შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [20]


11-03-2018, 22:53
ავტორი მე♥
ნანახია 4 464

დარწმუნებული იყო რომ თარაშისგან სულ სხვა პასუხს მოისმენდა, მიუხედავად იმისა, რომ მარიტას ლოლა არასოდეს არ მოუტყუებია მაინც, გულის სიღრმეში სჯეროდა და რომ მისმა დეიდაშვილმა რაღაც არასწორად გაიგო და ყველაფერი სულ სხვანაირად იყო. მერლანის სიტყვებმა თავბრუ დაახვია, აკანკალებული თითები სკამის საზურგეს მთელი ძალით ჩასჭიდა და თვალები ფართოდ გაახილა გონება რომ არ დაეკარგა.
ზოგად არ არის ემოციური გოგო, არ უყვარს ისეთი რაღაცის გულთან ზედმეტად ახლოს მიტანა რასაც აუცილებალდ ეშველება და რასაც ახსნა ექნება, მაგრამ ამ ყველაფერმა მასზე ძალიან იმოქმედა. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ვერ წარმოიდგენდა თარაში ასეთ მნიშვნელოვან დეტალს თუ დაუმალავდა, ან უბრალოდ არ ეტყოდა.
იმდენი საერთო აქვთ ერთმანეთთან ერთ სახლში ცხოვროდნენ 1 თვე, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ და გამოდის რომ მერლანის შესახებ არაფერი არ იცის.

-აქ რომ იყავი რატომ არ მითხარი?_ხმადაბლა იკითხა და სკამზე ჩამოჯდა.

-ცირა და მე 10 წლის წინ დავშორდით, ლოლა. ძალიან პატარები ვიყავით როდესაც ბევრი რამ ერთმანეთში არასწორად ავურიეთ. ერთად ორი კვირაც არ გვიცხოვრია მიუხედავად იმისა, რომ დაშორების შემდეგ 1 თვე ისევ ვხვდებოდით ერთმანეთს. 19 წლის ასაკში ვერ გავაანალიზეთ რომ ოჯახი იმაზე დიდი ვალდებულება და მნიშვნელობის მქონეა თითოეული ჩვენგანისთვის რომ ჩვენი გრძნობები ამას ვერ გასწვდებოდა, ვერ აიტანდა.

-10 წლის წინ..._დაბნეულმა ამოილუღლუღა და სახეზე თითები მსუბუქად მოისვა. რატომღაც ეგონა რომ ქორწინება მაქსიმუმ 5 წლის წინ დასრულებული იქნებოდა, მაგრამ ამდენი წლის არსებობას მათ ურთიერთობაში ნამდვილად ვერ იფიქრებდა.

-ხო, ათი წლის წინ. ახლა კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვერ ვიტყვი რომ მეგობრები ვართ, მაგრამ არც მტრები არ ვართ. თურქეთში წასვლამდე ვისაუბრეთ და მთხოვა რომ ახალ სახლში ავეჯის ატანაში დავხმარებოდი რაზეც უარს შენც იცი რომ არავითარ შემთხვევაში ვეტყოდი.

-გასაგებია, მაგრამ ვერ ვხვდები მე რატომ არ მითხარი.

-იმიტომ, რომ არასოდეს არ გიკითხავს. არც მე ვიცი, იქნებ შენც გყავს ყოფილი ქმარი. ამაზე ოდესმე გვისაუბრია? _მამაკაცის ხმაში ღიმილი შენიშნა.

-შენ შესანიშნავად იცი ვინ მყავდა, როგორ და რამდენი. _სიცილი შეეპარა ლოლას. _არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ შენ საქციელს, აუცილებლად უნდა გეთქვა. არ აქვს მნიშნველობა ვისაუბრეთ თუ არა ჩვენ ჩვენ წარსულზე. წარმოდგენაც არ მინდა ეს ყველაფერი ცირასგან რომ გამეგო როგორი რეაქცია მექნებოდა, რა თქმა უნდა სკანდალს არ მოგიწყობდი, მაგრამ ძალიან მეწყინობდა და საშინლად მეტკინებოდა გული. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩზე იკბინა. _მაგრამ მაინც მგონია რომ რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები, გამორიცხულია ეს ამბავი ასე უმნიშვნელო ყოფილიყო შენთვის, მითუმეტეს ჩემთან მიმართებაში. ვიცი რომ ბევრი საუბარი არ გიყვარს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამას მარტო იმიტომ, არ დამალავდი რომ 10 წლის წინ მოხდა. კიდევ რაღაც არის ამ ამბის უკან რისი თქმაც რატომღაც არ გინდა, ან უბრალოდ არ შეგიძლია. _საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა. _შვილი გყავთ?_მოულოდნელად გაჟღერებულმა კითხვამ ლოლაც კი შეაკრთო.

-შვილი რომ მყავდეს ამას არ დაგამილავდი. _ხმაში სიცივე შეეპარა მერლანს.

-მართალი ხარ, შვილის არსებობაზე მნიშნვლეოვანი რა უნდა იყოს.

-უბრალოდ კლუბში ზომაზე მეტი დავლიეთ, გავერთეთ და დილით აღმოვაჩინეთ რომ სრულიად შემთხვევით მოვაწერეთ ხელი.

-ანუ გამოდის რომ ეს ქორწინება ფარსია. _თვალები მოჭუტა და ჩაფიქრებული წავიდა მისაღებისკენ.

-მაგრამ ოფიციალური.

-ერთად იწექით?_სწრაფად იკითხა და ერთად ადგილზე გახევდა.

-ლოლა! _გოგონას კითხვით გაღიზიანებულს ხმა სულ შეეცვალა.

-ვიცი რომ უტაქტო კითხვაა, მაგრამ პასუხი მინდა. _არ ნებდებოდა ქირია.

-იმ ღამეს არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მერე არა. _თარაშის ხმაში გულწრფელობა რომ იგრძნო გახალისებულმა შვებით ამოისუნთქა და დივანზე ჩაესვენა.

-გამიხარდა, მაგრამ შენ დუმილს ეს მაინც არ ამართლებს!

ვიღაცისთვის შესაძლოა ლოლას ადგილას ყოფნა სულ სხვანაირი აღმოჩენილიყო. ალბათ არც ამ შემთხვევაში მისცემდა საკუთარ თავს თარაშთან ურთიერთობის გაგრძელების უფლებას, შესაძლოა უბრალოდ კარგი ისტერიკა აეტეხა და მერე ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო, მაგრამ ქირიასთვის იმისი აღმოჩენა რომ მერლანის და ცირას ქორწინება სიყვარული არ შემდგარა ძალიან ბევრს ნიშნავს. შესაძლოა თარაშის ადგილას არც მას ეთქვა თავის 1 დღიან კაცზე რომელთანაც უბრალოდ გაუგებრობის გამო ამოყო თავი, შესაძლოა ამის გახსენების სურვილიც არ ჰქონოდა და ეს ყველაფერი გარკვეული პერიოდის შემდეგ ეთქვა მერლანისთვის.
ეგონა რომ ქორწინება ოჯახურ გარემოში შედგა დაიწერეს ჯვარი, მოაწერეს ხელი და ამ ყველაფერს მათთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანებიც იზიარებდნენ. რეალურად კი სულ სხვანიარად იყო ერთ ღამეში შექმნილი ოჯახი, რომლის გამოც თარაშთან კამათს არ აპირებს.
ცირა მერლანის წარსულია რომელიც დარწმუნებულია რომ მომავალში მათ ურთიერთობს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის.

-გიყვარდა?

-არა, არ მიყვარდა. _სწრაფად უპასუხა თარაშმა.

-მაშინ განქორწინების შემდეგ ურთიერთობა რატომ გააგრძელეთ?_ეჭვით იკითხა და ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაიდო.

-სამი თვის წინ ჩემთან ურთიერთობას რომ დათანხმდი გიყვარდი?_თარაშის მოულოდნელმა კითვა წამებში დაახვია თავბრუ და შეუჩერებელი ხველა აუტყდა. ენაარეული ადგილს ვერ პოულობდა და თვალებს აქეთ-იქით უმისამართოთ აცეცებდა.

-ეგ რა შუაშია?_ლუღლუღით ამოილაპარაკა და თვალები დახუჭა.

-თავშია!_ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა მერლანმა. _ჩემი და ცირას ქორწინების შესახებ არავინ არ იცის და შეეცადე არც შენგან გაიგონ.

-მოიცადე, ოჯახში არ იციან? _გაკვირვებულმა იკითხა.

-ცოლი რომ მყავდა იციან, მაგრამ როგორ მოვიყვანე და რა ვითარებაში არა!

-გასაგებია. და ეს ცირა რომ დგას და შენზე ყველა ყოფილი ქმარიაო ეუბნება ეგ როგორ არის?_როგორც იქნა გულში ეკლებად მოფენილი კითხვა დასვა და შვებით ამოისუნთქა.

-მაგას ცირასთან გავარკვევ.

-გაარკვიე და გააფრთხილე რომ ძალიან მავნე ქალი გყავს გვერდით, ჩემი სახით.

-ველური და სექსუალური. _თარაშის ვნებიანი ხმის გაგონებისას ტანზე ეკლებმა დააყარა.


***
-ყველაფერი გავარკვიეთ და საგანგაშო არაფერია. _ანერვიულებულ, ცნობისმოყავრე მარიტას მოკლედ აუხსნა სიტუაცია ლოლამ.

-შენ მე გადამრევ. _დეიდაშვილმა ხმამაღლა წამოიძაა და ხელები უმისამართოდ გაშალა. მისი ქცევით გაკვირვებული ქირია სწრაფად შეტრიალდა ტელეფონის ეკრანისკენ და მარიტას დააკვირდა.

-რატომ?

-კი მაგრამ რა გითხრა ისეთი რომ რამდენიმე საათში მოაგვარეთ?

-მოვაგვარეთ, ე.ი. მითხრა. ყოფილი ცოლის გამო მასთან დაშორებას და ჩხუბს ისედაც არ ვაპირებდი, უბრალოდ დამალვის მიზეზი გავიგე.

-და მერე რაო რატომ დავმალე ამდენი ხანიო?

-მარიტ, ეს უკვე თარაშის პირადი ცხოვრებაა რომელსაც ვერც შენთან და ვერც სხვა ვინმესთან ვერ განვიხილავ.

-თუ ეგრეა მაშინ ვმუნჯდები. _წითელთმიანმა სწრაფად დააქნია თავი და სახეზე ღიმილგადაფენილი მიაჩერდა ლოლას. _ძალიან აჟიტირებული ვარ, გამუდმებით ქორწილზე და თეთრ კაბაზე ვფიქრობ.

-შენ თეთრ საქორწილო კაბაში ვერ წარმომიდგენიხარ. _სიცილით გააქნია ლოლამ თავი.

-ამასწინებზე ნინა იყო ჩვენთან, ქორწილზე ვსაუბრობდით და დედამ ახლა ლოლას ჯერიაო, ისე თქვა... რომ იცოდე როგორ იკამათეს, ნინა მთელი ერთი საათი იმას ხსნიდა რომ შენთვის ჯერ კაცთან ურთიერთობაც კი ადრეა, რომ კარიერას უნდა მიხედო და ცხოვრება აიწყო.

-ზოგჯერ მგონია რომ დედაჩემი ვერ ხვდება როგორი მნიშვნელოვანია გვერდით ძვირფასი ადამიანი. რაც მამა დაკარგა ძალიან შეიცვალა, სიყვარულის და მეორე ნახევრის გაგონებაც კი არ უნდა. მე მგონი შიშის გრძნობა გაუჩნდა რომ შეიძლება ერთ დღეს მასავით გვეტკინოს მე და ილოს გული. არ ვიცი რა ვიფიქრო, ან როგორ ვიფიქრო, მაგრამ მისთვის ჩვენი პირადი ცხოვრება წარმოუდგენელია. წარმოდგენაც კი არ მინდა როგორი ცუდი რეაქცია ექნება როდესაც თარაშის შესახებ გაიგებს, იფიქრებს რომ ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და საკუთარ პროფესიაზე უარი ვთქვი. როგორც კი ყურადღება სხვა რაღაცაზე გადამაქვს გონია რომ საქმეს ისე აღარ ვაკეთებ როგორც საჭიროა. რამდენიმე დღის წინ ვუთხარი თანამშრომელ გოგონებთან ერთად ვარ ბარში-თქო და ლექცია წამიკითხა იმის შესახებ თუ როგორი ცუდია გადაღლილზე კიდევ უფრო დაღლა.

-მაგრამ ზუსტად ვიცი რომ თუ ბედნიერს დაგინახავს საკუთარ პრინციპებზე უარს იტყვის. ნინასთვის მთავარი შენი და ილოს ბედნიერებაა, არ უნდა რომ ოდესმე ვინმეზე დამოკიდებული ადამიანები იყოთ. მიუხედავად იმისა, რომ სამსახური ჰქონდა, ყველაფერი ჰქონდა რაც უნდოდა და რაც უყვარდა მაინც მამაშენზე დამოკიდებული ქალის ფუნქცია ჰქონდა სახლში და ზუსტად ამან გატეხა წლების მერე. ქმრის სიკვდილი ასმაგად განიცადა, ძალიან დააკლდა მასზე დამოკიდებულს.

-მეშინია რომ ჩემი გადაწყვეტილებით გულს ვატკენ, მაგრამ თარაშზე უარის თქმა მარტო იმიტომ, რომ კარიერა ავიწყო არ შემიძლია, მითუმეტეს მაშინ როდესაც ორივეს შესანიშნავად ვახერხებ. სამსახურზე უარის თქმა არ მიწევს, კომპრომისები არ არსებობს, თარაშს ჩემი შეცვლა აზრადაც კი არ მოუვა.

-ზაფხულამდე დიდი დროა და ბევრი რამ შეიცვლება.

***

სამსახურიდან მოსულს და დაღლილს მუშაობის დროს პირდაპირ დივანზე ჩასძინებია. კისრის ტკივილმა გამოაღვიძა დაჭიმული ძლივს წამოჯდა დივანზე და თითებით კისერი ნაზად დაიზილა. საბუთები დაბალ მაგიდაზე დააწყო და ნელი ნებიჯებით სამზარეულოსკენ წავიდა ყავის მოსამზადებლად. სამზარეულოს კართან მისული ზარმა შეაჩერა. გაკვირვებულმა ახედა კედლის საათს, შეხვედრა არავისთან დაუთქვამს, მასთან სახლში კი ასე დაუკითხავად არასოდეს არავინ მოდის. დაბნეულმა აჩეჩილი თმები სწრაფად შეისწორა და კარისკენ წავიდა.

-ვინ არის?_ხმადაბლა იკითხა და ყურით კარისკენ მიიწია.

-გააღე, მე ვარ!

ნაცნობი ხმის გაგონებისას ყურებს ვერ დაუჯერა და დაპროგრამებულივით ერთ ადგილზე გახევდა. საკეტისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა და დაბნეულმა ისიც ვერ მოახერხა რომ სათვალთვალოდან გაეხედა სტუმრისთვის.
თავიდან იფიქრა რომ რაღაც მოესმა, მაგრამ თარაშის ხმას ათასი კაცის ხმაში ამოარჩევს, თანაც ისე რომ წამითაც არ დაფიქრდება. უბრალოდ მერლანის ამ დროს იტალიაში ყოფნა და თანაც ლოლას კართან, მისთვის წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. საუბრის დროს თარაშს ამასთან დაკავშირებით არაფერი არ დასცდენია, გაკვრითაც კი, ლოლას რაიმეზე ეჭვი რომ მიეტანა.
მისი ხმის გაგონებისას ვერ გააცნობიერა გაურკვევლობა უფრო ძლიერი იყო თუ განცდილი ბედნიერება. ტვინის ყველა უჯრედი ერთდროულად აუთამაშდა, გული ცოტაც და საგულედან ისე გადმოხტებოდა ქირიას ამის შესახებ პრეტენზიაც ვერ ექნებოდა.

-თარაშ, შენ ხარ?

ლუღლუღით იკითხა და პასუხს არც დალოდებია ისე გამოგლიჯა რკინის კარი. სადარბაზოში ერთი პატარა ჩემოდნით ხელდამშვენებული მერლანი იდგა. ლოლამ აკანკალებული თითები ტუჩებზე აიფარა და აცრემლებული თვალებით მიაშტერდა თარაშს. გონს რომ მოვიდა ორივე ხელი მამაკაცისკენ გაშალა და ჩასახუტებლად წავიდა. თარაშის კისრის უკან თითები მჭიდროდ შეკრა და ცხვირ-პირი მერლანის ყელში ჩარგო, მისი სურნელის შეგრძნებისას საბოლოოდ დარწმუნდა რომ კაცი რომელიც ამდენხანს საოცრად აკლდა მის გვერდით იყო. მამაკაცის ყელში ათამაშებული ბაგეებით ბგერებს ძლივს მოუყარა თავი.

-როგორ?! რატომ.. რატომ გადაწყვიტე ჩამოსვლა?_ხმადაბლა იკითხა და მასთან ერთად სახლში შევიდა. მერლანმა გაკვირვებულმა გადახედა და ჩემოდანი კედელთან მიაყუდა.

-რას ნიშნავს რატომ გადავწყვიტე ჩამოსვლა?

-საქმეები გქონდა. ამ თვეში არ გელოდებოდი... _მხრების ჩეჩვით ჩაიჩურჩულა და წარბები აათამაშა. თარაშმა ცალი ხელი წელზე მოხვია და ტუჩთან ახლოს ლოყაზე აკოცა.

-შენი ნახვა მომინდა და ჩამოვედი. _მოკლედ, კონკრეტულად და ამომწურავად უპასუხა ლოლას ყველა კითხვას და სხეულზე მჭიდროდ მიიკრა გოგონას სუსტი სხეული.

-ძალიან გამახარე, ვერც კი წარმოიდგენ ისე. _აღელვებულმა ორივე ხელი მაგრად შემოხვია და თვალები დახუჭა.

-იმედია საწოლი არ შეგიცვლია. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა თარაშმა და ტუჩები საფეთქელზე მიაწება.

-ვიფიქრე უფრო დიდს ვიყიდი-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე..._ნიშნის მოგებით გამოაჯავრა და ხმამაღლა გაიცინა. _კარგი, მართლა... მოგენატრე და იმიტომ ჩამოხვედი თუ საქმეები გაქვს?_ეშმაკური ღიმილით იკითხა და თვალები ააციმციმა.

-იტალიაში არსებული ყველა საქმეს რამდენიმე კვირის წინ მოვრჩი._თვალი ჩაუკრა და სააბაზანოსკენ წავიდა. ლოლამ კბილები ქვედა ტუჩზე მჭიდროდ დაისვა და თვალებმოჭუტულმა გააყილა მზერა მიმავალს. რაც ლოლას უნდოდა ის მაინც ვერ დააცდევინა, მაგრამ არაუშავს მოვა დრო და ამასაც ეტყვის.

***
-დაიღალე?_ღიმილით კითხა სამზარეულოს მაგიდასთან მოკალათებულ მერლანს. მაცივრიდან საჭმელი გამოიღო და გაზქურაზე შემოდგა, თან ცალი თვალით თარაშს უყურებდა, ვერ იჯერებდა რომ მამაკაცი მასთან ერთად იყო, მის სამზარეულოში.

-არა, კარგად ვიმგზავრე.

-ძალიან კარგი. ახლა კარგად გავახშმებ და მერე გემრიელად დაგეძინება. _თარაშის მარჯვენა ფეხზე კომფორტულად მოკალათდა, ხელები კისერზე შემოხვია და ცხვირით ლოყაზე გაეხახუნა. _ვიცი რომ მსგავსი ჩამოსვლები ხშირად არ განმეორდება, მაგრამ მაინც ძალიან მიხარია.

-ზოგჯერ შენ ჩამოხვალ. _თვალი ჩაუკრა და ნიკაპზე აკოცა.

-რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ახალ სამსახურში სხვა განრიგი მექნება და შვებულებაც უფრო მეტი იქნება.

-ელაპარაკე?

-კი, მითხრა რომ რამდენიმე ადგილას გაიკითხავს და აუცილებლად შემეხმიანება, იმასაც დამპირდა რომ ჯერ არავის ეტყვის ვისთვის სჭირდება სამსახური.

-და შენ უფროსს რა უნდა?_წამებში შეეცვალა გამომეტყველება და ტონი მერლანს.

-არ ვიცი, თავიდან მეგონა რომ თავისიანის მოყვანა უნდოდა, მაგრამ ამ ყველაფერმა ისეთი სერიოზული სახე მიიღო რომ ვფიქრობ სხვა რაღაცაშია საქმე. _ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _ზოგჯერ მგონია რომ პირადი გეგმებით მერჩის. _სიცილით გააქნია თავი და ქვაბს თავახური ახადა.

-პირადი გეგმები რომ ჰქონდეს სხვანიარად მოგიდგებოდა.

-მაგალითად?_თვალებმოჭუტილი მიტრიალდა თარაშისკენ.

-მაგალითად ჯერ ტკბილი სიტყვით გაგაბრუებდა, მერე რამდენიმე არასწორ ნაბიჯს გადაგადგმევინებდა და ბოლოს ისე გაგიშვებდა სამსახურიდან აზრზეც ვერ მოხვიდოდი.

-სავარაუდოდ მაგის ტვინი არ აქვს თორემ ახლაც იზამდა. _კისკისით წამოიძახა და გაზქურა გამორთო. _2 თვე დამრჩა, ყველაფერს ჩავაბარებ და ჩემი ნებით წამოვალ. არადა ახალი კონტრაქტი რომ გავაფრომეთ აშკარად ჰქონდა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი, არ ვიცი ასეთი რა მოხდა.

-მორჩი შენ უფროსზე ფიქრს და სტრესის ქვეშ ყოფნას, შეეცადე მაქსიმალურად საქმეზე იფიქრო და არავითარ შემთხვევაში დაუშვა რომ სამახური დაკარგო.

-რატომ უმუშევარს ვერ ამიტან?_ხუმრობით ჩაიჩურჩულა და თეფში წინ დაუდო.

-შენ შენახვას ეხუმრები?!_ხუმრობაში აჰყვა თარაში.

-ა-ა, როდის აქეთ გაქვს პრეტენზია?_წარბებშეჭმუხნულმა იკითხა და წინ დაუჯდა. _ბევრს არ ვჭამ, არც განსაკუთრებულ ბრენდებზე მაქვს თვალები მიკერებული და არც ზედმეტ ფუფუნებაზე ვარ გადარეული...

-როდესაც სხვის ხარჯზე ცხოვრობ მერე სურვილებიც იცვლება, კაფანდრა.

-ღმერთო ჩემო, თარაშ, გაჩერდი თორემ უმუშევარი თუ დავრჩი ნერვიულობით მოვკვდები.

-ვხუმრობ, როგორი რთული ასატანიც არ უნდა იყო შეგინახავ და თვეში ერთხელ ნაყინის საჭმელადაც წაგიყვან... ზაფხულობით.

-ჭამე, ჭამე და დაწექი დაიძინე. _მერლანის ხუმრობით გამხიარულებული სიცილით წამოდგა ფეხზე, მამაკაცის სახე ხელებში მოიქცია ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და საძინებლისკენ წავიდა თეთრეულის გამოსაცვლელად.

***
-თარაშ, დღეს ადრე დავბრუნდები და სასადილოდ გარეთ გავიდეთ. _საწოლზე გაშლილ მამაკაცს ზემოდან დააჩერდა ლოლა. მერლანმა ძილისგან დაბოხებული ხმით ამოილაპარაკა რაღაც და ძილის შებრუნება სცადა. ქირიამ მამაკაცის შიშველ ზურგზე თითები ნაზად აასრიალა, ტუჩები მხარზე მიაწება და ფეხზე წამოდგა.

-ჩემოდანში შენი საჩუქარია. _კართან მისულს მამაკაცის სიტყვები დაეწია. სახეზე წამებში გამოესახა ბედნიერების ღიმილი, თარაშისკენ მიტრიალდა და მზერა გარდერობთან აყუდებულ ჩემოდანს დაასო.

-გუშინ ამოვალაგეთ. _ცარიელი ჩემოდანის გახსენებისას წარბები კუშტად შეკრა ქირიამ.

-წინა ჯიბეშია. _ძილბურანში მყოფნი ხმადაბლა საუბრობდა. ლოლამ ჩანთა იატაკზე დადო და ჩემოდნის წინა ჯიბე აჟიტირებულმა გახსნა.

-ეს რა არის?!

ჩანთიდან ამოღებულ ქაღალდის გვირგვინს გაოგნებულმა დახედა და თვალებმოჭუტულ თარაშს გადახედა. მერლანი სიცილშეპარული სახით წამოჯდა საწოლზე და სახეწაშლილ ლოლას მიაჩერდა.

-თარაშ, მეხუმრები?_მამაკაცის ცუდი ხუმრობით გაღიზიანებულმა გვირგვინი გაშალა და ღრმად ამოისუნთქა.

-ეგ ჩემი ნათლულის გვირგვინია. შენი საჩუქარი მეორე ჯიბეშია.

ლოლამ ღიმილით დააბრუნა გვირგვინი თავის ადგილას და მეორე ჯიბე გახსნა.

-რა ლამაზია.

ყუთიდან ამოღებული ოქროს გრეხილი ყელსაბამი წინ გასწია და დაკვირვებით შეათვალიერა.

-ზუსტად ისეთია ადრე რომ გეუბნებოდი მინდა-თქო. _მამაკაცის ყურადღებით გაბედნიერებული მისკენ წავიდა და ლოყაზე აკოცა. _ძალიან ლამაზია, დიდი მადლობა. _ყელსაბამი ყელზე მიიდო და საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა. _დამეხმარე, რა.

***

მთელი დღე გაბადრული აკეთებდა საქმეს, არც ისე აქვს ცუდი ხასიათი, მაგრამ ახლა ორმაგად უხარია ის რასაც აკეთებს. ერთი სული აქვს როდის დასრულდება გადაღებისთვის შერჩეული სტუმრების ქასტინგი და როდის წავა თარაშთან ერთად სასადილოდ.

-ლოლა, სამსახურის მერე ყავაზე ვაპირებთ გასვლას და ხომ არ წამოხვალ?_ღიმილით იკითხა მდივანმა.

-არა, დღეს არ მცალია. _მორიდებით ჩაილაპარაკა ქირიამ და საბუთები უჯრაში ჩადო.

-მე მგონი შენთან რაღაც ხდება... _ეჭვისთვალით დააკვირდა გოგონას და ეშმაკურად ჩაიცინა.

-ხო, გუშინ ჩემი შეყვარებული ჩამოვიდა.

-გილოცავ, მაშინ საპატიო მიზეზი გქონია და აღარ შეგაწუხებთ. _სიცილით დააქნია თავი და კაბინეტიდან გავიდა.

***
სახლში დაბრუნებულმა ჩანთა და მოსასხამი შემოსასვლელშივე დატოვა და მისაღებში გავიდა. აივნის კარი ღია დახვდა, ფარდები ნიავის საშუალებით მისაღების მიმართულებით დაფრიალებდნენ. თარაში აივანზე იყო გასული და ლოლას მეგობრებს საკვებით ამარაგებდა. გაკვირვებულმა თვალები დაქაჩა და თხელი შარფი დივანზე გადაკიდა.
აივანზე გადასვლა და მამაკაცის სიმყურდოვის დარღვევა არც კი უფიქრია, ისეთი უჩვეულო იყო თარაშის ასეთ სიტუაციაში ხილვა. ერთი შეხედვით ხე და ქვა კაცისგან გამომჟღავნებული უზარმაზარი ყურადღება მცენარეების მიმართ, რომელსაც ლოლა ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა. მშვიდი, მაგრამ ცივი გამომეტყველებით რწყავდა მერლანი ყვავილებს და თან რაღაცაზე გულიანად ჩაფიქრებულიყო.
ადამიანები ისეთი უჩვეულო არსებები ვართ, ვერასოდეს გავიგებთ ბოლომდე ვინ როგორია, რას ფიქრობს და როგორ გრძნობს. ვერც ლოლა გაიგებს როგორია სინამდვილეში თარაშის გული და რას განიცდის.
რამდენიმე საათის წინ ვინმეს რომ ეთქვა რომ მერლანი მის ყვავილებს მორწყავდა შეიძლება სიცილით გაგუდულიყო, ახლა კი ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს და სიამოვნებისგან არ იცის როგორ მოიქცეს.

-ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ მცენარეები ასე გიყვარდა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და აივანზე გავიდა. თარაშმა სარწყავი მაგიდაზე დადო და ლოლასკენ შეტრიალდა.

-ცუდად უვლი, რამდენიმე ყვავილს იმაზე მეტი წყალი აქვს დასხმული ვიდრე სჭირდება.

-როგორ?!_პირდაღებულმა სიცილით წამოიძახა და სკამზე ჩამოჯდა.

-ხო, ბამბუკს ყოველ დღე მორწყვა რაში სჭირდება როდესაც წყლის სპეციალური შესანახი მილი აქვს შუაში... სამ დღეში ერთხელ საკმარისია.

-იმიტომ აქვს ფერი შეცვლილი?_დანაღვლიანებული წამოდგა ფეხზე და ყვავილის ფოთლებს ნაზად მოეფერა. _რომ ვყიდულობდი გამყიდვლემა მითხრა რომ ყოველდღე უნდა დავუსხნა წყალი.

-2 დღე აღარ დაუსხა, საკმარისად აქვს.

-კარგი, აღარ დავუსხამ. _ღიმილით დააქნია თავი და წელზე მოეხვია. _და შენ ამდენი საიდან იცი?...

-სოფელში ბაბუას ძალიან დიდი ბაღი ჰქონდა და ყველა ჯიშის ყვავილი ჰქონდა გაშენებული. რამდენიმე ჯიში თავად გამოიყვანა, რაღაცები მეც მასწავლა.

-ახლა?

-ახლა იქაურობას ბაბუას მეგობარი უვლის. შეძლებისდაგვარად მეც ჩავდივარ ხოლმე.

-იმედია ერთხელ აუცილებლად წამიყვან.

-თუ ჭკვიანად მოიქცევი შეიძლება რომელიმე ჯიშს შენი სახელიც დავარქვა.

-როგორი დიდი პატივია, დღეიდან დამჯერი გოგო ვიქნები.

***
თარაში რამდენიმე საათი მეგობრის სანახავად წავიდა, ლოლამ მე სახლს დავალაგებ და რომ დაბრუნები სადმე გავიდეთო. თანაც თარაშის მეგობრებთან წასვლის სურვილიც არ ჰქონდა დიდად, განსაკუთრებული შეხვედრა არ ყოფილა უბრალოდ უნდა მისულიყო ენახა და წამოსულიყო, იქნებ რაზე ჰქონდათ მამაკაცებს სასაუბრო, თავს ზედმეტად იგრძნობდა და სახლის დალაგება მოიმიზეზა.

დედასაც ესაუბრა შეეცადა ტონი და გამომეტყველება ისეთი ჰქონოდა როგორც აქამდე, რამდენად გამოუვიდა ეს ცოტა სადაოა, ნინას ჩაფიქრებული და დაეჭვებული ჰქონდა საუბრის დასრულების დროს თვალები.

-თარაშ, რომ წამოხვალ სამზარეულოსთვის ხელსახოცები წამოიღე. ვარდისფერ პარკშია და სპილო ახატია.

-წამოვიღებ.

-რამდენხანში მოხვალ?

-20 წუთში ალბათ.

-კარგი გელოდები.

ტელეფონი გათიშა და აწკრიალებული კარისკენ წავიდა.
კარის გაღება და ერთ ადგილზე გახევება ერთი იყო. დაბნეულმა ნერწყვი ხმაურით გადაუშვა სასულეში და სადარბაზოში მდგარ პოეტს მიაშტერდა. მამაკაცს სახეზე ზიზღი ჰქონდა გადაფენილი, ტუჩები ამრეზიით დაჭიმული და თვალები ჩასისხლიანებული. მისი ამ გამომეტყველების დანახვამ უფრო შეაშინა და დააფეთა, მაგრამ შეეცადა ეს არ შეემჩნია.

-გამარჯობა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და წარბები შეჭმუხნა.

-როგორც ვხედავ შენი მეღულე სახლში არ არის.

დაუპატიჟებელი სტუმარი უბატონოდ შევიდა ქირიას სახლში და გეზი პირდაპირ მისაღებისკენ აიღო. ლოლამ გაკვირვებულმა გააყოლა თვალი და ნელი ნაბიჯებით მიჰყვა უკან.

-რა გინდა?

-არაფერი... შენი ნახვა მომინდა და მოვედი, პრობლემაა?_ამრეზიით იკითხა და დახარბებული მზერით შეათვალიერა.

-კი პრობლემაა, არ მინდა რომ აქ მოდიოდე! _ხმა გაიმკაცრა ქირიამ. _ახლავე დატოვე აქაურობა. _ჯერ კიდევ ღია კარისკენ მიუთითა მამაკაცს.

-როგორი ბრაზიანი ყოფილხარ და რომ იცოდე როგორ გიხდება...

-მორჩი უაზრო მეთოდებით ჩემ დაშინებას, არ გამოგივა. შენი სექსუალური ფანტაზიები სხვაგნ დაიკმაყოფილე, ახლა აქედან წადი! თარაშის მოსვლას არ დაველოდები ისე გადაგალეწავ თავზე რაიმე მძიმეს და ბლაგვს. _თავადაც ხვდებოდა რომ რასაც ამბობდა აუცილელად გააკეთებდა, მამაკაცის მიმართ გაჩენილი შიში წამებში სადღაც გაქრა.

-როგორი მამაცი ყოფილხარ, მე კიდევ სუსტი და სულელი გოგო მეგონე. _ერთი ნაბიჯით ლოლასკენ დაიძრა და ქვედა ტუჩზე ენა გაისვა.

-უკვე გითხარი რომ აქედან წახვიდე!_ხმას აუწია და იქვე მდგარ რკინის ვაზად დაავლო ხელი. _გეფიცები, არ შემეცოდები!

-კარგი, დამშვიდდი შენ გაუპატიურებას არ ვაპირებ, უბრალოდ ცოტას...

-არც მე ვაპირებ ამ ვაზით შენ მოკვლას, უბრალოდ ცოტა გეტკინება.
>>>>>
ჩემი საყვარლებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას მოთმინებისთვის.... ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. <3 იმედია მოგეწონათ და ისიამოვნეთ <3 ვეცდები 21 თავი თავისდროზე ავტვირთო <3



№1 სტუმარი სტუმარი shalo

salam aleikum

 


№2  offline მოდერი მე♥

სტუმარი shalo
salam aleikum

ალეიქუმ სალამ
--------------------
ა.ა

 


№3 სტუმარი Nat Ia

შენს ნიკს რომ დავინახავ ვბედნიერდები♡♡♡ დიდი მადლობა ამ მსუყე თავისთვის♡♡♡♡ და რამდენი ხანიც დაგჭირდება იმდენს დაგელოდები♡♡♡

 


№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვაი როგორ გამიხარდაა ახალითავისს ხილვააა ....
იმედიაა არ დააგვიანებბბბ

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

უჰუ ჰუუ, კარგი იყო ძალიან იმედი მაქ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება და ასე ძალიან არ დააგვიანებ. ვერ ვითმენ ახალ თავამდე და რა ვქნა.

 


№6  offline მოდერი მე♥

Nat Ia
შენს ნიკს რომ დავინახავ ვბედნიერდები♡♡♡ დიდი მადლობა ამ მსუყე თავისთვის♡♡♡♡ და რამდენი ხანიც დაგჭირდება იმდენს დაგელოდები♡♡♡

ვაააიჰ, უღრმესი მადლობა. მიხარია და ვბედნიერდები❤️❤️❤️
ნარჩიტა
ვაი როგორ გამიხარდაა ახალითავისს ხილვააა ....

იმედიაა არ დააგვიანებბბბ

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია❤️❤️❤️
lalita
უჰუ ჰუუ, კარგი იყო ძალიან იმედი მაქ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება და ასე ძალიან არ დააგვიანებ. ვერ ვითმენ ახალ თავამდე და რა ვქნა.


საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა. ❤️❤️ ვხარობ❤️❤️????
--------------------
ა.ა

 


№7  offline წევრი Mrs grey

ვაიმე გიჟპოეტას ამბავი მოგვარებული მეგონა და არ გაეჭიმა შუა ზალაში ლოლას ?? :დდდ რა დროს დამთავრდაა:((( ისე ჩავიკითხე მეგონა ჩემმა ტელეფონმა გაჭედა და სქოროლვა სქროლვით ვეძებდი გაგრძელებას.... ისე მომენატრააა ისე რო არ მეყო❤️❤️❤️ როგორი თბილი ბიჭი გვყავს ვგიჟდები... რატომ მგონია, რომ თარაშის შესახებ კიდევ ბევრი გვაქვს გასაგები ?? ნუ მოკლედ ისევ გელოდები ❤️❤️

 


№8  offline მოდერი მე♥

Mrs grey
ვაიმე გიჟპოეტას ამბავი მოგვარებული მეგონა და არ გაეჭიმა შუა ზალაში ლოლას ?? :დდდ რა დროს დამთავრდაა:((( ისე ჩავიკითხე მეგონა ჩემმა ტელეფონმა გაჭედა და სქოროლვა სქროლვით ვეძებდი გაგრძელებას.... ისე მომენატრააა ისე რო არ მეყო❤️❤️❤️ როგორი თბილი ბიჭი გვყავს ვგიჟდები... რატომ მგონია, რომ თარაშის შესახებ კიდევ ბევრი გვაქვს გასაგები ?? ნუ მოკლედ ისევ გელოდები ❤️❤️

მოგვარებადი პრობლემა მგონია ეს გიჟპოეტა :დდდ ვნახოთ, ლოლა ისეთ ჯანზეა სულაც არ არის თარაში საჭირო :დდ <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. <3
--------------------
ა.ა

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

როდის დადებ ახალ თავსს )))

როდის დადებ ახალ თავსს )))

 


№10  offline წევრი naniko mindia

Veli moveli rodis dadeb axal tavs?
--------------------
lomidze

 


№11  offline მოდერი მე♥

ნარჩიტა
როდის დადებ ახალ თავსს )))

როდის დადებ ახალ თავსს )))

ვეცდები მალე. <3
naniko mindia
Veli moveli rodis dadeb axal tavs?

იმედია მალე, ზუსტად არ ვიცი. <3
--------------------
ა.ა

 


№12 სტუმარი სტუმარი ანა

20 თავის შემდეგ ვეღარ ვაგრძელებ წაკითხვას. რატომ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent