შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ძალაუფლება (2)


15-03-2018, 21:13
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 423

თავი 2

-დროა სახლში წაგიყვანო-ნოას ხმაში სინანული იგრძნობოდა, თითქოს კეტრინთან განშორება არ სურდა, ამ სრულიად უცნობი ახალგაზრდა გოგონას გვერდით თავს კვლავ ცოცხლად გრძნობდა და ეს სწორედ ის იყო რაც ათასი წლის მანძილზე ყველაზე მეტად აკლდა
-მაგარია როგორც იქნა ჩემს ნამდვილ ოჯახს შევხვდებით
-რადგან ასე გინდა მათი გაცნობა, მაქანაში ჩაჯექი დროა მათთან მიგიყვანო
-იქნებ ფეხით წავიდეთ, თან ქალაქსაც დავათვალიერებდი
-დარწმუნებული ხარ?! კეტრინ ამ ქალაქში ჩვენნაირები არ მეგობრობენ
-ვერ ვიტან სტერეორიპებს-კეტრინმა თავისდა გაუცნობიერებლად ნოას ხელი ჩაჰკიდა-წამოდი ქალაქი დავათვალიეროთ
-როგორც გინდა ძვირფასო-ნოა და კეტრინი ქალაქის ქუჩას გაუყვნენ, გამვლელები მათ აშტერდებოდნენ და ერთმანეთში რაღაცას საუბრობდნენ, თუმცა კეტრინისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა რადგან სალემის სილამაზით იყო მოხიბლული, თუმცა ეს ხომ სალემია ამიტომ უწყინარი ქალაქში გასეირნების მცდელობა არც ისე უწყინარი გამოდგა
-დილა მშვიდობისა მისტერ ჰარის, ეს ვინ არის შენი ახალი გასართობი თუ საუზმე?!
-ეს თქვენ არ გეხებათ მისტერ ანდერსონ-ნოა ინსტინქტურად ჩადგა კეტრინსა და მაიკლ ანდერსონს შორის
-ცდები სისხლის მსმელო, ამ ქალაქში ყველაფერი მე მეხება განსაკუთრებით მაშინ როცა ქალაქის უძველესი ვამპირი თინეიჯერ გოგოსთან ერთად ცენტრალურ ქუჩაზე სეირნობს, თუმცა გაგიმართლა რომ ახლა შენი მოკვლა არ შემიძლია-მაიკლმა ნოას და კეტრინს გვერდი აუარა და გზა განაგრძო
-ეს ვინ იყო?
-ეს მაიკლ ანდერსონია, მონადირეთა ოჯახის ერთ-ერთი ლიდერი. აქ უსაფრთხოდ არ ხარ აჯობებს სახლში წაგიყვანო-ისინი სწრაფი ნაბიჯით გაემართნენ კეტრინის სახლისკენ, ცოტა ხნიანი სიარულის შემდეგ ნოა უზარმაზარ სახლთან შეჩერდა-მოვედით-კეტრინმა გაოცებისგან პირი დააღო
-ეს ჩემი სახლია?! მაგარია.
-აჯობებს შიგნით შეხვიდე
-შენ არ წამოხვალ?
-ამ სახლში ვამპირებს შესვლა არ შეუძლიათ, რადგან სახლი ჯადოქრების მიწაზეა
-არ ვიცი ეგ რას ნიშნავს, თუმცა ის გასაგებია რომ სტუმრად არ მოხვალ, ნოა შენი სახლი სად არის?-ნოას გაეღიმა
-გზის გადაღმა
-ანუ ჩემი სახლის მოპირდაპირედ ცხოვრობ, ეს უცნაურია თუმცა ამასთანავე სასიამოვნოც
-კეტ ჩემო გოგონა შენ აქ ხარ-სახლიდან ამელია გამოვიდა შვილთან შესახვედრად
-დედა დამშვიდდი მე კარგად ვარ
-შე ნაძირალავ ახლავე მოშორდი ჩემს ქალიშვილის-ამელიამ ზიზღით შეხედა ნოას
-დედა უხეშობა რა საჭიროა ნოამ სახლამდე მომაცილა
-საჭიროა რადგან, რომ არა ეს მონსტრი ახლა უსაფრთხოდ იქნებოდი
-ხო მართალია რომ არა ნოა ახლაც ტყუილში მაცხოვრებდი, ნოა მაპატიე დედაჩემის უხეშობის გამო, შეხვედრამდე-კეტრინმა დედას ცივი მზერა მიაპყრო და სახლში შევიდა, თუმცა რა სახლი, იქაურობა სასახლეს ჰგავდა, თავი ისტორიის მუზეუმში გეგონებოდათ
-აი ისიც ჩემი მშვენიერი გოგონა-კეტრინს მისაღებ ოთახში შუა ხნის ქალბატონი შეხვდა-ჩემო ლამაზო როგორ გაზრდილხარ
-კეტ ეს ბებიაშენი ელისონ ბლეიქია
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო
-შვილო გთხოვ ბებია დამიძახე, სიმართლე გითხრა ერთი დღის წინ მეგონა ისე მოვკვდებოდი რომ ჩემი დაღუპული ვაჟის უკანასკნელ დანატოვარს ვერგავიცნობდი
-ბებია-ნელა წარმოთქვა კეტრინმა ეს სიტყვა-ბებია ელისონ სასიამოვნოა შენი გაცნობა-გოგონა ბებიას მაგრად მოეხვია, ქალმა ცრემლების შკავება სცადა თუმცა უშედეგოდ
-მიხარია რომ აქ ხარ, იმედია იმ მონსტრმა არაფერი დაგიშავა
-ნოაზე ამბობ?! ნუ ღელავ ბებია ის მშვენიერი თანამგზავრია, აქ ჩამოსვლამდე დრო სასიამოვნოდ გავატარე-ელისონ ბლეიქს სახე შეეცვალა და სასწრაფოდ ამელიას მიაპყრო გამჭოლი მზერა
-დამშვიდდი ბებიამ დედამ მომცა ვერბენიანი ყელასაბამი რომელიც ვამპირს ჩემს გონებაში შემოჭრის უფლებას არ მისცემს, რაც ვთქვი ეს მთლიანად ჩემი აზრი იყო
-კი მაგრამ შვილო ხომ იცი ვამპირები და ჯადოქრები ვერ იმეგობრებენ
-სიმართლე გითხრა არ ვიცი ბებია, რადგან ოცდაოთხი საათის წინ წარმოდგენაც არ მქონდა რომ ოჯახი მყავდა რომელსაც ასეთი ისტორია აქვს, ჩემმა საყვარელმა დედამ იზრუნა იმაზე რომ თვრამეტი წელი ტყუილში მეცხოვრა, ახლა კი თქვენის ნებართვით მგზავრობამ დამღალა და დასასვენებლად წავალ
-რა თქმა უნდა ძვირფასო, ბეტ კეტრინი თავის ოთახამდე მიაცილე
-გამომყევით მის კეტრინ-მოახლე გოგონა კეტრინს ოთახში შეუძღვა რომელიც განსხვავდებოდა სახლის დანარჩენი ნაწილისგან, ის ელისონმა სპეციალურად გადააკეთა კეტრინისთვის, საწოლთან კი პატარა ჩარჩოში ჩასმული ფოტო იდგა, რომლეზეც წყვილი იყო ბავშვთან ერთად აღბეჭდილი. კეტრინი უფრო ახლოს მივიდა ფოტოსთან და ჩარჩოს კუთხეში წარზერა ამოიკითხა „სამუდამოდ შენთან“
-ბეტ ვინ არის მამაკაცი სურათზე?
-მის კეტრინ ეს მამათქვენი დევიდ ბლეიქია
-ეს მამაჩემია-კეტრინი სურათს დაჟინებით დააცქერდა თითქოს ცდილობდა სურათის საშვალებით მეტი გაეგო მამაზე რომლის შესახებაც დედა არასდროს უყვებოდა
-მის კეტრინ თქვენი ყველა ნივთი აქ არის, ქალბატონმა ამელიამ თქვა რომ მათ თავად დაალაგებდით ამიტომ ჯერ კიდევ ყველაფერი ყუთებსა და ჩემოდნებშია-ბეტმა კარადის კარი გამოაღო-ეს კი თქვენი კაბაა
-კაბა რაში მჭირდება ?
-ეს წარდგენის საღამოზე უნდა ჩაიცვათ
-რაზე უნდა ჩავიცვა?-კეტრინი გაკვირვებული უყურებდა მის წინ მდგომ გოგონას
-მის კეტრინ თქვენი ოჯახი ქალაქის ერთ-ერთი პატივსაცემი ოჯახია, ამიტომ ქალბატონმა ელისონმა გადაწყვიტა საღამოს დიდი წვეულება მოაწყოს სადაც თქვენს თავს ყველას გააცნობს-კეტრინმა ისე დატოვა ოთახი ბეტს საუბარი არ დაასრულებინა, მან სწრაფად ჩაირბინა კიბეები და მისაღებში შევიდა
-ჩემთვის როდის უნდა გეთქვათ რომ ცირკის მაიმუნივით მიპირებდთ ქალაქის ელიტის წინ ჩამოტარებას
-კეტ შვილო ეს აუცილებელია, ქალაქში უნდა იცოდნენ რომ ბლეიქების ერთადერთი მემკვიდრე დაბრუნდა
-მართლა დრედა?! ქალაქმა ისიც ხომ არ უნდა იცოდეს რომ მე ერთი დღის წინ წარმოდგენა არ მქონდა ამ ქალაქის არსებობაზე
-კეტრინ ჩემო გოგონავ, შენ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ როგორც ჩვენს ოჯახში ისევე მთელს ქალაქში, სწორედ ამიტომ ყველამ უნდა გაგიცნოს
-იქნებ გაცნობამდე ჩემთვის ის მოგეყოლათ რატომ ვარ ასეთი მნიშვნელოვანი
-ჯერ ამის დრო არ არის, მზად არ ხარ როცა დრო მოვა ყველაფერ მოგიყვები ძვირფასო-ელისონმა შვილიშვილის დამშვიდება სცადა
-მაგარია თქვენ არაფერს მიყვებით მე კი თქვენი მითითებები უნდა შევასრულო, იცით რა ყველანი ჯანდაბაშიც წასულხართ, მე არავის სათამაშო არ ვარ-კეტრინმა ქურთუკს დაავლო ხელი და სახლიდან გავიდა, ამელია და ელისონი უკან გაჰყვნენ, გოგონამ ქუჩა გადაირბინა და ნოას სახლის კარზე დააკაკუნა, ამის დანახვამ ამელია შოკში ჩააგდო
-გამარჯობათ ნოა ჰარისს ვეძებ
-მეგობრებო ერთი ამას შეხედე ჩვენს კართან პატარა ალქაჯი დგას, როგორი გამბედვი ყოფილხარ რადგან აქ მოხვედი ხომ იცი რომ შენი მოკვლა ერთ წამში შემიძლია
-სანდრა ახლავე შეწყვიტე-სახლიდან ნოას ხმა გაისმა
-შენ რა სულ შეიშალე, ის ჩვენი მტერია როგორც კი შანსი მიეცემა მოგვკლავს, ამიტომ აჯობებს ეს ჯერ ჩვენ გავაკეთოთ
-მე მგონი გასაგებად ვთქვი რომ მისთვის თავი დაგენებებინა-სანდრას ნოას საქციელი არ მოეწონა, თუმცა მის წინააღმდეგ წასვლა არ შეეძლო ამიტომ უკან დაიხია
-მაპატიე არ ვიცოდი სხვაგან სად წავსულიყავი
-ყველაფერი რიგზეა კეტრინ როცა გინდა ჩემთან მაშინ შეგიძლია მოხვიდე
-მგონი ასე არ არის რადგან შენს შეყვარებულს ჩემი აქ ყოფნა არ მოეწონა
-სანდრა ჩემი შეყვარებული არ არის, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ-ნოამ კეტრინი სახლში შეიპატიჟა-რას დალევ?
-არაფერს მადლობა, ალკოჰოლი და მე ცუდი მეგობრები ვართ
-როგორც გინდა, მომიყვები რა გაწუხებს?
-ჩემი ოჯახი სხვა რა უნდა მაწუხებდეს, მათ უნდათ რომ ყველა მოთხოვნა უსიტყვოდ შვასრულო და ამასთან ერთად ჩემთვის არაფრის მოყოლას არ აპირებენ
-ჯადოქრებს ყოველთვის უყვარდათ საიდუმლოებები, ცოტა მოითმინე და ყველაფერს გაიგებ
-ნუ იცავ მათ, ამ ყველაფერთან ერთად დღეს წარდგენის ცერემონიას აწყობს ბებიაჩემი, მე კი უნდა მივიდე და უცნობ ადამიანებს მთელი საღამო გავუღიმო
-ეს აუცილებელია, ქალაქში უნდა იცოდნენ ვინ ხარ, რომ ზედმეტი კითხვების დასმა შეწყვიტონ.
-ანუ შენც მათ მხარეს ხარ
-ამ საკითხში მხარე არ არსებობს, მთავარი შენი უსაფრთხოება, წვეულებას აუცილებლად უნდა დაესწრო
-ამას ერთი პირობით გავაკეთებ
-რა პირობით?
-თუ შენც მოხვალ წვეულებაზე
-კეტრინ ეს თამაში არ არის ბებიაშენი არ დაუშვებს რომ მის სახლში ვამპირმა დადგას ფეხი
-ამას მე მოვაგვარებ, უბრალოდ დამპირდი რომ როცა მოსაწვევს მიიღებ წვეულებაზე მოხვალ
-კარგი მოვალ, მაგრამ შენც უნდა დამპირდე, რომ ჩემს გამო ბებიას არ ეჩხუბები
-დროა სათანადოდ დამაფასო-ნოამ კეტრინი გააცილა, უკან მობრნებულს კი სანდრა დახვდა მისაღებში რომელიც განმსჯელი მზერით უყურებდა
-სულ გააფრინე?! წვეულებაზე ვერ წახვალ
-სანდრა სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა
-არ მადარდებს, მთავარი ისაა რომ ვერ წახვალ წვეულებაზე რომელიც ჯადოქრებით იქნება სავსე
-სანდრა მე მას სიტყვა მივეცი რომ ამ ქალაქში უსაფრთხოდ იქნებოდა, ასე რომ მე უბრალოდ პირობას ვასრულებ შენ კი ამაოდ ცდილიბ ხელის შეშლას
-სასაცილოა, შენ კარგად იცი, რომ როდესაც მასზე ანდერსონები გაიგებენ, მას მოაკითხავენ და ვინც არ უნდა გადაუდგეს წინ ყველა დაიღუპება
-ისინი მასზე სიმართლეს ვერ გაიგებენ, ამას ჯადოქრები არ დაუშვებს
-შენ ყველაზე უკეთ იცი ნოა რომ ამ ქალაქში საიდუმლოებები არ იმალება, ასე რომ როცა დრო მოვა გოგოს მონადირეები მოკითხავენ მე კი არ დავუშვებ რომ შენ ჯადოქრის სიცოცხლის დაცვისას მოკვდე
-სანდრა მე ათასი წელია ვცხოვრობ ასე რომ თავს თავად მივხედავ-სახლში დაბრუნებულ კეტრინს გამბრაზებული დედა და ბებია ელოდა
-ეკატერინა ბლეიქ კეთილი ინებე და ამიხსენი რატომ წახვედი იმ სისხლის მსმელის სახლში-ელისონის გაბრაზება საზღვრებს ცდებოდა
-იცით რა მე არ ვარ სათამაშო რომელსაც მიუთითებთ როდის გაიღიმოს, ისაუბროს ან სად წავიდეს. თუ გინდათ რომ ამ წყეულ ქალაქში დავრჩე ამიერიდან ჩემი წესებით ვითამაშებთ
-კეტ შვილო რაზე საუბრობ?-ამელია შეშფოთებული უყურებდა შვილს
-მე მოვალ საღამოს დაგეგმილ წვეულებაზე და ვიქნები ბლეიქების საამაყო მემკვიდრე, მაგრამ ერთი პირობით
-რა პირობით კეტრინ?! ხომ იცი რომ ეს თამაში არ არის
-ვიცი რომ თამაში არ არის დედა, სწორედ ამიტომ მინდა სტუმრების სიაში ერთი სახელი დაამატოთ, ნოა ჰარისი
-არავითარ შემთხვევაში, ვამპირი ამ სახლში მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ შემოვა
-როგორც გინდა ბებია, ჩემი პირობა იცით, ან ნოა იქნება წვეულებაზე ან თქვენ ორს თავის მართლება მოგიწევთ იმის გამო თუ რატომ არ ვიქნები წვეულებაზე. პასუხი შემატყობინეთ მანამდე ჩემს ოთახს მოვაწესრიგებ-კეტრინი ოთახიდან გავიდა ამელია და ელისონი კი ერთმანეთს მიშტერებოდნენ და არც ერთმა იცოდა რა იქნებოდა ამ ყველაფრის შემდეგ
-ეს როგორ გავიგო ამელია?! როგორ დაუახლოვდა ის სისხლისმსმელი ჩვენს გოგონას?
-ელისონ კეტრინი სიმართლეს ყველაზე მეტად აფასებს, ნოა კი ერთადერთი იყო ვინც სიმართლე უხრა. სანამ მას სიმართლეს დავუმალავთ ჯიუტობას გააგრძელებს
-მე ჯადოქრების ლიდერი ვარ და ერთ თინეიჯერ გოგოს როგორმე დავიმორჩილებ
-შენ ჯადოქრების ლიდერი იყავი, ამ წვეულების შემდეგ ყველაფერი შეიცვლება
-ამით რისი თქმა გინდა ამელია?
-იმის რომ ან კეტრინის წესებს დავემორჩილებით ან ის უარს იტყვის ყველაფერზე და ჩვენს წინააღმდეგ წავა-ელისონ ბლეიქს პირველად ამდენი წლის შემდეგ დამარცხებ უნდა ეღიარებინა, ეს მას აგიჟებდა, თუმცა სხვა გზა არ იყო, ამიტომ კეტრინის სტუმრობიდან რამდენიმე საათის შემდეგ ნოამ წერილი მიიღო
-ნოა წერილი მოგივიდა-ფოსტა სანდრამ ჩაიბარა
-გახსენი და ნახე რა არის-სანდრამ წერილი გახსნა და თვალებს არ უჯერებდა-რა წერია სანდრა წერილში
-ეს დაუჯერებელია, ბელიქები წვეულებაზე გეპატიჟებიან
-როგორც ჩანს კეტრინს გამოუვიდა
-როგორც ჩანს მართალი ხარ, მოსაწვევ უკან რაღაც აწერია-ნოა სწრაფად წამოდგა სავარძლიდან, სანდრას მოსაწვევი გამოართვა და შემოატრიალა „მე ყოველთვის ვიღებ იმას რაც მსურს. K“ მოსაწვევის უკან ეს სიტყვები წაიკითხა-იმედია მართლა არ აპირებ წვეულებაზე წასვლას?!
-ზუსტად ასე მოვიქცევი, დროა გაიგო სანდრა, რომ ჯადოქრების გარეშე ამ ბრძოლაში ვერ გავიმარჯვებთ, კეტრინი კი ერთადერთი ჯადოქარია რომელსაც არ ვძულვართ
-შენი გადასაწყვეტია, მაგრამ იმედია ბოლოს ეს გადაწყვეტილება სანანებლად არ გაგვიხდება-კეტრინი, ბედნიერი იყო იმ ფაქტით რომ ბებიის სიჯიუტეს აჯობა, თუმცა უცხო ხალხის გაცნობის იდეა მაინც არ ხიბლავდა. საღამოს ექვს საათზე სახლში უცხო ხალხმა დაიწყო მოსვლა, დიდი მისაღები ხალხით იყო სავსე, ამელია დე ელისონი კი სტუმრებს ეგებებოდნენ. სულ მალე კიბეებზე ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა
-საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ დამპატიჟეთ-სტუმარმა ამელიას სასაჩუქრე პაკეტი გადასცა რომელშიც ძვირფასი ღვინო იდო
-ეს ღვინის ბოთლი ვერ დაგვავიწყებს ვინ ხარ-მწარედ უთხრა სტუმარს ელისონმა-მე ჩემი შვილიშვილივით ვერ მომატყუებ ნოა
-თქვენი შვილიშვილი ერთადერთია ვინც სწორად იქცევა, ახლა კი თქვენის ნებართვით, წვეულების მთავარ პერსონას მოვძებნი-ნოა სტუმრებს შეერია, შემდეგ კი კიბეებს აუღვა კეტრინის ოთახისკენ
-მისტერ ჰარის აქ ამოსვლა არ შეიძლება
-ბეტ დამშვიდდი სტუმრების სიაში ვარ-მოსამსახურე დაძაბული უყურებდა მის წინ მდგარ მამაკაცს-კეტრინის ოთახი რომელია?-გოგონამ თითით ანიშნა ოთახის კარისკენ და გაეცალა, კარზე ნელი კაკუნის ხმა გაისმა
-მობრძანდით-ნოამ კარი გააღო, კეტრინი სარკესთან იდგა და კაბას ისწორებდა, ნოა თითქოს კარებთან გაშეშდა, გოგონა ულამაზესი იყო, მისი ყავისფერი თმა და წითელი კაბა იდეალურად უხდებოდა მის მოხდენილ სხეულს, ის ნაზად შეირხა და ნოას მიუბრუნდა, ის კი სიტყვებს ვერ პოულობდა მის წინ მდგარი სილამაზის აღსაწერად
-არაჩვეულებრივად გამოიყურები-დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ თქვა ნოამ
-მადლობა, შენც გიხდება ეს სმოკინგი. იმედია ჩემმა ოჯახმა თავი არ მოგაბეზრა
-ამ სილამაზის ხილვად ღირდა. მე როგორც კარგი სტუმარი ხელცარიელი არ მოვსულვარ-ნოამ კოსტუმის ჯიბეში ხელი ჩაყო და იქედან პატარა ხავერდის ყუთი ამოიღო
-ეს რა არის?-კეტრინს ცნობისმოყვარეობამ სძლია
-ეს საჩუქარია-ნოამ ყუთი გახსნა, რომელშიც ულამაზესი შავი მარგალიტის ყელსაბამი იდო
-ძალიან ლამაზია
-ამ მარგალიტს საკუთარი ისტორია აქვს
-მომიყვები?-კეტრინმა შეკითხვა დასვა თან თმა გადაიწია რომ ნოას ყელსაბამის შეკვრა არ გასჭირვებოდა
-რა თქმა უნდა, ეს მარგალიტი ოკიანის ყველაზე ღრმა წერტილიდან არის, მის მოპოვებას ბევრი სიცოცხლე შეეწირა,ოკიანის სიღრმეში ჩასული განძის მაძიებლები უკან აღარ დაბრუნებულან, შეყვარებულები მის მოსაძებნად მიდიოდნენ რათა საკუთარი ძლიერი სიყვარული დაემტკიცებინათ
-და შენთან როგორ მოხვდა?
-დიდი ხნის წინ მე თავად ჩავედი ოკიანის ფსკერზე რათა ჩემი სიყვარული დამემტკიცებინა საყვარელი ქალისთვის
-შენს საყვარელ ქალს რა მოუვიდა?
-მისთვის ჩემი სიყვარულიც და ეს მარგალიტიც არაფერს ნიშნავდა, ერთადერთი რაც რეალურად სურდა უკვდავება იყო
-სამწუხაროა, მე დავაფასებდი შენნაირი კარგი ადამიანის სიყვარულს
-შენ... -ნოას რაღაცის თქმა სურდა კეტრინისთვის, თუმცა საუბარი კარზე კაკუნის ხმამ შეაწყვეტინა
-მობრძანდით
-მის კეტრინ დროა სტუმრების წინაშე წარდგეთ-კეტრინი ნოას მიუბრუნდა
-იქნები ჩემი მეწყვილე ამ საღამოს?
-ჩემთვის პტივია შეენნაირი ლამაზმანის მეწყვილეობა-ისინი ოთახიდან გამოვიდნენ და კიბეებისკენ გაემართნენ, კიბის ქვემოთ კი ელისონი იდგა და სიტყვას წარმოთქვამდა
-ქალბატონებო და ბატონებო მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, ახლა კი ნება მომეცით წვეულების მოწყობის მთავარი მიზეზი გაგაცნოთ,ერთადერთი საგანძური რომელიც ჩემი ძვირფასი ვაჟისგან დამრჩა, თვრამეტ წლიანი განშორების შემდეგ ჩემი შვილიშვილი სახლში დაბრუნდა, მიესალმეთ ეკატერინა ბლეიქი-კეტრინი და ნოა კიბეზე დაეშვნენ ხელკავით, დარბზში მყოფნი აღაშფოთა კეტრინის გვერდით ნოას ხილვამ, თუმცა ხმამაღლა ამის წარმოთქმას ვერავინ ბედავდა. კეტრინს გარშემომყოფები სიარულითა და საჩუქრებით შეხვდნენ, ყველა დიდ პატივისცემას გამოხატავდა მის მიმართ. კეტრინი სტუმრების გაცნობით იყო დაკავებული როდესაც დარბაზში დაგვიანებული სტუმარი შემოვიდა ის უსიტყვოდ მიუახლოვდა კეტრინს, ხელი მოჰკიდა და დარბაზის ცენტრისკენ საცეკვაოდ წაიყვანა
-როგორც იქნა წილად შენთან საუბრის ბედნიერება მხვდა
-უკაცრავად იქებ თქენი სახელი შემახსენოთ
-ჩვენ დღეს დილით შევხვდით ერთმანეთს, არ მეგონა ასე ადვილად თუ დამივიწყებდით
-გამახსენდით თქვენ მაიკლ ანდერსონი ხართ, იქნებ თქვენი სტუმრობის მიზეზი მითხრათ მისტერ ანდერსონ
-მის კეტრინ მიზეზი ნათელია, აქ თქვენს გასაცნობად მოვედი. როდესაც ქალაქის ერთ-ერთი დამფუძნებელი ოჯახის უკანასკნელი მემკვიდრე მშობლიურ სახლში ბრუნდება მისი გაცნობა ჩემი ვალია
-მოდით არ გვინდა ეს არაფრის მომცემი საუბრაი, იქნებ პირდაპირ სათქმელზე გადახვიდეთ
-მის კეტრინ როგორც ჩანს პირდაპირობა გიყვართ, ასე რომ მეც პირდაპირ გეტყვი თუ ეს შენ ხარ, სალემის მხსნელი ახლავე გაფრთხილებ რომ იმაზე ადრე მოგკლავ ვიდრე შენი ოჯახის ისტორიას შეიტყობ-ამ სიტყვებმა კეტრინი ცოტათი შეაკრთო მაგრამ არაფერი შეიმჩნია, მასსა და მაიკლ ანდერსონს შორის არსებული დისტანცია დაარღვია, მამაკაცს მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა
-თუ მე მართლაც ის ვარ ვისზეც საუბრობ, მუქარა შენი მხრიდან დიდი სისულელეა რადგან მე მანამ მოგკლავ სანამ შენ სიტყვა ჯადოქარს ბოლომდე წარმოთქვამ
-ვფიქრობ ჩვენი ურთიერთობა საინტერესო იქნება კეტრინ, ახლა კი აჯობებს წავიდე რადგან შენს სტუმრებს ჩემი აქ ყოფნა არც ისე ძალიან მოსწონს
-სხვა დროს ეცადეთ დაპატიჟების გარეშე წვეულებაზე არ შეიჭრათ
-ღამემშვიდობისა ეკატერინა ბლეიქ-მაიკლის წასვლისთანავე კეტრინთან ამელია, ელისონი და ნოა მივიდნენ
-შვილო რა უნდოდა ამ ნაძირალას?
-ბებია დამშვიდდი მე და მისტერ ანდერსონმა უბრალოდ ვისაუბრეთ
-არ გინდა კეტრინ მაიკლ ანდერსონი ჩვენნაირებთან უბრალოდ არ საუბრობს
-ნოას ვეთანხმები, კეტ მაიკლი ძალიან საშიშია
-დედა ყველაფერი რიგზეა, ჩვენ ვიცეკვეთ ცოტა ვისაუბრეთ და ერთმანეთს ვემუქრებოდით
-ის ნაძირალა დაგემუქრა?
-ნოა დამშვიდდი მან მითხრა რომ თუ სალემის მხსნელი მე ვარ მანამ მომკლავს სანამ ჩემი ოჯახის ისტორიას მოვისმენ
-და შენ რა უპასუხე ძვირფასო
-ისეთი არაფერი ბებია, მე მას სიმართლე ვუთხარი, რომ თუ მართლაც მე ვარ მხსნელი მანამ მოვკლავ სანამ სიტყვა ჯადოქარს ბოლომდე წარმოთქვამს
-კეტრინ შენ მართლაც მამაშენის შვილი ხარ მასავით ცეცხლთან თამაში მოგწონს
-ჭკუის დარიგების ნაცვლად იქნებ ჩემთვის სიმართლე მოგეყოლა ბებია, მე ვიმსახურებ სიმართლის ცოდნას და თუ ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია თავის დაცვა უნდა შემეძლოს
-შენ მართალი ხარ ძვირფასო, წვეულების შემდეგ ყველაფერს მოგიყვები დროა ყველაფერი გაიგო ჩვენს ოჯახზე, შენს ბედისწერასა და შესაძლებლობებზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent