შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი წესები (1)


23-02-2018, 17:24
ავტორი ღიმილაკი11
ნანახია 1 293

ჩემი წესები. (1)

დივანზე ვზივარ, ჩემს სახლში, იქ სადაც გავიზარდე, ვისწავლე სიარული, ლაპარაკი. ვზივარ, ფეხები მოკეცილი მაქ და ხელები ფეხებზე მაქ შემოხვეული, გარშემო ვიყურები, და ვათვალიერებ გარემოს, რომელმაც ამდენი ტკივილი გადამატანინა მაგრამ, ცხოვრება მასწავლა, ადამიანობა მასწავლა. თვალებს ვხუჭავ და წარსულში ვინაცვლებ, რამოდენიმე წლით უკან.

***

დედა, მამას მეორე ცოლი იყო, არ ვიცი სად გაიცნეს ერთმანეთი ან როგორ შეუყვარდათ, დეტალებს არავინ მიყვება ან 16 წლის ბავშვს ვინ მოუყვება დეტალებს? მხოლოდ ის ვიცი რომ, მამა 1 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა, დედა კი, ხო დედა, ქალი რომელმაც გამაჩინა, არც კი დააინტერესა შვილი, 1 თვეში სხვას გაყვა ცოლად, მე? მე ბებოსთან დამტოვა, ბებიაჩემი ჩემთვის ქალის იდეალია, ამდენი ტანჯვის და ტკივილის მერე, მაინც შეძლო ფეხზე მყარად დგომა. მე 1997 წლის, 14 თებერვალს დავიბადე, თაია მარგიანი, დავიბადე, მაგრამ ვერ ვხვდები რისთვის. გრძელი, შავი ხვეული თმა მაქ, დიდი ცისფერი თვალები და გრძელი წამწამები, ტუჩები კი, მუქი წითელი და სავსე. ტანი? არც ისე ცუდი, საშუალ ზომის მკერდი, წვრილი წელი და განიერი თეძოები, ასევე საკმაოდ დიდი ზომის საჯდომი. სკოლის შესასვლელთან ვდგავარ, სულ დამავიწყდა მეთქვა რომ ქუთაისში ვცხოვრობ. მოკლედ, სკოლასთან ვდგავარ და ვერ გადამიწყვეტია შევიდე თუ დავი*იდო და წავიდე, ჩემი კლასელების ატანა არ მაქ, შემეტენე გოგოები, ვითომ "კაი ბიჭი ვარ, ქურდებს სიცოცხლე" ბიჭები. ერთადერთი ვის გამოც შეიძლება შევიდე და სკოლაში ვიყო, უფროსს კლასელი, დემეტრე რობაქიძეა. არც კი ვიცი როგორ ავღწერო დემეტრე, არც ისე მაღალი, მწვანე თვალებით, ოდნავ გრძელი თმით, და ღიმილით რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვენობით, გაშტერებს. მაგრამ აზრი? ყურადღებას ის მე არასდროს მომაქცევს, მას ჩემზე ბევრად ლამაზი შეყვარებული ყავს. ზაფხულს არდადეგები მოდის, გადავწყვიტე ეს სამი თვე უქმად არ დავკარგო და ვიმუშაო, სკოლის დასრულებამდე, და არდადეგებამდე, 1 თვეც არ დარჩა. სახლში მისული, ჩანთას და ბოტასებს, შემოსასვლელშივე ვყრი და სამზარეულოსკენ მივრბივარ ყვირილით.

-ბე, მშია.

შესული აქეთ-იქით ვიყურები, მაგრამ არსადაა, როგორც ჩანს მეზობელთანაა გასული, საჭმელს ვჭამ და სააბაზანოსკენ მივდივარ როცა ჩემი ტელეფონის ხმა მესმის.

-გისმენთ.
-თაია, რასშვები?
-ნი, რავქნა შენ!
-თა, მიდი გამოდი, კონცერტია თეატრში.
-მეზარება რა.
-მიდი რა, გთხოვ.
-კარგი, გადავივლებ და გამოვალ.

სააბაზანოდან გამოსული, მაღალ წელიან შარვალს და თეთრ ტოპს ვიცმევ, ასევე ტყავის კურტკას, და ბოტასებს. სახლიდან გასული ფეხით მივუყვები გზას თეტრისაკენ, თან გზად ნინის ვურეკავ რომელიც შესასვლელთან მელოდება. თეატრში შევდივარ, დარბაზში შესულებს კი პირი გვრჩება ღია იმდენი ხალხია, ამიტომ ფეხზე გვიწევს დგომა, ნინი ნაცნობს ხედავს და გარბის, მეკიდე მარტო დარჩენილი, ფეხებ გადაჯვარედინებული კედელს ვეყრდნობ, და ხელებს გაბუტული ბავშვივით გულზე ვიკრებ.

-თეთრი გოგო.

ყურთან მესმის, და შეშინებული ვხტი. გვერდით ვიხედები, და დემეტრე დგას ირონიული ღიმილით.

-ბატონო?
-ხო, რაიყო? არ ხარ თეთრი გოგო?

დაბნეული შევყურებ, ასე ვთქვათ შოკირებული ვარ, იმით რომ რობაქიძე მელაპარაკება, მე. აზრზე რომ მოვდივარ, დემეტრე უკვე გამქრალია.

***

სახლში მისული, ბებო უკვე სამზარეულოში მხვდება, როგორც ყოველთვის სადილს ამზადებს.
რამოდენიმე დღე ისე გადის დემეტრე სკოლაშიც არ მინახია, სახლში შევდივარ, და მოწყენილი ვჯდები დივანზე, ნეტავ სადაა? სად გაქრა? რამე ხოარ მოუვიდა? არვიცი რა ვიფიქრო. კარებზე ზარი მესმის, და გასაღებად მივდივარ, ზღურბლს იქით ბიძაჩემი და ჩემი ბიძაშვილი არიან. ჩვენი საკმაოდ, ხშირი სტუმრები არიან, ჩემი ბიძაშვილი, ერთი ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი, ნარკომანი და არვიცი კიდევ რა აღარ არის, არავინ ცდილობს მიხედოს, და უმკურნალოს, ხმას თითქმის არ იღებს, მოვა დაჯდება, და ზის ასე გაუნძრევლად წასვლამდე.

-ვინ არის?

ბებიაჩემი გამოდის სამზარეულოდან და მოსულებს ესალმება შემდეგ, ისევ სამზარეულოში ბრუნდება და ჩვენც უკან მივყვებით, რამოდენიმე საათი ჭამაში და საუბარში გადის.

-თაია, ბიძი, მიდი სიგარეტი ამომიტანე მაღაზიიდან.
-კარგი.

გარეთ გასული, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, და გზას მივუყვები, მაღაზიაში შევდივარ, სიგარეტს ვყიდულობ, და უკან მივუყვები გზას. ვფიქრობ, იმ ცხოვრებაზე რაც მაქვს. ზოგს, ესეც არ აქ, უპატრონოდ ქუშაჩი იზრდებიან, ცივათ შივათ, არ მესმის დედამ შვილი როგორ უნდა დატოვო, როგორ უნდა დატოვო ბავშვი რომელიც შენი სულის და სხეულის ნაწილია.

-თაია.

ძახილი მესმის, უკან მიბრუნებული დემეტრეს ვხედავ, გული ისეთი სისწრაფით იწყებს ძგერას, ასე მგონია გარეთ გამოვარდება.

-გამარჯობა, დემეტრე.
-გაგიმარჯოს ლამაზო, თეთრო გოგო. ამ ღამე გარეთ რას აკეთებ?
-და, ხომ ვერ მეტყვი, შენ ვინ გეკითხება?
-ბავშვო, ცოტა წყნარად.

სახლამდე მაცილბს, მთელი გზა სიჩუმეში გადის, მეკიდე არვიცი რა ვიფიქრო.

-თაია.

მიძახის, როცა უკვე სადარბაზოს ვარ მიახლოებული.

-გისმენ.

უკან ვბრუნდები და მომლოდინე თვალებით ვუყურებ. მაგრამ ქვედა, ტუჩზე მწარე ტკივილის ვგრძნობ, პირში კი, სისხლის გემოს. მან რა, ქვედა ტუჩზე მიკბინა?

-მინდა, როცა დაილაპარაკებ მე გაგახსენდე.

ჩემს ტუჩებთან ჩურჩულებს, და მიდის.

***

ტელეფონის ზარს გამოვყავარ ფიქრებიდან, ფეხებს დივნიდან დაბლა ვალაგებ, და წელში ვიშლები, ტელეფონთან მივდივარ და ვუყურებ ვინ რეკავს, ნინი. რაც ციხიდან გამოვედი, მის მერე რეკავს, მაგრამ როგორც ყოველთვის, ვერც ეხლა გაიგებს პასუხს.



ვიცი პატარა თავია და ბოდიში პატარა თავისთვის, პირველი ისტორიაა რომელიც მინდა რომ მზის შუქზე გამოვიდეს, და ასევე პირველი ისტორიაა რომელიც მინდა ბოლომდე მივიყვანო, 1 კვირა ვფიქრობდი დამედო თუ არა. ხოდა აი ვდებ, შეფასება თქვენზე მომინდია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent