კაფანდრა [10]
თვალები ნელა გაახილა და მის წინ მდგარ მამაკაცს შუბლშეკრული დააკვირდა. კოცნის დროს ყელში უხერხულად გაჩხერილი უზარმაზარი ბურთულა სასულეში ძლივს გადაუშვა და როცა სული მოითქვა ხმადაბლა ჩაახველა. თარაში ცინიკურად მომღიმარი გამომეტყველებით უყურებდა და ალბათ ელოდა როდის მოეკვეთებოდა ფეხები ლოლას. ასეც იქნებოდა რომ არა მისი მტკიცე ხასიათი და მაგარი მუხლი. ისეთი მოულოდნელი და სასიამოვნო კოცნა სცოდნია მართლაც, ცოტაც და სიამოვნებისგან იატაკზე გაიშოტებოდა, მაგრამ არა. ამის აღიარებას არ აპირებს, თანაც თარაში დაუპატიჟებლად მივარდა მასთან სახლში და პირველი კოცნაც უბატონოდ მოპარა. -მკვლელი არა, მაგრამ ქურდი ნამდვილად ხარ!_ხმამაღლა ჩაილაპარაკა და წარბი მაღლა ასწია. თარაშს ყბები დაეჭიმა. _ჩემი პირველი კოცნა იყო და საერთოდ არ მსურდა ეს ასე მომხდარიყო! _მხარი გაკრა და მისაღებში შევიდა. -რამდენიმე წუთი გჭირდება და მიხვდები რომ ასეთი სასიამოვნო შენ ცხოვრებაში ჯერ არაფერი მომხდარა._დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა. -ეგეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ საერთოდ არ მომეწონა. _ურცხვად იცრუა და სახეზე კმაყოფილი ღიმილი გამოესახა. -არაუშავს პირველი არ მოგეწონა, მეორე მოგეწონება. _მშვიდი ტონით უპასუხა და თვალი ჩაუკრა. -თუ პირველი არ მომეწონა მეორე აღარ იქნება! -პირველი კოცნის ნებართვა ხომ შენგან ავიღე..._მოულდონელი ვიზიტი შეახსენა მამაკაცმა. -ეგ კიდევ სხვა საკითხია. რატომ მოხვედი ასე დაუპატიჟებლად, თანაც გაღიზიანებული, როგორც სჩანს არ მოგწონს როდესაც ტელეფონს გითიშავენ. -მართალია, არ მომწონს, თანაც ძალიან!_ხმა გაუმკაცრა მერლანს. -მე კიდევ არ მომწონს როდესაც ჩემ თხოვნას მასხრად იგდებენ. -მე მასხრად არ ამიგდია, უბრალოდ აგიხსენი რომ თუ ხელს მთხოვდი უფრო კარგი ქმარი ვიქნებოდი. ლოლამ წარბებშეჭმუხნულმა გადახედა მამაკაცს და უსიტყვოდ წავიდა სამზარეულოსკენ. -არ შემოხვიდე, ცივი წყალი უნდა დავლიო და გონს მოვიდე!_მკაცრად გააფრთხილა და სამზარეულოს კარი დახურა. ღრმად ამოისუნთქა და მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო. როგორც წესი დეკემბერში ცივ წყალს არავინ სვამს, მაგრამ შინაგანად ისე ხურს სხვა გზა არ აქვს. ჯერ კიდევ თარაშის ტუჩებით დატოვებული ცხელი კვალი აქვს ბაგეებზე და ვერაფრით იშორებს. თურმე როგორი მხურვალე და ვნებიანი კოცნა სცოდნია, მართალია კოცნაში სიყვარული და ცოლობის თხოვნა არ უგრძვნია, მაგრამ ზუსტად იცის რომ თარაშმა სერიოზული სიმპათიით აკოცა.... გამოუცდელია, მაგრამ ეს იგრძნო. მოულოდნელად რაღაც გაახსენდა წყლის ჭიქა მაგიდაზე დადო და სამზარეულოდან წარბებშეჭმუხნული გავიდა. თარაში დივანზე იჯდა და მშვიდი გამომეტყველებით უყურებდა ტელევიზორს. -რომ შემოხვედი რა დამიძახე?_ჩაფიქრებულმა თვალები ოდნავ მოჭუტა და მამაკაცის პასუხს დაელოდა. -ჩიტო-თქო. -დამცინი არა?!_მამაკაცის ცინიკოსობას მიხვდა და მისკენ წავიდა. თარაშმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა. _ბებიაჩემი მეძახის ჩიტს და მე მაგიტომ უფრო გავამახვილე ყურადღება. _მის გვერდით მოკალათდა და სახეზე დააკვირდა. _წარბზე შრამი გქონია. _თვალებმოჭუტულმა დაადო საჩვენებელი თითი შრამზე, თარაშმა სწრაფად გასწია თავი უკან და თვალების ბრიალით გადახედა გოგონას. -კიდევ რას გეძახიან? -პეპელას...დეიდაშვილი მეძახის. _ღიმილით ჩაილაპარაკა და თავი უკან გადასწია. _იცოდე შენ არ დამიძახო, არც ჩიტო და არც პეპელა!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა და მეტი ეფექტისთვის საჩვენებელი თითიც დააქნია. -შენმა დეიდაშვილმა იცის ვინც ვარ?_სწრაფად შეცვალა თემა. ლოლა წელში გასწორდა და ფეხები დივანზე ააწყო. -კი იცის, მარიტამ მითხრა იმ პირდაპირის შესახებ. მაგრამ არ ინერვიულო, არსად არაფერს იტყვის. -მაგის გამო არც მიკითხავს!_გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და მზეა აარიდა. _ უბრალოდ მაინტერესებს როგორმა ძალამ შეიძლება გმართოს. -თარაშ, ძალიან ცდები თუ გგონია რომ ოდესმე ჩემთვის აზრის შცვლას ვინმე შეძლებს! მე ჩემი აზრი, შეხედულება და გადაწყვეტილებები მაქვს რომელსაც ვერავინ ვერ შეეხება. შეიძლება მარიტას მოვუსმინო, მისი ნათქვამი გავითვალისწინო, მაგრამ არასოდეს გავაკეთებ ისეთ რაიმეს რაც ჩემთვის მიუღებელი იქნება და ვიღაცისთვის კარგი. არ მინდა ჩემზე ასე ფიქრობდე! -შენთვის მითქვამს რომ როდესაც ბრაზდები საშინლად სექსუალური ხდები?_ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა თარაშმა და ქვედა ტუჩზე იკბინა. ლოლას უხერხულად შეერხა სახის ყველა ნაკვთი. მსგავს კომპლიმენტებს მიჩვეული არ არის, თანაც ასეთ სიტუციაში. თარაშთან ძალიან ახლოს ზის მამაკაცი კი მისთვის ცოტა უცნაურ კომპლიმენტს ეუბნება. ლოლასთვის უჩვეულოდ სასიამოვნო და დამაბნეველია. -ეგრე ნუ მეუბნები!_დამორცხვილმა ჩაილაპარაკა და ტუჩები მარცხნივ გასწია. -რატომ, ფიქრობ რომ ცუდია როცა შენში სექსუალურ ქალს ვხედავ და არა პატარა გოგოს?_ხმა უფრო ვნებიანი, ჩახლეჩილი და რაღაცნარი გაუხდა. ცალი ხელი დივანზე დადო და ლოლასკენ ოდნავ გადაიხარა. -თარაშ! _ჩურჩულით წარმოსთქვა მამაკაცის სახელი და წარბები შეჭმუხნა. _გთხოვ. _დამორცხვილმა განაგრძო. მერნალს ხმამაღლა ჩაეღიმა და გოგონასკენ კიდევ უფრო ახლოს მიიწია. ტუჩები ქირიას ლოყას ოდნავ მიადო და მსუბუქად აკოცა. ლოლა უხერხულად შეიშმუშნა, თვალები დახუჭა და წამით დროის გაჩერება სცადა, მაგრამ კოცნა იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა რომ სიამოვნებისგან ამოკრუსუნებაც ვერ მოახერხა. თარაში უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა. -პოეტს მე დაველაპარაკები!_კართან მისული გაჩერდა, გოგონასკენ შეტრიალდა და მზერით ანიშნა რომ თარაშის გარეშე არაფერი მოემოქმედებინა. -საიდან იცი რომ პოეტია?_გაოცებულმა ღიმილით იკითხა და ფეხზე წამოდგა. -ვიკითხე და გავიგე. -ცოტას მაშინებს და ძალიან გთხოვ ფრთხილად იყავი, არ გავს უბრალო და გიჟ პოეტს. ასე მგონია რომ რაღაც უფრო სერიოზულს მალავს. -დამშვიდდი, მოვაგვარებ. _თვალი ჩაუკრა და სახლიდან გავიდა. *** -გაკოცა?_პირდაღებულმა და თვალებდაქაჩულმა ხმამაღლა წამოიყვირა. -მარიტა, კარგს იზამ ხმას თუ დაუწევ, იცოდე ნინამ რომ ეს ამბავი სხვისგან გაიგოს თავს მოგაჭრი!_მუქარა გაურია ხმაში. -დეტალებში მომიყევი. -კოცნას რა დეტალები აქვს?_გაკვირვებულმა შეიცხადა და სახე დამანჭა. -როგორ მოგიახლოვდა, როგორ მოგხვია ხელი და როგორ გაკოცა. -კარი გავაღე, მეცა, კედელზე ამაყუდა და ვნებიანად მაკოცა. როგორია? -იმაზე უკეთესი ვიდრე ჩემი პირველი კოცნა იყო... სადღაც უნივერსიტეტის ტუალეტში. რომ მახსენდება გული მეკუმშება და სუნთქვა მიჭირს. -იცი როგორი ცეცხლოვანი და ვნებიანი ტუჩები აქვს... ასე მეგონა გული წამივიდოდა, მაგრამ გადავრჩი. _აფორიქებულმა სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და საწოლზე გადაწვა. -ლოლა, მე მგონი საკუთარ თავს კარგავ._ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა მარიტამ. -რატომ, მამრის კოცნა ასე რომ მომეწონა? ეს ბუნებრივია, არასოდეს არავისთვის მიკოცნია და თარაში პირველი იყო. თანაც მომწონს და მესიამოვნა, რა არის ამაში გასაოცარი? მეც ძალიან ადეკვატური რეაქცია მაქვს. -შესაძლოა, არ ვიცი. -ნინასთან როგორ მოვიქცე არ ვიცი. თარაშზე რომ ვუთხრა მომიწევს ყველაფერი ავუხსნა და მის შესახებაც გავუმხილო, მერე ხომ იცი როგორი ტიპია ყველაფრის გამოკვლევას დაიწყებს და არ მინდა რაიმე ისეთი იპოვოს რის ახსნასაც აქედან ვერ მოვახერხებ. -რომ დაუმალო არც ეგ გამოვა. -სხვა გზა არ მაქვს. ჯერ თარაშს მეც არ ვიცნობ და არ მინდა ერთი კოცნის გამო ნინას მშვიდი ძილი დავუფრთხო, ისედაც სულ ჩემზე ღელავს. თანაც ბევრი რამ მაქვს გასარკვევი. -მე მგონი მართალი ხარ, მოცდა აჯობებს. ეეე, ნახე ვინ მოვიდა. _გახარებულმა წამოიყვირა და მის გვერდით მდგარ ილოს ხელი მოხვია. -ლოლ, როგორ ხარ?_დის დანახვით გახარებულმა ილომ ღიმილით ჩაილაპარაკა. -ჩემი ოთხი სეზონის ჩიჩილაკი. კარგად, შენ როგორ ხარ? -მეც კარგად. სამსახურიდან მოვდივარ და ძალიან დავიღალე და ძალიან მშია. _ბოლო სიტყვები მარიტას გასაგონად ჩაილაპარაკა. -კარტოფილს შეგიწვავ, თქვენ მანამდე ისაუბრეთ._ფეხზე წამოდგა, ლოლას თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა. -ილო, რაღაცის თქმა მინდა შენთვის, მაგრამ დამპირდი რომ წინასწარ დასვკენებს არ გააკეთებ. _მუდარით ჩაილაპარაკა ლოლამ. -ვინ არის?_სახე და ხმა ერთდროულად შეეცვალა ქირიას. “ვინ არის?” როგორი რთული კითხვა აღმოჩნდა ლოლასთვის. თვითონაც არ იცის თარაში ვინ არის, ან რას წარმოადგენს. საერთოდ წარმოდგენაც კი არ აქვს რას საქმიანობს იტალიაში, რისთვის იმყოფება აქ. ყველაფერი რაც მან იცის, ის რომ უთხრას ფეხით ჩავა ილო იტალიაში. არც ის უნდა რომ ტყუილებით გაბეროს ძმა და ათასი სისულელე მოიგონოს. თარაშთან ძალიან ბევრ თემაზე აქვს სასაუბრო ის კიდევ გამუდმებით თავს არიდებს და ამისთვის არასოდეს არ მიდის ლოლასთან. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მითუმეტეს იმ კოცნის შემდეგ. მამაკაცს მის მიმართ გრძნობები აქვს რაც იმას ნიშნავს რომ ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გაირკვეს. -არ დავიწყებ იმის ახსნას რომ კარგი ბიჭია და იდეალურია. კარგად არც მე ვიცნობ, რამდენჯერმე მყავს ნანახი. პირველად აქ რომ წამოვედი მაშინ, მერე რესტორანში შევხვდით ერთმანეთს, ერთხელ სასტუმროსთან დამხვდა. შენი ამბავი რომ გავიგე ჩემთან ერთად იყო, მან წამიყვანა აეროპორტში და ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ შენთან ჩამოვსულიყავი. მერე ისევ აქ, უფრო ხშირად და უფრო გახსნილად ვკონტაქტობდით. მომწონს, მაგრამ არ ვიცი ეს გრძნობა რამდენად შორს წაგვიყვანს. არც მას უთქვამს რაიმე, უბრალოდ ერთმანეთის მიმართ სიმპათიები გვაქვს და მინდოდა რომ ეს გცოდნოდა. -ლოლა, ძალიან გთხოვ თავს გაუფრთხილდი კარგი? ზუსტად იცოდა რომ ილო ყველაფერს გაუგებდა, ის აუცილებლად დაინახავდა ლოლას თვალებში გულწრფელობას და ზედმეტი ჭკუის დარიგება საჭიროდ აღარ ჩათვალა. მისთვის მთავარია ლოლა იყოს კარგად და ამას როგორ მოახერხებს ეგ მისი საქმე არ არის, არ ერევა დის პირად ცხოვრებაში. მარტო მაშინ თუ ამის უფლებას თავად ლოლა მისცემს და თუ ეს მართლა საჭირო იქნება. ახლა კი დის კარგად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია, თარაშის დაბადების ადგილზე და ოჯახურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანიც კი. -ძალიან, ძალიან ბედნიერი გოგო ვარ შენ რომ მყავხარ. -ნინამ არ იცის ხომ?! -არა და მინდა რომ როდესაც დავლაგდები მერე ვუთხრა. -ეგრე აჯობებს. _დაეთანხმა და ოთახში შესულ მარიტას მიუტრიალდა. _შეწვი? -არა, ახლა დავყარე და 15 წუთში იქნება, მანამდე მიდი ხელები დაიბანე. *** -გამარჯობა. _გაკვირვებული თარაშის დანახვისას კმაყოფილმა ღიმილით ჩაილაპარაკა და მამაკაცის სახლის კართან მდგარმა ხელები გადაიჯვარედინა. -ჩემი მისამართი საიდან გაიგე? -ვიკითხე და გავიგე. _ცინიკურად გაიმეორა მისი სიტყვები და სახლში უბატონოდ შევიდა. _სტუმრები ხომ არ გყავს?_მორიდებით იკითხა და მისკენ შეტრიალდა. თარაშს ხმა არ ამოუღია, დადუმებული უყურებდა გოგონას. _მე მგონი ცუდ დროს მოვედი. _თავისთვის ჩაილაპარაკა და მისაღებისკენ შეტრიალდა. _მაგრამ არაუშავს, თავისუფალ ოთახში შევალთ, უნდა ვისაუბროთ!_მტკიცედ მოახსენა თავისი გადაწყვეტილება და ერთ ადგილზე გახევდა. -ლოლა, აქ და ახლა არა! -დავიღალე გესმის?! დავიღალე ერთი და იგივეთი. მომბეზრდა, მინდა რომ ვიცოდე ვინ ხარ, რას საქმიანობ, რატომ ცხოვრობ ამ ქვეყანაში და საერთოდ რა გინდა ჩემგან? მინდა რომ ამ ყველაფერზე პასუხი ვიცოდე, არ მინდა გაურკვევლობაში ვიყო! შენი გუშინდელი ვიზიტი ამ ყველაფერს უფრო ართულებს და სურვილს, ვიცოდე ვინ ხარ მიასმაგებს. რატომ არ გესმის? -მესმის, მაგრამ უნდა გაიგო რომ ამის ცოდნა საჭირო არ არის! ამის გარეშე უნდა შეძლო და მენდო! -ხომ არ ფიქრობ რომ ზედმეტად ბევრს ითხოვ ჩემგან? -კი, ვფიქრობ რომ ზედმეტად ბევრს ვითხოვ შენგან, მაგრამ ახლა უნდა გაიგო რომ ამ ამბავში ვერ გაგხვევ! -მაშინ მითხარი ვინ ხარ და რას საქმიანობ! უბრალოდ მინდა ვიცოდე ვინ მაკოცა გუშინ, ესაა და ეს! -გაკოცა?_ზურგს უკან ქალის ხმა მოესმა. დაფეთებული შეტრიალდა მისკენ და ღამის პერანგში გამოწყობილ ქერა ქალს მიაშტერდა. ცხოვრებაში არ უგრძვნია ასეთი იმედგაცრუება. მაშინაც კი როდესაც ეკრანზე “მკვლელი” თარაშის ფოტო დაინახა. ვერასოდეს წარმოიდგენდა ოდესმე ასე ძალიან თუ ეწყინებოდა რაიმე და კაცის საქციელს ასეთი ტკივილის მიყენება თუ შეეძლო მისთვის. აცრემლებული თვალებით მიტრიალდა თარაშისკენ და ქვედა ტუჩზე სიმწრით იკბინა. ძალიან უნდოდა ის რაც დაინახა უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაწილი ყოფილიყო, ან რაიმე ისეთი რასაც ახსნას მოუძებნიდა, მაგრამ მის წინ ნახევრად შიშველი, საწოლიდან ახლად გამომძვრალი ქალი დგას და ისეთი სახით უყურებს რომ ამ სახლში ლოლა აშკარად ზედმეტია. მიუხედავად იმისა, რომ თარაშის მიმართ არსებულ გრძნობას სიყვარულს ვერ დაარქმევს მაინც ძალიან ეტკინა გული. არ ელოდა ასე თუ შემოტრიალდებოდა ყველაფერი იმიტომ, რომ ენდობოდა... იმიტომ, რომ გუშინდელი დღიდან ყველაფერი შეიცვალა. ქალის ყოლა არ არის ცოდვა და არც თარაშისგან ითხოვს რაიმეს, მაგრამ გუშინდელი კოცნის შემდეგ, იმ ყველაფრის შემდეგ, თარაშის მიმართ არსებული ნდობა... ძალიან ძვირად დაუჯდა. აღელვებულმა ქვედა ტუჩზე კიდევ ერთხელ, უფრო მწარედ იკბინა და ღრმად ამოისუნთქა. -უკაცრავად. _ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და კარისკენ წავიდა. -ლოლა!_თარაშმა მაჯაში ხელი მოჰკიდა და გააჩერა. -არ მინდა, არაფრის ახსნა არ მინდა! ყველაფერი გასაგებია და მივდივარ, ახლა უკვე ვხვდები რატომ არ ვიმსხურებდი შენგან რაიმეს ახსნას, ახლა გასაგებია. მივდივარ!_მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა და სადარბაზოში გავიდა. თარაში უკან მიჰყვა და კიბეებთან შეჩერებულს წინ დაუდგა. -კაფანდრა. -რა?_გაკვირვებულმა ახედა მამაკაცს. ისეთი გაოგნებული იყო მისი სიტყვები გაურკვევლად ჩაესმის. -მოვიფქრე რაც უნდა დაგიძახო._ღიმილით დაუსვა თითების ზურგი ლოყაზე. ლოლამ გაღიზიანებულმა გასწია თავი უკან და თარაშის სახლის კარისკენ გაიშვირა ხელი. -იმ კარს უკან შენი საყვარელი თუ ცოლი დგას და შენ აქ მეფლირტავები?_ხმამაღლა წამოიძახა და ბრაზიიგან ყბები დაჭიმა. -ეჭვიანობ?_გახალისებულმა იკითხა და გოგონასკენ დაიხარა. -არა, უბრალოდ ვერ ვიტან როდესაც ორ კურდღელზე ერთად ნადირობენ. -შენ ჩემი ერთ-ერთი კურდღელი ხარ? -არა! -როგორც გინდა, მაგრამ ის, სახლში ვინც დავტოვეთ ჩემი საყვარელი და ცოლი კი არა ჩემი ბიძაშვილია! -ხო, როგორ არა. ის ბიძაშვილია და მე დეიდაშვილი. -ლოლა, გითხარი ბიძაშვილია-მეთქი და ე.ი. ასეა! -მაშინ მინდა გითხრა რომ ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს._შეწუხებულმა ამილუღლუღა და შუბლი თარაშის გულ-მკერდს მიადო. _შენს სურნელზე ვგიჟდები! -მე კიდევ შენს პატარა საჯდომზე! >>>> უუუუუხ, უზარმაზარი მადლობა ყველას... ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, თითოეული თგვენგანის არსებობით. ძალიან კარგები და თბილები ხართ! მიყვარხართ მე თქვენ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.