როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 15
იმ ღამეს საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მივიღე. ორი კვირა ვიფიქრე. ღამეები არ მომიხუჭავს თვალი. უკვე ორი თვის ფეხმძიმე ვარ. ზუსტად ერთი თვეა კლაუდიო თვალით არ მინახავს. ხანდახან ძალიან მენატრება. როცა ღამით, ბანანი, წყალი ან საზამთრო მინდება, წარმოვიდგენ როგორი მზრუნველი იქნებოდა ჩემს მიმართ. ნინა მისი და ბავშვის მხარეს იჭერდა. მეუბნებოდა რომ უნდა ცოდნოდა... მოსაცდელში ვიჯექი და ჩემს რიგს ვუცდიდი. ძალიან ვღელავდი. გულის სიღრმეში არც მინდოდა ამის გაკეთება. ჩემს წინ კიდევ ხუთი ქალი იცდიდა. ყველა მათგანი ჩემზე უფროსი იყო. მე მათთან შედარებით ბავშვიც კი მეთქმოდა. საშინელი განცდა იყო. პირველი ვინც შევიდა სლუკინით დაბრუნდა უკან. მისი ადგილი მეორე ქალმა დაიკავა. ჩემს გვერდით მჯოდომი ქალლბატონი. ჩუმად მქრქალი ხმით გამომელაპარაკა. -მერამდენეა.არ ვუპასუხე. -თქვენი? -ხუთი შვილი გავაჩინე. მაგრამ ამ ბავშვს სხვის გან ველოდები... ქალმა მხრები აიჩეჩა და განაგრძო. არ მეგონა ამ ასაკში თუ გავიკეთებიდი პირველ აბორტს. პირველი შვილი არ მოვიშორე. 18 წლის ვიყავი. ულამაზესი გოგონა შემეძინა. ცრემლები წამოგვივიდა ორივეს. სული მეხუთებოდა. ბავშვმაც თავი შემახსენა და ისებ გული ამერია. ტვალეტიდან გამოსული, ისევ იმ ქალს მივუახლოვდი. მადლობა მოვუხადე და სავადმყოფოს მოსცდელი ჩქარი ნაბიჯით დავტოვე. ამ პერიოდის მანძილზე ბევრი წარმატებისთვი მიმიღწევია კარიერაში, მაგრამ ამ წამს. ამ მომენტში ყველაზე მეტად ვამაყობდი ჩემი თავით, რადგან ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული ნაბიჯი არ გადავდგი. ნინას დავურეკე. -რა ხდება ან? -ბავშვს ვიტოვებ. -კარგი გოგო ხარ, ცრემლები წამომივიდა. ეხლა ცოტა აზრზე მოდი და ობიექტზე წავიდეთ. უი სხვათაშორის უკოფეინო ყავა იშოვეს? -მიშოვეს. -ჰო მაღაზიაში ვთხოვე და. ტელეგონი გამითიშა. ტაქს დავუქნიე ხელი და ობიექტის მისამართი ვუთხხარი. კლაუდიო საშინელი თვე მქონდა. საშინელი. ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს ვძულდი. ჩემი ნახვა არ უნდოდა. არ მომიბეზრებია მისთვის თავი გამუდმებული რეკვით, მიკითხვებით და უაზრო პატიების თხოვნით. დამშვიდების საშუალება უნდა მიმეცა მისთვისაც და ჩემი თავისთვისაც. ყველაფერს ძველებურად ვაკეთებდი. შეხვედრები საქმეები, მაგრამ მე იქ არ ვიყავი, არაფერი მესმოდა, ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი, მარკო აკეთებდა, ჩემს მაგივრად ყველაფერს.ღამეები არ მეძინა. ბევრს ვეწეოდი. ვსვავდი კიდეც. მერე მახსენდებოდა, რომ ეს ყველაფერი სძულდა, მაგრამ ამაზე შენნიშვნას ვეღარ მივიღებდი. ვერ ვჭამდი. ჩემი თავის მოწესრიგება მხოლოდ ბანაობით შემოიფარგლებოდა. ასე საშინლად კაიფიდან რომ გამოვდიოდი და ლომკა მქონდა მაშინაც არ ვიყავი. ერთადერთი რაც არ შემეძლო ეს ტირილი იყო. ჩემს ბალიშებს საბნებს მისი სუნი ასდიოდა. ყოველღამე როცა მის არომატს ვიგრძნობდი, მახსენდებოდა, როგორ იცინოდა, როგორ უბრწყონავდა თვალები, როგორ მეწებებოდა, როცა რამე შეაშინებდა. მეგონა რომ უჩემოდ ვერაფერს იზამდა, ვინ დაიცავდა, ვინ იზრუნებდა მასზე, მაგრამ ეს სისულელეა. აქამდე მშვენივრად იყო.სწორედ მე ვიყავი ის ვინც ვერ დაიცვა ტკივილისაგან. ვერც ის დაავიცავი და ვერც საკუთარი თავი. .. ტელეფონნი ბოლო ხმაზე წკრიალებდა. მარკო იყო. -რას შვრები. უკვე შუადღეა. თანაც ამდენი ხანია გიკაკუნებ და რატომ არ მიღებ. -რას მეტაკე შენ კიდე ხომ იცი რომ ცუდად ვარ. -ჩამო ჩამო შემთან საქმე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი. საწოლიდან ძლივს წამოვდექი, შარვალი ამოვიცვი და ქვემოთ ჩავედი.მარკოს კარი გავუღე და სამზარეულოში შევედი. ყავა დავასხი ჩემთვის და მისთვის. -რა მოხდა. -გუშინ საავადმყოფოში ვიყავი სოფიას სანახავად. ანა ვნახე. უკვე მეორედ შემხვდა საავადმყოფოში. -ცუდადაა? -გუშინ მოსაცდელში იჯდა. მიმღებში ვიკითხე რისი მოსაცდელი იყო. მითხრა რომ ეს ქალები ბავშვის მოშორებას აპირებდნენ. -რაააა? -სოფია ხომ ორსულების ექიმია, არ ვიცი ზუსტად რა ქვია. მასთანაც ყოფილა რამოდენიმე კვირის წინ. ისტორია ამოიღო და მისი ანალიზების პასუხი მაჩვენა. ეხლა ორი თვის ორსული იქნებოდა. -ბავშვი მოიშორა? მხოლოდ ეს ვიკითხე მეტი ვერაფერი ვთქვი. -არაა გადაიფიქრა. რომ გამოვედი მოსაცდელში აღარ იყო. სოფის ვთხოვე რეგისტრატურაში იკითხა. უთხრეს რომ ასეთი სახელით და გვარით იმ დღეს პაციენტი არ ჩაწერილა. ჰოდა მგონი ბავშვი დაიტოვა, მაგრამ შენთვის თქმა აშკარად არ უნდა ვერც გაამტყუნებ.. -უნდა დაველაპარაკო. არ მინდა ჩემი შვილი.. -მოიცა. ეხლა მისმინე. ბავშვს წაგართმევ და ეგეთები არ დაუწყო. -უმამოდ რომ გაიზარდოს. -ეგ უკვე მომწონს. -მაგის მეგობარ ნინასაც ველაპარაკე. მან არ იცოდა ზუსტად რას აპირებდა, მაგრამ რაღაც უკეფეინო ყავა ნდომები და ის მივუტანე. იმედია ისევ ენდომება და დასჭირდება. ისე ყველაფერი რომ მოგვარდება, ნინას რომ დავეჩალიჩო შეიძლება? -ნორმალური ხარ? -კარგი კარგი. ეხლა რას ვაპირებთ. -ჩავიცვამ და ანასთან წავალ, შენ ნინა წაიყვანე სასეირნოდ. -ისე არამგონია ასე მალე შეგირიგდეს. -მადლობა რომ მამახნევებ. -რააა? მე რო ეგეთი ქალი ვიყო, არც მე გაპატიებდი. მის სულელურ გამოხტომაზე გამეცინა. მოვემზადე. რაღაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი შვილი მეყოლებოდა. სარკეში ჩემს ანარეკლს დავაკვირდი. ისევ ის ვიყავი.. რაღაც სხივმა გამოანათა ჩემს ჩაბნელებულ სულში და ბედნიერებით გამავსოო. საღამომდე მოვიცადე, მანამ სანამ ნინა და ანა ობიექტიდან არ მოვიდოდნენ. ანა საღამოს სახლში ძალიან დაღლილი დავბრუნდი. ნინა სასტუმროს მისაღებში დარჩა. კარი გავაღე. ფეხსაცმელი გავიხადე, ჩანთა მისაღებში მივაგდე და ოთახში შევედი. სკამში კლაუდიო იჯდა. მის აჩქარებულ გულისცემას ამ მანძილზეც კი ვგრძნობდი. მისი აქ დანახვა არ გამკვირვებია. არცერთს არ ამოგვიღია ხმა, რომ ეთხოვა მართლა შევურიგდებოდი. ორსულობამ კიდევ უფრო მეტად მგრძნობიარე გამხადა., მაგრამ არაა ასე ადვილად არ დავნებდებოდი. გარდერობს მივუახლოვდი. დაწოლას ვაპირებდი, ამიტომ წინდები სვირეტი და შორტი გამოვიღე და აბაზანისაკენ ავიღე გეზი. შხაპს ვიღებდი და ვფიქრობდი რ უნდა მეთქვა მისთვი, მას რა უნდოდა აქ? არაა, არაა და არა!! ოსულობაზე არ იცოდა. უბრალოდ |შესარიგებლად მოვიდა . მე კი გავამწარებ ცოტას და უკან გავუშვებ. ამაზე ცრემლები მომადგა. ცოტა ხანს ისე ვიდექი ჭავლის ქვეშ რომ არაფერზე მიფიქრია. გავიტვირთე. თმა გავიშრე და ცხენის კუდივით შევიკარი.ჩავიცვი და ოთახში გავედი, მისაღებში შეკვეთილი ბერძნული სალათიც მოეტანათ. ალბათ კლაუდიომ გამოართვა. საწოლთან მდებარე ტუმბოზე იდო. საწოლზე დავჯექი და ტელევიზორში არხების ძებნას შევუდექი. მურთფილმი ვიპოვედა ტელევიზორს მივაშტერდი. კლაუდიო საწოლიდან წამოდგა.ნელა მიახლოვდებოდა. -როგორ ხარ? -რაღაც ხმა მესმის, მაგრამ ვერ ვიგებ საიდან მოდის. -რატომ არ მითხარი? -რა? -რრა და ორსულად რომ ხარ. შენ გეგონა ვერ გავიგებდი. -რა იცი რომ შენია იქნება და მთავრი არქიტექტორისგან ველოდები ან სულაც მეზობლისგან, რომ გაირკვევა მერე გამოთქვი პრეტენზია. -გეყოფა. არ მჯერა ამ სისულელეების. -რაცა საჭირო არ იყო მაშინ ხომ კარგად დაიჯერე ყველაფერი. შენი საყვარელი მეგობარი სად გყავს მაგას ეცოდინება ვისგან შეიძლება ვიყო ორსულად. -ანა არ გინდა. მაპატიე, არ მინდა რომ მარტო იყო. არ მინდა ჩემი შვილი უმამოდ გაიზარდოს. -ეგ აქამდე უნდა გეფიქრა. საიდან გაიგე? -მაგას რა მნიშვნელობა აქვს. რა ხნის ხარ? პასუხი არ გამიცია საბანი ავწიე და ქვეშ შევძვერი. -ანა? -შემეშვი. არ ვაპირებ შენთან შერიგებას. შენ მე დამაცირე, ჩემში ეჭვი შეიტანე. -არც შენ დაგიკლია. ყველაფერი რაც გულში გქონდა და რაზეც ალბათ გულში მკიცხავდი პირში მომახალე. -ღირსი იყავი, მე რამე მაინც არ დამიბრალებია. -კარგი ჩხუბი აღარ გვინდა რა. შევრიგდეთ. გთხოვ მომეცი კიდე ერთი შანსი. კიდევ ერთხელ მაპატიე ყველაფერი. ბავშვის ხათრით მაინც. გპირდები. შენ გამო ყველაფერს გავაკეთებ და აღარასოდეს გაწყენინებ. -მაქსიმუმ ბავშვს გაჩვენებ. თანახმა ხარ? -იცი რა ცუდად ვარ? -იცი რა ცუდად ვარ? გული მტკივა, ყოველღამე მინდა, სიკვდილამდე ვიტირო, მაგრამ ბავშვისთვის არ შეიძლება. მთელი დღე გული მერევა, ტოქსიკოზისგან წონაში დავიკელი, სულ მშია. ორმოც გრადუს სიცხეში მცივა და შენ მელაპარაკები ცუდად ყოფნაზე. მარტო ვერ გავზრდი ბავშვს, მაგრამ შენ მე გული ძალიან მატკინე. გული ამომივარდა. საწოლზე ჩამოჯდა და მომეხუტა. - არ მომეკარო. წადი გთხოვ. -ასეთ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებ. -მართლა. ვცადე თავი ხელში ამეყვანა. გულისრევა მეწყებოდა, საწოლიდან წამოვხტი და ბაზანაში შევვარდი. საშინლად ფერმკრთალი დავბრუნდი უკან. -ანა, კარგად ხარ? გინდა რამე მოგიტანო? -არაფერი არ მინდა. წადი. შეგიძლია ექიმთან ვიზიტებზე წამომყვე და ბავშვი ნახო ხოლმე. თუ გადამივლის შეიძლება ცოტა ხნით წაიყვანო ხოლმე. არ დამინახავს როგორ წავიდა რადგან მალე ჩამეძინა... დილით შედარებით უკეთესად გამეღვიძა. სასეირნოდ ვაპირებდი წასვლას. მზიანი ამინდი იყო. მოვემზადე. ატმისფერი სარაფანი და ბოტასები ჩავიცვი. თმა ცხენისკუდივით შევიკარი. რუგზაკი მოვიკიდე და სასტუმროდან გავედი. ნინას ეძინა არ მინდოდა გამეჭვიძებინა და საწოლზე წერილი დავუტოვე რომ არ ენერვიულა. ძალიან ბევრი ვიარე. ადრე ამდენი არ შემეძლო, ორსულობის ბრალი იყო. სავაჭრო ცენტრამდე ფეხით მივედი. აფთიაქში ვიტამინები ვიყიდე. სკამზე ვიჯექი და ბავშვიან ქალებს ვაკვირდებოდი და ალუბლის წვენს ვსვავდი. ნეტავ ჩემი პატარა გოგო იყო თუ ბიჭი. რატომღაც მეგონა რომ გოგოანა იქნებოდა. რა უნდა დამერქმია. ან ნეტავ როგორი იქნებოდა. იმედია მამამისს არ დაემსგავსებოდა. ამის ხსენებაზე. სურსათის მაღაზიის რიგში კლაუდიო შევნიშნე. კარგად დავაკვირდი. თავის თავს არ გავდა. დაღლილი და განადგუებული ჩანდა. მოუწესრიგებელი თმა წინ ჩამოყროდა, პერანგიც აჩაჩულლლი ჰქონდა. სიმართლე გიტ|ხრათ ამ მომენტში ძალიან შემეცოდა. გაშტერებული იდგა. თვალები შეშუპებული ჰქონდა. საშინელი ტკივილი ვიგრძები. სული შემეხუთა უჰაერობა დამეწყო. ვცადე არ ავღელვებულიყავი, მაგრამ მგონი ცუდად ვიყავი. ფეხზე წამოვდექი, ცოტა გავიარე. მუცლის არეში ტკივვილს ვგრძნობდი. გასასვლელისკენ წავედი. კიდევ უფრო მიჭირდა სუნთქვა. ტაქსი გამოვიძახე. პირდაპირ საავადმოყოფიში წავიდოდი. კანკალმა ამიტანა. -ანა ცუდად ხარ. კლაუდიოს ხმა მემესმა ზურგს უკან. -არაფერია, როგორმე თავს გავართმევ. უჰაერობის შეტევა თავიდან დამეწყო. კლაუდიომ პარკი ძირს დადო. ხელებზე წყალი გადაივლო და სახეზე და კისერზე მომისვა. -კარგი არ შეგეშინდეს. ექიმთან წავიდეთ. -ჩემით წავალ ტაქსი უკვე გამოვიძახე. მანქანა წამში მოაყენა ჩემს ფეხებთან ჩამსვა ღვედი კარგად შემიკრა. ყველაფერ წამში მოხდა უკვე საავადმყოფოში ვიყავით. ისევ ნაცნობ ექიმთან იმ ლამაზ ქალთან მოვედით. -სოფ მგონი ცუდადაა. ქალი შეშინებული წამოხტა. პალატა გაამზადებინა. გამოკვლევისთვის მოემზადა. ჯერ ხელით გამსინჯა, მერე ეხო გადამიღო და სისხლის ანალიზიც ამიღო ყოველი შემთხვევისთვის. -სანერვიულო არაფერია. ბავშვი კარგადაა. ეს საშიში არაა იცის ხოლმე. მთავარია არაფერზე განერვიულდე და არ დაისტრესო. მგონია რომ ჰემოგლობინი გაქვს დაბალი და ამიტომ დაგეწყო თავბრუსხვევა და ტახიკარდია. -ფეხით ვიარე ბევრი. -ძალიან კარგია სიაარულიც და ვარჯიშიც ეცადე არ შეწყვიტო, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ემოციური ფონით არის გამოწვეული. ისე წონაში დაკლებული მეჩვენები. -ჰო სულ გული მერევა. ღამე მშია ხოლმე მაგრამ მეზარება ადგომა. ქალს გაეცინა. -ისე. კლაუდიოს გადახედა. შენ აქ საიდან? -ბავშვის მამა მე ვარ. -რააა? არ მჯერა. ღმერთო სულ ვიცოდი რომ კარგ გოგოს აარჩევდი. წარმომიდგენია რა ლამაზი შვილი დეყოლებათ. აუცილებლად მე უნდა გამშობიარო. -არამგონია გამოვიდეს. მილანში ვაპირებთ გადასვლას. -იქაც მყავს ნაცნობები. ისე გოგო გინდათ თუ ბიჭი? -არ აქვს მნიშვნელობა. სწრაფად უპასუხა მან. -მგონია რომ გოგო იქნება. -ჰო ქალებს ინტუიცია იშვიათად გვღალატობს. მე დაგტოვებთ. როცა უკეთ იგრძნობ თავს მერე წადი. მე მისი გასვლისთანავე წამოვდექი ფეხზე. თმა მოვიწესრიგე ჩანთა ავიღე და ოთაცხიდან გამოვედი. ისიც უკან გამომყვა. -სახლამდე მიგიყვან. -არ მინდა. ჩემითაც მივალ. გავიბრძოლე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მის მანქანაში აღმოვჩნდი. - დღეს შენთან დავრჩები. არ მინდა მარტო დარჩე. -ჩემთან ნინა, მარტო არ ვიქნები და მაინც თუ რამე დამჭირდება რაულს დავურეკავ ან კიდევ რომელიმეს მე ხომ.... -გეყოფა, გეყოფა. უკვე აღარ შემიძლია. ვდარდობ, განვიცდი მაპატიე. მეტი რა გავაკეთო? მითხარი. ან შემირიგსი თუ მირიგდები ან... წინადადება არ დაამთავრა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მეც ტირილი ამიტყდა. მანქანა სადგომზე დააყენა და საზურგეს მიეყრდნო. ღვედი შეიხსნა და ჩემს სკამზე გადმოჯდა. გულზე მიმიკრა. მისმა სუნმა სასიამოვნოდ იმოქმედა ჩემზე. -ერთი თვე საკმარისია, იმისთვის რომ ადამიანმა დანაშაული გაითავისოს. მომეცი უფლება რომ გამოვისყიდო ის ყველაფერი რაც გატკინე. ზედ გადაყვები. შუაღამისას რომ მოგშივდება, ვის უნდა დაუძახო, ან ცუდა რომ გახდე ან არ ვიცი რამე. ნინა კარგი გოგოა ვიცი რომ მოგივლის, მაგრამ შენ რა გგონია მე მშვიდად დავიძინებ? მინდა რომ ყველაფერი ერთად გავიაროთ. -კარგი. -რააა? -კარგი. შევრიგდეთ. მაგრამ იცოდე ასეთი რამ თუ კიდევ განმეორდება. -დამიჯერე არასოდეს აღარ იქნება ასე. -წინაზეც ასე თქვი. -ვთქვი და შევასრულე კიდეც, ყველაფერს ჩამოვვშორდი. -გთხოვ ამაზე აღარ გვინდა. თავი დამიქნია. ნინა და მარკო ჰოლში იჯდნენ. რაღაც უცნაურად უყურებდა ჩემს მეგობარს. -ერთად მოხვეით და თან ერთმანეთიარ მოკალით. მარკომ გაიცინა. -შევრიგდით. ნინამ ტაში შემოკრა. - ასე არ ჯობია. თორემ დავიტანჯე. სულ შია, სულ წუწუნებს და კიდევ შენ სახელს იძახის ძილში. -ნინა! ყველამ გაიცინა , მე კი მსუბუქად წავარტყი თავში მეგობარს. -აუცილებლად უნდა წავიდეთ სადმე და ავღნიშნოთ. თქვა მარკო და თითი აწია.-ორსულმა გადაწყვიტოს მისი სიტყვა კანონია. -სადაც კარგი სუნია. გული რომ არ ამერიოს და არ ციოდეს. -ციოდეს? ზაფხულია საყვარელო. თბილად მითხრა მარკომ. -მე მცივა. -კარგი. მაშინ ტოსკანური ქათმის რულეტის საჭმელად წავიდეთ. თუ გინდა ბალიშებს წამოვიღებ რომ მოხერხებულად დაჯდე. ასეთ რამეებს ხო აკეთებებ. -რა გჭირს ბავშვს შენგან კი არ ველოდები. ყველას გაეცინა. მშვიდად ვივახშმეთ.უკანა გზაზე საჭესთან მარკო იჯდა წინა სკამზე კი ნინა. ჩვენ უკან ვიჯეექით. მე კლაუდიოს მხარზე ჩამომეძინა. მისი სხეულის სითბო და სუნი ჩემზე კარგად მოქმედებდა. მიუხედავად ყველაფრისა ჩემს არცერთ გადაწყვეტილებას არ ვნანობდი.. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა კარგი შეფასებებისათვის ცოტა პატარა თავია, მაგრამ მაინც არ მინდოდა ამათი განშორება დიდიხანს გამეწელა, არ გამკიცხოთ.მადლობა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.