შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს პირველ სიყვარულს


12-07-2017, 12:52
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 991

შენმა სიყვარულმა მე სულ დამაბრმავა.
მე სულ დამწვა, მერე ფერფლად გადამყარა.
რა ძლიერი იყო, ძლევამოსილი.
შენ დაასუსტე ვით პირველყოფილი.

შენზე ოცნებამ დრო გააჩერა,
ამ სიყვარულმა მე ამაღელვა.
მოგონებებმა მე ამამღერა,
თმა გამაცვინა მე ღერა-ღერა.

ჩემი ლამაზი და თვალწარმტაცი,
მშვენიერი და თან გასატაცი.
შენს შესახებ ხომ არს ლეგენდები,
გულში ჩამისე ბევრი ეკლები.

ჩემი ერთი ხარ და შეუცვლელი,
სხვა ვერ ვიპოვე მე გეუბნები.
ძველად იყავი შენ ჩემი მუზა
და სწორედ ამ დროს ჩაეშვა ღუზა.

შენ მე გამარტყი და გადამაგდე,
უსასრულობის ხრამში ჩამაგდე..
ხმა ვერ გაგეცი, რადგან მიყვარდი
სასოწარკვეთის გვერდით მივვარდი.

ვიცი გამყიდდი ან დამამსხვრევდი,
უბრალოდ ნივთი, ვყოფილიყავი.
ალბათ ფიქრობდი, რომ მოვკვდებოდი,
თუმცა შენთვის სულ მკვდარი ვიყავი.

ძლიერი ცეცხლი მე წამიკიდე,
შენ სიყვარულის ცეცხლში გამხვიე.
შენ სიყვარულით გადამიკიდე,
შენ ჩემი გული სულ დაამტვრიე.

დიდი დრო გავა,
ვერ დაგივიწყებ.
არსად არ წავა
მუზა ვიფიცებ.

მე წამოვედი იმ ადგილიდან,
სადაც პირველად შენ გაგიცანი.
აღარ მიყვარდი მე შენ იმ დღიდან,
როცა ვითომდა ვეღარ მიცანი.

მიყვარდი ყველაზე მეტად,
მუდამ, სულ მყავდი კერპად.
ჩემთვის იყავი ღმერთად,
შენთან მინდოდა ერთად.



№1  offline მოდერი bla.ell

კარგი ლექსი იყო...ემოციური და ლამაზიც...ძალიან მომეწონა,მაგრამ იყო ტავტოლოგიაც და იმედი მაქვს გამოსწორდება საყვარელოkissing_heart❤❤

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

bla.ell
კარგი ლექსი იყო...ემოციური და ლამაზიც...ძალიან მომეწონა,მაგრამ იყო ტავტოლოგიაც და იმედი მაქვს გამოსწორდება საყვარელოkissing_heart❤❤

დიახ აუცილებლად გამოვასწორებ. გმადლობთ ასეთი შეფასებისთვის heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№3  offline წევრი ლინდა

ძალიან ლამაზი ლექსია

 


№4  offline წევრი Helio

ნამდვილად ლამაზი გოგოა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent