შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფითილი #2


4-03-2018, 18:09
ავტორი Hermann
ნანახია 224

ფითილი #2

არ ვიცი სიზმარში ვარ თუ ცხადში, კლდესთან ვდგავარ. ეს კლდე არცისე მაღალია, თუმცა ბოლო არ აქვს. ვცდილობ ნაბიჯი გადავდგა, მაგრამ არ შემიძლია, თითქოს რაღაც ძალა ქვემოთ მექაჩება. საიდანღაც ჩემი შვილის ხმა მესმის, თავსაც ვერ ვატრიალებ. ყველაფერი იმდენად ცხადშია, ვეღარ ვერკვევი აქ საიდან მოვხვდი, ან რა ხდება. ფეხებთან წვას ვგრძნობ, ქვემოთ ვიხედები და ცეცხლში ვდგავარ.

შეშინებული ვიღვიძებ და გულ აჩქარებული ვათვალიერებ ოთახს, სუნთქვა მიმშვიდდება და თავს უკან ვწევ.

იმდენად ქაოსურია ყველაფერი, ასე მგონია რაღაც უნდა მოხდეს, მაგალითად ასეთ სიმშვიდეში წარმომიდგენია, რომ სახლი აფეთქდება.

სახლი არა თუმცა ჩემმა ტელეფონმა დაიწყო გაუჩერებლად რეკვა. ძირს დაგდებული შარვლიდან მობილური ამოვიღე, ნომერი დაფარულია და მაშინვე გულში ის აზრი მკრავს,რომ ჩემმა ქმარმა რაღაც დააშავა.

ნელა ვახებ თითს ეკრანს და ვპასუხობ.

- გისმენთ

- გამარჯობათ, კოპმანია ჯიეფტი- დან გიკავშირდებით, თქვენი მონაცემები განვიხილეთ, გასაუბრების დეტალებიც და თუ გაქვთ ისევ სურვილი, მაშინ მინდა გითხრათ, რომ აყვანილი ხართ.

ბედნიერება ერთიანად მიპყრობს

ტელეფონიდან კი ისევ გოგონას წვრილი ხმა აგრძელებს

- მისამართს, დროს და საათს ყველაფერს მოგწერთ ნომერზე, ხვალიდან თუ გენდომებათ შეგიძლიათ დაწყება

- ძალიან დიდი მადლობა, კი აუცილებლად მოვალ, დაველოდები თქვენს მესიჯს

- მადლობა თქვენ და კარგად იყავით



ტელეფონს ბედნიერი ვთიშავ. ყველაფერზე თანახმა ვარ, რაც არ უნდა იყოს. სამსახური იმდენად მჭირდება, ჩემი ქმრის იმედზე მტერი არ იქნება.

საწოლიდან ამ ჯერად ბედნიერი ვდგები, ჩემთვის ყავას ვიმზადებ და ტელევიზორს ბედნიერი ვაშტერდები.

როგორ ვიქნები ახალ სამსახურში, შევძლებ თუ არა ოჯახის ჩემზე აღებას, იქნებ დედობა და მუშაობა ვერ შევათავსო, როგორ მომენატრება ჩემი პაწაწუნას თითები..

ყველანაირი კითხვა მიტრიალებს თავში. ერთი სული მაქვს გათნდეს და წავიდე, მესიჯმაც არ დააყოვნა და ყველანაირი დეტალური ინფორმაცია მომაწოდეს.

კარის ხმაზე უცბად შევცბუნდი. ყავის ჭიქა მაგიდაზე დავდგი, ნელა ავდექი და კარისკენ წავედი.

- მე ვარ - არ დააყოვნა ხმამაც და უფრო თამამად გავაღე

კართან ჩემი ქმარი დგას, რომელიც გაღიმებული სახით მიყურებს, ერთი ხელი უკან აქვს წაღებული, მეორეთი კი რამდენიმე პარკი უჭირავს ხელში

- სად იყავი? ან რა მოხდა? ბანკი გაიტანეთ შენ და შენმა ბეზძელნიკმა ძმაკაცებმა? - მეცინება და პარკებს ვართმევ

- ეს ჩემს ყველაზე წუწუნა ცოლს - თვითონაც ეცინება, ნარცისების თაიგულს მაწვდის და ლოყაზე მკოცნის

- ნარცისები რატომ მაინც და მაინც?

- იმიტომ, რომ ნარცისი ხარ შენც. ოღონდ ჩემი ნარცისი

- აღარ იტყვი რა მოხდა? ჯერ კიდევ დილით ვწუწუნებდით

- პირველ რიგში, ყველაფერი გადახდილია და აღარ ინერვიულო, პარკებში საკმაოდ ბევრი მარაგია, შეგიძლია ბავშვი წამოიყვანო

- მეორე რიგში?

- სამსახური ვიშოვე, ახლა იმედია აღარ გაქვს სასაყვედურო არაფერი

- რა სამსახური?

- დღეს მივედით სამშენებლო კომპანიაში, ბონუსად ფული ჩარიცხეს წინასწარ

- ძალიან მიხარია, ხელფასზე რას ამბობენ რამდენი გექნება?

- ჯერ ჯერობით 700, თუმცა დაწინაურების პერსპექტივაც არის - პარკებიდან პროდუქტების ამოლაგებაში მეხმარება

- მეც დამირეკეს დღეს სამსახურის თაობაზე

- საიდან?

- კომპანიიდან, ხვალ შემიძლია დავიწყო უკვე - მხრები ავიჩეჩე და პარკები ერთმანეთში ჩავალაგე

- მერე რას აპირებ?

- რავიცი, გავალ და ვნახავ რა არის როგორ არის, 700 ლარი მაინც არ გვეყოფა

- ბავშვი ვისთან იქნება?

- მოვიფიქრებ, ჯერ დედასთან იყოს, გრაფიკს გადავხედავ ხვალ და ისე შევძლებ, ბაღიდან წამოვიყვანო

- ნუ თუ ასე გინდა შენ, შენი ნებაა - გამიღიმა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა

- ასე მინდა თუ არა, ასეა საჭირო. როცა დაგაწინაურებენ და ხელფასს მოგიმატებენ მერე დავფიქრდები



ჩემი ქმარი ტელევიზორთან ჯდება დივანში, მე კი სამზარეულოზე სკამზე. სიგარეტის პაჭკას ვიღებ და ღრმა ნაფაზს ვურტყავ. დღე ისეთი გაცრეცილია, უკვე საღამოა პრინციპში..

ფანჯრიდან ვუყურებ შეყვარებულ წყვილს, რომელიც ხელიხელ ჩაკიდებულები მოდიან. რაღაცნაირად ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი მახსენდება. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთ პრობლემებში ვიქნებოდი, სიყვარული ზედმეტად სათუთი გრძნობაა, რომელსაც შენახვა და მოფრთხილება სჭირდება..

ერთმა არასწორმა სიტყვამ თუ ქცევამ შეიძლება ეს სათუთი გრძნობა დააზიანოს..

როდესაც ადამიანი არაფერს არ ცდილობს და მხოლოდ წუწუნებს, გრძნობა რაღაცნაირად უკან მიდის და წინა ფლანგზე ბრაზი გადმოდის..

ჩემი ქმრის მიმართ უსიყვარულობას არ განვიცდი, თუმცა ბრაზი მაინც მივლის სხეულში..

ფანჯარას ვკეტავ და რაფაზე კატასავით ვხტები, ახლა მინდა, რომ ძალიან მაგრად იწვიმოს და ყველაფერი გააცამტვეროს.

- არ გიყვარვარ? - ფიქრებიდან ჩემი ქმრის ხმას გამოვყავარ, რომელიც აღუწერელი სევდითა და მიტოვებული ტემბრითაა სავსე

- რატომ ამბობ მაგას? - პაუზის შემდეგ ვპასუხობ

- არ ვიცი, ხანდახან ასე ვფიქრობ

- ალბათ მიყვარხარ, მაგრამ პრობლემებმა და სტრესმა, გადამავიწყა რას ნიშნავს გიყვარდე და უყვარდე

- ახლა ყველაფერი კარგად გვექნება

- ვიცი

- ჩემგან წასვლას ხომ არ აპირებ?

- არა

- მაინც რომ დააპირო?

- რატომ უნდა დავაპირო?

- დილით ხომ მითხარი წავალო

- დილით რაღაცები სხვანაირად იყო

- ანუ შენთვის მთავარი ფულია?

- ჩემთვის მთავარი ჩემი შვილია

- მე რომელ ადგილზე ვარ?

- რომელ ადგილზეც დააყენებ თავს, იმ ადგილზე იქნები შენც. შენი საქციელი შენს სიყტყვებს და სიყვარულს უნდა ამტკიცებდეს. მე ვერ შეგპირდები, რომ იდეალურად იქნება ყველაფერი, თუმცა შენ თუ შენსას ეცდები, მეც დავინახავ ამას და ვეცდები

- მე მინდა ორივე ბედნიერები მყავდეთ

- ბედნიერება ინდივიდუალურია, შეიძლება ბედნიერება ამინდი იყოს ან სულაც ადგილი.

- ამ სახლში ბედნიერი ხარ?

- ეს სახლი მიყვარს, ბედნიერი მოგონებებით ვარ

- წეღან რას უყურებდი?

- შეყვარებულ წყვილს

- მერე რა დაინახე?

- არ ვიცი, ეტყობა უყვართ ერთმანეთი - მხრები ავიჩეჩე მე

- ჩვენც ხომ გვიყვარდა მაგ დროს ერთმანეთი?

- კი, ჩვენ ახლაც გვიყვარს ერთმანეთი

- შენი სიტყვები ხანდახან სხვა რამეს ამბობს

- ჩემი სიტყვები, ის გაჟღერებული ემოციაა, რომელსაც ვგრძნობ და განვიცდი

- ხანდახან შენი საერთოდ არ მესმის

- ხანდახან არც მე მესმის შენი, მაგრამ მაინც შენთან ვარ

- ვიცი და მადლობელი ვარ, რომ მძიმე წუთებში არ მიგიტოვებივარ - ნაღვლიანად შევხედეთ ერთმანეთს და წარბები შევკარი. თითქოს მინდოდა რაღაცის თქმა მაგრამ თითქოს აღარც აზრი აღარ ჰქონდა.

- შეჭამ რამეს?

- თუ შენც შეჭამ, მაშინ კი

- კარგი, მოვიფიქრებ რა გავაკეთო და ვივახშმოდ.

- მიყვარხარ

- მეც მიყვარხარ


___________________________________________

ისტორიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ ნახოთ ჩემს გვერდზე..
პარალელურად ამასაც გავაგრძელებ და იმედია თქვენს აზრსაც დააფიქსირებთ <3
*ფითილი მატერიალური სიდუხჭირის აღმნიშვნელია, ამ კონკრეტულ მომენტში.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.