შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულიერი გამოცდა (თავი 6)


15-03-2018, 01:54
ავტორი aanastasiaaa
ნანახია 1 380

დილას ადრე ავდექი, შხაპი მივიღე და მომზადებას შევუდექი. ვეცადე მეტად ფორმალურად ჩამეცვა. მუხლამდე სწორი კაბა ჩავიცვი, პიჯაკი მოვიცვი და თმა სანახევროდ შევიკარი. 9-ის ნახევარზე უკვე სკოლაში ვიყავი, დირექტორის კაბინეტთან.
- მოდი ლიზა, ეს 5 ა კლასია, შენ მათი დამრიგებელი იქნები. აი ეს ცხრილი შენ. კლასს თუ ვერ მიაგნებ, მანდატურებს კითხავ.
- დიდი მადლობა.
გავუღიმე ვაჟას და ჩემი კლასისკენ წავედი. ძალიან კარგ ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა. ყველამ თბილად მიმიღო. გაკვეთილზე სრული იდილია იყო. ყველაფერი კარგად გავაგებინე ბავშვებს. ვცდილობდი მთელი გული ჩამედო მასალის ახსნაში და მგონი გამომდიოდა კიდეც. ლექციები გვიან გადავიტანე, საბედნიეროდ აღარ მომიწევდა არც ნატას და არც გიოს ნახვა. ბავშვებმა კარგად გამიგეს. შუა გაკვეთილის პროცესში, ერთი ბიჭი შემოვიდა.
- უკაცრავად ცარცი გაქვთ?
იმდენად საოცრად მგავდა ბიჭი, პასუხი არ გამიცია დაბნეულობის გამო.
- ცარცს ხომ ვერ მათხოვებთ?
კითხვა გამიმეორა უცნობმა და ამავდროულად საოცრად ნაცნობმა.
- კი, აი ინებეთ
მივაწოდე ერთი დიდი ცარცი.
- გმადლობთ.
გაეცინა და კლასი დატოვა. ფიქრები უკუვაგდე და გაკვეთილის ჩატარება განვაგრძე.
ყველა კლასში კარგი დამოკიდებულება დავიმსახურე. დღეს 6 გაკვეთილს ვატარებდი. ბოლო გაკვეთილზე დირექტორმა შემოაღო კარები.
- აბა ბავშვებო, როგორ მოგეწონათ ლიზა მასწავლებელი?
- ძალიან
წამოხტა ერთი პატარა გოგო
- მშვენიერი. ლიზა შენ როგორ მოგწონს ჩვენი მოსწავლეები?
- საოცარი ბავშვები არიან.
ბავშვებს გავხედე და გავუღიმე. დირექტორი გავიდა. ჩვენ კი გაკვეთილის გამოკითხვა განვაგრძეთ. ლიკამ დამირეკა.
- ლიზ საღამოს ხო გამოხვალ?
- ლიკა სამსახურში ვარ ცოტახანში, დაგირეკავ
- აბა ზურამ არ მოსულაო.
- ჰო, მერე გეტყვი
ტელეფონი გავუთიშე და ისევ მოსწავლეებს მივუბრუნდი. გაკვეთილების დასრულების შემდეგ ჩემს კლასში ავედი. ბავშვები გავაცილე და სახლში წამოვედი. გზაში ლიკას დავურეკე.
- აბა ახლა მითხარი რა გინდოდა?
- საღამოს ბავშვები ვიკრიბებით ნიკასთან, ხო წამოხვალ?
- უნივერსიტეტს გვიან ვამთავრებ რვაზე და არამგონია.
- რა ახალ-ახალ ამბებს ვიგებ, ხო მშვიდობა გაქვს?
- კი, მერე გეტყვი.
- უნივერსიტეტთან მოგაკითხავ.
- კარგი ჰო
სახლში მოვედი ცოტა შევჭამე, შემდეგ მეცადინეობას შევუდექი. კარზე ზარია, სახლის მეპატრონე მოვიდა, ძალიან კარგი ქალია, სულ თბილად მექცევა.
- ლიზა შვილო რა ლამაზი ხარ, რა ხდება?
ეშმაკურად გამიცინა ირინა დეიდამ.
- მუშაობა დავიწყე სკოლაში და...
მეც გამეცინა.
- არ უნდა გეთქვა?
- ისე უცებ მოხდა ყველაფერი, მეც არ მაქვს ჯერ ბოლომდე გააზრებული. მათემატიკის მასწავლებელი ვარ.
თან ყავა და ტკბილეული გამომქონდა და თან ვუყვებოდი ახალ ამბებს.
- რა კარგია. უი იცი გუშინ ჩემი მეზობელი მეუბნებოდა ბავშვის მომზადება მინდაო და შენს ნომერს მივცემ, მეექვსე კლასელი გოგონაა. იქნებ აიყვანო? მეტი შემოსავალია.
ნუცას დედამ მალევე დამირეკა, კვირაში ორჯერ უნდა მომემზადებინა ნუცა მათემატიკაში. ეს კარგის მაჩვენებელი იყო. ირინა დეიდაც მალევე წავიდა. გამოცვლა დამეზარა, ამიტომ პირდაპირ წავედი უნივერსიტეტში ორმა საათმა სწრაფად განვლო. ლექციებს დიდი ინტერესით ვუსმენდი, არცერთ სიტყვას არ ვტოვებდი. მიყვარდა, როდესაც მეტსა და მეტს ვსწავლობდი ამ სფეროში. 8 საათზე გარეთ გავედი, ლიკას მანქანა ვერსად შევამჩნიე, ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე, რომ დამერეკა მისთვის, მაგრამ იქვე მაქსიმეს მანქანა იდგა. მისკენ წავედი.
- ამდენი ხანი სად ხარ?
მოჩვენებით გამიბრაზდა მაქსიმე.
- ბოდიში, არ ვიცოდი აქ თუ შენ იყავი.
- აბა ვის ელოდებოდა? მათე კი არ მოგაკითხავდა.
- არაა აუცილებელი ეს ირონია.
- რა ლამაზი ხარ
უცებ საასერიოზულა სახე მაქსიმემ.
- სადმე იყავი?
დაეჭვებულმა გამომხედა
- ჰო საქმეზე
მეც ინტრიგნული მზერა ვსტყორცნე.
- რაო რა საქმეო?
- მუშაობა დავიწყე.
- ეგ კარგია და სად?
- სკოლაში.
ალბათ ამას რომ ვამბობდი თვალები მიბრწყინავდა იმდენად მიხაროდა.
- მეც ჩამიტარებ ხოლმე გაკვეთილებს?
- გიჭირს მათემატიკა?
მთელი სერიოზულობით ვკითხე და ორივეს სიცილი აგვიტყდა. ასე სიცილ-სიცილით გავატარეთ მთელი გზა. ნიკასთან მალევე მივედით. კატო არ იყო, ცოტა ამოვისუნთქე. ჩემი ამბები, რომ გაიგეს ძალიან გაუხარდათ. მალევე დავაპირე წამოსვლა, რომ წამოვდექი მაქსიმეს ტელეფონი ამღერდა.
- ხო კატუს, კაი მოვდივარ.
- ლიზა თუ გინდა გაგიყვან.
- არა, იყოს.
გაღიზიანებულმა მივუგდე სიტყვა და წამოვედი. ფეხით მივუყვებოდი მეტრომდე გზას, მანქანით დამეწია მაქსიმე.
- ჩაჯექი, გაგიყვან.
- კატოსთან დაგაგვიანდება.
- არ შეგიძლია ის გააკეთო რასაც გეუბნები?
- არა
მგონი პირველად ვეწინააღმდეგებოდი ვინმეს. უბრალოდ მომაბეზრებელი იყო, ის, რომ ასე მანიპულირებდა ჩემით. მას არ ჰქონდა უფლება ასე მომქცეოდა. იმედი მოეცა ჩემთვის და ამავდროულად კატოსთან ყოფილიყო. მანქანა გააჩერა და ჩემსკენ წამოვიდა.
- ჩაჯექი ლიზა
უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.
- არა მეთქი მაქსიმე.
თვალი-თვალში გამიყარა. მეგონა მანქანაში ჩაჯდომას მაიძულებდა, თუმცა არა არ განძრეულა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ ნელ-ნელა მომიახლოვდა და თავისკენ მიმიზიდა. იმდენად დაბინდული მქონდა გონება არ შევწინააღმდეგებივარ. ტუჩებით ჩემს ტუჩებს შეეხო, ძალიან ნელა და ნაზად სწორედ ეს მაგიჟებდა და მაკარგინებდა გონებას. ისე ფაქიზად მაკოცა, რომ მეგონა მიწა გამომაცალეს, ფეხები მომეკვეთა და აზროვნების უნარი დავკარგე. არ გამიჩერებია და არც ავყოლილვარ. საოცარ გრძნობას ვყავდი შებყრობილი. მეგონა რომ ის ჩემი ნარკოტიკი იყო, რომლის გადაგდებაც დავაგვიანე. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე როცა მომშორდა და ისევ თვალებში შემომხედა შემოვტრიალდი და ნელი ნაბიჯებით განვაგრძე გზა.
- ლიზა ჩაჯექი გთხოვ.
მხოლოდ ეს გავიგე მაქსიმესგან, თუმცა აღარ გავჩერებულვარ. ის სარგებლობდა იმით, რომ მე უპატრონო ვიყავი. მას არ ვჭირდებოდი მე, მას მხოლოდ გასართობი, შემცვლელი გოგონა უნდოდა. მე კი ამისთვის კარგი კანდიდატურა ვიყავი. გული საშინლად მეწვოდა იმის წარმოდგენაზე, რომ მაქსიმემაც გამიმეტა. ისიც, ისე მექცეოდა როგორც უნდოდა და არა ისე როგორც მე მინდოდა. ამას აღარ დავუშვებდი. მას ჰყავდა კატო და მე ამ ორში არ ვიყავი საჭირო მესამედ.
სახლში მივედი თუ არა დაძინება ვცადე, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე. ავდექი და ყავა დავლიე. მთელი ღამე ასე ფხიზლად გავატარე. ვფიქრობდი ყველაფერზე, როგორ მოვედი აქამდე, რა გამოვიარე რატო და რანაირად. ბოლოს კი ისევ მაქსიმეს მივადექი. მაქსიმე იყო ის ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ დამანახა, მასწავლა, ბევრ რამეშიც დამეხმარა. ამავდროულად იყო ის ურჩხული, რომელმაც თავი შემაყვარა და ძირფესვიანად გაიდგა ფესვები ჩემში, სამუდამოდ...
გამთენიისას ჩამეძინა, ლიკას ზარმა გამაღვიძა
- ქალბატონო არ უნდა გეთქვა მაქსიმე, რომ მოგწონდა?
- დილამშვიდობისა ლიკუ, კი კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? ხო რავიცი არაფერს ვშვრები გამაღვიძე.
- ო, რა დროს ეგ არის, მე რა გკითხე და შენ რას მეუბნები?
- ოღონდ ახლა დამაძინე და იმასაც გეტყვი, როგორ მაკოცა.
- გაკოცა?
ლიკას ყვირილმა გადაფარა ყველანაირი ხმა. დიდხანს არ გაჩერებულა, ამიტომ გავუთიშე. ძილი ვეღარ გავაგრძელე ავდექი და მომზადება დავიწყე. სკოლაში თავის დროზე მივედი, გზაში ნანა დეიდას დავურეკე და ახალი ამბები მოვუყევი. დღეს 4 გაკვეთილი მაქვს, მაგრამ ჩემებს 5 ჰქონდათ, ამიტომ დაველოდებოდი მათ სამასწავლებლოში. დღემ ძალიან მალე ჩაიარა. მათემატიკის ახსნაში, დრო ისე მიქროდა, ვერც კი ვხვდებოდი. ჩემი გაკვეთილები, რომ დავასრულე სამასწავლებლოში შევედი და დივანზე ჩამოვჯექი.
- ლიზა ძალიან მერიდება, მაგრამ სათხოვარი მაქვს.
- დიახ, გისმენთ
გავუღიმე ხანში შესულ თანამშრომელს.
- აუცილებელ საქმეზე ვარ წასასვლელი, თორემ არ გთხოვდი, შეგიძლია ჩემს ნაცვლად შეხვიდე 12 ბ კლასში?
ცოტა დავფიქრდი არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი მეთორმეტე კლასში შესვლას და გაკვეთილის ჩატარებას.
- კარგი ბავშვები არიან არ გაგაბრაზებენ
- არ, არის პრობლემა
ზარი, რომ დაირეკა მათი ჟურნალი ავიღე და მეოთხე სართულისკენ დავიძარი. ოთახში შესვლის თანავე შევამჩნიე, ის ბიჭი, რომელმაც ცარცი გვთხოვა, ჰო ზუსტად ის, უცნობი რომ არის და ამასთანავე საოცრად ნაცნობიც. ყველას გავუღიმე მისალმების ნიშნად და ჩემს მაგიდას მოვუჯექი.
- თქვენ ახალი ხართ?
გაკვირვებულმა გოგონამ შემათვალიერა და ისე მკითხა.
- დიახ, მე გუშინ დავიწყე არ მუშაობა. კარგით ახლა სიას ამოვიკითხავ.
ბოლოში ჩემი გვარი მომხვდა
- ქალდანი ლუკა
არვიცი, რატომ, მაგრამ პირდაპირ მას გავხედე, რომელიც მე მგავდა. მართალი ავღმოჩნდი. ის იყო ლუკა. უცნაური გრძნობა დამეუფლა. იქნებ ის.. არა სისულელეა...
- კარგად ხართ?
ფიქრებიდან ლუკას ხმას გამოვყავარ.
- კი, გმადლობთ.
გაკვეთილის გამოკითხვას შევუდექი, ცუდი ნიშნები საერთოდ არ დამიწერია. ვცდილობდი კარგი შთაბეჭდილება დამეტოვებინა მათთვის. გაკვეთილი სწრაფად დასრულდა. ბავშვებმა საკლასო ოთახიდან გასვლა დაიწყეს.
- ლუკა შეიძლება ერთი წუთით?
- მე მეძახით?
გაუკვირდა მას, ჩემსკენ წამოვიდა და პირისპირ დამიჯდა.
- შეგიძლია მითხრა შენი მშობლების სახელები?
- არ მითხრათ, რომ ეს რაიმე კავშირშია მათემატიკასთან.
- არანაირი, უბრალო ინტერესის ბრალია.
- არ ვიცი რატომ უნდა გითხრათ, მაგრამ ჩემი რა მიდის. დედას ნინო ჰქვია, მამას კი ალექსანდრე.
- ალექსანდრე
ჩემთვის გავიმეორე. ამ სახელის გაგონებისას, ყოველთვის უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა ტანში.
- ქალბატონო ლიზა იქნებ მითხრათ რა ხდება?
- შეგიძლია წახვიდე ლუკა. ბოდიში და მადლობა
გავუღიმე და მეთვითონ დავტოვე საკლასო ოთახი. კიბეებზე ჩავდიოდი და თან მომხდარზე ვფიქრობდი. ამდენი დამთხვევა, თუმცა როგორ? დედაჩემს ქეთი ჰქვია, დედამის კი ნინო. ეს შეუძლებელია. სიმართლე რომც იყოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვინაა. მე მათ მიმატოვეს არც დედა მყავს და არც მამა. ყოველშემთხვევაში აქამდე თუ არ მყავდა არც შემდგომში მჭირდებიან. მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ ჩემი ბავშვები მელოდნენ. უცებ ავირბინე კლასში.
- მაპატიეთ ბავშვებო, კლასში მომიწია გაჩერება.
- რა პრობლემაა მას.
წამოხტა ანდრეა, ორი დღეა ვიცნობ ამ ბავშვს და ასაკთან შედარებით აშკარად ძალიან ჭკვიანი და სერიოზული ბიჭია.
ბავშვები გავაცილე, კლასი ჩავკეტე და ყველა ერთად ჩავედით ქვევით. თან მიყვებოდნენ დღეს ვინ რა მიიღო და სხვადასხვა მასწავლებლების პაროდიებს აკეთებდნენ. ბევრი ვიცინეთ. ჭიშკართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენ გზაზე წავედით. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბავშვები და მათთან ურთიერთობა. ტასოს მანქანა შევნიშნე.
- ე ტას მე მომაკითხე?
მანქანიდან გადმოვიდა ანასტასია და გადამეხვია
- ჰო აბა, საქმეზე ვიყავი და შემოგიარე.
- რა კარგი გოგო ხარ.
- თან ლიკუნა გველოდება კაფეში წამოდი.
უკვე ვგრძნობდი მომავალი საუბრის თემა რასაც შეეხებოდა. კაფეში მალევე მივედით მარტო ლიკა იყო. თან სალათს ვჭამდით და თან ვუყვებოდი მათ ჩემი და მაქსიმეს უცნაურ ურთიერთობაზე. აღფრთოვანებული იყვნენ ამ ისტორიით.
- რა მაგარია, მოშორდება კატოს.
- რა სისულელეა ლიკა? მე არ ვაპირებ მათ შორის ჩადგომას.
- ეს გოგო სულელია
დაასკვნა ტასომ
- გოგო ასეთ ბიჭს უშვებ ხელიდან?
- კაი რა ლიკა, ისიც ისე მექცევა, როგორც უნდა. ასე შეიძლება?
- არა, მაგაში მართალია ლიზა. ცუდად იქცევა მაქსიმე. ვაიმე კარებში დემეტრე და მაქსიმე არიან არ გაიხედოთ.
წაიჩურჩულა ანასტასიამ. რთული მისახვედრი არ იყო საიდან აღმოჩნდნენ ბიჭები მაინც და მაინც ამ კაფეში.
- ვა გოგოებო? აქ რას აკეთებთ?
დემე გადაგვეხვია ყველას.
- არ უნდა გეთქვა ლიკუ აქ რომ იყავით?
- ლიზას გავუარეთ სკოლაში მე და ტასომ და.
- ვინმე ხო არ გაბრაზებს ლიზ სკოლაში?
ისე გამიცინა მაქსიმემ თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს.
- მე უნდა წავიდე მოსწავლესთან, საღამოს გნახავთ.
გავუღიმე ყველას და იქიდან წამოვედი.
- მაქსიმე ასე, რომ არ შეიძლება გითხრა თუ ხვდები?
- ვიცი დემე, მაგრამ რა ვქნა?
- როგორც ვიცი არ შემოსულა ჯერ ორცოლიანობა საქართველოში.
- არ ვიცი რას ვგრძნობ. ვერ გავრკვეულვარ ჩემს თავში.
- ხოდა, რომ გაერკვევი მერე მიდი ლიზასთან. იქამდე კი საერთოდ ნუ გაეკარები. არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა და ახალგაზრდობასაც ნუ დაუნგრევ, ნუ მოიქცევი მათესავით, მგონი მეტი კაცობა გაქვს.
დაასრულა მონოლოგი დემემ და კაფე ყველამ ერთად დატოვა. ამასობაში მე ჩემს მოსწავლესთან ვიყავი, ნუცა ძალიან ნიჭიერი გოგონა აღმოჩნდა, უბრალოდ საკმაოდ ზარმაციც. მალევე გავაგებინე გაკვეთილი და დამატებით სავარჯიშოებიც გავაკეთეთ. იქიდან პირდაპირ უნივერსიტეტში წავედი, ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდებოდა. დღეს ორი ლექცია მაქვს 9-ზე ვამთავრებ. დრომ მალე გაირბინა, წიგნებს ვუყურებდი და ისე გავდიოდი გარეთ. ვიღაცას შევეჯახე.
- უკაცრავად
მხოლოდ ახლა ავწიე თავი, მათე იყო.
- შენთან დაჯახებაც კი დიდი პატივია ჩემთვის
ირონიულად მიმზერდნენ მისი თვალები. ვეცადე გამეარა, მაგრამ მისმა უხეშმა ხელებმა შემაჩერეს.
- გამიშვი ხელი.
- როგორ მიყვარს იცი, რაღაცას რომ მეხვეწები და მთხოვ?
- ავადმყოფი ხარ?
ვცდილობდი ნერვები, მაინც მომეშალა მისთვის.
- არ გინდა დაუმთავრებელი საქმე, ბოლომდე, რომ მივიყვანოთ?
როგორც კი მივხვდი, რას გულისხმობდა მაშინვე ვცადე ხელი გამომეგლიჯა მისი ხელებისგან, მაგრამ უფრო და უფრო მიჭერდა ხელებს. უკვე ვიცოდი, რომ ჩალურჯებები არ ამცდებოდა, თუმცა ახლა ამას საერთოდ არ ვჩიოდი მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ აქედან უნდა გავქცეულიყავი. ტერიტორიის მოთვალიერების თანავე დავინახე მაქსიმე, როგორ გადმოდიოდა გამწარებული მანქანიდან. ოღონდ ეს არა. არ მინდოდა მას ჩემს გამო რამე მოსვლოდა. სწრაფად გამანთავისუფლა მათეს მკლავებიდან.
- ლიზა მანქანაში დამელოდე.
- რაო ლიზ? ახლა ეს გყავს? შემდეგი ვინ არის?
ამის მოთმენას აღარ აპირებდა მაქსიმე, მთელი ძალით გაარტყა მათეს სახეში მუშტი. ვცდილობდი რაიმეთი გამეჩერებინა, მაგრამ ჩემი ხმა არ ესმოდა, ბოლოს ხელი ხელზე მოვკიდე მაქსიმეს და თვალებში შევხედე.
- აღარ დაგინახო მის სიახლოვეს, წავედით ლიზა.
მანქანაში ჩამსვა მაქსიმემ და მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს.
- დაწყნარდი ლიზა, ნუღარ ნერვიულობ
თან ჩემი ხელი ეჭირა და თან ისე მართავდა მანქანას.
- იქ საიდან აღმოჩნდი?
- შენთან მქონდა სალაპარაკო, საბედნიეროდ მოვედი თორემ ღმერთმა იცის რა მოხდებოდა.
- მადლობა შენ, რომ არ ყოფილიყავი.
- გაჩერდი ლიზა, დაივიწყე რაც იყო, მოდი სადმე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.
უხმოდ დავუქნიე თავი, მყუდრო ადგილას მიმიყვანა
- ლიზა ბოდიში მინდა, რომ მოგიხადო გუშინდელისთვის.
- შენ თვლი, რომ ის შეცდომა იყო...
- მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ ლიზა და რაც მინდა ის შეცდომა არასდროსაა. ძალიან შეგაშინა მათემ?
- არც ისე ძალიან, როგორც მაშინ.
- ნუ იხსენებ იმას რაც წარსულში იყო..
- რთულია იმის დავიწყება რაც წარსულში იყო..
მძიმედ ამოვისუნთქე და მაქსიმეს მხარს ჩამოვადე თავი. მხოლოდ მის გვერდით ვგრძნობდი თავს უსაფრთხოდ, მხოლოდ მას შეეძლო ჩემი დაცვა. ჩემს საქციელზე მაქსიმეს გაეღიმა და მანაც თავი მომადო. მეტი რა მინდოდა ბედნიერებისთვის? არც არაფერი მთვარი მაქსიმეს ყოფნა იყო ჩემს გვერდით.



№1  offline წევრი mia15

ძალიან საინტერესო და კარგი ისტორია.მომწონს და ველი შემდეგ თავს.მალე დადე

 


№2  offline წევრი naniko mindia

Kargi istoria❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️warmatebebi
--------------------
lomidze

 


№3  offline წევრი aanastasiaaa

mia15
ძალიან საინტერესო და კარგი ისტორია.მომწონს და ველი შემდეგ თავს.მალე დადე


მადლობა შეფასებისთვის ❤

 


№4  offline წევრი მართაა

ძალიან კარგი იყო <3 მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3 წარმატებები......

 


№5  offline წევრი aanastasiaaa

მართაა
ძალიან კარგი იყო <3 მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3 წარმატებები......


მადლობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent