შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეიხის გოგო2


13-03-2018, 23:09
ავტორი qari
ნანახია 3 709

ხელისკვრის შეგრძნებით მეღვიძება.ოფლში ვიბრდღვირები ლოგინში ვჯდები და სახეზე ხელებს ვიფარებ,შუბლი ოფლით მაქვს დანამული...გონს ვერ მოვდივარ.დღეა თუ ღამეა,ეს ყველაფერი რეალობაა თუ სიზმარი.შეშინებული ოთახს თვალს ვავლებ და ბოლო რამდენიმე საათში გადახდენილი შენელებული კადრივით მიტივტივდება.ჯანდაბა ეს რეალობაა იმ ყველაფრის გახსენებაზე საშინელი სიცივე მივლის სხეულში.მკლავებზე ხელებს ვიხახუნებ რომ იმ ზიზღის მომგვრელი ეკლები რამენაირად გავიქრო...ღმერთო ახლახანს ვაანალიზებ რომ წელს ზემოდან სრულიად შიშველი ვარ.აბრეშუმის ცივ ზეწარს ვიხურავ და სიცივე კიდევ ერთხელ მივლის მათელსს სხეულში.უნებლიედ ჩემს გადამწვარ ტვინზე ნერვიული ტალღა მეჯახება და მეღიმება...შეგრძნება რომ გადახარხარება მინდა.ტუჩების კბილებში მოქცევით ვიკავებ...თუმცა ეს ბოლომდე ვერ მაკავებს და ჩემს ყურთასმენას,ჩემივე ხარხარი მიყრუებს...ჩემს ქმედებაზე გაოგნებული თვალებს ნერვიულად ვაცეცებ,აქეთ,იქით და,ამაზე უფრო მეცინება.მეშინია ჩემი თავის...შეგრძნება იმდენად ძლიერია რომ თავს ვეღარ ვთოკავ ,ზურგით ლოგინზე ვეცემი და,ვცდილობ ჰაერი ჩავისუნთქო.მინდა გულით მინდა ფილტვები შევივსო...ტვინს ჟანგბადი მივაწოდო...რამდენიმე წარუმატებელი შედეგისა როგორც იქნა გამომდის,ფილტვები ჰაერით მევსება.ტვინს ჟანგბადი ეწოდება...სიცილისგან პირს ვარღვევ და ნაწყვეტ ნაწყვეტ ხარხარ ხარხარში ვიმეორებ-შეიხ...ის....გო...გო...შეიხის.....გო..გო.....შეიხის...გოგო.როგორც იქნა ვხვდები ჩემს ნერვიული შეტევის მიზეზს.ამ მდგომარეობამდე რამ მიმიყვანა.ის შეიხია?!შეიხი...კიდევ ერთ ნერვიულ შემოტევას ვუმკლავდები და საბოლოოდ ვწყნარდები.ნუ ჩემს მდგომარეობას რამდენადაც შეეფერება იმდენად მაინც.როგორ მინდა ახლა ჰაერზე გასვლა და ფიქრი...თუმცა ეს როგორც ჩანს არ მეღირსება რადგან ამ ითახს ფანჯრის ნასახიცკი არააქვს.სასწრაფოდ ვდგები იქვე მდგარ გარდერიფს ვაღებ და ვიქექები.ჯანდაბა აქ მარტო პენუარებია თავისი ბიუსჰაულტერით და ტანგა ტრუსით...სხვა გზა არმაქვს გამომეტყველებით ვიღებ ერთერთ საკიდს და ვხსნი,ვიცვამ და საბედნიეროდ თხელი აბრეშუმის ხალათს ვპოულობ და ხელებს სასწრაფოდ ვუყრი.ქამარს ისე ძლიერად ვიჭერ ერთი მომენტი ამოსუნთქვაცკი მიჭირს...ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად აბაზანაში შევდივარ და იქიდან გამოსულს სარკის წინ ლანგარი და ლანგრის გვერდით კვადრატულ ფორმაში ლამაზად შეფუთული საჩუქარიც.მშია და დაუფიქრებლად ვიღებ ლანგარს საწოლთან მიმაქვს ვკალათდები და ჭამას ვიწყებ...რამდენიმე ლუკმას ზიზღით ვღეჭავ და ვყლაპავ.გემოს საერთოდ ვერ ვგრძნობ.ეს ალბათ ბოლოდროინდელი მოვლენების ბრალია.ლანგარს ზიზხით დავყურებ და გვერდით ვაცურებ.ახლა შეფუთულ საჩუქრისკენ მივდივარ.ჭრაჭუნა ქაღალდს ძლივს ვაცლი და ხელში ნამდვილი ბარხატის მატერიის ყუთი მრჩება.სავარაუდოდ ვხვდები შიგ რაცაა მაგრამ დასაზუსტებლად ვხდნი და ყელსაბამი და მასზე არსებული ქვების ბზინვარება თვალს მჭრის.ყელსაბამი საკმაოდ დახვეწილი და კლასიკურია თუმცა 17წლის გოგოს ნამდვილად არ შეეფერება უფრო ასაკოვანი ქალისთვისაა.ხელში ვიღებ და საკმაოდ მძიმედ მხვდება...ღმერთო ეს ნამდვილია...თეთრი ოქრო და ნამდვილი ბრილიანტების ქვებითაა გაწყობილი.თითქის ხელს მწვავს,სასწრაფოდ ვაბრუნებ ყუთში და ისევ იმ ადგილზე ვდებ.იდიოტი...ამით უნდა რომ მიმიზიდოს?!მომისყიდოს და ლოგინში შემათრიოს?!...იმ ყველაფერს ვაანალიზებ და ნერვიულობისგან გულისრევის სპაზმა მაწვება და საპორფარეშომდე ძლივს ვასწრებ.
ნერვიული ტირილი მივარდება და ლოგინზე...ბალისში ჩაფლული ვღრიალებ ბოლოხმამდე...
გიო!გიორგი მოდი აქ...არ გესმის მოდი.მომენატრე ჩემო ცხოვრებავ მოდი ჩაგეხუტო.მოდი!ის არ მოდის მირბის და მეც ვედრებით მივსდევ უკან ვუახლოვდები უნდა დავიჭირო რომ ბავშვური ჭყიპინით კისკისით ხელიდან მისხლტება.ასე რამდენჯერმე მეორდება სასოწარკვეთილი წინიდან გზას ვუჭრი მის წინ ვიმუხლები სადაცაა მას ჩავიხუტავ,მის სირნელს ვიგრძნობ რომ ის უეცრად სერიოზულდება,განაწყენებულ სახეს იღებს და ხელს მკრავს.
-შენ მე მიმატოვე!
-არა გიო არა...
-შენ მე იმ შეიხში გამცვალე!
-გთხოვ გიო ხელს ნუ მკრავ
ბოლოხმამდე ვქვითინებ და ვემუდარები თუნმცა უშედეგოდ.ის ისევ იმ ბოროტული,უნდობლური სახით მიყურებს.
-აი ისიც შენი შეიხი მოვიდა გაყევი მას.
ხელს მკრავს და პირდაპირ შეიხს ვივარდები მკლავებში...ორივე ერყად არაადამიანური ხარხარით დამყურებს...ისიც ხელს მიშვებს და სადღაც შორიდან ვეცემი.
წამოკივლებით მეღვიძება...გულის ძგერას ყურებში ვგრძნობ.ოთახს ნერვიულად თვალს ვავლებდ და ჯანდაბა!ის აქაა ოდნავ შეშფოთებულიც კი დამყურებს ზემოდან.სასწრაფოდ ვჯდები ლოგინში და ჯერ კიდევ ჩემი სიზმრის და მისი აქ ყოფნით გამოწვეული შიშით ვაკვირდები.
ის მიღიმის და ლოგინზე ისე რომ ჩემთვის მზერა არ მოუშორებია ჩემს პირისპირ ჯდება.ხელს წვივთან მადებს და ოდნავ ზევით აცურებს...ვცბები და უკან ვიხევ.ორონიული ღომილით ოდნავ მაგრამ მაინც უტყდება ტუჩები და ხელებს ზევით სწევს დამშვიდების მიზნით.
-ცუდი სიზმარი ნახე?
ისეთი მზრუნველი ხმით მეუბნევა თითქის ერთმანეთისთვის ძვირფასები ვიყოთ.
-ჰო!
მკვახედ,უხეშადაცკი ვცემ მოკლედ პასუხს.მას ისევ ეღიმება.
-და რა ნახე...იქ...იმ სიზმარში!
თვალებში ზიზღით ვაჟინდები ისე რომ მზერას არ ვწყვეტ ვეუბნევი.
-შენ!შენ გნახე!
ის ნერვიულად იხრავს...თუმცა წამში ეცვლება გამომეტყველება და ახლა ირონიული ღომილით სახე უნათდდება.
-ესეც ასე.მიხარია რომ ჩემზე ფიქრობდი.
რაა?! შენ რა გგოინია...
-ჰაჰ!თუ გგონია რომ მომენატრე და...იქ ურჩხული იყავი როგორც აქ...შენგან თავის დაღწევაზე ვფიქრობდი.
ის ისევ იღიმის ფეხზე ხელს ისევ მადრბს და ისევ იმას იმეორებს
-მაგრამ ხომ ფიქრობდი!დასაწყისისთვის ესეც კმარა... იმ მომენტს ველოდები ფეხებში როდის ჩამივარდები და ვგრძნობ უკვე ის მომენტი ახლოსაა.
ზიზღით ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ.
-ვერასდროს ეღირსები მაგას!
ვცრი კბილებში.
ცალ ხელს თმაზე მავლებს კეფასთან და იდნავ მქაჩავს,მეორე ხელით კი ნიკაპს მიჭერს და მკოცნის.პირს მაგრად ვკუმავ და ვცდილობ რომ დავუსხლტე მაგრამ უშედეგოდ.პირს ვაღებ ჰაერის ჩასასუნთქად.ის მომენტს ხელიდან არ უშვებს და ღმერთო მის ენას ვგრძნობ.რა საზიზღრობაა.ჩემს პირში გველივით ასრიალებს ბოლოს ჩემს ენას პოულობს და ეგებება...მცილდება და სიამოვნებისგან თვალებიაქვს დაბინდული.ტუჩემზე ხელს ისმევს და ეღიმება
-კი გითხარი....უბრალოდ ასე ალქაჯივით რომ მელაპარაკები...ვერცკი ხვდები რა სექსუალური ხარ.შენს კოცნაზე უარს არ ვიტყვი არაფრის დიდებით.
მიახლოვდება შუბლზე მკოცნის დგება და გასასვლელისკენ მიდის.
დაბნეული დამცირებული და გაბრაზებული ვუყურებ როგო გადის კარებში.სასწრაფოდ ვდგები კარებს ვაღებ და ვუძახი
-ერთი წუთით!
ჩემი ხმის გაგონებაზე ადგილზე შეშდება და სწრაფად ტრიალდება.დაბნეული მაკვირდება მაგრამ მაინც შემოდის ოთახში.
სასწრაფოდ ვიღებ ყუთს და ხელებში ვუტენი.
-ეს.მე.არაფერში.არ.მჭირდება!
ნაწყვეტ ნაწყვეტ ხაზგასმით და კატეგორიულად ვეუბნევი.
ის ჯერ მე მერე ყუთს და ისევ მე მაკვირდება.აშკარად იბნევა და ვერ ხვდება რა თქვას ან გააკეთოს.ესეც ასე შეიხო 1-1თია!
-ეს შენ გიყიდე!
ღმუის ის.
-ჯერ მარტო შენი საჩუქარიც ისეთივე უინტერესოა როგორც შენ.საჩუქარი არაფერში მჭირდება და მითუმეტეს ასეთი ბებრული ის მე არშემეფერება.
ისე უდარდელად და კმაყოფილი ვეუბნევი ჩემი თავის მევე მიკვირს.
დაბნეულობა სახიდან ულაგდება და მხიარული ღიმილით ეპობა ტუჩები
-აი თურმე რა!ესეიგი არ შეგეფერება.
ყუთს სარკისწინ ისევ დებს,კარებს აღებს და მიდის.მეკი დაბნეული ვუყურებ იმ ადგილს სადაც ნახევარი წუთის უკან ის იდგა.ვეფ ვხვდები ასე რამ გაამხიარულა ან ეს უითი რაღატო დააბრუნა.
ლოგინზე ვჯდები და...ვაანალოზებ რომ მწყინს კიდეც მისი წასვლა...მისი აქ ყოფნის დროს საშინელ შიშს განვიცდი...თუმცა შიშის მიუხედავად კარგათაც ვერთობი მასთან ჭიდილით.ჩემივე ფიქრრბით გაღიზიანებული თავს ვაქნევ რომ გონება გავფანტო...წამში მიტივტივდება ნანახი სიზმარი და გული მეკუმშება...გიო ჩემზე გაბრაზებულია,მას აღარ ვუნდივარ ჰგონია რომ მივატოვე...ნეტავ როგორ ექცევიან?ნეტა თუ...ღმერთო ახლა თუნდაც დარეკვა რომ შემეხლოს მისი ხმის გაგონებისთვის რას არ მივცემდი.ამდენი შეკავებული ცრემლებით ცხვირი და ყელი ერთიანად მეწვება და ბოლოს ვეღარ ვუძლევ და ისევ ტირილში მეძინება.
სავარაუდოდ 6ან7დღეა გასული რაც ის არ გამოჩენილა.ან იქნებ საათები.აქ დღეც და ღამეც ამერია არც სინათლის სხივია და არც საათი რომ გავერკვე ეს გარემო სადაცაა შემშლის.მარტო სარკის წინ დადებული საჩუქრებით და საჭმლებით ვითვლი დღეს და ღამეს უკვე 7საჩუქარი მივიღე.4ბეჭედი და 3საყურე.რაღათქმა უნდა სუყველა თეთრი ოქროსი და უზარმაზარი ბრილიანტის თვლებით.ერთი სული მაქვს მოვიდეს და 8ვავე ყუთი მივაყარო...
აბაზანიდან გამოსულს ისევ მხვდება საჭმელი და ყუთი.პორველ რიგში ყუთს ვარდები და ვხსნი.ვნახოთ აბა შეიხო ახლა რისი პატრონი ვხვდები?ვხსნი ყუთს და...ღმერთო ეს ნამდვილი შედევრია...ნაზზი ოქროს ცეფია და ზედ მისივე შესაფერისი ზომის შავი ბრილიანტის კულონი ჰკიდია...წამით სურვილი მიჩნდება რომ გავიკეთო...მაგრამ ჩემს თავზე გაბრაზებული ხმაურით ვხურავ ყუთს და ვბურდღუნებ.
-მე ამით ვერ მიყიდი!ვერ გამტეხავ გესმის ვერა!
სადილს ვიღებ და გაცეცხლებული გაუაზრებლად ბოლომდე ვჭამ...ვერ ვხვდები იმაზე ვბრაზობ რომ საჩუქარი კიდევ ერთხელ მივიღე თან ისევ ისეთი ძვირფასი თუ იმაზე რომ
თითქოს რაღაც მომენტში გავტყდი! ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა პირთან მიმაქვს ისისაა უნდა დავლიო,რომ კარები იღება და ბატონი შეიხიც შემოდის...წამით მზერას ვავლებ...შავი შარვალი,ამავე ფერის კოსტუმი და ჭაობის ფერი პერანგი აცვია.წვერი ოდნავ მოზრდილი აქვს,თუმცა აშკარად სჩანს რომ მოვლილია,თმაც იდნავ წამოზრდილი მაგრამ არა უხეშად.პირველად ვაკვირდები და ვაანალიზებ რომ საკმაოდ სიმპატიური და სექსუალურია...ჩემივე ფიქრების გადამკიდე ერთიანად ვწითლდები და სირცხვილიდ ვხურდები კიდეც.შინაგანად გამბედაობას ვიკრებ და ვითომ უდარდელი ხმით და გამომეტყველებით ცინიკურად ვეუბნევი.
-ოჰ!აღარცკი გელოდი...მეგონა მოგბეზრდა ეს ყველაფერი და სხვა ვინმე...აა...ნადვილი ბო.ი გაიჩინე.
ის თავს გერდით ხრის და საოცარი თბილი მზერით მიყურებს...შემდეგ ირონიული ღიმილით ეღიმება.მე ჩემს თავზე გაოცებული წვენს ვწრუპავ და ვცდილობ გავერკვე ასე რატომ ვიქცევი.
-მიხარია რომ ფიქრობდი ჩემზე და გენატრებოდი.
წვენი მცდება და ხველა მივარდება.ის დაუფარავად იცინის.მეკი შედარებით დაწყნარებული გაკაპასებული ვებურტყუნები.
-გამოგიტყდები...ჰო ვფიქრობდი შენზე და ერთი სული მქინდა მოსულიყავი...მაგრამ არა იმიტომ რომ მომენატრე...(საწოლიდან ვდგები სარკისწინ დალაგებულ ყუთებს ხელს ვავლებ და უხეშად ზედ ვაყრი)აი ამით გადმოსაცემად !
ბრაზისგან სახე ეჭიმება და უწითლდება ხელს ისრეს...სავარაუდოდ ერთერთი ყუთი მოხვდა და ალბათ ატკინა.ნერწყვს ნერვიულად,მძიმედ ყლაპავს და ჩემსკენ ნაბიჯს დგამს.ხელს ჩანგაზე მაგრად მავლებს და კედელთან მამწყვდევს.ველოდები თითქოს მის კოცნას თუმცა იგვიანებს თვალებს ვახელ და ჯანდაბა.მის გაშმაგებულ მზერას ვეჯახები
-მეორედ ასე თავხედურ საქციელს აღარ გაპატიებ!
გაცოფებული ღრიალებს და ხელს მაგრად მიჭერს ცოტაც და გავიგებ ჩემი ძვლების ტკაცუნს.ცრემლები ლოყაზე მიგორდება ხელებით მის ხელს ვექაჩები რომ გავაშვებინო თუმცა უშედეგოდ ის თითქოს გაიყინა.
-გამიშვი...მტკენ.
ძლივს გასაგონად ვეჩურჩულები.თითქოს აზრზე მოდის ხელს მიშვებს და ერთი ნაბიჯით მცილდება თუმცა გაყინულ მზერას არ მარიდებს.არ მინდა შიში შემამჩნიოს და საპირფარეშოში გავდივარ.ცრემლებს ვეღარ ვერევი და გასაქანს ვაძლევ.თუმცა ვერ გამიგია უგრო მეშინია თუ მწყინს მისი ასეთი საქციელი...თუმცა მისი მესმი მართლა უხეშად მოვიქეცი.თავს იმაზე ვიჭერ რომ მის საქციელს ახსნას ვუძებნი და თავს ვიდანაშაულებ.კარზე კაკუნი მაკრთობს.
-კარგათ ხარ!
შედარებით მშვიდი ხმააქვს და მეც თითქოს ვმშვიდდები.
-კარგათ ხარ?
მიმეორებს კითხვას რადგან პასუხს არ ვცემ...ვდგები და გავდივარ თუმცა პასუხს კიდევ არ ვცემ თითქოს ნაწყენი ვარ.გარდერობთან მივდივარ და უაზროდ ვიწყებ უკვე 1000თასჯერ დათვალიერებულის თვალიერებას.ის ისევ კარებთანაა და აკვირდება ჩემს თვითოეულ მოძრაობას.შემდეგ მიდის და საწოლზე ჯდება.ცალი თალით ვაპარებ და ვხედავ რომ ნერვიულად სახეზე ხელებს ისვამს.ღრმად ოხრავს და ისევ მაჩერდება.თითქოს დანაშაულზე წამადგნენ ვცბები და ისევ პენუარების გროვას ვუბრუნდები უაზროდ.
-მანდ რას ეძებ!
მე ხმას ისევ არ ვცემ რადგან თითქოს მისგან პატიებას ველოდები მიუხედავად იმისა რომ ვიცი ცუდად მოვიქეცი...მაგრამ ის პატიებას არ მთხოვს მე კი ჯიუტად არვცემ ხმას.
ის დგება ნერვიულად გადი გამოდის დაბნეული ხელებს ზევიდ წევს.
-რა ახლა გამებუტები?!ხმას აღარ მცემ?!
მის სიტყვებს ვაანალიზებ და ნერვები ტვინზე მაწვება.უაზრო ქექვას თავს ვანებებ და ბრაზისგან თვალებ მოჭუტული ვაჩერდები.
-ჩცვენ წყვილი არ ვართ რომ გაგებუტო და ხმა არ გაგცე...საერთოდ შენ არავინ ხარ ჩემთვის გაიგე!
-ჰო.ასეთი ბევრად მომწინხარ ვიდრე დადუმებული.მიხარია რომ ფეხებს აფართხალებ.
რაა?!თვალები უფრო მეჭუტება და გაცოფებული ვაჩერდები.
-შე...შეე...იდიოტო...ომპოტენტო!
ჯანდაბა.ეს რა ვთქვი?!არა ნერვიულად თავს ვაქნევ და ტუჩებს ვიკვნეტ.ამის თქმა მართლა არ მინდოდა.თვალს მისკენ ვაპარებ თავს გვერდით ხრის და ერთიანად წითლდება.კოსტუმს იხდის და საწოლზე უდიერად ისვრის,შემდეგ ჩემთან მოდის.შიშისგან ფეხები მიკანკალებს და გულს ყელთან ვგრძნობ.წარმოდგენაც არ მინდა რის გაკეთებას აპირებს.ყოჩაღ ნიტა ყოჩაღ!მიახლოვდება და ჩემს წინ დგება თითქმის ერთი თავით მაღალია უცნაურია აქამდე ეს არ შემინიშნავს ჯანდაბა ახლა ამაზე ფიქრის დროა...პირს ვაღებ პატიების სათქმელად მაგტამ მისი მკაცრი ბარიტონი მაშეშებს.თითს ავის მომასწავლებლად მიქნევს.
-მხოლოდ იმიტომ!მხოლოდ იმიტომ არაფერს გიზავ რომ ნათლად გაწერია როგორ.ნანობ. შენს სიტყვებს...და გაფრთხილებ ჩემს იპოტენტობაზე ნუ ილაპარაკებ თორემ ამის დამტკიცება მომიწევს.რაც ჩემი პირინციპების დარღვევა იქნება...თუმცა მეორედ თუ რამეს კიდევ წამოროშავ.მერწმუნე
სიამოვნებით დაგიმტკიცებ,რომ, ინპოტენტი არ ვარ და,საკმაოდ კარგათ მეხერხება ავხორცი ვნებების დაკმაყოფილება როგორც ჩემი ასევე ჩემი პარტნიორის.ხომ არ გვეცადა?
ირონიულად და კითხვით სავსე მზერით მიყურებს.დაბნეული თვალებს ვახამხამებ.მადლობა ღმერთს მხოლოდ მუქარით შემოვიფარგლე.ამიტომ ჯობია ამ თემაზე კრინტიც არ დავძრა.
მე თავს უარყოფის ნიშნად ვუქნევ.ის ღრმად თითქოს დაღლილი ოხრავს და დოინჯ შემორტყმული დამჩერებია.
-კარგი ცოტას სუფთა ჰაერზე გავალ თორემ აქ ერთი წუთით კიდევ რომ დავრჩე ვგრძნობ თავს ვეღარ შევიკავებ.ახერხებ და ჭკუიდან გადაგყავარ.
ბოლო ფრაზას თავისთვის ამბობს თუმცა ხმამაღლა გამოსდის.თავს აქნევს ეღიმება და კარებში გადის.
თითქოს არ ვსუნთქავდი ერთიანად ვუშვებ ფილტვებს ჰაერიდან და საწოლზე ღონე მიხდილი ვჯდები.თავს ხელებზე ვიდებ და ფიქრს ვიწყებ თუ რა ჯანდაბა მოხდა აქ.ნეტა მეც შემეძლოს ჰაერის ჩაყლაპა...მეც გამეხსნებოდა ტვინი....
არ ვიცი რამდენხანს ვარ ასე არც ის არ აპირებს შემოსვლას ჯერ ალბათ.საიდანღაც მობილურის წრიპინი მესმის.მზერას მის კოსტუმის ჯიბეზე ვაჩერებ.ერთხანს გატრუნული ვფიქრობ და ბოლოს გამბედაობას ვიკრებ ხელს ჯიბეში ვყობ და მობილურს ვიღებ.ეკრანე შეტყობინების კონვერტი ციმციმებს მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ სასწრაფოდ ვკრიფავ იმ დესპოტების სახლის ნომერს და ზარის ზუმერის ხმას გულის ფანცქალით ველი.თან თვალებს კარებისკენ ვაპარებ არ წამადგეს თავზე.
-ალო...ალო..გისმენთ.
ყურებში ჩამესმის ნანატრი,წკრიალა ხმა.ცრემლებს ვეღარ ვერევი და ათრთოლებული ისისაა უნდა დაველაპარაკო რომ სახელური იწევა და შეშინებული სასწრაფოთ ვთიშავ და ვაგდებ ლოგინზე ტელეფონს.ღმერთო ვასწრებ ის შემოდის და მაკვირდება.ტელეფონი ანათებს და სანამ რამეს მიხვდეს მე ვებურტყუნები.
-ალბათ ესემესი მოგივიდათ.ტელეფონი ძირს ეგდო და ავიღე.თავს მიქნევს მოდის და დაეჭვებული აკვირდება ეკრანს.ცალითვალით ვუყურებ ის ესემესს ხსნის.ჯანდაბა მგონი დამიჯერა.რავქნა თუკი ნომერს ნახავს?
-ოთახს გამოგიცვლიან მრთგუნავს ეს ოთახი ფანჯარა არაა.
მისი სიტყვები მაკრთობს რადგან საშუნლად დაძაბულივარ.
-ჩემთვის სულ ერთია...მე მთლიანად ეს გარემო მთრგუნავს.
გულის სიღრმეში კი მიხარია რადგან იქნებ ფანჯრიდან გაპარვა შევძლო.
-ცუდია.თუმცა ყოველი შემთხვევისთვის რომ იცოდე ყველა ფანჯრის ქვეშ დაცვა იქნება.გაპარვა რომ ვერ შეძლო.მე კი ვიუარე რადგან ზუსტად ვიცი ჩემგან გაქცევა არ გინდა და პირიქით.მაგრამ მეჰმედმა უსაფრთხოების მიზნით თავი რომ დავიზღვიოო მაინც დამარწმუნა.
იდიოტი.საიდან მოიტანა რომ მისგან გაქცევა არ მინდა და პირიქით?!...კიდევ ერთი გეგმა მივარდება წყალში.მაგრამ იმედს არ ვკარგავ და რამენაირად შევძლებ აქედან დაღწევას.
-წამოდი გავიდეთ და შენს ნივთებს მერე შემოგიტანენ.
ჩაცინებას არცკი ვმალავ.
-ჩემს ნივთებს?აქ ჩემი არაფერია.იყოს არაფერი მჭირდება.
-ცდები ძვირფასო ის სამკაულები შენია.პირადად მე ვიყიდე შენთვის.
-ჰო არც მიკვირს შენს გემოვნებას ზუსტად ასახავს.
-ნუთუ.
-დიახ დიახ ზუსტად ისეთივე არაფრის მთქმელი და უინტერესოა და უგემოვნო...თუმცა მახსოვს ადრე უკვე გითხარით არა ეს?
-მე ხომ შენ მომეწონე განა შენს თავს არაფრად და უგემოვნოდ თვლი.
ირონიული სიცილით სახე უნათდება.იდიოტი არაადამიანი სიბრაზისგან ერთიანად კანკალი მივლი თუმცა უპასუხოდ არ ვტოვებ
-აქაურობისგან,ამ უაზრობისგან გადამკიდე ჰო.მეც უგემოვნო ვარ გამხდარი.ეს გარემო რომ არა მერწმუნე არცკი შემომხედავდი ზედ.
უცებ შეშდება მასთან ერთად ყველა ის ადამიანიჩერდება რომელიც კარებიდან გამოსულს მოგვყვება.ალბათ დაცვაა. მაჩერდება თუმცა მეეჭვება მე მიყურებდეს თითქოს რაღაცას ფიქრობს და თან არ უნდა თავის თავს გამოუტყდეს...ბოლოს ალბათ ნებდება,ხელს მაგრად მავლებს მაჯაზე და მიმათრევს.
-რას აკეთებ მტკენ.
-მიმყავხარ!
-ნუთუ?!ამას შესანიშნავად ვხედავ იდიოტო!
დაცვის ბიჭები უხერხულად ჩერდებიან და ღიმილის დაფარვას ცდილობენ.თუმცა ჩვენი შეიხი მეეჭვება ამ ყველაფერს ამჩნევდეს.
-ეს შენი ბიჭები არიან?
-ჰო!
-და ვერ მეტყვი ასე რატომ მიყურებენ?
ის ჩერდება ისეთი გამომეტყველებით მაკვირდება რას ვერ ხვდებიო.ბიჭებისკენ არც იხედება.
-ისინი მე მიცავენ ძვირფასო.
-აა.შენ...და ჩემთან რომ მოხვედი რატომ არ შემამოწმეს იქნებ შენი სიკვდილი მინდოდა.
გულიანად იცინის.
-შეამოწმეს მე ხომ კარები შემეშალა...
ინტერესით მაკვირდება
-იქნებ?!
კითხვას ვერ ვხვდები და თვალებ მოჭუტული ვაკვირდები.
-იქნებ გინდოდა თუ გინდოდა?
ჩემს პასუხს აღარ ელოდება მიდის და ყველა მივყვებით მას.
-სიმართლე გითხრა იმ მომენტში შენი მოკვლა კიარა...ჩემი სიკვდილი მინდოდა...
მაიგნორებს და გზას აგრძელებს.დაუსრულებელ კოლიდორს გავდივართ.ერთერთ კარებთან მელოტი დაბალი და ღიპიანი კაცი ჩერდება და მაჩერდება აშკარად არ მალავს ავხორც გამოხედვას.უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება და ქამრის შესწორება მინდება თუმცა ვაანნალიზებ რომ არც კი მაცვია.ჯანდაბა როდისღა გავიხადე?!ბატონი შეიხი ჩერდება და ჩემს ფიქრებში წასული ვერცკი ვამჩნევ და პირდაპირ ცხვირით ვეფლობი მის მკერდზე.მისი სუნამოს და შხაპის გელის სუნი ცხვირს სასიამოვნოდ მიწვამს.უცნაურია აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე ეს სუნი?!მხრებზე რაღაც თბილი მედება
-ხელები გაუყარე.
მზრუნველად ჩამჩურჩულებს ყურში და მეც ავტომატურად იმას ვაკეთებ რაც მითხრა.მისი კოსტუმია.ალბათ 4ზომით მაინც მექნება დიდი მაგრამ მაში კომფორტულად ვეხვევი.იგივე სურნელი სასიამოვნოდ მიწვავს ცხვირს და ვცდილობ რამენაირად არ შევიმჩნიო.
-გამარჯობათ!საქმეები როგორ მიდის უშიშროებაში!
ზრდილობის მიზნით ეკითხება თუმცა აშკარაა რაღაც გაღიზიანებული ტონიაქვს.
-გამარჯობათ!ალაჰის მადლით!კარგათ.
რაღაც მოწიწებით ამბობს მელოტი და ცდილობს თვალი ამარიდოს მაგრამ აშკარაა თავს ვერ ერევა.ჯანდაბა!ჯანდაბა!რაოო უშიშროებაშიო?!ღმერთო ეს ის მინისტრია?!ღმერთო მადლობა რომ იმ დღეს ეს არ შემოვიდა იმ ოთახში.ერთიანად კანკალი მივლის.შეიხის ხელის შეხებას ვგრძნობ.შეშინებული მის ხელს ვეკვრები და მინდობილი მივყვები.
თეთრ დიდ კარრბთან ჩერდება.მე ისევ აცახცახებული ვარ.იმ აზრს თავიდან ვერაფრიდ ვიგდებ იმ დღეს ის რომ შემოსულიყო რა ბედი მომელოდა.
-ჰეი!კარგათ ხარ?
თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავს ვუქნევ.მიახლოვდება ყურს უკან ურჩ თმას მიწევს და მაკვირდება.
-ახლა მე აქ შევალ.შენ აქ დამელოდები!გაქცევას არც იფიქრებ კაი?უბრალოდ იმაზე იფიქრე რომ აზრი არააქვს მაინც ვერ შეძლებ.
მზერას მწყვეტს და წამით მის ბიჭებზე გადააქვს.აჰა გასაგებია ისინი ხომ აქ იქნებიან.
მე ისევ დამფრთხალი ვუქნევ თავს და შიშისგან გადმოგორებულ ცრემლს სასწრაფოდ ვიწმინდავ.
ხელს მიშვებს და ოთახში შედის.
არ ვიცი იქ რა ხდება ვინები არიან ან რაზე ლაპარაკობენ.საკმაოდ დიდხანს არის შიგნით.კალიდორში მელოტს ვლანდავ და ჩემდა უნებურად შიშის ცახცახი მივლის დაცვისკენ უკან უკან მივდივარ რომ ამ დროს კარებიდან გამოდის ვაჟბატონი.მკაცრ მზერას წამიერად ავლებს მელოტს და მე მიბრუნდება.
-წავედით.
და ჩვენ ისევ მივდივართ.ღმერთო ჩვენ ოთახს ვიცვლით თუ კონტინეტს?!დიდ რკინის ჭიშკარს ვადგებით.4 დაცვის ბიჭი კვირცხლად გვირბენენ კარს აღებენ და წინ გარბიან.კარებში როგორცკი გავდივარ ცივი სუსხი მთელს ტანში მივლის თუმცა რატომღაც ეს მსიამოვნებს ზეცაში ვიყურები ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა.ღმერთო როგორ მომნატრებია ამ ყველაფრის დანახვა შეგრძნება.უაზროდ ვტრიალებ ადგილზე და ზევით ვიყურები.მის გაოცებულ სახეს ვეჩეხები.გაკვირვებული და თითქოს სიყვარულით სავსე მზერას ვიჭერ მის გამოხედვაში.
-მოგწონს ღამე?
-იცი აქამდე საერთოდ არ მიყვარდა...მეტიც მძულდა ღამე რადგან ყველა ტკივილი ღამე უფრო გაუსაძლისი ხდებოდა...მაგრამ რაც აქ გამომამწყვდიეთ...ჰო შემიყვარდა ეს ჩაბნელებული არაფრის მთქმელი სიბნელეზე აკიაფებული ვარსკვლავები.მე ხომ...დღეს რა დღეა?
-დღეეს?!კვირა.
-კვირა...და რა რიცხვი?საერთოდ რათვეა?
-სერიოზულად კითხულობ?!...დღეს 19 მარტია.
უცბათ ბზრიალს ვწყვეტ.გაოცებული,გულ დაწყვეტილიც კი ვაანალიზებ რომ მე თურმე 7დღე კიარა მთელი 15დღე იქ ვყოფილვარ.
-ჯანდაბა.მთელი 15 დღეა ამ ჯოჯოხეთს ვუძლებ?!
ის აშკარად გაუგებრობას ყავს მოცული და ვერ ხვდება რას ვამბობ.თუმცა ფიქრს მალევე წყვეტს რადგან კიბეების ძირში შავი ბრაბუსი ჩერდება ერთერთი დაცვის წევრი უკანა სავარძლის კარს აღებს და მომთმენლად გველოდება.
-წავიდეთ დროა.
ის წინ მიდის
-მეგონა ოთახს მიცვლიდი.
-ფაქტიურად ეს ასეცაა ოღონდ მე გარემოს გიცვლი.
კიბეზე ვეშვები.უცბათ ფეხს რაღაცას ვადგამ და ტკივილისგან წამოყვირებას ვერ ვიკავებ ფეხზე ვიკვირდები და ვაანალოზებ რომ ფეხშიშველა ვარ.ჩემს წამოკვნესაზე ისიც ტრიალდება ისიც ხედავს რომ ფეხშიშველივარ.ჩემთვის გაუგებარ ენაზე რაღაცას გაბრაზებული ამბობს ამოდის და ხელში იმდენად მოულოდნელად მიტახებს წიკვინი მხვდება და შეშინებული კისერზე ვეკიდები ორივე ხელით.
-კარგათ ჩამეკიდე პატარა მაიმუნო.
იმდენად თბილი და მზრუნველი ხმით მეუბნება შეგრძნება მაქვს რომ ვდნები.მანქანაში როგორ მსვამს,თვალ უწვდომელ შენობასთან როგორ ვჩერდებით.შემდეგ ლივტში როგორ შევდივართ სართულის კოდს როგორ კრეფს,ამ ყველაფერს ბურუსსში მყოფი ვადევნებ თვალს.ვცდილობ გულით ვცდილობ გონება მოვიკრიბო მაგრამ მის მკერდზე მიკრული მისივე სურნელი მიბინდავს გონებას.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

პირველი ვარ! როგორგამიხარდა რომ დადე კარგიიყო ვიცი დიიდითავებია და ამას ვაფასებ მაგრამ ცოტა დიდები კიდევიყისრა არმყოფნიიის

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

კარგიაა ძაან, ველოდები შემდეგს ^_^

 


№3  offline წევრი qari

სტუმარი ქეთა
პირველი ვარ! როგორგამიხარდა რომ დადე კარგიიყო ვიცი დიიდითავებია და ამას ვაფასებ მაგრამ ცოტა დიდები კიდევიყისრა არმყოფნიიის

ყველანაირად ვეცდები დაგიკმაყოფილოთ სურვილები.

 


№4 სტუმარი სტუმარი keti

shemiyvardaa chveni sheixi :D tbili da sayvarelia :D dzalian momwons es motxroba, vici rom kargi gamova

 


№5  offline წევრი truelove

ძალიან კარგია მართლა გააგრძელე ❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი keti

კარგი დადაწყისია. უბრალოდ ამ შეიხს ნუ აქცევ ჩამოუყალიბებელ მამაკაცად. ძალიან გთხოვ ზოგ სიტყვას ნუ დაამახინჯებ მაგ. გეუბნევი, რამის, ლივტი და ა.შ. წერა ძალზე კარგად გამოგდის და გრამატიკულად თუ განართავ უფრო კარგი წასაკითხი გამოვა

 


№7  offline მოდერი ენემი

ვაუ მომწონს შეიხი ეგეთი ბევრი იყოს და joy joy

 


№8 სტუმარი Saally saally

ძალიან მომეწონა,უცხო და საინტერესოა და გთხოვ,მალე დადე ახალი თავი რა <3

 


№9 სტუმარი სტუმარი ნუკა

დღესაც ატვირთავ? ლომკა მაქ ამ ისტორიის. მაგარი გოგო ხარ!

 


№10 სტუმარი სტუმარი nina

momwons dzalian ❤️❤️gaagrdzele

 


№11  offline წევრი qari

მე თქვენ მიყვარხართ.
დღეს ვერ შეგპირდებით ატვირთვას...მაგრამ ხვალ აუცილებლად დავდებ.

 


ძაან მაგრად დამაინტერესა მალე დადე რაა❤❤

 


№13 სტუმარი ელო

ზალიან კარგია შემდეგიც დადევით რა დღეს

 


№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

ეს პირველი ისტორიაა როელიც წავიკითხე თქვენი და ძალიან მომეწონა.აუცილებლად წავიკითხავ სხვა დანარჩენსაც.

არ გეწყინოს რა,მაგრამ ,,კარგათ,, არა რა.ძალიან ცუდად მომხვდა თვალში წაკითხვისას.იმედია არ მიწყენ.ძალიან ველი ახალ თავს,რადგან საინტერესო ისტორიაა.
--------------------
ლანა

 


№15  offline წევრი qari

La-Na
ეს პირველი ისტორიაა როელიც წავიკითხე თქვენი და ძალიან მომეწონა.აუცილებლად წავიკითხავ სხვა დანარჩენსაც.

არ გეწყინოს რა,მაგრამ ,,კარგათ,, არა რა.ძალიან ცუდად მომხვდა თვალში წაკითხვისას.იმედია არ მიწყენ.ძალიან ველი ახალ თავს,რადგან საინტერესო ისტორიაა.

არა არ მწყინს პირიქით.ეს ისეთი შეცდომაა რომ ზუსტად იცი მეტიც ხმარების დროსაც გამართულად ვამბობ მაგრამ მაინც იპარება სიჩქარეშიი.

 


№16 სტუმარი Saally Saally

აუ მალე დადე რააა:((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent