შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცთეთრიანის რჩეული (სრულად)


7-03-2018, 22:09
ავტორი N1penguin
ნანახია 20 011

ნეტავ რა მოხდებოდა იმ დღეს კლუბში რომ არ წავსულიყავით? წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ უფრო დიდი ხანი ვერ გავაანალიზებდი სიმართლეს.
კლუბში მისვლისას თავიდან ყველაფერი ჩვეულებივ იყო.
-ნია, წავალ, სასმელს მოგიტან, - შემომთავაზა ბექამ და ხალხში გაუჩინდარდა. მე კი მანამდე ცეკვა დავიწყე.
უგონოდ გადავეშვი მუსიკის ჰანგებში. პატარაობიდანვე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მუსიკა ჩემს სისხლშია. სხეული თავისით მოძრაობდა. თვალები დავხუჭე და ინსტინქტებს მივენდე. სულ მალე უკნიდან ბარძაყზე შეხება ვიგრძენი. ხელი ნელ-ნელა უფრო ზემოთ მიიწევდა. თვალები გავახილე და უცხო ადამიანი დავინახე.
-ხელი მოაშორე, - მშვიდად ვუთხარი.
-არ შეიძლება გეცეკვო?
-გაიარე.
ბიჭი მიხვდა, რომ უნდა წასულიყო. დავინახე როგორ უყურებდა ყველაფერს ბექა, თუმცა არაფერს არ აკეთებდა.
ცეკვის ხალისი დავკარგე. ბართან ჩამოვჯექი. ბექას არც კი უკადრია მოსვლა. სანამ სასმელს შევუკვეთავდი, ვიღაც ბიჭი მომიახლოვდა.
-რას დალევ? - მომაჯადოებლად გამიღიმა.
-გაიარე.
-ხასიათზე არ ხარ?
-შეყვარებული მყავს.
-მერე სად არის?
-ამ კლუბშია, რამე პრობლემაა?
-ეტყობა ცუდი შეყვარებულია, შენისთანა გოგოს ასე დატოვება... - ამათვალიერა და დანანებით გააქნია თავი.
-ნუ მეფლირტავები, უბრალოდ გაიარე.
-კარგი, კარგი.
კიდევ რამდენიმე მოვიდა. ბექა კი უბრალოდ მიცქერდა და არაფერს არ აკეთებდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მასთან მივედი.
-ჰეი, პატარა, ხომ არ მოიწყინე? - ხელები წელზე მომხვია და თავზე მაკოცა.
-მოიცადე, შენ რა არ მიყურებდი? რამდენი ვიღაც მოვიდა ჩემთან, ერთი ხელითაც კი შემეხო. ამ დროს კი უბრალოდ იდექი და არაფერს აკეთებდი. ვერ ამიხსნი რატომ?
-ვიცი, რომ შენ სხვები არ გაინტერესებს.
-მოიცა, მოიცა, შენს გოგოს მაგდენს რომ უბედავენ, ნერვები არ გეშლება?
-არა, ვიცი, რომ ჩემი ერთგული ხარ.
ბექას საუბარმა ძალიან დამაეჭვა. ცოტა ხანში თავი დავანებე და გაგის დავურეკე. მის მოლოდინში კი ისევ ბართან ჩამოვჯექი.
-როგორც იქნა, - შვებით ამოვისუნთქე, როცა ჩემკენ მომავალი ნაცნობი სახე შევნიშნე.
-ვაა, ნიაა, რა კარგად გამოიყურები, შენი ბექუნა სად არის? თვალი უნდა გადევნოს.
-მეც მიხარია შენი დანახვა გაგი, - გადავეხვიე.
-აბა, რისთვის დამირეკე?
-ხოო, ორი რაღაც, ჯერ, შენთვის ძალიან მაგარი გოგო ავაგდე.
-მართლა? აბა სად, - თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო.
-აი ის, ხედავ? - დარბაზის ცენტრისკენ მივანიშნე, - აშკარად მარტოა, თანაც სექსუალური. არც შენ მყავხარ ნაკლები.
-საუკეთესო ხარ ნია, - ლოყაზე მაკოცა, მერე უცებ დასერიოზულდა და მომახალა, - სანაცვლოდ რა გინდა?
-რაღაც თხოვნა უნდა შემისრულო, მაგრამ გთხოვ, გიჟი არ გეგონო.
-ეგ იმაზეა დამოკიდებული რას მთხოვ.
-როგორც ჩემს სიმპატიურ მეგობარს, დარწმუნებული ვარ, რომ საძმაკაცოში ვინმე ზესიმპატიური გეყოლება.
-რა ხდება ნია? ეს უკვე არ მომწონს. ბექამ იცის?
-ზუსტად ბექას ეხება, - მოკლედ მოვუყევი რა ხდებოდა დღეს.
-არ არსებობს, - სიცილი დაიწყო, - დარწმუნებული ხარ, რომ გოგოები მოწონს?
-არ მეხუმრება გაგი. გყავს თუ არა სანაცნობოში სიმპატიურები.
-კი, არიან რამდენიმე, შენს კრიტერიუმს რომ დააკმაყოფილებენ.
-თავისუფლები, თორე შარი არ მინდა.
-კარგი, ხო, ცოლიანებს გამოვრიცხავ. და გეგმა რაში მდგომარეობს?
-მაინტერესებს, რას იზამს ბექა, როცა დაინახავს, რომ თავად ვკოცნი ვიღაცას. არ მინდა ვიღაც უცხოს ვაკოცო. თან მერე იმის ნერვი არ არის რო დაიწყოს მომეწონეო. ასე რომ, დამეხმარე.
-ვინმეს გამოგიძებნი, როდისთვის გინდა?
-რაც მალე მით უკეთესი.
-ორ დღეში შეგახვედრებ და მათგან ერთ-ერთი აირჩიე, ოკი? - თვალი ჩამიკრა, - ახლა კი, ჩემი ნადავლით დავტკბები, სანამ ვინმე დამასწრებს, - გამიცინა და იმ გოგოსკენ აიღო გეზი.
მე ბექასთან დავბრუნდი და აღარც მოვშორებივარ.
-ბექა, დავიღალე, - ვუთხარი ცოტა ხანში.
-წავიდეთ?
-წამო რაა.
კლუბიდან გამოვედით. მეხვეოდა და ასე სიარული მიჭირდა. ორჯერ კინაღამ ავილეწეთ, როცა ფეხები ერთმანეთში აგვებლანდა და ორივემ გულიანად ვიცინეთ. ქუჩაში კაციშვილი აღარ იყო. სულ მალე გამაჩერა და კედელს ამაკრა.
-კედელი ცივია, - გამეცინა.
-სულ მალე გათბები, - მე რომ ჭკუა მეკეტება, ისე გამიღიმა და სახე მომიახლოვა.
სუნთქვა გამიხშირდა, პულსაციამ 200-ს მიაღწია, ლოყები შემეფაკლა. მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე. უკვე ორი წელია ერთად ვართ, თუმცა ყოველ ჯერზე ახერხებს ჩემს აფორიაქებას.
ბაგეები გამეპო, უკვე მზად ვიყავი, რომ მისთვის მეკოცნა. აი, ოდნავ კიდევ შეამცირა მანძილი და მისი ტუჩები ჩემსას შეეხო. სუნთქვა შემეკრა და საოცრად დამცხა. მთელს სხეულზე დამბურძგლა.
-ასე ძალიან გიყვარვარ? - ჩაეცინა და კიდევ უფრო ვნებიანად მაკოცა.
-სასტუმროში წადით, - უცებ დაგვიყვირა ვიღაცამ და ჩვენც ხელიხელჩაკიდებულები გავიქეცით. გვეცინებოდა და მივრბოდით. თავი პატარა ბავშვი მეგონა, რომელმაც რაღაც დააშავა და მშობლებმა რომ არ გაუგონ, სადღაც გარბის.
-მოვედით, - გამაჩერა სახლთან. - ხვალამდე.
-არ შემოხვალ?
-ძალიან მინდა, მაგრამ მართლა გადავიღალე.
-ხო, თვალებს ნორმალურად ვეღარ ახელ. აქ რომ დაიძნო?
-ძალიან მიყვარხარ მაგრამ არა. იცი რატოც ვამბობ უარს.
-გიყვარვარ? - გამეცინა.
-არ იცოდი ხო?
ჩამეხუტა და წავიდა. ვიცი რაც იყო მისი უარის მიზეზი. მას ძაღლების ფობია სჭირს, ჩემს ეზოში კი უსაყვარლესი ძაღლი დადის. უბრალოდ ვერ ვხვდები როგორ უნდა გეშინოდეს ადამიანს მისი, მაგრამ როცა რაღაცის ფობია გჭირს, იქ უკვე ლოგიკა არ არსებობს.
ეზოში შესვლისთანავე ჰაგსი დამეტაკა. ვიცი, ძაღლისთვის უცნაური სახელია, თუმცა ისე მომეწონა ჯოუის პინგვინი, რომ სხვა სახელზე ვერც კი ვიფიქრე, როცა წინა წელს ქეთიმ დაბადების დღეზე მომიყვანა.
საწყალი თვალებით შემომხედა. მივხვდი, გასეირნება უნდოდა. ვიცოდი, რომ ძალიან გვიანი იყო, მაგრამ მაინც გავასეირნე. გზაში კიდევ ამეკიდა ერთი ვიღაც. ვუთხარი, წადი, თორემ შენს თავს დავაგლეჯინებ-მეთქი. არადა ჰაგსის ცხოვრებაში არასდროს არ დაუგლეჯია არავინ. თუმცა ჯერ ბოლომდე არც გაზრდილა.
ორი დღის შემდეგ გაგიმ დამირეკა.
-გისმენ სიყვა, - ვუპასუხე ტრადიციული ფრაზით.
-კანდიდატები უკვე გზაში არიან, შენც წამოდი. ვითომ ჩემთან შემოვლას აპირებდი და არ იცოდი, თუ აქ იქნებოდნენ.
-გზაში ვარ, - გავიღიმე, თუმცა მივხვდი, რომ მაინც ვერ დაინახავდა და ყურმილი დავკიდე.
ცოტა ნორმალურად ჩავიცვი, რომ ადამიანს დავმსგავსებოდი. ცოტა ხნით მოვიცადე. ზუსტად არ ვიცოდი რამდენ ხანში იქნებოდნენ ბიჭები გაგისთან.
აი, კართან ვდგავარ.
-ნია, დამშვიდდი, ახლა დროა შენი სამსახიობო ნიჭი გამოავლინო, - შევძახე ჩემს თავს, ღრმად ჩავისუნთქე და კარზე დავაკაკუნე.
მეგონა გაგი გამიღებდა, მაგრამ შევცდი. ვიღაც ძალიან სიმპატიურმა ბიჭმა გააღო, ამათვალიერა, ტუჩზე იკბინა და მერეღა იკადრა კითხვა.
-გისმენთ, რა გნებავთ?
-გაგი სახლშია?
-კი, შემოდი.
ბინაში შევედი. იმ ბიჭმა თვალი გამომაყოლა. ოთახში საკმაოდ სიმპატიური ბიჭები დამხვდნენ.
-ამის დედაც, გაგი, - გადავუჩურჩულე, - ასეთები სად იშოვე?
-მოგწონს არა?
-მერედა როგორ, - ტუჩზე ვიკბინე, რომ აზრზე მოვსულიყავი.
-ხო, ზოგჯერ მეც კი ვფიქრობ, გეი ხო არ გავხდე, - სიცილი დაიწყო.
-იმედია ისეთები არიან, რომ გამიგებენ ჩემს მოტივს.
-ყველა სიმპატიური ბიჭი კი არ ვართ შტერი, - შეიფერა.
-ოხ გაგი, - სიცილი დავიწყე. - წამო დროზე, გამაცანი, მაგდენი დრო არ მაქვს.
-ოჰ, შენ გჭირდება ისინი, ასე რომ, გამონახე.
-ოხ, რა საძაგელი ვიღაც ხარ. იმ გოგოსთან რა ქენი?
-დეტალები გჭირდება?
-გასაგებია, ხმა არ ამოიღო.
-ბიჭებო, - ხმა აიმაღლა, - ჩემი მეგობარი ნია გაიცანით. გოგოების ნახევარი ამისი აყრილია, კარგი თანამზრახველია.
-გაგი.. - ძალით გავიღიმე და მუჯლუგუნი ჩავარტყი ისე, რომ არავის დაენახა.
-ეს გიორგია, - არ შეიმჩნია გაგიმ, - ეს ლაშა, ეს სანდრო, ეს კი გიგი.
გიგი ის ბიჭი იყო, ვინც კარი გამიღო. ცოტა ხანი ვისხედით. უამრავ რამეზე ვისაუბრეთ. ოთხივე ძალიან მომეწონა.
-აბა, რას ფიქრობ? - გადმომიჩურჩულა გაგიმ.
-იმაზე ბევრად რთული ყოფილა, ვიდრე მე მეგონა. რატომ გყავს ასეთი იდეალური ძმაკაცები?
-რადგან თავად ვარ იდეალური, - გაიცინა.
-არაფერი გეშველება.
-ღმერთმა დამიფაროს, რომ რამე მეშველოს.
სააბაზანოში გავედი. შესვლამდე კი მათ საუბარს მივაყურადე. გიგი და ლაშა ჩემზე ლაპარაკობდნენ.
-რა გოგოა.
-აბაა, გაგი აქამდე სად იყო.
თუმცა ვერ მივხვდი რომელი რას ამბობდა. გასვლას ვაპირებდი, როცა გიორგის შევეჯახე კარში.
-აუჩ, - სიცილი დავიწყე, გიორგისაც გაეღიმა.
საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არჩევანი სანდროსა და ლაშას შორის უნდა გამეკეთებინა. გიგი პირველ რიგში გამოვრიცხე. ნახევარ საათში მივხვდი, რომ ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, ასე რომ, მონეტა ავაგდე. ვიცი, სულელურად ჟღერს, მაგრამ ჩემ ადგილას ვერც თქვენ მოიფიქრებდით უკეთეს ვარიანტს.
-ლაშა ავარჩიე, - ვუჩურჩულე გაგის.
-სანდრომ სად დაუშვა შეცდომა?
-ეგ ოცთეთრიანს კითხე.
-ჰაა?
-მონეტა ავაგდე.
-გაკლია, - გაეცინა.
-ამ გეგმას რომ დათანხმდი, მაგას მაშინ უნდა მიმხვდარიყავი.
გაგიმ ბიჭები დაშალა. ბოლოს კი ლაშას უთხრა, რომ მასთან პატარა საქმე ჰქონდა. ლაშამაც ყურადღებით მოისმინა ჩემი გეგმა.
-თუ ასე ძალიან გინდოდა ჩემი კოცნა, ამდენი სისულელის მოგონება არ იყო საჭირო, მაინც ვაპირებდი.
-კიდევ ერთხელ იხუმრებ ასე და სანდროს ვურეკავ.
-აჰ, ანუ ჩვენ შორის იყო არჩევანი გასაკეთებელი? და მე მოვიგე? ალბათ ყველაზე სიმპატიური რომ ვარ, იუმორის გრძნობაც არ მაკლია...
-სამაგიეროდ ყველაზე თავდაჯერებული იდიოტივით იქცევი.
-მასე არ გამოგვივა პატარა, თუ გინდა, რომ გაკოცო, კარგად უნდა მოიქცე.
-მეორედ კიდევ დამიძახებ მაგ სიტყვას და შემოგარტყამ.
-პატარა, რატო ბრაზდები?
ხელი ავიქნიე, მაგრამ დამიჭირა და ზურგსუკან გადამიტრიალა.
-კიდევ გინდა სცადო პატარა?
ნუ, მილიონჯერ ვინანე, რომ ლაშა არ გამოვრიცხე პირველივე. ამას ისევ სჯობდა გიგი დამეტოვებინა.
აი, დადგა ჩვენი გეგმის განხორციელების დღეც. ძალიან არ მინდოდა ბექასთვის ასეთი რაღაცის გაკეთება. თუმცა უნდა გამეგო რა ხდებოდა მის თავს. ტანსაცმელი უცებ ავარჩიე. ცოტა ხანში ბექაც მოვიდა და გაგისთან წავედით წვეულებაზე. საბედნიეროოდ, ლაშას ადვილად მივაგენი. აი მისი მანერების გაკონტროლება კი ნამდვილად გამიჭირდა.
-ძალიან კარგად გამოიყურები.
-მადლობა, შენც სიმპტიური ხარ.
-ოღონდაც, შენი შეყვარებული დამანახე, რომელია?
-რად გინდა?
-მაინტერესებს ასეთ გოგოს ვინ არ აქცევს ყურადღებას.
-კარგი რაა.
-შენ რომ ჩემი შეყვარებული იყო, ყველას ვაგრძნობინებდი, რომ მხოლოდ ჩემი ხარ და ახლოს მოკარებას ვერავინ ვერ გაბედავდა, - ყურში ჩამჩურჩულა სექსუალური ხმით.
-ხო, მაგრამ არ ვარ. აი ის არის. - ბექაზე ვანიშნე. - წამოდი, დროა გეგმა განხორციელდეს და მერე მოგიშორებ.
-ნუ ჩქარობ პატარა, - გამიღიმა.
-მე რა გითხარი?
-გეგმას ნუ ჩაშლი შენი ბოღმიანი გამომეტყველებით. კოცნა ნამდვილს უნდა ჰგავდეს.
-შეეცადე.
მეორე ოთახში გავედით. მაგიდაზე ჩამოვჯექი და კედელს მივეყუდე.
-ფეხები გამიშალე, - მითხრა ლაშამ.
-ყველა გოგოს მასე ეუბნები?
-გამიშალე, ხომ უნდა დავდგე შენთან ახლოს? ახლა კი საჯდომზე შემომხვიე.
-ლაშა, ზედმეტები...
-ბუნებრივობა ნია. - ხელი ნახევრად კაბის ქვეშ შემომიცურა.
-ხელი აიღე, თორემ მოგამტვრევ, - შევუღრინე.
-დამშვიდდი პატარა, ხომ უნდა მოგკიდო სადმე ხელი? არა, თუ მკერდზე გირჩევნია, არაა პრობლემა, - გაიღიმა და ხელი მკერდისკენ წამოიღო. ხელში ჩავარტყი.
-იყოს თეძოზე.
-ასე უფრო მომწონხარ.
-ეგ სულაც არაა საჭირო. და პატარას ნუ მეძახი.
-გაგიმ იცის რო შენი შეყვარებული აქ უნდა შემოიყვანოს?
-კი, ნიშანს მივცემ და შემოიყვანს. და მას სახელი აქვს.
-მართლა? არაუშავს, მალე დაივიწყებ.
ახლოს მოიწია.
-დისტანცია ლაშა.
-რა მოგივიდა ნია? რეპეტიციას გავდივარ.
-ურეპეტიციოდაც იოლას გახვალ. სხვებთან ათასჯერ გექნება ეს როლი ნათამაშები.
-ბევრად მეტიც, - ხმადაბლა თქვა და კიდევ უფრო მოიწია ახლოს.
-არ მიყვარს, როცა ჩემი შეყვარებულის გარდა სხვა ვინმეა ჩემთან ასე ახლოს, ასე რომ...
სიტყვის დამთავრება მინდოდა, თუმცა დავინახე როგორ გაიღო კარი და ბექა შემოვიდა. როგორც ჩანს, გაგის აღარ დასჭირდა მონაწილეობის მიღება. ვინებე და მოვკეტე. ლაშას უფრო მაგრად შემოვხვიე ფეხები, ხელები თმებში შევუცურე და ვაკოცე.
ლაშას ჩაეღიმა და თავადაც მაკოცა. ხელი სანახევროდ შემომისრიალა კაბის ქვეშ, მეორეთი კი კისერი დამიჭირა და აღარ მიშვებდა. ბოლოს, როგორც იქნა, გაჩერდა. ვეღარ ვსუნთქვადი. კარისკენ გავიხედე, თუმცა ბექა იქ აღარ ყოფილა.
-აბა, როგორი იყო? - უცებ მომახალა ლაშამ.
-კოცნა კარგი, ბიჭი უკეთესიც შეიძლებოდა, - მაგიდიდან ჩამოვხტი და ოთახიდან გავედი.
ბექას ძებნა დავიწყე. აივანზე მივაგენი. გაგის ვთხოვე, რომ არავინ გამოეშვა აივანზე, სანამ არ შევიდოდით.
-ბექა, რა ხდება? - ჩვეულებრივ ვკითხე.
-ვიღაც ნაბ***არს ჰკოცნიდი. ტუჩები დასიებული გაქვს.
-დაინახე? - შევიცხადე. - მე.. მე.. ეს არ მინდოდა, - ენა დამება.
-მაშინ რატომ აკოცე?
-ძალით მაკოცა. ვერ დაინახე? ძალით მიჭერდა, რომ ვერ მოვშორებოდი.
-მერე, საბოლოოდ როგორ მოშორდი?
-თუ დამინახე, რატომ არ მომეხმარე? - კითხვითვე ვუპასუხე.
-მეგონა გსიამოვნებდა სხვა რომ გკოცნიდა.
-ღმერთო ჩემო, ბექა, სულაც სასიამოვნო რომ ყოფილიყო, რომელიც ნამდვილად არ იყო, შენ როგორ არ გაბრაზდი? დაინახე, რომ შენი გოგო სხვას ჰკოცნიდა. ნუთუ ოდნავადაც არ გაბრაზდი? ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი ნორმალური პიროვნება ვერ მოითმენდა და რაღაცას მაინც გააკეთებდა. შეურაცხყოფა მოგაყენეს, დაგცინეს და შენ კიდევ მშვიდად დგახარ აქ? უკვე ყველაფერი გასაგებია.
-რა არის გასაგები?
-შენში ის თვისება დავინახე, რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღება ადამიანში.
გამწარებულმა დავტოვე აივანი და მისი ყვირილისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება.
ყველასგან შორს ყოფნა მსურდა. რამდენიმე დღე სახლში ჩავიკეტე, გარეთ არ გავსულვარ, მობილურიც გამოვრთე. მესამე დღეს კი კარზე ბრახუნმა გამაღვიძა.
-ქეთი, რომელი საათია? - თმაგაწეწილმა გავაღე კარი და დავამთქნარე.
-სულ გადაირიე გოგო ხო შენ, - გაგიჟებული შემოვარდა და ბოლთის ცემა დაიწყო.
-რა მოხდა? - დივანზე ჩამოვჯექი.
-რამდენი ხანია გირეკავ, რა აღარ ვიფიქრე, კაი, ერთხელ დამჯდარი გქონდა მობილური, მეორედ ისეთ ადგილას იყავი, რო არ იჭერდა, მაგრამ გადაბმით ორი დღე? ეს უკვე ნამეტანია. რა ჯანდაბა მოხდა? რა უფლება გაქვს ჩემი ნერვები ასე დააზიანო..
ყვირილს აგრძელებდა და მივხვდი, რომ დრო იყო, ყველაფერი მეთქვა.
-ბექას დავშორდი.
ქეთი ადგილზე გაიყინა, პირიც კი ღია დარჩა. უცებ მოეგო გონს, ჩამეხუტა და თავზე ფერება დამიწყო.
-დამშვიდდი ნია, ყველაფერი კარგად იქნება. გინდა მომიყვე რა მოხდა?
თავი დავუქნიე და მოყოლა დავიწყე. გაოცებული მიყურებდა, ბოლოს საერთოდ გამოშტერდა.
-რას წარმოვიდგენდი? კარგი ბიჭი ჩანდა.
-ორი წელი ქეთი, ორი წელი გაძლო, რომ ეს ამბავი დაემალა. წარმოგიდგენია როგორია? ვინმეს რომ დავეყაჩაღებინეთ ქუჩაში, ალბათ მეც კი მიმყიდდა ქურდებს, ოღონდ თვითონ გადარჩენილიყო. მითხარი ქეთი, ასეთის გვერდით როგორ ვიყო?
-ეს პერიოდი გაგიჭირდება, მაგრამ უნდა გაუძლო. ძლიერი გოგო ხარ, ლამაზი, სხვას გაიცნობ და შეგიყვარდება.
-არ მინდა კიდევ ვინმე შემიყვარდეს, ასე თუ მატკენენ გულს, ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ.
-იცი რა? მგონი ჯობია ბექას ყველაფერი აუხსნა. გთხოვ, ასე უფრო დამშვიდდები.
-კარგი, დავურეკავ.
მობილური ჩავრთე. 23 გამოტოვებული ზარი ბექასგან, 73 ქეთისგან, 39 გაგისგან და 2ც უცხო ნომრისგან.
-გაფიცებ, 73-ჯერ როგორ მოახერხე დარეკვა?
-დრო ნუ გაგყავს, დარეკე.
ქეთიმ მობილური წამართვა, თვითონ აკრიფა ნომერი და მე მომაჩეჩა.
-ალო, ნია, ვინერვიულე, სად ხარ, როგორ ხარ? - მომაყარა ბექამ.
-სად შემიძლია გნახო?
-თუ გინდა გამოგივლი.
-არა, იყოს, აჯობებს სადმე სხვაგან შევხვდეთ.
-კაი, მაშინ შენს სახლთან ახლოს რომ ბარია, იქ დავსხდეთ.
-კარგი. ერთ საათში გნახავ.
მობილური გავთიშე და გამოსაცვლელად ავედი.
-დროზე გოგო, დაგაგვიანდა, - დამიყვირა ქეთიმ.
-არაუშავს, მოიცდის.
-ნია, გარეთ, ახლავე, - ისე შემომხედა, რომ შემეშინდა და უთქმელად დავემორჩილე. - იცოდე, არ უნდა დაგაბნიოს. იქ დაიწყებს, მაპატიე, ერთხელ იყო ან მსგავსი რაღაცები, არც კი გაბედო და დაგოიმდე. ეტყვი სათქმელს, რეაქციას ნახავ, წამოხვალ და დაფქვავ ყველაფერს. ჩაი ხო ისევ იქ დევს?
-ქეთი, ძაან მაშტერებ. წავედი აბა.
-მობილური აღარ გამორთო, თორე თმებს დაგაპუტავ.
სირბილით წავედი ბარისკენ. აღმოჩნდა, რომ 20 წუთი დავაგვიანე.
-დიდი ბოდიში, ჯერ კიდევ არ ვიყავი ამდგარი და სანამ გავემზადე...
-არაუშავს, მოდი დავსხდეთ და მომიყევი რა დაგემართა მაშინ.
-ისევ ვერ ხვდები? რა გააკეთე?
-არაფერი, - გაუკვირდა ბექას.
-სწორედაც, არაფერი არ გააკეთე. თითქოს ყველა ფეხებზე გეკიდა, მაგრამ სინამდვილეში მივხვდი რაც ხდება. მშიშარა ხარ, შეგეშინდა, რომ ის ბიჭი რამეს გეტყოდა. იმიტომ არ აკეთებდი არაფერს, როცა ვინმე ბიჭი ზედმეტს ბედავდა.
-ნია, არ ვიცი რა დამემართა, გავბრაზდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. გთხოვ, მაპატიე, ასე აღარ მოვიქცევი.
-იცი რა? რთულია გენდო. არ მჯერა, რომ ასეთი ხარ. ყოველთვის მეშინოდა ასეთ ადამიანთან ურთიერთობის, ღმერთს ვევედრებოდი, რომ მე არ შემხვედროდა ასეთი არავინ, მაგრამ რად გინდა?
-ასეთი არ ვარ, ნია.
-არ ხარ? როგორ არა, ჯობია შენს თავს გამოუტყდე ამაში. ასეთ რაღაცას საყვარელ ადამიანს ვერ ვაპატიებ.
-სცადე.
-ტყუილი რომ გეთქვა, - ღრმად ჩავისუნთქე, რომ ტირილი არ დამეწყო, - შეიძლება მეპატიებინა შენთვის, ეგ კი არა, შეიძლება ღალატიც კი მეპატიებინა, ერთი პროცენტია მაგის შანსი, მაგრამ მაინც შეიძლებოდა. აი სიმხდალეს, რომელიც სილაჩრეში გადადის, ვერასოდეს ვერ გაპატიებ.
წამოვდექი და სანამ რამეს მეტყოდა, წამოვედი. გზაში ტირილი დავიწყე. ქეთიმ როგორც კი დამინახა, მაშინვე მომეხვია და დაწყნარება დამიწყო. სულ მალე, ბექამ დარეკა.
-არც კი გაბედო და უპასუხო, არასდროს.
-იქნებ რა უნდა?
-ნია, როდემდე უნდა იყო ასეთი მეამიტი? ახლა მარტოა და მაგიტო გირეკავს.
-რა იცი?
-ნია! - თვალები დამიბრიალა, - ახლა კი მითხარი, როგორ წახვედი ჩემ გარეშე იმ სიმპატიურ ბიჭებთან? მარტოხელა დაქალზე არ უნდა იფიქრო?
-ბოდიში ქეთი, მაგ დროს მაგაზე ვერ ვფიქრობდი.
-ჯანდაბას, გაპატიებ, ამ დღეებში გაგისთან ავდივართ ბათუმში და იქ ვიპოვი ვინმეს.
-კარგად გაერთე.
-მოიცადე, ეს ახლა რას ნიშნავდა ვითომ?
-რა?
-შენ არ აპირებ წამობრძანებას ქალბატონო? თუ უნდა დაგიჩოქო და ისე გთხოვო?
-ხასიათზე არ ვარ.
-გოგოო, შენ სულ გადაირიე ხო? ზუსტად ახლა უნდა გახვიდე ხალხში, თანაც ფლირტი უფრო დაგეხმარება ყურადღების გადატანასა და ამ ამბის დავიწყებაში.
-არ მინდა, ქეთუ.
-შენ ვინ გეკითხება? წამოხვალ და თუ საჭირო გახდება, თავად გავაკონტროლებ იმას, რომ ვინმემ დაგკეროს.
-კი, კი, დამკეროს.
გარედან ძახილი გავიგონეთ. ფანჯრიდან გავიხედე. ეზოს გარეთ ბექა იდგა.
-ამას რა ჯანდაბა უნდა, იცოდე არ შემოუშვა, მე ახლა წავალ და მივაბრძანებ თავის ადგილას, მაგრამ მარტო რომ იქნები, არ დასუსტდე, ჯობია შენც გააგდო. და მასთან მეგობრობაც არ გაბედო, ამას შეიძლება რამე ცუდი მოჰყვეს.
-გასაგებია ქეთი, ახლა წადი.
მართლა ძალიან გამიჭირდა ქეთის ბრძანებების შესრულება. მეორე დღეს გაგისთან ავედი.
-ოჰ, დაკარგულო, შენზე ნაწყენი ვარ. დაშორდი ხო?
-კი, - მოკლედ ვუამბე და თემა სხვა რაღაცაზე გადავიტანე. - ქეთი იყო გუშინ ჩემთან.
-ოჰ, შე საწყალო, დაგცოფა?
-მერედა როგორ, დამაძალა კიდეც გაგისთან წამო ბათუმშიო. როდის მიდიხარ და რა ხდება?
-ორი კვირით მივდივართ მე და სამეგობრო. ჩემს სახლში ვიცხოვრებთ, ზღვაზე გავალთ, წვეულება გვექნება, გავერთობით რაა.
-ამხელა სახლი თუ გქონდა არ მეგონა, ბევრნი მივდივართ?
-სადღაც 10 კაცი. მოიცა, - გაეღიმა, - შენ ახლა თქვი მივდივართ? ანუ მაინც დაგითანხმა.
-რომ არ წამოვიდე, თმებით წამათრევს. გთხოვ, მითხარი, რომ გიგი და ლაშა არ მოდიან.
-რა იყო გოგო, ხო არ მოგეწონა?
-მომეწონა? კარგი რაა გაგი. ლაშა ძალით ხუმარა და მაგარი ბიჭის როლს თამაშობს, გიგიც არაფრით ჩამოუვარდება და ჯამში კატასტროფაა.
-სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუო, ორივე მოდის.
-ხოდა მე ვრჩები.
-კარგი, წარმატებები ქეთათოსთვის მაგის თქმაში.
-მეზიზღები, სარგებლობ ხო ქეთოს ხასიათით.
-რატომაც არა. აბა, ზეგ 9-ზე ჩემს სახლთან ერჭობი, აქედან გავალთ.
-მითხარი, რომ სხვა გოგოებიც მოდიან.
-კიი, ნუცა და ნინუცა.
-მადლობა ღმერთს, ახლა უფრო მშვიდად ვარ, კარგი აბა, ზეგ გნახავ. უი, კიდევ რა უნდა მეკითხა, ეს ნომერი ხომ არ იცი ვისია? - მობილური გავუწოდე.
-ოო, ეს მოგეწონება, - ზედმეტად ბოროტულად გაიცინა და წარბები აათამაშა.
-იცი, გადავიფიქრე, არ მინდა ცოდნა.
-ო, მერედა როგორ გინდა, ჩემი მობილური დაჯდა, ჰოდა სანამ იტენებოდა, ერთადერთი ადამიანი, ვინც ახლოს მყავდა, ლაშა იყო.
-არაა, შენ ამას არ ჩაიდენდი, - თვალები გამიფართოვდა. - მეხუმრები ხო? იმედია ის მაინც არ გითქვამს ვის ურეკავდი.
-იციიი... - გააგრძელა სიტყვა.
-მეზიზღები გაგი, შენ ჩემთან ერთად არ ჯდები მანქანაში.
-მეც მიყვარხარ სიყვა, - გაიცინა და ძალით ჩამეხუტა.
-საზიზღარი ხაარ, - მეც ჩავეხუტე.
-ორ დღეში, - სერიოზულად შემომხედა. - ახლა კი წადი, ბარგი ჩაალაგე, თორემ დრო არ გეყოფა. და ზუსტად 9-ზე გავდივართ, ვინც დააგვიანებს, აქ რჩება.
ვიცი, რომ ხუმრობდა, მაგრამ მე სულელმა ყველაფერი დავიჯერე. სასწრაფოდ გავიქეცი სახლში და ჩალაგება დავიწყე. ბექამ ისევ დარეკა. პასუხს ვაპირებდი, მაგრამ გამახსენდა ქეთიმ რაც მითხრა.
მოკლედ, ჰაგსი მშობლებთან წავიყვანე, ბარგი ჩავალაგე და 9-ის ნახევრისთვის სახლიდან გავედი. ძალიან ცხელოდა და რაც შემეძლო თხლად ჩავიცვი. გაგისთან პირველი მივედი.
-აბა, ვისი მანქანით მივდივართ?
-ჩემი და გიორგის. გადანაწილება გაინტერესებს? მე საჭესთან, ქეთი წინ, შენ კი გიგისა და ლაშას შორის.
-სპეციალურად მიჩალიჩებ ხო? იცოდე სამაგიეროს გადაგიხდი.
-კაი, მასეც ნუ გაგიხარდა, მანამდე დავიღლები და შენი იმედი მაქვს.
-მაშინ ეცადე ნერვები ძაან არ დამაგლიჯოთ, თორემ პოლიცია 5 გვამს იპოვის. გიორგის მანქანაში ვინ იჯდება?
-გიორგი, წინ ნუცა, უკან ნინუცა და სანდრო.
-რაა? მაგათ ერთი ზედმეტი ადგილი აქვთ? იქ გადავალ.
-არ გირჩევ, გიორგის მანქანა სტანდარტულად 4 კაცზეა გათვლილი, თან ორკარიანია, შენ ხომ ასე ძალიან გიჟდები ორკარიან მანქანებზე.
-ნუ იტყვი.
მალე ხალხი შეგროვდა. ლაშამ ტრადიციულად დაიწყო დღე.
-ოჰ, ამას ვის ვხედავ. შეყვარებულმა გამოგიშვა?
არაფერი მითქვამს, მხოლოდ შუა თითი დავანახე და შევბრუნდი. ბევრი ვეჩალიჩე ქეთის, ჩემთვის ადგილი გაეცვალა, მაგრამ, როგორც ჩანს, გაგიმ ყველაფერი უამბო.
-აბა, ყველანი ჩავსხედით ბარტყებო, - გაიცინა გაგიმ. - აი ასე იღება კარი, ეს ღვედია, ასე შეგიძლიათ ჩამოწიოთ ფანჯარა.
-გაგი, დღეს ფრჩხილები დავიქლიბე, მიფრთხილდი.
ეს ჩვენი ხუმრობა იყო. მე, ქეთი და გაგი გადავბჟირდით. ის ყოველთვის მეღადავებოდა ფრჩხილებზე და ამბობდა, რომ შემეძლო მისთვის ყელი გამომეღადრა. გიგი და ლაშა გაოცებულები გვიყურებდნენ.
-არაფერია, პატარები ვერ მიხვდებით, - ენა გამოვუყავი ლაშას.
აი, დავიძარით კიდეც. გიგი სულაც აღარ იყო ისეთი, როგორიც პირველ დღეს. აშკარად აღარ მაშტერდებოდა, ჩვეულებრივ ერთობოდა. ასე უცებ რამ გამოცვალა ვერ მივხვდი, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამიმხილა ამის მიზეზი. აშკარად ნორმალური ბიჭი იყო. აი ლაშამ კი ენა ვერ გააჩერა.
-შენმა სიყვამ იცის ბათუმში რო მორბიხარ? ალბათ იმ ამბის მერე მიხვდი, რომ დიდი ვერაფერია და რომ არ ენერვიულა, ჩუმად გამოიპარე.
-ჩემი სიყვა ამ მანქანაში ზის, - გაგის სარკეში გავხედე. ორივეს გაგვეღიმა.
-და ბექა?
-მოკეტე ლაშა, - ჩაერთო ქეთი, სანამ რამეს ვიტყოდი.
-დავშორდი და შენი ხმა აღარ გავიგო, - გაბრაზებულმა ვუთხარი. ენა ჩაუვარდა. ცოტა ხნით გონს ვერ მოეგო, თუმცა მალე ისევ განაგრძო.
-აბა, გაგი, თავს გამოყენებულად არ გრძნობ, რომ ეს გოგოები ფემინიზმზე ასე ლაპარაკობენ? აქაოდა თანასწორები უნდა ვიყოთო და შენ გიწევს მაგათი წაყვანა. იქითაც, გიორგი დაიბრიყვეს.
-რაზე მიანიშნებ?
-თავი მოაქვთ თანასწორად მოგვეპყარითო და ისიც კი არ სურთ მართლა გააკეთონ რამე.
ქეთი სავარძელში ჩაიმალა. მე კი გადავწყვიტე თამაშში ავყოლოდი.
-არ მგონია ჩემი საჭესთან დაჯდომა ღირდეს, ბათუმში ცოცხალი ჩასვლა არ გინდა?
-ნია, მაგას ყურადღებას ნუ მიაქცევ, თუ გინდა ეგ გადაჩეხე, მაგრამ მე დამინდე, - შეეშინდა გიგის.
გაგის სახეზე თვითკმაყოფილი ღიმილი შევატყვე. ისიც ამყვა თამაშში და არაფერი არ თქვა. აი ლაშამ კი დაცინვა დამიწყო. ბოლოს ქეთიმ ვეღარ მოითმინა და კინაღამ ყველაფერი წამოროშა.
-ნია, რატო აძლევ უფ...
-აუ ქეთო, მუსიკები ჩართე, - მთელ ხმაზე ვიყვირე რო არაფერი არ ეთქვა. მგონი ნამიოკს მიმიხვდა და გაჩუმდა.
რიკოთს რომ გავცდით, სასადილოდ გავჩერდით. გაგიმ თვალი ჩამიკრა და მივხვდი, რომ რაღაც ჩაიფიქრა. მალე მის ხელში არყის ჭიქა დავინახე. ჩუმად გადაკრა. ბიჭებს შევთავაზე, რომ მათაც დაელიათ. გიგიმ, სანდრომ და ლაშამ ორ-ორი ჭიქა დალიეს. მათ ნუცაც შეუერთდათ. თუმცა მალევე თქვეს, რომ საღამოს წვეულება იქნებოდა და ბევრი აღარ დალიეს. აი მანქანასთან დაიწყო ნამდვილი სანახაობა. გაგი უკან დაჯდა.
-აქ რა ხდება? - იკითხა გიგიმ.
-ერთი ჭიქა დავლიე და ვეღარ ვატარებ მაქნანას.
-ჯანდაბა გაგი, ჩვენ მაინც რატომ არ გვითხარი? ჩვენც დავლიეთ.
-არაუშავს, აი, ნია წაგვიყვანს.
-ო, არა, აქ მოვკვდები, - ამოიოხრა გიგიმ. - აბა კარგად ბავშვებო, მე გიორგისთან გადავალ.
-შანსი არაა, ვერანაირად ვერ ჩაეტევი. თუ ხალიჩად გაწოლა ან სახურავზე გაკვრა შენთვის პრობლემა არ არის, მაშინ შეიძლება.
-აქ ამისთვის წამოგვიყვანე ხო, გაგი? გინდოდა მოგეკალით.
-აბა რა ძმაო, პატარაობიდან ვოცნებობდი ძმაკაცები ავარიით დამეხოცა, - ჩავახველე. - და დაქალებიც, - ხელახლა ჩავახველე, - კარგი ხო, დაჯექი ნია.
გულში უკვე ვზეიმობდი, როცა ვიაზრებდი როგორი სახე ექნებოდა ლაშას, როცა ყველაფერს შეიტყობდა.
-იცი, ჩემი დაცინვა ძალიან ცუდი იდეა იყო, ლაშა, - ბოროტულად გავიღიმე.
სიცილით დავიწყე მართვა და ცოტა ხნით გიორგის შევეჯიბრე კიდეც. ბოლოს მომბეზრდა და ნელა წავედი. ლაშა პირღია მიყურებდა.
-შენ... შენ... - აზრზე ვერ მოდიოდა. გვიან გავიგე, რომ მაშინ ამ სიტყვებს დასასრული ჰქონდა. „შენ ყველაფერი საოცრად გამოგდის.“ ნუ, ყოველ შემთხვევაში, ასე მითხრა ქეთიმ.
დაახლოებით 4 საათისკენ უკვე ბათუმში ვიყავით. ძალიან ბევრჯერ გავჩერდით, ზოგჯერაც ნელა დავდიოდით. დავინახე როგორ ჩაეძინა ქეთის.
-ჩშშშშ, - დავუცაცხანე ბიჭებს, - ქეთის სძინავს, არც კი გაბედოთ და გააღვიძოთ.
-არ გირჩევთ, - დაამატა გაგიმ.
გზა გაგიმ მიგვასწავლა. სახლს შევხედე და ენა ჩამივარდა. საოცრება იყო. ყველანაირი დადებითი ემოცია ერთად მომაწვა.
-ეს შენი სახლია? მთლიანად შენი?
გაოცებას ვერ ვმალავდი, გაგი კი ყველა კითხვაზე თავს მიქნევდა.
-აუ, მეტკინა კისერი, ცოტა მერეც მკითხე რაა, - მთხოვა გაგიმ.
-არაა პრობლემა, მალე გავაგრძელებ.
ლაშამ კი ამაშიც ნახა საღლაბუცო.
-ნია, შეხედე, ფანჯრებიც აქვს, უყურე, ხის იატაკი, კიბეს მოაჯირიც კი ჰქონია.
-მოკეტე.
-ნეტა მანახა როგორ სახლში ცხოვრობ, რობიზონ კრუზოსავით ხეზე ხო არაა?
-მაგას ვერასდროს ვერ გაიგებ. აბა, სად ვიძინებთ?
-მოიცა, განახებ.
ჩემი ჩემოდნები ლაშას წამოვაღებინე და გაგის ავყევი.
-რა გიწყვია ამდენი?
-აი ვერც მაგას გაიგებ ვერასდროს, - ნაგლურად გავუღიმე.
გოგოები ერთ ოთახში ვიყავით, ბიჭები კი ორ-ორად გაიყვნენ. გაგიმ მარტო მოისურვა ძილი. გიგი და ლაშა, გიორგი და სანდრო ერთად.
-აუუუ, ერთი სული მაქვს როდის გავალთ საცურაოდ, - წამოჭრა ნუცამ თემა, როცა ამოლაგებას შევუდექით.
-უჰ, არ გამახსენოთ, - თვალები ავატრიალე.
მგონი დამავიწყდა მეთქვა, რომ ნუცა და ნინუცა ტყუპები არიან, არაიდენტური. ვერავინ ვერ ხედავს მათში მსგავსებას. თანაც, სტილიც სრულიად განსხვავებული აქვთ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ორივე ძალიან სექსუალურია.
-აბა, დღეს ვაბამთ ბიჭებს? - მხიარულად ჰკითხა ტყუპს ნინუცამ.
-რა თქმა უნდა, შენ ის ჩაიცვი, შენი ბომბი.
-ოო, ცოდოები არიან, თქვენ რას იცვამთ გოგოებო?
-არ მოვდივარ, - ჩავუშხამე ყველაფერი.
-ვითომ რატომ? ქეთიმ გვითხრა, რომ ბექას დაშორდი და ზუსტად ახლა უნდა გადაიტანო ყურადღება. როგორც მინიმუმ, დალევ.
სამი საათი მეჩიჩინნენ და მაინც დამითანხმეს. ტანსაცმელი ჩავიცვი და წავედით. წვეულებას გაგის ნაცნობი მართავდა. ყველა საცეკვაოდ წავიდა. მე კიდევ სასმელებთან მივედი.
-წამო, მეცეკვე, - შემიჩნდა ლაშა.
-ოო, დაახვიე რაა.
-ცუდ ხასიათზე ხარ პატარა?
-სიტყვები შეარჩიე.
-უცებ არ გამარტყა. ხომ გავიარეთ ეგ ფაზა.
-შეხედე, ის გოგო შენ გიყურებს. აშკარად მოეწონე. წადი რაა.
-ახლა გადარჩი, მაგრამ მაინც ვერ დამიძვრები ასე ადვილად ხელიდან. - თვალი ჩამიკრა.
-ეგ რას ნიშნავს? - ვკითხე, მაგრამ გატრიალდა და უპასუხოდ დამტოვა.
მეც მეტი რა მინდოდა? რამდენიმე ჭიქა მაშინვე გამოვცალე. სწორედ ამ დროს, კინაღამ მიწასთან გავსწორდი. მეექვსე ჭიქის ასავსებად წავედი. იქ კი ბექა დამხვდა, ვიღაც გოგოს კოცნიდა.
-შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - ვიყვირე, მაგრამ ჩემი ხმა ძლივს გაიგო.
-ნია? აქ რა გინდა?
-მეც იგივე გკითხე.
-შენ რა დალიე?
-თითქოს პირველად ვსვამდე.
-რამდენი დალიე.
-ერთი... ან ხუთი, თითქოს გადარდებდეს.
-საიდან მოიტანე რომ არ მადარდებს?
-აი მაგ გოგოთი მივხვდი.
-კარგად გამოიყურები.
-ოხ, დაიწყო ისევ.
-რატომ არ შეგიძლია მომისმინო?
-მოდი დავფიქრდე, საიდან დავიწყოთ? ლაჩარი ხარ, სამი დღეა დაგშორდი და უკვე ახალი ვიღაც გყავს, გინდა, რომ მოგისმინო? აბა თავად დაფიქრდი რა აბსურდულად ჟღერს ეს ყველაფერი.
-მასე ნუ მეძახი, - გაბრაზდა.
-თორემ რას იზამ? დამარტყამ? მხოლოდ ლაჩრები ურტყამენ სუსტებს, თანაც გოგოებს.
-ნუ მაღიზიანებ.
-მოდი შემეშვი რა ბექა, მე შენთან ყველაფერი დავამთავრე.
მას მოვშორდი. კიდევ რამდენიმე ჭიქა დავლიე. ლაშამ დამიძახა. კედელზე იყო მიყუდებული და ეშმაკურად მიყურებდა.
-რა ხდება?
-რაღაცას დავუფიქრდი. მაშინ რომ გაკოცე, რაღაც უკმაყოფილო დარჩი. მოდი ეს გამოვასწოროთ და ხელახლა ვცადოთ.
-შენი ჭირიმე რა ლაშა, შენი შებმაღა მაკლდა ზუსტად. ისე, ბევრს ნუღა დალევ, ძაან დათვერი.
მოვშორდი, კიდევ ორი ჭიქა დავლიე. ეს კი აღარ უნდა მექნა. უახლოეს მაგიდაზე ავედი და ცეკვა დავიწყე. ქეთი მიხვდა, რომ მაგრად დავთვერი, ამიტომაც, სულელი რომ არ გამოვჩენილიყავი, შემომიერთდა. სულ მალე კი მანიშნა, რომ გაჩერების დრო იყო და ვიღაც უსიმპატიურეს ბიჭთან მიმიყვანა.
-ნია, გაიცანი, ეს ანრია, მან მოაწყო ეს წვეულება, ანრი, ეს ნიაა, ჩემი დაქალი.
მე და ანრი გარეთ გავედით, რადგან შიგნით ძალიან საშინელი ხმაური იყო. სუფთა ჰაერმა ცოტა გონზე მომიყვანა. უნდა აღვნიშნო, რომ არავისთვის არ შემიხედავს ბექასთან დაშორების შემდეგ, მაგრამ ანრისთან თავის შეკავება ძალიან გამიჭირდა. წამებში წარმოვიდგინე უამრავი რამ მასთან ერთად.
-დიდი ხანია აქ ხარ? არასდროს შემხვედრიხარ.
-არა, გაგისთან ჩამოვედით დღეს.
-აჰ, ანუ გაგისთან. ძალიან კარგი.
ცოტა ხანი ვისაუბრეთ. ვხვდებოდი, რომ ჩემს შებმას ცდილობდა და არც შევწინააღმდეგებივარ. წარმოდგენა არ მაქვს რატომ გავაკეთე ეს. შეიძლება იმის ბრალია, რომ ანრი სიმპატიური იყო და კარგად იცოდა გოგოს მოხიბვლა, ან იმის, რომ საოცრად მთვრალი ვიყავი, შეიძლება იმისი, რომ დავინახე როგორ კოცნიდა ბექა სხვა გოგოს. თუმცა მგონი ყველა ერთად იყო. ანრი ცოტათი მომიახლოვდა. ვხვდებოდი საითაც მიდიოდა ყველაფერი და წინააღმდეგობის გაწევას არც ვაპირებდი, მაგრამ უკნიდან ჩხუბის ხმა გავიგე. მივტრიალდი და ლაშა შემრჩა, რომელსაც რამდენიმე ბიჭი ერთად სცემდა. ანრი არც კი განძრეულა. რამდენადაც არ უნდა მომწონებოდა ანრი და რამდენადაც არ უნდა მოეშალა ჩემთვის ლაშას ნერვები, არ შემეძლო არ ჩავრეულიყავი. ანრი უკვე ცხვირზე მეხებოდა, როცა უთქმელად გავიქეცი.
-თავი დაანებეთ, პოლიციაში დავრეკე, - ვიყვირე ბოლო ხმაზე და ლაშასთან მივირბინე. - ლაშა, როგორ ხარ?
ნამდვილად სულელური კითხვაა, აშკარაა როგორც იყო, მაგრამ სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა, ცხვირიც გასტეხოდა. ალბათ სხვა ადგილებშიც ექნებოდა ჩალურჯებები, თუმცა არ დამინახავს. რაც მაშინვე შევატყვე, მთვრალი იყო. ალბათ ვიღაცებს აუშარდა.
-დამეყრდენი, სახლში წაგიყვან.
მეგონა სუფთა ჰაერზე გამოფხიზლდებოდა, თუმცა მგონი ეს შეუძლებელი იყო. სახლში ძლივძლივობით მივედით. სამზარეულოში შევიყვანე, რომ წყალი დაელია და ცოტა აზრზე მოსულიყო, მაგრამ ვერ დავაძალე. მაშინ ერთადერთი გამოსავალიღა მქონდა, რადგანაც ვატყობდი, უკვე ითიშებოდა.
სააბაზანოს კარი გავაღე და შიგნით შევიყვანე. სახშაპესთან მივედი, ცივი წყალი გავხსენი და ლაშა ჭავლის ქვეშ დავაყენე. გაჩერება არ უნდოდა და საშხაპიდან რომ არ გამოვარდნილიყო, დასველება მეც მომიწია. ლაშა აშკარად გამოფხიზლდა, მეც. ვცადე გავსულიყავი, მაგრამ დამიჭირა.
-ჰეიი, ხელი გამიშვი, - თავის დახსნა ვცადე და საშხაპის კარს ჩავეჭიდე, მაგრამ ძლიერი აღმოჩნდა. საშხაპის კარი მოიხურა.
-არა, არა, ეგ არ ქნა, - გვიან მოეგო გონს.
-რამე მოხდა?
-ეგ კარი გაფუჭებულია, თუ მოხურავ, ჩაიკეტება და თუ გარედან არ გააღო ვინმემ, აქ დარჩები.
-მეღადავები ხოო? - თვალები გამიფართოვდა.
-ნეტავ.
კარი შევამოწმე. სამწუხაროდ ლაშა მართალი აღმოჩნდა. ვერაფრით ვერ გავაღე.
-მშვენიერია, ამ საღამოს სწორედ ეს აკლდა, რომ იდეალური გამხდარიყო, დიდი მადლობა ლაშა, - შევუღრინე.
-მე ნუ მადანაშაულებ, შენ მოგაფიქრდა ასეთი ჭკვიანური იდეა. ვის შემოჰყავს მთვრალი ადამიანი საშხაპეში? მასე შეიძლება მომკლა.
-უი, არ ვიცოდი, ნახე, ეტყობა ქვეცნობიერმა იცოდა და ინსტინქტურად გამაკეთებინა. ერთი დარტყმით გიშორებდი.
-ნამდვილად არ მეცინება ნია.
-დისტანცია, ლაშა.
-იცი, ეს აქ ცოტა არ იყოს და რთულია. დიდი სივრცე მაინც არ არის.
-ჰოდა სადამდეც არის, გაიწიე, - კედელს მივეკარი. - სხვათა შორის, ეგ სველი მაისური რაღაც ადგილებში გეკვრის, - ვცადე თვალი ამერიდებინა, მაგრამ ვერ შევძელი.
-მერე ეგ რა პრობლემას წარმოადგენს? არც შენი მაისური უკლებს.
გაოცებისგან პირი დავაღე. ლაშას მზერას გავყევი და მაშინვე ხელები ავიფარე. ჩემი თეთრი მაისური მკერდზე მომკრობოდა.
-ვითომ ეგ გიშველიდეს, - ჩაიცინა. სულ მალე ამაკანკალა.
-თბილი წყალი მაინც ჩართე, გავიყინე.
-გამათბობელი ჯერ არ ჩაურთავს გაგის, მხოლოდ ცივი მოდის.
-რა მაგარია, ვიყინები ვიღაც იდიოტის გამო.
-შეგეძლო არ გადაგერჩინე და წასულიყავი. თუ გცივა, ეგ მაისური გაიხადე.
-იოცნებე.
-მასე გაიყინები. ჯობია გაიხადო.
-მხოლოდ თქვენს შემდეგ.
-კარგი, მაგრამ იცოდე, პრესზე არ მომაშტერდები.
-შენ კიდე მკერდზე აღარ შემომხედავ.
-მაგას ვერ შეგპირდები.
-ხოდა ვერც მე.
ლაშამ სპეციალურად გადაიძრო მაისური. თვალი მის პრესზე გამიშტერდა. მივხვდი, რომ ეს სპეციალურად გააკეთა და მეც გავიხადე მაისური. ასე უფრო შემცივდა.
-ეგეც უნდა გაიხადო.
-კი, კი, ახლავე, ბარემ თავად ხომ არ გამხდი?
-არაა პრობლემა, - გამოიწია.
-ჰეიი, არ ვაპირებ ამის გახდას.
-როგორც იტყვი, - ხელები ასწია. - ისე, ეგ კედელი ძალიან ცივია, ჯობია მე ჩამეხუტო.
-შენს ჩახუტებას მირჩევნია ისევ გავიყინო.
-რატომ მკბენ?
-საიდან დავიწყო? შენში ყველაფერი მაღიზიანებს, ვითომ ხუმარა ხარ, სინამდვილეში არაფერიც არ გამოგდის. არ იცი არაფრის ზომა, არც ვითომ ხუმრობის, არც გოგოს დაკერვის, არც სასმლის.
-მოიცა, ეგ რაღას ნიშნავს?
-რას და, როცა არ შეგიძლია, არც უნდა დალიო. დათვერი და ვიღაც ბიჭებს აუშარდი. ხომ იცოდი, რომ შენზე მეტნი იყვნენ და მოგერეოდნენ, მაინც ვერ გაჩერდი.
-ოდნავადაც არ შეესაბამება სიმართლეს.
-ხოო? აბა რა შეესაბამება? - გამოვიწვიე.
-მართლა გაინტერესებს მიზეზი? - შევატყვე რომ გაბრაზდა. ახლოს მოიწია, კედელთან მიმიწყვდია და გაბრაზებით შემომხედა. - სიმართლე ისაა, რომ გავიგონე ის ბიჭები როგორ ამბობდნენ არც თუ ისე კარგ რაღაცებს შენზე. ეს შენთვის საკმარისი მიზეზია?
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ამიტომაც უბრალოდ მოვეხვიე. სულ მალე დამშვიდდა.
-ლაშა...
-გისმენ.
-ეს ხმა შენც გაიგონე?
ორივემ ერთად დავიწყეთ ყვირილი.
-გაგი, კარი ჩაგვეკეტა. გთხოვ, გამოგვიშვი, - დავიძახე და ბოლოსღა გავიაზრე, რომ მაისური არ მეცვა.
სასწრაფოდ ავიღე მაისური და ჩაცმის მაგიერ, წინიდან მივიფარე. ლაშამ გაიცინა.
-ეგ რომ მაგ საქმეს შველოდეს.
-გცემ.
აი გაგიმ დაიწყო თუ დაიწყო. ჯერ, თუ განმარტოება გსურდათ, უამრავი ოთახი იყო, საშხაპეში რას შერბოდითო. მერე შვილის ნათლია მე ვარ, რას დაარქმევთო. ბოლოს კი ზედმეტი მოუვიდა.
-წავალ, ქეთის ვეტყვი.
-გაგიიიი, არც კი გაბედო. ეს ამბავი ჩვენ სამს შორის უნდა დარჩეს. ეს შენც გეხება ვაჟბატონო, - მივუტრიალდი ლაშას.
-ჰეიი, მე რაღას მერჩი?
-წეღან კარგად გაიგე. ჰო, მართლა, გაგი, გამათბობელი ჩართე, გავიყინე.
-კარგი, ჰოოო, შენ ხომ ადამიანს არ მოასვენებ. აღარ წამოხვალ?
-არა, შხაპს მივიღებ და დავიძინებ.
-მოიცა, საშხაპეში აბა რას აკეთებდით ამდენი ხანი, - ეშმაკურად გაიცინა, - ჩემს თეორიაში უფრო ვრწმუნდები.
-გაგი, ახლა შემოგარტყამ.
-კარგი, ხმას აღარ გაგცემ... ცოტა ხნით.
რამდენიმე წუთით სადღაც გაუჩინარდა.
-ისე, აჯობებს შენს თავს მიხედო, სახე დასიებული გაქვს.
-როგორმე გადავიტან.
-ყინული ხომ არ მოგინატო?
-როდიდან გახდი მზრუნველი დეიდა?
-დეიდა? - თვალები შუბლზე ამივიდა. - კარგი, არ გინდოდა წესიერი მოპყრობა? არაა პრობლემა, ისევ ძველებურ ურთიერთობას დავუბრუნდეთ.
-მოიცა, ჩვენ რა რაიმე სახის ურთიერთობაში ვიყავით?
-ნუ მაიძულებ, რომ მაგ სახეს კიდევ ერთი ნაიარევი შვმატო, ან რამდენიმე.
-სიყვა, ყველაფერი გაგიკეთე და წვეულებაზე ვბრუნდები, იცოდე არ იცუღლუტოო, - გამომძახა კარიდან და სასწრაფოდ გაიქცა.
-ამას მერე მივხედავ, - ჩავილაპარაკე და კიბეებზე ავირბინე.
საბედნიეროდ, გაგის სახლში ოთხი სააბაზანო იყო. და ესეც გასანაწილებელი გახდა. გაგიმ მეორე სართულზე, მის ოთახთან არსებული სააბაზანო თავისად დაიკანონა. დანარჩენი კი ძალიან უცნაურად გადაანაწილა. ეს მხოლოდ მეორე დღეს შევიტყვე. გაგიმ იფიქრა, რომ ორი გოგო ერთ სააბაზანოს ვერ გაიყოფდა და ამიტომაც გოგო-ბიჭად გადაგვანაწილა. მე, როგორც, უდიდესი ბედის მქონეს, ლაშასთან მიწევდა სააბაზანოს გაყოფა. ეს კი სულაც არ იყო სასიამოვნო ფაქტი. თანაც, სწორედ ის სააბაზანო შეგვხვდა, რომლის კარიც თავისით იკეტებოდა.
-შეაკეთე რა ეს სახელური, - დავუწყე ბუზღუნი ლაშას.
-რათ გინდა, იყოს.
-ერთ დღესაც აღარ გამოგიშვებ და იცხოვრე მანდ.
-კარგი, რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, არ ვიცი რამდენად გამომივა. საღამოს მივხედავ, ახლა ზღვაზე უნდა გავიდეთ.
-ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი როგორაა. სანამ შენ გარეთ გაერთობი, მე ამას შევაკეთებ.
-მოიცა, შენ არ მოდიხარ?
-ცურვა არ ვიცი.
-რაა? ამდენი რაღაც შეგიძლია, სახელურსაც კი შეაკეთებდი და ცურვა არ იცი? აბა აქ რა გინდა?
-ნამდვილად არაა შენი საქმე.
-გინდა გასწავლო?
-შენი გვარი მითხარი, საყვარელო.
-მეტრეველი.
-მადლობა. ეგღა მაკლია, ლაშა მეტრეველის დასაცინი გავხდე, ნიამ ცურვა არ იცოდა და მე ვასწავლეო.
-აბა აქ მუდოსავით უნდა იყო?
-შენი საქმე არ არის როგორ უნდა ვიყო აქ.
-არაა პრობლემა, მაგრამ თუკი ვინმემ შენი წყალში ჩაგდება მოინდომა... - ნაგლურად გამიცინა.
-არც კი გაბედო, იცოდე საშხაპის კარს არ გაგიღებ.
-ჩემთვის პრობლემა არაა ოდნავ ღია რომ დავტოვო, აი შენზე კი ამას ვერ ვიტყოდი, - თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და ტუჩზე იკბინა.
-მითხარი, რომ ბინძური არაფერი გაგიფიქრია.
-ვერაფერს შეგპირდები.
-შენისთანა გარყვნილის ხელში რომ ჩავვარდი, ცოდო ვარ. ქეთის ვეტყვი და იქნებ გამიცვალოს სააბაზანო.
-დიდად მაგის იმედზე ვერ ვიქნებოდი.
-და რატომ?
-გიგი მოეწონა.
-რააა? საიდან მოიტანე?
-თუ გინდა, ჰკითხე.
-შენ შეამჩნიე და მე ვერა?
-მე ბევრ რაღაცას ვამჩნევ, პატარა.
-ისევ არ დაიწყო. სხვათა შორის, კიდევ გაქვს სახეზე რამდენიმე შესალამაზებელი ადგილი.
სახეზე შევხედე და უცებვე გავიხედე.
-ეს რა იყო? - გაეცინა.
-არაფერი, უბრალოდ არ მინდა დიდხანს გიყურო, უკვე ყელში ამოხვედი.
-აბა, დაფქვი ყველაფერი. შემიძლია სიმართლე გამოგძალო.
-ოო, შემეშვი რაა, შენ სანაპიროზე გადიოდი მგონი.
-შენ გარეშე არსადაც არ გავალ.
-ხოდა ეგდე სახლში.
უცებ ხელში ამიტაცა და მხარზე მორაგბესავით გადამიგდო.
-დამსვი შე უტვინო.
-სიტყვები არ მომწონს, ცოტა დახვეწე.
-სად ჯანდაბაში მიგყავარ?
-სანაპიროზე.
-არც კი გაბედო. ამ ტანსაცმლით სანაპიროზე ვერ გავალ.
-მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, მასე რომ მელაპარაკებოდი.
-ვიცი, ვიცი, ჰოდა ახლა ვნანობ, გამოვიცვლი და წამოვალ.
როგორც იქნა, დამსვა. მაშინვე ავირბინე ოთახში და ბიკინი ჩავიცვი. ზემოდან სარაფანიც გადავიცვი და, ქუდი და სათვალე ავიღე, შლოპანცები ჩანთაში ჩავაწყვე და გავედი. ლაშა კარებთან მიცდიდა.
-აქ რას აკეთებ?
-ვრწმუნდები, რომ ჩემს გაცურებას არ ცდილობ.
-ახლა დამასვენებ? მზისგან დამცავი კრემიც კი არ წამივსვამს ჯერ.
-გინდა მე წაგისვა? - გამეკრიჭა.
ჩანთა მოვუქნიე. გამისხლტა.
-ყოჩაღ, მოგერიებაში მაგარი ყოფილხარ.
-ჰო, ამის მერე დაიმახსოვრებ და მაგას აღარ გააკეთებ, - ისე მშვიდად მითხრა, რომ დამაჯერა.
-შენ რა ჰიპნოზის კეთება იცი?
-კი, მაგრამ რამდენიმე თხაზე არ ჭრის.
-როდიდან მაქვს ოთხი ფეხი ან რქები?
-ოჰ, ჭკვიანი თხა ყოფილა, ნამიოკს რომ მიხვდა.
-თხებმა რქენა იციან, - სათვალე მოვირგე და სანაპიროზე გავედი.
ლაშა რომ წამომეწია, უკვე შეზლონგზე ვიწექი და ვირუჯებოდი. მზე მომიჩრდილა და თვალების გახელა ვიკადრე.
-გადი რააა, მეფარები.
-წამო გავცუროთ.
-შანსი არაა, მაგას არ გავაკეთებ.
-მაშინ მითხარი რატომ ამარიდე თვალი.
-რატომ ხარ დარწმუნებული, რომ მაგას გეტყვი?
-რადგან საფრთხე გემუქრება.
ერთი ხელი იღლიაში შემიცურა, მეორე მუხლებს ქვემოთ და ჰაერში ამწია.
-რას აკეთებ? დამსვიი, - ფეხების ქნევა დავიწყე.
-ჭკუას გასწავლი.
-არა, ლაშა, ეგ არ ქნა, ჩამომსვი.
მაგრამ ვინ გისმენდა? ზღვისკენ გაექანა.როცა დავინახე, რომ მუხლებამდე წყალში იდგა, ცუდად გავხდი. თვალები დავხუჭე და ლაშას ავეკარი. ტერფებზე წყალი შემეხო. ცივმა ოფლმა დამასხა, უცებ ტანში შემაცია და კანკალი დავიწყე. მშველელად კი გაგი მომევლინა.
-ეს ნიაა?
-კი, ეგაა.
-ახლავე გაიყვანე ნაპირზე, - დაიყვირა.
-რა? რატომ?
-ახლავე.
გავიგე როგორ დაიწყო ლაშამ მოძრაობა. ხმები მესმოდა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. რაღაც რბილზე დამაწვინეს.
-ნია, აქ ვარ, - თავისი თითები ჩემსაში ახლართა გაგიმ, - ახლა ნაპირზე ვართ, შეგიძლია თვალები გაახილო, თუ გაიგე, თითები მომიჭირე.
თუმცა არც თვალები გამიხელია და არც თითები გამიმოძრავებია.
-რა მოხდა? - იკითხა ლაშამ.
-შენ შ*გ ხო არ გაქ? ნია წყალში რამ შეგაყვანინა?
-ცუდი რამე ჩავიდინე?
-ნიას პანიკურად ეშინია წყლის, - გავიგონე ქეთის კივილი.
ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ ჰაერი ფილტვებამდე ვერ მივიდა. ხავილი დავიწყე, ვეღარ ვსუნთქავდი.
-პანიკური შეტევა აქვს, - იყვირა ქეთიმ, - სხვა რამეზე უნდა გადავატანინოთ ყურადღება.
ქეთი ლაპარაკობდა მაღაზიაში ფასდაკლებებზე, მანქანების შეჯიბრებაზე, ჰაგსიზე, მაგრამ აზრი არაფერს არ ჰქონდა.
-გაიწიეთ, - თქვა ლაშამ. - ახლა ცოტა სივრცე სჭირდება. და მე მიმიშვით.
ალბათ დაემორჩილნენ. სულ მალე ტუჩებზე ბაგეების შეხება ვიგრძენი. თავიდან არ გავნძრეულვარ, თუმცა სუნთქვა კიდევ უფრო რომ შემეკრა, მეც კოცნითვე ვუპასუხე. თვალები გავახილე და ლაშა დავინახე. მაშინვე უკან გავიწიე.
-ეს ბიჭი აქედან მომაშორეთ.
-სხვათა შორის, არაფერს, მგონი გადაგარჩინე.
-შენ ამ მეორეკლასელის კოცნას გადარჩენას ეძახი? თანაც ვისი ბრალია, რომ ასე დამემართა?
ნელ-ნელა ყველანი დაიშალნენ. ნუ, თითქმის ყველანი. ლაშა წინ და უკან დადიოდა, სანამ მე შეზლონგზე გვერდულად ვიჯექი.
-აუ, დიდი ბოდიში რა, ნია. მართლა არ ვიცოდი თუ წყლის გეშინოდა.
-არაუშავს, ახლა ხომ კარგად ვარ? უარესიც შეიძლება მომხდარიყო, გთხოვ დამშვიდდი.
-არა, რამე რომ დამეშავებინა? - თავისთვის განაგრძო საუბარი.
-გეყოფა, - დავუყვირე, - ხომ მიყურებ? ცოცხალი ვარ. ჰოდა ხმა აღარ გავგიგონო.
ლაშა გვერდით მომიჯდა.
-მაპატიებ?
-არ ვიცი...
-მაშინ აქ დავრჩები და წყალში აღარ შევალ.
-ეგ მიშველის?
-მიხვდები, რომ ვნანობ. ისინი ერთობიან, მე კი აქ ვიჯდები შენთან და მოწყენილობისგან მოვკვდები.
-კაი რაა, მასე ხო ნერვებს უფრო მომიშლი.
-ხმას არ ამოვიღებ.
-საპატიებელი არაფერია ლაშა, წადი გაერთე.
-მართლა? - ეჭვის თვალით შემომხედა.
ახლოს მივჩოჩდი და თავი ჩამოვადე მხარზე. ამ ჟესტმა მიახვედრა, რომ სიმართლეს ვამბობდი. ბედნიერი გაიქცა ზღვაში, მე კი გამეცინა. ისევ წამოვწექი შეზლონგზე და ისევ მომიჩრდილეს მზე.
-ახლა რაღა გინდა, ლაშა? - ვთქვი და თვალები გავახილე. წინ ანრი მედგა. - უი, დიდი ბოდიში, მეგონა ისევ ლაშა მოვიდა. როგორ ხარ? - მივაყარე სიტყვები ერთმანეთს.
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-ახლა უკვე ნორმალურად.
-შენი ბიკინი მომწონს, - გამიღიმა. - მაგრამ გასარუჯად ცუდი არჩევანია.
-მართლა? და რატომ?
დაიხარა, მისი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი და მგონი გავწითლდი. ხელები მენჯებზე წამავლო.
-ამ ადგილებში ვერ გაირუჯები, აჯობებს დაბალწელიანი ბიკინი იპოვო.
მისი სუნთქა შემომეფრქვა. ისე მშვიდად ლაპარაკობდა, რომ გავბრუვდი. კიდევ უფრო ახლოს მოიწია, კოცნას აპირებდა, როცა არსაიდან ლაშა გამოხტა.
-ნია, შეგიძლია მზისგან დამცავი ლოსიონი მათხოვო? - მერე ჩვენ დაგვინახა და უხერხულად შეიშმუშნა. - უი, მაპატიეთ, არ ვიცოდი სანაპირო ერთმანეთის საბურჯგნ ადგილად თუ გადაიქცა.
მე და ანრიმ ჩავახველეთ. ანრი გასწორდა, მე კი წამოვჯექი და ლოსიონი ლაშას ვესროლე.
-წაიღე, რაში გჭირდება?
-ქეთიმ მიბრძანა, გამოართვიო, ალბათ აღარც დაგიბრუნებს. მე წავედი, გაერთეთ.
ნერვები მომეშალა, უკვე მეორედ შეძლო და შემიშალა ხელი, რომ ანრისთვის მეკოცნა.
-კარგი აბა, კიდევ შევხვდებით, - ხელი ამიწია ანრიმ და წავიდა.
-ამის დედაც, ლაშა, ცოტა ვერ მოიცდიდი? - ჩავიბურტყუნე და ნერვებმოშლილი წამოვდექი შეზლონგიდან. სახლში ავედი და სანამ ცარიელი იყო, სააბაზანოში შევიპარე.
წყალი გადავივლე, პირსახოცი შემოვიხვიე და გამოვედი. ლაშა ნიჟარაზე ჩამომჯდარიყო და მიღიმოდა.
-რა იყო?
-მაინტერესებს, წყლის თუ გეშინია, როგორ ბანაობ?
-დღეს ქუდი არ გეფარა ხო? აშკარად მზის დარტყმა გაქვს. წადი რა, დამეკარგე.
-მეგონა წეღან ცოტა დავახლოვდით.
-როდის, ჩემი მოკვლა რომ გსურდა მაშინ, თუ უკვე მეორედ რომ შემიშალე ხელი ანრისთან?
-მოიცა, მოიცა, ჯერ ერთი, რომ მცოდნოდა, საერთოდ შეგეშვებოდი და მეორეც, მე რა შუაში ვარ ანრისთან? ვიცნობ მაგ ბიჭს და დამიჯერე, ყველა ლამაზ გოგოს მასე ეთამაშება.
-გოგოებს ასე კერავ?
-როგორ ასე.
-ჯერ ლამის კლავ და მერე კომპლიმენტებს ეუბნები?
-მეასედ გაგიმეორო, ნია? უკვე მომბეზრდა, მართლა თხასავით შეუგნებელი ხარ, და დაბნეული. შენთვითონაც ვერ ხვდები რა გინდა.
-ოჰ, ამას ვინ ამბობს? შენ არ დადიხარ ყოველდღე სხვადასხვა გოგოსთან ერთად?
-ეგ როდისღა ნახე, თუ ვინმე ჭკვიანმა გითხრა.
-ჩემით დავასკვენი.
-ჰოდა, შენი დასკვნები ცდება, ძვირფასო, - ბოლო სიტყვები ყურში ჩამჩურჩულა, - ახლა კი, თუ შეიძლება, გამატარე, შხაპი უნდა მივიღო.
ოთახში ავირბინე და ტანსაცმელი გადავიცვი.
-ნია, როგორ ხარ? - ნინუცა მომიჯდა გვერდით.
-კარგად, რავი, რატო მეკითხები?
-გაგიმ მიამბო შენზე.
-ჰოო, არაფერია, ახლა ის მაინც მეცოდინება, რომ ასეთ რაღაცას აღარავინ გაიმეორებს.
კარი ქეთუსამ შემოხსნა. ნუცას ელაპარაკებოდა და რაღაცაზე იცინოდა.
-ქეთუშ, მოდი ორი წუთით, სალაპარაკო მაქვს, - დავუძახე და ოთახიდან გავიყვანე.
-აბა გისმენ.
-დღეს რაღაც ძალიან უცნაური მოხდა.
-ლაშამ პანიკური შეტევისგან კოცნით რომ გიხსნა?
-კოცნით არა, ბატის ფეხი. ეგეც არ მყავდეს მშვენიერი პრინცი. ერთი სიტყვით, რაღაც უნდა გკითხო. გიგი მოგწონს?
ქეთი გაფითდა, გამწვანდა, მერე გალურჯდა, ბოლოს გაწითლდა და ძლივს ამოილუღლუღა.
-როგორ მიხვდი?
-უცნაურიც ის არის, რომ მე ვერ მივხვდი.
-აბა... - ენა დაება, - საიდან გაიგე?
-ჩემმა ბაყაყმა შეგამჩნია.
-მოიცა, შენ რა ბაყაყი გყავს?
-ხო, თქვენ ლაშას სახელით იცნობთ.
-მოიცა, რაა, ძაან კაი ბიჭია ლაშა, ბაყაყის რა შეატყვე? მოიცა, მაგან საიდან გაიგო?
-წარმოდგენა არ მაქვს, არ უთქვამს.
-მაგან თუ შემატყო, ალბათ გიგიც მიხვდებოდა. ჯანდაბა, დავიღუპე. ეს რა შარში ვარ.
-არა, შარში ნამდვილად ხარ, ვიღაც მოგეწონა და მე არ მითხარი?
-ჯერ ნორმალურად ვერ ვხვდები მომწონს თუ არა, სუ სამი დღეა რაც გავიცანი.
-ჰოდა მაშინ რაღას ნერვიულობ, ჩამოყალიბდი და მერე იფიქრე მაგაზე.
-რჩევების მეფე ხარ რაა.
-უი, ჩემი ლოსიონი დამიბრუნე.
-ისა... აღარაა.
-მოიცადე, თვალი რატო ამარიდე?
-რას სულელობ, არ ამირიდებია.
-იმიტო გაწითლდი ხოო? რა მოხდა?
-ლოსიონი ჩემით ვერ წავისვი... აქ ცხელა ხო? - მაისური კანიდან მოიშორა.
-თემა ნუ გადაგაქვს.
-ჰოდა, ახლოში მხოლოდ გიგი იყო.
-ახლა კმაყოფილი ვარ, - გავეკრიჭე, - შეგიძლია წახვიდე.
მე მანამდე გაგის ხელსაწყოები ვთხოვე და სააბაზანოში შევედი. სწორედ იმ დროს გამოვიდა პირსახოცშემოხვეული ლაშა საშხაპიდან. თვალი ისევ მის პრესზე გამიშტერდა.
-ნია, მაღლა, - ცხვირწინ ამიქნია ხელი. - შენ რა მითვალთვალებდი? - გაიკრიჭა.
-მეტი საქმე არ მქონდა. ხელსაწყოები მოვიტანე. შეაკეთებ თუ ამის გაკეთებაც მე მომიწევს?
-არ გინდა ცოტა ტონს დაუწიო? არ მსიამოვნებს გოგო რომ მიყვირის.
-არც მე მსიამოვნებს ბიჭი რომ ნერვებს მიშლის.
-გეგონება პირველი ბიჭი ვიყო, ვინც ნერვები მოგიშალა. გაგიმ მიამბო როგორ გაიცანით ერთმანეთი, - გაიცინა.
-ჰეიი, მაგის უფლება არ ჰქონდა. მოკლედ, შეაკეთებ თუ არა?
-იქნებ ჩაცმა მაცადო? არა, მე კი წინააღმდეგი არ ვარ, მხოლოდ პირსახოცში უფრო თავისუფლად ვარ, მაგრამ ვაიდა პირსახოცი ჩამომივარდეს, გაწყობს ეგ?
-დროზე მოდი, დროს ვინიშნავ.
სანამ ლაშა სახელურს აკეთებდა, ვიდექი და ვუყურებდი.
-მასე თავზე უნდა მედგე სულ?
-კი, თორემ შეიძლება იცუღლუტო. ამდენი ხანი რაში გჭირდება?
-საკეტი გაჭედილია, არ კეთდება.
-მიმიშვი რაა, ყველაფერი თვითონ უნდა გავაკეთო?
სახელურს ბევრი ვუჩიჩხინე, მაგრამ დანებება მომიწია.
-მართალი ხარ, არაფერი ეშველება. ასე უნდა გვტანჯოს დარჩენილი დრო.
-ისე მალე გაირბენს ეგ დრო, ვერც კი შეამჩნევ.
-რაღაც არ მგონია მასე მოხდეს. კარგი, ახლა დამიბრუნე ეგ ხელსაწყოები, გაგის უნდა წავუღო.
-ჯერ ჯადოსნური სიტყვა მითხარი, - ხელი ასწია, რომ ვერ მივწვდენოდი.
-არც იოცნებო, - ხტუნვა დავიწყე, მან კი სიცილი. - რა გაცინებს, მაღალი რომ ხარ, მჩაგრავ ხო?
-ღმერთმანი, არ მგონია დედამიწაზე არსებობდეს ისეთი ადამიანი, ვისაც შენი დაჩაგვრა შეეძლება.
-მერე მაგას რა სჯობია, მომეცი, გთხოვ.
-უკვე გვიანია, მაშინ უნდა გეთქვა ეგ სიტყვა, სანამ დრო იყო. წავალ და გაგის ვეტყვი, რომ დაკარგე.
-მაგას არ იზამ, უბრალოდ ხელს ჩამოსწევ და მაგას მომაწვდი.
-და რა დარწმუნებული ხარ?
-იმას გავაკეთებ, რასაც შეუძლია ეს გაიძულოს.
-მართლა? მაინც რა?
ფეხისწვერებზე შევდექი, სახე მასთან ახლოს მივიტანე და სულ ოდნავ შევახე ტუჩები. დავინახე როგორ გაუფართოვდა თვალები. ხელები ჩამოსწია და წელზე მომხვია. კოცნას აპირებდა, მაგრამ თავი შევაბრუნე. ხელიდან იარაღები წავართვი და გათავისუფლება ვცადე, მაგრამ ამაოდ.
-გამიშვი, - გამეცინა და ფეხების ქნევა დავიწყე, რადგანაც ჰაერში ამიტაცა.
-ხშირად უნდა გაკოცო ხოლმე.
-რაა? - თვალები ვჭყიტე, - რატომ?
-კარგ ხასიათზე გაყენებს.
-კაი, დამსვი ახლა, დასკვნები მერე იყოს.
როგორც იქნა, ჩამომსვა, მაგრამ ხელი მაინც არ გამიშვა.
-კაი, ლაშა, გეყოს.
-რა? - უცოდველი სახით შემომხედა.
-ხელი გამიშვი, გაგისთან უნდა მივიდე.
-უიი, ხელი? მაპატიე, ეს თავისით გააკეთა, ვერც კი გავაანალიზე, - ხელს დაუწყო ჩხუბი პატარა ბავშვივით.
-სასაცილო ხარ, - გამეცინა.
-ვაუუ, ეს უკვე პროგრესია, - თვალები გაუნათდა.
-რა?
-აქამდე ამბობდი, რომ ხუმრობები არ მივარგოდა, როგორც ჩანს, გამიგე.
-ან ხუმრობები დაგეხვეწა.
როგორც იქნა, სააბაზანოდან გამოვედი და გაგის ხელსაწყოები დავუბრუნე.
-აბა, ჩემო მშრომელო, გააკეთე?
-ვერა, საკეტი გაჭედილია, არ კეთდება - გავაანალიზე, რომ ლაშას ნათქვამი გავიმეორე და გამეღიმა.
-მოიცაა, ეს რა იყო?
-რა რა იყო? არაფერიც არ ყოფილა.
-შენ გაიღიმე. საკეტი როა გაფუჭებული და არ კეთდება, იმან გაგაღიმა? შე მაიმუნო.
-გაგიიი, გაკლია ხოო?
-ლოყები რატო შეგეფაკლა? მიპასუხე ნია.
-მცხელა და იმიტომ. მაცადე ახლა, ქეთის უნდა მივხედო.
-ან თვითონ მოგხედავს, - ჩაიცინა.
-რა თქვი?
-არაფერი, თავად მიხვდები.
სულ მალე მივხვდი რაც იგულისხმა. ქეთი ოთახში მარტო დამხვდა და თვალები დამიბრიალა.
-ქეთუშ, რა ხდება?
-რა ხდება კი არა, მოდი აქ ქალბატონო. გაგისგან უნდა ვიგებდე გუშინწინ რაც მოხდა?
-ბექა რო იყო წვეულებაზე, იმას გულისხმობ?
-არა, მაგრამ მაგასაც მომიყვები მერე. ლაშასთან ერთად იყავი საშხაპეში? ნახევრად შიშველი?
-ყველაფერი მასე არ ყოფილა.
-აბა როგორ იყო?
-კარგი, ჰო, მასე იყო, მაგრამ საინტერესო არაფერია.
-დაგინახე როგორ გიშტერდება თვალი მის პრესზე, მას კი შენს მკერდზე.
-ჯანდაბა, მკერდზე მიყურებს ხოლმე? დაველაპარაკები მაგას მე.
-ისიც შევამჩნიე, როგორ არიდებ თვალს.
-ოო, ნუ სულელობ.
-შენ მომატყუებ ნია? 12 წელი მაინც არ იყოს გასული, რაც გიცნობ. სახეში ვერ შეგიხედავს, რადგან გიჟდები, როცა ბიჭს ნაიარევი აქვს.
-შშშ, - გაჩუმება ვცადე, რადგან ზედმეტად ხმამაღლა თქვა. - დიდი ამბავი, მერე რა? დიდად მაინც არ მომწონს ეგ ბიჭი და რაც ნაკლებს შევხედავ, მით უფრო ნაკლებად მომეშლება ნერვები.
-კარგი, და ანრისთან რა ხდება?
-ჯერ არაფერი, - ამოვიხვნეშე. - ორჯერ სცადა ჩემი კოცნა და ორივეჯერ ლაშამ შემიშალა ხელი, მეორედ, შენი დავალებით.
ქეთის ყველაფერი ვუამბე ბექაზე, ანრიზე.
-ანრი მოგეწონა გოგო? - სიცილი დაიწყო.
-ჯერ არავინ არ მომწონებია, ბექას ასე ადვილად ვერ ვივიწყებ. ადვილი გგონია?
-მოიცა, ბექა ისევ გიყვარს?
-მიყვარს და მძულს კიდეც, თუკი ეს შესაძლებელია.
-ჩემო საწყალო გოგო, - ჩამეხუტა.
საღამოს გასეირნება გადაწყვიტეს. ვიცი, რომ ზღვასთან ახლოს ცივა ხოლმე, ამიტომაც ცოტა თბილად ჩავიცვი.
-აუჰ, ზამთარი დააყენა უცებ, - დაიწყო ლაშამ.
-ბავშვებო, მოდით აქ, - დაგვიცაცხანა გაგიმ, - სწრაფად, სანამ ნუცა და ნინუცა ჩამოსულან. ხვალ ჩვენ ბარტყებს დაბადების დღე აქვთ, ზოგმა შეიძლება არ იცოდით, ან არ გახსოვდათ. ჰოდა, ქეთუშ, ნია, თქვენი მოვალეობაა დრო გააყვანინოთ სახლიდან რაც შეიძლება შორს. ბიჭები კი სახლს მივხედავთ.
-რაზე ლაპარაკობთ? - მოგვიახლოვდა ნინუცა.
ყველა დაიბნა, ამიტომაც მე დავიწყე.
-ვერ გადაგვიწყვეტია სად გავისეირნოთ, რაიმე წყნარი ადგილი გვინდა.
-წამო იმ ბულვარში, - ჩაერთო სანდრო.
წყნარად ვისხედით და მუქი ფერის ზღვას გავყურებდით. დავინახე როგორ მიუჯდა ქეთის გიგი და რაღაცაზე დაიწყეს საუბარი. მე კი ლაშასთან მივედი.
-მასე ეშმაკურად რატო მიყურებ?
-შენს დღევანდელ საუბარს მოვკარი ყური.
-თუ მოისმინე?
-ქეთის ხმა პირველ სართულზე გავიგე.
-რა ხმა? - თავი გავისულელე.
-გავიგე რატომ მარიდებ თვალს.
-დიდი ამბავი, ბიჭზე ნაიარევი მომწონს. ვიცი, სულელურია, მაგრამ საყვარლობა.
-ეს მოგწონს? - თითი თვალთან ახლოს მიიდო.
პასუხი არ მინდოდა და ტუჩი მოვიკვნიტე.
-ეგ ჟესტი თანხმობის ნიშანია, - გაიღიმა. - პატარაობაში წავიქეცი და შუშის ნამსხვრევი შემერჭო.
-ჰეიი, მე ვთქვი, ნაიარევი მომწონს-მეთქი და არა მისი ისტორია.
-არ გაინტერესებს?
-დიდად არა.
ფეხები მოაჯირზე შემოვაწყვე, თავი უკან გადავწიე, თვალები დავხუჭე და ზღვის ხმის მოსმენა დავიწყე. რაღაც სასწაულად დამამშვიდა და ჩამაძინა კიდეც. ხმაურმა გამომაფხიზლა, უკვე იშლებოდნენ.
-სად მივდივართ? - თავი წამოვწიე, - აუჩ!
-რა მოხდა? - მკითხა ლაშამ.
-კისერი მეტკინა, ვერ გამაღვიძე?
-მძინარეს არ გავაღვიძებ, საშიშია.
-ყოჩაღ, ჭკვიანი ბიჭი ხარ. სახლში მივდივართ?
-როგორ გამოიცანი.
ძილის წინ შევთანხმდით, რომ უცნაურად არ მოვიქცეოდით, ამიტომაც ხვალ თავს არ მოვიკატუნებდით, ვითომ არ ვიცით, რომ დაბადების დღე აქვთ და მივულოცავთ, მაგრამ საჩუქრები საღამოს.
მეორე დღეს საყიდლებზე წავედით. ნუცა და ნინუცა კაბებს არჩევდნენ.
-თქვენ რა ბიჭების დახოცვას აპირებთ? - როცა აზრზე მოვედი, ვკითხე.
უბრალოდ ჩაიცინეს და ერთმანეთს ეშმაკურად გახედეს.
-თქვენ რას იცვამთ? გიგი და ლაშა არ უნდა დააშტეროთ?
-მოიცა, მოიცა, ან გიგიზე საიდან იცით, ან საიდან მოიტანეთ, რომ ლაშა მომწონს. ყველას მასე რატომ გგონიათ?
-რატომ გვგონია? ჯერ შენც ვერ ხვდები.
-მე ანრი მომწონს, - წამოვაყრანტალე და ყვავების ხროვაც დამესია. უამრავი კითხვა დამაყარეს. ბოლოს, ისევ დავუბრუნდით ტანსაცმლის არჩევას. ქეთის სურდა რაიმე მომხიბვლელი ჩაეცვა და ბოლოს შავ კაბაზე შეაჩერა არჩევანი.
-შენ რას იცვამ ნია?
-არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს?
-ჩვენი დაბადების დღეა და არ გაგვიტეხო.
-ჰოდა თქვენი დაბადების დღე როა, მაგიტომაც უნდა გამოიყურებოდეთ თქვენ ყველაზე კარგად და დანარჩენებს უბრალოდ გვეცვას.
-ქეთი მასე არ ფიქრობს.
ბოლოს მაინც დამითანხმეს და მათი გემოვნებით მაყიდინეს ტანსაცმელი. წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოუვიდათ თავში ჩექმების არჩევა, მაგრამ, ისე შემომხედეს, უარი ვერ ვუთხარი.
სახლი მორთული დაგვახვედრეს და საღამოს წვეულებაც გავმართეთ. რა თქმა უნდა, ნუცამ და ნინუცამ ყველა დააშტერეს. ბიჭები პირს ვეღარ კუმავდნენ. ქეთიმ საწადელს მიაღწია. გიგი ერთი წამითაც კი არ მოსცილებია. მე კი, საქმე გამომიჩნდა.
-მეტრეველი, - დავუძახე ლაშას, რომელიც გაგის ელაპარაკებოდა.
-გისმენთ ქალბატონო, - გაიცინა და ახლოს მოვიდა.
-მგონი ძალიან დიდ დროს ვატარებთ ერთად.
-მერე ეგ ცუდია?
-ყველას ჰგონია, რომ ერთმანეთი მოგვწონს. ამ ჭორებს წერტილი უნდა დაესვას. ასე რომ, შენ შენთვის, მე ჩემთვის.
-და არ გეჩვენება, რომ მასე უფრო იეჭვებენ? იტყვიან, არაფერი რომ არ ვიეჭვოთ, მაგიტო მალავენო.
-ჯანდაბა შენს თავს, მძულს, როცა მართალი ხარ.
-მე ძალიანაც მომწონს. როგორი დრო გაატარეთ დღეს?
-მგონი არა საჭირო 20 წლის ცოლ-ქმარივით ყველაფერი მოვუყვეთ ერთმანეთს.
-კაი, კარგად, წავალ ნინუცას დავკერავ. ნახე როგორ გამოიყურება? ყველას ჯობნის.
რაღაცნაირად შემშურდა. არ მადარდებს რას ფიქრობს ლაშა, მაგრამ ყველა გოგოს ეწყინება რომ გაიგოს, რომ ბიჭებისთვის ყველაზე ლამაზი გოგო არ არიან ოთახში. თუმცა ამაზე ფიქრი არ მაცადეს, სამზარეულოში შევედი სასმლის ასაღებად, როცა ანრი დავინახე.
-როგორ ხარ? - გადავკოცნე.
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-მეც მასე. აბა, ერთობი?
-მაგის დრო არ არის, არ ვაპირებ მესამედაც გავუშვა ეს შანსი ხელიდან.
კარადასთან მიმიმწყვდია, ხელები შიშველ კანზე წამავლო და ყელში მაკოცა. საერთოდ გავითიშე. ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა, მხოლოდ ვიცოდი, რომ მსურდა ჩემთვის ეკოცნა და ეს არასდროს არ შეეწყვიტა. ყელში სველი კოცნის კვალი დამიტოვა. ბაგეები გამეპო და ამოვიკვნესე. ანრიმ სექსუალურად გამიღიმა და სველი ტუჩები ჩემსას მიაწება. სუნთქვა შემეკრა. ცოტა ხანში ისევ ყელს მიუბრუნდა. მერე ლავიწის ძვალზე მიკბინა და გაჩერდა.
-ამდენი ხანი არავის დასაკერად არ დამჭირვებია, - თქვა და წასვლა დააპირა.
-მოიცა, რისთვის? შენ უბრალოდ კოცნა გინდოდა და მეტი არაფერი?
-მეტიც თუ გინდა, შეგვიძლია ახლავე განვმარტოვდეთ, - ხელი მაისურის ქვეშ შემომიცურა.
-ხელი გასწიე, - დავუჭირე. - შენ მე ვინ გგონივარ? - სილა გავაწანი. - გამოდის, რომ შენთვის სათადარიგო გოგო ვარ? უბრალოდ გაერთობი როცა მოიწყენ? არ მჭირდება ვინმეს იატაკის საწმენდი ტილო ვიყო.
-და ვინ გითხრა, რომ მაგხელა სტატუსი გაქვს?
გავმწარდი, მართლა ძალიან გავმწარდი. ასეთ დროს ვეღარ ვაზროვნებ, სილა ისე ძლიერ გავარტყი, რომ ხელი მეტკინა. ფეხსაცმლის ქუსლი ფეხზე დავაჭირე და გავიგონე როგორ აყვირდა. სასწრაფოდ მეორე ოთახში გავედი, გიგის ბოდიში მოვუხადე, ქეთის ხელი ჩავავლე და მეორე სართულზე ავიყვანე. საძინებელში შევედით, საწოლზე ჩამოვსხედით და ტირილი დავიწყე.
-რა მოხდა ნია? ისევ ბექამ გააკეთა რამე? - თავიდან ჩხუბს აპირებდა, რადგან გიგის მოვაშორე, მაგრამ, როგორც კი ასეთ მდგომარეობაში დამინახა, მაშინვე „დამცველი ქეთას რეჟიმი“ ჩართო.
