შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმა


30-11-2017, 18:17
ავტორი melina
ნანახია 1 893

წვიმდა...ნისლითა და ბურუსით მოცულ ქუჩაში მიაბიჯებდა გოგონა,თავდახრილი...ხშირად ისწორებდა წვიმისგან დასველებულ თმებს კიდევ უფრო სველი და ცივი ხელებით...უმისამართოდ მოავლებდა თვალს არემარეს,მერე კი ისევ ქვაფენილს უბრუნდებოდა მისი ნაღვლიანი მზერა.სველდებოდა მაგრამ სულაც არ ადარდებდა,ან იქნებ ვერც გრძნობდა ფიქრებში გართული,არც ჭექა-ქუხილით დაბზარული ზეცა აშინებდა,მას მხოლოდ იმ სიმარტოვის და სიცარიელის ეშინოდა რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ხედავდა და გრძნობდა.ქალაქი არ იყო დაცლილი,პირიქით ბარები სავსე იყო მომღიმარი ახალგაზრდებით,მაგრამ ის მაინც მარტო იყო,ყველა და ყველაფერი ეუცხოებოდა,არავისგან ელოდა თბილ გაღიმებას,რადგან ის ისეთივე უცხო იყო ამ პატარა მყუდრო ქალაქისთვის როგორც მისთვის იყო ქალაქი...„აქ წვიმაც კი სხვანაირად ცივია“გაიფიქრა და ახლაღა გააცნობიერა რომ ერთიანად სველი იყო,თვალი ისევ გააპარა ქუჩის კუთხისკენ,მისი მზერა კი სულაც არ ეკუთვნოდა იმ შეციებულ და აბუზულ მტრედს რომელსაც დაჟინებით უცქერდა,ის ახლა იმ შორეულ და სანატრელ ქუჩებზე ფიქრობდა სადაც ერთ დროს ბედნიერი სახით დააბიჯებდა...და...და რა იცვლებოდა ფიქრით,რეალობა ის იყო რომ ისევ წვიმდა,გოგონა კი ისევ უხმოდ მიაბიჯებდა ქვაფენილზე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent