკვე შუაღამე იყო, აივანზე გადაინაცვლა . უყურებდა განათებულ ცათამრჯენებს და წითელი ღვინით სავსე ჭიქას ნელ-ნელა ცლიდა. სასიამოვნო სიო ქროდა, თვალები დახუჭა და ისე დაიწყო სუნთქვა თითქოს ამ ქვეყნად პრობლემა არ არსებობდა,ყველაფერი გაქრა და დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა. ასე როდის ემართებოდა? როცა დედა იყო ახლოს. ახლაც არ დააყოვნა ნაბიჯების ხმამ, კაკუნა ფეხსაცმელი და მხოლოდ მის მიერ გამოცემული ხმა რომელსაც მილიარდში გამოარჩევდა. ასე იჯდა ბავსვობაში ოთახში და ელოდა დერეფანში ამ ნაბიჯების ხმას. -გილოცავ , საუკეთესო ხარ! -დეე ,მადლობა!- მოეხვია წინ მდგომ მაღალ სილუეტს და ისე მიეკრა მკერდზე როგორც ბავშვობაში.-მამაც არის? -არა ! მხოლოდ მე ვარ - თმაზე მოეფერა და ლოყაზე აკოცა- მომენატრე ჩემო პატარავ -მამიკო მისიით იყო წასული და მოიწყინე? -მამა ახლაც წასულია... -ასე რატომ მეუბნები...რამე ხდება? -არ ვიცი...არაფერს მეუბნება,როგორც ყოველთვის. -რა თქმა უნდა სახელმწიფო თავდაცვა და საგამოძიებო ბიურო შორს ხართ. მითუმეტეს თავდაცვა თუ ერთი პატარა ქვეყნისაა და გენერალიც ერთ პატარა ქვეყანას იცავს -მარიტა როდემდე გააგრძელებ დე? -არაფერს ვამბობ! უბრალოდ მითხარი რისთვის მოხვედი და ეს რა არის-საქაღალდე აიღო და გაიცინა- საქმეზე ხართ ქალბატონო გამომძიებელო? -ხო საქმეზე ვარ,მაგრამ შემდეგ ვისაუბროთ მაგაზე -არა ახლავე იყოს..რადგან მოიტანე ე.ი მნიშვნელოვანია. ვინმე ბიზნესმენს ეხება, ნარკოდილერს, პრეზიდენტობის კანდიდატს? - ბოლოს მიაყოლა და თვალები გააფართოვა- ჯერ ხო არაა არჩევნები -სახლში შევიდეთ ... -დამაინტერესე ასე არ შეიძლება აბა ვინ არის?- უცებ გახსნა საქარალდე და ფოტოს დააკვირდა რომელზეც ახალგაზრდა ბიჭი იყო გამოსახული- ეს ბიჭი ვინღაა ირაკლი ყიფიანი რა ჯანდაბას წარმოადგენს -მიდიოდა და სახელს იმეორებდა.- დედა ვიღაც ირაკლი უნდა შევისწავლო ამ საქმის შემდეგ? ახლა პრეზიდენტის პირად ცხოვრებას თუ ამოვქექავ და მის საყვარლებს ვიპოვი თორე სხვა რაღა უნდა გავაკეთო -მარიტა მაგ ბიჭის ცხოვრების ნაწილი უნდ აგახდე. უბრალოდ კი არ უნდა ითამაშო -დამცინი დედა? ამ ქართველის ცხოვრებაში რა იქნება საინტერესო ... ვიღაც ნაშა ეყოლება და ვიღაცას ერთ მილიონს აახევს მეტი რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდა გამოუცდელმა მამიკოს ბიჭმა ალბათ ხო? წაკიტხვაც არ მჭირდება ზედ ეტყობა ვინცაა... 27 წლის ბიზნესმენი..თან ცნობილი? კარგი რა თამაშია 27 წლის როგორ უნდ აიყო ცნობილი თან ბიზნესმენი. დიდი დიდი ნიჭიერი მოიგო ისე იმღერო ... -დამაცდი? -უარს ვამბობ! აგენტების მეტი რა გყავს ეს თუ ეხება შენს საქმეებს გაუშვი ვინმე . -ჩემ საქმესთან არაფერ შუაშია... -აბა შენ რა გინდა აქ.არ აქვს მნიშვნელობა უამრავი წვრილმანი საქმე დამიგროვდა და იმათუნდა მივხედო თამაშისთვის არ მცალია. -მამაშენს სჭირდება ამ ბიჭთან დაკავშირება, მაგრამ თუ არ გვეცოდინება რომ სუფთაა ,სანდო და უდანაშაულო საქმე ჩაისლება. -მამას, მამას ვჭირდები?- მაშინვე გაჩერდა და დედას თვალებში შეხედა . - დედა რამე მოხდა? პრობლემა აქვს იქ? -ეს ბიჭი ჭირდება ...სხვა მეც არაფერი ვიცი. ამიტომ კარგი იქნება თუ სუფთა აღმოჩნდება ,მაგრამ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები. სხვას კი ვერავის გავუშვებ საქართველოში. ეს საქმე არავის ეხება ჩვენ გარდა. -საქართველოში? გინდა მითხრა რომ იქ ცხოვრობს ეს ვიღაც ბიზნესმენი და მე იქ უნდა წავიდე? ხომ იცი რომ შეუძლებელს მთხოვ... იმ ქვეყანაში ბოლოს როდის ვიყავით მე და შენ. არა ! არა და არა.ძალიან მარტივი იქნება მითუმეტეს..ვინმე უბრალოდ გოგო შეუშვით ჩაუგორდება საწოლში და დააფრქვევინებს ყველაფერს -ასე მარტივი რომ ყოფლიყო შენი აზრით აქ ვიქნებოდი? -დედაა... -დაფიქრდი კარგად გიღირს თუ არა ცოტა ხნით საქართველოში ყოფნა მამის გამო... -იცი როგორ ამირიო თავგზა მაგრამ აბა ის მითხარი მე რომ წავალ ჩემ ჟურნალს რა ეშველება... ყველაფერი ისევ დამეკარგება, რეიტინგს თუ დავკარგავ შემდეგ ვიცეპრეზიდენტს თუ მოვკლავ თორემ არაფერი მეშველება. იქ თუ წავალ,იმ უინტერესო ქვეყანაში და ავიტან იქაურ მდორე ყოფას ყველაფერს დავკარგავ. -არ გინდა იქ გქონდეს ჟურნალი? -მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანაში მაქვს ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალი და საქართველოში რა მინდა დედა... -აქ მიხედავენ შენს ჟურნალს,იქედანაც მართავ მსვენივრად.არაფერი მოხდება- უცებ მოეხვია აკოცა ,ჩანტა აიღო და კარისკენ წავიდა-ნახვამდის დე... -მოიცა ასე მტოვებ? ანუ დავფიქრდე? დედააააა...ესღა მაკლდა. ესრა მაკლდა რა ვიღაც ქართველი უინტერესო არსება. თან იქ უნდა წავიდე. რა გავაკეტო იქ მე.როგორ გავერთო, ცხოვრება გამიუფერულდება იმ ქვეყანაში. იფიქრე მარიტაააა ,იფიქრე, იფიქრე მიდი აბა იფიქრე.... არგუმენტები არ გაქვს? არა აშკარად მნიშვნელოვანია დედა ამდენს არ მელაპარაკებოდა, აქ არ მოვიდოდა . მამა უბრალოდ არ დაინტერესდდებოდა ამ ვიღაცით. შეიძლება ყველაზე დიდი მოწყენილობის მიღმა სიგიჟე იმალებოდეს...დიდი თავგადასავალი, გართობა და რაიმე სკანდალიც გამოვაცხო იქნებ ამ ამბიდან. ხომ შეიძლება ისეთ რამეს ჩადიოდეს რომ მასზე დავწერო...მამაც დიდი ხანია არ მინახავს. გოგონებიც აპირებენ საქართველოში წასვლას უტიკოსთან და ჟორჯიკასთან ერთად. ახლა არა მაგრამ მე თუ გავათავისუფლებ წავლენ აუცილებლად. მხოლოდ იმიტომ არ წავიდე რომ ვერ გავერთობი? ისე გავაკეთებ რომ ის ბიჭი გამოვაშტერო...რამე კარგს მოვიფიქრებ ისეთს რომ ბოლოს გაგიჟდეს ჩემი თამაშის გამო. მგონი კარგი ზაფხული გამომივა. უცებ მოვილევ ამ საქმეს და მერე დავისვენებ სადმე კუნძულზე წავალ და იქ ვიპოვი სკანდალს... - დადიოდა სახლში თან ეწეოდა და თან ლაპარაკობდა. ბოლოს საწოლზე დაეშვა და საქაღალდეს დააჩერდა- ხვალ გაგიცნობ იკაკუნა...ახლა მეძინება და მეეჭვება ამდენად საინტერესო შესასწავლი იყო ბატონო ჩემო- უცებ თქვა საქაღალდე გადადო . სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო ,საბანში გაეხვია და დაძინება სცადა .რამდენჯერმე იცვალა გვერდი და ბოლოს საბანს ჰკა ფეხი-ვის ატყუებ მარიტა? შენ როცა საქმე გამოგიჩნდება დაიძინებ? მერე რა რომ უინტერესოა ვიღაც მამიკოს ბიჭი . დეტალებს თუ შევისწავლი იქნებ საინტერესო გახდეს - უცებ წამოდგა, ყავა გაამზადა, საფერფლე და სიგარეტი დაიდო გვერდით ფეხები მოხარა და კითხვა დაიწყო . იმდენად მცირე იყო მასალა ლამის კივილი დაიწყო-კარგი რა დედა ეს რა უბედურებაა ...ვიღაც ცინგლიან ბიჭზე არ გაქვს მეტი ინფორმაცია? მე მიკეთებ ამას? -საწოლზე დაეცა ვარსკვლავის ფორმაში და ჭერს მიაპყრო მზერა...-რა გავაკეთო იკაკო? წამოვიდეე თუ არა ,...კი თუ არა კი თუ არა ,არა თუ კი . არა მარტო ვერ ვფიქრობ ...-უცებ გადაბობღდა საწოლზე და მობილურის ძებნა დაიწყო-სად წავიღე...სად არის სად არიიის .ჩანთის წინა ჯიბეში ,ან უკანაში . აიიი ვიპოვე ... დავურეკოოთ მარჯვენა ხელს „ჩემი მარჯვენა „ იპოვა და ზარიც გაუშვა. რამდენიმე წამში ბოხი ხმა გაიგო და მობილური უკან გასწია -გისმენთ -უტაკოოო -უცებ დაიყვირა და ლამის აყირავდა საწოლიდან- რა გინდა ელენას მობილურთან? მითხარი რომ სადმე ჯურღმულშ არ წაათრიე და მასზე არ იძალადე ...უცებ მითხარი თორემ ხომ იცი ნახევარ საათში ხელში მეყოლები და კასტრაციას გაგიკეთებ -ალქაჯო დილის 4 საათია - იქედან რომ უღრიალა ბიჭმა სიცილი დაიწყო- რა გინდა რააა ახლა მაინც დაასვენე ხომ შეიძლება არა? სულ არ გეცოდება გოგო? რანაირი მეგობარი ხარ შენ -ეგოისტი ! -ეგ სიტყვა არ ხსნის ყველაფერს... -მობილური მიეცი და მოკეტე ეგ პირი შენი ლამაზი ტუჩებით,ლამაზი და გადმოცემის მიხედვით ტკბილი ტუჩებით -ძინავს... -და ისე როგორ სძინავს რომ ვერ გააღვიძებ.პირველია თუ მეორე -მითხარი რა გინდა და გადავცემ ხვალ - პირველყოფილო შენი აზრით მნიშვნელოვანი რომ არ იყოს რამდნეიმე საათი ვერ მოვიცლიდი? მობილური მიეცი ჩემ გოგოოს -სიბერემ და უკაცობამ შემოგიტია თუ რატომ გასჩხავი ასე გამწარებული -უტაკოოო , უტაკოოო ოხ ოტაკოო რომ გნახავ გეფიცები რამეს მოგაჭრი . კარგი დავფიქრდე რატომ არ აღვიძებ ჩემ გოგოს...შე იდიოტო ხო არ მოიტაცე და ხო არ მიმალავ -საქართველოში წავიყვან და შენ იქ ჩამომსვლელი არ ხარ. მერე მაინც დავისვენებ შენგან -ეჭვიანო ორაგუტანგო ! ის არ გაკმაყოფილებს რომ ჩემ გოგოს შენ გარდა არავინ ...გამითიშა? მოიცა მართლა გათიშა ამ პრიმატმა მობილური? - როცა მიხვდა რომ უტამ საერთოდ გამორთო მობილური კივილი დაიწყო . - გავგიჟდები ...გავგიჟდები .შოკოლადი მჭირდება ,ტკბილი მჭირდება . არა ახლა მე ელესთანა რ უნდა წაიდე რადგან მათ ერთად სძნავთ შიშვლებს...ეჭვი მაქვს . შესაბამისად მე ხომ ავადმყოფი დაქალი არ ვარ...როგორ არ ვარ ,მაგრამ ასეთიც არ ვარ .-სამზარეულოში შევიდა მაგიდაზე დაჯდა შოკოლადის ნუსით ხელში და უზარმაზარი კოვზით დაიწყო ჭამა- არც სალის დავურეკავ და არ ვეტყვი ამ ყველაფერს რადგან ქმართან არის რომელიც ხვალ მიფრინავს გაურკვეველი ვადით. ასე რომ უბრალოდ უნდა დავმშვიდდე და საქმეზე ვკობცენტრირდე. ეს მიშველის... იმ ბისნესმენიკოს მივხედავ - პლანშეტი აიღო და ძებნა დაიწყო. სხვა ფოტოები რომ ნახა წარბი მაღლა აზიდა- დედა 16 წლის ბიჭის ფოტო რატომ გამომიგზავნე როცა ამდნეი ფოტო ყრია აქ. იმედია ცუდი ბიჭი იქნები თორემ ისეთი კარგი ხარ შეიძლება შეგახრამუნო...მე კი დიაბეტის მეშინია. სამზარეულოს მაგიდაზევე გადაწვა და პრიალა ზედაპირზე დაიწყო ტერფების დარტყმა-საქართველოოო ლამაზოოო სხვა საქართველოოო სად არიიის ! -წაიღიღინა და თვალები დახუჭა . ერთი საათი ეძინა ,შემდეგ მოწესრიგდა ისაუზმა და დაელოდა . არც დააყოვნეს გოგონებმა.ორივე ერთად შევიდა და დივანზე დაჯდა -გისმენთ... -შენც მოხვედი ქალბატონო ელიკო? აბა მოგეწონა თუ არა ... იმას ისეთი ხმა ჰქონდა რომ მელაპარაკა აშკარად დაუკამყოფილებელი ჩანდა და მართლა კუნძივით ეგდე? -რაზე ლაპარაკობ? -რა უნდოდა აბა იმას შენთან -რომ მივედი სახლში მალე მოვიდა ... ვისაუბრეთ,ფილმს ვუყურეთ ცოტა დავლიეთ და უბრალოდ დარჩა -შენ გაამგზავრე ქმარი? -კი ,რამდენიმე საათის წინ წავიდა. რატომ ურეკავდი ელეს დილის 4 საათზე -საქართველოში მივდივარ ამ არსების შესასწავლად ...ვიმედოვნებ რომ ნამდვილი იმალება ამ სექსუალური სხეულის მიღმა და სტატიაც ისეთი გამოვა რომ ჩვენ პოლიტიკოსს გადააჭარბებს. წარმოიდგინე ქართველი ბიზნესმენის ბინძური საქმეები, თუ მისი ქველმოქმედების მიღმა რაიმე საშინელი ამბავი იმალება ნამდვილად საინტერესო ისტორია გამოვა ...აბა არაფერს მეტყვით? -გინდა საქაღტველოში წახვიდე? -გიორგი გაგიჟდება იქაც თუ გნახავს... -უტა უკვე გაგიჟებული იყო ამ დილით . -მეტს არაფერს მეტყვით თქვენი იდიოტი ბიჭების რეაქციის გარდა? იმედებს მიცრუებთ რაც უფრო დიდი დრო გადის ... აშკარად ცუდად მოქმედებს თქვენზე მაგათი სიახლოვე -მარიტა! -კარგი ხო ვიცი რომ ჩემ ტავს არ ვგავარ,მაგრამ ესეც კი თავგადასავალია. რაიმე ისეთი ფორმა თუ მექნება რასაც არასდროს ვიყენებ ,უფრო გავერთობი -ანუ მეც გჭირდები იქ ... -რა თქმა უნდა...უტიკო ცოტა ხანს დატოვე და ივლისში ხო სიედაც ბრუნდებოდა . ჩვენ მალე უნდა წავიდეთ. იქ უნდა მოვეწყო, დავაკვირდე შორიდან მის ქმედებებს შემდეგ რომ ახლოს მივიდე ... ხომ იცით ჩემი ტაქტიკა ,მაგრამ ამჯერად ქვეყანასთან შეგუებაც მომიწევს, ჰავა, გარემო. ღმერთო რა შარში ვარ. ამ ბიწს გავუმწარებ სიცოცხლეს -როდის მივდივართ... -გიორგი გაგიჟდება რომ დამინახავს. -სულ გიორგიზე როგორ ფიქრობ გოგო! -მარტივად....მიყვარს ! -უყვარს...კატასტროფაა . აბა მოაგვარეთ გაფრენისთვის საჭირო საქმეები. მე ჩემი შენიღბვის გზას მოვიფიქრებ. ყალბ ვინაობას გამოვიყენებ ალბათ -იქნებ დაგიჭირონ ... -ვინ ქართველმა მილიციელებმა? ქრთამს გადავუხდი -აღარ არიან იქ მილიციელები ...პოლიციაა და საკმაოდ კარგადაც მუშაობს. რამდენიმე გამომძიებელი უტას მეგობარია და კვალიფიციური კადრები ჰყავთ. აქ სწავლობდნენ და არაკორუმპირებულნი არიან -ახლა ნუ დაიწყებთ... როდის დავუჭერივარ ვინმეს... არადა იმდენი ცუდი რამ ჩამიდენია. -აქ ისე ხარ როგორც თევზი წყალში იქ კი თევზი იქნები ხმელეთზე -თუ დამჭირდა ოკეანეს გზას გავუხსნი ხმელეთისკენ ... -და შენ მნდომებული ხარ რომ ქართველ 26 წლის ბიზნესმენზე იმუშაო? გგონია აქედან რამე გამოვა? -ეს ბიჭი დამნაშავეს არ ჰგავს... 26 არის ნამდვილად? -მაგ ფოტოში 16 წლის ლაწირაკია და როგორ ემსგავსება კრიმინალს -თვალებზე ეტყობა რომ დამნაშავე არ არის.. -სად დააკვირდი თვალებს მე პირველად ...რა მნიშვნელობა აქვს რას დავაკვირდი. მოკლედ მივდივარ და ვიცი რომ იქ სერიოზულ სკანდალს შევქმნი. -შექმნი? -მე რომ დავწერ უფრო საშინელი გამოჩნდება... რა გჭირთ! -რადგან გინდა ...რადგან ეს გინდა მაშ წავედით საქართველოში. ბარგი ჩაალაგე ისევ მარტო დარჩა. ამჯერად ბარგის ჩალაგება დაიწყო. არც კი ახსოვდა ზუსტად სად რა ჰქონდა. მთელი დღე ტანსაცმელებში ჩაფლულმა გაატარა. ბოლოს ყველაფერი ჩაალაგა და სახლიდან გავიდა. ქუჩებში ხეტიალი დაიწყო ისე უყურებდა საყვარელ შენობებს, გარემოს და ყველა დეტალს თითქოს სამუდამოდ მიდიოდა. რამდენჯერმე გადაიფიქრა კიდეც,მაგრამ ყოველთვის ახასიათებდა მსგავსი რამ. როცა ეჭვი ეპარებოდა და პირდაპირ უარს არ ამბობდა ეს იმას ნიშნავდა რომ უნდა დათანხმებოდა შემოთავაზებას. ყოველთვის ასე იქცეოდა და ახლაც ასე გააკეთებდა რადგან არასდროს უნანია. -ჯანდაბა მე მივდივარ . ვიცი შენც მოგენატრები ,მაგრამ მალე დავბრუნდები- ირგვლივ იყურებოდა და ქალაქს ემშვიდობებოდა. ელემ ყველაფერი მოაგვარა, ბილეთებიც იყიდა. ორივემ ჩაალაგა ბარგი და მეორე დღეს ერთად შევიდნენ თვითმფრინავში. თვითმფრინავი იყო ადგილი სადაც მარიტაც კი დუმდებოდა. ნახევარ დროს ძილში ატარებდა, შემდეგ უბრალოდ ფანჯრიდან იყურებოდა და დაფრენის შემდეგ როგორი საქმეც არ უნდა ჰქონოდა მთელი დღე ეძინა. ამჯერადაც ასე მოიქცა. არც კი უნახავს გიორგი ,მამაც კი არ მოუკითხავს. სასტუმროს ნომერში შეიკეტა წამალი დალია და დაიძინა. რომ გამოფხიზლდა და გაიაზრა სადაც იყო ჭერს მიაპყრო მზერა და სიცილი დაიწყო -იწყებაა კოშმარი ბატონო იკაკო... შენკენ ალქაჯი მოემართება. - სწრაფად წამოდგა. ჩაიცვა და გარეთ გავიდა. პირდაპირ სახლისკენ წავიდა და მხოლოდ ერთ სიტყვაინი შეტყობინება გააგზავნა. შემდეგ სახლის დათვალიერება დაიწყო და ბოლოს ეზოში შემოსულ მანქანას გახედა . მაღალი სლიუეტი მიემართებოდა სახლისკენ, ნაცნობი, საყვარელი და ერთადერთი. წამში გაქრა მანძილი და მის მკლავებშ მოქცეული აღმოჩნდა -პატარავ... ჩამოხვედი! -მომენატრე მა -მეც ჩემო პრინცესა... -გამიხარდა მალე რომ მოხვედი თან არსად ჩანს ქალის კვალი -მარიტა! -ვიცი , ვიცი რომ დედიკო გაშინებს და არ ღალატობ - გაიცინა და აკოცა- ღმერთო როგორ მომნატრებიხარ. ამაღამ აქ დავრჩები რა ... მერე წავალ . -სად იცხოვრებ მოიფიქრე? -ჯერ არა...დეტალებს შემდეგ გავარკვევ. ახლა უბრალოდ ის ვიცი რომ მარტინი მქვია და იმდენად მიმზიდველი სივი მაქვს რომ აუცილებლად ამიყვანს სამსახურში ის ბიჭი. არ მინდა საქმეზე საუბარი ,შენი მომზადებული კერძები მომენატრა -მოვამზადოთ და ვისაუბროთ. ახლავე გამოვიცვლი და მოვალ- პატარა ბიჭივით გახარებული იყო კაცი ,სწრაფად დაბრუნდა საშინაო ფორმაში და გეგმას შეუდგნენ. მამასთან საუბარიისე ჰქონდა მონატრებული ყველაფერი მოუყვა რაც კი გაახსენდა, შემდეგ ივახშმეს . სასინლად ჰქონდა მონატრებული ეს ყველაფერი, როცა დედა საქართველოში მოდიოდა, ან პირიქით მამა ჩადიოდა მათტან ყველაფერს სხვა არომატი ჰქონდა. აქ კი სულ სხვანაირი იყო ყველაფერი. ბოლოს მასთან ჩახუტებულმა დაიძინა , მთელი ღამე მშვიდად ეძინა და არაფერზე ფიქრობდა. მეორე დღეს როგორც კი დაემშვიდობა მამას ,მაშინვე გოგონები დაიბარა და მათთან ერთად დაიწყო გეგმის დეტალური განხილვა. ყველაფრის შესასწავალდ ერთი კვირა დასწირდა. ამ დროში ბინაც იშოვა სადაც იცხოვრებდა. გოგონებიც დააბინავა და ბოლოს უტაც რომ ჩავიდა ყველა ერთად მიიღო სასტუმროში სადაც იყო დარეგისტრირებული ნამდვილი სახელით და გვარით. ეზოში ,მაგიდასთან ელოდნენ ქალბატონს. მოკლე კაბა ეცვა, გრილი და თავისუფალი. ფეხზე ფერადი კედები და ცხვირზე დაკოსილი სათვალე . მოკლედ შეჭრილი თმა ყურს უკან გადაიწია და მაგიდასთან მსხდომებს გაუღიმა -სალამი გვრიტებს... უტიკოო რას მოესწარი ხედავ? აქაც კი მე ვარ...ხომ ბედნიერი ხარ? -უბედნიერესი... -უკვე გასაქცევი აღარ გვაქვს! -ოჰ ბიჭებო თქვენ საერთო მე გყავართ ხომ? - გაიცინა და ორივეს ერთად მოხვია ხელი ერთს ერთ ოყაზე აკოცა მეორეს მეორეზე და გაიკრიჭა-კაგრით ახლა ვიცი რომ ორივეს გიყვარვართ ჩემნაირი ცოლისდა ვის ჰყავს -არავინ დაუსჯია ასე ღმერთს- უტამ გაიცინა და თავადაც მოხვია ხელი - იმედია დიდხანს არ დარჩები -გააჩნია საქმის გაგრძელებას... -აქაც საქმისთვის ხარ? ქართველმა როგორ დაგაინტერესა არ მეტყვი? -კონფიდენციალურია ხომ იცი ჟორჟიკა თორემ როგორ დაგიმალავდი -იმედია ამათაც შარში არ გახვევ... -როდის მომხდარა მსგავსი რამ... შარში მხოლოდ მე ვეხვევი სხვას რა ესაქმება . ახლა კი დამათვალიერებინეთ ეს წყეული ქალაქი. ალბათ ისეთი პატარაა ფეხითაც შემოვივლით,მაგრამ ასეც არ მინდა ამიტომ რომელიმეს რკინის რაშით წავალთ ხომ? ხომ არ ეტყვით თქვენს საყვარელ გოგოს ამაზე უარს? ძალიან მჭირდება თორემ არ შეგაწუხებდით -დადგა დრო როცა ჩვენ უნდა აგიხსნათ რაღაც? -ასეც ნუ იტყვი ბევრი წავიკითხე . რუკებს გავეცანი და ახლა უბრალოდ ნახვა მჭირდება! -ღმერთო სულ მომზადებული როგორ ხარ... არ გბეზრდება? -არა! ეს არსებები ასე რატომ მიყურებენ... რა ცოტა ხალხია ალბათ სამ საათში ყველაფერს ვნახავთ. საოცბები არის ხოლმე ამ ქვეყანაში? ეს მანქანები ასე რატომ ყრია გზაში...პარკირება არ არსებობს? რა ხდება საერთოდ -ერთი კვირაა აქ ხარ და ახლა შეამჩნიე ეს ყველაფერი? -კიდევ რამდენი უბეუდრებაა... რა ქაოსია. რა ცოტა არიან და მაინც როგორი ქაოსია. აშკარად დრო დამჭირდება აქ რომ კარგად ვიგრძნო თავი ,ცოტა უკეთ მაინც .ჯანდაბა ! -პანიკაში ხარ ჩიტო? -ჩიტი ? ჩიტი მე ვარ? -ხო კაჭკაჭი -ეგ რაღაა -კოდალაც შეიძლება...ყვავი ან არ ვიცი რამე უბედურება -უტა გთხოვ...-ელენამ გაბუსხულმა გახედა და ისიც გაჩუმდა -კარგი პატარავ ვწყვეტ ...მართლა-აკოცა და გაუღიმა -ელენა რატომ მიკარგავ გასართობს? -უკვე 25 წლის ხარ და როდის აპირებ ადამიანად ქცევას ალქაჯო? -მოსაფიქრებლად დრო მჭირდება...მეტად ჩამჭრელი წკითხვა იყო ნეარდენტალელისგან -დავიღალეთ! ხომ შეიძლება ერთხელ შევიკრიბოთ ყველანი ერთად და თქვენ არ დაკბინოთ ერთმანეთი! ახლა ერთმანეთს არ გადააბრალოთ! ვიცი უკვე როგორც გააგრძელებთ...ამჯერად მარტივი საქმე აქვს მარიტას და არ ვაპირებ გართობა ჩავიშხამო ასე რომ სამივემ კეთილი ინებეთ და ჩვენ გამო ზავი დადეთ!- ელენამ განცხადება გააკეთა და სალომეს გადახედა -ასე თუ არ მოიქცევით მე და ელენა სამივეს დაგტოვებთ. გიორგი აქ ყოფნის დროს ელესთან ვიცხოვრებ! მარიტა ამ საქმეში არ დაგეხმარები -არ შეგხვდები და შენ ჩემ გარეშე მოგიწევს ყველაფრის გაეკტება _შენათხმდით თქვენ ორნი? -კარგი მასწავლებელი გვყავს! -ხომ ვამბობდი გიორგი? ხედავ ორივე ამას ემსგავსება ...უკვე ვეღარ ვუშველით -უტა გინდა ჩემ გარეშე ცხოვრება? ! -სერიოზულად? - უტამ შეიცხადა. გიორგიმ მანქანა გააჩერა და ყველანი გადავიდნენ. -საინტერესოა მაინცადამაინც სამებაში რომ მომიყვანე პირველად . გინდა ღმერთით შემაშინო? მე აქამდეც ვიცოდი მისი არსებობის შესახებ გენიოსო და მაინც ასეთი ვარ! -მარიტა შეეშვი გიორგის ! შენ კიდე არც იფიქრო პასუხის გაცემა - ამჯერად სალომემ გააჩუმა ორივე და წარბები შეკრა- გიორგი წავალ... -კარგი რა სალიოოო -ჩიტო ნუ მაშანტაჟებ ვერ ვიტან ხომ იცი -ვიცი რომ ვერ იტან შანთაჟს ,მაგრამ იმას ჩვენ ვერ გაგვიკეთებ რასაც სხვებს. ასე რომ ჩიხში ხარ ჩემო სიცოცხლე აირჩიე ან ჩემ ქმართან დადებ ზავს ან ამ საქმეში მარტო ხარ -მის აზრს არ კითხულობ? იქნებ არაა თანახმა,რომ გამომიწვევს მერე რა გავაკეთო? -მარიტა გიორგის ნუ მასწავლი...ძალიან კარგად ვიცი რას გააკეთებს ! დასვენება მჭირდება ქმართან და მეგობრებთან ერთად ,ერთდროულად . აქ მაინც ! -ცხოვრების ხალისს მიკარგავთ და ამისთვის გადაგიხდით... -მარიტ... -კარგიი ხო კარგი ნუ მიყურებთ ორი კნუტი . შემეშვით ,შევიდეთ ტაძარში და მადროვეთ ლოცვა ძველ ცოდვებს მოვინანიებ და ახლისთვის მოვემზადები -სერიოზულად? -აი ხომ ხედავთ ესენიც მოწყენილები არიან მე რომ ვერ გამლანძღავენ თქვენზე არ გადმოვიდნენ ...გაეცალეთ ახლა ორივე. მერე ხომ გეყოლებათ ახლა მე ხომ ტკბილი უნდა ვიყო ჩემს ორ სიძესთან -მეშინია სალო არ მომშორდე-ხელი რომ მოხვია მარიტამ ორივეს და წინ წავიდა სალოს გახედა უტამ და თვალები დააწვრილა-ახლოს იყავი სალომეე მოეწონა მათთან მშვიდად სეირობდა. უბრალოდ ხუმრობა, მათი მოსმენა. ადგილები დიდად ვერ აოცებდა, რაღაც მოსწონდა შინაგანად მოსწონდა ,მაგრამ მაინც არ იყო გაგიჟებული ყველა კუთხეზე. ბოლოს რესტორანში დასხდნენ და დღე კიდევ უფრო მაღალ განწყობაზე დაასრულეს. ისევ სასტუმროში წავიდა, ვერ დაიძინა და ქალაქში გასეირნება გადაწვიტა. ამჯერად მარტო წავიდა. იქ სადაც ირაკლი დადიოდა ყველაზე ხშირად, ვერ ითმენდა. წესით უნდა დალოდებოდა ის კი საკუთარ თავს ატყუებდა . პირველად ხვდებოდა ამას, მაგრამ არაფერს აკეთებდა. მაინც შევიდა კლუბში , კუთხის მაგიდასთან დაჯდა მეორე სართულზე და იქედან აკვირდებოდა სიტუაციას კოქტეილისა და სიგარეტის თანხლებით . საეჭვო არაფერი იყო, არალეგალურს ვერაფერს წააწყდა,რომ ყოფილიყო იმდენად ჰქონდა თვალი შეჩვეული მალევე შენიშნავდა. ყველაფერი წესისამებრ იყო, ჩვეულებრივი კლუბი და არაფერი განსაკუთრებული. დიდხანს უყურებდა მოცეკვავე წყვილებს, მაგიდასთან მსხდომ ახალგაზრდებს და საინტერესო ვერავინ შეამჩნია. შემდეგ ვიღაცის სიცილის ხმა გაიგო და შემოსასვლელისკენ გაიხედა სადაც რამდენიმე ბიჭი იდგა. მიხვდა რომ ყველა აშკარად თუ მალულად მასკენ აპარებდა მზერას. თავისუფალი მაგიდისკენ დაიძრნენ ბოლოს სწრაფნი ნაბიჯებით მომავალი ინტერესის ობიექტი დაინახა . ცეკვა ცეკვით მიდიოდა მაგიდისკენ და ვიღაცას თვალებს უჟუჟუნებდა, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, მაისურის ბოლო ოდნავ აიკეცა და ერთ-ერთ ბიჭს დაუჯდა მუხლებზე,რომელიც ძალიან ჰგავდა . ბიჭი გაბრაზებული უყურებდა ის კი რაღაცას ეუბნებოდა, ყელზე ხვევდა ხელს და თვალებდაწვრილებული ტუჩებდაბერილი ელაპარაკებოდა. დანარჩენები კი იცინოდნენ და სასმელს აგემოვნებდნენ. მერე მოშორდა მშვიდად დაჯდა მაგიდის მეორე მხარეს მაშინვე დალია ერთი ჭიქა ვისკი და სახე დამანჭა. ყველაფერს აკვირდებოდა, მიმიკას, ქცევას, ჯდომის სტილს. მიხვრა-მოხვრას. ბოლოს ისიც დაინახა როგორ გახედა ერთ-ერთ გოგონას რომელიც შემოსვლის წამიდან არ აშორებდა მზერას მასთან მივიდა, სულ რამდენიმე წუთი ელაპარაკა შემდეგ წელზე ხელი მოხვია და მასზე აკრულმა დაიწყო ცეკვა. უბრალოდ კი არ ცეკვავდა ,ერთდროულად მუსიკას აყოლებდა სხეულს ,ეფერებოდა, ეფლირტავებოდა, რაღაც სასაცილოს ეუბნებოდა და გოგოც კისკისებდა. მარიტა მოხიბლულიც კი დარჩა მისი ქცევით, ზედმეტად დახვეწილ ბაბნიკად აღიქვა და სიცილით მიადევნა თვალი უკვე გასასვლელისკენ მიმავალ წყვილს. შემდეგ მასთან მყოფ ბიჭებს აკვირდებოდა, რამდენიმეს გოგონა მიუჯდა გვერდით. აშკარად არ იყვნენ ერთი ღამის გასართობი გოგონები. ბოლოს ერთი ბიჭი შეუერთდდათ , წამში წამოიშალნენ და სადღაც წავიდნენ. ამ შანსს ვერ გამოტოვებდა, ისიც უკან გაჰყვა მათ კვალს, ბოლოს ქუჩურ გარჩევას წააწყდა, ფოტოები გადაიღო და ბოლომდე ეგონა პოლიციის გამოჩენას, საკანსი რომ ეყუყრუტებინათ ყველანი,მაგრამ ამაოდ. ყველაფერი დასრულდა, დაზარალებულებიც წაღოღდნენ და დარჩა მარტო თბილისის ქუჩებში მოხეტიალე . ყველაფერი მშვიდი იყო, ძალიან ცოტა ხალხი ირეოდა ქუჩებში, ძირითადად მეეზოვეები და ეს სიმშვიდე იმდენად უცხო და არაორგანული იყო მისთვის თითქოს აგიჟებდა. ფოტოების გადაღება მოუნდა. რამდენიმე ლამაზი ,ემოციური კადრი დააფიქსირა და უკან დაბრუნდა. ოთახში გოგონები დახვდნენ და ისე შეეშინდა ლამის ფოტოაპარატი გატეხა. -რა გინდათ აქ... -შენ სად დადიხარ ქალბატონო? აბა მეძინებაო? -ვერ მოითმინე ხომ? -უბრალოდ კლუბში წავედი,ვიფიქრე გავერთობითქო -აქ მოგინდა კლუბური გართობა როცა იქ არ დადიოდი გასართობად იმ საოცარ კლუბებში? ნახე? როგორია? მარტივად მოატყუებ თუ -მგონი ბიჭებიც მოსწონს ... არ ვიცი ზუსტად ვერაფერს გეტყვი .შესაძლოა ხუმრობდა,მაგრამ მეეჭვება .დავიბენი ცოტა ერთი შეხედვით არაფერი იყო მასში საშიში... მგონი სექტემბრამდე ლოდინი არ ღირს! -ახლა სამსახურში იშვიათადაა... -მერე რა ...ვაკანსია ნებისმიერ დროს გამოცხადდება იმ გოგოს გადაუხდიან და წავა. ტყუილად არ ღირს ორი თვის დაკარგვა.აქ არაფერია ისეთი დროის გაყვანა რომ შევძლო,მოწყენილობით მოვკვდები. -როგორც გინდა...თან ვიცი მაინც ვერ მოისვენებ. დავრეკოთ და ხვალვე წავა ის გოგო . შემდეგ მიხვალ გასაუბრებაზე და ყველაფერი დაიწყება. -ბიჭის ფორმას მეორედ ვირგებ. პირველად კარგად გამომივიდა და ამჯერადაც შევძლებ იმედია. -ისე რაღა ბიჭი აირჩიე,პარიკს გაგიკეთებდი, ლინზებს და ისეთ მაკიაჟს რომ შეგიცვლიდი იერს -ქალის ცნობა მაინც მარტივი იქნება მისთვის წვერში, სათვალეში და სხვა ფერის თვალებით ვერასდროს მიცნობს. აქედან ისე უნდა წავიდე რომ კვალი არ დარჩეს ჩემი როგორც მარტინის. -რამე ქართული ვერ შეარჩიე? -საქართველოშიც ჰქვიათ ასე დამშვიდდი. -ხმა შეიცვალე რა ...სულ მეცინება რომ გისმენ.როგორ ახერხებ ამდენ ხანს ბოხი ხმით საუბარს ისე რომ მიმიკა არ გეცვლება ვერ ვხვდები..მე არ შემიძლია -ტყუილად დავდიოდი მსახიობებთან კონსულტაციებზე? შენიღბვის დიდოსტატი ვარ. ჩემი ცხოვრება მთლიანად თამაშია და მე ყველა როლი კარგად უნდა მოვირგო ,რომ სცენიდან ჩამოსვლა შევძლო .ჩემთან დარჩებით ამაღამ? -ხვალ დილიდან დავიწყებთ გარდასახვას...ახლა დავიიძინოთ რა გთხოოვ მალე სამივე ერთად იწვნენ უზარმაზარ საწოლში და ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეძინათ. დილიდან დაიწყო ყველაფერი. სასტუმროდან თავისი ტანსაცმელი ელესთან გადაიტანა, ბინაში შევიდა და იქ უკვე გარდასახვა მოახდინა ქალბატონმა სალიომ. ბოლოს სარკეში სიმპათიური ბიჭი დაინახა და გაიცინა -რა სიმპო ვარ ჩემ ტავზე დავქორწინდე შეიძლება. ეს წვერი როგორ მიხდება , სათვალეც ზუსტად საჩემოა ინტელექტუალის შესახედაობა მაქვს. მთავარია ძალიან არ დამცხას და მკერდზე მოხვეული ნაჭრის შემოგლეჯვა არ მომინდეს... თუმცა უკვე მცხელა . ეს პარიკიც რთული ასატანია. არადა ქალად ვერ გარდავისახები ,გამორიცხულია-უკვე ბოხი ხმით საუბრობდა და ოთახში დააბიჯებდა. -სიარული კარგად გამომდის? -ხანდახან მგონია რომ შენი შესაძლებლობები ამოუწურავია. ასეთი ხარისხით როგორ ასრულებ ყველაფერს. ეჭვი არავის შეეპარება შენს ბიჭობაში... უბრალოდ მხრები გაქვს პატარა ..პიჯაკს რომ ჩაიცვამ უფრო დიდი გამოჩნდება და ეგ არაფერი. ყველა კუნთა და მხარბეჭიანი ხო არაა. -ანუ მოგწონვართ გვრიტებო... -ახლა შეგიძლია ბინიდან გახვიდე. სოციალურ ქსელში ფოტოები ატვირთო და დაიწყო მარტინის ტყავით ცხოვრება. ჩადი მაცივარი გაავსე, მეზობლებს დაენახე -მასწავლე ახლა როგორ მოვიქცე.ჯერ თქვენ გაქრით აქედან და მერე მივხედავ საქმეს. ტანსაცმელი კიდე უნდა ვიყიდო თორე ესენი არ მეყოფა და მერე ვერ ვივლი. -ჩვენ წავალთ და ვიყიდით...აბა გკოცნით და დაგვირეკე საღამოს . -ნახვამდის... ყველაფერი გააკეთა. ისე იქცეოდა თითქოს არაფერი ხდებდოა განსაკუთრებული.კარგად ჰქონდა დამახსოვრებული საკუთარი ბიოგრაფია და როლის შესრულება კი ყველაზე მარტივი იყო მისთვის. მეზობლები გაიცნო, გულში ეცინებოდა ქალების გამოხედვაზე და ზურგს უკან ჩურჩულზე. თუმცა უკვე აგცნობილი იყო ქართველების ხასიათს და ეს ყველაფერი არ აკვირვებდა, უბრალოდ რეალობაში აღიქვამდა. სახლში ყველაფერი მოაწესრიგა და ლოდინი დაიწყო. შემდეგ მიწერეს რომ ადგილი თავისუფალი იყო. მალე ვაკანსიაც გამოცხადდა და მისი სივიც ავტომატურად გადაიგზავნა. არ უნდოდა პირველი მისულიყო. რამდენიმე დღე დაელოდა, იგებდა ვინ მიდიოდა მათთან და მათ შესახებ ინფორმაციასაც ფლობდა. ბოლოს როცა თავად ბატონი მივიდა კომპანიაში ისიც გაემართა გასაუბრებაზე. -გამარჯობათ , გასაუბრების თაობაზე ვარ . ბატონი ირაკლის მოადგილის თანამდებობაზე-გოგონამ მიმღებში აათვალიერა და გაუღიმა-შეგიძლიათ მითხრათ კადრების განყოფილება საით არის? -გამარჯობათ... წარმატებებს გისურვებთ. დღეს თავად ბატონი ირაკლი ხვდება კანდიდატებს და პირდაპირ მის კაბინეტში უნდა მიბრძანდეთ. ბოლო სართულზე აბრზანდით -მადლობთ - მომხიბვლელად გაუღიმა და ლიფტისკენ წავიდა. ჯიბეში ხელებჩაწყობილი მიაბიჯებდა და რამდენიმე გოგოს მზერაც გაიყოლა. უკვე აზარტში იყო შესული და როგორც ყოველთვის გართობისთვის ემზადებოდა. მისაღებში სულ გოგონები ისხდნენ, მოკლე კაბებში ანდაც კონსერვატულად ჩაცმულები,სერიოზული სახეებით. რომ განაცხადა რისთვისაც იყო მისული გაკვირვება დაიმსახურა ყველასგან მხოლოდ მდივანი შეხვდა მშვიდად ამ ამბავს. მონაცემები ჩაინიშნა შეამოწმა მისი სივი და დალოდება სთხოვა. მშვიდად აკვირდებოდა სიტუაციას. ყველა კუთხე-კუნჭული შეისწავლა რაზეც კი თვალი მიუწვდა და გოგონების საუბარსაც მშვენივრად უსმენდა. რიგ-რიგობით შედიოდნენ ქალბატონები. ვინაიდან გვიან მივიდა თავად ბოლო იყო და ასეც აწყობდა. ქალბატონები უკმაყოფილო გამომეტყველებით გამოდიოდნენ და გაბრაზებულები ტოვებდნენ იქაურობას. ბოლოს მისი ჯერიც დადგა. მშვიდად გაემართა კაბინეტისკენ ამჯერად მდივნის თანხლებით ,რომელსაც მისი საქაღალდე ეჭირა ხელში. კარზე დაკაკუნების გარეშე შევიდა გოგონა და ანიშნა რომ კარტან დარჩენილიყო . ხმა კარგად ესმოდა და ოდნავ შეღებული კარიდან გოგონასაც ადევნებდა თვალს -ბატონო ირაკლი დღეისთვის ბოლო კანდიდატია და ამით დასრულდება პირველადი შერჩევა .აი მისი სივი - მაგიდისკენ დაიძრა საქაღალდე დადო -ისევ იგივე თუ იქნება შენ დაგაწინეურებ თეკუნა -რას ამბობთ მე როგორ ... თანაც ის არ ჰგავს სხვებს, მგონი- აშკარად ჩაიცინა და უკან გამობრუნდა- შეგიძლია შეხვიდე,წარმატებებს გისურვებთ. -გმადლობ!- შესვლას არ ჩქარობდა, ისევ ჯიბეში ჰქონდა ცალი ხელი და მშვიდად მიაბიჯებდა კაბინეტში. ირაკლი უყურებდა და აშკარად გაოცებული იყო -გამარჯობათ ბატონო ირაკლი -გამარჯობა? გასაუბრებაზე ხართ? -დიახ! -საინტერესოა... თანამდებობის შესახებ იცით? -რა თქმა უნდა -და ისე გაჭირდა სამსახური რომ თანაშემწის მოვალეობას შეასრულებთ? -ამ ქვეყანაში კაცების დისკრიმინაცია დაიწყო თუ მეჩვენება... ჯერ კიდევ მიმღების გოგონას გაოცებული სახე მახსოვს შემდეგ ყველა აქ მოსული ქალბატონის და ახლა თქვენს იმავეს იმეორებთ. ჩემი სივი გავგზავნე კომპანიაში რომელსაც თქვენ დაუკავშირდით , მათ ეს სამსახური შემომტავაზეს და ვინაიდან ვხედავ პერსპექტივას ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ ახლა აქ ვარ. თუ თქვენ მოკლეკაბიანი თანაშემწე გჭირდებათ სამუშაო საათების გასამარტივებლად სივს ნუ გადახედავთ ტყუილად, მოკლე კაბა ნამდვილად არ მიხდება ,ფეხები არ მაქვს მთლად სწორი- მთელი ეს გამოსვლა ზუსტად იმ ტონალობებში შეასრულა ირაკლის რომ დააინტერესებდა. მხოლოდ შესვლამდე გადაშლილ საქაღალდეს დახედა და ვინაობა ამოიკითხა -გილოცავ მარტინ ხვალიდან ჩემი მარჯვენა ხელი ხარ . აქ და არა მარტო აქ ,ყველგან სადაც საჭირო იქნები. ხელფასთან დაკავშირებით კადრების განყოფილებაში მოგახსენებენ როცა თანამდებობაზე გაგაფორმებენ . - წამოდგა ხელი გაუწოდა და მანაც თავისი შეაგება. ძლიერად მოუჭირა მის ძლიერ ხელს თავისი პატარა თითები ირაკლის რომ ყურადღება არ გადაეტანა მათზე და მოჩვენებითი სიხარულიც გაურია მადლობაში. ასე მარტივად აღმოჩნდა კადრების განყოფილებაში. ხელი მოაწერა დოკუმენტებს და უკვე ტანამდებობაზე მყოფმა ,დასაქმებულმა დატოვა შენობა. დაინახა როგორ გამოდიოდა ირაკლი შენობიდან თავის მდივანთან ერთად, წავიდნენ მანქანისკენ. გოგონაც მას გაჰყვა და ერთად დატოვეს ეზო. ის კი მშვიდად მიაბიჯებდა, ტაქსი გააჩერა და ბინაში წავიდა. -როგორ ჩაიარა? -ორივე ესაუბრებოდა მობილურით და მის პასუხს ელოდნენ -ძალიან მარტივად... იმდენად უვიცია სივიც არ უნახავს ორ სიტყვაზე გაება. უინტერესო ხდება მგონი ყველაფერი -როდის მიდიხარ სამსახურში? -ხვალ ... დარწმუნებული ვარ დავალებებიც სულელური ექნება და მის ბრძანებებს როგორ სევასრულებ არ ვიცი ალბათ პრეზერვატივების საყიდლად მატარებს და მის ბოზ.ბს საჩუქრებს მე შევურჩევ. -მერე გართობა ეგ არაა? რადგან მოგვარდა წავედი მე გიორგისთან ერთად გავდივარ ქალაქიდან. მობილურ დაიჭერს და დამირეკე იცოდე რომ მოხვალ სახლში -კარგი გკოცნით და ბევრს ნუ იცელქებთ გადაწყვიტა საღამოს გარეთ გასულიყო.ისევ კლუბში შევიდა და ამჯერად ბართან დაჯდა. ისევ გვიან მივიდა ბატონი ირაკლი ამჯერად სხვა ბიჭებიც იყვნენ და რამდენიმე გოგოც . ისევ იმ მაგიდასთან დასხდნენ.ირაკლი ზურგით იჯდა და ვერ ხედავდა, ერთი ჭიქა ვისკი შეუკვეთა და მშვიდად სვამდა. მხარზე რომ მოუჭირა ვიღაცამ ხელი. უკან რომ მიიხედა და ირაკლი დაინახა თითქოს გაუკვირდა -ბატონო ირაკლი... აქ არ გელოდით -ჩემი ოჯახის საკუთრებაა ეს ადგილი და შენ არ შემიმჩნევიხარ აქამდე ...-ისე უთხრა აღარც უყურებდა ბარმენს გახედა და როგორც ყოველთვისო უთხრა. მანაც ჭიქები და სასმელი გაატანა მიმტანს -არ მიყვარს დალევა... უბრალოდ დღეს ავღნიშნავ სამსახურის დაწყებას -მარტო აღნიშნავ ტო? წამო შემოგვიერთდდი ჩემ ოჯახისწევრებს გაგაცნობ ! ერთ საქმეს ამაღამვე მოილევ- ისევ მხარზე დაკრა ხელი და გვერდით გაიწია გზა რომ გაეთავისუფლებინა -არ მინდა შეგაწუხოთ ალბათ მარტო გირჩევნიათ -თუ გინდა დიდხანს შეინარჩუნო სამსახური არასდროს მითხრა ეგ წინადადება. როცა რამე მაწუხებს არ ვაკეთებ ! ამ ერთხელ გაპატიებ -საით?- ისე შედგა თითქოს აზრზე არ იყო საით უნდა წასულიყო.ირაკლიმ აჩვენა მიმართულება და შემდეგ შეკრებილების ყურადღება მიიქცია -ჩემი ახალი ამრჯვენა ხელი მარტინი! ესენი კი ჩემი დები მია,ინა. დეიდაშვილები გაბრიელი და გაბრიელა . მამიდაშვილი ქეთა .ლაშა და მათე -სასიამოვნოა... ნატას რა დაემართა? -როცა ყველა მიესალმა შემდეგ ჰკითხა გაბრიელამ -პირადი მიზეზების გამო დატოვა სამსახური -რამე მნიშვნელოვანი იყო? -ალბათ...პრობლემა რომ ჰქონოდა მეტყოდა .შესაბამისად უბრალოდ გამგზავრება იყო საჭირო .იმედია მარტინი კარგად შეასრულებს მოვალეობას. -შევეცდები ... -მშვიდად იჯდა, შიგადაშიგ საუბრობდა. ძირითადად სიტუაციას აკვირდებოდა და როცა ეგონა რომ ირაკლი სერიოზულად მოიქცეოდა მისი თანდასწრებით ის ისევ ისეთი თავისუფალი და ბუნებრივი იყო. რამდენიმე ჭიქა დალია, მოწია და შემდეგ მოხერხებულად გაეცალა იქაურობას. ისიც გაიგო რომ დიდი ოჯახი ჰყავდა ირაკლის,ყველა მათგანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერთი შეხედვით,მაგრამ მარიტას მსგავსი ურთიერთობების არ სჯეროდა და კარგად სენირბულ მლიქვნელობად აღიქვა. მეორე დღეს ისე მივიდა სამსახურში ეგონა რომ ირაკლი საერთოდ არ გამოცხადდებოდა. სუა ივლისი იყო, ყველაფერი წივოდა და ნახევარი თანამშრომლებისა შვებულებას ელოდა. ირაკლის მდივანმა თავისი ოთახი აჩვენა და იქ დატოვა. მანაც უბრალოდ შეძენილი ნივთები ამოალაგა,თითქოს დიდი სიყვარულით და ყურადღებით დააწყო მაგიდაზე და სკამში ჩაეშვა. დამჯდარიც არ იყო ირაკლიმ რომ გამოიძახა. კაბინეტში შესულს ქაღალდებში თავჩარგული რომ დახვდა წამით გაუკვირდა კიდეც, შემდეგ საქმეების ჩამონათვალი რომ გააკეთებინა და თან სწრაფად მუშაობა უბრძანა უკვე შოკში იყო. არადა სხვანაირად უნდა ყოფილიყო, მან კი იმდენი საქმე დაავალა დრო აღარ დაუტოვა. რომ გარკვეულიყო მდივანს სთხოვა დახმარება. ასე ისიც გაიგო სად რას ინახავდნენ და რომელ ინფორმაციას იპოვიდა ხელსაყრელ დროს. შემდეგ საქმეს შეუდგა. რამდენიმე შეცდომა დაუშვა მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება იფიქრა ყველაფერს ხომ არ წაიკითხავსო ,მაგრამ ამაშიც შეცდა.ირაკლი ყველა დეტალს ამოწმებდა და შეცდომებს არ უშვებდა.გაფრთხილება მისცა ,მაგრამ სასჯელი ნამდვილად არ მოუფიქრებია არც ყვირილი და ლანძღვა დაუწყია რისი შემთხვევბიც ადრე ჰქონდა. ვერაფერს ხვდებოდა უკვე წინასწარ,ყველაფერი სხვანაირად წარმოედგინა. ის კი მართლა მუშაობას ითხოვდა. შემდეგ იმას დააბრალა რომ კაცის ფორმაში იყო , მდივანს დააკვირდა რომელიც სულ საქმეში იყო ჩაძირული და საწყალი სად აღარ დარბოდა. მასთან გასაუბრება მოახერხა და გაიგო რომ ირაკლი ძალიან კარგი უფროსი იყო,საქმეზე არ წუწუნებდა მდივანი რადგან მოვალეობა იყო ისე კი ძალიან ყურადღებიანი და სამართლიანია ბატონი ირაკლიო განაცხადა. ერთი კვირა ისე გავიდა სამსახურში შეუსვენებლად მუშაობდა. ირაკლი წლის შეჯამებას აკეთებდა და ყველაფერს ამოწმებდა . მიმდინარე პროექტებს, უკვე განხორციელებულს და საერთოდ როგორ ახერხებდა კიდევ გართობას გაოცებული იყო. მეგობრები სტუმრობდნენ კიდეც, რამდენიმე დამატებით რომ გაიცნო უკვე სათვალავი აერია. სხვა თანამშრომლებიც გამოკითხა მალულად ლანჩის დროს, ვერავინ ნახა ისეთი რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა ან რაიმე დარღვევაზე ისაუბრებდა. ეს კი უფრო აღძრავდა ეჭვებს. ბოლოს დაასკვნა რომ ეს პატარა ბიჭი იმაზე დიდი გაიძვერა იყო ვიდრე სხვა დანარჩენი და უფრო მოვიდა აზარტში/ ნელ-ნელა დაიწყო საქმეების გადაქექვა. ირაკლის კომპიუტერში მასალების შემოწმება და ყოველ ჯერზე ბრაზით ივსებოდა -უკვე ორი კვირა გავიდა და ვერაფერი ვიპოვე. პირველი კვირა როგორც წესი თანამშრომლებს დავუთმე სადაც უნდა ხდებოდეს დანაშაული იმ ნაწილებს,მაგრამ არაფერია.ამ კვირაში უკვე ყველა დოკუმენტზე მიმიწვდებოდა ხელი იურიდიური გარღვევაც არ არის, არც ზედმეტ ფულს სძალავს კომპანიონებს .არაფერია... -დამშვიდდი ...იქნებ უბრალოდ სუფთაა. დედაშენმა ხომ გითხრა რომ ასე აწყობთ -მერე რა ...დედას აწყობს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი ასეთი სწორია, ასეთი ზუსტი და არაფერს აშავებს . რა გინდა მითხრა რომ ის არსება იდიალურია?არ არსებობენ ეგეთია დამიანები და საზოგადოება. გამაღიზიანებელია ყველაფერი...ამდენი მეგობარი როგორ უნდა ჰყავდეს,არავინ სძულს არავისთან აქვს პრობლემა? ასეთი სამეგობრო არ არსებობს, ყველა წრეშია ერთმანეთზე გადამტერებული ხალხი .სანათესაო წრეშიც კი ბოღმიანები არიან და ესენი რით განსხვავდებიან ცნობილი პოლიტიკოსების და მაგნატების ოჯახებისგან. რიგითი ქართული მილიონრების ოჯახია ... -მორჩი სიარულს ვერ გხედავ! კომპიუტერის წინ მაინც იარე გოგო! -რა დროს ესაა... ორი კვირა შევალიე და ჯერ ვერაფერი ვიოვე .შემდეგ რომ გამომეძიებია მომეპოვებინა მასალა და შემდეგ ბოლომდე მიმეყავნა საქმე. ამ დროს უკვე ყველაფერი უნდა მქონოდა. მე კი ეჭვიც არაფერზე მაქვს... -მხოლოდ იმიტომ ვერ იქნება დამნაშავე რომ კაგრი ოჯახი და მეგობრები ჰყავს,.ერთდროულად კარგი უფროსი და გადარეული ბიჭი რომ არის მაგიტომ ხომ არ იქნება განგსტერი ნუ გამაგიჟე! -იქნება! ვიცი რაღაცას მალავს. რომელი საქმეებიც არ მინახავს ჯერ იმათ ვნახავ. ის ახალი დანიშნულია,რამდენიმე წლის და შესაძლოა ვერ ახერხებს ჯერ საქმეების არევას. იქნებ დანაშაული კომპანიაში არც უნდა ვეძებო! -ამ გამოხედვას ვერ ვიტან! მეზიზღება ასე ბოროტი მზერა რომ გაქვს -ვიცი რაც უნდა გავაკეთო... მასთან მეტი სიახლოვე მჭირდება -ბიჭის ფორმაში რომ ხარ ნუ გავიწყდება! -რა დამავიწყებს მაგას,ცოტაც და ამ პარიკს დავწვავ. ეს წვერიც მიუხეშებს კანს... მალე მინდოდა დასრულება და ვატყობ ეს ფორმა კიდევ დიდხანს უნდა მეცვეს. ზაფხული ჩამიმწარა! მარტო მაგიტომ გავანადგურებ -ისე იქცევი მგონია რომ მისი კარგი ცხოვრების გშურს -რა უნდა მშურდეს..ყველაფერი ყალბია -მე კი მგონია რომ წარმატებულ კარიერას და პირად ცხოვრებას შესანისნავად ართმევს თავს . ოჯახშიც ბედნიერია და თან კარგადაც უძღვება საქმეს. უბრალოდ შეეშვი მარიტა და უთხარი მამაშენს რომ მაგ ბიჭის ნდობა შეიძლება. -შენ გიორგიმ სულ გამოგაცალა ტვინი...კი დაგპირდი არაფერს ვიტყვითქო მაგრამ რაც ცოლად გაჰყევი იმის მერე ჩემი აღარ გესმის! არ არის სუფთა უმწიკლო რეპუტაციის წესიერი ბისნეზმენი. არ არის იდეალური ეს არსება არაააააააააა . იდეალური კაცები არ არსებობენ,მითუმეტეს მილიონერი იდეალური ბიჭი არ არსებობს. რადგან საქმეს კარგად უზღვება ე.ი თავისიი გიჟური ცხოვრების გამოა დამნაშავე . რადგან მის პირადზე არაფერია და მხოლოდ წარმატებებზე წერენ შესაბამისად მიჩქმალული საქმეები უნდა ამოვქექო. 23 წლამდე ხომ ცხოვრობდა ,სწორედ მაგ ცხოვრებას გამოვიკვლევ. წარსულში მოგზაურობის დროა. -გული მიგრძნობს შარში გაეხვევი და მეშინია არ წააგო , როცა წესიერ ადამიანს შეებრძოლები -ორივემ ნუ იცით პირის შეკრა... მე ყოველთვის მართალი ვარ! რით ვერ შეიგნეთ რომ მე წესიერ ადამიანებთან არ მაქვს კავშირი. კაცები კი ზოგადად არ არიან იდეალურები -და ჩვენ ვართ? -თქვენ შეიძლება ,მე ნამდვილად არ ვარ! წავედი ახლა. გასვლის დროა ,ახალ თამაშს ვიწყებ... ამაღამ წვეულებაზე ვარ მიწვეული.რომელიღაცის დაბადების დღეა და მთელი ოჯახი იქნება. მე რატო დამპატიჟა ვერ გავიგე ,მაგრამ კარგია რომ მენდობა ეგ იდიოტი! ორ კვირაში რომ კაცს ენდობი ნორმალური არ უნდ აიყო ხო? -შენთან ლაპარაკი აღარ მინდა უკვე თავი ამტკივდა.. რაც გინდა ის გააკეთე მაგრამ დაიმახსოვრე ჩვენი სიტყვები -ნახვამდის! სხაპი მიიღო .ცოტა ხხანს ნორმალურ ფორმაში დადიოდა . ამოისუნთქა როგორც იქნა.შემდეგ ისევ მოირგო პარიკი. თავისუფალ სტილში გამოეწყო და მითითებულ მისამართზე წავიდა. ტაქსი უზარმაზარი სახლის წინ რომ გაჩერდა გაეცინა. ეზოში იყო წვეულება და იმდნეი ვინმე ირეოდა ძნელი იყო რამის გარჩევა. სახლში ბავშვებიც იყვნენ ამან სულ გააგიჟა, პატარა ბავშვებზე ალერგია აქვს უბრალოდ მათი ხმაური აგიჟებს და ტირილი ხომ საერთოდ ჭკუიდან შლის. როცა მთელი ოჯახი გაიცნო მიხვდა რომ სწორი არჩევანი გააკეთა, მიმართულება რომ შეცვალა. იმ ღამესვე გამოიკვლია ყველა მათგანის ცხოვრება. სქემები შეადგინა ვინ რას აკეთებდა, ვის რისი ბიზნესი ჰქონდა. შვილები,ნატესავები და მაგიდაზე გაშლილ უზარმაზარ სქემას დიდხანს დაჰყურებდა. მერე გოგონებს დაურეკა შეშფოთებულმა -რა ხდება...- მობილური მიეცი სალოს -შენ ხარ? ღმერთო ჩემო ... სალი გაიღვიძე ის გიჟი გირეკავს -მერე სალოს კრუსუნი გაიგო და როგორც იქნა მობილურსაც მოკიდა ხელი- გისმენ მარიტა რა ხდება -კოშმარია... როგორ შეიძლება შევეხო როცა მთელს ქვეყანაში ყველა წრიდან ჰყავს ოჯახისწევრი. აქედან უნდა დამეწყო გამოძიება მე კი ორი კვირა საბუთებშ თავჩარგლმა გავატარე. საერთოდ ვცვლი გეგმას... დაიძინე ახლა და დილას მოდით სასტუმროში .მისამართს გამოგიგზავნი -კარგი... ელენას უბრალოდ მიწერა რომ მიხვდა ძალიან გვიანი იყო და კმაყოფილი ჩაეშვა საწოლში. შემდეგ დანიშნულების ადგილას მივიდა და ელოდა ქალბატონების მისვლას. წვენს მიირტმედა ნამცხვართან და კმაყოფილებისგან შეშლილი იჯდა. -დავიღუპეთ ხომ გეუბნებოდი რაღაც ზე ვერაგული მოიფიქრა-თქო -შემოსვლისთანავე ნუ ეცდებით განწყობის გაფუჭებას.პირდაპირ გეტყვით...ორმაგ შენიღბვას ვიწყებ ... ქალად უნდა გარდავისახო, სექსუალურად გასაგიჯებელ ქალად . ასე ორმაგად ავალაპარაკებ. რასაც თანაშემწეს არ ეტყვის ქალს ეტყვის რომლის დაკერვაც მოუნდება. -და რომ დააკერინებ თავს მერე რას გააკეთებ. ის ხომ ღიპიანი შუა ხნის კაცი არ არის ხელიდან რომ დაუსხლტე , გააბრუო ან გამოათრო. ჯან-ღონით სავსე სექსუალური მამაკაცია ,რომელიც ბევრ ქალს აგიჟებს -და მხოლოდ მე გავაგიჟებ! -მგონი იმდენად ხარ შეპყრობილი მოგეწონა კიდეც... მისი საყვარელი ვერ გახდები და როგორ დაიძვრენ თავს. გინდა შეუყვარდე? -სიყვარული არ არსებობს, მას უბრალოდ ჩემი საწოლში ჩაწვენის სურვილი აამოძრავებს . მერე ცოტა დავათბობ ურთიერთობას და ჩემ გაჟიმ..ს რომ ვერ მოახერხებს სხვა ხერხს მიმართავს აქამდე მისაღწევად-ფეხები გაშალა და გაიცინა -ზოგჯერ ნამდვილი ურჩხული მგონიხარ და მრცხვენია რომ გეხმარები. ვიცი მის გამოჭერას ვერ მოახერხებ, მართალ ადამიანს ვერასდროს დაამარცხებ და ბოლოს შეუყვარდები . -გადავუყვარდები არაუშავს... ეგეთებს შევყვარებივარ? კ-ეგეთს ნამდვილად არ შეხვედრიხარ მარიტა. -სალომე არც კი გინახავს და როგორ ხვდები შევხვედრილვარ მის მსგავსს თუ არა! -შეეშვი სალო ხომ იცი აზრი არ აქვს. უტაც და გიორგიც მართლები არიან, მანამ ითამაშებს სანამ არ განადგურდება . ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ მის გვერდით -გეყოთ რა რატომ მიშხამებთ განწყობას... მოვიფიქროთ თმის ფერი,თვალების სარბი როგორი მექნება. ტანსაცმელი უნდა ვიყიდო ... -როდის იწყებ სამმაგ თამაშს -ჯერ არა... ისეთ მომენტში გამოვჩნდები ემოციურად აქტიური რომ იქნება. ჯერ მარტინი გაიგებს რაღაც-რაღაცეებს შემდეგ შევიცნობ მკვლელ ან მოძალადე ირაკლის სახეს.იქნებ ყოფილი ნარკომანიც კი . არალეგალური ბორდელის მფლობელიც გასათვალისწინებელია და თუ კარგად გამოვიძიებ გადაზიდვების საქმეს ნარკოდილერიც... - ტერორისტი არა? -ღმერთო რა საშინელი ხალხი ხართ...მე ვცდილობ დავაჯერო თავი რომ ტყუილად არ წამოვედი ამ უინტერესო ქვეყანაში და თქვენ რას აკეთებთ. -ჩვენ გითხარით რა უნდა გაგეკეთებინა...შენ მამაშენის გამო არ აკეტებ ამ ყველაფერს უბრალოდ არ შეგიძლია მშვიდად ცხოვრება თუ ვინმეს არ აურიე საქმეები. როცა მართლა დამნაშავეებს ააშკარავებ ვამართლებდი შენ საქციელს ,მაგრამ ახლა არც კი ვიცი -დაგიმტკიცებთ რომ დამნაშავეა და მერე რას იტყვით მაგასაც ვნახავთ! ... ერთი კვირა ისე გავიდა რომ შესაფერი მომენტი ვერ იპოვა ახალი როლის შესასრულებლად. ირაკლიმ იმდენი სამქე დაავალა სანამ თავად წაბრძანდა სადღაც თავი სტკიოდა უკვე. გადაწყვიტა ადრე წავალო სახლში დავასრულებ იმ საქმესო, უკვე გვიანი იყო . თითქმის არავინ იყო შენობაში. საბუთები ერთად ჩააწყო და გასასვლელისკენ წავიდა ირაკლი რომ შეეჩეხა. შეცბა,არ ელოდა მას ამ დროს -ბატონო ირაკლი ... თქვენ ხომ შეხვედრაზე იყავით დღეს -დავასრულე და მოვედი! ვერ ვიტან გადადებულ საქმეს. შენ ესენი სად მიგაქვს? -სახლში ვაპირებდი გაგრძელებას , იმედია დანაშაული არ არის საბუთების გატანა -დამელოდე ! რაღაც დოკუმენტები მჭირდება იმათ ავიღებ ,აქ იყავი -კარგით ,როგორც მეტყვით- ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეყვირა. ირაკლი მალე დაბრუნდა ლურჯი საქაღალდით და პირდაპირ გააჭრა კარში. -სასწრაფო საქმე მაქვს და ჩემთან წამოდი !-არც უკითხავს ისე გააჭრა მანქანისკენ .იმდენად ჩქარა მიაბიჯებდა ძლივს დაეწია მარიტა. მანქანაში ჩაჯდა და მანაც სწრაფად აამუშავა ძრავი. ღვედი არც შეუკრავს ისე გააქროლა, სწრაფად მიდიოდა, ბოლოს სახლის წინ გაჩერდა. კარი გაუღეს და მანქანა ეზოში გააჩერა. ისევ სწრაფად მიაბიჯებდა სახლისკენ, დაცვის ბიჭებს ხელისაწევით მიესალმა და სახლში შეაჭრა -ირაა მოხვედი დე?- წამსვე გამოჩნდა ლამაზი ახალგაზრდა ქალი. სახე ფოტოებიდან ამოიცნო და მიხვდა ვინც იყო -ხო თათუ ... კაბინეტში ვიქნებით მე და მარტინი. გაიცანი ჩემი ახალი თანაშემწეა. მამა სახლშია? -არაა ბიჭებთან ერთად წავიდა გუშინ სანადიროდ... მთაში დავრცები ცოტა ხანს და რო მოგვწყინდება დავბრუნდებითო -ყველანი წავიდნენ? -თორნიკეც წაიყვანეს მგონი, დამიანე და გაბრიელიც -უსაქმურები! მე შემომაჩეჩეს საქმე და დადიან ახლა ხო გასართობად. დაბრუნდნენ მაგათ ვაჩვენებ ნადირობას. ცივსისხლიანი ბრაკონიერები! ირაკლიც წასულია?-მისაღებში შეიჭყიტა და წარბები შეკრა -აბა ისე წავიდოდნენ ბებიკო? აიყოლიეს ბაბუაშენიც ... ეგ კიდე სახლშ ხო არ გაჩერდება ისევ პატარა ბიჭი გონია თავისი თავი ვერ შევაგნებიე რო გული აწუხებს! ეს ბიჭი ვინ არის ბე? -მარტინია ჩემი თანაშემწე ეს კი ჩემი ბებოა მაია 9-სასიამოვნოა -ჩემთვისაც ... -კაი ბე ზევით ავალთ ჩვენ ,არ ინერვიულო შენ ბაბუს არაფერს გაუჭირვებენ ისინი. მამა მიხედავს -მამაშენის იმედი მტერს ექნა კი არ მიხედავს პირველს იმას შესვამს ცხენზე! მამაშენს დაუჯერებს ირაკლი? დრეს ვერც დავუკავშირდი და საერთოდ გული გამისკდება ბებია მალე, შენ მაინც წაყოლოდი -ექიმები არიან ნახევარზე მეტი ნუ ღელავ ბებიკო ,მადროვეთ ახლა საქმე მაქვს. სულ გავიწყდებათ რო საქმე მაქვს -მამაშენი თუ არ იწვება ნეტა შენი ცოდვით ყველაფერი რო შეგატოვა ჩემო ბიჭო ... ბოლოს ააღწიეს კაბინეტამდე. როგორც ყოველთვის საქმეს შეუდგა, სულ არ უკითხავს დაღლილი იყო თუ არა. მარიტა გაითიშა ვეღარ აზროვნებდა უკვე -გესმის მარტინ? -მაპატიეთ უბრალოდ დავიღალე... -ღამის პირველია...წადი მე გავაგრძელებ ! -არა ,არა დავრჩები ბარემ დავასრულოთ -წადი მარტინ! -კარგით, გმადლობთ-წამოდგა და გასასვლელად მოემზადა უცებ რომ გააჩერა ირაკლიმ -სროლა იცი? -დიახ ,რატომ მეკითხებით? -მკვლელობა უნდა დაგავალო!-სრულიად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, მარიტა უკვე ზეიმობდა უცებ რომ დააყოლა- ბაჭიას მოგაკვლევინებ ... ან მელიას კუდაგრძელიას -რა? -სანადიროდ გეპატიჟები ...თუ გინდა რა თქმა უნდა .თუ დოკუმენტებში ქექვა გირჩევნია შენი ნებაა...აირჩიე და ხვალ ან ჩემთან მოდი ან სამსახურში გამოცხადდი დროულად! ახლა წადი თავისუფალი ხარ გათიშულმა დატოვა იქაურობა. ტაქსში იჯდა და ფიქრობდა შემდეგ სახლამდე ააღწია.წამსვე მოიშორა ტანსაცმელები და უცებ დაიკივლა მისაღებშ გოგონები რომ დახვდნენ -აქ რა გინდათ თქვენ..გული გამისკდა -შუაღამეა! ახლა საშიში აღარაა.. შიშველი რა ლამაზი ხარ ჩიტოოო -რატომ არ გამაფრთხილეთ -მაგ ნომერზე როდის გირეკავთ ! სახლში კიდე აღარ მოხვედი და ჩვენ მოვედით -შხაპს მივიღებ და მოვალ- სწრაფად გაეცალა იქაურობას სააბაზანოში შეიკეტა უცებ გადაივლო.ხალათი მოიცვა და მისაღებშ დაბრუნდა. ელემ ყავა მიაწოდა და ისიც ჩაეშვა სავარძელში-მაგიჟებს! ხვალს ანადიროდ მიმიპატიჟა! რა გართობას მისდევენ ხვდბეი საერთოდ? რა უბედურებაა -ქართველები არიან რა გინდა? საქართველოში ისვენებენ მთელი ზაფხული. ყველა კუთხე უყვართ ...აქ არიან კარგად და შენ რა გაგიჟებს. -წახვალ? -არ ვიცი...ვერ ვხვდები როგორ სახლშ იქნებიან.თუ ბიჭებთან მომიწევს დაწოლა დავიწვა შეიძლება...ან უბრალოდ გამიჭირდება თამაში ... -ისე ხო გლიჯავ ნადირობაში..მთელი ცხოვრებაა ტახებს დსდევ -სროლა ვიცი და რამეს მოვახერხებ! თან შესანისნავი შანსია მისი ბიძების გასაცნობად. თუ რამეს ჩადის იმათ გარეშე ვერაფერს მოახერხებს და ნადირობის დროს ბევრ ამბავს მოისმენ ... შეიძლება ირაკლიზე დიდი კურდღელი დვაიჭირო თუ იმათ შესახებ გავიგებ რამეს.ეგ ლაწირაკი ვინაა იმათთან შედარებით -მარტო ირაკლი არ იკმარო ახლა მთელ საგვარეულოს გადაეკიდე =ერთი გვარი გგონია მარტო? მთელი კლანია -ანუ მიდიხარ? -ხო! გავერთობი,რაც უფრო დიდი რისკია მით მეტი გასართობია -ამდენ კაცებში რომ იქნები ტყეში არ გაფიქრებს ეგ ამბავი? -გავუძლებ! -რომ დაიწვა? =ვინ მე? გამორიცხულია! -თავდაჯერებული გიჟი ! ფოტოები გადაიღე გთხოოვ. თოფი ? -ექნება ბატონს ... შეიძლება ვინმე ჰყავდეს კიდეც მოკლულ მას ან მის მამიკოს ან ბაბუკოს... -ავად ხარ შენ ... ავადმოფი ხარ და სამკურნალო.პარანოიკი ხარ ყველგან მკვლელობა,თაღლითობა, ყაჩაღობა ,პროსტიტუცია და ატასი საძაგლობა გელანდება -ასეთია ცხოვრება ... შენი ბიჭი რადგანა რ არის დამნაშავე და უბალო ბანკირია არაფერს წყვეტს! წადით ახლა გაქრით სიე რო სულიერმა ვერ შეგნიშნოთ. მე კი გამოვიძინებ ხვალ დიდი დღეა... ძილის წამალი დალია, დილით ადრე გააღვიძა მაღვიძარამ. საჭირო ნივთები ჩაალაგა ზურგჩანთაში. შესაფერის ფორმაში გამოეწყო და ყიფიანების რეზიდენციისკენ გასწია. დაცვამ იცნო და შეუშვა. ირაკლი ეზოში იყო და ჩანთას დებდა მანქანაში . თან ვირაცას ელაპარაკებოდა მობილურით და იცინოდა -პუპსიკ წამოხვალ თუ არა რა გაახურე ტო ! ... კაი შე ჩემა არ იცი რო ისინიც ტყუილად დახეტიალობენ ? ირემი რო გადმოუხტეს ცხვირ წინ არცერთი მოკლავს! შენ რა ცხოველთადამცველი გამეჩითე ქალდნო . ... შენ შიგ ხო არ გაქ ბიჯო რას მალაპარაკებ ამდენს ან წამოდი ან იყავი ნანოსთან ! დაჟე შენი ბიძაშვილიც წასულია...თამარას გაექცა ეტყობა და ახლა ცხოველებზე ნადირობს...-ახარხარდა უცებ და მანქანას მიეყრდნო. მარიტა რომ დაინახა ჩაიცინა- წავედი მოკლედ გააგებინე უცებ იმათ ვინც მოდის და მოეყარეთ ჩემთან ერთ საათში . -მობილური გათიშა და ისე უცებ აართვა ჩანთა მარიტას თითქოს ბუმბული იყო -ე.ი შენც გეზარება საბუთებში ძრომიალი... -ტყეში გავლა მირჩევნია აშკარად თან შუა აგვისტოში -წამო სახლში კიდე რაღაცეები უნდა ავიღო ! ბიჭები მოვლენ და მერე გავიდეთ. ერთი საათი არც გასულა ნელ-ნელა რომ გაივსო ეზო. ყველას იცნობდა უკვე და ეცინებოდა მათ ქცევაზე. ტყუპი ახვლედიანები მოვიდნენ პირველი. ანდროს კიდევ ეძინა ,გიორგი უფრო ფხიზლად იყო -ამ დილაადრიან რა გვინდა შე ჩემა ... მძინავს ტო ! ზდაროვა მატრინ - ისე დაკრა ხელი ლამის შეაქანა. -მუცოში რო მივალთ გვიანი იქნება. მერე იმათ უნდა დაველოდოთ და დრო არ გავა გენიოსო? -რა დროს ნადირობა იყო! ნიკას სულ არ უთქვამს სად მიდიოდა . დედაჩემი ცოფებს ყრიდა -გუშინ დაურეკა და ნინამ რომ შეუტია ასე უთხრა ჩემი იარაღით ვნადირობო დედაჩემს ეგონა გადატანითი მნიშვნელობით ამბობდა და იმხელაზე დაუყვირა მაგ იარაღს წაგაჭრიო ჩემ ოთახშიც ისმოდა- ანდრო ახარხარდა და მანქანაზე შემოჯდა -ვახ ვახ რა ხალხი... ლაშქარი ვიკრიბებით ტო?-ლაშა შევიდა ეზოში და ყველას მიესალმა.შემდეგ სათითაოდ მოდიოდნენ ,ზოგს ეძინა ზოგი მოხოდილი იყო და ბოლოს მანქანებში გადანაწილდნენ და წავიდნენ. ირაკლი ,მარიტა ,დიმა აბაშიძე და ცოტნე ქალდანი ერთ მანქანაში მოტავსდნენ. საჭესთან ყიფიანი იჯდა ,მარიტა უკან ჩაჯდა ,ირაკლის გვერდით კი ცოტნე დაჯდა. ყიფიანს ხმამაღლა ჰქონდა სიმღერები ჩართული და ჯერ კიდევ ცარიელ ტრასაზე რალი მოაწყო. -აბა ვნახოთ რა ვისწავლეთ გიუშ! -კაი შე ცემა პატარა ბავშვს როგორ ეჯიბრები - დიმამ უთხრა და თან ღვედი შეიკრა -ჯანდაბა! ამ დილაადრიან როგორ ახერხებ ასე მოხოდვას ყიფიანო!- ცოტნემ წარბებშეკრულმა თქვა და მანაც შეიკრა ღვედი- დაძინებას ვაპირებ და ისე მოუგე რომ ხეს არ მიეხატო -ქალდანო მაგ დაძინებაზე არაფერს ვიტყვი...უბრალოდ ცოტას განანავებ- გაიცინა საბურავებს ისეთი ხმა გამაოცემია მარიტა ფანჯრიდან იყურებოდა სულ ხო არ დაწვა რეზინიო. ისეთი კვამლი დადგა თვალები დაებურა. ვერაფერს ხედავდა და ირაკლი როგორ მიდიოდა, ან გიორგი ახვლედიანის მანქანა სად იყო ვერც დაინახა. ისე ცქარა მიდიოდა ყიფიანი ინანა ღვედი რომ არ შეიკრა. ადრენალინი მოაწვა ძარღვებში, სიმღერის ხმა, ყიფიანის შეძახილები ,მის ხელებზე მიყინული მზერა.უყურებდა როგორ ატრიალებდა საჭეს როგორ მოძრაობდა და რას ჩადიოდა. ვერაფერზე ფიქრობდა, სულ არ ეჩვენებოდა არალეგალურად ეს ამბავი,უბრალოდ სიგიჟემდე მიჰყავდა ამ გიჟ არსებას და ისეთ რამეს გრძნობდა რაც აქამდე არ განეცადა. უკვე თბილისიდან შორს იყვნენ ტრასაზე რამდენიმე მანქანა იყო მათ გარდა. ახვლედიანმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, არ ეგონა მარიტას თუ ეს პატარა ბიჭი მოიგებდა ,მაგრამ ჭკუით აჯობა გიორგის და გაასწრო კიდეც. ყიფიანის გაცოფებას ელოდა ის კი ნახევრად გაუჩერებელი მანქანიდან სიცილით გადავიდა . მანქანების წინ დადგა შუა გზაში და ერთი ხელის მოსმით გადაიძრო მაისური.. ყველანი გადავიდნენ მანქანებიდან. სიმღერა ბოლო ხმაზე ისმოდა და ექოდ ვრცელდებოდა. ის გიჟი კი იდგა და ცეკვავდა. ისე აქნევდა თეძოს, ისე მოძრაობდა და ისე ამოძრავებდა ხელებს მარიტა სუნთქვაშეკრული, ცეცხლმოკიდებული უყურებდა. გონს ვერ მოდიოდა,სხვეი კი იცინოდნენ, შეძახილები ისმოდა სანამ სიმღერა არ დასრულდა და მცხუნვარე მზის ქვეშ მდგომი ყიფიანი არ გაჩერდა. ღრმად სუნთქავდა და გიორგისკენ მიდიოდა -წაგებული ჩაგაბარე ხომხ ედავ... მიამატეთ ეს ძველ კადრებს პუპსიკ. აღიარეთ რო მე უკეთ ვცეკვავ -ხელებს ვწევ ცეკვაში გნებდები ხომ იცი...წაგებულის ჩაბარება შენზე უკეთ არავის გამოსდის -რა მწარე ხარ ახვლედიანო რა შხამს იტევ ეს პატარა ბიჭი - თავი გააქნი. მაისური მანქანაში შეაგდო და ისევ განაგრძეს გზა. აღარ ჩაუცვამს, ასე ნახევრად შიშველი იჯდა უკვე მშვიდად მართავდა მიხვეულ გზაზე მანქანას. -ეს რა იყო ვინმე მეტყვით? -გააგიჟე ეს ბიჭი ხო ხედავ! არ უნდა წამოგეყვანა აწი ვეღარ დაიმორჩილებ ამას...გიჟი ეგონები -დიმამ თქვა და უკან მოუბრუნდა - როცა სადმე მივდივართ ყოველთვის ვეჯიბრებით. წაგებული ერთი და იგივე ნომერს ასრულებს,როგორც მიხვდი ვცეკვავთ. ვცდილობთ არ წავაგოთ ხოლმე ... -და სად უნდა გაჩერებულიყავით რომ არ გითქვამთ -ყველა გზა ათვსიებული გვაქვს ზუსტად ვიცით სად როგორი ტრასაა, გადატვირტული იქნება თუ არა . ასე რო ყველა მიმართულებით გვაქვს ჩვენი ფინიშის წერტილი. საფრთხე რო არ შეგვექმნას და თან გავერთოთ ძირითადად თავისუფალი და მარტივი გზა გვაქვს არჩეული. აქ რომ შევეჯიბროთ აშკარად სიგიჟეა - გზაზე მიუთითა ცოტნემ. დიმას დაწყებული განმარტება მან განაგრძო და სათვალე მოირგო- აუწიე ამ კონდიციონერს ამივიდა ბოლი შე ჩემა -აწეული აქ პატარავ..შენ რა მყავხარ ასეთი ტემპერამენტიანი მამიკოო- სარკიდან გამოხედა და წარბები აათამაშა ყურებამდე გაკრეჭილმა -დაახვიე- ხელი მიარტყა ქალდანმა და ისევ მიწვა სავარძელზე რამდენიმე წუთი ჩუმად იყვნენ, ირაკლი სიმრერას ყვებოდა ,ძირითადად მხრებს აყოლებდა და თითებს საჭეზე ათამაშებდა. მარიტა გზას აკვირდებოდა, პირველად მიდიოდა იმ მხარეში და გაოცებული იყო ამ სილამაზით. ყველა დეტალს აკვირდებოდა. ახერხებდა ,მაგრამ გაოცებულიც იყო ყიფიანის ქცევით. აზრების დალაგებას და დასკვნების გამოტანას ვერარ ახერხებდა. უბრალოდ აკვირდებოდა და იმახსოვრებდა შემდეგ რომ დაელაგებინა ყველაფერი. -ჩემო სიყრმის მეგობარო შენმა ალქაჯმა როგორ დაგრთო წამოსვლის ნება? -სადაც ქალი არ არის იქ წასვლას როგორ დამიშლიდა ლიზა არ იცნობ? -უნდა დავურეკო და ვუთხრა ტყეში შიშველი ამროძალები გაგვეჩითნენ და ყველას დიმჩკას გაჟიმ... უნდათთქო -ამორძალებს დაიჯერებს თან შენ რო ეტყვი- დიმას რეაქცია არ ჰქონია. მშვიდად იჯდა და გზას უყურებდა - ცოტა ჩქარა წადი თორე მიღოღავ -სად გეჩქარება..რა სულსწრაფი ხარ დიმჩიკ... რა ვუთხრა ლიზიკოს ისეთი ფეხით რო ამოვიყვანო მუცოში ჰა? -ეგეთს ვერაფერს ეტყვი. -რო ვუთხრა დიმჩიკს იმ გოგომ ჩამოაკითხა-თქო რა ჰქვია ვირაც იურისტი როა ტო ახლა რო გეჩალიჩებოდა სულ ბოლოს, მაგარი ნაშა კია ისე ! ცოლს რა ვუთხარი თორე მაგას კაცი არ იხმ..და ტო? -სახელიც რო არ გახსოვს არასდროს მაგ მაგარი ნაშების ... - ცოტნემ უთხრა და გაიცინა -სახელი რა აუცილებელია. ერთი ჰქვია მაინც ყველას. ანა, მარი, ლილე, სალო რა ვიცი ერთნაირია ყველა და მერე როგორ გავარჩიო რომელი სალოა ან რომელი თამუნა -მაგაზე დარდობ შენ სულ ... -ვაფშე რა შუაში იყო სახელები ! აღარ იცით მოკლედ როგორ დამადანაშაულოთ. ამათ არ მოუსმინო მარტინ ! ბრალს მდებენ ტყუილად, ცილს მწამებენ.ერთს ცოლი ჰყავს სხვატაშორის ის ალქაჯი ჩემი მამიდაშვილია და ისე ჰყავს დამონებული მთელი ცხოვრებაა,რომ ცოლის შერთვა სამუდამოდ გადავიფიქრე. შენც გადაიფიქრებდი ამათ რომ უყურებდე...ცოტნიკოს კიდე სულ არ აქვს ხმა ამოსაღები- გახედა ისევ ბიჭს და თვალი ჩაუკრა.ქალდანი თითქოს მშვიდად იყო ,მაგრამ მაინც შეამჩნია მისი აღელვება მარიტამ. შემდეგ უბრალოდ გზას უყურებდა და რაც უფრო შორს მიდიოდნენ მით უფრო ლამაზი იყო ყველაფერი. ბოლოს კიდევ ერთ სასახლემდე მიაღწიეს, ეს არ აკვირვებდა უკეტესებიც ენახა,მაგრამ ასეთ საოცარ ადგილას არა. თითქოს სამოთხე იყო ... სახლში არავინ იყო...ბიჭები ისე მოეწყვნენ აშკარად შეჩვეულები იყვნენ ქალის გარეშე ცხოვრებას. ოთახებში გადანაწილდნენ. ირაკლიმ ანიშნა გაყოლოდა და შესაბამისად მასთან ერთად მოუხდა ოთახში ყოფნა. მთელი სახლი ხმაურმა მოიცვა.ბიჭები ბარგს ალაგებდნენ საძინებელში და პროდუქტებს სამზარეულოში. ისე სწრაფად ტრიალებდნენ პირდაპირ დახელოვნებულები იყვნენ. საძინებელში სამი საწოლი იდგა ,ყველა ერთმანეტისგან მოშორებით .თითქოს ყველაფერი მრავალრიცხოვანი სტუმრისთვის იყო განკუთვნილი. ოთახის მესამე მეზობელი უკვე დაბინავებული იყო ,სანამა რ დაბრუნდებოდნენ სახლში ვერ გაიგებდა მის ვინაობას. საშინლად უჭირდა გაძლება, ტანსაცმელიც აწუხებდა, პარიკიც, წვერიც და შვება იყო სიგრილეში ყოფნა. ისე უნდოდა შხაპის მიღება რომ ლამის შევარდა სააბაზანოში. საერთო სააბაზანო ჰქონდათ -რამდენიმე საშხაპე იმიტომაა რომ ბევრნი ვართ. კიდევ იზრდება რაოდენობა სიძეები გვემატებიან და მოკლედ ალექსანდრე ძიამ რემონტი რომ გააკეთა ყველა სააბაზანოში რამდნეიმე საშხაპე გააკეთებინა ,რომლებიც საძინებელს არ ეკუთვნის. -აქ ხშირად ხართ ხოლმე? ანუ შენის ახლი არ არის? -რეალურად ჩემი არ არის..ახვლედიანებისაა . თორნიკე ახვლედიანის ,მაგრამ ჩვენთვის არ არსებობს მსგავსი რამ. ერთი ოჯახი ვართ როგორც გითხარი და მე როცა დასვენება მჭირდება ნებისმიერ სახლში შემიძლია მივიდე და დავრჩე რამდენ ხანსაც მინდა,მივიყვანო ვინც მინდა და გადავცე გასაღები ვისაც მინდა. ყველა სახლი ისე გვაქვს გაკეთებული რომ ჩვენ ყველას შეგვეძლოს დარჩენა. ყველგან შეხვდები ათვისებულ ოთახებს, სხვენი და სარდაფიც კი საძინებლებად გვაქვს ქცეული , დამატებითი გასაშლელი საწოლები ყველა სახლში იქნება სადაც ჩემთან ერთად წახვალ და მოკლედ იატაკზე წოლა არ მოგიწევს - უხსნიდა და თან ტანსაცმელს ალაგებდა -kაქ რამდენ ხანს დავრცებით ბატონო ირაკლი? -ტვინს ტყნ... უკვე იცი?- ისე უცებ მობრუნდა ძლივს შეიკავა თავი რომ არ დავარდნოდა ხელიდან ჩანთა - რა ბატონო ირაკლი ტო ... ირაკლი დამიძახე ან ყიფო . ჩემი დაახლოებული პირი ,რომელსაც უამრავ საქმეს ვანდობ და მისი იმედი მაქვს ბატონოს არ უნდა მეძახდეს ხო? -უბრალოდ მიჩვეული ვარ ...შენ განსხვავებული უფროსი ხარ და ჯერ კიდევ გაკვირვებული ვარ. -განსხვავებული რომ ვარ და ცემი გარემოცვაც არანორმალურია მაგაში ვერ შეგედავები - სანამ მარიტა ცდილობდა ამოლაგებას ირაკლიმ უკვე ყველაფერი მოაწესრიგა და საწოლზე დავარდა-მგზავრობას აშკარად არ ხარ შეჩვეული. -ხო იშვიათად გავდივარ ქალაქიდან! მშვიდი და უბრალო ცხოვრება მაქვს- კიდევ ერთი ტყუილი თქვა სრულიად მშვიდად და მოუხელთეელის როლი მოირგო-ნადირობა სხვანაირად წარმომედგინა...წესით ტყეში უნდა რჩებოდნენ და ნადირის გზას არ უნდა ადგნენ? -ნადირობა მეტაფორულია...რეალურად არაფერს კლავენ. ჩვენი ოჯახი ბუნებისდამცველია და ვერიდებით ისეთი ცხოველების მოკვლას რომელიც გადაშენების პირასაა.მითუმეტეს ამ ტყეებში ბლომად იქნები ეგეთი ცხოველები. „ნადირობის“ დროს უბრალოდ ტყეში ვხეტიალობთ, ხელოვნურ სამიზნეებს ვაკეთებთ ხოლმე და იმას ვესვრით . ზოგჯერ ამასაც არ ვაკეტებთ. უბრალოდ ლაშქორბას ვაწყობთ, კარვებს ვშლით როცა ძალიან მაღლა ავდივართ და კოცონის ირგვლივ ვსხდებით. -ასე ინტერესი არ ეკარგება ყველაფერს? მაპატიე ,მაგრამ მოსაწყენი არ არის? რეალურად რომ ნადირობდეთ და ცხოველებს დაეძებდეთ მეტად არ გაერთობოდით? თუმც აიმდენი ხართ მთელი ტყის ცხოველების გაწყვეტა მოგიწევდათ. მეფის მოწყობილ ნადირობას დაემსგავსებოდა მწევრებით ,შეიარაღებული მხედრებით და ცხენებით -ნადირობის მთავარი დანიშნულებაა ერთად ყოფნა. რისი ფუფუნებაც ხსირად არ გვაქვს. ასე ყველანი ერთად ამ დროს ვართ...როცა რაოდენობა ძალიან იზრდება შეუძლებელია მუშაობის დროს როცა ქალაქში ვართ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ.მოვყვეთ მნიშვნელოვანი ამბები ჩვენი ცხოვრებიდან ისეთი რაც გვინდა რომ მეგობრებს გავუზიაროთ. რეალურად არაფერი გვაქვს დასამალი,მაგრამ ვერ ვახერხებთ საუბარს. დაბადების დღეებზე ვიკრიბებით,მაგრამ მაშინ გართობაა მთავარი საქმე. თან ქალებთან ერთად საუბარი კაცურ ამბებზე არარეალურია ამიტომ თორნიკემ მოიფიქრა წლების წინ ეს ტრადიცია .თორნიკე ხომ იცი ფარჯიანი... ბათუს მამა -გამიგია ,მაგრამ პირადად არ მინახავს. ძნელია ამდენის დამახსოვრება...ახლა მესმის ყველაფერი . თქვენთვის გარობა და სიამოვნება უბრალოდ ერთად ყოფნაა? - დიახ ჩემო მარტინსიტო ... მე მზარეულობა მეზიზღება ამიტომ აქ დავრჩები სანამ ისინი ამომივარდებიან შენ თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. შეგიძლია გაისეირნო ეზოში და გარემო დაათვალიერო პირველად ხარ ალბათ..ამ მხარეში მაინც. -მე მივეხმარები ბიჭებს -როგორც გინდა რას მეკიტხები ...- სულ მის გვერდით რომ არ ყოფილიყო ქვემოტაც ჩავიდა. თან ბიჭებისგანაც გაიგებდა რამეს. თვითონ პერანგს და შარვალს ვერ ისორებდა. ქვევით ჩასულს კი ყველანი ნახევრად შიშვლები დახვდნენ. ლამის გონება დაკარგა, შორტების და სპორტული შარვლების ამარა ბიჭების დანახვისას. ხომ არაფერი ,მაგრამ ისე მხიარულობდნენ ეს ღმერთების მსგავსი არსებები .ისეთი ენერგია მოდიოდა მათგან ამ ბევრის მნახველ ქალსაც კი აოცებდნენ. ეს არ იყო ყალბი და ამას ვერ დაარწმუნებდა თავს. ეს უწმაწური სიტყვები,წამდაუწუმ გინება, ჩხუბი , კამათი ერთმანეთის გამწარება . უყურებდა როგორ ურტყამდნენ ერტმანეთს და გორაობდნენ მინდორში ლაშიკო და ანდრო. ანდრომ რაღაცაზე გააბრაზა და თიტქოს გასაშველებლად წასული ბათუც რომ დაეცათ ტავზე ლამის გაშტერდა. -არ მიაქციო ყურადღება ძმა ასე იქნებიან ესენი ეს დღეები... შეიძლება დიდებმაც ასე გავაკეთოთ და გიჟები არ გეგონოთ..ცოტას ვაფრენთ- კიდევ ხელის დარტყმა.უკვე მხრები ტკიოდა ამდენი ტორის მოხვედრისგან. ამჯერად დიმა იყო ისევ. რომელიც შედარებითი სიმშვიდით გამოირცეოდა. ბოლოს გავარდა მინდორზე და ერთმანეთს მოაშორა ისინი. ცოტნე ქალდანი ამ დროს სკამზე იყო შემომჯდარი სიგარეტს აბოლებდა და იცინოდა . მობილურით იმდენი კადრი დააფიქსირა რომელიც არაფერში სჭირდებოდა,მაგრამ ვერ ითმენდა . იყველაფერს ისე აკეთებდა რომ ვერავინ იგებდა, ხელოვანი იყო ამ საქემში. შემდეგ კარგი ძმაკაცივით დაიწყო საუაბრი. ბიჭები რარაცეებს უყვებოდნენ ისიც ესაუბრებოდა ,იცინოდა ზოგჯერ ხმა ეკარგებოდა სიცილისგან და ჩახველება შველოდა მხოლოდ.ერთხელ ლამის ჩვეულებრივად ამეტყველდა იმდენად გაერთო ,მაგრამ მალევე მოვიდა გონს. ბიჭებს მომზადებაში მიეხმარა. ისე ჭრიდნენ ხორცს და მწვანილებს მზარეული დამარცხდებოდა შერკინებაში. უზარმაზარი ქვაბით მოამზადეს ხორცის წვნიანი და სანამ დუღდებოდა ეზოში გალაგდნენ. ზოგი მიდნორზე გაწვა პირდაპირ, ზოგი სკამზე დაჯდა . ჯდომის მანერაც კი სვხანაირი ეჩვენებოდა. ყველას ვისაც ხედავდა რარაც წესებს იცავდა, თავს იკავებდა სახლშიც კი.არავინ იყო ტავისუფალი,ამდენად ლაღი და ამდენად ბედნიერებას აყოლილი.ისინი მხოლოდ იმიტომ და იმისთვის ცხოვრობდნენ რომ სურვილები აესრულებინათ. არავის ნებას ასრულებდნენ,მხოლოდ საკუთარს და ეს ერთი სეხედვით ველური, უზრდელი, გაუთლელი არსებები სიხარულს ასხივებდნენ და სულ არ იყვნენ ჩვეულებრივ გულისამრევები მარიტასთვის. ირაკლი არ ჩანდა, გაუკვრიდა ამდენ ხანს რომა რ გამოჩნდა. უკვე მზად იყო სადილისთვის ყველაფერი. სუფრა გააწყვეს , სასაცილო სანახავი იყო როგორ ალაგებდნენ თეფშებს და ჭიქებს. ითვლიდნენ და სულ აკლდებოდათ რაღაც. შუა გზაში გაახსენდათ რომ ჩანგლები არ იყო სუფრაზე მერე რაოდენობა აერიათ .ათასჯერ დაუვარდათ ,მაგრამ მაინც მიაღწიეს მაგიდამდე. ირაკლის ძინავსო გიორგიმ და მერე ისადილებსო. მადა ჰქონდათ საოცარი,მერე მიხვდა ამდენი რატომ გააკეთეს. თითქმის აღარაფერი დარჩა ქვაბში სადილის დასრულების შემდეგ. არადა ეგონა რომ თავადაც მოშიებული იყო . ისევ ეზოში გავიდნენ ბოლოს. სახლში მაგიდას ალაგებდნენ დიმა და ლაშა .დანარჩენები მინდორზე იყვნენ გაფენილები,ზოგი ეწეოდა კიდეც. მარიტა სკამზე იჯდა და ხედს უყურებდა საიდანღაც დიდი ნაკადით რომ წამოვიდა წყალი. ყველას ესხმებოდა და გონს რომ მოვიდა სრულიად გაწუწულს ირაკლის ხმა ჩაესმოდა,ის არანორმალური წყლის მილით ხელში იდგა და ყველას წუწავდა. მერე თავადაც გადაისხა და სულ დასველდა. მარიტა მთლად გაიწუწა, ეს მის გეგმებში არ შედიოდა, საქმე გაურთულდა და ეს არ მოსწონდა. გაუჭირდებოდა თავის დაძვრენა. ისარგებლა არეულობით დას წრაფად წავიდა საძნებლისკენ. ოთახში შევიდა საჭირო ცანთა აიღო და სააბაზანოში შეიკეტა. სასწრაფოდ უნდა გამოეცვალა და მოეშორებინა დასველებული თმა . შხაპზე უარი ვერ თქვა, შემდეგ ახალი ზუსტად იგივე პარიკი და წვერი ამოიღო ჩანთიდან და ძველები მათ ნაცვლად ჩადო. სარკეში ათვალიერებდა საკუთარ თავს რაიმე რომ არ შეშლოდა და ბოლოს გააღწია ოთახიდან. საძინებელში შეიპარა ჩანთა დამალა და ნაბიჯების ხმაზე საწოლზე დაეცა. ირაკლი შევიდა ,მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა წელზე მოხვეული და ხელით ეჭირა. -აქ ხარ ? შენც გაგწუწე თუ გადამირჩი -ვერ გადავრჩი,მაგრამ ვერ ვიტან სველი ტანსაცმლით სიარულს და მალე გამოვიცვალე. ბიჭები გაბრაზდნენ? -გადაუარათ... - კარადასთან რომ მივიდა და მოურიდებლად ზალია ჩვეულებრივად მოიხსნა პირსახოცი ლამის ჩაძვრა საბანში მარიტა. არადა თვალსაც ვერ ახამხამებდა. რატომ უნდა გამოეცვალა მის თვალწინ რა წესი იყო . მაგრამ სად გავიდოდა ან რატო ირბენდა რაში ადარდებდა, ეს ნორმალური იყო ახლა? არ იყო მაგრამ ხომ ხდებოდა . ზურგით მდგომს უყურებდა როგორ იცვამდა ,თუმცა ბევრია რც არაფერი მოურგია ტრუსზე ჯინსის შორტი ამოიცვა არც შეუკრია ისე გადაიცვა ზემოთ მაისური . მერე დაჯდა წინდები და კედები მოირგო და ამის შემდეგ შეიკრა შორტის ელვა და ღილი . სველი თმა ხელით აიჩეჩა და ასე დაუდევრად დაიწოვა. -მალე მოვლენ დანარცენები? - რამე უნდა ეთქვა ასე ვერ გაჩუმდებოდა ამიტომ ჩაცმის პროცესშივე დაუსვა კითხვა. -შეიძლება არც მოვიდნენ ამაღამ... ხვალ უეჭველი მოვლენ და მერე ჩვენც გავალთ. ხო მართლა მესამე გაბრიელი იქნება ...დამავიწყდა მეთქვა . ეს ნივთები გაბრიკოსია. ჩემი დეიდაშვილის გაგაცანი მგონი -კი ,ძალიან გგავთ . ძმა მეგონა თავიდან -დედაჩვენები არიან იდენტური ტყუპები .ადრე უფრო ჰგავდნენ ერტმანეთს ახლა სტილი შეიცვალეს და გარცევა შეიძლება. ამიტომ ჩვენც დავემსგავსეთ.ბავშვობაში ვერეოდით კიდეც ზოგს.ასაკშიც მცირეა სხვაობა. -ტყუპებიც ბევრნი არიან... -ჩვენთან ყველას შეხვედები... ყველანაირი გაგებით „ყველა“ ვართ -გაიცინა და ფანჯარასთან დადგა.სიგარეტი ამოიღო უჯრიდან და მოუკიდა. -გინდა? ერთი ღერი მანაც ამოაძვრინა კოლოფიდან და მოუკიდა. ნამდვილად სჭირდებოდა მოწევა. ყიფო პატარა ბავშივით რაფაზე შემოჯდა . ზურგით მიეყრდნო მინას და გარებულ ფანჯარაში გაიხედა -ნადირობას მხოლოდ აქ არ ვაწყობთ...მაგრამ ეს ადგილი მე განსაკუთრებით მიყვარს. ბავშვობიდან საოცარ ემოციებს აღმიძრავს. შენც ხო დაგევასა აღიარე..ასეთი გინახავს სხვაგან? -ბევრი რამ არც მინახავს... როგორც გითხარი იშვიათად ვმოგზაურობ ,მაგრამ აქაურობა ზალიან მომწონს. -მე ბევრგან ვარ ნამყოფი...საქართველოზე არ ვსაუბრობ. აქ ყველა კუთხე გვაქვს მოვლილი,ჯერ სახლები გვაქვს ყველგან მერ ეისედაც დავხეტიალებთ როცა დრო გვაქვს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ზოგან სწავლობდნენ ჩვენები და სტუმრად ჩავდიოდით, ზოგჯერ შეხვედრა გვქონდა. ან უბრალოდ გვინდოდა წასვლა ,მაგრამ აქაურობა ყველაზე მეტად მიყვარს. -მსოფლიოს ვერცერთმა ქვეყანამ მიგიზიდა ისე რომ დარჩენილიყავი სხვაგან? -შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს ,მაგრამ სხვაგან არ ვარ ის რაც ვარ. თითქოს საკუთარ მეს ვკარგავ როცა აქედან მივდივარ. მხოლოდ დროებით შემიძლია დავრცე რომ ვიცოდე იქ ცხოვრება მომიწევს არ წავალ ,არავიტარ შემთხვევაში. მე აქაურობა მიყვარს, ეს ხალხი, ეს ცხოვრება და სხვას ვერ შევიყვარებ! მე და ჩემ ქვეყანას წრფელი სიყვარული გვაკავშირებს მარტინ...-ისევ მტებს უყურებდა მერე კი გაიღიმა- მგონი ამაღამ არ მოვლენ ისინი -ისე იცინი რარაც ჩაიფიქრე ხო ? -ყოჩაღ მარტინსიტო რაღაცნაირად გაგიცნივარ კიდეც-თვალი ჩაუკრა და უცებ ჩამოხტა ძრს. სიგარეტი მოისროლა და ოთახი დატოვა.-წამო წამო ნადირობის ერთ-ერთ პლიუსს გაგასინჯებ- თავით ანიშნა და ისიც გაჰყვა. -თქვენც იმას ფიქრობთ ხომ რასაც მე -თუ ძმა ხარ რა...- დიმამ ხელი აუქნია და ისევმობილურს ჩახედა -შეეშვი შენ ცოლს ნუ გამოსი.დი თუ ძმა ხარ რა! -ბატონო ბიზნესმენო რომ ცუღლუტდდები ხოლმე მევასები ისევ- გიორგიმ თვალი ჩაუკრა და ცოტნიკოს გადახედა -ისე არ გევასები ტო? -ვერ გიტანთ ასსეთს ხო იცი? კარგი ბიჭობა არ გიხდება- ის ის იყო მარიტას შინაგანი მე ხორუმის ცეკვას იწყებდა რაღაც სასწაულს გააკეთებენო მოსაწევი რომ გაიჩითა .თვალები აატრიალა და სავარძელში ჩაეშვა -ვახ ჩემი როგორ მომენატრეე ძობილოოო -ავადმყოფი! სადმე თუ არ გააგდე კი არ ბოლდება ტო -მაგარი სანახავი ვიქნები შეხვედრაზე რო მივიდე რომელიმე უცხოელთან გათიშული ! -ჩვენი სერიოზული ბიჭი... -მარტინ იმედია მონაწევი გაქ და შენზე გავლენას არ მოვახდენთ ცუდი ბიჭები- მარიტას გაეცინა და ჯერ კიდევ ფხიზელ ბიჭებს გადახედა . ბავშობა იყო მისთვის ეს ყველაფერი ,მაგრამ ესმოდა კიდეც . დამღლელი დღეების შემდეგ თინეიჯერული გართობაც სასიამოვნო იყო. -თქვენ მგონი ზედმეტად კარგი ბიჭი გგონივართ -კარგი რომ იყო ეს არ აგიყვანდა დამიჯერე. რაღაც ცუდი შენიშნა შენში და იმიტო ხარ ახლა აქ ...მასე მარტივი კი არაა ამ ცანცარას მოხიბვლა. არ მოგატყუოს ამისმა ხასიათმა რასაც ღადაობს ათასჯერ უფრო სადისტი და უხეშია . -რა დროს დარიგებებია დიმა? რატო ასწავლი ვერ ვხვდები მყიდი ტო? სერიოზულად გეუბნები ძლიერია ცოტა ეს და თუ არ გინდა სოლიდარობა არ უნდა ამას -ისეტი უფროსი მყავს ამიჭრელა თვალები საბუთებში ძრომიალით და მეც არ მაწყენს განტვირთვა...უნდა ამაკანკალოს თუ რას უცდით ტო - ისე თქვა ყველას გაეცინა. თან დიმას იტყვები უტრიალებდა გონებაში და იმ წამს ირაკლის შეკრული წარბები .თითქოს გაბრაზადა ეს რომ თქვა ბიჭმა. შემდეგ კვამლში,გამაბრუებელ სუნში ჩაიკარგა ყველაფერი. ... და ამ ხნის განმავლობაში ეს იყო ერთი დარღვევა. სასაცილო იყო მარიტასთვის ეს ამბავი. ყველაფერი სასაცილო იყუო უკვე,მაგრამ მაინც არ იხევდა უკან არ ივიწყებდა მეორე გეგმას და დანარჩენების დაბრუნების შემდეგაც კი საოცრად განაგრძო თამაში. უყურებდა მათ შეხვედრას. უკვე მრავალრიცხოვან კაცებს. ერთად ისხდნენ მამები შვილები ,სიძეები. უყურებდა სიცე ცოლის ძმის, სიძე სიმამრის ურთიერთობას. მრავალი იყო ასეთი და არცერთ მათგანში ჩანდა დაძაბულობა.ისე იყვნენ როგორც ძმები ან მამა- შვილი. იყვნენ ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები. მეგობრები, ნათლია და ნათლულები...მართლა ყველა იყვნენ...ისინი ,ისინი იმდენად სხვანაირები იყვნენ რომ თვალებს ვერ უჯერებდა. გაფაციცებით აკვირდებდოა ყველა სიტყვას,მათ ჩხუბშიც კი არ ცანდა სიძულვილის მისხალიც კი. ერთმანეთს მოსდებდნენ ,წამოარტყამდნენ გიჟობდნენ ,მაგრამ უბრალოდ თამაში იყო და სხვა არაფერი. ისინი ისე ჰგავდნენ ერთმანეთს მიხვდბეოდი რომ მამა შვილი იყვნენ. ირაკლის საოცარი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან და უფრო გასაოცარი ბაბუასთან. მამასი ეშინოდა ან დიდი რიდი ჰქონდა და მდუმარე ხდებოდათქო ვერ იტყოდი. მაგრამ მაინც იგრძნობოდა განსხვავებული ქცევა მისი გამოჩენის შემდეგ. აი ბაბუა კი სულ სხვა თემა იყო რომ შეხედავდი ორ ყიფოს ერთად მიხვდებოდი რომ ამ კაცით ამაყობდა. უფროსი ყიფიანი ნამდვილად გამოცდილი იყო,მისმა მზერამ შეაშინა კიდეც მარიტა. ერთი ფიქრი ისიც იფიქრა რომ იცნობდა მოხუცი . იჯდა ამდენი კაცის გარმოცვაში, უსმენდა ათას ამბავს. გულწრფელ საუბარს. სიმღერას, ხუმრობას .გიჟურ ქცევას და არა მარტო ახალგაზრდებისგან. მამები უფრო აფრენდნენ ვიდრე შვილები . იმდენად სახალისო იყო ყველაფერი ხვდბეოდა რაში იყო მუღამი,იქ ყოფნის აზრი და არსი. მოწყენილობა საერთოდ არ არსებობდა ,სიტყვაც კი არ იყო მათ ლექსიკონში. იმ საღამოს დიდი სუფრა გაშალეს და დაიწყეს ქეიფი. მსგავსი მანამდე არაფერი ენახა. ქართულ სუფრაზე საერთოდ არ იყო ნამყოფი,უბრალოდ წაკითხული და მონასმენი ჰქონდა ამბები. იქ კი როცა მხოლოდ კაცები იყვნენ , ყველაფერი მატი გაკეთებული იყო და ღვინის შადრევნები დაიდგმებოდა იმდენი იყო ეგონა საოცრება დატრიალდებოდა და ახლა მაინც გამოავლენდნენ ცუდ მხარეს ,დაგროვი ბოღმას. თვითონაც სვამდა, არავინ აძლაებდა ერტმაენთს ღვინში ჩახრჩობას. ისე მიყვებოდი ამ საოცარი ღვინის გემოს რომ უბრალოდ გინდოდა კიდევ მეტის დალევა. თამადა დემეტრე დევდარიანი იყო. ეს კაცი საერთოდ ამოუხსნელი არსება იყო მარიტასთვისაც კი. იმდენად სრულყოფილი ეჩვენებოდა იქ იმ გარემოში, იმ ფონქციით რაც იმ დროს ეკისრა. მისი ნათქვამი სადღეგრძელო რომ არ დაგელია გული ვერ მოგითმენდა,თიტქოს დანაშაულს ჩაიდენდი. იმდენად მოკლე,ლაკონური,ლამაზი და ზუსტი იყო თითქოეული სიტყვა და ისე ხვდებოდა გულს . იმდენ რამეზე დაფიქრდა,იმდენი აზრი გაუჩნდა. სიტყვას ვერ ძრავდა...ფიქრებში ცაიძრა ბევრჯერ მოუნდა ყველაფრის დასრულება, პირველად ებრძოდა საკუთარ ტავს ვიღაც სხვა.სინდისის ხმა ესმოდა,პირველად და სურდა საკუთარი საქმის მიტოვება და იქედან გაქცევა. სიყვარულის სადღეგრძელოზე საერთოდ სუნთქვა შეეკრა . დემეტრემ უბრალოდ მოავლო სუფრას თვალი და ხელებით უხილავი წრე შეკრა მერე სადღაც დარეკა და ამხელა კაცი ორ სიტყვაში პატარა ბავშვად იქცა, რომელიც დედის დანახვისას თვალებაბრჭყვიალებული სუნთქვაშეკრული იდგა და ელოდა. ერთად რომ იყვნენ ბედნიერები და მაინც ენატრებოდათ საყავრელი ქალები ამაზე დასცინოდნენ თავისუფალი ბიჭები. ირაკლი ხომ სათავეში იდგა.ყველაზე უფროსი „ბავშვი“ და ყველაზე ხნიერი შინაბერა. ყველას ჰყავდა თავისი სიყვარული ,ყველას სიყვარულიც ერქვა თავისი სახელი. ბევრი რამ იყო რაზეც ენა ჩაუვარდა,უბრალოდ სვამდა და უნდოდა რომ მალე გათიშულიყო.არადა არ იყო ჩვეულებრივი გოგო რომელიც ორ ჭიქაში ითიშებოდა . ბოლომდე არ დაულევია ყველა ჭიქა, რა თქმა უნდა მათ მსგავსად ვერ შეძლებდა დალევას ,მაგრამ ბევრიც არ დაუკლია. იმის ნაცვლად რომ რამე ცუდი ჩაედინათ და მარიტას ფიქრები გაემართლებინათ მთვრალები უფრო საყვარლები გახდნენ,უფრო გახსნილებიც შეიძლება ითქვას . ირაკლი უფროსი ყიფოსა და ალექსანდრე ახვლედიანს შორის იჯდა. აშკარა იყო რომ ბიძას დიდ პატივს სცემდა და მის მიმართ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა. მარიტამ კარგად შეამჩნია როგორ ჰგავდა ერთმანეთს დიდი ირაკლი ყიფიანი, ალექსანდრე ახვლედიანი, დემეტრე დევდარიანი და რეზი ქალდანი. მათ მზერაში ჩანდა ,რომ საშიშროებას წარმოადგენდნენ ყველა საიდუმლოსთვის. მარიტას აშინებდა უკვე ყოველი ჩაუსნთქვა,თითქოს გამოხედავდნენ და ყველაფერს მიხვდებოდნენ. არ იყო მათი მზერა ჩვეულებრივი. სხვებიც არ იყვნენ მეამიტი ბავშები,მაგრამ ისინი ...ისინი უბრალოდ აფრთხობდნენ. გათიშული რომ მიეგდო საწოლზე ,ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინა წინ რა ელოდა. ფიქრობდა რომ საშიშროება წყლის შესმა და დალევა იყო . გათვალისწინებული უბრალო თამაში გაუთვალისწინებელ თავსატეხებს უჩენდა და ყველაფერს ართულებდა. ეგონა მარტივად გამოვიდოდა საქმიდან და ყველაფერი ისე წარიმართებოდა როგორც ეგმავდა არადა არაფერი ხდებოდა წესისამებრ. მეორე დილას ზოგი ცუდად იყო,ზოგს ცოტა ჰქონდა დალეული და მაგიტომ იყო კარგად, ზოგს კიდე არც არაფერი ეტყობოდა. ირაკლი ცოტა ხანს ბუზღუნებდა მერე მინერალური რომ ჩაიხუტა საოცარ ხასიათზე დადგა. ჯერ კიდევ დილა იყო,ყველა რომ გამოფხიზლდა აბა განრიგს არ ჩამოვრჩეთო დიდხმა ირაკლიმ და დაიწყეს აბარგება. მარიტას იმ წამს რომ ჩაექცა სისხლი ტვინში იმის მერე რობოტივით იყო. კარვები გამოაჩინეს უცებ , აკიდეს სხვადასხვა ნივთებთან ერთად და თვითონ ლიფსიტა ჩანდა ისედაც ახლა მხოლოდ ცანთა მიდიოდა. მცირე გზის გავლა შეეძლო ,მაგრამ რომ დაიწყეს მთაზე სიარული ტყეებით და საშინელი გზით. მიიწევდნენ წინ ლაპარაკობდნენ და გიჟობდნენ. ამხელა ჩანტებით თიტქოს არც არაფერი ჰქონდათ თან. ყველა კუნთი ასტკივდა, ეგონა ზურგზე ეკლებს არჭობდნენ , მთელი სხეული დაეცვარა.ბიჭებმა ისევ გაიხადეს და ნახევრად შიშვლები მიაბიჯებდნენ. თვითონ კი ცალკე მიწებებული პარიკი აწუხებდა, ცალკე ტანსაცმელი, შეხვეული მკერდი. ყველგან ოფლის წვეთები დაცურავდა და გაგიჟებამდე ცოტა აკლდა შესვენება რომ გამოაცხადეს. ისე დაეშვა მიწაზე თითქოს მკვდარი იყო. მალევე განაგრძელს გზა,უკვე ჩანთაც საშინლად მძიმე ეჩვენებოდა თითქოს ერთი ორად მოიმატა წონამ. კიდევ კარგი ყურადღებას არ ამახვილებდნენ ბიჭები თორემ აშკარად არ იქნებოდა მარტივი ასახსნელი ისევ პერანგით რომ მიდიოდა როცა სიცხისგან იწვოდა. შეჩერდა და წყლის ბოთლი მიიყუდა, ბოლომდე დაცალა და ისევ განაგრძო გზა. არადა იმდენად ლამაზი იყო ყველაფერი დიდი სიამოვნებით მოიშორებდა ამ ჩანთას და ნელი სვლით წავიდოდა. ფოტოების გადაღება უნდოდა ,მაგრამ სიე იყო დაღლილი მხოლოდ რამდენიმე მომენტი აღბეჭდა . ბოლოს ააღწიეს მინდორზე იქ სადაც კარვების გაშლა იქნებოდა შესაძლებელი და სანამ გაშეშებული აკვირდებოდა გარემოს ბიჭები ბარგდებოდნენ. კარავი როგორ უნდა გაეშალა აღარც კი ახსოვდა. რამდენჯერმე ეძინა კარავში როცა რეპორტაჟს ამზადებდა ,მაგრამ გაშლა არ იცოდა ოპერატორმა გაუმზადა და ახლა შარში იყო . არ უნდოდა ზედმეტად უსუსუქრი გამოჩენილიყო ამიტომ რამე უნდა მოეფიქრებინა. ჩანთა რომ მოიხსნა და მინდორზე ჩამოჯდა გიორგი მაჭავარიანი მიუახლოვდა. მის გვერდით შლიდა კარავს და სიცილით გადმოხედა -დაგეხმარო? მგონი დიდი გამოცდილება არ გაქვს ხო? -არ მქონდა მსგავსი დასვენების ფუფუნება -დაჩიი მოდი შვილო ერთ წუთს- ბიჭი მალე გამოჩნდა . აქამდე არ ჰყავდა ნანახი წინა დღეს გაიცანო და აღარც კი ახსოვდა ვისი ნათესავია . მამა შვილს შორის აშკარად არ იყო დიდი ასაკობრივი სხვაობა.თითქოს ძმები იყვნენ, გიორგი აშკარად კარგად გამოიყურებოდა და იმდენად მიმზიდველი მამაკაცი ჩანდა ...თუმცა მარიტა ყველას გარეგგნობას აფასებდა და აღიარებდა ამ ერთს რომ საოცრად გამოიყურებოდნენ. როგორც იქნა კარავი გაშალეს მადლობა გადაუხადა და ისევ დაარტყეს მხარზე ხელი .უკვე ცუდად იყო და ეზიზღებოდა ეს ჟესტი . ცოტაც და ძვლების ტკაცუნს გაიგებდა. კარავში შევიდა ელვა ბოლომდე შეკრა და მკერდზე მოხვეული ნაჭერი გახსნა .კიდევ კარგი მარტივი შესახსნელი იყო და წამში იგრძნო თავისუფლება,თითქოს ისე აღარ ცხელოდა სუნთქვაც აღარ უჭირდა . ის ის იყო წამოგორდა ირაკლი რომ დაინახა -რა უცებ დაიღალე მარტინ! სირცხვილი შენ ...არა რა აშკარად ოფისში ჯდომისთვის ხარ გაჩენილი- ჩანთა რომ შეიტანა და შევიდა ლამის გული გაუსკდა. - დამავიწყდა მეთქვა გიგის კარავს რაღაც დაემართა წინა გასვლის დროს და ჩემი დავუთმე . ასე რომ უნდა მიმიღო -არც მეკითხებით ბოს? -არა რა თქმა უნდა.. დემოკრატია ნული! თუ ჭკვიანად არ იქნები მანდ შემოგიწვები და შეიძლება ორიენტაციაც შეიცვალო ამაღამ- კი იცინოდა ყიფიანი ,მაგრამ მარიტას სულ არ ეცინებოდა. ისედაც მკერდზე ჰქონდა მუხლები მიკრული და ამოძრავების ეშინოდა. ნაჭერი რომ ჩავარდნილიყო ძირს დაიღუპებოდა. ისე უნდა შეეკრა რომ ირაკლის ვერ შეემჩნია, წელზე ჩაცურებული მატერია ზემოთ ამოაცოცა ისე იკლაკნებოდა ირაკლი გაჩერდა -რა გჭირს ... -რაზე მეუბნებით? ორიენტაციის შეცვლაზე ვფიქრობ რომ ჩემ გეოვნებაში არცერთვარიანტში ჯდებით -რომ იკლაკნები იმაზე გეუბნები -მგონი რაღაცაზე ალერგია მაქვს... უცებ ქავილი დამეწყო არაფერია. წამალი დავლიე უკვე და გადამივლის -შენ რა ნაზი ყოფილხარ ტო , ვერ გამაფრთხილე წინასწარ? ჩვენ აქ ველურები ვართ ყველანი...ბავშობიდან ასე დაგვახეტიალებენ ჩვენი გიჟი მშობლები. თორნიკე ექიმია და თუ გინდა დავუძახებ -კი ვიცოდი რომ კარგი თანამშრომელი ვიყავი ,მაგრამ ასეც თუ იდარდებდით არ მეგონა -როგორ გამიბლატავდი ნწ ნწ ნწ რა თავხედობაა პირდაპირ .კარგად რადგან ხარ გავალ მე აქ სული მეხუთება- მარიტამ ამოისუნტქა და უცებ შეაცურა ხელები პერანგის ქვეშ სწრაფად მოწესრიგდა და ცოტა ხანში გარეთ გავიდა. ბიჭები ფიჩხის შესაგროვებლად მიდიოდნენ, ზოგი ქვებს ალაგებდა კოცონისირგვლივ რო დაეწყოთ. ალექსანდრე და გიგი მწვადების ამზადებდნენ. შამფურზე აცვამდნენ ხორცის ნაჭრებს,პარალელურად გიგი რაღაცაზე აჯავრებდა მიშოს .ყიფიანი კი თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა, ირაკლი საერთოდ არ ჰგავდა მამას ... უკვე შებინდებული იყო ,ცეცხლი გიზგიზებდა, ხორცის სუნი ჰაერში ტრიალებდა. ლაშამ გიტარა რომ დააძრო მარიტა ბრაზისგან აივსო თვითონ კარავს ძლივს მოათრევდა და მას ყველაფერთან ერთად გიტარაც ფრენა-ფრენით ამოუტანია. ისე მოუნდა მეტი ძალა ჰქონოდა შურდა კიდეც ამ კაცების. მერე სასიამოვნო ხმა რომ გაიგო და ამღერდნენ საერთოდ დაავიწყდა საშინელი აზრები. ვერასდროს წარმოიდგენდა მარტო კაცებსაც თუ ასე შეეძლოთ გართობა. ბევრი რამ იყო რასაც ვერ იტანდა ,მაგრამ მათი შესრულებით არ ეჩვენებოდა ამაზრზენად. არაფერი იყო აქ საშინელი,ყველაფერი ლამაზი და ემოციური ჩანდა . გაახსენდა ბაბუა როგორ უმღეროდა ბავშობაში და სუნთქვა შეეკრა. იქედან გაქცევა მოუნდა, თვალების დახუჭვაც არ დასწირდა ისე გაურბინა ბავშვობის მოგონებებმა თვალწინ. ცეცლხს უყურებდა და სისხლის გუბეს ხედავდა რომელშიც მისი საყვარელი პაპა იწვა და მისი თბილი ხელები სრულიად გაყინული იყო,თვალები გაშეშებული ... ეზიზღებოდა საქართველო! ეზიზღებოდა ეს ყველაფერი და იქედან გაქცევა სურდა... პროტესტის გრძნობა მთელი ცხოვრება თან დასდევდა,ყველა მის ქმედებაში გამოხატავდა და არცერთ წესს ემორჩილებოდა. ყველაფერს ითვისებდა,ყველაფერს აკეთებდა არ არსებობდა მისთვის ქალის და კაცის საქმე, არ არსებობდა შეუძლებელი, სიტყვა არ გააჩნდა ლექსიკონში მსგავსი ...ყოველთვის ახსენდებოდა საყავრელი პაპას სიტყვები „ყოველთვის გქონდეს მიზანი და ბოლომდე იბრძოლე მის მისაღწევად“ როგორღაც მოახერხა დამშვიდება, აზროვნება და თავის დაღწევა . ისეთ დროს გავიდა გამოსაცვლელად რომ ვერავინ შეამჩნია. ელვის სისწრაფით იცვლიდა სხეულზე მიკრულ ტანსაცმელს და ისე ექავებოდა სიცხისგან თავი რომ ლამის პარიკი მოიგრლიჯა. სახეზე მიმაგრებულ წვერზე ამაოდ ატარედბა თიტებს მაინც მოაწვა ნერვები და ცოტა აკლდა ყველაფრის მოშორებამდე. ერთი აბი დამამშვიდებელი დალია და მშვიდად სუნთქვა დაიწყო.შემდეგ უკვე თბილი ჟაკეტით დაბრუნდა კოცონთან , სწავლობდა მათ ურთიერთობას და ზოგჯერ ისევ შემოუტევდა გულისრევა ეს დამოკიდებულება ხდიდა ცუდად. ამდენი ბედნიერება, ხალისი, უდარდელობა როცა ამდენი პრობლემა არსებობდა დედამიწაზე,როცა ამდენი უბედურების მხილველი იყო თავად, როცა სადღაც ვიღაცას სჭირდებოდა მისი დახმარება ის კი ამ დროს იჯდა და მათ ბედნიერებაში ჩამალულ ბოროტებას ეძებდა ,ეძებდა უშედეგოდ და ფუჭი იყო ეს დროის კარგვა. მთელი ცხოვრება ნაბიჭვარების დევნაში გაატარა, ეძებდა ააშკარავებდა და მანამ არ მშვიდდებოდა სანამ ციხეში არ დაიგულებდა. უამრავი ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალი და ბავშვი იხსნა . წამით უყურებდა მათ ბედნიერ სახეებს და ამით იმშვიდებდა აფორიაქებულ სულს,როცა ჩადენილი ცოდვები ახსენებდა თავს. შემდეგ სინანული საბოლოოდ გააქრო და მშვიდად ჩადიოდა ათას სისაძაგლეს ბოლო მიზნისთვის. მიზანი ის წამით დანახული ბედნიერება იყო ცხოვრებისგან გაწამებული ადამიანების თვალებში. როცა მდიდარ, გაზულუქებულ ხალხს ესხმოდა თავს ყოველთვის მართალი რჩებოდა .მათი ბედნიერება ყალბი იყო , მათი ფული ბინძური და ბოლოს ყველაფერს ნაცარტუტად აქცევდა სადაც კი შევიდოდა. ბევრი კომპანიის მფლობელის შავბნელი საქმეები გამოააშკარავა, ამით ბევრი თანამშრომელი გაათავისუფლა და სამართლიანობა აღადგინა . არ ელოდა იურისტებს, სასამართლოს, პოლიციას რადგან მათ მტკიცებულების მოსაპოვებლად და ბრალდების წასაყენებლად დიდი დრო სჭირდებოდათ ყველასთვის ვერ მოიცლიდნენ ,მაგრამ თავად იმდენ რამეს აკეთებდა პირდაპირ ციხეში უშვებდა ყველას. თან ისე რომ მისი სახელი არსად ჩანდა, სანდო ხალთან მიდიოდა დოკუმენტების ტომეული და ზოგჯერ თავად დამნაშავეც ხელ-ფეხ შეკრული ეგდო საკუთარი დანაშაულის მამხილებელ საბუთებზე მიკრული . შორიდან ტკბებოდა სანახაობით და რეიტინგს თანდათან უმატებდა ჟურნალს... მისი ცხოვრების მკვებავი სწორედ უბედურებაში დანახული წამიერი სიხარული იყო .ახლა კი ამდენი სიხარული სუნთქვასაც კი უძნელებდა. არ შეეძლო მათი ყურება...თითქოს ბედნიერებისთვის ადანაშაულებდა. ის ღამე როგორღაც გადაიტანა,წამით არ მოუხუჭავს თვალი . სანათი ენთოთ კარავში, ირაკლის მშვიდად ეძინა,ჩვილი ბავშვივით ტკბლად და უდარდელად. იმ საშინელ ზედაპირზე ისე იწვა თითქოს ფუმფულა საწოლში იყო. საკმაოდ ციოდა, თავად გახვეული იწვა და ბევრიც ეცვა ის კი იმ ერთადერთ პლედსაც იშორებდა რომელიც ფარავდა. ფეხებში მოიქცია ნაჭერი და მუცელზე დაწვა. მისი სხეულის კონტურს ავლებდა და ყველა დეტალს სწავლობდა . დილით საუზმის შემდეგ გზა განაგრძეს. ჩანჩქერთან რომ მივიდნენ და ყველამ დაიწყო გახდა იფიქრა აქ დავიღუპეო და ტვინმა სასწრაფოდ დაიწყო მიზეზების ძიება. გვერდით მდგომი დიმა პირდაპირ ირაკლისკენ გაექანა ის გაბრიელს დაეჯახა და სამივე ერთად გადაცვივდნენ წყალში. -შენ არ გინდა გაგრილება?- უფროსი ყიფიანის ხმა რომ გაიგო უკან შებრუნდა. კაცი ლოდზე იჯდა და მშიდად ადევნებდა ყველაფერს თვალს.ახლაც ისე უყურებდა როგორც დამნაშავეს მსაჯული -ჯანმრთელობას ვუფრთხილდები...ეჭვი მაქვს ამ ყინულივით წყალში ბანაობა კარგი აზრი არაა... თანაც ტანსაცმელი აღარ მაქვს წამოღებული -არც იმათ აქვთ...ასე ივლიან სველი ტანსაცმლით. კარგია ჯანმრთელობას რომ უფრთხილდები ! ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ. მშობლებმა გასწავლეს ალბათ... -გააზრებული მაქვს რომ ჩემ გარდა არავინ ჰყავთ და ზედმეტი პრობლემები არ გვჭირდება. არ მინდა ისე მოვიქცე რომ შემდეგ სანერვიულო ჰქონდეთ.თან მხოლოდ მე მაქვს სამუშაო და რამე რომ მოხდეს ვერ დვაუშვებ სიბერეში უზრუნველი ცხოვრება დავუკარგო - თითქოს გზა იპოვა ყიფოს გულის მოსაგებად. კაცს კი გამომეტყველება არც კი შეცვლია. უბრალოდ წარბი ასწია მაღლა ისიც წამით. მარიტა დაფიქრდა კიდეც ზედმეტი ხომ არ ვილაყბეო . -სწორად აზროვნებ!-ორი სიტყვა და ნიშანი რომ სუაბრის გაგრძელება აღარ სურდა. რამდნეიმე საათი დაჰყვეს იქ შემდეგ უკან დაბრუნდნენ. როგორღაც მიაღწიეს სახლამდე. ისე უნდოდა სააბაზანოში შევარდნა და გამოკეტვა, ყველას სურდა ეს .ასე აღმოჩნდა სრულიად გაუაზრებლად ბიჭების სააბაზანოში. რომ შევიდა ერთი უკვე დაკავებული იყო იფიქრა ვიღაცას შევუვარდიო და უკან დახევა გადაწყვიტა ირაკლის ხმა რომ გაიგო -რომელიც ხარ გახდა შეწყვიტე და პირსახოცი შემომიტანე რა ... -მე ვარ ... სად გაქვს პირსახოცი -მარტინ შენ ხარ? აუ ბიჯო დამავიწყდა ვაფშე შემოტანა და ძმურად მოიტანე რა.ისე მინდოდა წყლის გადავლება საერთოდ დამავიწყდა პირსახოცი - ნახევარი სხეულით გადმოიხარა და დაცვარული სხეული გამოაჩინა. -აშკარად ძაან გეჩქარებოდა- თითქოს მშვიდად უთხრა და იქაურობას გაეცალა. სწრაფად აიღო ირაკლის პირსახოცი და უკან დაბრუნებულს ნიჟარასთან მდგომი რომ დახვდა ყმაწვილი ლამის იქვე წაიქცა. სარკეში იყურებოდა და წვერს იკრიჭავდა. უცებ შებრუნდა და მარიტამაც გაუწოდა პირსახოცი -არ მითხრა რო ტანსაცმელიც არ შემოგიტანია .და მეორე პირსახოციც უნდა მომეტანა -არ გეტყვი ... ამას ვითხოვებ -ჩემ პირსახოცს? -სულ კაცები კი ვართ მარა მთლად შიშველიც ვერ ვიტანტალებ დერეფნებში პირსახოცი წელზე მოიხვია და წვერის შესწორება განაგრძო. -ბოს ძალიან ზღუდავთ ჩემ უფლებებს -ყიფშიკოო აქ ხარ? - გაბრიელი შემოვიდა და რომ მიხვდა კიდევე რთი შიშველი აკცი უნდა ენახა უკვე აშკარად ზედმეტი მოუვიდოდა იმ დღისთვის და იქედან გავარდა -აი ბოს თქვენი ახალი შიკრიკი გამოჩნდა... ოთახიდან რომ გავიდა კარს არ მოშორებია -რა შიკრიკიო -დამავიწყდა პირსახოციც და ტანსაცმელიც... პირსახოცის მოტანა ვთხოვე და კი მომიტანა მარა ახლა ისევ სველი ვარ -სულ ასეთი დაბდურა როგორ ხარ... გადი მასე და იქ გაიმშრალე მერე რას გაა.რაკე საქმე ტო! -ხო იცი ვინმეს რამე რო არ დავავალო არ შემიძლია გაბრიკოო. მიდი ახლა მომიტანე ტანსაცმელი და მეორე პირსახოცი მეზარება ასე სიარული.. მერე კდიე უნდა გამოვბრუნდე სველი პირსახოცები რო გამოვიტანო - ხო იცი! -არც მაგხელა გაქ მე რო დამიკიდო ... მაინც იხდი ხო> ხო ხარ ახლა ღირსი ეს მაკრატელი გესროლო -ავადმყოფი რო დაიბადე ბოლომდე ასე უნდა დარჩე? -რა სერიზული ხარ პუპსიკ? რა ხდება დაიღალე ცქნაფა? -ატეხილი ხარივით ქცევას ასე უცებ როგორ ახერხებ ვგიჯდები...მაოცებს შენი ნიჭი-მერე უკვე წყლის ხმა გაიგო და იქაურობას გაეცალა. ირაკლი ოთახშიც გაშიშვლდებოდა და ამდენის მოთმენა აღარ შეეძლო ამიტო დერეფანს გაუყვა. როგორც იქნა შეიპარა სააბაზანოში ისეთ დროს ცარიელი რომ იყო.კარი ჩაკეტა და გახდა დაიწყო. პარიკი და წვერი ფრთხილად მოიშორა რომ არ დაეზინებინა და შემდეგ დუშის ქვეშ დადგა. ისეთი ნეტარება იყო ყველაფრის შემდეგ შხაპის მიღება ლამის იქ გაწვა და აღარ გავიდა. კარზე რომ დაუკაკუნეს მაშინ დაიწყო მეთლახზე სრიალი. სწრაფად დახედა ტანსაცმელს ვერ გაიგო ზემოთ ჩაცმა სჯობდა თუ ქვემოთ...აშკარად არ იყო მკერდის მოშიშვლება კარგი აზრი საერთოდ კარის გაღებაზეც ა რუნდა ეფიქრა რადგან პარიკსაც ვერ დაიმაგრებდა ჯერ თმაც ცუდად ჰქონდა და სახეზეც უნდა წაესვა კრემი სანამ წვერს მიიმაგრებდა. -რომელი ხარ მანდ გასკდა სარდის ბუშტი ტო - ისევ ირაკლის ხმა რომ გაიგონა უკვე მის მოკვლაზე იყო თანახმა.ყველგან ის როგორ იყო ..-რატო ჩაკეტე ტო -მიჩვეული ვარ ... გაქაფული ვარ და ვერ გადმოვალ სხვაგან შედი რაა -აუუ მარტიინ იქამდე მისვლამდე რო ჩავი..სა იცოდე სამსახურიდან გაგაგდებ! სიცილი აუტრდა მაგრამ პირზე ხელი მიიფარა.მერე მოწესრიგებას შეუდგა, ეს სწრაფად არ გამოსდიოდა და თან უფრო ჭირდა სხეულისთვის თავისუფლების წარტმევა. მეორე დღეს აღარსად წასულან,სამაგიეროდ ეზოში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს გადარეულები. ყველაფერი ისეთის ახალისო იყო იმდენად მრავალფეროვანი და განსხვავებული რომ აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. კიდევ ბევრჯერ გაეხვა შარში,განსაკუთრებით სააბაზანო უქმნიდა პრობლემას და ღამე საწოლში შეპარვა ,დილით მალულად ჩაცმაც არ იყო მარტივი. ირაკლის და გაბრიელის დიალოგები ხომ საერთოდ. თავისზე უზრდელი და უხამსი საუბარი თუ შეეძლო ვინმეს არ ეგონა თან ეს წამლეკავი იუმორი ასე რომ ჰგავდა მისას. თბილისში რომ გადაწყდა დაბრუნება შვებით ამოისუნთქა. გზაში არაფერი მომხდარა განსაკუთრებული. ირაკლიმ ბინასთან დატოვა და როგორღაც მიაღწია საწოლამდე. მერ ემობილური აიღო დარეკა და დაელოდა. ასე საწოლზე გართხმული, ნახევრად შიშველი ეგდო საცვლის ამარა გოგონები რომ დაადგნენ თავზე. -როგორც იქნა დაბრუნდი...უკვე გვეგონა რომ იქ მოგკლავდნენ და დაგმარხავდნენ. -დალურჯებული არ ხარ... არც ძალადობის კვალია ანუ ვერ გამოგიჭირეს? -ღმერთო ამოიღე ხმა რა მოხდა რამე გვითხარი -მომენატრეთ -ჩვეენც ,მარა უფრო ვნერვიულობდით ვიდრე გვენატრებოდი .კარგად ხარ? -სალათი მჭირდება , ყავა და დიდხანს შიშველი ყოფნა,პარიკების იმ საზიზღარი ჩახუთული ტანსაცმლის გარეშე. კიდევ აბაზანის მიღება მჭირდება და რბილი კანის დაბრუნება რომელიც ამ დღეებში გამინადგურდა...კუნთები მტკივა.ტერფები ჩემი აღარ არის ცუდად ვარ -ეგ არაფერი..სულ ეგრე მოგდის როცა სადმე მიდიხარ სადაც სიარული გიხდება.მიდი აბაზანა მიიღე და ჩვენ გაგიმზადებთ ყველაფერს. -მიყვარხართ ჩემო ორო ცალო - წამოდგა და სააბაზანოსი შელასლასდა. თვალებდახუჭული იწვა წყალში სალომე რო ჩამოუჯდა გვერდით და თმაზე მოეფერა -არ გადაწყვიტე უკან დაბრუნება ? თუ რამე იპოვე -ვერაფერი ვიპოვე...მაგრამ უკან არ დავბრუნდები !თმა საშინლად მაქვს ხო? ჩემი თმა როდის ეღირსება თავისუფლად მზის სხივების შეგრძნებას.. -სულ პარიკი გიკეთია და როცა აღირსებ მაშინ . დიდხანს გეკეთა წვერი?კანი გაქვს გაღიზიანებული -რამე წამისვი თორემ გავგიჟდები... -ერთხელაც იქნება შეიწირავ შენ ნამდვილ გარეგნობას და მერე მართლა გადაცმულს მოგიწევს სიარული -ნუ მაშინებ... -ამობრძანდი ქალბატონო მზადაა ყველაფერი- ელე გამოჩნდა კარში და გაუღიმა.მერე ორივემ დატოვა. წყალი გადაივლო თხელი ზედა გადაიცვა მხოლოდ და ისე გავიდა . სანამ სალომეს მიწოდებულ ლოსიონებს ისვამდა. თავს იწესრიგებდა და ხმას არ იღებდა გოგონები ვეღარ ითმენდნენ. მერე სალათი მიირთვა, ყავის ფინჯანი აიღო და ისევ საძინებელში გავიდა. ისინიც უკან გაჰყვნენ -მოგვიყვები თუ ასე უნდა ვიაროთ -დავლევ და მოგიყვებით- სიგარეტსაც მოუკიდა და თვალები დახუჭა- რა კარგია ... -თუ ვერაფერი შეამჩნიე იქაც კი რაღატო ვრჩებით აქ .ჟურნალში ყველაფერი რიგზეა...მაგრამ შენ რომ იქნები იქ ..უფრო საჭირო არ ხარ?ტყუილად რატომ კარგავ დროს -შოკირებული ვარ...-ასე დაიწყო და თითქმის ყველაფერი დეტალურად მოყვა.გოგონეი არ აცლიდნენ, სუაში ეჩრებოდნენ და სიტყვას აწყვეტინებდნენ. ბოლოს უკვე საწოლზე გაწოლილი ლაპარაკობდა- მოკლედ აღარ ვიცი აღვფრთოვანდე და საოცრებათა ნუსხაში შევიყვანო ეს ხალხი თუ ამათ უდარდელობაზე გული ამერიოს. ყველაფერი ერთადროულად კარგი და ამაზრზენია... -რა არის ამაზრზენი რომ არსებობს რეალურად ცხოვრებით ბედნიერი ხალხი? რომლებიც პრობლემებს აგვარებენ და ბედნიერებისთვის იბრძვიან? -ჩემზე დიდი ეგოისტები და უგულოები არიან! საკუთარ ბედნიერებაზე დარდობენ,თავიანთ დიდ ოჯახზე და მორჩა სხვათა ტკვიილი არ აინტერესებთ ეს დანაშაული არ არის? მილიონერთა ჯგუფი რომელთაც ერთად მილიარდები ექნებათ და რამდნეიმე ათასი რომ გაიმეტონ ყოველწლიურად იცი რამდენს დაეხმარებიან? რა აბედნიერებთ როცა ხალხი შიმშილით იხოცება ყველგან... პატრიოტები არიან და ქვეყანა უყვართ. აკრგი აფრიკელ ბავშვებს თუ არ მიხედავენ საქართველოში,ამ დაწყევლილ ადგილას ცოტაა ღატაკი? -ირაკლიზე ისაუბრე კონკრეტულად. შეაჯამე აბა ყველაფერი -უზარმაზარი პენ.სი აქვს ! -ჰა? -მომესმა? ესაა შეჯამება? ის რაც როგორც იცი ხოლმე პირველი გახსენდება? -სალომეს შეცხადებისმერე ელენამ წინადადება დააწყო და მუცელზე დამხობილ მარიტას დახედა- აწიე ქალო თავი და შემოგვხედე რა დროს ირაკლის მამაკაცური ღირსებაა რა მნიშვნელობა აქვს როგორი აქვს! -ღმერთო ჩემო! სამი სიტყვა ვთქვი სულ საქმეს აცდენილი და გადამაყოლეს თან . გამახსენდა უცებ არ შეიძლება? ქალი ვარ მეც და ვერ ვაიგნორებ მის მომხიბვლელობას... დამნაშავეებიც არიან სიმპატიურები -ქალი როდის შემდეგ გახდი და ამის ხაზგასმას როდიდან აკეთებ... იქ ეგდე ამდენ კაცში თავადაც კაცივით.როგორ იტან საერთოდ ამ პარიკს.ამ სიცხეში ტყესი სიარულს კარავით ზურგზე და რა ვიცი ჯანდაბა , ყველაფერს საერთოდ .არანორმალური ხარ ამის მერე ამბობ ქალი ვარო. ქალი ნაზი არსება უნდა იყოს რაღაც მხრივ მაინც! შენ კიდე ფაქტობრივად არ განსხვავდები კაცისგან,ისინი ველურები არიან შენ კიდე უბრალო ბიჭს რომ შეედარო აჯობებ. აი ჩვეულებრივი წესიერი ბიჭი რომ აიღო დაჩაგრავ... იმათთან ერთად დაბოლდი,მოწიე დალიე , მუცელი ამოიყორე . საშხაპეში ირბინე თან მაინცადამაინც ირაკლი დაგხვდა იქ.რა მნიშვნელობა ჰქონდა რომელ ხვთაებრივ არსებას შეხედავდი შიშველს -ის სააბაზანო იყო ჩვენ ოთახთან და იმიტომ იყო მაინცადამაინც ირაკლი -სხვა არაფერია სათქმელი? -ასეთი ვარ არ იცით? არასდროს დავფიქრებულვარ საქმის შესრულებისას რომ ქალი ავრ და ეს ქალის საქმე არ არის... როცა ვაკეთებ რა მნიშნელობა აქვს რა ჯანდაბა ვარ.ხომ შემიძლია შევასრულო ის საქმე და მორჩა. სხვათაშორის კარგი მოსაწევი ჰქონდათ, ცოტნეს მივაკითხავ იქნებ მითრიოს სადმე. რა გითხრათ სხვა ვინ არ ეწევა ეგ რა დანაშაულია,მაგით ვინ გავაკვირვო. „დასვენების დროს ბიზნესმენი პლანს ეწევა“, ეს სათაური ვის გააგიჟებს. შეხვედრაზე რომ მისულიყო ან ინტოქსიკაციით საავადმყოფოში იწვეს და კოკაინს მოიხმარდეს კიდე ხო . -ანუ ნარკოტიკები გაოვრიცხეთ... -ხო ! რომელიმე რომ ყიდდეს ან შემოქონდეს შეუძლებელია იქ რომ არ ჰქონოდათ. არც კამერებია, არც ვინმე უცხო . თვითონ ისე არიან კიდე ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან და რომელიმე რომ მომხმარებელი იყოს უეჭველი ეცოდინებოდათ და დამალვას არ დაიწყებდნენ. ყველა თუ არ გაიკეთებდა ვიღაც ხომ მაინც მიიღებდა რა... -სია შემცირდა კიდევ? -ერთი მიემატა სამაგიეროდ...იმდენი იარაღი იყო იქ მიუხედავად იმისა რომ არაფერი მოუკლავთ შეიძლება უკანონოდ შემოაქვთ. ან სადმე გადააქვთ ...კიდევ ექიმები ჰყავთ ბლომად. საკუთარი კლინიკები აქვთ. ერთი რეპროდუქტოლოგია და შეიძლება ამითაც კი შოულობენ უკანონო ფულს და მილიონებს სძალავენ ხალხს. კლინიკაში იმდენი რამ შეიძლება მოხდეს ორგანოების გაყიდვიდან დაწყებული ბავშვებით დამთავრებული. -ირაკლი რა შუაშია... -მერე რა რომ შუაში არ არის იქ თუ რამე მსგავსი ხდება ისე წავიდე აქედან რომ არ აღვკვეთო ეს საშინელება? -მეორე საქმის გამოძიებას აპირებ? დავიჯერო ნარკოტიკების გარდა არაფერი გამოირიცხა? ამდენი ხანი იყავი მათთან ერთად და ყველაფერზე ჩვეულებრივად ლაპარაკობდნენო -კლუბებიც აქვთ ...რესტორნებიც და შეიძლება იქ იმალებოდეს რამე.არალეგალური კაზინო ან ბორდელი -ამ საშნელებებს სულ როგორ იგონებ. რამე კარგი ხომ უნდა მოგაგონდეს არა? -ისევ ის მაფიქრდება რაც პირველად და გავიმეორო? -იმდენი ხანია ვინმე არ გყოლია მგონი გაგიჟდი...არ გინდა აქ გაიარო კლუბში და ვინმე ბიჭთან დაწვე? იქნებ განიტვირთო ცოტა -ქალბატონო სალომე თქვენმა მეუღლემ ტვინი გამოგირეცხათ ,როცა სპერმის ჯარს უშვებდა თქვენს კვერცხსავალ გზებში? კიდევ კარგი იქ კვერცხუჯრედს არ გადაეყარნენ და ბავში არ გყავთ .მეორე გიორგის რომ წარმოვიდგენ, დედამიწა მეცოდება ... -გავიგეთ რომ შენთან ხუმრობა არ ღირს და შენზე უზრდელი არცერთი ვართ ... ახლა რას გვეტყვი-თვალები აატრიალა სალომემ და მეორე ღერი სიგარეტი გამაოცალა ხელიდან-აღარ მოწიო გამიშავდა ფილტვები უკვე! -კიდევ რა ვიცი რა ვთქვა... ხომ მოგიყევით თქვენ იაზროვნეთ ცოტა -მტერზე,რამე გარჩევაზე არ უსაუბრიათ ხომ? -არა ..მაგრამ მკვლელობას მაინც ვერ გამოვრიცხავთ. ამაზე არავინ ისაუბრებდა გარტობის დროს . თან არაფერი ეტყობათ იმის რომ მტრები ჰყავთ. ვის ვერ გაანადგურებენ..ისე მარტივად რომ ხელსაც არ გაანძრევენ,ცოლები ადვოკატები,მოსამართლეები და პროკურორებიც კი ჰყავთ. გამომძიებელიცაა ერთ და ერთიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზეა კაბინეტში წამოჭიმული. შეიძლება მამა აქედან იცნობს მათ. მაგრამ ირაკლიზე რატომ დასჭირდა ინფორმაცია.მამამისი არცერთ საქმეში ჩანს, დედამისიც არ ყოფილა რაიმე თანამდებობაზე მამასთან რომ შეხება ჰქონოდათ. აი ის კაცი ,ირაკლი კი შეიძლება ყველაფრის ჩამდენი იყოს,ყველას იცნობდეს და საერთოდ იმ კაცის მეშინია კიდეც. -ბევრჯერ თქვი ეგ უკვე...ვიღაც ალექსანდრეზეც თქვი -ხო ალექსანდრეც ,მაგრამ ის მოხუცი უფრო საშიში ხანს,მეტად გამოცდილი და მგონია რომ ჩემ „ბიჭობაში“ ეჭვი შეიძლება შეეტანა. -ამდენი ჭკვიანი კაცი გააცურე და გგონია მხოლოდ მან შეიტანა ეჭვი? -შეიძლება სხვებისთვისაც უცნაური ვიყავი,მაგრამ ისინი არ მაკვირდებოდნენ შემფასებლური თვალით,უბრალოდ მიმიღეს და მორჩა. იმდენ ვინმეს იცნობენ,არ ადარდებთ არაფერი და მე ვინ ვარ რიგითი თანაშემწე -იქნებ უბრალოდ იდეალურთან მიახლოებულები არიან იმ მხრივ რომ დამნაშავეები არ არიან ,მეგობრობა იციან, უყვართ ოჯახი და უბრალოდ ჭკუის გამო არიან მდიდრები -ელენე მეამიტი ნუ ხარ ! -მე ასე დავინახე ყველაფერი..ისე როგორც იყო ! შეუძლებელია შენ ვერ დაგენახა მათ მზერაში მკვლელი ან მოძალადე ან კიდევ ვინმე ! შეუძლებელია გესმის? შენ მიახლოებისასაც კი გრძნობ ამას! დეტექტორი ხარ და ძალიან კარგად იცი ეს! უბრალოდ თავს არწმუნებ რომ დროს არ კარგავ ფუჭად.რომ ამ სამეს თუ შეეშვები ბევრ ადამიანს გასაჭირში დატოვებ ! -მერე რომ გავიგო,წლების შემდგე რომ შვეიტყო რამე საშინელ დანაშაულზე უკვე ბევრი ადამიანი რომ იყოს დაზარალებული და მე ახლა აქედან წავიდე ხომ იცი გავგიჟდები! სექტემბრამდე დავიცდი...ამ სტატუსით გავარკვევ კიდევ რამეს შემდეგ გზა გამოჩნდება. თუ ზამთრამდე ვერაფერს ვიპოვი გპირდებით მაშინვე დავბრუნდები უკან და დავივიწყებ ყველაფერს რაც აქ მოხდება -მხოლოდ სამი თვე ... მერე წავალთ ! -და მაინც ყიფიანი საოცარი საყვარელი იქნებოდა დამნაშავე რომ არ იყოს! -უკვე მერამდენედ ... -მომწონს და რა გავაკეთო...მიზიდავს თან ძალიან ! -პოტენციური დამნაშავე არასდროს გიზიდავს როგორი სექსუალური სხეულიც არ უნდა ჰქონდეს! -შეიძლება ჩემი შინაგანი ხმა დუმდეს იმდენად მიმზიდველი იყოს... იქნებ მისმა ღირსებამ დაადუმა და იმიტომ ვერ ვგრძობ რომ დამნაშავეა -ეჭვი მეპარება... -არაფერში არ მეთანხმებით! სულ წინააღმდეგ მიდიხართ რა უბედურებაა ! -შენ ის გიზიდავს , არ არის დამნაშავე და ამას რომ გაიგებ შეიძლება ქალადაც იქცე ბოლოს და ბოლოს .მერე იქნებ გვეღირსოს და ასე გამწარებული აღარ იყო ! -ამას ვინ მეუბნება ელენა რომელიც იმის მიუხედავად რომ უტვინო უტიკოზე გიჟდება და დნება მისი დანახვისას პირველ ღამეს ელის და თან ქორწილზე არ თანხმდება ..არ მომისმინოოო არ გაბედო და არ დატანხმდე ! ჯერ კიდევ მაქვს იმედი რომ მაგ ვიგინდარას მოიშორებ! მე იმის იმედიც მაქვს რომ ეს იმას გაეყრება -ვერ გიტან! -ასეთი გამიცანი და ასეთს მიტან მთელი ცხოვრებაა ! ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გინდოდა და აჰა ..პირადად ჯოჯოხეთის მბრძანებელს დაუდაქალდი! ახლა ნუღა წუწუნებთ ,გვიანია უკვე! დაწექით ბოლოს და ბოლოს მეძინება! ამ წინადადებით დაასრულა საუბარი. გოგონებს ჩაეხუტა და გათიშულს დაეძინა. მეორე დღე სახლში გაატარა. ისვენებდა და ფიქრობდა. ყველაფერს ითვალისწინებდა.ფოტოებს აკვირდებოდა და ბოლოს გაშტერებული უყურებდა ირაკლის. აგვისტო ისე მიიწურა სიახლე ვერ აღმოაჩინა.ვერაფერი იპოვა და მიუხედავად იმისა რომ ყველა კარგად გაიცნო, დაუმეგობრდა და თითქმის ოჯახისწევრად მიიღეს.. ყველაფერი დათვალიერებული ჰქონდა ირაკლისთან.სეიფებსაც კი მიაგნო და ყველა იქ დამალული დოკუმენტი სეისწავლა.არაფერი იყო უკანონო. საბოლოოდ დარწმუნდა რომ ყიფიანების კომპანია სუფთა იყო. გიორგის დაბადების დღე იყო ,მაგრამ სამსახურიდან გასვლა ვერ მოახერხა. მობილურითაც ვერ დაუკავსირდებოდა და შესაბამისად შუაღამემდე ვერ მიაღწია სასტუმრომდე. იქ გამოიცვალა რეალური ფორმა დაიბრუნა და სალიოს სახლისკენ გაემართა. რამდენჯერმე დააკაკუნა და როგორც იქნა კარი გაუღეს. წელს ზემოთ შიშველ, თმაარეულ სიძეს მოეხვია და გონს მოსვლა არ აცადა -გილოცავ ჩემო ულაყო . მრავალს დაესწარი ჩემ გოგოსთან ერთად მართალია ჯოჯოხეთს მომიწყობენ ,მაგრამ გისურვებ შენნაირი ბევრი გაგიჩინოს სალიომ და თუ არსებობს უსასრულო სიხარული თქვენთვის ეჩუქებინოს ღმერთს -მხოლოდ ჩემ დაბადების დღეზე თუ იტყოდი ამ სიტყვებს- ხელი მოხვია და ისიც ჩაეხუტა -მადლობა მარიტ -ის სად არის...ბავშვზე მუშაობდით და ფეხებგაშლილი წევს საწოლში თუ ძინავს- სახლში შეაბიჯა და გიორგის გახედა -ძინავს...ნუ ძინავდა სანამ შენ მოხვიდოდი. გირეკავდა ,მაგრამ სახლში არ იყავი -იქეიფე პუპსიკ? -არაა ვახშამზე იყვნენ უტა და ელენე . ჩემი მშობლებიც მოვიდნენ და სიდედრმაც დაგვდო პატივი. -სიდედრი თუ იყო ჩემი მოსვლა ნამდვილად აღარ იყო საჭირო ისედაც ჩაგიმწარებდა სულს . წავედი მე...საჩუქრის ყიდვა ვერ მოვახერხე და მითხარი რა გინდა და გიყიდი მერე . არ გავაღვიძებ სალოს . -კარგად ხარ შენ?- კარისკენ წასული გააჩერა და ზემოდან დახედა ,გაეღიმა მარიტას და ისევ მოეხვია - რა გჭირს გოგო -არაფერი უბრალოდ დავიღალე ... -მე მაინც არაფერს მეტყვი და თუ გინდა ადი სალომესთან დავიძინებ ამაღამ სხვაგან -ნუ იცი ხოლმე ასე ლაპარაკი რა მართლა კარგი მგონიხარ მერე - ჩუმად უთხრა და თვალებამღვრეულმა გაუღიმა- წავედი მე ,მიდი დაიძინე სახლი დატოვა და ჩუმად მიაბიჯებდა ქუჩებში. ყველაფერი ცარიელი იყო, მხოლოდ რსტორანთან გავლისას გაისმა სიმღერის ხმა და კაცების ყიყინი. თხელი მოსაცმელი ტანზე შემოიხვია და უცებ დაიმალა კედლის უკან როცა ირაკლის მანქანა შენიშნა რესტორანთან. მანქანისკენ მიდიოდა არეული ნაბიჯებით და გვერდით ვიღაც გოგო მიჰყვებოდა მანქანამდეც ვერ მოითმინა კოცნა დაუწყო და ქალიც კისკისებდა. იმდენად ამაზრზენი ეჩვენა ეს სიტუაცია გულისრევამ ისევ შეაწუხა. შემდეგ კიდევ ერთი გოგო გამოჩნდა ის თავად ჩამოეკიდა ყელზე ყიფიანს და ბოლოს ორივე მის მანქანაში ჩაჯდა ყიფო ადგილს მოსწყდა და სადღაც გაქროლდა -ერთი აღარ აკმაყოფილებს ... ავადმყოფი ! -ისევ განაგრძო გზა და როგორც იქნა მიაღწია სასტუმრომდე. ნივთები აიღო დაფარული სამოსი ჩაიცვა და ისე გაეცალა იქაურობას რომ ვერავის შეემჩნია. მთელი ღამე თავიდან სწავლობდა ყველა დოკუმენტს, ვიდეო და ფოტომასალას უკვე ჭკუიდან იშლებოდა. თითქოს დათქმულივით დაურეკა დედამ -გისმენ -მე ვარ...რა გააკრვიე -საქმიანობა თუ გაინტერესებთ სუფთაა... -პირადი ცხოვრება? -არ გითქვამს ეგეც თუ გაინტერესებდა -დარწმუნებული ხარ რომ სრულიად უდანაშაულოა? -დარწმუნებული რომ ვიყო აქ აღარ ვიქნებოდი -როდის გაარკვევ -სამი თვე მომეცი ... -კარგი ! ეს იყო სულ მათი საუაბრი,თითქოს დედას კი არა უბრალო დამქირავებელს ესაუბრებოდა. სექტემბრიდან იმდენ წვეულებაზე, საქმიან ვახშამზე და შეხვედრაზე დაიწყეს სიარული ყველა რესტორანი მოიარა თითქმის. ყველაფერს აკვირდებოდა და უკვე დარწმუნებით იცოდა რომ ირაკლის არასდროს ჰყოლია გვერდით ქალი, მხოლოდ გასართობად ჰყავდა და ხალხში არავისთან ერტად გამოჩენილა. ქალები რომლებიც გვერდ უმშვენებდნენ საკუთარი დები იყვნენ. ორივეს ხელის გულზე ატარებდა, უბრალოდ და-ძმა არ იყვნენ საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. ერთ-ერთი რიგითი შეკრების დროს გაიგო რომ ბავშვთა სახლი ჰქონდათ , იმ ადგილას მივიდა და გაოცებული დარჩა იმდენად კარგად ეპყრობოდნენ იქ ბავშვებს, ისეთი პირობები იყო ყველა ისე საუბრობდა ამ ოჯახზე თითოეულ ოჯახზე . აღმზრდელები კი უკვე გაზრდილ ბავშვებზე ყვებოდნენ,როგორ დაეხმარნენ განათლების მიღებაში და შემდეგსხვადასხვა სამსახური უპოვნეს ყველას ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. -სად დადიხარ ასეთ ფორმაში ქალბატონო? -ბავშვთა სახლში ვიყავი -რატომ? -მათი შექმნილია..კიდევ ფონდი ჰქონიათ იმ კლინიკაში ეხმარებიან გაჭირვებულ ოჯახებს და უფასოდ აკეთებენ ოპერაციებს . უფინანსებენ მკურნალობას და ბავშვთა სახლი კიდე ნამდვილად გასაოცარი იყო. ყველაფერი იდეალურად არის მოწყობილი , ბავშვებს ირაკლი რომ ვუხსენე სიხარულისგან ხტოდნენ მოგვენატრა ერთი კვირაა არ მოსულა ჩვენთანო,რომ მოდის ზღაპრებს გვიკიტხავს და სხვადასხვა ამბებს გვიყვებაო. სხვებზეც ასე ისაუბრეს ,წარმოგიდგენიათ? -ხომ ვამბობ კარგები არიან_თქო -თურმე სრულწლოვანებს სწავლის გარზელებაში ეხმარებიან...ან სამსახურს აწყებინებენ რესტორანში , კაფეში ყველას რაღაც აქვს და არავის ტოვებენ ვინც ერთგულად იმსახურებს მაღალ თანამდებობებზეც კი ჰყავთო. ირაკლის მდივანი რომ გეუბნებით საოცრად უყურებს ის გოგო და მისი ერთგულიათქო თურმე იმ ბავშვთა სახლში იზრდებოდა და მიშოს აუყვანია სამსახურში.კიდევ ძალიან ბევრი ვინმე ვინც ჩვეულებრივად ცხოვრობს და მუშაობს მათთან ,ხომ გავიცანი არა ? -შენ კი ამბობდი ბედნიერები არიან და არავის ეხმარებიანო...ითვლი მაინც რამდენ ბავშვს გაუწიეს დახმარება? -იქ ისიც გავარკვიე რომ გაშვილებაც კი დიდი შემოწმების შემდეგ ხდება. ყველა ოჯახი ნამდვილად ღირსია ბავშვის და პირადად თათა, მარიამი და გვანცა აკვირდებიან გაშვილების პროცესს... -ასეთი აჟიტირებული დიდი ხანია არ ყოფილხარ- ოტახში მოსიარულე მარიტას აკვირდებოდნენ გოგონები და იცინოდნენ -მგონი წასვლის დროა- სალომემ ისევ შეახსენა და მაშინვე გაჩერდა- არა გთხოვ არ მითხრა რომ სიევ ეჭვი გეპარება. ვციი რომ მხოლოდ ავშვთა სახლია და ეს სხვებს ეკუთვნის მხოლოდ ირაკლის იდეა არ არის...საერთდო მის დაბადებამდე შექმნეს ,მაგრამ ეს ბიჭი არაა დამნაშავე. ვერც მოძალადე იქნება და ვერც მკვლელი . -არ მინდა წასვლა...ვიცი ! ჯანდაბა ვიცი რომ არაა დამნაშავე ,მაგრამ არ მინდა წასვლა. მინდა ბოლომდე გავიცნო მინდა პირველად დავწერო სტატია არა დანაშაულზე არამედ რაღაც კარგზე... მათზე . ხომ შეიძლება რეიტინგული იყოს მათი ისტორია. კიდევ ორი თვე და წვაიდეთ . გპირდებით ცუდს არარაფერს გამოვძებნი -მიმართულებას იცვლი მარიტა? არ მჯერა...სამსახურს დატოვებ? -არა მისი მეგობრის სტატუსი მომწონს. -ისიც როგორ ეფათურება ქალებს როგორ გიყვება ამ ქალებზე და როგორ გამოგიჭერს ერთ დღეს რომ არავისთან წოლილხარ? -ბოლოს და ბოლოს ვეტყვი რომ გეი ვარ -მერე არ გაგიჟდება სულელო? -ოო არაა ეგეთი. ყველანაირი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს და ყველასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. კლუბში მოცეკვავე გოგოზეც არ ამბობს რამეს ცუდს ნუ უხამსს არ ვგულისხმობ ეგრე ყველაზე საუბრობს საქმე მკერდს და საჯდომს რომ ეხება უკონტროლო ხდება. ერთი კვირის წინ ვიღაცამ მოცეკვავეს შეურაცხყოფა მიაყენა,აშკარად აწუხებდა და ისე უცებ ეტაკა იმ კაცს მოხედვა ვერ მოვასწარი. -ნეტა სარკეში ჩაგახედა საუბრის დროს -მგონი გავგიჟდი... თუ ხვდბეით მაინც რამდენი კარგი თვისება ჩამოვთვალე.. -იდეალურთან მიახლოებულია ...მართლები ვიყავით შენ კი ცდებოდი -ვაღიარებ, ვაღიარებ და მიხარია . არ ყოფილა ცუდი როცა ხვდები რომ კარგი ადამიანებიც არსებობენ განა მარტო ირაკლი ყველა მის ირგვლივ. ცოტნეს ვიღაც გოგო უყვარს ,ქალდანს ეს გოროზი ბიჭი ისე უცებ დნება მისი დანახვსიას ნეტავ განახათ. არ ვიცი იმდენი რამე ხდება ..მართალია ზოგჯერ ცუდად ვხდები ამდენი ბედნიერის ყურებით ,მაგრამ მაინც მიხარია რომ ამ ქვეყანაში მსგავსი ხალხი არსებობს.იმასაც ვფიქრობ რომ რომელიმე მათგანი პოლიტიკში უნდა წავიდეს -ისინი ხომ ყველანი ქუჩის ბიჭები იყვნენ ერთ დროს. ქურდებთან და ხულიგნებთან ჰქონდათ საქმე ,გარჩევებს აწყობდნენ ხშირად სისხლიანსაც კი. შესაძლოა ვინმე მოკლეს კიდეც -ზოგჯერ მკვლელობასაც აქვს გამართლება ხომ იცი არა? ნაბიჭვრების დახოცვის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ. ქუჩაში კიდე ვინ არ იდგა მათ ახალგაზრდობაში. -მარტო ირაკლის კი არა მათ მამას და მის საძმაკაცოსაც იცავ? შენ არ თქვი ადრე თურმე მტრობდნენ ერთმანეთს ირაკლის მამის და ალექსანდრეს სასტავიო? -მერე რა ირაკლის მამიდამ შეარიგა და ახლა ხომ ხედავ როგორ არიან. ისე უნდა ვთქვა რომ ის ქალი საოცარი მუხტის მატარებელია.რომ ვუყურებ ქალღმერთი მგონია. -თავიდან მაგათი სილამაზეც ხელოვნური გეგონა თუ გახსოვს -დავაკვირდი და არ არის ხელოვნური .ასეთები არიან და რა გავაკეთო. ხო მართლა მატი ისტორიები გამოვიძიე და სხვათაშორის მდიდრები არ არიან ყველანი , ცოსფერსისხლიანებთან ერთად უბრალო ოჯახისშვილებიც არიან.სშუალო ფენაც და საერთოდ ყველანაირი ურთიერთობა იყო მგონი... სრული დემოკრატიაა. ქალები წარმატებულები არიან სკაუთარ საქმეში ინარჩუნებენ ამდენწლიან ოჯახს და ისევ უყვართ ქმრები. წარმოუდგენელია,მაგრამ რომ ვხედავ ერთად სიტყვებიც ზედმეტია მზერაზეც კი ეტყობათ როგორ უყვართ ერთმანეთი -აბა კამათობდნენ გვანცა და გიგიო? იმათზეც არ თქვი ადრე...იოანე და კესარია ლამის დახოცეს ერთმანეთიო და მეგონა იონე მოკლავდაო -უბრალოდ კამათობდნენ ... კესარია გიჟია ნამდვილი . -და შენი აზრით გაიანესაც არ ღალატობს ქმარი? ახალგაზრდა ყოფილაო რომ თქვი ირაკლის ბიძა ...ვეღარ გავიგე მგონი ეგაა განოს ქმარი ხო? -ვაიმე რა ღალატობს ხო არ გაგიჟდი სალომე ! ის ქალი ისეთი ტემპერამენტიანია მაგას ვინ უღალატებს... ნამდვილი ცეცხლია. -მგონი ადგილები გავცვალეთ ჩვენ ცუდ მხარეს ვეძებთ და შენ ამართლებ. -სტატიის დაწერა კარგი აზრია ვითომ? -ელენა რეკლამას ვუკეთებ ხომ არ ვლანძღავ. მაინც ვერ გაიგებენ ვინ ვარ და საიდან მაქვს ამდენი ინფორმაცია -რის დაწერას აპირებ...მხოლოდ ყიფიანებზე დაწერ? -არა ! ყველაზე დავწერ .ცოტ ცოტას ყველაფერს და არ ვიცი რომ წავალ ამერიკაშ მოვა მუზა დავიდებ ყველაფერს წინ შევკრებ და ამ სეზონის სტატიაც გამოვა. უი მართლა უტიკო როდის მიდის უკან? -ხვალ... -კარგი ელიკო ნუ მოიწყენ. თუ ძალიან მოგენატრება გაგიშვებ -გამორიცხულია! აქედან წავალ და ამ ყველაფერს გამოვტოვებ? პირველად შეეშვი მახეების დაგებას -გიომ მომწერა რესტორანში გეპატიჟებათ ცოლის დებს და მომავალ ქვისლს -რა ხდება რა იშოვა ამდენი ამ შენმა ქმარმა.. -დაურეკავ უტას? -კი ახლავე...ხომ წამოხვალ მარიტა? -წამოვალ აბა რას ვიზამ... რამდენი ხანია არ დამილევია ტქვენთან ერთად -თუ ღმერთი გწამ მაგ გიჟებთან იმდენს სვამ ყოველ საღამოს ღვიძლი დაგეშლება მალე..მეშნია დამოკიდებული არ გახდე. -პლანის პლანტაციებსაც გაგვიკეთებს და ეგ იქნება მაგის ბოლო -დამცინეთ ხო...მე კი ვერთობი და თქვენ ჩაეხუტეთ თქვენს ბიჭებს და იყავით უღიმღამოდ -ყველაფერში ადრენალინს როგორ ხედავ და მოგწონს -მთავარია ერთფეროვნება არ იყოს და ყველგან იქნება გართობა და ემოციის სიჭარბე.- კარადა გამოაღო და კაბები გადმოიღო-ეს ჩავიცვა თუ ეს... ორივე ახალია სიძეებს დავუბრმავებ თვალებს. რამდენი ხანია ჩემ გამო არავინ უცემიათ ,გავერთობი ცოტას -მაშინ ისე გამოლანძღე ორივე ახლა მათ თვალწინ რომ იძალადოს ვინმემ თითს არ გაანძრევენ შენ დასახმარებლად -ორი სულელი..ამდენი წელია მიცნობს გიორგი და ისიც კი ვერ იგებს როდის ვთამასობ. უტიკოზე აღარ ვსაუბრობ რა ქნას მიჭმა ერთწლიანი ნაცნობობა არაფერია... იასამნისფერ კაბაზე შეაჩერა არჩევანი , შავი მაღლები მოირგო მოწესრიგდა და ბოლოს გოგონებთან ერთად დატოვა საცხოვრებელი. რესტორანში რომ შევიდნენ ბიჭები წამოდგნენ და მათი მაგიდისკენ გაემართნენ -ჩემო პაწაწოებო როგორ ხართ? მოგენატრეთ ხომ ბატონო გიორგი- ორივეს აკოცა და ბოლოს გიორგის უჩქმიტა ლოყაზე -როგორ სევცდი ასეთ ადგილას რომ დაგპატიჟე სადმე დუქანში უნდა წამეყვანე ყურადღება რომ არ მოექციათ შენი საუბრისთვის -ჩემო ინტელიგენტო დამშვიდდი ხმამაღლა აარაფერს ვიტყვი ხომ დავდეთ ზავი არა?ძალიან მშია და რამე ქართული მამაპაპური და მსუყე შეუკვეთე -მადა რატომ გაქვს კაცის ამ ბოლო დროს -უტამ სიცილით უთხრა და წარბები აათამაშა -როლში შეიჭრა ალბათ. ერთი მანახა როგორი ხარ მაგ ფორმაში- ჩუმად ჩაილაპარაკა გიორგიმ -იმდენად სექსუალური ბიჭი ვარ რომ შეიძლება ორიენტაციის სეცვლა მოგინდეს რომ დამინახო. სალიო კაცის გარეშე რო არ დავტოვო მაგიტომ არ იცი როგორი ვარ -ქალად არ მომწონხარ და კაცად ხომ საერთოდ ... ნეტა ვინ უნდა მოატყუო შენ -მე კიდე მგონია რომ ტყუილი ამის მოგონილია და მსვენივრად შეძლებს -უტიკო ყოჩაღ..ნახე რა უცებ გამიცნო? შენ კიდე ეჭვი გეპარება ჩემი ეშმაკისეული შესაძლებლობების სიდიადეში ვახშმობის შემდეგ რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინო მიირთვა და როცა წყვილებმა ცეკვა დაიწყეს მარტოდ დარჩენილი ბარისკენ გაემართა. რამე უფრო ძლიერი მოუნდა ყოველ ღამე ვისკის წრუპვას მიეჩვია და საღამოს ჩაგდება არ უნდოდა.მაღალ სკამზე შემოსკუპდა და ხის ზედაპირს დაეყრდნო ორმაგი ვისკი შეუკვეთა და უკან გადაიხარა. უცებ ვიღაცის მკერდს შეასკდა ზურგით და მსუბუქად წამოიკივლა ,როცა მამაკაცის დაძარღვული ხელები მოეხვია მუცელზე კიდევ უფრო შეკრთა , მიხვდა ვინც იყო და არ იცოდა რა გაეკეთებინა -ფრთხილად ...-წამიერად შეეხო ,მაგრამ მაინც განსხვავებული მუხტი მოიტანა. ბარმენს საყვარელი ღვინო შეუკვეთა და წამით გამოხედა სუნთქვასეკრულ მარიტას. იცოდა რომ შეათვალიერებდა, ისე არ შეეძლო ყიფიანს . იცოდა რომ რაიმე ბილწსაც გაიფიქრებდა და ამისთვის მისი დახრჩობაც მოუნდა ,რეალურად კი წინ დადგმული ვისკის ჭიქა აიღო და მოსვა . ირაკლი რომ გაეცალა და არაფერი უთქვამს გაბრაზდა, არადა ელოდა რომ მის შებმას შეეცდებოდა. თვალი გააყოლა მეორე სართულზე შენიშნა გაბრიელი ,დიმა, თორნიკე და კიდევ რამდენიმე ბიჭი იჯდა .აშკარად „უფროსები“ იყვნენ შეკრებილები და საუბრობნენ. მათგან თითქმის ყველა ცოლიანი იყო და ეს საღამო „ნადირობის“ საღამო არ იქნებოდა. მაგრამ მარიტა მაინც ბრაზობდა მისი დაინტერესება რომ ვერ მოახერხა. ისევ ახედა ყიფიანს და გაბრაზებულმა კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა. -მეცექვები ალქაჯო? -უტიკოოო რა ცუდია რომ მიდიხარ - გაიცინა და ბიჭს გაჰყვა-შენ ცეკვა გეხერხება ხომ? -ახლა ისევ თუ უნდა უარყო ჩემი ცეკვის ნიჭი ხელს გაგიშვებ იცოდე ! -ელიკო არ გაგვიბრაზდება თუ ვიცეკვებთ მე და შენ რამე ცეცხლოვანს ხომ? -მე და შენ? ცეცხლოვანს...ვინმეს ყურადღება დაგაკლდა ქალბატონო?- თან ცეკვავდა თან ირგვლივ იყურებოდა -ხომ ვაღიარებ შენს გონებრივ შესაძლებლობებს ... -ვინ არის? -წარბებს ნუ მითამაშებ არ ჭრის ჩემზე -კარგიი მაშინ ვიცეკვოთ ...ხომ ხედავ გამოგადგა მოცეკვავე სიძე რამდენიმე წუთში სასურველი სიმღერა გაისმა მარიტამ კი ცხოვრებასი პირველად გააკეთა რაღაც სხვისი ყურადღების მისაპყრობად. მთელი მონდომებით ცდილობდა მიმზიდველი,სექსუალური და ცეცხლოვანი ყოფილიყო. უტას სიცილს აიგნორებდა, გოგონების გამოხედვაზეც დახუჭა თვალები და როცა სიმღერა დასრულდა ბოლოს სვლა გააკეთა .ყველა ტაშს უკრავდა ,შესაძლოა უაზრო ქცევა იყო ამხელა ყურადღება რომ მიიპყრო ,მაგრამ კმაყოფილი იყო რადგან ყიფიანი მის უკან იდგა ისევ მოხვია ხელები და მომდევნო მელოდიას ააყოლა სხეული. უტა სადღაც გამქრალიყო, მოედანი ისევ ხალხით იყო სავსე ,წყვილები ცეკვავდნენ. გაახსენდა პირველი სეხვედრა როგორ ცეკვავდა ვიღაც უცხო ქალთან და სისხლი გაეყინა ,ახლა მისთვის რიგითი გასართბი იყო. ისე დაატარებდა ცეკვის დროს ხელებს მის სხეულზე ჯერ კიდევ არ უყურებდა სახეში,ისევ ზურგიდან გრძნობდა მის ტემპერატურას და ცხელი სუნთქვა ყელში ეფრქვეოდა. სიგარეტის,ვისკის და ირაკლის სურნელი ერთმანეთს შერეოდა და თავბრუდამხვევ სინთეზს ქმნიდა . თითები მის დაძარღვულ ხელებს შემოხვია თავი უკან გადასწია და უფრო აეკრო ყიფიანს. იგრძNო როგორ გაეღიმა ბატონს და მხოლოდ შემდეგ ინება ქალის სახის დანახვა, სწრაფად ისარგებლა მელოდიით და თავისკენ შეაბრუნა მარიტა -ვისკის მოყვარული ,ცეცხლოვანი მოცეკვავე - თავის დამატყვევებელ ხმას იყენებდა და პირდაპირ თვალებში უცქერდა .ხელი ისე მოხერხებულად ჩააცოცა საჯდომისკენ ვერც კი გაბრაზდებოდი. მარიტას მის მხრებზე ეწყო ხელები და უღიმოდა -ყველასთვის ცნობილი ბატონი ირაკლი... -პირველად მახარებს ჩემი სტატუსი, ბედნიერებაა თქვენნაირი ქალბატონი რომ მიცნობს -მისი ხელი თავის თითებში მოიქცია აკოცა და შემდეგ დაატრიალა, უფრო მეტად მიიკრა სხეულზე და შუბლი მიაბჯინა მის შუბლს-სიამოვნებით ვისწავლიდი თქვენგან ცეკვას -კერძო გაკვეთილებს არ ვატარებ... მოყვარული მოცეკვავე ვარ -ნუთუ ჩემთვისაც არ დაუშვებთ გამონაკლისს...მხოლოდ ამ ღამით - მარიტას გაეცინა და ხელები მისი მხრებიდან მკერდზე გადააცოცა -ჩემი ქორეოგრაფია შესასრულებლად მეტად რთული იქნება თქვენთვის ,ბატონო ირაკლი - ზუსტი დრო შეარჩია მკერდზე ხელი მსუბუქად კრა და თავდაჯერებული მექალთანე მარტო დატოვა. ხალხში შერევა და მიმალვა მისი სპეციალობა იყო ასე რომ იქედან გასვლა არ გასჭირვებია. მანქანასთან დადგა და მხლებლებს დაელოდა. გოგონებმაც კარგად იცოდნენ როდი სუნდა გამოსულიყვნენ დარბაზიდან და ორ წუთში მის გვერდით იყვნენ. -ირაკლი ყიფიანი? ! ჯანდაბა სხვა ვინმე ვერ იპოვე სათამაშოდ მარიტა? -იცნობ? -ვინ არ იცნობს მაგათ ... -შენც უტიკო? - მანქანაში ჩასხდნენ.გიორგიმ სწრაფად დაზრა და სახლისკენ წავიდა -ხო მეც ვიცნობ ,რამდენჯერმე მოვხვედრილვართ ერთ საზოგადოებაში. არ მეგონა მისი ყურადღების მისაქცევად ამდენს თუ გააკეტებდი -უბრალოდ ბართან ვიჯექი და ზედაც არ შემომხედა ხომ იცით ვბრაზდები ასეთ დროს -არ ვიცით! -კარგით რა მოხდა უბრალოდ ვეცეკვე და წამოვედი სხვა ხომ არაფერი -ეს ორი ასე საეჭვოდ რატომ დუმს...სხვა ამბავია ხომ? ისე გამომაქცუნეს იქეან თითქოს მეც უნდა დავმალულიყავი.ან ასე გამოსვლა შენ ასწავლე? -თავისდაუნებურად სწავლობენ... -ამაღამ მარიტასტან ვრჩებით ... -ხვალ მივდივარ ელენე... -ცოტა ხანს დავრჩები...ღამით მოვალ- მანქანიდან სანამ გადავიდოდა მანამ აკოცა და გაბრაზებული უტა დატოვა. ნომერში შესვლამდე სიტყვაც არ დაუძრავთ მერე კი ორივემ ერთა დიფეტქა -ხომ თქვი გადავიფიქრე ორმაგი თამაშიო! მოგვატყუე? -დამშვიდდით ...არ მქონდა დაგეგმილი უბრალოდ რომ არ შემიმჩნია გავბრაზდი .სხვა დროს ვერ შევხვდები და რა პრობლემაა ერთი ცეკვა . -ცეკვა ? შენი აზრით თქვენ მოძრაობას ცეკვა ერქვა? მე უფრო რამე ეროტიულს შევადარებდი ,მაგრამ ზუსტ სახელს ვერ ვარქმევ, თითქოს ცოტაც და სამოსს შემოგაძარცვავდა და იქვე გაგჟიმ..და -სირცვილიიი რას ამბობ ელეანა? ეს სიტყვა როგორ თქვი ღმერთოკიდევ კარგი უტა არ გისმენს გგიჯებდი ბიჭს..ხომ დაეკარგებოდა წარმოდგენა -გეყოს მარიტა რა რატომ გვატყუებ -ჩემ თავს ვატყუებ და არა თქვენ! -რატომ ?რატოოომ -უბრალოდ მინდოდა მასთან ცეკვა...მინდოდა შემხებოდა და მორჩა . ის ჟინი მის თვალებში და ურცხვად შემოთავაზებული ღამე მის საწოლში . როგორ შეფუთა გეგონებოდა მართლა ცეკვის გაკვეთილს მთხოვდა... უსირცხვილო ! -საიდან იცოდი რომ ყურადრებას მოგაქცევდა... -ყოველთვის ყველაფერს სწავლობს ...თიტქოს არაფერს აკვირდება ამ დროს კი ყველა დეტალი იცის და ჩემ ცეკვას უყურადღბოდ ვერ დატოვებდა. პირდაპირ მის თვალწინ ვიყავი და ის გიჟდება საინტერესო ქალებზე . უბრალოდ ლამაზებთან არ წვება, ყველაფერი აინტერესებს ...მოკლედ ვიცოდი და მორჩა! - უცებ თქვა და კაბა გაიძრო -რაც შიშველმა იტანტალა იმის მერე გაგიჟდი შენ...ან რა წესია რატომ გაიხადა შენს თვალწინ. თანაშემწე ხარ თუ ძმა ან საერტოდ რატომ უნდა გაიხადო სხვის თვალწინ -აბა სად წასულიყო დამალულიყო? თუ ღმერთი გწამს მე არ გამიხდია თქვენს თვალწინ? რა მნიშვნელობა აქვს ამას . მორჩა ყველაფერი იმ ცეკვით! -კიდევ რომ მოგინდეს უფრო მეტი მერე? -უბრალოდ გავერთოობით ორივე და დამივიწყებს ისე როგორც ყველა სხვას... -შენ რა მართლა აპირებ რამეს? -ნუ პანიკდებით უბრალოდ ვთქვი... -ორი თვე წინ აქვს რა იცი რა წამოუვლის...რა საჭიროა ამდენ ხანს დარჩენა მათი რეკლამისთვის ყველაფერი გაქვს -მინდა დავრჩე ...თქვენ წადით თუ გინდათ . -მარიტა ვეღარ გცნობთ... -ისევ მე ვარ...ისევ ისეთი უბრალოდ სხვა თამაშს ვთამაშობ. ახლა დვბრუნდები მე ჩემ ბინაში შენ შენს უტიკოსთან შენ კი შენს ჟორჟიკასთან. გამოვიძახოთ ტაქსი სახლში დაბრუნდა გამოიძინა და მეორე დღეს კარგ განწყობაზე მყოფი წავიდა სამსახურში. ირაკლი როგორც კი მივიდა მაშინვე შესვლა სთხოვა -დილამშვიდობის ბოს... ნაბახუსევზე ხართ? მე რატომ არ ვიცოდი ამის შესახებ? -გირეკავდი მაგრამ არ პასუხობდი ....გათიშული გქონდა. ბიჭები ვიყავით რესტორანში დამიანე მიდის ისევ და მშვიდად დავლიოთო -აშკარად ბევრი მოგსვლიათ... -არ მიძინია უბრალოდ ... თავი მისკდება -ყავა მოვატანინო მდივანს? -არაა ...არ მიშველის -ასე გამოგაცალათ იმ ქალმა ძალა? -ვინ ქალმა... -აბა არ მიძინაო და ვიფიქრე რესტორნიდან ვინმესთან ერთად წახვედით -არავისთან ვყოფილვარ წუხელ - უცებ გასწორდა და სავარძელს მიეყრდნო - ერთი მომეწონა ის კი წავიდა -სად წავიდა სხვასთან ერთად? -ვცეკვავდით და გაქრა ... მითხრა ვერ“-ჩემი ქორეოგრაფია შესასრულებლად მეტად რთული იქნება თქვენთვისო“ და წავიდა -ქორეოგრაფია რა შუაშია ...აშკარად ცუდი სიზმარი ნახე ბოს -მარტინ არ მეცინება ! როგორც კი შევედი რესტორანში მაშინვე მომხვდა ის გოგო თვალში . ქვემოთ იჯდა მაგიდასთან ვიღაცეებთან ერთად იიცნოდა რაღაცაზე და ყურადღება მიიქცია. მერე რომ შევათვალიერე უფრო მომეწონა რომ დავჯექით ზემოდან ვაკვირდებოდი ბართან გადაინაცვლა და იქაც მივედი მინდოდა დავლაპარაკებოდი ,მაგრამ ... რომ შევეხე ისეთი არომატი ჰქონდა კანზე ლამის იქვე გავაშიშვლე! მივქარე ტო მაგრამ მივქარე მაშინვე უნდა დავლაპარაკებოდი - უცებ წამოვარდა და ოთახში სიარული დაიწყო გადაპარსულ თავზე ხელი გადაისვა და მერე კეფაზე მოიჭირა -თუ არ დალაპარაკებიხართ აბა ის რაღაც ქორეოგრაფიაზე როდის გითხრა... აუ ბოს რატო არ გკიდიათ? ერთი ღამე ქალის გარეშე არ გაგიტარებიათ თუ რა -არ გესმის რას გეუბნები... -არეულად მელაპარაკები და ვერ ვიგებ. ათასი საქმე რა დროს ვიღაც ნაშაა ეგეთი მილიონობით ეყრება... წავედი მე ყავას დავლევ და საქმეს მივხედავ -უცებ გაეცალა სანამ გააგრძელებდა ლაპარაკს.არ უნდოდა ზედმეტად გამოეკითხა . კმაყოფილი იყო და მთელი დღე ღიღინით აკეთებდა საქმეს. ირაკლი კიდე ჯუჯღუნებდა და თათბირზე ყველა დაცოფა. ბოლოს დატოვა იქაურობა და განაცხადა ხვალ გავაგრძელებ საქმესო. მარიტაც წავიდა ,უტა გააცილეს და შემდეგ გიორგის სახლში წავიდნენ. -როგორ მოხდა ალქაჯო ტავისუფალი რომ ხარ? -საქმეები არ მქონდა დღეს თან უტიკოს გამო მოცლა ღირდა -ვეჭვიანობ იცოდე! - გაიცინა გიორგიმ და მერე თვალები დააწვრილა- არ მეტყვი ყიფოსთან რა გინდოდა რეალურად? -ყიფო ვინღაა -ნუ ისულელებ თავს- მსიკენ მიიწია და თვალებში ჩახედა- მიტხარი მარიტუშკიიი მიდი გამოტყდი ყიფიანთან რა საქმე აქ თქვენს უჯადოქრებულესობას -ვინ ჯანდაბაა მითხარი და გეტყვი რა საქმე შეუძლება მქონდეს -ოო რა ცუდი გოგო ხარ არაფერს მეუბნები! არც ეს მეუბნება. საიდუმლო მე და ჩემ ცოლს რაც გვაქ ყველაფერი შენთანაა დაკავშირებული თუ იცი საერთოდ...ერთხელაც იქნება ჩვენი გაყრის მიზეზი გახდები და დავწერ იმ შენს კონკურენტ გაზეთში როგორ დაანგრიე გვრიტების ბუდე უგულო დაქალმა -ყველას ეგონება რომ შენთან დავწექი და მოღალატედ შეგრაცხავენ -ღმერთმა დამიფაროს ფუფუფუფუ- მაგიდაზე დააკაკუნა და აკისკისებულ სალომეს მოეხვია - მე ამის გარდა არავინ მინდა და შენნაირ ალქაჯთან რა მესაქმება უიმე დედა -მასხარა... -მარიტამაც გაიცინა და მაგიდაზე შემაოწყო ფეხები -გაწიე ქალო ფეხები მაგიდიდან ... ერთი საათი ვწმენდდი მინას -შენ წმენდდი ჟორჟიკა? ყველანაირად შენ გამუშავებს ხო? მარტო ლოგინს არ კმარდება ეს დაუკმაყოფილებელი ქალი ეს -ასეა ასე ...ძალადობს ყოველ წუთს და არავინ მეხმარება . არადა იმდენ გაჭირვებულს ეხმარები და მე როდის დავიმსახურებ შენს ყურადღებას ჭერზე გაკიდებულს რომ მომთხოვს სექ.ს -ღმერთო როგორ შევწყვიტო ამათი მსგავსი საუბრები ვერ მეტყვი? აღარ ჩხუბობენ და ახლა ერთობლივად მიტევენ- სალომემ ბუზღუნი დაიწყო და მაშინვე მოეხვია გიორგი -კარგი ბარტყი აღარაფერს ვიტყვი - ყელში აკოცა და მერე მუხლებზე დაისვა-ისე რამდენ ხანს რჩები ალქაჯო აქ? -ზამთრამდე -ანუ დეკემბრამდე ... -ნოემბრის ბოლოს სტატია უკვე დაწერილი მექნება ანუ მანამდე წავალ... შენ წახვალ თუ დარჩები -საქმე არაფერი მაქვს ჯერ-ჯერობით ასე რომ დავრჩები ჩემ ცოლთან . ამ ორს მარტო ვერ დაგიტოვებ მეშინია რამე არ ავნო მთელი ღამე მათთან საუბარში გაატარა. მერე ორივე იქ დარჩნენ და საძინებელში შესვლამდე ბოლო ხმაზე უყვიროდა გიორგის ამაღამ სალომეს კვნესა არ გავიგო თორე შემოგივარდები იცოდეო. მეორე დღეს შეხვედრა ჰქონდათ,მერე ბიჭებთან ერთად იყო კლუბში . ირაკლი არც სვამდა ერთი ჭიქა ედო და ყლუპ=ყლუპობით მიირთმევდა -რა სჭირს ამას - ლაშამ იკითხა და ბიჭებს გადახედა -ვიღაც გოგო გაეჩითა რესტორანში ვერ დაკერა და გლოვობს -კაი ღადაობ? როდის იყო ასეთი ყეყეჩი მაგის გამო ედარდა . -ეგ კი ვერ მიხვდა ვერცერთმა... აქამდე ჰგონიათ რო ვხუმრობ ! -აბა რა გინდა გვითხრა რო მოცეკვავე ქალი ერთი ნახვით შეგიყვარდა? სულ გამ..ირდი შენ ამდენი საქმის მერე. აიღე ნორმალური შვებულება წავიდეთ სადმე და გვაერთოთ ისე როგორც ადრე -მეც დავისვენებდი ბოს..კარგი იდეაა ,თუმცა არ ვიცი ადრე როგორ ერთობოდით იმედია რამე ცუდი არ ხდებოდა ხო? -გააჩნია ცუდი თუ არის რამდენიმე დღიანი წვეულება ლამაზი ქალები სასმელი და მოსაწევი სიმღერა და ყველაფრის დავიწყება. აუუ ყიფო დავაწვეთ სადმე რა... ახლა შემოდგომაა კახეთი იქნება ვაფშე სასწაული ...მარა არა იქ მეზობლები არიან ახლოში. -ყურადღებასაც არ გვაქცევს ვინ ჯანდაბას უყურებ... -მგონი ისაა..წავედი მე ! - უცებ წამოვარდა და ვიღაც ყავისფერთმიანისკენ გასწია. მარიტამ ყურადღება არც მიაქცია იცოდა მალე რომ გავიდოდა იმ გოგოსთან ერთად და ასე გადააყოლებდა გულს. ბიჭებს მიუბრუნდა და წვეულების ამბები გამოკითხა ისინიც უყვებოდნენ ძველ ამბებს ყველა წვეულება ყიფოს მიერ იგეგმებოდა თურმე და თვეობით საუბრობდნენ ამ გართობაზე. -დამისხით ამის დედას შევ.. დავლიო მაინც - მარიტას გვერდით დაეშვა და ჭიქა მაგიდაზე დაკრა -ის გოგოც ვერ დაკერე? ღმერთო მგონი ავადაა...ახლავე გვითხარი ექიმთან წაგიყვანთ დეპრესია ხომ არ გაქვს ირაკლი არ დაგვიმალო-ანდრო აქოთქოთდდა ის კი ღრენით უცქერდა .რამდენიმე ჭიქა რომ გამოცალა მერე ამოისუნთქა და სიტყვებიც ამოაყოლა -ჩემი ნაცრისფერთვალება არ ყოფილა... -დაჟე თვალის ფერიც ახსოვს მგონი მართლა მოეწონა- დიმამ ჩაილაპარაკა და მობილურს უპასუხა- წავედი მე ცოლ შვილი მელის. ამას მიხედეთ არ გაგიჟდეს. შეყვარებული ყიფიანი საშიში იქნება გული მიგრძნობს. ყვავილების წვიმას წამოიყვანს ციდან რომანტიკოსი გოგო თუ გაეჩითება დიმა წავიდა ბიჭები ირაკლის უყურებდნენ -აბა თავიდან მოგვიყევი... -რა მოგიყვეთ თავიდან იქ არ იყავით? -მე და ბათუ არ ვყოფილვართ - ანდრომ უთხრა და წარბები შეკრა-ისე რატო მოგვტეხეთ ტო? -მეც არ ვყოფილვარ ახვლედიანო დამშვიდდი..ბიძიები შეიკრიბნენ მხოლოდ...არაფერს მეტყვი ირაკლი? მგონი დაგვერხა ჩვენ და დაენძრა ამას- ლაშა ახარხარდა და სავარძელს მიეყრდნო - მდა მდააა საინტერესოა და იქნებ ვინმე ლამაზმანი ითრიო და დაივიწყო მწვანეთვალება -მწვანე რა შუაშია ნაცრისფერი თვალები აქ ... -მე მაპატიეთ ... ნაცრისფერი და მწვანე არ უნდა ამრეოდა. ისე შეიძლება მწვანეც აქვს ზოგიერთი მწვანე ძალიან ჰგავს ნაცრისფერს იმ განათებაზე საგულისხმოა რომ სხვა ფერიც შეიძლება იყოს მაგალითად თაფლისფერი -ბათუ ეს გააჩუმე რა ძმურად! -ბოს მგონი ზედმეტად ბევრს ფიქრობთ იმ ქალზე და თავს აიზულებთ რომ ამოიკვიატოთ. არადა ტვინმა თუ არ მოინდომა შეუძლებელია ასე მოგწონებოდათ ვიღაც უბრალო გოგო -პირი შეკარით თუ რა ხდება! უბრალო იყო ხო არაფერი ჰქონდა ისეთი რაც არ მინახავს და რაც გამაოცებდა ,მაგრამ მაინც იყო მის მზერაში რაღაც განსაკუთრებული....მის ქცევაში -უარი რადგან გითხრა შენი ვინაობა იცოდა და მაინც გაქრა მაგიტომ ხარ ასე ,ახლა გასაგებია და ტყუილად იგონებ მიზეზებს .რა თვალები! რა შუაშია მზერა, როგორი მზერა უნდა ჰქონოდა ახლა ისეთი რო ამდენ ხანს ფიქრობდე ვიღაც რიგითი კახპაა ალბათ - მარიტამ მსვიდად შეუტია მის ნერვებს არ ელოდა ასე თუ გაგიჟდებოდა ისე დაკრა მუშტი მაგიდაზე მუსიკის ხმას გაუტოლდა დარტყმის ხმა -სისულელეს ჩმახავთ ყველანი და მგონი ჯობია წავიდე .მარტო უფრო დავმშვიდდები ვიდრე თქვენთან ერთად. -კაი ტო სად მიდიხარ მოდი აქ დაჯექი ..მორჩა აღარ ვიხუმრებთ -ეგრე არ იქცეოდი შენ სულ? უარესებს გვეუბნებოდი და რა გაბრაზებს -არ ვბრაზდები...უბრალოდ მივდივარ ფიქრი მჭირდება და დამშვიდება. ამ გაწამაწიაში ქალის დრო არ არის . მარიტა ბიჭებთან დარჩა, ცოტა ხანს კიდევ საუბრობდნენ იმ იდუმალ ქალზე თუმცა ვერაფერი გადაწყვიტეს და მოიფიქრეს. მარიტა უბრალოდ ფიქრობდა იმას რაც რეალურად უთხრა ირაკლის, რომ ის უბრალოდ უარის გამო იყო გაგიჟებული და ამიტომ დააინტერესა იმ „უცნობმა“. რამდენიმე დღეში საერთოდ გაქრა ირაკლის მეხსიერებიდან უცნობი მოცეკვავე. აღარც ახსენებდა და ჩვეულებრივად იქცეოდა. -აბა რა ხდება? -დაივიწყა... ერთობა სხვადასხვა ქალთან და ყველას ჩემნაირი ფერის თმა აქვს- საწოლზე გაწვა და ახარხარდა -რა გაცინებს ...რა გულისამრევია .სხვადასხვა ქალთან წვება და შენზე ფიქრობს -არც კი ახსოვს ნორმალურად ჩემი სახე და როგორ ფიქრობს...მე მაგრად ვერთობი ამ ამბით და შენ რა გირევს გულს სალიკოოო -აბა აღარ ახსოვსო? ეს თმის ფერი რატომ თქვი ახლა -უბრალოდ დავაკვირდი ,ხომ იცი ყველაფერს ვაკვირდები და ყურადღება გამიმახვილდა გაუცნობიერებლად -ანუ ისევ ფიქრობს შენზე ... არადა მეგონა სხვანაირი იყო და უარის გამო ამდენს არ იდარდებდა -არც დარდობს...ჩემ გარდა ბევრს უთქვამს უარი .ეგეთი საოცრებაც კი არაა ხვდება წესიერი ქალებიც და უბრალოდ ეშვება .არასდროს აწვება ჟინის გამო ქალს რომელსაც არ უნდა ერთღამიანი გასართობი იყოს. ჩემ შემთხვევაში უბრალოდ მოხიბლულია ჩემი სიტყვებით ,თავს შეურაცხყოფილად გრძნობს რადგან იაზრებს რომ მის შესაძლებლობებს შევეხე -ეს საიდან დაასკვენი -თვითონ მითხრა „წარმოგიდგენია“ გოგომ ფაქტობრივად მითხრა ვერ დამაკმაყოფილებო „-აი ამაზე გიჟდება -შენც მაგიტომ უთხარი -არ მიფიქრია სიტყვას მოჰყვა უბრალოდ ... რატომ არ გჯერათ. -კარგი შევესვათ მაგას... გიორგიმ ორივე დაგპატიჟათ წვეულებაზე. ვიღაც მისი კურსელი ჩამოვიდა და კარგად გავერთობით წამოვიდნენ ჩემი ძევოჩკებიოო ზუსტად ასე გადმოგცათ -მოკლედ სიძე აღარ ხუმრობს რა... რომელ საათზე უნდა ვიყოთ შენთან პაწკუ? -საღამოს რვაზე...ხო მართლა ის ვიღაც ნამდვილი გიჟია და ყველანი ნიღბებით უნდა ვიყოთო...რამე ლამაზი ნიღაბი იშოვე -არ მითხრა ახლა უზარმაზარი კაბაც გვინდაო... -არაა ჩვეულებრივი წვეულებაა უბრალოდ ნიღბებით მოდითოო მეჯლისი კი არაა გოგო რო დამანჭე სახე -კარგი ხო კარგი მოვალ ნიღაბით უბრალოდ დავიღალე ამდნეი ნიღბით . როცა თავისუფლად დავდივარ საკუთარ ფორმაში რად მინდა ნიღაბი -ცოტა ხნით გაიკეთე და მერე მოისორე წავედი მე უნდა მოვემზადო -როგორმე დაუბრმავე შენ ქმარს თვალები ... მოემზადა ,საღამოს რვაზე გიორგისთან გაჩნდა და კოპლიმენტებიც მიიღო სიძისგან. რა თქმა უნდა გიორგი ელიკოს ქება დიდებასაც არ წყვეტდდა . სალომე კი უკვე აშკარად ჰყავდა „შეაფასებული“ უზამრაზარ სახლთან რომ გაჩერდნენ და ეზოში შევიდნენ უცებ შედგა მარიტა -ჯანდაბა! მაჭავარიანებთან თუ მოვდიოდით რატომ არ მითხარი! -იცნობ? -დაჩი ჩამოსული არ იყო იდიოტო? -სოფოა ჩემი კურსელი...დაჩი ძმა არის მგონი ხო? -კურსელი გოგოა და აქამდე არ მითხარი? -ახლა ეჭვიანობა არ დაიწყო მეგობარი იყო უბრალოდ , გეფიცები არაფერი გვქონია .რატო ღელავთ ყველანი ვერ ვხვდები -წადი გამეცალე ნახე ის შენი სოფო და გაერთე ... -მაგდებ სალიო? -დიახ! -ქმარი მოიშორა და მარიტას გახედა- წახვალ? -ნიღაბს არ მოვიშორებ და ასე ვინ მიცნობს. სულ სხვანაირად გამოვიურები ამ კაბაში მარტო ზურგი მიჩანს და კეფაზე ნიშანი არ მაქვს ვინმემ რომ ამომიცნოს. ასე რომ გავერთოთ... სოფოს გაცნობაზე არც მე ვიტყოდი უარს. ყველანი აქ იქნებიან და ისიამოვნეთ მათი ცქერით -ვიცი რაღაც მოხდება- წინ მიმავალ მარიტას უყურებდა ელენე და ჩუმად ჩურჩულებდა -ან დავიღუპებით ან კიდევ არ ვიცი ... -სალომემაც დაუმატა და ქმრის ძებნა დაიწყო . მარიტამ ერთი ჭიქა წითელი ღვინო აიღო და ნიღბებში მყოფების ამოცნობა დაიწყო. ირაკლის ვერსად წააწყდა,იფიქრა მოგვიანებით მოვაო და მშვიდად განაგრძო სიტუაციის შესწავლა. ნიღბები გარკვეულ ხიბლს მართლაც მატებდა სიტუაციას. სიმღერის ხმა ისე ისმოდა ალბათ მთელ თბილისში ვრცელდებოდა. მალე ყველამ მოიხსნა ნიღბები ,ზოგს თავზე ჰქონდა ატანილი და ისე მოძრაობდა. ჭიქით ხელში იდგა სახლის უკან ბაღში და მშვიდად აკვირდებოდა ყველას. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო უკან შენბრუნდა,მკრთალ განათებაზეც კარგად იცნო ყიფიანი რომელსაც ნიღაბი ხელში მოექცია და სწრაფად მიდიოდა სადრაც. უცებ შედგა როცა მარიტა შემობრუნდა და მერე გაიღიმა -იდუმალი ქალბატონი...ნიღაბი ნამდვილად შენთვისაა შექმნილი -უკაცრავად? -ორი კვირის შემდეგ ვეღარ მცნობ?საინტერესოა -რატომ არის ნიღაბი ჩემთვის შექმნილი ბატონო ირაკლი? -გაცნობით ხომ არ დაგვეწყო .მე ირაკლი ყიფიანი ვარ - ხელი გაუწოდა მარიტამაც თავისი მარჯვენა შეაგება ისე უცებ მოუჭირა და თავისკნ მიიზიდა თითქოს ეშინოდა რომ არ გაქცეულიყო .მეორე ხელით ნიღაბი მოხსნა და თითები სახეზე ჩამოუსვა. ბოლოს ნიკაპთან შეჩერდა ფრთხილად მოუჭირა და თავი მაღლა ააწევინა .ისევ თვალებში უყურებდა -არ მეტყვი სახელს? -ჩემი სახელი არაფერს მოგცემთ ბატონო ირაკლი...- უკან დახევა სცადა ,მაგრამ არ გამოუვიდა- არ გამიშვებთ? -ნადმვილად გინდა წასვლა? მე არ მინდა რომ ძალა გამოვიყენო ამიტომ კარგად დაფიქრდი რა გსურს-თითები ყელზე გადაიტანა და უკვე იმდენად ახლოს იყო მასტან რომ სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა მარიტას -არჩევანის უფლებას მართმევთ ბატონო ირაკლი? -უბრალოდ თქვენს მეორედ გაშვებას არ ვაპირებ! -ცოტაც და ვიფიქრებ რომ დიდხანს ფიქრობდით ჩემზე -დამიჯერებთ რომ გითხრათ ზუსტად 17 დღეა თქვენზე ვფიქრობ-თქო? -განა 17 დღე იმდენად ბევრია რომ არ დავიჯერო? -საერთოდ არ გადარდებთ თქვენით დაინტერესებული ყმაწვილის ბედი ხომ? -ვფიქრობ ჩემს მდგომარეობაში ხშირად ყოფილხართ ბატონო ირაკლი -ნუთუ პასუხისგების დრო დადგა... ზედმეტად ლამაზი სასჯელი გამომიგზავნა ღმერთმა -იმდენად ვერ იჯერებთ თქვენ მიმართ ინტერესის არარსებობას ,რომ გგონიათ ამდენად ღმერთს აინტერესებს ქალთა გულთამპყრობელის ბედი? -სიტყვებითაც კი ჩემ გაბრუებას ცდილობთ და იდუმალ დიალოგში მიტყუებთ ... -მიუჩვეველი ხართ ქალებთან დიდხანს საუბარს - გაიცინა და თავისუფალ ხელში მოქცეული ჭიქა ტუჩთან მიიტანა. მშვიდად მოსვა რამდენიმე ყლუპი და თვალი არ მოუშორებია ირაკლისთვის -ირაა მოდი რა ჩვენთან-ვირაცის ხმა გაისმა სახლს მეორე სართულიდან ბიჭმა ინსტიქტურად აიხედა მაღლა და სანამ უპასუხა მანამ გაქრა მარიტა მისი თვალტახედვიდან და შემდეგ მთლიანად წვეულებიდან. -ჯანდაბა ! ისევ ისე წავიდა რომ მისი სახელიც ვერ გავიგე ! მოგკლავ ცოტნე ამისთვის ... ...... მეორე დღეს კომპანიაში რომ მივიდა ირაკლიმ თავისთან დაიბარა. კაბინეტში თათბირი ჰქონდა მოწყობილი რამდენიმე სამსახურის უფროსი და ეკონომისტი ჰყავდა მოწვეული . მარიტა მშვიდად დაჯდა ერთ-ერთ თავისუფალ სკამზე და ინტერესით აკვირდებოდა ირაკლის საუბარს. რამდენჯერმე ჩაერთო კიდეც ,ძირითადად საბუთების მიწოდება ევალებოდა . როცა ყველაფერი გადასცა ირაკლის და სკამზე დაჯდა გვერდით მჯდომმა ქალბატონმა ისე მოხერხებულად გაუხახუნა ფეხი და ნახევარი ტანით მიეკრო იქვე შეწუხება გარანტირებული ჰქონდა. ცოტა აკლდა დაკივლებამდე, ძლივს მოახერხა თავისგაკონტროლება და ქალბატონის მოსასორებლად ისევ წამოდგა სკამიდან, მას კი წონასწორობა დაერღვა და ისე გადაქანდა რომ ირაკლის დასაჭერი გახდა იატაკზე რომ არ გართხმულიყო. როგორღაც გაისტუმრა კაბინეტიდან ყველა და ისიც რომ წამოდგა გასასვლელად ირაკლიმ შეაჩერა -დარჩი მარტინ.. -მე? რა ხდება ბოს რამე საქმე გაქვთ კიდევ? ექვსი საათია უკვე და -სადმე გეჩქარება? -არა ,არა უბრალოდ მთელი დღეა არ გავსულვარ ყავის და კრუასანის ამარა ჩემ კუჭს გაძლება აღარ შეუძლია ...- რომ მიხვდა ყიფო არსად გაუსვებდა სკამისკენ წავიდა- დავჯდე? -აჰამ.. -ასე რატომ მიყურებ ბოს? თითქოს დამცინით -უზრდელობაა მარტინ იცი? საშინლად იქცევი -რა ,რა არის უზრდელობა? -დაბნეულის იმიჯი მოირგო და ირაკლიმ უფრო ფართოდ გაიღიმა -ვნებამორეული ქალის ასე დაუნდობლად მოშორება ... საშინელებაა ქალს რომ დაუკმაყოფილებელს ტოვებ. დეპრესიის საწყისია და მინდა ახლა მე ეკონომისტი რომელიც სტრესულ მდგომარეობაშია? ჩავიძრებით ასე მარტინ - ისეთი ტონალობით უთხრა ერთი გადახარხარება ყველაფერს ერჩია მაგრამ როლიდან ვერ გამოვიდოდა -მე... მე არ მესმის რას მეუბნებით -კარგი რა მარტინ შენ მე ბრმა გგონივარ? ამდენი ხანია ქალს მოსწონხარ ახლა ჩაგიგდო ხელში და ისე წამოვვარდი ცოტაც და იატაკიდან ასაგლეჯი გახდებოდა -როგორ გეკადრებათ ბოს... არც მიფიქრია კომპანიისტვის ზარალის მოტანა. საერთოდ მაგ ქალს თუ მოვწონვარ არც ვიცი და სამსახურეობრივი რომანის წინააღმდეგი მეგონეთ -ეს მე ვარ წინააღმდეგი თორემ შენთვის შეიძლება თანაც პირდაპირი კავშირი არაა შენსა და ეკონომისტის საქმეებს შორის ასე რომ სექსუალურად აღზევებული ეკონომისტის დამშვიდების უფლებას გაძლევ ამისტვის სამსახურიდან არ გაგაგდებ -ახლა შემიძლია წავიდე? -არა ! -რატომ? კიდევ რამე დავაშავე? -მე ,შენი უფროსი როგორი გულღია და თავისუფალი ვარ ყველაფერს დაუფარავად ვამბობ შენთან და შენ ხუმრობაშიც არ მყვები როცა ქალს ვახსენებ რა ჯანდაბაა ვერ მეტყვი? ნორმალურ კაცს შეუძლებელია უარი ეთქვა ისეთ ქალზე როგორიც კატიუშაა თანაც პირველი შემთხვევა არ იყო და დიდი ხანია შენს ცდუნებას ცდილობს. შეყვარებული თუ გყავს რატო არ გამაცანი? -არაა რა შეყვარებული...არ მყავს არავინ მყავს .უბრალოდ კატია არ მომწონს და მეეჭვება დანაშაული იყოს ასე რომ მე წავალ -დანაშაული რა თქმა უნდა არ არის ,მაგრამ მარტო მას არ ეხება საქმე და ვეჭვობ რარაცის თქმა გინდა -რისი თქმა მინდა მე არაფრის თქმა მინდა...კარგით უბრალოდ მე არ მიყვარს ქალებზე საუბარი არც თქვენსავით გამოვირჩევი დიდი პოპულარობით ქალებში და პირადად ჩემთვის უხერხულია მათზე საუბარი მგონი ეს არაა უცნაური ხომ? -უცნაური ზოგადად ჩემი საუბრებია ,მაგრამ აქ სხვა ამბავია აშკარად. წადი ახლა აღარ წაგართმევ თავისუფალ დროს ეს ერთი ჩიხი გადალახა ,მაგრამ მეორე დღეს კაბინეტში რომ დახვდა კატია მაგიდაზე შემოსკუპული იფიქრა რომ მომიახლოვდეს მაშინვე დავიწვებიო და მაქსიმალურად აამუშავა გონება. როგორრაც ქალი მოიშორა უკვე გასვლას აპირებდა ირაკლი რომ სევიდა რაღაც საბუთებით, უცებ დაინახა ქალი და უკან გასვლა დააპირა კატია რომ წავიდა სახემოღრეცილი -რას ეუბნები ხოლმე ამ ანგელოზივით ქალს ასეთს სულ რო სახე ჩამოტირის -არაფერს რა უნდა ვუთხრა რარაცს აბუთები არევია და იმასთან დაკავშირებით იყო -საბუთები როგორ არა...საწყალი კატია ტყავიდან ძვრება და როგორი გულქვა შეხვდი -დამცინით ბოს ! -არც კი მეკითხები ხომ? ასე ნათელია რომ ვღადაობ? აჰა ესენი მოაწესრიგე რა მე გავდივარ ,...საღამოს რესტორანში უნდა მოხვიდე ხომ იცი უიმართლა კატიაც იქნება. ეგ შეხვედრებზე ისე იცვამს ყველას აჩლუნგებს ,ნებისმიერ რამეზე შეიძლება ხელი მოგიწერონ მერე . -რომ არ წამოვიდე? -რვაზე იქ იყავი! -დანდობელი ხართ ბოს -ვიციი - სიცილით წავიდა . მარიტას კი სახე ჩამოსტიროდა მართლა. ერთი თმაზე მოქაჩვა უნდოდა და საფრთხეში ცავარდებოდა მისი პარიკი . წვერიც აფრტხობდა და საერთოდ იმ ქალის სიახლოვე. საღამოს რესტორანში მივიდა .ირაკლის გვერდით დაჯდა,კატო გვიან სეუერთდდათ მართლა საოცრად გამოიყურებოდა,იცოდა რა უნდა ჩაეცვა კაცის გასაგიჟებლად. ისევ მარიტას გვერდით დაჯდა და იქ ამბები დაატრიალა მარიტა სკამზე ვერ ისვენებდა იმდენჯერ ითხოვა გასვლა და ისეთი მოძრაობები გააკეთა მის მოსასორებლად ,რომ სუნთქვაც გაუჭირდა ბოლოს. საუბარი რომ დაასრულეს და წასვლა გადაწყვიტეს პირველი წამოიჭრა ფეხზე. ირაკლიმ მე გაგიყვანო და მისი მანქანისკენ გაიქცა კატიას რომ მოშორებოდა. -რა ტრიუკები აკეთე რესტორანში ...-როგორც კი ჩაჯდნენ მანქანაში მაშინვე გახედა ირაკლიმ -კიდე მაგ ქალზე უნდა ვილაპარაკოთ ? არ შეიძლება კლუბში წავიდეთ? ხვალ ვისვენებ და დავლევ დღეს -უნდა წავიდე სადრაცო არ თქვი? მოიტყუე? -ბიჭებიც არ იქნებიან კლუბში? -არ იქნებიან ,მაგრამ მე გაგიწევ კომპანიონობას . მართალია ბოლოს მე გავილეშები და შენ ცოტ-ცოტას მოწრუპავ ,მაგრამ ჯანდაბას. იმ უცნობი ქალის გამოჩენის შემდეგ ნორმალურად ნაშა ვერ ავაგდე -არ მითხრათ ფსიქოლოგიურმა გავლენამ პოტენცია დამიქვეითაო -დიდხანს არ უნდა გაჩერედე ჩემ გვერდით ,უკვე უხამსი ხუმრობებით მეგებები რა - მარიტას ეცინებოდა იმას რომ სცოდნოდა ნამდვილად როგორ ხუმრობდა და რეებს იძახდა ჩემგან ისწავლეო ნამდვილად არ ეტყოდა -არც უნდა გამიბრაზდეთ თქვენი ბრალია -მთლადაც ნუ გახვალ თავს -ისე აარიდეთ კითხვას თავი მგონი უნდა მოგისამძიმროთ -არც ეგეთი ქალია მარტო მასზე რო ვიფიქრო და სხვა ქალს არ გავეკარო . უბრალოდ იდუმალებამ მიმიზიდა უბრალოდ გაცნობა მინდოდა მეორე შეხვედრისას ...რა მნიშვნელობა აქვს .გადმოდი დავლიოთ ამაღამ კარგად უნდა გავერთო - მანქანა გააცერა და პირველი გადავიდა. თავიანთ მაგიდასთან დასხდნენ და დალევასთან ერთად საუბარიც დაიწყეს. მერე რაღაც მოხდა ვიღაც ბიჭი ყოყლოჩინობდა მიმტან გოგონას ხელზე ექაჩებოდა ირაკლი ჩაერია ბოლოს მუშტი- კრივი გამართეს და ბატონი შეალამაზეს კიდეც. -ამის დედაც... ესაა გართობა? ქალი მინდოდა და შემრჩა ვიღაცის მინგრეული ყბა -არც თქვენ გამოიყურებით კარგად... -აუ თათას რა გაუძლებს ასე რო დამინახავს გული გაუსკდება . ყოველ კვირაში ვჩხუბობ -მე სად ვიყავი სხვების დროს -მე რა ვიცი მარტინ! -ჩემთან დაგპატიჟებთ... ღამე შემიძლია გაგათევინოთ და ორი ბოთლი ვისკიც მაქვს -აქამდე სად იყავი ,რამდენი მაწუწუნე-მანქნაში ჩაჯდა და მისამართს დაელოდა. შემდეგ სწრაფად წავიდა ბინისკენ და მშვიდად აუყვა კიბეს. მარიტა გვიან მიხვდა რომ ყიფიანის მახეში გაება, მისი სურვილი იყო ყველაფერი გაეგო და ვერ იტანდა თანაშემწის სიტყვაძუნწობას. სახლში შესვლის მომენტიდან იმენი კითხვა მიაყარა ყიფიანმა და თან ისე გამოათრო რო ბოლოს ქალებს რომ არ შეეშვა შემოვლითი გზებიც გამოიყენა და ყველანაირად მოუჭრა გზა ტვინმა განგაშის სიგნალი გამოსცა -იცოდეთ ჩემ სახლში ვარ ,მთრალი აქ ჩემი ბოსი აღარ ხართ და ....მე მოკლედ მე არ მომწონს ქალები უბრალოდ ამას სხვებივით არ ვყვირი არ მინდა ჩემ სამუშაოზე და ცხოვრებაზე იმოქმედოს სტატუსზე საზოგადოებაში . ჩემი პირადია და არავის ვახვევ თავს საწოლში ვისთან ვარ - გულში ფიქრობდა ელენე და სალომე რომ მისმენდნენ თავში რამეს ჩამარტყამდნენ ამ ტყუილისთვისო,მერე ირაკლის გამომეტყველებაზე სიცილი მოუნდა და მაინც ის საწყალი გამომეტყველება რომ უნდა შეენარჩუნებინა მთელი სასმახიობო გამოცდილება დასჭირდა. რამდენიმე წამი უყურებდა ყიფიანი, მერე სავარძლის საზურგეს მიეყრდნო ხელში მოქცეული ჭიქა ბოლომდე დაცალა და წაუსტვინა.სანამ რამეს ეტყოდა პანიკაში ჩავარდნილის როლში გადავიდა-არ უნდა მეთქვა რა სულელი ვარ ახლა ალბათ გამაგდებთ... გაბრაზდებით არა გაცოფდებით ხომ? იმედია ჩემი მოკვლა არ მოგინდება მე ხო არც ვამბობდი და ვიმჩნდევდი ამას .კარგით...დრო მომეცით სამსახურის საპოვნელად რამდენიმე თვე და ჩემით წავალ- უცებ წამოვარდა ოთახში სიარული დაიწყო შეცვლილი ხმით და მოძრაობის მანერაც კი შეცვალა -გაგაგდებ აბა რას ვიზამ- უცებ რომ დაუყვირა ირაკლიმ მანდ შედგა. გაბრაზდა მარიტა ,საშინლად გაბრაზდა რადგან ირაკლი თუ ამას ეტყოდა ვერ იფიქრებდა - ამის დედაც - უცებ წამოიჭრა და კიდე ერთხელ სეავსო ჭიქა - უეჭველი გაგაგდებ თუ მეტყვი რო გევასები და იქ შიშველი რო დავტანტალებდი ,შენ გვერდით კარავში და ოტახში მეძინა ჩემ საწყალ საჯდომზე ფიქრობდი ! თუ არა და ასეც არ გიწამებია მაშინ დაგტოვებ რა პრობელმაა- უცებ გაიცინა გაბრაზებული გამომეტყველება მოიშორა და სევ ჩაეშვა სავარძელში ფეხები მაგიდაზე გაშალა და ქვემოდან ახედა გაშეშებულ მარიტას- რატო გაჩუმდი ტო ! ანუ რას ნიშნავს ეგ დუმილი რო აქედან უნდა ავახვიო და სამსახურეობრივი რომანი რომ არ გამოვიდეს გაგაგდო? -ჯანდაბა ! შენ მართლა გიჟი ხარ- ეს რომ არ ეთქვა ვერ მოითმენდა- შეგიძლიათ დარჩეთ და სამსახურიდანაც არ გამიშვათ! მშვდიად იყავი არ მომწონხარ და აქაც ძალადობისთვის არ შემომიტყუებიხართ ,ნუ გეშინიათ -სიმართლე რომ არ მითხარი აქამდე მაგაზე მერე დაგელაპარაკები რო გამოვფხიზლდები ახლა ზედმეტად მთვრალი ვარ ... -ანუ არ გამაგდებ ხო? -რატო არ მოგწონვარ ტო ? შენი დასაწუნი რა მაქვს ე -ბოს ამდენი ხუმრობა უკვე ზედმეტია ხომ? დამცირებულად ვიგრძNობ მალე თავს -ახლა უფლებებზე ნუ დამიწყებ ლაპარაკს თუ ძმა ხარ... სერიოზულად გეუბნები რა მაქვს შენი დასაწუნი - წამოიწია და მაგიდას ხელებით დაეყრდნო უყურებდა და მერე სიცილი ვეღარ შეიკავა ,ორივეს ეცინებოდა ორივეს სხვადასხვა რამეზე მაგრამ ფაქტია ორი გალეშილი ხარხარებდა . საწოლამდე როგორ მიაღწიეს ღმერთმა უწყის . მარიტაც მთვრაი იყო ,მაგრამ გამთენიისას გაეღვიძა მეორე ოთახში გავიდა და ტანსაცმელებით საწოლზე დაგდებულ ირაკლის დახედა. უცებ გიჟური იდეა მოუვიდა და ვინაიდან იცოდა მისი გათიშული ძილის ამბავი საქმეს შეუდგა. ჯერ პერანგი გახადა მისი პრესისკენ ინსტიქტურად გაეპარა თითები ,მაგრამ ფიქრები დააიგნორა და შარვალიც მოაშორა. მანდ კი ამოიზმუვლა და იცვალა გვერდი ,მაგრამ ესეც სათავისოდ გამოიყენა საბანი გადააფარა და ტანსაცმელები ისე მოისროლა გეგონებოდათ გზადაგზა ხდიდნენ.შემდეგ ოთახიდან გაიპარა, ყველაფერი დამალა რაც შეიძლება მზის შუქზე შეემჩნია გამოფხიზლებულ ირაკლის და სამზარეულოში ტრიალი დაიწყო . ყავის ფინჯნით იდგა ფანჯარასთან ირაკლის ღრიალი რომ გაიგონა,მერე დავარდნის ხმა და ისევ ღრიალი. სწრაფად წავიდა ,კარი გააღო და საბანში ახლართული იატაკზე ნახევრად გაშხლართული ყიფიანი რომ დაინახა სიცილი ძლივს შეიკავა -ბოს კარგად ხართ? დაგეხმაროთ? საწოლიდან როგორ გადმოვარდით ჰა -ვახ ჩემი თავი როგორ მისკდებაა... არ მომეკარო ჩემით ავდგები. დამავიწყდა სად ვიყავი და ..პ;ატარა საწოლია. ესენი ვინ გამხადა? -კარგით რა რადგან სიმართლე გითხარით ახლა ყოველ წუთს უნდა დამცინოთ და ამაზე მიმანიშნოთ? -მაპატიე ... ბოდიში არ მინდოდა უბრალოდ არ მახსოვდა და -სულ შიშველი დადიხართ როგორც კი შანსი გეძლევათ და ახლა რამ გაგაკვირვათ...საცვალი კი გცვიათ ,მაგის გახდა ეტყობა ვეღარ მოახერხეთ. თავი მისკდებოდა მეც ,ადრე გამეღვიძა და საუზმე მოვამზადე...ყავას დალევთ- ოთახიდან გავიდა და ისე ლაპარაკობდა. მალე გამოვიდა ირაკლიც შარვალი ეცვა და პერანგი ისე ჰქონდა მოცმული . -სააბაზანო იქეთაა- ხელით ანიშნა და ისიც წავიდა-პირსახოცები კარადაშია... -ვნახეე ,მადლობა- იქედან გაიგო ხმა და ერთიანად ამოხეთქა როგორც კი წყლის ხმა გაიგო. დაჯდა და იცინოდა. გოგონებს მისწერა რომ არ მისულიყვნენ და მაგიდასთან დაჯდა. -ამდენი კრემების წასმა და ქალის გელების გამოყენება არ გეზარება? თანაც არასდროს შემიმჩნევია ეს სურნელი... -ჩემ საცხებთან რა გინდოდათ ბოს? -არ შევხებივარ უბრალოდ ყურადღება მიიქცია ! იმედია არ მომწამლავს ხო? თუ არ ხარ დარწმუნებული ჩემით გავაკეთებ რამეს ან რესტორანში წავალ და იქ სევჭამ -ნუ გეშინიათ არ მოგკლავთ ... -არ მომწონხარო და რა ვიცი იქნებ კი მომწამლო -სერიოზულად წავალ თუ ვერ შეძლებთ ძელებურად ჩემთან ურთიერთობას... მე არ მინდა ამის სესახებ ყველამ გაიგოს . ზედმეტად ემოციური ვარ უხამსი კომენტარების მიმართ და ვერ გავუძლებ ნამდვილად... თანაც მშობლებმა არ იციან და რომ გაიგონ,მამაჩემს ინფარქტი მოუვა დედაჩემი შეიშლება -დამშვიდდი ... ხო იცი ასე ვხუმრობ მე ყველაფერზე ,მაგრამ თუ გული გტკივა გავჩუმდები ...ხანდახან მხოლოდ -კარგი ხანდახან შეიძლება! მადლობ რომ ასე იგებთ და არ მკიცხავთ -ჩემი საქმე არ არის ნამდვილად! კატიამ იკითხოს მისი ვაგი.ა რომ არ გიზიდავს თორემ - ილუკმებოდა და თან ლაპარაკობდა . მერე ვიღაცამ დაურეკა სწრაფად აიღო ნივთები და გასასვლელისკენ წავიდა- აბა ხვალამდე ... მადლობა მასპინძლობისთვის . რამე თუ დამრჩა ხვალ მომიტანე ახლა მეჩქარება ტელეფონი და მანქანის გასარები მაქვს სხვა არც არაფერი დამრჩებოდა -უცებ მიაყოლა ხელი აუწია მარიტას დამშვიდობების სახით და გავარდა. მაშინვე მიწერა გოგონებს და ისინიც რამდენიმე წუთში გაჩნდნენ -აბა რა ხდებოდა რომ გადაგვადებინე მოსვლა..შუა გზიდან მიგვაბრუნე -ირაკლი იყო აქ -უთხარი რომ ქალი ხარ და ერთად იყავით? საწოლი მრთელია? არ უნდა გვეყიდა ეგ ვიცოდი რომ არ გაძლებდა -სულ გაგატუტუცა გიორგიმ ! არაფერი გაუგია ...ვერც კი წარმოიდგენთ რა ვუთხარი -ისევ სიცილი დაიწყო ა ყველაფერი მოუყვა გოგონებს. -გიჟი ხარ..ნამდვილი გადარეული.არა ამდენ ტყუილს ეუბნები და ეგ რამ გათქმევინა -ისევ რომ ამოწმებ თუ ხვდები თიტქო სელოდები რომ სატანურ თვისებებს გამოავლენს ...გუშინაც გეგონა რომ მუშტებს დაგიშენდა და მანამ გცემდა სანამ სუნტქვას არ შეწყვეტდდი ხო? -როგორი რეაქციაც ჰქონდა ისეთს ნამდვილად არ ველოდი... რომ მითხრა მე როგორ არ მოგწონვარო ცოტა მაკლდა დადნობამდე და მერე როგორც ბიჭი სხვა თუ არაფერი მინე.. მაინც გავუკეთებდი... მაგრამ არ დათანდმებოდა ბიჭები ნამდვილად არ მოსწონს ... ჯგუფურშიც კი ..არა ცოტა შოკში კი იყო და ამ დილას დარწმუნებული ვარ იფიქრა რომ რამე გვქონდა ,მაგრამ მთლად მარტივი მისაღებიც არაა -ისუნთქე თორე ტვინი ჟანგბადს ვეღარ იღებს და სისულელეებს იძახი -ოორი ტუტუცი ერთად ..კიდევ კაგრი ყველაფერს ვერ ამობო თორემ კატასტროფა იქნებოდით დებატებში... -შეიძლება მომიგოს კიდეც მეტად გამოცდილია და უფრო უხამსი ფანტაზია აქვს ვიდრე მე ! კაცია მაინც და მაჯობებს -ჰა? მომესმა?სალომე მიტხარი რო მომესმა და ეს ვინმეს უპირატესობას არ აღიარებს -არ მოგესმა...ირაკლი ყიფიანი ჩვენთვის ერთი სეხედვით მარტივი საქმე დიად მასალად იქცა...მგონი კერპად ჰყავს უკვე .შეხედე როგორ იყურება,ნახე თითქოს მას ხედავს და ოცნებობს . ახლა მგონია რომ ზედმეტები ვართ და უნდა დავტოვოთ -გეყოფათ ! რა გაკერპება უბრალოდ სიმართლეს ვაღიარებ -არა ეგ ნამდვილად გახასიათებს,მაგრამ ძირითადად გვიან ამბობ ხოლმე ან გადატანითი მნიშვნელობით. ახლა გეის როლი უნდა ითამაშო? გელებზე რა გითხრა სააბაზანოში რომ ნახა -რა უნდა ეთქვა ...ასახსნელი რა იყო.ახლა ეჭვია ღარ ექნება ჩემი გარეგნობა და ყველა ქცევა აიხსნება.აქამდე უნდა მომეფიქრებინა ეს . ვინმემ რამე რომ უთხრას ეჭვსაც არ შეიტანს ! -შენი სურნელი რომ ამოიცნოს მერე? -თუ ღმერთი გწამს იმდენ ქალთან ექნებოდა სექ.ი და ერთის სურნელს ევრ იცნობს ორჯერ მნახა და შენი აზრით ემახსოვრება ჩემი სხეულის არომატი?ან თმის სურნელი? -ეგრე ბევრთან იყო შენ რაც ხარ მის გვერდით,მაგრამ არავისზე უსაუბრია .სახელები არც ახსოვდა არც უკითხავს და მაინც არ ადარდებდა. ორჯერ გნახა და რამდენი ხანია შენზე საუბრობს. -სისულელეა! -ხომ იცი რომ აქ მთლად სუფთად ვერ იმუშავე და ბევრი შეცდომა დაუშვი -მაინც ვერ გაარკვევს ვინ ვარ. სულ ცოტაც და წავალ...მალე აღარც მარტინი ემახსოვრება და აღარც უცნობი ქალბატონი -არ ვიცი არ ვიცი ,გავლენიანი ნაცნობები ჰყავს ! -ყველას ჰყავდა გავლენიანი ნაცნობები და ვერავინ მიპოვა -ყველა დეტალი გათვლილი გქონდა ,გზიდან არ გადაგიხვევია და შეცდომა არ დაგიშვია ! აქ კი ყველაფერი პირიქით მოხდა -თქვენ სულ ჩემ გაგიჟებას ცდილობთ! -რეალობას გაჩვენებთ. ახლა კი გვაჭამე რამე გვშია ...მოიშორე ეს წვერი რას გავხარ -სულ დამავიწყდა. თქვენ ჭამეთ მე სააბაზანოში შევალ მოვიშორებ ამათ და უცებ გამოვალ ! საააბზანოში იყო კარზე რომ დააკაკუნეს.სალომემ გაიხედა და ირაკლი რომ დაინახა სასწრაფოდ გავარდა უკან -ირაკლია..ჯანდაბა ახლა რა ვქნათ-. ჩუმად დააკაკუნეს სააბზანოს კარზე-მარიტა არ მოიშორო ეგენი..ირაკლია აქ -რაა? შიშველი ვარ ,ქაფიანი -ხალათი მოიცვი... მოგცემ ახლავე - სწრაფად იპოვეს დიდი პირსახოცის ხალათი და მისცეს.უკვე იძახდა და ისე აკაკუნებდა ყიფიანი ! ორივ სააბაზანოში შეიკეტა და გაქვავებულები ელოდნენ ირაკლის წასვლას -მოვდივარ...სააბაზანოში ვიყავი ირაკლი რა ხდება? -ა არაფერი ,...შარვლით იყავი ? -ამოვიცვი უცებ მერე შენი ხმა გავიგე და აღარ ჩავიცვი ! რას ეძებ -გასაღები დამრჩა აქ ერთი საფულეში მედო ...დივანზე დავარდა ალბათ - იქ ჩანთები რომ დახვდა გამოხედა- სტუმრები გყავს? -არაა ჩემი ჩანთებია...მომწონს და ისე ვყიდულობ ხოლმე . -უცებ გადაყარა ჩანთები კარადაში შეკეტა და გასაღები რომ დაინახა სიხარულისგან ცას ეწია- აი შენი გასაღები აქ ყოფილა -უჰ როგორც იქნა! მეორე არ მქონდა და ...წავედი! -კარგი ...უჰ ჯანდაბა ! შენ მომიღებ ბოლოს ყიფიანო - დივანზე გაწვა ,გოგონებმა კარი გადაკეტეს და ისიც უკან სააბაზანოში გაბრუნდა. ... მომდევნო რამდენიმე დღე მშვიდად იყო.ირაკლი საეჭვოდ დუმდა,ელოდა რომ რაღაც საოცრებას ეტყოდა ბოლოს და კლუბში რომ წავიდნენ მიხვდა რომ შეცდა . -სულ დამავიწყდა მეკითხა ჩემი ბიჭებიც არ მოგწონს? -არა! -სენნაირი ბრაზიანია ყველა? რა არის კაცო ეს როგორ მიტრიალებ მაგ ოთხ თვალს -ოთხს? ახლა სათვალეზეც დამცინი? -მოდი აქ დაჯექი ჩემ გვერდით და მითხარი როგორ ატყობ რომელია შენნაირი ...ცუდად გამომივიდა? არაუშავს -თქვენ ანალიზის უნარი არ გაქვთ თუ იმდენად დაგაინტერესათ რომ ბიჭების შებმაც გადაწყვიტეთ -რა იცი რაში დამჭირდეს ეს ცოდნა .თანაშემწე რისთვის ხარ რომ გეუბნები მითხარი -თვალებს ნუ მიბრიალებთ ბოს ძალიან გთხოვთ -არ მითხრა რო ამ დროს მოგწონვარ-ამჯერად წარბების თამაში დაიწყო და მერე ისევ ირგვლივ მიმოიხედა - რადგან გოგო ვერასდროს დაგაკერინე და მუღამი არც გაქვს გინდა შევეჯიბროთ? ვინ მეტ ნომერს ითრევს -როგორ იქცევით ამხელა ბიზნესმენი კაცი . თქვენ რო ასე იცანცარებთ სხვამ რა უნდა ქნას -ღამე რას გავაკეთებ არავის საქმეა და კომპანიაში როგორი ვარ კარგად იცი,ჩემგან დეპოტი არ დადგება ნიღბის მორგებას კიდე არ ვაპირებ. საერთოდ ტყუილიც და ვინმესთვის მახის დაგებაც დიდი წვალება მგონია როცა პირდაპირობა არსებობს დროის ხარჯვა და ტვინის ტყუილად გადაღლა სისულელეა.ასე რომ დღეს გართობას ვაპირებ მე ...ახლა სულ რომ ყბა ჩამომიღოს ვინმემ ხელის შემბრუნებელი არ ვარ...სანამ ჩემები მოვლენ დრო გამოიყენე! ირაკლი წავიდა,მარიტა უყურებდა როგორ მიუჯდა ორ გოგოს გვერდით სულ რამდენიმე წუთი ესაუბრა და ერთდროულად გამოართვა ორივეს ნომერი ,მერე სხვაგან გადაჯდა იქაც იგივე განმეორდა. მოცეკვავეებს შეერია და მერე უკვე მარიტასაც მოუნდა გართობა . ახლა შეცდომა რომ დაეშვა და ვინმე ისეთთან მისულიყო ვინც მუშტს მოუქნევდა არ გამოადგებოდა ამიტომ ანალიზატორული ბუნება ჩართო და იმ ბიჭს გაჰყვა ვინც სჭირდებოდა . შორიახლოს დაიწყო ცეკვა გულში ფიქრობდა ასეთ ბიჭს ქალები რატო არ უნდა მოსწონდესო მერე მიუახლოვდა გამოელაპარაკა მარიტას ვინმეს დარწმუნება არ გაუჭირდებოდა .ერთით დაიწყო და ყველა სხვა შემჩნეულ ბიჭთან გადაინაცვლა. ბოლოს დაბრუნდა და ირაკლის მიუჯდა გვერდით -ხუთი? მხოლოდ ხუთი ღადაობ -უკაცრავად მაგრამ ეს ადგილი ჩემნაირებით სავსე არ არის... ზოგჯერ საერთოდ არ არის . ეს ორი ქალთან ერთად იყო ანუ შვიდი გამოდის -ხო ეგ მე ვეღარ დავინახე ...წააგე რა გავაკეთო 14 ნომერია მანდ -ტელეფონების წიგნი გადაფურცლე თუ შეყვარებულების თვალწინ დაკერე გოგონები -კარგი მარტინსიტო შეყვარებულივით ნუ ეჭვიანობ! გავალ მე ცოტა ხნით და მოვალ სახეს ნუ მანჭავ რა ეგრე მე უნდა ვიქცეოდე ... უბრალოდ ნახე რა გოგოა ეს რო არ მოგეწონება ნორმალური ნამდვილად არ გაქ ტვინიც კი - თვალები აატრიალა და სადღაც წავიდა ვიღაც გოგოსთან ერთად -გიჟი! უნდა ველოდო როდის დაბრუნდება ,საინტერესოა ისე რამდენ ხანში მოვა - სავარძელს მიეყრდნო კომფორტულად მოკალათდდა რამდენიმე ჭიქა დალია,მოცეკვავეებს აკვირდებოდა.ბიჭებიც მოვიდნენ ლაშა,ცოტნე და გაბრიელი -საღამომშვიდობის მარტინ...შენი შეშლილი ბოსი სად არის?- ცოტნე მიესალმა და დაჯდა -სად იქნება ვინმეს გაიყვანდა და სადმე სიბნელეში ეგდება ... დიდი ხნის გასულია? -ოთხი ჭიქა დავლიე ყლუპ-ყლუპობით - სიცილით უთხრა და ცოტნეს შეხედა- რა გჭირს ცოტნე? -არაფერი ... -არაფერი უბრალოდ ტრფობის ალით იწვის ... ძნელია მიუწვდომელის შეყვარება -გაბრიელმა უპასუხა ლაშა ისევ დუმდა . -ლაშა ამოიღე ხმა რას დუმხარ -დაღლილი ვარ ... საერთოდ არ უნდა წამოვსულიყავი მეძინება ამ ხმაურშიც კი -რატო ეძინება ჩემ პატარა კაცს? რა ხდებოდა დღეს ასეთი რომ დაიქანცე ?- ირაკლი დაადგა თავზე და თმები აურია -უნივერსიტეტში ვიყავი რაღაც საქმეები მქონდა და დავიღალე. შენ კი ხარ ხასიათზე მოსული და ენერგია მომატებული -არადა მეგონა უცნობ ქალბატონს არ შეელეოდი ... -10 დღეა არ მინახავს და ერთი 10 თუ გავიდა დავივიწყებ საბოლოოდ -დღეებს ითვლის და დაივიწყებს...ერთი ეს შეეშვება ონიანის ქალზე ფიქრს და მეორე შენ იმ შენს უცნობს -ამათ ნუ მადარებ იმ გოგოსთან ურთიერთობა აქვს მეგობრობას ეძახის თუ რასაც ხვდება ელაპარაკება და მე საუბარსაც ვერ დავარქმევ იმ ჩვენს დიალოგს .კარგ ხასიათზე ვარ და ნუ ჩამაშხამებთ ახლა... ჩემი ინა და მია არ უნდა მოსულიყვნენ? -დაჩიმ მე წამოვიყვანო და მოვლენ ალბათ მალე ...სოფოც მოჰყვებათ და მაგათ ვინ დააშორებს ახლა ერთმანეთს სანამ ქალბატონი უკან დაბრუნებას გადაწყვეტს რამდენიმე წუთში ოთხეულიც მოვიდა. დები გვერდით მიუსხდნენ ძამიკოს ორივე მხრიდან ჩაეხუტნენ და არ მოშორდნენ. გვენატრები და აქ მაინც ვიქნებით შენთანო. ცეკვაც ერთად დაიწყეს და შუაღამემდე არ წასულან სახლში. შემდეგ ერთად გავიდნენ მარტინს უკვე ელოდა ტაქსი ამიტომ დაემშვიდობა ყველას და წავიდა. სახლში მისულმა გამოიძინა და მეორე დღეს გვიან მივიდა სამსახურში შეთანხმებისამებრ. ირაკლი მაშინვე შეუვარდა კაბინეტში -რატომ იგვიანებ ამ ბოლო დროს? -მე მაპატიეთ... -კარგი ხო მერე მითხარი .ახლა ის მითხარი ცხოველებზე ალერგია ხო არ გაქვს..კატის ბეწვზე მაგალითად -არა მიყვარს ცხოველები რა ხდება? -წამომყევი მაშინ ! -საქმე ... -წამომყევი მარტინ! -კარგი ახლავე- სწრაფად გაჰყვა უკან. მანქანით რამდენიმე წუთი იარეს შემდეგ რაღაც დიდ შენობასთან გაცერდნენ რომელსაც ეზოც ჰქონდა და არც სახლს ჰგავდა არც კორპუსი იყო . შესასვლელში მაშინვე შეატარეს როგორც კი დაინახეს. ისიც დიდი ნაბიჯებით მიქროდა შენობისკენ მერე ძაღლების ყეფა და ათასი ხმა ესმოდა. -რა ადგილას ვართ -ჩვენს ცხოველების თავშესაფარში. მიუსაფარი ძაღლები მოგვყავს ვმკურნალობთ ვწვრთნით და ვასხვისებთ უსასყიდლოდ ... -მართლა? ვისი იდეა იყო? -მიას საკუთრებაა... 16 წლის იყო რომ უთხრა მამას და მანაც უარი არ უთხრა მიუხედავად იმისა რომ დიდად არ გიჯდება ცხოველებზე. ახლა აქ არიან ჩემი დები და მეც ამიტომ მოვედი ერთ-ერთ ოთახში შევიდა ექიმის კაბინეტს ჰგავდა. იქ კი უზარმაზარი ძაღლი იწვა და საწყლად კრუსუნებდა -რა ხდება ჩემო ლამაზო?-მაშინვე მიასთან მივიდა და მოეხვია - გამარჯობა ნოდარ -ვეტერინარს მიესალმა და თვალცრემლიან გოგოს ჩაეხუტა -ჩვენი ბიმი ცუდადაა ნოდარი ძიამ თქვა უნდა დავაძინოთო . ძალიან ტკივა და ცოდოაოოო-ზლუქუნით თქვა ნიამ და ისიც ჩაეხუტა ძმას -მართლა ასე ცუდადაა? მეგონა აჭარბებდნენ -გუშინ ჩამოიყვანეს თბილისში ძალიან მოხუცია უკვე ირაკლი... ჯერ კიდევ ბავშვი იყავი რომ იყიდეთ ეს ლეკვი გახსოვს? ახლა უბრალოდ წამობს და ცოდოა . ნემსი გავუკეთე მაგრამ მაინც ცუდადაა ხომ ხედავთ -სხვა არაფერი უშველის? რა დაემართა -მანქანა დაეჯახა და იმიტომაა ასე ცუდად -ამჯერად მიამ ამოიტირა და ძაღლს გახედა. ბოლოს უფროსმა ყიფიანმა გადაწყვიტა რომ ძაღლის წამება არ შეიძლებოდა და მისი სამუდამოდ დაძინება გადაწყვიტა. მანამდე ისე მოეფერა ძაღლს მარიტას გული აუჩუყდა. აღმოაჩინა რომ სვანეთში ჰყავდათ ეს ძაღლი იქ უვლიდნენ და წმინდა ჯიშის იყო ბევრჯერაც უჩხუბია მგლებთან და მოუშორებია კიდეც ბევრი მათგანი. ძაღლიც ისე უყურებდა სამივეს და ეფერებოდა თათით თითქოს ისიც ემშვიდობებოდა ყველას. ბოლოს ნემსი გაუკეთა ვეტერინარმა და მალევე დახუჭა თვალები. -წავედით ახლა... ნოდარი მიხედავს ბიმის. გინდათ ახალ ძაღლს გიყიდით სულ პატარა ლეკვს ზუსტად ამ ჯიშს და თავიდან გავზარდოთ სახლში ჩვენთან -არ მინდაა -მიაა ჩემო ლამაზო რამდენ ხანს უნდა იტირო? ყველას გვწყდება გული ახლა კი შენი ცრემლები ხო იცი რას მიშვება და ნუ მტკენ გულს . ეზოში გავიდეთ მარიტა გზადაგზა აკვრიდებოდა სხვადასხვა ოთახს ძაღლების გალიებიც დაინახა და შემდეგ ეზოში კიდევ რამდენიმე მათგანს მოჰკრა თვალი. ვარჯიშობდნენ, რარაცეებზე ხტებოდნენ დარბოდნენ და მწრთვნელს უჯერებდნენ. ერთ მხარეს სულ პატარა ლეკვები იყვნენ -ესენი ყველა ქუჩიდან მოიყვანეს? -არა ზოგს პირდაპირ სახლიდან მოჰყავს ვინაც იცის ამ ადგილის შესახებ და ბევრი მათგანი აქ დაიბადა . ოჯახები გვყავს აქ ეგრე კი არაა. ერთნაირი წმინდა ჯიშები რომ გვყავს აჯვარებენ და შესაბამისად ლეკვებიც ბევრი გვყავს -ინამ უპასუხა და ერთ-ერთი დალმატინელის პატარა ლეკვი აიყვანა. ყურებზეც კი კოპლები ჰქონდა -აი ეს მაგალითად რამდენიმე დღის წინ მოიყვანეს სულ მარტოა აქ არც დედიკო ჰყავს და არც მამიკო ამიტომ ხელით აჭმევენ რძეს -ხშირად დადიხართ აქ? -ვისაც გვიყვარს ცხოველები ისინი ... ფისოები მეორე მხარეს არიან ისეთი საყვარლები არიან ,მაგრამ მამა ვერ იტანს კატებს და სახლში არ გვყავს . ბათუმ აქედან წაიყვანა კნუტები შენ რო ნანკასთან ნახე და გაგიჟდი ამდენი საიდან მოიყვანეთო. იმდენი ხანი არჩევდა ჩემთან ერთად გეფიცები ჭკუიდან გადამიყვანა. დიდხანს არ ყოფილან თავშესაფარში. მია და ინა სახლში წაიყვანა ირაკლიმ .მთელი დღე მათთან იყო მერე გოგნებიც მივიდნენ დ.ჯერ ერთად გლოვობდნენ მერე ერთმანეთს ამშვიდებდნენ და მხოლოდ მას მერე გაიპარა ირაკლი სამსახურში. ...... მარიტა ოთახში დადიოდა და ეწეოდა -მომაფიქრებინეთ როგორ წავიდე ისე სამსახურიდან რომ არც გადაკარგვა იყოს არც გაქცევა და არც გამოყოლა მოინდომოს რომელიმემ დასახმარებლად -არ ვიცი არააა შენ უნდა მოიფიქრო. -წერილს დავუწერ ირაკლის და ვეტყვი რომ ქვეყნიდან გავემგზავრე ან რამე -პირადად ვერც კი ემშვიდობება . უბრალოდ წამოდი ... -ეს ეჭვს გამოიწვევს ...მხოლოდ თანამშრომელი არ ვარ ყველა მიცნობს და მეგობრები არიან -რომელ მეგობრობაზე მელაპარაკები ყველას ატყუებ მარიტა. სიმართლე რომ გაიგონ აგკუწავენ ღალატისთვის -წავედი ...წავალ დავლევ ვიფიქრებ და ორ დღეში მოვახერხებ რამეს. თქვენ ჩემი ყველა ნივთი გამოიტანეთ სასტუმროდან და მათხოვრებს დაურიგეთ ან თავშესაფარში მიიტანეთ ან მეორადების მაღაზიაში დატოვეთ -ვიცით რა უნდა ვქნათ დამშვიდდი ... მარიტა კლუბში იჯდა ყველაზე ბნელ კუთხეში და ამ ხმაურში საკუთარ სიჩუმეს უსმენდა. ერთი ჭიქა კოქტეილი ედგა წინ და მხოლოდ მას უყურებდა.ირგვლივ არც იხედებოდა შემდეგ ადგა და წასასვლელად მოემზადა. ჩანთა მხარზე გადაიკიდა და გასასვლელისკენ წავიდა უკვე ეზოში იყო ყიფიანი რომ დაინახა. თითქოს ბედი ეთამაშებოდა ,ხედავდა როგორ მოუქნიეს დანა ,როგორ გაიქცნენ და დატოვეს მარტო ბალახზე დაგდებული ირაკლი ყიფიანი. ყველაფერი უტრიალებდა გონებაში იფიქრა რომ სასწრაფოს გამოუძახებდა , რომელიმე მის მეგობარს დაურეკავდა. პირდაპირ თორნიკესთან დარეკავდა ,ბოლოს ისე მოიქცა როგორც ყიფიანი მოისურვებდა. მასთან მივიდა და თვალებგახელილს რომ შეხედა ღრმად ამოისუნთქა -აქამდე დაერტყათ შენ თუ უნდა მომლანდებოდი -ძალიან გტკივა? - ჭრილობას დააკვირდა რომელზეც ხელს იჭერდა ყიფიანი -არაფერია! როცა მე ვიწყებ ჩხუბს მაშინ არ მხვდება,როცა ვაშველებ მხოლოდ მაშინ - გაიცინა და წამოიწია- აქედან წამიყვან სანამ გაქრები? -სად არის შენი მანქანა... -შემოსასვლელთან ... მოსვლაც ვერ მოვასწარი - ჩუმად მიაყოლა და მარიტას დაეყრდნო რომ წამომდგარიყო.უფრო მასთან სიახლოვე უნდოდა ვიდრე საყრდენად გამოყენება. მშვენივრად მიდიოდა თავისით.საწესთანაც იმიტომ არ დაჯდა რომ დიდხანს დარჩენილიყო მასთან ქალი.ბინის მისამართი უკარნახა -არ გინდათ კლინიკაში წაგიყვანოთ? თქვენები ხომ არიან და ... -იქ სადაც გითხარი ! -კარგი ... კარგი როგორც გინდა - მანქანა სწრაფად მიიყვანა კორპუსთან და გაშეშდა როცა აღმოაჩინა რომ საკუთარი მისამართი უკარნახა. - აქ ვინ ცხოვრბს? -მეგობარია ისეთი რომელიც არ ინერვიულებს და არც ნოტაციას წამიკითხავს... მარიტა გაიჭედა,ვერ ფიქრობდა რა უნდა ექნა. მარტინის როლს ვერ მოირგებდა, ვერც ქალს გააქრობდა ასე უცებ .უბრალოდ ბედს მიენდო, ლიფტში შევიდა ისევ ხელს ხვევდა ყიფიანს და აზროვნებას ცდილობდა. კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა ზარი დარეკა ,მაგრამ არავინ რომ არ გაუღო ყიფიანი კედელთან ჩაცოცდდა -იქნებ სხვაგან წავიდეთ... -ამდენს თუ ვივლი მართლა დამჭირდება კლინიკაში წასვლა... -თუ დაველოდებით როდის მოვა თქვენი მეგობარი სისხლისგან დაიცლებით. რა დროს თქვენს სახელზე ფიქრია ცუდად ხართ! -სახელი რა შუაშია... მაინც ვერავინ გაიგებს ამ ამბავს ! ჩემზე ასეთ ამბებს არ წერენ. შენ თუ არ ჩამიშვებ უცნობო ქალბატონო -რა გავაკეთოთ... კარს გასაღების გარეშე ვერ გავაღებ. იქნებ აქ არის სადმე - შემდეგ ტრიუკი მოიფიქრა ჯიბიდან ამოიღო გასარები კარგად დამალა ხელებს შორის ჯერ ფეხსაწმენდიწ ქვეს ნახა შემდეგ კარის შარჩოს შემოჰყვა და სრულიად შემთხვევით წააწყდა პატარა გასარებს. -აი ვიპოვე... აქ არის.იმედია არ გაბრაზდება შენი მეგობარი -კარი გააღო და ირაკლის წამოდგა . სახლში შევიდა შემდეგ დივნისკენ აიღო გეზი და პირდაპირ გაიშხლართა -ახლა შეგიძლია გაქრე... დიდხანს აღარ შეგაყოვნებ, გმადლობ დახმარებისთვის -ისე მოგბეზრდი უკვე მაგდებ ხომ ხედავ. - სწრაფად გაიქცა სააბაზანოში საჭირო ნივთები აიღო და უკან დაბრუნდა. ჭრილობა კი არა ნაკაწრი იყო,ტყუილად იდარდა ამდენი . ყიფიანის მსახიობობამაც გაჭრა და ასე აღმოჩნდა გაბრწყინებული ირაკლის გვერდით-ღამეში აშკარად უფრო რთლად ჩანდა საქმე -არ იცი როგორ მტკივა... ხომ არ დამტოვებთ? წყვდიადში ვიკარგები გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ.- ხელი ჩაკიდა და ტუჩებთან მიიტანა - ეს თუ მიშველის მხოლოდ -სხვა საშუალებას გამოვნახავ- სწრაფად გამოაცალა ხელი და ჭრილობა გაუწმინდა. შემდეგ სახვევი დააკრა და მოშორდა .ირაკლი წამოჯდა და პერანგი მოიშორა- გახდა არ იყო საჭირო -იმედია არ დაგაბნევთ... სისხლიანია და ვერ ავიტან ! -სიარულიც შეგიძლიათ?- უკან დაიხია და მაგიდას წამოედო. ირაკლიმ დაიჭირა და თავისკენ მიიზიდა -რას აკეთებთ... ნუთუ არ გრცხვენიათ -საერთოდ არა ... მადლობის გადახდას ვცდილობ - ცხვირი ლოყაზე გაუსვა თითქოს სურნელის დამახსოვრებას ცდილობდა, შემდეგ ყელზე გადავიდა .მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა მარიტა და კანი ეწვოდა. თავის დახსნა არც კი სცადა , უბრალოდ ფარტხალი დაიწყო ისევ ჩვეულებრივი გოგოს როლი მოირგო და რეალურად მისი შეხებით ტკბებოდა. ლავიწზე რომ აკოცა სუნთქვა შეეკრა -ირაკლი... -ბატონო აღარ? -ჩუმად უთხრა და ამჯერად მეორე მხარეს აკოცა და ყელს ტუჩებით აუყვა კი არ კოცნიდა უბრალოდ კანს ეხებოდა.იცოდა როგორ უნდა გაეგიჟებინა ქალი. თამაშის უნარიც აღარ ჰქონდა მარიტას ხელები მის შიშველ მხრებზე დააწო და სუნთქვაარეულმა შეხედა ყიფიანის დამატყვევებელ თვალებს- მხოლოდ მადლიერების გამო ,გაწეული დახმარებისთვის -ისევ იგივე სიტყვები და შემდეგ კოცნა. ისე კოცნიდა ჭკუიდან გადაიყვანა, მზად იყო არასდროს გაჩერებულიყო . თამაში დაავიწყდა, როლიც დაავიწყდა ყველაფერი გაქრა მხოლოდ ყიფიანის სურვილი ჰქონდა. თითებს დაატარებდა მის ზურგზე და მთელი ვნებით კოცნიდა, ის ფაქტი აგიჟებდა რომ ირაკლი მეტს საერთოდ არ ცდილობდა ხელიც კი არ გაუნძრევია უბრალოდ კოცნიდა და მანამ შეწყვიტა სანამ მარიტა დაკმაყოფილდებოდა. შემდეგ მისი კმაყოფილებით სავსე, ირონიული მზერა და გამარჯვებულის ღიმილი .მანდ მიხვდა რომ თამაშში ყიფიანმა მოუგო . ისე უცებ მოშორდა და დატოვა გახევებული თითქოს თავად არაფერს გრძნობდა. -მადლიერების გამო ხომ? - კი არ უთხრა ხაოდა -აჰამ ... მგონი გავსწორდით -არა ,ცდებით -ვცდები? მეეჭვება. ბიზნესმენებს ფასები არ გვეშლება -როცა თქვენი დაწესებულია ტარიფი ! მე კი მგონია რომ ეგ მხოლოდ მოსვლისთის იყო . მანქანით აქამდე მოყვანა, შემდეგ აქ შემოღწევა და ბოლოს თქვენი ჭრილობის დამუშავება ასანაზღაურებელი რჩება ! -აშკარად თავიდანვე უნდა შევთანხმებულიყავით, ახლა ვალში ყოფნა მომიწევს..არადა ვერ ვიტან ვინმესთან ვალში რომ ვარ- ისევ ის ღიმილი ,თვალებში ათამაშებული ჭინკები . დივანზე დაჯდა ფეხები გაშლილი ჰქონდა, ხელები ბარძაყებზე ედო როგორც ყოველთვის და ქვემოდან უცქერდა . -მე კი ვერ ვიტან როცა ჩემი ვალი აქვთ და დროულად არ მიბრუნებენ ! -რას აკეთებ ხოლმე მაგ დროს... -ვართმევ -ასე უბრალოდ?- უკვე მისკენ წასულ მარიტას უყურებდა და იცოდა რაც მოხდებოდა. ქალი მის ფეხებზე მოკალათდდა მოკლე კაბა ბოლომდე აიკეცა და სხეულზე აეკრო ისე მიაჭირა ხელი ჭრილობაზე ირაკლიმ ხმა ვერ გააკონტროლა-ა ჯანდაბა ! მეტკინა -უფს ...მაპატიე.გამოვასწორებ - მის ტუჩებთან ჩურჩულებდა და არ კოცნიდა.შემდეგ ტუჩებს გვერდი აუარა და ყურთან გადაინაცვლა ,უკბინა - ვფიქრობ პროცენტი უნდა დაემატოს შენს ვალს- ყიფიანის ხელები ისე ძლიერად მოეხვივნენ სხეულზე ეგონა სუნთქვას ვეღარ შეძლებდა. ერთი ხელი თმაში შეუცურა თავი უკან გადააწევინა და ტუჩებზე დააცხრა. ისე უჭერდა თავის გაწევასაც ვერ შეძლებდა,არც უცდია . მეორე ხელი ბარძაყზე რომ მოუჭირა და კაბის შიგნით შეძრომა დაიწყო მიხვდა რომ საფინალო სვლა უნდა მოეფიქრებინა. ენაზე უკბინა და შემდეგ ტუჩზე გადაინაცვლა- საძინებელში გავიდეთ, გთხოვ- ისევ აკოცა და წამში ჰაერში აღმოჩნდა ყიფიანის თითები საჯდომზე უჭერდა ,სუნთქვას ვეღარ არეგულირებდა. ხვდებოდა რომ საძინებლისკენ მიდიოდნენ. კიდევ კარგი სტუმრების ოთახში შევიდა .კაბის გახდა რომ დააპირა ხელები მოიშორა და საწოლზე დააგდო . ისევ მუცელზე დააჯდა ყელში აკოცა, შემდეგ მკერდზე გადავიდა თითებს ისე დაასრიალებდა ყიფიანი გააბრუა. -მეგონა მე ...-როგორც კი სადავეების დაბრუნება სცადა მაშინვე მოიშორა ხელები და ისევ ტუჩებს დაუბრუნდა -ჩემი პოზიცია არ მოგწონს? ტარიფი ხელსაყრელი უნდა იყოს- ხელით ქამარს წაეტანა მოხერხებულად გახსნა - წინააღმდეგობას თუ გამიწევ გავბრადები - ყელზე უკბინა და ისე სწრაფად გამოაძრო ქამარი შარვლიდან ირაკლი გონს ვერ მოვიდა.წამებში მოხვია ხელებზე ტყავის ქამარი და რკინისთავიან საწოლზე ისე მიაბა მხოლოდ ჯადოქარი დაიხსნიდა თავს -ჯანდაბა ! ახლა რომ წახვიდე - ყიფიანი მაშინვე მიხვდა ,მაგრამ მარიტა ასე მალე ვერ ელეოდა -ჩშ... თორემ პირსაც აგიხვევ ! -ქვემოთ ჩაიწია კოცნა განაგრძო. შემდეგ შარვალი ბოლომდე გახსნა და თვალებანთებულ ყიფიანს ქვემოდან ახედა - მგონი ახვევა არარაა საჭირო ისე დამუნჯდი.არადა გამოცდილი ბიჭი მეგონე! გაგაფრთხილე ვერ შეძლებ-თქო შენ კი არ მოისვენე -რასაც აკეთებ ერთადერთია -ლაპარაკობ. შენ ეგ საქმე გგონია თან შეუძლებელი?ჩემ გაოგნებას თუ ვერ ახერხებ გამაკვირვე მაინც -შენთვის ამდენი მოძრაობა არ შეიძლება ...გეტკინება ჭრილობა - ისე უყურებდა თითქოს წასლას აპირებდა . ირაკლიც შეგუებული იყო მგონი ამ ამბავს შარვალი და საცვალი ერთდროულად რომ ჩაქაჩა ქვემოთ და შემდეგ მთლიანად გახადა - არადა მეგონა სუსტად იყავი ... ვწუხვარ ასე რომ გტოვებ. გეფიცები შენ მდგომარეობაში შევდივარ ,იმედია მეგობარი მალე მოვა და სხვა ვინმე არ დაასწრებს. მე კარს მაინც ჩავკეტავ გარედან ვინმე რომ არ შემოგივარდეს .არ მინდა ძალადობის მსხვერპლი გახდე .ნუ იძაბები ასე თორემ სისხლი წამოგივა ჭრილობიდან ყიფიანის ღრიალს ყურადღება არ მიაქცია ჯერ ოთახის კარი მიხურა, შემდეგ იქვე მეორე საძინებელში გამოიცვალა და სახლი დატოვა.კარი ნამდვილად გადაკეტა და წავიდა. დილის გრილმა სიომ უშველა, ცოტა ხანს გარეთ სეირნობდა .იმდენჯერ იფიქრა უკან დაბრუნება და დაწყებულის გაგრძელება უკვე ჭკუიდან გადადიოდა. შემდეგ რარაცეები იყიდა და ისე გაემართა ბინისკენ თითქოს იქ ირაკლის არსებობა აღარც კი ახსოვდა. კარი გააღო ღიღინებდა კიდეც ყიფიანის ყვირილმა არ დააყოვნა. საყვავილე აიღო დერეფანში და ისე შეაღო კარი ,მაქსიმალურად გაოცებული სახე მიიღო ლარნაკი ძირს დააგდო და დაიყვირა -აააა აქ რა გინდა... ღმერთო ჩემო - უცებ შებრუნდა ,მერე ისევ მისკენ შებრუნდა- მეგონა ვიღაც შემოიპარა ..კარი დაკეტილი იყო .შიშველი რატომ ხართ ბოს? -მარტინ ხელები გამიხსენი თორე შენც მოგკლავ იცოდე! რა გაცინებს ასე ნუ იყურებ თუ ღმერთი გწამს ! არც ეგრე ვიყავი შენ რო მოგეკარო. პირადული არაფერია -საბანი მაინც წამოგეფარებინათ ბოს ... -ვეცადე ! მაგრამ ფეხით არ გამომივიდა .ამხსენი დროზე -ვერ ვხსნი ასე როგორ შეკრეს -გაჭერი ...დანა მოიტანე და გაჭერი -გაჩერდით თორე სისხლი მოგდის უკვე მაჯებიდან -ამის დედაც მომაშორე ეს ქამარი დროზე ! -კარგი ბოს დამშვიდდი რა მოხდა პირველად ხომ არ გხედავ ასეთს ! წუხელ ისეთი ღამე მქონდა სულ რომ მეხვერწო ძალა აღარ მაქვს -ღმერთო ჩემო ! შენ ყბაში ჩავარდნა მინდოდა ახლა მე? დროზე მოიტანე დანა და გაჭერი -გავხსენი მადროვეთ არ უნდა დანა უბრალოდ ხელები გააჩერეთ - განგებ აჭიანურებდა და მეტად ხალისობდა. ბოლოს გახსნა , მართლა ისე ჰქონდა მაჯები დაწითლებული და დასერილი შეეცოდა კიდეც. ყიფიანს არაფერი ეტყობოდა უცებ ჩაიცვა და ელვა შეიკრა -მოვკლავ! ვიპვი და მოვკლავ ...ირაკლი ყიფიანი არ ვიყო ჩემი გამასხარავება თუ შევარჩინო .არანორმალური ქალი ... ასე როგორ მომექცა მოვკლავ ! -ქალი? ქალმა გააკეთა ეს? -აბა კაცმა? მარტინ ნუ გამაგიჟებ -მუცელზე რა გაქვთ? ჭრილობააა? ღმერთო დაგჭრეს -არაფერია ნაკაწრია უბრალოდ არც კი მტკივა. -ხელებზე მალამოს წაგისვამთ საშინელ დღეში გაქვთ .დაჯექით რას დადიხართ ახლა რაღას იზამთ. -უცებ გავიდა და მალამო მიუტანა -წაგისვა? -არ მინდა ! რამე დამალევინო რო გამიაროს თავის ტკივილმა , თორე სადაცაა გასკდება - მალამო გამოართვა და მაჯებზე წაისვა. მერე წამალი გადაყლაპა და დივანს მიეყრდნო -რაღაც-რაღაცეები ამოვიტანე საუზმისთვის და შეჭამთ? ან იქნებ მომიყვეთ რა მოხდა -დაფიქრდი და მიხვდები! მოყოლაც არ მინდა. ეს თუ გაბრიელმა მიჩალიჩა ...თავიდანვე ყველაფერი თუ იმან დაგეგმა მოვკლავ -გაბრიელი რა შუაშია... -მე მივუგზავნე ერთხელ გოგო. მაგრამ ამდენჯერ არ შეხვედრია და ასე არ ყოფილა უბრალოდ გოგო იყო რა .რო აიყვანა ბინაში იმან საწოლზე მიბმული დატოვა. ხელ ფეხით მიბმული და მთელი ღამე ასე ეგდო . ბოლოს მე შევუვარდი ფოტოები გადავუღე და მთელი წელი რას არ მიწყობდა. დავჭამეთ ერთმანეთი...ასე ვაგიჟებ მე მაგას სულ,მაგრამ ასეთ რამეს როგორ მოიფიქრებდა იცოდა რო სერიოზულად მომწონდა ის გადარეული ქალი! -ხელ ფეხით დააბა და მთელი ღამე ეგდო ? ფოტოები? იმასაც ხოა რ გადაუღია -არა ! უარესად ნუ მიშლი ნერვებს! იცოდე რომელიმესთან რო თქვა ეს ამბავი არ გაპატიებ ! -არა რას ამბობთ მხოლოდ მე უნდა ვიხალისო... რომ დაგინახეთ წამით ვიფიქრე მე მელოდებათქო ,მაგრამ ხელები რომ გქონდა შეკრული იმედები გამიცრუვდა ბოს- სამზარეულოში იყო და იქედან აგიჯებდა -მაგ დანაზე წამოგაცვამ თუ არ გაჩუმდები -კიდე ეგ მინდა? -არა ამდენ ხანს სად იყავი ... რამე რომ წამოსულიყავი რა მოხდებოდა გული ეტკინებოდა იმ ბიჭს? -როგორც კი შევძელი წამოსვლა წამოვედი ..დიდი ბოდიში არ ვიცოდი ასე თუ მელოდით თორე გამოვიქცეოდი . -ჩემი ბინა არ უნდა გამეჩუქებინა რა..უნდა დამეტოვებინა ჩემთვის იქ მივიდოდი და შენ ყბაში არ ჩავვარდებოდი.რა აზრი აქ გინდა ჩემებმა დამცინონ და გამაგიჟონ გინდა შენ -ისინი ბევრი არიან ... მე ერთი და ბინაში მარტო რომ ყოფილიყავით ვინ გიხსნიდათ.. -შენ ოთახსი მაინც შევსულიყავი იმ საწოლს ისეთი თავი აქვს ვერ მიმაბავდა -მაგდენი რომ იფიქრეთ კარგია...ჩემ საწოლში ვიღაც ქალის სურნელი არ მჭირდება.აჰა ყავა დალიეთ გიშველით -პერანგი მომეცი ან მაისური რამე რო გავიდე ასე ხო არ ვივლი. დედაჩემის ნერვები არ მაქ ცუდად გახდება -ჩემი არ მოგერგებათ -ცოტა დიდი არ გაქვს რამე? გადავიცვამ როგორმე -მოვძებნი.ისე მალე სამსახურში უნდა ვიყოთ...კი არადა დავაგვიანეთ უკვე -ამიტო იგვიანებ შენ ყოველ დღე? -ხოო როგორც იქნა მაისური იპოვა და მიაწოდა. ირაკლის კი შემოასკდა ტანზე ,მაგრამ შიშველ სიარულს სჯობდა. მაშინვე წავიდა მარიტავეღარ ითმენდა მაგრამ სამსახურში უნდა მისულიყო. სულ რაღაც ორი დღე ჰქონდა წასვლამდე. კომპანიაში იყო ირაკლი რომ მოვიდა, მკლავები პერანგით ჰქონდა დაფარული და გაცოფებული დააბიჯებდა. -შეიძლება შემოვიდე? -შემოდი... ისევ თუ უნდა გამახსენო -არა პირადი საქმე მაქვს... -მაგიდაზე განცხადება დაუდო -ეს რა არის...მიდიხარ? -დიახ ბატონო ირაკლი. გადავწყვიტე გავემგზავრო ,დილას ვერ გეტყოდით გაბრაზებული იყავით. წუხელ გადავწყვიტე წავიდე აქედან. უფრო თავისუფლად და მშვიდად ვიქნები სხვა ქვეყანაში , ჩემებიც ვერაფერს გაიგებენ და მეც დავმშვიდდები. -როგორც ჩათვლი საჭიროდ ისე მოიქეცი. იმედია რომ ჩამოხვალ შეგვეხმიანები... ამ საღამოს კლუბში მოდი ჩვენთან გაცილების საღამოს მოგიწყობთ თუ დაკავებული არ იქნები. გამოთრობა არ მაწყენს მეც...ვიცი იმათაც ეცლებათ -მადლობა ბოს. ეს რამდენიმე თვე არასდროს დამავიწყდება ! .... სახლში როგორც კი შევიდა მაშინვე გაჩნდნენ გოგონებიც. -სასტუმრო ცარიელია. ეს რამდენიმე კაბა. დოკუმენტები და შენი ბაგიც მზადაა. აქ ყველაფერია რაც დაგჭირდება. ბილეთები სამივესი მე მაქვს თქვენ დაკარგავთ სადმე . ამ ტანსაცმელს წასვლამდე გადავყრით ... ბინის პატრონს ფული მივეცით უკვე...რა გჭირს შენ -რაღაცის თქმა უნდა ელე ვერ ხედავ? -დავიწყო? -რა ჩაიდინე გადარეულო -წუხელ ხო წავედი დასაფიქრებლად...რომ გამოვედი კლუბიდნა ირაკლი დვაინახე ...-დაიწყო და ყველაფერი უამბო ისევ გააგიჟა ორივე, მაგრამ სიცილი ვერ შეიკავეს და კისკისებდნენ ბოლო ხმაზე. -არ მჯერა რო გაბრიელს იგივე გაუკეთა -ვიტყოდი უარესიც... მე ფეხები თავისუფალი დავუტოვე -მართლა ასე ჰქონდა ნატკენი მაჯები? -ძალიან შევკარი და ვერ გაიხსნა თითებსაც ვერ ამოზრავებდა . -მეტის ღირსია... გაბრიელის გამო დაისაჯა ! წარმომიდგენია რა სახე ექნებოდა მარტინი რო კივილს დაიწყებდა -ნუ იტყვი! უფრო გაბრაზდა... რომ შეეძლოს ჩემი პოვნა ნამდვილად მომკლავდა -მოკვლის რა გითხრა და დაწყებულს კი დაგასრულებინებდა... -არც ეს ეტყოდა უარს.ანუ საღამოს ბოლოჯერ ქეიფობ მაგათთან ერთად. -აჰამ... -ისე რატო ხარ თიტქოს მოგენატრებიან -მომენატრება ვიცი ! ცოტა ,ცოტა -მოენატრება ის ერთი ... -თუ იმ ერთის სიშიშვლე ... მთელი ღამე მათთან ერთად გაატარა. ხვდებოდა რომ არა მხოლოდ ირაკლი ,არამედ ყველა მოენატრებოდა . გამთენიისას ყველაფერი გაასუფთავეს, თავისი კვალი წაშალა და აეროპორტისკენ დაიძრნენ. რამდენიმე საათში თვითმფრინავში იყვნენ და გეგმებს აწყობდნენ. ახალ საქმეს აცნობდა ელენე და სალომე ახალ იმიჯს უთანხმებდა... ერთი კვირა მუშაობდა სტატიაზე. რედაქციის საქმეებს იკვლევდა და ყველაფერი რომ მოაწესრიგა შემდეგ სტატიაც გამოაქვეყნა. კაბინეტში იჯდა რამდენიმე გადაბმული დღე-ღამის შემდეგ და ელოდა შეფასებებს. დღის ბოლოს ყველა მის სტატიაზე საუბრობდა და გმირებზე რომლებიც ასე კარგად გამოიყვანა. ისევ კითხვები ჰქონდათ მარიტასთან, ანტერესებდათ რამ განაპირობა ასეთი ცვლილება წერის სტილის,ისიც კი ჰკითხეს ამდენი დამნაშავის გამოვლენის სემდეგ მათ ხომ არ გაიძულეს მსგავსი სტატიის შექმნაო. ყველას პასუხობდა და რამდენიმე დღე ასე გაატარა. მსობლებს ესაუბრა,ორივე ერტად იყო სახლში და ისიც მათთან დარჩა. როგორც აღმოჩნდა რეალური მიზეზი ყიფიანების შემოწმების არ არსებობდა. მათ უბრალოდ საქართველოში დაბრუნება სურდათ და ასე შეიტყუეს მარიტა.ორივე ფიქრობდა რომ ცოტა ხნით გაგრძელდებოდა თამაში ,მაგრამ შეცდნენ. მეტიც მათი მშობლები კარგად იცნობდნენ ანასტასია ქალდანს და ალექსანდრე ახვლედიანს. მარიტა არ ბრაზობდა მათზე ,არასდროს იქცეოდა ასე. ისევ იმ რობოტად იქცა რომელიც მხოლოდ საქმეზე ფიქრობდა. მალე შუედგა ახალი როლის შექმნას და ამჯერად ზუსტად იცოდა რომ დამნაშავესთან ჰქონდა საქმე. დეტექტივებთან ერთა დუწევდა მუშაობა,პროფესიონალ აგენტებს უთანხმებდა ყოველ ნაბიჯს და მთთან ერთად გეგმავდა ახალ სვლას. მისი მეწყვილე საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იყო და ასე თუ ისე ერთობოდა საქმის სამზადისში. ბინაში რამდენიმე დღე არ მისულა, სხვადასხვა ადგილას უწევდა ღამის გატარება. ამჯერად მიმტანის როლი მოირგო ერთ-ერთ კლუბში სადაც ბევრი არაკანონიერი საქმე მიმდინარეობდა. მეწყვილე კი უკვე რამდენიმე თვის მანძილზე ბარმენის ამპლუაში იყო.დიდხანს ელოდნენ მტკიცებულებას ... მარიტას მარტივად შეეძლო ადამიანების დარწმუნება ,მოახერხა და მთავარ დამნაშავემდე მიაღწია , რამდენიმე დღეში მეძავების რიგებში იყო, კლიენტების ამპლუაში მასთან აგენტები იყვნენ ასე რომ რამდენიმე დღე ჰქონდა ქალებთან სასაუბროდ. ახალი გოგონებიც მიიყვანეს და ბოლოს როცა ერთ-ერთი არასრულწლოვანის ვენაზე ნემსის კვალი ნახა. თავადაც გაუკეთეს ნემსი და მტელი ღამე გათიშულმა გაატარა სპეცოპერაციაც ჩატარდა. კლინიკასი გამოეღვიძა ელენა და სალი იყვნენ მასთან -აბა გამოვიდა? დაიჭირეს ის ? -რაღაც უხარიხო ნარკოტიკი გაგიკეთეს , ძლივს გამოგაფხიზლს ტვინი გაგეთიშა და მაგას კითხულობ? -ფორმაში ვარ პატარებო...აბა მომიყევით რა მოხდა სანამ მე გათიშული ვეგდე . -რატომ გაგიკეთა შენც -ერთ -ერთს ზედმეტ დოზას უკეთებდნენ რომ შევეწინააღმდეგე არც შენ გაწყენს დამშვიდებაო . იმედია სანამ გაბრუებული ვიყავი ჩემთან ვინმე არ შემოსულა. არა ბობი იქ იყო და ოთახში ჩაგკეტა სანამ იქაურობა გაწმინდეს. დაიჭრა ის ... კლინიკაშია ახლა და შეიძლება მოკვდეს კიდეც. ყველაფერი გადმოგვცეს და რამდენიმე საათში ჩვენს ვებ გვერდზე იქნება ინფორმაცია. ხვალ კი ჟურნალშიც დაიბეჭდება/ ბევრმა გაიგო ეს ამბავი ,მაგრამ მთავარი ინფორმაცია მხოლოდ ჩვენ გვაქვს -ბოლომდე მაინც ვერ ვწერ შეთანხმების გამო ყველაფერს,მაგრამ მაინც კარგია. -საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება ჩვენც არ გვაწყობს ასე რომ ჩემო პატარა ნარკომანკა გვიხარია რომ გამოფხიზლდდი. -დავიღალე მგონი... ერთი კვირა იმ ბუნაგში დიდი დროა. იმდენი ვინმეს მოხრჩობა მინდოდა ხელებს რომ მიფათურებდნენ... იმ თვალების დათხრაც მინდოდა ,მაგრამ ყველაფერი დასრულდა მადლობა ღმერთს. წავედით აქედან ხომ იცით მეზიზღება კლინიკები ... -ჯერ ადრეა ხვალ წავიდეთ... -სახლში უკეთ ვიქნები. მომეცით ნორმალური ტანსაცმელი მომკლა იმ საშინელი ტანგით სიარულმა. რამხელა ქუსლები ჰქონდა იმ ფეხსაცმელს ახლაც მტკივა კუნთები -მთელი გზა ლაპარაკობდა. სახლში რომ შევიდა მაშინვე საძინებლისკენ აიღო გეზი ერთი აბი დამამშვიდებელი და სიზმრების სამყაროში გადაინაცვლა. რამდენიმე საათში გაიღვიძა და პირდაპირ სამსახურსი წავიდა.კაბინეტში ყავას მიირთმევდა და ბოლო დეტალებს აზუსტებდა. დილის ათზე კი როცა ყველა სამსახურში მიდიოდა ის უკვე გადაღლილი იჯდა ფანჯარასთან და უყურებდა გამვლელებს როგორ კითხულობდნენ ჟურნალს. ყოველ მეორეს მისი ჟურნალი ეჭირა და განიხილავდა ახალ სტატიას. შემდეგ სენობა დატოვა ქუჩაში მოზრაობდა და ტკებოდა საკუთარი „შედევრით“ . -მოგენატრა აქაურობა?-სალი მიუჯდა გვერდით და ისიც უყურებდა გადატვირთულ ქუჩას -ეს მომენტი მომენატრა ... სასამართლო როდის არის .უნდა ვნახო ის -ზეგ არის და მეც უნდა ვნახო - ელენა მიუჯდა გვერდით დონატებით სავსე ყუთთ -მიყვარხართ -ორივეს აკოცა და დონატების ჭამა დაიწყო... ... კაბინეტში იყო და ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სტატიებს კითხულობდა .როცა ყველაფერი სეასწორა და დასაბეჭდად გადადო კაბინეტში წერილები და გზავნილები შეიტანეს. მის მაგიდაზე ეწყო ყველაფერი,როგორც წესი სახლში კითხულობდა ამიტომ ერთად აიღო და სახლისკენ წავიდა. ლიფტში იჯდა ,კითხულობდა წერილებს და ბოლოს ყველაზე დიდ შეკვრას მიაღწია. ბინის კარიც გააღო და თან უზარმაზარ საქარალდეს დახედა .სესასვლელში მაგიდაზე დადო ფუქცლები ,ფეხსაცმელი გაიხადა და ელენას ზარს უპასუხა -ელიკო ახლა შევედი სახლში... დავიწყე უკვე წერილების კითხვა ისეთი არაფერია..რამდენიმე დამრჩა- ისევ აიღო საქაღალდე და მისაღებისკენ წავიდა. მხარზე ედო მობილური და ისე საუბრობდა კაბას იხდიდა და საკუთარი ფოტო რომ დაინახა პირველ გვერდზე მაშინვ გაჩერდა -ნახე ყველა? თუ რამე მნშვნელოვანია დამირეკე მერე . გიორგი გვიან მოვა დრეს მაინც და ხო არ გამოვიდეთ? გესმის? მარიტააა -დაგირეკავ- უცებ გათიშა მობილური და სიბნელეში მჯდომს დააკვირდა. ვერ ხედავდა ,მხოლოდ სილუეტს აღიქვამდა მაგრამ კარგად იცოდა ვინც იყო . ხელში ჩაბღუჯულ საკუთარი ცხოვრების დეტალებს დაყურებდა წამით.შემდეგ შუქი აინთო და სანათის გვერდით სავარძელში მჯდომი ყიფიანი გამოჩნდა. მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ეს მზერა ნანახი, ახლა კი ბევრად უარესი იყო . შეეშინდა კიდეც მისი . გაუნძრევლად იდგა ირაკლი ყიფიანის წინ და ეს იყო ყველაზე დიდი ჩიხი მის ცხოვრებაში. -ტყუილად ელი , რამდენ ხანსაც არ უნდა მიყურო არ გავქრები მანამ სანამ თავად არ მოვინდომებ -ეფექტური გამოჩენაა .გილოცავ ,გამაკვირვე - ოთახში შუქი აანთო ყველაფერი წამში განათთდა .საქაღალდეს ისევ არ უშებდა ხელს. სავარძლისკენ დაიძრა და პირდაპირ ირაკლის წინ გაჩერდა -არ მითხრა რომ მოგენატრე -არ გეტყვი! ფორმას თუ შეიცვლი და მარტინი გახდები შემდეგ ვიფიქრებ მონატრებაზე -კიდევ რა იცი? რა მოახერხე . ანასტასიას დამსახურებაა? თუ ახვლედიანის ხალხი ჩარიე - შებრუნდა და თაროდან ღვინის ბოთლი აიღო ,გახსნა და ჭიქებში ჩამოასხა -ახლა რა იქნება. დამიმტკიცე რომ მაგარი ბიჭი ხარ თუ აქ რატომ ხარ ? ახლა რას გააკეთებ სამაგიეროს გადამიხდი და ამის გამო დროს დაკარგავ? -რატომ ჩამოხვედი საქართველოში ! მთელს ოჯახზე თუ გინდოდა ინფორმაცია მაინდცადამაინც ჩემთან რატომ მოხვედი -მხოლოდ ეს გაინტერესებს ? რეალურად არ ვიცი რატომ წამოვედი! ვხვდებოდი რომ პატარა ბიზნესმენს არაფერი ექნებოდა ჩემთვის საინტერესო ,მაგრამ შეყევი თამაშს და მერე უბრალოდ კარგ დროს ვატარებდი და როცა მივხვდი რომ არც მკვლელი იყავი,არც მოზალადე, არც უკანონოდ გადმოგქონდა რამე მოკლედ სუფთა იყავი და გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი. -რომ მიხვდი ხომ შეგეძლო ჩვენი ,ყველას გასულელება შეგეწყვიტა და გეთქვა რომ ქალი იყავი -არასდროს გამიმჟღავნებია საკუთარი სახე -არც ვინმეს ქება დიდება დაგიწერია ჟურნალში... არც უდანაშაულო ხალხთან გითამაშია -არ მეგონა თუ დაინტერესდდებოდი და გაარკვევდი ყველაფერს . -ერთი სულელი ბიჭისგან ,რომელმაც ისიც ვერ გაიგო რომ ქალი იყავი საშიშროებას არ წარმოადგენდა ხომ? -შეიძლება ასეც ითქვას... რატომ ბრაზობ ეჭვი არავის ჰქონდა შენ რატომ გიჟდები -ეჭვი ვისაც ჰქონდა ისიც შენი ორიენტაციით ჩააქრე და მოკლედ გაკვირვებული ვარ შენი ტაქტიკით. ტყუილის დედოფალი ხარ უბადლო შენს საქმეში -კომპლიმენტად მივიღებ ....დალიე მოწამლული არ არის - ჭიქა გაუწოდა და დივანზე დაჯდა- გაგიჭირდა ჩემი პოვნა? -არც იმდენად რამდენადაც გგონია..ვერ ვხვდები სხვები რატომ ვერ გპოულობენ ! მეძავის ამპლუა შესანიშნავად მოირგე ,სტრიპტიზსაც შესანიშნავად ცეკვავ . ჟურნალში პრობლემები თუ შეგექმნება სამსახურს მარტივად იშოვი! -კიდევ ვერ მოინელე საწოლზე მიბმა? არ მეგონა ასე დამახსოვრება თუ იცოდი , პირდაპირ სამაგიეროს გადახდა აღარ გინდა? -გაიქეცი და ამიტომ გეგმა დამჭირდა -ანუ შურისსაძიებლად ხარ აქ? -ვერ ვხვდები ჯერ რა უნდა გაგიკეთო ისეთი რაც თავად არ გაგიკეთებია შენივე გეგმაში -ხოო ეგ რთული იქნება მხოლოდ მოკვლა რჩება და ეგეთი დანასაულიც არ მაქვს შენს წინასე სიკვდილის ღირსი რომ ვიყო -ორმაგი თამაში რაში გჭირდებოდა... მარტინმა ისედაც ყველაფერი იცოდა -არ მქონდა დაგეგმილი შენთან შეხვედრა... შემთხვევით აღმოჩნდი რესტორანში და მაჭავარიანებთანაც მეგობარს გავყევი. -არ იცოდი რომელ მაჭავარიანებთან მიდიოდი ხომ? -საერთოდ არ ვიცოდი სად მივდიოდი... არ გჯერა ? კარგი რა რატო უნდა მოგატყუო ახლა მაინც -აბა მე რა ვციი შენს ტვინსი რა ხდება ალბათ უკანდახევის გეგმაზე ფიქრობ ჩემთან საუბრის პარალელურად -ზედმეტად მშვიდი ხარ... -ვერსად გამექცევი და იმიტომ ! -დარწმუნებული ხარ ? -სრულებით... იმედია ის ბიჭები შენ არ გამომიგზავნე -მე რომ გამომეგზავნა უბრალოდ გცემდნენ ... დანა ჩემი სტიქია არაა. მეგონა გავიჭედებოდი ჩემ ბინაში რომ მიმიყვანე... -მისამართი გიკარნახე და შენც წახვედი რა გაჭედვაზე ლაპარაკობ იცოდი სადაც მიდიოდი -სხვათაშორის ისე შემაცოდე თავი მეგონა კვდებოდი ,არ მიფიქრია სად მივდიოდი . იქ რომ არ მიგეყვანე გაქცევის სხვა გეგმას სევადგენდი და შენი საწოლზე გაკვრა არ დამჭირდებოდა -აჰ მე ბოდიში ...მე ვყოფილვარ დამნაშავე შენ რომ გართობა მოგინდა. ჩაცმულს როგორ დამაბავდი -ეს ისე უბრალოდ მინდოდა შიშველი მენახე..ორ დღეში წასვლას ვაპირებდი და მეგონა ვერარ გნახავდი -ასე ძალიან თუ გინდოდა ნახვა შეგრძნებას რაღა უდგა წინ -ზედმეტად საშიშად გამოიყურება ,ცოტა შემეშინდა რომ მერე ვეღარ წავიდოდი -მეეჭვება მიჯაჭვულობა შეგეძლოს რაიმეს ან ვინმეს მიმართ -გულწრფელად გეუბნები ყველაფერს და არ მიჯერებ..რა აზრი აქვს საერთოდ ამ საუბარს ან კითხვას რაღატო მისვამ . უნდა დამაშანტაჟო? თუ გაასაჯაროვებ ცემს ვინაობას იცოდე ერთ საათში მკვდარი ვიქნები -მამაშენს ვიცნობ და არ მეგონა ასეთ ხერხებს თუ მიმართავდა ადამიანების გასაცნობად...შევცდი ! ეტყობა სისხლში გაქვს უნდობლობა -მამას ესაუბრე მაგასთან დაკავშირებით მე ზედმეტ კითხვებს არ ვსვამ -არ ვაპირებ იმ ადამიანთან საუბარს ვინც მსგავსი რამ გააკეთა. ჩვენს პრინციპებში არ ჯდება ზურგს უკან თამაში ..მამაჩემს ასე არ უსწავლებია -ჭკუის დასარიგებლად თუ მოხვედი ტყუილად გაისარჯე ...შეცვლას არ ვაპირებ.ბოდიშსაც ვერ მოგიხდი აზრი არ აქვს არ ვნანობ იქ გატარებულ დროს. რომ არ წამოვსულიყავი ვერ გაგიცნობდით და ვერ გავიგებდი რომ ყველა მილიონერი დამნაშავე არ არის..არც იმას ვფიქრობ რომ სიმართლის თქმა გამოსავალი იქნებოდა. გამოსავალი ჩემი დავიწყება იყო ,მაგრამ შენ აქ ხარ -ასე სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი აპირებ სამართლიანობის არდგენას? ცხოვრება უსამართლოა და შენ უბრალოდ პაიკი ხარ ამ ქცევით საკუთარ თავს კარგავ...რეალურად მარიტა არ არსებობს შენ არც კი იცი როგორი ხარ სინამდვილეში .თავიდან ბოლომდე როლს ასრულებს -რა გინდა ირაკლი? -მერამდენემ მეკითხები აღარ დაიღალე? -პასუხი არ იცი ხომ? მე კი ვიცი რომ აქ შენი ჩამოსვლა არ იყო საჭირო ისედაც შეგეძლო ამათი გამოგზავნა და იმის შეტყობინება რომ ამოხსენი ჩემი 10 წლიანი საიდუმლ... -ჩემს ადგილას რომ იყო ჩამოხვიდოდი -არ ვიცი რას გავაკეთებდი შენს ადგილას... ალბათ არ გავბრაზდებოდი ამდენად .მე ყველაფერში რეალური მხარის დანახვა მიყვარს შენი ცხოვრება კი იმდენად იდეალურია ერთი ლაფსუუსიც კი საშინლად ჩანს თითქოს კატასტროფა ხდება ... -ლაფუსი? შენი აზრით ესაა ლაფსუსი? ყველაზე შეუფერებელი სიტყვა მოძებნე -მარტინის გამო ბრაზობ? ამაზე გიჟდები რომ ყველანი მოგატყუეთ? მეც ვნანობ იმას რომ სხვებთან შევცდი. ალბათ ოდესმე რომ შევხვდები გაბრაზდბეიან ჩემი დანახვისას, შესაძლოა გაეცინოთ კიდეც არ ვიცი უფრო მგონია რომ შემიწყალებენ . -ჩემთან არაფერს ნანობ ხომ? -შეიძლება არ უნდა დამეტოვებინე და იქედან ისე არ უნდა წამოვსულიყავი შენი გემო რომ არ გამეგო .... რეალურად რა დანაშაული მაქვს უბრალოდ იფიქრე ,არც არაფერი -მეგობრებად ვიქცეთ ახლა ... -კარგი აბა ეძებე გზა ჩემ გასამწარებლად, ყველაზე დიდი ბავშვი გამოჩნდები ჩემს თვალში რადგან ყველაფერი სულელური თამაში იქნება რაც არ უნდა დიდი გეგმა შეიმუშაო ჩემს გასაბრაზებლად .მე და სენ იმდენად ვგავართ ერთმანეტს რომ შესაძლოა წინასწარ მოვიფიქრო ის რასაც სენ დაგეგმავ. დატკბბი ამერიკიტ,მაგრამ დროს ტყუილად დაკარგავ . მე ძალიან რთული ცხოვრება მაქვს და სიკვდილ-სიცოხლის ზღვარზე ვარ ყოველ დღე . შეიძლება ნებისმიერ დროს ამოხსვას ვინმემ ჩემი საიდუმლო და მაშინვე ტყვიის მსხვერპლი გავხდები,ეს ყველაზე მარტივ სიტუაციაში . მაგრმა მეეჭვება იმათ ვინც მე გავამწარე ასე მარტივი სიკვდილი მარგუნონ .ბოლოს ან ჩემი მკვლელობის მოწმე იქნები ან თავად დაგისავებენ რამეს. -ჩემზე ზრუნავ? რა ბედნიერი ვარ ,შევეცდები გავითვალისწინო -მიდიხარ? -უცებ წამოდგა და წინ გადაეღობა- არ გაგისვებ..ასე ვერ გაგიშვებ უნდა ვიცოდე.სასაცილო რა არის ყიფიანო ! -სულსწრაფი გამხდარხარ...ხვდები როგორი არაპროგნოზირებადი ხარ ჩემი მოახლოებისას? -მისკენ დაიხარა იმდენად ახლოს რომ მარიტა კოცნასაც კი ელოდა. თვალები მინაბა და ისე უცებ გაქრა ყიფიანი გონს ვერ მოვიდა. -დავიღუპე ... შარში ვარ ! .... მთელი ღამე გაათენა ბოლოს ვეღარ მოითმინა და ელენესთან წავიდა . კარზე ზარი რომ დარეკა კედელს მიეყრდნო .ფეხის ხმა გაიგო და უტა გამოჩნდა -აქ როდის გადმოცხოვრდი უტიკო?-პირდაპირ შეაჭრა და ნახევრად მძინარეს გვერდი აუარა. საძნებელში შევიდა და ნახევრად შიშველი დაქალი რომ დაინახა უკან გამობრუნდა -უფს.. აშკარად ცუდ დროს მოვედი . წავედი მე აქ არ ვყოფილვარ... მიდი ,მიდი დაიძინე ლომო გაეკრიჭა და მხარზე მიარტყა ხელი. სალომესთან მივიდა და გიორგის პირდაპირ აჯახა -თუნდაც აქტის დროს წამომეგდე საწოლიდან მაინც უნდა ვნახო სალომე -დილამშიდობის..როგორ ხარ? მეც კარგად შემოდი სახლსი ვართ... სალომეც სახლშია .რა გამაღვიძე ხო არ გაგიჟდი..ა გიჟი ხარ უკვე და ასე მივარდები სულ რაც თავი მახსოვს? მივეჩვიე თუ არა? -მიყვებოდა და თავისთვის ლაპარაკობდა -გეყოფა თუ კაცი ხარ მოშორდი აქედან...წადი მიდი მეორე ოტახში დაიძინე -მოკლედ ცოლს არასდროს ვეჩხუბები და მაინც სხვა ოთახშ ვატარებ ცხოვრების მეოთხედ დროს. ცხვირწინ რო მიუხურა კარი ისევ მეორე ოტახს მიაშორა მძნარე დავარდა საწოლზე და უფრო ღრმად დაიძინა. ის კი სალომეს ჩაუხტა და რეაქცია რომ არ ჰქონია ისეთი მუჯლუგინი ჰკრა წამში წამოვარდა -ჰა რა რა მოხდა მარიტა -თვალის გაუხელად ხვდები რო მე ვარ ხო? -რა ჯანდაბა გინდა..ახლა რაღა მოხდა ხო ისვენებდი ცოტა ხანს -ირაკლი დამხვდა სახლში -ვინა ირაკლი -გამოფხიზლდი გოგოოოო ირაკლი ყიფიანი იყო ჩემთან სახლში ყველაფერი იცის ჩემზე სულ ყველაფერი და ღმერთოოო მაღალო მე მისი მეშინია..არა კი ვიცი რომ სხვები უფო საშიშები არიან რადგან ჩემ სიცოცხლეს ემუქრებიან მაგრმა ის...ის ჩემში არსებულ ქალს ემუქრება გესმის? -ნუ კივი დამშვიდდი დაწყნარდი... რაააააააააააააააააააააააააააა ირაკლი ჩამოვიდა? ყველაფერი იცის? მოგაგნო? შენთან სახლსი იყო? -ნუ ყვირი ქალო გაიგონებს შენი დონდლო ქმარი... -არ მჯერა რომ გიპოვა და თან ყველაფერი იცის -კიდე გაიმეორე და გული გამისკდება... როგორი იჯდა იცი? რომ იცის ისე მაგრამ გაბრაზებული მიქცერდა. სერიოზული გამომეტყველებით და ისე მინდოდა მეკოცნა...ღმერთო როგორ მინდოდა მისი ტუჩების გემო კიდე გამეგო მისი ხელები მომფერებოდა.გეფიცები სანამ ვიდექი მის წინ ათასჯერ მაინც მივვარდი და ვაკოცე! ჭკუიდან გადავყავარ. მერე ძლივს მოვთოკე თავი რომ ყველაზე სუსტ არსებად არ გამოვჩენილიყავი,სიმართლე ვუთხარი ,მაგრამ არ ჯერა რომ შემთხვევიტობა იყო ჩემი გამოჩენა. მარტინის გამო ბრაზობს..არ მენდობა ვერ მიტანს ჯანდაბა ვძულვარ.კაცს რომელიც გონებიდან ვერ ამოვიგდე ვძულვარ ,მოვკვდები აღარ შემიძლია . საქმე მავიწყებდა და ახლა აქ რომ არის რომ ვიცი სადღაც ახლოს დაბაიჯებს მინდა გავვარდე და ისე მოვეხვიო რომ ვეღარ მომიშოროს თავიდან -აბა აღარ მახსოვსო? საერთოდ დავივიწყეო? ირაკლი ვინაა ასე რომ ვიფიქრო მასზე და გავგიჟდეო? -ხომ იცი რომ გაატყუებდი ! ორივემ იცოდით რომ გატყუებდით და ახლა რა გინდა ვერ გავიგე... მითხარი გოგო მითხარი რა ვქნა თორე მოვკლავ შენ ქმარს ისიც კაცია და იმიტო. კიდე ცუდად ვარ..ამდნეი დრო გავიდა რაც წავიდა ჩემი ბინიდან და ასე მგონია ცხვირწინ ისევ მისი სურნელი ტრიალებს.ოთახში კარებები ჩავკეტე რომ შევალ ისევ მისი სუნი რომ იყოს ,გავგიჟდი ხო? -სიგიჟეც შეიძლება ეწოდოს...თავისი სახელი აქვს მაგ სიგიჟეს და სიყვარული ჰქვია -რა სისულელეა უბრალოდ ლტლოვაა... მისი გარეგნობა მომწონს ხასიათიც და -გარეგნობა მოგწონს,ხასიათი გაგიჟებს. შენნაირი გადარეულია, ერთნაირები ხართ შენს ცხოვრების წესს თუ გამოვაკლებთ .მის ყველა თვისებას კარგი მხრიდან ხედავ , მის გამო ყველაფერს გააკეთებ . იმიტომ დარჩი იქ ამდენ ხანს რომ მასთან ყოფილიყავი და შემდგე იმიტომ გამოიქეცი რომ იცოდი ვეღარ გაუძლებდი. ახლა კი არ გეშინია სიგიჟემდე გიხარია რომ აქ არის და მეტიც სულ მალე მიხვდები რომ მის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებ. დათმობ და რომ გთხოვოს იმ წყეულ საქართველოშიც კი წახვალ როგორც შენ ეძახი -ღმერთმა დამიფაროს მე და სიყვარული თან ასეთი? შეუძლებელია ერთად... ყველაფერს დავთმობ? გამორიცხულია მე არ ვარ რომანტიკოსი ვარდების და ბუშტების მოყვარული, დათუნიებზე ალერგია მაქვს და მზრუნველ ქმრებს ვერ ვიტან ისეთს როგორიც შენ გყავს და საერთოდ მოსაწყენი რუტინული ცხოვრება ერთ კაცთან არ მინდა ! -სწორედ ეგ გინდა .მთელი ცხოვრება იმიტომ მიუძღვენი საქმეს და დახურე პირადი ცხოვრება ,რომ ირაკლის ელოდი -კიდევ ერთი სისულელე..ხომ ვამბობ ჟორჟიკას შენს ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს რაც ბავშვზე მუშაობა დაიწყეთ იმის მერე ვეღარ აზროვნებ ნორმალურად. წავედი მე შენი მოსმენაც არ მინდა..იმასაც უთხარი არ დამენახოს კრუტუნებს უტიკოს მკლავებში გოგო -სად მიდიხარ -ჯანდაბაში...შენი ულაყი ქმარი მეორე ოთახში და მიუწექი ! უკვე გათენებული იყო , ქუჩაში მიდიოდა ხალხით გადატვირთულ გზებზე გადადიოდა. პირველად არ აკვირდებოდა ხალხს , არც იმას თუ ვინ რომელ ჟურნალს კითხულობდა არც მათ კომენტარებს და საერთოდ არაფერს . უბრალოდ მიდიოდა და ნორმალურად ფიქრსაც ვერ ახერხებდა. ვიღაც მიყვებოდა, ჯერ მის უკან იდგა და ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევდა, შემდეგ გვერდით ამოუდგა და მისკენ გადმოიხარა -მთელი მანჰეტენი ფეხით უნდა შემოიარო ?! -შენც ჩემთან ერთად უნდა იარო? მაშინ კი -არ მითხრა რომ ჩემ გამო ხარ ასე -არ მითხრა რომ ჩემ გამო ათენებ ღამეს რომ ჩემ აჩრდილად იქცე -არ მითხრა რომ არ მოგწონს -არ მითხრა რომ მოგწონს ... -ჩემნაირ კითხვებს ნუ სვამ -შენ ნუ სვამ იგივე კითხვებს... -ბოხი ხმა უფრო გიხდებოდა... ასე წიკვინებ -ასე უფრო მოგწონს?-წამში დაიბოხა ხმა და ისევ ისე განაგრძო გზა რომ მისკენ არც გაუხედავს- შენ ყოფილხარ გეი მარტინი კი არა -იქნებ შენ მიმართ ლტოლვა ყველა ფორმაში მაქვს ...მაინც სტრიპტიზიორმა მომხიბლა. ზელს საოცრად ფლობდი .იქ ვინც იყო ყველას შენი გაჟიმ.ა უნდოდა -შენც იყავი იქ ... -სწორედ მაგას ვამბობ. ხვდები რომ არც ისეთი კარგი თვალი გაქვს? საერთოდ ვერ მიცანი -იმიჯი გქონდა შეცვლილი ალბათ -ხომ გითხარი ნიღბებს ვერ ვიტან... უბრალოდ კუთხეში ვიჯექი და იქედან გიყურებდი -შეუძლებელია...მივხვდებოდი ! -აღიარებ რომ ჩემ სიახლოვეს გრძნობ? -ვაღიარებ რომ შენი სხეული მიზიდავს ,როგორც ყველა ქალს და სხვა არაფერი -მეც იგივეს ვიტყოდი...შენი სული ნამდვილად არაა მომხიბვლელი ჩემთვის -სხეულის გამო გადმოლახე ოკეანე? - ეს რომ უთხრა სწორედ მაშინ გახედა და გაჩერდა -ახლა რომ დავფიქრდი არც სხეული გაქვს მაგდენად მიმზიდველი ... გონებაშიც არ უნდა გაგევლო ეგ მიზეზი -ხო რა თქმა უნდა იმ ღამეს სხვამ დაგტოვა ისეთ მდგომარეობაში ... -მე რა შუაში ვარ უბრალოდ ისაა უთავმოყვარეო არ ადარდებს არავის სხეული მთავარია მიუახლოვდნენ -დარწმუნებული ვარ ! -მართლა აპირებ ფეხით შემოიარო ყველაფერი? -ჩემ საყვარელ კაფეში უნდა ვისაუზმო.შენ როდის გაქრები? -გგონია შენს ხერხს მივმართავ და ყოველი შეხვედრის მერე გავქრები? -შეიძლება ! შენ ხომ ჩემით მოხიბლული ხარ, მე ხომ გაგაოგნე იმდენად რამდენადაც ყველა ქალმა ერთად ვისთანაც კი ურთიერთობა გქონია-კაფეში შევიდა და მაშინვე დონატები მოუტანეს ყავა და სიგარეტი . -დონატები ყავა და სიგარეტი... ყველაფერს უკუღმა აკეთებ.მგონი რეალურად არ ხარ ქალი. -ნამდვილად არ ვარ ,შინაგანად ჩემში მკვდარია ქალი . თუმცა შენი მოახლოებისას ნამდვილად ცდილობს გაცოცხლებას...მეეჭვება შეძლო -გულწრფელობის წამები გაქვს? ახლა რატომ მოგინდა მაინცადამაინც იქ არ ვიყავი თუ ვერ მოგისმენდი -იმაზე ბრაზობ რომ შენ თავს ვერ აძლევ ჩემთან მშვიდად ყოფნის საშუალებას? -მშვიდად ყოფნა შენთან? არ მეგონა მეოცნებე თუ იყავი . ჩემთან ყოფნის დროს იმდენჯერ დალიე და მოწიე ექიმთან თუ მიხვალ კარგი იქნება თორემ სანამ გიპოვის ვინმე მანამ მოკვდები -დავდივარ ექიმთან ყოველ სამ თვეში შენ არ იდარდო... -რომ ნერვიულობ სულ დონატებს ჭამ? -ზოგჯერ უბრალოდ შოკოლადის გროვაში ვწვები და მანამ ვჭამ სანამ ყბები არ მეტკინება და თითები არ დამეღლება მაი გახსნით... მერე მკურნალობა ნამდვილად მჭირდება ხოლმე! -სიგარეტის ერთი ღერი რომ ჩაწვა საფერფლეში შემდეგ ყავა დალია და ბოლო დონატიც მიირთვა წამოდგა . ისე გაემართა კარისკენ თითქოს ირაკლი არ არსებობდა. რომ არ გაჰყვა გაჩერდა და მისკენ შებრუნდა- ამით დასრულდა შენი დევნა? დაიღალე? -მაინც ვიცი სად იქნები ...ასე რომ საუზმეზე უარს არ ვიტყვი შენ გამო.შეგიძლია მიბრძანდე -იყოს დავრჩები ... -უკან გაბრუნდა და ისევ მაგიდასთან დაჯდა. კიდევ ერთი სიგარეტის ღერი ამოიღო კოლოფიდან და მოუკიდა -თუ შეიძლება ჩააქრე , საუზმობის დროს ნუ დამიზიანებ ფილტევბს -სანამ მოიტანენ შეკვეთას მანამ მოვწევ... ირაკლის საუზმე მალე მიიტანეს, მშვიდად მიირთმევდა და შიგადაშიგ ვიღაცას წერდა. მარიტა კი მშვიდად იჯდა და უყურებდა . ბოლოს ყიფიასნ გაჰყვა უკან -ახლა როლები შევცვალეთ თუ რა ხდება... -მე რედაქციაში მივდივარ შენ? -გაინტერესებს სად გავჩერდი? შენით გაარკვიე ...მეშინია არ შემომივარდე ღამით და კიდევ არ მოგინდეს ჩემი შიშველი ღირსების დათვალიერება. -მეორედ თუ გაგაშიშვლებ ნამდვილად აღარ წავალ! -ყველაფერს ვიმახსოვრებ! სხვათაშორის ის ორი მას მერე გვიყურებენ რაც კაფეში დაგვინახეს უკან გაბრუნდნენ და იმ სკამს მიეჯაჭვნენ ... უთხარი რო მათზეც ვიცი და ნუ იმალებიან მე კი წავალ ჩემ პირად საქმეებს მივხედავ -მათთან რაღა გინდა... იცოდე! -მათი ბიჭები ნაცნობები არიან ასე რომ მეგობრებიც ქალებს არ ვეხები ! დამშვიდდნენ გადაეცი! - ქურთუკი გაისწორა და მშიდად განაგრძო გზა შემდეგ ტაქსი გააჩერა და სადღაც წავიდა. მარიტა კი მეორე მხარეს გადავიდა და გოგონებთან ჩამოჯდა -ჩვენკენ რატო იყურებოდა ! -სალომემ სანამ ჰკითხა ელენე ისევ სხვაგან იყო ფიქრებით -კიდე ვერ ვიჯერებ რომ აქაა..მეგონა სალომე მატყუებდა -მადლობა ღმერთს წინა ღამის შემდეგ ინვალიდი არ გახდი ! -ჩემთან იყავი? -კიდევ კარგი თორე ვერ გავიგებდი უტიკოს ჭია რომ დაცოცავს შენში ... -გულს მიერევ ასე რო საუბრობ ! რას აპირებ ირაკლისთან დაკავშირებით გეგმა „ბ“-ს შეიმუშავებ? -არასდროს მქონია მსგავსი გეგმა ,არ ვარ გამოცდილი ასე რომ უბრალოდ დაველოდები და ექსპრომტად დავიცავ თავს თუ საჭირო გახდება. გადმოგცათ თქვენს შესახებაც ვიცი და ნუ ეშინიათ თამამდ მომიახლოვდნენ მაგათ ბიჭებს ვიცნობ და არაფერს დავუშავებოოო -საიდან გაიგო ამდენი! -მან თუ გაიგო იქნებ ზოგადად ინფორმაციამ გაჟონა და სხვებმაც შეიტყონ მერე? -თქვენ არაფერი გემუქრებათ ,რამდენჯერ უნდა გითხრათ. მშვიდად იწექით იმ თქვენი ბიჭების გვერდით -ჩვენ შენზე ვღელავთ ! -ნუ ღელავთ ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ -მანამ ყიფიანის დაპყრობის გეგმას არ სეიმუშავებ? -არა! -აზრი არ აქვს ტყუილად ელაპარაკები! ვერაფერს შეაგნებინებ -მოკლედ არაფერს ვაპირებ...საერთოდ არაფერს ყველაფერს დროს მივანდობ არც წინასწარი გეგმა მექნება,არც გავარკვევ რამეს დაველოდები მის ნაბიჯს და ვუპასუხებ ისე როგორც იმ წამს მომესურვება. -არ მითხრა რომ საკუთარი სიამოვნების ფუნქციას აამუშავებ! მეგონა შენში არსებულ ქალთან ერთად მოკვდა -გაცოცხლების დროა ! რედაქციაში არ წავიდეთ? -წავიდეთ ... ბევრი საქმე გვაქვს ... მთელი დღე საქმეში იყო ჩაფლული .ირაკლი არსად ჩანდა ყველგან ელოდა მის გამოჩენას მაგრამ უშედეგოდ. ბინაში დაბრუნებულსაც არ დახვდა და წამლის დამსახურებით დაიძინა ისევ. დილითაც არ გამოჩნდა,კაფეშიც ელოდა ყველა გამვლელს აკვირდებოდა ყველა კუთხეს ,მაგრამ არ სად იყო. ბოლოს მიხვდა რომ ყიფიანი მის დევნას არ აპირებდა და სამსახურში მშვიდად წავიდა. მითიტებებს აძლევდა გოგონებს ყველამ რომ დაიწყო საუბარი.უკან მიიხედა და ირაკლი დაინახა -ასე რატომ მიყურებენ -უცხო პირები არასდროს მოდიან აქ! -იმედია ჩემ ლიკვიდაციას არ მოითხოვენ... უთხარი რომ სანდო ვარ -ვერ მოვატყუებ ! -ნუთუ ... -ჩემი სამფლობელოს დათვალიერება მოგინდა? -უარს არ გეტყვი...სულ მაინტერესებდა აქაური სამზადისი . ინას ჟურნალისტიკა იტაცებს და რომ დავიწყებს საუბარს უარმყოფელ არგუმენტად შენ გამოგიყენებ ! -გინდა გადააფიქრებინო? -რა თქმა უნდა! აქამდეც ვერ ვიტანდი ჟურნალისტებს ახლა ხო საერთოდ. ეს ადგილიი სად იშოვე ან როგორ არსებობ ისე რომ არავინ იცის აქ რა არის... ლეგალურია საერთოდ ეს ყველაფერი? -შენ როგორ გაარკვიე ეგ არალეგალური ამბავი ეგაა საქმე -მე ყველანაირი ნაცნობები მყავს...თუ მოვინდომე ყველაფრის გარკვევა შემიძლია! -დავრწმუნდი! კაბინეტში შემოხვალ? -მხოლოდ შენს შემდეგ- კარი გამოაღო და შეატარა. -მარიტ ეს ფოტო როდის დაბეჭდე? აქ რომ ვუყურებ მეც კი მომწონს - სალომე ირაკლის ფოტოს აკვირდებოდა და ელენა მეორე მაგიდასთან იქექებოდა ფოტოებში -ხო ეგ ფოტო მეც მომწონს... ხომ მომცემ ერთს? -შეგიძლია წაიღო -როგორი ფოტოგენური ვარ ... ფოტომოდელი შეიძლება გავხდე აქ კარგად იხდიან ხო? თქვენ გეცოდინებათ ეგ ქალბატონო ელენა -სავარძელში ჩაეშვა და გაკვირვებულ გოგონებს გადახედა -შენ დაქალებს აშკარად არ მოვწონვარ ... თქვენმა ბიჭებმა იციან ცუდ საქმეებს რომ ჩადიხართ? -ისინი არაფერს ჩადიან ... -შენ რატომ მელაპარაკები ისინი მუნჯები არიან? -იციან ის რაც უნდა იცოდნენ ! -ჰმ, შენი სკოლაა! აქ სულ ერთგული ფინიები გყავს? -იმაზე დიდი ცინიკოზია ვიდრე შენ აღწერდი - სალომემ მარიტას შეხედა რომელიც სამივეს მორიგეობით უცქერდა და იღიმოდა -აღმწერდი? დაქალები ყველანაირ ინფორმაციას ცვლით .სამწუხაროა დაკავებულები რომ ხართ -მარიტაც დაკავებულია -ხოო? რითაა დაკავებული თავისი სამსახურით ალბათ ხომ? აქ მის გამო არ ვარ ტყუილად გგონიათ რომ თქვენს შინაბერა მეგობარს რამე ეშველება ! -დასახმარებბლად ბევრი ვინმე ჰყავს ასე რომ ნუ იდარდებ შენ ! -ღმერთო ეს ორი აფთარი როგორ გამოზარდე კლანჭებით გიცავენ - უცებ შებრუნდა და მარიტასკენ გადაიხარა გოგო იმდენად იყო ფიქრებში წასული უცებ გაუფართოვდა თვალები -რა ხდება! -არაფერი ... ჩვენ უნდა წავიდეთ საქმე გვაქვს შენ შეგიძლია დარჩე თუ გინდა - უცებ ამოდგა გოგონებს რაღაც ანიშნა ერთი წერილი კონვერტიდან ამოიღო და სწრაფად დაიძრნენ სამივე კარისკენ -სინქრონში მოქმედებთ! შენ ნამდვილად გიყვარს შენი ქმარი? მაინც დავფიქრდებოდი შენი დაქალის მოწოდებულ ინფორმაციაზე -ორ შენნაირს ნამდვილად ვე რავუძლებ! უბრალოდ ჩემ შესაძლებლობებს აღემატება და მომაშორე ეს არსება მარიტა -გგონია მისნაირი ვარ? როგორ ცდები -სულაც არა ! შენ გინდა რომ საშინელ უგულო ურჩხულად წარმოიდგინო მარიტა თორემ ისიც შენნაირია! -ირაკლი ხომ გითხარი რომ საქმე გვაქვს...სალომე დიდხანს უნდა აჰყვე ის პროვოკაციას? -უბრალოდ გააქრე ! -ჩემი გაქრობა არ შეუძლია ,მაგრამ შენ გამო გამონაკლისს დავუშვებ სალო და წავალ. ელენე ,მშვენიერო ნახვამდის - სალომეს ლოყაზე აკოცა დაიხარა ელენას ხელს ეამბორა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მშვიდად წავიდა . -ეს...ეს როგორ რა ეს როგორ მოგწონს გულისამრევია! -თამაშობს , კარგად იცის რომ ვიცნობ! ყურადღებას ნუ მიაქცევ თქვენი გაგიჟება უნდა და იცის როგორ მოახერხოს -ასე მშვიდად როგორ ხარ! სად მივდივართ -წერილი გამომიგზავნეს და უნდა გავარკვიო საიდანაა -ეს წერილები უკვე მაღიზიანებს! რა ეწერა -„სიკვდილი მოახლოვდა“ -სიკვდილი? დარწმუნებული ხარ? ეს როგორ -დამშვიდდი ელენა ! გავარკვევ ვისგანაა -ნუთუ სხვამაც გიპოვა -არ ვიცი -იქნებ მისი დამსახურებაა! -არ ჩამიშვებდა! კარგად ვიცნობ თუ შურისძიება სურთ სხვისი ხელით არ იმოქმედებენ მათ წესებში არ ჯდება ტაქსი გააჩერეს და მარიტას დედასთან წავიდნენ. ქალმა როგორც კი ნახა წერილი მაშინვე დაუდო წინ ვიღაცის ფოტო -ცხიდან გუშინ გამოვიდა ! -ეს ვინ არის? -ის ვინც პირველი ოპერაციის დროს დავიჭირეთ როცა 17-ის იყავი ! შენ ჩხუბის დროს დანა ჩამოუსვი სახეზე და იმიტომ აქვს თმა ასე ... -ასე მალე რატომ გამოუშვეს... -ვიღაც დაეხმარა და შეიწყალეს! -სულ გაგიჟდნენ? ეს როგორ შეიწყალეს ...იმდენი ვინმე ჰყავდა მოკლული ახლა რა გავაკეთო უნდა ველოდო როგორ მომკლავს? -უკვე დაგინისნეს დაცვა.. -დედა დამცინი? რა დაცვა, არ მჭირდება ! უბრალოდ ელენას და სალომეს მიხედე =მარიტა დაცვა გჭირდება ! ცოტა ხანს სანამ ისევ უკან შევაბრუნებთ თავის ციხეში ... გთხოვ ნუ გამაგიჟებ მარიტა -ციხეში როგორ დააბრუნებ -თავის მეკავშირეს დავიჭერთ და მისი საშუალებით გავალთ ამ კაცზეც. ვმუშაობთ იმ დღიდან რაც განაჩენი გაასაჩივრეს. -აქამდე რატომ არ მითხარი! -არ მინდოდა შენი ანერვიულება -წერილი რომ არ გამოეგზავნა არც მეტყოდი ხომ? -ყიფიანს რა უნდა აქ მაგას როდის მეტყვი -მითვალთვალებთ? -შენ კი ისე ხარ გაბრუებული რომ ვერაფერს ამჩნევ,თუ ხვდები რომ შენთვის საშიში ამ ეტაპზე მხოლოდ ეგ ბიჭია. რაც უფრო დიდხანს იქნება შენ გვერდით მით უფრო დასუსტდდები .კონცენტრაციის უნარს კარგავ,ვეღარ აზროვნებ. ისე აშკარად გითვალთვალებდნენ და ვერაფერს მიხვდი არც კი იყურები სხვაგან -შენ ნუ დარდობ მაგაზე მე თავად მივხედავ ჩემ თავს ! -სად მიდიხარ ! მარიტა გაფრთხილებ გაუშვი სანამ პრობლემა შეგექმნება ან მე ჩავერევი -როგორ ჩაერევი მოკლავ? დააშინებ თუ რას ეტყვი -ხომ იცი რომ რამეს მოვიფიქრებ ! -ღმერთმა ხელი მოგიმართოს საყვარელო - კოცნა გაუგზავნა და კარში სწრაფად გავიდა -გოგონებო თქვენ მაინც დაელაპარაკეთ,ხომ ხვდებით რომ მისთვის ვამბობ -აქამდე უნდა გეთქვათ , წინასწარ ზომებს მიიღებდა ახლა უკვე გვიანია . გთხოვთ დაიცავით ახლა ნამდვილად სჭირდებით ... სახლში დაბრუნდა,ყველა საჭირო იარაღი საცავიდან აიღო და თავიდან გადამალა. ყველას აკვირდებოდა წინა კორპუსებში ხალხს ბინოკლით უყურებდა რამდენიმე მოთვალთვალე შენიშნა ,ზოგი პოლიციელი იყო მეზობელ შენობაში კი სხვბი იყვნენ. იმდენად კარგ რადიუსზე რომ მისი მოკვლა წამში შეეძლოთ მაგრამ რაღაცას ელოდნენ. აგენტებმა მალევე აიყვანეს მოთვალთვალეები . ფარდებჩამოფარებულ ბნელ სახლში იჯდა და არც კი მოძრაობდა. შემდეგ საწოლზე დაწვა გაუნძრევლად ,თვალებდახუჭული და მშვიდად სუნთქავდა. ნაბიჯების ხმა არც გაუგია ისე მიუწვა ვიღაც გვერდით. -ასე ისვენებ ხოლმე? -ასე იპარები გოგონებთან სულ? -ასეთი მშვიდი ხარ სულ როცა მუქარის წერილებს გიგზავნიან? მეგონა შეგაშინებდი ცოტას მაინც -შენ იყავი? -სხვა გეგონა? იმედები გამიცრუე -კარგია რომ გამომიგზავნე დამეხმარა- უყურებდა და იღიმოდა.მერე მისკენ მიიწია და გვერდიდან ჩაეხუტა -ახლა მე დამეძინება და შენ აქ არ დარჩე ,გთხოვ -ვინმეს ელოდები? -ნწ ... -წამალი დალიე ? -არ მინდა ფხიზელი ვიყო ... ...... ბნელოდა, ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა ის კი გარბოდა. მთელი ძალით გარბოდა და ცდილობდა როგორმე ირაკლისთან მიეღწია.გრძნობდა რომ საფრთხე ემუქრებოდა , სადღაც სორს მის სილუეტს ხედავდა ეძახნდა,მაგრამ ის არ პასუხობდა არც კი უყურებდა. ხედავდა როგორ უახლოვდებოდა შრამიანი კაცი იარაღით ხელში , უფრო სწრაფად გარბოდა ბოლოს ყიფიანთან მიაღწია მთელი ძალით დაეჯახა და გასროლის ხმაც გაისმა კოშმარმა გამოაღვიძა ... სრულიად მარტო იყო ბინაში და მისი კივილის ხმა არავის ესმოდა. ბალიშში ჩარგო თავი და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა.შემდეგ სწრაფად წამოვარდა საწოლიდან ყიფიანის მისამართი გაარკვია და სწრაფად გაქიცა. ნომრამდე ძლივს მიაღწია უკვე სუნთქვა უჭირდა კარზე დააკაკუნა და დაელოდა.ყიფიანი რომ დაინახა უბრალოდ დამშვიდდა ზურგი აქცია და ასე უსიტყვოდ წავიდა. უკვე თენდებოდა გრძნობდა რომ მარტო იყო,ირგვლივ ნაცნობი არავინ იყო ,არც თავდაცვის სასუალება გააჩნდა უბრალოდ უნდა დარწმუნებულიყო რომ მისი სიზმარი არაფერს ნიშნვდა და ირაკლი კარგად იყო. შემდეგ გასროლის ხმა ჩაესმა, ტკივილი იგრძნო მუცლის არეში წინ მდგომ ნაიარევ სახეს დააკვირდა და რამდენიმე გასროლის ხმა გვლავ ცაესმა, ტანდათან ბურუსში იძირებოდა შემდეგ საკუთარი დაცემის ხმა გაიგო და წყვდიადში ჩაიკარგა... რაღაც ბგერეგი ჩაესმოდა მაგრამ ვერ ამჩნევდა, სინათლის სხივი ჩანდა ,მთელი სხეულში შეგრძნება დაკარგული ჰქონდა.მოზრაობა არ შეეძლო თითქოს სუნთქვაც უჭირდა ,თვალების გახელას ცდილობდა ,მაგრამ ამასაც ვერ ახერხებდა. შემდეგ ძალა მოიკრიბა ,ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა, მკვეთრმა სინათლემ თვალი მოშრა და დაახამხამა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და წამლების სუნი დატრიალდა ირგვლივ. გვერდით თეთრხალათიანი მამაკაცი იდგა და უღიმოდა. პირი უშრებოდა, დამსკდარი ტუჩები ერთმანეთს დააჭირა და შემდეგ ენის წვერით დაისველა. სიტყვის თქმა სურდა ,მაგრამ თვალები ისევ დაეხუჭა ... კიდევ ერთი გამოფხიზლება... ამჯერად მგრძNობელობაც დაუბრუნდა ,თვალების გახელაც მარტივად შეძლო და ირგვლივ მყოფებიც შენიშნა. უკვე რამდენიმე თეთრხალათიანი იმყოფებოდა ოთახში და ყველა სხვადასხვა რამეს ამოწმებდა. -სად ვარ...რა მოხდა? -კლინიკაში ხართ... გესროლეს . ოპერაცია გაგიკეთეთ და მალე კარგად გახდებით. -მესროლეს? -არ გახსოვთ? არაუშავს მალე აღიდგენთ ბოლო დეტალებს... დასვენება გჭირდებათ საუბარი ვეღარ შეძლო , უბრალოდ ოთახს მოავლო თვალი. ექიმებს უყურებდა როგორ მოხსნეს სხეულზე მიმაგრებული სხვადასხვა მილი და მხოლოდ წვეთოვანი დაუოვეს საიდანაც წამალი უწყვეტად მიდიოდა. ბოლომდე ვერ ფხიზლდებოდა,კადრები ისევ ბუნდოვანი იყო ,ძილბურანში იყო და გამოფხიზლებას ვერ ახერხებდა,არც დაძინება სურდა. შემდეგ კარი გაიღო ლილი და ლადო შევიდნენ. ქალს ცრემლების კვალი ეტყობოდა სახეზე,მაგრამ მაინც მშიდი გამომეტყველება ჰქონდა. კაცი კი გაფითრებული ,თვალებდაწითლებული მიდიოდა შვილის საწოლისკენ. -როგორ ხარ პატარავ? -კარგად.! დედა დაიჭირეთ ის? -გაიქცა ,მაგრამ -ლილი აღარ შეწყვეტ?!-კაცმა ბრაზიანი მზერა მიაპყრო ცოლს და ისიც წამსვე გაჩუმდა -გახსოვს რა მოხდა? -ბუნდოვნად... ბოლომდე ვერ ვიხსენებ -ბევრი არ ილაპარაკო პატარავ...ყველაფერი დალაგდება აი ნახავ! მთავარია კარგად ხარ -ჩემო გოგონები კარგად არიან? მათთან ხომ არ იყო- სიტყვები უწყდებოდა,იმდენად დაბოხებული ჰქონდა რომ ვერც კი ცნობდა საკუთარ ხმას . -კარგად არიან... დერეფანში გელოდებიან -დიდხანს ვერ დავრჩები ...უნდა წავიდე დე ხომ გესმის -მამა შენც წადი ..დაისვენე კარგად ვიქნები მე . ერთმა მიპოვა და არ მინდა სხვებმად მომაგნონ შენი აქ ყოფნა არ შეიძლება -ამდენს ნუ ლაპარაკობ გთხოვ! დაიღლები... პატარავ ვერ წავალ ! ასე ვერ დაგტოვებ -მართალს ამბობს ლადო ...სჯობს შენც წამოხვიდე-ქალი არ ტყდებოდა ისევ მშვიდად ესაუბრებოდ აიმის მიუხედავად რომ ქმარი ბრაზით იყო სავსე და მზერითაც კი ეჩხუბებოდა. -მიყვარხარ პატარავ -შუბლზე აკოცა და უკან დაიხია -მეც მამა ისევ დაცარიელდა პალატა ,ისევ წამლების სუნი დატრიალდა და შემდეგ სისუსტემ სძლია, თვალები თავისთავად დაეხუჭა და ჩაეძინა. უკვე ღამე იყო რომ გაეღვიძა,პალატას შერში ჩამაგრებული ნათურები ანათებდა .მარიტა მარტო აღარ იყო. გვერდით თავისი გოგონები ჰყავდა. სავარძლებში ისხდნენ და მის თითებს ჩასჭიდებოდნენ. -მარიტა... -გოგონებო აქ ხართ? -როგორ შეგვაშინე ... -მაპატიეთ! მეც არ ვიცოდი რას ვაკეთებდი ,ვერც კი გამოვფხიზლდი თითქოს სიზმარში ვიყავი... -ხომ კარგად ხარ ! ძალიან გტკივა ჭრილობები? -ვერ ვგრძნობ ! იმედია დიდი ნაიარევები არ იქნება -ოთხჯერ გესროლეს და მეეჭვება ისევ გლუვი რომ დარჩეს შენი კანი ... -რა არის უფასოდ არიგებდნენ ტყვიებს? -გაიღვიძე მძინარე ალქაჯო? - პალატაში გიორგი და უტა შევიდნენ გოგონებისთვის ყავა და საჭმელი ჰქონდათ ხელში -როგორ ხართ თქვენო უმაღლესობავ? -როგორი შეგრძნებაა ოთხი ტყვიის კვალი -თქვენც აქ ხართ? -ამ ამბავს გამოვაკლდებოდით? ორი დღეა ვერ ლაპარაკობ -ახლა ხომ ვლაპარაკობ! -შეგვეშინდა მარიტა , მეგონა მთელი ცხოვრება სიმშვიდეში უნდა გამეტარებინა და შემეშინდა -გიორგი დაიხარა და შუბლზე აკოცა- თუ ღმერთი გწამს ყურადღება გამოიჩინე თორემ სად შემიძლია ანჩხლ ცოლისდაზე ნერვიულობა -ნუთუ გეგონა დაგტოვებდით -არ გვეგონა ,მაგრამ შეგევშნდა ვაი თუ ლაპარაკი ვერ შეძლოს -უტამ გაუღიმა და ელენას გვერდით დაჯდა -ექიმმა თქვა მალე კარგად იქნება ძლიერი გოგოაო .თითქოს ჩვენ არ ვიცოდით როგორი ხარ -რამდენი ხანია რაც აქ ხართ... -ორი დღეა...უკვე მესამე დაიწყო -რბილი სკამები აქვთ დერეფანში? -საოცარი ... რომ დაჯდები ეგრევე გეძინება ექთანი შევიდა და ყველას გასვლა სთხოვა წამალი უნდა გავუკეთოო . -წადიტ რა სახლებში.. ხვალ ისევ მოდით და ჩემი მარტო დატოვება არც იფიქროთ აქ გავგიჟდები.მაგგრამ ახლა წადით ,მართლა იცოდეთ რომ გავიღვიძებ და იგივე ფორმაში იქნებით აღარ შემოვაშვებინებ ...ვერ ვლაპარაკობ ბევრს ჯანდაბა -კარგი წავალთ! გვიყვარხარ გადარეულო -მეც ... თქვენც მიყვარხართ - მკრტალად გაიცინა და ბიჭებს გახედა. შემდეგ ექთანს მიუბრუნდა რომ გაიგო დამაძინებელს უკეთებდნენ თვალები აატრიალა ,მაგრამს რას იზამდა უკვე მიდიოდა ვენისკენ წამლის წვეთები. შემდგე უკვე ირაკლის სურნელმა გამოაღვიძა. ყიფიანის არომატი ერეოდა საავადმყოფოს სუნს და ყველაფერს შთანთქავდა. თვალები გაახილა და ირგვლი მიმოიხედა, არავინ იყო სულ არავინ.კართანაც კი არავინ იდგა არადა ცხადად გრძნობდა მის სურნელს. ფანჯარაში გაიხედა,უკვე მზე ამოსულიყო , საათი 6 უჩვენებდა. კარი გაიღო და მანაც მზერა მისი მიმართულებით გადაიტანა -ირაკლი... -რა იქნებოდა ყურადღებით ყოფილიყავი და ჭრილობების გარეშე მენახა შენი შიშველი სხეული -ნაიარევებიც მომიხდება ხომ იცი არა?-ისევ კართან იდგა და უყურებდა. -არ მითხრა რომ შენც შეგაშინე -ვერაფერს ვგრძნობდი... -ისე უბრალოდ მოხვედი ? -ერთიანად დავცარიელდი ,ფანჯრიდან რომ გადმოვიხედე და სისხლის გუბეში შენ ამოგიცანი თითქოს გავქრი . რაც აქ შემოვედი მას მერე დავბრუნდი და მგონი აღარსად წავალ -გაგიჟებულხარ ყიფიანო ! -ამღვრეული თვალებით უყურებდა უკვე მის გვერდით მყოფს, როგორ უახლოვდებოდა მის სახეს ,მის სუნთქვას გრძნობდა და მთელი სხეული უკრთოდა -მე შენ გარეშე გავგიჟდები და ამისთვის რამდენიმე თვის გაქრობა ღირს . -გინდა მთელი ჩემი მოღვაწეობა საქართველოში გააქრო? -მინდა მიყვარდე ...შენ არა? -არა! -უთხრა და თავად შეეხო მის ტუჩებს. გაუხეშებულ ბაგეებზე მისი რბილი ტუჩების შეხება მალამოსავით იყო. თითქოს დაკარგული ძალა ბოლომდე დაუბრუნდა-ჩემი სყვარულიც გვეყოფა... -და მე იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე წარმოდგენა შეიძლება ................ ალბათ გაგიკვირდებათ მაგრამ ეს ისტორია გამორჩეულად მიყვარს და წაკითხულიც კი მაქვს თავიდან ბოლომდე, წერის დროსაც ყველაზე მეტად ვიხალისე და რატომღაც ვგიჟდები უმცროს ყიფოზე და მარიტაზე ....... მალე დავდებ შემდეგ ნაწილებსაც და თქვენს საყავრელ დათაზე და მარიამზეც იქნება სრულად ისტორია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.