შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 13


2-03-2018, 18:00
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 279

-ეგ როგორ?
-პირველად იქ გნახე.
-თბილისში იყავი? რა გინდოდა.
--გეტყვი ოღონდ არ გაბრაზდე.
-რაღაც არ მომწონს ეს დასაწყისი.
-საქმეზე ჩამოვედი, ყოველწლიური ანგარიშის განსახილველად. კომპანიის კაფეტერიაში დაგინახე, შენმა წითელმა თმამ თვალი მომჭრა, შენმა სიცილმა კიდე ყური.
-მერე.
-მერე გავიგე რომ კარგი არქიტექტორი იყავი, შენი პორდფოლიო დავათვალიერე. ვიცი რომ თბილისში ბევრი პროექტები არ გქონდათ, ამიტომ მასიმოს, ჩემს მეწილეს ვთხოვე, მასაც გადაეხედა ყველაფრისთვი და აქ გადმოეყვანეთ. ჩემდა გასაკვირად დამთანხმდა. მართალა ძალიან ნიჭიერი ხარ.
-ანუ... ხმა გამებზარა. აქ იმიტომ ჩემოვედი რომ შენ მოგეწონე.
-არა აქ იმიტომ ჩამოხვედი რომ კარგი არქიტექტორი ხარ.
-და გამიმართლა რომ შენ მოგეწონე.
-ეს რომ არა შენთან დაახლოების სხვა გზას გამოვნახავდი. თბილისში გადმოვიდოდი და იმ კომპანიაში დავჯდებოდი სამუშაოდ. მაგრამ შენთვის არაფერი შეიცვლებოდა.
-იტყუები..
-არ ვიტყუები. არ მინდა შენთან ჩხუბი. ვიცი რომ არაა სასიამოვნო საქციელი , მაგრამ ერთი ადგილის ტკეპნა გერჩივნა?
-არა, მაგრამ შენ აქ იმიტომ გადმომიყანე რომ შენთან ვყოფილიყავი.
-ამ საქმეში გადაწყვეტილებებს მასიმო იღებს, ამიტომ პასუხი მას მოსთხოვე. შენ ჩემი საყვარელი არ ხარ. შემიყვარდი და საჭირო რომ ყოფილიყო და აქ რომ არ წამოსულიყავი, ავდგებოდი და პირდაპირ შენი სახლის წინ გადმოვიდოდი საცხოვრებლად. ხმა ვერ ამოვიღე. მაგრამ მაინც გაბრაზებული ვიყავი. გადავბრუნდი და თავი საბანში ჩავყავი..
დილით ჩუმად ვისაუზმეთ. ის თვალს არ მაშორებდა, მე კი სივრცეში ვიყურებოდი. მისი ღრმა სუნთქვა ჩენს ყურს წვდებოდა. ასე ვიჯექით მთელი დილა გაუნძრევლად. ის საკმაოდ მომთმენი იყო, წამითაც არ გამოსულა წყობილებიდან კითხვაც არ დაუსვამს.
-მთელი დღე ასე ვაპირებთ ყოფნას? სიგარეტს გაუკიდა.
-საღამოს მილანში მივდივარ.
-კარგი. როგორც გინდა. გაეცინა. პატარა ბავშვი ხარ. თვალი გავუსწორე, ისეთი სიმპატიური იყო.... მეც გამეღიმა. კაცი ჩემსკენ გადმოიწია და ნაზად მაკოცა რამდენჯერმე, მეც ვაკოცე. ფეხზე წამოვდექი და ზემოთ ასვლა დავაპირე.
-შევრიგდით?
-ჯერ არა. ჩემოდნიდან ამოყრილი ტანსაცმელი უკან ჩავდე და სამაგიეროდ ახალი ტანსაცმელი ამოვიღე. შხაპი მივიღე. მოვემზადე და დაბლა ჩავედი. კლაუდიო იქ არ იყო.ჩემოდნები ძირს ჩამოვიტანე და ტაქსის გამოძახებას ვაპირებდი, მაგრამ კლაუდიო გაბრაზებოდა. ამიტომ მას დავურეკე.
-სად წახვედი.
- მარკოსთან. მალე მოვალ იცოდე უჩემოდ არ წახვიდე. უხალისოდ დავეთანხმე და დივანზე დავეშვი. თითქოს ძალიან გადაღლილი ვიყავი. გონებრივი დასვენება მჭირდებოდა. მისმა მოყოლილმა რაც არ უნდა მზად ვყოფილიყავი ამ ყველაფრისათვის მაინც იქონია გავლენა. მიღირდა კი ასეთი წარსულის მქონე კაცთან ურთიერთონა, მაგრამ ამაზე ფიქრი უკვე ძალიან გვიან იყო. თუმცა უკან დასახევი გზა ყოველთვის არსებობს. საიდან ამომიტივტივდა ეს ფიქრები? წამიერად გამოვფხიზლდი და შემეშინდა, მაგრამ არ ვიცი რისი. კლაუდიო ძალიან ცუდიც იყო და ძალიან კარგიც, იმდენად კარგი რომ.. ძალიან შემაყვარა, თავი... მოღუშული ვიყავი. რა ჯანდაბა მჭირდა. ვიცი, ვიცი რაც მჭირს აქაურობა მეზიზღება, იმ შემთხვევის გამო. კლაუდიოსთან ყოფნისას არ მახსენდება, მაგრამ მარტო როცა ვრჩები სულ მახსენდება, სულ მიტივტივებს გონებაში როგორ მირტყავდა ის მხეცი.
-ან აქ ხარ?ფიქრებიდან მან გამომიყვანა.
-ჰო. სად ხარ ამდენ ხანს?
-უკვე წასვლის დროა ჰო. მე თავი დავუქნიე. ბარგს ხელი დაავლო და გარეთ გავიდა. მანქანა გარეთ ეყენა. მე ზანტად წამოვდექი, საკიდიდან მანტო მოვხსენი, მკლავზე გადავიკიდე და გარეთ გავედი. საოცარი ამინდი იყო.ეზო გადავჭერი და ჩემი ადგილი დავიკავე. კლაუდიომ ღვედი შემიკრა და მანქანა დაძრა.
-არ მინდა რომ გაბუტული წახვიდე, ვიცი რომ ჩემი საქციელი მოსაწონი არ იყო და ალბათ არც უნდ მეთქვა, მაგრამ საჭიროდ ჩავთველ რომ გცოდნოდა.
-გასაგებია შენი მესმის. რაღაც მინდა გთხოვო.
-რაც გინდა. კლაუდიოს ლოყა ჩაეჭუტა.
-აქ აღარ ჩამომიყვანო რაა. ვიცი რომ აქაურობა გიყვარს მაგრამ მე აქ ერ ვჩერდები.
-კარგი ანა არ იდარდო ამაზე.
-იქნებ ალესანდრო და მონიკაც იქ წამოვიდნენ.
-დაველაპარაკები. სანამ ჩამოხვიდოდი და უფრო სწორედ სანამ გაგიცნობდი აქ რესტორნის აშენებას ვაპირებდი. ახლა კი მიწის გაყიდვა მომიწევს, ამ ყველფერს მოვაგვარებ. სახლიც მოვძებნოთ.
-შენ უნდა მოძებმო. შევუსწორე მე.
-იმ სახლში ერთად უნდა ვიცხოვროთ, ამიტომ შენ აარჩიე, გენდობი. ჩემი სახლი დააპროექტე და სახლს ვერ აარჩევ. რამე ისეთი ვიყიდოთ. ჩონჩხი ან კიდევ კარგად გადასაკეთებელი, ან არ ვიცი ან როგორც გინდა საყვარელო. ოღონდ შენ არ მოიწყინო. ის ყველაფერს აკეთებდა რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.მივხვდი რომ ყველაფერს თმობდა, საკუთარი ოჯახი რომ ჰქონოდა ,მე კი მასში ეჭვი მეპარებოდა.. უკვე აეროპორტთან ვიყავით. ცოტა ხანს მანქანაში ვიჯექით, კლაუდიო სიგარეტს ეწეოდა და მიღიმოდა. ხელზე ვაკოცე. მას გაეცინა. რეგისტრაციამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. კლაუდიოს ჩავეხუტე, რამდენჯერმე ნაზად მაკოცა, ძირს ჩამომსვა. ბარგი ჩავაბარებდი და გასასვლელისაკენ წავედი, ის იქამდე იდგა სანამ თვალს არ მოვეფარე.
მთელი გზა მეძინა, ზუსტად მაშინ გავახილე თვალები როცა თვითმფრინავი დაეშვა. აეროპორტში დავყოვნდი. ბარგას დააგვიანდა. უკვე საღამო იყო გარეთ საშინლად წვიმდა. ტაქსი გავაჩერე და მისამარტი ვუკარნახე. ერთ საათში უკვე პარმაღთან ვიდექი. ნინა აშკარად არ იყო სახლში. გამიხარდა კიდეც ცოტა ხანს მარტო დავრჩებოდი. ჩანთაში გასაღები მოვძებნე, კარს მოვარგე და ჰოლში შევაბიჯე..
ტანსაცმელი ამოვალაგე. გათბობა ჩავრთე, გარედან შეშა მოვიტანე და ბუხარიც ავანთე, ნინას მორთული ნაძვის ხე საშინლად გამოიყურებოდა, კიდევ კარგი მალე უნდა აგვეღო. რაღაც ძალიან გავაქტიურდი. სამზარეულოს მივაშურე, მაცივარში არაფერი იყო. ფეხზე ჩექმები ამოვიცვი, ქოლგას ხელი დავტაცე და გარეთ გავედი. მარკეტში ფეხით გადავწყვიტე წასვლა. პატარა ბავშვივით მივატყაპუნებდი წვიმაში და ჩემს თავზე მეცინებოდა. წვიმა ყოველთვის მიყვარდა. მარტო ყოფნაც. დღეს რა მჭირს? საიდან მომდის ეს აზრები. ისე აქამდე ოჯახზე არასოდეს მიფიქრია, არც არასოდეს მინდოდა, მაგრამ ეხლა თითქპს მინდა ბედნიერი ოჯახი მქონდეს, ლამაზი ბავშვები გვყავდეს. ამ სისულელეებზე ფიქრში მარკეტსაც მივადექი. კალათას ხელი დავავლე და საჭირო პროდუქტები ნელა ავარჩიე და კალათი გავავსე.
პარკები მძიმე იყო, მაგრამ მე მაინც ნელა მივყვებოდი ქუჩას და კოლას ვსვავდი. ჩემ თავს გავუღიმე. ვხედავდი რომ გუნება მიკეთდებოდა, აშკარად იქ ყოფნა მთრგუნავდა, ამ აზზრმა იმ თვითგვემისაგან განმანთავისუფლა, რომელსაც განვიცდიდი, კლაუდიოს გამო, აქ გადმოსვლა რომ მოვთხოვე იმის გამო, ამ წამს, ამ საშინელ ამინდში და ამ მძიმე პარკებით ხელში კარგად ვიყავი, აარც მისი წარსული მაფრთხობდა და არც მისი ბნელი მხარე...
ფილმი შევაეჩიე.ყავა გავიკეთე და დივნზე კომფორტულად მოვეწყვე. ფილმი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მაგრამ ბოლომდე ნეტარებაში ყოფნა არავინ მაცალა, ტელეფონმა დაიწკრიალა. ზანტად წამოვდექი და დერეფანში გავაბოტე. კლაუდიო იყო.
-როგორ ხარ? კარგად იმგზავრე.
-კი. შენ რას შვრები.
-გეძინა?
-არაა. ფილმს ვუყურებდი.
-კარგი. დაისვენე. მობილური დივანზე მივაგდე და ფილმს მივუბრუნდი, მაგრამ მალე ისევ დაიწკრიალა.
-ან რას შვები? მხუარულად ჩამძახა ნნინამ ყურმილში.
-რავი ეხლა მოვედი სახლში ცოტა დაღლილი ვარ. შენ სად ხარ? მეონა დღეს ჩამოხვიდოდი.
-აუუ მე ხვალ მოვდივარ. ვერ დაგირეკე.
-რატომ მაქვს ისეთი გრძნობა რომ მეგობარს ვკარგავ.
-ნუ სულელეობ და ნუ ეჭვიანობ. ხვალ შუადღეს გნახავ. აუუ გეხვეწები რამე გემრიელი დამახვედრე რაა.
-კარგი...
დილით დივანზე გამეღვიძა. ნელა წამოვდექი. პირი დავიბანე, მოვწესრიგდი და გარეთ გავდი შეშის მოსატანად. შეშის რამოდენიმე ღერი ავიღე და პარმაღზე დავალაგე, ისევ უკან მივბრუნდი და რამოდენი ღერი ისევ მკლავზე დავილაგე.
-შენ ახალი ხარ?ვიღაცის ხმა მომესმა.მივბრუნდი და ახალგაზრდა კაცი დავინახე, თან ძალიან სიმპატიური. მე ხმა არ გამიცია.ღობეს გამოყვა- ყრუ ხარ?
-არა დებილო პასუხის გაცემა არ მინდა.
-ეს უკვე მომწონს. მე ჯულიო ვარ. კარი მივკეტე და შეშა ბუხართან დავყარე. იმედი მაქვს მეორედ აღარ მომიწევდა ამ იდიოტის ნახვა. სადილის კეთება დავიწყე, დღეს განსაკუთრებით მონდომებული ვიყავი. მაცივრიდან ქათამი. ხორცი და ლაზანიას ფირფიტები გამოვიღე, წინსაფარიც მოვირგე და ჩემს საყვარელ საქმიანობას შევუდექი. ხანდახან თავი კონკია მეგონა. შუადღეს უკვე ყველაფერი მზად მქონდა და მაგიდაც გავშალე. დავასრულე თუ არა ნინამ კარი შემოაღო და შემომახტა.
-აუუ იცი როგორ მომენატრე.
-აუუ მეც თან ძალიან.
-რამდენი რამე გაგიკეთები. ძალიან მშია აიი ძალიან.
-რა იყო დაბმული იყავი.
-არა მასიმო ძალიან ცოტას ჭამს და შემრცხვა და სულ ფოთლებს ვღამდით. რომ ვუთხარი პიცა ვჭამოთთქო. ასე მითხრა მაგას თვეში ერთხევ ვჭამო.
-აუუ ხო ვამბობ ათქო.
-კარგი რაა ასე ნუ ამბობ. ძალიან კარგი კაცია მართლა.
-ჰო აბა რა. „პიცას თვეში ერთხევ ვჭამ“ გამოვაჯავრე მე მისი დაყენებული მიმიკით.
-შენ ის მითხერი ის ტიპი მარტო რატომ ვერ დატოვე. ერთად ხართ? აუუ გოგო ფოთო მაჩვენე რა ისიც კი არ ვიცი როგორ გამოიყურებ.მასზე არაფერი ვიცი. არაფერს მეუბნები.
-ყველაფერს ჭამს, თან ძალიან ბევრს და გემრიელად.
-აღარ გაჩერდები? ჩემს ტელეფონში დაიწყო ქექვა. -ესააა? ტელეფონის ეკრანი დამანახა.
-ჰო.
-რა სიმპატიურია გოგო. აუუუ. ბევრი გვაქვს სალაპარაკო აშკარად. ნელა და ხანგრძლივად ვსადილობდით მან ყველაფერი მალე დაფრქვა. მე ყველაფრის მოყოლას არ ვაპირებდი. ეს ჩემსა და კლაუდიოს შორის უნდა დარჩენილიყო. ყველაფერი შელამაზებულად მოვუყევი. აღფრთოვანებული იყო.
-ასე შორიდან როგორ უნდა გქონდეთ ურთიერთობა?
-საქმეებს მოაგვარებს და აქ გადმოვა?
-გადმოვა, წესით შენ არ უნდა..
-იქაურობა არ მომწონს, იქ ვერაფერს გავაკეთებ, ამიტომ ის გადმოვა აქ.
-ვა რა დამთმობი კაცი ყოფილა.
-არც ისე მაგრამ, ამაში დამეთანხმა. თუ იქ უბედური ვიქნები არ მინდა არც მას უნდა.
-ეხლა ისიც არ მითხრა რომ მასტან უნდა გადახვიდე.
-ალბათ ჯერ არა, შენ?
-მასიმოსთან ვიყავი. მისი სახლი პალატას გავს არ მინდა იქ ყოფნა თან ჯერ არაა ეს საკითხი აქტუალური. სასტუმროშიც ცალ ცალკე ნომერში გვეძინა.
-ჩვენ ერთად.
-საწოლში კარგია?
-სასწაული. მე გამეცინა მასაც.
-არ გინდა საღამოს კინოში წავიდეთ? მე თავი დავუქნიე
ერთი თვე ისე სწრაფად გავიდა, ვერც კი ვიგრძენი. სუსხიანი იანვარი კიდევ უფრო სუსხიანმა თებერვალმა ჩაანცვლა. სამსახურში დავდიოდით. ცოტას ვერთობოდით, ბევრს ვმუშაობდით. კლაუდიო ყოველდღიურად არა მაგრამ ხშირად მირეკავდა. ძალიან მენატრებოდა. მის სითბოს თითქოს ტელეფონშიც კი ვგრძნობდი. მასიმო და ნინა ერთად დადიოდნენ, მე კიდე მათ ყოველ დანახვაზე ნერვები მეშლებოდა. რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი მათთან ერთად მით უფრო მეზიზღებოდა მასიმო. მიკვირდა ნინა რატომ იტანდა ამ საშინელ ადამიანს. თუ მე ვეჭვიანობდი მასზე, თუ მე მეგონა რო მეგობარს მართმევდა და მაგიტომ ვერ ვიტანდი. ფაქტია რომ მარტო დავრჩი ბოლოს...
ნინამ და იმ რაღაცნაირმა კაცმა კინოში გადაწყვიტეს წასვლა. ნინა თითქმის მთელი დღე მეხვეწა რომ მათთან ერთად წავსულიყავი, ხელს არ შევუშლიდი, მე და ის დავმეგობრდებოდით.. მაგრამ დღის ბოლოს სახლში გადავწყვიტე წასვლა, თანაც ფეხით. გარეთ თოვდა, სამი დღეა ასე თოვს მაგრამ არ დებს. ტყავის ხელთათმანები და ბერეტი მოვირგე და ოფისიდან ქუჩაში გავედი. ნელა მივყვებოდი განათებულ ქუჩებს, პერიოდულად ცაში ვიხედებოდი და თივლის ფანტელებს ვუღიმოდი, ეს ბავშბოდიან მახასიათებდა წვიმაშიც ასე ვაკეთედი. უკვე სახლთან ვიყავი, როცა კართან ვიღაცის სილუეტი დავლანდე, მართლა ძალიან შემეშინდა. უკვე ღობეს მიახლოებულმა უკან წასვლა დავაპირე, რათა უცნობთან არასასიამოვნო შეხვედრა თავიდან ამერიდებინა. უცებ გამიელვა რომ მეზობელთან შესვლა შემეძლო, ამიტომ აუღელვებლად ავუარე კარს გვერდი და მეზობლის სახლისაკენ გავაგძელე სვლა. გული ამოვარდნაზე მქონდა.
-ანა. დამიძახა ბოხმა ხმამ. კლაუდიო იყო. -მგონი კარი გეშლება. პარმაღზე იდგა კედელს მიყრდნობილი და ეწეოდა. ეზო სწრაფად გადავჭერი. საფეხურები ავირბინე და კისერზე ჩამოვეკიდე. -ფრთხილად არ დაიწვა. სიგარეტი გასრისა და ორივე ხელით მომეხხვია. გული ამიჩუყდა.-კარგი რა, ნუ აკეთებ ასე. ცრემლები მომწმინდა.-გავიყინე იცი რამდენი ხანია აქ ვარ.
-რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდი.
-მინდოდა გამეხარებინე. მეგონა 7 ზე უკვე სახლში იქნებოდი..კარს რატომ აუარე გვერდი.
-შემეშინდა. მეგონა ვიღაც უცხო იყო. ამაზე გულიანად გაიცინა.
- რა სულელი ხარ. ვიღაც შენს შესაშინებლად მოვიდა და კართან დაგელოდა? მე მხარზე ხელი წავარტყი, მან კი სიცილი გააგრძელა. ფეხით რატომ ხარ?
-მანქანა ნინამ და იმ საძაგელმა იდიოტმა წაიყვანეს და მე ფეხით წამოვედი სახლმდე. თან ველაპარაკებოდი და თან გასაღებს ვძებდი ჩანთაში. კარი სწრაფად შევაღე. ისიც უკან მომყვა.
-საძაგელი იდიოტი ვინაა.
-მასიმო.
-აააა. გაეცინა კაცს. რა უცნაური ტიპი ხარ. მე დავეჯ|ღანე.
-აუუ შეშის მოტანა დამავიწყდა ბუხრისთვის, ნეტა არ გამეხადა.
-სადაა მითხარი და მე მოვიტან. ავუხსენი სადაც იყო. მე ყავის მოდუღებას შევუდექი ის კი ცეცხლის დანთებას. ყავა და ნამცვარი ბუხრის წინ მაგიდაზე დავდე, მე კი მის კალთაში მოვკალათდი და მთელი საღამო კატასავით ველამუნებოდი. ისიც მთელი ძალით მიკრავდა გულში, მის სურნელს ხარბად ვისუნთქავდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ვინმეს მიმართ ასეთი მოსიყვარულე თუ ვიქნები. ის ისედაც ძალიან მოსიყვარულე იყო. ტელეფონმა დაიწკრიალა. ნინა იყო.
-რა ხდება?
-შეიძლება დამაგვიანდეს. მითხრა მან.
-მაინც რამდენი ხნით. ორის მერე კარს ჩავკეტავ.
-კარგი რა გჭირს რაა. ვეცდები მოვიდე ორამდე.. პასუხს არც დაელოდა ტელეფონი გამითიშა.
-ბოროტი დეინაცვალივით რომ იქცევი იცი.
-არ მომწონს ის ტიპი.
-გასაგებია, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ მათ ურთიერთობაში ჩარევის უფლლება გაქვს, წარმოიდგინე ჩემზე რომ გაიგოს, ჩემს წარსულზე. რაღაცნაირად შემრცხვა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე.
-შენ მისნაირი არ ხარ. შენ რომ დაგინახე ცუდი წინადგრძნობა და ასეთი ცუდი განწყობა არ შემქმნია.
-ასე იმიტომ ფიქრობ რომ ერთად ვართ.
-არაა ასე.
-არც მასიმოა ცუდი.
-აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. რამდენი ხნით ჩამოხვედი?
-ერთი კვირით. სასტუმროში გავჩერდები. მალე ადგილს გავყიდი და ჩამოვალ სულ. მე ისევ მის კალთაში მოვთავსდი. კისირზე ნაზად მკოცნიდა. მის სუნთქვას მხარზე ვგრძნობდი. უცნაური განცდა იყო. ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. მე გატრუნული ვიწექი ის კი ნაზად მკოცნიდა. ყოველ შეხებაზე ვიშმუშნებოდი და ვგრძნობდი როგორ ეღიმებოდა მას.



ესეც ახალი თავი, აუცილებლად გამიზიარეთთქვენი მოსაზრება, მადლობა რომ კითხულობთ



№1 სტუმარი სტუმარი nako

ზალიან ძალიან კარგია გააგრძელეეე განსხვავებულია და მომწონს

ზალიან ძალიან კარგია გააგრძელეეე განსხვავებულია და მომწონს

ზალიან ძალიან კარგია გააგრძელეეე განსხვავებულია და მომწონს

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

ძალიან ნიჰიერი გოგო ხარ .კარგად გადმოცემ აზრს.
მაინტერესებს...სიგარეტის გაკიდება.......რას ნისცნავს.
ნუ აფუცებ ისტორიას.

 


№3  offline წევრი ana_aneta

სტუმარი lia
ძალიან ნიჰიერი გოგო ხარ .კარგად გადმოცემ აზრს.
მაინტერესებს...სიგარეტის გაკიდება.......რას ნისცნავს.
ნუ აფუცებ ისტორიას.

სიგარეტის გაკიდება სიგარეტის მოკიდებას ნიშნავს, ბევრ თანამედროვე თარგმანში შემხვედრია ეს სიტყვა.

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

...სიგარეტის გაკიდება....
ტანამედროვეობას არ ნისჰნავს
უცოდინრობას და გრამატიკაზეწარმოდგენის არქონას ნისჰნავს

 


№5  offline წევრი ana_aneta

სტუმარი lia
...სიგარეტის გაკიდება....
ტანამედროვეობას არ ნისჰნავს
უცოდინრობას და გრამატიკაზეწარმოდგენის არქონას ნისჰნავს

ძალიან დიდი მადლობა რომ უცოდინარი მიწოდეთ

 


№6  offline წევრი ფერადიი...

ვუიმეე გააგრძელე რა და თავებს ნუ აგვიანებ

 


№7 სტუმარი Mari

სტუმარი lia
...სიგარეტის გაკიდება....
ტანამედროვეობას არ ნისჰნავს
უცოდინრობას და გრამატიკაზეწარმოდგენის არქონას ნისჰნავს

ra sisuleles ambibt :(

 


№8  offline წევრი tamuna.s

იმდენად აგვიანებ რო წაკითხვუს სურვილს უკარგავ ადამიანს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent