შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილმისჯილი (მერვე თავი)


7-03-2018, 21:37
ავტორი gulia
ნანახია 1 138

-მია! გაიღვიძე!
-შემეშვი, მეძინება._წავიბურტყუნე.
-რას დროს ძილია გოგო გარეთ თოვლს!_იატაკზე ხტუნაობა დაიწყო.
-რა!_სიხარულით საწოლიდან წამოვფრინდი.
-ადე, ჩაიცვი და გარეთ გავიდეთ.
-ეხლავე._ საწოლიდან წამოვხტი და ხუთ წუთში გავემზადე.
-აუ, როგორ მიხარია!_კიბიდან ჩამოვრბოდი და თან ტაშს ვუკრავდი.
-ჯერ არ დგებოდა და ეხლა.
-რა ვიცოდი თუ თოვდა.
-წამო._კარი გააღო და გარეთ გავედით.
-აუუ, რა მაგარია! მოდი ჩაგეხუტო!_ ნიას მივვარდი და მაგრად ჩავეხუტე.
-ნელა გოგო ბავშვს არაფერი არ მოუვიდეს._ წყნარად ამოთქვა.
-ჰო, კაი ბოდიში._ ეს გაუაზრებლად წამოვისროლე, მაგრამ მისი სიტყვები გვიან გავიაზრე და სულ გამოვშტერდი. -მოიცა, აბა გაიმეორე.
-ნელა, ბავშვს არაფერი მოუვიდესთქო.
-რააააააა!_ ბოლო ხმაზე ვყვიროდი._ დეიდა გავხდები? ხომ არ მატყუებ?_ ნიას ხელში ხელი მოვკიდე.
-დეიდა და ნათლიაც ხდები._ თვალცრემლიანმა შემომხედა.
-ვაიმე, არც კი მჯერა._ჩავეხუტე და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა.
-არც მე.
-აქ რა ხდება? თოვლს ზეიმობთ?_ კარიდან გაღიმებული ნიკუშა შემოვიდა.
-თოვს კი არა შენს შვილს ვზეიმობთ. _ეგრევე მივახალე. ის კი იქვე გაშეშდა სანამ იოანე არ მივიდა და არ შეანჯღრია.
-გამიმეორეთ რას ზეიმობთ?
-ჩვენს შვილს!_ ნიამ ღიმილით შეხედა.
-არარსებობს ტო!_ გაექანა და ნია ხელში აიტაცა. თან ბოლო ხმაზე ყვიროდა.-მიყვარხარ! მიყვარხარ! მამა გავხდები ხალხო!
იოანე ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა.
-რა ბედნიერები არიან, არა?_ პასუხად თავი დავუქნიე._მომენატრე.
-მეც. მორჩით ბზრიალს და სახლში შევიდეთ. არ გამიციოთ ეგ გოგო!
-ვაიმე. ეგ როგორ დამავიწყდა. აბა ჩქარა ყველანი სახლში._ მაშინვე სახლისკენ წავიდა.
სასტუმრო ოთახში შევედით. ნია ნიკუშამ ჩაისვა კალთაში. მე კი იოანეს მივეხუტე.
-ჩემი პაწია?_ მუცელზე ეფერებოდა ნიას ნიკა.
-კარგი, მორჩი ეხლა.
-დამაცადე, შვილთან ლაპარაკი. გინეკოლოგი აარჩიე?
-არა.
-ხოდა დროზე. მალე უნდა ვნახო ჩემი შვილი.
-შენი კი არა ჩვენი._სიცილით შეუსწორა ნიამ.
-ჰო, ჩვენი._ მუცელზე აკოცა.
ამ სცენი დანახვაზე, მეც მეტი რა მინდოდა, გული ამიჩუყდა და ტირილი ამივარდა. გაკვირვებულები, ყველანი მე მიყურებდნენ.
-შენ გოგო სულ როგორ უნდა ტიროდე? ახლა რაღა გატირებს?
-ისეთი საყვარლები არიან._ სლუკუნით ამოვთქვი.
-პატარა ბავშვით ხარ რა. მორჩი ეხლა ტირილს. შენც მალე გეყოლება ასეთი წრიპა._ გაიცინა ნიამ.
-ჰო, კარგი.
-წამო, რამე გავამზადოთ და ვჭამოთ. თორემ ძალიან მშია._ ფეხზე წამდგდა იოანე.
-კაი._ ხელჩაკიდებულები სამზარეულოში გავედით.
-რა გავეკეთოთ.
-სულ ერთია რაც გინდა.
-კაი, მაშინ ძნელი რამის გაკეთება მეზარება და მარტივი რაღაცეები გავეკეთოთ.
-კაი.
ნახევარ საათში რაღაც-რაღაცეები გავაკეთეთ და მაგიდაც გავშალეთ.
-ნია ნახე შენთვის ბოსტნეულის სალათი გავაკეთეთ.
-არ მინდა. ომლეტი მირჩევნია.
-ტყუილად არ ვიწვალე.
-არაუშავს, ჯერ სად ხარ._სიცილით ჩაერია ნიკა.
-მე კი არა შენ სად ხარ._რამდენიმე სიტყვით გადავუჯოკრე.
-ისე კი მართალი ხარ.
-თქვენი ქორწილი როდის იქნება?
-რავიცი._მხრებია აიჩეჩა ნიამ.
-აბა, რა იცი გოგო. ვაფშე შენებმა შენი დანიშვნის ამბავი, რომ არ იცოდნენ არც გამიკვირდება. ეგ საქმე დროზე უნდა მოვაგვაროთ. ერთად ვიყიდით შენს კაბასაც, დარბაზს ესენი დაჯავშნიან და რიცხვი შენ აარჩიე.
-აუ, ეხლა ქორწილი, რომ მაგრად მეზარება.
-შანსი, არააა. თეთრი კაბის გარეშე არ გათხოვდები.
-ჰო, კაი. როგორც გინდა.
-რიცხვი?
-ცამეტი დეკემბერი.
-კარგი. მზადება იწყება დღეიდან. დღეს გინეკოლოთან უნდა წავიდეთ აუცილებლად.
-მერე მე?_ ჩაერია ნიკა.
-თქვენ რაც გითარით ის მოაგვარეთ. ახლა უკვე დარბაზები იპოვეთ და დაგვაფინენსეთ.
-ჰო, კარგი._ ჯიბიდან საკრედიტო ბარათი ამოიღო და ნიას გაუწოდა. მერე იოანემაც იგივე გაიმეორა.
საუზმეს მოვრჩით და წასასვლელათ მზადება დავიწყეთ მე და ნიამ. მე და იოანე ჩვენს ოთახში ვიყავით და რაღაცეებზე ვლაპარაკობდით.
-ერთი სული მაქვს საქორწინო კაბაში როდეს გნახავ.
-მეც ერთი სული მაქვს როდის ავარჩევ.
-როცა დავქორწინდებით ბავშვიც მინდა.
-შეუკვეთე მერე.
-მია.
-ჰო, კაი.
-მოდი მოგეფერო._ მის გვერდით საწოლზე დავჯექი და ისეც ჩემს ტუჩებს ნაზად ეამბორა.- ყოველს წუთს მინდა გაკოცო მაგ ტუჩებზე.
-კაი, წავედით ეხლა.
-იქნებ მძღოლმა წაგიყვანოთ.
-კაი, მიდი უთხარი.
-კაი, ეხლავე.
-ნია მზად ხარ?!_ დერეფანში დავიყვირე.
-მზად კი არა, დაბლა ვარ უკვე!
-მეც მოვდივარ._ კიბეები სწრაფეად ჩავირბინე და გარეთ გავედით.
-მანქანა მზადაა?
-კი, საყვარელო გარეთ გელოდებათ. გავაფრთხილე, რომ ნელა იაროს თორემ ცოცხალივერ გადარჩება.
-კაი, წავიდეთ მაშინ._ნიას ხელი ჩავკიდე და მანქანში ჩავსხედით. ბიჭებმა ხელი დაგვიქნიეს და სახლში შევიდნენ.
პირველ რიგში გინეკოლოგთან მივედით. პატარა დავათვალიერეთ და ყველაფერი კარგად ჰქონდა. მერე ნიკუშას თხოვნით ფოტოც გადავუღეთ. ნიას თხოვნით გოგო იყო თუ ბიჭი ექიმმა არ გვითხრა. უნდოდა საიდუმოდ ყოფილიყო მის დაბადებამდე. მერე საქორწილო კაბების ასარჩევად წავედით.
-ეს ლამაზია, მაგრამ არა საჩემო.
-არც მე მომეწონა არაფერი._დაიჯღანა ნია.
-წამო სხვაგანაც ვნახოთ.
-კაი.
თხუთმეტ წუთში სხვა მაღაზიაში გავჩნდით და ახლა იქ დავიწყეთ კაბების თვალიერება.
-იქნებ კატალოგიც მოგვიტანოთ. უფრო ადვილად ავარჩევთ._ გავუღიმე იქვე მდგარ გოგონას.
-ახლავე. თქვენ მანამდე დივანზე დასხედით. _ გოგონა თავის მაგიდასთან მივიდა, კატალოგი მოგვიტანა და ისევ თავის ადგილას დაჯდა.
-აი ეს ლამაზია. ან არა არ მომწონს.
-რატო არაფერი არ მომწონს რა._ ბუზღუნებდა ნია.
-ჯერ ამდენია, ავარჩევთ დაწყნარდი.
კარგა ხანს ვათვალიერებდით კატალოგებს წყნარად სანამ ჩემი საოცნებო კაბა არ ვიპოვე.
-ვაიმე ეს მინდა! მინდა!_ გახარებული შევუტრიალდი ნიას.
-რა ლამაზია.
მართლაც ულამაზესი იყო. უზოურგო, ადგილ-ადგილ თვლებით და მარგალიტებით მორთული. ასეთივე ლამაზი და გრძელი ფატა. ცოტა ხანში ნიამაც შეარჩია თავისი კაბა. კაბაბი მალე იქნებოდა მაღაზიაში და პირდაპის სახლში გამოგვიგზავნიდნენ. მერე ფეხსაცმელები ავარჩიეთ და სახლში, რომ წავედით უკვე ექვსი საათი იყო.
-როგორც იქნა მოხვედით. სად გქონდათ გოგო ტელეფონი, რომ გირეკავდით._ შემოგვეგება იოანე.
-არ გვესმოდა ალბათ.
-გოგოა თუ ბიჭი._ ვეღარ ითმენდა ნიკა.
-არ გაგვიგია._ ჩაეხუტა ნია.
-რატო?
-მინდა რომ საიდუმლოდ დარჩეს.
-კარგი, როგორც გინდა.
-ძალიან მშია.
-წამოდი და ვჭამოთ.
-წყალს გადავივლებ და ჩამოვალ._ ნიას მეც უკან გავყევი.
შხაპი მივიღე და პიჟამოებში გამოწყობილი დაბლა ჩავედი. უკვე სულ ყველანი დაბლა იყვნენ და მაგიდასთან დავსხედით.
-ეს რაღაცეები თქვენ გააკეთეთ?
-არა, შევუკვეთეთ.
-მეც არ გამიკვირდა, რა გემრიელია ყველაფერითო._ სიცილით შევხედე ნიკას.- გვიანია უკვე. თქვენ არ მიდიხართ?
-სად?
-სახლში.
-ვიქნებით რა.
-არა. წამო ნია დავწვეთ._ იოანეს ვაკოცე და დასაძინებლად წავედით._ კარი კარდად დახურეთ, რომ გახვალთ._ გადმოვძახე სიცილით.
-აუ დღეს ჩემთან დაწექი რა.
-კაი. ისედაც მაგას ვაპირებდი._ ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.
ნიას გვერდზე მივუწექი და მუცელზე ვეფერებოდი.
-როდის გავა ცხრა თვე. როდის ავიყვან ამ პაწიას ხელში.
-მეც ერთი სული მაქვს.
ათი წუთი ვილაპარაკეთ და მერე ორივეს ჩეგვეძინა.
ქორწილანდე დარჩენილ დღეებში სახლიდან ყველა საქმე მოვაგვარეთ. ბიჭებმა დარბაზი შეარჩიეს, ჩვენ გაფორმებაზე ვიზრუნეთ. ავარჩიეთ ხელის მოწერისა და ჯვრისწერის ადგილები. კაბებიც სახლში მოგვიტანეს. იოანეს დედა, ბებია და მეგობრებიც ჩამოვდნენ. მოკლედ მთელი დღეები ასე ქორწილის საქმეებში ვიყავით გართულები, ერთი დღის გარდა.
მე და ნიამ გადავწყვიტეთ ოცდაათი დეკემბრის საღამოს მარტო სადმე წავსულიყავით. არც ისე ხალმხრავალი კლუბი ავარჩიეთ. ჯინსის შარვლებში და სვიტრებში გამოვეწყვეთ. დაცვას მანქანის გასაბი გამოვართვით და კლუბში წავედით.
-ეხლა, რომ ბიჭები ჩვენს სანახავად მოვიდნენ?_ნერვიულობდა ნია.
-მერა რა , მოვიდნენ. არაფერს იტყვიან. დაწყნარდი.
-კაი, რაც იქნება იქნება. იმედი მაქვს ვერ გაიგებენ ჩუმად რომ წამოვედით.
კლუბში შვიდ საათზე მივედით. საკომაოდ ციოდა კიდეც. შიგნით შევედით და ცარიელ მაგიდას მივისხედით. მართლაც არ იყო შიგნით ბევრი ხალში და არც ხმაური.
-რას მიირთმევთ?_ ჩვენს წინ მიმტანი აეყუდა.
-ხილის წვენი და ერთი ჭიქა მარტინი.
-კარგით.
ნიას, როგორც იქნა დაძაბულობა მოეხსნა და ჩვენთვის ვლაპარაკობდით, სანამ შემოსასვლელში ხმაური არ ატყდა.
-ნეტავ რა ხდება?
-არ ვიცი._ ხმაური მალევე მიწყდა და კარიდან გააფთრებული ნიკუშა და იოანე, რომ შემოვიდნენ ადგილზე გავიყინე.
-ჩიტებო აქ ყოფილხართ._ ორივენი მაგიდასთან ჯიბეებშიხელებჩალაგებულები აეყუდნენ.
-ხოო._ გაუბედავად ამოვთქვი.
-მერე, ჩვენ არ უნდა დაგეპატიჟეთ?_ ღიმილით მოგვისდენ გვერდით. შემეშინდა, რადან მეგონა, იოანეს ჩემი საქციელი გააბრაზებდა და აღარ დამელაპარაკებოდხა, მაგრამ ასე არ მოხდა.
-მე მეგონა გაბრაზდებოდი._ ყურში ჩავჩურულე იოანეს.
-და რა იცი, რომ არ გავბრაზდი. წამოდი, გარეთ გავიდეთ. შენ მაგას მიხედე._ გადასძახა ნიკუშას.
იოანეს პატარა ბავშვივით თავჩახრილი გავყევი უკან. გარეთ გავედი და იქაც არ ამიწევია თავი.
-ბოდიში.
-ისე, რატომ არ მითხარი?
-რავიცი.
-გეგონა წასვლის უფლებას არ მეგცემდი თუ რა?_ შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიყო და თავი დაბლა დასწია. იმ წუთს ისეთი საყვარელი იყო მომინდა ჩავხუტებულიყავი, მაგრამ თავი შევაკავე.
-არა, უბრალოდ...
-იცი, როგორ შემეშინდა? შენთან მოვედი და სახლში არ დამხვით. არც იმ ნაბი**რებმა იცოდნენ სად იყავით. მერე რავი სად არ დავრეკეთ და ძლივს გიპოვნეთ. აბა თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე._ წყნარად და აუჩქარებლად ლაპარაკობდა, მაგრამ ეტყობოდა, ნაწყენი და გაბრაზებული იყო.
-მაპატიე._ ახლოს მივიწიე იმის იმედით რომ ჩამეხუტებოდა. მანაც არ დააყოვანა და გულში მაგრად ჩამიკრა. თან თავზე მკოცნიდა.
- ასე თუ კიდევ მოიქცევი, იცოდე ვიჩხუბებთ და თანაც ძალიან._ ამ სიტყვებზე ხმას აუწია.
-წამო, წავიდეთ._ კლუბიდან ხელჩაკიდებული ნია და ნიკაც გამოვიდნენ.
-კაი._ იოანემ ხელი მომკიდა და სულ ყველანი მის მანქანაში ჩავსხედით.
-ისე, მაინც არ მესმის, რატომ წამოხვედით ამ კლუბში?_ თემა განაახლა განაწყენებული ხმით ნიკუშამ.
-ისე, უბრალოდ გართობა გვინდოდა._ ნიას მაგივრად ვუპასუხე.
-და ჩვენთან ერთად არა?
-ზაფხული, არ გამახსენებინო ნიკა!_ ვეღარ მოვითმინე და გაბრაზებულმა მისახვედრად მივაძახე. ამის შემდეგ არც არავის გვითქვამს რამე.
თხუთმეტ წუთში სახლშიც მივედით და იოანეს თითქმის არც კი შემოუხედავს, ისე მითხრა მოვედითო.
მანქანიდან მე და ნია ჩუმად გადმოვედით და სახლში შევედით.
-ხომ გითხარი არ ღირდა იქ წასვლა._ აქეთ-იქით დადიოდა ნია.
-დაჯექი და დამშვიდდი, რაც მოხდა მოხდა.
-რა დამამშვიდებს, ხომ ვიცი ეგრე გაბუტულმა უნდა იაროს.
-არ ივლის. კარგად მივაძახე ზაფხულის საქციელები.
-კაი, წამო დავწვეთ. ძალიან დავიღალე.
-მე არ მეძინება, წადი შენ დაიძინე.
-არა, მაშინ არც მე წავალ.
-არა, წადი დასვენეთქო._ ნიას არაფერი აღარ უთქვამს მაშინვე მაღლა ავიდა.
მე კი დივანს მევეყუდე და ფიქრებში წავედი. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში. ვაითუ ისევ ისე ძალიან გაბრაზებული იყო და ხვალ რა მოხდებოდა ვერც კი ვფიქრობდი.
ფიქრებიდან ცოტა გამოვედი, ტელეფონს დავავლე ხელი და იოანეს დავურეკე. მისი ხმის გაგონება ისე მჭირდებოდა ახლა.
-გისმენ. _ ამ ერთ სიტყვაში იმდენი წყენა ჩანდა, რომ ვეღარაფრის თქმა ვეღარ გავბედე და ტელეფონი მაშინვე გამოვრთე.
დივნიდან წამოვდექი, პლედი მოვისხი და ბაღში სკმაზე ჩამოვჯექი. ჩემს საქციელზე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ძალიან სულელურად მოვიქეცი. სამივე ადამიანს ვაწყენინე, ჩემი არასწორი გადაწყვეტილებით. ვნანობდი, მაგრამ ვერარაფერს ვუშველი. ერთ წამს იოანესთან მისვლაც, კი ვიფიქრე, მაგრამ მერე ვეღარც ეს გავბედე. ანდა რომც მივსულიყავი, არც ის ვიცოდი რას ვეტყოდი.
-აქ რას აკეთებ?_ იოანე იყო. არც შემშინებია, მისი ასეთი ჩუმ მოსვლაზე. უბრალოდ ადგილიდან ვერ გავინძერი. ხელი მხარზე დამადო, დაიხარა და ყელზე, თავისი თბილი ტუჩებით მაკოცა.-შეგცივდება.
-არაუშავს, გავცივდე._ ოდნავ გაიცინა ჩემს ნათქვამზე და გვერზე მომიჯდა.
-ნუ ბავშვობ, მოდი ჩემთან._ ხელი გადამხვია და გულზე მიმიხუტა. -ჩემი პატარა, მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ. ისევ გაბრაზებული ხარ?
-არც ისე._ ისევ გაიღიმა.
-არ მინდოდა, შენი წყენინება.
-ვიცი.
-წამო მაღლა აივანზე ავიდეთ.
-კაი.
სახლში ფეხაკრეფით შევედით, ორი ფინჯანი ცხელი შოკოლადი გავაკეთეთ და ჩვენი ოთახის აივანზე დავსხედით.
-მთვარეც ამოვიდა.
-ლამაზია._ ღიმილით შევხედე.
-შენ მასზე ლამაზი ხარ.
-მიყვარხარ.
-მეც, მაგრამ ეს საქციელი არ შეგრჩება.
-კაი._ სიცილით ვუთხარი.
-კაი. მე წავალ.
-ასე, მალე?
-ხომ უნდა დავიძინო. ხომ არ დაგავიწყდა ხვალ ქორწილი გვაქვს?
-მე შენთან ყოფნა მინდა.
-ეგ მერე._ სკამიდან წამოდგა და ოთახში შევიდა. მე უკან გავეკიდე, შემოვატრიალე და მის ტუჩებს დავეწაფე.- ახლა დაიძინე._ ჩემს ტუჩებს მოშორდა და ოთხიდან გაქრა.
მეც რა უნდა მეკეთებინა. ოთახის სახურავი გავაღე და ცის ყურებაში ჩამეძინა.



№1 სტუმარი სტუმარი eni

yvela tavi ertad wavikitxe da zalian bavshvuria.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent