შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების ტყვე


10-03-2018, 18:24
ავტორი nataliko
ნანახია 1 658

თავი 1 ჩემი და ანის მეგობრობა სკოლის მერხიდან დაიწყო და წლებია გრძელდება, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული ხასიათისა, შეიძლება თამამად ითქვას რომ არასდროს გვიჩხუბია. ანი ყოველთვის შეყვარებული დადიოდა,ჩემგან განსხვავებით, მე არასდროს მყოლია შეყვარებული. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა დაქალმა გამომიცხადა, რომ ერთი ბიჭი გაიცნო და ძალიან მოსწონს,მთხოვა გავყოლოდი პაემანზე და შემეფასებინა. მეც დავთანხმდი, ბიჭს აკო ერქვა, მშვენიერი ბიჭი ჩანდა, ბევრი ვისაუბრეთ,გავიცანით ერთმანეთი უფრო კარგად,ცოტა ხანში მისი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ,მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, ასეთი რამ არასდროს დამმართნია,აკოს ძმაკაცი გიორგი გარეგნულად ძალიან ჩვეულებრივი ბიჭი იყო,არიყო არც ცისფართვალება,ქერა და ათლეტური აღნაგობის,მაგრამ როგორც კი დავინახე ჩემში რაღაც შეიცვალა,მისმა მზერამ მომნუსხა,შევატყვე ისიც მაკვირდებოდა და გული ორმაგად მიცემდა,მის მზერას ვერ ვუძლებდი და თვალებს ძირს ვხრიდი.ამის შემდეგ ანის ხშირად დავყვებოდი აკოსთან შეხვედრებზე,ამის მიზეზს ალბათ კარგად ხვდებით,სულ ვეძებდი თვალებით, იცით გაგიკვირდებათ და მე ის შემიყვარდა,დიახ ერთი ნახვით და ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა,მახსოვს ადრე როგორ მეცინებოდა ასეთ შემთხვევბზე. მინდოდა მის შესახებ მეტი მცოდნოდა,მაგრამ გაკითხვაც არ გამოდიოდა, ანი და აკო მიხვდებოდნენ ყველაფერს, ასე წამებაში გავიდა 1 თვე, ყოველ ნახვაზე ვიბნეოდი,მინდოდა სულ ახლოს ვყოფოლიყავი მასთან ვგრძნობდი, რომ მასაც ქონდა სიმპატია,თან აშკარად. ერთ მშვენიერ დღეს ანი და აკოსთან ერთად მანქანით ვსეირნობდი,როცა ანიმ იკითხა სად იყო გიორგი,რაზეც აკომ უპასუხა რომ დღეს მისი ცოლის დაბადების დღე იყო და ჩვენთან ვერ გამოვიდოდა, გავშრი, მეგონა მომესმა,ხმა ვერ ამოვიღე, ცრემლი ვერ შევიკავე,მალევე შევიშრე, ვინმეს რომ არ შეემჩნია. მივხვდი რაღაც საშინელება მოხდა. ჩემი პირველი სიყვარული ასე ვერ დამთავრდებოდა,ეს ყველაფერი.წარმოუდგენელი იყო. ამია შემდეგ ვცდილობდი ანი არ მენახა, მინდოდა გიორგი
დამევიწყებინა,მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს შეუძლებელი იყო. მომდევნო 2 კვირა არ მახსოვს,ოთახიდან არ გამოვდიოდი,მთელი დღეები ვტიროდი,ლექციებსაც ვაცდენდი,მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ტელეფონის მესიჯმა გამომაფხიზლა, გახსნას არ ვაპირებდი,ვფიქრობდი რამე სარეკლამო შეტყობინება იქნება-მეთქი, მაგრამ მოულოდნელად გავშრი, ის იყო. -როგორ ხარ ანანო?ვიცი გაგიკვირდება მაგრამ გიორგი ვარ,აკოს მეგობარი,უბრალოდ ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდი ვინერვიულე და მოგიკითხე,იმედია არ შეგაწუხე. -კარგად, გიორგი,მადლობა რომ მომიკითხე,შენ როგორ ხარ? -ამ ყველაფერს ხელის კანკალით ვწერდი,ვხვდებოდი რომ არ უნდა მეპასუხა,მაგრამ სურვილი იმდენად დიდი იყო,რომ ჩემს თავს ვუმტკიცებდი არაფერი დაშავდება თუ ვიმეგობრებთ-მეთქი.თავს ვიტყუებდი,ეს ვიცოდი მაგრამ ეს გრძნობა ჩემზე ძლიერი იყო.იმდენად მიყვარდა რომ მასთან მეგობრობაზეც თანახმა ვიყავი,რადგან სხვა ურთიერთობა გამორიცხული იყო. მოკლედ მოვიკითხეთ ერთმანეთი და შემდეგ დამემშვიდობა. ამის მერე დავიწყე ისევ ანი და აკოსთან სიარული, გიორგისაც თითქმის ყოველ დღე ვხედავდი,ძალიან მიჭირდა,მაგრამ მის გარეშე ყველაფერი უარესდ იყო. ერთ დღესაც დღის ბოლოს აკოს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და ჩემი და ანის დატოვება სახლში გიორგის თხოვა,ჯერ ანი დავტოვეთ,როდესაც მარტო დავრჩით, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.ვხედავდი როგორ აპარებდა ჩემკენ მზერას,ვცდილობდი არ შემეხედა,ვიცოდი ვერ გავუძლებდი,სადარბაზოსთან გამიჩერა, კარი გავაღე სასწრაფოდ, როცა უეცრად შემომატრიალა მისკენ და ძლიერად ჩამეხუტა, შემიძლია თამამს ვთქვა,რომ 19წლია განმავლობაში ასეთი გრძნობა არასდროს მქონია,ვკანკალებდი,მივხვდი რომ ის იყო ჩემთვის კარცერი-ლუქსი, დიახ, მან მე შემიპყრო,მთელი არსებით,თუმცა ეს ყოველივე ისე მსიამოვნებდა მისგან თავის დაღწევა არ შემეძლო. მაგრამ ჩემს თავში ძალა გამოვნახე და სასწრაფოს მოვშორდი. -რას აკეთებ,გაგიჟდი?- ნამტირალევი ხმით ვუთხარი. -ჩახუტება დანაშაულია? -თავს ნუ იტყუებ,გთხოვ,ეს შეუძლებელია შენც ხომ ხვდები,ჩვენ შორის მეგობრობის გარდა სხვა რამე გამორიცხულია. -მაგრამ მე რომ არ შემიძლია შენთამ მეგობრობა?შენ არ იცი შენ რო გხედავ რა მემართება,თავი ისევ პატარა ბიჭი მგონია,რომელიც თავს ვერ აკონტროლებს.-ეს თქვა თუ არა სახე ახლოს მომიწია და მისი ბაგეები ჩემსას შეახო,გავშრი,არვიცოდი რა მექნა,სუნთქვა მიჭირდა,ეს ჩემთვის პირველი იყო,პირველი და ისეთი საოცარი,რომ მეგონა დავდნებოდი,მეგონა დედამიწაზე არ ვიყავი.მეც ავყევი კოცნაში,ამან შეაკრთო,ვიგრძენი,როცა მოვშორდი მხოლოდ მაშინ ვიგრძენი სიტუაციის სერიოზულობა,მივხვდი, რომ რაღაც არანორმალური ხდებოდა ჩემ თავს.ვუთხარი, რომ არასდროს ვენახე და დაერეკა,რომ ესყველფერი დიდი შეცდომა იყო და აუცილებლად ვინანებდით. პასუხს არ დაველოდე,სასწრაფოდ შევედი სადარბაზოში, ჩემს ოთახში შევედი თუ არა საწოლზწ დავეცი,თავი ბალიშში ჩავრგე და მთელი გრძნობით ვტიროდი ჩემს უიმედო სიყვარულს. ვხვდებოდი რომ საშინელებას ვაკეთებდი,როგორ ქალებსაც ვერ ვიტანდი, ისე ვიქცეოდი ზუსტად! ჩემს პრონციპებს ვღალატობდი,ადამიანს ოჯახს ვუნგრევდი, მისი ცოლის ფოტო ვნახე,ის ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო,ნუთი იმსახურებდა ამას.ორი ადამიანის ეგოისტობას უნდა შეწირვოდა მისი ბედნიერება. მე ვხვდებოდი,რომ მას ასე ვერ მოვექცეოდი, ჩემი გრძნობების გამო მას ვერ გადავუვლიდი,მთელი ღამე გავათენე,დილისკენ ჩამეძინა და მალევე შეტობინების ხმა ჩამესმა,ისევ ის იყო! მწერდა რომ თავს ვერ დამანებებდა,რაც არ უნდა მექნა მე მასთან
ვიქნებოდი.როგორ მინდოდა ეს ყველფერი როგორ! აღარ შემეძლო მეტის მოთმენა, უპასუხოდ დავტოვე,თუმცა ვინ იცის ეს რად დამიჯდა.



№1 სტუმარი სტუმარი keti

saintereso motxrobas gvimzadeeb rogorc shevatyve :)) kargi dasawyisi iyo,velodebi shemdeg tavs

 


№2  offline წევრი nataliko

nataliko
სტუმარი keti
saintereso motxrobas gvimzadeeb rogorc shevatyve :)) kargi dasawyisi iyo,velodebi shemdeg tavs
didi madloba:) aucileblad davdeb male

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent