შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 14


13-03-2018, 21:27
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 841

დრო ძალიან სწრაფად გადიოდა. ზამთრის სუსხიანი და თოვლიანი დღეები, მზიანმა, ხან წვიმიანმა და ცოტა სუსხიანმა გაზაგხულმა შეცვალა. გაზაფხული ძალიან მიყვარს. ყველგან სიმწვანე აყვავებული ხეები და ფერად ფერადი ყვავილები. ხალხი თითქოს უფრო გახალისდა. კლადუდიო თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ისევ ერთი კვირით. საქმეები უკვე მოაგვარა და მალე გადმოვიდოდა მილანში.
ყვავილები ვიყიდეთ და შაბათ კვირას მე და ნინა ეზოს გალამაზებას ვაპირებდით. მასიმოს კომპლექსი დავზლიე აშკარად და მათი ცოტათი უცნაური ურთიერთობა აღარ მაღიზიანებდა. დიდის ამბით შევუდექით საქმეს. ბაღი დავგეგმეთ. სამშენებლო მაღაზიიდან დეკორატიული ქვები მოვიტანეთ, ხის პანელებიც. მიწა დავამუშავეთ და შევწამლეთ როგორც იმ კაცმა დაგვარიგა, ჩვენს შემოსახვევში რომ ცხოვრობს. კარგი მებაღეა და რჩევები ჩვენთვისაც გაიმეტა. ყვავილები დავრგეთ. სახლის პარმაღი გავასუფთავეთ და კუთხის დივანი და ქოთნის ყვავილები დავდგით. პარმაღის ხის სვეტებს კი განათებები შემოვახვიეთ . ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, აი ზუსტად ისეთი სტუდენტობისას რომ ვნატრობდით ხოლმე და გამოგვივიდა კიდეც.
უკვე მაისის პირველი რიცხვები იყო. ყველაფერი ისევ ძველებურად მიდიოდა. შუა რიცხვებში ჩვენს მშობლებს ჩამოსვლა უნდოდათ, მაგრამ ახლა მე და ნინას საერთო პროექტი გვქონდა აღებული ტოსკანაში და იქ გვიწევდა ცოტა ხნით გადასვლა. იმ საღამოს ბარგი ჩავალაგეთ და წასასვლელად მოვემზადეთ. მასიმომ გვითხრა რომ იქ ოფისს გაგვითავისუფლებდნენ, მაგრამ უარი ვუთხარით, სასტუმროში მუშაობა გვერჩივნა ორივეს. ორივეს გვქონდა ეს თვისება უცხო ხალხში თავს არაკომპორტულად ვგრძნობდით და დამალვა გვინდოდა.. ამის გახსენებაზე გამეღიმა, მაგრამ ნინას ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია, მასიმოსთან ლაპარაკით იყო დაკავებული.
-ან მალე წამო რა თორე თვითმპრინავზე დაგვაგვიანდება.
-რეებს ბოდიალობ ჯერ ადრეა.
-აუუ ადრე მივიდეთ რაა თორემ ხომ იცი მერე გზაში ნერვიულობა მეწყება ხოლმე. თვალები ავატრიალე და ზანტად წამოვდექი ფეხზე. მზიანი შუადღე იყო. სალი ჩავკეტეთ და ტაქსიში ჩავსხედით. გზაშო ორივე ჩუმად ვიყავით...
თითქმის ერთი საატი ვისხედით აეროპორტში უაზროდ, სანამ ჩვენს რეგისტრაციას გამოაცხადებდნენ. რეგისტრაცია მალე გავიარეთ და ჩასხდომა დაიწყო. მე ხომ ყოველთვის მაგრად მიმართლებს და არც ეს იყო გამონაკლისი. ჩემს გერდით არც მეტი არც ნაკლები. ჩვენი მეზობელი ჯულიო ოჯდა და იდიოტივით მიღიმოდა.
-ხედავ როგორ ხდება ხოლმე?
-ეს არაფერს არ ნიშნავს.
-არა ნიშნავს.
-და მაინც რას შენი მოკლე ჭკუით.
-რას და ყველა იმ კითხვაზე მოგიწევს გამცე პასუხი რომლებზეც კარი მომიჯახუნე.
-რაღაც მსგავს ბევრ მომენტს ვერ ვიხსენებ და ნუ ამუქებ სიტუაციას. მე რუგზაკიდან ყურსასმენები დემონსტრაციულად ამოვიღე და მუსიკასაც ბოლო ხმაზე ავუწიე. ის აშკარად არ აპირებდა დანებებას. ყურსასმენი გამომაძრო ცალი ყურიდან მე უკმაყოფილო მზერა შევავლე.
-ძალიან მომწონხარ.
-კარგია, მაგრამ მე არ მომწონხარ ამიტომ შემეშვი.
-ასე ადვილად ვერ მომიშორებ თავიდან.
-შეყვარებული უკვე მყვს.
-მერე რა წყვილები შორდებიან ერთმანეთს და თავიდან წყვილდებიან სხვებთან არც ამ შემთხვევაში იქნება სხვანაირად. გულისრევის შეგრძნება მქონდა.
-შენზე უკვე მერევა გული და არამგონია მერე შემეცვალოს შთაბეჭდილება. თან თუ ასე გააგრძელებ მოქცევას. მას არადერი უთქვამს ამაზზრზენად მათვალიერებდა, მე კი თვითმრინავის მგზავრებს ვაკვირდებოდი, შევნიშნე ახალგაზრდა გოგონა, როგორი თვალებით ათვალიერებდა იმ იდიოტს.ამიტომ ჭკუა ვიხმარე. ფეხზე წამოვდექი და უცნობ გოგონას მივუახლოვდი ნინა გაშტერებული მიყურბდა. ხმადაბლა მოველაპარაკე მანაც ბედნიერად დამიქნია თავი, ნივთები მოიფიქრა და მის გვერდით დაიკავა ადგილი. მე კი საყვარელი მოხუცი ქალბატონის გვერდით.
რამდენიმე საათში უკვე სასტუმროში ვიყავით ძალიან კარგი ნომერი გვქონდა ულამაზესი ხედით. რადგან შაბათ-კვირა მოდიოდა მე და ნინამ ქალაქის დათვალიერება გადავწყვიტეთ მომავალ კვირას კი პოზიტანოში გვინდოდა წასვლა. ამის თქმაზე ნინამ მახარა რომ მასიმოც ჩვენთან ერთად იქნებოდა და ყველაფერს დაგავათვალიერებინებდა, რადგან აქაურობას გადასარევად იცნობდა. მე როგორც ყოველთვის მურმანის ეკალი გომოვდიოდი.
როგორც აღმოჩნდა ის უტიფარიც ჩვენს სასტუმროში დაბინავებულა. დილით საუზმეზე ჩასულს უკვე იქ დამხვდა. თვალს არ მაშორებდა. სწრაფად დავალაგე თეფშზე ყველაფერი და ლიფტისაკენ დავიძარი. მანაც შემოასწრო. კარი დაიკეტა თუ არაა. ლანგარი ძირს დადო და კუთხეში მიმწყვდია. მე არ შემშინებია. უფრო მეტიც ისიც კი ვიფიქრე ფეხებს შორის ამომეცხო თუ გაზი შემესხა მისთვის სახეში. ყოველი შემთხვევისათვის ჯებიში ჩავიყავი ხელი. ის უპრო ახლოს მოიწია. უბრალოდ მოიწია და თვალებში ჩამშტერებოდა.
-საოცარი თვალები გაქვს, საოცარი. გაიმეორა ისე თითქოს ამის დამტკიცებას ცდილობდა.
-მადლობა, მაგრამ ცოტა არ იყო თავს უხერხულად ვგრძნობ.
-იცი როგორი მიმზიდველი ხარ ჩემთვის. აი რაღაც ისეთი. ეგზოტიკური.
-ძალიან გთხოვ არ გინდა. ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ კარი გაიღო. კართან მასიმო იდგა და ირონიული მზერით მიყურებდა. მისი მკლავის ქვეშიდან გამოვძვერი და ნომრისკენ წავედი.
-რატომ აკეთებ ამას, გრძნობებზე რატომ არ მპასუხობ, მომაძახა ლიფტიდან. მე შუათითი ვაჩვენე და კარი მივხურე.
ჩუმად ვსაუზმობდით. მაგრამ ასე აღარ შემიძლო. ნინასთვის უნდა მეთქვა ყველაფერი. თვითონაც შემატყო რომ რაღაც ვერ იყო ისე. რომ ვუთხარი რაც მოხდა გადაირია. რატომ არაფერი ქენიო მისაყვედურა. მეთვითონაც არ ვიცი იმ მომენტში უმოქმედო რატომ გავხდი.
მთელი დღე აქეთ-იქით ხეტიალში გავატარეთ. ტოსკანა ულამაზესი იყო. ამინდნმაც ხელი შეგვიეყო. მზე სინათლეს და სითბოს არ იშურებდა. დუომო ვნახეთ, ღვინის მარანს და უძველესი ყველის მეწარმეს ვესტუმრეთ. ყველაფერი ულამაზესი იყო. ქალაქი იმხელა ისტორიას და იმდენ ამოუცნობ ამბავს მალავდა. ვიწრო, ყვავილებით მორთულ ქუჩებში დავეხეტებოდით. იმ წამს არაფერზე ვდარდობდით. მე და ნინას ყოველთვის გვინდოდა აქ ჩამოსვლა.ისეთი შეგძნება მქონდა, რომ ეს წელი იყო სწორედ იმ ჩვენი ჩაბიქრებული ოცნებების ასრულების წელი...
-ჩვენ კაფეში ვაპირებთ წასვლას. განაცხადა მასიმომ. შენც წამოდი რა.
-არაა სასტუმროში დავბრუნდები. ასე მირჩევნია. ნინამ მუდარით სავსე მზერა მომაპყრო.
-მართლა აღარ შემიძლია რაღაც დაღლილი ვარ.
-ჰო არ მიკვირს. ირონიულად გამიღიმა კაცმა. არაფერი მითქვამს ზურგი ვაქციე და სასტიმროსაკენ წავედი. სასტუმროს წინ მდებარე პატარა კაფეში. პიცა და შოკოლადის ნამცხვარი შევუკვეთე, ზუსტად ისეთი ქონდათ მე რომ მიყვარდა. შევახვევინე. ნომერში მინდოდა ჭამა რომელიმე დებილური ფილმის თანხლებით.
უკვე საღამო იყო. შხაპი მივიღე. დიდხანს ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ. თმა გავიშრე.სქელი წინდები და ნაქსოვი, მაგრამ თხელი წვიტერი გადავიცვი შიშველ სხეულზე. აბრეშუმის პიჟამას შორტი ამოვიცვი. ლანგარზე პიცა, ტორტი და ყავა დავდე. საწოზე წამოვგრდი და გვერდით დავიდე სასუსნავები. ამ ბოლო დროს ძალიან კარგი მადა მქონდა, ალბათ გაზაფხულის ბრალი იყო. ფილმი არც ისეთი სულელური აღმოჩნდა როგორიც მეგონა. მთელი ყურადღება ეკრანისკენ მქონდა მიპყრობილი პირი კი, ტორტის ლუკმებით გამოტენილი, როცა ვიღაცის ყვირილმა მომჭრა ყური. ლუკმა ძლივს გადავყლაპე. საწოლიდან წამოვხტი და დერეფანში ისე გავიჭერიუ ვითომ საქმის მომგვარებელი ვიყავი. ამის გაფიქრებაზე გამეღიმა. ხმა ჯულიოს ნომრიდან გამოდიოდა. ნელა მივედი. კარი შეღებული იყო. ყური მივუგდე და ვცადე სიტყვები გამერჩია ერთმანეთისგან. კარგა ხანს ვიდექი ასე, მაგრამ სიტყვების მაგივრად ნაცნობი ხმა ამოვიცანი. შევკრთი! კინაღამ ჩავიკეცე. ცატა ხანს ისევ უმოქმედოდ ვიდექი, მერე ძალა მოვიკრიბე და კარი შევაღე.
კლაუდიო ფეხზე იდგა. მის ფეხებთან კი ჯულიო იწვა. ცხვირიდან სისხლი სდიოდა. მას კი ხელზე მისი სისხლის კვალი ეტყობოდა. გაკვირვებული ვუყურებდი. თვითონ ჯერ ვერ შევემჩნიე და განაგრძობდა დაწყებულ საქმეს.
-ყოჩაღ! ძლის ამოვთქვი. ჩემი ხმა ვერ ვიცანი. -შენ ხომ შემპირდი.ვგრძნობდი ცხელმა ცრელებმა როგორ გაიკვლიეს გზა .
-მე და შენ ცალკე დავილაპარაკებთ. მკაცრად მითხრა. მისი ტონი არ მომეწონა. მივბრუნდი და წავედი. ისიც უკან გამომყვა. კარის დაკეტვა ერ მოვასწარი.
-არ გრცხვენია? როგორ იქცევი? ესაა შევიცვალე ისევ ისე აღარ ვიქცევი. ახალი ბიჭი ვარ და უამრავი სისულელე. ჩემი ბრალია. შენნაირი ადამიანები არასოდეს იცვლებიან. ისევ ისეთი დარჩი როგორიც ხარ.
-ამ ტიპთან დადიხარ და კიდევ მე მეკითხები რამეს. შენ კი არაა მე შევცდი. შენ რომ... წინადადება არ დაასრულა. არც მიმიქცევია ყურადღება, მისი ამ გამონათქვამისათვის.
-სად დავდივარ? მთელ საღამოებს სახლში ვატარებ. 26 წლის ვარ და იმის გამო რომ არ გაგანერვიულო. სახლი და სამსახურის იქით არ მივდივარ და შენ რეებს მელაპარაკები.
-რას გელაპარაკები? რაც მითხრა და რაც გავიგე იმას. დროს არ აცდენ ჰო? დაფიქრდი სამსახურშიც გეყოლება ვინმე და მერე მოდი და მეჩხუბე თურმე რატომ ვერ შევიკავე თავი? რატომ ვცემე ის ტიპი. არც მიცემია რამდენჯერმე დავარტყი. იქით უნდა მიხდიდე ბოდიშს.
-რისთვის რაც არ გამიკეთებია იმისთვის? არც კი ვიცი რაზე მელაპარაკები? მხოლოდ ორჯერ გამომელაპარაკა. რამდენიმე თვის წინ სახლთან და დღეს ლიფტში. მე ისედაც გეტყოდი ყველაფერს. უბრალოდ შენ არ მოინდომე არაფრის გაგება.
-ჰოო აბა რა. შენ ანგელოზი ხარ და მე სატანა.
-ეგ არ მითქვამს....
-ნუ მაწყვეტინებ. მე თუ რამე შემეშალა სენ ადგები და გაიქცევი ასეთი ჰო პირობა? მაგრამ შენ თუ რამე დააშავე. არც კი იცი როგორ დაგემართა, არც კი იცი რატომ ვჩხუბობ. ორჯერ დაილაპარაკეს მარტო თურმე. დღეს ლიფტში რომ კოცნიდი ალბათ ეგ არ ჩათვალე..ალბათ რამდენჯერ იყო ასეთი შემთხვევა. სახლთან მაგას კოცნი სამსახურში რაულს.იცი ასე როგორი ქალები იქცევიან?
-რაა..
-მასიმომ მითხრა. ჰო შენ რომ ასე ძალიან არ გიყვარს იმ კაცმა. ზუსტად ვიცი იმიტომ არ მოგწონს რომ ასე თუ ისე ტალყურს გადევნებს. სამსახურშიც კარგად კეკლუცობ თურმე. მე შენ გამო იმდენ რამეზე ვთქვი უარი. იმდენი რამ შევცვალე. და შენ? შენ რას აკეთებ? სამსახურში არქიტექტურის სამსახურის უფროსს ეპრანჭები. ყვავილები მასაც მოსწონს თურმე.სამეზობლოში ამ სირს და რა გენაღვლება.. მე..ისევ აპირებდა რომ ეთქვა ყველაფერი დავთმეო მაგრამ ახლა ჩემი ჯერი იყოო
-მე კიდევ შენს გამო საშინლად მცემეს, მაწვალეს. გაშრა ხმა ვეღარ ამოიღო. მე არცერთ იმ ტიპთან არაფერ არ მქონია. არაფერი. იქნებ ჩემში კი არა მასში შეიტანო ეჭვი. მებისმიერ თანამსრომელს, ყველაზე ჭორიკანას კითხე. ისიც კი ვერ გეტყვის იმას რომ მე იქ ვინმესთან რამე მაქვს. სასინელი ქვითინი ამივარდა. მასაც ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. თავს ვერ ვიმშვიდებდი. გული ამომიჯდა, ვერ ვსუნთქავდი, თითქოს ცრემლები მახრჩობდა. რამენიმე ნაბიჯი გადმოდგა. -არ მომეკარო. დავიკივლე მე. საერთოდ არ მინდა შენი დანახვა. აქედანც წავალ. შენი კომპანიიდანაც..
-ანა არ გინდა. უცებ საშინელი გულისრევა ვიგრძენი. ტვალეტში შევირბინე და თავი უნიტაზში ჩავყავი.ალბათნერვიულობის ბრალი იყო. პირი დავიბანე. კლაუდიო კართან იდგა.
-რა გჭირს?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ახლა წავალ და არქიტექტურის დეპარტამენტის უფროს შევჩივლებ რომ ვიღაც სირმა გამანერვიულა და მერე გული ამერიათქო.
-ანა არ გინდა.
-რატომ? ისე მასიმოს კითხე ჩემი საყვარლების სრულ სიას მოგაწვდის, მეც გამაცანი იქნებ რომელიმე უფრო მომეწონოს. დარწმუნებული ვარ შენნაირი ავადმყოფი არავინ იქნება. ვიცოდი ვიცოდი რომ ყველაფრის მოუხედავად, საშინელ რამეს ეუბნებოდი მაგრამ თავი ვერ შევიკავე. ისევ საწოლში შევწექი. ნომერში საგრძნობლად თბილოდა, მაგრამ საშინელმა კანკალლმა ამიტანა და ისევ ტირილი დავიწყე. ტელეფონმა დაიწკრიალა. ნინა იყო.
-რა ხდებ რა ხმა გაქვს?
-არაფერი, მეძინა და.
-აა კარგი. მე მასიმოს სასტუმროში დავრჩი.
-დარჩი დარჩი, შენ სიყვარულთან არსად დაგეკარგოს. ტელეფონი საწოლზე მივაგდე, ისევ რეკავდა. მაინტერესებდა, ასე უცებ აქ როგორ გაჩნდა, ან ასე უცებ ამდენი ტყუილ-მართალი როგორ გაიგო. მაგრამ მალევე მივხვდი პასუხს. მასიმო ამ დროის მანძილზე ალბათ 1000 სისულელეს უყვებოდა, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოთახს გადავხედე ის ისევ იქ იდგა. ისევ ცრემლები წამომივიდა. ტელეფონს დავწვდი და ვიტორიას ნომერს დავუწყე ძებნა. ვიცოდი რომ მისი ნდობა შეიძლებოდა.
-ვიტო როგორ ხარ?
-კარგად ან შენ რას შვრები. მოგწონს მანდ ყოფნა? იცი გუშინ შენი ბიჭი იყო აქ მგონი. იმ ტიპის გაშვებას აპირებენ გახსოვს ყვავილების ნერგები რომ მოგიტანა. არ ვიცი რა დააშავა მაგრამ.. უი რა გინდოდა.
-იცი რა მაინტერესებს. სამსახურიდან წასვლა როდის შემეძლება?
-რა შეკითხვები გაქვს? როცა კონტრაქტი დამთავრდება.
-თუ ადრე მინდა წასვლა.
-მაინც რამდენად ადრე.
-ამ პროექტის დასრულების შემდეგ.
-ეგრე არ გამოვა. წელიწად ნახევრიანი ვადა უნდა დაამთავრო და მერე ან თხოვნის საფუძველზე გაგიშვებენ არ რამე მიზეზი ან პრობლემა თუ გაქვს კომპანიასთან იმ შემთხვევაში.
-გასაგებია მადლობა.
-ხო მშვიდობა გაქვს. ანა ხომ კარგად ხარ? რამე ხომ არ გიჭირს?
-კი კი ყველაფერი კარგადაა. რამდენიმე კვირაში გნახავ.
-კარგად. გაკოცე, იცოდე არ წახვიდე ძალიან დამწყდება გული. უკვე ცრემლების ზღვა მოდიოდა ჩემი ტვალებიდა.
ძალიან გთხოვ წადი. არ მინდა შენი დანახვა. ისევ სამსახურზე ვფიქრობდი. კონტრაქტი ოთხ წლინი იყო, რომ გამეწყვიტა, ან მეჩივლა. ვერაფერს ვიზამდი სახელს გავიფუჭებდი ტყუილად. მერე კი უკეთესი რეზუმეთი სხვაგან ვიმუშავებდი..
-ან. დაიჩურჩულა. ისე მიყვარდა ეს ხმა. მაგრამ ამ წუთას, მინდოდა მომეკლა, მინდოდა სამუდამოს წასულიყო..
-შემეშვი. ჩათვალე რომ შენთვის მკვდარი ვარ.
-ასე ნუ ამბობ.
-არ გაუშვა ის კაცი. არაფერი დაუშავებია. არც მას და არც მე. მე მითუმეტეს. ამოვისლუკუნე.

დილით თავბრუსხვევავ გამაღვიძა. ამდენი ტირილისგან და ნერვიულობისგან დარეტებლი ვიყავი. ისევ გული მერეოდა. თავი მოვიწესრიგე. ვცადე ადამიანს დავმსგავსებოდი, მაგრამ. ამასობაში ნინაც მოვიდა.
-რა ხდება, მე მგონია რომ ერთმანეთს შეეწყვეთ და შენ ისევ რას აკეთებ? ამანაც ჩხუბი დამიწყო.
-შენმა შეყვარებულმა კლაუდიოს უთხრა რომ სამსახურში მთვარ არქიტექტორთან მაქვს რომანი და სამეზობლოში ჯულიოსთან. კლაუდიომ გამლანძღა, ტყუილები დამაბრალა და იცი რატომ? ხმა ამიკანკალდა. გული ამომიჯდა.
-არ ინერვიულო, გთხოვ. ეს . ეს როგორ გააკეთა. გულში ჩამიკრა ნინამ. თავი ხელში აიყვანე. საქმეზე გადავერთოთ და მალე მიგავიწყდება.
სამსახურზე გადავერთე, მთელი ძალით შევუდექით პროექტის კეთებას. ორი კვირაში ბევრი რამ შეიცვალა. მასიმო სადღაც დაიკარგა. დიდი ალბათობით სამსახურიდან გააგდეს. კლაუდიო პატიების სათხოვნელად მოვიდა,მაგრამ.იგონორი საუკეთესო საშუალებაა ადამიანის გასამწარებალად. ისე ვუყურებდი თითქოს ჰაერი იყო ჩემს წინაშე. მან ხომ იცოდა როგორი ქალიც ვიყავი? რა უნდოდა. რატომ მოვიდა? თითქმის ყოველ საღამოს ვტიროდი. ყოველ საღამოს მერეოდა გულიც. ექიმთან წასვლა გადავწყვიტე.
უკვე მაისი ილეოდა. მე და ნინა ექიმის მოსაცდელში ვიჯექით პასუხებიის მოლოდინში. ამ დარდს დამატებული კიბო. რა სულელი ვარ მეგონა კიბო მექნებოდა. რა უცნაურია ცხოვრება, თვის დასაწყისში რამდენი გეგმა გვქონდა. სად აღარ გვინდოდა წასვლა. ახლა კი სრულიად უსიცოცხლო და განადგურებული სახეებით, არც კი ვციოდით რას ველოდებოდით..
-მასიმო გიყვარდა?
-ისე არაა როგორც შენ გიყვარს ის. ამიტომ ჩემთვის არაა ისეთი რთული. ის უფრო მიმძიმს ასე რომ გხედავ. არ მეგონა ასეთ პასუხს თუ გამცემდა, ამიტომ აღარ გავაგრძელე ლაპარაკი. ექთანმა დაგვიძახა. ექიმი ახალგაზრდა ქალი იყო ლამაზი და სანდომიანი სახე ჰქონდა.
-აშკარად ძალიან განერვიულებული ხართ. ალბათ პასუხებზე ღელავდით. მაგრამ მინდა გითხრათ რომ თქვენს მდგომარეობაში არ შეიძლება. თქვენ უკვე ექვსი კვირის ორსული ხართ. გილოცავთ. დარწმუნებული ვარ ულამაზესი შვილი გეყოლებათ. ნინა ბედნიერად გამოიყურებოდა, მე კი საშინლად დაბნეული ვიყავი.ექიმმა ბუკლეტები და ვიტამინები მომცა. კაბინეტი დავტოვეთ.
-მაგარია. ორსულად ვარ კაცისგან რომელსაც ისეთი ქალი ვგონივარ.
-რა უნდა ქნა.
-აზრზე არ ვარ.
-არ მოიშორო რა.
-ჩვენს მშობლებს ხომ იცნობ.
-დიდი ხარ უკვე,, დიდები ვართ. მერე რაა.
-ანა. ვიღაცამ დამიძახა.
-მარკო? მისი დანახვა მართლა გამიხარდა.
-როგორ ხარ.ძალიან მომენატრე. მთელი ძალით ჩამეხუტა ბიჭი.
-აქ რას აკეთებ?
-კლაუდიოსთან ჩამოვედი.
-ჰო აბა რა.
-ცუდადაა. სმა დაიწყო.
-უნდა წავიდეთ, ობიექტზე გვაგვიანდება. ნინამ გამომაძვრინა...
მთელი საღამო ჩუმად ვიწექით. ტელევიზორი ჩართული გვქონდა, მაგრამ ორივე ჭერს მივშტერებოდით.
-არ ეტყვი.
-არ ვიცი. ისიც არ ვიცი დავიტოვებ თუ არაა.
-არაა კლაუდიო
-ნინა ძალიან გთხოვ.
-მაინც გაიგებს.
-აზრი არ აქვს.
-იცოდე კარგად დაფიქრდი და ისე მიიღე გადაწყვეტილება, მაგის ჯინაზე ისე არ მოიქცე რომ მთელი ცხოვრება სატირალი გაგიხდეს. მხოლოდ ეს მითხრა მთელი ღამე ვფიქრობდი, მთელი ღამე.. მხოლოდ იმას მივხვდი რომ ეს ბავშვი ჩემთან უბედური იქნებოდა...



აუცილებლად გამოხატეთ თქვენი აზრი, ეს უფრო მამხნევებს და სტიმულს მაძლევს. მადლობა ყველას.



№1 სტუმარი ნაინა

ძალიან კარგია მაგრამ სრული "იდიოტოა იქნება ,მაპატიე ამ სიტყვაზე თუ მაშორებინებ ავშვს

 


№2 სტუმარი ))))

მალლე დადე შემდეგი რა მიყვარსს ეს წყვილი

კარგი იყო :* <3 თუ მალ ნალე დადებ კია

 


№3 სტუმარი Mrs.Grey

male dade raa da imedia bavshvs ar moishorebs

 


№4  offline წევრი blondeangel631

არ მოიშორის და კლაუდიომაც გაიგოს უბრალოდ მათი შერიგება თუ გინდა ცორა იქით გადაწიე პატარა არ მოიშოროს

 


№5  offline წევრი Kalina

ამ გოგომ ბავშვი რომ მოიშოროს...
მერე აღარ ვიცი როგორ ქალად წარმოვიდგენ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სულ ვადევნებდი ამ ისტორიას თვალს, ბოლო თავები რაღაცნაირი რუტინული მეჩვენებოდა. მეგონა ამ თავშიც ახალი არაფერი იქნებოდა, მაგრამ შევცდი, ძალიან კარგი გამოვიდა.ჭორიკანა კაცზე მეტად არაფერი მეზიზღება, საზიზღარი მასიმო. ანას მდგომარეობა ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ამ მოგონილ ამბავში მაინც საშინელებას ნუ ჩაადენინებ. კლაუდიო ჯერ არაა ღირსი, მაგრამ ესენი ცალკე მაინც ვერ წარმომიდგენია.
სასიამოვნო წასაკითხია შენი ისტორიები, კითხვის დროს თითქოს ნარნარებ. მართლაც ასეთ ეფექტს მიქმნის და საოცრად მომწონს. ეხლა მოუთმენლად დაგელოდები:დდ, ვიცი რომ ხშირად ვერ დებ

 


№7 სტუმარი Saally Saally

ამ საიტზე შემოვედი თუარა და ისტორიებს გადავხედე პირველი შენი ისტორიის კითხვა დავიწყე და ძალიან მომეწონა,წერის სტილიც ძალიან მომწონს,მე თვითონაც ვწერ უბრალოდ აქ არ ვაქვეყნებ არაფერს:) როგორც მკითხველისთვის კარგი იქნება ახლა თუ მეტი დაძაბულობა იქნება შემდეგ თავებში,კლაუდიო და ანა ჯერ არ შეარიგო და კლაუდიოსაც მთლად ნუ დატანჯავ ასე ანას გამო თორე მაფიოზი კიარა ერთი უბრალო ტიპი გამოდის რომელსაც გოგო შეუყვარდა და მის გამო ტირის,სვამს და ა.შ (ეს უბრალო რჩევაა ცუდად არ მიიღო <3 ) იმედია მალე დადებ ახალ თავს და არ დააგვიანებ:( <3

 


№8 სტუმარი A

არ მოაშორებინო არ ჩაადენინო რა ასეთი საშინელება. მართალია კლაუდიო საშინლად მოიქცა იმ ნაბიჭვარ მასიმოს რომ დაუჯერა მარა მაინ ცოდონი არიან რა.... ცხოვრება ისედაც რთულია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent