შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული სიყვარული ( თავი 1 )


10-03-2018, 19:26
ავტორი Elena)
ნანახია 4 115

ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც მეშვიდე კლასში გადავედი. ჩემს სკოლელებთან და სიმართლე ვთქვა კლასელებთანაც კი, კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია. ამიტომ ყოველთვის გული მწყდებოდა ხოლმე და შეიძლება მშურდა კიდევაც როდესაც ჩემი თანატოლები სხვადასხვა სახალისო ისტორიის მოყოლას იწყებდნენ მათ თანაკლასელებზე. მე კი სკოლაში ერთადერთი მეგობარი მყავდა - ლიზი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა კლასში, მასთან პირველივე კლასიდან ვმეგობრობ და რაც დრო გადის უფრო ახლობელი ადამიანი ხდება ჩემთვის, ის ერთადერთია, ვისაც შემიძლია გავანდო ყველა ჩემი ჩანაფიქრი და ტკივილი. ბევრი მეგობარი არც არასოდეს მყოლია, ხანდახან უბნის ბავშვებთან ერთად გავდიოდი გარეთ და მათთან ერთად ვთამაშობდი, ეს იყო და ეს. დანარჩენ დროს ან ლიზისთან ერთად ვატარებდი, ან ჩემს ოთახში ვიყავი ჩაკეტილი. ყოველთვის კომპლექსი მქონდა და თითქმის ყოველდღე ვტიროდი ხოლმე იმის გამო რომ მეგობრები არ მყავდა და მახსოვს ჩემი მშობლები, როგორ გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს, როდესაც ისტერიკული
ტირილი მიტყდებოდა და ერთდროულად გადამეხვეოდნენ ხოლმე. ახლაც, როდესაც მეთერთმეტე კლასში ვარ, ჩემი ერთადერთი მეგობარი ლიზია და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისევ იგივენაირადაა, ერთი რამის გამოკლებით, მე დედა დავკარგე. ჩემი სახელია ელენე და ეს ჩემი ისტორიაა.
ვიცრუებ რომ ვთქვა მაღალი ვარ მეთქი, სიმაღლეში 1.66 ვარ, გამხდარი, მწვანე თვალებით და გრძელი მოწითალო ფერის თმით. ვცხოვრობ თბილისში, მარჯანიშვილზე.11 კლასში ვსწავლობ. აგვისტოში, არდადეგებზე, სადაციყო სკოლა დაიწყებოდა, მე მეშვიდე კლასელი გავხდებოდი. დედა წამიყვანდა მაღაზიებში, და მიყიდდა უამრავ ტანსაცმელს, შემდეგ ვიყიდიდით ბევრ სასუსნავებს,მერე
დავჯდებოდით კაფეში, ვიმხიარულებდით და ბედნიერები დავბრუნდებოდით სახლში, მალე მამაც მოვიდოდა სამსახურიდან დაღლილი,მაგრამ არ დავაცდიდი დასვენებას და ერთად ვითამაშებდით რამე კომპიუტერულ თამაშს. მერე დავჯდებოდით სამივენი ერთად და ვუყურებდით ფილმს, რომელსაც როგორც ყოველთვის მე ავარჩევდი (ყოველთვის საზარელი სანახაობები, საშინელებათა ფილმები მომწონდა). მაგრამ ხანდახან
დედა მჯობნიდა და მის არჩეულ, სასიყვარულო დრამას რთავდა, რაზეც საპასუხოდ მე და მამა თვალებს გადავატრიალებდით ხოლმე. დედა ყოველთვის მეუბნებოდა რომ დადგებოდა დრო, და მეც ვიპოვიდი ჩემს სიყვარულს, რომელიც ჩემს თავზე მეტად მეყვარებოდა, და რომელთან ერთადაც იმაზე ლამაზ ისტორიას შევქმნიდი, ვიდრე ამ ფილმებში იყო. ამდროს მე ვპასუხობდი ასეთი ბიჭი უკვე დიდიხანია ვიპოვეთქო და მთელი
ძალით მივეხუტებოდი ხოლმე მამას. დედას ჩვენს შორის ყველაზე ადრე ერეოდა ხოლმე ძილი, და ჩვენც გვაიძულებდა ხოლმე მალე დავწოლილიყავით. იმ დღესაც, იმ დაწყევლილ დღეს, ის ავარია რომ არა, კვლავ ასე იქნებოდა,ჰო, ყველაფერი ასე იქნებოდა...
22 აგვისტოს, მე და ჩემი ოჯახი არც ისე დიდი ხნის დაბრუნებულები ვიყავით სვანეთიდან, იქ ჩვენი სოფელია. ამ დღეს ჩემი მშობლების ქორწინების 13 წლის თავი იყო. მამამ გადაწყვიტა დედა წაეყვანა სადმე, და დასვენების დღე აიღო სამსახურში. ჩემთან დეიდა დარჩა და ზუსტად, ამ შესანიშნავ და ახლა უკვე დაწყევლილ დღეს, მე ასთმის შეტევა დამეწყო. პირველი შემთხვევა არ იყო რათქმაუნდა, მაგრამ დეიდამ მაინც გადაწყვიტა დაერეკა დედასთვის. ისინი დაბრუნებას გვიან აპირებდნენ მაგრამ მაშინ, ჩემს გამო, სახლში ადრე ბრუნდებოდნენ, გადაჭარბებული სიჩქარით. და სწორად ამ დღეს,
ამ დროს, მოხდა ავარია რომელმაც დედაჩემის სიცოცხლე შეიწირა. რაღაც ძალის წყალობით, საბედნიეროდ, მამაჩემი გადარჩა თუმცა დიდი ტრამვებით. უდიდესი ტკივილი განვიცადე, ისეთი ტკივილი რომელსაც სიტყვებით ვერ ავხსნი,ვერ აღვწერ. მას მერე მუდამ ჩემს თავს ვადანაშაულებ.ვერასდროს ვაპატიებ თავს, მის წასვლას. თავიდან არ მჯეროდა, ან უბრალოდ არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა ჩემს თავს. ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტკივილი მშობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილია. მახსოვს მე, 11 წლის ბავშვი როგორ დავყურებდი დედაჩემის უსიცოცხლო სხეულს, და როგორ მძულდებოდა ყოველი გათენება და დაღამება. როცა უკვე ტირილიც აღარ შემეძლო. მახსოვს, როგორ დავკრძალეთ დედაჩემი, როგორ ამიტყდა ისტერიული ტირილი და როგორ გამომარიდეს
იქაურობას. თუმცა მაშინ კიდევ კარგად ვერ ვხვდებოდი. სისულელეა რომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, გავა დრო და შეეგუებიო. რაც უფრო ვიზრდები, ტკივილს მით უფრო მეტად ვგრძნობ. დედას დაკრძალვის შემდეგ მამაჩემი მარტო წუთით არ მტოვებდა, სამსახურსაც თავი დაანება.არ მანახებდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ განადგურებული იყო.ვხედავდი ხოლმე როგორ შედიოდა ოთახში სასმლის ბოთლით და როგორ სვავდა, როგორ იკლავდა სევდას. მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, რომ გავემხნევებინე, იმის მიუხედავად რომ გამხნევება მას ჩემზე მეტად სჭირდებოდა.დეიდაც მუდამ ჩემს გვერდით იყო და ყველა ახლობელი გვერდში გვედგა.დასაფლავებაზე ლიზისთან ერთად ჩემი რამდენიმე კლასელიც მოვიდა.
წლები დაგვჭირდა რომ ოჯახში ნორმალური მდგომარეობა აღგვედგინა.
მახსოვს როგორ მიხაროდა რომ მეშვიდე კლასელი ვხდებოდი, ვამბობდი უკვე დიდი ვართქო. მაგრამ დამიჯერეთ დიდობა სულაც არარის კარგი, და განსაკუთრებით მაშინ როცა შენს დაბადების დღის 12 წლის იუბილეზე დედაშენის ცხედარს მარხავ. თითქმის ნახევარი სემესტრი სკოლაში არ მივლია, მაგრამ მაინც მოვახერხე და ექსტერნები არ გამოვიყოლე.სკოლაში ლიზისთან ერთად მივდიოდი ხოლმე, და მასთან ერთადვე ვბრუნდებოდი უკან. და ჩემი ცხოვრება ასეთ ტემპში მიდიოდა, ყოველდღე, ყოველ წუთს, სანამ ის არ გავიცანი.თებერვალი იყო, რიცხვი ზუსტად არ მახსოვს,იმ დღეს ძალიან თოვდა,ზარამდე 10 წუთი იყო სკოლაში რომ შევედი სიცივისგან გალურჯებული, გაწითლებული ცხვირით და გამათბობელთან დავდექი. ლიზიც ჩემს გვერდით დადგა.პირველი გაკვეთილი მათემატიკა გვქონდა. მიუხედავად იმისა რომ თვეები იყო
გასული, მაინც ვგრძნობდი იმ სიბრალულს, რომელიც მასწავლებლების მხრიდან მოდიოდა და უკვე მძულდა ხოლმე სკოლაში შესვლა. ვერასდროს ვიტანდი, როცა ვინმეს ვებრალებოდი. დრო ძალიან გაიწელა, ათ წუთიან დასვენებაზე გამათბობელთან დავდექი, და დავინახე უფროსებმა როგორ წააქციეს მათთან შედარებით პატარა ბავშვი. არ ვიცი რაზე ვფიქრობდი, მაშინვე მათკენ გავიქეცი, ბავშვი წამოვაყენე და ახლაც მახსოვს როგორ დავუდექი წინ მე მეშვიდე კლასელი ღლაპი ჩემს პარალელებს და პასუხი მოვთხოვე. ჰო, ზუსტად მაშინ გამოვიდა კლასიდან ისიც, ლუკა. ადრე ნანახი არ მყავდა, ეტყობოდა ახალი გადმოსული იყო მაგრამ უკვე საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან, ჩემგან განსხვავებით.მახსოვს როგორ მომიახლოვდა და ნელ-ნელა შემათვალიერა. არც კი ცდილობდა რამის დამალვას, შემდეგ კი უბრალოდ ჩაიღიმა. რომ ვკითხე რა გაცინებსთქო ლამაზი ხარო მითხრა, მე ვუპასუხე შენ კი იდიოტი ხართქო და კლასში შემოვბრუნდი. მერე ყოველდღე ვხედავდი ხოლმე. მას მერე წლები გავიდა, ყველაფერი შეიცვალა, ჩვენც შევიცვალეთ. დამიჯერეთ არ იყოთ იმ ადამიანთან ერთად ვინც გძულთ, მის სიახლოვესაც კი არ იყოთ. რადგან სწორედ ის გახდება ადამიანი, რომელიც თავდავიწყებით შეგიყვარდებათ.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

აუ მალე დადე რააა♥♥ ძალიან საინტერესოააა♡♡♡♡

 


№2  offline წევრი fireending

საინტერესოა ძალიან.მომეწონა.

 


№3  offline წევრი jina

Sasiamovno wasakitxia. Gramatikulad gamartuli da shinaarsobrivadac momewona... iqneb male dado <3 da kidev erti dialogebs roca dawer imedia depisit gamoyop da abzacit dawer xolme <3

 


მომეწონა ძალიან და წარმატებები ❤❤❤არ დააგვიანო გთხოვ❤❤

 


№5  offline წევრი Elena)

ყველას დიდი მადლობა heart_eyes მიხარია, თუ მოგეწონათ. დღეს საღამოს დავდებ შემდეგ თავს <3

 


№6 სტუმარი Bridget

After looking at a numbger of the blog posts on your blog, I honestly like your technique of writing a blog.
I book marked it to my bookmark website list and will
be checking back in thee near future.Take a lok at my web site
too and lett me know how you feel.

my web blog; https://Casinoonlinevavada.Onepage.website/

 


№7 სტუმარი Antonetta

Thank you, I have just been looking for info about this subject for
a while and yours is the best I have discovered till now.
But, what concerning the conclusion? Are youu positive concerning the supply?


Here iis my webpage - https://Sites.google.com/view/start-playing-online-casino

 


№8 სტუმარი MatthewBlobe

<a href=https://remont-iphone-box.ru>apple сервис центр</a>

 


№9 სტუმარი ремонт техники в москве

Профессиональный сервисный центр по ремонту бытовой техники с выездом на дом.
Мы предлагаем: <a href=https://remont-byttekhniki-moskva.ru>сервис центры бытовой техники москва</a>
Наши мастера оперативно устранят неисправности вашего устройства в сервисе или с выездом на дом!

 


№10 სტუმარი Justine

Hi to all, the contents present att this website are
really remarkable for people knowledge, well, keep up the nice work fellows.


My homepage: Spearboard.Com

 


№11 სტუმარი Noelia

I appreciate, result in I found just what I used to be looking for.
Youu have ended my four day lengthy hunt! God Bles you man. Have a great day.
Bye

Check out my web page :: http://www.Latechbbb.com/forum/member.php?97468-Vilianarlk

 


№12 სტუმარი Deneen

I simply couldn't depart your website before suggesting that I actually enjoyed the usual information an individual provide for your guests?
Is gonnna be back steadily to check up on new posts

my web site Http://www.adtgamer.com.br

 


№13 სტუმარი Janell

Wow! In the end I got a webpage from where I know how to in fact take valuable information concerning my study
and knowledge.

my webpage :: glaschat.Ru

 


№14 სტუმარი Fidel

Hello just wanted to give you a brief head up and let you know a few of the
pictufes aren't loading properly. I'm not sure why but I think its a
linking issue. I've tried it in two different browsers
and both show the same outcome.

my web site: http://oople.com/forums/member.php?u=347596

 


№15 სტუმარი Korey

You've made some deceent points there. I checked on thee internet for more information about the issue and found
most individuals will go along with your views oon this web site.


my site http://www.jeepin.com/forum/member.php?u=122247

 


№16 სტუმარი Edgardo

I like what you guys are usually up too. This sort of clever work and reporting!

Keep up the good works guys I've incorporated you guygs to my blogroll.


Also visit my blog :: http://www.Adtgamer.com.br/member.php?u=758

 


№17 სტუმარი Columbus

An outstanding share! I have just forwarded this onto a co-worker who has been doing a little homework on this.
Andd hhe iin fact ordered me dinner due to the fact that I stumbped upon it ffor
him... lol. So let me reord this.... Thanks for the meal!!
But yeah, thanx for spending the time to discuss this issue here on your internet site.


Feel free to surf tto my web site - http://Www.Jeepin.com/forum/member.php?u=116977

 


№18 სტუმარი Danial

Because the admin off this site is working, no question very
quickly it will be well-known, ddue to its feature contents.



Also visiit my blog post ... www.smokinstangs.com

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent