გრძნობების მორევში 3
ისევ თეთრი კედლები, ისევ წამლების მწარე სუნი, ისევ ეს ოთხი კედელი , მედდების და ექიმების ფაციფუცი, უბრალოდ დამღლელია,დამქანცველია, წუთები საუკუნესავით იწელება წუთები რომლებიც ჯოჯოხეთურად მტანჯველია, მიჯაჭვული ვარ საწოლს და ვხვდები რომ ადგომა არ შემიძლია, არა იმიტომ რომ არმინდა, ამისთვის ძალა არ შემწევს, ვხვდები თუ როგორ ეცლება ჩემს სხეულს ძალა, ის ძალა რომლითაც არსებობს, სუნთქვა უჭირს დიახ ჩემს სხეულს , სულს ფილტვებს სუნთქვა უჭირს, მტკივა ყველა ძვალი, ყველა კუნთი , სხეულის ყველა ნაწილი... ვიტანჯები და ამას მარტო მე ვგრძნობ, მგონია რომ სხვა ვერ განიცდის ამ ტკივილს ასე ძლიერ, მგონია რომ მარტო მე მიყვარს ჩემი ძამიკო, რადგან სხვების სახეზე ვერ ვხედავ იმ ტანჯვას რასაც ჩემს სახეზე ხედავენ, რასაც ჩემი ქმედებები იწვევს, ყველას დაავიწყდება ეს დღეები ,მაგრამ მე ? დედა? მამა ? რაგვეშველება ჩვენ? როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ტკივილით , როგორ უნდა ვატაროთ ამხელა დაღი, როგორ უნდა გავიცინოთ? ნუთუ ისევ იქნება ისეთი რამ რაც ჩვენთვის სიცოცხლეს არსს დაუბრუნებს,გავყურებ ფანჯარას საიდანაც ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმის, ეჰ ეხლა ეს ჩიტებიც კი ჩემზე ბედნიერები არიან, ბუნებაც კი ჩემზე მსუბუქი და ბედნიერია, ვფიქრობ რაიქნება ხვალ , ზეგ ან მას ზეგ ამ ფიქრებში გართულს ვერც კი შევამჩნიე როგორ შემოვიდნენ მშობლები ჩემს პალატაში, მათ სახის დანახვა კიდევ უფრო ცუდად მხდის, რატომ ? იმიტომ რომ ვერაფრით ვეხმარები , ვერ ვუდგევარ გვერდით მათ ამ რთულ მომენტში და კიდევ ზედ ვაწვები ჩემი ამ მდგომარეობით, ვუყურებ მამაჩემს და ვხედავ თუ როგორი დასუსტებულია, როგორი დაბეჩავებულია, დედას რომელსაც თვალებში ის სხივი ჩაქრობია რომელიც მთელი ცხოვრება მისი თვალებიდან არ ქრებოდა, მაგრამ დღეს მათ თვალებში ამას ვერ ვხედავ, ვერცერთის თვალებში ვერ ვხედავ იმ სხივს ... - ვივიანა შვილო, ჩუმად მითხრა მამაჩემმა - რაიყო მამა მოხდა რამე ? - არა შვილო იმის სათქმელად მოვედით რომ ეკლესიის მოსალოცად მიდიან და თუ გინდა გაყევი აქ მაინც ვერაფერს იზამ ჩემო პრინცესა,ძმას ლოცვით მაინც დაეხმარები შვილო - მამა მაგას როგორ მეუბნები აქამდე რატომ არ მითხარი, წავალ აბა რას ვიზამ ? ამაში ეჭვი როგორ შეგეპარათ - დედა ვივიანა დედას ერთადერთო იმედო, გთხოვ შვილო შენ მაინც ნუ გვანერვიულებ,ერთადერთი შვილი დაგვრჩი დედი , შენ ხარ ჩვენი მაცოცხლებელი ძალა ამ სიტყვების გაგებაზე ცეცხლი მომეკიდა რასქვია ერთადერთი შვილი ? მოიცა მათ უკვე ჩემი ძმა სიკვდილს მიაბარეს? - რასქვია ერთადერთი ? გეკითხებით რასქვია ერთადერთი ? თქვენ ჩემი ძმა უკვე გაისტურეთ საიქიოს? ის არ მომკვდარა გასაგებია ? ის ისევ ცოცხალია და ჩემთან ერთად იქნება მალე გასაგებია თქვენთვის? არდამტოვებს ეხლა კი გადით პალატიდან უნდა ჩავიცვა და წავიდე ეკლესიებში... უსიტყვოდ გავიდნენ ჩემი მშობლები, როგორ დაუშვეს რომ ჩემი ძმა დაგვტოვებდა? ჩავიცვი და სწრაფად დავტოვე საავადმყოფო, მინდოდა რაც შეიძლება მალე მომევლო ეკლესიები და უკან დავბრუნებულიყავი, რადგან კიდევ ერთი დღე გამეტარებინა ჩემს ძმასთან ერთად... გავედი ეზოში და დავინახე უამრავი ხალხი ჩემი მშობლების ირგვლივ, ნუთუ ყველა სეირის საყურებლადაა მოსული? ნუთუ ყველა ცუდ ამბავს ელოდება, რატო დგანან სეირის მაყურებლებივით,სწრაფად მივედი დედ-მამასთან, ყველა საცოდავი თვალებით მიყურებდა და ეს მაღიზიანებდა, მოდიოდნენ და მეხვეოდნენ, როგორ მეცოდები, ალბად რა ძნელია, ეხლა შენ უნდა დაუდგე მშობლებს გვერდში, შენ ძლიერი გოგო ხარ ეს ფრაზები მესმოდა გამალებით, უკვე მეზიზღებოდა აქ ყოფნა, ხალხის მატყუარა სახის ყურება და იმის გამოხატვა რაც არ განუცდიათ, ერთი სული მქონდა ჩამჯდარიყავი მანქანაში და შემომევლო ეკლესიები, იქნებ ეშველა ამას ჩვენთვის, მჯეროდა რომ გვიშველიდა, მჯეროდა რომ გადარჩებოდა, უბრალოდ მწამდა... აი მანქანაც მოვიდა დავემშვიდობე მშობლებს და ჩავჯექი მანქანაში, მანქანა ადგილიდან მოწყდა, არაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა თუ რა დამხვდებოდა სახლში რო დავბრუნდებოდი, გავყურებდი გზას და ვაკვირდებოდი არემარეს არვიცოდი სად მივყავი ბედს მაგრამ ერთი ფაქტია ის კარგს არაფერს მიქადდა, თვალები მეხუჭებოდა და ძილს გასაქანი მივეცი... ტყეში ვიყავი მარტო... ვიყურები იქით აქეთ და არავინ არ არის, მოულოდნელად დავინახე ჩრდილი დავუძახე მაგრამ არც კი შემოტრიალდა - გიორგი , შენ ხარ ? პასუხი ისევ არ ისმოდა გავყევი, მიდიოდა და უკან გავყევი, მაგრამ არ ჩერდებოდა - გიორგი გაჩერდი არც ეხლა უთქვამს რამე... გავეკიდე მაგრამ არსად ჩანდა , ნუთუ მომეჩვენა, ისევ მივრბოდი და თან ვეძახდი მაგრამ ამაოდ,სიმწრისგან მიწაზე დავემხე და ტირილი დავიწყე, სიცივემ ამიტანა, კანკალი დავიწყე, უსასრულოდ მინდოდა გავქმრალიყავი მაგრამ ვიცოდი რომ შეუძლებელი იყო... წამოვდექი და სიარული გავაგრძელე როცა ფეხი გადავდგი და სადგაც ეკლიან კლდეში გადავვარდი, ყვირი დავიწყე მეტკინა მთლიანი ტანი დასერილი და დაფხაჭნილი მქონდა, წამოდგომა ვცადე მაგრამ ფეხი მეტკინა, მგონი მოტეხილი მქონდა, პპატარა ბავშვივით ამიტყდა ქვითითინი - ძამიკო მტკივა, მიშველე ძამიკო ცუდადვარ, მტკივა გესმის ? შენ ხომ მოდიოდი ხომ მშველოდი ასეთ დროს სად ჩემო ძამიკო...ვსლუკუნებდი როცა ხმა მომესმა - ადექი ვივიანა, შენ შეგიძლია, ადექი და ჩემს ხმას მოყევი, მიდი ჩემო ფერია -გიორგი წამოვიყვირე უცაბად თვალები რომ გავაღე მივხვდი რომ სიზმარში ვიყავი , მივხვდი რომ აქ არიყო და არც ის მელაპარაკებოდა, დიდი დრო გასულა ჩემი სიზმარი კიდე რა პატარა იყო, თურმე სამი საათია გზაში ვართ , და ჩემს გაღვიძებას ელოდა მძღოლი... -წავედით მე მზადვარ რატომ არ გამაღვიძე? - გოგონა არმინდოდა შენი გაღვიძება ისე გეძინა თან მამათქვენმა მითხრა რომ არ გამეღვიძებინეთ თუ ჩაგეძინებოდათ - კარგი წამოდი სწრაფად გადავედი მანქანიდან კაშნე ავიღე და თავზე შემოვიხვიდე, ქუთაისში ვიყავით, ბაგრატის ტაძარში, შევედი მოვილოცე , ყველა ხატთან სანთელი დავანთე , მამაოს ვთხოვე პარაკლისი ჩაეტარებინა, მანაც ჩემი თხოვნა შეასრულა და აღასეულა პარაკლისი მადლობა მოვუხადე და გამოვედი ეკლესიიდან, მანქანაში ჩავჯექი და წავედით შემდეგი ეკლესიის მოსალოცად იყო მცხეთის ეკლესია, ვიყავით ყინწვისი მონასტერში და ეკლესიების შემოვალში მოსაღამოვდა, ჩვენ კი ისევ გზად ვიყავით, საათი 6 აჩვენებდა, მოულოდნელად გაისმა ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა - ვივიანა სადხართ შვილო? გავიგე მამაჩემის ხმა - მმოვდივართ მამა უკვე ქუთაისში ვართ - კარგი ჩემო ლამაზო მალე მოდით - რამე მოხდა ? - არა ვივიანა არაფერი ისევ ის სიტუაციაა - კარგი მამა დედას გაუბრთხილდი -ლაზარე ცოტა აუჩქარე სიარულს მგონი რაღაც მოხდა არაფერს მეუბნებიან იმედია რამე ცუდი არაა გული ცუდს მიგრძნობდა, ძალიან ცუდს , რამე ხომ არმოუვიდა გიორგის ? ნუთუ დამტოვა?, არა შეუძლებელია მამა მეტყოდა, არ დამიმალავდა, ვერ ვისვენებდი ერთი სული მქონდა გამეგო რახდებოდა გამეგო რატომ დამირეკეს მაგრამ გზა იწელებოდა , ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა, ყოველი ჩასუნთქვა კი გულში ეკალივით მეჩხვლიტებოდა... შემიფასეთ,და თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ გთხოვთ მაინტერესებს რას ფიქრობთ, არგამიტაროთ ეს თხოვნა <3 არდაიზარდოთ დაკომენტარება გავაგრძელო ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.