შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბერლინური დღიურები #2


9-03-2018, 00:41
ავტორი Nanaga
ნანახია 1 355

მეორე



უჩვეულო მოგზაურობამ და ქალაქის ახლად გამჯდარმა სიყვარულმა, თავისი გააკეთა და საძილედ ისე წამიღო, შუადღემდე თვალი არ გამიხელია. დილით მზის სხივები ლამაზად ეჯახებოდა ფანჯარას, რომელზეც ფარდა ოდნავ გადაწეული იყო და როგორღაც ახერხებდა ეცნობებინა დილის დადგომა.

საწოლიდან ადგომას რა თქმა უნდა არ ვაპირებდი, დილის რუტინას არასდროს დავარღვევ, ცოტა უნდა ვინებივრო. ზოგადად მე და საწოლს ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, ასევე ძილსაც. ეს შესანიშნავი სასიყვარულო სამკუთხედია.

ჯერ კიდევ საწოლში მყოფი ვათვალიერებდი ტელეფონში სხვადასხვა სიახლეს.

ელექტრონული წერილები შევამოწმე მესენჯერზე, ყველა მწერდა.

ყველა მეკითხებოდა როგორ ვიმგზავრე, თუ მომწონს აქაურობა და ასე შემდეგ.

მეც ყველას ზრდილობიანად ვუპასუხე და მადლობა გადავუხადე მოკითხვისთვის.

- როგორ იმგზავრე? - გაბრაზებული აღარ არის ესეიგი, გულმა ჰარმონია და სიმშვიდე ერთ დროულად განიცადა.

- მადლობა, კარგად ვიმგზავრე და კარგად ვარ. როგორ ხარ? <3

- მაპატიე, უბრალოდ ბოლო წუთამდე მეგონა უარს იტყოდი..

- შენ გინდოდა რომ მე უარი მეთქვა იმაზე, რაზეც ასე გულწრფელად მიხაროდა?

- არა მაგრამ გამოსავალი მინდოდა ერთად გვეპოვა

- გამოსავალი ყოველთვის არის, 2 წელი არარის დიდი დრო, მალე გავა, არდადეგებზე ჩამოვალ, ისედაც სულ ვიკონტაქტებთ.

- მანდ დარჩენა რომ მოგინდეს?

მისმა კითხვამ დამაბნია, ნუთუ შეიძლება ადამიანს, როგორიც მე ვარ უცხო ქვეყანაში დარჩენა მოუნდეს. დიახ უცხო.. რაც არ უნდა იყოს ჩემი სამშობლო მაინც სხვაგაანაა, ყოველთვის მეგონა, რომ ადამიანები იქ უნდა ყოფილიყვნენ სადაც დაიბადნენ და რომელ მიწასაც ეკუთვნოდნენ, თითქოს სხვა ქვეყანა მოჩვენებითი სიამოვნებაა, ვერასდროს იგრძნობ იმ სრულფასოვნებას, რასაც შენს ქვეყანაში.

- მაგაზე ნუ ინერვიულებ, არ მომინდება დარჩენა იქ, სადაც შენ და ჩემი საყვარელი სხვა ხალხი არ არის.

- იმედი მაქვს გადაწყვეტილებას არ შეიცვლი

- ჩემნაირი ჯიუტი ხომ იცი არავინაა?

- ჩემზე კარგად არამგონია ვინმემ იცოდეს, წავედი საქმეები მაქვს, რომ მოიცლი შემეხმიანე. მიყვარხარ და გკოცნი

- აბა შენ იცი <3



ტელეფონი ბედნიერმა დავდე და ისევ საწოლში ვარსკვლავივით გავიშალე.

რითი შეიძლება ადამიანი დაკავდეს თავისუფალ დროს?

- ბოლოს და ბოლოს ადექი და ქალაქი დაათვალიერე - უნებურად გამომძახა ჩემმა ალტერეგომ

- ხომ მაგრამ მარტო ვარ - ხმამაღლა შევეპასუხე ჩემ თავს.

შეიძლება ცოტა არანორმალურად მოგეჩვენოთ თუმცა ყოველთვის მომწონდა ჩემ თავთან ხმამაღლა ლაპარაკი

- მარტო რატომ? გუშინ ხომ გითხრა იმ ბიჭმა მე დაგათვალიერებინებო

- ხომ არ ჩავალ და მივუკაკუნებ მოდი და გამასეირნე ცუგასავით თქო, თან მითხრა მე თვითონ შეგეხმიანებიო

- მაშინ შენ თვითონ მოიფიქრე რამე

- მადლობა, რომ ასე დამეხმარე



პირველ რიგში რაც მაღიზიანებს, ეს არის უწესრიგობა.

რა თქმა უნდა ქაოსი კარგია, თუმცა არა ჰიგიენის თვალსაზრისით, ამიტომ დროის გასაყვანად მშვენიერი აზრი მომივიდა თავში.

ყველაფერი ვიყიდე რაც მჭირდებოდა, სახლი დავალაგე ისე, როგორც ბებიაჩემი იტყოდა : კუნჭულ-კუნჭულო. ტანსაცმელები დავახარისხე, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინე. საბოლოოდ ჩემი თავით კმაყოფილმა, გადავწყვიტე რომ მთელი ძალებით და ენერგიით დაღლილობა გვერდზე გადამედო და მართლა ყველაფერი ძირ ფესვიანად მენახა.

გარეთ გასულს, რაც პირველ რიგში მომინდა ეს იყო ნაყინი.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ნაყინი საქართველოში არ მიყვარდა, თუმცა უცხო ქვეყანაში და უცხო მხარეში პირველი რაც თავში მომივიდა ეს ნაყინია.

გემრიელად შევექეცი ყინულის ტკბილეულს და ცხოვრებაში პირველად, ისე დავიწყე სეირნობა, ყურსასმენები არ გამიკეთებია.

თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო და ასეც უნდა მოვქცეულიყავი, მინდოდა გამეგონა ის ყველაფერი ჩემთვის უცხო და სხვისთვის უკვე შეიძლება მობეზრებულიც, მინდოდა შემეგრძნო ჰაერის ხმა, მეგაპოლისის ხმა, მინდოდა უცხო ხმები ბოლომდე შემეგრძნო და ყველაფერი ახალი გამომეცადა.

საერთოდ ყველაფერი სხვანაირად ლამაზად მეჩვენება ყოველთვის. ეს ყველაფერი იმდენად სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, თითქოს დაბადებული ვარ ამ ყველაფრისთვის. ეს ხმები, ეს ქაოსი, ეს გადატვირთული ქალაქი, ეს მოწესრიგებული და რაღაც პედანტურად განლაგებული, ყველაფერი იმდენად ჩემია, ლამის ცრემლებმა დამახრჩო. არ ვიცი ასე ძალიან რატომ ამომიჯდა გული, სახლი მენატრებოდა თუ აქაურობა მიხაროდა ნამდვილად ვერ ვიტყვი.

ბედნიერი ღიმილით გავიღიმე და განვაგრძე ჩემი ბერლინური ვოიაჟი.

ბრანდენბურგის კარიბჭე განსაკუთრებულად აღძრავდა ჩემში ადამიანურ თვისებებს, ეს სილამაზე, არქიტექტურა და საერთოდ ეს ყველაფერი უცხო, რაღაც მოწყურებულად მაგრძნობინებდა თავს. უამრავი ტურისტი ირეოდა, რომელიც ბედნიერი სახით ათვალიერებდნენ აქაურობას, იღებდნენ სურათებს რომ მოგონებები სამუდამოდ გაჰყოლოდნენ. გიდი, რომელიც აღწერდა ღირსშესანიშნაობას, უკვე ამთავრებდა საუბარს. თუმცა ყური მაინც მოვკარი ამ კარიბჭის მნიშვნელობას, რომ ერთიანობის დატვირთვა აქვს ამჟამად.

რა თქმა უნდა ამხელა ქალაქს ერთ დღეში ვერ დაათვალიერებ და შესაბამისად ვერც მე შევძელი. თანაც ამ დროის მანძილზე ყველაფერს ძირ ფესვიანად შევისწავლი.

ბედნიერი დავბრუნდი ჩემს დროებით სახლში. ეს სახლი ყოველ ჯერზე უფრო მაღიზიანებს და არა სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს ჩემში, თითქოს რომელიმე უფერულ წიგნში ვარ, ან უფერულ ფილმში. ან სულაც უფერულ ქალაქში, თითქოს ჩერნობილში.. ეს ადგილი სულაც არ არის თანამედროვე ბერლინის იერსახე, პირიქით განადგურებული და დაცემული გერმანიის სიმბოლოდ თუ გამოიყენებს ადამიანი. ისიც ვიფიქრე მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა და ასეა მეთქი. რამდენიმე წუთი მოღუშული სახით ვუყურებდი კედლებს და კარგად ვათვალიერებდი

- არც შენ მოგწონს შენობა? - უეცრად ქართულად მკითხა, სავარაუდოდ ჩემმა მეზობელმა, რომელიც გუშინ ღამით კიბეზე გავიცანი. მოულოდნელობისგან უცბად შევხტი და მისკენ მივტრიალდი

- არა, რაღაცნაირი მისტიური ადგილივითაა, თუმცა ბინა მშვენიერია. ესეც გაეკეთებინათ რა იქნებოდა - მხრები ავიჩეჩე და თავი ზუსტად იმ ბზარის მიმართულებით გადავხარე, რომელიც კედელს ორად ჰყოფდა და ამშვენებდა

- მალე მიეჩვევი, თავიდან ჩემშიც იგივე განცდას იწვევდა, ახლა კი თითქოს იმდენად დიდი ადგილი უკავია, დათმობა არ მინდა

- მართლა? მე არ მგონია მივეჩვიო. რამდენი ხანია რაც აქ ხარ?

- მეექვსე წელი დაიწყო, ხანდახან არ წარმომიდგენია დღე, რომ აქ არ მოვიდე

- ექვსი? ამ ადგილისთვის ძალიან მაგარია ექვსი წელი აქ ცხოვრება და ასე შეყვარება, რა აქვს ასეთი განსაკუთრებული რომ ასე მოგეწონა? - მართლა ძალიან გამიკვირდა

- ალბათ როგორც უკვე აღნიშნე მისტიურობა და იდუმალება, აქ ბევრი სახლი და შენობაა, რომელიც ძალიან კარგად გადმოსცემს თანამედროვე არქიტექტურას, რომელიც რაღაც დისკოს ფერებშია განათებული. ეს კი რაღაცნაირად სულში ჩამწვდომია, დაცარიელებული და ფერმკრთალი - ის იმდენად დიდი ემოციით ხსნიდა ამას, ეჭვი გამიჩნდა შენობაზე ლაპარაკობს თუ ადამიანზე თქო

- ოჰო, აი მესმის დახასიათება, თან შენობის. გულწრფელად გეუბნები, ძალიან კარგად აღწერე აქაურობა.

- ეს უბრალოდ გრძნობებია, რომელიც მაკავშირებს და მაქვს ამ სახლთან - მხრები აიჩეჩა და ოდნავი ღიმილით შეავლო თვალი შენობას - აბა რას იტყვი, არ შევიდეთ? თუ აქ ვიდგეთ და შენობის საიდუმლოებებზე ვისაუბროთ? - ცალი კუთხე ჩატეხა და ხელით კარისკენ მიბიძგა.

მის ნებას დავყევი და წინ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი.

კიბეები ჩუმად ავიარეთ, ჩემს ოთახთან გავჩერდი და მისკენ შემოვტრიალდი.

- აბა, მადლობა ასეთი მშვენიერი სიტყვებისთვის და დროებით - ღიმილით დავემშვიდობე და ნახევარი ტანით ოთახში შევედი

- არ დამვიწყებია ჩვენი დაპირება. - მომაძახა და ისიც ზემოთ გაუჩინარდა.

_______________

იმედია მოგეწონებათ და აზრსაც დააფიქსირებთ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent