შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ძახილი 11


5-03-2018, 01:50
ავტორი zia-maria
ნანახია 3 758

  საშინელი ტკივილი შუბლის არეში,საფეთქლებში და ასე მოგზაურობდა ტკივილი მთელი თავის არეში და მთლიანად მთელ სხეულში.წინა დღის ემოციური და ფიზიკურად დაძაბულს და ნანერვიულებ სესილისთვის დილით ადგომა რთული იყო,მყუდრო საძინებელი სადაც მუქი ფარდები უფრო მუქს და პირქუშს აჩენს და ამ სიბნელეში დაკარგულ სიყვარულზე ფიქრით საკუთარ სულში ჩაძირული,უსაშველოდ დიდ და უზარმაზარ სიმყუდროვეს გრძნობდა.სამყაროს გამოთიშული,მოუხერხებელ პოზაში იწვა და თვალები დაძაბული ჰქონდა,ძალას ატანდა რომ გაეხილა თითქოს ზედ მძიმე ტვირთის აწევს.გაშეშებული ერთ წერილს მიაჩერდა და არა ამქვეყნიურ ქვეყანაზე ფიქრებში ჩაძირული,ვიკის ხმამ გამოაფხიზლა.
-სესილი,გიორგიმ დარეკა შენი ნახვა უნდა, სადაცაა მოვა არ ადგები,არ დაელაპარაკები?სესილიმ თავი გაუქნია უარის ნიშნად და საბანი თავზე გადაიფარა.გაურბოდა,გიორგისთან საუბარს გაურბოდა.მაგრამ არა მარტო გიორგის ყველას და ყველაფერს გაურბოდა,ეშინია,შიში აქვს ხედავს ცაზე შავი ღრუბელია საიდანაც წვიმა ნელა-ნელა იწყებს დენას და მიწაზე დაცემამდე ჯერ მის გულს ეცემა თითოეული მათგანი.ამიტომ გაურბის სევდას,გაურბის ტკივილს და გაურბის თვით ჯერ კიდევ არ გაღვივებულ გრძნობებს.გარბის,მაგრამ ადამიანის სული ყოველთვის ღმერთთან სიახლოვეს სთხოვს.
-შეიძლება ყველას და ყველაფერს გაექცე,მაგრამ ვერ გაექცევი იმას,რაც უკვე უფლის მიერ არის დაწერილი შვილო.უთხრა წყნარად ვიკამ.კარზე ზარია და ვიკამ გაუღო კარი და გიორგი იდგა მოწყენილი,მაგრამ ხელს დიდი ვარდების თაიგული უმშვენებდა.ვიკას გაეღიმა და სახლში შემოატარა,თან ხელით ანიშნა საით უნდა წასულიყო.
-დილა მშვიდობის.გუშინდელი დაძაბული დღის შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე მოვსულიყავი,რადგან მინდა ტკივილი დავივიწყოთ და ერთმანეთს ღიმილი ვაჩუქოთ.მოდი ტკივილის შემდეგ დაიწყოს ეს დილა ღიმილით,ვიცი როგორც ხარ,ნუ ფიქრობ რომ მე კარგად ვარ,მეც ცუდად ვარ სესილი მაგრამ ვერ შევცვლით ვერაფერს ეს ხომ შეუძლებელია.რას გავაკეთებთ,თუ ჩვენს გარშემო მკვდარი სიჩუმე გამეფთება.
-გიორგი ერთი თხოვნა რომ გთხოვო,შემისრულებ?
-მითხარი რა გინდა და შევეცდები შეგისრულო.
-გთხოვ,ძალიან გთხოვ წამიყვანე იქ სადაც მოხდა ის საშინელი შემთხვევა.
-რატომ გინდა იქ წასვლა,რატომ გინდა დაიტანჯო თავი.შენ ძლიერი ხარ და შეძლებ გაუძლო,შეძლებ ახალი ცხოვრება დაიწყო.
-არა,აღარ ვარ ძლიერი.გთხოვ,გთხოვ წამიყვანე და შევეცდები,მართლა შევეცდები შევიცვალო.
-ადე მოემზადე და მე ვიკას დაველაპარაკები.
-ყავის დალევაც ვერ მოასწრო გიორგიმ და ვიკამ ისე მალე დაადგათ სესილი თავზე.
-მე მზად ვარ,წავედით.
-დარწმუნებული ხარ?
-კი,დაწმუნებული ვარ.
-ანდრეას დავურეკავ,რადგან მე არ ვიცი სად უნდა წაგიყვანო.დაურეკა ანდრეას და შეთანხმდნენ,რომ მალე მოაკითხავდა და წავიდოდნენ სამივე ერთად.რამდენიმე წუთში მოვიდა ანდრეა და წინ ალექსანდრა უჯდა,სესილი და გიორგი უკან დასხდნენ.უხმოდ მიდიოდნენ და როცა ანდრეამ გორის გზატკეცილზე გადაუხვია,სესილი შიშმა შეიპყრო.დაიძაბა გიორგიც სესილის ხელი დაიჭირა ხელში და არც შემცდარა არცერთი,ანდრეამ იქ გააჩერა მანქანა სადაც 11-12 წლის წინ სესილიმ მშობლები დაკარგა და ერთი პატარა,შეშინებული გოგონა გიორგიმ სიკვდილს გადაარჩინა.პირზე მიიფარა ხელი,მუხლებზე დაეცა და ხმით ატირდა,მაგრამ ხმა ვერ ამოუშვა ყელიდან ხმის მაგივრად ხრიალი გამოუვიდა.
-მეზიზღება,ეს ადილი მეზიზღებაააა.უკვე მეორედ გამამწარა,მეორედ წამართვა საყვარელი ადამიანი.თვალცრემლიანი უცქერდა ალექსანდრა,ანდრეა და გიორგი.მათ წინ უსუსური სესილი ოთხად მოკეცილი იყო და ხელებს მწარედ ურტყანდა მიწას.
-რა დაგიშავე ასეთი,ასე მწარედ რომ გამისწორდი.გიორგიმ ვერ გაუძლო სესილის ტირილს და მივიდა,ისიც მუხლებზე დაეცა ხელი მოხვია და გულში ჩაიხუტა.სესილიმ უეცრად გულზე დაადო ხელი და ისევ უჩვეული გრძნობა დაეუფლა,თავი მიადო მკერდზე ცოტა დამშვიდდა და გიორგის ჩურჩულით უთხრა.
-მარტო დამტოვეთ,სულ ცოტა ხნით.
-არა,სესილი ნუ მთხოვ მაგას,ასეთ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებ მარტო.
-სულ ცოტა ხნით,სულ ცოტა ხნით.
-არა,ადექი წამოდი.ხელი მოკიდა,მანქანამდე მიიყვანა მისივე ხელით და ფრთხილად დააჯინა.ალექსანდრამ ჩანთა გახსნა პატარა კონიაკის ბოთლი ამოიღო ასევე პატარა ჭიქა და სესილის დაუსხა.
-დალიე,ძალას მოგცემს.სესილიმ უხმოდ გამოართვა და ასევე უხმოდ,უსიტყვოდ დაცალა და სიმწარისგან თვალები მაგრად დახუჭა,ალექსანდრას შეხდა და უთხრა.
-მადლობა,სწორედ ის არის რაც ახლა მჭირდებოდა.ისევ დუმილი და ისე მივიდნენ სესილის ბინასთან არც გაუგია სესილის ფიქრებში ღრმად ჩაძირულს.გააჩერა მანქანა ბინასთან და გადასვლისას ანდრეას უთხრა.
-შენ წადი,მე სესილის ავიყვან და შემდეგ შენთან რაღაც საქმე მაქვს და თან სერიოზული.ანდრეას ცუდად მოხვდა გიორგის სიტყვები და ალექსანდრას შეხედა.გიორგიმ ხელით აიყვანა სესილი და ასევე მისი ხელით შეიყვანა საძინებელში,ფრთხილად დააწვინა საწოლზე და პლედიც გადააფარა.თავზე გადაუსვა ხელი,შუბლზე აკოცა და ფრთხილად დატოვა საძინებელი.სავარძელში ჩაჯდა ჯერ ჩუმად იყო და შემდეგ ვიკას მოუყვა ყველაფერი,თუ რას გრძნობდა სესილის მიმართ.არ გაუგიათ საუბარში გართულებს სესილის ადგომა,სესილი ადგა კარადა გამოაღო ლუკას ნაყიდი სადედოფლო კაბა გამოიღო,გულზე აიკრა და სარკეში ჩაიხედა.ჯერ ჩუმად ტიროდა,ვეღარ გაუძლო გულმა ამდენ დარდს და თავის კაბიანად იქვე ჩაიკეცა.გიორგის ხმა შემოესმა მძიმე რომ დაეცა და ჩქარი ნაბიჯით გადაკვეთა ის მოკლე მონაკვეთი რაც სესილისთან მისასვლელად აშორებდა.შეაღო კარი და ნახა სესილი უგრძნობლად ეგდო ძირს,გულზე კი თეთრი კაბა ეფინა.მივარდა,კაბა ააცალა ხელიდან,ხელში აიყვანა და ისევ სწოლზე დაწვინა.ყვრიმალები დაუზილა,სახეშიც გაარტყა მსუბუქად,ვიკამ ნიშადური მოუტანა და შეასუნთქა,როგორც იქნა გონს მოიყვანა.თავზე ხელი გადაისვა ნერვიულად,ვიკას შეხედა და ანიშნა გარეთ გაყოლოდა.
-ვიკა როგორც ხედავ სესილის მდგომარეობა ძალიან რთულია.ხომ არ აჯობებს ფსიქოლოგი ავიყვანოთ და დაელაპარაკოს,მასთან გახსნილი იქნება.
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი გიორგი.ამ ბავშვს 13 წლიდან ამდენი ტკივილის გადატანა მოუხდა და ეს კი ახლა მისთვის ძალიან დიდი სტრესია.ეგონა ეძინა სესილის და უნდოდა წასვლის წინ დაეხედა,შევიდა და სესილის ხმა შემოესმა.
-არ მინდა ფსიქოლოგი,ლუკა ვნახე სიზმარში და მითხრა ცხოვრება შემეცვალა,მაგრამ მითხრა ჩემს გულს მაღლა ვტოვებ,ვიცი იგრძნობ მის ხმას და სულ შენთან იქნებაო.ვიკა უსმენდა სესილის და ეჭვი გაუჩნდა,მიხვდა რომ გიორგის კავშირი ჰქონდა ლუკას გულთან.გიორგიმ სესილის შეხედა,ფეხზე წამოდგა და ნერვიულად უთხრა.
-ერთ ადგილზე მივდივარ და შეგეხმიანები,ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება.სესილიდან გამოსული კი პირდაპირ ანდრეასთან წავიდა.დაუკაკუნებლად შეაღო ანდრეას კაბინეტის კარი და უთხრა.
-ანდრეა ყველაფერს თავისი ახსნა აქვს,ასე არ არის?
-რის ახსნას მთხოვ გიორგი.დაღლილი ხმით უთხრა ანდრეამ და იქვე სავარძელში ჩაჯდა.
-შეყვარებული ვარ,აქამდეც ვგრძნობდი მაგრამ დღეს დავრწმუნდი.ანდრეა,სესილი შემიყვარდა და მინდა ავხსნა რატომ სესილი.ის ხომ ლუკას უყვარდა,სიგიჟემდე უყვარდა და უნდა დაქორწინებულიყვნენ.
-ლუკა აღარ არის გიორგი და შენ კი სესილის წლებია რომ დაეძებ,გიყვარს ის გაუცნობლად შეგიყვარდა.ნახე თუ არა გრძნობა განახლდა,გაღვივდა,რა ახსნა უნდა ამას.როგორ ფიქრობ,მასაც აქვს შენს მიმართ გრძნობა?
-აქვს და ვერ ამჟღავნებს.დავიღალე ანდრეა გული უცნაურად მიძგერს სესილის რომ შევხედავ და რომ შევეხები გარეთ გამოსვლას ლამობს.ვფიქრობ,სიგიჟემდე მივყავარ ფიქრებს ისეთი ფიქრები მოდის თავში.ერთი რაღაც მაინტერესებს.
-გიორგი რამე ისეთი არ მითხრა,რომ გამაბრაზო.
-შეიძლება სისულელედ მოგეჩვებნოს,მაგრამ მაინტერესებს ლუკა,ლუკა ჩემს ოპერაციამდე მოხვდა ავარიაში თუ ოპერაციის შემდეგ.ელოდა,დიდი ხანია ელოდა ანდრეა ამ შეკითხვის დასმას გიორგისან და არ დაბნეულა,რადგან პასუხი მზად ჰქონდა.
-ოპერაციის შემდეგ გიორგი.
-ვისია ის გული, რომელიც ჩემშია ანდრეა.მითხარი,ვისი გულით ვცოცხლობ.
-გიორგი მერამდენედ უნდა მთხოვო ის,რაც არ შემიძლია გითხრა.
-კარგი,კარგი,მაგრამ ერთ დღეს გავიგებ ყველაფერს და ყველაფრის ახსნა მოგიწევს იმ დღიდან,დღემდე.გიორგის წასვლის შემდეგ ადგა,მოემზადა და გარეთ გავიდა.ფეხით იარა,იარა დაღლამდე და მოულოდნელად აღმოაჩინა ეკლესიის წინ იდგა.გაეღიმა რადგან მისი მოძღვარი გაახსენდა და ვისი თანადგომა, ვისი რჩევა ან საღი აზრი ჭირდება ამ დროს,თუ არა მოძღვარის.დაუფიქრებლად შევიდა ეკლესიაში,ილოცა,გულით ილოცა და სანთლებიც დაანთო,ეკლესიიდან გამოსულს კი მისი სახელი მოესმა,შეჩერდა და უკან მიიხედა.მის უკან მისი მოძღვარი იდგა და უღიმოდა.
-სესილი?ადრე უფრო ხშირად გხედავდი,იცლიდი და აქ მოსასვლელად გქონდა დრო.დიდი ხანია შენთვის აღარ შემიხედავს,სად ხარ,რას შვრები ან როგორ ხარ.
-რა გითხრა მოძღვარო.ვიცი,რომ დავიკარგე.მე თვით ჩემს თავშიც დავიკარგე,აღარც ჩემი თავისთვის აღარ ვარსებობ.
-უფალი ყველაფერზე და ყველაზე წინ დგას,შვილო ჩემო.
-დღეს,დღეს მინდა გული დავიცალო მამაო.მინდა ჩემი გული გავანთავისუფლო თორემ ტკივილისაგან ისე დამძიმდა ვეღარ ვზიდულობ სიმძიმისაგან.
-თქვი,დაიცალე მე გისმენ სესილი.
-ბავშვობიდან მიცნობ და იცი ვინ ვარ,ისიც იცი რა ტკივილიც გამოვიარე.
-მითხარი,მითხარი შვილო რა არის ის,რაც შენს გულს და სულს ამძიმებს.
-ტკივილია მამაო ეს სიმძიმე.მტკივა,ლუკას არ ყოფნა მტკივა.გულს ვერ ვერევი,ვერ ვიმორჩილებ როცა გიორგის ვუახლოვდები.ალბად გიჟი გეგონები,მაგრამ ვგრძნობ,ვგრძნობ რომ ლუკას გული მეძახის შიგნიდან.,,გულის ძახილი''-ს ვგრძნობ და ვიცი,დარწმუნებული ვარ რომ გიორგის სხეულში ლუკას გული ცოცხლობს.
-შვილო სესილი.ელფიატის ჰყავხარ შეპყრობილი და უნდა მოერიო,ის შენგან უნდა განდევნო შენიდან,შენით.ლუკა წავიდა,დასანანია,მაგრამ ის აღარ მოვა,აღარ დაბრუნდება.შენ კი წინ ახალი ცხოვრება გაქვს.იქნებ გიორგიც იგივეს გრძნობს შენს მიმართ დაფიქრებულხარ ამაზე?
-ვიცი და უნდა დაგეთანხმო,რომ მართალი ხარ.გიორგის ვიცი რომ გრძნობები აქვს ჩემს მიმართ,მაგრამ რაც არ უნდა იყოს მე დუმილი მიკლავს გულს,ძნელია ეს სიჩუმე მამაო.ხანდახან ვფიქრობ,რომ მოგვესწრო და დავქორწინებულიყავით შვილი მეყოლებოდა ლუკასგან ასე არ გამიჭირდებოდა.ახლა?ახლა კი ვცდილობ ფეხზე დავდგე,მაგრამ მიჭირს,ლუკას გარეშე მიჭირს.
-ნუ მისცემ შენში ჩასახლებულ ეგოიზმს შენი სული მოწავლოს.შვილი დაგრჩებოდა და ის მამის გარეშე გაზრდილიყო?
-ვიცი ძნელია,მაგრამ მე მახრჩობს მხოლოდ ეს ტკივილი.
-მოთმინება შვილო და შენშიდაც შეიცვლება ცხოვრება.მოგცემს უფალი იმას,რასაც ნატრობ,რაც ასე ძალიან გინდა.ძალიან მინდოდა შენი ნახვა და შენთან საუბარი,კარგია,რომ თავად მოდი დღეს ჩემამდე.სესილი როცა თავისუფალი ცხოვრება მქონდა,სასწავლებლად მამაშენთან ერთად რუსეთში წავედი,თაზოს ვგულისხმობ.ორივეს ერთნაირი მიზანი გვქონდა,ავისრულეთ ოცნება,რაც გვინდოდა შევისწავლეთ,დავბრუნდით და ერთი გოგო გავიცანი,მომეწონა და რამოდენიმეჯერ შევხვდით ერთმანეთს.ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და მეც შემიპყრო მისმა კეთილმა სახემ და ნაზმა მოქცევამ.შემიყვარდა და როცა სერიოზული ნაბიჯი გადავდგი უნდა მეთქვა რომ მიყვარდა,ის ვეღარ ვნახე.ვეძებე,სად არ ვიყავი,ვის არ ვეკითხებოდი,მაგრამ მის კვალს ვეღარ მივაგენი.მას შემდეგ ადამიანების მიმართ ნდობა დამეკარგა,ერთ დილით ავდექი და აქ მოვედი,ჩემს მოძღვარს მივეკედლე.ნელა-ნელა აღმოვაჩინე,რომ წყნარი ცხოვრება მინდოდა.სამი თვე ვიყავი აქ,შემდეგ დავბრუნდი სახლში,უბანშიც გავიარე და თქვენებთან მივედი,მაგრამ ვეღარც მამაშენი ვეღრ ვნახე,შენებმა საცხოვრებელი გამოიცვალა.ჩემშიდაც ყველაფერი შეიცვალა,თითქოს ჩემს გარშემო ყველაფერი უფერული გამხდარიყო.მაშინ,მე რომ მამაშენი მეპოვნა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა,დარწმუნებული ვარ რჩევას მომცემდა,მის გვერდით დამიყენებდა,მაგრამ ალბად ასეთი იყო ჩემი ბედი და მე დღეს აქ ვარ.აქ ვარ და ვეხმარები შენსავეთ დაბნეულ და გაორებულ ადამიანებს.მე ადამიანი,რომელიც ერთ დროს ჩემს თავს ვერ დავეხმარე,სხვას ვეხმარები.არ მინდა სხვამაც დაუშვას ის შეცდომა,რაც მე დავუშვი მაშინ ჩემი უთქმელობით.არა,უფალთან ახლოს ყოფნას არასოდეს არ ჩავთვლი შეცდომად,მაგრამ მეც მქონდა ჩემი ოცნებები,მიზნები უფრო დიდი და ფართო,რომელიც დიდ წარმატებებსაც მომიტანდა.ამიტომ ძალიან გთხოვ,გულს მიენდე სესილი და შენი გულის კარნახი თავად მიგიყვანს იქ,სადაც შენი ადგილია.
-მამაო,ლუკამ იცოდა ჩემი ტკივილის და პრობლემების შესახებ,რომ მე მას შვილს ვერასოდეს ვერ გავუჩენდი.ის მზად იყო ბავშვი აგვეყვანა და გაგვეზარდა,მე მინდა ავიყვანო ბავშვი და ლუკას სახელზე გავზარდო.
-ეს,ეს შეუძლებელია სესილი.გაუკვირდა მამაოს.
-რატომ?გაოცებულმა შეხედა სესილიმ მამაოს.
-პრობლემა ბავშვის აყვანა არ არის,პრობლემა ისაა,რომ შენ დაუქორწინებელი ხარ.დაქორწინებული უნდა იყო ეს რომ შეძლო.ყველაფერი კარგად იქნება,ჯერ პირველ რიგში შენი თავის უნდა გჯეროდეს და რწმენა არ დაკარგო.ფეხზე წამოდგა,ამით სესილიმ გაიგო რომ საუბარო მოძღვართან დასრულებული იყო.გაუღიმა,დაემშვიდობა და ცოტა გულდამშვიდებული წამოვიდა.ლუკას მიაკითხა,იქ გული იჯერა ტირილით,ეფერა ცივ ქვას და ელაპარაკა,იქვე ქვასთან ჩამჯდარს თვალები დახუჭული ჰქონდა,რომ ვიღაცის შეხება იგრძნო,ნელა-ნელა გაახილა თვალი და გიორგი დაინახა.
-გიორგი?გაუკვირდა იქ მისი ნახვა.
-გირეკავდი,ტელეფონი გათიშული გაქვს.სახლში ვიყავი კარი არავინ გამიღო,შემდეგ ვიფიქრე აქ იქნებოდი და არ შევმცდარვარ,აქ ხარ.
-მოძღვართან ვიყავი,აქაც ახლა მოვედი.ტელეფონი კი არც ვიცი რატომ არის გათიშული.ჩანთაში მოიძია,მაგრამ ვერ ნახა.
-ალბად დამრჩა სახლში,აქ არ არის,არ ვიცი.
-არა უშავს,გხედავ უკვე რომ კარგად ხარ.
-გიორგი არ არის აუცილებელი ყოველ დღე ჩემთან მოსვლა.
-წამოდი დავილაპარაკოთ.სესილი გაყვა,გიორგიმ მანქანის კარი გაუღო და თვალით ანიშნა დამჯდარიყო,თავადაც დაჯდა და ცოტა რომ გაიარეს სესილის უთხრა.
-სესილი რამე დავაშავე შენთან?
-არა,რატომ მეკითხები?
-ვგრძნობ,რომ თავს მარიდებ.
-არა,რას ამბობ.
-თუ ხვდები იმას,რომ ტყუილის თქმა არ შეგიძლია სესილი.
-მართალი ხარ,მარტო მინდა ყოფნა გიორგი.
-მე რომ შენთან მინდა ვიყო?მომავალი მინდა დავგეგმო შენთან ერთდ სესილი.
-გაჩუმდი,გაჩუმდი და ნუ დაგეგმავ ნურაფერს წინასწარ გთხოვ.
-რატომ,რატომ მარიდებ თავს.
-მიტომ,რომ ეს ყველაფერი დიდი შეცდომაა.ეს ნაჩქარევი ნაბიჯია,ვფიქრობ უნდა დავფიქრდე.
-გასაგებია,მეც მესმის შენი.მეც მტკივა ლუკა ,მაგრამ რა ვქნა რომ გულმა შენ აგირჩია,შენ კი არ გინდა შეცვალო შენი ცხოვრება.
-გიორგი მინდა შენთან ყოფნა,მეც იგივეს ვგრძნობ რასაც შენ,მაგრამ ორი ადამიანი როცა ერთად ცხოვრობს მათ არ უნდა ჰქონდეთ საიდუმლო ერთმანეთში.მე მაქვს ერთი მტკივნეული საიდუმლო,მაგრამ არ ვიცი შენ როგორ მიიღებ მას.
-რა საიდუმლო,რატომ გგონია რომ ვერ გაგიგებ.რამე მინიშნება მითხარი და ვერ მივხვდი ან სხვაგვარად მივიღე?
-არა,არაფერი არ მითქვამს მინიშნებით.
-ლუკამ,ლუკამ იცოდა ეს შენი საიდუმლო?
-იცოდა,იცოდა და მიიღო ჩვეულებრივად,რადგან მისთვის............
-თქვი,თქვი რა მისთვის სესილი.სესილიმ გიორგის შეხედა და მისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ თემაზე ესაუბრა,რომ ის შვილს ვერასოდეს ვერ გაუჩენდა.გიორგი ჩუმად იჯდა და შორს სივრცეში გაიხედა და ამ ფიქრებში ბინასთანაც მივიდა.გიორგის თეთრი პერანგი ეცვა,საკინძე შეიხსნა თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა.სესილიმ კი კარი გააღო და უხმოდ უნდოდა გადასულიყო მანქანიდან,რომ გიორგიმ მკლავზე წაავლო ხელი და მისკენ შემოაბრუნა,თვალებში ჩახედა და უთხრა.
-სესილი ცხოვრება თავად გვასწავლის ვიყოთ ძლიერები,ვიყოთ ბრძენიც და მიტევებაც უნდა შეგვეძლოს.ვიღაცა გზას გვითმობს,რომ ვიყოთ ბედნიერები და გვიხაროდეს ერთმანეთით ყოველი დღე.გთხოვ დააფასე ის რასაც გჩუქნის უფალი და შენთან ვინც მოვიდა გულის სათხოვნელად,დამიჯერე,მისი გამოჩენა უმიზეზოდ არ მომხდარა,ალბად დღეს ჩემს აქ ყოფნასაც აქვს მიზეზი და ახსნა.მამაკაცს თუ ქალი უყვარს,ის ყველაფერზე თანახმაა ყავდეს ის ქალი გვერდით მთელი მისი ცხოვრება,ვინც ყველას და ყველაფერს ურჩევნია.შენ იცი,ლუკა არ დაბრუნდება,მგრამ მაინც მას ელოდები.იმედი გაქვს,რომ მის სითბოს იგრძნობ ოდესღაც,ამ იმედს ებღაუჭები და გგონია ეს არის შენი ცხოვრებასთან დამაკავშირებელი ძაფი,მაგრამ ისიც კარგად იცი,რომ ეს ასე არ არის.ნუ ჩაკლავ შენში და ტყუილ ლოდინში შენს სიცოცხლეს სესილი.მანქანა აამუშავა და ნელა-ნელა გაეცალა სესილის,სესილის რომელიც იდგა და თვალს არ აშორებდა მისგან მიმავალ გულნატკენ გიორგის.თითქმის სამი თვე გავიდა,სამი თვის განმავლობაში არ შეხვედრია,არ დაურეკია,არ მოუწერია,ე ნატრებოდა მაგრამ უნდოდა გაეგო და მიმხვდარიყო სესილიც იმ გრძნბას რასაც გულში ინახავდა.ქუჩაში ხეტიალით გაყავდა დრო,თვალებს აცეცებდა უნდოდა ხალხში დაენახა გიორგი.უნდოდა მისი ხმა გაეგონა,მაგრამ სიამაყეს ვერ გადააბიჯა.ერთ საღამოს დაფიქრებულს თავზე ვიკა დაადგა და გვერდით დაუჯდა,ბევრი ესაუბრა მაგრამ სესილიმ შეხედა და მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა.
-გთხოვ,დამტოვე.ვიკა ადგა და უხმოდ წავიდა,მაგრამ მედეა დახვდა კართან და გაუხარდა.მედეამ შეხედა სესილის თავი გადააქნია დანანებით და სამზარეულოში შევიდა,ყავა მოადუღა და სესილისაც გაუტანა.
-სესო ყველამ ვიცით თუ როგორ გიჭირს,როგორ ხარ მთელი ეს დრო ლუკას სიკვდილის დღიდან დღემდე.ყველა შევდივართ შენს მდგომარეობაში,მაგრამ ვფიქრობ რომ ზედმეტი მოგდის.რას ეძებ,რა გინდა და ან რას ელოდები.გიორგის უყვარხარ,ვიცი ძნელია და თავიდან არცერთს არ მოგვწონდა ეს ფაქტი,მაგრამ გულს ვერ უბრძანებ.დაეყრდენი მას და მიეცი ის რისი მიცემაც შენ შეგიძლია,ისიც შენ მოგიძღვნის მის წილ სიყვარულს და შეივსებით ორივე.გაიღიმე და ცხოვრება გააგრძელე,ვიცი გენატრება და ახლა მხოლოდ მისი ნახვა გაგაბედნიერებს და არა ჩემი.სიყვარული ძნელია დაო და ის ისეთი უნდა მიიღო როგორიცაა,რთულიც და მარტივიც.მე მჯერა,თქვენ ორნი საუკეთესო წყვილი იქნებით.არც მედეას დაელაპარაკა და ისიც ადგა და წავიდა,დარჩა მარტო,ისევ მარტო მის ფიქრებთან და ოცნებებთან ერთად.უკვე დაწოლას აპირებდა,რომ ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა.
-მე ვიგებ შენს მდგომარეობას და ისიც ვიცი,რომ არ გინდა გაამჟღავნო ის,რაც გულში გაქვს,მაგრამ მე გამაბედნიერა იმ ფაქტმა,რომ ხალხით სავსე ქუჩაში თვალებით დამეძებ.გაეღიმა და საწოლზე გაწვა,შემდეგ წამოჯდა და სასწრაფოდ დაწერა.
-დრო მიდის ძვირფასო,კადრები კი ისტორიას რჩება.
-შენ სესილი თამაშობ.
-როგორ?რას ვშვრები?ვერ გავიგე.
-თამაშობ,საკუთარი ბედით და სხვისი გრძნობებით.და თუ არ თამაშობ,შენთან მინდა მოსვლა ახლა და ამ წუთში.
-ახლა?ახლა ხომ გვიან არის გიორგი.
-სესილი აუცილებლად უნდა გნახო.
-კარგი,მოდი მარტო ვარ,ვიკა ოთოსთან წავიდა.გიორგიმ ღიმილით ჩაიკითხა შეტყობინება,პიჯაკს ხელი წამოავლო და სულ ცოტა ხანში სესილის ბინის კართან იდგა,ზარი გულაფორიაქებულმა დარეკა და დაელოდა. კარი გაიღო და სესილის უთხრა გაღიმებულმა.
-ვერ ვიპოვე ყვავილები,დაკეტილი იყო მაღაზია,მაგრამ ცარიელი მაინც არ მოვედი,შოკოლადი მოგიტანე.უთხრა და შოკოლადები ხელში ჩაუყარა.
-გიორგი არაფერი არ მინდა,მხოლოდ ერთი რამის გარდა.მინდა შენს გულზე დავდო თავი.გიორგიმ ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.
-რა ხდება,მითხარი რა გაწუხებს,რატომ ხარ ასე ჩუმად და მარტო.
-მაპატიე.
-რა,რა გაპატიო.
-მაპატიე,რომ იმ გრძნობების შემეშინდა და გაგიშვი,ჩემგან შორს გაგიშვი.გჯერა?თურმე ხანდახან იმ გრძნობის ეშინიათ,რომელი გრძნობაც ყველაზე ლამაზი და სათუთია.
-ეს ყველაფერი ამ დრომ მიგახვედრა?
-მივხვდი,რომ მხოლოდ შენთან ვგრძნობ თავს მშვიდად.მამშვიდებს შენი გულის ძგერა და დავრწმუნდი,რომ მთელი ეს დრო ჩემში ყველაფერი მოკვდა.აღარ მახსოვდა ლამაზი წუთები,შენ გააღვიძე ისევ გრძნობა ჩემში,შენ მომეხმარე წარსულის დავიწყებაში,მაგრამ არც მინდა დავივიწყო ის ვინც ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის.
-მე ყველაზე კარგად მესმის შენი სესილი.ხელი დამადე გულზე და ნახე,შეიგრძნობ როგორ ძლიერ ცემს შენს შეხებაზე.ყოველთვის ასე მემართება როცა შენ გეხები,როცა შენ გხედავ და როცა მენატრები.სესილიმ გიორგის ახედა და ისე ახლოს იყო გიორგის ბაგეებთან სესილის მადისამღძვრელი ბაგეები,რომ გიორგიმ ვეღარ შეიკავა თავი და ნაზად შეეხო ქვედა ტუჩზე.ორივემ იგრძნო გრძნობების და ემოციების მოზღვავება.ნაზი კოცნა ხანგრძლივი გამოდგა,კოცნიდა ძალიან რბილად და ძალიან ნაზად.ეს იყო არა მიწიერი შეგრძნება,ორივემ იცოდა რომ ერთმანეთის გარეშე გაუჭირდებოდათ ყოფნა.გიორგიმ თვალი გაახილა და ზედ ტუჩებზე დასჩურჩულა მის მკლავებში გატრუნულ სესილის.
-დღეს შენთან დავრჩები.სესილიმ უცებ გაახილა თვალები და გიორგის გაეცინა,მის შეშინებულ თვალებს რომ შეხედა და გაეთიმა.-რაზე ფიქრობ,ნუ გეშინია არ ვიცელქებ,უბრალოდ მინდა ჩაგეხუტო და ისე დავიძინო.სესილის გაეცინა და შემდეგ გიორგის უთხრა.
-იცი?მშია.გიორგიმ გაოცებულმა შეხედა.
-გშია?მერე,არაფერი არ გვაქვს?
-მთელი ეს დღეები არაფერს არ ვჭამდი,მხოლოდ სალათებს.
-სესილი შენ ასე,სერიოზულ პრობლემებს შეუქმნი შენს ჯამრთელობას.გინდა პიცა გამოვიძახო?
-მიდი შენ პიცა გამოიძახე,მე წყალს გადავივლებ და მალე გამოვალ.გიორგომ ღიმილით ჩამოკრა ცხვორზე ხელი და უთხრა.
-მიდი,თავოსუფლად და მე პიცას გამოვიძახებ.სესილიმ წყალი გადაივლო და თეთრ ფუმფულა ხალათში გამოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან და თავის საძინებელში შევიდა.სველი თმებით გაიარა გიორგის წინ,რომელმაც თვალი გააყოლა და სასიამოვნოდ ჩაეღიმა.სესილიმ კი მისი საყვარელი საღამურები ჩაიცვა და ისევ გიორგის გვერდით აღმოჩნდა.გემრიელად მიირთვა ორივემ პიცა,გიორგის გონებას არ ეძინება,უკანა პლანზე გადაიტანა ძილი,მაგრამ სესილის უკვე ეძინებოდა.მე მეძინება თქვა სესილიმ და ნელა-მნელა წალასლასდა საძინებელში,ცოტა ხანში გიორგიც შევიდა და სესილის გვერდით მიუწვა,შეხედა შეშინებულს და აცახცახებულს და უთხრა.
-დამშვიდდი,გაიხსენე რამე სასიამოვნო.ისუნთქე ღრმად და თანაბრად,არ აყვე შიშს,არ გაქვს შიშის მიზეზი.მარცხენა მხარეზე ნუ დაწვები მთელი ღამით,ნუ დატვირთავ გულს და ნუ ხარ დაჭიმული,მოეშვი რა გემართება.გაეცინა გიორგის.
-ხვრინავ?არ იხვრინო,თორემ უხეშად გაგაჩუმებ.გიორგომ ხელი თავქვეშ ამოსდო,გულზე მიიკრა და უბრძანა დაეძინა.
-გეყოს ნერვიულობა და დაიძინე.სესილი გაყუჩდა და მალე გაღიმებულს ჩაეძინა.



№1  offline წევრი mia15

კარგი იყო ძალიან.მომეწონა.გამიხარდა რომ ახალი თავი დადე.ველოდები შემდეგ თავა

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

mokvda saiti:(

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სტუმარი shalo
mokvda saiti:(

მართლაც :/ :/ :/

 


№4 სტუმარი მანანა

ხომ არ იცით რა ჭირს საიტს, რატომ არ ქვეყნდება სიახლეები?

 


№5 სტუმარი მირა

გვეღირსება მეტავ ოდესმე სიახლის დადება სხვებს ? :დ

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც იქნა გუშინ წავიკითხე თავიდან ბოლომდე.დაიჯერებთ?ამ დილისაც დავამთავრე დილის 6 სთ-ზე.რამდენი მატირეთ.ლუკა დამენანა სასიკვდილოდ.თუმცა გიორგი როგორც კი გამოჩნდა ისტორუაში და პირველი დიალოგი შედგა,ვხვდებოდი რომ ერთად ვერ იქნებოდნენ,მაგრა სიკვდილს მართლა არ ველოდი.როგორ ველი ვერ წარმოიდგენთ ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№7  offline მოდერი zia-maria

მანანა
ხომ არ იცით რა ჭირს საიტს, რატომ არ ქვეყნდება სიახლეები?

საიტს ხარვეზები აქვს და ვიმედოვნებ,სულ მალე ყველაფერი მის ადგილზე დადგება. kissing_heart

მირა
გვეღირსება მეტავ ოდესმე სიახლის დადება სხვებს ? :დ

ეს თავი არ ვიცი როგორ დაიდო,შემთხვევით მოვსინჯე და დილით დადებული იყო.რაც შეეხება ახალ თავს ვეღარც მე ვერ ვდებ. kissing_heart იმედია ყველას გაგვახარებს გოგა რამოდენიმე დღეში და საიტი ისევ ისე ამუშავდება,მხოლოდ ცოტა მოთმინება გვმართებს ყველას.

La-Na
როგორც იქნა გუშინ წავიკითხე თავიდან ბოლომდე.დაიჯერებთ?ამ დილისაც დავამთავრე დილის 6 სთ-ზე.რამდენი მატირეთ.ლუკა დამენანა სასიკვდილოდ.თუმცა გიორგი როგორც კი გამოჩნდა ისტორუაში და პირველი დიალოგი შედგა,ვხვდებოდი რომ ერთად ვერ იქნებოდნენ,მაგრა სიკვდილს მართლა არ ველოდი.როგორ ველი ვერ წარმოიდგენთ ახალ თავს

მიკვირდა,რომ არ ჩანდი ლანა.ეს თავიდანვე ასე იყო ჩაფქრებული,ერთ-ერთი უნდა მომკვდარიყო სამეგობროდან და ლუკა აღმოჩნდა ის ერთ-ერთი. kissing_heart

 


№8 სტუმარი სტუმარი მაყვალა

როგორ გამახარე მზია რომ იცოდე

 


№9  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მაყვალა
როგორ გამახარე მზია რომ იცოდე

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№10 სტუმარი marina

am sevdis mere zalian gamexarda giorgis da sesilis nelnela daaxloeba.kohag mziako????????❤❤❤

 


№11  offline მოდერი zia-maria

marina
am sevdis mere zalian gamexarda giorgis da sesilis nelnela daaxloeba.kohag mziako????????❤❤❤

მაკლდი და აი მოხვედი,მადლობაააა. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent