შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე რომ ხატვა შემეძლოს


14-05-2017, 15:24
ავტორი stranger9
ნანახია 1 758

ვინ იცის რამდენი ისტორია წამიკითხავს ყოვლისშემძლე ოქროს თევზებზე, რამდენჯერ გამღიმებია ირონიით აღსავსე ღიმილით, რამდენჯერ გადამიქნევია მობეზრებით თავი და რამდენჯერ გამცრუებია იმედი ზღაპრული პერსონაჟების ზღაპრული სურვილების გაგების შემდეგ.
სადღაც ძალიან შორს, იქ სადაც ლამპიონების შუქი კი არა, მთვარის სინათლეც ვერ აღწევს, კრისტალივით სუფთა, კამკამა ტბის წყალში ოქროს თევზი რომ ცხოვრობდეს, მხოლოდ ერთს ვთხოვდი. ვთხოვდი, ხატვა შემეძლოს. ესაა ნიჭი, რომელზეც დაუფიქრებლად გავცვლიდი ნახევარ სამყაროს და რომელიც პაზლის უკანასკნელი დეტალივით შეავსებდა ჩემს დაუსრულებელ სულს. ავიღებდი ძალიან, ძალიან ბევრ ფურცელს, საღებავებს და Coldplay-ის ჯადოსნური მელოდიების ფონზე უსასრლოდ დავხატავდი.
დავხატავდი ყველაფერს.
ყველაფერს ლამაზს.
ყველაფერს საოცნებოს.
გონების მიყრუებულ, სხვებისთვის მიუღწეველ ნაწილში გადამალულ აუსრლებელ ოცნებებს ვაქცევდი "რეალობად". საყვარელ სახეებსაც გადავიტანდი ფურცლებზე და ალბათ ასე მაინც შევძლებდი გამოუხატავი გრძნობების გადმოცემას. არ ვიცი მეყოფოდა თუ არა ფურცლები, გაშრებოდა თუ არა საღებავები, არც ის ვიცი რამდენად კარგად დავხატავდი, ან იხილავდა თუ არა ჩემს შემოქმედებას ვინმე. მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს ილუზიაა, ფუჭი ოცნება და იქნებ დროის კარგვაც. არც ჯადოსნური თევზები ცხოვრობენ სადმე და არც მე შემიძლია ხატვა. მაგრამ სხვა რა დამრჩენია... ვზივარ ცხელი ჩაით სავსე ფინჯნით ხელში და ვფიქრობ, მე რომ ხატვა შემეძლოს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent