შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულისფერი (ნაწილი 1)


15-03-2018, 19:13
ავტორი tamarka
ნანახია 1 384

თვითმფრინავი წარმატებებით დაჯდა ასაფრენ ბილიკზე და მემგონი ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს დავფიქრდი რა დამთავრდა და რა იწყებოდა.
თვითმფრინავიდან გადმოსივლისასაც კი მივხვდი რომ ჰაერსაც სხვა სურნელი ჰქონდა და იმაზე ფიქრი რომ მეტჯერ ვერ ვნახავდი და ვერ ვიგრძნობდი უფრო მეტად მიღებდა ბოლოს ვიდრე ის, რაც წინ მელოდა.
***
საქართველოში ჩამოსვლის პირველი თვე უქმად გავატარე. სამსახურის გარდა აზრიანი არაფერი გამიკეთებია. იყო რამდენიმე გოგო თუმცა მე აქ სერიოზული ურთიერთობისთვის არ ვარ სულ ეს აზრი მიტრიალებდა და შესაბამისად კონკრეტულ საზღვარს არ გასცდენია.
სასტუმროს ნომერში მარტო ვცხოვრობდი და დიდად არ მაწუხებდა თუ ვინმეს ეძინებოდა გვერდით. სამსახურის და გართობის გამიჯვნა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე როცა თექვსმეტი წლის ასაკში ოჯახში გამოვაცხადე რომ ამერიკაში გადავდიოდო საცხოვრებლად. რეაქცია საკმაოდ მწვავე იყო.კი, ამ გადმოსახედიდანაც ვფიქრობ რომ გავრისკე და ამ რისკმა განსაზღვრა ჩემი ცხოვრების რიტმი.
უცნაურ გარემოში ვიყავი როცა პირველად მისი სურათი ვნახე და რეაქცია რაც მქონდა ერთობ უცნაური იყო ჩემთვის. აზიური სახის ფორმების, ყინულისფერი თვალებით და უზომოდ დიდი იასამნისფერი აურით. იმდენად ბევრ დადებით ენერგიას ასხივებდა შეუძლებელი იყო სურათიდანაც არ გეგრძნო.
დიდი დრო დამჭირდა იმისთვის რომ შეხვედრაზე დამეთანხმებინა და მერე გავაანალიზე რაშიც იყო საქმე.
მისი სახელი-თამარა. არც მოკლე არც ზედმეტად გრძელი. არ არის ისეთი უბრალო როგორიც ანა ან მარიამი და არ არის ისეთი გადაპრანჭული როგორიც მარგარიტა, ვიქტორია ან ელიზაბეტი. პირველივე შეხვედრაზე მთხოვა სახელი არ შეამოკლო და როგორც რუსების უმეტესობა ტომას ნუ დამიძახებო.
შეუძლებელ იყო თვალებში გეყურებინა და არ დასთანხმებოდი. ლურჯი, არა მემგონი ნაცრისფერი უფრო იყო მისი თვალები. მაგრამ რაც არ უნდა იყოს ყველაზე მეტად ალბათ ყინულისფერი უხდება მის სულის სარკეს.დროთა განმავლობაში მოვხვდი რომ ყველა სხვადასხვანაირად ხედავდა მის თვალებს, ისევე როგორც ყინულს. ზოგმა თქვა გამჭვირვალე თვალები აქვს, რომ უყურებ გეგონება სულს ამოგაცლისო. ზოგმა თქვა ისეთი თვალები აქვს მაგას ობობაც არ ეყოლება მოკლულიო. თუმცა მათ რეალურად არ იცოდნენ თამარას შინაგანი სამყარო. ცხოვრებაში ბევრი ქალი მინახავს, უფრო მეტი თვალი მაგრამ მსგავსი ჯერ არ შემხვედრია.
სახე უზომოდ დახვეწილი ნაკვთებით იყო შემკული. მოკლე, აპრეხილი ცხვირი ჰქონდა. სისხლისფერი მუდამ მოელვარე დაბუშტული ტუჩები. მრგვალი ლოყები, რომელიც დილით ისეთი ვარდისფერი ჰქონდა ვერასოდეს ვიგებდი რატომ იფარავდა მაკიაჟით.
სახეს უდიდეს ეშხს, დახვეწილობას და ელეგანტურობას სძენდა მრგვლად შეჭრილი წინამო. რომელიც ბოლოებში შედარებით გრძელი იყო და შეუძლებელს ხდიდა თვალი მოგეწყვიტა მისი სახიდან.
ბევრი ქალის სახე მინახავს თუმცა იშვიათად გვხვდება რომელშიც თავიდანვე ვერ კითხულობ ელეგანტურია თუ სასტიკად მაცდური და საყვარელი როგორც იაპონური კომიქსების გმირი.
ჰო, სხეული მართლაც მანგასავით ცხელი და წვნიანი ჰქონდა. თხელი იყოთქო რომ ვთქვა თქვენც მიხვდებით რომ შეუძლებელია. გამოყვანილი წინ წამოწეული და წამოსკუპებული მკერდი ჰქონდა. წელი მკვეთრად გამოკვეთილი.ხორციანი გვერდები, და მომცრო ზომის მრგვალი უკანალი. გრძელი, სწორი, დაოდნავ დაკუნთული ფეხები. იმდენად თეთრი იყო, რომ თვითონვე მოგაგონებდათ თოვლს. უცნაური იყო რომ სიბნელეში თითქოს სითეთრისგან ანათებდა და ხედავდი სად იყო და რას აკეთებდა.
პირველივე ნახვისას შეგრძნება დამეუფლა რომ მინდოდა მომეარა და მეზრუნა მასზე. შეუძლებელი იყო სხვანაირად გეფიქრა თუ კარგად არ დააკვირდებოდი. დროთა განმავლობაში მივხვდი,რომ წარსულის დამსახურება იყო მისი სახის ასეთი ორსახოვანი გამომეტყველება და ყველა ხედავდა იმას რისი დანახვაც უნდოდა.
ნახვამდე რამდენჯერმე საკმაოდ ვრცელი სატელეფონო საუბარი გვქონდა და ვშიშობდი, რომ სტანდარტული ერთი ღამის გართობას არ გასცდებოდა.
„რას იტყვოდი შეხვედრა რომ შემომეთავაზებინა?“- ალბათ ერთსაათიანი მორიგი საუბრის მერე ვკითხე. გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც გააზრებულად გამომივიდა, სწორედ მას შემდეგ რაც საათს შევხედე და მივხვდი რომ უკვე ოთხს გადასცდენოდა.
„მირჩევნია ჯერ კიდევ მეტი რამ გავიგო შენზე და მერე გადავწყვიტოთ ღირს თუ არა“.-ეს მითხრა და აშკარად გვერდი შეიცვალა და გადაბრუნდა.
„კიდევ რისი ცოდნა გჭრდება იმისთვის, რომ მნახო? არ გაძალებ უბრალოდ უკვე იმდენი ხანია ვლაპარაკობთ სურვილი მაქვს გნახო.“-მივანიშნე, რომ ჩემი თხოვნა გულწრფელი იყო.
„ორივეს გრაფიკი ისეთი დაკავებულია ეჭვი მეპარება სადმე შეხვედრა შევძლოთ“-მითხრა და დამელოდა რას ვეტყვოდი
„იდეა მაქვს და შეგიძლია იფიქრო ამაზე. სასტუმროს რესტორანში შევხვდეთ. ვახშამი ჩემზე იყოს და პლუს ტრანსპორტის ხარჯი.“
„სასტუმროებში და სახლებში არ დავდივარ თითქოს გოგონა გამოძახებით ვიყო“.- ღიმილშერეული ცინიზმი იგრძნობოდა მის ნათქვამში.
„ბოზები ყველგან დადიან. ამიტომ ეგ მიდგომა თავიდან ამოიგდე”.-ვუთხარი მე და დავრწმუნდი, რომ კიდევ ერთხელ მივანიშნე შემხვედროდა.
კიდევ რამდენიმე საათი დამჭირდა იმისთვის რომ დამეთანხმებინა. თუმცა საბოლოოდ წარმატებით ჩავაბარე გამოცდა და შევხვდით.
სასტუმროს მისამართი მივწერე და 7 საათზე უკვე რესტორანში ვიჯექი. მანამდე გამზადებული შოკოლადებით სავსე ყუთი მაგიდაზე დავდე და მოსვლისას პირდაპირ მივაჩეჩე. გაუკვირდა და გახსნის შემდეგ გაუხარდა კიდევაც ყურადღება.
მოკლე ტყავის შორტი ეცვა, წითელი ზონრებიანი ზედა და დიდი ქურთუკი. ამ ერთგვარ სპორტულ სტილს აბალანსებდა ქუსლიანი ფეხსაცმელი და მხარზე გადასაკიდი პატარა ჩანთა.
იმდენად სასიამოვნო სურნელი უდიოდა თითქოს ხილული გამხდარიყო თუმცა მერე გავაანალიზე, რომ ეს სუნიც კი მენატრებოდა.
„თამარა ,თამარა- ღიმილით ვუთხარი და დასაჯდომად სკამი გამოვუწიე.“-
გამიღიმა თუმცა არაფერი უთქვამს.
ბევრ თემას შევეხეთ და ზოგადი წარმოდგენა იმდენად დადებითი მქონდა ერთის მხრივ შეუძლებელი მეგონა რამე შემცვლოდა.
დიდი ხანი არ დარჩენილა და სახლში მარტო წავიდა. ფიქრები ისე ამეშალა მთელი ღამე არ მეძინა. 20 წლის იყო. თუმცა არ ეძებდა ახალგაზრდა მდიდარ პრინცს,რომელიც 25 წლის იქნებოდა და ეყოლებოდა მანქანა,სადმე აგარაკი და პლუს ზაფხულის ან სამთრის აპარტამენტი რომელიმე კურორტზე. ბიჭს რომელიც უზარმაზარ ვარდების თაიგულს აჩუქებდა რომანტიკული წარწერით,იმისთვის რომ მის სახეზე ღიმილი დაინახოს. აჩუქებდა რამდენიმე დღის წინ გამოსულ ახალ აიფოუნს. იცოდა რომ არც ის იყო კარენინა და არც წიგნის გმირს ეძებდა. ოჰ, ღმერთმანი არც იფიქროთ რომ ეს მეჩვენებოდა,არც იფიქროთ რომ რამს ვაჭარბებ.
ვერ იტანდა ტაქსებს და ფეხით სიარულზე მეტად ალბათ მხოლოდ წითელი ღვინო უყვარდა. დროთა განმავლობაში გავაანალიზე, რომ ჩემთვის იცვამდა ასე. იმისთვის რომ ჩემი რეაქციები დაეჭირა და ეჭვი მაქვს იმდენად მძაფრად აღიქვამდა ამ ყველაფერს ჩემს გვერდითაც რომ იწვა სწორედ იმ ემოციებზე ფიქრობდა.სად აღარ წამიღო ფიქრებმა და ბოლოს მიღებდა ის ფაქტი,რომ ვერავის ვუყვებოდი.
მეორე დღე ორივეს მძიმე გვქონდა და შეხვედრა შეუძლებელი იყო თუმცა საღამოს საკმაოდ დიდი ხანი ვილაპარაკეთ.
„დღე მძიმე იყო თუმცა ამაზე მძიმეც ყოფილა“.-ეს მითხრა და ჩაი მოსვა.
„ჩემიც არანაკლები იყო“.-პაუზის მერე გავაგრძელე საუბარი.“სასტიმროს პერსონალის დამოკიდებულება იმდენად საინტერესოა მას შემდეგ რაც ერთად ვივახშმეთ მგონია რომ ვიღაცამ შეულოცა.“
ნაზად ჩაიცინა და მითხრა რომ მსგავსი რაღაცებისგან შორს იყო. ხუმრობა იყო თუმცა მიმღების გოგოები თვალებს აღარ მიჟუჟუნებდნენ და აღარც თავზე მევლებოდნენ.
„ხვალ საღამოს გვიან ვამთავრებ მაგრამ თუ გინდა შევხვდეთ სადმე.“ -შევთავაზე და თითქმის გადავაჯვარედინე რომ ჩემი შეთავაზება მიეღო.
„შეიძლება თუ ძალიან არ დავიღლები.“
„ჰო რა თქმა უნდა. ადგილი მოიფიქრე და წავიდეთ.”
მეორე დღეს ერთად გავედით ფრანგულ საცხობში თუმცა გვიანი იყო და დიდი ხანი ერთად არ ვყოფილვართ. შეხვედრა ერთობ საინტერესო იყო. ღმერთმანი მაოცებდა ამ პატარა გოგოს ერუდიცია და თავაწყვეტილი ვნებათა ერთობლიობა.
როგორც ყოველთვის ბევრ თემას შევეხეთ. მის წარსულს და მომავალს. სულ მიმეორებდა ჩემმა წარსულმა ბევრი რამ განაპირობა და იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები რომლებიც წარსულიდან წამოსულ ძაფს ვერ წყვეტენ და მასთან ერთად აგრძელებენ ცხოვრებასო. ვერ ვიგებდი იქამდე სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი და მაშინ გავაანალიზე რომ ჩემთვის იდეალთან მიახლოვებულ თამარასაც ჰქონდა ნაკლი და ეს მისი წარსული იყო.
”რამდენჯერმე გითხარი მეგობრები არ მყავსთქო და არ მიხუმრია. ამიტომ უცხოებთან ჩემთვის ზედმეტან სენსიტიურ თემებზე საუბარიც არ მერიდება.მეგობრული ურთიერთობები მწყურია და ამისთვის ენერგიას არ ვიშურებ თუმცა ბოლოს მაინც მარტო მე ვრჩები ისევ ჩემთვის შექმნილ ურთიერთობასთან. ისინი გივიწყებენ და ამას კანქვეშ გრძნობ და ისევ სევდა გიტევს და ისევ ნულიდან იწყებ. არა,ნულიდან დაწყება სულაც არაა საშიში. საშიშია ის რომ იგივე განმეორდება და ისევ უნდა მეტკინოს.“-ეს მითხრა და ნაზად მოსვა წითელი ღვინის ბოლო ყლუპი. სკამი ოდნავ უკან გაწია. ღიმილით მითხრა წავიდეთო და რამოდენიმე წუთში უკვე გარეთ ვიყავით. რაღაც პერიოდი მეგონა რომ მისი ეს გულწრფელობა წითელი ღვინის დამსახურება იყო თუმცა მერე მივხვდი რომ უბრალოდ სიახლოვეს გრძნობდა და ჩემი წასვლითაც გულს ვატკენდი.
ხმა არ ამოუღია სიგარეტი ამოიღო და მოკიდებას აპირებდა როცა თითქოს წამოვიყვირე.
„არ მოწიო ჩემთან ერთად.“
„არ გინდა გოგონა რომელიც თან გახლავს ეწეოდეს?“-პატარა პაუზის მერე განაგრძო.-„ოხ ეს კავკასიური სისხლის ყივილი...“
”არა. სისხლი არაფერ შუაშია. შენ სურნელს იპარავს და თამბაქოს სუნი არ უხდება შენ თმას და კანს.“
აღარ მოუკიდებია და თავისი ყინულისფერი თვალები მომანათა. ცდუნებას ვერ გავუძელი და ვაკოცე. არასოდეს მიგრძვნია ასეთი ცხელი და არომატული გემო. კოცნაშივე იგრძნობოდა რამხელა ენერგია იმალებოდა ნაზი კანის შიგნით და იმ წუთში ამ ენერგიის ამოფრქვევა კოცნის სახით მოხდა. ერთიანად დამიარა ტვინიდან ფეხის ფრჩხილამდე და გამომასულელა. გაჩერება არ მინდოდა თუმცა არც ის მინოდა ჩემი დაუშრეტელი სურვილი ეგრძნო და ამით ხაზი გამესვა, იმისთვის თუ რამდენად მინდოდა მასთან ერთად ყოფნა.



გთხოვთ დააკომენტაროთ გსურთ თუ არა რომ გავაგრძელო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent