ოქროს თმიანო!
-ჰეი ოქროს თმიანო! მომესმა ხმა ქუჩაში მიმავალს,მაგრამ არ მიმიხედავს უკან,ისე განვაგრძე სიარული. -ჰეი გოგონი,დამიცადეთ თქვენი საფულე! ისევ მომესმა ხმა და სიარული შევანელე.ჯიბეები შევამოწმე და რომ მივხვდი ეს ძახილი ჩემი მიმართულებით იყო,უკან მიხედვაც ვინებე. -ძლივს არ მობრუნდით?! ქოშინით მოვარდა,ჩემს წინ მაღალი სილუეტი მუხლზე ხელები დაიწყო და ამოიხვნეშა.-აი,თქვენი საფულე ოქროს თმიანო!უცნაური ღიმილით ამომხედა,თითქოს ძალა გამომეცალა.დაბნეულმა შევხედე ბიჭის გამოწვდილ ხელს და საფულე იმდენად ნელა გამოვართვი,თავი ინდურ სერიალში მეგონა. -გმადლობთ!-ოდნავი ღიმილით დავიწიე უკან და გზა გავაგრძელე. თითები მიკანკალებდა,ვერ ვხვდებოდი რატომ...ჩაფიქრებული მივაბიჯებდი ქუჩაში.რამდენიმე გამვლელს გაუაზრებლად, მხარიც კი გავკარი და ბოდიშიც არ მომიხდია ისე გვეცალე ყველა მათგანს.ვფიქრობდი უცნობზე და მეღიმებოდა. თავი გიჟად ჩავთვალე.ერთი საათის წინ ხომ,ვიღაც მოხუცი ქალი გამომეკიდა და არ შემეშვა სანამ ხელის გულებზე არ დამიწყო მარჩიელობა,მითხრა რამდენიმე საათში შენს ბედს შეხვდებიო,ძალიან შეგიყვარდებათ ერთმანეთი,კარგი ბედი გიწერია და არ გაუშვა ხელიდანო,გამეცინა ვიფიქრე რა ბედი რის ბედი,ეს ქალი შეშლილია-მეთქი და სწრაფად გავეცალე მარჩიელს,ცოტა შეშინებული...ახლა კი გაოგნებულმა არც კი ვიცი რა ვიფიქრო.თუმცა რა უნდა ვიფიქრო უკვე მოვედი დანიშნულების ადგილას.დღეს გამოცდაა,ოხ ეს საშინელი დღე. მეთორმეტე კლასში ვარ,უფროსწორად ვამთავრებ,დღეს მათემატიკის გამოცდააა,ბოლო გამოცდა.დარწმუნებული ვარ ჩავაბარებ,მათემატიკა ხომ ძალიან კარგად ვიცი(ამაყად ვიღიმი) -იანა გოგელიძე,შენი ჯერია აბა წარმატებას გისურვებ საყვარელო!-დირექტორმა თბილი ღიმილით დამასაჩუქრა და მეც მეტად პოზიტიური განწყობით შევაბიჯე ოთახში, სადაც,გამოცდების "საშინელი სუნი" ტრიალებდა,დაზაფრული სახეებით იჯდნენ კომპიუტერებთან,გახევებულები და თვალებ დაჭყეტილები უყურებდნენ მონიტორს.დავინახე ჩემს ონდავ წინ,როგორი შეშინებული გოგონა იჯდა და დახმარების სურვილმა მძლია. -ფს,ჰეი მანდ "გ" სწორი.გოგონამ ვერც კი გამოიხედა მაგრამ, დავინახე როგორ გაეღიმა და სწორ პასუხს დააჭირა. მეც შევუდექი წერას და მაგალითების გამოყვანას,ხანდახან გავხედავდი გოგონას და დამკვირვებლის უჩუმრად, მინიშნებებს ვაძლევდი. საბოლოოდ ორივეს მონიტორზე ერთი და იგივე რომ,დავინახე,მივხვდი ჩემზე ბედნიერი არ იყო ამ წამს არავინ.ბედნიერი ღიმილით გავედი დერეფანში და გახარებული გადავეხვიე დირექტორ მერის. -ჩავაბარეეე მას! -ჩემი ჭკვიანი გოგო ეჭვიც არ მეპარებოდა.-როგორც ჩვევია ისეთი ღიმილი მომაგება,მერე კი იმ გოგონასკენ მიბრუნდა -შენ?!აბა რა ქენი ჩემო საყვარელო?! -ჩავაბარე.-სიხარულით წარმოთქვა და საყვარლად გამიღიმა. -მადლობა!-მომესმა ზურგს უკან ხმა. -რის მადლობა სულელო! გავუცინე და მხაზე ჩამოვეყრდენი.-აბა რა მქვიაო?! -ემილიი,შენ? -მე იანა,სასიამოვნოა ასეთი საყვარელი გოგონას გაცნობა!გავეკრიჭე და ხელმკლავი გამოვდე. -ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა იანა!არ გინდა სადმე ყავაზე დავჯდეთ? -აუუ ახლა სიამოვნებით მივირთმევდი ყავას და ხილის ნამცხვარსაც!-დავიწუწუნე და ორივე სკოლის გასასვლელისკენ გავემართეთ. -მჰჰჰ რა კარგი ჰაერია!დაიყვირა ემილიმ და სიცილით ჩავირბინეთ კიბეები.დღევანდელი ინციდენტის ადგილას რომ მოგვიწია გავლა,გული ისევ,ისე ამიჩქარდა და ემილის მკლავებს კიდევ უფრო ჩავებღაუჭე. -იანა ფბ-ზე როგორ მოგძებნო?-სიჩუმე და დაძაბულობა ემილიმ დაარღვია. -იანა გოგელიძე.ასე ვარ,შენ რა გვარის ხარ? -ემილი ხურციძე! და ან ძმა გყავს?! -არაა,დედის ერთა ვარ,მშობლები ბათუმში ცხოვრობენ,მე აქ ბებიასთან ვცხოვრობ.-ტუჩების ჭამას მოვყევი და თვალების დაუხამხამებლად გავეცი პასუხი.-შენ გყავს?! -არა არც მე მყავს,მეც დედის ერთა ვარ და მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. როგორც იქნა,მივაღწიეთ ბარში,ყველაზე მყუდრო კუთხე ავირჩიეთ და დაველოდეთ როდის მოვიდოდა მიმტანი. -გამარჯობა,გოგონებო რას მიირთმევთ?! -ორი ყავა და ხილის ნამცხვარი თუ შეიძლება!ღიმილით მიუგო მიმტანს. -კარგით,სხვა არაფერი ხომ?! -არა გმადლობთ! დაასრულა საუბარი და მე მომიბრუნდა. -მეგობრები?! -ჰმმ..მეგობრებიი?!-უხერხულად გავიღიმე.-მეგობრები არ მყავს,არ აღმოჩნდა არავინ ნამდვილი სამწუხაროდ... -ჰმ..არაუშავს მაშინ მე ვიქნები შენი კარგი მეგობარი,ნებას დამრთავ?!როგორც ყოველთვის პოზიტივით სავსემ გამიღიმა და მეც გამაღიმა. -რატომაც არა!ძალიან კარგი. -ისე და კითხვა მაქვს...-სიტყვის დასრულება არ აცადეს ვიღაც ორი ბიჭი რომ მოგვადგა მაგიდასთან. -ემილი გოგოოო აქ რა გინდაა?!როგორ მომენატრე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.