სულიერი გამოცდა (თავი 7)
უკვე ერთი კვირაა რაც სკოლაში ვასწავლი, ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. მხოლოდ ვცდილობდი ლუკა არც კი დამენახა, რადგან მისი დანახვის შემდეგ სულ დათრგუნული ვიყავი მიზეზს კი, ვერ ვხვდებოდი. დღეს პარასკევია, სკოლებში ზუსტად ამ დროს მოდიან მშობლები და ამოწმებენ შვილებს. მეოთხე სართულზე ჟურნალი დავტოვე და კლასისკენ მივდიოდი, როდესაც ვიღაცის ხმამ შემაჩერა. - თქვენ მასწავლებელი ხართ? მისკენ შევტრიალდი და გავშეშდი, როდესაც წინ მდგომი ლუკას ორეული დავინახე, მხოლოდ ასაკში იყო განსხვავება. უცნობს თვალები გაუფართოვდა ჩემი დანახვისას, შემდეგ კი იმავე თვალები ცრემლებით აევსო. - დიახ, მე მასწავლებელი ვარ. - თქვენ იყავით ჩემს შვილს, რომ ჰკითხეთ მშობლების შესახებ? - შესწორებას შევიტან თქვენს კითხვაში, მშობლების შესახებ არა, მშობლების სახელები. - მიზეზი მაინტერესებს. - არ ვარ ვალდებული პასუხი გაგცეთ - არც ჩემი შვილი იყო ვალდებული პასუხი გაეცა თქვენი კითხვებისთვის. - ბატონო ალექსანდრე, საქმეს მირჩევთ? - რა გქვია? - ლიზა, მე ლიზა ქალდანი ვარ. რამეს ხომ არ გეუბნებათ ეს სახელი და გვარი? კიდევ უფრო აუწყლიანდა თვალები. - სად არის დედაშენი? - და მე ვარ ვალდებული კითხვაზე პასუხი გაგცეთ? - საჭიროა გთხოვ. - მე არ მყავს არც დედა და არც მამა. ამის მოსმენა გინდათ? - ეს როგორ? - მიმატოვეს, როცა პატარა ვიყავი და მას შემდეგ არცერთს არ გავხსენებივარ. ალბათ ახლა კარგად არიან სხვა შვილებთან ერთად. ბოლო სიტყვები მეტად გამოვკვეთე. - მათი სახელები იცი? მეტად და მეტად უხშირდებოდა მას სუნთქვა. - ქეთი და ალექსანდრე. ეს ვთქვი, თუ არა კაცმა გულზე ხელი მიიდო და თვალები დახუჭა - კარგად ხართ? პასუხი არ გაუცია, ისე გამეცალა და მარტო დამტოვა. ისევ დამტოვა. ცრემლებმა იწყეს დენა, ჰო ისევ ვტიროდი, მე ხომ მეტი არც არაფერი შემეძლო. საპირფარეშოში თავი მოვიწესრიგე და კლასში ჩავედი. ყველა ბავშვის მშობელი მოსულიყო, კრების ჩატარება საკმაოდ გამიჭირდა, მათ ექსკურსიაზე სურდათ წასვლა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ შემდეგ შაბათ-კვირას სიღნაღში და ანანურში მივდიოდით. არაფრის სურვილი არ მქონია, მაგრამ ვცდილობდი ყველანაირად მათ ავყოლოდი და ყველასთვის ღიმილით მეპასუხა. როგორც კი კრება დასრულდა, მაშინვე ლიკას დავურეკე. - ლიკუ მჭირდები. - რა გჭირს? ჩემთან ვართ ყველა. გინდა მოგაკითხო? - არა იყოს ჩემით მოვალ. კატო მანდ არის? - არა სკოლიდან ახლოს ცხოვრობდა ლიკა, ამიტომ მალევე მივედი. ყველაფერი მოვუყევი მათ, რაც კი ხდებოდა ჩემს თავს, თან ცრემლები მახრჩობდა საშინლად მინდოდა მეტირა, მაგრამ ბოლომდე ვიკავებდი თავს საბოლოოდ ისტორიის დასასრულს თავი ვერ შევიკავე და ჩუმად ავტირდი. - დამშვიდდი ლიზ. ჩამეხუტა სოფი. - ხომ იცი ჩვენ შენთან ვართ დას მხარი აუბა იკამაც. - გინდა ყველაფერი გაგირკვიო, საერთოდ ვინ ვინ არის? მაქსიმე ცდილობდა რაიმეთი მაინც დავეწყნარებინე. - ისედაც ყველაფერი გარკვეულია ჩემს აზრზე იყო ტასოც. - კი, მაგრამ დედა? ვერც ნინი პოულობდა იმ კითხვაზე პასუხს, თუ სად იყო დედაჩემი. - წინ ორი დღეა, ყველას გადატვირთული კვირის გადატანა მოგვიწია, წავიდეთ ჩემს სოფელში, კახეთში ამ საღამოს და კვირას გვიან წამოვიდეთ. ნიკამ წამოაყენა იდეა. - კარგი აზრია, განტვირთვა არავის გვაწყენდა. დემეტრეც მას დაეთანხმა. გადავწყვიტეთ ამ საღამოს წავსულიყავით კახეთში და ესეც მოვიქეცით, რადგან ეს იყო ყველაზე კარგი იდეა დასასვენებლად, სულიერად დასასვენებლად ,ყველასგან შორს, მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან ერთად. კახეთში გვიან ჩავედით, ამიტომ დასვენება გადავწყვიტეთ და დავიძინეთ. სახლი ცარიელი დაგვხვდა. მე ცალკე ოთახში მეძინა, დავწექი, მაგრამ ვერაფრით დაიძინე, ამიტომ გადავწყვიტე ქვემოთ ჩავსულიყავი და ცოტა მიმელაგებინა იქურობა და ამავდრულად რაიმე მომემზადებინა. პიცის გამოცხობა დავიწყე როდესაც რაღაც ხმა მომესმა. შემეშინდა. მაქსიმე აღმოჩნდა დემეტრესთან ერთად. - ბიჭო რა ვქნა? არ შემიძლია ამ გოგოსგან შორს ყოფნა, მიზიდავს. - ხო,მაგრამ რატომ აწვალებ, ცოდო არაა ლიზა? - რაღაც სასწაულს ვგრძნობ მის მიმართ, ასეთი რამ არავისთან არ მიგვრძვნია. - ვიღაცა შეყვარებულია... - ნეტა ლიზა რას გრძნობს?! - თუ ნორმალურად მოექცევი იგრძნობს, რომ ადამიანი ხარ. - როგორ მამხნევებ ძმა, გაიხარე მაინც და მაინც ამ დროს დამივარდა თეფში. - ლიზა შენ აქ იყავი? - ვაიმე, ბიჭებო, როგორ შემაშინეთ. - ანუ არ გაგიგია არაფერი? - რამე უნდა გამეგო? მგონი დამაჯერებლად ვაკეთებდი ყველაფერს. - არც არაფერი. გამიღიმა მაქსიმემ - რა გემრიელობებს აკეთებ? სასაუბრო თემის გადატანა სცადა დემემ. - ხო ვაკეთებ, ვერ დავიძინე და... ბევრი ვიმხიარულეთ და ვიცინეთ. ცოტახანში სხვებიც ჩამოვიდნენ. ყველამ ერთად ვივახშმეთ, შემდეგ გზაში ნაყიდი ტკბილეულობები ვჭამეთ და ბევრი ვითამაშეთ. მერე ისევ ყველას მიეძინა და დასაძინებლად ავიდნენ. მე და მაქსიმე დავრჩით. ვსაუბრობდით ბევრ რამეზე, ბევრ სისულელეზე, მაგრამ მთავარი იყო, რომ მხოლოდ ჩვენ, მე და ის, ჩვენ ორნი. - რამ მოგაწონა მათე? - არვიცი, მართლა. ვფიქრობდი, რომ ურთიერთობა აგვეწყობოდა და თან იმდენად თბილად და კარგად მექცეოდა რომ... ეს უცხო იყო ჩემთვის, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის. - ახლაც გიყვარს? - არა, არც მყვარებია, უბრალოდ მომწონდა. შენ როგორ გაიცანი კატო? - კატო კლუბში გავიცანი. მალევე ავაწყეთ ურთიერთობა, მერე ძმაკაცთან მიღალატა. საშინლად რთულად გადავიტანე. მეგონა მოვკვდებოდი. თავს დამცირებულად ვგრძნობდი. ქუჩაში აღარ გამოვდიოდი. - და ამის შემდეგ აპატიე? - ხო, მთხოვა, მეხვეწებოდა, რომ მეპატიებინა, რომ არ შეეძლო ჩემს გარეშე სუნთქვაც კი. უნებისყოფო ავღმოჩნდი და ვაპატიე. ცოტა ხნის წინ, კი იმავე კლუბში ვიღაცას კოცნიდა. შევეშვი იცი? ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს სად არის, ვისთან არის, როგორ არის, მგონი აღარც მიყვარს. - მგონი... ჩუმად ჩავილაპარაკე ჩემთვის. - კოცნაზე რას ფიქრობ? გამომცდელად გამაკვირდა. - რას უნდა ვფიქრობდე? ლაპარაკის დროს საოცრად მინდოდა მივვარდნილიყავი და ჩავხუტებოდი, მინდოდა, რომ სამუდამოდ მეყურებინა მისი თვალებისთვის, მინდოდა ჩემი ყოფილიყო, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი. - და შენ რას ფიქრობ? კითხვა შევუტრიალე მას და ახლა მე დავაკვირდი. - მე რაც მინდოდა, ის გავაკეთე. - და ასე ადვილია გააკეთო, ის რაც გინდა? - არ თქვა, რომ არ მოგეწონა. - მაგას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. - და რა მიშლის ხელს იმის კეთებაში, რაც მინდა? - მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ. სხვის გრძნობები არ გაინტერესებს? - ლიზა გთხოვ, ძალიან მეძინება გაჩუმდი. - თუ გეძინება, ადი ოთახში. - არა, მე შენთან მინდა. ეს თქვა თუ არა, თავი მხარე ჩამომადო და თვალები დახუჭა. დიდხანს ვაკვიდებოდი, მთლიანად შევისწავლე მისი სახის აგებულება, შემდეგ თითით მოვხაზე მისი თვალები, ცხვირი, ბოლოს კი ტუჩები. თითები მის ტუჩებს, რომ შევახე მაშინვე ჩვენი კოცნა გამახსენდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თავი მის თავს ჩამოვადე და მეც დავიძინე. - ე თქვენ კიდე არ გძინავთ? ოთახში ლიკა და დემეტრე შემოვიდნენ. - ნახე რა კარგები არიან. დემემ ტელეფონი ამოიღო და სურათი გადაგვიღო. - დარწმუნებული ვარ, მომავალში გამოგვადგება. გაეცინა დემეს და ლიკას ხელი გადახვია. საოცრად კარგად მეძინა, რომ გამეღვიძა, მაქსიმე ისევ ძილ ბურანში იყო. საათი 5 უჩვენებდა. - გაიღვიძე მაქსიმე. - რა გინდა ლიზა? რატომ მაღვიძებ? - ოთახში ადი, შეგცივდება. - მე, რომ შენთან მინდა? - ადი გთხოვ და დაიძინე. ერთად ავედით მეორე სართულზე. მე ჩემს ოთახში შევედი, ის კი თავისაში. დაძინებას ვცდილობ, მაგრამ თავში სულ მაქსიმეს სიტყვები მიტრიალებს და სულელივით მეღიმება. ვერ გავიგე, როდის და როგორ ჩამეძინა, იმაზე ფიქრებში, თუ რა საოცარება იყო სიყვარული, ანუ თვით მაქსიმე ჩემთვის. დილას, რომ გავიღვიძე ქვევით ნინი, სოფი და იკა იყვნენ. - დილამშვიდობისა ღიმილით მივესალმე ყველას. - ლიზა არ გინდა დღესაც პიზა გამომიცხო? საწყლად შემომხედა იკამ. - შეიძლება, შენ სულ ჭამაზე ფიქრობდე? გაუბრაზდა მას სოფი. - არ შეიძლება, ყოველდღე ცომეულების ჭამა. დღეს მსუბუქად მოვამზადოთ რამე და გავისეირნოთ. წამოაყენა იდეა ნინიმ. - სულელია ეს, ყინავს გოგო. მაგას ჯობია დავლიოთ. ეს იდეა ყველა ბიჭს მოეწონა, რათქმაუნდა. ამიტომ დავიწყეთ საღამოსთვის მზადება. გავაკეთეთ სალათები, ცხელი კერძები და იკას დაჟინებული თხოვნით პიცაც მე. სუფრას ხუთისკენ მოვუჯექით, ბევრს არ სვავდნენ ბიჭები, რადგან დათრობა არავის უნდოდა, უბრალოდ კარგი დროის გატარება გვინდოდა ყველას. 7 საათი იყო უკვე ფანჯარაში, რომ გავიხედე და ჭიშკართან ვიღაც შევნიშნე. - იქ ვიღაც არის. ყველა გარეთ გავედით. ჭიშკართან დათო იდგა და შემოსვლას ცდილობდა. - მე რატომ არ დამირეკეთ ბიჭებო? როდის იყო ჩემს გარეშე სვავდით? - რა გინდა დათო? ნიკა ცდილობდა საუბრით მოეგვარებინა საქმე, რასაც დემეტრეზე ვერ ვიტყოდით. - რა არა, ვინ. ლიკა გამოუშვით ცოტახნით, დავტკბები. სიცილით გასცა პასუხი დათომ ნიკას. - დემეტრე ისე, რომ სვავთ ლიკასაც ხომ არ ასმევთ? საშიშია მაინც, ხომ იცი? დემე მისკენ გაიწია მაგრამ იქვე მდგომმა იკამ შეაჩერა. - ზედმეტის უფლებას აძლევ საკუთარ თავს, იმის მერე რაც გააკეთე, ბედავ და ჩვენს სიახლოვეს ჩნდები? ჩვეულებრივი არაკაცი ხარ, რომელიც ვერც კი ხვდება რა დააშავა და სწორედ ეს არის შენი პრობლემა. - ოჰ თავად ლიზა მესაუბრება? შენი აზრი, რომ აქ არავის ანაღვლებს ეს ხომ იცი არა? მათ უბრალოდ შეგიცოდეს და ამიტომ მიგიღეს მეგობრად. ჰო მართლა მაქსიმე, ხომ არ შეგყვარებია ჯერ? არც სცადო ლიზა, რადგან შენ კატოს გვერდზე ვერ დაუდგები, ახლა არ მითხრა, რომ ამ ყველაფერს მამიკოს მოუყვები. საბრალო მზერა ჰქონდა მიღებული და თავის ქნევით მიმზერდა. - შენ საერთოდ არ გაქვს ხმა ამოსაღები. მაქსიმეს ზურგს უკან ჭორავდი კატოს და უკეთესი შენ რა გააკეთე მაქსიმეს ძმაკაცისგან განხვავებით? ხვდები, რომ იმდენად უძლური ხარ ადამიანს პირისპირაც ვერ ეუბნები სათქმელს. პასუხის დაბრუნებას აპირებდა დათო, მაგრამ მაქსიმეს ხმამ შეაჩერა. - წადი დათო, სანამ დროა, თორემ გპირდები შენს თავს ვერ გამომგლეჯენ. - წავალ, აბა რას ვიზამ, მაგრამ იცოდე ისევ მოვალ. ლიზა ჩვენი საუბარი აქ არ დასრულებულა. დათო წავიდა, სუფრაზე არავინ მივბრუნებულვართ, მე ჩემს ოთახში ავედი, საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და დათოს სიტყვებზე დავფიქრდი. "ლიზა ჩვენი საუბარი აქ არ დასრულებულა" ანუ მე მასთან კიდევ მომიწევდა ლაპარაკი, კიდევ ერთხელ ვნახავდი. ამის წარმოდგენაც კი არ მსურდა, რადგან მე მასთან საერთო არაფერი არ მქონდა.მისი სიტყვები გულთან ახლოს არ მიმიტანია, რადგან ვიცოდი,რომ ყველაფერი ტყუილი იყო. ის ცდილობდა რომ ჩემთვის გული ეტკინა და ყურადღებას ისევ ჩემს წარსულზე ამახვილებდა, როგორ ყოველთვის ყველა. კარებზე კაკუნია. - შეიძლება? თავი მაქსიმემ შემოყო. - რათქმაუნდა. - დათოზე ფიქრობ ჰო? - ჰო. - არ იფიქრო, რომ კატოზე რამეთი ნაკლები ხარ. - მაგაზე არც ვნერვიულობ, ისედაც ვიცი, რომ კატოს ვერ შევედრები. - ასე არაა ლიზა, რატომ იგებ ყველაფერს არასწორად? - რატომ არ წამოვიდა კატოც? - ვიჩხუბეთ. - ჩემს გამო. დავასკვენი - არ არის ეგრე აშკარად ეტყობოდა, რომ მატყუებდა. - რა საჭიროა ტყუილი მაქსიმე? - უბრალოდ ის თვლის, რომ მეტ ყურადღებას გითმობ და არც ვუარყობ, მომწონს შენთან ყოფნა და საერთოდ შენ მომწონხარ. შევცბი არ ველოდი მისგან ასეთ პირდაპირობას. - ოღონდ გთხოვ ესეც არასწორად არ გამიგო, მოდი თბილად ჩაიცვი და ცოტა გავისეირნოთ მე და შენ. მარტო მე და შენ. ეს გამოკვეთა მაქსიმემ. გამეღიმა მის ამ საქციელზე. მართლაც თბილად ჩავიცვი და მაქსიმესთან მივედი. - შეგვიძლია წავიდეთ. გვიანობამდე ვსეირნობდით, ბევრი ადგილი მოვინახულეთ, ბევრიც ვილაპარაკეთ. უფრო და უფრო მეტს ვიგებდი მასზე და მისგანაც. მასთან სეირნობა არ მბეზრდებოდა და ალბათ არც არასდროს მომბეზრდებოდა, რადგან მასში იყო ის, რამაც სამუდამოდ შემიბყრო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.