მთვარეული
ვგრძნობ როგორ მიხმობს, ღამის წყვდიადი, და სულით მითრევს, მე მის მორევში, ვგრძნობ როგორ მცივა, ვგრძნობ როგორ მტკივა, მაგრამ ღმერთს ჩვეულად, უდარდელს სძინავს, ციდან კი ცვივა, ცივი გრძნობების, გაცვეთილ სიტყვათა, ცოდვების კრებული, ღამე არს, ბნელი და ჯოჯოხეთურად ეული, თითქოს, ეს მე ვარ წყეული, გიჟივით დაბნეული, ორი გოლიათი მიმათრევს გადარეული, ხმა მესმის გამწარებული, ვხედავ ეშმაკი სვამს სისხლს, თავის ფიალით, საინტერესოა, მასში ვინ არის? სულელო!!! ეშმაკში კი არა, ფიალაში ვიძახი... ცალკე ამ ბედის ბორბალმა ხომ გააწყალა გული, უკუღმა ტრიალით, უეცრად, სუნთქვა მესმის ხშირი და გაბნეული, ცას ავხედე და მთვარეა განლეული, ამ სიბნელეში შუქია არეული, ცოცხალი ვყოფილვარ, არ ვარ გარეული, უბრალოდ თურმე, ვყოფილვარ მთვარეული... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.