-არა, ამჯერად ანრიმ, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოვუყევი რა მოხდა.
-ეგ ნაგავი. ვინმემ გოგოს პატივისცემა უნდა ასწავლოს.
-როდემდე შეიძლება ასე? გახსოვს თბილისში რა გითხარი? აღარ მსურდა ბიჭების დანახვა, რადგან ვიცოდი, რომ გულს მატკენდნენ. და გაკვეთილი ვისწავლე? არაფერიც, ბათუმში ჩამოვედი თუ არა, პირველივე შემხვედრი მომეწონა და ყელზე ჩამოვეკიდე.
-დაწყნარდი რა გოგო, მასე ნუ ამბობ, ყველა ბიჭი მასეთი არ არის.
-კარგი რა, ქეთა, ახლა ბიჭებზე უნდა მელაპარაკო? ცხოვრებაში არავინ აღარ მომეწონება.
-ეე, ეგ ახლა ამბობ მაგას, მეც მასე ვიძახდი და ხომ ხედავ? კი მომეწონა გიგი.
-უიი, სულ დამავიწყდა, წადი, მე არ მიმართლებს, სხვას რაღატომ უნდა გავუფუჭო ხასიათი?
-გაგიჟდი გოგო? ახლა შენ გარდა სხვაზე როგორ ვიფიქრო? დაქალები ერთმანეთს ყოველთვის გვერდში უდგანან.
-წადი, გთხოვ, კარგად ვიქნები.
-დარწმუნებული ხარ? - ეჭვიანად შემომხედა.
-კი, ოღონდ გაგი ამოუშვი, რაღაც უნდა ვთხოვო.
-კარგი, ახლავე დავუძახებ.
დიდი ხანი ველოდე, მაგრამ არავინ ამოვიდა. ჩასვლა მომიწია. დიდხანს ვეძებე. შემოსასვლელ კარებთან დავინახე როგორ აბამდნენ ლაშა და გაგი გოგოებს. ამ გოგოებიდან ერთ-ერთი ის იყო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბექა ჰკოცნიდა.
-გაგიი, ორი წამი გამომყევი რაა, - ყურში ჩავჩურჩულე.
სწორედ ამ დროს, სულ რაღაც ერთი წამით, ჩემი და ლაშას მზერა გადაიკვეთა. სასწრაფოდ მოვარიდე თვალი. გაგი კიბეებთან მივიყვანე.
-მისმინე, აქედან წასვლა მინდა.
-რაა? შენ ხო არ გაგიჟდი გოგო?
ანრიზე ვუამბე. გაბრაზდა.
-და მაგის გამო გინდა, რომ წახვიდე? რამ გამოგაშტერა?
-მადლობა გაგი, ახლა ზუსტად მაგ სიტყვების მოსმენა მჭირდებოდა დასამშვიდებლად.
-მაპატიე, მაგრამ სიმართლე არ უნდა გეწყინოს. არსადაც არ წახვალ, მაგის ჯინაზე გაერთობი.
-ოო, კარგი რაა, გჯერა მაგის?
-კი, ეს ადგილი სასწაულებს ახდენს.
-ჯანდაბას, მაშინ თხოვნა მაქვს.
-აბა...
-სხვა ცარიელი ოთახი არ არის? რამდენიმე დღე მარტო დაძინება მსურს.
-კი, როგორ არა, შენი სააბაზანოს გვერდითაა, გასაღებს მოგიტან.
-კარგი, მე სააბაზანოში ვიქნები და ჩემთან დატოვე.
გაგიმ თავზე გადამისვა ხელი და თმა ამიჩეჩა. კიბეები სწრაფად ავირბინე და ტანსაცმლის ნაწილი მეორე ოთახთან დავაწყვე და სანამ გაგი გასაღებს მოიტანდა, სააბაზანოში შევედი. შხაპის მიღების შემდეგ იქვე გამოვიცვალე და პიჟამა ჩავიცვი. ხალხის ხმაზე შევატყვე, რომ უკვე იშლებოდნენ. ამჯერად უკვე პიჟამით ავედი ოთახში და გასაღები წამოვიღე. კარი გავაღე და ტანსაცმელი შიგნით შევიტანე.
უკვე დაწოლას ვაპირებდი, როცა პიჟამიანი ლაშა შემოვიდა ოთახში.
-მოიცა, რა ხდება აქ?
-რა მნიშვნელობა აქვს? წადი, კბილები გამოიხეხე და დაიძინე.
-დედაჩემიც კი არ მეუბნებოდა მაგას. და საიდან იცი როდის ვიხეხავ კბილებს?
-დაგავიწყდა, რომ ერთ სააბაზანოს ვიყოფთ?
-კარგი, მე კი წავალ, მაგრამ მალევე დავბრუნდები.
-კიდევ კარგი, საშინელებათა ფილმი არაა, თორემ ადმიანი, ვინც მაგ სიტყვებს ამბობს, კვდება, - გამეღიმა.
ცოტა ხანში მართლა დაბრუნდა.
-ეგ ზედა მომწონს, განსაკუთრებით სიტყვა „გადარეული“. აბა, რა დაგემართა დღეს?
-ჩემი მდგომარეობა რომ გაიგო, მხოლოდ დღევანდელი ინციდენტი არ იქნება საკმარისი.
-კარგი, მაშინ სულ თავიდან დაიწყე, დრო მაქვს, მოგისმენ.
-არ გეძინება? ან ის გოგოები არ გელოდებიან?
-არა, ის გოგო ბექას შეყვარებული ყოფილა და შევეშვი.
-შენ რაღაც ძაან გადაეკიდე ბექას შეყვარებულებს, - გავიცინე, - მოიცა, უკვე შეყვარებულის სტატუსი აქვს? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. გაინტერესებს რატომ დავშორდი ბექას?
მოვუყევი ბექაზე, ანრიზე, ყველანაირი გრძნობა გამოვათავისუფლე. ბოლოს, თითქოს გულზე მომეშვა.
-და არც კი გაბედო მითხრა, ხომ გეუბნებოდიო, ვიცი, რომ ანრიზე მაფრთხილებდი.
-ახლა არ გეტყვი, რამდენიმე დღეში უკეთ რომ იქნები, წამოგაძახებ.
-ნეტა რატომ მოგიყევი.
ლაშამ დაამთქნარა, მერე ოთახში მიმოიხედა და საწოლისკენ დაიძრა.
-აუ ჩაიწიე რაა, მეძინება.
-მგონი ოთახი გაქვს.
-სანამ იქ ავალ, გადამივლის, ვკვდები, ისე მეძინება, გთხოვ, მიიწიე.
-ხვდები ხო რო ეს საწოლი ერთკაციანია?
-არაუშავს, როგორმე დავეტევით.
-აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ მარტო მინდოდა ძილი.
-შენი აზრით ასეთ დროს კარგი იდეაა ეგ? მე ასე არ ვფიქრობ.
შემატყო, რომ ჩაწევას არ ვაპირებდი, მაშინ ზედ გადამიარა და მეორე მხარეს მომიწვა.
-გადავვარდიი, - დავიწყე წუწუნი.
-ჰოდა მოიწიე, არ ვიკბინები.
-არც სიტყვებით?
-შენზე მწარედ ნაღდად არა.
ვხვდებოდი, რომ ვერ მოვისვენებდი, მისკენ გადავტრიალდი და კომფორტული პოზის ძებნას შევუდექი. მიხვდა, რომ არ დავაძინებდი, ამიტომაც ხელები შემომხვია და ერთ ადგილას გამკოჭა.
-მოისვენე რაა, არ მაძინებ.
სულ მალე დათუნიასავით ვეხუტებოდი. ოთახში ისედაც ცხელოდა და მისმა ჩახუტებამ ტემპერატურა კიდევ უფრო ასწია.
ღამით რამდენჯერმე გამეღვიძა. როგორც ჩანს, ისიც ვერ იძინებდა.
-იატაკზე მირჩევნია დავწვე, გრილი იქნება, - ხმადაბლა ვთქვი.
-ნუ სულელობ, გაცივდები.
-აბა ასე ვერ ვიძინებ.
-იმიტომ, რომ მიუჩვეველი ხარ.
-ეგ რა შუაშია? ცხელა აქ.
ლაშამ ამაზე სიცილი დაიწყო.
-რა არის სასაცილო?
-გარეთ წვიმს და ქარია, შესაბამისად სახლშიც გრილა.
-დიდი ამბავი, როცა ვინმე გეხუტება, გცხება.
-და პულსიც გემატება?
სიტყვები პირზე მიმეყინა. ლაშამ ეშმაკურად ჩაიცინა.
-დიდი ამბავი, სიცხეში მეტაბოლიზმი იმატებს და გულიც იმიტომ სცემს უფრო ძლიერ.
-ჰოო? ვნახოთ აბა, როგორ შეგეცვლება პულსი, როცა აქ გაკოცებ, - ლავიწზე მსუბუქად შემახო ტუჩები, - ან აქ, - ახლა ყელისკენ ამოიწია, სუნთქვა შემეკრა.
-გაჩერდი, - ამოვიხავლე.
-ეს უკვე მომწონს, მალე 100-საც ასცდება. აბა აქ რა მოხდება? - ნიკაპზე მაკოცა.
ვხვდებოდი, რითიც დაასრულებდა ამას და როგორმე ვცდილობდი თავიდან ამეცილებინა.
-და ბოლოს, აი აქ, - ზემოდან დამაწვა და ხელები გამიკავა, რომ ვერ გავნძრეულიყავი.
ალბათ სიბნელეშიც კი შემეტყო, რომ გავწითლდი. მის სუნთქვას უკვე ყელთან ვგრძნობდი, როცა მანძილი კიდევ უფრო შეამცირა. ვხვდებოდი, რომ სულ მალე გული ამომივარდებოდა. ცარიელ ოთახში ჩემი გახშირებული გულისცემა ისმოდა და ამას დათვლა ნამდვილად არ სჭირდებოდა. აი, უკვე უნდა ეკოცნა, როცა ძლიერად დაიგრუხუნა და შევხტი. მომენტი, რომლის შექმნასაც ლაშა ცდილობდა, ჩაიშალა. სამაგიეროდ, მას მივეკარი.
-მოიცადე, გეშინია? - სიცილი დაიწყო.
-დიდი მადლობა ასე რომ დამცინი, წავალ ისევ გოგოებთან დავიძინებ.
ადგომას ვაპირებდი, როცა კიდევ ერთხელ დაიქუხა და მეც ისევ ლაშას მივეკარი.
-ყველაფრის როგორ გეშინია? - გაიღიმა.
-გოგო ნაზია და როცა ეშინია, ბიჭმა უნდა დაიცვას, კი არ უნდა დასცინოს.
-ნაზი? შენ? მეხუმრები ხო, - გაიღიმა და უფრო მომეხუტა. - კარგი, მაშინ ჭექა-ქუხილისგან მე დაგიცავ.
ახლაც ვერ ვხვდები როგორ დასრულდა ის ღამე. თითქოს საუკუნედ გაიწელა ლაშას გვერდით წოლა. უამრავჯერ გამეღვიძა, დილით კი ტკბილად ჩამეძინა.
-გადარეულო, გამოფხიზლდი, - შემანჯღრია ლაშამ.
-აუ, მაცადე რა, გთხოვ.
-ადგომა მინდა და გასასვლელს მიბლოკავ.
-ცოტა ხანი მოითმინე.
ჩემს წუწუნს აზრი არ ჰქონდა. ლაშამ გაიაზრა, რომ მე გამღვიძებელი არ ვიყავი. მუცელზე შემომიცურა ხელი და მომიღიტინა. მის ხელებში ავფართხალდი.
-არა, გაჩერდი, არ მიყვარს, როცა მიღიტინებენ.
თუმცა გაჩერებას ნამდვილად არ აპირებდა. ბოლოს, ორივენი საწოლიდან გადმოვცვივდით და იატაკს დავენარცხეთ.
-ახლა კმაყოფილი ხარ? - შევუბღვირე.
-მე არა, - გაისმა გაგის ხმა და ადგილზე გავიყინე.
ორივემ ერთდროულად წამოვწიეთ თავი და კარებთან შეკრებილ ხალხს შევხედეთ. ყველა იქ იდგა და აშკარად აინტერესებდათ რა ხდებოდა.
-ეს არის მარტო მინდა ძილიო? რა ადვილად გამასულელე.
-ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩანს... - დავიწყე ლუღლუღი და წამოვდექი. - ლაშა, მომეხმარეე... - მუდარით შევხედე. ისიც დაბნეული იყო და არ იცოდა რა ეთქვა.
-დაიჯერეს, - სიცილი დაიწყო გაგიმ.
-რა? - ვერ მივხვდი რაზე ლაპარაკობდა.
-ძალიანაც გვიხარია თქვენი ამბავი, მაგრამ ზედმეტები არ გავიგო ამ სახლში.
-მოიცა, მოიცა, რა ამბავი?
-ეს გიგისა და ქეთის შემდეგ საუკეთესო ამბავია.
-რა ამბავი გაგი? მიპასუხე. უი, ქეთო, გიგი, მიხარია. - გავუღიმე და შემდეგ ისევ გაგის მივუტრიალდი.
-რა, ერთად არ ხართ?
-არა, - ერთად დავიყვირეთ მე და ლაშამ და ერთმანეთს შევხედეთ.
-ჰოდა მალე გაარკვიეთ ყველაფერი. როდემდე უნდა აწვალოთ ერთმანეთი?
-მოიცა, მოიცა, გაგი, სულ დაგავიწყდა გუშინ რაც მოგიყევი? იმის მერე მთავაზობ, რომ ვინმე კიდევ მომეწონოს?
-ლაშა არც ბექას ჰგავს და არც ანრის.
-იცი რა, დამანებეთ მე თავი, შენი იყოს ეს ლაშა და კარგი გეი წყვილი იქნებით, - სავარცხელი ავიღე და სააბაზანოში გავედი.
ძალიან მოჟამული დღე იყო, ამიტომაც ქურთუკის ჩაცმა მომიწია. ცხვირი არავის არ გაგვიყვია გარეთ. სახლში მოწყენილები ვისხედით.
-აუ სიმართლე და მოქმედება მაინც ვითამაშოთ, - თქვა გიორგიმ. - გავერთობით.
წრეზე დავსხედით და ბოთლი დავატრიალეთ. უდიდესი ბედის პატრონი რომ ვარ, ხომ ვთქვი უკვე? ჰოდა, პირველივე ჩემზე გაჩერდა.
-მოქმედება, - ვთქვი, სანამ მკითხავდნენ.
-გარეთ გადი და ორი წუთი იცეკვე, უქურთუკოდ, - დამავალა გაგიმ და გამეკრიჭა. - კარი ღია დატოვე, უნდა დაგინახოთ.
მეც სხვა რა გზა მქონდა? გავედი და ვიცეკვე. სახლში სულ გალუმპული დავბრუნდი. მაკანკალებდა. სანდრომ პირსახოცი გადმომიგდო. ქეთის გვერდით დავჯექი. გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა.
-ხომ ხედავ? გაშტერდება, - და საყვარლად გაიცინა.
ლაშას გავხედე, მერე დაბლა დავიხედე და დავინახე, რომ მაისური ზედ მიმკრობოდა. გამეცინა და პირსახოცი შემოვიხვიე. ახლა მე დავატრიალე ბოთლი. ნუცაზე გაჩერდა.
-სიმართლე.
-ყველაზე მეტი, რამდენი ჭიქა არაყი დაგილევია? - ყველამ იცოდა, რომ ნუცა ყოველთვის აბუქებდა სათქმელს.
ნუცა მიხვდა, რომ სპეციალურად გავუკეთე. დაატრიალა და ჩემთან დაჯდა. ძალიან გაუხარდა.
-მოქმედება.
-ბოთლი დაატრიალე და ვინც ამოგივა, აკოცე.
-სად?
-ტუჩებში, ენით.
-არა.
-ფომფლო ხარ? - გაეცინა.
-გოგო რომ ამოვიდეს?
-ხელახლა დაატრიალებ, სანამ ბიჭი არ ამოვა.
მხოლოდ ერთი რაღაც მინდოდა, გიგი არ ამოსულიყო. ძლივს ეგ და ქეთი ერთად არიან, მე შუაში ვერ ჩავდგები. ბოთლი მსუბუქად დავატრიალე, რომ გიგისთან არ გაჩერებულიყო. გიგისა და ლაშას შორის გაჩერდა.
-ორივეს არ ვაკოცებ, - გავაპროტესტე.
-ამოირჩიე, უფლებას გაძლევ, - გამიღიმა ნუცამ.
ლაშასთან მივედი და კალთაში ჩავუჯექი.
-როგორც ჩანს, წუხანდელს დავუბრუნდით, - ხმადაბლა მითხრა, ხელები დამიჭირა და მაკოცა.
ალბათ ნახევარი წუთი გაგრძელდა. გავჩერდით. სახე მიხურდა. ხელი გამიშვა და მივხვდი, რომ მაჯაზე ედო.
-რამდენი იყო? - ჩვეულებრივ ვკითხე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
-იმდენად ბევრი, რომ დათვლაც ვერ შევძელი.
-შეგიძლია დაბრუნდე, - გაიცინა ნუცამ.
-კმაყოფილი ხარ?
-სრულიად.
დიდი ხანი აღარ მოსულა ჩემთან ბოთლი. კიდევ რომ გაჩერდა, გაგი ატრიალებდა.
-მოქმედება.
-ჩვენ ავარჩევთ რა უნდა გაიხადო, თამაშის ბოლომდე აღარ ჩაიცვამ.
-მე მიჩალიჩებთ ხო? სხვებს ნორმალურ რაღაცებს ეუბნებით.
ჯგუფი შეიკრა. დიდი თათბირი არ დასჭირვებიათ. გაგი მომიბრუნდა.
-მაისური არ დაგჭირდება. და მაგ პირსახოცს ვერ მოიფარებ.
-გავიყინები.
-წესები ასეთია ნია.
-ბარემ პოკერი გვეთამაშა გახდაზე, - ჩავილაპარაკე ჩემთვის და მაისური გავიხადე.
-ოო, ძალიან კარგი იდეაა, ახლავე, - კარტის მოსატანად გაიქცა გაგი.
-მე ხომ ვიხუმრე?
ნუ, მაინც მოგვიწია თამაში. მაისურიც დავკარგე და შარვალიც. ლაშა უმაისუროდ იჯდა და არ შემეძლო, ყოველ წამს მის პრესს ვუყურებდი. დავაკვირდი, და ისიც აპარებდა თვალს ჩემი მკერდისკენ. ქეთიმ ქვედაბოლო დაკარგა, გაგი მხოლოდ ტრუსით იჯდა. ნუცასა და ნინუცას გაუმართლათ და ისე ისხდნენ, როგორც დაიწყეს. გიორგი და სანდრო უშარვლოდ ისხდნენ, გიგი უპერანგოდ.
-კარგი, მე მოვიგე, ისევ, - გაიცინა ნუცამ. ეტყობოდა, რომ ვერ მაპატია ის კითხვა. - აბა, ნია, ვნახოთ კიდევ რა შეგვიძლია გაგხადოთ... უი, მარტო ბიუსჰალტერი და ტრუსიღა გცმია.
-მორჩა, აღარ ვთამაშობ, - წამოვდექი და ჩემი ტანსაცმლის აკრეფას შევუდექი.
-კარგი რაა, მუღამი ახლა მიეცა, - გაიცინა ნინუცამ.
-შენ ნუ უბამ მხარს.
-დარწმუნებული ვარ, ამ ოთახში ყველას ექნება ნანახი შიშველი მკერდი, - გაიცინა ნუცამ.
-არა ჩემი, - გაბრაზებული შევედი ოთახში.
სველი ტანსაცმელი იატაკზე დავყარე და კარადის კარი გამოვაღე. გავიგონე როგორ გაიღო და დაიხურა ოთახის კარი და შევტრიალდი. წინ უმაისურო ლაშა მედგა. ვცადე სახეში შემეხედა, მაგრამ თვალი მაინც მის პრესზე გამიჩერდა. ჩაეღიმა.
-ხომ იცი, რომ ხუმრობდნენ.
-რაღაც არ ეტყობოდათ. არადა კარგ ხასიათზე დავიწყე თამაში.
-ჰო, მე კი დიდად არ მომწონდა, მაგრამ აი შენ რომ მოგიწია მოქმედების შესრულება, მაშინ დავინტერესდი.
-რომლის?
-პულსი რომ ვერ დავითვალე.
-მკერდზე ნუ მაშტერდები, - უცებ მივაძახე და შევტრიალდი, რომ რამე შემომეცვა.
-ეგ იგივეა, მე რომ პრესზე ყურება აგიკრძალო.
-რას გულისხმობ? - თავი დავიშტერე.
აი, კაბა გამოვიღე კარადიდან. მაშინვე ცხელი ხელების შეხება ვიგრძენი გვერდებზე, რომლებიც მუცელთან შეჩერდნენ. უკნიდან მომეკრო. მისი ცხელი სუნთქვა კისერში ვიგრძენი და გავშეშდი. კაბა ხელებიდან გამისრიალდა და ძირს დაეცა. ლაშა დაიხარა და კისერში მაკოცა. თითქოს იმ ადგილას, სადაც ლაშას ტუჩები შემეხო, დენმა დამარტყაო. ამაკანკალა.
-გაჩერდი, - შევემუდარე.
როგორც ჩანს, ამას არ აპირებდა. თმა მარცხნივ გადამიყარა და მარჯვენა მხრიდან ყბამდე ენა ამატარა. მერე ყურის ბიბილოზე მიკბინა მსუბუქად. გული შემეკუმშა. თავისკენ შემაბრუნა და ცხელი ჰაერი სახეში შემომაფრქვია.
-არა, არა, ლაშა, გაჩერდი.
როგორღაც მისი მომუსხველი მზერისგან თავი დავაღწიე და გონს მოვეგე.
-რატომ არ შეგიძლია ერთხელ მაინც მაცადო? - ხელი გამიშვა.
სასწრაფოდ დავიხარე, კაბა ავიღე და გადავიცვი. მასაც მივაწოდე მაისური, რომ მთლიანად სათქმელზე ვკონცენტრირებულიყავი.
-ცუდად არ გამიგო, მაგრამ ეს არასწორია. ახლახან გამიცრუვდა იმედი, ორჯერ. ორივეჯერ უნამუსო ბიჭის გამო. ვერ დავუშვებ, რომ მსგავსი რამ განმეორდეს. ეს საბოლოოდ გამანადგურებს.
-მესმის შენი, მაგრამ სცადე.
-არ შემიძლია, თუ უბრალო საზაფხულო გატაცებაა, არაფერი დაშავდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს ორივესთვის ცუდად დამთავრდება. სანამ ეს მოხდება, ჯობია დროზე შევჩერდეთ.
-ვერ ვხვდები რა გინდა, ერთ მომენტში მეფლირტავები, მეორეში კი მე გამოგყავარ ყველაფრის თავი.
-ახლა სხვანაირად ვერ მოვიქცევი, გამიგე, ლაშა. არ არის მარტივი დაშორდე შეყვარებულს და კვირაზე ნაკლებში კიდევ ერთმა ბიჭმა გამოგიყენოს. ამ ყველაფრის დასავიწყებლად დრო მჭირდება და ოდნავადაც ვერ მეხმარები.
-ყველაფერი გასაგებია. უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ, როცა გამოფხიზლდები და შენს თავში გაერკვევი, მიხვდები, რომ ყველაფერი უკვე გვიანი იქნება. მიხვდები, რომ შანსი ხელიდან გაუშვი.
გაბრაზებულმა გამოაღო კარი და თითქმის ანჯამებიდან ამოაგდო.
-ლაშა, გაჩერდი.
-რა გინდა?
-კარგი, სიმართლე ისაა, რომ მეშინია.
-რისი?
-ყველაფრის, მეშინია, რომ კიდევ ერთხელ შემიყვარდება და გული ისევ მეტკინება. მეშინია ჩვენს შორის განვითარებული მოვლენების. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. იმას ვგულისხმობ, რომ ჯერ ორი კვირა ძლივ იქნება გასული, რაც გიცნობ. შენი აზრით ეს ნორმალურია? ზედმეტად სწრაფად ხდება ყველაფერი, ჯობია ცოტა შევანელოთ. თანაც ეს ყველაფერი უბრალო ლტოლვას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე გრძნობას. ამან არ უნდა გაგაბრაზოს.
-გასაგებია, - გასვლა დააპირა.
-არა, შენ ნაწყენი ხარ.
-დამშვიდდი, ხვალიდან ისევ ძველი ლაშა დაბრუნდება.
-რომელი? ნერვებს რომ მაპუტავდა ის?
-და რომელიც გაბამდა, - თვალი ჩამიკრა და გავიდა.
თვალიც კი ვერ მოვხუჭე. უკვე სამი საათი ხდებოდა, საწოლიდან წამოვდექი და მისაღებში გავედი. კედელთან წიგნების კარადა შევნიშნე და მივუახლოვდი.
-ნია, - გაისმა ჩუმი ხმა. შევხტი.
-ვინ არის? - ფანარი შევაბრუნე და ქეთი დავინახე.
-ლაშას რა უთხარი ამისთანა? ბიჭი განადგურებული გამოვიდა შენი ოთახიდან.
ქეთის ჩვენი დიალოგი ვუამბე და ვცადე მისთვისაც ამეხსნა რას ვგრძნობ.
-ბუნებრივია, რომ გეშინია, მაგრამ ეგ ლაშასთვის არ უნდა გეთქვა. შენც კიდე რა მოგივიდოდა რო გეკოცნა? დიდი ამბავი.
-კაი რაა, ნორმალურად არც კი ვიცნობ.
-ხო, მაგრამ უკვე სამ-ნახევარჯერ მოასწარი კოცნა. უცნობს ამდენჯერ აკოცებდი?
-ღმერთო, რატომ არ შეგიძლიათ, რომ გამიგოთ? არავინ არ ყოფილხართ ამ მდგომარეობაში და ნუ ცდილობთ უაზრო რჩევები მომცეთ.
-ძაან შეგცვალა დაშორებებმა. მეგონა ფლირტი დაგეხმარებოდა, მაგრამ შევცდი. დახმარება არ გინდა. დაიმახსოვრე, კიდევ მოექცევი მასე ლაშას და სხვას იპოვის. დამიჯერე, გოგოები ყოველთვის თავს ახვევიან, ამას შენც შენიშნავდი. აქამდე მათ ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა და ცდილობდა შენი ყურადღება მიეპყრო. იყო ერთი-ორი გოგო, მაგრამ ისევ მხოლოდ შენზე შთაბეჭდილების მოსახდენად. შემდეგში, სანამ რამეს გააკეთებ, კარგად დაფიქრდი. არ მინდა ეს ზაფხული ცუდად დაგამახსოვრდეს.
-კაი, წადი ქეთო, შენ დაიძინე.
-და შენ?
-ვერ ვიძინებ. ჯობია ჩემს თავში ჩამოვყალიბდე.
-კარგი იდეაა, მაგრამ ნუ გაათენებ.
-შევეცდები. აბა, ტკბილი ძილი.
-შენც, როცა დაიძინებ.
ქეთი კიბეებზე ავიდა, მე კი წიგნებს მივუბრუნდი. გავიგე როგორ შევიდა ვიღაც სამზარეულოში. ყურადღება აღარ მიმიქცევია, ერთ-ერთი წიგნი ავიღე და დივანზე ჩამოვჯექი. ჯერ გადმოვატრიალე და წინასიტყვაობის კითხვას შევუდექი. ნაბიჯების ხმა გავიგონე, რომელიც მიახლოვდებოდა. ფანარი შევატრიალე და ლაშა დავინახე.
-აქ რას აკეთებ? - მშვიდად მკითხა.
-ვერ ვიძინებ, შენ?
-წყალი დავლიე, თუმცა დიდად ვერც მე გამოვიდებ თავს, რომ კარგად მეძინა. რას კითხულობ?
წიგნი ავწიე და დავანახე.
-შუქის ანთება არ გიცდია? მაგ ფანრით უნდა იკითხო?
-რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია წავიკითხო.
-ჯობია დაძინება სცადო.
-შენც. დაბრუნდი ოთახში და დაგეძინება.
-ასე არ ვფიქრობ.
გარეთ ისევ წვიმა დაიწყო. ლაშა გვერდით ჩამომიჯდა. უკვე ვთქვი, რომ სასწაული ბედი მაქვს? კი, ალბათ ორჯერ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო. სულ მალე დაიქუხა. შევხტი, მობილური და წიგნი ხელიდან გამივარდა და ლაშას მივეკარი.
-კაი, რისი გეშინია? - გაიღიმა.
-ისევ არ დამცინო. ყველას ეშინია რაღაცის. არც შენ მეყოლები უშიშარი.
-მე ცოტა რეალური რაღაცების მაინც მეშინია.
-მაგალითად რისი, სიმაღლის? თუ სიბნელის.
-გველების და ობობების.
-ხვდები, რომ მასეთი რაღაც არ უნდა მითხრა? ერთ დღესაც, სულ შემთხვევით შენს ოთახში ობობა შემოცოცდება, ან საჭმელში ჩავარდება...
-შემთხვევით არა?
-100%-ით, - გამეცინა. - მეძინება.
წიგნი მაგიდაზე დავდე და წამოვდექი.
-ახლა მე გამოვფხიზლდი.
ისევ დაიქუხა. ლაშას ავეკარი.
-იცი, გადავიფიქრე, აღარ მეძინება.
-თბილისში როგორ იძინებდი?
-ჰაგსის ვეხუტებოდი.
-ჰაგსის?
-ჩემი ძაღლია, ქეთიმ მაჩუქა.
-კარგი, შენთან ერთად დავიძინებ.
-როგორც იქნა მიხვდი, - ამოვისუნთქე და ოთახისკენ წავედი.
ამჯერად ადვილად ჩამეძინა. დილით კი აუტანელმა სიცხემ გამომაღვიძა. ფანჯრიდან მზის სხივები შემოდიოდა.
-როგორც იქნა, გამოიდარა.
-ჩემზე ადრე გაგეღვიძა? - თვალები ძლივს გაახილა ლაშამ.
-კი და დაგასწარი, საშხაპეში პირველი მე შევდივარ.
-ხომ იცი, რომ საკეტი გაფუჭებულია, შემიძლია გაწვალო.
-არ მგონია ეგ ქნა.
შხაპი მივიღე და ოთახში დავბრუნდი. ლაშა უკვე წასული დამხვდა.
ნამდვილად არ არის საინტერესო ბევრი წვრილმანი. მოდი მოყოლას გავაგრძელებ აგვისტოს შუა რიცხვებიდან. ძალიან ცხელი დღეები დადგა. თითქმის მთელ დღეს სანაპიროზე ვატარებდით. ამბის გასაგრძელებლად ისევ უნდა ვახსენო ჩემი ბედი. ბიკინის ზედა ნაწილი გამიფუჭდა, შესაკრავი გატყდა.
-ქეთოო, წამომყევი, - გიგის მოვაცილე და ოთახში შევიყვანე.
-რა დაგემართა გოგო.
-დაქალის დახმარება მჭირდება. ბიკინი გამიფუჭდა.
-რა პრობლემაა, ჩემსას გათხოვებ.
-დარწმუნებული ხარ რომ მომერგება?
-თუ არ ვცდით, ვერც გავიგებთ.
ჩამომიტანა და ბედნიერმა მომაწოდა.
-ღრუბლები აქვს? - ამოვიბუზღუნე.
-ზოგს გვჭირდება, სხვათა შორის, - გაწითლდა.
-როგორ ამოვიღო?
ღრუბლები ამოვიღე და ჩავიცვი. საბედნიეროდ, მომერგო.
-ბოჟე, რა გოგო ხარ! თქვენი გაცნობა შეიძლება ლამაზო?
-ქეთი, გეყო მაიმუნობა.
-გჩუქნი მაგას, რა ნამუსით უნდა გამოგართვა.
-რაა გოგო?
-ჰო, ჰო, და ჯობია ლაშას არ დაენახო.
-გაიწიე ერთი, სარკეში ჩამახედე, რას დებ... - სიტყვები პირზე მიმაყინა და პირი დავაღე, როცა ჩემი ანარეკლი დავინახე. - ეს რა ჯადოსნური ბიკინია?
-შენ არ იცი როგორი, - გამიღიმა და კმაყოფილმა დატოვა ოთახი.
გარეთ ძალიან ცხელოდა. ტრადიციულად, გეზი შეზლონგისკენ ავიღე, მაგრამ ყველა დაკავებული დამხვდა. პირსახოცი ქვიშაზე გავშალე და წამოვწექი. სულ მალე გვერდიდან ნაცნობი ხმა გავიგონე. ბექა იყო იმ გოგოსთან ერთად. ტკბილად ჟღურტულებდნენ. მათი ყურება მომბეზრდა და სხვაგან გადავწექი. უხასიათოდ ვიყავი და მალევე დავბრუნდი სახლში. სხვები ჯერ კიდევ გარეთ იყვნენ. უკვე სააბაზანოს კარს ვაღებდი, როცა ვიღაცამ დააკაკუნა. გავაღე და ბექა დავინახე.
-აქ რა გინდა?
-შენ გამოგყევი.
-მერე?
-მე რომ მხვდებოდი, მასეთებს არ იცვამდი, - ბიკინიზე მანიშნა. - სხვათა შორის, მაგხელა მკერდიც არ გქონია, ღრუბლები აქვს?
ურცხვად წამავლო ხელი.
-იდიოტო, ხელი მომაშორე, - ჩავარტყი. - და შენს გოგოსთან დაბრუნდი.
-კარგი რაა, დავიჯერო არ მოგეწონა?
-ხელი არ დამაკარო.
-და რომ არ დაგემორჩილო რას იზამ? ვის დაუძახებ საშველად.
-არ მგონია ისეთი დღე დადგეს, რომ შენნაირი იდიოტის მოსაშორებლად ვინმე დამჭირდეს. სხვათა შორის, ეს შენ მასწავლე. როცა უბრალოდ იჯექი და მიყურებდი, მე მანამდე ბიჭებს ვახვევინებდი. რა დრო დაგიდგა ბექა ნანავა? შენც იმ ბიჭებს მიჰყვები უკან.
-მე ასე არ ვფიქრობ, - ახლოს მოიწია. უკან დავიხიე და, ხომ იცით, როგორ მიმართლებს, კედელს ავეკარი. - რატომ ცდილობ, რომ მაეჭვიანო?
-შენ სულ გამოშტერდი ხო? თვითონ დაგშორდი. უამრავჯერ გითხარი, რომ ლაჩარი ხარ და ასეთები მეზიზღება.
-მასე ნუ მეძახი, - გაბრაზდა.
-რატო? გწყინს? მე ტყუილს არ ვამბობ, ლაჩარი ხარ.
-გითხარი გაჩერდი-მეთქი, - მუშტი სახისკენ დამიმიზნა, მაგრამ თავი დავხარე და კედელს გაარტყა. - ამის დედაც, პატარა ძ*კნა ხარ.
-აი შენ კი უფრო დიდი ლაჩარი ხარ. გოგოს ხელს როგორ ურტყამდი?
-ეს ასე არ დამთავრდება. ასე ადვილად არ შეგრჩება ჩემი დამცირება.
-გირჩევნია შენს კესუნასთან გაიქცე. იმის მოყოლა არ დაგავიწყდეს, გოგოსთვის რომ აპირებდი დარტყმას, ჰო, ლაჩარი რომ ხარ, ისიც.
-ნუ მიწვევ.
-რა იყო, მეორე ხელის მოტეხვაც გინდა?
აი კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც დავშორდი. დაშავების შეეშინდა და უკანმოუხედავად წავიდა.
სულ გადამავიწყდა შხაპი. იქვე დივანზე ჩამოვჯექი და ჩავფიქრდი.
-ჰეი, რა გატირებს? - გავიგონე ლაშას ხმა.
-არ ვტირი, საიდან მოიტანე? - ლოყები შევიმშრალე.
-მითხარი, რა მოხდა ასეთი?
-უბრალოდ გამახსენდა, რომ ბექასთან ორი წელი ვიყავი. მაშინ სულ სხვანაირი იყო. როგორ ვერ ვამჩნევდი ამ ნაკლს? მეგონა მხოლოდ ბიჭებს ვერ უბედავდა ვერაფერს, მაგრამ ასეთ რაღაცას არ ველოდი.
-მოიცა, მოიცა, რას არ ელოდი?
-არაფერი, დაივიწყე, - წამოვდექი, - შხაპი უნდა მივიღო, ხომ არ გინდა?
-შენთან ერთად? - გაიცინა, როცა ჩემი გაბრაზებული სახე დაინახა. - გეხუმრები, ახლა კი მითხარი რა გააკეთა.
-სუსტების დაჩაგვრა სცადა.
-ახლა უფრო გასაგებად...
-სცადა გოგოს მორეოდა, მაგრამ ეგეც ვერ შეძლო. გამახსენე, გაგი უნდა დავლოცო ასეთი სქელი კედლები რომ აქვს ამ სახლს.
-ნია, რა გააკეთა?
-გამოვიწვიე, დიდად არასდროს გამოირჩეოდა თავშეკავებით. ჰოდა სცადა დაერტა, მაგრამ კედელს მოხვდა და მგონი ხელი მოიტეხა.
-რა გააკეთა? - თვალები გაუფართოვდა.
-მოიცა რაა, რაც ვთქვი ის გააკეთა და არც კი იფიქრო მასთან საქმის გარჩევაზე. გაბრაზებად არ ღირს, საცოდაობა უფროა. და თუკი რომელიმე ბიჭის მოსაგერიებლად დახმარება დამჭირდება, აუცილებლად შენ გეტყვი. ახლა გამიშვი, შხაპი უნდა მივიღო.
-მოიცა, ნია.
-გისმენ, - შევტრიალდი.
-ეგ ბიკინი ძალიან მომეწონა. - ეშმაკურად შემომხედა.
-გინდა გაჩუქო? - ენა გამოვუყავი და სანამ გამომეკიდებოდა, სააბაზანოსკენ გავიქეცი.
დასვენება ძალიან გაგვიგრძელდა. წამოსვლა არავის აღარ გვსურდა. ჯერ აგვისტო დამთავრებული არ იყო, რომ მობილურზე ძველმა ნაცნობმა დაამირეკა.
-ალო, ნია, მთვარისა ვარ, სააგენტოდან.
-მთვაროო, როგორ ხარ? რა ხდება ახალი?
მთვარისა ჩემი მენეჯერი იყო, სანამ ჯერ კიდევ მოდელი ვიყავი. ის აგვარებდა ყველაფერს, მას მივყავდი კასტინგებზე და უამრავ ფოტოსესიაში მაღებინებდა მონაწილეობას. ეს იქამდე, სანამ ამ სფეროდან წამოვიდოდი. ასე რომ, გამიკვირდა მისი ზარი.
-ძალიან, ძალიან მაგარი რაღაც უნდა გითხრა.
-აბა, გისმენ.
-გთხოვ, კარგად დაფიქრდი. მოკლედ, ბრაზილიელი ფოტოგრაფები არიან ჩამოსულები, უცხო ადგილების დათვალიერება უნდოდათ და მერე ჟურნალში დაბეჭდვა. ნუ, ფოტოსესია სურთ ეგზოტიკურ ადგილებში. ჰოდა, თურმე აქ არ მოეწონათ ერთი ადგილი? სურთ რაღაც სასიყვარულო, ოდნავ ეროტიკული ფოტოსესიის მოწყობა, სადაც ჩანს გრძნობა, ერთდროულად იკვეთება ბუნების სილამაზე და ადამიანის იდეალურობა... - ნახევარი საათი საუბრობდა თუ როგორი ფოტოსესია სურდათ.
-კარგი, მთავარზე გადადი.
-ჰოდა, ისეთი მოდელი სურდათ ეპოვათ, რომელიც მოუხდებოდა იმ ხედს. შენი ფოტო ნახეს და მაშინვე ყველას უარი უთხრეს. უამრავჯერ ავუხსენი, რომ უკვე 4 წელია შეეშვი ამას, მაგრამ დაიჟინეს და ვერ გადავათქმევინე. წყვილის ფოტოსესია იქნება, ბიჭი უკვე აარჩიეს და ფიქრობენ, რომ იმ ბიჭსაც მოუხდები.
-ანუ მართლა ასე ძალიან უნდათ, რომ მე მივიღო მონაწილეობა? არაფერს არ აბუქებ?
-ჩემი შარფების კოლექციას გეფიცები, ასეა. გთხოვ, გთხოვ, დამთანხმდი.
-კარგი, სად უნდა გადამიღონ?
-მოიცა, ჯერ ბოლომდე გაგარკვიო. ნახევრად შიშველსაც მოგიწევს პოზიორობა. ჰო, მახუნცეთის ჩანჩქერთან.
-უთხარი, რომ წყლის მეშინია?
-კი და თანახმა არიან. მაქსიმუმ ჩანჩქერის ქვეშ მოგიწიოს დადგომა. ისიც წყალში არ იდგები, ბიჭი მოდელი დაგიჭერს.
-ჯანდაბას, იყოს მასე. და ეგ ჩანჩქერი სად არის? პირველად მესმის.
-ოო, ცოტა შორია. აჭარაში მოგიწევს წასვლა.
-ღადაობ? ბათუმში ვარ, - გამეცინა.
-ჰოდა მთლად უკეთესი. ქედის მუნიციპალიტეტშია.
-კაი, როდისთვის ვიყო მანდ?
-რაც მალე, მით უკეთესი.
-კარგი, კიდევ შეგეხმიანები, კარგად.
-კარგად.
არ ვიცი რამ მომიარა ამ გაგანია ზაფხულში. ალბათ მეც დამავიწყდა ერთი-ორჯერ ქუდის დაფარება და მზის დარტყმა მივიღე. ბავშვებს ვუთხარი, ძველი ნაცნობი უნდა ვნახო-მეთქი და მეორე დღესვე წავედი ქედში. მთვარისა სამწუხაროდ არ ყოფილა იქ. ეს ბრაზილიელი ფოტოგრაფები კი ძალიან მონდომებულები ჩანდნენ. დიდი ენთუზიაზმით ასრულებდნენ საქმეს. სამწუხაროდ არცერთს არ გვესმოდა მათი საუბარი და თარჯიმანი ვიშოვეთ.
-ბიჭი მოდელი ვინ იქნება? - ვკითხე სრულიად უცხო ხალხს. ეს რა შარში გამხვია მთვარისამ.
-სულ მალე მოვა, - მითხრა თარჯიმანმა. - მანამდე მხოლოდ შენით დავიწყებთ.
არაფერი განსაკუთრებული, ფოტოებს მიღებდნენ ჩანჩქერის ფონზე ნახევრად სველი კაბით. შემდეგ თმაც დამისველეს და ისე გადაიღეს კიდევ რამდენიმე ფოტო. მალე მართლაც მოვიდა ბიჭი მოდელი. იმ დროს ფოტოს მიღებდნენ. იმდენად გაოცებული დავრჩი, რომ 5 ფოტო გავაფუჭე.
-ნია, კონცენტრირდი.
-ცოტა ხანი რომ შევისვენოთ?
-კარგი, 5 წუთი და შემდეგ საერთო ფოტოებს გადავიღებთ.
წამოვდექი და გაოცებულმა დავიწყე:
-მოიცა, შენ ხარ ის ბიჭი მოდელი? შენ საერთოდ მოდელი ხარ? როგორ? ეს აქამდე არ ვიცოდი?
-დამშვიდდი, - გამიღიმა ლაშამ. - უკვე დავანებე თავი, უბრალოდ ამ წინადადებაზე უარი ვერ ვთქვი.
-ვერც მე. გამოდის, რომ ისევ შენ უნდა განდო ჩემი თავი წყალში? იცოდე, არც კი გაბედო და არ ჩამაგდო.
-ნუ ნერვიულობ, უბრალოდ სცადე ისევ პანიკური შეტევა არ დაგეწყოს.
ჯერ ჩვეულებრივი ფოტოების გადაღება დავიწყეთ, შემდეგ უფრო თამამის. ერთ-ერთი ფოტო გარეკანზე უნდა მოხვედრილიყო და 20 წუთის განმავლობაში ასწორებდნენ წვრილმანებს. ხან ოდნავ მარცხნივ ვიწეოდით, ხან განათებას ცვლიდნენ, არ მოსწონდათ ხელის მდებარეობა და ათასი წვრილმანი.
-კარგი, ამ ფოტოში უნდა ჩანდეს ვნება, სურვილი, ლტოლვა და ამავდროულად უნდა იყოს რაღაც იდუმალი, შეეცადეთ აჩვენოთ რაც შეიძლება მეტი გრძნობა. წარმოიდგინეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად ხართ განმარტოებული, - გვიხსნიდა თარჯიმანი.
საბოლოოდ, კარგი ფოტო გამოვიდა. დიდად მსახიობობა არ დამჭირვებია, ისედაც მაბრუებდა ლაშას შეხება შიშველ კანზე. თანაც მას ნახევრად შიშველი ვეკროდი.
-კარგი, გადაღებულია, არ გამოძრავდეთ. სხეული იმავე პოზაში დარჩეს, უბრალოდ თავი გაასწორეთ და ერთმანეთს აკოცეთ.
-რა ვქნათ? - ორივემ ერთად წამოვიძახეთ.
-მთავარია ისე გამოჩნდეს, თითქოს ერთმანეთს ჰკოცნით, არაა აუცილებელი ეს მართლა გააკეთოთ.
ლაშას ავხედე და გავწითლდი.
-უარის თქმა უკვე გვიანია, - გამამხნევა და გადმოიხარა.
-მცხელა.
-მალე გაგრილდები, ჩანჩქერშიც ჩავალთ.
თვალებში შევხედე და ადგილზე გავიყინე. უცებ დავჰიპნოზდი და თავი ვეღარ დავიმორჩილე. სხეული თავისით ამოძრავდა და სანამ ტვინი ყვიროდა; „არაააა! გაჩერდი, ნია!“, უკვე ლაშას ვკოცნიდი. არაფრით გამორჩეული კოცნა არ ყოფილა. ყველაზე მოკლე და უშინაარსოც კი იყო, მაგრამ მაინც სუნთქვა შემეკრა.
-ყოჩაღ, კარგად ითამაშე, - გამიღიმა, მე კი გაოცებულმა შევხედე.
როგორც იქნა, ჩაცმის უფლება მომცეს. ამჯერად ბიკინი მეცვა და ჩანჩქერში უნდა შევეყვანე ლაშას.
-ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, შენთვის ბიუსჰალტერის გახდას შევძლებდი, - სექსუალურად ჩამჩურჩულა ლაშამ და ყურზე ენა გადამისვა.
ამ ჟესტმა ამაკვნესა. სულ დავიბენი, კონცენტრაცია აღარ შემეძლო.
-იცოდე, არ დამაგდო, - ვუთხარი ლაშას და ფეხები წელზე შემოვხვიე.
-ვცდი... - ჩაიღიმა და ხელში ამიყვანა.
-თვალები ზემოთ მაქვს, - გავუბრაზდი, როცა მკერდზე დამაშტერდა.
-ვიცი, მაგრამ მე ამათთვის ყურება უფრო მომწონს. მახსენდება როგორ მეხებოდნენ რამდენიმე წუთის წინ...
-გარყვნილო.
ჩანჩქერის ქვეშ დავდექით და ერთიანად გავილუმპეთ.
-ცოტა ამწიე, - დავიკივლე, როცა ცერა თითი წყალში ჩავყავი.
-ცოტა არ იყოს და რთულია იცი?
-მერე მაგხელა კუნთები რისთვის გაქვს?
-შენს დასაშტერებლად, - გაიცინა და ფოტოგრაფის ნათქვამს მიაყურადა.
როგორც იქნა, გადაღება დამთავრდა. გვითხრეს, რომ ფოტოებსაც გამოგვიგზავნიდნენ და როცა ჟურნალში დაბეჭდავდნენ, ჟურნალსაც. მთელი ეს დრო არაფერი არ მაფერხებდა, მაგრამ როცა ეს ყველაფერი მორჩა, თავი უხერხულად ვიგრძენი. ლაშასთან ჯერ კიდევ არ მქონდა დალაგებული ურთიერთობა და უცებ ეს ფოტოსესია გამოჩნდა არსაიდან. ეს ხომ ყველაფერს არევს.
-არავის არ ვეუბნებით რაც აქ მოხდა, - გავაფრთხილე გზაში.
-რა იყო, არ გინდა გაიგონ როგორი ველური ხარ სინამდვილეში? და სექსუალური.
-უბრალოდ ტვინს შეჭამენ და მადლობა. ხედავ? კომპლიმენტები მსიამოვნებს და იმის მაგივრად, რომ პირდაპირ კოცნა დამიწყო, შეგიძლია ჯერ ნიადაგი შეამზადო ხოლმე.
-დღეს ვინ დამაჭამა ტუჩები? - გაეცინა, მე კი გავწითლდი.
-არაფერიც არ დამიჭამია, უბრალოდ რაც თქვეს, ის გავაკეთე.
-უფრო მეტი რომ ეთქვათ, იმასაც გააკეთებდი?
-არა.
-მოიცა, რა, არც ჩემთან? - ეშმაკურად ჩაიღიმა.
-ღმერთო, ძაან გათამამდი დღეს ხო? რა თქმა უნდა, არც შენთან, გიჟი კი არ ვარ.
-რა გინდა თქვა, რომ მხოლოდ გიჟების შებმა შემიძლია? საბედნიეროდ, შენც ხომ გიჟი ხარ?
-ჰაა?
-პიჟამაზე ხომ მასე გიწერია? „საყვარელი, მაგრამ გადარეული, მაგრამ საყვარელი“.
უკვე გვიანი იყო და სასტუმროში მოგვიწია ღამის გატარება.
-ერთი ნომერი ორი საწოლით, - ვუთხარი პორტიეს, რომელმაც ღიმილით მიპასუხა, რომ ასეთები არ ჰქონდათ.
-ჩვენთან მხოლოდ ერთი საწოლი არის. თუმცა, მასზე ორი კაცი ეტევა.
-კარგი, იყოს, მაინც არ იქნება ეს პირველი შემთხვევა, - თვალები ავატრიალე და ლაშას შევხედე.
მყუდრო ნომერი იყო. არც ზედემტი ხმაური შეგაწუხებდა და არც მეზობელი ნომრიდან გამომავალი ადამიანის ხვრინვა.
-საშინლად დასაბანი ვარ, - ჩანთა საწოლზე დავაგდე და სააბაზანოში შევედი.
შხაპი მივიღე და გავიაზრე, რომ პირსახოცი მოშორებით ეკიდა.
-ლაშაა, - დავიწყე ყვრილი.
-გისმენ, - თავი შემოყო კარებიდან.
ფარდიდან თავი გამოვყავი.
-შემოდი რაა.
-მოიცა, მთავაზობ, რომ ერთად მივიღოთ შხაპი? ძაან გათამამდი დღეს, ეს უკვე მომწონს, - ეშმაკურად ჩაიღიმა.
-იდიოტო, პირსახოცს ვერ ვწვდები და მომაწოდე. მეტი საქმე არ მაქვს შხაპიც გავიყოთ. დღეს ისედაც საკმარისზე მეტი რაღაც ნახე.
-ნუ, ნორმალურად ვერა.
-მომაწვდი თუ არა?
-არა. იცი რას ვიზამ? რახან ნორმალურად მომართვა და თხოვნა არ შეგიძლია, პირსახოცებსაც და ხალათებსაც წავიღებ. ვნახოთ მერე როგორღა ილაპარაკებ.
-მაგას არ იზამ.
-მიყურე... - მართლა აიღო ყველაფერი და კართან კმაყოფილი ღიმილით დადგა. - ახლა შეგიძლია გამოხვიდე.
-დამიბრუნე, ასე ვერ გამოვალ.
-ნორმალურად გელაპარაკა და მიიღებდი.
-კარგი რა, ლაშა. რა უნდა გავაკეთო რომ დამიბრუნო?
-ვერაფერსაც ვერ იზამ.
-მაშინ გატრიალდი, - თავი გააქნია, - თვალები მაინც დახუჭე.
-ა რ ა, - დამიმარცვლა. - აბა, გელოდები.
-ჰოდა არსადაც არ გამოვალ. ვნახავ რამდენი ხანი იდგები მანდ.
-ნუ ნერვიულობ, მოცდა შემიძლია.
-კარგი რაა, ცოტაოდენი მისტიკა ხომ მაინც უნდა დარჩეს ჩვენ შორის? - დავიწყე სულელური საუბარი, - აუცილებელია შიშველიც მნახო? ჯერ შეყვარებულებიც კი არ ვართ.
-ძალიან მომეწონა ეგ სიტყვა.
-რომელი?
-ჯერ. კარგი, დღეს გადამირჩი, მაგრამ სხვა დროისთვის ჭკუას ისწავლი.
მომიახლოვდა, თვალები დახუჭა და პირსახოცი შემომახვია.
-ხელი გასწიე, - ვხვდებოდი, რომ შეხებას აპირებდა.
-ჯანდაბა, მაინც მიმიხვდი, - ჩაეღიმა და გავიდა.
პიჟამა ჩავიცვი და საწოლში შევწექი. ლაშა მაშინვე მოიწია.
-ჰეიი, ეს საწოლი მაინცაა ორკაციანი, შეგიძლია ნორმალურად დაიძინო.
-მაგრამ მე მომწონს, როცა შენთან ჩახუტებულს მძინავს.
-მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა სააბაზანოში მაწვალებდი. ახლა კი დაისჯები და მარტო დაიძინებ.
-ისე ამბობ, თითქოს შენ არ გსიამოვნებდეს ასე ძილი.
-ჰაჰ, რას იძახი, - შევიცხადე და გავიცინე, მაგრამ იმდენად არარეალურად გამომივიდა, რომ ლაშა ყველაფერს მიხვდა.
-ხომ ხედავ, უარყოფაც არ შეგიძლია.
-მაშინ ეგ პიჟამას შარვალი მაინც გაიხადე.
-რას მთავაზობ... - ეშმაკურად ჩაიღიმა.
-შენ ხო არ გაგიჟდი, უბრალოდ ფეხებს მიკაწრავს.
-მერე მზად ხარ იმისთვის, რომ ასე მოგეკრო?
-დაგავიწყდა ხო დღეს რაც ხდებოდა ფოტოსესიაზე.
-კარგი, არაა პრობლემა.
ზურგიდან მომეკრო და თავზე მაკოცა.
-ფუუუ, მეზიზღება თავზე რომ მკოცნიან. მასე მეორედ აღარ გააკეთო, დედაჩემი ხო არ ხარ.
-რა პრობლემაა. შენ ოღონდ მითხარი და ნებისმიერ ადგილას შემიძლია გაკოცო, - ხარბად ამათვალიერა.
-პირდაპირ გაოცებული ვარ როგორ შეგიძლია ნებისმიერ ჩემს ნათქვამს ინტიმურობა შესძინო.
-ეს ჩემი ნიჭია, პატარა. ახლა კი დაიძინე.
-პატარა? რამდენი ხანია ასე აღარ მოგიმართავს.
-მერე მოგენატრა?
-დაიძინე რაა.
პასუხს თავი ავარიდე და რომ აღარ გაეგრძელებინა, თვალები დავხუჭე.
ფარდების გადაფარება დამვიწყებია. მზემ თვალებში შემომანათა და გამაღვიძა. ლაშა ძლიერად მეკროდა და სულ ოდნავადაც კი არ შემეძლო გამოძრავება. არ ვიცი ეს როგორ მოვახერხეთ, მაგრამ მე უკვე ლაშას მიმართულებით ვიწექი და პირდაპირ სახეში ვუყურებდი. შევხედე რა მშვიდად ეძინა და მომინდა მისთვის ტუჩები მომეჭამა. ისინი თითქოს სპეციალურად მიწვევდნენ. ტუჩზე ვიკბინე, რომ ამ აზრებისგან გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ ვერ მიშველა. ლაშას სუნთქვა სახეში მეფრქვეოდა და მაბრუებდა. ძილში ადამის ვაშლი გამობერვოდა. ჩასუნთქვისას კანზე მეხებოდა და ის ადგილები საშინლად მეწვოდა. მალე გამოეღვიძა. თვალის არიდება ვერ მოვასწარი. დაინახა როგორ ხარბად ვათვალიერებდი მის სახეს და სხეულს.
-ჩუმჩუმელა, რა იყო, გინდივარ? - სექსუალურად გამიღიმა და ცხელი ჰაერი სახეში შემომაფრქვია.
ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. სრულიად გავბრუვდი, ავიწიე და ადამის ვაშლზე ვაკოცე.
-მოიცა, ასეთი ცუდი მიზანი გაქ?
-რას გულისხმობ?
-ტუჩები ზემოთ მაქვს, - ხარხარი დაიწყო.
მგონი ცხოვრებაში პირველად გააფუჭა ლაშამ საკოცნელი მომენტი. არაფერი არ მითქვამს, წამოვდექი და ტანსაცმელი გადავიცვი.
-მოიცა, აღარ მელაპარაკები?
-სულ დამცინი და რაში მჭირდება? მალე ალბათ გრამატიკული შეცდომების გასწორებასაც დამიწყებ.
-კაი, პატარა, რა გჭირს? - ზურგიდან მომეკრო.
-რა უნდა მჭირდეს? - ხმა ამიკანკალდა.
-ვხვდები რაც ხდება შენს თავს.
-მართლა? რა? - ეჭვის თვალით შევხედე და ჩაცმა გავაგრძელე.
-ჩემზე გიჟდები, მაგრამ არ გინდა შენს თავს ამაში გამოუტყდე. ზოგჯერ სხეული აღარ გემორჩილება და ჩემკენ ილტვი, თუმცა საბოლოოდ მაინც ახერხებ გაჩერებას. დაიმახსოვრე, სულ მალე ვეღარ გაჩერდები.
-კარგი ზღაპარია, ძალიან ნუ დაიჯერებ.
-შენს თავს უთხარი? - გაიცინა და სააბაზანოში შევიდა.
ბათუმში მალევე დავბრუნდით. საბედნიეროდ არავის არ დაუსვამს ზედმეტი კითხვები. ისევ ჩვეულებრივ რეჟიმში ჩავსხედით, ერთი განსხვავებით, ლაშა მართალი იყო. სულ უფრო მეტად მიჭირდა ჩემი თავის დამორჩილება. ქვედა ტუჩი სულ დაკბენილი მქონდა.
ერთ კვირაში წამოვედით კიდეც. ამჯერად საჭესთან ლაშა დაჯდა, ცდილობდა გავემწარებინე და უფრო მეტად მიმექცია მისთვის ყურადღება. ეს გამოუვიდა კიდეც. მის გვერდით ვიჯექი და პირდაპირ ვერ ვუყურებდი, ამიტომაც სარკიდან ვაპარებდი მისკენ თვალს. მიმიხვდა და როცა გავჩერდით, გადმომიჩურჩულა.
-რა იყო, უკვე აგევსო ლიმიტი? თუ ისევ ცდილობ სხეულს შეეწინააღმდეგო?
-იცოდე დაგკაწრავ.
-საწოლში? მაწყობს.
-ლაშააა...
-ვხუმრობ.
გიგი და ქეთი უკან ჟღურტულებდნენ და ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევდნენ. გაგიც ძალიან დაბნეული მომეჩვენა.
-გაგი, ასეთი პირველი კურსის მერე არ მინახიხარ, მაშინაც ვიღაცაზე ყურებამდე იყავი შეყვარებული და იმიტო. მოიცა, ვინ მოგეწონა?
-ნუ სულელობ ნია რაა.
-მგონი ნია მართალია ძმაო, - დამეთანხმა ლაშა. - მეც მახსოვს ეგ დრო. აბა, ვინ არის ის იღბლიანი? ან უბედური.
-დაახვიე რაა, ჯობია წინ იყურო, სატვირთომაც კი გადაგასწრო.
-ჰააა, ამოღერღე, ნუცა თუ ნინუცა.
-მოიცა, საიდან მიხვდი? - წამოსცდა გაგის.
-აჰაა, ვიცოდი. თვით დიდი გაგის დამორჩილებაც კი მოახერხეს იმ პატარა დემონებმა. რომელია?
-ნინუცა.
-კარგი არჩევანია, ძმა, - თვალი ჩაუკრა ლაშამ.
რატომღაც არ მესიამოვნა. სახე შემეცვალა და არავის რომ არ დავენახე, ფანჯრიდან გავიხედე.
-ჰა, ნია, ხო არ გეწყინა? - გაეღიმა ლაშას.
-რა, გაგის რო ნინუცა მოწონს? მოვკვდი ისე.
თემა შევაცვლევინე. თბილისამდე კარგად გავერთეთ. ისევ გაგის სახლთან გავჩერდით.
-აბა კარგად, - გამოვემშვიდობე ყველას და სახლისაკენ დავიძარი.
გზაში ლაშა წამომეწია.
-ნია, მოიცადე.
-რა ხდება? - ცოტა ხნით გავჩერდი, როცა გვერდით დამიდგა, გზა გავაგრძელეთ.
-არ ვიცი სად ცხოვრობ.
-მერე? თბილისში სულ ორჯერ მყავხარ ნანახი და საიდან გეცოდინება?
-მერე სახლამდე ხომ უნდა მიგაცილო?
-განმანათლე რატომ?
-ჯელტმენები ასე იქცევიან.
-მასე ჯელტმენები არც ბარგს ათრევინებენ გოგოებს.
-ნამიოკს მიგიხვდი, მომე, წამოგიღებ.
ძალიან ჩვეულებრივ ვისაუბრეთ. ზედმეტზე არ გადავსულვართ. თითქოს თბილისში ჩვენი ურთიერთობა მიიწურა. რაც ბათუმში მოხდა, ზაფხულთან ერთად წავიდა.
-მომავალ შეხვედრამდე, - გადავეხვიე და ქუჩა შევაღე.
ვიყავი მშობლებთან, ჰაგსი სახლში დავაბრუნე და მთელ დღეებს მას ვახარჯებდი, მაგრამ რაღაც სიცარიელეს ვგრძნობდი. ნელ-ნელა ჩავჯექი ძველ რიტმში. ისევ ვნახულობდი გაგისა და ქეთის, მაგრამ მაინც შეიცვალა რაღაც. ქეთი ხშირად ვეღარ იცლიდა, რადგან გიგისთან იყო. მალე გაგიმაც დააყენა საშველი და ნინუცასთან ერთადაა ახლა. მეც აღარ მიხდებოდა ბექასთან შეხვედრა. სწორედ ამ დროს ვიგრძენი თავი მარტოსულად. ზაფხულში მომხდარი ამბავი კი სანატრელ ოცნებად გადაიქცა,რომელსაც ყოველ ღამე, ძილის წინ ვიხსენებდი.
ცივი ზამთარი ისე უცებ დადგა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. უკვე გაგისა და ქეთისაც ძალიან იშვიათადღა ვნახულობდი, ვერცერთი ვეღარ იცლიდა ჩემთვის. არც სხვები მეხმიანებოდნენ. ეს დიდად არ მანაღვლებდა. თუმცა ჩემს თავს სულ ვლანძღავდი, რომ ლაშას ნომერი არ ჩავიწერე. ზედმეტი ხუმრობების და ლაპარაკის ნერვები არ მქონდა, თორემ გიგის ან გაგის ვკითხავდი.
დეკემბრის 23 იწურებოდა. გარეთ საშინელი ქარი იყო და გასვლა არც მიფიქრია. დივანზე ვიწექი და ტელევიზორს შევყურებდი. ხელში ცხელი შოკოლადის ფინჯანი მეჭირა. რა მნიშვნელობა აქვს რამხელა ხმაზე ისმოდა ქარის ხმა? ან რამხელა ხმაზე მქონდა აწეული ტელევიზორის ხმა? ან ჰაგსის ყეფა, რომელიც მეზობლებს აყრუებდა. ის ხმა მაინც გავიგონე. ქარმა ჩემს ფანჯრებამდე ჩემი სახელი მოიტანა.
თავიდან ვიფიქრე, რომ მომეჩვენა, მაგრამ ეს რამდენჯერმე განმეორდა. ეს ხმა ძალიან სასიამოვნოდ ჩამესმა ყურში და სხეულში სითბო ჩამეღვარა. გაგიჟებული გავვარდი გარეთ, ისევ პლედი მქონდა შემოხვეული, და სტუმარი სახლში შემოვიპატიჟე.
-როგორ ხარ? - გადამკოცნა და ხელები ერთმანეთს გაუსვა.
-გაიყინე? გამათბობელთან მიდი. რავი, ძველებურად ვარ, იმდენჯერ მომიკითხე, რომ...
-არც შენ მოგიკლავს თავი.
-გოგოებს რაღაც პრინციპები გვაქვს. პირველი არასდროს ვწერთ, არ ვაბეზრებთ ბიჭებს თავს, არ ვეტენებით და პირველი არ ვამხელთ გრძნობებს. ნუ, ზოგი გამონაკლისია, მაგრამ ჩათვალე, რომ ის გოგო არაა.
-თავს არ ვაბეზრებთო? მთელი ზაფხული ვინ მისპობდა ნერვებს?
-კაი გაიხსენე. ზაფხული. ახლა კი ზამთარია. შენთან შემოდგომა არ იციან? თუ განსაკუთრებული ჯიშის დათვი ხარ, რომელსაც მთელი შემოდგომა სძინავს?
-ძლივს გნახე და ასე მეგებები? - ურცხვად გამომართვა ფინჯანი და ცხელი შოკოლადი მოსვა.
-ჰეიიი, მაგას მე ვსვამდი, მაგრამ აღარ მინდა, დაიტოვე.
-რატო, რა პრობლემაა?
-სულ დანერწყვავდი, რაღაში მჭირდება?
-სხვა რაღაცებსაც ვნერწყვავდი, რაც შენია, მაგრამ ეს მაშინ პრობლემას არ წარმოადგენდა.
-ეს იქამდე, სანამ სამთვე-ნახევარი დაიკარგებოდი. ახლა რაღა მოხდა?
არ ვიცი რა მაჩხუბებდა. მინდოდა უბრალოდ მოვხვეოდი და აღარასდროს გამეშვა. თითქოს, სანამ ვნახავდი, ყველაფერი დამავიწყდა, გრძნობებმა მიიძინეს. ახლა კი გამომეცხადა და გრძნობები გამიახლდა. გამიახლდა კი არა, გამიორმაგდა.
-ახალი წლისთვის რამე გეგმა გაქვს?
-მოიცა ვნახო, - დემონსტრაციულად შევუდექი ცარიელი ბლოკნოტის ფურცვლას, - აბსოლუტურად არაფერი.
-ძალიან კარგი, ჩემთან ავიდეთ, არ გინდა?
-ვინ?
-მე და შენ.
-და სად შენთან?
-შქმერში. და იქ შევხვდეთ ახალ წელს.
-ერთი წუთით გავალ, კარგი?
სააბაზანოში გავიქეცი და სახეზე ცივი წყალი შევისხი. რა იყო ამის მიზეზი? პატარაობიდან ჭკუა მეკეტება რაჭაზე. იმდენად მინდოდა იქ წასვლა, რომ ამოვიჩემე და ყველაზე მეტად რაჭველი ხალხი შემიყვარდა. წარმოიდგინეთ რა დამემართა, როცა გავიაზრე, რომ ლაშა რაჭველი იყო. თუმცა აქამდე როგორ ვერ მივხვდი? კლასში ხომ მყავდა ერთი ბიჭი, გვარად ისიც მეტრეველი იყო და, შესაბამისად, რაჭველიც. გამეცინა, ხმადაბლა შევკივლე და სააბაზანოდან გამოვედი.
-აბა, რას იტყვი?
-არ გაქვს უფლება ასე გადაკარგული მოხვიდე და სადმე წასვლა შემომთავაზო. გგონია ასე ადვილად გაპატიებ, რომ ერთხელაც არ შემეხმიანე?
-ანუ შევთანხმდით, ხვალ დილით მოგაკითხავ და წავიდეთ.
-და სახლში ვინმე ცხოვრობს?
-არა, ცარიელი იქნება. იმედია საჭმლის მომზადება იცი.
-მშიერს მოგკლავ.
-ხო, მეც გამიხარდა შენი ნახვა, - მომეხვია და გაუჩინარდა.
პლედზე მისი სურნელი დარჩა. ღამით მას ვეხუტებოდი და ხარბად ვყნოსავდი.
დილით ადრე ავდექი და ტანსაცმლის ჩალაგებას შევუდექი. ახალი ნასაუზმები ვიყავი, როცა ლაშამ დამიძახა.
-ჰაგსის არ გამაცნობ? - მკითხა, როცა გარეთ გავედი.
-კი, მაინც ცოტა ხნით გადავუხვევთ, მშობლებთან წამაყვავინე რაა, გთხოვ.
-კარგი, უკან ჩასვი.
ჰაგსი დედას დავუტოვე. გზაში უამრავ რაღაცაზე ვილაპარაკეთ. გავიხსენეთ ზაფხული, რამდენჯერმე ზედმეტიც კი. ვერც კი გავიაზრე, ისე დაიწყო თოვლი.
-აუუ, სად ვართ?
-სულ მალე რაჭაში ვიქნებით.
-რა კარგია თოვლი, ამ დასაწვავ თბილისში კიდე არ მოდის.
-სამაგიეროდ შქმერშია ბლომად. თუ გინდა გაჭმევ კიდეც.
-არა, გმადლობთ, ისიც მეყოფა პატარაობაში რომ გეახელით.
-რაა, ვინ გააკეთა ეს ჩემზე ადრე?
-შენმა დიდი ტვინით დაჯილდოებულმა ძმაკაცმა.
-ყოჩაღ გაგი, ტყუილად კი არ ვემეგობრები, - გაიცინა.
რაც უფრო ზემოთ ავდიოდით, მით უფრო იმატებდა თოვლი. სულ მალე მანქანას სიარულიც კი უჭირდა.
-გთხოვ, სწრაფად იარე, მეშინია ამ თოვლში არ ჩავრჩეთ.
-რისი გეშინია, მე აქ არ ვიქნები?
-ვაიმე დათვი, - დავიყვირე.
-ნუ ნერვიულობ, ჩემი ძმაკაცები არიან.
-გეყოფა ღლაბუცი და გაზს დააჭირე ფეხი.
-მგონი მძღოლი მე ვარ ხოო? მე უკეთ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ნუ მეუფროსები. დაიმახსოვრე, ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, უფროსი მე ვარ.
-გასაგებია დიადო ლაშა, მალე ჩავალთ?
-კი, 10 წუთში.
მანქანა ერთ-ერთ ეზოში შეაყენა. ენა ჩამივარდა გარეთ რომ გავიხედე. კარი გავაღე და გადავედი. მუხლებამდე თოვლში ვიდექი.
-ამას ცოტა ხანში გავწმენდთ.
-მოიცა? თ?
-კი, აბა მარტო მე ხო არ გავაკეთებ?
-აქ მაგისთვის წამომიყვანე?
ჩანთები სახლში შევზიდეთ. ძალიან ციოდა. ლაშა სადღაც გაქრა და სულ მალე შეშით ხელში დაბრუნდა.
-აქ ბუხარია? - ვიკითხე გაოცებულმა.
-აბა რითი თბება სახლი შენი აზრით?
-მე რა ვიცი, ნამყოფი არ ვარ.
-წამო, მომეხმარე ბუხრის ანთებაში.
მეგონა უფრო სახალისო იქნებოდა, შევცდი. 20 წუთი ვეწვალე და ძლივს ავანთე. ლაშა იდგა და ხალისობდა.
-სული შეუბერე, რომ აგიზგიზდეს.
-ფილტვები გამისკდება ახლა, მოდი და მომეხმარე.
-საკმარისია, მალე გათბები.
წამოვდექი და გასვლა დავაპირე, მაგრამ ლაშას დაძახებამ გამომარკვია.
-გისმენ.
-მოდი აქ, დასვრილი ხარ. დიდხანს იდექი ბუხართან.
-საად? - მივუახლოვდი.
ლაშამ ფრთხილად ასწია ხელი და ცერა თითი ნაზად გადამისვა შუბლზე. დამბურძგლა. მის შეხებაზეც და იმის გამოც, რომ ციოდა.
-მადლობა, შეგიძლია საძინებელი მანახო? - გამოვერკვიე მალევე.
ერთ-ერთ ოთახთან გამაჩერა.
-აი, აქ დაიძინებ, გვერდითაში მე ვიქნები. თუ დათვი მოგიწვება ღამე გვერდით, დამიძახე და მაშინვე გამოვალ.
-მოიცა, მეხუმრები ხო? დათვი აქ ხო არ შემოვა?
-კაი, როგორ უცებ იჯერებ ხოლმე ყველაფერს რაა.
უკვე საკმაოდ დაღამდა. მსუბუქად ვივახშმეთ, ცოტა ხანი ბუხართან ვისხედით და ვსაუბრობდით, შემდეგ დასაძინებლად წავედი.
ცივ საწოლში შევწექი და გამაკანკალა. საბნის რამდენიმე ფენა მეფარა, მაგრამ სიცივეს ვერაფრით ვერ ვიშორებდი. ემბრიონის პოზაში დავწექი. კანკალს კბილების კაწკაწიც დაერთო. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. სულ მალე ოთახის კარი გაიღო.
-გცივა?
-როგორ მიხვდი?
-იქით ოთახში გავიგონე შენი კბილების ხმა.
-შენ არ გცივა?
-შეჩვეული ვარ, - გაიცინა. - პატარაობაში, აქ რომ ვცხოვრობდი, დილაობით ფეხშიშველი დავრბოდი თოვლზე.
-მაგ ისტორიამ უნდა გამათბოს?
-ასეთი შემართება მომწონს, - გაეღიმა. - მანდ ორივენი დავეტევით?
-რა ვიცი. თუ ვერა, რა პრობლემაა დილით ყინულის ქანდაკება დაგხვდება და დეკორატიულად დაიდგამ სადმე.
ლაშამ საბნები ასწია და გვერდით მომიწვა. ნორმალურად არ იყო გასწორებული, რომ უკვე ზედ ვეკროდი.
-პირველად გათამამდი ასე, - გამიღიმა და მომეხუტა.
-ახლა მცივა და მჭირდები აქ, თორემ კარგ პასუხს გაგცემდი.
-რა საყვარელი ხარ. გჭირდები? დამიდნა გული.
ლაშასთან ჩახუტებულს ჩამეძინა. გაბრუებულმა გავახილე თვალები. გამიკვირდა, რომ ლაშას სახე ჩემგან მილიმეტრებში იყო. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ვცადე მისი ტუჩებისთვის არ შემეხედა. ვის ვატყუებ? არ გამომივიდა. თანაც თითქოს სპეციალურად ეძინა სულ ოდნავ პირშეღებულს. მომინდა კიდევ უფრო მივახლოებოდი მეკოცნა, მაგრამ არ შემეძლო. ის აღარ ცდილობდა ჩემს შებმას. იქნებ მართალი ვიყავი და უბრალოდ საზაფხულო გატაცება ვიყავი მისთვის? მაშინ ხომ მითხრა გვიანი იქნებაო. მგონი არ შემცდარა. გვიან მოვეგე გონს.
ნახევარი საათი ვიწექი და ვუყურებდი როგორ ეძინა. ნახევარი საათი ვიწექი და ჩემს თავს ვლანძღავდი ასეთი ბიჭის ხელიდან გაშვებისთვის. მალევე გამოფხიზლდა.
-ხელი გასწიე, - ისევ „ნაგლი ნიას რეჟიმი“ ჩამერთო, როცა საჯდომზე შემეხო.
-რა მოხდა, უბრალოდ ხელია საჯდომზე.
-მშობლების გარდა არავინ არ შემხებია და მირჩევნია ასეც დარჩეს.
-შენს ქმარს ვეღარ აუკრძალავ.
-იქნებ შინაბერა ვრჩები.
-ეგ დასანანი იქნება.
-არაუშავს, როგორმე გადავიტან.
-და ჰაგსის ჩაიხუტებ ხოლმე როცა შეგცივდება? არ გირჩევნია ქმარმა გაგათბოს?
-ნუ, რა ვიცი, ჰაგსის უფრო თბილი ბეწვი აქვს. და მაინც, ჯერ ისევ არ აგიღია ხელი.
-კარგი, შენი გაიტანე.
ხელი ზემოთ ააცურა და მაისურის ქვეშ შეყო.
-გაჩერდი, - გავაფრთხილე.
-რას მიზამ, საწოლიდან გადამაგდებ? იცოდე ვერ მომერევი.
საბანში ჩაიმალა. მალე ვიგრძენი როგორ მაკოცა ჭიპთან ახლოს. მერე ზემოთ ამოიწია და ლოყაზე მაკოცა.
-აბა, ადექი ზარმაცო, - უცებ წამოხტა და საბნებიც თან გაიყოლა.
-უსინდისოო, მცივა.
-არაუშავს, ბოლოს ჩემთან მოხვალ და გათბობას მთხოვ.
გაშეშებული ვიჯექი და ვუყურებდი. ვერ ვხვდებოდი რას ცდილობდა ლაშა. აშკარად უფრო ნაკლებად ცდილობდა დაძაბულობის შექმნას.
-აბა, ლაშა, შეყვარებულს რატომ არ სთხოვე აქ წამოყოლა? - ვკითხე საღამოს.
-საიდან მოიტანე, რომ შეყვარებული მყავს?
-რავი, შენისთანა ბიჭი, - ავთვალიერე. - სამ თვეში ერთ კარგ გოგოს იშოვიდა.
-მოიცა რაა, ნია. მასე შენ რატომ არ წაჰყევი შეყვარებულს სადმე? სავარაუდოდ, არც შენ გყავს. ალბათ ისევ გძულს კაცების მოდგმა იმ ამბების შემდეგ და ზედაც არ შეხედავ არავის.
-და ჩემ მაგიერ რატო ლაპარაკობ?
-ანუ შეყვარებული გყავს?
-არა, მაგრამ კაცების მოდგმა არ შემძულებია, მე მარტო გამორჩეული მარგალიტები შევიზიზღე.
რამდენიმე დღე გავიდა. ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა ლაშა. ზაფხულში ყველანაირად ცდილობდა, რომ მისთვის მეკოცნა, მაგრამ ახლა მსუბუქი ფლირტით შემოიფარგლებოდა და მალევე ჩერდებოდა. ღამით ვცდილობდი მისი გულისცემა მომესმინა, მაგრამ ჩემი გულის ფართხალში ამას ვერ ვახერხებდი. ასე გაილია რამდენიმე დღე და 30 დეკემბერიც დადგა. უკვე საღამოვდებოდა, ლაშა პროდუქტების საყიდლად იყო გასული. ჩემი მობილური აწრიალდა და მეც ვუპასუხე.
-გისმენთ?
-ნია, შენ ხარ?
-კი, ბექა, აქ რატომ რეკავ? - დავისისინე.
-მადლობის გადასახდელად.
-რისთვის?
-მადლობა, რომ ეგოისტივით იქცეოდი და დამშორდი. იცი, მე და კესარიას ურთიერთობა შესანიშნავად აგვეწყო. მის მიმართ მართლა ვგრძნობ რაღაცას.
ბექა აგრძელებდა საუბარს, მე კი უფრო და უფრო ვფითრდებოდი. მალე ლაშა დაბრუნდა და შეშინებული მოვიდა.
-რა გჭირს? ხომ კარგად ხარ?
გავაჩუმე და მობილური დავანახე.
-კიდევ ერთხელ მადლობა. იცი, ვუკვირდები და ვხვდები, რომ შენ გვერდით ძალიან უბედური და შებოჭილი ვიყავი. აი რას უშვრები ხალხს. შენ მათ მხოლოდ აუბედურებ, რადგან თავად ხარ უბედური. უკვე რამხელა ხარ და რას მიაღწიე? არც სიყვარული შეგძლებია, მეგობრებითაც ვერ დაიკვეხნი, არც წარმატებული ადამიანი ხარ, სამსახურიც კი არ გაქვს, ერთი ქეციანი ძაღლი გიგდია და ეგეც მალე მოგიკვდება. შენ არ ცხოვრობ, უბრალოდ ცდილობ გადარჩე. უსუსური და სულელი ხარ, მეტი არაფერი. დაიმახსოვრე, რომ შენ თვითონ მომიშორე თავიდან.
ყურმილი დაკიდა. დივანზე ჩამოვჯექი და თვალი ერთ წერტილს გავუშტერე. მალე ლოყებზე სისველე ვიგრძენი.
-ნია, რა დაგემართა? ხმა გამეცი. ვინ იყო?
ლაშამ რამდენჯერმე შემაჯანჯღარა. ხმა არ გამიცია, წამოვდექი, ღვინო გავხსენი და ბოთლიანად მოვიყუდე.
-დალევ? - მერეღა შევთავაზე.
-ჭიქებს მაინც მოვიტანდი.
-აქედან დალიე.
-და მომიყვები რა მოხდა?
-კი.
ცრემლების ღვრით მოვუყევი თუ რა მითხრა ბექამ. თან ბოთლს ვიყუდებდი და ვსვამდი. ერთი-ორჯერ ლაშამაც დალია.
-და მერე ბექას სიტყვებზე ტირი?
-არა, იმაზე ვტირი, რომ მან სიმართლე მითხრა, - ბოთლი მაგიდაზე დავდგი და ლაშას შევხედე, - შემომხედე, მე მართლა უბედური ვარ.
-იცი, გიყურებ, მაგრამ ამას ვერ გამჩნევ.
-მე კი უკვე დიდი ხანია შევატყვე ეს ჩემს თავს, მაგრამ ამას არ ვაღიარებდი. ზაფხულის მერე ყველაფერი აირია. აღარც გართობა, აღარც მეგობრები, აღარც სიყვარული. სიყვარული მგონი მართლა არ შემიძლია. ყველას ვაუბედურებ და გულს ვტკენ.
-ნუ ამბობ მასე. ბექა ცდება. არ დაიჯერო. ნებისმიერ ოთახში მოიძებნება ბიჭი, რომელიც შენ გინატრებს, შენი კოცნა ენდომება, ბევრად მეტიც, შენთან ყოფნა.
-კარგი რაა, ამას ჩემს გასამხნევებლად ამბობ. თითქოს შენც არ გამოგეცადოს ეგ. შენ რამდენჯერ გკარი ხელი?
-და მაინც, - გამიღიმა და ცრემლები შემიმშრალა, - ნებისმიერ ოთახში იპოვი ბიჭს, რომელსაც შენი კოცნა ენდომება.
-ეგ უკვე მითხარი, - გამეღიმა.
-მაგრამ შენ ნამიოკს ვერ მიმიხვდი.
ცოტა ხნით დავფიქრდი და გავიაზრე.
-ნებისმიერ ოთახში... - გავიმეორე. - ამ ოთახშიც? - უცებ გავიაზრე და ვკითხე.
არაფერი არ უთქვამს. ახლოს მოიწია, მაგრამ მე არ ვაცადე. მისი თამაშების დრო ახლა ნამდვილად არ იყო. ფეხები შემოვხვიე, კალთაში ჩავუჯექი და ვაკოცე. ორ წამში გავჩერდი და გარეთ გავიქეცი.
-ღვინომ გაწყინა? - გაიცინა.
-გადი, არ მოხვიდე.
-კარგი.
კბილები სამჯერ გამოვიხეხე და მხოლოდ შემდეგ დავბრუნდი ლაშასთან.
-ამდენი არ უნდა დამელია, - ამოვიბუზღუნე და ჭამა დავიწყე.
დილით სიცხემ გამომაღვიძა. ლაშას ვეკროდი. ის კი მშვიდად მიყურებდა.
-წუხანდელის მერე როგორ ხარ?
-უკეთ, - ვუპასუხე ხმაჩახლეჩილმა.
-მოიცა, უნდა გაგსინჯო.
-ჰა?
-არაფერია, უბრალოდ შენს პულსს შევამოწმებ და დავადგენ ჯანმრთელი ხარ თუ არა.
-მაგას დადგენა არ სჭირდება, ვერ მიყურებ?
-ახლა რომ გიყურებ, სულ აწითლებული ხარ. შენი აზრით ეს ნორმალურია?
გულში ჩემთვის გავიფიქრე, რომ ეს ძალიანაც ნორმალური იყო, როცა ასე ახლოს იწვა, მაგრამ ხომ ვერ ვეტყოდი?
-ოჰო, ცოტათი მომატებულია, - მაჯაზე წამავლო ხელი. - მოდი გავართულოთ.
-რას აპირებ?
თავისუფალი ხელი მაისურის ქვეშ შემომიცურა და გვერდზე დამადო.
-მცირედი ცვლილება, - ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ. - მგონი აჯობებს ძველი მეთოდი ვცადოთ, - ისევ მუცელზე მაკოცა. - აბა აქ ვნახოთ, - ყელში გადმოინაცვლა და იქიდან ყურისკენ ავიდა.
-არა, გთხოვ, ყური არა.
-კარგი, მაშინ სხვაგან ვცადოთ, - ყბის ძირში მაკოცა. - ნელ-ნელა უფრო იმატებს. - ყბას გამოუყვა კოცნით და ნიკაპთან შეჩერდა. - უკვე ჩიტივით ფართხალებს, - ჩაეღიმა. - მგონი სულ უფრო ცუდად ხდები.
ზემოდან დამაწვა და ორი წუთის განმავლობაში უბრალოდ მიყურა. ტუჩები საკოცნელად მზად იყვნენ. გული ალბათ მალე გამიჩერდებოდა, იმდენად სწრაფად სცემდა. მაჯიდან ხელი გამიშვა, ორივე მაისურში შემისრიალა, წელზე მომხვია და მაკოცა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ნარკომანს ნანატრი წამალი გაუკეთესო. მალევე გავჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე, ჰაერი თითქოს არ მყოფნიდა. ნესტოებმა მისი სურნელი იგრძნეს და მთელი სასუნთქი სისტემა ამეწვა.
-რამდენი იყო? - ძლივს ამოვილაპარაკე, როცა სუნთქვა დამირეგულირდა.
-ვერ მიხვდი ხელი რომ გაგიშვი?
-ჯანდაბა, ვის ადარდებს პულსი. ანუ ზაფხულს არ გაატანე ყველაფერი?
-თითქოს ეგ მარტივი ყოფილიყოს.
-მე კიდევ მეგონა, რომ დავიგვიანე.
-და აღარ მომწონდი? არ ვიცი, იქნებ მართალიც ხარ?
გაოცებისგან პირი დავაღე. გაიცინა და კიდევ ერთხელ ვაკოცე.
-გეხუმრები, ეს როგორ დაიჯერე?
მოკლედ, შესანიშნავი დრო გავატარეთ. ახალ წელსაც ერთად შევხვდით, ბუხრის წინ, ჩახუტებულები. მალე თბილისში დავბრუნდით.
უკვე მეორე დაბადების დღე დადგა, რაც ლაშასთან ერთად ვარ. სახლში მეგობრები მიწყობენ სურპრიზს. თავს ისე ვაჩვენებ, ვითომ არ ვიცი. გაგი და ნინუცა დაშორდნენ. გამიკვირდა ისეთ კარგ მეგობრებად დარჩნენ.
საღამოა. სახლის კარი შევაღე. ბნელა. თითქოს არავინაა, შუქი ავანთე. მისაღებში უამრავი ბუშტი ყრია. რაღაც სასიამოვნო სუნიც დგას. სულ მალე ოთახში ლაშა შემოდის.
-გილოცავ, პატარა, - მეხუტება და მკოცნის. - რაღაც მინდა გითხრა.
-გისმენ.
-უკვე რამდენი ხანია გასული, რაც ერთად ვართ. ყოველთვის მამხიარულებ, გვერდში მიდგახარ, ამ ცოტა ხანში გავიაზრე, რომ მაბედნიერებ, შენ გარეშე ცარიელი ვარ. მინდა სულ ჩემ გვერდით იყო და არასდროს არ გაგიშვა... - ხმა გაებზარა. მეც ცრემლები წამომივიდა. - შენ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და არც მინდა. ცოლად გამომყვები? - დაიჩოქა და ბეჭედი გამომიწოდა.
-კიი, - ვთქვი და ტირილს ვუმატე.
წამოდგა, ბეჭედი გამიკეთა, მომეხვია და მაკოცა.
-გილოცაავთ, - ყველა მხრიდან შემოცვივდნენ და ჩახუტება დაგვიწყეს.
როცა მარტოები დავრჩით, ისევ ამ თემას დავუბრუნდი.
-მაგრამ რაღაც პირობა მაქვს.
-გისმენ.
-ეს ძალიან სერიოზული განაცხადი იყო. გავიგე, რომ ჩემთან ერთად გინდა ყოფნა, მაგრამ სანამ რაიმეს დავგეგმავდეთ, ჯერ ერთმანეთი უკეთ უნდა გავიცნოთ.
-ანუ?
-თანაცხოვრების პერიოდი. აი რას ვუწოდებდი მე. ცოტა ხნით ერთად უნდა ვიცხოვროთ, რომ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ და ვნახოთ მზად ვართ თუ არა ამისთვის.
-კარგი, როგორც იტყვი.
ლაშასთან გადავედი. თავიდან ყველაფერი იდეალურად იყო. რამდენიმე თვეში კი უამრავი რაღაც გამოჩნდა. უკვე ნებისმიერ წვრილმანზე ვჩხუბობდით. არ ვიცი, უბრალოდ ნერვები გვეშლებოდა.
-და მერე რა? შეგიძლია სხვა რაღაც გააკეთო, - ვაგრძელებდი ყვირილს. უკვე აღარც კი მახსოვდა რაზე დავიწყეთ ჩხუბი.
-შენ მე ნუ მასწავლი რა უნდა გავაკეთო და რა არა. შენი ადგილი უნდა იცოდე.
-აჰ, ახლა გინდა, რომ უფლებებიც წამართვა? ეს არ გამოგივა.
-ხმას ნუ უწევ ნია, ნუ მიყვირი.
-ჰოდა შენც ნუ მიყვირი.
-აი ისევ, ჩემს სიტყვას არაფრად აგდებ და ისევ იმავეს აგრძელებ, შენთვის ვინ ვარ?
-ეს უკვე მეტისმეტია. აქედან გამოსავალი ვიცი, შეგვიძლია უბრალოდ შევისვენოთ. ხომ ხედავ რასაც ვუშვრებით ერთმანეთს?
-და მერე ჩვენ რა მოგვივა?
-ჩვენ? - მწარედ ჩავიცინე, - იცი, უკვე აღარც მახსოვს ბოლოს როდის იყო სიტყვა ჩვენ. მე სულ სხვა ლაშა შემიყვარდა, შენ კი სულ სხვა ნია.
-ნია, გაჩერდი.
-რა გინდა?
-თუ ამ კარიდან გახვალ, ყველაფერი დამთავრდება.
-იქნებ ორივესთვის ასე აჯობებდეს.
ოთახიდან გავედი. არაფრის ძალა აღარ მქონდა. კედელს მივეყუდე, იქვე ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე.
აი, უკვე ბარგს ვალაგებ. ჩვენმა ოჯახურმა იდილიამ 4 თვეც ვერ გასტანა.
-არ ხარ ვალდებული ასე მოიქცე, - გავიგონე ლაშას ხმა.
-არა, ეს თავად მინდა. ასე ორივე ვიტანჯებით. ის გრძნობა, რომელსაც ამდენი ხანი ვგრძნობდი, მინელდა. ეს ორივეს დაგვანახებს სად შევცდით.
ხელი ამიკანკალდა, როცა ბეჭდის მოხსნა დავაპირე. მას თითქოს გულიც თან გავაყოლე. ლაშას ხელის გულზე დავუდე და მოვამუჭინე, რომ არ დაებრუნებინა.
-მიყვარხარ, - ამოვიჩურჩულე.
წყურვილს ვერ გავუძელი. ფეხის წვერებზე შევდექი და ჩემი სახე ლაშას მივუახლოე. არ ვიცი რამდენად სწორი საქციელი იყო, უბრალოდ სხვანაირად ვერ დავემშვიდობებოდი. ორივენი გაბრუებულები ვიდექით. ბოლოს ისევ ლაშამ გადმოდგა ნაბიჯი და კიდევ ერთხელ მაკოცა. ამდენი ხანი არასდროს არ გავჩერებულვართ. სუნთქვა დამჭირდა და მოვშორდი.
-ბედნიერებას გისურვებ, - გავუღიმე და კარი გავიხურე. ყველაფერი ჩამწყდა. რაც უფრო შორს მივდიოდი, მით უფრო ცუდად ვხდებოდი. ყელში ბურთი მქონდა მობჯენილი და მახრჩობდა. ალბათ მეზობლებიც კი დაგიდასტურებენ, რომ ჩემი ტირილის ხმა ესმოდათ ღამით. ეს ხომ სწორედ ის დროა, როცა უფიქრდები რა გააკეთე და ყველაფერს ნანობ. სწორედ ამ დროს გრძნობ თავს ყველაზე მარტოსულად.
გამიჭირდა ნაბიჯის გადადგმა? რა საკვირველია. თითქოს ბულბულს ფრთები მოამტვრიეს და გალიაში გამოკეტესო. ის მაინც მეხმარებოდა, რომ ლაშა აღარ მინახავს. გავიდა ერთი წელი, ისევ მომეწონა ბიჭი. ორ თვეში დავშორდი. გავიდა ორი წელი. ქეთიმ მახარა, რომ გიგიმ ხელი სთხოვა და 3 თვეში ქორწინდებიან. ჩემი არშემდგარი ოჯახი გამახსენდა და დავსევდიანდი. მსურდა, რომ ქეთი მაინც ყოფილიყო ბედნიერი. ალბათ მე და ლაშამ ძალიან ვიჩქარეთ.
სულ დამავიწყდა, გიგიმ გამიმხილა რამ შეცვალა ისე უცებ, რა დაემართა ჩვენი მეორე შეხვედრისას. აღმოჩნდა, რომ ლაშა ელაპარაკა, აუხსნა, რომ ის ცდილობდა ჩემთან რამე გამოსვლოდა და გიგიმაც უკან დაიხია.
ქეთი ყოველ დღე ჩემთანაა და თავს მარტოსულად აღარ ვგრძნობ, უკუთვლას იწყებს, ერთი სული აქვს, როდის გათხოვდება. უამრავ რაღაცას მავალებს, როგორც მეჯვარეს და მეც იმდენად ვიღლები ემოციურად, რომ ფიქრის დროც კი არ მაქვს. კაბების შერჩევა ხომ საერთოდ კატასტროფა იყო. ერთ კვირაში თითქმის ყველა მაღაზია შემომატარა, ისიც მხოლოდ თავისთვის. ახლა აიჩემა, გინდა თუ არა, მეჯვარეს ჩემი გემოვნებით უნდა ეცვას კაბაო და ამაზე კიდევ ერთი კვირა მარბენინა. უამრავი ლამაზი კაბა დაიწყუნა და, ბოლოს, როგორც იქნა, მისი მუცელი გაძღა. მიაგნო მისი თქმით „იდეალურ“ კაბებს მისი ქორწილისთვის და ცოტა ამომასუნთქა.
თუმცა რას ვწუწუნებ? უნდა ვაღიარო, რომ კაბები მეც ძალიან მომეწონა. თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ რომ ჩაიცვამ, იქვე დაიშოკები. რაც მართალია, მართალია, ქეთომ იცის როგორ უნდა შეარჩიოს იდეალური კაბა, ისე რომ, ყველა პირღია დატოვოს.
ქორწილის დღეს დიდი მღელვარება ტრიალებდა. ქეთის წამითაც კი არ ვცილდებოდი გვერდიდან და ყველა ნათქვამს ვუსრულებდი. გადავინაცვლეთ რესტორანში. ცოტა დავლიე და სცენაზე ავედი.
-მინდა, რომ ნეფე-დედოფლის სადღეგრძელო შვსვა. უკვე დიდი ხანია, რაც ქეთის ვიცნობ. პატარაობიდან ერთად მოვდივართ და აქ რომ არ ვყოფილიყავი, არ შეიძლებოდა. გიგის დიდი ხანი არაა გასული, რაც ვიცნობ, მაგრამ იმისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ გამეგო, როგორ ძლიერ უყვართ ერთმანეთი, - მათ შევხედე და გავუღიმე. - უსაყვარლესი წყვილი ხართ, - დარბაზს მოვავლე თვალი და ნუცასთან მოსაუბრე ლაშა შევნიშნე. კინაღამ გული გამიჩერდა. ორი წლის შემდეგაც კი, ისევ ამტკივდა გული. კიდევ ბევრი რაღაცის თქმა ვაპირებდი, მაგრამ სათქმელს თავი ვეღარ მოვაბი, ხმა ამიკანკალდა და ესღა ვთქვი. - დიდ ბედნიერებას გისურვებთ, რადგან ამას იმსახურებთ.
სცენიდან ჩამოვედი და ცრემლიც ჩამომიგორდა. ცოტა დავმშვიდდი და სუფრასთან დავბრუნდი.
-აუ, ახლა შემოგარტყამ, - მომიბრუნდა ქეთათო.
-რა გინდა?
-გაერთე რაა. ხასიათს ნუ მიფუჭებ.
-წამო ვიცეკვოთ, - დაიჟინა გიგიმ.
-აუ არ მინდა.
-დღეს ჩემი ქორწილია, არ გამიტეხო.
-მერე ქეთოს არ ეწყინება?
-წაყევი, თორე ამ ტორტს გაუჭრელად გესვრი, - ღიმილით მითხრა ქეთიმ, რადგან ხალხი გვიყურებდა.
გიგისთან ორჯერ ვიცეკვე. მალე უკნიდან ნაცნობი ხმა გავიგე, რომელმაც გამანადგურა.
-მეცეკვები?
მისკენ შევტრიალდი და საცეკვაო მოედნისკენ გავყევი. პირველი ცეკვა ხმისამოუღებლად ვიცეკვეთ. არც მეორეზე გამიშვა.
-ამ კაბაში საოცრად გამოიყურები, - ყურში ჩამჩურჩულა.
-შენც გიხდება სმოკინგი. აბა, რამე სიახლეა შენკენ?
-არაფერი საინტერესო. და შენთან?
-იგივე. უბრალოდ უფრო დაკვირვებული გავხდი.
-რას გულისხმობ?
-მაგალითად, დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ თვალები მანდ არ მაქვს, - ნაძალადევად გავიღიმე.
-ვიცი და თვალებზე მეტად ამათი ყურება მომწონს, - მანაც ჩემსავით გაიღიმა.
-სულ ასე უხერხულად უნდა ვიყოთ?
-არ ვიცი. ასე დიდხანს ვერ გავქაჩავ.
-მაშინ როგორ მოვიქცეთ?
-იქნებ ვცადოთ და მეგობრები მაინც ვიყოთ.
-არ ვიცი ეს რამდენადაა შესაძლებელი.
-ყოველთვის ხომ ვერ ავარიდებთ თავს?
ცეკვა დამთავრდა. ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გავედი და შვებით ამოვისუნთქე. დაბრუნებისას ერთი ბიჭი გადამეკიდა.
-ჩემთან ერთად მინდა რომ იცეკვო.
-ხასიათზე არ ვარ, სხვა მოძებნე.
-მე შენთან მინდა ცეკვა.
-აბა გაიხედე რამდენი გოგოა აქ.
-სხვები არ მჭირდება.
-თავი დამანებე რაა.
თუმცა არ მეშვებოდა. მალე ნაცნობი ხმა გავიგონე და ერთდროულად დავიძაბე და ამოვისუნთქე კიდეც.
-შეეშვი.
-რა ცეკვაც არ შეიძლება?
-ხომ ხედავ, რომ ცეკვა არ უნდა?
-და შენ მისი ვინ ხარ, რომ ამიკრძალო?
-მე? - ორივენი ადგილზე გავიყინეთ.
-ის, ის ჩემი საქმროა... - ძლივს ამოვილუღლუღე. კაცი მომშორდა. - ყოფილი, - დავაბოლოვე. - მადლობა, - ჰაერში გაიჟღერა ჩემმა გაბზარულმა ხმამ და სუფრას დავუბრუნდი.
-ის ლაშა იყო რო ელაპარაკებოდი? - მკითხა ქეთამ.
-კი.
-მერე, შერიგდით?
-არ ვიცი.
-მოიცა, როგორ შეიძლება არ იცოდე?
-როცა გავარკვევ, გეტყვი.
ქეთის ქორწილმა დიდი აურზაურის გარეშე ჩაიარა. ლაშას უფრო ხშირად ვნახულობდი. მგონი საბოლოოდ მივეჩვიე მის სიახლოვეს. შევძელით, რომ ყველაფერი თავიდან დაგვეწყო და ისევ მეგობრები გავმხდარიყავით. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ გაგისთან დიდ დროს ვატარებდით. სულ მალე, ისევ დავიწყეთ ერთმანეთში ხუმრობა. ყველაფერი ისევ იმ ზაფხულს დაემსგავსა.
მეზიზღება მარტი. ვერასდროს გაიგებ როგორი ამინდი იქნება. ამიტომაც არ მიყვარს მარტში გარეთ გასვლა. ნუ, 8 მარტია და მომიწია, დედაჩემს საჩუქარი უნდა ვუყიდო. პატარა კულონი შევარჩიე და ფერერო როშეს შოკოლადიც ვიყიდე, ერთად შევფუთე და დედას ავუტანე. დიდხანს არ დავრჩენილვარ, მალევე წამოვედი. უკვე საღამოვდებოდა, როცა კარზე დამიკაკუნეს. ალბათ ვინმე ნაცნობია, თორემ ჰაგსი ყეფას დაიწყებდა. გამოვაღე და ადგილზე გავშეშდი. ლაშა უზარმაზარი ვარდის თაიგულით ხელში იდგა და მიღიმოდა.
-ქალთა დღეს გილოცავ, - გადამხევია და თაიგული მომაწოდა.
-მადლობა, შემოდი, ცივა გარეთ, - სახლში შემოვიპატიჟე.
-მოიცა, არ აღნიშნავთ სადმე გოგოები?
-ეე, ქეთოს გარეშე მუღამი არ აქ. ეგ კიდე ჯერ არ ჩამოსულა. ძაან გაუგრძელდათ მაგას და გიგის.
ცოტა ხანი ვისაუბრეთ.
-საჭმელი არ მაქვს და დამელოდები, რომ მოვამზადო?
-კარგი, მაინც არ მეჩქარება, დღეს სამსახურიდან ყველას გვასვენებენ.
-მოიცა, ქალთა დღეა და შენ რა შუაში ხარ? - გავიცინე და ვცადე ზედა თაროზე შემოდებულ კოვზს მივწვდენოდი.
ალბათ ხუთი წუთი ვეწვალებოდი, ლაშა რომ არ მომხმარებოდა. უკნიდან მომეკრო და ოსტატურად ჩამოიღო კოვზი. მერე კი ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა და მომხვია. მის ხელებში ავკრუტუნდი.
-ლაშა... რ-რას აკეთებ? - ხმა ამიკანკალდა.
თავი ჩემ თმაში ჩაყო და ხარბად დაყნოსა. გამაკანკალა.
-კოვზის ჩამოღებას რომ ცდილობდი, მაისური აგეწია და ტატუ გამოგიჩნდა. თავი ვერ შევიკავე.
-ეგ? დავთვერი და ვერც გავიაზრე ისე გავიკეთე. საერთოდ არ მომწონს.
-მე კი ძალიან მომეწონა, - თავისკენ შემაბრუნა და მიმიხუტა.
სუფრასთან გაბრუებულები ვისხედით.
-უი, რამდენი დრო გასულა, ჯობია წავიდე.
-თუ გინდა, აქ დარჩი, - წამომცდა, სანამ გავიაზრებდი რას ვამბობდი.
-დარწმუნებული ხარ?
-აბსოლუტურად. თანაც, შენი პიჟამა ჩემთან დაგრჩა ადრე და დამავიწყდა დამებრუნებინა.
-კარგი და შეიძლება სააბაზანოში შევიდე?
მხრები ავიჩეჩე და გზა მივასწავლე. სანამ შხაპს იღებდა, მაგიდა ავალაგე და ოთახიც გავუმზადე. მეც გამოვიცვალე და დასაწოლად გავეშურე. კიბეებზე ლაშაც წამომეწია.
-ჰო, აი იქ დაიძინებ.
-ძილის წინ ზღაპარს არ წამიკითხავ? - გამიღიმა.
-ახლავე და თუ გეშინია გვერდითაც მოგიწვები, - გავეხუმრე.
-შევთანხმდით, - ხელი გამომიწოდა და 32-ვე კბილი დამანახა.
-ოდნავადაც კი არ შეცვლილხარ.
-ჭექა-ქუხილი თუ დაიწყო, რას იზამ?
-არ დაიწყება, დიდი ამბავი თუ მარტია, ყოველთვის კი არ წვიმს.
სიტყვა ბოლომდე დამთავრებული არ მქონდა, რომ გაწვიმდა.
-ამინდიც მე მიჩალიჩებს რაა, - ამოვიოხრე და საძინებლის კარი შევაღე.
სწორედ ამ დროს დაიქუხა. შევხტი და კარის ჩარჩოს ავეკარი. გვერდიდან სიცილის ხმა მომესმა.
-დღევანდელი პროგნოზი უნდა გენახა.
-ხმას ნუ იღებ, წავალ ჰაგსის შემოვიყვან და ჩავეხუტები.
-ან შეგიძლია ჩემთან ერთად დაიძინო, - ხელები მომხვია და ძალით წამიყვანა იმ ოთახისკენ, სადაც იძინებდა.
-ეგ საწოლი პატარაა, მირჩევნია ჩემთან დავიძინო.
-ჩვენთვის ესეც საკმარისია, - გამიღიმა და ჩემთან ერთად დაწვა საწოლში.
-ცოტა მიიწიე, გადავვარდი, - დავიწყე ცოტა ხანში ბუზღუნი.
-ისედაც კედელს ვეკრობი. და გირჩევნია ჩემკენ გადმობრუნდე.
-არ მინდა.
მაშინ ლაშამ მუცელზე მომხვია ხელი, ამწია და მეორე მხარეს გადამაწვინა. ახლა მე ვიწექი კედელთან და პირდაპირ ლაშას ვუყურებდი. უცებ ჩამოცხა. ყველა ფიქრს ლაშაზე შორეულ კუნჭულში ვკეტავდი, მაგრამ მაინც ახერხებდნენ გამოთავისუფლებას. მასთან ახლოს მივიწიე, ჩავეხუტე და თავი მის მკერდში ჩავრგე. მისმა კანის სურნელმა ნესტოები ამიწვა და ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. გაუაზრებლად ავიწიე ზემოთ და ტუჩები ლავიწზე მივაკარი. შეკრთა.
-მასეთებს არ ვართ, - სცადა გაეხუმრა და ცხვირზე ჩამომისვა თითი.
-გაყინული ხელი გაქვს, - ამოვიბუზღუნე.
-მერე აქ რისთვის ხარ? გამითბე, - მაისურის ქვეშ შემომიცურა და წელზე დამადო. გამაკანკალა.
შეიძლება მართლაც ცივი ხელი ჰქონდა, მაგრამ ის ადგილი საოცრად გამიხურდა და სულ მალე ამეწვა.
-მგონი ეყოფოდა არა? - ამოვიკნავლე.
-ჯერ ისევ ცივია. ხელს ხომ არ გიშლი? შენ შეგიძლია დაიძინო.
„როგორ, როცა გვერდით მიწევხარ?“ - გავიფიქრე, მაგრამ გავჩუმდი და თვალები დავხუჭე.
-ლაშაა... - ახალგაღვიძებულმა დავუძახე.
-ჰო, - მიპასუხა ძილბურანში მყოფმა.
-ხელი გასწიე რაა.
-რატო?
-იმ ადგილას გიდევს, სადაც არ უნდა გედოს.
-მართლა? - თვალები გაახილა და გონს მოეგო. - შენ რა ისევ პრობლემას ქმნი ამაზე? - სიცილი დაიწყო.
-ხელი გასწი ჩემი საჯდომიდან, თორემ შემოგამტვრევ.
-გინდა სცადო? - გაიცინა და მეორე ხელიც საჯდომზე ჩააცურა.
-ნუ სარგებლობ იმით, რომ ბიჭი ხარ და მომერევი.
-ა, გადაიფიქრე ხელის მომტვრევა? ისე, ღამის პერანგს რატომ არ იცვამ?
-რა იყო, იმაში უფრო ადვილად აფათურებდი ხელებს?
-არც მიფიქრია, მაგრამ იდეა მომწონს. რამდენიმე უნდა გაჩუქო რაა.
ამ სიტყვებმა გამაწითლა. ლაშას ავხედე, რომელიც ტუჩის კუთხეს კბენდა.
-მეც მასე ვაკეთებ ხოლმე.
-ჰოო? როდის?
-როდის და... – „როცა შენზე ვფიქრობ“ დავაბოლოვე გონებაში, მაგრამ ამას ვერ გავუმხელდი. - არ გეტყვი.
-და რომ გათქმევინო?
-შეიძლება გითხრა კიდეც, სხვა დროს. ახლა გამიშვი, უნდა ავდგე. შენ კიდე სამსახურში არ დაგაგვიანდეს.
-კვირაა დღეს.
-ოჰ, რა გენაღვლება რაა, აგიწყვია ცხოვრება. ორი დღე გადაბმით ისვენებ.
-შენ ხელში ამას თუ დასვენება ჰქვია, კარგი.
-გადამიშვი რაა.
-ჯერ მაკოცე.
-რა ვქნა? - გავწითლდი და გავითიშე.
-ლოყაზე, - სიცილი დაიწყო, თავად მაკოცა ლოყაზე და საწოლიდან ადგა. - სააბაზანოში შესვლა მოგასწარი.
სანამ გამოვიდოდა, ვიწექი და მის კოცნაზე ვფიქრობდი. რას ვაკეთებდით? ნუთუ ისევ იქით მიდიოდა ჩვენი ურთიერთობა. ამდენი ხნის შემდეგაც კი, მაინც დარჩა ჩვენ შორის გრძნობები? რა საკვირველია, ასე ადვილად ვერ გაქრებოდა.
ლაშას ხშირად ვნახულობდი. დისტანციის დაჭერას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვდიოდა. თუმცა ორივენი წინაზე უფრო ჯიუტები ვიყავით და ერთმანეთს არაფერში ვუტყდებოდით. თუმცა ერთმანეთს ვაწვალებდით, ჯინაზე ვიქცეოდით, რომ ერთ-ერთს მაინც წამოგვცდენოდა რამე. უშედეგოდ. ორივე კერკეტი კაკლები ვიყავით.
-წამო კლუბში, - ისე მშვიდად მითხრა ქეთათომ, თითქოს ორი წუთის წინ სახლი არ აეფეთქებინა ზარის გამაყრუებელი რეკვით.
-გიგი რა უყავი შენ?
-გარეთ გვიცდის. ის წაგვიყვანს. გაგისაც გავუარეთ და ისიც მანქანაშია. დიდხანს არ უნდა ვალოდინოთ იცოდე.
-მანდ რა გიჭირავს?
-ის, რაც კლუბში უნდა ჩაიცვა. დღეს უნდა მოეღოს ბოლო შენსა და ლაშას თამაშს. ჰოდა ამისთვის შესაფერისი კაბა დაგჭირდებოდა. დამიჯერე, მოგეწონება.
ქეთის გემოვნება არასდროს უფუჭდებოდა. მართლაც ლამაზი კაბა შეარჩია. სკამზე ძალით დამსვა, თმა გამისწორა და მაკიაჟიც გამიკეთა.
-უჰ, გათხოვილი რო არ ვიყო, ლესბოსელობაზე დავფიქრდებოდი, - გამიცინა და სარკეში ჩამახედა.
-კარგი ნამუშევარია, ქეთო.
-ვიცი, - ამაყად გადაიგდო თმა მხარს უკან და ოთახიდან გავიდა.
კლუბში მისვლისთანავე მივხვდი, როგორ მომნატრებოდა ეს ადგილი. ხალხს შევერიე და ცეკვა დავიწყე. თითოეული კუნთი გამოცოცხლდა და ენერგიით დაიმუხტა.
ვიგრძენი როგორ შემეხო ვიღაცის ხელი საჯდომზე და მაშინვე გავცეცხლდი. მივტრიალდი და უკვე ყვირილს ვაპირებდი, როცა არსაიდან ლაშა გამოჩნდა.
-შეეშვი, - დამაჰიპნოზებლად მშვიდი ხმით უთხრა.
-სხვა გოგო მოძებნე.
-ეგ გოგო მყავს და სხვისი ძებნა აღარ მჭირდება. გირჩევნია ხელები დაიმოკლო და მას აღარ გაეკარო, თორემ ამას განანებ.
-კარგი, შენი იყოს, მშვიდობაში მოიხმარე, - ხელები ასწია კაცმა და წავიდა.
-როგორ ხარ? - მომიტრიალდა და ადგილზე გაშეშდა.
-რა იყო? - გამეცინა. - დაგატყვევე?
-ეგ კაბა... - აზრები ერთმანეთში აერია და ლუღლუღი დაიწყო.
-ა, ქეთის ნაჩუქარია, - გავუღიმე და საპირფარეშოსკენ დავიძარი.
შესასვლელთან წამომეწია და გამაჩერა. კედელს ავეკარი. ხმას ვერც ერთი ვერ ვიღებდით.
-რა გინდოდა? - გამომწვევად ვუთხარი და მისკენ გადავიხარე.
თვალი ამოჭრილი გულისკენ გაექცა. ჩამეცინა.
-ისევ იმავეს აგრძელებ. მგონი დროა ლიმიტი დავაწესოთ. საკმარისზე მეტჯერ აშტერდები.
ცალი ფეხი თავის საჯდომზე შემომახვევინა და ხელი ფეხზე ამომისრიალა. ენა ჩამივარდა. მისი ხელის შეხებაზე კონტროლს ვკარგავდი. ბაგეები გამეპო, რადგან სუნთქვა გამიჭირდა. მაინც ვაგრძელებდი გამწარებას. ფეხი უფრო ძლიერ შემოვხვიე საჯდომზე და ჩვენს შორის მანძილი შევამცირე. ვხედავდი როგორ უჭირდა თავის შეკავება. ხელი მის ხელს ჩავკიდე და კაბის ქვეშ შევაცურებინე. ამან საბოლოოდ გადარია. გადმოიხარა და ცხელი ტუჩები ჩემს მკერდს მიაწება. ამოვიკვნესე. კოცნით ამოვიდა ნელ-ნელა ზემოთ და ტუჩებთან გაჩერდა. ახლა ხმის ამოღება ყველაფერს გააფუჭებდა. არც ძალიან დიდხანს ივარგებდა ასე დგომა. მომაჯადოებლად გავუღიმე და მის რეაქციას დავაკვირდი.
-ამის დედაც, ვის ვატყუებ? ისევ მიყვარხარ, - წამოიძახა და თავისი ტუჩები ჩემსას მოაკრო.
თითქოს 10 დღის მწყურვალს ნაკადულის წყალი დაალევინესო, მას ვეღარ ვშორდებოდი. თითები მის თმაში ავბლანდე და კიდევ უფრო ჩემკენ დავქაჩე. ჩაეცინა.
-ნუ იცინი, უბრალოდ მაკოცე, - როგორღაც ამოვილაპარაკე და ისევ მის ტუჩებს მივწვდი.
ვერანაირად ვერ აღვწერ რა ვიგრძენი იმ მომენტში. თითქოს სამყაროს დასასრულს გადავურჩი, თითქოს თავიდან დავიბადე.
-ანუ... - ძლივსღა ვსუნთქავდი. - ამ კაბამ... მართლა იმოქმედა? - გამეცინა.
-იმოქმედა? ცოტაც და ზედვე შემოგახევდი.
სიცილი დავიწყე.
-ამდენი ხანი როგორ გავძელი? ანდაც ჩემს თავს როგორ ვუმალავდი რა ძლიერ მიყვარხარ?
-მოდი ჩემთან, - ეშმაკურად შემომხედა.
-რა იყო? - გავუღიმე.
თავად მოვიდა, ამწია და ფეხები წელზე შემომახვევინა. მერე კი ისევ მაკოცა.
-ეეე, ამათ უყურეთ, - გავიგონე გვერდიდან სიცილი. - როგორც იქნა, გეღირსათ?
ორივეს გაგვეცინა. ლაშამ ძირს ჩამომსვა და ქეთის მადლობა გადაუხადა.
-ნუ, საუკეთესო მეგობრები ხომ ამისთვის არიან? - თვალი ჩამიკრა.
ქეთიმ ლაშა ცოტა ხნით გაიყვანა. მე კი მანამდე გიგის და გაგის ველაპარაკებოდი.
-რაზე ისაუბრეთ? - ვკითხე დაბრუნებულებს.
-სახლში რომ წავალთ, გეტყვი, - შუბლზე მაკოცა.
-ჰოდა მაშინ ახლავე წავიდეთ.
-პრინციპში... - დაიწყო ქეთიმ. - რაც მინდოდა, ავისრულე. ახლა მშვიდად ვარ. მართლა შეგვიძლია წასვლა. ნია, სამწუხაროს ჩვენ სხვებიც მიგვყავს და ლაშას მოუწევს შენი წაყვანა. უხერხულად ხო არ იქნებით? - გაიცინა.
-ნეტა ახლა რაღა მოიფიქრე...
ლაშამ სახლამდე მიმიყვანა. სანამ გადავიდოდი, ვკითხე:
-რა უნდოდა ქეთის?
-რაღაც იდეა მომაწოდა. თავადაც ვაპირებდი ამის გაკეთებას. მოიცადე ცოტა ხანი.
შარვლის ჯიბეების ქექვას მოჰყვა და მალე იქიდან ის ბეჭედი ამოიღო, რომლითაც ადრე ხელი მთხოვა.
-მგონი დროა ეს პატრონს დაუბრუნდეს, ისედაც დიდხანს იყო მარტო.
ბეჭედი თითზე მომარგო. მალე ალბათ ტირილს დავიწყებდი.
-ნია მეტრეველზე რა აზრის ხარ? - გავბედე მეთქვა.
-მართლა?
სახე გაუბრწყინდა. გადმოიხარა და ვნებიანად მაკოცა.
-როდის? - ვკითხე ჩურჩულით.
-რაც მალე, მით უკეთესი. დავიღალე ამდენი მოცდით.
თავი დავუქნიე, კიდევ ერთხელ ვაკოცე და მანქანიდან გადავედი.
-რას შვრები პატარა? - ლაშამ მომაკითხა, რომ მაღაზიაში წავეყვანე.
-ნინუცასთვის კაბა უნდა ავარჩიოთ. შენ რას აკეთებ?
-რავი, ასე მგონია ვერაფერს ვერ მოვასწრებთ.
-იყავი უკვე მკერავთან?
-წინა კვირაში, - გამიღიმა. - გითხარი კიდეც.
-ახლა არაფერი არ მახსოვს. რამდენი რაღაც სდომებია ქორწილს. ასე რომ მცოდნოდა, არავის არ ვეტყოდი.
-ცოტაც გაუძელი და მალე დაისვენებ.
მაღაზიასთან მიმიყვანა. ვაკოცე და ნინუცასთან წავედი. ძლივს შეარჩია კაბა.
-ახლა დამასვენებ? - ამოვილაპარაკე და ნინუცას მუდარის თვალით შევხედე.
-დღეისთვის საკმარისია. წადი, დაისვენე.
ლაშასთან ავედი.
-ნინუცა წინა ცხოვრებაში ჰიტლერი იქნებოდა, - ჩავიბუზღუნე.
-რატო? - გაეღიმა ლაშას და ჩამიხუტა.
-ადამიანების წამება სასწაულად ეხერხება.
გაიცინა და მაკოცა. თითქმის აღარ მშორდებოდა გვერდიდან. ასე ამბობდა, დაკარგული დრო უნდა ავინაზღაუროთო. მეც საწინააღმდეგო არაფერი მქონია.
სანამ ქორწილის დღე დადგებოდა, სულ დასტრესილი დავდიოდი. თითქოს ყველა წვრილმანი ჩემ ბედზე უნდა გამოჩრილიყო საიდანღაც.
-ნერვიულობ? - მკითხა ნინუცამ, როცა კაბის ჩაცმაში მეხმარებოდა.
-საოცრად. რამე რომ ცუდად წავიდეს?
-დამშვიდდი, მე აქ არ ვარ? ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ეკლესიასთან რომ მივედით, ლაშა და გიგი დავინახე.
-ვუუ, რა ბიჭი მყავხარ, - გადავუჩურჩულე ლაშას.
-ეს კაბა სად იპოვე? - თვალი გაუშტერდა.
-ლაშაა, აქაც არ დაიწყო. ცოტა ხანიც მოითმინე და აღარ მოგიწევს უბრალოდ ყურება.
-არ შეიძლება ჩუმად გავიპაროთ აქედან?
გამეცინა. კარგი დრო გავატარეთ. თაიგულის სროლის დრო რომ დადგა, ქეთი წამოენთო და ხალხი შეაქუჩა. თაიგულმა უპრობლემოდ გადაინაცვლა ნუცას ხელებში. ნუცამ გიორგის ჩაუკრა თვალი და თაიგული დაანახა. არ მითქვამს? უკვე დიდი ხანია ნუცა და გიორგი ერთად არიან. ალბათ მალე უკან მოგვყვებიან.
წარმოდგენა არ მქონდა სად მივემგზავრებოდით. ლაშამ არაფრის დიდებით არ გამიმხილა. უბრალოდ მითხრა, სიცხე იქნება და რაც შეიძლება თხელი ტანსაცმელი ჩააწყვე და ბიკინიც არ დაგავიწყდესო. რამდენიმესაათიანი უსაშველო ფრენის შემდეგ, მიწაზე დავეშვით. წყალზე მზის სხივები ირეკლებოდა და ულამაზესად ციმციმებდა.
-ეს რა ადგილია?
-ბორა ბორა. მინდოდა სურპრიზად დამეტოვებინა. თანაც, რომ ვნახე როგორი სილამაზე იყო, უარი ვერ ვთქვი.
-საუკეთესო ქმარი ხარ, - ვაკოცე.
-დაიღალე?
-სასწაულად. სად უნდა დავიძინოთ?
წყალში მდგარ ერთ-ერთ სახლთან მივედით. ბარგი შევიტანეთ და კარი გამოვხურეთ. ლაშა მაშინვე ჩემკენ დაიძრა და კოცნა დამიწყო.
-რატომ შეარჩიე ეგ კაბა? - მაშინვე მისი გახდა დამიწყო.
-ნუ, შენი რეაქცია მინდოდა მენახა.
-ჰო, ახლავე ნახავ.
როგორც იქნა, საწადელი აისრულა და კაბა გამხადა. ხელები საჯდომზე შემომაწყო და მიჩქმიტა.
-ახლა ვეღარაფერს ამიკრძალავ, - სექსუალური ხმით ჩაილაპარაკა.
სმოკინგის გახდას უსაშველოდ დიდი ხანი მოვუნდი. ბოლოს ლაშამ მოთმინება დაკარგა და თავად მომეშველა. ზემოთ ამწია და ფეხები მისთვის შემომახვევინა. მაშინვე მკერდზე კოცნა დამიწყო. როცა საწოლზე დამაწვინა და ისევ ტუჩებს მისწვდა, ჩემი კვნესა უმისამართოდ ჩაიკარგა მის პირში. რამდენჯერმე მისი ზურგიც დავკაწრე.
-ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი, - ჩაილაპარაკა, ტუჩებში მაკოცა და თვალები დახუჭა.
ბორა ბორაზე საოცარი დრო გავატარეთ. ალბათ ასეთზე ვერც კი ვიოცნებებდი. მთელი დღე გარეთ ვიყავით და ვცურავდით, ღამით კი ლაშას მკლავებში აღმოვჩნდებოდი და ძალაგამოცლილი ვიძინებდი.
იდეალური წყვილი ვიყავით? რა თქმა უნდა არა. ჩვენც ვჩხუბობდით, მაგრამ არასდროს სერიოზულად. 2 წელიწადში პატარა სოფო დაიბადა. ერთ წელიწადში კი ტყუპები - ლუკა და დემეტრე მიყვნენ დაიკოს.
ახლაც ვზივარ და ვუფიქრდები საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, იმ დღიდან, კლუბში რომ წავედით მე და ბექა. და რა მოხდებოდა უარი რომ მეთქვა? ალბათ ვერასდროს გავიცნობდი ლაშას და ვერც ასეთ თბილ ოჯახს შევქმნიდი.
სულ დამავიწყდა, გიორგი და ნუცაც დაქორწინდნენ. მათი და ქეთისა და გიგის შვილი ერთ დღეს დაიბადა. ორივეს ბიჭი შეეძინა და ორივეს ნიკა დაარქვეს.
-რაზე ჩაფიქრდი? - მკითხა დასაძინებლად დაწოლილმა ლაშამ.
-უბრალოდ ვაანალიზებ როგორ გამიმართლა, რომ ყველაფერი ასე აეწყო. რომ გაგიმ სწორედ შენ დაგირეკა და რომ შემეძლოს, იმ ოცთეთრიანს მუდამ თან ვატარებდი. მაშინ რომ სანდროზე დამჯდარიყო შენ აღარ აგირჩევდი.
-მაგრამ მასე არ მოხდა, - ტუჩებში მაკოცა, ზემოდან მომექცა და მთელ ხმაზე ამაკვნესა.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაუუუუუუ გაოცებული ვარ.... საკმაოდ ვიხალისე და ძალიან საინტერესო ისტორია იყო.... მესიამოვნა ამ ისტორიის წაკითხვა...
არა რა ყველა მიყვარს ვინც ისტორიას ასე თბილად და მაგრად ამთავრებს ძალიან მაგარი იყო <3
"-ამის დედაც, ვის ვატყუებ? ისევ მიყვარხარ" ეს ჩემი საყვარელი მომენტია <3

 


№2  offline მოდერი N1penguin

ანი ანი
ვაუუუუუუ გაოცებული ვარ.... საკმაოდ ვიხალისე და ძალიან საინტერესო ისტორია იყო.... მესიამოვნა ამ ისტორიის წაკითხვა...
არა რა ყველა მიყვარს ვინც ისტორიას ასე თბილად და მაგრად ამთავრებს ძალიან მაგარი იყო <3
"-ამის დედაც, ვის ვატყუებ? ისევ მიყვარხარ" ეს ჩემი საყვარელი მომენტია <3

დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის heart_eyes kissing_heart სხვთა შორის, ჩემი საყვარელი მომენტიც ეგაა, ერთი სული მქონდა როდის დავწერდი blush blush heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რა კარგი იყო. ბოლო წინადადებამდე ინტერესი არ გამნელებია. კარგა ხანია სრულად ისტორიას ასე არ მოვუხიბლივარ. ან კითხვას ვწყვეტდი, ან სკუპებით ვკითხულობდი. გამართული ნაწერია და გემრიელად წასაკითხი. კიდევ მინდა ასეთი კარგი ისტორია. დიდი მადლობა დღის კარგად დაწყებისთვის. კარგი ხარ

 


№4  offline მოდერი N1penguin

Chikochiko
რა კარგი იყო. ბოლო წინადადებამდე ინტერესი არ გამნელებია. კარგა ხანია სრულად ისტორიას ასე არ მოვუხიბლივარ. ან კითხვას ვწყვეტდი, ან სკუპებით ვკითხულობდი. გამართული ნაწერია და გემრიელად წასაკითხი. კიდევ მინდა ასეთი კარგი ისტორია. დიდი მადლობა დღის კარგად დაწყებისთვის. კარგი ხარ

მიხარია ასე ძალიან თუ მოგეწონა blush ამ ისტორიის წერისას მგონი ჩემს თავსაც კი გადავაჭარბე. უღრმესი მადლობა ასევე ჩემი დღის ასე კარგად დაწყებისთვის. შენმა კომენტარმა მართლა გამახარა და საერთოდ ყველა საქმე გადამავიწყა kissing_closed_eyes

 


№5  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო, საინტერესო ცოტა სახალისო და მთლიანობაში საოცრება kissing_closed_eyes kissing_closed_eyes heart_eyes heart_eyes

 


№6  offline მოდერი N1penguin

blondeangel631
ძალიან კარგი იყო, საინტერესო ცოტა სახალისო და მთლიანობაში საოცრება kissing_closed_eyes kissing_closed_eyes heart_eyes heart_eyes

დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes მიხარია, რომ მოგეწონა kissing_heart kissing_heart

 


№7 სტუმარი ბასილისა

სასიამოვნოდდ კარგიიიყო ????????????

 


№8  offline მოდერი N1penguin

ბასილისა
სასიამოვნოდდ კარგიიიყო ????????????

blush blush blush

 


№9  offline წევრი svetlana111

heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart შესანიშნავია.

 


№10  offline მოდერი N1penguin

svetlana111
heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart შესანიშნავია.

დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონა blush blush

 


№11  offline მოდერი abezara98

მართალია, ჩემი აზრი ამ მოთხრობაზე იცი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გითხრა bowtie ძალიან კარგი და სახალისო იყო ყველაფერი! heart_eyes heart_eyes უბრალოდ ვგიჟდები ყველა პერსონაჟზე (ნუ, ვისაც ვიწუნებ და რატომაც, შენც კარგად იცი joy joy ), უგონოდ ვარ შეყვარებული ლაშაზეე heart_eyes heart_eyes ჩემი იდეალური ბიჭი, ჩემი სრულყოფილება, ჩემი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავიი heart_eyes heart_eyes blush ველოდები სხვა მოთხრობებსაც! kissing_heart kissing_heart

 


№12  offline მოდერი N1penguin

abezara98
მართალია, ჩემი აზრი ამ მოთხრობაზე იცი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გითხრა bowtie ძალიან კარგი და სახალისო იყო ყველაფერი! heart_eyes heart_eyes უბრალოდ ვგიჟდები ყველა პერსონაჟზე (ნუ, ვისაც ვიწუნებ და რატომაც, შენც კარგად იცი joy joy ), უგონოდ ვარ შეყვარებული ლაშაზეე heart_eyes heart_eyes ჩემი იდეალური ბიჭი, ჩემი სრულყოფილება, ჩემი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავიი heart_eyes heart_eyes blush ველოდები სხვა მოთხრობებსაც! kissing_heart kissing_heart

ვაიმეე, უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ???????? ვიცი შენი აზრი და ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რატომ ფიქრობ მასე, თუმცა არაუშავს, მახარებს, რომ მოგეწონა. სამწუხაეოდ, არ მგონია უახლოეს მომავალში კიდევ დავწერო მსგავსი რამ ????????

 


№13 სტუმარი r3234

ძაან იდიოტობა იყო რამდეჯერ დააშორე დიდი ვერაფერი ემოცია გამოიწვია ჩემში პირადად

 


№14  offline მოდერი N1penguin

r3234
ძაან იდიოტობა იყო რამდეჯერ დააშორე დიდი ვერაფერი ემოცია გამოიწვია ჩემში პირადად

კრიტიკა ყოველთვის საჭიროა, მადლობა შთაბეჭდილების გაზიარებისთვის heart_eyes heart_eyes არ ვარ ჩამოყალიბებული მწერალი. ჩამოყალიბებული კი არა, საერთოდ არც ვფიქრობ ამაზე. უბრალოდ გასართობად და დროის გასაყვანად დავწერე, არაფერი პირადული wink

 


№15  offline წევრი LaLiDze

ძალიან მაგარი გოგო ხარ და გამიხარდება უფრო ხშირად თუ დადებ ისტორიებს <3

 


№16  offline მოდერი N1penguin

LaLiDze
ძალიან მაგარი გოგო ხარ და გამიხარდება უფრო ხშირად თუ დადებ ისტორიებს <3

დიდი მადლობა heart_eyes შევეცდები, დროს როგორც კი გამოვნახავ და მუზაც თუ მექნება laughing blush

 


№17 სტუმარი მკითხველი

ძალიან მომეწონა, თბილი ისტორიაა kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

 


№18  offline მოდერი N1penguin

მკითხველი
ძალიან მომეწონა, თბილი ისტორიაა kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

მადლობა <3 მიხარია თუ ისიამოვნე kissing kissing

 


№19  offline წევრი mariam m.k

Martla kargi da sasiamovno wasaktxi iyo rac ar unda iyos nakls ver mouzebni am istorias bevri istoria wamikitxavs am saitze magram es ragac gansxvavebuli da sul dasamaxsovrebadi istoria xom da kide Shen istoriebs dgesve mivyvebi vnaxot scvebshic tu ese karg shefasebs migeb chemgan!?

 


№20  offline მოდერი N1penguin

mariam m.k
Martla kargi da sasiamovno wasaktxi iyo rac ar unda iyos nakls ver mouzebni am istorias bevri istoria wamikitxavs am saitze magram es ragac gansxvavebuli da sul dasamaxsovrebadi istoria xom da kide Shen istoriebs dgesve mivyvebi vnaxot scvebshic tu ese karg shefasebs migeb chemgan!?

აი რაღა დაგიწერო, ძალიან ბედიერი ვარ, თუ ისტორიის წაკითხვისას ისიამოვნე და დროის კარგვად არ მიგაჩნია heart_eyes heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent