შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუცა ავალიანი (სრულად)


14-03-2018, 00:01
ავტორი ენემი
ნანახია 8 070

ერთხელ როდესაც ენი კაფეში მისთვის წყნარად იჯდა, ერთი გოგონა მიუახლოვდა, რომელსაც ეტყობოდა რომ ჟურნალისტი იყო.
-შეგიძლიათ რამოდენიმე კითხვაზე გვიპასუხოთ?-კითხულობს ის.
-რათქმაუნდა-უპასუხა ენიმ
-თქვენ იცნობთ ნუცა ავალიანს ასეა?
-დიახ
-რამდენი ხანია რაც იცნობთ მას?
-7 წელია.
-როგორია ნუცა ავალიანი?
-ნუცა? ის ეგოისტი, ცანცარა მაგრამ ყველაზე კეთილი ადამიანია.
-მისი ნაკლი?
-ცხოველები არ უყვარს-ამბობს და იღიმის.
-რომ დაბრუნდეს თქვენ'ც, მაშო'ც და სხვა მეგობრებიც აპატიებთ წასვლას? აპატიებთ რომ 3 წელი დაგტოვათ?
-ვაპატიებთ, ყველანი დაუფიქრებლად ვაპატიებთ.
-რას იტყვით მისი და თქვენი ძმის შესახებ?
-ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ, თუ რაიმე გაინტერესებთ შეგიძლიათ პირადად მათ ჰკითხოთ-ენიმ კითხვებზე პასუხი დაასრულა და ხმა აღარ გასცა მას.
მომდევნო დღეს ეს კითხვარი სტატიაში იყო, იქ არა მარტო მისი არამედ ყველა მათი მეგობრის იყო მათ შორის მაშოს და ანიუტას.
ნუცა? ნუცა ამ ყველაფერს კითხულობდა და თან ტიროდა, იცოდა, იცოდა განა არ იცოდა რომ მისი დაქალები აპატიებდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობდა გრძობები ანდრეის მიმართ და სანამ მის მიმართ გრძნობას საერთოდ არ დაასამარებდა მანამ ვერ დაბრუნდებოდა.
* * *
"შენ შეგიყვარდა ადამიანი რომელიც არ უნდა შეგყვარებოდა"-ეს ის ფრაზა იყო რასაც საბა უმეორებდა თავს დას.
რატომ არ უნდა შეყვარებოდა?
ნუ თუ ასეთი ამბავი უნდა დაეტრიალებინა იმის გამო, რომ მის დას და ძმაკაცს ერთმანეთი შუყვარდათ?
ჰო, ჰო ვიცი, ზოგი იფიქრებს არასწორად მოიქცაო, ზოგიც იტყვის მართალი იყოვო. რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული და არა ვინმეს სიტყვებზე. იმ წუთებში ალბათ საბა ვერც იფიქრებდა თუ როგორ დაიტანჯებოდა მისი და იმის გამო რომ უყვარდა მაგრამ იმ ადამიანთან ვერ იქნებოდა.
* * *
ახლა კი მოდი მოგიყვებით ცოტა რამეს ანდრეიზეც.
ანდრეი დევდარიანი 24 წლის ბიზნესმენია, ის ძალიან კარგი პიროვნებაა, ყველას ეხმარება როგორც შეუძლია. ესაა ადამიანი რომლის გაბრაზება არავის უნახავს, ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად არა. პოზიტური ადამიანია და ისეთი მომაჯადოებელი ღიმილი აქვს გოგონები თვალს ვერ აცილებენ. ანდრეი გიჟდება მის პატარა და ენიზე (რომელიც ნუცას ტოლია) ყველასა და ყველაფერს დაუპირისპირდება მის გამო და იგივენაირად მისი დაც.
* * *
ახლა იხსენებდა იმას თუ როგორ ჩაალაგა ბარგი და საბერძნეთში წავიდა:
"ერთ დღეს როდესაც ნუცა დაღალა მისი ძმის ლექციებმა, იმაზე თუ როგორ შეიყვარა ანდრეი, გადაწყვიტა იქიდან წასულიყო და სანამ არ დაივიწყებდა მას ბოლომდე მანამ აღარ ჩამოვიდოდა სამშობლოში. ბილეთები შეიძინა, შემდეგ ბარგი ჩაალაგა და წასვლამდე წერილი დაწერა :
"ვიცი არასწორად მოვიქეცი უთქმელად რომ წავედი, მაგრამ არ შემიძლია აქ გაჩერება, არ შემიძლია. ახლა ყველაფრისაგან მოშორებით მინდა ვიყო. მაპატიეთ წასვლა. ვიცი ოდესმე დავბრუნდები, მაგრამ ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ესაა. მიყვარხართ თქვენი ნუცა" - აი ასე დაწერა წერილში და თბილისიდან წავიდა. ათენის აეროპორტში ენიმ მისი თანამშრომელი ნიცა გაგზავნა და უთხრა: "მუდამ მის გვერდით იყავი'ო". იმ დღეს ნუცა ავალიანმა "ახალი" ცხოვრება დაიწყო, ახლა უკვე ანდრეის გარეშე. "
* * *
ახლა იხსენებს 3 წლის წინ რაც მოხდა, იხსენებდა როგორ ატკინა გული მის დაქალებს წასვლით, თან როგორი წასვლით, უთქმელი, უბრალო ქაღალდის "ნაგლეჯზე" მინაწერით რომ მიდიოდა. ეს ეტკინათ მის მეგობრებს და არა ის რომ ნუცას მარტო ყოფნა უნდოდა. ყველამ იცოდა სადაც წავიდოდა ის. ალბათ იფიქრებთ თუ ანდრეი ენის ძმაა ხოლო ნუცას მისი დავიწყება უნდოდა მაშინ ენის ჩამოშორდებოდაო, მაგრამ ასე არ მოხდა, მათ არ აინტერესებდათ ეს, მათთვის გვერდში დგომა და მეგობრობა იყო მთავარი და არა ის თუ ვინ ვისი და ან ძმა იყო.
* * *
კაბინეტში იჯდა ნიცამ რომ შეაღო კარი:
-ნუციი-დაუძახა და გაუცინა.
