შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბალთაზარი (წიგნი 2)


12-03-2018, 17:44
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 212

თავი მეოთხე

" ჯოჯოხეთო, აღახვენ პირნი შენნი.."

სამსახრურიდან გადაქანცული დავბრუნდი. დღე კი არა, ნამდვილი კოშმარი იყო. ყველაფერი თავზე დამაყარეს, წუთითაც კი ვერ ამოვისუნთქე. სადილობა რომ მომესწრო, ცხელი ხაჭაპური გავაქანე პირში და პირიც დავიწვი. ენა ახლაც კი მეწვის. მონური შრომა და არავითარი დაფასება, მადლობა, ღიმილიც კი.. მხოლოდ უკმეხი საქმეს მიხედე გოგო და.. ადამიანთა ლექსიკიდან ამოსაღები, დაწყევლილი ფრაზა, დიახ ბატონო.. დიახ ქალბატონო.. უბრალოდ ვღრინავდი. დედაჩემს არც კი მივხედე, ისე შევალაჯე სამზარეულოში, საჭმელი ამოვიღე და უაზროდ დავაცქერდი.
რა თქმა უნდა, ჩემი უტაქტობა არც შეუმჩნევია, ისე შემოვიდა სამზარეულოში, ფუსფუსი დაიწყო და სხვათაშორის მკითხა
- მოგშივდა?!
- არა, მომწყურდა - ერთი შევუღრინე მის უაზრო კითხვასაც, მაგრამ მანდვე დამთავრდა ჩემი პროტესტი. დედამ, მშვიდად ამივსო ჭიქა წყლით და
გამომიწოდა.
- ძალიან ბევრს მუშაობ, ასე არ შეიძლება. თავის დროზე მაინც გაჭმევდნენ...
- კარგი რაა - უცაბედად ამოვისუნთქე. აღარაფრის თავი აღარ მქონდა. ვიგრძენი როგორ მომიდუნდა მხრები, გამუბუჟდა ენა, დამიმძიმდა სხეული..
მაგიდიდან წამოვიზლაზნე და არც მინდა იმის გახსენება როგორ მივედი ჩემს ლოგინამდე. ხელები გავშალე და მთელი ძალით ჩავემხე. უეცრად ირგვლივ ყველაფერი აფუმფულდა და გათეთრდა. ძლივსღა გავარჩიე დედაჩემის ბუნდოვანი სილუეტი რომ ძილმა წამიღო. უცნაური სიზმარი ვნახე.
ვითომ მე და ნინო პაბში ვიყავით. კოქტეილს მივირთმევდით. nightwish უკრავდა. არ მახსოვს რომელი სიმღერა იყო, მაგრამ მელოდია ძალიან ნაცნობი იყო. ერთიც ვნახოთ და სცენაზე ახალგაზრდა, სიმპატიური ბიჭი ამოვიდა გიტარით ხელში. მიკროფონთან მივიდა და განაცხადა რომ ეს სიმღერა ეძღვნება მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს და იმედი აქვს რომ ის ლამაზმანი უპასუხოდ არ დატოვებს მის გრძნობებს. დაიწყო რაღაც ძალიან სასიამოვნო მელოდიის დაკვრა. სიმღერიდან მხოლოდ ეს ნაწყვეტები დამახსოვდა
- ჩემო პატარავ.. მე მთელ სამყაროს შემოგატარებ - საოცრად, მომაჯადოებლად მღეროდა. შემდეგ მახსოვს როგორ ჩააბნელეს დარბაზი და აანთეს სანთლები. ის კი მღეროდა..
- თამო, გოგო, ეხლა შენ რო დაგასახელოს - გადაიკისკისა ნინომ და ორივე ავკაკანდით, თუმცა უნდა ვაღიარო, სადღაც ძალიან მასიამოვნა ამ ხუმრობამ. ბოლოს სიმღერა დასრულდა. ცისარტყელა ჩამოეშვა სიბნელიდან და ეს ბიჭი სცენიდან ჩამოვიდა. ლამაზი, ხავერდოვანი ვარდების თაიგული აიღო და მაგიდებს შორის მოხერხებულად დაიწყო მოძრაობა. ისე გვიახლოვდებოდა, ნინოს სულ უფრო და უფრო ემატებოდა ხუმრობის საბაბი და გიჟებივით ვკისკისებდით. აი, ბოლოს მოაღწია ჩვენ მაგიდასთან და მხიარულება აჭარხლებულ სახეებზე მიგვეყინა, როცა დამიჩოქა და სიყვარული ამიხსნა. მოულოდნელობისაგან ავილეწე. სიტყვებს ვერ ვპოულობდი რომ რაიმე მეთქვა. სანამ რამეს მოვიფიქრებდი ფერდში მსუბუქი ქიმუნჯი ვიგრძენი.
ნინო იყო.
- გელოდება, გოგო. იცოდე უარი არ უთხრა, ნუ ხარ ტუტუცი..
ჩემდაუნებურად დავთანხმდი. ხელზე მაკოცა და მთხოვა გარეთ გავყოლოდი, ჩემთვის სიურპრიზი ჰქონდა. აწითლებული, შეძახილების, სტვენისა და ოვაციების ფონზე გამოვედი გარეთ. ახალი მთვარე იყო. ვიგრძენი როგორ მიმიკრა უეცრად მთელი სხეულით და თითქოს დედამიწას მოვწყდი.. შეშინებულმა თვალები დავხუჭე.
- ნუ გეშინია, გაახილე, ჩემო..
ჩემო?! ერთი შემაკანკალა და სასწრაფოდ გავახილე თვალი. ისე ჩანდა, თითქოს ნამგალა მთვარეზე ვისხედით. შავი, უფორმო კაპიუშონის მიღმა მოჩანდა მისი შავი, ჩრდილოვანი სახე, ცივი ხელები და ირონიული, დამცინავი ღიმილი.
- სიურპრიზი, სულო - ხარხარებდა დაუნდობლად. ვიგრძენი როგორ ვიძირებოდი ქაოსსა და წყვდიადში
- დეე - ამოვიხრიალე და ლოგინიდან წამოვხტი. ჰაერი არ მყოფნიდა. მაკანკალებდა.
საწყალი დედაჩემი ფეთიანივით შემოვარდა ოთახში, თუმცა არ დაბნეულა. მაშინვე შაქარი გამიზომა. უცნაურად მაღალი იყო. სასწრაფოდ გამიკეთა ნემსი. შეშინებული სახით ჩავფრენოდი დედაჩემის ხელს და დედაჩემის ნებისმიერ კითხვაზე უაზროდ ვყვიროდი
- არა, არა, გთხოვ, არ გინდა, არ მინდოდა, მე...
ობოლი ცრემლები მოგორავდნენ ლოყებზე...



****

რამოდენიმე საათით ადრე...
ასი ათასობით წლის წინ, როცა ღმერთმა დედამიწა ადამიანთა საცხოვრისად აქცია, გაწყვიტა მასზე მობინადრე ისეთი არსებები, რომელთა ბნელი სული საკუთარ ნათესავსაც ვერ არჩევდა და მათი შავი სულებისგან შექმნა ტბა, რომელსაც სალომისის ტბა, ანდა სიკვდილის შავი ხახა ეწოდა. ამ ტბაში ბინადრობდა მისტიური აჩრდილი ჰომუნდი, რომელიც ცხოვრებას ართმევდა იმ სულელთ, რომელთაც მასთან მუსაიფი მოუნდებოდათ და ტბას სამ მეტრში უახლოვდებოდნენ. ამბობენ, ერთხელ, თვით ჰესიოდემ მოინდომა ჰომუნდის შეპყრობა და ბერძენ ღმერთებს სთხოვა დახმარება, ხუთი ათასი ბერძენი მონადირე და სამი ღმერთი, თიმეოსი, თალმუსი და თიოკიდე წავიდნენ მის შესაპყრობად. უბრალო რაზმად ნუ გულისხმაჰყოფთ მათ, ამ მონადირეთაგან ბევრს თვით მინოტავრი ჰყავდა დატყვევებული არაერთგზის. თიმეოსის შუბი გალავნის ხუთ ფრთას ხვრეტდა, თალმუსის ბადეში შეიპყრეს კრაკენი, ხოლო თიოკიდე იყო მჩხიბავი და მეკვლე ჩინებული. სამივე უკვდავი იყო. როცა ტბას მიუახლოვდნენ ექვს წყრთაზე და სამი ბიჯი აკლდათ ჰომუნდის მახემდე, უკვდავებმა გაშალეს თალმუსის ბადე და ოციოდე მონადირემ შეაბიჯა ტბამდე. დაინახეს დამხვდურთა, როგორ ამოვიდა ტბიდან ორი ბასილისკი, ლურჯი და მწვანე, მაგრამ რატომღაც ოცეული არ იძროდა და გონს მოსვლამდე ჩაყლაპეს ოცივე ცოცხლად. თიმეოსმა სტყორცნა შუბი და მოკლა ლურჯი ბასილისკი. მწვანე მისკენ გამოქანდა, მაგრამ მონადირეები გადაეღობნენ და თუმცა ოცი კაცი მოკლა, აკუწეს იგი. ორი დღე უცადეს ჰომუნდს, ბოლოს კი მივიდა თიმეოსი შუბის ასაღებად. ელოდნენ ყველანი, რათა დაბრუნებულიყვნენ და ეთქვათ მეფისთვის რომ დაემალათ აჩრდილი, მაგრამ მოხდა საშინელება. თიმეოსის შუბმა განგმირა მჩხიბავი. მიხვდნენ, მათგან საუკეთესო შეიპყრო აჩრდილმა.რაკი გზა არ იცოდნენ, ვეღარც გაიქცნენ.
ასე სათითაოდ ამოხოცა მოკვდავნი თიმეოსის სხეულმა, თალმუსი კი ბადეში გაახვია და მასთან ერთად გაუჩინარდა ტბაში. შეწუხდნენ ღმერთები, მაგრამ ვერავინ ბედავდა ჰომუნდის დასჯას. ზევსს სურდა მეხი ეტყორცნა მისთვის, მაგრამ ჰადესმა შეაჩერა იგი.
- მისმინე, ძმაო, არავინ იცის, საიდან გაჩნდა და რა ძალას ფლობს ეს დაემონი, ცნობილია რომ შენი მეხი კლავს ყველაფერს. თუ ჰომუნდი გადარჩება, დაეჭვდებიან შენს ძალაში და ხალხს აგვიჯანყებს წყეული. თანაც არ დაივიწყო, კრაკენის შესაპყრობი ბადე აქვს მას, ჰეფესტოც კი ვერ გასჭრის ამ ბადეს, ვაითუ შეგვიპყროს ჩვენც და დავიღუპოთ.
დაუჯერა ზევსმა ჭკვიან ძმას და შეეშვა ჰომუნდს, მეტიც, მკაცრად დასაჯა ჰესიოდე და ძღვენი გააგზავნა ჰომუნდთან. მან არ დახოცა შიკრიკები და საპასუხო ძღვნად მჩხიბავის გვამი და ხუთიათასი მონადირის სხეული გაუგზავნა, რათა პატივი მიეგოთ მათთვის. ამ ამბიდან ათი წლის თავზე, მიქაელმა, სიკვდილის სამეფოში უკრა თავი ამ საზიზღარ ადგილს. და სწორადაც მოიქცა. ვერაგი და ძლიერი ჰომუნდი, დაიმორჩილა სიკვდილის მეუფემ და დაიმეგობრა. მისმა შელოცვამ განდევნა ჰომუნდისგან სიბნელე და ახლა, ერთად თევზაობდნენ ტბაზე, ჰომუნდი კი ტბაში ახრჩობდა მისივე ბრძანებით უასაკოთა შემაცდენელთ და უკაცურთ, სადაც უარესად აწამებდნენ მოკლულთა სულები.
მშვენიერი საღამო იყო. ჩემი საყვარელი შავი ანკესი ავიღე და სიკვდილის ტბისკენ გავემართე. ჩემი ღარიბული, შავი მანტია მემოსა, ცალ ხელში თებეს ლამპარი მეჭირა, მეორეში ანკესი. არაფერზე ვფიქრობდი. ან კი რაზე შეიძლება იფიქროს სიკვდილმა?! მოკლულებზე? არამც და არამც. ის ხომ უზენაესის დავალებებს ასრულებს. თუ ის გადაწყვეტს, რაც არ უნდა უმანკოდ გამოიყურებოდეს მსხვერპლი, ის უნდა მოკვდეს. სიკვდილმა ხომ ყველაზე კარგად იცის რომ უდანაშაულო ადამიანი არ არსებობს.. და არა მარტო ადამიანი.. თავისუფლებაზე? ის ხომ ყველაზე თავისუფალი არსებაა ამ ბიუროკრატიულ სამყაროში. სიმდიდრეზე? აღდგომა - აი რა არის უდიდესი სიმდიდრე. ამ ფასეულობის შემდგომ უკვდავება მოდის. სიკვდილი კი უკვდავიცაა და აღდგომაც ძალუცს. მისი მოკვლა მხოლოდ უზენაესს შეუძლია. მაშ რაღა დარჩა საფიქრალი ამ ცარიელ სამყაროში?
გულისსწორი, მბრძანებელო - ვერც კი შევამჩნიე, ისე მივდგომოდი დანიშნულების ადგილს. მოხუცი ჰომუნდი ტკბილად იღიმოდა.
- მაგაზე ფიქრი არ მსურს - მივუჯექი გვერდით და ფეხები შავ წყალში ავაჭყაპუნე.
- ჩემო მეგობარო, სიყვარული როდი გვეკითხება რა გვსურს, ის უბრალოდ მოდის და ჩვენთან რჩება მაშინ, როცა ვეამებით. მას ვერაფერს უბრძანებ, ვერაფერს აუხსნი, ვერაფრით დააბრკოლებ. იმ ლამაზმანს ჰგავს, მოსასვენებელში რომ შემოიპარება ღამით და რამდენიც არ უნდა უყვირო, უბრძანო და ეხვეწო, ალერსს მოწყურებული არსად წავა. უყურებ მშვენიერ, თვალწარმტაც არსებას. იცი, მასში ფეთქავს შენი ნაწილი. ცდილობს დაგიმონოს, დაგატყვევოს, მოგათვინიეროს.. ჯერ ისევ ებრძვი, მაგრამ იმთავითვე გრძნობ წინააღმდეგობის არარაობას, ის კი მაცდური ღიმილით იხდის. მთვარის შუქზე უელავს უნაკლო სხეული და.. ნელ ნელა ენა გიმძიმდება. მიწას სწყდები და უკვე სულ ერთია რომ მონა ხარ.. ხელებს უშლი რათა ჩაეკონო და უძირო მორევში შეგითრიოს..
- შეიძლება მრავალთათვის ასეა, მაგრამ მე სიკვდილი ვარ.. - ჩავიღიმე იქედნურად.
- ეგ ძალიან კარგია - ჩაიხითხითა მოხუცმა - თორემ წარმომიდგენია რას იზამდი რომ გენახა რომ შენმა ფერიამ უკვე იპოვა სხვა პრინცი..
მართალია ჯერ მხოლოდ სიზმარში, მაგრამ..
ენა დამება. ბრაზისაგან და ეჭვისაგან თუ არ გავშავდი, მხოლოდ იმიტომ რომ ისეც შავოსანი ვარ. ჩემდაუნებურად კბილები ისე ავაკრაჭუნე, ტბის სულებსაც კი კანკალი დააწყებინა საზარელმა ხმაურმა, რომელსაც ჩემი ყბის მალები გამოსცემდნენ. ჰომუნდი კი მშვიდად იჯდა და იცინოდა. დავინახე, როგორ დატრიალდნენ სულები ძაბრისებურად და მთელს ტბაზე მისი სიზმარი გადაიშალა. სიტყვა პაბის გაგონებაზევე ისეთი ნერვიული მტვრევა ამიტყდა სახსრებში, ჰომუნდიც კი შეკრთა. შეშინდა ალბათ, არაფერი მევნო მისთვის. შავი, ხამი ტილოს ქვეშ მოქცეული უკუნი და ქაოსი დატრიალდა და ორ მობრდღვიალე, თაფლისფერ ჩირაღდნად გადაიქცა. მანტიიდან ნისლად ამდიოდა შავი, სიკვდილის სულისშემხუთავი აურა. მთელს სხეულში იმძლავრა დაუოკებელმა სისხლის წყურვილმა და ამ სურვილად ქცეული ჩავყურებდი სიზმარს, იმით შეპყრობილი რომ ის პაემანზე მიდიოდა. სულ გადამავიწყდა ისიც, რომ უკვე გავუშვი, ისიც რომ ძალა არასდროს, არავისთვის დამიტანებია, ისიც რომ დავპირდი, ისიც რომ მთავარანგელოზი ვარ.. ეჭვმა დამავიწყა ყოველივე.. მზად ვიყავი ესევე ჩავმხდარიყავი იმ სიზმარში და მომეკლა ყველა, ვინც ჩემს ფერიას თუნდაც თვალს მაინც გააყოლებდა..
სიტუაცია კი უფრო და უფრო იძაბებოდა. როცა ამ გიტარაამოჩრილმა მეტიჩარამ მსგავსი განცხადება გააკეთა, ფერია დაწყებული ახალი რომანი მომაგონდა გიტარისტ ბიჭზე და ცოტა დამაკლდა, კინაღამ ცელი შემოვკარ და სული გავაფრთხობინე, მაგრამ სცენარმა დამაინტერესა, უფრო სწორედ სინდისმა მაიძულა მომეცადა.
- იქნებ სხვას უმღერის, რა დაგემართა - ჩამძახოდა რაღაც თუ ვიღაც. თავს ძლივს ვიკავებდი, მაგრამ მაინც მოვუსმინე უცნობ ხმას და ცელი შევაყენე. ვხედავდი როგორ კისიკისებდნენ და ალბათ პირველად, სურვილი მქონდა ნინოც ზედ მიმეყოლებინა იმ გიტარისტისთვის. როგორც იქნა, სიმღერა დასრულდა და ამანაც დაიწყო მაგიდების შემოვლა. რაც უფრო უახლოვდებოდა მის მაგიდას, მით უფრო სასტიკი ხდებოდა ჩემი სახე. აი როცა მას დაუკრა თავი..
არაფერი მახსოვდა. ნერვიული ხარხარით ჩავეშვი სიზმარში, რა თქმა უნდა ამ თავხედის მოკვლის განზრახვით. ორ წუთს უაზროდ ვიქნევდი სიკვდილის ცელს. როცა თვალებმა გამოსახულებების გარჩევა დაიწყო, დავინახე რომ ერთ დიდ, თეთრ ოთახში ვიდექი. წინ დიდი კინოეკრანი იყო ჩართული, სადაც ფერიას სიზმარი გადიოდა რატომღაც. ლამის ყოველივე დავლეწე როცა ამ მეტიჩარას გარეთ გამოჰყვა ის ერთადერთი არსება, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.
- ვფიცავ, თუ გაბედავს და აკოცებს ან საერთოდ შეეხება... ვღრიალებდი. როცა ამ ლაწირაკმა ჩემი ფერია მიიხუტა, ეკრანს გამწარებულმა დავუშინე ცელი, თუმცა ვერ ვაზიანებდი და ეს უფრო მიშლიდა ნერვებს. სულ გადავირეოდი, შემდგომ სცენას რომ არ გავეშტერებინე. დიიდი ვეებერთელა ახალი მთვარის ფონზე ჩემი თავი დავინახე. ჯერ უკან დავიხიე. შეშფოთებულმა დავიხედე ზედ და ვგონებ მე და ფერიას ერთდროულად დაგვეწყო ისტერიკა. ეკრანს ვეცი, შევულოცე, მაგრამ ჰოპ.. არაფერიც. სიზმარში ვერ შევდიოდი. ვგრძნობდი როგორ იმატებდა მის სხეულში შაქარი, როგორ დუღდა სისხლი.. ბოლოს შეშინებულმა შეჰყვირა.. უკვე ცრემლებიღა მომდიოდა უმწეო ბავშვივით. ჩემი საწყალი ფერია, ჩემი მნია მნია.. მე შევაშინე.. ისევ მე.. მოკვდება და ჩემი ბრალი იქნება.. ვაი, როგორ უფართხალებს გული..
- ფერიააააა - ვბღაოდი მთელი ხმით. ამ დროს ეკრანზე ჩაირთო მომენტი ფილმიდან ევრო ტური
- ფიონააა - მთელ ოთახში ისეთი სიცილ-კისკისი ატყდა, თავბრუ დამეხვა. არ ვიცოდი ვინ დამცინა ასე და გაურკვევლობა ცუდად დასრულდებოდა მისთვის, უეცრად ჩემს წინ თეთრი, ღუნღულა დივანი რომ არ გაჩენილიყო არსაიდან. ელი და სელი კისკისით იკლებდნენ იქაურობას.
- არა დაინახე, ძამიკო როგორ აბღავლდა? - ელი ცრემლებს მუჭით იმშრალებდა და თან გულამოსკვნილი ხითხითებდა.
- მოიცა, ახლავე გავამეორებ - ეკრანზე ფიონა განახევრდა და ახლა მე და ის იდიოტი ერთად მოვთქვამდით
- ფიონააააააა
- ფერიააააააა
- აუ, სადაა სამართალი, ეს ბიჭი თამაშობს მაინც და ჩვენი ძამიკო მართლა მასეთი იდიოტია. ოსკარი და ფული კი იმ ბიჭს დარჩა. გაგონილა ასეთი ტალანტის დაკარგვა? - იფხრიწებოდნენ სიცილით
დიდ ხანს იცინებდნენ, ჩემი ცელი მათ შორის რომ არ ჩამერჭო მთელი ძალით. დივანი გადატყდა და ორივე ძირს გაგორდა. ძალაუნებურად გამეცინა.
ამათ კი კუნწულა ცრემლებით მორთეს ღრიალი. თან წელზე ისვამდნენ ხელს. ვიცოდი რომ მაიმუნობდნენ, მაგრამ არ შემიძლია მათი ცრემლების ატანა. ვერ ვიტან ცრემლს. არასდროს შემეძლო.. მივედი ელთან, რომელიც უფრო ღრიალებდა და ხუჭუჭა თმებზე მივეფერე. ორივე წამოხტა და ზედ ჩამომეკიდა
გვაფლიალე ლაა - კისკისებდნენ ისევ. ერთი ძლიერად დავბზრიალდი და როცა დაღლილები არსაიდან გამთელებულ დივანზე გაგორდნენ, სახე შევიჭმუხნე.
- ელლ, რას ნიშნავდა ეს სიზმარი? - ელი გაიზარდა.
- იმას, ძაო რომ დროა, ეგ გოგო დაივიწყო. შენს თავს შეხედე, მზად ხარ ყველაფერი გაანადგურო მისი გულისთვის. რამდენი პირობა გატეხე ამ წუთას?! გითხრა?! თორმეტი, ძმაო და სამი საუფლო აქედან. რით არის ესეთი განსაკუთრებული ქალი, რომელსაც არ უყვარხარ და ასე ადვილად მიგატოვა? რა გჭირს, რა დაემართა შენს სიბრძნეს. რატომ არ უშვებ მას შენი ცხოვრებიდან და არ აძლევ საშუალებას საკუთარი ცხოვრება განაგრძოს?!
- მე მას ვუყვარვარ, გასაგებია? - ავყვირდი უფროსკლასელივით
- უყვარს - ახითხითდა სელლი, - ნეტავ ადრე შევხვედროდით ერთმანეთს.. ძალიან განვსხვავდებით.. ტრიუმფად, მნიშვნელოვანი იყავი.. ჰეი, ნივთო, იქნებ გეყოს თავის მოტყუება, ჰა? - და თავადაც წინ ამეშოლტა ძმის გვერდით - დებილი რომ დებილია ისიც კი მიხვდებოდა რომ სულ არ ედარდებათ მისი გრძნობები და რამ დაშრიტა შენი სიბრძნე?! მიპასუხე, როდემდე უნდა გეძინოს მის აივანზე, თუ გავიწყდება, რა გევალება?! შენ სიკვდილი ხარ! არავინ არ გჭირდება. შენ ჩვენ გყავართ და თუ მაინცდამაინც ქალის ალერსი გენატრება, ქალების მეტი რაა. გონს მოდი სულელო ძმაო. სანამ გვიან არ არის.
- თქვენ რა, ბედავთ დამემუქროთ კიდეც? ვინ მოგცათ უფლება ამირჩიოთ ცხოვრების სტილი? უზენაესს ვფიცავ, მეორედ რომ მსგავსი რამ განმეორდეს..
- რას იზამ, ძმაო, დაგვხოცავ მის გამო?
გავჩუმდი. ზედმეტი მომივიდა. მივხვდი რომ შორს შევტოპე. რა სისულელეა, მათ ხომ არასდროს არაფერს დავუშავებ. მაშ რა ვთქვი?
- მე, მე.. ელი და სელლი დაპატარავდნენ და ზურგი მაქციეს. იატაკზე ჩავიმუხლე და ... გავფრინდი...

****

დილით უცნაურად შეშინებულმა გავიღვიძე. ყველაფერი რიგზე იყო. ჩემს ოთახში ვიყავი. დედაჩემი რაღაცას ალაგებდა იქვე, შორიახლოს. ალბათ დილით შემოვიდა. პირველად ის მეუცნაურა რომ კარის ხმა ვერ გავიგე. ალბათ გვიან ჩამეძინა და ამიტომ. ერთი წუთით მეგონა რომ დედა ღამე აქ იყო, მაგრამ რატომ უნდა გაეთენებინა ღამე?! თავი აღარ ავიტკიე და გაოცებული სახით ვიკითხე
- დე, საჭმელი რა გვაქვს?
- ქათამი - იყო მოკლე, კონკრეტული პასუხი, ვითომც არაფერი მომხდარიყოს
- როდის შემოხვედი?
- ესე თხუთმეტი წუთი იქნება, ოთახი იყო დასალაგებელი და - არც შეუწყვეტია საქმე ისე მიპასუხა
- როგორ ხარ? - დააყოლა სხვათაშორისვე
- რავი, ცოტა მეძინება და სუსტად ვარ. მშია.
- მიდი, მოწესრიგდი და ჭამე. დღეს შენი მნია მნია მოდის.
დიდად არ ვიყავი სტუმრების ხასიათზე, ასე რომ უხალისოდ დავიჭყანე და სააბაზანოში შევრაცრაცდი. წყალმა შემახსენა რომ ჯერ მშიოდა და მერე მეძინებოდა.
- უფ, კიდევ კარგი დასვენებაა რაა - დავიწრუწუნე და გამოვიტენე პირი. ღორივით ჭამა არ მიყვარს, მაგრამ ისე მშიოდა, როგორც იტყვიან ზოგჯერ გოჭუნიასაც უნდა დაუჯეროო, სწრაფად შევსანსლე საჭმელი და ლოგინისკენ წავედი
- დეე, დავიძინებ რაა
- მალე გაიღვიძე, იცოდე
- კარგი ჰოო - თავადვე გამეცინა ამ უცნაურ დიალოგზე და დავებერტყე ლოგინზე.
ჩემი ტელეფონი ანათებდა. ნინოს მესიჯი იყო
- თამო, წამო გოგო საღამოს პაბში წავიდეთ, იცი რა ბიჭი უკრავს? - შეშინებულმა გადავდე ტელეფონი და ძილს მივეცი თავი - დამპალი, იცოდა რომ წასვლას დავაპირებდი, რო კითხო მაგათ, სიკეთის განსახიერებანი არიან და უნდა ეთაყვანო...

****

- მიხარია რომ კარგად ხართ, მილორდ - მიღიმოდა სებასტიანი. რატომღაც ძალიან ახლოს ვხედავდი მის ღიმილიან სახეს. მერე, როცა მიმოვიხედე, მიზეზსაც მივხვდი. ხელში აყვანილი მივყავდი.
- სებასტიან, ეს რას ნიშნავს? - შევიკარი შუბლი
- წმინდა საბჭოზე გიბარებენ, მილორდ - მამათქვენმა ბრძანა, როგორც კი გამოკეთდებით, გამოცხადდეთ
- მოხდა რამე? - ვიკითხე დაეჭვებულმა
- ჯერ არა, თუმცა.. ხომ არ ბრძანებთ მაზარინის პორტალი გავააქტიურო?!
- აჰ, მაშ ასეა საქმე?
- ჯერ ადრეა, სებასტიან, მოვიცადოთ.
- როგორც მიბრძანებთ მილორდ - გაიღიმა დემონეულმა
- ლაისტი.. სად არის?
- ბაღშია. მის ნახვას ინებებთ?
- არა.. საწამლავი მომეცი.. საწამლავი..
ომი მინდა.. ომი!



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვერ ვხვდები ეს გოგო რატო დაშორდა -_- ძალიან მომეწონა ეს თავი ძალიააან <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ანი ანი
ვერ ვხვდები ეს გოგო რატო დაშორდა -_- ძალიან მომეწონა ეს თავი ძალიააან <3


ჯერ ინტრიგად დავტოვოთ. გპირდები, შემდეგი თავები მეტად გაგაოცებს. მადლობა რომ კითხულობ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ?! :(

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ანი ანი
როდის დადებ?! :(


გამიხარდა შენი ხილვა, ახალი თავი აღდგომას დაიდება blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent