შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (6 თავი)


2-03-2018, 14:53
ავტორი Stranger things
ნანახია 2 058

ალექსმა მანქნა მიკას სახლთან გააჩერა.
-კარგად მიკა.გინდა გამოგყვე?
-არა მადლობა კარგად ვარ.ნახვამდის ალექს.
-ცოტა ხანში ვიფიქრებ, რომ მანდ რამეს მალავ.-მითხრა და უკანა სავარძელზე მჯდომს გადმომხედა.-
-კლუბში არ დამტოვე და მიდი ახლა დროზე მაინც მიმიყვანე სახლში.
-რა დაუნახავი ხარ,ნწ,ნწ,ნწ.-თავს აქნევდა და ეცინებოდა.
-მეეე....-ძალიან მთვრალი ვიყავი და სიტყვების წარმოთქმა მიჭირდა.-მე ვხედავ ყველაფერს...ეს მანქანაა...ეს სავარძელია...ეს ჩემი სამაჯურია...-თვალი მოვავლე იქაურობას.
-ოჰ მერი,მერი რა გჭირს ასეთი,რომ გადამრიე და ვეღარ გშორდები...-ჩურჩულებდა თავისთვის,მაგრამ მე მაინც მესმოდა.
-თაფლი მაცხია.
-ფუ,ვერ ვიტან თაფლს.-მითხრა და სახე დამანჭა.
-მოეშვი მაგ სახეს უკნიდანაც კი ვხედავ როგორ მანჭავ...ისე უფრო ლამაზი ხარ...-არ მინდოდა ეს მეთქვა,მაგრამ სიტყვები თავისით ფრინდებოდნენ პირიდან.
ხუთ წუთში უკვე ჩემს სახლთან ვიდექით.
-მერი...-ალექსის ხმა დახშულად მესმოდა.შემდეგ ვიღაცამ ხელში ამიყვანა და წამიყვანა.თავი მის გულზე მედო და მესმოდა, როგორი აჩქარებული იყო გულის ცემა.თან ისეთი საოცარი სურნელი ჰქონდა. ალექსის სურნელი...
-გასაღები ჩანთაშია?
მე თავი დავუქნიე,მან სწრაფი მოძრაობით გახსნა კარი და სხლში შემიყვანა.შემდეგ დამაწვინა და ფეხზე გამხადა,პლედი რომ დამაფარა მივხვდი წასვლას აპირებდა და ხელზე მოვკიდე.
-დარჩები?
-მთვრალი ხარ ლამაზო,ვერ ხვდები რას მეუბნები.
-კი მაგრამ, ისეთი კარგი სურნელი გაქვს.
მე თვალდახუჭული წამოვიწიე და ჩავეხუტე.ისიც ჩემს ნება-სურვილს დაჰყვა, გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა.
-ხშირად უნდა დაგათრო ხოლმე.
-აღარასდროს დავთვრები,რადგან ვიცი,რომ ხვალ ამას ვინანებ.- ვუთხარი და ,კიდევ უფრო ღრმად ჩავეფლე მის მაისურში.
-მაგიჟებ.-თქვა და თან ამოიოხრა.
-აბა გეგონა მარტო შენ აგიჟებდი ხალხს?-ვუთხარი და კისერზე ვაკოცე.ისე ვაკოცე რომ,გავიგონე როგორ აუჩქარდა სუნთქვა და გულმა სწრაფად დაიწყო ცემა.
-უნდა წავიდე...
-არა,დარჩი ჩემთან...აქ დაიძინე...
-მორჩა უნდა გამოგაფხიზლო.-მითხრა და ადგა.
-არა.
-აბა დაიძინებ?
-ნწ.
-კარგი,მაშინ გამოგაფხიზლებ.-ისევ ამიყვანა,მესიამოვნა მაგრამ წამოვიკივლე,რადგან წყლის შეხება ვიგრძენი.
-რაა?!-აბაზანაში ვიწექი,ის კი წყალს მასხამდა.
-გამოფხიზლდი?
-ამომიყვანე აქედან!
ხელში აყვანას აპირებდა,როდესაც ჩემკენ მოვქაჩე და ახლა ორივე გაწუწულები ვიყავით.ბოლოს ვინებეთ და ამოვედით,მე ყავა დავლიე,ტანასცმელი გამოვიცვალე და ცოტა გამოვფიზლდი.
-მაპატიე,ძალიან მთვრალი ვიყავი.-ვუთხარი და შერცხვენილმა ჩავხარე თავი.
-არაუშავს,არაფერი გაგიკეთებია ისეთი,რის გამოც შეიძლება შეგრცხვეს.
-მადლობა ალექს ყველაფრისთვის.-ვუთხარი და ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე.
-არაუშავს.კარგი,თუ უკეთ ხარ მე წავალ.
-ასე?-ვკითხე და სველ ტანსაცმელზე ვანიშნე.
-სხვა გზა არ მაქვს.
-მე მოგცემ რამეს.
-კაბას?-გაეცინა.
-არა.ერთი ხელი ტანსაცმელი ყველთვის მაქვს,ყველა ზომა.რა იცი იქნებ სტუმარი მყავს.
-კარგი,მაშინ.
სასტუმრო ოთახში წავიყვანე და ტანსაცმლის ძებნას შევუდექი.
-ამას ჩავიცვამ.-ჩემი ყუთი გახსნა და კაცის მაისური ამოიღო.
-არა! ეს არა!-ვუთხარი და მაისური წავართვი.ახლოს მივიტანე და მაშინვე მეცა მასზე შერჩენილი სურნელი,ცრემლებს არ მივეცი გზა.
-მერი?რა გჭირს?ფერი დაკარგე.-მითხრა და ხელი შემაშველა.
-არაფერია,შენი ტანსაცმელი იქ დევს.მიდი ჩაიცვი მე კი გავალ.
გარეთ გამოვედი და ხელებში ჩაბღუჯულ მაისურს დავაკვირდი. ახლოს მივიტანე და კიდევ ერთხელ შევიგრძენი მისი სურნელი.
-დაგპირდი...
მაისურს ნაზად ვაკოცე,დავკეცე და ისევ ყუთში მოვათავსე. ხუთ წუთში ალექსიც გამოვიდა ოთახიდან.
-დიდი მადლობა.
-ალექს?-ძალიან მინდოდა რაღაც, მაგრამ მერიდებოდა თქმა.
-გისმენ.
-მმმ...დღეს აქ დარჩი.-ამოვთქვი.
-რა?
-ხო...ვფიქრობ ცოტა მთვრალი ხარ და საჭესთან დაჯდომა საშიშია, თანაც შუაღამეა.-ვცადე ნათქვამი გამომესწორებინა.
-არ ვიცი...არ მინდა შენი შეწუხება...
-ოჰ,არა.ვერ გაგიშვებ.
-კარგი.
-გეძინება?
-არა,შენ?
-ნწ.
-არ გინდა რამეს ვუყუროთ?
-რას?
-შენ აირჩიე.-მითხრა და დივანზე მოთავსდა.
-კარგი. -ტელევიზორთან მივედი, ჩემს კომპიუტერს შევუერთე, შემდეგ კი ფილმი ჩავრთე და ალექსს მივუჯექი გვერდით.
-რა ფილმია?
-„ჯუმანჯი“.
-რაა?-ისე შემომხედა,თვალებით მეუბნებოდა „კიდე მთვრალი ხარო?"
-ვიხუმრე. „კოკო".
-მულტფილმია?
-კი.
გაეცინა და ძველი მეგობარივით მომხვია ხელი.
-რა საყვარელი ხარ.
მულტფილმის ბოლოს უკვე ღრმად მეძინა. ალექსმა იფიქრა არ გავაღვიძებო და უბრალოდ პლედი დამაფარა,რომ გამეღვიძა,ჩემს საწოლში გადავინაცვლე. ორი საათი ან მეტი ვწრიალებდი და არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ ახლა მას გვერდით ოთახში ეძინა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე ავდექი, მის ოთახში შევედი და ვცდილობდი არ მეხმაურა.ისე საყვარლად ეძინა ვეღარ გავუძელი და მძინარეს კისერზე ნაზად ვაკოცე,მისი სურნელი შევიგრძენი და გამაჟრჟოლა.მას კი ისევ ისე მშვიდად და აუღელვებლად ეძინა.იმ წამს მივხვდი, რომ არ იყო ჩემი საქმე კარგად.სასწრაფოდ გამავვარდი ოთახიდან და საწოლში დავბრუნდი.
-ძალა აღარ მყოფნის...დაგპირდი...არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს... ნუთუ ეს ბიჭი მომწონს?-ვჩურჩულებდი და ჩემი სიტყვები სიბნელეში იკარგებოდა



№1 სტუმარი gggg

Ramden xanshi dadeb ai dzalian magaria

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

male dade raa ♥♥♥dzaan sainteresoaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent