შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისინი (ბოლო ნაწილი)


2-03-2018, 00:00
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 67 211

ერთფეროვნებამ დაღალა
რაღაც ახალი სჭირდებოდა .
სამსახურში ყოფნა აღარ აბედნიერებდა, არც მეგბრებთან და ოჯახთან ერთად ყოფნა სურდა. ახლისკენ სწრაფვა ჰქონდა. დიდხანს ფიქრობდა რა სჭირდებოდა. ჰობი უარავი ჰქონდა, ბევრი რამ ისწავლა, უბრალოდ ისე ცხოვრობდა ეთფეროვანი ნამდვილად არ იყო მისი ცხოვრება, ხანაც ჯირითი იტაცებდა, რბოლა, ლაშქრობა, უამრავი სპორტის სახეობა და არც ცეკვასა და სიმღერაზე ამბობდა უარს. ხატვასაც კი ცდილობდა,მაგრამ რომ არ გამოუვიდა შეეშვა. ყველაფერი მალე ჰბეზრდებოდა,საკუთარი პროფესიაც კი .მიუხედავად იმისა რომ გიჟდებოდა არჩეულ საქმეზე არასდროს იყო თავდადებული ექიმი, ისეთი როგორიც ირგვლივ ჰყავდა. უბრალოდ უყვარდა თავისი საქმე და ცხოვრების სიტკბოებაზეც არ ამბობდა უარს. ყოველთვის ერთი პრინციპი ჰქონდა ,ცხოვრება მოკლეა და ბოლომდე უნდა ისიამოვნო მისით.
კაბინეტში იჯდა ,ტყავის სავარძელში მოკალათებული და ტრიალებდა. უცებ გაჩერდა ,სწრაფად წამოდგა და ოთახი დატოვა. დერეფანში მიქროდა და ერთ-ერთ კაბინეტთან შეჩერდა ,კარი დაუკაკუნებლად შეაღო და შევიდა
-პაციენტი მყავს დე ... ხუთ წუთში შემოდი
-მივხვდი რა მჭირდება
-დე ხუთ წუთში -ქალმა მკაცრი მზერა მიიღო და ისიც დაჯდა. ვერ ისვენებდა, თიტებს და ფეხებს აკაკუნებდა. როგორც კი პაციენტი გავიდა მაშინვე წამოდგა და დედას წინ აესვეტა,როგორც ყოველთვის ახლაც უბრწყინავდა თვალები და ამ დროს პატარა ბავშვს ემსგავსებოდა-სამოგზაუროდ წავალ!
-ისედაც ყველა ქვეყანაში ხარ ნამყოფი ,თითქმის ყველა ქვეყანაში და არ მითხრა რომ ისევ ავღანეტში წავსვლა და იქაურ კლინიკაშ მუშაობა აიჩემე! ჩვენ ამაზე არ დაგთანხმდებით ხომ იცი
-მართალია, ვიყავი ყველგან ,მაგრამ ციდან ვაკვირდებოდი და ეს სულაც არ იყო საოცარი სანახაობა . ნახევრად მეძინა ... ხომ იცი წყალი როგორ მიყვარს და ამიტომ გემით ვიმოგზაურებ ამჯერად. ზუსტი მარშრუტი არ ვიცი არც ის პირველად სად წავალ,მაგრამ დედააა
-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?
-ძალიან
-დიდი დრო დასჭირდება ...ამდენ ხანს არ მოგბეზრდება? იმ ადგილების ნახვა თან სადაც ნამყოფი ხარ და ახალს არაფერს ელი
-თუ მომბეზრდება გავჩერდები ნებისმიერ პორტში და გამოვფრინდები უკან რა პრობლემაა დედა? დეეე დედიკოოო ...მითხარი რამე თორემ წავალ და ჩემ ძლევამოსილ მამიკოს დაველაპარაკები ,რომლის სიტყვას წინ ვერავინ აღუდგება- ხმა აიმაღლა და ძლივს შეკავებული ღიმილით განაცხადა
-ხანდახან როგორი ცანცარა ხდები შვილო ამ დროს მგონია რომ სულ ბიძაშენის ასლი ხარ
-დიახაც რომ ...მე უფრო ვგავარ ჩემ ბიძიკოს ვიდრე თავისი შვილები.ახლა კი ქალბატონო მიპასუხეთ თანახმა ხართ თუ არა
-როდის მითქვამს უარი ..თუ შენ ეს გინდა ისღა დარჩა რომ ისევ აბარგდე,გეგმა შეიმუშაო ყველაფერი დაგეგმო და მომდევნო გამოწვევისთვის მოემზადო.მომდევნო თავგადასავალი და ისევ მიდიხარ. ოდესმე ჩემთან ახლოს დარჩები? აქ რისთვის დაბრუნდი მხოლოდ ორი წელი გაუძელი და ისევ წასვლა გინდა
-კარგი რა დედიკო ,ჩემო ლამაზო დედი ,ჩემო დახატულოო ,ჩემო ლამაზთვალებაა არ მოიწყინო რა. რომ დავბრუნდები გეფიცები დიდხანს აღარ წავალ.ახლა უბრალოდ მჭირდება ეს.თანაც აქ უკვე ზამთარი იწყება,ვერ ვიტან სიცივეს და თბილ ქვეყნებისკენ გავცურავ . მე ხომ ჩიტივით ვარ თუ არ ვიფრინე არ შემიძლია დეე
-მამაშენს შენ ეტყვი ! მე რომ ვუყურებ როგორ ბრაზდება ან ცუდად ხდება ხომ იცი გული მიჩერდება. ხოდა თავად უთხარი,თავად გამოუკეთე ხასიათი და მე რომ მოვალ იცოდე ჩემი ტკბილი ქმარი დამხვდეს თორემ არსად გაგიშვებ
-არის დედოფალო , წავედი ჩემ ძმასაც მე ვეტყვი . შევუვარდები კაბინეტში ,იმედია სპერმის სინჯარა არ დაუვარდება - კისკისით აკოცა და წავიდა. მართლა შეუვარდა უმცროს ძმას ოთახში და პირდაპირ მოეხვია
-რა ხდება პრინცესა? ასე რამ გაგახარა? გადაწყვიტე ახალი პროფესია აირჩიო ხომ?
-გემით მოგზაურობა გადავწყვიტე,უზარმაზარი გემით გავცურავ ოკეანეში მოვინახულებ უკვე მრავალჯერ ნახულ ქვეყნებს ვესტუმრები . საპორტო ქალაქებს ვიხილავ ამჯერად , ბევრგან ალბათ არც ვარ ნამყოფი
-მოგზაური გინდა გახდე? ბარემ აფრიკის ჯუნგლებში იხეტიალე გველებით და ათასი ცხოველით სავსე ტყეში და ექსპედიციები ჩაატარე
-ვიფიქრებ მაგაზეც ჩემო ლოდთა,ლოდო ძმაო . შენ მანამდე კვერცხუჯრედები ხელოვნურად გაანაყოფიერე, დედებს შვილები აჩუქე და სხვისი ბავშვები სექმენი დაბერდი და დაჩაჩანაკდი. მე კი შენზე ორი წლით დიდიც კი შენზე ახალგაზრდა ვიქნები მუდამ ,რადგან მხიარულება,სიცილი და თავისუფლება აახალგაზრდავებს-ლოყები დაუკოცნა და მუხლებზე დაუსკუპდა -მომენატრები ლოდთა ლოდო
-მეც ,მაგრამ ჩვენ სულ გვენატრები .აქ რომ ხარ მაშინაც სხვაგან დაფრინავ
-კარგი ახლა ნუ გამომიყვან მეოცნებედ
-არა,მეოცნებე ნამდვილად არ ხარ, რაც გინდა ყველაფერს აკეთებ და ოცნებაც არ გჭირდება ,უბრალოდ შენ ცალკე განზომილება ხარ.- თვალებში უყურებდა ბიჭი ,მერე თავზე გადაუსვა ხელი შუბლზე აკოცა და გულზე მიიკრა- ჭკვიანად იყავი , ყველაფერზე იფიქრე და არასდროს მოდუნდე
-როგორ მიყვარხარ ჩემო ლოდთა ლოდოო . საუკეთესო ძმა ხარ მსოფლიოში - ყელში აკოცა, ხელები მოხვია და გაიტრუნა
-იმ შენს რომეოს ტოვებ გოგონი?-დუმილი დაარღვია ბიწმა და გაიღიმა
-დამცინი ხომ? ჩემი რომეო არ არის ხომ იცი . ის ჩემს გულში არ არის, ვუყვარვარ,მაგრამ არ ვიცი .მოკლედ არც მიფიქრია მაგაზე.როგორმე გავძლებ მის გარეშე- გაიცინა და ძმას მოშორდა- აბა ჩემო ლოდთა ხელმწიფევ მე დიდი ბეადი ჩვენი შემქმნელი და ხელმწიფეთა ხელმწიფე დიდი დედოფლის დამამუნჯებელი მამაჩვენი უნდა ვნახო
-გზა ხსნილია... საღამოს გნახავ -გაუღიმა ბიჭმა და წავიდა.
მამასთან ყოველთვის ყველასგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა.მამა ის იყო ყველაფერი მისთვის , მისით ამაყობდა, აღმერთებდა და ეთაყვანებოდა . ამას არასდროს ამბობდა, არც იყო სიტყვები საჭირო მამას ყოველთვის ყველაფერი ესმოდა და ქალიშვილის რა თქმა უნდა ყველაზე უკეთ. სამსახურში არ იყო ,ამიტომ იქეთ წავიდა სადაც ტავისუფალ დროს შეიძლება ყოფილიყო .
საყვარელი ბიძიკოს სახლში იიყვნენ მეგობრები შეკრებილები. ვისაც დრო მოუნახავს, ისხდნენ და საუბრობდნენ .
-ჰე აბა გამოტყდით სად გყავთ ქალები გადამალული...ჰაა წავიდა ბიცო და აუშვი აფრები ბიძიკო ხომ? ნწ ნწ ნწ რომ იცოდე როგორ გაბრაზდება? არ უთქვამს რო კამერა დაამონტაჟა ოთახში წასვლამდე?
-ჩემიი გოგო მოვიდაა სად ხარ ქალბატონო სად . ამათ შემიწუხეს გული..ყველა კლდე ერთად სეიკრიბა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ.
-ჩემი მამიკოს ნახვა მინდოდა და ვიპოვე კიდეც.
-რა ხდება ?
-მაა სალაპარაკო მაქვს , პირისპირ
-ყველაფერი რიგზეა ლამაზო?- სხვებმაც გამოხედეს და მაშინვე დაიძაბნენ
-ნუ ღელავთ ჩემო საყვარელო ბიძიკოებო..მშიდობააა არავის სჭირდება თავ ყბის გაერთიანება
-მოკლედ რა...ხომ ვერ ვიპოვე გასართობი! ჩხუბსაც აღარ გაცლიან
მამა მაშინვე წამოდგა და დინჯი ნაბიჯებით დაიძრა ეზოს მეორე ნაწილისკენ.
-ყველაფერი რიგზეა ?
-მააა
-რაღაც მოიფიქრე ხომ? პირდაპირ მითხარი
-გემით მოგზაურობა მინდა...გეფიცები უსაფრთხო იქნება. ისეთ მარშრუტს შევარჩევ რომ არაფერი დამემუქრება, ხათაბალაში არ გავეხვევი. ყველა საჭირო ნივთი თან მექნება და სულ დაგიკავშირდებით . დიდხანს არსად შევყოვნდები და ბევრ ფოტოებს გამოგიგზავნი იმაში დასარწმუნებლად რომ კარგად ვარ
-მომზადებულხარ !
-ვერ დაგარწმუნე? მაა
-ყველაფერს რომ დაგეგმავ, დეტალურად გაარკვევ მერე ვისაუბროთ,ახლა არ ვიცი .
-კარგიი - უცებ აკოცა მაგიდასთან მსხდომებს დაემშვიდობა და წავიდა.
ყველაფერი გაარკვია,ყველა დეტალი შეისწავლა.დაემშვიდობა მეგობრებს,“შეყვარებულს“ ოჯახისწევრებს ბარგი ჩაალაგა და წავიდა.
მოგზაურობა ნამდველად შთამბეჭდავი იყო. უზარმაზარი გემი, უამრავი მოგზაური და საოცარი გარემო. ძირითადად ხედებით ტკბებოდა, უამრავ ფოტოს იღებდა და აქვეყნებდა.ყველამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი და მშვიდად იყვნენ.
ორ თვიანი მოგზაურობის შემდეგ მიაღწია იმ ადგილებს რისი ნახვაც მთავარი სურვილი იყო. შეიცვალა სამგზავრო საშუალება,როცა ერთი კურსი ამოწურა და ექსკურსია დაასრულა სხვა ტურს სეუერთდდა. უფრო პატარა გემი იყო ,ნაკლებად მიმზიდველი მაგრამ იმ ადგილებსი მიდიოდა სადაც მას სურდა.
შუაგულ ოკეანეში ,ყველა ქვეყნისგან შორს იქ სადაც მხოლოდ კუნძულებს შეხვდებოდა, უცხო გარემოს . ვეღარ ახერხებდა მსობლებთან კონტაქტს, იქედან რომ გავიდოდნენ შემდეგ.
წყნარი ოკეანე , როგორ მოსწონდა ყველა იმ ადგილის ნახვა რასაც ოდესღაც რუქაზე ნახულობდა .სულ აინტერესებდა კუნძულების ნახვა,იმ კუნძლების სადაც არავინ ცხოვრობდა,რომელზეც არავინ საუბრობდა ,სადაც არასდროს ყოფილა.
ბაქანზე იდგა , ტალღებს უცქერდა .
ძლიერი ქარი ქროდა ,მალე უნდა გაჩერებულიყვნენ.
ღამდებოდა, ღუზა ჩაუშვეს და გემმა სვლა შეწყვიტა. ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო. წვეულებები ეწყობოდა, სიმღერის ხმა ისმოდა. მას კი მსგავსი გართობა არ ადარდებდა, არავის აკვირდებოდა,მის სიახლოვეს არავინ იყო თორემ აუცილებლად დაინტერესდდებოდა. მხოლოდ გარემოს იკვლევდა და ამით ტკბებოდა. ერთი ჭიქა წვენი ეჭირა ხელში და შორს ,სიბნელეში ჩაკარგულ ცისფერ სივრცეს ეძებდა. თითქოს ისევ დაინახავდა ფერს რომელიც ასე ძალიან მოსწონდა. ყოველ ღამით უყურებდა მთვარეს ,აფიქსირებდა მომენტს როცა იგი ოკეანეს ერწყმოდა და მასში იკარგებოდა. ფერები ერთმანეტს ერეოდა და მზე ყველაფერს ანათებდა.
იმ ღამით უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა, აქამდე მსგავსი რამ არ უგრძვნია.თითქოს დაუცველობის გრძნობა გაუჩნდა,რაღაც იდუმალის შიში იგრძნო. ინსტიქტი ჰქონდა ,როდესაც საფრთხე ემუქრებოდა წინასწარ იწყებდა ფიქრს და ამჯერადაც მიაშურა კაიუტას. ნივთებს გადახედა და ხმაური რომ მოესმა უკან გაბრუნდა უზარმაზარი ზურგჩანთით,რომელიც ყველა საჭირო ნივთით ჰქონდა სავსე ასე ვთქვათ სატადარიგო იყო. ზურგჩანთა მხარზე მოიგდო და დერეფანში გავიდა. იმდენად დიდი იყო გემი მთლიანად მოვლილიც არ ჰქონდა. ბოლო სართულზე ავიდა და გარეთ გააღწია. ხმაური ესმოდა, გაურკვეველ ენაზე საუბრობდნენ, დაინახა მეორე გემი რომელიც ძალიან ახლოს იყო. ხალხი ,რომელიც გადავიდა და სიტყვები რომელიც არაფერს ატყობინებდა.როცა მიხვდა რომ გემს თავს დაესხნენ იმ წამსვე ინანა ბოლოს განხორციელებული ცვლილება. ნანობდა რომ მარშრუტი სეცვალა, ნანობდა რომ იმ გემზე ავიდა და შეთანხმება დაარღვია . ერთადერთი რაც შეეძლო თავის გადარჩენა იყო, ეშინოდა ,მაგრამ იმდენად ძლიერი იყო არ მისცემდა არავის ნებას რომ მისი თავისუფლება შეეზღუდა . იცოდა სადაც იყო სამაშველო ჟილეტები და ნავები. სწრაფად და ამავე დროს ფრთხილად მოძრაობდა, ნავში რომ ჩავიდა და ნიჩბები მოუსვა მხოლოდ გემიდან წამოსული სინათლე უკვალავდა გზას. სულ ოდნავ იყო მოშორებული გემს ,როცა თავში რაღაც მოხვდა ყველაფერი ბურუსმა მოიცვა და გაითიშა.ესმოდა ყვირილის ხმა, სროლის, კივილის, ტალღების ხმა ყველაფერი ერთმანეთს ერწყმოდა და ყურებში ზუზუნით ვრცელდებოდა.ნავი მიდიოდა, არ გაჩერებულა,არც ადგილიდან დაძრულა,არავინ შეხებია ,არაფერი უჭირდა უბრალოდ გამოფხიზლებას ვერ ახერხებდა. ბოლოს მთლიანად შთანთქა წყვდიადმა, როცა ტალღებმა ბობოქრობა დაიწყეს, როცა ნავს ეხეთქებოდნენ და წყალში აღმოჩნდა. ახსოვდა რომ ებრძოდა ტალღებს, რომ არ თმობდა სიცოცხლეს , არ ნებდებოდა. შემდეგ ტალღამ აიტაცა და ისეთი ძალით ცაითრია რომ გამოღწევის ბოლო იმედი ჩაუქრა. ამჯერად სიბნელეში აღმოჩნდა,არარც ხმები იყო,აღარც შეგრძნება, აღარც მთვარის შუქი ...
ერთიანად აევსო ფილტვები , ვიღაც ეხებოდა მკერდზე, ტუჩებზე და რაღაცას უყვიროდა. ბოხი ხმა ჰქონდა, თითქოს მის ბრძანებას უნდა დამორჩილებოდა. სიტყვებს ვერ არცევდა მხოლოდ ხმას, შემდეგ გაიაზრა რომ გულის არაპირდაპირ მასაჟს და ხელოვნურ სუნთქვას უკეტებდნენ, ახლა უკვე გაჩერდა. წყალი რომ გადმოღვარა პირიდან და ხველა აუტყდა ქვიშაში იყო თავით დაშვებული. სახის ნაწილი მთლიანად ქვიშიანი ჰქონდა, მთელს სხეულზე გრძნობდა იგივეს. მხოლოდ ტერფებზე ეხეთქებოდა ცივი წყალი და ვიღაც ისევ უყვიროდა. სახეში გაარტყა, არა ძლიერად მაგრამ იმისთვის საკმარისი იყო დახშული სმენა რომ აღედგინა,თვალებს მზის შუქი ჭრიდა და ვერ ახელდა, ძალაც არ ჰქონდა საამისოდ. თითქოს კიდურების მოძრაობაც არ შეეძლო.პირი ფართოდ გაეღო, გამშრალი დამსკდარი ტუჩები ეწვოდა , პირი უშრებოდა , ხორხი ეწვოდა საყლაპავი თითქოს სილით იყო სავსე და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, ნერწყვსაც კი ევრ ყლაპავდა თითქოს ჯირკვლებმა მისი გამოყოფა ერთიანად შეწყვიტეს, ერთი წვეთიც კი არ ჰქონდა . ვიღაც უჭერდა ხელზე, ის ვიღაც უკვე მის გვერდით დაემხო ნახევარი სხეულით გრძნობდა მის შეხებას, მის სუნთქვასაც გრძნობდა სიოს ერწყმოდა და ყელს უახლოვდებოდა. აღარ ეძახდა, აღარ ყვიროდა, საერთოდ არაფერს აკეთებდა უბრალოდ ღრმად სუნთქავდა ,შიგადაშიგ ახველებდა და ხელს უფრო ძლიერად უჭერდა იმდენად რომ შეგრძნებაც კი დაუბრუნა. უკვე ტკივილს გრძნობდა. მთელი სხეული ტკიოდა...
დიდხანს იწვა ასე, მზე ისე აღარ აცხუნებდა, უკვე უბრალოდ სითბოს გრძნობდა,კანიც ეწვოდა .მაგრამ მოძრაობა მაინც არ შეეძლო, გვერდით მყოფი აღარ ინძრეოდა, აღარც ხელს უჭერდა მისი ხელი მუცელზე ედო ,სრულიად ძალაგამოცლილი ჩანდა, აღარც სუნთქვა იყო იმდენად ხშირი თითქოს აღარც ესმოდა მისი სუნთქვის ხმა .
„თვალები გაახილე უბრალოდ თვალები გაახილე ,შენ ხომ ძლიერი ხარ. იბრძოლე, შენივე არცეული გზა შენვე უნდა დაასრულო, შენ უნდა მიაღწიო ბოლომდე !“ -თიტქოს ხმა ჩაესმოდა ზემოდან, ვიღაც უყვიროდა განწირული ხმით ამ სიტყვებს. რამდენჯერმე გაიგო , სულ ერთიდაიგივე . შემდეგ კი ძმის სიტყვები გაახსენდა“ჭკვიანად იყავი , ყველაფერზე იფიქრე და არასდროს მოდუნდე . პრობლემა იპოვე, დაუპირისპირდი და გადაჭრის გზები იპოვე!“
პრობლემა ნამდვილად დიდი ჰქონდა...
ახლა კი მასთან დაპირისპირება სჭირდებოდა.
ის ძლიერი იყო, მას ეს უნდა მოეხერხებინა და შეძლო კიდეც.
ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა, პირველი რაც დაინახა ჰორიზონტზე ტყე,ქვიშა და წყალი იყო. მზე ჩადიოდა , ხეებს შორის იმალებოდა და ამავე დროს ოკეანეში იძირებოდა სადღაც ხეების მიღმა რომ იყო.
ჩასუნთქვა გაუწირდა, ყელი აეწვა როცა პირით ჩაისუნტქა ჰაერი. ენა ტუჩებზე გადაისვა და ისიც აეწვა,შემდეგ იკბინა ტკივილის გასაყუჩებლად და ხავილი აღმოხდა. ხმას ვერ იღებდა. რამდენჯერმე დაახველა.თვალები ისევ დახუჭა და ხველა განაგრძო. თითქოს ყელი გაეწმინდა , ჯირკვლებმაც ნერწყვის გამოყოფა დაიწყეს და კუნთებმა შეკუმშვა სცადეს ძვლების მოძრაობასი მოყვანისთვის. თითები მომუშტა და გაშალა, სისხლის მოძრაობაც კი სესუსტებული ჰქონდა, ხელი რომ აამოძრავა ოდნავ წამოიწია, თავი გვერდით სეაბრუნა და ქვიშაში ჩაფლულ სხეულს შეხედა ,სწორედ მისი ხელი ეგდო მუცელზე. ერთ დროს სველი მაისური მზის სხივებს ტანზე შეესროთ, უკვე ოფლის წვეთები ეტყობოდა, შარვალი ეცვა , კედები და ყველაფერი სილით იყო სავსე. გადაპარსულ თავს უყურებდა და მთლიანად მოხატულ მეორე ხელს რომელიც სხეულისგან შორს გაშლილ მდგომაროებაში ჰქონდა ქვიშაზე დადებული.
გაიაზრა რომ ის იყო მისი მაშველი, რომ მან გადაარჩინა და წამსვე დაივიწყა ტკივილი. უბრალოდ ვეღარ ფიქრობდა,ის ხომ ექიმი იყო .მას ხომ არ შეეძლო ავადმყოფის მიტოვება . ბიჭს მხრებში ჩაავლო და გადააბრუნა, ფირქი რომ სეძლებოდა გაუკვირდებოდა . ნამდვილად ვერ უნდა მოეხერხებინა ეს იმდენად სუსტად იყო,მაგრამ მაინც სეძლო. ისიც მოახერხა რომ მისთვის პულსი ეპოვნა, გულისცემაც მოესმინა და დასკვნა დაედო. ის უბრალოდ დასუსტებული იყო, ბიჭი მასზე გვიან გახდა ცუდად ისიც იმავე მდგომარეობაში იყო. სიცხისგან მთელი სხეული გამოფიტული ჰქონდა.
გოგონა წამოჯდა, მუხლებს დაეყრდნო უკვე გადაზნექილი აღარ იყო. ჯერ მუხლები გაიმარგა, შემდეგ წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაისურში ჩაავლო ბიჭს მის თავთან იდგა დახრილი და ასე მიათრევდა ქვიშაზე. ჩრდილში უნდა გადასულიყვნენ სასწრაფოდ. ხესთან გაჩერდა და ძალაგამოცლილი დაეშვა ძირს. სიტყვის თქმა ისევ არ შეეძლო, ირგვლივ მიმოიხედა,ყურე დაინახა სადაც უამრავი ხე გამოერიყა წყალს. ნარინჯისფერ სხეულს შეხედა და იმედი მიეცა. სწრაფად წავიდა იქეთ , ნავი რომ შენიშნა უფრო მოემატა ძალა. ისიც ამოათრია ნაპირზე და მასზე მიმაგრებული ჩანთა რომ დაინახა გაახსენდა როგორ დაამაგრა როცა ნიჩბებს უსვამდა. ჩანთა მოხსნა და ბიჭისკენ დაიძრა. იქ რამდენიმე ბოთლით წყალი ედო . ცოტა იყო მაგრამ ესეც ეყოფოდა. რამდენიმე ყლუპი დალია და ამოისუნთქა. შემდეგ ბიჭტან დაიჩოქა,მისი თავი მუხლებზე დაიდო, სახიდან ქვიშა მოაშორა, მოკუმული ტუჩები გაუხსნა, ქვედაყბაზე უწერდა თითებს რამდენიმე წვეთი წყლით დაუსველა ტუჩები და შემდეგ ისევ სახეზე ჩამოუსვა ხელები . ვინაიდან მისი სიტყვები არ ახსოვდა არ იცოდა რა ენაზე ესაუბრებოდა. სულ ხუთი ენა იცოდა და ყველა ენაზე სთხოვდა გამოფხიზლებას ქართულის გარდა. რადგან დარწმუნებული იყო რომ იქ ქართველი არ იქნებოდა მითუმეტეს ის . ბოლოს შეწყვიტა და ხეს მიეყრდნო ზურგით. ხელები უსიცოცხლოდ დაუცვივდა ქვიშაზე ,ბიჭის თავი ისევ ფეხებზე ედო . უბრალოდ სუნთქვადა და ჰორიზონტს არ აშორებდა თვალს.
სუნთქვის ხმა ,ისევ გაუხშირდა ბიჭს სუნთქვა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და თავი ოდნავ შეატოკა. წამსვე დახედა გოგონამ და მის თვალებში ჩაიძირა. ფირუზისფერი თვალები ჰქონდა ბიჭს. წამით არ ახამხამებდა თვალებს, ქვემოდან უყურებდა გოგონას .შემდეგ წამოიწია, ისე რომ გეგონებოდათ გოგონას კოცნას აპირებსო , თითქმის შეეხო კიდეს . მაგრამ გოგონამ თავი გაასწორა და უკვე წინ მჯდომს მოავლო მზერა. ისევ არაფერი უთქვამს, უბრალოდ ბოთლი აიღო და მიაწოდა . ბიჭმა გამოართვა,ისეთი სისწრაფით მიიყუდა ეგონა ბოლომდე დაცლიდა,მაგრამ უცებ გაშერდა და ისევ უკან დაუბრუნა რამდენიმე ყლუპის დალევის შემდეგ.
-გმადლობ!-ისევ გაიგო ბიჭის ბოხი ხმა , ინგლისურად უაქცენტოდ მეტყველებდა ყმაწვილი და მანაც დაასკვნა რომ ამერიკელი გახლდათ ბატონი.
-პირველმა შენ გადამარჩინე! მაგრამ ნავში როგორ აღმოჩნდი
-როცა გადმოვიდნენ გემზე ნავისკენ წამოვედი.უკვე მიახლოვდებოდნენ დაგინახე და პირდაპირ გადმოვხტი. ნახტომი ზუსტად ვერ განვსაზღვრე და ჩემი ხელი მოგხვდა ტავში, იდაყვი . ამისთვის მაპატიე ! მერე დაგვინახეს და გვესროდნენ, როგორ გამოვედიტ არც კი ვიცი ! შემდეგ ოკეანემ არ დაგვინდო და ახლა სად ვართ არც კი ვიცი! აქ მოვკვდებით ალბათ, რა აზრი ჰქონდა იმათგან გამოქცევას ამ დაწყევლილ ადგილად თუ უნდა ვყოფილიყავით
-პანიკაში ნუ ჩავარდები! აქ მოკვლას და წამებას არავინ გვიპირებს
-ასე მშვიდად როგორ ხარ.აგენტი ხარ? ქილერი, პოლიციელი თუ ვინ
-არცერთი!
-აქ ჩვენ გარდა არავინაა და იქნებ მელაპარაკო მაინც
-არ მიყვარს უცხოებთან უაზრო საუბრები
-არც მე მიყვარს ბევრი ლაპარაკი ,მაგრამ აქ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ თორემ ორივე დავიღუპებით.
-უკვე ბარი-ბარში ვართ ! 2:2 სიცოცხლის გადარჩენაში- თვალები დახუჭა და ისევ ხეს მიეყრდნო
-აქაურობა უნდა დავათვალიეროთ. ფართობი გავიგოთ, იქნებ ცხოვრობს კიდეც ხალხი სხვა მხარეს.
-შენ სეგიძლია სიარული?
-არა!
-არც მე ! ამიტომ სხვა დროს იყოს. თავზესაყრელად გვაქ დრო.
-იქნებ არაა მოცდა კარგი აზრი,იქნებ ცხოველი დაგვადგეს მერე?
-ტყეში მეტი იქნება დამიჯერე! აქ ერთი მოვა ,ტანაც მეეჭვება ოკეანეში შეცუროს რომელიმემ და აქ ზვიგენი არ მოვა- მაქსიმალურად ცდილობდა ენერგიის დაზოგვას, სხეული მოადუნა ,კიდურები ჩამოუშვა ,ხეს მოშორდა ჩანტაზე დადო თავი და ქვიშაზე დაწვა. გრძნობდა დაჟინებულ მზერას რომელიც ჯერ სახეს უწვავდა, შემდეგ კი მთელს სხეულს - ჩემი ანატომიის სესწავლა არაფერს გარგებს, ნამდვილად ვერ აღმოაჩენ კუდს და ბრჭყალებს, არც ეშვები მაქვს და არც შხამი .- არც კი გაუხელია თვალი ,არც შეტოკებულა ისე უთხრა .
-ისე მესაუბრები თითქოს ყოველ წელს თვესი ერთხელ იკარგები უკაცრიელ კუნძულზე !
-რაც მეტს იფიქრებ ,მით უფრო ცუდი რამეები გაგახსენდება და გული გაგისკდება!არ მინდა ცხედართან ყოფნა, შენ დამარხვას კი ვერ შევძლებ !
აღარაფერი უთქვამს ბიჭს. სადღაც იქვე იყო, მისი სუნთქვა ესმოდა .ღრმა და მშვიდი სუნთქვა. მზე ჩადიოდა, ისევ ყველაფერი ტკიოდა, უკვე კუჭიც საშინლად ეწვოდა.იცოდა რომ რაღაც ჰქონდა ჩანთაში, მაგრამ ადრე იყო მისი გამოჩენა. ორი ადამიანისთვის ადრე,უნდა მოეთმინა .ერტი დღე რომ ეშიმშილებინა არაფერი მოხდებოდა. მან ხომ არ იცოდა იქ რა ხდებოდა,იქნებ ვერაფერი ეპოვნა შემდეგ საკვებად. უკვე გეგმებს აწყობდა, იხსენებდა ყველა დრეს რაც ოჯახისწევრებთან ერთად ჰქონდა ტყეში გატარებული და ყველა წესს, ფილმებსაც იხსენებდა კუნძულზე დაკარგულების შესახებ. ამ დროს მწარედ გაეცინა ,შემდეგ ხარხარი დაიწყო, მოკეცილი იწვა და იცინოდა. ბიჭი გაკვირვებული უყურებდა ის კი დიდხანს იცინოდა, ისტერიული სიცილი ჰქონდა, ისტერიკაში იყო და ბოლოს ტიროდა, სემდეგ ყვიროდა კიოდა და ამდენ ხნიანი სიმშვიდის სემდეგ ერთიანად ამოიფრქვა. ასე დაასრულა პირველი ღამე კუნძულზე და ვინ იცის კიდევ რამდენი გავიდოდა.
ქვიშაზე იწვნენ ერთმანეთის გვერდით , ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდნენ და ყველაზე საშინელ განვითარებასაც წარმოიდგენდნე. ყველაფერზე ფიქრობდნენ და ვერც კი აღიქვამდნენ ირგვლივ არსებულ სილამაზეს. პირველად ვერ ამჩნევდა გარემოს ,ვერაფერს ამჩნევდა უბრალოდ ფიქრობდა .
საშინლად აცივდა, კანკალმა რომ აიტანა შემდეგ მიხვდა რომ სულ გაყინვოდა სხეული. ბიჭი მოკუნტული იწვა და მისი მიმართულებით იყურებოდა. ყურადრებას არ აქცევდა,იცოდა რომ მისგან საშისროება არ მოელოდა. იმაზე კამათი თუ რატომ უყურებდა სისულელე იყო . ჩანთა გახსნა ,პაწაწინა ნაჭერი ამოიღო რომელიც გაშალა და სალის თხელი პლედი გამოჩნდა. სხეულზე რომ მოიხვია ისევ უძრავად მყოფ ბიჭს გახედა ,მისკენ მიიწია თავად გადასწია მისკენ პლედის ნაწილი და ისე მიეხუტა თითქოს დიდი ხნის მეგობრბეი იყვნენ და არანაირი კომპლექსი არ გააჩნდა,ენდობოდა და შიშის გრძნობა არ ჰქონდა. ისევ ციოდათ, პლედი დიდად ვერ სველდოათ მაგრამ მაინც ათბობდათ. დაიძინა, გათიშულს ჩვილი ბავშვივით ეძინა,ისე თითქოს თავის რბილ ,ფუმფულა საწოლში, საბანში გახვეული იწვა და ირგვლივ მისი სურნელი ტრიალებდა.
სიცივემ გამოაღვიძა, თვალებს არ ახელდა, მოთმენას აპირებდა რადგან სხვა გზა არ ჰქონდა . შემდეგ იგრძნო როგორ ამოძრავდა გვერდით მყოფი სხეული, მისგან წამოსული სითბო ვერარ იგრძნო .წამით მოშორდა პლედის ნაწილი ,შემდეგ მთლიანად შემოხვია სხეულზე და კიდევ რაღაც დააფარა ზემოდან. ხელები მოეხვია და სხეულზე აიკრო, პლედზე მოხვეული ხელებიდან წამოსული სითბო სიცივემ შეცვალა, სუნთქვა ისევ აირია, გაუხშირდა, დაეზაბა აღარ იყო ღრრმა და მშვიდი. თვალები გაახილა და როცა გაინახა მასზე მოხვეული წელს ზემოთ შიშველი ბიჭი სწრაფად წამოიწია
-რა გააკეთე
-ჩემი მაისური დაგაფარე. დიდია და შენ გაგათბობს
-და შენ რა გაგათბობს
-დაიძინე ! დილამდე გავუძლებ
-ეს სულელური თავგანწირვა არ მჭირდება ! მაისური ჩაიცვი -აიღო და მკერდზე ესრლა. ბიჭი რომ არ ეწინააღმდეგებოდა ეს მოსწონდა, ორივე ნორმალურად აზროვნებდნენ არცერთი იყო სულელი და ეს ამარტივებდა ურთიერთობას. შემდეგ ისევ ჩაეხუტა, ისევ მოიხვიეს პლედი,მაგრამ არცერთი იძინებდა,თითქოს გაყინვის ეშინოდათ,ღამეც იწელებდოა და მზის სხივები სანატრელი იყო. ორივე ელოდა მზის ამოსვლას და სხეულის გათბობას.
ერთად უყურებდნენ ამომავალ მზეს, შემდეგ ორივე გათბა,მაგრამ მოძრაობის უნარიც არ ჰქონდათ .ისევ ისე იწვნენ და არ ირხეოდნენ მანამ სანამ ორივე არ გათბა .ბიჭი მოშორდა და წყლისკენ წავიდა. გზადაგზა იხდიდა, ბოლოს საცვალისამარა შევიდა წყალში და ტალღებში მიიმალა. მალევე ამოვიდა . არ ჩაუცვამს , ტანსაცმელი ქვიშაზე დააფინა და დაჯდა
-იბანავე, ქვიშას მოიშორებ და გათავისუფლდები
-არ მინდა ! - ჩანთა გახსნა და ორცხობილების შეკვრა ამოიღო - ხომ იცი რომ უნდა შევინახოთ ესეც. უბრალოდ ძალა გვჭირდება რომ აქაურობა დავათვალიეროთ.
-ყოველ ჯერზე მგონია რომ აქ ყოფნას შეჩვეული ხარ,მზად იყავი კუნძულზე მოხვედრისთვის
-ყოველთვის ყველაფრისთვის მზად ვიყავი,მაგრამ აქამდე მსგავსი საფრთხე არ დამმუქრებია! -ოთხი ცალი ჭამეს, წყალი დალიეს და წავიდნენ. ყველაფერს აკვირდებოდნენ, ფრთხილად მოძრაობდნენ რომ ნადირის ყურადღება არ მიექციათ. ხეებზე ტოტებისიც კი ეშნოდათ და გველებად წარმოიდგენდნენ. გოგონას მხოლოდ გველები აშინებდა, იმდენად რომ შეიძლება დანახვაც კი მომაკვდინებელი ყოფილიყო. ყველაფერი მოარეს,დიდი დრო გავიდა. ისვენებდნენ და სხვადასხვა მცენარეებს აკვირდებოდნენ, გოგონამ ბევრი მათგანი იცნო და სხამიანების ჭამა აუკრზალა ბიჭს. ძირითადად ბანანი დაქოქოსი იყო. ხეზე ბიჭი აძვრა და ბანანის დაგემოვნება მაინც მოახერხეს. შემდეგ წყლის ხმა გაიგო და გოგონაც იქეთ წაიყვანა, ორივემ იცოდა რომ ის წყალი დასალევად ვარგისი იყო. ცოტა ხანს იქ დარჩნენ დაისვენეს და ბოლომდე ნახეს ყველაფერი. მეორე ნაპირზე გავიდნენ, იქედანაც იგივე ხედი იშლებოდა მოშორებით კუნძული სენიშნეს,მაგრამ იმდენად სორს იყო იქ გასვლის ძალა არცერთს ჰქონდა იმ დროისთვის.
-ახლა ?
-აქ დავრჩეთ იქეთ წასვლას რა აზრი აქვს
-კარგია რომ ავაზა, ვეფხვი ან კიდევ რომელიმე მტაცებელი არ არის ტყეში. რომ ყოფილიყო აუცილებლად დაგვესხმოდა თავს
-ჯერ არაფერი იცი . იქნებ ელის მომენტს
-გინდა შემაშინო?
-არ გავხარ შეშინებულს !
-მე ვიცი რატომ არ მესინია აი შენ რატომ ხარ მშვიდად მაგას ვერ ვხვდები
-ორივეს გვაქვს იარაღი.შენ ჯიბეში მე ჩანთაში, ასე რომ...
-იარაღიც გაქვს?
-მზადყოფნაში თავდაცვა იგულისხმება პირველ რიგში ...-ბანანი აიღო და კიდევ ერთი მიირთვა. იჯდა და ჭამდა
ისე დაღამდა აღარ უსაუბრიათ. ვერცერთი იძინებდა, ბიჭი იწვა და ტალღებს უყურებდა მანამ სანამ საერთოდ არ დაბინდდა ირგვლივ. გოგონა კი თვალებდახუჭული იწვა და უბრალოდ ფიქრობდა
-მგონი ხვალ ვერ წავალთ აქედან ... დროა გავიცნოთ -გოგონამ დაიწყო და წამოჯდა. მთვარის შუქზე ხედავდა ბიჭის სახეს .იმდენად ახლოს იყვნენ კარგად ხედავდა მის სახეს - მე ..მე ქეთა დევდარიანი ვარ! ჩემი სახელი არაფერს გეტყვის ,მაგრამ იცოდე აუცილებლად გვიპოვნიან ,ჩემი ოჯახისწევრები აქ არ დამტოვებენ!-ერთიანად ამოთქვა და ბიჭს გაუღიმა . შემდეგ გაოცებული დარჩა ,მეტიც სიცილი აუტყდა ისევ იმდენად კომიკური ეჩვენა ეს ამბავი
-ვაკო ...დიდებულიძე - ქართული რომ გაიგო და გაკვირვებულმა ბიწმაც უცებ დაიწყო ჭიკჭიკი როგორ არ გაიცინებდა- ყველაფერს ვიფიქრებდი ქართველი თუ იქნებოდა იმ ასობით ადამიანიდან ერთი რომელიც აქ ამ დაწყევლილ ადგილას ჩემთან ერთად ჩამვარდებოდა ვერასდროს ვფიიქრებდი. საერთოდ კუნძულზე დაკარგვის არც არასდროს მეჯერა და უბრალოდ ფილმისთვის კარგ სიუჟეტად მიმაჩნდა და ახლა მგონი ღმერთი მეთამაშება -უცებ წამოვარდა ფეხზე და აქეთ იქით დადიოდა -თან გიჟი ქართველი. ასე გაგიხარდა ქართველი რომ ვარ თუ ისევ პანიკური შემოტევა გაქვს და ახლა ტირილი უნდა დაიწყო! აქამდეც არ მეგონა რო ვინმე მიპოვიდა და აქედან გამიყვანდა, მაგრამ ახლა საერთოდ ჩემით მოვიკლავ თავს
-გაგვიყვანენ ,გაგვიყვანენ შენ მაგაზე არ იდარდო.ადრე თუ გვიან ისე რომ ნერვიულობასაც არ დავიწყებ აქედან წამიყვანენ მეც და შენც .ნუ მანამდე თუ არ გაგიჟდები ...ასე თუ ივლი რამეს წამოკრავ ფეხს და მოადენ ზრართანს...დალოცვილო ქართულო როგორ მომენატრე . რა ილაპარაკკებდა ინგლისურად ამენ ხანს . -უცებ ცაავლო ხელი და თავისკენ მოქაჩა- დაჯექი აქ და მომიყევი რამე შენზე ... ასე კარგად როგორ საუბრობდი ამერიკული აქცენტით...საერთოდ რა ჯანდაბა გინდოდა იმ გემზე
-მე მეკითხები მაგას? შენ რა გინდოდა ქართველ გოგოს ,მარტოს იმ გემზე ! მე კი ვიცოდი რო ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვინმეს გავეჩერებინეთ,მაგრამ შენ? პატრონი თუ გყავს გოგო რა ჯანდაბად მოგცა ნება !
-ოჰ გავიგე რო ქართველი ხარ და ეგრევე დაიწყე ხისთავიანი ქცევა? არადა როგორი კარგი იყავი ცოტას რო ლაპარაკობდი და ბევრ კითხვას არ სვამდი! იქ იმიტომ ვიყავი რო აქაურობის ნახვა მინდოდა... რამე უცხო მჭირდებოდა ,თავგადასავალი მინდოდა
-მიიღე კიდეც რა გინდა ბედნიერი ხარ!
-კიდევ გგონია რო რაღაც მოვაწყვე?
-დიახაც ! მითუმეტეს ისე მშვიდად ხარ ,ზედმეტად მშვიდად და იმდენი რამ გაქვს თან თითქოს ელოდი ამ წუთს
-ხომ გითხარი ყოველთვის ყველაფრისთვის მზად ვარ ! ნებისმიერ დროს შეიძლება მოვეტაცებინე ვინმეს, დავკარგულიყავი რომელიმე ქალაქში ან კიდევ რა ვიცი უამრავი რამ შეიძლება დაგემართოს. ამაზე არასდროს მიფიქრა სიმართლე გითხრა ,მაგრამ მზად მაინც ვარ ხომ ხედავ.ამას თუ მზად ყოფნა ჰქვია! დიდხანს თუ მგვიხდება აქ ყოფნა ალბათ შევისლები... ახლა არ წვიმს და მერე რა გვეშველება, საერთოდ კალორიული კი არის ბანანი მაგრამ სულ მაგას ნამდვილად ვერ შევჭამ , კიდევ იმდენი რამეა! იმედია უკვე მეძებენ და მალე მიპოვნიან თორე ამდენი ექსტრიმიც არ მინდა ! საშხაპე და საპირფარეშო არ მომწონს ყველაზე მეტად
-მე არავინ მომძებნის ! ვერ მომძებნიან
-ახლა არ მითხრა რომ მეამბოხე შვილი მიზის წინ რომელსაც ჰგონია რომ მის მშობლებს არ უყვარს ! რა მნიშვნელობა აქვს ღარიბები არიან თუ მდიდრები ,მაინც მოახერხებენ რამეს
-მიცვალებულებს არ შეუძლიათ სხვისი პოვნა...შეიძლება იქ არიან სადმე მაღლა და მიყურებენ,მაგრამ ამჯერადაც ვერანაირად დამეხმარებიან და ისევ მე მომიწევს პრობლემასთან ბრძოლა. არ ვიცი როგორ და რანაირად ,მაგრამ თუ ვერ წავალ აქ მაინც შევქმნი კომფორტს
-მაპატიე მე ...არ მეგონა
-არაუშავს ! დიდი ხნის ამბავია, აღარ მიჭირს უკვე გახსენება. ასე იყო ალბათ საჭირო და წაიყვანა ღმერთმა ორივე
-საქართველოში არ ცხოვრობ ხომ?
-არა ! უკვე წლებია ამერიკაში ვარ . იქ არავინ მყავს და დიდად არც მენატრება ხოლმე შენი საქართველო. ფაქტობრივად მოგონებებიც არ მაქვს ...პატარა ვიყავი ნათლიამ რომ წამიყვანა. შენ ალბათ სამშობლოზე შეყვარებული გოგონა ხარ
-ვერ ვიტყვი რო სულ იქ ვარ ,მაგრამ ძალიან მიყვარს. ყველა კუთხე კუნჭული მიყვარს, შემაყვარეს და მეც ასე ვარ .ბოლოს მაინც იქ მივდივარ !
-მარტო აქცენტიდან მიხვდი რო საქართველოში არ ვცხოვრობდი?
-არაა უფრო მარტივად, შენი ასაკის ქართველ ბიჭს ნამდვილად ეცოდინებოდა ჩემი ვინაობა -გაიცინა და მერე ხელი აიქნია- არ მომაქციო ყურადღება ! პრეზიდენტის შვილი არ ვარ
-რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული რომ გიპოვნიან...
-მამა არ დანებდება ! არავინ დაიჯერებს რომ მოვკვდი. სანამ ჩემ გვამს არ ნახავენ მანამ გააგრძელებენ ძებნას და დამიჯერე ახლა იმდენი ვინმე მეძებს მრცხვენია კიდეც . ათობით ადამიანი ღელავს ჩემ გამო, ალბათ დედა ძალიან ცუდადაა. ჩემი ლოდი ძმაც ცოფებს ყრის . მეგობრები ტირიან , თავს იმხნევებენ ან კიდევ მეძებენ . მე კი არ დავუშვებ სანამ მიპოვნიან მანამ დამემართოს აქ რამე ! შენც მოგივლი არ იდარდო - ბოლოს დაამატა და ისევ გაიღიმა
-დიდი მადლობა! პირველი იქნები ვინც ჩემზე იზრუნებს
-უკვე ვიზრუნე...შენი თრევა სანაპიროდან ხემდე რთული იყო სხვათაშორის . ხო მართლა ასე შესანიშნავად რომ გამიკეტე გულის მასაჟი საიდან იცოდი...მეეჭვება ყველა ფლობდეს რეანიმაციის კურსს.ექიმი ხარ?
-არა ,თავი არასდროს შემძულებია სამედიცინოზე რომ ჩამებარებინა. უბრალოდ პირველად დახმარებას ვფლობ. დიდი ხნის წინ მაშველი ვიყავი ზაფხულის ჯიბის ფული რომ მქონოდა . დიდხანს მაწვალე! მეგონა აღარ ამოისუნთქავდი
-მეც მინდოდა სუნთქვა ,მაგრამ ვერ შევძელი რა ჩემი ბრალია. ერთმა არსებამ ვერ ისკუპა და ამხელა ხელი მგლიჯა თავში ისედც დარეტიანებული ვიყავი
-მე მეგონა ოკეანეს ებრძოდი ! თურმე ჩემი ხელი ყოფილა დამნაშავე
-კარგი გავიგეთ ზაფხულში როგორ გამოიმუშავებდი ჯიბის ფულს და ზოგადად ?
-მხატვარი ვარ
-მხატვარი?
-რა იყო გარეგნულად არ ვგავარ მხატვარს?
-ხო რა ვიცი მე უფრო მორაგბეს, ძიუდოისტსს, მოჭიდავეს ,ბოქსიორს და რა ვიცი თუნდაც კალათბურთელს ვიტყოდი 2 მეტრი არ ხარ ,მაგრამ გამთამაშებლის პოზიციაზე წახვიდოდი რა. თავში არ აგივარდეს უბრალოდ შენნაირი სხეულით მხატვარი პირველია ჩემს სანაცნობო წრეში .
-გირაზე მაქვს ფუნჯი მიმაგრებული და ხატვის დროს ვვარჯიშობ ისეთი არაფერი
-ხურმობის ხასიათზე მოვიდა ბიჭი.
-მეჩვენება რომ წინა ღამესთან შედარებით ზედმეტად ცხელა. მგონი იწვიმებს
-ამაღამ არა... უღრუბლო ცაა . არც ქარი ქრის..ხვალ შეიძლება იწვიმოს .
-ხვალიდან უნდა დვაიწყოთ თავშესაფრის შენება
-იარაღი არ გვაქვს ტორებ ხის ტოტებს გამოვიყენებდით. ჩემი ბიძაშვილისთვის ხის სახლს რომ აშენებდნენ ვუყურებდი. პირდაპირ ტყეში გაუკეთა მამამ ტოტებით
-აქ სხვა ხეებია და მეეჭვება ბანანის ხეებისგან კედელი აშენდეს...
-სამაგიეროდ ჭერი გაკეთდდება . დანა მაქვს და მოვჭრით სხვა თუ არაფერი ზემოდან არ დაგვაწვიმებს
-მეორე მხარეს კლდე რომ არის იქნებ იქ უკეთესი იყოს თავის სეფარება
-ღამურები იქნებიან ! ან რამე ცხოველი ..ვერ ვიტან გამოქვაბულებს
-ტყეებზე ხომ გიჟდები
-წიწვნარზე და ფიჭვნარზე კი . ბანანიც წავა რა... ქოქოსის ხეზეც აძვრები ხვალ?
-მაიმუნს ვგავარ?
-ერთი სტრუქტურაა სადაც იქ ახვედი? კარგი ხო ნუ მიყურებ ეგრე, მე ავალ და იქედან გესვრი თავში ერთ მოზრდილ ქოქოსს
- მაშინებ ხანდახან
-მეეჭვება საშიში გარეგნობა მქონდეს
-თუ ღმერთი გწამს ფლირტი არც სცადო ! არ მინდა გაურკვეველი წარმომავლობის მქონე გოგოსთან სექ.ი და მისი მთელი საგვარეულოს გადამტერება . ალბათ ვინმე მილიონერი საქმროც გყავს
-არ ვაპირებდი და საერთოდაც ჩემი კომენტარი ან ასეთი ქცევა ფლირტად არ უნდა ჩაგეთვალა. სხვა დროს გავბრაზდებოდი,მაგრამ ახლა გასაქცევი არსად გაქვს ასე რომ დაგინდობ! ჩავთვლი რომ არაფერი გითქვამს...ახლა კი მითხარი როგორ ხატავ..რას
-ყველაფერს. ხასიათის მიხედვით. არასდროს ვიცი წინასწარ რას ვხატავ
-ანუ აქედან რომ წავალთ უფასოდ შექმნი ჩემს პორტრეტს ... გამონაკლისი ვიქნები ,წინასწარ გეცოდინება რა უნდა გააკეთო. როგორ ფორმაში დამხატავ მაგას მე მოვიფიქრებ
-არც მეკითხები? იქნებ არც მინდა შენი დახატვა
-შეიძლება ვერ შეძლო... ბევრს უცდია ჩემი დახატვა . ვერ გეტყვი რომ ნაკვთებს ან სხეულს ვერ ხატავენ უბრალოდ თვალები არ არის არცერთში ჩემი ... როცა შიშველს მხატავდნენ გასაგებია რატომაც ,მაგრამ როცა უბრალოდ თვალების დახატვა მინდოდა, არც მაშინ გამოდიოდათ
-აქედან თუ გავაღწევთ დაგიმტკიცებ რომ შიშველ ქალის თვალების დახატვაცაა შესაძლებელი.არაპროფესიონალიზმია უბრალოდ ..ვერ აგირჩევია სწორად მხატვარი
-შეყვარებული იყო
-და თვალები ვერ დახატა ისეთი როგრიც გინდოდა? სიგიჟემდე ოფილა შეყვარებული. ჩემგან ცუდად ჟღერს ეს სიტყვები არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო ლეონარდო არც მე ვარ.საერთოდაც არ მიყვარს ამაზე საუბარი
-თუ ღმერთი გწამს ვერ ხედავ სად ვართ? აქ ყველაფერი ნორმალურია.
-არ ვარ მიჩვეული მსგავს საუბრებს...ზოგადად არ ვარ გულახდილი მოსაუბრე
-ვერ საუბრობ ,არ გინდა თუ არავინ გყავს ვისთანაც ისაუბრებ . მე ყოველთვის ვსაუბრობ იმაზე რაც მაწუხებს და არასდროს არაფერს ვმალავ. ეს ამძიმებს ადამიანის სულს
-შენ კი სრულიად თავისუფალი ხარ
-ნამდვიალდ შემიძლია ვიამაყო ჩემი ცხოვრებით ,უფრო სწორად ჩემი ოჯახით .ისინი რომ არა ჩემი პიროვნება სულ სხვანაირი იქნებოდა ,ჩემი ცხოვრებაც და საერთოდ ყველაფერი ჩემს ირგვლივ
-სამოგზაუროდ იყავი?
-ხო ...უბრალოდ გემით არასდროს მიმოგზაურია . შენ რატომ იყავი იქ მეტყვი?
-უცხო პეიზაჟების ხატვას ვაპირებდი . ნატურიდან ხატვა მინდოდა უბრალოდ ,სასაიცლოა არა? თიტქოს ლამაზ ხედს ვერ ვიპოვიდი აქ რომ არ წამოვსულიყავი. უბრალოდ ყველაფერი უცხოდ ლამაზი იყო ირგვლივ
-შენ იყავი... დავინახე ვიღაც როგორ ხატავდა. მოსვლა მინდოდა,მაგრამ მერე გადავიფიქრე .
-შენ გხატავდი ..უფრო სწორად კიჩოზე მდგომ გოგონას იისფერ კაბაში და იმ ხედს რასაც ის უყურებდა
-ანუ უკვე ვარ შენს ფოტოზე
-იდენტიფიცირება შეუძლებელია ... სახე ხომ არ დამიხატავს. თანაც ღმერთმა უწყის რა ბედი ეწია ჩემს ნახატებს. არადა როგორ მომწონდა მინდოდა მომდევნო გამოფენაზე მთავარი ნახატი ყოფილიყო . ახლა ისიც არ ვიცი ოდესმე მექნება თუ არა გამოფენა მე კი ნახატებზე ვდარდობ
-არ დახევდნენ..ვინმე იპოვიდა და მერე დაიბრუნებ
-ძლევამოსილს ვგავარ? უბრალო მოკვდავი ვარ
-მხატვრები უბრალო მოკვდავები არ ხართ...თქვენ სხვაგვარად უყურებთ სამყაროს ..როდის დაიწყე ხატვა?
-ბავშობიდან ...არც კი მახსოვს . ნათლია ინახავდა ყველაფერს. სახლში აქვს ახლაც მითხრა მსოფლიოში ცნობილი რომ გახდები მილიონიანი ნახატები იქნება და მაშინ გავავსებ სახლსო. ახლა უბრალოდ კარადაში აქვს შენახული ,არავის აჩვენებს
-ვინმე ხატავდა ოჯახში?
-დედა... დედა ხატავდა .მისი ნახატები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია . ის ... არც კი ვიცი როგორ აღგიწერო თითოეულ მოძრაობას ვხედავ როცა ვუყურებ თითქოს ვხედავ როგორ ხატავს საღებავებს როგორ აზავებს... მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ხატავდა. რომ ვუყურებდი მის ცხოვრებას ვხედავდი ... და ისევ ზედმეტს ვლაპარაკობ . რას მმართებ?
-მსოფლიოში საუკეთესო მსმენელი ვარ ...ასე იწყებს ყველა საუბარს ჩემთან - გაუღიმა ისევ და მის გვერდით დაწვა
-მგონი დროა დავიძინო
-შეგიძლია ახლა დახატო?
-ახლა როგორ უნდა დავხატო
-სიბნელეში,მთვარის შუქზე დახატავდი ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეს? ახლა აქ მე რომ არ ვიყო ხატვა რომ შეგეძლოს
-მე ყოველთვის ვხატავ ,ყოველთვის მარტო ვარ და ვხატავ. ნებისმიერ ვითარებაში , შესაძლოა მაგიდიდან ხელსახოცი ავიღო და დავხატო.კლუბში ვიჯდე და ფერებს ვხატავდე ,იმ ფერებს რასაც ვუყურებ
-საყვარელი ქალი დაგიხატავს? ალბათ კარგი გრძნობა იქნება ,თუნდაც მზინარეს რომ დახატავ
-რომანტიკოსი ყოფილხარ ქეთევან
-არ დაგიხატავს? კარგი რა მხატვარი ხარ და საყვარელი ქალი არ დაგიხატავს?
-ალბათ დავხატავ როცა მეყოლება ვინმე
-თუ ღმერთი გწამს აქამდე არავინ გყოლია?
-ურთიერთობებს სერიოზულად ვუყურებ და უბრალოდ შეყვარებულები არ მყავს
-რამდენი წლის ხარ ...მე 26 წლის ვარ და ხანდახან მგონია რომ უკვე დავაგვიანე
-მე ასაკის შეგრძნება არასდროს მაქვს. ყოველთვის იმაზე დიდი ვარ ვიდრე უნდა ვიყო
-და რამდენის უნდა იყო ამჯერად? რატომ მეჩვენება რომ ჩემზე პატარა ხარ და არ მეუბნები იმიტომ რომ მოხუცი ვარ. იმედია არასრულწლოვანი არ ხარ
-28 წლის ვარ
-უჰ გულზე მომეშვა..მეთქი პატარა ბავშვის მოვლა მომიწევს-თქო და ლამის ცუდად გავხდი.აბაა რადგან ხატვა წამალია ,მე როგორც დამსახურებული ექიმი წამალს მოგცემ - ჩანთა აიღო შიგნით დიდხანს იქექებოდა, შემდეგ შიგა ჯიბიდან თხელი ბლოკნოტი და ფანქარი ამოიღო - ჭკვიანურად გამოიყენე..ახლა კი ჩემი ძილის დროა-ხელში მიაჩეჩა მხატვარს ფანქარი და თვალები დახუჭა.
რომ გამოფხიზლდა უკვე გათენებული იყო. გვერდით მიიხედა და ვაკო დაინახა ,მკერდზე ჰქონდა მიკრული ფანქარი და ფურცლები წარბები შეეჭმუხნა და ისე ეძინა ,ტუჩებიც მოკუმული ჰქონდა და სწორ ხაზს ქმნიდა
-დიდხანს უნდა მიყურო?
-ვფიქრობდი როგორ გამომერთმია ნახატი ისე რო არ გამეღვიძებინე .-უცებ მიიწია და აართვა
-გეკითხა მაინც...
-საიდუმლო აქ?
-ყველაფერს ამართლებ... რა ხდება
-ჩემი თვალები... ხო ჩემი თვალებია როგორ ,რანაირად .ღმერთო ეს სასწაული სად გამომიგზავნე როგორ მჭირდებოდა
-ნარცისი ხარ მგონი და ამიტომ გინდოდა შენი ზუსტი პორტრეტი
-არც კი გისმენ...უბრალოდ საოცრება ხარ .მაგ ლამაზ თითებზე გაკოცებდი ,მაგრამ მერე სხვანაირად გაიგებ და არ მინდა ახლა შენი შეშინება მხატვარო . შენ ღამე თუ ასეთებს ხატავ დღისით ხო საერთოდ... კიდე უნდა დამხატო მე გუშინ არ მითქვამს და ახლა ჩემი სურვილით უნდა დამხატო
-ასე არ ვხატავ!
-რომ გიყურებ ვერ დახატავ თუ რა . ასეa ყველა , ვჯდები და მხატავენ
-ზედმეტად აჟიტირდი
-რა უემოციო ხარ ! უიმე ,კარგი რა მნიშვნელობა აქვს როგორი ხარ მთავარია როგორ ხატავ .ძალიან ლამაზია ,აი ძალიან
-უბრალოდ დავხატე ისეთი როგორიც მახსოვდა ...რა არის გასაოცარი მინდაო ხო თქვი და მეც დავხატე ორი და ათი რაში გჭირდება
-ისეთივე მეტყველია ამ ნახატზე როგორიც რეალურად მაქვს! აღიარე უბრალოდ რომ ჩამქვრალი უინტერესო მზერა არ მაქვს.როცა შეხედავ უნდა ხვდებოდე რომ შენია ...სხვებმა ვერ მოახერხეს ყველა ნაკვტი,ჩრდილი, ნაოჭიც კი ზუსტად დახატეს მგონი წამწამიც დაითვალეს მაგრამ ასეთი არ იყო. კარგი მორჩა მეტს აღარაფერს ვამბობ ეს ჩემთან რცება
-აღარ მომცემ ბლოკნოტს და ფანქარს?
-კი ..როგორ არა ,მაპატიე დამავიწყდა. იყოს ეგეც მანდ და მერე იმათ გაგატან და მაგას დავიტოვებ
-მაინც როგორი დარწმუნებული ხარ რომ აქედან წავალთ ...მესამე დღეა უკვე
-სამ დღეში ვერ მიპოვნიან რა თქმა უნდა. ღმერთი არ მყავს ოჯახში და განწყობას ნუ მიფუჭებ
-აქ როგორ შეიძლება განწყობა გაგიფუჭო
-დილიდან ცუდ ხასიათზე ხარ ... დათვი მგონიხარ ,გრიზლი! ყავისფერი თმა კი გაქ ნუ თმა სად გაქ პრინციპში წვერი . თავს რას ერჩოდი კი მარა
-რა შუაშია საერთოდ ... ხვეული თმა მაქ
-ვაიმე მართლა? ბავშვობაში საყვარელი იქნებოდი ძალიან
-არ ხარ შენ ნორმალური - ჩავისთვის ჩაილაპარაკა და ტყისკენ წავიდა- დროა საქმეს მივხედო თორემ აზრი არ აქვს ვინმეს ლოდინს - ეს უკვე ხმამაღლა უთხრა და უკან გამოიხედა . ქეთა მიყვებოდა უკან. ჩანთა ზურგზე მოიეგდო და მიაბიჯებდა მშვიდად . უცებ გაშეშდა ,გაქვავდა მზერაც კი გაეყინა მიწაზე და ტუჩებიც ისევ ისე ჰქონდა დაშორებული თითქოს ქანდაკებად იქცა
-რა მოხდა...ქეთევან -შორს იყო გოგონა, მისკენ დაიძრა და იცებ დაინახა უზარმაზარი გველი როგორ მისრიალებდა დევდარიანისკენ - არ გაინძრე ! კარგი გოგო ხარ , მშვიდად იყავი არაფერი მოხდება -თვალებში უყურებდა, შუშისებრი გახდომოდა თვალები გოგონას. ამღვრეოდა და დაუხამხამებლად სდიოდა ცრემლები ლოყაზე . ვაკომ ფრთხილად ამოაცურა შარვლის ჯიბიდან პატარა დანა ,გაშალა და იმდენას სწრაფად სწვდა გველს თიტქოს დრო არც გასულა თავწაცლილი რომ მოისროლა და ქეთას მთელი ძალით მოხვია ხელები . გოგონას არაადამიანური ხმა წასკდა,ერთიანად მოდუნდა და ბიჭის მკლავებში ჩაესვენა ფერდაკარგული - ქეთევან... ჯანდაბა გაახილე თვალები ! ქეთევან!- ხელებსო მოქცეულ ქალს დაჰყურებდა და შეშინებული უყურებდა .მერე აიტაცა და წყლის პირას დააწვინა. სახეზე სველი ხელები მოუსვა , მერე ყელზე და თავზე გადაუსვა ხელი .ცოტა ხანში გამოფხიზლდა გოგო და უცებ წამოიწია. კივილი დაიწყო
-გველი..გველიი მიკბენს მიკბინა? მიკბინა? არაა არა არ შეიზლება არ შეიძლება შეუძლებელია! აქ არა აქ ვერ მოვკვდები . მამა ,ჩემი მამიკო ...-გაურკვეველ სიტყვებს ისროდა. ვაკომ ძლივს გააცერა. ხელები გაუკავა და ბოლოს დაუყვირა
-დამშვიდდი!
-ვაკო...
-ხო მე ვარ ,შემომხედე და გაიმეორე ...შემომხედე!
-არ შემიძლია ,არა მე არ
-კარგად ვარ ,გაიმეორე ! გაიმეორე
-კარგად ვარ..მე კარგად ვარ
-არ უკბენია ..არ გახსოვს ,არ გახსოვს რომ მოვედი
-არა არა..მე მხოლოდ ის ...იქ იყო რომ მოვდიოდი,ცოტაც და ფეხს დავაბიჯებდი.მიკბენდა მე მერე არ მახსოვს ...არაა ის შენ ის მოკალი? მოკალი შენ? ხელი მოკიდე მოუჭირე და მერე დანით უცებ ..ასე სწრაფად .ღმერთო შენ ხელი მოკიდე ხელში გეჭირა ისე უცებ ..ისე უჭერდი თავზე რომ
-დამშვიდდი-მეთქი!
-ნუ მიყვირი !
-მორჩი აბა ფართხალს! რით ვერ დამშვიდდი ,ხო მოვკალი არა?
-მეშინია...გველების ბავშობიდან მეშინია. მიკბინა ერთხელ მიკბინა , ცოტაც და მოვკვდებოდი. კახეთში ვიყავით ,ყველანი გასულები იყვნენ მე მარტო დავბორიალებდი ,არც დამიხედავს წინ უზარმაზარი იყო მომეხვია და მიკბინა. ფეხი დავაბიჯე მგონი ისეთი მწარე იყო, ბევრჯერ მიკბინა რადგან ვფართხალებდი . სულ პატარა ვიყავი ...მე ირაკლიმ ჩემმა ირაკლიმ გადამარჩინა. მას არ ეშინოდა და თირმე იქვე იყო და მოკლა ის გველი. მე კი ცუდად ვიყავი ...მახსოვს როგორ დამეცვარა სხეული,მაკანკალებდა მეწვოდა ყველაფერი მეგონა ვიხრჩობოდი. დედა გიჟს გავდა... მამას მივყავდი საავამდყოფოს დერეფანში.მირბოდა და ხელს ისე მიჭერდა ვგრძნობდი როგორ ცახცახებდა. ეს არასდროს დამავიწყდება... მას მერე მეშინია ...მძაგს, მეზიზღება აქ კი აქ..შხამიანები იქნებიან უფრო შხამიანები მე კი არ მინდა აქ გველის შხამმა მომკლას . ამას ვერ დავუშვებ!
-არაფერი მოხდება აქ ! კარგად იქნები ... სულ რომ ვერ გავაღწიოთ მაინც არაფერი დაგემართება . შემომხედე ქეთევან, დაივიწყე და დამშვიდდი - თავზე გადაუსვა ხელი,თვალებში უყურებდა და ხელს არ უშვებდა
-კარგი ...მორჩა კარგად ვარ . გავაგრძელოთ საქმე ... თავშესაფარის პოვნის დროა .
დიდხანს დადიოდნენ, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრეს .სახლის აშენებას ვერ მოახერხებდნენ შეუძლებელი იყო. მართლა ფილმში ხომ არ იყვნენ. ბოლოს დაღლილები დასხდნენ მდინარესთან და ხეებს ყურებდნენ მაღლა
-ვნახოთ გამოქვაბულიც ... იქნებ არც არაფერი იყოს იქ..სულ პატარა ადგილიც გვეყოფა მთავარია დაწოლა შეგვეძლოს წვიმის დროს
-ზედმეტად შორსაა ნაპირისგან...გემი რომ გამოჩნდეს ვერ დაგვინახავენ . როგორ სწრაფადაც არ უნდა ვიაროთ აზრი არ ექნება ! არც თვითმფრინავიდან გამოჩნდება რამე ისეთი ადგილია. სჯობს მეჩხერი ხეების რიგი ვიპოვოთ... აი იქეთ დიდი ხეებია უფრო .ჯანდაბა აზრზე არ ვარ რა უნდა გავაკეთო . არაფერი მეხერხება დურგალი ხომ არ ვარ
-ახლა შენ გიჟდები მგონი..დამშვიდდი მოვიფიქრებთ რამეს..ჯერ არ წვიმს .არც მზე გვანათებს ძალიან,ჩრდილია აქ . წყალი და ბანანი გვაქვს
-შენი ოპტიმიზმი მაგიჟებს
-ზოგადად მე ვაგიჟებ ბიჭებს და შენ მხოლოდ ოპტიმიზმი?
-იმედგაცრუებული ხარ ხო? რა საშინელებაა
-თვალებს ნუ მიტრიალებ ბიჭუნა ! მომკლა ამ ბანანმა რა სხვადასხვანაირად უნდა ვჭმაო მაინც თორე დავიღალე
-ყველანაირად ცდილობდ ა ბოლლოს ახერხებ რო პრობლემაზე ვერარ ვფიქრობ და სულელივით მეცინება...ხარხარიც მინდება ამ წუთას
-სახარხარო რა არის... - ბანანი პირში ედო რო ამოიბლუყუნა მერე უცებ დაჭყიტა თვალები და ისე მოიფრიალა ვაკომ იხეთქა და ახარხარდა- ღმერთო ჩემო ეს რა გარყვნილი ყოფილა, აწი სულ აღარაფერს ვიტყვი.შენთან ნორმალური საუბარი არ გამოვა და აქ კატა-თაგვობანისთვის არ მცხელა მე . -ამოისუნთქე არ დაიხრჩო .ღმერთო ჩემო ,ტუტუცი
-ისე გადააგდე თითქოს რამე სხვა იყო... ნწ ნწ ნწ ასე მშიერი დარჩები შენ
-როგორ აუშვა აფრები ამას დამიხედეთ ერთი...დაიწყო ბიჭმა გართობა. აღარ სჭირდება დამშვიდება
-წამოდი ... რადგან ძალა მოგვეცა მეორე კუნძულზე გადავიდეთ. რა იცი იქნებ რა გვხვდება იქ
-იქნებ წყალში რამე იყოს და შემჭამოს ...არა
-მარტო წავალ ! ნაპირზე დამელოდე ,ყურესთან
-ზუსტად მაგ მინდა მეც ,მარტო რო დავრჩე და შენი ძვლები მოიტანოს წყალმა - სწრაფად წავიდა, უცებ რაღაც გაფართხალდა ისე დაიყვირა და შემოეხვია ვაკოს .გონს რო მოვიდა მის მუცელზე იჯდა ფეხებიი წელზე ჰქონდა მოხვეული და გაჩაჩხული ,თიტქოს თაბა ეკეთა და ვერ ხრიდა. ხელები ყელზე მოეხვია და თავი მხარზე მიებჯინა -აააააა
-კიდევ დიდხანს თუ იკივლებ ან დავიხრჩობი, ან დავყრუვდები უბრალოდ პატარა თაგვი იყო თუ რაღაც
-დარწმუნებული ხარ? -თავი წამოწია და უკვე ფეხები მოხარა და ისე მოხვია .ბიჭმა წარბები მაღლა ასწია და ფეხებზე დახედა - მართლა არაა აქ გველი სადმე?
-დამოუკიდებელ არსებად გველი ნამდვილად არსად არის ! ახლა ჩამოხვალ ჩემგან თუ ასე წავიდე ,თუ უნდა წავიდე თავი გასწიე წინ ვეღარ ვიყურები ...ან ზურგზე გადაბრძანდი
-მე აქ ქალი ვარ თუ ლეკვი ,ვერ გავიგე
-რამე რო ვთქვა მერე გარყვნილებაში დამდებ ბრალს და ნეტა ჩემ ადგილას იყო რას იზავდი ძაან მაინტერესებს..სხვათაშორის შენი ფეხების სიმხურვალეს მთელს წელზე ვგრძნობ და მუცელზეც იმედია ქვემოთ არ ჩაცოცდები და თავს შეიმაგრებ
-როგორი სხვანაირი ხასიათი გამოავლინე ,როგორ შევცდი სენში.არადა წესიერი ბიჭი მეგონე,ნორმალური,ცივილიზებული, გამგები და ადამიანური .შენ კიდე ჩემი პირუტყვებისგან არაფრით განსხვავდები ! მაგრამ გარყვნილი ლოდი პირველად შემხვდი - ისე მშვდიად მოშორდა თითქოს არც არაფერი. კაბა გაისწორა თმები უკან გადაიწია და საჯდომის რხევით წავიდა წინ.განა განგებ,უბრალოდ ასე დადიდოა სულ რაღაცნაირად ნარნარით. ვაკომ გაიცინა და უკან გაჰყვა- ჩემთან ახლოს გაცურე იცოდე ნუ გამაგიჟებ იქ. ჩანთიდან დანა ამოიღო და ისიც ვაკოს მიაწოდა
-მაქვს მე ...
-შენი აზრით მე ამის ტარებას შევძლებ? - სხეულზე დაიხედა და ხელში მიაჩეჩა დანა მერ ეპირდაპირ წყალში გადახტა და გაცურა.
-ფერადი ...
ერთმანეთთან ახლოს იყვნენ, საკმაოდ შორი აღმოჩნდა მანძილი კუნძულებს შორის.არადა ახლოს ჩანდა. მზეც საშინლად ანათებდა. ქეთა უკვე დაღლილი იყო და ტივტივი დაიწყო.
-კარგად ხარ?
-დავიღალე ! ცოტას შევისვენებ და წავიდეთ
-ცოტა დარჩა..
-მაგრამ, მაინც ცუდად ვარ...
-კარგი დაისვენე - ისიც გაჩერდა უბრალოდ ერთ ადგილას ტივტივებდნენ. სანამ ძალა არ მოიკრიბა ქეთამ. მალე ავიდნენ ხმელეთზე. მაშინვე ნაპირზე გაწვნენ და ღრმად სუნთქავდნენ .
-აქაც იგივეა ...მგონი . ტყუილად დავიქანცე თავი
-საოცრება ,შენ წუწუნებ კიდეც?
-წუწუნი ჩემი სტიქია არაა... წამოდი რას გაწექი მანდ ვნახოთ უცებ სანამ დარამდება და იქეთ დავბრუნდეთ. ის მაინც ვიცით რომ იქ საშიში არაფერია- უცებ წამოდგა, ტანზე მიკრული კაბა შეძლებისდაგვარად გაასწორა და ირგვლივ მიმოიხედა. საკმაოდ ვრცელი ტერიოტორია იყო. ტყეში სიარულს აზრი არ ჰქონდა. უბრალოდ ნაპირს გაჰყვნენ და იქედან ათვალიერებდნენ გარემოს. უცებ შედგა და ვაკოც გააჩერა-შენც იმას ხედავ რასაც მე?
-იქ ხის გემია?
-ქოხია!-ორივემ სხვადასხვა რამ დაინახა და დაიყვირა. ქეთა ქოხს უყურებდა , ვაკო კი უზარმაზარ ხის გემს. ალბათ ათობით წლის წინანდელი იყო- აქ კი ასკარად იყვნენ ...აი ხომ ხედავ მარტო ფილმებში არ არის ჰეფი ენდი ... წამოდი ჯერ გემი ვნახოთ მერე იქეთ ქოხი ...მაინც გზადაა- სწრაფად გაიქცა . გემი დიდი იყო, ყველაფერი ობობიის ქსელით იყო დაფარული და არაფერი იყო ახალი.ყველაფერი წინა საუკუნის იყო ...იმდენად ძველი რომ რელიქვიად ჩაითვლებოდა . ფრთხილად დადიოდა და ყველაფერს აკვირდებოდა. ვაკო ჩუმად იყო,სიტყვას არ ძრავდა .ბოლოს გაჩერდა და ერთ-ერთ კაიუტაში რამდენიმე ჩონჩხზე მიუთითა
-აი შენი ჰეფი ენდი !
-ისინი წყალში დაიხრჩნენ..სახლი აშკარად სხვამ ააშენა ! ეს ქალია... ორივე ქალები არიან. ალბათ მოგზაურობდნენ. მეკობრეები აშკარად არ იყვნენ. ძვირფასი ნივთებია...შეიძლება ისტორიული ადგილიც კი აღმოვაჩინეთ . ეს გემი ბევჯერ დაიფარებოდა ...საინტერესოა რატომ არ ჩაიძირა ოკეანეში
-ღუზა იმდენადაა ჩაფლული რომ უბრალოდ მოვარდნილი წყალი ფარავს...ამდენი წყალმცენარეც ამიტომაა.რა იცი რომ ქალები არიან
-პლასტიკური ქირურგი ვარ... ნებისმეირი ძვლით ვხვდები სქესს. გავიდეთ აქედან... ქოხი ვნახოთ. - სწრაფად დატოვა გემი. ვაკოც მალე გავიდა.
ქოხი საშინელ მდგომაროებაში იყო,მაგრამ მაინც ჯობდა ღია ცის ქვეშ ყოფნას. იქვე იარაღები იდო რისი გამოყენებაც შეეძლოთ მის სესაკეთებლად. კედლებზე ამოტვიფრული ხაზების მიხედვით გაარკვის რომ იქ ორი წელი მაინც ცხოვრობდნენ.
-არ მომწონს აქაურობა!
-იქ სჯობს აბა?
-ექიმო , მიცვალებულების გვერდით ძილს წვიმაში ყოფნა მირჩევნია ... თანაც არ ვიცით ეს ადგილი ცარიელია თუ არიან ცხოველები. ქოხი ვერ დაგიცავს აქ ავაზა რომ გადმოხტეს ან კიდევ რამე სხვა მე კი ცხოველებზე მონადირე არ ვარ!
-რას მთავაზობ...
-უკან დავბრუნდეთ...შენი ჩანთაც იქ არის...აქ კი წყალიც არ ვიცით არის თუ არა. ხვალ მთელი დღე აქაურობის შესწავალს დავუთმოთ და მერე გადავწყვიტოთ რას ვიზამთ
-კარგი ! დავბრუნდეთ...
-ასე მარტივად მეთანხმები?
-გონივრული იდეაა რატომ უნდა შეგეწინააღმდეგო. სულ ცოტაც მოვითმინოთ ძალას აღვიდგენ და წავიდეთ...
უკან დაბრუნდნენ...ბოლოს ოკეანე ძალიან ღელავდა. ძლივს მიაღწიეს ხმელეთამდე. ჩანთა სწრაფად აიღო წყალს რომ არ გაეტაცა და ტყისკენ გაიქცნენ. ორივე ძირს დაეცა და შორიდან უყურებდნენ ტალღებს.
-მგონი ცუდი იდეა იყო ...
-ჯანდაბა ! მალე იწვიმებს... ქარიც ძლიერდება.
-წამომყევი ...დამეხმარე - რამდენიმე ტოტი მოტეხა. მიწაში ჩაარჭო...ყველაფერს სწრაფად აკეთებდა. ქეთას სხვა ფორმის ტოტების მოჭრა სთხოვა ისინი ზემოდან დააფარა და ქარისგან დასაცავად რომელიღაც მცენარით დაამაგრა. ხელიდან აცლიდა ქარი ტოტებს მაგრამ როგორღაც დაამაგრა ,შემდეგ ერთი იქუხა და წვიმა წამოვიდა. იმდენად სწრაფად დასველდნენ რომ აზრი აღარ ჰქონდა არაფერს.
-ჯანდაბა! რა მოუხერხებელი ვარ... - უცებ დაიქუხა დიდებულიძემ და გაყინულ ქეთას ხელები მოხვია-წამომყევი
-ამჯერად რა მოიფიქრე!
-უბრალოდ გამომყევი... ხომ ხედავ არაფერი გამოდის
-გამოქვაბულამდე სანამ მივალთ დაღამდება..ხომ ხედავ როგორ ცამობნელდა
-ჩანთაში რომ სანათი გაქვს იმის გამოყენების დროა მაშინ!
-ჩემ ჩანთასი იქექებოდი?
-ორცხობილა რომ ამოვიღე მაშინ დავინახე !- ელაპარაკებოდა და თან სწრაფად მიჰყავდა. ისეთი ქარი ქროდა და ისეთი ძალით ეძემოდნენ წვეთები თითქოს კანი უსკდებოდათ. უეცრად აიყვანა ქეთა ხელში და ისე მიიხუტა მკერდზე თითქოს გადაეფარა
-რას აკეთებ... ჩემით წამოვალ .შემიძლია ვაკო
-ვიცი რომ შეგიძლია !
-ვაკო
-მოვედით...აი უკვე აქ ვართ - სწრაფად შეაბიჯა და გოგონა დასვა. წინ წვეტები აღწევდა და სველდებოდა ყველაფერი.ძალიან პატარა ადგილი იყო რამდენიმე ნაბიჯში უკვე ბოლოში იყვნენ და იქვე კუთხეში მოფუზულები ისხდნენ. ვაკო ვერ ისვენებდა ,თავს დამნაშავედ გრძნობდა. ქეთა კი არაფერს ამბობდა ,მაგრამ მაინც ცუდად იყო ვაკო. -მაპატიე! იქ უნდა დავრჩენილიყავით,სულელური აზრი იყო წამოსვლა
-რომ არ წამოვსულიყავით ჩანთას დავკარგავდი ! წვიმაში ყოფნა მირჩევნია რომელიმე ნადირის ყბაში მოხვედრას ასე რომ ნუ წუხარ ! გავშრებით და მორჩება...მაგრამ ძალიან ცივა !
-აქ ტოტებია ... ცეცხლს დავანთებ .-სადღაც სანთებელა გექნება ვიცი
-რომელიმე ჯიბეში იქნება ...მე ვერ ვმოძრაობ და შენ იპოვე-დაწვა და მოიკეცა. მუხლები მკერდთან მიიტანა კანკალის შესაკავებლად ხელებს უჭერდა ფეხებს და მანამ არ გაუხელია ტვალები სანამ ცეცხლის წითელი ნათება არ დაინახა. შემდეგ წამოიწია, ჩანთიდან პლედი ამოიღო და ვაკოს გახედა
-უნდა გავიხადო...ასე გავიყინები
-შევბრუნდები ახლავე- უცებ მოვიდა გონს და ზურგი აქცია. ქეთამ სრულიად შიშველ სხეულზე მოიხვია პლედი და ტანსაცმელი ერთ-ერთ ქვაზე მიაფინა.
-შეგიძლია შემობრუნდე! მაპატიე,მაგრამ პლედის გარეშე მოგიხდება ამაღამ ყოფნა
-ნამდვილად კარგად ხარ?
-ცუდად თუ ვიქნები გეტყვი ტყუილად ნუ ღელავ- გაუცინა და უკეთ მოკალათდდა ცეცხლის წინ.
-ფიჩხებს მოვიტან... გაშრება აქ და მერე დავწვავთ - უკვე გადიოდა რომ უთხრა, ისევ ისე ძლიერ წვიმდა ის კი სიბნელეში გაუჩინარდა. ქეთა ცეცხლს დაჰყურებდა, ვაკო რომ დაბრუნდა .მკერდზე ტოტების გროვა ჰქონდა მიკრული. ისე დაყარა რომ ცეცხლის პირას ყოფილიყო და გამშრალიყო . შემდეგ ერთი ხელის მოსმით მოიშორა მაისური და ქეთას კაბის გვერდით დადო .
ქეთას ჩაეძინა,ვაკომ კი მთელი ღამე თეთრად გაათენა. გოგონამ თვალები რომ გაახილა და ცეცხლი კიდევ ენთო მიხვდა რომ ვაკო ფხიზელი იყო
-საერთოდ არ გიძინია?
-ტანსაცმელი გაშრა ჩაიცვი- უკვე მაისური ეცვა,უბრალოდ შებრუნდა და დაელოდა.
ჩუმად მიდიოდნენ, წვიმისგან ატალახებული მიწა ფეხებზე ედებოდათ ,მაგრამ არცერთს ადარდებდა ეს ამბავი. ნაპირს რომ მიუახლოვდნენ ორივე შედგა
-წყალი გაყინული იქნება... შეძლებ ?-ქეთას მიუბრუნდა და ჩანთა კარგად შეკრა
-ნუ ღელავ წყალი არ შევა ჩანტაში უბრალოდ გარედან დასველდება.მე გავუძლებ,როცა დავიღლები გავჩერდები ...
-ახლოს იყავი - წყლისკენ წავიდა და მალე შეცურა. ქეთა სულ მთლად გაიყინა,უკვე ლურჯდებოდა ვაკო რომ მოეხვია . გაცურვაში ეხმარებოდა და თითქმის მასზე დაყრდნობილმა მიაღწია ნაპირს. მზე ნელ-ნელა უთბობდათ სხეულს,მაგრამ ჯერ კიდევ კანკალებდნენ. სრულიად გაეთოშა სხეული ასე გაძლება აღარ შეეძლო. წამოიწია და კაბა გადაიძრო შემდეგ თვალები დახუჭა და დაელოდა როდის აორთქლდებდოა მისი სხეულიდან ცივი წყლის წვეთები. რომ გამოიხედა ვაკოც საცვლის ამარა იჯდა და უკვე გამთბარი ათვალიერებდა გარემოს. შემდეგ წამოდგა შორტი გაწურა და იქვე დააგდო
-ჯანდაბა !
-დრო არ იცდის ვაკუნა ! ნუ გეშინია არ შეგჭამ - უცებ წამოდგა და ქოხისკენ წავიდა- წამოდი საცხოვრებელი მოვაწესრიგოთ თორემ კიდევ ერთ ღამეს წვიმაში ვერ გავატარებ
-სულ არ ვარ დაზღვეული...
-ზედმეტს ნუ მელაპარაკები-თქო გითხარი
-გულახდილი იყავიო და ...
-ყოველთვის ასე რატომ იცით ...კომპლიმენტს რომ გეტყვით რატო გივარდებათ თავში ! გამროჩეულად გარეგნობა არ გაქცევს,მხოლოდ ხასიათი და ქცევა . ლამაზი კი ათასობით ადამიანია ,მილიონობით სიმპათიური და უკანასკნელად გაფრთხილებ აქ ყოფნის განმავლობაში კიდევ ერთხელ იხუმრებ უხამსად და ისე უცებ ვიქცევი ალქაჯად ვერც კი გაიაზრებ ისე აღმოჩნდები ოკეანის ფსკერზე დაჭყეტილი თვალებით !
-დღეს აშკარად გაღიზიანებული ხარ! - მშვიდად მიუგო და ისე გაეცალა როგორც თავიდან,უემოციოდ.
ქოხში რომ შევიდნენ ქეტამ შტვენა დაიწყო
-ჯანდაბა! თავიდან ასეთი ცუდი მდგომაროება არ ჩანდა! ვფიქრობ მხატვარმა უნდა დაალაგოს აქაურობა
-მხატვარი თუ დაალაგებს მხოლოდ მხატვარი დაიძინებს აქ ! გუშინდელის კომპენსაცია მოვახდინე უკვე!
-კომპენსაცია არ მჭირდებოდა
-კარგი ხო ...დავალაგებ
-მეც მოგეხმარები - გაუცინა და ირგვლივ მიმოიხედა.
მალე დაიწყეს, ყველა ძველი ნივთი გარეთ გაიტანეს და ერთად დაყარეს მერე სკივრი გახსნეს და იქედან ტანსაცმელი ამოიღეს ცასაცმელად არცერთი გამოდგებოდა ამიტომ საწოლის მოსაწყობად გამოიყენეს. ვაკომ ნაჭრის ჰამაკის გაკეთება დაიწყო, ქეთას გასაოცებლად გამოუვიდა
-არ მჯერა რომ გამოვიდა . ნამდვილად არ წყდება?
-თხუთმეტი წუთია ვწევარ ქეთევან
-კარგი გენდობი ... გააკეთე ჩემთვისაც სხვა თუ არაფერი ძირს დავაგებ... სხვათაშორის ჭერია გასაკეთებელი . ესენი უნდა მოვაშოროთ და ახალი დავაფაროთ. დააკვირდი რითაა დამაგრებული?რაღაც მცენარეა ...
-ვიცი რაც არის და გავაკკეთებ ...
-სანამ შენ გააგრძელებ მე აქ დავწვები ხო?- როგორც კი წამოდგა ვაკო მაშინვე დაიკავა მისი ადგილი
-როგორც გინდა... სანამ ტოტებს მვოიტან ამათ გავიდან - კუთხეში დაყრილი ნივთებისკენ წავიდა ,რაღაც აიღო და უცებ ყვირილი დაიწყო .ისე ღრიალებდა ქეთა ამოყირავდა . აქეთ იქით დადიოდა და ხელებს არხევდა
-ამის დედაც ...ამის დედას შევ... რა ჯანდაბააა არ გაბედო არ გაინძრე ...არ გაბედოოო შენიიი - ყვიროდა იგინებოდა და ისევ ისე დადიოდა ქეთამ თვალი ვერ მოავლო სანამ არ ცაავლო ხელებში და არ გააჩერა
-გეყოფაააა ! რა ჯანდაბაა შემომხედე !
-ობობა ! ობობაა
-სად ... ობობა? - უცებ დააკვირდა სხეულზე. დიდი შავი ობობა პრესზე იყო და ქვემოთ მიცოცავდა -ოუუ დამშვიდდი რა დაგემართა რას ცახცახებ შე გაკაცო მიყურე მე მიყურე . ობობას როგორ უყურებ შიშველი ვარ სენს თვალწინ რანაირი კაცი ხარ- ელაპარაკებოდა და ხელებზე უჭერდა
-ქეთევან! ნუ მაგიჟებ მიდის სად მიდის ...არ გაბედო შე ... მანდ რა ჯანდაბა გინდა...ოღონდ მანდ არა -იცოდა ქეთამ რო ხელებს გაითავისუფლებდა ობობა უკვე საცვლის თავთან იყო უცებ რომ მოკიდა თითები და მოაშორა
-აჰა შენი ობობა... რანაირი კაცი ხარ გველს თავი წააცალე და ობობაზე კივიხარ?
-ტარანტულია გოგო მოკალი! ახლავე მოკალი არ გიკბონოს ქეთევან მოკალი!
-ნუ ღრიალებ ! არაა ტარანტული... უბრალო ობობაა მიმიკრიაზე გაგიგია რამე?
- რა დროს მიმიკრიაა რა ჯანდაბაა ! ექიმები ავადმყოფები ხართ
-როგორ კივი ღმერთო ჩემო - ობობა გაიყვანა და ქვიშაში ჩააგდო
-გაუშვიიი? ! მეც უნდა გამეშვა ის გველი რას აშავებდა მიდიოდა თავისთვის !
-ნუ ადარებ!
-ვითომ რატომ ობობის შხამი არ კლავს თუ რა
-ამხელა კაცს ობობის როგორ გეშინია...სახლის ობობას რომ ხედავ ასე იწყებ განწირული ქალივით კივილს?
-არა!
-მე რატომ მიბღვერ სიმართლე რომ დავინახე?
-რა სიმართლე ...
-თუ ღმერთი გწამს აბა ობობა ვერ მოიშორე? გველს მოაჭერი თავი ვაკო
-იმ დროს არ ვფიქრობდი
-კარგი ახლა ...აღიარე სირცხვილი ხომ არ არის მერე რა რომ არაქნოფობია გაქვს
-არ მაქვს !
-კარგი არ გაქვს ... საქმეს მივხედოთ რადგან გადაურჩი იმ გიგანტურ ფეხსახსრიანს და არ ჩაგყლაპა ეს შოკოლადის ბიჭი
ვაკო არ აჰყვა, არაფერი უთქვამს. ქოხს გამხმარი ტოტები მოაშორა და ახალი მოიტანა , შეკრა და ისევ შიგნით შევიდა. თავის ჰამაკში ჩაწვა და მუცელზე დაიკრიფა ხელები
-რას აკეთებ
-ვისვენებ !
-მშია
-ჭამე
-ბანანი და ქოქოსი არ გვაქვს არაფერი გვაქვს. აღარც ორცხობილებია . წყალიც გვინდა და მარტო ვერ წავალ სხვათასორის კიდევ არ გვინახავს დეტალურად ყველაფერი !
-აქვეა ხეები შეგიძლია აძვრე და მიირთვა
-ვაკო !
-ხომ შეიძლება ერთხელ შენც დაიხიო უკან და ნორმალურა დმოიქცე. ნუ ხარ ეგოისტი
-უბრალოდ ვერ ავდივარ ისეთ ხეებზე.როგორ ვიცოცო ტოტიც არ აქვს
-ასე ნუ მიყურებ ...
-ვაკოოო გთხოოვ ძალიან მინდა ბანანი ..რა ? ჯანდაბა ისევ იცინი! რა ახლა რამდენი ბანანს ვახსენებ იმდენჯერ უნდა გაიცინო?
-წავალ მოვიტან ბანანს - უცებ ადგა და გასასვლელისკენ წავიდა. დიდიხანს არ დაბრუნებულა, ქეტას წოლაც მოჰბეზრდა და წამოდგა. ახლოს არსად იყო. ტყესი შევიდა და წყლისკენ წავიდა. პატარა წყარო იყო, ამ მხარეს მდინარე არსად ენახა.
-ვაკოოოო ... მთელ ბანანის ხეს თხრი თუ რა ხდება . ვაკუნაააა- ჯერ ეზახდა მერე მოჰბეზრდა და წყაროსთან რომ არ დახვდა სხვა მხარეს წავიდა. ბოლოს დაინახა, ქვაზე იჯდა და ხედს უცქერდა.. ისე მიუახლოვდა ბიჭმა ვერაფერი შენიშნა, მხარზე ხელი რომ დაადო უცებ შემობრუნდა სულ მთლად ჩაწითლებული და ამღვრეული ჰქონდა თვალები -ვაკო...
-აქ რა გინდა... ძალიან დამაგვიანდა ? მაპატიე .აჰა ჭამე - უცებ მისცა ბანანის შეკვრა და მზერა მოარიდა
-მოიცადე ... არაფრის თქმა გინდა?-პაუზის სემდეგ უთხრა .უკან მიჰყვებოდა ის კი ჩქარა მიდიოდა აშკარად თავის დახსნა უნდოდა. -კარგი თუ არ გინდა ნუ მეტყვი.იმედია უნებურად მე არ გაწყენინე ! ობობის გამო დაცინვა არ მინდოდა უბრალოდ გამეცინა
-ქეთევან არაფერ შუაში ხარ ,ბავშვი არ ვარ დაცინვის გამო რომ გავიბუტო ! სანამ დაღამდება ჰამაკს გაგიკეთებ. ოღონდ გემზეც ვიპოვოთ რამე თორემ თოკები აღარ მაქვს მისამაგრებლად -პირდაპირ გემსიკენ წავიდა,ყველაფერი ქეთას მიაჩეჩა ხელსი და წავიდა. არ გაჰყოლია, მიხვდა რომ შეაწუხებდა.
დანარჩენი დროც დუმილში გაატარეს, იჯდა და საქმეს აკეთებდა. უკვე ბინდდებოდა რომ დაამაგრა და ქეთას გახედა
-შეგიძლია გადმოხვიდე ...
-მადლობა ... - ჯერ ფრტხილად დაჯდა შეამოწმა გაუძლებდა თუა რა .შემდეგ დაწვა და ბანანის ერთი შეკვრა მუცელზე დაიდო . ვერ მსუყდებოდა და რა ექნა. ვაკოს კი არაფერი ჰქონდა მთელი დღე ნაჭამი -შენ არ გშია?
-არ მინდა ... ტყეში ვჭამე სანამ შენ მოხვიდოდი. გასანათებლად გვჭირდება რამე ... გემზე ბევრი ტკინის ნივთია ..ყველაზე დიდის ავიღებ და იმაში დავანთოთ ცეცხლი ,ყველაფერს გაანათებს და სითბოც იქნება ღამით
-კაგრი აზრია..იქ ბევრი რამ არის.
-მდინარე აქაც არის... ჩანჩქერიცაა პატარა, შეიძლება წყაროც ეწოდოს არ ვიცი ვერ ვერკვევი წყალი სუფთაა და თევზებიც შევნიშნე . შორს არის იქედან სადაც ჩვენ ვიყავით.იმ მხარეს კლდეებია სულ . იქნებ თევზიც დავიჭირო ხვალ ... გამოცდილება არ მაქვს , ანკესი რო იყოს კიდე ხო ...მაგრამ არ ვიცი იმედია რამეს მოვახერხებ . ორიც რო დავიჭირო გვეყოფა ჩვენ ...
-გემზე ბევრი ნივთებია..იმათი გამოყენება სხვა დანიშნულებისთვის შეიძლება...განსაკუთრებით თასების და რკინის ნივთების. თევზ მე დავიჭერ ...უბრალოდ ეგ ადგილი მაჩვენე
-შენ დაიჭერ? თუ ღმერთი გწამს არ გადავარდე კლდიდან ჩქარი დინებაა და ძნელი იქნება
- მითევზავია! კოტე ძია ასწავლიდა ბიჭებს და მეც ვიყავი იქ. რამდენჯერმე მიცდია კიდეც ...მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ვინ მასწავლა უბრალოდ ვიცი და მორჩა!
-კარგი , მაგრამ მეც ვიქნები იქ და იცოდე თევზის გამო ნუ გადამაგდებ კლდიდან
-რა ნახე იქ ისეთი ასეთ ხასიათზე რომ ხარ
-არაფერი ! უბრალოდ ძველი მოგონებები გამახსენდა ,რატომ მეც არ ვიცი . არ ღირს ამდენ გარჩევად ! კარგად ვარ ,მადლობა ყურადღებისთვის ქეთევან
-მორჩი ამ მადლობებეს და ბოდიშებს ! გავიგე ისედაც რომ ზრდილი ბიჭი ხარ და სულ ცოტა უზრდელი- ბოლოს გაიცინა და გადახედა.მერე ბანანი აიღო კანი გააცალა და სწრაფად გადასანსლა-სულ არ მაკმაყოფილებს ეს და რა ვქნა კუჭი მიხმება!
-დიეტაზე არსდროს ყოფილხარ?
-არა ! ბუნებრივად ვარ ასეთი სექსუალური- გაიცინა და თვალი ჩაუკრა -შენსავით თავი არ მომიკლავს სავარჯიშოდ
-მკვდარის რა მეტყობა ... ცხოვრების ჯანსაღი წესის წინააღმდეგი ხარ?
-ანუ უბრალოდ ვარჯისობდი?
-არ მინდა ქოლესტერინმა და ღვიძლმა შემიწიროს ... არასწორი კვების და ცხოვრების გამო ! არ მინდა იმ რამდენიმე ადამიანსაც ვატკინო გული ვისაც ვუყვარვარ
-კარგი რა არასწორი ცხოვრების წესი ვის კლავს...
-კლავს დამიჯერე ,კლავს
-რომ თქვი არავინ მომძებნისო ... თუ არიან ადამიანები . ნათლიამ გამზარდაო ხომ თქვი ისიც არ დაიწყებს შენს ძებნას?
-რომ გაიგოს აუცილებლად მომძებნსი,მაგრამ ვერ გაიგებს. არ იცოდა საერთოდ თუ ვგეგმავდი მოგზაურობას. უცებ გადავწყვიტე და წამოვედი, ის არც იყო ამერიკაში და ვერც შეატყობინებენ დარწმუნებული ვარ . ნათლიის შვილები და ცოლიც მასთან ერთად არიან!
-ასე ერთად თუ წავიდა ყველა შენც ვერ გაჰყევი? თუ არ გაქვთ ახლო ურთიერთობა
-როგორ არ გვაქვს...ისინი არიან ჩემი ოჯახისწევრები.მათ გარდა არავინ მყავს. უბრალოდ ვიღაც ძველ მეგობართან მიდიოდნენ და მე არ ვიცნობ მათ მეგობრებს. ბავშვობაში რომ მიდიოდა მე ვრჩებოდი,მერე ცალკე გადავედით მე და თეკო
-თეკო? აი გყოლია ვიღაც გოგო და მე არაფერი მიტხარი !-უცებ წამოიწია და გაბრაზებულმა შეხედა
-თეკო ნათლიაჩემის შვილია ქეთევან . აიჩემა მარტო უნდა ვიცხოვროო, ნათლიაჩემი ღელავდა გიჟი გოგოა დედას ჰგავს და შუალედი ავირჩიეთ მეც გადავედი მასთან . თეკო ჩემს თვალწინ გაიზარდა და ძმაზე მეტად ჩემთან მეგობრობს
-კარგი რა ისე როგორ მეგობრობს რომ შენთან ერტად ცხოვრობს... რანაირი კაცი. ხარ გოგოსთან ერტად როგორ იცხოვრებ ტავისუფლად,როგორი მეგობარიც არ უნდა იყო ან ვინმეს აყვანა რომ გინდა ბინაში ბავშვს ასმენინებ კვნესის ხმებს? ან იმას არ ჰყავს ვინმე? შენთან ხო ვერ მოიყვანს როგორი თავისუფლებაა
-რადგან ვერ იგებ ახსნა არ შემიძლია...არ ვაპირებ ჩემი ცხოვრების დეტალებზე გიამბო
-ოჰ რა თქმა უნდა ორ სიტყვას ამოვგლეჯ პირიდან და ისევ დუმდებa. ან საცრებებს ისვრის პირიდან
-არადა მეგონა არაფერი გაგაბრაზებდა იმდენად ჭკვიანი გოგო იყავი
-გავბრაზდებოდი ნერვებს რომ მიშლიდე ახლა უბრალოდ მიკვირს. ცოტა მიჭირს შენი ხასიათის გამოცნობა,ჯერ-ჯერობით არაპროგნოზირებადია შენი ქცევა ჩემთვის
-და ზოგადად რამდენ ხანში ამოიცნობ ადამიანთა ბუნებას
-ზოგადად იშვიათად ვინტერესდდები და როცა მაინტერესებს ყოველთვის ვხვდები
-და მე თუ შევიცანი შენი არსება მე რა ვარ ასეთი შეუცნობელი
-ხოო? რაღაც მეეჭვება ეგ შეგეძლოს . ეგეთი მარტივი არ არის ჩემი არსება .თუმცა ეს ამბავი მეტად რთულია და ზოგადად ყველა ადამიანი საკუთარ ტავს აჭარბებს ასე რომ სხვა მითუმეტეს ვერ შეძლებს ზუტ შეცნობას...არ ვიცი იქნებ მხატვრებს განსხვავებული ხედვა გაქვთ
-ჩემი პროფესია არაფერ შუაშია ,დამიჯერე
შემდეგ ისევ დუმილი გამეფდა. მალე გაისმა წვიმის ხმა ,ისეთი ძალით ეცემოდა ქოხს თითქოს ტოტებისგან გაკეთებულ ჭერს ჩამოტეხდა და ერთიანად გაანადგურებდა ყველაფერს. ქარის ,ტალღების და წვიმის ხმა ერთმანეთს ერეოდა. სიბნელეში გაიელვებდა ხოლმე ელვა და გაანათებდა მთელს ცას .
ყველაფერმა იმოქმედა ,ორივეს ჩაეძინა და დილამდე არცერთი შეტოკებულა. პირველმა ვაკომ გაიღვიძა, ჩანთიდან სახატავი ამოიღო და ფანქარი მოიმარჯვა. მანამ ჩაიკარგა თავის ნახატში სანამ ქეთა არ დაადგა თავზე და ჩრდილმა არ გადაფარა . დაწვრილებული თვალებით ახედა იმდენად საყავრლეი იყო იმ წამს ქეთას გაბრაზებული სახე წამში გაებადრა
-რა...მე უბრალოდ სულ შენ გიყურებ და სხვა რა დავხატო. ხეები ყველგან ერთნაირია
-არ მიყვარს ზოგადად ბევრი და უხარისხო . მირჩევნია ერთი და კარგი.
-რაო?- ლამის გადმოვარდა ჰამაკიდან. ისე აებლანდა ფეხები და ქოხიდან გასულ ქალბატონს გახედა- უხარისხოო ? ! ალქაჯი
-მესმის
-ესმის ...აჰ რა თქმა უნდა თქვენ ისეთი ღვთაებრივი ხართ როგორ შეიძლება უბრალო მხატვარმა უბრალო ფურცელზე ფანქრით დაგხატონ .თქვენ მხოლოდ ერთხელ უნდა დაგხატოთ ისიც ვინმე საოცრებამ
-კარგი რადგან გაბრაზებულიც გიხილეთ ბატონო ვახტანგ ახლა წავიდეთ დილით დაჭერილ თეზს რა აჯობებს- ხელები გაშალა, მხრებში გამართა მხარზე ჩამოვარდნილი კაბის ბრეტელი გაისწორა და თმებში შეიცურა თითები.
ვაკო ისევ იმ ადგილას იდგა, ხელში ჩაბღუჯული ბლოკნოტით. შემდეგ ქეთა შებრუნდა, იღიმოდა და თვალები ისე უბრწყინავდა ვაკოს სუნთქვა გაუძნელდა
-აბა მოდიხარ თუ მარტომ ვიპოვო ის ადგილი
-წვიმდა წუხელ და ამღვრეული იქნება წყალი! თანაც ჯერ კიდევ არ ამოსულა მზე, ღრუბელია ცაზე ,იწვიმებს
-ხასიათს მიფუჭებ ხვდები?
-უკვე გამიფუჭდა მე და ალბათ ჩემ მდგომარეობასი მინდა იყო- ნიშნისმოგებით უთხრა და იქვე ჰამაკში ჩააგდო ბლოკნოტი. ქოხი დატოვა და გემისკენ წავიდა. შიგნით ეძებდა გამოყენებად ნივთებს და თან ქეთას სიტყვები ახსენდებოდა. ბოლოს ნერვები მოეშალა,გაბრაზდა და ღვინის თასი ისე მოიქნია ზღართანით დაეცა პირდაპირ ქეთის ფეხებთან
-დიდებულიძე ძალიან აღელვებული ხარ დღეს... რა ხდება ?
-რა შემატყვე აღელვების საოცარ ხასიათზე ვარ. ისე ვერთობი და ისე ვმუშაობ რო რაღა ვთქვა აღარ ვიცი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვარ მინიმუმ
-მეგონა კაცებს თვიური შემოტევები არ ჰქონდათ ,ვცდებოდი დავიჯერო? ტყუილში ვიცხოვრე? -ეს რომ თქვა სრული“გაკვირვებით“ ვაკო საერთოდ შეიშალა. ყველა ძარღვი ეტყობოდა ყელზე. უცებ გასწორდა და მისკენ დაიწყო სვლა
-თვიური შემოტევა... მე !
-აი აშკარა სიმპტოპატიკაა...ჰორმონალური დისბალანსი ინკურნება ნუ ღელავ. რომ დავბრუნდებით კარგ ექიმს გირჩევ ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს შენ არ ინერვიულო მაგაზე ისევ დაგიბრუნებენ შენს მამაკაცურ ...სულისკვეთებას- ისე ლაპარაკობდა თითქოს არც უახლოვდებოდა დიდებულიძე
-სულისკვეთებას... მამაკაცურს ხო?
-აჰამ? ახლა კი წყლისთვის რამე ვიპოვოთ..მერე გავწმენ კაგრად და ნორმალური ჭურჭელი გვექნება- ისე გაეცალა ვაკოს თვალიც ვერ დაახამხამა ბიჭმა. დადიოდა და ეძებდა ნივთებს მერე უცებ გაჩერდა- რაღაც მოვიფიქრე... დამეხმარები იმედია. აქ ნიჩბებიც არის და იქნებ დაგვეკრძალა ისინი. სხეულის ასე დატოვება როცა აქ ვართ ...მისმენ?
-მეც ვაპირებდი მაგას შენ რომ არ გეთქვა ..
-ხოდა ძალიან კარგი.ამინდი რომ გაუმჯობესდება დავკრძალოთ ! ამ სკივრებში ვნახეთ რა არის?- კარადები გახსნა და სკივრები გამოიღო-იმათ რატო არ ნახეს ნეტავ - გარეთ გამოიტანა დიდ სივრცეში და ხის სკამზე ჩამოჯდა რომელიც ძლივს იდგა ,მაგრამ ქეთოს წონას გაუძლო. -ჩაკეტილია... ეს გამოდგება
-საკეტებსაც ხსნი?
-ნიკა ძიამ მასწავლა
-საოცარი ბიძები გყავს მოკლედ ! კანონიერი ქურდია ნიკა?
-ვინ ნიკა ახვლედიანი?- უცებ აკისკისდდა და ლამის სკამიდან აყირავდა, ვაკომ მოხვია ხელი თორე სკამს მიჰყვებოდა და ძირს დაეცემოდა. ისევ იცინოდა , ბიჭი უყურებდა და ხელს არ უშვებდა- ქურდი არ არის ... უბრალოდ ყველაფრის მცოდნე ხალხი მყავს ირგვლივ. არ ვამეტებ! არ გამიშვებ ? -წარბები მაღლა ასწია და სანამ ბიჭი გაუსვებდა მანამ დაიხსნა თავი. შემდეგ მაგიდისკენ დაიხარა ყუთში რაღაც შედო და გახსნა-ოუუუ აქ რა გვქონია ნახე... -სამკაულებით სავსე ოქროზე მიუთითა. საკმაოდ ბევრი სამკაული იყო ზარდახშაში.მეორე უფრო დიდიც სავსე იყო მასში ძვირფასი თვლები ეწყო-იქნებ ის ხალხი ვინაც ქოხი ააშენა და ვინც ამ გემზე იყო სხვადასხვა დროს მოხვდნენ აქ.მეეჭვება გადარჩენილებს ესენი აქ დაეტოვებინათ
-აქ საუკუნის წინანდელი სამუზეუმო ექსპონანტებია. ეს ხელნაკეთი სამკაულებია...
-ამ ადგილას რომელი ქვეყნიდან მოხვდებოდა
-აფრიკასა და ამერიკის კონტინენტს შორის მოგზაურობის დროს ბევრი გემი იკარგებოდა ...ზუსტად არ ვიცი ,მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი უბრალოდ მდიდარს არ ეკუთვნოდა მაღალი წრის წარმომადგენელი იქნებოდა. ალბათ ინგლისელი დიდგვაროვანი....
-ინგლისელს აქ რა უნდოდა ...
-იქნებ აფრიკაში იყო და იქედან მიდიოდა ! ფაქტია აქ მილიონების ღირებულების სამკაულია
-საინტერესოა... მოკლედ აქაც უბრალოდ დაკარგული არ ვარ. გეგმები მიჩნება,გმადლობ ღმერთო ცხოვრებაში ტყუილად რომ არ მაკარგვინებ დროს
-ვიცოდი რომ ამას იტყოდი ! როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო ,როგორ ახერხებ სრულყოფილი იყო ,ყველაფერზე ადეკვატური რეაქცია გქონდეს და თან მოკვდავივით მოიქცე.ხანდახან მგონია რეალური არ ხარ, არც ეს ყველაფერია რეალობა და მალე გამეღვიძება მივალ ჩემს მოლბერტთან და ყველაფერს დეტალურად დავხატავ პირველ რიგში კი შენ ...შენ გემზე, შენ ნავში, შენ სანაპიროზე ქვიშაში უგონოდ მყოფს და მაინც ღვთაებრივად ლამაზს იმ შიშსაც დავხატავ რაც იმ დროს ვიგრძენი,უცნობი ქალღმერთის დაკარგვის შიშს. წვიმაში დასველებულს დაგხატავ , შენს მომღიმარ სახეს, შენს კისკისს ნახატზე გადავიტან
-მგონი რომანტიკულმა ხასიათმა იჩინა შენში თავი მხატვარო ... -ისევ გაიღიმა და კვლავ განაგრძო ნივთების დათვალიერება.ამჯერად უფრო დეტალურად. წარწერებს ეძებდა ჭურჭელზე, ძვირფას თვლებს აკვირდებოდა ღვინის ჭიქებზე და ერთ ,ერთ დახურულ ყველაზე მეტად განადგურებულ ნაწილში უზარმაზარი სკივრიც იპოვა იარაღით სავსე-ისევ წვიმს-წვეთები აღწევდა ხის ფიცრებს შორის და თავზე ეცემოდა .სკივრები დახურა და ვაკოს მიაჩეჩა ხელში-აქ ყოფნა საშიშია შეიძლება წყალმა აქამდე მოაღწიოს
-წავედით - სწრაფად მოხვია ხელი ვაკომ და ისე ააფრიალა იქედან ტალრაც ვერ დაეწეოდათ. სწრაფად შევიდნენ ქოხში და ორივე კარზე აეკრო, წვიმას მაინც მოესწრო მათი დასველება და გაყინვა
-როდის მორჩება...
-არ გიყვარს წვიმა?
-პირიქით ,ნარკოტიკივით მინდება გავიდე და შევიგრძნო წვიმის წვეთები. მაგრამ აქ გამოსაცვლელი არ მაქვს,არც ცხელი აბაზანა და ამიტომ საკუთარ თავთან ბრძოლა მიწევს . მზე მინდა რომ არ გავიყინო ...შენ გიყვარს თუ გძულს
-ასეთი დამოკიდებულება არცერთი ამინდის მიმართ მაქვს. განსაკუთრებით არც მცხუნვარე მზე მიყვარს, არც წვიმა და არც თოვლი. მიუხედავად იმისა რომ მზიან ამინდში თიტქოს თავისუფალდ ვსუნთქავ, წვიმაში ბევრჯერ მისეირნია,მერე დავმჯდარვარ ფანჯარასთან სრულიად სველი და წვიმის შეწყვეტამდე მიხატავს . ზამთარში კი ზოგჯერ პატარა ბავშვივით ველი ფიფქებს როდის წამოვლენ ციდან და მანამ არ ვაშორებ ქუჩას თვალს სანამ ყველაფერი თეთრად შეიფერება. შემოდგომის ქარიანი ამინდიც მიყვარს, გამხმარ ყვითელ ფოთლებს რომ სიცოცხლეს უბრუნებს და მაღლა ცისკენ მიჰყავს,ამ დროს მგონია რომ მათი ხეზე დაბრუნება სურს და ვერ ახერხებს. ყოველთვის ასე არ ვარ...ზოგჯერ თოვლიც მეზიზღება, წვიმაც და ქარიც ... სახლში ვზივარ და სრულიად სხვა სამყაროში ვარ, როცა მზეა ჩემს ფურცლებზე წვიმს ,როდესაც თოვს ჩემი თითები ფერადი საღებავებით იფერება
- საინტერესოზე მეტი ხარ იცი? - ქეთა უსმენდა ,თვალს არ აშორებდა და შემდეგ უბრალოდ დუმდა.არაფერი უთქვამს ვაკოს,სიტყვები გაუაზრებლად გულიდან წამოვიდა და ახლა პასუხი აღარ იყო საჭირო.
საღამომდე რომ არ შეწყდა წვიმა საჭმელიც აღარ ჰქონდათ , თევზიც ვერ დაიჭირეს და ძილიც მოჰბეზრდათ. კიდევ კარგი ცეცხლი ენთო და თბილად იყვნენ. ქეთას ისევ ეძინა , ვაკომ ქოხი დატოვა და იმ ქარიშხალში მიაშურა ტყეს რამე რომ მიეტანა ქეთასთან. ხეზე ასვლა რომ დაიწყო არც კი დაფიქრებულა, დარწმუნებული იყო რომ შეუძლებელი არ იყო . უკვე მაღლა იყო ქარმა და წვიმამ რომ შეარხია, ფეხიც აუსხლტა და ხიდან ჩამოსრიალდა, თავის შემაგრებას ცდილობდა და სულ გადაეყვლიფა კანი ხელ- ფეხზე. ბოლოს ძირს დაეცა მხრით და ყრუ კვნესა წასკდა. მოკუნტული ეგდო ხის ძირას, ქარი ზუზუნებდა, წვიმის წვეთები გამეტებით ეცემოდა .არ ინდობდა ამინდი ,ქეთას კი სითბოში მსვიდად ეძინა, უცებ რომ გააღვძა ხმაურმა. ქარმა გარეთ რაღაც წააქცია , უცებ გამეოღვიძა უკან მიიხედა იქეთ სადაც ვაკო უნდა ყოფილიყო. იქ რომ არ დახვდა გველნაკბენივით წამოვარდა. ჯერ იქედან ეძახდა მერე რომ არ გააგონა არც დაფიქრებულა ისე გავარდა იქედან. ტყეში როგორც კი შევიდა ხმა უფრო აიმაღლა ყველაფერს გადააჭარბა მისი ძახილი ისე ისმოდა ქარიც კი დაამარცხა. ისე მირბოდა თითქოს მზეში თამაშობდა. ტალახში ეფლობოდა, ფეხი უსრიალებდა ,მაგრამ ვაკო რომ დაინახა ხის ძირას ყველაფერი დაავიწყდა.
-ვაკო... ვაკო შემომხედე კარგად ხარ? დამელაპარაკე გთხოვ - თავისკენ ფრთხილად გადააბრუნა და სისხლიანი სხეული რომ მოხვდა თვალში ლამის გიჟს დაემსგავსა. თვალები მილულული ჰქონდა დიდებაძეს და სუნთქავდა სუსტად -ჯანდაბა ! ასე როგორ მექცევი...სულ არ გეცოდები? ასე რატომ მექცევი რატომ? გაახილე თვალები და მითხარი რომ სიარულს შეძლებ. დამეხმარე ! გესმის? ვიცი რომ გესმის არ გთხოვ იცოდე ,გიბრძანებ ახლა მოიშველიო ის შენი კარგი ქცევები და დამეხმარო ! ძალა მოიკრიბე დიდებულიძე ! - უყვიროდა და კბილებს ისე აჭერდა ერთმანეთს თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა. ვაკომ თვალები გაახილა და მის მზერას რო წააწყდა ოდნავ გაეღიმა
-როგორც მიბრზანებ ქალღმერთო
-სიარულს შეძლებ? ახლოს ვართ დამეყრდნობი და წავალთ . ტყუილად ინაზები მხატვარო , ნაკაწრები გაქვს და თვალების დაწვრილებით მე ვერ შემაშინებ. ისეთები მინახავს,ხომ არ გავიწყებდა ვინ ვარ. არ ცხრებოდა ქეთა, თითქოს თავს არწმუნებდა რომ არ ეშინოდა, რომ მისი შეშინება და აღელვება არ შეიძლებოდა, ისევ შეუძლებელი იყო. მაგრამ ფაქტია ვერ იაზრებდა სიტუაციას, ვერ ხვდებოდა რომ მართლაც არაფეირ იყო საშიში, სიეთი რასაც ვერ მხიედავდა. ვერაფერს იაზრებდა ვაკოს გამო ,მისი ტკივილის გამო ათას ნაწილად იშლებოდა და ათჯერ მეტად ტკიოდა.
-შევძლებ ! -ხელები მიწას დააბჯინა და წამოიწია, თავიც დარტყმული ჰქონდა წვიმის წვეთები სისხლს ერეოდა და მთელს სხეულზე წითელ ღარებს ქმნიდა. ქეთამ ხელი მოხვია და ისე მაგრად დადგა ნამდვილ საყრდენს ქმნიდა. აშკარად სუსტად იყო ვაკო, არა ჭრილობების გამო,თავის დარტყმის სემდეგ ყველაეფრს გაორებულად ხედავდა, და ორიენტირება უჭირდა თითქოს სიზმარში იყო, გაურკვეველ გარემოში .
რამდენჯერმე წაბორძიკდა, ქეთა იჭერდა მაგრამ ფეხი უსხლტებოდა. ყოველ ჯერზე ტხოვდა გამაგრებას და ეუბნებოდა რომ ახლოს იყვნენ. როგორც იქნა ქოხამდე მიაღწიეს. ჯერ ძირს დააჯინა,კედელს მიყრდნობილი. სემდეგ ძირს მოაწყო საწოლი, იმდენად სწრაფად მოქმედებდა თითქოს წინასწარ იყო მზად.
-არ გაითიშო..ჩემთან დარჩი გესმის?
-შენთან გავრჩები სულ დავრჩები ქალღმერთო- თვალებდახუჭულმა ხრინწიანი ხმით ამოილუღლუღა . ქეთამ მაისური მოაშორა სხეულიდან იმითვე გაუწმინდა სისხლიანი სხეული რადგან გაერკვია რეალურად სად იყო ჭრილობა . მხოლოდ ამის შემდეგ დააწვინა და ჩანთაში საჭირო ნივთები იპოვა. წყალი პატარა ჭურჭლით პირდაპირ ცეცხლსი ცადო ,რკინა სწრაფად გაცხელდა და წყალიც ადუღდა. სუფთა ნაჭრები არ ჰქონდა ამიტომ ყველაფერი მდუღარესი დაასველა . სპირტი ჰქონდა პატარა ბოთლით და იმით გაუწმენდდა ჭრილობებს ,მაგრამ მხოლოდ ერჯერადად ეყოფოდა. თავს რომ დააკვირდა ამოისუნთქა, უბრალოდ კანი იყო გადახსნილი, მოწმენდის შემდეგ იმდენად ცუდად აღარ ჩანდა. სტერილური ბინტის ნაჭერი დაადო იმ ადგილას . დამშვიდდა, გულისცემაც დაუმსვიდდა ,აღარ ღელავდა და მშვდიად ასრულებდა საქმეს რომელიც მილიონჯერ ჰქონდა განაკეთები. ვაკო ფხიზლად იყო,მაგრამ მაინც ბურუსში იკარგებოდა. თავს ატრიალებდა და ღრმად სუნტქავდა,ვერ ისვენებდა,რაღაც აწუხებდა. ბურუსიდან თავის დაღწევა სურდა. ბოლოს ჩაეძინა ...
პირველი ღამე იყო როცა ქეთას არ ეძინა, ვაკო კი მშვიდად ფშვინავდა. ქეთას პლედი ეფარა, შიშველი გულმკერდი მოუჩანდა, ღრმად სუნთქავდა . ტუჩები ერთმანეთისთვის დაეშორებინა, ოდნავ მოზრდილ წვერშიც კი კარგად ჩანდა მისი თხელი ვარდისფერი ტუჩები სითბოსგან რომ შეფერილიყვნენ.
რამდენიმე საათში სულ მთლად აუწითლდა ღაწვები, სიცხე ჰქონდა. სუნთქვაზეც კი ატყობდა ექიმი რომ უკვე მაღალი იყო ტემპერატურა. არადა სულ ცოტა ხანს ჩასთვლიმა, ხელი რომ შეახო შუბლზე სწრაფად წამოვარდა. გარეთ გავიდა, წვიმას გადაეღო.ყველაფერი ისე დამშვიდებულიყო თითქოს ელოდა ამ ამბავს . ცივი წყალი შეიტანა, ნაჭერი დაასველა და დაცვარულ შუბლზე დაადო დიდებულიძეს. ბიჭმა გაურკვეველი ბგერები გამოსცა, შეირხა,თითქოს გამოფხიზლდა კიდეც. თვალები ოდნავ გაახილა . ცეცხლის შუქი ანათებდა ოთახს ,წითელი სხივი ეფინებოდა დევდარიანს. დაღლილმა ძლივს წამოსწია ხელი და ახურებული ხელისგული ლოყაზე მიადო ქალს. მანაც თითები შემოხვია დიდ მაჯაზე და სემდეგ მის ხელს მიადო საკუთარი ხელისგული.
-კარგად იქნები ,მალე -დევდარიანმა ახურებულ ხელისგულზე აკოცა და თვალები მინაბა. ირგვლივ მხოლოდ დიდებულიძის გახშირებული სუნთქვა ისმოდა, გაორმაგებული გულისცემა და მისი ტუჩებს შორის გამოსული ცხელი ჰაერი ტრიალებდა .
მზემ ხის ფიცრებს შორის რომ შეაღწია წყვილს მთელს სხეულზე მიეფინა. თითქოს ნაწილ-ნაწილ ივლიდა მათ სხეულს და ათბობდა.
ქეთევანს გამთენიისას ჩაეძინა, ჯერ კიდევ ჩაბღუჯული ჰქონდა დადიანის ხელი,თითქოს ასე იცავდა ტკივილისგან. თავი მის სახესთან ახლოს ედო და თითოეული ამოსუნთქვა ესმოდა .
დიდებულიძეს მთელ სხეულში ამტვრევდა, თვალებს სანამ გაახელდა ყველაფერი გაახსენდა დაცემის მომენტამდე. შემდეგ ბუნდოვნად ახსოვდა ქეთას ხმა, მისი სიტყვები. ბოლოს ყველაფერი გაახსენდა და ისე გაეღიმა მთელი გრძNობა ტუჩის ოდნავ გატოკებაში ჩადო. მხოლდო შემდეგ გაიაზრა რომ ხელზე ისევ უჭერდა დევდარიანი. ფრთხილად შეაბრუნა თავი ,იმდენად ახლოს იყო არც კი შეყოვნებულა სულ ოდნავ მიიწია და ტუჩები შუბლზე მიაწება მძინარე ქალს. შემდეგ ოდნავ გასწია თავი და მანამ უყურებდა სანამ ქეთა არ გამოაფხიზლა.
დევდარიანმა თვალები ზანტად გაახილა,მაგრამ ვაკოს მზერას რომ წააწყდა წამსვე აივსო ენერგიით. თითქოს მხოლოდ მისი მწვანე სფეროები სჭირდებოდა, უცებ წამოიწია და ნახევრად დაფარა ვაკოს შიშველი სხეული. ისე მოეხვია თავი მის ყელში ჩამალა და გაღიმებულმა აკოცა იქვე ,შემდეგ ლოყაზე მიაწება ტუჩები და თავი წამოსწია. თვალებდამრგვალებულ დიდებულიძეს შესცქეროდა და იღიმოდა
-მადლობა ,რომ აქ მარტო არ დამტოვე და მალე დამიბრუნდი. -ისე მოშორდა თითქოს არც შეხებია,თიტქოს არაფერი უგრძვნია ,არც არაფერი მომხდარა.
არეული თმა უცებ შეიკრა, კაბა გაისწორა და ზემდოან დახედა მამაკაცს ,რომელიც დატყვევებული შესცქეროდა.
-შენ უნდა იწვე დღეს. არ გაინძრევი მანდედან. ტანსაცმელი მაინც არ გაქვს ...საცვლით ვერ იტანტალებ გარეთ ცივა. მე წავალ და მალე მოვალ-სიტყვსი თქმაც არ აცადა, რეალურად გარბოდა. არ უნდოდა კიდევ რამე ეთქვა ისეთი რასაც ვერ აუხსნიდა საკუთარ თავს. მზე ისე ანათებდა ნერვები ეშლებოდა წინა დღეს რომ ცუდი ამინდი იყო და ახლა ასე ცხელოდა. ყველაფერი სრებოდა, მიაბიჯებდა და გრძობდა როგორ ქრებოდა წყლის წვეთები ქვიშიდან.ორთქლდებოდა და შრებოდა ყველაფერი. ტყე გაიარა, წყლისკენ წავიდა და მიაგნო კიდეც ადგილს სადაც თევზს დაიჭერდა. კაბა გადაიძრო, წყალში შევიდა, ჯოხზე დამაგრებული დანა მაღლა აღმართა და კამკამა წყალსი მოცურავე თევზისკენ მთელი ძალით დაუშვა . პირველ ჯერზე ვერ მოახერხა და გაბრაზდა. ყველაფერი ერთიანად მოაწვა,ყველა ემოცია, წყალსი იყურებოდა და წინა ღამის კადრებს ხედავდა. წამით გაიფიქრა რომ ვაკო დაცემისას მოკვდა, აღარ იყო მორჩა ყველაფერი მორჩა ...თვალები აემღვრა, ბოლო ხმაზე იყვირა ,იმდენად ხმამაღლა რომ მთელი კუნძული მოიარა მისმა გამოცემულმა ბგერებმა. ძლიერად მოიქნია ჯოხი და მიყოლებით წამოაცვა ზედ ორი თევზი. ვერც კი აზროვნებდა. ისე უჩქეფდა სისხლი თითქოს კაპილარების დახეთქვა სურდა. ბოლოს ემოციისგან დაიცალა, დამშვიდდა დაწყნარდა და ერთი თასი გაავსო თევზით. მშვიდად,ნარნარით გაუყვა ქოხისკენ გზას. მერე გაჩერდა ხის წინ და ქვემოდან ახედა
-ჰმ, გგონია ვერ ამოვალ? ნურას უკაცრავად - თავი გადააქნია და რამდენიმე წუთში კენწეროზე იყო . ზემოდან ისროდა ბანანს. შემდეგ ქოქოსის ხეზე გადაძვრა,თითქოს მანძლი არ არსებობდა და უბრალოდ საფეხური ჰქონდა გასავლელი.
შვება იგრძნო და ასე დახუნძლული დაბრუნდა უკან. სხვადასხვა ჭურჭელში ჰქონდა თევზი, ბანანი,ქოქოსი და ერთშიც წყალი. კარი საჯდომით შეაღო და ისე შეაბიჯა. ვაკო არ დახვდა და ერთიანად აენთო. ყველაფერი ძირს დააწყო და რომ შებრუნდა კარში შეეჯახა პირდაპირ დევდარიანს
-რატომ ადექი! ხომ გითხარი არ შეიძლება სიარულითქო
-საპირფარეშო რომ გვქონდეს ამ ჩვენს აპარტამენტში დაგიჯერებდი - უცებ უთხრა და ძირს დაწყობილ თასებს რომ შეხედა თვალები გაუფართოვდა
-ცეცხლს დავანთებ...ჯოხებს მოვიტან და თევზს მივხედავ. იმედია გასუფთავება გამომივა ...- არც აცადა ისე წავიდა. მერე იქვე ტრიალებდა. ვაკოს დაწოლა აიძულა , მისი ტანსაცმელები იქვე ეყარა სადაც დატოვა. არც გახსენებია რომელიმეს. თევზები რომ წამოაცვა ჯოხზე და დაიწყო მზადება შემდეგ მშვიდად ჩაეშვა ჰამაკში და ბანანი აიღო
-ისევ არ ეშვები ბანანს? რა კარგი სუნი აქვს ამ თევზს
-მოხვედი ლაპარაკის ხასიათზე? კარგი ახლა გეჩხუბები მაშინ
-რატომ?
-ასე საწყლად ნუ მიყურებ მხატვარო! რატომ წახვედი გუშინ სად მიდიოდი ვითომ თუ მთვარეული ხარ და ძილში მოძრაობ
-შენი საყვარელი ბანანი მინდოდა ...
-თურმე ბანანი უნდოდა თავსხმა წვიმაში..ბანანის ზომის წვეტები ცვიოდა ადამიანო !
-არაფერი მომსვლია ...
-ხმას ნუ იღებ საერთოდ! არაფერი მოსვლია თურმე... ნეტა ვისი დამსახურებით
-ექიმი რომ ხარ ხომ უნდა გამეგო როგორი ექიმი ხარ
-ხუმრობის ხასიათზე ხარ აშკარად. ან ჩემს მოთაფვლას გეგმავ ამ ღიმილით და თვალების დაწვრილებით . სულ არ გაქვს ისეთი თვალები და გამომეტყველება ღიმილის დროს ამდენჯერ და ასე ძლიერ რომ იმოქმედოს ,მიუხედავად იმისა რომ ცუდი გარეგნობა არ გაქვს
-დაიწვა თევზი!- გაბრაზებულმა ამოიბურტყუნა და ზურგი აქცია.
ქეთამ ძლივს შეიკავა სიცილი,ისე კი იღიმდოა და ტუჩებს იკვნეტდდა. თევზი პატარა ჯამებში ჩააწყო,თეფსები არ ჰქონდათ გემზე სამწუხაროდ ამიტომ ამ თველით მორთულ სასმისებს იყენებდა . შემდეგ დიდებულიძეს მიუახლოვდა მის გვერდით დაჯდა და წინ დაუდო თევზი
-სამწუხაროდ საწებელი არ გვაქვს ...ტყემალი რომ მოვა ბანანის ხების გვერდით გავაკეთებ გპირდები !- გახუმრება სცადა და დაბღვერულ დიდებულძეს თვალებმოჭუტულმა დახედა- მიირთვი !
-აქ უნდა იჯდე შენც?
-მაგიდის სხვა მხარეს გინდა გადავიდე?
-რომ გამაშიშვლე საკამრისი არ იყო? ახლა ასე უნდა იჯდე და მიყურო?
-კომპლექსი თუ გაქვს მეც გავიხდი და გავთანაბრდებით- გაიცინა და პირველი ლუკმა გასინჯა-ძალიან გემრიელია... დროზე ჭამე თორე ცივი აღარ მოგეწონება -ისე მიაყოლა ვითომ არაფერი.
ორივე რომ დანაყრდა მხოლოდ შემდეგ სეაქო ორი სიტყვით ვაკომ.
ქალბატონმა ბანანიც მიირთვა. ქოქოსიც გატეხა როგორღაც , კარგად გაერთო ამ პროცესში წვენიც მიირთვა და მერე ჰამაკსი გაწვა. კარი ღია იყო და მზის სხივები შედიოდა. გარეთ საკმაოდ ცხელოდა. რა თქმა უნდა ქოხსიც აღარ სეიძლებოდა სუნთქვა. რამდენჯერაც წამოიწია ვაკო იმდენჯერ ჭყიტა თვალები და გააჩერა. ბოლოს სული რომ შეეხუთა თვითონაც წამოდგა და ყველაფერი აყარა რაც სჭირდებოდა თვითონ გავარდა ,ორ წუთში დაბრუნდა და ხელი გაუწოდა
-რა ?
-წამომყევი გარეთ დაწვები..ორ ნაბიჯში არ მოკვდები ! ისედაც სარეველას გავხარ ასე რო წამომყევი
-ჩემით მოვახერხებ
-გუშინ უნდა მეთქვა ეგ და დამეგდე იქ - აბუზღუნდა და თვალი გააყოლა-პლედი წაიღე ქვიშაზე არ დაწვები ჭრილობას დააბინზურებს- უცებ აიღო პლედი და პირდაპირ შიშველ ზურგზე მიაკრა,იქ სადაც უყურებდა
-მიზანიც ამას ჰქვია რა... დიდხანს უყურებდი?- ხელით დაიწირა პლედი და წამით გამოხედა ქეთას. შემდეგ გავიდა და ხის ძირას დაწვა. ქალბატონი არც მიახლოებია, პირდაპირ მოისორა კაბა და წყალში შევიდა. დიდხანს ცურავდა გაგრილდა და შემდეგ ამოვიდა. ვაკოს პლედი აართვა და ნახევარზე დაწვა. მზეს ეფიცხებოდა, პოზებს იცვლიდა , ახურებულ სხეულზე ეხახუნებოდა დიდებულიძეს და სანამ არ ჩაავლო ხელი და არ დააჯინა მანამ არ გაჩერდა
-რა ხდება...
-მოისვენე !
-მოსვენებული ვარ...
-მე უკეთ ვიცი მოსვენებული ხარ თუ არა!
-კარგიი რა იყო მოკლედ რუჯსაც ვერ ვიღებ სანაპიროზე. აქედან თეთრი ხო არ წავალ ...ბანანი მინდაა- უცებ იკბინა ტუჩზე და გავარდა ქოხისკენ.იქედან სეიარაღებული დაბრუნდა მარაგით ხელში. ერთს მიირთმევდა და დანარჩენები მეორე ხელში ეჭირა. ვაკოს გევრდით დაესვა ისევ, ფეხები მოკეცა და შუაში ჩადო ბანანი
-ზუსტი ადგილი უპოვე რა !- უცებ წამოსცდა ვაკოს და ტუჩების სეცერება ვერ მოახერხა ისე გამოხედა ქეთამ- რა? რამე ვთქვი? მე ? არაფერი საერთოდ. მეც მინდა შევჭამ ერთს - უცებ გადასწია ხელი , ფეხებსშორის მოთავსებულ ბანანს დასწვდა იქვე მოასორა დანარჩენებს ერთ-ერთი მათგანი და თან ქეთას უყურებდა. შემდეგ მშვიდად მოაშორა კანი და გემრიელად ჩაკბიაჩა
-აშკარად არ გიხდება ...არაა შენი ხილი ბანანი
-ხოო? და მაინც რა იქნება ჩემი ხილი ხომ ვერ მეტყვი ქეთევან?
-არ ვიცი...არ მიფიქრია ,არ ჩავღრმავებივარ ამ საკითხს
-მე ვიცი ,გაინტერესებს?- გამოხედა და ოდნავ გაიღიმა.მერე პირდაპირ მიაყოლა -ყველაფერი მრგვალი
-მრგვალი... ხო რა თქმა უნდა აბა ისე როგორ - წარბები მაღლა აზიდა და ტუჩები დაბრიცა .მერე მზერა მოაშორა და ბანანიც გადადო- ჭამის მადაც გამიქრო
-ძლივს !-ისევ ხმამაღლა წამოისროლა და მერე უცებ გაჩუმდა.
მომდევნო რამდენიმე დღე ვაკოს რეაბილიტაციას დასჭირდა. არაფერი იყო ახალი, ქეთა მისი მოვლით ირტობდა თავს. ბოლოს როცა არარცერთი ჭრილობა დარჩა და მიზეზიც ვერ იპოვა ვაკოსთან ერთად წავიდა სათევზაოდ. დიდებულიძეც შეჰყვა წყალში. კაგრი ამინდი იყო და მზეც ისე ანათებდა გრილი წყალი შვება იყო. სიცილით უყურებდა „შეიარაღებულ“ ქეტევანს მანამ სანამ არ უსაყვედურა დევდარიანმა თევზებს მიფრთხობო. მერე უბრალოდ იდგა და უყურებდა. რამდენიმე რომ დაიჭირა ბოლო სვლა გააკეთა უცებ წყლის ნაკადმა ფეხი დაუსუსტა უცებ ჩავარდა წყალში და სითბო რომ იგრძნო ცივ წყალში შემდგ გაიაზრა რომ დიდებულიძეც მას მიჰყვა. დაიჭირა და დაცემის სასუალება არ მისცა. სხეულზე ჰყავდა აკრული და მეორე ხელში ისევ ჯამი ეჭირა. ქეთამ თვალი რომ გააყოლა ორივეს სიცილი წასკდა. ასე მხიარულად დაიწყეს დღე და ბოლომდე გააგრძელეს.
თითქმის ერთი კვირა კარგი ამინდები იყო. იმდენად კარგი რომ აღარც გემი ახსოვდათ ,აღარც ქოხი. დაბორიალებდნენ ტყეში, თევზსაც იქ ამზადებდნენ. ხან ჩანჩქერზე იყვნენ, ხანაც უბრალოდ სეირნოდბენნ. ფერად ჩიტებს აკვირდებოდნენ და დროს საოცრად ატარებდნენ. საღამოს ორივეს წყლისკენ ეჭირა თვალი, ამ დროს როცა ეიფორია სრულდებოდა ორივე ელოდა მაშველებს. ორივეს აწუხებდა მონატრება. ქეთა კი განსაკუთრებით ნაღვლიანი ხდებოდა ამ დროს. მართალია თავს არ აძლევდა დეპრესიაში ცავარდნის უფლებას, მაგრამ მონატრება იპოყრობდა .იმდენად რომ უკვე დაიკარგა,საკუთარ თავში დაიკარგა და აღარ იცოდა რა სურდა რეალურად.
დილიდან მოქუფრული იყო, ცა თითქოს ტირილს აპირებსო. ღრუბლები ნელ ნელა ფარავდნენ ცისფერ სივრცეს, ყველაფერი ნაცრისფრად დაიფარა,შემდეგ გამუქდა და შავში გადავიდა. ვაკო ფიჩხებს იმარაგებდა ცეცხლისთვის. როცა დაბრუნდა ქეთა დაინახა რომელიც ნავისკენ მიდიოდა. უკვე საგრძნობლად ქროდა ქარიც , წუთები აკლდა წვიმის პირველი წვეთების წამოსვლას. ვერ მოითმინა და უკან მიჰყვა... ქეთა გემში იყო. სკივრებს უყურებდა და სამკაულებს ათვალიერებდა,თითქოს ვერ ისვენებდა. უბრალოდ დროის გაყვანა სურდა და საიდუმლოდ ეჩვენებოდა გემის ისტორია, საიდუმლოდ რომლის ამოხსნაც შეიტყუებდა.
-ქეთევან - მხრებზე ფრთხილად დააწყო ხელები და მისკენ ოდნავ დაიხარა, თითქმის შეეხო თავზე
-როდის მოხვედი... მოიტანე ფიჩხი?- ქვემოდან ამოხედა და ოდნავ გაუღიმა
-მოვიტანე... არ წავიდეთ?
-ცოტა ხანს დავრჩები ...შენ წადი თუ გინდა
-გინდა რომ წავიდე?
-არა ..სულ ერთია -უცებ მიაყოლა და ისევ მაგიდაზე დადებულ სკივრებს დახედა . არ უნდა დაებრუნებინა უკან.ქოხში უნდა დაეტოვებინა ,მაშინ პირველად რომ აიტანა,მაგრამ გრძნობდა რომ მათი ადგილი იქ იყო,იმ ხის გემზე . ისე ავსებდა ყველაფერი ერთმანეთს რომ საოცარ გარემოს ქმნიდა ქეთევანისთვის.
ვაკო მოშორდა და წავიდა.
„სულ ერთია“- ქეთევანის ორად ორი სიტყვაც კი დანასავით ესობოდა გულში. ეს არ ჩვეოდა დიდებულიძეს.
ბევრჯერ გაუსინჯა ტკივილს გემო დიდებულიძემ..
არ უნდა ტკენოდა ქეთევანის სიტყვები, არ უნდა ყოფილიყო ახალგაცნობილი ქალი მისთვის ამდენად მნიშვნელოვანი. უამრავი ცდომილება იყო, უამრავი უარყოფა, მაგრამ ბრძოლას არ აპირებდა. ამჯერად ამ განცდასთან დაპირისპირება არ სურდა.
ქოხიში შევიდა, კარი მიხურა და ჰამაკში ჩაჯდა. ჯერ კიდევ ადრე იყო დაბინდებამდე, ცეცხლის დანთებას არ აპირებდა, ჩამქვრალ ნაკერჩხალს უყურებდა და ისევ იქ იყო ,ქეთევანთან გემზე.
იმის ნაცვლად რომ გაქცეულიყო და ქოხისთვის შეეფარებინა თავი ერთ ადგილას გაჩერდა. წვეთები ეცემოდა, წამში დაუსველა სხეული, თითქოს წვიმა მის კანზე ცეკვავდა და მთლიანად ყველა უჯრედს ეხებოდა, კანი სიცივისგან დაეხორლა,თმა სახეზე მიეკრო ,ტუჩებმა ფერი დაკარგეს და ათრთოლდნენ .წამწამებზე წვიმის წვეთები ჩამოეკიდა, ზემოთ იყურებოდა ,შემდეგ წყალს გახედა, ტალღები მისკენ ხმაურით მიიწევდნენდა თითქოს აფრთხილებდნენ რომ წასულიყო,მაგრამ ის ისევ ისე იდგა და ყველაფერს შეიგრძნობდა. ხელები მაღლა ასწია შემდეგ თიტები მოხარა ხელისგულზე ეცემოდნენ წვეთები და ერთად გროვდებოდნენ, შემდეგ ადგილი არ ჰყოფნიდათ და მაჯისკენ მიიწევდნენ, გამოკვეთილ ვენებს მიუყვებოდნენ,ცისფერ ხაზებს ფარავდნენ და ქვემოთ ქვიშისკენ ცვიოდნენ. შიშველი ტერფებით გრძნობდა ოქროსფერი ქვიშის სისველეს, ღრმად ეფლობოდა და ტალღა კიდევ უფრო უახლოვდებოდა. უკვე მის თითებთან იყო უცებ ჰაერში რომ აღმოჩნდა,მზერა ციდან დედამიწაზე გადმოიტანა და ცისფერი სივრციდან მწვანეში ჩაეფლო, ერთიანად დაფარა მწვანემ წვიმის წვეთებით გაყინული სხეული,ერთიანად მოიცვა და ცეცხლის გაღვივება დაიწყო , თითქოს ნაკვერჩხლები ედებოდნენ სხეულზე თითოეული წვეთის ნაცვლად, სულ სულ ყველა ქრებოდა და მხოლოდ სითბო რჩებოდა, ტემპერატურა რომელიც ერთი შეხების ადგილიდან მთელს არსებას ივლიდა და არაფერს ტოვებდა. იმ წამს იცოდა დევდარიანმა რაც სურდა ,იცოდა და არაფერი ადარდებდა . მისი ცხოვრება ხომ ასე იყო მოწყობილი ჩნდებოდა სურვილი და დაუყოვნებლივ სრულდებოდა.
დიდებულიძე გარბოდა, აზვირთებულ ოკეანეს გაურბოდა და გაყინულ თითებს წელზე მაგრად უჭერდა დევდარიანს . ეშინოდა რომ დაუვარდებოდა, ეშინოდა რომ ოკეანე წაართემვდა ქალს. მხოლოდ ტალღებისგან გაქცევას ლამობდა ...
ქალმა სურვილს ფრთები შეასხა, ძალიან მარტივი იყო ქმედება .ერთი შეხედვით უბრალო, ბევრისთვის არაფრისმთქმელი, უმნიშვნელო მათთვის კი ყველაფერი იწყებოდა. ყველაფერს მოიცავდა და შთანთქავდა . დედამიწის სვლასაც კი აჩერებდა ის ერთი შეხება, პირველი შეხება ათრთოლებული, წვიმის წვეთებით დანამული ბაგეების რომლებმაც საერთოდ წერტილი იპოვეს.
ადგილზე გაქვავდა დიდებულიძე , გრძნობებში დაკარგული უბრალოდ მიჰყვა დევდარიანის პირველ სვლას. გრძნობდა მისი ათრთოლებული ტუჩების შეხებას ჯერ ქვედა ტუჩზე შემდეგ ზედაზე და არც კი ტოკდებოდა. შემდეგ როცა თვალებმდახუჭული ქალი უკან დახევას აპირებდა საშუალება არ მისცა. ამბორი გააღრმავა, მის ფაფუკ ბაგეების სეგრძNობა დაიწყო. თითქოს სიზამრში იყო და მის გაქრობას ელოდა, დროს ახანგრზლივებდა და არ ჩქარობდა, მომენტს არ ტოვებდა,ყველაფერს იმახსოვრებდა,ყველაფერს აღიქვამდა და თან ბურუსში იკარგებოდა, დევდარიანის შექმნილ ფერად წყვდიადში. ასეთი არასდროს არაფერი განეცადა, ფერებს რომლებიც ფურცელზე გადაჰქონდა პირველად იღვრებოდნენ მასში. პირველად იფერებოდა მისი მუქი,ბნელი არსება ,მისი ნაცრისფერი სული ნელ -ნელა ივსებოდა ფერადი სხივებით რომლებიც ერთმანეთში გადადიოდნენ და უფრო მყარად იდგამდნენ ფესვებს.
ქალის შიშველ სხეულზე დაატარებდა თითებს ...მისი მხურვალე ხელები ეხებოდნენ სხეულზე და ერთიანად ეშლებოდა ვნება . მის რაღაც ნაწილს გამოფხიზლება სურდა, მაგრამ უფრო ღრმად ეფლობოდა გრძნობების მორევში.
უყურებდა მკლავებსი მოქცეულ ქალს, მის მზერაში იკარგებოდა, მისი სურვილით იწვოდა და წამიერი ცქერაც კი უკან ,მორევში აბრუნებდა.
უკვე მერამდენედ ნათქვამს იმეორებდა,ან იქნებ პირველად ამბობდა, იქნებ საერთოდ არ უთქვამს და უბრალოდ ფიქრობდა , ფიქრი შეეძლო? - საოცარი ხარ ...-ტუჩები მკერდზე მიაკრა და კვლავ ჩაესმა ქალის ჩუმი კვნესა ,რომელიც მელოდიად ეცვენებოდა იმ ფერთა გამაში სადაც ტივტივებდა მასთან ერთად. ერთ ხელს შიშველ ფეხზე დააცოცებდა ,წვივიდან ბარძაყებამდე მიუყვებოდა შემდეგ მოუშირა და თან კბილები მსუბუქად მოსდო მკვრივ მკერდზე, დაბურცული კერტები ტუჩებშორის მოიქცია და ენისწვერით გაუღიზიანა. მხრებზე მოხვეული ქალის თხელი თითები წელისკენ მისრიალებდნენ, კანს მთლიანად უხორკლავდნენ და ახურებულ სხეულზე ცეცხლს უკიდებდნენ...
ვერ წყდებოდა ქალს, წამითაც ვერ აშორებდა ტუჩებს მის სხეულს. კოცნიდა ყველგან, კბენდა როცა თავს ვერ იკავებდა, როცა ქალი აქტიურდებოდა როცა მისი ხმა ესმოდა ,მის მიერ წარმოთქმული საკუთარი სახელი კვნესით ჩაესმოდა ... თვალებში უყურებდა, სხეულზე ჰყავდა აკრული და მის აბრჭყვიალებულ ირისებში იკარგებოდა როცა მთლიანად შეავსო. არ ელოდა, არ წარმოედგინა ,მაგრამ ფაქტი იყო... ქალის მკლავები მხრებზე ჰქონდა მოხვეული, მის აფერადებულ ღაწვზე ეულად ჩამოგორებულ ცრემლს უყურებდა , გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა ტუჩებით შეიწოვა, შემდეგ კიდევ აკოცა, რამდენჯერმე მიაკრა ტუჩები შემდეგ ქალმა შეუცურა ოდნავ მოზრდილ თმაში თითები და ტუჩებზე დააკვდა. ისე კოცნიდა ერთდროულად პასუხს და გამოწვევას აძლევდა. დაბოხებული ,ხრინწიანი ხმით ამოთქვა მისი სახელი და ორი გულის მიერ შექმნილ რიტმს აჰყვა. მის გულისცემას მიჰყვებოდა, მის ამოსუნთქვას ითვლიდა, მის გამომეტყველებას სწავლობდა და მთლიანად მასზე ფიქრობდა. ის იყო ღერძი რომლის ირგვლივაც ბრუნავდა მთელი დედამიწა...ერთიანად აივსო და დაიცალა მისით. უყურებდა მის სხეულზე აკრულ ქალს ,ჯერ კიდევ ერთ მთლიანობას ქმნიდნენ. წამიც არ იყო გასული მას მერე რაც ერთად მიაღწიეს სიამოვნების მწვერვალს...
არ ეთმობოდა,წამითაც არ ეთმობოდა მარტოობისთვის. თვალს არ აშორებდა, ეშინოდა რომ მაშინვე გაქრებოდა, ყველაფერი დაიმსხვრეოდა და აღარაფერი იარსებებდა.
გონებამ რეაგირება დაიწყო... ორივე დაუბრუნდა რეალობას,ორივემ დაიწყო აზროვნება და ერთიდაიგივე ამბის ირგვლივ ქაოსი ტრიალებდა. ვაკო უყურებდა ,იცოდა რომ არ ეძინა .სახეზე მიკრული თმა უკან გადაუწია . ახურებულ ლოყებს ნელ ნელა უბდრუნდებოდათ პირვანდელი ფერი, გაორმაგებული გულისცემა მშვიდდებოდა, სუნთქვაც ღრმა და ჩუმი ჰქონდა.
-ქეთევან - უბრალოდ მის სახელსაც ვეღარ ამბობდა, ნერწყვი გადაყლაპა გამშრალ ყელში და ქალს ნიკაფქვეშ ამოსდო ორი თითი. თავი ოდნავ ააწევინა და უკვე გახელილ თვალებში ჩახედა. თითქმის სიცარიეე იყო იქ, გავლილი ვნების კვალი და ჩამცხრალი ეიფორია. იმედგაცრუებას გრძნობდა? მეტს ელოდა? რას ელოდა იქ რისი დანახვას ურდა. ისინი ხომ სულ რაღაც ორი კვირა იცნობდნენ ერთმანეთს, ორი კვირა და არც ერთი დღით მეტი მერე რა რომ მარტო იყვნენ და ერთმანეთის გარდა ვერაფერს ამჩნევდნენ და არაფერი იყო.
-გახსოვს მხატვარო ... მითხარი შენი არსება შევიცანიო - ხელი წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა და გახსნილ ბაგეებზე წაეტანა სანამ კიდევ ეტყოდა რამეს. ვერ მისცემდა განმარტებს, ვერაფერს ეტყოდა რადგან თავადაც არ ჰქონდა პასუხი იმის გარდა რომ სურვილი ჰქონდა და სიამოვნება მიიღო . ეს კი ისედაც იცოდა მხატვარმა. ბიჭმა ხელები მოხვია პლედი უკეთ დააფარა .
სიცივეშეპარულ ქოხში მთვარის შუქი აღწევდა . ბიჭი გოგოს ეფერებოდა და თვალს არ აშორებდა.
გამთენიისას ჩაეძინა , რამდენიმე საათში რომ გაიღვიძა გვერდით სიცარიელე იგრძნო.მკლავებში არავინ ჰყავდა მოქცეული. წამით ისიც კი იფიქრა რომ ყველაფერი სიზმარი იყო ,შემდეგ „საწოლს“ მოავლო მზერა და წამოიწია. სწრაფად ჩაიცვა და შორტისამარა გაემართლა კარისკენ.
მზე ზენიტში იყო ... გოგნა სანაპიროზე იწვა წყალთან ახლოს . წყალი ტერფებზე ეხებოდა,თმა ოქროსფერ ქვიშაზე ჰქონდა გაშლილი, კაბის ნაწილს სიო უფრიალებდა. ხელები მუცელზე ეწყო და თვალები დახუჭვოდა . როგორც კი იგრძნო დაჟინებული მზერა მაშინვე შეაბრუნა თავი და თვალები გაახილა . წამსვე გაიღიმა ,ისე როგორც ყოველ დილით ჩვეოდა და წამოჯდა .
სურვილების ქალი იყო ქეთევან დევდარიანი. ბავშვობიდან შეაჩვიეს ყველა სურვილის ასრულებას და მიუხედავად ამისა არასდროს ჰქონია ისეთი სურვილი რითაც სხვას დააზიანებდა. სურვილებისგან იღებდა სიამოვნებას და იფერადებდა ცხოვრებას. ფერადი წერტილები მრავლდებოდნენ მის არსებაში და ერთ მთლიანობას ქმნიდნენ ,წლების მანძილზე დაგროვილი ემოციები . ახლა კი ერთ დიდ მრავალფერ სივრცეს გრძნობდა ,იქ სადრაც შიგნით და ამ სივრცეს მხატვარი უქმნიდა, ორი კვირის განმავლობაში ქმნიდა .
არ შეეძლო არ მისულიყო, მისკენ ნაბიჯი არ გადაედგა. სწრაფად მოეხვია და აკოცა ,ახლა როცა ფხიზელ გონებაზე იყო უკეთ შეიგრძნო მისი ტუჩების გემო და გაეღიმა
-ყველაფერზე მეტი ხარ, ხვდები? -თვალებში უყურებდა,ისევ ისე იდგა და ღიმილით შესცქეროდა წარბშეკრულ დიდებულიძეს რომელსაც მხოლოდ თვალები გასცემდნენ,იმდენად მეტყველი იყვნენ მისი მწვანე სფეროები ქეთევანს ერთი სიტყვაც არ სჭირდებოდა მისგან -ზედმეტად ბევრს ფიქრობ მხატვარო, ასე ვერ იცხოვრებ. ცხოვრებისგან წამიერი სიამოვნების მიღება უნდა ისწავლო ,მიღება და გაშვება . ფიქრი დარდამდე მიგიყვანს, დარდი კი ერთიანად შთანთქავს შენს საოცარ არსებას
-როცა ფიქრი სასიამოვნო ობიექტის ირგვლივ ტრიალებს მაშინაც უნდა შევწყვიტო?
-ზოგჯერ ესეც დარდის მომტანია ...მშია და უკვე შუადღეა,ჩვენი დილის სქემა დაირღვა და სხვათაშორის შეთანხმების მიხედვით შენი სათევზაოდ გასვლის დროა მიუხედავად იმსია რომ ყველაზე დიდი და ლამაზი თევზი ანკესზე უკვე წამომაგე- ფართოდ გაიცინა ,მოშორდა და ქოხისკენ წავიდა.
ვაკომ თავი გააქნია,ფიქრები გაფანტა და ბოლომდე დაჰყვა მის ნებას. ხვდებოდა რომ არაფერი იქნებოდა ,მას ეს არ სურდა და დიდებულიძე არ იყო ის კაცი ქალის სურვილის წინააღმდეგ რომ წავიდოდა. რადგან ყველაფრის ჩვეულებრივი რიტმით გაგრძელება სურდა ასეც იქნებოდა.
ღიღინით და ცეკვით მიდიოდა წყლისკენ დევდარიანი. ესეც რიტუალად ექცა უკვე დიდებულიძეს,დილით მისი ცქერა . წყალთან რომ მივიდნენ მერე გაახსენდა რომ ნასწავლის გამოვლენის დრო იყო. არადა მანამდე არ ეთევზავა მსგავსი საშუალებით მითუმეტეს. ისედაც არეული ჰქონდა გონება, წყალში რომ შევიდა ქეთევანი პეშვით ასხამდა ცივ წყალს და კისკისებდა. არ ისვენებდა და აქეზებდა. მერე დიდ ქვაზე ჩამოჯდა ფეხებს წყალში ათამაშებდა და უყურებდა
-მხატვარო გაბედე შეიწირე საწყალი თევზის პირველი სული... დამიჯერე მერე პირდაპირ მკვლელი გახდები
-კონცენტრაციაში ხელს მიშლი ქეთევან
-ეგ მაშინ მოხდებოდა აი ეს რომ გამეკეთებინა-მშვიდად წამოდგა კაბის ბოლოს ჩაავლო თითები და ერთიანად მოიშორა ,მხოლოდ ქვედასაცვალი ეცვა მისი ყოფნა არ ყოფნც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. სანამ დიდებულძე ნერწყვმა დაახრჩო მეორე მხარეს გადაეშვა წყალში და დიდხანს არ ამოუყვინთავს. შემდეგ პირდაპირ მის წინ ამოვიდა,ძალიან სწრაფად თითქოს ქალთევზა იყო. სხეულზე აეკრო ბიჭს და ვნებიანად აკოცა. დევდარიანმა მძლავრად რომ მოხვია ხელები მაშინვე უკან გადასწია თავი და სიცილით მიუგო
-აი ახლა შეგიძლია ითევზაო ...მშია მხატვარო ! ნუთუ შიმშილობა დავიმსახურე
-იმ ფერთა გამა ხარ რომელსაც ჯერ არც კი შევხებივარ - უცებ ამოთქვა დარეტიანებულმა დიდებულიძემ და სახეზე ჩამოუსვა თიტები, შემდეგ ტუჩებზე გადაატარა და აკოცა . აკოცა მთელი ემოციით, ვნებით, ჟინით და სურვილით ისე რომ დევდარიანის მთლიანი გამოსვლა დაფარა,შეისრუტა და ქალს გონება დაუბინდა. შემდეგ მოშორდა ხელი წელზე მოხვია და გვერდით გასვა. მეორეში „შუბი“ მოიმარჯვა და თევზის მიმართულებით მოიქნია. არ გამოუვიდა , ქალი გვერდიდან აეკრო მხარზე დაადო თავი და ყელლში აკოცა
-შენს ქალღმერთს შია მხატვარო-ჩურჩულით უთხრა და კანი ტუჩებსშორის მოიქცია. ბიჭმა კიდევ ერთხელ დაუშვა დანის წვერი და პირველი თევზი დაიჭირა- როცა მოინდომებ შეგიძლია... წავედი მე და მელე მორჩი შეწვასაც ხომ დრო უნდა .მალე გონებას დავკარგავ - ლოდზე ავიდა ისვ კაბა გადაიცვა და ნაპირზე გადავიდა.
თევზი მიირთვეს , შემდეგ ქოხში დაბრუნდნენ რადგან უკვე ბინდდებოდა და საჭირო მარაგი მიიტანეს. ვაკო სანაპიროზე იჯდა დიდხანს ,უკან რომ დაბრუნდა ქეთევანს უკვე მშვიდად ეძინა. ისიც დაწვა და მალევე ჩაეძინა.
მეორე დღეს ადრიანად გაეღვიძა. სანამ გავიდოდა ქეთაც გამოფხიზლდა და ერტად წავიდნენ. ტყეში ჯერ კიდევ არ იყვნენ შესულები ვერტმფრენის ხმა რომ მოესმათ. ორივე შედგა , ეგონათ რომ ეჩვენებოდათ
-ვერტმფრენია...ნამდვილად ხომ?
-წამოდი ჩქარა - ხელი ჩაავლო ბიჭს და სანაპიროსკენ გაიქცა. დაბლა მოფრინავდა ვერტმფრენი, კარგად ხედავდა ორ სილუეტს რომელიც შველას ითხოვდა. შემდეგ მიწისკენ დაეშვა და იქედან ელვსი სისწრაფით გადმოვიდნენ დამიანე, ირაკლი და გაბრიელი
-ჩემო სიცოცხლე... ჩემო პატარავ როგორც იქნა გიპოვე - ბიჭმა მკლავებში მოიქცია ემოციისგან ატირებული ქალი და მთელი სახე დაუკოცნა -ხომ კარგად ხარ ...ხომ არაფერი დაგიშავდა ჩემო პრინცესა
-კარგად ვარ... კარგად ! სად იყავით ამდენ ხანს ჰა? - ბიჭებს გახედა და მერე ორივეს მოეხვია სათიტაოდ. ირაკლი ისე მიახტა ვინ მოაშორებდა იმას- ვაიმე ყიფიანო დავიხრჩე,კარგად ვარ რა გაზლუქუნებს შე კაცო ... გაბრიელ მომაშორე ეს ვირი ! ჩამიმსხვრია გვერდები ... რა გეგონა ბიჭო ასე მარტივად მოვკვდებოდი? ვაი შენს პატრონს - იცინოდა და პატარა ბავშვივით თვალებამღვრეულ ყიფიანს თავზე ეფერებოდა ის კი ხელებს არ აშორებდა და ყელში კოცნიდა
-ჩემო გოგოო ჩემო გადარეულო როგორ შეგვაშინე შენ თუ აწი სადმე მარტი გაგიშვა მე არ ვიყო ირაკლი ყიფიანი!- თავი წამოსია და სახეზე მოეფერა
-ფერმკრთალი ხარ? აქ რას შეჭამდი როგორ გაუძელი ჩემო თოჯინა მთელი 18 დღე -ამჯერად გაბრიელი მოეფერა
-აუუ გეყოფათ დავიატნჯე ...შეეშვით მაგას ეგეც კარგადაა არაფერი გვიჭირს და ეგრევე ექიმი რო გახდი ლოდთა ლოდო გაიცანით მაინც უიმე
-შენ გაგიჟდი სულ ხო? რა დროს გაცნობაა 18 დღეა ამ დაწყევლილ ადგილას ხართ ალბატ ავიტამინოზი მაინც გაქვთ სხვა თუ არაფერი გოგო! ასე მშვიდად ხარ ხო შენ აქ ჩვენ კიდე დავიხოცეთ ნერვიულობით. ყველა საშუალებით გეძებთ რაც კი არსებობს ლამის ფეხით შემოარა დემეტრემ ყველაფერი- ერთიანად იხეთქა დამიანემ და ისე იღრიალა ქეთამ თვალები გააფართოვა.მერე ისევ მიიღო ჩვეული უემოციო სახე და ჯერ კიდევ გაოცებულ დიდებულიძეს მხარზე დაადო ხელი - წავედით აქედან
-რაღაც უნდა ავიღო მაცადეთ კაცო სად გეჩქარებათ...არ არიან აქ ცხოველები - ქეთა დაუსხლტა ბიჭებს და ქოხისკენ გაიქცა- ნუ გადარევთ მაგას გაბრიელ ! -უცებ მიაყოლა და ქოხში შევარდა. სწრაფად აიღო ყველაფერი რაც სურდა ჩანთა მხარზე მოიგდო და უკან დაბრუნდა. ბიჭები უკვე ვერტმფრენთან იყვნენ.
-დედააა თქვენ ორნი მართავთ? ვაი სად დავიღუპეთ მხატვარო! ახლავე ჩამოდი გემიდან დავაღწიეთ ტავი და ჰაერში ნაღდად ვერ მიშველი !
-გოგოო!
-კარგი ჩემო ტკბილოოო ჩუმად ვარ ვსიო -აკოცა გაბრიელს ,მერე უკბინა და მოშორდა-ყიფოოო კოორდინატები დაიმახსოვრე ხო?-ბიძაშვილს გადახედა და თავისი ადგილი დაიკავა ძმის გვერდით . დამიანემ კარი დახურა, ღვედები შეიკრეს და მალე აფრინდნენ.
ორივე უყურებდა ზემოდან კუნძულს და რარაც ნაწილს ტოვებდნენ იქ. თითქოს წასვლაც არ უნდოდათ ,მაგრამ მაინც ბედნიერები იყვნენ. ბიჭები მთელი გზა ელაპარაკებოდნენ დიდებულიძეს,ნუ რა საშუალება მისცა მისმა ორსიტყვიანმა დიალოგებმა. დამიანე კი ჩუმად იყო, მშვიდად ეფერებოდა მონატრებულ დაიკოს და შიგადაშიგ კოცნიდა თავზე. ის კი განაბული იჯდა და ხმას არ იღებდა.
როგორც აღმოჩნდა ყველა სხვადასხვა ნაწილიდან ეზებდა, დემეტრე ალექსანდრე მიშო და კოტე ერთად იყვნენ გემით. დანარჩენებიც ცალ-ცალკე ეძებდნენ და ყველაფერს ამოწმებდნენ. ირაკლიმ ყველას შეატყობინა ახალი ამბავი და ერთად დაიძრნენ მონატრებული დევდარიანის სანახავად.
სასტუმროში იყვნენ გაჩერებულები. ქეთამ როგორც კი გამოიცვალა და თავი მოიწესრიგა მაშინვე ვაკოს ოთახისკენ აიღო გეზი. ბიჭი დერეფანში შეხვდა თავის ოთახთან ახლოს
-შენთან მოვდიოდი ...
-მეც ... აბა ემზადები სახლში დასაბრუნებლად? - ქეთევანმა გაუღიმა და კედელს მიეყრდნო .იდგა და უყურებდა მხატვარს
-თქვენთან მოვდიოდით...აბა რას შვებით? დაისვენეთ?
-ახალ ტანსაცმელში უფრო უკეთ გამოიყურებით
-ხო მართლა მალე მოვლენ ჩვენები ...დაახლოებით სამ-ოთხ საათში აქ იქნებიან . მამიდამ დამირეკა სანამ ჩემი და ფეხით ჩამოვა მოგვიყვანეთ ეგ ბავშვიო და მარიამის გაგიჟება და სესილიას აქ ჩამოსვლა არ ღირს ხო?
-ამოისუნთქე...დებს არაფერი უჭირთ ხომ ვბრუნდები არა?
-გამაგიჟებს ეს! შემეშვი შენთან ლაპარაკიც არ ღირს . ვაკო დღესვე გაფრინდები ამერიკაში თუ დარჩები ცოტა ხანს
-ბილეთი ვიყიდე უკვე ...ორ საათში მივფრინავ!
-ასე მალე თუ მიდიხარ ჯობს დავსხდეთ სადმე ...ქვემოთ კარგი კაფეა და ჩავიდეთ- ისევ არ აცადეს ქეთევანს საუბარი ისე წაივიდნენ ლიფტისკენ.
კაფეში ისხდნენ მაგიდასთან და ტეკილას სვამდნენ
-რა უბედურებაა ტო აქ ძაან მაგარია ჩაწვა ყელი !- სახე დამანჭა ირაკლიმ და კიდევ ერთი ჭიქა აავსო- აბა თქვენს გადარჩენას და სახლში დაბრუნებას გაუმარჯოს. მადლობას გიხდი პირადა მე ჩემ ქეთუშაზე ზრუნვისთვის . არ ვივიწყებთ მსგავს ამბებს ჩვენ იცოდე ვალში ვართ
-ოჰ ოჰ ისე ამბობს ახლა ვითომ მე მარტო ვერ ...
-ქეთევან!- დამიანემ დაუბრიალა თვალები და მანაც იყუჩა
მალე გავიდა დრო. ტაქსი მოვიდა სასტუმროსთან იცოდა ბიჭებიც გააცილებდნენ ამიტომ დრო არ ჰქონდა. პირდაპირ ოთახში შეუვარდა და გონს მოსვლა არ აცადა ისე აკოცა
-ისე ვერ გაგიშვებდი ,დაუმშვიდობებლად - ძლივს ამოისუნთქა სუნტქვაარეულმა და მერე მიხვდა რომ კარზე იყო აკრული დიდებულიძის მკლავებს შორის მოქცეული
-დაველოდები როდის მოვა შენი სურვილები ჩემამდე - ჩურჩულით უთხრა კოცნის კვალი დაუტოვა ყურთან და გაუჩინარდა.
მისი სიტყვე ჩაესმოდა და ეღიმებოდა...
იმაზე მალე დაბრუნდნენ ბჭები ვიდრე ელოდა. მალე ერთიანად ჩაეფლო საყვარელი კაცის სურნელში,ერთიანად აავსო დევდარიანის სითბომ და დიდხანს ვერ მოშორდა მამის მკლავებს. არაფერი უთქვამს,სულ არაფერი მხოლოდ მისი სახელი წარმოთქვა და ისე მოეხვია რომ მთელი ღელა და დარდი ამოაყოლა. ისე უჭერდა ხელებს ძვლების ტკაცუნი ესმოდა ქეთევანს,მაგრამ არ ადარდებდა. იქ ,იმ მკლავებში მოქცეული იყო ყველაზე მშვიდად ,დაცულად და ლაღად ...
საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იყო, სამშობლოში ბრუნდებოდა და კიდევ ერთხელ იაზრებდა რა დიდი ძალა ჰქონდა მის ოჯახს. ირგვლივ სიყვარულის ფერად იყო ყველაფერი შეღებული,სიყვარულის სურნელი ტრიალებდა ოჯახური სითბო იგრძნობოდა. თითოეულის მზერაში ხედავდა საკუთარ ანარეკლს და ბედნიერი იყო რომ იქ გაჩნდა ,მათი ნაწილი იყო ...
სახლში რომ შევიდა და სესილიას შეხედა გული შეეკუმშა.პირველად გაიაზრა რა დიდ გასაჭირში იყო,რამხელა საფრთხე ემუქრებოდა და როგორ იყვნენ სხვები ამ დროს. დედის ამღვეულ ჩაშავებულ თვალებს რომ წააწყდა და მისი სასოწარკვეტილების ნაშთები დაინახა ერთიანად დაიმსხვრა. თავად მოხვია აქვითინებულ ქალს ხელები და ისე ჩაიკრა გულში როგორც საათების წინ დემეტრე ეხვეოდა. მის ყელში ჩამალა სახე და ღრმად შეიგრძნო დედის სურნელი, ყველასგან გამორჩეული და ახლო.
საათობით არ შორდებდოა გვერდიდან ქალი.
მოკლედ მოყვა ყველაფერი და მღელვარება საბოლოოდ ჩაახშო. შემდეგ ისხდნენ და აღნიშნავდნენ მის დაბრუნებას. ყველა ,უკლებლივ ყველა ერთად იყო . დიდი ხნის წინ შეიკრიბნენ ასე ერთად. დიდი ხანი არ გადახდენოდათ მსგავსი ამბავი. რამდენი წელი არ გაერთიანებულან ჭირის დროს, აქამდე მხოლოდ ბედნიერება უყრიდა ყველას თავს.
თენდებოდა სახლი რომ დაცარიელდა.
დევდარიანები იყვნენ მხოლოდ.
სესილიას და დემეტრეს ერთად ეძინათ. ქალი მამაკაცის მკლავებში იყო მოქცეული და 18 დღის მანძილზე პირველად ეძინა მშვიდად. უფროს დევდარიანსაც ჩასძინებოდა .
დამიანე მარტო იყო საძინებელში...
ქეთევანი საძინებლის აივანზე იჯდა ,პლედში გახვეული და ცას შეჰყურებდა როცა ძმა მიუახლოვდა ჰაერში ასწია და ტავად დაისვა მუხლებზე. მაგრად მოხვია ხელები და სახე დაუკოცნა. მეტ ემოციას ვეღარ გადმოსცემდა დამიანე... სულ ეს იყო დევდარიანების საუბარი.
დილით საწოლში გაეღვიძა, დამიანე ისე იწვა მის გვერდით როგორც ბავშვობაში. მართალია ერთი წლით იყო პატარა,მაგრამ მაინც სულ ქეტა უფროსობდა. ერთად რომ წვებბოდნენნ დამიანე სულ მხარზე ადებდა ტავს და იძნებდა. ახლაც ამხელა კაცი მასზე იყო მოხვეული, ყელში ედო თავი და ჩვილი ბავშვივით ეძინა, მუდამ შეკრული წარბები გახსნილი ჰქონდა და ქეტას ღიმილს გვრიდა. დაიხარა და ლოყაზე აკოცა.მანაც წამსვე გაახილა თვალები და გაიცინა
-დილამშვიდობის ქეთრინ
-დილამშვიდობის ლოდთა ხელმწიფევ. - ხელები მოხვია და ჩაეხუტა- რაო სამსახურში აღარ დავდივარო? დაიკოს უნდა მოვუაროო?
-მომვლელების მეტი რა გყავს..ყველას შენს ნებაზე ატარებ რამდენ ხანსაც გინდა
-ჰმ, ანუ არ დარჩები ?- ძლივს შეიკავა სიცილი და მერე ისევ აკოცა-როგორ მიყვარხარ შენ არ იცი არაა
-დავიჯერო იმაზე მეტად ვიდრე მე მიყვარხარ? -წარბები აზიდა და ლოყაზე აკოცა- წავედი მე...შენ დედოფლად კურთხევას მირჩევნია ჩემ პაციენტებს ვუცქირო! მათ უფრო ვჭირდები უკვე
დამიანე წავიდა. სახლი კი მთელი კვირა არ დაცარიელებულა.
შემდეგ როგორღაც დამშვიდნენ, დადეს დასკვნა რომ ქეთევანი კარგად იყო და როგორღაც მიაღწია დაქალებამდეც.
ნუკისთან იყო სახლში საწოლზე გაწოლილი, გვერდით ევა ეწვა. ფეხებში მარიამი იყო გაგორებული და სადღაც ნუკიც იყო ჩაკვეხებული
-ე.ი 18 დღე ვიღაც სიმპატიურ მხატვართან გაატარე
-ამ ტონალობას ვცნობ ნუკი
-ყველანი ვცნობთ მაგ ტონალობას და პირდაპირ გვითხარი ის რაც იმათთვის არ გითქვამს- ევამ უცებ მიაყოლა და თვალები დააბრიალა
-სულ გაქაჯდა ეს გოგო...ცუდად მოქმედებს შენზე მირიანი !
-ქეთრინ...- მარიამმა რომ შეხედა თვალები აატრიალა და წამოიწია
-ხომ იცით რომ რაც მინდა ყოველთვის ვაკეთებ... კი გიჟდბეოდი შენ ქალბატონო მარიამ,მაგრამ მიუხედავად ჩემ ირგვლივ არსებული ბიჭებისა არცერთის სურვილი მქონდა
-და ორ კვირაში გაგიჩნდა ?
-ყველანი ერთად რატომ იცხადებთ ... შენ და შენ მითუმეტეს - ევას და მარიამს დაუბრიალა თვალები
-ნუ მართალია მე რა უნდა შევიცხადო - მარიამმა სიცილი დაიწყო და ევას ხელი მიარტყა- ევუნა კი განგმირა კუბიდონის ისარმა მირიკოს ისართან ერთად და შენც ეგრე ხარ თუ
-რა თქმა უნდა არ ვარ ეგრე... სიყვარული ნამდვილად არ არის . რომ იყოს აქ არ ვიქნებოდი ახლა და ის იქ არ იქნებოდა
-აღიარე ახლა რომ ბევრს კარგავდი
-შენ სულ გადაგრია ბატონმა ანდრონიკაშვილმა
-მე გადამრია თუ პირიქით ეგეც საკითხავია ,ჩვენ კი პირვანდელ შეკითხვას დავუბრუნდეთ. სიამოვნების მიღების ახალ გზას ხსნი თუ მხატვარმა ვერ შეგაცნო სექ.ის ნამდვილი ძალა
-როგორიც არ უნდ აყოფილიყო წარმოიდგნე უკაცრიელ კუნძულზე ხის ქოხში ...ჯანდაბა ცოტნიკო უნდა წავიყვანო სადმე კუნძლზე ! მალე იქნება ჩვენი ქორწინების წლისთავი დავტოვებ ბავშვს და გავიქცევი აქედან. ევანგელია ხომ დაიტოვებ ბავშვს?რა თქმა უნდა დაიტვებ
-არ ამოისუნთქო ...
-ღმერთო რა აღელვებული ხარ ჩიტო ამ ბოლო დროს? სად გაქრა შენი სიდინჯე მარიამ? დედიკოს ემსგავსები უკვე ხო? ვიცოდი მარიამის ცხებული მირონი ამდენ ხანს ვერ გასტანდა
-და ქეთევანი ამ დროს თავის მხატვართანაა მგონი და ის დროა მარტო უნდა დავტოვო-ევამ გადაიკისკისა უცებ და ბალიში მიიღო კიდეც დევდარიანისგან
-რამე მოხდა ახალი სანამ მე წასული ვიყავი
-არაფერი რა უნდა მომხდარიყო ყველა შენზე ვფიქრობდით...ჭკუიდან შევისალეთ ქალო შენ კიდე ერთობოდი იქ .
-ობობაზე რომ აყვირდა მაგაზე რო მეცინება იმედია მაპატიებ - ნუკი აკისკისდდა და მერე სხვებიც აჰყვნენ
-სუყველა აფრენთ და მერე მე მადანაშაულებთ სიგიჟეში. დიდი ამბავი ტარანტული ეგონა კაცს
-ნუ ახლა თავისი გველისკენ თუ მიიწევდა ის ობობა შეშინდებოდა აბა რა .კიდევ კარგი სანამ ჩაძვრა მანამ მოაშორე თორე მერე რა გეშველებოდა ხო მოგიწევდა იქედან მრთელს დაბრუნება
-ტუ არ გბეზრდება ნუკი ეს უხამსი ხუმრობები
ეს და ირაკლი უნდა გამოკეტო ერთად! ამომიღო სისხლი ,გამითეთრა დ აისევ უკან დააბრუნა
-აბა მშვიდად როგორ ვიყო .ერთ დღეს რომ დაიწვათ შენ და შენი დათიკო ფარჯიანები ცოცხლად დაწვავენ და მეცოდება ის ბიჭი !
-გავუხსენებ მამიკოს განვლილ ცოდვებს დედიკოსთან და არავის დაწვავს...არ იდარდოთ თქვენ მაგაზე. თან 6 წელი გავიდა და ვერავინ გაიგო ახლა რა მოხდება ვითომ
-არა სპეციალისტები ხარტ სენიღბვის ეს ფაქტია
-სპეციალისტი აღარ იქნება მაგიდის ქვეშ შენ ფეხზე მოსრიალე მისი თითები რომ შენიშნონ ერთ დღეს ...ახლა რაღაც გავახსენე და გაგვექცევა ხომ ვიცი.არა იმასაც სულ როგორ სცალია ამისთვის ან სულ როგორ შეუძლია გავგიჟდი კაცი დაბერდება მალე დედამისი ცოფებს ყრის უშილოდ მოკვდება ეგ საცოდავიო და
-ნუკი ისუნთქე თორე მოგუდავ ბავშვს მუცელში
-შეეშვი ჩემ ბავშვს შენ ...ერთი თვისაც არა ჯერ რა მოგუდავს.სადააქ ცხვირი ...პატარა წერტილიკოა ჯერ
-ცოტნეს უთხარი?
-როდის ვეტყოდი მოინდომე ქალბატონო კუნძულების აღება და ამ ნევრიულობის დროს რა დროს ბავშვი იყო
-რას ელოდები ?
-ნერვები არ მაქ.რომ ვეტყვი მერე მოძრაობასაც შემიზღუდავს არ მომეკარება და ცოტა ხანს უნდა დავტკბე თავისუფლებით . წონაში თუ არ მოვიმატე ხომ კარგი
-არ უთხრა საერთოდ წ....ბს რომ დაღვრი მერე უთხარი
-მე მეორეს ვაჩენ უკვე და შენ რომ ბერდები მაგაზე იფიქრე გიჯობს... სანამ საუბრობდნენ ცოტნემ შეგლიჯა კარი
-აბა ჩემი ცოლი და ცოლის დაქალები რაზე ჭორაობენ? იმას ხომ არ ეკითხებოდით იმ სიმპათიურ ბიჭთან 18 დღე როგორ გაძლო... ზედმეტად მოქმედებდა ცოლისდავ თქვენს ფუმორულ სისტემაზე თუ ვერ გაქაჩა - ისე ასწია ცოლი და მის ადგილას დაჯდა ვითომ ბუმბული იყო. მუხლებზე დაისვა გაბრაზებული ნუკი და აკოცა-ხო რას ვამბობდი?
-ვინ დაგპატიჟა !
-მოკლედ საკუთარ სახლში დევნილი ვარ ! ქეთევან, ჩემო დედოფალო შენ მაინც ხარ ახლა აქ დამეხმარე
-მე სახლში მივდივარ და მოგაშორებ ამ ორსაც
-მე მირიანი და ბავშვები მომაკითხავენ
-მე წამოვალ ... აბა კარგად ცოტნიკ
-ეე ჩემი მოსვლა გეწყინათ და გარბიხართ ტო?
-ბატონო ცოტნიკოო ყველას საქმეები გვაქ და შენს ცოლსაც რაღაც აქვს სათქმელი - მარიამმა თვალი ჩაუკრა აკოცა და წავიდა.
...
დღეები ერთმანეთს მისდევდა. სამსახურში იყო ,უამრავ ოპერაციას აკეთებდა . ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდა და ყოველი დღე რაღაც ახალს აძლევდა,მაგრამ მაინც რუტინად ეჩვენებოდა ყველაფერი.
ერთ დღესაც დემეტრეს კაბინეტში აღმოჩნდა. საბუთებში თავჩარგული იჯდა უფროსი დევდარიანი ,ქეთევანი რომ დაინახა მაშინვე გადადო ყველაფერი და გაუღიმა გოგონას
-მაა ...როგორ ხარ?
-კარგად ქეთო შენ როგორ ხარ? რამე მოხდა?
-საქმე მაქვს მა ... ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა
-რა სურს ჩემს პრინცესას?
-გემიდან წაღებული ნივთები ხომ იპოვეს. ახლა მგონი იქაურ პოლიციას აქვს და რაღაც მინდა გამოართვა
-შენი რომელიმე ნივთია?
-ნახატებია... რამდენიმე ზუსტად არ ვიცი. ქვედა მარჯვენა კუთხეში ყველას ექნება ინიციალები . მინდა რომ ნახატები ამ მისამართზე გააგზავნონ. ყველა ერთის გარდა
-იმ ბიჭის შემოქმედებაა?
-ხო მამა ...მე უბრალოდ
-ამდენად თუ დაუმეგობრდი შეეძლო დარჩენილიყო და გაეცნო შენი ოჯახისწევრები
-მამა ის ქართველი არ არის... სხვა წესებით აღიზარდა !
-თხოვნას შევასრულებ...უბრალოდ მითხარი რომელი ნახატი მოგიტანო და რომელი გავგზავნო
-ნახატებს რომ ნახავ მიხვდები ...მიყვარხარ- გაიცინა აკოცა და წავიდა. არ იცოდა რამდენი დრო დასჭირდებოდა ამ ამბავს,მაგრამ დარწმუნებული იყო რომ დემეტრე ყველაფერს მოაგვარებდა.
ნახატს ელოდა ...
ვეღარ ითმენდა ისე უნდოდა ენახა ვაკოს თვალით დანახული საკუთარი თავი.
ერთ დღესაც დემეტრემ დაუკაკუნა კარზე და საწოლზე დაუდო დახვეული ნახატი
-ეს ის არის?
-შენ დარწმუნებული ხარ რომ კუნძულზე მოხვედრამდე არ გიცნობდა ეს ბიჭი?
-მამა დანარჩენი ნახატები ხომ მათი სახელით გაუგზავნეს
-ქველმოქმედება უპირველეს ყოვლისა ქეთევან?
-ქველმოქმედება არ არის მამა..უბრალოდ ჩემგან რომ მიიღებდა არ მოეწონებოდა. რატომ არ მოგწონს მამა?-ბოლოს მიხვდა აზრი არ ჰქონდა ახსნას დემეტრეს ჰქონდა პირადი შთაბეჭდილება მასზე უკვე
-არცერთ მამას მოსწონს კაცი რმელიც ქალიშვილს ართმევს- უთხრა და ისე გავიდა ქეთევანს არც მოუსმინა.
გოგონამ სწრაფად ამოიღო ნახატი გაშალა და გაბადრული აკვირდებოდა თითოეულ დეტალს. თითებს აყოლებდა და თითქოს მის მოზრაობას ხედავდა.
ნახატი ოთახში საწოლის წინ დაკიდა და ძილის წინ ყოველთვის უყურებდა.
მშვიდად იყო მანამ სანამ ამერიკაში წაბრზანებულმა ფარჯიანის ქალბატონმა არ დაურეკა და ახალი ამბავი ახარა
-როგორ ხარ ქეთრინ?
-კარგად შენ? მალე დაბრუნდები?გავიგე დავითიც წავიდა და შენთანაა?
-არა ჩემთან არ არის..დიდი ხანია წავიდა?
-რამდენიმე კვირაა. სალომემ ვინმესთან ერტად იქნება და ერთობაო და ვიფიქრე შენთან იყო
-არა აქ არ არის..მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ...რისთვის დავრეკე
-რა ხდება?
-აბა ვისი გამოფენა იმართება ერთ კვირაში თუ გამოიცნობ
- მითხარი რომ მანდ მის მოსაძებნად არ წახვედი!
-არა რა თქმა უნდა!
-მარიამ...
-უბრალოდ გადავაწყდი ერთ-ერთ ღონისძიებაზე იყო. რომ დავინახე ვიფიქრე კარგად გავატარებ ამ ღამეს_თქო და რომ გავიცანი ლამის კივილი დავიწყე. გვარი რომ ვუთხარი თითქოს ეცნო, დარწმუნებული ვარ იმ წამს შენ გაახსენდი ისეთი გამომეტყველება ჰქონდა. ტიპმა დამაიგნორა. როგორ საუბრობს, რა მანერები აქვს გარეგნობა ხომ საერთოდ .გეფიცები ხელიდან არ გავუშვებდი შენთან რომ არ ყოფილიყო იქ კუნძულზე... მარტო მე არ დამატყვევა სხვები უარეს მდგომაროებაში იყვნენ ,მაგრამ ისე კულტურულად იშორებდა ყველას სიცილს ძილვს ვიკავებდი. გამოფენაზე დამპატიჟა მას მერე რაც ვითომ შემთხვევით გავიგე რომ მხატვარი იყო ,ისიც ისე ზრდილობის გამო დამპატიჟა თორე ვაფშე არ დავევასე . შენნაირი ფიცრები იზიდავს ეტყობა რა ვქნა რა გავაკეთო ...
-მარიამ!
-რატომ ბრაზდები? რაც იყო იმას გეუბნები...ჰა აბა ალაგებ ბარგს და მოდიხარ? მოახდენ ფურორს და შეაჭრი გამოფენაზე? ჩაუგდებ ენას და გაუჩერებ გულს?
-არა რა თქმა უნდა
-რატო შვილოო რატოოო. ცოლად გაყევითქო ხო არ გეუბნები ჩამოდი ისიამოვნე და დაბრუნდი ისევ უკან
-ვაკო დათა არ არის მარიამ . ვერ მიხვდი როგორიცაა?
-ისე ხო ,მისი დარწმუნება ნამდვილად ძნელი იქნება საერთოდ ისეთი ტიი ცანს იმ ღამესაც როგორ შეაცდინე დღემდე მიკვირს... მოკლედ მე გამოფენაზე წავალ აუცილებლად და ყველაფერს მოგიყვები შემდეგ
-არაა საჭირო მოყოლა...ისიამოვნ,დარწმუნებული ვარ საოცარი გამოფენა იქნება
-მეც დარწმუნებული ვარ...
ქეთა საშინლად აღელდა. კაბინეტში იჯდა და ვეღარ ახერხებდა კონცენტრირებას.ბოლოს ყველა პაციენტი გაუშვა და წავიდა. ქუჩაში დახეტიალებდა უცებ იდეა რომ დაებადა . სახლში შევიდა ნახატის წინ დადგა და დიდხანს უყურებდა,ბოლოს მარიამის ნომერი აკრიფა და დაელოდა
-თხოვნა მაქვს
-გისმენ ქეთრინ
-ნახატს გამოგიგზავნი. შენ კი კურიერის ხელით პირდაპირ გამოფენაზე მიუტან ვაკოს და სორიდან დააკვირდები მის რეაქციას. წარწერა ჩადე ამანათში და დააწერე „შენი ქალღმერთისგან“
-აი ეს მომწონს ... საინტერესო სვლაა. ველი ნახატს ქეთრინ
ქეთომ ნახატი გააგზავნა და მარიამმაც ყველაფერი ისე გააკეთა როგორც აუხსნა.
გამოფენაზე უამრავი ადამიანი იყო. საოცარი საღამო იყო ხელოვნების მოყვარულთათვის. უზარმაზარ გალერეაში მხოლდო მისი ნახატები იწონებდა თავს. მარიამი როგორც კი შევიდა პირველივე ნახატზე აღბეჭდილი დევდარიანი დაინახა და გაეღიმა. ბოლოს ყველგან მეგობრის სახე ამოიცნო სხვადასხვა რაკურსიდან ,სხვადასხვა გამოსახულებით .. შუა დარბაზში იდგა და ყველა მხრიდან ქეთევანს უცქერდა. ბევრისთვის უბრალოდ ქალი იყო , ზოგი ვერც კი მიხვდებოდა რომ ყველა მათქანზე ერთი პიროვნება იყო . ვაკო ერთ-ერთ სტუმარს ესაუბრებოდა როცა ამანათი გადასცეს, იქვე გახსნა და ნახატი რომ დაინახა წამსვე მოავლო ყველას მზერა. ქეთას ეძებდა, წერილიც არ ჰქონდა ნანახი უკვე იცოდა რომ მისგან იყო. ფარჯიანი იდგა მოშორებით კუთხეში და სანახაობით ტკბებოდა. ბოლოს ბარათი რომ წაიკითხა აშკარად სუნტქვა შეეკრა, ყელზე მოისვა ხელი და სემდეგ მოზრდილ თმაზე გადაისვა. ნახატი ვირაცას გადასცა და ისიც სხვა ნახატების რიგში განათავსეს.თავად კი გაქრა. მარიამი რისი მარიამი იყო ბოლომდე რომ არ გაერკვია ყველაფერი. უკან გაჰყვა , აივანზე იდგა და მოაჯირს ეყრდნობოდა. ბოლოს ისე დაჰკრა მუჭი რკინას ფარჯიანს გააჟღჟოლა მის ნაცვლად. რაღაც თქვა და ისევ მოუჭირა ხელები მოაჯირს
-ვაკოო საღამომშვიდობის ...ვერ მოვახერხე იქ შენთან საუბარი.მინდა გითხრა რომ აღფრთოვანებული ვარ შენი ნამუშევრებით. საოცარი ხედვა გაქვს - მარიამმა ისე დაიწყო საუბარი თითქოს აზრზე არ იყო არაფრის. ვაკოს თავი ჰქონდა დახრილი,ქვემოდან ამოხედა და სწრაფად შებრუნდა მისკენ . ყბები დაჭიმვოდა, თვალეები ჩასწითლებოდა და მთელი სხეული უთრთოდა
-აქ არის? ჩამოვიდა თუ შენ გამოგგზავნა მარიამ! სიმართლე მითხარი გთხოვ
-ვერ ვხვდები რას მთხოვთ...ვინ ჩამოვიდა
-უბრალოდ მიპასუხე
-არ ვიცი რა გგნებავთ რომ გითხრათ მე მხოლოდ ერთი ვიცი როცა ვინმე გენატრება, როცა მის გარეშე არსებობა უფერულდება უბრალოდ ერთი ნაბიჯიც გიჩვენებთ გზას ! წარმატებებს გისურვებთ ვაკო -გაუღიმა და გაქრა.
იქაურობას სანამ დატოვებდა კარგად გაიგო წყვილის საუბარი.ერთ-ერთი ბიჭი ამბობდა რომ მილიონი შესთავაზა ქალის ნახატში ის კი იმდენად გაბრაზდა რომ გაცლა მოუხდა. პირველი გამოფენა ჰქონდა როცა არცერთ ნახატს ჰყიდდა. სახელიც უცნაური შეურჩია გამოფენას“ღვთაებრივი“ აქამდე მსგავსი რამ არ სჩვეოდა ბატონ დიდებაშვილსო ,ამბობდნენ.
მარიამი იმ ღამესვე წავიდა აეროპორტში და თბილისისკენ გამოფრინდა. ჩასვლისთანავე ესტუმრა ქეთევანს,დილის სვიდი საათი იყო მას კი მშვიდად ეძინა
-ქეთრიიის გაიღვიძეე რა დროს ძილია
-რა ჯანდაბაა... მარიამ? აქ რა გინდა შენ
-ტელეფონით ვერ მოგიყვებოდი იქ მომხდარ ამბებს...
-სად მომხდარს
-ვაიმე ქეთევან შედი აბაზანაში წყალი შეისხი სახეზე გამოფხიზლდი და მოდი მერე. კარგად უნდ ამომისმინო- უცებ წამოაგდო და როგორც კი დაბრუნდა გოგონა მაშინვე სიტყვა-სიტყვით უამბო ყველაფერი საკუთარი სიტყვების გარდა. უყურებდა ქეთევანის რეაქციებს და იღიმოდა. შემდეგ ისე დატოვა კითხვის დასმაც არ აცადა, მარტო უკეთ იფიქრებდა დევდარიანი თავად კი საკუთარ საქმეს მიხედა.
დარეტიანებული დადიოდა, უყურებდა მარიამის მიწოდებულ ფოტოებს სადაც ყველა ნახატი ჩანდა და ეღიმებოდა, ასე გაუაზრებლად სულელივით იცინოდა და საერთოდ არაფერი ადარდებდა
-ქეთევან გესმის? ქეთევან!
-რა...რამე მითხარი დე?
-ჩემო ლამაზო მე და დედაშენი ერთი საათია გელაპარაკებით და შენ სხვაგან დაფრინავ აშკარად- მარიამ დეიდამ გაიცინა და დაიკოს გადახედა
-ჩვენც მოგვიყვები კუნძულის ბიჭის ამბავს თუ მხოლოდ დაქალებს ეჭორავები - მარიამის დაწყებული სესილიამ გააგრძელა და წარბები მაღლა აზიდა- მამაშენს უნდა ველაპარაკო აუცილებლად?
-მამამ რა იცის ... იმედია მისი საქმე არ გამოუძიებია და ყველაფერი არ იპოვეა ...შენი ქმარიც მიეხმარებოდა რა თქმა უნდა. ეგ ორი რას ვერ იპოვიან. შეიძლება დეტალური ამბებიც იციან იქ მომხდარის შესახებ
-ზედმეტად აღელვებული ხარ ქეთევან ,ვერ გცნობ
-ვერც მე ვცნობ საკუთარ თავს
-მგონი ამერიკაში წასვლა გინდა და თქმას ვერ ახერხებ- მარიამი მშვიდად უყურებდა და შემდეგ ღიმილშეპარულმა მიაწოდა იდეა
-არა დეიდა..ცდებბი! არ მინდა წასვლა...
-ვცდები ?
-ხო შენი ალღო ცდება ამ შემთხვევაში .რადგან ბიჭი მომეწონა ფიზიკურად,მომხიბლა და ზედმეტად მიმიზიდა,იმდენად მომინდა რომ თავს გართობის საშუალება მივეცი მხოლდო ერთხელ იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად ისაა ჩემი ცხოვრების მამაკაცი
-რაა?
-სესილია დამშვიდდი თუ ღმერთი გწამს ახლა ნუ დაიწყებ დედურს
-მარიამ ...
-აცადე ბავშვს ვერ ხედავ როგორი აღელვებულია?
-არ ვარ აღელვებული მარიამ !
-მოკლედ სულ მამასენს ჰგავხარ რა რო დააბრიალებს თვალებს გული მიჩერდება ...არ ხარ და ნუ ხარ . მე ვფიქრობ მხოლოდ იმ კუნძულის ბიჭზე, მე დავდივარ დალენჩებული და ცხვირის ოპერაციაზე მოსულს სილიკონებს მე ვაჩვენებ. მთელი კვირაა გიჟებივით დარბიან შენი პაციენტები ყველა გიგასთან გავუშვი ! სამსახურიდან მაინც წადი ცოტა ხნით თორე ვინმეს დაამახინჯებ ! ახლა კი წავედი დეიდას რჩევა თუ არ გჭირდება ამ კლინიკის მმართველი ვარ და უამრავი სამქე მაქვს. - უცებ მიაყარა და წამოდგა
-აუუ დეიდააა...სად მიდიხარ მოდი აქ - უცებ წამოვარდა ხელი ჩაკიდა და სესილიას მიუსვა გვერდით - რა ვქნა წავიდე? რომ წავიდე მერე რა გავაკეთო შენით მოხიბლული ვარ და შეიძლება შემიყვარდე თუ ერთად ვიქნებით-თქო?
-ჩვენ შორის არავინაა იმდენად ტავისუფალი როგორც შენ. დაფიქრდი რა გინდა,ამოიცანი შენი სურვილი და უბრალოდ შეასრულე.! თუ წასვლა გინდა წადი, თუ მისი ჩამოსვლა გინდა ჩამოიყვანე ! თუ მასთან დაწოლა გინდა მეეჭვება უარი გითხრას ცოლობაზე კიდე არ ვიცი არ მინახავს და ვერ გეტყვი როგორი ადამიანია ,უყვარხარ თუ არა ამას ხომ მითუმეტეს ვერ ვიტყვი. თანაც ძნელია ორ კვირიანი ურთიერთობის შემდეგ დადო დასკვნა . ზოგს წლები სჭირდება იმ სიყვარულის აღმოსაჩენად რომელსაც სულ თან დაატარებს
-სულ ასე რატო იცი... პირდაპირ არაფერს მეუბნები
-შენი ცხოვრებაა, ჭკვიანი გოგო ხარ და თავად მიხვდები შენთვის რა აჯობებს .ახლა წავალ დაგტოვებთ დედა_შვილს სანამ სესომ გამწიწკნა -ხმაურით აკოცა ქეტას და ამჯერად იქედან აორთქლდა
სესილია წარბებშეკრული იჯდა და ქალიშილს უცქერდა
-რა ... ახლა იმისთვის უნდა გამიბრაზდე რომ ქალიშვილი აღარ ვარ 26 წლის ასაკში?
-არა რა თქმა უნდა...ვბრაზობ იმიტომ რომ შენი ქცევა გაუაზრებელი და იმპულსური მგონია მარიამისგან განსხვავებით.ხომ იცი მე მასსავით რომანტიკოსი არ ვარ
-რა თქმა უნდა არ ხარ. კიდევ კარგი მამამ იცოდა რომ უყვარდი თორემ ახლაც არ იქნებოდი მასთან არც მე ვიქნებოდი და არც დამიანე !
-პარალელს ავლებ ქეთევან?
-არა ,რა თქმა უნდა არა. თქვენი სიყვარული ჩემთვის საოცრებაა ყველა დეტალით პირველი წამიდან ბოლომდე .მე კი მხოლოდ ის ვიცი რომ მხატვარმა მომხიბლა ,ახლა მოხიბლული ვარ და კიდევ ცოტა ხნით ვიქნები მოხიბლული...სულ ცოტა ...ჯანდაბა მგონი მართლაც მჭირდება დასვენება . ახლავე წავალ ჩავალაგებ ბარგს და მარიამთან ერთად სვანეთში წავალ-უცებ აიღო ჩანთა და გაიქცა. გზაში ურეკავდა მარიამს ,როგორც იქნა უპასუხა
-სად ხარ?
-თათბირზე
-კონკრეტულად სად
-კომპანიის მტავარ დარბაზში რა...
სიტყვსი თქმა არ ადროვა ისე გაიქცა და მანქანაში ჩაჯდა. სწრაფად ატარებდა და მალევე შევიდა ფარჯიანების იმპერიაში. პირდაპირ მარიამის კაბინეტში შევიდა და სავარძელში ჩაეშვა. მარიამი მალე შევიდა , საბუთების დასტა ჰქონდა მკერდზე მიკრული და საჯდომით შეაღო კარი. მუხლზე კაბა ეცვა და შავი პიჯაკი რომლის შიგნით აშკარად არაფერი ეცვა. საბუთები რომ დაყარა მაგიდაზე ეს ფაქტი გამოაშკარავდა
-აბა რა ხდება ქეთრინ?
-სვანეთში წამომყვები? ვიცი რომ დათაზე გაბრაზებული ხარ, არ აღიარო უბრაოდ ვიცი და წამომყევი ცოტა ხნით რა. ბატონიც უშენობას იგრძნობს და ერთად დავისვენებთ გთხოოოვ მჭირდები მარიამ
-როგორ ზუსტ დროს იცი გამოჩენა... საქმეებს გადავაბარებ დირექტორს და წავიდეთ. ამ საღამოსვე!
-აი რატომ მიყვარხარ!
-ისედაც ბევრი მიზეზი გაქვს..შეუძლებელია ჩემნაირი თოჯინა არ გიყვარდეს- უცებ გაინაზა და მერე ორივე ერთად აკისკისდდა. ასე დატოვეს იქაურობა.ორივე საკუთარი სახლისაკენ გაემართა, ბარგი ჩაალაგეს და ქეთევანის მანქანით წავიდნენ სვანეთში.
სწრაფად მიქროდა გზაზე და საყვარელ სიმღერებს უსმენდნენ. ორივე ჰყვებოდა და მელოდიას და სახლში შესვლამდე არ გაჩერებულან. შემდეგ სახლის მილაგება დაიწყეს . ცეკვავდნენ, სხვადასხვა ამბავს იხსენებდნენ და ბოლოს დაღლილები დაეცნენ დივანზე. ჯერ ქეთევანი იწვა ზემდოან კი მარიამი . თავი მის მკერდზე ედო და ღმუოდა
-დავიღალეე...ხერხემალი გამიმრუდდა! მმმ რა ფუმფულიკო მკერდი გაქვს ქეთრინ?
-გადარეულო!
-აუ ქეთუუუ მშიიაა
-გგონია მანდედან რძე იჩქეფებს? მოამზადე რამე თუ გშია
_შენნაირი მზარეული მეორე არ დადის და მე მოვამზადო?
-ღმერთო რა თავმდაბალი ხარ..წამო ერთად მოვამზადოთ.ოღონდ ჯერ შხაპი მივიღოთ თორე ცუდად გავხდები მალე- საჯდომზე მოსცხო ხელი და ძლივს ააგდო მარიამი
-მიდი კრუტუ იბანავე ... ვაკუნას ყოვლისშემძლე თითებზე არ იფიქრო დროზე გამოაღწიე
-რა ტუტუცი ქალი ხარ
-მამიკოს ვგავარ - გადაიკისკისა და ფეხები დივნის საზურგეზე ააწყო- ჯანდაბა ორ დღიანი სექსი არ მღლის ასე ყველაფერი მტკივა
-ორ დღიანი? -უცებ გაჩერდა ქეთა და მობრუნდა- რა იგულისხმე ანუ მიყოლებით ორი ღამე?
-როდის იყო რამეს ვგულისხმობდი როგორც არის ისე ვამბობ...წადი ადამიანო დროზე !
-ღმერთო ჩემო მოსმენაც არ მინდა ... - უცებ გადააქნია თავი და გაიქცა . მარიამიც წამოიზლაზნა ბოლოს. უცებ გადაივლო წყალი და მალევე მიუკაკუნა ქეთევანს
-ქეთრიიიინ გამოსწიე თითები მანდედან და მორჩი კრუტუნს - იცინოდა კარი რომ გაიღო უცებ და გაბრაზებულმა გამოაბიჯა -რაო კრუტუნა გამიბრაზდი? აბა რა გეგონა დაგინდობდი პატარავ? რა ხდება
-აქ არის !
-ვინ არის აქ მგლები? ხო ვიცი მაგრამ თოფი ხომ გვაქვს სახლში თუ შემოვა ვესვრი- საძინებელში წინ და უკან დადიოდა ქეთევანი, მარიამი კი გაოცებული უცქერდა - გაჩერდი ! რა ჯანდაბა დაგემართა ასე უცებ
-მამამ დამირეკა ...აბაზანაში ვიწექი და გვიან ვუპასუხე . მითხრა...მითხრა მანდ...მანდ თუ არის ის შენი მხატვარი გეფიცები ჩემი ხელით გამოვჭრი ყელსო .ყვიროდა ...წარმოგიდგენია? დემეტრემ იყვირა და ის ის აქაა...ჩამოვიდა , თურმე ორი დღეა თბილისშია. ხომ გეუბნებოდით ...ხომ გეუბნებოდიტ ვგრძნობ-თქო თქვენ კი გეგონათ რომ გავგიჟდი ! მითვალთვალებდა? შორიდან მიყურებდა და არ მოვიდა? რომ ვნახავ მოვკლავ ! მართლა მოვკვალ
-აქაა? აი ეს მომწონს . ხომ გითხარი ვგიჯდები მაგ ბიჭზე! რას უდგეხარ ქალო ჩაიცვი და ახლავე წავიდეთ...მაგრამ ამ შუაღამით სად წავიდეთ. ხვალ დილასვე დავბრუნდეთ...დემეტრიუსი რატო გაბრაზდა ასე? დავიჯერო ძმაკაცები ცუდად აღიქვამენ ქალიშვილის მამაკაცს ?ალბათ მამაჩემი გაგიჟდება ! რა დროს ესაა გაარკვიე დემეტრე რამ გააბრაზა. დევდარიანი ასე მარტივად არ გაცეცხლდებოდა , ცხოვრებაში რამდენჯერმე მინახავს გაგიჟებული დემეტრე და ყოველ ჯერზე მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა. ქეთევან მისმენ?
-ჩამოვიდა...
-ღმერთო ჩემო ერთი შენი თავი დაგანახა ! როგორ სტერდებით ასე ან რა გაგიკეთა ასეთი...ხანდახან მეც მინდა ეგრე ვიყო ,მაგრამ არ გამოდის ვერავინ ახერხებს და დავიჯერო დათაზე მეტს აკეთებს ვინმე რამეს?
-ორი ციივი გრძნობას მოკლებული ადამიანი ვერასდროს გაიგებთ ამას
-ცოტა ხნის წინ შენც გრძნობამოკლებული იყავი ქეთევან ...გაჩერდი თუ ღმერთი გწამს- უცებ გააჩერა და დასვა - რას აპირებ?
-გავიგებ სად არის კონკრეტულად ვიპოვი და ...მერე არ ვიცი.ნახვა რომ უნდოდეს ხომ აქამდე მოვიდოდა. ორი დღე იყო თბილისში და თუ ჩემ გამო ჩამოვიდა ყველა საქმეს გადადებდა და მინახულებდა. ალბათ სხვა საქმე აქვს ...მე კიდე ტვინს ვიჭ....
-დამცინი? არა ნამდვილად დამცინი ! ჩემი ქეთევანი დამიბრუნე ნუ ემსგავსები ევას და ნუკის ...არც კი გაბედო გესმის? მოკლედ ან ხვალვე იპოვე და უთხრი რომ გიყვარს ან არ გაბედო სულელური დასკვნები, გლოვა, ვაება, ეჭვიანობა, ან სულელური თავისდაფასებები ან კიდევ რა ვიცი კიდევ კამათი იმ ბიჭთანმითუმეტეს კატა-თაგვობანა ! შენ ჩემი ქეტევან დევდარიანი ხარ არავის გავხარ და ნუ დაემსგავსები ტიპიურ სიყვარულის ზღვარზე მდგომ ქალს ...გასაგებად ვთქვი?- უცებ დამშვიდდა დატკკბა და წარბები მაღლა აზიდა
-ხო ...
-აბა ხვალვე ეუბნები სიმართლეს?
-არა !
-რაააააააა
-არ მიყვარს...ეს რომ ვუთხრა დარწმუნებული უნდა ვიყო ...არც კატა-თაგვობანას თამაშს ვაპირებ უბრალოდ დაველოდები გრძნობების დალაგებას. თუ მივხვდები რომ მიყვარს ხომ იცი რომ ტყუილად არ დავკარგავ დროს... რომც არ ვუყვარდე მაინც
-აი ეს უკვე მომწონს... ახლა კი წამოდი მშია!
-რამ გაგაგიჟა ! რა დროს ჭამაა
-მთელი დღეა მშია, ქალო წამოდი და დაივიწყე ყველაფერი.რისთვის მაწვალე მთელი დღე
-რატომ უნდა გავიქცე ...ჩემი პოვნა თუ უნდა ნომერსაც გაიგებს ! თანაც შენც გინდა დასვენება ასე რომ არსად მივდივარ. აქ დავრჩეთ ჩემო სიცოცხლე მხოლოდ მე და შენ - უცებ მოეხვია და აკოცა
-ასე რომ მკოცნი ტაო მაყრის... ჩემო კარამელოოო - უცებ გადაიკისკისა და ხელები მოხვია. -მშიააააააააა-მერე წამოიყვირა და სამზარეულოსკენ გაიქცა.
შემდეგ ერთად დაიწყეს მზადება ყველაფერი დაივიწყეს და მთელი სამზარეულო თავდაყირა დააყენეს. ვახშმობის შემდეგ პოპკორნი მოამზადეს და საძინებელში საბანში გახვეულები უყურებდნენ ფილმს სანამ ორივეს არ ჩაეძინა.
დილაადრიან გააღვია მობილურის ხმამ, უცებ ჩაუწია ხმა ,საწოლიდან გადაბობღდა და ოტახიდან გაიპარა ქეთა რომ არ გაეღვიძებინა. არც კი დაუხედავს ეკრანისთვის ისე უპასუხა დაბოხებული ხმით
-გისმენთ
-სად ხარ ...ორი დღეა გწერ. რა ხმა გაქ -უცებ მიაყოლა და გაჩუმდ ა
-იცი მაინც რომელი საათია? თუ არ იცი გეტყვი რომ 12 საათია? რა მნიშვნელობა აქვს მე მეძინა ! -საათს რომ შეხედა იხტიბარი არ გაიტეხა გათიშვას აპირებდა უცებ რომ დაუყვირა ამ ქცევით გათამამებულმა დათიმ
-არ გაბედო მმობილურის გათიშვა! არ ვყოფილვარ იმ გოგოსთან არააააააააა
-რა გაღრიალებს ღმერთო ჩემო ...წუხელ ციდად გეძინა დათი? რომ გნახავ მოგივლი ნუ რა თქმა უნდა იმ ქალბატონის ცოლად შერთვა თუ არ გადაწყვიტე. ამ ცოვას ვერ ავიკიდებ ...ქალს ვერ წავართმევ მამაკაცს,მითუმეტეს შენნაირს
-ფარჯიანო სად ხარ
-და ისევ ყვირი...არადა იცი რომ ყოველ დილით შაკიკი მაქვს ...ზოგჯერ მგონია რომ ასე განგებ მექცევი გინდა რომ გაწამო
-მარიაამ...
-აი ასე მომწონს ...უკვე სხეული მითბება მიდი აბა კიდევ ერთხელ მითხარი რამე სააბაზანოში შევალ ბარემ
-მარიამ ...არა უნდა დავმშვიდდე შენ უბრალოდ ჩემი გაღიზიანებით იღებ სიამოვნებას და ასე მშვიდდები . -ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ ისევ დაიყვირა-მიტხარი ახლავე სად ხარ სანამ სხვისგან გავიგე თორემ ხომ იცი მართლა გაწამებ სამი დღით
-დამცინი? სამი დღე ? რა ხდება მაქ გაქლმა პოტენცია გაგიქრო უკვე? ყველა გაანადგურა ? ოოო ღმერთო არ მითხრა რომ შენი ასო დაპატარავდა - სიცილის შეკავებას ცდილობდა და დათას ხშირს სუნთქვას უსმენდა,გიჟდებოდა როცა აბრაზებდა ,მართალია იშვიათად ,მაგრამ მაინც იყო ეს მომენტი მათ ცხოვრებაში - რომ გნახავ შევეცდები გამოგაჯანმრთელო...დეპრესიაში არ ჩავარდე მალე მოვალ და გიმკურნალებ ანგელოზის ფრთებით დედიშობილა
-მარიაამ ორ დღეში მივდივარ ქალაქიდან ... მინდა მანამ გელაპარაკო სანამ
-მასთან ერთად მიდიხარ ხომ?
-არა ! მე მივდივარ ის კი უბრალოდ იქ მოდის განსხვავებას ვერ ხედავ?
-არ არსებობს განსხვავება და შესაბამისად ვერც შევხედავ... გამოსამშვიდობებელ ღამეს მოგიწყობ...იქნებ კვირასაც.რომ დაბრუნდები უკვე ცოლიანი თუ არ იქნები მაშინ... გკოცნი ბევრს და ყველგან სადაც გაგისწორდება - მობილური გაუთიშა და თვალები აატრიალა . ჩუმად შეიპარა საძინებელში და ქეთევანს გვერდით მიუწვა. მზერა ჭერს მიაპყრო, ცდილობდა ერთ წერტილზე მოეხდინა ფოკუსირება მაგრამ ვერ შეძლო, სახე მოექცა, ძარღვები დაეჭიმა უცებ წამოდგა და დათას ნომერზე დარეკა
-სვანეთში ვარ ! აქ გაჩნდი საღამომდე თორემ გეფიცები ცოცხლად დაგწვავ ! - კბილებსში გამოსცრა და მობილური რომ გათიშა მერე მოვიდა გონს- რა ჯანდაბას აკეთებ მარიამ..შენ რა ბრაზდები? ნუთუ ეს შენ უთხარი რა სულელი ხარ! დიდი ამბავი ახალი ვინმეს პოვნა მოგიწევს შენი სექსუალური ცხოვრების გასაგრძელებლად მართალია დიდხანს მომიწევს ძებნა ,მაგრამ შეუძლებელი არ იქნება. ბოლოს და ბოლოს იმდენი ვინეა შენს ირგვლივ ... გამოსამშიდობებელი ღამის გადმოწევა და სხვა არაფერი ! დამშვიდდი და კოშკს მიხედე - თავის თავს ესაუბრებდოა და ტანსაცმლით იპარებოდა ოტახიდან. დერეფანში ჩაიცვა და კოშკში გადაინაცვლა. ზემოთ ავიდა და დიდხანს უყურებდა ხედს, დრო ისე გაეპარა რომ დათის მანქანაც გამოჩნდა. მანქანა შორიახლოს გააჩერა და მარიამი რომ დაინახა პირდაპირ კოშკისკენ დაიძრა. მარიამი ქვემოთ ჩავიდა და პირდაპირ მისკენ გაემართა. მაგრამ მალევე გაჩერდა რადგან ანდრონიკაშვილის მზერა შეამჩნია
-დათა ...რა ხდება?
-ამაზე რატომ არაფერი მითხარი - ხელში ჩაბღუჯული გაზეთი წინ აუფრიალა და მარიამმაც კარგად დაინახა საკუთარი ფოტო ერთ-ერთ თაყვანისმცემელთან ერთად- თურმე მე უნდა დაგშორდე რადგან ბიჭი გყავს
-ის გოგო ცუდად მოქმედებს ,მართლა . ტვინიც გამოგაცალა მგონი ... ამასთან რა ჯანდაბა მინდა ნამდვილი ტაკიმასხარაა ალბათ ხელოვნურად დაგრძელებული აქვს!
-მარიამ...
-შენ ბოლო ერთი თვეა ჭკუაზე აღარ ხარ. ერთიანად დაიწყე უაზრო ქცევა რაც 6 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებია მე კი ისევ საღად ვაზროვნებ, ისევ ის მარიამი ვარ და ისევ ისე ვაზროვნებ როგორც ადრე . საუბარს აღარ ვაპირებ
-ისევ ისე აზროვნებ? და ადრე რომ გეუბნებოდი რომ სერიპოზული არაფერი იყო იჯერებდი ახლა რა დაინახე იმ ქალში ისეთი რომ არ იჯერებ ! ეს ტაკიმასხარა თუ მირევს გონებას იმ ქალს რატო შევიყვარებდი ვითომ ,სრულიად უინტერესოა ჩემთვის როგორც ქალი არ იცოდე მაინც როგორია !
-არაჩვეულებრივი გოგოა, თოჯინასავითაა რომ იცინის მეც კი მხიბლავს . სუფთა, უმწიკლო, განათლებული ჭკვიანი და რა ვიცი კიდევ რა ვთქვა... ნამდვილად ცოლობისთვისაა შექმნილი, რომ დაიბადა მასინვე დაიწერა მისი ბედი დიდი ასოებით რომ უნდა იყოს ოჯახის ქალი, დედა დიასახლისი
-გეთანხმები ...
-აი ხომ ხედავ მეთანხმები...მგონი ქორწინამდე ღალატი არ ითვლება ხომ ?- ხელები ყელზე მოხვია და აკოცა. არ უნდა შეეჩერებინა,არ უნდა მოეშორებინა ვერ უნდა გაჩერებულიყო.ის კი ისევ ისე გაუნძრევლად იდგა და თვალსაც არ ახამხამებდა -რა ჯანდაბაა დავით!
-არ შეგეხები სანამ არ შეუსვებ გონებაში რომ იმ ქალთან არასდროს ვიქნები !
-სულელი ხარ ასე თუა ...ახლა კი მაკოცე. ტყულად ხომ არ ჩამოხვედი აქამდე... დიდი ხანია აქ არ ვყოფილვართ- ხელები მაისურის ქვეშ შეუცურა წელზე ფრჩხილები ჩაარჭო და წამში გაუთავისუფლა სხეული. ერთმანეთის სხეულის ენა ესმოდათ ,თითქოს ჰაერში ცეკვავდნენ .მათი ხმა უძველესი კოშკის კედლებში ტრიალებდა და ქვემოდან ზემოთ ვრცელდებოდა...
ქეთამ გვიან გაიღვიძა,მარიამი რომ არ დახვდა არ გაჰყვირვებია.ძებნაც არ დაუწყია.თავი მოიწესრიგა და აივანზე დაჯდა ყავის დიდი ჭიქით ხელში. ხედს უყურებდა და ტკბებოდა. შორიახლოს მანქანა რომ შეამჩნია და კარგად დააკვირდა ამოიცნო კიდეც. გაეცინა თვალები აატრიალა და კოშკის მიმართულებით ზუსტად იმ დროს გაიხედა წყვილი რომ ტოვებდა იქაურობას. მარიამმა სახლისკენ გამოუხვია დათამ რომ ჩაავლო ხელი და ისე აკოცა ქეთევანის თვალები კეფაზე აღმოჩნდნენ რომ დამალულიყვნენ. კოცნის შემდეგ რაღაც უთხრა და წავიდა .მარიამი კი კმაყოფილი, ლაღი და ბედნიეირ დაბრუნდა სახლში.
-ქეთრიიიინ სად ხარ ქეთოო?
-აქ ვარ ზემოთ
-ჩემო ბისკვიწოოო ყავას მიირთმევ?წავალ მეც გავიმზადებ ჩემთვის და მოვალ.სოკოლადი არ გვაქვს?
-შოკოლადი უხდება ?
-რას ყავას? შენც ხო გიყვარს შოკოლადთან ერთად რატო არ ამოიტანე?-უკვე ოთახიდან იყო გასული ისე ლაპარაკობდა ქეტამაც აივნიდან მიაზახა
-ყავას არა დათას თუ უხდება-თქო
-ვის? - უცებ გაჩნდა დევდარიანის წინ - დაინახე ? ჯანდაბა ! არ მითხრა რომ სადმე ახლოში იყავი
-ღმერთმა დამიფარა თორემ ისე გკოცნიდა და სხვას რას იზამს წარმოდგენაც არ მინდა... დაურეკე და გაჩნდა ეგრევე ხო? თქვენზე მანძილი არ მოქმედებს? ნებისმიერ ადგილზე ჩნდება? კაცი გამოძახებითაა თუ
-გეყოფა! წავედი მე ყავა მინდა
-ძალების აღდგენა ნამდვილად დაგჭირდება
-მე არ ვიცი ვაკუნამ რა გაგიკეთა ,მაგრამ ის ნამდვილად პირიქით მავსებს
-რომ გავსებს მეც ვიცი ...
-დამამთავრებინე წინადადება..ენერგიით მავსებს-თქო ამის თქმა მინდოდა ! სულ გათახსირდი შენ ჩემ ხელში არ შეიზლება ჩემი აყოლა...რაღა ჩემი ნუკის ბრალია ყველაფერი იმან მოგსპპო შენ !- სიცილით იქნევდა ხელებს და მიდიოდა. მალე დაბრუნდა მიუჯდა გვერდით დევდარიანს ფეხები მანაც მოაჯირზე შემოალაგა . ყავასა და შოკოლადს მანამ აგემოვნებდა სანამ არ გამოელია.
...
პლიაჟზე იწვა . მზის სხივები სახეზე ეცემოდა ,თვალებს ვერ ახელდა . სხეულში აღწევდა სითბო და ყველა უჯრედს უთბობდა. გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა ის ...უახლოვდებოდა და გულისცემაც უჩერდებოდა. შემდეგ ტუჩებზე შეხება იგრძნო, თვალები გაახილა და მის მწვანეშ ჩაიკარგა. მწვანე ფერი კი შავმა შეცვალა და მალე საძინებელსი აღმოჩნდა. როცა გაიაზრა რომ მხოლოდ სიზმარი იყო წყენა იგრძნო . ბალიშში ჩარგო თავი და ისევ განაგრძო ძილი. უკვე მეხუთე დღეა რაც მას ხედავს სიზმრად. სვანეთში ყოფნის ყოველ ღამეს მასთან ერთად ატარებს...
მარიამმა ბარგი რომ დაუდო წინ უსიტყვოდ დაიწყო საკუთარი ნივთების მოგროვება. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და მძღოლის ადგილი მარიამს დაუთმო.
ქალბატონმა იფრინა და მალევე დაბრუნდნენ თბილისში. მარიამმა მიიყვანა სახლში და მასთან ერთად შევიდა. მისაღებიდან ნაცნობი ხმა ისმოდა და ორივე ელვის სისწრაფით გაიქცა
-ნინიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ნოდიკოოოოოოოო - ორ სახელს ერთად კიოდნენ .მისაღებში შევარდნენ და უკვე მდგომ წყვილს სათითაოდ მოეხვივნენ. -როგორ ხართ? რატომ არ დამირეკეთ დავბრუნდებოდით! გამაბრაზეთ ასე როგორ შეიძლება! მე რომ ცამოვდივარ ასე ვიქცევი?- ქეთამ სიცილით დატუქსა წყვილი და დაჟინებული მზერა რომ იგრძნო უცებ შებრუნდა უკან. ნეტავ ეს არ გაეკეთებინა ,წამში შეტორტმანდა და თვალები დახუჭა-ხო აშკარად არ ვარ კარგად ... გაქრება მერე ..რას ვამბობდი? იმას რომ ვბრაზობ- მხატვარს უყურებდა და თან ლაპარაკობდა. მარიამმა რომ უჩქმიტა მერე მიმოიხედა ოთახში და ისევ ვაკოს მიმართულებით რომ გაიხედა ის უკვე მის წინ იდგა ,მერე უკვე ეხვეოდა, მერე ცუდად იყო,მერე სუნტქვა ეკვროდა, გულისცემას ვეღარ გრძნობდა
-რა სიურპიზია ... შენ აქ
-ვაკო ჩემი ნათლულია . როცა გავიგეთ თქვენი ამბავი გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით შენს მოსანახულებლად. ვაკოსაც აქ შემოთავაზება ჰქონდა და წამოსვლა გადაწყვიტა- ნოდიკოს ხმა გაიგო და ვაკომ ჩაიცინა.
-ნათლული... შემოთავაზება. მე კარგად ვარ ...არაჩვეულებბრივად . ჩემი მაშველი რომ მომიყვანეთ ახლა უკეთ გავხდი . აბა გაიცანი ყველანი? - ვაკოს ხელი დაადო მხარზე და გაუღიმა ისე თიტქოს კაგრი მეგობრები იყვნენ. დემეტრეს მზერა იგრძნო ამ დროს ,მის თვალებს რომ წააწყდა უცებ მოაშორა ხელი ბიჭს და ოთახში ახალ შემოსულ კარის ჩარჩოზე მიყრდნობილ რეზის რომ მოკრა თვალი სულ არ ახსოვდა არაფერი
-არ მჯერა რომ შენ ხარ !
-პატარა პრინცესა როგორ გაზრდილხარ...მეგონა ჩემი ლეპტოპი გადიდებდა- ჩაიდუდუნა და ხელები წელზე მოხვია . ჰაერში ასწია და სახე დაუკოცნა
-მომენატრე ...როგორ მომენატრე რეზიიი . დიდი ხნით ხარ ხო?
-ვნახოთ ...ვნახოთ. ჯერ -ჯერობით ვაკუნას ვუწევ კომპანიონობას . როცა ის მოისურვებს წასვლას ან აქაურობას შეეჩვევა მეც წავალ
-ამდენი ადამიანი გთხოვდით ჩამოსვლას და ვაკოს გამო წამოხვედი? შენი კომპანიონობა რაში ჭირდებოდა ! -ჩუმად უთხრა და მხარზე უჩქმიტა -ისიც მოდის?
-ჩამოვიდა უკვე ! შენ არარ ჩამოაღწიე ...მარიამს დავურეკეთ ბოლოს და ...მოვიდა - უცებ მანქანის დამუხრუჭების ხმამ გაიჟღერა და ორ წამში ქალი საოცრება, ქალი ცეცხლი გამოჩნდა. მოკლე გაშლილი სარაფანი ეცვა ,თმებიც კარედ ჰქონდა შეჭრილი და ხვეული ღერები უხტოდნენ მოძრაობისას.
-ააააააა ჩემი გოგონები მოსულააან
-ჩემო ლილე- სანამ ქეთა შეირხეოდა მარიამმა დაფარა გოგო,ისე მოეხვია ისე ჩაეკრნენ ერთმანეთს ვინ მოაშორებდათ
-ორი გიჟი ადგილზეა მიდი მიემატე შენც...დავჯდები მე. ნუკი და ევა რომ მოვლენ მერე ვეღარ გავუძლებ. გაქრით აქედან ყველანი . არავინ გაბრაზდება
აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო.ამდენი ემოცია , ყველაფერი აბედნიერებდა, ყველასთან საუბარი სურდა ,გაურკვევლობაშ იყო. როგორც ყოველთვის ამჯერადაც ბედის ირონია იყო . მსოფლიოც კი პატარა იყო მათთვის.
ბოლოს აივანზე იჯდა ოთხივე მის გვერდით იყო
-ვაკო საოცარი ადამიანია... ის ველური რომ არ მიყვარდეს ასე გამეტებით
-ყველა მაგას მეუბნება...მარიამმაც ასე თქვა ნუ მიახლოებით
-მეც ვფიქრობ რომ ჩასაყლაპი ბიჭია. ახლა ლაივში რომ გავიცანი ენა გადავყლაპე გეფიცები
-ლამის ბავშვმა დაიწყო ხტუნვა სახელი და გვარი რომ თქვა. რომ გავიაზრე ნოდიკოს ნათლული იყო სიცილი ამივარდა. რატომაა ჩვენთვის ყველა ყველას ნაცნობი. ერთი დამოუკიდებელი ვერ ვნახეთ რა.
-რომ ნახე რა იგრძენი
-ჯერ ვერაფერს ვგრძნობ... გაოცების გარდა. რომ დავმშვიდდები მერე ვიფიქრებ
-მგონი ჩვენი წასვლის დროა... - ლილემ რაღაც ანიშნა გოგონებს და ისე უცებ გაქრა თითქოს არც ყოფილან.
მოაჯირს იყო დაყრდნობილი და გრილ სიოს გამოფხიზლების საშუალებას აძლევდა სანამ მძიმე სუნთქვა არ მიეფრქვია ყელზე.
ის იყო...
მის უკან იდგა ...
არ ეხებოდა უბრალოდ იდგა ასე ახლოს
-მითხარი დაგელოდები სანამ სურვილი არ მოგიყვანსო
-დანაშაულია ჩემი სურვილი რომ ავასრულე? - თმაზე აუსვა ცხვირი და ყელში აკოცა - დანაშაული იქნება რომ გითხრა ,მომენატრე-თქო? ვეღარ გავუძელი-თქო რომ გითხრა ესეც დანაშაული იქნება?- ყელს უკოცნიდა ,ღრმად სუნტქავდა და დაბოხებული შეცვლილი ხმით ჩურჩულებდა. ხელები მუცელზე შეუცურა და უფრო აეკრო სხეულზე. ქეთა სრულიად მოწყდა სამყაროს ,ვერაფერზე ფიქრობდა,თვალები დახუჭა თავი დიდებულიძის მხარს მიაყრდნო ,შემდეგ მისკენ შეაბრუნა და ისევ პირველმა იპოვა მისი ბაგეები. იმდენად ნაზად კოცნიდა, იმხელა გრძნობით და ემოციით როგორც არასდროს.
-არ ვიცი რა ჰქვია ამას ,მაგრამ ყოველთვის ხარ ჩემს ფიქრებში. ყოველ წამს არა ,მაგრამ მაინც არ ქრებოდი - უკვე მისკენ იყო სებრუნებული,თავი მის მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი,ყური მიედო მარცხენა მხარეს და რიტმულ გულისცემას უსმენდა. ვაკომ თითები ახლართა მის თმაში და ნელა ეფერებოდა.
-ნახატები შენ გამოგზავნე ხომ? ბოლო რატომ არ დაიტოვე
-მარიამი მე არ გამომიგზავნია..შემთხვევით შეგხვდა. მერ ეუბრალოდ ვიფიქრე რომ საკუთრებას გართმევდი და ბოლო ნახატიც გამოგიგზავნე მისი ხელით-თავი მაღლა ასწია და ყელში აკოცა ,სემდეგ ცხვირი გაუხახუნა კანზე ,ლოყაზე გადაინაცვლა -წვერი მოგზრდია...თმაც-თითები თმაში შეუცურა და დახვეულ ბოლოებზე ოდნავ მოუჭირა
-წასვლის დროა...უკვე გვიანია ! - დუმილი დაარღვია თავზე აკოცა და უკან დაიხია
-ხო მაგრამ...
-კიდევ სევხვდებით ქალღმერთო - გაუღიმა და წავიდა. არ ჩასულა ქვემოთ, არც აივნიდან უდევნებია თვალი მათთავის. მხოლოდ მანქანის ხმა გაიგო და მიხვდა რომ წავიდნენ. შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო და დამიანე დაჯდა მასთან .თავი ფეხებზე დაადო
-შენც ნახე?
-რა თქმა უნდა...
-რატომ არ დმაირეკე
-ყველამ ერთი ვიფიქრეთ..ასე შეხვედრა სჯობდა.დასვენების შემდეგ
-მამა რატომ გაბრაზდა თავიდან იცი ?
-გაბრაზდა? საიდან მოიტანე
-რომ დამირეკა და მითხრა აქააო ყვიროდა!ალბათ არ იცოდა ნოდოს ნათლული რომაა
-თავიდანვე იცოდა. პირველად ერთად ვნახეთ დარწმუნებული ვარ არაფერი იცოდა ჩვენთან რომ მოვიდნენ
-მაშ რატომ ბრაზობდა
-არავინ იცის... მხოლოდ მან და მისმა ძმაკაცებმა. მიდი და ჰკითხე რომელიმეს
-აზრი?
-ნუ ფიქრობ ამდენს..რომ ბრაზობდეს ხომ იცი მაინც არ მოუშვებდა მეორედ აქამდე ! ... მე მომწონს მხატვარი !
-ხოო? -გაეცინა ქეთევანს -რატომ
-ისეთია როგორიც შენ გჭირდება...უცხო !
სხვა არაფერი უთქვამთ დიდებულიძეზე. ზოგადად საუბრობდა და-ძმა. სვანეთში გატარებულ დღეებზე და დამიანეს საქმეებზე. მასთან როგორც ყოველთვის არაფერი იყო ახალი. დაღლილი - დაქანცული მაინც არ ისვენებდა და მხოლოდ ასე ,დაიკოს გვერდით ყოფნით ახდენდა განტვირთვას.
.....
ბნელ ქუჩაში მიაბიჯებდნენ ბავშობის მეგობრები ერთად.
ორივე დუმდა, ორივე ქალზე ფიქრობდა და ორივეს გულისცემა უტამაშებდა
-რას იტყვი...მაინც არ მოგწონს აქაურობა?
-ხომ იცი ადგილები არაფერს ნიშნავს ჩემთვის...
-აქ ხომ ისაა...
-ასე მეტყობა?
-რომც არ გეტყობოდეს მის გამო ხარ აქ. ფაქტი სიტყვებზე და გამოხატულებაზე მეტია ვაკო!
-შენც მის გამო ხარ აქ... მის გამო იყავი ყველგან და მთელი ცხოვრებაა“ მის გამო „ ვერ ვხვდები როგორ ახერხებთ ასე გართულებას
-შენ არც კი იცნობდი აქამდე!
-სამაგიეროდ შენ გიცნობ...ყველა მდგომარეობაში მყავხარ ნანახი მისგან გაგიჟებული, გიჟი სიხარულისგან, ბრაზისგან, ეჭვიანობისგან . უბრალოდ სიყვარულისგან გაგიჟებული
-მე და შენ ამით განვსხვავდებით! გაგიმართლა ქეთევანი რომ არის ის შენი ქალღმერთი და არა რომელიმე სხვა .მასთან ყველაფერი მარტივად იქნება თუ ნამდვილად შეუყვარდები ! თუ არ ეყვარები არც არაფერი იქნება ბევრი ,მხოლოდ ლტოლვა დარჩება მისთვის შენთვის კი იმედგაცრუება .
-მე ვიცი აქ რატომ ვარ, ისიც ვიცი რას გავაკეთებ და რა შემიძლია. ახლა სენზე ვსაუბრობთ,ყოველთვის ნუ არიდებ საუბარს თავს 32 წლის ხარ რეზი ! პატარა ხომ არ ხარ და თითქმის მთელი ცხოვრებაა იცნობ ! რამდენ ხანს აპირებ ასე გაგრძელებას
-ცეცხლივითაა ხომ გეუბნები! ვუახლოვდები მწვავს, ვსორდები ვიყინები,მთელი არსება მეყინება და ყინულის ქანდაკება ვხდები!
-ქანდაკება ნამდვილად ხდები
-დამცინი კიდეც? აქეთ წამოდი ...
-კლუბში მოგყავდი ამდენ ხანს? აბა ვისეირნოთო?
-კლუბის გარეშე აქ ყოფნა? გამორიცხულია მაგათ ვერ გაიცნობ.
-ყველანი აქ იქნებიან? ვერ ვიტან ხომ იცი ....იმდენად უფერულია ყველაფერი კვამლსი ჩაფლული არაფერია ფერადი აქ
-თუ ღმერთი გწამ უყურე ამათ და დაინახე ფერები ...ვიცი რომ მრავალ ფერს დაინახავ თუ კარგად დააკვირდები ! წარმოდგენაც არ გაქვს როგორები არიან
შესვლისთანავე დაეკარგა სექმნილი წარმოდგენა. წარბების შეკვრაც ვერ მოახერხა. ერთად სეკრებილი ბიჭები რომ დაინახა. უკვე ყევლას იცნობდა შორიდან, სახელების დამახსოვრება შეძლო მხოლოდ. მაგიდასთან რომ მივიდნენ ყველა მიესალმა და დაიწყეს... ჩაერთო ,მათმა მხიარულებამ მიიზიდა,ისე ჩაითრია რომ თავს ვერ აღწევდა. რამდნეიმე ჭიქა დალია კიდეც, უსმენდა მათ საუბარს ,უყურებდა მათ ქმედებებს და სიცილს ვერ იკავებდა. ნამდვილი საგიჟეთი იყო, მრავალი ფერით სავსე და ნელ-ნელა ხვდებოდა რატომ იყო ქეთა ასეთი ფერადი.
სახლში მარტო მოუხდა დაბრუნება. რეზიმ შუა გზაში მიატოვა და სადღაც გაიქცა. არადა მანამ ბანცალებდა. არ მიუქცევია ყურადრება ,მიჩვეული იყო მის ასეთ ქცევას. სახლში შევიდა ,პირდაპირ თავისი ახლაი ოთახისკენ წავიდა და იქ მძინარე გოგონა რომ დაინახა სახე გაებადრა. არ ელოდა მის დაბრუნებას საშინლად გაეხარდა, უცებ გამოიცვალა და გვერდით მიწვა,მაგრად მოეხვია და მისი სურნელი სეიგრძნო.თავისი პატარა ჰყავდა გვერდით და ორმაგად ბედნიერი იყო . ქალბატონმა გამოფხიზლება ვერ სეძლო, უბრალოდ კრუტუნით გადაბრუნდა ხელები მკერდზე მიადო და ძილი განაგრძო, კნუტივით იყო მქოცეული ვაკოს მკლავებში.
რეზი მართალია საკმაოდ ნასვამი იყო და შესაძლოა სიარულიც უჭირდა ,მაგრამ გზა არ ერეოდა. თვალდახუჭულის კი მიაგნებდა მის სახლს. კარი გააღო და შეეცადა ჩუმად ასულიყო ზემოთ,მაგრამ არ გამოუვიდა,რარაცას წამოედო სიბნელეში და იატაკზე დაცემისას საშინელი ხმა გამოსცა ცარიელ სახლში. წამში გაჩნდა ლილე ხელში უზარმაზარი დანით პირდაპირ სამზარეულოდან გამოვიდა და რეზი რომ დაინახა მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება
-რას გავხარ შე ავადმყოფო! რა ჯანდაბა გჭირს... ფუფ რა სუნი აგდის იცოდე ნეტავ
- ჩემო მზეოოო ,ჩემო ცეცხლოვანო მზეო შეიფარებ ერთ საბრალო დაფერფლილ კაცს?- კედელს მიყრდნობილი უყურებდა და სულ ვერ ამჩნევდა მის სიშიშვლეს. მხოლოდ მის სახეს უყურებდა,მის ანთებულ თვალებს და სუნთქვა ეკვროდა ისე უნდოდა მისი სურნელის შეგრძნება
-ოთახები ბევრია ... მამაჩემის ნათლული ხარ ასე რომ ამ სახლშ ყოფნის უფლება გაქვს! ცოტნეს და ანას ნუ გააღვიძებ! -ცხვირი აპრიხა და კიბისკენ დაიძრა. ფეხდაფეხ მიჰყვებოდა რეზი სანამ ცხვირწინ არ მიუხურა კარი . შემდეგ მეორე საძინებელში შევიდა, შხაპი მიიღო თვალებში რომ გამოიხედა ისევ კართან დაბრუნდა, თავად გააღო და დაუკითხავად მიუწვა გვერდით თავის მანათობელ მზეს. ხელები მუცელზე მოხვია და მხარზე აკოცა
-არ გაამგდო გთხოვ!
-მარტო შენ შეგიძლია თხოვნა ბრძანებით - ჩაიფრუტუნა და უფრო ქვემოთ ჩაცოცდა ისე რომ თავი მის მკერდზე ედო. ზურგიდან ეხვეოდა ბიჭი, არ ეძინათ,ვერასდროს იძინებდნენ. ასე ისვიათად იქცეოდა რეზი, იმ უიშვიათეს შემთხვევაში როცა მონატრებას ვეღარ უძლებდა,როცა დიდ ხნიანი ჩხუბი გამოსდიოდათ, როცა ძალიან იწელებოდა შერიგების დრო და მაშინ ლილეც უსიტყვოდ ხვდებოდა. არ ეძინათ, არ შეეძლოთ მშვიდად ძილი. არასდროს შეხებია სხვანაირად, არასდროს ჰქონიათ უხერხული მომენტი , არასდროს უგრძვნია მისგან წამოსული უხამსი აზრები. მხოლოდ გრზნობების ნაკადი მოდიოდა რეზისგან...უამრავ გრძნობას იტევდა ბერიძე და უკლებლივ ყველას უზიარებდა ქალდანს.
დილით იქ აღარ იქნებოდა, ისიც იცოდა როდის მიდიოდა , ყოველთვის იცოდა და უყურებდა როგორ ტოვებდა მის ოთახს,მაგრამ არასდროს აჩერებდა. მეორე დღე დაიწყებოდა ჩვეული ქცევებით და ისე დასრულდებოდა როგორც სხვა დანარჩენი.
...
დილით საოცარ განწყობაზე გაიღვიძა..
საწოლში ნებივრობდა მობილური რომ ამღერდა ,უცნობი ნომერი იყო
-გისმენთ
-დილამშვიდობისა ქალღმერთო
-მხატვარო -ძლივს ამოთქვა და თვალები მილულა
-ვფიქრობ უნდა ვისაუბროთ
-ხოო?
-ქალღმერთო შეარჩევ შესაფერის ადგილს? -მის ხმას ყურადღებას არ აქქცევდა დიდებულიძე ,მაგრამ აშკარად იღიმოდა
-აჰ კი მე ... ცოტახანში მოგწერ
-შეხვედრამდე ქეთევან - მისი წარმოთქმული ბგერებიც კი ჟრუანტელს გვრიდა და ყველა უჯრედს მუხტავდა. უცებ წამოვარდა საწოლიდან . გარდერობში რომ შევარდა და მიხდვდა სხვის გამო არცევდა ტანსაცმელს უცება მოიხვნეშა და ბოლოს ის კაბა გადაიცვა რომელიც პირველი მოხვდა ხელში. თმა უბრალოდ ჩამოივარცხნა, ღია ფერის ტუჩსაცხი წაისვა,მერე ისიც მოიშორა და ასე გავარდა სახლიდან. გზაში გაახსენდა რომ მისამართი არ ჰქონდა მიწერილი და პირდაპირ ბერიძეების სახლთან გაჩერდა.
-ჯანდაბა ქეთა! შარში ხარ -თავი საჭეს დაადო და ორ წამში გვერდითა კარი გაიღო ,სალონში ნაცნობი სურნელი გავრცელდა და ლამის იქვე დადნა ხელი რომ მოხვია ბიჭმა.ლოყაზე მიაკრა ტუჩები და გაუღიმა
-წავიდეთ?
-შენ აქ...კი მაგრამ მე ხომ არ
-აივანზე ვიყავი მანქანა რომ დავინახე
-ესენი რა არის... იქ რომ დადე
-წავიდეთ სადმე და გაჩვენებ,მანქანა ხომ არ არის ის ადგილი სადაც ვისაუბრებთ
-არა რა თქმა უნდა ... - ღვედი ისევ სეიკრა და მანქანა აამუშავა. საკმაოდ სწრაფად მიდიოდა ,შემდეგ ქალაქიდან გავიდა . ისევ სპონტანურად მოქმედებდა, სახლთან რომ გაჩერდა მერე გაიაზრა რომ არც ისე კარგი სვლა იყო . კიდევ კარგი ვაკო არ უქმნიდა უხერხულ სიტუაციას და კომენტარებით არ ამკობდა. მანქანიდან მშვიდად გადავიდა, წაიღო თავისი ნივთები და კართან შედგა. ქეთამ გააღო და პირველი შევიდა. მისაღებში ისეთი უჰაერობა იყო უცებ შეიცვალა გეზი და აივნისკენ გაემართა-ყავას მოვამზადებ და მოვალ ...ახლავე -უცებ დადო ჩანთა და სამზარეულოსკენ გაიქცა. მალევე დაბრუნდა და მინის მაგიდაზე დააწყო ყველაფერი. მერე სკამზე ჩამოჯდა და თითები ერთმანეთში ახლართა. გრძნობდა რომ ვაკო ყველა დეტალს აკვრიდებოდა და უფრო უხერხულად იშმუშნებოდა
-სამშობლომ მორცხვ ქალად გაქცია ქალღმერთო? სიწითლე უხდება შენს ღაწვებს ,მაგრამ არა დაბნეულობის -ქვემოდან ამოხედა და ისე გაუღიმა სულ მთლად დაუკარგა აზროვნების უნარი -მესმის რომ მოულოდნელი იყო და ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ხარ . არ ვაპირებ შენს ცხოვრებაში ქაოსის შემოტანას ,ყველაზე ნაკლებად შენი შეწუხება მინდა, მცირედითაც კი არ ავურევ შენს ყოველდღიურობას
-ვაკო ვიცი რომ ეგ მიზანი არ გაქვს . უბრალოდ ხომ გესმის ,ვერ წარმოვიდგენდი აქ თუ გნახავდი მითუმეტეს იმის გააზრება მიჭირს რომ ფაქტობრივად ჩვენი ოჯახის ნაწილი ხარ ,უბრალოდ დამალული და დაფარული ...ლილესაც კი არ იცნობდი და თავის დადანაშუალებას აზრი არ აქვს. მალე სევეჩვევი ამ ფაქტს..უბრალოდ მაინტერესებს რამდენხანს გასტანს შენი ვიზიტი
-ნათლიამ როგორც თქვა მნიშნელოვანი შემოთავაზება მივიღე და სამხატვრო სკოლაში სწავლება გადავწყვიტე. გარემოს გამოცვლაც გამომივა... მოკლედ საკმაოდ ხანგრძლივი იქნება ჩემი ვიზიტი .... ესენი შენია და მინდა შენთან იყოს . დანაპირებს ვასრულებ ,თუ რა თქმა უნდა მიიღებ-ორი ნახატი მიაწოდა ერთი გემზე იყო , მეორე კი სრულიად სხვა პორტრეტი რომელიც აქამდე არ ენახა, გამოფენაზეც კი არ ჰქონდა გატანილი .
-გამოფენისთვის დიდხანს ემზადებოდი?
-ყოველი ღამე ახალ ნახატს ქმნიდა და დილით იატაკზე გაშხლართულს რომ მაღვიძებდა ჩემი გოგო მერე ვხვდებოდი რომ ვხატავდი .ასეთი „გასული“ არასდროს ვყოფილვარ , თითქმის სულ ვარ ჩემს ნახატებში ჩაკარგული ,მაგრამ ასე არასდროს ...
-შენი გოგო? !
-მხოლოდ ეგ გაიგე? გეუბნები ყოველ ღამე შენთან სიახლოვეს ხატვით ვახერხებდი არ მეძინა და საღებავებში ამოსვრილი იატაკზე გაშოტილი ვიყავი დილამდე_თქო -იცინოდა და ისე საუბრობდა.ქეთამ წარბები შეკრა
-უბრალოდ იგივეს ვერ გეტყვი ...მე ყოველ ღამით მშვიდად მეძინა და არც შენთან სიახლოვე მიცდია, თორემ ცდას არ დავჯერდებოდი და მიხილავდი კიდეც
-მიუჩვეველი ა რუნდა იყო გულგრილობის გამოჩენას ... ამჯერად რა გაწუხებს
-როგორ ... არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვგრძნობ?
-ისიც საკმარისია ამ ეტაპზე რასაც გრძნობ ...დრო მოიტანს გრძნობებს
-დარწმუნებული რატომ ხარ ...იდეალურობა ხომ არ ნიშნავს რომ აუცილებლად იქნება გრძნობა
-რა თქმა უნდა არ ნიშნავს...მე არც ვარ იდეალური ,არც მინდა რომ ვიყო მხოლოდ შენთვის
ქეთა უსმენდა მონუსხული,მისი ცქერაც კი განსხვავებულ განწყობას უქმნიდა. უყურებდა თავისუფალ სტილში გამოწყობის ,მოწესრიგებულს სეცვლილი იერით . მოზრდილი წვერი და თმაც ისე უხდებოდა ცქერით ვერ კმაყოფილდებოდა. მისი სიტყვები ხომ საერთოდ უბინდავდა გონებას. თითქოს ყველაფერს ისე აკეთებდა რომ ქეთას საფიქრალიც არ რჩებოდა, პრობლემაც არ უჩნდებოდა. არაფერი იცვლებოდა უბრალოდ უნდა გასულიყო დრო და შეუყვარდებოდა. იმდენად დარწმუნებული ჩანდა ვაკო ეღიმებოდა კიდეც ამაზე. არც აპროტესტებდა, არც პირდაპირ აღიარებდა გრძნობებს,თუმცა გულწრფელი იყო და ისიც უთხრა რომ უმნიშვნელო არ იყო მისთვის.
ბევრ წყვილს იცნობდა, ბევრი მის თვალწინ იქმნებოდა. უამრავ ურთიერთობას ადევნებდა თვალს ყველაზე დინჯები და მშვიდებიც კი არ იყვნენ ასე მოწესრიგებულნი , თითქოს მართლა მისთვის იყო შექმნილი დიდებულიძე ზუსტად ისე აზროვნებდა როგორც ქეთევანი.
მაგიდაზე გაშლილ ტილოებს შესცქეროდა და პირველად ხედავდა ზუსტ ანარეკლს.თითქოს საკუთარი თვალების ელვარებას ხედავდა, თითქოს სარკე იყო სადაც ზუსტი ანარეკლი ჩანდა და მის გრძნობას გადმოსცემდა. ზოგჯერ ისეთიშ ეგრძნებაც ჰქონდა რომ ქაღალდს დატოვებდა და გაცოცხლდებოდა მისი სახე . როცა შეამჩნია რომ სწორედ ის წვიმიანი დღე იყო ნახატზე გაეღიმა, მთელ სხეულში დაუარა სითბომ. წვიმისგან დანამული მისი კანიც კი ზედმეტად რეალური ეჩვენა, ტანზე მიკრული შეულანძღული კაბა რომელიც საოცარ სინთეზს ქმნიდა, ქარისგან არეული სველი თმა ...
უცქერდა ნახატს და სრული სიცხადით წარსულში მოგზაურობდა. ვაკოს ხმაც კი აღარ ესმოდა მისი არსებობაც კი დაავიწყდა სანამ მისი სუნთქვა არ იგრძნო სახეზე. სახეზე ჩამოყრილ თმაში ატანდა და კანს უხორკლავდა. სემდეგ ბარიერი მოაშორა სახეს და თმა ყურს უკან გადაუწია
-მარიამმა მითხრა რომ გამოფენაზე მთელი იქაური თავგადასავალი იყო ...ამ ნახატზე არაფერი უთქვამს
-მათ ვერავინ ამოიცნობდა გარდა ჩვენ თავგადასავალში ჩართული პირებისა... იქ მყოფი ხალხისთვის უბრალოდ ლამაზი ,ემოციური და დახვეწილი ნამუშევრები იყო .ისტორიის გარეშე
-ხომ იცი რომ მეგობრებმა იციან რა საჭიროა...
-მაგიტომ არ გეუბნები... ეს ნახატი მიუხედავად ყველაფრისა მაინც არ გამოვფინე რადგან ისეც მხოლოდ ჩვენთვისაა და სხვა არავისთვის.
-კიდევ არის სხვა? -უცებ გაეღიმა და პირდაპირ თვალებში მიაშტერდა ბიჭს. წამსვე ამოიკითხა პასუხი და აღარც დალოდებია - არ მაჩვენებ? მას არ მაჩუქებ?
-არა! ის მხოლოდ ჩემია ...პირადად ჩემი და სხვისი თვალისთვის გაყოფასაც არ ვაპირებ-დარწმუნებით თქვა და მზის ჩასვლას მიადევნა მზერა- საოცარი ხედია აქედან... საერთოდ სად ვართ
-წყნეთში ... აქ ყველაფერი ლამაზია - მოაჯირს დაეყრდნო და შემდეგ მაღლა ცას მიაპყრო მზერა - ზედმეტად მალე გადის დრო შენთან ერთად ...იმ ნახატზე გაგრძელებაა ხომ? - პაუზის შემდეგ შებრუნდა და ჭინკებათამაშებული თვალებით ანიშნა საკუთარ პორტრეტზე..ხო მაგრამ როგორ დამხატე რამდენიმე დღის სულაც კვირის შემდეგ როცა ბევრი ვერ ახერხებს პირდაპირ ...
-ისინი მხოლოდ გიყურებდნენ მე კი მთელი შენი არსება შევიგრძენი და შევისწავლე . ამის დავიწყება შეუძლებელია ! - ისეთი გამომეტყველებით უთხრა ასკარად გაახსენდა შეყვარებულის წინ შიშველი პოზირება და ყელზე ძარღვები შეუთამაშდა. მზერა მოაშორა და დაბერილი ნესტოებიდან სწრაფად გამოუშვა ჰაერი.
-აშკარად უნდა დავივიწყო სხვა მხატვრები თორემ ზედმეტად მიბრაზდები ...
-ცდები ! უბრალოდ ვერ ვხვდები როგორ პოზირებდი კაცთან რომელთანაც არაფერი გქონდა
-ცუდი გოგო ვარ - ძლივს შეიკავა სიცილი და ტუჩზე იკბინა- მიყვარს ხალხის გაწამება განსაკუთრებით იმათი ვინც სიყვარულს მეფიცება და საკუთარი იდეალურობის დამტკიცება სურს რათა სხვა მეტოქეები ჩამოიშოროს.
-სიბრალულის გრძNობა გამიჩნდა მათ მიმართ...ბევრის ცოდვას ატარებ თურმე ქეთევან - სრული სერიოზულობით განუცხადა ,მაგრამ ირონია იგრძNობოდა მის ხმაში და ქეთას მაშინვე გაეცინა . მერე უცებ გადაკვეთა ზღვარი და მთელი ძალით მოეხვია . მთელი ეს დრო სურდა ჩახუტება და ახლა აისრულა სურვილი. ბიჭი თითებს დაატრებდა მის ზურგზე და შიგადაშიგ კოცნიდა ყელში . ის კი გატრუნული იდგა და უბრალოდ მისით ტკბებოდა. მერე თავი წამოსწია და საკოცნელად წაიწია ,მომთხოვნი იყო დევდარიანი ,სეტყობინებას უგზავნიდა დიდებულიძეს ის კი აიგნორებდა და უბრალოდ კოცნიდა. შემდეგ თავი უკან გადასწია და ძალიან მშვიდად უთხრა რომ წასვლის დრო იყო. ამჯერად ქეთამ შეკრა წარბები, იმ წამს ვერ გაიაზრა რას გეგმავდა დიდებულიძე და უბრალოდ ბრაზობდა. როცა მიხვდა რომ კიდევ ერტი ნაბიჯი უკვე ზედმეტი იქნებოდა და ამას არ გააკეთებდა მოშორდა. ნახატები ისევ დაახვია ,საიმედოდ შეინახა ხელი მოკიდა და გასასვლელისკენ წავიდა. დიდებულიძე უკან მიჰყვებოდა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და იღიმოდა. გოგომ როგორც კი მიიხედა მაშინვე დასერიოზულდა,.მანქანაში ჩაჯდა ღვედი შეიკრა და დაელოდა ქალბატონს. დიდხანს დუმდა დევდარიანი, თვალებს აბრიალებდა და გზას უყურებდა. ბოლოს მკვეთრად დაამუხრუჭა და გაცეცხლებული მიუბრუნდა დიდებულიძეს
-ეს რას ნიშნავდა ,როგორ გავიგო !
-რაზე ამბობ... არაფერი მითქვამს
-ვახტანგ დიდებულიძე თავს ნუ ისულელებ
-ქაოსში ჩაკარგვა გსურს თუ ძველებურად ყოფნა
-რა შუაშია ეს...
-არის !კიდევ ერთხელ თუ შეგიგრძნობ მთელი არსებით მერე აღარაფერი იქნება შენზე დამოკიდებული და არ მინდა გადაწყვეტილების უფლება წაგართვა. არ მინდა ისე მოვიქცე შენთან როგორც სხვასთან ! ახლა უბრალოდ თბილისში დავბრუნდეთ - ძალიან მშვიდი იყო დიდებულძე, ისე ესაუბრებოდა სულ დაადნო დევდარიანი,ლოყაზე რომ მოეფერა და ტკბილად აკოცა ძალიანაც რომ სდომოდა მაინც ვეღარ ეტყოდა ვერაფერს. უბრალოდ დაემორჩილა,ასე მარტივად სხვის სურვილს დაჰყვა,სხვის გადაწყვეტილებას დამორჩილდა და საკუთარი დაივიწყდა.
მანქანიდან გადასვლამდე ,სწორედ იმ დროს მობრუნდა ქეთევანი რომ ფიქრობდა დაუმშვიდობებლად გაქრებაო .იმდენად სწრაფად აიკრა სხეულზე და ისე აკოცა დევდარიანი დარეტიანებული დატოვა. მხოლოდ მისი სიტყვები ჩაესმოდა გუგუნით ყურებში და წინ მიმავალს უყურებდა“ მომდევნო შეხვედრამდე იკმარე“
მანქანა პირდაპირ ფარჯიანების სახლთან გააჩერა. ახლა მარიამი სჭირდებოდა, სწრაფად შევიდა სახლში და პირდაპირ მისი ოთახისკენ წავიდა .ქალბატონი სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო აშკარად გასვალას აპირებდა მაგრამ ეს სულ არ ადარდებდა დევდარიანს
-წარმოგიდგენია? შეხვედრამდე იკმარეო...ხვდები მაინც რა გამიკეთა? ის ის ... ის მე ჭკუიდან მშლის. თითქოს არაფერს აკეთებს და ამ არაფრით ყველაფერს .ეს როგორ შეუძლია,ასეთი რამე როგორ შეიძლება. ჯანდაბაა მთელი არსებით მინდა ის კი მკოცნის და მეუბნება იკმარეოოო რა ვიკმარო- ბოლოს დაიყვირა და უბრალოდ ბურდღუნს არ დაკმაყოფილდა. მარიამმა წარბები მაღლა აზიდა .შემდეგ ხელში მოქცეულ მობილურში მომღიმარ კაცს დახედა რომელიც ტუჩებს ძლივს კუმავდა რომ არ ეხარხარა
-ხომ მიხვდი ...-ჩუმად უთხრა და თვალები აატრიალა
-ის დროა სხვების პრობლემებს რომ უნდა მიხედო ისევ მარიამ თორემ ხელს გვიშლიან - ჩუმად უთხრა ბიჭმა,მაგრმა მაინც გაიგო ქეთევანმა და უცებ წამოხურდა. სუბლზე იტაკა
ხელი და საწოლზე დაემხო. მარიამმა მობილური რომ გადადო შემდეგ მიაპყრო ყურადღება ქეტას
-აბა რაო რას მეუბნებოდი?
-ყველგან როგორ არის ეგ როცა რეალურად შენთან არასდროს ჩანს ...საერთოდ აბაზანიდან არ გამოხვედი? რა უბედურებაა ყოველ დღე ხვდები და მაინც ვერ აკმაყოფილებთ ერთმანეთს?
-ოუუ კარგი აზრი მომაწოდე,მაგრამ ამჯერად ცდები . უბრალოდ აბაზანაში ვიყავი რომ დამირეკა და დამალვას რო აზრი არ ჰქონდა ხო ხვდები - ჩაიცინა და თმების გამშრალება განაგრძო
-ღმერთო რა დავაშავე...
-არ მითხრა რომ ჩემი სასაცილო და გაურკვეველი მდგომაროება სანატრელი გაგიხდა
-არაფერიც! შენი მდგომაროება და ურთიერთობა ისევ გაურკვეველი და უაზროა ჩემთვის
-სულ ცოტაც დაიცადე და ჩაწვდები აზრს და გარკვეულიც იქნება ... ახლა კი მომიყევი ნორმალურად რა მოხდა
-დილაადრიან დამირეკა და მითხრა სადმე მსვიდ ადგილას ვილაპარაკოთო. უცებ მოვემზადე და გავვარდი. წყნეთში ავიყვანე
-ოოოჰ მეტი წყნარი ადგილი თბილისში სად არის წყნეთში უნდა სულიყავი აბა აქ...
-მარიამ!
-კარგი მე ვიფიქრე მხოლოდ რომ მასთან დაწოლა გინდოდა ეგ იმას ხო არ ნიშნავს რომ ვაკოც ჩემსავით ფიქრობს
-ღმერთო რა გინდა მითხრა რომ ახლა ჰგონია რომ...
-არ გაიგიჟო თავი არაფეირ ჰგონია .გააგრზელე მოყოლა
-ასე თუ მოშიშვლდი რა მოვყვე
-გისმენ ... - დადიოდა თავს იწესრიგებდა, საცვლები ჩაიცვა, მერე დაჯდა საცხების გროვაში და წასმა დაიწყო .თან ელაპარაკებოდა, იცინოდა, აჩერებდა კომენტარებს აკეთებდა და ბოლოს ევა -ნუკის წყვილი და გადარეული ლილეც გამოჩნდა. სულ ბოლოს ქეთა მათ გაექცა და სახლში დაბრუნებას აპირებდა კიბეზე რომ შეეჩეხა რეზის
-რეზიკო აქ ხარ ?
-ყველანი აქ ვართ...
-სადმე მიდიხართ? რა მოიფიქრა ბართლომემ
-ნანკას წასვლით სარგებლობს - ჩაიცინა ბიჭმა და გოგო მისაღებისკენ წაიყვანა. ყველანი იქ იყვნენ მათ შორის ვაკოც
-ოჰ აპირებთ ორგიის მოწყობას ხო? სარგებლობთ რძლების წასვლით ახვლედიანებო და ფარჯიანო!
-ჩვეენ? ღმერთო რამხელა ცილისწამებაა! - შეიცხადა ანდრომ და მოეხვია გოგოს.გიორგიმ წარბები შეკრა და პირდაპირ მუქარაზე გადავიდა
-იმათ რომ გაიგონ და რომელიმემ დარეკოს ამ საღამოს სანამ მომკლავს მაშო მანამ გაგიშვებ ანგელოზად ცაში
-ღმერთმა დამიფაროს... ნანკამ რომ ეგ გაიგოს -ქეთევან !- უცებ წამოიყვირა ბათუმ და მასთან გაჩნდა-შენ ხომ კეთილი გოგო ხარ. განა ისეთს რას გავაკეთებთ მარტო ბიჭები ვიქნებით
-ღმერთო ჩემო როგორი დამფრთხალი ხართ ყველანი ...ცოლიანები მშვიდად არიან და თქვენ რა გჭირთ
-ამათ რა ენაღვლებათ ჩვენ ვიკითხოთ ერთი წელი რო ველით ქორწილს !
-ღმერთო ოღონდ ახლა არ დაიწყოთ თავის შეცოდება ...წავედი მე კარგ გართობას გისურვებთ
-უთხარი რომ მრავლისშემძლე რეზინის წამოცმა არ დაივიწყონ და ჩემი ქმრის სახლიდან გაყვანაზე არც იფიქრონ კიდევ ისიც უთხარი ქეთევან სახლს ნუ გადაწვავენ და სანამ წამოვლენ ფანჯრები გააღონ ბავშვების აყვანას ვაპირებთ ჩვენ და არ მინდა დაბოლილ ბავშვებს ვუყურო- ნუკი გაჩნდა და ამ საუბრის დროს ცოტნე რომ დაინახა პირდაპირ მას გაუსწორა მზერა- ბავშვი სად არის საყვარელო?- გაუღიმა და თავი ისე გადახარა თიტქოს თავის წამტვრევით ემუქრებოდა
-ღმერთო რა დღეში ხართ ...ის დროა უნდა გადავიფიქროთ ! თავად უნდა დავშორდეთ იმათ სანამ შორს არიან . დაურეკეთ უთხარით გყალატობენ თქო -უცებ წამოიძახა ანდრომ
ცოტნე ნუკიმ გაიყვანა, დიდხანს არ დაბრუნებულან უკან. ევა და მარიამიც გამოჩნდნენ მალე. დათქმულივით ამ დროს შევიდა ანდრონიკაშვილი
-აბა რა ხდება ბიჭებო? - გაკრეჭილი მიეყრდნო კარს და მოავლო ყველას მზერა. მარიამმა წამით აზიდა წარბი და განაგრძო ცოტნესთან საუბარი.
ბოლოს როცა მოაგვარეს საქმეები ერტად აიშალნენ და წავიდნენ. ქეთევანი დაიტოვეს და ცოტა ხანში ყველა გოგო იქ იყო. მაგიდა გააწყვეს ბევრი ტკბილეული , სასმელი ,მუსიკა და მშვენიერი საღამო გამოვიდა.
დინა აბაშიზის გამოჩენას რომ ეღირსნენ ამან უფრო გაახარა ყველა. ქალბატონმა როგორც იქნა თავი დააღწია საავადმყოფოს, სამაგიეროდ რძალს ვერ ხედავდნენ ვერასდროს. თამუნა ისევ ისე ატარებდა დროს კლინიკაში და მგონი ბავშვებიც იქ ჰყავდა შესახლებული ქმარზე ხომ აღარაფერს ვამბობ. სალომე ზედმეტად მშვიდად იყო ,არადა უნდა გაგიჟებულიყო
-იტყვი რა ჩაიფიქრე რძალო თუ უნდა გამოვიცნოთ ყველამ ერთად- უკვე კარგად შემთვრალმა მაკრინემ რძალს გაუღიმა და გოგონებმაც მას მიაპყრეს მზერა
-რა თქმა უნდა მოფიქრებული ექნება სასჯელი ...-მარიტამ გაიცინა და ერთადერთ იდენტურ გოგოს ხელი მოხვია-აბა ქალბატონო ალქაჯო რა მოიფიქრეთ?
-ვერაფერი მარიტ... შენ რამე იდეა გაქვს? კი გავუშვი რადგან ნორმალურ ქცევას ვსწავლობ,მაგრამ სულ ხო არ გამოვსწორდები მათე როგორ მოვასვენო
-ღმერთო მაკრინე ასეთი რზლები რომ გვყავს მე მეშინია და შენ არა? მე და ინა საფრთხის ქვეშ ვართ რამე არ დაგვიშაოს ხელის გულზე ვატარებთ - მიამ გაიცინა და პატარა დაიკოს მიეკრა
-რას ამბობ ტკბილო თქვენ როგორ შეგეხებით მხოლოდ ირაკლია ჩემი სამიზნე - მარიტამ გაიცინა და სიგარეტი გააბოლა -აბა სალომე მოისმენ ჩემ იდეას?- კვამლისგან მოჭუტული თვალებით გახედა და გაიცნა
-მოსმენაც არ მინდა თუ რამე სატანურია - უცებ აატრიალა თვალები ევამ . თქვენი ამბავი რო ვიცით სადმე ხევში ჩატოვებთ შიშვლებს სექ.ის შემდეგ
ამაზე ყველა ახარხარდა. სიმღერის ხმა ბოლომდე გადაფარეს. როცა დამშვიდნენ ლიზამ მიაპყრო მზერა მარიტას
-ვინაიდან ჩემ სიგიჟესაც გადაამეტე და ახლა როცა ჩემი დიმაც იქ არის და მე ვბრაზობ რამე ისეთი იდეა მჭირდება რომ ყველა ერთად დავსაჯო . ჩემი ძმა აქაც რომ გამოდის რა რა გაუკეთა შენმა დამ ასეთი -სალომეს გადახედა და თვალები აატრიალა- არა რა ეგეთი რძალი სანატრელია თუ საძულვევლი უნდა იყოს ვერ გავიგე. ძმა წამართვა ,მაგრამ ისე ჰყავს კლანჭებში სეუძლებელია ოდესმე იკამათონ,მუშაობას მასთან ყოფნას და ურთიერთობას ყველაფერს ერთად ახერხებს. მე კიდე ვერაფერს ვასწრებ ერთი ბავშვი მყავს და მაინც ვერ ვასწრებ დიმას მეორე უნდა და ვერ შევაგნებინე რომ ერთსაც ვერ ვუვლი და ახლა ამით ახერხებს ჩემს მართვას. არა იცის იცის მაგ საზიზღარმა როგორ უნდა მმართოს და რა გავაკეთო ვეღარაფერს ვახერხებ უკვე არაფერი ჭრის. ყველა ჩემ ჩანაფიქრს წინასწარ იგებს,არცერთი მახე არაფერი ჭრის . ჩემი ბრალია მე გავწრთვენი ჩემდაუნებურად
-ინა, მია, მაკრინე გოგონებოოოო დროა მულთა კავშირი შევქმნათ ! და დავიცვათ საკუთარი ძმები ამ ალქაჯებისგან
-მგონი არაფერი გამოგვივა...ისინი დააჩოქეს და ჩვენ აგვაორთქლებენ ექიმო - ყიფიანმა სიცილით ასწია ხელები და მაკრინეს მიეხუტა
-აბა მაცლით იდეის მოწოდებას თუ - გოგონებს გადახედა ჟურნალისტმა და მერე განაგრძო რომ გაჩუმდნენ- საქველმოქმედო ორგანიზაცია იქყებს თანხის შესაგროვებლად უპრეცენდენტო შოუს მართავს თქვენი მონა მორჩილი
-შეენ? ამდენ ხანს რატომ არ ვიცოდით...ისედაც გადმოვრიცხავდით თანხას ვის ეხმარებიან?
-აფრიკელ ბავშვებს ამ ეტაპზე . იმიტომ არ ვთქვი რომ ეს იდეა მქონდა. თანხას ისედაც მივირებ არ იდარდოთ..მოკლედ შოუს იდეით ორ კურდრელს დავიჭერ.ჩემს ახლად ამოქმედებულ ტელევიზიას კიდევ ერთ გამორჩეულ შოუს შეჰმატებს
-გამორჩეული როგორ იქნება რა ჩაიფიქრე
-ყველა სახის ხელოვნებას... მუსიკას, ცეკვას ყველაფერს რამაც შეიძლება მაყურებელი მიიზიდოს . მონაწილეები არიან მოხალისეები ისეთი ვისაც ჩემს მსგავსად ორ კურდღელზე ნადირობა უყვარს თან პოპულარობა სურს და თან ქველმოქმედებაც იტაცებს . მოკლედ ახლა ამაზე საუბარი დიდ დროს წაირებს რაც შეეხება ჩვენს ბიჭებს პირველი გადაცემა ფურორს მოახდენს როცა ისინი წარმოადგენენ თავიანთ ნომერს მთელი კვირის სერიებში
-გინდა ტელევიზიაში მოვიდნენ?
-არა რა თქმა უნდა ყველა ნომერი ბუნებრივი უნდა იყოს სიმღერა შუა ქუჩაში ხალხის თავშეყრის ადგილას კლუბში ან კიდევ სადმე სხვაგან სადაც ბევრი ადამიანი იქნება ..ვერ მოვიფიქრე ბოლო გადაცემა გავაკეთო თუ პირველი... ვინაიდან ფული იქვე უნდა მოაგროვონ ...მოკლედ კიდე უნდა დავხვეწო აზრები ახლა ისედაც ზედმეტი დავლიე
-არ დათანხმდებიან... გამორიცხულია. მილიონებს გადმორიცხავენ წამსვე მაგრამ არცერთი დაგთანხმდება. ხომ იცი რომ ვერ იტანენ ხალხში გამოჩენას
-არადა ყველა გიჟდება მათზე...ამის აღიარება არ მინდა მაგრამ ირაკლიზეც ბევრი აფანატებს მინდა დავგუდო ყველა ვინც მასზე საუბრობს მითუმეტეს ისინი ვინც მასტან იყვნენ... მაგრამ მოკლედ გინდათ დატკბეთ თუ არა ...მაშინ მხოლოდ ირაკლის გამოვიწვევ
-თუ დაითანხმებ რა თქმა უნდა მინდა
-არაა ჩემო კარგო მე თქვენს ბიჭებს ვერ მივხედავ ... მხოლოდ ჩემს ბიჭზე მაქვს გავლენა
-ვიფიქრებ...
-რა არის საფიქრალი დიმას გავაგიჟებ! ახლა რას მოიფიქრებს თავს ვერ დაიხსნის...
შემდეგ კონკრეტულზე არაფერზე უსაუბრიათ. არცერთი ურეკავდა ქმარს. ყველა გაოცდა ნანკა რომ შევიდა სახლში
-გოგონებოოო წვეულება გაქვთ?
-რძალოოოო ჩამოხვედით?
-მარიამ სად არის შენი ძმა?
-მაშოს და ანოს დაურეკე მოვიდნენ ... აჰა ეს დალიე და დაგვეწიე თორე ზედმეტად ფხიზელი ხარ
-მარიამ ...
-ყველანი ერთად არიან ჩვენს აგარაკზე
-ყველანი? სულ ყველა? გაგიჟდით? აქ რა გინდათ მერე მოვკლავ მაგ საცოდავს
-დამშვიდდი და დაჯექი აქ ...არ ჰყავთ იქ გოგოოები დამიჯერე- მარიამმა დასვა და თვითონ დაურეკა ანოს და მაშოს. მალე ისინიცმოვიდნენ.თვითონ ვიღაცას წერდა შიგადაშიგ და იცინოდა. ქეთა მიუჩოჩდა
-რაო რა ხდებაო
-იგივე სიტუაციაა უფრო ბევრი სასმელით ,ცოტა მოსაწევით და უხამსი სიტყვებით გაჯერებული დიალოგებით .ნუ ღელავ შენი მხატვარი არც სვამს არც ეწევა უბრალოდ საუბრობს . რა მოსაწყენია, ზედმეტად კარგი ბიჭია შენნაირია რა!
-შენს ცუდ ბიჭს მიხედე !
ნანკა მაინც ვერ ისვენებდა სანამ მობილური არ გამოგლიჯა ხელიდან მარიამმა და ბალიშის ქვეშ არ ამოსდო.
-ლილე რატომ სდუმხარ?
-არაფერია უბრალოდ დავირალე. რაც ჩამოვედი მას მერე ვერ დავისვენე...სასმელი მიშველის.დიდი ხანია არ დამილევია -ჭიქა გამოცალა და დივანს მიეყრდნო -თეკუნა სად არის ხომ არ იცით?
-ჩამოვიდა?
-გუშინ ღამით ... დავურეკავ და მოვიყვან . რეზი და ვაკოც იქ არიან მარტო იქნება სახლში. =ზარის განხორციელების შემდეგ მალევე მივიდა ყველას მიესალმა დალვაზე უარი განაცხადა ვაკო მომკლავსო რომ დააყოლა ქეთამ თვალები ჭყიტა და მარიამს ამაზე ჩაეცინა
-აი შენი ბიჭის გასაღები... ჩვენი თიკუნა გჭირდება მეტი ინფორმაციისთვის
-მარიამ არც იფიქრო
-ხომ ციი ინფორმაციას ჩემთვის ვიტოვებ ძირითადად...ნუ თუ დაგაინტერესებს-სანამ მარიამი საუბრობდა ხმამაღალი განაცხადი გააკეთა გაბრიელამ
-რადგან ყველა ვისაც მოსვლა შეეძლო აქ არის და უკვე რამდენიმე თვეა არ შევკრებილვართ მინდა ტრადიციულად ჩვენი პრობლემების დავლიო...ამჯერად მეც მაქვს ერთი დიდი პრობლემა რომელიც მაგიჟებს . საერთოდაც არ გავგიჟდებოდი ბევრი მიზეზი რომ არ იყოს
-ანუ ვაჩე ონიანს გაუმარჯოს - მიამ შეაწყვეტინა და გაბრიელამ ერთი ამოსუნთქვით დაცალა ჭიქა
-მოკლედ სიყვარულის ქარცეცხლი ჩვენში მუდამ ტრიალებს
-მე არ მითქვამს რომ მიყვარს... მეგობარია
-უკვე არა მხოლოდ მეგობარია ჩემო კარგოო
-ღმერთო რა ბედნიერები ხართ როცა დროებით პრობლემასთან გაქვთ საქმე მე კიდე ყოველ გამოთრობაზე ერთ პრობლემას რატო ვახსენებ იქნებ შემიცვალოთ ვინმემ
-ჩემ ძას ვერავინ შეცვლის- თეკლამ მაშინვე მიახალა ლილეს და ისე მშვიდად დალია წვენი ლილეს დადუმება არად ჩააგდო.მარიამს ისევ გაეცინა
-აშკარად არ იქნება მისი გამოტეხვა მარტივი..დაუმუშავებია მხატვარს, რეზის ბიოლოგიური და და ნინის შვილია. კარგად გავერთობი...
-არ გაბედო-მეთქო ხომ გიტხარი-ჩუმად ეჩურჩულებოდა ქეთევანი . გოგონები საუბრობდნენ ბოლოს ქეტას ჯერი მოვიდა
-ქეთევანს როგორც ყოველთვის მსგავსი პრობლემა არ ეყოლება ასე რომ მარიამსაც გადავახტებით და დინა გვეტყვი რამეს?- გაბრიელამ გოგონებს გადახედა და დინას შეხედა
-მართალია არ მიყვარს არც ფლირტი გვაქ ,მაგრამ ჩემ მაკალათიას მართმევენ მე კიდე მის გარეშე მარტო ვარ საავადმყოფოშიც და ყველგან სადაც ვსწავლობ და ვმუშაობ ჩემი პრობლემა ის ხელოვნური თოჯინაა რომლის მოკვლაც მინდება პირდაპირ გავფატრავდი მაგრამ იმ სულელს უყვარს და ქინებ გამცოდილო მულებო მირჩიოთ როგორ ავიტანო აუტანელი სარძლო
-მარტივად... თუ უყვარს ძმას გიყვარდება შენც
-მე რატომ არ მიყვარს... არა ვერ გავიგებთ თქვენი რძლები ისეთი არ არიან
-იქნებ მაკალათია არ არის შენთვის ძმა - თეკლას ხმამ ისევ მშვიდად გაიჟღერა
-არ გესმის პატარავ მე ის ...
-მე მყავს არაბიოლოგიური ძმა რომლის არჩევანიც პირდაპირ მომწონს... კარგად ვიცი რას ნიშნავს რეალურად ეს ,მაგრამ ყოველთვის არ ნარჩუნდება მეგობრობა სამუდამოდ და გადაიზრდება ხოლმე სიყვარულში .ზოგან გამოხატულად ,ზოგ შემთხვევაში კი გვიან
-გოგონიიი უთქვამთ რომ სულ მამიკოს ასლი ხარ და დედიკოს საერთოდ არა
-ხშირად მეუბნებიან - გაიღიმა და ისევ დიკოს მიაპყრო მზერა .რომელიც წამით გაშტერებული იჯდა მერ ეუცებ წამოდგა ჭიქა დადგა და გასასვლელისკენ წავიდა
-მე ..მე უნდა წავიდე .მოვალ ისევ ...მგონი მერ ეუფრო დამჭირდება დალევა ასე რომ განაგრძეთ წავედი
-იმედია მაკალათია ახლოს ცხოვრობს
...
ვახტანგ მაკალათია . დიანა აბასიძის თანაკურსელი. უნივერსიტეტის პირველივე დღიდან მეგობარი და განუყრელი არსება. რომელიც კლინიკაში გატარებულ დამღლელ საათებსაც კი მხიარულად ატარებინებდა. წლები ისე გადიოდა რომ არაფერი იცვლებოდა დილა მაკალათიას ოხუნჯობით იწყებოდა და მთავრდებოდა . ბაკალავრის დიპლომი ერთად აიღეს...შემდეგ ერტად წავიდნენ სასწავლებლად. ერთად დაიწყეს მუშაობა, ერთად ერთად და სულ ერთად.
ახლა როცა მაკალათიას ცხოვრებაში ქალი გამოჩნდა რომელსაც ყველა იცნობდა როგორც მის გოგოს და რომელთან ქორწინებაზეც კი ამეტყველდა ბიჭი დინას ყოველდღიურობა დაირღვა.
ცდილობდა მის მიღებას, მართლა ცდილობდა გოგონაში დაენახა ისეტი რამ რაც მასთან დაახლოევებდა. მინიმუმ მის ატანას შეაძლებინებდა. მაგრამ იმაზე აუტანელი ეჩვენებოდა ვიდრე იყო,განა ვერ ხვდებოდა რომ აჭარბებდა მაგრამ არ ადარდებდა.
საჭეზე თიტებს ათამასებდა, კორპუსს უცქერდა ქვემდოან და ღრმად სუნტქვას ცდილობდა.
სასმელი უფრო აბრუებდა როცა მანქანიდან გადავიდა და კიბეს აუყვა. კარზე დააკაკუნა ,იქ სადაც ბევრჯერ ყოფილა აქამდე. რამდენი ღამე ჰქონდა გატარებული როცა წიგნებზე ჩამოეძინებოდა მაკალატიასთან ერთად და მეორე დღეს ორივეს სხვადასხვა გვერდი ჰქონდა ლოყაზე . უცებ ასწია ხელი და სანამ ფიქრს დაიწყებდა მანამ დარეკა ზარი. შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო და კარიც გაიღო. თმაარეული, ნახევრად შიშველი და მთლიანად არეული იყო მაკალათია. თუმცა ეს ძილის დარღვევისგან გამოწვეული სიპპტომები არ იყო
-ყვავილო ... აქ რას აკეთებ ამ დროს
-მე ... ჯანდაბა ! ისაა იქ ხომ? არ მინდოდა ხელის შეშლა მართლა ,გეფიცები
-არასდროს გინდა ,მაგრამ ყოველთვის ახერხებ -გოგოს გაცეცხლებულმა ხმამ გაიჟღერა სახლის შიგნიდან და მალე გამოჩნდა ნახევრად შიშველი სილუეტი .
თვალები აემღვრა, გული ყელში მოებჯინა. სუნთქვაც აღარ შეეძლო, იყ ყოფნა ახრჩობდა. უცებ შებრუნდა და კიბეზე დაეშვა. სწრაფად გარბოდა ,მაქნანაში წამებში აღმოჩნდა და იქაურობას მოშორდა. ისევ უკან დაბრუნდა ,სწრაფად დაჯდა და თავისი დატოვებული ჭიქა ბოლომდე დაცალა
-რა ჯანდაბაა...ასე უცებ გითხრა არ მიყვარხარო?
-ის იყო იქ და ხელი შევუშალე...საშინელებაა! ჯანდაბა ამდენ ხანს როგორ ვერ მივხვდი მაინცადამაინც ალქაჯად უნდა ვქცეულიყავი?
-ღმერთო მული მიგიჟდება...თუ ვერ შეძლებ დაგეხმარებით. გეგმა ვახუნას გულის დაპყრობა მაშინვე ძალაში შევა ..იმ წამიდან- ელენამ მის გევრდით გადაინაცვლა და გაეკრიჭა-მთავარია მონდომება ...ერთი მეგრელის გულს ვერ მოიგებ ? ჯანდაბაა მეგრელია ? წმინდა სისხლის? შარში ვართ
-სანამ შარში ვართ მობილურს უპასუხე დინა- მისი ცანთიდან ანთებული მობილური ამოაცურა გაბრიელამ და ხელში ჩაუდო . ყველა ჩუმად იყო და შესანიშნავად ისმოდა მაკალათიას ყვირილი
-სად გაიქეცი გოგო გული ამომივარდა ნორმალური ხარ? მთვრალი იყავი ხო? არა ნასვამი როგორ დაჯექი საჭესთან...ვაიმეეე აბაშიძეეე რომ გნახავ ყველა ორგანოს ამპუტაციას გავაკეთებ რითაც კი ჩემგან გარბოდი ! ამოიღე ხმა სანამ ვიცვამ და მოვდივარ თორე იცოდე მართლა ბურღით წამოვალ -მერ ეუცებ დაცემის ხმა გაისმა რასაც მაკალათიას გინება მოჰყვა აშკარად შარვლის მიმართ .
-ვახო ... გესმის? დაეცი?მაკალათია . სადაა ის ვერ დაგეხმარება? თავი გაიტეხე ბიჭო?
-არა! ისიც არაა და საერთოდ ორივეს ერთად დაგანაწევრებთ. მიხვედი სახლში თუ სადმე დაქრი მანქანით შუმახერო
-დანისნულების ადგილას ვარ ასე რომ ნუ ღელავ.შეგიძლია დარცე მშვიდად ... ზეგ გნახავ კლინიკაში
-აბაშიძე იცოდ...
-ნახვამდის !- მობილური გათიშა და თავი მაგიდაზე დადო -სულ ეცემა გამაგიჟებს... ერთხელ იქნება ის თავისი ვიწრო ჯინსები წაამტვრევს კისერს და დაისვენებს მერე...ღმერთო მართლა რა ცუდად ვარ
-მოკლედ სად შეიკრიბეთ ამდენი პრობლემური დეპრესიის ზღვარზე მყოფი, ფსიქოზიანი ქალი სახლის აურას მიწამლავთ- მარიამმა მშვიდად თქვა და ყველას გამწარებული მზერა მიიღო-კარგი ჩუმად ვარ არაფერს ვამბობ. საერთოდ არც არაფერს გირჩევთ ჩემი ბრალია ყველაფერი გათხოვილები მე გავაუბედურე და გასათხოვრებიც და გაუთხოვრებიც მე დაგტოვეთ კაცის გარეშე
-შენ რა შუაში ხარ მარიამ...
-ოო გეგონოთ რომ შუაში არაა...არ ჩანს ასპარეზზე თორემ სულ ურევია ყველგან ყველაფერში მისი ხელი. ერთ დღეს მოგიღებს ჩვენი ცოდვა ბოლოს

ყველანი იქ დარჩნენ . ოთახი ბევრი იყო ,მაგრამ მაინც ერთმანეთზე მიხუტებულებს ეძნათ. დილით ყველას თავი უსკდებოდა, არცერტი ყოფილა ფხიზელი, ხერხემალიც ტკიოდათ და ბიჭებმა რომ დაურეკეს და მოიკითხეს ყველამ ერთი პასუხი გასცა“სახლში არ ვარ ფარჯიანებთან მობრძანდი!“ ბოლოს ყველა იქ იყო და ერთიანი წუწუნი ისმოდა ფარჯიანებთან.
.....
მარიამმა სახლი დატოვა ,მანქანაში ჩაჯდა და სამსახურიკენ გაემართა.
მანქანა სადგომზე გააჩერა, ჩანთა აიღო და მშვიდად გადავიდა.
შენიბისკენ მიდიოდა გრაციოზული მიხვრა მოხვრით. როგორც ყოველთვის კლასიკურად ეცვა მუხლამდე შავი კაბა მიმზიდველი ჭრილით მკერდთან , მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის ხმა დერეფანში ისმოდა. ყველა ესალმებოდა ისიც თავის დაკვრით პასუხობდა და თავისი ოთახისკენ მიიწევდა.
საქმე არ იცდიდა,თავზე საყრელად ჰქონდა და როგორც კი კაბინეტში შევიდა მაშინვე განკარგულებების გაცემას შეუდგა. რამდენიმე საათში თათბირი ჰქონდა ჩანიშნული და მომზადება უნდა მოესწრო. დროულად წამოდგა დოკუმენტები აირო და დარბაზისკენ გაემართა. ყველა გაისუსა როგორც კი შეაბიჯა.მრგვალი მაგიდის თავში დადგა ყველას მიესალმა, მცირე განცხადება გააკეთა და შემდეგ მოსასმენად მოემზადა. სკამზე იჯდა და ყურადღებით უსმენდა თანამშრომლებს. ბოლოს იქაურობა დატოვა და მდივანთან შეჩერდა რამდენიმე წუთს საუბრობდა შემდეგ კი კაბინეტში შევიდა. როგორც კი კარი მიხურა მაშინვე ჰაერში აღმოჩნდა, კარზე იყო ზურგით აკრული და ანდრონიკაშვილის ელვარე თვალებს უცქერდა
-რელაქსაციის დროა - ხრინწიანი ხმით უჩურჩულა ხელები კაბის ქვეშ შეაცურა სწრაფად ასწია მაღლა და ფეხები წელზე შემოიხვია
-სიურპრიზების დღეებია დათუნა თუ საკუთარ თავს საჩუქარს უკეთებ - ეშმაკურად გაიცინა თითები პირდაპირ შარვლისკენ წაიღო და ანდრონიკაშვილი მალევე გააშიშვლა .
ფორმაში იყო, უხერხულობა წამითაც არ უგრძვნია.ახლაც კარგად იცოდა რა უნდა გეკეთებინა, წამებში ემზადებოდა, ფორმას იბრუნებდა და სრულიად მარტო რჩებოდა კაბინეტში თითქოს იქ არც არავინ იყო.
დათა ახალი დაბრუნებული იყო , წესით იქ არ უნდა ყოფილიყო . მარიამი როგორც კი მოშორდა მაშინვე კითხვაზე გადავიდა
-ხომ მითხარი ორი დღე კიდევ ვრჩებიო
-უნებლიედ მოგატყუე ... საქმე გამომიჩნდა სასწრაფო და იქ დავტოვე ჩემები
-მიყვარს როცა სასწრაფო და გადაუდებელი საქმე ვარ - ტუჩზე იკბინა და პერანგის ღელები თავად შეუკრა ანდრონიკაშვილს
-საღამოსაც დაკავებული იქნები?
-ორივე დაკავებული ვიქნებით ... შენ ჩემი ძის წვეულებაზე მიდიხარ მე კი ჩემი მომავალი რძლის
-წინასაქორწინო წვეულება ერთი თვით ადრე? !
-ჩემმა ძმამ დააჩქარა სამზადისი...ანუ ერთ კვირაში იქნება ქორწილი
-აქამდე რატომ არ ვიცოდი
-არავინ იცის... არც დედოფლებმა
-მრავლობითში? კაი რა სამივე ერთად ქორწინდება? არა რა სამივე ტყუპები არიან მგონი და იტყუებიან მე კიდე მეგონა სამ ქორწილში ვიქეიფებდი
-შენს ასაკში არ უნდა გწყინდეს შემცირებული სუფრების რაოდენობა...
-ქორწილში შევხვდებით ანუ?
-რა თქმა უნდა არა ... მე უნდა გავაკეტო ყველაფერი იმ სამის ნაცვლად მეცოდებიან და იმიტომ...მაგრამ მაინც გიპოვი სადმე
-ჩემი ქორწილიც შენ დაგეგმე
-მანდ მიეყინე !- უკვე მაგიდასთან იყო მისული უკან რომ შებრუნდა და ანდრონიკაშვილს თვალები დაუბრიალა- რას ნიშნავდა ეს...რამე არ ვიცი?
-ძალიან კარგად იცი რომ ვერ ვიტან ქორწილის სამზადისებს...საერთოდ სანამ თავად არ მთხოვს ვინმე ქმრობას მე ცოლის შემრთველი არ ვარ- გაიკრიჭა თვალი ჩაუკრა და გაუჩინარდა
-ზედმეტად გაუტიე ანდრონიკაშვილო...ცეცხლს ეთამაშები და დაგწვავ ერთ დღეს !- გაბრაზებულმა ამოთქვა და სკამზე დაეშვა .
...
ქეთევანი კლინიკაში იყო ოპერაციაზე შესასვლელად ემზადებოდა მობილური რომ ამღერდა. მაშინვე უპასუხა დიდებულიძის ნომერი რომ ამოიცნო და უაზროდ გაიბადრა
-დილამშვიდობისა ქალღმერთო ..ვიცი დაკავებული ხართ ღვთის მიერ სექმნილი ადამიანებისთვის სილამაზის დაბრუნებით ამიტომ დროს არ დაგაკარგვინებთ და გეტყვით რომ 7 შეგხვდებით .თუ შეძლებ ჩაცმული დამხვდი და თუ ვერ მოახერხებ მე შეგარჩევინებ კაბას და ჯანდაბას თეთრეულსაც
-შენ ...მე - სანამ ბლუკუნებდა მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა წინადადების დაწყობას მაინც გათიშლი ჰქონდა უკვე- უკვე უკვე სრულიად მაგიჟებ/ ერთი კვირა სადღაც ეგდე მონატრებისგან კედლებზე დავცოცავ მთელი დღე ოპერაციებს ვაკეტებ და ახლა თურმე 7 საათზე შემხვდება... შეგახვედრებ მიქელას ..ჯანდაბა მგონი ელენას ვემსგავსები .დავიღუპე -თავისთვის ლაპარაკობდა.მერე მობილური მაგიდაზე დადო და საოპერაციოსკენ გაემართა. იქ უკვე ყველაფერი დაავიწყდა. რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა ჩანიშნული ყველა მათგანი ცხვირის რეკონსტრუქცია იყო. როცა გაიაზრა რომ ბოლო ოპერაცია 6 საათზე სრულდებოდა და ზუსტად ერთი საათი ჰქონდა დრო სწრაფად დაიწყო მზადება,მერე დაფიქრდა და მშვიდად განაგრძო დარჩენილი საქმე. ზუსტად 8 საათზე დატოვა კლინიკა და თავისი მანქანისკენ დაიძრა. ლამის გული გაუსკდა მასზე მიყრდნობილი დიდებულიძე რომ დაინახა.
-შევცდი ...
-რა გინდა აქ..რაში შეცდი.იცი მაინც რო გული გამიხეთქე?
-გულის მისაკუთრება მინდა მრთელ მდგომარეობაში ასე რომ მისი დაზიანება ჩემი მიზანი არ არის...შეცდომა კი იქ დავუშვი რომ გახდა არ შემოგთავაზე ჩაქმის ნაცვლად -ამის თქმა და ქეთევანის სხეულის აფრიალება ერთი იყო.ისე აიკრა სხეულზე ქალს სუნთქვაც აღარ შეეზლო,სემდეგ ტუჩებზე დააცხრა და ისე კოცნიდა მოძღაობის უნარიც წაართვა .როცა გული იჯერა მოშორდა და ტუჩები გაილოკა-ერთი კვირა ზედმეტად დიდი დრო ყოფილა არადა ცოტა ჩანდა -ამოთქვა და ისევ აკოცა
-უნდა წავიდე ...
-ნამდვილად უნდა წავიდეთ - ცხვირი ყელზე გაუსვა და შემდეგ ლავიწზე აკოცა -რთული აღმოჩნდა ახლოს ყოფნა დისტანციის დაცვით
-მგონი შენც გეგმებს მაცნობ უკვე მე კი გიმეორებ რომ წასვლის დროა სახლში მინდა
-წავიდეთ...-მანქანის კარი გააღო და ჩაჯდა
-მძღოლის ფუნქციას ვითვისებ თავისუფალ დროს?
-თუ გინდა მე დავჯდები საჭესთან ... შენმა თიტებმა კეხი გაუნადგურა ხალხს თუ მკერდი გაულამაზა
-ნორმალური სუნთქვის უნარი აღუდგინა ...შენ ხომ არ ფიქრობ ჩემს მაგიდაზე აღმოჩენას
-ყველა ადგილს რომ ავითვისებ მერე ვიფიქრებ..უკანასკნელი იქნება შენი საოპერაციო მაგიდა...რატო უნდა მეფიქრა ისე .ჩემ ცხვირს რას უწუნებ და კაცები კიდე რას იკეთებენ ხოლმე- უცებ შეკრა წარბები და გოგოს გადახედა
-რომ ვფიქრობ ვხვდები რომ არ გჭირდება არაფერი !
-სახლში არ მივდივარ ...აი მისამართი- წინ აუფრიალა მობილური
-სად მიდიხარ
-სამხატვრო სკოლის სტუდენს ვხვდები ...ძალიან ლამაზი გო- წინადადების დასრულება ვერ სეძლო ისე დაამუხრუჭა ქეთამ ძლივს შეიმაგრა თავი საქარე მინას რომ არ აკვროდა - ასე თუ დაამხრუჭებ ახალი ცხვირი დამჭირდება
-რამე ახალი იდეა გაქვს თუ რა ხდება... ერთ კვირაში რამე შეიცვალა და მე არ ვიცი?
-არაფერი რა უნდა შეცვლილიყო
-ასე ნუ მიყურებ ამ მეამიტი გამომეტყველებით ნუ მიცქერ ! ხომ მითხარი რო არ ამირევდი ცხოვრებას ახლა რა ჩემს ეჭვიანობას აპირებ?
-არ ვაპირებ მსგავსი უაზრო სვლებით თამაშს!
-აჰ მე მაპატიე , გაგაბრაზე როგორ შევცდი .
-იქნებ უბრალოდ გეთქვა რომ ჩემი მოსწავლეების სიაში მოხვდი სასწაულებრივი გზით და გეგონა ვერ გავიგებდი , სიურპრიზი ჩაგიშალე
-რაა? სად მოვხვდი? ვის სიაში სიურპრიზი...მარიამ ოხ მოვკლავ,ცოცხლად გავატყავებ - უცებ აბობოქრდა და მანქანიდან გადავიდა. მობილური აკანკალებული ხელიდან ლამის დაუვარდა,მაგრამ მაინც დაურეკა ფარჯიანს-ქალბატონო მარიამ ხრიკი ჩაგივარდათ
-რა ჯანდაბაა რომელ საათია იცი?
-ვისი სუნთქვა... ჯანდაბა შენ ოდესმე მარტო ხააღ? კიდევ კარგ დღესი გაქ ტვინი ! ხვალ დაგელაპარაკები ახლა უნდა დვამშვიდდე რომ არ შემომაკვდე- მობილური გათიშა და ჯიბესი ჩაიდო. ვაკო მანქანასთან იდგა და ქვემოდან უყურებდა
-მეგონა...
-ხო გეგონა... არც მე ვთამაშობ ბავშვური სვლებით. არ ვაპირებ შენს ცხოვრებაში შემოჭრას მე მშვიდად მინდა გავაგრძელო ჩემი ყოველდღიურობა
-ანუ სახლში უნდა წამიყვანო ...ან თავად წავალ . აღარ აქვს აზრი იქ მისვლას
-მხატვარო !
-რა ...-ისევ ისე უყურებდა , დამრგვალებული თვალებით წამწამებს ახამხამებდა და ქვემდოან უცქერდა. აშკარად მოექუფრა სახე - წავიდეთ იქ სადაც მივდიოდით...მაპატიე რომ მცდარი დასკვნა გამოვიტანე
-თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი...უბრალოდ რომ მითხარი ერთ დროს ვხატავდიო ვიფიქრე ნიჭის გაღვივებას აპირებდი .დაივიწყე ... აღარ დაგაკარგვინებ დროს ,დაღლილი ხარ - სახეზე მოეფერა და უკან დაიხია
-შენ თუ არ წამოხვალ მე მარტო წავალ...მისამართი მახსოვს და გავიგებ ყველაფერს ასე რომ გთხოვ დაბრუნდე მანქანაში ...მხატვარო გთხოვ - ქვემოდან უყურებდა ტავდახრილ ბიჭს რომელიც მაინც ზემოდან დასცქეროდა და აკოცა -ქალღმერთთან დაპირისპირება საშიშია ხომ იცი- ჩუმად უთხრა და კვლავ შეეხო მის ბაგეებს
მანქანაში ისხდნენ , წინანდელზე მეტად ღელავდა ვაკო. მანამდეც ასკარა იყო რომ ყურადღების გადასატანად საუბრობდა ამდენს, ახლა კი ხმასაც არ იღებდა თითები მუხლებზე ჰქონდა მოჭერილი და ცოტა აკლდა ნაჭერში გაღწევამდე. ქეთამ სვლა შეანელა ხელი მის მარჯვენაზე დადო და ფეხიდან მოაშორა,მის თითებში ჩამალა მტევანი და ისე განაგრძო გზა.
სიბნელესი, მანქანისა და ლამპიონების მკრთალ განათებაზე უცქერდა ჩებნელებულ ეზოში ამაყად აღმართულ სახლს. საკმაოდ დიდი სახლი იყო, წლების მანძილზე ხავსს დაეფარა მასთან მისასვლელი ფართო ბილიკი. ჭიშკარი გაჭირვებით გაიღო, ჟანგი მოჰკიდებოდა და ეზოში შეღწევას აძნელებდა. თითქოს სტუმრებს შესვლას უშლიდა.
ქეთამ სახლის წინ გაშესებულ დიდებულიზეს მიაპყრო მზერა და მის გვერდით შეჩერდა. ხმას არ იღებდა , უბრალოდ უცქერდა და მის წამიერ ტკივილში იძირებოდა. მალე გამოფხიზლდა,თითქოს გახალისდა, ყველაფერი გააქრო ,თითქოს არც არაფერი ყოფილა. ხელი მოხვია დევდარიანს და სწრაფად დაიძრა სახლისკენ.თითქოს იქაურობას ეწინააღმდეგებოდა, ებრზოდა და უმტკიცებდა რომ არ ეშინოდა. მტკიცე ნაბიჯის ნაცვლად გაქცევას უფრო ჰგავდა. სახლის კარი ღია იყო ,გასაღებია რ გამოიყენებია, სახელური რომ ჩამოსწია მანაც საშინელი ხმა გამოსცა. სახლში მტვრის სურნელი ტრიალებდა, ყველაფერი გაუკაცრიელებულ ნასახლარს ჰგავდა და ამავე დროს საოცარი განწყობა იგრძნობოდა. თითქოს საიდანღაც ბავშვი გამოვარდებოდა. მოხუცი გამოცნდებოდა. ახლაგაზრდა წყვილი ან სინაური ცხოველები,მაგრამ არავინ იყო . მხოლოდ წლების სვლას გადარცენილი ავეჯი და ცარიელი კედლები.
-აქაურობას ნუ მიაქცევ ყურადრებას... აქ არაფერი გვესაქმება. - უბრალოდ ღამეა უკვედ ა მეორე შესასვლელი რთული მისასვლელი იქნებოდა- ყველაფერი განათდდა ერთი მარტივი მოძრაობით. ბიჭმა ხელი უფრო მაგრად ჩაკიდა, სულ გაყინული იყო .მიდიოდა მანამ სანამ სახლთან ახლოს ,ეზოში ორიოდ ნაბიჯში არსებულ პატარა შენობაში არ სევიდა. იქ უამრავი ქოთანი იდო, ოდესღაც ყვავილები ხარობდნენ მასში. შუქი რომ აინთო და მეორე ოთახში შევდინენ გაოცება ვერ დამალა ქეთამ და პირველად დაარღვია დუმილი
-ეს ...ეს ჩემთვის გააკეთე?
-არა მხოლოდ... ორივესთვის. თუმცა ახლა მხოლოდ ჩემთვის რადგან შენ ხატვის სურვილი არ გაქვს... ამ ადგილას ყველაფრისგან შორს ვიქნებოდით და
-შეძლებ მასწავლო? სულ ცოტა მაინც ელემენტარული ან უბრალოდ მოვალ და გიყურებ როგორ ხატავ
-არ ვხატავ როცა მიყურებენ. ხომ გითხარი როცა ვხატავ ჩემ სამყაროში ვარ და გარემოსთან არაფერი უნდა მაკავსირებდეს
-არც მე? - ღიმილით ახედა და თვალები დააწვრილა
-დასვენება გჭირდება...დავსხდეთ. ყავას მოვამზადებ შენ რომ გიყვარს ისეთს და მალე გაქრება მთელი დღის დაღლილობაც- თავი აარიდა პასუხს და სადღაც გაქრა. მალე დაბრუნდა. პატარა მაგიდას მიუსხდნენ, ფინჯან ყავაზე უარს ვერ იტყოდა . მიირთმევდა და დაბურული ფანჯრიდან ხედს უყურებდა. ეზოც გაუკაცრიელებული იყო, ყველაფერი ლამაზი იქნებოდა ერთ დროს ახლა კი მხოლოდ მათი კვალი ჩანდა.
-არ მომიყვები?- მშვიდად უცქერდა სევდიან თვალებში . მზერა მოარიდა დიდებულიძემ. ჰორიზონტს გახედა და ღრმად ჩაისუნთქა
-მოგიყვები ...ერთ დღესაც ყველაფერს გიამბობ ,მაგრამ არა დღეს . ეს საღამო ასე არ მქონდა ჩაფიქრებული დაბინდებამდე უნდა წამეყვანე აქედან. დღისით ასეთი საშინელი არაა ყველაფერი ... მაპატიე
-ყველაფერი ისე ვერ მოხდება როგორც ვგეგმავთ ...საშინელი არ არის. ყველაფერს თავისი ისტორია აქვს ამ ადგილას და ეს ყველაფერი საოცრად მომწონს. შენი სახლია? ბავშვობის სახლი? მოგონებები გაკავშირებს აქაურობასთან?
-არა ! არავიტარი მოგონება...არც ამ ეზოში სირბილი შემეძლო...არც სახლში გამივლია პირველად. არც იქ იმ ლამაზ ორანჟერეაში ვყოფილვარ ოდესღაც რომ არსებობდა . არც ჩემ საქანელა ყოფილა იმ ხეზე .ყველაფერი მხოლოდ ოცნებად დარჩა ჩემი მსობლებისთვის ...მათ შვილებს არასდროს ურბენიათ ლაღად ამ მიწაზე .სახლი კი ნამდვილად ჩემია ,წესით მოგონებებს უნდა მიღვიძებდეს უნდა ვიცოდე როდის რა და როგორ გააკეთეს. ავეჯი ვინ შეარჩია, როგორ კამატობდნენ შპალერის ფერზე, როგორ უვლიდა დედა ყვავილებს...მამა ეზოში ხეებს და მინდორს... როგორ გააკეთა მამამ დედასთვის სამხატვრო ოთახი . მე კი არაფერი მინახავს არ ვიცი რა როგორ კეთდდებოდა საერთოდ არ მაქვს მოგონება ... არცერთი!
-ვაკოო ნუ შეწყვეტ საუბარს... მე მოგისმენ. მინდა გიცნობდე ,არ უნდა ფიქრობდე იმაზე რომ მე ამით თავს მაბეზრებ .არ არის ასე ! - ამღვრეულ ,ჩაწითლებულ თვალებში უცქერდა, შემდეგ ლოყაზე ჩამოუსვა ხელი
ბიჭი წამოდგა, ხელი ჩაკიდა და ისევ სახლის მიმართულებით წავიდა. პირველი სართული გაიარეს, ხის კიბეს აუყვა რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი მდგრადობა. ყველგან ანთებდა შუქს.ყველაფერი გაანათა და ერთ-ერთ ოთახში შევიდა. კარი გააღო და წამსვე გაანათა იქაურობა. ასე აღმჩნდნენ ბავშვის ოთახში ,ყველაფერი ხელით იყო მოხატული , პატარა საწოლი სათამაშოებით და ლამაზი კარადები იდგა. ყველაფერი ნათელ ფერებსი იყო. უამრავი ფერი ირეოდა ირგვლივ მიუხედავად იმისა რომ გახუნება დაეწყო ნახატებს, კედლები შელახულიყო, ფარდები გახუნებულიყო და ხელის შეხებაზეც კი დაიხეოდა . ჭერზე ვარსკვლავები იყო დახატული და განათებაც გაბნეულიყო , ჭაღს ორიგინალური ფორმა ჰქონდა და სათამაშოს მოგაგონებდა .
-ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ოთახი...აქ უნდა მეცხოვრა მაგრამ არცერთი დღე გამიტარებია ამ კედლებში.არც ეს ნახატები მინახავს ბავშვობაში, არც ამ საწოლში მძინებია ოდესმე. ეს კედლები დედას მოხატულია, ყველაფერი მამამ და დედამ გააკეთეს რაც ამ ოთახშია. სულ რამდენჯერმე ვარ აქ ნამყოფი და ყოველ ჯერზე დანაკლისს განვიცდი მინდა დრო დაბრუნდეს აქ მინდა ვიცხოვრო მინდა მშობლების თვალწინ ვიზრდებოდე ხედავდნენ ჩემ პირველ ნაბიჯებს , უსმენდნენ პირველ სიტყვებს.დილით მეზობელ ოთახში შევრბოდე უკვე მზორდილი და მათ შორის ვწვებოდე . და-ძმა მინდა მყავდეს...ფეხმზიმე დედას და მზრუნველ მამას ვხედავდე. ერტხელ მაინც მქონდეს ნანახი როგორ უყურებდა მამა დედას , როგორ უყვარდა . მე კი მხოლოდ მსმენია მათზე , იმაზე თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი რომ დედას ხელისგულზე ატარებდა მამა ყველა სურვილს უსრულებდა ... ვერაფერს ვეხები. უბრალოდ სევდივარ ყველა ოთახში ვდგები და ვუყურებ. ზოგჯერ ვბრაზობ იცი? ადრე მეზიზღებოდა,მეგონა ყოველ სემთხვევაში .ვადანაშაულებდი დედას რომ ჩემ გამო არ იბრძოლა რომ მამა უფრო უყვარდა ვიდრე მე,რომ მე დამტოვა და ისიც მამასთან წავიდა. საყვარელი კაცის გარეშე ცხოვრება არ უნდოდა და სრული მარტოობისთვის გამიმეტა . მერე უბრალოდ მისი სისუსტე სიძლიერედ შევრაცხე . უყვარდა და უმისობა ვერ გადაიტანა. იცოდა რომ კარგად ვიქნებოდი ,იცოდა რომ ჩემზე იზრუნებდნენ გამოჰკრა ხელი ჩახმახს და ყველაფერი დაასრულა. ალბათ გიკვირს... ყველანაირი ადმაიანია ჩემს ირგვლივო გახსოვს მითხარი... მათ უყვართ გამეტებით. იბრძვიან , იბრძოდნენ და კვლავ ასე გააგრძელებენ.ერთმანეთს არ დათმობენ .
-მე არც კი ვიცი რა გითხრა-თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. მთელი ძალით მეოხვია, უნდოდა მისი ტკივილი შეესრუტა,უნდოდა მისი ობლობა გაექრო . -მომყევი ...ყველაფერი მომიყევი
-მამა არ იყო ერთი უბრალო მოქალაქე. ცოდვებით სულდამძიმებული კაცი იყო რომელმაც ანგელოზი შეიყვარა და თავადაც გადაწყვიტა ფრთხების შესხმა,მაგრამ ცოდვები ასე მარტივად არ ქრებიან. მასზე უარესი ადამიანები არსებობდნენ ის ქურდი იყო რომელმაც საქმიდან გასვლა გადაწყვიტა და ბედნიერად ცხოვრება, ის ვერ გაითვალისწინა რომ წუმპედან სუფთად ამოსვლა არავის შეუძლია. სწრედ მაშინ იპოვეს როცა ბედნიერად ცხოვრობდა, ჰყავდა საყვარელი ქალი და ელოდებოდა პირველ შვილს. როგორც ვიცი აქ იყვნენ ეზოში დედას რომ ტკივილები დაეწყო. მამამ მანქანაში ჩასვა და წაიყვანა საავადმყოფოში. რეალურად ცრუ განგაში უნდა ყოფილიყო გზაში რამდენიმე მანქანა გადაეღობა იქედან შეიარაღებული კაცები გადმოვიდნენ მამა მაშინვე გადავიდა და ბოლოჯერ აკოცა დედას, ბოლოჯერ გაუღიმა და ბოლოჯერ შეეხო მუცელში მყოფ შვილს . საუბარიც არ აცადეს ,სიტყვის თქმაც კი არ დააცადეს პირდაპირ მოკლეს იქვე დედას თვალწინ ესროლეს. სისხლში ამოსვრილი შევიდა საავადმყოფოში დედა, ჯერ დაქვრივების გამო მოთქვამდა და კიოდა მერე მშობიარობა დაეწყო . მალე დასრულებულა...ნეტავ დიდხანს გაგრძელებულიყო გარტულებულიყო და გონება მაინც დაეკარგა კრიტიკულად ყოფილიყო რომ პალატაში არ გადაეყვანათ. მაგრამ ასე არ მოხდა... როგორც ვიცი პალატაში რომ შემიყვანეს პირველად მნახა. მარტო იყო ,ალბათ მომეფერა საწოლში დამაწვინა და შემდეგ მამას იარაღით მოიკლა თავი. სულ რამდენიმე საათში მამას გარდაცვალებიდან. ნათლიამ პირდაპირ კლინიკიდან წამიყვანა თავისთან . ნინომ რეზისთან ერთად გამზარდა ,მგონი ჩემზე უფრო მეტად ზრუნავდა ვიდრე თავის შვილებზე,იმათ ყურადღებას არ აქცევდა და მე თავს მევლებოდა მუდამ . ნინი მშვიდი, თბილი და ნაზი გინახავს? მე მინახავს მხოლდო ჩემთანაა ეგეთი ,დღემდე . ესაა ჩემი ცხოვრება რომელიც მიუხედავად იმისა რომ არ არის მეხსიერებაში მაინც ვერ ვიშორებ გონებიდან .ყველაფერი მქონდა და ამავე დროს არაფერი გამაჩნდა .მყავდა დედა ნინო ,მაგრამ ობოლი ვიყავი. მყავდა უფროსი ძმა ,მაგრამ მაინც დედისერთა ვიყავი. ჩემი თეკლა დაიბადა, ყველაფერი მახსოვს პირველი დღიდან დღემდე ,მაგრამ მაინც არ მინახავს როგორი იყო ფეხმძიმე დედა . მხოლდო მისი ფოტოები მინახავს...უამრავი ფოტო და შემდეგ დამიხატავს. 18 წლამდე ყველგან მის სახეს ვხატავდი ნახატზე შექმნილ სამყაროში ვაცოცხლებდი ისევ 22 წლის იყო ისევ ისე უბრწყინავდა თვალები როგორც ყველა ფოტოზე .მამას დახატვა ვერ შევძელი ვცადე მაგრამ მისი მზერა ვერაფერს მეუბნებოდა მისი ბუნების შესახებ. ყველა ფოტოში სხვადასხვაგვარი გამომეტყველება ჰქონდა . იცი სასაცილოა ,მაგრამ მათგან მხოლოდ ნიჭი გამომყვა გენეტიკურ ინფორმაციასთან ერთად ისე კი ისეთი ვარ როგორიც აღმზარდეს ... მართალია ჩვენ ვქმნით ჩვენს პიროვნებას ,მაგრამ გარემოს ლომის წვლილი მიუძღვის. მეტს აღარ გავაგრძელებ არ მინდა დიდი დრო გახდეს ნოსტალგიური ... ჩემი ნაცრისფერი ცხოვრება უკვე გადაშლილი წიგნია შენთვის - სახეზე ნაზად ეფერებოდა და თვალებში უყურებდა. ქეთამ გამოიჩინა ისევ ინიციატივა,ოდნავ აიწია და მის ტუჩებს შეეხო .ჩაწითლებულ თვალებში უყურებდა და მანამ კოცნიდა სანამ თვალები არ მიელულა ბიჭს.
რამდენიმე საათში ორივე მოლბერტის წინ იდგა და ერთად ცდილობდნენ ნახატის შექმნას. ქეთამ კაბაზე ვაკოს პერანგი მოიცვა რომელსაც უამრავი საღებავი ეცხო. ფუნჯი ხელში აიღო და შეეცადა ბავშვობის წლების გახსენებას თუმცა ვერ ახერხებდა. ვაკო იმდენად ახლოს იყო სუნთქვა უჭირდა, არადა უნდოდა საღამო ყველაფრის მიუხედავად ფერადი ყოფილიყო არ უნდოდა ვაკოს ნაცრისფერში გახვევა.
-მორჩა !
-რაა
-ვაკო გეყოფა რაა - აწუწუნდა პატარა ბავშვივით და ფეხების ბაკუნი დაიწყო -მე ვცდილობ შენ კიდე
-რა მე ხმას არ ვიღებ უბრალოდ ვდგავარ და გიყურებ ხომ მითხარი შემისწორე თუ რამეო
-თითქოს ვერ ხვდება
-ქალღმერთო ცილს მწამებთ აშკარად და მიზეზი მაინც მითხარით თავი რომ ვიმართლო
-ასე ნუ მიყურებ ... რას შვრებიან შენი თვალები საერთოდაც ასე როგორ ანატებენ რომ გიყურებ თუ არა მაინც მწვავს - ამოიბუტბუტა და ისევ მის მწვანეში ჩაიძირა - რატომ იცინი - უცებ შეკრა წარბები და მომღიმარ ბიჭს შეუბღვირა
-ვიფიქრე გავანეიტრალებდი სიტუაციას , ღიმილი გაგყინავს - უცებ მოხვია ხელები და სხეულზე აიკრა პატარა ბავშვივით უკოცნიდა მთელს სახეს - ღვთაებაზე მეტი გახდი - ბოლოს ჩურჩულით დაამატა ვნებიანად აკოცა. შემდეგ გამოფხიზლებაც არ აცადა ისე აეკრა ზურგიდან და ხელზე რომელშიც ფუნჯი ჰქონდა მოქცეული თითები შემოხვია -ერთად დავხატოთ ამჯერად ის რაც შვებას მოგგვრის
-ეგ როგორ ... ნახატმა როგორ უნდა შეძლოს. რამე მიმართულებაა -იმდენად მეამიტურად ჟღერდა მისი სიტყვები კიდევ ერთხე გაეღიმა დიდებულიძეს . ყელში აკოცა და სახე ჩამალა
-გრძნობ?
-რას ...
-ჩემ არსებობას შენს ირგვლივ ... თვალები დახუჭე და ყველა მომენტი ფერებში გადაიტანე სემდეგ ხელს თავისუფლება მიანიჭე და მიეცი საშუალება ეს უბრალოდ ფურცელი შენს გასულ დღედ აქციოს - ისე ესაუბრებოდა არც კი შეტოკებულა მისი ტუჩები ისევ კანზე ეხებოდა, თითები მუცელზე ეხებოდა შემდეგ წელზე გადაიტანა და თეძოზე გაჩერდა
-ვერ შევძლებ ამხელა წარმოსახვა არ მაქვს
-თვალები დახუჭე შეიგრძენი და მერე უბრალოდ ფერებს შეხედე , შეეხე და შეიგრძენი თითოეული ფერი - სადღაც სხვა სივრცეში გზავნიდა მისი თბილი ხმა, მისი შეხება და შეგრძნება. დიდხანს იდგა თვალებდახუჭული სრულიად მოდუნდა და ზუსტად ისე მოიქცა როგორც დიდებულიძემ ურჩია. ვერ იაზრებდა, ვერ აღიქვამდა უბრალოდ ნატიფ თითებს ამოძრავებდა, საღებავებით იფერებოდა ფურცელი ნელ-ნელა ივსებოდა და ქეთევანი თითოეულ ფერს საკუთარ სხეულში გრძნობდა თითქოს ყველა უჯრედი იღებებოდა და შიგნიდან ათბობდა. მონოტორულად გრძნობდა მხატვრის შეხებას, მის გახშირებულ სუნთქვას და სიმხურვალეს რომელიც ყველა ფერს ერთად ჰკრავდა და სხეულიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა .
უკან დაიხია, ერთი ნაბიჯით მოშორდა ნახატს და თვალების ხამხამით უცქერდა ფერთა სიუხვეს
-ეს მე... სულ მე ?-უცებ შეაბრუნა თავი მისკენ და გარკვირვებულმა აზიდა წარბები მაღლა ბიჭი მთელი სახით იცინოდა. თვალები უბრწყინავდა , ბედნიერებას ასხივებდა მისი მზერა.
-ინიციალების დატოვების დროა- სხვა ფუნჯი მიაწოდა და ხელში მოქცეული გამოართვა. ქეთამ ლათინური ასოებით მიაწერა ინიციალები ქვედა მარცხენა კუთხეში ისევ გაიმართა და ზრუგით აეკრო დიდებულიძის გულ-მკერდს -მხოლოდ ერთს გკითხავ რა ,სანამ ბოლომდე დაბრუნდები ჩემთან- ნიკაპი მხარზე ჩამოსდო - მწვანე ხაზები რომლებიც სხივის ასოციას ქმნის ამდენი რატომაა ერთდროულად მთელი ნახატის დიდ წილს მოიცავს და თან სხვა უამრავ ფერსაც იტევს
-მზის სხივებია
-ყვითელი საღებავი გვქონდა ქეთევან - გაეცინა ბიჭს ,მაგრამ ქეთევანი რომ შებრუნდა და სუფთა ხელი თვალის ირგვლივ შეახო გაჩუმდა
-ჩემი მზეები ესენია ...შენი მწვანე სფეროებია. ერთდროულად რომ იკავებს ყველაფერს და თან სივრცეს არ ეხება -თვალები მინაბა დევდარიანმა,მისი შეხება და სიტყვები ადუნებდა. შემდეგ ტუჩების შეხება იგრძნო და სულ მთლად გამოეცალა ძალა ხელები მსუბუქად შემოხვია სხეულზე და შემდეგ გულში ჩაიკრა.
ამ დღის შემდეგ ყველა შეხვედრა იქ ჰქონდათ და თითოეულ ვიზიტზე უფრო მარტივი ხდებოდა მხატვარისთვის სახლთან მიახლოება.
სახლში იყო დევდარიანი ოჯახთან ერთად , უფროსებიც მათთან იყვნენ ალექსანდრე, ნოდიკო, კოტე,ნიკა და კიდევ ყველა ვისაც მისვლა შეეძლო თითქოს რაღაცის თქმა უნდოდათ. ვახშმობის შემდეგ დივანზე რომ ჩამოსხდნენ დემეტრემ დაიწყო საუბარი
-თქვენი მონათხრობის მიხედვით და წამოღებული სამკაულების საფუძველზე ბევრი ხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოსი აქრეოლოგიც კი დაინტერესდდა კუნძულით. იქ სამუშაოები მიმდინარეობს. იკვლევენ ყველაფერს და მალე გაარკვევენ თქვენ მიერ დაკრძალული ადამიანებსი ვინაობას. გემის რაღაც ნაწილში რომელიც თქვენ ვერ შეამჩნიეთ ნახატებიც იპოვეს მოკლედ არ ვიცი ჩვენი საერთო იდეა რამდენად შეისხამს ფრთებს ,მაგრამ ფაქტია მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოხვდება კვლევების შემდეგ კუნძული !
-ძალიან კარგია...მიხარია და რა იდეაზე საუბრობთ?
-კუნძული ვიყიდეთ...ყველამ ერთად და გვინდოდა დასასვენებელ ზონად გვექცია ბუნების მაქსიმალური დაზიანებით ამას ბევრი მუშაობა დასჭირდება და მიხედავს საჭირო ხალხი მაგ ამბავს
-აქამდე რატომ არ მითხარით ... კუნძულის ყიდვა და თან იქაურობის შეცვლა რა ხარჯებს მოიცავს
-მხოლოდ მე არ მიყიდია ...მართალია შენს საკუთრებაში იქნება ამას რომ მოაწერ ხელს ,მაგრამ ყველა ვდებთ ინვესტიციას - მაგიდაზე დოკუმენტები დაუდო -აქამდე ვაგვარებდით ამ საქმეს არც ვიცოდი რამდენ ხანს გასტანდა შეძენის პროცესი ამიტომ არაფეირ გითხარით!
-მოკლედ ასე პატარა ქალბატონო ის ადგილი ახლა შენია - ლუკამ ხელები ერთმანეთს შემოჰკრა და გაუცინა
-თუ გინდა უცვლელად დარჩება და უბრალოდ იქნება შენს საკუთრებაში - ალექსანდრემ მიუგო და მერე აქამდე მდუმარედ მყოფ დიდებულიძეს გახედა ნოდიკომაც არ დააყოვნა და კალამი ვაკოსაც დაუდო წინ
-ვიფიქრეთ რომ ის ადგილი ორივესი უნდა ყოფილიყო ასე რომ მხოლოდ ხელმოწერა რჩება ვაკო- ნოდიკოს სიტყვებმა როგორც კი გაიჟღერა მხატვარს მთელი სხეული დაეჭიმა და აშკარა ბრაზი გამოესახა სახეზე. არცერთ მიუქცევია ყურადღება მისთვის არც იმისთვის თუ როგორ წამოდგა და როგორი სიმშვიდით სთხოვა ნათლიას გაყოლა
-შეგიძლია აქ დამელაპარაკო ვაკო...ხომ გითხარი მათთან დასამალი არაფერი მაქვს კარგად იციან როგორი ხარ .მთელი ცხოვრებაა გიცნობენ შორიდან
-ნათლია! - კბილებში გამოსცრა კიდევ ერთხელ და მერე მაგიდას მუშტებით დაეყრდნო ისე რომ გააფთრებული დასცქეროდა ნოდიკოს - როდის მერე დაიწყე ჩემის ურვილის გარეშე ქმედება ,უკითხავად მითუმეტეს . დაგავიწყდა რომ მას მერე არ ვიღებ შენგან საჩუქრებს რაც პირველი ხელფასი ავიღე? ! ისიც დაივიწყე რომ კატეგორიულად აგიკრძალე ფულის ფლანგვა ჩემი სიამოვნებისთვის . არ მჭირდებოდა ეს და იმიტომ ახლა კიდე კუნძულს მჩუქნი? ! ხომ იცი რომ მახრჩობს ეს ყველაფერი და მაინც გააკეთე ეს ? - ისე საუბრობდა ყვირილის ტოლფასი იყო მაგრამ სხვის სახლში მაინც არ კარგავდა კონტროლს ,თვალებიდან ცეცხლს ისროდა- რა თქმა უნდა ხელს არ მოვაწერ. ჩემი წილიც ქეთევანის საკუთრებაში იქნება!
-ყმაწვილო ჩვენი იდეა იყო და ამით შენი თავმოყვარეობის შელახვას არ ვაპირებთ უბრალოდ ქეთევანს დაბადების დღის საჩუქარი გადავეცით - კოტემ გადაწყვიტა ჩაერევა
-გასაგებია, ვაფასებ თქვენს ჟეტს მაგრამ უარს ვამბობ ! ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ თუ სხვა რამ არ გსურთ . თუ შევძლებ აუცილებლად ვეწვევი კიდევ ერთხელ იმ კუნძულს თქვენთან ერთად - საუბრობდა მაგრამ მაინც ნოდიკოს უყურებდა ანთებული მზერით . შემდეგ სავარძელში მოტავზებულ გაყუჩულ ქეთევანს დახედა ოდნავ დაუკრა თავი და წავიდა.
-და შენ მეუბნებოდი მამას არ ჰგავსო? მისი ასლია - ეს რომ თქვა დემეტრემ მხოლოდ მაშინ შემობრუნდა ქეთევანი და წინ მიმავალ ვაკოს მზერა მოაშორა.
-დამცინი? გურო რო ყოფილიყო მის ადგილას ასე კი არ მეტყოდა ზედ დაგვამხობდა ამ მაგიდას და გადაგვაყლაპებდა ამ საბუთებს ...ამას თუ დასჯერდებოდა კიდე ხო
-ის უბრალოდ თვითკონტროლის დიდი ნიჭითაა დაჯილდოებული! ნუ მასწავლი დიდებულიძეს ,ქეთევან შენ კი შეგიძლია წახვიდე და იფიქრო ამ ამბავზე - მშვიდად სებრუნდა მისკენ და სანამ სიტყვას იტყოდა მანამ ანიშნა რომ ვერაფერს გაიგებდა მისგან მეტს.
იცოდა ამ დროს გოგონები აბაშიძესთან იყვნენ ბინაში და იქეთ წავიდა. ბინის კარი როგორც კი გააღო მაშინვე მსიაღებისკენ დაიძრა და ქორივით წამოადგა თავზე გოგონებს
-იცოდით კუნძულის ყიდვას რომ აპირებდნენ?
-რა კუნძული
-არ არსებობს იყიდეს?
-კაი რა ახლა კუნძული რაში ჭირდებოდათ რაც გვაქ იმასაც ძლივს ვუვლით
ყველას უკვირდა მარიამი იყო მშვიდად და მას დააცხრა
_შენ ქალბატონო არაფერს იტყვი?
-მე მომიხდება ყველაფერის მოგვარება ისევ და საქმე დამემატა რადგან ყველა დანარჩენი უმაქნისია ამ საქმეში !
-და ჩემთვის თქმა აზრადაც არ მოგსვლია ხომ?
-ინფორმაციას ვფლობ ,მაგრამ არ ვავრცელებ ხომ იცი
-როგორ ვერ ვიტან მაგ სიტყვებს !
-რა გაბრაზებს პირველი საკუთრებაა შენს სახელზე თუ მეორე...მილიონებს რომ ფლობ ახლა გაიგე?
-ვაკო გაგიჟდა ... გაბრაზდა ცოფებს ყრიდა
-კაი ღადაობ? ის და გაგიჟება?
-მართლა გოგო?-ნუკიმ კისკისი დაიწყო- სად არ ვიყავით მარიამ ხვდები? მაგ ანგელოზის გაბრაზებას მაყურებინა ერთი რა . იმედია სახლი არ გაანადგურა შენთან იყვნენ ქეთუშ?
-თქვენი ქმრებივით გიჟი კი არაა ყველაფერი დაამსხვრიოს და სხვის სახლშიც ველურივით მოიქცეს
-ოჰ უცებ გაგვილანძრა ბიჭები ..აბა რანაირად გაგიჟდა
-წესების დაცვით ალბათ - მარიამმა თქვა და თვალები აატრიალა- როგორ უძლებ კაცი რო მოთმინებას არასდროს კარგავს სუფთა ლოდი გამოდის როგორი გრძნობებითაც არ უნდა იყოს სავსე. ცეცხლი რომ არ მოდის კაცისგან მაგაზე მეტი მოწყენილობა რა გინდა
-შენ ვინც გწვავს გყოფნის! ისედაც გაბრაზებული ვარ შენზე და შემეშვი
-რეზისთან იქნება და შეგიძლია წახვიდე. თავის ბინაშია ბატონი სახლში ყოფნას არ კადრულობს აქ ხომ არ მოიკლებს ქართველ ნაშებს - ლილემ იდეა მიაწოდა უცებ და ისიც წამოდგა
-წავედი !
-ოჰ მოკლედ რა შენ რო არ დააწყნარო ისე არ ქნა..იქნებ და რა თერაპიას უტარებს რეზიკო
-ნანო ამათ ნუ უსმენ გიჟები არიან და შენც გაგაგიჟებენ. ანდროც გეყოფათ ოჯახში გადარეული - ერთადერთ მსვიდ გოგოს გაუღიმა და მერე წავიდა.
სანამ მივიდოდა მანამ დაურეკა რეზის,მაგრამ ლილე შეცდა იქ არ იყო დიდებულიძე.
თავად მიხვდა სადაც იქნებოდა და პირდაპირ მისი სამხატვროსკენ წავიდა.
ეზო სწრაფად გაიარა და მხოლოდ მაშინ შეჩერდა წელს ზემოთ შიშველ მხატვარს რომ შეხედა. იდგა და სწრაფად ამოძრავებდა ფუნჯს ქარალდზე. მხრების ხაზი ერხეოდა და შორიდანაც ჩანდა როგორი დაჭიმული ჰქონდა სხეული. კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი უყურებდა მხატვარს იფიქრა რომ უკვე მშვიდად იყო და ხელს აღარ შეუშლიდა უცებ რომ მოიფრიალა ფუნჯი დიდებულიძემ და საღებავებიც მთელს იატაკზე დაღვარა. უცებ შეხედა დევდარიანს და თითქოს გაქვავდა, ისე იყურებოდა როგორც დამნაშავე
-ქალღმერთო - ხრინწიანი ხმით წარმოთქვა მისი ხმა , თითქოს სხეული მოეკრუნჩხა. მაინც ვერ აქრობდა ყელში მოწოლილ ბრაზს და ეს უფრო აგიჟებდა
ქეთევანისთვის უცხო არაფერი იყო.იმდენის სიგიჟის მომსწრე იყო ისეთებს იყო შეჩვეული,ისეთები იყო ჩვეულებრივი ქცევა მისთვის ეს მცირედი კონტროლის დაკარგვა არაფერს ნიშნავდა. ხვდებოდა ასე რატომ იყო ვაკო და სიხარულით იბადრებოდა. უყურებდა და იღიმოდა ,სულ აურია ფიქრები დიდებულიძეს რომელიც ოთახის შუაგულში სარებავებში მოსვრილი იდგა და დაბერილი ცისფერი ძარღვებიც კი შეღებილი ჰქონდა. ჩანთა იქვე დატოვა და მისკენ დაიძრა საღებავები მაჯიდან იდაყვისკენ გადაუსვა თიტებით და პრესზე დარჩენილი ფერადი წვეთებით გაუნაწილა.
-მხატვარო საკუთარი თავის გამოხატვა გაშინებს და გაბრაზებს ყველაზე მეტად ,ბრაზი რომ ჩნდება თუ არ გამოუშვი სხეულიან ისე ვერ გააქრობ. ერთად დაგროვდება , აი აქ დაეხვევა და მერე მთელს სხეულს მოშხამავს- მკერდზე წრე შემოხაზა თითებით და შემდეგ სხეულზე გადაატარა. დიდებულიძე სულ მთლად შეხებილი იყო, სხეულზე ფერადი ხაზები მიჰყვებოდა სახეზეც კი ჰქონდა ფერადი წერტილები - გაბრაზებულიც საოცარზე მეტი ხარ - ხელები მხრებზე მოხვია და გალურჯებულ ტუჩებზე აკოცა.მალევე აუჩქროლდა სისხლი დიდებულიძეს,გაყინული სხეული გაუხურდა, დაჭიმული კუნთები მოუდუნდა და ქალის სხეულს მარწუხებივით მოხვია ხელები .
-სასწაული ხარ ,ჩემ ცხოვრებაში მოვლენილი სასწაული ჩემო ქალღმერთო
-ის კედელი არ მომწონს ... გავაფერადოთო ხომ მიტხარი ხოდა დროა მივხედოთ-უცებ დაუსხლტა ქეტევანი . შარვალი და მაისური გაიხადა, ვაკოს საღებავებიტ გაფერადებული პერანგი ჩაიცვა, ფანქარის საშუალებით შეიკრა თმა და წინ აესვეტა ისევ ბიჭს-აბა სად არის საჭირო საღებავები?
კედლის შუა ნაწილზე ხატვა რომ დაიწყო ვაკომ უცებ გაჩერდა ქეთევანი და წარბებსეკრულმა გახედა
-მე მხატავ? ვიჩაგრები ასე ...შენ ხატავ და მე ? რატო მხატავ მე თან ასე სწრაფად
-არაფრის და არავის ცქერა მინდა . შენ კი გითხარი რაც უნდა გააკეთო
-ოოო არ მინდაა მე ასე ვერ ვხატავ თან მე ტუ მხატავ ეს ფერები არ მინდა მაშინ საერტოდ რა ფერი უნდა გამოვიყენო ვერ ვხვდები
-ყველა რაც კი მანდაა
-როგორ ახერხებ ხატვას და ლაპარაკს ერთდროულად
-შენი ნაკვტები ზეპირზე ზეპირად ვიცი ქეთევან მათი გახსენება და ფიქრი არ მჭირდება -გაბუტულ გოგოს თავისუფალი ხელი მოხვია და სხეულზე მიიკრა- ხომ მიტხარი ყურება მინდა როგორ ხატავო ახლა კი მებუტები - ცხვირზე აკოცა და მერე გაუღიმა
-მაინც გაგებუტე ... მჩაგრავ შენ მე
-შენ კიდე გონებას მირევ ,მაჩლუნგებ მაგრამ ვამბობ რამეს? - მეორე ხელიც მოხვია და სუფტა კედელზე ააკრა რომ უნდა ეკოცნა უცებ დაიხარა.საიდანღაც ახალი საღებავის ქილა გამოიღო დიდ თეფშზე დაასხა და ქეთას ხელი ჩაყო- ასე დავხატოთ - თავადაც შეიღება ხელისგული და მერე გოგო აიყვანა -ახლა ხომ წვდები კედელს
-ხელით როგორ დავხატო
-ხაზებს ფორმა მიეცი ... უბრალოდ შეეხე კედელს და მიხვდები ...იგრძნობ ქეთევან.ამას წინასწარ ვერ დაგეგმავ
-საღებავები არ აირევა?
-მხატვარმა კარგად იცის როდის რომელი საღებავი უნდა გამოიყენოს ზარმაცობ ქეთევან -ხელი უფრო მოუჭირა ბარზაყზე . გოგომ მისი ხელის გვერდით მიაბჯინა ხელისგული. ერტად დაიწყეს სვლა ზემოდან ქვემოთ ორ სხვადასხვა ფერად იღებებოდა კედელი .შემდეგ ერტმანეთს აერია საღებავები .ოთახი ჩააბნელა ვაკომ და ციმციმი რომ დაიწყო ფერებმა ქეთას სახე გაუბრწყინდა. თითქოს ერთმანეთში ირეოდა ფერები და ცისარტყელას ქმნიდა. ბოლოს უფორმო, სრულიად არეული ერთმანეთში გადასული ფერადი სივრცე შეიქმნა რომელშიც ქეთავანის გამოსახულება ისე ჩანთა თითქოს ამ სივრცეში ფარფატებდა.
დივანზე ისხდნენ , ორივე ამოთხვრილი იყო საღებავებში. ქეთევანს ისევ ვაკოს სამხატვრო პერანგი ეცვა. ბიჭის სუფთა მაისური და ქეთას ტანსაცმელი ერთად ეწყო ოთახის ერთ კუთხეში . ხელიდან მოიშორეს საღებავები ,ნაწილობრივ გაისუფთავეს სახეც და ისე უცქერდნენ კედელს
-როგორ შეგიძლია ასე მალე ასეთი საოცრების შექმნა
-გამოსახულების პატრონია საოცრება ... და შეუძლებელია ცუდი გამოვიდეს თანაც შუაღამეა უკვე ქალღმერთო
-აქ დავრჩეთ ,გთხოვ -სანამ უარს ეტყოდა მანამ ახედა და იცოდა უარს ვერ ეტყოდა
-ქეთევან შხაპი უნდა მივიღოთ ... აქ კი ამის შესაძლებლობა არც კი ვიცი არის თუ არა
-არის...ონკანი ხომ შეაკეთე ხოდა მოვიშორებთ საღებავებს ...აქ დავიძინოთ სახლში თუ არ გინდა ყოფნა
-ქალღმერთო
-უარს მეუბნები?- ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს ნაწყენი იყო და ცოტა აკლდა ტირილამდე -მხატვაროოო
რა თქმა უნდა ბოლოს ორივე მოწესრიგდა, დივანზე დაწვნენ და ერთმანეთს ჩაეხუტნენ
-იქნებ წავიდეთ ...
-აქაურობა როგორ შეიქმნა... ოჯახის საკუთრება იყო ეს სახლი თუ შენმა მშობლებმა ააშენეს
-მამამ იყიდა ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე და მარტომ მოაწყო ... ქორწილის დღეს დედა პირველად მოიყვანა ამ სახლში. გეგმის მიხედვით ეს უზარმაზარი სახლი მათი შთამომავლების მყუდრო თავსესაფარი უნდა ყოფილიყო
-არ გინდა რომ მათი ერთი ოცნება მაინც აასრულო?
-ქეთევან რას მთავაზობ
-სიცოცხლე დაუბრუნე ამ სახლს და ნახავ რომ შენი რაღაც ნაწილი დამშვიდდება დამიჯერე ,აქაურობას ასე რომ უყურებ უფრო მძიმეა შენთვის
-აქ ვერ ვიცხოვრებ არ შემიძლია
-უბრალოდ ყველაფერს დაუბრუნე ელფერი და იქნებ მანამ მეც მომინდეს შენთან ყოფნა
-ახლა არა ხომ?- წარბები შეკრა და დაუბღვირა.ქეთიმ გაიცინა და ლოყაზე უკბინა- ქეთევან !
-რაა ... გემრიელი ხარ გაეკრიჭა და ნაკბენ ადგილას აკოცა - აბა თანახმა ხარ თუ არა
-ვიფიქრებ!
-მხატვარო ნუთუ არ გინდა მე და შენ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი
-მე და შენ ერთად რაც უნდა გავაკეთოთ ვიცი ვინც არის და თუ შეიძლება ჩანართებს ნუ აკეთებ
-ვიიიინ?- უცებ წამოიწია და ზემოდან დააცქერდა-ვინ ... მხატვაროოოო
-ქეთევან ...
-მე და შენ ერთად მხატვარო -თვალებში უყურებდა და შეძლებელი იყო მისთვის უარის თქმა. ვაკოს არც არაფერი უთქვამს უბრალოდ თვალები დახუჭა ,თვალები მკერდზე დაადებინა და მანამ ეფერებოდა თმაზე სანამ ორივეს არ ჩაეძინათ.
.....
ხალიჩაზე ,პლედში გავხეულები იწვნენ .
დათას სხეულზე მოქცეული სუნთქვის დარეგურილებას ცდილობდა .თავი მკერდზე დაადო და იქვე აკოცა
-სულს განვუტევებ ერთხელ - ანდრონიკაშვილმა ოხვრით თქვა და ხელები ხალიჩაზე გაშალა.ფარჯიანს გაეცინა და თითების მოძრაობა დაიწყო მის პრესზე .კოცნით ყელისკენ გადაინაცვლა და ნაკბენ ადგილას რომელიც წითლად მოჩანდა სველი კოცნის კვალი დაუტოვა - მარიამ ...
-რომ ვერ ვლაპარაკობ ხომ ხედავ ,მადროვე - მის კოცნას განაგრძობდა და უკვე სახეზე კოცნიდა -წვერი დაბალზე შეიჭერი თორემ თავად მოგიხერხებ რამეს - უცებ წამოიწია , გასლილი თმის ნაწილი მკერდს უფარავდა ,პლედი წელზე ჩაცურდა და მხოლოდ საჯდომს უფარავდა
-დღეს ძალიან დაიღალე ?- ანდრონიკაშვილის თითები ჯერ ყელზე შეხო შემდეგ ქვემოთ სვლა დაიწყეს მკერდზე შეეხნენ.მონუსხული უყურებდა,ისე თითქოს პირველად ხედავდა, ეხებოდა და გრძნობდა . თიტებით გაურკვეველ მოხაზულობას აკეთებდა, შემდეგ მუცლისკენ გადაინაცვლა , გაშლილი ხელისგული გადაატარა და წელზე შეუცურა იქ სადაც მეორე ხელი ჰქონდა მოხვეული და ორივე ერთად შემოაჭდო .იქაც ვერ მოისვენა ხერხემალს აუყვა ისევ უკან დაბრუნდა და წელზე მოფერება დაუწყო .მარიამმა თავი უკან გადასწია ,მისი თმა ხელებზე შეეხო .გააჟრჟოლა,მთელს სხეულზე ტაომ დააყარა. უცებ წამოიწია და ისევ აეკრო სხეულზე ქალს .სახე მის ყელში ჩამალა და სურნელი ბოლომდე შეისრუტა მასთან შერწყმული საკუთარი სურნელი ამოიცნო და გაეღიმა ,კმაყოფილების ტალღამ დაუარა სხეულში.
-ყველაფერი მოვაგვარე გამთენიისას წავალთ მუცოში - არც კი შეტოკებულა ისე თქვა და შემდეგ თითები ახლართა მის თმაში
-მუცო?!
-მოითმინე და ყველაფერს ნახავ
-იმ სამმა იცის რას გეგმავ?
-იმ სამმა მითხრა ჩვენ არ შეგვიძლია მაგათთვის საოცნებო ქორწილის დაგეგმვაო
-და შენ აპირებ სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ გოგოს ერთი ქორწილი და სამივესთვის საოცნებო აჩუქო? - მაინც მოშორდა მის ყელს, ცხვირით ლოყაზე ეხებოდა, შემდეგ თვალებში უყურებდა
-კიდევ ერთხელ გაგაოცებ დათიკო .არა მხოლოდ შენ - დაწითლებული ტუჩები მის ტუჩებს შეახო, გაუხახუნა და შემდეგ ტუჩებსორის მოიქცია -ერთ საათში სახლში უნდა ვიყო ,გაითვალისწინე- უკვე ვნებამორეულმა ჩასჩურჩულა ყურში და კვნესა აღმოხდა როცა ბიზგი იგრძნო .უხეში იყო ანდრონიკაშვილი ,შემდეგ გასაგიჟებლად ნელა მოძრაობდა და ფარჯიანი კიდევ ერთხელ გაიყვანა სხვა სამყაროში-დააა- თუუ- ნააა
სახლში რომ დაბრუნდა ღამის პირველი საათი იყო . ანდრო,გიორგი და ბათუ შეშლილი სახეებით ისხდნენ მისაღებში და სიგარეტის კვამლში იყო ყველაფერი დაფარული
-რა ჯანდაბაა!- ფეხსაცმლის კაკუნით შეაბიჯა ,ჩანთა იქვე დადო და ფანჯარა გააღო - რა დღეში ხართ
-მარიამ რა ჯანდაბას გვიპირებ - ბართლომემ ამოთქვა და განადგურებული მზერა მიაპყრო
-რა კარგ დროს გაგახსენდათ ვგიჟდები. აქამდე კარგად ერთდობოდით სამივე თქვენს გოგონებთან ,ზაფხულის არდადეგების პირველ კვირას არ აღნიშნავდით
-ჩვენი წამება სიამოვნებას განიჭებდა სულ ვიცით ,მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის - გიორგიმ შეკრული წარბებიდან ამოხედა
-დაელოდეთ ... ყველაფერი შესანიშნავად იქნება . არ დალიოთ, ნუ მოწევთ და ფხიზლად იყავით. იაზროვნეთ ,სხვა არაფერი გევალებათ ნუ მერე რომელსაც ნამდვილად პირველი ღამე გექნებათ მოემზადეთ ,ისინი მითუმეტეს ვისაც პირველღამედ ქცევა მოუხდება მაგ ღამის და ახლა დაიძინეთ. წამალი დალიეთ და დაიძინეთ თქვენს თქვენს ოთახებში. უყვარხართ მარიამ დაიკოს- გაიცინა სამივეს ხმაურით აკოცა ,ჩანთა აიღო და საძინებლისკენ წავიდა. საშინლად ეძინებოდა და ძალების აღდგენა ესაჭიროებოდა. შხაპი მიიღო , საცვალი მოირგო და გრილ ზეწარზე დაეშვა. დილამდე არ სერხეულა, სემდეგ მაღვიძარამ დარეკა ,თავი წამოსწია რამდენიმე შეტყობინება გაგზავნა და რამდენიმე წამის შემდეგ წამოდგა. თავი მოიწესრიგა, კაბა მოირგო და მშვიდად დატოვა სახლი. ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც სურდა, ინფორმაციას იღებდა დაქირავებული პერსონალისგან და საქმის ბოლო დეტალებს აგვარებდა კაბინეტში.
საღამოს დიდ დარბაზში შეხვდა შერჩეულ პერსონალს და ინფორმაციას დაელოდა
-ყველას მიუვიდა მეილზე შეტყობინება და მოსაწვევი ბარათიც . ყველამ იცის დრო,ადგილი და საკუთარი მაგიდის ნომერი-პირველმა დაიწყო
-მადლობ ეკა... მაკო რესტორანსი რა ხდება?
-ხვალ საღამოს ყველაფერი დახურული იქნება. ყველა მზარეული ადგილზეა, დეკორატორებსაც მზად აქვთ ყველაფერი,არავითახი ხარვეზი არ ფიქსირდება. მზადება დილიდან დაიწყება და ზუსტად 10 საათზე მიიღებს სტუმრებს და ახალდაქორწინებულებს. მომღერლები მოწვეულნი არიან, ყველაფერი ისე იქნება როგორც დაგეგმეთ... ამინდის ცვლილების შემთხვევაში მთელი სივრცე დაიფარება გაჭვირვალე ჭერით საიდანაც წვიმის წვეთების დანახვასაც კი მოახერხებენ

-გმადლობ მაკო... ოპერატორებთან დაკავშირებით რას მეტყვით
-ყველა ადგილზე იქნება ყველა დეტალს დააფიქსირებენ . ფოტოგრაფებიც მზად იქნებიან და როგორც თქვით ყველა დეტალი აღბეჭდილი იქნება ამ საოცარ დღეს
-მანქანებთან დაკავშირებით რას მეტყვი გიგა
-ყველა მძღოლი გაფრთხილებულია, მანქანები გამზადებული იქნება ყველას სახლში დილის 3 საათზე .
-კაბები და ბეჭდები მოიტანეს?
-დიახ ქალბატონო მარიამ . ვიზაჟისტებიც ადგილზე იქნებიან კაბებთან ერთად და საპატარძლოები სამი საათისთვის მზად იქნებიან
-იმედია გაუძლებენ ორ დღიან ღამისთევას... სხვა ყველაფერი რიგზეა. გმადლობთ გაწეული სამსახურისთვის -წამოდგა მსუბუქად გაუღიმა ყველას და სახლისკენ გაემართა.
ღამის პირველი იყო სახლში ხმაური რომ ატყდა. მარიამი მშვიდად წამოდგა საწოლიდან და მზადება დაიწყო. რეკორდულ დროში მოემზადა და ოთახიდან გავიდა
-რა ხდება მარიამ ვერ გვეტყვი? - ნუცა ჭკუაზე აღარ იყო
-შვილის ქორწილი გაქვს დედიკო დღეს და ორი საათი გრჩება მოსამზადებლად. ბათუ სად არის მამა?
-კიდევ იტყვი რომ შენ გგავს ეს გოგო? - თორნიკემ შვილს ხელი მოხვია და აკოცა-ოთახშია იცვამს და თუ მიეხმარები კაგრი იქნება,მეშინია თავი არ დაიხრჩოს იმ ბაბთით ,წამომყევი ჩემო სექსუალორობავ უნდა მოვემზადოთ - ნუცას ხელი მოხვია წელზე და საძინებლისკენ წაიყვანა.
მარიამი ბათუს ოთახში იყო და ბიჭს ჩაცმაში ეხმარებოდა, თან მის ბუზღუნს უსმენდა სანამ მოთმინება არ ამოეწურა
-აბა ახლავე გაჩუმდი, დამშვიდდი და ჩაიცვი ეს ოხერი პიჯაკი ! მე რა გთხოვე იაზროვნე-თქო რა ჯანდაბა გჭირს
-მარიაამ ყველაფერი რომ ჩაივლის თუ გადავრჩით ამ სიგიჟეს მერე არ ვიცი ..ა.რც კი ვიცი რას გავაკეთებ შენთვის - ლოყაზე აკოცა და მერე სახლში შემოლაგებულ ბიჭებს გახედა
-მოვედით ... ჯანდაბა რა იყო ეს ასე სწრაფად ცხოვრებაში არ ჩამიცვია . დროც გათვალისწინებული გაქვს ქალბატონო? ეს პაპარაცები რომ დამყვებიან იმედია ბოლო ვერსიაში არ იქნება ჩემი არეული თმებით ფოტო-ლაშიკო იცინოდა და თან თმას ისწორებდა- აბა ხომ ვარ სიმპო
-საოცრებები ხართ ყველანი...თქვენი დები სად არიან
-წარმოუდგენელია მაგრამ მალე მოვლენ... მარიამ საოცრება ხარ შენ თავს ვფიცავარ
ეს და მსგავსი ათასი წინადადება ესმოდა რამდენიმე საათის განმავლობაში . მერე როცა ყველგან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და დედოფლებთანაც მიაღწიეს, იქ შეხვედრები გაიარეს, ერთად აღმოჩნდა მუცოსკენ მიმავალი მანქანების ესკორტი . თენდებოდა და ყველაფერი იმდენად საოცარი იყო ჟივილ ხივილი არ აკლდა გარემოს.
ნანკა, ანანო და მაშო ისევ შოკში იყვნენ. უბრალოდ გრძნობდნენ გაოცებას, სიხარულს და ბედნიერებას. ჭარბად იმდენად ჭარბად რომ დედამიწაზე დაბრუნებაც არ შეეძლოთ.
საოცრება იყო მთაზე ,მზის ამოსვლისას ჯვრისწერა . საოცარი იყო მშობლების თვალზე გაბრწყინებული ცრემლი და მარიამის კმაყოფილებით სავსე ღიმილი, ნათლიას მოეხვია და მანაც ჩურჩულით უთხრა
-ჩემი საამაყო გოგო ხარ, ჩემი სახელის დიდებული მატარებელი
-უზომოდ მიყვარხარ ნათლი
შემდეგ ნელ-ნელა იწყებოდა გამოფხიზლება,უკვე აღარსად ეჩქარებოდათ. ყველაფერი დამშვიდდა, ფოტოების გადაღების ჯერი დადგა. ყველაფერი მშვდიად მიდიოდა, ყველაფერი საოცრად იყო. როგორ შეიძლებოდა იქ ,იმს აოცარ ადგილას რაიმე ცუდად მომხდარიყო. ამინდიც კი საოცრად თბილი იყო ,ესეც კი ხელს უწყობდა მარიამის გეგმას.
-მობილური რომ ამღერდა და საიდანღაც უცნობდა მაღვიძარამ ყვირილი დაიწყო გონს ძლივს მოვედი ! - დათა ედგა წინ და მონუსხული უცქერდა - სახლში ყველა ემზადებოდა. დედას ქოთქოთი ისმოდა. მაშო კარგა ხანს უყურებდა კაბას და ვიზაჟისტებს რომლებიც გაღვიძებიდან ხუთ წუთში მის ოთახში იყვნენ. მერე კივილი და ხტუნვა დაიწყო დედამ ძლივს დაამშვიდა . შემდეგ გოგონები გამოჩნდნენ და ნეტა გენახა რა ამბავი ტრიალებდა სახლში
-მაღიარე ბოლოს და ბოლოს
-დიდი ხანია გაღიარე ხომ იცი არა?- ხმა დაუტკბა ხელები წელზე მოხვია და აკოცა- უნდა გითხრა რომ საოცრად გამოიყურები ამ კაბაში ,მგონი დროის გამონახვაც შესაძლებელი იქნება და სახლშიც პიოვით თავისუფალ ოთახს- ყურთან კოცნიდა და ეჩურჩულებოდა ,პარალელურად შიშველ ფეხზე დაატარებდა ხელებს ,რომელიც კაბის ჭრილიდან მიმზიდველად ჩანდა
-ნახევარ საათში ... ფოტოები უნდა გადავიღო და შემდეგ - მშვიდად გაეცალა და პოზირება დაიწყო.
სიგიჟე იყო სხვისი ქორწილის დაგეგმვა ? საშინელება იყო როცა სხვა ქმნიდა იმ ყველაფერს რაც პატარძალს უნდა გაეკეთებინა? თუ უბრალოდ „შავ“ საქმეს აკეთებდა ფარჯიანი,რომელმაც მარტივად მოახერხა სამივე პატარძლის სასურველი კაბის გარკვევა შემდეგ ისე შეიძინა რომ არცერთს დასჭირდა მოსაზომად სიარული,წუუწნი და დროის ხარჯვა. ზუსტად ისეთი ბეჭდები დაამზადებინა რომელიც თითოეულ მათგანს სურდა. სწორედ ისეთი ვაცხნილობა ჰქონდათ როგორიც ჩაიფიქრეს. ამ ყველაფრის გარკვევას კვირების განმავლობაში ცდილობდა , კაბას ელოდა ღელავდა და თან ამ ყველაფერს კომპანისი საქმეებს უთავსებდა. ფერებიც კი ისე ჰქონდა შერჩეული რესტორნისთვის რომ სამივეს გემოვნება დაეკმაყოფილებინა. მუცოში ქორწილი მხოლოდ ახლობლების თანდასწრებით ანანოს დიდი სურვილი იყო და შეასრულა, ნანკას სიგიჟე იზიდავდა, გამორჩეული ცანაფიქრი და ეს მაშინ მოხდა როცა გამთენიისას დაიწერა ჯვარი და მანამდე საოცარი გზა გაიარა. მაშო კი მთაზე გიჟდებოდა და არასდროს ინანებდა იმს აოცარ ადგილას ჯვრისწერაზე.
ანანოს კლასიკური უზარმაზარი სადედოფლო კაბა ეცვა მინიმალურად გაფორმებული . სადა და ამავე დროს ელეგანტური იყო ნანო.
მაშოს მაქსიმალურად კომფორტული, გიპიურის მკლავებით კაბა ეცვა მთლიანად უზურგო და წელიდან გაშვებული.
ნანკას კი ყველაზე სექსუალური პატარძალი იყო .რაღაც საოცარი კაბა ჰქონდა არჩეული თითქოს ვერ უნდა სეექმნათ სიეთი იმდენ რამეს ითხოვდა იმდენად პრეტენზიული იყო. მარიამს გაუჭირდა დიზაინერის დარწმუნება,მაგრამ ახლა როცა საოცნებო კაბა ეცვა და წუნსაც ვერ პოულობდა მულს ჯვრისწერის შემდეგ მთელი ხმით ეძახდა „ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მული მარიამ ფარჯიანიაო“ მთები ბანს აძლევდა და ექოდ ისმოდა მისი ხმა დიდხანს.
ბიჭებისთვის სულერთი იყო ყველაფერი , მათთვის მტავარი თავიანთი გოგონების ბედნიერება იყო. ახარებდათ ის რომ ისინი იყვნენ კმაყოფილები, იმდენად რომ გამოხატვასაც ვერ ახერხებდნენ. მხოლოდ მათთან ყოფნა სურდათ და ახლა როცა ღვთის წინაშე დაქორწინდნენ არარაფერი ადარდებდათ.
ყველას სურვილი იყო გათვალისწინებული, გააზრებული და ბოლო დეტალამდე შესწავლილი.
გზაში ამოწმებდა რესტორანში მიმდინარე პროცესებს. იქ უკვე ხელმოწერის ცერემონია იქნებოდა. სტუმრები დახვდებოდნენ და ნამდვილი ქორწილიც დაიწყებოდა. მგზავრობის დროც კი გათვლილი ჰქონდა. აკვირდებოდა ფოტოგრაფებს, ოპერატორებს და ყველა მომენტს.
მხოლოდ მაშინ დამშვიდდა როცა რესტორანში შევიდნენ. ეზო ნამდვილად საოცრება იყო.ყველაფერი იმდენად დახვეწილი იყო, არაფერი ზედმეტი . სტუმრები ელოდნენ წყვილებს. ხელისმოწერაც დასრულდა და შემდეგ ერთი ღრმად ამოისუნთქა ფარჯიანმა. თავის ადგილს მიაშურა სხვების მსგავსად და უბრალოდ მდუმარედ დაჯდა. აღარაფერს უყურებდა, აღარც უსმენდა . უბრალოდ ძალის აღდგენას და დამშვიდებას ცდილობდა.
შემდეგ უბრალოდ ყველა ერთობოდა, ყველა ფენისთვის სასიამოვნო სიტუაცია იყო . კლასიკური მუსიკიდან დაწყებული ნაციონალურისა და კლუბურის ჩათვლით ყველაფერმა გაიჟღერა იმ ღამით.
-კიდევ ვერ გამოვდივარ ეიფორიიდან ... არ მინდა დასრულდეს- ნუკი უყურებდა და იღიმოდა
-კიდევ არ მჯერა რომ ეს ყველაფერი დაგვიმალე ყველას და მარტომ გააკეთე
-საოცრება ხარ ხომ იცი
-ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება . არავის დაავიწყდება !
-ის ფოტოები საიდან გქონდა .როდის სეკრიბე ბიჭებიც კი გაოცებულები იყვნენ... ბათუს ყველა ოინი იყო. ღმერთო შოკირებული ვარ
-ჩემო მარიამ... რა არ გამიკეთებია ცხოვრებაში ,ვფიქრობდი რომ ჩემზე დიდი ფანტაზიის უნარი,მეტად დახვეწილი საქმის შემოქმედი არავინ იყო შენ კი ყველა ჩემი რეკორდი მოხსენი - მარიტა იყო ეს უკანასკნელი .
-უკვე დავიღალე! რას ვერ ვიტან ყველაზე მეტად იმას აკეთებთ ახლა და გინდათ აქედან გავიქცე? მადროვეთ გავერთო ჩემი ძმის ქორწილში - უცებ გააჩუმა ყველა ამჯერად კატეგორიული იყო წავიდა და გაბრიელთან ერთად ვალსს ცეკვავდა სხვა წყვილების გარემოცვაში. ბიჭს არაფერი უთქვამს კომპლიმენტის გარდა. შემდეგ სიმღერა დასრულდა , ახალი მელოდია გაჟერდა. მაგიდისკენ ბრუნდებოდა საყვარელი სეხება რომ იგრძნო. წამში აღმოჩნდა ანდრონიკაშვილის სხეულზე აკრული ტანგოს მელოდიას აყოლილი და მთელი დღის მანძილზე ყველაზე ბედნიერი,როცა ყველა უჯრედი სიხარულით უძგერდა და როცა მშვიდად იყო,არავინ იყო ირგვლივ და სრული ჰარმონია სუფევდა.
გონს რომ მოვიდა მელოდია აღარ ისმოდა, წამიერი სიჩუმე სუფევდა და არავინ იღებდა ხმას.შემდეგ ერთიანად გაისმა აპლოდისმენტების ხმა. ანდრონიკაშვილის ხელები მოშორდნენ. რევერანსით დაშორდა და ხალხს შეერია.
იქ როცა ყველგან მისი შემოქმედება ტრიალებდა , იქ სადაც სიყვარული და ბედნიერება იყო გამეფებული გრძნობდა რა ამაყი იყო....
.....
არ ღირს ქორწილის ყველა დეტალის აღწერა ,უბრალოდ წყვილების ემოციის გამოტოვება შეუძლებელია.
მაშინ როცა მხოლოდ სამი მეგობარი ასრულებდა ცეკვას საყვარელ ქალებთან ერთად ნანკა საყვარელი მამაკაცის მკლავებში მოქცეული, თვალისდაუხამხამებლად უცქერდა მას და ახსენდებოდა ყველა განვლილი მომენტი ფარჯიანის პირველი გაცნობიდან ხელისთხოვნამდე. ეღიმებოდა და ბოლოს იცინოდა ,შემდეგ მის ტუჩებს აგემოვნებდა
-ვიცი ორი გიჟიც ბევრია ,მაგრამ ახლა უნდა გითხრა ... აუცილებლად უნდა გითხრა რომ მალე მესამეც დაიბადება. ჩემი და შენი ერთი ცალი ბედნიერება ,ხომ მეუბნებოდი როდის შეძლებ ნორმალურად გიჟი იყოოო ...დრო დადგა ფარჯიანო ,დრო დადგა ჩემო ერთადერთო სიყვარულო - ხელები მის ყელზე ჰქონდა მოხვეული, ცეკვა შეწყვიტა , მისი ერთი ხელი მუცელზე მიიდო და აკოცა
-მამა გავხდები! -კოცნისას ამოთქვა ,მუცელზ ეუფრო მიაკრა ხელისგული .მეხე ხელი მოხვია და ჰაერში აიტაცა. ნანკას თავი უკან ჰქონდა გადაწეული, ბათუ ტრიალებდა და ყელს უკოცნიდა . მათ არ ესმოდათ,ისინი ვერ იაზრებდნენ ,მაგრამ ბოლო ხმაზე ყვიროდა ფარჯიანი ახალ ამბავს.
სანამ ფარჯიანი ახალ ამბავს გააჟღერებდა ანდრო ახვლედიანის მკლავებში მოქცეული ნანო სიმშვიდით ტკბებოდა, საყვარელი ბიჭის თვალებში ანთებული ჭინკებით და მისი არსებობით ტკბებოდა
-როცა ყველაფერი ჩაივლის და ემოციები გაივლის ხომ არ გამიბრაზდები ნან? მერე რა რომ შენი სურვილის წინააღმდეგ სულ ცოტათი ...სულ სულ ცოტათი წავედი- ხელზე კოცნიდა და თვალებში უყურებდა
-ერთადერთი სიგიჟე იქნება რასაც არასდროს ვინანებ !
ნამდვილი სვანები,გიორგი და მაშო უბრალოდ ,უსტიყვოთ გრძნობებში ჩაძირულნი ცეკვავდნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ. სიტყვები არ არსებობდა მათთვის არასდროს და არც ახლა არღვევდნენ ამ ხმაურიან დუმილს.
.........
ქორწილის შემდეგ ერთი თვე გაგრძელდა ეიფორია. ყველა ახალდაქორწინებულების ირგვლივ ტრიალებდა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ნანკას ფეხმძიმობამ მათი თაფლობის თვე გადადო,რადგან ქალბატონს ექიმის რჩევით მგზავრობა ეკრძალებოდა. ახვლედიანებიც არ წავიდნენ, რადგან გოგონებსაც დარჩენა სურდათ ქალბატონ ფარჯიანთან და მოკლედ ყველა ორ ფეხმძიმეს დასტრიალებდა თავს,თუმცა ნანკა ახალბედა იყო ნუკისგან განსხვავებით და ის უფრო იფერებდა. ქალბატონ ნუკის კი პირიქით არ სურდა ბევრი ყურადღება და აკრძალვები.
ქეთევანი ნორმალურად ვერც ახერხებდა ვაკოს ნახვას. ბიჭსაც საქმეები ჰქონდა და ეს ერთი თვეც ასე მიილია.
შემდეგ დევდარიანმა ინიციატივა გამოიჩინა, გეგმა შეახსენა დიდებულიძეს და ფაქტობრივად აიძულა სახლის მოწესრიგება. ჯერ საჭირო ნივთები იყიდეს, შემდეგ კი ეზოში დადგნენ და სახლს უცექრდნენ
-საიდან დავიწყოთ აბა ქალბატონო ქეთევან
-აზრზე არ ვარ...ალბათ პირველ რიგში უნდა დავასუფთაოთ. ძველი ავეჯი გამოვიტანოთ ...არ ვიცი გინდა ახალი ვიყიდოთ თუ ძველები დავტოვოთ
-ახალი მირჩევნია...საერთოდ რემონტის გაკეთება მირჩევნია რადგან თუ მოწესრიგებაა მაშინ საცხოვრებლად ვარგისი უნდა გახდეს...მე რემონტის არაფერი გამეგება ასე რომ ვიშლებით ... მე ჩემ საქმეზე წავალ შენ სახლში
-მე ვიცნობ კარგ ხელოსნებს ..სამაგიეროდ საძინებლის კედლებს შენ მოხატავ ... არ მინდა შპალერი ან რომელიმე უფერო სარებავი-წამსვე შედგა დიდებულიძე, იცის ამ გოგომ მისი მართვა და ხომ ვერ დავუკარგავთ
-როდის აგდაწყვიტე რომ ჩემ საძინებელს მიისაკუთრებ?
-არ ვიცი ...ამ წამს მომაფიქრდა. ე.ი დღესვე ვურეკავ ხელოსნებს და ყველაფრის შერჩევას ვიწყებთ. მე და შენ კი ბაღს მივხედავთ ...არ უარყო ეს მაინც გეხერხება. გამხმარ ხეებს მივხედოთ..ბალახის მანქანა იქ არის და შეგიძლია მიხედო მინდორს
-დედოფლად ხარ დაბადებული ,რბძანებების გაცემისთვის
-ხო არა?
-მაკოცე ერთი და წავალ- გაეკრიჭა და წინ გადაიწია
-დავფიქრდები ...
-სად მიდიხარ ...ქეთევან
-თუ დამიჭერ გაკოცებ
-გგონია მხატვრებმა სირბილი არ ვიცით?
-მხატვარო სულ არ გინდა ჩემი კოცნა? როგორ ზოზინებ
-შენ გინდა ძალიან და იმიტომ მიდიხარ გაცევის ნაცვლად ხომ?
-მივდივარ?- უცებ წამოიყვირა და მოადინა კიდეც ზღართანი ,ვერ გაიაზრა რომ გზას უჭრიდა დიდებულიძე. ახლა კი მის მკლავებში მოქცეული ყვავილებით სავსე მინდორში იწვა და კოცნიდა. ისე კოცნიდა რომ შეწყვეტა არარ სურდა, დროის გაჩერება და ჟანგბადის უზღვავი მარაგი სჭირდებოდა-მხატვარო - ჩამწყდარი ხმით ამოთქვა და მისი სახე ხელებში მოიქცია შემდეგ თავზე გადაუსვა ხელი და იქვე მოწყვეტილი ყვავილი სახესთან მიუტანა- იცი მხატვარო ამ მზეზე მეტად რომ მათბობ... ის თუ იცი ამათზე მეტად ფერადი რომ ხარ - სახეზე ეფერებოდა, წვერში თითებს დააცურებდა სემდეგ თმაზე გადავიდა და ბოლოს სახე დაუკოცნა...
ერთი კვირა არ გამოჩენილა დევდარიანი ...
ერთი კვირა დაიკარგა დიდებულიძეც...
ერთ კვირაში გამოცოცხლდა დიდებულიძის ეზო, აყვავდა ნაირფერად და ცარიელი ქოთნები ორანჟერეაში ყვავილებით აივსო...ყველაფერი სიცოცხლეს ასხივებდა, დიდებულიძე კი სევდას შეეპყრო. დილაადრიან გამოსულიყო ეზოში. გრძელ სკამზე იჯდა და უყურებდა ყველაფერს,ისევ იმაზე ფიქრობდა თუ როგორი იყო ადრე ეს ყველაფერი. რომელი ყვავილები უყვარდა დედას განსაკუთრებით...იქნებ ის ყვავილი საერთოდ არ ჰქონდათ ორანჟერეაში. სუნთქვა შეეკრა, ყელში ბურთი მოაწვა თითქოს ამოსუნთქვა აღარ შეეძლო.თავდახრილი იჯდა და საკუთარ თიტებს დაჰყურებდა მწვანე მინდვრის ფონზე . შემდეგ „ფერადი“ გამოჩნდა ხელები მოხვია და მთელი ძალით ჩაეხუტა. წვრილ მკლავებს ხვევდა განიერ მხრებზე და დილის კოცნას პარავდა
-დილამშვიდობისა მხატვარო
-დილამშვიდობისა ფერადო
-ქალღმერთი რატომ აღარ ვარ? მთელი ოთხი დღეა ფერადოს მეძახი რა არის ფერადოოო
-აღმოვაჩინე რომ ფერადი ხარ და ქალღმერთს შევანაცვლე დროებით... -განმარტება წამსვე მისცა და წელზე მოხვეული მკლავები მის სახეზე გადაიტანა . თმები გადაუწია და საიდანღაც გაჩენლი ყვავილი ჩაუმაგრა.შემდეგ ცხვირზე აკოცა და გაღიმებულ დევდარიანს თვალი ჩაუკრა წასვლისას
-ასე რგორ შეიძლებაა მარტო მტოვებ? კოცნა არ მინდოდა კიდევ?
-ასე თუ გააგრძელებ მალე არარ გეყოფი...
-ახლაც არ მყოფნი მხატვაროო-ჩუმად თავისთვის ჩაილაპარაკა და სიცილით მიმავალ ბიჭს სეხედა- დიდხანს თუ ივლი ეგრე რამეს შეეჯახები
-თვალს ვერ გწყვეტ იმდენად ლამაზი ხარ...ახლავე უნდა დაგხატო ამ წამსვე
-კარგიი რაა მალე მილიონი ნახატი გექნება და ყველა ჩემი ...ფოტოს გადაღებაზე რომ გადავიდეთ რა აზრის ხარ
-ფოტო შენი საქმეა... აბა ხატვა ვერ გასწავლე და ფოტოზე მაინც აღმბეჭდე
-როგორი ბოროტი ბიჭი ხარ დამცინი და თან ნერვებს ეთამაშები ...რამდენ რამეს ეთამაშები ასე როგორ შეიძლება როგოორ - ისევ თავისტვის საუბრობდა და უკვე მოლბერტთან მდგომ დიდებულიძეს შორიდან უყურებდა.
პიცა შეუკვეთეს, ისხდნენ უამრავი ნახატის გარემოცვაში და მიირთმევდნენ. ქეთას ვიღაც წერდა და თან იცინოდა , ტუჩებს ილოკავდა და შიგადაშიგ კისკისებდა. დაჟინებულმა მზერამ რომ შეაწუხა ვაკოს გახედა და წარბებია ზიდა
-რა
-ხელს ხომ არ გიშლი ...გავალ თუ გინდა და უკეთ იგრძნობ თავს
-ხო ნამდვილად სჯობს ასე მოიქცე ... თანაც ყვავილების მორწყვა დაგავიწყდა დღეს .კარგი ხო ნუ მიყურებ ასე ... ნუკის ვწერ. ნანკასთან ყოფილან გოგონები და ორივე ვწუწუნებთ ერთ ხმაშიო. წეხან მუცელი ამტკივდა და რომ ვთქვი პირველი სართულიდან მობოდა ცოტნეო ცალკე ბართლომე გამოვარდა და ერთმანეთს შეეჯახნენო
-წავიდეთ გინდა?
-წმაოხვალ?
-წამოვალ - ვაკოს ინსტიქტურად გაეღიმა მისი გაბრწყინებული სახის დანახვისას.
ერთად შევიდნენ მარგიანებთან. კესარია და იოანე რაღაცაზე კამათობდნენ ქეთას ყურადღება არც მიუქცევია ვაკომ კი უხერხულად იგრძნო თავი
-იქნებ სხვა დროს...
-ნუ მიაქცევ ყურადღებას მთელი ცხოვრებაა ეგრე არიან.წამოდი ცქარა სანამ იოანე ითმენს მერე რომ ააფრიალებს ხელში სჯობს კიბეზე არ დავხვდეთ-იცინოდა ქეთა და მიარბენინებდა ვაკოს. საძინებლიდან ისმოდა სიცილის ხმა და ისინიც იქეთ წავიდნენ-საღამომშვიდობის გაბერილებოო როგორ ხართ?- ყველას ჩაუქროლა და გვერდი გვერდ მიწოლილ ქალბატონებს სათიტაოდ აკოცა მერ ებიჭებს გადახედა
-ვაიმეე ვაკუნა მოიყვანე? როგორ ხარ? სად დაგვეკარგე ერთი კვირაა არ გამოჩენილხარ
-ალბათ შემთხვევით წააწყდით ერთმანეთს ხო?- ნანკამ შეავსო ნუკის დაწყებული წინადადება და ორივემ ქეთას გადახედეს
-თუ ღმერთი გწამთ... ერთად ვიყავით რათ უნდა ამდენი შესავლები - მშვიდად თქვა ქეთამ და ბიჭებს გადახედა- ბათუ სადააა და ეს ორი რატო შემოგისახლდა მათიკო?
-ერთი კვირა რომ არ გამოჩნდი გენაცვალე ფეხმძიმეების რაოდენობამ იმატა და რეალურად სალომეს ვეწვიეთ
-ჰაა? სალომე და ეს ... ესენი ბავშვს ელოდებიან? არ მჯერა სალომე სადაა ხალხო გაგიჟდა და გამოკეტეთ?
-ვინ გაგიჟადო - სალომე შემოვიდა ოთახში ტკბილეულით სავსე ჯამით და წარბებაზიდულმა გადახედა ქეთევანს -რა მკადრა მათე ! გაგიჟდაო ახლა გავგიჟდი მე?
-მე მაპატიეე ...აუუ რამდენი თვის ხარ
-რა თვის ორი კვირისაა სულ წერტილია მანდ ...
-რა არის თქვენ ორი კვირა ელოდებოდით ერთმანეთს?
-უკაცრავად რა მე ორი თვით დიდი ვააროოო ჩემმა გოგომ- ნუკიმ გააპროტესტა და მუცელზე გადაისვა ხელი- ისინი არიან წერტილები თორე მე დიდი ვაროოო უკვეოო
-არ მჯერა კესარია ბებია ხდება ? წავედი მე უნდა მივულოცო
-გაცერდი მანდ რიგდებიან ისინი ვგონებ...ქვემოთ აღარ არიან და შეიძლება სადმე სხვაგან წაიყვანა ჩემმა საყვარელმა იომ- სალომემ კისკისთ თქვა და გოგონებთან ჩამოჯდა
-ვაკუნა რას ჩაფიქრდი შენც ხო არ მოგინდა ფეხმძიმე ცოლი - მათე რისი მათე იყო რამე რომ არ ეთქვა . ქეთამ თვალები აატრიალა კარგად იცოდა მაგათი ამბავი ,მაგრამ აინტერესებდა ვაკოს რა რეაქცია ექნებოდა
-რომ მომინდება თქვენს მსგავსად დიდხანს ლოდინი არამგონია დამჭირდეს
-აი ეგრე არ გააჩუმო ენა მიგასვა თუა რა - სალომე დაეჭყანა და მერე აკისკისდდა- ნამდვილად არ მოგიხდება ამდენ ხანს ლოდინი როგორც მაგას მოუხდა ,გაგიმართლა შენ დამიჯერე
-ხელს ხო არ გიშლით მე წავალ და დაგიტოვებთ ვაკოს არაა პრობლემა
-კაი დამშვიდდი ქეთევამ უშენოდ არ მოუნდება ბავშვი- ნუკამ ჩუმად უთხრა და კოცნა გაუგზავნა დაქალს .მერე უცებ წამოიკივლა -ააააააააააა
-რა რა რა ხდება გტკივა? გაინძრა? ფეხი დაგარტყა...- ცოტნე მაშინვე წამოვარდა და ნუკი აკისკისდდა - ვახ რა დღეში ვარ შვილო... შენი ძმის დაბადებამდე კი გავუძელი მარა ახლა გამიძლებს გული? სანამ გამოხვალ მაქედან მანამ გამიხეთქავს დედაშენი გულს და მერე დაისვენებს
-არაფერიც მე რაც მეკუთნის იმას არ ვაზიანებ ასე რომ მშვდიად იყავი . დაჯექი აქხლა არ წაიქცე თუ კაცი ხარ ფერი აღარ გადევს
-ნანკააა ნუცამ მომწერა ფუფას მსობიარობა დაეწყო და თუ უნდა რძალს ნახოს პატარა კნუტები ჩქარა წამოდითო
-რაა? ჩემი ფუფა მშობიარობს? ახლავე წამიყვანე ... ჯერ ადრე არ იყო? უიმე გავგიჟდბეი ახლა - უცებ წამოვარდა საწოლიდან და ბათუმ რომ გაიცინა მიხვდა რაშიც იყო საქმე. არაფერი შეიმჩნია უცებ გაითამაშა ფეხის გადაბრუნება და წაბორძიკდა- ვაიი ფეხი...თავბრუდამეხვა
-ნანკა...კარგად ხარ? ნანკა შემომხედე ნანკა - მაშინვე მივარდა ხელში აიყვანა და სანამ სხვებიც გაგიჟდებოდნენ მანამ ჭყიტა თვალები ქალბატონმა
-ხელში რადგან გყავარ შეგიძლია წახვიდე ასე სახლისკენ...ფუფა მშობიარობს თურმე !
-ნუკას გინდა დაემსგავსო გოგო? გავხარ ისედაც და მეტად აფრენ ...მე მიკეთებ ამას?
-შენ პატარა ხარ ჯერ ბათუჯან...გაუძლებ როგორმე ჩემი ქმარი მოხუცდა თორე . მოიცადეთ მეც მოვდივარ... დაისვენე აბა სალიკოო და მერე წავიდეთ ვარჯჯიშზე ერთად.შენთან ბოდიში ვაკუნა მაგრამ ეს მე უნდა წავიყვანო საქმე მაქვს - ქეთას ჩაავლო ხელი და ვაკოს მისი გასაღები გადაუგდო-მანქანა არ დასჭირდება ამაღამ დავიტოვებ
-ჩემ საწოლში დაიტოვებ ხომ?
-ეჭვიანი ნუ ხარ ცოტნიკო...მარტო არ ვიქნებით მოგიყვან შენც ვინმეს თუ გინდა ,ოღონდ ბიჭს...
ქეთა წაიყვანა ბოლოს მაინც. ცოტნეც მოისორა საძინებლიდან. ბევრი საჭმელი გაამზადებინა მანამ და მისაღებშ დივანზე გაწვა. უფროს ქალბატონთა საზოგადოება შეიკრიბა მარიამი, დიკო, ლიზა , ევა ანუ ყველა დაღლილ-დაქანცული ქალი აქედან სამის გარდა ყველა დედა და ორმაგად გათანგული ხალხი.
-დამეწვიეთ არ გინდათ არაფერი?
-ჭამის თავიც აღარ მაქ ორივე მამაშვილმა გამითეთრა სისხლი ... გაერთიანდნენ და ჭკუდიან მშლიან- ლიზამ ბალიშზე დადო თავი და თვალებიდ ახუჭა-მეძნება და აქ თუ ჩამეძინა შენს ავადმყოფ ძმას მისწერე რო აქ ვარ არა სჯობს დაურეკო დიკო თორე არ დაიჯერებს
-რას ამბობ ...
-რაც გაიგე მულო! ეჭვიანობა დაიწყო ...რაც ამდენი წელია არ გაუკეტებია იმას აკეთებს ახლა.ქმრის ტყავში შეძვრა ავადმყოფი კი იყო და გამოვიდა ახლა ავადმყოფი ქმარი! ჩემ თანამშრომელზე ეჭვიანობს და მიღრენს. ბავშვი ხო საერთოდ ჭკუიდან მშლის ერტი წუთია რ ჩერდება რატო მგავს მე ...თითონ ვერ დაიმსგავსა? რას მიკეთებდა სხვას
-ღმერთო ლიზა სულ გაგიჟდი შენ ... რა მისი ბრალია შენ რომ გგავს
-რატო მგავს მე... თვითონ არის კარგი და დაემსგავსებინა ბავშვიც/ გიჟი მე არ ვარ საკმარისი? სალომე და ნანკა რო ფეხმზიმედ არიან მაგათ ბავშვს რა ეშველება არ ვიცი ნუ ნუკი შენზე არაფერს ვამბობ. სამი გიჟი მოგვემატება მალე და მერე გავიქცევი აქედან დაგიტოვებთ ჩემს გიჟსაც და გააკეთებ საგიჟე
-მე დავიტოვებ ბავშვს გინდა? ერთ თვიანი სვებულება ავიღე და წავიყვან თან
-ვაიმეე მაგაზე უკეთესს რას იზამ. შენი ძმაც წაიყვანე ბარემ და დავისვენებ დიკო..>შენზე კაი მული ესეც კი არ იქნება მერე- მარიამზე ანიშნ და თავი წმაოყო უცებ- შვებულება რატო აიღე
-აბა თუ ამოისუნტქავს რო მოვუსმინოთ გოგოს- ნუკი პირგამოტენილი ალაპარაკდა-მაგიტო მოვათრიე აქ და ეს იქეთ ქოთქოთებს
-ჭამე შენ მანდ არ დაიხრჩო ... ღრუტუ ხარ სუფთა რამდენს ჭამს უიმე.ჯანდბაა გული მერევა მგონი ...ჯანდაბა - უცებ წამოვარდა და სააბაზანოსკენ გაიქცა. ქეტა გაჰყვა უკან . პირდაპირ უნიტასში ჩაემხო და ლამის დაიხრჩო ისე ეკვროდა სუნტქვა
-ლიზა... ლიზა ამოისუნტქე გოგო აჰა წყალი შეისხი მოდი - სახეზე ჩამოუსვა სველი ხელი, ფერმკრთალი იყო და ძლივს სუნთქვადა. პირში დაიგუბა წყალი და თავი დახარა. ნიჟარას დაეყრდო და სარკეში იყურებოდა. მერე თავზე გადაისვა ხელი და ღრმად ჩაისუნტქა-აბა კარგად ხარ?
-კი კი ... უბრალოდ ძალიან დავირალე დღეს აღარ შემიძლია უკვე .არ ინერვიულო შენ კარგად ვარ
როგორც კი დაბრუნდა მაშინვე დააშტერდა ნუკი
-არ ვარ ფეხმძიმედ ! ნუ დამაწუხებ ახლა ... წამლებს ვყლაპავ -თავი ბალიშში ჩარგო და ისე გახედა დინას-მულო რაო მაკალათიამ ელაპარაკე ?
-არა რა თქმა უნდა! მთელი დღეებია უკან დამსდევს დამელაპარაკეო მევედრება,მაგრამ არ შემიძლია . დღეს მეჩხუბა და გავარდა სადღაც მერე თამუანსთან ვნახე საოპერაციოში
-კარგი ახლა მაგ ცანცარამ რა იცის გაბრაზება
-წელიწადში ერთხელაც არ გაბრაზდეს შეიზლება ,მაგრამ თუ ეტკინა მერე ყველაფერი სრულდება
-და შენც ეგ გინდა ხო?როგორ გავხართ ასე ეს და-ძმა სულ არ გაქვთ ბრძოლის უნარი მაშინ როცა საჭიროა . თუ გიყვარს გოგო ვინ ჯანდაბაა ის წაკლა ქალი
-თუ უყვართ ერთმანეთი ნამდვილად მე არ მინდა მათი დაშორება ბედნიერი მაინც ვერ ვიქნები...მოკლედ მივდივარ ერთი თვით და ბავშვს წავიყვან... თამუნამაც მომაბარა ბავშვები და ყველას ერთად მივხედავ
-შენი ნერვები მომცა და მეტია რ მინდა.დაჯდება ახლა მთელი თვე და იმათთან თამაშის მეტს არაფერს გააკეთებს
-მიყვარს ბავშვები და რა გავაკეტო..>შენ ნევროზი გაქ და ყველა შენ ნებაზე გინდა დადიოდეს შენი შვილი კიდე ჭკვიანი და დამჯერი ევრ იქნებოდა ვერანაირად.ხვალ მივდივარ და ჩაულაგე ბარგი ან თუ ვერ მოასწრებ მე მივხედავ
-ოქრო გოგო ხარ შენ... ჩავულაგებ მე
-რანაირი ქალი ხარ ის მაინც ჰკითხე სად მიჰყავს ბავშვი !
-რა საჭიროა კითხვა , ფაქტობრივად დედასავითაა კოსტასთვის
-ჩემი ბიჭიც რო გაგატანო არ გინდა?
-ევა? შენც? რა ხდება? მეორეც გაატანე ბარემ და მოიწყვეთ თაფლობის თვე
-მირიანი სადღაც მიდის და მინდა სიურპრიზი მოვუწყო
-საყვარელოოო შენ! წავიყვან რა თქმა უნდა ...ორივეს !
-ელიკო რო იყოს ისიც გაგატანდა ბავშვს და მორჩა გეყოლებდოა ბაღი იქ
-წავალ მე რა ..ხვალ მომიყვანეთ ბავშვები თორე ამდენ ადგილას მოსვლა დროს დამაკარგვინებს!
გოგონებს დაემშვიდობა და წავიდა. სანამ ეზოს დატოვებდა მანამ მივიდა დაგვიანებული ლილე შოკოლადების სავსე პარკით გადავიდა მანქანიდან და დინას მოეხვია
-ტკბილო რატო მიდიხარ ასე მალე?
-ხვალ ბავშვებთან ერთად მივდივარ ქალაქიდან და გამოძინება მჭირდება...მიდი იმათთან შენ სჭირდები ზუსტად
-რას გულისხმობ რო ყველა გიჟი იქაა?
-ქეთაც - გაიცინა და წავიდა
ლილე შევარდა და პირდაპირ წინ დაუდო შოკოლადები ნუკის. მერე ლიზიკოს მიუჯდა და თავზე მოეფერა. ყველას გამოჰკითხა ამბები და ასე ჭორაობაში მართლაც ჩაეძინა ლიზას. მისი მობილურიც ამღერდა და მარიამმა უპასუხა . დიმას მოახსენა ლიზიკოს მდგომარეობა და გაუთიშა. გოგონები საუბრობდნენ ისევ,ლიზიკოს კი პლედში გახვეულს მშვიდად ეძინა.
კარი რომ გაიღო და დიმა შევიდა ყველას გაუკვირდა.
-რა გინდა აქ?
-ეგ გიჟი გამომექცა და არ ვაპირებ აქ დავტოვო ...ცოტნეს აქ თავშესაფარი აქ? რა გაუტრ.აკეთ ამ კაცს საქმე აცადეთ რა ცოლ-შვილტან ყოფნა . ის კიდე გამოუშვი უნდა წვაიყვანო
-ძინავს არ გიტხარი? არანორმალურო!
-კაი რა მარიამ რას მატყუებ პირველად ვიჩხუბეთ თუ მეორედ ...
-ძინავს და ნუ ყიყინებ ! წამოდი აჰა ნახე - ხელი ჩაავლო და ოთახში შეიყვანა . დიმამ წარბები შეკრა და კედელზე მიყრდნობილი უყურებდა მზინარე ლიზიკოს რომელსაც ლილეს კალთაში ედო თავი
-აქ რადგანაა ე.ი გაბრაზებული იყო და წაბრძანდი ახლა მოვა ხვალ . ბავშვი ვის დაუტოვე ბიჭო!
-რეზი იყო ჩემთან და მას დავუტოვე. ძინავს უკვე ...
-იდექი ახლა და უყურე შორიდან რა უთხარი ასეთი - მარიამი ეჯუჯღუნებოდა . ჯერ შებრუნდა წასასვლელად მერ ეუცებ გადაკვეთა მანძილი ხელში აიყვანა და გულზე მიიკრა-დიმა!
არაფერი უთქვამს გზა განაგრძო და სახლში წაიყვანა ქაბატონი ახვლედიანი.
დილით საწოლში რომ გაეღვიძა უცებ წამოჯდა. გაკვირვებულმა დახედა ლანგარზე დაწყობილ საუზმეს და ბავშვის ხმა გაიგო მეზობელი ოთახიდან. უცებ წამოდგა და იქ დიმა რომ დახვდა გაუკვირდა. ბავშვი მშვიდად იჯდა ის აცმევდა და პარალელურად კოცნიდა. კარს მიეყრდნო და უყურებდა მამა-შვილს სანამ ბავშვმა არ შენიშნა . შემდეგ ხელში აიყვანა პატარა ბიჭი და ისე გავიდა იქედან დიმასკენ არც გაუხედავს. ბავშვს კოცნიდა და მასთან ერტად საუზმობდა, მართალია კოსტა უკვე დანაყრებული იყო ,მაგრამ ხილს მაინც აწოდებდა.
შემდეგ ჩაიცვა ,ჩანთა აიღო და დინას აპარტამენტისკენ გასწია . ბავშვები უკვე იქ იყვნენ ,კოსტაც დატოვა დაარიგა რომ ჭკვიანად მოქცეულიყო და წამოვიდა. ლიზას ეს სახეცვლილება ყველასთვის ნათელი იყო ,მაგრამ არავინ ერეოდა რადგან დიმას სვლას ელოდნენ.
......
მარიამი აივანზე იჯდა ჭიქა ღვინით ხელში და ღამის ქალაქის ხედით ტკბებოდა.
პლედში გახვეული სარწეველა სკამში კომფორტულად მოთავსებული მოგონებებში გადაეშვა.
არასდროს იხსენებდა წარსულს , არასდროს ფიქრობდა პირად ამბავზე იმაზე რაც უკვე გავლილი იყო და ვეღარ შეცვლიდა
არ უყვარდა ოცნება მარიამ ფარჯიანს
რეალისტი იყო და იმ დღით ცხოვრობდა . არასდროს მისტიროდა წარულს და არ ამყარებდა იმედებს მომავალზე.
იცოდა რა სურდა, ყოველთვის ხვდებოდა რა იყო მისთვის უკეთესი.
გრძნობდა რომ ქაოსი უახლოვდებოდა . ქაოსი რომელიც 6 წლის წინ დაიწყო .აგვისტოს მზიან დღეს საქმისგან გადაღლილი ბოლო საქმიან ღონისზიებაზე მიდიოდა. იქედან გამოქცევა სურდა, მთელი ზაფხული მარტომ გაატარა რადგან ყველანი საქართველოში იყვნენ თავად კი წასვლას ვერ ახერხებდა.
ბევრი იცნობდა 20 წლის გოგონას რომელიც შესაშური გონიერებით უძღვებოდა საქმეს. ჯერ კიდევ სწავლის პროცესში იყო და ყველა პატივს სცემდა მის მოწოდებას.
წასვლა რომ გადაწყვიტა მხოლოდ მაშინ მიაპყრო მზერა იმ ობიექტს ვისგანაც მთელი საღამო გრძნობდა ყურადღებას. მხოლოდ წამით გახედა და ოდნავ გაუღიმა, არ აპირებდა მისი ყურადღების არშემჩნევას. ბიჭსაც გაეღიმა და თავი მსუბუქად დაუკრა შემდეგ ხელში მოქცეული წითელი ღვინით სავსე ჭიქა შეარხია ტუჩთან მიიტანა და ისე დალია თვალი არ მოუშორებია გოგონასთვის. ყველაფერი სწრაფად მოხდა, სულ ეს იყო მათი პირველი შეხვედრა .
ერთი კვირის შემდეგ,როდესაც ყველა საქმე დაასრულა და დასვენების დროც დადგა ისევ შეატყობინეს მორიგი დაუგეგმავი წვეულების შესახებ სადაც მთელი ოჯახის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო უხერხული იქნებოდა არ მისვლა .მოემზადა და წავიდა. ამჯერად მოსაწყენი წვეულება დახვდა, გადაპრანჭული ბიზნესმენების ცოლებით და ქალიშილებით. გაზულუქებული ვაჟებიც იყვნენ საამაყო შვილებთან ერთად და ყველას ერთად ხილვა დიდი ბედნიერება ნამდვილად არ იყო. მხოლოდ იმ წრეში ტრიალებდა სადაც საქმიანი,განათლებული და სწორად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ ძირითადად ახალგაზრდა ბიზნესმენები იყვნენ ამ წრის წარმომადგენლები.
საუბარში იყო გართული ,შამპანიურს აგემოვნებდა და წინ მდგომ ბიჭს უღიმოდა ,რომელიც აზიაში ვიზიტისას თავგადახდენილ ამბავს იხსენებდა .
-მარიამ ძვირფასო მინდა კიდევ ერთი ჩვენიანი გაგაცნო - ბიჭის ხმა გაიგო რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა მათი წყვილი და ვირაცის სანახავად წავიდა. ახლა კი სწორედ იმ ბჭთან ერთად იდგა კვირის წინ მზერას რომ არ აშორებდა - გაიცანით დავით ანდრონიკაშვილი - ძლივს წარმოთქვა გვარი ბიჭმა და გაიღიმა- შენიანია ,ქართველია ეს ქალბატონი დავით- შემდეგ ბიჭს მიუბრუნდა -გაიცანი მარიამ ფარჯიანი ...როგორი გვარებია მაპატიეთ
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ,ბევრი მსმენია ბიჭებისგან- დავითი არც კი მალავდა აშკარა სიმპათიას მთელი სხეულით ეთაყვანებოდა ქალს გამოხედვა, ღიმილი, ხელზე ამბორი ხმის ტემრბიც კი ფლირტისთვის იყო განკუთვნილი. მარიამი კი ის ქალი არ იყო რომელიც თავს გაისულელებდა და დააიგნორებდა ამ ყველაფერს
-ჩემთვისაც სასიამოვნოა კიდევ ერთი გონიერი ,სრომისმოყვარე პიროვნების გაცნობა.სამწუხაროდ თქვენზე არ მსმენია - ინგლისურად საუბრობდნენ ისევ უტაქტოდ რომ არ გამოსულიყო ბიჭებთან
-როგორ არა მარიამ ... გახსოვს გიყვებოდით ახალგაზრდა ბიჭზე რომელმაც დამოუკიდებლად გაითქვა სახელი ,ჩვენგან განსხვავებით უბრალოდ მერე შეგვაწყვეტინეს და ვინაობა არ მითქვამს
-მაიკლ ხომ იცი არ მიყვარს როცა ასე საუბრობ ყველასთან - უცებ შეკრა წარბები ანდრონიკაშვილმა და ბიჭმაც იგივე გამომეტყველება შეაგება
-ყველასთან არ ვსაუბრობ ! მარიამი კი ის ადამიანია ვინც ნამდვილად უნდა გიცნობდეს . მხოლოდ საჭირო ადამიანებს ვესაუბრები შენზე
-დამშვიდდი მაიკლ! ხომ იცი ორივე ჯიუტები არიან ...ქართველების დამახასიათებელი სიმკაცრე აქვთ ბუნებაში
ოთხივეს გაეღიმა . დავითსაც აღარ უთქვამს რამე თავისი ისტორიის შესახებ. საუბარში ჩაერთო ,ერთ-ერთ ახალ პროექტს განიხილავდნენ ცოტა ხნით.შემდეგ მარიამმა დატოვა ბიჭები და სხვა საზოგადოებაში გადაინაცვლა, მასპინძელს რომ არ შეხვედროდა ისე ვერ წავიდოდა. მთელი საღამო თან დაჰყვებოდა ნაცნობი მზერა და შინაგან სიამოვნებას გრძნობდა.
აგვისტოს ბოლო დღე იყო როდესაც უკვე დაწყებულ ბედნიერ თავისუფალ საათებს ითვისებდა მარიამი. მეგობრებთან ერთად გაატარა მთელი დღე, შემდეგ სახლში წასვლას კლუბში შესვლა ამჯობინა.
სასიამოვნო გარემო იყო თორნიკეს კლუბში ,მშვიდად გაატარებდა საღამოს არავინ შეაწუხებდა რადგან ყველა იცნობდა თუ ვინაობას გაამხელდა . ბართან იჯდა და მსუბუქ კოკტეილს მიირთმევდა . ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და მელოდიას სხეულს აყოლებდა ,მსუბუქად ირხეოდა და თან ტუჩებსშორის მოქცეულის საწრუპიდან კოქტეილს მიირთმევდა. როცა მეორე შეუკვეთა გააცნობიერა რომ ვიღაც უყურებდა, შემდეგ გაახსენდა ეს შეგრძნება და გაეღიმა . არ გაუხედავს , აინტერესებდა გაბედავდა თუ ვერა ანდრონიკაშვილი მისვლას. წინ გადაიხარა და ბარმენს ყურში ჩასჩურჩულა დავითის აღწერილობა აინტერესებდა სად იჯდა ზუსტად და ვისთან ერთად.როცა გაიგო რომ კუთხის მაგიდასთან იჯდა მარტო და თან უკვე დიდი ხნის მისული იყო და მხოლოდ მსუბუქი სასმელებით შემოიფარგლებოდა კიდევ ერთხელ გაეღიმა,უფრო სიცილს ჰგავდა ამჯერად. სკამზე დაეშვა თუ არა მიხვდა რომ უახლოვდებოდა. მშვდიად შებრუნდა და უკვე გვერდით მდგომ ანდრონიკაშვილს გაუღიმა
-რა სიურპრიზია დავით ...
-ნამდვილად ბედნიერი დამთხვევაა . გამახარა შენმა დანახვამ ...შეიძლება?- გვერდით სკამზე მიუთითა
-რა თქმა უნდა
ვისკი შეუკვეთა, შემდეგ რამდენიმე ყლუპი მოსვა და ისევ მარიამს მიაპყრო მზერა რომელიც მშვიდად მიირთმევდა თავის კოქტეილს.
-ძალიან მოგწონს ჩემი ყურება დავით !
-შენ კი ის რომ გიყურებ
-ერთმანეთის გვესმის - თვალი ჩაუკრა და მისკენ შებრუნდა იდაყვით დაეყრდნო ხის ზედაპირს და ხელისგულზე ლოყა ჩამოსდო-გინდა გრძნობა გაგიზიარო?- ზუსტად ერთნაირად უცქერდნენ ერთმანეთს.
-მხოლოდ ცქერა სულ არ ყოფილა სასიამოვნო ... -თავი გვერდით გადახარა დათამ და მთელს სხეულზე მოავლო მზერა - თუმცა ყველა ხედიდან სასიამოვნოა შენი ცქერა
-ორ სხვადასხვა წინადადებას ამბობ დავით
-შენ კი არც ერთი გადარდებს არც მეორე! აზრი არ აქვს სიტყვებს ხომ ?
-დუმილი ზოგჯერ სიტყვებზე მეტს ამბობს - ეშმაკური ღიმილით უცქერდა ბიჭს .
ახლაც ახსოვდა ის წამი როცა გონებამ გზა გაუნათა. არც გულის რჩევას გაჰყოლია,არც მთვრალი ყოფილა, არც გონებაარეული უბრალოდ იყო წამი და გადაწყვეტილება რომელმაც ქაოსის პირველი ლაქა შექმნა.
ღრმად ჩაისუნტქა ჰაერი, მიხვდა რომ მოგონებებში ჩაძირულს სუნთქვა აღარ შეეძლო. სიცივის მიუხედავად მაინც ცხელოდა,თიტქოს თავიდან განიცადა ის ემოცია და ყველაფერი ზუსტად აღიქვა. შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო და აივნის კარზე მიყრდნობილ დათას ღიმილს შეეჩეხა
-აქ რას აკეთებ დათა?
-არ ვიცოდი რატომ მოვდიოდი და ახლა მივხვდი .მოდი ჩემთან მარუსა- სწრაფად გადაკვეთა მანძილი ქალი აიყვანა და თავად ჩაისვა კალტაში,პლედი ისევ მაგრად მოხვია . შუბლზე აკოცა ,შემდეგ საფეთქელზე, ყვრიმალზე ,ლოყაზე ,ქვედა ყბაზე და ბოლოს ყელზე გადავიდა.ღღმად შეისუნთქა მარიამის სურნელი და ცხვირის წვერი კანზე გაუსვა - შენ რატომ მოხვედი აქ ჩემ გარეშე
-სხვას ველოდი და გადამაგდო ...- ამოიკრუტუნა და თითები მის თმაში შეაცურა
-ზუსტად დროულად მოვსულვარ
-აღარაფერი გაინტერესებს ხომ? სულ არაფერი
-გინდა ეჭვიანი ვიყო ?! - თმაში შეუცურა თითები და თავი ისე დაუჭირა რომ პირდაპირ თვალებში ეყურებინა - მე ხომ შენს დუმილს ვუსმენ და არა სიტყვებს .შენი ენა მწარე სიტყვებს ისვრის და ტკბილი გემო აქვს - ცერა ქვედა ტუჩზე გადაუსვა .მარიამმა მაჯაზე შემოაჭდო თითები შემდეგ ხელისგულზე აკოცა და მის თითებში ახლართა თითები .თავი მკერდზე დაადო . ხელის ზურგზე ნაზად უსვამდა ცერას ანდრონიკაშვილი, ტუჩებს შუბლზე აწებებდა და თავისუფალი ხელით თმაზე ეფერებოდა
დუმილს უსმენდნენ გათენებამდე ...
მზის ამოსვლისას დაარღვია დუმილი დათამ
-ჩვენ დღეს გილოცავ ჩემო ქალბატონო - ლოყაზე მოეფერა ბურანში მყოფს და ტუჩებზე აკოცა
-გახსოვს?
-მე ყოველთვის მახსოვს...შენ კი მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ გაიხსენე
-არასდროს მხვდები ამ დღეს და ახლა რატომ მოხვედი
-ცდები ! ყოველთვის შენთან ვარ ამ დროს უბრალოდ ასე მაგრად გიხუტებ და ძილში წასულს გახსენებ ჩვენს დღეს ,რომელსაც შენთვის ფასი არ აქვს
-ცდები ! ძალიან დიდი ფასი აქვს . ხომ იცი რომ ჩემ ცხოვრებაში შეუფასებელი ადგილი გიკავია დათა ,შენ ხომ გესმის ჩემი დუმილის დავით!
-მესმის მხოლოდ ის რისი გაგების საშუალებასაც მაძლევ მარიამ.იმას კი ვერასდროს მეტყვი რაც თავად არ იცი
-როგორ არ ვიცი დათა უბრალოდ შენ არ მოგწონს ჩემი პასუხი .ყოველთვის მეტს ელი ჩემგან
-რა გჭირს დღეს მარიამ !
-დიდი ხანია ვფიქრობ და შეწყვეტის დროა...გაჩერების , ყველაფრის გაქრობის . ქაოსი ზედმეტად მომიახლოვდა , მალე მთლიანად დავიფარებით დავით!
-გინდა მაინცადამაინც დღეს ვისაუბროთ ამაზე?
-და როდი იქნება ამის დრო დათა?
-არასდროს!
-ამას გეუნები ...შენ მეტს ელი . რატომ არ გესმის მე არასდროს ვიქნები ცოლი და ოჯახში მოფუსფუსე ქალი . ეს რომ მინდოდეს ნამდვილად არ ავირჩევდი სხვას ,მაგრამ არ მინდა და არც არასდროს მომინდება . შენ კი დღეს თუ არა ხვალ მაინც მოგინდება ოჯახის შემქნა და არ მინდა იმ დღეს მიხვდე რომ ზედმეტად დააგვიანე .როგორ აგიხსნა სხვაგვარად დათა
-გასაგებია რასაც ფიქრობ და არაა საჭირო ამდენი სიტყვები
-ანუ თანახმა ხარ ხომ?
-არა !
-ასე მშვიდად როგორ მიშლი ნერვებს ჰა? აქაურმა ჰავამ იმოქმედა შენზე?!
-შეიძლება ...
-ასე ნუ მიყურებ და ნუ მიახლოვდები ...დათაა
-ჯერ არ დაგშორდები ...რომ დაბერდები ნაოჭები გექნება და მენოპაუზა მერე გავქრები შენი საწოლიდან
-მეზიზიღები !
-ვიცი- თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა- ზუსტად ისეთივე სისულელე იყო რასაც შენ მეუბნები ასე რომ გაჩუმდი და მაკოცე. ჩვენზე ფიქრი შეწყვიტე ! ისედაც ბევრი საქმე გაქვს
-არ მინდა... უნდა წავიდე მეჩქარება
-ასე ვერსად წახვალ
-რა ახლა აუცილებლად უნდა დავწვე შენთან რო გამიშვა?
-ხომ გეუბნები ცუდად ხარ და ვერ აზროვნებ ნორმალურად...ოპერაცია გაგიკეთა ტვინზე ვინმემ და მე არ ვიცი? წამოდი დავიძინოთ ...რომ გამოიძინებ მერე წაცუნცულდი იმ შენს კაბინეტში დაჯექი და მიხედე საქმეებს - ლოყაზე კოცნიდა და ისე ესაუბრებოდა მასთან შეწინააღმდეგება ძალას ართმევდა მარიამს. მერე ხელში აიყვანა და საწოლიზკენ დაიძრა. იატაკზე დასვა სამოსისგან გაათავისუფლა და საცვლების ამარა დააწვინა საწოლში. მერე თავადაც გაიხადა გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა-იზარებ მაინც როგორი დაღლილი ხარ? სულ მთლად გამოგეცალა ძალა ჩემო ლამაზო
-არ მაქვს დასვენების დრო ისე კი ვერთობი ყოველ დღე და ...
-გასაგებია რომ ერთობი ...მაგრამ ხმაურიც ცუდად მოქმედებს ნერვულს ისტემაზე მას მერე რაც მთელი დღე საბუთებში იქექები კიდევ კლუბი, მეგობრები მაინც იმდენი ხართ სიმშვიდე შეუძლებელია . ქეთოსთან ერთად ცოტა ხნით იყავი კიდევ უნდა დარჩენილიყავი მაშინ სვანეთში
-არ მომასვენე იქ და ახლა მეუბნები მაგას?
-ჩემ გამო არ დაბრუნებულხარ!
-კარი გო ,მაგრამ მაინც წამოვიდოდი ბოლოს
-არ მითქვამს ჩამოდი_თქო და რატო წამოხვიდოდი
-რომ გელაპარაკები და ვერ გეხები ვბრაზდები - ამოიბუტბუტა და მის ყელში ჩამალა სახე
-იმალები მარიამ?- ტავზე გადაუსვა ხელი და გაიცინა
-ხო ... არ შეიძლება ჩემთვის?
-გინდა მარტო წავიდეთ სადმე...დავიკიდოთ ყველაფერი და წავიდეთ .რელაქსაცია გვჭირდება ორივეს თვალები გეხუჭება უკვე ხედავ?
-ხოო ...დავფიქრდები მაგაზე
-არ დაფიქრდები არაფერზე !
-კარგი -თვალებდახუჭულმა ჩაიფრუტუნა და უფრო მიეკრო დათას
-დაიძინე მარუს ,ტკბილად დაიძინე ჩემო გემრიელო - ტუჩებზე აკოცა მძინარეს და მერე სანამ თავად არ ჩაეძინა მანამ ეფერებოდა.
რომ გაიღვძა საწოლი ცარიელი დახვდა,ბალიშზე მარიამის წერილი იყო მხოლოდ „ ორი დღე მომეცი და მოიფიქრე სად წავიდეთ „
დათას გაეღიმა , გიჟდებოდა როცა ბოლოს მაინც ისე ხდებოდა ყველაფერი როგორც თავად სურდა. ფურცელი გვერდით გადადო და მარიამის ბალიშს მოხვია ხელები,სურნელი ღრმად შეიგრძნო და ძილი განაგრძო.
....
დილია როგორც ყოველთვის კოსტას თავზე დაცემით დაიწყო
-დიმა მომაშორე გთხოვ ,მეძინება
-ალააა აქ დიმა დედა !- ბავშვის სიტყვები ზარივით ჩაესმა. ზურგზე აწვა პატარა აბაშიძე და თმებს ურევდა . გაახსენდა როგორ იჩხუბა წინა ღამით, ბალიში ესროლა გაგიჟებულმა მანაც აიღო და წავიდა. ახლა კი მასთან არ იყო. პირველი ღამე როცა ერთ სახლში იყვნენ და სხვადასხვა ოთახში ეძინათ. გული შეეკუმშა , ბავშვს ხელი მოკიდა და საწოლის მეორე მხარეს დასვა. მკერდზე მიიჭირა ხელი და ღრმად ჩაისუნთქა ,თითქოს ასე შეაცერებდა ტკივილს.თვალები აემღვრა ახვლედიანს , მუხლები მოკეცა და თავი შიგ ჩამალა ცდილობდა ბავშვთან არ ეტირა,მაგრამ აღარ შეეძლო მეტი აღარ შეეძლო . ყველაფერი თავზე ენგრეოდა, მთელი ცხოვრება კამათობდა დიმასთან ,მაგრამ მისგან სიცივე არასდროს უგრძვნია ახლა თითქოს სულს უყინავდა. ერთად დაგროვილ სითბოს ნელ-ნელა უქრობდა . პაწაწინა ხელები რომ მოეხვია რომელიც მის მკერდთან შეძრომას აპირებდა უფრო ასლუკუნდა უკვე საკუთარი თავზე ბრაზობდა ასეთი სუსტი რომ იყო ,მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა იჯდა და ქვითინებდა
-დედააა არ იტიროო1
-არ ვტირიი
-ნუ მატყუეებ - მაგრად მოეხვია და ლოყაზე აკოცა- არ იტირო რა გთქოოვ- პაწაწინა ხელები ლოყაზე ჩამოუსვა და მერე აკოცა- აგარ გაგაბრაზებ ,მართლა ...ცულ აღარ გაგაბრაზბ ოგონდ აღარ იტილო რაა .მამიკომ მითხრა გოგონები არასდროს უნდა ატიროოო დედიკო კიდე სულ გაღიმებული უნდა იყოსოო
-აღარ ვტირი დე... ჩემი სიცოცხლე ხარ შენ - მაგრად მოხვია ხელები მუცელზე დაისვა და გულში ჩაიკრა. ისევ ისე იჯდა ამჯერად ბავშვიც ფეხებზე ჰყავდა აკრული ისიც ტკიპასავით მიეწება და გაიტრუნა. ლიზა ყველგან კოცნიდა სადაც მიწვდა. მისი სურნელით ძღებოდა. მერე უცებ წამოდგა ხელსი აიყვანა პატარა გიჟი და მისი საძინებლისკენ გაიქცა-რაკეტა უნდა იყო ახლა შენ
-არ მინდააააა არაააა აუუუ დედაააა სხვაგან გავფრინდეთ რააა ალ მინდა ჩაცმააა
-ტიტლიკანა უნდა იყო აბაა? რაკეტა მიფრინავს პირდაპირ კარადაში
-აუუუ დედააააააააააა
-აუ დედაააა
-ნუ ამბოოობ..კაი რააა პირიც უნდა დავიბანო?- სააბაზანოსი რო დასვა გაქცევა დააპირა,მაგრამ ლიზ აუკვე მზად იყო კარი გადაკეტა და ონკანი მოუშვა . როგორც ყოველთვის მთელი სააბაზანო შემოირბინა, ხელ-ფეხს იქნევდა უკბინა კიდეც ბოლოს დაბანა პირი,კბილებიც გამოხეხა და გარეთ გასვა. მერე უკვე მეორე კარი იყო ასაღები
-აბა ვინ მიასწრებს პატარა ყაჩაღო- ბავშვი რომ გაიქცა ისიც დაედევნა წინ მიდიოდა და ბავშვს უყურებდა უცებ რომ შეასკდა ვიღაცას. სააბაზანოს ომის სემდეგ დასველებული ტერფები აუცდა და პირდაპირ აეკრო აბაშიძეს-აააააააააა გული გამისკდა ! ვერ თქვი თუ მოდიოდი? - დიმამ ცივად მოისორა. ძირს ჩამოსვა და კარი მიხურა
-ისევ არ იცვამ კოტიკო?- ბავშვს შეხედა და ისიც აიწურა
-ვიცვამ ... უბრალოდ ვარჩევდით!
-ნუ იტყუები ... ოჯახსი ერთიც საკმარისია მატყუარა- ბავშვს ისე ელაპარაკებოდა ლიზასკენ არც კი გაუხედავს. კარადიდან ტანსაცმელი გამოიღო და ბავშვი წინ დააყენა
-მე ჩავაცმევ - მიუახლოვდა და ტანსაცმლის აღება დააპირა დიმამ ისევ დააიგნორა და საქმე განაგრძო.ბავშვი გაბრაზებული იყურებოდა და ვერც ამბობდა ვერაფერს რადგან დიმასთან უძლური იყო . უკან დაიხია ...ოთახიდან გავიდა პენუარზე ხალათი მოიცვა, თმა დაივარცხნა, თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში ჩავიდა. საუზმის მომზადება დაიწყო დიმას და კოსტას ერთნაირი საჭმელი უყვარდა ამიტომ მათი საყვარელი ბლინების გამოცხობა დაიწყო. წვენიც მოამზადა. ვაშლის ჯემიც და კაკაოც ...სუფრას რომ გააწყო ბავშვიც შევიდა. სკამზე აბობღდა და დაჯდა. ვერ ისვენებდა უკან იხედებოდა ,ასკარად მამას ელოდა რომ არ გამოჩნდა უცებ აბობღდა მაგიდაზე და თეფშების ნახევარი იატაკზე მოისროლა სანამ ლიზა ბლინს იღებდა
-კოტეეე რას აკეთებ...მაგიდაზე არ ახვიდე მეთქი ხომ გითხარი შვილო... რამე არ იტკინო კოტე ჩამოდი ნუ გარბიხარ გთხოვ ...კოტე ნუ გადადიხარ მანდ - უკვე კარადაზე იყო გადასული გარბოდა ლიზას ისევ დაუცდა ფეხი და პირდაპირ ჭიქის ნამსხვრევებზე დაეცა.ბავშვი უკვე ოთახიდან გარბოდა . ლიზა კი იატაკზე დაეცა და ხელიც გაიჭრა- კოსტააა არ დაეცეეე.... გარეთ არ გახვიდეეე გთხოოოოვ - კარის ხმა რომ გაიგო ისე წამოვარდა სულ დაავიწყდა ტკივილი. ბავშვი უკვე კარში იყო გასული და ეზოში გარბოდა, ტანსაცმლის ნახევარიც გახდილი ჰქონდა და წვიმაში მირბოდა მაისურის და შარვლის ამარა .მინდორზე რომ გადავიდა თავბრუსხვევა იგრძნო უყურებდა გზისკენ გაქცეულ ბავშვს და სიტყვის თქმასაც ვეღარ ახერხებდა, თვალები უღონოდ აატრიალა და ის იყო უნდა გათიშულიყო ნაცნობ სხეულზე აკრული რომ აღმოჩნდა. ხმა ჩაესმოდა შორიდანვე ახლა უკვე მის ახლოს იყო
-კოტეეეეეეე ახლავე აქ მოდიიი !- ისე ღრიალებდა დიმა ყურში საშინლად ხვდებოდა ხმა. მერე სიმსუბუქე იგრძნო, წვეთები სხეულზე ეცემოდა ,ხელები უღონოდ გადაუცვივდა თავის შემაგრებაც ვერ შეძლო და ასე თოჯინასავით მიჰყავდა დიმას. მერე წვა იგრძნო ხელის და ფეხისგულები ეწვოდა, ტკიოდა ფეხიდან ნამსხვრევებს აცლიდა დიმა და სპირტიან საფენებს უსვამდა
-მტკივაა...დიმა გთხოვ
-რას მთხოვ გოგო წინ ვერ დაიხედე? ან ფეხსისველა რას დარბიხარ ამ სახლში პატარა ბავშვი ხარ ? კოტეა აქ ბავშვი თუ შენ ! რა ვქნა ახლა შეხვედრა გადავდო და თქვენ ორს მოგხედოთ?
-არ მჭირდება მოხედვა... ბავშვი ბაღში წაიყვანე უბრალოდ .თუ გეჩქარება ვინმეს დავურეკავ - ისევ ეტკინა, ისევ გაეყინა სული. დივანზე მოიკეცა და კუთხეში აწურულ ბავშვს გახედა რომელიც თავდახრილი იდგა და ზლუქუნებდა.
-კონსტანტინე! დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბოდიში უნდა მოიხადო ..რას ვასწავლი ზუსტად შენნაირია ! აშავებს და მერე ცრემლებს ღვრის იმ განსხვავებით რომ მე არ მაგიჟებს შენ გიხდის სამაგიეროს ცოდვებისთვის - დაწყებული უცებ დაასრულა წამოდგა, ჩანთა აიღო ბავშვს ქუდი დააფარა, ქურთუკი მოაცვა და ხელი ჩაკიდა
-დედასთან მინდა... არ მინდა ბაღში
-ხო როგორ არა და რომ მოვალ ან ქვრივი ვიქნები ან შვილი აღარ მეყოლება ! პრეტენზიებს ნუ მიცხადებ თუ სოკოლადი სათამაშო ან სადმე წასვლაა რ გინდა მეთქი ხომ გითხარი კოსწიკ?
-ხო მაგრამ...დედასთან მინდა
-დედას არ უნდა !
ბოლოს ესღა გაიგო მერე სახლი დაცარიელდა. მობუზული იწვა და ტიროდა. ყველაფერი ტკიოდა, ჭრილობების წვას ვერარ გრძნობდა,სუნთქვა ეკვროდა გული ეკუმშებოდა. გათიშული იწვა და ტიროდა სანამ დინა არ დაინახა. მის წინ იყო ჩამუხლული და თავზე ეფერებოდა.მერე აკოცა და ჭრილობების დამუსავება დაიწყო. ხმა არ ამოუღია,ჩუმად მიუწვა გვერდით და ისიც მაგრად მოეხვია
-ცუდად ვარ მე ...მე აღარ შემიძლია.მე დინა მე ვეღარ მიტააანს დინააა
-ჩშ...სისულელეს ნუ ამბობ. დიმას შენ არ უყვარხარ? ყველაფერი დაინგრევა ამქვეყნად და დიმას მაინც ეყვარები ხომ იცი . უბრალოდ გაბრაზებულია შენ კი ძველებურად არ ცდილობ მის შემორიგებას
-არაფერი დამიშავებია..სულ არაფერი
გვიან წავიდა დინა. ლიზა საძინებელში იყო და იქ მუშაობდა შემდეგ ბავშვის ბაღიდან გამოსაყვანად წავიდა .ჭრილობები აღარ ტკიოდა და მოძრაობაც შეეძლო. ბავშვმა რომ დაინახა მაშინვე მისკენ გაიქცა უცებ გაჩერდა და აღარ ჩაეხუტა
-რატო არ მეხუტები დე
-მე გატკინე... ბოდიში .არ მინდოდა შენთვის მეტკინა მალთლა
-ჩვენც წაგვიყვან ლიზი დეიდა?- მწკრივში იდგნენ ახვლედიანები,ნაკანები და თაბაგარი
-ლიზა მამიდა ხელზე ლა გჭირს?
-სულელო კოტემ ალ თქვა გაიჭრაო?
-წაგვიყვან?- სხვადასხვა რამეს ამბობდნენ .ლიზამ სუყველა გაიყვანა მანქანაში ჩასვა და გასართობი ცენტრისკენ დაიძრა. გოგონებს შეატყობინა რომ მას ჰყავდა ბავშვები მობილური მანქანაში დატოვა და ყველანი ერთად წაიყვანა. მათთან ერთად თამაშობდა, მხოლოდ ბურთებში არ ჩამხტარა, მანქანებზეც დაჯდა , ფოტოები გადაიღო ვიდეოები .ყველას აჭამა ნამცხვრები,ბამბის ნაყინები და ფერად ფერადი ულვაშები ჰქონდა ბოლოს ყველას. თვითონაც მიიმაგრა და მათთან ერთად აკისკისდდა.
-დეე
-რა იყო რამე უნდა მთხოვო?
-მე ისა...ჩვენ ისა
-მართა შენ მითხარი მამი - გოგონას გადახედა და მანაც უცებ უთხრა
-ვენდიჩი წაგვიკან...ან მაკდონაჩი თან გვჩია უკე...ნაცქალმა ალ გაგვაძგო
ყველანი კნუტის თვალებით უყურებდნენ. ბოლოს პატარა შავთვალა ნაკანს ხელი მოხვია დანარცენები თავადაც გაჰყვებოდნენ ამიტომ წინ წავიდა. მანქანაში მოწყენილები ჩასხდნენ ეგონათ არ უსრულებდა ლიზა სურვილს
-მერე რა იქაც კარგად გავერთეთ..-ამოიბურტყუნა ცოტა ხმამაღლა მაქსიმემ და მერე ისევ ჩურჩული განაგრძეს. სანამ ნაცნობი სენობა არ დაინახეს. მერე დიდ მაგიდასთან დასხდნენ და იმდენი რამე ჭამეს ყველაფერი შემუსრეს.
ბოლოს ყველა თავის სახლში მიიყვანა, მხოლოდ ახვლედიანები დატოვა და კოსტა. ბოლოს მანქანა ახვლედიანების სახლთან გააჩერა. მარიამი მაშინვე გამოვიდა ,ბავშვები გადაფრინდნენ მანქანიდან და ბებოსკენ გაიქცნენ
-ბებოოოოოო მოგვენატრეეე..იცი მამიდამ სად წაგვიყვანა?
-ბებო იცი ბევრი ბურგერი ვჭამე
-ბეე იცი მე დღეს დედას ვატკინე- ბოლოს ბუბუტით თქვა კოსტამ და ბებოს მიეკრა. მანაც ველას აკოცა მერე უკან დაიხია და სახლისკენ გაუსვა ყველა.
-ბაბუ გელოდებათ რაღაც ახალი სათამაშოები მაქვსო მათთვისო...კოსტასაც უნდა ვაჩუქოოო და მასთან მიდით ხო?
-ურააააა
-ბაბუუუ სად ხააარ- მაშინვე გავარდნენ. მარიამს კი ლიზა აესვეტა წინ
-რა ხდება!
-ელენა მინდაააა ...ან თორნიკეეე დედააა - თვალებამღვრეულმა უთხრა და მერე მოეხვია
-ახლა არ მითხრა რომ ტყუპების აქ არყოფნის გამო ხარ ასე! წამომყევი და მომიყევი რა ხდება
სახლში იყვნენ, ლიზა თავის ოთახში იწვა მარიამზე მიკრული და ისევ ტიროდა . ისიც ჩუმად იწვა და უსმენდა
-ბოლოს და ბოლოს მორჩები ზლუქუნს თუ მეც ავტირდე
-აღარ ვუყვარვაარ რატომ არ გესმის?
-არაფერი მესმის შენს სლუკუნში ... მითუმეტეს სისულელეები ! მასე თავიდანაც არ ყვარებიხარ სულ ჩხუბობთ თქვენ. ცოლად რაც გაჰყევი იმ დღის მერეც ჩხუბობთ
-რატომ არავის გესმით
-მომიყევი რო გავიგო შვილო 1
_გამუდმებით დიმას რატომ ამართლებთ ისაა თქვენი შვილი თუ მე! შენი წყალობითაა ყველა მოვლენილი ,მაგრამ მე უფრო არ უნდა გიყვარდე? მერე რა რომ ტყუპებზე ფეხმძიმე ანა შენ შეამჩნიე
-მიდი იყვირე ...რამეც დაამსხვრიე დამშვიდდები არ მაქვს მე პრობლემა .აი შენ კი გაქვს..მთელი ცხოვრებაა სისულელის გამო ეცხუბები იმ ბიჭს.რამდენ ხანს გითმინა მითხარი, რამდენჯერ გაპატია.ახლა ალბათ ამოეწურა მოთმინების ფიალა რადგან შენ უბრალოდ კი არ აბრაზებ შვილო,შენ აგიჟებ! ვეღარ შეიგნე რომ დიმა სხვანაირია.ყველაფერი გაპატია ,მაგრამ ამ კაცების არსებობას შენს ირგვლივ ვერ გპატიობს
-რა გავაკეთო დედა ხომ იცი რომ არაფერი მაკავშირებს იმ კაცთან
-ვიცი ...ყველამ ვიცით.მაგრამ შენ იმის ნაცვლად რომ ზღვარი დააწესოს ხალხისთვსი ვისაც უნდიხარ ყველასთან ერთნაირად იქცევი . ყველა კი ვერ ხვდება შენი ქცევის მიზეზს და ჰგონია რომ შანსი აქვს. შენი ქმარი ამის გამო გიჟდება შენ კი არ აპირებ შეცვლას, არ აპირებ იმ კაცისთვის თავისი ადგილის მიცენას და აძლევ უფლებას გეფლირტაოს
-მამაც ბრაზდებოდა ,ეჭვიანობდა მაგრამ შენ არ გეცხუბებოდა
-იმიტომ რომ მე არ ვაძლევდი ამის მიზეზს! კარგად იცოდა რომ ვერავინ ვერაფერს გამიბედავდა. ყვავილების გროვას არავინ დამიდგავდა სახლში სადაც ქმარი მყავს და მერე ქმარს არ ვეჩხუბებოდი იმის გამო რომ ის უტვინო სცემა. აბა რას იზამდა დიმა აბაშიძე მითხარი ! მამაშენი თქვენ რომ არ გეჩხუბებათ გგონიათ რაც ცოლად შემირთო წმინდანად იქცა? ნეტავ გენახა როგორ ასახიჩრებდა მუშტით ხალხს...დიმა ანგელოზია ხომ იცი !
-რა გავაკეთო დედა...ახლა რომ შევირიგო იმ კაცს სამსახურიდანაც გავუშვებ ,მაგრამ არააქვს აზრი.მაიგნორებს ზედაც არ მიყურებს. სისხლიანი დამტოვა და წავიდა
-დინა ვინ გამოუშვა ნეტავ ...თავისით გაიგო ხომ?
-ეგ არაფერს ცვლის ...
-აი ხომ ხედავ ვერ ხედავ ...ვერ ამჩნევ მის ქცევას მხოლოდ შენი თვალით უყურებ შვილო.ყოველთვის ასე იყავი,სანამ შენ არ მიხვდი რომ გიყვარდა მანამ მისი გრძNობაც ვერ დაინახე
-ასეთი ვარ და ვერ დავწკვიანდები
-არავინ გთხოვს შეცვლას...მას ასეთი უყვარხარ უბრალოდ უკვე ცოლი ხარ, დედა და სხვანაირად უნდა მოიქცე ზოგ ვითარებაში. ეს შეზღუდვა არაა ეს თავად უნდა გაიაზრო! სიტყვები ზედმეტია უკვე...სისულელეა სანამ თავად არ მიხვდები
-იმის გამოც მეჩხუბება რომ მეორეს არ ვაჩენ ! ბავშვი მე უნდა ვატარო ცხრა თვე მე უნდ აგავსუქდე, ვაღებინო, ვიმშობიარო მოვკვდე და ჩემი ნება არ ყოფილა თურმე ...აქაც მე ვარ დამნაშავე დედა?
-დედა ყველაფერში არ უდნა ჩაერიოს.დედას მოვალეობაა შვილი მიიღოს ჩაეხუტოს და აკოცოს. დედა ცოლ-ქმრის საქმეში არ ერევა
-მარიაამ რატომ ხარ ასეთი ! - მაგრად ჩაეხუტა და გაიტრუნა-ბავშვს მიხედე რა...აქ ვრჩები მე დღეს
-ახლა ყოველ ღამით სხვაგან დარცენას აპირებ? წასასვლელი კი გაქვს ბლომად
-არ მაძლევ დარჩენის ნებას?
-მეც გინდა მეჩხუბო?- მარიამმა წარბები აზიდა და ისიც დამშვიდდა.ისევ დაწვა და გაიტრუნა
=გვიან წავალ...ბავშვებთან ალექსანდრეა?
-ხო ...
-თამუნა და თორნიკე როდის ბრუნდებიან ...ან შენ რატო არ წახვედი იმ სიმპოზიუმზე
-მე და ალექსანდრეს ყოველ დღე დასვენების გვაქ. იმათ უფრო სჭირდებოდათ გარემოს გამოცვლა
-ჩემი შვილიც შენ რომ გაზარდო არ გინდა? იქნებ ალეს დამესგავსოს
-ალე დედას ჰგავს მშვიდი კოსტაც შენ გგავს
გაჩუმდა. ისევ გაჩუმდა და უბრალოდ დაწვა. ბოლოს წამოდგა მძინარე ბავშვი არარ წაიყვანა იქვე დატოვა და თავად დაბრუნდა სახლში. დიმას მანქანა ეზოსი არ იდგა, ღამის პირველი საათი იყო. საძინებელში ავიდა, გამოიცვალა მოწესრიგდა და დაწვა. დიდხანს ელოდა, მერე ქვემოთ დაჯდა და იქ ელოდა. ბოლოს გაისმა მანქანის ხმა, კარიც გაიღო და დიმას სილუეტიც დაინახა კიბისკენ მიმავალი. წამოდგა რომ მისულიყო, მერე რაღაცის შეეშინდა,მასთან მიახლოება არ უნდოდა. მის სურნელში სხვა ქალის სუნამოც რომ შეემჩნია მოკვდებოდა. გვიან ავიდა ეგონა დიმა ისევ სხვა ოთახში შევიდოდა ,მაგრამ საწოლში დახვდა თავის მხარეს იწვა, ტანსაცმელი როგორც ყოველთვის იატაკზე ეყარა. ყველაფერი აიღო და მკერდზე მიიკრა ინსტიქტურად დახედა პერანგის ყელს და საკუთარ თავზე გაეცინა,ავადმყოფ ცოლს ჰგავდა . სავარძელზე დააწყო ყველაფერი ,ხალათიც იქ მიაფინა და ფრთხილად მიუწვა გვერდით . ინსტიქტურად მიიწია ჩასახუტებლად და უცებ გაჩერდა,იმდენად ახლოს იყო მისი სუნთქვა ზურგზე ეფრქვეოდა დიმას. გადაბრუნდა და ემბრიონის ფორმაში დაწვა, ვერ იძიინებდა .წამითაც ვერ მოხუჭა თვალი ბოლოს წამოჯდა და საწოლზე ხელი დაჰკრა
-ვიცი რომ არ გძინავს ! ნუ ხარ მშიშარა და თავს ნუ მარიდებ. აღარ მოგბეზრდა,ყოველთვის ასე იქცევი როცა ბრაზდები და ვერაფერს მეუბნები მაიგნორებ . რა გინდა რააა ამჯერად რა გინდა მითხარი რა დავაშავე ის რომ იმ კაცს გავუღიმე? ის რომ მასტან ერთად შეხვედრაზე წავედი და სანამ სტუმრები მოვიდოდნენ ერთი ჭიქა ღვინო დავლიე? თუ ის რომ ვეცეკვე ...არ მეგონა კაცთან დალაპარაკება და ცეკვა თუ მეკრძალებოდა, არც ის ვიცოდი გაღიმება და საუბარი თუ არ შეიძლებოდა. იმ იდიოტურ სასტუმროშიც ერთ სართულზე ვიყავით ,მაგრამ რა ჩემი ბრალია . საქმე მქონდა აუცილებლად უნდა გავფრენილიყავი შენ რომ მიდიხარ მე ხომ არაფერს ვამბობ. ის შენი თანამშრომელი გოგონები რომ მოდიან და
-რა თქვი? იმ გამოსირებულთან ერთად იყავი უნგრეთში? - უცებ წვდა ჰაერსი მოტრიალე ხელში და თავისკენ მიიზიდა- რა ჯანდაბა უნდოდა იმას იქ ..თან შენს ოტახთან იყო ხომ? თუ პირდაპირ ოთახში იწვა...ერთ საწოლსაც ხომ არ იყოფდი იმ ნაბიჭვართან...მერე რა თუ გვერდით მიუწექი დიდი ამბავი მთავარია არ გაგჟი... და რა მნიშნელობა აქ ხელს მოგიფათურებს თუ თავის გარყვნილ ფიქრებში გაგხდის და! ამის დედას შევეც... ლაპარაკიც აღარ მინდა შენთან ! იქ ეგდე იმასთან ერთად მე ბავშვი დამიტოვე და გამომიყვანე ნომერ პირველი .ლე ! ესაა შენი სტილი...მთელი ცხოვრებაა ამით კაიფობ . როგორმე მე გამაგიჟო,როგორმე დამცინო და მიწასთან გამასწორო
-დიმა ... მე არ ვიცოდი ის თუ მოდიოდა. ერეკლე უნდა წამოსულიყო ცუდად გახდა და მერე წამოვიდა. უკვე თვითმფრინავში ვიყავი რომ დამიჯდა გვერდით .რა მექნა უკან დავბრუნებულიყავი?საქმე ჩამეშალა?
-უნდა გეთქვა რომ იქ იყოოო მხოლოდ ეს ! უნდა გეთქვააა ერთი თვის წინ რომ დაგირეკე და გკითხე როგორ ხარ-თქო უნდა გეთქვა ვინ იყო შენ გვერდით მთელი სამი დღე ! ჩემგან ხომ ითხოვ ყველაფერს,მე ხომ გინდა მოგიყვე ყველაფერი ...ხომ ვართ მაშინ მეგობრები დატვირთულ დღეზე ხომ გინდა გაიმბო ! შენ კიდე იმ ნაბიჭვართან იყავი და არ მითხარი...მიზეზს მეტყვი? ძალიან მაინტერესებს .მე კიდე ეჭვიც არ შემიტანია რომ მატყუებდი .არადა მთელი ცხოვრებაა რაღაცას მატყებ...მთელი ცხოვრებაა რაღაც მახეს მიგებ და შიგ ნელ-ნელა მიტყუებ
-დიმაა...შემეშინა რო გაბრაზდებოდი.უბრალოდ არ მინდოდა უარესად გაგიჟებულიყავი. ორი დღის წინ მეჩხუბე და მერე რომ მეთქვა ახლა ჩემტანაა-თქო იქ ჩამოხვიდოდი და მოკლავდი და არც კი ვიცი . არ მომიტყუებიხარ მე არაფერი დამიმალავს მანამდე ხომ იცი რომ
-არაფერი ვიცი ! საერთოდ არაფერი ... გეშინოდა იქ რომ მოვსულიყავი? ხომ რა თქმა უნდა მე რო გამოვჩნდე ხო ჩაგეშლებოდა გეგმები. მე გოგო დებილი ვარ სისულელეს ვიტყოდი თუ ოდესმე ისეთ ადგილას ამიტეხია ჩხუბი სადაც შეგრცხვებოდა და ხალხი იყო მიპასუხეე
-არა... არსად გიჩხუბია ეგრე . არც ჩამოსვლის მეშინოდა არ მიმიღია იმდენად მნიშვნელოვნად იმ კაცის არსებობა რომ მეთქვა არაფერი მომხდარა და რატომ უნდა მეთქვა
-ნეტავ რა უნდ ამომხდარიყო რომ გეთქვა რა საინტერესოა გაყრა რომ მოგინდებოდა მაშინ მეტყოდი ალბათ თუ როგორ ... მე დაგასწრებ არ იდარდო და ახლავე გეტყვი !
-რაა... რა გინდა მითხრა რომ განქორწინება გინდა?
-გითხარი უკვე !
ისევ მარტო დარჩა, ყველაფერი დატრიალდა ირგვლივ.
დიმას განქორწინება სურდა...
დიმა მიატოვებდა... წავიდოდა . აღარ ეყვარებოდა, მარტო იქნებოდა. დიმასთან არ იქნებოდა მის გარეშე იქნებოდა?
დიდხანს იჯდა იატაკზე გაშტერებული და ათასი აზრი უტრიალებდა გონებაში. მერე მოდუნდა, ხალიჩაზე დადო თავი და ცრემლების წამოსვლაც იგრძნოსახეზე რომ მოისვა ხელი უკვე სველი იყო, ყელიც დასველებოდა. დიდი ხანი ტიროდა , დაცარიელდა სულ მთლად გამოიფიტა .
მარიამმა მიწერა რომ ბავშვს თვითონ მიუყვანდა, მხოლოდ მასინ წამოდგა და სააბაზანოში შევიდა კოტეს რომ არ დახვედროდა ნამტირალევი. სარკეში რომ ჩაიხედა გული გაუჩერდა. დიდხანს უყურებდა საკუთარ ანარეკლს. მერე სწრაფად შებრუნდა. სხაპი მიიღო,დიდხანს იდგა ცივი წყლის ქვეშ. მოწესრიგდა, თმა დაივარცხნა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და ისე გავიდა. ბავშვი უკვე მისაღებში იყო და დიმას რაღაცას ეუბნებოდა.
-მე წავალ... ბავშვები მელოდებიან მანქანაში .ნახვამდის ბე
-ნახვამდის მარიამ ბებო ..ხო რას ვამბობდი მაა ისა მე და ბავშვები კიდე სად წაგვიყვანა დედიკომ იცი? იცი რა მაგარი იყო? დედიკომ ბამბის ნაკინით ულვაშები გაიკეთა იცი რა სასაცილო იყო?- ჩუმად უთხრა და გაიცინა.
-დე ჩემთან არ მოხვალ?
-დედიკოოო გაიღვიძე? დღეს შაბათია ხო? ორივე სახლში იქნებით?-ბავშვი მოეხვია და ქვემდოან ახედა- ერთად წავიდეთ რა ხომ დამპირდით ცხენზე დაგაჯენთოო გთხოოოვთ...ტან ჩემი კვიცი უკვე დიდი იქნებააა აუუუ დედააა გთხოოოვ
-წავიდეთ...ოღონდ ერთი პირობით დიმა ალბათ არ წამოგვყვება და იქ უნდა დამიჯერო !
-მე დაგპირდი გასწვალი-თქო ამიტომ მე და შენ წავიდეთ !
-მე წაგიყვან ...მამაშენს არ უნდა ჩვენთან - ორივე სხვადასხვას ამბობდა ბავშვი აქეთ-იქით იყურებოდა მერე წარბები სეკრა
-ანუ ორივე მოდიხართ ... ურააა წავედი მე მე ცავალაგებ ჩანთას,მაგრამ რა ჩავდო? დედა თბილი მოსაცმელი ჩავდოო?
-წამო ჩავალაგოთ დე - დიმას თვალი მოაშორა შებრუნდა და ბავშვთან ერტად ავიდა ზემოთ.
ერთად ჩაალაგეს და შემდეგ საძინებელსი სევიდა. ტანსაცმლის ჩალაგება რომ დაიწყო გაუცნობიერებლად დიმასაც ულაგებდა. უცებ რომ გაახსენდა და ყველაფრის ამოლაგება დაიწყო
-შენი დაუთოებულია და დასაჭმუჭნად არ გენანება?-მისი ხმა რომ გაიგო დანასაულსი გამოჭერილივით ახედა. წარბები შეკრა და მზერა მოაშორა,თავისი ჩანტა შეკრა და წამოდგა .
ერთ საათში მანქანაში ისხდნენ. ბავშვთან ჩაჯდა უკან და მთელი გზა ელაპარაკებოდა. დიმა სარკიდან უყურებდათ, ლიზა რომ გახედავდა მაშინვე მოასორებდა მზერას.
წყნეთში რომ ავიდნენ მაშინვე ეზოში სირბილი დაიწყო კოსტამ. ბარგი რომ აიტანა დიმამ ერთ ოთახში დააწყო,იქ სადაც რჩებოდნენ ხოლმე. მერე უცებ დაიხარა და ლიზას ჩანთა აიღო
-შენი წაიღე! ეს ოთახი ჩემი იყო
-თავიდანვე მე ვწვებოდი აქ
-შენ და თორნიკე წვებოდით ერთი ჩემი ქმარი ერთი ძმა ამიტომ მე უფრო მეკუთნის
-დამცინი?
-რა თქმა უნდა ...
-როგორც გინდა... - ჩანთა მიაგდო თავისი აიღო და გავიდა.
-მამა სად მიდის?
-ესს აწოლი არ გვეყოფა...მე კი სენთან დაძინება მინდა.შენ?
-ბავშვი ხომ არ ხარ კოსტა? დედასთან რა გინდა?
-როგორ ბედავ! ბავშვს მიმხედრებ? - უცებ გავარდა ბავსვს კარი გამოუკეტა და ყელში წვდა-არ გაბედო იცოდე ...არც იფიქრო
-ხელი გამიშვი... მეორეც დიდია უკვე და რა გინდა რძეს აჭმევ თუ იავნანას უმღერებ !ის ხომ გაღიზიანებს... ზედმეტი პრობლემა არაა შენთვის? ახლა რამ გაგიჩინა დედობრივი ინსტიქტი
-მაგას როგორ მეუბნები ... არ გრცხვენია?
-მაგ სიტყვის მნიშვნელოვა იცი?
-კარი რატო მოხურეთ?- კოსტა გავიდა და მათ შორის ჩადგა- რა გჭირთ?
-არაფერი დე...წამო გამოვიცვალოთ და ვიჯირითოდ-ხელი ჩაავლო ბავშვს და წაიყვანა. ორივემ ჩაიცვა და გარეთ გავიდა. დიმა უკვე ეზოში იყო და ელოდა. რომ დაინახა ნერწყვი გადაყლაპა და ბავშვს მიაპრყო მზერა. ცხენი თვითონ შეკაზმა და პატარა კვიცის გაიყვანა რომელიც ახლახანს გაწრთვნეს.
მინდორში იყვნენ ცხენზე იჯდა ბატონი და დიმას მიჰყავდა.
-აუუ მე გაჭენება მინდოდააა ასე მანამდეც დავდიოდით
-ოთხი წლის რომ ხარ რატომ არვაის ახსოვს
-მოდი დე ერთად დავჯდეთ-სანამ დიმა ბუზღნებდა ლიზა ცხენზე შემოხტა ხელიდან გამოგლიჯა აღვირი და ცხენი გააჭენა. ბავშვი იცინოდა და არ ჩუმდებოდა. ისე გავდნენ ერთმანეთს იმდენად რომ თიტქოს ლიზას ბავშვობას ხედავდა.
ერთი წრის სემდეგ ისევ დიმასთან მივიდა ბავშვი ჩამოსვა და ზემოდან დახედა დიმას
-მააა შენც წამიყვანე რა
-მამას ჯირითი არ ეხერხება...
-ტყუილად ცდილობ გამოწვევას... ბავშვის თვალწინ შეჯიბრს არ მოვაწყობ .ისედაც კარგად ვიცით ვის რა შეუძლია და ეხერხება
-რა თქმა უნდა შენ ხომ გამოწვევას არასდროს იღებ - ცხენი ორ ფეხზე დააყენა მათრახი დაარტყა და გააჭენა
-სად წავიდა დედა?
-სახლში შევიდეთ ჩვენ..აცივდება მალე . შაქრო ვნახოთ გვეტყვის ცხენებს როგორ მოვუაროთ და დავვარცხნოთ გინდა?
-კიი წავიდეთ ..
ბავშვთან ერთად თავლაში იყო. მერე სახლშ შევიდა უკვე სეგვიანდა. მოსამსახურემ ვახშმის გაწყობა დაიწყო. ბავსვი მასთან დატოვა იფიქრა ლიზა თავლაში იქნებაო იქაც არ დახვდა, ჯერ არ დაბრუნებულაო უთხრეს . ტყისკენ რომ გაიხედა სისხლი გაეყინა, უცებ შეჯდა ცხენზე და ტყისკენ გააჭენა. ლიზას ვერსად ხედავდა, მერე ცხენის ხმა გაიგო და მარტოკა რომ დაინახა სულ გაგიჟდა
-ლიზააა ... ლიზაააა სად ხარ ლიზაააააააააა - ბოლო ხმაზე ყვიროდა და ტყეში მიდიოდა. შორიდან შენიშნა მიწაზე დაგდებული სხეული და მაშინვე იქეთ გაიქცა. - ლიზა...
-კარგად ვარ.. ფეხი მტკივა ცოტა
-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი ! რას აპირებ ახლა უნდა დამიმტკიცო კიდევ რამე?
-არაფრის დამტკიცებას ვაპირებ-ხელზე დაეყრდნო და წამოდგა. შარვალი გადაგლეჯილი ჰქონდა - არც არაფერს ვიწყებ თავიდან ,არც ვასრულებ.შენ მე გიყვარვარ ამისთვის გაჩნდი რომ მე გიყვარდე. მე კიდე შენ გარდა არავინ მჭირდება არ მაინტერესებს ვისზე ბრაზობ, რა გაგიჟებს შენ ჩემი ხარ არც დაბრუნება მჭირდება არც ტავიდან მოპოვება ....ჩემი ხარ ,ჩემი და ეს შენ კარგად იცი!
-ხო როგორ არა ...
-ამ ცინიკურ გამომეტყველებას არ გაპატიებ ! არსად მიდიხარ ! კარგად შეიგნე რომ მე არასდროს გაგეყრები ...სისულელეში ვხარჯავთ დროს. ნუთუ არ იყო საკმარისი ის დრო რაც ჩემ გამო დავკარგეთ ახლა შენი სისულელის გამო გინდა დავშორდეთ?რამდენ ხანს ,ბავშვი გავაწვალოთ და მერე ისევ შევრიგდებით ხომ იცი...უბრალოდ ჭკუიდან გადამიყვან როცა შეგვიძლია ერთმანეთით დავტკბეთ .მთელი ცხოვრება კამათში გავლიეთ ...მეყოფა ყველაფერი
-ამჯერად რა მოიფიქრე უკან იხევ?
-დიმა ... დავასრულოთ ეს გაუთავებელი ჩხუბი და ვისწავლოთ ბოლოს და ბოლოს ერთმანეთის მოსმენა
-ნუ მიახლოვდები..არც კი გაბედო შეხება! ხომ იცი არ გაჭრის ჩემზე და რა გაგებაზე მელაპარაკები შვილიც კი არ გინდა ჩემგან... ერთი გვყავს და იმასაც გამუდმებით ეჩხუბები წუწუნებ და ისე უყურებ თითქოს სხვისი იყოს თითქოს შენი გაჩენილი არ იყოს . ხანდახან მგონია რომ ჩემი სისხლის გამო გაქ მასზეც ალერგია შენ კი არ გიყვარვარ ვერ მიტან და ყველაფ...
-არ გააგრძელო ! არ გაბედო გესმის? ვინ არ ბრაზდება შვილზე... მერე რა თუ ვწუწუნებ მაგას როგორ მეუბნები დიმა როგორ შენი ყველა უჯრედი მიყვარს და საკუთარ შვილს არ შევიყვარებდი? უბრალოდ დავიღალე ... საკუთარმა თავმა დამღალა საკუთარმა ქცევამ და მინდა დავასრულო. ოდესმე მაინც დავმშვიდდე
-ბევრჯერ მომისმენია მსგავსი სიტყვები და მე მგონია რომ აღარ ღირს მეტად გაგრზელება სანამ ძალიან ვატკენთ
-როგორ უნდა მატკინო უსენობაზე მეტად...შენი აზრით მეტი ტკივილი იარსებებს ჩემთვის? შენ გარეშე დაწყებული დილა კოშმარია... შენ გარესე დასრულებული დღე ჯოჯოხეთია და გინდ ამითხრა რომ უფრო მატკენ ? დავიჯერო ჩემ გარეშე ბედნიერი იქნები? წარმოიდგინე დრეები ჩემ გარეშე როცა არსად ვარ და ბედნიერი ხარ? შენ თუ ნამდვილად გრძნობ ამას მაშინ წავალ ...სამუდამოდ წავალ და მხოლოდ ბავშვს გაჩვენებ.არასდროს გამოვჩნდები იქ სადაც შენ იქნები . უბრალოდ მითხარი რომ გჯერა ,ნამდვილად გჯერა რომ მე შემეძლო მეღალატა, რომ ვინმე არსებობს ჩემთვის შენს გარდა .შენ თუ ეს ნამდვილად გჯერა და საერთოდ დაკარგე ნდობა მაშინ ყველაფერი დასრულებულა უკვე და ხელის გაწერა აღარაფერი იქნება
კოჭლობით მიდიოდა სანამ არ გააჩერა. თავისკენ შეაბრუნა და მაგრად მოეხვია . ასე იდგნენ და არ ირხეოდნენ
-ვერ გიტან ხომ იცი
-ვიცი...
-ჩემი კოშმარი რომ ხარ ხომ იცი
-ვიცი
-სიცოცხლეზე მეტად რომ მიყვარხარ და შენ გარეშე სიცოცხლის წარმოდგენა რომ არ შემიძლია ეგეც იცოდი ხომ?
-ვიცოდი კიდევ ის ვიცი რომ მომენატრე
შემდეგ მონატრებულ ბაგეებს დაეკონა და დიდხანს ვერ მოწყდა. სახლში ერთად დაბრუნდნენ, ფეხზე არსებული ჭრილობა დაუმუშავა დიმამ და შემდგე ერთად ივახშმეს. კოსტა არ ჩუმდებოდა და გაბადრული უყურებდა მშობლებს.
ბოლოს როცა პატარა ლიზას ასლი დააძინეს ერთად გამოიხურეს საძინებლის კარი.ორივე გაწუწული და გაწეწილი იყო.ერთმანეთს რომ შეხედეს სიცილი აუტყდათ
-შენს ბავშვობას მეორედ გავდივარ ...
-მე კი ვხვდები როგორი ვიყავი და უფრო მიყვარდები - თავისკენ მიზიიდა და აკოცა
-მგონი სხაპის მიღება არ გვაწყენდა- ხელსი აიყვანა დიმამ და სააბაზანოში შეიყვანა.
კიდევ კარგი საძინებლიდან ხმა არ გადის,მითუმეტეს სააბაზანოდან თორემ ბავშვს ფსიქიკას დაუზიანებდნენ.
...
მხატვრის გვერით იდგა ,მის ხელს თითებს უჭერდა და ბედნიერი შეჰყურებდა გაცოცხლებულ დიდებულიძეების კერას.
ვაკოს გახედა რომელიც სევდანარევი მზერით უცქერდა სახლს და ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა. შემდეგ ქეთევანს დახედა ზემოდან და გაუღიმა
-საოცრება მოახდინე ქალღმერთო
სახლისკენ წავიდა ქეთევანი ისე რომ ვაკოს არც დაელოდა. სახლის კარი პირველმა შეხსნა და განახლების შემდეგ პირველად შეაბიჯა იქ. იდგა შესასვლელში და სრულიად ახალ გარემოში გადაადგილდებოდა.ყველა დეტალი მოსწონდა, საკუთარ ფოტოებს უცქერდა კედლებზე რომ იწონებნენ თავს და პატარა ბავშვივით ბედნიერი დახტოდა. ბოლოს კედელზე მიყრდნობილ დიდებულიზეს მოეხვია და ტუჩები დაუკოცნა
-ძალიან მომწონს... ძალიან
-მეც მომწონს და დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი დღესვე აქ
-ჰმ, მღალატობ ანუ? აბა შენს გარეშე ამ სახლში არ გადმოვალო? -თვალები დააწვრილა და გაბრაზებულმა შეხედა
-ქეთევან !
-ასე რომ მიყურებ ხვდები რომ ყველაფერზე დაგთანხმდები ხომ?
-მთავარ შემოთავაზებას არ იღებ ქეთევან და ამას ჩემი თვალები არ უშველის
-მეორე სართულზე ავიდეთ ... საძინებელი მაინტერესებს ! - უცებ მოშორდა და კიბისკენ დაიძრა. ვაკო სანამ არ ამოუდგა გვერდით მანამ არ გააღო კარი შემდეგ თვალები დახუჭა და ისე შეაბიჯა-იცოდე რომ არ მომეწონოს სხვა ოთახში იქნება შენი საძინებელი - კედლის წინ იდგა ,თვალები გაახილა და ვაკოს ზურგით აეკრო . მონუსხული უყურებდა ყვავილებში ჩაძირულ საკუთარ გამოსახულებას ,ყვავილები ჭერიდან იწყებოდა და სამ კედელზე ვრცელდებოდა . ზურგიტ მდგომი გოგონა ჩანდა რომელიც შორიდან იყურებოდა და მომნუსხველად იღიმოდა
-არაფერს იტყვი? ვიფიქრე ამ ეზოში დანახული კადრის დახატვა კარგი აზრი იყო ...არა გატყუებ საერთოდ არ მიფიქრია ! არ მოგწონს ხომ? ქეთევან შენ - სიტყვის თქვა ვერარ მოახერხა მის მკლავებსი მოქცეული ქალი სწრაფად შებრუნდა ყელზე მოხვია ხელები და ტუჩებზე დააცხრა. კოცნიდა დიდხანს, მთელი გრძნობით და ვნებით შემდეგ მოშორდა გაბრუებულ ბიჭს
-იცი ახლა რა მსურს მხატვარო? ყველაფერი და ყველა სურვილი შენთან მოდის ერთიანდება და მხოლოდ შენ მჭირდები ,სამუდამოდ უნდა სრულდებოდეს ეს სურვილი..ყველაზე ხანგრძლივი და საოცარი
მთელი არსებით გააბედნიერა მხატვარი. მთელი არსება მოიცვა ფერადმა სხივებმა და საბოლოოდ შეკრეს მძლავრი კონა რომელიც ქეთევანთან ერთად იარდსებებდა.
იმ დღეს პირველად იყვნენ ერთად დიდებულიძის სახლში.
ყველაფერი სხვაგვარ ელფერს იღებდა იქ , იმ კედლებში სადაც ერთ დროს დიდი სიყვარული ტრიალებდა . სადაც ახლა ქეთევანის და ვაკოს გრძნობა გაიდგამდა ფესვებს. ბედნიერება გავრცელდებოდა ყველგან ...
მთელი გრძნობით ეფერებოდა, კოცნიდა და სიამოვნებისგან გონებაარეული ათას სიტყვას ამბობდა.
ისევ იქცა ორი ერთად ,ისევ აძგერდა ორი გული ერთ რიტმში და ჩაიძირა მწვანეში .ასე საოცრად რომ ანათებდა და ბედნიერებისგან ჭკუას აკარგვინებდა.
უზარმაზარ საწოლზე იწვნენ ჩახუტებულები და ღიმილით შესცქეროდნენ ერთმანეთს თვალებში . აწითლებულ ღაწვებზე აკოცა დიდებულიძემ, შემდეგ უკან გადასწია თავი და თვალებდამრგვალებულ დევდარიანს მზერა გაუსწორა
-შენი სურვილი ამაღამვე აქ გადმოსვლას მოიცავს?
-ყველაფერს მოიცავს რაც შენ გინდა
-რა მიმზიდველად ჟღერს...ყველაფერს რაც მე მინდა? - წელზე შეუცურა ხელი და შიშველ კანზე ააყოლა -ყველაფერს რაც მე მინდა ...ჯანდაბა ! მხოლოდ შენ რატომ მახსენდები - ტუჩზე იკბინა“დანანებით“ და ყელში აკოცა
-არა გთხოვ... თუ გინდა დემეტრე დევდარიანის რისხვა აიცილო თავიდან სჯობს მთელი ოჯახი შევკრიბო დევდარიანებისა და ვუთხრა რომ ერთად ვართ
-მაპატიე ,მაგრამ შენი მამიკოს რისხვით ვერ მაშინებ .რამე უფრო მძაფრი მოიგონე ,თუ მოახერხებ- ზემოდან მოექცა და ტუჩები მკერდზე მიაკრა ხელი ფეხებსშორის შეუცურა და მოფერება დაუწო
-ვაკოოოო ასე არ ... ასე როგორ ოოოოჰ -უცებ წამოიწია სხეულზე უფრომიეწება და ტუჩებზე დააცხრა
-როგორ მიყვარს რომ მიჯერებ - ბოხი ხმით ამოთქვა და კოცნა განაგრძო..
როგორღაც მივიდნენ დევდარიანების სახლთან. ვაკო მშვიდად იყო ქეთევანისგან განსხვავებით
-მოიცადე!
-რა ხდება ..
-ასე მშვიდად როგორ ხარ...ვინაა მშვდიად ამ დროს. ფაქტობრივად ჩემ ხელს სთხოვ
-ფაქტობრივად არაფერს ვაკეთებ ქეტევან! რატომ უნდა ვინერვიულო უარის თქმას აპირებ?
-მე არა მაგრამ ის ...ჯანდაბა შენ რა სულ არაფერი იცი დემეტრეს შესახებ? არც რეზის არც ნოდიკოს არაფერი უთქვამთ? ძალიან მშვიდად შეიძლება აგკუწოს
-ქეთევან შემომხედე და მითხარი რომ ჩემთან ერთად გინდა დარჩენილი ცხოვრების გატარება .გინდა თუ არა.... კი ან არა ქეთევან
-რა თქმა უნდა მინდა !
-ძალიან კარგი ე.ი რამდენიმე საათში ერთად ცხოვრების პირველ საათების ათვლას დავიწყებთ- აკოცა, ხელი ჩაკიდა და სახლისკენ დაიძრა. კართან ისევ გააჩერა დევდარიანმა
-არა რა ...არა რამე უნდა მოვიფიქრო ასე ვერ ვეტყვი . დამიანეს მაინც გავაფრთხილებ, სესილია მაინც დაიჭიროს წაქცევამდე ან რა ვიცი მამას იარაღები გადამალოს...იარაღი რაში ჭირდება ერთს დაგარტყამს და გაგთიშავს .ღმერთო არაააა
-მიხარია რომ ნორმალური ადამიანივით რაღაცაზე შენც რელავ და ისტერიკა გემართება ,მაგრამ ზედმეტია უკვე ხომ ხვდები ! ამოისუნთქე ქეთევან ასე დაიხრჩობი ! იქნებ ერთად ცხოვრებისთვის არ ხარ ჯერ მზად...არ მეწყინება მართლა .ეს ნორმალურია .მთავარია რომ..
-ვაიმე ვაკო დარწმუნებული ვარ მე ჩემ გრძნობებში,იმასიც რომ შენთან მარტო ცხოვრება მინდა,შენთან რომ მინდა სულ და არცერთი დღის დაკარგვა არ მინდა. დაკარგვა რომ არ მინდა იმიტომ გეუბნები მამაჩემთან მისვლის გზაზე იქნებ დავფიქრდეთ-თქოოო დავიღუპე - უცებ ამოთქვა და ხელები ჰაერშ გაუჩერდ აკარი რომ გაიღო და დაბარებულივით გამოჩნდა მისი აღმატებულება დემეტრე დევდარიანი. როგორც ყოველთვის არაფრისმთქმელი გამომეტყველება და მოელვარე თვალები . წამში აათვალიერა წყვილი, შეაფასა სიტუაცია და თავისი მომაკვდინებელი ხმაც გააჟღერა
-რა ხდება ქეთევან ?
-მამააა როგორ ხარ? -უცებ უშვა ხელი ვაკოს და გაკრეჭილი მოეხვია მამას თან ვაკოს უბრიალებდა თვალებს,მაგრამ აშკარად არ უსმენდა დიდებულიძე ქალბატონს- როგორ მომენატრე ... მამიკოო ,მამა სად მიდიოდი?
-ეზოში ვაპირებდით მე და სესილია ვახშმობას ,მაგრამ როგორც ჩანს სალაპარაკო აქვს ამ ყმაწვილს - ქალიშვილის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია ხელი მშვდიად უშვა და ბიჭს მიაპყრო მზერა - სახლში შემობრძანდებით თუ აქვე კართან ვისაუბროთ ვახტანგ !
-თქვენთვის როგორი გარემოც იქნება მოსახერხებელი ... ჩემი სათქმელი მაინც უცვლელი იქნება -დევდარიანს ამის გაგებისას ყბა დაეჭიმა . წაბრი მაღლა აზიდა უცებ და მერე ისევ დაიბრუნა უემოციო გამომეტყველება.
-დემეეე რას შვები მომეხმარე კერძები გავიტანოთ- სესილია გამოჩნდა დერეფანში და კართან მდგომების დანახვისას უფრო გაიბადრა- სტუმარი გვყოლია... რა კარგია ..ერთად ვივახშმოთ ყველამ. დე წმაო მომეხმარე .... დამიიიი ვაკოა მოსული გამოდი დე მიხედე ბიჭს- უცებ გამოსტაცა ქალიშვილი იმათ და დამიანეც იხმო.
-სესილია ჩვენ საუბარს ვაპირებდით და მერე ...
-სათქმელი მოიცდის..კერძები ვერა. მალე გაცივდება და დაგემოვნებას ითხოვს დემეტრე! გააკეთე რაც გთხოვე დემეე - მისკენ გადადგა რამდნეიმე ნაბიჯი, დატკბა დაიშაქრა ლოყაზე აკოცა ქმარს და მერე ღიმილით მიუბრუნდა ვაკოს- ხომ არ მეტყვი ვახშამზე უარს ვაკო?
-იქნებ...
-ცუდი ჟესტი იქნება შენგან ვაკო .... წარმოდგენას ნუ დამიკარგავ საყვარელო - ისევ გაუღიმა ბიჭს ლოყაზე მოეფერა და წავიდა. ქეთევანი სწრაფად შეიყვანა სამზარეულოში და მერე ნამდვილ ყიფიანად იქცა-რა ხდება ჩვენს თავს ქეთევან?რატომ იყურებოდა დემეტრე ასე
-ვაიმე როგორ მიყვარხარ რომ იცოდე...კიდევ კარგი დროულად გამოხვედი.
-რომ დგაინახეთ მაშინვე გამოვიქეცი ,მეტყვი რა ხდება?
-ვაკოს გამოვუტყდი გრძნობებში და ისიც ვუთხარი რომ მასთან ერთად მინდა ცხოვრება და
-რააა?
-კარგი რა სესოოო არ გახდე ახლა დედა ...სესოოო შენ ხო კარგი გოგო ხარ არა? ხომ გესმის ჩემი . ხო იცი არ უყვარს შენს გოგოს დროის კარგვა მაშინ როცა ამის საჭიროება არ დგას...მინდა მასთან დედა მინდა და რატომ უნდა გავიყვანო ფუჭად დრო .
-კარგი დამშვიდდი ...ნუ ღელავ .მე შენთან ვარ - უცებ მოეხვია და აკოცა- ჩემი გოგო მიფრინაავს ჩემი ბუდიდან .რა მეშველება ახლა მე ! ბებიაც მალე გავხდები დამაბერე გოგო? ვაიმე სულ შევიშალე ეს რა დღეში ვარ. დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა ქეთევან? იქნებ უბრალოდ იმ ბიჭის სიახლოვით ხარ გაბრუებული და ვერ ხვდები
-დედაა ხომ მიცნობ არა? არსად მივდივარ შორს დაქალების გატხოვილი გოგონები არიან სულ შენთან დედა და მე არ ვიქნები? რა გჭირს
-კარგი ხო ...წამოდი ახლა ესენი გავიტანოთ .იქნებ მამაშენი დამშვიდდეს ვახშმის დასრულებამდე
-მეეჭვება რაღაც
-ის ბიჭი ასე მშვიდად რატომაა..თუ მომეჩვენა
-ასეთია დედა ... არ ღელავს ტყუილად .საერთოდ არ ღელავს ხოლმე
-შენსავითაა ანუ
-ხო მაგრამ მე ახლა ძალიან ვღელავ. მამას გაბრაზებას ხომ იცი ვერ გადვაიტან
-ეგრე გაბრაზდა ალექსანდრე ორჯერ ! გიგი ,ერეკლე და ახლა მისი ჯერია გაიგოს როგორია ქალიშვილის გაშვება იმათ რომ ამშვიდებდა
ეზოში გასვლამდე გაიჭყიტა ქეთევანმა. დემეტრე სკამზე იჯდა ვაკოს ბურღავდა მზერით და თიტებს აკაკუნებდა მაგიდაზე, ის კი დამიანეს ესაუბრებოდა . სესილია წინ გაიჭრა . მაგიდაზე დააწყო კერძები და თითქმის შეუმჩნევლად აკოცა გავლისას დემეტრეს თან რაღაც უთხრა თვალებიც დაუბრიალა და მერე ქეთევანს გამოართვა ხელიდან ლანგარი . იქ დატოვა ქალიშვილი კიდევ ერთხელ გამოცუნცლდა მაგიდა ბლომდე გაამზადა და მეუღლის გვერდით დაჯდა.
-გემრიელად მიირთვით, შეგერგოთ- ბიჭებს გადახედა, შემდეგ ერთი ხელი დემეტრეს ხელს დაადო მოთამაშე თითები გაუჩერა და ღიმილით გახედა ისევ- ასე რომ მიბღვერ მაგაზე მერე დევდარიანო - ჩუმად უთხრა და ვახშმობას შეუდგა.
ქეთევანი სულ გაგიჟდა ვახშმობის კულმინაციისას თავად ვაკომ რომ გამოიჩინა ინიციატივა
-თქვენის ნებართვით მე და დემეტრეს საქმე გვაქვს... ქალ..ქეთევან აქ დარჩი ხომ? - წამოდგა დემეტრეს გადახედა.მერე სესილიას გაუღიმა გოგოს აკოცა თავზე და წავიდა. დევდარიანის გვერდით მიაბიჯებდა. სანამ კაბინეტში შეაბიჯეს კრინტი არ დაუძრავთ.
-დაჯექი - სავარძელზე მიუთიტა და თავად მაგიდასთან ჩაჯდა უზარმაზარ სავარძელში. ვისკის ბოთლი მისწია ჭიქაში ჩაასხა და წინ გასწია- დალევ?
-არა გმადლობ
-ხო რა თქმა უნდა ! კარგი ბიჭები არ სვამთ - ჩაილაპარაკა და თავად დაცალა მთელი ჭიქა
-მგონი სჯობს პირდაპირ მიკიბ-მოკიბვის გარეშე გითხრათ
-რა უნდა მითხრა შვილო შენ მე ახალი და ისეთი რო გამაკვირვო... არ მჭირდება მე შენი გაფორმებული ფრაზები და შენიღბული საუბარი! - უცებ გააწყვეტინა წამოიწია წინ. მაგიდას ხელებით დაეყრდნო და კბილებში გამოსცრა - სიტყვის თქმა არ გაბედო სანამ დავამთავრებ ! - მაგიდას მუშტი დაარტყა - შეუყვარდი ხომ? ამის თქმა გინდა ! ვიცი , რატომ არ გავაჩერე? იმიტომ რომ მანამდეც უყვარდი. იმ კუნძულზე თქვენს ერთად მოხვედრას კი მე ვერ გადავუდგებოდი წინ. სანამ შეიყვარებდა შენს წმინდა სახეს ცხოვრებისგან გაუბედურებულ პერსონას შენი შავბნელი ცხოვრების წლებზე თუ უამბე რამე . სანამ შენთან გადაწყვეტდდა თანაცხოვრებას მანამ უამბე ყველაფერი? ასე ნუ მიყურებ ! კარგად ვიცი , ყველა დღე ვიცი შენი ცხოვრებიდან. დაბადებიდან ტანჯვა , ბედნიერება იმ ოჯახში მოხვედრის შემდეგ. მერე შენი არევის შესახებ ხელოვანო ! მარტივი გახდა ხომ ცხოვრება კაიფის დროს ...ასეა ერთი ჩხვლეტა და სამოთხეში ხარ ! მერე გამოსწორდი, ფრთები შეისხი და ანგელოზად იქეცი ხომ? მაგ შენს ანგელოზის სულში და კაცურ სულისკვეთებაში ის არ შედის რომ ქალს რომელსაც გრძნობებში უტყდები ჯერ ყველაფერი უნდა მოუყვე შენს ცხოვრებაზე და არჩევანის საშუალება დაუტოვო ! ... ახლა ამდენს იმიტომ გელაპარაკები რომ ნინის გაზრდილი ხარ ,ნოდიკოს შვილივით უყვარხარ .ჩემი რეზის თვალწინ იზრდებოდი და მე ზოგადად არც განგიკითხავ მე მხოლოდ ჩემ ქალიშვილთან ტყუილებით აწყობილ ურთიერთობას არ შეგარჩენ და ასე მშვიდად ვერ გიცქერ !
-დაასრულეთ თქვენი სათქმელი ბატონო დემეტრე? - მთელს მონოლოგს სავარძელში მოკალათებული ისმენდა, მანამდე მშვიდად იყო შემდეგ მთელი სხეული დაეწიმა, მხოლოდ იმიტომ რომ თავისმა ცოდვებმა შეაწუხა,მხოლოდ იმიტომ რომ ის წლები ეზიზღებოდა.ისე კი დევდარიანთან უკან დახევას არ აპირებდა რადგან კარგად იცოდა ვინ იყო, რა სურდა და როგორ მოიქცეოდა. ახლა კი ჯიქურ უცქერდა თვალებში დევდარიანს, მეტად თუ არა ნაკლებად არ უელავდა მწვანე სფეროები - კიდევ ერთხელ მიხარია რომ თქვენი შვილია ქეტევანი. ახლა ეს ამბავი რომ არ გაგერკვიათ მე მომიხდებოდა თქვენთვის ყველაფრის მოთხრობა და ახსნა განმარტებების გაცემა ყოველთვის მძულდა . ორ ცოდვილს ერთმანეთის ყოველთვის ესმის არ მეთანხმებით? ორივეს ბევრი გადაგვიტანია ცხოვრებაში , თქვენ იპოვეთ სიმშვიდე ,გვიან მაგრამ მაინც იპოვეთ და სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ ცხოვრება. მე ქეტევანის გამოჩენამდე დავიწყე ახალი ფურცლიდან და სრულიად წრფელი გრძნობით შევიყვარე. ჩემთვის ჩემი ნიჭი იყო ყოველთვის ხსნა და მომავალშიც ასე იქნება. მე დიდი ხნის წინ ამოვედი ჭაობიდან, სრულიად მარტომ ამოვაღწიე მანამ სანამ ვინმეს ვატკენდი ,სანამ ახალი ნარკოტიკი გამოჩნდბეოდა ჩემ ცხოვრებაში და ახლა მხოლოდ იმიტომ არ იცის ქეთევანმა ჩემი ცხოვრების ლაქის შესახებ რომ ეს ფაქტი მის ცხოვრებაზე არასდროს მაოხდენს გავლენას ! ისიც კარგად გეცოდინებათ რომ მე ამით მხოლოდ ჩემს თავს ვავნე და არავის სხვას ცოდვა რომ წინ დამხვდეს ოდესმე . ქეთევანი თქვენი სვილია და ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ რომ ეს ინფორმაცია მასზე წამითაც არ იმოქმედებდა ...ახლა კი იმას გეტყვით რისთვისაც აქ მოვედი - ღრმად ამოისუნტქა მცირედი პაუზა გააკეთა . ზუსტად დააფიქსირა რომ დევდარიანთან ყველა სიტყვა ზუსტად მივიდა, ყველა მათგანში ჩამალული დიდი ინფორმაცია ამოიცნო - უბრალოდ გპირდებით რომ ქეთევანის ცხოვრებაში საოცარი ხანა დაიწყება და ის არასდროს შეიძულებს ჩემთან გატარებულ რომელიმე დღეს
ერთხანს უყურებდა დევდარიანი წინ მჯომს. შემდეგ თავი ოდნავ დახარა თიტებს დააცქერდა და გაიცინა
-გურო დიდებულიძე შენში ცოცხლობს... არ მომკვდარა და არც მოკვდება სანამ შენ ივლი ამ მიწაზე !
არაფერი უთქვამს მეტი..სულ არაფერი. არადა ბევრი რამის თქმა შეეძლო ,საჭიროც იყო იქნებ,მაგრამ სიტყვა არ დაუძრავს. უყურებდა ვაკოს სახეცვლილებას და გული ყელში უჭერდა. შემდეგ მის წინ აღმოჩნდა, მერე უბრალოდ ძმაკაცის შვილს, ძმის აღზრდილს და უკვე ქალიშვილის საყვარელ კაცს მაგრად ხვევდა ხელებს და მხარზე ძლიერ მკლავს ურტყამდა.
...
ქეთა ვერ ისვენებდა ერთ ადგილას. სესილია და დამიანე უყურებდნენ და ხმას არ იღებდნენ
-მითხარით რამე არ მომიკლას ჩემი მხატვარი ხალხო !
-ამას მამა ვამპირი ჰგონია მგონი... მოკლედ მოგვარდით თქვენ. ბარგი ჩაუაგეთ და გაუშვით ეს გიჟი აქედან. იმან მაინც უსველოს და ერთი ბავში რო გეყოლებათ იმენა თქვენი დამასვენებთ მეც. - ჯერ დედას აკოცა მერე დას მოეხვია მთელი ძალით
-ლოდო გავიჭყლიტე
-ასე მაინც გაჩერდი გოგო- მთელი სახე დაუკოცნა ხელებს არ უშვებდა- იცოდე მე მერე წავაცლი თავს თუ აურევს .შენ იცოდე თორე იმის გაფრთხილებას არ ვაპირებ
-რატო ხართ ყველანი ასეთი კლდეებიიი ჩემი ბუნჩულა ბიჭი მომიყვანეთ ნუ გამაგიჟებთ
-არა დაღლილი რო არ ვიყო და სამი დღე გადაბმულად არ მგქონდეს განათენები ამ სცენას არ გამოვტოვებდი და ბოლომდე დავაკვირდებოდი შენს უსაფუძვლო ღელვას,რომელიც მთელი 26 წლის მანზილზე პირველად ხდება
-წადი შვილო დაიძინე. შენ მაინც ხო იცი რო ყველაფერი კარგად იქნება
დამიანე წავიდა. სესილია წვენს მიირთმევდა და უცქერდა ქეთევანს რომელიც მორიგ წერს არტყავდა მინდორზე
-გაითელა ბალახი შეიცვალე ტრაქეტორია
-რა ხალხი ხართ გავგიჟდი ! დემეტრეს ჰყავს იქ შენ ქმარს არ იცნობდე მაინც
-რომ ვიცნობ იმიტომ ვარ მსვიდად
-შენც არ გინდა ჩემი გაშვება იცი რასაც იზავს და იმიტო ხარ ხო მშვიდად
-პარანოია გაქ უკვე ...
-დედააა ახლა წავალ და შევუვარდები კაბინეტში რაც იქნება ის იქნება მე არ
-სად აპირებ შემოვარდნას ქალბატონო!
-მამა? მხატვაროო
-ხო მე მამა ვარ ის მხატვარი
-დედაა იცინის შენი ქმარი ? დეეე - დემეტრეს უყურებდა მერე მაგრად მოეხვია და ასე იდგა მამიკოს გულზე ჰქონდა თავი მიდებული და მშვიდდებოდა.
-რა გიხარია ამაღამ არსად ვუშვებ ჩემ შვილს მე ! შენ შეგიძლია წაბრძანდე - ისე გახედა ვაკოს ხელი არ გაუშვია ქეთევანისთვის
-მამაააა - ქეთამ თავი წამოსწია და წარბები შეკრა
-გვეუბნებოდა დიდი ირაკლი ყიფიანი ერთ დროს მე და ალექსანდრეს“ გოგო რომ გეყოლებათ მერე გაიგებთ როგორ ვარო“
-დემეტრეე გეყოს ახლა ბავშვების გაწვალება
-ქეთევან დედაშენს უთხარი მორჩეს თვალებით მუქარას და დავსხდეთ ორივეს უნდა გითხრათ რაღაც -ცოლს მიუჯდა გვერდით. ვაკო და ქეთევანი ერთად დასხდნენ მათ წინ - გურამ დიდებულიძე დიდებული ადამიანი იყო . ერთეულები იბადებიან მხოლოდ მისი მსგავსი სულის მატარებლები... მისი სული ზეცაში მაშინ იქნება მშვიდად იმ დიდი ოცნებების სახლს რომ შეასრულებინებთ მისიას. დარწმუნებული ვარ რომ ჩემი ქალიშვილი და მისი ვაჟი შეძლებენ...
......
დევდარიანების სახლი იმ ღამით ერთით მეტ მცხოვრებს იტევდა.
კიდევ ერთი წყვილის სიყვარული ტრიალებდა ირგვლივ
მხოლოდ გადაღლილ, ეულ დამიანეს ეძინა გათიშულს. სამსახურის ერთგულებას რა ვუთხარი თორემ ამ დროს დასთან არ უნდა ყოფილიყო?მერე რა რომ კარგად იცოდა რაც მოხდებოდა.
სესილია მეუღლის გვერდით დაწვა და ლოყაზე აკოცა
-კარგი ბიჭი ხარ
-არც კარგი ვარ და აღარც ბიჭი . შენ კიდე ქალბატონო როგორ იქცეოდი ამ საღამოს? ჯერ გამსოვლა რა იყო,მერე თვალების ბრიალი !
-გეყოფა ახლა ! თუ მაინცადამაინც სასჯელს მივიღებ მერე...ახლა მითხარი რა ელაპარაკე იმ ბიჭს ამდენი
-არაფერი უბრალოდ უნდა დავრწმუნებულიყავი რაღაცაში
-რომ უყვარს არ იცოდი აქამდე?
-ვიცოდი ! მე კი უნდა გამეგო საკმარისად ძლიერი იყო თუ დამუშავება სჭირდებოდა და ისეთი მშვიდი და ბუნჩულა იყო როგორც ნოდიკო აღმიწერდა.
-მერე?
-როდის იყო შენი ქმარი ცდებოდა
-ამ სიბერეში თავსი აგივარდა რაღაც, ძალიან თავდაჯერებული გახდი
-იქნებ იმიტომ რომ ერთ ღვთაებრივ ქალს წლებია ვუყვარვარ და მაგიტომ ვაღიარებ ჩემს შესაძლებლობებს
-დემეეე ... არ მინდა ქეთას გაშვება. აზრი არ ჰქონდა ისტერიკებს ,მაგრამ რა ვქნაა ასე უცებ არ მეგონა
-არ იტიროო რა . არ გამაგიჟო გთხოოოვ ჩემო სესილიაა ჩემო ყვავილო .ცრემლი არ დამანახო თორე აქ გამოვკეტავ ორივეს
-ნუ სულელობ- ხელი მიარტყა მუცელზე და ჩაეხუტა - მგონი მართლა დავბერდით ... ნეტა შვილიშვილი მალე მეყოლება?
-გყავს უკვე თან ბევრი ყვავილო და ერთით მეტი გვეყოლება თუ ნაკლები რა მნისვნელობა აქვს.ბებიას დიდი ხანია გეძახიან .მთავარია გაჩნდეს ოდესმე და მანამდეც და მერეც ბედნიერები იყვნენ .
-მიყვარხარ
-რომ გიყვარვარ უნდა მაკოცო ტუჩებსი და არა ლოყაზე ! რით ვერ ისწავლე - ჩუმად უთხრა და ტუჩები დაუკოცნა. შემდეგ ძლიერ მოხვია ხელები და მაგრად ჩაიკრა გულში.
…………..
აბაშიძის ქალი ბავშვებტან ერთად კახეთში წავიდა.ყველაზე ახლო, მშვიდი და ამავე დროს ცივილზაციასთან ახლოს მყოფი მეტი არაფერი ეგულებოდა. უფრო შორს წავიდოდა, სადღაც სადაც ვერ იპოვნიდნენ,ვერავის ნახავდა მაგრამ ბავშვებს რომ რამე დასჭირვებოდათ მერე გაუჭირდებოდა.
თითქმის ყველა ერთი ასაკის იყო ხუთი ან ოთხი წლის . ერთად და თან დინასთან ჭკვიანად იყვნენ. გოგო ყველაფრის ნებას აძლევდათ და არაფერს ურევდნენ. მშვიდად თამაშობდნენ, უჯერებდნენ საყვარელ მამიდას და მის გამხიარულებასაც ახერხებდნენ.
ევას პატარა ქალბატონი საყვარლად დაბაჯბაჯებდა დანარჩენები გიჟებივით დარბოდნენ და ეხმარებოდნენ დინას სახლის მოწესრიგებაში. ზოგი ბალიშებს აფუებდა, ზოგიც თავის ნივთებს აწყობდა ჩანთიდან კარადაში .ყველაფერი ერეოდათ,მაგრამ მთავარია დასაქმებულები იყვნენ და დინას ხელს არ უშლიდნენ. გოგომ სწრაფად დაასუფთავა ყველაფერი და უკვე სუფთა წკრიალა სახლში დასვა ბავშვები. საღამოს მულტფილმებს აყურებინებდა , არჩევა ყოველთვის ჭირდა ყველას სხვადასხვა რამე უნდოდა. ბოლოს ისეთს ირჩევდნენ დინაც რომ სიამოვნებით უყურებდა. მიეხუტებოდნენ ყველა მხრიდან გოგოს და ხალიჩაზე უზარმაზარ ბალიშებზე მიეძინებოდათ. უკვე პიჟამაში გამოწყობილები იყვნენ და პირდაპირ საწოლში აწვენდა , ყველას სათითაოდ კოცნიდა და ოთახს ტოვებდა. გვერდით პატარა ნაკანი ჰყავდა მიწვენილი ,პაწაწინა ქალბატონს უცქერდა, ფუმფულა ლოყებს სიწითლე რომ ეპარებოდა მუდამ ამაზე ეცინებოდა. ევას ჰგავდა პატარა პრინცესა მაქსისგან განსხვავებით ჟღალთმიანი და ბამბის ქულასავით თეთრი იყო მაგრამ შავი თვალები ჰქონდა.საოცარი გოგონა ჰყავდათ მირიანს და ევანგელიას.
უკვე ერთი კვირა იყო გასული , წვიმიანი ამინდი იყო და ბავშვები მთელი დღე სახლში ჰყავდა გამომწყვდეული. მაქსიმე მამიკოს მსგავსად დინჯი იყო. ახვლედიანები კი აშკარად არ ჰგავდნენ არც დედას არც მამას არც ბებიას და ბაბუას აშკარად დეიდის ან მამიდების მხარეს იყვნენ და მთელს სახლს თავდაყირა აყენებდნენ. შემდეგ რომ დაიღლებოდნენ მიწვებოდნენ ხალიჩაზე და დინას აფერისტული ხრიკებით ულბობდნენ გულს. გოგოც ვერ ითმენდა სათითაოდ ორივეს ჩაკოცნიდა და თავად აალაგებინებდა არეულ სახლს. კოტიკო კი დინას გვერდიდან არ შორდებოდა,მამიდას ბიჭია და რა გააკეთოს . როცა ლიზასთან არ არის ნამდვილი ანგელოზი ხდება, დინა რომ ეუბნება ხოლმე ემს ძმასაც და ძმის შვილსაც შენი სიახლოვე აგიჟებსო ბრაზდება ახვლედიანი .
-ბავშვებოოო ზემოთ ავიდეთ და მოვწესრიგდეთ. მერე დავსხდეთ და რამეს ვუყუროთ
-აუუუ მეძალება დინიკოოო
-ალეეეექს ვინაა დინიკო
-შენ ქალ დინიკოოო ჩემი დინიკო ალაქალ აბა?
-მოკლედ რა პატარა ბაბნიკი ხარ ...წამოდი უცებ მატარებელი გააკეთეთ და ავუყვეთ კიბეს
-რა უნდა კიბეზე მატარებელს
-აბა ხაზში ცადექით სიმაღლის მიხედვით და გამომყევით ნამცხვარი რომ გავამზადე უნდა გაჭამოთ და თუ იჩქარებთ მალე მიიღებთ
ეს რომ თქვა ერთმანეთს ასწრებდნენ კიბეზე. პირველად პრინცესას აბანავებდა თავის პირსახოსსი გახვეულს სვამდა საწოლზე ,მერე დანარჩენებს უსვამდა გვერდით და ბოლოს ყველას ერთად ამშრალებდა, აცმევდა თმას უვარცხნიდა საცხებს უსვამდა და დაპრიალებულ გაბრწყინებულ ბავშვებს კოცნით ახრჩობდა. ბოლოს ყველა თავის ფაჩუჩებს იცვამდა და ერთად ჩადიოდა მისაღებში. დივანზე და ბალიშებზე თავსდებოდნენ . დინაც იწესრიგებდა ამ დროს თავს ისიც ბავშვების მსგავსად საღამურებით ჯდებოდა და ყველას სხვადასხვანაირად აჩერებდა ტელევიზორის წინ.
სწრაფად შევდია სააბაზანოში, მაქსიმე იყო ზედამხედველად დატოვებული ყოველთვის ვიღაცას ტოვებდა უფროსად რომ მშვიდად ყოფილიყვენენ ესეც პატარა თამაში იყო. უცებ გადაივლო ,გაიმშრალა პენუარი გადაიცვა ,მოკლე ხალათი მოიცვა და საცხებით დატვირთულმა ჩაირბინა კიბე. უცებ აუცდა ფეხი და ჰაერში აყარა კრემების ფლაკონები , თავად კი პირდაპირ მაკალათიას მკლავებში აღმოჩნდა და კივილი განაგრძო
-ჰმ, საინტერესო დახვედრაა - წარბებაზიდული უცქერდა მაკალათია რომელიც ქვედა საფეხურზე იდგა და თავი ახლოს რომ მიეწია პირდაპირ მკერდზე მიეკრობოდა აბაშიძეს.ახლა კი უკან ჰქონდა თავი გადაგდებული და ისე უცქერდა აფართხალებულ აბაშიძის ქალს. ხელები ხალათის ქვეშ ნახევრად აკეცილ პენუარზე ჰქონდა მოხვეული და არ უშვებდა- ამდენ ხანს კივილი თუ შეგეძლო არ მეგონა - უცებ ასწია ჰაერში ასე წელზე მოხვეული ხელებით და იატაკზე დასვა ახლა უკვე გაშეშებული უცქერდა დინა და თვალებს ახამხამებდა-მეც მომენატრე ... ძალიან მომენატრე მგონი ზედმეტად ძალიან ,კიდევ უფრო ძალიან არა რაღაც საოცრად მომენატრე და იმიტომ ვარ აქ ... ხო და დარჩენას ვაპირებ... შვებულება ავიღე და კიდევ მომენატრე - კითხვას სანამ დაუსვამდა დინა მანამ უპასუხა ყველაფერზე ხელი ხერხემალზე ააყოლა უფრო მიიკრა მკერდზე და ლოყაზე აკოცა. ხანგრძლივად და მომაკვდინებლად. მერე ცხვირი გაუხახუნა კანზე და თმაში გადავიდა - ჯანდაბა სად გამექეცი როგორ გამიბედე ...როგორ გამიმეტე გოგო
-ლაც უკეთებ მამიდაც? ახლავე გაუჩვი - კოტე სანამ არ გამოვარდა და არ ჩაუდგა შუაში მანამ არ მშორდა.მერე უბრალოდ ის პატარა წარბებსეკრული ჭიკარტი უშლიდათ ხელს და ვერ მიეკარებოდა . მაკალათიამ ზემდოან დახედა და გაიცინა
-პატარა დიმაჩკა შენც იღრინები ?
-ჰმ , შენ ვინ ქალ ვაფშე - ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და ისე ახედა
-აუ ჩემი ბავშვი ასე გავდეს ყველას ერთად მტელ სანათესაოს პირველად ვნახე! საქმეს მირჩევს ეს ერთი ციდა წერტილი .გავთანაბრდეთ სჯობს ხო?- უცებ ჩაიწია და პატარა მიცელზე ხელი მიადო მეორეც მოხვია და მერე ჰაერში აიტაცა - ვინ ხარ ბიჭო შენ ასეთი საოცრება ჰა? როგორ მიყურებდი ჰა? - ყველგან კოცნიდა სადაც შეძლო კოტე კიდე ფართხალებდა და კი ცდილობდა მაგრამ სად შეეძლო სიცილის შეკავება. ბოლოს რომ ვეღარ სუნტქავდა გაჩერდა მაკალათია და ხელზე დაიჯინა ბავშვი ასე ერთი ხელით ეჭირა და დანარჩენებს უყურებდა-ოუუ ჩემი დედაც სად დამენძრაა ...აქ მთელი ბანდა ჰყოლია და ეს ვინ არის ? ჩემი ლამაზთვალააა - ჟღალ ქალბატონს მიუახლოვდა და ისე ნაზად აკოცა იმდენად რომ გოგონა გაიტრუნა
-ვაოო
-აუ როგორ მიყვარხარ ტო ...წამო გავაგრძელოთ მულწიკის ყურება - ნაკანი ხელში აიყვანა დანარჩენებს გადახედა იმათ მტრული მზერა სტყრცნეს დინასთან მივიდნენ სატითაოდ მიაწოდეს საცხები და მერე მასთან ერთად წვაიდნენ მისაღებში.
სიტყვა არ დაუძრავს სანამ ბავშვებს არ ჩაეძინათ. ნაკანი მკერდზე ჰყავდა მიხუტებული ,ბავშვს მის მხარზე ედო თავი და მშვიდად ეძინა ის კი ზურგზე ეფერებოდა და ჟღალ თმაზე კოცნა .
-ჩემ ოთახში უნდა დავაწვინო მომიყვანე - წამოიწია და ბავშვი გამოართვა მაკალათიამ ბიჭები აიყვანა და თავიანთ საწოლებში დააწვინა. შემდეგ დიანას ჩაავლო ხელი და ფრთხილად მისწია თავისკენ
-წამომყევი
-ოთახის მომზადებას თავადაც შეძლებ !
-რას მერჩი აბაშიძე? რა დაგიშავე ასეთი არ მეტყვი?- როგორც კი გავიდნენ ოთახიდან მაშინვე შეუტია
-საიდან მოიტანე რომ რამე დამიშავე ... ნუ სულელობ გთხოვ ! ისე შეგეძლო გაგეფრთხილებინე რომ გამიხეთქე გული ამ წვიმაში გამომეცხადე
-როგორც შენ გამაფრთხილე წამოსვლის წინ ისე ალბათ
-რატომ უნდა გამეფრთხილებინე მე ..შენ კი სტუმრად მოდიოდი
-ნუ ბუტბუტებ გევედრები
-რა გინდა აქ მაკალათია?
-მომენატრე და მოვედი .პირველად მოხდა თუ მეორედ ტო
-ბოლოს რომ მეჩხუბე დაგავიწყდა?
-ბოლოს რომ ამშალე დაგავიწყდა?
-მთელი ცხოვრებაა ეგრე ხარ შენ!
-შენ არ ყოფილხარ არასდროს ასე
-ხვალ იმედია წასული იქნები! მონატრების გასაქრობად გეყოფოდა ეს რამდენიმე საათი
-დამცინი ტო?სად მიდიხარ -გოგო საძინებელში შევიდა ხალათი მოიშორა და ის ის იყო ბავშვის გვერდით უნდა დაწოლილიყო ხელი რომ ააფარა პირზე ვახომ და გარეთ გაიყვანა. ამჯერად ცარიელ საძინებელში შესვა და კარი გადაკეტა . დინას ზმუილს ყურადღება არ მიაქცია ხელიც არ უშვა-ახლა აქ იქნები და სანამა რ მეტყვი ყველაფერს მანამ არ გაგიშვებ! არ ვაპირებ შენთანთვისაც უბრალო ნაცნობი გავხდე !
-ხელი გამიშვი მაკალათია - უცებ უკბინა ხელზე მერე ფეხი ჩაარტყა და გაბრწყინებული დაადგა თავზე ოტხად მოკეცილ ბიჭს რომელიც სუნთქვასაც ვერ ახერხებდა და სულ წითელი იყო სახეზე
-ვახ ჩემიიი მომკლაა კაციიი... რა გამიკეთე გოგოო ააააა- თავს იატაკზე ურტყავდა სიმწრისკან დ აკბილებს ერთმანეთს აჭერდა
-უკაცრავად მე დაგტოვებ...ზედმეტად ინტიმურ პოზაში ხარ
აბაშიძე და ნორმალური ეს ხომ შეუძლებელია. ასე უბრალოდ „მოკლა კაცი“ დატოვა და მშვიდად დაბრუნდა ნაკანთან. გვერდით მიუწვა ბავშვს ისიც მკერდზე მიეკრო ,პაწაწო ხელები მიბჯინა და ძილი ისე განაგრძო. იცოდა ვერ დაიძინებდა ამიტომ წამალი დალია და გაითიშა.
დილას ბავშვების ხმა ესმოდა, დერეფანში დარბოდნენ ალბათ. მაკალათიას ხმაც ჩაესმოდა ყველაფერი ბუნდოვანი იყო.თვალები რომ გაახილა ხელის გადასმა უნდოდა სახეზე ჩამოყრილ თმაზე ხელი აამოძრავა მაგრამ უშედეგოდ. ფეხი აამოძრავა წამოჯდა და საწოლზე მიბმულ ხელებს რომ შეხედა კივილი მორთო. კარს გახედა შიგნით გასაღები არ იყო ფანჯრები დახურული და აივნის კარი ჩარაზული. კიოდა ,მაგრამ აზრი არ ჰქონდა.ბავშვები მაკალათიას ჰყავდა ეზოში და მათთან ერთად თამაშობდა. შორიდან უყურებდა მორბენალ ბიჭებს და მაკალათიას ნაკანის ქალბატონით ხელში.
-ასე ხომ? მე შენ გაჩვენებ! შენ მე ის სულელი გოგო ხო არ გგონივარ! დამპალო ,საზიზღარო გაგამწარებ მაკალათია ისე გაგამწარებ რომ ახლოს აღარ გამეკარო - ზურგით მიეყრდნო საწოლის ტავს ფეხები ტუმბოსკენ გადასწია უჯრა ფრთხილად გამოხსნა დიდი წვალების შემეგ როცა საჭირო ნივთი შენიშნა ფეხი უჯრაში ჩაყო და თითებით შეეცადა მაკრატლის აღებას, როგორღაც დაიჭირა მაგრამ დაუვარდა, რამდენიმე მცდელობის და ხერხემალში გადატყდომის შემდეგ საწოლზე დააგდო და მერ ეუყურებდა. საბანი თავისკენ მისწია მაკრატელი პირით აიღო მერე როგორღაც ხელში მოიქცია საჭირო მიმართულება მისცა და თოკი გადაჭრა. ალბათ დიიდ დრო გავიდა , მხოლოდ მაკრატლის აღებაზე იყო კონცენტრირებული და ის ვეღარ გაიაზრა რომ კარი გაიღო და მაკალათია შევიდა ის იყო მეორე ხელი უნდა გაეთავისუფლებინა ფეხებით რომ დაქაჩა ვიღაცამ ,ასე ფეხებგადაშლილი ნახევრად შიშველი ეგდო საწოლზე ხელებს უკვე ზემოდან მოქცუელი მაკალათია უჭერდა და ზემოდან დასცქეროდა
-ხოხ შენ ვინ ყოფილხარ გოგოო ! შენმა ფეხებმა აღმაფრთოვანა ...აი ელასტიურობა ამას ჰქვია - ერთი ხელი ფეხზე ააყოლა და მერე გაიაზრა რომ პერანგი მუცელზეც კი აკეცილი ჰქონდა ამდენი წრიალისგან და ახლა საცვალზეც ეხებოდა მაკალათიას ტუტუცი თითები. თვალებგაფართოებული უყურებდა მის თითებს რომელიც უკან წვივისკენ გაბრუნდნენ იქ შემოეჭდო და მოახრევინა - გეფიცები გაპატიებდი ...იმ დარტყმას გაპატიებდი,მაგრამ წასვლას და იქ მარტო დატოვებას არ შეგარჩენ აბაშიძე! ეგ აღარ უნდა გექნა მთელი ღამე გავათენე თეთრად და გამოვიგლოვე მთელი ჩემი გადაშენებული ჯიშ-ჯილაგი !
-ხელი გამიშვი მაკალათია! რას ბედავ თუ ხვდები ...გირჩევნია მომშორდე და გაქრე ჩემი თვალტახედვიდან თორემ კარგად მიცნობ და იცი რისი გამკეთებელი ვარ როცა ვბრაზდები! მომშორდი და დატკბი შენი თოჯინით
-თოჯინებით ბავშვობაშიც არ ვთამაშობდი ... ასე რომ ვერსად წავალ.შენის ნებართვით მუხლებზე დგომა აღარ შემიძლია რომ ვმოძრაობდე ბაზარია რაა მარა ასე დავბუჟდი-უცებ გადაბრუნდა თან გაიყოლა დინაც და სასწაულებრივად მუცელზე დაისვა გოგონა.მისი ხელები უკვე მუცელზე დაიდო და ისე გაუკავა მაჯები-უჰ ასე აშკარად სჯობს ამ ხედიდან უკეთესად ჩანხარ. ცოტა ამოწევა აჯობებს - საჯდომზე მოსდო ხელი და ზემოთ ააცოცა
-შენ..შენ მგონი სულ . სემეშვი მაკაალათია შენი ნებით გამიშვი ხელი სანამ თავად ...
-ვერასდროს ვიტანდი შენთან პაექრობას და იმიტომ დაგიმეგობრდი ! ახლა რა იმ ეტაპს გავდივართ რაც არ გვქონია? უნდა დავჭამოთ ერთმანეთი? მაშინ სენ უფრო ტკბილი ხარ და მე ხომ იცი როგორ მიყვარს სიტკბო ! ხელოვანი ვარ და
-ზავი დავდოთ...მე ხომ ვერ გამიმეტებ არა? ასე უცებ ხომ არ დაინგრევა ჩვენი ამდენწლიანი მეგობრობა - მჯდომარე პოზიციიდან მწოლიარეში გადავიდა, ერთი ფეხით მაკალათიას შეტყუპებული ფეხები გახსნა და მათ შორის განათავსა. გულმკერდზე მიეკრო შეკრული ხელები წამში გაუთავისუფლდა და თვალებდამრგვალებულ მაკალათიას მკლავებზე მოფერება დაუწყო ,მის ვენებს მიჰყვებოდა მაჯაზე ასრიალებდა მეორე ხელს ლოყაზე უსმევდა - ხომ თანახმა ხარ ვახო?
-მე ...ხო კი აბა რა - ისევ ამოტრიალდა და ზემდოან მოექცა -გაქცევა არ გაბედო! დავივიწყებ ამ სენს გამოსვლას ,კარგი ხო მე დავიწყე ! ბოდიში ჩემო შავთვალა მიდი კიდე მითხარი რო შემირიგდი ყველაფერი ძელებურადაა და გაგიშვებ ...
-ნუ გამიშვებ მე ხომ იცი კოპლექსები არ მაქვს .სულ გავიხდი თუ გინდა რაღა დარჩა მხოლოდ კერტები არ მიჩანს
-შავთვალააა აბა ზავიო?
-ასე ნუ მიყურებ -თვალები თვითონ დახუჭა და თავი გვერდით გადაატრიალა.
-შავთვალება ...ჩემო შავთვალა დინაა დამიბრუნდიი რაა უშენოდ ხო ხედავ თავი დავკარგე- ყელზე ეფრქვეოდა მისი ღრმა სუნთქვა , იმდენად ახლოს იყო,ისე ახლოს და ამავე დროს შორს. გრძნობდა რომ ტკენდა ,მაგრამ ვერ ეტყოდა სიმართლეს მერე საერთოდ დაკარგავდა გაუცხოებას ვერ გადაიტანდა . ლოყაზე აკოცა მაკალათიამ და ჩაეხუტა. ხელები წელზე მოხვია ასე ზემოდან მოქცეული იყო და მის ყელთან ედო თავი. ცხვირის წვერით ეხებოდა და იმ ადგილიდანაც კი გზავნიდა სითბოს .თითები მის თითებში ახლართა და ქვად იქცა. არ ტოკდებოდა არც ლაპარაკობდა.უბრალოდ სუნთქავდა,ღრმად და მშფოთვარედ. -დამიბრუნე ჩემი შავთვალა გთხოვ ,ვცარიელდები უშენოდ ,ვიფიტები ,ვქრები დინა
-გეყოს გთხოვ...გთხოვ ვახო
არაფერი უთქვამს მაკალათიას. ერთხანს უყურებდა შემდეგ კი გაქრა, ჯერ ოთახიდან შემდეგ კი მთლიანად სახლიდან.
დინა ბავშვებს უყურებდა.
მაგიდაზე ხელები დააწყო და ზედ ჩამოსდო თავი . თვალებდახუჭული იჯდა და ხმას არ იღებდა. ეზოში მხოლოდ ბავშვების ხმა ისმოდა, პატარა ნაკანს კი მშვიდად ეძინა მის გვერდით ჰამაკში . შემდეგ მანქანის ხმა გაისმა რომელიც დიდი სისწრაფით მოქროდა დამუხრუჭების ხმა და წამებში ჩაავლო ხელი მაკალათიამ სხეულზე აიკრა და ტუჩებზე დააცხრა.
გაშეშებული იდგა და თვალებდაჭყეტილი უყურებდა ბიჭს. ისე უცებ სეწყვიტა როგორც დაიწყო,ხელებს არ უშვებდა მხოლოდ მერე კი ერთ ჩასუნთქვაში დაიწყო მონოლოგი
-არ შემიძლია ვერსად წავალ...ვერ მოგშორდები . ვიცი მორალატე ვარ, ჩვენს მეგობრობას ვღალატობ და საერთოდ არაკაცურად ვიქცევი რადგან მეგობარივით უნდა გიყურებდე და არა ისე როგორც ახლა ... მაგრამ ვერ გავუძელი ვერ შევაჩერე უბრალოდ შეუძლებელია არ მიყვარდე , შეუძლებელია შენზე არ ვგიჟდებოდე. ჩემო შავთვალა ... ვიცი რომ გიჟი ვარ გადარეული,მაგრამ ვგრძნობ ...ვგრძნობ რომ შენც არ ხარ გულგრილი ან უბრალოდ მინდა რომ ასე იყოს და მოჩვენებები დამეწყო . ჯანდაბა! რა ავადმყოფი ვარ ასეთი სიყვარულსაც კი ისე გიხსნი რომ სულ რო გიჟდებოდე ჩემზე მაინც არ მეტყვი ამას
-ვახო ! მაკალათია ...
-მაპატიე რა ...არ ვარ მე ნორმალური ხომ იცი დაივიწყეთქო ვერ გეტყვი,მაგრამ იცოდე ახლა ისე რომ ამარიდო თავი როგორც შენს ყეყეჩ ტაყვანისმცემლებს მე
-რა გავაკეთო რომ გაჩუმდე - ხმას აუწია და მაკალათიაც დასჯილი ბავშვივით თავდახრილი ქვემოდან უყურებდა .ზოგადად პატარა ბავშვივითაა ყველა ემოცია სახეზე აწერია მასში არაფერია ფარისევლური,ყალბი და ბოროტი-არ ცდები
-როგორ არ ვცდები მომკლავენ შენი ძმები ბძაშვილ მამიდაშ...მოიცა რაა? ანუ შენ მე შენ
-ერთი საათია გიყურებთ და გისმენთ და რით ვერ მიხვდი რომ უყვარხარ - საიდანღაც გაისმა პატარა ‘ნუკიჩის“ ხმა ორივეს გაეცინა , გაუაზრებლად მერე კი მაკალათიამ კიდევ ერთხელ იფეთქა და ერთი საათი ხელი არ გაუშვია დინასთვის, არც ხმა ჩაუგდია და აბაშიძეც გაბადრული ჯერ კიდევ ცხადსა და სიზმარს შორის მყოფი უცქერდა და უსმენდა.
.....
რვა თვის შემდეგ კივილით აიკლო სახლი ნანკამ . ბათუ იყო მხოლოდ სახლში და საწყალ ბიჭს ისევ მორიგი ტყუილი ეგონა. დღეში სამჯერ მაინც დაარბენინებდა ნანკა ცრუ შეტევების ისცენირების გამო და მერე დიდხანს დასცინოდა . ახლა იფიქრა ჭკის სწავლის დროაო და მშვიდად განაგრძო საჭმლის მომზადება.ღიღინებდა და ახალ ინგრედიენტებს იგონებდა თავისი ბიჭისთვის ვიტამინებით სავსე საუზმე რომ მიეტანა.
-ბათუუუუ ბათუუუუ ბართლომე ფარჯიანოო თუ არ გინდა შენი ბიჭი აქ დაიბადოს და სენ უყურო როგორ გამოძვრება ჩემგან მოეთრიეეეეეეეე დამეწყოოოო დამეწყოოო .როგორ ვერ გიტაააააააააააან გეფიცები მეორეს შენ გაგაჩენინებ. მართლა დამეწყოოოოოოოოოოოოოოოო არაადამიანოო დამაფეხმძმე და ახლა ექიმტანაც არ მიგყავარ? ტელეფონიი მაინც მომიტანე დავურეკო ვინმეს აააააააა ესეც შენნაირი სატანა იქნებააა...ესეც შენსავით გამაწამებს და გამითეთრებს სისხლს როგორ ვერ გიტააან როგორ მეზიზღები ააააააა აქ მაინც არ გავაჩენ არ გაჩვენებ იცოდე თვალით არ დაგანახებ
-კარგი ხო კარგი ... გეყოს ჭამეთ ახლა და მერე ორ საათში დაიწყე ისევ. ამ დილაადრიან რა დროს სპექტაკლია ნანა?- კიბეზე მიაბიჯებდა ლანგრით ხელსი და ვაშლის ნაწერს ახრამუნებდა. დერეფანში კედელზე მიყრდნობილი გაჩაჩხული ცოლი რომ დიანახა რომელსაც შეშლილი სახე ჰქონდა და უფერულ სითხეში იდგა უკვე მთლიანად ოფლში გაწურული საით მოიფრიალა ის სინი ღმერთმა უწყის. - ჩემი ბიჭი მოდის? ჯანდაბააა მამაშენს შვილოო ასე როგორ გაგიმეტე ეს რა გავაკეთე ...ნუ გეშინია ჩემო სიცოცხლე აქ ვარ მე ...ხუთ წუთში მიგიყვან საავადმყოფოში
-ამდენ ხანს სად იყავიი ...ცუდად ვააარ მტკივაა მტკივააააააააა ვერ ვმოძრაობ მტკივააა
ხელში აყვანილი მიჰყავდა . მქანაში სწრაფად ჩასვა და ისე გააქროლა ორჯერ დაყვირება მოასწრო მხოლოდ ნანკამ. დერეფანში იყო მთელი დოქტორთა ჯგუფი. გაიანე სამშობიარო ბლოკში ელოდათ. იქამდე ექთნებმა მიიყვანეს . კართან წამით შედგა და მარიამს გახედა
-ბიცოო არ შეყვები?
-მე კი არ შევყვები აჰა ეს ჩაიცვი და გააჩუმე ის გოგო შენ თუ უშველი ახლა მაგას - ყიფიანმა სამოსი მიაწოდა , ბოლომდე შეახვია და პირდაპირ ბლოკში შეაგდო.
-ბათუუუუ
-აქ ვარ ...შენთან ვარ ჩემო ლამაზო - ხელზე მოუჭირა და აკოცა
-მოგკლაააავ ოღონდ ბავშვი დაიბადოს...ოღონდ გადარჩეს და მერე მოგკლააავ ხომ იციიიიი
-კარგი მოკალი ჩემო გოგო ოღონდ ახლა გაიჭინთე ... ყველაფერი კარგადააა ერთიც და - განო იცინოდა და ფეხებზე უჭერდა ხელს
-აღარ შემიძლიაააა აღაარ
-ბათუ უთხარი ღრმად ისუნთქოს ძალა მოიკრიბოს და გაიჭინთოს
-პატარავ შემომხედე .... ისუნთქე გესმის სულ ცოტა დამრცა და მერე თუ გინდა წამებით ამომხადე სული - დაცვარულ შუბლზე მიკრული თმა გადაუწია და აკოცა . ხელზე ისე უჭერდა თითებს ვეღარ გრძნობდა ფარჯიანი
-ვსუნთქაავ იდიოტოოოოო ...ღრმად ვსუნთქავ ააააააააააააააააააა - წამოიწია ერთი ხელი საწოლზე მიმაგრებულ რკინას მოუჭირა და პატარა ფარჯიანიც დაიბადა . ძალაგამოცლილი დავარდა და ტირილით უყურებდა პატარა ბიჭუნას რომელიც იმხელა ხმას გამოსცემდა მთელს შენობაში ვრცელდებოდა
-კეთილი იყოს შენი მობრძანება გოლიათო - განომ ბავშვი დედიკოს მიუყვანა მკერდზე დააწვინა და მათი პირველი შეხვედრაც შედგა. ბართლომე კი სუნთქვაშეკრული უცქერდა დედა-შვილს და ახლაღა აცნობიერებდა რომ უკვე მამა იყო . ნანკა სლუკუნებდა და პატარას დანაოჭებულ კანს უკოცნიდა.
დარეტიანებული მიდიოდა დერეფანში. იქ უკვე ახვლედიანებიც ელოდნენ. გიორგი დერეფნის ბოლოსი იყო ჩასული სიგარეტით ხელში ანდრეაც წრეს არტყავდა და ორივე ისე უცებ მივარდა ამოსუნთქვაც ვეღარ შეძლო
-გილოცავ ფარჯიანო ! ჩემი ლომი ხარ შენ- გიორგიმ მხარზე დასცხო ხელი და თავზე აკოცა
-შენი კი არა ნანკას ლომია ეგ... ჰა აბა ბიჭია თუ გოგოა და მე გავმართლდი
-ბიჭია ... ბიჭია
-რას ლუღლუღებ ბიჭო რამ გაგანადგურა შენ აჩენდი?
-მორჩა ხუთი ბავშვი გადავიფიქრე...დანარჩენ ოთხს ბოდიში - კედელთან ჩასრუალდა და იატაკზე დაჯდა.
ულოცავდნენ მიდიოდა ერთი ამბავი დერეფანში . ის კი იჯდა და დამშვიდებას ცდილობდა. მერე გამოიცვალა და პირდაპირ ნანკასთან შევიდა. მის გვერდით დაჯდა ,ძილბურანში მყოფს მთელი სახე დაუკოცნა,თავი მკერდზე დაადო და ასე გატრუნული იჯდა სანამ ბავშვი არ შეიყვანეს.
-რატომ სძინავს ამდენ ხანს ?
-არ უყურებდი იქ რა ხდებოდა? მიდი გაიმეორე შენ და მერე ირბინე თუ მაგარი ბიჭი ხარ - დაუცაცხანა დინამ და პაწაწო ბავშვს დახედა ხელებსი რომ ჰყავდა მოქცეული- ასეთი ანგელოზები როგორ გამოგდით ვერასდროს ვიგებ... ნამდვილი გოლიათია 4 კილოა 57 სმ . მამიკოს მსგავსად შავი თმები აქვს
-მომიყვანე და მორჩი ტიკტიკს
-გამოდი გოგო აქეთ დატოვე მარტო...მიხედავს მაგი ბავშვს თვითონ ხოხ- უცებ შემოვარდა მაკალათია . თვალი ჩაუკრა ახლად გამომცხვარ მამიკოს და დინა გაიყვანა . ხელებში ჰყავდა მოქცეული პატარა ბიჭუნა და არც კი ირხეოდა. ისიც რაღაცას ღუღუნებდა,მერე ოდნავ დააშორა შეშუპებული ქუთუთოები და ტირილი დაიწყო .
-მომიყვანე ჩემი ბიჭი ...- ნანკას ჩამწყდარი ხმა რომ გაიგო თვალები აეწვა
-მე...დიდი ხანია გაიღვიძე - ფრთხილად დაიხარა ხელებში ჩაუწვინა ბავშვი და ლოყაზე ფრთხილად აკოცა - ჩემი საოცრება ხარ შენ !
-ღმერთო არც კი მჯერა რომ ეს პატარა საოცრება ჩვენია! მე ჯერ კიდევ შენი ცოლობა მგონია სიზმარი და უკვე დედა ვარ...- ისევ აემღვრა თვალები და პატარა მკერდზე მიიკრა . მოღეღილ მკერდზე ხელი დაადო ბატონმა და მარტივად იპოვა საკვები.
-დაჯერება მოგვიწევს ... მიყვარხართ !
მარიამი კახეთში იყო შეხვედრაზე რომ დაურეკეს ყველა მიატოვა და ისე გაიქცა ჩქაროსნულ მატარებელს გაასწრებდა. დერეფანში სუნთქვაშეკრული მიაბიჯებდა და ლოცულობდა რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო . ნუცა და თორნიკე რომ დაინახა გაბრწყინებული სახეებით ეგრევე მივარდა
-სად ხარ მარიამ ამდენ ხანს მეორე ბავშვს აჩენს ჩემი რძალი უკვე
-მამააა როგორ არიან... დაიბადა? დედა ბიჭია ? -ორივეს უყურებდა და გაკრეჭილ თორნიკეს არ აქცევდა ყურადრებას
-სულ როგორ იკრიჭები შენ...მარა ახლა რა ენაღვლება გენაცვალე გახდა ბაბუა და თან ბიჭია. ნანკამ უთხრა თორნიკეს ვარქმევო და ჭკუაზე აღარაა ვითომ მე არ მინდოდა პატარა ნუცა... ვაიმე მარიამ იცი რამხელა ბავშვია? გოლიათია... შავტუხაა...პაწაწო შავი თმები აქვს.მაგრამ სულ არ ჰგავს ბათუს...მე ხომ მახსოვს როგორი იყო ნანკას ემსგავსება უბრალოდ ამათ მსგავსად შავტუხა იქნება
-ამოისუნტქე აგივიდა ბოლი...მოკლედ მამიკო ჩემი საოცრება პირველი მოსწრება შვილიშვილი რომელიც წესით შენ უნდა გაგეჩინა მაგრამ შინაბერობას აპირებ და როგორ გააჩენდი ნამდვილად ბაბუას ჰგავს . ჩემი პატარა კაცი იქნება და გვერდიდან არ მოვიშორებ! რა მაგარი გრძNობა ყოფილა ტო! რამე უნდა მოვიფიქრო ახლა რძალი რო გავახარო ბოლო ბოლო იმ გადარეულმა გოგომ ასე იყოჩაღა
მარიამი ორივეს უყურებდა მერე უცებ აკოცა და პირდაპირ პალატისკენ გაიქცა. მერე დაამუხრუჭა და ნელა შეიჭყიტა. ცრემლებით აევსო თვალები მათ დანახვისას. თავი კარს მიაყრდნო და მინიდან უყურებდა სამეულს.
-საოცარი გრძნობაა ხომ?- საყვარელი ნათლიის ხმა მოესმა ,უცებ შებრუნდა და მოეხვია
-ნათლიი
-ჩემო გოგოოო ... მეც მეგონა რომ ამაზე მაგარი შეგრძნება არ იარსებებდა ...როცა თათამ ირა გააჩინა
-მერე ... ის ხო შენ და ალექსანდრემ გაზარდეთ ნახევრად
-ჩემი პატარების გულისცემა რომ გავიგე პირველად მივხვდი რომ მეტი არაფერი არსებობდა. შემეშინდა მერე , საკუთარი თავის რომ სხვაბი არ მიყვარდა რომ მხოლოდ ის არსებები მიყვარდა ჩემში რო იზრდებოდნენ. ყველაფერი დაფარეს ჩემო გოგოვ ... სულ მთლად ყველაფერი-შუბლზე აკოცა ,თმები გადაუწია და გაუღიმა- მიდი შედი ნახე შენი ძმისშვილი
ბავშვი ეჭირა და კოცნას ვერ ბედავდა. გული ყელში ებჯინებოდა დაღლილ ,ემოციისგან დაცლილ ცოლ-ქმარს უყურებდა და მერე ისევ ბავშვს დახედავდა
-არაა საერთოდ არ გგავს ბათუ...მგონი გოგოს გაჩენაც მოგიწევთ. რძალო შენ გადაიტან რო მეორე ბათუ არ გყავდეს?
-გამორიცხულია! მეორე ბავშვს მე არ ვაკეთებ...
-რა სულელი ჰყავხარ დედაჩემს - ჩაიბუტბუტა და პაწაწოს, რომელმაც იმ წამს გაახილა თვალები, ხელზე აკოცა - მამიიი გაიღვიძე? ვიცი ვერ მხედავ ,მაგრამ იცოდე ეს ლამაზი გოგო შენი მამიდაა და ყველაზე ყველაზე მეტად ეყვარები . ამ ორი გიჟისგან მე გიხსნი ხოლმე დედა და მამა რომ ჰქვიათ . მე აგისრულებ ყველა სურვილს სულ,სულ ყველას ესენი რასაც დაგიშლიან და გაგანებივრებ ჩემო პატარავ . ძალიან უყვარხარ მამიდას- სანამ ბავშვს ელაპარაკებოდა ფრთხილად გაიღო კარი და უზარმაზარი თაიგულით , ხალათში და ბაჰილებში გამოწყობილი დათი გამოჩნდა. გაკრეჭილ ანდრონიკაშვილს წამში შეეცვაალ მზერა მარიამი რომ დაინახა ბავშვით ხელში. ნერწყვი ძლივს გადააგორა,თვალი მოაშორა და წყვილს გაუღიმა
-ნანუჩიიი გილოცავ...უკვე მებრძოლთა რიგებში გაწევრიანდი ! ბათუჯან გილოცავ
-მადლობა დათაა ...ჩემი გოგონები ხომ არ იცი სად არიან? გიორგიმ და ანდრომ არ მომაქციეს ყურადღება რომდ აიწყეს ბათუს ქება დიდება სანამ არ გავყარე არ მომასვენეს
-მაშო როგორც ვიცი სოფელში აპირებდა თავისტან ასვლას...ანანოც მას მიჰყვებოდა და ალბათ გზაში არიან არ ვიცი ზუსტად.
-იმ გაბერილს რა უნდოდა იქ გაგიჟდა? ორივე სეიშალნენ? იმიტო არ მპასუხობდნენ გუშინაც?
-დამშვიდდი რა 7 თვის არიან ჯერ რა მოხდება...
-ეს ორი ბედოვლატი რატოა აქ ჩემი ბავშვის გაჩენა წინასწარ იწინასწარმეტყველეს და შენ გასამხნევებლად დარჩნენ
-რძალო ახლა უფრო აფთარი გახდი მგონი და ის დროა სახლიდან გავიქცე
-მარიააამ !
-რა გაბრაზებს ბიჭო შენ მე რზალს ვეუბნები ! ხო ჩემო ტკბილოო? შენ დედიკოს რო ველაპარაკები შენი ხისთავიანი მამიკო რატო მპასუხობს?ახლა მამიკოსთან მიგიყვან და მე თადა ბიძიასთან ერთად გავარკვევ სად არიან სენი ფუმფულიკო ბიცოლები თავიანთ ბავშვებთან ერთად- ბავშვი ფრთხილად ჩააწვინა საწოლში და მერე სწრაფად დატოვა პალატა. -სად არიან თქვენი მეუღლეები ტყუპებო?
-გზაში არიან... დავურეკე მძღოლს და თქვა რომ ტბილისში შემოსვლამდე არაფერს ეტყვის. ასე რომ მშვიდად მგზავრობენ
-აქამდე ვერ უთხარით მერე ნანკას? ქალმა ახლახანს იმსობიარა და ვერ იგებს მისი ორი საუკეთესო დაქალი სად არის
-ყველა აქაა დედა ,მამინაცვალი,მამა და ისინიც მოვლენ მალე ხომ ვერ შევაშინებდი არა?
-კარგი ვეტყვი რომ მალე მოვლენ ... თუმცა აქ არიან- დერეფანში გამოჩენილი ორი ბურთი რომ დაინახა გაეღიმა.
-სადაა ჩემი გოგო? ! მოგკლავ გიორგი ...როგორ არ დამირეკე
-ჩემო ტკბილო კარგად არიან ნუ ღელავ- გიორგი მაშინვე გაიბადრა ხელები მოხვია წელზე ცოლს და ლოყაზე აკოცა- როგორ იმგზავრე? ხომ კარგად ხართ- მერე ანანოს გადახედა და თვალი ჩაუკრა
-კარგად ვართ !
-რა სჭირს ანოს?- მიმავალ გოგონებს გახედა მარიამმა და მერე ანდროს
-გაბრაზებულია ... -ანდრომ ჩაიბურტყუნა და სკამზე დაჯდა ისეტი თვალებით უყურებდა მარიამს ფარჯიანს სიცილი აუტყდა
-არ მითხრა რა..ვიცი რამე საოცრებას მეტყვი. ფეხმძმეები უკონტროლოები ხდებიან! არასდროს გავაჩენ ბავშვს
-არა იმდენად საოცრებაზე გამიბრაზდა თავი ვერ შევიკავე და ვეჩხუბე
-ორი კვირაა ორ ფეხმძმეს ვუსმენ და ამისთვის საკუთარმა ძმამ გამიმეტა - გიორგიმ ჩაიბურდღუნა
-ვგიჟდები ... ნუკი უნდ ანახოთ თქვენ. ცოტნე შეშალა...თან ის ბავში იგვიანებს...ამათ დაასწრეს . სალომეც არადა არ აჩენს.ვეღარ მოძრაობენ
-ვინ ვერ მოძრაობს მულო? !
-შენ სულ დროულად როგორ ჩნდები
-ჩემი დამსახურებაა- მათემ გაიცინა და ხელი უფრო მოხვია გაბერილ ცოლს- მე დამყავს თორე ამას ფეხები კი არა ბურთები აქ უკვე...არადა ამ შხვართი ფეხების გამო შემიყვარდა
-რატომ მგონია რომ მკერდიდან არ მასორებ თვალს
-აუ არ დაიწყოთ ახლა !- უცებ უთხრა ანდრომ და სალომე თავის გვერდით დასვა- რაო პატარა გოგონი მანდ დიდხანს აპირებ ჯდომას თუ ჩემი ბიჭის გამოსვლას ელოდები
-აზრზე არ ვარ ვის ელოდება მაგრამ ფაქტი ორია პირველი ის რომ მართლა ბიჭია და მეორე ის რომ იგვიანებს უკვე -სალომეს სუნთქვა ჰქონდა გახშირებული და ისე საუბრობდა - მართლა ვეღარ დავდივარ... ფარჯიანის ნახვა რო მინდოდა თორე
-ბიჭია ესეც? რა იყოთ ყველას იგრეკ ქრომოსომამ შემოგიტიათ? აბა სქესს არ ვგებულობო
-შემჭამა მათემ და ვკითხეთ განოს აბა რა მექნა
-თუ ღმერთი გწამს სალომე როდის იყო შენ ჩემს კუკლას უჯერებდი- საიდანღაც ირაკლი გამოჩნდა და მათეს ისე შემოეხვია ზურგიდან ბიჭმა თვალები დაქაჩა
-მომაშორეთ ვინმემ სანამ მიხ... აქვე
-მარიტა წავიდა და ასე რომ ვერავინ გიშველის- მარიამი მშვიდად დაჯდა და ქვემდოან ახედა
-რაღა დაგიმალო მარიამ და მეც მიკვირს ასე ყველა ბიჭს როგორ ელოდება...საინტერესოა პირველ გოგოს ვინ გააჩენს . ნუკიც ბიჭს ელოდება .... ახვლედიანებიც ბიჭები იქნებიან. ფარჯიანი ვნახე უკვე და სტა პრაცენტნად ბიჭია.
-შენ როდის გაღირსებენ ბავშვზე მუშაობას თოჯინა შენ ეგრევე გოგოს გააკეთებ ხო ვიცი
-გინდა ახლავე დავიწყოთ კუკლა?
-გააჯ.. - ირაკლი მოიშორა და დერეფანში მყოფებს აგდახედა-ქეთევანი სად არის?
-აქ იყვნენ ეგ და ვაკუნა...მერე სადღაც გავიდნენ არ ვიცი . ვაკო ცოფებს ყრის რამდნეიმე დღეა და შენი დაქალი უფრო აგიჟებს მარიამ
-ეგ მე გაგიჟებული არ მინახავს
-და ქეთევაანიც ცდილობს გააგიჟოს..ვერ ეგუება მშვიდა კაცს
დიდხანს საუბრობდნენ. საღამომდე არსად წასულან. სანამ ნანკას ეძინა ჩუმ ჩუმად მიიპარებოდნენ და ბავშვიც ხელიდან ხელსი გადადიოდა. ფარჯიანიც მიაწვინეს საწოლზე და ორივეს დაქანცულებს ეძინათ.
ოთხი დღის შემდეგ ნუკას დაგეგმილი მშობიარობა დაიწყო. არც სირბილი დასჭირდათ რადგან განომ საკეისრო ჩათვალა მიზანშეწონილად. დაიძინა ქალბატონმა და რომ გაიღვიძა ქმარი ბავშვთან ერთად გვერდით ჰყავდა. უფროსი ვაჟიშვილიც ნახა და რიგით მეორე ბერიძის ვაჟკაციც მკერდზე მიიკრო. ერთადერთი რამ იყო ნუკის ცხოვრებაში რაც მშვდიად დაიწო. გოგონები თავს ეხვივნენ. ქეთო გვერდიდან არ შორდებოდა. ევა და მარიამიც მასთან იყვნენ. ევა ბავშვების გადამკიდე ღამე ვერ რჩებოდა,მაგრამ თავისუფალი ხალხი კი იქვე ჰყავდა. ცოტნე გაუშვეს უფროს ბავშვთან და გაწვნენ პალატაში
-დინა სადაა ამდენ ხანს
-მაკალათიას ეყოლება სადმე გამოჭერილი- მარიამმა გაიცინა და პაწაწოს გადახედა- ეს ბავშვიც იმ დამპალს ჰგავს? რა იყო გოგო ფარჯიანი სულ დედას ჰგავს და ეს ცოტნე რა გახდა ასეთი ...სამი ცოტნე რომ გეყოლება სიბერეშეი უფრო გაგიჟდები
-მაკალათიას არავინ გამოუჭერია ქალბატონო შინაბერავ...რამ გაგამწარა ქალო ასე რააამ მამას უნდა ჰგავდეს ბიჭები აბა დედას გინდ დაემსგავსოს გინდ არა მთავარი ტოჩკკა მამისაა- მაკალათია შევიდა ხალათში გამოჯგიმული წარბების თამასით და თვალების ციმციმით- საყვარელო ცოლისდებო წავიდა თორნიკე და თამარა და მოხვედით ტქვენ..მოკლედ სამშობიაროს არ შორდებით რა...დეოგრაფიული აფეთქებაა - ჩუმად ლაპარაკობდა და სათიტაოდ კოცნიდა გოგონებს.მერე სკამში ცაეშვა და მარიამს გახედა
-გგონია გიპასუხებ?
-რა უნდა მიპასუხოოო დეიდა მარიამ...არაფერი ექვემდებარებოდა დავას
-აბა გოგონებო რა ხდება აქ? მოვედ..შენ რა გინდა აქ -დინამ მაკალათია რომ დაინახა უცებ მიაჭრა
-ჩვენ ხო არ გავიდეთ...ვიცი ეს რო გაგეკრიჭება მერე გადაუშლი ფეხებს და ბავში მყავს აქ ახალნამშობიარებ ქალს ამდენი ნაკერი მაქ მუცელში
-ნუკიიი არ ვუშლი არაფერს
-იმიტო ვარ ასე გამწარებული თორე ... კარგი ჩემო პანტერა გავდივარ აღარ გაცოდებ თავს შენ იდარდე რომ მოგინდება მე რომ აღარ შემეძლება თორე მე რა ჩემი წილი ნაგულავები მაქ უკვე - უცებ წამოვარდა და გავარდა
-გიჟია ... ჭკუიდან გადავყავარ
-რა გახდა გოგო რა გახდა გააწამე ბიჭი
-მეტი სალაპარაკო თემა არ არსებობს ხალხო? ბატარა ბელი რას შვება? როგორი თეთრია ვგიჟდები
-ხო აბა...ყველა ბიჭი სხვადასხვანაირი იბადება...ახვლედიანები რიჟები თუ გამოძვრნენ მერე ნახე შენ
-გამორიცხულია ... მარა მაგარი ბიჭები კი იქნებიან! ამდენი რომ ვართ განო გაგიჟდება
-მოვუყომარებთ ნუ ღელავ ... რა ჯანდაბა გწირს ქეთევან ! რათა სდუმხარ?
-არ მითხრა რომ ვაკუნამ მეორე მხარე გამოავლინა... რა აბრაზებს ვერ ვხვდები.სულელური სიამაყეა სხვა არაფერი
-მარიამ ერთ დროს ძალიან მოგწონდა და ახლა რა გინდა?
-ერთნაირები ხართ...ყველანი არ აქვს როგორ დაიწყებთ..როგორი ხასიათი გაქვთ გიჟი, წყნარი, მშვიდი, დინჯი თუ საშუალო ყველა ერთნაირად ასრულებთ ხვდებით? ყველა ეხვევით იმათ ბადეში უსასურლო ბედნიერების მოტივით და მერე დებილდებით. რომ ვამბობ ქორწინების ბეჭედთან ერთად იგრეკ ქრომოსომა თავისუფლად მოძრავი თქვენს სასქესო გზებში ტვინის განლევას იწვევ-თქო არ გესმით
-ვიცით მარიამ...ზეპირად ვიცით უკვე ! თინეიჯერობის შემდეგ ეგ გაკერია პირზე
-ატრიალე თვალები და იყავი...ეს თუ ასე იქნებოდა ვიფიქრებდი ოდესმე? მითუმეტეს ჩვენი ვაკუნა მაინც არ არის თქვენი ბიჭების მსგავსად კაი ტიპშა ბლატატა და ტყუილად მოჩხუბარი ბაბულიკა რომელიც იმის გამო ურტყამს სხვებს რასაც თავად აკეთებდა ერთ დროს
-ამოისუნთქავ?
-რაღაც ძალიან აღელვებული ხარ ამ ბოლო დროს...მას მერე რაც დათიკოსთან ერტად ერთი კვირა ისვენებდი -ნუკიმ მოუჭრა უცებ და ისიც გაჩუმდა
-ლაპარაკიც არ ღირს!
ქეთა გვიან გავიდა პალატიდან .პირდაპირ სახლში წავიდა. მალე გათენდებოდა, ორი დღე იყო გასული რაც ვაკო ძველებურად არ იქცეოდა. გაბრაზებული იყო,მართალია არ ჩხუბობდა მაგრამ ქეთამ ხომ იცოდა ყველაფერი. ეზოსი გააჩერა მანქანა და სახლისკენ დაიძრა. სინათლე რომ შენიშნა სამხატვროში. ჩუმად მიუახლოვდა კარს და ნახევრად შიშველ სილუეტს გაუსწორა მზერა. თმაარეული ,გამოუძინებელი, მთლიანად საღებავებში მოსვრილი ხატავდა გაურკვეველ ფიგურას. ქეთას ეგონა რომ ისევ ტავად იყო მისი მუზა. შემდეგ როცა მიხვდა რომ ის თვალები სხვას ეკუთნოდა სხეული დაეჭიმა, ბურთი ყელში მოაწვა და იქვე ჩაიკეცა. ვაკოს არაფერი გაუგია, სრულიად გათიშული ხატავდა .სწრაფად ამოძრავებდა ხელებს ბოლოს ნახატს მიაშტერდა. მხრები უკრთოდა, ხელები დაეჭიმა, მოლბერტს დაეყრდნო და დიდხანს უყურებდა. მერე თითები შეახო ნახატზე გამოსახულ ქალს რომელიც აღარ ჩანდა ქეთას წინ.
-მეგონა გაუცხოების მიზეზი ჩემი ოჯახი იყო... კუნძულზე უარის თქმას ვაპირებდი მამას ველაპარაკე რომ არ მიღირდა შენთან კამათიც .... შენ კი შენ თურმე სულ სხვა მიზეზი გქონდა მხატვარო- საკუთარი ხმა ვერ იცნო .დიდებულიძე სწრაფად შებრუნდა მისკენ თვალები სულ წითელი ჰქონდა, ფერმკრთალი და გაყინული იყო.თითქოს არც სუნთქავდა, არც ხედავდა არც ესმოდა უბრალოდ ფიტული იყო. ქეთა რომ დაინახა თვალები დახუჭა,მაგრამ მაინც ვერ გააქრო სიწითლე ,შემდეგ მისკენ დაიძრა ისე როგორც სნეული ელექკენ. იატაკზე მჯდომი ხელში აიყვანა და ისეთი ძალით მოეხვია რომ ქეთას თვალები აემღვრა.
-ქალღმერთოო როგორ მჭირდებოდიი ... - ისე თქვა თიტქოს ქეთას სიტყვები არც გაეგონა. გოგონამ თავი ასწია და უეცრად ნახატს გაუშტერა მზერა იქ ულამაზესი გოგონა რომ დაინახა მკვეთრად გაბერილი მუცლით გული შეეკუმშა, დიდებულიძე იყო იმ მუცელში . დიდებულიძე დედას ხატავდა...
-მხატვაროო
-ცუდად ვარ ქეთევან...მგონია რომ სისხლი მეყინება 29 წელი გავიდა უკვე... ყოველ წელს ვკვდები მათტან ერთად ვკვდები და მერე მაინც ვაგრძელებ ! ახლა მივხვდი რომ შენ გამო ვაგრძელებდი ...შენ უნდა შეგხვედროდი ,შენ ხარ ჩემი ცხოვრების სინათლე , ყველა ფერი ხარ ჩემი ყველაფერი ქეთევან - მის ყელში თავჩარგული წართმეული ხმით ლუღლუღებდა. დიდებულიძის დაბადების დღე იყო უკვე... დღე როცა ქვეყანას მოევლინა ,დღე როცა მამა მოუკლეს და დედამ თავი მოიკლა ...
პატარა ბავშვივით მოკეცილი იწვა, თავი ქეთევანის მუცელზე ედო . თმაზე ეფერებოდა ,სახეზე უსვამდა თითებს და ისიც გატრუნული იწვა. ვინ იცის რაზე ფიქრობდა, უბრალოდ ისევ დუმდა, ისე როგორც ყოველთვის.
-მელაპარაკე ...არ მისცე ნაცრისფერს ჩემი დაფარვის უფლება მხატვარო
-რაღაც არ მითქვამს შენთვის და ეს ცუდად მხდის... მგონია რომ გატყუებ -წამოჯდა და თვალებში უყურებდა. უფრო მშვიდად იყო - ზოგჯერ ვფიქრობ რომ შიშის გამო არ გეუბნები...შენი დაკარგვის გამო მეშინია
-გგონია რამეს მეტყვი ისეთს რის გამოც შენგან წავალ?
-17 წელი იყო გასული ჩემი ობლობიდან.... ზუსტად ეს დღე იყო. მაშინ სამზატრო სკოლაში ვიყავი უკვე. როგორც კი მიხვდნენ რომ ვხატავდი მაშინვე წამიყვანა ნინიმ. ერთი ოთახი სლ ჩემი სახატავებით იყო სავსე...მერე კი მთელი სართული ჩემთვის გადააკეთეს იცოდნენ რომ მარტო ყოფნა მიყვარდა და ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. რა თქმა უნდა რეზისთან დიდ დროს ვატარებდი..ჩემზე უფროსია და ფაქტობრივად ჩემი ყოველი დღე ახსოვს ისე როგორც მე თეკლასი. იმ დღეს განსაკუთრებით ცუდად ვიყავი ... ასაკიც ისეთი მქონდა რომ თავს ვერაფერი მოვუხერხე. მთელი დღე რაღაც მღრღნიდა შიგნიდან ... მერე რეზის ოთახში აღმოვჩნდი მისი კარადის ერთ-ერთი უჯრიდან წამალი ავიღე და სრულიად გააზრებულად გავიკეთე... ძალიან მცირე დოზა იყო პირველად ისიც მეყო. მერე მეორედ მომინდა , უფრო მეტი მონდომებით ვხატავდი , ჩავიკეტებოდი ისევ ჩემთვის და ვხატავდი . შემდეგ რეზი სემომივარდა ოთახში და ლამის მომკლა . უკვე დიდი დოზა მქონდა აღებული. ანუ მთლიანად ავიღე და რა თქმა უნდა მიხვდა ყველაფერს. ჭკუიდან გადავიდა თავს იდანაშაულებდა ჩემნაირად გაქციეო ამბობდა,მაგრამ მე არაფერს ვცვლიდი ისევ ისე ვიყავი, ისევ ვხატავდი არც ქუჩასი გავსულვარ არც ჩემი საქმე შემიწყვეტია არც ვინმეს ვუნახივარ კაიფში. უბრალოდ საკუთარ სიამოვნებას ვზრდიდი ამით . მერე ისევ ცოტას ვიღებდი, რეზი ჩემთან ერთად გადაეჩვია და ორივე ერთად ნინიმ დაგვატუსაღა. აღმოჩნდა რომ ყველაფერი ციდოა და ორივეს გვაკონტროლებდა. თავისთავად შევეშვი და უკვე წლებია ჩვეულებრივად ვცხოვრობ ...არ ვიცი რა გითხრა სხვა ლაქა ჩემ ცხოვრებაში არაფერია... საერთოდ არაფერი . ერთი დღეც არ გამიტარებია ფუჭად იმ საქმის კეთებასი რაც აზრს არ გამოიღებდა რაც კვალს არ დატოვებდა. ორი წელი ვიღებდი ნარკოტიკს ... მაღალი ხარისხის იყო და ჩემი ორგანიზმისთვისაც არაფერი დაუშავებია. ბევჯერ გავიკეთე გამოკვლევები და ისეთივე ჯანმრთელი ვიყავი როგორც მანამდე ...არ ვიცი ახლა იქნებ ყველაზე სუსტი და საცოდავია დამიან გგონივარ რადგან სხვა საშუალება ვერ ვიპოვე დარდის მოსაკლავად
-ხანდახან მგონია რომ ამ პლანეტიდან არ ხარ...ნერვებს მიშლი ზოგჯერ ამდენად კარგი რომ ხარ და შეიძლება დაგშორდე კიდეც რადგან ზედმეტად იდეალური ხარ მე კი ზედმეტად უბრალო და შეუფერებ...-ტუჩებზე მისი ტუჩები რომ შეეხო და მთელი სხუელით აეკრო ისევ ამოიბუტბუტა- რომ მეფერები საერთოდ ჭკუას ვკარგავ...მგონი მართლა მეტს იმსახ.. ასე რომ მკოცნი
-თუ მიხვდე რომ გაჩუმდე ...აბა თუ მიხვდე
-კარგ ხასიათზე ხარ?
-შენ რომ მყავხარ როგორ შეიძლება ცუდად ვიყო...მორჩა ჩემ 29 დაბადების დღეზე ბოლოჯერ ვიქნები ასეთი დღეიდან ბოლომდე შეგიგრძნობ ...არა მხოლოდ შენ მთელს შენს ცხოვრებას
-ძალიან ძალიან მიყვარხარ სად წახვედი - უცებ თვალების ხამხამით ახედა ცარიელ სივრცეს. და უკან გაჰყვა დერეფანში მორბენალს- ვაკო სად გაქრები ხოლმეეე ვაკოოო შუა ეზოში იდგა ვაკო რომ გამოვიდა სახელოსნოდან და წინ აესვეტა- ამომივარდა გული ... გეგონა გამექცეოდი? სხვათაშორის საოცარი მორბენალი ვარ რა არის ეს...
-სხვა დროს ვაპირებდი გადმოცემას ,მაგრამ გადადება აღარ მინდა დღეები არაფერს შეცვლის არც გარემო მთავარია სურვილი... გაქვს თუ არა სურვილი მთელი დარჩენილი ცხოვრება ჩემ გვერდით გაატარო ამიტანო ეს დეპრესიული, ჯმუხი და უცნაური კაცი . ყველა შენი ჯახისწევრისგან განსხვავებული და აჩუქო ორი შენნაირი გოგო ... ბეჭდის შერჩევაში სპეციალისტი არ გამოვდექი მე და საერთოდ ნუ მიაქცევ ყურადღებას ჩემი არჩეული არ არის ... გამომყვები ცოლად? მე ამ არარომანტ...
-მგონი ის დროა რომ მაგ გოგოებზე მუშაობა დავიწყოთ - ყელზე მოეხვია და ვნებიანად აკოცა- ხანდახან რამდენს ლაპარაკობ.კიტხვა რა საჭირო იყო პირდაპირ ბეჭედი გაგეკეთებინა...
-ვინ ნომერი პირველი დავიწყოთ?
-აჰაამ
-დარწმუნებული ხარ?
-ვახტანგ მომაშორებ საფარველს თუ მე უნდა ვიძალადო შენზე
-მგონი გიჟს ვირთავ...
-ჯერ სად ხარ რა შარში გაეხვიე ვერც კი წარმოიდგენ
.......
დინა ბინაში ახლაი მისული იყო. მთელი თვე ისეთი გრაფიკი ჰქონდა სამსახურიდან ვერ გამოაღწია.
შხაპი მიიღო თავის საყვარელ კაბა-ხალათში გამოეწყო .თმა კოსად შეიკრა და სახლის მილაგება დაიწყო .სიმღერა იმხელა ხმაზე ჰქონდა და ისე ჰყვებოდა საერთოდ ცივილიზაცია თუა რსებობდა ირგვლივ აღარც კი ახსოვდა. ბოლოს ყავა მოიმზადა, სიგარეტის ღერიც ამოაძვრინა და აივანზე დაჯდა. მობილურიც არ ახსოვდა და შესაბამისად ვერანაირად მიაღწია მაკალათიამ მასთან სანამ აივნის წინ გაჩერებული მისი მანქანა არ შენიშნა . უცებ გადაიწია და ლამის ყავა გადასცდა ბიჭი რომ გადმოვარდა შესინებული სანამ გონს მოვიდა უკვე კარზე აკაკუნებდა.უცებ გააღო და მერე სუნთქვა ვეღარ შეძო ისე მოეხვია ვახტანგ ბატონი
-ჩემი გოგო ჩემი ლამაზიი...ჩემი დინააა როგორ შემასინე ადამიანი არ ხარ ...როგორ შეგიძლია . იცი რამდენ ხანს გწერდი და გირეკავდი? სახლში ამოვედი ლამის გავგიჟდი სენ კიდე აქ იყავი? მე რა აღარ ვიფიქრე ჩემო ნამცეცა ჩემო გემრიელო
-მაკალათიააა გაგიჟდი შენ? დავიხრჩე სახლსი ვიყავი არ გითხარი უნდა დავისვენოთქო? რა გინდა აქ
-გოგოოო გული სულ არ გაქ მაგ ბორცვის შიგნით? აქ არაფერი არაა მფეტქავი დავიჯერო? გეუბნები მოვკვდი კინაღამ ნერვიულობითთქო და სენ მეკიტხები აქ რა მინდოდა? რეალურად ვიფიქრე მივალ სტრიპტიზს მაინც ვუცეკვებ გავიხდი გავშიშვლდები და მერე მაინც ავუგიზგიზებ ჰორმონებს-თქო მარა ახლა ისე ცუდად ვარ სექს.ის დროს გული გამისკდება და შენ რო მიცეკვო ისეთი სტრესი მივიღე ჩემი ხმალი არც შეირხევა - უცებ მიაყარა კარიც მიხურა ზურგს უკან ფეხზეც გაიხადა და იქვე შესასვლელში დააწყო, ჟაკეტიც მოიშორა თმების გაისწორა და მისაღებისკენ წავიდა. მერე დაახველა და აივნის კარი ფართოდ გააღო - სიგარეტის მოწევას არ შეეშვი შენ? ბავშვის ჩასახვამდე სამუდამოდ შეეშვი რო გაიწმინდოს ორგანიზმი თორე შენსავით წიწილასავით გოგო არ მინდა მე ... ყავას დამალევინებ?
-უკაცრავად ხელს ხო არ გიშლი..გავალ ბარე.თუ დავრჩე და გიცეკვო მეეჭვება რაღაც სტრესმა რო იმოქმედოს შენზე ... თუ არ გინდა არც გეყოლება ჩემგან გოგო
-კარგი იყოს ბიჭები ...როგორმე ვიშოვი ბიჭებისთვის სახლის ფულს და მერე დავიჯერო არ მოგვეხმარებიან შენი მილიონერი ოჯახისწევრები? სულ დამავიწყდა რო ეგ ფული შენც გაქ...ვიჩაგრები მოკლედ..თამამად შეგიძლია მიყიდო რო რამეე
-ამოსუნთქვას გააკეთებ თუ ჟანგბადის ბალონი მოვიტანო
-სეგიძლია გამაჩუმო- ხელი მოხვია წელზე და აკოცა თან ისე რომ შეუძლებელი იყო გაგრძელება არ მოგდომებოდა. თავად დინამ გააღრმავა კოცნა და სხეულზე აეკრო= ეს ხალათი სულ მიყვარდა ...- თითები ჭრილში შეაცოცა და მეორე ხელი საჯდომზე მოუჭირა
-როგორ მიყვარს რომ ჩუმდები... პირდაპირ მინდება შენი დუმილის მოსმენა- მაისურში შეუცურა ხელი და ეშმაკურად გაუღიმატუჩები ყელზე მიაწება და მაისური მაღლა აქაჩა - დიდი ხანია შენი კუბიკები არ მინახავს... ექსკურსიის დროა
-დავიჯერო ნაკრძალის მონახულებამდე მივალთ?
-ესენი კლინიკაში დაიყენე?- ხელები მხრებზე გადაატარა და მერე პრესზე გადაიტანა
-ცოდო ვარ დინაა...
-ძალიან? - თითები შარვლის სათავეზე გადაატარა და მერე წელზე შეუცურა- ძალიან ძალიან?
-ელოდები როდის გამიწყდება ძაფი ხომ?
-აბა ხმალიო? მატყუებდი ?- ქვედა ტუჩზე უკბინა და უცებ მოშორდა .მაკალათიამ თვალები დაჭყიტა და უკან გასწია
-რადგან კარგად ხარ და ჩემი წამების გუნებაზეც ხარ წავალ ! - მაისური აიღო და გადაიცვა
-კარგი რა ... ვახოოო - მისკენ წავიდა და მოეხვია ზურგიდან- დარჩი რა
-არა ,მეჩქარება აქ იმის სათმელად მოვედი რომ დედას უნდა შენი გაცნობა და ხვალ ვახშამზე გელოდება
-კარგი მივიდეთ ხვალ ლიასთან ახლა კი დარჩი რაა გთხოოოვ
-საქმე მაქვს
-რა საქმე ..ნუ მაფიქრებინებ რომ მართლა ბრაზდები ჩემ
-ძალიან კარგად იცი რომ შენზე გაბრაზება მითუმეტეს ამ სისულელის გამო ,არ შემიძლია .მაკოცე და წავალ - თავზე გადაუსვა ხელი და გაუღიმა . დინამ აკოცა ,მაგრამ ხელს არ უშვებდა-დინაა
-სად მიდიხარ არ მეტყვი?
-დედაჩემი მელოდებოდა ...ორი საათის წინ უნდა მივსულიყავი მისი მეგობარია ჩამოსული და უნდა მენახა . ამაღამ იქ დავრჩები ალბათ ,ახლა კმაყოფილი ხარ აბაშიძის ქალო?
-სრულებით...
-იქნებ გატყუებ
- არ მატყუებ... ვხვდები როცა მატყუებ და საერთოდაც იგვიანებ უკვე სირცხვილია
-უკვე მაგდებ ხო? წავედი მე - როგორც იქნა გავიდა და წავიდა.
მეორე დღეს არ გამოჩენილა საღამომდე მერე თავად დინამ დაურეკა და ვიღაც გოგომ რომ უპასუხა აბაშიძეს სახე აენთო
-გისმენთ...-წკრიალა ხმის პატრონი აშკარად იღიმოდა
-თუ შეიძლება ვახოს დაუძახეთ
-სააბაზანოში ახლა და მალე გამოვა...რა გადავცე ?
-გადაეცი ,რომ წუთები დაითვალოს ზუსტად ასე
-კი მაგრამ
-გადაეცი რაც გითხარი - ტონი ვერ გააკონტროლა, უცებ გამორთო მობილური და უკვე მოწესრიგებული გავარდა სახლიდან. ლამაზი კაბა ეცვა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი,მაკიაჟიც ეკეთა და ვარცხნილობაც კი გამორჩეული ჰქონდა. უნდოდა მომავალ სადედამთილოზე შთაბეჭდილება მოეხდინა ახლა კი გააფთრებული იყო. დიმას გაგიჟება ნამდვილი თამაშია მასთან შედარებთ. მანქანაში ყვავილების თაიგულიც კი ჰქონდა ,მაგრამ სადღა ახსოვდა ეგ . მანქანით მიდიოდა გაურკვეველი მიმართულებით მერე კი მისი მობილური ამღერდა
-დიიინ როდის მოხვალ? გინდა გამოგიარო? პატარავ თუ შეშინდი დედამთილთან ვიზიტის გამო მე მოგიყვან მაგრად ჩაგჭიდებ ხელს და დაგიცავ აფთარი დედაჩემისგან
-სად ხარ მაკალათია !
-სახლში სად უნდა ვიყო ...ხო შევთანხმდით . რა ხმა გაქ შენ რამე ცუდი მოხდა ვარსკვლავო? ვეტყვი დედაჩემს კი გაბრაზდება მაგრამ გადაიტანს თუ მოსვლა არ შეგიძლია რა მოხდა მოვიდე? სად ხარ
-მე ..მალე ვიქნები თქვენს სახლთან
-კი მაგრ...- სიტყვის დასრულება არ აცადა ისე გათიშა და მისი სახლისკენ გაემართა. მანქანა რომ გააჩერა ღრმად ჩაისუნთქა გონების დალაგება შეძლო ,თაიგულიც გადაიტანა კაბა შეისწორა და ჭიშკარი გააღო. მაკალათია ეზოში იყო ვიღაცას გაკრეჭილი ელაპარაკებოდა მობილურზე . მერე დინა დაინახა უცებ გათიშა და მისკენ დაიძრა
-ჩემო ლამაზო როგორ ხარ? რა მოხდა წეხან?
-არაფერი...მოგეჩვენა უბრალოდ -მისკენ მიიწია და აკოცა- მომენატრე !
-ხოო? ძალიან? გინდა ჩემი აქაური საძინებელი გაჩვენო?
-ბევრი სათამაშოები გაქვს იქ?
-სათამაშო მხოლოდ მე ვიქნები ულტრათანამედროვე მულტიფუნქციური - ხელები წელზე შეუცურა და კოცნა გააღრმავა უცებ რომ გაისმა ცივი ხმა ორივე შეკრთა .
-ჩემ სახლში რომ ხართ გავიწყდებათ ? რა უმსგავსობაა -დინა აწურული მოშორდა ბიჭს
-დედაა რაზე შევთანხმდით-მაკალათიას ძარღვები დაებერა. უკან შებრუნდა ისე რო დინასთვის ხელი არ გაუშვია.
-ბედნიერი იყოს შენი ფეხი ჩვენს სახლში დიანა - უცებ გაიღიმა ქალმა და გოგონასკენ დაიძრა. იმდენად ხელოვნური იყო დინას უსიამოვნოდ გასცრა სხეულში . -ლამაზი თაიგულია..არ იყო საჭირო
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ლია ...
-ხო რა თქმა უნდა...ახლა სახლში შევიდეთ სუფრა უკვე მზადაა ყველაფერი სანამ გაცივდება დავსხდეთ და ვისაუბროთ თან. სტუმრები რომ გვყავს უთხარი ვახუნა? - უცებ დაითაფლა ბიჭს რომ გახედა
-იცის დედა... მიდი და მოვალთ .დასხედით თქვენ
-სად მიდიხარ... ვახუნა სირცხვილია
-სტუმრები შენია და მთავარია შენ იყო მათთან დედიკო - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და სწრაფად აიყვანა დინა კიბეზე
-რას აკეთებ...სად მიგყავარ გაგიჟდი? რას იფიქრებს ქალი,გინდა გადამეკიდოს? რა გინდა ვახო ...სად . რა ლამაზია ესაა შენი ოთახი? -უცებ გაჩუმდა და ირგვლივ მიმოიხედა
-ხო ესაა..მერე გაჩვენებ. ახლა იმის თქმა მინდა რომ ...ბოდიში რა დედაჩემის გამო. რა ვქნა დედას ვერ გამოვცვლი ასეთი მიყვარს მე ასეთი იყო რო გამაჩინა და გამზარდა.მგონი მაგიტო ვარ ასეთი ავადმყოფი , გევედრები არ გაბრაზდე რა. ვიცი ბევრ სისულელეს გეტყვის რაც გაგაგიჟებს უბრალოდ არ მიაქციო ყურადღება თუ გიყვარვარ - ისე საწყლად უყურებდა დინას გაეცინა.მერე მოეხვია და ლოყაზე აკოცა- დინაა
-დამშვიდდი ! შენი დედა როგორადაც არ უნდა მოიქცეს ცუდი ქალი ვერ იქნება. გამორიცხულია ასეთი კარგი გაეზარდე
-მამას ვგავარ მე-პატარა ბავშვივით ამოიბუტბუტა და აკოცა
-წავიდეთ ახლა ..ვინ სტუმრები გყავს
-დედაჩემის დაქალია-თქო ხომ გითხარი თურმე მისი ქალიშვილებიც არიან. ეთო და ეკო ...
-დღეს სანამ მოვიდოდი სააბაზანოში იყავი?
-რა გაინტერესებს შენ კონკრეტულად... შხაპს ვიღებ ხოლმე შენ წარმოიდგინე. წელიწადში ორჯერ- ახარხარდა მაკალათია შუა დერეფანში
-მაკალათია ! მიპასუხე
-ხო სააბაზანოში ვიყავი ერთი საათით ადრე შევვარდი აბა მანამდე არ მაცადეს ამ ქალებმა ხან ვინ მელაპარაკებოდა ხან ვინ . მერე დრო ვიხელთე და ვიფიქრე იქნებ დედაჩემმა გადარიოს და მერე ხომ უნდა შემოვირიგო-თქო ბარემ მომაზადებული ვიქნებითქო ...კაი გვეყო ხუმრობა რატო მკითხე მართლა- უცებ მორჩა ღლაბუცს და დასერიოზულდა
-ვიღაც გოგომ მიპასუხა რომ დაგირეკე და მითხრა სააბაზანოშიაო და ...
-მაგიტო გქონდა ეგეთი ხმა? შენ რა გეგონა მთელი დღე იმიტო არ გირეკავდი რო ვიღაცასთან ვეგდე? საღამოს კი დედაჩემთან გიბარებდი? დინა!
-არა მე ...მე უბრალოდ მე
-უბრალოდ თქვი რომ ასე იყო
-ხო დაახლოებით ,მაგრამ მაგდენი არ მიფიქრია
-მე რო ვყოფილიყავი შენს ადგილას ვიფიქრებდი და პირდაპირ არ გამოგითხრიდი ძირს დიანა!
-გავბრაზდი უცებ და ხომ იცი მერე ვერარ ვფიქრობ
-წელიწადში ერთხელ ბრაზდები დინა! გაბრაზებისგან ისეთი ხმა არასდროს გაქვს
-აქამდე შენ არ მიყვარდი და არც არაფერი მადარდებდა . როცა არავინ გიყვარს არც არავისზე ბრაზდები , არც გული გტკივა ვინმეს გამო . ახლა კიდე ნელ-ნელა მაცლის გონებას შენი სიყვარული ხომ ხედავ ადექვატურადაც ვერ ვაზროვნებ
-ასე ნუ მიყურებ ...სულ ტყუილად ცდილობ მზერა არ გიშველის საშინლად გაბრაზებული ვარ !
-ვახუნააა აღარ მოდიხართ დეე? მინდა ჩემ საყვარელ რძალს ის კერძები გავასინჯო რომლის კეთებაც უნდა იცოდეს
-მოვდივართ !
წინ მიდიოდა ,მერე უცებ გაჩერდა ქვემოდან ამოხედა .დაელოდა ხელი მოხვია წელზე და მაინც აკოცა ლოყაზე
-ვერ ვიტან როცა ვერ გიბრაზდები !
-მიყვარხარ ხომ იცი
-არ ვიცი ...
-ბავშვივით ნუ იბუტები
-იქნებ მერე მაინც მომეფერო - სანამ წყვილი ბუტბუტებდა უკვე მისაღებში იყვნენ. სამი წყვილი თვალი უცქერდათ მაგიდიდან. უფროქი დიასახლისი კი ფეხზე იდგა და წყვილს უყურებდა
- გაიცანი საყვარელო მაკა ,ეთო და ეკოო ჩემი ოჯახის წევრები არიან ესენი. ამ გოგონებზე ვგიჟდები,საკუთარი შვილებივით მიყვარს
-სასიამოვნოა ...
-ჩვენთვისაც საყვარელო
დასხდნენ და დაიწყო. ერთი ყლუპი წყალიც ვერ დალია ისე გაეჩხირა ყელში მათ შემხედვარე. ყველაფერი წამში შეაფასა და მიხვდა რომ იქ მისი ყოფნა არცერთ მათგანს ახარებდა და გეგმა იყო დასახული უბრალოდ. მაკალათია კი ამ მახეში გაბმულიყო და აღარ იცოდა თავი როგორ დაეხსნა. კარგად იცნობდა ვახოს, მოკვდებოდა და დედამისს არ ეჩხუბებოდა , ფარგლებს არ გასცდებოდა . ქალიც მისი გახედვისთანავე ჩუმდებოდა და ინაზებოდა.
შესაშურ სიმშვიდეს იჩენდა აბაშიძე მაკალათიასგან განსხვავებით. რომელიც ხელ-ფეხს ვერ აჩერებდა ცუმად ყოფნას ცდილობდა და მაქსიმალურად იკავებდა თავს.
-გაზეთებში გაჟონილი ინფორმაცია მართალია?
-რა ინფორმაციაზე ამბობთ?
-თქვენი კომპანია რომ ფულს ათეთრებს ... სულ მიკვირდა როგორ ახერხებდით ამდენი ფულის შოვნას თან ყველანი ერთად და საერთოდ სხვებიც ხომ არიან თქვენს გარდა ამდენი შემოსავალი ამ პატარა ქვეყანაში როგორ გაქვთ-არ ჩერდებოდა მაკა
-იცით ქალბატონო მაკა არ ვიცი გსმენიათ თუ არა მაგრამ გონიერი ადამიანები არსებობენ რომელთაც საკუთარი მოხერხებულობის და გამჭრიახობის საშუალებით დიდი კაპიტალის დაგროვება შეუძლიათ. ალბათ ვერ წარმოიდგენთ რომ ტვინმა შეიძლება ამდენი შეძლოს და იმიტომ გიკვირთ
დინას პასუხმა ქალი კიდევ ერთხელ შეშალა..აიფოფრა და ის იყო სიტყვა უნდა ეთქვა ამჯერად ქალიშვილმა რომ დაასწრო
-კუნძულიც გიყიდიათ...ძალიან ლამაზია ალბათ
-კი ნამდვილად ვიყიდეთ პირადად არ ვყოფილვარ ჯერ. მშენებლობები მიმდინარეობს და რომ დასრულდება შემდეგ ვეწვევი
-ალბათ ბევრი დრო დასჭირდება მაგ ამბავს...ახლა კი ის მითხარი თავად როგორ ართმევ საქმეს თავს ვახუნა მიყვება რომ სულ სამსახურში ხარ და ძალიან მონდომებული ხარ- სადედამთილომ ყურადღება გადაიტანა
-ვცდილობ პროფესიონალი გავხდე
-კარგია... უკვე კი ვბერდები და ორი სხვადასხვა სპეციალობის ექიმი არ მაწყენს
-უიმე გაჩერდი გოგო რა დროს ჩვენი სიბერეა... ჩვენ ასაკში იწყებს ხალხი ცხოვრებას. იმედია ჯერ შვილიშვილს არ გაჩუქებენ თორე მერე კი დაგაბერებს ბავშვი..თუმცა შენ ვინ გაგაზრდევინებს ალბათ სამ ძიძას აუყვანენ ხომ ?
-მაკა დეიდა თქვენ დედაჩემის ნაცვლად ნუ ფიქრობთ...ახლა კი ბოდიშს გიხდით მე და დინა უნდა წავიდეთ
-ასე მალე? ვახუნა ხომ დამპირდი
-მე დაგპირდი შენთან დავრჩები-თქო მასკარადი რომ დასრულდება მერე მოვალ . სპექტაკლები არასდროს მიყვარდა კარგად იცით ! - დინას ხელი ჩაკიდა
-რას ამბობ შვილო მე ...
-გეყოფა ! ამაზე მერე ვილაპარაკებთ დედა !
-ვახუნა გთხოვ
-რას აკეთებ- გარეთ რომ გავიდნენ მერე ამოიღო ხმა დინამ
-სახლში წამიყვან? მანქანა დედაჩემს უნდა დავუტოვო თავისი გაფუჭებულია
-წაგიყვან ,მაგრამ არ ეჩხუბო რა . უბრალოდ არ მოვწონვარ ყველას ხომ არ მოსწონს სარძლო . ჩვეულებრივი რძალი უნდოდა ალბათ მე კიდე ნამდვილად ვერ გავაქრობ ჩემს წარმომავლობას და ქონებას ვერც დედა-დიასახლისი გავხდები მის მსგავსად
-იცის რომ ასეთ ქცევას ვერ ვიტან, იცის რომ არაფერი შეიცვლება ამით მას მოსწონხარ თუ არა .იცის ,მაგრამ მაინც რომ არ ისვენებს ეგ მაგიჟებს. შენი წამოკიდება უნდოდა რომ გაგიჟებულიყავი და მერე გვეჩხუბა .რეები ილაპარაკეს ტო მე კიდე ვერაფერი ვთქვი ამის დ... შევეც... ნერვები დამაწყდა არადა როგორ ვეჩხუბო ,შემომაკვდებოდნენ ოთხივე
-აჭარბებ...რა უნდა გეთქვა ვერ გავიგე ქალებს ჩხუბს ხომ არ დაუწყებდი . ჩემთან წამოხვალ? მამა და დედა ჩამოდიან დღეს . დეფილე დაასრულა ანამ , ლიზა და დიმაც დამშვიდდნენ და წამოხვალ?
-ისეთ განწყობაზე ვარ ისედაც არ ვევასები კოტეს და ახლა ვაფშე არ გამატანს სენს თავს ცოლად კი არა ვაფშე არ მოგიშვებს ჩემამდე
-კარგი რაა ვახოოო ... მოიწიე და მაკოცე თორე გავბრაზდები - მანქანა გააჩერა და ღვედი შეიხსნა. გაბრაზებულ მაკალათიას მოეხვია და ლოყაზე აკოცა - მაკოცეე ...მინდა რომ გაკოცოო გაკოცოო ტუჩებშიიი - თავი შემოაბრუნებინა და აკოცა -წამომყევიიი ...წამომყევი გთხოოოვ
-ცოტა ხნით ... სულ ცოტა ხნით . უბრალოდ ვნახავ და მერე წამოვალ
-კარგი ბიჭი ხარ შენ
მანქანა ეზოში გააჩერა და მაშინვე გადავიდა. კოტე და ანა ეზოში ისხდნენ პატარა გიჟიც იქვე დარბოდა .
-ჩემიი პრინცესა მოსულაა . აბა დაკავებული ვარ და ღამე გვიან მოვალო? - კოტემ შვილი გულში ჩაიკრა და ლოყები დაუკოცნა . მერე შეხედა იქვე მდგომ ვახოს და წარბები ასწია-ოჰ სტუმარი გვყოლია...სიძობის კანდიდატო როგორ გიკითხოთ?
-კარგად ...თქვენ როგორ ბრძანდებით.-ხელი ჩამოართვა და მერე ანას მიესალმა
-ვაქუნააა როგორ ხარ?
-კარგად კოსწია შენ?- ბავშვთან ჩაიმუხლა და აკოცა
-მეც კარგად ..
- სახლში შევიდეთ ლიზიკო ვახშამს გვიმზადებს
სახლში რომ შევიდნენ სამზარუელოდან პერანგის სწორებით გამოვიდა დიმა, ისე დაიწირა თავი თითქოს არც არაფერი იყო. მაკალათიას მიესალმა, ტყუპი გულში ჩაიკრა და შუბლზე აკოცა.
-შეგვიძლია შევიდეთ თუ
-დედა!
-კარგიი ვნახავ რძალს- ანამ გაიცინა და სწრაფად გაეცალა იქაურობას-დინა მოდი დაგვეხმარე
სამზარეულოდან მალე გამოვიდა. ლიზიკო კიდევ არ ჩანდა სუფრა ანამ და დინამ გააწყვეს.
-მე ვერ დავრჩები... მეჩქარება უბრალოდ შემოვიარე და- მაკალათია წასვლას აპირებდა ლიზა რომ გამოვარდა
-ვახუნხულა საით გაგიწევია? მე არ უნდ ამნახო სიძე?
-გნახავდი და მერე წავიდოდი...როგორ ხარ
-მე კი ვარ ჯანზე მარა შენ რა გჭირს ვახუნხულა?
-არაფერი ... რა უნდა მჭირდეს ლიზიკო ? -ლოყაზე ხმაურით აკოცა და მერე უკან დაიხია- აბა ნახვამდის აღარ შეგაწუხებთ გემრიელად მიირთვით
-დინაა ... სად მიდის ეს ბიჭი თუ იცი ! კაციჭამია ვარ მე თუ რა ხდება ასეთი ბუტბუტი როდის დაიწყე შვილო შენ თუ მე მაწონებ თავს
-არა უბრალოდ ... არც მიფიქრია განგებ არ ვაკეთებ
-მამა...
-არ მითქვამს მე ძალით აკეთებთქო...მოდი აქ ვივახშმოთ და მერე მიხედე შენს მოუგვარებელ საქმეებს ! - ხელი მიარტყა ზურგზე და მაგიდისკენ გაუძღვა
ვახშამმა კარგად ჩაიარა. ლიზიკო კოსტას აჭმევდა და თან ყველაფრის კონტროლს ახერხებდა. მაკალათია მაინც ვერ გამოაცოცხლეს . ანა და კოსტა როგორც ყოველთვის სიმშვიდეს და სიყვარულს აფრქვევდნენ , შემდეგ ანა რაღაცაზე ეწუწუნებოდა ისეთი საყვარელი იყო ლიზიკომ თავი ვერ შეიკავა
-ანუშკა რა ხდება? არ მითხრა რო ჩემმა კოსწიამ გაგაბრაზა
-უკაცრავად ,მაგრამ აქ მხოლოდ ეს არსება გაბრაზებს შენ- კოტემ ზუსტად ისე თქვა როგორც დიმამ იცის ხოლმე და წარბშეკრულმა გადახედა ლიზას
-ეგ არსება შენი ასლია ზუსტად...ბავშვებოოო უთხარით რომ რაც უფრო მალე იქნება თქვენი ქორწილი მით უკეთესი იქნება. კიდე მინდა ერთი შვილიშვილი და რა გავაკეთო? - ეს რომ თქვა დინას ხველა აუტყდა . წვენს სვამდა და ლამის გადმოაფრქვია
-მამა მართალია!
-არ იცი რა მითხრა იქნებ საერთოდ დაშორებას ითხოვს
-მამა მართალია დედა
-რატომ ვარ მთელი ცხოვრება ასე... სამივე ერთნაირები არიან ამიტომ მინდა ზედმეტი ახალი ოჯახის წევრი რომ ცოტა დაბალანსდეს მდგომარეობა
-ბებო დედიკომ რომ გააჩინოს კიდევ ერთი ბაია არ გინდა?
-რა თქმა უნდა მინდა ...დედიკოც გააჩენს ოღონდ მოგვიანებით ჩემო პატარავ
-ალაა დედიკო მალე გააჩენს- აი ახლა უკვე ლიზას აუტყდა ხველა-რაა დედაა არ უნდა მეთქვა
-რა არ უნდა ეთქვა ბავშვს ელიზაბეტ?- დიმამ ლიზას გადახედა რომელიც დაბნეული იხედებოდა
-რა მე ... მე რა ვიცი არ იცნობ შენს შვილს ? რაღაც არასწორად გაიგო ,მაპატიე მაგრამ ცრუ ინფორმაციაა ! რაც შეეხება ქორწილს შესანიშნავი აზრია თუმცა მხოლოდ ამ ორის გადასაწყვეტია. მეეჭვება ჩემი მული თავისუფლების შეზღუდვის მომხრე იყოს ,თუმცა ესეც არაა ჩვენი გასარჩევი ხომ იცით
-არაფერი როგორ არ მეხებაა რა არის რა ... მეც მინდა ბევრი შვილიშვილი
ანა გაბუტული იჯდა . მაკალათია და დინა დუმდნენ. ბოლოს შეიწყალა აბაშიძემ და ერთად დატოვეს იქაურობა. თავისთან მაინც მიიყვანა ყავა მოამზადა და მასთან ერთად მოთავსდდა აივანზე. მაგრად ჩაეხუტა და ყელში აკოცა
-ასეთს ვერ გიყურებ ხომ იცი
-სულ არასერიოზული ვარ და მე ის მიკვირს ეგეთს როგორ მიტან
-ჯერ ეს ერთი არასერიოზული არასდროს ხარ! მე ძალიან კარგად გიცნობ ხომ არ გავიწყდება,მეორეც სისულელის გამო ბრაზობ ,მართლა ! მესამეც მინდა მაკოცო ისე რომ სუნთქვა ვეღარ შევძლო
-მიყვარხარ - ხელები მჭიდროდ შემოხვია და ტუჩებზე დააცხრა. დიდხანს კოცნიდა მთელი ვნებით და გრძნობით. თითებს მის სხეულზე დაატარებდა ზედის ქვეშ რომ შეაცურა თითები წელზე მოფერება დაუწყო შემდეგ უცებ გაჩერდა
-მაკალათია ... -ხვეშით ამოთქვა და სხეულიდან მოშორდა მერე უცებ გადააძრო მაისური და შიშველ სხეულზე მოფერება დაუწყო
-დინა..ჩემო შავთვალა ახლა არ
-გაჩუმდი და მომეფერე ! ვარდის ფურცლები და სისულელეები არ მჭირდება შენც საკმარისზე მეტი ხარ მაკალათია -მისი სახე ხელებში მოიქცია და აკოცა.მერე თავად დაიწყო პერანგის ღილების გახსნა,მისი მუხლებიდან წამოდგა . ქარი ურევდა თმას, ლამპიონების ყვითელ განათებას მთვარის შუქი ერთვოდა .ულამაზესი იყო დინა აბაშიძე
-შავთვალება ... შენ მომაკვდინებლად ლამაზი ხარ - აშკარად სხვა რამის თქმა სურდა ,მაგრამ უკვე ვეღარ ფიქრობდა. მის წინ დადგა ხელები შიშველ წელზე შეუცურა და თავისკენ მიიზიდა - ასეთი ტკბილი და ნაზო ვჩანვარ სულ რო არ ცახცახებ?
-მაკალათია ნუ დამცინი არ გაბედო ! - იცინოდა და თან კოცნიდა. აივნიდან საძინებელში შევიდნენ
-ვერ წარმოიდგენ როგორ მაგიჟებ - მის ყელში ჩურჩულებდა მაკალათია . შემდეგ მკერდზე აკოცა თითებს ხერხემალზე დაატარებდა . დინას რეაქციებზე იღიმოდა და კოცნას აგრძელებდა შემდეგ შარვლის ღილები გაუხსნა და ნელა გახადა, ყველგან კოცნიდა და სხეულს უთავისუფლებდა შემდეგ როცა საცვლების ამარა დარჩა აბაშიძე თითები ააყოლა მის სხეულს და ათრთოლებულ ტუჩებზე აკოცა
-ისევ მე უნდა დვამუნჯდე? უსამართლობაა- ამოიბუტბუტა თვალებმინაბულმა და თითები მაკალათიას მხრებიდან მუცლისკენ გადაიტანა შემდეგ შარვლის სათავეს მიაღწია ქამარი გახსნა და ღილიც ელვასთან ერთად მის გზას გაუყენა . სხეული დაეჭიმა ბიჭს
-ცელქობ - დაბოხებული ხმით უთხრა და მისი ხელები ტუჩებთან მიიტანა ,სათითაოდ უკოცნიდა ყველა თითს, ხელისგულზე აკოცა შემდეგ ფრთხილად დააწვინა და ზემოდან მოექცა
-აბა ყველაფერს ჩქარა ვაკეთებო ?
-ასე როდის დამესმგავსე? ! არ ღირს რა დროს ლაპარაკია შავთვალება ნუთუ ვერ ვმოქმედებ საკმარისად
-მაწამებ რომ ჩერდები და იქნებ შემიწყალო - ამოიკრუტუნა და სხეულზე აეკრო . იღიმოდა მაკალათია , უამრავ სიტყვას ეუბნებოდა და დინას მოფერებას არ წყვეტდდა. საკულმინაციო სვლამ ყველაფერი გადაფარა მაკალათიას შავთვალება სიამოვნებისგან იშლებოდა...მთლიანად ზალაგამოცლილი ეკვროდა მაკალათიას და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა .ბიჭი მოშორდა გვერდით დაწვა და ისე ჩაეხუტა. შემდეგ ბურუსში ჩაიკარგა ...
გადაწეული ფარდიდან მზის სხივები აღწევდა და დინას სახეზე ეცემოდა. სახე ბალიშში ჩამალა,მაგრამ ვერ დაიმალა. წინა ღამე გაახსენდა და გაიაზრა რომ მარტო იწვა . უცებ გაახილა თვალები და ირგვლივ მიმოიხედა .აივნის კარი ღია იყო მაკალათია იდგა გარეთ მხრებში გამართული არეულ თმაზე ისვამდა ხელს შემდეგ მოაჯირზე დაყრდნობილი ხელი სახეზე მოისვა და უცებ შებრუნდა აბაშიძისკენ .როგორც კი დაინახა მაშინვე ჩვეული ღიმილი შეაგება და მისკენ დაიძრა. მალევე ავიდა საწოლზე და აკოცა
-დილამშვიდობისა ჩემო
-დიდი ხანია გაიღვიძე?
-არც ისე ... საუზმის მომზადება მოვასწარი შენი ცქერის შემდეგ - ტუჩებს ჯერ სახეზე აკრობდა შემდეგ ყელზე გადავიდა, მოშიშვლებულ ზურგზე თითები ჩამოუსვა და გაეღიმა მისი დახორკლილი კანის შეგრძნებისას-ვაბოდებ შენზე ...იცოდე უკვე თავიდან ვერ მომიშორებ წუხანდელის შემდეგ ჩემი მიტოვების უფლება არ გაქვს . ყველას ვეტყვი რომ მოსახდენი მოხდა - სიცილს ვერ იკავებდა , მინაბული დინაც გამოაფხიზლდა და მისი კისკისიც გამოიწვია- დილას შენი სიცილის მოსმენაზე მეტი ბედნიერება არაფერია- არეულ თმაში შეუცურა თითები და დასიებულ ტუჩებზე ფრთხილად შეეხო -არაფერ მეტყვი ? ცუდად ხარ
-საშინლად ვარ... ცუდად არ ჰქვია ამას- სრული სერიოზულობით რომ უთხრა აბაშიძემ მაკალათიას თვალები გაუფართოვდა ლამის კრუნჩხვები დაეწყო ნევრიულობისგან
-მე ...მე მაპატიე მე არადა მეგონა
-როგორ ვნანობ რომ იცოდე ...შენ რა შუასი ხარ ყველაფერი ჩემი ბრალია მე გამოვიწვიე ყველაფერი მე
-დინაა - სიტყვაც ძლივს თქვა უკვე ისეთი ხმა ჰქონდა
-არაფერი მითხრა ! ყველაფერი ჩემი ბრალია თავიდანვე მეუბნებოდი რომ მერე ვინანებდი მე კიდე სულ გაჩერებდი არა როგორ დავკარგე ამდენ ხანს დრო ასეთი სიამოვნების ხელიდან გაშვება შეიძლებოდა?
-რაა? დინა აბაშიძე შენ რა მეღადავები? გოგოოო
-ცოტა ცელქობა მეც არ მაწყენს ... - თვალი ჩაუკრა საწოლიდან გადავიდა და სააბაზანოსკენ წავიდა .მაკალათია კიდე ვერ იჯერებდა რომ ჩაუტარა დინამ. მერე უცებ წამოიწია და სააბაზანოში შევიდა დინა კაბინაში იდგა ,მისი სილუეტი საოცრად იკვეთებოდა . სწრაფად მოიშორა სამოსი და კაბინაში შევიდა
-ცუდი გოგო ხარ შენ
-ხოო? შენ კიდე ნამდვილი საოცრება - მისკენ შებრუნდა და ქაფიანი ხელები სხეულზე ჩამოუსვა - ჩემი სურნელი გაქვს და უფრო მეგემრიელები
-ასე რომ მელაპარაკები მე მგონია გოგო თავი ... ჯანდაბა რატო მაგიჟებ დინა აბაშიძე
-თვალის თვალის წილ - დასველებულ ტუჩებზე აკოცა და მისი თმებიც გაქაფა კოცნიდა და თან ხელებს დაატარებდა მის სხეულზე -დავიჯერო მოვახერხე შენი დამუნჯება? არადა ლაპარაკი არაა ჩემი საქმე
მაკალათიას სიტყვაც არ დაუძრავს თვალებმმინაბული დაატარებდა მის სხეულზე თითებს ,ქაფისგან ათავისუფლებდა და თავადაც განაბული იდგა . მერე ონკანი გადაკეტა პირსახოცი აიღო და მოახვია დინას
-არ მელაპარაკები?
-ნწ ...-თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა . გაამსრალა და იქვე ჩამოკიდებული აბრეშუმის ხალათი მოაცვა შიშველ სხეულზე
-გამებუტე?
-დინაააა გეყოს ...- მისი გამშრალება რომ დაიწყო გოგომ და იგივე გაიმეორა თვალები აატრიალა ბიჭმა
-საუზმობა მინდა...რა მოამზადე? თუმცა სულ ორი კერძი იცი და კარტოფილის სუნი რადგან ვერ ვიგრძენი სალათი მელოდება ანუ - ქამარი უკეთ შეიკრა და სააბაზანოდან გავიდა.
სამზარეულოში ტრიალებდა. მაგიდაზე იმდენი რამე დააწყო წამებსი ვახოს თავბრუ დაეხვა .
-ასე ნუ მიყურებ ... სხვათაშორის დღეს ბოლო დღეა ჩვენი დასვენების. ხვალ სამსახურში თუ არ მივალთ თამუნა აგვკუწავს
-არ არის აქ და ახლა მაინც დამასვენე მაგ ალქაჯისგან რა დროს ეგაა
-აბა ახლა რა გავაკეთო წუხანდელზე თუ ვიფიქრე ვფიქრობ ისევ საწოლში აღმოვჩნდები და ორივემ ვიცით რომ არ მაწყობს დღეს ეგ ამბავი მე !
-ჭკვიანურად გამოვიყენოთ დასვენების ბოლო საათები
....
სალომეს მშვიდად ეძინა , გამობერილი მუცელი გამოკვეთილად ჩანდა თხელი საბნის მიღმა. აფერადებული ლოყები, დაბუშტული ტუჩები და მაქმანიანი პენუარიდან მომზირალი სავსე მკერდი მარგიანის ღიმილს იწვევდა.
გათენებისთანავე წამოდგა , ფრთხილად გადასწია ფარდები რომ მზის სხივებს არ შეეწუხებინა მძინარე ქალბატონი.
ღამით აღარ ეძინა სალომეს. მთელი ღამე მოძრაობდა მათი ბიჭი ქალიც თვალს ვერ ხუჭავდა და არ უნდოდა მარგიანს მისთვის ძილის შეწყვეტა. ისევ საწოლში დაბრუნდა ,რამდენიმე წუთიანი ცქერის შემდეგ საბანი მოაშორა და მუცელზე აკოცა. აბრეშუმის პენუარში კარგად ჩანდა ჩაღრმავებული ჭიპი და უზარმაზარი მუცელი. ხელი როგორც კი შეახო მაშინვე იგრძნო დარტყმა და გულისცემა გაუხშირდა. თავი მკერდზე დაადო მძინარე ქალბატონს და თვალები დახუჭა. მისი გულისცემა ესმოდა,ბავშვის მოძრაობას გრძნობდა სხვა რა სჭირდებოდა ბედნიერებისთვის . შემდეგ თავზე გადაუსვა თითები სალომემ და უფრო გაიტრუნა . ტუჩები იქვე მიაკრა და ცხვირი გაუხახუნა პატარა ბავშვს ჰგავდა დედის მკერდს რომ არ შორდება
-მეშინია მათე
-ყველაფერი კარგად იქნება ხომ იცი
-ყველა მაგას მეუბნება დავიღალე უკვე
-ცოტაც მოითმინე
-უკვე ხელში უნდა გვეჭიროს ჩვენი ბიჭი
-მალე დაიბადება ნუ ღელავ .შენ კი საუკეთესო დედა იქნები,ყველაზე ლამაზი და გადარეული. მარტო ჩემი და მისი გოგო იქნები - თავი ასწია და დასიებულ ტუჩებზე შეეხო , აღუებულ ღაწვებზე აკოცა და ამღვრეული თვალები დაუკოცნა
-მგონი იმიტომ არ გამოდის რო ჩემი გამოსწორება უნდა
-მეხმარება შენს დაჭკვიანებაში და გამოსდის მგონი !
-მაინც იცეკვებ რომ დაიბადება ხომ იცი
- კიდევ არ დაგავიწყდა?
-რა დამავიწყებს! მარიტა მე მელოდება... რომ გაჩნდება ჩვენი ბიჭი და ცოტა მოვღონიერდები მაშინვე დაიწყებს .ყველაფერი დაგეგმილია უკვე
-ორივე ერთმანეთზე უარესები ხართ ...წავალ მე კესარიას რაღაც საქმე ჰქონდა და მალე მოვალ . საუზმეს ამოგიტან
-არა რა...დამეხმარე მოვწესრიგდე .უნდა გავიარო თორემ არ შეიძლება ამდენი წოლა
-კარგი როგორც გინდა - სწრაფად წამოდგა ხელი მოხვია და მოეხმარა. ძლივს წამოჯდა ისედაც ბევრი ბალიში ედო ზურგს უკან ,მაგრამ მაინც უჭირდა ჯდომაც და სიარულიც. მართალია ერთიანად ამოფუებული იყო და ეს უზარმაზარი მუცელი წვრილ წელზე არ ჰქონდა გამობზეკილი,მაგრამ მაინც აშკარად აღემატებოდა მუცლის სიდიდე. წელზე ხელი მიიბჯინა და იატაკზე დადგა. ფეხსაცმლის ჩაცმა ხომ დამოუკიდებლად აღარ შეეძლო . მათემ სააბაზანოში შეიყვანა და პენუარი მოაშორა- რომ იცოდე როგორი ლამაზი ხარ - ტუჩებზე შეეხო და მუცელზე ხელი ჩამოუსვა
-კარგი რა მათე ... დამოუკიდებლად ვეღარაფერს ვაკეთებ რა ლამაზი
-შხაპის მიიღებ ხომ?
-აბა აბაზანაში ჩასვლა შემიძლია თუ ამოსვლა
-ნუ იბუტები თორემ მაგ ტუჩებს მოგკბეჩ..ფრთხილად შემოდი- ხელი შეაშველა და ონკანი მოუშვა . მთლიანად ძალაგამოცლილი იყო სალომე, მოდუნებული და მოთენთილი. სულ ღელავდა და წამში მოსდიოდა ცრემლები .
მათე ყველაფერში ეხმარებოდა,როგორც ყოველთვის გვერდიდან არ შორდებოდა და ნებისმიერ მის სურვილს ასრულებდა. ბოლო სამი თვე არანაირ პრეტენზიას აცხადებდა სალომე. თავიდან კი სისხლი გაუშრო , აგიჟებდა ისეთ რაღაცეებს სთხოვდა. მერე შეიცვალა,სულ მთლად შეეცვალა ხასიათი . მათეს გაჯავრებას არ ცდილობდა, არ აღიზიანებდა .ისეთი ნაზი და ტკბილი გახდა მარგიანს თავიდან ახალი მახე ეგონა. ახლა კი ყოველი დღე მშვიდია მათ ცხოვრებაში მხოლო ბავშვის დაბადებას ელიან .
მისაღებში იყვნენ . ნელ-ნელა დადიოდა სალომე და ბავშვს ელაპარაკებოდა. მათე და კესარია იქვე იყვნენ. იოანე კაბინეტში იჯდა და საქმეზე მუშაობდა. მერე ისიც შეუერთდდათ. სწრაფად ჩაირბინა კიბე და ლოყაზე აკოცა მობაჯბაჯე რძალს
-ჩემი ლამაზი გოგო როგორაა? ბაბუ მანდ ისე კარგად ხარ დღესაც არ გამოხვალ ხო? - მუცელზე მოეფერა და სალომეც გაიბადრა. გიჟდება ამ კაცზე და რა გააკეთოს
-შენნაირია მუცელშიც ეგ ბავშვი !
-ბაბუ ბებიაშენი ხვდება რომ დაბერდა და უფრო დიდ კუდიანად იქცა
-ბებო ბაბუა ჩემზე დიდი რომაა ავიწყდება !
-სამაგიეროდ ასაკი შენ უფრო გეტყობა
-კარგად არ მივლიდი და იმიტომ
-ალბათ უძილობის გამოა... დაუკმაყოფილებელი რომ იქნები ქალი ასე იცის- თვალი ჩაუკრა აფოფრლ კესარიას და გვერდი აუარა- მათეე შენი და სად არის?
-ძინავს კიდე... დაღლილი იყო და
-ბევრი ციეკვა ალბათ წუხელ თავის გამოსირ... შეყვარებულთან ერთად- სახე მოერრიცა იოანეს და ცოლს გახედა
-რა ხდება კესო?- ჩუმად უთხრა სალომემ როცა მათი ზმერა დაიჭირა
-არ ვუთხარი მაკრინეს რო სეყვარბეული ჰყავს და მაგაზე მეჩხუბება ორი დღეა. ელოდება ახლა როდის გავუფრენ ..ელოდოს
-მხოლოდ მაგის გამო?
-ის ბიჭი არ მოსწონს და მაგიტომ ყრის ცოფებს გიჟი ! მაგას ვინ მოსწონს საერთოდ
-მეეე - გაიკრიჭა სალომე და გაიჯგიმა . კესარიამ გადაიკისკისა და ლოყები დაუკოცნა გოგოს
-შენ ჩვენი სიხარული ხარ
ყველანი მის ირგვლივ იყვნენ. ფეხზე დგომამ დარალა სიარულიც აღარ შეეძლო და დაჯდომა გადაწყვიტა. დივნისკენ რომ დაიძრა უცებ ატკივდა , კივილი წასცდა და მერე ყველაფერი უცებ დაიწყო . ვერ აკონტროლებდა გონებას,ვერც კი აზროვნებდა. სამაგიეროდ მზად ყოფნაში მყოფი ოჯახი დასტრიალებდა თავს
-მათე...მათე მტკივაა
-აქ ვარ ...მივდივართ ახლავე ჩემო სიცოცხლე. შენ არ ინერვიულო.ღრმად ისუნთქე ყველაფერი კარგადააა .ყველაფერი წესრიგშია გესმის? -მისი ხელი ეჭირა და მთელი გზა ამას უმეორებდა. იოანეს ისე სწრაფად მიჰყავდა დიდი დრო არ დასჭირვებია. შემდეგ სამშობიარო ბლოკი იყო თავადაც უკან მიჰყვა ისევ მისი ხელი ეჭირა თვალებდაბინდული უყურებდა ტკივილისგან შეშლილ ცოლს. ყველაფერი რთულად იყო, დრო იწელებოდა .გაიანეს ღელვა რომ შეამჩნია და რამდენიმე ექიმი მიემატა საოპერაციოს უკვე ცუდად გახდა. ხელზე კოცნიდა, თავზე უსვამდა ხელს და ხმაჩავარდნილი ამხნევებდა
-აღარ შემიძლია... მეტი აღარ შემიძლია - ძალაგამოცლილმა ძლივს თქვა და მათეს დაბინდული მზერა მიაპყრო - ჩვენ ბიჭს მოუფრთხილდი გესმის?
-სალომე ! სულ ცოტაც გთხოვ...ცოტა გაუძელი ჩვენთვის სალო .შენ ხო ჩემი მაგარი გოგო ხარ სალიო ჩემო სალიოო - ცრემლები სდიოდა, სახეს უკოცნიდა
-თავს ვხედავ სალომე მალე დაიბადება გთხოვ სალომე ეცადე
ბოლოჯერ ეცადა, ძალა მოიკრიბა და ბურუსში ჩაკარგულმა გაიგო ბავშვის ხმა . სხვა ვერაფერი გაარკვია ,მხოლოდ ტირილის ხმა და მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
ჯერ ბავშვს უყურებდა და იღიმოდა მერე ხელზე მოჭერილი თიტები რომ მოეშვა გონებადაკარგულ ცოლს დახედა და ერთიანად დაეჭიმა სხეული.
-განო განოოო ცუდადაა.. რა სჭირს
-დამშვიდდი ! მიხედავენ ... - ბავშვი აჩვენეს . დიდი იყო ნაკეცებიც კი ჰქონდა . მშობიარობა ამიტომ გაზნელდა მარგიანის ვაჟკაცი დიდი წონის იყო ფარჯიანის გოლიათსაც კი გადააჭარბა.
იქედან რომ გაიყვანეს სულ მთლად გაგიჟდა. ლამის ყველაფერი დაამსხვრია
-მათე ! - ირაკლის ხმა ესმოდა. მერე გაიაზრა რომ მას ჰყავდა მიხუტებული და აკავებდა. - ბიჭის მამა ხარ ბიჭო ბიჭის...ყველაფერი კარგადაა შე სულელო
-ცუდად გახდა...გონება დაკარგა ის ის ...ბავშვს მოუფრთხილდიო ყიფიანო ! მოუფრთხილდიო- ხაოდა და მუშტებს უსენდა ირაკლის. კუთხეში კედელთან მიმწყვდეული ვერავის ამჩნევდა. ვერც სალომეს აქვითინებულ დედას რომელიც დატას ეკვროდა და გაგიჟებულ ბიჭს გულს უკლავდა. ანდრონიკაშვილი ჭკუაზე აღარ იყო. მთელი ეს დრო თავს იკავებდა, დედას ამშვიდებდა მაგრამ ახლა აღარ შეეძლო. როგორც კი დიანა დასვა მაშინვე გაიქცა იქედან. გაშორდა იმ დერეფანს ,თითქოს სუნთქვა აღარ სეეძლო გარეთ გასულს ცივი ჰაერი სახეში დაეტაკა . აკანკალებულ თითებში მოიქცია სიგარეტის ღერი და ათრთოლებული ტუჩები მოუჭირა. ფილტვებსი ჩაუსვა თამბაქოს კვამლი და გაურკვეველი ხმა აღმოხდა მკერდიდან, კვამლთან ერტად გაკვეტა ჰაერი და მერე მკკერდში ტკივილი გაუმძაფრდა. აგონიიდან ნაცნობმა შეხებამ გამოიყვანა , მარიამის ხელები ეხებდოა სახეზე ,გაყინულ კანს უთბობდა .მისი თვალები ძალას მატებდა
-ჩემი პატარა გოგო...ჩემი გადარეული პრინცესა .მარიამ მას რომ რამე დაემართოს ...ჩემი სალომე ჩემი სალიკოო
-კარგად იქნება სულელო...კარგად იქნება რა თქმა უნდა. ბავშვი ხუთი კილო დაიბადა შენ წარმოგიდგენია როგორ იწვალებდა? წარმოდგენა თუ გაქვს ,ნორმალურია რომ სუსტადაა. ექიმები მხიედავენ, განო მშვიდადაა ხომ იცი რომ გვეტყოდა საშიში რომ იყოს რამე. ახლა მიხედავენ და მალე ნახავ
-მჭირდები ...
-აქ ვარ ,შენთან ვარ დათა - ხელები მოხვია და პატარა ბავშვივით ჩაიკრა გულში. სუსტად სუნთქავდა ანდრონიკაშვილი და ყველა ამოსუნთქვას ტკივილს აყოლებდა .თავზე უსვამდა ხელს მარიამი და კოცნიდა - ყველაფერი კარგად იქნება...შენ საუკეთესო ბიძა ხარ და კიდევ ერთი დისშვილი გყავს...უმაგრესი ბიჭი იქნება და ბევრ რამეს ისწავლის შენგან
მხოლოდ მარიამის ხმა ისმოდა მათ მიერ შექმნილ სიჩუმეში. დათა კი დუმდა ...
მარგიანმა ყველას აუარა გვერდი როცა ირაკლი მოშორდა დერეფანი გაიარა და უზარმაზარი მინის მიღმა პატარა ბავშვს შეხედა. ყველასგან გამოირჩეოდა, ხელებს არხევდა და ტიროდა. მერე გაჩუმდა და ისე გამოხედა თითქოს იცოდა იქ მინის მიღმა მამა რომ უცქერდა. მინას მიაბჯინა შუბლი და ამღვრეული თვალები მიაპყრო ბავშვს .
მერე მოშორდა იქაურობას და პალატისკენ წავიდა. იქ ჰყავდათ უკვე სალომე რომელსაც მშვიდად ეძინა. ხალათი მოიცვა, პირბადე გაიკეთა, მოემზადა და ასე შეხვეული შევიდა ოთახში.
გაფითრებულ სახეზე უყურებდა , მისი აწითლებული რაწვები ახსენდებოდა, ჩასავებულ ქუთუთოებს უყურებდა და გული ეკუმშებოდა, ტუჩებიც კი ერთ ზოლად ეჩვენებოდა, გაყინულ ხელზე აკოცა
-გაცნობის პირველივე დღიდან რაღაც ამბავში მხვევ და მაგიჟებ. ბევრჯერ შემაშინე ,მაგრამ ასე არსდროს ... ცუდად ვარ სალომე სიხარულსაც ვეღარ ვგრძნობ. ვუყურებ იმ საოცარ ბავშვს და სუნთქვა მეკვრის . სანამ შენ არ გამოფხიზლდები და ჩვენს პატარას გულში ჩაიკრავ... კი ამბობდი მე დამემსგავსებაო ,მაგრამ სულ მე მგავს.იმხელა ბავშვია უკვე ეტყობა რომ ჩემი ასლი იქნება. ორი გეყოლებით გასაგიჟებლად ,გაგიხარდება ვიცი
-არ მითხრა რომ ტირი ... არადა არ მიჯერებდი რომ გეუბნებოდი ემოციური ბიჭი ხარ-თქო - შეცვლილი ჰქონდა ხმა, სიტყვებს პაუზით ამბობდა და დამსკდარი ტუჩები ძლივს დააშორა ერთმანეთს. მარგიანმა მაშინვე აკოცა და მერე ხელები დაუკოცნა
-როგორ მანერვიულე...როგორ შემაშინე
-აღარ გავიმეორებ ... დანარჩენებს საკეისროთი გავაჩენ - ჩუმად თქვა და თვალები დახუჭა-ბავშვის ნახვა მინდა
-ახლავე... გავალ და ვეტყვი თუ შეიძლება. განოს შემოვუსვებ რომ გაგსინჯოს .მიყვარხარ !- უცებ მიაყარა აკოცა და გავარდა. ექიმები დასტრიალებდნენ თავს მერე ბავშვი შეუყვანეს და მათეც დაბრუნდა. ერთიანად მოიცვა სიხარულმა, უყურებდა ატირებულ სალომეს რომელიც ბავშვს ეფერებოდა და სიხარულისგან ივსებოდა.
ხუთ წუთში დათა და დიანა შევიდნენ . თავად კი პალატა დატოვა. დერეფანში მყოფები ახლაღა შეამჩნია და სიცილით მოეხვია მამას
-როგორც იქნა ! მეგონა აღარ გამოფხიზლდებოდი . რა ბავშვი გყავს ვგიჟდები როგორი საყვარელია
-სულ შენ გგავს დე უბრალოდ ძალიან დიდია
-ვიცი ხო..მეც მივხვდი ძალიან მგავს
მერე ყველაფერი დამშვიდდა. მხოლოდ თვითონ დარჩა პალატაში სალომეც უკეთ იყო ბავშვს აჭმევდა უკვე და უყურებდა
-გოლიათია...მგონი არ ეყოფა რძე- იღიმოდა ბავშვის მიერ გამოცემული ხმები რომ ესმოდა. თვალს არ აშორებდა ,მათემ თავზე აკოცა და ბავშვს პირველად შეეხო. გააჟრჟოლა, რაღაც საოცარი იგრძნო . როცა დანაყრდა ბატონი თვალები უკვე დახუჭული ჰქონდა და ეძინა. სალომემ პერანგი გაისწორა და ბალიშს მიეყრდნო- არ დაიჭერ?
-გყავდეს... მინდა დიდხანს გიყუროთ. მე მერე ავიყვან თან შენთან აშკარად მოსწონს. იქ რომ იწვა ასე მშვიდად არ ეძინა- თითებს ფრთხილად ახებდა, პაწაწინა თითები მოუჭირა ბავშვმა საჩვენებელ თითზე და უცებ გაიბადრა. ფუმფულა ხელზე აკოცა და მისი სურნელი შეიგრძო- რა ტკბილია ...
-ვცდებოდი თურმე
-რა?
-რომ გეუბნებოდი ტყუილად ტრაბახობ ბავშვის ნაცვლად ცინტალს გააკეთებ-თქო რომ გეუბნებოდი- ჩუმად ჩაიცინა და წარსული გაახსენა. მათემ თვალები აატრიალა და მერე წარბები შეკრა
-ხო ხედავ მერე როგორი კნუტია ეს ! კიდე ბევრ რამეში დაგარწმუნებ
-არ მჭირდება დარწმუნება ...ისედაც ყველაფერი ვიცი - მისკენ მიიწია და აკოცა- არასდროს მითქვამს მადლობა ამ ბედნიერებისთვის რასაც ჩემთვის იღებ. ახლა კი ის დროა რომ გადახდა დავიწყო , ყველაზე დიდ საჩუქარს ვხედავ ამაზე მეტს ვერაფერს მომცემ
-თქვენ ხართ ჩემი ბედნიერება...
....
ახალი წელი...
კიდევ ერთი გასული წელი ახალი ოჯახისწევრებით და მომავალი წლის მოლოდინი რომელიც ბევრ ახალს ჰპირდებდოა ყველას.
გასულ წელს სიხარულით აცილებდნენ, იმედოვნებდნენ რომ მომავალიც ისეთივე ბედნიერი იქნებოდა კიდევ ბევრ ახალ წყვილს აჩუქებდათ და ახალ თავგადასავალს გამოუჩენდათ.
...........................................................
მარიამი და დათა ყველაფრისგან შორს ადნრონიკაშვილის ყველასგან უცნობ სახლში იყვნენ. ნამდვილი სამოთხე იყო, პატარა კომფორტული,თბილი და მყუდრო . ულამაზესი ეზოთი და მთლიანად მწვანეში ჩაფლული. სწორედ ის იყო რაც მარიამს უყვარდა და ამშვიდებდა.
შუაღამე იყო, ნამგალა მთვარე ვერ ახერხებდა სიბნელის დაძლევას, მხოლოდ ვარსკვლავები ციმციმებდნენ . ჭრიჭინების ხმა ისმოდა,ციცინათელები ანათებდნენ მინდორში ,ტყის სიღრმიდან ჩიტების ხმა ისმოდა.
სახლის პატარა აივანზე იწვნენ და იქედან უყურებდნენ სიბნელეში ჩაკარგულ ხედს
-არ წავიდეთ რა ...დიდხანს დავრჩეთ დათა - ბიჭს გადახედა და წამოიწია ,ტანზე მოცმულ ჟაკეტში სიცივე შეეპარა და უმალ აეკრო ანდრონიკაშვილს
-შენ თუ ისურვებ მთელ დარჩენილ ცხოვრებას აქ გავატარებ
-ასე ნუ მეუბნები ხოლმე ,გთხოვ
-მართალია,იმის თქმა რაც ცხადზე ცხადია უაზროა
-დათაა...-სასოწარკვეთილება იგრძნობოდა ფარჯიანის ხმაში,მისი თვალები აწყლიანებული იყო და თითოეულ ამოსუნთქვას ტკივილს აყოლებდა. გრძნობდა რომ უნდა დაესრულებინა, იცოდა რომ სხვა ფაზაზე გადასვლის დრო იყო ორი გზა არსებობდა მხოლოდ ან სამუდამოდ უნდა გაექრო ანდრონიკაშვილი თავისი პირადი ცხოვრებიდან ან აღარასდროს მოშრებდოდა-გთხოოვ
-რას ...რას მთხოვ მარიამ.ხომ იცი რომ შენ უნდა აირჩიო...თორემ მე დიდი ხანია ვიცი რომელ გზას დავადექი - მისი სახე ხელებში მოუქცია და აწყლიანებული თვალები დაუკოცნა , ცრემლებს გადმოღვრის საშუალება არ მისცა,ვერ აიტანდა მარიამის ტირილს .მარიამ ფარჯიანს არასდროს უნდა ეტირა. იმდენად ნაზად კოცნიდა, თითოეული შეხება უბრალო მოფერებაზე აღმატებული იყო . გრძNობა იყო მხოლოდ, ნაზი, სათუთი და სპეტაკი გრძნობა...
გვიან შევიდნენ საძინებელში...
დათას მის მხარზე ედო თავი და მშვიდად ეძინა. მარიამი კი თვალს ვერ ხუჭავდა, დათას სახეს შესცქეროდა, რამდენჯერ ენახა, ყველა ნაკვთი ზეპირად იცოდა, მთელი მისი სხეული თვალის ნებისმიერ დახუჭვაზე დეტალურად წამოუდგებოდა გონებაში რომ მოენდომებინა,მაგრამ მაინც უცქერდა, ისევ ისე გატაცებით როგორც მაშინ სულ პირველად რომ მოეცა ამის შესაძლებლობა.
დათა ანდრონიკაშვილი...
რა დაინახა მასში ისეთი რომ მაინცადამაინც ის აირჩია . განა სექსუალური კაცი მანამ არ ენახა? განა სხვას არ სურდა მასთან ყოფნა, არავის უცდია მისი შებმა?მაშინ უბრალოდ იგრძნო რომ დათა შესაფერისი იყო მისთვის ,იმ სურვილისთვის რაც გააჩნდა იმ წამს.
დიალოგი არც კი გაუგრძელებია,მშვიდად დაცალა ჭიქა ,ჩანთას ხელი მოჰკიდა და წამოდგა ანდრონიკაშვილლს გახედა და მაცურად გაუღიმა
-გაბედავ გამოყოლას თუ დარჩები - ანდრონიკაშვილმა გონს მოსვლა ვერ მაოსწრო ისე მიიმალა ახალგაზრდებს შორის . მშვიდად მიაბიჯებდა,მხოლოდ გულისცემა არ უმშვიდდებოდა. სისხლი კაპილარებში შხუილით მოძრაობდა ამის მიუხედავად მთელი სხეული ეყინებოდა .
გარეთ გავიდა, ცივმა სიომ უფრო გაუყინა სხეული.შემდეგ სწრაფად გაიღო გამოსასვლელი კარი , ზათქანით მიიხურა და მძმე ნაბიჯებით მომავალი ანდრონიკაშვილი ამოუდგა გვერდით.მისი ხელი წელზე შემოეჭდო და ერთიანად გააქრო სიცივე, ქარიც კი თბილ ჰაერს უშვებდა ფარჯიანის მიმართულებით. ქვემოდან ახედა ერთი თავით მაღალ მამაკას და წელზე მოხვეულ ხელს თითები მოუჭირა .
შემდეგ მანქანაში ისხდნენ, დათა როგორც ყოველთვის თამამად ამჟღავნებდა ემოციებს თიტებს საჭეზე ათამაშებდა და გაბრწყინებული აპარებდა მზერას მისი ხასიათით გახალისებულ მარიამს.
ცხოვრებაში ერთ -ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ასე მშვიდად იღებდა, ასე მარტივად ყოველგვარი ფიქრის გარესე.
არასდროს ღალატობდა ინსტიქტი ფარიჯიანის ქალბატონს.
გაახსენდა პირველი კოცნა და ცხელმა ტალღამ დაუარა სხეულში,ზუსტად ისე როგორც მაშინ. შეაკანკალა და ერთიანად ჩაეფლო ვნების ცეცხლში . დათას ერთი შეხებაც კი ჭკუას აკარგვინებდა, საოცარი გრძNობა ჰქონდა ისეთი როგორიც მანამ არც კი გამოუცდია. დახელოვნებულმა ანდრონიკაშვილმა ისე სწრაფად შემოაძარცვა სამოსი გონს ვერ მოვიდა ფარჯიანი. ჯერ კიდევ მისაღებში იყვნენ ის ის იყო უზარმაზარ მაგიდაზე უნდა შემოესვა დათას გახსნილ პერანგს ხელები რომ მოუჭირა და გააჩერა
-საძინებელში შევიდეთ - არეული ხმა თავადაც ვერ იცნო ,მაგრამ დიდიხანს ფიქრის დრო არ ჰქონდა. დათამ ისევ აკოცა ,სწრაფად შეუცურა ხელი ფეხებზე და მუცელზე შეისვა. საწოლზე სანად დააწვინა ლიფისგანაც გაათავისუფლა და ახურებულ ხელებში მოიქცია მისი მკვრივი მკერდი. ისეთი კვნესა აღმოხდა მანამ წარმოთქმული ბგერები სულ მთლად გადაავიწყდა .
-როგორი კარგი ხარ... საოცრება ხარ -მთელი სხეული უხურდა, თიტქოს ანდრონიკაშვილის ტუჩები წვავდნენ. ლავა ეღვრებოდა მუცელში და ყველა ორგანოს ერთიანად ივლიდა ქვემოთ მიემართებდოა და სადღაც იკარგებოდა. მისი ხმაც კი სიამოვნებას ანიჭებდა . თითებს უმისამართოდ დაატარებდა ბიჭის სხეულზე, უნდოდა ბოლომდე შეეგრძნო მისი ხორბლისფერი კანიდან წამოსული ტემპერატურა, ის ტკბილი სურნელი შეეგრძნო ასე რომ აგიჟებდა დახორკლილი კანი ფრჩხილებით ჩამოკაწრა . არ იყო ნაზი და ფრთხილი დათა, ვნებიანი და ცოტა უხეშიც კი იყო ყველაფერი სასიამოვნო იყო მის შეჩერებას არც გეგმავდა უბრალოდ როცა შარვლის მოშორებდა დაიწყო აქამდე მოდუნებული სხეული ერთიანად დაეჭიმა, დიდი სიჩქარით მოძრავი სისხლი მთელი ძალით სახეში მოაწვა . ანდრონიკაშვილის თვალებს წააწყდა ,ბიჭი უყურებდა და ისე იშორებდა უკანასკნელ ნაჭერს სხეულიდან .
ღიმილი მოჰგვარა ძველმა მოგონებებმა . გაახსენდა როგორ გრძნობდა თავს იმ კონკრეტულ მომენტში და საკუთარ ემოციებს დასცინოდა.ისევ ისე მოიხიბლა ანდრონიკაშვილით პირველი ბიძგის შემდეგ რომ ამოგმინა ფარჯიანის სახელი და ქალის სხეულზე მოხვეული ხელები სულ მთლად დაეჭიმა. ისე უცებ წამოსწია ქალი თვალების გახელა აიძულა და ყბებდაჭიმული უცქერდა. შემდეგ ყველა მოძრაობაში ფრთხილობდა და ისე ექცეოდა მარიამს თითქოს პატარა თოჯინად ქცეულიყო.
უკვირდა ფარჯიანს, არ ეგონა თუ ყველა დეტალი ისევ ისე ემახსოვრებოდა . ყველა გრძნობა უკლებლივ ამოუტივტივდებოდა და ასეთ სითბოს იგრძნობდა, გულში რომ ეღვრებოდა და ანდრონიკაშვილის მიმართ მეტ მიჯაჭვულობას აღუძრავდა.
-მარიაამ აქ ხარ?
-გაიღვიძე?
-თვალებით რომ მჭამ მალე მეღვიძება ხომ იცი....რაზე ფიქრობდი?- ხელი წელზე შეუცურა ქვემოთ ჩააცოცა და ზემოდან მოექცა - მითხარი რო ჩემზე ფიქრობდი
-როცა გვერდით მყავხარ?- ხელები ყელზე მოხვია ზურგზე ჩაასრიალა და მაისურის ბოლოს ისე დასწვდა. ერთი ხელის მოსმით მოაშორა და ისე სწრაფად დააგდო საწოლზე ანდრონიკაშვილმა ოხვრა ამოუშვა- რატო ვიფიქრებ როცა აქ მყავხარ და მაგ ფიქრების რეალობად ქცევა შემიძლია - მუცელზე დააჯდა და ყელში აკოცა
-რა გაგახსენდა?- მაინც არ შეეშვა ანდრონიკაშვილი იცოდა რომ სხვაზე რომ ეფიქრა პირდაპირ ეტყოდა
-ჩვენი პირველი ღამე გამახსენდა ... ჯანაბდა ! როგორი კარგი გემო გაქვს - ყელზე უკბინა და ხელი შარვალში ჩაასრიალა - როგორ მიხვდი იმ ღამით პირველი რომ იყავი
-სისხლის გუბეში ჩამაგდე და ვერ მივხვდებოდი? გეყოს ახლა ნუ მაწვალებ- ოხვრით ამოთქვა და ხელის მოხვევა სცადა მარიამმა რომ მოიშორა
-იცოდი! მანამდეც იცოდი ხომ ასეა
-ისე მიყურებდი როგორ ვერ მივხვდებოდი, მაგრამ მაინც ვერ მოგშორდებოდი და თავი დავარწმუნე რომ მომეჩვენა ...მარიამ! ჯანდაბა ფარჯიანოოო
-ვგიჟდები რომ გაკვნესებ ხომ იცი ..ხელები !
-არა შენ ის გიყვარს მერე რასაც გიკეთებ - ხელები მოაშორა და საწოლზე გაშალა. ფარჯიანმა კი სულ მთლად გააშიშვლა და მთელი სხეული დაუკოცნა ,გზადაგზა კბენდა და იცინოდა დათას რეაქციებზე. ბოლოს რომ მიაღწია დანიშნულების ადგილს ეშმაკური მზერა მიაპყრო უკვე ჭკუიდან შეშლილ ანდრონიკაშვილს და მთავარ ქმედებაზე გადავიდა . ზუსტად ამ დროს დაიწყო მობილურმა გაუთავებელი ზუზუნი და დათამაც უპასუხა
-გისმენთ...
-დათა შე ჩემა სად ხარ ...მოიცა კი არადა რა ხმა გაქ შე ჩემისა სად აგდიხარ
-ზურა?
-ფუ შენი ...გათიშე მაინც ეს დედააფეთქებული ტელეფონი ასე მგონია მე მხმარობ
-ხო არ გაგიჟდი შენ რა ჯანდაბა გინდა საქართველოში -ისე უღრიალა სახლმა ზანზარი დაიწყო - შენ შიგ ხო არ გაქ ბიჯო აქ როგორ ჩამოხვედი ჩემი ხელით აგკუწავ იცოდე აქედან გააჯ,... სანამ მე გნახავ გესმის შე გამოს..ებულო ?
-მე კი არა შენ ჩამოეთრიე ჩემთან რა დროს ტყნ... შე ჩემისა ძმაკაცი დაგიბრუნდა . ორ საათში ჩემთან იყავი თუ არ გინდა ჩემით გიპოვო
-ზურა ! ზურა შენი ზურააა აააააააააააააა - მობილური საწოლზე დააგდო და სწრაფად წამოვარდა. უცებ ამოიცვა შარვალი და მაისურიც გადაიცვა , ფეხსაცმელების ჩაცმაც დაიწყო და თან იკურთხებოდა. ამდენი ბილწი სტყვა ერთად არ ჰქონდა მისგან გაგონილი მარიამს მთელი 6 წლის განმავლობაში. დათა საწოლიდან წამოვარდნილიყო და წასულიყო? გამორიცხული იყო
- რა ხდება დათა!
-არაფერი ... მაპატიე გთხოვ საღამოს დავბრუნდები .ალბათ გვიან არ ვიცი და მერე გამოვისყიდი ხომ იცი არ გაბრაზდე ხო?- ტუჩები დაუკოცნა ,მობილურს დაავლო ხელი და მანამ გავარდა სანამ მარიამმა სიტყვის თქმა მოახერხა-არ მელოდო შენ
დიდი სიჩქარით მიჰქროდა ანდრონიკაშვილი თბილისისკენ მიმავალ გზაზე. მთელი ძალით ჩაჰფრენოდა საჭეს და არცერთ ნიშანს უყურებდა გზაზე. მანქანებს შორის მიძვრებოდა და თანდათან უმატებდა სიჩქარეს მანამ სანამ ძველ აგურით ნაშენებ სახლთან არ გაჩერდა. მანქანიდან გადაფრინდა ,დაჟანგული ჭიშკარი გახსნა და მთელი ძალით მიაჯახა. სახლის კართან მისვლამდე გავრცელდა მისი ხმა. ხის ძველი კარიც ისეთივე სიჩქარით გააღო და მისაღებში მდგომ ბიჭს მივარდა . ბოლომდე ეგონა რომ მოახრჩობდა ,მაგრამ შემდეგ ერთიანად ამოისუნთქა თითქოს მანამ არც სუნთქავდა. მთელი ძალით მოხვია ხელი მხრებზე და მაგრად ჩაიკრა გულში გამხდარი მაღალი სილუეტი . ისე უჭერდა ხელებს ძვლების ხმაც კი ესმოდა , გახუნებული პერანგი მუჭში მოიქცია და რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი , სიმწრის ღმოული აღმოხდა როცა მის სახეს ახლოდან დააკვირა, ხელი თავზე მოხვია ლოყით მიებჯინა და ისევ ისე ჩაეხუტა
-დათიკო - ბიჭმა მხარზე მიაბჯინა შუბლი და მერე მკერდზე მიჰკრა მუშტი
-მითხარი რო უკან ბრუნდები ისევ ...
-პატარა ბიჭივით კანკალებ ანდრონიკაშვილო!
-არ დაგანებებ შენი ხელით საფლავის გათხრას ხომ იცი !
-ამ ღრიალს კიდე ვერ გადაეჩვიე შენს კარგ ბიჭობაში დათიკო?! ნუ მიტრაკებ ძმურად რა . სამუდამოდ დავბრუნდი და აღარ უნდა ამას გარჩევა! მამაჩემს იმიტო არ გავუკეთებივარ მთელი მისი ქონება და სახლს კარი ასე რომ ნადგურდებოდეს ... ყველაფერი დავკარგე უკვე აღარც დედა მყავს,აღარც მამა მაგ თეს.ების გამო და ახლა მაგრად ხომ იცი არა? ამომივიდა ყელში ეს დედა მოტყნ.ლი რუსის ქალებიც ტო
-არ გითხარი სადაც გინდა იქ წადითქო? შვიდი პასსპორტი არ გქონდა? კიდე გაგეკეთებინა რას მელაპარაკები ვაფშე დედაშენი და მამაშენი შენმა ნერვიულობამ შეიწირა და გინდა ახლა მოკვდე ტო?
-არ ვაპირებ ამ სიკვდილს რას შემე.ი შე ჩემა . უფრო იაფი დაგიჯდები უნდა გიხაროდეს. აქაურ ქალებს მარტივად დავკერავ. იაფი ფუფუნება გამოვა რა
-ნუ სულელობ! ახლავე ვიყიდი ავტობუსის ბილეთს და თურქეთში გაგიშვებ.იქედან გადაფრინდი მერე სადაც გინდა ხო ჩაგერიცხა ბარათზე ... სამივეზე გადმოვარიცხინე მე
-დათიკო! არ მივდივარ-თქო არაა .შემომხედე და შეიგნე არ მივდივარ ! არც სიკვდილს ვაპირებ უბრალოდ აქ ვიქნები . დაგირეკავ ხოლმე მე ჩემთვის შენ შენთვის.აქ როგორ შორსაც არ უნდა ვიყო მაინც ახლოს ვიქნებით ასე რო დაჯექი მანდ და დავლიოთ. მომენატრა ქართული ღვინო ...აქ მქონდა მარანში - მაგიდაზე დადგმული ბოთლი გახსნა და ჭიქებში ჩაასხა
-ისევ ომის დაწყებას აპირებ?
-ნუ მეუბნები მასე გამოტირებულად რა? წავედი ...გავიქეცი მაგ ომს რო მოვშორებოდი ვირთხასავით გაქცევა მომიხდა ვიფიქრე დედ-მამას მაინც დავასვენებ-თქო და რა მივიღე ისე წავიდა ორივე იმ ქვეყნად ,ბოლოჯერ ვერც კი ვნახე . მათ დაკრზალვაზეც კი არ ვყოფილვარ ყველაზე უმადური შვილი აღმოვჩნდი და ისე მრცხვენია დათიკო ...როგორი იმედი ჰქონდათ ჩემი გახსოვს? როგორ ვუყვარდი ,როგორ ვეამაყებოდი ორივეს გახსოვს დათიკო? შენ მაინც ხო იცი რო მაგათი სიცოცხლე ჩემ კისერზეა
;-ბოლომდე სჯეროდათ შენი... ბოლომდე ამაყობდნენ და შენ კისერზე არავის სიცოცხლეა !
-გულს მიკეთებ დათიკო? სადღა მაქ შე ჩემა გული ...ასე ნუ მიყურებ თუ ძმა ხარ ,თავი მუმია მგონია
-კიდე იჩხერ?
-არა !
- ტყუილი მაინც ისწავლე ნადირაძე
-აბა რას მეკითხები ვერ მიყურებ რას დავემსგავსე?
-ვერ გიტან ნადირაძე ხომ იცი! მიზეზიც ხომ იცი
-ვიცი
ძველებურ,მტვრით გაჟღენთილ დივანზე იჯდა გამხდარი მრებში მოხრილი სილუეტი , მაისურშიც კი ჩანდა მისი ამოყრილი ძვლები, უზარმაზარ ტორებში თითქოს ზალა გამოაცალეს . ფეხები გაშლილი ჰქონდა იდაყვები ჩამოედო თიტები ერთმანეთში აეხლართა და მათ დაჰყურებდა თავჩაქინდრული.
-შენით იკლავ თავს ხო ...ნელა მტანჯველი სიკვდილით იკლავ თავს მეც რო თან გამიყოლებ სულ ყლ...ზე გკიდია ხო?
-შენ ამაგს რო ვერ ვაყრი მიწას თორე ამ მძორს დიდი ხნის წინ გავანადგურებდი ხომ იცი
-ვერ გიტან ასეთს !
შიგნეული ეწვოდა ანდრონიკაშვილს მეგობრის დანახვისას.
მეგობრის რომლის ერთადერთი საიდუმლო კედელი იყო , მისი საყრდენი და არც არასდროს გამოეცლებოდა. ბევრი მიდიოდა მათი ცხოვრებიდან,ბევრი ჩნდებოდა და აღარ ტოვებდა მაგრამ ერთმანეთის გარდა მაინც არავინ ჰყავდათ.
არაფერი ჰქონდათ საერთო,იმდენად განსხვავდებოდა მათი ცხოვრება, საუბარი , ქცევა, ხასიათი ,მაგრამ მაინც ყოველთვის ერთად იყვნენ. დათას ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო მუდამ ზურა ნადირაძე
მარიამი ელოდა...
ელოდა დიდხანს , თვალს ვერ ხუჭავდა. ცოტა ხნით ჩასთვლიმა და მაშინვე კოსმარი ნახა. როგორც კი გამოიღვიძა მაშინვე დაურეკა დათას. ზარი გადიოდა ,მაგრამ არ პასუხობდა . რამდენჯერმე დაურეკა და ბოლოს მისი ხმაც გაიგო
-მარიამ
-დათა კარგად ხარ? უბრალოდ მითხარი რომ ყველაფერი რიგზეა
-კარგად ვარ მარიამ
-თუ გჭირდები ,ჩემი დახმარება არ ვიცი რამე თუ გჭირდება ხომ იცი რომ შენთან გავჩნდები
-ვიცი ..- იღიმოდა დათა და გრძნობდა მარიამი.
დამშვიდდა,მის სუნთქვას უსმენდა და დუნდებოდა. საწოლში დაწვა , საბანში გაეხვია დათას ბალიშს მოხვია ხელები და გაიღიმა
-დაბრუნდები?
-ვერ დავბრუნდები! არ ინერვიულო ,ყველაფრი კარგადაა გეფიცები
-კარგი ... არ ვინერვიულებ!
-დაიძინე ... ტკბილად დაიძინე ჩემო მარიამ
მარიამის სუნტქვას უსმენდა. არ იყო პირველი შემთხვევა როცა ასე უსმენდა მის ძილს. აივანზე იდგა,უკვე თენდებოდა . მობილური რომ გათიშა და უკან შებრუნდა კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი ნადირაძე დაინახა, სიგარეტის კვამლში გახვეული ეშმაკურად იცინოდა,თვალები დაეწვრილებინა და ისე უცქერდა
-მისმენდი?!
-საიდუმლო აქვს ჩემს ბიჭს? შეგიყვარდა შე ჩემა? ვინ გაგაბა ტო ?
-დავწვები თორემ ფეხზე ცამეძინება- გვერდი აუარა და სახლში შევიდა
-რატო არ მითხარი დავით?!
-გითხარი დიდი ხნის წინ- წინ მიდიოდა ისიც უკან მიჰყვებოდა მშვიდად და იცინოდა ანდრონიკაშვილზე
-ის გოგო შეგიყვარდა ? რას გიკეთებს ასეთს ვინმე განსწავლული დაქალი არ ჰყავს? მაგრად გამისწორდებოდა
-ზურა არ გაბედო !
-დაგენძრა შე ჩემა? გაები
-ხო ...
-ვაახ მაგარია ... ქორწილში მეჯვარე ვინ იქნება?
-შენ არ მოგანათლინებ ბავშვს ხო იცი -ჩაეცინა ანდრონიკაშვილს .ისე წასდა სიტყვები მხოლოდ შემდეგ დაფიქრდა,უკან ვეღარ დააბრუნებდა . გამოიჭირა ნადირაძემ. ფანრის რაფაზე შემომჯდარი მეორე ღერს ეწეოდა და კვამლში ახვევდა ოთახს .თავი ფანჯარას მიაყრდნო და გაიღიმა , ბედნიერი იყო ძმაკაცის გამო და ზედმეტს აღარ ამბობდა . მერე უცებ ჩამოხტა და წავიდა ძილის საშუალება მისცა,თავად კი ათენებდა.
დათას ერთიანად მოაწვა წარმოთქმული სიტყვების ძალა. პირველად აღიარა ხმამაღლა თავისი გრძნობის შესახებ. განა აქამდე არ იცოდა უბრალოდ წარმოთქმული სხვანაირად ჟღერდა .
მარიამი ეზოში იჯდა და ხილს მიირთმევდა. თვალები დახუჭა და ჰამაკი აამოძრავა. ირხეოდა და სიოც სასაიმოვნოდ ედებოდა სახეზე. მანქანის ხმა რომ გაიგო უცებ გაჩერდა და დათა რომ დაინახა მისკენ გაიქცა მთელი ძალით მოეხვია .
-დათუნაა. აბა არ ჩამოვალო?
-სინანულმა შემაწუხა რომ დაგტოვე და დაწყებულის დასასრულებლად მოვედი - ხელში აიყვანა და ტუჩებზე დააცხრა
საწოლში იწვნენ. მარიამის მუცელზე ედო თავი და თითებსაც იქვე დაატარებდა
-გამოვისყიდე?
-ნწ ... ეს უბრალოდ გახურება იყო შენთვის
-მერე მეტყვი ბერდებიო - გაიცინა და ტუჩები მიაკრა მუცელზე. შემდეგ ცხვირი გაუსვა და მკერდისკენ გადაინაცვლა - ეს საერთოდ რატო გაფარია - თხელი ნაჭერი მოაშორა სხეულიდან და ოდნავ უკბინა - მეგემრიელები
-ნუთუუ - ისევ დაავლო ხელი საფარს და სხეულზე მოიხვია .მაშინვე გაჩერდა დათა და საწოლის თავს მიეყრდნო - ზურა ვინ არის?
-როდიდან მისვამ ისეთ კითხვებს რაზეც იცი რომ არ გიპასუხებ
-როდიდან მტოვებ საწოლში და გარბიხარ ვიღაცის გამო. ვინ არის ასეთი მნიშვნელოვანი მაინტერესებს
-ეჭვიანობის მიზეზი არ გაქვს ხომ იცი ბიჭები არ მომწონს
-ხომ იცი რომ უდროო დროს ხუმრობა ჭკუიდან მშლის
- მხოლოდ ის ვიცი რომ სხვა რამ გაგიჟებს
-ხომ იცი რომ ჩემი შეტყუება არასდროს გამოგივა ასე რომ მითხარი
-მე და შენ საწოლის მეგობრები ვართ და არა განუყრელი მეგ...
-მეორედ ეგ არ მითხრა ! არ გაბედო დათა
-შენი სიტყვების ციტირებას რომ ვახდენ მაგიტომ ცხარობ?
-ვინ არის ასეთი
-არავინ! - დათა ანდრონიკაშვილი ასე რომ შეხედავდა იქ უნდა დასრულებულიყო ყველაფერი.
ფეხზე წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა . მარიამმა უცებ გადაკვეთა მანძილი , მკლავში წვდა და კედელზე ააკრა დარეტიანებული ანდრონიკაშვილი.
-არ გაბედო და კიდევ არ მკითხო !
-შენი ხმა არ გავიგო !- სხეულზე მოხვეულ ზეწარს ხელი გაუშვა და ტუჩებზე დააცხრა. ანდრონიკაშვილს რომ გაეღიმა უფრო გააზლიერა კოცნა და ტუჩზე ისე უკბინა დათას ღმუილიც მოისმინა. აი შემდეგ თავად იღიმოდა
-ცუდი გოგო ხარ ! - უცებ ამოთქვა თავად ააკრა კედელზე, მუცელზე შემოისვა მისი ფეხები წელზე მოიხვია და ძლიერი ბიძგით შევიდა მასში მარიამის წამოკვნესებამაც არ დააყოვნა - როდის ისწავლი რომ ჩემთან თამაში არ ღირს - ყელში უკბინა და მოძრაობა განაგრძო.მარიამის სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებდა თითები ანდრონიკაშვილის თმაში ჰქონდა ახლართული და ძლიერად უჭერდა ბოლოს როცა სიამოვნების ზღვარს მიაღწიეს მის სხეულს მოშორდა და ბოლოჯერ აკოცა
-აბაზანას გამიმზადდებ? - სუნთქვაგახშირებულმა ამოთქვა და მხარზე უკბინა - ჯანდაბა ვერ ვცერდები . ვერ ვიტან ასე რომ აკეთებ ... ახლა იცინი ხომ ? აი ეგ საერთოდ მაგიჟებს და ერთხელაც შემომაკვდები პედოფილო
-მე ვარ პედოფილი ?! კარგი დამშვიდდი ...მოგიმზადებ აბაზანას - არეულ თმაზე ხელი გადაისვა და დასიებულ ტუჩებზე აკოცა- სისხლი მოგდის- ტუჩზე თითი გადაუსვა და ისევ შეეხო ძალიან ნელა
მალე ჩაეშვა თბილ წყალში და ერთი ადგილიდან არც შეტოკებულა. დათამ შხაპი მიიღო და სწრაფად გაეცალა იქურობას. მარიამს ამ დროს სრული ჰარმონია სჭირდებოდა და არ ღირდა გაბრაზებული ფარჯიანისთვის დამშვიდებაში ხელის შეშლა. მისი საყვარელი ვახშმის მომზადებაც დაიწყო.სიმღერა ჩარჩო და ასე ზუსრასთან დალაპარაკებაც მოახერხა მისი დღის გეგმები რომ გაეგო ნაწილობრივ მაინც. რომ გაიგო კარგად იყო დამშვიდდა და საქმე განაგრძო . ორი საათის შემდეგ შეფრიალდა ჭრელი ,თხელი და გრძელი კაბით მარიამი სამზარუელოში. თმები დაუდევრად შეეკრა და ფანქრით ჩაემაგრებინა ,შესვლისთანავე ზურგიდან აეკრო ბიჭს და აკოცა .მერე მაგიდაზე დასკუპდა და ვაშლის ჭამა დაიწყო. ლოყებაწითლებული წითელ ვაშლს აგემოვნებდა , დათა კი უყურებდა და იცინოდა
-ხორცი არ დაგეწვას ფრთხილად იყავი ...
-მზადაა უკვე - ყელში ხმაურით აკოცა და სუფრის გაწყობას შეუდგა. სწრაფად დადო თეფშები და როგორც კი დაჯდა მაშინვე ფეხებზე დაისვა მარიამი-გემრიელო- ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და გაიღიმა- დაგისივდა ტუჩები
-ჰმ, შენ არა? ვჭამოთ მშია ძალიან...მერე გავისეირნოთ ხო?
-სოფლის ცენტრამდე ჩავიდეთ ...ამდენს თუ შეჭამ მე მშიერი დავრჩები
-ნოემრალურმა მზარეულმა უნდა გათვალოს კერძის რაოდენობა
-ყველა შენნაირი პროფესიონალი ვერ ვართ მე ისიც მეყოფა რაშიც ვარ
-ვერ გედავები ამიტომ გავჩუმდები =გაიცინა და ჭამა განაგრძო . მერე სწრაფად აალაგეს მაგიდა. და პირდაპირ გაიქცა გარეთ. დათა რომ არ გამოჩნდა ეზოში გაჩერდა და გაბრაზებული ელოდა სანამ ჟაკეტებით ხელში არ გამოჩნდა ანდრონიკაშვილი
-ეს სულ როგორ გავიწყდება !
-შენ როცა მყავხარ შეიძლება- სწრაფად გამოართვა და ერთი აკოცა
-ეს იყო სულ?
-ტუჩები მტკივა ველურო !
-ყველგან ნაკბენი მაქ ვამპირო და შენ გტკივა?
-ჩემი ნაზოო მოხუცი - ხელზე მოეხვია და თავი მხარზე დაადო - ეს ჟაკეტი მიყვარს ...უნდა წაგართვა
-რომ ჩაიცვამ და გკითხავს ჩემი ვაი დეტექტივი სალომე დათას ჟაკეტი რათ გინდაო პასუხი ახლავე მოიფიქრე და ბაზარი არაა
-სალომე და გამოძიება შორი შორსაა... კიდევ კარგი დეტექტივობა არ დააპირა თორემ საქართველოს კრიმინალური მდგომარეობა საგრძNობლად გაიზრდებოდა. სამაგიეროდ დედაა საოცარი... რა ბავშვი ჰყავთ ვგიჟდები როგორ ჰგავს მათეს გაჭრილი ვაშლივით. თუმცა მათიკო ტანწერწეტა იყო ბავშვობიდან
-სამაგიეროდ სალომე იყო სულ ფუმფულა და ძლივს დარბოდა. ისეთი დიდი ბაყვები ჰქონდა ნაკეცებზე ვკბენდი და ვჩქმეტდი. წიკვინებდა მერე სულ ...თამუნა გვაზავებდა თორე რომ ჩამაფრინდებოდა დიანა ვერ მაშორებდა
-თვალები გიბრწყინავს სულ იმ გადარეულს რომ ახსენებ - გაიღიმა მარიამმა და გზას გახედა. ქვიან მიწაზე მიაბიჯებდნენ. ირგვლივ ჯერ კიდევ არ ჩანდა სახლები სასიამოვნო სიო ქროდა და ყველა უჯრედს უცოცხლებდა
-ვერასდროს წარმოვიდგენდი დამშვიდებულ სალომეს რომელიც თავისი ხასიათის დასტაბილურებას შეძლებდა და ამ სიგიჟეებს ნორმალურ ხუმრობაში გადაიტანდა
-პატარა მარგიანმა შეძლო ყველაფერი
-ხო აბა საწყალ მათეს თავის ნებაზე ატარებდა მაინც. არ შეუძლია მისი გაბრაზება და მაინც სულ ეჩხუბებოდა გახსოვს? სერიოზულად მეცოდებოდა მაგის ხელში მათე
-ჩემი თორნიკე არ გეცოდება? რომ დაატყვევა შენმა აფთარმა დამ
-არა იმიტომ რომ თამარას არავინ დაუტყვევებია ორივე თავის საქმეს აკეთებს და თუ მოუნდება არავის დააკავებს იქ . ბავშვებს მართალია მარიამი ზრდის რაც არ მომწონს,მაგრამ მარიამზე და ალექსანდრეზე უკეთ ვინ მოუვლის
-როგორ გავხარ მარიამ ,მაგრამ მაინც ნუცას მსგავსად თავქარიანი ხარ ზოგჯერ
-ჰმ,დედაჩემს რას ერჩი ვაჟბატონო - უცებ შედგა და წარბშეკრულმა ახედა - გიჟდება შენზე . ტვინს ჭამს რო გახსენებს ვინმე ლამის იეჭვიანოს თორნიკემ მაინცადამაინც უფროსი არაა შენზე
-რომ ამბობ არ ვგავარო სისულელეა! უბრალოდ მე ვიცი რომ მარიამის არ დაუნათლებია ეს სექსუალურობა და ვნებიანი ქცევები ... თორნიკე რომ არ უყვარდეს ასე ძალიან ნუცას ხელიდან არ გავუშვებდი ისე
-ხო არა? - წინ მიმავალ დათას გაბუსხულმა გახედა და პატარა ბავშვივით მიჰყვა უკან- ნუცა მოსწონს ბიჭს... დიდი ბოდიში მამაჩემი არავის დაუთმობს .მთელი ცხოვრებაა ხელის გულზე ატარებს ! მის მსგავსად ქალის დედოფლად ქცევა ბევრს არ შეუძლია
-მეფის გარეშეც დედოფალი იყო დედაშენი ...თუ დედოფლად იბადები მეფე არ გჭრდება-იცოდა რომ აბრაზებდა , მაგრამ მაინც აგრძელებდა. მარიამი კარგად ხვდებოდა რომ თავად იყო სამიზნე ამ სიტყვებისა და იმიტომ ბრაზობდა ასე ძალიან.
გვერდით მიყვებოდა ხელები მკერდთან დაეჭდო და კენჭებს ურტყავა ფეხს სიარულისას. უცებ ჰაერში აღმოჩნდა და წამოიკივლა,ხელები მაგრად მოხვია ანდრონიკაშვილს და თვალებგაფართობული დარჩა კოცნა რომ დაუწყო ბიჭმა
-ვერ ვითმენ დიდხანს ხომ იცი...არასდროს მყოფნი.ბავშვს რომ ემსგავსები მერე მეკეტება - ძირს დასვა და ისე უთხრა არც მოშორებია .შუბლი მიაბჯინა და ცვირი ცხვირზე გაეხახუნა მერე იქაც აკოცა - სიგიჟემდე მიგყავარ მარიამ ! ჩემო მარიამ - ტუჩის კუთხეში აკოცა და მოშორდა.
სუნთქვაშეკრული იდგა მარიამი ამ დროს პატარა თინეიჯერს ემსგავსებოდა გული რომ უფართხალებდა ბიჭის შეხებისას და ერთიანად დნებოდა მის მკლავებში.ვერ უძლებდა დათუნას ამ მზერას, ხმას და ღიმილს. ასეთ ტკბილ,ნაზ და გრძNობით გაჟღენთილ შეხებას ...მისი წარმოთქმული“ჩემო მარიამ“ სხვანაირად ჟღერდა .მისი ნათქვამი მარიამი ყველასგან გამოირჩეოდა .
სიტყვა არ დაუძრავს, ისევ მოეხვია და მისი ტორის ქვეშ ბეღურასავით ჩამალული აგრძელებდა გზას.
მალე სოფელი გამოჩნდა, ლამაზი სახლები , ეზოში მოთამაშე ბავშვები. ღობესთან გრძელ ფიცრებზე მჯდომი მოხუცები . შიგადაშიგ ახალგაზრდების ჯგუფებიც ჩანდა . გოგონა მოდიოდა პატარა ბავშვით ხელში რომელიც ხელ ფეხს ათამაშებდა და რაღაცას ტიტინებდა დედის მკლავებში მოქცეული. სიხარული ტრიალებდა ირგვლივ, ამ დანგრეულ გზაზე ღარიბულ სახლებში ფერადი იყო ადამიანთა სულები.
მთვარით განათებულ ქუჩაში მიაბიჯებდნენ, ტყიდან ცხოველების ხმა ისმოდა.სადღაც შორს მგელების ყმუილი ჰაერს კვეთდდა და მათთან აღწევდა.
საოცარი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ, სიცივეშერეული სითბო .
მარიამი დაიღალა, ძნელი იყო ასეთ გზაზე სიბნელეში სიარული. დათამ მაშინვე აიყვანა ხელში და პატარა ბავშვივით მიიკრა მკერდზე. ისიც გაიტრუნა ანდრონიკაშვილის მკლავებში და თვალები მინაბა.
ჩვილი ბავშვივით ეძინა დათას მკლავებში . ნელა მიაბიჯებდა ანდრონიკაშვილი და თვალს არ აშორებდა ქალს.
საძინებელში რომ შევიდა გასაშვებად არ ემეტებოდა. ფრთხილად დააწვინა საწოლზე ფეხსაცმელი რომ მოაშორა ფეხზე მოეფერა და კაბა მოაშორა ბურუსში მყოფს. საბანი დააფარა და მალე მიუწვა გვერდით. ვერ დაიძინა , ნადირაძესთან დალაპარაკება უნდოდა. მაინც ვერ აქრობდა მღელვარებას. ფრთხილად მოაშორა მკლავები მასზე აკრულ ქალს და აივანზე გავიდა. იცოდა არ ეძინებოდა ამიტომ დარეკვამდე არც უფიქრია. მალევე უპასუხა სიმღერის ხმა ისმოდა და აშკარად ნასვამი იყო
-გისმენ
-სად ხარ ...
-ცოლივით უნდა მოტ.ნა ტვინი? ხო იცი სადაც ვარ . ბიჭები შევიკრიბეთ ჩემი კუდები ადგილზე მყავს , რამდენიმე ლეკვიც . ვბრუნდები რა
-ფრთხილად იყავი რა , ყურადღება მიაქციე ყველას
-ნუ მასწავლი ბ.ზის გარჩევას .ვიცი რასაც ვაკეთებ და ნუ ატრ.კებ ! რას შვები შენ აკვნესებ ლამაზმანს ? გაუხარდა ხომ რომ დაბრუნდი... ეჭვიანობა თუ დავიწყე მოვიშორებ იცოდე - ახარხარდა ნადირაძე
-თავს მიხედე !- დათამ ამოიდუდღუნა და გაუთიშა. მოაჯირს დაეყრდნო და მიწას დააშტერდა . შემდეგ მზერა იგრძNო , ზურგს უწვავდა ფარჯიანის თვალები. ნელა შებრუნდა ,ისევ მოაჯირს ეყრდობოდა და საწოლზე მწოლიარე ლამაზმანს უცქერდა . თავად დაიძრა მისკენ, საწოლში დაბრუნდა -ართულებ მარიამ!
-ვგრძნობ რომ საფრთხე გიახლოვდება ! ჩემი ინსტიქტი არასდროს ცდება დათუნა. ეგ შენი მეგობარი ვიცი ცეცხლს ეთამაშება და შენც დაგწვავს
-მთელი ცხოვრება მასთან ერთად ვიწვი ცეცხლსაც კი შევეჩვიე უკვე . ეგ ცეცხლთან მოთამაშე ჩემ ნაწილად მიიჩნიე მარიამ ! მის დაწვას მირჩევნია მე დავიფერფლო
-გასაგებია ... ჩამეხუტე! დავიძინოთ
ამ დღეს დასრულდა მარიამის სეკითხვები. სახელი ზურა სამუდამოდ დალექა გონებაში , დათას ირგვლივ არავინ იყო. ზუსტად იცოდა რომ ბიჭებისტვის არავინ გაუცნია , დაბრუნების შემდეგ ყველაფეირ ჩვეულებრივად იყო. დათა არასდროს გამქრალა, ყოველთვის იცოდა მიახლოებით მაინც სად იყო. არასდროს უთქვამს უარი მასთან მისვლაზე, არც გაქცეულა შუაღამით . მშვიდად იყო და ღელვასაც ვერ ატყობდა. სიტყვაც რომ არ ეთქვა მისი კოცნაც კი ატყობინებდა დატას განწყობის შესახებ. მისთვის მრავალჯერ წაკითხული წიგნი იყო ანდორნიკაშვილი ყველაფერი ამოხსნილი ჰქონდა ,ზოგს აღმოჩენას თავსაც უმალავდა.
პირველად იყვნენ გოგონები დევდარიანის ახალ სახლში.
მარიამმა მანქანა გააჩერა ჭიშკართან და გოგონებს გადახედა
-ეს სახლია?
-აჰაამ...ჩვენი გვრიტი აქ არის - ნუკამ ტაში შემოჰკრა და კალთაში ჩასმულ ბუთხუზა ბავშვი კარგად დაიჭირა. -გადავიდეთ რას ელოდებით - კარი გახსნა და ბავშვთან ერთად გადავიდა. მარიამი და დინაც მიჰყვნენ. ლილეს დაუტოვეს სავსე პარკები და ისიც ხელდამშვენებული მიჰყვა უკან. ყვავილის ქოთანი მაინც მიაჩეჩა დინას .
ნუკი დაწინაურდა და სახლისკენ დაიძრა
-ჩიტო გვრიტოოო მარგალიტოოოო დელიაააა შენს ლოდინში გული ...სად ხართ გვრიტებოოო. შეგირცხვა გვარი დიდებულიძე ესაა შენი მასპინძლობა? ბიჭები ხო მიიღე და აქეიფე კარგად - ქოთქოთებდა ნუკი და მაშინვე გამოჩნდა სახლის უკანა მხრიდან მომავალი ვაკო . ბავში რომ დაინახა უფრო გაიბადრა და სწრაფად მივიდა ნუკისთან
-როგორ გიკითხო ცოლისდავ? გოგონებოო - ყველას გადახედა და წამში აართვა ბავშვი ნუკის
-სადაა ქეთრინიი?
-მოვა ახლავე ...სახლში შევდიეთ -ბავშვის კოცნით გული რომ იჯერა მერე მიაქცია იმათ ყურადღება და წინ გაუშვა
-ეს სად დავდო?-დინამ ორქიდეაზე ანიშნა
-სახლში შეიტანე და ქეთო მიხედავს... ლამაზია მადლობა. წინასწარ გითხრა ხო რომელი ყვავილი უნდოდა
-არაა ...სია ვიპოვე და რომელიც არ ჰქონდა ის ვიყიდეთ - გაიკრიჭა დინა და სახლში შეაბიჯა
-ყოჩაღ სიძე რა კარგად მოწყობილხართ...სამზარეულო საითაა ამათ გავიტან
-ამდენი რამე რომ მოიტანეთ ...
-არ დაიწყო ახლა..აბა ხელცარიელები ხომ არ მოვიდოდით ჩვენი ბუთხუზობის კანდიდატთან
-ვისთან?
-აა არაფერი კაცო ნუ მიაქცევ ამას ყურადღებას ბოდავს..მშობიარობის ემრე გამოყვა- თვალები უბრიალა ნუკის ლილემ და სამზარეულოში სევარდა
-სადაა ქეთო ბიჭო ხო არ შემოგეჭამა - მარიამი აესვეტა წინ
-დასხედით და მოვა
-აქ ვარ რა იყოთ...- საიდანღაც შემოვარდა თმაგაწეწილი დევდარიანი, სულ წითელი ჰქონდა ლოყები ნუკიმ სიცილი რომ ატეხა ცხვირი აიბზუა და მარიამს მოეხვია-როდის ჩამხოვედი?
-ერთი კვირაა ქალბატონო !
-მერე ვერ დამირეკე გოგო? რა ვიცოდი მე დამესიზმრებოდა?
-თუ გძინავს საერთოდ დაგესიზმრებოდა ,მარა მეეჭვება რაღაც- ნუკი ენას არ აჩუმებდა. დივანზე იყო დასკუპული და ჭიკჭიკებდა-როგორ უხდება შენს ბიჭს ბავშვი ხედავ? ხო არ გინდა დაგიტოვო ? მე მყავს კიდე ერთი და არაა პრობლემა თან მაგას ისე მოსწონხარ მგონი ხვდება რო მისტერ სინაზესთან აქვს საქმე
-შენი დედიკო მართლა რამდენს ლაპარაკობს... მამიკოს გამხნევება სჭირდება ხო?- ნუკი დააიგნორა და ბავშვს უთხრა. მერე ყელში აკოცა და ისიც აფართხალდა
-ხოხ რა მაკადრა ქეთევან როდის გაატუტუცე ეს ბიჭი? თვალსა და ხელს შუა გაფუჭდა
-ორი გასვლა იმათთან ერთად საკმარისი აღმოჩნდა. ირაკლიმ გამიფუჭა - ქეთამ თვალები აატრიალა და ვაკოს მიაშტერდა ბავშვთან თამაშით რომ იყო გართული
-მე დაგტოვებთ შეგიძლიათ ბოლი დააყენოთ ლაპარაკისგან - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა გოგონებს და ბავშვთან ერტად წავიდა.მერე უცებ მობრუნდა და ნუკის გახედა- აგრილდა უკვე მგონი და ასე რო გავიყვანო ხო არ გაცივდება?
-რა გააციებს ბიჭო იწვის დედამიწა ... მზეში არ დააყენო კანი დაეწვება
-არის დედიკოო - უცებ თქვა და მერე მართლა აორთქლდა. გოგონები უყურებდნენ სანამ არ გავიდა და მერე ერთად მიუბრუნდნენ ქეთას
-მართლა ბავშვია მანდ თუ ამ სულელმა მოიგონა აქ რომ გამოვქცეულიყავით- ლილემ მაშინვე დაიწყო და მუცელზე მიაპყრო მზერა ქეთას
-მართალია... ამ დილით გავიკეთე ტესტი
-აააა რა მაგარიაააა
-ხომ ვამბობდი ივარგებს ეგ ბიჭითქო . ბავშვს კი უვლის იმათსავით დონდლო არაა და აჩინე შენც რა გიჭირს
-როდის მიდიხარ ექიმთან? რამდენი ხნის იქნები დაახლოებით?
-არ ვიცი ზუსტად ... ალბათ სამი კვირის ან ოთხის . არ მაქ არანაირი სიმპტომები თორე ის ისეთი დაკვირვებულია მიხვდებოდა
-აბა რამ მოგაფიქრა ტესტის გაკეთება...გულისრევებიც არ გაქ? არც რამე გინდება? რა იყო ყველანაირად უცნაური როგორ ხარ გოგო
-გადამიცდა და მაგიტო გავიკეთე ...ნუკიმ შემჭამა თან . თქვენ რას შვებით რაა ახალი
-გენაცვალე გამოიკეტე აქ და კლინიკაში თუ შემოგივარდებით თორე არ შორდები შენს მარმელადს
-ნუ წუწუნებ ახლა ..საქმეები მქონდა. ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე ახალ სახლს
-ბიჭები როდის დაგადგნენ..ეგ უზრდელები ადგნენ და მოვიდნენ ხო? უსირცხვილოები გატრიალეს სამზარეულოში
-არა სხვათაშორის... ვაკო შეხვედრია დამიანეს და დაუპატიჟებია ყველა. მე თითი არ გამინძრევია თვითონ გააკეს ყველაფერი
-რა იყო მაგას რამე უარყოფითი თვისება არ აქვს? !
-რეზიც იყო?
-გვიან მოვიდა , რაღაც საქმეზე ვიყავიო ასე თქვა . ვაკოს ისე უყურებდა თვალებით ელაპარაებოდა, ვერაფერი გავიგე .მერე გავიდნენ სადღაც ილაპარაკეს აივანზე ვუყურებდი როგორ ბობოქრობდა რეზი ვაკო კიდე ამშვიდებდა ვითომ მაგრამ ისიც გაბრაზებული ჩანდა...შენ რამე შეამჩნიე ლილე?
-გუშინ მოვიდა ჩემთან. სიტყვა არ უთქვამს ჩამეხუტა და დილამდე არ განძრეულა ასე მარტო ორ შემთხვევაში აკეთებს როცა ვიჩხუბებთ და პატიებას მთხოვს ამ ჟესტით და როცა ცუდადაა.
-იმდენი ხანია არ გიჩხუბიათ რეკორდი დაამყარეთ
-როდის ვიცხუბებდით სულ ბავშვები იბადებოდნენ ... ახვლედიანებმა დააგვირგვინეს ერთ დღეს რომ დაეწყოთ მშობიარობა მაშოს და ნანოს . სულ ისეტ გარემოში ვართ ჩხუბისტვის არ გვცხელა . მაინტერესებს რატომ იყო ცუდად , მარიამ !
-რა ... მე არ ვიცი .ვერ გეტყვი ...არ შემიძლია ლილე
-ერთხელ იქნება მაგისთვის მოგკლავთ!
-ჰკითხე და იქნებ გითხრას...მე ზუსტად არაფერი ვიცი ასე რომ ვერაფერს გეტყვი მაპატიე
საკმაოდ დიდხანს საუბრობდნენ. ნუ მოასწრეს ბევრი რამის განხილვა. მერე ვაკო გამოჩნდა ბავშვი ჰყავდა მკერდზე მიკრული და ისე მოდიოდა
-ნუკი ბავშვის ჩანთა სად გაქვს ?
-რა ხდება...ჯერ არ უწევს ჭამა
-გამოცვლა სჭირდება სამაგიეროდ
-უფს... ახლავე გამოგართმევ
-იყავი ...უბრალოდ მითხარი სადააქ ჩანთა
-მანქანაშია....სად წავიდა გამოუცვლის? იცის? ბავშვი ხო არ ჰყავს ამას ჰა? იქნებ გატყყუებს ქეტო და ორი წყვილი ცოლ-შვილი ჰყავს
-ღმერთო საიდან იფიქრებ ამეებს... ბავშვები რომ დაუტოვეს იმ გიჟებმა ბიჭებს ესეც მათთან ერთად იყო და ისწავლა . მიხედავს დაჯექი მანდ
-ეს ყოფილა კაციი… აბა ცოტნე მანამ არ მიეკარა სანამ არ დავუტოვე მთელი დღით .ლილე ჩვენთან დარჩი ნუ გადიხარ დედამიწიდან - უცებ წამოარტყა ხელი და დაეჭყანა
-ამხელა ქალს ჭკუა როდის მოგემატება.
გვიან წავიდნენ გოგონები. ბოლოს ვაკოც შეუერთდდა ბავშვთან ერთად მაგრამ ხელს არ უშვებდა ბიჭნას. მერე გოგონები წავიდნენ დინამ რაღაც რომ უჩურჩულა ქეთას დაინახა და კარგად დაიმახსოვრა. ქალბატონმა ყვავილი ორანჟერეაში შეიტანა და მალევე დაბრუნდა სახლში.
-ქალღმერთო ...
-რა...
-რამე ხო არ გინდა რო მითხრა
-მე? იცი რა უნდა გითხრა?
-რომმ ვიცოდე ხომ არ გკითხავდი ...სად მიდიხარ ქეთევან .რამე ხდება? ცუდად ხარ თუ რა .დილიდან აფორიაქებული ხარ .ქეთო რა ხდდება?- თითები სახეზე ჩამოუსვა და აკოცა
-პირდაპირ გითხრა?
-როდის გვჭირდებოდა შესავლები რო? - ლოყაზე კოცნიდა და ხელით წელზე ეფერებოდა
-ფეხმძიმედ ვარ
ვაკო გაშეშდა, მის სახესთან ახლოს იყო არც მოშორებია არ შეტოკებულა .მეათასედ ჩაესმოდა ბოლო სიტყვები და ნელ-ნელა აცნობიერებდა. მერე ოდნავ უკან გასწია თავი ,თვალები ამღვრეული ჰქონდა და ისე უცქერდა გაღიმებულ ქეთევანს .მერე მაგრად მოეხვია და მთელი სახე დაუკოცნა
-როგორ მიყვარხარ...ჩემი ბედნიერება ხარ.მადლობა ..მადლობა ჩემო ქალღმერთო . ცუდად ხარ ხოლმე? ტოქსიკოზი გაქვს? როგორ გამომეპარა როგორ ვერ შევნიშნე
-არაფერი მაწუხებს არც ტოქსიკოზი მაქვს. ჩვეულებრივად ვარ არაფერი მინდება განსაკუთრებული . უპრეტენზიოა ჩვენი ბავშვი ,გვგავს - გაიცინა და ხელები ყელზე მოხვია მერე აკოცა და თავი მკერდზე მიადო
მართალია არაფერი განსაკუთრებული არ სურდა ქეთევანს,მაგრამ ვაკო ვერ ისვენებდა. სიხარულისგან გაიბერა ვაკომ ბიჭებს რომ დაურეკა . ნუ პირველ რიგში თიკუნას შეატყობინა მერე რეზის და მერე ზუსტად ისე მოიქცა როგორც დანარჩენები . მალე დემეტრე და სესილიაც მათთან იყვნენ . ქალიშვილს ეხვეოდა უფროსი დევდარიანი თან საყვედურობდა სიძისგან რატო უნდა გამეგო ეს ამბავიო . სესილიამ დატუქსა კიდეც როგორ არ მითხარიო.
იჯდა და უყურებდა ვაკოს ,ბედნიერს ლაღს და ცოტა სულ ცოტა გადარეულს. ბიჭებთან რომ დამეგობრდა ძალიან უხაროდა ქეთევანს .
....
ახვლედიანებთან დილიდან ისმოდა ჟრიამული.
ნიკოლოზ ახვლედიანი უბედნიერესი იყო. ნინამ ძლივს დამშვიდებული და დაჭკვიანებული ნიკოლოზი ისევ ხელიდან გაუშვა და ახლა მართლა ბავშვივით იქცეოდა. ისე როგორც არასდროს. დილაადრიან ნინას კოცნიდა და ოთახიდან გარბიდა .
მზემ როგორც კი სხივები სტყორცნა ნიკოლოზ ახვლედიანს მაშინვე ჭყიტა თვალები. მკერდზე მიკრულ ცოლს გაუღიმა ტუჩები მიაკრა მის დაბუტულ ბაგეებს
-ნინიააა ასეთი ტკბილი რომ ხარ როგორ მოგშორდე?
-აუუ ნიკუშაა გეყოს რაა ..დამაძინე ჰყავს იმ ბავშვებს მამაც და დედაც
-ეჭვიანობ შენ!
-დიახაც! შენ მჭირდები მე და ნუ გააგიჯებ გიორგის ! თვითონ მიხედონ ბავშვებს- ხელი მოხვია ქმარს და მაგრად ჩაეხუტა
-კარგი ხო დღეს დავრჩები !
გიორგიმ რომ გაიღვიძა და ბავშვი იქ დახვდა გაუკვირდა. მაშოს მშვიდად ეძინა სამაგიეროდ პატარა ახვლედიანი ტიროდა .უცებ წამოვარდა და ხელსი აიყვანა პაწაწო ხელებს არხევდა და მთელი ხმით ტიროდა
-ჩშ არ გააღვიძო დედა თორე ცოდოაა ..კაი რა მა მე როგორ დამემსგავსე არ გრცხვენია?- ჩუმად ელაპარაკებოდა და არწევდა. მერ ეუცებ გააღო კარი გულზე მიხუტებული ბავშვი პირდაპი მშობლების ოთახისენ გააქანა ანდრო რო გამოვარდა ოტახიდან
-ვახ ჩემი ეს ვინ არის რამხელა ხმაზე ტირის შენ გგავს სულ... აბა მე როგორი დინჯი ვარ . ეგეც ტირის? შეხედე ერთ წუთს როგორ გვანან ერთმანეთს..ტირილითაც ერთნაირად ტირიან.
-ნიკუშა სადაა ტო
-ნინამ არ გამოუშვა ვითომ?ძინავთ ალბათ
-დაეგდე მანდ ! რო არ ეძინოთ ? შევუვარდეთ ბიჭო?
-თუ კაცი ხარ ერთი ... ვერ ვაჩუმებთ ხო ხედავ- ერთმანეთს ებუტბუტებოდნენ ბოლოს კარი გააღეს და შევიდნენ-მამაააა
-აუუ კაგრით რაა დამიტოვეტ ქმარი საწოლში და მიხედეთ თქვენს ბავშვებს !
-რა წუნკალი დედამთილი ხარ შენ რა იყო დედა?
-დედამთილი რა შუაშია..მე რო ვსწავლობდი ორივეს გივლიდან ნიკა და თქვენ თითო ბავშვს ვერ უვლით? რა გჭირთ
-შენნაირი მოუხერხებლები არიან რა გავაკეთო ...ნახე რა ნახე როგორ უჭირავთ ბავშვები . გაჭყლიტავენ ეს გორილები რა იყო ბიჭო რა ჯანდაბა გჭირთ ორივეს . კაი ეს უხეში და ვირია შენ ? - ანდრეას შეუღრინა და ბავშვი აიყვანა, ისე მიიხუტა რო პაწაწომ ფეხები მოკეცა და თავი მხარზე დაადო, საჯდომზე უთათუნებდა ხელს და ისიც თანდათან ჩუმდებოდა მერ ეუბრალოდ აკრუტუნდა. გიორგის ბიჭის ისე დაიჭირა და გაიცინა- აი ასეე ჩემი ჭკვიანი ბიჭებიიი რა ტკბილები ხართ ...გემრიელებიი ჩემი ორი ბედნიერება...მოშორდით აქედან მიყურეთ ახლა გაკრეჭილებმა!
-აუ რას გვეჯუჯღუნები ტო ...ჩვენ რო არ ვყოფილიყავით საიდან გეყოლებოდა ეგ ბავშვები
-ეს ახლა ნორმალურია? - ნინასკენ შებრუნდა უცებ - ორივე შენ გგავს აბა მე ასეთი ჯიუტი და შეუგნებელი არ ვარ. როგორც შენ გამითეთრე სისხლი და დამაბერე ...ნუ მიყურებ ეგრე ვჩუმდები ვსიო. დაიძინე მიდი
-როგორ დავიძინო შენ მიდიხარ და ... ბავშვებს მაინც მოვეფერები - წამოდგა და ხალათი მოიცვა. ბიჭები ჩუმად გაიპარნენ და თავიანთ ოთახებში დაბრუნდნენ.
-რატო ტიროდა ბავშვი გიო? - მაშო გამოფხიზლებული დახვდა ბალიშიდან ვერც კი სწევდა თავს
-ნიკუშასთან გავიყვანე და- თავი მოიქექა და თვალები დააწვრილა
-აუ რატო აწუხებ იმ კაცს რა წესია. თქვენ რო გაგზარდათ საკმარისი არ იყო? გინდა დედამთილი დამიპირისპირო?- უცებ წამოდგა ხალათი მოიცვა,თმა შეიკრა და გასასვლელისკენ წავიდა გიორგიმ რომ მოხვია ხელი და სხეულზე აიკრო- არ გაბედო!
-კოცნის გარეშე წახვალ? რა მექნა აბა ტიროდა მაშო
-მშობიარობის მერე ჩემ ნაცვლად შენ დატკბი მგონი!
-ასეთი აღარ მოგწონვარ?
-ასე ნუ მიყურებ -ჯიუტობდა ტვილდიანი.გიორგი კი თვალებანთებული ამცირებდა მანძილს მერე ტუჩები შეახო კანზე , იცოდა რომ ვერ გაუძლებდა მაშო .მაშნვე გააჟღჟოლა გოგოს - გიორგიი ბავშვს უნდა ვაჭამო !
-ფაფას გაუკეთებს ნიკა
-ხო იცი რაც დამემართება რომ არ ვაჭმევ
-არაუშავს ... სანამ წახვალ საავადმყოფოში მანამ მოასწრებ ყველაფერს- ქამარს უხსნიდა და მეორე ხელით კარი გადაკეტა მერე ხელში აიყვანა და საწოლისკენ დაიძღა მაშო რომ დაუხლტა
-უკაცრავად ბავშვი მელის - სწრაფად გავიდა ოთახიდან და კიბე ჩაირბინა- ნიკააა
-აქ ვართ მაშოოო ..დილამშვიდობის დედიკო როგორ ხარ?
-კარგად შენ? - ლოყაზე აკოცა და ბავშვებს დახედა თავისი აიყვანა და მეორეს აკოცა- ბუშტი შენი დედიკო ნებივრობს ხო?
-აქ ვარ ! აბა რა ხდება აბარაზებენ ბაბუს?
-ცოლი გამექცაა დაიჭირეთ - ანდრეა გამოჩნდა კიბის თავში და მალე სევარდა ოთახში - სად გამექეცი გოგო ! უი მაშენკა შენც აქ ხარ?
-უმაქნისი მოვიდა..მეორე სადაა
-აუ გოგოებო მამიკო ძაან გვერჩის და უტხარით რამეე- ორივეს მოხვია ხელი და ბავშვებს დახედა- რა გავაკეთოთ ახლა მე და კლდემ ვერ ვუვლით და რომ გაიზრდებიან მერე მივხედავთ
-თქვენ თუ დაგემსგავსნენ და არ შეეცვალათ ხასიათი მერე მე რომ მეხვერწოთ ხელს არ მოვკიდებ...მხოლოდ ვეთამაშები. მეორედ მაგ ჯოჯოხეთს მე არ გავივლი.
-დილამშვიდობისა გოგონებო... საუზმეს ვამზადებ და ჩაის ხო ორივე დალევთ ? მოგიტანოთ?
-ანდრეა ნინაც გააღვიძე? შვიდი საათია ბიჭო ჯერ ! სად მირბოდი რომ მირბოდი
-აუ როგორ გაანჩხლდა რა! ასეთი სახეცვლილება როგორ შეიძლება...ფაქტობრივად შემომატყუეს შენი თავი არადა რა მშვიდი და ნაზო იყავი .მამიკო გააბითურა შვილო რა გამიკეთა ხედავ?
-ანდრეა ! ჩაიცვი და საქმეს მიხედე
-არის დედა მივხედო საქმეს ...აბა ცოლი არ მეკარება და საქმეს მაინც მივხედავ - ანანო რომ აწითლდა უცებ გაიცინა და გავარდა იქედან.
საუზმობდნენ ნაბიჯების ხმა რომ გაისმა ბავშვის ხმასთან ერთად. ოთახში კი ბართლომე გამოჩნდა თავის ბუთხუზა ბიჭთან ერთად
-დილამშვიდობისაა როგორ ხართ?
-ვაა ეს ვინ მოსულაა გოლიათი მოუყვანია ჩემ ბიჭს - ნიკუშამ ბავშვი აიყვანა და ბათუს თვალი ჩაუკრა- ჰა დაგიჩაგრა ცოლმა? ე სუსტი რზლები გამომადგა სამწუხაროდ ამ ორს ვერაფერი მოუხერხეს- ბავშვს აკოცა და ისე ჩაილაპარაკა ვითომ აქაც არაფერი. ბავშვი ნინამ აართვა და მოფერება დაუწყო .რაზეც გაუბრაზდა ცოლს
-ნანკა სად არის? ბავშვი რატო გყავს შენ
-სასეირნოდ წამოვიყვანე ... რამე უნდა ხდებდოეს აუცილებლად? გამოცდა აქ თან დღეს და გამოძინება სჭირდებდოა
-ჩვენც მივდივართ ... ბათუ დარჩები? შენ გენდობი ესენი დამართებენ რამეს ბავშვებს
-კი აქ ვიქნები არ მაქ დღეს არაფერი გეგმაში !
- მაგარი ბიჭი ხარ- ორივემ აკოცა და წავიდნენ. ახვლედიანები კიდე იბღვირბეოდნენ . რაზეც ბათუ იცინოდა. მალე ნინა და ნიკუშაც წავიდნენ და დარჩნენ მარტო სამი ძმაკაცი ბავშვებით. ფარჯიანი დიდი იყო სედარებით აი ახვლედიანები კიდე სულ ნამცეცები იყვნენ და ძირითადად ეძინათ . პატარა ფარჯიანი კი არ ისვენებდა სულ სადრაც უნდოდა გადაგორება ამიტო ხელში ჰყავდა ბათუს .
საუბრობდნენ ძირითადად ბავშვებზე და ცოლებზე წუწუნებდნენ მერე ბათუმ გააგრძელა
-ონიანი შემხვდა გუშინ სავაჭრო ცენტრში ვიყავით მე ნანკა და ბავშვი
-იმედია კიდე არ გაჭედა
-მოგვილოცა და ბავშვს მოეფერა .ორი სიტყვით შემოიფარგლა როგორც იცის ხოლმე ,მაგრამ ყალბი არასდროსაა ხომ იცით
-გაბრიელასთან იყო ჩასული და რატომ დაბრუნდა ნეტავ
-რა უნდოდა იქ
-მეგობრები ვართო იგიჟებს თავს გაბრიელა და თუ ასეა უბრალოდ მოინახულა ალბათ .გაბრიელს არ აქვს პრობლემა ძალიან მშვიდად ხვდება ამ ამბავს და ჩვენ რა შეგვიძლია.
-ონიანი ღირსეული კაცია ! - სამი სიტყვით შემოიფარგლა გიორგი
გვიანი იყო მაშო რომ დაბრუნდა, ბავშვი გიორგის ჰყავდა. საწოლზე იყო მიყრდნობილი და პატარა გულზე ეწვინა .ზურგზე ეფერებოდა და ისიც ნელ-ნელა იძინებდა. ჩუმად განაგრძო მოძრაობა ტვილდიანმა .მერე გვერდით მიუჯდა და აკოცა
-საღამომშვიდობის ...
-როგორ ჩაიარა დღემ? გაჭრა შენმა ღამისთევებმა?- ჩუმად უთხრა და ლოყაზე მიეფერა
-აჰაამ... მაღალი ქულა მივიღე. ორიც და დიპლომი მექნება - ბავშვისკენ დაიხარა ოდნავ აკოცა და მისი სურნელი შეიგრძნო- საშინლად მომენატრა. როგორც კი დავასრულებ გამოცდებს აღარსად წავალ
-მოდი ჩვენთან დაწექი- საწოლზე დარტყა მსუბუქად ხელი .
-გამოვიცვლი და მოვალ - უცებ შევიდა სააბაზანოში ,მერე სპორტული შარვალი და მაისური გადაიცვათმა გაიშალა და გვერდით მიუწვა გიორგის. მხარზე დაადო თავი და ყელში აკოცა -ნიკუშა მოგეხმარა?
-ნწ ...არ მოსულა ჯერ კიდევ ნინაც არაა .
-აბა ბათუ დაიტოვე ამ დრომდე?
-ნწ ... მე და ჩემმა ბიჭმა ზავი დავდეთ... დავუმუღამე
-რა სიტყვაა ...ბევრი იტირა?
-ვაფშე არ უტირია . ზუსტად დროულად ვაჭმევდი , მთლიანად მიირთვა თავისი ულუფა
-კარგი ბიჭი ხარ შენ
-ვიცი! -შუბლზე აკოცა და ხელი მოხვია - დაიძინე. ჯერ არ გაიღვიძებს
.......
მთელი ღამე აივანზე გაატარა ლილემ. ელოდა რეზის გამოჩენას ,მაგრამ არსად ჩანდა ბერიძე. სწრაფად წამოდგა, ფეხსაცმელი მოირგო და სახლი დატოვა. მანქანა კორპუსთან სახლთან გააჩერა და გადავიდა.
ჩუმად შევიდა , კიბე აიარა და ერთ-ერთ კართან გაჩერდა. ფრთხილად ჩამოსწია სახელური და შევიდა. ფეხსაცმელი იქვე დატოვა , ფეხისწვერებზე მიდიოდა და გზადაგზა იხდიდა ზედმეტ სამოსს.
ფანჯრიდან შემოსული შუქი ეფინებოდა მძინარე ბერიძეს. როგორც ყოველთვის ნახევრად შიშველს ეძინა, უზარმაზარი ხელები ბალიშზე ჰქონდა შემოხვეული,სახე ფანჯრისკენ მიებრუნებინა და მშვიდად ეძინა.
იატაკზე დაგდებული მაისური გადაიცვა ლილემ მისი სურნელი შეიგრძნო და საწოლზე ავიდა. ზურგიდან მიეკრო რეზის, აკანკალებული ხელი მუცელზე დაადო თავი მის ყელთან და გაიტრუნა. წამში იგრძნო ბიჭის რეაქცია, აქამდე გრილი კანი ერთიანად აუხურდა, ბუსუსებმა დააყარა და გულისცემა გაუხშირდა.
ეღვიძა, რამდენიმე წუთი არ ინძრეოდა. მერე ფრთხილად გადაბრუნდა და თავის ტორებში მოიქცია ქალდანი . ცხვირით ეხებოდა ბიჭის ყელს და მთლიანად ისრუტავდა მის სურნელს. ის კი თავზე ეფერებოდა და ნაზად უსვამდა ზურგზე თითებს
-კარგად ხარ?- თვალებში უყურებდა სუნთქვაშეკრული
-არ ვარ კარგად ...
-რატო რა გჭირს რამე მოხდა? ვინმემ გაგაბრააზა - უცებ აენთო თან ხმას არ უწევდა ,მაგრამ ყველა ძარღვი დაბერილი ჰქონდა -ლილეე მითხარი რა ხდება- ჩამწყდარი ხმით უთხრა და მისი სახე ხელებში მოიქცია
-ვგრძნობ რომ რაღაც ხდება შენს თავს
-ლილეე გინდა გამაგიჟო? ღმერთო როგორ გიყვარს ჩემი ნაწილებად დაშლა- უცებ ამოისუნტქა და გულში ჩაიკრა - სულ არ გეცოდები
-ხედავ? გესმის რას მეუბნები ...იაზრებ რეზი? 25 წელია გიცნობ და ასეთი არასდროს ყოფილხარ .უკვე სერიოზულად მგონია რომ რაღაც საშინელება გჭირს ...მითხარი რა ხდება გთხოოოვ გევედრები რეზი .მითხარი რო ცუდი არაფერია შენს თავს თორე მოვკვდები რეზიი - ვეღარ გაუძლო და სლუკუნი დაიწყო, ცრემლებს ყრიდა ლამაზი თვალებიდან და კანს უსველებდა ბერიძეს.
-ჩემი სულელი...როგორი ბოთე ხარ გოგო. ბავშვობიდან ასეთი სულელური დასკვნები გამოგაქ რა ! რით ვერ გაიზარდე , ისევ ოთხი წლის ხო არ ხარ- იღიმოდა და ცრემლებს წმენდდა მერე აწითლებულ ცხვირზე აკოცა და აპუწული თმები გაუსწორა - რო ვკვდებოდე გაგახარებ გგონია? ბოლო წუთამდე გაგაგიჟებ ხომ იცი
-ცუდი ბიჭი ხარ შენ..საზიზღარი! - ხელები დაუშინა მკერდზე და მანამ არ გაჩერდა სანამ ძალით არ გაუკავა ხელები რეზიმ
-როგორ გიყვარს პანიკები და ცეცხლის ფრქვევა...გეყოს !
-ვერ გიტან ...მეზიზღები როგორ შეგიძლია ასე მომექცე როგორ ...
-არაფერი მოგწონს ქარცეცხლო და რა გავაკეთო. რომ არ ვჩხუბობთ რატო ხარ მშვიდადო, რომ გაბრაზებ ვერ გიტანო და რა გავაკეთო? - უყურებდა და იცინოდა
-შემეშვი ...
-ბავშვი ხარ, ნამდვილი ბავშვი. ვინც ამბობს რომ ძლიერი ,ამაყი და თავდაჯერებული ქალი ხარ ყველა იდიოტია
-დიახაც ამაყი, ძლიერი და ტავდაჯერებული ქალი ვარ უბრალოდ შენ გამოგყავარ მწყობრიდან და ეს შენ კარგად იცი
-მე ბევრი რამ ვიცი უბრალოდ შენ არაფერი გესმის - ისევ იღიმოდა და სახეზე ეფერებოდა . მერე წელზე მოხვია ხელი და დააწვინა-ახლა ის გააკეთე რისთვისაც მოხვედი
-აღარ მინდა...
-აბა რა გინდა გათენებამდე გეჩხუბო? თუ ახლავე ადგები ჩაიცვამ და წახვალ . როგორც გინდა ისე მოიქეცი მე კი ძალიან მეძინება - ზურგი აქცია . მერე ისევ გადაბრუნდა და მოეხვია - არ მინდა შენ ნებაზე მოქცევა
-როგორც ყოველთვის
-ვითომ წასვლას აპირებდი - მისი ხელი მოიქცია ტორში აკოცა და მერე ხმაურით აკოცა ლოყაზე
-პატარა ბავშვივით ნუ მექცევი ! აღარ ვარ ოთხის
-ნუ მოიქცევი ისე როგორც მაშინ და ნუ იწყებ თავიდან- თავი მის გვერდით დადო და თვალები დახუჭა.
დილით ვაკო მივიდა ბერიძეებთან. სწრაფად აირბინა კიბე და პირდაპირ რეზის ოთახში შეიჭრა
-გაიღვიძე გავიდეთ ჩამოვიდა ის ! - რეზიმ თვალები რომ დაუბრიალა მაშინვე გაჩუმდა და იმ მიმართულებით გაიხედა საითაც რეზი ანიშნებდა. სააბაზანოს კარი ღია რომ დაინახა თვალები დააწვრილა-გაგიჟდი? ვინ გყავს
-მზე !
ერთი სიტყვა თქვა და ვაკოსაც გაეცინა. წარბები მაღლა აზიდა და ოთახიდან გაქრა. ლილე თავს იწესრიგებდა ოთახში რომ დაბრუნდა რეზის ლოყაზე აკოცა და წავიდა .
-ჩემი ბასასოო თეკუუუ სად ხარ დეეე -ნინის ხმა გაიგო და სამზარეულოსკენ გაიქცა- ჩემიი ლილე მოსულააა ლილეჩკა აქ იყავი წუხელ?
-დილამშვიდობისაა როგორ ხარ ნინჩო?
-ჯიგრულად - გადაიკისკისა და კიდე აკოცა გოგოს - ჩემო თოჯინა ისაუზმებ ჩვენთან ერტად?
-მეჩქარება ძალიან ... სხვა დროს იყოს კარგი?
-როგორც გინდა ჩემო ლამაზო - თვალი ჩაუკრა და მიმავალს თვალი გააყოლა.მერე უცებ გაიყვირა- ნოდაააარ გამოადგი ფეხი როგორი ზოზინა კაცი ხარ ვგიჟდები. გამძმებს ეგ კუნთები ხო გეუბნები არა? - სამზარეულოდან კივილით გავიდა და ისევ მოტკბა ,მოლბა და მოითაფლა ვაკო რომ დაინახა. მისკენ წაფარფატდდა და მოეხვია- ვაკოოო ჩემო ვაკუნაა როგორ ხარ?
-კარგად ნიი შენ? ბიჭმაც გაუღიმა მაგრად მოეხვია და მის ყელში ამოთქვა ორიოდ სიტყვა
-შენ რომ დაგინახე ცუდად როგორ ვიქნები...აბა მითხარი დევდარიანების ნებიერა როგორ გვყავს? კიდე ვერ ვიჯერებ რო პაწაწო გეყოლება ... ბებო გავხდები მე - თვალები აემღვრა ნინის და მერე ისევ გაიცინა . ხელს არ უშვებდა ვაკო გვერდიდან ჰყავდა მიკრული და უღიმოდა
-რა გაყვირებდა გოგო ! ვინაა ზოზინა
-შემეშვი ბერიძე ! ვაკოო ხო დარჩები ?
-გავდივართ მე და ვაკო. მერე მოგიყვან შენს ოქროს ბიჭს გპირდები - რეზი გამოჩნდა ვაკო უცებ აართვა და კარისკენ წავიდა სანამ ნინო აუშვებდა აფრებს . მანქანაში რომ ჩასხდნენ და ძრავა დაქოქა მაშინ გადახედა ვაკოს- რა იცი რო აქაა!
-ორი საათის წინ ჩამოფრინდა. აეროპორტში გადავუხადე ერთს და შემატყობინა . თავის სახლში იქნება
-დედას მოვუტყ... მაგ ნაბიჭვარს - გაზს მიაჭირა და სწრაფად გავარდა ტრასაზე
-დარწმუნებული ხარ რო ის აშინებდა თეკოს?
-ნუ შემ.ცი შენ კიდე ხო გითხარი ის იყო -თქო აბა მე მიხარია ტყუილად ვინმეს ცემა? გადამირია ბავშვი და მაგას შევარჩენ? ხორცის მასალად ვაქცევ,ვაჩვენებ როგორ უნდა პატარა გოგოებზე სდევა და იმ შენ თეკუნას კიდე მერე მივხედავ !
-ბავშვს შეეშვი...იმიტომ არ გვითხრა რო ეგონა შეეშვებოდა
-რა ეგონა ბიჭო რა ! რამე რო დაეშაბენინა იმ დღეს და მერე რა უნდა გვექნა მითხარი ! რო წარმოვიდგენ როგორ შეეშინდებოდა სისხლი მეყინება - მანქანა სახლთან გააჩერა და წამით მიაშტერდა ფანჯარას
ვაკო არაფერს ამბობდა,მაგრამ მასზე მეტად იყო გაგიჟებული. თეკო მისთვის ხელსეუხებელი საგანძური იყო ყოველთვის,თეკლა ყველაზე წმინდა იყო მისთვის...
ეზო სწრაფად გადაკვეთეს. კარზე რამდენიმე დაკაკუნების შემდეგ რეზი უკან გამოსწია და ერთი ფეხის დარტყმით შეანგრია კარი . სახლის შუაში იდგა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა ბიჭის სახელს. რეზიმ კიბე აირბინა მაგრამ დიდი დრო არ დასწირდა შეშინებული ახალგაზრდა მალე გამოჩნდა .ოთახიდან გარბოდა და ტანსაცმლის ჩაცმას ცდილობდა. ბერიძემ ხელი რომ ჩაავლო და კიედელს მიანარცხა. ვაკოს თვალები უელავდა ქვემოდან უყურებდა ბერიძის ქმედებას და შესაშური სიდინჯით მიდიოდა კიბეზე. მეორე კარიც გაიღო და ორი ბიჭი გამოვიდა აშკარად არ იყვნენ ფხიზლები. სამ საათში ბევრს ვერ მოასწრებდნენ რეზი რომ დაინახეს აშკარად იცნეს და მაშინვე მეგობრის დასახმარებლად წავიდნენ ვაკომ რომ მოუქნია მუშტი და ერთმანეთის მიყოლებით დასცა ორივე. შემდეგ რეზი მოაშორა ბიჭს და ყელში წვდა ჰაერში ასწია და გააფთრებული გამომეტყველებით უმზერდა შესინებულ, სისხლში მოსვრილ არსებას
-ე.ი შენ გიყვარს გოგონების უკან სდევა და შეწუხება
-გეფიცები ...არაფრის დაშავება მინდოდა გეფიცები ვაკო შენ ხო რეზის არ გავხარ მომისმინე ...აგიხსნი მართლა- ფართხალებდა და ხელს უჭერდა დიდებულიძეს მაჯაზე
-საპირფარეშოში რო შეუვარდი რას აპირებდი აბა მიპასუხე -მერე ერტიანად გადაეკრა თვალებზე ბინდი . არაფერი სურდა მისი ცემის გარდა. უნდოდა ისე მოეთხვარა საკუთარ სისხლში მოძრაობა რომ აღარ შეძლებოდა.
სახლიდან რომ გამოვიდნენ ორივეს კმაყოფილი სახე ჰქონდა. ორივეს სიამოვნებისგან უელავდა თვალები . საჭესთან ისევ ბერიძე დაჯდა. მანქანა სწრაფად დაძრა და მთელი სისწრაფით გააქროლა. სიტყვა არ დაუძრავთ , ხელები გაიწმინდა ვაკომ და თავის სახლთან გადმოვიდა.
სახლში შეაბიჯა, ქეთევანს ჯერ კიდევ მშვდიად ეძინა . სააბაზანოში შევიდა ტანსაცმელი ნაგვის ყუთში ჩაყარა წყალი გადაივლო და გვერდით მიუწვა მძინარეს . მაშინვე შეიშმუშნა დევდარიანის ქალბატონი მერე ზანტად გაახილა თვალები და მასინვე გაიღიმა
-დილამშვიდობისა ლამაზო ...როგორ გეძინა?
-არაჩვეულებრივად
-რამე ხომ არ გინდა განსაკუთრებული?- ლოყაზე მიაკრა ტუჩები და მერე ყელზე გადაინაცვლა. ხელი მუცელზე შეახო და მოეფერა
-მეძინება უბრალოდ..სხვა არაფერი . მერე გავისეირნოთ რა
-დღეს განოსთან მივდივართ ... ბავშვის გულისცემა უნდა გავიგოთ- უცებ გაახსენდა დიდებულიზეს და გაიბადრა
-რო გავიღვიძებ მერე წავიდეთ- ამოიკრუტუნა ბალიშს გაუხახუნა ცხვირი და ისევ დაიძინა.
რეზი სახლში დაბრუნდა კიბე სწრაფად აირბინა და ხელზე შემხმარი სისხლი მოიშორა. პერანგიც გამოიცვალა და ისევ ქვემოთ ჩავიდა. სუფრასთან ისხდნენ და საუზმობდნენ. თეკოს ლოყაზე აკოცა ხელში ააფრიალა და თავად ჩაისვა .
-დილამშვიდობის თოჯინა
-დილამშვიდობისა რეზუნაა... რა კარგ ხასიათზე ხარ დღეს - ყელში აკოცა და გაუღიმა
-რა ვიცი ორი კვირაა იბღვირება და დღეს რა გააკეთე ვითომ ისეთი- ნინიმ ამოხედა და წარბები შეკრა
-არაფერი! ჩემი გოგო რას აპირებს დღეს? რამდენი ხანია არ გასულხართ სახლიან ქალბატონო არ გინდა გავისეირნოთ?
-მია აპირებდა მოსვლას
-დაურეკე გოგონებს ვისაც გინდა და უთხარი რეზი გეპატიჟებათ კაფეში-თქო ...ჩემო გემრიელოო - ლოყაზე უკბინა და მერე ბევრჯერ აკოცა
-კარგიი ვეტყვი .არ შეჭამ?
-არ მინდა... ყავას გამიკეთებს ნინი ხო დე?
-მეც მინდა ყავა და თუ გააკეთებ ორივე დავლევთ- თვალი ჩაუკრა და ქარაქიანი პურის ნაჭერი ჩაკბიჩა
-მე მოგიმზადებთ- წამოიწია თეკო მაგრამ ისევ დასვა და თვითონ წამოდგა
-იაყვი თოჯინა მე თითონ-დედას გადახედა რომელიც თვალებით ბურღავდა და დააიგნორა. ყავა მოამზადა ნინისაც დაუდო თავადაც მიირთვა და მერე დატოვა სამზარუელო. საწოლზე იყო წამოწოლილი კარი რომ გაიღო და ნინი შევიდა
-დედააა..რა ხდება?-უცებ წამოდგა და მისკენ დაიძრა
-შენ დაგავიწყდა მგონი ვინ ვარ ხო? რა არის რევაზ ეს? - ხელი მოუჭირა მაჯაზე და გადაყვლეფილ კანზე მიანიშნა- ვაკოც რომ წამოგყვა ასეთთან ვისთან მიდიოდი ! ქეთევანს ჰქონდა პრობლემა თუ ლილეს !
-თეკლას ... ძალიან კარგად იცი შენ !
-ის არ წასულა? !
-დაბრუნდა ისევ ...აწი აღარ მიეკარება სიახლოვეს.
-მაშინ ვინ დაეხმარა გოგონებს იცი? ვინაა ზურა ნადირაძე .ჩვენების ნაცნობია ვინმე და მია იცნო?
-არა...არ ვიცი ვინ არის აქ აღარავის ვიცნობ ხომ იცი !
-ვაკო როგორ გაიყოლე გაგიჟდი? ან როგორ დაითანხმე საერთოდ
-დავითანხმე? არ იცნობ ვაკოს? როცა თეკოს ეხება საქმე მისი სიმშვიდე ქრება და თავის შეკავებას არც ცდილობს
-მალამოს მოვიტან წაისვი ..მალე მოგირჩება - უცებ გავიდა და მალევე დაბრუნდა. ხელებზე მალამო გადაუსვა და მერე აკოცა -ლილე ნახე ... მშვიდს რომ გნახავს მოისვენებს ისიც
....
შუაღამე იყო. ანდრონიკაშვილი ეზოში შევიდა და აივანზე მყოფს ახედა. სიგარეტით ხელში იდგა ნადირაძე და მოაჯირს ეყრდნობოდა . მაისური გადაიცვა და სწრაფად ჩავიდა ქვემოთ .
-ვინმე გყავს?
-აქ ვინ მეყოლება შე ჩემა...
-რა გინდოდა რამე ხდება?
-არაფერი ნუ აიჭრებია ხლა ... პროსტა დიდი ხანაი წავედი და მაინტერესებს ვინ დვიჟენიობს აქ იმ ქუჩის პაცანების გარდა- თვალები აატრიალა და მორიგი სიგარეტის ღერი მოიქცია თითებს შორის. კვამლმა თვალები აუწვა და ოდნავ დახუჭა
-ვინმესთან პროლემა გაქ თუ რა
-არა-მეთი რას შემ.ცი ... რაღაც მოხდა ერთი კვირის წინ რესტორანში რო ვიყავი რა . ისეთი არაფერი ერთი შევალამაზე ცოტა
-რა დააშავა - სიგარეტი გამოართვა დათამ და ტუჩებს შორის მოიქცია
-რას ნერვიულობ შე ჩემა არ ვარ შარში-თქო აუუ როგორ მიტრაკებ რა ... კაი ხო მოგიყვები თორე დაგეწყება იზმენები . ვიღაც სასტავი იჯდა რა ..არ მიმიქცევია ყურადღება სტუდენტები იყვნენ ,ძირითადად გოგოები ერთი ორი ბიჭი იყო და ისინი მალე წავიდნენ. მერე გოგონებმა ცეკვა დაიწყეს რა ვიცი არ მიმიქცევია ყურადღება საჩემოები არ იყვნენ . მერე ტვალეტში მინდოდა გასვლა და დერეფანშ რო შევედი ვიღაც გოგო მორბოდა შეშინებული იყო დამეჯახა და ხელებზე მომეჭიდა ძლივს სუნთქავდა რო ვკითხე ცუდად ხო არ ხართქო ხელი უფრო მომიჭირა მიშველე ჩემი მეგობარი სააბაზანოში ჩაკეტა ვირაცამო სახელს იძახდა არ მიმიქცევია ყურადღება რა...კარი შევამტვრიე და ვიღაც ახვარი იყო რა. ერთი მოვუქნიე და გავარდა . პიდარა.ტი მნძ...ლი
-ბიჭი იყო ნაცნობი მერე? მე არ ვიცნობ ეგეთებს
-როგორ იცი ხოლმე დამასრულებინე სათქმელი ტო სულ არ გაქ მოთმინება. გაფიცებ გგონია რო რაღაც დავაშავე და მაგიტო ენთები ხო?
-გააგრძელე!
-ვაფშე მოვტყ... შენი ნერვები ხედავ? რა დღეში ჩაგაგდე ტო არადა რა გაწონასწორებული მასტი ეძრობოდი - ახარხარდა და მაგიდაზე ააწყო ფეხები - ის გოგო კარგად იყო კაგრი ველური ჩანდა სარკე გაუტეხია და იმხელა ნატეხი ეჭირა ხელში მოკლავდა იმ ნაბოზა.. რო მიკარებოდა. მე წამოვედი ხო იცი ეს სენტიმენტები არ შემიძლია . მიხედავდნენ ერთმანეთს იმ მეორემ მადლობაო კი მითხრა ისე ... გუშინ ბიძაჩემთან ვიყავი თეატრში თვითონ დამირეკა და ვიფიქრე ვნახავ-თქო. რო შევედი რაღაც შესარჩევი ჰქონდა და იქვე დავჯექი დარბაზში . ხო იცი მევასება თეატრი ახლაც და ვუსმენდი ვიღცეებს. მერე მომწყინდა ცეკვავდნენ და მოკლედ რა ძაან ისე წავიდა გამოსვლას ვაპირებდი ის გოგო რო გამეჩითა. გეფიცები ორმოცი წუთი არ ვსუნთქავდი ...
-მოგეწონა?
-ნიჭიერი ვინმეა...სცენისთვისაა გაჩენილი. მიუზიკლს დგამენ ...იმღერა იცეკვა და მე დამაყ...ვა გეფიცები ! არც ნახვას ვაპირებ და არც გადავეკიები ხო იცი პროსტა იმის კითხვა მინდოდა რო შენი სიძიკოების სასტავში ყიფიანები იჩითებიან ხო? ირაკლი მგონი ..ვიცნობდი ადრე და ახლა ვეღარ გავიხსენე დები ჰყავდა მაგას თუ არა
-მია ყიფიანის გარდა ვერავინ ნახე ?! არადა მიმტკიცებდი შარში არ ვარო
-რას დარბიხარ წინ და უკან გკითხე უბრალოდ ! ირაკლის დაა? და ის მეორე ვინ იყო ნეტავ
-მე რა ვიცი ვინ იყო იმდენი არიან საიდან გითხრა რომელი იქნებოდა ! თვითონ გიცნო? იცის ვინ ხარ?
-საიდან მიცნობდა და გაიგებდა ახლა ვინ ვარ
-აუ შენ ვაფშე აზრზე არ ხარ ! მიას თუ დააინტერესე წამში გაიგებდა ყველაფერს
-მეშინოდეს არ იძალადოს თუ რა ვქნა ახლა ! დამინახა დარბაზში და მაშინვე წამოვიდა როგორც კი დაასრულა გამოსვლა .გამიხარდა თქვენი ნახვაო ,მაშინ ვერ გადაგიხადეთ მადლობაო და გამეცნო რა .
-შენც არ გაუშვი შანსი და დაუწყე ხო თვალების ჟუჟუნი როგორც იცი
-აღარ ვაჟუჟუნებ ამ თვალებს რა ვერ გაიგე ! არაფერი მითქვამს ვაფშე ყავის დასალევად და საჭორაოდ არ მცალიათქო და წამოვედი. ახლა მოისვენე? რომელი ნორმალური გოგო გამიხსენებდა ამის მერე
-ყიფიანები ნორმალურები არ არიან! მითუმეტეს მიშო ყიფიანის შვილები
-ასე ნუ მიყურებ თითქოს ისე მიყვარდეს შენსავით დავყლ.ვდე . ხო უნდა ვიცოდე სალომეს და თამარას ოჯახისწევრები ვინ არიან
-სხვათაშორის თამუნას დედამთილი მიას მამიდაა და პირდაპირი მნიშვნელობით ნათესავია ჩემი
-ინცესტი იქნება რო დავკერო ?
-ნუ ხურმობ ასე ნუ მაგიჟებ იცოდე !
-ნუ მაფრთხილებ! არ ვაპირებ არაფერს
-ისინი გიპოვიან ... ის გოგო თუ ნია იყო ირაკლი რომ გაიგებს სანამ პირადად არ გადაგიხდის მადლობას მანამ არ მოისვენებს. შეიძლება სულაც მაკრინე იყო მარგიანი
-მათეს და? ეგ არ იყო მახსოვს ეგ გოგო ... ონიანები და ახვლედიანები როდის შერიგდნენ? გუსინ ვნახე ვაჩე
-მიხვდნენ რო ტყუილად ჩხუბობდნენ და დაზავდნენ .
-თუ გაბრიელას პონტში დაზავდნენ ...
-რომანების შესწავლა როდიდან დაიწყე
-რა ხასიათზე ხარ !
-ანდერძის გახსნას როდის აპირებ... თუ გადაიფიქრე
-არსად მივდივარ ამიტო საქმის გადაბარება მომიწევს . ბიძაჩემს ველაპარაკე და ამ დღეებში მივალთ ადვოკატთან . რაღაც საბუთებზე მოვაწერ ხელს და მერე შენ უნდა მიშველო თორე ხო იცი მე ვერ ვერკვევი მაგ ექსპორტ-იმპორტში და შემომაკვდება ვიღაც თაღლითობა რომ სცადონ
-დარწმუნებული ხარ რო საქმეზე გაძღოლას შეძლებ? შეხვედრების გამართვას და ბიზნესმოლაპარაკებებს? იქ რო დაიწყო შენი გარჩევები ავტომატურად გაკოტრდები იცოდე
-იმათი სულის სიმშვიდისთვის ვცოცხლობ და მოვახერხებ თავის კონტროლს რამდენიმე საათით !
-რო დაგემთავრებინა უნივერსიტეტი ..
-რო დამემთავრებინა, ჭვიანი ბიჭი რო ვყოფილიყავი ის დედამოტყნ... არ გადამკიდებოდა და არ მომეკლა. წიგნის ჭია რო ვყოფილიყავი და შენსავით სწორად მეცხოვრა ყველაფერი კარგა დიქნებოდა ხო? ვიცი ! მაგრამ ახლა ცოტა გვიანია... არც ვნანობ ხომ იცი
-ბიძაშენი როგორაა
-როგორ იქნება ...რო დამინახა ცრემლები მოერია. რად გაქციეო და დაიწყო როგორც იცის ისე... ისე ჩემი ს.რი ბიძაშვილი ვიღაც ბოზს აკიდებია და ვაფშე კლავს კაცს ცოცხლად .ლეილა ნახეო მოდიო შენი ნახვა უნდაო ...როგორ მივიდე როგორ ვნახო ტო ბოლოს რომ შევხვდი მისი თვალები არ დამავიწყდება ლიკას საფლავზე იყო მიხუტებული...მეგონა მკვდარი იყო გახსოვს? იმ გოგომ რომ მითხრა დამეხმარეო ყველაფერი გამახსენდა... კარს სანამ შევამტვრევდი კინაღამ გავგიჟდი ..იქედან რო არ გამოვსულიყავი მოვკვდებოდი -ხელები აუკანკალდა სიგარეტი გადააგდო და ჯიბეებში ჩამალა გალურჯებული თითები. დათა დუმდა...ვერაფერი თქვა
...
სახლში დაღლილი მივიდა და დივანზე დაეშვა. ნუცა მაშინვე მიკუსკუსდდა და გვერდით

დაუჯდა
-დაიღალე დეე? მამაშენს მოვკლავ ! ხომ ვუთხარი ჯერ არ გინდა დარჩი სამსახურში-თქო- თმაზე მოეფერა და ჩაეხუტა- გშია?
-აუუ ახლა იმ პუტკუნას შეჭმა მინდა მარტო სადღაც რო ღუღუნებს - ბავშვის ხმა გაიგო და მაშინვე წამოყო თავი
-სამზარეულშია ნანკა აჭმევს
-რას აჭმევს
-ფაფებზე გადაიყვანა ... რძე აღარ ყოფნის
-მამას ჰგავს ღორმუცელა? სადაა ჩემი ბუშტიი ჩემი პუტკუნჩიკიი? - სამზარეულოში შევიდა და მოთუთხნული გოჭი აიყვანა- რა გემრიელი ხარ ...შემოეჭმები მამიდას იცი რო შემოეჭმები და მაგიტო მიცინი?
-დაგსვრის დასვრის მარ-ნანკა იცინოდა და უყურებდა მარიამს და თოკოს. ბათუ რომ გამოჩნდა უცებ წამოაგდო და ტუჩებზე დააცხრა- მმმ რა ჯანდაბაა - აფართხალდა და ხელები მიარტყა მკერდზე
-რამ გაგაგიჟათ... ბავშვია აქ - მარიამმა სიცილი დაიწყო და ძმას წამოარტყა
-აჭმევ ბავშვს? ცოლი უნდა შევირიგო
-სანამ კნუტებს არ წაიყვან მანამ არ შეგირიგდები და შენი კოცნა არაფერს გიშველის
-წავიყვანე უკვე ყველა ... აცრილები არიან და სახლში დარბიან. რამ მომაფიქრა ამდენი კატის ყიდვა ფერმა გვყავს უკვე რაა აღარ ეყოფათ ის სახლი მალე და აქ გადმოვიყვანოთ ჩვენ ახალი ავიშენოთ
-წუწუნებ კიდევ? ჩემი საყვარელი ფისოები აშიმშილე აცრაზე არ წაიყვანე და კიდე მეწუწუნები? ეგ კნუტები რო მიყიდე თორე შენ შეგირიგდებოდი გგონია?
მარიამი იჯდა ბავშვს აჭმევდა და იცინოდა. მერე წამოდგა და სააბაზანოსი გაყვანას აპირებდა ნანკამ რომ ააცალა და გავარდა. ბათუც მიჰყვა
-გიჟები ! ნუუუც მაჭამე რამე რა გთხოოოვ ძაან მშია
-ახლავეე ...ადი გამოიცვალე მოწესრიგდი და გავამზადებ ყველაფერს
-მამიკო სად არის?
-ალექსანდრესთან წავიდა.. მარიამი იყო შეუძლოდ და გავარდა
-რა ჭირს ნათლიას?
-არაფერი მაღალი წნევა ჰქონდა.ამინდების ბრალია ...კლინიკაშიც ყოფილა და გადაიღალა მარა მამაშენს შევასმინე? ხო მართლა ხვალ ელიკო და ერე ჩამოდიან
-რაა? მე რატო არ ვიცოდი
-ერთი საათის წინ დამირეკა მარიამმა .არავინ იცოდა და იმას გაუგია. დახვედრას ვუწყობთ ახვლედიანებთან
-მაგარია...
ივახშმა და გვიანამდე დივანზე იყო გაშოტილი. ერთობოდა ნანკას და ბათუს კინკლავით. ნუცა თმაზე ეფერებდოა და კი იყო კნუტივით . მერე მობილურზე შეტყობინება მოუვიდა და ისე გაიპარა სახლიდან კითხვაც არ დააცადა ნუცას.
ბინაში ნელა შეიპარა და საზინებლისკენ სვლა დაიწყო ზურგიდან რომ აეკრო ანდრონიკაშვილი
-მომენატრე
-ერთი კვირაა გადარბენაზე ვარ ... დავიღალე
-დღეს როგორ გამონახე დრო ...დაღლილი ხარ?- ზურგზე ეფერებოდა და ნაზად კოცნიდა
-ძალიან... ხვალ არ ვმუშაობ! -ხელები ყელზე შემოხვია და გაიტრუნა
-ერეკლე და ელე ბრუნდებიან
-შენ ყველაფერი როგორ იცი - გაეღიმა და ყელზე შეახო ტუჩები .ხელში აიყვანა დათამ მკერდზე მიიკრა და მასთან ერთად დაჯდა დივანზე - ერთად უნდა ვიყოთ ხვალ...
-რომ მოვდივარ და ლოყაზე გკოცნი მგონია რომ დანაშაულს ჩავდივარ ამათ წინაშე- ტუჩებზე შეახო თითები და მერე სახეს აუყვა თმაში შეაღწია, სარჭი მოხსნა და მხრებზე ჩამოუშალა თმა
მარიამი ჩუმად იჯდა დათას სხეულზე მიკრული და ტკბებოდა.
გაახსენდა მათი პირველი ღამე ასე ჩახუტებულები რომ ისხდნენ. ცუდად იყო მაშინ დათა...
მარიამის კალთაში ედო თავი და ნელ-ნელა იბრუნებდა ჩვეულ სახეს. თითქოს დარდისგან ნაოჭები ჰქონდა სახეზე. თმაც შევერცხლოდა და გული დაღარვოდა.
დუმილს უსმენდნენ ...
არ უკითხავს ,არასდროს იცოდა მისი ტკივილის შესახებ. უბრალოდ იზიარებდა და აქარწ....ბდა მიახლოებულ სევდას .
ყველა რთულ მომენტში მასთან იყო, როცა საუბარი არ სურდა და უბრალოდ მის მკლავებში მოქცეული უნდოდა ყოფნა. ყოველთვის ხვდებოდა როდის სჭირდებოდა ჩახუტება, სუბლზე კოცნა რომ ყველაზე მაღლა იდგა და ყველაზე დიდი ვნება მასში ჩანდა . ბევრჯერ ირგძნო მარიამმა უბრალო შეხებით შთამბეჭდავი სიამოვნება.
თანდათან,ნელ-ნელა ხდებოდა მნიშვნელოვანი მისი ყველა გამოხედვა, ღიმილი და კოცნა.
შეხვედრის ადგილი იცვლებოდა, ყველგან შეიძლებოდა გამოჩენილიყო . უბრალოდ მისამართი რომ ეთქვა იქვე გაჩნდებოდა და მთელი დღის დაგროვილ დაღლილობას გაუქრობდა.
-მარიამ რამდენი ხანია არსად ვყოფილვართ ერთად
-რაც აქ დავბრუნდით... ბოლოს აეროპორტში რომ დამიბარე და ბრაზილიაში წამიყვანე მას მერე არსად ვყოფილვართ - გაეცინა ბრაზილიაში გატარებული დღეები რომ გაახსენდა. რიოს ფესტივალი მიმდინარეობდა და ყველაზე ცეცხლოვანი კვირა გაატარა იმ დროს- როგორ მოიფიქრე
-ტელევიზორს ვუყურებდი და უცებ მომაფიქრდა ... ის კოსწიუმი კიდევ გაქვს? მეორე რომ იყიდე ისიც გიხდებოდა
-მეორე ვიღაც ვნებამორეულმა კაცმა შემომაგლიჯა
-ისე გქონდა შემოკრული ვერ გავხსენი და რა მექნა? აღარ გაქვს?
-მაქვს... - გაეცინა და მერე აკისკისდდა მეც უნდა გავსულიყავი ქუჩებში ისე ..შენ კიდე გამომკეტე მთელი დღე ოთახში და ხუთი წუთი მეცვა მარტო ის ლამაზი საცვალები
-საცვალი ნაკლებად იყო..ფერადი თვლები გქონდა მკერდზე მიკრული ...მოშორებაც არ ჭირდებოდა უბრალოდ შემესინდა არ გადამყლავოდა- ახარხარდა ანდრონიკაშვილიც -ახლა უბრალოდ გასეირნება ვიგულისხმე მაგრამ აქ ვერც კაფეში დავსხდებით, ვერც რესტორანში კარაოკე და კლუბიც არ გამოგვადგება მანქანითაც ვერ გავისეირნებთ იმდენად პატარაა ქალაქი ყველგან ვართ ნამყოფი თან აქ სიცქარის გადამეტება და ყველაფრის გარკვევა ერტი იქნება
-ცუდი იდეა იყო აქ დაბრუნება?
-ვეღარ ძლებდი ამერიკაში ...მარტო რომ დარჩი საერთოდ ნოსტალგიური გახდი და სხვა რა გზა იყო
-შენ რომ წამობრძანდი რა იყო
-არ იცი რომ მეც მენატრებოდა აქაურობა? თანაც შენ გარეშე ამერიკა მოსაწყენი გახდა
-ჰმ, შენი ნაშების ამალა ვერ გართობდა?- ცხვირი აიბზუა და თავი მაღლა ასწია . ანდრონიკაშვილს სიცილი აუტყდა და მერე სანამ მარიამი რამეს ეტყოდა ტუჩებზე ეძგერა - გამიშვი ... დათაა
-ისე მართობდნენ როგორც შენ შენი კაცები
-რა შუაში იყო სულარ მწყინს...მე და შენ თავიდანვე შევთანხმდით
-ჩვენ იმაზეც შევთანხმდით რომ იშვიათად შევხვდებოდით, რომ მხოლოდ სექ.ი გვექნებოდა დასხვა არაფერი რომელი შევასრულეთ საიდუმლოდ შენახვის გარდა !
-მე ვიცი სადაც უნდა წავიდეთ... შენი მოტო სად გყავს?
-სახლში მყავს ,მაგრამ
-ჩვენს ტრასაზე წაგიყვან... იქ არ ვყოფილვართ მე და შენ არასდროს.
-ჩემ მოტოზე გინდა დასკუპდე ქალბატონო? არ შეგეშინდება?
-არ მითქვამს რომ მეც მყავს ჩემი შავი რაში?
-არ მითხრა რომ შეჯიბრს აპირებ... ადრენალინს მე შენი ცახუტების გარეშე არ გამოვყოფ იცოდე!
-შეაჩერებ? - კისკისებდა მარიამი და სახლს ტოვებდა- გეშინია დათუნიააა?
-რა თქმა უნდა ! არ მინდა მანქანის ინციდენტი გაიმეორო
-იქ შენ არ ყოფილხარ! ერთხელ გავგიჯდი 20-ის ვიყავი დათა
-ან ჩემთან დაჯდები ან არ წავალთ- უცებ მოხვია ხელი და კედელზე მიაკრა-აირჩიე.. ხომ იცი რომ დაგტოვებ
-მეეც მინდააა ..მაშინ მე დავჯდები წინ
-არა!
-შენ რა მიბრძანებ?
-შემიძლია რომ გიბრძანო?
-დავით ან მე ჩემი რაშით წამოვალ ან აქედან მარტო მშვიდად წავალ
-გავიწყდება მგონი რომ მე მელაპარაკები ... აშკარად ამნეზიის წამალი გჭირდება- ხელები საჯდომზე მოუჭირა და ტუჩებზე დააცხრა. გაჯიუტდდა ფარჯიანი. შემდეგ ერთიანად აენთო, რასაც ელოდა დავითი , ტანსაცმელი შემოაგლიჯა და მისაღების დივანი აითვისა.
რამდენიმე საათის შემდეგ ცარიელ გზაზე დიდი სიჩქარით მიჰქროდა დათა. მის უკან იჯდა მარიამი და მთელი ძალით ეხვეოდა. ადრენალინის საოცარი გრძნობა ეუფლებოდათ.
რომ გაჩერდა მარიამი წინ გადაიყვანა და ტუჩები დაუკოცნა
-ასეთი ბაიკერი თუ იყავი აქამდე უნდა გეთქვა
-ასეთი კივილი თუ იცოდი მე მიმალავდი?
-გიჟი ხარ შენ - გადაიკისკისა და ბევრჯერ აკოცა - კიდე მინდა ...მინდა მინდაა აუ არ გაინტერესებს მე როგორ ვმართავ? გთხოოოვ მე დავჯდები ერთ წრეზე და მერე წავიდეთ
-იმედია ცაში არ მომიწევს წასვლა
-როგორ მიყვარხარ რომ მიჯერებ ხოლმე - ამოიტიტინა პატარა ბავშვივით აკოცა და უცებ შებრუნდა. დათა რომ მოეხვია გაღიმებული მერე გაიაზრა რაც თქვა. სწრაფად დაიძრა და დიდი სიჩქარე განავითარა, მთელი სისწრაფით მიქროდა მაგრამ ხმას აღარ იღებდა სულ საკუთარი ნათქვამი მიყვარხარ ჩაესმოდა . ალბათ არასდროს გაჩერდებოდა დათას რომ არ შეეცერებინა. მის ხელებს საკუთარი მოხვია და სწრაფად შეაბრუნა ტავისკენ. გულისცემა ყურებში ჩაესმოდა, დათა მაგრად უჭერდა ხელებს და კოცნიდა
-შემაშინე! ასე აღარ მოიქცე ... მეგონა რამეს დაეჯახებოდი .მარიაამ ჩემო მარიამ როგორ გიყვარს ჩემი გაგიჟება - სახეს უკოცნიდა მერე ტუჩებზე გადავიდა მთელი ვნებით სურვილით კოცნიდა .ტუჩებს კბილებს ანაცვლებდა და დაგროვილ შიშს მასში აქსოვდა
-მაპატიე მე უბრალოდ...უბრალოდ -ძლივს სუნთქავდა დაბნეული უყურებდა დათას
-უბრალოდ დამშვიდდი ... შენთან ვარ ,ყოველთვის - მოეხვია და მანამ არ გაუშვა სანამ არ დამშვიდდა. შემდეგ ბაიკი დაძრა და ნელა გაუდგა გზას სახლისაკენ.
მარიამ ფარჯიანი ახალგაზრდა ქალი ,წარმატებული , მიზანდასახული, ძლიერი , შრომისმოყვარე და საკუთარი საქმის პროფესიონალი . ნამდვილი მეგობარი, ერთგული და სამართლიანი მარიამ ფარჯიანი.
ყველაფერს კარგავდა, საკუთარ მეს აქრობდა როცა დათასთან იყო. პატარა დაუცველი ბავშვი ხდებოდა ,მხოლოდ იქ ,მხოლოდ მასთან და არსად სხვაგან. განა ნიღაბს ირგებდა, განა რცხვენოდა საკუთარი გრძნობების უბრალოდ მასთან გრზნობდა თავს სუსტ არსებად. მხოლოდ დათუნას მკლავებში მოქცეული გრძნობდა თავს დაცულად . მის სურვილს უბრალოდ მიჰყვებოდა , შეწინააღმდეგების ნებისმიერი მცდელობა უბრალოდ გართობა იყო და სხვა არაფერი. ბოლოს უბრალოდ ემორჩილებოდა, საკუთარი ნებით მიჰყვებოდა მის სურვილს. ერთადერთი იყო დათა ანდრონიკაშვილი ...
ხელში ჰყავდა აყვანილი და მშვიდად მიაბიჯებდა საძინებლისკენ. დროდადრო კოცნიდა თმაზე და მის ტკბილ გემოს გრძნობდა.
-დათაა
-მშვიდად იძინე მარიამ - საბანი გადააფარა და შუბლზე აკოცა.
დილით მარტოს გაეღვიზა, იშვიათი შემთხვევა იყო როცა დათა მიდიოდა პირველი. მაგიდაზე საუზმე დახვდა და გაეღიმა .
ელეს და ერეკლეს დაბრუნებამ ყველა ერთად შეკრიბა. თორნიკე მიდიოდა დასახვედრად და პირდაპირ რესტორანში მიიყვანდა წყვილს.
მარიამთან ქაოსი ტრიალებდა, ისევ წინა ღამეზე ეფიქრბოდა და თავის შეკავებას ვერ ახერხებდა. წყვილი მარტო რომ შევიდა ყველას გაუკვირდა ,მაგრამ თორნიკე არავის გახსენებია მათი ნახვა სურდა ყველას.
ბატონი ახვლედიანი კი შუა გზიდან გაიქცა კლინიკაში. თამუნას საოპერაციოში რთული პაციენტი ჰყავდა . გარკვეული პრობლემები ჰქონდათ პაციენტის ოჯახთან დაკავშირებით. თამუნა ოპერაციის გაკეთებას არ აპირებდა რადგან საშიშროების შესახებ იცოდა . თორნიკემ სწრაფად გამოიცვალა და საოპერაციოში შევარდა ადგილზე მიეყინა თამარი რომ დაინახა.
-ეს აქ რას აკეთებს! ხომ გაგაფრთხილე რომ შენს გარდა არავინ უნდა ყოფილიყო- იარაღიანის ხმა გაისმა. პირდაპირ საფეთქელზე მიაბჯინა ქალს და თორნიკეს გახედა
-მე არ მითქვამს! იარაღს თუ არ გაწევ შენი ცოლი მოკვდება ...ასე ბავშვიც დაიღუპება ! - თავი არც შეუბრუნებია, გახსნილ მუცლის ღრუში იყურებოდა და სისხლიან საფენებს იღებდა
-კარი მიხურე და აქ მოდი ! შენც ხო ექიმი ხარ მოდი და დაეხმარე ,თუ არ გინდა რო მოვკლა შენი საყვარელი ცოლი დაეხმარე !
ახვლედიანს სიტყვაც არ უთქვამს, მძიმედ მიაბიჯებდა საპერაციო მაგიდისკენ და თამუნას არ აშორებდა თვალს
-იარაღი მოაშორე! - მის წინ რომ დადგა მაშინ შეხედა კაცს და იმდენად შემზარავი იყო მისი მზერა უკან დაიხია იარაღიანმა -რა საჭიროა დამუქრება შენი აზრით ახლა გაჩერდება? თუ მკვლელი გახდება უდანაშაულო ქალის და ბავშვის !
-მაიძულეთ... მე არ მინდოდა ასე მართლა არ მინდოდა
-დაუშვი ეგ დაწყევლილი იარაღი ხომ ხვდები რომ შენი ცოლის აგდასარცენად ვიბრძვით ყველა ! მესმის შენი, გეფიცები მესმის მაგრამ თამარს ერთი თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს ვერც კი წარმოიდგენ რას გავაკეთებ !
-თორნიკე გულისცემა სუსტდდება ... ვკარგავთ! შეეშვი მაგ იარღს და საქმეს მიხედე!- ფორმაში იყო ანდრონიკაშვილი! როგორც კი ავადმყოფს მიუახლოვდებოდა მაშინვე ივიწყებდა ირგვლივ ყველაფერს, ჭერი რომ ჩამოქცეულიყო და მთელი შენობა წაეღო სანამ იდგებოდა ფეხზე და წინ ეყოლებოდა პაციენტი მანამ განაგრძობდა სიცოცხლისთვის ბრძოლას.
როგორც ვარაუდობდა ოპერაცია გართულდა გულმა ვერ გაუძლო და გულისცემა შეწყდა. ნაყოფსაც საფრთხე ემუქრებოდა უკვე თავად კი ერთდროულად საკეისრო კვეთას და დაზიანებული ორგანოს ამოკვეთას ვერ მოახერხებდა. სისხლიანი ხელები გოგოს მოაშორა და აკანკალებულ ქმარს წინ აესვეტა
-გინდა რომ გადარჩეს? მაშინ დამეხმარე და ნუ იქნები შენი ცოლ-შვილის მკვლელი. ავარია ;შენ არ გამოგიწვევია , მას ვირაც მთვრალი დაეჯახა და ახლა ნუ დაუშვებ რომ მ;ოკვდეს ნება მომეცი ექიმებს დავუძახო გადი აქედან... დავივიწყებ ოპერაციის დაწყების მომენტს მაგ იარაღსაც გავაქრობ !
-გადაარჩინე გთხოოვ ...გემუდარები გადაარჩინე რაც საჭიროა ყველაფერი გააკეთე
ხუთ წუთში საოპერაციო გაივსო ,ყველა გაოცებული იყო მაგრამ თამარის ერთმა ბრძანებამ ყველა საქმეში ჩართო. თორნიკე იქედან გავიდა, არ იყო მისი ყოფნის საჭიროება. გააფთრებული მიდიოდა დერეფანშ უნდოდა საკუთარი ხელით მიეხრჩო კაცი რომელმაც საყვარელი ქალს იარაღი დაუმიზნა, ვინაც მისი მოკვლა სცადა. წარმოიდგინა რომ შეშლილ , მწუხარებისგან განადგურებულ ქმარს მისი მოკვლა შეეძლო და სისიხლი აუდუღდა.
ბევრჯერ ნახა როგორ ემუქრებოდნენ, როგორ უყვიროდნენ და ეჩხუბებოდნენ .თავს იკავებდა მისივე ბრძანებით, რადგან თავად თამარს არასდროს ჰქონდა რეაქცია ამ ყველაფერზე. ის სხვის გამო არ იხსნიდა ადამიანების სიცოცხლეს ის მხოლოდ პაციენტის გამო იბრძოდა და სხვა არაფერი აინტერესებდა.
კუთხეში მარტოდ ჯდომი სილუეტი რომ დაინახა გული შეეკუმშა, მის ადგილას წარმოიდგინა თავი და ნაბიჯი ვეღარ გადადგა. კაცი მოკუნტული იჯდა, დაპატარავებული და დასუსტებული . თითქოს მალე გაქრებოდა ...
ხშირად ეუბნებოდა თამუნა როცა ბრაზს გადააბიჯებ სიმშვიდეც მაშინვე მოვა და პრობლემაც გაქრებაო.
არ შეეძლო თორნიკე ახვლედიანს ბრაზის კონტროლი ვერასდროს ახერხებდა ამას . ახლა კი გაუცნობიერებლად დაეშვა კაცის გვერდით
-გადაარჩენს თამუნა,თუ ღმერთს არ უნდა მათი წაყვანა
-შვიდი წელია დავქორწინდით... მთელი ეს დრო ბავშვზე ვოცნდებოდბით ახლა როცა დაფეხმძიმდა და ბავშვიც პირველ თვეებზე არ დავკარგეთ...როცა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ავედით ..სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი.სულ ცოტა ჩემი ბრალია გვერდიდან არ ვშორდებოდი მთელი ცხრა თვე ...ახლა კი მარტო გავუშვი დედამისთან მხოლოდ იმიტომ რომ მისი ნახვა არ მინდოდა-ვერ გადაიტანს ... კიდევ ერთი ბავშვის სიკვდილს ვეღარ გადაიტანს
კარი რომ გაიღო და თამუნა გამოჩნდა დერეფანში თორნიკემაც დაიწყო ლოცვა . კაცმა როგორც კი დაინახა მაშინვე წამოვარდა თვალებში უყურებდა ექიმს სანამ მიუახლოვდებოდა
-როგორ არიან...
-გილოცავ ბიჭი შეგეძინა ... სუსტადაა ,მაგრამ კარგად იქნება . ნატა მძიმედაა ნაჩქარევად დაწყებულმა ოპერაციამ ყველაფერი გაართულა ახლა ყველაფერი მასზე და ღმერთზეა დამოკიდებული. ნატა თუ იბრძოლებს და ღმერთსაც არ აქვს მისი წაყვანა გადაწყვეტილი 48 საათში გამოფხიზლდება ... მე სამწუხაროდ მეტი არაფერი შემიძლია - ერთი ამოსუნთქვით თქვა და დაცვარულ შუბლზე ხელი კიდევ ერთხელ გადაისვა.
კაცი შეტორტმანდა, თითქოს საყრდენი გამოეცალა ფეხქვეშ მერე ისე უცებ მოეხვია თამარს თითქოს ეს უშველიდა
-მადლობა... მადლობა ექიმო - თამუნა ხელებგაშლილი იდგა და გაოცებულს თვალები შუბლზე ჰქონდა ასული. წამის წინ იარაღს უმიზნებდა კაცი ახლა კი ეხვეოდა.
-დამშვიდდით და ილოცეთ ,თუ გწამთ
სწრაფად მოშორდა და წავიდა. კაბინეტში სევიდა,სწრაფად გამოიცვალა და სააბაზანოში ონკანთან დადგა. წყალი სახეზე რამდენჯერმე შეისხა, ცივმა წვეთებმა გონს მოიყვანა თიტქოს ახლა იაზრებდა ყველაფერს. გაახსენდა როგორ დაადგა იარაღით ხელში შეშლილი სახით კაცი რომელიც ორი საათით ადრე ემუქრებოდა. შემდეგ აიძულა საოპერაციოში შესვლა და ისიც უძლური იყო . ვერაფერი მოახერხა ,საკუთარმა სისუსტემ ძალა გამოაცალა. გაფითრდა სულ მთლად გაეყინა სხეული .ნიჟარას ისე მოუჭირა გაფითრებული ხელები თითქოს მისი გატეხვა სურდა . არ ბრაზობდა მასზე, ის უბრალოდ შეიშალა, ტკივილმა გააგიჟა, სასოწარკვეთილება ამოძრავებდა ვერ აზროვნებდა და სწორედ ეს იყო საშინელება. მას შეეძლო გაუაზრებლად მოეკლა და მერე ყველაფერი დასრულდებოდა. თავბრუსხვევა იგრძნო, ხელებშიც წაერთვა ძალა ერთიანად მოდუნდა და ის იყო უნდა დაცემულიყო თორნიკე რომ მოეხვია ზურგიდან. საყრდენად ექცა, ძლიერ კედლად რომელსაც მტელი სხეულით მიენდო .
-ცუდად ვარ... თორნიკე მე ვერაფერი გავაკეთე გკარგავდით შენ და ბავშვებს სამუდამოდ დაგკარგავდით . რა დამემართა ...რაღაც ხდება , რა ხდება თორნიკე რა მჭირს
-შენთან ვარ...ყველაფერი კარგადაა . დაისვენებ ! ეს გჭირდებოდა ახლა წავალთ ბავშვებთან და მათტან დამშვიდდები. როცა პაციენტი გამოკეთდება წავალთ მე და შენ
თორნიკემ ჩააცვა, ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა.მისი თავი მუხლებზე ედო და ეფერებოდა .
რესტორანში კი მოლხენა გრძელდებოდა. ყველა მშვიდად იყო რადგან წყვილი პირველად არ იქცეოდა ასე. თითქმის არასდროს იყვნენ მათთან და შეეჩვეულები იყვნენ .
მხოლოდ მარიამი ვერ ისვენებდა რადგან თორნიკემ პირობა მისცა
-ხომ თქვეს მოვალთო ! სად არიან მარიამ? რა უბედურებაა ამდენი ხნის უნახავი ელენეა ვიღაც უცხო ხო არა- ალექსანდრე ცხარობდა მარიამი კი ღელავდა. მობილური აიღო და აივანზე გავიდა. ალექსიც მიჰყვა
-თოკო სად ხართ დე? ყველაფერი კარგადაა?
-პრობლემა იყო რაღაც... დღეს ვერ მოვალთ .ძალიან გაბრაზდა ელე?
-ნამდვილად ყველაფერი რიგზეა? ელენე არ გაბრაზებულა ხომ იცი როგორია
-დამშვიდდი მარუსა ხვალ მოვალთ ... ბავშვებს აკოცე და ელიკოს უთხარი რო თავს მოვაწყენ მალე
-კარგი დე ... -მობილური გათიშა და ალექსანდრეს მიუბრუნდა
-რაო... წავიდეთ?
-არ ღირს! რთული პაციენტი ჰყავდათ ალბათ რამე რომ მომხდარიყო შემატყობინებდნენ ,დილით პაციენტის ახლობელი ჩხუბობდა ,მაგრამ დამშვიდდა და არამგონია პრობლემა შეექმნა
-ზოგჯერ ვნანობ თორნიკეც ექიმი რომ გახდა
-ექიმი რომ არ იყოს ცოლი არ ეყოლებოდა !
-პირიქით... თამუნაც სახლში იქნებოდა ნორმალური ადამიანივით იცხოვრებდა ! -ალექსანდრე ზემოდან უყურებდა რაღაცას მერე მარიამს გახედა რომელმაც ჩაიცინა და მიეხუტა-შენი ნათლული შენს თორნიკეს ცოდვებისთვის უხდის?
-დაახლოებით ...ამდენი ხანი როგორ ვერ მიხვდა მიკვირს ! დაბერდა რა ...ნუცამ დააბერა - გაიცინა მარიამმა და მაგრად აკოცა ქმარს
-მანამდე ხომ ყველაფერს ხვდებოდა !
-ალექსანდრე!
-ფაქტი სახეზეა
.....
ელენეს დაბრუნების შემდეგ ახვლედიანებთან მეტი ხალისი იყო. ელეს ადგილს ვერავინ ავსებდა. მარიამი უკვე სამ შვილიშვილთან ერთად ატარებდა დროს . ალექსანდრეც მათთან იყო მთელი დღე სეირნობდნენ ,თამაშბდნენ ასწავლიდნენ ბავშვებს და სხვა პატარებიც მათთან იყვნენ როცა ასეირნებდნენ .
ქალბატონი ქეთევანი თანდატან იბერებოდა, ყველა მას დასტრილებდა თავს როგორც ყოველთვის ფეხმძიმე ყურადღების ცენტრში იყო.
რეზი სახლში იყო და დიდ დროს ატარებდა საყვარელ დაიკოსთან. ვაკოს ქეთევანთან ყოფნა უხდებოდა ძირითადად შესაბამისად თეკოს მის ნაცვლადაც ევლებოდა თავს.
ქალბატონი გოგონებთან ერთად იწვა აუზთან და რაღაცაზე კისკისებდა. მანქანით რომ შევიდა ეზოში მაშნვე დაინახა ლილე და გაეღიმა.სწრაფად გადავიდა და მათკენ წავიდა
-როგორ ბრძანდებით მზეო?- ხელები ზურგს უკან ჰქონდა გადაჯვარედინებული ისე მიიწია და ლოყაზე ხმაურით აკოცა. ლილე ანათებდა , მისი მზე გულს უთბობდა
-არაჩვეულებრივად...თავად?
-საინტერესოა დღეს როგორ განწყობაზე ხარ ... ფარი მოვიმზადო თუ დაგშაქრო მზეო?
-ჩვენც თუ მოგვაქცევ ყურადღებას კარგი იქნება- მია გამოკუსკუსდდა და მოეხვია- როგორ გიკითხოთ ბატონო რევაზ?
-არ ვარ გოგო რევაზი ...რეზი ვარ მე იმენნნა რეზი
-ოკ - თვალი ჩაუკრა და პირდაპირ სალტოთი გადაეშვა წყალში
-ესეც მაგრად აფრენს ხო? - თეკომ გაიცინა და ისიც წყალში ჩავიდა
-აბაა გამიყოფ წვენს?- ჯერ აართვა ჭიქა ლილეს და მერე უთხრა
-აქლემო დალიე მთლად და ახლა მეუბნები?
-კუზი მაქ ტოო? ერთია თუ ორიი- ისე დააკვირდა საკუთარ ზურგს და მოიღრიცა კისერი თითქოს მართლა იქნებოდა იქ კუზი
-იხუმრა ბიჭმა...რაღაც კარგ განწყობაზე ხარ რატომ ნეტავ ? ვინ სცემე და გაიხარე გული
-შენი ბიჭები ჯანმრთელად არიან არ იდარდო
-არ მყავს მე ბიჭები და შესაბამისად არც ვიცი როგორ არიან -ცხვირი აიბზუა და სათვალე შეისწორა - შენს გოგონებს მიხედე შენ
-მე რო ვიცი მიხედვა ისე უნდა ჩემო მზეო
-ნუ მეძახი ამ მზეოს ...ლილე ვარ მე !
-ლილე და მზე ერთია როგორც ვიცი
-რატომ გაქვს ერთი პასუხი მთელი 20 წლის განმავლობაში უფანტაზიოვ
-კითხვაც ერთია და იმიტომ ! არ დაიწვა მზეო - ამჯერად თავზე აკოცა თბილად გაუღიმა და წავიდა. თან გაიყოლა ლილეს მზერა და გულისცემა
-ღმერთო დამეხმარე გავუძლო - ისე თქვა რომ თვალი არ მოუშორებია რეზის განვლილი გზისთვის. მერე უცებ წამოდგა და სახლისკენ დაიძრა წელზე მოხვეული თხელი შარფი ფრიალებდა ისეთი სიჩქარით მირბოდა კიბეზე. რეზის ოთახში დაუკაუნებლად შევარდა და აივნის კართან მდგომს მთელი ძალით მოეხვია
-მზეოო დავიგუდები ასე- იცინოდა ბერიძე და სიგარეტიან ხელს შორს სწევდა.მერე საფერფლეში ჩაჭყლიტა და ორივე ხელი შემოხვია- გაზაფხული შენთან იცი მზეო?
-როგორ რეზი? - ქვემოდან ამოხედა თვალებაბრჭყვიალებულმა
-გაზაფხულის მზესავით მახარებ და საუცხოო ყვავილების სურნელს აფრქვევ... ყვავილიც ხარ რომელიც ნელ-ნელა იშლება . სულს მილამაზებ მზეო- თითები ლოყაზე ჩამოუსვა და თავზე აკოცა. ლილე გაიბადრა ფეხისწვერებზე აიწია და ხმაურით აკოცა ლოყაზე
-ჩემი მზის ნათება შენზეა დამოკიდებული ,ღრუბლებით ცის დაფარვა და გაზაფხულის კოკისპირული წვიმა შენ გამო მოდის ... ქარიშხალიც და
-გაზაფხული ცვალებადია ლილე ... ხშირად წვიმს მაგრამ ყვავილები მაინც ყვავიან . მხოლოდ მზე ყველაფერს ახმობს და ანადგურებს
-ჩამოყალიბდი განადგურებ თუ გათბობ
-ორივეს ახერხებ და იმიტომ ხარ მზე
-ღმერთო შენთან ლაპარაკი აღარ შემიძლია... სულ ვეღარ ვუძლებ
-ღმერთი რომ მიწოდე მადლობა ,მაგრამ არც ეგეთი ძლევამოსილი ვარ
-ღმერთ... ოო რეზიი როგორ იცი ხოლმე რა რომ არ აურიო ბოლოს არ შეგიძლია..გამიშვი ხელი
-იწყებ ფარტხალს და მერე მე ვურევ- გაიცინა და ამჯერად თვითონ მოეხვია - აუზში ჩასვლას თუ აღარ აპირებ გამოიცვალე ... გაცივდები ასე
-პატარა ბავშვი ხომ არ ვარ .. ამ სიცხეში რა გამაცივებს . არ მინდა ლაპარაკი მორჩა - თავი მის ყელში ჩამალა და ხელები წელზე შეუცურა .პატარა ფისოს ჰგავდა მისი მკლავებიდან იჭყიტებოდა და ეზოს გადაჰყურებდა .
იმ დღეს ორივესთვის ანათებდა მზე ,მაგრამ მათთან დიდი სიმხურვალით არ გამოირჩევა სხივები ორ დღეში ქარიშხალი ამოვარდა მთელი ცა შავმა ღრუბლებმა დაფარა და რეზის რისხვა არ ასცდა ლილეს.
რამდენიმე ნაცნობთან ერთან იყო რესტორანში ცეკვავდა ,ერთობოდა და ცეცხლს ანთებდა როგორც რეზი ამბობდა ხოლმე. ეს ცეცხლი კი ყოველთვის ცაქრობას საჭიროებდა. ერთი ბრუნი და ჰაერში აღმოჩნდა, რეალურად მიაბიჯებდა ,მაგრამ მაინც ვერ ადგავდა ფეხებს მიწაზე . ვინ იქნებოდა თუ არა ბერიძე
-რა ანდაბა გჭირს...სად მიმარბენინებ მიწისძვრაა? ცუნამი გვიახლოვდება? ვინმე კვდება?
-მთვრალი ხარ?!
-ნასვამი...ცოტა
-მოწიე?- უცებ გაჩერდა ერთი შეისუნტქა ჰაერი და თვალები გააფართოვა ლილემ კი სიცილი დაიწყო - რა გაცინებს!
-ასე მგელს გავხარ...ბებია ბებიია რატომ გქვს ამხელა თვალებიიი ? -ხმა შეიცვალა და კისკისი ისევ განაგრძო/.რეზიმ ღმუილის მაგვარი ხმები ამოუშვა ისევ ცაავლო მაჯაში და მანქანაში ჩასვა
-რა შეგცოდე ასეთი - მაღლა აიხედა წამით და სანამ ლილე გადახტებოდა მანქანაში ჩაჯდა-არც იფიქრო გადასვლა - ღვედი შეუკრა და თვალები დაუბრიალა
-უუფს მგონი ქარიშხალი მიახლოვდებააა-კისკისებდა ლილე და მინის ჩამოწევას ცდილობდა,როგორც იქნა მოახერხა და ნახევარი ტანით გადავიდა ფანჯრიდან. ქარი თმას ურევდა,მოკლე კაბამდეც აღწევდა და ისიც ფრიალებდა.ლამის მთლად გაშიშვლდა? რეზიმ თვალები აატრიალა და ისევ უკან დააბრუნა
-დაჯექი გოგო !
-ბიჭოოო როგორ ბედავ... რა იყო იისფერი საცვალი არ გინახავს? შენს ახალ ბ.ზს ასეთები არ აქვს?
-სისულელეებს ნუ როშავ გოგოო
-ნუ ღრიალეეებ ! როგორ ხარ იმასთან...იმ კახპასთან.იმედია რამე დაავადებას არ აგკიდებს ნუ თუ არ გაქვს უკვე ...
-გაჩუმდი და მორჩი სისულელეების ლაპარაკს ! რამდენჯერ მყავხარ გაფრთხილებული რამდენჯეეეერ გოგო რა ჯანდაბა გემართება რა. სანამ არ გადაამოწმებ ამბავს ათასჯერ ჭრი და კერავ ყოველთვის ჩემთან რატო ბატდდები
-ბატი მე კი არა შენ ხარ ! უგემოვნო ბატი ... პრინციპში ისიც სენნაირი ბატია უტვინო და იპოვე შენნაირი!
-ჩანს ვინცაა ბატი ! სულელი ,ეჭვიანი გადარეული ბატი ხარ . გადმოდი !- მანქანა გააჩერა და გადაიყვანა . ფეხი აუცდა ლილეს , ძლივს მიბანცალებდა, ახლა უფრო მოეკიდა სასმელი და თავბრუ დაეხვა. ბუმბულივით აიყვანა ხელში და სახლში შევიდა. = მალე გამოგაფხიზლებ და მერე დაგელაპარაკები ახლა სიტყვებს ტყუილად ვისვრი
-სად მიგყავარ... აუუ არ გინდა რა . კარგი გოგო ვარ მე ხო იცი ... არაფერი დამიშავებია - იმდენად საყვარლად ბუტბუტებდა რეზის გაეღიმა და ლოყაზე მაგრად აკოცა-აუუ რეზიიიი არა რა არ გინდა- უკვე მაისურზე ებღაუჭებოდა იცოდა რაც ელოდა. კარგად იცოდა და ყველაფერს ცდილობდა. ისე შემოეხვია სხეულზე რეზი ვეღარ იშორებდა. მერე ამოიხვნეშა და თვითონ შეაბიჯა კაბინაში. ორივეს დაესხა თავზე ცივი წყალი , ლილე ბუზღუნებდა და ჩქმეტდდა რეზის, ხელებსაც ურტყავდა და არ ჩუმდებოდა. ბერიძე კი იცინოდა და ხელს არ უშვებდა სანამ არ გამოფხიზლდა ბოლომდე .მერე გაჩუმდა გაიბუტა, გაიბერა გაიბუშტა და ასე ტუჩებდაბერილი, წარბებშეკრული ჭყაპუნით გავიდა კაბინიდან. ფეხსაცმელი მოიშორა, კაბაც გადაიძრო , სველ სახეზე ხელები ჩამოისვა აწეწილი თმა უკან გადაიწია ,ღრმად ჩაისუნთქა და მოემზადა
-რა გააკეთე ხვდები?
-კი..
-ცუდი გოგო ხარ ! თავხედი და გადარეული...
-კარგი რა ისე ამბობ ვითომ შენ არ ეწეოდე
-კაცი ვარ მე ! მე როგორ მედრები გოგოოოო იმ სირ.. როგორ გაყადრე თავი იმათ როგორ აჩვენე დაბოლილი ლილე ქალდანი გოგოოო .ამის დედას შევე.ი ჭკუიდან გადაგყავარ. აქაც აგრძელებ აქაააც არ წყვეტ თინეიჯერი გოგო ხარ და ამბოხს ტეხ თუ რა დედის ტყვნ.. გოგოოოო
ლილე იდგა და უყურებდა მის ღრიალს . წარბი მაღლა აზიდა და ტუჩები გაილოკა
-მშია... მაცივარში რამე იქნება ვნახავ ..შენ განაგრძე არ გაჩერდე დაიცალე ბოლომდე და მერე მოვალ მეც
-დამშვიდდი რეზიიი ... დამშვიდდიი ლილეა რაა პირველად უსმენ თუ მეორედ. ოცდაექსვი წელია ასეთიაააა- შებრუნდა, თავზე ხელი გადაისვა.მაისური მოიშორა და ფეხსაცმელიც იატაკზე მიყარა
ლილე იდგა და იცინოდა. როგორც კი სებრუნდა რეზი მაშინვე დასერიოზულდა და თვალების ფახუნით შეხედა
-გოგოოოო
-შენი ბრალია
-რა არი ჩემი ბრალი...სულ ჩემი ბრალი როგორააა
-აბა მე არავისთან ვჟიმ.. და არ გაგიჟებ
-მოგკლავ ...არა ნამდვილად შემომაკვდები ენას ამოგაცლი მაგ ტუტუც ენას და ნახავ მერე
-რას ერჩი ჩემს ენას ...შენი ბრალია ყველაფერი თორე მე საყვარელი ჭკვიანი ბავშვი ვიყავი. ანასტასია გიჟდებოდა ჩემზე ისეთი მშვიდი და ბუნჩულა ვიყავი გამოჩნდი და გამაგიჟე
-რას მელაპარაკები ... მე ვიყავი გიჟი ხო? მყავდა ჩემი რეზი ნათლია მე ვყავდი ერთადერთი გამოჩნდი შენ უჟუჟუნე თვალები ინაზე და იაფერისტე მე გამოგყავდი სულ დამნაშავე
-პირველად შენ გამიფუჭე სათამაშო შენი ბრალია ხომ გეუბნები ... გამაბრაზე და საკადრისიც მიიღე
-რომ მოდიოდი თმებს მწიწკნიდი და მერე ისე იჭერდი თავს თითქოს არაფერ შუაში იყავი . დღემდე ასე ხარ აშავებ და მე მაბრალებ. რეზიმ რომ გაიგოს ს ეწევი ან მოგიწევია ოდესმე მოგკლავს
-მე კი არა შენ მოგკლავს...რომ ვერ მომიარე იმიტომ
-თვალებს ნუ მიფახუნებ გოგო - ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა ხმას მაინც ვერ უწევდა და უყურებდა ლილეს რომელიც ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან- საერთოდაც არაფერი გეტყობა შენ კაიფის
-ერთი დავარტყი შენ თავს ვფიცავარ... რა ნარკომანად გამომიყვანე. ხომ იცი ჯანმრთელობას ვუფრთხილდები მე შენ კი შენს გველს რომ დაასრიალებ ერთხელ დაგიჭერს ზრარბი და შეგჭამს
-რა ...რა არა რომ ჰკითხო არ მოუწევია რა გველი და ზღარბი გოგო!
-მართალია მსგავს ხუმრობას ვერ ვიტან არ ჯდება ჩემ სტილში ... მშია და რა გავაკეთო გამიშვებ თუ გავიქცე
-ჩაიცვი ჯერ, გაიყინები
-დიდხანს ვიჩხუბოთ? მომბეზრდა უკვე ეგ მე მინდააა- პერანგი გამოგლიჯა ხელიდან და მოიცვა მერე საცვალი გაიძრო და ძალიან მშვიდად დაიჭირა ხელში. რეზიმ თვალები აატრიალა და შუბლზე მიირტყა გაშლილი ხელისგული
-კიდევ კარგი ყველასთან ასე არ იხდი შენ
-არავისთან ვიხდი რეზიკუნა მე
-ჩაცმას არ აპირებ?
-ასეც კარგად ვარ- კარისკენ წავიდა თან თმას იკრავდა და პერანგი უფრო მაღლა აიწია. რეზი აღარ უყურებდა შარვალიც გაიხადა კარადიდან ნაჭრის შორტი გამოიღო სწრაფად ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. ლილეს სადღაც სიმღერა ჰქონდა ჩართული და თავადაც ყვებოდა. სამზარეულოში იყო დახტოდა ცეკვავდა ტრიალებდა და მაცივრიდან პროდუქტებს იღებდა.
რეზი სკამზე დაჯდა და მაგიდაზე დაეყრდნო იდაყვებით . მაქსიმალურად ცდილობდა მკაცრი გამომეტყველების შენარჩუნებას ,მაგრამ დიდი ხნის წინ დაკარგა მოთმინება. თინეიჯერობისას რომ დაიწყებდნენ ჩხუბს აღარ ჩერდებოდნენ სანამ ვინმე არ ჩაერეოდა მერე თვეობით იბუტებოდნენ ახლა კი დიდხანს ვეღარ უძლებდა.

-რეეზიკოოოოოო
-შემეშვი !
-აუუ კაი რა მე ხო არ გიბრაზდები სისულელეებზე?
-სულ სისულელეზე ბრაზდები
-შენ ხო კარგი ბიჭი ხარ და იმ სულელს ისე მოიშორებ როგორც სხვებს - ზურგიდან მოეხვია და ლოყაზე აკოცა
-ვინც ახლოს არ მიმიშვია იმას მოშორება არც სჭირდება ... გასაგებია?
-კარგი ხო ...ბოდიში უბრალოდ ხომ იცი ვერ ვიტან ცუდ გოგოებს შენს ახლოს -ლოყაზე კოცნიდა .რეზიმ ხელები დაადო მის მაჯებს და აკოცა - შევრიგდით?
-კიდე მოწევ...ან დალევ სი.ებთან ერთად და
-მე და შენ მოვწიოთ გაწყობს? - ნიკაპი მხარზე დაადო - მორჩა აღარ გაგაბრაზებ ..დღეს
-დაჯექი ვჭამოთ და დავიძინოთ
-ჩამიჯენ?- უცებ გასწორდა თეფში მისკენ მიაჩოჩა და მუხლზე დაუჯდა . მიირთმევდა რეზის მობილური რომ ამრერდა როცა დახედა და ნაცნობი გოგოს სახელი წაიკითხა გაბრაზებულმა მიახეთქა მკერდზე ტელეფონი და ისე წამოვარდა უკან არც მიუხედავს. შუა გზაში გაჩერდა და შებრუნდა
-უკანასკნელად გეუბნები მშვიდად რომ გაქრე ჩემი თვალთახედვიდან ! - მობილური დადო და მშვიდად განაგრძო ვახშმობა
-აქამდე ვერ მითხარი თუ არ გქონია არაფერი მაგასთან?
-არც ახლა მითქვამს...
-მოგისმინე მერე რა - ისევ მის ფეხზე დასკუპდა და გაიცინა
- გადარეული ხარ
-მზე აღარ?
-ძაან გაგიტკბა ხო?
-აჰააამ - მიეხუტა და ლოყაზე აკოცა- წავიდეთ დავიძინოთ
ხელზე მოეხვია და მასთან მიხუტებულმა განაგრძო გზა. საძინებელში რომ შევიდნენ რეზიმ მოკლე პიჟამას შორტი მიაწოდა
-ეს ჩაიცვი თორემ შენი ძილი რომ ვიცი ხვალ დილით შიშველი დამხვდები საწოლში და გამიხეთქავ გულს- თვალები აატრიალა ზურგით დადგა და საწოლზე პირდაპირ დაეცა
-ჩაიწიე ცოტა როგორ იცი რომ გაიშხლართები ... გავიგეთ დიდი რომ ხარ მე სად დავწვე .რეზიიიიიი - ხელზე უჩქმიდა და გვერდიდან მიაწვა- ვერ გძრავ ადგილიდან რეზიიი
-მოდი აქ - ხელი მოხვია უცებ და მთელი სახე დაუკოცნა ისიც იცინოდა - ცუდი გოგო ...ჩემი ცუდი გოგო ხარ შენ მზეოოო როგორ იქცეოდი დღეს - ცხვირზე უკბინა და მერე ლოყაზე გადავიდა
-დამიწითლდა ლოყები...აუ ცხვირიიი რეზიიი ნუ იცი ხოლმე ასე
-გაისუსე ახლა მორჩა!- საბანზე დადო ხელი , მეორე გაშალა ბალიშზე ლილემ თავი დადო ზედ და გაიტრუნა. კიდევ აკოცა ცხვირის წვერზე ერთხელ და თვალები დახუჭა. . ლილე არ ისვენებდა, ბევრი იწრიალა ხან როგორ დაწვა ხან როგორ. ფეხი იმდენჯერ მიარტყა რეზის დაალურჯა ბიჭი . ბოლოს აწეწილი თავი წამოყო და ხელები დაკრა საწოლზე
-ვერ ვიძნებ
-ნევროზა ... - ზურგი აქცია და ბალიშს ჩაეხუტა
-უზრდელო ვერ ვიძნებ და შენ ზურგს მაქცევ? . ეს შორტი რო ჩამაცვი მაგსი ბრალია
-გახდა არ გაბედო თორე იატაკზე დაგაწვენ
-უუუფ არაკომფორტულია რა ვქნა ... შენ ჩაიცვი თუ კაია
-სულელი ნუ ხარ გოგო!
-კაი ხო ჩამეხუტე და დავიძნებ -გადააბობღდა მეორე მხრიდან დაუწვა ისე რო მკერდზე ცხვირს ახებდა ,მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა და ასე ნელ-ნელა იძირებდოა სიზმრებში.
......
კაბინეტში იჯდა საბუთებში ჩაფლული და ცოტა აკლდა გაგიჟებამდე კაბინეტის კარი რომ გაიღო და ქარიშხალივით შეიჭრა გოგო.
-ჩემი საქმიანი ბიჭიი მე მემსგავსები პატარავ?- სკამი დაატრიალა და პირდაპირ მუხლებზე დაუსკუპდა -მომენატრეე ყიფშიკოოოო
-მარიტუსკიიი რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ?
-ქმრის სანახავად მოსვლა დანაშაულია ჩემო ტკბილოო? როდის დაასრულებ საქმეებს ? მომენატრეე. ამიტომ შევეშვი ყველაფერს რო ახლა შენმა სამსახურმა დაგვაშოროს? ტკბილოოო
-რაღაც ხდება ხომ? კიდე შოუში მონაწილეობაზე თუ უნდა მელაპარაკო იცოდე
-არაა აღარ მინდა ..გადავიფიქრე
-რა ხდება აბა? არ მეტყვი?- ეფერებოდა და უღიმოდა -რაღაც ძალიან დატკბი და რას მიმზადებ ასეთს? ჯავშანჟილეტი შევუკვეთო?
-ასე შეგაშინე ტკბილო?
-სულ მგონია რომ საწოლზე მიმაჯაჭვებ
-როდემდე უნდა გამახსენო
-იმ ცოტა ხანში როცა მძნავს სულ ეგ მესიზმრება პირდაპირ კოშმარად მექცააა
-აუუ ირაკლიიი
-ნუ მებუტები ტუსიიი - ყელზე დაუტოვა კოცნის კვალი და ისიც მაშინვე მიინაბა
-ბატონო ირაკლი ამ საღამოს ვახშამთან დაკავშირ... უკაცრავად მეგონა მარტო იყავი
-მოგვიანებით შემოდი ლიკო
გოგონა ისევ გავიდა .მარიტა კი მის წინ დადგა და თვალებში ცახედა
-ვინ იყო ის? ასე დაუკაკუნებლად რატომ შემოვიდა რა უფლებით !
-გინდა გიპასუხო?
-ირაკლი ყიფიანო ხომ იცი რომ ჩემი გაბრაზება ეშმაკის სასჯელზე უარესია
-რა გჭირს მარიტა? რაც ერტად ვართ არასდროს გიეჭვიანია იმენა ნაშები რომ დამადგნენ მაშინაც კი და ახლა რა ხდება? ვეღარ გცნობ ბოლო დღეებია
-არ ვეჭვიანობ მე უბრალოდ... მე არაფერი ავღელდი . წავალ აღარ მოგაცდენ ,მაპატიე ხო? გიჟი ვარ ხომ იცი- თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე დაეკოდა. ვნებიანი იყო როგორც ყოველთვის დაამუნდა ირაკლი და იქედან გაქრა.
ბედნიერი იყო, ბრწყინავდა უბრალოდ . სწრაფად წავიდა ნაცნობ სახლში კარი პირდაპირ შეაღო და თვალებზე აიფარა ხელი კიბის ავლის შემდეგ
-გიუუუშ შემოვდივარ და გაუშვი ჩემი გოგო იცოდე გამოძვერი მანდედან საქმე მაქვს რაღაც
-ჩემო დილის ნექტარო სად ხარ ამდენ ხანს? რამდენი თვეა ტკბილად მძნავს ... სამსახურში ვიგვიანებ უკვე- გიორგი მოეხვია და თავზე აკოცა
-მომშორდი ბიჭო რას მეპოზიორები აქ ... კუნთები როდის დაიყენე შე ლოქო - უჩქმიტა მუცელზე და მერე მაგრად აკოცა ლოყაზე
-რატო ბრწყინავს ეს შხამი ასე ცოლო?
-არ ვიცი ...მეძინება მე მადროვეთ რა ფეხმძმედ ვარ ...ფეხმძმეეეედ გაიგეთ დასვენება მჭირდება
-მეც
-რა შენც
-შენ რატო?- უცებ გამოვარდა გიორგი აბაზანიდან ლამის აყირავდა - კაი ღადაობ? ისაა რაც ვიფიქრე? არა რა შეგიშლიდა ხელს ჩვენსავით თაფლობის თვე დაქალმა ხომა რ ჩაგიშხამა და ყოველი დაწყების დროს შემოგივარდა სახლში კივილით. ყოჩაღ სიძეს... არა კი ვიცოდი რო მაგარი იყო მაგრამ - თან ეხვეოდა და თან ლაქლაქებდა
-სულ დამავიწყდა ამის ტლიკინის ამბავი... დავიხრჩე მომშორდი უფ მივიდე იმ გაბერილთან და საერთოდაც შენ რატო გაიგე ჩემ ქმარზე ადრე რა უბედურებაა
-არ იცის ირაკლიმ? რანაირი ქალი ხარ ღმერთო როგორ მეცოდება. შენ ცხრა თვე ფეხმძიმეე ვაი საცოდაო ყიფიანების გვარო ჯიშო და ჯილაგო . წავედი მე დაგტოვებთ მარტოს...საუზმეს მოვამზადებ ჩემი გაბერილი ცოლისთვის და თქვენ რას ინებებთ? რამე გამორჩეული თუ გინდა არ მოგერიდოს
-გადი გთხოოვ
-მთხოვ? ბავშვიიი შენ სასწაულებს ახდენ მანდ ხო?- მუცელზე მიადო ხელი და მერე გავარდა.
-რატო არაფერს მეუბნები...ელენე მოვა მალე
-აქ ვარ რა ხდება? ის რატო ღიღინებდა ისე . უტაც მოვიყვანე გამომყვა და ისე შეჰყვირა მოდი უტიკო რ აუნდა გითხარო ... რა სახე გაქ სალიკო?
-ფეხმძიმედ ვარ და ეწყინა მგონი
-რაა? - უცებ ამოთქვა და დაჯდა -მართლა?
-ხოო ... რატო არ გიხარიაათ . თქვენც გგონიათ რო ცუდი დედა ვიქნები? რა ვქნა არსებობს უკვე და ...ირაკლი ბავშვებზე გიჟდება ვიცი გაუხარდება და ახლა ხო ვერ მოვკლავ აქაა ჩემში იზრდება და მინდააა - მთელი ხმით ატირდა და ცრემლების შადრევანი გადმოუშვა - მე ... მე ხო შევიცვალე არა? აღარ ვარ ისეთი ირაკლის გამო შევიცვალე ცხოვრების სტილი ვიცი შეიძლება ოდესმე მიპოვონ და ჩემ პატარასაც რამე დაუშაონ ,მაგრამ მინდაა მჭირდებაა მიხარია მაბედნიერებს ეს პატარა
-სულ გაგიჟდი გოგოო? რატო ტირიიი როგორ არ გვიხარიაა...უბრალოდ შოკში ვააარ- მეორეც აზლუქუნდა ელენე იჯდა და უყურებდა ორ ფეხმძიმეს როგორ სლუკუნებდნენ და იცინოდა
-ვაიმე რა საყვარლები ხართ ვგიჟდები ...- კისკისებდა და არც აპირებდა გაჩუმებდა უტა რო არ შევარდნილიყო
-ფეხმზიმე ალქაჯი მაჩვენეთ სად ხარ გოგო ...მოდი აქ მართალია ის გიჟი თუ მომატყუა
-მართალიაა
-რა გატირებს ტო რა ხდებაა ცუდად ხარ? გტკივა რამე?
-არააა
-აბა ?
-ისეეე
-ელენეე ჯერ ბავში არ გვინდა ხო? შენ რო ასე იტირო გული გამისკდება- იცინოდა და მარიტას ცრემლებს უმშრალებდა- გაჩერდი გოგო რა გჭირს უიმე
დიდხანს არ დარჩა. მალე წავიდა სახლში , დასვენება მჭირდება და მშვიდად ყოფნაო განაცხადა. სახლში რომ შევიდა თათამ მაშნვე გამოხედა
-მარიტა მოხვედი? როგორ ცაიარა დღემ?
-კარგად ...თქვენტან?
-ჩემთანაც კარგად..თვალებზე რა გჭირს შვილო? იტირე? ირაკლიმ გაგაბრაზა?
-არაა უბრალოდ გოგოები რაღაცას ვიხსენებდით და არაფერია მართლა
-კარგი მაშინ არ დავტუქსავ- გაიცინა და უცებ გაუბრწყინდა თვალები სახლში შესული მიშო რომ დაინახა. მაშინვე მისკენ წაფარფატდდა და მოეხვია. მარიტა ღიმილით ადევნებდა თვალს
-როგორ ხარ რძალო?
-კარგაად შენ? რატო არ ვიცოდი დღეს თუ ჩამოდიოდი?
-სიურპრიზი იყო ... ჩემი ვაჟკაცი სად ბრძანდება?
-სამსახურშია დღეს
-აჰ სამსახურში? რესტორანში როდის მერე მუშაობს- წარბები შეკრა და სადღაც გავიდა. მარიტა მოიღუშა უცებ აირბინა კიბე და საწოლზე დაწვა. თავს იმშვიდებდა რომ უბრალოდ შეხვედრა იყო და მიშოს მზერა არაფერს ნიშნავდა. მერე მუცელზე ეფერებოდა და ითვლიდა მანამ სანამ არ მოდუნდა.
შემდეგ მომზადება დაიწყო. მაქსიმალურად კომფორტული სამოსი შეარჩია . მაკიაჟის გაკეტებაზე უარი თქვა ,თმა დაივარცხნა , ფეხსაცმელიც საშუალო ქუსლზე მოირგო და წავიდა.
რესტორანში შესვლისთანავე იცნეს და ირაკლის მაგიდისკენ წაიყვანეს.
მშვიდად მიაბიჯებდა და იღიმოდა . როცა მაგიდასთან მსხდომები დაინახა გული შეეკუმშა
-მაპატიე საყვარელო დავიგვიანე... ხომ იცი როგორ მიჭის შენს გარეშე მომზადება- ზურგიდან მოეხვია თავისკენ შეაბრუნა და ტუჩები დაუკოცნა
-მარიტა...ამ არაუშავს საყვარელო. აქ დაბრძანდი მეგონა აღარ მოხვიდოდი და ოთხი თეფში დადეს მხოლოდ- ცარიელ ადგილებზე ანიშნა და თვალებანთებულმა გაუღიმა . მარიტამ ისევ არაფერი შეიმჩნია და კაბინეტში ნახულ გოგოს გაუღიმა
-თქვენ ...
-თარჯიმანი ვარ ფრანგებთან გვაქვს შეხვედრა - გაუღიმა გოგომ და ხელი გაუწოდა- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,ბევრი მსმენია . თქვენს ახალ შოურს ვუყურებ ....არხიც ძალიან მაგარი გამოდის
-გმადლობ
-ირაკლი მენეჯერთან მივიდა თეფშის დამატება სთხოვა სასწრაფოდ და მენიუც შეცვალა. შემდეგ დაჯდა გოგონებს შორის და ცოლს ხელი მოუჭირა თითებზე
-ჩემო საყვარელო ... ფრანგული ხომ არ დაგავიწყდა? თუ რამე შენც მითარგმნე ჩემი პირდაპირი წარმომადგენელი რომ გაესაუბრები უფრო მოიხიბლებიან
-რა თქმა უნდა გავესაუბრები. უბრალოდ გამაგებინე რა სახის ხელშეკრულებაა-მარიტამ იცოდა რომ ირაკლი საშინლად ბრაზობდა და მაშინვე ამოიფრქვეოდა როგორც კი მარტო დარჩებოდნენ. რამე სასწრაფოდ უნდა მოეფიქრებინა თან ირაკლის ვერ დაუმალავდა ვერც ერთი დღე ბავშვის ამბავს. უკვე ღელვა დაეწყო,გვიან გაიაზრა ჩადენილი .
საფრანგეთიდან ორი ყმაწვილი იყო მოვლენილი ხელშეკრულების გასაფორმებლად. მიესალმნენ ერთმანეთს და დასხდნენ. საუბარში ჩაერთო და ირაკლიც ჩართო ისე მოახერხა. ყველაფერი მალე მოგვარდა და წასასვლელად მოემზადნენ. ხელი ჩაკიდა და ისე დატოვა შენობა. ირაკლიმ ხელი გაუშვა მანქანის მიახლოებისთანავე
-ლიკო ჩვენ წაგიყვანთ
-არ შეწუხდეთ ტაქსით...
-ლიკოო
-კარგით უბრალოდ არ მინდოდა თქვენი შეწუხება- მაკაკუნდა ლიკო და უკან დაჯდა. მარიტა წინ მოთავსდდა მაშინვე შეიკრა ღვედი და ირაკლის გახედა. აქამდე სულ ირაკლი უკრავდა ძალით ღვედს და ახლა რომდ აასწრო გაუკვირდა ბიჭს. პირველად ლიკო მიიყვანა სიტყვა არ დაუძრავს ლიკო ეკითხებოდა მარიტას თავის საქმეებზე აშკარად მოხიბლული იყო მისი არხით და გადაცემებით და ტიტინებდა.
მარტო რომ დარჩნენ მაშინვე უმატა სიჩქარეს და სახლისკენ დაიძრა
-ნელა წადი რა გთხოვ ... ირაკლიი
-თუ გგონია გვიან რომ მივალთ სახლში მერე არ გაგიბრაზდები ცდები! რით ვერ დავიმსახურე შენი ნდობა! მე გენდობი თვალდახუჭული მჯერა შენი და შენ ? ხომ იცი რომ ასე არ შემიძლია ყველაფერს ავიტან უნდობლობის გარდა . არ იცვლები ! ამ საშინელი კონტროლის და უნდობლობის მოშლა არ გინდა. მხოლოდ ეგ გთხოვე რო დაგევიწყებინა შენი საქმე და ნორმალურად გეცხოვრა ისე როგორც ადრე უბრალოდ შეგეწყვიტა ეს თამაშები! გეკითხა... თუ არ დამიჯერე მაშინ იქვე გეკითხა კიდევ და გეტყოდი შენ მაგის ნაცვლად ტყუილს ტყუილზე ამატებ ისეთ დროს როცა საჭირო არ უნდა იყოს ! -მანქანა სწრაფად მიიყვანა სახლთან. გააჩერა და გადავიდა. ისე სწრაფად დაამუხრუჭა ძლივს შეიკავა თავი მარიტამ. შეეშინდა , საშინლად შეეშინდა რომ ბავშვს რამე დაემართებოდა. ნელა გადავიდა მანქანიდან. ჯერ მიეყრდნო და ადგილიდან არ იძვროდა თავბრუსხვევა იგრძნო,გულისცემა ყურებში ჩაესმოდა . ირაკლი არსად ჩანდა ,უკვე სახლში იყო შესული.
-კარგად ხარ ბაბუ?- უფროსი ირაკლის შეხება რომ იგრძნო ამოისუნთქა- გაგაბრაზა იმ გიჟმა ? ნუ გეშინია ჩემო კარგო ეგრე იცის მაგან ,თვითონ მობრუნდება და შეგირიგდება აი ნახავ- დანაოჭებული ხელი მხარზე ჩამოუსვა გოგოს მერე ხელი შემოხვია და სახილისკენ წაიყვანა -არაფერზე ინერვიულო შენ ! არ შეიძლება ხომ იცი
-თქვენ საიდან იცით რო არ შეიძლება მე .. მე
-იმედია სახელს ისეთს მოიფიქირებთ არავის რომ არ ჰქვია ჩვენში ... ირაკლი რაღაც სისულელეს დაარქმევს და არ დაუჯერო იმას. საერთოდ ნუ დაუჯერებ მაგას შენ - გაუცინა და ხელზე აკოცა -მიდი მასთან
-საუკეთესო ხარ შენ-გაუცუნა მოხუცს და ლოყაზე აკოცა მერე კიბეზე ავიდა ნელა მიაბიჯებდა და სახელურს ხელს არ უშვებდა. ირაკლი ქვემოდან უყურებდა და იღიმოდა
-რა ხდება მამა? მოვიდნენ უკვე?
-რატომ გაუშვი მასთან
-ვიფიქრე დროულად ეტყოდა ...
-იფიქრა! შენი ჯიუტი შვილის ამბავი არ იცი? ჩემი ცოლი სადაა?
-წევს უკვე...შეუძლოდ იყო წამლები დაალევინა თათამ
მარიტა ოთახში რომ შევიდა ირაკლი სააბაზანოში იყო. გამოიცვალა მის გამოსვლამდე და თან დამშვიდდა. დიდხანს არ გამოვიდა ის კი იჯდა და ელოდა
-ლოდინით ვერ გამოისყიდი დანაშაულს!
-კარგი რა ირაკლიი მე მიჭირს რა ვქნა ასეთი ვარ განა არ გენდობი უბრალოდ ეჭვიანი ვარ...
-უბრალოდ ეჭვიანი რომ არ ხარ ხომ ორივემ ვიცით!
-სულ უნდა გამახსენო ჩემი წარსული? მე არ ვნანობ განვლილ ცხოვრებას და არც არასდროს ვინანებ. როცა მოხვედი საავადმყოფოში და მითხარი რომ გიყვარდი მე ასეთი ვიყავი . ჩემი შეცვლა არ უნდა გეცადა
-არც მიცდია! ოდესმე მითქვამს შეიცვალე-თქო? მე ის მაგიჟებს რომ თავად სეწყვიტე ძველი საქმე და უბრალოდ ჟურნალისტის საქმე განაგრძე ,მაგრამ მე მატყუებ თუ საკუთარ თავს არ ვიცი ! ისევ ვერ ისვენებ და ის მაბრაზებს რომ ჩემს მოტყუებასაც აპირებ !
-არაა ეგრე ... მე მართლა მინდა შევიცვალო იმიტომ მინდა რომ სხვაგვარად მშვიდად ვერ ვიქნებოდი. შენც დაგემუქრებდოა საფრთხე და იმიტომ წამოგყევი აქ ,იმიტომ შევწყვიტე ყველაფერი და დავიწყე თავიდან ჩემი კარირული სვლა სულ სხვა მხრივ .ხომ იცი რომ ვცდილოობ
-ნუ დგახარ დასჯილი ბავშვივით! ეს რამე ახალია? კიდევ ერთი სახეცვლილება
-მე უბრალოდ ...მე
-შენ რა ტირი? რა გატირებს მარიტა ! ნუ გამაგიჟებ ახლა პირველად ვკამათობთ თუ მეორედ .კამათიც არაა გესაუბრები უბრალოდ და რა გატირებს- უცებ მივიდა და ცრემლები შეუმშრალა ის კი ისევ სლუკუნებდა -გეყოფა გოგო რა გჭირს რა ჯანდაბაა ..მოდი ჩემთან მოდი ჩამეხუტე - დანამულ ლოყაზე აკოცა და ხელები მოხვია
-მე ...მე რაღაც უნდა გითხრა და იმიტო ვტირიიი
-ნუ სლუკუნებ ...მშვიდად ისუნთქე , შეწყვიტე ტირილი და შემდეგ
ცოტა ხანს ეხუტებოდა. მოდუნდა და შეეცადა დამშვიდებულიყო ,ვერ აკონტროლებდა ქცევას.
-მე გუშინ კლინიკაში ვიყავი ანალიზები გავიკეთე . თავს შეუძლოდ ვგრძNობდი და იმიტომ მივედი
-ისედაც ხშირად იკეთებ ანალიზებს რაა აქ საოცარი მარიტა ...
-პასუხია მნიშვნელოვანი
-რა ხდება - უცებ შეეცვალა გამომეტყველება
-ავად არ ვარ ნუ გეშინია ... მე და შენ შვილი გვეყოლება.. ვიცი რო მე არ მინდოდა არ ვიყავი მზად და ამიტომ არ გავაჩინეთ აქამდე . ახლაც ვერ გეტყვი რომ საუკეთესო დედა ვიქნები, მაგრამ უკვე ფეხმძიმედ ვარ და ყველაფერს გავაკეთებ ჯანმრთელი რომ დაიბადოს ვიცი რო საუკეთესო მამა იქნები - უცებ მიაყარა და ისევ აუცრემლიანდა თვალები- ჩემი ბრალი არაა ასე რო ვტირი კი არ მინდა მეტირება თავისით მე
-ბავშვი გვეყოლება?
-ხოო ვიცი რო გიკვირს მეც მიკვირს კი ვსვამდი წამ...
-მამა გავხდები ტოოო ვახ ჩემი მამა გავხდები მამააა - ხელი მოხვიდა და ტუჩები დაუკოცნა მერე ხელი ჩაავლო და გარეთ გაიყვანა- დედააააააააააააააა სად ხარ თათა -დერეფანსი რო დაიყვირა ყველა გარეთ გამოვარდა
-რა ხდება ირაკლი მშვიდობა გაქვთ? - თათას ხალათის ცაცმაც ვერ მოესწრო ისე გამოვარდა დერეფანში და მისკენ გაიქცა
-ეს ..ის მარიტა ჩემი ცოლი მარიტა ხო ის მე და იც ბავშვს ველოდებით ფეხმძიმედაა აზრზე ხართ ვაიმე ფეხმზიმედაა- ისევ მოეხვიდა და კოცნა დაუწყო
-გიჟი - მიშოს გაეცინა და მოხტუნავე მიას და ნიას მოეხვია - თქვენ არ იჩქაროთ ხოხ ედავთ მეყოლება უკვე შვილიშვილი- უცებ დაუბრიალა ორივეს თვალები და ისინი კიდევ უფრო აკისკისდდნენ
-ოღონდ ირაკლის ბავშვს მოვესწრო და ქალიშვილი მოვკვდები თუ გინდა- ნია კისკისით მოაშორდა და მთელი ზალით შეახტა ირაკლის-ჩემი გიჟიიიი მამიკოო გახდებააა ჩემი სიკალულიიიიი მამიდა ვიქნეებიი აეეეე
-რა გჭორთ ახლა რათ უნდა ამდენი ცახუტება ..დამეგუდა ბავშვი მუცელში ჟანგბადი არ უნდა იმას იქ?
-გააფრინა ...დავიღუპეთ მგონი ამაზე პირიქით მოქმედებს ! შენ გგავს- დასვა დიაგნოზი თათამ და მაინც სიცილით გახედა ქმარს- ბებია გავხდები მეც მეყოლება სახლში ერთი ცალი პაწაწოოო როგორ მომენატრა
-თუ გენატრებოდა პატარა ბავშვი აქამდე ვერ მითხარი მერე? - მიშომ ჩუმად უჩურჩულა ყურში და თიტები საჯდომზე მოუჭირა. თათას ფერები გადაუვიდა და ისე უჩქმიტა ხელზე სწრაფად მოაშორა- ველურო !
-წავედი მარიამს უდნა დავურეკო ...
-ხო რა თქმა უნდა დაქალს არ გამოაპარო! გვანცას არ დაურეკო ახლავე დაგვადგება და ააწიოკებს ყველაფერს
-გეგონოს რო არ დავურეკავ
ყველა სადღაც რეკავდა , ყველა ბედნიერი იყო ირაკლი კი ფრთხილად ეხვეოდა ცოლს და ყელში კოცნიდა
-ასე ნაზი უნდა იყო ახლა?
-წიგნები უნდა ვიყიდოთ...გამოცდილ დედებს უნდა ველაპარაკოთ და გავიგოთ ყევლაფერი. რა შეიძლება რა არა, რა უნდა ჭამო ...განოსთან ხვალვე წავიდეთ იქნებ რამე წამალი გჭირდება ვიტამინი ან რამე . ფრთხილად უნდა იყო გიჟივით რო იცი მანქანის ტარება დღეიდან ნელა ივლი..ან საერთოდ მე გატარებ ყველგან. იმ მაღალქუსლიანებს გადაყრი იმხელებია ფეხი რო გადაგიბრუნდეს დაიმტვრევი ... წესიერად შეჭამ საჭმელს დღეში ერთხელ კი არა სამჯერ. სიგარეტს ერთ ღერსაც აღარ მოწევ და დაჭკვიანდები კარგი ხო მეც დავჭკვიანდები . როდის ცაისახა ვიცით? იქნებ რო დავბოლდით მაშინ...არა მაშინ პრეზერვატივი გავიკეთე ზუსტად მახსოვს. გალეშილი მთვრალიც არ ვყოფილვარ ამ ბოლო დროს
-ამოისუნთქავ? დამშვიდდები? შენ ხარ ფეხმძიმედ თუ მე .კარგად იქნება ყველაფერი ..ჯანმრთელი იქნება და ყველაფერი კარგად ჩაივლის . ტუ ვერ ვიმსობიარებ საკეისროს გავიკეთებ .შევჭამ , ვიზინებ, არ მოვწევ არ დავლევ და მივხედავ თავს - იცინოდა და ისე ელაპარაკებოდა
-კარგი ხო ვინ არ გამხდარა მამა დავმშვიდდები რა პრობლემაა... რა დამამშვიდებს ახლა მე - უცემ წამოიყვირა და ოთახში სიარული დაიწყო - მოვლენ ახლა ისინი და გადამიხდიან სამაგიეროს თუ რამე მითქვამს ... ცოდვებისთვის მომთხოვენ პასუხს . ამიტო უნდა გამეჩუმებინა ენა
-თავბრუდამეხვა
-ცუდად ხარ? გტკივა? დაიღალე რა რა
-გაჩერდი უბრალოდ - თავს ვერ იკავებდა მარიტა და იცინოდა
-რატო დამცინი გოგო რა წესია
-ჩამეხუტე - ხელები გაშალა და თვალებისფახუნით შეხედა. ისიც უცებ მივიდა და გულში ჩაიკრა -მიყვარხარ
……
მარიამი ფეხმძიმეების გარემოცვასი აღმოჩნდა. კაფეში იჯდა ქეთას, მარიტას , ელენეს და სალომეს გარემოცვაში
-ამდენი ფეხმძმიმე და მე ..აშკარად ზედმეტი ვარ
-იქნებ სცადო შენც და მოგეწონოს- ქეთამ თვალი ჩაუკრა და მარიამსაც მასინვე გადასცდა წვენი
-ჯერ ბიჭი უნდა იშოვოს მამობისთვის შესაფერისი ისე არაფერი გამოვა ...ნუ კი გამოვა ,მაგრამ როცა გიყვარს უფრო მეტად ბედნიერდები - მარიტამ გაუღიმა
იმ წამსვე მოსწყდა ყველაფერს. დათა ამოუტივტივდა გონებაში და გულისცემა აუჩქარდა, ხელები აუკანკალდა როცა საერთო ბავშვზე გაიფიქრა. განა მასზე უკეთეს მამობის კანდიდატი არსებობდა მისთვის? გამოჩნდებოდა ოდესმე ისეთი კაცი რომელიც დათას შეცვლიდა? დათა მთელი მისი ცხოვრება იყო , მის გარესე პირადი სივრცე ვერ წარმოედგინა. ყოველი განშორების შემდეგ როცა რომელიმე ტოვებდა ქალაქს და თვეობით მიდიოდნენ ფიქრობდა რომ სხვასთან ერთ ღამეს მაინც გაატარებდა ,მაგრამ ყველა უფერულდებოდა ისევე უინტერესო იყვნენ როგორც ადრე,დათას გამოჩენამდე. თავიდანვე არწმუნებდა თავს რომ ოდესმე მოუნდებოდა სხვასთან ყოფნა, სურვილის გაჩენისთანავე წავიდოდა სხვასთან...საკუთარ ტავს ატყუებდა ,იცოდა ყველაფერს იაზრებდა მაგრამ თვალებს ხუჭავდა და სიმართლეს სადღაც კუნჭულში მალავდა.
ფიქრები გაფანტა და მინის მიღმა ქუჩას გახედა. ხალხი ირეოდა, მანქანები მოძრაობდნენ. მანქანა გაჩერდა, დათა იყო.
გაეღიმა,გული გაუთბა ,თვალები აუციმციმდა .პატარა ბავშვივით ელოდა როდის გადმოვიდოდა მანქანიდან ,როდის შევიდოდა და მოეხვეოდა რამდენიმე დღის უნახავს. წამებში დაებინდა თვალები, გული ყელში მოებჯინა როცა დათამ მანქანს მოუარა კარი გამოხსნა და ხელი შეაგება გოგონას. ლამაზ გოგონას რომელიც მომხიბვლელად უღიმოდა, მის ხელს ჩაჭიდებული გადმოვიდა მანქანიდან . მის ხელს უყურებდა , მის თითებს ასე ძალიან რომ უყვარდა .
გვერდით მიჰყვებოდა გოგოს, კარი გაუღო შესვლამდე წვრილ წელზე შეახო ხელი .მარიამს უკვე ძვლებიც კი სტკიოდა, გულისცემა ერთიანად გაუწყდა, ძალა გამოეცალა მთლიანად სხეულში თითქოს კუნთებიც გაქრნენ ,მთელი არსება დაეშალა ნაწილებად.
ღრმად ჩაისუნთქა , ხელი ჩანთას მოუჭირა და გოგონებს გადახედა რომელთაც მისი ცვლილება ჯერაც არ შეემჩნიათ.
-ახლა გამახსენდა რომ საქმეები მაქვს...თქვენთან ყოფნა ერთი სიამოვნებაა ,მაგრამ უნდა გავიქცე ნახვამდის - წამოდგა ყველას გაუღიმა, გაოცებულ ქეთასაც გვერდი აუარა და სწრაფად წავიდა გასასვლელისკენ, გარბოდა მისი ქვეცნობიერი უკვე სადღაც შორს იყო. თითქოს ნელა მიაბიჯებდა , მხოლოდ კარს უყურებდა და ცდილობდა დათასკენ არ გაეხედა . კარი რომ გამოხსნა და გავიდა ნაბიჯს აუჩქარა, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და მერე ნამდვილად გაიქცა. სწრაფად მიდიოდა, არც კი იცოდა სად უბრალოდ უნდა წასულიყო . წასულიყო და ყველაფერი გაექრო. ასე არ უნდა მომხდარიყო, ასე არ უნდა ყოფილიყო. ადრე ასე არ ხდებოდა, ადრე მშვიდად იყო. არაფერი მოქმედებდა მასზე დათა სხვა ქალტან რომ დაენახა მაშინაც კი არ რეაგირებდა. მშვიდად აგრძელებდა საქმეს , შინაგანად იცოდა ,დარწმუნებული იყო რომ ბოლოს მასთან მივიდოდა . ახლა კი საქართველოში იყო, იქ სადაც ბევრს სურდა დათასთან ყოფნა, სერიოზული ურთიერთობები სურდათ, ბევრი იყო მისი შესაფერისი, კარგი გოგო რომელსაც შანსი ჰქონდა დათას გულთან მისვლა შეეძლო. დიანა იყო რომელიც ცდილობდა შვილის ცხოვრება აეწყო , მისთვის უკვე დაგვაინებული ოჯახის შექმნა სურდა და ძალას არ იშურებდა. გრძნობდა რომ ერთ დრეს დატოვებდა დათა, გამოჩნდებოდა ღირსეული, ის ვინც პირველივე დანახვისას წაართმევდა დათას ,სამუდამოდ წაიყვანდა და ისიც გაუშვებდა. ამის უფრო ეშინოდა, დიახ გაუშვებდა არ გააჩერებდა რადგან თავად არ შეეძლო მისთვის ყველაფრის მიცემა.
მანქანა გააჩერა, შენობას გაუსწორა მზერა და სწრაფად გადავიდა. ჰაერივით სჭირდებოდა ახლა მასთან საუბარი. სხვა ვერავის დაელაპარაკებოდა. სხვა ვერავის მოუსმენდა .მიდიოდა მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც უჭირდა, თითქოს არც იძვროდა .
კართან გაჩერდა და დაუკაკუნებლად შეაღო . სავარძელში მჯდომი რომ დაინახა თითქოს ტვირთის ნაწილი მოეხსნა . მისკენდაიძრა და ფეხზე წამომდგარს მთელი ძალით მოეხვია. ცრემლები დაუკითხავად ცვიოდნენ, ასე გადმოსცემდა ტკივილს მაგრამ უშედეგოდ.
ქალმა დააჯინა, ისევ ეხვეოდა ხელს არ უშვებდა ,მაგრამ სიტყვასაც არ ეუბნებოდა. უბრალოდ ელოდა
-შენ ხომ იცი ნათლიი ...ხომ იცი არა? თავიდანვე მიხვდი როგორც კი ერთად გვნახე. შენი მზერა მეც შევნიშნე როგორ გვიყურებდი მე და დათას
-რა თქმა უნდა მივხვდი ჩემო გოგო ... იჩხუბეთ?
-არა ...არა ჩვენ არასდროს ვჩხუბობთ . იცი ჩემ გამო არ არსებობს ჩვენ და ეს უკვე მანადგურებს. აქამდე არა ,მაგრამ უკვე ცუდად ვარ ...ძალიან ცუდად . ვეღარ ვუძლებ ,ერთიანად ვიშლები .მასთან რომ ვარ არ მყოფნის გესმის? მინდა ერთიანად შევისრუტო წამით არ მოვშორდე რომ როცა წავა მეყოს ,მაგრამ არასდროს მყოფნის . იქ ჩემს გვერდით რომ არის მაშინაც კი ვერ ვივსები ,სულ იმაზე ვფიქრობ რომ წასვლა მოუწევს მაგრამ პირველი სულ მე მივდივარ.
-ხვდები რომ ეს ყველაფერი შენ გამოიწვიე?
-ვიცი...თავიდანვე მე შევთავაზე და ის მხოლოდ იმიტომ დამთანხმდა რომ არ აინტერესებდა რა ფორმით იქნებოდა ჩემთან უბრალოდ ვუნდოდი ის თავიდანვე გრძნობდა იმას რასაც მე ახლა ვაიზრებ. როგორ გაუძლო ...ღმერთო ამდენ ხანს როგორ გაუძლო მხოლოდ იმიტომ რომ ჩემს სურვილს სცემდა პატივს არ მაიძულებდა მე მიქმნიდა კომფორტს მხოლოდ მე ... ის ,ყველაფერს ისე აკეთებს როგორც მე მჭირდება. პირველივე დღიდან ჩემზე ზრუნავს არ აქვს მნიშვნელობა ყვირის, მეფერება, ჩხუბობს თუ უბრალოდ ჩუმადაა ბოლოს მაინც ისე იქცევა როგორც ჩემთვის იქნება მისაღები. ჩემს დასაყოლიებლად იმდენ რამეს აკეთებს, მშვიდად და დიდი მოთმინებით . მე კი ყველაფერს ვხედავ და ვინახავ ...ახლა კი აღარ შემიძლია გესმის ნათლი? მისი ტკივილიც მტკივა უკვე მისი ნათქვამი „ჩემო მარიამ“ იცი რამდენ გრძნობას ატარებს?
-იცი როცა საყვარელ ადამიანს ეხება საქმე მსხვერპლი არ არსებობს...არც ტანჯულები არსებობენ როცა ორმხრივია გრძნობა. ისიც ხედავს ყველაფერს ,შენ დამალულ გრძნობებსაც კარგად ამჩნევს და არ აქვს მნიშვნელობა სიტყვებს... დუმილიც ხომ საუბარია ჩემო საყავრელო
-ასე გგონია? იცი მე იმდენჯერ მითქვამს რომ სხვასთან ვიყავი ...ბევრჯერ ვუნახივარ ჩემს თაყვანისმცემლებთან იმ სიმშვიდის მიღმა ალბათ ცეცხლი ტრიალებდა
-დათას კიდევ არ იცნობ ჩემო პატარავ... ის ბიჭი შესანიშნავად გიცნობს მან შენი სხეულის ენა იცის სულ რომ არაფერი უთხრა მაინც გაიგებს ყველაფერს და გგონია დაიჯერებდა შენს ნათქვამ სიტყვებს როცა მისთვის სიტყვები არაფერია?
-იცი სრულიად ვიცვლები ...საკუთარ თავს ვერ ვცნობ მასთან უძლური ვარ.ყველა თვისებას ვკარგავ,ყველა უნარი ქრება . ვეღარაფერს ვხვდები, მისი ერთი გაღიმება ერთი შეხება და მხოლოდ იმ წამებზე ვფიქრობ რომელიც ხდება სხვაზე არაფერზე .უბრალოდ აზროვნების უნარი მიქრება ,თითქოს რაღაც მარტივი არსება ვარ რომელსაც მისი სიახლოვე სჭირდება რომ იარსებოს .
-რა მოხდა ..რამ აიძულა ამდენი წლის შემდეგ შენ გონებას გრძნობების სწორად წაკითხვა
-გოგონებთან ვიყავი კაფეში დათა რომ დავინახე სხვასთან ერთად ,მაგრამ გეფიცები ეს ეჭვიანობა არ იყო მე უბრალოდ იმაზე კი არ ვღელავ რომ სხვასთან ივახშმებს ისაუბრებს ან დროს გაატარებს მე მთლიანად ის მჭირდება ...ვერც კი ვიზარებ ბოლომდე რა მინდა
-გეშინია რომ სხვასთან წავა ვინც არ უარყოფს მის გრძნობებს?
-ძალიან . სიკვდილზე მეტად მისი დაკარგვა მაშინებს
-და გამოსავალი ნუთუ ასეთი ძნელია ...რა უფრო გაშინებს მისი დაკარგვა თუ იმ ურთიერთობსი გამჟღავნება რომელიც ისედაც გაქვთ ..განა მის გვერდით ყოფნა ყოველ დღე ,მაშინ როცა მოგინდება უფრო მარტივი არ არის ჩემო საყვარელო გოგოვ?
-ხო მაგრამ ...ასე მარტივი არ არის ჩემთვის .მერე რომ გაუფერულდეს გრძNობები, ერთფეროვნებამ რომ დამღალოს? რომ ვერ შევძლოთ ერთმანეთმა რომ დაგვღალოს ..იქნებ შემდეგ ნამდვილად დავკარგო და ეს უბრალოდ მოვლენების დაჩქარება იყოს და სხვა არაფერი
-ორივე შემთხვევაში მისი დაკარგვა გაშინებს?
-ასე გიკვირს მარიამ? ნათლი არ გესმის? შენც არ გესმის ჩემი ?
-არასდროს მესმოდა გაჭიანურებული ურთიერთობების ... როცა ხვდები რომ გჭირდება უბრალოდ უნდა იყო მასთან . ვიცი რომ მარტივად გადადგი პირველი ნაბიჯი ,მაგრამ ახლა უკვე ბოლო სვლის ჯერია
-იქნებ უკვე დავიგვიანე და ის არ არის თანახმა
-მიზეზებს ეძებ მარიამ? -გაიღიმა ყიფიანმა და წარბები მაღლა აზიდა -აბა?
-წავალ მე ხო? მიყვარხარ მე შენ ნათლი საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის - მოეხვია ისევ და დამშვიდებული გავიდა კაბინეტიდან
სად წავიდოდა თუ არა იქ . არ მიუწერია არც დაურეკავს უბრალოდ ავიდა და ვახშმის მომზადება დაიწყო. იმდენჯერ გაიტაცა ფიქრებმა ლამის თითები ჩააყოლა კერძში . შემდეგ სუფრა გააწყო და დივანზე დაჯდა.
უკვე ღამე იყო , ერთი სანათი ანათებდა მთელს ოთახს . დივანზე იჯდა და ელოდა. გრძნობდა რომ მივიდოდა . ვერც კი გაიაზრა როგორ ჩასთვლიმა ,მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ლოყაზე რომ შეეხო დათას ცხელი ბაგეები.
-მარიაამ ..გაიღვიძეეე- ცხვირის წვერზე აკოცა, შემდეგ ყელზე გადაინაცვლა და ტუჩები გაუსვა -მარიამ - ხელი ჩამოუსვა ხერხემალზე და შემდეგ ხელში აიყვანა გულზე მიიხუტა და ისე აკოცა-ერთად დავიძინოთ მაშინ
-ნწ .. არა არ მინდა დაძინება - ხელები ყელზე მოხვია და აკოცა - ვივახშმოთ ..ისეთი რამეები მოვამზადე რო არ გაციებულიყო - უცებ დაუსხლტა ხელიდან და ოთახი გაანათა- არ მოხვალ? თუ ივახშმე უკვე -უცებ გაჩერდა და წარბები შეჭმუხნა - მე ეგ აღარ მიფიქრია ,არაუშავს დავიძინოთ მაშინ - გაიღიმა და დასჯილი ბავშვივით წავიდა გასასვლელისკენ. დათამ მუცელზე მოხვია ხელი და თავისკენ შეაბრუნა ტუჩები რომ დაუკოცნა და გაუთიშა გონება საბოოლოდ შემდეგ გაჩერდა
-არ მეტყვი ვახშამი რატომ მოამზადე?
-მიზეზი უნდა მქონოდა?
-ზოგადად ასე იქცევი ხოლმე მაშინ ამზადებ როცა ძალიან გშია და მე არ ვარ ან რამეს ავღნიშნავთ... მას მერე რაც ექსპერიმენტების ჩატარებას შეეშვი იმ დროს სულ ამზადებდი და თავდაყირა აყენებდი სამზარეულოს გახსოვს? - ხელს არ უჩვებდა და გაღიმებული უყურებდა
-მახსოვს ... - პატარა ბავშვივით გაიცინა და უცებ ჩაკიდა ხელი - მაშინ ვივახშმოთ ... გემრიელობები მოვამზადე მე
მაგიდასთან დასხდნენ თვითონ გაუვსო თეფში და თან ეტიტინებოდა. დათა ჩუმად უყურებდა და იღიმოდა .
-მითხარი მოგწონს თუ არა ...რამე მაინც მითხარი ამდენს რომ ვლაპარაკობ
-გემრიელია ,მაგრამ შენ უფრო ! -სკამი თავისკენ მიაჩოჩა და აკოცა- დავლიოთ კიდევ ერთი ჭიქა?
-დავლიოთ ... ჩვენ გაგვიმარჯოს. მე და შენ !
დათამაც დალია რამდენიმე ლუპი წითელი ღვინო და ჭიქა ისევ მაგიდაზე დააბრუნა. მარიამმა კი ბოლომდე დაცალა და კიდევ ერთხელ აავსო. თან თვალებს მისკენ აპარებდა და შინაგან ღელვას ვერაფერს უხერხებდა .სულ არ გეგმავდა ამ ვახშმის მომზადებას და ამ დროს საუბარს. საერთოდ მომზადება რომ დაიწყო ისიც არ იცოდა რას გააკეთებდა .
-რაღაც გინდა რომ მკითხო ხომ?
-რა ? ა მე არაფერი
-ნუთუ არ გაინტერესებს ვისთან ერთად ვიყავი დღეს რომ ადექი და წამსვე გაიქეცი
-დამინახე? მეგონა ვერ შემამჩნიე და ვინმე ისეთი იყო ვისზეც აუცილებლად უნდა ვიცოდე?
-რამე ისეთი გავაკეთე რის გამოც წასვლა გაიძულე?
-შენ არა მე უბრალოდ...
-როდის დავიწყეთ კითხვაზე თავის არიდება მარიამ?
-ყველა კითხვას არ ვპასუხობთ დათა
-როცა ჩვენ ორს არ გვეხება ...ახლა კი ჩვენზე ვსაუბრობთ -მშვიდი იყო ანდრონიკაშვილი ,მაგრამ მის თვალებში მოციმციმე ჭინკები მარიამს არ გამორჩენია. ერთობოდა ,რა თქმა უნდა ! მარიამის ქცევა ახალისებდა და ახლა ალბათ მის კოცნაზეც ფიქრობდა - ის გოგონა ჩემი ახალი ფინანსისტია
-სილამაზე მთავარ კრიტერიუმად გქონდა მინიშნებული? -თავი ვერ შეიკავა მაინც და გაიცინა- კარგი არ ვეჭვიანობ ...არც მასინ მიეჭვიანია უბრალოდ რაღაცაზე დავფიქრდი
-და უკვე მეოთხე ჭიქას სვამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო? ეს ვახშამიც მაგ ამბავს ეძღვნება?
-რეალურად არ ვგეგმავდი ვახშამის მომზადებას... მე ისიც არ ვიცოდი მოხვიდოდი თუ არა
-მოდი ჯერ ავალაგოთ... დაალაგე აზრები და მერე ვილაპარაკოთ
-კარგი ... ასე აჯობებს. იქნებ სხვა დროსაც
-როცა შენ გინდა მაშინ ვისაუბროთ - თავზე აკოცა და შემდეგ პერანგის სახელოები აკეცა -აბა შევუდგეთ საქმეს
მაგიდა აალაგეს, მარიამი იმდენჯერ აყირავდა დათა უკვე დასცინოდა. ბოლოს ასე კისკისით მაგდაზე რომ აღმოჩნდა სუნთქვაშეკრული უყურებდა და კოცნას ელოდა ის კი არადა არ იწყებდა, ნელა უახლოვდებოდა ხელებს შიშველ ფეხებზე მიაცოცებდა და ყელს უახლოვდებოდა.ტუჩები უბრალოდ შეახო შემდეგ ენის წვერი და ბოლოს მოშორდა
-რა ... სად კი მაგრამ !
-ჯერ ვილაპარაკოთ და მერე! ასე რომ ხარ ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანი ხდება,ვგრძნობ! იმასაც ვგრძნობ ახლა რომ დავიწყოთ ვეღარ გავჩერდებით
-არაფერია სათქმელი ახლა კი მაკოცე !
-დარწმუნებული ხარ?
-სრულებით!
-იმედია ხვალისთვის გეგმები არ გაქვს ...ზედმეტად მომენატრე
-შემიძლია მთელი ღამე და მომდევნო დღე შენს განკარგულებაში ვიყო - უყურებდა როგორ იხდიდა დათა და გრძნობდა როგორ იპყრობდა ვნება მთელს სხეულს . ანდრონიკაშვილმა სხეულიდან უკანასკნელი ნაჭერიც მოაშორა და მარმარილოს მაგიდაზე დააწვინა უყურებდა მის ათრთოლებულ სხეულს , შემდეგ თითები ყელიდან მუცლამდე ჩამოუსვა ,ბარძაყებზე გადავიდა და ფეხებშორის მოქეცა . უხეშად კოცნიდა, მომთხოვნი იყო მარიამიც .თითქოს დაგროვილ ემოციას გამოსცემდნენ ..სამზარეულოდან საძინებელში აღმოჩნდნენ ერთმანეთს არ შორდებოდნენ და ისე ეფერებოდნენ თითქოს უკანასკნელი იყო . მათი ღრმა ოხვრა და კვნესა ისმოდა ირგვლივ ...
მარიამმა ბოლოჯერ აკოცა და მის სხეულზე დაეშვა. ხელები ბალიშზე გაშალა, არეული თმა პირდაპირ დათას სახეზე ეყარა, დანამული სხეულით ეკვროდა და მასთან ერთად სინქრონში სუნთქავდა, გულისცემაც კი ერთნაირი ჰქონდათ.
-მაგიჟებ ...ისევ აგრძელებ ,ისევ და ისევ -მარიამმა ძლივს ამოთქვა რამდენიმე სიტყვა და თავი მის ყელში ჩამალა
-არასდროს შევწყვეტ ,იმედი არ გქონდეს - დაბოხებული ხმით წარმოთქვა და ტუჩები ყურთან მიაწება .
როგორც ყოველთვის მშვიდად ეძინა მის მკლავებში. არც კი შერხეულა დილამდე...შემდეგ მზის სხივებმა გააღვიძა, მისი მობილურიც ამღერდა და დათასაც ვიღაც ურეკავდა
-არ დაგავიწყდეს რომ დღეს მთელი დღით ჩემი ხარ... ზუსტი დრო ღამის თორმეტ საათამდე იგულისხმება - დათამ ხელები მოაშორა და მობილურები აიღო .გამორთვას აპირებდა ნაცნობი ნომერი რომ შენიშნა , საწოლზე დააწვინა მარიამი , სწრაფად ამოიცვა შარვალი და აივანზე გავიდა. რა თქმა უნდა ზურა ურეკავდა!
-რა ხდება !
-დამენძრა ამის დედაც ,მაგარ შარში ვარ და მჭირდები
-რა ხდება-მეთქი
-არაფერი დამიშავებია ...არავინ მომიკლავს არავის დავუჭრივარ ! კომპანიაში ვარ ....ვაფშე დედა მეტყნ*** შენ ძმობას ვფიცავარ ეს რა დედის ტყვნ.*** ტოოო . დილიდან დამაყენეს აქ **ლესავით და ტვინს ტყ**ავენ
-ბავშვივით წუწუნი როდიდან დაიწყე შე ჩემისა რას მიხეტქავ აქ გულს და მაკარგვინებ დროს
-აუ თუ ძმა ხარ შენც ახლა რამეს არ აკეთებდე ისეთს... სად ხარ ! ოუუუ რა თქმა უნდა მილედისთან ხარ მითუმეტეს ბავშვს შენ არ აკეტებ და დიდი ამბავი ახლა ერთი წრე თუ ჩაგაგდებინე ამათთან ლაპარაკს წუწუნი მირჩევნია
-ნახვამდის... წარმატებულ დღეს გისურვებ ზურიკოო
-არ გათიშო ტო ...არ გათიშო იცოდე მე ნუ გამიკეთ- ალბათ ყვიროდა იქედან .დათამ კი მშვიდად გაუთიშა მობილური ოთახში დაბრუნდა და მარიამი რომ არ დახვდა საწოლში პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა.
-მიმიღებ? - ჯაკუზში იწვა და ქაფს ნაზად ინაწილებდა ფეხებზე
-მაგ ბიჭზე ვეჭვიანობ უკვე!ჩემზე წინ აყენებ და არ მომწონს
-გამოვასწორებ დაკარგულ წუთებს
-ხოო?- მისკენ მიიწია და ქაფიანი ხელები სხეულზე მოხვია
-დრო აღარ გვაქვს შხაპი მიიღე - ეცემ მოხვია ხელი და წყლის ნაკადი მიუშვა მისკენ?
-რაა? კი მაგრამ ...
-დრო არ იცდიიის
-დათუნააა ხომ იცი რომ ვერ ვიტან როცა ასე მტოვებ
-ვერც მეე - ზურგი აქცია და გავიდა.
მარიამი სწრაფად მოწესრიგდა და უკან მიჰყვა . ჩანთა რომ დაინახა მისაღებში გაკვირვებულმა ახედა დათას
-აბა ერთი დღეო?
-ზუსტად ამიტომ გვეჩქარება მარიამ
-სიურპრიზები არ მიყვარს და ეს შენ იცი
-სიურპრიზს არ გიწყობ ნუ იოცნებებ
-ვიოცნებებ? ოჰ ანდრონიკაშვილო როგორ გიყვარს
-ერთის გარდა არაფერი მიყვარს მე -ხელი წინ მიმავალს მოხვია და ტუჩებზე დააცხრა მარიამმა მაშინვე შეუცურა თითები თმებში და მაგრად მოქაცა- მაგიჟებ!
-მაინც მივდივართ? -თითები პერანგის ქვეშ შეუცურა და წელზე ფრჩხილები ჩამოუსვა-დარწმუნებული ხარ რომ სხვანაირად გინდა დღის გატარება? - თავი უკან გადააწევინა ერთი ხელი წელზე მიაბჯინა და თავისკენ მისწია . ყელზე ტუჩები შეახო და კანზე გაუსვა- დაფიქრდი დათუნა
-დავფიქრდი და დროა წავიდეთ- უცებ გაიწია უკან ერთი ჩაახველა ტუჩები დაისველა ჩანთებს ხელი დაავლო და წავიდა . მარიამს გაეღიმა ,სწრაფად ამოუდგა გვერდით და ხელზე მოეხვია -საშინელებას მომიწყობ ხომ? გაითვალისწინე რომ უკვე გადავცდი 30 წელს
-გავითვალისწინებ -აკისკისდდა და ლოყაზე ხმაურით აკოცა .
მანქანაში ჩასხდნენ და ნაცნობი სახლისკენ წავიდნენ. მარიამი მთელი გზა მას უყურებდა ,კოცნიდა , ხელზე ეხვეოდა და პარალელურად ფიქრობდა ისევ და სიევ ...
სახლთან რომ გააჩერა მანქანა პირველი მარიამი გადავიდა. შემოდგომაზე სხვა სილამაზე ჰქონდა ყველაფერს. ეზო მთლიანად ფოთლებით იყო დაფარული მწვანე მინდორს ყვითელი ფოთლები ერეოდა და საოცარ სინთეზს ქმნიდა. ქარი ქროდა და საოცარ სურნელს ატრიალებდა ირგვლივ . ხის სახლსაც სხვა გვარი ელფერი ჰქონდა . კიბე სწრაფად აირბინა და კარში შევიდა. თვალებდახუჭულმა შეიგრძნო ხის სასიამოვნო სურნელი და უკან მდგომს მოეხვია
-როგორ ხვდები ხოლმე ... როგორ იგებ როდის მჭირდება სიმშვიდე
-ყველაფერს შენ მეუბნები მარიამ ჩემი გზამკვლევი შენ ხარ
მალე ეზოში იდგნენ , მარიამს თბილი ჟაკეტი ეცვა კაპიუშონი თავზე წამოაფარა დათამ და ქარისგან დასაცავად ხელები მოხვია.
-უკეთ ხარ? დამშვიდდი ?- თვალებში უცქერდა
-იმედია უკეთ გავხდები ,როცა გეტყვი რომ... მე შენთან მინდა. არა მხოლოდ რამდენიმე დღით ,არა მხოლოდ მაშინ როცა თავისუფალი დრო მექნება ...მე უბრალოდ შენთან მინდა ვიყო თუ შენ გინდა რომ ...თუ შენ არ ხარ წინააღმდეგი
-მარიამ... ჩემო მარიამ რატომ გინდა ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთო რომ შიშმა შეგიპყრო ...რატომ აკეთებ ისეთ რამეს რაც არ გინდა .მე შენგან არასდროს წავალ მარიამ ,შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს
-იცოდი წიხელ იცოდი რომ ამის თქმა მინდოდა?
-მე შენი თვალები ვიცი მხოლოდ ... როცა კაფეში მიყურებდი შენ გგრძნობდი მარიამ - არეულ თმაზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა - შენ ჯერ კიდევ არ ხარ მზად ...როცა უბრალოდ იგრძნობ ამას
-დათაა ...ჩემი დათა -თვალებში უყურებდა და უბრალოდ გრძნობდა. ძლიერად მოეხვია ,მთელი ძალით შემოხვია ხელები ...
ახალი დაიწყოო ...სრულიად ახალი ერა მის ცხოვრებაში ...
....
ყველანი ერთად იყვნენ. მთელი ოჯახი თორნიკე ფარჯიანის დაბადებისდღეს აღნიშნავდა. დიდ დარბაზში იყვნენ შეკრებილი ოთხი თაობის წარმომადგენლები
კიდევ ერთი წყვილი გამოჩნდა ...
ფარჯიანის ქალბატონი მოაბიჯებდა დათა ანდრონიკაშვილთან ერთად და ოჯახისწევრების ყურადღებას იპყრობდა.
დათას ხელი წელზე ეხვეოდა მარიამს და მთელს არსებას უთბობდა. თვალებში უყურებდა ანდრონიკაშვილს და მთელი სახე უბრწყინავდა. ისევ ისე დარწმუნებული იყო როგორც მაშინ, ექვსი წლის წინ.
იუბილარის წინ იდგა და უყურებდა
-დაბადების დღეს გილოცავ მამა - ლოყაზე აკოცა და მისი ხელიც შეეხო მკლავზე
-ანდრონიკაშვილს მჩუქნი შვილო?!- დათას შეხედა და მერე ისევ ქალიშვილს გაუსწორა მზერა - შეფუთული რატომ არ არის?- ჩუმად უთხრა და მერე გაიცინა - ბედნიერი იყავი ჩემო პრინცესავ - ლოყაზე აკოცა და მოეხვია
ყველას უყურებდა და ისევ დათას ეხვეოდა
-ხოოო ერთად ვართ და მოგიწევთ სიძის სტატუსით მიიღოთ თქვენი საყავრელი დათა
რა თქმა უნდა დინას გული წაუვიდა. ლამის ჩააკვდა ხელში სიძეს გული გაუხეთქა საწყალ მათეს,მერე რა თქნა უნდა ენერგიით დაიმუხტა და ისე მოეხვია მარიამს სუნთქვა შეუწყდებოდა მალე.
როგორც ყოველთვის ახალი ამბავი კიდევ ერთი წვეთი იყო ბედნიერების ზღვაში რომელსაც არაფერი ემუქრებოდა , ნებისმიერი ქარიშხლის შემდეგ ისევ მშვიდდებოდა მისი ტალღები.
თორნიკე აივანზე იდგა დატასთან ერთად. შამპანიური მოსვა და გაიღიმა
-კარგია ხომ ერთი ნაბიჯით რომ უსწრებ მოვლენებს !
-კარგი ისაა რომ დაბადებისდღეზე არ გქონდა ის რეაქცია რაც გუშინ
-მადლობა თქვი რომ საღი ხარ ...თუმცა მეეჭვება შენი ტვინი ფორმაში იყოს! მარიამ ფარჯიანს რომ უკავშირებ ცხოვრებას ნაღმზე დგები
-დამშვიდდი მამიკო და დაივიწყე ეს ბრაზი ,მარიამს ნუ გადამიღლი ზედმეტი ბუზღუნით !- დათამ მხარზე დაადო ხელი გაუღიმა და წავიდა. თორნიკე გაშტერებული უყურებდა ,შემდეგ ალექსანდრეს მიუბრუნდა იმ წამს რომ დაუდგა გვერდით
-მამიკოო? გადამიღლიო...ჯანდაბა ახველდიანო ორჯერ როგორ გაუძელი ამას ! ნუ დამცინი ..მარიამი მინდა - უცებ დაცალა ჭიქა და დარბაზში დაბრუნდა.
სასიამოვნო მელოდია ჟღერდა და უამრავი წყვილი ცეკვავდა მათ შორის მარიამი და დათაც იდგნენ.
-არ მჯერა რომ ასე მშვიდად მიიღო ... მგონია რომ უცებ აგწევს ჰაერში და კისერს მოგიგრეხს
-საშინელი აზრები გაწუხებს ...უნდა გავფანტო- გაიცინა და ყელში აკოცა- აბა ისევ დარჩნენ?
-კიდევ სცადე იქნებ გააქრო კიდეც
-ყველაფერი დასრულდა..ხომ იცი მალე იღებენ ახალ ამბებს და არ უკვირთ სიყვარულის ისტორიები ..ასე რომ ნუ ღელავ
-იცი რომ შენ ჩემი ყოვლისშემძლე ღმერთკაცი ხარ?
-უკვდავების ელექ შენ ხარ
....
შემოდგომის რთველზე კახეთში ჩასვლა ტრადიციად ექცათ.
მაისურაძეების სახლი სავსე იყო ყველგან სიცილის ხმა ისმოდა.
გრძელი ვენახის მწყრივებში სხვადასხვა ასაკის ხალხი იდგა რთველში ჩაბმული . თავში კი ფეხმძიმეები ისხდნენ ახლადდაკრეფილ ყურძენს აგემოვნებდნენ .
ბიჭების ნაწილი მარანში წურავდა ახლადდაკრეფილ ყურძენს და თან აგემოვნებდა.
საღამოს კი როცა ყველაფერი დასრულდა, ახლადდაწურული წვენი კასრებში ჩავიდა. თათარა გამზადდა და ბავშვებმაც ამოავლეს ჩურჩხელა დაქანცულები იყვნენ მიმოფანტული ეზოსა და სახლში.
ბავშვებს ტკბილად ეძინათ და მშობლებიც მათთან იყვნენ ძალაგამოცლილები.
მხოლოდ რეზი და ლილე იყვნენ მინდორში . ისხდნენ ბალახზე და ხედით ტკბებოდნენ. ლილეს ხელში ყურძნის მტევანი ეჭირა და სათითაოდ შეექცეოდა. ჯერ ხმას არ იღებდა მერე როცა რეზიმ კალთაში ჩაუდო თავი გაეღიმა და შუბლზე აკოცა
-გინდა ?
-გამიყოფ?- ქვემოდან ამოხედა და გაუღიმა . ლილემ ტუჩებთან მიუტანა ერთი ცალი და მანაც სწრაფად მოიქცია მათ შორის . შემდგე თითებზე მოუჭირა და ტუჩები მიაკრა სათითაოდ ყველაზე - გემრიელია - ხელისგული ლოყაზე მიიდო და თვალები დახჭა
-რეზიი აქ ძალიან მომწონს...მომნატრებია .მიახარია რომ დავბრუნდით
-მეც ძალიან ...მიხარია რომ მოგწონს,მაგრამ არ გინდა იქ წავიდეთ სადაც გიყვარს ? -თვალები გაახილა და გული გაუნათა ლილეს. დაჰიპნოზებული უცქერდა როგორ უახლოვდებოდა მისი სახე ,როგორ აკოცა ტუჩის კუთხეში და მომლოდინე მზერა სტყორცნა-მგონი დუმილი თანხმობის ნიშანია- ხელი მოხვია და მანქანისკენ დაიძრა.

-სხვებს არ ვუთხრათ?
-გავიპაროთ- ცხვირზე აკოცა და მანქანაში ჩასვა. ისე წავიდნენ არავის დაუნახავს...სიმღერა ჩართო ბერიძემ და სწრაფად წაიყვანა მანქანა . საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა გასაავლელი
-და მაინც სად მივდივართ?
-სვანეთში ... დიდი ხანია უშგულში არ ყოფილხარ
-მართლა უშგულში მივდივართ? - პატარა ბავშვივით წამოიძახა და მოეხვია -მადლობა ძალიან ძალიან მიყვარს იქაურობა ...იცი როგორ მომენატრა? ამდენი ხანია აქ ვართ და იქ არ ავსულვართ
-ვიცი რომ გიყვარს მზეო...
-ტანსაცმელი რომ არ მაქვს? მანქანაში იყო და
-ისევ იქ არის...უკან საბარგულში ასე რომ დამშვიდდი
-შენ ... შენ მახარებ მე და ალბათ ახლა მართლა ვანათებ
-აღარ მივცემ ღრუბლებს შენი დაფარვის საშუალებას - ხელზე მოუჭირა თითები და აკოცა
შემდეგ არაფერი უთქვამთ. ლილე როგორც ყოველთვის ,მთელი გზა მღეროდა და არცერთ სიმღერას ტოვებდა. ამინდი ირეოდა, რაც უფრო უახლოვდებოდნენ მესტიას მით უფრო ძლიერდებოდა წვიმა. უშგულის გზა კი მთლიანად ჩამოშლილი იყო. ნელა მიდიოდა რეზი , გზაზე წყალი ჩამოდიოდა ერთ მხარეს კლდე იყო მეორე მხარეს ადიდებული მდინარე. როგორღაც მიაღწია დანიშნულების ადგილს. კოკისპირულად წვიმდა, რეზიმ თავისი ქურთუკი მოახვია ლილეს და სწრაფად გადაიყვანა მანქანიდან. ძალიან ჩქარა გაიქცნენ და სახლს შეაფარეს თავი
-მგონი ცუდი დრო შევარჩიე... საშინელი ამინდია- რეზიმ სვენებით თქვა და წვეთები მოიშორა სახიდან
-სულაც არა ... როგორ მომენატრა აქაურობა . გახსოვს აქ რომ მოვდიოდით ზაფხულობით როგორ ვჩხუბობდით რეზის გამო? ორივე დავსდევდით ჩემზე ადრე თუ გაკოცებდა ვბრაზდებოდი
-და რომელიმე ჩემი სათამაშოც ავტომატურად ფუჭდებოდა...
-შენ შეიწირე ჩემი თოჯინების კოლექცია
-თავად თქვი რომ გამომიწვიე...რეზისთვის მე მაინც საყვარელი ნათლული ვარ
-მე კიდე საყვარელი შვილი - ნიშნისმოგებით უთხრა და ფანჯარასთან დადგა -ყველაფერი თან უნდა შემოგვეტანა ...მეეჭვება წვიმამ გადაიღოს
-აქ იყავი მალე მოვალ ..გარეთ გასვლა არც იფიქრო !
სწრაფად მივიდა მანქანასთან ყველაფერი აიღო და გაწუწული დაბრუნდა უკან. პროდუქტი სამზარეულოში შეიტანა ლილემ ჩანთები ზემოთ აიტანა რეზიმ და მერე სახლის მოწესრიგებას შეუდგნენ. წვიმა კი ისევ არ წყდებოდა ... წვეთების ხმას შეშის ტკაცუნი შეეხრია . ბუხარი გიზგიზებდა. ჩამობნელდა, მხოლოდ ცეცხლი ანათებდა ოთახს
-რა კარგია ღმერთო ... როგორ მომწონს
-გიჟ ხარ ხო? იქ როგორი კარგი იყო ყველაფერი მხიარულება, კარგი ამინდი, რთველი მე კიდე აქ წამოგიყვანე. შუქიც არ არის ... სიცივეა შეიძლება გაცივდე და რა მოგწონს
-ბუხარი , სითბო და შენთან ყოფნა. ქარის ხმაც, წვიმაც და მტირალა მთებიც .ადიდებული მდინარის ხმაც მომწონს და ახლა თუ ჩამეხუტები,მაგრად თუ მომხვევ ხელებს ბედნიერი იქნება შენი მზე და ხო მე ნამდვილად გიჟი ვარ- ზემოდან დაჰყურებდა ბუხართან მჯდომს ,ხელები გაშალა და თავი გვერდზე გადახარა- არ გინდა რომ ჩამეხუტო? თუ გაიყინე გარეთ რომ იყავი და ვეღარ...- ისე სწრაფად წამოდგა და მოეხვია ლამის წაიქცა. მის მკერდზე ჰქონდა ცხვირი მიკრული და ხელის გამოზრავებაც აღარ შეეძლო . თავზე ლოყა ჩამოსდო ბერიძემ და ნაზად ჩამოუსვა ხელები ზურგზე წელზე შეჩერდა და უკან გადაწევის საშუალება მისცა
-ჩემი მზე ანათებს და როგორ შეიძლება გავიყინო - აციმციმებული თვალებით უცქერდა და იღიმოდა. ტუჩის კუთხის აწევაა მისი ღიმილი ,მაგრამ ლილესთვის ესაა ყველაზე ლამაზი რამ.
-რადგან არ იყინები წავიდეთ რამე მოვამზადოთ ცოტა არ იყოს მომშივდა... კახეთის მწვადებს და ღვინოს რადგან ვერ დავაგემოვნებ მზა საკვები მაინც მივირთვათ- უცებ დაუსხლტა და სამზარეულოში გაიქცა- იმიტომ არ მომყვები რომ იცი ვერ დამიჭ.. რას ვამბობდი ?- ხელები რომ მოეხვია უცებ გაჩუმდა- ვამპირი მგონიხარ ზოგჯერ...კი ნინი ნამდვილად არაა ნორმალური ქალი,მაგრამ მზეზე მშვენივრად ირუჯება არ ბრჭყვიალებს საერთოდ
-რაზე ღელავ?
-რა შუაშია ღელვა? აბა აქ რა გვაქ? სალათები ყოფილა ... თეფშზე გადმოვიღებ -ისევ დაუსხლტა და პარკებში ჩაიჭყიტა.ყველაფერი ამოალაგა და თეფშებზე გადაიტანა - ამათ შევინახავ ეჭვი მაქვს გზა ჩაიკეტება.კიდევ კარგი ბევრი რამე იყიდე
-როცა ამდენს ლაპარაკობ ყოველთვის ღელავ ლილე
-ახლა უბრალოდ ვლაპარაკობ ...რაზე უნდა ვღელავდე მერე რა რო მობილური არ იჭერს როცა აღმოაჩენენ რო შენც არ ხარ მიხვდებიან რო ერთად ვართ. მართალია ანასტასია გაბრაზდება რომ დარეკავს და იქ არ ვიქნები რევაზს მოკლავს როგორ ვერ მიხედეო ,მაგრამ ეგეც არაფერია პირველად ხდება თუ მეორედ.
-მივწერე ვაკოს და ის ეტყვის იმათ არ ინერვიულო მაგაზე...
-როდის მიწერე
-სვანეთში ამოსვლამდე ... მობილური იჭერდა და ვისარგებლე! მეც მომშიებია
სუფრა ბუხრის წინ გაშალეს, სითბოში გემრიელად მიირთვეს. თითო ჭიქა წითელი ღვინოც მიირთვეს. ხალიჩაზე ისხდნენ ბუხრის წინ ,ლილე ხელს უშვერდა ცეცხლს და წითელ ნათებას აკვირდებოდა
-რამდენიმე წუთში ჩვენი პირველი შეხვედრიდან 25 წელი გავა ... დამთხვევაა ამ დროს ისევ ერთად რომ ვართ? ისევ მხოლოდ მე და შენ იქ სადაც მე მიყვარს ყოფნა ...მშინ არ მჯერა დამთხვევების -ცეცხლისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა
-მალე გავიდა დრო არა? თითქოს ამ წამს დაგინახე პირველად ... შენც ყველაფერი გახსოვს? ისე როგორც მე ? ყველა ცვლილება და ქცევა? ყველაფერი იცი ჩემ შესახებ თუ მხოლოდ მე გიცნობ ასე კარგად
-კარგია თუ გახსოვს როგორ მიმწარებდი ცხოვრებას ... ბავშვობიდან დაიწყე თმის მოქაჩვით ,თოჯინების გაფუჭებით და დავალებების მოპარვით განაგრძე. სულ რაღაცას რომ მიშავებდი ეგეც გახსოვს? რატომ აკეთებდი ის იცი თუ მხოლოდ მე ვხვდებოდი
-გგონია მიზეზი იცი? - ჩაეღიმა რეზის, თავი დახრილი ჰქონდა და თიტებს დაჰყურებდა
-შენ არასდროს ბრაზდებოდი ჩემზე ხომ ასეა... უბრალოდ ვერ იტანდი როცა ყურადღებას არ გაქცევდი. სხვანაირად ვერ მიახლოვდებოდი სულ გშორდებოდი და ყველაფერს აკეთებდი რომ როგორმე ახლოს მოსულიყავი. არც ჩემი სკოლის შეყვარებულები გაგიჟებდნენ, კარგად იცოდი რომ არცერთი მიყვარდა
-დავიჯერო შენც არ ეჭვიანობდი ჩემს გოგონებზე?
-რომლებზე ხელოვნურად გამოყვანილ ქალებს რომ გვანან და მხოლოდ იმიტომ გყავდა ყველა რომ ჟინი დაგეკმაყოფილებინა? შენი გარდატეხის პროცეს მე ვერ აღვიდგებოდი წინ და სამუდამოდ ვაჟიშვილობას ვერ მოგთხოვდი -გაიცინა და თავი უკან გადასწია- თუმცა დიდ სიამოვნებას ვიღებდი მათი გაქცევის შემდეგ შენ რომ ინთებოდი... გაბრაზებულს ისე გიელავს თვალები მგონია რომ უკუნით სიბნელეშიც გაანათებ
-რამდენი წელია საქართველოში არ ვყოფილვართ... რამდენ ადგილას ვიცხოვრეთ და ვერასდროს ვისაუბრეთ ასე როგორც აქ ... გახსოვს პირველად რომ დალიე როგორ იყავი? - ღვინით სავსე ჭიქა მოიქცია თიტებს შორის და გაეღიმა
-მეორე დღე მახსოვს ...როგორ დამყურებდი ქორივით
-ჩემი მაისური რომ მორწყე ეგ არ გახსოვს? როგორ მიყვარდა ... საშინლად გამოიყურებოდი! გეფიცები არ მომიტყუებიხარ მეორე დღეს ,მართლა ალქაჯს გავდი
-ხო არა? შენ რომ დაბოლდი პირველად და სულელივით იცინოდი არც შენ გამოიყურებოდი კარგად
-შენ რა იცი მე როდის მოვწიე პირველად ! ეგ მე არ მახსოვს
-შენ მხოლოდ საკუთარი თავი გგონია ინფორმირებულად? ადრე თუ გვიან ყველაფერს ვიგებდი ზოგჯერ დროულადაც ... არაფერი გამომიტოვებია შენს ცხოვრებაში რეზი ! ყველაფერი ერთად გავიარეთ მე და შენ ...ერთად ვისწავლეთ ცხოვრება ,მაგრამ მაინც მარტო ვიყავით რომ თავად გვებრძოლა, დავცემულიყავით და წამოდგომა მოგვეხერხებინა , მარტოს გვიხაროდა პირველი მიღწევები ...მერე რა რომ ბევრი იყვნენ ჩვენს ირგვლივ , ყველა გვეხმარებოდა და ყველას უხაროდა. პირველ წამებს მარტოები ვატარებდით ზოგი რამ საერთოდ საიდუმლოდ დარჩა ყველასთვის. მე და შენ ყოველთვის ვაჩერებდით ერთმანეთს და სწორ გზას ვუჩვენებდით
-ფუჭ კამათში 25 წლიდან 10 მაინც გვექნება გატარებული ... ისეთ ჩხუბში უბრალოდ რომ ვიწყებდით სისულელის გამო ...ერთმანეთს ვყვებოდით იმიტომ რომ ახლოს ყოფნა, მშვიდად გაძლება არ შეგვეძლო
-წარსულში რომ ლაპარაკობ ნუთუ არ გეცინება ... რა ახლა არ იცი რომ სულ ტყუილად მეკამათები?
-სულ? დარწმუნებული ხარ მაგაში/
-ყოველთვის ის რომ გამეკეთებინა რაც სწორი იყო ჩემგან პიროვბნება არ შეიქმნებოდა,ასეთად არ ჩამოვყალიბდებოდი. უფრთო ანგელოზი ვიქნებოდი დედამიწაზე...ახლა უბრალოდ ლუციფერის ანგელოზი ვარ - ფართოდ გაიღიმა და ჭიქა გამოართვა იქედან დალია , სველი ტუჩები გაილოკა და ისევ ცეცხლს მიაჩერდა
-იცი ყველაზე მეტად როდის მაბრაზებ? მართლა რომ ვბრაზდები და მინდება ენა ამოგგლიჯო
-როცა რამე უხამსს გეუბნები და პასუხს ვერ მიბრუნებ კიდევ სიგიჟის ჩადენას რომ ვაპირებ და გეკამათები ,უკანასკნელი განგებ არასდროს გამიკეთებია . მეც მაგიჟებ როცა ხელს მიშლი..
-იმ რბოლაზე რომ გამოხვედი ვიღაც ქურდებთან და ნარკომანებთან ერთად ხელი არ უნდა შემეშალა ? !
-არ ვნანობ იქ წასვლას ხომ იცი! ისეთი ადრენალინი არასდროს განმიცდია
-რომ დაგამარცხე კარგად ისროდი ნაპერწკლებს ... მეგონა ყელში მეცემოდი და დამგუდავდი მანქანიდან რომ გადმოვედი
-გავიპარე და როგორ გაიგე სად ვიყავი ...ადგილიც შევაცვლევინე იმათ ვუთხარი პოლიციამ შეიტყო-თქო
-ჰმ, ვერ მიხვდი ინფორმატორი ვინ იყო?მაგარი გოგო იყო
-შანსი არაა ! ასეც ვიცოდი ის კახპა რა დამპალი კაცი ხარ ერთ კვირაში გათხოვდა
-თვითონ შემაბა მე რა შუაში ვიყავი ფაქტობრივად შემაცდინა
-გარყვნილო კაცო ! ყველა გაცდენს შენ გოგო რომ იყო უეჭველი ბ*ზი იქნებოდი...ნუ მიბრიალებ თვალებს ასეა ხო იცი- აკისკისდდა და კიდე აართვა ჭიქა
-შენ ჭიქა არ გაქვს?
-შენი ჭიქიდან უფრო გემრიელია ... - წამოდგა და ფანჯრისკენ დაიძრა. სინათლე არსაიდან ჩანდა, მხოლოდ წვიმის ხმა იყო შავ წყვდიადში სხვა არაფერი. ქარიც აღარ ქროდა, მშვიდად ცვიოდნენ ციდან წვეთები . დაორთქლილ მინას ხელი მიადო და ახურებული ხელისგული წამში გაეყინა.
-ხომ იცი რომ არასდროს მეშინია ...
-მშიშარა ნამდვილად არ ხარ ! გახსენებაც არ მინდა რამდენჯერ გამოიჩინე სულელური სიმამაცე
-იმ ღამით შიშმა შემიპყრო ... მთელი არსებით შემძრა იმის გააზრებამ რომ შეიძლებოდა დამეკარგე ! როცა პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს მანქანა ხევში გადაიჩეხაო მეგონა მოვკვდი ... ყველაფერი გაჩერდა , თითქოს დროც არ გადიოდა ! პალატაში რომ გნახე და პირველივე დანახვისთანავე მომშხამე მინდოდა მომეკალი ...გატყუებ , საკუთარ თავზე ვბრაზობდი გავიძახოდი ეს არანორმალური და ველური ნერვიულობის ღირსი არ იყო-თქო
-რომ დაგინახე ისე მიყურებდი...შემოსვლამდე მეგონა სადღაც წაიქცეოდი ისე მოაბიჯებდი ...ფერი საერთოდ არ გედო სახეზე ისიც კი ვიფიქრე ჩემთან ერთად ხომ არ ყოფილა-თქო
-და მაინც გამამწარე
-და შენ გიშველა ამან... ისე უცებ გამოცოცხლდი და შემომიტიე მეც მომეცი ძალა თორე დამიჯერე ჩამტვრეული ნეკნები ძალიან მაწუხებდა... ხელიც და საერთოდ თავბრუსხვევაც
-არ მჯერა! - უცებ დაისისინა და მისკენ წავიდა . დივანის სახელურზე იყო ჩამომჯდარი რეზი ,ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული ერთ ხელში ჭიქა ეჭირა მეორე ჯიბეში- ხედავდი როგორ ვიყავი...მერე მთელი დრო ვბრაზობდი გამწარებდი და არაფერს აკეთებდი?
-ასე ნუ მიახლოვდები მაშინებ ...-გაიცინა და ჭიქა ტუჩთან მიიტანა- ყველაზე კარგად მაშინ ხარ როცა კამათისთვის ემზადები, შენი ტვინი საოცრად რეაგირებს ჩემს სიტყვებზე... იმ შემოტევებს თუ არ ჩავთვლით უხამსი სიტყვები რომ გცვივა ,მაგ დროს ისე მინდება გითხრა პასუხი რომ
-რა არ მეუბნები? ისეთებს მპასუხობ ხოლმე პატარა ბავში მგონია თავი
-პასუხები მაქსიმალურად შელამაზებული იყო .ისე რომ შენს გამოუცდელ გონებას აღექვა
-შელამაზებული? დამცინი ხო ალბათ . ხაზგასმას რომ აკეთებ გამოუცდელზე ნეტავ ვისი დამსახურებაა
-შენი დახვეწილი გემოვნების
-ასე ნუ მიღიმი თორემ ვეღარ ვაზროვნებ...
-ღიმილი რომ გამშვიდებდეს...
-წელიწადში ერთხელ იცინი და ამიტომ თორემ განა საოცარია რამე..უბრალოდ ..უბრალოდ კარგი ხო ორივემ ვიცით რომ შენ სატანურად ლამაზი ხარ !
-ყველაზე ხშირად გორილას მეძახი და შენთვის მაიმუნები არიან ლამაზები?
-მაიმუნ ბავშვს რომ მეძახი ძალიან ძალიან ხშირად ალბათ მაგიტომ...მეც ხომ კარგი გოგო ვარ მაიმუნის პირობაზე- ყელი მოიღერა და გაიკეკლუცა ისე საყვარლად იცინოდა რეზისაც გაეღიმა
-მაიმუნის პირობაზე კი - ახარხარდა უცებ
-რა დამპალი ხარ ფუფ ! არ უნდა მეთქვა ლამაზი რომ ხარ...სამი ჭიქა დავლიე მგონი და მაგის -ბრალია . საერთოდ აღარ მინდა ლაპარაკი - გაიბუტა და რეზისთვის გვერდის ავლა სცადა ხელი რომ მოხვია ბერიძემ და წონაწორობადაკარგული პირდაპირ მის მკერდზე მიკრული აღმოჩნდა . რეზი სავარძლის სახელურზე იჯდა და გოგონას მიჯახებამ ისიც გადახარა ახლა ფაქტობრივად ერთი ხელი უქმნიდათ საყრდენს .-როგორ იცი ხოლმე უფ.. წესიერად გეთქვა გაჩერდი!
-ოდესმე გაცერებულხარ ერთი სიტყვის შემდეგ?
-მიყვირი ძირითადად და ხომ იცი ვერ ვიტან რომ მიბრძანებ - აბუტბუტდდა და წარბები შეჭმუხნა
-რას უშვრები ხოლმე ამ სახეს ამის ბრალია სულ ბავშვი რომ მგონიხარ- უცებ წამოიწია ფეხებს შორის ჰყავდა ლილე მოქცეული . ერთი ხელი წელზე ჰქონდა შემოჭდობილი მეორე დივანს მოაშორა და სახეზე ჩამოუსვა- რომ ბრაზდები წარბბს აერთებ ,ტუჩებს წინ სწევ და თვალებს ისე აფახუნებ მგონია რომ მალე იტირებ ! არადა ხომ ვიცი რომ სულ მთლად თუ არ შეიშალე ემოციისგან ცრემლს არ დამანახებ .-თითები ტუჩებზე გადაუსვა მერე ლოყას აუყვა და ყვრიმალზე შეჩერდა , გაეღიმა წამსვე - ლოყები სულ გიწითლდება ... მაშინაც როცა ბრაზობ და მაშინაც როცა საოცრებებს იძახი მაგ მწარე ენით..მაგ დროს ორნი ხართ ჩემი პატარა ლილე და უკვე ზრდასრული ქალი ,რომელის აღქმა ხშირად მიჭირს და მერე ეს მაგიჟებს - თითები თმაში შეუცურა მუჭში მოიქცია და სურნელი ღრმად შეიგრძნო - ეს არასდროს იცვლება იცი? სულ ასეთი სურნელი ჰქონდა შენს თმას გრილი ,ყვავილების სურნელი ჩემი გაზაფხული ხარ შენ ჭირვეული ,ცვალებადი და ყველაზე ლამაზი ,ნაზი და მოულოდნელობებით სავსე ,მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის ფერადი ხარ ,მასინაც კი როცა ცრემლებით გენამება სახე - ჩუმად ესაუბრებოდა , იმდენად ტკბილი იყო მისი ბოხი ხმა ლილეს თვალები მიელულა. სულ ახლოს იყო , თითქოს ერთ არსებად იქცეოდნენ მალე. უნდოდა მოხვეოდა, მთელი ძალით სემეოხვია მისთვის ხელები ,მაგრამ თითები ისე გაეყინა მოძრაობაც ვერ შეძლო - ჩემი მზე ხარ შენ...შენ გარეშე წყვდიადია ჩემს ცხოვრებაში შენ ხარ ყველაფერი მზეო
სხეული ერთიანად აეწვა, რაღაც უცხო იგრძნო რაც აქამდე არ განუცდია . ყელზე ეკვროდა ბერიძის მხურვალე ტუჩები ,ხანგრძლივად და იმდენად ნაზად რომ შეუძლებელი იყო გონება არ დაგეკარგა.თითქოს ძალა გამოეცალა, გამსუბუქდა და ახლა მხოლოდ რეზის ძლიერი ხელი იცავდა დაცემისგან . პირველად კოცნიდა ასე ...
-რეეზიი-საკუთარი ხმა ვერ იცნო თვალები რომ გაახილა ბერიძის ამღვრეულ ირისებს წააწყდა და სულ მთლად ჩაუწყდა ხმა. გამშრალი ტუჩები ერთმანეთს დააშორა და სწრაფად გაილოკა - მე ...მე ეს - რაღაცის თქმას აპირებდა,თავადაც არ იცოდა რის ,მაგრამ რეზიმ მაინც გააჩუმა ტუჩებზე თითები მიადო და სწრაფად შეაწყვეტინა სიტყვა. მერე თითქოს მის აზრებს კითხულობდა ღრმად ამოსუნთქვის შემდეგ ლაპარაკი განაგრძო
-აღარ შემიძლია...ისე ვეღარ მოგექცევი როგორც პატარა ბავშვს რადგან შენ არ ხარ პატარა საყვარელი ბავშვი . ქალი ხარ ვისი მთელი არსებაც გონებას მირევს ...ზედმეტად დიდხანს დავტოვე შენში პატარა გოგონა ,მაგრამ ვერ ვბედავდი შენთვის კომფორტის დარღვევას ...რაც არ უნდა მეთქვა ხომ იცი ბოლოს ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც შენ განიჭებს ბედნიერებას ,იმას რაც შენ გსურს ...ახლა უბრალოდ არ ვიცი შენი სურვილი როდის მოგიყვანს ჩემამდე ,ან იქნებ უკვე მოგიყვანა და შენ ვერ ახერხებ ამ ფაქტთან დაპირისპირებას მე უბრალოდ ვეღარ ვძლებ უშენოდ ვეღარ ვიცავ თავს კამათით ზედმეტად დიდი დრო გავიდა მზეო ... აღარ მინდა უშენოდ
ლილე მოშორდა, რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა .თითქოს გაორებულად ხედავდა საგნებს.მართალი იყო რეზი , მას არ შეეძლორეალობასთან დაპირისპირება . ქვეცნობიერად ეშინოდა ნამდვილი გრძNობის გამჟღავნების .
უყურებდა მის წინ მდგომ თვალებდაწითლებულ ბერიძეს რომელიც მიუხედავად მშვდიად წარმოთქმული სიტყვებისა მაინც მთელი არსებით დაძაბული იდგა. ცისფერი ვენები კანზე გაუმუქდა ყელზე ძარღვები დაეჭიმა. სუნთქვაც კი გაძნელდა ბოლოს ...ისევ მასთან ახლოს იდგა ,არ მისცა მოშორების ნება .ზემოდან დაჰყურებდა და ცხელ სუნთქვას სახეზე აფრქვევდა
-ლილეე -მუდარასავით ჟღერდა მისი ხმა .მისკენ გაწეული ხელი მალევე გაუშეშდა და მუშტად შეკრა .მერე სულ მთლად აემღვრა თვალები თავი ჩაქინდრა და თავად დაიხია უკან -მაპატიე ...ალბათ მაინც ვიჩქარე ! არაფერია დაივიწყე ..მერე დავუბრუნდეთ ამ საუბარს როცა მზად იქნები,როცა შენ მოინდომებ
-არა ...არა და არა მერე არ იქნება !
-ლილე რა გინდა მითხრა რომ...
-არ ვაპირებ ამდენი წლის შემდეგ ძლივს გამოჩენილი გამბედაობის შემდეგ ყველაფერი ისევ დროს მივანდო. ზედმეტად დიდხანს დაველოდე დროს ...როგორც ყოველთვის მე არ მეყო ძალა და პირველი შენ გადმოდგი ნაბიჯი ...განა აქამდე არ ვიცოდი რომ ჩვენი გრძNობები ორმაგი იყო? უბრალოდ ...არც კი ვიცი უბრალოდ მეშინოდა ..ახლაც მეშინია ამდენი წლის შემდეგ იქნებ ჩვენგან არც შედგეს წყვილი და ისიც დავკარგოთ რაც გვაქვს . ვიცი რომ ამაზე შენც ფიქრობ
-ვფიქრობდი ! მაგრამ მივხვდი რო სისულელა ... შენ გარეშე გატარებული ყოველი დღე უბრალოდ დაკარგულია და შეუძლებელია არ გამოვიდეს... საერთოდ თუ ხვდები რომ ამდენი არასდროს გვილაპარაკია და ახლა როცა ყველაზე ცუდი დროა საუბრისთვის ახლა ვლაქალქებ აქ - უცებ შეკრა წარბები და ღრმად ჩაისუნთქა მერ უკან შებრუნდა - დავლევ მაინც თორე ეჭვი მაქვს შენი დარწმუნება დიდხანს გაგრძელდება ...კიდევ კარგი ამინდია ცუდი თორემ მე იმაზეც ვფირობდი რომ რამეს ჩამარტყავდი და გაქიცეოდი...საერთოდ უარესებიც ვიფიქრე და ყველა ვარიანტში გარბოდი თუმცა მერე გიჭერდი და ...ხო რა მოკლედ არ გაძლევდი გაქცევის უფლებას ასე რომ არც იფიქრო ! - ჭიქა აავსო და უცებ მიიყუდა. რამდენიმე ყლუპი რომ დალია უცებ გამაოცალა ხელიდან ჭიქა ლილემ . ერთი ხელი თმაში შეუცურა მეორე ყელზე მოხვია და საკუთარი პირველი კოცნა თავად მოიპარა. მართალია უბრალოდ შეეხო მის ბაგეებს და მერე ისე გაითიშა ნაკლებად შეეძლო კოცნაზე ფიქრი ,მაგრამ რეზი რისთვის იყო იქ ? წითელი ღვინის არომატი დაჰკრავდა სავსე ტუჩებზე ბერიძეს იმდენად მოწყურებული კოცნიდა ლილე ხელში ჩაადნა
-ცუდი იდეა იყო მგონი ... ახლა ჩხუბის ნაცვლად კოცნა მომინდება .ღმერთო სულ შარსი რატო ვარ ამასთან ერთად? - თვალებში უყურებდა და ბუტბუტებდა- მარტო ამის დეფიციტისთვის ხარ მოსაკლავი ,მაგრამ აბა როგორ გაგიმეტო ..სად გავჩერდით? ხო იცი ცუდი მოსწავლე ვარ აზარტში თუ ვერ შევედი - ქვედა ტუჩზე აკოცა და თავად ამოიკრუტუნა
-ნამდვილად დასჯის ღირსი ვარ - გაიღიმა ბერიძემ და კოცნა გააღრმავა . იმდენად დახელოვნებული იყო ლილე თანდათან ითიშებოდა.
-ასე თუ იმოქმედებ სულ პირველ ღამეს მოვკვდები სიამოვნებისგან...გული აღარ მიცემს მგონი რა ჯანდაბაა
-ლაპარაკი ისევ რომ შეგიძლია ე.ი კიდევ უნდა ვცადო შენი ინტერესის გაღვივება
-ახლა გინდა გამაბრაზო და ავწიკვინდე? ვეღარ ეღირსები ! შენ ისეთი გემრიელი ყოფილხარ სხვაგვარად დაგსჯი ,როგორმე - მხარზე მიადო თავი კოცნის შემდეგ და ქვემოდან ამოხედა -იმედია ხვალ დილით ისევ მაკოცებ და ეს ყველაფერი სიზმარი არაა
-სიზმარი რომ იყოს შიშველი იქნებოდი უკვე
-გაყვნილო ! - ხელი მიარტყა მკერდზე და ყელში აკოცა- მერე რა იქნებოდა?
-მერე მეღვიძება და აბა მე რა ვიცი - ხელში აიყვანა და ისევ აკოცა - ჩვენი ძილის დროა თვალები გეხუჭება უკვე
-აუ არა რა ... არა არ მინდა მერე რომ აღარ იყოო? არ მინდა ძილი- ბუტბუტებდა და თვალები ეხუჭებოდა. რეზი საძინებლისკენ მიდიოდა და გაბადრული დაჰყურებდა ლოყებახურებულ, ტუჩებდაწითლებულ ლილეს.
ისე დაფარფატებდა სანამ დასაწოლად ემზადებოდა თითქოს მძიანრე იყო უკვე. მერე რეზის მიეკრო ,მის მკლავებში ჩაიმალა სიცივისგან გაყინული ცხვირი ყელზე გაუსვა და სიზმრებში გადაეშვა.
დილით სიცივის შეგრძნებამ გააღვიძა, აღარ ისმოდა წვიმის წვეთების ხმა . სადღაც შორიდან მზის სხივები ანათებდა . ბალიშს გაუხახუნა ცხვირი და ტუჩზე იკბინა.წამში ამოუტივტივდა გონებაში წინა ღამე და უცებ წამოჯდა. თვალები ფართოდ გაახილა,ირგვლივ იყურებოდა ვერც ჩემოდანი დაინახა, რეზიც არ იყო. სააბაზანოშიც არავინ იყო. სწრაფად წამოდგა და კიბეზე დაეშვა. ლამის გული ამოუვარდა რეზი რომ ვერ დაინახა ...მთელი სახლი მოიარა და არსად იყო . მხოლოდ ბუხარი ენთო და ოთახს ათბობდა. კარი გამოხსნა და ნისლში ჩაძირულ მთებს გაუსწორა მზერა, ყველაფერი სველი იყო ფეხშიშველი, თმაარეული, პიჟამას ამარა გაიქცა და ზურგით მდგომ რეზის ხელი ჩაავლო მკლავში
-რეზიი ...მე გუშინ შენ სიზმარი იყო?
-ღმერთო რატომ გინდა შევიშალო ახლა მაინც რატომ ?! მაინცადამაინც ახლა უნდა მოვკლა? - უცებ დაიყვირა ხელი ჩაავლი სხეულზე მიიკრა და სახლისკენ გაიქცა- იცი მაინც შშველი რო ხარ? ყინავს გოგოოო სად მორბოდიიი სად მოდიოდი არანორმალურო. ვერც კი წარმოიდგენ რას გიზამ - კიბეც აირბინა ამ ჩხუბში .ხელში გაყინული ლილე იატაკზე დასვა და უცებ რომ შეათვალიერა თვალები აემღვრა თმაში შეუცურა ხელი და ტუჩებზე დააცხრა. აი ეგ უკვე ნამდვილი რეზი იყო , ისე ჰკოცნიდა ლილეს ძალიანაც რომ სდომოდა ვერ აყვებოდა. ტუჩები დაუწითლა და დაუკბინა გოგოს. ერთი ხელი წელზე გადაიტანა და თავისკენ მიიზიდა .უკან გადადგა ნაბიჯები მასთან ერტად და კედელზე ააკრა .ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა ხელები მის გაყინულ ბარძაყებზე გადაიტანა და ისე მოუჭირა ლილეს კვნესა წასკდა- სიზმარში ასეთებს ხედავ? მაშინ ჩემზე გარყვნილი ყოფილხარ - როგორც კი უჰაერობის გამო სუნტქვა შეწყვიტა პირდაპირ მის ტუჩებზე დაიჩურჩულა და თითები თმიდან ყელზე ჩაასრიალა . დახორკლილი კანი რომ შეიგრძNო გააჟრჟოლა . ლილეს ბაგეები გაეხსნა , ღრმად სუნთქავდა მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა და თვალებს დიდი სიჩქარით აფახუნებდა
-ეს რა იყო ...ეს ასე როდის იქცეოდი შენ! ადრე ისეთ სიტყვასაც არ მეუბნებოდი თავი რომ უხერხულად მეგძნო..>შენ ყელზეც არ მკოცნიდი და ახლა,ახლა ....- ძლივს აბავდა სიტყვებს ერთმანეთზე სუნთქვაც აღარ შეეძლო ისე ეტმასნებოდა სხეულზე რეზი მთელი ტანი უხურდა
-ახლა შენი გემო რომ გავიგე გასაგებია? ! და ყოველ ჩადენილ სულელურ საქციელზე ახლებურად დაგსჯი ! ჩემგან ყვირილს ვერ ეღირსები ...ხომ მოგწონს ბრაზისგან აელვებული თვალები ...ვერც მაგას ეღირსები
-ჯანდაბა! ბოლოს მომიღებ ,მართლა . ფაქტობრივად მიწვევ ცუდი საქციელისკენ ... ტუჩები მეწვის რა მიქენი - ქვედა ტუჩზე თითები გადაისვა და წარბები შეკრა- ველური ყოფილხარ მართლა რა ! ახლა ამას მორჩენა არ უნდა? აქამდეც კი იყავი წამალი და საწამლავი ერთად ...ამ მხრივ არაფერი იცვლება უბრალოდ მოქმედების ორგანოებს შევცვლით - ხელები ყელზე მოხვია და ისევ აკოცა - კბენა არ გაბედო !
-გადარეული ხარ შენ ! შეგრცხვეს მაინც- იცინოდა და ისე კოცნიდა- რა გემო გაქ ასეთი ... ჭკვიანი რომ ვარ თორემ აქამდე რომ შეგხებოდი მერე ვინ გამაჩერებდა მე - ბუტბუტებდა და ყველგან კოცნიდა- გაყინული ხარ სულელო გოგო ! სად მორბოდი ...
-უბრალოდ შევიშალე როცა გავაიაზრე რომ ყველაფერი ილუზია იყო
-ახლა არ იტირო თორემ სულ გაგიჩერებ აზროვნების უნარს
-არაა მეყოფა დილისთვის ... ასე ერთბაშად ამდენს ვერ გადავიტან . მართალია ცეცხლს მეძახი,მაგრამ მეეჭვება შენი დაწვა შევძლო - კრუტუნებდა და ისე კოცნიდა -რა გინდოდა იმ ყინვაში გარეთ... დილაადრიან მზის ამოსვლის ყურებას ვერ გადაეჩვიე? მზეზე ვეჭვიანობ უკვე- ახლა გაიაზრა რომ რეზიც გაყინული იყო . სველი ქურთუკი გახადა და ისე მოხვია ხელები-ამ წვიმის წვეთზეც და აი ამაზეც- ყელზე ჩამოცურებულ წვეთებს აშრობდა ტუჩებით და თიტებს ბეჭებზე დაატარებდა
-ჩაის დალევის დროა...არა ჯერ უნდა ჩაიცვა თორემ შენ ტუჩებზე გემრიელი რამეც ჩანს და ვგონებ ცდუნება მძლევს ! სულ არ ვარ მე კაგრი ბიჭ იცი ეს შენ - უცებ მიაყოლა სიცივისგან დაბურცულ მკერდზე წამით შეხედა თვალები დახუჭა მერე და იქედან გავარდა- საუზმე მზად მაქვს და ჩაის გავამზადებ უცებ ჩამოდი - გარედან შემოსძახა და ლილეს კისკისი რომ გაიგო ისევ ამოირბინა კიბე- მაგ სიცილისთვის რისი ღირსი ხარ !
-მაპატიე მაგრამ მთელი ცხოვრებაა ასე დავდივარ ...არა ამაზე მეტად შიშველი დავდიავრ შენს წინ.როგორც თქვი ჩემი კომფორტი არ უნდა დაარღვიო - უბრალოდ გრძელი ჯაკეტი მოიცვა, მუხლამდე წინდეი ამოიცვა . ფუმფულა ფეხსაცმელი მოირგო და ისე ცაბრძანდა ქვემოთ.
საუზმე მართლაც მზად იყო . ჩაი თავად გაამზადა და მაგიდასთან მჯდომ რეზის მუხლებზე დასკუპდა
-ამასაც არ გადავეჩვევი...იმედია ჭამის დროს საჭმელზე არ დამაყოლებ
-იმედი გაქვს რომ დაგაყოლებ !
-სულაც არა...ახლა რა გგონია შენ მოფერებას დავეხამები?
-მგონია !
-ძალიან კარგი თუ გგონია - გაიცინა და რეზიმაც ვერ მოუყარა ტუჩებს თავი.
-ჩაის დროა... ტუჩები არ დაიწვა იცოდე, მოუფრთხილდი მაგათ !
-სხვას არაფერს ხო?
-გეყოფა ახლა ... ახლა რომ დაიწყო შენი გიჟური საუბრები იცოდე ყველაფერს აგასრულებინებ რასაც იტყვი და რაზეც გიხუმრია აქამდე!
-მაწყობს... გავიხსენოთ? კარგიი წარბებს ნუ შეკრავ ნუ მიბღვერ.. ვჩუმდები! ზედმეტად ვიცელქე დღეისთვის ! ჩვენი მობილურები ისევ არ იჭერს ხომ? ძალიან კარგი თორემ ვერ გავჩერდებოდი და გოგონებს დავურეკავდი მერე ნუკი აკაკანდებოდა და სიეთებს მეტყოდა საკუთარი სიწითლე დამწვავდა ასე რომ ზოგი ჭირი მარგებელია - უცებ ატიტინდა მერე ამოისუნთქა და საუზმობა განაგრძო.

........


სამსახურიდან გვიან გამოვიდა . ცივმა ქარმა ძვლები გაუყინა, თხელი მოსაცმელი უშედეგოდ მოიხვია სხეულზე. მანქანის სახლში დატოვება ინანა ,მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა . მობილურს გაყინული თითები გადაუსვა და ფიქრი დაიწყო ვისთან დაერეკა. მშობლები სახლში არ იყვნენ, გაბრიელი ბიჭებთან ერთად იყო ვიღაცის დაბადების დღეზე. შესაბამისად იმათგან ვერცერთს დაურეკავდა. არადა უკვე ეყინებოდა ძლები , მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი ფეხებს ერთმანეთზე უხახუნებდა ,არცისე გრძელი კაბა ეცვა და შესაბამისად სხეულის ყველა ნაწილი გაეთოშა .
-ჯანდაბა გაბრიელა ამდენი ვინმე გყავს და როცა გჭირდება შენთვის ვერავინ იცლის ! შენ მაინც სად წახვედი ვაჩე ონიანო ,როგორ გაქრები ხოლმე თითქოს სადარდებელი მაკლდეს ! - ბუზღუნებდა და ეზოსკენ მიდიოდა. სენობას გასცდა თუ არა ნაბიჯების ხმა გაიგო , შემდეგ სალტოსავით შემოეხვია მკლავზე ვიღაცის ცხელი თითები და სიბნელეში გაანათა ონიანის თვალებმა-ვაჩეე
-სულ გამეყინე - ბიჭმა თავისი ტყავის ქურთუკი მოაფარა ხელი მოხვია მხრებზე და იქვე გაჩერებული მანქანისკენ წაიყვანა . გაბრიელა გაბრაზდა ! სულ ასე იყო არასდროს გამოხატავდა ემოციას, არც გააჩნდა ემოცია ონიანს. ამდენი ხნის უნახავ მეგობარს ასე უნდა შეხვედროდა? ის მაინც ეკითხა როგორ იყო..მისალმებოდა მაინც . გამეყინეო რომ თქვა თითქოს თავად გაბრიელამ არ იცოდა ამის შესახებ.
სწრაფად დაძრა მანქანა ონიანმა და სალონი გათბა. გაბრიელასაც აღარ აკანკალებდა, სისხლმა მოძრაობა დაიწყო და გაფითრებულმა ხელებმაც დაუბრუნა ფერი. ვაჩეს გამოკვეთილ ყბას დააკვირდა,როგორც ყოველთვის არაფრისმთქმელი იყო მისი გამომეტყველება. პროფილშიც კი ეტყობოდა შეკრული წარბები და დაზაბული ყბები. არასდროს იყო მშვიდად ონიანი
-როდის დაბრუნდი! სად იყავი რომ გკითხო ვიცი აზრი არ აქვს... თუმცა არცერთ კითხვას აქვს აზრი... რომ გკითხო როგორ ხარ ვიცი იგივეს მეტყვი რასაც ყოველთვის“ ისე როგორც საჭიროა“ -ხმა შეიცვალა გაბრიელამ და თვალები აატრიალა-ალბათ არ გაინტერესებს მე როგორ ვარ თორემ მკიტხავდი ... არა როდის იყო მეკითხებოდი მაგას. ახლა ცუდად ვარ სხვათაშორის ,თანაც ძალიან ცუდად ვარ ! ჩემი შეყვარებული სადღაც გაქრა ვურეკავ არ მპასუხობს, სახლში არ არის, მშობლებს ვკითხე და მეგობრებთან ერტადაა ჩვენ ველაპარაკეთო. მეგობრებმა ჩვენთან არააო და ცოტა დარცა ჩემს გაგიჟებამდე. გაბრიელს რომ ვუთხრა ეგ და ირაკლი მთელ მის საგვარტომო ნუსხას შეისწავლიან, გენეტიკურ ინფორმაციააც გამოიკვლევენ ალბათ და მერე რა თქმა უნდა ისე გაგიჟდებიან როგორც იციან! შენ კიდე არ ხარ და ჩემი ყველა მეგობარი თავის ქმართან ან ბავშვთანაა ან ფეხმძმედაა და არ მინდა ვინმე ტყუილად ავანერვიულო ! ხო ასე რომ ცუდად ვარ ... მადლობა რომ მომიყვანე - ამოისუნთქა ,ჩანთას ხელი მოუჭირა . ონიანისკენ გადაიწია რომ ეკოცნა ,მაგრამ ბიჭმა თავი შეაბრუნა კარი გააღო და თავად გადავიდა პირველი. მერე გაიხედა ლამპიონებით განატებულ ქუჩაში და დააფიქსირა რომ სულ არ იყო საკუთარი სახლის წინ. ავალიანის ბინასთან იყო !
-აქ რა გვინდა... სახლში წამიყვანე საშინლად დავიღალე და შენი ორ სიტყვაინი წინადადებების მოსმენის თავი არ მაქვს...უფრო სწორად ლაპარაკი არ შემიძლია მერე შენს წინადადებებს რომ მოვუსმინო ჩემი ქაქანის პარალელურად ! მცივა ტყუილად ნუ გადამიყვან- ფანჯრიდან გასძახა და რომ დააკვირდა მერე გამოხსნა კარი- კარგი ხო ...მოვდივარ . გული მიგრძნობს ვისკი გექნება სადმე და დამალევინებ... თუ არ დამალევინებ მოგპარავ და ისე დავლევ ! -მაგრად მოიხვია ვაჩეს ქურთუკი ,ჩანთა მხარზე გადაიკიდა და როგორც შეეძლო სწრაფად წავიდა სადარბაზოსკენ. ვაჩე დინჯად მიაბიჯებდა თითქოს მის პერანგში არც ატანდა სიცივე. კიბეც მშვდიად აიარეს .ბინა ცაირელი რომ დახვდა გაუკვირდა
-შენი და ძმა სად არიან... არ მითხრა მარტო დარჩენამ შემაშინა და იმიტომ მოგიყვანეო - გაიცინა და ქურთუკი მოისორა მხრებიდან. ფეხსაცმელიდანაც ჩამოვიდა და დივანზე დაჯდა-მაინც მცივა ... სადაა შენი ოთახი აქეთ ხომ?- უცებ წამოდგა და საძნებლისკენ გაკუსკუსდდა. კარადა გამოხსნა და თბილის ძიება დაიწყო მერე სვიტერს მიაგნო და სრაფად გადაიცვა. იმხელა იყო მთლიანად დაიფარა, ერთიანად დაეტაკა ონიანის სურნელი ირგვლივ რომ იყო გამეფებული და შემდეგ მიმოიხედა ოთახში . როგორც ყველგან იქაც ნაცრისფერი ჭარბობდა. ფარდებიც კი ეს ფერი იყო...კარადები შავი საწოლიც და დანარჩენი ავეჯიც . უცებ მოწყდა იქაურობას და მისაღებში დაბრუნდა. ბარისმაგვარ დახლთან ჩამოჯდა და ხის ზედაპირს იდაყვებით დაეყრდნო
-ეს ჩაია? კარგი რა ვაჩე
-გათბები და ძალაც დაგიბრუნდება. ვისკი ამას არ აკეთებს !
-კარგი ხო კარგი - დიდ ფინჯანსთიტები მოხვია და სასიამოვნო სურნელი შეიგრძნო- შენი ჩაის რეცეპტს გამანდობ? სულ საოცარი გემო აქვს -თვალები დახუჭა კიდევ შეიგრძNო სურნელი და ცხელი სითხე ყელსი ჩაუშვა. ტუჩები დაწვა იმდენად ცხელი იყო ,მაგრამ ესიამოვნა . გაყინული სხეული მალე გაუთბა და ტვინსაც ნორმალურად მიეწოდა სისხლი-საოცრებაა- კარადაზე მიყრდნობილ ონიანს გახედა რომელიც თვალს არ აშორებდა და ოდნავ იღიმოდა კიდეც. ტუჩი არ შეურხევია უბრალოდ ...უბრალოდ სახე უღიმოდა. -ძალიან მიხდება ხო ? სულ ჩემი ზომაა - ნაცრისფერ სვიტერს დახედა და სხეულზე შემოიხვია -ამას ოდესმე იცვამ? ისე გიგდია ალბათ ...რაც გიცნობ ზამთარ ზაფხულ პერანგებით და მაისურებით მოძრაობ . ცხელსისხლიანი ხარ ... არადა ცივსისხლიანი ხარ
-აშკარად ცუდად ხარ !
-ვიცი ნორმალურზე მეტს ვსაუბრობ ...თან სისულელეებს . მართლა აღარ შემიძლია უკვე ერთი თვე გავიდა. ვიცი ასე არ წავიდოდა ხო არ წავიდოდა ვაჩე? რომ არ ვყვარებოდი უბრალოდ ...უბრალოდ მეტყოდა .ამდენი ხანი ცდილობდა ჩემი გულის მოგებას და ახლა რომ შევიყვარესავით ახლა გაქრა? დაწყევლილი ვარ თუ რა უბედურებააა
-ხომ იცი რომ ადამიანები ზოგჯერ ისეთები არ არიან როგორადაც გვაჩვენებენ თავს
-რისი თქმა გინდა მაგით ვაჩე...იცი სად არის? მითხარი რომ მის გაქრობას შენს ბოლო გასვლასთან არაფერი აკავშირებს!
-ისეთს ნურაფერს იტყვი მერე რომ ინანო და საკუთარი სიტყვების მიერ გამოწვეულმა გული გატკინოს - მანამ მოშორდა და ზურგი აქცია სანამ დაადანაშაულებდა ...თითქოს წინასწარ იცოდა რას ეტყოდა. სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან ,ფანჯარა გამოაღო და მოწევა დაიწყო -გამოჩნდება, აუცილებლად !
-სად არის ... ან როგორ არის
-კარგად არის ... მალე დაბრუნდება
-რომ არ მიყურებ ყოველთვის რაღაც ისეთს მიმალავ რაც გულს მატკენს !
-ჩემგან ვერაფერს გაიგებ ისეთს.. მაგრამ გულისტკენა ცხოვრების ნაწილია ხომ იცი ელა
-არ მინდა ...სხვისგან ნათქვამი არ მჭირდება . მინდა რომ შენ მითხრა ...ახლავე! გთხოვ .ერთი დღეც არ მინდა სიცრუეში და ფუჭ ღელვაში დავკარგო ! გთხოვ ვაჩე
-ჩემთვის არ შეიძლება ამის თქმა...ეს არაა ჩემი საიდუმლო
-საიდუმლო? ნუთუ იმაზე რთულადაა ყველაფერი ვიდრე ვიმედოვნებდი... არ შეიძლება ოდესმე ისეთ ადამიანს გადავეყარო უბრალო რომ იქნება? ნუთუ ნიკასაც აქვს სიეთი საიდუმლო რაც მე იმედებს გამიცრუებს... იმ თავისუფალ ,ლაღ და ემოციურ ბიჭს თავბრუ რომ დამახვია? თავი რომ არ დამანება სანამ თავის ...
-ალბათ აქვს! ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი რა შეძლო და რა არა! მხოლოდ ის მაინტერესებს რომ შენ იყო კარგად - შეხედა გაბრიელამ როგორ დაეჭიმა მხრების ხაზი ონიანს... უყურებდა როგორ შეუტოკდა ყელზე ძარღვი შემდეგ გამოებერა და საფეთქელზეც იჩინა თავი ცისფერმა ხაზმა. გაჩუმდა ... უბრალოდ მაგრად მოიხვია სხეულზე ხელები ,მჭიდროდ მიიკრა ონიანის სვიტერი და დივნის კუთხეში დაჯდა თავი უკან გადასწია და ჭერს მიაშტერდა.
ონიანი ადგილიდან არ იძვროდა, სივრცეს უყურებდა სიგარეტის კვამლში რომ ეხვეოდა და გულში გაცენილი კიდევ ერთი ტკივილი სხეულს შიგნიდან უღრღნიდა.
მათი ხმა აღარ გაჟღერებულა ოთახში...
დივანზე ჩაეძინა გაბრიელას. იქ ონიანის სახლში ,მის სვიტერში გახვეულს პატარა ბავშვივით ეძინა .
დილით კი საკუთარ საძინებელში გაეღვიძა ,ისევ ისე გამოწყობილს როგორც ონიანის სახლში ჩაეძინა. საბანიც ეფარა ზურგთან ამოკეცილი და თავთან ახალგამზადებული ჩაის ფინჯანიც იდგა.თითქოს ზუსტად იცოდა როდის გაიღვიძებდა გოგონა. სასიამოვნო სურნელი კვლავ შეიგრძნო, ორთქლს სახე შეუშვირა და ერთი ყლუპი მოსვა.
ონიანის სვიტერი მოიშორა, ფრთხილად დაკეცა და სავარძელზე დადო.
თავი მოიწესრიგა და ქვემოთ ჩავიდა. მაგიდასთან მინერალურის ბოთლებით შეიარაღებულები ისხდნენ გაბრიელი, ცოტნე, ლაშა და დაჩი
-აუუ ნამდვილი ანგელოზი ხარ რა ზუსტად იმ დროს ჩნდები შენი ძმა სიკვდილს რომ უნდა შეეგებოს..ახლაც მიშველე რა ..გაბრიელაააა უშველე შენს საწყალ ძმას
-ანგელოზს სამსახურში ეცქარება...ანგელოზი თქვენს მსგავსად აღარ არის ოჯახურ ბიზნესში...ანგელოზს მკაცრი უფროსი ჰყავს და მთელი ბანკის მართვა აბარია !
-აუუ ჩვენ საცოდავი ბავშვები მაინც შეგვიბრალე - ლაშამ ამოიდუდუნდა და ცაახველა ხმა რომ დაეწმინდა- ვეღარც ვლაპარაკობ ტო რა იყო ეს... დაჩიი, ამოიღე მაჭავარიანი ხმა
-დედა მაქ მოტყ... შენ ძმობას ვფიცავარ ! - მაგიდას დაადო თავი -კაია ცივი
-გარეთ ცივა შეგიძლია გახვიდეთ- მაინც დაიწყო წვნიანის მომზადება. ბითლები ისევ მიაწოდა ძველის ნაცვლად- დაიცალა ესენი საცოდავებოო ღმერთო რა გეშველებათ. ირაკლიც იყო თქვენთან?
-ნწ.. ხო არ გაგიჟდი ცოლს დატოვებდა? რამე რომ ატკივდესო და ფხიზელი არ ვიყო მერე რა ეშველებაო თითქოს მიშო და ყიფო არ იყვნენ იქ და კიდე მილიონი! რა უნდა ატკივდეს გაფიცებთ რამდნეი ხნის წინ იყო საავადმყოფოში ვინმემ იცის?აღარც კი ემჩნევა ჭრილობა
-ეჭვიანობს შენი ძმა თან მაგრად...ვერასდროს შეეგუება ეს მარიტას არსებობას
-ავადმყოფია და იმიტომ...ორივე ავადმყოფები არიან .ეუბნებოდა მიშო გადმოდი ჩვენთან საცხოვრებლადო
-მეღადავებოდა გოგო ... იცით რა მითხრა ? ერთად იცხოვრებთ და სხვასთან თუ წავა ღამით ხომ მაინც ნახავ სახლში ...დილას ისაუზმებთ ერთადო..ისეთ ტონალობაშ მელაპარაკებოდა თიტქოს ცოლად ივყვებოდი ტო !
-ჯიგარია მიშო - ახარხარდა უცებ ლაშა და მერე გაჩუმდა-ვაიმეე თავიიი აუუუ ჩემი როგორ მტკივა .
-ცოტნე შენ საერთოდ მოკვდი თუ კარგად ხარ
-ამის ბრალია ყველაფერი და აღარ წუწუნებს ახლა
-ლოთობის მიზეზი ამან მოგცათ? ყოჩაღ ცოტნიკ რა მოხდა?
-არაფერი! წავედი მე ... - უცებ თქვა და წამოდგა.
-რა დაემართა რამე ვთქვი ისეთი?- მიმავალს გახედა გაბრიელამ
-არაფერი ..დაიკიდე მივხედავთ ჩვენ ... მიდი წადი აწი ამასაც მივხედავ .მადლობა კუს მიყვარხარ - გაბრომ ლოყაზე აკოცა და როგორც შეუძო გაუცინა
სამსახურში რომ შევიდა აურზაური დახვდა. ყველა რაღაცაზე საუბრობდა. კაბინეტში შესვლამდე მდივანმა უთხრა რომ უფროსი იბარებდა კაბინეტში . იქ შესულს ნაცნობი სილუეტი რომ დახვდა გული აუცქარდა
-ნიკააა...დაბრუნდი?
-პატ..გაბრიელა როგორ ხარ? -ბიჭი უცებ წავიდა მისკენ სიტყვებს ეძებდა თიტქოს ,მაგრამ სიხარულს ვერ მალავდა. მაგრად მოეხვია და უფროსი რომ არა კიდევ განაგრძობდა საუაბრს
-გაბრიელა ნიკა სამსახურიდან მიდის ... განცხადების დასაწერადაა მოსული
-უკვე დავწერე და თქვენი ხელმოწერაღა დარჩა !
-გაბრიელას გარეშე არ მოვაწერ ხელს... შენნაირ თანამშრომელს თუ შეელევა და პასუხისმგებელია რომ პრობლემები არ გვექნება კი გატონო
-შეიძლება რამდენიმე წუთი გავესაუბრო?
-რა თქმა უნდა ...მიბრძანდით
კაბინეტი დატოვეს და თავის ოთახში შეიყვანა. კარი დაკეტა და მაშინვე მიუბრუნდა
-რა ხხდება ნიკოლოზ?
-აუცილებლად მოგიყვები...ახლა უბრალოდ გამათავისუფლე! ასეა საჭირო ..უნდა წავიდე
-დარწმუნებული ხარ?
-სამწუხაროდ კი ... ხელი მოაწერე გთხოვ გაბრიელა
აღარაფერი უთქვამს უფროსს დაელაპარაკა და ნიკოლოზიც ოფიციალურად წავიდა სამსახურიდან. შემდეგ მთელი დღით გატავისუფლება ითხოვა და მასთან ერტად წავიდა გაურკვეველი მიმართულებით. ბოლოს მის ბინაში აღმოჩნდა
-ეს რა ადგილია?
-ჩემი ბინაა...
-აქ რა გვინდა...სხვაგან ვერ ვისაუბრებდით?
-კაფე და რესტორანი არ გამოგვადგებოდა ამჯერად...
-ისე რატომ ღელავ თითქოს რაღაც საშინელება უნდა მითხრა
-მე ... ნამდვილად უნდა გითხრა რაღაც. პირველ რიგში ის რომ მე ჩემი გრძნობების შესახებ არასდროს ...არცერთხელ მომიტყუებია. მიყვარხარ ...სიგიჟემდე ისე როგორც არავინ .- დიდი პაუზის შემდეგ დაუჯდა გვერდით და მისი ხელი თავისასი მოიქცია - მე და შენ სულ რამდენჯერმე შევხვდით როგორც შეყვარებულები...ზედმეტად დიდი დრო დასჭირდა შენ გულტან მისასვლელი გზის გახსნას...გულამდე კი ვერ მივაღწიე !
-ვიცი რა და როგორ იყო ჩვენს შორის ნიკოლოზ...რა საჭიროა ეს შესავალი . უბრალოდ მითხარი სად დაიკარგე ბოლო ერთი თვე .მარტივად და ტყუილების გარეშე ხომ იცი რომ ყველაფრის გაგება შემიძლია
-ტყუილის გარდა... თავიდანვე მითხარი ჯერ კიდევ სამსახურთან დაკავშირებით რომ ტყუილის გარდა ყველაფერს პატიობდი ადამიანს...ტყუილი იგივე ღალატიაო მითხარი მე კი ვერ გავბედე სიმართლის თქმა...ვერ შევძელი მე რომ მეთქვა სიმართლე იმ მცირე შანსსაც დავკარგავდი . არაკაცი ვარ...ვიცი ნამდვილი ვარ ,მაგრამ გეფიცები მიყვარხარ და მხოლოდ ამიტომ მოგატყუე როცა გითხარი რომ... რომ მე მე არავინ მყავდა
-შესანიშნავია..საცოლე გყავს თუ შეყვარებული მეორე - გაბრიელას სიმწრის ღიმილი წასკდა. ჯერ კიდევ მის ხელში ჰქონდა თითები ცამალული
-ცოლი ... ცოლი მყავს და ორი წლის შვილი ამერიკაში . აქ რომ ჩამოვედი ,მათ ჩამოყვანასაც ვაპირებდი სამსახური უნდა მეპოვნა მისთვის .არავინ იცოდა ამის შესახებ და შენ რომ დაგინახე...შენ რომ გაგიცანი მე ყველაფერი დამავიწყდა .მეც კი დავივიწყე მისი არსებობა მე შენ მიყვარხარ და ეს ერთი თვე მასთან განქორწინებისთვის მჭირდებოდა..თავიდან რომ წავედი ამისთვის
-აღარ გააგრძელო ! არც კი გაბედო ... მადლობა ღმერთს რომ ნამდვილად არ შემიყვარდი. ის გრძნობაც ზედმეტი ყოფილა რაც გამიჩნდა. როგორ შევცდი შენში არადა კაცი მეგონე...ნამდვილი არაკაცი ხარ და არ აქვს მნიშვნელობა სხვას არაფერს!
-გაბრიელა გთხოვ მე და ჩემი ცოლი უკვე ...
-არ მაინტერესებს როგორც გინდა ისე მოიქეცი მე და შენ, ჩვენ არასდროს გახდება! - უკვე გასვლას აპირებდა უკან რომ შებრუნდა - რატომ გადაწყვიტე ახლა ამის თქმა... სამსახურიდან რატომ წახვედი თუ განქორწინებას აპირებ და ჩემთან დაშორება არ გინდა
-მაიძლეს მე იქ ...
-გასაგებია არ მჭირდება ახსნა...შენი მოსმენაც არ მინდა ! შეეცადე გზაზე არ გადამეღობო როგორც თაყვანისმცემელი. ისე კი ღმერთმა ხელი მოგიმართოს
იქაურობას გაეცალა. სწრაფად მიდიოდა, მობილურით შეტყობინება გაგზავნა და საყვარელ კაფეში დაჯდა. მეორე სართულზე კუთხეში სადაც არავინ იყო. მიმტანს ყავის მიტანა სთხოვა მშვიდად დაჯდა და დაელოდა. დიდი ხანი არ დასჭირდა, როგორც ყოველთვის წამებში გაჩნდა ჰორიზონტზე ონიანი. მძიმე ნაბიჯებით ,მხრებშ გამართული თავაწეული მოაბიჯებდა. მის წინ დაჯდა და მაგიდას დაეყრდნო
-მერამდენედ მაშორებ არაკაცს ისე რომ თავიდან არ მაფხიზლებ! აღარ მოგბეზრდა ონიანო? თავიდანვე ხომ კარგად იცი ვინ რა ჩიტია რატომ ელოდები მათზე ინფორმაციის გარკვევას და მერე დოკუმენტებით რატომ მიმტკიცებ მათ ნაბიჭვრობას... ხომ შეიძლება უბრალოდ ადგე და მითხრა რომ შორს ვიყო მათგან . ან ჩემი გიჟი ძმებივით ცემო ...ან რა ვიცი მიყვირო მეჩხუბო ამიკრძალო რამე გააკეთო ისე რომ ყოველ ჯერზე დრო არ დავკარგო. რატომ გამიშვი მასთან..რატომ დაუშვი რომ თავად მოეყოლა ყველაფერი
-არჩევანის გაკეთება ყოველთვის უნდა შეგეძლოს, დამოუკიდებლად
-რა არცევანზე მელაპარაკები კაცი ამტყუებდა
-უყვარხარ ... რომ გყვარებოდა ვერ მოშორდებოდი ...რომ გყვარებოდა წამოხვიდოდი უბრალოდ და ახლა ცრემლებად დაიღვრებოდი იმის გამო რომ გული გატკინეს
-არავინ რომ არ მიყვარდა მეც ვიცი..რომ არ ვგლოვობ ეგეც ვიცი . უბრალოდ ნერვები რომ მეშლება და ჭკუიდან გადავდივარ ეგეც ვიცი ! იმის ჩვენება თუ გინდა რომ სულელი ვარ და ვერასდროს ვხვდები ვინ არის ნორმალურ და ვინ არა ეგეც გავიგე კიდევ რა დარჩა ვაჩე?
-ჩემგან-არაფერი !
ეს იყო ბოლო შეხვედრა რაც გაახსენდა გაბრიელას.
ბევრი დრო იყო მას მერე... ვეღარც კი ითვლიდა დღეებს ვაჩეს გარეშე.მისი ორსიტყვაინი წინადადებები ენატრებოდა. მისი პრიალა თვალები , ყველაფერს რომ ანათებდნენ გრძელ წამწამებში ჩაკარგული . მისი ნაბიჯების ხმა, მოზომილი სვლა და სხეულის მიხვრა-მოხვრა.
ზედმეტად დიდხანს დაიკარგა ონიანი....
გაქრა ვაჩე ონიანი...
გაქრა და დაუკითხავად, გაიუაზრებლად, მოულოდნელად წაიღო თან გაბრიელად რაღაც ნაწილი.
კარგად იყო...ბედნიერი იყო . მისი მეგობრების გამო ...უკვე ყველა საყვარელ ადმიანთან იყო ყველას უყვარდა, ყველა უყვარდათ .
ჯანმრთელობა ,ბედნიერება,სიმშვიდე ....სხვა კიდევ რა უნდოდა .
ერთობოდა, ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავდებოდა... განა რამე შეზღუდვა ჰქონდა? ყველანაირი ადამიანი ეპოვებოდა ირგვლივ.
ყველა ,ყველაფერი, ყოველთვის,ყველგან
მაგრამ არა ვაჩე... არსად ვაჩე... არ უნდოდა „აღარასდროს“ ვაჩე კლავდა ამის გააზრება ...ანადგურებდა და ნაფლეთებად შლიდა მის გულს . შემდეგ მთელს სხეულს მოივლიდა, მთელს არსებას და ნაწილებად იშვლებოდა გაბრიელა...
ელა ...ელაა... ჩემო ელაა - ვაჩე ონიანი ეძახდა მხოლოდ ასე. იშვიათად შეაპარებდა იმ თავის ორსიტყვიან წინადადებებში“ჩემოს“ ისე ლამაზად ჟღერდა...ისე საოცრად ჩაესმოდა მისი წარმოთქმული „ჩემო ელა“
მარტო იყო ხატია ონიანი... აღარც თემო იყო მასთან და ვაჩეც გაქრა. ამიტომ ეგონა რომ დის გამო მაინც დაბრუნდებოდა. შემდეგ მიხვდა რომ მშვიდად იყო, ვაჩემ იცოდა რომ ხატიასთან ლაშა იყო. უკვირდა ვაცეს ქცევა, ვერ წარმოედგინა როგორ დაუშვა ვაჩე ონიანმა საკუთარ დასთან ლაშა დევდარიანის მიახლოება,მაგრამ ფაქტი სახეზე იყო...
გოგონებთან იყო...მარიტას გამობურცულ მუცელს ეფერებოდა და ეღიმებოდა
-სადაა შენი გიჟი ქმარი მარიტუსიი?- მია შეიჭრა ოთახში და რძალს ხმაურით აკოცა ლოყაზე
-სამსახურშია ...
-შენ რა შეკრება მომიწყვე აქ? ჰმ საინტერესოა მოხუცები შეიკრიბეთ?- წარბები აათამაშა უფროს მეგობრებს გადახედა მარიამი, ქეთა, დინა, ლილე- ყველას გესროლათ კუბიდონმა ისარი და მე რა დავაშავე ეეე ... ბავშვები ვიჩაგრებით
-ირაკლიმ რომ დაიწო დაჭკვიანება სანაცვლოდ მეორე ყიფიანმა გააფრინა თუ რა ხდება ბიძაშვილო?- მარიამმა მიუგო და მიაკოც გაჩუმდა
-არა უბრალოდ შემოტევები მაქვს ხოლმე...ისე როგორც ადრე ! აბა რა ხდება ღიპუც? როდის გამოდის დიდებულიძე მანდედან?
-ჯერ კიდევ დიდი დიდიი დროა იმისთვის რომ ვაკო შეიშალოს... გეფიცებით ვერარ ვცნობ. ვეუბნები არაფერი მინდა-თქო და როგორც თავიდან ახლაც ვერ შევასმინე. თიტქოს ელოდება რომ რაღაც მოხდება, პანიკაშია . აღარ ხატავს...
-ვინ არ ხატავს ვაკო?!
-უშველე მერე რამე რას მიკეთებ ქეთრინ?
-ვერ ვამშვიდებ ...
-მოიფიქრებს რამეს ნუ ღელავთ თქვენ-მარიამი ისევ მშვიდად იჯდა და სადღაც დაფრინავდა პარალელურად
-რაო მარუსიიი ყოველ ღამე და დღე გვერდით მყავს დათიკო და ჩამოვდნითოო უკვეო?
-რა ჩამოადნობს გოგო დედამთილი ჰყავს ისეთი სახლში ... რატო გადახვედი იქ მაინც ევრ გავიგე ! ეჩხუბა დათას არ მინდა ახალი სახლიო...ნუ არ უჩხუბიათ,მაგრამ მაინც- ლილე აჭიკჭიკდა უცებ
-ყველანი დედამთილებთან ცხოვრობთ და რა გიკვირთ ვერ ვიგებ
-ჩვენ ვიცნობდით ჩვენს დედამთილებს და მამამთილებს სხვათაშორის და ისინი გვზრდიდნენ...
-მარიტაც ასეა? მაგრამ ცხოვრობს ამდენ ადამიანთან..პლიუს ბაბუა,ბებია და მულები თან ორი ორივე სხვადასხვა დოზით გიჟია
-ნუ ადარებ რა... დიანა სხვანაირია
-სხვანაირია ნამდვილად ! დათა გააჩინა, აღზარდა და მხოლოდ მისი ბედნიერება უნდა სხვა არაფერი ! ის კი ჩემთანაა ბედნიერი და შესაბამისად უფრო მეტად ვუყვარვარ ვიდრე ადრე ...ხელისგულზე მატარებს თან არც ძალიან მაწუხებს რას შეჭამ რა გავაკეტო..აქ წავიდეთ იქ წამოვიდეთ. თქვენ დიანა ვინ გგონიათ როგორ მაინტერესებს
-დამშვიდდი ვჩუმდებით ყველანი ... ფაქტია ნუცა ეჭვიანობს
-ნუცა ყველაფერზე ეჭვიანობს... არ ჰყოფნის ნანკა და ერთი შვილიშვილი
-მეორეც უნდა?
-გაუჩენს ნანკა ... მართალია ბათუ იძახის მეორედ არ ვაკეთებო ისეთს ვუყურეო მეორედ ვერ გადვაიტანოო ,მაგრამ მეეჭვება ეგ მე
-ჩვენ შენ შვილს ვიგულისხმობთ- ნუკიმ ძლივს დააძინა ბავშვი და ცაერთო საუბარში
-თემა არ განიხილება ჯერ-ჯერობით
-თითქმის 7 წელია ერთად ხართ და განხილვას როდის აპირებთ მაინტერესებს,მაგრამ მთავარია დათას ესმის ბოლომდე შენი და ის უნდა რაც შენ ... გაბრიელა დაფრინავს გაბრიელაა
-მე უნდა წავიდე ხო? საქმეები მაქვს
-მიბრძანდით ქალბატონო ..მერე მოდი რა ჩვენთან ვახომ გადმოგცა ყველა გვსტუმრობს გაბრიელიკოს გარდაო და გბრაზებული ვაროოო
-სიძეს გადაეცი რომ აუცილებლად ვეწვევი და ვასწავლი როგორ ვაკეთებ იმ წვენს !
-მეც არ გამიკვირდა რატო მაბარებდა? საზიზღარი - დინამ თვალები აატრიალა
გაბრიელამ ყიფიანების სახლი დატოვა და წავიდა ...ალექსანდრე ახვლედიანის კაბინეტშ აღმოჩნდა . თავიდან ვერ იაზრებდა სად მიდიოდა მერე კი მიხვდა რაც ჭირდებოდა
-რა ხდება გაბრიელა? ყველაფერი რიგზეა საყავრელო?- სანდრო მოეხვია და აკოცა
-საქმე მაქვს ბიძია ... მნიშვნელოვანი და იმედი ამქვს რომ დამეხმარები
-გისმენ საყავრელო აბა რა ხდება?
-ვაჩე ონიანი ... ვიცი რომ იცი .შეიძლება უკვე ისიც იცი სად და როგორ არის...მინდა რომ გავიგო და ვიცი რომ დამეხმარები- პირდაპირ უთხრა და მზერა გაუსწორა- გთხოვ ბიძია
-დარწმუნებული ხარ რომ მისი ნახვა გინდა? უბრალოდ გაინტერესებს თუ გინდა რომ ნახო...გენატრება თუ უბრალოდ ინტერესი გკლავს
-ამას აქვს მნიშვნელობა?
-ძალიან დიდი
-იმდენად მენატრება რომ მგონია სუნთქვაც კი ჭირს მის გარეშე !-სრულიად დარწმუნებული იყო საკუთარ სიტყვებში. ალექსანდრემ რამდენიმე ადგილას დარეკა ... რაღაც შეტყობინებას ელოდა .შემდეგ ფურცელზე წერა დაიწყო და გაბრიელად გაუწოდა
-აქ არის ... მე სხვა არაფერი ვიცი ...არც არავინ იცის !
-მადლობა ... მიყვარხარ - მოეხვია უცებ აკოცა და წავიდა.
როცა გაიგო რომ სვანეთის ერთ-ერთ სოფელში იყო არც კი დაფიქრებულა ისე გაეშურა მის სანახავდ.
გზა იმაზე დიდი და რთული აღმოჩნდა ვიდრე იმედოვნებდა. მართალია მისამართი ზუსტად ეწერა ისიც კი რომელი სოფლიდან რომელში უნდა გადასულიყო,მაგრამ მაინც ეშინოდა დაკარგვის . წვიმდა და ყველაფერს ესეც ართულებდა.
უკვე შუაღამე იყო , უკუნით სიბნელეში მხოლოდ მანქანის ფარები ანათებდნენ. წვიმის წვეთები მთელი ძალით ეცემოდნენ მანქანას ...
სახლს ხედავდა, ეზოს შუაგულში მდგომს.
ხის პატარა სახლს ,აივნითა და პატარა კიბით. სხვას ვერაფერს ამჩნევდა, უბრალოდ მანქანა დატოვა და კარისკენ დაიძრა . ერთი შეხედვით პატარა ეზო ჩანდა ,მაგრამ ფეხით გასავლელად საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა, წვიმამ მისი დასველება მოასწრო.
მთლიანად გაყინულმა აიარა ხის კიბის ხუთი საფეხური და უკვე სახურავზე დაცემული წვეთების ხმა მოესმა. კარს მიუახლოვდა, შიგნიდან სინათლე არ გამოდიოდა, თითქოს იქ არც არავინ იყო , ისიც კი იფიქრა რომ მისამართი არასწორი იყო .
მაინც გააღო კარი, ჭრიალით გაიღო და იატაკმაც მოძრაობა დაიწყო პირველივე ნაბიჯიდან. ისიც კი იფიქრა რომ მალე ჩატყდებოდა და მის ქვეშ ჩავარდებოდა. მობილური გაანათა და ის იყო ირგვლივ უნდა მიმოეხედა ვიღაცამ პირზე რომ ააფარა ხელი. ტელეფონი იატაკზე დავარდა, ოთახის ნაწილს ანათებდა მხოლოდ. სუნთქვა უჭირდა უკვე , ფართხალებდა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა სანამ თავად უკან მდგომმა არ შეაბრუნა .
უყურებდა ონიანის მოელვარე თვალებს, კუპრივით შავ თმას შუბლზე რომ ჩამოყროდა, მოზრდილ წვერს და ნელ-ნელა იწყებდა მისი დამსხვრეული სხეული აღდგენას. შემდეგ მდუნებული ხელებიდან თავი დაიხსნა გაქვავებულ ონიანს ძლიერად მოხვია მხრებზე ხელები და მთელი ძალით მოეხვია. ისე როგორც არასდროს, ისე ძლიერ უჭერდა ხელებს ,იმდენად მაგრად რომ თავადაც უკვირდა . მის სველ სხეულს ეკვროდა,შემდეგ თავი გასწია უკან და სახეზე დააკვირდა ,თვალები დაეხუჭა ონიანს, თითქოს მის სიახლოვეს ირგძნობდა. თითები გადაუსვა სახეზე, შუბლიდან თმა მოაშორა, თმაც მოზრდოდა ონიანს მუდამ დაბალზე გადაპარსული თმის ნაცვლად ახლა არეულად ეყერა ყორნისფერი ხვეულები თავზე .
-ელაა... ჩემო ელაა სიზმარშიც კი როგორი არამიწიერი ხარ ელა - მისი ხმაც შეცვლილი მოეჩვენა, უფრო მკაცრი, უფრო ბოხი და მეტი ტკივილით სავსე
ზღურბლზე იდგნენ... ხის სახლის შესასვლელში . ასე ახლოს გაბრიელასთვის და ასე შორს ვაჩესთვის. გარეთ ისევ საშინლად წვიმდა, თითქოს ცა ჩამოვიდოდა მალე . ქუხილის ხმა აყრუებდა არემარეს , ცას ელვა ანათებდა... ორი გაყინული სხეული ერთმანეთს ეხვეოდა, ვერცერთი გრძნობდა სიცივეს...ორივეს უხურდა სხეული, ორივეს წვავდა გაურკვეველი ლავა რომელიც სხეულში ეღვრებოდათ
-ვაჩეე - მის მკლავებში ჩაფლულმა ამოთქვა და ხელები მოხვია. იმდენად მსუბუქი და ამავე დროს ძლიერი იყო მის სხეულზე მოხვეული ონიანის მკლავები ...
ძალიან დიდხანს იდგნენ ასე ერთმანეთზე მოხვეულები და ერთმანეთით ტკბებოდნენ.
ორივე გრძნობდა ცვლილებას...
გაბრიელა მის მდუმარებას იზიარებდა...
ვაჩე კი გრძნობებს გამოხატავდა...
გათენდა... წვიმა ისევ გრძელდებოდა,მაგრამ არა ისე ძლიერად.
ბუხრის წინ პატარა დივანზე ისხდნენ . ელას ვაცეს მხარზე ედო თავი ,თვალები დაეხუჭა და მის მოზომილ სუნთქვას უსმენდა
-ისევ არაფერს მკითხავ?
-კითხვების დასასმელად მიპოვნე?
-მიღებული პასუხების დასადასტურებლად -წამოიწია და მზერა გაუსწორა- თუმცა არაფერი მაინტერესებს მხოლოდ ერთი რამ .ერთადერთი
-ელა - სახეზე მოეფერა და უფრო ახლოს მიიწია მისკენ - ნუთუ სულ არაფერი გაინტერესებს
-მხოლოდ შენ ...სხვა არაფერი - ხელზე თითები მოუჭირა და ხელისგულზე აკოცა - ინტერესი ორმაგია ხომ?!
-ჩემი ელა - მინიმუმამდე შეამცირა მანძილი ონიანმა და სანატრელ ბაგეებს პირველად შეეხო. იმდენად ნაზად და ფრთხილად რომ ნამდვილი ამბორი გამოვიდა
შეიძლებოდა ასე უსიტყოდ სიყვარულის ახსნა? ასე ჩუმად გრძნობებში გამოტყდომა? ყველაფრის დავიწყება, კითხვებზე პასუხების პოვნა და უბრალოდ გრძნობების გაერთიანება?
ალბათ ამისთვის სწორედ განშორება იყო საჭირო, მხოლოდ ონიანის მდუმარების წაკითხვა, მისი ორსიტყვაინი წინადადებების ბოლომდე გააზრება და მათში დამალული სიტყვების ახსნა. ზედმეტად დიდი დრო დასჭირდა გაბრიელას , მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო ონიანს. ვერაფერს აიძულებდა, კამათი და შეყვარებულობანას თამაში კი მისი სტილი არ იყო.
....
-იცოდი რომ მოვიდოდი ხომ?
-რა თქმა უნდა ... - გაეღიმა ონიანს და კიდევ ერთხელ შეეხო დაწითლებულ ტუჩებზე -დარწმუნებული ვიყავი შენს შესაზლებლობებში - ყელზე აკოცა ისევ ისე ტკბილად და ნაზად
-მე ზედმეტად ბევრი დრო დამჭირდა შენს გასაშიფრად ონიანო
-გამოვასწორებ შენს ინტუიციას და ალღოს - გაეღიმა და მოფერება განაგრძო
-მიღიმიი ღმერთო რა ღვთაებრივი რამე ხარ - ამოიკრუტუნა და ხელები მოხვია -ეზოში იდგნენ...უკვე ორი დღე იყო გასული მისი სვანეთში სტუმრობიდან. ორი დღე რომელიც ისე გავიდა ონიანთან ერთად თითქოს დრო გაცერებული იყო და უსასრულობაში ჩაიკარგნენ.
ამინდი შესაშურად კარგი იყო ამიტომ იმ ადგილისკენ დაიძრა წყვილი სადაც ონიანის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. სულიერი სიმშვიდე სადაც იპოვნა და ყველა ცუდი ჩვევა სამუდამოდ დათრგუნა .
მთის წვერზე პატარა ეკლესია იყო აშენებული. ლოცვის ხმა ისმოდა მასთან მიახლოებისას გაბრიელამ ონიანს გაუღიმა და პირველი შევიდა ტაძარში.
ლლოცვას უსმენდა განაბული და შემდეგ ყველანი გაიცნო. მიეჩვია თითოეული სიტყვის გააზრებას, ყველა მომენტის აღქმას და ბედნიერი იყო როცა მიხვდა რომ ეს განშორებაც მისთვის იყო,მხოლოდ მის გამო მოიქცა ვაჩე ასე. ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება სურდა ...
საოცარ განწყობაზე დაბრუნდნენ უკან. მთელი გზა ხელს არ უშვებდა და შიგადაშიგ კოცნია .
-სულ აღარ ტიტინებ..დავიჯერო ასე დასერიოზულდი?
-ნუ ღელავ შენ არ გიცხადებ სოლიდარობას...როცა სათქმელი მექნება ვერ გამაჩუმებ დამიჯერე- წამსვე მიუხვდა საითაც უმიზნებდა ვაჩე და ყელზე მოეხვია- რადგან კარგი ამინდია არ გინდა კიდევ გავისეირნოთ?
-მე მინდა რომ ჯერ დანაყრდე და მერე წავდიეთ! არ შეწუხდე სადმე
-ვერ შეგედავები აშკარად მშია... და დღეს მე ვამზადებ! ტყუილად გგონია რომ შენი დედოფალი პატარა ხის სამზარეულოში არ შეინარჩუნებს გვირგვინს
-იქნებ მაინც მე მოვამზადო
-ნუთუ გგონია რომ ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს ..მთავარია ვისთან ერთად ხარ ვინ საუზმობს შენთან ერთად, ვინ სეირნობს...ვის ძინავს შენს გვერდით და მეორეხარისხოვანია სად ,როგორ და რა გარემოში ხარ. თუმცა აქ ისეთი გარემოა დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი შენთან ერთად
-დაბრუნებულს ომის წამოწყება აღარ მინდა და აქ რომ დიდხანს დაგიტოვო მერე ვფიქრობ ბევრ მტერს გავიჩენ შენი ოჯახიდან ...რომლებმაც ეჭვი მაქვს არ იციან სად ხარ
-ეტყვით ალექსანდრე ...
-რა თქმა უნდა ,სხვა ვის მიმართავდი თუ არა ყოვლისმცოდნე ბიძა...აბა რის მომზადებას აპირებ?
-რაც შეიძლება მალე რომ მომზადდეს და უცებ წავიდეთ ისეთის!
სანამ პატარა ხის სახლის სამზარეულოში ფუსფუსებდა და ვაჩე თვალებაბრჭყვიალებული უცქერდა . შემდეგ უცებ ისადილეს და დანაპირებისამებრ ფეხით გაუდგნენ სოფლის გზას.
ყველგან ძველი დანგრეული სახლები და კოშკები იყო. დაუნდობელ მთებს ყველაფერი გაენადგურებინა, მდინარეს ან ზვავს წაეღო სახლების ნაწილი. ზედმეტად დიდი მანძილი გაიარეს სანამ მოსახლეობამდე მიაღწიეს. არ იცოდა ზუსტად სად იყო ,უბრალოდ ხედებს აკვირდებოდა და მშვდიად მიაბიჯებდა ონიანის გვერდით.
სამოთხე იყო მისთვის ვაჩესთან გატარებული ყოველი წამი.
ყველაფერი მნიშვნელობას კარგავდა ,უბრალოდ ესმოდათ ერთმანეთის
-სად მივდივართ?
-მალე იწვიმებს ...სახლში დაბრუნებას ვერ მოვასწრებთ . დაბინდდება და მგლებს გადავეყრებით
-ცუდი იდეა იყო დღის მეორე ნახევარში წამოსვლა ხომ?- ქუჩაში ხალხი მოძრაობდა, სახლებისკენ მიდიოდნენ. ნახირს მიერეკებოდნენ , ბავშვები და ქალებიც ჩანდნენ ეზოებში.
ბოლოს ერთ-ერთ სახლთან შეცერდა ონიანი. ხის კარი შეაღო და ეზოში შევიდა. ქვისგან ნაშენები საშუალო ზომის სახლთან მივიდა და დაიძახა
-ბერდიააა - მხოლოდ ორჯერ მოუხდა სახელის განმეორება მალე კარი გაიღო და მაღალი ,ახოვანი კაცი გამოჩნდა რომელმაც წამში შეათვალიერა სტუმარი და მისკენ ხელებგაშლილი გამოიქცა. მაგრად მოეხვია და მხრებზე უზარმაზარი ტორი დაჰკრა
-ვაჩეე ... შენ აქ საიდან
-შენი მოპატიჟება ძალაშია?
-არ გრცხვენია ბიჭო? ამდენი ხანია აქეთ ხარ და არ მოხვედი ? ეს ლამაზი გოგონა ცოლია შენი?
გაბრიელას გააჟღჟოლა ამ სიტყვების გაგებისას, ინსტიქტურად გაეღიმა და ლოყები აუწითლდა . ონიანიც იღიმოდა
-გაიცანი ჩემი გაბრიელა... ეს კი ბავშვობის მეგობარია ბერდია
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც რზალო- ბიჭი ხელზე ეამბორა და მერე უკან დაიხია- რას უდგეხარ აქ სახლში შემოდით ისე მოიქუფრა ცა მალე კოკისპირულად იწვიმებს -ხელი მოხვია მეგობარს და სახლისკენ წაუძღვა.
საცარი არომატი ტრიალებდა ირგვლივ. თიტქოს არაფერი კონკრეტული, უბალოდ ოჯახური სითბო იყო. შესვლისთანავე რომ იგრძნობდი. საიდანღაც პატარა ხის ხმლიანი ბიჭუნა გამოვარდა ლოყებაწითლებული მორბოდა და ბოლოს მამა რომ დაინახა წინ აესვეტა
-მამა იცი მე ჩემი ძმა დავამარცხე..ხმალი მაგრად მოვუქნიე და ძირს დავაგდებინე იარაღი
-მამააა -ოთახში მეორე პატარაც შემოვიდა თვალებაცრემლიანებული და ისიც მამას მოეხვია
-ბავშვებო შერიგდით და მითხარით დედა სად არის ? ნახე სტუმრები გვყავს არ მიესალმებით?
ბავშვებმა ოთახში მყოფ წყვილს გადახედეს და დამშვიდდნენ .
სანამ ბიჭებს ესაუბრებოდა ელა ოთახში ქალი ჩვილით ხელში შევიდა და ბერდიამაც სტუმრები გააცნო .
ელა მთელი საღამო გაბადრული იჯდა და უყურებდა ამ ლამაზ ოჯახს. ბავშვები ვაჩეს და ბერდიას არ შორდებოდნენ .პატარა კი აკვანში იწვა და მშვიდად ეძინა.
ბერდიას ცოლი გასული იყო პატარამ რომ გაიღვიძა და ტირილი დაიწყო. ელა მაშინვე წამოდგა და ფრთხილად აიყვანა .სანამ ბავშვი ჰყავდა ონიანის მზერას გრძნობდა .
წყვილი ერთ საძინებელში დააწვინეს ,რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაჩეს არ უთქვამს რომ დაქორწინებულები არ იყვნენ. კარი რომ მიხურა და მარტო დარჩნენ ოდნავ შემთვრალი ონიანი მისკენ დაიძრა და მოეხვია
-რატომ არ უთხარი
-გინდა მარტომ დაიძინო? მაშინ წავალ
-ისედაც იატაკზე გძინავს ვაჩე ...აქ დიდი საწოლია და ჩემთან დაიძინე !
-არ მეკითხები?
-არაა ! აღარ მიყვარს კითხვები
ბოლოს ონიანის მკლავებში მოქცეული აღმოჩნდა და ტკბილად დაიძინა.
....
სახლში დაბრუნება ორივეს გაუჭირდა. არ უნდოდათ საკუთარი სამოთხის დატოვება ,ბოლოჯერ ავიდნენ მონასტერში. ორივე მთის წვერზე იდგა და ტაძარს შესცქეროდა ხელზე აკოცა ონიანმა და მზერა გაუსწორა
-მგონი ახლა კითხვის დასმა გაუმართლებელი არ იქნება- დუდუნით ამოთქვა და მუხლზე დადგა - ჩემო ელა გამომყვები ცოლად?
-პასუხი საჭიროა? - ფართოდ გაიღიმა და ხელი მის ხელს დაადო
-დარწმუნებული ხარ? ხომ იცი მერე თავს ვეღარ დაიხსნი ...იქნებ მოგვიანებით დავიწეროთ ჯვარი როცა ყველა გაიგებს
-მგონი თავად გეშინია ონიანო - გადაიკისკისა და მკლავები ყელზე მოხვია
-მიყვარხარ ჩემო ელა - ფრთხილად შეეხო მის ტუჩებს .
ცერემონიამ საოცრად ჩაიარა, ისეთი შეგრძნება ჰქონდათ თითქოს ფრთები გამოესხათ და ფრენა შეეძლოთ.
გადაწყვიტეს რომ საკუთარი ოჯახები შეეკრიბათ. გაბრიელა სახლში დარჩა ონიანი თავის ბინაში წავიდა. ჯერ კიდევ დილა იყო , კარი რომ გააღო და შევიდა დახლთან ყავის ფინჯნით ხელში დევდარიანი რომ დაინახა სახე მოეღრიცა. ხატია მის წინ იდგა ხალათში გამოწყობილი და რაღაცას რიმილით ეუბნებოდა თან მის თმებზე თამაშობდა
-არ მეგონა ჩასიძებას თუ მიპირებდი ბატონო ლაშა! მგონი ამნეზია მაქვს და საკუთარი დის ქორწილის დღეც ამომივარდა გონებიდან
-ვაჩეეე ...ვაჩეეე დაბრუნდიიი- ხატია სწრაფად გაიქცა და ყელზე მოეხვია- როგორ მომენატრეე , როგორ ძალიან მომენატრე - სახეს უკოცნიდა მონატრებულ ძმას .მანაც ვერ გაუძლო და ხელები მოხვია სიფრიფანა სხეულს
-ჩემო პრინცესა ...-შუბლზე აკოცა და ისევ მოეხვია. შემდეგ წინ მდგომ დევდარიანს გახედა
-ვაჩე არ გაბრაზდე რა ...ის ის მართლა არ ყოფილა აქ ღამე ...დილით მოვიდა რამდენიმე წუთის წინ მე უბრალოდ მე ჩაცმა ვერ მოვასწარი უნდა წავეყვანე და ხო არ იჩხუბებთ? ვაჩეეე ასე ნუ უყურებთ ერთმანეთს თორე გავგიჟდები ახლა ლაშა!
-სანამ მე არ ვიყავი როგორ გაანჩხლებულხარ ხატი? ასე ტერორში გყავს სულ ?- მშვიდად უთხრა და ლაშამ თვალები რომ გააფართოვა მერე გახედა-მე და შენ მერე ვილაპარაკებთ... ახლა მარტო მინდა ჩემ დასთან ყოფნა
-მეც მაქვს სალაპარაკო... წლობით გადადებულ ქორწილთან დაკავშირებით რომელიც შენმა დაკარგვამ გამოიწვია...ხო და კეთილი იყოს შენი დაბრუნება ონიანო !
გვერდი აუარა დევდარიანმა და სახლი დატოვა. ვაჩეს ჩაეცინა და მერე დას ჩაუკრა თვალი
-არ მოვკლავ ნუ ღელავ ... რაო იმან რა ქორწილიო?
-ექვსი თვის წინ ცოლობა მთხოვა და არ დავთანხმდი ...შენ არ იყავი და მე
-ჩემი ჭკვიანი გოგო ...გელოდოს ცოტა არაფერი დაუშავდება
-ამდენ ხანს როგორ არ დაბრუნდი ...იქნებ როგორ ვიყავი
-მე სულ ვფლობ ინფორმაციას საყვარელ ადამიანებზე ჩემო პატარავ...სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო შენი ყოველი დღეა ჩემთვის ცნობილი !
-ოო აბა რას შემაშინე არ იცნობ დევდარიანს? სულ რო ვეხვერწო თითს არ დამაკარებს
-სანამ ზედმეტს იტყვი სჯობს ჩაიცვა... რძლის ოჯახში უნდა წაგიყვანო
-სად წამიყვანო? ვინ მოიყვანე
-შენი აზრით?
-გაბრიელამ როგორ გიპოვა...ერთი თვის წინ არ იცოდა სად იყავი და ვაიმეე რა მაგარია ..გილოცავ - ისევ გაიქცა და მოეხვია
-დავიხრჩე ...ნუ დამიქვრივებ ცოლს
-კარგი ...კარგი ახლავე ჩავიცვამ და მომწონხარ ასეთი-კართან გაჩერდა და გაღიმებულმა გამოხედა
-როგორი
-მხიარული და თავისუფალი ,მაგრამ მაინც სიტყვაძუნწი
გაბრიელას მთელი ოჯახი ჰყავდა შეკრებილი . მშვიდად იჯდა და სიტყვას არ ამბობდა
-გამაგიჟებს ეს გოგო ამ ბოლო დროს ისედაც ხომ არაფერს ამბობდა და ახლა საერთოდ -თათული წუწუნებდა
-გაბრიელაა გვეტყვი რა ხდება თუ რა გავაკეთოთ- გაბრიელი რომ მშობლებს არ ჰგავს სიმშვიდით ხვდებით ალბათ...ბიძის გავლენაა აშკარად გამოხატული.
კარზე რომ დააკაკუნეს და მაშინვე წამოვარდა ყველა ყველაფერს მიხვდა,თუმცა ონიანის გამოჩენამ ზოგი მაინც გააკვირვა.
რა თქმა უნდა თათული და აკო ტიპიურ პანიკაში არ ჩავარდლინან და ყვირილი არ დაუწყიათ .მაგრამ ერთხანს გაოცებულები უყურებდნენ წყვილს. ონიანი ბევრს რას იტყოდა , არც გაბრიელამ დაიწყო ტიტინი და ბოლოს მხოლოდ მილოცვა გამოვიდა და თათულის ცრემლები წასკდა .
აივანზე იდგა დევდარიანი ონიანის წინ და სიგარეტს აბოლებდა
-სიძე რომ გახდი ჩემი და ხატიას ამბავს არ ცვლის ხომ?
-შენი ქცევა ცვლის მხოლოდ! ზედმეტადაც კი გამაკვირვე დევდარიანო ! დიდი მოთმინების უნარი გქონია...
-ანუ შემიძლია ქორწილზე ვიფიქრო?!
-მოთმინებაზე რაც ვთქვი უკან მიმაქვს... ისევ ისეთი ხარ მაგ მხრივ! მე არ მოგყვები ცოლად მაგაზე ფიქრი ჩემი დის საქმეა! თუ მოგყვება საერთოდ - თქვა და დატოვა მარტო საწყალი ბიჭი.
......
გაბრიელა ძმასთან ერთად იყო და მის გაბუტულ სახეს უყურებდა
-დიდხანს უნდა იყო ასე?
-გაბრაზების უფლებაც არ მაქვს? ისე გათხოვდი ისიც არ ვიცოდი ერთად თუ იყავით
-არც ვყოფილვართ
-ღმერთო ჩემო ასეც ვიცოდი! მოგიტაცა ხომ? მოგიტაცა და მერე შენც მიხვდი რო არ ღირდა წამოსვლა და დროის უაზროდ გაყვანა. მოვკლავ !
-ნუ სულელობ! მოტაცება რომ სდომოდა 10 წელი თვალწინ ვყავდი ... არსად წავიდოდა და ჩემ გამო არ შეეცდებოდა ცხოვრების თავიდან დაწყებას. ჩემი აზრი რომ უმნისვნელო ყოფილიყო და მხოლოდ საკუთარ სურვილზე ეფიქრა დიდი ხნის წინ გააკეთებდა მაგას. რეალურად მე ვიპოვე და ასე უბრალოდ და მარტივად ერთად ვართ.
-მართლა? ასე ძალიან გიყვარს?
-იმდენად რომ სიტყვა მიყვარხარ არც მინდა ვუთხრა
-რანაირი გაგხადა თუ ხვდები! იმას ემსგავსები და იმენნა ცოლი რო იქნება მერე ხო საერთოდ დამუნჯდები
-არ ვიცი დამუნჯებას შეძლებს თუ არა არ გამომიცდია ჯერ !
-აუ გაბრიელა ენას ამოგაცლი ...ძმა ვარ მე თუ დაქალი ! სხვათაშორის შენ დაქალებს ხელში თუ ჩაუვარდი მოგკლავენ მაგის „გამოცდამდე“
-არ ჩამეხუტები ისე გახვალ? ისინი რო შემომივარდებიან ხო უნდა ვიყო მყარად
-აფერისტო ბავშვო ...არა ვერ ვიჯერებ რო აქ აღარ იცხოვრებ ! ვინ მაჭმევს დილას ... აუუუ ის რო გადმოვიდეს არ უნდა?
-ონიანი აქ ერთი ღამითაც ვერ წარმომიდგენია
-აუ გაბრიელა ცოტა დაიცადე ...ქორწილი არ გინდა? გადავიხადოთ და მერე გადადი ამდენი ხანი თუ იყო მარტო გაძლებს კიდე როგორმე
-გაბრიელ!
-მიბრძანდი ქალბატონო ... თუ მტოვებ წაბრძანდი იმ შენს ხისთავიან სვან ქმართან
-პატარა ბავშვივით ნუ იბუტები - მაგრად მოეხვია და ლოყები დაუკოცნა
-და მიფრინდება ხელიდან და რა ვქნა აღარ ვიცი ...სასოწარკვეთილი ვარ
-ჩემი გადარეული ... თაფლობის თვეში არ მივდივართ ასე რო სულ ახლოს ვიქნები
-ღამე რო ვერ შემოგივარდები ოთახში...ვაფსე აქ რო არ იქნები დილას მოსული რო ვერ შემოგიწვები და ვერ გებუზღუნები თავის ტკივილზე?
-რო ილოთებ ჩვენთან მოდი და მეორე მხრიდან მომიწექი
-ავადმყოფო! - ახარხარდა გაბრიელი რომ წარმოიდგინა იმ საწოლში იწვა სადაც ონიანი. მისი მზერა წარმოიდგინა როგორ შეხედავდა ამ დროს
-ელა აქ ხარ? - დაბარებულივით გამოჩნდა ვაჩე- არ ვიცოდი თუ საუბრობდით...დაგტოვებთ
-რა ბუნჩულა გამხდარა ...ბულკია უკვე?
-ცოლისძმის გონებრივ შესაძლებლობებში აშკარად ვერავის გავუწევ კონკურენციას!- მხოლოდ ეს თქვა და ოთახიდან ისევ გავიდა. გაბრიელი გაშტერებული უყურებდა კარს ელა კი ბოლო ხმაზე იცინოდა
-ვაიმეე ცუდად ვარ... აი ჩემი ბულკი ქმარი
-ვახ ჩემი ..ეს აღარ ხუმრობს ხო?- გაბრიელმა ხელი აიქნია და ოთახი დატოვა გათიშულმა.
სანამ სახლს დატოვებდა გაბრიელა , ვაჩესთან ხატია მიკუსკუსდდა და ხელები მოხვია
-რა უნდა მთხოვო ?
-ისაა ვაჩეე ახლა რადგან ჩვენს ბინაში უნდა იცხოვროთ ერთად... სანამ სახლზე იზრუნებ მე ხომ არ ვარ ცუდი გოგო და ახალდაქორწინებულებს ხელს ხომ არ შეგიშლით არა?
-არც იფიქრო ! ლაშასთან ერთად არსად გაგიშვებ
-აუუ ვაჩეე გთხოოოვ ..მე თვითონ ერთი საათი ვარწმუნებდი და ახლა რა ვუთხრა ტყუილად გადაგიყვანე ჭკუიდან-თქო? ეს არ უნდა მეთქვა ხო?
-არა! წარმოდგენას სანამ დავიწყებ როგორ გადაიყვანე დევდარიანი ჭკუიდან და რა გზით დაარწმუნე მაკოცო და წახვიდე სჯობს
-ვაჩე! იცოდე თქვენს შორის ჩავწვები ამაღამ
-დიდი ხანია შენს გვერდით არ მიძინია...მომენატრე პატარავ
-სერიოზულად არ ამბობ ხო?!
-შუაში დავვები გაბრიელა არ გაბრაზდება ნუ ღელავ
-ვაიმეე ვაჩე ნუ გამაგიჟებ ახლა ... - ფეხები ააბაკუნა და გაბრაზებულმა შეხედა -მინდაა
-რა გინდა !
-აუუ ვაჩეეე გავბრაზდები ახლა
ლაშამ ხელი მოხვია წელზე და გაღიმებულმა აკოცა
-რადგან არ გიშვებს და მართალი აღმოვჩნდი მე წაგიყვან სახლში ... გაბრიელას კიდევ დააგვიანდება და დაიძინებ შენ მანამ!
-ორივე ერთნაირები რომ ხართ თუ ხვდებით ...შენ კი ბატონო ლაშა ხელი მომაშორე და ჩემთან ყოფნა თუ არ გინდა შეგიძლია ჩვეულებისამებრ რომელიმე შენს სულელ გოგოსთან წაბრძანდე ! თვალით არ დამენახო !
-მე რა... რაზე გაბრაზდა - ლაშა გაოგნებული საწყალი სახით უყურებდა მიმავალ ქალბატონს. ონიანმა მხარზე ხელი დაადო და ჩუმად უთხრა
-თუ დაითანხმებ ვუშვებ !
რა თქმა უნდა იმ ღამით ბინაში არ ყოფილა ხატია. მაგრამ არც ონიანი მისულა თავის ბინაში. გაბრიელა მანქანაში იჯდა დაღლილ დაქანცული და გზაში ისე ჩაეძინა ვერც კი გაიაზრა. შემდეგ ონიანის ხელებს გრძნობდა სხეულზე. მისი გულისცემა ჩაესმოდა ყურში და ნელ ნელა ფხიზლდებოდა. თვალები რომ გაახილა სახლში იყვნენ,მაგრამ საერთოდ არ ეცნობოდა გარემო.
-ვაჩეე ...სად ვართ?-
-ჩვენს სახლში - ონიანი გაჩერდა და მანაც სწრაფად მოათვალიერა ყველაფერი- სანამ წავიდოდი მანამ ვიყიდე ... ვიფიქრე რომ დაბრუნების შემდეგ დრო არ უნდა დაგვეკარგა... რაც არ მოგეწონება ყველაფერს შევცვ- გაბრიელამ ისე სწრაფად აკოცა სიტყვის თქმა ვერარ მოახერხა. უფრო მაგრად მოხვია ხელები და კოცნაში აჰყვა...
-საძინებლის დათვალიერებით დავიწყოთ ...
ონიანმა ელას თხოვნა შეასრულა და პირდაპირ მეორე სართულისკენ დაიძრა. ხის მოხვეული კიბე აიარა და ერთ-ერთ ოთახში შევიდა . ქალბატონი საწოლთან დასვა და უკან დაიხია
-ემოციურად და ფიზიკურად დაღლილი ხარ..ახლა დასვენება გჭირდება. ჩანთას მოგიტან და გამოცივალე - შუბლზე აკოცა და წავიდა
კი ფიქრობდა თავიდან არ ვარ დაღლილიო ,მაგრამ საწოლის დანახვისთანავე თვალები დაეხუჭა. კრუტუნით მიცოცდა ვაჩესთან ხელები მოხვია და ტკბილად დაიძინა.
.....
მარიამი დაქანცული მივიდა სახლში და ხმაური რო გაიგო მისაღებიდან ნაბიჯს აუჩქარა. იქ კი დიანა დახვდა ბავშვების გარემოცვაში წინ ახველდიანები ისხდნენ და თამაშობდნენ ხელში პატარა მარგიანი ეჭირა . თმებს უწეწავდა ისე ბებოს რო თავი სულ აჩეჩილი ჰქონდა თანნ კისკისებდა და მეორე ხელს უტყაუნებდა
-სალომეეე ეს ბავშვი სულ შენ გგავს ვაიმე დედა დამაწიწკნა სულ თმა ...მოდი გოგო სად წახვედი . ისედაც იმ საწყალ ბიჭს აზრდევინებ ბავშვს და ახლა მე შემატოვე? ყოჩაღ კესარია შენ ამას თუ იტოვებ ხოლმე... სალომეეე ჩამოეთრიე გოგოოოო ..უი მარიამ მოხვედი შვილო? როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ? თამუნაცაა?
-კი ორივე მობრძანდა... ვრჩებითო მომიყარეს ბავშვები და გაწვნენ თვითონ დაღლილი იქნები შვილო ივახშმებ?
-გოგონებთან ავალ და მოგვიანებით - ბავშვი ჩაკოცნა და მერე გამოართვა- წავიყვან მე ამ გიჟიკოს
-არა დედა შენ როგორ დაგღლი მაგისთვის ... იმ ქალბატონს უთხარი ფეხი გამოადგას
-აქ ვარ დედა რა იყო ... ჩემი ტკბილო გაბრაზებს?- ისე ააფრიალა ეს ამხელა ბავში თითქოს თოჯინა იყო თეძოზე მოისვა და ისე უკბინა აატირა ბავშვი
-ეს ახლა ნორმალურია? მითხარით ვინმემ კიდე კაი მათეს ჰყავს ხოლმე თორე ეს მოკლავდა ბავშვს...ყოველ დღე ველოდები უკვე სახლში როდის გამოაგდებს ის ბიჭი ... მარა ისიც ავადმყოფია კაგრი ამას რო უძლებს ამდენი ხანი აბა ნორმალური კაცი ახლა ამას სახლსი გააჩერებს
-კაგრი დედა დამშვიდდი- თამუნა მიუჯდა გვერდით და აკოცა- ჩემები ხო არ გაბრაზებენ
-შენები ახლა თორე ესენიც შენი გაზრდილი არ იყოს ...საწყალი ბავშვები .მე ვარ დამნაშავე ორივე ასეთები რო ხართ რომელი იყავით გასათხოვარი თქვენ სახლშ უნდა გამომეკეტეთ
-კიდევ კარგი მარიამი არ გვგავს თორე ხო გააგდებდი სახლიდან და მაიყოლებდი შვილსაც
-მარიამს შეეშვი შენ ! აგერ ნახავ ამოუვა ერთ დღეს ყელში იმ ბიჭს და მოგკლავს -სალომეს დაემუქრა და არეული თმის გასწორებას უშედეგოდ ეცადა -წავედი მე ვახშამს მოვამზადებ
-ხედავ? არა თუ ხედავ სანამ შენ არ მოხვედი ჩვენ კი არ გვაჭამა. მოვა მარიამი და მერე მიირთმევთო ...-სალომემ გაბრაზებულმა გააყოლა თვალი დედას- აუ მარიამოო ხშირად მოდი ხოლმე რა...მომავალი ორი დღე აქ ვიქნებით ჩვენ ორნი
-შენც? როგორ მოხდა სამსახურიდან გამოხვედი?
-ამჯერად მართლა შვებულებაში ვართ ორივე ! საკმაოდ დიდი ხნით თან
-ბიჭები სად არიან?
-ოოოუუუ ჩემი ტკბილო ძამიკო მოგენატრა ჩიტუნააა... ერთად წავიდნენ სადღაც . მარტო დარჩენას არ ვაპირებ თორე მომკლავს დიანა მე ამიტო მათეც აქ რჩება და თორნიკემ ბარემ მეც მიმიღებს სიდედრიო ასე რომ რძალო კიდევ კარგი სიძეები მაინც არიან ნაცნობები
-თუ ამოისუნთქო ! მოვიდნენ მგონი- თამუნა უცებ წამოდგა და შესასვლელისკენ გაიქცა
-ეს საერთოდ ვერაა კარგად... იქ რო ჰყავს გამოკეტილი თოკუნშიკი ახლა ვეღარ ეგუება იმის აქეთ-იქით სიარულს .რა განადგურებულის სახე გაქ მარიამ?! ისე გაბრიელამ შოკში ჩამაგდო ონიანის პოვნას და დაკერვას თუ მოახერხებდა რას ვიფიქრებდი
სანამ სალომე ლაპარაკობდა ოთახში ბიჭები შევიდნენ ,მაგრამ დათა არ იყო . მათე, თორნიკე , ირაკლი და გაბრიელი იყვნენ. მარიამი როგორც კი მიესალმა მათ ოტახი დატოვა და ეზოში გავიდა. მობილური ამოიღო და დათას ნომერი აკრიფა. რამდენიმე ზარის შემდეგ კვლავ რომ არ უპასუხა ლამის გული გაუჩერდა. მთელი დღე არაფერი გაეგო ანდრონიკაშვილზე და ჭკუაზე აღარ იყო. ხელები მუხლებზე შემოხვია და მოუკეცა . სკამზე იჯდა და ირხეოდა ,ისევ უშვებდა ზარს როგორც იქნა მისი ხმა გაიგო და მაშინვე წამოსწია თავი
-დათაა ...
-რა დღეში ხარ მარიამ?
-რა მე ... მე რა დღეში ვარ რაზე ამბობ
-დილით არ გითხარი შეხვედრები მაქ და გვიან მოვალ-თქო? რა განერვიულებდა
-მე არ ვნერვიულობდი უბრალოდ ვიფიქრე ... დამავიწყდა ეგ . მაპატიე ხელი შეგიშალე წავედი...გკოცნი
-მეც გკოცნი- მობილურის ნაცვლად ყურთან მოესმა ხმა, შემდეგ ყელში კოცნის კვალი დაუტოვა დათამ და ზურგიდან მოეხვია ხელები მუცელზე შემოხვია და ჰაერში ასწია- იმდენს გაკოცებ რომ ამ შენს დაღლილობას სულ მთლად გავაქრობ - უკვე სახეს უკოცნიდა და ისე ეჩურჩულებოდა ,თიტებს არ აჩერებდა და მარიამის გონებას ბოლომდე თიშავდა - კარგია ? მოგწონს მაარუსაა? - იღიმოდა და ყელში სველი კოცნის კვალს უტოვებდა,მერე უბრალოდ ტუჩებს მიასრიალებდა და ენის წვერით ეხებოდა კანზე. მკერდამდე რომ მიაღრია სურნელი ღრმად შეიგრძNო და აკვნესებულ მარიამს ბარძაყებზე მოუჭირა თითები- უკანა ეზოს დათვალიერებაზე რას იტყოდი?
-მინახავს უკვე... მოსახერხებელი ეზო გაქვს...საოცარი- ამოიკრუტუნა და თავი კიდევ უფრო უკან გადასწია .დათას წელზე ჰქონდა ფეხები მოხვეული ისიც მშვდიად მიაბიჯებდა ბაღისკენ და ფერებას არ წყვეტდდა .
-საოცარება ... ნამდვილად -კბილები მოსდო მოღეღილ მკერდზე და შუა ბაღში მდგომ მაგიდაზე შემოსვა - დამძიმდი მგონი იცი?- ისევ ჩაიცინა და თითები აკეცილი კაბის ქვეშ შეაცურა - ნეტავ რა ნაწილი გაიზარდა
-ოოოჰ ეგ ნამდვილად არა - გადაიკისკისა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო- არასწორად ეძებ
-ხოო? დარწმუნებული ხარ ... - ზურგიდან აეკრო და ამჯერად და ყელში აკოცა , შემდგე მხარზე გადავიდა - ახლა ?
-სანამ სულს განვუტევებ შეწყვიტე საუაბრი ... სად ვართ გავიწყდება?
-არავინ გამოვა ნუ ღელავ ... მიყვარს მე ესენი - საჯდომზე ჩამოუსვა თითები და მერე მოუჭირა
სახლში აშკარად დააგვიანდათ . მართალია გამოცდილები იყვნენ დამალობანას თამაშს და ისე დაბრუნდნე უკან თითქოს არც არაფერი იყო მომხდარი ,მაგრამ სალომეს ენას რა ძალა გააჩერებდა და ყიფიანი რომ არ აჰყოლოდა ხო საერთოდ რა დღე იქნებოდა.
დიდხანს არ დარჩნენ ბიჭები...ვახშმობის შემდეგ წავიდნენ. მათეს ჰყავდა ბავშვი ხელში და საძნებლისკენ მიჰყავდა სალომეც რომ უკან გაეკიდა. თამუნდა და თორნიკე მისაღებში სიხდნენ .
მარიამი მაინც ვერ გამოცოცხლდა, ზედმეტად სუსტად გრძნობდა თავს. უნდოდა დარცენა ,მაგრამ სანამ რამეს იტყოდა და დატოვებდა იქაურობას დათამ მოხვია ხელი მოუბოდიშა ყველას და წაიყვანა
-ცოტა ხანს დავრჩენილიყავით... რა ხშირად ვნახულობ
-გეყოფა! სუსტად ხარ და სჯობს დაიძინო... რა ხდებოდა ასეთი დღეს ასე რომ ხარ მარიამ? -კარი როგორც კი მიხურა მაშინვე მოფერა და შუბლზე აკოცა- მაარ ბევრი შეხვედრა გქონდა?
-ნწ..საერთოდ არაფერი . არ ვიცი რატო ვარ ასე. შხაპს მივიღებ და დავიძინებ! ჩადი შენ ქვემოთ თუ გინდა
-ჩემ დასთან ლაპარაკს მაინც არ დამაცლის დიანა ასე რომ არსად წავალ ! გინდა შემოგყვე?
-დათაა...
-მე დაგბან ...ხო იცი როგორ მიყვარს - ყურთან აკოცა და კაბის გახდა დაიწყო.მერე ხელში აიყვანა და სააბაზანოში შევიდა.
მარიამი იმდენად იყო მოდუნებული ლამის იქვე ჩაეძინა. დათამ გაამშრალა, ჩაცმაშიც დაეხმარა და მერე გვერდით მიუწვა. ზურგიდან აეკრო და თავზე აკოცა. წამსვე ჩაეძინა ფარჯიანს , პატარა ბავშვივით აუხურდა ლოყები სითბოსგან.. ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და ხანდახან ისე ბუსხავდა დათას ეღიმებოდა.
დილაადრიან გააღვიძა პატარა მარგიანმა მთელი სახლი. ისე ტიროდა ყველა ოთახში შევიდა ხმა. მარიამსაც გაეღვიძა და საწოლში წამოჯდა. გვერდით რომ მიიხედა დათას სახის დანახისას გაეღიმა და ისევ ჩაძვრა საწოლში. ლოყაზე აკოცა და მიეხუტა
-ჩემი დისშვილი როა არ ეტყობა? - ძილისგან დაბოხებული ხმით თქვა დათამ ხელი მოხვია და სხეულზე მიიკრა ფაჯიანი-დღეს რა გეგმები გვაქვს მე და შენ?
-შენი დები არიან აქ თუ გახსოვს
-მახსოვს ! მაგრამ ჩვენ რა გვიშლის ხელს წასვლაში? - თვალებს არ ახელდა ისე დააცოცებდა ცხვირს მიწ თმასი მერე ყელზე გადავიდა იქედან მკერდზე და გაჩერდა
-დაიძინე სჯობს... - გაიცინა და თმაზე მოეფერა-სულ სადღაც დავდივართ და ერთი შაბათ კვირა სახლშ ვიყოთ.არ გინდა შენს დებთან
-მაგათთან სულ ვარ მე ! მეტად არ ვჭირდები ... ახლა როგორ ხარ?- აკოცა და ქვემოდან ახედა
-კარგად
-ფერმკრთალი ხარ - ლოყაზე ჩამოუსვა ხელი - ანალიზები გაიკეთე არ გინდა? იმდენ დროს ატარებ კომპანიაში ვეღარც იკვებები ნორმალურად იქნებ რამე ცვლილებაა
-კარგად ვარ! თვის ბოლოა და შეიძლება იმიტო ვარ ასე
-რომელი ბოლო მარიამ დამთავრდა თვე ...შენთან კალენდრები ჩამოხსნეს? - თავი წამოყო და წარბები შეკრა -არ გინდა ჩვენც მივბაძოს თამარას და დავისვენოთ?
-ამ ბოლო დროს ზედმეტად ხშირად ვისვენებ და სულ არ აწყობს ჩემს საქმეებს ეს ...რადგან არ იძინებ მაშინ წავალ მულებს გავესაუბრები- დათა მარტო დატოვა , ხალათი მოიცვა მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა .
მათე და სალომე დახვდა მხოლოდ . ბავშვი ხალიჩაზე იჯდა და რაღაცას ბუტბუტებდა სალომე კი მათეს წვდა პერანგის საყელოსი და თავისკენ მიიზიდა
-უფს ..მაპატიე სალო გავდივარ
-თუ გგონია კოცნას ვაპირებდი ცდები ! თუმცა მაინც გადი სუსტი ნერვების მქონე ადამიანისთვის ამის ყურება რთული იქნება
-და ბავშვს აყურებინებს როგორ უკლავს მამას ! იმის გამო რომ ვიღაც ყოფილმა ზუსტად წუხელ მიწერა სისულელე
-სისულელე არ მეგონა თუ იყო...გავითვალისწინებ და აღარ გავაკეთებ
-კარგი რა სალომე ...
-რეკორდულად დიდი დრო გავიდა ჩვენი ბოლო კამათის შემდეგ და მგონია რომ განგებ იკეთებ
-ზუსტად დიდი დროა არ გვიჩხუბია და აქ ნუ გამაგიჟებ ახლა
-ზუსტად აქ უნდა გაგაგიჟო არაფერს მეტყვი
-დიანას დავუზახებ და დამიცავს ხომ იცი
-რა საცოდავი ხარ ვაიმეე ... იმედია შენ არ დაგემსგავსება ეს ბავშვი !- დახრას და ბავშვის აყვანას აპირებდა მათემ ხელი რომ მოხვია და ზურგზე გაიდო
-მარიამ ბავშვს მიხედე გთხოვ!- გასვლამდე მიაძახა გაოგნებულ ფარჯიანს და კიბე ელვის სისწრაფით აირბინა
-სად მიდიოდნენ ისინი კი არა ჩხუბობდნენ თუ დილაადრიან მოუნდა ჩემს სიძეს სურვილის დაკმაყოფილება - დათა კიდე კიბეს უყურებდა . ბავშვი რო დაინახა გაიცინა და მაშინვე ხალიცაზე დაჯდა - იოოო დედაშენი მაგრა უბერავს ხო?
-იჩხუბეს ,მაგრამ მათე შეირიგებს ვეჭვობ! აქაც არ ისვენებენ რა ... რაა ამდენი საეჭვიანო ვერ გავიგე . წავალ ფაფას მოვუმმზადებ ბავშვს
-ჩვენც წამოვალთ - ხელი მოხვია ბავშვს და სამზარეულოში გაჰყვა მარიამს. პატარა ბატონმა საჭმელი რომ დაინახა ერთ ადგილას ვეღარ გააჩერეს - ღორმუცელა ... გინდა ? ძალიან გშია? ცხელი როა ჯერ?
-აჭმევ თუ გამოგართვა
-მე ვაჭმევ... ფერი სიევ დაკარგე მარიამ . ყავა გინდა გაგიმზადო?
-კარგად ვარ სულ ფერადი ხო არ მექნება ლოყები
-როგორ იცი ხოლმე გაჯიუტება მე უფრო კარგად ვიცი როგორ ხარ თუ შენ -ეს რო უთხრა მერე გაიაზრა რაც თქვა და მარიამის სიცილზე თავადაც გაეღიმა - მე უკეთ ვიცი ასე რო ჩუ ! შეაშნა ბავში რამხელა ხმაზე კისკისებს..ჩუმად არაფერი შეგიძლია მოკლედ რა
-გინდა ჩუმი რომ ვიყო?
-ასეთი ხმით ნუ მელაპარაკები თორე სახლი დაინგრევა ვატყობ ...
-დილამშვიდობისაა... ბავშვი თქვენ რატო გყავთ? ახვლედიანები შემოლაგდნენ ამჯერად. ბავშვები ნახევრად მძინარე მდგომარეობაში შემოუსხდნენ მაგიდას. დიანა შემოცქრიალდა ,საოცარ განწყობაზე იყო, მაშინვე იკითხა მათე და სალომე, მაგრამ მერე დანარჩენებს გადახედა.
ორი დღე ბედნერი დადოდა, ზოგჯერ ეჯუჯღუნებოდა სალომეს .თამუნასაც გადაწვდებოდა ხოლმე და მერე ჩუმდებოდა.
-ბავშვი დაგვიტოვეთ რა - დათას სიტყვები გაახსენდა მარიამს.
ერთად ვახშმობდნენ აივანზე , მშვიდი საღამო იყო .დათამ მარიამის საყვარელი მელოდიაც ჩართო და ხელი გაუწოდა
-ვიცეკვოთ მარიამ?- გულზე მიიკრა და მელოდიას ააყოლა სხეული. - რატომ არ მელაპარაკება ჩემი მარიამი?- ყელში აკოცა გატრუნულ ქალს
-ვფიქრობ რაღაცაზე
-არ მეტყვი მეც/ ერთად ფიქრი ხომ იცი უკეთ გამოგვდის- თავი ააწევინა და ამჯერად ტუჩებზე აკოცა
-დათა... გინდა ბავშვი გვყავდეს? ვიცი რამდენიმე თვე გავიდა და მეთვითონ ვძახდი შეიძლება არ გამოვიდეს_თქო ,მაგრამ სისულელეა იმაზე ფიქრი რომ ოდესმე დაგშორდები. მე კი მინდა ბედნიერი იყო...ვიყოთ და მინდა პატარა ანდრონიკაშვილი გავაჩინო...მამა მინდა რომ გახდე ...იქნებ ცუდი დედა არც მე ვიყო
-სენ საუკეთესო დედა იქნები მარიამ... მე კი უბედნიერესი კაცი როცა შენგან შვილი მეყოლება ,მაგრამ ხომ იცი ჩემ გამო არაფერი უნდა გააკეთო .შენ უნდა გინდოდეს
-მე ბიჭი მინდა ... ან გოგო მთავარია შენ გგავდეს . ძალიან მინდა რომ გგავდეს - უცებ ატიტინდა და აბრჭყვიალებული თვალები მიანათა
-როგორ მიყვარხარ ... შეუძლებლად მიყვარხარ მარიამ ...ჩემო მარიამ - გაბადრული დაეკონა ტუჩებზე და უფრო მაგრად მიიკრა სხეულზე...
.........................
ქუჩაში მისეირნობდა, მშვიდი ამინდი იყო ოდნავ გრილოდა და სხვა რა სჭირდებოდა . ყურსასმენები მოირგო და სასიამოვნო ჰანგებში ჩაკარგულმა გზა განაგრძო. ერთ-ერთ კაფესთან ნაცნობი სილუეტი დაინახა და გაეღიმა. დიდხანს ფიქრობდა მასზე, მაგრამ ვერსად შეხვდა ახლა კი შანსი ჰქონდა და არ აპირებდა ხელიდან გაშვებას. ყურსასმენები მოიხსნა და კაფეში შევიდა. მენეჯერი მაშინვე მიესალმა როგორც კი დაინახა , მან უბრალოდ გარემო მოათვალიერა და ინტერესის ობიექტის დანახვისას მშვიდად დაჯდა მაგიდასთან . წვენი შეუკვეთა და დაკვირვება დაიწყო. რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდგა და მისი მაგიდისკენ დაიძრა. ბიჭს მაგიდაზე რაღაც ფურცლები ეწყო და ვისკის დაგემოვნებასთან ერთად კითხულობდა. სავარძელში ჩაეშვა და მაგიდას დაეყრდნო , ბიჭმა აშკარად იცოდა მისი იქ ყოფნის შესახებ.,მაგრამ ნახაზებს თვალს არ აშორებდა. კალამს გრძელ თითებში ათამაშებდა შემდეგ თავადაც დაეყრდნო მაგიდას იდაყვებით და გოგონას მიაჩერდა, აათვალიერა წარბი მაღლა აზიდა და შემდეგ საზურგეს მიეყრდნო
-რა სასიამოვნო დამთხვევაა...დიდი ხანია ველი შენთან შეხვედრას და ასე მოულოდნელად გამოჩნდი .ვერასდროს მოვახერხე ნორმალურად მადლობის გადახდა - გოგონა ღიმილით ამეტყველდა, თავის საფირმო სიკეკლუცეს იყენებდა და დარწმუნებული იყო რომ ბიჭზე გაჭრიდა.
-სამწუხაროდ შენნაირი ქალების სახელებს ვერასდროს ვიმახსოვრებ... შეიძლება არც მიკითხავს არ ვიცი . რომ ადგე და დატრიალდე იქნებ როგორმე ამოგიცნო - ბიჭის ირონიულმა ჩაცინებამ და ტუჩების გალოკვამ ჭკუიდან გადაიყვანა. სახეზე სისხლი მოაწვა , წამით იფიქრა ავიღებ ამ ჭიქას და თავზე გადავასხამ ვისკისო , მაგიდის ჩარტყმაც კი წარმოიდგინა,მაგრამ ღიმილით შეეგება და კიდევ უფრო მიიწია მისკენ იმდენად რომ კაბის ჭრილიდან მომზირალი მკერდი მეტად მიმზიდველად ამოებურცა
-დამიჯერე ჩემი სახელი გემახსოვრებოდა შეხების უფლება რომ მომეცა...მეტიც ღამ ღამობით სიზმრებში ბოდვას დაიწყებდი - ისეთი ხმით უთხრა ბიჭს წამით ტუჩის კუთხე შეუკრთა ,მხოლოდ წამიერად მაგრამ გოგოსთვის ესეც საკმარისი იყო . შემდეგ ხელი ასწია და მიმტანიც მაშინვე გაჩნდა . ორმაგი ვისკი შეუკვეთა ყინულით ორივესთვის და ნათქვამი არ ჰქონდა რომ მიუტანეს. ჭიქას თითები შემოხვია და რამდენიმე ყლუპი ისე მოსვა თითქოს ბიჭი არც ჰყავდა წინ
-უარს არ გეტყოდი ...არ მიყვარს ქალების გაშვება რომელსაც ჩემი სურვილი კლავს ,მაგრამ დაკავებული ვარ. სხვა დროს თუ კიდევ მოხდება ბედნიერი დამთხვევა შემახსენე ეს საუბარი - კიდევ ერთხელ დაუარა ბრაზის ტალღამ. მისი სიტყვები რომ დააიგნორა ბიჭმა და ისევ კალამს დაუბრუნდა. ფურცლები გადაანაცვლა და მომდევნოს კითხვა დაიწყო - ვისკისთვის გმადლობ ! - თითქოს მნიშვნელოვანი რამე იყო ისე ახედა და მხოლდო შემდეგ მოკიდა ჭიქას ხელი
-იმაზე საინტერესო ყოფილხარ ნადირაძე ვიდრე წარმოვიდგენდი ! მომავალ შეხვედრამდე - თვალი ჩაუკრა და მშვიდად დატოვა კაფე . ზურამ მაშინვე ახედა და მანამ უყურებდა სანამ თვალს არ მოეფარა. მერე ერთი ამოსუნთვქით დაცალა ჭიქა და ყველაფერი აიღო. სწრაფად დატოვა იქაურობა მანქანაში ჩაჯდა და ისე ქააქანა რომ ჯერ კიდევ ქუჩაში მყოფ გოგოს ყურადღება მიიქცია. სიცილით უყურებდა მიმავალ მანქანას ,სიმღერას ხმა აუწია და გზა განაგრძო.
ორი დღის შემდეგ მეგობრებთან ერთად იყო კლუბში . ერთ-ერთ ბიჭზე ჰქონდა ხელები მოხვეული და მიმზიდველად არხევდა სხეულს. ხმამაღლა კისკისებდა და იცვლიდა პარტნიორებს ... არ გაჩერებულა ,ცეკვა არ შეუწყვიტავს. მხოლოდ სამი ჭიქა დალია ცეკვის განმავლობაში და შემდეგ ბართან დაჯდა. უცხო გარმეოში იყო ამიტომ ბარმენს არ იცნობდა არც ვინმე იყო ირგვლივ ნაცნობი. სასმელი შეუკვეთა და ზემოთ აიხედა მაგიდასთან კუთხეში ნაცნობი სილუეტი ჰყავდა შენიშნული და აინტერესებდა კიდევ იქ იჯდა თუ არა. ბიჭი ვიღაც ორ გოგოსთან ერთად იჯდა და მათი მოფერებით იყო დაკავებული. წარბები შექმუხნა ქალბატონმა თავისი ჭიქა აიღო და კიბეს აუყვა. სინათლე უფრო ჭრიდა თვალს ,მაგრამ მალევე შეეგუა სავარძლებზე ჩამომსხდარი ბიჭების ყურადღება მიიქცია რამდენიმე შეძახილიც გაიგო ,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ინტერესის ობიექტს რომ მიუახლოვდა ჭიქა ხმაურით დადო მაგიდაზე და შეშლილი გამომეტყველება მიიღო
-ჩემი დაავადება არ იკმარე და ახლა გინდა ეს ორი საწყალიც შეიწირო? ლამისაა მოვკვდე ისეთი საშინელი შეგრძნება მაქვს - ეს ისე თქვა რომ ეჭვი არავის შეეპარებოდა. გოგონები ისედაც უყურებდნენ ჭიქის დაგდების შემდეგ და ახლა დაფეთებულები მოშორდნენ ბიჭს და გაბრაზებულები გაიქცნენ. აზრზე არ იყო მოსული ნადირაძე ისე მიუჯდა გვერდით და მის ჭიქას თავისი შეახო- რას მეუბნებოდი მეორე ბედნიერ დამთხვევაზე? ააა უნდა შეგახსენო ხო ... აი ის ვარ კაფეში ვისკიზე რომ დაგპატიჟა
-ჯანდაბა ! ასე ძალიან თუ გინდოდა ამ დროის მანძილზე ვერავინ იპოვე? თუ დაუკმაყოფილებელი ხარ პატარავ - უხეშად წაავლო ხელი წელზე და თავისკენ მისწია ისე უცებ მიიკრა სხეულზე და მოუჭირა საჯდომზე თავისუფალი ხელი მიას სულ დაავიწყდა გართობა და ხმამაღლა წამოიკივლა-აქვე დავიწყოთ თუ პირდაპირ შენთან წავიდეთ
სანამ გაშვებას სთხოვდა გულგახეთქილი მია მისი მობილური ამღერდა და ბიჭმაც ისე შეუშვა ხელი თითქოს არც შეხებია. სწრაფად წამოდგა და ისე წავიდა ზედაც არ შეუხედავს. რამდნეიმე ნაბიჯის შემდეგ გაჩერდა
-ისევ გტოვებ და ალბათ ბედნიერი დამთხვევა აღარ იქნება მეტჯერ ...სხვა იპოვე ვინმე - თვალი ჩაუკრა და საბოლოოდ აქცია ზურგი.
-ველური! ავადმყოფი! როგორ მიბედავს... როგორ გამიბედა! რისი მიღწევა გინდა ... რა გინდა! მე ხომ კარგად ვიცი რო მიცნობ და გახსოვარ . ჭიქა მიიყუდა და ბოლომდე დაცალა. სახე დაემანჭა თვალები მაგრად დახუჭა და რომ გაახილა ვიღაც ბიჭი ეჯდა გვერდით
-ლამაზო შემიძლია დაგეხმარო ღამის საინტერესოდ გატარებაში - ურცხვად შეუცურა ხელი და კიდეც გადაეგრიხა წამსვე
-შენი აზრით შეგიძლია დახმარება?
-ააა შენი ... მომტყდაა ტოო
-მიპასუხე შეგიძლია?
-არაა არა გამიშვი ტო - უცებ შეუშვა ხელი და წამოდგა. ისევ გაიარა მაგიდებს შორის და პირველ სართულზე დაბრუნდა. მისი მეგობრები ვეღარ შენიშნა ბრბოში , ჩანთა შეისწორა და გასასვლელისკენ დაიძრა. მანქანაში რომ ჩაჯდა ერთიანად მოაწვა ბრაზი და სწრაფად გააქროლა ტრასაზე .
სახლში რომ შევიდა ინა დახვდა საძნებელში დასკუპუული
-აქ რა გინდა პაწაწო?
-სად იყავი უჩემოდ?
-სამეცადინო გქონდა შენ... მეორე კურსის დახურვას არ გეგმავ?!
-აუუ მეც მინდა გართობაა ...მარტო რატო წახვედი ისედაც ირაკლი გაგიჟდება რომ გაიგოს
-ირაკლი რანაირად გაიგებს ნეტავ... ახლა მაინც ჰყავს გაბერილი გოჭუნია ცოლი და შიგნით პატარა ყიფო რომლებზეც უნდა იზრუნოს
-ქალბატონო მაია სად ბრძანდებოდით? ჩემს აცერთ კლუბში იყავი არც რესტორანში და ამ გრძელი ზედით და ცათამრჯენებზე შემდგარი სად დადიხარ?!
-გული გამიხეთქე ბიჭო! ამ დროს რატო გღვიძავს საერთოდ? ბავშვს მუცელში აწუხებთ შენ და შენი დაუკმაყოფილებელი ცოლი? რა საშნელებაა დაისტრესება მუცელში ბავშვი
-მია!
-აუუ მშვიდობით მოვედი ...მერე რა რო ჩვენიანი არავინ იყო და მერე რა რო ჩვენს ტერიტორიაზე არ ვიყავი. შესანიშნავად ვიცი თავის დაცვა
-მე ვნერვიულობ თორემ შენ რომ იცი თავდაცვა და ბევრს რომ მოშხამავ ეგეც ვიცი ! შეეცადე რომ ვინმე ჩვენიანი წაიყოლო ამდენი უსაქმურია გოგო რა გახდა ვინმესთან ერთად წასვლა... ხომ არ გავიწყდება შენ თეკოს ამბავი
-საერთოდ როგორ გაიგეთ ეგ რო გადაგვაყოლე თან..ის ბიჭი აკიდებული ჰყავდა და მე არავინ მყავს იცი შენ ეს კარგად !
-შხამი ხარ მოსიარულე თუ ვინმე მოგეკარა კაკტუსივით იჩვხლიტები და კიდევ კარგი რო ასეთი ხარ . პრობლემები არ მაქვს ...ამისგან განსხვავებით ყველას რო უცინი და უჟუჟუნებ მაგ ლამაზ თვალებს- ინას ცხვირზე თითი დაკრა და მერე მაგრად ჩაეხუტა- ჩემი ტკბილო გოგოოო ... იმ შენს ვაი შეყვარებულს ულვაში რო არ ამოსვლია ჯერ იმასაც წავაჭრი რაც აქვს... გადაეცი თუ გინდა
-აუუ ირაკლიი იცოდე ხვალ მარიტას ვეტყვი რო გვატერორებ ისევ
-უთხარით ... რაც გინდათ ის ქენით . ჩემ მეტოდებს ვერავინ შეცვლის... ნუ თუ მიშო არ გირჩევნიათ
-რას ამბობ ! ჩვენო ირაკლიიი სულ შენი ყურადღების ქვეშ ვიქნებით ხო არ გაგიჟდი რა მიშო რის მიშო მამას ხო არ შეაწუხებ როცა შენ ხარ ის მშვიდა დუნდა იყოს- უცებ წამოიყვირა ინამ და მოეხვია . მია კიდე იჯდა და იცინოდა
-აბა გახვალთ ჩემი ბედრუმიდან და მომცემთ ძილის ნებას?
-წამო პუპსიკ მარიტას წყალი უნდოდა მივუტანოთ მე და შენ...ბავშვი ურტყავდა ფეხს და იქნებ შენც დაგანახოს თავისი ტერფი - სიცილით გაიყვანა ინა .
მიამ შხაპი მიიღო, პენუარი მოირგო და საწოლში შეწოლის ნაცვალდ აივანზე გავიდა. პუფში ჩაეშვა პლედში გახვეული და ფიქრობდა ...
ნადირაძე მთელი ღამე საქმეებზე დარბოდა. სარფში ჩასვლა მოუხდა და გამთენიისას ისევ უკან წამოვიდა. სახლში რომ შეაბიჯა ერთი ჭიქა ყავა დალია, წყალი გადავლო და ისევ კომპანიაში გაიქცა . შუადღეს გავიდა შენობიდან და ანდრონიკაშვილს დაურეკა. სახლში მივიდა და დივანზე დაემხო
-რა ხდება...
-დედის *ყვნაა იმენა . მითხარი რ გავაკეთო იმათი ტავების მოჭრის გარდა ...მიდი დათა მითხარი თორე ახლავე წავალ და იმათ სისხლს დავლევ ! ჩემი მანქანებით ნარკოტიკი როგორ გადმოიტანეს ბიჭო ვაფშე აზრზე ხარ როგორ გადამა* ვეს თავზე? ! რა მნიშვნელობა აქ ბიძაჩემი მართავდა თუ ის *ირი მე რას ვუზამდი არ იცოდნენ? ბიჭები გაბლატავდნენ ტო ფულის გაკეთება დააპირეს . მაგათ წელებით რო დავკიდებ და ჩავატენი იმ ნაგავს მერე ნახავენ ჩემი სახელის გაფუჭება როგორ უნდა ! - ჯერ კი იყო მშვიდად მაგრამ მერე ისე დაიწყო ღრიალი ზანზარებდა ყველაფერი
-მყავს ნაცნობი დეტექტივები და მოვაგვარებთ... ნარკოტიკთან ბრძოლის სამსახურსაც ჩავრთავთ და ისე გახვალ საქმიდან რომ არაფერს დააშავებ არც პასუხს აგებ
-შენ *იგ ხო არ გაქ ... მეტი საქმე არ მაქ ახლა ძაღლებს შევეკრა . სანამ ჩემი ხელით არ ვადენ სისხლს ცხვირპირიდან იმათ მანამ მოვისვენებ შენი აზრით? მაგათ რო შევარჩინო ყველა თავზე გადამახტება და ვიარო ასე *ლესავით?
-აბა რ აგინდა უნდა მოკლა და მერე დაგაპატიმრონ თუ ისევ უნდა წახვიდე რა გინდა მითხარი და მერე ისე გააკეთე როგორც გინდა..რა აზრი აქ მე რას გეტყვი როდის იყო მიჯერებდი მე უბრალოდ მელაპარაკები რადგან მეტს ვერავის ენდობი
-რა ვქნა აბა შენს მეტი არავინ მყავს ერთი *ლე ბიძაშილი მყავს და იმას იმენნა დანძრეული აქ მთელი ცხოვრებაა ის ერთ კარტის თამაშში გაყიდის თავის სულს და მე ვაფშე რას მიზამს... შენ აზრზე ხარ რამდენ ხანს ჩამსვამენ თუ იციან უკვე იმ ნარკოტიკების შესახებ?
-დაწვი თუ რა ქენი
-აუ შენ ჩემთან ვერაფერი ისწავლე ხო? რა დავწვი ბიჭო ხელი რო ვახლო მერ ეიმის გადმომტანი დედას არ მომიტყ...? შენი აზრით ესენი არიან ყველაფრის თავი? ვიღაც სერიოზული კრისა ჰყავთ და ვაფშე თუ წვავ რო მე არასდროს მეღირსება მშვიდად ყოფნა ნარკოდილერებთან სპორი მაკლდა სრული ჯოჯოხეთისთვის ! მაგათი ნაბო**** დედას ****ცი. მალე თუ არ მოვიფიქრე რამე ბიძაჩემს მიადგებიან...არაა ჯერ გაბაზრებული ჩემი ცამოსვლა და ვაფშე კომპანიაში შესვლა. კიდე ერთის დაკარგვას ვერ გადავიტან ორ ფრონტზე ბრძოლა მომიწევს და ჩემი გამოცენის მერე აქაც არ მოხვიდე . ისე დაგირეკავ ხოლმე ძაან რო მომაწვება
-ბოლოს რო არ წაი***ეო ისე არ შეგიძლია ხო? ! რა არ მოვიდე დავიმალო თუ რა გავაკეთო
-აუ ოღონდ ახლა ნუ მანანებ რო მოგიყევი ყველაფერი ...არ გაბედო და არ მითხრა შენთან ვარო თორე გავგიჟდები გეფიცები ! არ ვაპირებ ჩაგითრიო ჭაობში ... ზედმეტად ბევრი საყვარელი ადამიანი გყავს . არ დავუშვებ მარიამთან პრობლემები შეგექმნას და მაგისიანებს ჩემნაირი ეგონოთ ! -სიგარეტს წაუკიდა და ძლიერად შეისუნთქა კვამლი ! -ისევ სიე მიყურებ... აუ ანდრონიკაშილო თავს მტკენ უკვე -შენ მე დაფარულ იარაღად მჭირდები თუ გამოვლენ შენზე მერე მე რა მეშველება დაფიქრდი . თან ბავში გეყოლება მალე ტო
-არაა მარიამი ფეხმძმედ და საერთოდ რა შუაშია ბავშვი შენ რადგანა რ გყავს ცოლ-შვილი უნდა მოიკლა თავი? არ მესმის შენი ...ეს ჩაშვება არაა კარგ ბიჭებს და უბრალოდ მოჩხუბრებს არ იჭერ ამით...ნარკოდილერები არიან რაღაც საწამლავი მოაქვთ და დედებს შვილებს უკლავენ
-გუშინ კლუბში ვიყავი ... იქ ისეთი პაცანები დაძრწიან თავი ქურდებად რო მოაქვთ . რაღაც ჰქონდათ და უეჭველი ეგ იყო. ორი ცუდად გახდა ,შეიძლება პირველად გაიკეთეს მარა ფაქტია დედა მოეტყ*** ძლივს მიფოფხავდნენ იქედან. ყველა ბუნაგში სადაც მივედი რაც ვიცოდი ყველგან ეგ ტრიალებს ვაფშე და ვის ასაღებიებენ არ გაინტერესებს? რა დონეზე ავედით ტოო ბარიგები ბო*ები გახდნენ ! გუშინ რო ვაგვარებდი მაგ ამბავს დარწმუნება მინდოდა ეგ იყო თუ არა ის გიჟი დამადგა და ჩამიშალა ყველაფერი.მერე დამირეკეს მანქანები შემოვიდაო და იქ გავიქეცი გატანა რო ვერ მოესწროთ ...მეორე პარტიაც ავიღე და ვინმე რო მოვიდეს სამუდამოს მომისჯიან მთელი სახლი სავსე მაქ რა გინდა სულო და გულო ყველაფერია ! ვინაა ასეთი ერთი რო მოჰქონდეს რამე კიდე ხო
-შენ რა მიყევი და გასინჯე ყველაფერი?
-მაინც ლომკა მქონდა და ცოტა გავიკეთე იმენა შხამია... მე რა მიქნა და პატარა ღლაპს რას უზამს წარმოდგენა არ მინდა ! მომანგრია იმენა . ტაბლეტები მაგარი *ირობაა რას გელაპარაკები გესმოდეს მაინც რამე ! ჩემი წმინდა დათუნა... სკოლაში რო მოგაწევინე პლანი შე ჩემა იმის მერე გასინჯული გაქ რამე? - ახარხარდა უცებ და მაგიდაზე გაშალა ფეხები. კიდე ერთი ღერიც მოწია და კვამლში გაახვია ოთახი
-ხელი ვინ შეგიშალა გიჟიო რო თქვი... ვინმემ გაიგო აქ რო ხარ? აბა არ გაბაზრებულაო?
-ის შენი ყიფიანის გოგო დამადგა ტო ... იმენნა არანორმალურია ! ხელები ამიწევია უკვე მართლა მგონია რო სადმე გამომიჭერს და მიხმარს ყველა პოზაში
-მია კიდე ნახე? !
-აუუუ აუუ არ დაიწყო ახლა თვითონ მნახა...მე ვაფშე არ შემიმჩნევია. მოყოლაც არ მინდა მეშინია ჟინი არ გამიძლიერდეს მერე მართლა შეგიქმნი პრობლემებს...წარმოდგენაც არ გაქვს ეგ ვინ არის . შენი მარიამიც თუ ეგეთია როგორც მისი ბიძაშვილი ახლა მესმის რატო არ მოგბეზრდა ამდენი ხნის განმავლობაში ! იმენა ჩამიტარა ტიპმა
-შენ რა ჩემების კლუბში იყავი? იქაც შეაქვთ...
-არ დავდივარ მე თქვენთან... იქ მიცნობს ვინმე ისეთი სასტავი იჩითება. თანაც შანსი არაა მაგათ გაუბედონ ეგ დათიკო შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა ოჯახში ხარ . სხვა თუ არავინ ალექსანდრე ახვლედიანი ეყოფა მთელ არმიას შენი საყავრელი სიმამრი კიდე ალექსანდრეზე მეტად ფსიხია და როგორ გამოგატანა გოგო დღემდე ვერ ვწვავ შენ ძობას ვფიცავარ
-სხვებზე რომ საუბრობ შენ ეტყობა მიშო ყიფიანზე არ გსმენია ბევრი! ყველა ცივილიზებულია დღეს მაგის გარდა...
-მე რა შუაში ვარ ვაფშე ...გეუბნები არ გავკარებივარ
-არ აქვს მნიშვნელობა !
-არასწორია ეგრე ! შენ არ იცი ის როგორ მელაპარაკა! ნებისმიერს ეგონებოდა უბრალო კახ** და ეგრე თუ ელაპარაკება ყველას ბევრი არც ეკლება
-მაგ სიტყვების თვითონ გჯერა შენ?
-არა რა თქმა უნდა ...მე გეუბნები ვინც **ლეა რას იფიქრებს ! თორე მე ძაან კარგად ვიცი მაგ ცეცხლის გემო გაგებული აარ ექნება ჯერ ვინმეს ისე ალდება თორემ ... პატარა ნაკვერჩხალია რომლის ჩაქრობას არაფერი უნდა.
-მოსმენაც არ მინდა შენ ტავს შეგახედა ნეტა
-რა მჭირს... თვალები მაქ ჩაშავებული ხო? მთელი ღამეა არ მიძინია ... ახლა მაინც წავუძინებ ცოტას თორე ტვინი აღარ აზროვნებს ვაფშე
-ხო ზუსტად მაგის თქმა მინდოდა... -ჩაიცინა დათამ და ამღერებულ მობილურს დახედა.-უნდა წავიდე მარიამი მირეკავს..ვუთხარი თათბირი მაქ_თქო და აქამდე უნდა მივსულიყავი დღეს ვერ გამოვაღწიე ისედაც
-კაი ნუ ღელავ ჩიტო არ ატყუებ ... ერთი საათია ჩემტან ხარ მეტი ხო არა...მთავარია დიდძუძუებიან ნაშას არ ვგავარ
დათას წასვლის შემდეგ დაიძინა და ძალები აღიდგინა. ღამით ისევ გარეთ გავიდა... ყველა დეტალის შესწავლა დაიწყო და გეგმების შედგენაც ტვინმა წამსვე მოახერხა. უბრალოდ ამის მეტი არაფერი იცოდა, ეს იყო რაც ყველაზე მეტად გამოსდიოდა. ომისთვის მზადება! კაბინეტში რომ იჯდა და საბუთებშ იქექებოდა მაშინ უფრო ცუდად იყო ვიდრე ტყვიის მოლოდინში. ერთადერთი რაც არ უნდოდა ციხეში ნარკოდილერის სახელით მოხვედრა იყო...ასე მშობლების სახელს საბოლოოდ შეარცხვენდა და ამას ვერ გადაიტანდა. ყველაფერს მათი სულების სიმშვიდისთვის აკეთებდა და არავის მისცემდა უფლებას ხელი შეეშალა .
რამდენიმე დღე კიდევ მოიცადა, შემდეგ კი წვეულება იმართებოდა სადაც აუცილებლად მიიწვევდნენ და შანსიც ექნებოდა პირველი გამოჩენისთვის.
წვეულების წინა დღეს ერთ -ერთ გოგოს გაჰყვა და გაიგო ვინ აძლევდა ნარკოტიკს. კაცი რომ დაიჭირა მისი „მეგობრებიც“ გამოჩნდნენ და იმაზე მეტად დაიძაბა სიტუაცია ვიდრე იმედოვნებდა.
სახლში რომ შევიდა ქურთუკი მოიშორა და მერე შეამჩნია სისხლი. იმდენად იყო ადრენალინი მოჭარბებული მის ორგანიზმში გრძNობაც დაკარგული ჰქონდა. წელზე მთელს სიგრძეზე მიჰყვებოდა ჭრილობის კვალი. რომ დამშვიდდა ტკივილიც გაუმძაფრდა. სისხლის ვერ შეიკავა და უკვე ღრიალით იკლებდა ყველაფერს. ძლივს მიაგნო საჭირო ნივთებს. დივანზე იჯდა და საკუთარი ხელით იკერავდა ჭრილობას, ისე აჭერდა პირში გაჩრილ ნაჭერს კბილებს ყბები ტკიოდა.
დივანს მიეყრდნო და სისხლიანი ხელები ნაჭერზე გაიწმინდა. მობილური რომ ამღერდა არ პასუხობდა, არადა არ წყდებოდა რეკვა. დათას ნომერი რომ დაინახა სწრაფად უპასუხა
-რა ხდება...კარგად ხარ დათა?
-რა ხმა გაქ შენ...ისე გირეკავდი ! ხვალ თუ მოდიოდი მაინტერესებდა .რა გჭირს ზურა
-მოვდივარ აბა რას ვიზამ ... მარიამის მოტყუება კი მოგიწევს კიდევ ,მაგრამ ასეა ახლა საჭირო! მერე შენ მაგივრად მოვუბოდიშებ
-არ გაქვს კარგი ხმა და ნუ მაბრუებ ტყუილად! კაიფში ხარ?
-ხოო წავედი მე კაი
-აბა იშვიათად ვიკეტებო?!
-მოგატყუე რა იყო ყურს ამიწევ? წავედი - უცებ გაუთიშა და თავი გადააგდო უკან. მერე შპრიცი გახსნა, შუშიდან წამალი ამოიღო და ვენაში შეიყვანა. ნელ-ნელა მოდუნდა და ტკივილიც გაუყუჩდა.
კარი რომ გაიღო და ნაბიჯების ხმა გაისმა წამსვე გამოფხიზლდა, მაგიდაზე დადებული იარაღი მოიმარჯვა და ანდრონიკაშილი რომ დაინახა შეიკურთხა
-რა ჯანდაბა გინდა აქ!
-ვიცოდი რო არ მატყუებდი... დაჭრილი ხარ! ამის დედაც ხომ გითხარი მარტო არ წახვიდე_თქო . ის შენი ბიჭები მაინც ვერ გაიყოლე?
-იმ სულელებმა რომ გაიგონ თვითონ გაიჩხერენ მაგათ ტვინს მოსაწევიც ეყოფა... ნუ დამტირი ახლა ქალიშვილივით ... კარგად ვარ ! ესენი გაიტანე თუ არ გეჩქარება..ვერ ვიტან ჭუჭყს ხო იცი- დივანზე უფრო მოხერხებულად დაწვა და ჭრილობაზე დაკლურ საფენს დახედა. წითელი არ იყო ამიტომ საშიშიც არაფერი იყო.
-რა გაიკეთე
-გამაყუჩებელია... ტვინის გათიშვა არ მაწყობდა თორე მორფი კი გაასწორებდა !
-შენ ყველაფერი გაქ სახლში? სად მოვდივარ ღმერთო რო აფეთქდეს სახლი კოკაინი წამოვა ციდან ცემენტის მაგიერ
-დამშვიდდი დათუნა დამშვიდდი ! წადი ახლა მეძინება მე ! ხვალ რო მოვარ კარგად უნდა გამოვიყურებოდე
-არ წავალ...ტემპერატურამ რომაგიწიოს?
-ჰმ, ჩემ ნამუშევარში ეჭვი გეპარება? ექიმის ქირურგის ხარისხი მაქ სწავლების გარეშე ! წადი თუ კაცი ხარ ! არ მჭირდები აქ ... დაგირეკავ მე თვითონ რო გამეღვიძება
-იცოდე თუ იგრძNო რო ცუდად ხარ ეგრევე დამირეკე
-კაი დედიკო რძეს დავლევ და სტაფილოს დავაყოლებ დიდი ბიჭი რო გავიზარდო - ცივად გადაიხარხარა როგორც ჩვევია .
დათა სახლში რომ დაბრუნდა მარიამი ელოდა.
-არ გძინავს?
-კარგადაა ყველაფერი?
-კი ... ალბათ! -სააბაზანოში შევიდა . მოწესრიგდა და ისე მიუწვა გვერდით .მარიამი მოეხვია და თავზე აკოცა, თმებზე ეფერებოდა და ელოდა მის დამშვიდებას
-სულ არაფერით შეგვიძლია დახმარება ?
-ისე გრძნობს თავს როგორც თევზი წყალში ... ახლა მშვიდადაა მის თავს საშინელებები ტრიალებს და ახლააა ყველაზე ლაღად იცი? ამით ცოცხლობს ...ასე სუნთქავს მთელი ცხოვრებაა . მშვიდად ვერ არსებობს ხვდები?
-ჩემებიც ეგრე იყვნენ ადრე ,მაგრამ ახლა ხომ ხედავ როგორ ცხოვრობენ
-არა არ გესმის...უბრალოდ ჩხუბი და საქმის გარჩევა ცუდ ბიჭებთან მაგისთვის თამაშია. დაახლოებით ისეთი გართობა ბავშვი რომ თვითმფრინავით თამაშობს. ყოველთვის რაღაც უფრო მაგარს ეძებდა ,რაღაც ისეთს რითაც სიამოვნებას მიიღებდა უბრალოდ ხულიგნებს კი არ უერტიანებდა თავყბას. ხან მოძალადეზე ნადირობდა, ხან ვიღაც ქურდზე ... როგორ ხვდებოდა ყოველთვის გზაზე ასეთი ხალხი ვერ ვიგებდი ვერასდროს ! ყოველთვის თვითონ რჩებოდა დაკნინებული სხვის თვალში ,მაგრამ არ ადარდებდა ვინ ლანძღავდა, ვინ ეტყოდა ცუდს ის ანიჭებდა სიამოვნებას რომ ვიღაც ნაბიჭვარს ბოლო მოუღო .სულ ვეუბნებოდი დეტექტივი უნდა გახდე-თქო და იცინოდა იმდენ ხანს სანამ სუნთქვა არ შეეკვრებოდა. იმდენჯერ მინახავს ნაცემი, დასისხლიანებული და სასიკვდილოდ დაჭრილი ...მარტო მოქმედებდა ყოველთვის. მე ახლოს ვიყავი ,მაგრამ ისე მიშორებდა იმდენად მოხერხებულად გაძვრებდოა და შეასრულებდა მთელს გეგმას რომ აზრზე ვერ მოვდიოდი. იმაშიც ვერ ვადანაშაულებდი რომ რამეს მიმალავდა ..ყველაფერს ამბობდა და ამავე დროს არაფერი ვიცოდი.საოცარი უნარი აქვს თავის დაძვრენის ... მთელი ცხოვრებაა მასთან ვარ და სკოლის ასაკის მერე მასთან ერთად არც კი მიჩხუბია ... ისიც იმიტომ რომ პირადად მე ვიყავი გარეული და მე დავიწყე . ჩემ გამო იმდენი ვინმე ჰყავს ნაცემი სანამ მე მშვდიად ვიჯექი სახლში და ვმეცადინეობდი ან ველოდი რომ მოსულიყო და კალათბურთი გვეთამაშა. დამადგებოდა ჩალურჯებული თვალით და მესროდა ბურთს და მერე მე მეუბნება რომ საუკეტესო მეგობარი ჰყავს ... როგორ ვარ მე საუკეთესო მეგობარი როცა ყოველთვის ის ისჯება და მე მშვიდად ვაგრძელებ ცხოვრებას სუფთა წარსულით...მაშინაც კი არ ვყოფილვარ მის გვერდით როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი...იქნებ ყველაფერი შემეცვალა იქ რომ ვყოფილიყავი .ჩემთვის რომ დაერეკა წასვლამდე რომ ეთქვა ერტხელ მაინც რომ ეთქვა წინასწარ და არა შემდეგ ახლა ასეთი არ იქნებოდა ვუყურებ და მგონია რომ სხვა არის ისევ ისე ლაპარაკობს..ისევ ისე იქცევა მაგრამ მისი მზერა, მისი გამომეტყველება სულ სხვაა ახლა
-არ ვიცი რა ჩაიდინა...არცაა მნიშვნელოვანი მხოლოდ ის ვიცი რომ შენი გასვრა ყველაზე მეტად ატკენდა. მას შენ ასეთი სჭირდები დათა... შენც რომ მას ჰგავდე ვერ მოგიყვებოდა, რჩევას ვერ გთხოვდა,ბალანსს ვერ დაიცავდა და სულ მთლად დაკარგავდა თავს. ყველას სჭირდება განსხვავებული მეგობარი რომელიც შეავსებს და სხვა მხრიდან დაანახებს ყველაფერს. როცა შარში იყო უკვე ვის გამოჰყავდა იქედან დავიჯერო არ დახმარებიხარ? არასდროს დახმარბეიხარ ჭრილობის შეხორცებაში? არ გამოგიყვანია ჩიხიდან? შენც რომ მასთან ერთად ჩაკეტილიყავი მერე ორივე ერთად დაიკარგებოდით და არავინ ეყოლებოდა დამხმარე... ძლიერ ადამიანს ყოველთვის შეუძლია სწორი გზის პოვნა...ადრე თუ გვიან მიზანს იპოვის რომელთანაც მხოლოდ ეს გზა მიიყვანს
-როცა მშვიდად ცხოვრებას იწყებს და საკუთარ თავს ებრძვის სწორედ მაშინ ჩნდება ახალი პრობლემა... მისი გამოჯანმრთელებაც ვერ მოვახერხე ისე გამოუჩნდა ახალი სადარდებელი. ჩემი დახმარება ისევ არ სჭირდება მე კიდე არ შემიძლია ისე აზროვნება როგორც მას ..ვერ განვსაზღვრავ მის გეგმას წინასწარ არ ვიცი როგორ შეიძლება ვიღაც მკვლელ გარეწარ ნარკოდილერთან ბრძოლა ! არასდროს შევუყვანივარ მსგავს წრეში ...ახლა ახალ მიზეზს მეუბნება ამ შარში რომ გაგხვიო ჩემთან რომ გამოჩნდე მარიამი დაგშორდება მისი ოჯახთან დაპირისპირება მოგიწევსო...იმის უფლებასაც არ მაძლევს რომ გაგაცნო ! ახლა იქ სახლში წევს მარტო დაჭრილი და მე აქ გეწუწუნები ! რომ დავრცენილიყავი მთელი ღამე არ მოხუჭავდა თვალს...დამიწყებდა ლაპარაკს და უარესად გახდებოდა. ერთხელ რომ არ დავტოვე ...მახსოვს მეორე დღეს გამოცდა მქონდა ეგ კიდე ფეხში დანაგაყრილი ეგდო სადღაც სარდაფში . რომ მივუყვანე ის ვინც სჭირდებოდა და ჭრილობა დაუმუშავა წასვლაზე უარი ვუთხარი.ჯერ წამალი არ გაიკეთა ...ტკივილგამაყუჩებლის გარეშე დაჯდა . ყველა შუშა მოისროლა და გატეხა. მერე წამოდგა და თუ არ მტოვებ მეც შენთან ერთად წამოვალო ...ყოველთვის იცის როგორ მოახერხოს ჩემი გაგიჟება ,ვერაფერს ვუხერხებ!
-უბრალოდ ნუ შეეცდები შენი ადგილის შეცვლას... მას აქვს შენი იმედი და აუცილებლად გთხოვს დახმარებას როცა დასჭირდები ! ...მგონი გირეკავს- მობილური მიაწოდა და ისიც სწრაფად წამოჯდა
-სანამ აჯუჯღუნდები გეტყვი რომ კარგად ვარ...დაიძინე ახლა ნუ ათენებ ! ხვალ თვალები გექნება გაშავებული დათიკო
-სიცილის ხასიათზე რადგან ხარ ე.ი არ კვდები
-ღადაობ? მე და სიკვდილი? მაგის ბედი ვინ მომცა ...ჰე აბა გკოცნი დათიკოო -ხმა დაიწვრილა და ისე ჩასძახა-დაიძინე! -ბოლოს მკაცრი ტონით უთხრა და გაუთიშა
-რაო ...კარგადაა?
-დაიძინეო ... რა გაცინებს
-მგონი ჩემზე უკეთ გიცნობს...აშკარად საეჭვიანოდ მაქვს საქმე!
-შენ როგორ ხარ დღეს...
-რადგან გაგახსენდიი
-აუ მარიაამ-პატარა ბავშვივით მიეკრო მკერდზე და ხელები წელზე მოხვია
-არ ვარ ფეხმძიმედ...სტრესის გამო ცუდად მუშაობ რა ჩემი ბრალია. უთხარი იმ შენს მეგობარს მომეცი დამხმარე ძალის გამოძახების ნება-თქო და რომ დასრულდება ყველაფერი მერე იქნებ მოახერხო რამე
-ახლა ცუდად არ ვიყო „რამეს“ გაჩვენებდი !
-დაველოდები როდის მაჩვენებ - თავზე აკოცა და ხელები მხრებზე მოხვია -დავიძნოთ თორემ სუსტად თუ იქნები და ძალაგამოცლილი რომ დასჭირდები რას გააკეთებ
-შენ გგონია იმას სძინავს? ღამუაა ნამდვილი...მთელი კვირა რომ არ დაიძინოს ერთი საათი მაინც რომ დახუჭოს თვალი ისე ივლის თითქოს კარგი გამოძინებული და დასვენებულია.
-დამშვიდდი და დაიძინე დათაა
....
მეორე დღეს დილაადრიან დაადგა ნადირაძეს. სამზარეულში შევიდა პარკებით ხელში და საჭმლის მომზადებას აპირებდა იარაღით ხელში რომ შეუვარდა ზურა
-დახვედრაც ასეთი უნდა ... იქნებ მომკლა
-შენ შიგ ხო არ გაქ ამ დილაადრიან რამ მოგათრია აქ!
-შენ გამაყუჩებელი გაიკეთე თუ წყალი შეუშვი ვენაში ! არ უნდა გეძინოს ახლა?
-რას მიმზადებ ცუნცულ?
-კიდე ერთხელ მეტყვი მაგას და ენას მოგაჭრი !
-კაი გავდივარ... დანის დანახვაც არ მინდა . წავუძინებ მე ცოტას ისევ რო მოამზადებ დამიძახე ჩამოვალ
-ნამდვილად კარგად ხარ?
-რით ვერ ხვდები რო კარგად ვარ. ნუ შემე*ი ახლა !
საღამომდე მასთან იყო...მერე წავიდა და მომზადების საშუალება მისცა როცა დარწმუნდა რომ ნამდვილად შეძლებდა წვეულებაზე მისვლას.
ყველანი იყვნენ წვეულებაზე. კიდევ უამრავი ხალხი ,ბევრი ნაცნობი და უცნობი.
დათა მარიამთან ერთად შევიდა დარბაზში .პირდაპირ იქეთ წავიდნენ სადაც თავისიანები დაინახეს. ყველა ვინც კი ბიზნესთან შეხებაში იყო მაგიდასთან იდგა
-იმედია მოსაწყენი საღამო არ იქნება და რამე მნიშვნელოვანს იტყვიან...
-მია აქ რატომ ხარ მაინც ვერ ვიგებ
-მომინდა და წამოვედი არ შეიძლება?
-თუ მარიტამ გამოგგზავნა ქმარი არ შემიცდინოს ვინმემო!
-ნუ სულელობ..უბრალოდ მითხრა მასთან იყავი მშობიაარობა რომ დამეწყოს ცუდად არ გახდესო
-და რეალურად რატომ ხარ?
-ბიზნესმენ საქმროს ვეძებ...რამე ისეთი ბიზნესი რომ ჰქონდეს რაც არ გვაქ ჯერ ...ოჯახს გამოვადგები წავედი - თვალი ჩაუკრა ძმას და თეძოს რხევით დაიძრა .
-ეს გოგო შემიწირავს მე ..დაიმახსოვრეთ კარგად !
-რა გინდა ირაკლი ვერ ვხდები ...მეც მყავს ორი და სხვათაშორის ,მაგრამ მაინც არ მესმის რატო გიჟდები ასე ყველაეერზე
-მართალია სალომე გიჟია ,მაგრამ ეს სულ სხვანაირად აფრენს . ვიცი რაღაც შარს გადაეყრება დათა ! თამუნა კიდე საერთოდ ოქრო გყავდა მე კიდე ინა საერთოდ სისხლს მითეთრებს რაც უფრო პატარები არიან მით უფრო ვნერვიულობ ! ადრე ასე არ ვიყავი ამ თინეიჯერობის მერე დამმართეს ნევროზი ! შენ მაშინ ნახე რამე რო დაემართოთ მიშო მე მანდობს ამათ და თვითონ რო ჩაერიოს ჩათვალე ყაზარმას მოუწყობს
-კარგი ვჩუმდები ...ინერვიულე მაშინ!
-ეს შენნაირი რატოა? რამეზე ენრვიულობს საერთოდ?
-შენნაირი გიჟი რატომ არ არის ამის კითხვა გინდა?- მარიამმა წარბები ასწია და უცებ მოუხაზა -საერთოდ რატო ვართ აქ ... რას იტყვიან ისეთს რაც ჩვენ გვარგებს. ეგ წვრილი ბიზნესმენებისთვისაა ვინც ახლა აგროვებს კაპიტალს
-ხო ,მაგრამ მაინც უნდა ვიყოთ აქ . ეგრე ჩვენ დამოუკიდებლები ვართ ამ ბიზნესმენთა კავშირიდან ,მაგრამ ჩვენი სიტყვა ყველგან ჭრის და შესაბამისად აქ უნდა ვიყოთ !
-აუ ასეთს ვერ გეგუები ირაკლი- მათემ გაიცინა
დათა ღელავდა, თვალს აპარებდა კარისკენ და ელოდა ზურას გამოჩენას. მარიამი არ იმჩნევდა ,მაგრამ ყველაფერს ხვდებოდა და ძალიან აინტერესებდა ვინ იყო დათას მეგობარი. უფროსები რომ მივიდნენ და გამოსვლაც მასინვე დაიწყო დათას ყურადღება გაეფანტა .თორნიკე და ალექსანდრე ესაუბრებოდნენ რაღაც ამბავზე ...
-ნადირაძის ბიჭი დაბრუნდა? - თორნიკემ უცებ თქვა და ალექსანდრეს გადახედა- რატო არ მითხარი
-არ მეგონა თუ გაინტერესებდა !- თორნიკეს და დათას ერთდროულად გადახედა ახვლედიანმა . ანდრონიკაშვილს ყელი გაუშრა , სასმელი მოსვა და ალექსანდრეს თვალებში ჩააშტერდა,რა თქმა უნდა ყველაფერი იცოდა. სიმწრის სიცილმა გაუპო ბაგე „როგორ იცის ამ კაცმა ყოველთვის ყველაფერი“
აზრზე ვერ მოვიდა როგორ და საიდან გაჩნდა ზურა. მისი მოძრაობის ტრაექტორიაც კი ვერ გაარჩია. ხან სად გამოჩნდა ხან სად. მშვიდად მოძრაობდა, კარგად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა რომ იმ პიჯაკში სული ეხუთებოდა ისე იქცეოდა თითქოს სულა სე ჩაცმული მორაობდა. შორიდანვე ეტყობოდა რომ ზრდილობიანად საუბრობდა
-ნამდვილად ისეთია როგორსაც წარმოვიდგენდი...გარეგნულად უკეთესია - მარიამმა საცეკვაოდ რომ წაიყვანა მშინვე უთხრა როგორც კი დრო იხელთა
-ადრე უფრო სიმპატიური იყო...ახლა ძალიან გამხდარია!
-შენ მაინც ვერავინ გჯობია- კეკლუცას უთხრა და თითები პერანგის შიგნით,ყელზე გაუხახუნა- ალექსი და მამა იცნობენ?
-პირადად მას არა! არცერთი იცნობს არ ერეოდა ოჯახურ ბიზნესში ,მაგრამ მამამისი ეცოდინებოდათ ალბათ. ნუ ალექსანდრემ რომ ყველაფერი იცის მანიშნა
-ეგ არაფერი ! მაგან იმდნეი რამე იცის ყველაფერს კი არ ამბობს ... ხო იცი რო მისი იმედი შეგიძლია გქონდეს.ისე დაგიჭერთ მხარს როგორც საკუთარ შვილებს! ვიცი დახმარებაზე უარს გეტყვის და არ უნდა ვინმე ჩაითრიოს ,მაგრამ იცოდე მაინც ხო?
-ვიცი მარიამ ,ვიცი და იმედია არ დამჭირდება ალექსანდრეს ჩარევა !
-იმედია ..ახლა კი შეეშვი მის თვალთვალს და მოდუნდი - ლოყაზე ,ტუჩთან ახლოს აკოცა და ისეთი ხმა ჰქონდა დათას გააკანკალა...
ქალბატონი მია ერთ-ერთი თაყვანისმცემლის გარემოცვაში იყო მოქცეული და როგორც ყოველთვის მშვიდად ესაუბრებოდა.შიგადაშიგ მოშხამავდა ,მაგრამ ისე იქცეოდა არც იმედს აძლევდა და არც გიჟივით ეჩხუბებოდა. მოკლედ ერთობოდა რა. ერთი გადაიკისკისა როცა მორიგი სისულელე დაუხეთქა ბიჭმა .
-ვიცეკვოთ არ გინდა ?
-ჰმ, იმას აწვები რაც კარგად გამოგდის ხომ? - გაიცინა და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. ჭიქა მაგიდაზე დადგა და შებრუნდა. იმ წამს დაინახა ზურგით მდგომია ხოვანი სილუეტი, წელში გამართული ოდნავ მოხრილიყო მხრებში . დაბალზე გადაპარსული თქმა და ყელზე კარგად ნაცნობი ტატუ . წამსვე აენთო თვალები, თითქოს სხეულში რაღაც საოცარმა ტალღამ დაუარა და ენერგიით დამუხტა. გრძელ კაბას ხელი გაუშვა და ისე გადადგა ნაბიჯი თითქოს ბოლოზე ფეხი დაებიჯა და წაბორძიკდა. ხელზე დაეყრდნო წინ მდგომს და მეამიტი გამომეტყველება მიიღო
-მაპატიეთ გთხოვთ...ოჰ ეს გრძელი კაბები - ჯერ რამდენიმე ნაცნობს მოავლო ღიმილით მზერა შემდეგ ბიჭს ახედა და გაუღიმა. თვალებში ჩააჩერდა კმაყოფილი მზერით და ხელი არც მოუშორებია
-მია საყვარელო... გამიხარდა შენი ნახვა. მამიკო არ არის დღეს?
-არაა სამწუხაროდ დაკავებული იყო ! ხელს აღარ შეგიშლით კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ბატონო...
-ზურა...ზურა ჰქვია შვილო სულ დამავიწყდა გამეცინო . ზურა ნადირაძე დღეიდან ხშირად შეხვდები ჩვენს წრეში ...ეს საოცარი ქალბატონი კი მია ყიფიანია
-სასიამოვნოა - მშვიდად უთხრა ზურამ და მისი ხელი ისე მოიშორა თითქოს უბრალოდ ჟესტი იყო. შემდეგ მიას უკან მდგომს წამით სტყორცნა მზერა- მგონი გელიან ქალბატონო მაია-სახელს მკვეთრად გაუსვა ხაზი თან ისე რომ მიას აღარც უყურებდა
მია ღიმილით დაემშვიდობა ყველას , ბიჭს მიუბრუნდა და მოცეკვავეებისკენ დაიძრა. ლამის თვალებით გაბურღა ნადირაძე ,მაგრამ ერთ წამსაც არ მიუქცევია ბიჭს მისთვის ყურადღება. ერთ წუთს მოაშორა მზერა და უკვე იქ აღარ იყო. მთელი დარბაზი მოათვალეირა,მაგრამ ვერსად შენიშნა. თავის მაგიდასთან დაბრუნდა გაანჩხლებული და შამპანიურის ახალი ჭიქა გამოართვა მიმტანს
-ძია ზურა ნადირაძე რა კაცია? საიდან მოვიდა რა უნდა ვინ არის !
-მისი ბიზნესი ჩვენთან კონტაქტში არაა ასე რომ ვინმე უფრო საინტერესო იპოვე- ალექსანდრემ წასვლის წინ ნათქვამი სიტყვები გაახსენა თვალი ჩაუკრა და გაბუტული მიაც ცოტა ხნით გააჩუმა.
-შენი კუდების არმია დაგელია? - ირაკლიმ წარბშეკრულმა დახედა და მობილური აათამაშა ხელში- მე უნდა წავიდე ! მარიტაა შეუძლოდ და მინდა მასთან ვიყო ... ჭკვიანად მოიქეცი - ჩუმად უთხრა ყურში აკოცა და წავიდა.
მალე წავიდნენ დანარჩენებიც. მია დათამ წაიყვანა სახლში . შემდეგ სწრაფად მოაბრუნა მანქანა და მობილური მოიმარჯვა
-სად რეკავ?
- იმ გიჟთან ! -უცებ უთხრა მარიამს და ზურას ხმა რომ გაიგო მაშინვე ჩაჰყვირა- სად წახვედი..ან როდის მოხვედი ან ვაფშე რა დვიჟენიები დაიწყე
-მოვედი ...ვნახე ვინც საჭირო იყო...ისინი ვინც გააბაზრებდნენ რო მე ჩავუდექი ბიზნესს სათავეში ,რამდენიმე ახალი იდეა წამოვაყენე ჩემ საქმესთან დაკავშირებით .ორი კი არა სამი კურდღელი მოვკალი ახალი პარტნიუორებიც გამეჩითებიან მალე და წავედი!
-რა ხმაა სად ხარ...
-მანქანაში
-მიქრიხარ და თან მელაპარაკები ხომ?
-რომ არ მეპასუხებინა მერე გადმოძვრებოდი და ახლა მეუბნები რატო ლაპარაკობო? შე ჩემა შენ ხო არ დაგაფეხმძიმა ფარჯიანის გოგომ? -იმხელა ხმაზე ახარხარდა ზურა მარიამმაც კი გაიგო ხმა და გაეცინა . დათას სახეზე რეაქცია არ ჰქონდა-მჟავე კიტრი რომ მოგინდება მე მითხარი ქილები მაქ პაწუუუ
-შენი ფანტაზიორი დედა ნადირაძე
-ვააახ რა სიტყვებია დათუნააა? გეკადრება? არა სერიოზულად რომ გითხრა იმაზე უკეთესი გოგოა ვიდრე აღმიწერდი...გარეგნულად ! როგორ ითრევ ხოლმე ამ ლამაზმანებს ტო ... რომ მიყურებდა მიხვდა ხო ვინც ვარ ! წავედი საქმე მაქ ... მინდა რომ გაკოცოოო გაკოცო ლოყებზეეე - წამოიყროყინა ბოლოს და გათიშა კიდეც
-იცის რომ ვიცანი ხომ?
-რა თქმა უნდა ... ყველას უყურებს და თან არავის !
...
მიტოვებულ შენობასთან გააჩერა მანქანა და გადავიდა. რამდენიმე ოთახი გაიარა და შენობის ცენტრში სკამზე მიკრულ კაცს დააკვირდა. უსედეგოდ ფართხალებდა და ღმუოდა.თავზე ტომარა ჰქონდა ცამოფარებული, პირიც აკრული ჰქონდა ხელ-ფეხთან ერთად . რკინის სკამსაც ვერაფერს უხერხებდა! ოთხი ბიჭი ადგა თავზე და როგორც კი დაინახეს ზურა მაშინვე მას გახედეს. ხელით ანიშნა გადითო და ისინიც წამსვე წავიდნენ. რკინის სკამი დაახეთქა ბეტონის იატაკზე და წინ მჯდომს სწრაფად მოხადა ტავიდან ნაჭერი
-რაო კრისა მიცანი? - სატანური მზერა ჰქონდა ნადირაძეს. კაცი გაშრა, ოფლით დაცვარულ შუბლზე აუვიდა თვალები. სულ ჩაწითლებოდა თეთრი გარსი . ისევ ამოუშვა ბგერები ახვეული პირიდან- გინდა რამე მითხრა? რაო აბაა რაო არ მესმის ! მომიყვები როგორ უღალატე მამაჩემის სახელს და როგორ ცადე ჩემზე გადავლა? ჯანდაბა მოსმენის ხასიათზე არ ვარ - უცებ თქვა და გაშლილი ხელი ისეთი ძალით მოუქნია სკამიანად წააქცია კაცი . თავის სკამს ფეხი ჰკრა ძირს დაცემულს წვდა და გაასწორა-გეგონა შეგარჩენდი? გეგონა შორსაა და ფეხებს მომჭამსო? შე ნაბო*** რა გეგონა ჩემ წინააღმდეგ ნაბიჯს რო დგამდი - მანამ ურტყამდა სანამ კარგად არ დაასისხლიანა. მერე მოხსნა პირიდან სახვევი და სკამი გაასწორა- ახლა შემიძლია მოგისმონო
-გეფიცებია რ მინდოდა.... როგორ გავბედავდი შენ გადამტერებას..სულელი ვარ? არ მინდოდა მაიძლეს ...ყველას გვაიძლეს ჩვენ წინააღმდეგ ოჯახები ჰყავთ...დაგვემუქრეს გეფიცები ჩემ ორ შვილს გეფიცები ზურა დაგვემუქრეს. ჩემი ბავშვებისსურათებიდ ამახვედრეს და მითხრეს უბრალოდ გადი ერთი საათით პოსტიდანო ... ყველას დაემუქრეს .მაპატიე ! მაპატიე შემეშინდა ...შემეშინდა ! შენ არ იყავი ბიძაშენი ვერაფერს გააწყობდა...მამაშენი ახალი გარდაცვლილი იყო არ ვიცოდი რა უნდა მექნა ...არავინ ვიცოდით
-ვერ დამარწმუნე ...სახელები მჭირდება...აღწერა ყველასი ვინც დაგინახავს. ვინც მოვიდა შენთან . ყველას დაელაპარაკები და მთელს ინფორმაციას 4 საათში წინ დამიწყობთ. ყველას მომიყვან ვინც ეხმარებოდა მძღოლებს, საწყობში მომუშავეებს...დაცვას ყველას ვისაც შეხება ჰქონდა და ერთი კაციც რომ დააკლდეს შენ ცოლს და შვილებს მე მოვინახულებ იმათზე ადრე. ჩემი ოჯახიდან მიღებულ საჭმელს ხორხიდან ამოვაცლი ! 4 საათი ....4 კარგად დაიმახსოვრე - შარვალი გაისწორა, აკეცილი თეთრი პერანგის მკლავები ჩამოუშვა და მშვიდად დაიძრა გასასვლელისკენ. იქ მყოფ ბიჭებს რაღაც ანიშნა და ისინიც წამში მიიმალნენ.
სახლში შტვენით შეაბიჯა. პერანგის ღილების გახსნა დაიწყო. ხელზე მორგებულ მაჯის საათს დახედა და მისაღებისკენ დაიძრა . ჩამრთველს ხელი დააჭირა და ოთახიც წამსვე განათდდა. დახლთან იყო მისული ვისკი რომ დაესხა , პერანგის ღილებს შეეშვა ქამრიდან იარაღი ამოღო წამში გადატენა და ოთახის ბოლოს მდგომი სავარძლისკენ შებრუნდა .ჩვეულებრივი შოკი მიიღო იქ ყიფიანის ასული რომ დაინახა . გრძელი კაბის ბოლო იატაკზე იყო, ფეხები მთლიანად მოშიშვლებოდა .ხელები სავარძლის სახელურებზე ეწყო და ყელმოღერებული იჯდა
-პირდაპირ სტიპტიზით იწყებ მესამე ბედნიერი დამთხვევის შემდეგ ? იარაღი მათრახის სახით მე არ უნდა მქონდეს? -წამოდგა და მისკენ დაიძრა. კაბის ჭრილში მოჩანდა უკვე მისი ჩამოსხმული ფეხები. იარაღს არც უყურებდა ისე დაიხარა დახლისკენ ვისკის ბოთლი აიღო ჭიქებში ჩამოასხა და ხის ზედაპირზე გაასრიალა ერთი ჭიქა -პატარა ანცი ბიზნესმენი ზურიკო ნადირაძე!
-ამი დედაც დამენძრა ! რომ გესროლო სისხლია რ წამოგივა ხო? სანამ არ მიხმარ მანამ ვერ მოისვენებ ? ძალადობა არ სცადო ჩემით დაგნებდები - თავი გვერდით გადასწია მოიშორა გაგიჟებული გამომეტყველება. იაღი მინის მაგიდაზე დადო და მიასკენ დაიძრა. ამჯერად პერანგის ნახევრად ცახსნილ ღილებს არ შეხებია. ამჯერად ქამარს დაწვდა და წამში გახსნა შარვლის პირველი ღილიც გახსნა და მერე ჯიბეები მოიქექა დიდი ინტერესით- შენ გექნება „რეზინი“ მე არ მაქ აქ ...აბა შენი საჯდომით დავიწყოთ თუ
-ვისკი რადგან ხარისხიანი გაქვს შამპანიურიც გექნება სადმე... შუშხუნები მიყვარს მე- მია სკამიდან წამოდგა .მთელი სპექტაკლი ჩაუშალა ზურაბს . ნადირაძეს სახე მოენგრა ... სკამზე დაეხეთქა და გადახრილ გოგოს თვალი ააყოლა. მერე ერთიანად რომ მოაწვა სისხლი თვალები აატრიალა და თიტები ხის ზედაპირზე აათამაშა
-ნორმალური რომ არ ხარ გავიგე ქალბატონო მაია და მეტყვი ბოლოს და ბოლოს რა გინდა ჩემგან თუ უნდა ვიმარჩიელო!
-შენგან არაფერი საყავრელო ..>შენგან რა უნდა მინდოდეს
-შესანიშნავია ! შეგიძლია წახვიდე...კარის გარება გცოდნია და ჩაკეტვაც გეცოდინება ! - იარაღი ისევ აიღო და წამოდგა.
-იქნებ დამაცადო კითხვაზე პასუხის გაცემა ! რა უკულტურობაა ...არ შეგეფერება ეს ქცევა ზურიკელა - ჭიქა ტუჩთან მიიტანა ღვინის რამდნეიმე ყლუპის გასინჯვის შემდეგ ტუჩები გაილოკა და მისკენ დაიძრა.
-პასუხის გაცემას აპირებ თუ შესრულებას...შეგიძლია გზადაგზა გაიხადო
-პატარა ბიჭს კი ემსგავსები ამ სულელურად შენიღბული საუბრით ,მაგრამ ვხედავ შენში პოტენციალს ! ამიტომ მინდა შენგან „შენ“
-ჩემი მსურველების რიგში ჩაეწერა და რომ მოგიწევს მერე მობრძანდი...ახლა კი დატოვე ჩემი სახლი! უბრალოდ გადააადგილე შენი პატარა სხეული კარისკენ და შემდეგ სახლში დაბრუნდი. ჩაიცვი დათუნიებიანი პიჟამა და დაიძინე ზღაპრის მოსმენის შემდეგ!
-რა თქმა უნდა წავალ ! ამჯერად სხვა არაფერი მინდა ...როცა მომინდება შევხვდებით ისევ - გვერდის ავლამდე მაღლა აიწია და ლოყაზე მიაწება ტუჩები- ნახვამდის ზურიკო - დაშაქრული ხმით ჩასჩურჩულა და ისე გაქრა ნადირაძის კლასიკაც კი დათრგუნა .
ისე შეიშალა სკამს წვდა და კედელს მიახეთქა. მერე იღრიალა და მანამ არ გაჩერდა სანამა რ დამშვიდდა.
შემდეგ უბრალოდ გამოიცვალა. შხაპი მიიღო და მშვიდად წავიდა შეხვედრაზე. საწყობში იჯდა და ბოლო წამებს ითვლიდა. ხუთ წუთში ყველა მის წინ იდგა მუხლებზე დამდგარი ხელ-ფეხშეკრული
-ბიჭებო შეგიძლიათ გაუშვათ- გადახედა თავის ბიჭებს და მათაც ხელები გაუხსნეს-თავიდანაც მოაშორეთ ნაჭრები
-ზურაა... ბატონო ზურა თქვენ? დაბრუნდით?
-ბატონო ზურა ...მე -პირველი შემოვიდა. ჯერ კიდევ არ მოეშორებინდა სახეზე შემხმარი სისხლი
-ვერავინ იპოვე? შემთხვევით აღმოჩნდნენ ჩემთან ...ახლა რა გამოდის რო ვერ სეასრულე 4 საათში დავალება?
-მე ...მე
-ბატონო ზურა ჩვენ გვაპატიეთ გთხოვთ...ყველაფერს გავაკეთებთ დანაშაულის გამოსასყიდად.ჩვენ უბრალოდ შეგვაშინეს ახლა როცა აქ ხართ ...
ერთიანად ამოთქვა ყველამ ემუდარებოდნენ, ევედრებოდნენ ის კი იჯდა და უემოციო გამომეტყველებით აკვირდებოდა ყველას.
რა თქმა უნდა ისე წავიდა ყველაფერი როგორც გეგმაში ჰქონდა. უკვე თავად ჰყავდა ხალხი მათთან და ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებდა. ყველამ იცოდა როგორ უთვალთვალებდნენ მათ ოჯახისწევრებს და ვერავინ გაბედავდა ღალატს.
დაქანცული დაბრუნდა სახლში . ეზოში გაბმულ ჰამაკში დაწვა და შპრიცში გამზადებული წამალი ვენაში უნდა გაეშვა მანქანის ხმა რომ გაიგო. ანდრონიკაშვილის დანახვისას შპრიცი შორს მოიშროლა და სიგარეტის ღერი გაიჩხირა ტუჩებს შორის.. ხელი უკანკალებდა თიტქმის გრძნობდა წამლისგან განცდილ სიამოვნებას და ახლა ხელიდან რომ გააგდო თავს ვერ იკავებდა. მოკვდებოდა,მაგრამ დათას წამლის ზემოქმედებაში არ დაენახებოდა მითუმეტეს მის თვალწინ არ გაიკეთებდა.
-ანდრონიკაშილს ვახლავარ... მოგენატრე დათიკო?
-მეორედ მოვედი უკვე სად დადიხარ ორი დღეა...წვეულების მერე სახლშ არ მოსულხარ?
-მოვედი კი ... გახსენებაც არ მინდა ! დაჯექი რას დამადექი თავზე- სკამისკენ მიუთითა. დათაც ჩამოჯდა და ქვის მაგიდას დაეყრდნო.
-საქმეზე რას შვები
-ყველაფერი კარგადაა..
-წამალი ისევ სახლში გაქვს?
-ხო ... პოლიცია ჯერ ვერც კი წვავს ვერაფერს...ასე რო მარტივად ვეტევი დროში . ორი სვლაღა დარჩა
-იქაც გყავს ვინმე?
-ბ*ზები ყველგან იჩითებიან ძმაო ... ძაღლებშიც.
-გაიგე ვინ ეხმარებოდათ?რა თქმა უნდა...იმიტომ ხარ ასე მშვიდად. იმათ რომ გაიგონ? ასე მნიშვნელოვანი პირი თუ არის იქნებ ისევ თავის მხარეს გადაიყვანოს ისინი და გაგყიდონ
-შენ ასე გვიან გიშვებს მარიკუნა გარეთ? 12 საათის მერე შეიძლება გარეთ სიარული წესიერი ბიჭისთვის ჩიტო?
-არაფერს მეტყვი ხომ?
-რატო ვერ ისვენებ... მე ძაან ჯიგრულად ვარ ! - მიწაზე დადებული არყის ბოთლი აიღო და მაგრად მოუჭირა თითები. პირდაპირ მიიყუდა და ნახევრამდე დაცალა
-ეს გაიკეთე უკვე და იმიტომ?- მაგიდაზე დაგდებული შპრიცის ცარიელი შეკვრა აიღო და მუჭში მოიქცია
-არ გინდა ახლა გთხოვ...
-ცადე მაინც გადაჩვევა?
-არ ვაპირებ შენთან ამაზე საუბარს! ჩემი ავადმყოფობა შენ არ შეგეხება არასდროს... რამე კარგზე ვილაპარაკოთ რა ,მაგალითად იმაზე თუ როდის მეყოლება ნათლული
-არ მოგანათლინებ-თქო ხომ გითხარი
-გაა**ი თქო ხო გითხარი მერე... რძალი მომანათლინებს ,აბა სხვა ყველა ყველას ნათლია მაგათთან მგონი და ვის იპოვით ჩემზე უკეთეს კაცს დასანათესავებლად პროსტა შენ ბავშვს ვერ აკეთებ .ერთი ეგ იცი შე ჩემა და რა გჭირს ტო -გაიცინა ისე როგორც ბავშობაში იცოდა, თვალები დაუწვრილდა , ლოყები ჩაეჩხლიტა და ხმაც კი სხვანაირად თბილი გამოსცა.
-როგორ მომენატრა ტო ... რამდენი ხანია არ გაგიცინია ზურა ! არაფერს მეტყვი სხვას?
-რა გინდა გითხრა დათიკო?
-კიდე ნახე მია?
-ნუ მიხსენებ რა კანი მეხორკლება მაგ სახელის გაგებისას უკვე! მოუშორებელი ჭირია რა ვუყო არ ვიცი ! მაგაზე არც ნორმალური გოგოს მოსაშორებელი ხერხი ჭრის და არც „არანორმალურის „ ტიპმა პატარა ბიჭივით იქცევიო მე მითხრა აზრზე ხარ? ეგ ვაფშე არაფერი სახლში დამადგა... აქ იყო აი იმ სახლში ზუსტად! ვერ მეტყვი როგორ მომაგნო? მე ვერ ვწვავ... იჯდა და მელოდა .იცის ვინ ვარ? იქნებ ვიღაც მოძალადე ვარ ტო სახლში როგორ დამხვდა თან ისე იჯდა სისხლი ამიდუღდა. ან როგორ დადის ...როგორ ლაპარაკობს. ისე მაკოცა და გაქრა დამა*ლევა! არაფერი მითხრა მერე რა რო სერიოზულად მევასება მაინც არ დავუახლოვდები არანაირი გაგებით ! არასდროს!
-იმას რატო მოსწონხარ ეგ ვერ გავიგე
-როგორც შენ ვერ ხსნი ჩემ ფიქრებს ისე ვერ ვიგებ მე მაგ გიჟის ტვინში რა ტრიალებს... არა გეუბნები მართლა ჩემი გა*იმვა უნდა-თქო პროსტა ჯერ მახვევს რა მაბოლებს მითანხმებს ... ჩვეულებრივი მონადირეა ...მეშნია დათუნააა
-რო არ აურიო ბოლოს არ შეგიძლია ხო?
-აბა რა ვქნა რასაც ვფიქრობ იმ წუთებში როცა მოდის ჩემთან ისიც ეყობა მაგ დაბალს და პატარას !
-ვერ გავიგე მოგწონს თუ არა
-მევასება
-ანუ მოგონს
-დავასება და მოწონება ერთი გგონია წმინდა დათუნა? მე რო გოგოები არ მომწონს არ იცი შენ?
-არ მითხრა ახლა არ მინდა შენი უხამსი წინადადებების მოსმენა
-აბა რას გადახანი ტვინი ... რო მომწონდეს შენ და მაგის გვარი გამაჩერებდა?
-შენი ცხოვრება და საკუთარი თავი გაგაჩერებდა სამაგიეროდ?- ეს რომ უთხრა მაშინვე გაჩერდა და თავი წამოყო .წარბები მაღლა აზიდა და შემდეგ გაიცინა, თავი უკან გადასწია ისევ დაკრა ტერფები მიწას და ჰამაკი შორს გააქანა
-ზოგჯერ როგორ ზუსტად ურტყამ შე ჩემა ... წადი ახლა ,გვიანია უკვე დათუნა ! - დიდი ხნის დუმილის შემდეგ თქვა .თვალები დახუჭული ჰქონდა და ისევ ისე არწევდა ჰამაკს. ერთხანს უყურა ანდრონიკაშვილმა შემდეგ წავიდა.
ბალახებში დაგდებულ შპრიცს უყურებდა ზურა,შემდეგ აიღო ნემს თავი მოხსნა და მიწაზე დაასხა წამალი. უყურებდა როგორ იცლებოდა და ვენები ეწვოდა. სწრაფად წამოდგა. სპორტული ზედა მოიცვა, კაპიუშონი წამოიფარა და მანქანისკენ დაიძრა.მთელი ღამე ქუჩებში დახეტიალობდა . დილას დაბრუნდა, გამოიცვალა და საქმეს შეუდგა. მომდევნო პარტიის ჩამოსვლამდე მანქანები უნდა ჩამოსულიყო. წესით ისინი სუფთა უნდა ყოფილიყო,მაგრამ მაინც ყურადღებით შეამოწმა ყველაფერი.
ერთი კვირა ისე გაქრა დათაც ვერ პოულობდა.
გიჟს გავდა ანდრონიკაშვილი, სამსახურშიც ვეღარ ჩერდებოდა, მარიამიც ვერ ამშვიდებდა.
....
მარიტა მთელი დღე მოუსვენრად იყო. ირაკლის ჩანთებიც კი ჰქონდა გამზადებული. მანქანის კარსაც არ კეტავდა .ყოველ ამოსუნთქვაზე ეკითხებოდა“ დაგეწყო?“ არც იღლებოდა და მარიტაც არაფერს ეუბნებოდა. სამაგიეროდ მიშო აბრიალებდა თვალებს ,მაგრამ ეგეც არ ჭრიდა აჭრილ ყიფიანზე.
ყველანი სახლში იყვნენ ... მთელი ყიფიანების მოდგმა და მარიტას თავს დასტრიალებდნენ.
-მგონი კლინიკაში რომ წავიდეთ სჯობს...
-არ მინდა... ცრუ განგაში რომ იყოს ხომ იცით იქ ტყუილად ვერ დავწვები ცუდად მხდის იქაურობა
-კარგი საყვარელო როგორც გინდა.. განო იქაა და ნებისმიერ დროს გველის -თათა გვერდით ეჯდა და ხელზე ეფერებოდა
-ირაკლი ტავბრუმეხვევა უკვე გაჩერდი- ინამ უთხრა და თვალები აატრიალა
-ფეხები ჩამოიღე მაგიდიდან დამაწყვე ბარემ თავზე...
-აცადე ინა თვითონ მშობიარობს ეგ ახლა ... - მია სავარძელში იყო გაწოლილი, ფეხები საზურგეზე ჰქონდა აწყობილი თავი სახელურზე ედო და ფრჩხილზე ლაქს ისვამდა. სანამ ირაკლიმ არ ააცალა ხელიდან
-საშინელი სუნია დაიგუდა ბავში მუცელში !
-აუ რძალო უთხარი გაჩერდეს სანამ ჩავარტყი რამე !- ისევ გამოგლიჯა ლაქი და ფრჩხილებს დახედა- მომშორდა...ახლა თავიდან უნდა დავიწყო !
-ეს ორი მომაშორეთ ვინმემ...
-წავიდე გუგასთან?
-საჯდომით მიგაწებებ მაგ სკამს და იმ გუგას კიდე იცი რასაც ვუზამ ! - ინასკენ დაიხარა და თვალები ისე დაუქაჩა მიიკნუტა ნია
-რამის რო გქონდეს ამდენ ხანს არ გებლატავებოდა შენი 19 წლის და !- მიშოს ხმა რომ გაისმა ოთახში მაშინვე გასწორდა და მამას გახედა . რომელიც მშვდიად დაჯდა მარიტასთან მეორე მხრიდან და მუცელზე მოეფერა- ვითომ დღეს აპირებს პატარა ყიფიანი დაბადებას? იმედია ის მაინც დამემსგავსება
-ღმერთმა დაგვიფაროს- მაომ წამოიძახა რომელიც აქამდე მშვიდად იჯდა და ბავშვისთვის ბაჩუჩების ქსოვას აგრძელებდა. მიშომ შეკრუი წარბებით გახედა დედას და პატაა ბიჭივით გაიყურსა-მაინც არ მეუბნებით ბიჭია თუ გოგო ...ამიტო ყველაფერს ლურჯს ვაკეთებ წითელი შტრიხებით ...გოგოსაც მოუხდება და ბიჭსაც
-მე საერთოდ იმას არ მეუბნება ამხელა რატოა და სქესზე ხო ზედმეტია საუბარი...არა ბიცოლაც რო არაფერს მეუბნება და უბრალოდ იცინის ყოველ ვიზიტზე1 განო დამცინის ეს ხო ჩემი გამწარების შანსს არ უშვებს...როდის დაიბადები მამა დედაშენთან ბრძოლაშ რო დამეხმარო? წავედი მე სააბაზანოში ავალ შხაპს გადავივლებ !
ირაკლის ასვლიდან ნახევარ საათში მიამ კიბეზე ასვლა დაიწყო და თან იცინოდა დერეფანში გაჩერდა და ბოლო ხმაზე დაიწყო კივილი
-ვაიმეეე დაგეწყოოოო? წყალიიიიი ვაიმეე ჩემი ძმისშილი იბადება ხალხოოოოოო მარიტაა გამაგრდი მარიტა ...მარიტაააა გონება არ დაკარგო მარიტა კარგად იქნება ყველაფერი ახლავე მარიტააა მარიტა ხმა გამეცი მარიტააა - კიოდა და არ ჩერდებოდა. ყიფიანი რომ გამოჩნდა დერეფანშ გაქაფული პირსახოცით ხელშ ნახევრად შისველი, ნახევრად ჩაცმული და ლამის დაგორდა კიბეზე მერე გაჩუმდა მხოლოდ და ახარხარდა
-მარიტა ...მოვდივარ ვაიმე ჩემი ბავშვი? მიაააააააააააააა? მოგკლავ აი ახლა ნამდვილად ჩემიწ ერა ხარ შე ალქაჯო...კაკტუსო..>შე შხამიანო ქალო შენ მერამდენედ მიკეთებ გოგოო ახლა ამის დრო იყო? როგორ ვარ ვერ ხედავ? -მისკენ მიდიოდა და მიაც უკან იხევდა მაგრამ სიცილს ვერ იკავებდა. -დავიბან და მერ ემოგხედავ..ეს ქაფი მოვიშორო ჯერ- სწრაფად შევარდა აბაზანაში და ხუთ წუთში გამოვარდა. სწრაფად იწვამდა და ხელით იმშრალებდა თმას მართლა რომ გაისმა კივილის ხმა. ამჯერად მარიტას ხმა იყო კიბე როგორ ჩაიარა არც გაუგია.
-კარგად ვარ ირაკლი...ნუ ნერვიულობ. უბრალოდ იბადება...უბრალოდ მოდიან...ჩვენი ბავშვები მოდიან - ძლივს სუნთქავდა და მანქანაში მჯდომს ხელს უჭერდა. ათ წუთში საოპერაციოსკენ მიაქანებდნენ
-განოო...ბიცო ..ბიცო მიშველე გვიშველე ...ვაიმე მამა ვხდები! დამშვიდდი ირაკლი...გაიხსენე ყველაფერი და მარიტაზე იფიქრე შენ კი არა ის მშობიარობს იმას ტკივა ახლა ვაიმეეე პატარავ...ღრმად ისუნთქე და დაელოდე შეტევას მერე მაგრად გაიჭინთე
-ირაკლი ექიმის ფუნქციას თუ ასრულებ წავალ მე- განომ სიცილით უთხრა და მარიტას გახედა რომელიც შესაშური სიძლიერით აგრძელებდა შემოტევებზე გამკლავებას. სულ რამდენიმე წუთი იყო გასული პირველად რომ გაიგო ბავშვის ტირილის ხმა ირაკლიმ იმ პატარა წითელ არსებას რომ შეხედა როგორ გამოვარდა და ჭიპლარი როგორ გადაჭრეს შეაქანა. დაცვარულ სახეზე ხელი ჩამოისვა და ენა ჩაუვარდა .უყურებდა ატირებულ ბავშვს რომელიც რაღაც ადგილას დააწვინეს და მერ ეკიდევ რომ გაიგო კივილის ხმა ლამის იქვე ჩაიკეცა
-რა ...რა ხდება აბა ის ...ის რა იყო მომეჩვენა დავიჯერო? ტიროდა ბიჭიაო... მაგარიო თან ვაიმე მარიტააა
-მაპატიეეე... სიურპრიზიიიიიიიიიიიიიიიი აააააააააააააააააა ორიიი ორიიი იყო და მე და განომ დაგიმალეეეეთ . სულ გაგიჟდებოდი მერეეე ვაიმეეე
-რაოო? ორიოოო ოოო ... ორ მეორ ...ტყუუუ-პი -სანამ ნახევრად გონდაკარგულმა ირაკლიმ გააზრება მოასწრო წლის სუპერ დედას მეორე ბიჭიც გაჩენილი ჰყავდა უკვე და მისი ტირილიც ესმოდა. უკვე ორ ბავშვს უყურებდა მარიტას მკერდზე მიკრულს და ბედნიერებისგან ძალა ერთმეოდა. უაზროდ გაღიმებული დაიხარა და აკოცა. პირველი შემთხვევა იყო ყიფიანი სიტყვებს რომ ვერ პოულობდა. ცრემლები სდიოდა თვალებიდან და იმ პატარა დანაოჭებულ კანს უკოცნიდა ბავშვებს. მათ პატარა ხელებს ეხებოდა სანამ განომ ხელი არ მოკიდა და გარეთ არ გაიყვანა.
კარს მიეყრდნო და იქ მყოფებს გახედა
-იქ ორი ...ორი ყოფილან და მე ...ორი ...ორი ტოო ტყუპი ბიჭები მყავს აეეეეეეეეეეეეეეე ტყუპი ბიჭებიიი - გაბრიელს მოხვია პირველად ხელი რადგან ყველაზე წინ ის იყო . მერე მამას და ბაბუს მოეხვია .ყველა იმდენად ბედნიერი იყო ჟრიამული არ წყდეოდა დერეფანში.
მხოლოდ დიდებულიძე და დევდარიანი არ იყვნენ . ქეთასთვის ამდენი მოძრაობა და ღელვა არ შეიძლებოდა.
ორანჟერეაში დაბაჯბაჯებდა და ყვავილებს უვლიდა. ვაკო სახლში იყო , დილაადრიან გაეპარა ქალბატონი საწოლიდან და რომა რ დახვდა ნახევრად შიშველი გაიქცა ეზოში. შემდეგ გაბადრული დაიძრა მისკენ და ზურგიდან მოეხვია,ყელში აკოცა და ღრმად შეიგრძნო საყვარელი ქალის სურნელი
-ხელსაც ვეღარ გხვევ ჩემო ქალღმერთო - კოცნას არ წყვეტდდა და პარალელურად მუცელზე ეფერებოდა - ჩვენი ბაიაც გამოფხიზლებულა... ფეხს მირტყავს
-მე გავითიშები მალე კიდე თუ გააგრძელებ კოცნას
-მე კიდე მოვკვდები თუ არ გაკოცებ...ასეთი გემრიელი როგორ ხარ ... რატო გაიღვიძე ასე ადრე?
-გამეღვიძა და ვეღარ დავრჩი საწოლში...
-პატარა ყიფიანი დაიბადა უკვე და შენ როდის აპირებ გამოსვლას ქალბატონო? ყველა შენ გელოდება მა ცოტას იგვიანებ უკვე იცი?
-მამას ვეღარ ვშველი დე... მალე უნდა დაიბადო და დაუმტკიცო რომ მისთვისაც არსებობს ბედნიერება,რომ არაფერი მოგვივა მე და შენ - მის ხელებს თავისი მოხვია და გაჩუმებულ დიდებულიძეს გახედა - გგონია ვერ ვხვდები როგორ ხარ? მთელი ეს თვეებია ცუდად ხარ ვაჩე...
-ცუდად ვარ? როგორ უნდა ვიყო ცუდად როცა მალე მამა გავხდები...ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ
-ვიცი ,მაგრამ ღელავ ...იმაზე მეტად ვიდრე უნდა ღელავდე. დაიჯერე ! ყველაფერი კარგად იქნება...ძლიერი გოგო რომ გყავარ არ იცი? - მისკენ ნელა შებრუნდა და ძლივს მოხვია ხელები=ღმერთო რამხელა მუცელი მაქვს ვეღარ გეხუტები - გაიცინა და მათ შორის მანძილს დააკვირდა .ვაკოც იღიმოდა .მერე მუხლებზე დადგა, მუცელზე აკოცა და მერე თავი მიადო .ქეთა იღიმოდა და თმაზე ეფერებოდა. ვაჩე ყოველი დარტყმის შემდეგ კოცნიდა იმავე ადგილას და თვალებდახუჭული შეიგრძნობდა პატარა ქალბატონის ქმედებებს.იგრძნო როგორ გაუხსირდა გულისცემა ქეთას, შემდეგ ტკივილისგან წამოიკივლა და ყველაფერი ერთიანად ბურუსში გაეხვა დევდარიანისთვის.
ყველაფერი ტრიალებდა ირგვლივ. საავადმყოფოში იყვნენ უკვე. იცოდა რომ გაიანე იქ იყო...იცოდა რომ ყველაფერს გააკეთებდნენ. საოპერაციოში შეყვანამდე ამზადებდნენ...ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ...რამდენიმე საათი შეიძლება გასულიყო მშობიარობის დაწყებამდე . ქეთას ხმა ესმოდა, დერეფანში იდგა ,თითქოს კედლებიც უახლოვდებოდნენ და მალე შთანთქავდნენ. ერთიანად მოაწვა ემოცია და ორიენტაცია დაკარგული ერთ ადგილას გაქვავებული იდგა. რატომღაც იმ კადრებს წარმოიდგენდა რაც შეუძლებელი იყო მის მეხსიერებაში დარჩენილიყო.
დედას ხედავდა...სისხლში მოსვრილს გურო დიდებულიძის სისხლში გაჟღენთილ მის სამოსს. ტკივილისგან შეშლილს როგორ მიჰყავდათ სამშობიარო ბლოკისკენ..მისი ტირილის და ყვირილის ხმა ესმოდა. მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდა, არ იცოდა ..ვერ წარმოიდგენდა რა შეიძლებოდა ეთქვა იმ დროს დედას...მას არც ხმა ახსოვდა მისი.მხოლოდ სახე ,ისიც ფოტოებიდან გაცოცხლებული...შემდეგ ყველაფერი გაჩერდა .კედლებმაც შეწყვიტეს მოძრაობა თიტქოს პირველად ჩაისუნთქა ,პირველად აევსო ფილტვები ჟანგბადით და ტირილით ამცნო ყველას საკუთარი დაბადება.
გონს ალბათ დიდხანს ვერ მოვიდოდა ვიღაცას ხელები რომ არ მოეხვია და მთელი ძალით არ მოეჭირა,ისე ძლიერ რომ ძვლების ტკივილი იგრძნო .
-კარგად იქნებიან! ჩემი ქეთა ძლიერი ქალია...ჩემი ქეთაა დევდარიანია და იმიტომ ! მას შენს სჭირდები ახლა შვილო,ძლიერი სჭირდები ისე როგორც არასდროს! მათთვის ...მათთვის ებრძოლე მოგონებებს - დემეტრეს ხმა ისე ჩაესმოდა თითქოს მისი სიტყვები ფანტავდნენ ყველაფერს ირგვლივ. ერთიანად აივსო ძალით ,უბრალოდ თვალებში შეხედა კაცს და ქეთას პალატისკენ წავიდა.
-ვაკოოო ...
-ძალიან გტკივა? - თავზე აკოცა და მერე ხელზე მოუჭირა თითები - სულ ცოტაც ჩემო ქალღმერთო
მის გვერდით იყო და დაცვარულ სახეს უკოცნიდა. ხელს უჭერდა და ყოველ წამოყვირებაზე ხტებოდა
-კარგად ვერ გავუფრთხილებივართ.... ეს რო მცოდნოდა საკეისროს გავიკეთებდიიიი ! მოვკლავ იმათ რო გავააალ და შენც მიგაყოლებ ბიცოოოოოო - ერთ -ერთ წამოკივლებაზე ესეც მიაყოლა და მერე ისევ უკან დაეშვა
-მოდუნდი... ისუნთქე და მოემზადე .ყველაფერი კარგადაა... - განო ფეხზე უსვამდა ხელს და უღიმოდა
-მორჩა ! ვინმემ უნდა მოიფიქროს როგორ იმშობიარონ კაცებმა და ბავშვების ნახევარი ამათ უნდა გააჩინოოოოოოოოოონ-ბოლო წინადადება უცებ თქვა და მორიგი შეტევისას ისევ წამოიყვირა -წინააღმდეგი ხო არ ხარ შენ?
-ვაიმე ქეთა...ოღონდ შენ არ გეტკინოს და ხუთს გაგიჩენდი ეგ რო შემეძლოს
-აიი ხედავთ რა ქმარი მყავს? ხუთსოო ვაიმეეეე ...აქედან რო გახვალ დედაჩემს მაგრად აკოცეეე ეს რო გადაიტანაა იმისთვიიიის და უთხარი ქეთასგან-თქოოოო - თან იჭინთებოდა თან ლაპარაკობდა
-ქალღმერთო !
-ვაიმე ეგრეც კი არ მტკივა კაცო არ წვალობს ეს ბავში რა ვქნა ... სწორად აღქმა სიტუაციიის სწორაააად აააააააააააააააა ახლა მტკივაააა ვაიმეეე ვაიმეეე მხატვაროოოო ბავშვიი
=ბავშვი გამოჩნდა ქეთრინ... აიიი აი უკვე ჩვენთანაა- განომ პატარა ქალბატონს სულ ცოტა დაეხმარა და მალე ხელში ჰყავდა საჯდომზე ერთხელ მიარტყა და მგონი დიდი დედოფალიც დაიბადა ისეთი ხმით ტიროდა . შემდეგ ისე გაჩუმდა და ისე მშვიდად იყო .
ვაკო იცინოდა, მთელი ხმით იცინოდა და ქეთას კოცნიდა.
-პირველი ადგილზეა... ჩვენი დედოფალი ! მიეჩვიე ნელ ნელა- ქეთამ აკოცა და ძალაგამოცლილმა გახედა ბავშვს
-რატომ აღარ ტირის?-ვაკომ გაოცებულმა შეხედა პატარას და მერე ამოუსუნთქა მიახლოებისას მისი პაწაწო მოთამაშე ხელები რომ დაინახა.იმდენად პატარა და საყვარელი იყო გაეღიმა.
-დედას პირველო სიხარულო...კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემო დედოფალო .გვიყვარვარ მე და მამიკოს - ძლივს აბავდა სიტყვებს ერთმანეთს და პატარას ფრთხილად კოცნიდა.
პირველი გოგოს დაბადებამ ამდენი ბიჭის შემდეგ განსხვავებული ოვაციები გამოიწვია. ყველა წარმოიდგენდა როგორი იქნებოდა პატარა ქალბატონის და მისი უფროსი მეგობრების ურთიერთობა. ერთი გოგონა ამდენ ვაჟებში, თანაც უმცროსი გოგონა .ქეთა და დიდებულიძე აქაც გამორჩეულები იყვნენ...
....
სახლში ემოციისგან გადამწვარები დაბრუნდნენ. საავადმყოფოდან გამოსულები არ იყვნენ ჯერ კიდევ ყიფოს ტყუპებს ევლებოდნენ თავს პატარა პრინცესა რომ დაიბადა. ახლა კი პირველად შევიდნენ სახლში და პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრნენ. უფრო სწორად რეზი მიდიოდა და მის მკლავებში მყოფი კნუტი სახელად ლილე ყელში კოცნიდა და კრუტუნებდა
-კიდევ თუ გააგრძელებ ჩემი ყელის დაგემოვნებას მერე მე დავაგემოვნებ მთელს შენს სხეულს...ყველა კუნჭულს გამოქვაბულის ჩათვლით...მანდ ჩვენ ვიქნებით უკვე და მომდევნო ბავშვი ბერიძე იქნება!
-დაღლილი ვარ საშინლად ... ასე რომ თუ სინაზეს გამოიჩენ და ველურივით არ შემჭამ ვიფიქრებ ბერიძის გაჩენაზე
-არ მაწყობს... დავიძინოთ
-ღმერთო როგორი ურჩხული ხარ!- გაიბუსა და ჩაბობრდა მისი მკლავებიდან. სააბაზანოში შევიდა სწრაფად გადაივლო მერე პენუარი გადაიცვა და საწოლში შეწვა. რეზი სიცილით უყურებდა მის მოქმედებებს მერე საწოლზე ავიდა, ბოლოში იდგა მუხლებზე, საბანი მოაშორა სხეულიდან თიტები წვივზე აუსვა ტერფზე აკოცა და იქედან განაგრძო გზა ,ენას და ტუჩებს ერთმანეთს ანაცვლებდა და გაბრუებულ ლილეს ბგერებს უსმენდა
-მიყვარს როცა ასე ინაბები...შენი კანი მიყვარს ჩემი შეხებისას... მზეები მიყვარს შენში რომ ჩნდებიან და ჩემში გადმოდიან- კოცნიდა და თან საოცარი ხმით ესაუბრებოდა. ისე ეფერებოდა თითქოს თიტების ნაცვლად ფუნჯი ეჭირა და ნახატს ქმნიდა. მის ყველა ორგანოს აცოცხლებდა, მთელ სხეულს ქმნიდა ხატავდა და შემდეგ აცოცხლებდა ტუჩების შეხებით. ნახატი ეხვეოდა, საოცარი ქმნილება ხელებს ხვევდა და თავისკენ იზიდავდა, უფრო მეტად ითრევდა და წასვლის ნებას არ აძლევდა . ისიც მთლიანად იკარგებოდა მასში, იძირებოდა და ქრებოდა. შემდეგ მხოლოდ ის არსებობდა, მისი ქმნილება მისი მზე შთანთქავდა .
ლილე განაბული იწვა მის მკლავებში მოქცეული და თვალებმინაბული უყურებდა.
-აღარ გეძინება?- ღიმილით უთხრა და თითები ისევ ააყოლა მის ხერხემალს
-სიზმარში ვარ უკვე...
-როდის გაიაზრებ რომ ეს ზღაპრული კაცი რეალურად გყავარ!
-ზღაპრული ვის გამო ხდები
-ჰმ, სიტყვებით თამაში გინდა მზეო? რაო რაო რა გვინდაო? ძალიან ხომ არ გაგვიტკბაო ნაზი მოფერებაო - თითები მკერდზე ჩამოუსვა და შემდეგ მუცელზე გადაიტანა -ხომ არ გინდა დავიბრუნო საკუთარი თავი და ნამდვილად ვიმუშაო პატარა ბერიძეზე?
-ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ფიქრობ მაგაზე
-შენ არა?
-რატო იცი ყოველთვის მე რა მინდა! საიდუმლო ვერ შემინახავს..იქნებ რამე სიურპრიზი მაქვს. რომ დავფეხმძიმდები დამალვასაც ვერ მოვახერხებ ორიგინალურად რომ გითხრა
-ისედაც გამიხარდება არაა საჭირო ოთახსი ბაჩუჩების დახვედრება ან მთელი ქვეყნის წინ გამოცხადება ასე რომ დახუჭე ახლა ეგ ლამაზი თვალები და დაიძინე. საკმაოდ დაიღალე, მაგრამ ტკბილი ძილისთვის წამალი უკვე მიიღე
-არ მინდა ძილი... აივანზე გავიდეთ რა
-ვარსკვლავების ყურება გინდა ჩემო მზეო?
-შენ ერთი არ მყოფნი - გაეღმა ლილეს და წამოიწია. საწოლზე დადებული პენუარი გადაიცვა და წამოდგა. რეზიმ სწრაფად ამოიცვა შორტი ხელები მოხვია და ისევ თავად წაიყვანა. შემდეგ დი დაწნულ სკამში ჩაეშვა, პლედში გახვეული ლილე სხეულზე მიიკრა და პატარა ბავშვივით ეფერებოდა ,მანამ სანამ სიზმრების სამყაროში არ გადაეშვა.
ბედნიერება იყო ლილე... რეზის მზე იყო ლილე !
.....
ყიფიანების ბიჭების დაბადების შემდეგ მია და ინა სახლიდან არ გადიოდნენ. ყოველ საღამოს ბავშვებთან ატარებდნენ. ეფერებოდნენ, ეფერებოდნენ და ისევ ეფერებოდნენ სანამ ირაკლი არ გაუშვებდა ორივეს და შეახსენებდა რომ მარიტაც იყო იქ და დასვენება სჭირდებოდა. აბუზღუნდებოდნენ და წავიდოდნენ, მერე ისევ შეუძვრბეოდნენ ოთახში და ან ბავშვები მიჰყავდათ ან შუაში უხტებოდნენ. ეს ყველაფერი მხოლოდ ორ კვირას გაგრძელდა, მარიტამ ძალები რომ მოიკრიბა სულ თავისთან ჰყავდა ბავშვები.
პირველი შვილიშვილები ჰყავდა მიშო ყიფიანს . ასეთი ბედნიერი მაშინაც არ ყოფილა შვილები რომ ეყოლა. სულ იღიმოდა და ასე გაბრწყინებული უყურებდა ბავშვებს. მერე რძალს და ბოლოს შვილსაც გადახედავდა. უფროსი ირაკლი იცინოდა ამ ყველაფერზე და უმცროს ირაკლის თვალს უკრავდა.
საოცარი განწყობა სუფევდა ყიფიანებთან. შემდეგ ქალიშვილებიც მიიწვია უფროსმა ირაკლიმ თავიანთ შვილიშვილებთან ერთად და ასე უყურებდა ყველა შთამომავალს. საყვარელ ცოლს დანაოჭებულ ხელზე აკოცა და ამღვრეული თვალებით გადახედა ეზოში მყოფებს
-ხედავ მაო ? გრძნობ რა ძლიერია სიყვარული... ჩვენ მათში ვიცოცხლებთ...მათ შვილებში და შვილიშვილებში ჩვენი სიყვარული გარდაიქმნება და გაძლიერდება
მაო მოეხვია, თავი მხარზე დაადო და გაიტრუნა.
...
თენდებოდა...
მზის პირველი სხვივების გამოჩენას ელოდა ზურა ნადირაძე...
თვალები დახუჭა და შეიგრძნო მათ მიერ მოტანილი სითბო. ქარის მოტანილი სურნელი შეისუნთქა ,სიგარეტის კვამლი შეერია სუფთა ჰაერს და ფულტვები მოიარა. მანამ უყურებდა ხედს სანამ სიგარეტი არ გადააგდო. შემდეგ საათს დახედა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
არასდროს ღელავდა საქმის წინ...ადრენალინის მოჭარბებას გრძნობდა და ამ დროს ყველაზე სასიამოვნო მომენტი დგებოდა მის ცხოვრებაში. აღმერთებდა ადრენალინს ...
მისმა გამოჩენამ ყველას ყურადღება მიიპყრო . ბევრნი იყვნენ ...ზედმეტად ბევრი ერთისთვის, ცოტა ზურასთვის. ურეაქციოდ უყურებდა მათ... სვლა განაგრძო და პირდაპირ მათი უფროსის წინ დადგა . თავი გვერდით გადახარა, ეშმაკს ჰგავდა ისევ !
-შენზე ამბობდნენ ყველაზე ჭკვიანი და გაიძვერა ვინმეაო ... სულელი ყოფილხარ ბიჭო !
-ერთი თვე თბილისი გასაქმენდად შენი ნაგვისგან ან ჩემი საჩუქარი ...აირჩიე
კაცი ახარხარდა... ყველანი აჰყვნენ . ის კი ისევ ისე უყურებდა გვერდულად .ხელები ისევ ზურგსუკან ჰქონდა გადაჯვარედინებული
-საჩუქრები გყვარებია ...- შემდგე გაურკვეველი მოძრაობა გააკეთა რაღაც ღილაკს თითი დააჭირა და წამში ყველაფერი გაივსო შეიარაღებული ბიჭებით. ყველას ნიღაბი ეკეთა . ის ისევ შუაში იდგა მათ ირგვლივ კი მისი ბიჭები იდგნენ . გონს მოსვლა არ აცადა კაცს ისე მოუქნია მუშტი ყბაში. გვერდით მდგომ ორ აყლაყს იარაღი გამოსტაცა ხელიდან და თავში ჩაარტყა. გასროლის ხმა გაისმა ერთს მეორე მოჰყვა და რამდენიმე წუთში ყველა მათგანი იატაკზე იწვა .-მიხედეთ! - ერთი სიტყვა და ყველანი შეკრულები ეყარნენ კედელტან
-რა გინდა ! უნდა მომკლა? რას ელოდები მიდი ! მიდიიი მესროლე მაინც არ შეგეშვები ! მე გამომიყვანენ ციხიდანაც და დედას მოგი*** - სიტყვის დასრულება არ აცადა თავი დაარტყა და ცხვირიდან სისხლა იფეთქა ,მერე ყელში წვდა და ბეტონის ბოძს მიახეთქა
-შემოიყვანეთ! - გარედან კიდევ რამდნეიმე ბიჭი შემოვიდა წინ მოჰყავდათ ერთი კაცი ისიც მის წინ დააყენეს და თავიდან შავი ტომარა მოხსნეს - ამაზე ხომ არ ამბობდი... ვიტია ხომ? სახეზე დააკვირდი ცოტა შელანძღული კი არის ,მაგრამ თვალები ისევ ისეთი აქვს არა?- ირონიულად ჩაიიცნა და კაცს ხელი გაუშვა. მერე ისევ ესმოდა მუდარა , გულისრევის შეგრძნება ახრჩობდა, ხელები ექავებოდა ისე უნდოდა სათითაოდ მოეკლა ყველა . ზურგი აქცია ყველას და მხოლოდ ორი სიტყვა თქვა_დასასრული ბიჭებო!
მანქანით მიდიოდა... გზაში დიდი ვარდების ტაიგული იყიდა. შემდეგ ფეხით განაგრძო გზა. მიდიოდა და ნაბიჯის გადადგმა თანდათან უჭირდა, ძალა ეცლებოდა ,ყველაფერი ტკიოდა, შიგნიდან ღრღნიდა ტკივილი. სისხლი სახეში მოაწვა, გული შეეკუმშა როცა ქვაზე გამოსახულ ლამაზ სახეს შეხედა. გაურკვეველი ბგერები ამოუშვა სუნთქვასთან ერთად და საფლავის ქვას დაეყრდნო
-მაპატიე ლიკუნა ...ჩემო ფერია ,ჩემო ერთადერთო გოგოვ ვერცერთი პირობა შეგისრულე ჩემო პატარავ . მაპატიე ჩემო პატარავ რომ ვერ დაგიცავი ...ყველაფერი მაპატიე ჩემო -გაყინულ ქვას შეახო ტუჩები ...ცივი იყო, სული გაეყინა წამით გაქვავდა - ვიწყებ ლიკოო, შენი სურვილების ასრულებას ლიი ,ჩემი პირობის ასრულებას ლიიი ყველაფერს რაც შენ და ჩემ მშობლებს დავპირდი ლიი .ჩემო ლიი
მიდიოდა და ნელ-ნელა თავისუფლდებოდა.
შუაღამე იყო უკვე... მანქანის კაპოტზე მიყურებული უყურებდა ღამის ქალაქს განუყრელი თამბაქოსა და ვისკის ბოთლის კომპანიონობით.
სახლში მისულმა პირდაპირ აიარა კიბე . შხაპი მიიღო , სპორტული შარვალი მოირგო და ისე დაიძინა როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერებოდა. დილამდე არ შერყეულა. შემდეგ თვალები ზანტად გაახილა, გარეთ გაიხედა .რამდენიმე წუთს იწვა , მოწესრიგდა , ყავა დალია სახლიდან გასვლამდე და სამსახურში წავიდა. არ იმჩნევდა გაოცებულ სახეებს, არც ზურგს უკან საუბრებს, არც გაოცებულ მზერას, აღტაცებულ გამოხედვას. თათბირზე შევიდა და ძალიან მშვიდად გააცნო სამომავლო გეგმები თანამშრომლებს. ერთდროულად ცივი, პასუხისმგებლობით სავსე, პერსპექტიული, სასტიკი და სამართლიანი კაცის იმიჯს ტოვებდა. შემდეგ უბრალოდ რამდენიმე დოკუმენტს გადახედა, მობილური აიღო და დათასთან დარეკა
-გელოდი!
-ვახშამზე მეწვევი მარიამთან ერთად?
-რა? - აშკარად დაიბნა დათა... მისი მკაცრი ხმაც გაქრა
-რძალს დავურეკო თუ შენ მეტყვი პასუხს დათიკო -გაიცინა
-მოვალთ...რა თქმა უნდა . რომელზე კი არადა ... რამე წამოვიღო რა ვიცი
-უბრალოდ მოდით დათა ! არ დამირეკო და არ დამენახო საღამომდე- ბოლოს მაინც დააყოლა და გაუთიშა.
კომპანიიდან პირდაპირ სუპერმარკეტში წავიდა. იმდენი ხანი იყო გასული რაც ნორმალურ ადგილას ხახლის გარემოცვაში ასე თავისუფლად არ გაუვლია ოდნავ სიხარულიც კი შეეპარა. დიდი კალათით მიდიოდა რიგებს შორის და საჭირო პროდუქტებს არჩევდა. იქაც არ აქცევდა ხალხს ყურადრებას, ეს კარგად ეხერხებოდა. იგნორი მისი მთავარი ნიჭი იყო. რიგში ჩადგა, მოთმინება რომ გამოიჩინა საკუთარმა თავმაც კი გააკვირვა. შემდეგ პარკებით დატვირთული დაიძრა მანქანისკენ .საბარგული აავსო , მანქანაში სიმღერა ჩართო და ასე კარგ განწყობა შეპარული დაბრუნდა სახლში, განწყობა თანდათან უმჯობესდებოდა. დავიწყებულ საქმეს იხსენებდა. სახლს ისეთი სახე დაუბრუნა როგორიც ადრე იყო, შემდეგ რაღაც მოაწვა მკერდში ძლიერად მოუჭირა და სუნთქვა შეუკრა,მაგრამ მალევე დაივიწყდა და საქმეს დაუბრუნდა.
უკვე საღამო იყო .ყველაფერი მზად ჰქონდა რაც სურდა , უბრალოდ გამოიცვალა და სარკის წინაც შეჩერდა. რამდენი ხანი იყო რაც სარკის წინ არ მდგარა უბრალოდ საკუთარი თავის შესასწავლად. შეეშინდა კიდეც როცა ის დაინახა რადაც იქაცა. ის ადამიანი არ მოეწონა სარკიდან რომ უცქერდა და მალევე მოშორდა იქაურობას. კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგო სწრაფად დაეშვა კიბეზე და კარი გამოაღო
-საღამომშვიდობისა ...-პირველი მიესალმა წყვილს და გაიღიმა. ანდრონიკაშვილი უბრალოდ უყურებდა და თვალები ემღვრეოდა. მარიამი კი მაშინვე მიესალმა
-საღამომშვიდობის...მიხარია შენი პირადად ნახვა
-შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ მიხარია ჩემი დათიკოს საყვარელი ქალის გაცნობა- ხელზე აკოცა და სახლში შეუძღვა. მერე დათას გახედა- შემოხვალ თუ შემოგსვა დათიკოო - ისე უცებ გადაკვეთა მანძილი დათამ და მოეხვია ძმაკაცს თითქოს დიდი ხნის უნახავი ჰყავდა-ცრემლები რომ წამოვა მითხარი სალფეტკს მოგაწოდებ... პერანგი არ დამისველო !
-აბაა რა გვაქვს ვახშმად?იმედია მე და მარიამს არ მოგვამზადებინებ ... რომ მოგვიპატიჟე გვშია ჩვენ - უცებ მოშორდა და გაკრეჭილი ამოუდგა გვერდით ფარჯიანს
-კარგი იდეაა რატო არ მომაფიქრდა ეგ მე ... მაგრამ უკვე მოვამზადე ! წამოიყვანე ახლა რას მიყურებ ... თავი ისე იგრძენი რძალო როგორც საკუთარ სახლში
მთელი საღამო უყურებდა მარიამი დათას და ზურას საოცარ დუეტს .მანამ თუ ეგონა რომ ყველანაირი დათა ჰყავდა ნანახი იმ საღამოს მიხვდა რომ რეალურ ანდრონიკაშილს არც კი იცნობდა, ასეთ ბედნიერს, თავისუფალს და უბრალოდ დათას . ზურას მოგონებები აგიჟებდა, სიცილისგან სუნთქვა აღარ შეეძლო დათას გაბრაზებული გამომეტყველებები კიდევ უფრო ახალისებდა. საოცარი ვახშმისა და წითელი ღვინის თანხლებით მიმდინარეობდა საუბარი
-გეყოფა ნადირაძე თორემ წავალ ახლავე
-მარიამს დავიტოვებ...კიდე იმდენი რამე მახსენდება ახლა ინანებ ჩემს დაბრუნებას !
-იმდენს ნუ იზამ ახლა მარიამის გარეშე რო დამტოვო თორე აქ გადმოგისახლდები და ყველას ვეტყვი რო ერთმანეთი გვიყვარს ! დასაკარგი არაფერი მექნება
-კარგი რაა დათიკოოო შენ გგონია მარიამმა არ იცის ჩემზე რომ გიჟდები? ძალიან რომ უყვარხარ და მიყოფს შენს თავს თორე აქამდე არ გამოგიშვებდა ჩიტო?
-მარიამ რა გაცინებს ქმარს გართმევენ
-იცის ჩემთან უძლური რომაა
-ნამდვილად ! ვნებდები -სიცილით ასწია მაღლა ხელები და მერე მაინც მოეხვია დათას . ზურას თვალები უცინოდა მათი დანახვისას
საკმაოდ გვიან დატოვა წყვილმა ნადირაძის სახლი. კიდევ ერთი ღამე გაატარა სახლში,მშვიდად ზურამ.
...
ყიფიანები ტელევიზორთან ისხდნენ როცა სპეციალური რეპორტაჟი გავიდა . ფოტო და ვიდეომასალით სადაც ჩანდა ათობით ბიჭი პოლიციის განყოფილების წინ ხელ-ფეხ შეკრული და წითელი ენტით შეფუთული . შემდეგ ნარკოტიკების მთელი რიგი ჩამონათვალი, დაჭერილი პირების დაზიანებების შესახებ საუბრობდნენ და უცნობ პირს მთავარი პროკურორიც იხსენიებდა. მიუხედავად იმისა რომ დაკავებულ პირებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ რაც კანონის დარღვევად მიიჩნიეს მაინც დიდი იყო უცნობის როლი ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტისტვის.
მიშომ მაშინვე დატოვა ოთახი და სადღაც წავიდა. დანარჩენები კი გაოცებულები იყვნენ მომხდარით.
ახვლედიანთან ისხდნენ ეზოში და საუბრობდნენ მიშო რომ შევიდა
-რადგან შენ ბავშვებს მოშორდი ...-გაიცინა თორნიკემ
-შენ ვის რას ეუბნები - ნიკა ახარხარდა -რა გჭირს მიშიკო?
-ვინ ჯანდაბაა ეს ნადირაძე! მამამისი წესიერი კაცი იყო და ეს ვაფშე რა მუღამშია კაი ტიპობს თუ ძაღლებთანაა
-ზედმეტად აღელვებულხარ მიშო !- ალექსანდრემ გახედა რადგან დანარჩენებმა არაფერი იცოდნენ -ჩვენთან რა საქმე აქვს მაგ ბავშვს თავისთვის ცხოვრობს და არავის ეხება სანამ არ შეაწუხებენ!
-ორივემ კარგად ვიცით რა მესაქმება და გეყოს ახლა ეს არაფრისმქოცნდე გამომეტყველებით მოძრაობა!
-რადგან მშვიდად მიყურებ ე.ი არაა საჭირო შენი ნერვიულობაც და ოდესმე ისწავლე მშვიდად ყოფნა !
-ბაბუუ ბებომ დამაბარა მოვიდეს ერთ წუთს დამეხმაროსო- პატარა ახვლედიანი მივიდა და უცებ ჩაუსხაპუნა მარიამის დანაბარებ.
-თორნიკე მიეხმარება მარიამს ...
-დაღლილი ვარ მე ! ჩემი რძალი და შვილი წუხელ სახლში არ იყვნენ .მე და ნუცას გვყავდა ბავშვი და კატები ასე რომ მიბრძანდით ბატონო ალექსანდრე!
-ჯერ შვილიშვილები უნდათ და მერე წუწუნებენ რა... აბა რას შვებით მოხუცთა პარტია?- გიგი მობრძანდა მისი აღმატებულება და მეგობრებს მიესალმა - იმიტოა კაი ერთი გოგო მიჰყავს ქმარს უვლის ბავშვებს ის და რჩები ცოლთან მარტო ...აბა ვინაა ჭკვიანი მე თუ თქვენ
-ერთი კვირა რო ვერ ნახო ბავშვები წუწუნს რო იწყებ მაშინ რატოა რ გახსენდება ეგ - ნიკოლოზმა გადახედა და თვალები აატრიალა -გვანციკოს გარეშე რატო აღარ მოძრაობ ტო გულმა შეგაწუხა და ეს წამლებით დაგყვება?
-როდის მოძრაობდა გვანცას გარეშე- თორნიკემ ჩაიფხუკუნა და მობრძანებულ ქალბატონს დახვდა
-ჩემი ბებერი ლომები როგორ ბრძანდებიან?
_შენი ქმარი თუ უჩივის სიბერეს ავტომატურად ჩვენც არ ვიზიარებთ მის ხვედრს გვანციკო- ნიკუშამ გაიცინა და ბავშვები რომ დაინახა უცებ წამოდგა- რა ხდება ბაღი მოიყვანე გოგო?
-მარიამმა ბავშვები მოიყვანეო ...ერთ დღეს ყველა ერთად ვნახოო ასე როომ ყველანი მოვლენ მალე თქვენ აქ იყავით ჩვენ სახლში ვიქნებით არ იდარდოთ
-ბავშვების დედები სად არიან ან მამები
-ისვენებენ ! საჩუქარს ვუკეთებთ შესანიშნავი ამინდია ყველაფრისთვის ... განსაკუთრებით ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრით გაზრდისთვის- გაიცინა და სახლისკენ დაიძრა.
-იცოდა ალექსანდრემ ეს? მე ვინ დამასვენებს ტო ! ჯერ შვილები ახლა შვილიშვილები. შვილთაშვილს თუ მოვესწარი იმასაც მე მომაჩეჩებენ ხო ვიცი ... შენ კიდე მოიშორე ეს უჟმური როჟა და დაუჯერე ჩემ ძმას- ნიკამ ერთიანად მიაყარა მიშოს შეუბღვირა და სახლისკენ დაიძრა . ისე წუწუნებდა თორე ბავშვებს რო დაიანხავდა და არ მიდიოდა მათთან ცუდად ხდებოდა.
მიშო ალექსანდრეს კაბინეტში იჯდა და შეკრული წარბებით უცქერდა
-უყურე გადაცემას? ვინ მოასვენებს მაგას ... ყველა ჩამშვებად მიიჩნევს
-შენ როგორ მოიქცეოდი ! იმან თავად მოაგვარა საქმე და ისე მოიქცა როგორც საჭიროდ მიაჩნდა ...ყველა მოეკლა თუ ცემას დასჯერებოდა. მერე არ მიუბრუნდებოდა ორივე და ყელს არ გამოჭრიდნენ?
-არ მომწონს და მორჩა! რატომ იცავ
-მეც არ მოგწონდი ერთ დროს!
-გგონია ასე სერიოზულად იქნება საქმე? !
-არ ვიცი ! წინასწარმეტყველი არ ვარ მიშო მხოლოდ ფაქტებს ვხედავ . იქ რომ ყოფილიყავი და გენახა როგორ უყურებდა მია ...მარიამი გამახსენდა იმწამსვე! შენმა გოგომ ყველაფერი კარგად იცის და უბრალოდ ადროვე იცხოვროს ისე როგორც სურს
-შენ მთელი ცხოვრება გიყვარდა ჩემი და ის კიდე ღმერთმა უწყის რას ფიქრობს და რა უტრიალებს თავში ეგღა მაკლია მიას ცალმხრივად უყვარდეს და იტანჯებოდეს! სულს ამოვხდი
-რა არაადეკვატური ხდები ხოლმე... ახლა რა თუ არ შეუყვარდება მოიტაცებ და სახლში დაუსვამ მიას?!
-შენი დასაცინი რომ გავხდი რა გენაღვლება სიძეები გყავს იმენა ბულკი...ვის გაუმართლებს ეგრე !
-შენი შვილია და მე ვერ დამემსგავსებოდა - ნიშნისმოგებით უთხრა ალექსანდრემ და კიდევ ერთხელ გაუღიმა მოღუშულ მიშოს
......
მია რეპეტიციას გადიოდა . მალე პირველი სპექტაკლის პრემიერა იქნებოდა და ძალიან ღელავდა. თავს არ ზოგავდა ,მთლიანად საქმეზე იყო გადართული. იცოდა ნახევარ დარბაზს თავისი ოჯახისწევრები გაავსებდნენ. ბევრი მნიშვნელოვანი პირი იქნებოდა ,რეჟისორები,ჟურნალისტები,კინოპროსიუსერები. პირველი ყველაზე მნშვნელოვანი როლი ჰქონდა ,დებიუტი იყო მისთვის.
პრემიერის დღეს მაქსიმალურად ცდილობდა დამშვიდებას. უკვე კულისებში იყო გრიმს იკეთებდა ესმოდა ხმები როგორ საუბრობდნენ სხვა მსახიობები . მთელი დარბაზი სავსე იყო,ყველა ბილეთი გაყიდული .
სცენაზე რომ გავიდა მერე უბრალოდ ყველაფერი დაავიწყდა, უბრალოდ როლში იყო შესული. სცენის გარდა ვერაფერს ხედავდა შემდეგ როცა ბოლო სიტყვები დაასრულა ტაშის ხმამ გამოაფხიზლა ერთ-ერთი კოლეგა ხელზე თითებს უჭერდა და მხოლოდ ის მოახერხა რომ მაყურებელს დამშვიდობებოდა. უყურებდა ფეხზე მდგომ ხალხს ,ტაშის ხმა არ წყდებოდა მეორედ მოუხდათ სცენაზე გასვლა. იმდენი ყვავილების თაიგული მაირთვეს ხელში ვეღარ იჭერდა. ბედნიერი იყო , ყველაზე ამაყი და კმაყოფილი.
ჩქარობდა შენობის დატოვებას და ოჯახისწევრების ნახვას.სწრაფად ჩაირბინა კიბე და გულამოვარდნილი გაიქცა მანქანისკენ სადაც ირაკლი ელოდა. მთელი ძალით მოეხვია ძმას
-ჩემი ყველაზე ნიჭიერი ! მეამაყები ჩემო - ყიფომ სახე დაუკოცნა გაბადრულ გოგოს და მერ ემანქანის კარი გაუღო- ყველანი გელოდებიან დედოფალო !
ის საღამო აღნიშნეს რა თქმა უნდა. კარგად გაერთო და მთელი თვის დაგროვილი ნერვიულობა ერთ დღეს გააქრო.
სპექტაკლების რიცხვი გაიზარდა მოთხოვნის გამო . ყოველ ჯერზე ღელავდა ,მაგრამ ბოლოს ერთნაირი ემოციით ასრულებდა.
როცა დასრულდა და მშვიდ კალაპოტს უნდა დაბრუნებოდა ერთად წავიდნენ რესტორანში. რამდენიმე ჭიქა სასმელისა და ამაღლებული განწყობის შემდეგ მანქანაში ჩაჯდა .ზუსტად იცოდა რა სჭირდებოდა .
მშვიდად მიაბიჯებდა სახლისკენ, კიდევ ერთხელ აკვირდებოდა ყველაფერს. სხვანაირი მოეჩვენა გარემო,უფრო მოვლილი და ლამაზი. სახლის კარი ღია იყო , ფრთხილად შეაღო და შევიდა. ნაცნობი ხმა გაიგო და მას მიჰყვა. ბოლოს სამზარეულოს კართან აღმოჩნდა. უყურებდა გასქურასთან მდგომს და მთელ სხეულში უხილავ იმპულსს გრძNობდა..თავი გვერდით ჰქონდა გადახრილი ბიჭს მხარზე დადებულ ტელეფონს იჭერდა
-რას შემე*ი ბიჭო ! სახლში ვარ ... რა მინდა მანდ ! არა! რამდენჯერ უნდა გითხრა. ტვინის *ყვნის კურსებზეც დადიოდი შე ჩემა? ეტყობა ხარისხი დაიცავი აბა რა გინდა! სპაგეტის ვამზადებ...დამავიწყდა მგონი და ვიხსენებ ! შენ რა მასწავლე შე ჩემისა მე არ გავაკეთე პირველად? მერე რა რო რეცეპტი შენი იყო ! ჯერ ეს ერთი ჩემი დიკო ბიცოსი იყო მეორეც პატარა თაგუნია შემოძვრა სამზარეულოში და უნდა წავიდე! მობილური კარადაზე დადო და წარბშეკრულმა გახედა მიას.
-მეგონა აღარ მომაქცევდი ყურადრებას...იცოდი რომ მოვიდოდი და ემზადები ხომ? - გაღიმებული დაიძრა მისკენ გვერდით დაუდგა და ინტერესით დახედა ტაფას - დავიჯერო გამოგივა რამე?
-დავიჯერო სულელთა შორის დედოფალი ხარ? რა გინდა აქ !
-ორივე კითხვაზე იცი პასუხი ,მაგრამ გაგიმეორებ რადგან მთხოვ .მე დედოფალი ნამდვილად ვარ , შენ სულელი ! მინდა -შენ ! რიგი ვერ ვნახე ასე რომ პირდაპირ მოვედი - ბოლოს მაინც წაუსისინა და კარადისკენ დაიძრა. რამდენიმე გამოხსნა თეფშები რომ იპოვა აიღო და მაგიდაზე დააწყო - თეფშების ყიდვა არ გაწყენდა ესენი ჩემი დაბადების დროს იქნებოდა მოდაში
-არ ვაპირებ შენთან ერთად ვახშმობას!
-მე რომ ვაპირებ ეგეც ზედმეტად საკმარისია!
-პატარა ტუტუცო ბავშვო რატომ ვერ ხვდები რომ პირველი ვარ ვისაც ვერ მიირებ ! -უცებ მიეჭრა ხელები ისე დაარტყა მაგიდას რომ მათ შორის მოიქცია მია . ისეთი თვალებით უყურებდა ნორმალური უნდა აორთქლებულიყო მინიმუმ დამდნარიყო იქვე. მიამ ხელი გაწია მაგიდიდან ვაშლი აიღო მერე ოდნავ გადაწია თავი უკან და გემრიელად ჩაკბიჭა
-განაგრძე გისმენ! გემრიელია ... -ვაშლის წვენით დასვრილი ტუჩები გაილოკა და კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა - ვიცი რო ასაკში ხარ მაგრამ წელის გაშეშებები თუ გექნებოდა უკვე არ მეგონა...თუ მიეყინე მანდ -ისევ იმ პოზაში მდგომს უყურებდა წარბი ასწია მაღლა- გინდა დაგეხმარო?- ვაშლი ისევ დადო ხელები წელზე შეუცურა და მაისურის ქვეშ ისე უცებ შეასრიალა ზურა გველნაკბენივით მოშორდა. ხომ არ შეიტყობდა აღელვებას, ქურას მიუბრუნდა სპაგეტი დიდ თეფშზე გადაიტანა გახეხილი ყველი მოაყარა და მაგიდაზე დადგა .მია უყურებდა და იცინოდა
-სასაცილოს რას ხედავ !
-გაჩვენებ ...- მისკენ მიიწია ამჯერად წინ ასწია მაისუის ბოლო და თითები პრესზე შეახო ისე რომ თვალს არ აშორებდა მის აელვებულ თვალებს - უჰ როგორ დაიჭიმა ..მთელი სხეული ასეა ? -ხელში რომ ჩაავლო ზურამ და თავისკენ მიიზიდა იფიქრა დამნებდაო, მაგრამ წამიერი სისუსტე იქვე ჩაახსო ნადირაძემ გოგო გვერდით გადასვა სრული ამ სიტყვსი მნიშვნელობით. სკამი გამოსწია და მაგიდასთან დაჯდა.
-ცუდი მასპინძელი ხარ ! მართალია მე ისე ვგრძნობ თავს როგორც საკუთარ სახლში ,მაგრამ კერძის ჩემთვის გადმოღებას რა უნდოდა - თეფში აიღო თავისთვის დაიდო ჩანგალიც აიღო და გვერდით მიუჯდა.მერე უცებ წამოდგა და გავიდა. რამდენიმე წუთში თეთრი ღვინის ბოთლით დაბრუნდა. ჭიქები გამოიღო კარადიდან მაგიდაზე დააწყო და სასმელით აავსო-მოუხდება ამას
-საკმარისად არ დაგილევია დღეს? ჩემ სახლში დათრობას თუ აპირებ წინასწარ იცოდე რომ მანქანაში მოგიწევს ძილი. ჭიქას ხელი არც მოკიდა ჭამა განაგრძო და რომ დაასრულა თავისი თეფში გარეცხა. ოთახიდან გავიდა , სახლში რა გააჩერებდა ეზოსკენ წავიდა და ჰამაკში ჩაეშვა-გიჟი! ავადმყოფი! არანორმალური- ჩუმად იძახდა და ღრმად სუნთქავდა როგორმე თავი რომ გაეკონტროლებინა ! მერე სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და მოუკიდა. თავი უკან გადასწია და მოწევა განაგრძო. ნაბიჯების ხმა გაიგო,შემდეგ ჰამაკი შეირხა .მის გვერდით დაჯდა, მთლიანად უწვავდა ერთ მხარეს მისი შეხება. ისიც ზუსტად ისე იწვა როგორც თავად.მისი თმის სურნელს გრძნობდა ,ქარის მიტანილ სურნელს. შემდეგ მის სუნთქვას გრძნობდა ყელზე .ოდნავ რომ შერხეულიყო მის ტუჩებს შეეხებოდა. ზუსტად ხედავდა, თვალდახუჭულიც ხედავდა მიას.
-გამახარე
-რამე შენს წარმოდგენაში გავაკეთე?
-ყველა სპექტაკლზე გგრნობდი და მიხაროდი- დაძარღვულ მკლავზე მოხვია ხელები და თავი მხარზე დაადო
სიცოცხლის სურვილი ისე ძლიერ არასდროს უგრძვნია..ლოდად ქცეული სხეულმა ნაწილებად დაშლა დაიწყო ,თითქოს მალე სურდა გათავისუფლება .მაგრამ ზედმეტად ძლიერ იყო შებოჭილი, ვერ შეძლებდა ერთი ძვრა მთლიანად მისი გაყინული გულის გალღობას.
მიამ წასვლის წინ ისევ აკოცა ლოყაზე და გაუჩინარდა.
...
ბარში იჯდა დამღლელი დღის შემდეგ . უკვე საბუთებსი ქექვა ყელში ჰქონდა და ერთი დღეც კი იმდენად კოშმარულად ეჩვენებოდა გაქცევა სურდა.გვერდით რომ მიუჯდა ვიღაც აღრენილმა გახედა,მაგრამ ონიანი რომ დაინახა გაეღიმა
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება ზურა!
-მადლობა... გილოცავ ოჯახის შექმნას ! გამძლეობას გისურვებ - ხელი ჩამოართვა და მხარზე მაგრად დაარტყა - გამიხარდა შენი დანახვა
-მე გამიკვირდა ისევ რომ გიხილე საქართველოში
-იმაზე მეტად ვერ გაგაოცებდა შენი იმათ ოჯახში შესვლა რომ გამიკვირდა მე ! არ მეტყვი როგორ უძლებ? შენნაირ კაცს არ გიჭირს მაგათ სვლას აჰყვე? მითუმეტეს იმათთან ერთად ვისთვისაც თავყბა გაგიერთიანებია ბევრჯერ -სვამდა და ეშმაკურად იცინოდა
-რომ შეგიყვარდება გაიგებ! თუმცა მე არასდროს ვეცდები მათ დავემსგავსო ! იმდენად ქაოტურები და გიჟები არიან ვერ წარმოიდგენ რა ძნელია ყურებაც კი
ზურამ გადაიხარხარა და ვაჩეს შეკრულ წარბებზე მეტად განაგრძო სიცილი
-მესმის ! თუმცა მე შენგან განსხვავებით ლაპარაკი ასე თუ ისე მიყვარს.გართობაც ... შენ კი ორმაგად გაები დევდარიანზე ათხოვებ საკუთარ დას ! ხომ ვამბობდი მაგნიტივით არიან-თქო ყველას და ყველაფერს იზიდავენ ! სიმშვიდე მარტოობაშია...ცხოვრებამ მასწავლა რომ რაც უფრო ცოტა ახლობელი გყავს მით უფრო ძლიერი ხარ. მათ კი იმდენი ჰყავთ დასაკარგი...
-ქორწილში მოხვალ?!
-შენ მოწვევას ვიღებ ვაჩე ონიანო ! -მხარზე დაკრა ხელი და ზუსტად იმ დროს გავიდა კლუბში ვაკო, დათა, რეზი ,გაბრიელი და ირაკლი რომ შევიდნენ. ჩაეცინა ონიანს...
-ის ვინ იყო ჩვენი სემოსვლისას რო მოტყდა?- ვაკომ პირველმა შეამჩნია და ვაჩეს ჩუმად გადაულაპარაკა
-ნაცნობი !
-ნაცნობს ზურა ნადირაძე ხომ არ ჰქვია შემთხვევით!- ირაკლიმ გაიგო თუ არა მაშინვე უთხრა და წინ გადაიწია- სიძე მაგას იცნობ?
-შორიდან !
-ანუ იცნობ...მეც ვიცნობდი ადრე მერე წავიდა და აღარ გვქონია კავშირი.თუმცა არც მანამ ვძმაკაცობდით !
-ყველა მაგაზე რომ ლაპარაკობთ არ დაიღალეთ?- რეზიმ შეიცხადა და სასმელი მოიტანა- რისთვის მოვედით აქ ... დავლიოთ ტო დასვენება მინდა
-ვისგან ისვენებ ჩემი დისგან ხომ არა შემთხვევით_ ლაშა გამოჩნდა უცებ და რეზის დახედა
-შენ ჩემი დისგან გამოიქეცი აქ რომ ხარ?! -ვაჩემ ახედა და ისიც მაშინვე სახემოღრეცილი დაჯდა ტყავის სავარძელზე
-დალევას არ ვაპირებდით? ! შენ დას რაც შეეხება ქორწილის გადახდას არც კი ვუხსენებდი ასეთ ამბავს თუ დაატრიალებდა ცოტაც და თავს მოვიკლავ
-რომ გადაწყვეტ წამებით მოგკლავ ,გამაგებინე!
-აუუ გაფიცებ რეზი ასეთი ცოლისძმა ვარ მეც? ეს ახლა რას მიშვება და მერე ხო ვაფშე გამამწარებს... რო დაგირეკოს ხატიამ მე არ გინახივარ ! ხელსაწმენდების ორნამენტს არჩევდა ორ ვარდისფერს დაჰყურებდა რომელთაგან ერთს წითელი ყვავილი ეხატა მეორეც მუქი ვარდისფერი და რომელი ჯობიაო რომ ვუთხარი ერთნაირია რა ვიცი თქო მეგონა მომკლავდა! ძლივს გადავურჩი გეფიცებით ..ნუ დაიდებ ჩემ ცოდვას ამდენი ხანი ველოდი ქორწილს და იმ დღემდე მაინც მიმაღწევიე
-არ დაუჯერო ვაჩე მერე ღამე მოუნდება..მერე დილა -ვაკომ სიცილით უთხრა და ლაშაც წამსვე მკვლელი სახით მიაშტერდა
-ოჰ აგვიჭიკჭიკდა მხატვარი ! ყველა ხელისმოწერით ან უბრალოდ ჯვრისწერით ვერ გამოვდივართ ...ზოგს ზადისტი ცოლისძმა გვყავს და რა გავაკეთოთ? ხომ იცი ორ კვირაშია ქორწილი და რომ დამარტყა არ გადამივლის სილურჯე მანამდე- უცებ მიაყოლა და კიდე ერთი გადაკრა
-კიდე ორ ჭიქას დალევს ეს და მერე ტვინს გვატკენს ... აღარ გინდა მეტი- რეზიმ გამოაცალა ჭიქა და თვითონ დალია- შენ რაზე წუწუნებ საერთოდ ვერაფრით მოვთაფლე შენი და ვერ ვაჩუმებ ვერასდროს!
-აკოცე მერე შენც - ახარხარდა ირაკლი
-აუუ რა საოცარი სადარდებელი გაქვთ ყველას პირდაპირ მეცოდებით- დათა როგორც ყოველთვის უბრალოდ ხალისობდა მათი ამბებით და უსმენდა წუწუნს . თვეში ერთხელ გამოწერილი იყო
-შენ რა გენაღვლება სიძეებიც ოქრო გაგატანეთ და გოგო ვაფშე ბაჯაღლო !
ზურა სახლში გამტენიისას შევიდა. საკმაოდ მთვრალი იყო, მართალია ერთი გოგო „მოინახულა“ მაგრამ მაინც ვერ გამოფხიზლდა . კიბეს აუყვა პირდაპირ მერე ნაცნობი სურნელი იგრძნო და თავი გააქნია ეგონა ეჩვენებოდა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო კიბის სახელურს დაეყრდნო და უკან მიიხედა . მია იყო ,სხვა ვინ იქნებოდა კიბეზე სვლა დაიწყო და მალე მის წინ აღმოჩნდა
-იაფფასიანი ქალის სუნამოს სურნელი არ გიხდება...შხაპი უნდა მიიღო!
-შენ როგორც მიბრძანებ პაწაწინა მიაა ...არ მითხრა ორი დღე არ მომენატრეო!
-არ მითხრა დღეებს ვითვლიდიო- მია უკან მიჰყვებოდა და იცინოდა.
-საძინებელში მომყვები? - კართან გაჩერდა და ხელი აუხვედრა წინ სანამ შევიდოდა-ჩემი სიმთვრალით უნდა ისარგებლო?- მისკენ დაიხარა და გაიცინა -პააწაწინა მთვრალი ფაქიცი ვხდები და ფრთხილად ხო?- უცებ შებრუნდა კარადიდან აიღო ნივთები და სააბაზანოში გაუჩინარდა. ტყუილად ელოდა მია ბოლოს და ბოლოს მის პრესს მაინც ვნახავო. შორტით და მაისურით გამობრძანდა. თავზე ხელი გადაისვა საწოლისკენ დაიძრა მიასაც მოხვია ხელი და ისე გაიყოლა თითქოს პატარა თოჯინა იყო
-რატო ვერ ისვენებ პაწაწინა გოგოვ? სულ მალე ცეცხლში რომ დაიწვები არ გეშინია? -ისე ელაპრაკებოდა არც ეხებოდა, იმდენად ახლოს იყო ხელის შეხება აღარ იყო საჭირო მაინც იწვოდა მია. მისი თვალები აგიჟებდა, მისი სურნელი, მხოლოდ მისი ყოველგვარი სუნამოს გარეშე ნადირაძის სურნელი. თავად წამოიწია ხელები ყელზე მოხვია და მკერდით მიეკრო
-შენ გეშინია? - ყურში ჩასჩურჩულა და ენისწვერი ბიბილოზე აუსვა -მითხარი გეშინია ცეცხლში ფერფლად ქცევის? -თითები თავზე გადაუსვა მერე მაისურის ბოლოსკენ წაიღო და ტერფები მის წვივებს ააყოლა სანამ წელზე მოეხვეოდა და მაისურსაც მოაშორებდა მანამ მოიშორა თავიდან და დაჯდა
-რატომ ცდი ჩემს მოთმინებას მაია? მაინცადამაინც გინდა ისე მოგექცე როგორც სხვებს? ეს თავის დამცირება და ყელზე ჩამოკიდება არ გიტყდება ვაფშე? რიგითი *იმაობაზე დახამებულივით რო იქცევი არაფერია ? ერთი იცოდე ჩემი თავის შეკავების მიზეზი ...აქ რომ ხარ კიდე და თავს მაბეზრებ მხოლოდ შენი ოჯახისგან შორს ყოფნის სურვილია. ნუ მიქმნი ზედმეტ თავის ტკივილს თორემ ჩხუბი ჩემთვის წამალია და მაგ წამალში შენი საყვარელი ბიჭების გარდა არავინ დაზარალდება ...კარგად დაიმახსოვრე ! -იმდენად უხესად ჟღერდა მისი ტონი,იმდენად ცივი გამომეტყველება და მზერა ჰქონდა მიას ყველა სხივი გაუქრა. სწრაფად გაეცალა და წავიდა . კიდევ ერთი ნივთი შეეწირა მის წასვლას ...
დილა ვარჯიშით დაიწყო. რომ მიხვდა მშვიდი ცხოვრება ზედმეტად მოსაწყენი იყო გადაწყვიტა თავი გაერთო ...ეზოს თავისუფალ ნაწილში სავარჯიშო არენა მოაწყო.
რომ მიხვდა მხოლოდ ეს არ ეყოფოდა მის დაგროვილ ენერგიას. სახლის ერთი ოთახიც აქცია სავარჯიშო ოთახად. დილიდან იწყებდა სირბილს და ვარჯიშს ,სახლში კი როცა ბრაზი მოაწვებოდა და გამოფხიზლება სჭირდებოდა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შერბოდა და აღარ გამოდიოდა სანამ ბოლომდე არ გამოეცლებოდა ძალა.
-ჯანსაღი ცხოვრების წესს უბრუნდები ზურიკო?
-ჩემთან ვიზიტებს ბავშვის ცასახვაზე იზრუნო სჯობს ! - ტომარს მოხვია ხელები და ისე გახედა დათას- ასე რატომ გაცვია დათუნა? არ მითხრა სახლიდანა ქამდე სირბილით წამოვედიო
-კალათბურთის თამაში მომინდა ..შესანიშნავი ამინდია და იქნებ გაგვეხსენებინა ძველი დრო
-მიმზიდველად ჟღერს. ახლავე მოვემზადები და წავიდეთ...სად წავიდეთ ? აზრზე არ ვარ ნორმალური მოედნები სადაა ახლა . გაგანადგურებ- უცებ შემობრუნდა და ცერა თითი ყელზე გადაისვა.მერე სიცილით ავიდა საძინებელში . მუქილურჯი შორტი, ამავე ფერის კედები ,შავი მაისური ,წელზე მოხვეული სპორტული ზედა და თავზე უკუღმა მორგებული კეპი
-გოგონები იქნებიან-თქო არ მითქვამს
-შენ გეპრანჭები ჩიტოოო მარიამს უნდა ავახიო შენი თავი- სატვალე მოირგო და მანქანისკენ დაიძრა
-მე წამომყევი ორი მანქანით სიარული რა პონტია
-არის წავიდეთ შენი მანქანით! ასე გაბადრული ნუ მიყურებ შე ჩემა ვიცი რო გიხარია ჩემი ასე დანახვა მარა ატრაკებ უკვე რა ! დიდხანს ვერ გავუძლებ ...იმენა დედას მიტ*ნავს ეს დოკუმენტები და ამ მოსაწყენ *ირულ საქმეებზე სიარული. და მაინც სად მიგყავარ დათიკო? ეზოში უნდა გავაკეთო კალათი ეგ კარგი გამასენე... როგორ დამავიწყდა .კალათბურტის ბურთიც არ მაქვს
-კარგა დგილას მიმყავხარ... გავერთობით
-მაშინეეებ რას მიპირებ?!
-აუ ზურაა ნუ ატრაკებ რა
-ნწ ცუდოოო ბიჭოო რა სიტყვებია? - უცებ გადაიხარხარა და მანქანა რომ გაჩერდა წინ გაიხედა- სად დედის **ვნაში მომიყვანე მეღადავები? არ გიტხარი მხოლოდ მარიამს გავიცნობ და მაგათ დაწესებულებებში უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ შევალ-თქო? ახლა გინდა მაგათ სპორტკლუბშ შენთან ერთად ვითამაშო?
-ისედაც იციანრ ომ მიცნობ!
-ვინ იცის
-ალექსანდრემ!
-ეგ არ ითვლება... სხვაგან წავიდეთ
-ნუ მაფიქრებინებ რომ გეშინია- ჩანთა აიღო უკანა სავარძლიდან და გადავიდა- აბა მოდიხარ?
-მღალატობ! პირდაპირი მნიშვნელობით გამიცალიჩე და ხო იცი რომ გადაგიხდი ... გაგანადგურებ იცოდე- მანქანიდან გადავიდა ჩანთა მხარზე მოიკიდა და წინ წავიდა. დათა კმაყოფილი მიყვებოდა უკან. მოედნამდე რომ მიიყვანა და იქაურობა ცარიელი დახვდა დამშვიდდა .ჩანთა იქვე დადო,მოსაცმელიც მოიხსნა და მოედნის ცენტრში გადავიდა-ბურთი სად გაქ შე ცემა
-აი მოდის...
-აბააა სიძევ ბატონო რომ გვითხარი მოტამაშეს მოვიყვანო სად არის?
-აქ არის! გაიცანით ზურა ნადირაძე ჩემი არაბიოლოგიური ძმა- დათამ ხელი ჩაავლო ზურას და შეაბრუნა მათკენ
-დაგენძრა- ზურამ ჩურჩულით უთხრა და ზემოდან დახედა ძმაკაცს
-აბააა ხალხოოოო ვინ მოიგებს წელს? მშობლები თუ შვილებიიი - ნუკი შემოვიდა ბავშვი ჰყავდა ხელში
-ყველანი აქ არიან? რა ბედნიერებაა... როგორ მიყვარს ამდენი ხალხის წინ ყოფნა! როგორ გამიკეთე ასეთი სიურპრიზი
-შენგან ვისწავლე...გასაქცევი გზა მოჭრილია
-ახლა ყველა უნდა ჩავლოცნო თუ რას მომთხოვ კიდევ !
-გაიღიმე .მარიამი მოდის
-ზურაა...გამიხარდა რომ მოხვედი ! ძალიან გამიხარდა - მარიამი ისე უცებ მოეხვია ყელზე ამოსუნთქვა ვერ მოასწრო. -თავს არ მოგაბეზრებენ გეფიცები! დათა უთხარი რა ხდება?
-არა ჯერ არ მითქვამს...შეგიძლია უთხრა. პირველად ვთამაშობ მეც აქამდე მაყურებლებში ვიყავი
-მოკლედ ყოველ წელს ეთამაშებიან მშობლები შვილებს ორი თამაში იმართება და დღეს სიძეებს ეტამაშებიან
-და მე რა ჯანდაბა მინდა აქ?!
-ერთი კაცი გვაკლდა და შევთავაზე ბიჭებს
-იმდენი ხართ რა გაკლდა
-სათადარიგოც ხო გვინდა...
-ოო ზუსტად მე დავჯდები და გიყურებთ
-დათაა ხომ მითხარი არ გაბრაზდებაოო ასე არ მინდოდა მე
-არ ბრაზობს მარიამ..რომ ბრაზობდეს ახლა ჰაერშ ვიქნებოდი მისი ხელები კი ჩემს ყელს შემოეხვეოდნენ- ფარჯიანს მოეხვია და თავზე აკოცა. მიდი გოგონებთან დაჯექი ..დავიწყებთ მალე
-ყოველგვარი საუბრების გარეშე! უბრალოდ ვითამაშებთ! ვიცნობ ყველას მე და ისინიც მიცნობენ!არაფერი პირადული რძალო არ გეწყინოს ხო?- ლოყაზე აკოცა მარიამს და დათას თვალები უბრიალა.
ხუთ წუთში თამაში დაიწყეს. ნადირაძეს ეგონა მარტივად დასრულდებაო,მაგრამ ისე შევიდა აზარტში ბოლო წამამდე არ დანებდა. პირველი შესვენების დროს წყალი მიიყუდა და ძლივს ამოთქვა
-ესენი რამეს იღებენ ტო? რა ჯანზე არიან ამომხდა სული- დათას გადაულაპარაკა რომელიც სულს ძლივს ითქვამდა
-სიძეებს გვერჩიან- ვაჩემ წყალი თავზე გადაისხა და ძირს დაჯდა
-ჩემთან რა უნდათ ტო ! - უცებ შეიცხადა ზურამ და მინდორზე დაჯდა -ყიფიანი ახლა შემოჰყავთ?
-აქ დაგენძრა- ვაჩემ თვალი ჩაუკრა და წამოდგა
-დემეტრემ რო დამამარცხოს ქეთას ყბიდან ვერ ამოვალ!- ვაკომ თქვა და მაისური გადაიძრო- სისხლის ბოლო წვეთამდე თუ როგორაა? აუ რეზი რატო არ თამაშობს სიძე არაა ეგ?
-მერე შემოვა
-მე რო გამიშვათ არ გინდათ? ყიფიანი ისე მიყურებს მგონი ბომბი ჩაამონტაჟა ბურთში და ამაფეტქებს- დათას გადაუჩურჩულა და ვაჩემ რო ჩაიცინა უცებ გახედა- ონიანო შენ დაკავებული სიმამრი გყავს და აიწყვე საქმე ხო? აკოს ნაცვლადაც მიშო შეგიტევს
-მოვიფიქრებთ რამეს ... დიდი ამბავი 12 ქულაა სხვაობა
-ოთხ სამქულიანს რომელი იკისრებთ! - ერეკლემ ადახედა ბიჭებს და გვერდით ამოუდგა- არადა მეგონა ალექსანდრეს ვუყვარდი
-ანუ კაიბიჭობას აზრი არააქ?- ვაკომ გაიცინა და ბურთი დაიჭირა
-მსაჯი რო შენი სიძეა არაფერს ცვლის?-ლაშაზე ანიშნა ნადირაძემ
-იოანე და ლუკა შემოვიდნენ სად გავიქცეთ ახლა - გაიცინა ცოტნემ მირიანს გადახედა
-გიგიც თუ დაბრუნდა მერე ნახე შენ
-ვერ გავიგე მიშო რატო თამაშობს წესით მხოლოდ ისინი არ უნდა იყვნენ ვისაც სიძეები ჰყავთ? - წარბები შეკრა ნაკანმა .ეს რო გაიგო ზურამ დათას მკვლელი მზერა სტყორცნა და ისევ არ შეიმჩნია ქალბატონი მია რომელის მზერაც მთელ სხეულს წვავდა.
რამდენიმე წუთიც გავიდა და განაგრძეს თამაში. დიდი წვალების შემდეგ , მიშოსა და ზურას აშკარა პაექრობის შემდეგ ნადირაძის სიმაღლემ გაჭრა და საფინალო 3 ქულიანით მოიგო ბოლო წუთზე ისროლა და ზუსტად ჩააგდო .

ყველა გაგიჟებული იყო. გოგონების შეძახილები სიედაც არ წყდებოდა და მერე საერთოდ გაგიჟდნენ
-გამატარეეთ ...აბა გამაცანით თეთრი ჯორდანიი! - ნუკიმ გაკვეთა ხაზი და ხელი გაუწოდა ზურას-სასიამოვნოა შენი გაცნობა...
-ჩემთვისაც...
აქეთ-იქით იყურებოდა. გაქცევის გზას ეძებდა სალომე რომ დაინახა. იმდენი ხანი არ ჰყავდა ნანახი პირადად რომ ვერსად წავიდოდა. გოგო მთელი ძალით მოეხვია მაღალ სილუეტს და ლამის სხეულზე შემოეხვია
-ზუუუ ...ჩემი ზურაა ! არ მჯერა რო შენ ხარ ზუუუ
-სალი ...- ჩუმად თქვა და გოგოსკენ დაიხარა ხელი უკეთ რომ მოეხვია
-როგორ მომენატრე ...ღმერთო როგორ მომენატრე მეგონა საერთოდ ვეღარ გნახავდი ! საზიზღარი ბიჭი ხარ შენ სულ არ გენატრებოდი ხომ? ამდენი ხანია ჩამოსულხარ და ერთხელ არ მნახე
-ბოდიში სალ ...ხო იცი რომ შემძლებოდა აუცილებლად გნახავდი ! მაგრამ ყველაფერს ვიგებდი შენზე - შუბლზე აკოცა და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია
-ჩემ ბიჭს არ ნახავ? - უცებ გაიცინა და ცრემლები შეიმშრალა... იცი რა კაცია ბავშვის ყოლას მოგანდომებს - ხელი ჩაკიდა და ბავშვისკენ წაიყვანა რომელიც დათას ეჭირა ხელში .ზურამ ღიმილი ვერ შეიკავა
-ვერ დავიჭერ სულ სველი ვარ... - უცებ გაჩერდა და ზემოდან დახედა -პატარა იო მიხარია შენი პირადად გაცნობა
სალომემ როგორც კი ყურადრება გადაიტანა მაშინვე იხელთა დრო და გაქრა იქედან. დათა გაბრაზდა ,მაგრამ რას გააწყობდა.იცოდა რომ მეტჯერ აღარ გაებმებოდა მის მახეში და ამის გამოც დიდხანს ეწუწუნებოდა.
მათე კი ცეცხლს ისროდა თვალებიდან სალომეს და ზურას შემყურე. ბავში როგორც კი გამოართვეს სალოს მაშინვე ხელი ჩაავლო და გასახდელში შეიყვანა. თითქოს თავიდან გაახსენდა პირველი შეხვედრა
-რა ხდება? ახლა არ მცხელა შენი ჰორმონების დასაკმაყ...
-საიდან იცნობ იმას...ან საერთოდ რა იყო ეს რო გავარდი და ჩამოეკიდე ყელზე! გინდა გამაგიჟო გოგო?
-გიჟი ხარ შე სულელო უკვე! ვერ გაიგე დატას მეგობარიაო რო თქვეს? ისე რატო იცი ხოლმე თიტქოს მეგობრბეი არ გყავდეს ... რამდენი ვინმე გეკიდება ეგრე ყელზე ვეჭვიანობ მე? შენ რა გემართება თუ მე არ შეიძლება მყავდეს საყავრელი ხალხი რომელიც მენატრება...იცი მაინც რამდნეი ხანია არ მინახავს? იცი მაინც როგორ მენატრებოდა მას მერე რაც მის ბიძაშვილს შეემთხვა და მთელი ცხოვრება თავზე ჩამოექცა? არ იცი და ახლა ნუ მაღიზიანებ გთხოვ ... მაკოცე და არაფერი მითხრა- ყელზე მოეხვია და ტუჩებზე დააცხრა.
.....
ზურამ მთელი მანძილი გასასვლელამდე ხუთ წუთში დაფარა. სახეზე შერჩენილ ოფლის წვეთებს პირსახოცით იშორებდა ,მხარზე გადაიდო და ტაქსის გაჩერება დააპირა .პირდაპირ ფეხებთან რომ გაჩერდა შავი სპორტული მანქანა. დაბურული მინა ჩაიწია და არც მეტი არც ნაკლები მია ყიფიანმა გაუღიმა
-ჩაჯექი წაგიყვან !
-მილიონიან მანქანას ხომ არ დაგისვრით თქვენო აღმატებულებავ!
-კომპლექსი გაქვს მილიონრებთან? მეტი იმუშავე ტვინით და გახდები შენც ! ახლა კი დაჯექი
-კომპლექსიანი ბავშვი მეუბნება ამას? რომელიც თავისუფალი გოგოს იმიჯის ნაცვლად კა**ას იმიჯს ირტყავს? -ისევ ისე მდგომი ესაუბრებოდა არც დახრილა. ტაქსი რომ დაინახა ხელი დაუქნია და წავიდოდა კიდეც მიას მანქანის კარი რომ არ გაეღო და პირდაპირ ფეხებზე არ მიჯახებოდა . ისე გადაქანდა პირდაპირ ჩაეშვა მანქანაში=ამის დედას შე**ცი რა ჯანდაბაა კიბორგია თუ მანქანა
-შენთვის აშკარად დაბალია... -კარი ღილაკის მეშვეობით დაიკეტა შემდეგ ისევ მიაჭირა რაღაც ღილაკს სიმღერა ჩაირთო და ადგილს ისე მოსწყდა საზურგეს მიეწება ზურა. წინ გაწევასაც ვერ ახერხებდა ისე მიქროდა მანქანებით გადაჭედილ საცობში ყიფიანი
-ახალია ეტყობა...თორემ უკვე დალეწილი იქნებოდა. დღეს მოგიყვანა მამიკომ შეფუთული?
-ინას მანქანაა ,მაგრამ საყვარელი დაიკო მყავს ყველაფერის გამოყენების ნებას მრთავს
-საყვარელი კი არა სულელი ყოფილა შენ რომ ეს მანქანა გათხოვა! იმედია გაჩერება იცი და პირდაპირ მისაღებში არ შევალთ! დიდი მადლობა მოყვანისთვის ... ადრენალინის გრძნობა მომნატრებია- კარი გააღო და გადავიდა. სახლისკენ წავიდა მშვიდი ნაბიჯებით. მალე გვერდით ამოუდგა მია და ქვემოდან ახედა
-კარგად თამაშობ
-ვიცი!
-შევეჯიბროთ ერთ დღეს- უცებ გაჩერდა ზურა ეს რო გაიგო ქვემოთ დახედა გოგოს და ახარხარდა
-პაწაწინა შენ ბურთს იჭერ მაგ პაწაწო თითებში? რომ ისროლო და თან გაგიყოლოს მერე ჰაერში დაგიჭერ ? - წელში მოიხარა და ზემოდან დახედა - რა პრეტენზიებით მოძრაობთ ეს პატარები ვგიჟდები!
ჯიბიდან ამღერებული მობილური ამოაცურა და უპასუხა
-რა მაცინებს კი არა შენ ვაფშე ახლოს არ გამეკარო ! ბავშვის გაკეთებამდე გამოგჭრი ყელს შე არასწორო! გნახავ და დაგელაპარაკები მერე ...მე და შენ რო ვიქნებით მარტო ...აუ აუუუ ნუ დაიწყებ ახლა და ვაფშე ქეიფს ნუ შემაძულებ არ დამილევია სამი დღეა ლომკა მაქ ...ღვიძლმა რატო მასვენებო ტო ! არაა-თქო და ნუ გადახნავ ახლა ტვინს ! რას მიტრაკებ ამ ბოლო დროს ტო შეიცვალა რამე თუ რა არი ორჯერ მამეორებინებ ! ჩემთან ერთად თუ გინდა დალევა მოდი ჩემთან დიდი მაგიდები მაქ და საკმაოდ ბევრი ეტევა სასმელიც და საჭმელიც! ქალებს დაგახვედრებდი ბაზარი არაა მარა მეშვიდე წელია ერთგულების ფიცით მოძრაობ...-სააბაზანოში შესვლამდე ლაპარაკობდა. მია აჰყვა , მშვდიად დაწვა მის საწოლზე და ელოდა სანამ არ გამოვიდა. ამჯერად ღია ფერის ჯინსის შორტი და ნაცრისფერი მაისური ეცვა. თვალები აატრიალა მია რომ დაიანხა და ოთახიდან სიე გავიდა ისევ არაფერი უთქვამს.მია არ გაჰყოლია ამჯერად თავად მობრუნდა უკან
-მანდ აპირებ დარჩენას?
-კარგი საწოლია...
-ნერვებზე ნუ ცდილობ იმოქმედო აიღე შენი პატარა სხეული მანდედან და ჩამოდი ქვემოთ! მივდვარ და შენც უნდა წახვიდე ...ნუ თუ გინდა დარჩენა დასალაგებელია ყველაფერი და არ დაგიშლი ნამდვილად. თაროებს თუ ვერ მიწვდები პატარა კიბეს მოგიტან
-როდის ვითამაშოთ კალათბურთი?
-არ ხუმრობდი?
-მითხარი როდის და სად ვითამაშოთ თუ მეტყვი რომ თამაში არ ვიცი ცოტა ხნით არ მოვალ აქ !
-ვენდო შენს სიტყვას?ანუ მომიგებ?
-სისულელე იქნება ეგ რომ გითხრა... ბევრმა იცის თამაში მაგრამ ყოველთვის ვერ იგებენ. თამაში სიამოვნებაშია და არა მოგებაში მე უბრალოდ ვითამაშებ
-აქ ვითამაშოთ... მოკლედ შევთანხმდით- ხელი გაუწოდა და მისკენ დაიხადა - დარწმუნებული ხარ? ციცქნა აქ ხარ? - თვალებში უყურებდა მია კიდე დაჰიპნოზებული უცქერდა -ციცქნააა
-რაღაც რო გკითხო სიმართლეს მეტყვი?
-ხელში თუ მაკვდები მაგის გამო მიდი გამოუშვი ტო
-ესენი ნამდვილია თუ ლინზებია-თითები თვალების ირგვლივ შემოატარა და ქვემოდან ახედა
-მეღადავები ტო? - ზურას ისევ გაეცინა მისი ორივე ხელი ერთ ტორში მოიქცია და წელში გასწორდა- ხო რა აი ლინზებით ვმოძრაობ განა მჭირდება აი პროსტა თვალის ფერი რო ვიცვალო ! ღმერთო მეკაიფები ხო? განგებ მიკეთებ არ მაცლი მშვიდად ცხოვრებას აი არ მაცლიი რაა მერე რო მოვალ შენთან კარგად მომთხოვ ცოდვებისთვის-მანქანისკენ დაიძრა კარი გააღო და სანამ ჩაჯდებოდა მიას მიუბრუნდა- მოაშორე ინას მანქანა აქედან და აორთქლდი ,თამაშამდე! თუ არ მოხვალ ჩავთვლი რომ წაგებული ხარ
-მოიცადე !
-რა ...- გაჩერდა ისევდ ა შებრუნდა. მია მაღლა აიწია და ლოყაზე აკოცა- მომავალ შეხვედრამდე !
რამდენიმე დღე არ გამოჩენილა ნია... კალათბურთისთვის ეზო მოამზადა და უბრალოდ ელოდა თამაშს.
აუზზე წასვალ გადაწყვიტა რადგან უკვე იწვოდა. შეზლონგზე იწვა და მობილურით რაღაც ინფორმაციას ამოწმებდა ,მთლად უსაქმოდ რომ არ ყოფილიყო . ნაცნობი ხმა რომ მოესმა,თავად ისეთ ადგილას იყო თვალში არავის მხოვდებოდა,მაგრამ მთელს ტერიტორიას გააკონტროლებდა რომ დასჭირვებოდა. მობილურიდან ამოიხედა და მია რომ დაინახა როგორ კისკსიებდა აუზში ვიღაც ბიჭზე მოხვეული ახურებულ სხეულზე ცეცხლი წაეკიდა. სისხლი ისეთი სიჩქარით მიქროდა კაპილარებში მთელი ძალით მაიწვა ტვინს . ზურგით მყოფ ბიჭს ვერ ხედავდა ,მხოლოდ მასზე მიხუტებულ მიას ლამის მკერდით რომ ეკვროდა სახეზე და ფართხალებდა კისკისთან ერთად. მერე ორივემ ერთად ჩაყვინთეს... ამ დროს უკვე წყალში ისკუპა ნადირაძემაც , მიასთან აღმოჩნდა ხელიც გაუაზრებლად მოხვია წვრილ წელზე და უკვე მასთან ერთად ამოყვინთა. გოგო თვალებგაფართოებული უყურებდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. ერთი ხელითაც ისე იჭერდა რომ თავს ვერ დაიხსნიდა ყიფიანი. რამდნეიმე წამი გავიდა,მაგრამ საუკუნე ეგონა.
-მია ვინ არის ეს?- ბიჭმა მაშინვე ამოყო წყლიდან თავი და მტრული მზერა სტყორცნა ნადირაძეს რომელსაც მისი შუაზე გადაჭრის სურვილი კლავდა ,უბრალოდ მია არ ემეტებოდა გასაშვებად
-დაჩიიი ის ... ნაცნობია ! -დახსნა სცადა მაგრამ ისე მოუჭირა თეძოზე ზურამ მხოლოდ წყალში ფეხების ამოძრავება მოახერხა - ზურა ეს დაჩია მაჭავარიანი ... გიორგის შვილი დეიდას ნახევარძმისშვილი ! ფაქტობრივად ბიძაშვილია ჩემი
-ამდენ ახსნა განმარტებას ნაცნობს რატომ მაძლევ მაია! - ზემოდან დახედა ჩვეული ცინიკური გამომეტყველებით- მინდა შეგახსენო რომ თამაში თუ არ გაიმართება ყველაფერს შეწყვეტ! - ისე სწრაფად გაუშვა და გაცურა მია ადგილზე მიეყინა
-ევასები თუ შენ გევასება ! მეგონა აქვე მომიგრეხდა ყელს ...ასეთ ავადმყოფებს სად ნახულობ ჩვენ საკამრისი არ ვართ?- ისევ ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა -მია აქ ხარ?
-ინასთან ავიდეთ... ის ბიჭი ნერვებს უშლის უკვე და მოაშორე აქედან თორე მე მივხედავ- ყურადღება არ მიაქცია და წყლიდან ავიდა. ამაოდ ეცადა ზურას დანახვას...იქ აღარ იყო უკვე!
ზურა რომ მოშორდა მიას კი არ წავიდა გაიქცა.მიქროდა , მანქანაც სწრაფად ატარა ,იღრიალა და უშვერი სიტყვები ისროლა უმისამართოდ მაგრამ თავი ვერ დაიმშვიდა. საკუთარი ქმედება აგიჟებდა, დარბაზში შევიდა და მანამ ივარჯიშა სანამ მთლიანად არ გამოეცალა ძალა. გათიშლი ურტყავდა მუჭებს ტომარს და სრულიად გასული იმასაც ვერ ამჩნევდა მია რომ იდგა კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი და გაშეშებული უყურებდა. აკვრიდებოდა მის მოძრაობებს, დაცვარულ სხეულს, ყოველ ნაბიჯს, ჩასუნთქვას და გამოცემულ ბგრებს. დასერილი ზურგი რომ მოხვდა თვალში სუნთქვა შეეკრა .გვიან შეამჩნია მის სხეულზე არსებული ჭრილობები რომელთაც უზარმაზარი არწივის ტატუც ვერ ფარავდა. მოძრაობისას ბეჭის ძვლები ისე იშლებოდა თითქოს ფრთებიც მას მიჰყვებოდნენ. ინსტიქტურად დგამდა მისკენ ნაბიჯებს ბოლოს თითები შეახო ზურგზე და ფრთების გასწვრივ გააყოლა. იგრძნო ზურას რეაქცია ,მაგრამ მაინც არ შეუწყვეტია თითების მოძრაობა. სათითაოდ ეხებოდა ყველა ჭრილობას უცებ რომ ჩაავლო მაჯაში ხელი ზურამ ,სიმსუბუქე იგრძნო წამით ჰაერში აღმოჩნდა შემდეგ ტუჩებზე რაღაც ცხელი შეეხო, რბილი და მწველი. უხეშად და მთელი ძალით კოცნიდა ზურა...ისე ანაცვლებდა ტუჩებზე ერთმანეთზე მიას კვნესა აღმოხდა.სხეულზე მიიკრა , თითები ბარძაყზე ისე მოუჭირა თითქოს ძვლის გატეხვას აპირებდა. უმისამართოდ დააცოცებდა თითებს ფეხებზე, საჯდომზე, ზურგზე და კოცნას არ წყვეტდდა. მიაც რომ აჰყვა კბილები ჩაასო ქვედა ტუჩზე და მანამ არ გაუშვა სანამ ჟანგის გემო არ იგრძნო ,ნაკბენ ადგილას ენის წვერი შეახო და შემდეგ ტუჩებსშორის შეუცურა . კიდევ დიდხანს არ გაცერებულიყო გათიშული გონების რაღაც ნაწილი რომ არ ჩართულიყო. ისე სწრაფად შეწყვიტა კოცნა მიამ თვალები ჭყიტა . სუნთქვაარეული უყურებდა მის მგლურ თვალებს და მთელ სხეულზე ეკლები აყრიდა.
-წარმოდგენაც არ გაქვს რა გელოდება ...როგორ ინანებ შენს სიჯუტეს - ჩახრინწული ხმით უთხრა და დაწითლებულ ტუჩებზე თითი გადაუსვა - მაგრამ გვიანია უკვე ...ახლა რომ მევედრო არსად გაგიშვებ თუ ბოლომდე არ გადამინდები ჩემგან ღმერთიც ვერ გიხსნის
მიას გაეცინა. ჯერ წარბსეკრული უყურებდა მერე თავი უკან გადასწია და სიცილი დაიწყო. ისევ მის მუცელზე იყო შემოსკუპული და ფეხებს წელიდან არ აშორებდა
-მე და შენ მანამ ვიქნებით ერთად სანამ მე მენდომები ! შენ კი უნდა იზრუნო იმაზე რომ იმაზე დიდხანს მინდოდე ვიდრე შენ გენდომები - უცებ გასწორდა,შიშველ სხეულზე მიეკრო ხელი ზურგზე მოხვია,მეორე თავზე და ამჯერად თავად დააცხრა ტუჩებზე.
-ავადმყოფი ხარ !
-ორივე ვართ! - მიამ ამოთქვა და კოცნა განაგრძო სანამ ძირს არ ჩამოსვა ზურამ -ისევ გარბიხარ? ნუ გამაგიჟებ
-ოცებად გიქცევ ჩემს გაქცევას... შხაპს მივიღებ გამოფხიზლდი მანამდე !- ჩაიცინა და ასე სიცილით გავიდა ოთახიდან.
ქვემოთ რომ არ დახვდა მია გაეცინა იფიქრა პატარა ქალბატონმა გაცლა სცადაო , მაგრამ ეზოდან მოესმა ხმა
-და შენ ისევ აქ ხარ!
-გაუძლებს შენი კუნთები თამაშს?- ბრუთი ესროლა თან ისე ძლიერად რომ საკმაოდ მაგრად მოხვდა მუცელში
-ასე გინდა წახვიდე?
-ახლა ელოდები წასვლას როდის ვითხოვ თუ რა ...სულ ასეთი ნევროზიანი იყავი? -წვენი მოსვა .თმები შეიკრა და წამოდგა ,მაისური აღარ ეცვა მხოლოდ მოკლე შორტი და ლურჯი ‘კუპალნიკი’.
-ახლა ვხვდები თამაშის რა ტაქტიკით აპირებ ბრძოლას ..კარგი ვითხამაშოთ- მაისური წამში მოიშორა სხეულიდან და დანიშნულების ადგილისკენ დაიძრა-დაიწყე ...გითმობ 10 ქულამდე ვითამაშოთ
-როგორც იტყვი- მიამ ბურთი გამოართვა და მოემზადა . ზურა გაღიმებული უყურებდა და თითქმის დარწმუნებული იყო რომ თამაში არ იცოდა ამ წრიპა გოგომ. რა თქმა უნდა მიამ მისი განადგურება დაიწყო , სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა ,მაგრამ ორმეტრიან ნადირაძეს უბრალოდ ვერ დაამარცხებდა. შეუძლებელი იყო მისთვის ბურთის წართმევა -რა უბედურებაა რატო ხარ ამხელაა უუუფ ჩამიკალი თამაშის სურვილი
-საწრთვნელ ბაზაზე ჰყავდი მამაშენს? თუ პანტერას ოჯახიდან ხარ - ხელი მოხვია და ისევ ჰაერში ასწია-მოგებულს კოცნა მეკუთნის...ცოტა ადრე მოსულიყავი ხომ გაგიშვებდი ახლა
-იმაზე რატომ საუბრობ რაც იცი რომ ისედაც არ მოხდება...რომც მოხდეს შედეგ არ გამოიღებს ! არ გინდა რომ ცადო? სულ ცოტა ნორმალური საუბარი
-თუ მომინდება გეტყვი- მხარზე გადაიდო და საჯდომზე მიარტყა ხელი -წავედით ფისო შხაპი მივიღოთ
-სახლში მართლა არ მიშვებ?-თავი წამოსწია მიამ და ისე გადაძვრა ზურგზე მართლა კატას ჰგავდა. ზურა გაჩერდა და გახედა- რა
-ვისთან დავიჭირე საქმე ტო ! შენა და ჩემ გასანეიტრალებლად გამოგზავნილი ჯაშუში ხო არ ხარ ფისუნია?
-რაც უფრო მალე გადაივლებ ცივ წყალს მით მალე დაწყებ ნორმალურად აზროვნებას... არაფერი ისეთი უბრალოდ მამა გვავარჯიშებდა სულ .მარტო შენ არ ხარ მუშტი-კრივის მოყვარული- ზურგიდან მოხვია ხელები ,ფეხებიც ,თავი მხარზე დაადო და ყელში აკოცა
-კარგია ! თუ რამე თავის დაცვას შეძლებ- ჩუმად კი თქვა ,მაგრამ მიამ მაინც გაიგო
-თავის დაცვას შევძლებ ალბატ იმის მიხედვით რომ კარატეზე ,კრივზე და ფარიკაობაზე დავდიოდი. ფარიკაობაში სერიოზული მიღწევები მაქვს უბრალოდ ახლა მსახიობობაა ცემი პრიორიტეტული საქმე და ცოტა ხნით შევეშვი... კიდევ მშვილდ-ისარზე შეყვარებული გოგო ვარ და თუ დამჭირდა ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღიდან ვისვრი ... ყიფიანების სკოლაა
-მგონი ის დროა რო მე გავიქცე ! რამე არ დამიშაო უკვე მეშინია - გაიცინა და სააბაზანოს კართან დასვა- შეგიძლია აქ შეხვდიე...სუფთა პირსახოცები კარადაშია
-კარგი რა ... არ უნდა მითხრა მაინც მეც შემოგყვებიო?
-მეეჭვება პირველი სექსი კალათბურთის თამაშის შემდეგ კუნთებატკიებულს ჩემ საშხაპე კაბინაშ გინდოდეს- თვალი ჩაუკრა და გაქრა იქედან.
-იდიოტი! ნეტა შენ რა იცი პირველია თუ მეასე
-კოცნა არ იცი და იქედან - დერეფნიდან მოესმა ზურას როხროხა ხმა და გაბრაზებულმა შეალაჯა სააბაზანოში.
დათამ დაურეკა ზურას და ნომერი რომ დაინახა როგორც ყველთვის აზროვნებაც დაეწმინდა
-როგორ ხარ ნადირაძე?
-არ ვიცი!
-რას ნიშნავს არ იცი
-აუ ნუ აიფოფრები ახლა ფიზიკურად კარგად ვარ... ტვინი მაქ არეული ვიცი შენი ხელით მოვკვდები ,მაგრამ მაგრად უკვე ! ხო იცი დიდი მოთმინების უნარით არ გამოვირჩევი როცა რამე მინდება
-მე რატო უნდა მოგკლა რა ჩაიდინე... არ მითხრა რო მიაა შენთან !
-რა გაცინებს შე ჩემისა
-შარში რო ხარ ხვდები?
-შენ რო გაგიყოლებ თან ხვდები? !
-გამიყოლე ბაზარი არააა... წავედი ახლა კარგი დროის გატარებას გისურვებთ ! გაიხსენე შიგადაშიგ რო პატარაა ეგ ბავშვი ... ეს ისე !
-დაახვიე !
......
მარიამი სიცხისგან შეწუხებული ნაყინით იგრილებდა თავს და უკვე მერამდენეს ჭამდა აღარ იცოდა
-ჩემი ტკბილო მარიამო მარწყვის ნაყინს ჭამსოო? შოკოლადის არ გიყვარს ყველაზე მეტად?- მუხლებზე დაისვა და ტუჩები დაუკოცნა- მარწყვის გემო გაქვს
-მადროვე ვჭამ ვერ ხედავ?
-ამ ბოლო დროს ჭამის დროს რომ მეჩხუბები ხვდები? -ყელში აკოცა გაბადრულმა და მოფერება დაუწყო
-ხელები გააჩერე დათა დიანა შემოვა- ბარძაყზე ასრიალებული ხელი კაბიდან გამოაძვრინა და ისევ კოცნა განაგრძო-დათაა
-არ მოვა დინა ჯერ აბაზანაში იყო და ეგ რომ გამოვა იქედან მე და შენ მეორე წრეზე წავალთ...მომენატრეე - მხარზე აკოცა შემდგე ისევ ყელისკენ გაუყვა და ტუჩებსშორის მოიქცია კანი -მარიაამ რა გჭირს?
-საძინებელში ავიდეთ- ხელები ყელზე მოხვია ტუჩები გაილოკა და ტუჩებზე დააცხრა-სწრაფად მერე უნდა წავიდე
-სად ?
-გოგონები ქეთუსასთან მიდიან
-ოჰ ეს თქვენი ყოველკვირეული შეკრებები ! ვაკუნას აგდებთ გარეთ? ჩვენთან რატო არ იკრიბებით? დიკო გიშლით ხელს ჭორაობაში?
-ბავშვი არ გვყავს ჩვენ სახლში რომლის ნახვაც მოენატრება ვინმეს
-აჰ რაში ყოფილა საქმე - კიბეზე ადიოდა და კაბის გახდას აგრძელებდა. ნელა ხსნიდა ელვას და სხეულიდნა აშორებდა
-ასე რომ აკეთებ ხომ იცი ჭკუდიან გადავდივარ- ძირს რომ დადგა კაბის მოსაშორებლად თავბრუსხვევა იგრძნო და ხელი ჩაკიდა სწრაფად
-რა ხდება...
-თავბრუდამეხვა...ტრიალებს დათააა- საწყლად წამოიკრუსუნა და ანდრონიკაშილის მკლავებში მოწყვეტით ჩაეშვა. მარიამის წაქცევა და დათას ღრიალი ერთი იყო, შეშლილი დაჰყურებდა ხელში მოქცეულ ქალს და გამოფხიზლებას სთხოვდა. მერე უცებ შეუკრა კაბა და კიბეზე დაეშვა
-რა ხდება დათა...
-ნიშადური ან სპირტი რამე მომეცი დედა მარიამმა გონება დაკარგა
-ახლავე ..მოვდივარ აქ მაქვს- აბაზანიდან გამოვარდა ხალათით დიკო და საძინებელში სევარდა. შუშა ცხვირთან მიუტანა და მარიამმაც სახე შეჭმუხნა- დამშვიდდი ბიჭო რ აიყო სიცხეა და მაგის ბრალი იქნება
-მარ.. მარიაამ ჩემო მარიამ გაახილე რა თვალები თორე გამიჩერდა გული - სახეზე ეფერებოდა. მკერდზე მიიკრა და თავზე აკოცა
-რა მოხდა?
-გონება დაკარგე...კარგად ხარ? თავი გტკივა? გული გერევა რა გჭირს... ლაპარაკი შეგიძლია?
-კარგად ვარ...-ჩუმად უთხრა და მკერდზე მიეყრდნო
-შემომხედე რა როგორ ხარ კარგად თვალსაც ვერ ახელ! მორჩა არ ველოდები მე ანალიზების პასუხს საავადმყოფოში მივდივართ! - ხელში აიყვანა ძალაგამოცლილი სხეული და კარისკენ დაიძრა
-მეც წამოვალ... ასე სად წამოვალ.წაიყვანე დათა და მეც მოვალ...ნელა იარე გესმის? დათაა -დიკო შეშინებული იყო ,მაგრამ რა ექნა ისე იყო ვერსად წავიდოდა.
დათა მანქანაში იჯდა უკვე და ბურანში მყოფ მარიამს უყურებდა. ხელს უჭერდა თითებზე და გზას უყურებდა . სწრაფად გააჩერა მანქანა და ფრთხილად აიყვანა ხელში მარიამი.
-ნუ გეშინია კარგად ვარ...
-ვიცი რომ კარგად ხარ ...უბრალოდ უნდა დავრწმუნდეთ რომ ისიც კარგადაა - ბოლო სიტყვების თქმისას ყელშ ბურთი გაეჩხირა თიტქოს. ძლივს წარმოთქვა სიტყვები და მარიამს შუბლზე აკოცა. გაჩუმება არჩია იქნებ ცდებოდა კიდეც ...
-დათაა..რა ხდება? რა სჭირს - მაკალათია გამოჩნდა მიმღებში შემთხვევით და ბიჭ რომ დაიანხა მაშნვე მისკენ გაიქცა
-გონება დაკარგა სუსტადაა... ანალიზები გაიკეთა გუშინ და დღეს პასუხი უნდა ყოფილიყო
-წამო აქეთ წამოიყვანე და დავუძახებ მე იმათ ... რა ფერი გაქ ტო . კარგად იქნება პულსი ნორმალური აქვს მიდი მიდი აქ დააწვინე- სწრაფად მიდიოდა და თან გოგოს მაჯაზე ულსს უსინჯავდა, დათს გამხნევებასაც ახერხებდა.მერე უცებ გაავრდა და ხუთ წუთში მარიამი და განო შევიდნენ
-შენ გამოდი გასინჯავენ ისინი - მაკალათიამ დათა გაიყვანა და წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა- დაჯექი და დალიე ეს! შენც თუ მიუწექი გვერდით უფრო უარესად არ იქნება
-ასე რატო გიცინის თვალები მაკალათია?
-მეე? რა ვიცი ტო ასე არ ვარ სულ?
-ვახუნაა რა ხდება? სად გარბოდა მარიამი- მია შევარდა მაკალატიას კაბინეტში-დათა? რა ხდება?მარიამია აქ?
-გადი ერთ წუთს...დალიე შენ ეგ- მაკალათიამ უცებ ცაავლო ხელი და გასვა გარეთ. დათას თავი უსკდებოდა უკვე გული დამშიდებისკენ მოუწოდებდა გონება მაინც ცუდზე ფიქრობდა და ცოტა აკლდა გაგიჟებამდე. მაკალათია რომ შემოვარდა ისევ და წამოაგდო
-რა ხდება...
-წამოდი დათიკოო წამოდიი გამოფხიზლდა შენი გოგო - თვალი ჩაუკრა და ოთახში შეიყვანა.
გაფითრებული იდგა მარიამის გვერდით და ახლა სულ სხვანაირად უცემდა გული.მერე რა რო ისედაც ხვდებოდა, როცა დაარწმუნეს თავის ეჭვებში ახლა იგრძნო ბოლომდე ბედნიერება. საოცარი გრძნობა ჰქონდა,რაღაც არაამქვეყნიური. მარიამ ყიფიანის სიტყვები ესმოდა მხოლოდ“ გილოცავთ მალე მშობლები გახდებით“ მერე ყველაფერი გაუფერულდა ,მხოლოდ მარიამი დარცა თავისი მარიამი ... მისი სურნელით აივსო ფილტვები, ხელები მოხვია სხეულზე და მოეხვია. თვალებამღვრეულმა ჩაალა სახე მის ყელში თავად კი მარიამის ცრემლები უწვავდა კანს. სიხარულის ცრემლები ორმაგად ამშვენებდა ფარჯიანს ,მისი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად შეეხო ტუჩებზე .
-გაღმერთებ ჩემო მარიამ
მარიამი უბრალოდ იღიმოდა, ცრემლებით დასველებული სახე ერთიანად უბრწყინავდა. ხელები მუცელზე ჰქონდა მიდებული და იცინოდა.
ღვთაება იყო დათა ანდრონიკაშვილისთვის მარიამ ფარჯიანი ... ყველაფერი მიწიერი და არამიწიერი ...
........თორნიკეს ჰყავდა მიხუტებული ქალიშვილი და პერიოდულად კოცნიდა თავზე.
ტრადიცია არ დაარღვიეს და ყველანი იქ იყვნენ .
ერთი აკლდა მხოლოდ ანდრონიკაშვილს მიუხედავად იმისა რომ მობილურში მისი ყვირილი ესმოდა როცა პირველს დაურეკა და უთხრა ეს ამბავი ,მაინც არ ჰყოფნიდა უნდოდა ბოლომდე გაეზირებინა მისთვის ეს სიხარული. იცოდა როგორი ბედნიერი იყო იმ დროს ნადირაძე და უნდოდა ასეთი ენახა.
გარეთ გავიდა და მობილურს დახედა ბოლოს მაინც დარეკა მალევე უპასუხა
-გისმენთ თქვენი მონა მორჩილი და გაღიარებთ კიდევ ერთხელ ბატონო დათიკოოო
-რას შვები
-ჩემი ნათლულის სადღეგრძელოს დასალევად ვემზადები ! შენი სახლი სავსეა ხო? მაგათ არ იციან ჩემ საყვარელ რძალს დასვენება რო სჭირდება?
-მანქანაში ხარ?
-ხო რა იყო ...მარტო ხო არ დავლევ შე ჩემა მერე რო დავლევ ქალი მომინდება და სადმე შესაფერის ადგილას ხო უნდა ვიყო ტო ბავშვს თუ ვერ გავაკეთებ გავერტობი მაინც - ხარხარებდა ნადირაძე .დათასაც გაეცინა -ჰე აბა მოდი აზრზე თუ ისე დაგახვიეს თავბრუ კიდე და**ევებული ხარ სიხარულისგან ...რას ვიფიქრებდით შე ჩემა ჩემზე ადრე თუ გახდებოდი მამა
-კი გიწინასწარმეტყველებდი ,მაგრამ არაკანონიერი ბავშვი არცერთმა ნაშამ გაგიჩინა
-იქნებ კი მყავს სადმე შვილი ტო ახლა ჩავფიქრდი და უნდა გადავხედო ჩემი გოგოების სიას აწი არაფრის *რაკი მაქ და იქნებ გაკეთებული მაინც ვნახო სადმე ტო
-ფხიზელი ხარ შენ ვაფშე?
-გეკადრება? შენ ბიჭს მე მხოლოდ ღვინით თუ დავლოცავ ! კაი ღვინო ხო გაქ შე ჩემა თუ გავრბუნდე უკან - მანქანის ხმა რომ გაიგო და მერე ეზოში შემოსული სილუეტი დაინახა პატარა ბავშივით გაუხარდა- დათიკუნა გესმის? რას მორბიხარ ბიჭო უნდა დამამიწო? აბა რაგბის თამაში არ მიყვარსო? ვაი დედიკოოო შენთან მიშვებს მგონი ისე მომეხვია ეს გამო*ირებული ვეღარ ვსუნთქავ შე გამოთაყვანებული - იცინოდა ჯერ მერე თვითონ მოხვია ხელები და მაგრად დაარტყა გაშლილი ხელი ზურგზე- გილოცავ შე ჩემა ...არ გამიბლატავდე იცოდე სანამ სამ ბიჭს არ მაჩვენებ მაინც არ მჯერა მე შენი შესაძლებლობების
-ხო შემოხვალ...
-ლეკვის თვალებით ნუ მიყურებ... ბებიაშენისა ეზოში დავლევ! დამიყენე ნებისმიერი ვნახოთ ერთი ვინ დალევს ჩემზე მეტს... -ხელი მოხვია მხარზე და სახლისკენ დაიძრა-ახლა არ მითხრა მიყვარხარო თორე თავს გაგიპობ- სანამ დათა რამეს ეტყოდა ისევ თვითონ დაასწრო და იმანაც წარბები შეკრა- მეც მიყვარხარ ჩიტოოო
-როგორ შეგაგინო ახლა
-ფერად ფერად გაგინებ სულ და ერთი ვერ დიამახსოვრე ბიჭო? კიდე კაი შენ ტოჩკას მიაგენი თორე ბავშვსაც ვერ გააკეთებდი - ჩუმად უთხრა და ხმამაღლა ახარხარდა. სახლიდან ისეთი ხმაური გამოდიოდა ხმა არ შევიდოდა ნამდვილად.
შესვლამდე გაჩერდა ზურა და წარბები შეკრა
-ჩემი ციცქნას სუპერ გმირთა ოჯახიც აქაა ხო ? იასნია აბა სად იქნებიან . ვაფშე წვავ შენ გამო მიშო ყიფიანის მკვლელ მზერას რომ ვიტან მთელი საღამო? ხვდებირ აზე მივდივარ?
-მოთმინება ჩემო ძმაოო მოთმინება...- გაიცინა დათამ და აკრი სწრაფად გააღო . ზურას ხელით უბიძგა და შეიყვანა.
როგორც ყოველთვის იმათი არსებობა ,მაგრად ეკიდა პირდაპირ მარიამისკენ დაიძრა და თავის ტორებში მოიქცია.თავზე აკოცა რამდენჯერმე და მერე შეხედა სახეზე
-იმენა სუპერ რძალო ხარ ხო იცი შენ რო იმარჯვე თორე ვიცი მე ის ვერაფერს იზავდა- ჩუმად უთხრა და მარიამის კისკისიც გამოიწვია= მაგრად მიყვარხარ მე შენ ასე რო გამიბედნიერე ძმა! -ისევ ჩუმად უთხრა ამჯერად შუბლზე აკოცა და მერე იქ მყოფებს გადახედა-აბაა დავლოცავთ მომავალ ანდრონიკაშვილს თუ მხოლოდ ლაპარაკს ვაპირებთ გაშრა ყელი !
დაინახა როგორ გაიცინა მიამ და ლამის თვითონ აუტყდა ხარხარი,მაგრამ მალევე მოეშალა სახიდან ღიმილი დიანა რომ დაიანხა. საყვარელი დიკო ბიცო. ქალი იმ წამს შევიდა ოთახში ბიჭის ხმა რომ მოესმა სწრაფად გაიქცა იქეთ და პირველად გააკეთა რაღაც ქოთქოთის გარეშე. მთელი ძალით მოეხვია და გულზე მიადო თავი . ტიროდა დიკო და გული ყელშ ებჯინებოდა ნადირაძეს. მოიხარა თავზე ლოყა ჩამოსდო ქალს და მერე აკოცა
-არ იტირო ბიცო რა ... ბებო ხდები ! რამდენი ხანია ამზე ოცნებობ დიკო ბიცო ჩემნაირის გამო როგორ იფუჭებ ამ დღეს
-ჩემო ბიჭოოო- აწითლებული თვალებით ამოხედა
-მეც მომენატრე დიკო ...მაგრად მიყვარხარ ხო იცი - ცრემლები შეუმშრალა და თვალებში ჩააშტერდა. ქალს არაფერი უთქვამს, მიხვდა და გაჩუმდა .მთელი საღამო გვერდიდან არ შორდებოდა, ისე ეხვეოდა თავს თითქოს პატარა ბიჭი იყო. მივიდოდა უცებ თავზე გადაუსვამდა ხელს აკოცებდა და მერე ისევ წავიდოდა.
როგორც თქვა ჩვენმა „მორიდებულმა“ ბიჭმა იმდენი დალია ყველანი ლოთები რომ არ ყოფილიყვნენ ალბათ გათიშულებს დატოვებდა ანდრონიკაშვილებთან ამდენ კაცს. თვითონ ალკოჰოლი წვენად მიაჩნდა და ისე იყო თითქოს არც სვამდა. უბრალოდ სიამოვნებას გრძნობდა და სხვა არაფერი, მის გონებას და ქცევას ვერც კი ეხებოდა. სალომე მიუჯდა გვერდით და ჩაეხუტა
-გაგვახარე რომ მოხვედი...დათა უკვე სრულად ბედნიერია ხო იცი
-სალიკოოო...ჩემი სალიკო ! ვერ ვიჯერებ რო დედა ხარ უკვე. ის საწყალი ბიჭი როგორ შეიტყუე კი ვიცი ,მაგრამ ასეთი სულელი არ ცანს ტო შენ როგორ მოგიყვანა და როგორ გიძლებს
-ნუ ხარ დამპალი! - ხელი მიარტყა მხარზე და გაიბუტა
-მაგარი გოგო ხარ შენ ! ბავშვი ვაფშე სასწაული გამოგსვლიათ ტო ....ნუ ბავშვებზე ყველა კარგად მუშაობთ აშკარად ქარხანააა .... დემოგრაფიული პრობლემა აღარ დგას ალბათ საქართველში
-არაფერი შეგცვლის შენ! ისევ ისეთი მწარე ენა გაქვს
-მერე ჩემ ხელშ კი გაიზარდე ,მაგრამ ასეც არ უნდა დამსგავსებოდი. თამარას ხომ ხედავ ვაფშე არ ჰქონდა კონტაქტი ჩემთან და როგორი ჩამოყალილებული ქალია
-არ გამოხატავს თორე მასაც გაუხარდა შენი დაბრუნება..
-ვიცი .ვილაპარაკეთ ცოტა...როგორც იცოდა ხოლმე ! არ ვევასებით ცუდი ბიჭები ,მაგას ვერ შევცვლით! სულ ეშინოდა დათას გამო
-მერე რა მაინც ძმასავით უყვარხარ და გენდობოდა სულ გვქონდა ჩვენ შენი იმედი ...ყოველთვის! -ისევ ჩაეხუტა და ლოაზე აკოცა. ზურამ ტავზე აკოცა და ჩუმად უთხხრა
-სანამ მარგიანი მეცა და მერე მე გავუპე თავი წადი ...აკოცე უშველის ! ხო იცი მე თეთრს და შავს არ ვარჩევ
-სულელო...- გაეცინა სალოს და მართლა წავიდა მერე.
ვინაიდან სახლში არავის მოუწევია და სიგარეტის გარეშე აღარ შეეძლო აივანზე გავიდა. სიგარეტის ღერი სწრაფად მოიქცია ტუჩებს შორის და მოუკიდა. პირველი ნპასის შემდეგ თვალები მინაბა და ჩაიცინა
-როგორ გიყვარს ჩემი ყურება თუ არ გბეზრდება ნეტავ...
-რომ მომბეზრდება მერე ვეღარც დამინახავ- ყიფიანის ხმამ ჰაერი გაკვეთა . ზურას ყბები დაეჭიმა
-ერთ კვირიანი დაკარგვა არ გეყო ახლა გინდა აქ გაჩვენო როგორ ვიცი გაბრაზება როცა გადამაგდებენ?- მოაჯირს მიეყრდნო და ახლა პირდაპირ სახეში მიაბოლა მიას
-გულს მირევს ეს სუნი ... -ხელები აიქნია და კვამლი გაფანტა - თუ გენატრებოდი დაგერეკა და გაგეგო სად ვიყავი
-ბათუმშიც ხომ არ ჩამომეკითხა სიურპრიზის პონტში და გოგონებთან ერთად მეც მოგწოლოდი გვერდით პლიაჟზე ნებივრობის საათებში დილის 12 საათამდე
-რა თქმა უნდა... იცოდი სად ვიყავი და იცის ვისთან ერთად
-არ გამოგდის ჩემი ეჭვიანობა...რამე სერიოზულზე უნდ აიმუშაო ციცქნა- სიგარეტი გადააგდო ცხვირზე თითი დაკრა და სახლისკენ დაიძრა ..მერე გაჩერდა და მისკენ შებრუნდა-ისე იმედები გამიცრუე...მეტად გიჟი მეგონე და ვფიქრობდი არ დაემალებოდი შენს გრძნობებს !
-მე უბრალოდ შენზე ვფიქრობდი ... არ ვიცი რას თვლი არეულობად და რას არა! შენ ხო არც მელაპარაკები ნორმალურად ზუსტად რომ გამოვიცნო შენი ხასიათი
-რამდენიც არ უნდა გელაპარაკო ჩემ ხასიათს ვერასდროს გამოიცნობ! მეც არ ვიცნობ საკუთარ თავს ციცქნა -თვალი ჩაუკრა და სახლში შეაბიჯა. ჯიბეებშ ხელებჩაწყობილი მიდიოდა მაგიდისკენ , გრძნობდა ყიფიანის მზერას და მანაც პირდაპირ მიშოსკენ გაიხედა .თვალებში ჯიქურ უყურებდა უცებ ყელზე ნაცნობი ხელები რომ მოეხვია .მიაზე მზერა გადაიტანა და იგრძნო კიდეც მისი ტუჩების შეხება .არც შეტოკებულა უბრალოდ გაიღიმა და თავი ოდნავ უკან გადასწია რომ გაეჩერებინა,მაგრამ ეს არ დასჭირდა ისე გაჰკვეთა ჰაერი უმცროსი ყიფიანის ხმამ.
-მია !
-მადლობ ციცქნა ჩემი რომ გესმის- ღიმილით გაილოკა ტუჩები და ყიფიანებს გადახედა-ბატონებო ჩვენი შეკრების მიზეზს ნუ დავივიწყებთ ... არა ახლა და არა აქ !
ირაკლიმ მამამისს გადახედა , მიშოს სახე მოექცა. აგჟებდა მისი სითავხედე და ალბათ იმიტომ არ მოსწონდა ასე ძალიან რომ ხედავდა მასში საკუთარ თავს.
მაგიდასთან მშვიდად იჯდა, ისევ არაფერზე დარდობდა. ონიანს თვალი ჩაუკრა და მერე საუბარი განაგრძო.
მალევე გადაწყვიტეს წასვლა . ყველანი ერთად გავიდნენ სახლიდან. ღამის 12 იყო მხოლოდ. ზურა აივანზე იდგა ეწეოდა და უყურებდა მიმავალ სტუმრებს. მიას ნომერი აკრიფა და დაელოდა როდის უპასუხებდა. ზემოდან უყურებდა მანქანაში მჯდომ მოწყენილ გოგოს და ეღიმებოდა.
-გისმენთ
-ჩემო ციცქნა არ გიხდება უაზრო მორჩილება...მშვიდად და ჭკვიანად იყავი მიაკო .შენ ჩემი გოგო ხარ !
მობილური ჯიბეში ჩააცურა და მანქანიდან მომზირალ მიას ისე გაუსწორა მზერა. მალე გავიდნენ ეზოდან მანქანები სახლში მხოლოდ დინა,მარიამი და დათა იყვნენ.
დათას დაბრუნებამდე შევიდა სახლში და მაგიდასთან მდგომ დიკოს მოეხვია.
-ჩემი საყვარელი ბიცოო
-ჩემო ბიჭოოო დარჩები დღეს? - ქალმა თეფშები დადო და მისკენ შებრუნდა თვალები უციმციმებდა
-ცოტა ხანს ბიცო ...კიდე მოვალ მერე .აღარ დვაიკარგები გეფიცები !- თავზე გადაუსვა ხელი და შუბლზე აკოცა -შენ არ მოიწყინო ხო? ჩემ გამო არა ბიცო
-დიკოო მოგეხმარები მეც ...უი უკაცრავად-მარიამი შეკუსკუსდდა და ისინი რომ დაინახა გაჩერდა
-მე მივეხმარები დიკოს...შენ დაისვენე . დაიღლებოდი ...ის სადაა ამდენ ხანს გაჰყვა მგონი შენებს
-აქ ვარ და ნუ ჯუჯღუნებ შენ
-მე რო გყავარ სახლში სად მიდიხარ შე ჩემა...უიმე ანათეებ კაშკაშებ მამიკოოო
-მოკეტე ზურიკო!- ხელი მოუქნია დათამ და თავში წამოარტყა
-პროსტა მარიამი არ იყოს გაგიგებდი ფეხქვეშ... დიკომ კი იცის რა მოჩხუბარიც ხარ . მიყურე ახლა მოკიდე ჩემ რძალოს ხელი და დააწვინე დაღლილია
-დავფიქრდი და მივხვდი რო ასეთს ვეღარ გიტან უკვე... ზედმეტად მოტკბი
-გა... მოშორდი დათა ...მოშორდი -თვალები დაუბრიალა მან მარიამი აიყვანა ხელში და კიბისკენ დაიძრა
-აუუ დათა როგორ იქცევი ! ზურას ტოვებ? დათააა ჩემით წამოვიდოდი
-ნუ ბუზღუნებ...დრო არაა მარტო მე „ჩემი და ჩვენი“ დავრჩეთ ერთად ? არ გეძინება ?
-ცოტა ... - გაიტრუნა“ჩემი და ჩვენი“ გულს უთბობდა. როგორც ყოველთვის დათამ თითია რ გაანძრევია. ფერებაში გამოუცვალა, საწოლში დააწვინა და მუცელზე მიეხუტა
-ბიჭი ხარ თუ გოგო ? -ცხვირი მუცელზე გაუსვა და მერე აკოცა -
-ბიჭი იქნება,ვგრძნობ
-იყოს ბიჭი - ჩუმად თქვა და ისევ აკოცა. ფრთხილად ახებდა ტუჩებს მცელზე და ნაზად ეფერებოდა თითებით
მანამ არ გამოსულა ოთახიდან სანამ არ ჩაეძინა მარიამს.
ქვემოთ ჩასულს დიანას და ზურას ხმა სამზარეულოდან მოესმა. ნადირაზე მაგიდაზე იჯდა და თეფშებს ამშრალებდა. წამით 15-16 წლის ბიჭს შეხედა დათამ..ზუსტად ისე იყო როგორც მაშინ. ასე უბრალოდ შეეძლო რაზბორკიდან დინას სამზარეულოში შესვლა მაგიდაზე დასკუპება და მისი დახმარება. ისევ ისე იცინოდა როგორც ადრე,მაგრამ ის აღარ იყო ვინც ადრე ...ისეთი სუფთა სული აღარ ჰქონდა,ისეთი თავისუფალი აღარ იყო. მხოლოდ სხვებისთვის ცდილობდა ნადირაძე ...სხვების გამო იბრუნებდა საკუთარ თავს,მაგრამ მაინც ვერ გახდებოდა ისეთი როგორიც ადრე.
-დათიკო მოვიდა ბიცო ... აღიარე ახლა რო შეგისრულა სურვილი ბოლოს და ბოლოს
-ვაღიარე უკვე და აღარ ვებუზღუნები მორჩა! სალომე რისთვის მყავს...არც თაუნა შექუმნია ღმერთს ოჯახისთვის ნეტა იცოდე როგორ მარცხვენენ
-მე გამოვედი ოქროს ბიჭი ხო დე..
-ოქრო ხართ ყველანი თქვენ ... ხანდახან გაწმენდა გჭირდებათ უბრალოდ! ...წავალ ახლა მე შვილებო დავიძნებ..დავიღალე უკვე ემოციური დღე იყო - ზურას მოეხვია და ლოყაზე აკოცა
-ტკბილი ძილი ბიცო
-კარგად დე- დათამაც აკოცა და იცის წავიდა.ზურას გახედა და მანაც თვალები აატრიალა
-მაინც ვერ მოისვენე ხო?
-არ მიყვარს ეს მალული ამბები... ფეხები არ მომჭამონ...თუ რამე გავერთობი ცოტა ! კარგად ჩხუბობს უმცროსი ყიფიანი?
-რა დაატრიალე ვერ მოვწვი...მია ისე რატო გაუშვი ,არ შეგეცოდა? ალბათ როგორ ეტკინა გული ! მეგონა სულერთი არ იყო შენთვის
-არასდროს გგონია არასწორად ! შენი შესაძლებლობების შეფასება არ იცი დაიმახსოვრე რომ ვერასდროს გაიგებ ჩემს სადისტურ გეგმებს რადგან ზედმეტად წმინდანი ხარ ! ყოველთვის მიხვდები ჩემს სულში რა ტრიალებს რადგან ზედმეტად კარგად მიცნობ. საკუთარი თავის შემდეგ შენ იცი მე როდის როგორ ვარ .უბრალოდ კითხვებს ნუ სვამ ...დამშვიდდი!
-მიდიხარ? როდის დაელაპრაკები ყიფიანებს..ხვალ ბათუმში არ მიდიხარ? შემოწმებაზე უნდა დავადგეო არ თქვი?
-მივდივარ ! იმათაც დაველაპარაკები ... შეგეხმიანები თუ გადავურჩები ყიფიანების რისხვას .ისე მიკვირს სხვები რომ დუმდნენ მეგონა ერთად მოქმედებდნენ ....მუღამი ჩამიქრეს
-იციან როდის უნდა ჩაერიონ და როდის არა !
-ერთად არიან და თან ზედმეტად არა? რა საყვარლობაა- გაიცინა და წავიდა.
მანქანა გააჩერა და გადავიდა. დაცვამ კარი გაუღო როგორც კი დაინახა. ჩაეცინა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და მშვიდად დაიძრა სახლისკენ. აკვირდებოდა ყიფიანების ციხესიმაგრეს და ნაბიჯსაც არ უჩქარებდა. დაცვის წევრი მიჰყვებოდა ბოლოს მეორე სართულზე ერთ-ერთ კართან გაჩერდა
-კაბინეტში გელოდებათ ბატონი მიშო - მხოლოდ ეს უთხრა და აორთქლდა. კარი გააღო და შევიდა. სამი ყიფიანი რომ დაინახა გაეღიმა. უფროს ირაკლის თავი დაუკრა
-გამარჯობა ბატონი ირაკლი...როგორ ბრძანდებით! დიდი ხანია არ შევხვედრილვართ - ხელი გაუწოდა კაცს . მანაც ჩამოართვა და მაგრად მოუჭირა ხელი
-რას ვიფიქრებდი ასე თუ შევხვდებოდით ყმაწვილო !
-ვინ იფიქრებდა - ჩაიცინა და გაურკვევლობაში მყოფ მამა-შვილს გადახედა ,რომელიც აშკარად გაოცებული იყო იმ ფაქტით რომ უფროსი ყიფიანი იცნობდა ნადირაძეს-
-დაჯექი შვილო ... დალაპარაკება უნდაო ირაკლიმ და ლაპარაკი ისე არ ივარგებს - ისევ მოხუცი საუბრობდა. ზურა სავარძელზე დაჯდა. ფეხები გაშლილი ჰქონდა , თიტები ერთმანეთში ახლართა იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს და პირდაპირ მიშოს გაუსწორა მზერა
-არ გგონია რომ ცოტა გვიან მოხვედი სასაუბროდ? -მანაც არ დააყოვნა და პირდაპირ შეუტია- თან აქეთ მიყენებ პირობებს !
-არასწორად გაიგე ჩემი ჟესტი ...დაგვაინებული სულაც არ არის იმის გატვალისწინებით რომ აქ არც მიას ხელის სათხოვნელად ვარ არც ჩემი გრძნობების თქვენთვის დამტკიცებას და სიტყვებით თქვენს გაბრუებას ვაპირებ!
-შესანიშნავია აბა რა უნდა გვითხრა რომ გართობის ნება მოგცე ჩემს ქალიშვილთან? -მიშო რომ წამოდგა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო ისეთი ხმა გამოსცა ხის ზედაპირმა თითქოს მალე ჩაიმტვრეოდა. ზურას წარბიც არ შეუხრია ქვემოდან ახედა და დანარჩენებს გადახედა
-ყველას გიყვართ...სამივეს გყავთ საყვარელი ქალი გვერდით და იცით რა არის სიყვარული! ყველას ჩვენი გაგება გვაქვს ამ გრძნობის მიმართ, მიდგომა, გამოხატვის შესაძლებლობა რადგან თითოეულ ჩვენგან განსხვავებული ცხოვრება ჰქონდა და ერთნაირი პირობები არ გვქონია აქ იმიტომ ვარ რომ გითხრათ მია ჩემგან შორს წაიყვანეთ! დიდი მოთმინების უნარით არ გამოვირჩევი და ისევ ისე თუ გააგრძელებს ჩემთან დაახლოების მცდელობას ჭაობში ჩავითრევ რაც არცერთ ჩვენგანს სურს. მასთან არც უხეშობამ გაჭრა, არც დაკიდებამ , არც რომელიმე პირობა გააჩერებს .ახლა უბრალოდ იმიტომაა მშვიდად რომ ჰგონია ყველაფერი ისე იქნება როგორც თავად წარმოუდგენია ! უბალოდ გთხოვთ დაიცავით ჩემგან არ მისცეთ ჩემთან ერთად ჩაძირვის უფლება ...- ბოლო სიტყვები თქვა თუ არა წამოდგა და ირაკლის გაუსწორა მზერა- იმედია ამ საუბრის შესახებ არასდროს გაიგებს მია! თქვენ კი სწორად დაინახავთ ,გაიგებთ და გაიაზრებთ ჩემს ქმედებას ! ბოდიშს გიხდით უდროო დროს სტუმრობისთვის
წავიდა ...
ისევ ისე მიდიოდა მშვიდად და დინჯად.
წელში გამართული, მძიმე ნაბიჯებით მიუყვებოდა ეზოს.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე მოსწყდა ადგილს და დიდი სისწრაფით გააქროლა გზატკეცილისკენ. დიდი გზა ჰქონდა გასასვლელი ბათუმამდე...
ყიფიანები ისევ კაბინეტში ისხდნენ . მიშომ ირაკლის გადახედა და სავარძელში ჩაეშვა
-რა თქვა მამა რა უნდა რომ გავაკეთო ვაიძულო მიას ? მაგას ჰგონია დავუშლი და გაჩერდება?
-მთელი ცხოვრება წამის ადამიანი დარჩები...ფიქრი ,მშვიდად გააზრება არ შეგიძლია არაფრის! ეცადე იქნებ მიხვდე რამეს ...შენ კიდე შვილო წადი დაიძინე და შეეშვით ორივე მამა შვილი იმ ბიჭის დაგლეჯის სურვილით სიარულს ! -ირაკლის და მიშოს გადახედა უფროსმა ყიფიანმა და ღიმილშეპარული ,კმაყოფილი გამომეტყველებით დატოვა კაბინეტი.
-მიას უყვარს! -ირაკლიმ მხოლოდ ეს უთხრა მამას და ოთახი დატოვა.
...
საძინებელში შევიდა.გონება არეული ჰქონდა ...ბავშვების საწოლთან გაჩერდა , ჩუმად უყურებდა ორ ნამცეცა არსებას და ფიქრობდა. ზურგიდან მოეხვია მარიტა და ყელში აკოცა
-ზურა დავინახე... რთულადაა საქმე?
-იმაზე რთულად ვიდრე ვიმედოვნებდი! ჩიხში ვარ ... მხოლოდ ერთი ვიცი ჩემ დას უყვარს და როცა უყვართ ასე მარტივად დავიწყება შეუძლებელია .გული ეტკინება მე კი ჩემს პატარა გოგოს ვერაფრით შევუმსუბუქებ ამ ტკივილს
-თავიდანვე რთული გზა აირჩია ...ასე მარტივად მიხვედრა რომ ის შენთვისაა შექმნილი არარეალურია ჩემთვის ხომ იცი! მია ზედმეტად სხვანაირია...იქნებ უბრალოდ ზურას ქარიზმა იზიდავს და სულაც არაა ის ვინც მას სჭირდება. ყოველთვის ცხოვრების სიყვარულს ვერ შეხვდები
-მიას რომ ველაპარაკე სულ სხვანაირი იყო...ასეთი არასდროს მინახავს .კარგად ვიცნობ ...ვიცი რომ უყვარს . რა მნიშვნელობა აქვს რა უთხრა, რამდენჯერ შეხვდა უბრალოდ უყვარს იმას კიდე უნდა რომ მია ჩამოიშოროს. რა აქვს ასეთი გაკეთებული ...რა ცხოვრება აქვს ასეთი ჩემი დის საკუთარი თავისგან დაცვას რომ აპირებს
-გინდა გავიგო? ყველაფერს გავარკვევ თუ გინდა რომ ჩაერიო
-არ ვიცი... ჯერ დავიცდი მერე ვნახოთ როგორ იქნება მია მე ისიც მეეჭვება რომელიმემ მისი გაჩერება შეძლოს. თუ სერიოზული მიზანი აქვს რადაც არ უნდა დაუჯდეს მაინც მიაღწევს თავისას ,ყველა ხერხს გამოიყენებს და დამიჯერე ნადირაძეც ვერაფერს გახდება მიამ თუ საკუთარი უნარების გამოვლენა სცადა.
მარიტას მოეხვია და მასთან ერთად დაწვა. დიდხანს ვერ დაიძინა,ფიქრობდა მაგრამ ვერაფერს წყვეტდდა.
დილით ბავშვების ხმის გაგებისტანავე წამოდგა .ორივე აიყვანა და საწოლში დაწვა. მარიტასაც გაეღვიძა და ორივე გულზე მიიკრა
-ჩემი ორი სიცოცხლე... გშიათ დე ? მამიკოს ფაფის მომზადება მოუწევს თორემ თქვენი ორივეს დანაყრება მე არ შემიძლია
-წავალ და მოვიტან რამდენი გრამი გავაკეთო
-200 ...ხომ იცი ბოთლები სადაცაა
-ვიცი მარიტა არ მოვწამლავ ბავშვებს ნუ ღელავ! თუ რამე მაია იქნება და მომეხმარება-სწრაფად აკოცა და გავიდა. მალევე დაბრუნდა ბოთლებით ხელში . ერთი ფეხებზე ეწვინა მარიტას მეორეს აჭმევდა. ორივე ისე ღუღუნებდნენ ირაკლის გაეცინა.-გრილია უკვე ...ვაჭამო?
-ფრთხილად...
-ახლა შენ გახდი ნევროზა?
-ახლაა მთავარი როგორ იქნებიან მაშინ მუცელში იყვნენ და არაფერი ემუქრებოდათ- აბუზღუნდა უცებ და ლოყაზე მოეფერა ბავშვს~
-კიდევ კაგრი იდენტურები არ არიან თორემ რომ ვერ ვარჩევდე გავგიჟდებოდი.თუმცა მაინც გვანან ერთმანეთს არა?
-იმას თუ არ ჩავთვლით რომ ერთი შავგვრემანია და მეორე თეთრი
-მერე რა ქერა არაა...ყავისფერი თმა ექნება შეიძლება გაუმუქდეს კიდეც
-ბავშვს უყურე და სხვა რამეზე თუ ფიქრობ სჯობს მიასთან გახვიდე
-ეძინება ჯერ... კი არ ჭამს ისრუტავს მგონი.აი აღარ უნდა მეტი დანაყრდი მა? - ბოთლი გადადო და გულზე მიიხუტა .მერე ცოტა ხანს ოთახში ატარა და რომ ჩაეძინა ისევ დააწვინა. მეორეც გვერდით მიუწვინა და ბოლოს მარიტას მოეხვია -გოგონებთან მიდიხარ დღეს?
-არ ვიცი ალბათ კი ... ან ისინი მოვლენ . მე ორი მყავს და ამიტო იმათ მოვიყვან დიდები არიან თან ისინი უფრო
-როგორც გინდა... თუ რამე მე გაგიყვან - კოცნიდა და თან ეჩურჩულებოდა .კარი კაკუნის შემდეგ წამში გაიღო და ინა გამოჩნდა
-არ გიყურებთ...-ხელები აიფარა სახეზე და სწრაფად განაგრძო- მია არ არის სახლში ! მგონი საერთოდ არ ყოფილა წუხელ. რაღაც ნივთები აუღია და ხომ არ იცი ირაკლი სად წავიდა ის გიჟი? ჩემი მანქანა არაა ავტოსადგომზე.
-რა?!
-არც შენ იცი სად წავიდა? მობილურზე არ გიპასუხებს ტყუილად ნუ დაურეკავ საძინებელში აქვს დატოვებული.
-არაფერი დაუტოვებია? არც წერილი არც შეტყობინება?
-არა მარიტ რამე რო დაეტოვებინა ხო ვნახავდი ! სად გაიქცა ის რა ხდება ხალხო მე რატო არაფერს მეუბნებით - აბუზღუნდა ინა და ირაკლის გახედა დერეფანში რომ მირბოდა.ორ წუთში მიშო გამოჩნდა კიბეზე გარბოდა და თან იგინებოდა . ვიღაცას უყვიროდა მობილურში
-დამშვიდდი სკოლაში წადი ... კარგად იქნება მია
-დარწმუნებული ხარ?
-მალე იპოვიან ...წადი პატარავ საქმეებს მიხედე
ზურა ბათუმში იყო. დილიდან გავიდა საქმეების მოსაგვარებლად. მოულოდნელი შემოწმება ჩაატარა და ყველა შეშინებული დარბოდა . როცა დარწმუნდა რომ ყველაფერი რიგზე იყო სანაპიროსკენ დაიძრა. ქვიშაზე იჯდა და ტალღებს უყურებდა მობილური რომ აზუზუნდა. ეს ნომერი მხოლოდ დათამ იცოდა ამიტომ სწრაფად უპასუხა
-გისმენ დათიკო
-არ ვარ დათა!
-მიშო? რა ხდება? - მაშინვე ფეხზე წამოდგა და ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი
-გეფიცები მია თუ შენთანაა და რამე თამაშს თამაშობ ჩემი ხელით გაწამებ და წვეთ-წვეთად დაგცლი სისხლისგან
-მია სახლში არ არის?! ამის დედაც.. გამაგიჟებს - ერთი იღრიალა და მობილური გათიშა. სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგა. გზაში რამდენიმე ადგილას დარეკა და გაარკვია რომ ყიფიანის მანქანა ხევსურეთისკენ მიდიოდა. მაშინვე დარეკა მიშოს ნომერზე და დაელოდა
-გისმენთ
-ხევსურეთშია ... არ ვიცი მარტოა თუ ვინმესთან ერთად
-მარტოა !
-აჰ რა თქმა უნდა უკვე იქეთ მიდიხართ...და მეორედ დამუქრება არ გაბედოთ!
ისევ გაუთშა და მანქანა სახლთან გააჩერა. დათა რომ დაინახა ეზოში თვალები აატრიალა
-რა ჯანდაბას აკეთებ თუ იცი საერთოდ
-წესით უნდა ვიცოდე ,მაგრამ იმ გიჟმა გეგმები რომ არ ამირიოს ისე როგორ შეიძლება! ნეტავ რამ წამოუარა და სად გაიქცა! ავადმყოფი...არანორმალური გოგო! რა აღარ ვიფიქრე და ის თურმე ხევსურეთში მოგზაურობს .გიჟი!- ბოლოს დაიღრიალა და კედელს გაუქანა სკამი
-გუშინ რა ელაპარაკე ყიფიანებს ... რა უთხარი ასეთი
-ეგ შენი მიშო მაგარი არანორმალურია ხო? სანამ არ მივუნგრევ თავ ყბას არ შემეშვება ! არადა ვერ წარმოიდგენს როგორ მექავება ხელები რომ მიყურებს მხეცის თვალებით! დიდი სიამოვნებით ვაჩვენებდი ჩვენ შორის ვინ არის ნამდვილი ცხოველი და მოისვენებდა მერე ! არ ესმის რას ვეუბნები ....მაინცადამაინც უნდა გითხრათ ყველას რომ ჩემთან საფრთხე ემუქრება? შენ ვერ გაიგე რომ ეს სიმშვიდე დროებითია და იმათ რა შევასმინო! მაგათ ჰგონიათ ჩემი ცხოვრება გამოსწორდება დავდგები *ლესავით და ჩავჯდები მომაბეზრებელ რუტინაში! არ ვიცი მე მაგათ თავის ცოდვებს რა უქნეს და როგორ გაიწმინდეს ხელები ,მაგრამ მე ვერ მოვახერხებ ამას მთელს საგვარეულოს თუ არ ამოვწყვეტ! მე კი იმ ს მერე არავის მოკვლას ვაპირებ ...მის სისხლს უნდა ვგრძნობდე ხელებზე მხოლოდ !
-შენ რა იმათ გამოჩენას ელოდები?!ამიტომ ხარ ასე? მე კიდე მეგონა მშვიდად ცხოვრებას აპირებდი
-ვაპირებ კიდეც...სანამ ისინი არ გამოჩნდებიან! უბრალოდ არ წავალ აქედან და სანამ ვსუნთქავ მივხედავ მამაჩემის საქმეებს ... ჩემ ცხოვრებაში იმ პატარა განებივრებული გოგოს ადგილი არაა! ჩემი ომია და არ ვაპირებ დამხმარე ძალების გამოძახებას...ის თუ იქნება ჩემთან მერე ავტომატურად მთელი მისი ოჯახი რადგან მაგათ ჰგონიათ სიყვარულს ვერაფერი აღუდგება წინ და არ შეიძლება სიყვარულზე უარის თქმა ! არცერთს სცოდნია ტკივილი რა არის , რეალური პრობლემა არ ჰქონიათ ალბათ თორემ სიყვარულს და გრძნობებს არც კი ახსენდებდნენ! - სვამდა და თან ყვიროდა. მერე სავარძელში ჩაეშვა და დათას გახედა- შენ რას ჩამომიჯდები ხოლმე აქ ! წადი მიხედე ფეხმძმე ცოლს ... დაგირეკავ როცა მომენატრები!
-დამალევინე მეც - ჭიქა გამოართვა და მიიყუდა
-სასმელს მართმევ შე ჩემა? გაპობილს არ გაგიშვებ აქედან იცი და მაგიტო მიჩალიჩებ? - ჭიქა ისევ უკან გამოართვა და გაავსო - ამან ხო დამილპო ღვიძლი კიდე ამის დედას *ევეცი ლოთობა უარესი თუ არ იყოს რა წავედი მე მოვწევ მაინც თორე დამაწყდა ნერვები
-მერე მე ხელს გიშლი?
-რა გინდა რომ გითხრა ... მიდი მითხარი რა გინდა და პირდაპირ გეტყვი ! მერე დამტოვე მარტო და წადი მიხედე საქმეს
-არაფერი !
-რატო იცი ისედაც? კითხვები აღარ გაქ ვაფშე?
-არა !
-არც სათქმელი ?
-არასწორად იქცევი და არ მინდა გვიან მიხვდე ამას
არაფერი უთქვამს ზურას... უბრალოდ დალევა განაგრძო. დათა არ წასულა მის გვერდით იყო დილამდე. შემდეგ თავად ზურა წავიდა ...ისე წავიდა რომ დათამაც არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. ყველა ჩართო ძებნაში ვინც კი შეეძლო,მაგრამ იცოდა ნადირაძემ როგორ უნდა დამალულიყო.
რამდენიმე თვიანი მარტოობის შემდეგ დამშვიდებული და დალაგებული დაბრუნდა სახლში. ყველაფერი მტვრით იყო სავსე დამლაგებლები დაიქირავა და თავად ანდრონიკაშვილების სახლისკენ გაეშურა. იცოდა დათა მოკლავდა,მაგრამ უკვე 4 თვის ფეხმძიმე რძალი რომ არ ენახა გული გაუსკდებოდა. მანქანა ეზოსთან გააჩერა და სწრაფად დაიძრა სახლისკენ. კარი შეაღო და მისაღებისკენ დაიძრა. დიკო იჯდა ბავშვებთან ერთად და ჯიუტ მარგიანს ძლივს ატენიდა საჭმელს პირში ათასი საშუალებით უ.უკნიდან მიეპარა და ლოყაზე აკოცა
-დიკო ბიცო
-ზურაა დაბრუნდი? როგორ ხარ შვილოო
-კარგად ვარ შენ როგორ ხარ?
-კარგად შვილო როგორ ვიქნები...
ზურამ პატარა მარგიანი აიყვანა ხელში და მოთუთხნულ ლოყაზე აკოცა-დათა და მარიამი სახლში არიან?
-კი საძინებელში არიან ზემოთ...
-ავალ არ გაუტყდებათ იმედია- უცებ თქვა ბავშვი დასვა და კიბე აირბინა. კარზე დააკაკუნა ,მარიამის ხმა რომ გაიგო მაშინვე შეაჭრა-გამარჯობა რძალო..აბა მუცელი მანახე? გაიზარდა ჩემი ნათლული? გაწვალებს უკვე თუ ისევ ისეთი უპრეტენზიოა მამამისივით- იმდენად უცებ მოეხვია და მუცელზე მოფერება დაუწყო მარიამი თვალებგაფართოებული მიშტერებოდა. საყვარლად გამობზეკილ მუცელზე თავის დიდ ტორს უსვამდა და ლამის ბოლომდე ფარავდა
-კარგად ვართ...
-ვიცი რომ გიკვირს ასე ვიცი ხოლმე...მიეჩვევი მერე ის სადაა
-რა ხდება მარიამ?- სააბაზანოდან ნახევრად შიშველი გამობრძანდა პირსახოცით თმას იმშრალებდა . ზურა რომ დაინახა სახე მოეღრიცა-ოჰ დაბრუნდით ბატონო ზურაბ? რა ბედნიერებაა რით დავიმსახურეთ შენი ვიზიტი
-აუუ დათიკოოო ნუ გამიტრაკებ ძმურად... აუ რა საყვარელი მუცელი გაქ მარიამ? გაიგეთ ჩემი ნათლული ბიჭია თუ გოგო?
-არ გაგვიგია ჯერ და შენი ნათლული არაა! არც იფიქრო
-დათა ნუ მიტრაკებ მეთქი გითხარი ! არ იცოდი ადრე ასე ახლა რა გჭირს სიყვარულზე უარის თქმას ვერ მპატიობ? ნუ ამაყვირებ ახლა არ შეიძლება მარიამის ანერვიულება...ბავშვს რო ესმოდეს იქ ყვირილს ხო არ მოვასმენინებ რას იფიქრებს ნათლიაზე ...
-რაც ხარ იმაზე უარესი რა უნდა იფიქროს ნეტავ!
-შენი ქმარი პატარა ბავშვივით რო იბუტება მაგ დროს დაშორება არ გინდება? თუ მოფერება
ისე ახარხარდა მარიამმაც ვერ შეიკავა თავი. დათა კიდე ტანსაცმელს იღებდა და გაბრაზებული მიდოდა სააბაზანოსკენ.
-აბა მითხარი უცებ როგორ შევირიგო
-მე? მე მეკითხები
-იასნია მე მთელი ცხოვრებაა ვიცნობ ,მაგრამ არასდროს ყოფილა მომენტი როცა მე სადმე რამდენიმე დღით მივდივარ და მაგან არ იცის სად ვარ! ახლა ისეთი გაბრაზებულია შენ რო არ იყო დამიჯერე მომკლავდა- ჩუმად ელაპარაკებოდა და კარისკენ იხედებოდა- მარტო არ დაგვტოვო ყელს გამომჭრის
-კარგი რა ზურა ნუ ხუმრობ ეგრე !
-ნეტა ვხუმრობდე! ათწლეულში ერთხელ ბრაზდება ჩემზე წინა რომ მახსენდება და ახლა მისი შესაძლებლობებიც ...დამენძრა .ტყუილად კაცი არ ჰყავს გალახული და მე უნდა მომკლას ტო? ბავშვის დაბადებას მაინც მოვსწრებოდი .ნათლულის ნახვის გარეშე ვკვდები
-თავს აცოდებ ხო? არ მოუსმინო ამას მარიამ... გოგოებს დაელოდე მალე მოვლენ მე და შენ კი წავიდეთ ...თუ გინდა მია ყიფიანის ნახვა.რა ვიცი შენ ტვინში რა ტრიალებს ახლა
-ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შენ როგორც გინდა ჩემო ჩიტ..კარგიი წავიდეთ და შეგიძლია მაგინო სულ გამო..გამოთაყვანებული მეძახე თუ გინდა
-მიდი წადი წადი და მოვალ მეც
-უყვარდი ნათლიაშენს-თქო უთხარი იცოდე მარიამ- გოგოს ლოყაზე ეკოცა და წავიდა. დათა ისეთი სახით იყურებოდა მარიამი მართლა მოიღუშა
-შენც გინდა ეჩხუბო? აბა ვიცი რატომაც იქცევა ასე და მესმის მისიოო? აუუ დათა ცოდოა კარგი რა არ ეჩხუბოო იცოდე გაგებუტებით მე და ჩვენი ბიჭი- უცებ მიაყოლა და თვალების ფახუნით ახედა. დათამ შუბლზე აკოცა თვალი ჩაუკრა და წავიდა.
ზურას სახლის უკანა ეზოში ისხდნენ. ეწეოდა ნადირაძე და ელოდა როდის დაიწყებდა დათა ჩხუბს
-ჰე ახლა დამემართა ფილტვის კიბო ამდენი მოწევით...ამოღერღე მიდი დაუშვი გამლანძღე მირტყი მაგინე ჰე აქ ვარ მოიოხე გული
-ეგ გინდა შენც! ვერ ეღირსები ნადირაძე...არა როგორ წახვედი ისე რო მე არაფერი მითხარი
-აუ როგორ მევასება მაგს რო მეუბნები იმენა მინდება გეი ვიყო და ჩაგკოცნო ... მიყვარს ჩემზე რო ნერვიულობ იმენაა ვგიჟდები ჩიტო კარგიი არ ჭრის ხუმრობა ნუ ჭრის..ეგრე რო მიყურებ მგონია რო ჩემგან სწავლობ
-ბევრი რამე ვისწავლე შენგან..ა.სე თავისთავად შემომესწავლა
-სამწუხაროა!
-შეიძლება იცი კიდეც ,მაგრამ მია იმდენად მშვიდადაა და იმდენად ჩვეულებრივად რომ დარწმუნებული ვარ საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია
-სულელია და იმიტომ! აბა მე რა შესაყვარებელი ვიყავი ნორმალური გოგო რომელსაც ყველაფერი აქვს ნებისმიერი ბიჭის მოსახიბლად ჩემნაირ ავადმყოფს რატომ გადაეკიდება! ყველაფერი იცის, ყველაფერს ხვდება და მაინც არ აინტერესებს
-შენ ხომ არ გგავს შემთხვევით!
-მერე რა რომ მგავს ...რამეს ცვლის ?
-ბავშვი გამოგივათ საოცარი!
-თუ ღმერთი გწამს ჩემი გრძნობების გაღვივებას ნუ ცდილობ....სენტიმენტები არ მომაწვება და არ დავიწყებს ახლა ბავშვზე ფიქრს რომელიც არასდროს იარსებებს!
-სად იყავი...
-ახალი თავშესაფარი მჭირდებოდა. რადგან ვერავინ მიპოვა ე.ი გამომადგება!
-მე არ მეტყვი?
-არა ! ახლა მითუმეტეს ვერ შეგიქმნი საფრთხეს
-ყელში რომ მაქ ეს შენი მზრუნველობა თუ ხვდები და რო მასხამს უკვე ! მთელი ცხოვრებააა ასე იქცევი და ნეტა თუ არ ბეზრდება *ემეცი მართლა და ესსაა
-აუ რამხელა ხმაზე იციი ხოლმე დაჭრილი დათვივით ღრიალებ დათუჩა !
-შენ კიდე როგორ იცი დაიგნორება და დაკიდება ყველაფრის ! ვაფშე ყველაფრის მაინცადამაინც სენს წინაარმდეგ უნდა წავიდე და ისე ვიმოქმედო როგორც შენ? ვეღარ ავიტან გესმის? მეორედ უჩემოდ რომ წახვალ ...მარტო რომ იქნები და თავს რამეს დამართებ შევიშლები! გაიგე მაგ გლუვი ტვინით
-არაფერი მომივა! დამშვიდდი რა
-ასე ნუ მიყურებ ...ზეპირად ვიცი უკვე შენი ხრიკები... დაიგნორება, ღადავი, მერე კნუტის თვალები და ბოლოს ვაფშე სისულელეს მომითხრი ! სულ ვერაფერი შეცვალე ერთი ტაქტიკა გაქ
-ახალს სანამ მოვიფიქრებ შემეშვი ... ის მითხარი სქესს როდი გაიგებ
-ერთ თვეში მომდევნო ვიზიტზე რომ მივალთ მაშინ ! საერთოდ არაფერი აწუხებს. არაფერი უნდება უბრალოდ განოს დანიშნულ დიეტას მიჰყვება და სწორად იკვებება . სეირნობს, სამსახურში ისე ხშირად აღარ მიდის თორნიკე დაბრუნდა ისევ და ხანდახან მგრზნობიარე ხდება ...ზედმეტად !
-ტირის ?
-არა უფრო ბრაზდება
-ოო ეგ ისედაც არ იცოდა ?
-ახლა სხვანაირად ბრაზდება ...ძაან მშვიდად იღებს რამე მსხვრევად და მესვრის ისე რომ შეიძლება არც შეწყვიტოს ხილის დაგემოვნება! სამ დღის წინ ერთმანაცნობმა დამირეკა ... მარიამმა იცის რომ ვევასებოდი ადრე და ნუ რაღაც ჭირდებოდა მეც უარი არ მითქვამს არაფერი იყო ისეთი რაზეც უნდა გაბრაზებულიყო.როგორც კი გავთიშე მობილური მკითხა რა უნდოდაო მარწყვს ჭამდა. დივანზე მოკალათებული გაიცინა აიღო საყვავილე და გამომიქანა .მერე უიი დამივარდაო და ჭამა განაგრძო
-ვაახ ჩემიიი რა მაგარი ვინმეააა მაგიჟებს - ახარხარდა ზურა და დათაც აჰყვა-შენ რა ქენი ძმობას გაფიცებ
-ნამსხვრევები ავიღე რამე რო არ გაეჭრა
-ცუდად ვარ ახლა გავსკდები შენ ძმობას ვფიცავრ-ისე იცინოდა სუნთქვაც უჭირდა უკვე.
-დავრწმუნდი რომ ქალი ცხოვრების ყველა ეტაპზე საოცარარია ,მაგრამ ფეხმძიმობისას როცა შენს ნაწილს ატარებს მუცლით სულ სხვა განზომილებაა ..სანამ არ გამოცდი რომ ვერ მიხვდები ისეთი. სიტყვებით რომ არ შეიძლება ამ გრძნობის გადმოცემა . ხომ ბედნიერი ვიყავი როცა ჩემი დები იყვნენ ფეხმძიმედ, როცა ჩემი საყავრელი დისშვილები ვნახე პირველად...ჭკუიდან გადავდიოდი ბავშვების მოლოდინში . მშობიარობა რომ ეწყებოდათ მეგონა შევიშლებოდი ისე ვიყავი .ახლა ვგრძნობ რომ ის სიხარული,მოლოდინი და ღელვა არაფერი იყო ამასთან შედარებით.
-როგორ იცი ხოლმე... თან მიყვები რაღაცას და თან მმოძღვავ .შენნაირად ვერავინ კითხულობს დამრიგებლურ ლექციებს . დარწმუნებული ვარ რომ ამაზე კარგი არაფერი იქნება და შენ ნამდვილად იმსახურებდი ცხოვრებაში ყველა ბედნიერებას რაც კი არსებობს
-ყველა იმსახურებს და თუ ვინმე იმსახურებს ეს შენ ნამდვილად ხარ !
-მე? მე სუნთქვაც მრცხვენია ზოგჯერ ... რომ ვიცინი გულწრფელად რომ ვიცინი მგონია რომ მაგითაც დანაშაულს ჩავდივარ რადგან არ მეკუთნის არ ვიმსახურებ! როგორც ზურა ნადირაძე არაფერს ვიმსახურებ არც შენ ,მაგრამ შენი მოშორება გვიანია უკვე ! შენი უბრალოდ ჩემგან შორს ყოფნაც შეიძლება - მიწისთვის მიეშვირა სახე ნადირაძეს. გრძელი თითები ერთმანეთში აეხლართა კანკალის შესაჩერებლად, სულ გაფითრებოდა კანი, გაჰყინვოდა მთელი სხეული. გული ყელში ებჯინებოდა , ერთიანად მოაწვა სისხლი სახეში,თვალები ჩაუწითლდა და ყბები დაეჭიმა -ჩემი მშობლების და ლიკას შემდეგ ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი გამოსწორების იმედი აქვს როდის მოგიკვდება ეგ იმედი ვეღარ ვხვდები უკვე ! ნარკომანი,მკვლელი, გარყვნილი და გიჟი ვარ დიდი ხანია. ერთადერთი ცოდვა რაც არ მაქვს ისაა რო ქალზე არ მიძალადია და მაგას თუ ელოდები არც მოკვდება ეგ შენი იმედი დათუნა!
-რომ დაიწყებ ხოლმე ლაპარაკს აღარც ვიცი რა გითხრა ...მარტო ის რჩება რომ ისევ დროს დაველოდო და იმას ვინც შეგიცვლის აზრს
-შენ თუ იმ ქაჯის იმედი გაქვს სულ გამო*ლევებულხარ შე ჩემა- ისევ ახარხარდა როგორც იცის ხოლმე და ფეხები მაგიდაზე გაშალა.-აუ ასე რო იცინი მაგრად ნერვებს მაწყვიტავ
-როგორ ასე ჩიტო?
-ფუ რა დამპალი ხარ შე ჩემა ! ყველაფერს ჩემ წინააღმდეგ იყენებ ...უსიტყვოდაც ნერვებს **ნავ გეუბნები კურსებზე დადიოდითქო და არ გესმის
დათა მის ჯუჯღუნზე ისევ იცინოდა .ზურასაც ჩაეცინა ბოლოს და სიგარეტის ცარიელი კოლოფი მოისროლა
-არა რა უნდა ავირჩიო ან უნდა ვიკაიფო ან ერთდროულად ავიკიდებ ცეროზს ღვინის გამო და ფილტვის კიბოს ამდენი სიგარეტით
-იასნია ჰეროინი ერთია და ყველაფერს ერთად აგკიდებს ! ვაფშე გამოგეცალა ტვინი შე *ლეო
-აუ როგორ მაღიზიანებს შენგან ნათქვამი უხამსი სიტყვები ასე მგონია მე იადონი ვიყო და არაფერს ვამბობდე ...სინდისი მქენჯნის
-დრამის მეფე ხარ !
-მარიამი არ ბრაზობს მასთან რო არ ხარ ხოლმე?
-ფეხმძიმედ არის ,მაგრამ არც ეგრე შეცვლია ხასიათი სისულელეზე რო გაჭედოს! შენზე აღარ ეჭვიანობს ... უყვარხარ და იმიტომ
-ჩერეზ შენით ვის არ შეიყვარებს კაცი წმინდა დათუნა -გაიღიმა და დატკბა უცებ ! - აუ როდის გავა დარჩენილი ოთხი თვე ტო ისე მაინტერესებს ვინ იქნება და ვის ემსგავსება ..ხო უნდა ვიცოდე წინასწარ მანქანები უნდა ვუყიდო თუ თოჯინები ! მე ყველა ვარიანტში გოგო მაწყობს რა რო დავფიქრდი...ბიჭს მაინც ცუდს ვასწავლი რამეს .
-აუ მეორე რო მეყოლება ბიჭი იმას ხო ვაფშე არ მიეკარები რა ...
-ეგეც მართალია ...მარა პირველს აგახევ ტო .არ გაგიგია ერთი ბავშვი საძმაკაცოსო?
-მე ვაკეთო სუპერ ბავშვები და შენ მოგცე?
-ეგოისტო - ახარხარდა ისევ დათასთან ერთად და მერე თავი უკან გადასწია. ისევ სიჩუმემ დაისადგურა. ვარსკვლავებით მჭედილ ცას უყურებდა ,თვალები დახუჭა წამით და ღრმად ჩაისუნთქა- ალბათ ახლა აივანზე ზის ,პლედში გახვეული პატარა კნუტივით ჩემი ციცქნა და ვარსკვლავებს უყურებს ... ყოველ ღამე რამდნეიმე წუთით მაინც იმეორებს ამას. რას ხედავს ასეთს ამ ერთი და იგივე ხედში ვერ ვხვდები . რომეო იქნებ განმანათლო ჰა? ერთნაირი არაა ეს ვარსვკვლავები სულ? რატო იყინავს ის სულელი ამის გამო თავს . სულ ეძინება მერე და მანამ არის მობუზული სანამ მიშო ან ირაკლი არ შეიყვანს საძინებელში.
-ძნელია ? როცა მისი სიახლოვის გემო იცი და ვეღარ უახლოვდები?
დათას სიტყვებმა სიმწრის ღიმილი მოჰგვარა ნადირაძეს. თვალები ისევ დახუჭა ,არ გაუხედავს დათასკენ
-დანით დასერილ ჭროლობაზე შანთის დადება უფრო მსუბუქი იყო ...ბევრად მსუბუქი . მაშინ ყვირილი მაინც შემეძლო და სიმსუბუქეს ვგრძნობდი. ტკივილისგან ვითიშებოდი, ახლა ესეც არ შემიძლია. მოვკვდები რომ არ შევხედო...წამით რომ არ ვიფიქრო მასზე
-იქნებ ახლა ის უარესად გრძნობს თავს! სიმშვიდის მიღმა იქნებ ტკივილი იმალება
-არ ტკივა...უბრალოდ მელოდება ! რამდენ ხანს დამიჯერებს ეგაა გაურკვეველი .როდემდე იქნება ჭკვიანად და მშვიდად
-არ მჯერა ! ნუთუ შენ გემორჩილება ...ვინ მია ყიფიანი?!
-ამ მორჩილებით მიმორჩილებს ! ჭკვიანი არანორმალურია ,მგავს !
შემდეგ ისევ წყვდიადი ჩამოწვა. ისევ დუმილმა დაისადგურა და ამ სიჩუმით უზიარებდნენ ერთმანეთს სევდას.
...
მორიგ სპექტაკლზე მიიწვია მია. რა თქმა უნდა მაშინვე დასთანხმდა. ვერ იტყოდა უარს ამ შემოთავაზებაზე ...
მთელ ენერგიას რეპეტიციაში დებდა... ყველაფერს აკეთებდა ყურადღების გადასატანად და გამოსდიოდა კიდეც.
ისევ გრძნობდა მის სიახლოვეს. ვერ ხედავდა, არ ესმოდა მაგრამ გრძნობდა.
ყველგან და ყოველთვის გრძნობდა მის სიახლოვეს.
სპექტაკლში მეწყვილეს რესტორანში რომ გაჰყვა სევდაც კი იგრძნო. იცოდა საიდანღაც უყურებდა ზურა და ნორმალურად დალაპარაკებაც ვერ მოახერხა ბიჭთან. ათ წუთში წამოდგა , მშვიდად დაემშვიდობა ყველას და წავიდა.
შუაღამე იყო ... მიდიოდა ,მაგრამ არ იცოდა სად
ისიც არ იცოდა ვინ სჭირდებოდა . თითქოს ყველა მასზე ზრუნავდა, ყველა მისი ბედნიერებისთვის იბრძოდა. არავინ ეწინააღმდეგებოდა მის ნებას...რომ ეთქვა ზურასთან გადავდივარო ამაზეც კი წავიდოდა მიშო რადგან გრძნობდა შვილის შინაგან ტკივილს. თათა ვერაფერს ახერხებდა ,გარდა თბილი ჩახუტებისა, ესეც ბევრი იყო ესეც შველოდა იმ წამს .
მეგობრები ვერ იგებდნენ ,ვერ ხსნიდნენ მის ქცევას . ზოგჯერ სიყვარულად რაცხავდნენ,ზოგჯერ გატაცებად ... ისინიც დაბნეულები იყვნენ .
ვერავინ იგებდა...არავის ესმოდა !
თითქოს შვება იგრძნო როცა ახვლედიანების სახლთან გაჩერდა. თავისუფლება იგრძნო როცა სახლში შევიდა და თითქოს ფრთები შეესხა მარიამის მკლავებში რომ მოექცა. თავი მის მუხლებზე დადო, დიდხანს ეფერებოდა თმაზე და თიტქოს ხელებით ისრუტავდა მის ტკივილს . დარდს და ფიქრებს... უაზროდ მოწოლილ ფიქრებს
-სწორად ვიქცევი? იქნებ ჩემი სვლის დროა...იქნებ ახლა ვჭირდები
-მიხვდები როცა დასჭირდები...იგრძნობ !
-რომ ვერ მივხვდე ? იქნებ მაშინ არ ვიყო მასთან როცა ყველაზე მეტად დავჭირდები
-თვითონ მოვა ...
-მოვა კი?
-ხომ იცი რომ გული ყოველთვის აჯობებს გონებას როცა სიყვარულს ჰყავს შეპყორბილი, წრფელი სიყვარული ყველაფერზე ძლიერია ჩემო გოგო
-რომ მეშინია ნორმალურია? ადრე მშიშარა არ ვიყავი ...ახლა მხდალი გავხდი? სულელურადაც არ ვიქცეოდი ... არც ჭირვეული ვიყავი .ხომ არ ვიყავი მამიდა ? არა არ ვიყავი! იქნებ ცუდად გავიგე მისი სიტყვები „მშიდად და ჭკვიანად იყავი.ჩემი გოგო ხარო!“ რატომ მითხრა ჩემი გოგო ხარო ,ტყუილად არ მეტყოდა ! მაშინ არ მეტყოდა ...იმ დროს არ ხუმრობდა !
-ხევსურეთში რომ წახვედი იცოდი რომ წავიდოდა შენგან?
-დათასგან რომ წამოვედი მაშინვე მივხვდი! იქ რომ არ თქვა არაფერი ...იქ რომ არაფერი გააკეთა ! ხანდახან ვფიქრობ რომ მართლა აკვიატებაა ... ყველაფერს ცუდად ვიგებ და კოშკებს ვაგებ ,რომ უბრალოდ წავიდა ...არც ყოფილა და ვერც იქნება ჩემი ! არ უნდა რომ ვიყო მისი ...
-და თუ აკვიატებაა...სიზმარი და ზღაპარი თუ არის რატომ ფიქრობ ამდენს. განა ისე იქცევა როგორც ზღაპრული პრინცი? თავბრუსგახვევს კომპლიმენტებით და ბანალური საჩუქრებით? უაზრო სიტყვებით და ქმედებებით მიგიზიდა , სიყვარულს გიმტკიცებდა? არა ! არაფერი გაუკეთებია მსგავსი. მთავარი იცი რა არის ? საწყისი...გრძნობის საწყისი წერტილის პოვნა თუ ვერ მიხვდი როდის დაიწყო დასასრულსაც ვერ გაიგებ
-დერეფანში რომ მივრბოდი და დავინახე ...მის თვალებში დავინახე რომ მისი ნდობა შემეძლო! დაყრდნობა და დახმარების თხოვნა. მაგრად ჩავკიდე ხელი სრულიად უცხოს და მის მზერას მივენდე .არ გამიგია მისი სიტყვები ... უბრალოდ მის სულს ვხედავდი არაამქვეყნიური ფერის თვალებში ! რომ გავიდა ის მზერა დატოვა ჩემთან... იმ სიტუაციაშიც კი აღვიქვი და დავიმახსოვრე ! მეორედ რომ შევხვდი ..მასტან რომ მივედი უბრალოდ გაცნობა მინდოდა თორემ მისი სიტყვები ისევ არ მადარდებდა... ისევ უაზროდ ვისროდი არაფრისმთქმელ ბგერებს და უბრალოდ შევისწავლე ...საბოლოოდ ვიგრძენი რაღაც ამოუცნობი ჯაჭვის არსებობა . არ ვიცი როგორ აგიხსნა უბრალოდ ...მივხვდი რომ სხვანაირად მოქმედებდა ყველა უჯრედი მის გვერდით .მსგავსი რამ გიგრძვნია შენც?
-ახლაც ვგრძნობ!
-პირველად რომ იგრძენი რა გააკეთე მერე
-ცოლად გავყევი მამაშენის მოსისხლე მტერს ! არც მტრობას ჰქონდა მნიშვნელობა...არც ვიტარებას და არც ალექსანდრეს სიტყვებს. მუქარის გამო არაფერი გამიკეთებია სწორედ მაგ შეგრძნების გამო გავყევი! დღემდე იცვლება ყველაფერი ჩემში როცა მიახლოვდება და მანამ გაგრძელდება ეს ცვლილება სანამ ჩვენი გულები ძგერას არ შეწყვეტს
-ეს იმას ნიშნავს რომ მეც დავუპირისპირდე ყველაფერს? მასაც?
-ალექსანდრეს მაშინ ჩემ გვერდით ყოფნა სჭირდებოდა ...ჩემთან ახლოს ყოფნაში ხედავდა გამოსავალს . ზურას კი უბრალოდ დრო სჭირდება და დაელოდე პატარავ...აუცილებლად იგრძნობ ამას....ახლა კი როგორც გითხრა იყავი მშვიდად და ჭკვიანად
-დავრჩები რა ...არ მინდა სახლში
-დარჩი პატარავ - თავზე აკოცა შემდეგ საძინებელში აიყვანა და მის გვერდით იყო სანამ არ ჩაეძინა.
გვიან დაბრუნდა ოთახში. ალექსანდრე იჯდა და წიგნს კითხულობდა მარიამი როგორც კი შევიდა მაშინვე მოიხსნა სათვალე და გაუღიმა
-ცუდი ბიჭების სიყვარული ჩემგან გაჰყვა მგონი- გაიღიმა და ჩაეხუტა - რატომ არ დაიძინე
-კარგია მტერი რომ არ არის თორემ ნადირაძე ჩემზე დიდი სადისტია იმათთან ვინც გზაზე ეღობება- ხელი მოხვია და ნაზად მოეფერა მკლავზე - მია როგორაა?
-ისე როგორც უნდა იყოს ...იმედია სწორად მოიქცევა! მაინც ვერ ვიგებ რას ელის ზურა
-მტრის გამოჩენას ! ძნელია როცა ელოდები თავდასხმას და გვერდით საყვარელი ადამიანები გყავს !
-შორიდან უფრო დაიცავს?
-იცის რომ ჩვენ დავიცავთ, მისგან შორს და ჩვენთან ახლოს .მართალია შენ ვერ იტან მარტო მოგვარებულ საქმეებს ,მაგრამ ის ასეა მიჩვეული და რომ დავეხმაროთ უარესი იქნება
-საიდან იცი რომ მაგის თქმა მინდოდა
-მარიაამ...
-კარგი ხო - უცებ დასწია თავი და ყელში აკოცა -მაგრამ მაინც მგონია რომ მარტო არ უნდა იყოს !
-დათა ჰყავს...
-აბა დათა არაა გარეული მის საქმეებშიო?
-თავისი ადგილიდანაც შესანიშნავად ეხმარება ... თუ საჭირო გახდება შენი ძმა ჩემზე ადრე რომ გაიქცევა ხომ იცი
-დარწმუნებული ხარ?
-შენი ძმა ვისაც უღრენს ყველა მკვდარი რომ იყოს იცი მაინც რამდენი ხნის წინ გაქრებოდა ჩემი სხეული მიწის ქვეშ? - ალექსანდრემ გაიცინა და საბანი კარგად დააფარა ცოლს-დავიძინოთ ...დაიღალე დღეს .ნუ ნერვიულობ ,ყველაფერი კარგად იქნება.გპირდები !
-მე მინახავს მისი ნაიარევები იცი? - ჩუმად თქვა მარიამმა ,თითქოს ხმამაღლა თქმის ეშინოდა-დათამ მოიყვანა ისე რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო ...მაშინ არც ვიცოდი ვინ იყო . რამდენიმე წლის წინ მოხდა ! მარიამსაც არ იცნობდა მგონი მაშინ ან ახალი გაცნობილი ჰყავდა ... შემძრა მაშინდელმა სანახაობამ ! ისე ჰქონდა სხეული დასერილი და დამწვარი წესით საერთოდ გათიშული უნდა ყოფილიყო მან კი თავისი ფეხით გამოარა მთელი შენობა ,დათას ეყრდნობოდა მხოლოდ. კარის მიხურვისთანავე მოიკეცა და იატაკზე დაეცა თითქოს ზუსტად ჰქონდა განსაზღვრული ძალა. დათა მეხმარებოდა ისე თითქოს მისი მეგობარი კი არა ვიღაც სხვა იყო . მერე რომ შევუხვიე ჭრილობები იატაკზე დაეშვა და ცახცახი აუტყდა. ხელს არ უშვებდა სანამ არ გამოფხიზლდა, ორივე ხელს უჭერდა სულ არაფერი უთქვამს არც გამოფხიზლების მერე საერთოდ არაფერი .უბრალოდ უყურებდა,მერე თავზე გადაუსვა ხელი და ეს იყო და ეს. შენ იცოდი ეს ამბავი? ისევ ისინი ეძებენ ვინც მაშინ ?
-ხო ისინი არიან ! არ მოუკლავს და იმიტომ
-შეეძლო? როგორ .შენ ვერ წარმოიდგენ რა ცუდად იყო ალექსანდრე !
-სულის ჭრილობაზე ხორციელი ტკივილის დამატება სურდა და გამოუვიდა კიდეც!
-რას ამბობ ! შეუძლებელია განგებ გაეკეთებინა და თავი მათ ხელში ჩაეგდო
-წარმოგიდგენია რომ მე ვინმეს ხაფანგში გავებმები ? მას ყოველთვის აქვს უკან დასახევი გეგმა
-საიდან იცი მასზე ამდენი!როგორ მოხვდა შენს მხედველობაში
-ხომ იცი თავიდანვე ვგრძნობ ვინ რა კაცი დადგება ! ბავშვობაში რომ ვნახე ერთხელ მას მერე პერიოდულად ვისმენდი მასზე ამბებს ...არა განზრახულად არასდროს მქონია მასთან საქმე და პირდაპირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. უბრალოდ ბევრი ლაპარაკობდა მასზე,იმდენად ბევრი რომ შეუძლებელი იყო არ მომესმინა!ახლა კი როცა დაიკმაყოფილე შენი ინტერესი დაიძინე ,გთხოვ!
-იცი ხომ როგორ მშველის როცა საჭირო ინფორმაციას მაწვდი-ისევ აკოცა თვალები დახუჭა და მის მკლავებში მოქცეულმა ტკბილად დაიძინა.
.....
პრემიერამ ორმაგი წარმატებით ჩაიარა. უკვე ის ეიფორია აღარ ჰქონდა ,ღელვაც სხვაგვარი იყო . მთელი არსებით შეიჭრა როლში და ბოლომდე გადმოსცა ემოციები . დასასრულს პატარა გოგონამ საგრიმიოროში იების თაიგული შეუტანა. უკვირდა იმ დროს იების ნახვა. პაწაწინა ყვავილების კონები წრიულად ჩაელაგებინათ მრგვალ მუყაოს ბაბთებით შეკრულ ფორმაში და საოცარ სურნელს ავრცელებდნენ. ბარათი რომ დაინახა იფიქრა მორიგი თაყვანისმცემელი იქნება და არ წავიკითხავო,მაგრამ მაინც აიღო პაწაწინა ფურცელი სადაც დაბეჭდილი ლამაზი სიტყვების ნაცვლად ხელით მიწერილი რამდენიმე სიტყვა ეწერა. თვალები აემღვრა, წაკითხვა ვერ შეძლო,უბრალოდ თითები მოხვია თაიგულს და კიდევ ერთხელ შეიგრძნო სურნელი. როცა მზერა დაეწმინა ასოების გარჩევაც შეძლო“ია შენი ყავილია ციცქნა და ფაქიზი ,ჩემო „
როგორ შეეძლო რამდენიმე სიტყვას ყველაფერი ერთბაშად დაეფარა.მთელი დღის მიღებული ბედნიერება, სიხარული და ემოცია ერთიანად შეისრუტა და გააქრო. ახლა მხოლოდ მისი სიტყვები ტრიალებდა გონებაში,არ ფიქრობდა მათზე მხოლოდ ჩაესმოდა, წარმოიდგენდა მისი ბოხი ხმით ნათქვამ ამ სიტყვებს .
შემდეგ უბრალოდ წამოდგა, თაიგულისა და წერილის ამარა დატოვა იქაურობა. ისე გავიდა რომ ვერავინ შეამჩნია. იცოდა სად შეიძლება ყოფილიყო ,სწრაფად დაიძრა მანქანისკენ უნდა ჩქარა წასულიყო. გზაში შენიშნა ნადირაძის მანქანა , გასწრება არ გასჭირვებია. სესაფერისი ადგილიც იპოვა მანქანიდან გადავიდა და გაჩერებულს წინ გადაეღიბა. მინის მიღმა უყურებდა ,უბრალოდ იდგა და თვალს არ აშორებდა.
ზურა მიუახლოვდა ,მის წინ დადგა .ზემოდან დაჰყურებდა ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ურეაქციო გამომეტყველება მიეღო. მიას არ აინტერესებდა მისი ნაკვთები რას ეტყოდა,მხოლოდ მეტყველ თვალებს და გახშირებულ სუნთქვას უსმენდა .
ხელები წელზე შეუცურა. ფრთხილად მიეკრო დაჭიმულ სხეულზე და თავი მკერდზე მიადო. ყურში ჩაესმოდა მისი გულისცემა , თავად საერთოდ აღარ უფეთქავდა გული . რამდენიმე წამში მისი სუნთქვა თმაზე მოეფრქვია, შემდეგ ყელზე . ხელები ისე შემოხვია თითქოს არც ეხებოდა ,იმდენად მსუბუქი იყო მისი შეხება და ამავე დროს ყველაზე ძლიერი.
გონს სიცარიელემ მოიყვანა,მთელი სხეული გაეყინა, აღარ ეხებოდნენ მხრებზე ნადირაზის მკლავები. არარ ესმდოა მისი გულისცემა, მხოლოდ ყრუდ ჩაესმოდა ჩამწყდარი ხრინწიანი ხმით ნათქვამი სიტყვები „მაპატიე ჩემო“ ...არსად იყო, სიცარიელე მხოლოდ რომელიც ნელ-ნელა შთანთქავდა ყიფიანს.
მთელი სიჩქარით მიდიოდა, უნდოდა ყველაფერს გაქცეოდა. უნდოდა შორს ყოფილიყო,საკუთარი თავისგან შორს ,მაგრამ არ შეეძლო.როგორ შეძლებდა საკუთარი თავის კლანჭებიდან დაღწევას. უნდოდა დაბრუნებულიყო მთელი ძალით მოხვეოდა ციცქნას, ისე ძლიერ რომ ბოლომდე შეესრუტა. მერე მანამ დაეკოცნა მისი ლამაზი სახე სანამ ძალა არ გამოეცლებოდა... მთელი სხეული ეწვოდა, ხელები ექავებოდა ყველაზე დიდი სურვილი ჰქონდა ისეთი როგორიც არასდროს. ღრიალებდა, ბოლო ხმაზე ღრიალებდა და საჭეს მუშტებს უშენდა. მერე მანქანიდან გადავიდა ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მუშტები დასცხრო ეზოში აღმართულ უზარმაზარ ხეს. მანამ ურტყავდა სანამ ხე მისი სისხლით არ შეიღება .ტკივილმა წაიღო სურვილი,შთანთქა და აუტანელი,უფრო მტკივნეული შვება მოჰგვარა.
............
მშვიდად მიაბიჯებდა...
დასასრულს უახლოვდებოდა ,ყოველი ნაბიჯით ზღვარს სცდებოდა და დასასრულამდე სულ ცოტაღა რჩებოდა
შეკრული ხელები ოდნაავ აამოძრავა ,მაჯებზე მჭიდროდ უჭერდა ბორკილები. ორ ბიჭს ხელი ჰქონდა ჩავლებული დანარჩენები უკან მიჰყვებოდნენ . თავდახრილი მიდიოდა, ყველანი ჩუმად იყვნენ ბოლოს მოჰბეზრდა და ღიღინი დაიწყო მაშინვე ჰკრეს ხელი. გაიცინა და ბიჭებს ისე ახედა ქვემოდან ღიღინი არ შეუწყვიტავს. ისევ გაჩუმდნენ ბიჭები
შეპყრობილი ჰყავდათ ზურა ნადირაძე ,მაგრამ თავად უფრო ჰგავდნენ ტყვეებს . ისე იყურებოდნენ ირგვლივ ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე თავდასხმას ელოდნენ, ბევრი სმენოდათ და შიშის მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ. ზურა კი მშვიდად მიაბიჯებდა და ისევ ღიღინებდა .
გრძელი გზის შემდეგ სახლთან შეჩერდნენ. იქ კიდევ რამდენიმე შეიარაღებული კაცი იდგა , წინ წავიდნენ და ახლა უკვე შუაში მოიქციეს დაკავებული.
სახლში ერთი გრძელი დერეფანი გაიარეს, კიბეს ჩაუყვნენ და სარდაფში შეაღწიეს. მაშინვე ასწია თავი როგორც კი გაჩერდნენ და არც კი მიუხედავს ირგვლივ პირდაპირ შუახნის ჭაღარა კაცს მიაპყრო მზერა
-ლამის შემეშინდა ... რომ არ გამოჩნდი ამდენ ხანს ვიფიქრე ვინმე უცხოს ხელში ჩავვარდი-თქო ...ცოტა ავღელდი კიდეც
-იმდენჯერ გამექეცი არც კი მჯერა რომ ხელში მყავხარ...ახლავე დააბით- უცებ გასცა ბრძანება,აშკარად ბედნიერი იყო .თვალები უელავდა ...ბიჭები წამით შეყოვნდნე ზურამ წინ გაიხედა უზარმაზარ სქელ რკინაზე ჩამოკიდებულ ჯაჭვებს რომ შეხედა სიცილი დაიწყო
-არ მეგონა ასე თუ გეშინოდა ჩემი...ამირანის გაცოცხლებას აპირებ ჩემი დახმარებით? კლდე გვაკლია მხოლოდ ....კარგი რა მართლა?- უზარმაზარ ჯაჭვებზე რომ მიუმაგრეს ხელები სიცილი შეწყვიტა-ვერ ვიტან ამ პოზას ... რაცაა ისაა აბა ამდენ ლეკვთან ერთად უნდა ვისაუბროთ? მეგონა მხოლოდ მე და შენ გვქონდა საქმე
-ბოლოს მარტო რომ დავრჩით ცუდად მახსენდება ეგ მომენტი- სახეზე ჩამოისვა ხელი სადაც ნაიარევი აჩნდა - ამჯერად აღარ გაგიშვებ ასე რომ სულერთია ვინ რას მოისმენს !
-რა არასტანდრტული გატაცებები იცი ხოლმე ან ის მითხარი ჩემს ყვირილს გაიგებენ თუ ვერა...ან ის ხალხი არის ირგვლივ თუ არა. რით მაწამებ ეგ მაინც მითხარი შანთი, დანების ნაკრები შენი სამზარეულოდან თუ რამე ახალი და ინოვაციური გაქვს .... სულ აღარ შემიძლია დგომა მაღალი სკამი მაინც მომიტანეთ ჩამოვჯდები ცოტა ხანს
-ზუსტად ისე დაასრულებ სიცოცხლეს როგორც ჩემმა ერთადერთმა ვაჟმა ...
-ვაახ არ მითხრა რომ იმ ლეშში ამოიცანი რამე ... დავიჯერო მიხვდი რას ვუკეთებდი? არა თუ არ იცი ზუსტად დიდი სიამოვნებით გავიხსენებ თუმცა ისე ტირილს და მოთქმას ვერ დავიწყებ როგორც შენი ვაჟკაცი აკეთებდა- ეს რომ თქვა პირველი მუშტი მოხვდა. მერე კიდევ რამდენიმე და ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა. იქვე დააფურთხა და თავი მაღლა ასწია - წინას უკეთესი დარტყმა ჰქონდა სად წაიყვანეთ ის ბიჭი? ააა ხო გამახსენდა ჩემიანი არ იყო ეგ? ერთი შემოგხედო შენც ჩემთან ხო არ ხარ - თავი უკან გადასწია და ბიჭს დააკვირდა რომელიც უცებ გაშეშდა უკან მიიხედა და უფროსს შეშინებულმა გახედა
-ტყუილად ცდილობ ჩემს მოტყუებას...ყველა მათგანი გამოცდილი მყავს ... ჩემი ერთგულები არიან
-ერთგულებიიი კიდე გჯერა მაგის ? რამდენჯერ გიღალატეს ...ასე იცის როცა ბუნჩულა უფროსი ხარ ცოტა სტროგი უნდა იყო ტო...ვახ ჩემი კუჭის დაპატარავებას მიპირებ შვილო?- მუცელში რომ მოხვდა ხმა დაუწვრილდა -ესენი ახლა ერთმანეთს ჩაენაცვლებიან თუ რა სტრატეგიით მოქმედებ. შეიძლება ჩამეძინოს ისეთი მოწყენილობაა და კარგი იქნება წინასწარ რომ ვიცოდე რას გამოვტოვებ - ჯაჭვებს თითები შემოხვია და მთელი ძალით მოუჭირა თავი რომ შეეკავებინა.
კაცი არ ელაპააკებოდა იდგა და უყურებდა , პარალელურად ხელებით ანიშნებდა ბიჭებს და ისინიც იცვლებოდნენ თავიანთი იარაღებით.
-შენ რატო ხარ მანდ? დარტყმა ამათზე უარესი გაქ? - ერთ-ერთ ბიჭს ახედა ქვემოდან მანაც მაშინვე მოუქნია ხელი , საათს დახედა და თავი უკან გადასწია -გინდა მოგიყვე როგორ მოვკალი შენი შვილი? არ გაინტერესებს? ადექი და დაბრუნდი საქართველოში მეძებ და ცდილობ მომკლა არადა არც იცი წესიერად რის გამო და როგორ მოკვდა შენი ერთადერთი საყვარელი ბიჭუნა- მაშინვე გააჩერა ბიჭები კაცმა - ესენი გაუშვი და მოგიყვები დავიჯერო გინდა ყველამ გაიგოს როგორ ლაჩრულად მოკვდა ? -ლაპარაკობდა და თან თვალებში უყურებდა. იცოდა ყველას მას მიშტერებოდა,ყველას აინტერესებდა ბატონის ვაჟის სიკვდილის ნამდვილი ამბავი. თითები კიდევ უფრო ძლიერად შემოაჭდო ჯაჭვებს
-გისმენ !-იღრიალა კაცმა , მოთმინება ვეღარ შეინარჩუნა
-ერთიი ...ორიიი...სამიიი- უყურებდა კაცს და მშვიდად ითვლიდა შემდეგ მაღლა ასწია ტანი ჯაჭვები მკლავზე დაიხვია და სროლის ხმაც გაისმა. ტყვიების ზუზუნი და ყვირილი თანდათან უფრო ახლოვდებოდა. ერთ-ერთი მიუახლოვდა მაგრამ ჭერზე გადებულ რკინაზე იწვა უკვე და ბორკილებს იხსნიდა. წამში გაივსო ოთახი და ისე დაერივნენ ერთმანეთს ზურას მხოლოდ რამდენიმე ბიჭის მოგერიება დასჭირდა. ჭაღარას ვიღაც კაცი დაუდგა წინ იარაღი მიაბჯინა შუბლზე და მხოლოდ ის გაიგო როგორ დაუყვირა ერთ-ერთს ზურას გაჰყევიო. უკვე ეზოში იყო , ფეხი სტკიოდა და სირბილში ხელს უშლიდა, შემდეგ ტყვიის გასროლის ხმაც გაისმა და მხარში ტკივილი იგრძნო. წაბარბაცდა ,იარაღიდან გასროლა სცადა მაგრამ ტყვიები აღარ ეყო. მოწინაარმდეგე მარტივად იცავდა თავს. შემდეგ ხუთი ბიჭი აღმოჩნდ ამის ირგვლივ
-ვერ ვიტან იარაღს ! ამის დედას შევ*** რა დროულად მოხვედით ბიჭებო- უცებ მოიქნია იარაღი და ერთ-ერთს პირდაპირ სახეში მოუქნია -ვერ ვიტან უთანასწორო ბრძოლას ,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს არაფერი პირადული ბიჭებო- უცებ უთხრა უკვე ექვს მუტრუკს და თავი გვერდით გადახარა მზერა მოავლო საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ ბიჭებს იარაღებით ხელში.
მერე უბრალოდ მგლური მზერა მოავლო ყველას და ყველაფერი გაჩერდა, ადრენალინი რომელსაც აღმერთებდა...მხოლოდ ის და სხვა არაფერი . იმდენად ძლიერად გრძნობდა კაპილარებში მოძრავ იმპულსს ვერც კი მიხვდა როგორ დაეკარგა კონტროლი.
ხროვაში მოქცეული იდგა, ჩვეული ღიმილით და ანთებული მზერით უცნაური ხმა რომ გაისმა, ჰაერში ვიღაცამ სალტო გააკეთა ხიდან პირდაპირ მის წინ დაეშვა. თვალებგაფართოებულს სულ დაებინდა გონება პატარა სხეულში მია ყიფიანი რომ ამოიცნო
-ამის დედას შევე*** მოჩვენებები დამეწყო .... რა დროს ეს იყო თქვენი დედა მოვ***- ხმამაღლა თქვა და თვალი რომ მიადევნა ქარიშხალივით მოძრავ მიას რომლის ყველა სვლას ყვირილი და ძირს დანარცხებული ბიჭები ჰყვებოდნენ მიხვდა რომ ცხადი იყო-მოგკლაავ! -ერთი იღრიალა უცებ დაარტყა მიას წინ მდგომს და გოგო უკან გასწია - ნაბიჯი რომ გადმოდგა ნაწილებად დაგჭრი იცოდე არანორმალუროო შენ -ღრიალებდა და ახალი შემართებით ანარცხებდა ერთმანეთს ბიჭებს ,მერე მუშტი მოხვდა ვიღაცამ ზურგიდან რაღაც ჩაარტყა და შემდეგ რამდენიმე დარტყმაც მიიღო ,წაბარბაცდა ისევ
-მაპატიე ...მაპატიე მაგრამ ამჯერად ვერ დაგემორჩილები - ხმა გაიგო და მერე უზარმაზარი ჯოხი დაინახა,ზუსტად ის რკინის ბიტა წამის წინ რომ მოხვდა ახლა მიას ეჭირა ხელში და შოკში მყოფებს ისე ურტყავდა მეორედ მოქნევა აღარ სჭირდებოდა. რამდენიმე გონს მოვიდა და დარტყმა სცადა ,მოხერხებულად აიცდინა ,მაგრამ ბიტა წაართვეს სანამ დაარტყავდნენ ზურამ ისევ გვერდზე გასწია და თავად მოიგერია ყველა -მეზიზღებიან ქალზე მოძალადეები- სუნთქვააჩქარებულმა ამოთქვა სადღაც ბალახებში ჩავარდნილი იარაღი აიღო თვალისდახამხამებაში გასროლის ხმამ გაკვეთა ჰაერი და უკვე ყველანი მინდორზე იყვნენ ...ყვიროდნენ და ტკივილისკან იკლაკნებოდნენ.
კარში გამოსული რამდენიმე ბიჭი კიდევ რომ დაინახა ზურამ ბრაზი გააქრო და გეგმის შესრულება განაგრძო მიუხედავად ცვლილებისა. სწრაფად ჩაავლო ხელი მიას და ტყისკენ გაიქცა. წამში აღმოჩნდენ ხეებს შორის , სწრაფად მიდიოდა როგორც შეეძლო და უკან იხედებოდა. მერე რაღაც ორმოს მიუახლოვდნენ
-ჯანდაბა! ახლა აქ შენ როგორ გადაგიყვანო ისე რომ არაფერი იტკინო - კბილებში ცრიდა და გაბრაზებული უყურებდა სუნთქვააჩქარებულ ყიფიანს - ვერ ვიტან...როგორ მეზიზღება როცა გეგმებს მიშლიიი ! ერთი რაღაც გთხოვე და ისიც არ შეასრულე ბოლომდე ! არანორმალურო ...გადარეულო ....უჭკუო სულელო ბავშვო ! სად ...რას - სანამ ლაპარაკობდა მია პირდაპირ დაეშვა. რამდენჯერმე დატრიალდა ,მაგრამ საღ-სალამათებმა ჩააღწია და მთლიანად ტალახში ამოსვრილმა ამოხედა
-მოდიხარ თუ წუწუნს აგრძელებ !
ზურამ კიდე ერთხელ შეიკურთხა და თავადაც დაეშვა ქვემოთ. უცებ ჩაკიდა ხელი გოგოს და სადღაც სოროში შეიყვანა. პირზე ხელი ააფარა და სხეულზე მიიკრა. ნაბიჯების ხმა გაიგეს, ქვემოდან უყურებდნენ შეიარაღებულებს. რამდენიმე წუთში ყველა წავიდა ,მიამ ქვემოდან ახედა და წამწამები ააფახუნა
-ნუ მიყურბ ტყუილად -ხელს ისევ არ აშორებდა, თავად მიამ ჩაკიდა თითები და ტუჩები გაითავისუფლა. მერე ფეხისწვერებზე აიწია -ხმა არ გავიგო შენი მივდივართ ახლ...- სიტყვის თქმა არ დააცადა ისე დააცხრა ტუჩებზე ,მოწყურებული კოცნიდა .ნადირაძის ტორი რომ მოეხვია წამსვე ჩამოდნა და მოდუნდა. ისე უცებ მოშორდა ბიჭი და სადღაც წაათრია გააზრებაც ვერ მოასწრო. მიდიოდა და მიჰყავდა გოგოც. მია მის სისხლიან ხელს უყურებდა,მაგრამ ისეთი სიცქარით მიდიოდა ზურა გაჩერება და სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა. უყურებდა მის დაჭიმულ ყბებს, პროფილზეც კი ეტყობოდა როგორი აღელვებული და გაბრაზებული იყო. თვალებიცან ნაპერწკლებს ისროდა, ღრმად სუნთქავდა და მიუხედავად მრავალი ჭრილობისა სვლას არ ანელებდა. მია ფიქრობდა რომ ტყეში დაეხეტებოდნენ როცა ბუჩქებს შორის გაძვრა და პატარა ქოხი გამოჩნდა. კარი სწრაფად გააღო და შევიდა.
მია გაოგნებული იდგა შესასვლელში და უყურებდა ხის პაწაწინა ოთახს ერთი პატარა საწოლით, პატარა ხის მაგიდით რომელიც სავსე იყო სამედიცინო პრეპარატებით. კუთხეში რამდენიმე ჩანთა იდო სულ ეს იყო მთელი „სახლი“ . ნადირაძის შესვლა და კუთხეში დადებული პარკიდან ვისკის ამოღება ერთი იყო. სწრაფად მოხსნა თავი და მიიყუდა ,ნახევრამდე რომ დაცალა მერე მოიშორა სველ ტუჩებზე სისხლიანი ხელის გული გაისვა იმდენად სწრაფად რომ თიტქმის ვერ შეამჩნევდი მერე მიას მიაშტერდა. მისკენ ორ წუთში დაიძრა და ისე ჩააფრინდა მხრებში თითქოს მოკვლას უპირებდა
-როგორ გაბედე გოგო! როგორ მოხვედი იქ ... როგორ მომძებნე...მიპოვე და მითუმეტეს ჩაერიე ! როგორ იჩხუბე... ის შენ საწრთვნელი ბაზა ხო არ გეგონა შეიძლებოდა დაჭრილიყავი მოეკალი რომელიმეს ! მიპასუხე როგორ გაბედე ! რა გიტხარი მე ...რა გითხარი რააა არანორმალურო გოგო რა გითხარი ჭკვიანად იყავი-თქო ...დალოდება არ გთხოვე? რამდენიმე დღე ვეღარ მოითმინე? სვანეთში არ მიდიოდით ყველანი? აქ რა ჯანდაბა გინდაა რაააააააააააა -ნუ გეშინია ... კარგად ვარ საერთოდ არაფერი მტკივა და ახლა უკეთ ვარ შენს გვერდით მკვლელების გარემოცვაში ვიდრე შენგან შორს და მარტო ! - ნადირაძე სანამ მუშტებს უშენდა ხის კარს და ღრიალებდა მოგუდული ხმით ,მის მკლავებს შორის ხელები აასრიალა და თითები სახეზე ჩამოუსვა - არაადამიანურად მეტკინა ... მეგონა მოვკვდებოდი ...ვერ წავედი
-შენი ხმა არ გავიგო! დაჯექი მანდ და ჩუმად იყავი თუ გინდა ოდესმე დავივიწყო ეს ამბავი!- უცებ მოშორდა საწოლზე დაჯდა პერანგი ტანზე შემოიხია და იატაკზე მოისროლა. ხელები გაიწმინდა მერე მხარზე არსებულ ჭრილობას დახედა
-დაგეხმარები...
-არ მოხვიდე ! აქ რო ხარ და ამას უყურებ ისიც მყოფნის გასაგიჟებლად ჭრილობები არ გაკერინო - უცებ მიაყარა და ისე ახედა მია მაშინვე გაჩერდა.იქვე კუთხეში იატაკზე დაჯდა .უყურებდა როგორ იკერავდა საკუთარი ხელით ჭრილობას, მის დაცვარულ სახეს აკვირდებოდა შემხმარ სისხლთან ერთად ოფლის წვეთები რომ აჩნდა და გული ეწურებოდა. უნდოდა მისულიყო და სათითაოდ გაეწმინდა ყველა ჭრილობა მერე მთელი სახე დაეკოცნა და მაგრად მოხვეოდა... ზურა სახეზე არსებულ ჭრილობებს წმენდდა სახეზე სისველე რომ იგრძნო.გვიან გაიაზრა რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში უხმოდ სდიოდა ცრემლები. სწრაფად შეიმშრალა სახე და ზურას გახედა.ისიც უყურებდა. საწოლს ეყრდნობოდა ერთი ხელით და ჩაწითლებული თვალებით უცქერდა კუთხეში მჯდომ გოგოს. -შეგიძლია მოხვიდე -ჩუმად უთხრა და თავი გვერდით გადახარა. მია წამსვე მასთან გაჩნდა და მოეხვია. მის მუხლებზე იჯდა, ფეხები წელზე ჰქონდა მოხვეული, ხელები მხრებზე ,თავი მის ყელში ჰქონდა ჩამალული და კოცნიდა . ერთი ხელი მოხვია ზურამ , მის თმაში ჩაფლო სახე და სურნელი ღრმად შეიგრძნო.
დიდხანს ისხდნენ ასე ჩახუტებულები. ერთმანეთით ტკბებოდნენ, სიტყვები საჭიროა რ იყო იმ წამს და არც საუბრის ძალა ჰქონდათ. შემდეგ ისევ ზურა მოშორდა, უკვე სიბნელე იყო, ფიცრებს შორის მხოლოდ სიცივე აღწევდა . ფრთხილად დასვა საწოლზე მია , ნელა წამოდგა და ჩანთიდან რაღაც-რაღაცეების ამოლაგება დაიწყო. ნაგავი ერთად ჩაყარა, სანთელი აანთო და გვერდით მიუჯდა მიას .ისევ მუხლებზე დაისვა და საფეთქელზე აკოცა
-ჭამე ... ალბათ ცუდად ხარ- ჩუმად უთხრა და თავზე აკოცა .ლოყით დაეყრდნო ,მერე ისევ აკოცა და მკლავი ისე შემოხვია რომ პატარა ბეღურასავით ჩანდა მია -ენერგია გჭირდება
-ნუ მექცევი ასე ,გთხოვ
-მაპატიე...ვიცი ,ვიცი პატარავ ბევრი ვეცადე არასწორადაც კი მოვიქეცი...ისე როგორც არასდროს გავაკეთებდი ,მაგრამ მაინც ვერ დაგიცავი . მაინც საფრთხე შეგიქმენი მე..
-გეყოფა! აი ზუსტად ასე მოქცევა არ მინდა ... ბავშვივით მექცევი,უსუსური არსება მგონია თავი რომელსაც არაფერი შეუძლია გაიგე რომ არ მჭირდება შენი დაცვა...მხოლოდ შენ მჭირდები ! შენ და სხვა არაფერი !
-არ გესმის...გგონია ხუთი ბიჭი რადგან მოიშორე ,მათი დაბნეულობით ისარგებლე ტანმოვარჯიშეს ორი სალტო გამოიყენე და ბიტა მოიქნიე ყველაფერს გაუმკლავდები? არც ეს უნდა დამეშვა ამ ამბავში არ უნდ აგახვეულიყავი და იქ იმათ არ უნდა დაპირისპირებოდი
-ისიც დაამატე რა ქალის საქმეა ჩხუბი ... არც ვაპირებ დავდგე და ვიღაცეებს მოვსცხო შენ გამო. უბრალოდ სიტუაცია იყო მაშინ და გამოვიყენე
-გამოიყენა გოგომ...მეტჯერ აღარ გამოიყენებ
-რა კიდევ ბევრი მტერი გყავს?
-დასრულდა! დღეს ორი კურდღელი დავიჭირე ერთად...თუმცა ერთი ავაზა ჩამიდა შუაში და შეიძლება მადლობასაც ელოდება რომ დამიცვა
-რადგან ხუმრობის ხასიათზე მოხვედი ე.ი აღარ ბრაზობ
-უცებ აენთო თვალები ავაზას...მგონი ახლა ისევ გააკეთებს კარატეს რომელიმე ილეთს და საწოლზე დამცემს
-ყოველთვის რატომ შეგიძლია დამცინო ... ირონიულო შენ! - გაბუტულმა გადაიჯვარედინა მკერდთან ხელები და ცხვირი მაღლა ასწია - ასეთ დროს როგორ შეგიძლია ასე მოიქცე
-ასე ძალიან გინდა სერიოზულად ვისაუბროთ?
-მინდა დღეს დასრულდეს ყველაფერი და მერე ჩემთან იყო დაშორებების და ჩემი დაცვის მცდელობების გარეშე
-პატარა ბავშვი ხარ და ვერ ხვდები ...რა გიყო აღარ ვიცი უკვე .სიმართლის მოსასმენად და ჩემს გასაცნობად მზად თუ ხარ ეგეც არ ვიცი ...ყველაფერი ამირიე და იმიტომ! არ დამაცადე და ახლა აღარ ვიცი რა გავაკეთო
-საერთოდ არ მჭირდება სიმართლე ...არაფერი მაინტერესებს მე როგორსაც გხედავ ესეც მყოფნის .იქ სადაც არ ვყოფილვარ ,დროს როცა არ გიცნობდი ჩვენს ურთიერთობაზე გავლენის მოხდენის უფლებას არ მივცემ !
-მე მჭირდება...ისე ვერაფერი დასრულდება და ვერაფერი დაიწყება თუ ყველაფერი არ გითხარი ! მიხარია და ვიცი რომ არ გაინტერესებს , ვერ ვიგებ რატომ მენდობი მაგრამ მომწონს ეს და ყველაფრის მიუხედავად მჭირდება რომ მიცნობდე ,რადგან ჩემი წარსულის გარეშე ვერ ვიარსებებ ყველაფერს ვერ გავაქრობ
-ახლა მზად არ ხარ ? კიდევ გჭირდება დრო რომ დარწმუნე ღირს თუ არა
-მე მხოლოდ ის მაფიქრებს შენ ხარ თუ არა მზად ... მე დარწმუნება არ მჭირდება , შენში ისედაც დარწმუნებული ვარ
-ასე რომ მიყურებ და მელაპარაკები გული აღარ მიცემს ... აშკარად უხეში უფრო მაწყობდი - ჩუმად თქვა და მინაბულ ნადირაძეს აკოცა -მომიყევი ...მოგისმენ - სახეზე მოეფერა და ლოყაზე აკოცა ,შემდეგ ჭუბლი მიაბჯინა და ცხვირი გაუსვა კანზე - შენ თუ საჭიროდ თვლი ისე იყოს როგორც გსურს
-მე მსურდა რომ ერთ გოგოს ევახშმა ,მაგრამ ამის ნაცვლად მეჭიკჭიკება აქ
-ვივახშმოთ მაშინ
რამდენიმე წუთი ჩუმად იყვნენ . ივახშმეს, ძალა მოიკრიბეს და საწოლზე მიწვნენ. კედელს ეყრდნობოდა ზურგით ნადირაძე, მას კი მია .
-როგორი ვიყავი თინეიჯერობისას მშვენივრად მიხვდები და ამის მოყოლა მაგრა მეზარება აზრი არ აქვს ... ჩემი ცხოვრების მთავარი ტკივილი ლიკუნაა ჩემი გოგო ,ჩემია ნგელოზი ლიკუნა რომელიც როგორც შენ ფიქრობ ჩემი საცოლე ან შეყვარებული არ ყოფილა. ბიძაშვილი იყო რომელთან ერთადაც ვზირდებოდი , ყველაფერი იყო ჩემთვის წამალი იყო რომელიც ჩემს სულს იხსნიდა ბოროტებისგან . ანგელოზი რომელიც მუდამ მაჩერებდა ზღვარზე რაიმე საშინელი რომ არ ჩამედინა... ყველაფერი იყო ლიკუნა . მე კი დავკარგე... ვერ დავიცავი ყველაზე დიდი საფრთხე რომ გამოუჩნდა მაშინ ვერ დავინახე და დავკარგე. მეგონა უყვარდა...მეგონა ბედნიერება იპოვა და გავუშვი . არ ჩავერიე და წავედი მხოლოდ ქორწილში ჩამოვედი. ბედნეირები ჩანდნენ, ლიკუნა ანათებდა უხაროდა თავისი მეამიტი გონებით ფიქრობდა რომ ყველაზე კარგი ბიჭი იპოვა და შეიყვარა. მერე ისევ წავედი ქვეყნიდან. შორიდან ვგებულობდი მის ამბებს , საუბრებს და მიმოწერას ვჯერდებოდი არასდროს მინახავს სახლში როგორ იყვნენ , არ ჩავრეულვარ მათ ურთიერთობაში რადგან მიმაჩნდა რომ უკვე ქმარს უნდა ეზრუნა მასზე მას უნდა დაეცვა და ჩემი ჩარევა ზედმეტი იქნებოდა, უადგილო და მიუღებელიც კი . ერთხელ დავიხიე უკან,არ ჩავერიე და სწორედ მაშინ დავუშვი შეცდომა. ლიკუნა უკანაკსნელი ნაბიჭვრის ხელში ჩავაგდე ისე რომ აზრზე არ ვიყავი სანამ ერთ დღეს არ დამირეკა და დახმარება მთხოვა...ისეთი ხმა ჰქონდა ლამის შევიშალე ყველაფერი ვიფიქრე სანამ მათ სახლამდე მივაღწიე კარი რომ გავაღე და შევედი საძინებელში დამხვდა.იატაკზე იწვა ... სახე სულ სისხლში ჰქონდა მია იცი როგორ იყო ნაწამები? ცემა არ იყო წამება იყო ავადმყოფის მიერ იყო ნაწამები საკუთარ სისხლში ცურავდა... მე ვერ მივუსწარი ვერც მივხვდი ვერაფერი გავიგე ,ვერაფერი გავაკეთე საერთოდ ვერაფერ ბოლო სიტყვებიც კი ვერ გავიგე...მისი მზერაც ვერ ვიგრძენი ვერაფერი ...მხოლოდ თბილ სხეულს ვეხებოდი და მის სისხლს ვუყურებდი იმ ქალს რომელსაც მთელი ცხოვრება ფაიფურის თოჯინასავით ვექცეოდი ვისი ცრემლების გამოც ნებისმიერს ცემაში სულს ვხდიდი ბოლოს მე მოვკალი... ჩემი ბრალი იყო მე უნდა დამეცვა და იმედები გავუცრუე მივატოვე სიკვდილს ხელებში ჩავუგდე და არაფერი გავაკეთე თითიც არ გავანძრიე ვერთობოდი სანამ რამდენიმე თვე წამობდა ჩემი ანგელოზი . მისი სისხლი ჩემზეა... მისი სისხლი მამძიმებს და არა იმ ნაბიჭვრის რომელიც მოვკალი. ჩემი მშობლების სიკვდილი მამძმებს,ჩემ გამო რომ წავიდნენ იმ ქვეყნად ვეღარ გაუძლო მათმა გულმა ჩემ ცხოვრებას...ასეთი ვარ მე ერთადერთი რომელიც მიყვარს ,საკუთარ თავს მირჩევნია და ისევ ვერაფერი ვავნე დათაა... სხვა ყველა ვინც მიყვარდა მე შემეწირა ჩემ გამო ... დათამ გამიძლო მხოლოდ .მის მართვას ვახერხებ და იმიტომ შენ კი ვერაფერს გიხერხებ ააღარ ვიცი როგორ დაგიცვა ნარკომანი, ავადმყოფი, ცივსისხლიანი ზურა ნადირაძისგან ისე რომ ჩემთან იყო და არაფერი გავნო ...სულ არ მეხმარები ,სულ არაა - მშვიდად ესაუბრებოდა სუნთქვაშეკრულ მიას ცოტა რომ აკლდა ცრემლებად დაღვრამდე ,თან ბრაზობდა, ერთი სული ჰქონდა როდის შეწყვეტდდა საუბარს ზურა.ბოლოს ვეღარ მოითმინდა, მოშორდა და მთელი ძალით მოუქნია ხელი ისე გაარტყა სახე მოეღრიცა ნადირაძეს მოულოდნელობისგან მოდუნებული სხეული გადაუქანდა
-ავადმყოფი ხარ შენ ზურა ნადირაძე....სულელი ,ყველაზე დიდი სულელი ვინც კი მინახავს შენ ყოფილხარ სულელი ბავშვი შენ და არა მე ! შენ არ გცოდნია ,შენ ვერ გაგიგია, შენ ... შენ როგორ იცხოვრე ამდენ ხანს ამ ფიქრებით როგორ სუნთქავ ამ აზრებით როგორ ...როგორ ფიქრი სულ არ შეგიძლია? და რა საერთოდ ასე აპირებ გაგრძელებას? მაშინ ახლავე მითხარი და ჩემი ხელით მოგკლავ შენთან არ დავრცები ...არც წასვლის უფლებას მოგცემ და პირდაპირ წაგაცლი მაგ უტვინო თავს -ბობოქრობდა არც კი ფიქრობდა სიტყვებზე დაგროვილ ემოციას ანთხევდა
-მია მე ... ხომ ხედავ ვცდებოდი თურმე იმაზე დიდი მნშვნელობა ჰქონია სიმართლეს ვიდრე ამბობდი . აქამდე მაინც მეთქვა ყველაფერი თავიდანვე შემიძულებდი და
-ღმერთო არ მჯერა ...არა ვერ ვიჯერებ მე შენ ყველაზე ჭკვიანი მგონიხარ და შენ იმასაც ვერ ხვდები რომ მე რა მაგიჟებს! შემომხედე ... შემომხედე ნადირაძე კარგად შემომხედე - ნიკაპზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა-ყველაზე სუსტი კაცი ყოფლხარ ნადირაძე შენ ! საკუთარი თავის ფასი არ იცი შენ...საკუთარი თავი არ გცონდია შენ ! თავს იტანჯავ...რისთვის იმისთვის რაშიც ბრალი არ გაქვს? იმისთვის რაც შენს ძალებს აღემატებოდა? ვისი სისხლია შენზე ,რის გამო იტანჯავ საკუთარ თავს ეს ენდომებოდა ლიკუნას? შენი აზრით ახლა იქ მშვიდადაა როცა შენ საკუთარ თავს სულ ტყუილად იდანაშაულებ? შენი მშობლები? მათზე რას იტყვი ...იმის ნაცვლად რომ მყარად დადგე საკუთარ შექმნილ ჭობში იძირები? ყველას იშორებ ...ყველა საყავრელ ადამიანს გგონია მარტო თუ იქნები მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებ და სხვას არავის? დიდი ბოდიში ბატონო ზურაბ მაგრამ უკვე მოგიწევს საკუთარ თავზე ზრუნვა დათაზე თუ არ ფიქრობ ჩემზ ეუნდა იფიქრო რამე რომ მოგივიდეს დღეიდან მარტომ რომ განაგრძო შენი გეგმების დასახვა პრობლემის დროს და მერე რამე შეგემთხვას გეფიცები გავგიჟდები...
-მია ... არ შემიძლია ვერ გაიგებ შენ
-არ მაინტერესებს ! გინდა რომ კარგად ვიყო? გინდა მშვიდად ვიგრძნო თავი და ცხოვრება არ დამენგრეს? მაშინ უბრალოდ კარგად იყავი ჩემს გვერდით და თავს გაუფრთხილდი,რადგან შენს გარეშე ურალოდ გავნადგურდები ! ნუ მიყურებ ასე ...საერთოდ ნუ მიახლოვდებ ნეტავ იცოდე ახლა როგორ ვბრაზობ შენზე - ზურამ ხელები რომ მოხვია უცებ იქცა პატარა გოგოდ იმ მძვინვარე ამორძალისგან და ქვემოდან ახედა ნადირაძეს, რომელიც ჩაწითლებული თვალებით უყურებდა გრძნობების ზღვა ჩანდა მის მზერაში შეუძლებელი იყო სიტყვებით ამის გადმოცემა. არც უცდია...საერთოდ არაფერი უთქვამს ,მიაც გაიტრუნა უბრალოდ კოცნიდა და ხელებს ძლიერად ხვევდა.
მთელი ღამე ლაპარაკობდნენ ისეთ თემებზე რაც ორივეს აინტერესებდა. ის ღამე დასასრულიც იყო და დასაწყისიც ერთდროულად.
დილის სიჩუმეში ნაბიჯების ხმა გაისმა. ზურამ მძინარე მიას დახედა და იარაღი გადატენა. კარის წინ დადგა და გასროლისთვის მოემზადა დათა რომ შერჩა ხელში. ისეთი თვალებით უყურებდა ანდრონიკაშვილი იარაღიც გალღვა მგონი. ისე უცებ ჩაავლო ხელი და გააგდო გარეთ წონასწორობა ვერ დაიცვა და ბალახზე მოჯდა
-რა ჯანდაბაა - ჩუმად შეუღრინა გააფთრებულ ძმაკაცს მიას გაღვიძება არ უნდოდა
-ოხ შენი გამოს**ებული ...წამოეთრიე ისეთ ადგილას მია რო არ გავაღვიძო - ისევ ჩაავლო ხელი და სულ სირბილით გააქცია ტყის მეორე ნაწილისკენ
-რა ბავშვივით მიმარბენინებ შე ჩემისა რამე სიზმარი ნახე ამ დილას და აქ ამოდი?
-არ გაბედო გაცინება და ჩენი სულელური ხუმრობა არ გამაგონო თორე მოგკლავ ნადირაძე! როგორ გააკეთე...ხო გითხარი მარტო ნუ წახვალ-თქო ის მაინც გამაგებინე სად იქნები და როდის აპირებ ყველაფრის დასრულებასთქო ...შენი სიტყვა აღარ ფასობს ბიჭო თუ რა დედის ტყ***** როგორ გაბედე იმ ორ ნაბიჭვართან მარტო მისვლა იქედან რომ ვერ გამოგეღწია მერე?
-შენ რა იცი...
-დაიჭირეს... თურმე უთვალთვალებდნენ მაგათ და ელოდნენ როდის დაერეოდნენ ერთმანეთს
-ამის დედას შევ*** ახლა ციხეში არიან ტო? იმ ნაბიჭვარს კიდე არ აგებინა პასუხი ჩადენილისთვის?
-შუბლში ტყვია პასუხისგებაა შენი აზრით? მაშინ კი მკვდარია ის ... როგორ თქვი? ხელი არ შეუშალე გიგლას შურისძიებაში და კაცს არ შეეხე რომლის შვილმაც ლიკუნა მოკლა რადგან შენ პირადად მასთან არაფერი გესაქმებოდა.არაფეირ იყო რომ გაწამა და შენი მოკვლა უნდოდა
-მაგაზე ვისაუბრეთ მე და შენ. წარმოიდგინე ჩემ მაგივრად ვინმე სხვას რომ მოეკლა ლიკუნას მკვლელი...ყველას სხვადასხვა ადამიანის ხელით უწერია სიკვდილი. იმედია ერთად დაიწვებიან ჯოჯოხეთში მამა-შვილი სანამ მეც მათთან მივალ. ანუ მხოლოდ გიგლა დაიჭირეს?
-ხო ...ჩაჯდა .კადრებს ვუყურე ძალიან სვდიად მიდიოდა ისეთი კმაყოფილი სახე ჰქონდა თითქოს ციხეში კი არა ჰავაიზე მიდიოდა. შენ მაინც როგორ გააკეთე ეს საიდან დაუკავშირდი გიგლას
-მე? მე არსაიდან! გიგლამ უბრალოდ იცოდა აქ რომ იქნებოდნენ მე მხოლოდ დრო შევარჩიე სწორად. ხომ იცი მათემატიკა მიყვარს გამოთვლები გავაკეთე და მართალია რამდენიმე ზედმეტი მომხვდა მუშტი ,მაგრამ მაინც დროულად მოვიდნენ
-და შენი იქ ყოფნა ვერავინ გაიგო?
-არავინ იტყვის რადგან ჩემთან საქმე არ აქვთ ... გიგლას არ გაუჭირდება იმის გაგება რომ მე არ ვარ ჩამშვები ! იცის ჩემი წესები შენ ის მითხარი მია როგორ აღმოჩნდა ჩემთან
-აზრზე არ ვარ! სვანეთში რომ ავედით და მიშოც მოვიდა მანქანიდან რომ ა რგადმოვიდა და ვიკითხე სადაათქო ისეთი წაშლილი სახე ჰქონდა ლამის გული გამისკდა. „იქ სადაც საჭიროა“ მხოლოდ ეს მითხრა ბატონმა ყიფიანმა და სახლში შევიდა. ასე ახლოს როგორ გაჩერდი რომ ეპოვეთ მერე? მაშინ რომ წახვედი აქ იყავი?
-გაქცეულს ყოველთვის შორს ეძებენ,მარტივი ლოგიკაა!
-ბიჭები რატომ არ წამოიყვანე
-შეიძლებოდა გართულებულიყო სიტუაცია და ჩემ გამო მათი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო...როგორ კითხვებს მისვამ ხოლმე დათიკო თან რა სიფათით და ტონალობით მებაზრები შე ჩემა არ გრცხვენია? ადრე რო მნახავდი მეხვეოდი და ახლა მეჩხუბები? გულს მტკენ დათიკო ,ნუთუ მარიამის გამოჩენამ ასე გაგიცივა გრძNობები ჩემს მიმართ
-რა *ლე ხარ შე არანორმალურო - ანდრონიკაშვილმა ძლივს შეიკავა თავი რომ არ გაცინებოდა. მერე ნადირაძემ მოსდო მხარზე ტორი და მაგრად მოეხვია . ისე როგორც იცოდნენ
-დათიკოოო...-თმა აუჩეჩა და თავზე აკოცა- ჰე წავედით ახლა... დროულად მოხვედი ,მანქანა მაინც არ მყავდა
-იცოდი რომ მოვიდოდი?
-ჩხუბს არ ველოდი...იმედები გამიცრუე
-ერთხელ გაყვანას ვეღარ მოვახერხებ მკვდარი დამხვდები და მერე მოისვენებ.
-ერთხელაც აღარ იქნება ,მორჩა დათუნა მორჩააა - ხელები გაშალა მაღლა და გაიკრიჭა .მერე სახლთან მდგომ მიასკენ ისე სწრაფად წავიდა გოგო გონს ვერ მოვიდა. ხელში ასწია და ტუჩებზე დააცხრა-დილამშვიდობისა ციცქნა - გაკრეჭილმა უთხრა ისე რომ ამოსუნთქვა არ აცადა თვალებგაფათოებულ ყიფიანს - მოგვაკითხა გადამყვანმა შეგვიძლია წავიდეთ
-შენ ..>შენ ეს ასე უცებ
-ვამპირი ვარ...ჩშ არ უთხრა იმას ციცქნა.ვუმალავ მთელი ბავშვობაა. მე მარტო შენი კბენა მინდა- ყურჩი ჩასჩურჩულა და ნიჟარაზე უკბინა
-რა...კი მაგრამ აუუუუ ზურაა
-ჩშშ ციცქნა რა დღეში ხარ? - უცებ ამოსდო ხელი მუხლებ ქვეშ და უფრო კომფორტულად დაიჭირა-დათიკო მე დაკავებული მაქ ხელი და ხომ მიხედავ სახლს? - ბიჭს გასძახა რომელიც გაბადრული უყურებდათ და სწრაფად წავიდა წინ
-ვაიმე... ვაიმე დამსვი დამსვი ახლავე - გონს გვიან მოეგო და უცებ დასცხო ხელები მხრებზე- დამსვი ზურა არ გესმის?
-რა ხდება...არ მოგწონს ასე? დაიღლები ჩასვლამდე ცუდი გზაა ძალიან
-რა მოწონებაზე მელაპარაკები არანორმალურო? ველურო, ცხოვრელი ...გორილა ტკივილს ვერ გრძნობ? ნაკერი გაქვს ხელზე როგორ შეგიძლია..როგორ შეიძლება
-ჩემი ციცქნაო ჩემზე ზედმეტად ღელავსოოო ...საერთოდ არ მტკივა ნუ თუ ერთს მაკოცებ უარს არ გეტყვი
-არანორმალურო დამსვი ახლავე იცოდე რამეს გატკენ ნუ მაიძულებ
-ჰმ! როგორ გამიბლატავდა... გითხარი მე შენ ტანვარჯიშის ილეთები არ გიშველის-მეთქი !- ხელები უფრო მჭიდროდ შემოხვია სხეულზე და ცხვირზე აკოცა- გაიყუჩე ციცქნა და დატკბი სულ კი არ მომინდება შენი ხელში აყვანა...
-დამპალო!
-ციცქნაა ,ცუდი ციცქნა... -სიცილით გადააქნია თავი და ახლა ლოყაზე უკბინა
დათა უკან მიჰყვებოდათ . უბრალოდ უყურებდა წყვილს და სხვა არაფერი სჭირდებოდა.
იქედან როგორც კი გააღწიეს მანქანაში ჩასხდნენ, ანდრონიკაშვილმა სწრაფად მოსწყვიტა მანქანა ადგილს და დედაქალაქისკენ გახარებული დაიძრა.
……..
მიამ განაცხადა ზურასთან მოვდივარო და დათამაც ნადირაძის სახლისკენ აიღო გეზი. მანქანა ჭიშკართან გააჩერა და უკან მსხდომებს გახედა. ზურამ ყველაფერი აიღო და მანქანიდან გადავიდა
-არ მოდიხარ?
-როდის იყო გჭირდებოდი... მარტო გიყვარს შენ საქმის კეთება . ყიფიანთან მუშტიკრივს არ გირჩევ , არ დაგინდობს და მოგერევა იცოდე- თვალი ჩაუკრა მანქანის კარი ჩაკეტა სანამ ზურა შეუხტებოდა და გადაათრევდა გაიცინა და სწრაფად მოსწყდა ადგილს. ზურა წარბებშეკრული უყურებდა მიმავალ მანქანას მერე უკნიდან ფხუკუნის და შემდეგ კისკისის ხმა მოესმა და შებრუნდა
-სასაცილოს რას ხედავ ციცქნა?
-ასე წავიდეთ და უკვე ნაცემს რომ დაგინახავს აღარ დაგარტყავს... არ უყვარს მამიკო დაჭრილ არწივს არასდროს დაარტყავს -სიცილით უთხრა ძლივს უყრიდა ტუჩებს თავს ,მაგრამ მაინც არ გამოსდიოდა . ზურამ ერთ ნაბიჯში მოხვია ხელი მხარზე გადაიდო და ბარგთან ერთად წაიღო სახლისკენ. -ცხოველო! ველურო ... ჩემი საჯდომის ყურება თუ გინდოდა სხვანაირად არ შეგეძლო? გორილა... - ჯუჯღუნიც არ გამოსდიოდა ისევ ეცინებოდა -აქედან შენი საჯდომიც კარგად გამოიყურება ხომ იცი- ისე გასწია ხელი საჯდომამდე რომ მიეღწია ხელი და მთელი ძალით მოქნეული თითები მიარტყა ნადირაძის უკანალს . წამსვე დაიგმინა ბიჭმა და შედგა
-არანორმალურო...თხა ... ქაჯი ეს ! ცუდი ციციქნა ტუტუცი ციცქნა .სამაგიეროს გადახდის ღირსი ხარ
-ეგღა მაკლია ახლა შენი მოქნეული ტორით გავილურჯო
-ეგღა მაკლია ასე მარტივად გაგისწორდე - უცებ გააჩერა და თან სახლში შეაბიჯა
-ჰმ...უკვე შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს
-სულელი ბავშვი- ზურამ ხარხარი დაიწყო მიას ტონალობა რომ გაიგო . კიბეზე სირბილით ავიდა და მიას კივილიც წამსვე გაისმა
-ვაიმეე თავიიი...ტვინისშერყევა მექნება იდიოტოოო რანაირი ადამიანი ხარ გუშინ გკლავდნენ და დღეს ცოტა ინერვიულე მაინც ვაიმეეე თავბრუმეხვევა...იატაკზე ვარ თუ დავფრინავ- რომ დასვა ძირს თვალები დახუჭა და წაბარბაცდა- ცუდო შენ !
-გუშინდელ დღეს ვივიწყებთ ჩემო ჭირვეულო ქალბატონო...- ხელები მოხვია და საწოლზე დააჯინა- ცუდად ხო არ ხარ ციცქნა? გაკოცო და გაგივლის- ნაზად აკოცა ლოყაზე
-სჯობს საკუთარ თავს მიხედო... დავისვენებ მე მარტოც- ფეხსაცმელი გაიხადა და საწოლზე აბობღდა. ბალიში ამოაძვრინა ხელები მოხვია და თვაელბი დახუჭა
-კნუტი ხარ პატარა ,პაწაწინა კნუტი - ისეთი თბილი ხმა ჰქონდა სიტყვა ვერ თქვა მიამ. გაბადრული უყურებდა მხოლოდ.
ზურამ თავისმოწესრიგებას საკმაოდ დიდი დრო მოანდომა. არც ისე მარტივი იყო დაღლილობის გაქრობა. სუფთა ტანსაცმლით მიუწვა გვერდით მიას
-შენ არ იბანავებ ციცქნა?
-აქედან შენი მაისურით რომ წავიდე მეეჭვება მიშო ყიფიანმა სახლის სიახლოეს გამატაროს...
-სვანეთში არიან ამიტომ მშვიდად შეგიძლია იტანტალო ჩემი მაისურით ... მოიშორე ეს მტვრიანი მოსაცმელი ... ჩემი კარატისტი გოგო - ბოლოს მაინც ჩაიქირქილა და მიიღო კიდეც საკადრისი პასუხი.-კარგი ნუ იკაწრები კნუტო ბრჭყალები არ მოგტყდეს- ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა - ქვევით ვიქნები მე რამეს მოვამზადებ თორემ მთელი დღეა არაფერი გჭამია მოზარდს კარგი კვება გჭირდება
სამზარეულოში იყო მია რომ მიეპარა და ზურგიდან მოეხვია . იცინოდნენ და არ იცოდნენ რატომ. უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს და იღიმოდნენ. საუზმის შემდეგ მისაღებში დასვა მია და წინ ჩამოუჯდა
-ამჯერად რა უნდა მითხრა
-მოთმენის უნარით არ გამოვირჩევი ამიტომ მინდა დღესვე წავიდეთ სვანეთში
-ყველანი იქ არიან...შენ ხო არ გიყვარს ხალხმრავლობაში ყოფნა
-იმდენ რამეს ვთმობ და შენი ოჯახისწევრების გვერდით ყოფნა ყველაზე მარტივი ამოცანაა...შენმა უკაცრავად და გიჟმა მამიკომ თუ არ გაჭედა ! მაგრად არ ვევასები... მე და შენ გოგო არ გვეყოლება !
-რა? რა შუაში იყო ან რატო არ გვეყოლება ვითომ! ვინ მოგყვება საერთოდ მოუნდა ბიჭები
-კაი ტო ღადაობ? ხო უნდა მოვკლა ვიღაც ხელი რო დააკაროს... გათხოვებაზე ხო ვაფშე ნუ თუ ჩვენთან მოიყვანს სიძეს...მარა რა ჩვენთან ჩასიძებული მინდა ახლა ....რამდნეი მიზეზია ხედავ? გოგო არ გვინდა
-ნორმალური რომ არ ხარ მითქვამს ხომ? ასე კარგად თუ გესმის მამაჩემის ერთნაირი არანორმალურები კი ხართ სულ ნუ მეკარები ყოველ წუთას რომ მკოცნი და მიფათურებ მაგ ტორებს
-აუუ მაგრა ვჭედავ ასე პატარა ბავშივით რო ბუტბუტებ და წარბებს ჭმუხნი . მგონია რო ადგები კედელთან მიხვალ და ფეხების ბაკუნს დაიწყებ...ტუჩებს გაბზიკავ ხელებს გადაიჯვარედინებ და ხმას არ გამცემ - მისკენ მიიწია დივანს დაეყრდნო ისე რომ ხელებსშორის მოიქცია მია ...-საოცრება ხარ შენ - ჩუმად უთხრა და ტუჩებზე ფრთხილად შეეხო ისე ნელა კოცნიდა და ამავე დროს ვნებიანად მიას ჩუმი კვნესა წასკდა. -მივდივართ სვანეთში ხოოო
-აჰაამ- ამოილუღლუღა გაუაზრებლად და ქვედა ტუჩზე აკოცა -მოიცა რა არა ...აუუ ზურაა
-კიო მითხარი ანუ მივდივართ!
-ახლა რა ასე უნდა დამარწმუნო?
-დემოკრატი ბიჭი ვხდები ...ჩემი ტუჩები არასრულებენ დემოკრატიის კანონებს- კარგი ორატორივით ხმამაღლა განაცხადა და ჩანთას მოკიდა ხელი-წავედით
-ჩანთა როდისღა გაამზადე
-მზად მაქ მე სულ ერთი ჩემოდანი ...
მთელი გზა არ გაჩუმებულა ყიფიანი. ორი ენერგოვამპირი რომ ერთმანეთს შეხვდება რა მოასვენებდათ. სიმღერას რომ აყვა ზურა მხოლოდ მაშინ გაჩუმდა და განაბული უსმენდა. შემდეგ უფრო გახალისდა ქალბატონი ეს ფაქტი რომ შენიშნა და გაკეკლუცდა ზურა კი იცინოდა ნუ აგივარდება თავშიო ,მაგრამ ვინღა გააჩერებდა.
უკვე ღამე იყო სახლთან რომ გაჩერდნენ. ეზო მანქანებით იყო სავსე , სახლი მთლიანად განათებული იყო, ეზოც და ხმაური ისმოდა.
-ხო არ ჯობდა ჯერ ხელი მოგვეწერა და მერე მოვსულიყავით აქ?
-კაი რა წამოდი... მონსტრი კი არაა. გეყოს ეს თამაში ეშინია ახლა თითქოს
-ნუ ჯუჯღუნებ გოგო არ შეიძლება მეშინოდეს?
-ხო და ტუჩებს ვერ კუმავ ისე გინდა გაცინება. როდის იყო რამეზე ღელავდი შენ ...ნუ მე არ ვითვლები- უცებ გაინაზა და გაიცინა
-მამიმუნი ციცქნა... ეშმაკუნა ციცქნა
სახლში შესვლამდე გაკრეჭილი კოცნიდა ყელში . მერე დამშვიდდა და ძალიან სერიოზული გამომეტყველებით დაიძრა მისაღებისკენ საიდანაც ხმაური ისმოდა. მია წინ წავიდა და პირველმა შეაბიჯა
-საღამომშვიდობის ოჯახოოო უჩემოდ რომ ერთობით არ გრცხვენიათ?
-მიაა მადლობა ღმერთს დაბრუნდი... როგორ ვინერვიულე - თათა გაექანა მაშინვე და მოეხვია - ყველა მამაშენს როგორ დაემსგავსეთ,სულ არ მეუბნებით არაფერს -ჩუმად უთხრა ,მაგრამ მაინც გაიგო ზურამ . მერე უცებ მოშორდა შვილს და ბიჭსაც თავად მიესალმა პირველი-როგორ ხარ ზურა?
-კარგად თავად?
-ორივეს რადგან გიყურებთ საღ-სალამათებს ..უკვე კარგად
-მგონი ახალი ოჯახისწევრი გვყავს უკვე... ყიფიანების ქალსაც გამოუჩნდა გულისსწორი-თორნიკე ამ შანსს როგორ გაუშვებდა, მიშოს თვალების ბრიალს გამოტოვებდა? - აჰ მიშიკო ხედავ? ჩვენ რო ვძმაკაცობთ სიძეებიც მეგობრები გაგვეჩითნენ... რა ბედის საჩუქარია ხედავ? სადაა ჩემი ოქროს სიძე ... ბაჯაღლო მარიამს ახლაც არ შორდება კაცო? - უცებ მიაყოლა სიე თითქოს არც არაფერი უთქვამს-აჰ მობაჯბაჯებს ჩემი გოგო და „ბიჭი“
-ზუუურ როგორ ხარ? მიაა- მარიამი მაშინვე ორივეს მოეხვია და გაბადრულ ნადირაძეს ხელიც მაშინვე მიეკრო მიცელზე-კარგადაა შენი ნათლული ნუ ღელავ ...მტკიცედ სდექ - ჩუმად უთხრა და გაიცინა
დათა ჩუმ ჩუმად იცინოდა ,ორივე სიძე სიმამრი მაიმუნები რომ არიან რა. მიუდგა გვერდით თორნიკეს და ორივე თვალებით წამწარებდნენ ძმაკაცებს.
-სიძე შენ უფრო ტაქტიანი გამოდექი ხედავ? - ჩუმად უთხრა და წარბები აწკიპა
-ხელი შემიწყო სასიმამრომ თორე რას გავხდებოდი
-ოხ ოხ ენაზეა მოკლედ წამობმული ! რით მოაწონე მარიამს თავი ის გაგებინა ნეტა...- უცებ აიბზუა ცხვირი თან ძლივს იკავებდა სიცილს. ნუ დათა ხო საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას და იკრიჭებოდა
-დაახლოებით ისე როგორც შენ ნუციკოს_თვალი ჩაუკრა მერე -მამიკო
ზურა ამ დროს ისევ ყიფიანების გარემოცვაში აღმოჩნდა. ცალკე საუბრები აღარ მიიჩნია საჭიროდ ამიტომ ხელი მოხვია წელზე მიას და იქ მყოფების ყურადღებაც მიიპყრო
-ბევრი საუბარი არცერთს გვიყვარს ...ყველანი გონიერი ადამიანები ვართ და კარგად ვხვდებით ყველაფერს. ერთმანეთსაც ვიცნობთ და ახლა უბრალოდ ჩემმა მიამ უნდა გადაწყვიტოს გრანდიოზული ქორწილით დავაგვირგვინებთ თუ უბრალო ცერემონიით - ყიფიანს უყურებდა თვალებში და მის ირისებში მხტუნავ ჭინკებს არ აცილებდა თვალს
-ზე არარომანტიულო ადამიანო... ბეჭედი მაინც მოგეტანა რა წესია - ჩუმად უთხრა თან იცინოდა
-მიაა პასუხს არ გვეტყვი? სიძეს ქორწილით ვიღებთ და ფორმა უნდა შეარჩიო თუ საერთოდ არ ვიღებთ- მიშოს ხმამ გაიჟღერა და ისიც მაშინვე მოსწყდა ნადირაძის თვალებს
-მამაააა...მამიკოოო რა კითხვაა- უცებ მოეხვია წინ მდგომს ერთი ხელი და თვალების ფახუნით შეხედა- არ გაუღიმებ სასიძოს?
-თითქონ რომ იკრიჭება ისიც გვყოფნის ორივეს...- ჩუმად თქვა და წარბი მაღლა აზიდა-ბედნიერი იყოს შენი ჩვენს ოჯახში შემოსვლა... იმედია მეგობარს მიბაძავ და მასსავით კარგი სიძე იქნები ,რა ამოვა ფარჯიანის ყბიდან მერე -დააყოლა და გაიცინა -დაასხით რამე ამის დედა ვატირე გაშრა ყელი... სიძე არ მეთანხმები?
-სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა-ხელები ოდნავ გაშალა და გაოცებულ მიას ლოყაზე აკოცა - მამაშენია რა გიკვირს
-ნაღდი იყო? კაი რა სულ არ გეჩხუბება? მე კიდე მეგონა დაიძაბებოდა სიტუაცია რა არი რა უუჰ ასე მარტივად მიშვებს ამ ანგელოზივით ბავშვს?
-ოოო ციცქნაა ციცქნაა როგორი ცელქი ციცქნა ხარ შენ... მალე დაგაჭკვიანებ- ორივე ხელი მოხვია სანამ კიდევ გაუბავდა ვინმეს საუბარს და ტუჩის კუთხეში აკოცა- არ ჩამოდნე ახლა ... გამოფხიზლდი რო დავთვრები შენ უნდა მიპატრონო
უცნაურია ,მაგრამ მათგან არაფერია გასაოცარი. აქ ხომ ყველაფერი მარტივი და იდეალურთან მიახლოებულია...
.....................
ისინი ურალოდ არარეალური არსებები არიან, ზღარული სიყვარლით და ბედნიერებით.
ისინი ის ადამიანები არიან რომელთა არსებობაც სამყაროს სულ ოდნავ შეცვლიდა და მაინც მათთვის "ყველა გზა მარიამთან მიდის"
ვინ იცის კიდევ რამდენით გაიზრდება მათი რაოდენობა, ალბათ მალე იმდენი იქნებიან რომ ერთ სახლში ვერც შეიკრიბებიან ,მაგრამ მაინც ისინი ერთად და ერთად მარიამთან არიან....
.....................
ჭირი იქა ლხინი აქა
ქატო იქა ფქვილი აქა
.....................




მორჩა,დასრულდა და მაპატიეთ,მომიტევეთ მაგრამ ასეთ დასასრულს უნდა დაკმაყოფილდეთ რადგან მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა მუზამ არაო ,მე მი მუზას ერ ვაკონტროლებ (გლუვი კუნთივითაა დამოუკიდებელი მოქმედება ახასიათებს,უნებლიე და უმართავი) თუმცა იმედს ვიტტოვებ თავად მე რომ ოდესმე კიდევ გავგრძელებ ერთი დიდი ნაწილით,მაგრამ არ ვიცი როდის ან იქნება თუ არა ოდესმე ესეც არ ვიცი...სამაგიეროდ ვიცი რომ მიყვარხართ მე თქვენ და სულ ახერხებთ ჩემ გაოცებას საუკეთესოთა შორის საუკეთესო მკითხველი ხართ



№1 სტუმარი სტუმარი მარია

მარიამ,ეს ნამდვილად ბოლოა ამ ისტორიის,თუ აპირებ კიდევ გაგრძელებას??

[quote=სტუმარი მარია]მარიამ,ეს ნამდვილად ბოლოა ამ ისტორიის,თუ აპირებ კიდევ გაგრძელებას?? ძალიან კარგად წერ...

 


№2 სტუმარი ჯუნა

მართლაც ძალიან გამახარებდა ამ ისტორიის გაგრძელება, თუმცა დარწმუნებული ვარ ახალი და საოცარი ისტორიები მელის წინ და ველოდები მოუთმენლად მარიამ❤❤❤

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Imdeni vitire sitbosgan da siyvarulisgann. Sascauli iyo, madloba am bednieri cutevistvisss imedia didxans armigvatovebbb, vgijdebi vshenzeee, carmatebebiiii

 


№4 სტუმარი ჯუჯღუნა

აღარ გააგრძელებ?

 


№5 სტუმარი სტუმარი დი კო

მიყვარხარ მე შენ!!!!❤❤❤
სხვა არ ვიცი რა გითხრა❤❤❤❤

 


№6 სტუმარი kuro

nadiradzeze minda patara istoria da machavafianebi dzalin damichaagret...ganostan da giostan shegvaachyite cota ra

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ყოველთვის მინდოდა მეთქვა.... ხატია უყვარდა ცოტნეს და არა ლაშას და ლაშას რატო გაყვა?! :დ აშკარად აგერია ეს თემა ხო?!

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

შემოვდივარ აქ და ვბედნიერდები... იმდენად რომ უკვე მთელი კვირა მყოფნის...
მჯერა რომ ასეთი ადამიანები არსებობენ...
მჯერაა რომ ყველა გზა მარიამთან მიდის...
მჯერა რომ ბედნიერება ყველა ჩვენგანDია...
მჯერა რომ ტკივილი ყოველდღიურობას გვინარჩუნებს, მთავარია შევძლოთ გამკლავება...
მჯერა რომ ადამიანები ისწავლიან წამებით ტკბობას...
მჯერა რომ დედამიწას მარიამის ფერი ექნება...
და მჯერა ჩვენ ყველანი ერთად ბედნიერებით ავფრინდებით და შევძლებთ შევინარჩუნოთ ფრთები

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

terooo
შემოვდივარ აქ და ვბედნიერდები... იმდენად რომ უკვე მთელი კვირა მყოფნის...
მჯერა რომ ასეთი ადამიანები არსებობენ...
მჯერაა რომ ყველა გზა მარიამთან მიდის...
მჯერა რომ ბედნიერება ყველა ჩვენგანDია...
მჯერა რომ ტკივილი ყოველდღიურობას გვინარჩუნებს, მთავარია შევძლოთ გამკლავება...
მჯერა რომ ადამიანები ისწავლიან წამებით ტკბობას...
მჯერა რომ დედამიწას მარიამის ფერი ექნება...
და მჯერა ჩვენ ყველანი ერთად ბედნიერებით ავფრინდებით და შევძლებთ შევინარჩუნოთ ფრთები


არ ვიცი რა ვთქვა
გავბედნიერდი heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

სულ ყველა თავი წავიკითხე და არ მწყინდება შენი ისტორიები ძალიან მიყვარს.საოცარი გოგო ხარ შენ.გელოდები ახალი ისტორიით.

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უბრალოდ არვიცი ეს და კიდე მრავალი სხვა შენი ისტორიები რამდენჯერ მაქვა წანაკითხი დავიზეპირე კიდეც საოცრება ხარ შეენ ????????

 


№12  offline წევრი katiusha

Saocrebaa ubralod sityvebi ar myofnis da ar vici rogor gadmovce.es bolo nawili yvelasgan gansxvavebuli da saocreba iyo... yvela wyvili tavisi diyvarulis istoriit gansxvavebuli da gasaocari magram me rom,umcros irakli yifianze vgijdebi ra vqnaa :-D saocari bichia da swored asets visurvebdi mec:-D:-D:-D:-D mere ra rom gamogonilebi arian.isini chventvis ukce ralurevi arian titoeli mkitxvelistvis..
Da kisev ertxel vagiareb megobrobis da siyvarulus saocar dzalas asakis.fulis.shesadzleblobebis.rasis.sqesis da ycelafris gareshe rom yvelafers gadalaxavs..

Megovroba da siyvaruli romlis taci da tavi ufrosi irakli yifiania da romelic asetive grandiozulad daagvirgvina mua yifianma.. me ki vityodi rom yvela gza am kactan midis.<<3

 


№13 სტუმარი sofo

უნიჭიერესი მარიამი მიყვარს შენი ისტორიები და შენ heart_eyes heart_eyes heart_eyes :heart_eyes :

 


№14 სტუმარი სტუმარი თამარი

sweat_smile smile ძალიან მაგარი ისტორია იყო.

 


№15 სტუმარი სტუმარი მაკო

აიი რავთქვა მარიამმ ყველაზე მაგარი მოთხრობები გაქვს ყველაზე მაგარი პერსონაჟებით ვერ გცილდები რასაც ქვია სანამ ახალს დადებ ხოლმე მე ძველებში ვიკარგები არ მბეზრდება ეს მოთხრობა აწ უკვე მეხუთეჯერ დავამთავრე თავისი ყველა გზა შენთან მოდის მარიამითურთ საოცრება ხარრ ❤️❤️❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან მომეწონა ორივე ნაწილი. ყველაფერი იყო სიყვარული სიძულვილი და რაც მომეწონა იუმორი. წარმატებები.

 


№17 სტუმარი სტუმარი თეონა

გული გამიჩერდა სანამ დავამთავრე ყოჩაღ შენ. ლეგენდა ხარ❤❤❤❤.

 


№18 სტუმარი mariami

usasrulod rom gagrdzeldesusasrulod wavikitxavdi... martlac rom shecvlida samyaros matnairi adamianebi,titoeuli imdenad ttaviseburi da gansxvavebulia ,bevri ragacis swavla sheidzleba matgan
da arminda rom dasrulda :-(

 


№19 სტუმარი ნი-კე

რეზის და ლილეს ურთიერთობა ვერ გავიგე მხოლოდ..თუ ლილეს მამა რეზის ნათლიაა,როგორ შეიყვარა ნათლიის შვილი????

 


№20 სტუმარი ნესტან

აუ რა მაგარი იყო ძალიან მომეწონა დედა რა იყო ეს შოკში ჩამაგდო ისევ საინტერესო რომ ვერ ველევი კიდევ შეიძლება წავიკითხო უმაგრესი წყვილები მეგობრები მშობლები რაღაც საოცრება იყო ველოდები მზგავს ნაწარმოების მადლობა წარმატებები

 


№21  offline წევრი Lika likuna

გამარჯობა, ვგიჟდები ისე მიყვარს შენი ისტორიები❤️❤️❤️
ერთი ისტორია გედოთ ადრე bad boys and good girls ვერსად ვეღარ ვიპოვე არადა ძალიან მინდა წავიკითხო ისევ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent