შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ძახილი 12


7-03-2018, 22:13
ავტორი zia-maria
ნანახია 3 631

   ძილის დროს ჩვენი ცნობიერება თითქოს რამდენიმე საათით ითიშება და ადამიანი ორ სამყაროში ცხოვრობს.სიზმარის საშუალებით ვმოგზაურობთ და ეს სულიერი ცხოვრებაა, რომელიც რაღაცით ჰგავს სინამდვილეს.გიორგის მკერდზე ედო თავი და რაღაც აწუხებდა,ცოტა ხანში კვნესა დაიწყო და ცრემლებმა გულის მხარე დაუსველა.გიორგიმ თვალი გაახილა გაოცებულმა,შეხედა სესილის და ეძინა,ეძინა მაგრამ ბორგავდა,შეცვლილი ჰქონდა სახის მიმიკები.მიხვდა,რომ სიზმარში იყო და დააპირა გაეღვიძებინა,მაგრამ ყური მოკრა მისი ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს და გაოგნებული დასჩერებოდა ზემოდან მძირეს,რომელიც ჩურჩულებდა,მაგრამ გულამოსკვილი ტიროდა.
-ლუკა ვიცანი,შენი გულის ხმა გავიგონე,შენი ,,გულის ძახილი'' ჩემამდე უკვე მოვიდა.მივხვდი,მივხვდი ლუკა რომ გიორგის სხეულშია შენი გული.აქ არის,ჩემთან არის.
-იმედია ეს არ მომესმა.დაიჩურჩულა გიორგიმ და თვალი ვერ მოხუჭა,ვერ დაიძინა და მთელი ღამე ფიქრებში გაათენა,დილით კი ჩვეული ღიმილით შეხვდა სესილის გაღვიძებას და შუბლზე კოცნით მიესალმა.
-გიორგი რაღაც მინდა გითხრა,მაგრამ არ მინდა გაბრაზდე.
-გისმენ სესილი.დაიბნა გიორგი თითქოს წინასწარ იცოდა რასაც ეტყოდა და დაიძაბა.სესილი კი ჯერ ჩუმად იყო და ნერვიულობით ხელებზე თითებს იმტვრევდა.
-არ ვიცი რამდენად მართალი ვარ,მაგრამ უკვე სიჩუმეც აღარ შემიძლია.
-თქვი რა არის ასეთი,ასე რომ გიჭირს თქმა.
-გიორგი ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ დონორი ვინც გული გაჩუქა და სიცოცხლე შეგინარჩუნა,ვფიქრობ რომ ლუკა იყო.
-სესილი ეს შეუძლებელია,ანდრეამ მითხრა რომ არ იცნობდა დონორს.
-აბა მე რატომ მაქვს ასეთი შეგრძნება.,დარწმუნებული ვარ რომ ასეა.
-ვიცი ძალიან ძნელი იქნება,მაგრამ უნდა გავიგო,სიმართლე უნდა გავარკვიო.
-თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა,წახვალ?აღარ მოვისმენ შენი გულის ფეთქვას?შეეკითხა ცრემლნარევი ხმით.
-სესილი აქ გული არაფერ შუაშია,შუაში ის არის შენ გულის გამო გრძნობ ჩემთან თავს კარგად თუ ჩემი შენს გვერდით ყოფნა  გხდის შენ კარგად.მართალია უნდა გავიგო და გამიჭირდება ამ ფაქტთან შეგუება,მაგრამ შენ უნდა დარწმუნდე ლუკას გულის გამო იქნები თუ შენც ისე გრძნობ ჩემს შეხებას,როგორც  მე.
-არა,არა ეს არაფერ შუაშია,მაგრამ მართლა დავწყნარდები თუ გავიგებ სიმართლეს.ლუკა თითქმის ყოველ ღამე მოდის და მეუბნება,რომ ,,გულის ძახილი''მოგესმება და ის გული ჩემი გულია  რომელიც მე მაღლა დავტოვე.
-არ ვიცი რა გითხრა,რთულია ამის დადგენა.
-გიორგი,ანდრეა?ანდრეა არ დაგეხმარება?გთხოვ, გავარკვიოთ სიმართლე.
-არა,არ მეტყვის.რამდენჯერმე მივედი და ვთხოვე ეთქვა სიმართლე,მაგრამ უარი მითხრა. ყოველთვის გვერდს უვლის ამ თემას,მე წავალ და შეგეხმიანები,რაღაც საქმე მაქვს.სესილიმ ეჭვის თვალით შეხედა გიორგის მაგრამ თავი დაუქნია თანხმობის  ნიშნად,კარებში გასვლისას კი სესილის  მიუბრუნდა,დააკვირდა მის სახეს,ვარდიაფერ ტუჩებზე ნაზად შეეხო და უთხრა.
-გახსოვდეს არავისში არ გაგცვლი,არც შენს მიერ გრძნობები არ გამინელდება,თუ არ შეგეხმიანო მიზეზი მექნება რომ ვიყო ჩემთვის წყნარად,მარტო.
-გიორგი მაშინებ,მინდა დღეს მეც შენს გვერდით ვიყო.
-მე რის გასაგებადაც მივდივარ,ეს რომ მართალი აღმოჩნდეს შენ გაგიჭირდება სიმართლესთან შეგუება,ვერ გაუძლებ სესილი.
-არა,გავუძლებ.მე დღეს შენს გვერდით უნდა ვიყო,შენთან უნდა ვიყო,ნუ დამიშლი ამას და ის რაც წინ გველოდება,ჩავჭიდოთ ხელი ერთმანეთს და ერთად გადავლახოთ.გიორგიმ შეხედა თვალებში სესილის და მიხვდა,ვერ დაარწმუნებდა აზრი შეეცვალა.
-ჩაიცვი და წამოდი,მაგრამ გახსოვდეს ძლიერი უნდა იყო,მეც უნდა მაჯობო შენი თავშეკავებით და შენი სიძლიერით.
-გპირდები,ძლიერი ვიქნები.სესილის რაც მოჰყვა ხელში ჩაიცვა და თხელი მოსამცმელი ხელით წაიღო,უხმოდ მიდიოდა გიორგის გვერდით და ასე უხმოდ შევიდნენ საავადმყოფომდე.მანქანა დააყენა და თვალი აავლო მის წინ მდგარ რამდენიმე სართულს და ფიქრობდა რა ელოდა იმ კედლების შიგნით.სესილის შეხედა,ხელი ჩაჭიდა ძლიერად და შენობაში შევიდა.ღიმილით მიესალმა გოგონებს და ანდრეა იკითხა.
-ანუკი ანდრეა კაბინეტშია?
-არა,გიორგი ანდრეა ექიმი ოპერაციაზეა.
-დიდი ხანია რაც დაიწყო ოპერაცია?
-10 წუთია რაც დაიწყო და ჯერ დააგვიანდება,ალბად რამოდენიმე საათი.გინდა ყავა მოგართვა?
-არა,არა მადლობა ანუკი.მე წავალ მაღლა და კაბინეტში დაველოდები.გიორგიმ ანდრეას კაბინეტისაკენ წავიდა და სესილი არ გაატარა გოგონებმა,მაგრამ გიორგიმ მიუბრუნდათ და ღიმილით უთხრა.
-ანუკი ჩემთან არის სესილი გამოუშვი.ანდრეას კაბინეტში მისვლამდე ერთი ძალიან ახლობელი ნახა და უთხრა.
-ელზა ძალიან გთხოვ,უნდა დამეხმარო.ანდრეას კაბინეტში ჩემი ისტორია მომიძებნე.
-გიორგი უხერხულში მაყენებ,ეს ექიმის საქმეა და მისი თანხმობის გარეშე ვერ ვიზამ,ვერ შევეხები, სამსახურს დამატოვებინებენ.
-მომისმინე არ მინახიხარ,არ გინახივარ.რაც მაინტერესებს იმას ვნახავ და საერთოდ არ გახსენებ,გთხოვ ელზა დამეხმარე.ანდრეაც გამოვა და დამეხმარება მაგრამ დროში ვიწვები,მივფრინავ ჩემს საცოლესთან ერთად,რაც მაინტერესებს ვეღარ გავარკვევ ჩემთვის ძალიან საინტერესოს.ელზა ეს ერთი ქაღალდი,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გამცემს პასუხს,პასუხს რომელზედაც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
-ქორწინდები?ანდრეას არ უთქვია.
-არ იცის,სიურპრიზს ვუკეთებთ.სესილი იდგა და გაოცებული უსმენდა გიორგის.
-კარგი დაგეხმარები,მაგრამ მე არ მახსენებ.ელზამ საჭირო საქაღალდე გადმოიღო და რამდენიმე წუთის ძებნის შემდეგ გიორგის ჯამრთელობის ისტორიაც იპოვა.სასწრაფოდ გადაშალა და რამდენიმე ფურცლის გადადების შემდეგ საჭირო ქაღალდი ჩაიკითხა და ღიმილით გადასცა გიორგის.გიორგიმ მადლობა მოუხადა,ქაღალდს დახედა და ფერი დაეკარგა,თვალები აემღვრა და ყელში ცრემლი მოაწვა,სესილის შეხედა და იქვე ჩაიკეცა.სესილიმ მიუახლოვდა,ქაღალდი გამოართვა წაიკითხა და ცრემლიანი თვალებით თქვა.
-ვიცოდი,ვიცოდი დარწმუნებული ვიყავი.ვგრძნობდი,იმ ღამიდანვე ვგრძნობდი ოპერაცია რომ გაიკეთე.გიორგი ნახე აქ რა წერია,წაიკითხე.
-სიკვდილამდე,მძიმედ დაშავებულმა პაციენტმა თავისი სურვილით განაცხადა რომ მისი სხეულის მთავარი ნაწილი ,,გული'' გადაეცეს მის საუკეთესო მეგობარს გიორგი  ბურჯანაძეს.სესილი ეს გამოდის,ლუკას ეს შემთხვევა რომ არ მოსვლოდა მე შესაძლებელია ახლა არც ვყოფილიყავი ცოცხალი.სასწრაფოდ გონზე მოვიდა,ქაღალდი დაკეცა ჯიბეში ჩაიდი და სესილისთან ერთად დატოვა საავადმყოფოს კედლები.მანქანასთან რომ მივიდა,სესილი გაახსენდა რომელიც ნელა-ნელა მოდიოდა მისკენ და ვერც ის ამბობდა ვერაფერს.მიუახლოვდა გიორგის და მის წინ დადგა,გიორგიმ შეხედა,ხელი მოხვია და გულზე მიიკრა,თავზე აკოცა ფრთხილად და ჩურჩულით უთხრა.
-მაპატიე,მაპატიე რომ ლუკას გული მე წაგართვი.
-გიორგი შენში რომ არ ყოფილიყო ლუკას გული, შენს სიცოცხლე საფრთხე ემუქრებოდა.
-სესილი ნდობა, ყველაზე ფასეული და ყველაზე სათუთი რამაა რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველანაირ ურთიერთობაში.ნდობის მოპოვებას დრო ჭირდება,დაკარგვას კი წუთი,ხოლო აღდგენას მთელი ცხოვრება.არ უნდა დაემალა ანდრეას ეს ჩემთვის.
-ვიცი ძნელია ეს როგორც შენთვის,ასევე ჩემთვის.მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა ერთხელაც გაიღვიძებ და ხელს ჩაიქნევ ყველაფერზე.გგონია უკვე დაასრულე შენი ყოფიერებით შენი მისია და გინდა ცხოვრების კარი გაიხურო,მაგრამ დამიჯერე ეს როგორი მტკივნეულიც არ უნდა ოყოს,უნდა შევძლოთ,უნდა გავაგრძელოთ გზა მომავლისკენ.
-როგორ,სესილი. როგორ შევძლო,დღეს ჩემი სული დაიმსხვრა და როგორ შევძლო მისი ნაწილებად შეგროვება.როგორ შევძლო ამ ტვირთის ზიდვა.
-შევძლებთ,ნაწილ-ნაწილ შევაწებოთ ისინი და რომ აგეტიროს არ იტირო,რაც არ უნდა გტკიოდეს გაიღიმე,უნდა გავიღიმოთ და შევძლოთ საკუთარი ტკივილის ატანა.
-მენანება ყოველი წუთი,რომელიც წარსულის საკუთრება ხდება.რამდენი რამ არის სათქმელი,მაგრამ ყველაფერი უთქმელი რჩება.ორივე მდუმარედ იდგა და მათ მიუახლოვდა თეთრწვერა მოხუცი,რომელმაც შესცინა ორივეს და ღიმილით უთხრა.
-რამ დაგაღონათ შვილებო,რამ შეგაშინათ.ცხოვრება რთულია,თიხას გამოსაკვერად დიდი სიმხურვალე სჭირდება.აი სწორედ ასეა სიყვარულიც,მან დიდი და უზარმაზარი ტკივილი უნდა გამოიაროს,რომ მის სრულყოფას მიაღწიოს.ისე არანაირი ძალა არ ექნება მყარ და ძლიერ სიყვარულს.გაუღიმა მათ და ჯოხის კაკუნით წავიდა.გიორგიმ სესილის შეხედა და წყნარად უთხრა.
-სესილი სახლში წადი,ცოტა ხნით მარტო მინდა ყოფნა.იმედია არ გეწყინაბა.
-არა,არ მეწყინება.ვიცი,რომ ბევ რამეზე უნდა დაფიქრდე,დავფიქრდეთ ორივემ.
-არა,უბრალოდ რამოდენიმე დღე მარტო ვიქნები.შუბლზე აკოცა სესილის ტაქსი გაუჩერა და გაუშვა.თავად კი კონიაკი იყიდა და მარტო სვამდა,თან ჩურჩულებდა.
-ჩვენმა ერთად გატარებულმა წლებმა თვალწინ გამიქროლა,რომ შემეძლოს ჩემივე ხელით ამოვიღებ ამ გულს და ისევ შენ ჩაგისვამ,რა გავაკეთო შენთვის ლუკა რომ დაბრუნდე,რა შემიძლია.მიმძიმს უკვე აქ გაჩერება,მაგრამ სად წავიდე,რომელ მხარეს გავიქცე.დღეს ერთიანად დავბერდი,მე ბედნიერების უფლებაც არ მაქვს.ნეტავ ჩემთვინაც დაღამდებოდეს დღეს ეს ღამე სამუდამოდ,რომ დავისვენო.დღეს ვიგრძენი ძლიერ,რომ დავღლილვარ ლუკა.შენ მე შენი განძი დამიტოვე,გეფიცები მოვუვლი,გავაბედნიერებ და შენს ნაჩუქარ გულს მთლიანად მას მივუძღვნი.
   დრო ადამიანივითაა,სანამ არ დაკარგავ მის ნამდვილ ფასს ვერ გაიგებ.რაც უფრო გადის დრო,მით უფრო ძვირფასი და სანატრელი ხდება წარსულის დღეები.ანდრეას უკვირდა გიორგის გაუჩინარება,დუმილი იყო მის გარშემო და არ მოსწონდა ეს დუმილი,სიჩუმე,რადგან ხშირად სიჩუმემ უეცრად იცის აფეთქება,ამიტომ რაღაც უცნაური გრძნობა ჰქონდა.გიორგი არც სახლში არ მივიდა,სასტუმროში აიღო ნომერი და იქ იყო მისთვის ჩუმად და წყნარად.რობოტივით მოქმედებდა,გრძნობების აღთქმა დაავიწყდა,რეალობის შეგრძნების უნარიც დაეკარგა და ვეღარ აღიქვამდა დღეს და ღამეს.ერთადერთი იმას გრძნობდა რომ სუნთქავდა და სუნთქვით ფილტვებს ჟანგბადს აწოდებდა.თითქოს მუმიად გადაქცეულიყო,ცრემლიც კი გაუშრა იმდენად რომ დაავიწყდა მისი მლაშე გემო.
-გვეტკბილება ცხოვრება,მაგრამ სასტიკია ის და დაუნდობელი.ლუკა მჭირდები,სიკვდილმა დაგვაშორა ერთმანეთს და გაგვრიყა შორი-შორს.სრული ორი კვირა გაატარა სიმარტოვეში,სესილი სერიოზულმა შიშმა შეიპყრო.ვერც დათვლიდა უკვე რამდენჯერ დარეკა გიორგის ნომერზე,როგორც ყოველთვის ნომერი გამორთულია.ასევე დაეძებდა ანდრეა,დემეტრე და ქეთი.ყველას უკვირდა მისი ასე უხმოდ გაუჩინარება,სესილის გარდა არავინ არ იცოდა სიმართლე თუ რისთვის გაერიდა ყველას გიორგი.ერთ დილით ჩართო გიორგიმ ტელეფონი და უამრავი შემოსული და უპასუხო ზარებიდან,მხოლოდ სესილის დაურეკა.
-გიორგი?სად ხარ,როგორ ხარ.
-როგორც ხედავ ცოცხალი ვარ,შენ როგორ ხარ.
-შენზე ვნერვიულობ და არა მარტო მე,ყველა ნერვიულობს.
-ანდრეამ გაიგო სიმართლე?
-არა,მე არაფერი არ მითქვამს.
-როგორ შეიკავე თავი სესილი.
-არ ვიცი,მაგრამ ვფიქრობ შენ უნდა დაელაპარაკო.
-კარგი,წავედი და გპირდები რამოდენიმე დღეში გნახავ.გკოცნი.წავიდა,ისევ იყიდა ერთი ბოთლი კონიაკი და თითქმის ნახევრამდე დაცალა,შემდეგ კი ანდრეას მიაკითხა.ზარი დარეკა და ანდრეამ გაუღო კარი,მის წინ თვალებდაწითლებული,გაუპარსავი,დაჭმუჭნული პერანგით იდგა გიორგი.გაუკვირდა,თან გაუხარდა მაგრამ გიორგის ხელში თეთრ ქაღალდს მოკრა თვალი თუ არა თვალები მაგრად დახუჭა და შემდეგ ჩუმი ხმით შეეკითხა.
-საიდან გაქვს შენ ეს ქაღალდი.სად ნახე,ვინ მოგცა.
-იქ ვნახე სადაც მალავდი სიმართლეს ანდრეა.რამდენჯერ გთხოვე,რამდენჯერ შეგეკითხე,რატომ,რატომ დამიმალე სიმართლე.ცხოვრება ულმობელია,ხანდახან გვიწევს ჩავიდინოთ ისეთი რამ,რაც ძალიან არ გვინდა,მაგრამ იძულებულები ვართ,რადგან სხვა გზა არ არსებობს.იბნევი და ვეღარ ფიქრობ შედეგებზე,ვერ სანზღვრავ,ვერ თვლი იმ წუთში შენი გადაწყვეტილება,სწორია თუ არა.გგონია,რომ კარგად გააკეთე ყველაფერი,მაგრამ სწორედ იქ დაუშვი დიდი შეცდომა,როცა ფიქრად გაიფიქრე ის,რაც არ უნდა გეფიქრა.იცი როგორ ვარ მთელი ეს დრო,მთელი ეს ორი კვირა?შიმშილი მკლავს,სულიერი შიმშილი,რომელიც ბევრად ძნელია ფიზიკურ შიმშილზე.ფიზიკური შიმშილით უჭმელობისგან კვდები,ხოლო სულიერი შიმშილი კვდები მორალურად.ვიღაცის ძებნაში თუ რაღაცის ძიებაში გარბის დრო,წლები.წლები რომელშიც ყოველი წამი ღირებულია,ეს ხომ ღმერთისგან ნაჩუქარი საჩუქარია.ანდრეა მე 10 დღეა რაც მოვკვდი და შენს წინაშე მძორი ვარ.დიდი ხანია კითხვაზე პასუხს ველი,მაგრამ ეს პასუხი ვერ მივიღე,იმ დღეს კი როცა ეს ქაღალდი ხელში დავიკავე,პირველად ის ვიფიქრე არ წამეკითხა იქ ისეთი რამ,რაც არ მინდოდა ყოფილიყო სიმართლე.რატომ,რატომ დამიფიცე ეს ყველაფერი.მე ხომ მქონდა უფლება მცოდნოდა სიმართლე, რაც არ უნდა მწარე ყოფილიყო ის.
-ვწუხვარ გიორგი.მხოლოდ ერთს გეტყვი,ლუკა ყველასთვის სამართლიანობისა და მოტივაციის სიმბოლოდ დარჩა ჩვენს მეხსიერებაში.
-სიტყვებს არ შეუძლიათ ამ განცდის გადმოცემა,ვერც ვერავინი ამიხსნის,რომ გავიაზრებ ამ ყველაფერს და გააზრება სიმართლისა ძალას მომცემს.არა,ჩემს გარშემო მხოლოდ უპასუხო კითხვებია.რატომ?როგორ?კითხვებს ვსვამ,მაგრამ სიჩუმეა გარშემო,პასუხი არსაიდან არ ისმის.ანდრეა აუტანელი და ნერვიული სიჩუმე დგას გარშემო,რომელიც გტანჯავს და სულს გიღრღნის.ამ ტკივილის სახელი და გვარი კი ლუკა ჯაფარიძეა.ადამიანი,რომელიც დააკლდა ყველას,მაგრამ მისი გული ჩემში ცოცხლობს და ჩემში სუნთქავს.გიორგი იქვე დაჯდა და ატირდა,ანდრეამაც მის გვერდით დაიკავა ადგილი და ისიც გიორგისთან ერთად ტიროდა.
-ნუ გწყინს რომ დაგიმალე,მან შენი სიცოცხლისთვის მიიღო ეს გადაწყვეტილება მაშინ,როცა მძიმედ იყო და ოპერაციის წინ მითხრა,თუ ვერ გადავრჩი გიორგი აცოცხლე ჩემი გულით და ის გადაარჩინეო.
-ღმერთო მომეცი ძალა არ მინდა შევიშალო.ლუკას გული ჩემშია,უნდა გავუფრთხილდე,უნდა მოვეფერო,რომ დიდი ხნით გამყვეს მისი მძაფრი ფეთქვა.ყოველ ღამით მე ხომ მისი სუნთქვით ვსუნთქავ ანდრეა.
-მარტო შენ არა,ლუკა ყველას გვაკლია გიორგი.
-ანდრეა როცა რამე ტკივათ ძალიან,სულის დასამშვიდებლად,ზოგი მღვდელთან მიდის თავიანთ მოძღვარს გულს უხსნის,ზოგი პოეზიას უხმობს და ასე გადააქვს მისი ტკივილი.მე კი,მე ხომ მხოლოდ ჩემს სამეგობროში ვიყავი ყოველთვის,ახლა იმ მეგობრებს ლუკა რომ აკლიათ.
-ჩვენ ისევ ერთი გუნდი ვართ.დემეტრე გვყავს,მე გყავარ,სესილი,ალექსანდრაც ჩვენია უკვე.
-უმჯობესი იყო ჩემი სხეული გარეულ ცხოველს დაეგლიჯა,თუ არ მოვკვდებოდი,დრო და დრო ხომ მომირჩებოდა სხეულის იარა,მაგრამ მე შენ სული დამიფლითე შენი სიჩუმით.ამით დიდი სტრესი მივიღე,დეპრესიაში ვიყავი და ბოლოს მაინც მოვერიე თავს,რადგან მინდოდა ახლოში მენახე.ანდრეა ფეხზე დადგა და ხელებგაშლილმა უთხრა გიორგის გაბრაზებული ხმით.
-მშვენიერია,აქ ვარ მოდი რაც გინდა ის ქენი,მიყვირე,დამარტყი თუ გულს მოიფხან და დამშვიდდები.რა შეიცვლება ამით გიორგი.
-არც არაფერი,უკვე აღარაფერი.
-შენ შენი დარდი გაწუხებს,და ხვდები მე როგორ ვიყავი მთელი ეს დრო?გაიფიქრე გულში თუნდაც ერთხელ იმ დღეს ,როცა ლუკას ჩემივე ხელებით,აი ამ ხელებით დავუხუჭე თვალები სამუდამოდ,იცი იმ თვალების დავიწყება რომ არ შემიძლია?იცი რომ ბოლომდე ისე იყო თითქოს არაფერი არ ხდებოდა მის გარშემო მნიშვნელოვანი და საშიში,ცრემლი ჰქონდა თვალებში,იცოდა,იცოდა რომ საბოლოოდ მხედავდა,მაგრამ მაინც შენი სახელი იყო მისი ბოლო ამოსუნთქვა,რომ შენ გადამერჩინე,რომ პირობა დამადებინა,რომ დამაფიცა შენში ეცოცხლა მის გულს და შენ ასე გაგეგრძელებინა ცხოვრება.ფიქრობ ეს ყველაფერი ადვილი დასავიწყებელია ჩემთვის?იყვირა ანდრეამ და ისიც აღრიალდა მთელი ხმით,ამდენი ხნის ნაგროვებმა ტკივილმა ერთიანად ამოხეთქა და ცრემლებად დაეშვა მის სახეზე,რომელიც მის სახეზე წამოსულ წვერში დაიკარგნენ.გიორგიმ ადგა ხელი მოხვია და ანდრეას თავი გულზე მიიდო,ასე იყვნენ რამოდენიმე წუთი,სახლში ალექსანდრა შემოვიდა და გაოცებული უცქერდა ორ მამაკაცს რომლებიც ერთმანეთის მხარზე აფრქვევდნენ ცხარე ცრემლებს.აქ ზედმეტი იყო კითხვების დასმა,უთქმელად მიხვდა სათქმელს,ორივეს გაეცალა და სამზარეულოში გავიდა და სამივესთვის ძლიერი,უშაქრო ყავა მოამზადა.გიორგიმ შეხედა ჯერ ალექსანდრას და შემდეგ ანდრეას და ჩუმად უთხრა.
-ალექსანდრა აქ რას აკეთებს?
-აქ ცხოვრობს,ვიღაცამ დააშინა და იმ ვიღაცამ იცის ლუკას მკვლელის ვინაობა.შემდეგ ყურთან უჩურჩულა.-მაგიჟებს გიორგი ალექსანდრა.
-ვხედავ,შენ უკვე სერიოზულად ხარ მასზე შეყვარებული.
-აბა,გეყოთ გლოვა და ყავა დავლიოთ.გიორგიმ ანდრეას შეხედა და ფეხზე წამოდგა ორივე.-ჩუმად ხართ,არაფერს ამბობთ,გინდათ დავლიოთ?
-არა,არ მინდა დალევა ხვალ რთული დღე მაქვს.თქვა ანდრეამ.
გიორგი ადექი,შედი ახლავეს და წყალი გადაივლე.თავი მოიწესრიგე და ადამიანს დაემსგავსე.შენ ტანისამოსი მიეცი,დარწმუნებული ვარ პირველად არ ჩაიცმევს შენს ტანისამოსს,ისე როგორც შენ მისას.მოვა დრო და ლუკას სიკეთეს დააფასებ გიორგი.მან შენი სიცოცხლის გადარჩენით,მისი გულის სიცოცხლეც გადაარჩინა.ცხოვრება რასაც მოგიტანს უნდა აიღო,მან იცის დრო როდის გაგაოცოს,როდის გატკინოს და როდის შეგიყვარდეს.მე ვახშამს მოვამზადებ შენს ბანაობაში.ანდრეა წამოდგა და ყველაფერი მიუტანა გიორგის და შემდეგ ალექსანდრასთან შევიდა სამზარეულოში,რომელიც კარტოფილს თლიდა.
-გამაოცე დღეს,მადლობა.
-ანმდრეა ლუკა ისეთივე მეგობარი იყო ჩემი,როგორც თქვენი.მეც ისევე მტკივა,როგორც თქვენ და მეც ისევე განვიცდი,როგორც თქვენ.ნუ გგონია უგულო ვარ და ცივი ადამიანი,მეც მაქვს გული,და მეც მაქვს ოცნებები.
-მინდა შენს ოცნებებში მეც ვიყო ალექსანდრა.
-არ არის ჯერ სერიოზული ოცნებებისთვის დრო,ანდრეა ჯერ წინ ძალიან რთული საქმეები მიდევს.ვერაფერზე ვერ ვფიქრობ სხვა რამეზე,მომბეზრდა ყოველ დღე მუქარა და შანტაჟი.მინდა დავასრულო და როგორ ვიოცნებო ისეთ რამეზე,როცა ვიცი რომ ხვალ ტყვიის წინ მომიწევს დადგომა.
-ამას არ დავუშვებ,მეც შენს გვერდით ვიქნები.უთხრა მკაცრად და მაგიდაზე დადებულ ტელეფონს შეხედა რომელიც თავგამოდებით ახსენებდა მის არსებობას.დახედა და სესილის ნომერი იყო.
-გისმენ სესილი.
-ვნერვიულობ ანდრეა,გიორგის ისევ გათიშული აქვს ნომერი.
-ნუ ნერვიულობ,დღეს ჩემთან მოვიდა და აქ არის.
-შენთან არის?მართლა მანდ არის?
-მართლა აქ არის.
-რას აკეთებს მანდ.
-ახლა თავს მოიწესრიგებს,შემდეგ დაისვენებს ცოტას და ტვინს გაისუფთავებს ალკოგოლისგან.
-ტვინს მე გაგისუფთავებ შენ.უთხრა გიორგიმ და სიგარეტით ხელში შევიდა სამზარეულოში.
-მოწევაც დაუწყია ბიჭს,მიუხედავად იმისა რომ იცის არ შეიძლება.
დაგირეკავს სესილი.უთხრა და გაუთიშა.
-შენ შეგეკითხები სწორედ,მოვწევ თუ არ მოვწევ.
-ნუ იღრინები,სესილი ნერვიულობს და დაელაპარაკე.
-დაურეკავ და დაველაპარაკები.
-ნუ ბავშვობ გიორგი.
-არ ბავშვობ,ანდრეა უნდა წავიდე ცოტა ხნით.
-სად მიდიხარ,აქ იყავი რამდენი ხანიც დაგჭირდება.ჩვენ დილით გავდივართ და საღამოს შემოვდივართ.
-არა,წასვლა მჭირდება.აქ ვერ ვიაზროვნებ ნორმალურად,ძალიან ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე..
-რა გითხრა,წადი და იმედი მაქვს დამშვიდებული და საღი გონებით დაბრუნდები უკან.
-ანდრეა როგორ ფიქრობ,სწორად ვაკეთებ სესილი რომ შემიყვარდა?
-არ ვფიქრობ,გიორგი დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ერთად უნდა იყოთ.ლუკას ბოლო სიტყვებია, ,,ჩემი გული თავად იპოვის სესილის და გიორგი მას გააბედნიერებს''.
-მე კი სხვაგვარად ფიქრობ.
-მაინც რას ფიქრობ.
-ჯერ ერთი,რომ ასე მგონია მეგობარს ვუღალატე.მეორე,რომ სესილიმ მიხვდა თავიდანვე ყველაფერს და ლუკას გულის გამო გადაწყვიტა ჩემთან ყოფნა.
-მე კი გამიჭირდება შენსავეთ ვიფიქრო,გეტყვი რომ სესილი იშვიათი გოგონაა,შესაძლებელია პირველ ხანებში იგრძნო მან ლუკას გული,მაგრამ დარწმუნებული ვარ შენ მას უყვარხარ არა როგორც ლუკა არამედ როგორც გიორგი.
-შენ ჯერ კიდევ არ იცნობ სესილის და როცა მას ახლოს გაიცნობ,მაშინ უფრო დააფასებ მას და მასში არსებულ უბრალოებას.უთხრა დემეტრემ და როდის შემოვიდა სახლში,როდის და როგორ დაადგა ბიჭებს თავზე ვერცერთმა ვერ გაიგო,ამიტომ ორივე გაოცებული უცქერდა მათთან ახლოს მდგარ დემეტრეს.
-აბა,მორჩით კამათს და მობრძანდით.სამივეს შეუძახა ალექსანდრამ.ყველა შემოუსხდა მაგიდას და უხმოდ,უხალისოდ შეექცნენ ვახშამს,არცერთს არ შიოდა,მაგრამ ჭირდებოდათ თუნდაც ასე უხმოდ მსხდარიყვნებნ მხარ დამხარ.დემეტრემ მორჩა ვახშამს გიორგის შეხედა და უთხრა.
-ბევრჯერ უთქვამთ სიყვარული ბრმა არისო,მაგრამ მე გეტყვით,რომ ეს სულაც არ არის ასე ან არის,მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში სიყვარული ახალშობილი ყრმაა და მოითხოვს ყურადღებას,სითბოს,ალერსს ეს გრძნობა რომ გაიზარდოს დაფრთიანდეს და გაგახაროს მისი არსებობით,მისი ჟღურტულით.გიორგი შენს გულში სესილის სიყვარულია და მე გეტყვი,რომ გაუფრთხილდი მასაც და ამ იშვიათ გრძნობასაც.თუ უარყოფ ამ სიყვარიულს გაგტანჯავს ჯერ ის რომ ლუკას ვერ აუსრულე ის რაც გთხოვა და შემდეგ ძალიან გაგტანჯავს უსიყვარულოდ გატარებული ყოველი წუთი.შენ ეს გრძნობა და ეს ადამიანი გვერდით ისე გჭირდება,როგორც მე ჰაერი და ჩემი იზოლდა.



№1  offline წევრი mia15

როგორ ხარ გამიხარდა ახალი თავი რომ დავინახე.მართლა ძალიან კარგი და საინტერესოდ ვითარდება ყველაფერი.ველი შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი marina

ra sasauli gogo xar da saidan mogdis esunikaluri azrebi.zalian martebuli aris rom gaigo giorgim simartle .amas kvelapers dro shirdeba rom heeguos fa martebulisaa.❤❤

 


№3  offline მოდერი zia-maria

marina
ra sasauli gogo xar da saidan mogdis esunikaluri azrebi.zalian martebuli aris rom gaigo giorgim simartle .amas kvelapers dro shirdeba rom heeguos fa martebulisaa.❤❤

რა თქმა უნდა გაუჭირდება აზრთან შეგუება,მაგრამ ბედის წინ ვერავინ ვერ წავალთ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent