ჩემი წესები (2)
ჩემი წესები (2) მთელი ერთი თვე სიწყნარეში მიიწურა, არსად ჩანდა რობაქიძე, არც სკოლაში იყო არც ქალაქში, ხმები დადიოდა მევალე დადევს მოსაკლავად და იმალებაო, არ ვიცი, არდადეგები დაიწყო თუ, არა პატარა კაფეში მიმტანად დავიწყე მუშაობა, დავდიოდი მაგიდებს შორის და ხალხს ვემსახურებოდი, ბედნიერი ღიმილიანი სახით, დავდიოდი და თან ფიქრები მეძალებოდა, ვფიქრდობდი ყველაფერზე, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მშობლები რომ მყოლოდა, მქონოდა სრულფასოვანი ოჯახი. ოცნებას მოეშვი, თაი. იმუშავე. დღეები იწურებოდა მე ისევ ვმუშაობდი, სახლი-სამსახური. რობაქიძე ისევ არ ჩანდა, ნუ ეს ქუთაისში არ ჩანდა, თორემ, ისე იტალიაში იყო დედამისთან. მაგიდებს შორის დავდიოდი, როცა მოულოდნელად წამში გავშეშდი, თითქოს დენმა დამარტყა, ხელიდან გამივარდა ჭიქები, და ასე გაშეშებული უფროსის ხმამ გამომაფხიზლა. -რა ხდება თაია, რა სახე გაქ? -ააა..არაფერი. ის იყო, კარებში იდგა, ძმაკაცებთან ერთად, იცინოდა, მეკიდე მისი ღიმილი ჭკუიდან მშლიდა, თავს მაკარგვინებდა, მიყვარდა? სასწაულად, ალბად ისე ჯერ რო არავის, არავინ ყვარებია, მთელი სამყარო იყო, მთელი ცხოვრება სუნთქვა, სიცოცხლის ძალა, ღიმილის მიზეზი. ძვლივს გამოვფხიზლდი, და არვიცი როგორ, მაგრამ ფაქტი იყო, მის მაგიდასთან მე მივედი. -რას მიირთმევთ? -პატარა თეთრი გოგოც აქ ყოფილა, შენ რა აქ მუშაობ? როგორი ყოჩიღია უყურე შენ-მეუბნება რობაქიძე თან ირონიული ღიმილით მათვალიერებს ისევ- ლუდი მოგვიტანე. შეკვეთას ვიწერ, და ბართან მივდივარ, ლუდის ბოთლებს ვიღებ, ვხსნი და ისევ რობაქიძის მაგიდასთან ვბრუნდები. ლუდს მაგიდაზე ვალაგებ, და ისევ ვკითხულობ. -სხვას ხომ არაფერს ინებებთ კიდევ? -არა, შეგიძლია წახვიდე. მივდივარ მაგრამ, ვაი ამ წასვლას, ფეხებიც და თვალებიც უკან მრჩება, მინდა მივიდე, მივიდე და უბრალოდ ვუყურო, ვუყურო მის ღიმილს თვალებს, რო იღიმის თვალებიც უნათდება, ისეთი საყვარელი ხდება, ისეთი ლაღი, მიყვარს, არაამქვეყნიურად. *** -დე, დედიტო, გესმის? გონს ამჯერად, ნიტას ხმას გამოვყავარ, ჩემი პატარა გოგო ჩემი ერთადერთი იმედია. -მესმის, მესმის ჩემო ლამაზო. -მშია! მეუბნება და გაბუტული სახით მიყურებს, საათს დავხედე, უკვე 5 საათია ღმერთო როგორ დამავიწყდა, ნიტას საჭმელი, ასე როგორ გამოვშტერდი. -ახლავე დე, ახლავე აპატიე შენს გამოშტერებულ დედას. -გაპატიე, მაგლამ მაწამე თოლე იცევ გაგებუტები! სამზარეულოსკენ მივიწევ და საჭმლის კეთებას ვიწყებ, ისევ ფიქრებში ვეშვები. *** ტელეფონის ხმა მესმია, სად ჯანდაბაშია? მგონი ბართან დევს. -გისმენთ? -დემეტრე ვარ, გარეთ გამოდი. ვინ ვარო?! სასწრაფოდ ვიხსნი, წინსაფარს და გარეთ გავდივარ, აქეთ იქით ვიხედები, დემეტრეს ვხედავ მანქანაზეა მიყუდებული, მელოდება. ნელი ნაბიჯებით მივიწევ, თითქოს, მეშინია რაღაც მაშინებს, ცუდი წინათგრძნობა მაქ. -გამარჯობა-ვეუბნები, ჩუმად, აკანკალებული ხმით. -გაგიმარჯოს, თაი. ჩაჯეგი, შენთან სალაპარაკო მაქვს. *** -დე, დე, ისევ ალ მიცმენ? -ჰა, აჰ კი დე კი, მოდი დაჯექი, საჭმელი შეჭამე დე. ესეც მეორე დიდი ხნის პაუზის შემდეგ. შეფასება თქვენზე მომინდია. გაითვალისწინეთ რომ, ჩემი პირველი ოსტორიაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.