-კარგი მოვდივარ-უთხრა და გაუღიმა. იცოდა ნუცის მაშინ ეძახდა როდესაც შესვენებაზე მარტო გასვლა ეზარებოდა.
ტელეფონი და მოსასხამი აიღო და ოთახი დატოვა...
ორი ავალიანი ახლა ერთ მანქანაში იჯდა და მანქანით მათი საყვარელი კაფესაკენ "საღაპოსაკენ" (ბერძ. მიყვარხარ) მიემართებოდნენ..
იქ მისულებმა მათი საყვარელი ყავა და შოკოლადის ტორტი შეუკვეთეს და იქაურობის დათვალიერება დაიწყეს. მოულოდნელად გარეთ წვიმა დაიწყო და ნუცაც მოგონებებში გადაეშვა.
" იმ დღეს ანიუტას დაბადების დღე იყო, რესტორანში აღნიშნეს და ყველა ადამიანი ვინ უყვარდა მასთან იყო და ეს აბედნიერებდა ჩვენს გაზაფხულის გოგონას. შემდეგ სახლში მხოლოდ გოგონებმა გადაინაცვლეს და დაიწყეს გართობა. იმხირულეს, გაერთნენ, ბევრი მოგონება გაიხსენეს, ითამაშეს ყველაფერი და უხაროდათ როგორც ბავშვებს, იცეკვეს, იმღერეს და ბოლოს დაღლილებმა და თან ნასვამებმა მასთან დარჩენა დაგაწყვიტეს. მხოლოდ ნუცამ გამოაცხადა პრეტენზია დარჩენაზე, ხვალ გამოცდა მაქ ვერ დავრჩებიო. ამიტომ ენიმ მის ძმას დაურეკა:
-ანდრე გოგოები ანიუტასთან ვრჩებით და ყველა ნასვამი ვართ და ნუცას გაყვან სახლში?
-კარგი 10 წუთში მანდ ვარ ჩემო პრინცესა.
-გელოდებით-უთხრა და გაუთიშა.
10 წუთში მართლაც მივიდა ანდრეი და ნუცა წაიყვანა. გზაში წვიმა დაიწყო და ნუცამ მანქანის გაჩერება სთხოვა.
-რა ხდება? ცუდად ხარ? - ეკითხებოდა დევდარიანი
-არა-უპასუხა ავალიანმა და მანქანიდან გადავდა.
თავიდან ვერ მიხვდა ბიჭი რა ხდებოდა მაგრამ რომ დაინახა როგორ ცეკვავდა წვმაში გოგონა გაეცინა და თვითონაც გადავიდა.
-გიჟი ხარ?-ჰკითხა თან სიცილს არ წყვეტდა.
-ჩუმად, წვიმას უსმინე და შეიგრძენი-თქვა გოგონამ, თან იცინოდა თან ცეკვავდა.
ცოტა ხანს უყურა ბიჭმა შემდეგ უთხრა გაცივდებიო, მანქანაში ჩასვა და სახლში მიიყვანა."
-ჰეი ნუცი-მხარზე ხელის შეხება იგრძნო და უცებ გამოფხიზლდა.
-მაპატიე რაღაც გამახსენდა-უთხრა და სევდიანად გაიღიმა.
-გენატრება?
ამ კითხვაზე გოგო დაიბნა, თვალები ცრემლით აევსო და წვიმის ყურება გააგრძო. კითხვაზე პასუხი კი არ იყო. მან არაფერი თქვა ან ვერ თქვა, ეს მეც არ ვიცი.

* * *
ის ნუცას მუდამ როგორც მისი დის დაქალს ისე უყურებდა, მაგრამ იმ დღეს წვიმაში გოგონას ცეკვა და სიცილი რომ დაინახა რაღაც იგრძნო, რაღაც ამოუცნობი, თან უკვირდა ნუცა ასე არასოდეს იქცეოდა მაგრამ ახლა ის ხომ ნასვამი იყო, სწორედ ამიტომ სჩადიოდა სიგიჟეს რომლის გამოც სეიძლებოდა ავადაც გამხდარიყო. როდესაც აზრზე მოვიდა გოგონა სახლში წაიყვანა.
ხვდებოდა რომ ის რაც იგრძნო მაშინ იმ დროს ნელ-ნელა სიყვარულში გადადიოდა. ცდილობდა ის რაც შეიძლება ნაკლებად ენახა მაგრამ არ გამოსდიოდა რადგან საერთო ბევრი ჰქონდათ. მაშინ ორივე ერთ უნივერსიტეტში იყვნენ, (ანდრეი ბოლო კურსზე იყო ნუცა კი პირველზე.) საერთო მეგობრები ჰყავდათ, ხან ის იყო მის სახლში დან გოგონა მათთან, ბარშიც მეგობრები ერთად იყვნენ უკლებლივ ასე რომ შეხვედრა გარდაუვალი იყო.
* * *
ხშირად იხსენებს იმას თუ როგორ მივიდა საბასთან სიმართლის სათქმელად:
"ერთხელ ბიჭები ავალიანებთან იყვნენ და ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ, ყველა ამჩნევდა რომ ანდრე უხასიათოდ იყო,
-ჰეი ძმა რა გჭირს?-ჰკითხა ნიკუშამ. მან კი დამალვას არჩია სიმართლე ეთქვა.
-რაღაც მნიშვნელოვანი-თქვა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, უჭირდა თქმა, იცოდა საბა ვერ გაუგებდა, რადგან მისთვის და-ძმობა თუნდაც არაბიოლოგიური ბევრს ნიშნავდა.
-აბა რა ხდება იტყვი? (ალექსი)
-საბა, რაღაცას გეტყვი ოღონდ ბოლომდე მისმინე კარგი?(ანდრეი)
-რა ხდება შე..მა მაშინებ-გაეცინა საბას.
-თავიდან ჩვეულებრივად იყო ყველაფერი, ერთ დღეს წვიმაში მოცეკვავე და მომღიმარი რომ დავინახე რაღაც ვიგრძენი, მერე ეს რაღაც ძალიან დიდში გადაიზარდა და მივხვდი რომ ძალიან შემიყვარდა რა-თქვა და თავზე ხელი გადაისვა.
-მოიცა ვინ?-იკითხა გაკვირვებულმა საბამ ვერ მიხვდა რას ეუბევოდა იგი, ვერც დაუშვებდა იმაზე ფიქრს რომ ის მის დაზე ამბობდა.
-ვიცი არ შეიძლებოდა რა მაგრამ-პაუზა გააეკეთა და უთხრა-ნუცა მიყვარს-ამის თქმა და თავის ჩაღუნვა ერთი იყო.
-რ რააა?!-იღრიალა ბოლო ხმაზე საბამ და საყელოში წვდა ბიჭს-როგორ? შენ.. ეს.. რანაირააად-ბოლოს მისუსტებული ხმა ამოუშვა ხელი გაუშვა და გაჩუმდა. ბიჭები აზრზე რომ მოვიდნენ მხარზე ხელი დაკრეს ანდრეს და ჩუმად უთხრეს "თქვენ ნამდვილი და-ძმა არ ხართ და ჩვენ შენთან ვართ მიუხედავად იმისა რომ დაგვიმალე, იცოდე საბაც გაპატიებს აი ნახავო
-მეც მიყვარხარ-გაისმა გოგონას ხმა და ყველა მისკენ შეტრიალდა, კარში თავჩაღუნული ნუცა იდგა. როდესაც საკუთარი სახელი გაიგონა კართან დადგა და მოისმინა, არ იცოდა გახარებოდა ის რომ ბიჭიც იმავეს გრძნობდა თუ თავი დამნაშავედ ეგრძნო რომ მის ძმას იმედი გაუცრუა და ის შეიყვარა ვინც მისთვის ძმასავით უნდა ყოფილიყო.
-რას ამბობ-შოკში ჩავარდა საბა, ეგონა სიზმარში იყო და მალე გაიღვიძებდა.
-მაპატიე რა, ძალით არ მინდოდა-გოგონამ ტირილი დაიწყო. არავის ენახა ასეთი ნუცა, ის არ ტიროდა არასდროს.
-ახლავე წადიი?! აქ აღარ დაგინახო?! შენ კი ოთახში შედი ახლავე!-მთელ ხმაზე ღრიალებდა და ვერავინ ახერხებდა ავალიანის დაწყნარებას. იმ დღეს ანდრეი წავიდა მათი სახლიდან მაგრამ იცოდა ნუცა ბოლოს მასთან იქნებოდა და არ დაუშვებდა მისი გოგონას დაკარგვას." ყოველთვის ფიქრობს ეს რომ ადრევე ეთქვა იქნებ გაეგო უფრო.

* * *
ახლა ერთი საბერძნეთშია მეორე ამერიკაში. ორივე ცდილობს იმ გრძნობის დავიწყებას რაც აკავშირებთ, მაგრამ არ გამოსდით, რა ქნან რომ ასე ძლიერ უყვართ ერთმანეთი.
* * *
ერთხელ ნიცა შევიდა სახლში და დაინახა ნუცას ვიღაცის ფოტოს ჩაჰხუტებოდა და ძალიან სევდიანი სახე ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა ის ეთქვა რასაც ფიქრობდა.
-ნუცა-დაუძახა და როდესაც გოგონამ მას შეხედა გააგრძელა საუბარი-ვიცი რომ გტკივა და იცი რაა, აღარ მინდა ასეთი განახო, შენც კარგად იცი რომ მას ვერასდროს დაივიწყებ ამიტომ დაბრუნდი საქართველოში და იყავი შენს ბედნიერებასთან?!-მშვიდად დაწყებული საუბარი ბოლოს ყვირილით დაასრულა და დაინახა გოგონას შეცბუნებული სახე.
-მალე! ადექი! უნდა დაბრუნდე და ეს შენ ჩემზე უკეთ იცი-არავინ იცის სიმართლე რომ იყო ამიტომ თუ რაიმე ძალამ აიძულა ავალიანი რომ ამდგარიყო და მართლაც ჩაელაგებინა ბარგი.
* * *
კაბინეტიდან მტვრევის ხმა გამოდიოდა, ვერ იგებდნენ რა ხდებოდა და რატომ იყო ასეთ დღეში ანდრეი. ბიჭები მასთან შევიდნენ და ჰკითხეს რა სჭირდა, პასუხი კი ერთი იყო.
-ნუცა ავალიანი
-დაბრუნდი-უთხრა და გაუღიმა ნიკუშამ-მის გარეშე ანდრეი დევდარიანი არ არსებობს.-მხოლოდ ამის თქმა სჭირდებოდა მას ისევე როგორც ნუცას რომ ბარგი ჩაელაგებინა.
* * *
ანიუტასთან იყვნენ გოგონები და საუბრობდნენ როდესაც ორმა მობილურმა ერთდროულად დარეკა. ჰო, ჰო ასეა მაშოს ნუცა ურეკავდა ენის მისი ძმა. ორივე ცალ-ცალკე გავიდნენ და 5 წუთში დაბრუნდნენ შემდეგ კი ერთდროულად თქვეს:
-ნუცა ჩამოდის
-ანდრეი ჩამოდის
ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს. შემდეგ გაეღიმათ როდესაც გაიგეს რომ ერთდროულად ჩამოდიოდნენ.
* * *
აეროპორტში იყვნენ ყველანი და ელოდნენ ორ საყვარელ ადამიანს. დაინახეს ერთდროულად როგორ დაეშვა ორივე თვითმფრინავი. ჯერ ნუცა გამოვიდა მერე ანდრეი. მათი თვალები როდესაც ერთმანეთს შეხვდა ბედნიერებას ასხივებდა. მათი სიყვარული ახლა უფრო ძლიერი იყო ვიდრე ადრე. ორივემ მრავალი რეპლიკა მოისმინა თუმცა ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ.
როდესაც სახლისაკენ მიემართებოდნენ წვიმა დაიწყო. გაეღიმა ორივეს, იგრძნეს რომ ღმერთიც მათ მხარეს იყო. ნუცამ მანქანა გააჩერებინა საბას, იგივენაირად ანდრეიმ ენის. ორივე ერთმანეთის მიმართულებით გაიქცნენ და ისე ჩაეხუტნენ რომ გეგონებოდათ ერთ მთლიანობად იქცნენ. ორივე იცინოდა ბედნიერებისგან, ახლა ორივე მზად იყო მათი სიყვარული დაეცვათ სიცოცხლის ბოლომდე. საბამ რა თქვა გაინტერესებთ? ის რასაც არავინ მოელოდა.
"მაპატიეთ რომ ვერ გავიგე რაოდენ ძლიერ გყვარებიათ ერთმანეთი'ო" შემდეგ იყო გაფრთხილებები ჩემი და მუდამ მომღიმარი იყოს თორემ საქმე ცუდად გექნებაო. ამის შემდეგ იყო მილოცვები ყველას მხრიდან. მთელი თბილისი აალაპარაკა მათმა სიყვარულმა.
* * *
ამ წუთას კი ისინი ბედნიერები არიან, თან ძალიან, რადგან მალე მათი სიყვარულის ნაყოფი გაჩნდება.
* * *
"თუკი თქვენს ჭეშმარიტ სიყვარულს შეხვდებით, ის არ გაქრება არც ერთი კვირის, არც რამდენიმე თვისა და არც რამდენიმე წლის შემდეგ..."
( გაბრიელ გარსია მარკესი)





იმედი მაქვს იმ ადამიანს ვისთვისაც განკუთვნილია ეს ისტორია მოეწონება kissing_heart მომიტევეთ შეცდომებისათვის laughing



№1  offline მოდერი Mathew

ენ სასწაული ხარ.
ამ პატარა ისტორიამ ჩემში რაღაც უთქმელი გამოიწვია.
პატარა და აზრიანი,სასწაულია.
მასში ძალიან დიდი გრძმობაა ჩატეული და ბევრსაც აუხელს თვალებს )))

 


№2  offline მოდერი ენემი

Girl with pretty smile
ენ სასწაული ხარ.
ამ პატარა ისტორიამ ჩემში რაღაც უთქმელი გამოიწვია.
პატარა და აზრიანი,სასწაულია.
მასში ძალიან დიდი გრძმობაა ჩატეული და ბევრსაც აუხელს თვალებს )))

მიხარია ასე რომ ფიქრობ heart_eyes იმედი მაქვს აეც მოხდება და დაინახავს ყველა თუ რაოდენ დიდი გრძნობაა სიყვარული heart_eyes heart_eyes მადლობა რომ წაიკითხე საყვარელო kissing_heart

 


№3  offline მოდერი bla.ell

ენიი❤გამიხარდა შენი და შენი ისტორიის დანახვაა❤❤კარგი იყო პატარა მაგრამ საყვარელი

 


№4  offline წევრი Mmariami)

წავიკითხეე:).
არასდროს არ მესმოდა ეს დაუწერელი, იდიოტიზმი, “ძმაკაცის და და ძმის ძმაკაცი”.
სისულელეა!
არავინ არავის არაბიოლოგიური და და ძმა არ არ არის, შესაბამისად თუ უყვართ ერთმანეთი, უნდა იყვნენ ერთად!
უფროსს ავალიანს რას შეეხება, არ ვიცი, ვერ გადავწყვიტე, მაგრამ მაინც მგონია, მსგავსი ფაქტი რომ იყოს ცივილურად და ადამიანურად შეეგუება, აუცილებლად.
კარგი გოგო ხარ შენ:)
წარმატებები ენ! <3

 


№5  offline მოდერი bla.ell

იმედია კიდევ დაბრუნდები ახალი ისტორიიით მაგრამ უფრო მოზრდილით❤❤❤წარმატებას გისურვებ ჩემო საყვარელო გოგოვ❤❤kissing_heart

 


№6  offline მოდერი ენემი

bla.ell
ენიი❤გამიხარდა შენი და შენი ისტორიის დანახვაა❤❤კარგი იყო პატარა მაგრამ საყვარელი

მადლობა ბეთიი heart_eyes მიხარია რომ მოგწონს innocent

bla.ell
იმედია კიდევ დაბრუნდები ახალი ისტორიიით მაგრამ უფრო მოზრდილით❤❤❤წარმატებას გისურვებ ჩემო საყვარელო გოგოვ❤❤kissing_heart

მოზრდილი არ ვიცი მაგრამ კიდევ ერთითმალე დავბრუნდები kissing_heart

Mmariami)
წავიკითხეე:).
არასდროს არ მესმოდა ეს დაუწერელი, იდიოტიზმი, “ძმაკაცის და და ძმის ძმაკაცი”.
სისულელეა!
არავინ არავის არაბიოლოგიური და და ძმა არ არ არის, შესაბამისად თუ უყვართ ერთმანეთი, უნდა იყვნენ ერთად!
უფროსს ავალიანს რას შეეხება, არ ვიცი, ვერ გადავწყვიტე, მაგრამ მაინც მგონია, მსგავსი ფაქტი რომ იყოს ცივილურად და ადამიანურად შეეგუება, აუცილებლად.
კარგი გოგო ხარ შენ:)
წარმატებები ენ! <3

მაშოო heart_eyes მიხარია რომ წაიკითხე innocent რასაც შენ ამბობ მართალია, და იქიდან გამომდინარე რომ ავალიანს არ ვიცნობ რეალურად (ნუცას ძმას ვგულისხმობ) ნამდვილად არ ვიცი ასეთ რამეზე რას იფიქრებდა innocent ჰო კიდევ ერთი რამ იმედია ერთ დღეს მართლაც ასეთი მეგობრები ვიქნებით ჩვენ kissing_heart

 


№7  offline წევრი deep

იყო რა
უკეთესებიც გამოგივა დარწმუნებული ვარ
ასე გააგრძელე

 


№8  offline მოდერი ენემი

deep
იყო რა
უკეთესებიც გამოგივა დარწმუნებული ვარ
ასე გააგრძელე

ვიცი რომ ისეთი არაა როგორიც უნდა იყოს უბრალოდ უმუზობის პერიოდი მაქვს დიდი ხანია და ვეღარ ვწერ კარგად . მაინც მადლობა რომ წაიკითხე, გამოვასწორებ მაგ შეცდომას innocent

 


№9  offline წევრი Mmariami)

იმედია და ჩვენვე უნდა შევუწყოთ ხელი მაგას ♥️♥️

 


№10  offline მოდერი ენემი

Mmariami)
იმედია და ჩვენვე უნდა შევუწყოთ ხელი მაგას ♥️♥️

heart_eyes heart_eyes მართალი ხარ, ვეცდები ყველანაირად relaxed

 


№11  offline მოდერი N1penguin

ძალიან მომეწონა ეს ისტორია heart_eyes სხვების არ ვიცი, მაგრამ ვგიჟდები მცირე ნაწერში რომ არის ჩატეული ყველაფერი და არც გაუფერებულა. პატარა და საყვარელი მოთხრობაა, გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებს, თან რაღაცნაირად იმედს გიჩენს blush blush ძალიან შემიყვარდა უკვე, ალბათ ხშირად დავბრუნდები მის წასაკითხად kissing_heart kissing_heart

 


№12  offline მოდერი ენემი

N1penguin
ძალიან მომეწონა ეს ისტორია heart_eyes სხვების არ ვიცი, მაგრამ ვგიჟდები მცირე ნაწერში რომ არის ჩატეული ყველაფერი და არც გაუფერებულა. პატარა და საყვარელი მოთხრობაა, გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებს, თან რაღაცნაირად იმედს გიჩენს blush blush ძალიან შემიყვარდა უკვე, ალბათ ხშირად დავბრუნდები მის წასაკითხად kissing_heart kissing_heart

ვუაიმეე heart_eyes დიდი მადლობა heart_eyes გამახარე ძალიან საყვარელო kissing_heart

 


№13  offline წევრი Mtirala

ენ,
რამოდენიმე არა - რამდენიმე.
"რა თქმა უნდა" ცალ-ცალკე იწერება და არა ერთად.
წინადადების ბოლოს სასვენი ნიშანი აუცილებელია.
"მაგრამ"-ის წინ მძიმე დაისვის.
"იყოვო" არა - "იყო-ო".
ბანალური სიუჟეტი!
ძმაკაცის დის შეყვარება, ძმაკაცებს შორის კომფლიქტი,
ქვეყნიდან "გაქცევა" სიყვარულის დასავიწყებლად და სხვა ათასი ბანალურობა.
რომელი საუკუნეა? :))))))))))))))
ასეთი ძალით დასტოინები ბიჭები, რომლებიც ძმაკაცის დის შეყვარებას "კრძალავენ" კიდე არსებობენ?
რავიცი, რავიცი.
და მაინც... წარმატებები შენ :) <3
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№14  offline წევრი liar girl

ვაიმე! ვაი-მე. სულ ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ მადლობა შენ ჩემო უსაყვარლესო. არ ვიცი ეს მოტხრობა რითი დავიმსახურე. რითი დავიმსახურე, რომ ადექი და დაწერე, მე მომიხსენია, არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა შენ. უღრმესი მადლობა შენ.
იყო ძალიან ბევრი შეცდობა, მართლა იყო რა და ასე ვერ დავხუჭავ თვალს, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი გამოსწორებადია.
წარმატებები შენ ჩემო საყვარელო და მე არაფერი მეთქმის გარდა მადლობისა!!!!!

 


ჩავტკბი და ჩავთბი ^_^ ^_^ <3

 


№16  offline მოდერი ენემი

შემოდგომის-ფერი
ჩავტკბი და ჩავთბი ^_^ ^_^ <3

kissing_heart kissing_heart

 


№17  offline წევრი Dead girl

ვგიჟდები იმდენად მიყვარს უკვე!
კარგი გოგო ხარ საოცარი ისტორიით!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent