შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულიერი გამოცდა (თავი 1,2,3 და 4)


12-03-2018, 00:03
ავტორი aanastasiaaa
ნანახია 1 807

თავი 1
დღეს ჩემი დაბადებისდღეა, 18 წლის გავხდი, თუმცა ეს ფაქტი სულაც არ მახარებს, ადრე თუ დასაძინებლად საწოლი მქონდა ახლა ისიც არ მექნება, სამაგიეროდ თავს დავაღწევ ამ ტყვეობიდან და ვიქნები თავისუფალი. აი გამოჩნდა ჩემი თვალცრემლიანი აღმზრდელიც.
- ლიზა შვილო.
გადამეხვია და გულში ჩამიკრა თავისი თბილი ხელებით.
- ნანა დეიდა, რა გატირებთ? ხშირად მოვალ ხოლმე და გნახავთ.
- ლიზა უნივერსიტეტში ჩაბარება არ გადაიფიქრო იცოდე!
- მეშინია, რომ ვერ შევძლებ.
- შეძლებ შვილო, შეძლებ. მე მჯერა, შენი ახლა კი წადი თორემ ვეღარ გაგიშვებ.
კიდევ ერთხელ ჩავეხუტე ნანა დეიდას და ბავშვთა სახლი დავტოვე. ნელა და აუჩქარებლად მივუყვებოდი თბილისის ქუჩებს ან სად მეჩქარებოდა, მე ხომ არავინ არსად არ მელოდა. მე ხომ არ მქონდა სახლი, სადაც დედა დამხვდებოდა და მის გაკეთებულ კერძებს დამახვედრებდა. მე ხომ არ მყავდა მამა, რომელიც ხშირად დამირეკავდა და მეტყოდა, რომ სახლში არ დამეგვიანებიდა. არ მყავდა და ან ძმა, რომ ერთად გვესეირნა და ამავდროულად სულ გვეჩხუბა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვიყავი ლიზა ქალდანი. დედას ქეთი ერქვა, მამას კი ალექსანდრე. ერთადერთი მიზანი მქონდა, მინდოდა მათემატიკურზე ჩამებარებინა და მოსწავლეები მყოლოდა, რადგან მიყვარდა ჩემი ცოდნის სხვისთვის გადაცემა.
დედა ბუნდოვნად მახსოვს, 5 წლის ვიყავი ბავშვთა სახლში, რომ დამტოვა და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა. ნანა დეიდასგან ვიცოდი, რომ დიდხანს მეხუტებოდა და ტირილით მიხდიდა ბოდიშს დანგრეული მომავლისთვის.
დაღლა, რომ ვიგრძენი საკმაოდ შორს ვიყავი ჩემი ძველი სახლიდან. არც ის ვიცოდი სად ვიყავი და არც ის აქ რა მინდოდა. გზამ მომიყვანა აქამდე, უბრალო დინებამ. ზუსტად ასე გავატარე ცხოვრება 5 წლიდან 18 წლამდე და ახლაც ასე გაგრძელდებოდა... სკვერში ჩამოვჯექი, ჰორიზონტს გავხედე. პატარა ცისფერთვალება ბიჭი წაიქცა. ინსტიქტურად წამოვვდექი, მინდოდა წამოდგომაში დავხმარებოდი მას, თუმცა სანდომიანმა სახის გოგონამ მიმასწრო და პატარა წამოაყენა, შემდეგ გულში ჩაიკრა და ასე ეცადა დაეწყნარებინა ატირებული ბავშვი. გამეღიმა, გამახსენდა, რამდენჯერ წავქცეულვარ ეზოში, რამდენჯერ მინატრია დედის ჩახუტება მის ნაცვლად კი დირექტორის ყვირილი მავიწყებდა ტკივილს. ყვირილი იმის თაობაზე, რომ ბევრს სამედიცინო სპირტს ვახარჯინებდი მათ. ბევრს ჩემს მეგობარს მოაკითხა დედამ. მამამ. მეც დიდხანს ვიდექი ფანჯარასთან და ველოდი ოჯახს, რომელიც არა და არ ჩანდა. ბოლოს დავიღალე, ლოდინმა დამღალა და ფანჯარას მოვშორდი... დიდი ხანი ვიჯექი სკვერში, რადგან წასასვლელი არ მქონდა. დავინახე ერთ-ერთი კაფე, რომლის კარზეც გამოკრული იყო, რომ მიმტანს ეძებდნენ. ბედი არაფერში მქონია, ახლა რატომ უნდა გამიმართლოს, თუმცა ჩემი რა მიდიოდა, მაინც შევედი შიგნით.
- გამარჯობა მიმტანის ვაკანსიაზე ვარ.
ვეცადე გამეღიმა დახლთან მდგომი მამაკაცისთვის. თავიდან-ბოლომდე ჩამათვალიერა უცნობმა და შემდეგ თვითონაც გამიღიმა.
- ყოველდღე ოც ლარს გადაგიხდი, მხოლოდ კვირას დაისვენებ სამიდან თერთმეტამდე იმუშავებ. გაწყობს?
- რა თქმა უნდა.
დაუფიქრებლად გავეცი პასუხი წინ მდგომს.
- ძალიან კარგი. ხვალიდან დაიწყებ, 3-ზე აქ იყავი.
- დიდი მადლობა.
სიხარულით დავემშვიდობე კაცს და იქიდან წამოვედი. მალევე დავინახე მეტრო, რომელსაც ავლაბარი ეწერა. ესეიგი ავლაბარში ვარ. რადგან უკვე სამსახური მაქვს, ახლა ბინაზეც უნდა მეზრუნა. რამდენიმე ეზო უშედეგოდ შემოვიარე. მხოლოდ ბევრი სიარულის შედეგად მივადექი ეზოს, სადაც ერთ ოთახიანი სახლი ქირავდებოდა.
- მე ვაქირავებ სახლს.
ეზოდან ხანში შესულმა ქალმა გამომხედა.
- ფასი მაინტერესებს
კიდევ ერთხელ ვეცადე გამეღიმა, უკვე დავიღალე ამდენი 18 წლის მანძილზე არ გამიღიმია.
- ერთი ოთახია შვილო 250 ლარად მოგცემ.
- შეიძლება ახლავე შევიდე?
- რა თქმა უნდა, მხოლოდ ნახევარი უნდა დამიტოვო.
- იცით ქალბატონო ფული არ მაქვს, მუშაობა დღეს დავიწყე. ყოველი თვის ბოლოს მოგცემთ ფულს გპირდებით არ გალოდინებთ
- კარგი, კარგი. ოღონდ ხმაური და მეზობლების შეწუხება არ გავიგონო
გამეცინა, სად მყავდა მეგობრები რომ აქ მომეყვანა.
- აქ არავინ მოვა ჩემს მეტი.
- ძალიან კარგი.
გასაღები გამომიწოდა და დამტოვა.
სახლი პატარა და მყუდრო აღმოჩნდა, ერთი საწოლი იდგა, გვერდზე კარადა და მაგიდაც. ასევე მიშენებული პატარა სამზარეულო და სააბაზანო, ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო. მალე ეროვნული გამოცდები დაიწყებოდა და მე ცხორების ახალ საფეხურზე გადავიდოდი. შიმშილის გრძნობამ შემაწუხა, თუმცა არც ფული მქონდა და არც საკვები, ამიტომ ვეცადე დამეძინა და დავიძინე კიდეც მეორე დღის მოლოდინში.

თავი 2
დილას ადრე ავდექი და ჩაცმა დავიწყე. ბევრი არც არაფერი მქონია, მხოლოდ ერთი შარვალი, ორი ზედა და ერთი ფეხსაცმელი. მაღალ წელიანი ჯინსი ამოვიცვი და ფართო მაიკა გადავიცვი. სარკეში ჩავიხედე, რათა თმა დამევარცხნა. ჩემში ყოველთვის თმა და თვალები მომწონდა. გრძელი შავი ტალღოვანი თმა და ღია თაფლისფერი თვალები მაქვს. გამხდარი ვარ და დაბალი, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. ტელეფონის ზარმა გამომიყვანა ფიქრებიდან.
- ნანა დეიდა, როგორ გამიხარდა, რომ დამირეკეთ.
- ლიზა, შვილო დღეს ყოფილა პირველი გამოცდა, იჩქარე უნდა მიასწრო.
სწრაფად გავუთიშე ნანა დეიდას და თითქმის სირბილით გავემართე გაჩერებისკენ. არა აშკარად ჩავიჭრები, მე ხომ არც კი მოვმზადებულვარ. ზუსტ დროზე მივედი საგამოცდო ადგილას, ისეთი აფორიაქებული ვიყავი, ათი წუთი დაწყნარებას მოვუნდი. ერთმა საათმა ხუთი წუთივით განვლო. ყველაფერი დავწერე,თუმცა საკითხავია როგორ. უკვე ორი იყო. გადავწყვიტე სამსახურში წავსულიყავი პირდაპირ.
- რა პუნქტუალური ხარ.
გამიცინა ზუსტად იმ კაცმა, რომელიც გუშინ ანგელოზად მომევლინა.
- გამოცდიდან აქ წამოვედი პირდაპირ.
მეც გავიღიმე უხერხულად.
- შენი სახელი?
- მე ლიზა და თქვენ ?
- მე ზურა მქვია. აბა წარმატებულ დღეს გისურვებ, ლიკა დაგეხმარება ყველაფერში. როგორც გავიგე ლიკა მენეჯერი ყოფილა ამ კაფეში, მასთან მივედი.
- გამარჯობა
- გამარჯობა, შენ ლიზა ხარ ჰო?
გამიღიმა გულთბილად
- ჰო ,შენ ლიკა?
- დიახ. აი გამომართვი და გამოსაცვლელში ჩაიცვი.
- მადლობა.
ლიკა ალბათ ცხრამეტ წლამდე იქნებოდა. მარწყვისფერი ქერა, მომწვანო თვალებით. გამხდარი და საყვარელი გოგოა. იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც.
ლიზა ამოიგდე თავიდან ეს ფიქრები, უპატრონო და ასეთი მეგობარი არავის სჭირდება, მითუმეტეს ასეთ მოვლილ და ლამაზ გოგოს. სამუშაოს ადვილად შევეჩვიე ხალხი საკმაოდ იყო, თუმცა მაინც არ მიჭირდა. ლიკა მამხნევებდა და მეხმარებოდა ყველანაირად. შესვენება ექვსიდან შვიდ საათამდე გვქონდა. ფანჯარასთან ვიდექი და ხალხს ვათვალიერებდი ყოველთვის მიყვარდა ადამიანების შესწავლა. ყავით ხელში მომიახლოვდა ლიკა და ნამცხვარი მომიტანა.
- მიდი ჭამე მთელი დღეა არაფერი გიჭამია
- არა მადლობა არ მშია.
- უცნაური ხარ
მიკიბ-მოკიბვის გარეშე მითხრა ლიკამ სათქმელი. გამეცინა.
- შეიძლება, არვიცი.
მხრების ჩეჩვით გავეცი პასუხი.
- მომიყევი შენს შესახებ რაიმე.
ვეცადე ბოლომდე გიჟის შთაბეჭდილება არ დამეტოვებინა, ამიტომ ასე ვეცადე საუბრის წამოწყება.
- რა მოგიყვე მამა ბიზნესმენია, ეს კაფეც მისია, მე უსაქმოდ ვიყავი სწავლის შემდეგ და აქ მუშაობა დავიწყე. დედა დიასახლისია. იურიდიულზე ვსწავლობ, მეორე კურსზე გადავედი, შეყვარებულიც მყავს დემეტრე ჰქვია. აუცილებლად გაგაცნობ ხშირად მოდის ხოლმე აქ.
- ძალიან მაგარია
ისე გავერთე ლიკას ცხოვრებით წამით მეც მომინდა მის ადგილზე ყოფნა.
- ზურა მამაშენია ანუ?
- კი ახლა შენ მომიყევი რამე
- მე არაფერი მაქვს მოსაყოლი.
- როგორ არაფერი?
გაიკვირვა ლიკამ
- დედ-მამა არ მყავს, ბავშვთა სახლში გავიზარდე წელს ვაბარებ მათემატიკურზე. არც შეყვარებული მყავს და არც მეგობრები. სულ მარტო ვარ აქ მუშაობა კი,იმიტომ დავიწყე, რომ თავი ვირჩინო. ბავშვთა სახლიდან გუშინ გამომიშვეს.
ლიკას რომ შევხედე ცრემლებს იწმენდდა ჩუმად. თავი საშინლად დამცირებულად ვიგრძენი ან რა მეგონა ყველაფერი რომ მოვუყევი, თუმცა მეც ადამიანი ვარ და ხშირად მინდება ჩემი გრძნობების სხვებისთვის გადაცემა. გაბრაზებული სწრაფად წამოვდექი, ლიკამ უკან დამაბრუნდა.
- ცუდად გამომივიდა მაპატიე ლიზ.
- უბრალოდ არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე აქამდე მარტო მოვედი და ამას ბოლომდე შევძლებ
- მარტო აღარ ხარ!
მტკიცედ წარმოთქვა და გამიღიმა
- ეს არ არის სწორი. მე არ მინდა გეცოდებოდე და ამიტომ იმეგობრო ჩემთან
- ლიზა მე შენთან მეგობრობა მინდა და არა შენი შვილება. დახმარებას არ ვაპირებ დამშვიდდი და სულაც არ მეცოდები. შესაცოდი არაფერი გჭირს პირიქით ძალიან მაგარი გოგო ხარ მართლა.
გამაღიმა მისმა ამ საქციელმა. მას შემდეგ გავიდა დღეები ისევ უინტერესო და ერთფეროვანი. გამოცდები დავასრულე პასუხები არ ჩქარობდნენ. ლიკას ნელ-ნელა უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი.
მასთანაც ხშირად დავდიოდი გავიცანი მისი ოჯახი და უფროსი და ანასტასია ძალიან კარგი ადამიანი იყო, თუმცა თავიდან მისი მრცხვენოდა, მაგრამ მისმა დამოკიდებულებამ სულ მალე გამიქრო უხერხულობა და მანაც დასავით მიმიღო. დასვენების დღეებში ხშირად დავდიოდით ერთად სასეირნოდ მე ტასო და ლიკა. მათთან ყოფნა ყველანაირ პრობლემას მავიწყებდა, თუმცა ღამე ისევ ყველაფერი ძველებური ბრუნდებოდა წარსული არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას. მღრღნიდა ყოველღამ იმაზე ფიქრი თუ რატომ დამტოვეს მშობლებმა და გამიმეტეს. ნუთუ მათ არ ვუყვარდი . ლიკას რომ ვუყურებ მის ოჯახთან ერთად წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ მშობლებს არ უყვარდეთ შვილები. ისტერიკულად მინდა ერთხელ გავიღვიძო და გვერდით მყავდეს დედა არა მხოლოდ ფიქრებში, არამედ ნამდვილად ჩემს გვერდით. მინდა საათობით ვუყურებდე მის ლამაზ სახეს. მე ვერ ავხსნი თუ რამდენად რთულია ელოდო იმას რაც არასდროს მოხდება. ფაქტი ერთია მე მათ მიმატოვეს, დამივიწყეს , უარმყვეს. ხანდახან ადამიანებს არ სურთ სიმართლის მოსმენა, რათა არ დაემსხვრათ საკუთარი ილუზიები, თუმცა სიმართლე ერთია და ისეთივე მწარე როგორც სიკვდილი.
გავიგე რომ სრული დაფინანსებით მოვხვდი უნივერსიტეტში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ლიკა ჩემს გვერდით იდგა და მარწმუნებდა რომ,აუცილებლად მოვიპოვებდი დაფინანსებას,თუმცა მე ისიც კი არ მჯეროდა რომ ჩავაბარებდი. ნელ_ნელა უფრო და უფრო ვეჩვეოდი ლიკას და ეს მაშინებდა. არ ვიცოდი შეიძლებოდა თუ არა ვინმეს ნდობა. არ ვიცოდი მქონდა კი მეგობრობის უფლება? მქონდა ბედნიერების უფლება? სამსახურს სწრაფად შევეჩვიე, ამიტომ საერთოდ არ მიჭირდა მუშაობა. ზურა ძალიან მეხმარებოდა ყველაფერში. სწავლა მალე დაიწყებოდა ეს ძალიან მახარებდა და ცხოვრებას ხიბლს მატებდა. ლიკა მეუბნებოდა რომ უნივერსიტეტში ბევრ ხალხს გავიცნობდი და დავუმეგობრდებოდი ეჭვიანობდა კიდეც. მე კი სიცილით ვეხუტებოდი და ვეუბნებოდი, რომ ის ერთადერთი იყო. ლიკამ საყიდლებზე ძალით წამიყვანა და ძალიან ლამაზი ლურჯი კაბა მიყიდა მუხლამდე გაშვებული კაბა იყო. გამაფრთხილა ამას პირველ დღეს ჩაიცვამო. მრცხვენოდა მაგრამ დაიჟინა უნდა გიყიდოო. იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს იმიჯი რომ სარკეში საკუთარი თავი ვერ ვიცანი. პირველი დღეს მალე მოვიდა და ტასომ წამიყვანა მანქანით.
- წარმატებები ლიზ, არ ინერვიულო არაფერზე.
- მადლობა ტასო
ჩავეხუტე და მანქანიდან გადმოვედი. ვღელავდი თანაც ძალიან. ლიკას დანაბარები გავიხსენე ამიტომ თავი ავწიე გავიღიმე და წინ წავედი ბევრმა გამომხედა უხერხულად ვიგრძენი თავი მაგრამ ნაბიჯს ვერ ავუჩქარე.
- მერე რა ლიზა,თუ გიყურებენ ეს კარგის ნიშანია ესეიგი მათ მე ვაინტერესებ.
თავს ვიწყნარებდი და ისე მივაბიჯებდი აუდიტორიისკენ. თავისუფალი ადგილი მხოლოდ ერთი ბიჭის გვერდით იყო სკამთან მისვლამდე შევათვალიერე ქერა, ლურჯთვალება ბიჭი იყო თავდაჯერებული იდიოტივით იღიმოდა დავჯექი ისე რომ არც მივსალმებივარ რატომ გავაკეთე ეს? არ ვიცი უბრალოდ ასე მომინდა.
- გამარჯობა
უცნობმა სცადა საუბრის წამოწყება
- გაგიმარჯოს.
მოკლედ გავეცი მეც პასუხი
- რა გქვია?
იღიმოდა და თან თვალებში მიყურებდა. დავიბენი, სხვაგან გავიხედე.
- ლიზა, და შენ?
- მე გიო მქვია, ლიზა,ლიზა... რა ლამაზი სახელია.
თქვა და გამიცინა.
- ჰო ალბათ. შენიც არ არის ცუდი.
ლექტორს გავხედე და აღარ მიმიქცევია ყურადღება გიოსთვის.
დამთავრებისას მალევე წამოვედი სამსახურში. ლიკას მოვუყევი ყველაფერი.
- მაგარია, მოეწონე ალბათ. რატომ არ გინდა შანსი მისცე?
- არ მიზიდავს საერთოდ, მეტიც ნერვებს მიშლის მისი თავდაჯერებულობა
- კარგი კარგი ნუ ბრაზდები.
გამიცინა ლიკამ და თავისი უგემრიელესი ყავა დამიდგა წინ, იმდღეს ტასოთან და ლიკასთან დავრჩი. ტასოსაც მოვუყევით ყველაფერი , ბევრი ვილაპარაკეთ, გვიან დავიძინეთ. ასე გადიოდა დღეები, თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, მაგრამ "თითქოს" ...
ერთ დღესაც, ადრე მომიწია უნივერსიტეტში მისვლა , აუდიტორია ცარიელი დამხვდა.ადგილისაკენ დავიძარი, თუმცა არ დამცალდა. ვიღაც შემოვარდა, ეს ვიღაც გიო იყო. ღიმილით უნდა მივსალმებოდი, მაგრამ ველურივით მეცა და დააცხრა ჩემს ტუჩებს. ვეცადე მომეშორებინა. ისეთი ძლიერი იყო, მისი მკლავებიდან თავი ვერ დავიძვრინე. დიდხანს არ გაჩერებულა. ეს ჩემი პირველი კოცნა იყო. თუმცა რატომ ჩემი? მე სულაც არ მინდოდა ეს მომხდარიყო. როგორც კი ჩემს ტუჩებს მოსწყდა, მოწყვეტით მოვუქნიე სახეში ხელი და დარწმუნებული ვარ იგრძნო წვა.
მაინც კმაყოფილი ღიმილით მიცქერდა. ცრემლები მომაწვა, თავი საგანი მეგონა, რომელსაც იყენებდნენ. ვერ შევიკავე თავი, ამიტომ ავტირდი. ვეცადე სწრაფად გავსულიყავი დერეფანში, სადაც კართან მდგომ ნატას შევეჩეხე. ნატა უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული გოგოა, მანაც იგივე გააკეთა რაც მე ცოტა ხნის წინ, გაშლილი ხელი მოიქნია და სახეში გამარტყა
- ქუჩის ქალო
დამიყვირა ყველას გასაგონად. ამ დროს გიოც გამოვიდა, ლოყა საშინლად მეწვოდა, ეს არ იყო ჩემთვის პირველი დარტყმა, თუმცა საჯაროდ პირველი იყო.თავი საშინლად დამცირებულად ვიგრძენი.
- გინდა შეყვარებული წამართვა არაა?
განაგრძობდა თავის მონოლოგს და საერთოდაც არ ფიქრობდა იქ მდგომ ხალხზე.
- რა გეგონა ვერ გავიგებდი ამას? კახპა!
ეს მეტისმეტი იყო. არ ვიცი საიდან მეყო გამბედაობა ხმის ამოღების.
- ჩვენ შორის ვინ არის კახპა ეს გასარკვევია. გირჩევნია შენი შეყვარებული დააწყნარო, კოცნა მისი ინიციატივა იყო,. რომც არ ყოფილიყო ხომ არ გაჩერდა?! პასუხი მოეთხოვება! მას ხომ შენ მყავხარ და კიდევ ერთი აღარ გაბედო და აღარ შემეხო.
გამწარებული გავარდა, ყველა მე მიყურებდა. ზოგი იცინოდა, ზოგი ჩურჩულებდა, ზოგიც მოღუშული იყო. კარგად ახლა გავაცნობიერე, რომ ქუჩის ქალი მიწოდა უფრო დამცირებულად ვიგრძენი თავი, მაგრამ არ დავუშვებდი რომ აქ მეტირა, ამიტომ სწრაფად დავტოვე შენობა და გავუყევი გზას. ცრემლებმა თავისით იწყეს დენა. მე ხომ არაფერს ვითხოვდი გარდა სიმშვიდისა, ვის რა უნდოდა ჩემგან რატომ მაინც და მაინც მე რატომ ამირჩია იმ სულელმა ასეთი რა დავაშავე რას ვიმკი ამდენი ხანი.
- ეს მხოლოდ თქვენი ბრალია!
მშობლებს ვადანაშაულებდი ყველაფერში, რადგან მათი დამსახურებაა მარტო, რომ ვარ და არავინ მყავს გვერდში
- ეს მხოლოდ თქვენი ბრალია და არავის სხვისი!
ვამბობ კიდევ უფრო ხმამაღლა და ტირილს ვუმატებ შეიძლება ამ ვითარებაში არაფერ შუაში იყვნენ დედა და მამა, თუმცა ვინმესთვის უნდა დამებრალებინა ყოველივე,რათა ცოტა შვება მეგრძნო.

თავი 3
არ ვიცოდი მეთქვა თუ არა ლიკასთვის ეს ამბავი.ღირდა თუ არა, რომ შესვცლოდა ჩემზე წარმოდგენა? რომ არ დაეჯერებინა ჩემთვის?. საბოლოოდ, ვერ ჩავიტოვე გულში და ყველაფერი ვუამბე. საშინლად გაბრაზდა, აქეთ-იქით დადიოდა და იმუქრებოდა, გაბრაზებული კიდევ უფრო საყვარელი იყო. თავიდან ბევრი ვიცინე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ ხუმრობდა, და გავჩერდი.
- თუ გინდა რომ არ გაგიბრაზდე, წამოდი დღეს მეგობრები ვიკრიბებით.
- კარგი რა ლიკუ.
საწყალი თვალებით შევხედე, თუმცა არ გაჭრა.
- დემეტრესაც გაგაცნობ და თუ არ წამოხვალ ხმას აღარ გაგცემ.
- კარგი ჰო ,მოვდივარ
საღამოს ლიკამ მყუდრო ადგილას მიმიყვანა,ტასოც იქ იყო კიდევ სამი ბიჭი და ერთი გოგო.
- გაიცანი ეს დემეტრეა, ჩემი შეყვარებული
- დემე ეს ლიზაა ,რომ გიყვებოდი
დემეტრემ გამიღიმა და გადამკოცნა .
- ე ლიკუნ ჩვენც გაგვაცანი შენი მეგობარი
ერთ-ერთმა ბიჭმა გამომხედა
- ეს ნიკაა, ეს ნინი ნიკას შეყვარებული ეს კი მაქსიმეა.
კონტაქტში ყველასთან მალევე შევედი,მაქსიმეს გარდა, რომელიც ცალკე იჯდა და ხმას არ იღებდა. მათთან ბევრი ვიცინე და ვიმხიარულე.
- ლიზა მათემატიკურზე სწავლობ ჰო?
- კი ნიკა, მაგრამ ახლა რაღაც მიზეზების გამო არ დავდივარ.
- შეგიძლია მიხვიდე
ბოხმა ბარიონეტმა გადაფარა სიჩუმე. ეს მაქსიმე იყო. იმდენად სასიამოვნოდ მომხვდა მისი ხმა, ვერც კი გავიაზრე რას გულისხმობდა.
- ლიკამ მითხრა რაც მოხდა, ამიტომ ყველაფერი მოგვარებულია ლიზა .შეგიძლია მიხვიდე ისე, რომ იქ შენ ვერავინ ვერ გეტყვის რამეს.
გამიღიმა დემემ .
- არ იყო საჭირო.
ჩემთვის ჩავილუღლუღე
- მართალი ხარ, საჭირო არა აუცილებელი იყო.
დემეს ბაძავს ნინიც და ისიც იღიმის. იქიდან გვიან ვიშლებით.
- წამოდი ლიზ ჩვენ გაგიყვანთ.
მანქანიდან გადმოყო ლიკამ თავი
- არ მინდა იყოს ავტობუსით წავალ
- სად მიდიხარ ?
ისევ ეს ხმა, შევკრთი.
- სად მიდიხარ თქო გკითხე.
- ავლაბარში
არ გამიხედავს მისთვის ისე გავეცი პასუხი
- მე გაგიყვან
- არ არის საჭირო მართლა, გაჩერება აქვეა
- ჩაჯექი ლიზა
ბოლოს დავთანხმდი, მანქანაში ჩავჯექი და უსაფრთხოების ღვედი გავიკეთე. გზაში ხმა არ ამოუღია, მხოლოდ სახლის შესახვევი მკითხა. გაუკვირდა შუქები რომ არ ენთო.
- მარტო ცხოვრობ?
- კი
გულში რაღაც ჩამწყდა
- გიყვარს დამოუკიდებლობა?
ტუჩის კუთხე ოდნავ ,მაგრამ შესამჩნევად ჩატეხა.
- ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ.
- მოიცა, ეგ როგორ
- იცი,მეჩქარება
- სად გეჩქარება შენ ხომ არავინ გელოდება.
ირონიულად გამიღიმა მაქსიმემ. შევცბი , არ მოველოდი მისგან ირონიას.
- არა არავინ არ მელოდება
თავი ჩავხარე
- ხომ არ გაწყენინე?
- არა უბრალოდ..
- უბრალოდ?
- უბრალოდ არ მყავს არც დედა არც მამა და საერთოდ არავინ ლიკას გარდა.
- გარდაიცვალნენ? ვწუხვარ
- ნუ წუხარ არ გარდაცვლილან, ბავშვობაში მიმატოვეს, მხოლოდ მათი სახელები ვიცი. ძალიან დრამატულად ჟღერს ,არა?
გამეცინა .
- არ არის ასე ,ლიზა.
თვალისმომჭრელად გამიღიმა
- კარგი ნახვამდის მაქსიმე.
გავუღიმე მეც. მანქანა დავტოვე და სახლში შევედი. მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრა მანქანა. კარებს მოვეყუდე და გულზე ხელი მივიდე. მაქსიმალურად ვცდილობდი დამშვიდებას, უშედეგოდ დამშვიდებას.
მეორე დღეს უნივერსიტეტში ჩვეულებრივ წავედი. ადგილი შევიცვალე და მარტო დავჯექი. ნატა ამრეზით მაკვირდებოდა, თუმცა ხმა არ გაუცია. მას შემდეგ ბავშვებს ხშირად ვნახულობდი, მაქსიმეს - არა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის? როგორ არა, გულის სიღრმეში მაინც მინდოდა მისი თუნდაც დანახვა, ოღონდ ძალიან სიღრმეში. კიდევ ერთი მათი ძმაკაცი დათო გავიცანი. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა.
- ბიჭო სად დაიარება ეს ჩვენი ბიჭი?
სიცილით იკითხა ნიკამ
- მაქსიმე?
ღრმა ნაფაზი ამოარტყა დემემ და ლიკას ხელი გადახვია
- ისევ კატოს დასდევს.
ამოიოხრა დათომაც. ჩემს გაკვირვებულ სახეს, რომ წააწყდნენ სიცილი აუტყდა თუ მე კი სულ არ მეცინებოდა.
- კატო მაქსიმეს შეყვარებულია. საოცარი წყვილი იყო ყოველთვის მაგრამ მაქსიმეს ძმაკაცთან ნუ ხო ხვდები რა?!
ამიხსნა დათომ
- და ამის მერე მაქსიმეს კატო უყვარს?
ვუსმენდი გაკვირვებული
- ვერ ანებებს თავს რა
ამის შემდეგ ხმა აღარ ამომიღია. ვფიქრობდი მაქსიმეზე ჩემს მაქსიმეზე, რომელიც ასევე სხვისიც იყო, რომელიც კატოს ეკუთვნოდა მას სხვა ყავდა მას სხვა უყვარდა.
- არ ღირს ამაზე ფიქრი ლიზა, მთავარია რომ უბრალოდ მოგწონს და არა გიყვარს. "სიყვარული" მხოლოდ ახლა წარმოვიდგინე, მე მაქსიმეს გვერდით. რა უცნაურია და ამავდროულად რა საოცარიც. ეს მხოლოდ ლამაზი ილუზიაა და სხვა არაფერი.
- ე ლიზა აქ ხარ?
სიცილიც მეკითხება ნინი
- კი უბრალოდ ჩავფიქრდი
- ანუ რა ვთქვით ვერ გაიგე?
- რამე თქვით?
- კლუბში მივდივართ ყველა ამ დღეებში.
- მე არ მცალია ვმუშაობ
- ხო არ დაგავიწყდა სად მუშაობ?
- კარგი წამოვალ წამოვალ.
მეორე დღეს უნივერსიტეტში წავედი, აუდიტორია ისევ ცარიელი დამხვდა მომხდარი გამახსენდა და შემეშინდა, კანკალმა ამიტანა, შინაგანად ვკანკალებდი.
- გამარჯობა ლიზა
კარი ჩემმა ერთ-ერთმა კურსელმა შემოაღო.
- გამარჯობა მათე
ღიმილით მივესალმე მას
- როგორ ხარ?
საუბარს შევყევით, ბევრი ვილაპარაკეთ. მათე ძალიან კარგი ბიჭია, შავგვრემანი მუქ თვალება. სკოლის მერე ერთად გავისეირნეთ, ვენდისში შევედით ბევრი ვიცინეთ, ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდი ხანი .მეტ დროს მათესთან ერთად ვატარებდი. მასთან ძალიან კარგად ვიყავი. ახლაც ლისის ტბაზე ვიყავით და კენჭებს ვისვრიდით
- ლიზ
ის არ გავდა მაქსიმეს დაძახილს, თუმცა არც ცუდი იყო
- გისმენ
- შენთან კარგად ვარ ,ასე არასდროს ვყოფილვარ. მინდა რომ ერთად ვიყოთ არ მოგატყუებ არ მიყვარხარ მაგრამ ძალიან მომწონხარ.
პასუხი არ გამიცია არ ვიყავი მზად ამისთვის, მითუმეტეს რომ გონებაში მუდამ მაქსიმე მიტრიალებდა, მაგრამ რატომ მაქსიმეს თუ ჰყავს შეყვარებული მე რატომ არ შეიძლება მყავდეს ?
- კი
- რა კი ლიზა?
გახარებულმა გამომხედა მათემ
- მეც მინდა რომ ერთად ვიყოთ
გაეღიმა ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა. რამდენიმე დღე გავიდა ყველაფერი იდეალურად იყო. ლიკასთან ავედი საღამოს.
- ნუ მიყვები მაგ ბიჭზე რა
დაიბუზღუნა ლიკამ
- რატო ლიკა?
- არ მომწონს ეგ ბიჭი, რამდენჯერ გითხრა?
- კატო ხო მოგწონს?
- არ თქვა, რომ ეჭვიანობ
- სულაც არა
- შური გინდა იძიოს?
- ლიკა მორჩი უაზრო დასკვნებს
- შეეშვი მათეს, თორემ თავს დაიღუპავ ლიზა.
- კარგი რა ლიკუ იცი რა საყვარელია? მოგეწონება რომ გაიცნობ.
- არა იყოს. გვიან კლუბში მივდივართ და ხო წამოხვალ.
- კი სიხარულო წავედი ახლა მათე მელოდება.
- ოხ ლიზა ლიზა
ლიკასგან რომ წამოვედი მათეს დავურეკე
- რას შვები სიხარულო?
მაშინვე მიპასუხა მათემ.
- რავიცი ,ლიკასგან წამოვედი და სახლში მივდივარ შენ?
- მე, რომ შენი ნახვა მინდოდა
- ამოდი ჩემთან და მერე გავისეირნით სადმე
რა საინტერესოა არა, როდესაც თავად შემი სიტყვები გღუპავენ.
- მართლა?
ზედმეტად გაუხარდა მათეს
- ჰო რა იყო?
მაშინ ვერ მივხვდი ამის მიზეზს
- არაფერი,მოვდივარ.
მათე მალევე მოვიდა დიდხანს მეხუტებოდა თვალები რატომღაც სხვანაირად უციმციმებდა. მიკვირდა მისი ასეთი ცვალებადობა.
- ყავა გინდა?
- შენი გაკეთებული კი.
გამიღიმა, სამზარეულოში გავედი და ყავის მომზადება დავიწყე. მათე მომიახლოვდა და ზურგიდან ჩამეხუტა. ეს უბრალო ჩახუტება მეგონა, შემდეგ კისერზე მაკოცა
- მათე გაჩერდი, რას აკეთებ?
უხეშად მომატრიალა და ჩემს კოცნას ეცადა. ვფართხალებდი და უშედეგოდ ვცდილობდი თავის დაღწევას მისგან. ვუყვიროდი ის კი განაგრძობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ჩემთვის ზედა შემოეხია. ხელით ცხელ ჩაიდანს მივწვდი ხელები დამწვა მაგრამ იმ წამს ამაზე არ ვფიქრობდი. ზედ გადავასხი.
- ფუ შენი
დამიყვირა და განზე გახტა. მაშინვე დანა ავიღე ხელში. მისი საშინლად მეშინოდა ,ხელებს ვერ ვიმორჩილებდი.
- პატარა სულელო გოგო მაინც მივაღწევ იმას რაც მინდა. კიდევ უფრო უმატა ყვირილს
- შენ გეგონა მართლა მომწონდი და ერთ-ორ დღეში შემიყვარდებოდი? შე საწყალო, უპატორნო გოგოვ. რა გეგონა შემიყვარდებოდი მეთქი? გამეცი პასუხი
- არაკაცო
მხოლოდ ამის დაყვირება მოვახერხე.
- შენზე სანაძლეო დავდე, როგორც მომინდებოდა ისე გამოგიყენებდი გესმის? ხუმრობა არ გეგონოს, ჩემსას მართლა მივაღწევ ლიზა. ერთი საბრალო გოგო ხარ. შენ რაც არ უნდა გავიკეთო მაინც მე გამამართლებენ. მშობლებსაც კი არ უყვარდი, შენ ვის უნდა უყვარდე? მითხარი შენნაირი არავის სჭირდება
დაიყვირა და სახლიდან გავარდა. იქვე ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, ვწყევლიდი ჩემი გაჩენის დღეს, იმ დღეს მე რომ დავიბადე. როცა დედამ მიმატოვა და ამ ბინძურ სამყაროში მარტო დამტოვა. მეზიზღებოდა ჩემი არსებობაც.
- მძულს ყველა და ყველაფერი. დავიყვირე და დანა ძირს დავაგდე ხელში მომხვდა წვა ვიგრძენი. არა სულელი ვარ, არავის უნდა ვენდოთ, არავის. რა მინდოდა, რატომ გავეხვიე კიდევ ერთ უსიამოვნებაში. ტანში მცრის, როცა წარმოვიდგენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ტელეფონი რეკავს. ლიკაა.
- ლიზ რას შვრები? არ გამოხვალ ჩემთან?
- ლიკა
როგორც კი ჩემი ხმა გაიგო მაშინვე გამითიშა და 10 წუთში ჩემთან იყო.
- რა გატირებს გამისკდა გული ლიზა
პასუხს ვერ ვცემდი.
- ლიზა გთხოოვ ამოიღე ხმა.
- მათე იყო აქ.
ვცდილობდი ძლივს მელაპარაკა,რომ ცოტა დავმშვიდდი უკითხავს.
-დაწყნარდი კარგი წყალს მოგიტან და მერე მითხარი.
წყალი დავლიე ცოტა დავწყნარდი და ყველაფერი მოვუყევი.
- მაგას მიხედავენ ბიჭები, არა ხომ გითხარი.
-გთხოც ლიკა არ გინდა.
თავი მის კალთაში ჩავდე და ცრემლებმაც ხელახლა იწყებს დენა. ლიკამ კი ხელი შემომხვია. კლუბში მიდიოდნენ ბავშვები, ლიკამ აიჩემა რომ მარტო არ დამტოვებდა ამიტომ ის რომ არ დარჩენილიყო ცოტა ხნით მეც წავედი და შემდეგ შეუმჩნევლად წამოვიდოდი. საშინელი დღე იყო როგორც ყოველთვის, ყველა იქ იყო, ამავდროულად კიდევ ერთი გოგო მომხვდა თვალში, საოცრად ლამაზი იყო. ნეტა ვინ უნდა ყოფილიყო მაქსიმეც იქ იყო თუმცა იმდენად განადგურებული ვიყავი ახლა მნიშვნელობა არ ჰქონდა არაფერს
- გაიცანი ლიზა ეს კატია, მაქსიმეს შეყვარებული.
ასეც ვვარაუდობ დიდი, გული დამწყდა, ესეც საშინელი დღის უარესი დასასრული.- ეს კი ლიზაა ჩვენი მეგობარი.
- სასიამოვნოა.
გამიღიმა თავმომწონედ კატომ.
- ჩემთვისაც.
მეც ღიმილითვე ვუპასუხე. დიდ მაგიდასთან ჩამოვჯექით ყველა ერთად. კატო მაქსიმეს ეხუტებოდა მაქსიმე კი თავისუფლად განაგრძობდა მისი ტუჩებით ტკბობას. ვინ რას ლაპარაკობდა არ მესმოდა. არც მინდოდა გაგება. წამოვდექი და ბარისკენ დავიძარი.
- შეგიძლია რამე მძიმე დამისხა?
- დარწმუნებული ხარ?
- კი.
სასმელი მოვსვი და ბაღთან ჩამოვჯექი. კატო გარეთ გავიდა, შორიდან ვაკვირდებოდი, რომ არ დაბრუნდა მაქსიმეც გაჰყვა, საკმაოდ მთვრალი იყო უკვე, შიგნით გამწარებული შემოვარდა და კატოს ხმამაღალი ტონით უთხრა. რის შედეგადაც გოგონა კლუბიდან გავიდა. მას ტუჩსაცხი არეული ჰქონდა. ძნელი მისახვედრი არ არის თუ რა მოხდა. მაქსიმე მაგიდასთან დაბრუნდა,რაღაცას ლაპარაკობდნენ, აშკარად ჩემსკენ იხედებოდნენ. არც ამის ამოცნობა გამიჭირდა. სავარაუდოდ დღევანდელ მომხდარზე საუბრობდნენ. მაქსიმე ჩემსკენ წამოვიდა მაჯაში მწვდა და გარეთ გამიყვანა
- რას აკეთებ? მტკივა.
ტონს ავუწიე
- რა გინდოდა მაგ
- ვის გულისხმობ
- შენს შეყვარებულს
ირონიულად ჟღერდა მისი თათქვამი აშკარად კატოზე გაბრაზებული ცდილობდა დაცლილიყო შემდეგ კი მასთან მისულიყო და დამტკბარიყო ურთიერთობით.
- ყოფილს
შევუსწორე
- არ უნდა იკითხო ურთიერთობას რომ იწყებ ვისთან იწყებ როგორ და რატომ?
- ზედმეტის უფლებას აძლევ შენს თავს.
- ლიზა
ისე ლამაზად ჟღერდა მისგან წარმოთქმული ჩემი სახელი, რომ ტანში ჟრუანტელი მივლის. ისევ ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა
- შენს წინ მოვკლავ წამოდი
- გთხოვ არ გინდა ნასვამი ხარ გაჩერდი
- წამოდი,ლიზა.
- გთხოვ.
იმის წარმოდგენაზე რა შეიძლება მომხდარიყო,ცრემლები წამომივიდა, ჰო აი ასე უბრალოდ ამეტირა.
- ლიზა შენ რა ტირიხარ?
ხმა არ გამიცია
- შე სულელო
მოვიდა და ჩამიხუტა ეს იყო ყველაზე საოცარი რაც შეიძლება მომხდარიყო დღეს, ეს იყო რაღაც არაამქვეყნიური. მე მის გულის ცემას ვგრძნობდი მისი სურნელით გავიჟღინთე გონებას მაკარგინებდა
მანქანას მოშორდა და ტაქსი გააჩერა. მივხვდი რომ ქალაქგარეთ ვიყავით არ შემშინებია რადგან მას შინაგანად ვენდობოდი ვიცოდი ცუდს არაფერს მიზავდა. ლამაზ მინდორთან გააჩერებინა. აქ ძალიან დიდი თოვლი იყო თბილისიდან განსხვავებით იქ საერთოდ არ იყო თოვლი. თოვლში ვსეირნობდით ხმა არ ამოუღია არც მას და არც მე. ვიყავით ჩუმად მაგრამ ორივე ვგრძნობდით იმას რაც უნდა გვეგრძნო კიდეც.

თავი 4
მას შემდეგ ისევ არ გამოჩენილა მაქსიმე. დრო გადიოდა ის კი, ალბათ კატოსთან იყო. ახალი წელი ახლოვდებოდა. ახალი წელი არასდროს მყვარებია, თუმცა ვფიქრობ რომ ეს წელი არ უნდა დაწყებულიყო ცუდად. მე ხომ ამ წელს ახალ მეგობრებთან ერთად ვიწყებდი. საახალწლოდ ყველა ერთად ბაკურიანში დათოს სახლში მივდიოდით. მათ შორის მაქსიმეც იყო კატოსთან ერთად. ახალწელს გერმანიიდან იკა და სოფი ჩამოდიოდნენ მათაც გავიცნობდი და ზუსტად ვიცოდი ისინიც დასავით მიმიღებდნენ, როგორც ამ საოცარმა ხალხმა გააკეთა ეს. ძალიან ლამაზად მოვრთეთ ნაძვის ხე. წინა დღეს ყოველწამს რეკავდნენ მშობლები და ცდილობდნენ გაერკვიათ რამე ხომ არ გვიჭირდა. ჩემთვის არავის დაურეკავს, მე არავის გავხსენებივარ. საჭმელებს ვამზადებდი და ვცდილობდი დარდი რაიმეთი გამექრო. სამზარეულოში კატო შემოდის, სიცილით.
- რამეში ხო არ დაგეხმარო?
- არა მადლობა
მეც ვუღიმი
- როგორც გავიგე დედ-მამა არ გყავს ჰო?
ტანში უსიამოვნოდ გამცრა, თვალები ამიწყლიანდა, თუმცა თვალები მაგრად დავხუჭე.
- არ არ მყავს.
ამჯერად არ გამიღიმია, არც სურვილი მქონია ამის. მომაბეზრებელი იყო ყოველივე ეს ყოველივე ფარისევლობა.
- ძალიან ცუდია.
მოიღუშასავით, მაგრამ ესეც ფარისეველი იყო.
- მეცოდები.
ეს სიტყვები გარკვევით წარმოთქვა. რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაქსიმე შემოვიდა.
- კატო ,რამდენჯერ უნდა გითხრა რომ სისულელეები არ უნდა თქვა.
- მაქსიმე, მე უბრალოდ ძალიან ცუდად გავხდი როცა წარმოვიდგინე თავი მის ადგილას.
მე უბრალოდ ვუთანაგრძე, თან ჩვენ მეგობრები ვართ და არ ეწყინება, ხომ ასეა ლიზა?
- რათქმაუნდა.
თავი არ ამიწევია ისე გავეცი პასუხი.
-კატოოოო შეგიძლია დამეხმარო?
- კი ნიკუშ მოვდივარ.
კატო ნიკასკენ გაემართა.
- არ მოუსმინო, არ იცის რას ამბობს.
- არ მწყენია
ვცდილობდი მოკლე პასუხები გამეცა ჩემი ხმის ცვლილება შესამჩნევი რომ არ გამხდარიყო
- ლიზა მომხედე ერთ წამს.
- რაღაცას ვაკეთებ მაქსიმე, არ მცალია.
ხელები ნიკაპქვეშ მომკიდა და თავი ამაწევინა
- თვალებზე რა გჭირს?
გაღიზიანებულმა შემომხედა
- მე, მე უბრალოდ ხახვმა ამიწვა
სიცილი აუტყდა.
- რა გაცინებს
გაკვირვებული ვიყავი მისი სიცილი ჯერ კიდევ არ მქონდა ნანახი, საოცრად უხდებოდა იმდენად საოცრად რომ მეც კი გამაღიმა უნებლიედ.
- საშინლი მატყუარა ხარ
ჩემსკენ წამოიწია მაქსიმე
- მაქსიმე... საყვარელო არ მოდიხარ?
სამზარეულოში კატო დაბრუნდა
- რა მოხდა კატო?
ისევ გაღიზიანება დაეტყო სახეზე.
- სოფი და იკა ჩამოვიდნენ.
სამზარეულო დატოვეს მეც მათ გავყევი და გავიცანი ისინი. იკამ მხოლოდ გადამკოცნა სოფი კი, გადამეხვია. საოცარი სითბო მოდიოდა მათგან. ზუსტად ვიცოდი, რომ მათაც მალევე დავუმეგობრდებოდი. უკვე 11საათი იყო.სუფრის გაშლა დავიწყეთ გოგოებმა, სოფის არ ვუშვებდით დასვენებას ვაძალევდით. დაღლილი და ნამგზავრი იყო
- ხალხო არ მინდა ჯდომა იცით რამდენი ხანია ვზივარ?
- ჰოდა წამოწექი
გასცა სიცილით პასუხი ტასომ.
12 ის ნახევარზე სუფრას მოვუჯექით. ყველა სვავდა ჩემს გარდა. დათო გიტარაზე უკრავდა სხვები კი, მღეროდნენ. ბედნიერი შევყურებდი მათ და ცხოვრების იმედი მიჩნდებოდა. ნიკუშა ახალ-ახალ სადღეგრძელოებს ამბობდა და თან ყველას გვესიყვარულებიდა. მან ყველაზე მეტი დალია. ზუსტად 12 საათზე ფეიერვერკები ვისროლეთ, ბავშვობიდან მიყვარდა მათი ყურება ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, როგორ იდგა დედიკო ფანჯარასთან და მაყურებინებდა ფერად-ფერადი ფეიერვერკებისთვის. მოგონებებზე მეღიმება, თუმცა სიმძიმის გრძნობა მაბრუნებს რეალობაში ეს ლიკაა მთელი სიმძიმით მეყრდნობა და ცდილობს არ დაეცეს.
- რა არის ეს ლიკა? რამდენი დალიე?
- ხუთი თუ ათი არა ოცი. აუ არ მახსოვს შენს თავს ვფიცავარ
- ცუდად ხომ არ ხარ?
მეცინება მის მათემატიკაზე და ვცდილობ თავი შევიკავო, რათა არ გავაბრაზო მთვრალი ქალბატონი.
სკამზე ვაბრუნებ.
- მეტი აღარ დალიო!
- კარგი რა ლიზა ახალი წელია ის კი არა
- ის რა?
თავს ვეღარ ვიკავებ და მუცლის ატკიებამდე ვიცინი მის სახეზე. მორიგი სიმღერა შეგვისრულა დათომ ახალ წელზე ყველა მას ვუსმენდით. სიმღერა რომ დაასრულა ლუკა ვერსად ვეღარ შევნიშნე.
- დემე ლიკა სად არის?
ხმამაღლა ვეკითხები დემეს, რომ სიმღერის ხმა გადავფარო
- არ ვიცი ლიზა საპირფარეშოში ხომ არაა წამოდი ვნახოთ.
მანაც ხმამაღლა მიპასუხა. საპირფარეშოსკენ დავიძარით. დემე შევიდა ორ წამში კი, მისმა ღრიალმა ყველანაირი სიმღერა გადაფარა.
- რა ხდება დემე?
ეგრევე მასთან შევირბინე იქ ლიკა და დათო იყვნენ. დათო ლიკას კოცნიდა ლიკა კი წინააღმდეგობას არ უწევდა. დემე გაიწია დათოსკენ ძლივს ვიჭერდი ამასობაში სხვებიც მოვარდნენ ლიკა ძლივს გამოვიყვანე იქიდან. დემე მომიტრიალდა და მანქანის გასაღები მომაწოდა
- წაიყვანე აქედან და აღარასდროს მომხვდეს თვალებში.
- დემე გთხოვ
მუდარით შევხედე
- გააკეთე ის რასაც გეუბნები ლიზა
ლიკა ძლივს გავიყვანე გარეთ ტარება თითქმის დავიწყებული მქონდა. ხმამაღლა ტიროდა და ყვიროდა ეს რა გავაკეთეო. საბოლოოდ ჩაეძინა. მგონი ოცით ვატარებდი იმდენად მეშინოდა დიდ თოვლში სიარულის. მაქსიმემ დამირეკა
- სად ხარ ლიზა?
- ლიკა ჩამყავს თბილისში
- რითი ხართ?
- დემეს მანქანით.
- დაგეწევით
- მაქსიმე მართლაც დაგვეწია,მარტო იყო.
ლიკა ჩემთან მივიყვანეთ, ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ წავიყვანდი. საწოლში დავაწვინე და მაქსიმეს მივუბრუნდი. არ წასულა. მთელი ღამე ჩემთან იყო და ლიკას ვუვლიდით. ძილში რაღაცეებს ბოდავდა ექვს საათზე გაიღვიძა. და წინა დღის გახსნებისას ტირილი დაიწყო.
- მაქსიმე გთხოვ დამიყვანე დემეტრე უნდა ვნახო.
- დამშვიდდი ლიკუნ ყველაფერი კარგად იქნება.
სინამდვილეში კი არც ერთს არ გვჯეროდა ამ სიტყვების.
- თქვენც გეზიზღებით ჰო?
- რა სისულელეა ხო იცი როგორ გვიყვარხარ
მაქსიმე ლიკას ჩაეხუტა და ასე ეცადა მის დამშვვიდებას ყველას გვეშინოდა დემეს ქმედების, თუმცა ხმას არავინ ვიღებდით. ლიკამ კარგად გამოძიების შემდეგ გადაწყვიტა დემე ენახა და ყველაფერი აეხსნა მისთვის. დემეტრე არსად არ ჩანდა. ყველა მის საძებრად იყო ჩვენ გოგოები კი ლიკასთან ვიყავით.
- გთხოვთ დამიჯერეთ მთვრალი ვიყავი ვერაფერი გავარჩიე დემე მეგონა თან სახეზე წყალი, რომ უნდა შემესხა მაშინ შემოვარდა.
- ლიკა ჩვენ გვჯერა შენი მაგრამ აქ მთავარი დემეტრეა
- ვერ გადავიტან მის დაკარგვას.
- დაწყნარდი რა.
დას აწყნარებდა ტასო და თან ხელს ხვევდა
- მაქსიმე სად არის?
ჩემთვის საინტერესო კითხვა დასვა იკამ.
- ისევ დემეს ეძებს
კატომ გასცა პასუხი მას. როგორც კი მაქსიმე ვახსენეთ კარები შემოაღო.
- რა ხდება?
ფეხზე წამოვარდა ლიკა და მაქსიმეს მივარდა.
- გავარკვიე სადაც არის.
- იტყვი?
ვერ ისვენებდა სოფი
- მიდის, აეროპორტშია ფრენა რვაზეა უნდა მიასწრო ლიკა წადი.
ლიკა კარისკენ გაიქცა
- ლიკუ მაქსიმემ გასაღები ესროლა ლიკას
- მადლობა.
მადლიერი მზერით შემოგვხედა და წავიდა. ტასომ ყავა გაგვიკეთა, ნინიმ ნამცხვრები ამოიტანა. ყველა ერთად ფიქრობდა რომ მალე ბედნიერი წყვილი ისევ დაბრუნდებოდა
- ზუსტად ვიცი შერიგდებიან
წამოიყვირა კატომ
- არ შერიგდებიან
წყვილმა კამათი დაიწყო იმის თაობაზე, თუ რა მოხდებოდა. გულში მაქსიმეს ვეთანხმებოდი. ვიცოდი რომ დემე ლიკას ასე ადვილად არ აპატიებდა ამ საქციელს, თუმცა ხმა არ ამომიღია, რადგან არასდროს მყვარებია საკუთარი აზრის დაფიქსირება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვიყავი და პასუხი უარყოფითი იყო. უკვე ცხრა საათია ლიკა არ ჩანს ყველა ნერვიულობას ვიწყებთ. დემეს ტელეფონი გათიშული აქვს. ორ-ორი წავედით სხვადასხვა ადგილებში. ნინი და ნიკა, კატო და სოფი, იკა და ტასო, მე და მაქსიმე. ჩვენ აგარაკზე ავდიოდით ეს ჩემი იდეა იყო,მაგრამ მაქსიმესთან რა მინდოდა არ ვიცოდი. რათქმაუნდა მომწონდა მასთან სიახლოვე, მაგრამ ეს არ იყო სწორი მე არ უნდა შემეტოპა შორს და არ უნდა დამეშვა შეცდომა, თუმცა ეს უკვე გვიანი იყო.
- კატოს არ ეწყინება მე, რომ ვზივარ შენთან?
- ახლა არ აქვს მნიშვნელობა კატოს რა ეწყინება და რა არა.
- ჰო მაგრამ მე რატომ ვზივარ აქ?
- რამე არ მოგწონს ლიზა?
ტონს აუწია მაქსიმემ
- არა უბრალოდ, მე
უცებ მანქანა გააჩერა და გადარეკა
- ნიკუშ ნინი მე გადმომისვი და შენ ლიზა წამოგყვება.
- რა ხდება ბიჭო?
- თქვენ წადით აგარაკზე
- კაი როგორც გინდა.
ნერვები საშინლად მომეშალა, რა მინდოდა არ შეიძლებოდა ჩუმად ვყოფილიყავი? ახლა მე და ნიკა მივდიოდით აგარაკზე. ნიკა მთელი ძალით უჭერდა საჭეს ხელს.
- ნიკა დამშვიდდი გთხოვ
იმდენად გაღიზიანებული იყო ნიკა ჩემი ხმა არ ესმოდა, სწორედ, ამიტომ ვერ შეამჩნია ჩვენსკენ მომავალი მანქანა. ფარები თვალებში გვანათებს მხოლოდ ახლა ერკვევა ნიკა და უხვევს გზიდან მერე იყო, შეჯახების ხმა და აღარაფერი სხვა.მხოლოდ მაქსიმეს ხმა ჩამესმის, რომელიც ჩუმად ბუტბუტებს ჩემს სახესთან რაღაცას
- ჩემი ბრალია, მხოლოდ ჩემი
ესღა მესმის და საბოლოოდ ვკარგავ გონებას.



№1  offline წევრი naniko mindia

Rogor gamixarda rom vanae sheni istoria
--------------------
lomidze

 


№2  offline წევრი aanastasiaaa

naniko mindia
Rogor gamixarda rom vanae sheni istoria



მეც ძალიან გამიხარდა თქვენი კომენტარი ❤

 


№3  offline წევრი მართაა

ძალიან მესიამოვნა და რაღაც კაი გამოგდის ❣❣❣❣ წარმატებები

 


№4  offline წევრი aanastasiaaa

მართაა
ძალიან მესიამოვნა და რაღაც კაი გამოგდის ❣❣❣❣ წარმატებები


ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№5  offline წევრი mia15

ძალიან კარგია.მომწონს და ველი შემდეგ თავს

 


№6  offline წევრი aanastasiaaa

mia15
ძალიან კარგია.მომწონს და ველი შემდეგ თავს


დიდხანს არ გალოდინებთ <3

 


№7 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუუ რაკარგიაა♥♥♥ მალე დადე რაა♥♥♥♥♥

 


№8  offline წევრი aanastasiaaa

სტუმარი თაკო
აუუუ რაკარგიაა♥♥♥ მალე დადე რაა♥♥♥♥♥


დიახ, უკვე დავდე ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent