შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გიტოვებ ჩემი ცხოვრების ათვლის წერტილად. 1-13 თავი


17-03-2018, 00:01
ავტორი nataska
ნანახია 12 954

საოცარია ნელ-ნელა საათის ისრები როგორ ჭრის დროს, ღამით განსაკუთრებით, თითოეული კვეთის დათვლა შეგიძლია, თუ რათქმაუნდა მშვიდი ძილით არ გძინავს, მშვიდი ძილი კი ფუფუნებად იქცა ამ ბოლო დროს, ისიც ითვლის ერთი, ორი, სამი, ათი, ჩვიდმეტი, ოცდაცამეტი.... ეჭრება დრო წუთობრივად, ცხოვრების წუთებს არავინ ითვლის, ითვლის იმიტომ რომ იმედი აქვს თვლაში ჩაეძინება, თუმცა დროც მირბის და არც ეძინება.... მერე ზანტად თენდება, ძილგატეხილების ფიქრებით დამძიმებულ სიბნელეს, სიჩუმეს და სიმშვიდეს, რეალობით უფრო დამძიმებული დღის მკრთალი კიაფი ცვლის, თითქოს ცაზე დიდ ჭაღს ანთებენო, სასაცილო ის არის რომ ჭაღს მე მგონი ეკონომ ნათურები აქვს, ჯერ მბჟუტავი სინათლე შეეპარება იმ უზარმაზარი მრგვალი სახლის ნახევარს, რომელსაც დედამიწას ვეძახით, უკანასკნელი ვარსკვლავიც ჩაქრება და თავისთავად გახსენდება „გაუმარჯოს ღამეს რომელიც გათენდება“, მრგვალი სახლის მეორე ნახევარი კი იწყებს წყვდიადის წუთების თვლას, ეკონომ ნათურები ძალას იკრებენ და დედამიწის ნახევარზე იწყება ქაოსი, დამღლელი, მომაბეზრებელი, მაგრამ მაინც ყოველდღიური.... თენდება ქალაქში სადაც ზეცის ფერი მხოლოდ თვალების ფერზე ახსენდებათ... ცუდია როცა დღე პესიმისტური განწყობით იწყება, ცუდია როცა პესიმისტური ფიქრების დრო გრჩება, ცუდია როცა არ გინდა და მაინც უნდა ადგე, სიამოვნებაა შენი ფანჯრიდან დანახული მზის სხივები და მწვანე, მოშრიალე ფოთლები, თუმცა ახლა როცა გაშიშვლებული დღეები უკან დარჩა, წუხს მოვარდნილი მაისის წვიმა, რაც დამეთანხმეთ და საუკეთესო განწყობის საფუძველად არ გამოდგება, გრძელდება პესიმიზმის ხაზი, ცუდია როცა ოთახიდან გასულს არასასურველი სახეები გხვდება, რომლებსაც საერთო კრებითი სახელი ნათესავები ქვიათ, არც ისე ასაკოვანი და უკვე ცხოვრებით დაღლილი ნათესავები, რიგი სააბაზანოსთან, შენ ფეხშიშველი და სააბაზანოს ცივი მეთლახი, უცნობი პიროვნება რომელიც სარკიდან გიყურებს და სინანული, საკუთარი თავის სინანული, სიმხდალის ყველაზე ამაზრზენი ნაირსახეობა, იმის გაცნობიერება, რომ ცხოვრების ბაღში დრო უმოწყალოდ იპარავს შენს წლებს, ვეღარც ხვდები ბოლოს როგორ ჯობია ცხოვრება, ისიც გაუგებარია ეს ცხოვრება შვებაა თუ სისხლის გაშრობა? სარკესთან დგახარ და ხვდები რომ მოიტაცეს და გადამალეს ბავშვობის იქით თავისუფლებას, უდარდელობას ჩვეული შენი ბავშვობა... მამლუქებივით დაგაშორეს მასთან თითქოს, კარზე კაკუნი და იმის შეხსენება გაფხიზლებს რომ სახში მარტო არ ცხოვრობ, უსიტყვოდ იცვამ რაც მოგხვდება პირველად ხელში თუმცა არჩევანი არც ისე დიდია, თითო საგარეო ტანსაცმელი ყველა სეზონისთვის, რას იზამ მეტის საშუალება არ გაქვს... ცდილობ რაც შეიძლება შეუმჩნეველი იყო, ზედმეტი გართულებები რომ აიცილო თავიდან... გართულებები კი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს შორის ხშირად ხდება, სახში კი სამი სხვადასხვა თაობაა, გართულებების რისკი სამმაგდება, სულ ბოლო წუთამდე იცდის ოთახში, ერთადერთი თავშესაფარი სადაც ცნობისმოყვარე თვალები არ უყურებს, ხელგამოწვდილიც არავინ ელოდება ფულის მოლოდინში, ოთახს მხოლოდ პატარას საოცარი და სასიამოვნო კრუსუნის ხმა ავსებს... გაიღვიძა... დეს სიცოცხლემ გაიღვიძა... იმუხტება მისი სასიამოვნო ნამძინარები სურნელით, ეთამაშება სულ ცოტას, თავს საბოლოოდ იწესრიგებს, ჩანთასაც საბოლოოდ ამოწმებს, საბუთები, საფულე, ტელეფონი, სახლის გასაღები, ყურსასმენები, სუნამო.... შეიძლება თავშესაფარიდან გამოსვლა, მისიანებს აფრთხილებს რომ ბავშვს გაეღვიძა, სამსახურში აგვიანდება და მიხედეთო, მამას ძალიან თბილად ეხუტება, თუმცა უკვირს რატომ არის ამ დროს სახში და არა სამსახურში, უკმაყოფილოდ უყურებს სამზარეულოში უსაქმოდ მყოფ გამაღიზიანებლებს და ერთ-ერთს ახსენებს, რომ ჯერ კიდევ მოსწავლეა და ახლა სკოლაში წასვლის დროა, ისიც უკმაყოფილო ბუზღუნით მიყვება კუდში და სკოლამდე ისე უსიტყვოდ მიდიან თითქოს არც კი იცნობენ ერთმანეთს.... მეტროს ჩასასვლელში უსიამოვნო სურნელითაც იტვირთება, ქალაქის ხმაურისგან მუსიკის ჰანგები შველის... უემოციოდ ეყრდნობა მეტროს კარებს, მთელი ძალით, თუმცა აფრთხილებენ რომ არ მიეყრდნოთო (წარწერა ვაგონის კარებზე).... თვალებს მორცხვად ხრის, რისი ან ვისი რცხვენია არ იცის... უხერხულობას ირიდებს თავიდან.... ყველა ისეთი თვალებით უყურებს თითქოს დამნაშავეა მეტროთი რომ მგზავრობს... ისინიც ხომ იქ არიან? საერთო ტკივილს კი მხოლოდ მას აგრძნობინებენ, ან ის თვლის უბრალოდ ასე ყველაფრით დაღლილი, ითვლის გაჩერებებს.... მერე საფეხურებს, მერე ნაბიჯებს, ისევ თავდახრილი მიდის ქუჩაში, ერთი ქუჩა გადაკვეთა, კიდე ერთი და ისევ თავშესაფარს, სამსახურს მიაღწევს, ბავშვობიდან მოყოლებული ტანჯავს ეს საკუთარ თავში დაუჯერებლობის შეგრძნება ქუჩაში, თუ ვინმეს თვალებს წააწყდა შემთხვევით, ფიქრობს რომ რაღაც რიგზე არ აქვს და პანიკურად იწყებს ყველაფრის გასწორებას, თმების ტანსაცმლის, ჩანთის.... გასასწორებელი არაფერი რჩება, დიდ ვიტრინებში ამოწმებს თავს... ნაადრევ ასაკში ნერვოზის დიაგნოზი გამოგაქვს თავისი თავისთვის, ეღიმება... მერე ითვლის ისევ საფეხურებს, შედის დიდ ოფისში სადაც ყველას ეზიზღება, იმიტომ რომ მკაცრი უფროსია, უფროსი რა... მათი უფროსი თორე მას რომ უფრო მკაცრი უფროსობა ყავს მაგას არავინ არაფრად აგდებს.... ოცდაშვიდი დიდი ნაბიჯი აქვს გასავლელი კაბინეტამდე და მოისვენებს სულ ხუთი წუთით, იმიტომ რომ მერე თათბირი უნდა ჩაატაროს... დღეს დიდი თათბირის დღეა.... ორშაბათია.... ორშაბათი მძიმე დღეა... სიამოვნებს, როცა ორშაბათობით ყველაფერი რიგზე ხვდება, შაბათ-კვირის დასვენების და არყოფნის შემდეგ, ყველა მომზადებული, კვირა გაწერილ დაგეგმილი, ბოლო დეტალებს აზუსტებს მორიგეობასთან დაკავშირებით და თათბირიც მორჩა, დიდი ახსენა ვინმემ? არა და ორ სიტყვაში ჩაეტია, სათქმელად კი ადვილია.... სამზარეულოოო, ყავაა, გამოფხიზლება, სუფთა ჰაერი და აივანზე ყავის სმის უცვლელი რიტუალი, ამ დროს მასთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამოდის, ბატონი არჩილი, ნატო და ლაშა... უცვლელი ოთხეული...
-რა ხდება სახში? ბავშვები ხო არ გაბრაზებენ? ინტერესდება ნატო... მას უნივერსიტეტიდან იცნობს და იმ დროიდან მეგობრობენ, ლაშაც მათსავით ძველია, ერთად დაიწყეს ყველამ მუშაობა, ორივე ძალიან კარგი მეგობარია, ისეთი თვალდახუჭულს რომ ენდობი
-ნუცამ შეიძლება ჭკუიდან გადამდგას, არაფერი არ მოსწონს, არაფერს არ აკეთებს, მარტო ითხოვს, ითხოვს და ითხოვს...
-პატარები?
-ისინი ჯერ ზომიერების ჩარჩოებს არ ცდებიან
-შევედით თორე ვაჟა მოვა და დაიწყებს... ახსენებთ ლაშა და ისინიც ოთახის კარებს აღებენ
-ცაცო სალაპარაკო მაქ, აჩერებს ბათონი არჩილი, მეგობრებს ანიშნებს რომ დაეწევა მათ და აივნის კარებს ისევ აივნის მხრიდან იხურავს
-გისმენთ ბატონო არჩილ
-ცოტა მეუხერხულება, იცი თემო მყავს ცუდათ, ვიცი რო ხელფასი ახალი აღებული მაქვს, მაგრამ...
-დალის გავაფრთხილებ და რამდენიც საჭიროა აიღეთ, წასვლა თუ დაგჭირდებათ შეგიძლიათ არც მკითხოთ და სამსახურის მანქანაც თუ თავისუფალი იქნება და დაგჭირდებათ ფარეხშია, უბრალოდ თქვენი არ ყოფნის შემთხვევაში შემცვლელი უნდა დაგვიტოვოთ, თქვენსავით ჰომოსოვეტიკო (ჩვენს ენაზე რომ აგიხსნად ჰომოსოვეტიკო არის ადამიანი „ყველაფერჩიკი“, თუმცა ცოტა უკუღმართი, ყველა მოწყობილობას რომ შლის და ისე აწყობს როგორც თვითონ უნდა და ამ მოწყობილობას მის გარდა ვერავივ ვერაფერს რომ ვერ უგებს ), ბატონი არჩილი უღიმის მადლობის ნიშნად
-მერე ვაჟა?
-არ ინერვიულოთ, ვერც კი გაიგებს რომ აქ არ ხართ, თემოს მიხედეთ და მომიკითხეთ, ვინახულებ როცა გამოკეთდება
-მადლობა
კაბინეტში იკეტება, ვაჟას ხედავს, წარბები აქ შეჭმუხნული და ისეთი სახე აქ თითქოს აპოკალიფსი დაიწყო, კაბინეტისკენ მოდის, დაუკითხავად შედის და ჯდება, არაფერს ამბობს, მხოლოდ უკმაყოფილოდ ხვნეშის
-არა რამდენი შეიძლება? ყვირის ბოლოს, ცაცოს ისეთი სახე აქვს თითქოს ვერაფერს ვხვდება, თუმცა მართლა ვერ ხვდება რა აყვირებს, წარბს წევს, ის წყნარდება
-არ შეშინდეთ, აჩიკოზე ვარ გაბრაზებული
-მე გავუშვი, შვილი ყავს ცუდათ
-მერე ცოლი რას აკეთებს?
-არ გრცხვენიათ? მკაცრად გამოსდის ნათქვამი ცაცოს, ვაჟას გაკვირვებული სახე აქვს
-უკვე რამდენი წელია თქვენთან მუშაობს, ქალაქში მასზე უკეთესი სპეციალისტი არ არსებობს, თქვენ ეს კარგად იცით, არ ეზარება არასდროს არაფერი, ღამითაც რომ დაურეკო გვიშველეო მოვა და ყველაფერი მწყობრში დგება
-ვიცი, ვიცი, ბუზღუნებს ვაჟა
-თუ მისი არ ყოფნით რაიმე გაფუჭდება მერე ვილაპარაკოთ
-მერე გვიანი იქნება
-დამშვიდდით, ცოტა ხანში შეხვედრაზე უნდა წახვიდეთ, ახსენებს ვაჟას თავის მოვალეობებს
-ეს ჩინელები... გაახსენდა და სახე უფრო დაეჭყანა ვაჟას, სასწრაფოთ და ბუზღუნით გადის კაბინეტიდან, ცაცო მეილს ამოწმებს, დაუსრულებელ საბუთებს აწესრიგებს, რამოდენიმე თანამშრომელს ხვდება, დავალებებს აძლევს, მერე ტენდერებს უბრუნდება, საინტერესო წინადადებებს აწყდება, ითვლის, ლაშას აზრს ეკითხება, იღლება, თანამშრომლებს თვალ-ყურს ადევნებს, იცის არ სიამოვნებთ, არც მას სიამოვნებს მარა ეს მისი სამსახურია, ბატონი არჩილი დღის ბოლოს ბრუნდება, კმაყოფილი სახით და ცაცო ხვდება, რო თემოს სერიოზული არაფერი სჭირს, უხარია, ის თვალებით კიდე მადლობას უხდის... დღის ბოლოა და სამსახურიდან გამოდის, საფეხურებს ითვლის, ერთი ქუჩაც გადავკვეთა, მეორე უფრო დიდია, დედას ურეკავს რა წამოვიღოო? შუქნიშანზე ჩერდება, მწვანე ფერს მოძრაობაში მოყავს, თან დედას ელაპარაკება ტელეფონზე, საბურავების ჭრიალის ხმა ესმის, მარცხნივ იხედება, მანქანა მილიმეტრებში უჩერდება, მძღოლი ხელებს უშლის, ისიც არ რჩება უპასუხოდ გულში გემრილად აგინებს, ოხ მდიდარი მამაშენის დედაცო (იმიტომ რომ ისეთ ლაწირაკ ბიჭებს წარმოუდგენელია „G“კლასის მერსედესის საყიდელი ფული, საკუთარი პატიოსანი შრომით ეშოვნათ)... ცაცოც ხელებს უშლის თუმცა ხმას არ იღებს, ჟესტების ენას ამჯობინებს და შუქნიშანზე ანიშნებს, ისეთი სახე აქვს ეტყობა მასთან კამათის დაწყებაც რომ არ ღირს, მერსედესის მძღოლი ხელებს წევს, ბოდიშს იხდის, ის ტროტუარზე ადის, დედა დაბნეულია ყურმილის მეორე მხარეს, ვერ ხვდება რამ გამოიწვია ცაცოს წუთიერი სიჩუმე
-ცაცო აქ ხარ? ყვირის ყურმილში
-უი, უი, უი, დე რა კამიკაძესავით გადმოვედი ქუჩაზე რო იცოდე... ისე მასეთი მანქანის ქვეშ მოყოლა კი ღირს...
-დამანებე დედიკო თავი, ნუ დაბოდიალებ, მეც ყურადღებას გიფანტავ სახლთან რომ მოხვალ მერე დამირეკე, ისეთი არაფერი მინდა რასაც ჩვენ მარკეტში ვერ იყიდი
-კაი დე, მერტოში ჩავდივარ, მამა ხო სახშია?
-კი დედიკო
-ბავშვები?
-ნუცა იგვიანებს, დავრეკეთ და მალე მოვალო
დედას ტელეფონს უთიშავს, ნუცაზე ბრაზდებს, სად დაეთრევა ასე გვიანობამდეო? ერთი საფეხური, მესამე გაჩერება, გადასავლელი მეორე ხაზზე, ზღვა ხალხი, ისევ ვაგონი, მეორე გაჩერება და როგორც იქნა დაააღწია თავი მერტოს... სახლის ეზოში ე.წ. „ ბირჟაზე“ უცვლელი სახეები, ზრდილობისთვის ნათქვამი გამარჯობა და სიურპრიზი სადარბაზოში, მისი თექვსმეტი წლის ნუცა სიგარეტით და ვიღაც გაურკვეველი წარმომავლობის ბიჭებთან, მის დანახვაზე სიგარეტს მალავს, გვიანაა დაინახა
-რას აკეთებ? იყვირა ცაცომ ბოლო ხმაზე
-დამშვიდდით დეიდა, ამშვიდებს მისი ჭკუით ერთ-ერთი ისეთი ტიპი გოგოა თუ ბიჭი რომ ვერ მიხვდები
-დაიშალეთ ეხლავე, შენ აეთრიე სახში, იქ მოგხედავ, ნუცაც უსიტყვოდ ემორჩილება, გაურკვეველი წარმომავლობის ხალხს ემშვიდობება და კიბეებზე არბის, კარებს მაგრა იჯახუნებს, ისეა გაბრაზებული შეიძლება გაგლიჯოს ნუცა სახში რო ავა, კარებს დედა უღებს, ხელში მომღიმარი ემილი უჭირავს, ბავშვი აყავს, გემრიელად კოცნის მონატრებულს
-სად წაეთრა? ეკითხება გაბრაზებული და ცელოფნებს აწვდის
-ოთახში, მოკლედ პასუხობს დედა, ოთახში კაკუნის გარეშე შედის, საწოლზე ლალუკას ძინავს, ნუცა ფანჯარასთან დგას
-არ გინდა ამიხსნა? შეძლებისდაგვარად აუღელვებლად ეკითხება ნუცას
-რა თვალები არ გაქ? თუ წარმოსახვის უნარი არ გყოფნის?
-ეხლა ხელი თუ მოგკიდე გაგგლეჯ შე პატარა ლაწირაკო, რამდენს ბედავ? კიდევ დიდ გულზე როგორ ხარ? ასეთი უსირცხვილოები რამ გაგზარდათ? ყვირილზე ლალუკას გამოეღვიძა, თავი ძლივს წამოწია
-რა გაყვირებთ?
-შენ არავითარი უფლება არ გაქ შენიშვნა მომცე, შენ დედაჩემი არ ხარ, ენას ვერ აჩერებს ნუცა
-ღმერთმა დამიფარა შენნაირი შვილი რომ არ მყავს, შენიშვნას კი მოგცემ სანამ ჩემს სახში ჩემს ხარჯზე ცხოვრობ, სანამ ასეა ჩემს წესებს დაემორჩილები, ანდა წადი სადაც გინდა კარები იცი სადაცაა, გაიგე? მეორედ ასეთი რაღაცა არ დავინახო
-მე მეგონა ეს ჩვენი სახლი იყო, ჩამოუგორდა ცრემლები ლალუკას
-არი ლალუკა, ჩვენი სახლია, მაგრამ არც შენ და არც შენი ბედოვლათი ქმარი შვილებს არ უვლით, მე კიდე ამის ასეთ საქცილეს ვერ ავიტან
-ყოფილი ქმარი, შეუსწორა დას ლალუკამ
-ქმარი შეიძლება ყოფილია, მაგრამ თუ არ ვცდები შვილები შენ არ მიგყოლია, მისიცაა ეს ბავშვები, რომლებსაც არაფრით ეხმარება, კეთილი ინებე დეპრესიას თავი დააღწიე და შენს შვილს აუხსენი, სანამ ამ სახში ბაბუამისის და ჩემ ხარჯზე ცხოვრობს, ჩვენ წესებსაც უნდა დაემორჩილოს
-რა გააკეთე ასეთი?
-სიგარეტს ეწეოდა სადარბაზოში, ვიღაცეებთან ერთად
-კაი რა მაგაზე ყვირიხარ ამხელაზე? ცაცო მიხვდა რო ლალუკას ბოდიშით და ფეხებზე ეკიდა ახლა ყველაფერი, ჩხუბს რა აზრი ქონდა?
-ხვალიდან ჯიბის ფულს ვერ მიიღებ, ბაბუასაც გავაფრთხილებ
-ჯიბის ფულს თორე ეგეც ფულია რა... ცინიკურად გაიღიმა ნუცამ
-იცი რას გეტყვი? ჯერ შენ თვითონ მოსინჯე და რაღაც მაინც გამოიმუშავე და მერე ვნახოთ როგორია შენი ფულის სხვისთვის მიცემა, თან შენ ხომ ჩემი შვილი არ ხარ? არავითარი ვალდებულება არ მაკისრია შენს წინაშე, უმადური, გაუზრდელი ლაწირაკი, უფრო მისთვის ამბობს ცაცო
-ბავშვს რეებს ეუბნები?
-რომელ ბავშვს? შეხედე ეს ბავშვია? ბავშვები ასე არ იცვამენ, ასე არ იქცევიან, შენ კიდე სულ ნერვებზე მშლი, ოჯახი ვის არ დანგრევია? მგლოვიარედ რამდენ ხანს უნდა იყო? სამი შვილი გყავს ლალუკა, სამიიი
-დღეს ჩხუბის ხასიათზე ხარ?
-არა ლალუკა დავიღალე, თქვენ დამღალეთ, მთელი ცხოვრებაა შენი პრობლემებით დავიღალე, შენი შვილების მოვლით და ამ უზრდელი გოგოს უპატივცემულობით დავიღალე, კისერიც გიტეხიათ ორივეს, ოღონდ საშველად მე ნუ დამიძახებთ ბოლოს, აღარ შემიძლია, აღარ მაქვს სურვილი.... ოთახის კარები რომ გამოიჯახუნა, ლალუკას ტირილის ხმა გაიგონა, დედა და მამა სამზარეულოში იყვნენ
-კმაყოფილი ხარ? კითხა დედამ
-კმაყოფილ ადამიანს ვგავარ დე? განა მინდა გული ვატკინო რომელიმეს, მაგრამ ჩემზე და თქვენზე არავინ უნდა იფიქროს? შენ კმაყოფილი ხარ იმით როგორც გექცევა შვილიშვილი? კმაყოფილი ხარ შენი შვილის საქციელით?
-შეჭამ რამეს? გადაიტანა საუბარიო სხვა თემაზე დედამ
-მამ ფული აღარ მიცე, თუ გავიგე რომ მიეცი მეწყინება, ძალიან
-აბა რა ვქნა ბოროტი ბაბუა ვიყო?
-კეთილის მსურველი ბაბუა იყავი, სასმელ-საჭმელი და ჩასაცმელი არ მოაკლდებათ, არც სწავლა განათლება თუ მოისურვებენ, მაგრამ ვერ ავიტან იმას რასაც დღეს შევესწარი, მე და შენ ვმუშაობდეთ და ეს ლაწირაკი ჩვენს სიმწრით ნაშოვნ ფულს წვავდეს და ჯანმრთელობას იფუჭებდეს! ამხელა ვარ და ეს მე არ გამიბედია...
-გაიზრდება დედიკო და დაჭკვიანდება, ახლა ასე გამოხატავს პროტესტს იმის მიმართვ რაც მის მშობლებს მოუვიდათ
-ჩემი ნერვების ხარჯზე? ბოდიშით მაგრამ ამის ატანას არ ვაპირებ
-შევეშვათ, დედა შვილმა გაარკვიონ თავიანთი საქმეები
-მამ სამსახურში რა ხდება? ჩამოგივიდა ის საქონელი რასაც ელოდებოდი?
-კი შვილო, კარგადაა ყველაფერი, ბიჭები უკვე გავაგზავნე ფოთში კონტეინერების დასაცლელად, ნაწილი საქონელი უკვე გაყიდულია, თვითღირებულება ამოვიღე აწი მოგებაა ყველაფერი
-მიხარია, ემილის მე წავიყვან და დავაძინებ, ნესი სად არი?
-ცურვაზეა, მოვა მალე,
- გასაგებია, გინდათ კიდე რამე თუ შეიძლება განვმარტოვდე?
-წადი დე დაისვენე, თბილად უღიმის დედა, ემილი ხელში აყავს და ოთახშ იკეტება, პატარას თავის საწოლში სვამს, ცოტა ხნით სანამ გამოიცვლის, მერე მასთან გადმოყავს და ეფერება, ემილიც ლამაზი, დიდი და ჭკვიანი თვალებით უყურებს
-დეს სიხარულო, შენ ხომ მათნაირი არ იქნები? შენ ხო ჭკვიანი გოგო ხარ? შენი და კი მიყვება დედაშენის ნაკვალებს მარა შენ ხომ ასე არ მოიქცევი? ხო დამჯერი გოგო იქნები? ემილის თამაშ-თამაშში ეძინება, ცაცო კი წარსულს იხსენებს, როგორ გაიპარა ლალუკა ზუსტად იმ ასაკში რამხელაც ახლა ნუცაა, როგორ იყო გაბრაზებული მამა... როგრ არ მოეწონა პირველი ნახვისთანავე მომავალი სიძე, როგორ დაიბადა ნუცა, როგორ დაიწყო სკანდალები, მერე ნესი გაჩნდა, სკანდალები ისევ გრძელდებოდა, დაშორებები, შერიგებები და ყველა სერიოზული დაშორება შერიგების მერე ახალი ბავშვი, მაინც არაფერმა უშველათ... ემილის მის საწოლში აწვენს თვითონ ოთახიდან გამოდის, ნესის ესალმება და გულში იკრავს, სკოლის ამბებს ეკითხება, ისიც ხალისით უყვება, ცურვა მოსწონს, დედა ენატრება, კარგად როდის გახდებაო მეამიტურად კითხულობს, ეს ცაცოსაც აინტერესებს, მაგრამ... ბაბუა დაწვაო, ბებო სამზარეულოშია ჭურჭელს რეცხავსო, ცაცო ინტერესდება გაკვეთილები თუ აქვს მზად, დადებით პასუხს იღებს, წადი დაიძინეო თხოვს დიშვილს და დედასავით ეფერება, მერე სამზარეულოში შედის, დედა უკვე ხელებს იმშრალებს
-ძალიან ცუდად მოვიქეცი? დამნაშავესავით კითხულობს და კუთხის მოხვეულ სკამზე ჯდება
-ჩაი დავლიოთ დედიკო?
-ჟოლოს მურაბის რაა, დაეჭყანა ცაცო დედას
-დედიკო ცუდად არ მოქცეულხარ, მაგრამ ნუცა ვერ გაიგებს, ის არ არის მიჩვეული ასეთ მოქცევას, ის განებივრებული გოგოა რომელსაც მთელი ცხოვრება დაენგრა, ახლა არ იცის რა გააკეთოს
-ამიტომ მე უნდა მომიშალოს ნერვები? და საერთოდ როდემდე უნდა ავიტანოთ ლალუკას ასეთი ქცევა?
-მე დედა ვარ და რაც არ უნდა გააკეთოს ან არ გააკეთოს მაინც უნდა ავიტანო ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, ცაცოც მიხვდა, რომ დედასთანაც უსარგებლო იყო ლალუკას და მისი შვილის უსაქცილობაზე საუბარი, ლალუკა შვილი, ნუცა კი პირველიდა ყველაზე საყვარელი შვილიშვილი... მეტი არგუმენტი ქალბატონ თამარს არ ქონდა და ეს მისთვის სრულებით საკმარისი იყო.... 1 http://b.pix.ge/q/er9sg.jpg


ცხოვრება უცნაურა რამეა, თუმცა ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ სპექტაკლში რომელსაც სახელად ცხოვრება ქვია, მთავარი როლის შემსრულებელიც, სცენარისტიც და რეჟისორიც თავითონაა, ის კი მოულოდნელობებით სავსეა, აქ გეგმაზომიერად არაფერი ხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებიც კი მაშინ ხდება როცა მათ არ ელოდები, ხანდახან სრულიად უმნიშვნელო მომენტს შეუძლია შენი მომავლის ერთ წამში შეცვლა, ეს ისე სწრაფად ხდება თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებ, ცვლილებები ზუსტად მაშინ ხდება როცა ამას საერთოდ არ ელოდები... არც ის იცი ცვლილებებს რა შედეგი შეიძლება მოყვეს... ეს მთელი ცხოვრების მოგზაურობაა... ცხოვრებაში ნათელის მოძებნაა... თუმცა ნათელი რომ იპოვო წყვდიადიც უნდა გამოიარო.... ისიც საოცარია რამდენ რამეზე შეუძლია ადამიანს ერთდროულად ფიქრი, იმის ნაცვლად რომ ეძინოს... ცხოვრების უცნაურობაზე, წყვდიადზე და ნათელზე, ცვლილებებზე, მოულოდნელობებზე... და ზუსტად ასე მოულოდნელად აწკრიალდა ცაცოს ტელეფონი, ღამის თითქმის სამ საათზე
-ნინა, კარგად ხარ? ნინაა???
-შეგიძლიათ ნინას მოაკითხოთ? გაისმა მამაკაცის ხმა ყურმილის მეორე მხრიდან
-თქვენ ვინ ბრძანდებით? რა სჭირს ნინას? სად არის? თქვენ რატომ მირეკავთ მისი ტელეფონით?
-თქვენი მეგობარი ჩვენს კლუბშია, ნახევრად უგონო მდგომარეობაში და...
-კარგით მოვდივარ ოღონდ მითხარით სად მოვიდე? გაააწყვეტინა ცაცომ საუბარი და სანამ ის უცნობი მისამართს ეუბნებოდა ცაცოს ტელეფონი მხარით ეჭირა და შარვალს იცვამდა, მშობლების ოთახში შეძლებისდაგვარად ჩუმად შევიდა, მარტო დედა გააღვიძა, მამას მანქანა მიმყავსო გააფრთხილა, არ გააღვიძო ინერვიულებსო, მანქანის საბუთებიც სთხოვა დედას, ამ ჩამიჩუმზე ნუცასაც გაეღვიძა და ოთახიდან ნამძინარები, ნახევრდ დახუჭული თვალებით გამოვიდა, ჩაცმული ცაცოს დანახვა გაუკვირდა
-სად მიდიხარ? მოვიდა აზრზე უცებ
-ნინას გადასარჩენად
-ამ დროს? მისაღებში ჩამოკიდებულ ძველებურ საათს გახედა ნუცამ
-წამოხვალ? უცნაურად კითხა ცაცომ
-წამიყვან?
-ორ წუთში თუ გაემზადები.... გამომცდელად შეხედა დეიდამ და ნუცას ორი წუთიც არ დასჭირვებია...
-სად მიგყავს ბავშვი? გაგიჟდა ქალბატონი თამარი
-კაი რა ბე ძლივს გამიღიმა და რაღაც საინტერესო შემომთავაზა, აკოცა ბებოს ნუცამ და უკვე კიბეებზე ჩამავალ ცაცოს უკან გაეკიდა....
-ღვედი გაიკეთე, მზრუნველად უთხრა ცაცომ წინ მოკალათებულ და გახარებულ დიშვილს, ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა
-სად მივდივართ? ნინა დეიდას რა სჭირს?
-სადღაც კლუბშია უგონოდ მთვრალი
-ნინასს უყურეეე... გაეცინა ნუცას
-მერე მისი ქმარი არ უშლის?
-დაშორდა და ეს მისი საქციელი დაშორებით გამოწვეული დეპრესიის გვერდითი მოვლენაა, ჩახლართულად აუხსნა ცაცომ
-მაშინ ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ ღმერთს, ერთ წუთში შეეცვალა სახე ნუცას
-რატო? ვერ მიუხვდა ცაცო
-ნინას ადგილზე ახლა დედა რომ არ არის მაგიტო, ცაცომ სიბრალულით სავსე თვალები შეანათა ნუცას, ის ამ სიტყვებს ისეთი დიდი ტკივილით ამბობდა....
-ვიცი რომ ცვლილებების მიღება ძნელია, თან ისეთი ცვლილებების რომლებიც კოშმარულ სიზმარს გავს რეალობაში გამოყოლილს, ისიც ვიცი, რომ ძნელია უყურო როგორ ინგრევა შენი ჩვეული სამყარო, შენ კი ვერაფერს შველი, ისიც მესმის, რომ არასწორად გექცევი, არც მე მინდა ასე მოვიქცე, მაგრამ მეც ადამიანი ვარ, მეც დავიღალე, არ გეწყინოს მაგრამ მთელი გააზრებული ცხოვრებაა დედაშენის და მამაშენის პრობლემების მოსმენა მიწევს, მე და შენ არ გვილაპარაკია ამაზე და მე ეს ძალიან მაწუხებს, გპირდები ამ დასვენების დღეებში აუცილებლად გამოვნახავ დროს და მე და შენ შექმნილ სიტუაციაზე დავილაპარაკებთ, ისე კი არა როგორც ყველა გელაპარაკება, ისე თითქოს უფროსების საქმეში შენ არ უნდა ჩაერიო და ეს შენ არ გეხებოდეს, დავილაპარაკებთ ისე როგორც ორი საკმაოდ დიდი ადამიანი, კარგი?
-ცაცო დეიდა... მადლობა...
-არაფრის სიხარულო, დიდი ხარ უკვე და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ, უკვე უფლება გაქვს შენი აზრი გამოხატო და ბოდიში დღევანდელისთვის, არ მინდოდა ასე მწარედ გამომსვლოდა, მაგრამ სიგარეტს ვერ შევეგუები.... იმიტო კი არა რო მე ასე მინდა, შენც არ გინდა, უბრალოდ არ იცი ახლა რა გააკეთო, გეხვეწები ისეთ შეცდომებს ნუ ჩაიდენ რომელთა გამოსწორებას მერე ვერ შეძლებ
-ჯიბის ფულს მართლა აღრ მომცემ?
-ეგეც ფულია რააა.... გაახსენა ცაცომ მისივე სიტყვები ნუცას და მასაც გაეცინა
-დამპირდები რო სიგარეტს აღარ გაეკარები? ნუცამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
-ხო და ძალიანაც კარგი, იცოდე რო მომატყუო და გავიგო ტუჩებს მიგაწვავ, ან სულ თმებით გითრევ.... კი გაქ ისე, რომ კარგად დავიხვევ ხელზე და აი ჩვენც მოვედით, მანქანაში დამელოდე, მოვალ მალე, კაი? ნუცა ისევ თავს უქნევს დეიდას, ცაცოც დაცვის ბიჭებს უახლოვდება, სიტუაციას უხსნის, ერთ-ერთის თანხლებით კლუბში შედის და არც თუ ისე კარგად განათებულ დარბაზში ნინას ეძებს თვალებით, თითქოს მუსიკის ხმას მხედველობასთან არავითარი კავშირი არააქვს, მაგრამ ზედმეტად კარგი აკუსტიკის მქონე ამ დარბაზში ისეთი ხმაურია, რომ ძალაუნებურად თვალები უსიამოვნებისგან გიწვრილდება და თვალთახედვის და აღქმის უნარიც გიქვეითდბა.... ეს ატეხილი ახალგაზრდობა (როგორც მათ ცაცო ეძახის) გიჟივით მოძრაობს, ისე სასცილო შესახედავები კი არიან, თითქოს ხვლიკები შეუძვრათ ტანსაცმელში და ასეთი უცნაური მოძრაობებიც ამის ბრალია, არასდროს ხიბლავდა ცაცოს განტვირთვის და დასვენების ასეთი სახეობა, ნინას წყალობით კი ამ ბოლო პერიოდში ხშირად უწევდა ასეთ უცნაური დაწესებულებების სტუმრობა, ეს ამდენი გაბრუებული ახალგაზრდობა, ეს ამდენი მოზღვავებული ემოციები, ჰორმონები, ზღვარს გადასული თავისუფლება, გაევროპელობულობა თუ გაამერიკელებულობა, ცხვოვრების უაზროდ ფლანგვა, ბოჰემა თუ რას არ ეძახის ახალგაზრდობა აი ამ ყველაფერს? სახელსაც რომ ვერ არქმევ ადამიანი? როდის მერე გახდა გართობის ასეთი მიმზიდველი სახეობა კლუბური ცხოვრება? სპეციფიური სახელით „ქლაბერობა”? ან ამ ცხვირმოუხოცავ ახალგაზრდობას სად აქვს ამდენი ფული? ან სად ყავს ამ ხალხს პატრონი? თუმცა რომელი პატრონი? ცაცო ზიზღის გრძნობას დროებით იშორებს და ნინას ძებნას განაგრძობს, მაინც ვერ პოულობს, ვიღაცა მკვეთრად ატრიალებს ზურგისკენ, დაცვაა, ანიშნებს რომ უკან გაჰყვეს, ცაცოც მიყვება და ნინას ხედავს ბარზე დამხობილს, მის გამოფხიზლებას ამაოდ შეეცადა და მერე დაცვას თხოვნით სავსე თვალები შეანათა, დაცვამაც ნინა ხელში აიყვანა და ცაცოს გაჰყვა მორჩილი ხელქვეითივით, ნუცამ მანქანის კარები სასწრაფოდ გააღო, როცა ცაცო და ის ორ მეტრიანი მამაკაცი დაინახა რომელსაც გათიშული ნინას სხეული მოჰქონდა
-ცოცხალია? გაფართოებული თვალებით იკითხა როცა უსულო სხეული მანქანის უკანა სავარძელზე ფრთხილად დადო დაცვამ, ცაცომ ერთი წუთით მაცადეო ანიშნა დიშვილს და იმ ორ მეტრიანს მიუბრუნდა
-ძალიან დიდი მადლობა, თქვენს გარეშე ვერაფერს მოვახერხებდი
-ეს გოგო ხშირად არის ჩვენთან, იქნებ ვინმემ ყურადღება მიაქციოს, არ უნდა იყოს ცუდი პიროვნება, უბრალოდ ცუდი პერიოდი აქვს ალბათ ცხოვრებაში და.... საოცრად მზრუნველი და თბილი ხმა ქონდა დაცვას, მისი გარეგნობისთვის საოცრად შეუფერებელი
-ვეცდები და მადლობა კიდევ ერთხელ, გაუღიმა ცაცომაც, ნუცას ანიშნა მანქანაში შეხტიო და თვითონაც საჭეს მიუჯდა, ის ის იყო მთავარ გზაზე უნდა გამოსულიყო, მანქანამ გზა ჩაუხერგა და იმ მანქანიდან ბიჭების საკმაოდ შეზარხოშებული კამპანია გადმოვიდა, ცაცომ ჩამოწეული ფანჯრიდან დაუძახა ბიჭებს და მანქანის გაწევა თხოვა
-ეე ვერ გადიხარ ლამაზო? ჩვენ ახლა მოვედით შენ კიდე მიდიხარ? ჩათვალე რომ ცხოვრების შანსს კარგავ, ჩამო რა ერთად გავერთოდ....
-ძალიან გთხოვთ, მეჩქარება და თქვენი ავტომობილი მარტო მე კი არა ყველას შეუშლის ხელს ვისაც აქედან გასვლა მოუნდება, ადრე თუ გვიან მაინც გასაყვანი გეყოლებათ და თუ შეიძლება ეს ეხლა გააკეთეთ ზედმეტი მეტიჩრობის გარეშე, ბიჭებს აშკარად ეტყობოდათ განებივრებული დედიკოს და მამიკოს შვილები რომ იყვენენ, აი ისეთები ცაცოს, რომ სულ აღიზიანებდა, იმიტომ რომ ასეთ ტიპებს ცხოვრება მათი ჰგონიათ, მაგრამ გაგებაშიც არ არიან ცხოვრება რა არის, ყველაფერი იოლად მიიღეს ცხოვრებაში და დარწმუნებულები არიან ეს ასე უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მამამისს ბევრი ფული აქვს, არ აინტერესებს საიდან მთავარია აქვს, ასეთ ბიჭებს გონიათ რომ ყველაფრის უფლება აქვთ, ისინი უგვირგვინო პრინცები არიან, უნდათ და მორჩა, პატარაობიდან დაწყებული სკოლაში ყურადღების ცენტრში, უნივერსიტეტებში სასურველი სასიძოები, გემრიელი ლუკმები, ყველა რო უკანალზე კოცნით და გოგოები რომ ბუზებივით ეხვევიან (ბუზები კი რასაც ეტანებიან თქვენც კარგად იცით), ისეთი ტიპები მამიკობის გარეშე რომ ვერაფერს აკეთებენ, პოლიცია უბრალოდ შესამოწმებლად რო აჩერებთ და ისინი ეგრევე მამიკოს ურეკავენ რა ვქნაო??? ერთი სიტყვით ისეთები, რომლებიც საბანკო ანგარიშზე არსებული ნულების გარეშე რომ არაფერს წარმოადგენენ...
-რა იყო ლამაზო? რა აგრესიული ხარ? იცი მე ვინ ვარ? მიუახლოვდა ერთ-ერთი ცაცოს ნამქანას
-ლამაზოსთვის მადლობა თუ არ ხუმრობ, აგრესიული არაფერი მითქვამს, მე მგონი თხოვნით მოგმართე, არ ვიცი ვინ ხარ და არც მინდა გავიგო, უბრალოდ მინდა რომ მანქანა გაიყვანო
-სურვილი სურვილზე გავცვალოთ რას იტყვი?
-სხვა გზა მაქვს?
-არა, ღიმილით უთხრა ახალგაზრდამ
-ერთი კოცნის სანაცვლოდ მე მანქანას გავწევ, წარბები შეუთამაშა უცნობმა, ცაცო საშინლად გაბრაზდა, მანქანიდან გადმოვიდა
-ეს რა თავხედობაა, შენნაირებს რატომ გგონიათ რომ ყველაფრის უფლება გაქვთ, ვინ მოგცა ამდენი თავხედობის უფლება, თუმცა ვიცი ვინც, მამაშენის ფულებით დაბმულმა, გასაცოდავებულმა ხალხმა, ლუკმა პურის საშოვნელად, რომ შენნაირ ახვრებთან უწევთ მუშაობა, მაგარ მანქანაზე, სახლზე და უაზრო სოციალურ სტატუსსზე დახამებულმა დებილმა გოგოებმა, რომლებიც კისერზე გეკიდებიან და არასოდეს გიკითხია საკუთარი თავისთვის პირადად შენ რას წარმოადგენ? მამიკო და მისი ფულები რომ გაქრეს უცებ რა გეშველება? აღარც უკანალზე გაკოცებს ვინმე, აღარც იმ მეგობრებს დასჭირდები ვისაც ახლა მეგობრებს ეძახი და აღარც ის დებილი გოგოები შეგრჩება... დაფიქრდი რად ღირხარ? ერთი გათავხედებული ფულის ტომარა ხარ რომელსაც არაფერი გაგიკეთებია შენს ცხოვრებაში ღირებული და თავი დიდი ვინმე გგონია, იცი გაგიცრუებ იმედებს სამყარო არ იყოფა მხოლოდ შენს, უფრო სწორად მამაშენის ხელქვეითებად და დებილ გოგო ბიჭებად, რომლებსაც მხოლოდ შენი ფული აინტერესებთ და მხოლოდ ამიტო გიტანენ... უკაცრავად მაგრამ ჩვენც ვარსებობთ, უბრალო მოკვდავები, ისეთები რომლებიც შენნაირებს ცხოვრების გზაზე არ ხვდებიან, ან თუ ხვდებიან ცდილობენ თავი აარიდონ...
-მოიცა... ეე... მოიცა... რას ჩაირთე???
-ეხლავე დაეგდე მანქანაში და გაწიე თორე გავიტან!!! გაცოფებული კიოდა ცაცო
-რას ქვია გაიტან? გაუფართოვდა თვალები უცნობს
-რა იყო მამიკო გაგიბრაზდება?
-წადი შენი.... ხელი აუქნია ცაცოს უცნობმა
-ოხ მდიდარი მამაშენის... ეგეთი ჩათლახი როგორ გაგაჩინა??? ეგეთი არაკაცი როგორ გაგზარდა??? არ დარჩა ცაცოც ხურდაში, ის უცნობი გაგიჟდა და ცაცოზე რო გაიწია მაშინ გაიგონა ვიღაცის ხმა
-აბა ერთი გაბედე!!! ჯერ გოგონას ბოდიში მოუხადე, მერე დაეგდე მანქანაში და გაწიე!!!
-შენ ვინღა ჯანდაბა ხარ?
-ძალიან გაინტერესებს? ჯაბა ვარ ცინცაძე და რა? რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვიქნები? გიორგი, ლევანი, თამაზი, ანზორი.... გავაგრძელო?
-ეხლავე გავიყვან მანქანას...
-რაღაც დაგავიწყდა
-არ არის საჭირო, არაკების არაკაცური ბოდიშები არ მჭირდება, ზიზღით თქვა ცაცომ
-თქვენ შეიძლება არ გჭირდებათ, მაგრამ მე ასე მინდა, ხო უნდა მიხვდეს ეს დეგენერატი მაგაზე მაღლაც რო დგანან ვიღაცეები? გაიგოს რო არავითარი სოციალური სტატუსი თუ სქელი მამიკოს ჯიბე უფლებას არ აძლევს ასე მოიქცეს
-ვერ გაიგებს, საინანული შეეპარა ცაცოს ხმაში
- არ მაინტერესებს, ბოდიშს ველოდებით, მკაცრად გახედა ჯაბამ ჭიაყელასავით ერთ მტკაველა, მოცუცქნულ ტიპს, რომელსაც ეტყობა და მატრო გოგოებთან ქონდა დიდი გული
-უკაცრავად, ბევრის უფლება მივეცი საკუთარ თავს, მომიტევეთ თუ შეიძლება
-მუხლებზეც თუ დადგები არ იქნება ურიგო, ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა ჯაბამ
-ეს ნამდვილად აღარ არის საჭირო, უბრალოდ მინდა რომ დროზე შევძლო აქაურობის დატოვება, თქვენ ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის და შენ კიდევ აქ დიდ ხანს უნდა გვალოდინო?
-ხომ არ გაგაცილოთ? გაუღიმა ჯაბამ ცაცოს და იმ ერთ ადგილას გაქვავებულ ჭიაყელას მკაცრად გახედა
-რა იყო მამაო ჩვენოს კითხულობ? ისიც მაშინვე მანქანაში შეხტა და უკან დაიხია
-გზა თავისუფალია მადამ, გალანტურად დაუკრა თავი ჯაბამ და რევერანსი გაუკეთა ცაცოს
-მადმუაზელ, შეუსწორა ცაცომ
-გაცილების შემოთავაზება ისევ ძალაშია
-მადლობთ არ არის საჭირო, მე მგონი უკვე საკმარისზე მეტი გააკეთეთ ჩვენთვის, ჯაბა დაიხარა და ნამქანაში მჯდომ შეშინებულ ნუცას ხელი დაუქნია, ნუცას გაოცებისგან ღიმილი ყურებამდე გაეწელა
-თქვენი სახელი მაინც მითხარით
-ცაცო, ცაცო მეტრეველი
-სასიამოვნოა ცაცო, ცაცო მეტრეველო, ტელფონის ნომერსაც ხომ ვერ მოაყოლებდით?
-თქვენც? ამოიხვნეშა ცაცომ
-არა ღმერთმა დამიფაროს, გულიანად გაეცინა ჯაბას
-შეიძლება წავიდე? ითხოვა ნებართვა ცაცომ და მანქანის კარები გამოაღო, რა თქმა უნდაო ხელები გაშალა ჯაბამ და ცაცოც სწრაფად გამოვიდა აღმაშენებლის ხეივანის ფართო ტრასაზე
-ვაა ცაცო დეიდა რა მაგარი ხარ, იცი ესენი ვინ იყვნენ?
-რაში მაინტერესებს ნუცა ესენი ვინ იყვნენ?
-შენ რა ტელევიზორს სულ არ უყურებ? ცაცომ გამომცდელად შეხედა დიშვილს
-ვიცი ვიცი, მაგისთვის არ გცალია, ის პატარა ჭიაყელა რეზიკო იყო წერეთელი და ეს ჯაბა იყო ცინცაძე, ჯაბა იყო ცინცაძე, ჯაბა იყო ცინცაძე.... ჩაიხვია ნუცამ
-ვინ არი ან ერთი ან მეორე? დაინტერესდა ნუცას ზედმეტი აღფრთოვანების მერე ცაცოც
-რეზიკო ერთ-ერთი პარლამენტარის შვილია, და ჯაბა, ჯაბა კალათბურთელია, გაინაზა ნუცა
-ააა... მაგით იოლად აიხსნება მისი ნორმას გადაჭარბებული სიმაღლე
-ხო მაგარი ბიჭია?
-შენი აზრით ამ სიბნელეში და ასეთ სიტუაციაში გავაჩიე როგორი ბიჭია შენი ჯაბა?
-შენ პირს შაქარი ნეტა ჩემი იყოს
-ნუცა სულ ნუ გადამრევ, ვერ გაიგე იმ წერეთელს თუ ჯანდაბას რას ვეუბნებოდი? შენ კიდე....
-ისე ძაან ზედმეტი კი მოგივიდა....
-ნუცაა, უყვირა ცაცომ
-შუქნიშანზე წითელია გააჩერეეე... ძლივს მოასწრო ნუცამ ამის თქმა და ცაცოს მკვეთრი დამუხრუჭების გამო საქარე მინა კინაღამ თავით გაიტანა, დამცავმა ღვედმა უშველა
-ცაცო შენ სულ ასე დაგყავს მანქანა? გაიგონეს უკვე ნაცნობი ხმა შუქნიშანზე მეზობლად გაჩერებული მანქანიდან
-მითვალთვალებთ?
-არა, ბედის ირონიით აღმოჩნდა, რომ ორივე საბურთალოზე მივდივართ, როგორც მივხვდი, ცაცოს გაეცინა და შუქნიშანზეც მწვანე ფერი აინთო, ჯაბამ სწრაფად დაძრა მანქანა და ცაცო უკან ჩამოიტოვა, მომდევნო შუქნიშნამდე
-მეგონა უკან გამომყვებოდი, გაგრძელდა დიალოგი შემდეგ შუქნიშანზე
-არც მასეთი აზარტული ვარ, გაუღიმა ცაცომ
-რატომ აგინებდი „მდიდარ მამას“ წერეთელს? ან რატომ აყვედრიდი კარგ ცხოვრებას?
- ღმერთო, ეს ყველაფერი გაიგონეთ, ძალიან მრცხვენია, საერთოდ ასე არ ვიქცევი, ღმერთო რა უხერხულია, თუმცა ეს შუქნიშანზე გასარჩევი საკითხი არ არის
- მომავალ შუქნიშანზე შევხვდებით, თვალი ჩაუკრა ჯაბამ და ისევ მოსწყდა ადგილს
-რატომ აყვედრიდით რეზიკოს მანქანას? რომ გიყურებთ თქვენც საკმაოდ სოლიდური ავტომობილით მოძრაობთ, ისევ გააგრძელეს საუბარი ღია ფანჯრებიდან და მომდევნო შუქნიშანზე
-ეს ჩემი არ არის, მამასია, თან რეზიკოს მანქანა ფუფუნების საგანია, მამასთვის და ჩემთვის ეს გადაადგილების საკმაოდ იაფფასიანი საშუალება
-და მაინც რამ გაყო, მამასი და თქვენი??? ჯაბამ ამაზე პასუხი ვერ მიიღო, იმიტომ რომ ცაცომ გზაზე პირდაპირ მოძრაობა გააგრძელა მას კი მარჯვნივ უნდა გადაეხვია....
-ჯაბა ცინცაძე გკერავდა, რა მაგარია.... ცანცარებდა სავარძელში ნუცა.მერე ნინას შეხედა
-ამ ტვირთს რა ვუყოთ? თვალით ანიშნა ცაცოს ნინაზე...
-სახში უნდა ავიყვანოთ, შენ ხელებში მოკიდე და მე ფეხებში მოვკიდებ ხელს, ლიფტამდე მივათრევთ როგორმე
-მაგიტო წამომიყვანე ხო?
-არა ასეთ მგდომარეობაში თუ დამხვდებოდა არ მეგონა
ქალბატონი თამარი მოუთმენლად ელოდა შვილის და შვილიშვილის დაბრუნებას, ნინას სხეული ძლივს გამოათრიეს ლიფტიდან
-ისე რა გამხდარი ჩანს და რა მძიმეა, წუწუნებდა ნუცა, კარებზე ზარი არ დაურეკიათ, სხვებს რომ არ გაღვიძებოდათ, ცაცომ დედას დაურეკა და ქალბატონმა თამარმაც კარები გაუღოთ, კინაღამ იკივლა ნინას მდგომარეობა რო დაინახა, ცაცომ ანიშნა ჩუმადო
-ცოცხალია დედიკო?
-კი მთვრალია უბრალოდ, მოდი დაგვეხმარე თორე გავწყდით მე და ნუცა
-ახალგაზრდა გოგო რა დღეშია? საით მიექანებით დედიკო, აღარაფერი ღირსეული და წესიერი თქვენს თაობას აღარ შერჩა, რა უნდა პატიოსან გოგოს ამსეთ მდგომარეობაში და ასე გვიან გარეთ???
-ხვალ დედა, ხვალ წაუკითხე ეგ ლექციები, როცა გამოფხიზლდება
-ხვალ შენც ეყოფი, სახეზე გეტყობა გაბრაზება
-ეგ სხვა რაღაცის ბრალია, გაეცინა ნუცას
-პატარა ჭინკა დაახვიე ეხლავე საწოლში, ხვალ სკოლაში მიდიხარ
-ძილინებისა ბე, გაეცინა ნუცას და ბებოს თბილად აკოცა
-რა მოუვიდა? გაუკვირდა ქალბატონ თამარს შვილიშვილის უეცარი საქციელი, ნინა ძლივს დააწვინეს საწოლში და დედამ ისევ ნუცაზე ანიშნა ხელით, იმას რა დაემართაო?
-გაუხარდა რო შევურიგდი
-და შენ რა დაგემართა? რამ გაგაბრაზა?
-ხვალ დე, ხვალ მოგიყვები ყველაფერს, მეძინება რა, აი მანქანის გასაღები და საბუთები, ქალბატონ თამარს კიდევ უნდოდა რაღაცის კითხვა მაგრამ, ცაცომ დაასწრო ძილინებია დეო და ისიც ოთახიდან გამოვიდა, დატოვა შვილი დაღლილ-დაქანცული, ყველაფრით გადაღლილი, ოთახშიც შეძლებისდაგვარად ფრთხილად შევიდა, საბანიც ფრთხილად ასწია...
-მოვიდა? კითხა ჩუმად ბატონმა ბადრიმ
-გაიგე რო წავიდა? გაუკვირდა თამარს
-ეეე თამრო, თამრო.... ამით ყველაფერი ნათქვამი იყო, ბატონ ბადრის ბევრი საუბარი არ უყვარდა, მას ცოლ-შვილი უსიტყვოდაც უგებდა
-ხო მოვიდა, დავიძინოთ, თავი გულზე დაადო მეუღლეს და ჩაეღიმა
-როდემდე უნდა გაგრძელდეს იმ ტუტუცი გოგოს შუაღამის გამოძახებები?
-ხვალ საყვარელო, ხვალ გავარკვიოთ ყველაფერი, შეემუდარა თამარი დასაშვებზე მეტად გაბრაზებულ მეუღლეს, ნუცას ჩუმად შესვლა არ გასჭირვებია ოთახში, ლალუკას არაფერი გაუგია, არც შვილის წასვლაზე, არც მოსვლაზე… ცაცომ საღამური ერთი ხელის მოსმით გადაიცვა, გათიშულ ნინას კიდევ ერთხელ შეუმოწმა პულსი, ტკბილად მოხრუტუნე ემილის დახედა, სარკმლის წინმდარ დიდი ზომის სარწეველა სავარძელში ჩაესვენა, ფეხებიც აკეცა და საზურგეს კომფორტულად მოერგო... ფანჯარაში უცვლელი კადრი ჩანდა, ჩვეული იდუმალებით რომ სულ აკვირვებდა ცაცოს და ახლა მიხვდა, რომ დაიღალა... მუხლებზე უღონოდ დაწყობილ ხელებს დააკვირდა, ისე როგორც ოტხი ხუთი თვის პატარა აკვირდება თავის ხელებს და უკვირს მათი არსებობა... პატარაობა მოუნდა, როცა უდარდელია ცხოვრება, ხელში აყვანილსაც გატარებემ, გაჭმევენ, გაცმევენ, გბანენ, გივლიან, სიყვარულს უზომოდ გჩუქნიან და შენგან მხოლოდ ღიმილს ითხოვენ, აი მაშინ არის ცხოვდება მშვენიერი.... როცა იზრდები ყველაფერი კარგავს ხიბლს, უფერულდება, ხუმდება და ვერც ვერაფერს ეწინააღმდეგები, ცხოვრობ არაფრისთვის და არაფერში... გამოგონილ, მოჩვენებით მოვალეობებ-გრძნობებ-პასუხისმგებლობებით დამძიმებული, ცოცხლობ, ხოლოდ იმიტომ რომ თავს ვერ იკლავ..... თურმე არც ამის უფლება გაქ...
ცაცო თმებზე პირსახოც შემოხვეული იჯდა ფანჯარასთან და გამვლელ მანქანებს ითვლიდა, თითქოს სხვა საქმე არაფერი ქონდა, დაიღალა, ძალიან, ყველაფრით, მთელ სხეულში ყრუ ტკივილს გრძნობდა, თუმცა რა ტკიოდა არ იცოდა, ეტყობა სული მტკივაო, ბოლოს მხოლოდ ეს დასკვნა გამოიტანა, მერე ყურადღება მკრთალად განათებულ ბუკიას ბაღზე გადაიტანა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან, ძალინ გვიანი იყო ერთ ორ სკამზე მაინც ისხდნენ შეყვარებული წყვილები, ცაცოსაც ისეთი რაღაცეები გაახსენდა რაზეც დიდი ხანია არ უფიქრია, ყოველთვის აინტერესებდა, როგორ უშვებდნენ მშობლები ასეთ დროს თავიან გოგონებს გარეთ, ბიჭებზე არაფერი რომ არ ვთქვათ, რა აძინებს იმ გოგოს დედას სახში, როცა არ იცის თავისი შვილი სად და ვისთნ დაეხეტება ღამის... საათს გახედა ცაცომ, ღამის სამის ნახევარზე....... რა შენი საქმეა ცაცო? გაუბრაზდა საკუთარ თავს, ისევ წაიღო ფიქრებმა, ალბათ კარგია როცა ასეთი თავისუფალი ხარ, აკეთებ იმას რასაც გინდა, როგორც გინდა, ვისთანაც გინდა, სადაც გინდა და როცა გინდა.... მისთვის თავისუფლების ეს ხარისხი ცოტა მიუღებელი იყო... თვალები მისდა უნებურად დაეხუჭა, მხოლოდ იმის გაფიქრება მოასწრო, აქ ასე არ უნდა ჩამეძინოსო, მაგრამ დაღლილობას თავი ვერ გაართვა, სიზმრების სამყაროს უბრძოლველად დანებდა... მშვიდი ძილით ვერ დაიძინა, რამდენიმეჯერ ნინას კვნესამ გამოაფხიზლა, იმასაც მიხვდა სავარძელში რომ ეძინა, მაგრამ საწოლამდე მისვლის თავი არ ქონდა, ნინას კვნესაზე თვალებს ახელდა და მომენტალურად ხუჭავდა მათ... დროდადრო უშინაარსო სიზმრებსაც ხედავდა, ძილშც კი ხვდებოდა, რომ ეს სიზმარი იყო და დიდად არ ნერვიულობდა, გაღვიძებით თავს უშველიდა... თითქმის გამთენიისას მისდა უნებურად გაითიშა, აღარც ემილის კრუსუნს შეუწუხებია, აღარც ნინას კვნესას და სიზმარიც თითქოს სადღაც გაქრა... სიმშვიდემ დაისადგურა... ფიზიოლოგიურმა და არა სულიერმა...
ცას ნელ–ნელა შეეპარა ღია ფერები, რიგრიგობით დაიწყეს პატარ–პარატა ვარსკვლავებმა ჩაქრობა და დიდი მთვარეც თანდათან გაფერმკრთალდა, ცის კაბადონი შევარდისფერდა და მერე მზემ თბილი გამარჯობა თქვა... ოთახში ახალი დღის სასიამოვნო ნიავი დატრიალდა, იმატა შხუილით ჩავლილი მანქანების რაოდენობამ, თუმცა ჯერ კიდევ ისე ადრე იყო რომ მეეზოვეების ცოცოხის მოსმის ხმები ისმოდა, ნინას სიცოცხლე ახმაურებული ქალაქის ხმებდა, მზის სხივების მოურიდებელმა ლაციცმა თუ ორივე მიზეზის ერთდროულმა სინთეზმა დაუბრუნა არ ვიცი, მაგრამ ჯერ მხოლოდ შეირხა, მთელი სხეული რომ ეტკინა წამოიკვნესა, ერთმანეთზე შეწებებულ ქუთუთოებს ძალა დაატანა, რომ თვალები გაეხილა, მერე ისინი საყვარლად და რამოდენიმეჯერ სწრაფად დაახამხამა თვალთახევა რომ დაბრუნებოდა, პირველი რაც თვალში მოხვდა მომღიმარი ემილი იყო, ეს ბავშვი სულ აოცებდა თავისი სინაზით, სიმშვიდით და ხალისიანობით, სულ იღიმებოდა... ნინასაც გაეცინა ძალაუნებურად და სახის კუნთებიც ეტკინა, ფრთხილად გადაბრუნდა იქეთ საითაც მისი აზრით ცაცო უნდა დახვეროდა, საწოლის მეორე მხარე ცარიელი იყო, ცაცო კი ფეხებაკეცილი საწყლად იყო სავარძელში მოკუნტული, საშინელი თავისტკივილით აითრია ფეხი, ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს თავზე გირები დაკიდეს და სიმძიმეს ვეღარ უძლებსო, კარადის დიდ სარკეში თავის ანარეკლს თვალი რომ მოკრა წამით შეეშინდა და მერე ემილის ღიმილის მიზეზსაც მიხვდა, ჯამბაზს გავდა ამ ბჭყვიალა კაბაში და მაკიაჟიც ისე ქონდა როგორსაც სპციალურად იკეთებენ ბავშვების საყვარელი და სასაცილო გმირები... ცაცოს წინ იატაკზე დაჯდა და ფრთხილად დაუძახა
–ცაცოო, გაიღვიძე, ცაცოოო
–მღვიძავს ნინა, უბრალოდ დრო მჭირდება თვალები რო გავახილო
–ძაან დაგღალე არა?
–კაი რა დილიდან არ დაიწყო, წადი მოწესრიგდი, აბაზანა მიიღე და მერე ვილაპარაკოთ, პირსახოცები იცი სადაც დევს და ჩემი ტანსაცმლიდან რაც გინდა აიღე, ასე ოთხმოციანი წლების დისკოს მოცეკვავესავით არ დამენახო თორე შეიძლება დაგახრჩო, ნინას თან გაეცინა და თან დაიჭყანა
–მერიდება მამაშენის, ოთახიდან ვერ გავალ
–რომელი საათია? იკითხა თვალებდახუჭულმა ცაცომ
–ცხრა დაიწყო
–არ იქნება მამა სახში, სამსახურში წავიდოდა უკვე, ინსტინქტურად უპასუხა ცაცომ და მერე სწრაფად გამოფხიზლდა, თვალებიც უცებ გაახილა
–როგორ თუ ცხრა დაიწყო? უფრო თავისთვის იკითხა
–ცხრაზე ემილის უნდა ვაჭამო, მანამდე მოვემზადო, ათზე სამსახურში უნდა ვიყო, სწრაფად შედი აბაზანაში, მერე მეც შესასვლელი ვარ, ბავშვები რას შვებიან ნეტა? სწრაფად დარბოდა წინ და უკან ცაცო ოთახში
–ემილის დედა ყავს და იმან აჭამოს, ბავშვებსაც დედამ მოუაროს ბებიამ კი არა, გაბრაზდა ნინა
–შენ მაინც ნუ მასწავლი ჭკუას ადე დროზე, ამ ბავშვებს ზედმეტად დეპრესიული დედა ყავთ და ჯერ ამათთვის არ სცალი და რა ვქნათ მოვკლათ ბავშვები შიმშილით და უზრუნველობით?
–რას აჩენდა მოვლა თუ არ შეეძლო?
–შენი საქმე არ არის!!! მკაცრად გამოუვიდა ცაცოს ნათქვამი
–ბოდიში, დამავიწყდა რომ შენ ოჯახის წევრებზე ცუდად საუბარი აკრძალულია რაც არ უნდა მოხდეს მაინც...
–ნინა არ გეწყინოს მაგრამ ოჯახი წმინდა საკითხა, ის რომ მე შემიძლია ჩემი დის გაკრიტიკება და ის რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ და გული შეგტკივა ჩემზე, რაშიც ბოლო ხანებში ეჭვი ძალიან მეპარება, იმის უფლებას არ გაძლევს რომ ლანძღო ლალუკა ჩემს თვალწინ
–მოვიხადე ხო ბოდიში, ისე ეჭვი რაში მეპარებოა? ვერ დაეწია აზრობრივად ცაცოს ნათქვამს ნინა
–რაში და შენს კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაში ჩემს მიმართ
–რატო?
–გოგო ამ ერთი თვის განმავლობაში მერამდენეჯერ გამაღვიძეს და დამზაფრეს შენს გამო? არაფერს კი არ გამადლი, მაგრამ მე მგონი ყველას უსაქმური გგონივართ, თუ რა გჭირთ, ყველა თქვენს პრობლემებს მე რატო გადმომილოცავთ ხოლმე? მე რა ჩემი არ მყოფნის? როდესმე დაჭკვიანდები? ნინა თავდახრილი უსმენდა და თავის გასამართლებელ ვერც ერთ საბაბას ვერ პოულობდა
–ნინა, იცი რა შეიძლება მოგივიდეს? თავს საფრთხეში სპეციალურად რატომ იგდებ? გუშინ იცი როგორ მდგომარეობაში იყავი? სიბრაზიზგან კინაღამ გაგგლიჯე, ვისაც რა უნდოდა იმას გაგიკეთებდა, ისე რომ შენ არც კი გემახსოვრებოდა, მაგასაც თავი რომ დავანებოთ, ხომ შეიძლება ვერ მოგისწრო? ხომ შეიძლება ყურადღება არავინ მოგაქციოს და ზედმეტმა აქკოჰოლმა ინტოქსიკაციით მოგკლას? გინდა სიკვდილი? ნინას ისედაც შეწუხებული სახე უფრო შეუწუხდა როცა თვალნათლივ წარმოიდგინა ცაცოს მიერ დახატული სცენარი
–რა საშინელ სცენარს დახატავ ხოლმე უცებ?
–რა არ არის ასე?
–კიდე დიდხან უნდა მეჩხუბო?
–შეაყარე კედელს ცერცვი... შენთან ჩხუბი უაზრობაა, მე კიდე უაზრობებს ვერ ვიტან, უბრალოდ მომბეზრდა ყველას მე რომ უნდა გიშველოთ და მერე მაინც ისე გამოდის რო მე ყველაზე გამოუცდელი, გაუბედავი, დაჩაგრული და კიდევ როგორ ამბობთ ხოლმე? როგორი ვარ? არა და ფრჩხილი მოგტყდებათ თუ არა იმ წამსვე მე მირეკავთ საშველად, დავიღალე!!!! თქვენი პრობლემების გადაჭრით დავიღალე...
–რა გაბრაზებული ხარ?
–გასაკვირია რატომ? ღამის სამ საათზე ვიღაც დეგენერატი მაღვიძებს შენს გამო, სახლიდან ვიპარები, მამას მანქანას ვპარავ, ჩემი თექვსმეტი წლის დიშვილი მომყავს იმიტომ რომ მარტო მეშინია წამოსვლა იმ ქალაქ გარეთ, დასაკარგავში, ვიტან უამრავი ნასვამი, ჰორმონებ მოჭარბებული საზიზღარი არსების ტორღიალს, ვეჩხუბები ვიღაც რეზიკო წერეთელს
–ვის ეჩხუბე? გააწყვეტინა პირდაღებულმა ნინამ
–მე რა ვიცი ვიღაც განდიდების მანიით შეპყრობილ დეგენერატს და საერთოდ ის დიდი ბიჭი რომ არ ყოფილიყო რა უნდა მექნა ახლაც ვერ ვხვდები, ნინა უფრო დაიბნა
–ის დიდი ბიჭი ვინღა იყო? გახალისებულმა კითხა ნინამ
–მე რა ვიცი, ორ მეტრიანი კი იყო, ნინას ინტერესით უციმციმებდა თვალები და იმხელაზე იკრიჭებოდა თითქოს სტომატოლოგთან იყო ვიზიტზე მისული, ცაცო ცოტა, რომ დამშვიდდა და ნინას ასეთ მდგომარეობაში შეხედა სიცილი ვერ შეიკავა
–ღმერთო რა გეშველება, ასეთი არასერიოზული როდემდე უნრდა იყო? ან მე რა მეშველება შენს ხელში?
–ცაცო ის დიდი ბიჭი ვინ იყო?
–მაგის გარდა არაფერი გაგიგონია ხო რაც ვილაპარაკე?
–დაგხმარებია და სახელიც არ კითხე?
–დედააააააა შევიშლები ახლა, იკივლა ცაცომ, კივილზე ემილიმ წამოიტირა, ცაცომ აიყვანა
–შენ არ გიყვირი დეს სიხაულო, ამ ცუდ და საშიშ დეიდას ვუყვირი, ლოყები დაუკოცნა პატარას ცაცომ, ემილიმაც იმ წამსვე სიცოცხლის ძალის მომცემი ღიმილით დააჯილდოვა დეიდა
–შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა, მიიხუტა ცაცომ ბავშვი
–გაიღვიძეთ? ოთახში ყავის ჭიქით შემოვიდა ნუცა, ნინას ისედაც აწეწილ თავზე წაეთამაშა, რა მაგარ ფორმაში ხარო და ყავის ჭიქა გაუწოდა შენ უფრო გჭირდებაო, მერე ცაცომ უსაყვედურა
–რამდენჯერ უნდა გითხრა ყავას ნუ სვამ თქო? ნუცამ ემილი გამოართვა და შეახსენა საჭმელი უნდა გაუმზადო და შენც უნდა გაემზადოო
–ბებო სად არი?
–ბაბუმ წაიყვანა დილით ბაზარში, მაცივარი ცარიელიაო და ჯერ არ მოსულან
–გასაგებია, დედას რა თქმა უნდა სძინავს, ნუცამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
–მიდი ნესი გააღვიძე და სკოლისთვის გაემზადეთ
–მე მზად ვარ, ნესი აბაზანაშია, უკვე ჩაცმული ნასაუზმები და კბილებს იხეხავს
–კარგი გოგო ხარ, გადაუსვა თავზე ხელი ცაცომ
–შენ რა დღეში ხარ ნინა დეიდა? გაუღიმა ნუცამ მას მერე რაც ცაცოსთან საუბარს მორჩა
–დეიდა? ამ ლაწირაკს უყურე დეიდაშენი უყურე ვინ არის.... ხელი გაიშვირა ცაცოსკენ
–ნუც ის დიდი ბიჭი ვინ იყო? ვერ მოეშვა იმ ბიჭის ამბავს ნინა
–გუშინდელზე ამბობ? ჯაბა იყო ცინცაძე
–ვიინ??? ლამის იკივლა ნინამ, კარადაში თავშერგული ცაცო შეხტა და მერე ნინას ბალიში ესროლა
–გული მერამდენედ უნდა გამიხეთქოო?
–გოგო მე შენ გადამრევ, გუშინ თბილისის ორი ყველაზე მაგარი და სასურველი სასიძო გაგიცვნია ჩემი წყალობით და რაღას მეჩხუბები?
–ორივე არ დაეკარგოს თბილისს არასდ, ზედმეტი ირონიით თქვა ცაცომ
–აჰა, ერთს ისე ეჩხუბა ლამის კბილების ჩამოლაგებამდე და თვალების დალურჯებამდე მივიდნენ, დაახურა თავზე ყველაფერი და მეორეს ზრდილობიანად რო ვთქვათ ბოდიში ჟარგონისთვის და მაგრად "დაადო"
–ნუცა! გაუბრაზდა ცაცო
–რას ქვია "დაადო"?
–ჯაბა და მისი მეგობრები თითქმის მთელი გზა მოგვყვებოდნენ და ყველა შუქნიშანზე ზრდილობიანად "კერავდა" დეიდას
–ეს კიდე ხელშეუხებელი, მიუწვდომელი პრინცესა იყო არა? თავით ანიშნა უკმაყოფილო ნინამ ცაცოზე, ნუცაც თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა
–ფუ რა დებილი ხარ რა.... მიუბრუნდა მერე ცაცოს
–გოგო ჯაბა ცინცაძის კარებთან გოგოების რიგი დგას ოღონდ იმან გამარჯობა უთხრას რომელიმეს და ერთმანეთს თავ პირს ამტვრევენ და შენ რა გჭირს?
–თავპირდამტვრეულებს მიხედოს, ოღონდ რიგრიგობით, ვინმეს გული რომ არ დაწყდეს
–ასეა ნუც დეიდაშენი ყოველთვის ყველაზე კაი ბიჭებს მოსწონთ, ეს კიდე....
–დილამშვიდობისა, ოთახში ნესიმ შემოყო თავი
–წასვლის დროა, თავით ანიშნა ნუცას, საყვარლად გაიღიმა და ორივენი გაუჩინარდნენ
–გამო დღეს ჩემთან, თხოვა ნინამ უკვე აბაზანიდან გამოსულ და მოწესრიგებულ ცაცოს
–არ მცალია, კვირას შევიკრიბოთ გოგოები, ნატოსაც არ ეცლება მანამდე, მანჩოს კი ცალია სულ მარა რა ხეირი, ყიფშოსაც დაურეკოთ?
–გადარეულს? რა ვიცი აბა არა მგონია მოვიდეს მარა დავრეკოთ ჩვენი რა მიდის?
–სოლოლაკის ბინაში ხარ თუ შენებთან?
–სოლოლაკში რა იყო?
–ვერანდის დრო მოვიდა და ის იყო, თან არავინ არ შეგვაწუხებს
–დღეს რა დღეა? ინტერესით კითხა ნინამ
–სამშბათი
–აუ კვირამდე ძაან ბევრია
–ბევრი დაგვიგროვდება სათქმელი, თუმცა ერთად სიჩუმეც კაია, ცაცმო ხელი მოხვია ნინას, ემილი ლალუკას მიუყვანა, გააღვიძა, დედა არ არის სახში და კეთილი ინებე შვილს მიხედეო, დილით ჭამა და დედაც მოვა მაელო, მერე ისევ შეაჯანჯღარა რომ გაერკვია ნამდვილად გაგი თუ არა რაც უთხრა, ლალუკამაც გავიგეო და თვალები გაახილა, სადარბაზოდან ერთად გამოვიდნენ
–დიდი ხანია ასეა? შეწუხდა ნინა
–რაც იმ დეგენერატს დაშორდა მას მერე
–ცუდია, წამოიყვანე ჩემთან კვირას
–არ წამოვა, სახლიდან კი არა თავისი ოთახიდან არ გამოდის
–ტაქსით წავიდეთ, მე გპატიჟებ, მადლობის ნიშნად
სამსახურში წუთი წუთზე მიასწრო, შესასვლელში ხელს აწერდნენ აღრიცხვის სახით და დროსაც უთითებდნენ რომელ საათზე მივიდოდნენ, ჟურნალის აღმრიცხველ ხნიერ ბატონ თამაზს ცაცო ძალიან უყვარდა და როცა ის იგვიანებდა ცაცოს მაგივრად აწერდა ხელს, დღესაც ეგონა რომ ცოტა შეაგვიანდებოდა და მის მაგივრად მოაწერა ხელი, ცაცომაც დღევანდელ მის გრაფაში ხელმოწერა რომ დაინახა ღიმილით თქვა, უფ მოვსულვარ უკვეო და ბატონ თამაზს მადლობის ნიშნად შოკოლადები დაუდო მაგიდაზე, კიბეები სასწრაფოდ აირბინა, საერთო სალამი თქვა, მისიანებს თვალი მოავლო, აივანზე არიანო, მიანიშნეს და ცაცოც მათ შეუერთდა, ყავა უკვე ელოდებოდა აივნის მოაჯირზე
–ლაშააა, ჯაბა ცინცაძე ვინ არის? მოულოდნელად იკითხა ცაცომ
–კალათბურთელი
–კარგი კალათურთელი?
–ეროვნული ნაკრების წევრია, რამოდენიმე წელია იტალიაში თამაშობს, ახლა ესპანეთში გადადის თუ არ ვცდები, რაში გაინტერესებს?
–ისე უბრალოდ, გუშინ ნუცასთან რაღაცაზე ვსაუბრობდი და საუბარში ახსენა, აღტაცებული იყო და დავინტერესდი
–ხო, ნუცას ასაკის გოგოების და არა მარტო მაგ ასაკის გოგოების კუმირია, ყავა რომ დაამთავრეს სამსახურის საქმეებს მიუბრუნდნენ, აივნის კარებში ნატომ გააჩაერა და ეჭვისთვალით კითხა
–ნუცამ ახსენა არა საუბარში?
–კვირას ნინა გველოდება სოლოლაკის სახლის ვერანდაზე, ღიმილით უთხრა ცაცომ და თავი აარიდა დასმულ კითხვას.....


თქვენთვის ნაცნობია მდგომარეობა როცა რაღაც აგეკვიატებიათ, სხვაზე რომ ვეღარაფერზე ახერხებთ ფიქრს? არც კი იცით რა გჭირთ, უბრალოდ ჭინკებივით თამაშობენ მოუსვენარი აზრები, სურვილები, მოთხოვნილებები, ფიქრები ვერ წყნარდებიან, ქაოსურად დაქრიან გონებაში, მოსვენებას გიკარგავენ... ხო და ეს მოუსვენარი აზრები რომ ვერ მოიშორა ჯაბამ რომლებიც ცაცოს ახსენებდნენ, მაგიტომაც დაიწყო მისი ძებნა, ვერც თვითონ უხსნიდა საკუთარ თავს რა უნდოდა, იმ სიბნელეში ნორმალურადაც ვერ შეათვალიერა როგორი გოგო იყო ცაცო, მაგრამ სულ მისი ხმა ესმოდა, სიმკაცრით, სიბრაზით, სიამაყით და კიდევ რაღაც უაზრო მომხიბვლელობით სავსე ხმა, ბერძნულ მითებში რომ ყვებიან ზღვის ნიმფებზე, რომლებსაც საოცარი ხმები აქვთ და მათი საოცარი ხმების წყალობით ღუპავენ მეზღვაურებს ხომ გახსოვთ? აი ასე იზიდავდა ჯაბას ცაცოს ხმა და დაღუპვას უპირებდა თუ სხვა რამეს ჯაბას ამის გარკვევა ძალიან უნდოდა, იმ კლუბში იკითხა მისი ასავალ დასავალი, მაგრამ კლუბში არავინ არაფერი იცოდა ცაცოს თაობაზე, მერე კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ეჩვენებინათ, ისე ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ.... აი რატომ არ ეშველება ჩვენ ქვეყანას არაფერი, სიტყვა კონფიდენციალურობის მნიშვნელობა რომ არ ვიცით, იმის მიუხედავათ, რომ ამ ბოლო პერიოდში ძალიან მოდაში შემოვიდა უცხო სიტყვებით საუბარი, თითქოს რაც უფრო ბევრ გაუგებარ სიტყვას იტყვი უფრო გაუსვამ ხაზს შენს ინტელექტს, თუმცა მარტო ჩვენს ქვეყანას რას ვერჩი? ნაცნობობა ყველა ქვეყანაში ჭრის..... აი ასე აღმოჩნდა იმ ღამის ჩანაწერი ჯაბას ხელსი, რომელსაც კლუბის დაცვსთან ერთად უყურებდა და ბევრი საინტერესო რაღაცეები გაარკვია, დაცვამ ნინა იცნო, გაახსენდა ის ღამე, ეს გოგო ჩვენთან ხშირად დადისო ნინასკენ გაიშვირა ეკრანზე ხელი, და ის მეორეო? ინტერესით კითხა ჯაბამ, დაცვა მრავლისმთქმელად დუმდა, ცაცოზე არაფერი იცოდა, დაურეკეთ და ისიც მოვიდა ნინას წასაყვანადო... ცაცოს მანქანის ნომრების გარჩევა ვერ მოახერხეს, თორემ ასე იოლი იქნებოდა მისი მიგნება, კლუბის დაცვამ ისიც კი კითხა ჯაბას საპატრულოში თუ ყავდა ნაცნობები, ჯაბას რომ ძალიან გაუკვირდა მერე აუხსნეს პატრულებს ეგეთი ახალი პროგრამა აქვთ პიროვნების ვინაობის დასადგენად მისი სახის სკანირებას ახდენენ და თუ სადმე არიან დაფიქსირებულები, სასწავლებლებში, ბანკებში, ან თუ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ყველას მონახვა შეუძლიათო, ჯაბამ ეს უკანასკნელი ზომა იქნებაო, თავი გაიქნია, მაგრამ დაცვას სთხოვა ნინა თუ გამოჩნდებოდა დაერეკათ მისთვის, ბევრი ცდა არ დასჭირვებია საღამოსვე აცნობეს ჩიტი ბუდეში მოფრინდაო, ჯაბაც მალე გამოჩნდა და ნინას პირდაპირ და დაუფარავად კითხა შეიძლება ვილაპარაკოთო? ჯაბამ თავით ანიშნა გარეთ გავიდეთო და ნინაც უსიტყვოდ გამოყვა
–ბოდიში რო შენს საქმეებს მოგწყვიტე, მე ჯაბა ვარ ცინცაძე
–გიცნობთ ბატონო, გაუღიმა ნინამ
–მადლობა, იუხერხულა ჯაბამ, მერე ცოტა დაფიქრდა როგორ შეიძლებოდა ეკითხა მისთვის საინტერესო ინფორმაცია ისე რომ ნინა უხერხულ სიტუაციაში არ ჩავარდნილიყო
–მე ნინა ვარ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? თბილად კითხა ნინამაც
–მეც მსმენი შენს შესახებ, ცოტა უხერხული კითხვა... კითხვები უნდა დაგისვა და მქონდეს შენი იმედი?
–ცაცო მეტრეველი, ცხოვრობს ბახტიონზე, ზუსტად ბუკიას ბაღის წინ, მუშაობს საინფორმაციო ცენტრ "პრეს ნიუსში", სამსახური გრიბოედოვზე, კონსერვატორიასთან, არ სვამს, არ ეწევა, ღამის გართობა არ უყვარ, არ არის გათხოვილი, გამოთხოვილი, არ არის დანიშნული, უახლოეს მომავალში არც აპირებს როგორც ვიცი და შეყვარებული არ ყავს, ისევე როგორც არასდროს ყოლია... ჯაბა გაოცებული უყურებდა თან გაღიმებული, ნინამ ისე გასცა ყველა ინფორმაცია რომ ჯაბას კითხვაც არ დასჭირვებია
–მადლობა მაგრამ რა იცოდი?
–დაცვის ბიჭებმა მითხრეს, გაუღიმა ნინამ
–მერე დაქალი რომ გაყიდე თხასავით არ გაგიბრაზდება?
–უბრალოდ შენ მომწონხარ ძალიან... პირადად არ გიცნობ, მაგრამ რამოდენიმე საერთო ნაცნობი გვყავს მე და შენ, მათგან მხოლოდ საქებარი რაღაცეები მომისმენია შენზე, არ ვიცი რამდენად სწორად შემექმნა შენზე წარმოდგენა, მაგრამ ძალიან კარგი და ძლიერი პიროვნება მგონიხარ, ცაცოს რომ ჭირდება ისეთი, დამოუკიდებელი და შემდგარი, თუმცა ცაცო არ არიოს იოლიად მოსათვინიერებელი გოგო და ის რაც მე გითხარი სულაც არ ნიშნავს არაფერს
–კიდევ მომიყვები რამეს მის შესახებ? მოთვინიერება თუ დამჭიდრება გამომადგება, ეშმაკურად გახედა ჯაბამ
–მის შესახებ არა მაგრამ თუ რაიმეს დაუშავებ, სადაც არ უნდა იყო მოგძებნი და სადმე სასქესო ორგანოთი ჩამოგკიდებ, აი დაცვას კითხე და გეტრყვიან რო მაგის გამკეთებელი ვარ...
–მაგას უკვე მივხვდი რო მარტივი პიროვნება არ არი და იოლიც არ იქნება მარა აკვიატებული მყავს
–თუ საქმე მხოლოდ აკვიატებას ეხება მითუმეტეს არაფერი ყოფილა სანერვიულო მალე მოგიღებს ბოლოს
–უფრო მეტი რომ მომინდეს?
–ოფლის დაღვრა მოგიწევს! ჯაბა მისთვის ჩაფიქრდა, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა
–თავისუფალი ვარ? იკითხა ნინამ, თუმცა პასუხს არც დალოდებია ისევ კლუბისკენ აიღო გეზი
–რამდენი წლისაა? ზურგს უკან დააწია კითხვა ჯაბამ
–შენზე პატარააა, ყრუდ ჩაესმა ნინას ხმა
–მადლობა ნინაა, იმედია ხშირად მოგვიწევს ერთამენით ნახვა, კლუბის შესასვლელში ნინა შემობრუნდა
–ეგ იმ შემთხვევაში ცოლად თუ მოიყვან, თორე ისე ცაცო ძაან გულჩათხრობილი გოგოა, თუმცა რას გიხსნი, გაიცნობ და ნახავ.... ხელი დაუქნია და წარმატებები უსურვა ჯაბას... ჯაბას უფრო ტელეფონის ნომრის გაგების იმედი ქონდა ვიდრე დაწვრილებითი ინფორმაციის, რომელიც საკმაოდ უხვად გაანდო ნინამ, ბევრი არ უფიქრია რა უნდა გაეკეთებინა...
დილის ტრადიციული რიტუალების მერე ჩიგოგიძეების ოჯახი დაცარიელდა, ცაცო ხალხით გაჭედილ სამარშუტო ტაქსში იჯდა, უფრო სწორად იდგა და ხალისით აკვირდებოდა გოგონას რომელსაც ეტყობა ძალიან დასცხა და აღარ იცოდა რა ექნა, თან ეტყობოდა დილით მაკიაჟის სქელი ფენა დაიდო სახეზე და სიცხის გამო ყველაფერი ეთმანეთში აერია, მდგომარეობა იმან დაუმძიმა რომ ოფლისგან დაცვარულ შუბლს ერთჯერადი ხელსახოცით იწმენდდა და შუბლზე დადებული ტონალურიც მას გააყოლა... ცაცო საცოდავად უყურებდა იმ საცოდავს სახეაჭრელებულ და გაწამებულს, გულდაწყვეტით ფიქრობდა ასეთი ახალგაზრდა გოგო კანს ამდენი ქიმიით რატომ იფუჭებდა.... როგორც იქნა სამსახურამდე მიაღწია და შვებით ამოისუნთქა როცა ტრანსპირტიდან ჩამოვიდა, მთელი დღე თავი არ აუწევია ისე მუშაობდა კაბინეტში გამოკეტილი, რამოდენიმეჯერ გამოვიდა მხოლოდ აივენზე და იქაც სიხცხის გამო დიდხანს ვერ გაჩერდნენ, ისე მალე გავიდა დღე ვერ კი მიხვდა სახში წასვლის დრო რო იყო, ლაშამ დაურღვია სიმყუდროვე
–ამდენი მუშაობა არ შეიძლება, დღის ბოლოა უკვე გავდივართ, ცაცომ საათზე დაიხედა
–მე კიდე ცოტა ხანს დავრჩები, ამ შაბათ–კვირასაც არ მოვალ და ორშაბათს ქაოსი რომ არ დამხვდეს რაღაც რაღაცეები უნდა დავამთავრო
–დაგელოდები
–არ ღირს, მერე ნესი უნდა გამოვიყვანო ცურვიდან... შეწუხებულმა ამოხედა ცაცომ
–ძალიან არ დაიგვიანო წასვლა, დამატებით საათებს მაინც არავინ არ აგინაზღაურბს
–ძაანაც რომ მინდოდეს ვერ გავჩერდები, ბავშვს ხომ ვერ დავტოვებ აუზზე? ლაშა ხელის აწევით დაემშვიდობა და ნატოსთან ერთად გამოვიდა, ცაცოც აღარ გაჩერებულა დიდ ხანს, კიბეების თვლით ჩამოიარა, მისაღებში საშვი ჩააბარა ბატონ თამაზს, ხვალ და ზეგ არ ვიქნებიო თბილად გაუღიმა და ორი დღის შოკოლადის მარაგი წინასწარ დაუტოვა
–მადლობა ცაცო, ძალიან მანებივრებ
–რას ბრძანებთ, მხოლოდ თქვენი დამსახურებაა სამსახურში სულ რომ დროზე მოვდივარ, თვალი ჩაუკრა და წამოსასვლელად რომ მოემზადა, ბატონმა თამაზმა შეაჩერა, გარეთ დიდი ხანია გელოდებიანო და საჩვენებელი თითი დიდი მინის კარებს იქეთ ოდვამ მოშორებით გაჩერებული მანქანისკენ გაიშვირა, რომელსაც ცაცომ ხარბად გააყოლა მზერა
–რა იცით რომ მე მელოდებიან? იქნებ...
–გიკითხათ
–ვინ ვარ და რა მინდაო არ დაუკონკრეტებია? ბატონ თამაზს გაეცინა და ცაცოს თითი დაუქნია, გადი და შენ თვითონ გაარკვიეო
–დიდი ხანია იცდის?
–ექვსი არ იყო რომ მოვიდა, ცაცომ შემოსასვლელში ჩამოკიდებულ დიდ საათს ახედა, მერე გაკვირვებული თვალები შეაფეთა მომღიმარ ბატონ თამაზს და ბავშვურად ჩაილაპარაკა
–თურმე მოთმინებით გამოვირჩევით, თავი კი მანქანისკენ გაიქნია, უხმოდ მოწყდა ადგილს და გარეთ გასასვლელი კიბეებიც ისე თავდახრილმა და სწრაფად ჩაიარა, მომლოდინე მანქანისკენ სულ არ გაუხედია, ვერც ჯაბა იცნობდა თავდახრილ ცაცოს რომ არა გარეთ გამოსული ბატონი თამაზი, რომელმა ანიშნა მანდ რას აკეთებ ეს უკვე გამოვიდაო.... ჯაბაც სწრაფად ჩამოხტა მანქანიდან და სწრაფი ნაბიჯით მოსიარულე ცაცოს დაეწია, თუმცა მანამდე რამოდენიმეჯერ დაუძახა, ცაცომ ნაბიჯების რითმი შეანელა და ჯაბასკენ შემობრუნდა, რომელიც საყვარლად უღიმოდა
–უხერხულია როცა ის ბიჭი გაწუხებს რომლისთვისაც არც ტელეფონის ნომერი მიგიცია და არც საბაბი იმისა რომ შაგაწუხოს არა?
–უფრო უცნაურია, თვალები ჩინელივით მოწკუპა ცაცომ
–ისიც კარგია რომ არ მეკითხები ვინ ვარ, ეს იმას ნიშნავს რომ გახსოვარ
–საიდან გაიგე სად ვმუშაობ? ცოტა გაბრაზებული ხმა ქონდა ცაცოს
–საჭირო ხალხს ვიცნობ! გაიმეტიჩრასავით ჯაბამ და მედიდური მზერა შეეპარა
–ააა... და რაში დაგჭირდა ამდენად თავის შეწუხება?
–შეიძლება ყავა დავლიოთ ერთად?
–საღამოობით ყავას არ ვსვამ, ღამით აღარ მაძინებს! ირონიულად უპასუხა ცაცომ, ჯაბას გაეცინა, ცოტა უცნაური იყო, ნუ ამ სიტუაციაში ცაცოც ხვდებოდა რატომ იყო ჯაბა ახლა მის წინ და რა უნდოდა მისგან, მაგრამ ასე უხერხულად რატო გრძნობდა თავს ეგ ვერ გაიგო და ისიც სახალისო იყო ეს ორმეტრიანი მამაკაცი როგორ უცნაურად გამოხატავდა თავის უხერხულობას, როცა ორ სიტყვას ერთმანეთს ვერ აბამდა
–არსებობს უკოფეინო სასმელებიც
–ბავშვი მყავს ცურვიდან გამოსაყვანი, არ დამალა სიმართლე ცაცომ, თუმცა ჯაბას ეგონა რო ეს მხოლოდ თავის დაღწევისთვის მოფიქრებული ტყუილი იყო
–მაშინ ვისაუზმოთ ერთად, დილით ხომ მაინც სვამ ყავას?
–შაბათ–კვირას ოჯახთან ერთად ვატარებ
–ორშაბათს იყოს
–ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვმუშაობ, ჯაბას შეთავაზებები შემოეცალა და ცაცოს გაეცინა, ჯაბაც ხვდებოდა რომ ამდენი უარყოფითი პასუხის მიუხედავადაც ცაცოს სიამოვნებდა მასთან საუბარი
–ასეთი საშიში ვარ? დაისაწყლა თავი ჯაბამ
–ჯაბა საშიში სულაც არ ხარ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მაღალი და წვერებიანი მამაკაცების ბავშვობიდან მეშინია
–მართლა ასეთი დაკავებული ხარ?
–გააჩნია რისთვის
–მხოლოდ ერთი შეხვედრისთვის, გამომცდელად შეხედა ჯაბამ მოციმციმე თვალებში
–მხოლოდ ერთი შეხვედრისთვის მართლა ძალიან დაკავებული ვარ...
–სიტყვებით ნუ მეთამაშები
–შენ რაც გინდოდა ის თქვი, მე როგორც მინდოდა ისე გავიგე
–ძნელია შენთან დალაგებული საუბარი
–აქამდე კარგად გამოგდიოდა, ახლა არ დანებდე, თითქოს შეეხვეწა ცაცო
–ბოდიში რომ შეგაწუხე, არ უნდა მოვსულიყავი, მაინც უკან დაიხია ჯაბამ
–მე ვთქვი რომ შევწუხდი?
–აბა ასე სიტყვებით როდემდე უნდა ვიპაექროთ? სანამ ბავშვი ოლიმპიური ჩემპიონი არ გახდება ცურვაში?
–იუმორის გრძნობას არ ვუჩივით ეს კარგია, თუმცა მხოლოდ ეს, ერთი შეხვედრის შანსს ვერ მოგიტანს, ისევე როგორც შენი საუცხოო გარეგნობა და თავბრუდამხვევი ღიმილი
–კიდე რა უნდა გავაკეთო?
–კრეატიულობის ხარისხს თუ გაზრდი შეიძლება რამე გეშველოს, ჯაბამ ხელით ანიშნა აქ დამელოდეო და მანქანის უკანა სავარძლიდან, ქრიზანთემების თაიგული გადმოიღო
–ყვავილები არ მიყვარს და ორიგინალურობითაც არ გამოიჩევა გოგოსთვის ყვავილების მირთმევა, მოღუშული სახით უთხრა ცაცომ და გაწვდილი თაიგული არ გამოართვა
–არაუშავს, შემდეგში გავითვალისწინებ, მაგრამ ახლა იმდენი პატივი მაინც უნდა მცე რომ ეს თაიგული გამომართვა, ცაცომ უსიტყვოდ მოკიდა ხელი ყვავილებს, თვითონაც გაუკვირდა რატომ მოიქცა ასე
–ყვავილები მართლა არ მიყვარს, ეს იმისთვის არ მითქვამს რომ ისინი არ გამომერთვა შენთვის, ძალიან გულწრფელად აუხსნა ცაცომ და ჯაბაც მიხვდა რომ ყვავილები მართლა არ უყვარდა ცაცოს
–თუმცა სამაგიეროს ნამდვილად გადაგიხდი მოყენებული უხერხულობისთვის
–რისთვის? ძალიან გაკვირვებულმა იკითხა ჯაბამ
–აბა ამხელა თაიგულით მეტროში ვიქნები შეუმჩნეველი თუ ავტობუსში? თუ უჩინმაჩინის მოსასხამსაც მაჩუქებ?
–მე წაგიყვან
–აი ეს კი მართლა ზედმეტია, მირჩევნია ნახევარ საათიანი უხერხულობა და მერე ოჯახის დაკითხვა ავიტანო, ნუ ამას ისედავ ვერ ავცდები, ვიდრე თავი ვალდებულად ვიგრძნო და ბანალურ ყავაზეც მივიღო მიპატიჟება
–რას ჩააცივდი ამ ყავას? მაშინ ხინკლები ვჭამოთ და ჩაკიდულები მივაყოლოთ გახალისდა ჯაბა
–მოქალაქევ... ჩემს თვალში ოდნავ მომატებულ რეიტინგს ჩაკიდულებს ნუ ჩაახრჩობინებთ ალკოჰოლში, გაბრაზდა ცაცო
–შეიძლება კიდევ მოვიდე?
–არ მოხვიდეთქო რომ გითხრა დამიჯერებ? ჯაბამ თავი გაიქნია უარყოფის ნიშნად
–ოღონდ ძალიან გთხოვ, ყვალილების, ბუშტების, სანთლების, სერენადების ან კიდევ ყველა იმ ატრიბუტიკის გარეშე რასაც გაიფიქრებ რომ მისი საშუალებით ჩემს დათანხმებას შეძლებ, ძალიან გთხოვ თანამშრომლების ყბაში ნუ ჩამაგდებ და მათ საჭორაოს ნუ გამხდი, კარგი?
–აბა მოვიდე, დავფიქსირდე რომ ვიყავი, ფანჯარაში ხელი დაგიქნიო და წავიდე?
–კისერი მეტკინა მაღლა ყურებით, იმ ღამით მომეჩვენა რომ უფრო დაბალი იყავი
–მე კი იმ ღამით მომეჩვენა რომ უფრო გამბედავი და თავისუფალი იყავი
–პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის საიმედო არ არის, იცი მე მართლა მელოდება ბავშვი და თუ ახლა არ წავალ ოლიმპიური ჩემპიონი არ ვიცი, მაგრამ ბავშვის მაგივრად შეიძლება ამფიბია შემრჩეს ხელში...
ერთმანეთს თბილი ღიმილით დაემშვიდობნენ და ცაცომ წკაპუნით ჩამოირბინა ქვაფენილიანი ქუჩა, ავტობუსში ცდილობდა ინტერესიანი თვალები არ შეემჩნია, მალევე მივიდა აუზზე, ნესი გამზადებული და გაბრაზებული ელოდებოდა
–ბოდიში დეიდულას სიხარულო, ბოდიში, დაუკოცნა გაბრაზებისგან დაბურცული ლოყები
–მაპატიე და ნაყინს გიყიდი, ქრთამი შესთავაზა შემოსარიგებლად ცაცომ და ნესის კმაყოფილების ლანდებმა გადაურბინეს სახეზე
–ყვავილები შეყვარებულმა გაჩუქა? შეათვალიერა ინტერესით ლამაზი თაიგული რომელიც ცაცოს ცოცხივით ეჭირა
–ნესი შეყვარებული არ მყავს
–აბა იყიდე?
–ყვავილებს მხოლოდ შეყვარებულები არ ჩუქნიან გოგონებს
–ლამაზია
–აი გქონდეს, მიაჩეჩა ნესის ჯაბას ნაჩუქარი ქრიზანთემები, მანაც კმაყოფილებით გამოართვა და უკან აედევნა სწრაფი ნაბიჯით წინ წასულ ცაცოს, ოჯახში არც თუ ისე დიდი დაკითხვა მოუწყვეს, უბრალოდ ყვავილების წარმომავლობა იკითხეს და იმითაც დაკმაყოფილდნენ სამსახურში მაჩუქესო ცაცომ რომ თქვა უინტერესოდ, ვახშმობის მერე ტელევიზორთან შეიკრიბნენ, ბავშვებს სკოლა უმთავრდებოდათ, თბილისში მათ გაჩერებას აზრი არ ქონდა, სოფელში უნდა წასულიყვნენ, ნუცამ ცოტა კი იწუწუნა, მაგრამ რო დაფიქრდა ქალაქის სიცხეში ამოხრჩობას, ისევ სოფელი ერჩივნა, ლალუკა დისკუსიაში მონაწილეობას არ იღებდა, თითქოს მის ბავშვებზე არც ყოფილიყოს საუბარი, მერე ცაცო და მამა ბავშების მომზადება გამგზავრებაზე მსჯელობდნენ, მამამ ცოტა საყვედურნარევი საუბარი გადაუკრა ნინაზე და ცაცომაც ზრდიობაიანად შეაწყვეტინა, ამაზე მერე ვილაპატაკოთ, ბავშვების გარეშეო, ბავშვების დაძინებამდე კი დაღლილ ვაჟას დაეძინა და მკაცრი საუბარიც ცოტა ხნით გადაიდო, გვიანი იყო ცაცო ინტრნეტში რომ ძრომიალობდა და მისი ოთახის კარები ნუცამ შემოაღო
–შეიძლება შენთან დავწვე? მორიდეულად კითხა დეიდას
–უბრალოდ დედას ატანა აღარ შემიძლია, სანამ მიყვირებ და ზრდილობიანად ილაპარაკეო მეტყვი, მანამდე მე გეუბნები, რომ შეიძლება მე არ მაქ დედაზე ასე საუბრის უფლება, მაგრამ არც მას აქ ისე მოქცევის უფლება როგორც იქცევა
–დედას რა სჭირს? შეწუხებულმა კითხა ცაცომ, თვალები ნერვიულად მოისრისა და ხმამაღლა ამოიხვნეშა
–მიდი და დატკბი, ხელით ანიშნა გაბრაზებულმა ნუცამ
–დაწექი, შუბლზე აკოცა ცაცომ და ლალუკასთან გავიდა, აცრემლებული და ადამიანის სახე დაკკარგული დის დანახვაზე, ღმერთს თხოვა, ოღონდ ახლა გამაძლებინე რომ არ ავფეთქდეო და ის ორი გრამი მოთმინება მოიკრიბა რომელიც შემორჩენოდა, ლალუკას არც კი მიუქცევია ყურადღება ვინ შევიდა ოთახში
–არ გრცხვენია? შედარებით დაბალ და მოზომილ ხმაზე დაიწყო საუბარი ცაცომ
–შენც ნუ დამიმატებ ისედაც არ მაკლია საყვედურები
–ლალუკა შვილებს თავს ნუ შეაძულებ, მერე ტირილი არ გიშველის, ემილი შენს გარეშე იზრდება, რას მოუყვები როცა გკითხავს პირველი კბილი როდის ამომივიდაო? როდის დავიწყე ლაპარაკიო, იმედია ფეხზე რომ გაივლის მანამდე მაინც მოხვალ საჩვენოსკენ, იცი რომ ნესის უზომოდ ენატრბი? ბავშვი იმას კითხულობს დედა როდის დაბრუნდებაო, ნუცა.... ჩემთან რატო შემორბის იცი ღამღამობით? შენი ქვითინი არ აძინებს, ცოტა თავი ხელში აიყვანე, დღე გამოიგლოვე შენი აუწყობელი ცხოვრება და ღამით ბავშვს დაძინების ნება მაინც მიეცი
–ცაცო შენ არ იცი როგორ მენატრება
–გოგო შენ ნორმალური ხარ? რას მორბოდი თუ იცოდი რომ მის გარეშე ვერ გაძლებდი? თუ ტაიმ აუტი გჭირდებათ ხოლმე ურთიერთობებში? ამ თქვენი შესვენებით კიდე ჩვენ გვაწყდება ნერვები, მერე მე არ მისაყვედურო შენი შვილები მე უფრო თუ მომეჯაჭვებიან, ან დედას, არ გაბედო არასდროს იმის დაყვედრება, რომ ჩვენ გავზარდეთ ისინი ჩვენს ჭკუაზე, ბავშვები იმ ასაკში არიან ავტორიტეტი სჭირდებათ ვისგანაც მაგალითს აიღებენ და მაპატიე, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში შენ ამ როლისთვის არ გამოდგები, მშვენიერი ქალი ხარ, ადექი, მოწესრიგდი, სამსახური იშოვნე, ბავშვები გაზარდე და მარტო ის ნუ გაკერია პირზე რომ უზომოდ გენატრება ის შენი დეგენერატი ქმარი, ან ის მაინც იფიქრე რო ასეთი იმასაც არ ჭირდები, შვილებისთვის თუ არ აკეთებ არაფერს იმ დეგენერატისთვის მაინც ჩადექი მწყობრში, დაბრუნდი საადამიანოში....
–გულცივი, უგრძნობი ადამიანი ხარ ცაცო, ჩემი და როგორ ხარ?
–რაციონალურობას და გულცივობას ერთმანეთში ნუ ურევ, საკუთარი თავი ისე როგორ არ უნდა გიყვარდეს რომ შენ რაც დამართე თავს ის დამართო?!
–გადი ჩემი ოთახიდან
–დარჩენას მუხლებზე ხოხვით რომ მეხვეწებოდე მაინც არ დავრჩები, გული მერევა რომ გიყურებ, ასეთი უნებისყოფო, უამბიციო, სუსტი როგორ ხარ??? კარები გამოიჯახუნა ცაცომ და კარებთან ასვეტილი ნუცა რომ დაინახა მკაცრად გახედა
–მე შენ რა გითხარი?
–რა ბოროტი ხარ ცაცო დეიდა?
–ბოროტი არა დაღლილი ვარ, რამდენი თვეა ვეფერებით და ეს სულ თავზე გავიდა, ახლა მოხვდება და იქნება მოვიდეს ჭკუაზე, თუ შენ ჩემთან აპირებ გადმოსახლებას?
–არ მიმიღებ? სიმწრით გაუღიმა ნუცამ
–სხვა გზა მაინც არ მექნება.... ხელი მოხვია ცაცომ და ორივე ერთად შეწვა ლოგინში, ცაცო ფრთხილად ეფერებოდა ნუცას თმებზე და რომ მიხვდა დაეძინა, ისევ სავარძელს და ლეპტოპს მიუბრუნდა, ჯერ კი იფიქრა დავიძინებ ძალიან გვიანიაო, მაგრამ ისე იყო გაბრაზებული ძილიც ვერ ეკარებოდა შიშით...
ბავშვებს კარგა ხანია დაპირდა მაგდონალსში წაგიყვანთო და რახან თავისუფალი შაბათი ქონდა, დილიდან გაახარა დიშვილები, საღამომდე ნერვებს თუ არ მომიშლით პირობას შევასრულებო, ისინიც მთელი დღე დედოფალივით ექცეოდნენ, ცაცო აბა რა გინდა, წყალი? ახლავე, წვენი? ახლავე, მთელი დღე ძაან სიცხე იყო თორე ზოოპარკშიც შეიძლებოდა შესეირნება, როგორც კი შუადღე გადავიდა, ცაცო ხელში შეიკლეს წავედითო და ისინიც ფეხით გადავიდნენ საბურთალოს მაგდონალსში, აქ როგორც ყოველთვის ხალხმრავლობაა, დასაჯდომი ადგილები მხოლოდ ქვედა სართულზე იპოვეს, ისიც ძლივს, სანამ რიგში იდგნენ, მანამდე ერთი პატარა კუთხის მაგიდიდან წამოდგნენ თუ არა უკვე დანაყრებული სტუმრები ნესი მაშინვე დასკუპტა მათ ადგილას, ნუცამ ნაცნობები ნახა, მათ მაგიდასთან გადაინაცვლა, ნესი მეორე სართულზე გასართობ ოთახში ერთობოდა, დარჩა ცაცო ემილისთან ერთად, პატარა მაგიდის კუთხეზე ჩამოეჯინა და გემრიელად ეთამაშბოდა, სანამ მოთმინება არ ამოეწურებოდა და ძალით არ წაათრევდა იმ ორს, უკვე გამაძღარს სახში...
სამყაროში დამთხვევები ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ ასეთი გამონაკლისებიც არსებობს, სპორტის სასახლიდან, კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ვარჯიშის მერე გამოდიოდნენ ხორხოცით, ერთმანეთს სადღაც ეპატიჟებოდნენ და თან მანქანებისკენ მიდიოდნენ, როცა ჯაბამ დიდი ფანჯრების მიღმა ემილისთან მოთამაშე ცაცო დაინახა და თან გაუკვირდა, თან რაღაც აზრებმა დაუარეს თავში, ბიჭებს ბოდიში მოუხადა, ახლა ვერსად წამოვალ, თქვენც არაფერი გადაგიწყვეტიათ და თუ რამე მომწერეთ სად იქნებით და მოვალო, ბიჭებსაც დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ და ჯაბაც ცაცოს მაგიდასთან გაჩნდა ორ წუთში, თუმცა რაც გაიგონა საკმარისი იყო სრულებით აფეთქებულიყო მისი ტვინი
–დეს სიხარული ვინ არი? დეს ბუთხუზოოოოო, შუბლი ქონდა ცაცოს ემილის შებლზე მიდებული და პარატა ბავშვის ბუთხიზა ხელები ლოყებზე ედო, ემილი ძალიან ძალიან გემრიელად იცინოდა, ჯაბას გონება ერთდროულად ძალიან ბევრს ფიქრობდა, არ არის, არ ყოფილა, არ აპირებს გათხოვებას, არ ყავს შეყვარებული, არ ყოლია, დეს ბუთხუზა რას შეიძლება ნიშნავდეს, ცურვაზე ბავშვი....... აააააააააააა..... იყვირა ბოლოს საწყალმა ტვინმა და ჯაბამ როგორც იქნა ხმა ამოიღო
–არ გეგონოს რომ გითვალთვალებ, უბრალოდ ვარჯიშიდან მოვდიოდი, ხელი გაიშვირა ჯაბამ სპორტის სასახლისკენ
– და რო დაგინახე....
–ნახვის შანსი ხელიდან არ გაუშვი ხო?
–ეს რა მაგარი ვიღაცა გყავს? გვერდით უკითხავად მიუჯდა ცაცოს და ემილი მისკენ მიატრიალა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ჯაბას ბავშვები მართლა ძალიან უყვარდა, მითუმეტეს თუ ისინი ძალიან ლამაზები იყვნენ, ემილი კი თეთრი დიდი ცომის გუნდა იყო, ჯერ ძალიან ჭკვიანი თვალებით დააკვირდა ჯაბას, მის დიდ ხელებს თავისი პატარა და ბუკუნა თითები შეახო, ისიც დიდ ლოყებზე წაეთამაშა, რომლებიც ბავშვს წინ ქაჩავდნენ და მერე მისი მშვენიერი ღიმილით დააჯილდოვა, ჯაბას ცაცო სულ დაავიწყდა ემილიმ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა და მასთან თამაშით გაერთო, ნუცამ კი მოკრა თვალი ჯაბას, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა, მეორე სართულიდან ნესი ჩამირბოდა
–დეიიიიი...... ვეღარ დაამთავდა დაძახება უცხო მამაკაცის მოერიდა
–გამარჯობა, მოხერხებულად მიესალმა უცნობს, რომელიც ემილის ეთამაშებოდა, მერე ნუცაც წამოდგა და მათ მიუახლოვდა, აი ისევ დე... ჯაბას ისევ აეშალა უცნაური აზრები
–გამარჯობა, ნუცამაც თბილი სალამი უთხრა და ცაცოს მიუბრუნდა
–აღარ მივდივართ? ცაცომ ჯაბას გაფართოებული თვალები რომ დაინახა, შეეცოდა, აშკარად ეტყობოდა გაუგებრობაში ყოფნა, მისი გადმოსახედიდან კი გასაგებად აუხსნა, მაგრამ ის უფრო დააბნია
–ესენი ჩემი გოგონები არიან, ნუცას უკვე იცნობ, თუ გახსოვს რა თქმა უნდა, იმ ავად სახსენებელ დღეს ჩემთან ერთად იყო
–ღამეს... შეუსწორა ნუცამ
–ხო ღამეს, ეს ნესია, ოლიმპიელი ჩემპიონი, მისთვის გასაგებად აუხსნა ჯაბას და ისიც მიხვდა რომ ნესი ის ბავშვი იყო რომელიც აუზზე ელოდებოდა გუშინ ცაცოს
–ამფიბია... დააზუსტა მაინც მომღიმარმა ჯაბამ და ცაცომაც სიცილით დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად
–ეს შეუდარებელი არსება კი ემილია
–სამი შვილი გყავს? ჯაბას ამ რეპლიკაზე ნუცამ სიცილის მაგვარი ფხუკუნი ვერ შეიკავა
–ხოოო ცაცო ან შენ გამოიყურები ცუდად, ან მე გამოვიყურები ძალიან ახალგაზრდულად, თუ ვინმეს ჩვენ დედაშვილი ვგონივართ, წაკბინა ნუცამ
–ღმერთო, არა ესენი ჩემი დიშვილები არიან, სწრაფად გაარკვია სიტუაციაში ცაცომ ჯაბა და მანაც შვებით ამოისუნთქა, თვითონაც ვერ მიხვდა ან ასე რას განიცდიდა ან რატომ მოეშვა როცა გაიგო რო დიშვილები იყვნენ ეს საყვარელი ბავშვები და არა შვილები
–ააა, დე, ეს დეიდას შემოკლებული ვარიანტია, მიხვდა ბოლოს და გულიანად გაეცინა
–ჩვენი წასვლის დროა, წამოდგა ცაცო, ჯაბაც აყვა, ემილის ხელს არ უშვებდა, ისიც ეპოტინებოდა თავისი პარატა ხელებით ჯაბას წვერებზე
–მე გაგიყვანთ, შესთავაზა ჯაბამ
–აქვე ვცხოვრობთ ფეხით გავივლით, მადლობა, დაღლილი იქნები ვარჯიშის მერე, მაგრამ ემილის თუ არ დამიბრუნებ ვერსად ვერ წავალ, გაუწოდა ცაცომ ხელები, ჯაბამაც გემრიელად აკოცა თავისი სუსხიანი წვერებით და ემილი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა
–ბოდიში, ბოდიში პატარა პრინცესა, ძალით არ მინდოდა უბრალოდ ძალიან გემრიელი ხარ, მიეფერა პატარას და ცაცოს მისცა ხელშე, ქუჩაში ერთად გამოვიდნენ, დიდი ხნის ნაცნობებივით თბილად დაემშვიდობეს ერთმანეთს და ჯაბამ იმედია კიდე შევხვდებითო, სახლამდე სანამ მივიდოდნენ ნუცა ნერვებს უშლიდა, ცაცო ბედი გაგეხსნაოოო, ბავშვებიც როგორ ყვარებიაო... ცაცო ჩუმად იყო...
–დილამშვიდობისა მამ, რატომ ადექი ასე ადრე? დღესაც უნდა წახვიდე?
– დღეს ვისვენებ, მაგრამ შენ რამ აგაყენა ასე ტოროლასავით?
–არ გაბრაზდე, დღეს ნინასთან ვიკრიბებით გოგოები
–შვილო, მე მათთან ურთიერთობას კი არ გიკრძალავ, უბრალოდ არ მინდა ამან ცუდად იმოქმედოს შენ ცხოვრებაზე
–ვიცი მა, მაგრამ უმნიშვნელო დეტალებს ძალიან დიდ მნიშვნეელობას ანიჭებ
–ცაცო მე შენზე მეტი ხომ ვიცხოვრე? უფრო მეტი რაღაცა მინახავს და ვიცი... გთხოვ ნუ მეუბნები რას უნდა მივანიჭო დიდი მნიშვნელობა და რას არა, უბრალოდ გაითვალისწინე ხოლმე ის რასაც გთხოვ
–შევეცდები
–ასე ადრე რატომ მიდიხარ? ამ ბოლო დროს მგონია რომ სულ სახლიდან გასაქცევ მიზეზს ეძებ
–არ მაქვს გასაქცევად საქმე? ჩემთვის სახლი ის ადგილია სადაც სიმშვიდეა და დაღლილი რომ მოდიხარ სითბოთი და სიყვარულით სავსე უნდა გხვდეს ოჯახი, ჩვენი ოჯახი ახლა ასეთ სტანდარტებს აკმაყოფილებს? კიდევ გასაკვირია რატომ ვეძებ აქედან გასაქცევ მიზეზებს? მამას გული ძალიან ეტკინა ცაცოს ნათქვამზე, ცაცოც მიუხვდა და მაშინვე მოეხვია
–მამ ეს შენ და დედას არ გეხებათ, შენი ბრალი არ არის არაფერი, უბრალოდ გადაღლილი ვარ, ჩემზე უკეთ იცი როგორი დეპრესიის საფუძველია როცა შენ ირგვლივ წლების განმავლობაში არაფერი იცვლება, იმის შეგრძნება, რომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ და თან გაიძულებენ ასე ცხოვრებას, მე არ მინდა სხვისი პასუხისმგებლობების და მოვალეობების თავზე აღება, იმის გათვალისწინებითაც კი რომ ის სხვა ჩემი დაა, დამიჯერე ამხელა ტვირთვისთვის რომ ვყოფილიყავი მზად საკუთარი შვილები მეყოლებოდა
–რატომ არ აქვს შენი გამძლეობის თუნდაც მეოთხედი ლალუკას?
–იმიტომ რომ განებივრებული ბავშვი იყო ყოველთვის, ბრძოლა არ სჭირდებოდა იმისთვის რაც უნდოდა, ხანდახან მგონია ლალუკას რომ ისეთი ვხოვრება არ ქონოდა როგორიც ქონდა, მე არ ვიქნებოდი ისეთი როგორიც ვარ, მე მის მაგალითზე ვხვდებოდი რომ ისეთი ცხოვრება არ მინდოდა, ამიტომაც გამოვედი რადიკალურად განსხვავებული....
–მანქანას წაიყვან? მკვეთრი გადახვევავ მოუვიდა ბატონ ვაჟას
–არა, მადლობა, დედას უთხარი რო გვიან დავბრუნდები
–ავდექი მეც, თვალების ფშვნეტით შემოვიდა ოთახში ქალბატონი თამარი
–ბავშვი? კითხა ცაცოს
–ნუცა წევს ჩემთან, თუ გაიღვიძებს მიხედავს
–შენთან რა უნდა ნუცას?
–ეტყობა თაფლი მაცხია, გვიან მოვალ, თუ რამე დაგჭირდებათ დამირეკეთ, გადაკოცნა მშობლები და კარები უხმაუროდ გამოიკეტა, კიბეები ჩუმად ჩაირბინა, ეზოში მაგიდასთან როგორც ყოველთვის უბნის უსაქმურები ისხდნენ, ცაცომ საერთო სალამი თქვა, თავდახრილმა როგორც იცოდა ხოლმე და ზურგს უკან ვიღაცამ დააწია საყვედურის სიტყვები
–ძველ ნაცნობებს ასე უგულოდ როდის მერე ესალმები? ღიმილით შემობრუნდა, ოდესმე გინახავთ ორი განცდის ერთდროულად გამომხატველი სახე? თვალებ აცრემლებული და მომღიმარი? ცაცო ალბათ ორი წუთი ასე უყურებდა, მონატრებულ, ახლობელ, თბილ ნაცნობს... რომელიც ბავშვობას ახსენებდა
–გიგა, გიგა, გიგა... მხოლოდ ამას იმეორებდა, როცა ძლიერი ხელები წელზე შემოეხვია, თვითონ კი კისერზე ჩამოეკიდა, ძალიან მაგრად მოუჭირა ხელები და აღარ უშვებდა
–როდის გამოგიშვეს? როგორ ხარ? გამხდარი ხარ? მომენატრე, არა ძალიან მომენატრე, ჩემი დიდი ბიჭი, როგორც იქნა მოშორდა გიგას და ცრემლები ხელით შეიმშრალა
–რა გატირებს?
–არ მჯერა რო გხედავ და ის მატირებს, ისევ მოეხვია ცაცო გიგას
–აქ ძალიან ბევრი თვალი გვიყურებს, ჩუმად უთხრა გიგამ და ხელჩაკიდებული პატარა ბავშვივით წაიყვანა ცაცო, ცნობისმოყვარე თვალებიც ერთმანეთს მიაჩერდნენ
–ასეთ სიძეს ბადრი ვერ აიტანს!
–ატანას თავი რომ დავანებოთ არ იმსახურებს!
–მეორეს ვეღარ აიტანს!
–არ მოხდება მაგ საქმე! მოსახდენი აქამდე მოხდებოდა!
–სანამ დაიჭერდნენ პატარები იყვნენ!
–არც ისე!
–ეს ბიჭი სულაც არ გავს ბადრის დებილ სიძეს, ძალიანაც კარგი ბიჭია, ის რომ ციხეში იჯდა ეს მხოლოდ გაუგებრობა იყო და მეტი არაფერი! ძლივს გამოესარჩლა ერთი ვიღაც გიგას
–ცაცო გონიერი გოგოა! ალაპარაკდა არამკითხე მოამბეები......


ძნელია თავი დააღწიო გრძნობებს რომლებიც სათავეს ღრმა ბავშვობაში იღებენ, თან თუ ისინი ყოველთვის სასიამოვნო მოგონებებად იღვრებიან შენს გონებაში, ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ ბავშვობაში ყველა გრძნობას სხვაგვარად გრძნობ, ყველაფერი გულწრფელობას ემყარება და იმიტომ, არ გაგიგონიათ არასდროს როგორ უსურვებენ ერთმანეთს, ბავშვური სიყვარულის უნარი არასოდეს დაგკარგოდესო? იცით ჩემთვის ეს რას ნიშნავს? იმას რომ მთელი ცხოვრების მანძილზე გულწრფელობა, უბოროტობა და სილაღე შეინარჩუნო, ბავშვობა ძალიან განსხვავებული ფენომენია, ჩვენ სათანადო ყურადღებას ამას არასდროს ვაქცევთ და საერთოდაც ძალიან მაღიზიანებს ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული რამოდენიმე ფრაზა, "ბავშვია, გაიზრდება და მიხვდება", "კარგი რა, ბავშვია და დაუთმე", "ბავშვის ჭკუაზე დადიხარ", "ბავშვივით მეამიტი ხარ".... სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად მაშინ ვტოვებთ ბავშვებს უყურადღებოთ როცა მათ ყველაზე მეტი ყურადღება ჭირდებათ, იმ დროს ვაძლევთ ყველაფრის უფლებას, როცა პირიქით უნდა ავუხსნდ რა შეიძლება და რა არა, ავტორიტეტები არ უნდა დაუმსხვრიოთ თვალწინ, იცით ადამიანი დაბადებიდან ექვს წლამდე ითვისებს და ისრუტავს ყველაფერ იმას, რის გავრცობასაც მერე მთელი ცხოვრება უნდება (ინტერესის სფეროებზე ვამბობ თუ ძალიან გაუგებრად ავხსენი და თემასაც ძალიან გადაუხვიე, მაგრამ ეს საკითხი ძალიან მაწუხებს, არ მოვერიდები და ვიტყვი უზრდელი თაობის წამოსვლის საკითხი მაწუხებს ძალიან, ახალმა თაობამ ტოტალურად არ იცის სად როგორ უნდა მოიქცეს და ეხლა თქვენც არ მითხათ ბავშია, გაიზრდება და მიხვდებაო! ვეღარ მიხვდება... ყოველი ფეხის ნაბიჯზე შოკში მაგდებს ბავშვების უზრდელობა, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, საზოგადოება თქვენობით აღარ საუბრობს?! ისე მართლა ძალიან შორს წავედი), ბავშვობის მოგონებებს ძლიერი გავლე აქვს მომავალზე, ბავშვობის მეგობრობა უფრო მყარია, ვიდრე მერე მოზარდობაში შეძენილი, ბავშვობას წარსულს რატომ არ ვეძახით? იმიტომ რომ ის წარსულის ნაწილი არ შეიძლება იყოს, ცხოვრების საუკეთესო და უდარდელ მოგონებებს რომელი გაბედავთ და დაარქმევთ წარსულს, მარტო მე მემართება თუ თქვენც ასე ხართ, როცა ბავშვობის ნაცნობებს ვხედავ, მიუხედავათ იმისა რომ სეიძლება წლებია არ მყავდეს ნანახი ძალაინ მიხარია, მე ბავშვობის ადამიანები ჩემდა უნებურად მიყვარს, ასე იყო ცაცოსთვისაც, გიგა რომ გაიცნო ცაცო მაშინ შვიდი წლის იყო, გიგა თორმეტის, ორდროშობანას (იმედია ჯერ კიდევ გვახსოვს რა თამაშია ორდროშობანა)თამაშობდნენ ეზოში ე.წ ასფალტ დასხმულ "სტადიონზე", რის გამოც მუხლები და იდაყვები სულ გადახეხილი ქონდა ეზოს ბავშვებს...
–ძალიან მაკლდი, მენატრებოდი, რამდენი ხანია სახში ხარ?
–სამი დღეა
–მერე არ უნდა გენახე?
–შორენა სახლიდან არ მიშვებდა
–გამხდარი ხარ, ლოყაზე თბილად ჩამოუსვა ხელი ცაცომ
–შენ უფრო დამშვენებული
–ხო კარგად ხარ? ჯანმრთელობაზე გეკითხები
–კი, კი ყველაფერი კარგად მაქ, შეძლებიდაგვარად, სად მიდიხარ დილაუთენია?
–შენ რას აკეთებდი დილაუთენია იმ უსაქმურ ლოთებთან? ძალიან მკაცრად უთხრა ცაცომ, გიგა მიხვდა რომ არაფერი შეცვლილა მისი არყოფნის განმავლობაში, ხარბად ათვალიერებდა ცაცოს, ისევ ისეთი სიფრიფანა თითები ქონდა და ცივი ხელები როგორც ყოველთვის, ღიმილიანი თვალები, სადღაც შორს ჩაკარგული, მხოლოდ გიგასთვის შესამჩნევი სევდით და ძალიან ძალიან გულწრფელი, მხოლოდ ცაცოსთვის ჩვეული ღიმილი...
–კარგი რა, უკვე? დაეჭყანა გიგა
–შენ როგორ ხარ? დედასგან კი ვგებულობდი ამბებს, მაგრამ...
–ყველაფერი ძველებურადაა, საერთოდ არაფერი შეცვლილა, უბრალოდ წლები მომემატა, შენ არ გკითხავ რას საქმიანობდი ეს წლებითქო...
–ბოროტო ასე უნდა შემხვდე? მეთქი მნახავს კოცნით დამახრჩობსთო და უკვე საყვედურები დაიწყე?
–ნეგატიურობის რეჟიმში ვარ გადასული, ისევე როგორც მთელი ქვეყანა, შენ ამასთან არაფერ შუაში ხარ, ნინასთან მივდივარ, სოლოლაკში
–განტვირთვის კვირაა?
–არ წამოხვალ?
–არა, ისე ადრე მიდიხარ სავარაუდოდ გოგოები იკრიბებით მარტო და ხელს არ შეგიშლით
–რა კარგია რო დაბრუნდი, საღამოს, არა საღამოს გვიან ვიქნები, ხვალ ამო ჩვენთან და ვილაპარაკოთ კაი?
–სახში მერიდება, უხერხულად შეიშმუშნა გიგა
–მაშინ სამსახურში გამომიარე, მომე შენი ნომერი და დაგირეკავ, ნომრების გაცვლის მერე ისევ მთელი ძალით ჩაეხუტა ცაცო გიგას და ყურში ჩასჩურჩულა
–მიხარია რო დაბრუნდი, მეორედ იმათთან არ დაგინახო თორე დაგასახიჩრებ!
–ხვალამდე გიჟო, ხელი დაუქნია გიგამ და ცაცოს მომღიმარ სახეს გააყოლა თვალი...
გიგა თბილისის იმ თაობის უფრო ახალგაზრდა წარმომადგენელია, რომელსაც დაკარგულ თაობას ეძახიან, დაკარგულს იმიტომ რომ მათი შესაძლებლობების რეალიზება ვერ მოახერხეს, ჯერ ომმა შეუშალათ ხელი, მერე ომის თანმდევმა მოვლენებმა, ნახევარი თაობა ნარკოტიკებმა გაანადგურა, ნახევარი უაზრო გარჩევებმა, ნახევარი ციხეებმა შეიწირა და კიდევ ნახევარიც ცხოვრების სტილის შეცვლამ, რომელსაც იმ თაობის უმრალვესობამ ფეხი ვერ აუწყო, იმიტომ რომ მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ცხოვების ის ჩარჩოები რომელიც შესთავაზეს... თუ გინდა კარგი ცხოვრება იყავი აბსოლუტური მორჩილი, უმეგობრო, უოჯახო, უნათესავო, ჩაკეტილი მხოლოდ შენს სამოძრაო სფეროში და მხოლოდ შენ სახში... გიგაც დანარჩენ მიზეზებს, რომ ასე თუ ისე გადაურჩა ახალ ჩარჩოებს ვერ მოერგო, მაგიტომაც უკრეს თავი შვიდი წლით ციხეში...
ნინასთან ნატო და მანჩო უკვე მისული დაუხვდა
–რა იყოთ, ვიფიქრე პირველი მე მივალთქო, თქვენ რა მოგარბენინებდათ?
–მე სიმარტოვეს გამოვექეცი, დაიწუწუნა ნატომ
–მე კიდე ერთი დღე მაინც მინდა ვიღაცამ დედა არ დამიძახოს და დავისვენო იმ საძაგელი ბავშვებისგან რომლებცა ჩემი შვილები ქვია, მამასისს დავუტოვე როგორც გინდა მოუარე დიდები არიან უკვეთქო, მოურიდებლად ბუზღუნებდა მანჩო და გოგები გულიანად იცინოდნენ
–მე რაღა უნდა ვთქვა? სიმარტოვეს ნატოსთან ერთად ვიზიარებ და მიუხედავათ იმისა რომ შვილები არ მყავს მეც გადაღლილი ვარ საძაგელ ბავშვებთან ურთიერთობით, გაამხნევა გოგოები ცაცომ
–ემილის საძაგელს ნუ ეძახი, უსაყვედურა ნინამ
–და რატომ ხარ გაბრწყინებული? მოხდა რამე?
–ისეთი არაფერი
–და ასეთი? გააგრძელა ნინას დაწყებული კითხვა მანჩომ, რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე გამზადებულ მოხარშულ ბოსტნეულს სალათისთვის წვრილ–წვრილად ჭრიდა
–შენ დიასახლისობა აქაც არ აგცდა?
–კითხვას ნუ გაურბიხარ!!! დაუწკაპუნა ფრჩხილები ნატომ
–გიგა გამოსულა ციხიდან და რომ მოვდიოდი ეზოში ვნახე
–შე ქალო პრინცი გამოჩენილა და იქნები გაბრწყინებული აბა რა იქნება?
–კაი რა ნინა, გაბრაზდა ცაცო
–კარგად არის?
–რამდენადაც ჩანს კი
–ისევ ისეთი ეშხიანი და დამატყვევებელი გამოხედვა აქვს? ხელი აიფრიალა სახესთან ნატომ, რასაც გოგოების სიცილი მოყვა
–კიი... გაახარა ცაცომ, სამზარეულოში დიდ ხანს აღარ დარჩენილან, გამზადებული სასუსნავები ცნობილ და საყვარელ ვერანდაზე გაზიდეს და მადიდას შემოუსხდნენ, ნინას ამ სახლის ვერანდიდან საუცხოო ხედია, თავი ბაკურიანში, ან სადღავ მთაში გგონია, მანქანების ხმა არ ისმის და ვერც კი წარმოიდგენ, რომ თბილისში ხარ, ენაზე ლამის ტყავი გადაიძვრეს, არ დაუტოვებიათ საკითხი რაც არ განხილულა, ნინას მიწასთან გასწორებაც მოასწრეს, ოჯახურ პრობლემებზე, ბავშვებზე, სამსახურებზე, დასვენებებზე ერთი სიტყვით ყველაფერზე დედამიწის ზურგზე, ერთმანეთი რომ მობეზრდათ ყიფშო მერე მოიკითხეს, ნეტა არ მოეთრევაო? რას იზამ პოლიტიკოსის ცოლობა ძნელიაო, ირონიით თქვა ცაცომ
–მოდი დავლიოთ ჰა? წამოჭრა მაცდური საკითხი მანჩომ
–აუ არ გვინდა რა... შეეღრიტინა გამოცოცხლებულ და აცანცარებულ გოგოებს ცაცო
–გაჩუმდი შენ, მკაცრად დატუქსა ნინამ და "ჰენესის" გაუხსნელი დიდი ბოთლი დადგა მაგიდაზე
–სულ გააფრინეთ? ეს რო დავცალოთ მოვკვდებით
–რამდენსაც შევძლებთ იმდენი დავლიოთ, კარგად რო შეხურდნენ სიცილს უმატეს და საუბარი თამამ თემებსაც შეეხო... გარყვნილები ვართო მერე ყველამ ერთხმად აღიარეს და ნინამაც ნახევრად დაცლილი "ჰენესის" ბოთლი შეინახა, მეტი აღარ გვინდა თორე აზროვნების უნარს ვკარგავთო, უკვე შემოასაღამოვდათ და ჩამოუბნელდათ, ჩუმად იყვენე, დაშლას კი არ აპირებდნენ, ცაცოს ძალიან ჩაფიქრებული სახე ქონდა, ნინას ასე მოღუშული ყოფნა არ შეეძლო და ხალისით დაიწყო
–ხო დაააა, გიგა თუ გამოუშვეს მალე ქორწილი გვექნება?
–ისევ დილის თემას ვუბრუნდებით? შეწუხებული გამოფხიზლდა ფიქრებიდან ცაცო
–რა იყო ეგ ხომ ყველამ ვიცით?
–მე და გიგას მასეთი ურთიერთობა არასდროს გვქონია, რატომ მალაპარაკებთ ამ თემაზე თქვენ ჩემზე უკეთესად იცით რა და როგორ იყო
–ციხეში რომ იჯდა იმიტო?
–აი ეგ მართლა არაფერ შუაშია
–იმას ვერ იტყვი, რომ არ გიყვარს და იმასაც არ უყვარხარ
–მიყვარს ძალიან მიყვარს, მაგის უარყოფას აზრი არააქვს, მაგრამ სიყვარულის კატეგორიების გარჩევა შემიძლია, ის რომ მასთან ყოფნა სასიამოვნოა, ის რომ მასთან ყველაფერზე შეიძლება საუბარი, მისი იმედი შეიძლება ყოველთვის გქონდეს, სულაც არ არის საკმარისი ოჯახის შესაქმნელად, ძველი ბერძნები ძალიან გონიერი ხალხი იყო და ქონდათ ესეთი "პერსიელების ტრაქტატი", რომელშიც ნახსენები იყო თუ რა იზიდავთ ადამიანებს ერთმანეთში, ესენია სული, გონება და სხეული, სულიერი გატაცება, მეგობრობას შობს, გონიერებით გატაცება – პატივისცემას, სხეულით გატაცება კი ვნებას, ხოლო სამივე ერთად სიყვარულს
–მერე ამ სამიდან რომელს ვერ აკმაყოფილებს შენი გიგა? გაუკვირდა ნინას
–მესამეს!
–არ გიზიდავს როგორც მამაკაცი?
–შეიძლება ფიზიკური ლტოლვა რომ გამოიწვიოს ჩემში ამისთვის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ
–დამიჯერე დიდი ხნის ნაცნობობა არაფერ შუაშია, მე ირაკლისაც მთელი ბავშვობა ვიცნობდი, ახლაც, ქმარია და ხომ შეიძლება მოგბეზრდეს, მაგრამ ხანდახან რომ მიყურებს ჩემს სხეულს საოცრებები ემართება, არ დამალა მანჩომ თავისი გრძნობები
–მასე მე რომ მემართება ჩემი დეგენერატი ყოფილი ქმრის შემოხედვებზე დამართებაც ისეთი უნდა
–სამაგიროდ სხვა დანარჩენს არ განიცდი მის მიმართ, ერთად კარგათ ყოფნისთვის კი სამივე კომპონენტის კომბინაციაა საჭირო
–სიყვარულის გარჩევა უნდა ვიცოდეთო რო ამბობ, მანდაც არი კატეგორიები? ჭკვიანმა ბერძნებმა ეგეც გასწავლეს? დაცინვით მიმართა ნინამ ცაცოს
–შენ მე და ბერძნებს ტყუილად დაგვცინი, ცოტა შენც რომ გცოდნოდა რაღაცეები და მარტო ცხოველურ ინსტინქტებს არ დამორჩილებულიყავი... ცაცო მიხვდა რომ ბევრი მოუვიდოდა
–გააგრძელე, რისი თქმა გინდოდა, ქმარი გვერდით მეყოლებოდა ხო?
–შეიძლება სხვა, უფრო ღირსეული ცხოვრების მეგზური გყოლოდა, რომლის შემოხედვაზეც შეიძლება გონება არ დაგეკარგა, მაგრამ თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობდი ვიდრე ახლა გრძნობ
–რაო ბერძნებმა სიყვარულზე, სწრაფად კითხა ნატომ ცაცოს, ნინას რომ კიდევ არ ეთქვა სიტუაციის უფრო დამამძიმებელი რეპლიკა, ან გადაეხარშა ის რაც ცაცომ უთხრა
–ბერძნები, ისეთ სიყვარულს რომელზედაც ნინა ლაპარაკობდა, სიყვარულის მანიას ეძახდნენ და არც ერთ კატეორიაში არ მოიხსენიებდნენ, ისე კი გამოყოფდნენ სიყვარულის ხუთ კატეგორიას:
ეროსის სიყვარულს – სიყვარულს რომელიც ვითარდება სურვილის, დიდი სურვილის საფუძველზე, მიზიდულობის შენთვისაც აუხსნელ ძალას რომ გრძნობ და ვერ ეწინააღმდეგები, უფრო სწორად სურვილი არ გიჩნდება შეწინააღმდეგების და არ აქცევ ყურადღებას ირგვლივ მყოფებს და გარემოს, ამასთან დაკავშირებით ბერძნებს ერთი კარგი ლეგენდა აქვთ, ლეგენდის მიხედვით თავიდან ადამიანებს ოთხი ხელი და ოთხი ფეზი ქონდათ, მერე ღმერთები გაბრაზდნენ და ორად გაყვეს ერთი ადამიანი, მამაკაცად და ქალად, ხო და როცა საქმე ეროსის სიყვარულს ეხება, ამბობენ ლეგენდა გაცოცხლდაო, ეროსის სიყვარულს ლეგენდარულიც ამიტომ ქვია;
მეორე ეს არის აგაპოს სიყვარული – როცა ნაკლებად ტემპერამენტიანი ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, მათ ურთიერთობაში სექსს ძალიან პატარა ნაწილი უკავია, მაგრამ ისინი თავს ერთად ძალიან კარგად გრძნობენ;
სიყვარული პრაგმა – ცივი სიყვარული, იმიტომ რომ პრაგმატულია, ორი გასაოცრად წარმატებული ადამიანი, მხოლოდ გონების და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მომქმედი;
წყვილური სიყვარული – ერთ უღელ ქვეშ მოსული და განვითარებული, შეიძლება ითქვას დასწავლილი სიყვარული, ჯერ შეუღლებულები და ურთიერთ შეჩვევაზე დაფუძნებული სიყვარული; აქ მიჩვევაზეც არ არის საუბარი, აქ უფრო საკუთრების აღქმის პრიმიტიული რეფლექსია, ისეთი როგორიც, "ის ჩემი ცოლია", ან ისეთი, როგორიც "ის ჩემი ქმარია", ამას საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებული მორალური დოგმებიც ემატება, ცოლიანი ხარ ეს არ შეიძლება, გათხოვილი ხარ ეს არ შეიძლება, თუ რაღაც სხვასთან არ შეიძლება, მისი მიღება კი სახშიც შეიძლება ისე რომ ხალხის სალაპარაკოც არ გახდე და საკუთარ თავთნაც მართალი იყო, სინდისის ნაკლებ ქენჯვნას ირჩევ
–მკაცრი სიყვარული – მეგობრობას რომ გავს ისეთი; ცაცო რომ გაჩუმდა გოგოებმა ერთმანეთს თვალი მოავლეს გაკვირვებულებმა
–და რაო სიყვარულის მანიამო? დაინტერესდა თავისი შემთხვევით ნინა, მიუხედავად იმისა რომ საუბარი თითქოს სერიოზული უნდა ყოფილიყო გოგოებს მაინც გაეცინათ, ერთხმად აღიარეს ამდენი არ უნდა დაგველიაო
–სიყვარულის მანია მარტო შენ კი არ გჭირს, ყველას ჭირს
–ეპიდემიაა? სერიოზულად უნდოდა გამოსვლოდა ნინას მაგრამ არ გამოუვიდა
–უფრო კომერციული პროპაგანდა, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ასეთ მანია სიყვარულს ვუყურებთ ირგვლივ
–აუ მანიას რო ამბობ მგონია, რო ეგ მანია სიყვარული მეგრელი უნდა იყოს, გოგოები ისევ გულიანად იცინოდნენ
–რას ქვია მარტო ეგეთ სიყვარულს ვუყურებთ? დასერიოზულდა ისევ თემა
–იმას რომ რომანებს როლებსაც ვკითხულობთ ასეთ სიყვარულზე მოგვითხრობენ
–მაგიტომაც არ მიყვარდა ბავშვობიდან კითხვა, შემოატრიალა თავისდა სასარგებლოდ ცაცოს ნათქვამი ნინამ
–იმ მექსიკურ, ბრაზილიურ, ესპანურ, არგენტინულ, ლათინო ამერიკულ სერიალებშიც რომლებმაც წაგვლეკეს, ასეთი მანია–მეგრული (მეგრელებო არ მიწყინოთ ეს უბრალოდ ხუმრობაა) სიყვარულია ძალიან მიმზიდველად აღწერილი
–თურქული დაგავიწყდა, ახლა თურქული სერიალებია მოდაში, ლამისაა მთელი საქართველო თურქულად ალაპარაკდეს
–რა მნიშვნელობა აქ სადაური იქნება, შინაარსი ყველას ერთნაირი აქვს, უაზრო მოსაზრებებს რომ უყალიბებს პატარა ჩერჩეტ ბავშვებს და სულელური სატელევიზიო კი არა და სასერიალო გავლენით ყველა ურთიერთობა ტყუპისცალივით გავს ერთმანეთს
–მაგით რისი თქმა გინდა? გაბრაზდა ცოტა მანჩო
–იმის რომ უბრალო რაღაცეებისგან სიამოვნების მიღების ნიჭი დავკარგეთ, ახლა ყველაფერს თავისი ფასი უნდა ქონდეს, იმის რომ რეალურად სიყვარული ძალიან, ძალიან ცოტა დარჩა სამყაროში
–ცაცო ამდენი ცოდნა ხელს არ გიშლის ხოლმე? გულწრფელად დაინტერესდა ნატო
–მე მგონი კი მაგრამ რა ვქნა?
–ჯობია დავიშალოთ თორე მე ოჯახში აღარ შემიშვებენ, წამოდგა სკამიდან მანჩო
–არა და ახლა დავიწყეთ საინტერესო თემაზე საუბარი, წაიწუწუნა ნატომ
–მომდევნო კვირას გავაგრძელოთ
–მე ირაკლი მომაკითხავს, ვინ რჩებით და ვინ მოდიხართ?
–მე ვრჩები, დაამთქნარა ნატომ
–მე მოვდივარ, წამოდგა ცაცო, ნატო გააფრთხილა სამსახურში არ დაიგვიანოო და კიბეებზე დაეშვნენ
–ლალუკა როგორ არი არც მიკითხავს
–დეპრესიაშია, გულგრილად უპასუხა ცაცომ
–ეტყობა ძალიან მოგაბეზრა თავი თორე ასე არ იტყოდი, არ გინდა ვინმესთან მიიყვანო?
–მომყვება რო? ოთახიდან საერთოდ არ გამოდის და ჩახვეული აქ მენატრებაო
–ცოდოა
–დებილია...
–ეგ დანაშაული არ არის, მხარი გაკრა მანჩომ
–ჩვენ ყველა ცოტათი დებილები ვართ, გაამხნევა მეგობარი და ირაკლიც მოვიდა, ცაცო თბილად მოიკითხა და სულ მალე უკვე სახში იყო, ყველას ეძინა, ისიც ფეხაკრებით შეიპარა ოთახში, ნუცა ისევ მასთან იწვა, არ უყვარდა ცაცოს ისეთ საკითხებზე საუბარი როგორიც დღეს მოუწია, მერე რაღაც უჩვეულოდ გრძნობდა თავს, დაღლილად, დაქანცულად, უსარგებლოდ, უსიყვარულოდ, თითქოს არ ადარდებდა ის რომ მარტო იყო, უბრალოდ ამაში თავის თავს არ უტყდებოდა, სინამდვილეში კი.... ძალაინაც უნდოდა ვინმე ყვარებოდა, ეზრუნა, მისი სიახლოვე და მხარდაჭერა ეგრძნო, მარტო რომ რჩები ფიქრებთან საკუთარი თავის მოტყვილება ძალიან ძნელია, ხო და მაგ დროს სული გტკივა ძალიან, იმიტომ რომ ხვდები გრძნობებით დაცარიელებულ სამყაროში ცხოვრობ... სადაც მხოლოდ დიდი მოვალეობები გაკისრია... დაღლილი ხარ... უფრო ბევრი რომ იფიქრო შენს მდგომარეობა შეიძლება აივნის ღია კარებიდან გადახტე... უაზრობას, რომელსაც ცხოვრებას ეძახიან საკუთარი სურვილით დაემშვიდობო... თუმცა იცით ეგოისტური სიყვარულის ყველაზე დახვეწილ ფორმას დედაშვილურ სიყვარულს ეზახიან, ხოლო თუ შვილები არა გყავს მაშინ ეს გრძნობა გაორმაგებული გაქვს საკუთარი თავის მიმართ და რამდენადაც გაუსაძლისი არ უნდა იყოს გაუგებრობა სახელად "ცხოვრება" საკუთარი ნებით მას მხოლოდერთეულები და ძალიან გამბედავები ემშვიდობებიან.... (საკამათო თემაა ვიცი!!!) გაუბედავები, აი ცაცოსნაირები კი სხეულიდან სულის ამოცლას ცდილობენ, ტკივილი რომ აღარ იგრძნონ... დიდ ტვირთივით უნდა მოიშორონ, კედელზე მიჩედებულ ლურსმანზე ჩამოკიდონ, თუმცა არა იქ დაინახავენ... კარადაში გადამალონ... რა კარგი იქნება ამის მოხერხება მართლა რომ შეიძლებოდეს, აი ისე როგორც საათს, საყურეებ, ბეჭდებს იხსნი დაძინების წინ, როგორც ტანსაცმლისგან თავისუფლდები, ისე გათავისუფლდე ღამღამობით მშვიდი ძილისთვის სულიდა და გონებისგან, დილით კი ისინი თავის ადგილს დაუბრუნო... ისევე როგორც ტანსაცმელი და აქსესუარები.... ცხოვრებას კი თავიდან უნდა შეეგუო... ყოველ დღე თავიდან....

აქედან
ცაცოს ყველა დღე ერთნაირად იწყება, ხმაურიანი სახლი, ბავშვები, გზა სამსახურამდე და ტრადიციული ყავის სმის რიტუალი აივანზე, ახლაც ასე არიან შეკრებილები აივანზე და ბატონი არჩილის სახალისოდ მოყოლილ ისტორიაზე გულიანად იცინიან გოგოები, აივნის კარებს ძალიან გაბრაზებული ლაშა აღებს და ჩვეულ პოზაში ჯდება ოგორც იცის ხოლმე, თუმცა არაფერს ამბობს და მხოლოდ თავს აიქნევს უკმაყოფილოდ...
–რა გჭირს? ხელი ჩამოადო ძმაკაცივით ნატომ
–ეს ქალები ასე რამ გამოგათაყვანად??? ძალიან სერიოზულად იკითხა ლაშამ, ამის გამგონე ბატონ არჩილს ყავა გადაცდა და ხველება აუვარდა, ხველებასთან ერთად სიცილი
–ბიჭო შენ საუბრის თემის შერჩევის დრო და ადგილი სურ არ იცი? კითხა მას მერე რაც სული მოითქვა
–მეოთხე სართულის აივანზე ხარ, ორ ქალთან ერთად, რა იყო უკვდავი გგონია თავი? თუ ფრთები იყიდე სადმე და ტესტ დრაივი უნდა მოუწყო? ბატონი არჩილის ნათქვამზე გოგოებსაც გაეცინათ
–ჰე მოყევი ახლა რა მოხდა, რამ გამოგვათაყვანა იქნება აგიხსათ, მიუჯდა გვერდით ცაცო
–გოგო ვეღარ დამიპატიჟებია უშიშრად ყავაზე, მეორე დღეს ყველა საქორწილო კაბას ეძებს და დედაჩემის გაცნობა უნდა, უკვე ბინის პროექტსაც კი ადგენენ და ლოგინში რომელ მხარეზე დაიძინბს იმას მითანხმებს, ჩემი ტვინი მაგ დრო მასეთ რაღაცეებზე კი არა მხოლოდ ერთ რეფლექსს უგზავნის, განგაშის სიგნალივით მთელ სხეულს: –გაიქეცი... –ლაშა გაიქეეეციიიიი..... და თვალებში მწვანე შუქები ციმციმებს, მალე იმპოტენტი გავხდები, გოგოები კი აღარ იცინოდნენ, ხოხავდნენ სიცილისგან
–ცოლი უნდა მოიყვანო, დასკვნა გამოუტანა ბატონმა არჩილმა
–აი, ცოლი რომ ახსენეთ, ტვინმა ისევ გაიქეციო, საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიდო ლაშამ და გაწამებული თვალებით ახედა ბატონ არჩილს
–გამწვანდა კიდე თვალებში? ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი ნატომ
–ოღონდ პირდაპირი მიმართულებით ნუ გაიქცევი, ჯერ კიდევ გვჭირდები, აი მეც და ნატოც სათადარიგოდ გინახავთ, სხვასთან ბედი თუ არ გაგვიღიმებს მერე ერთმანეთს დავჭამთ შენი გულისთვის, თუმცა ჩემი და ნატოსი რამ გაყო, მესაკუთრეებიც არ ვართ, შუაში ჩაგიწვენთ ხოლემე და შენს ტვინს იმის დაგაწყვეტაც არ დასჭირდება რომელ მხარეზე დაწვე საწოლში, მაგაზე ჩვენ თვითონ მოვრიგდებით... ამშვიდებდა ცაცო ლაშას და ზურგზე უსვამდა ხელს მზრუნველი დედასავით, შვილით რომ ამაყობს და ენაცვალოს დედაო, იმას რომ ფიქრობს იმ გამომეტყველებით უყურებდა
–კაი რა, რას მეკაიფებით, კაცი გაჭირვებაში ვარ, ვიფიქრე დამეხმარებიანთქო და თქვენ კიდე...
–შენ შემოგევლე არ გინდა ახლა ტირილი, წამო იცი რამდენი საქმე მაქ შენთვის სულ არ გაგახსენდება ქალი, ხელკავი გამოსდო ნატომ
–ცაცო შენ მაინც მითხარი რამე ჭკვიანური, მოიღრინცა კისერი ლაშამ ზურგს უკან მდგომი ცაცო რომ დაენახა
–ლაშ გოგოების ასაკობრივი ზღვარით არჩევა უნდა ისწავლო და არა ერთი ადგილით, წელს ქვემოთ მიანიშნა ცაცომ
–უზრდელო!
–მართალს გეუბნება, მხარზე ხელი დაკრა ბატონმა არჩილმა და ყველანი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, ლაშას მართლა ბევრი რაღაცეები ქონდა გასაკეთებელი, დასამონტაჟებელი და გადასამოწმებელი, ნატო რაღაც სამიტზე იყო წასასვლელი, რომელიც ევროკავშირის ეგიდით ტარდებოდა, ცაცოს გიგამ დაურეკა, რვის ნახევარზე გამომიარეო უთხრა ცაცომაც და რვის ოც წუთზე ძლივს წამოიზლაზნა სკამიდან წელის ტკივილით, ბატონ თამაზს დაემშვიდობა და გარეთ გამოსულს სიურპრიზი დახვდა
–ახლა ყოველ დღე სამსახურთან უნდა დამხვდე?
–შეხვედრაზე ხომ უნდა დამთანხმდე? ცაცომ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი, როცა გიგა გაახსენდა და საათზე დაიხედა, მერე მიმდებარე ტერიტორიას ხარბად მოავლო დაკვირვებული მზერა
–ელოდები ვინმეს?
–კი, შეწუხებული სახით ახედა ცაცომ
–აშკარად ისეთს რომ ჩემი აქ ყოფნა უხერხულობას ქმნის, სავარაუდოდ მამაკაცს
–ვალდებული არ ვარ რაიმე აგიხსნა, საკმაოდ გაბრაზდა ცაცო ჯაბას საყვედურით სავსე ინტონაციაზე
–ნამდვილად არ ხარ, მაგრამ შეგეძლო გეთხოვა რომ წავსულიყავი, ისე არც ახლაა გვიან ამის სათხოვნრლად
–რის სანაცვლოდ?
–არაფრის ცაცო, არაფრის სანაცვლოდ, მესმის შენი, მაგრამ უბრლოდ მინდა რომ მთხოვო, ცაცოს საუბარი რომ უნდა დაეწყო ზუსტად მაშინ შენიშნა როგორ უახლოვდებოდათ სწრაფი ნაბიჯებით გიგა
–აზრი აღარ აქვს, ყრუდ ჩაილაპარაკა და ჯაბამ იქითკენ გაიხედა საითკენაც ცაცო იყურებოდა, გიგას წუთიც არ დასჭირვებია და ცაცოს გვერდით ამოუდგა, ჯაბას ხელი გაუწოდა მისასალმებლად
–გიგა ეს ჯაბაა, ჯაბა ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია გიგა
–სასიამოვნოა
–ჩემთვისაც, ხელი მაგრად ჩამოართვა ჯაბამ
–თუ საქმეები გაქვს დაგელოდები, იკითხა გიგამ და ცაცოს ჯაბამ დაასწრო
–არა, ყველაფერი რიგზეა, ნახვამდის, თავი დაუკრა ორივეს და მანქანა აუჩქარებლად დაძრა ადგილიდან
–საიდან იცნობ ჯაბას?
–შემთხვევით გავიცანი
–და შენს სამსახურთანაც შემთხვევით იდგა?
–ჯაბაზე სალაპარაკოდ მოხვედი?
–იცი ეგ ვინ არი?
–ვიცი, თავი დაუქნია ცაცომ
–სადმე დაგპარიჟებდი, მაგრამ შვიდი წელი დიდი დროა, თავიდან უნდა გავიცნო ქალაქი ამიტომ დღეს შენ აირჩევ სად წავიდეთ
–შენ გგონია მე ვიცნობ კარგად? თუ გშია ძალიან მაშინ სხვა თემაა, თუ წვენი, ყავა და ნამცხვარი დაგაკმაყოფილებს ეგ სხვა
–მშია არ დამალა გიგამ, ცაცომ ხელი ასწია და რამოდენიმე ტაქსიც ერთიმეორეს მიყოლებით გაჩერდა, გიგა მწვადს ჭამდა გემრიელად, ცაცო აჭარულ ხაჭაპურს, თავიდანვე შეთანხმდნენ ჯერ ჭამა დანარჩენი მერეო, სული რომ მოითქვეს გაეცინათ და გიგა გოგოების ისტორიებით დაინტერესდა, დღეს ეზოში ნუცა ვნახე და ძალიან შეცვლილიაო, დაქალებულია და ძალიან გგავსო, მერე სამსახურზეც კითხა და ბოლოს მარჯვენა ხელზეს ანიშნა, აქ ბაჯაღლოს რატო ვერ ვხედავო, ცაცომაც მხრები აიჩეჩა და მაგიდაზე უღონოდ დადებული მარჯვენა დამალა
–ბოდიში უხერხულად გამომივიდა
–არ მსიამოვნებს ამ საკითხზე საუბარი, ისევე როგორც არასდროს მსიამოვნებდა
–სულ არაფერი შეცვლილა? ცაცო მიხვდა რასაც კითხულობდა გიგა
–სულ, სულ, სულ არაფერი შეცვლილა, ძალიან დაუკონკრეტა ცაცომაც და ამ თემაზე კიდევ რომ არ გაეგრძელებინათ საუბარი, სხვა თემას შეეხო
–სამომავლოდ რა გეგმები გაქ?
–კარგია რო შენ თვითონ დაიწყე მაგაზე საუბარი, რაღაც უნდა გთხოვო, კი მერიდება მარა ყველას ვთხოვ ვინც კი შემომრჩა სამეგობროში, სამსახური მჭირდება და ჩემი წარსულის მქონეს ისე არავინ მიმიღებს თუ ნაცნობობით არ მოხდა ეგ საქმე
–ვეცდები ყველანაირად, რომ შენთვის შესაფერისი სამსახური გიშოვო
–ცაცო არჩევანი არ მჭირდება, ყველანაირ სამსახურზრე თანახმა ვარ
–ყველა სამსახურისთვის მე შენ არ მემეტები, მაგრამ აუცილებლად გიპოვნი რაიმე ნორმალურს... მერე ნათლიამისი გაახსენდა, დავურეკავ და ვთხოვ რაღაცა გამოუძებნოსო, თუმცა ნასამართლევს დიდ თანამდებობაზე არ დანიშნავენო...
–მაინც რა მოხდა იმ დღეს? გაბედა ბოლოს ცაცომ კითხვის დასმა
–უთანხმოება მოგვივიდა კაფეში ვიღაცეებთან
–უთანხმოების გამო მოკლეს კაკი დოლიძე და უთანხმოების გამო გამოგაცხადეს შენ ნარკორეალიზატორად? ქალაქი დიდხანს და ბევს ლაპარაკობდა მაგაზე, მაგრამ ვერაფერი გავიგე
–მაშინ სხვანაირად აგიგსნი, უთანხმოება მოგვივიდა იმათთან ვისთანაც არ უნდა მოგვსვლოდა
–ვისთან? იმას ნამდვილად ვერ დავიჯერებ ვინაც გიჩივლათ საერთოდ იყო თუ არა იმ დღეს იმ კაფეში, ის კაკის ვითომ მკვლელი კიდე...
–რას ქვია ვითომ მკვლელი?
–გიგა ბიჭებმა უბანში თქვეს რო შსს–ს ბიჭებთან მოგივიდათ შელაპარაკება და იმათაც ყველაფერი ისე მოაწყეს როგორც უნდოდათ, კაკიც ერთ–ერთმა იმათგანმა მოკლა და გიგას რო ვერ შეტენეს ძმაკაცის მკვლელობა მერე ნარკოტიკები ჩაუდესო
–აბა რაღას მალაპარაკებ თუ ყველაფერი იცი?
–რა ვერ გაიყავით შენ, კაკიმ და შსს–ს ბიჭებმა?
–ცაცო იცი ყველაზე ძნელი რა არისს? დამცირების ატანა, ნაცარს რომ გაყრიან თვალებში და ხალხი მოჩვენებით დემოკრატიაში რომ ცხოვრობს კმაყოფილი
–მერე ეს ყველაფერი შსს–მ უნდა გამოასწოროს?
–ისინი რომ მოვიდნენ ჩვენ უკვე კაფეში ვიჯექით, კაკის ახლად გაცნობილ გოგოებთან ერთად, უკვე ნასვამები იყვნენ, დემონსტაციულად გამოაცხადეს: "გაეთრიეთ სუყველანი აქედან, ახლა ჩვენი დროაო", მე და კაკის აზრადაც არ მოგვსვლია ფეხზე ავმდარიყავით, აი ასე დაიწყო კონფლიქტი
–მერე ეს კაკის სიცოცხლედ და შენს დაკარგულ წლებად ღირდა?
–ნუ ლაპარაკობ ისე თითქოს შენ ადგებოდი და გამოხვიდოდი ვიღაც დეგენერატის გამო იქედან, შენ ჩვენი თაობის გოგო ხარ, უბანი რა არის ძალიან კარგადაც იცი, ეგეც რომ არ იყოს, თუ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩემი თავისუფლების შელახვის უფლება არააქვთ, სადაც მინდა, როცა მინდა და ვისთან ერთად მინდა იქ დავჯდები და როცა მინდა მაშინ წამოვალ და არა ვიღაცის ხელის დატკაცუნებაზე, თან გააჩნია ვისი, ჩემი ასაკის ბიჭების, ბოდიში და ს მიმცემი ხალხის, დედიკოებმა და მამიკოებმა კარგად რო გადამალეს სამოქალაქო ომის დროს, სულ უცხოეთში რომ ისწავლეს, ან რა ისწავლეს კაცმა არ იცის იმ სირებმა, მერე და ვის ხარჯზე? ჩემი, შენი და ჩვენი თაობის უამრავი ადამიანის ხარჯზე, მე რა ნაკლები ტვინი, მქონდა? შენ რა ნაკლებად გინდოდა სწავლა? უბრალოდ მე და შენ მათსავით მშობლები არ გვყოლია, ისედაც გატყავებულ ხალხს რომ ატყავებდნენ იმ პერიოდში და ამით მდიდრდებოდნენ, ხო და ჩამოვიდნენ ეს ქუნქულად მოვლილი ბიჭები და მოთავსდნენ სავარძლებში, ცხოვრება მათი გონიათ და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ... შენ ადამიანებად საერთოდ არ გვთვლიან გესმის? იქ სადაც სწავლობდნენ ლონდონში, პარიზში, მადრიდში, ნიუ–იორკში თუ ქვეყნის დასალიერში, იქ არაფერს წარმოადგენდნენ აქ რო ძალაუფლება იგრძვნეს ეს ჩმორები "გაბლატავდნენ", ძველმა სიბრაზეებმა გამოიჩინეს თავი, ჯავრს კი ვისზე იყრის და თვითშეფასებას ვის ხარჯზე აიმაღლებს, პატარა კაცისთვის რა მნიშვნელობა აქ? მთავარია შენი აზრით შენზე დაბალი ღობე მოძებნო, იმ მომენტისთვის კიდე ჩვენ შევრჩით ხელში, აბა წარმოიდგინე ვიღაც ღლაპი მოდის და მე და კაკის ჩვენივე უბანში გვეუბნება გაეთრიეთო... ეგრე სადაა? მოდიხარ ჩემს უბანში და შეურაცყოფას მაყენებ, დედას მაგინებ არაფრის გამო და მამადლი შენ თვითონაც არ იცი რას, მიმტკიცებ ეს ქვეყანა ჩემიაო, არ შეიძლება ცაცო მასე, მე ვიცი რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, მაგრამ ჩემ პირად შეურაცყოფას არავის ვაპატიებ, მე სულ არ მაინტერესებს ვინ მოდის და მიდის ხელისუფლებაში და მმართველ ეშელონებში, მე არ მაინტერესებს ვის რომელ თანამდებობაზე დანიშნავენ, უბრალოდ მე მჭირდება იმ უფლებების ხელშეუხებლობა, რომელიც დაბადებისთანავე მომენიჭა, მას მერე ჩემია რაც ადამიანი დამერქვა და ეს მარტო მორალური კი არა ჩემი კონსტიტუციური უფლებებია, ცაცო ცრემლებით სავსე თვალებით უსმენდა გიგას და ძალიან კარგათაც ხვდებოდა რამ შეიწირა ორი არაჩვეულებრივი, საუცხოო, გასაოგნებლად კარგი პიროვნება, ისევე როგორც არა ერთი კარგი და ღირსეული ადამიანი ბოლო წლებში...
–რა გატირებს ცაცო? რა არ იცოდი ასე რომ იყო? თუ მართლა გეგონა მე და კაკი ბარიგები ვიყავით და იმ ვითომ და წამლის კლიენტთან შელაპარაკება მოგვივიდა?
–უბრალოდ ძალიან მენანებით, იცი კაკისთან სასაფლაოზე რამდენჯერ ავსულვარ და ორივე გამომიგლოვებიხართ? მეზიზღება ეს ქვეყანა, სული მეხუთება და გაქცევა მინდა აქედან, მხოლოდ ის მაკავებს რომ სხვაგანაც იგივე სიტუაცია დამხვდება ვიცი
–კაკისთან მეც ვიყავი ასული, სანამ სახში მივიდოდი პირველად იქ წავედი, იაკო დამხვდა
–საცოდავი გოგო, ერთი ძმის შემხედვარე ცხოვრება უხაროდა და ისიც მოუკლეს, ისევ გადმოყარა ცრემლები ცაცომ
–მეც მომკლა მისმა მოთქმამ და ცხოვრებაში მეორედ ვიტირე და მემგონი მესამედ ახლა ვაპირებ... რესტორნიდან გამოვიდნენ და სააკაძის მოედნისკენ ამავალ აღმართს ფეხით აუყვნენ
–შვიდი წელი გავიდა და ჯერ კიდე ვერ შევეგუეო, ცხოვრება რომ მიხაროდა, მაშინ წამართვესო, ერთადერთი მყავდა და ისიც მომიკლესო ბოლო ხმაზე, რომ ყვიროდა ახლაც ჩამესმის მისი ხმა, მისი პატარა და უღონო მუშტები რომელსაც გულზე მირტყამდა, ტყვიებივით მესობოდა სულში და გეფიცები ის არაკაცი უნდა მომეკლა რო გამოვიდოდი, მარა ვიღაცამ დამასწრო...
–კარგია რომ დაგასწრო, იმიტომ რომ მე მკვლელ გიგა ვაჩნაძეს ვერ გადავიტანდი
–იცი რა უსუსური იყო, სანამ მაგათი ვერზილა დაცვა შემოვარდებოდა კინაღამ მოვკალით ეგენი ცემაში, მერე ის ორმეტრიანი მუტრუკები შემოვიდნენ და სიკვდილამდე გვირტყეს, მკვდრები ვიყავით თითქმის რომ მოგვასულიერეს, კაკი აგინებდა და არ ეშვებოდა, ხელი უკანკალებდა იმ არაადამიას და დარწმუნებული ვარ უბრალოდ გაუვარდა კაკის გასაჩუმებლად და შესაშინებლად დამიზნებული იარაღი, რო უთხრეს მოკვდაო ტირილი დაიწყო...
–შენ რატო დაგტოვეს ცოცხალი? უფრო იოლი არ იყო იმის თქმა, რომ სპეც–ოპერაციის დროს წინააღმდეგობა გაუწიეთ და ორივე ამის შედეგად ორივე ლიკვიდირებულები იყავით?
–შენ გგონია არ ვეხვეწებოდი მესროლეთთქო? ან იარაღი მომეცით მე თვითონ მოვიკლავ თავსთქო? მარა მერე სპექტაკლი ვიღას დაედგა? ქულები ვიღას დაეწერა, ორი გვამი რაში ჭირდებოდათ?
–იაკოს მეც ვნახულობ ხოლმე, ხანშიშესულ ქალს დაემსგავსა ეს ახალგაზრდა გოგო, სულ შავები აცვია, საწყალი ჯერ მამა დაეღუპათ აფხაზეთში, მერე კაკი, ახლა დავარდნილ დედას უვლის, კიდე კარგ ჭკუაზეა
–ხო არ იცი ვინ ეხმარება?
–ამბობენ ბიძებიო, ეგენი ხო გაგრელები არიან...
–მეგონა შენთან გავხალისდებოდი, როგორც ადრე, ჩვენ კიდე როგორ დავიწყეთ და რითი დავამთავრეთ
–არ შემეძლო რო არ მეკითხა, ხომ უნდა გველაპარაკა ამაზე? შორენა რო არ გირეკავს ყველა ხუთ წუთში მე ის მიკვირს, გახედა ცაცომ გიგას და მიახვედრა დროა რეალობას დაუბრუნდეთო
–იცის შენთან რო ვარ, თორე ისე გარეთ არ მიშვებს
–რამხელა პატივი მერგო თურმე
–დედას ძალიან უყვარხარ, საერთოდ თქვენი ოჯახი უყვარს, ლალუკაზე ძალიან ნერვიულობს, ცხოვრება როგორ გაინადგურა გოგომო, იცი რძლობას რომ უპირებდა?
–ვისთვის უნდოდა? შენთვის თუ გოჩასთვის?
–მაგას არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა, მთავარია რძალი დარქმეოდა და მის ოჯახში შესულიყო
–ეგ დებილი სად ნახავდა თქვენნაირს მეორეს? სიმწრით ჩაეღიმა ცაცოს
–იცოდი კაკის რომ უყვარდა?
–კი, თვითონაც იცოდა, პირველად რო დაშორდა ივიკოს და ნუცა რო პატარა იყო, კაკიმ მაშინ ცოლობა თხოვა
–ეგ არ ვიცოდი, გაუკვირდა გიგას
–მერე?
–რა მერე, ლალუკა ჩემი და კი არი, მაგრამ კაკის არ იმსახურებდა, ბიჭმა რაც შესთავაზა ისიც ვერ მიხვდა, იმსახურებს ისეთ ნაგავ ქმარს როგორიც ყავს, ხო გაუმწარა სიცოცხლე? იცი მაშინ რა თქვა კაკიზე? ეგ რანაირი კაცია სხვისი ქალი რომ ჭირდება თან შვილიანიო, მახსოვს მაშინ ძალიან ვიჩხუბეთ და მას მერე წარმოდგენა დავკარგე ლალუკაზე, კაცი უნდოდა ხომ გვერდით? ხო და ყავდა, კაცი რომელიც ურტყამდა, კიდე შეურიგდება დარწმუნებული ვარ
–ხოო, მცდარი გადაყვეტილება მიუღია მაშინ ლალუკას როცა კაკის ცოლობაზე უარი უთქვამს
–რაა? ეგ ერთადერთი სწორი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო მის ცხოვრებაში, მკაცრად მოუტრიალდა ცაცო და სიარული შეწყვიტა
–გეტყობა ძალიან გაბრაზებული ხარ ლალუკაზე
–უსამართლობას ვერ ვიტან, ყველამ ის უნდა მივიღოთ რაც გვეკუთვნის, ლალუკა კი კაკისნაირ კარგ პიროვნებას არ იმსახურებდა, ცხოვრებას მოუწამლავდა
–მაგას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ცაცო, არავინ იცის უკეთესი რა იქნებოდა, ამ საუბარში გზაც გამოეცალათ და უკვე სახლთან იდგნენ, ისევ უამრავი არამკითხე მოამბეების დაკვირვების ქვეშ, ცაცოს ბატონი ბადრი აივანზე გადმომდგარი ელოდებოდა და გიგასთან ერთად რო დაინახა გაუკვირდა
–გიგა როგორ ხარ? თბილად მოიკითხა დიდი ხნის უნახავი მეზობელი
–მადლობთ ბადრი ბიძია არამიშავ, თქვენ როგორ ბრძანდებით?
–ამოყევი ცაცოს, გავიხსენოთ ძველი დრო, ჩავუფინოთ ერთი ორი
–დღეს არ შემიძლია, მაპატიეთ და სხვა დროს იყოს
–კაი შავი ღვინო მაქ, ადესის, შალვასია (ბადრის მამა)
–მაცდურად ჟღერს, მაგრამ მირბის სადმე ეგ ღვინო? შორენა მომკლავს უბრალოდ კიდევ რო დავიგვიანო, პატარა ბავშვივით მაკონტროლებს, კომენდანტის საათი მაქ სახში
–მესმის შვილო, კარგი სხვა დროს იყოს, ოღონდ არ დაივიწყო... გიგა თბილად მოეხვია ცაცოს
–ძალიან მიხარია რო დაბრუნდი, დაპირება არ დამავიწყდება, ვეცდები რაც შეიძლება მალე შევასრულო
–გაიქეცი სახში, თავით ანიშნა გიგამ
–და შენ საით?
–მეც სახში, მწვანე ლაგუნაში, როგორც სიმღერაშია (ასე ემშვიდობებოდნენ ყოველთვის ერთმანეთს როცა გიგა სახლამდე აცილებდა ცაცოს)
–კარგია როცა დროის ცვლილებასთან ერთად რაღაცეები უცვლელი რჩება... სადარბაზოს სიბნელიდან გამოსძახა ცაცომ და გიგას გაეცინა
–აბა ბადრი არ მიიღებსო?
–თანაც როგორ გულიანად ეპატიჟებოდა?
–ესეც როგორ ურცხვად ეხვეოდა მამის თვალწინ?
–არ მოხდება ეგ ამბავითქო, რატომ არ მიჯერებთ? ისევ ასისინდნენ არამკითხე მოამბეები.....
სახში ძალიან კმაყოფილი შევიდა ცაცო და ბატონმა ბადრიმაც დიდი ინტერესით მოიკითხა გიგას ამბავი, გაუხარდა, რომ როგორც იქნა დაბრუნდა და მერე რთული საუბარი წარიმართა მამა შვილს შორის, იმაზე თუ როგორ გაუჭირდებოდა გიგას რეაბილიტაცია, სამსახურის დაწყება და საერთოდ ცხოვრება, შვიდი წელი არ იყო ცოტა დრო, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევდა, ურთიერთობების დალაგება და კიდევ ძალიან ბევრი რამ
–მამ ალეკო ნათლიას რო ვთხოვო ვერ დაეხმარება და მასთან სამსახურს ვერ დააწყებინებს?
–სად შვილო თავდაცვის სამინისტროში? ნასამართლებ პიროვნებას? სულ გაგიჟდი?
–მე ჩემთან ვერ გამოვუძებნი ვერაფერს, კერძო ბიზნესის ფული მაგათ რააქვთ და იყოს აბა უსაქმური? დადგეს ბირჟაზე და გალოთდეს? გაბრაზდა ცაცო და ოთახიდან გავიდა, მთელი ღამე ფიქრობდა ნათლიამისის გარდა ვისთვის შეიძლებოდა დახმარება ეთხოვა, ირაკლიც გაახსენდა, ალეკოსთან თუ არ გამომივიდა მერე იკას ვთხოვო, სამსახურიდან შესვენებაზე გავიდა და დაიბარა დამაგვიანდებაო, ალეკოც გააფრთხილა მოვალ არსად წახვიდე სალაპარაკო მაქო, თავდაცვის სამინისტროში რომ მივიდა ცოტა ხანს საშვის გამოწერას ელოდა, ცაცოს ალეკო ნათლია თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო სარდლობის დეპარტამენტის უფროსია, შემოკლებულად "ჯეი–7–ის", როგორც თვითონ ეძახის, თან ისე კი არა, პოლკოვნიკია და თითქმის მთელი თავდაცვის სამინისტრო იცნობს
–რა არის ეს ნათლი, კარგად არ გყავს შეშინებული ხალხი, ამდენ ხანს რატო შემაყოვნეს?
–კარგად რო მყავს შეშინებული იმიტომაც შეგაყოვნეს, მოეხვია ნათლულს და ოჯახის საქმეები კითხა, შეძლებისდაგვარად კარგათ ვართო ცაცომ და მორიდებით ისიც დააყოლა რაღაც უნდა გთხოვოო
–დახმარებას თუ შევძლებ ხო იცი უარს არ გეტყვი არაფერზე, რა მოხდა?
–ჩემს ერთ ძალიან, ძალიან კარგ მეგობარს სამსახური ჭირდება, ხო არაფერი გაქ?
–ძალიან ძალიან კარგი ნაცნობი ქალია თუ კაცი? უმაღლესი განათლება თუ აქვს და რამდენ ენაზე შეუძლია საუბარი?
–მამაკაცია, უმაღლესი განათლებით, საუბრობარი შუძლია ქართულ,რუსულ და ინგლისურ ენაზე
–მერე მასეთი თუა სამსახურის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს, გაუკვირდა ალეკოს
–ერთი კვირაა რაც ციხიდან გამოვიდა, ხმადაბლა თქვა ცაცომ
–და შენ გინდა რომ თავდაცვის სამინისტროში ავიყვანო ნასამართლევი პიროვნება? ის კი გამოვიდა ერთი კვირაა მარა, რასაც მთხოვ ის რომ გავაკეთო ერთ კვირაში მე ჩამსვამენ ციხეში
–მართლა ძალიან კარგი ბიჭია, კაბინეტში დასვითქო ხო არ მითხოვია?
–მართლა კარგ ბიჭს ციხეში რა უნდოდა?
–გაუგებრობის მსხვერპლი აღმოჩნდა შვიდი წლის წინ
–მართვის მოწმობა აქვს?
–კი
–ვერაფერს შეგპირდები, მაგრამ ვნახავ რისი გაკეთება შემიძლია, დღის ბოლომდე დამელოდე, დაგირეკავ, რა ქვია ნაციხარ კარგ ბიჭს?
–გიგა, გიგა ვაჩნაძე
–ეგ ის ბიჭია იმ მორფინისტმა ხრამიაშვილილმა ძმაკაცი რო მოუკლა, მაგას კიდე ბარიგობა "შეტენა"?
–მე არ ვიცი ხრამიაშვილი ვინ არის, მაგრამ დანარჩენი სწორია
–იყო ნათლი, ხრამიაშვილი იყო... ვიღაცამ მოწამლული კოკაინით მოკლა...
–აბა რას იზამ დაეხმარები?
–კი, უბრალოდ ძალიან ბევრი შემოწმებების გავლა მოუწევს, უნდა გამირკვიო რაღაცეები ისე ვერაფერს ვიკითხავ
–რა უნდა გავარკვიო?
–უნდა გაიაროს სამედიცინო, ნარკოლოგიური, ფსიქოლოგიური შემოჭმება, უნდა ჩააბაროს ფიზიკური და მართვის ტესტი, რაც მთავარია სამხედრო სამსახური უნდა ქონდეს გავლილი, ენების ცოდნაზეც შეამოწმებენ და რაც ყველაზე მთავარია, გასაუბრება ექნება იმასთან ვისთანაც გავაგზავნი, თუ რომელიმეს ვერ დააკმაყოფილებს თავიდან უნდა ვიცოდე
–მერე რად დაიწყებს მუშაობას?
–პირადი მძღოლი იქნება, ამ მომენტისთვის სხვა არაფერი მეგულება ჩემთან
–ხელფასი?
–ოფიციალურად ათასი, ხელზე რვაასს აიღებს, ამას დამატებული სამედიცინო დაზღვევა
–კარგია, მაკმაყოფილებს, მე ყველაფერს გაგირკვევ და დაგირეკავ საღამოს, სიგიჟემდე მიყვარხარ
–გეტყობა მოკითხვების რაოდენობაზე, როცა რამეში გჭირდები მარტო მაშინ გახსენდები
–ნათლი თუ პრობლემები შეგექმნება სხვა რამეს მოვუძებნი
–ცაცო, მაგ გიგას და ხრამიაშვილის ამბავი იმდენად კარგად ვიცით... არა მგონია რამე პრობლემა იყოს, სხვა შემთხვევაში თავს შევიკავებდი
–დაგირეკავ საღამოს, ისე მე რო მესაყვედურები მოკითხვების რაოდენობაზე, შენ ხომ გამსკდარი გაქ სიყვარულის ბუშტი, არ შეიძლება გამოგვიარო?
–მამაშენმა ღვინოში რო ჩამახჩოს? არა მადლობა, დავბერდი ვეღარ ვსვამ ბევრს
–მაგის გარეშეც შეიძლება, წამოდგა სკამიდან ცაცო
–შალვოვიჩთან? გადაიხარხარა ალეკომ
სამსახურში რო დაბრუნდა ლაშა შეუჩნდა გამიშვი რა გეხვეწები გამიშიშვიო
–სად მიეთრევი?
–დღეს საქართველო მოლდავეთს ხვდება
–ფეხბურთია?
–კალათბურთი, გაბრაზდა ლაშა, ეს როგორ არ იციო
–კალათბურთიიიი, ეშმაკურად ჩაიცინა ცაცომ
–რომელზე იწყება?
–ხუთის ნახევარზე
–ჯანდაბა, მისთვის რაღაც გაიფიქრა ცაცომ
–წაეთრიე, გაანთავისუფლა ლამის მუხლებზე დაჩოქილი ლაშა და ისიც "არის, არის" ყვირილით გამოვარდა ცაცოს კაბინეტიდან
–რა იყო ჯეკპოტი მოიგო? შეყო ცაცოს კაბინეტის ღია კარებში ნატომ თავი
–თითქმის... რადგან თამაში აქვს ალბათ დღეს დავისვენებთ ბატონი ჯაბასგან, გაუხარდა ცაცოს, დილით დაგეგმილი საქმეები მოაგვარა, სტამბებს ჩამოურეკა, შეხვედრები დანიშნა და ბედნიერი სახით გამოვიდა დღის ბოლოს ნატოსთან ერთად სამსახურიდან, მანამდე კი ლაშასთან გადაამოწმა რა ქნეს ჩვენებმაო? იმანაც სიხარულით, მოვიგეთ ცაცო ორმოცდა ოთხ ქულიანი სხვაობით, გავანადგურეთ მოლდოველებიო, ცაცოსაც გაეხარდა, ისიც გაიფიქრა ალბათ დაღლილები კი იქნებიან, მაგრამ სადღაც აღნიშნავენ გამარჯვებასო, საშვები, რომ ჩააბარეს ინსტინქტურად გაიხედა იქ სადაც ჯაბა ელოდებოდა ხოლმე და ისევ იქ რომ დაინახა მისი მაქანა გაუკვირდა, ნატოსაც არ უნდოდა გაეგო ჯაბასთან ურთიერთობა, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ ქონდა
–ნატო შენ წადი, მე კიდევ რაღაც საქმე მაქ, თავით ანიშნა ჯაბას მანქანაზე
–ნუცამ ახსენა არა საუბარში?
–ხვალ, ხვალ მომიწყვე დაკითხვა
–ჭკვიანად იყავი, გადაკოცნა ნატომ, მისკენ წამოსული ცაცო რომ დაინახა ჯაბა მანქანიდან გადმოვიდა, კმაყოფილი ღიმილით
– შენ სხვა საქმე მართლა არაფერი გაქ?
–ჯიუტი ვარ ცაცო, სანამ შეხვედრაზე არ დაგითანხმებ არ მოგეშვები, ყოველ დღე აქ დაგხვდები, სადაც წახვალ მეც იქ გავჩნდები
–რატომ? რა დავაშავე ასეთი? ახედა ცას ცაცომ
–ვის ელაპარაკები?
–ღმერთს, თუ სადმე არსებობს, ჩემი არსებობა ნამდვილად დაავიწყდა
–რას მიწუნებ? ვეღარ მოითმინა ჯაბამ
–იცი რამდენი გოგო ოცნებობს ჩემთან შეხვედრაზე?
–ხო და იმათ მიხედე, მე თავი დამანებე
–მე შენთან მინდა
–გულახდილად რომ დაგელაპარაკო თავს დამანებებ?
–თუ არ მეტყვი რომ შეყვარებული ხარ, ან კიდევ ვიღაც გიყვარდა და გარდაიცვალა, ან რაიმე ამდაგვარ სისულელეს მაშინ ვნახოთ
–წარმოუდგენლად დიდი სისულელე თქვი ამ წუთას
–წამო სახში წაგიყვან და გულახდილად ვილაპარაკოთ, გამოაჯავრა ჯაბამ, ცაცო ცოტა ყოყმანობდა ჩამჯდარიყო თუ არა მანქანაში
–რა იყო? რას გიზამ ეხლა მანქანაში ისეთს? შეგჭამ? გაბრაზდა ჯაბა
–მაშინ საჭესთან მე დავჯდები, თხოვა ცაცომ და ჯაბამაც უსიტყვოდ ესროლა გასაღები, ცაცო სიხარულით ჩაჯდა მანქანაში და სანამ ჯაბა გვერდით მიუჯდებოდა კარებები ჩაკეტა, მერე რამოდენიმე მეტრით წინ გასწია მანქანა და ჯაბას რეაქციას გვერდითა სარკეში დააკვირდა, ის აუჩქარებლად მიუახლოვდა გაჩერებულ მანქანას, კარებები უკვე ღია დახვდა, გვერდით რომ მიუჯდა ძალიან ჩვეულებრივად უთხრა ცაცოს
–არ მეგონა ასე ბავშვივით თუ მოიქცეოდი
–რა იფიქრე?
–ტაქსისტის ლაპარაკის თავი არ მაქვსთქო
–გეგონა დაგტოვებდი? ჯაბამ მხრები აიჩეჩა არ ცოდნის ნიშნად
–მთლად ეგეთი გადარეულიც არ ვარ, თან დღევანდელი გამარჯვების მერე არ იმსახურებ მაგას, გილოცავთ სეზონის წარმატებულ დაწყებას, იმედია ასე გახვალთ ბოლომდე, ჯაბას ძალიან ესიამოვნა ცაცოს სიტყვები
–მადლობა, ბიჭებსაც გადავცემ კეთილ სურვილებს
–რატომ არ ხარ მათთან ერთად, არ აღნიშნავთ გამარჯვებას?
–მოგვიანებით შეუერთდები, ჯერ შენ მიგიყვან სახლამდე
–მიმიყვან? ნეტა საჭესთან ვინ ზის?
–და ვისი მანქანის საჭესთან? არ შეარჩინა სიტყვა ჯაბამ
–ისე მე შენ გულახდილ საუბარს შემპირდი
–გულახდილი საუბრის დაწყება ყოველთვის რთულია, მაგრამ ვცადოთ რა გამოგვივა, ჯაბ შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, არ გეპირფერები მართლა გეუბნები, ძალიან მომწონხარ, მაგრამ არ მომწონს ეს ტიპიური ყურადღების გამოხატვის პროცედურა, საღამოს დახვედრები, რესტორანში მიპატიჟებები, პირისპირ დარჩენილების უხერხული სიჩუმე, საერთოდ რატომ მიდიან ადაიანები პირველ შეხვედრაზე კაფეებში, ან რესტორნებში? ან რაღაც მსგავს დაწესებულებებში ერთმანეთის გასაცნობად? ისეთ ადგილას სადაც ერთმანეთის გაცნობა მითუმეტეს მოწონება შეუძლებელია, იმიტომ რომ ჭამის დროს არავინ გამოიყურება მიმზიდველად, თან როცა თავს უხერხულად გრძნობ ვერც ჭამას ახერხებ და ვერც საუბარს
–სტოპ! მკაცრად უთხრა ჯაბამ
–ახლა კრინტი დავძარი რესტორანზე ან კაფეზე?
–პრინციპში არა, დაიმორცხვა და თავი უხერხულად იგრძნო ცაცომ
–ისე იდეაში ეგ მქონდა ჩაფიქრებული, ჩემთან ერთად მინდოდა წამოსულიყავი გამარჯვების სიხარულის გასაზიარებლად, გულუბრყვილოდ აღიარა ჯაბამ და ცაცოს გაეცინა
–თუმცა იმაზე რაც წეღან თქვი არასოდეს მიფიქრია, აბა რას მთავაზობ ალტერნატიულ ვერსიად?
–ვინ თქვა რომ რამეს გთავაზობ? მე უბრალოდ ხაზი გავუსვი შეხვედრების მომაბეზრებელ ერთფეროვნებას და უხერხულობას, რესტორანი, კინო, პარკი, მესიჯები, ზარები, კომპიუტერი, სკაიპი და ფეისბუქი, გამომრჩა კიდე რამე?
–ის რომ მე მგონი ვიღაც შეყვარებული არასოდეს ყოფილა, ისეთი უხერხულობით საუბრობ შეხვედრებზე და პირისპირ მარტო დარჩენაზე, რომ სავარაუდოდო არც ამაში ხარ დიდად გამოცდილი, ამხელა გოგო ხარ და არ გრცხვენია? თავის ქნევას მოჰყვა ჯაბა და ბოლოს სიცილი მაინც ვერ შეიკავა
–ვაღიარებ არც შეყვარებული ვყოფილვარ და არც შეხვედრებზე მირბენია არასოდეს!
–მართლა?
–მართლა!
–შეიძლება გავიგო რატო?
–არ შემხვედრია ჯერ ადამიანი რომელთანაც ამას გავბედავდი
–გაბედავდი? ნელ–ნელა უფრო ახერხებდა ცაცო ჯაბას გაოცებას
–ხო გავბედავდი... რატო უნდა შევხვდე ადამიანებს რომლებთანაც ვიცი, რომ მომავალი არ მექნება?
–დავიბენი, ვერ გავუგე შენს ლოგიკას, თუ ადამიანს გაცნობის შანსს არ მისცემ ისე მომავალი როგორ გექნებათ? ანუ ფიქრობ რომ მე და შენ მომავალი არ გვექნება და უარსაც მაგიტო მეუბნები?
–სხვათაშორის სხვებისგან განსხვავებით შენი გაცნობის სურვილი მაქვს, თან იმაზე დიდი ვიდრე მეგონა, მაგრამ შიში უფრო მეტი მაქვს ვიდრე სურვილი
–რისი შიში?
–შენ სხვანაირ გოგოებს ხარ შეჩვეული, სალონის ხელი რომ ეტყობათ ისეთ გოგოებს, სხვანაირ, ღია ურთიერთობებს, ამ ეტაპზე შეიძლება მოგბეზრდა, ისინიც ხომ გარკვეულ წილად ერთფეროვნები არიან, ახლა დადგა ჩემი კატეგორიის გოგოების ჯერი, მაგრამ ჩემს სამყაროში, რომ შემოგიშვა, შენ ანალიზი რომ გააკეთო და დაასკვნა თურმე არც ჩემი კატეგორიის გოგოები მოგწოს და ისევ სალონის ხელდატყობილებს მიუბრუნდე, რა ვქნა მერე მე? ყურებამდე შეყვარებულმა?
–რამდენი გიფიქრია ამ საკითხთან დაკავშირებით? შენი ტვინი არასოდეს ისვენებს? თუ მარტივად მუშაობა არ შეუძლია? ცაცოს გაეცინა და რადგან შუქნიშანზე იყვნენ გაჩერებულები ჯაბას სევდიანი თვალებით შეანათა და გულისტკივილით კითხა
–თუ რაიმეს არასწორად ვამბობ შემისწორე
–ცაცო იცი ვერაფერს გეტყვი, მე ამაზე არ მიფიქრია და მგონი ძალიან ართულებ იმას რაც იდეაში ძალიან მარტივი უნდა იყოს, რა არის გასაკვირი იმაში თუ ორ სრულიად თავისუფალ ადამიანს ერთმანეთის გაცნობის სურვილი აქვთ? რატომ გგონია რომ სიჩუმე ჩაგვყლაპავს? აქამდე გვქონია ეს პრობლემა? ძალიანაც კარგი მოსაუბრე ხარ და არც მე ვარ ენადაბოქლომებული
–ჯაბა შეგიძლია კარგად დამაკვირდე?
–გაკვირდები
–მერე?
–მერე ვუყურებ ძალიან ლამაზ, უზომოდ ჭკვიან და საინტერესო ახალგაზრდა გოგოს, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს უსარგებლო რაღაცეებზე
–მადლობა, მაგრამ განსხვავებას გეკითხები, ჩემსა და შენს სამყაროში არსებულ გოგებს შორის
–მხოლოდ მცირედ გარეგნულს, არ დამალა სიმართლე ჯაბამ
–ხო და ჩვენს საუკუნეში, რომელშიც შენს "მეს" გარეგნული იმიჯი განსაზღვრავს, სრულებით საკმარისი მიზეზია მოწონებულ მამაკაცზე მე უარი მათქმევინონ
–რას ეძახი ჩემს სამყაროს?
–ყველაფერს რაც შენს ირგვლივაა, საოცარი სახლები, მანქანები, მატერიალური მდგომარეობა, გოგონები, თავისუფალი ურთიერთობებ, წვეულებები, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ, დანარჩენები
–გადაჭარბებული წარმოდგენა გაქ ჩემს სიმდიდრეზე, მასეთი მდიდარიც არ ვარ
–როგორიც ხარ საკმარისია
–ყოველთვის ასეთი არ ვიყავი, მეც ერთი ჩვეულებრივი ოჯახის შვილი ვარ, თან სპორცმენი, წვეულებებს, ღამის კლუბებს და ესეთ რაღაცეებს რაც შეეხება ძალიან შეზღუდული დოზით ვიღებ
–ჯაბ ყოფილხარ ისეთ მდგომარეობაში როცა ძალიან ცუდათ ხარ და წამალს არ ყიდულობ? იმიტომ კი არა რომ ფული არ გაქ? იმიტომ რომ ის ფული მთელი კვირის პურის ფულია?
–მე მგონი ძაან აბუქებ შენ ყველაფერს
–იცი რას ნიშნავს როცა ზამთრის ჩექმებს ერთჯერადი წებოთი აწებებ? და ისინი სულ ჩანთაში გიყრია, რა იცი რა დროს დაგჭირდება? იცი რას ნიშნავს რომ უკეთეს შემთხვევაში ყველა სეზონის თითო თითო გამოსასვლელი ტანსაცმელი გაქვს?
–ამას შენს და ჩემს მოწონებასთან რა კავშირი აქვს?
–შეიძლება შენც ჩვეულებრივი ოჯახის შვილი ხარ, უფრო სწორად იყავი, შეიძლება არც არაფერი გიკვირს, მაგრამ ბოლო ათწლეულზე მეტია ჩემს ფენასთან ურთიერთობა არ გქონია, მალე მოგბეზრდები ჯაბ... ამის თქმა მინდა ვერ ხვდები?
–ცაცო შენ საკუთარ თავს სულ არ აფასებ? უყვირა ჯაბამ
–იმ სიბნელეში, როცა უზომოდ მომეწონე, სულ არ დამინახია რა გეცვა, იცი რითი მომეწონე? შეუპოვრობით, სიძლიერით, არ ვიცი შენი ხასიათის რაღაც ამოუხსნელი მიმზიდველობით და ჩემს ხასიათთან მისი სიახლოვით, იცი იმ ე.წ ჩემი სამყაროს გოგოებთან რა ძნელია ასე საუბარი? შენთან კი საინტერესოა ყოფნა, რა შუაშია აქ შენი სოციალური სტატუსი, ჩასაცმელი და ოჯახური პრობლემები?
–ეს ის განმასხვავებელი ელემენტებია, რომლებიც ჩვენს ურთიერთობაში თავს იჩენენ ადრე თუ გვიან, თუ მე შენთან ურთიერთობას ამ ყველაფრის მიუხედავათ მაინც გავბედავ, მერე ხმა აღარ ამოუღია, სახლამდეც სულ რამოდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, თუმცა ცაცო შიდა ეზოში არ შესულა, მანქანა რომ გააჩერა სასწრაფოდ გადმოვიდა
–მადლობა რომ საშუალება მომეცი ჩემს საოცნებო მანქანაზე დავმჯდარიყავი და იმედია ძალიან ბევრი სისულელე არ მითქვამს, ნაძალადევი ღიმილით უთხრა ცაცომ და მანქანის გასაღები გაუწოდა
–დაგიტოვებ როცა წავალ....
–ბენზინგასამართ სადგურსაც მიყიდი? დაეჭყანა უკვე გამხიარულებული ცაცო
–ვერ გავიგე?
–აბა ამაში ჩასასხმელი საწვავის ფული შენი არზით მააქვს? თუ უფლებას მომცემ რომ გაზი ჩავაყენო? ჯაბას ძალიან, ძალიან არ უნდოდა ცაცოს ასე დაშორებოდა და მაინც თხოვა
–გეხვეწები, მარტო ერთხელ, სადაც გინდა, როცა გინდა, როგორც გინდა ისე შევხვდეთ ერთმანეთს და განახებ, რომ ისეთ სამყაროში ნამდვილად არ ვცხოვრობ როგორ იმიჯსაც გვიქმნიან
–ვიფიქრებ მაგაზე, ჩაუკრა თვალი ცაცომ და უკვე მანქანაში დაბრუნებულ გაკრეჭილს, ბოლო სიტყვებით იმედმიცემულ ჯაბას ხელი დაუქნია, მერე ეზოს უცვლელ უსაქმურებს ზრდილობიანად მიესალმა, გიგას მათ რიგებში თვალი რომ ვერ მოკრა გაუხარდა, სახში მისვლა და მასთან დარეკვა ერთი იყო, ამოდი ჩემთან საქმე მაქო, გიგას ცოტა უცნაური ხმა ქონდა, ამოვალ ნახევარ საათშიო......
აქამდე и душа к душе потеряла путь...

ცაცომ მხოლოდ გამოცვლა მოასწრო და კარებზე ზარიც გაისმა, მერე მამას და გიგას გულითადი საუბარი გაიგო, გიგიას ხმა ლალუკამაც იცნო და ოთახიდან ხალათშემოხვეული გამოვიდა, გიგას მართლა დიდი სიყვარულით მოეხვია და თბილად მოიკითხა, გიგას ძალიან აკვირვებდა ამ ოჯახის ასეთი დიდი სიყვარულის უნარი, რაც ციხიდან გამოვიდა იმ ადამიანებისთვისაც კი რომლებთანაც მისი აზრით ძალიან კარგი უთიერთობა ქონდა, გაუჭირდა ამ კარგი ურთიერთობის აღდგენა, ცაცოს ოჯახთან თავს ისე გრძნობდა თითქოს, ეს შვიდი წელი არც გასულიყო, ყველაზე მეტად კი მათი გულახდილობა სიამოვნებდა, ისინი თავს არ აჩვენებდნენ, რომ სიამოვნებდათ მისი იქ ყოფნა, უხაროდათ, რომ როგორც იქნა დაბრუნდა, გული წყდებოდათ იმ გაუგებრობაზე რომელშიც უნებლიედ მოხვდა და ენანებოდათ ციხეში გატარებული შვიდი წლისთვის
–ამოასუნთქეთ ახლა ორი წუთი, გამოვიდა ცაცო ოთახიდან და ემილი გამოიყვანა, გიგას თვალები გაუფართოვდა
–ეს შენი მესამეა? კითხა ლალუკას და ბავშვი გამოართვა ცაცოს, ლალუკამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
–რა საყვარელია, ისე ბავშვების კეთება მაგარი იცი, სამი ულამაზესი გოგო გყავს, გაეხუმრა გიგა
–თამრო გაშალე სუფრა, ღიმილით მიმართა უსაქმურად ჩამომჯდარ მეუღლეს ბატონმა ბადრიმ
–არა ქალბატონო თამარ არ შეწუხდეთ, მხოლოდ ყავას დავლევ თუ შეიძლება, მეტი მართლა არაფერი მინდა, ცაცოს აქვს რაღაც საქმე და მარტო მაგისთვის ამოვედი, ისე არ შეგაწუხებდით
–მართლა არ მეზარება შვილო არაფერი, პირიქით მიხარია როგორც იქნა ისევ სახში ხარ, უცებ გაგიწყობთ სუფრას
–მართლა არ მინდა თამრიკო დეიდა, თორე როდის მომრიდებია? შორენა სახში რომ არ ყოფილა თქვენთან არ ამომიყვანია საქეიფოდ ძმაკაცები? მაგრამ ახლა ყავას დავჯერდები მარტო
–მაშინ აივანზე დასხედით და იქ გამოგიტანთ ყველაფერს, თბილი ხმით გარეკა წიწილებივით სამივე აივანზე ქალბატონმა თამარმა, უცნაური იყო ლალუკაც ძალიან გახალისებული ჩანდა, ყავაც მალე მოვიდა და მერე მარტო დატოვა ახალგაზრდები სალაპარაკო გექნებათო, ლალუკამ დაწვრილებით რომ გამოკითხა, როგორ იყო, ხომ არაფერი სჭირდა სერიოზული, რას აპირებდა და მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი პასუხები რომ მიიღო, მერე ბავშვობა გაიხსენეს, უდარდელი დრო და კაკი... მის ხსენებაზე ლალუკას ისტერიული ტირილი აუვარდა, მხოლოდ იმას იმეორებდა როგორ მიყვარდა, როგორ მიყვარდაო...
–მაშინ უარი რატომ უთხარი? გაუკვირდა გიგას
–გიგა შეიძლება ცხოვრებაში ბევრი რაღაც შემეშალა, მაგრამ საკმარისი იყო ჩემი ცხოვრება რომ ვიმსხვერპლე ამითი, კაკის რაღას ვერჩოდი? ის საოცრება იყო და საოცარ ცხოვრებას იმსახურებდა, ძალიან წმინდა და კარგ გოგოს გვერდით, მე კი უკვე ნუცა მყავდა და ქმარი რომელთანაც აუხსნელი ძაფები მაკავშირებდა, ვიცოდი კაკისთან უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ ის არ იქნებოდა სრულყოფილი ბედნიერება, მე კაკის ოჯახი არ მიმიღებდა, ის კი ორ ნაწილად გაიხლიჩებოდა, მე ვიცი დედა და და როგორ უყვარდა, იაკოს აღმერთებდა, სულელდებოდა, მე არ მინახია ძმას და ასე ყვარებოდა და იაკო დღეს რომ ცოცხალია ისიც კი მიკვირს, კაკი რომ მოკლეს მე პირველად იაკოს ამბავი ვიკითხე, თავი არ მოიკლათქო? მიუხედავად იმისა რომ მე მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა ისინი კაკის ცოლად არასოდეს მიმიღებდნენ, ჩემი გაბედნიერება შეეძლო, მე მისი არა, რამდენადაც არ უნდა მყვარებოდა, ასეთი ორმაგი ცხოვრებისთვის არასოდეს გავწირავდი....გიგა ცაცოს საყვედურით სავსე თვალებით უყურებდა, ლალუკა კი თავის ოთახში გავიდა და ემილიც თან წაიყვანა, დღეს ჩემთან დაიძინოსო...
–შენ კიდე თქვი გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღოო, ხედავ რამდენი უფიქრია კაკიზე?
–არ მეგონა, მართლა არ მეგონა, ყველაზე რაღაც დადებითად მოქმედებ, იცი რამდენი ხანია ოთახიდან არ გამოსულა? იცი ემილი რამდენი ხანია ხელში არ აუყვანია?
–კიდე მაქვს სასაყვედურო, რატომ მომატყვილე?
–რას გულისხმობ? დაიბნა ცაცო
–სულ არაფერი შეცვლილაო?
–არც შეცვლილა!
–დღეს სახში ვისი ნამქანით მოხვედი? ეხლა არ მითხრა სამსახურისო, რა იყო პრეზიდენტი ხარ? და ჯაბა ცინცაძე დაგყვება დაცვაში? თუ შენი პირადი მძღოლია?
–ასე რატო ბრაზდები?
–ტყუილს ვერ ვიტან
–მართლა არაფერი შეცვლილა, ეს ახალი ამბავია, უფრო სწორად არც ვიცი იქნება თუ არა ამბავი, მოვწონვარ მე მგონი, რა არ შეიძლება მეც მოვწონდე ვინმეს?
–როგორ არ შეიძლება
–აბა რატო ყვირიხარ? მე სულ სხვა რაღაცაზე მინდოდა დალაპარაკება და შენ კიდე... მე ჩემი პირადი ცხოვრება შეიძლება მქონდეს და ჯერ არ ვიცი გაქვს თუ არა შენ მასში ჩარევის უფლება
–ამისთვის შენი ნებართვა არ მჭირდება, თუ...
–გიგა არ გეწყინოს, შენ დიდი დრო არ იყავი, მე დამოუკიდებლობას მივეჩვიე, გავიზარდე და არ ვიცი დამაკმაყოფილებს თუ არა ისეთივე ურთიერთობა როგორიც ადრე გვქონდა, იმას არ ვამბობ რომ რაიმე შიცვლება, უბრალოდ საზღვრები დაუწესდება
–მე არ მინდა იმ ცაცოსთან ურთიერთობა რომელთანაც საზღვრები მექნება დაწესებული, ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა
–დაეგდე სკამზე და მომისმინე, პირადი ურთიერთობები მერე გავარჩიოთ როცა საქმიანს მოვრჩებით, მკაცრად თქვა ცაცომ და გიგას გაეცინა
–შენ მე რომელიმე შენი ხელქვეითი ხო არ გგონივარ? რა ტონით მელაპარაკები? მართლა ბევრი რაღაც შეცვლილა ამ წლების განმავლობაში...
–არ გინდა ჩემი სინდისზე შეგდება, ეს არასოდეს გამოგდიოდა, არც ადრე მიყვარდა როცა ჩემს პირად ცხოვრებაში ერეოდნენ და არც ახლა მიყვარს...
–ადრე შენს პირად ცხოვრებაზე მე ყველაფერი ვიცოდი
–მერე ვინ გეუბნება ახლა არ გეცოდინებაო? ჯერ გასაცნობიც არაფერია, რომ იქნება მე თვითონ მოგიყვები ყველაფერს, გიგა ისევ სკამზე დაჯდა, ცაცო კი გაბრაზებული და ცხვირწაშვერილი ლაპარაკის ხასიათზე აღარ იყო, რამდენი თვალი უნდა აეტანა? რამდენის საყვედური და რისთვის? რამდენისთვის უნდა აეხსნა? მაშინ როცა ასახსნელი არაფერი იყო?
–დიდ ხან იქნები ცხვირწაშვერილი?
–სამხედრო სამსახური მოხდილი გაქ?
–კი
–მართვის მოწმობა?
–ხომ იცი რომ მაქ
–ინგლისური კიდე არ დაგვიწყებია?
–არა
–ჯანმრთელობის და ფსიქოს ცნობას აიღებ?
–ავიღებ
–ნარკოლოგიურ შემოწმებასაც გაივლი? მხოლოდ ახლა შემოხედა ცაცომ გამომცდელად და ცალი წარბი აუწია
–გავივლი! მკაცრად თქვა გიგამ
–მართლა? იცოდე ტყუილად არ შემპირდე
–შორენას გეფიცები სუფთა ვარ, რას ნიშნავდა ეს დაკითხვა?
–სამსახური გიშოვე მე მგონი
–მე მგონი?
–ამ ყველაფერს წარმატებით თუ გაივლი, მაშინ ჩათვალე რომ მუშაობ
–მეხუმრები?
–არა, ნათლიაჩემს ვთხოვე და თავდაცვის სამინისტროში დაიწყებ მუშაობას, ნუ მთლად შენი შესაფერისი სამსახური არ არის მაგრამ დასაწყისისთვის კარგია, თან ხელფასიც დამაკმაყოფილებელზე მაღალი
–საად? იქ როგორ მიმიღებენ? მე ხომ?
–ვუთხარი, იცის რომ ციხეში იჯექი, ისიც იცის რატომ და ისიც იცის რომ არაფერ შუაში ხარ
–საიდან?
–არ ვიცი, მხოლოდ შენი სახელი და გვარი ვუთხარი და თვითონ ასე ამიხსნა, მაგ ბიჭების და იმ მორფინისტი ხრამიაშვილის ამბავი მთელმა სამინისტრომ კარგად ვიცითო... ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ ისევ ცაცომ დაიწყო
–პირადი მძღოლი იქნები, იმედია არ გამიბრაზდები მარტო ასეთი სამსახურის შემოთავაზება შემიძლია, რვაასი ლარი გექნება ხელფასი და სამედიცინო დაზღვევა, ჩემი აზრით ცუდი არ არის, თანახმა ხარ?
–შენი აზრით? ძალიან გაოცებულმა კითხა გიგამ
–მაშინ დაურეკავ ალეკოს და ვეტყვი, სავარაუდოთ ხვალ დაგიბარებს
–გაგიბრაზდები? სულ გააფრინე? ცაცო მადლობა როგორ გადაგიხადო ის არ ვიცი, რას ქვია გაგიბრაზდები, ისე გამაკვირვე და გამახარე საუბრის უნარი დავკარგე
–ჯერ სამადლობელო არაფერი გამიკეთებია, სამსახურში რომ აგიყვანენ ჭკვიანად იყავი და ეგ იქნება ჩემთვის მადლობაზე მეტი, ხო და კიდე, თუ არ მომექცევი ეჭვიანი ქმარივით, შეყვარებულივით, ძმასავით ან მამასავით, ძალიან დამავალებ, მე სასაყვედურო არც არაფერი გამიკეთებია, არც ვაკეთებ და არც მომავალში ვაპირებ გაკეთებას
–გასაგებია წუნკალო, თქვენს მოთხოვნებს დედოფალო უბრალო მოკვდავი ვაჩნაძე ითვალისწინებდა, ითვალისწინებს და გაითვალისწინებს სამომავლოდ, გიგა სკამზე ვეღარ ისვენებდა, ბოლოს წამოხტა და ცაცოს გადაეხვია
–მე ყოველთვის ვიცოდი რომ შენ საუკეთესო ადამიანი იყავი, რამდენს ვთხოვე დახმარება და ყველას უხერხულად დახრილი თვალები მივიღე საპასუხოდ, შენ კიდე, ყოველთვის მასეთი იყავი და მაგიტომაც მიყვარხარ მთელი ცხოვრებაა, თბილი და საოცრად მზრუნველი ხარ, მშვიდი და გაწონასწორებული, არ ბრახდები უაზრობებზე და ყველაფრის გაგება შეგიძლია...
–მე მგონი ზედმეტად მაქებ, უბრალოდ მე მიყვარს საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა, მიხარია როცა კარგად არიან, შენ კიდე მთელი ცხოვრებაა გიცნობ, შენსავით ახლობელი ძალიან ცოტა მყავს და მე მთებს გადავდგამ იმისთვის რომ კარგათ მყავდეთ, მერე ხო მეც კარგად ვიქნები
–შენ წარმოგიდგენია მართლა რო დავიწყო მუშაობა შორენას რა დაემართება? წმინდანად გამოგაცხადბს, სანთლებს დაგინთებს ყოველ დღე
–მაშინ ნუ ეტყვი მე რომ დაგეხმარე, გადაიკისკისა ცაცომ
–მაწამებს და მაინც მათქმევინებს... ცაცო ბედნიერი უყურებდა თითქოს და ერთ წუთში გამოცვლილ გიგას, დაკვირვებული ხართ რას უშვება ადამიანს იმედი? უკეთესობისკენ ცხოვრების შეცვლის იმედი? სულ სხვანაირი თვალები გაუხდა გიგას, თითქოს წელშიც გაიმართა და ხმაც გამოეცვალა, მერე მთელ ოჯახს თბილად დაემშვიდობა, ცაცოს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და ანგელოზი ხარო უთხრა...
ამ დროს კი ქალაქის მეორე კუთხეში ჯაბა შეუერთდა თავის მოქეიფე თანაგუნდელებს, მისმა მისვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
–სად დაეთრევი ამდენ ხანს? ერთხმად კითხეს ოდნავ შეზარხოშებულმა თანაგუნდელებმა
–საქმეები მქონდა
–რა ქვია მაგ საქმეებს?
–რატომ არ წამოიყვანე ეგ საქმეები?
–მასეთი საქმეები აქაც ბევრი გიცდის...
–რაო საქმეებმა რა დაგიწუნა და მარტო რატომ დაგტოვა? დააყარეს კითხვები გახალისებულმა მეგობრებმა, ჯაბას პასუხი არ გაუცია ბიჭებისთვის, მხოლოდ ჩაიცინა და ერთი ჭიქაც სულმოუთქმელად გამოცალა და მერე თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, მასეთი საქმეები აქ ვერ დამელოდებიანო
–ასეთი კარგია? ეშმაკურად გახედა გიომ
–ვერ წარმოიდგენ როგორი, ჯაბას სახის გამომეტყველებით გიო მიხვდა რომ აქ რაღაც სეიოზული იყო
–ფრთხილად იყავი, მხარზე ხელი დაკრა და ჭიქა ისევ პირამდე აუვსო
–მარტო ფრთხილად ყოფნა არ მიშველის, გულისტკივით და დაჭყანული სახით თქვა ჯაბამ როცა ის მეორე ჭიქაც გამოცალა
–ასეთი კარგია?
–არასტანდარტული როგორც თვითონ ეძახის თავის თავს
–რა ყველა უცნაურბას შენ უნდა იზიდავდე?
–იცი რა საინტერესო ვიღაცაა, უბრალოა, გულწრფელი, მშვიდი, ღიმილიანი, თბილი, მშიშარა, აი ისეთი რომ გინდა სულ გვერდით გყავდეს და დაიცვა, მერე მის თვალებს რომ უყურებ ხვდები, დაცვა სულაც არ სწირდება , პირიქით იმდენად ძლიერია აქეთ გადაგეფარება ფარად... სულ რამოდენიმეჯერ ვნახე, თან ისეთ სიტუაციაში რომ თითქოს უნდა გაბრაზებულიყო ჩემი მის ცხოვრებაში უეცარი გამოჩენით მაგრამ ყოველთვის როცა ვხედავ, ისეთი თვალებით მიყურებს თითქოს ძალიან უხარია ჩემი დანახვა, გარეგნულად ცდილობს სულ სხვა რამ დამანახოს, მაგრამ... ფუ ამისი მცირეწლოვანი ღრუბლებში მოცურავე ბიჭივით ვლაპარაკობ, ჩაიბუზღუნა ჯაბამ
–ოოოოო... რომელი მხიდან გესროლა კუპიდონმა? მე მგონი ათიანში გაარტყა, როდის გავიცნობთ ასეთ საოცრება?
–ისე შენ კი უნდა გახსოვდეს, წერეთელთან რო უთანხმოება მოუვიდა ის გოგოა
–ცაცო? ასე არ ერქვა? საიდან მოძებნე? ან რატო?
–არ ვიცი, ძალიან მომეწონა
–მანიაკი გონიხარ ალბათ, ორივეს გაეცინათ და ჯაბამ მხრებზე მოხვეული ხელები იგრძნო, ზემოთ რომ აიხედა ჯერ გაკვირვების და მერე უსიამოვნების ლანდებმა გადაურბინეს სახეზე, უსიამოვნო ჩახუტებისგან თავი ძალით გაინთავისუფლა და გოგონა უსიამოვნოთ მისწია გვერდზე
–არ მოგენატრე? კრუსუნისავით კითხა განზე გაწეულმა გოგომ
–როცა მენატრები ხომ მოვდივარ ხოლმე? უსიამოვნო კითხვას კითხვითვე უპასუხა ჯაბამ
–რაღაც ძალიან გაგიიშვიათდა მონატრებების რაოდენობები
–დაკავებული ვარ, მკაცრათ გამოუვიდა ნათქვამი ჯაბას და ის მოკრუსუნე გოგოც მიხვდა რომ ახლა აქ ზედმეტი იყო და დაუმშვიდობებლად დაუბრუნდა საკუთარ მაგიდას
–ეს გოგო ჩემი წყევლაა, შუბლი მოიფხანა ნერვიულად ჯაბამ და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა, მერე მთელი ქეიფის მანძილზე არც ცაცოს საკითხს შეხებიან და არც ის უსიამოვნო გოგონა გახსენებიათ, რომელიც დროდადრო თვალს აპარებდა ჯაბასკენ და უცნაური ირონიით უყურებდა მას...
ნატოს ერთი სული ქონდა როდის გათენდებოდა რომ ცაცოსთვის ყველაფერი გამოეკითხა და როგორც კი სამსახურის კიბეებზე ამომავალი დაინახა, მაშინვე აივანზე გამოიძახა, ვერ დამისხლტები დღეს ხელიდანო, აივანზე მარტო ნატო რომ დახვდა ცაცოს გაეცინა მიხვდა მართლა ვეღარაფერს დაუალავდა ან და რაღა აზრი ქონდა? თუმცა მაინც ნერვები მოუშალა ნატოს, ყავის სმას რომ შეუდგა ისე რომ სიტყვა არ დაცდენია, ნატოც ელოდა მორჩილად, წუთებს ითვლიდა და ბოლოს აფეთქდა
–მოყევა ახლა თორე გადაგიშვი მეოთხე სართულიდან, ნუცამ რომ ახსენა იმ ბიჭზე და მის მოულოდნელ ვიზიტებზე
–შენ ხომ მხოლოდ ერთხელ ნახე? გაუკვირდა ცაცოს, ნატომ ტუჩები დაპრაწა თითქოს არ უნდოდა ეთქვა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა
–ბატონ თამაზს შოკოლადები ძალიან უყვარს, ცაცოც მიხვდა საიდან ქონდა ნატოს ინფორმაცია და გაეცინა, მერე ქრონოლოგიურად მოუყვა ყველაფერი, ნინას გადარჩენის ოპერაციის, იმ დეგენერატ წერეთელთან ჩხუბის, ჯაბას დახმარების და მერე მისი სამსახურთან უეცარი დახვედრების შესახებ, ნატო გაკრეჭილი უსმენდა
–როგორც იქნა, როგორც იქნა, გამოჩნდა
–რას ქვია გამოჩნდა? გაბრაზდა ცაცო
–ის ჯაბაა ცინცაძე...
–მერე რა, შენ ცაცო ხარ მერტეველი, ვერ გაიგო რისი თქმა უნდოდა ამით ცაცოს, თუმცა რაღაცამ გაკრა გულში
–ახლა არაფერს არ გეკითხები, შენ რას გრძნობ და ასეთებს , დღეს საღამოს ვიკრიბებით, ნინას თერაპია გჭირდება ჭკუის შესატრიალებლად და ჯაბასაც ეშველება, იმიტომ რომ აქამდე დიდად არ წყალობ როგორც მივხვდი, ღმერთო როგორ მიხარია
–შენ რა გიხარია ასე ძაან
–არ ვიცი მაგრამ გუმანით ვხვდები რაღაც ძალიან კარგი უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში და მიხარია
–საქმეს დაუბრუნდეთ თორე...
–ვაჟასგან მოგვხვდება, დაამთავრა ცაცოს დაწყევული წინადადება ნატომ და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდენ, ცაცო მთელი დღე მოუსვენრად იყო, ყოველ საათში გიგას ურეკავდა კითხვებით, ხომ აიღე ეს ცნობა? ახლა სად ხარ? იქაც იყავი? სამინისტროში მიდიხარ? წარმატებები.... და ბოლოს გიგამ რომ დაურეკა არანორმალური ნათლია გყავს შენსავითო, ცაცო მიხვდა რომ ყველაფერი კარგად იყო, გიგამაც ორშაბათიდან ვიწყებ მუშაობასო და ცაცომ იმხელაზე იკივლა, დახურულ კარებს მიღმაც კი შეხტნენ მოულოდნელობისაგან თანამშრომლები, მერე დამშვიდდა, სამსახურიდან ერთად გამოვიდნენ და ჯაბას მანქანაც დაბარებულივითიდგა მის ადგილას
–ახლა ამას რა ვუყოთ? მხრების აჩეჩვით იკითხა ცაცომ
–ჰმ... მაგას მე მოვუვლი, ნატო სწრაფი ნაბიჯით დაიძრა ჯაბასკენ და ცაცოც დასჯილი ბავშვივით გაიყოლა ხელჩაკიდებული უკან, ჯაბამ ამ სცენის დანახვაზე სიცილი ვერ შეკავა
–ნატო, ცაცოს უახლოესი მეგობარი, მკაცრად თქვა ნატომ და ხელი გაუწოდა ნაცნობობის გასამტკიცებლად
–ჯაბა, ჯერ არ ვიცი ცაცოსთან მიმართებაში რა სტატუსი მეკუთვნის მაგრამ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
–ხო და მაგ სტატუსის გარკვევაში რომ დაგეხმაროთ, ამიტომ უნდა მოგპაროთ დღეს და ტვინის შებრუნების თერაპია უნდა ჩავუტაროთ, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით რა თქმა უნდა
–ისე მე არ მეკითხებით? ამოიხვნეშა ცაცომ
–შენ გაჩუმდი, მაშინვე დააცხრა თავზე ქორივით ნატო და ცაცომ გულიანი სიცილი ვეღარ შეიკავა
–ჩემი აზრით ცაცოს ტვინის შებრუნება არ ჭირდება, სულ ცოტა გამბედაობა მიეცით თუ შეძლებთ და მერე ყველაფერს მე თვითონ მივხედავ
–შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ, დააიმედა ნატომ, ჯაბამ გაცილება შესთავაზათ, თუმცა უარი მიიღო, ღიმილიანი დაემშვიდობნენერთმანეთს და სულ ცოტა ხანში ამოჩემებულ კაფეში ისხდნენ გოგოები, საყვარელ კერძს "ციმბირულ პელმენებს" მიირთმევდნენ, თვალებში რომ გამოიხედეს და დანაყრდენენ მერე გაჩაღდა დისკუსია, ნატო და ნინა ისე საუბრობდნენ ცაცოზე თითქოს ის იქ არ ყოფილიყო, ცაცო მხოლოდ იცინოდა და თავს აქეთ იქეთ იქნევდა
–ისე ერთი რაღაც ვერ გავიგე საიდან მოგძებნა?
–მე ასე მითხრა საჭირო ხალხს ვიცნობო
–აჰა ჩემი ჩათვლით, ჩაიცინა ნინამ
–შე დამპალო ასე როგორ გამიმეტე? იყვირა ცაცომ როცა მიხვდა რომ ნინას ბრალი იყო ყველაფერი
–რას ქვია გაგიმეტე, დებილი ხარ გოგო? არაჩვეულებრივი ვირაცაა ეგ შენი ჯაბა და თუ მართლა არ გამოდებილებულხარ ხელიდან არ გაუშვებ
–ხო იცი რო ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს...
–უაზრო კომპლექსებიც გაწუხებს, შიშებიც და კიდევ ბევრი რამე აღარ დაამთავრებინა ნინამ ლაპარაკი ცაცო
–დიდი გოგო ხარ ცაცო უკვე, აქამდე ხომ არასოდეს მითქვამს არაფერი? ჯაბა კი ნამდვილად არი ის მამაკაცი რომელთანაც გაბედვა ღირს, ათასჯერ მითქვამს ნუ ცხოვრობ ზღაპრებში, ყველაფერი პირველი უკანასკნელი ვერ იქნბა შენს ცხოვრებაში
–საიდან დაასკვენი რომ ჯაბასთან გაბედვა ღირს? არა მგოია კარგად იცნობდე? თუ მასთან გაბედვა იმიტომ ღირს რომ ის ჯაბაა ცინცაძე? გაბრაზდა ცაცო
–ახლა არ მითხრა არ მომწონსო
–მომწონს და ძალიანაც, იმაზე მეტადაც ვიდრე ვიფიქრებდი, მართლა მიზიდავს როგორც მამაკაცი და ვხვდები რომ თუ ერთხელ გავბედავ მერე უარს ვეღარაფერზე ვეტყვი, მე კიდე არ მინდა ასე მოხდეს, მესინია გესმის მეშინია
–რისი?
–იცი რომ მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის საქართველოში? მისთვის ყველა ურთიერთობა საზაფხულო რომანს გავს, ზაფხული სამთვიანია გაივლის და მორჩა... მე კიდე არ მინდა მხოლოდ სამ თვიანი თავგადასავალი ვიყო
–აი სულ მაოცებს შენი პესიმიზმი, როგორ სეგიძლია იმაზე ილაპარაკო რაც არავინ იცის, საიდან ასკვნი ხოლე იმას რა მოხდება სამი თვის მერე? თან ამას ისეთი დარწმუნებით ამბობ ეჭვიც არ შეგეპარება ადამიანს, შენ რა ექსტრასებსი ხარ თუ ნათელმხილველი? ხმას აუმაღლა ნინამ
–ცაცო რა დაგაკლდება იმით, რომ ჯაბას შენი გაცნობის საშუალება მისცე და შენ უფრო კარგად გაიცნო ის? თავქარიანი გოგო არ ხარ, არც არასოდეს ყოფილხარ და ახლა რას გააკეთებ ისეთს რომ მერე შეიძლება მომავალში ინანო? თბილად აუხსნა ნატომ
–თან რასაც მივხვდი ის სულაც არ არი წინააღმდეგი შენი თამაში შენივე წესებით ითამაშოს, რას კარგავ? ნუ თუ სხვა ვინმე...
–ეგ სისულელე მეორედ არ გაიმეორო, ვიცი ვისაც გულისხმობ და გული ძალიან მტკივა რომ ასე ფიქრობთ
–ცაცო შენ გვაძლევ ასე ფიქრის საფუძველს, კალმით ნახატი ანგელოზი ხარ თქო არ გეუბნები მაგრამ, თაყვენისმცემლების უკმარისობას არასოდეს განიცდიდი, არც იმას ვამბობ, რომ ყველანი კარგები იყვნენ, მაგრამ ერთი ორის ამორჩევა მართლა სეიძლებოდა, შენ კიდე მონაზონივით ცხოვრობ, რა ეს სასიამოვნო ემოციები არ გჭირდება, მუცელში პეპლების სასიამოვნო ფრენა არ გინდა? სისულეების ჩადენის სურვილი რომ გაგიჩნდეს არ გინდა, ბავშვობაში რომ დაბრუნდე არც ის გინდა? სიყვარულს და თბილ გრძნობებს სწორედ ეს შეგრძნებები მოყვება ვერ ხვდები? როდემდე უნდა იარო ასე დასტრესულმა? მოდუნდი, ცოტა სიხარულის და სიმსუბუქის უფლება მიეცი შენ თავს, ცხოვრება ამით თავზე არ ჩამოგემხობა, დედამიწა ამის გამო ბრუნვას არ შეწყვეტს, ისევ ისე გაგრძელდება სიცოცხლე, შენთვის კიდე უფრო მხიარულად, რატომ იკლებ ამ ყველაფერს? ნინიას ამ მონოლოგზე არც ცაცოს და არც ნატოს პასუხი არ გაუციათ, დაახლოებით ხუთი წუთი ჩუმად ისხდნენ, თავჩაღუნულები და ყველანი საკუთარ ფიქრებში ჩაფლულები
–განა ამაზე მე არ მიფიქრია, დაიწყო ბოლოს ცაცომ
–იმასაც ვხვდები რომ ჯაბა მართლა მომწონს, მარტო იმიტომ ვხვდები ამას რომ ბოლო დროს უფრო ღიმილიანი დავდივარ ქუჩაში
–ნუ ეხლა ეგ გიგას ბრალიც შეიძლება იყოს... ვერ მოთოკა თავი ნინამ და უადგილოდ ისროლა რეპლიკა რომელიც არ ინდა ეთქვა, ნატომ მკლავში იმხელა ჩაარტყა ტკივილისგან სახე დაეჭყანა ნინას, ცაცოს კი სიბრაზის მაგივრად გაეცინა
–არა მასე არ არის, ჯერკიდევ შემიძლია საკუთარი ემოციების გარჩევა და იმის მიხვედრა რატომ ვიღიმები და რა მახარებს, მახარებს გიგას დაბრუნება, უზომოდ, თუმცა ჯაბა... ჯაბა სხვა საკითხია, მაგრამ იმდებად ბევრ რაღაცას ვფიქრობ რომ ეს მცირეოდენი სიხარულის წყარო სულ მიქრება, მსიამოვნებს როცა ახლოსაა, მსიამოვნებს რომ მასთან იოლია საუბარი, მსიამოვნებს მისი ხმის მოსმენა, მისი სახის დანახვა, თუმცა კისერი მტკივა ხოლმე თუ დიდხანს ვუყურებ, იმსიმაღლეა რო.... გოგოებმა ერთხმად გადაიხარხარეს
–მიეცი ერთი შანსი ჯაბას კი არა საკუთარ თავს, შეემუდარა ნინა
–გოგოებო იცით უკვე იმდენი ხანია ვაცეცებ ხელებს სიყვარულისგან დაცლილ ზეცაში, რომ...
–ნუ ფიქრობ ამდენს, უბრალოდ მიყევი ცხოვრებას, გთავაზობენ კარგ რაღაცა დაუფიქრებლად მიიღე ის თუ ოდნავ მაინც ფიქრობ რომ აქედან შეიძლება რაღაც გამოვიდე, ჩაეხუტა ნინა ცაცოს და მიმტანს ანიშნა ანგარიში მოგვიტანეთო....




აქედან
კაფედან რომ გამოვიდნენ ნინამ გოგოებს თხოვა ჩემთან წავიდეთ და მთელი ღამე გავათენოთ წორაობაშიო, გოგოებმა თავიდან იუარეს მაგრამ, ნატო გუმანით ხვდებოდა რომ ცაცოს კიდევ ჭირდებოდა მეგობრული თერაპია გამბედაობის მოსამატებლად, ბევრი ეჯუჯღუნეს დაა ბოლოს მაინც დაიყოლიეს, ცაცომ სახში უნდა გავიარო და პირადი ნივთები უნდა ავიღოო, ნინამ ყველაფერს ახალს მოგცემ რაც დაგჭირდება ოღონდ სახში არ გაიარო თორე დაგიტოვებენო, მერე გიგა გაახსენდა, ალბათ ერთი სული ქონდა მთელი დღის ამბებს როდის მოუყვებოდა, დარეკა და მოუბოდიშა დღეს ნინასთნ ვრჩები და ვერ გნახავო, გოგოები დასცინოდნენ ძველი დრო გაგვახსენდაო, ყველაფერს გიგასთან რომ ათანხმებდი, წასვლა წამოსვლა, დარჩენა, გაცილება, გამოცილებასო, მთელი ღამე ვინ დაიძინა? სამივენი ერთადიწვნენ, ცაცო გაწამებული სახით, ნინა და ნატო გაუთავებლად საუბრობდნენ იმაზე რომ ძალიან ცუდათ იქცევა ბიჭებთან, ნინამ ისიც კი უთხრა მათთან ურთიერთობას გასწავლი იმიტომ რომ შენ არ იცი სად და როგორ მოიქცეო, მერე გათხოვება დაოჯახების თემას შეეხეს და ცაცოს ლაშა გაახსენდა, სულ ცოტა ხნის წინ რომ საუბრობდა გათხოვებაზე დაგეშილ გოგოებზე...
–იცი სულ ვფიქრობდი რომ ამ ასაკისთვის ყველას ოჯახები და შვილები გვეყოლებოდა, ჩვენი შვილები და მეუღლეები იმეგობრებდნენ, ერთად მივიყვანდით ბაღში, სკოლაში, შევიკრიბებოდით ერთმანეთის სამზარეულოებში, მეუღლეებს ტელევიზორთან დავტოვებდით, ბავშვებს ოთახში გამოვკეტავდით სათამაშოებთან და ჩვენ ვიჭორავებდით უხამს რაღაცეებზე, ერთად წავიდოდით ხოლმე დასასვენებლად, ეს ხომ თითქოს ძალიან იოლი გასაკეთებელია?
–ნინა რა არის იოლი გასაკეთებელი ოჯახი და ბავშვები? გაოგნდა ცაცო
–აუ ისე რა კაი იქნებოდა? წაიწუწუნა ნატომ
–მართლა რა უფხოები ვართ ყველანი რა, ალბათ მონდომება გვაკლია თორე არც მთლად ისეა საქმე რო ნორმალური ცხოვრების მეგზური ვერ მონახო
–ხალხო ნუ შემშლით რეებს ლაპარაკობთ?
–რეებს ვლაპარაკობთ და საკუთარ სიდებილეს ვხვდებით უკვე, შენ კიდე ისევ პატარა გოგოსავით აზროვნებ და პრინც ელოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულს, ვეღარ უნდა მივხვდეთ რომ ასე არ მოხდება? ჩვენი ბიოლოგიური საათი კიდე კატასტროფული სისწრაფით წიკწიკებს, შვილები აღარ გვინდა? გაბრაზდა ნატო, მერე ცოტა ხანი სიჩუმემ და ფიქრის ეტაპმა დაიასდგურა, სიჩუმე და საკუთარ თავთან განმარტოვება ცაცომ დაარღვია
–იცი ნატო მე სულაც არ ვუცდი თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს, ისევე როგორც არც არასდროს ველოდი, მე არასოდეს მიფიქრია, რომ იმ უცნაური გრძნობით რომელსაც სიყვარულს ეძახიან ფრთები გამომესხმება და ცაში ავფრინდები, რომ ცხოვრებას ფერები შეეცვლება სიყვარულის მოსვლასთან ერთად, ერთხელ დავინახავ იმ მეორე ნახევარს და მივხვდები, რომ ის ის არის, მუხლები მომეკვეთება და თავბრუ დამეხვევა, ჩემი ცხოვრების ათვილს წერტილი კი იმ წუთიდან დაიწყება, მე არ მიფიქრია არასდოს რომ შეიძლება ისე შემიყვარდეს რომ მის გარეშე სიცოცხლე აღარ მომინდეს, ანუ მეოცნებე და ღრუბლებში მფრინავი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ რა არ მინდა დამემეართოს იცი? ერთ მშვენიერ დღეს დავიღალო გაუთავებელი ნოტაციებით და დედას რომ ვასიამოვნო, ან და იმის გამო რომ ჩემი ბიოლოგიურუ საათი კატასტროფული სისწრაფით წიკწიკებს და იმ ასაკს მივაღწიე, როცა უნდა მყავდეს ოჯახი (ან ვინ დააწესა ეს ასაკი?) ვიღაცას გავყვე ცოლად, თავიც დავირწმუნო, თითქოს სიყვარულით ვთხოვდები. თავდაპირველად ოცნების კოშკები ავაგო, მომავალ ბავშვებსა და იმაზე, რა ბრწყინვალე მომავალს შევუქმნით მათ. პირველ წელს ხშირად ვიწვე ქმართან, მეორე წელს- უფრო იშვიათად, მერე კი სექსზე მხოლოდ კვირაში ორჯერ ვიფიქრო და თვეში ერთხელ განვახორციელო სავალდებულო სქესობრივი აქტი. უფრო მეტიც, სალაპარაკოც აღარაფერი გვექონდეს და შეშფოთებით ვკითხო საკუთარ თავს - იქნებ ყველაფერი ჩემი ბრალია, იქნებ მე მჭირს რაღაც? მერე კი ჩვენი ქორწინება ბეწვზე რომ დაეკიდება დავფეღმძიმდე, ბავშვმა რამოდენიმე თვით ისევ გაგვაერთიანოს ოჯახად და მერე ისევ გავუცხოვდეთ ერთმანეთისგან, დამეწყოს დეპრესია არასრულფასოვანი ცხოვრების გამო, დავიწყო წონაში მომატება, მომატებულ კილოგრამებს ვებრძოლო უაზრო, რაც უფრო დამთრგუნავს... დეპრესიისგან თავის დასაღწევად დავიწყო თითქმის ჯადოსნული წამლების მიღება, მერე რომელიმე, იშვიათი სექსის შედეგად ისევ დავფეღმძიმდე ისევ გავაჩინო ბავშვი და საკუთარი თავის დარწმუნება დავიწყო, რომ ბავშვებისთვის ვცხოვრობ და ისინი ჩემი ცხოვრების მთავარი მთავარი საჩუქრები არიან, ყველას თვალში ბედნიერი, იდეალური ოჯახი მქონდეს და სახში კი ყველაფერი სხვანაირად იყო... დავფიქრდებ თვითმკვლელობაზე, მაგრამ ბავშვები ამოვიფარო ჩემი სიმხდალის ალიბად, დავიბოღმო დედაზე, საზოგადოებაზე, უაზრო წესებზე, დავფიქრედე ოჯახის დანგრევაზე, იმაზე, რომ უკვე ბებერი აღარავის ვჭირდები და მარტოხელობამ შემაშინოს, ისევ ბავშვებზე ვიფიქრო, ოჯახის დანგრევით რამდენ ტკივილს მივაყენებ მათ... მეუღლე იცვლიდეს უკვე რიგით მერამდენე საყვარელს და მე ამას ან ჩემით ვხვდებოდე, ან კიდევ კეთილის მსურველები მიხელდნენ თვალს, მე უკვე დაღლილი აღარ ვაქცევდე არაფერს ყურადღებას... ყველაზე მეტად იმის მეშინია რომ ამ ყველაფერმა იმაში არ დამაჯეროს რომ ცხოვრება არასოდეს იქნება ისეთი როგორიც მე მინდა, მოვკვდები ალბათ იმას თუ დავიჯერებ რო ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და არასდროს არაფერი იცვლება... გესმით რისი თქმა მინდა?
–ცაცო საშინელებათა ფილმების სცენარების წერა არ გიცდია??? ძაან წარმატებული კი იქნებოდი, ხელი მოუქნია დასრტყმელად ნინამ
–ნინა ჩემი ბრალი სურაც არ არის რომ ცხოვრება ასეთია, უმეტეს შემთხვევაში ასე იწყება ყველაფერი დიდი იმედებით და ბოლოს.... მე კიდე არ ვიცი ჯერ ეს ფინალი როგორ შეიძლება ყოველთვის ჰეფი ენდით შევცვალო
–მოიცათ რა, რაზე ვლაპარაკობდით და სად გადავედით, ცაცო შენი ბრალია ყველაფერი, სულ როგორ აფუჭებ ყველაფერს, არ შეგეძლო ახლა ეს ყველაფერი რო არ გეთქვა?
–ამის არ თქმით არაფერი შეიცვლებოდა, რეალისტობა ძალიანაც კარგია ჩემი აზრით...
–ცაცო ისე დიდი ხანია ვფიქრობ და ვერაფრით ვერ მივხვდი ასე ვინ შეგაძულა სიყვარული, კაცთა მოდგმა და დამახინჯებული შეხედულება ვინ ჩამოგიყალიბა ოჯახურ მდგომარეობაზე?
–ვინ და მისმა დეგენერატმა სიძემ
–აუცილებელი არ არის ყველამ ლალუკას ცხოვრებით ვიცხოვროთ....
–ახლა ჯობია დავიძინოთ, ამას მაიც ვერაფერს შევასმენთ, ჯაბას კი მაინც უნდა შეხვდე, მერე თვითონ მოგივლის
–საიდან დაასკვენი? გაეცინა ცაცოს
–თვალებში ეტყობა ბიჭს, რომ მოგივლის, ფრთებსაც შეგასხამს, სხვა ფერბშიც დაგანახებს ცხოვრებას და ბევრ ისეთ გრძნობასაც გაგიღვიძებს რაზეც ადრე წარმოდგენა არ გქონია, მართლა დარჩება ჩენი ცხოვრების ათვილს წერტილად და ახლოს როცა არ გეყოლება გამოზოგილადაც დაიწყებ სუნთქვას, იმიტომ რომ გეგონება ჰაერი არ გეყოფა....
გოგონებს აღარაფერი უთქვამთ, თვალები კი დახუჭეს, მაგრამ.... სამი სხვადასხვა ტვინი, სამ სხვადასხვა სახის თეორიას აყალიბებდა ერთ საკითხთან მიმართებაში, დილით გაღვიზება დროზე ვერ მოახერხეს და ფაცხაფუცხით გამოვარდნენ ცაცო და ნატო რომ სამსახურში დროზე მისულიყვნენ, მთელი დღე ნატო საღამოს მოლოდინში იყო, ერთი სული ქონდა დაენახა ჯაბა სამსახურის კარებთან დაბარებულივით ატუზული და ცაცოს მთელი დღე იმას უჩიჩინებდა ბიჭი არ დამიზაფროო, იმყოფინე რაც ერთხელ უთხარი შესაშინებლადო, საღამოც მალე მოვიდა, დაბარებულივით საღამოს ჯაბაც მოჰყვა და ცაცოს ნატოს რეპლიკაზე: "თამადროვე პრინცი მოვიდაო", მხოლოდ გაეცინა, იმანაც ჭკვიანი გოგო იყავი დღესო, ჯაბას თბილადმისალმა და ორ წუთში აორთქლდა... დარჩნენ გაღიმებულები და მარტოები
–რა მოხდა გუშინ? ცნობილი ნინას თერაპიამ შედეგი გამოიღო? კითხა ჯაბამ და თან მანქანის გასაღები გაუწოდა ცაცოს, ცაცომ უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია და ჯაბამ ვერ გაიგო ეს რას ნიშნავდა
–მთლად უიმედო ვარ? შეუწუხდა სახე მაშინვე
–არა თერაპიის შედეგებზე არ ვამბობ უარს, დღეს ძალიან დავიღალე მანქანის მართვის თავი აღარ მაქ, დღეს თავად მოგიწევს ჩემი წაყვანა, თანხმობის ნიშნად ჯაბამ მანქანის კარები გამოუღო და ცაცოს კომფორტულად მოერგო სავარძელს, სახით ჯაბასკენ შებრუნდა და საზურგეს მთელი ძალით მიეყრდო
–მაინც რა შედეგით დასრულდა თერაპია?
–ჩემი აზრით მე უფრო მოვახდინე მათზე ნეგატიური ზემოქმედება ვიდრე მათ ჩემზე ნეგატიური
–ღმერთო... ცაცო შენ ყველაზე რთული და დეპრესიული გოგო ხარ ჩემს ცხოვრებში
–მე ხომ არასტანდარტული გოგო ვარ? გულისტკივილით ჩაილაპარაკა ცაცომ
–უკვე არარ ვიცი რა გავაკეთო იმისთვის რომ შეხვედრაზე დამთანხმე, ხელები ასწია უძლურობის გამოსახატავად ჯაბამ
–ამ შეხვედრების და ასეთი რაღაცეების გარეშე არ შეიძლება? დაიჭყანა ცაცო
–ეს ქალები გამაგიჟებთ, ხმამაღლა და გაბრაზებული ხმით დაიწყო ჯაბამ
–ადამიანთან დაახლოების რამოდენიმე ფორმა ვიცი რომელსაც როგორც შენ ამბობ შეხვედრები და ასეთი რაღაცეები არ ჭირდება, ორი ადამიანი ან უნდა მუშაობდეს ერთად, ეს ერთი, ან უნდა სწავლობდნენ ერთად, ეს მეორე და ან საერთო სამეგობრო უნდა ყავდეთ, ესეც მესამე, მე და შენ არც ვმუშაობთ, არც ვსწავლობთ ერთად და არც საერთო სამეგობრო წრე გვყავს, მომკალი ახლა ამისთვის თუ მომეწონე, შენი ახლოს გაცნობა მინდა და ამისთვის რაღაც დროის გატარებას ვაპირებ შენთან... მე მგონი გასაგებად აგიხსნი ყველაფერი, თუ რაიმე ალტერნატიული გზა გაქვს რომელიც შენთვის უფრო მისაღებია ვიდრე ჩემი შემოთავაზება შეხვედრის თაობაზე, მითხარი ბატონო და სიამოვნებით დაგთანხმდები, ცაცო მხიარულად უსმენდა უკვე განერვიულებულ ჯაბას რომელიც სხეულის ყველა ნაწილით უხსნიდა და უმტკიცებდა ცაცოს თავის მოსაზრებებს
–ცაცო კარგი რა, რა გაცინებს? შეხვედრაზე რო დაგითანხმო ლამისაა ტყავი ავიძრო და შენ კიდე იცინი
–ბოდიში, მაგრამ გგონია რომ ამ ყველაფერს ძალიან ხმამღლა თუ ამიხსნი უკეთესად გავიგებ? ჯაბა ჯერ დაფიქრდა და მერე მიხვდა ცაცო რასაც გულისხმობდა
–რას მეკაიფები, უცხოეთში მცხოვრები ქართველის სინდრომი მაქ რა იყო
–ეგ როგორ?
–სანამ ენას გაიტეხავ, მანამდე გგონია, რომ რაც უფრო ხმამაღლა ელაპარაკები ადამიანს შენი უფრო კარგად ესმის, დაუწია ხმას ერთი ტონით ჯაბამ, ცაცო ნერვიულად ათამაშებდა ტუჩებს და ერთმანეთში გადახლართული თითების გარჩევას ცდილობდა, ჯაბამაც ბოლოჯერ გაიბრძოლა მის დასათანხმებლად
–ცაცოო, გეხვეწები რა, სულ ოდნავ მაინც თუ მოგწონვარ, უბრალოდ როგორც ადამიანი, არ გეუბნები როგორც მამაკაცი და რაღაც სიყვარულის ობიაქტი, ისე ერთად დროის გატარებას რა უდგას წინ? არ არის აუცილებელი ეს შეხვედრა მომავალი მაღალფაროვანი გრძნობების საფუძველად მივიჩნიოთ, დედა რა რთულად ვთქვი, გაეცინა საკუთარ ნათქვამზე ჯაბას, მერე უცებ დასერიუზულდა
–თუმცა არც ამაზე ვიტყოდი უარს... უბრალოდ მინდა უფრო მეტი გავიგი შენზე ვიდრე ახლა ვიცი და პირიქით, მინდა რომ შენც გამიცნო და ამ პატარა თავში დაგემსხვრეს ის სტერეოტიპები რომლების აბსოლუტურად უსაფუძვლოა
–ერთი უკვე დამემსხვარა
–რომელი?
–ის რომ სპორცმენებს საუბარი არ შეუძლიათ, მე ჩემი თავი მეგონა ლაქლაქა და მე მგონი მაჯობე ამ საკითხში, ჯაბა კმაყოფილი უყურებდა ცაცოს და პირდაპირ კითხა
–მოახდინა დადებითი ეფექტი გაუჩერებელმა ლაქლაქმა? ისე მაგარი უსამართლო იქნები ამდენი ენის ტლიკინის მერე რო არ დამთანხმდე შეხვედრაზე
–ერთი პირობა მაქ, მორცხვად დაიწყო ცაცომ
–შესრულებას თუ შევძლებ გინდა ათი იყოს
–მე ვირჩევ ადგილ და დროს
–არაფერი მაქვს საწინაღმდეგო, გახარებულმა წამოიყვირა ჯაბამ და საჭე ოდნავ გაექცა
–ნუ ხარობ წინასწარ, მე ამ ყველაფრის ასაწონ–დასაწონად მინიმუმ ერთი კვირა მჭირდება, გთხოვ ამ კვირის განმავლობაშ არ შემაწუხო
–ოოო, გაჭირვეუდა ჯაბა
–მე რა ვიცი ამ ერთი კვირის მანძილზე რეებს მოიფიქრებ, მე მგონი ვხვდები რო შენი გონება რაც უფრო მეტს ფიქრობ, მით უფრო ბევრ უარყოფით დასკვნებს აკეთებს და უფრო მეტი რაღაცეების შიში გიჩნდება და შენ თქვი ერთი პირობაო, ეს კიდე მეორეა
–შენ კიდე მითხარი თუ გინდა ათი იყოსო!
–ეგ იმ შემთხვევაში თუ შესრულებას შევლებთქო! გაბრაზდა ჯაბა
–ეხლა ვიღაცა ძლივს მიღებულ შანსს ხელიდან გაუშვებ!!!!
–ნუ მემუქრები ცაცო, მაინც არ მოგასვენებდი სანამ არ დამთანხმდებოდი, ერთ კვირას ვერ მოგცემ, ბევრია, სამ დღეში უნდა მოიფიქრო ყველაფერი
–ვივაჭროთ? გამომცდელად ახედა ცაცომ
–არა, სამი დღე და მორჩა, ხმა აღარ გავიგო შენი, მკაცრად შეაწყვეტინა ცაცოს ჯერ კიდევ უთქმელი წინადადება და ცაცოც უსიტყვოდ დაემორჩილა, სულ მალე მიიყვანა სახლამდე, ღიმილიანად დაემშვიდობა და სამი დღეო ხელით ანიშნა...
სიმართლე რო ვთქვათ ცაცოს საერთოდ არ უფიქრია რაიმე დაეგეგმა, სამი დღე თავის შიშებთან, უაზრო მოსაზრებებთან, ურთიერთგამომრიცხავ თეორიებთან და საკუთარ მეორე მესთან ბრძოლაში გაატარა, წასულიყო თუ არა ჯაბასთან ერთად სადმე... ეს "სადმე" ხომ სულ კლავდა და ანადგურებდა, საკუთარი თავის რცხვენოდა, მერე ბრაზდებოდა ამხელა გოგო ვარ და თავს ასეთი რაღაცეების უფლებას ჯერ კიდევ როგორ ვერ ვაძლევო... ნეტა რა უნდა დამიშავდეს იმით თუ ჯაბასთან სასიამოვნოდ გავატარებ რამოდენიმე საათსო? ნეტა ეს უხერხულობის გრძნობა მე მაქ თუ ყველა გოგოსო? როგორც კი ერთ მოსაზრებას იმის შესახებ რომ ჯაბას არ უნდა შეხვედროდა გაანადგურებდა, თავს მაშინვე მეორე მიზეზი იჩენდა და მთელი სამი დღე ტვინაფეთქებული დადიოდა, უცხოპლანეტელივით
–მამ ხვალ მანქანას მათხოვებ? მორცხვად იკითხა ცაცომ, როცა ოჯახმა ვახშმობა დაამთავრა
–სად მიდიხარ შვილო?
–საქმეები მაქვს, კონკრეტულად არაფერი უთქვამს ცაცოს და მამა თუ კიდე დაუსვამდა რაიმე კითხვას საერთოდ შეეშვებოდა და მანქანას ლაშას გამოართმევდა, მაგრამ ლაშა რომ უფრო ცნობისმოყვრე იყო და მამაზე მეტი ეჭვიანი ისიც კარგად იცოდა და ღმერთს ეხვეწებოდა მეტი კითხვა არ გასჩენოდა მამას მანქანის თხოვნასთან დაკავშირებით
–წაიყვანე, მაგრამ გვიან არ დაბრუნდე და არ გავიგო რო იმ შენ უაზრო დაქალთან ერთად რაიმე შარში გაეხვიო, გასაგებია? მკაცრად უთხრა ბატონმა ვაჟამ
–მადლობა, გპირდები ცხრაზე სახში ვიქნები, ნინას რაც შეეხება, არ არის ცუდი გოგო, მითუმეტეს ბავშვობიდან იცნობ, მის ოჯახსაც და მე მგონი ასეთი ცუდი წარმოდგენა არ უნდა გქონდეს მასზე, მხოლოდ ის რომ ქმარს დაშორდა უპატიებელი ცოდვა არ არის, მითუმეტეს შენ შვილსაც იგივე პრობლემა აქვს, რაც შეიძლება ხმადაბლა თქვა ცაცომ დ ხელი გაიშვილა ლალუკას ოთახისკენ
–ყველა შენსავით სწორად ვერ ვიცხოვრებთ წმინდანო, სამზარეულოდან გამოეპასუხა გაბრაზებული ლალუკა
–საწყენად არ მითქვია, უბრალოდ მაგალითად მოგიყვანე...
–მამიკო მისმინე, მე სულაც არ მიმაჩნია ტრაგედიად ის რომ ქმარს დაშორდე, მაგრამ შემდგომი ქცევებიც ხომ უნდა აკონტროლო ადამიანმა? ხან ვისთან და ხან ვისთან ხედავენ და კიდევ ვინ იცის როგორ მდგომარეობაში, ის კარგია ხან ვის სახში რომ იღვიძებს და ხან ვისაში?
–ნუ განსჯი მკაცრად! ძალიან თბილად თხოვა ცაცომ
–გადარეულია მამამისი რა მოუხერხოს აღარ იცის
–მამ ნუ ნერვიულობ ცუდი შვილობა გადამდები არ არის, მოეხვია ცაცო მამას და ლოყები დაუკოცნა
–და იცოდე ხვალ მანქანა დილიდან მიმყავს...
ოთახში რომ შეიკეტა კიდევ დიდხანს ესმოდა ტელევიზორის ხმა, დედას და მამას საუბარი და მამას და ლალუკას რაღაცაზე კამათი, თვითონ ემილის უყურებდა მძინარეს, როცა ოთახში ფრთხილად ნუცა შემოეპარა
–მოხდა რამე? გაკვირვებულმა კითხა ცაცომ, ნუცა ლოგინზე მიუცუცქდა გვერდით, შეილება დღეს აქ დავრჩე?
–თუ მეტყვი რა მოხდა კი! ბაბუა და დედა რაზე კამათობენ?
–მამა იყო მოსული და...
–დააა...
–დედას შერიგება თხოვა, ბაბუამ გააგდო
–დედამ რაო? ალერსიანად მიიხუტა ნუცა ცაცომ და თმებზე დაუწყო ფერება
–ვითომ დედას არ იცნობდე, შეურიგდება, უბრალოდ დროა საჭირო, ან შეიძლება დღესაც გაიპაროს ღამით მამასთან, დედა მუდმივი ქარაფშუტა გოგო იქნება
–აბა ეხლა დედაზე ეგეთებს ნუ ლაპარაკობ! გაუბრაზდა ცაცო მიუხედავად იმისა რო ნუცა ასი პროცენტით მართალი იყო
–შენ რას ფიქრობ? კითხა ცაცომ დიშვილს
–დედას და მამას შერიგებაზე? იცი ცაცო დეიდა დავიღალე, მაგათ მგონი ჩვენ და ჩვენი გრძნობები სათამაშოები ვგონივართ, მე საერთოდ ვფიქრობ რომ რაღაც კანონი უნდა არსებობდეს, რომელიც დედას და მამასნაირ ხალხს შვილების ყოლას აუკრძალავს, ასე ორმოცი წლის ასაკამდე მაინც, ცაცოს გაეცინა
–ნუცა ისინი შენი მშობლები არიან და მათზე ასე საუბრის უფლება არ გაქვს
–როგორ გაგზარდათ ბებომ ასეთი განსხვავებულები? არ შეიძლებოდა შენ ყოფილიყავი დედაჩემი? ცაცო მიხვდა რომ ნუცას თავისი ბავშვობით ბევრი რაღაცეები ეშლებოდა მიწოლილი წამოაყენა, ლოგინზე დააჯინა და მკაცრი ტონით დაიწყო საუბარი
–ნუციკო მისმინე, შენ არაჩვეულებრივი დედა გყავს, ცოტას აფრენს მარა დალაგებულები არ ვართ არავინ, დედას სიგიჟენდე უყვარხარ, არასოდეს უნდა დაივიწყო ეს, მიუხედავათ იმისა რომ შეიძლება ამ ყველაფერს ყოველდღიურად ვერ გრძნობ მისგა, ის რო მე შენი გადმოსახედიდან დედას რაღაცაში შეიძლება ვჯობდე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, იმის უფლებას არ გაძლევს რომ დედის შეცვლა მოგინდეს, გახსოვდეს დედიკოზე ძალიან არავის ეყვარები, დედიკოზე უკეთესად ვერავინ გაგიგებს, ვერავინ მოგცემს უკეთეს რჩევას, ვერავინ დაგიცავ და გაგიფრთხილდება, იმიტომ რომ დადას ყველაზე მეტად უყვარხარ დედამიწის ზურდგე, ახლა უბრალოდ ცუდი პერიოდი აქ, თუ გვერდით ეყოლებით ყველაფერს შეძლებს.... გაიგე რისი თქმაც მინდა? არ მინდა გეგონოს რომ მე უკეთესი დედა ვიქნებოდი, არა მგონია ასე ყოფილიყო
–მამას თუ შეურიგდება შეიძლება საცხოვრებლად თქვენთან დავრჩე?
–ეს დედიკოს და მამიკოს გადასაწყვეტია
–სად მიდიხარ ხვალ? უცებ შეცვალა სასაუბრო თემა ნუცამ
–საქმეები მაქ...
–რა საქმეები?
–შენ ეხლა ოთახიდან გახვალ!
–ცაცო დეიდააა, რატო ხარ ასეთი საიდუმლოებებით მოცული???
–მე მგონი დასაძინებლად შემოხვედი!
–პაემანი გაქ? გახალისდა ნუცა
–მერე შენი მანქანით მიდიხართ??? ეგეთი კაცი არ გამოგადგება... უფულოა??? ეხუმრებოდა ნუცა დეიდას და ცაცოს გაბრაზებულ სახეზე იცინოდა, მერე ნუცა უცებ დასერიოზულდა
–ისე მართლა მაინტერესებს, აქამდე რატო არ გათხოვილხარ? კარგი გარეგნობა გაქ, ჭკვიანიც ხარ, საინრეტესოც, სახლიანი, სამსახურიანი... ისევ ღიმილი შეეპარა ნუცას და ცაცოსაც
–აბა რა გითხრა ნუცა, ალბათ არავინ შემხვედრია ისეთი ვინც ცოლობაზე დამითანხმებდა
–მე მგონი კაცების გეშინია, არა კაცების კი არა ურთიერთობების, მეც მეშინია
–რა დროს შენი ურთიერთობებია? გაბრაზდა ცაცო
–რა იყო არ შეიძლება გულახდილათ ვილაპარაკოთ? აი მე ჩემი კლასელის ძმას მოვწონვარ, მეც მომწონს, ძალიან საყვარელია
–ღმერთო რა დავაშავე, შეწუხდა ცაცო
–მერე და რა ურთოერთობა გაქვთ შენ და იმ შენი კლასელის ძმას, რომელიც ისეთი საყვარელია?
–არავითარი, რაღაც მემართება ხოლმე ბიჭებთან რომლებიც მომწონს, მათთან ურთიერთობას ვერ ვახერხებ
–ნუცა ვერ გავიგე ვერაფერი ამიხსენი რას გულისხმობ?
–აი მაგალითად, ისეთი ბიჭი რომელიც მოგწონს ძალიან იოლად შეიძლება შეგიყვარდეს, ხო და მე მეშინია ამისი და არანაირი ურთიერთობა არ მაქვს ბიჭებთან რომლებიც მომწონს ხოლმე
–რა რთულად ახსენი ეს ყველაფერი, რატომ გეშინია?
–ცაცო დეიდა, მე თექვსმეტი წლის ვარ, იმ საურთიერთობო წრის ასაკი რომელთანაც მე მაქვს ურთიერთობა ოც წელს არ სცილდება, ხო კაი დიდი დიდი ორი წელი ვიქნებით მე და ის მოწონებული თუ შეყვარებული ბიჭი ერთად, ამდენ ხანსაც თუ გავძელით, მერე რაღაცეები მოგვინდება, მე მგონი ხვდები რაც, მე ნაწილობრივ კი ვარ გიჟი მარა, ნუ არის საკითხები რაშიც ჩემი აღზრდა, თუ ტრადიციები, თუ რაღაცეები ხელს მიშლის, ან მიწყობს ეგეც გასარკვევია ჯერ და ამ ორი წლის მერე და ამ სურვილების მოსურვების მერე იქნებ კი შევქმნათ ოჯახი, მაგრამ, აი აქ ვიჭედები... ის ოცდაორი წლის ლაწირაკი და მე თვრამეტი წლის ღლაპი ოჯახის შემნახველები ვართ? მერე დაიწყება ისევ დედასავით პრობლემები და მე ეს ნამდვილად არ მინდა, ან რამდენი წელი უნდა გყავდეს შეყვრებული, ან რამდენი უნდა გამოიცვალო??? ამიტომ ვზივარ მყარად ჩემს ერთ ადგილას..... ცაცო გაოგნებული უყურებდა ნუცას, კი იცოდა რომ ძალიან ჭკვიანი გოგო იყო და თავის ასაკის გოგოებსაც გონებრივი განვითარებით უსწრებდა, მაგრამ ამდენ რაღაცაზე თუ უფიქრია ეს უკვე გასაკვირი იყო
–ჩემი დიდი გოგო, მართლა გაიზარდე უკვე, მე შენს ასაკში ასეთ რაღაცეებზე არ ვფიქრობდი, ნუ პრინციპში ბიჭებზეც არ ვფიქრობდი, ბოდიში და მამაშენის გადამკიდე, ყველა მისნაირი მეგონა და შემზიზღდა მამაკაცთა მოდგმა
–ისე ცაცო დეიდა შინაბერები რო დავრჩეთ აა? ჩვენ ვინ აგვიტანს სიბერეში? გადაიკისკისა ნუცამ და ცაცომ სწრაფად ააფარა პირზე ხელი, ბავშვს რომ არ გაღვიძებოდა
–მაგაზე არც იფიქრო დეიდას სიხარულო, ქალი ოჯახის გარეშე არაფერია, (მას რომ ეუბნებოდა ნუცას გუშინდელი მისივე საუბარი გაახსენდა, მაგრამ ბავშვსაც იეთ რაღაცეებს ხომ ვერ ეტყოდა? მერე თევის თავზეც გაეცინა, წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნება ბრძანდებით ქალბატონო ცაცოო....) არც კარიერა, არ ფული, არც არავითარი ფუფუნება ოჯახის ფასი არ ღირს, იცი რა ძნელია ოთხ კედელში დაბრუნება? უმიზნოდ ცხოვრება? შეხედე ემილის, აბა რა ჯობია როცა ასეთი გყავს? ის ხომ საოცრებაა? მე თქვენ მიყვარხართ სიგიჟემდე და საკუთარი შვილების სიყვარულის წარმოდგენაზე მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის, არ მიაქციო ყურადღება იმას ბევი გექნება თუ ცოტა... ცხოვრებაში მთავარია სიყვარული გქონდეს, ცოტა გექნება? ცოტა იმყოფინე, თუ ბევრი გექნება მაგას რა ჯობია და კიდევ გთხოვ დაიმახსოვრე არავის ხელში შემხედვარე არ იყო, კი კარგია როცა მშობლები გეხმარებიან, მაგრამ შენი მატერიალური დამოუკიდებლობა სრულ თავისუფლებას განიჭებს შენს გადაწყვეტილებებში, მე ყველანაირად ვეცდები კარგი საფუძველი მოგცე იმის, რომ ძალიან კარგი სპეციალისტი გახდე იმ სფეროში რომელსაც აირჩევ, ისე არასოდეს მიკითხავს შენთვის რა გინდა, რა გაინტერესებს, მომავალი წლიდანაც მხოლოდ ინგლისურზე და მათემატიკაზე სიარული არ გეყოფა, ეროვნულებისთვის უნდა მოემზადო
–ცაცო დეიდა, შენ რომ ფიქრობ მაგაზე, დედა და მამა რატო არ ფიქრობს მაგ საკითხთან დაკავშირებით? ცაცომ უხერხულად ჩაახველა
–დედას და მამას სხვა საფიქრალი აქვთ ახლა ჩემო საყვარელო, მე კიდე სანამ ჩემი შვილები არ მყავს თქვენზე ვიზრუნებ....
–რომ გამოვალ კარგი სტომატოლოგი კბილებს უფასოდ გაგიკეთებ, მოეხვია ნუცა ცაცოს
–ოოო ესეც გავარკვიეთ რა გდომებია... მართლა გინდა სტომატოლოგობა? სხვის კბილებში უნდა იჩხრიკებოდე? გაეცინა ცაცოს და დაუმატა
–ისე შემოსავლიანი პროფესია კი აგირჩევია....
–სად მიდიხარ ხვალ? ისევ კითხა ნუცამ
–წყნეთში
–იქ რა გინდა?
–სამსახურის საქმეზე, იცრუა ცაცომ
–კვირას?
–სხვა დრო ვერ გამოვნახე და დაიძინე
–ცაცო დეიდა შეიძლება ასეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ როცა მომინდება?
–ასეთ საკითხებზე პირველ რიგში დედას უნდა ელაპარაკო
–დედამ ასე მითხრა შენი სისულეების თავი არ მაქვსო
–ეს დროებითია, ჩემთან ყოველთვის ყველაფერზე შეიძლება საუბარი გულახდილად, მაგრამ პირველად მაინც დედას მიაკითხე ხოლმე, როცა რაიმე გაგიჭირდება არ მინდა მე გაგახსენდე, მინდა რომ ლალუკა გაგხსენდეს გასაგებია?
–გასაგებია ცაცო დეიდა, ნახევრად მძინარემ უპასუხა ნუცამ და ცაცოსაც მალე ჩაეძინა...


ღამით რამოდენიმეჯერ ადგა ცაცო, რაღაც არ ასვენებდა, ნერვიულობდა ჯაბასთან შეხვედრის წინ, რომ არ მოსწონებოდა სადაც წაიყვანდა? რომ ეფიქრა ეს გოგო ცოტა არანორმალურიაო? ან ისე ურთიერთობა რომ არ გამოსვლოდათ? საუბარი რომ ვერ აეწყოთ? ისე ეს ნაკლებად შესაძლებელი იყო, როგორც ჯაბამაც უთხრა არც ცაცო იყო სულელი გოგო და ჯაბასაც არ უხდებოდა სიტყვებისთვის ჯიბეების ჩხრეკა... უნდა დამშვიდდეს ცაცო თორე დილით ამოშავებული თვალები ექნება და ჯაბა მიხვდება, რომ მთელი ღამე არ უძინია, რა კარგია როცა სახში სიმშვიდეა... სულში... გულში და გონებაში რა ხდება??? სრული ქაოსი... ცაცო ოთახში შებრუნდა, ნუცას გადამძვრალი თხელი საბანი ფრთხილად და მზრუნველად გადააფარ, პატარა ტუმბოზე დადებულ საათს შეხედა, ხუთი ხდებოდა, ორ საათში უნდა წასულიყო, ისე ასე დილაადრიან და ასე გაუფრთხილებლად ჯაბას საწოლიდან როგორ ააფხიკავდა ეს კი იყო საინტერესო, ფრთხილად გადაწვა საწოლზე და თვალები დახუჭა, იცოდა არ დაეძინებოდა, მაგრამ მაღვიძარა მაინც დააყენა შვიდის ნახევარზე, რომ წყლის გადავლებაც მოესწრო, თითქოს თვალები ორი წამის დახუჭული ქონდა და მაღვიძარამ გაახელინა, ადგომის დრო მოვიდაოოოოოოოოო... რაც შეიძლება ფრთხილად წამოიზლაზნა საწოლიდან ნუცას რომ არ გაღვიძებოდა, რაც მოგივა დავითაოოო... სულ ჩემზეა ნათქვამი, ფრთხილად შევიდა აბაზანაში, სწრაფად გადავლო წყალი, ჩუმადაც უნდოდა გაპარულიყო სახლიდან, მაგრამ არ გამოუვიდ, სააბაზანოდან გამოსულს მამა დაუხვდა და კიდევ ერთხელ და გაოცებულმა კითხა
–სად გაგიწევია ამ დილაუთენია? ან სად მიიპარები?
–ხომ გითხარი დილით მივდივართქო?
–დილით გასაგებია მარა დილაუთენია?
–გეხვეწები რა მა ნუ მომიწყობ ეხლა დაკითხვას, მაძლევ მანქანას თუ არა?
–ერთი პირობით
–ვიცი ვიცი ნინას არ უნდა ვემსახურო დღეს და არ უნდა დავიგვიანო სახში მოსვლა
–კიდევ ერთი დეტალი, ყველაფერს მომიყვები როცა მოხვალ!
–თუ საჭიროდ ჩავთვლი მოგიყვები, აკოცა ცაცომ და მანქანის გასაღებთან ერთად საბუთებიც გამოართვა
–საწვავი ჩაასხი
–მამა სულ მაოცებ რა, მე მგონი ეგ მანქანა ხათრით დაგყვება შენ, აბა როცა დავჯექი საწვავი არასდროს არ არის, არ გეშინია ერთ დღეს შუა გზაზე რო გაგიჩერდეს?
–გეყო ტლიკინი, მე და მანქანა შეთანმებულები ვართ, არ უნდა შემარცხვინოს შუა გზაზე... გასაგებია? საღამოს ამბებს ველოდები
–კაი რა მა... გაბრაზდა ცაცო
–დედას მოვუყვები ყველაფერს შენ არა
–მერე დედაშენი გგონია რამეს მიმალავს?
–მამ დედა რო ყველაფერს გიყვებოდეს რასაც მე ვუყვები, მინიმუმ გულის რომელიმე მწვავე დაავადება უნდა გქონდეს და მაქსიმუმ საბურთალოს სასაფლააოზე უნდა იყო გაშოტილი, ზედმეტად მეტი ხალისით და უსაყვარლესი სახის მიმიკით უთხრა ცაცომ მამას და მისი სიცილის ხმა უკვე სადარბაზოში გასულმა გაიგონა...
ჯაბას ეზოში უკვე თხუთმეტი წუთია დგას, უფრო სწორად მანქანაში ზის, ტელეფონს ნერვიულად ათამაშებს ხელში და ვერ გადაუწყვეტია დარეკოს თუ არა, ისე რა წესია დაურეკო ბიჭს რომელსაც შენთვის ტელეფონის ნომერი არ მოუცია? ცაცო, ცაცო, ცაცო... მობილიზება გაუკეთე შენს თავს, ან ახლა ან საერთდოდ არასდროს... ნომერს ხელის კანაკალით კრიბავს და ღმერთ ევედრება ოღონდ არ აიღოსო...
–აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდან... ესმის ჯაბას ნამძინარევი და ბოხი ხმა
–ეხლა ეგ ინგლისურადაც გამიმეორე და თავს დაგანებებ, ჯაბა უცებ ახელს თველაებს ცაცოს ხალისიანი ხმის გაგონებაზე
–ამას ინგლისურად, რუსულად, ესპანურად და იტალიურად გაგიმეორებდი, მაგრამ არ მინდა თავი დამანებო, ასე ადრე რა იყო ხაშია?
–შენს ეზოში ვარ, თუ გინდა დაპირებული შეხვედრა მიიღო ხუთ წუთში აქ გაჩნდი
–მოვდივარ!
ჯაბა კიბეებზე იცვამდა ტანსაცმელს და ცაცოს მანქანაში რომ ჩაჯდა ფეხსაცმელი ჯერ კიდევ ხელში ეკავა
–შენ რა ექსტრემალი ვიღაცა ხარ? დილამშვიდობისას მაგივრად უთხრა გაღიმებულმა ჯაბამ და ფეხსაცმელზე თასმების შეკრავად დაიხარა, მერე უცებ გასწორდა
–ცაცოოო ეხლა მე უნდა შემეშინდეს თუ როგორ? საიდან გაიგე ჩემი ტელეფონი და მისამართი? ცაცომ წარბები შეუთამაშა
–ამ ქალაქში მარტო შენ არ იცნობ საჭირო ხალხს! ექსტრემალობას რაც შეეხება ჯერ სად ხარ....
–დამაინტრიგებელია, სად მივდივართ ასე დილაუთენია?
–მაგას მოგვიანებით გაიგებ, მანამდე ყავა დალიე, არ ვიცი როგორი გიყვარს, ამიტომ ავიღე ნალექიანი, უნალექო, რძიანი და უშაქრო, ჯაბა გაოცებული უყურებდა ცაცოს
–რძიანი მინდა, ისე შენ რას დალევ? იკითხა მას მერე რაც ერთი ორჯერ ხარბად მოსვა გამოსაფხიზლებელი ელექ
–რა კაი დროს მკითხე? ცოტა გაბრაზდა ცაცო
–რა იყო მძინავს ჯერ კიდე, ახლა საიდანმე კრუასანებს თუ მოიტან სამოთხეში ვიგრძნობ თავს
–ოხ როგორ გვეტყობა ევროპის ხელიიი, თავი გადააქნია ცაცომ
–კრუასანები არ მაქვს, მაგრამ ლობიანებს შემოგთავაზებ ლორით, თან შამფურზე
–ეგეთებიც იყიდება? გაკვირვებულმა შეხედა ჯაბამ
–უბრალო მოკვდავების სამყაროში კი
–მთელი დღე ასეთ ხასიათზე იქნები?
–ეგ შენზეა დამოკიდებული!
–ლობიანს ლორით შამფურზე პირველად ვჭამ და საერთოდ თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, პირველად მივყავარ გოგოს თავისი მანქანით, თავისი ხარჯებით სადღაც, ცაცომ ღიმილით გახედა ჯაბას რომელიც ლობიანს ძალიან გემრიელად ილუკმებოდა
–ჩემთან ყველაფერი პირველად გექნება... უცნაურად და ორაზროვნად გამოუვიდა ნათქვამი ცაცოს, ჯაბამ სიცილის ნაცვლად ჩაიფხუკუნა, როცა ლუკმა გადაყლაპა და სული რომ მოითქვა ცაცოს მერე კითხა
–სულ სულ ყველაფერი??? ცაცომ მრავლისმთქმელი სიჩუმით უპასუხა ჯაბას უტაქტო კითხვას...
–ცოტა მაინც მიმანიშნე სად მივდივართ?
–ბავშვობაში ომობანას თამაში გიყვარდა?
–რა იყო დასახვრეტად მიგყავარ სადმე?
–მასე რო იყოს გკითხავდი კარგად დარბიხარ თუ არათქო
–ის მაინც მითხარი სად მივდივართ?
–წყნეთში
–პეინ ბოლი უნდა ვითამაშოთ???
–იქნებ აირ სოფტზე ან ოფროადზე მიმყავხარ?
–ხოო... როცა ექსტრემალობაზე ვლაპარაკობდი ესე იგი სწორი დასკვნა გამომიტანია, აბა მაინც, რომელზე მივდივართ ამ სამიდან?
–შენ რომელი გირჩევნია?
–სამივე მისაღები და ძალიან კარგია, მიხარია რო შენც ასე თვლი, მე მართლა რესტორანში დაგპატიჟებდი ბანალურად, გულახდილად აღიარა ჯაბამ
–უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი ეგეთი რაღაცეები თუ მოგეწონებოდა, კაცმა რო შემოგხედოს... მაგას ვერასოდეს იფიქრებს
–ჩემზე კიდე ბევრ რამეს ვერ იფიქრებენ ჯაბ, მაგრამ იცი რამდენი რაღაც მინდა, რისი განხორციელებაც არ შემიძლია? ჯერ არ შემიძლია!
–და მაინც...
–პეინტ ბოლი უნდა ვითამაშოთ
–მე სურვილებზე გკითხე
–მაგას ეტაპობრივად შეგაპარებ თორე ასე ერთდროულად რო გავცე ყველაფერი შეიძლება მანქანიდან გადამიხტე
–ასეთ საშინელებენზე ოცნებობ?
–შენ ვერ წარმოიდგენ როგორზე...
–სულ უფრო და უფრო მაწონებ ცაცო თავს და თავს როგორ დაიხსნი ჩემგან ეგ არ ვიცი
–ვის ვისგან დაჭირდება თავის დახსნა მაგასაც ვნახავთ, ნიშნის მოგებით შეათვალიერა ცაცომ უკვე გამოფხიზლებული, თვალებ დაწმენდილი და გახალისებული ჯაბა და მერე ცაცოს ნერვების მოშლა დაიწყო, ჯაბა ყოველ ხუთ წუთში კითხულობდა, არ მოვედით? მოვედით? მორჩა? გზა შეგეშალა? აღარ მოვედით, ცაცო კინაღამ შეიშალა, მერე დაემუქრა ხმას კიდე თუ ამოიღებ იცოდე თბილისში დავბრუნდებიო, თუმცა ბევრიც აღარ ქონდათ დარჩენილი და ჯაბამაც მამაცურად შეინარჩუნა ათ წუთიანი სიჩუმე...
დილაადრიან სტუმრებს, პეინტ ბოლის კლუბის მფლობელი გამოეგება, ჯერ იფიქრა გაელანძღა ასე ნაადრევი ვიზიტის გამო მაგრამ მერე ჯაბა იცნო და გაეღიმა, თბილად შეხვდა, სპეციალური ტანსაცმელი ჩააცვა, უცნაურად დასახური ნიღბებიც მისცა, ტყვიებიც, ცაცოს ლურჯი ჯაბას წითელი ფერის და წესებიც აუხსნა, რადგან ორნი ხართ, რამდენიმე სიკვდილზე ითამაშეთო, მაგას ჩვენ თვითონ მოვაგვარებთო ჯაბამ და ცაცოს ნიღაბზე წამოკრა ხელი
–რაზე ვთამაშობთ? ცაცომ მინის ნიღაბი აიწია
–თუ მე ათჯერ მოგკლავ და გადავწყვიტავ რომ შენი ნახვა აღარ მინდა თავს დამანებებ, ყოველგვარი კითხვების გარეშე
–და თუ მე მოგკლავ ათჯერ?
–მაშინ ფანტაზიის უნარის გააქტიურება მოგიწევს
–ყველა სურვილს შემისრულებ? ზედმეტად აღფრთოვანებული იყო ჯაბა
–ზრდილობის ფარგლებში კი!!!
–ეგ საკამათო თემაა, შეიძლება იმას რასაც მე ზრდილობის ფარგლებს ვეძახი შენთვის არ იყოს ფარგლები, თუ როგორ? ხო ფარგლებს იყოს გადასული
–ხო და შეეცადე არ იყოს ფარგლებს გადასული, და აი ესეც პირველი სიკვდილი, ესროლა ცაცომ და დიდი ლურჯი საღებავის ლაქა დაამჩნდა ჯაბას მხარზე, სანამ ტკივილისგან დაჭყანული სახე გაისწორა ცაცომ დამალვა მოასწრო
–ცაცოო, იყვირა ჯაბამ
–ეს რა წესია? მე ხომ მზად არ ვიყავი?
–უწესოდ ვთამაშობთ ჯაბა, უწესოდ.... გამოეპასუხა სადღაც ზურგს უკნიდან ცაცო და ჯაბამ მეორე მწარე დარტყმა იგრძნო ზურგში, რასაც ცაცოს მხიარული რეპლიკა მოყვა
–ესეც მეორეეე... ისე აპირებ თუ არა თამაშს
–უწესო გოგო ხარ შენ ცაცოო, უყვირა და გამოფხიზლდა ჯაბა, მერე მოზრდილ ხეს მოეფარა და ცდილობდა გაერჩია სად იმალებოდა ცაცო, მისი სიცილი მოესმა, ძალიან ხალისობდა, მერე თვალიც მოკრა ჯაბამ რამოდენიმეჯერ, როცა სამალავი შეიცვალა, ესროლა კიდევაც და ვერ მოარტყა, თამაში საკმაოდ აზარტული ჩანდა
–უსაქციელო ცაცოოო სად ხარ?
–ნუ მაყენებთ ბატონო ჯაბა შეურაცყოფას, მესმის რო არ არი სასიამოვნო როცა გოგოსთან აგებ, მაგრამ მამაკაცური ღირსება აქაც უნდა შეინარჩუნოთ
–არ ვიყავი მზად და არ ითვლება ის ორი გასროლა
–ჯაბა ბაში–აჩუკი წაკითხული ან ნაყურები გაქ?
–ეგ რამ გაგახსენა? სიცილით უპასუხა ჯაბამ
–გახსოვს ის სცენა სადაც ბაში–აჩუკი აბდუშაჰილს მხრებზე დასცემს და ის კიდე რო იმეორებს ჯერ მისალმება არ მქონდა დამთავრებულიოოო??? ცაცოს მხოლოდ ჯაბას სიცილი ესმოდა
–ხო და თუ ეგრეა მიიღე ეს საპასუხო ტყვია ჩემგან... თავზე წამოადგა ცაცოს ჯაბა და ქილერის საკონტროლო გასროლასავით მოარტყა თავში წითელი საღებავით სავსე ტყვია ცაცოს
–დამპალო მწარეა თავში, წამოუხტა ცაცო სამალავიდან, ჯაბა კი მოქნილად გადაკოტრიალდა და სანამ ცაცო აზრზე მოვიდა ჯაბას ხმა საკმაოდ შორიდნ გაიგონა, რომელიც ყვიროდა ოროთ ერთიო..... თან ერთმანენეთს დასდევდნენ და თან სახალისო ისტორიებს უყვებოდნენ, ბავშვობაზე, ოჯახზე, და ძმებზე და საერთოდ როგორ გაეპარათ ამდენი დრო ვერც კი მიხვდნენ, ჯაბას გასაკვირად მაიც აგებდა და ცაცო ხალისით ახსენებდა, ხან ხუთით ოთხიო, ხან შვიდით ხუთიო და ბოლოს ცხრით ექვსზე ჯაბა თავისით დანებდა მომიგეო, სამალავიდან გამოსულს ცაცომ მაინც ესროლა ტყვია და ესეც ათიო უთხრა.... სახალისო ომობანას მერე პიკნიკზე დარჩენა შესთავაზეს სტუმრებს რასაც ცაცოც და ჯაბაც უყოყმანოდ დათანხმდა...
–მაინც მოგვიწია ერთად ჭამა, ეს ხომ საშინლად არ გინდოდა?
–ძაან დავიღალე, არ მეგონა შენი დამარცხება ასე თუ გამიჭირდებოდა
–სროლა ვინ გასწავლა? საკმაოდ კარგად ისვრი მიზანში, ცაცოს ჩაეღიმა
–სროლა ბაბუამ მასწავლა, შაშვებზე ვნადირობდი, როცა ზამთრის არდადეგებს სოფელში ვატარებდი, მწყერზეც მინადირია
–კიდე რა უცნაურობები შეიძლება გავიგო შენზე? გაოცებული უყურებდა ჯაბა
–ცხენები მიყვარს ძალიან
–ესეც სოფელთან არის კავშირში?
–ჯაბ იცი ყველაფერი კარგი რაც ვიცი სოფელთან არის კავშირში
–და სად არის ეს სოფელი?
–გურიაში, ჩოხატაურის რაიონში
–ბაბუა ცოცხალია?
–კი ბებოც და ბაბუც კარგად არიან ღმერთის წყალობით, შენ რატომ არაფერს მიყვები ბებია ბაბუაზე?
–მე ისინი არ მახსოვს და იმიტომ, ადრე გაგრაში ვცხოვრობდით, ომის პერიოდში წამოვედით იქედან, ბებო და ბაბუ არ წამოსულან, სახლს ვერ მივატოვებთო, მერე ჩვენი სახლი დაბომბეს...
–ბოდიში, უხერხულობა იგრძნო ცაცომ
–არა არაფერია, ეს ჩვეულებრივი ისტორიაა, ასეთი ძალიან ბევრია, კიდე რა გასწავლა ბაბუამ?
–რომ მოგიყვე არ დაიჯერებ, თან არა მგონია ძაან გარკვეული იყო სოფლის მეურნეობის საკითხებში, მე კი არ მრცხვენია მარა მერიდება ამაზე საუბარი
–კარგი რა, მერე მეც მოგიყვები რაღაცეებს
–მე არა მარტო ბავშვობაში და არა მარტო მე, ჩვენი ოჯახი საკმაოდ მჭიდრო კავშირშია სოფელთან, იმის გათვალისწინებით რომ ძალიან მსუყე სოფელი მაქვს, ბავშვობაშიც და ახლაც ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, იქნება ეს ვაზის, თხილის თუ მანდარინის მოვლა და მოსავლის აღება, ღვინის დაწურვა, შეიძლება ისე რო შემომხედოს კაცმა იფიქროს ამას ტალახი არააქვს ნანახიო, მაგრამ მაგ საკითხში ძაან გამოცდილი ვარ, ეს ბოლო რამდენიმე წელია რაც ბაბუამ ყანის ფართობი გაყიდა, იმიტომ რომ მოვლა აღარ შეეძლოთ, თორე ისე ყანაც გამიმარგლავს, სიმინდიც მომიტეხია და საყანე ფართიც მომიჩალია, აი ასეთი მუშა გოგო ვარ
–არაა, ცოტა თავისთვის და დაუჯერებლად ჩაილაპარაკა ჯაბამ
–კი კი დამიჯერე მასეა, ძროხის მოწველაც ვიცი და ყველის ამოყვანაც, ერთი ქათმის დაკვლა ვერ ვისწავლე, მეცოდებიან და იმიტომ
–სერიოზულად ამბობ? უფრო გაუკვირდა ჯაბას
–რა არი აქ ასეთი დაუჯერებელი? აიჩეჩა მხრები ცაცომ, ჯაბას გაკვირვებულ სახეს რომ შეხედა ცოტა კი ინანა ამდენი სიმართლე ზედმეტი იყოო, მაგრამ რაღას იზამდა?
–მე გაგაფრთხილე ძალიან განსხვავებულები ვართ მეთქი და შენ არ დამიჯერე
–ეეე, რაღაცას მეკაიფები ეხლა მე შენ, ცაცო ძაან გაბრაზდა და ფეხზე წამოდგა
–წასვლის დროა
–რა გეწყინა?
–არაფერი დრო გჭირდება ამდენი ინფორმაციის ერთდროულად გადასახარშავად და როგორც ვატყობ მეორე შეხვედრა აღარ გვექნება, მიუხედავათ ჩემი სურვილისა ან მოუსურვებლობისა
–დაჯექი გთხოვ, მე უბრალოდ დაჯერება მიჭირს, რომ ასე შეიძლება იყოს, ცაცოც მიხვდა რომ ჯაბა არ ტყუოდა, უბრალოდ ეს მართლა დაუჯერებლად ჟღერდა და ის ადგილს დაუბრუნდა
–კიდე? ინტერესით სავსე თვალები მიანათა ჯაბამ
–კიდე გინდა გაოცება? კარგი, ბაბუას ფუტკრები ყავს და ვიცი როგორ უნდა მოუარო მათ, თაფლიც გამომიღია ფიჭიდან
–ყველაზე მეტად რისი კეთება არ გიყვარს?
–ვერ ვიტან აგვისტოს ბოლოს, მაგ დროს თხილის მოსავალია დასაბინავებელი, ძალიან ბევრი გვაქვს, ტონაზე ნაკლები მოსავალი ჯერ არ აგვიღია, წარმოიდგინე, მთელი დღის განმავლობაში, ან უნდა მოხიკო, ან უნდა მოკრიფო, საღამოს უნდა დაარჩიო და ეს ყველაფერი თითქმის ერთი კვირა გრძედება, დედას გეფიცები ისეთი საშინელებაა მერე სულ თხილი გესიზმრება და დაფეთებული იღვიძებ, რა გაცინებს მართლა გეიუბნები
–და რა გიყვარს?
–ჩემი დაბადების დღე
–ეგეც სოფელთან არი კავშირში?
–კიი, სექტემბერში მაქ დაბადების დღე და სულ სოფელში ვატარებ, ეზოში გვაქვს ადესის ტალავერი, საკმაოდ დიდი, ეხლა არ მითხრა ადესა არ ვიცი რა არისო თორე ჩათვალე რომ ვეღარასოდეს მნახავ
–ადესა ვიცი რო ყურძნის ჯიშია, გამოავლინა მისი ცოდნა ჯაბამაც
–ყოჩაღ, ხო და ეგ თუ იცი ისიც გეცოდინება რომ ამ ადესას საოცარი სურნელი აქ და როცა ჩემი დაბადების დღეა ხოლმე პატარა საოჯახო სუფრა იწყობა ამ ადესის ტალავერში, მწვადები და ბაბუას ბიის ფოთლებზე გამოხდილი არაყი, იცი რა მაგარია?
–ცაცოო, ამას ისე ყვები თითქოს ზღაპარს კითხულობდე
–შენ ჩემი სოფელი არ გინახავს თორეე, იცი რა ლამაზია, ეზოში პატარა ტყე გვაქვს, ადამიანი ძალიან ცოტა სიმართლეს ამბობს,როცა საკუთარ თავზე ლაპარაკობს
–გეხვეწები რა წამიყვანე შენთან სოფელში, გამაცანი ბაბუაშენი რაა
–მაგის დროც მოვა ალბათ....
–როდის გაქვს დაბადების დღე?
–თექვსმეტ სექრემბერს, მაგრამ იქ მხოლოდ ოჯახის წევრები არიან დაშვებულნი, ისე ვერ ვიტან მაგ დღეს უაზროდ ყველას უყვარხარ თითქოს
–მაგ დროისთვის მე მაინც აღარ ვიქნები საქართველოში
–ისე ჩემზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გავეცი, საერთოდ ასე არ ვიქცევი ხოლმე სანაცვლოდ კი არაფერი მიმიღია
–რა გაინტერესებს?
–ოჯახი, მშობლები, დედმამიშვილები, ის გავიგე რო ერთი ძმა და ერთი და გყავს, სად არიან, რას საქმიანობენ, არიან თუ არა დაოჯახებულები, დიშვილები ძმიშვილები, რა ვიცი რაც გინდა ის მომიყევი შენზე
–ხოო, შენსავით კარგად ალბათ არ გამომივა
–რა ვიცი სამი დღის წინ ენას ვერ აჩერებდი როცა ჩემ დათანხმებას ცდილობდი და ახლა რა მოგივიდა? სამ დღეში გასპორცმენდი?
–მწარე იქნებიი, ოხ როგორი მწარე იქნები ურთიერთობაში, ღია მაგრამ მკბენარა
–რას ვიზამთ გურულობა არაა პატარა საქმე, მაგრამ ისევ ჩემზე გადმოვედით
–კაი დავუბრუნდეთ ჩემ პიროვნებას, გაიპრანჭა ჯაბა
–არასერიოზულ პიროვნებას! გაახელა ცაცომ
–მყავს მშობლები, ძალიან კარგები და თბილები, ძმა ზურა, ჩემზე ხუთი წლით უფროსი და დაიკო ნინიკო ისიც უფროსი სამი წლით
–ნაბოლარა ხარ??? ესე იგი განებივრებული ნარცისი ხარ ოჯახში
–ნაადრევი დასკვნები გამოგაქ ცაცო, ნაადრევი... ზურა ინჟინერია პრფესიით და ახლა თეგეტაში მუშაობს, არ ყავს ცოლი, მაგრამ ყავს შვილი, ძალიან მაგარი კაცი, ნინიკო დაოჯახებულია, დიასახლისია და სამ ბაიას უვლის, აქედან ორი ტყუპია, კიდევ რა გაინტერესებთ ქალბატონო?
–როგორი ბავშვი იყავი?
–ცელქი და ხიფათა, თუ რაიმე შეიძლებოდა მოსვლოდა ადამიანს ყველაფერი მე მემართებოდა, ამიტომ ტრავმატოლოგიურის ხშირი სტუმარი ვიყავი და იქ დიდი ხანი თუ არ გამოვჩნდებოდი, სახში მირეკავდნენ შეშფოთებულები ხომ კარგად ხარ დიდი ხანია არ გამოჩენილხარ და ჩვენ ხომ არ მოგაკითხოთ სახშიოო
–რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
–იცი ცაცო ახლა შეიძლება სულ სხვანაირად ჩანს ყველაფერი, მაგრამ მე ვიცი რა არის გაჭირვება, თბილისში რომ ჩამოვედით სახლი არ გვქონდა, ბავშვობის ძალიან ცუდ მოგონებად მახსოვს ის რომ ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელ ადგილს და ასევე სკოლასაც, შვიდი სკოლა მაქვს გამოცვლილი, საკუთარი ბინაც მხოლოდ ათი წლის წინ ვიყიდეთ, როცა თურქეთის ერთ–ერთმა საკალათბურთო კლუბმა მიყიდა, ახლაც სულ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქ, სულ მგონია რომ ის რაოდენობა სახლებისა რაც ახლა მაქ არ არის საკმარისი, სულ მინდა რო კიდე ვიყიდო
–კარგია ამის საშუალება თუ გაქვს
–საშუალება ერთია, მაგრამ მიზეზი თუ რატომ ვაკეთებ ამას მეორე... შენ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
–საკუთარი ზღვა მინდოდა მქონოდა, ჯაბამ თავი ვერ შეიკავა და სიცილი აუტყდა
–არა ცაცო შენ მართლა შეგიძლია უცებ გაამხიარულო ადამიანი
–რატო დამცინი? ზღვა პირველად თორმეტი წლისამ ვნახე, ისიც მხოლოდ ერთი დღით, იმიტომ რომ ჩემ ოჯახს ზღვაზე დასასვენებლად წასავლელი ფული არასოდეს ქონდა, ისიც დედამ აიტეხა ბავშვებს ზღვა როგორ არ უნდა ქონდეთ ნანახიო და ასე მოხდა ჩემი და ზღვის პირველი შეხვედრა ქობულეთში, სიგიჟემდე, გონების დაკარგვამდე მომეწონა, ახლაც ძალიან მიყვარს, პარატა ბავშვივით ვარ, წყლიდან ვერ ამომიყვან, არა, მარტო ზღვა კი არ მიყვარს, წყალი მიყვარს ძალიან, მდინარე, ტბა, არააქვს ამას დიდი მნიშვნელობა... მახსოვს პირველად ვიფიქრე რა მაგარია ტალღებითქო, მათი შრიალის ხმა მომწონდა, თავისუფლების სიმბოლო გახდა ჩემთვის ტალღები და მას მერე მინდოდა რომ ჩემი საკუთარი ზღვა მქონოდა
–ლამაზი ოცნებაა
–ლამაზი, მაგრამ აუხდენელი
–სამაგიეროდ სამუდამო, ახლა ხშირად დადიხარ ზღვაზე?
–სამწუხაროდ ვერა, მაგრამ იცი რა მჭირს? აი შენ ხო სახლების ყიდვა დაგჩემდა ბავშვობის ტრავმის მერე, მე ჩემს დიშვილებზე ვარ გადაგებული, არ მინდა ის რაც მე მაკლდა ბავშვობაში და სულ მინდოდა, მათაც აკლდეთ, მკაცრი დეიდა ვარ რაღაც საკითხებში, მაგრამ ძალიან გულუხვიც ვარ, ბევრ რამეს არ ვაკეთებ საკუთარი თავისთვის, იმიტომ რომ მათ არ მოვაკლო რამე, ეს ბოლო წლებია, ზღვა იმდენად აღარ იზიდავთ, ბახმაროში ვატარებთ ხოლმე დაახლოებით ათ დღეს, იქ სახლი გვაქვს...
–შენ როგორი ბავშვი იყავი?
–მეე, ძალიან უცნაური და მეოცნებე, ხუთოსანა და თან ყველაზე მეტი ამრევი კლასში, მორჩილი ბავშვიც ვიყავი, მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტანდი, უსამართლობას ახლაც ვერ ვიტან
–და მშიშარა
–ხო ეგ ძალიან ცუდი თვისება მაქ, ყველაფერზე ბევრს ვფიქრობ და ბევრი ფიქრი ბევრ შიშს ბადებს
–რატომ გეშინოდა ჩემთან შეხედრის?
–მეშინოდა არა მეშინია, შეუსწორა ცაცომ
–ისევ?
–ახლა უფრო მეტად
–ასეთი საშიში ვარ?
–ის გრძნობებია საშიში რომელსაც ჩემში იწვევ
–გულახდილობა კარგია, მაგრამ რა გაშინებს?
–ჯაბ, შენ ძალინ ბევრი ადამიანის ყურადღების ცანტრში ხარ, ბევრ "გოგოს" მოსწონხარ, განებივრებული ხარ მათი ყურადღებით, მიუხედავათ იმისა, რომ ერთნაირი ბავშვობა გვქონია შენ ახლა მაინც სხავ სამყაროს ეკუთვნი
–არ დაიწყო რა დიდი მონოლოგები...
–მაცადე რატო მეჩრები, თუ მკითხე ბარემ ბოლომდე მომისმინე, გაბრაზდა ცაცო
–მანდილოსნების მხრიდან ამ გადაჭარბებული ყურადღებით განებივრებული და ცოტა გაყოყოჩებული ხარ, თავიდან იმასაც ვფიქრობდი, რომ სულ სხვა სტიპის ადამიანი იყავი, ახლა შეხედულებები მეცვლება და შიში მიათმაგდება, მე ასე ინდივიდუალურად ძალიან კომფორტულად ვგრძნობ შენთან თავს, მაგრამ მარტო შენ ხომ არ ხარ? სავარაუდოდ შენს ოჯახთან ურთიერთობა თუ მექნება არ გამიჭირდება, ძალიან გთხოვ ოჯახზე და ჩემს ურთიერთობაზე არ დაიძაბო, მე არ მითქვამს ისინი აუცილებლად უნდა გავიცნოთქო, გაუღიმა თბილად ცაცომ
–ჯაბ შენ სხვანაირი საურთიერთობო წრე გყავს, ჩემგან განსხვავებული და ეს ჩემთვის შეიძლება იქცეს პრობლემად, დასამალი მე მგონი არაფერია, ძალიან სასიამოვნოდ გავატარე დღე და ვხვდები, რომ შენთან შემიძლია საკუთარ თავს ბევრის უფლება მივცე და ამ მოზღვავებული გამბედაობის მეშინია
–რა გავაკეთო რომ არ გეშინოდეს?
–არ ვიცი, ჯერ არ ვიცი...
–როცა მიხვდები მეტყვი?
–მე მგონი ეს ჩემზე კარგად შენ უნდა იცოდე, თუ რა გააკეთო იმისთვის რომ არ მეშინოდეს
–მერე მომცემ მაგის საშუალებას?
–მაგაზე ცოტა კიდევ უნდა ვიფიქრო
–ყველაზე მეტად რისი გეშინია ცაცო ცხოვრებაში? ცაცო დაფიქრდა, ის კი იცოდა რისი ეშინოდა, მაგრამ ღირდა კი ჯაბასთვის ამის გამხელა? სინანულით გაიღიმა, თითქოს რაღაცის თქმაც დააპირა, მაგრამ გაჩერდა, ჯაბაც მიხვდა რომ ამ თემას ნაადრევად შეეხო და ცაცოს მდგომარეობიდან გამოსაყვანად კითხა
–არ წავიდეთ? ცაცო ისევ ჩაფიქრებული და სევდიანი თვალები უყურებდა
–სიბერს მეშინია, სიბერის და მარტოობის... არა მათი კლასიკური გაგების, უშვილობის მეშინია, მეშინია რომ დედობრივ გრძნობებს ვერ გამოვცდი, თუ შვილი არ მეყოლება ესე იგი ტყუილად მიცხოვრია, მოვკვდები და ჩემს მერე ჩემი აღარაფერი დარჩება, აი ამ მარტოობის მეშინია... ირგვლივ ძალიან აუტანელმა სიჩუმემ რომ დაისადგურა ცაცო მიხვდა არ უნდა ეთქვა ეს, სინანულის გრძნობა არ გასჩენია, მაგრამ კმაყოფილიც არ იყო თავისი საქციელით, თუმცა რატომ მარტო თავისით, კითხვა ჯაბამ დასვა და ახლა ეტყობოდა ცაცოს სიტყვებმა როგორ დააფრთხო, შეიძლება იმაზეც კი დააფიქრა რაზეც არასდროს უფიქრია, ახლა კი ნამდვილად წასვლის დრო იყო, ცაცომ საათზე დაიხედა, მერე ისევ ჯაბას შეხედა, რომელსაც თვალი ერთ წერტილში ქონდა გაშრეტებული და წარბებშეჭმუხნული უყურებდა იმ წერტილს
–ბოდიში, არ უნდა მეთქვა, ხასიათის გამოკეთების და გაუარესების ოცტატიც ერთდროულად ვარ, ვერასდროს ვაჩერებ ენას მაშინ როცა საჭიროა, სულ მეუბნება ნათლიაჩემი ნუ აშინებ ბიჭებს შენი შემზარავი მოსაზრებებით, იყავი ისთი როგორის დანარჩენი გოგნები არიან, ცოტათი ქარაფშუტებიო, მე კიდე ამას ვერასოდეს ვახერხებ
–ეგ ძალიან კარგი თვისებაა ჩემი აზრით, წამოგდა ფეხზე ჯაბა, და ცაცოს ასადგომად ხელი გაუწოდა, მადლობა გადაუხადეს მომსახურე პერსონალს და უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში
–შეიძლება კიდევ ერთ ადგილას წავიდეთ? იკითხა უკვე გახალისებულმა ჯაბამ, ცაცომ საათზე დაიხედა, ჯაბამ დღეს უკვე მერამდენედ შენიშნა რომ ცაცო დროს აკონტროლებდა და დროის ფაქტორი საკმაოდ აღელვებდა
–მოხდა რამე? გეჩქარება? რატო უყრებ საათს წამდა უწუმ?
–ცხრა საათზე სახში უნდა ვიყო, ცოტა მორიდებით ჩაილაპარაკა ცაცომ
–მერე სასახლის კარები ირაზება? თუ ბასტი ბუბუ იწყება?
–საკმარისი არ არის ის დრო რაც ერთად გავატარეთ? ასეთი სარკაზმი კი რა საჭიროა? გაბრაზდა ცაცო
–მე მამას დავპირდი რომ ცხრაზე სახში ვიქნებოდი და ვიქნები, ჯამაბ საათზე დაიხედა
–ჯერ ხუთი ხდება, ცხრაზე გპირდები სახში იქნები!
–შორს უნდა წავიდეთ? დაეჭყანა ცაცო
–დამსვი საჭესთან, თხოვა ჯაბამ და მისდა გასაკვირად ცაცომ მანქანა გააჩერა, საჭესთან გადმოდიო თავით ანიშნა და თვითონ მშვიდად დაიკავა მის გვერდით ადგილი, ჯაბას გაოცებულ სახეს რო შეხედა ძალაუნებურად კითხა
–რა იყო?
–არ მეგონა ასე უცებ თუ დაგითანხმებდი, იქნებ რას გიპირებ?
–იქნებ მეც გიპირებ რამეს? ეშმაკურად შეუთამაშა ცაცომ ცხვირწი თითები
–ყველაფერზე ასე იოლად დამთანხმდები??? ცაცოს აწითლებულ ლოყებს რო შეხედა გაეცინა და მანქანა დაძრა, ათი წუთიც არ იყო გასული რომ ერთ–ერთი ფეშენებელური აგარაკის წინ გაჩერდნენ, მანქანიდან ერთდროულად ჩამოვიდნენ, ჯაბამ ხელი ჩაჰკიდა და ეზოში ისე შევიდნენ, ეზოს ერთი კუთხიდან დიდი შავი ლოტვეილერი გამოიქცა და ცაცოს ძალიან შეეშინდა, ძაღლი კი დიდი სიყვარულით შეეგება ჯაბას, სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა, სწრაფად და სასაცილოდ ამოძრავებდა პატარა კუდს და ჯაბას წინ ხვანცალებდა, ის კი ეფერებოდა
–ეს ბალთაზარია, გაუღიმა ცაცოს და თავით ძაღლზე ანიშნა, ისიც დაიხარა და თბილად მოეფერა ბალთაზარს როცა მიხვდა, რომ სიდიდს მიუხედავად ძალიან უვნებელი და მშვიდი იყო, ძაღლი სიამოვნებით გაწვა ძირს და აბსოლუტურ ნირვანაში იყო, მას ხომ ოთხი ხელი ეფერებოდა
–ნანი... ნანიკოოო... დაუძახა ვიღაცას ჯაბამ, ცაცოს მოერიდა ეგონა აქ მარტოები იქნებოდნენ
–არა ხართ სახში თუ რა ამბავია? ავთოო... ავთოოოო... არ ისვენებდა ჯაბა, სახლიდან ძალიან ლამაზი, სანთნო და ღიმილიანი შუახნის ქალბატონი გამოვიდა, თავზე სასაცილოს ქონდა წაკრული თავსაფარი და წინსაფარიც ეკეთა
–რა გაყვირებს ორმეტრიანო??? თითქოს გაუჯავრდა და თბილად შემოეხვია
–აქ რა ქარმა გადმოგაგდო??? გაგახსენდა.... ქალბატონს ჯაბამ გააწყვეტინა საუბარი და ცაცოსკენ შებრუნდა
–ნანი გაიცანი ეს ცაცოა, ნანიმ ერთი კი უცნაურად გახედა ჯაბას, მერე ცაცო შეათვალიერა, ცაცომ მორცხვად დახარა თავი, დამორცხვებული ხმით მხოლოდ გამარჯობის თქმა მოახერხა და გულში ჯაბას დაემუქრა, ამ უხერხულობისთვისაც გადაგიხდი სამაგიეროსო........

ქალბატონ ნანის ცაცოს სიმორცხვეზე გაეღიმა, თბილად მიესალმა, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახშიო, თბილი ხმით თხოვა და სახლში შეუძღვა სტუმრებს, უფრო სწორად ეზოს მეორე მხარეს გადაინაცვლეს სახლის გავლით, ეზოს მეორე მხარე სამოთხეს გავდა, ლამაზი ფანჩარურით, აუზით და კიმფორტული მოსასვენებელი ადგილით, ერთ–ერთ შეზლონგზე ხანშიშესული მამაკაცი იყო წამოწოლილი და გაზეთს ხარბათ კითხულობდა, სტუმრების დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა, ჯაბას დიდი სიყვარულით მოეხვია, ასე უნდა მოხუცების დავიწყებაო? უსაყვედურა და მერე ინტერესით სავსე მერა ცაცოზე გადაიტანა, ჯაბას სიტყვის თქმაც კი არ დააცადა, ცაცოს თავისით გაეცნო და მაგიდასთან მიიპატიჟა, ქალბატონმა ნანიმ კიდევ ერთეხლ ჩაიკრა ჯაბა გულში და ღიმილით მოსაუბრე ავთოს და ცაცოს რომ შეხედა ჯაბას ჩუმად გადაუჩურჩულა
–კარგი გოგოა?
–ვერ წარმოიდგენ ისეთი... ამოიხვნეშა ჯაბამ
–ძალიან კარგი ღიმილი აქ და თვალები, უბოროტო, სიამოვნებისგან შეიშმუშნა ქალბატონი ნანი, უყვარდა ეს განცდა, ახალ ადამიანს რომ იცნობ და შინაური რომ გგონია, მოჩვენებითი გულახდილობა და სითბო რომ არ ახასიათებს და ის არის რასაც ხედავ
–იმედია ყავას მიირთმევთ ჩვენთან ერთად, შესთავაზა ქალბატონმა ნანიმ ცაცოს
–ცაცო ყავას არ სვამს, ღამით არ აძინებს! გაუხსენა მწარე პირველი შეხვედრის რეპლიკა ჯაბამ და ცაცოს მისთვის პასუხი არ გაუცია, ქალბატონ ნანის გაუღიმა
–მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი დახმარების უფლებას მომცემთ, წამოდგა სკამიდან ცაცო და ქალბატონ ნანის რეაქციას ელოდა, მანაც ხელით სამზარეულოს მიმართულებისკენ ანიშნა
–დიდი სიამოვნებით, ჩვენ გოგონებმა სამზარეულოში ვიჭორაოთ და მამაკაცები დავტოვოთ მარტო
–ოღონდ დიდხანს არ მიგვატოვოთ, ხომ იცით ჩვენ თქვენს გარეშე აბა როგორ??? ხელები გაშალა ბატონმა ავთომ და უკვე გვერდით მოკალათებულ ჯაბას გახედა, სამზარეულოში სასიამოვნო სურნელი იდგა, ერტყობოდა ხახვი და ბულგარული ერთად ითუშებოდა, ცაცომ თვალი უცებ მოავლო ინგრედიენტებს და მიხვდა, გვიანი გაზაფხულისთვის მეტად დამახასიათებელი კერძი მზადდებოდა, უხერხულობა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს არ უგრძვნია, ქალბატონი ნანის დამსახურებით, ისე სინაურივით მიუთითა რა სად იდო, ჭიქები, ყავა, შაქარი, ტკბილეული... მერე მისთვის ჩაიბუზღუნა ეხლა ამის გაკეტებისთვის აღარ მცალიაო და გაზქურა გამორთო
–ქალბატონო ნანი ბადრიჯანი უკვე გათლილი გაქვთ, ეხლა რომ მიატოვოთ გაშავდება და აღარ ივარგებს, მოდით სანამ წყალი ადუღდება მე ამათ დავჭრი თქვენ პომიდორი გაფრცქვენით, მერეკარტოფილიც და მვანილიც გავინაწილოდ, იოლია და თან სწრაფადაც იქნება, ქალბატონი ნანის გაოცებულ თვალებს რომ გადააწყდა ცაცო ცოტა გაუკვირდა
–უკაცრავად, არ უნდა ჩავრეულიყავი თქვენ საქმეში და კიდევ დიდი ბოდიში აე უკითხავათ და გაუფრთხილებლად რომ შემოგეჭერეით, მე არ ვიცოდი, აქვე ახოს ვიყავით, უკვე სახში წასვლას ვაპირებდით და ჯაბამ აიჩემა.... ძაან შეწუხებული საუბრობდა ცაცო და თვალები სად წაეღო აღარ იცოდა
–ეს რა სისულელეა ჩემო კარგო, საბოდიშოც არაფერია, პირიქით, დიდი სიამოვნებით მოვამზადებ თქვენთან ერთად სადილს, ოღონდ უნდა დამპირდეთ ქალბატონოთი აღარ მომმართოთ, უბრალოდ ნანი დამიზახეთ
–მეუხერხულება
–მაშინ ნანი დეიდა, ცაცოს გაეცინა და ბადრიჯანს მიუბრუნდა, გარეთ ჯაბა და ბატონი ავთო ჯაბას საქმეებზე საუბრობდნენ, როდის ვისთან ქონდა თამაშები, როდის სად უწევდა წასვლა, ჯაბა კი სამზარეულოს დიდი მინიანი ვიტრინების მიღმა მოფუსფუსე ცაცოს თვალს არ აშორებდა
–გამომხედე როცა გელაპარაკები, არ დაგეკარგება არსად შენი ქალბატონი, გაუბრაზდა ბატონი ავთო
–როგორ ფიქრობ დედას მოეწონა?
–სამზარეულოში მიიპატიჟა
–ეს რას ნიშნავს? სულელური კითხა დასვა ჯაბამ
–შვილოო ტვინი სულ არ გაქ?
–კაი რა მააა, დაეჭყანა ჯაბა, სამზარეულოში სიჩუმე რომ გამეფდა ცაცოს უფრო მეტად შეეშინდა, ქალბატონი ნანის მზერაც რომ არ შორდებოდა არ სიამოვნებდა და საუბარი რითი დაეწყო ისიც ვერ მოიფიქრა, რომ სიჩუმეს გაქცეოდა, ისევ ნანიმ უშველა
–სადაური ხარ ცაცო? დასვა პირველი შეკითხვა და მერე მდინარესავით წამოვიდა სასაუბრო თემები, ოჯახებზე, განათლებაზე, სამსახურზე, პირად ისტორიებზე და ისე გაერთნენ მიტოვებული მამაკაცები სულ არარ გახსენებით, ჯაბა სახში რომ სევიდა ესიამოვნა ცაცოს და დედას სიცილი რომ გაიგო
–რა იყო ყავის ახალ მოსავალს ელოდებით? ამდენ ხანს ორმა ქალმა ოთხი ყვა ვერ გააკეთეთ?
–აი ცაცო ახლა ამას რა უნდა უქნა?
–შენ რომელ საათზე უნდა იყო სახში? შეახსენა ჯაბამ ცაცოს
–ღმერთო ეგ სულ დამავიწყდა, სწრაფად დაიხედა საათზე და ჯერ არ შესრულებულ შვიდ საათს რომ მოკრა თვალი ჯაბას გაბრაზებულმა ამოხედა, მერე ნანის მიუბრუნდა
–ნანი დეიდა ყავაში რამე რომ ჩავუყაროთ?
–დამინდეთ ერთ კვირაში გასვლითი თამაში მაქ, მერე დამსაჯეთ, ცაცოს ცოტა სახე მოეღუშა
–რა იყო სამი დღით მივდივარ, თვალი ჩაუკრა ჯაბამ
–ავთოსთან დაბრუნდი და მოვალთ მალე, გააგდო სამზარეულოდან შვილი და ცაცომ უსიტყვოდ გაამზადა შეპირებული ყავა, მაგიდასთან დასხდნენ და საუბარი ისევ ჯაბას ერთ კვირაში წასვლას შეეხე, მერე ცაცოსთვის უცნობ ადამიანებზე საუბრობდნე
–ხომ გახსოვს წელს რაც ხდება??? კითხა ნანიმ შვილს
–მახსოვს, ქორწინების 35 წლის იუბილე გაქვთ მალე
–ხო და შენ გვიყურე ჩვენ და გვიყარე კაკალი, ბერდები ჯაბა ბერდები
–ვმუშაობ ნანი მაგ საკითხე, ვმუშაობ... გაბრაზდა ჯაბა, ცაცომ ჭიქების ალაგება დაიწყო, ნანიმ კი უთხრა დანებე მე ვიზამო, მაგრამ ცაცომ თითქოს ვერ გაიგონა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი, ჯაბას ძალიან არ მოეწონა დედის ეს რეპლიკა და ცაცოს გაჰყვა უკან, ცოტა ხანი უყურა სამზარეულოს კარებიდან როგორ რეცხავდა ჭიქებს ცაცო, მერე გვერდით ჩაუარა და მარცხენა მხრიდან მარჯვენა თეძომდე დიაგონალურად და ფრთხილად ჩამოუსვა ორი თითი, ისე თითქოს არც შეხებია ცაცოს, ეს სულ წამებში მოხდა, თითქოს გვერდით ჩაუარაო და დიდი მინიანი კარებების წინ გაჩერდა, ცაცომ უცნაურად გახედა ჯაბას, ის ყურადღებას არ აქცევდა, ჭურჭლის რეცხვას მალე მორჩა და ჯაბას მიუახლოვდა, რომელიც სიგარეტს საკმაოდ ხარბად ეწეოდა, მხარზე ფრთხილად შეეხო, ფიქრებიდან რომ გამოერკვია
–წასვლის დროა, ფრთხილად ჩაილაპარაკა ცაცომ, ჯაბან ხელი გადახვია, წინ დაიყენა, ზურგით გულზე მიიკრა, თავზე ფრთხილად შეეხო ტუჩებით და სიჩუმე გააგრძელა
–ჯაბ, ჯერ ურთიერთობის ამ ეტაპზე არ ვართ და შენ არ გაქვს ამის უფლება, ფრთხლად შეაახო ხელები მის მხრებზე მოხვეულ ჯაბას მხოლოდ ერთი ხელის იდაყვას, თავი რომ გაენთავისუფლებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, ჯაბამ არ მისცა ამის უფლება
–არ შეიძლება ახლა დრო გაჩერდეს? ბავშვურად ინატრა ჯაბამ, ცაცოს ჩაეღიმა
–იცი, მე და ლალუკას როცა აი ასე, შენსავით დროის გაჩერება გვინდოდა, თვალებს ვხუჭავდით, ხუთამდე ვითვლიდით და ცხოვრების იმ მომენტს სადაც დრო გვინდოდა გაყინულიყო, ფოტოსავით ვინახავდით მეხსიერებაში...
–ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... გაიიგო ცაცომ როგორ ითვლიდა ჯაბა აუჩქარებლად და მინის ანარეკლში მისი ფართოდ დახუჭული თვალებიც დაინახა, მოხვეულ ხელზე ფრთხილად აკოცა და ისევ გაუმეორა
–წასვლის დროა, ჯაბამაც ძლიერე ხელებიდან დაანთავისუფლა, ხელჩაკიდებული გაიყვანა აუზთან სადაც, მშობლები ისხდნენ, თბილად დაემშვიდობნენ, ნანიმ გულში ჩაიკრა ცაცო და სურვილი გამოთქვა რომ აწი ძალიან ხშირად შეხვდებოდა მას, ბატონი ავთო ხელზე ამბორით დაემშვიდობა და გააფრთხილა ამ ცუღლუტთან ფრთხილად იყავი, ბევრის უფლება არ მისცეო, სანამ მათი მანქანა თვალს არ მოეფარა ორივე ჭიშკართან იდგა
–კარგი გოგო ჩანს ცაცო, იმედია ჯაბას მეგობარებ–ნაცნობები ცოცხლად არ შეჭამენ
–არა მგნია საკუთარი თავის შეჭმის უფლება მისცეს ცაცომ ვინმეს
–ასე გგონია? გაკვირვებით შეხედა მეუღლეს ქალბატონმა ნანიმ
–დარწმუნებული ვარ!
–საიდან?
–ის დღეს შენთან ერთად, ჩვენს სამზარეულოში, ჩვენთვის ამზადებდა სადილს, თქვა ბატონმა ავთომ ისე, რომ მეუღლისთვის არ შეუხედია და ქალბატონ ნანის კიდევ ერთხელ გაახსენდა მიზეზი, თუ რატომ გაჰყვა ცოლად ამ მამაკცს ოცდა თხუთმეტი წლის წინ...
–როდის მიფრინავ უნგრეთში?
–მასეთი ხმით ნუ მეკითხები, თითქოს სასაკლაოზე მივდიოდე, პარასკევს, უფრო სწორად შაბათი რო თენდება, გამაცილებ?
–არ ვიცი, არა მგონია მოვახერხო სახლიდან შეუმჩნევლად გამოსვლა, მე კი ზედმეტი კითხვების თავი ახლა არ მაქვს
–გეხვეწები რამე მოიფიქრე რა
–ტყუილებს ვერ ვიტან ჯაბა... მირჩევნია ძალიან მწარე სიმართლე მოვისმინო ვიდრე იმედის მომცემი სიცრუე, ტყუილი ერთ–ერთი რამაა რასაც არასოდევ ვპატიობ ადამიანს
–ეს სამომავლოდ უნდა გავითვალისწინო, ჩაეღიმა ჯაბას
–ხვალ გამოგივლი სამსახურის მერე, არ დაიწყო ახლა, თვალები დაუბრიალა ჯაბამ
–ორი დღე უნდა მაცადო
–ცაცო ისედაც ცოტა დრო მაქ, ორ დღეს ვერ გაცდი...
–ერთი მაინც... შეემუდარა ცაცო
–ვერაფრით ვხვდები ეს განმარტოვება რაში გჭირდება ხოლმე
–დასაფიქრებლად და კიდე თუ ჯერ აქამდე არ მითქვამს, მინდა იცოდე რომ დღეს ძალიან კარგი დღე იყო... ყველაფერი მომეწონა
–ანუ წაგებულის ჩაბარება არ მომიწევს?
–არა, არ მოგიწევს და ია თქვენც ადგილზე ხართ ბატონო თავდამსხმელო, გააჩერა მანქანა ცაცომ ჯაბას სახლთან
–არ მინდა წასვლა, გაჭირვეულდა ჯაბა და ცაცომ ლამის ძალით ჩააგდო მანქანიდან, ჯაბამ ნორმალურად დამშვიდობებაც ვერ მოასწრო, ნაგრამ თავისი რომ ვერ გაიტანა ძალიან გაბრაზდა, მოანქანაში მჯდარ და მომღიმარ ცაცოს რომ შეხედა გული მოუვიდა და ანიშნა ჩამოდი ცოტა ხანია, ცაცომ კი გაიკვირვა, მაგრამ ჯაბა ისე დაჟინებით თხოვდა მანქანიდან ჩამოსვლას უარი ვეღარ უთხრა, მომღიმარ ცაცოს რომელიც ქვემოდან ძალიან საყვარლად უყურებდა ჯაბამ ცოტა ხანი უყურა, მერე ცალი ხელი წელზე შემოხვია და ჰაერში ბუმბულივით ასწია, ისე თითქოს პირისპირ დაიყენაო
–ჯაბა დამსვი!!! ახლავე!!!
–რატო არ მოგწონს ასე?
–სიმაღლის მეშინია... გაეხუმრა ცაცო
–სამაგიეროდ კისერი აღარ გეტკინება ზემოთ ყურებით!
–დამსვითქოოოოოო!!!!
–დაიმახსოვრე, ამის მერე მე გადავწყვეტ რისი უფლება მექნება და რისი არა, როცა მინდა მოგეხვევი, როცა მინდა გაკოცებ, როცა მინდა მოგეფერები და საერთოდ როცა მომესურვილები არააქ მნიშვნელობა დღის ან ღამის რა მონაკვეთი იქნება მაშინ გნახავ....
–ვერ დაივიწყე წყენა? მე უბრალოდ მოვლენების ძალიან სწრაფი განვითარება არ მინდა, ორი დღის წინ შეხვედრაზე არ გთანხმდებოდი და ახლა გინდა კისერზე ჩამოგეკიდო? თავქუდმოგლეჯილი გამოვიქცე როცა თითს დამიქნევ? თუ რა გავაკეთო?
–არა ეგ არ მინდა, უბრალოდ ის მინდა რომ შენს შეხებას არ მიკრძალავდე, მე მგონი ცუდად არაფერი გამიკეთებია
–თუ დამსვამ უკეთესი ბიჭი იქნები
–ჯერ დამპირდი
–გპირდები, ოღონდ...
–არავითარი ოღონდ, მიწაზე დააბრუნა ჯაბამ ცაცო, ჯერ კისერში, მერე ლოყაზე და მერე შუბლზე აკოცა და ცხვირზე ფრთხილად აკრა ხელი
–გაიქეცი ახლა სასახლეში, ხვალ არა და ზეგ გნახავ, ჯაბა შებრუნდა და რამოდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა ცაცოს ხმადაბალმა დაძახებამ შემოაბრუნა
–მაშინ შენც უნდა დამპირდე, რომ მოთხოვნა სიახლოვეზე აი ამ ზღვარს არ გადავა!
–მე მეტი არაფერი მითხოვია... ჯერ... დააყოლა ჩუმად ჯაბამ...
ცაცო სანამ სახლამდე მივიდა მანამდე საკუთარ თავს დასცინოდა, ალბათ როგორი იტიოტივით ვჩანვარ სხვებისთვისო, ვძივარ მანქანაში მარტო და ყურებამდე გახეული ღიმილი არ მშორდება სახიდანო, ეზოში გიგა დახვდა, ვილაპარაკოთო, ცაცომაც სახში ავალ ვეტყვი რო მოვედი, თან ემილის გამოვასეინებს და ჩვენს ადგილას დავსხდეთო, მამას ჩაეხუტა, გოგოებიც მოიკითხა, ნუცამ ეშმაკურად შეუთამაშა წარბები და დამშვიდებულ–ბედნიერ–ღიმილიანი ხარ ცაცო დეიდაო? ისე დანარნარებ გეგონება მუსიკის ჰანგები დაგყვება თანო, ცაცომ ერთი კარგათ სტკეცა საჯდომზე დიშვილს და ისიც დაუმატა დედამთლი დაგიწუნებსოო, ემილი მალე მოამზადა, კიბეებიც მალე ჩაირბინა და ჩუმად გაუყვნენ გზას ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში ამოჩემებული ადგილისკენ, სკამეიკაზე რომ დასხდნენ ცაცომ მხოლოდ მაშინ დაიწყო საუბარი
–რა ქენი სამსახურზე? ბოდიში ეს დღეები არ მეცალა და ვერ მოგაქციე ყურადღება
–ცაცო პატარა ხომ არ ვარ? სამსახურზე კი ყველაფერი კარგადაა, იქეთ ორშაბათიდან ოფიციალურად დავიწყებ მუშაობას, მანამდე რაღაც საბუთები მაქვს მოსაწესრიგებელი
–როგორ მიხარია, თბილად მიეხტა ცაცო
–ახლა ყველაფერი კარგად იქნება არა? უცნაურად იკითხა მან
–სად იყავი მთელი დღე? რამოდენიმეჯერ გიკითხე
–თუ არ გამიბრაზდები გეტყვი, დაეჭყანა ცაცო და გიგას გაეცინა
–ნუ დამცინი, ჯაბას შევხვდი ცინცაძეს, თავი მორცხვად დახარა ცაცომ
–ოოო... მერე?
–საქმიანი ვიზიტი იყო თქო რომ გითხრა დამიჯერებ? ცოტა გაბრაზდა ცაცო
–აბა რას ელოდები ჩემგან, რა მაგარი გოგო ხარ თქო? უნდა შეგაქო?
–არ ვიცი გიგუშ, რამე მაინც მითხარი, "ოოოო" და "მერეს" გარდა
–დიდი ხანია დაიწყო? აი ამის მერე ცაცო აირთო, ზედმიწევნით მოუყვა გიგას ყველაფერი, შიგადაშიგ რაღაცეებძე კამათობდნენ, იცინოდნენ, ხან ცაცო ბრაზდებოდა და ხანაც ემილის ეტამაშებოდნენ, გიგას გაოცებული სახე ქონდა, ცაცმო თავისი შიშებიც არ დაუმალა და გიგამაც სანუგეშო ვერაფერი უთხრა, იმის გარდა რომ დრო ყველაფერს თვის ადგილს მიუჩენდა
–შენი აზრით შეცდომას ვუშვებ? სახალისოდან სერიოზულ თემაზე გადავიდა ცაცო
–რატომ გგონია ასე?
–იცი რა არ მინდა იფიქრონ?
–ვინ უნდა იფიქრონ??? შეაწყვეტინა გიგამ
–კარგათ იცი ვინც, არ მინდა იფიქრონ, მარტო იმიტო ვხვდები ჯაბას, რომ ის ჯაბაა ცინცაძე
–რა ასე არ არი? გამმცდელად გახედა გიგამ
–შენც თუ მასე ფიქრობ და არ ყოფილა კარგად ჩემი საქმე, კარგი პიროვნებაა, მასთან სიმშვიდე, სიმყუდროვე, სიხალისე, სითბო და... აღარ დაასრულა ცაცმომ
–კარგი მატერიალური მდგომარეობა, სოცილური სტატუსი და იოლი სიყვარულია... ვეღარ შეიკავა თავი ცინიძმის გადაჭარბებული დოზისგან გიგამ
–დამპალი ხარ!
–ეს ხომ სიმართლეა?
–რა ვქნა თუ მომეწონა მამაკაცი რომელსაც ყველაფერი აქვს? კარგი მატერიალური მდგომარეობა და სოცილური სტატუსიც, თუმცა მთლად ამ პლუსების გამო არ მომწონებია, არ ვიცი რა მემართება, მაგრამ ვხვდები, რომ შემიძლია შევიყვარო და ეს არასდროს ვინანო, მიუხედავათ იმისა როგორ განვითარდება მოვლენები, სურვილი მაქ ვენდობოდე, ისევე როგორც შენ, არ მეშინოდეს მასთან არაფრის, ისევე როგორც შენთან
–ცაცოო, მე მგონი მაგრა დაბნეული ხარ და არც ეგ ჯაბა გჭირდება არაფერში, კაცმა რომ მოგისმინოს იფიქრებს, რომ მე მიხსნი სიყვარულს
–შენც მიყვარხარ მაგრამ შენგან განსხვავებით ჯაბასთან სხვა რაღაცას ვგრძნობ
–ფიზიკურ მიზიდულობას...
–ხო და ეგ მიზიდულობა ყველაზე მეტად მაშინებს
–გგონია რომ ვერ გააკონტროლებ მოჭარბებულ ემოციებს? ცაცომ სირცხვილისგან აჭარხალებული ლოყებით გახედა გიგას
–უცნაური არ არი ამაზე შენთან რომ ვსაუბრობ? გიგამ უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია და ემილი გამოართვა ხელიდან სკამეიკიდან წამოდგა და ბავშვტან დაიწყო თამაში, ცაცო სკამეიკაზე ფეხებაკეცილი იჯდა, მუხლებს ნიკაპით დაეყრდნო და სიყვარულით უყურებდა ბავშვთან მოთამაშე გიგას, მერე ქუჩის მეორე მხარეს იაკო შენიშნა
–იაკო, იაკო... სიხარულით წამოხტა და იაკოს გადაეხვია, გიგამ ემილისთან თამაში შეწყვიტა, გოგოებს მიუახლოვდა, ბავშვი ცაცოს მისცა და იაკო ჩაიხუტა, ცაცომ დედას ამბები კითხა, ცუდად კი ვიქცევით დიდი ხანია არ გვინახიაო, ისიც დააყოლა, იაკოს სულ ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა, ემილი აჭუწყუნდა და ცაცომ მე დაგტოვებთო, იაკოს ისევ თბილად მოეხვია, ძალიან გამიხარდა შენი ნახვაო
–მგონი ხელი შეგიშალეთ, იკითხა იაკომ მას მერე რაც ცაცო წავიდა და დარჩნენ მარტო ის და გიგა
–არა საყვარელო, შენ როგორ შეიძლებოდა ხელი შეგეშალა? ძველ დროს ვიხსენებდით, ვსაუბრობდით, დიდი ხანია აქ ვართ, შენ სად მიდიხარ ასე გვიან?
–აფთიაქში, სად წავალ აბა სხვაგან? ხვნეშას ამოაყოლა იაკომ ეს სიტყვები
–გაგაცილებ ხო? ღიმილით კითხა გიგამ, მაგრამ გული მოუკვდა იაკოს ნათქვამ: "სად წავალ სხვაგანზე", თანხმობა რომ მიიღო ხელი ფრთხილად მოხვია და ბახტრიონის ქუჩას გაუყვნენ..............
...........................................................................................................................................

ყველაფერი მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ აღარაფერი მოხდება, სიახლეები აღარ იქნება ცხოვრებაში და იმ აზრსაც თითქოს შეეგუე, რომ მარტოობის გერგო ბედისწერა, თავი იმაშიც დააჯერე, რომ ვერავინ ვერასოდეს პოულობს თავის ერთადერთს ამ ქვეყანაზე... ახლა კი... ახლა თითქოს ყველაფერი ისეთი გარდაუვალია, როგორც ფოთოლცვენა შემოდგომაზე... ყველაფერი თითქოს ისეთი რეალური და მართალია, ცაცომ იგრძნო როგორ გათავისფლდა მისდა დაუკითხავად მისი ის მეორე მე რომელსაც წლების მანძილზე საკუთარ თავში კლავდა, სურვილებს მიმყოლი "მე", თავისუფლებას მოწყურებული "მე", მარტო კი არ იგრძნო, თითქოს სარკეშიც მის გვერდით ამაყად დაიკავა ადგილი, ის კი არა მორცხვი და მშიშარა ცაცო გვერდზეს უბოდიშოდ მისწია, სიტყვებით: ფონს მიფუჭებო... აქამდე ხომ შენით ვცხოვრობდით და ახლა ჩემი ჯერიც მოვიდაო... ცაცოს სარკეში დანახული საკუთარი თვალების შეეშინდა... იქედან აშკარად ის თავისუფლებას მოყვარული, ახლა უკვე განთავისუფლებული და სხეულზე გაბატონებული მისი მეორე "მე" ურცხვად უყურებდა, რომელსაც მთელი ცხოვრება წვრთნიდა და ასწავლიდა გონივრულად როგორ უნდა მოქცეულიყო, ახლა გონება აშკარად ხვდება, რომ წყალში ჩაეყარა ყველაფერი, მისი ეს მეორე მხარე ჯაბას როგორც კი ხედავს, მას აღარ ემორჩილება.... სარკეში იმ განთავისუფლებულ სურვილების მონსტრს დაემუქრა: მაინც მოგივლიო... თავის თავზე გაეცინა და მთელი დღის დაღლილს ძალიან მშიდად დაეძინა... დილის დადგომასთან ერთად ყოველდღიურობას დაუბრუნდა, ხალხით გატენილ ავტობუსს, ავტობუსის ფანჯრებში სწრაფად ცვალებად, ნაცნობ პეიზაჟებს, ფეხით გასავლელ გზას სამსახურამდე, ნაბიჯების და საფეხურების თვლას... მოსაწყენ ერთფეროვნებას, იცის რომ დღს ჯაბა არ მოვა, მაგრამ რომ ელოდება? მოსვლას არა მაგრამ დარეკვას და მოკითხვას მაინც... საკუთარი თავისაც უკვირს ეს ყველაფერი, რომ უნდა მაგრამ რა ქნას? უნდა.... ამ ფიქრებს თავი, რომ დააღწიოს გულში ილანძღება, პარატა მეოცნებე გოგოსავით ნუ იქცევიო, მერე მართლა იმდენი საქმე გამოუჩნდა, დღის ბოლომდე ჯაბა აღარ გახსენებია, ნატომ კი კითხა რა ქენიო? წინა დღეებში თანამედროვე პრინცი რატომ არ გამოჩენილაო? ცაცომაც ირონიულად უპასუხა, ეტყობა მიხვდა რომ პრინცია და პრინცესა სჭირდება და არა უბრალო მოკვდავიო.... ნატომ ვერ გაიგო, მგრამ მერე აივანზე ლაშა გამოვიდა და ცაცოს ვეღარაფერი კითხა, დღის მანძილზეც ვერ დაიმარტოხელა, სამსახურიდანაც წასვლა მოასწრო ცაცომ... ბატონ თამაზსაც კითხა: ის არ მოსულაო? იმანაც უარყოფის ნიშნათ თავი გაუქნია, მოახერხა... ესეც მოიშორა.... გაბრაზდა ნატო... ცაცოს თბილი ჰაერი ესიამოვნა, მერტოთი წავალო იფიქრა, მეტრომდე უფრო დიდი მანძილი იყო ფეხთ გასავლელი ვიდრე ავტობუსის გაჩერებამდე, ახლა კი ფიქრი ჭირდებოდა, ფიქრი კი სიარულის დროს ზალიან სასიამოვნო საქმიანობაა, სამყაროს ზუზუნს რომ მოწყდეს ყურსასმენებს იკეთებს და მისთვის კომფორტულ სამყაროში გადადის სასიამოვნო მელოდიის ჰანგებით, ფიქრისთვისაც მზადაა, რაში ჭირდებოდა მარტოობის ეს ერთი დღე? რაზე უნდა იფიქროს? მე მგონი ყველაფერი ისედაც გასაგებზე გასაგებია, ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული... რაღაცა ძალამ ხომ უბიძგათ ერთმანეთისკენ? მართალია ფრთები არ გამოსხმია ჯერ, მაგრამ ის კი დააფიქსირა სხვანაირად რომ შეხედა სამყაროს... ღიმილით... ყველაფერი გაზაფხულს დააბრალა... აქაც გაექცა საკუთარ თავს... იმასაც მიხვდა, რომ აღარ აღელვებს უკვე სხვების ცხორება, თითქოს ყველას პრობლება ერთად მოგვარდა, ან პრობლემების მაშტაბი შემცირდა... არღარ აღელვებს ლალუკას, ამბავი... (იმდენად რამდენადაც აქამდე აღელვებდა, აღარ თვლის, რომ მისი საშველია ყველა), რაღაც ახალი სამყაროს კარი გაუღეს, მიიპატიჟეს, ჯერ ფიქრობს შევიდეს თუ არა, თუ შევა მაშინ მხოლოდ საკუთარი თავიღა დარჩება სადარდებელი, იმ ახალ სამყაროში იქნება, ის და ჯაბა... საზრუნავი??? საზრუნავი კი ძალიან ბევრი... მაგრამ უკვე სასიამოვნო... საზრუნავიც საკუთარი იქნება და იმიტომ.... სულ აღარ მიუქცევია ყურადღევა მატარებლის ვაგონში ვინ როგორ უყურებდა... უბრალოდ აღარ აინტერესებდა, არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება თმები, როგორ აქვს, როგორ დგას, ტანსაცმელი ხომ არ აცვია უკუღმა.... ეს სიმსუბუქე ძალიან მოეწონა ცაცოს, ოჯახის წევრებთანაც ძალიან სასიამოვნო საღამო გაატარა, ისიც ესიამოვლა ლალუკა ოთახიდან გამოსული, რომ დაინახა და არა ხალათ შემოხვეული არამედ მოწესრიგებულ–ჩაცმულ–დავარცხნილი, ემილის ხელს რომ არ უშვებდა და თან ნესის ეფერებოდა... სიმშვიდე... აი ის დავიწყებული შეგრძნება, გაახსენდა გიგას როგორ კითხა: "ახლა ყველაფერი კარგად იქნებაო?", ეს მდგომარეობა ძალიან გავდა ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას, მთავარია მერე მეხი ერთდროულად არ დაგვეცესო, საკუთარი ფიქრების შეეშინდა, როგორ კუდიანივით იცის ხოლმე, რასაც იფიქრებს მერე რომ არ ასრულდეს არ შეიძლება... დღე ისევ ჩვეული სცენარით დაიწყო, სახლი, გზა, სამსახური, მაგრამ ახლა საღამო იქნება განსხვავებული, ფანჯრიდან ხედავს, რომ უკვე გარეთ ელოდება, კაბინეტიდან გამოდის და თანამშრომლებს ემშვიდობება, ნატოს ვერ ხედავს, სად არისო კითხულობს, გოგონები სამზარეულოზე უთითებენ უსიტყვოდ, სამზარეულოში უცნაურ სურათს ხედავს, ლასა რაღაცას ძალიან ემოციურად უხსნის ნატოს და ის კიდე გაბრაზებული უყურებს
–რა ხდება აქ? გაკვირვებული უყურებს ცაცო ხან ერთს და ხან მეორეს
–ამის ცხოვრებისეულ სირთულეებს ვაგვარებთ, თავით ანიშნა ნატომ ლაშაზე, ცაცო კი მიხვდა საქმე უფრო სერიოზულად იყო ვიდრე ლაშას ჩვეული ცხოვრებისეული სირთულეები
–მე მივდივარ, შაბათს ნინასთან ვიკრიბებით, ან კვირას, თუ საჭირო გახდა მანამდეც... ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვებს ცაცომ
–პრინცი მოვიდა? მაინც გაუღიმა ნატომ ცაცოს მოციმციმე თვალები დაინახა
–დაბარებულივით დგას ქვევით... იმედია შენი პრინცივით ნერვებს არ მომიშლის, გადაკოცნა ცაცომ და უჩვეულოდ თბილად ჩაიკრა გულში
–თუ სახში წასვლა არ მოგინდება ჩემთან გამოდი, წარბი აუწია ცაცომ და მერე უცებ გაქრა, ცოტა ეუცნაურა ჯაბა რომ მანქანიდან არ გადმოვიდა მის დანახვაზე, მინაზე მიუკაკუნა, ხელით ანიშნა რა ხდებაო, ჯაბას გაეცინა და მანქანიდან გადმოხტა, თუმცა სანამ ცაცოს მიუახლოვდა ის ჩასკუპდა და კარებიც ხმაურით მოიჯახუნა
–რა იყო ტაქსია? გაბრაზდა ჯაბა მიჯახუნებულ კარებზე და ცაცოს სიბრაზის მიზეზი ვერ გაიგო
–გადმოსვლა და ისე შეხვედრა არ გეკადრებოდა? გამომცდელად გახედა ცაცომ
–ვიფიქრე, გავექანები, შემოვეხვევი, ლოყებს დაუკოცნითქო... ცხვირი გააშვირა ცაცომ
–ჰააა.... მოდი მეორე დუბლი გადავიღოთ რააა, შეეღრიტინა ჯაბა, ცაცო უარყოფის ნიშნად თავს აქანებდა, თან ჯაბასკენ არ იყურებოდა, მისი სიბრაზის უფრო დასამტკიცებლად და ბოლოს ჯაბას გაეცინა, მოდი აქო ხელი გადახვია, ჯერ კისეში, მერე ლოყაზე და მერე შუბლზე აკოცა, ცხვირზე ხელის აკვრაც არ დავიწყებია, ცაცოსაც გაეცინა, იმასასაც მიხვდა, რომ აწი სულ ასე იქნებოდა, მისალმება დამშვიდობების ჯაბასეული რიტუალი, შეწირააღმდეგებას აზრი არ ქონდა...
–მართლა აპირებდი ცოკნებით ჩემს დახრჩობას? კითხა მას მერე ჯაბამ რაც რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ
–რა კარგია ბავშვური გულუბრყვილობა ჯერ კიდევ შერჩენილი რომ გაქ.... ნიშნისმოგებით და ხელი მხარზე თანაგრძნობით სავსე თვალებით დაარტყა რაამოდენიმეჯერ
–სად მივდივართ?
–დღეს სასახლიდან რომელ საათამდე ხარ გამოპარული?
–დავიბარე დამაგვიანდებათქო, მაგრამ შეიზლება დამირეკონ და წასასვლელი ვიყო
–შენთან რადგან ყველაფერი უცნაურადაა, გვიანობის ზღვარი მომახსენეთ თუ შეიძლება
–თერთმეტს არ უნდა გადაცდე
–სკოლის მოსწავლესთან მგონია თავი, თქვა ჯაბამ მას მერე როცა გულიან ხარხარს მორჩა, მანქანამ კოსტავაზე ჩაუხვია და რესტორან "გუსტოსთან" გაჩერდა
–ჯაბა...
–არა მანდ არ მივდივართ, სხვაგან გველოდებიან, ჩამოდი, თავით ანიშნა ჯაბამ, ხელი ჩაჰკიდა და მანქანებითგადატვირთულ ქუჩაზე კამიკაძესავით გადაირბინა, ცაცო შიშისგან თვალდახუჭული მიყვებოდა
–შენ სულ ასე გადადიხარ გზაზე?
–მოვედით
–არა მე მანდ არ შემოვალ, უკან დაიხია ცაცომ
–მე შენთან ერთად ხომ ვიტთმაშე პეინტ ბოლი, ახლა შენ ჩემთან ერთად შემოხვალ შიშის ოთახში, ჩვენ ხომ ყველაფერი არასტანდარტულად გვაქვს?
–გეხვეწები ოღონდ მანდ არ შევიდეთ და ქალაქის ყველა რესტორანში, კაფეში, სახინკლეში, კლუბში, სადაც გინდა იქ წამოგყვები, თუ გინდა დღეში რამდენიმეში
–ასე ძაან გეშინია? არ მეგონა, იმედები ძალიან გამიცრუე, გახალისდა ჯაბა
–ნამუსზე ნუ მაგდებ ჯაბ, თუ გინდა მთელი ცხოვრება გამიხსენე ეს შიში, მაგრამ მე მანდ ფეხს არ შემოვადგამ, მაქედან საკაცით გამომიყვანენ, ჩაგაკვდები ხელში
–არაფერი არ მოგივა! ხელი ჩაკიდა ჯაბამ და ძალით შეათრია იმ ჯოჯოხეთში, ცაცოს კი არა იქაურობის დანახვაზე თვითონაც საკმაოდ დაიძაბა, უკან გამოსვლაზეც უარს არ იტყოდა, თუმცა აღარ დამოდიოდა, წინ თვითონ მიდიოდა, ცაცო ხელს არ უშვებდა, ის გზადაგზა იმ საზიზღრობების დანახვაზე: "უხ შენიო" იკურთხებოდა და შეხტებოდა ხოლმე, ცაცოს სიჩუმე რომ დააფიქსირა, უბრალოდ თვალდახუჭული მიყვებოდა ინსტინქტურად, მოუტრიალდა...
–ცაცო თვალები გაახილე ნუ მაიმუნობ, მე აქ შიშისგან ვკვდები ამხელა კაცი შენ კიდე...
–ვინ გეხვეწებოდა შემოსვლას, გეხვეწები რა დროზე გავიდეთ აქედან
–ცაცო თვალები გაახილე თორე ხელს გაგიშვებ
–გეხვეწები ეს არ გააკეთო, თორე მინჯი დაგრჩები
–მუნჯი ცოლი კაცების ოცნებაა, ცაცომ ცოლის ხსენებაზე თვალები თავისდა უნებურად დაჭყიტა და კივილიც ზედ დააყოლა, ცაცოს ყვირილს ჯაბას ღრიალი მოყვა
–ამის დედაც ხომ იცი, რომ ეს ყველაფერი არ არის მართალი, მაგრამ მაინც რა საშიშია, ცაცო ზურგზე ყავდა აკრული, ორივე ხელები მაგრად ქონდა მოხვეული წელზე და გასაოცებელი ხმით ყვიროდა... ჯაბა ლამის დაყრუვდა, ცაცო კივილს რომ შეწყვეტდა მარტო იმას იმეორებდა, ღმერთო შენ შემოგევლო ოღონდ აქედან ცოცხალი გამიყვენეო, ღმერთო გეხვეწები, გეხვეწებიო, ამ სიტყვებს ისევ კივილი ცვლიდა და როგორც იქნა გამოაღწიეს იქედან, იქ მომუშავე პერსონალმა შეაქეს ბოლომდე არავინ გასულა ჯერ ყველა უკან გამორბის მესამე ოთახიდანო
–ისინი ნორმალურები არიან შენ შემოგევლე ტყობა ჩვენგა განსხვავებით, აკანკალებულმა და ხმაჩახლეჩილმა ძლივს ამოთქვა ცაცომ და როგორ იქნა გარეთ გამოვიდნენ, მხოლოდ ახლა მოახერხეს ერთმანეთის დაფეთებული სახეების დაფიქსირება და სიცილი აუტყდათ
–რა საოპერო ხმა გქონია ცაცო?
–ჩემი მუსიკალური ტალანტის შესამოწმებლად სხვა ხერხი ვერ გამოძებნე?
–კინაღამ დავყრუვდი შენი კივილით
–კაი წყვილი ვიქნებოდით, შენ ყრუ, მე მუნჯი, ჰუუუუ...
–ისე არ მეგონა ასე მორწმუნე თუ იყავი, ღმერთს ისე გულით ეხვეწებოდი გადამარჩინეო... ღმერთის სახსენებლად კარგ ადგილას ვიყავით, იქ დემონები ბუდობენ... გაწამებული სახით გახედა შიშის კი არა წამების ოთახს ჯაბამ
–ამას არასოდეს გაპატიებ, ჯერ კიდევ ვკანკალებ, ახლა სადღაც უნდა ჩამოვჯდე და წყალი უნდა დავლიო
–წამო ვერის პარკში გადავიდეთ, ცაცოს აკანკალებულ ხელს შეეხო და ისევ კამიკაძესავით გადაირბინა ქუჩაზე, იმ განსხვავებით, რომ ცაცოს ამ ქცევის აღარ შეშინებია, იქ ისეთები ნახა... წყალიც უყიდა, ცაცო დაახლოებით თხუთმეტი წუთი დუმდა
–ღმერთო ეს რა საშინელება იყოო, ამოიდგა ენა როგორც იქნა ცაცომ და თავისი ხმა თვითონ ვეღარ იცნო
–მაპატიე, ასეთი არ მეგონა, მეც მინდოდა გამოსვლა, მაგრამ აღარ გამოდიოდა... გულახდილად აღიარა ჯაბამ, გვედით მჯდომ, ჯერ კიდევ შოკირებულ ცაცოს ხელი მოხვია და მისკენ მისწია, ცაცოს წინააღმდეგობა არ გაუწევია, სიამოვნედით მოკალათდა მის მკლავებში
–ცაცო ისე მორწმუნე ხარ თუ არა?
–უფრო კი, ვიდრე არა
–როგორც მივხვდი ამ საკითხთანაც საკუთარი შეხედულებები გაქ არა?
–ღმერთის მწამს ჯაბა, იმისაც მწამს რომ სიკვდილის მერე რაღაც არსებობს, მაგრამ იმის მიღება რასაც ახლანდელი ეკლესია მთავაზობს, იმის თვალედახუჭული მიღება არ შემიძლია, არ ვიცი რატომ უნდა უნდა დავიცვა ის წესები, რომლებისც ჩვეულებრივმა მოკვდავებმა მოიგონეს, რატო უნდა ჩავაბარო აღსარება, როცა შემიძლია შუამავლების გარეშ ვესაუბრო უფალს, თუ რამის თხოვნა მინდა ამას საკუთარი სიტყვებით გავაკეთებ და არა ისე როგორც ვიღაცას მიაჩნია სწორად, რა უფალმა ვინმეს უთხრა თქვენი რომ შევისმინო დღეში მამაო ჩვენო ათჯერ უნდა წაიკითხოთო? მჯეროდეს და ვეთაყვანებოდე ჩემთვის სხვადასხა რაღაცაა, მე უფალი ცხოვრების გასაადვილებლად, მჭირდება, მისი მფარველობა, გვერდით დგომა და სიძლიერე მჭირდება, აი როგორც სანდო მეგობრის ისე... მე არ მინდა ვგრძნობდე თავს მის წინაშე დამნაშავედ, ის ჩემი ცოდვებისთვის არ უწამებიათ, მე საკუთარ შეცდომებზე პასუხს მაშინ ვაგებ, პირისპირ რომ ვნახავ მას, მე არ მეშინია, მე შემიძლია მასთან გულახდილად საუბარი, ხანდახან მისი გაკრიტიკებაც, როცა უსამართლობას ვხედავ ხოლმე.... ხშირად იმის თქმისაც არ მერიდება, რომ ღმერთი არ არსებობს... (ანათემას არ გადამცეთ... ეს, ჩემი სუბიექტური შეხედულება და მე ამის უფლება მაქ!!!)
–საოცარი არსება ხარ ცაცო
–ეს შენ გგონია ასე, მშვიდად ჩაილაპარაკა ცაცომ და სკამეიკაზე გასწორდა, ჯაბას თვალები შეანათა, ფრთხილად შეეხო ორივე ხელისგულით მის წვერებს, ცოტა ხანი ჩუმად უყურებდა
–წასვლის დროა
–ჯერ თერთმეტი არ არის
–სახში მინდა
–ახლა რამდენი დღე გჭირდება მარტოობისთვის?
–აღარ მჭირდება მარტოობის დღეები, თუმცა ყოველ დღე ვერ დავიგვიანებ სახში, ყიველ დღე არ ვიქნები შენი ნახვის ხასიათზე და ყოველ დღე არც შენ გეცლება ჩემთვის
–ხვალ თამაში მაქვს, მოხვალ?
–კარგ ადგილებს თუ შემინახავ მოვალ, თუ სამსახურს არ დაემთხვევა
–რამდენი ბილეთი დაგიტოვო?
–ხვალ დილით რო გითხრა შეიძლება? მხრები აიჩეჩა ცაცომ, თანხმობის იშნად თავი დაუქნია ჯაბამ და მანქანის კარები გაუღო, ზემოთ ხსენებული რესტორნის დიდი მინებიდან ჯაბას ნაცნობმა გოგოებმა თვალი გააყოლეს კუმირს, რომელიც საეჭვოდ თბილად ექცეოდა საეჭვო მანდილოსანს...
–ეს ვისთან ერთად იყო?
–რა ეცვა?
–თმები რანაირად ქონდა?
–ღმერთო ეს ბიჭი სადამდე დაეშვა? ასისინდნენ ტუჩებდაბერილი, შურიანი გოგოები
–თამუნამ იცის ნეტა ეს ამბავი? მოკლავს ამ საცოდავს...
–ცაცო მართლა, ხვალ კი გნახავ თუ თამაშზე მოხვალ, მარა მერე უნგრეთისთვის მოსამზადებელი დღეებია, ორჯერადი ვარჯიში და დრო მართლა არ მექნება
–ასე შეწუხებული რატო ამბობ მაგას? მე რა სკანდალს გიწყობ, ყოველ საღამოს თუ არ გნახავ მოვკვდებითქო?
–ახლა სამი დღე, მერე კიდე სამი და რა გამოდის მთელი კვირა ისე გავა, რომ ვერ გნახავ
–ხვალ თამაშს თუ მოიგებ, აეროპორტში გაგაცილებ, გაუღიმა ცაცომ
–მოტივირებაც ამას ქვია... ჩვეულ ადგოლას გააჩერა ჯაბამ მანქანა, სამჯერადი კოცნის რიტუალი ჩაუტარა ცაცოს
–აწი სულ ასე იქნება როგორც ვხვდები არა?
–მჰ... დაახლოებით მაინც მითხარი რამდენი ბილეთი გინდა
–ნუცას წამოვიყვან, ნუ ლაშა რო დავტოვო მომკლავს, მერე გოგოები მოკლავენ, გიგაც... დაიწყო ხმამაღლა ჩამოთვლა ცაცომ
–აუ ბევრი გამოვდივართ, ჩვენ თვითონ მივხედავთ ამ საკითხს, იუხერხულა ცაცომ
–ხუთ ბილეთს დაგიტოვებ სალაროში, მიხვალ, ეტყვი რომ ცერცვაძის ბილეთები მოგენ კაი?
–კაი, თავი დაუქნია ცაცომ, მერე კორპუსს გახედა, აივანზე ხო არავინ დგასო
–რა იყო შეიძლება დაგინახონ და გაგიბრაზდნენ? აბა მანახე შენი სახლის ფანჯრები, გაახელა ჯაბამ
–ფანჯრები არა, ჩემი ოთახის აივანი გამოდის ქუჩის ამ მხარეს
–სართული?
–მესამე
–ჰმ... მაგას რა ჯობია, რო მომენატრები იოლად ამოვძვრები შენთან
–მორჩი სისულელეებს, გაუბრაზდა ცაცო, ლოყაზე უნდოდა ეკოცნა, მაგრამ წვერებზე გამოუვიდა, თავისთვის იფიქრა ამას ალბათ უნდა შევეჩვიოო... მანქანიდან სწრაფად ჩამოვიდა, ჯაბას უცნაური რეპლიკები რომ არ მოესმინა, მის მოულოდნელ საქცილზე, ვერც თვითონ მიხვდა, მაგრამ სახლში ფეხი შედგა თუ არა აივანს მიაშურა, ჯაბა ისევ იქ იდგა, ცაცო რომ დაინახა გაეცინა, ჩამოწეულ ფანჯარაში ნახევრად გადმოძვრა, ხელი დაუქნია, ცაცომ ანიშნა წადიო და მანაც აუჩქარებლად დაძრა მანქანა... ცაცომ მიმავალს თვალი გააყოლა... მერე საინტერესო სცენას წააწყდა, ჯერ იფიქრა დეჟა–ვიუ მაქვსო... დღეს უცნაურობების დღე იყო, ჯერ ნატო და ლაშა... ვერ გაიგო... ახლა გიგა და იაკო... ესეც ვერ გაიგო... ყველაფერი მათრობელა გრძნობებს და ჯაბას დააბრალა, საწოლზე გაუხდელად მიწვა და ჩაეძინა.....
..........................................................................................................................................

დილით მამას ყვირილსი ხმამ გააღვიძა, აღარც კი ახსოვდა მამამ ბობოს როდის აუწია ხმას ოჯახში, მელე ლალუკას ხმაც გაიგო, ნამტირალები ხმით რაღაცას უხსნიდა მამას, მერე ქალბატონი თამარის სასოწარკვეთილი "ღმერთო რა გვეშველება" და საწოლიდან წამოფრინდა, სისწრაფეში ფეხის თითები საწოლის ფეხს გაარტყა, მაგრად გამწარდა, ერთ ფეხზე ხტომით მივიდა კარებამდე, სწრაფად შეუერთდა მომყვირალ ნათესავებს მისაღებში, დედას ჩუმად კითხა ბავშვები სად არიანო, დიდები სკოლაში და პატარას ძინავს ლალუკასთანო, ამათ რა აჩხუბებთო, თავით ანიშნა მამაზე და ლალუკაზე, ქალბატონმა თამარმა ხელი ჩაიქნია
–აბა რა არის ახალი? რატომ ვიწყებთ დილას სკანდალებით? ბავშვები სკოლაში გავყარეთ და ჩვენ თვითონ გადავიქეცით ბავშვებათ? მშვიდად იკითხა ცაცომ
–შეყვარებულია გოგო!!! ახარა ბატონმა ბადრიმ ცაცოს და მას მოკბეჩილი ვაშლის ლუკმა კინაღამ გადასცდა
–ვინ არის ის ბედნიერი? საერთო კითხვა დასვა ცაცომ, მერე თვითოვნე მიხვდა რომ სისულელე იკითხა და ისევ გააგრძელა
–ნუ ახლა... ეს არ არის ახალი ამბავი, ასე შეყვარებული ეს ზემოთ ხსენებული გოგო, თექვსმეტი წლის მერეა
–ცაცო შენი სარკაზმი აქ სრულიად უადგილოა, შენ ამას ვერ გაიგებ, შენ ერთი ფრიგიდული ქალი ხარ, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია, გამწარებულმა გაუაზრებლად წამოაძახა ცაცოს ლალუკამ და იმ წამსვე მიხვდა, რომ ბევრი მოუვიდა როცა ცაცოს სევდიანი ღიმილს შეხედა
–მადლობა ლალუკა, მე ეჭვი არ მეპარებოდა არასდროს შენს ჩემდამი სიყვარულში
–ბოდიში არ მინდოდა, მართლა... მისით წამომცდა
–რა იცი რომ სიყვარული არ შემიძლია? იცი როგორ შემიძლია მიყვარდეს??? შენ და საერთოდ დედამიწის ზურგზე, რომ ვერავინ წარმოიდგენს ისე, მაგრამ ამ სიყვარულის ღირსეული მფლობელი მჭირდემა ლალუკ, მამაკაცი რომელიც შეურაცყოფას არასოდეს მომაყენებს, დედას არ მაგინებს, არ მატირებს, ორსულს არ მიმატოვებს, ხელს არ დამარტყამს, ჩვენ შვილებს გააღმერთებს, კაცი რომელთანაც არ შემეშინდება არაფრის... სიკვდილისაც კი... კაცი რომლის იმედი ყოველთვის მექნება... კაცი რომელთანაც თავს სუსტ ქალად ვიგრძნობ და არ შემეშინდება ამ გრძნობის, კაცი რომელთანაც სიჩუმე ჩამყლაპავს და მე არც ეს სიჩუმე შემაშინებს... კაცი რომელიც ხელს ჩამკიდებს და მე უკან გავყვები, უკან იმიტომ გამიყოლებს, რომ ცხოვრების გზას ჩემს დაუხმარებლად გაკაფავს, მე კი უკვე დაგებულ გზაზე გამატარებს... გესმის? აი ასეთ ადამიანზე დავკარგავ ჭკუას.... შევიყვარებ სიგიჟემდე, იმაზე მეტად ვიდრე ნაპოლეონს უყვარდა ჟოზეფინა... ის რომ მე და შენ სხვადასხვანაირად ვუყურებთ სიყვარულს სულაც არ ნიშნავს, რომ მე არ შემიძლია მიყვარდეს...
–მე ბოდიში მოვიხადე
–გავიგე, მივიღე, მაგრამ იმის თქმა რაც ახლა ვთქვი საჭიროდ ჩავთვალე, ახლა ნორმალურად ამიხსენი, მთელი შენი ცხოვრების სიყვარულმა რაო? მომენატრეო?
–ცაცო ისე ლაპარაკობ სურვილი არ მიჩნდება გიპასუხო
–მე არც უნდა მიპასუხო... არც არავის უნდა უპასუხო... როდის გაგითვალისწინებია ჩვენი რჩევები? ვიცი რომ შეურიგდები... ეს მეც ვიცი და შენმა შვილებმაც... იმედია აწი ცოტა ჭკუით მოიქცევით, დიდები ხართ უკვე...
–რას ამბობ შვილო? თვალები გაუფართოვდა ბატონ ბადრის
–მამ ჯერ კიდევ ვერ შეეჩვიე? მიიღე ეს როგორც ჩვენი ცხოვრების სცენარი... იცი როგორ გაგიადვილდება
–რა სჭირს ამ გოგოს? გაოცებულმა იკით ქალბატონმა თამარმა
–დე ცხოვრების იოლად აღქმა ვისწავლე, ამის მერე აღარ ვინერვიულებ იმაზე რისი შეცვლაც არ შემიძლია და არც იმაზე რაზეც პასუხს მე არ ვაგებ, იცი რა კაია? სამწუხაროა ამას ადრე რატო არ ვაკეთებდი, ეს ლალუკას პირადი საქმეა, სიამოვნებს ხელით სათრევი მეუღლის ყოლა? ყავდეს.... ჩვენი დახმარება თუ დასჭირდება, დავეხმარებით აბა სად წავალთ? მაგრამ ის კი ძალიან მიკვირს, ერთ ოჯახში ასეთი რადიკალურად განსხვავებული დები როგორ გავიზარდეთ? ღიმილით და აუღელვებლად საუბრობდა ცაცო
–ცაცოოო... კარგად ხარ? კითხა შეშინებულმა ლალუკამ
–ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ, ახლა მაპატიეთ უნდა გამოვიცვალო, სამსახურში არ მინდა დავიგვიანო, საღამოს კი შენს უფროს შვილთან ერთად კალათბურთზე მივდივარ, შეიძლება დავიგვიანოთ, აბსოლუტური სიმშვიდით თქვა ცაცომ და ოთახის კარი შიგნიდან მიიხურა, კარადის დიდ სარკეში საკუთარი თავი რომ დაინახა, გაოცებისგან ჩაიქირქილა, მართლა ძალიან ესიამოვნა ეს სიმსუბუქე, მხოლოდ საკუთარი თავი და საკუთარი საფიქრალი, რომ გაბარია... ოთახიდან გამოცვლილ მოწესრიგებული, რომ გამოვიდა მამას კითხა, თუ ისიც სამსახურში მიდიოდა, ხომ ვერ გაიყვანდა, დედას თბილად აკოცა და ლალუკას დაუბარა შეძლებისდაგვარად ჭკუით იყავიო, სადარბაზოდან ერთად გამოვიდნენ, უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში, ცაცომ გიგას აივანს ახედა, იმ იმედით, რომ გიგა დახვდებოდა, მაგრამ....
–მამიკო რა მოგივიდა? რამ შეგცვალა? ხომ არ გიპოვია ის მამაკაცი, რომელზედაც ლალუკას ესაუბრებოდი? ცაცოს ჩაეღიმა
–ჯერ არ ვიცი მამ, ცოტა დრო მჭირდება მაგის შესამოწმებლად, სულ ცოტა
–მიხარია, იმედია მოულოდნელობის ეფექტით გული არ გამისკდება
–მამ ოდესმე ისეთი რამე გამიკეთებია რაზეც გული გაგსკდომია?
–არა
–ოდესმე ჩემზე რაიმე მნიშვნელოვანი არ გცოდნია?
–არა
–ოდესმე იმის შეგრცხვენია რომ შენი შვილი ვარ?
–არა
–აბა რატო იკითხე ის რაც იკითხე?
–არ ვიცი, გახალისდა ბატონი ბადრი
–კარგი ბიჭია?
–ჯერჯერობით ძალიან, მორცხვად ჩახარა თავი ცაცომ და უხერხულად შეიშმუშნა სავარძელში
–მერე სად იპოვე ისეთი იდეალური? ლალუკას ისე დაუხასიათე...
–მე არა... თვითონ მიპოვნა
–დღეს ერთად მიდიხართ კალათბურთზე?
–ნუ შეიძლება ასეც ითქვას
–მერე ნუცა რაში გჭირდება?
–აუ მამ... ნაადრევად რამდენ კითხვას სვამ, ნუცას გარდა იქ ლაშა და ნატო იქნება და კიდე გიგა
–ააა... ტავარი უნდა შეაფასონ?
–მამ!!! წაიწუწუნა ცაცომ
–მოვრჩი, მეტს აღარ ვიკითხავ არაფერს, ისე ლალუკას მეგონა ძალიან ეჩხუბებოდი
–ტაქტიკა შევცვალოთ და ვნახოთ რა გამოვა, იცი ბავშვობაში რას ვერ ვიტანდი? თუ რამეს დავაშავებდი და დედა არ მეჩხუბებოდა, პირიქით ჩუმად იყო რამდენიმე დღე, ამ სიჩუმეს ჭკუიდან გადავყავდი, როცა გეჩხუბებიან, თითქოს შენი დანაშაულისთვის სამაგიეროს გიხდიან და დანაშაულის გრძნობისგან თავისუფლდები, ბარი–ბარში ხარ ცხოვრებასთან, ლალუკაც ასეა, თუ ვეჩხუბებით დანაშაულის გრძნობაც უბათილდება, ნუ თუ გრძნობს რა თქმა უნდა თავს დამნაშავედ, სიჩუმით დავსაჯოთ და ვნახოთ რა მოხდება... იცი რა მახსოვს კიდე ძალიან კარგად, მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი, სკოლაში მათემატიკის მასწავლებელს ვეჩხუბე, როგორც ყოველთვის, დედა გამოიძახეს დირექტორთან, დედამ მათემატიკის მასწავლებლის ყვირილს მოუსმინა და მერე მე მომიბრუნდა ახლა შენ მომიყევი რა მოხდაო, ის კინაღამ გაგიჟდა ანუ ჩემი არ გჯერათო, დედამ მშვიდათ უპასუხა, თქვენი როგორ არ მჯერა, მაგრამ ხომ მაქ უფლება ჩემ შვილსაც მოვუსმინოო, მეც რომ მოვყევი სიმართლე დედამ თავზე ხელი გადამისვა, სკამიდან წამოდგა და ნინო მასწავლებელს უთხრა, პირადად მე გიხდით ბოდიშს, მაგრამ ჩემი ქალიშვილი თავად გადაწყვეტს მოგიხადოთ თუ არა ბოდიშიო, ამასთას თქვენც თუ დაფიქრდებით პატიების თხოვნაზე ურიგო არ იქნებაო, ნინო კივილზე გადავიდა, საქმეში სულიკო (დირექტორი) ჩაერია, მე კაბინეტის დატოვება მთხოვეს, კარებთან ავიტუზე... ნინოს კივილის ხმა კიდევ დიდხანს ისმოდა, მერე სიჩუმემ დაისადგურა, ნინო მასწავლებელი გაბრაზებული გამოვიდა, მე კი ოდნავ ღიათ დატოვებულ კარებს მიღმა გავიგონე დედა სულიკოს როგორ ეუბნებოდა, ბატონო სულიკო, მესმის რომ ქალბატონი ნინო ცოტა ემოცირი პედაგოგია, მაგრამ ეს უფლებას არ აძლევს, აქ დირექტორის კაბინეტში მიყვიროდეს როგორც სკოლის მოსწავლეს, მე რომ თავი დამანებოთ, ეს თქვენი უპატივცემულობა იყოო, და კიდევ ჩემი თხუთმეტი წლის ქალიშვილი უკვე იმდენად დამოუკიდებელია, რომ საკუთარ საქციელზე პასუხის გება შეუძლიაო, თუ შეიძლება მოეპყარით მას როგორც ზრდასრულ ადამიანს და ამის შემდეგ ძალიან გთხოვთ ასეთი სიტუაცია თუ განმეორდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ განმეორდება, თუ შეიძლება მე აღარ გამომიძახოთო, მოუსმინეთ ორივე მხარეს და არ გავიგო რომ ეს ბოდიშით და ე.წ. მასწავლებელი ჩემს გოგონას კიდევ ისე უყვიროდეს, როგორც დღეს მე მიყვიროდაო, ჯერ თავის დისციპლინას მიხედოს და მერე ჩემი შვილის აღმზრდელობასო, სულიკოს პასუხს არც დალოდებია, კაბინეტიდან გამოვიდა და გამიღიმა, მერე სახლამდე სანამ მოვედისთ დედამ ასეთი რაღაც მითხრა, დე მე და მამიკოს ძალიან გვიყვარხარ და ვიცით რომ კარგი გოგო ხარ, დღეიდან ქმედების სრულ თავისუფლებას განიჭებ ნებისმიერ მასწავლებელთან და საერთოდ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საქციელის შედეგზეც პასუხისმგებელი შენ იქნებიო, თუ ეს თავისუფლება გინდა დედიკოს და მამიკოს კალთას აღარ ამოეფარო და თუ ეს თავისუფლება არ გჭირდება, მოიქცევი ისე როგორც ჩვენ გეტყვით და შედეგებზეც პასუხს ჩვენ ვაგებთო... შენ მოსულხარ ოდესმე სკოლაში??? ხო და ის დღე იყო და დედა აღარ დაუბარებიათ სულიკოსთან, მიუხრდავად იმისა რომ მე და ნინოს ჩხუბი არ შეგვიწყვეტია და სულიკოს კაბინეტის ხშირი სტუმრებიც ვიყავით, ის ისევ კიოდა მე კი მშვიდად ვუხსნიდი ყველაფერს, ყოფილა მომენტები როცა ბოდიში მომიხდია, იმიტომ რომ დამნაშავე ვყოფილვარ, მაგრამ ნინოს უსამართლობას არ ვარჩენდი... ბატონი ბადრი იცინოდა როცა ცაცო თავისი სკოლის ამბებს ყვებოდა
–მამ ეს ამბავი იმას მოვაყოლ, რომ მე არ მეშინია პასუხისმგებლობის, ამას დიდი ხნის წინ მივეჩვიე, ლალუკა კი კომფორტულად მაშინ გრძნობს თავს როცა თავის წილ პასუხისმგებლობას ჩვენ გვინაწილებს, ჩვენც უნდა გავინაწილოთ, ის ხომ თქვენი შვილი და ჩემი დაა, ნათესავებს კი როგორც აღმოჩნდა არ ირჩევენ, ბატონი ბადრი უცებ დასერიოზულდა
–ცაცო, მამიკო, შეიძლება ამას საკმარისად ვერ ვამჟღავნებ, მაგრამ ძალიან მიყვარხარ მამიკო
–ვიცი მამ, შენ კიდე იმ სამი მამაკაციდან პირველი ხარ ვისთვისაც არ მეშინია იმის თქმა, რომ უგონოდ მიყვარს, მიეხუტა ცაცო მამას და მხარზე თბილად აკოცა
–ის ორი ვინღაა ნეტა? გაუღიმა ბადრიმ შვილს
–ბაბუ და გიგა
–გიგა, გიგა, გიგა.... შემოელია ბატონ ბადრის სიტყვები...
–რა მოხდა მა? გაუკვირდა ცაცოს მამის რეაქცია
–არ მეგონა გიგაც თუ ჩვენს რიგებში იყო
–შენ მამა ხარ, შალვა ბაბუა და გიგა კიდე ძმა
–მოხვედი ქალბატონო სამსახურში, ჩახტი ახლა და როცა დროს მოვიხელთებთ შენ ძმაზე ვისაუბროთ, ბიჭი მყოლია და არ მცოდნია, მე როგორი მამა ვარ???
–ამაზე სასაუბრო მე მგონი არაფერია, ის ძალიან დიდი ხანია ჩემი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი და დამცველია, მე შემიყვარდა ის ღრმა ბავშვობაში, მიყვარს დღემდე და ალბათ მეყვარება მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ მე ის ღრმა ბავშვობაში მივიღე ჩემიანად...
–ჭკუით იყავი მამიკო და მომიკთხე სამეული...
ნატოსთან და ლაშასთან არასოდეს გასჭირვებია საუბარი, დღეს კი თვალებს არიდებს ორივეს, არა და რამდენი რამე აინტერესებს? პირველ რიგში ის, თუ რა სჭირდათ გუში.... სამივენი უცხოებივით დგანან აივანზე, ლაშა ხარბად ეწევა სიგარეტის ღერს ღერზე, ცხელი ყავა ტემპერატურის მატებამ ცივით ჩაანაცვლა, ხშირად კი ნაყინიანმა ცივმა ყავამ, დგანან ასე და საუბრის დაწყებას არც ერთი არ ცდილობს, ყავის დონე ჭიქებში ნელნელა იკლებს და ცაცო ხვდება, რომ დღის ბოლომდე ვაღარ მოახერხებს მათთან საუბარს, დღის ბოლოს კი გვიანი იქნება, იმასაც ხვდება, რომ შაბათს ან კვირას გოგოების დაძაბული შეკრება იქნება, განიხილება საკითხები: N1. ცაცო და კალათბურთელი; N2. ნატო და ლაშა; N3. ნინა და მისი დეგენერატი ქმარი, ან ნინა და მოჩხუბარი მამამისი... ნუ როგორც აეწყობა... ორშაბათს ჩამოერთვა მძიმე დღის სტატუსი და ამ დაძაბულ შაბათ–კვირას გადაეცა....
–დღეს კალათბურთის ბილეთები მაქვს, წამოხვალთ? ფრთხილად იკითხა ცაცომ, ლაშამ ერთი კი უცნაურად გახედა, მაგრამ მიხვდა სერიოზულად ამბობდა, ნატოს არ გასჭირვებია ბილეთების მკისრებელი პიროვნების ვინაობის გამოცნობა... ლაშამ მხოლოდ თავის დაქნევით გამოხატა თანხმობა, ნატომაც მას მიბაძა
–რა მოგივიდათ? მოხდა რამე? მე არ მელაპარაკებით თუ ერთმანეთს? თუ ერთმანეთს მე რა შუაში ვარ? ნორმალური პასუხის ღირსი აღარ ვარ? ან ერთმანეთს რა დაუშავეთ ასეთი?
–ყავას მოვრჩი, საქმე მაქ, წამოხტა სკამიდან ლაშა და გოგონები მარტო დატოვა აივანზე
–სერიოზულია რამე?
–შაბათს ნინასთან, შენზეც და ჩემზეც, ნუ ჩვენზე... მოკლედ უპასუხა ნატომ და თავით ლაშაზე მიანიშნა
–თქვენზე??? გაოცება ვერ დამალა ცაცომ
–ნუუ...
–გასაგებია, მაგრამ დღეს ასე უნდა წამოხვიდეთ თამაშზე?
–ის ხო იცი როგორია, თამაში ხასიათს გამოუსწორებს, შენ ეს მითხარი როგორ გყავს კალათბურთელი?
–საოცრად, სიამოვნებით ამოიხვნეშა ცაცომ
–ძალიან მიხარია ცაცო, მოეხვია ნატო და მერე სამუშაოს დაუბრუნდნენ, ცაცომ გიგას დაურეკა, იმანაც სიამოვნებით წამოვალო, ნუცაც გამოიყოლეო თხოვა ცაცომ, მერე საქმეში ჩარგო თავი და ტელეფონის ხმა სადღაც შორიდან მოესმა თითქოს, ძლივს აღმოაჩინა საბუთებს ქვემოთ მოქცეული აპარატი და გაეღიმა
–რატომ არ მირეკავ? შენ რანაირი გულშემატკივარი ხარ? ახლა არ უნდა მამხნევებდე? ხალიასიანი საყვედურობდა ჯაბა
–ვერ მოვიცალე, ისე იცოდე რომ მორალურად შენთან ვარ, პრინციპში სხვა არც არაფრით შემიძლია დახმარება
–მოდიხარ ხო?
–კი, თან შენს შესამოწმებლად კომისია მომყავს
–შემადგენლობით?....
–ნუცა, ნატო, გიგა და ჩემი მეგობარი ლაშა
–ნუცა და ნატო ისედაც მაღმერთებს, გიგას ვიცნობ და არ უნდა იყოს ცუდი პიროვნება, საშიშროებას არ წარმოადგენს და ლაშა ვნახოთ როგორი ვიღაცაა
–ამათმა უნდა შეგაფასონ შენ კი არა, გაეცინა ჯაბას თავდაჯერებულობაზე ცაცოს
–ოჰ... კომისია ორმხრივი იქნება... შენ უფრო ცუდ დღეში ხარ, ჩემს და–ძმასთან ერთად მოგიწევს ჯდომა და ძმიშვილთან, ის კი დაგისვამს ერთ–ორ გემრიელ კითხვას
–ახლა გამახსენდა ბევრი საქმე მაქვს და ვერ ვახერხებ წამოსვლას...
–ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება, თბილად დაამშვიდა ჯაბამ
–საღამომდე
–ცაცო რაღაც სისულელე რომ გითხრა, თან ძალიან ბანალური, არ გამიბრაზდები?
–ჯერ მითხარი და მერე ვნახოთ...
–სისულელეა, მაგრამ მომენატრე, უბრალოდ მენატრები, ისე გულახდილად რომ გითხრა მთელი დღე არ მიფიქრია შენზე, ახლა კი ვხვდები, რომ მენატრები...
–არ გიბრაზდები, მაგრამ ასეთ სისულელეებს თუ არ გაიმეორებ უკეთესი იქნება!
–ვიცოდი რომ გაბრაზდებოდი... ისე გუშინ რო ყვიროდი ისე იყვირებ დღესაც?
–თუ კარგად ითამაშებ დავამხობ სპორტის სასახლეს...
–მპირდები?
–გპირდები
–ხო გახსოვს ცერცვაძის ბილეთებს მოიკითხავ სალაროში
–ისე გუშინაც მინდოდა მეკითხა რატომ ცერცვაძის?
–აბა ჩემ სახელზე რომ დაგიტოვო ბილეთები დაიწყებენ ჭრაობას და ისევე როგორც შენ არ გინდოდა თანამშრომლების ყბაში ჩავარდნა, არც მე მხიბლავს ეგ პერსპექტივა....
–ოხ ეს კონსპირაცია...
გიგამ ნუცას შეუარა, დეიდაშენი კალათბურთის მოყვარული როდის მერე გახდაო გაეხუმრა და ნუცამაც, რაც კალათბურთელი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა მას მერეო და ორივეს გაეცინათ, სახლიდან სპორტის სასახლემდე მხიარულად მივიდნენ, გზაში გიგა, ლალუკასთან და ცაცოსთან გატარებულ ბავშვობას იხსენებდა და ნუცა გაკვირვებული უსმენდა, ცაცო დეიდა ხომ მისთვის სისწორის განსახიერება იყო და ახლა ისმენდა როგორი ბუნტისთავი და მოჩხუბარი დეიდა ყოლია ახალგაზრდებაში, გიგა კი უხსნიდა, რომ ცაცო უსამართლობას საშინლად ვერ იტანდა და მაშინ არც უფიქრთებოდა შედეგებს ისე შეეძლო გამოელანძღა ვიღაც უსამართლობის გამოო და მისთვის არ ქონდა მნიშვნელობა, ეს ვიღაც ვინ იყო, თუნდაც მამაზეციერი ღმერთი ყოფილიყო... იმ მომენტში ის ცაცოსთვის უსამართლო იყო და მორჩაო... ნუცას გაეცინა და სიცილითვე უპასუხა, რომ ცაცო დეიდა არც ახლა შეცვლილაო, სამსახურიდან ადრე გამოიპარნენ, ნუ ერთი საათით ადრე, ლაშას მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა ორივე, ლაშამ უსიამოვნოთ გახედა გოგოებს, მაგრამ არაფერი უთქვამს, იმის გარდა, რა იქნებოდა ერთ–ერთი წინ რომ დამჯდარიყავით, მე რა თქვენი მძღოლი ვარო? გოგოებს გაეცინათ, ერთმანეთს სპორტის სასახლის სალაროებთან შეხვდნენ, ცაცომ ბილეთები აიღო და ფეხის თრევით შევიდა დარბაზში, იქ ხომ ჯაბას და და ძმა იქნება, კიდევ ძმიშვილი... მხოლოდ ეს აზრები უტრიალებდა თავში, ადგილებს რომ მიაგნეს, ლაშა გაოცებული იყო, ცაცოს ჩუმად კითხა აქ რას ვაკეთებთო? ეს ხომ მოთამაშეების ნათესავებისთვის განკუთვნილი ადგილებიაო... ცაცომ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან ბატონი ავთო შენიშნა მისკენ მიმავალი და მისი დანახვა ძალიან გაუხარდა, ფეხზე წამოხტა დიდი სიყვარულით გადაეხვია და მოიკითხა
–ნანი დეიდაც არის?
–არა საყვარელო, ნანის არ უყვარს ხმაური, სიმშვიდე ურჩევნია
–დასანანია, ძალიან გამიხარდებოდა მისი ნახვა, ალბათ ჩვენთან ახლოს ზიხართ არა?
–კი მაგრამ ჩემებს ველოდები
–თქვენებს? ვერ გაიგო ცაცომ
–შვილებს და შვილიშვილს, გაუღიმა ბატონმა ავთომ, ცაცოს გულში რაღაც ეჭვმა გაკრა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა... ცოტა ხანში ბატონი ავთოსიანები გამოჩდნენ და მანაც დიდი სიამოვნებით წარუდგინა ცაცოს შვილები
–ეს ჩემი უფროსი ვაჟია ზურა, ეს ქალიშვილი ნინო და ესეც შვილიშვილი ლადუნა
–სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
–და ჩვენთვის როგორ... ბიძიას ძალიან უნდოდა რომ გაგვეცანი, ბევრი გვსმენია შენს, თქვენს შესახებ, შეასწორა ბოლოს ლადომ, აი აქ კი ცაცომ მუხლებში სისუსტე იგრძნო, ანუ რა გამოდიოდა, ბატონი ავთო ჯაბას მამა და ნანი დეიდა ჯაბას დედა... ის საოცარი სახლი კი ჯაბას სახლი???
–ღმერთო... წამოიყვირა უცებ ცაცომ და პირზე ხელი აიფარა უხერხულობისგან, ნინოს გაეცინა
–არ ელოდი არა? არ უთქვამ მშობლები რომ გაგაცნო ხო?
–ეს ადრეც გაუკეთებია?
–არა ასე არასოდეს მოქცეულა, მაგრამ ჩემი აზრით მათთან ნაცნობობა გაგიადვია, ჩემი ქმარიც, რომ ასე მოქცეულიყო მისი დიდად მადლიერი ვიქნებოდი
–შენ ძმას მოვკლავ, ნაძალათევად გაიღიმა ცაცომ
–ბოდიშით ბატონო ავთო ისე რომ შემოგეჭერით, მე... მე... მე... ძალიან დაიბნა ცაცო
–დედას ძალიან მოეწონე, ეს ერთ–ერთი დიდი მიზეზი იყო ჩვენი აქ მოსვლის, გვინდოდა გვენეხა გოგო, რომელმაც დედაზე ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ისე არაგიშავს... არ უნდა გავდე იმათ... ადრინდელებს... გაუღიმა ზურამ... რა საშინელი სიტყვაა ადრინდელები? თითქოს რაღაც სიის ნაწილი გახდა უცებ ცაცო, სიის ერთ–ერთო რიგითი წევრი, შეეშინდა, შეძულდა სია რომელიც მისით არ იწყებოდა და ზურას გაგომეტყველებას თუ დავუჯერებდით, მისით არ დამთავრდებოდა, ნინომ მუშტი უთავაზა მოლაქლაქე ძმას, ცაცოს აღარ სიამოვნებდა უკვე, აქ მათ გარემოცვაში ყოფნა, ნუ ბატონ ავთოს და მომღიმარ ნინოს რას ერჩოდა? ზურა არ მოეწონა, შემფასებლური თვალით, რომ უყურებდა იმიტომ, სხვებთან, რომ აიგივებდა იმიტომ და კიდევ ვერ მიხვდა რატომ... მერე ცაცომ მისი მეგობრები გააცნო ჯაბას ოჯახს, ადგილები რომ დაიკავეს ცაცოს ხმა აღარ ამოუღია, მარტო ნატომ კითხა, ოჯახის გაცნობა ადრე ხომ არ იყოო? მამას და დას არაუშავს, აი ძმას კიდე საშიში თვალები აქვსო, ლადო კი ნუცასთან გაერთო საუბრით, თითქმის ტოლები აღმოჩნდნენ, თამაშიც მალე დაიწყო და ცაცოს ხმა არ ამოუღია, უემოციოდ უყურებდა საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშს
–ცაცო ასე ნუ იქცევი, გადაულაპარაკა გიგამ გაბერილ ცაცოს, მანაც მამის მკვლელივით გახედა, გიგას ცოტა შეეშინდა
–ვიცი არ გესიამოვნა მისი ეს საქციელი, მაგრამ თუ დამიჯერებ ძალიანა კარგადაც მოიქცა, მე პირადად აღარ ვდარდობ შენზე
–მე არ მესმის ეს მამაკაცური ლოგიკა
–გესმის, უბრალოდ რაღაც ელემენტები გაღიზიანებს, თუ მათ იგნორირებას შეძლებ, ძალიან დამავალებ, აბა შენ რა გეგონა? ყველა შენი ჭირიმე შენ გენაცვალეს დაგიძახებდა და ფეხ ქვეშ გაგეფინებოდა? ეს მხოლოდ დასაწყისია, მისი სამეგობროს გაცნობა იქნება ყველაზე ძნელი და შენ ნეგატიური მზერის, დამოკიდებულების, შეიძლება შეურაცყოფის იგნორირებაც უნდა ისწავლო, შეეგუე იმას, რომ დაგამცირებენ, ეცდებიან ყოველ შემთხვევაში... შეეცდებიან დაგანახონ რომ მათ სამყაროს არ ეკუთვნი, მაგრამ ეს ჯაბას ოჯახს არ ეხება, ზურას გაგება შეიძლება, შენი გულწრფელობა უნდა დაიჯეროს, ეს კი არ გაგიჭირდება, მაგრამ ასე გაბერილი თუ დაჯდები, მის კეთილგანწყობის წისქვილზე წყალს ვერ დაასხამ, მოდუნდი, გაიღიმე, უგულშემატკივრე, ფანატიკურად არა, ისე როგორც აპირებდი, დაივიწყე, რომ აქ ჩვენც ვართ, უბრალოდ, გულით გაიხარე რომ შენი ბიჭი თამაშს იგებს და მორჩა... ცაცო გაოცებული უყურებდა გიგას... დიდ შესვენებაზე ნინომ, ცაცომ და ნატომ საინტერესოდ ისაუბრეს, ზურა სადღაც დაიკარგა, ბატონი ავთო კი გიგას და ლაშას ესაუბრებოდა, ლადო ისევ ნუცას აცინებდა...
–რა გააკეთე ისეთი რომ ნანის თავი მოაწონე? ხალისიანათ იკითხა ნინომ
–არ ვიცოდი, რომ თქვენი მშობლები იყვნენ, ჯაბამ უბრალოდ მითხრა ერთ ადგილას შევიაროთო, არ დაუძახია მათთვის არც დედა, არც მამა, კი მინდოდა მეკითხა ვინ არიანთქო, მაგრამ მომერიდა, ნანი დეიდასთან კი ძალიან თავისუფლად ვიქცეოდი, აჯაბსანდალი გავაკეთეთ ერთად და მერე ყავა მოვადუღე, ეს იყო და ეს, ღმერთო რო მახსენდება იქ როგორი მოუწესრიგებლები მივედით, სად ქონდა შენ ძმას ჭკუა? ვინ აცნობს პირველივე შეხვედრაზე მშობლებს?
–ამ მხრივ ჯაბა ორიგინალურობით გამოირჩევა, ყველა მხრივ არასტანდარტულია, მშობლებს კი რაც თავი მახსოვს სახელებით მივმართავთ, არ მახსოვს ეს საიდან დაიწყო, მეც ავთოს და ნანის ვეძახი, ზურაც და ჯაბაც, ის კი არა ბაბუას და ბებიას არ ეძახიან ჩვენი შვილები
–მე კიდე ნანი დეიდას ვეძახდი, რა სირცხვილია... სულ აუწითლდა ლოყები ცაცოს და ნინო ძალიან გაახალისა მისმა სიმორცხვემ, მერე ნატოს სამსახურის ამბები კითხა, ათას სხვა თემასაც შეეხნენ და თამაში ისევ განახლდა, ისევ ჩვენი ნაკრების უპირატესობით, ცაცომ გიგას რჩევა გაითვალისწინა და სულ დაავიწყდა ვინ აკონტროლებდა და ვინ არა, ისიც კი არ შუმჩნევია დაუბრუნდა ზურა მის ადგილს თუ არა... ცაცოს კალათბურთი არასდროს ჩაუთვია აზარტულ თამაშად, ახლა კი ისეთ ემოციებს განიცდიდა მთელ დარბაზთან ერთად, რომ ცოტათი შეეშინდა მოჭარბებული ადრენალინის... თამაში ჩვენების გამარჯვებით დამთავრდა და მაყურებელიც წამოიშალა, ჯაბას ოჯახს რომ ემშვიდობებოდა, ზურამ თხოვა თუ შეიძლება ხუთი წუთი დამითმეო, ცაცომაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მათ თანხმხლებლებს ცოტათი მოშორდნენ
–მაპატიე თუ რამე გაწყენინე დღეს, ძალით არაფერი გამიკეთებია, მესმის რომ შენთვის ძნელი გასაძლები იყო ეს ყველაფერი
–ზურა ახლა ამას რატომ მეუბნები?
–წასვლას აპირებ... ჯაბამ კი მთხოვა გადაეცი ჩემს უნახავად არ წავიდეს დამელოდოსო
–არ შემიძლია, უნდა წავიდე, ჯაბას კი უთხარი, რომ დაპირებას შევასრულებ... მიხვდება რასაც ვგულისხმობ
–ცაცო თუ არ გინდა, რომ მომკლას უნდა დარჩე
–თქვენი ძმური საქმეები ერთმანეთში გაარკვიეთ, მე ჯერ არ მაქვს ჩარევის უფლება, გაუღიმა ცაცომ და ბატონ ავთოს გადაეხვია, ქალბატონი ნანი მომიკითხეთ და კიდევ ერთხელ მოუბოდიშეთ ჩემს მაგივრადო თხოვა
–უკვე ქალბატონი გახდა? და დეიდას რა მოუვიდა? გაიკვირვა ბატონმა ავთომ, ცაცომ მხოლოდ ჩაიღიმა და ზურას მუდარის მიუხედავად მაინც ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, გარეთ რომ გამოვიდნენ, გიგამ გოგონები ლაშას ჩააბარა, მე კიდე საქმეები მაქვსო, ესენი სახში მშვიდობით მიიყვანეო... ცაცო მიხვდა რასაც აპირებდა, ძალიან თხოვა არ გინდაო, მაგრამ გიგაც არ დარჩა ვალში, როდის იყო რამეს გიჯერებდი ახლა რომ დაგოჯეროო, ჩაეგდე მანქანაში და ხვალე გნახავო... გოგონები რომ გაისტუმრა, თვითონ ზურასთან დაბრუნდა, ჯაბასთან საქმე მაქვსო, სანამ ჯაბა გამოვიდოდა ზურას ესაუბრებოდა, ძალიანაც კარგად გაუგეს ერთმანეთს, ჯაბა რომ გამოვიდა და ცაცო ვერ დაინახა, ძალიან გაბრაზდა, ზურასაც წამოაძახა შენი ბრალი იქნება ყველაფერიო, მამას და ნინოს მოეხვია, აქ რატო დგახართ ამდენ ხანს წასულიყავით რა სახში არ მოვიდოდიო? მამა და ნინო გაისტუმრეს, დარჩნენ სამნი, ზურა, ჯაბა და გიგა, ზურამ ცაცოს დანაბარები გადასცა ჯაბას, ეგ ერთი კარგი ამბავი მაიც გავიგე შენგანო... ცაცო აუცილებლად უნდა ვნახოო დაიჩემა და გიგამ აუხსნა, ახლა ფიქრი აცადეო, ჯაბას მომდევნო რეპლიკაზე კი ბევრი იხალისა გიგამაც და ზურამაც, მაგ გოგოს ტვინი უცნაურად უმუშავებს, რაც უფრო მეტს საფიქრალ დროს ვაძლევ, მით უფრო მეტად მშორდება, მეტი რაღაცეების შიში უჩნდება და საერთოდ მივხვდი, რომ ცაცოს ფიქრი არ უნდა აცადო, ულტიმატუმების ენაზე უნდა ესაუბრო, ან რაღაც თამაშივით ურთიერთობაზე უნდა წამოიკიდო, ისეთზე სადაც საკუთარ თავსაც კი დაუმტკიცებს რაღაცეებსო... მერე გიგას შესთავაზა წამო ჩვენთან ერთად ვიქეიფოთო, რაზეც გიგას ზრდილობიანი უარი მიიღო, თქვენთან ქეიფს ალბათ არაფერი ჯობია, მაგრამ მე იქ არავის ვიცნობ და თავს უხერხულად ვიგრძნობო, მერე კი ცაცოზე ერთი ორი წინადადებით აუხსნა ყველაფერი, როგორ უნდა მოქცეულიყო მასთან
–მას უბრალოდ, ქაოსი და გაუგებრობა აშინებს ჯაბა, თუ შეძლებ აუხსნა რას, როდის და რისთვის აკეთებ ცაცო იოლად გაგიგებს, ვერ გპირდები, რომ მოეწონება, მაგრამ გაგიგებს, იცი ბავშვობიდან ძლიერ მამაკაცზე ოცნებობს, ისეთზე თავის ტოლად რომ ჩათვლის და ამასთან ერთად პირველობას დაუთმობს, ცაცოსთან აუცილებლად უნდა დაიცვა ჩარჩოები, ხშირ შემთხვევაში მას არ უნდა მიმართო თხოვნით, უბრალოდ უნდა უთხრა, ასე მინდა და მორჩა, ოღონდ ეს მინდა საფუძვლიანი და მისთვის მისაღები უნდა იყოს, შეეცადე გამაღიზიანებელ ხალხთან არ ქონდეს ურთიერთობა, აი შენ წრეში სავარაუდოთ იქნებიან, პოლიტიკოსები, ცნობილი ფოი ფოი გოგოები, რომლებიც შენზე გიჟდებიან... თუ ასეთ პიროვნებებთან მოგიწევს შეხვედრა, გაითვალისწინე ცაცო იქ არ წაიყვანო, თორემ სკანდალია არ აგცდება, ცაცომ თავის შეკავება არ იცის და მე მგონი იმას უკვე ხვდები, რომ ცაცოსთვის იოლია წყობილებიდან გამოიყვანოს ადამიანი მხოლოდ მშვიდი სიტყვიერი ურთიერთობით... კიდევ არ ჩაერიო უხეშად მისი ოჯახის საქმეებში, თუ ის ამის უფლებას არ მოგცემს
–და როგორ მივხვდე ამის უფლებას მომცემს თუ არა?
–მაგას აუცილებლად მიხვდები
–და საერთოდ რატომ მეუბნები ამ ყველაფრს?
–ჯაბაა, წარმოიდგინე თითქოს ცაცო რაღაც ძნელად ასაწყობი კონსტრიქციაა, შენ ის უნდა ააწყო ძალიან მოკლე დროში, ხოლო ინსტრუქცია ჩინურ ენაზეა, მე კიდე ჩინური ენის სპეციალისტი, გაიგე?
–რატომ აკეთებ ამას? გაუმეორა კითხვა ჯაბამ
–მე და ცაცო ერთ ეზოში გავიზარდეთ, ის ჩემი საყვარელი ბავშვობაა, ჩემზე უკეთესად ცაცოს მხოლოდ მისი მშობლები იცნობენ, ცაცო ბავშვობიდან ძალიან ძლიერია, მთელი ცხოვრებაა დინების საწინააღმდეგოთ მიცურავს, ყოველთვის რაღაცას ამტკიცებს, ცხოვრებას უდგას ჯიბრში, არ დავიღლები და ვერ გამტეხავო იმას ეუბნება, მაგრამ დადგება ის დღე როცა დაიღლება... იცი რაზე ოცნებობს მთელი ცხოვრებაა? სისუსტეზე, უშიშარ სისუსტეზე, არ ვიცი რატომ ამოგირჩია შენ... მაგრამ შენთან თავს ამ სისუსტის უფლებას აძლევს და არ ეშინია, იცი რატო? ერთადერთი მამაკაცი ხარ ვისთანაც გაბედა და სისუსტისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა, დამიჯერე ცაცოსთან ყველაფერი სხვანაირი იქნება, ის შეძლებს სამყარო სხვანაირი თვალით დაგანახოს, ცაცოს სამყარო... სადაც არ შეიძლება ტყუილი, ორპირობა, მლიქვნელობა, ბოროტება, სიბინძურე... ცაცო იდეალისტია... უნდა ყველაფერი პირველად და უკანასკნელად... მე რატომ გიყვები ამ ყველაფერს? იცი ჯაბა, მე ცაცო რომ დავტოვე ის ოცი წლის იყო, რას ნიშნავს დავტოვე? ციხეში ჩამსვეს, უსამართლოდ და ცაცო ჩემს საშველად გამართულ ბრძობაში უსამართლობასან დამარცხდა, შენც თუ არ გაუმართლებ... ცაცო საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ცხოვრებაში ყველაფერს მისი ადგილი აქვს და იქ არასოდეს არაფერი იცვლება, მე კი ეს ძალიან არ მინდა, მინდა ცაცომ დაიჯეროს, რომ ცხოვრების შეცვლა შეიძლეაბ, არ მინდა დანებდეს და იფიქროს, რომ პატარ–პატარა ბრძოლების წაგებით, ომი წააგო... ვიცი რომ რასაც გეუბნები, ამას არ უნდა გეუბნებოდე, შენი სახის გამომეტყველებით ვხვდები რო შოკში ხარ, თვალებში ეჭვიანობის ნაპერწკლებიც აგიჯანყდა, მაგრამ თუ ძმა ხარ ჩაახშე ეგ აჯანყება, იმიტომ რომ მე ცაცო ძალიან ღრმა ბავშვობაში გავიცანი, ჩემთვის ის სულ კიკინებიან შვიდი წლის გოგოდ დარჩება, თორმეტჯოხობანას თამაშის დროს, რომ გავიცანი და მაშინ ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა ასეთი და მყოლოდათქო, ხო და მყავს იმ დღის მერე სასურველი პატარა დაიკო მისი სახით, აი შენ ნინოსთვის ხომ ყველაფერი საუკეთესო გინდა? ასე მინდა მე ცაცოსთვის და ამას შვიდმაგი დოზით განვიცდი, იმიტომ რომ შვიდი წელი არ ვყავდი გვერდით... იმედია ძალიან არ დაგღალე და ყველაფერსაც სწორად მიმიხვდი, რისი თქმაც მინდოდა
–მადლობა გიგა, ხელი გაუწოდა ჯაბამ და გიგამაც მძიმედ ჩამოართვა ხელი, მერე ერთმანეთს თბილად გაუღიმეს და ჯაბამ კიდე ერთხელ თხოვა წამო ჩვენთან ერთადო, რაზეც ისევ ზრდილობიანი უარი მიიღო....

................................................................................................................................................

გიგა სახლის გზას ფეხით გაუყვა, უჩვეულოდ კმაყოფილი, არასდროს მოსწონდა ცაცოს თაყვანსმცემელი ბიჭები, ალბათ იმიტომ რომ ისინი ცაცოსაც არ მოსწონდა, ყოველთვის ფიქრობდა, როცა ის დრო დადგებოდა და ცაცოს ვიღაც ბიჭს გააცნობდა, აუცილებლად იეჭვიანებდა მასზე, თავიდანვე არ მოეწონებოდა და საკმარისი იქნებოდა ერთი გადაბრუნებული სიტყვა, რომ მისთვის თავ–პირი გაეერთიანებია, ჯაბა კი... ამ ეჭვიანობის საშუალებას არ აძლევდა, გიგა ძალიან კარგადაც ხვდებოდა და ჯაბსაც იმიტომ აფასებდა, რომ მას ცაცოს დაცვა შეეძლო... რაში ჭირდებოდა ცაცოს დაცვა? არც არაფერში, უბრალოდ ჯაბა მის თავს არავის დააჩაგვრინებდა და მორჩა, დღეს კი დარწმუნდა, რომ ის ცაცოსთვის ღირსეული კანდიდატი იყო, მერე შეეშინდა, მოვლენებს ძალიან წინ ხომ არ ვუსწრებო? მათ ერთმანეთი ხომ სულ ცოტა ხნის წინ გაიცნესო? თუმცა ასეთ საქმეებს ბევრი დრო რაში სჭირდებაო? გაეღიმა... ჯაბას ცაცოს ნახვა ძალიან უნდოდა, მაგრამ ბიჭებთან ერთად რომ არ წასულიყო გაბარჯვების აღსანიშნავად, დაუწყებდნენ აბა სად მიდიხარ, რა დაგემართა, გოგოს გულისთვის გუნდელების გადაგდება როგორ შეიძლაბა და ათასი სისულელე, რომლის თავი ახლა არააქვს, შეეცდება ადრე წამოვიდეს და ცაცოს დაურეკავს, მაგრამ მარტო დარეკვა რას უშველის? მისი ნახვა უნდა, მისი სიცილის მოსმენა და მისი თხელი თითების შეგრძნება სახეზე, აი ისე გუშინ რომ იგრძნო, რაღაც ძალიან უცნაური, ცაცო რომ უყურებდა ჩუმად თვალებში და იმაზე მეტს, რომ აგრძნობინებდა ვიდრე სიტყვებით ან უაზრო ჩახუტებებით, ისე არც ამაზე იტყოდა უარს... ლაშამ ჯერ ცაცოდა ნუცი დატოვა და მერე ნატო მიიყვანა სახლამდე, გზაში არ უსაუბრიათ და ასევე უსიტყვოდ დაშორებას აპირებდა ნატო როცა ლაშამ კითხა, ასე გაბუტული როდემდე იქნებიო? ნატომაც მე ნუ მთხოვ შენს ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებას, ჯერ მოაგვარე ყველაფერი და ჩემს შემორიგებაზე მერე იფიქრეო, გოგოებს არაფერი მოუყვე თუ შეიძლებაო თხოვა ლაშამაც და ნატოს პასუხიც კი არ გაუცია მანქანის კარები ისე მიუჯახუნა ცხვირწინ... ნაცა ოთახში შეუვარდა ცაცოს
–ცაცო დეიდა, რა გამოდის შენ და ჯაბას ყველაფერი სერიოზულად გაქვთ? მიუწვა გვერდით დეიდას
–არ ვიცი, დღეს ძალიან გამაბრაზა მისმა ძმამ და შენ კიდე ლადოთი მოიხიბლე მე მგონი ზედმეტად...
–ძაან საყვარელი და ხალისიანია
–ღმერთო ეს ცინცაძეები ყველა ეგეთები როგორ არიან? ჩაეხუტა ცაცო დიშვილს
–გიგა ჯაბასთან სალაპარაკოდ დარჩა ხო? იჩხუბებდნენ?
–არ ჩემო კარგო არ იჩხუბებდნენ, ისიც არ გამიკვირდება ახლა ერთად ქეიფობდნენ, მაგრამ მეშინია ჯაბა არ დააფრთხოს იმან რასაც გიგა ეტყვის
–მე მგონი სულელი არ არის ჯაბა და ჩემი აზრით გიგა ისეთს ვერც ვერაფერს ეტყვის რასაც თვითონ ვერ მიხვდებოდა...
–რა იყოთ, ეს ჯაბა ყველას ჰიპნოზს გიკეთებთ? ყველა როგორი აღფრთოვანებულები ხართ მისით?
–შენ გვაძლევ ამის საბაბს და მაგიტო, ისე დღეს არასწორად მოექეცი, უნდა დალოდებოდი და უნდა გენახა, გამარჯვებაც უნდა მიგელოცა, რატო წამოვედით ისე სწრაფად? ზურაზე გაბრაზებული ჯაბას რას ერჩოდი? ბავშვივით მოიქეცი
–ეგღა მაკლდა შენ მასწავლო ჭკუა
–ხანდახან პატარებსაც შეუძლიათ რაღაცეები ასწავლონ უფროსებს, ხვალ შენ თვითონვე დაურეკე და ბოდიში მოუხადე, თუ გინდა მოიმიზეზე ნუცა ცუდად გახდა და ვერ დაგელოდეო, შენ თვითონ დაპატიჟე სადმე... ცაცო იცინოდა როცა ნუცა დედასავით არიგებდა ჭკუას
–აღარ ცალია ხვალ და ზეგ მოსამზადებელი დღეები აქ, შაბათს მიფრინავს დილით თამაში აქვთ უნგრეთში
–ყოჩაღ რა კარგა გცოდნია განრიგი... შეაქო ნუცამ
–ეს იმიტომ რომ შევპირდი თუ დღეს მოიგებდა შაბათს აეროპორტში გავაცილებდი, ჩურჩულით გადაულაპარაკა ცაცომ
–დღევანდელმა მოვლენებმა რამე შეცვალა? ჩურჩულითცე კითხა ნუცამ
–არა, მე გაცემულ პირობებს ყოველთვის ვასრულებ
–ისე ცაცო დეიდა შენ და ჯაბა რო დაქორწინდებისთ, მერე ჯაბას, ჯაბა ბიძია უნდა დავუძახო? ცაცო კინაღამ გაიგუდა სიცილით
–მე და ჯაბა რას ვიზამთ? იკითხა მას მერე რაც სული მოითქვა
–რა არ აპირებ მაგას?
–ნუცი, ამაზე ფიქრი ჯერ ძალიან, ძალიან ადრეა, სულ ახლახანს გავიცანით ერთმანეთი
–დღეს გიგასაც გიგა ბიძია დავუძახე და ისე შემომხედა მეგონა მომკლავდა
–რა დაუძახე? ცაცო ისევ ახარხარდა
–ვაიმე ნუცა გადი ახლა ოთახიდან თორე გამგუდავ სიცილით, რა კაი ვიღაცა ხარ, ასე თუ გავხალისდებოდი ამ საღამოს არ მეგონა და კიდე გიგას ბიძია აღარ დაუძახო, ნუ სტატუსობრივად კი შეეფერება, მაგრამ ასაკობრივად იმდენად მცირე სხვაობაა თქვენს შორის, რომ უცნაურია ბიძას ეძახდე, ისე რას არ მივცემდი გიგას სახე დამენახა მაშინ როცა ეგ უთხარი... ნუცამ დეიდას აკოცა
–ჩემი მისიაც შესრულებულია, გაგახალისე და ახლა ავვორთქლდი, მიყვარხარ ძალიან, დღეისთვის მადლობა და ძილინებისა
–ძილინებისა ჩემო კარგო და მე უფრო მაქვს სამადლობელო ვიდრე შენ
ღიმილიანი დარჩა ცაცო მარტო ოთახში, მარტო იმიტომ რომ ემილი თავისთან გადაიწვინა ლალუკამ, ხან წიგნი აიღო რომლის კითხვასაც გული ვერ დაუდო, მერე კომპიუტერს მიუჯდა, ვერცაქ იპოვა ვერაფერი საინტერესო, ლოგინშიც ბევრი იწრიალა... ვერ იტანს როც ასეთ მდგომარეობაშია, როც ვერ იძინებს და თან არც არაფერზე არ უნდა ფიქრი, ბოლოს თავი აუძილა თვალები დაეხუჭა და ის ის იყო ცოტათი წაეძინა, რომ ბალიშის ქვეშ დადებული ტელეფონი აჟრიალდა
–შენ ნორმალური ხარ? იცი რომელი საათია?
–არა
–რა არა? არ ხარ ნორმალური თუ არ იცი რომელი საათია?
–არ ვიცი რომელი საათია
–ნასვამი ხარ?
–ცოტა
–სახში თუ მაინც ხარ?
–რატო არ დამელოდე სანამ დარბაზიდან გამოვიდოდი? ძალიან ცუდად მოიქეცი!
–შაბათს გაგაცილებ აეროპორტში, არ დაუწყია თავის მართლება ცაცოს
–შაბათამდე რა ვქნა? შენ დღეს შეხვედრას შემპირდი და თუ შეიძლება აივანზე გამოდი
–შენ სულ შეიშლე? რას აკეთებ ასეთ დროს და ასეთ მდგომარეობაში ჩემი სახლის აივანთან? ცაცო აივანზე გამოვიდა, თუმცა ჯაბა ვერ დაინახა
–სად ხარ? ჯაბას პასუხი არ გაუცია, ცაცომ კი ბუკიას ბაღიდან მისი აივნისკენ მიმართული მკვეთრი შუქი შენიშნა, რომელიც სამჯერ აინთო და ჩაქრა, მიხვდა ეს ჯაბას რაღაც ხრიკი იყო
–და ეს რას ნიშნავს?
–აი მეზღვაურებს ხომ შუქურები უნათებენ გზებს? ხო და ესეც შენი შუქურაა, სამჯერ ანთება კი ჩემი ძახილი... გა – მო – დი....გამოიპარე სახლიდან რა სულ ცოტა ხნით, მე ჩაგეხუტები, შენ ხელებში მოიქცევ ჩემს სახეს და გუშინდელ, სიჩულის ჯადოქრობას გაიმეორებ და მერე მე წავალ, დამშვიდებული და კმაყოფილი
–არ შემიძლია ჯაბ, ასეთ დროს სახლიდან შეუმჩნევლად ვერ გამოვალ, ვერ გამოვიპარები და საერთოდ ეს რა უცნაური სურვილებია?
–მიზეზების ძებნას ნუ მოყვები, უბრალოდ თქვი რომ არ გინდა ჩემი ნახვა, გაბრაზდა ჯაბა
–ნუ იქცევი ასე, გაბრაზებული ბავშვივით, რომელსაც კანფეტი უნდა და არ აძლევენ
–სამაგიეროდ შენ ხარ დიდი გოგო, დიდი გოგო რომელიც სახლიდან ვერ გამოდის
–ჯაბ მიუხრდავად იმისა რომ დიდი ვარ, მე ოჯახი მყავს, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ და რომლებსაც პატივს ვცემ, იმდენად რომ არ შვაწუხებ ამ შუაღამით გაღვიძებით და კიდევ უნდა დაიმახსოვრო როცა თითს დამიქნევ მაშინვე არ გამოვიქცევი
–ვიცოდი ასე რომ მოიქცეოდი, გამოცდა ჩაბარებულია, ძილი ნებისა ჯიუტო
–რას ქვია გამოცდა ჩაბარებულია? უფრო გაბრაზდა ცაცო
–ეგ მე ვიცი... გაიცინა ჯაბამ და ის ის იყო ტელეფონი უნდა გაეთიშა ცაცომ გააჩერა
–ჯაბ...
–ჰო
–გიგამ გითხრა?
–რა მითხრა გიგამ? ვერ გაიგო ჯაბამ
–აბა საიდამ მოიფიქრე ეს შუქურა და ძალიან ლამაზი დაპატიჟების ჟესტი?
–როგორც მივხვდი შუქურას რაღაც ისტორია უკავშირდება ხო შენს ცხოვრებაში?
–მიხვედრილი ბიჭი ხარ
–გიგას ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, მაგრამ სხვა, უფრო ღირებული ინსტრუქციები მივიღე შენთან მოქცევასთან დაკავშირებით
–ღმერთი რა სირცხვილია, ალბათ გგონია, რომ არც ერთი მეგობარი არ მივარგა, ჯერ იყო და ნინამ გამცა, მერე ნატომ ფაქტობრივად მაიძულა შეგხვედროდი, ახლა გიგა
–პირიქით ცაცო, მე მგონია რომ ძალიან მზრუნველი მეგობრები გყავს, რომლებსაც უნდათ, რომ ზუსტად ისეთი ცხოვრება გქონდეს, როგორიც შენ გინდა
–ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ასე ვიქნებოდი მეც, ვისაუბრებდი ოდესმე ღამე ტელეფონზე ამდენ ხანს და არ მომბეზრდებოდა, გოგოებს ამის გამო სულ ვაკრიტიკებდი, ნუ პრინციპში არც ახლა მსიამოვნებს, მაგრამ
–შეგეძლო ამხელა მონოლოგი არ წაგეკითხა, გეთქვა გულახდილად ჯაბა უკვე თავი მომაბეზრე და კარგად მეყოლეო რა...
–ჯაბა უკვე თავი მომაბეზრე და სულ კარგად ბრძანდებოდე რაა, სიცილით გაიმეორა მისი სიტყვები ცაცომ
–შუქურის ამბავს მომიყვები? უცნაურად იკითხა ჯაბამ
–ახლა წადი, სახში რო მიხვალ მომწერე და მე გპირდები შუქურის ამბავს, ოდესმე აუცილებლად მოგიყვები, თბილად უპასუხა ცაცომ
–გპირდები ტელეფონით თავს აღარასოდეს შეგაწყენ, უბრალოდ დღეს ასე იყო საჭირო... გკოცნი... იცი როგორაც
–მე კიდე სიჩუმის ჯადოქრობაში გხვევ...
საოცრად კმაყოფილი შემობრუნდა ოთახში, საწოლზე ისკუპა, თავს ვერაფერი მოუხერხა, ტუჩებს თავი ვერ მოუყარა, ღიმილი ვეღარ მოიშორა და სიმშვიდის ისეთმა განცდამ მოიცვა... თვალები დაუმძიმდა, მაგრამ ჯაბას წერილს ელოდებოდა, მასაც არ დაუგვიანია, სახში ვარო, ასე თხუთმეტ წუთში მისწერა და ცაცოს ორ წუთში ჩაეძინა...
წვიმს... გაიფიქრა ცაცომ როცა დილით თვალები გაახილა და აივნის ღია კარებიდან წვიმის წვეთების წკაპაწკუპი გაიგო, ვერ იტანს წვიმას... უკმაყოფილომ აითრია ფეხი ლოგინიდან, უფალსაც უსაყვედუა დილიდან გაფუჭებული ხასიათისთვის, სამზარეულოში ოჯახურ თავშეყრას ელოდა თუმცა მხოლოდ დედა და ემილი დახვდა, დედას ბავშვი გამოართვა, მან საუზმე გაუმზადა, დედას და ემილის დაემშვიდობა და სირბილით ჩაირბინა კიბეები, სადარბაზოსთან დიდი გუბე დახვდა, ფეხის დაუსველებლად ვერ გავიდოდა, მობირჟავეების ცარიელ ადგილს გახედა, ესენი ხომ კაცს არაფერში გამოადგებიანო გაიფიქრა, სხვა გზა რომ ვერ გამონახა გუბის კიდეებს გაუყვა ფეხის წვერებზე აწეული, მაინც დასველდა, სამსახურში ტაქსით და ბუზღუნით მივიდა, რამოდენიმე შეხვედრა ქონდა დანიშნული, ახალი თანამშრომელი უნდა აეყვანა, სამმართველო ცენტრში რაღაც გაფუჭდა და ბატონ არჩილთან დიდი ხანი საუბრობდა, როგორ გამოესწორებინათ მდგომარეობა, ნაკლები დანახარჯებით... უკვე შუადღე გადასულზე, ნატო ყავის ჭიქით დაადგა თავზე სავარძელში უსულოდ ჩასვენებულს
–რა გჭირს? ნერვებ მოშლილი და დაღლილი ვარ, დღეს თითქოს დედამიწა გამოვიდა მწყობრიდან, დილის მერე ფეხზე ვდგავარ და რაღაცას ვლაპარაკობ, ფეხებიც და ენაც დამეღალა, ვაჟა კიდე მაინც უკმაყოფილოა, ყვირის დილიდან, ვითომ ან ჩემი, ან აჩუკოს ბრალი იყოს ის ბრეჟნევის დროინდელი დანადგარი რო მწყობრიდან გამოვიდა
–გაწყენინა?
–ვაჟას უაზრო საყვედურები დიდი ხანია აღარ მწყინს, მაგრამ...
–კაი სხვა თემაზე ვილაპარაკოთ... შევეშვათ სამსახურს, ჯაბას არ დაურეკე?
–მე? რატო უნდა დამერეკა?
–ბოდიში უნდა მოგეხადა, გუშინ ძალიან ცუდად მოიქეცი, პატარა ბავშვიით
–ვიცი, მაგრამ ძალიან გავბრაზდი, ვერ დაინახე ის დეგენერატი როგორ მიყურებდა?
–როგორ? ძალიანაც ჩვეულებრივად, აბა რა გეგონა? მაგაზე უარესი გელოდება, ჯერ ხომ მის მეგობრებს არ იცნობ? ნუ გარკვეულ ნაწილს ძალიან მოეწონები, ზოგი კი სიკვდილს მოგანატრებს, ცაცომ წარბი აუწია ნატოს
–ნუუ... ეგ ცოტა ძნელი საკითხი იქნება, მაგრამ უნდა შეეჩვიო აქედანვე
–წინასწარ რატო მაშინებ? ნატომ მხრები აიჩეჩა და მერე ცოტა ხანი უმად ისხდნენ, ბატონმა თამაზმა დაურეკა ცაცოს, მიმღებიდან, ქვემოთ გელოდებიანო
–რასთან დაკავშირებით, ან ვინ არის?
–პირადი საქმე მაქვსო
–ნუ თუ მასეა, საშვი ამოუწერეთ და ამოვიდეს
–თქვენ რომ ჩამობრძანდეთ უკეთესი იქნება
–ბატონო თამაზ რაღაცას ბოლომდე არ მეუბნებით... ჯაბამ ვეღარ მოითმინა, ბატონ თამაზს ტელეფონი გამოართვა
–ცაცოო მოთმინებით კი გამოვირჩევი, მაგრამ ახლა მართლა ცოტა დრო მაქვს, თუ ხუთ წუთში არ ჩამოხვალ...
–შენ სულ გადაირიე? ისე ვერ დამირეკე?
–სატელეფონო ზარებით არ შემაწუხოო ხომ მითხარი?
–აბა ეს რა არის?
–ოთხი წუთი ცაცო... ისიც სავარძელიდან წამოხტა, ავადმყოფია ეს ბიჭიო იმეორებდა, ნატოს გაეცინა, ძალიან საყვარელიაო და ცაცოს თმები გაუსწორა, მერე ისიც უსაყვედურა მაკიაჟს რატო არ ხმარობო, ცაცომ აუჩქარებლად ჩაირბინა კიბეები, ჯაბა რომ ვერ დაინახა ბატონ თამაზს კითხა სად წავიდაო? მანაც გარეთ გვერდითა კიბეებისკენ გაახედა, ჯაბა სიგარეტს ეწეოდა, ცაცომ დიდი მინის მიღმა დაუქნია ხელი, ჯაბამაც გამოდიო ანიშნა, ცაცომ წვიმსო ხელები ცისკენ გაიშვირა, ჯაბას გაეცინა და სპორტული მოსაცმელი ღამურას ფრთებივით გაშალა, შეგიფარებო...
–აბა ორმაგი ვარჯიში მაქვსო? კითხა ცაცომ ღიმილით მას მერე რაც ჯაბამ კიბეზე ჩამოსვლა არ აცალა ისე ასწია ჰაერში და შეხვერდის ჩვეული რიტიალი ჩაატარა, ცაცოს მისი წვერების შეხება არ ესიამოვნა სახეზე და შეიშმუშნა, ჯაბამ კი საყვარლად უთხრა, ამას უნდა შეეჩვიო აწიო და მანქანის კარები გაუღო მას მერე რაც ისევ მიწაზე დააბრუნა
–გამოვიპარე, ცოტა დრო მაქ
–გუშინ ცუდათ მოვიქეცი, მაპატიე კაი? გააწყვეტინა ცაცომ
–რას გულისხმობ? რას ქვია ცუდად მოიქეცი?
–აი რო არ დაგელოდე სანამ გამოხვიდოდი
–ეგ არაფერი, მივხვდი რაშიც იყო საქმე და კიდევ, პატარა ბიჭი ხომ არ ვარ ყველაფერი მწყინდეს და ბოდიშებს ვითხოვდე, გაუღიმა ჯაბამ
–მე რომ მოვიქეცი პატარა გოგოსავით?
–ნუ გუშინდელს გაპატიებ და აწი მოიქეცი დიდი გოგოსავით, ცაცომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ჯაბას სახეს ფრთხილად შეახო ხელები, ისევ ისე უყურებდა როგორც მაშინ ვერის პარკში... უცნაურად და სასიამოვნოდ...
–ასე თუ გააგრძელებ გული წამივა, დაარღვია სიჩულის ჯადოქრობა ჯაბამ და თვალები დახუჭა, მერე ცაცოს ტუჩები იგრძნო შუბლზე
–დაგაგვიანდება, მეც საქმე მაქ! აუღელვებლად წარმოთქვა ცაცომ და ჯაბამაც თვალები გაახილა
–არ მინდა წასვლა... როგორც იცოდა ხოლმე ისე გაჭირვეულდა ჯაბა
–აეროპორტში ერთად წავალთ, მე გამოგივლი მზად იყავი პირველი საათისთვის, კაი?
–კაი, თავი დაუქნია ცაცომ....
–რაო ვერ გავძელი რომ არ მენახეო??? ირონიულად კითხა ნატომ, როცა ცაცო ღიმილიანი დაუბრუნდა თავის კაბინეტს
–ვისზე ამბობ?
–ცაცო დებილის სახე გაქ, შესაშური კმაყოფილებით და ბედნიერებით გაფორმებული და ვისზე უნდა გეკითხებოდე? რაო დიდმა ბიჭმა?
–ამ ყველაფერს ასე ცინიკურად რატო მეკითხები? თითქოს გაფრთხილებასავითაა, აი ახლა კი ხარ სულელურად ბედნიერი, მაგრამ მალე არ იქნებიო, რატომ?
–პარანოია გჭირს ცაცო, სულ გამოთაყვანდი? ძალიან გაბრაზდა ნატო და ცაცოს კაბინეტიდან გამოვიდა, ისიც ძალიან შეწუხდა, მაგრამ მართლა ისე იგრძნო იმ მომენრში თავი თითქოს აფრთხილებდა ნატო, ცოტა ხანში აღარ იქნება ასეო, სამსახურის დამთვრებისას ბოდიში მაიც მოუხადა და ნეკა თითიც გაუწოდა ბავშვურად შევრიგდეთო... სახლში ძალიან დაღლილი მივიდა, დედა ოდნავ განერვიულებული და აღელვებული დახვდა, ძალიან კი ცდილობდა ეს ყველაფერი დაემალა, თუმცა არც ისე კარგად გამოსდიოდა, მამას უკვე ეძინა დივანზე, ნუცა სადღაც იყო წასული, კი იკითხა ვისთან ერთად არისო, რაზეც პასუხი ვერ მიიღო, რამოდენიმე მოხსენება ქონდა დასაწერი და ოთახში შეიკეტა, კარების ხმა რომ გაიგო მისაღებში გამოვიდა, ნუცას თავით ანიშნა ჩემთან შემოდიო, იმანაც თვალები გადაუტრიალა, მაგრამ დეიდას დაემორჩილა
–სად და ვისთან ერთად იყავი?
–კინოში დამპატიჟეს
–ვინ?
–აუ გაბრაზდები...
–უკვე გაბრაზებული ვარ, ბოლო სიანსზე რომ არ წასულიყავით არ შეიძლებოდა?
–ცაცო დეიდა გეტყობა კინოშ დიდი ხანია არ ყოფილხარ, ბოლო სეანსი თორმეტ საათზე იწყება, ახლა კი მხოლოდ თერთმეტის ნახევარია
–ვისთან ერთად იყავი?
–ლადომ დამპატიჟა, თან ჩემი გოგოებიც იყვნენ და ლადოს ძმაკაცები
–აჰაა, დავერიეთ დარა ცინცაძეებს? ჩამოჯდა, უფრო სწორად დაენარცხა ცაცო ლოგინს
–ძალიან კარგი ბიჭია, მართლა, აი ისეთი კი არა სხვები რო არიან, გესმის ცაცო დეიდა? მიუჯდა გვერდით ნუცა
–მესმის, ბიძაც კაი ყავს...
–ლალუკას გეფიცები თუ სიყვარულზე და ეგეთ რაღაცეებზე ვფიქრობდე, სამეგობროთ არ შეიძლება ურთიერთობა მქონდეს?
–სამეგობროთ? გამომწვევად გახედა ცაცომ
–ახლა არ მითხრა გოგოს და ბიჭის მეგობრობა არ ვიცი მეო... აბა გიგა ვინ არის?
–ნუცააა, მე გიგას ბავშვობიდან ვიცნობ, იქედან როცა მართლა სამეგობროდ ირჩევ ადამიანს და რაც არ უნდა მოხდეს ეს შეხედულება, დროის ცვლილებასთან ერთად არ გეცვლება, შენი უკე არსებული ნაცნობი მამრობითი სქესის წარმომადგენლები არ გაკმაყოფილებენ სამეგობროდ?
–კარგი რა ცაცო დეიდა, სრულყოფილი დეგენერატები არიან... გაეცინა ნუცას
–ნუ რაც მართალია, მართალია... მხარი გაკრა ცაცომ და ორივეს გაეცინა
–გუშინ ჯაბა იყო მოსული ღამით? კითხა ცოტა ხნის მერე ნუცამ
–შენ რა იცი? გაუკვირდა ცაცოს
–ლადომ მითხრა, ჯაბაც და ზურაც ნასვამები ყოფილან, სახში ძივს მიუყვანია ზურას ჯაბა, დაუჩემებია ცაცო უნდა ვნახოო, ეადგან საჭესთან ვერც ერთი ვერ დაჯდებოდა, ლადო გაუღვიძებიათ და ასე წამოსულან სამივენი, ხო იმ განათების ისტორიაც მომიყვა, ძალიან სასაცილო და თან ძალიან საყვარელი რაღაცა მოუფიქრებიათ და იმ რაღაც მოწყობილობის წამოსაღებად ლადოს ძმაკაც დადგომიან იმ შუაღამეს თავზე, ის ბიჭი დიჯეი ყოფილა და ეგ პროჟექტორი თუ რა ქვია არ ვიცი იმას უთხოვებია, მერე დენის პრობლემაც ძლივს მოუგვარებიათ, ერთი საათი უხსნიდნენ თურმე იმ ტკბილეულის და ყავის ჯიხურის გამყიდველს რას აპირებდნენ
–ღმერთო რა სირცხვილია, ამხელა კაცები ბავშვებივით იქცეოდნენ?
–რატოა სირცხვილი? მე პირადად ჯაბა უფრო მომეწონა მაგ ამბის გაგების მერე
–ნასვამი იყო და იმიტომ გააკეთა, თორე...
–აბა ეხლა ეგ რა შუაშია? მართლა კაი ბიჭია
–ვიცი ჩემო კარგო, გაუღიმა ცაცომ
–აცილებ ხვალ?
–იდეაში კი მაგრამ სახლში რა ვთქვა სად მივდივართო, ეგ ჯერ არ მომიფიქრებია
–სიმართლე რომ თქვა? ან რატომ უნდა თქვა რამე? დიდი გოგო ხარ უკვე
–მასე იოლიც არ არი, ბაბუშენს არ იცნობ?
–ბაბუ მაგ დროს მეცხრე სიზმარს ხედავს უკვე, ნუ ბებოსაც თუ არ გინდა უთხრა ეგ სხვა საქმეა
–მაგიც მართალია, დედას კი ვეტყვი ყველაფერს, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, მამასაც უთხარი რომ რაღაცეები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ კონკრეტული არაფერი
–ნუ ნერვიულობ, ბაბუ თუ გიკითხავს ვეტყვი რომ გძინავს, ან გიგასთან ერთად ხარ წასული
–ჩემი მშველელი... ღიმილით უთხრა ცაცომ
–მიდი გამოიცვალე და შემოწექი...
პარასკევიც გათენდა, დღემაც ჩვეულ რეჟიმში ჩაიარა, ჯაბამ, მაინც ტელეფონით მოიკითხა, დღეს მართლა ვერ გამოვალო, როდის უნდა იყო მზად ისედაც იციო და მეტს თავს არ მოგაბეზრებო, სახში რომ მოვიდა ცაცო, ბატონი ბადრი ფხიზლად დახვდა, დედამ კითხა რატომ ხარ აღელვებულიო და ცაცომაც სიმართლე არ დაუმალა, დღეს ერთი მეგობარი უნდა გავაცილო აეროპორტშიო, ბატონ ბადრისაც ჯინაზე არ ეძინებოდა.... ცაცო ნერვიულობას, უმატებდა, მერე მამასაც იგივე უთხრა, გულწრფელად ერთი პიროვნება უნდა გავაცილოო, თუმცა ვინ, არ დაუკონკრეტებია, არც ბატონ ბადრის უკითხავს ვის აცილებო, მხოლოდ მანქანა შესთავაზა, თუ გჭირდება წაიყვანეო, ცაცომაც გამომივლიანო და სულ ტყუილად ვნერვიულობდიო... ზუსტად პირველი საათი იყო ცაცოს ტელეფონმა, რომ დარეკა
–აბა აივნიდან გამოიხედე... ცაცოს იმწამსვე გაჩნდა აივანზე და ჯაბამ მანქანის ფარები სამჯერ ააციმციმა
–პაროლი გახსოვს იმედია... მხიარული ხმით თქვა ჯაბამ და ტელეფონი გათიშა, ცაცო სწრაფად ჩაჯდა მანქანაში, გარეთ ისევ წვიმდა და დასველებული თმები უწესრიგოდ ქონდა ჩამოყრილი, ხოლო თხელი მოსაცმელის სახელოებით სველ ლოყებს იმშრალებდა, როცა ჯაბა მოეხვია, სამჯერადი კოცნით, კისერში ლოყაზე და შუბლზე, ცაცოს სველ თმებს საუცხოო სურნელი ასდიოდათ და შუბლიდან ჯაბა ისევ კისერს დაუბრუნდა
–ეს რაღაც ახალია? შიშმუშნა ცაცო იმიტომ რომ ჯაბას წვერების უსიამოვნო შეხება იგრძნო კისერში
–წვიმის ბრალია... გაუღიმა ჯაბამ
–მეგონა სხვა მანქანით იქნებოდი, მე როგორ დავბრუნდე სახში?
–მე აბა რისთვის ვარ აქ? თავი გამოყო უკანა სავარძლიდან უცნობმა პიროვნებამ და შეშნებულმა ცაცომ წამოიკივლა
–რას აკეთებ გაუსკდა გოგოს გული, თუმცა შეჩვეულია, შიშის ოთახი გაახსენდა ჯაბას
–ეს დუდაა, ცერცვაძე, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ეს კი როგორც ხვდები ცაცოა
–გამოდის თქვენ დამპატჟეთ არა ოთხშაბათის შევხედრაზე? მადლობა, გაუღიმა ცაცომ
–არაფრის, მუდამ თქვენს განკარგულებაში მიგულეთ
–ჯაბ თუ ასე ვიდგებით ერთ ადგილას თვითმფრინავხე დაგაგვიანდება...
აეროპორტამდე გზა მალე ამოიწურა, ცაცომ და დუდამ სულ რამოდენიმე სიტყვის თქმა მოასწრეს, უფრო მეტად ჯაბას ბავშვობაზე საუბრობდნენ, ცაცოს ძალიან მოეწონა დუდა... მხიარული, გულახდილი და თავისუფალი ადამიანის შთაბეჭდილება დაუტოვა, აეროპორტის ავტოსადგომზე რომ გაჩერდნენ ცაცომ ჯაბას თხოვა ცოტა მოიცადეო, დუდამაც როგორც მიხვედრილმა ადამიანმა მარტო დატოვა ისინი
–მე იქ არ შემოვალ, აქ დავემშვიდობოთ ერთმანეთს, კაი?
–ეგ რანაირი გაცილება გამოვიდა?
–მე დაგპირდი რომ შენ გაგაცილებდი და არა მთელ გუნდს, არ მინდა თავი უხერხულად ვიგრძნო, არც ის მინდა მთელი გზა გეკითხებოდნენ გუნდელები ვინ ვარ მე, მინდა, რომ დაისვენო და მშვიდათ იფრინო, ამიტომ ჩემი აქ დარჩენა აჯობებს, ჯაბას სახე ჭირვეული ბავშვივით დაეჭყანა, მაგრამ მიხვდა რომ ცაცოს ვერ გადაათქმევინებდა, სადღაც გული სიღრმეში გაეხარდა კიდევაც მისი ეს საქციელი და თბილად გადაეხვია, ამჯერად ხელში აღარ აუყვანია, ცაცომ წელზე მოხვია ხელები და მისი მძმე მკლავები იგრძნო ბეჭებზე
–მე დუდას დაველოდები, ქვემოდან ახედა ჯერ კიდევ ხელებმოხვეულ ჯაბას
–დუდაც მოფრინავს ჩემთან ერთად, დამნაშვეს სახე მიიღო ჯაბამ
–აბა მე?
–აი გასაღები, გყავდეს ეს დღეები და რო ჩამოვალ დამხვდი, ჰო?
–რატო მაგდებ უხერხულ მდგომარეობაშ? მაშინ მე გამოგივლიდი და ჩემი მანქანით წამოვსულიყავით, რა ვუყო ახლა მე ამას? თან დუდაც მაგიტო წამოიყვანე ხო?
–ვიცოდი ისე არ წამომყვებოდი და კიდე ლადოს ნუცასთან მეგობრობა უნდა, მე მგონი საწინააღმდეგო არ უნდა გქონდეს არაფერი, კინოში მინდა დავპატიჟოო ხო გაუსვებ?
–ეტყობა მოვლენებს ჩამორჩი, იყვნენ უკვე კინოში, ისე ძაან მსიამოვნებს მათი მეგობრობის დაწყებათქო რო გითხრა მოგატყვილებ
–ნუ იქნები წუნკალი დეიდა, ბავშვები გაერთობიან ცოტას, ხო კიდევ, ნანიმ კვირას თუ ეცლება ამოვიდეს წყნეთშო, რაღაცას ვაკეთებო კი მითხრა მარა აღარ მახსოვს რას და მომეხმარებაო, თუ წახვალ ლადო და ნუცა გაიყოლე
–ჯაბა ძალიან ხო არ...
–ბარდაჩოკში საწვავის ტალონია, რო ჩამოვალ აღარ დამხვდეს, სპეციალურად არ გამოვიყენე, იმის მიხედვით მივხვდები იყავი თუ არა გასული სადმე და ვაი შენს ტყავს თუ ის ტალონი ისევ იქ დამხვდება... მკაცრად გააწყვეტინა და აღარ დაამთავრებინა სიტყვა ცაცოს
–მეხუმრები? თავს საშინლად ვგრძნობ, ჯერ მანქანა, ახლა საწვავი, კაი რა... მე და შენ ხომ... ჯერ... ასეთი მოქცევა ჯერ მე მგონი ძალიან ადრეა, მე არ მინდა ასე იყოს, შენ მთხოვნიდე მანქანას, უზრუნველყოფილს საწვავით, მერე რა იქნება? ახალი გარდერობი შენი ხარჯებით? სოლარიუმი, სალონი, კიდევ რა? მერე დავემსგავსები სათამაშოს შენს ხელში და მოგბეზრდები იმის გამო, რომ მეც სხვებისნაირი გავხდი, მერე ნახვამდის?
–რამდენ სისულელეს იტყვი ხოლმე ესრთდროულად, დათვლაც კი ვერ მოვასწარი, არავითარი სოლარიუმი, სალონი, და კიდევ გარდერობის განახლება, მითუმეტეს ჩემი ხარჯებით... თუმცა რო ჩამოვალ, ერთ ორ ადგილას წაგიყვან, აი ეს კი უკვე ჩემი ხარჯებით, ჯაბამ ცაცოს მაინც შეწუხებულ სახეს რო შეხედა გაეცინა, თვალბში ჩააშტერდა
–ცაცო ეს არაფერს ნიშნავს, ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ ასეთ დისკომფორტს გიქმნის მიიყვანე მანქანა ხვალვე ჩემი სახლის ეზოში, გასაღები კიდე ზურას ან ლადოს მიეცი, უბრალოდ არ მეგონა ასე თუ გაიგებდი ყველაფერს, ახლა კი გეხვეწები, წაიყვანე, რომ დარწმუნებული ვიყო მშვიდობიანად მიხვალ სახლში, თუმცა ასე თუ მოიქცევი ძალიან მეწყინება, ვერ გავიგებ... დღეს ხო ნინასთან მიდიხარ? გაუარე ნატოს და ერთად წადით... ჰა რას იზამ?
–ნატმაც რომ დამცინოს? უკვე ვიცი რასაც მეტყვის, ბინის გასაღებს როდის ჩაგაბარებს? და მის ცინიკურ ღიმილსაც მიაყოლებს
–მერე შენც უთხარი, რომ ბინის გასაღებს როგორც კი ჩამოვა მაშინვე ჩამაბარებსთქო და ხვალ კიდე დედამისთან მივდივარ მის ერთ–ერთ სახში უნდა ვიდიასახლისოთქო, სულ გასკდება შურით, გადაიხარხარა ჯაბამ
–თვითმფრინავი ახლა შენს გარეშე გაფრინდება! მკაცრი ტონით უთხრა ცაცომ
–უი, გავიქეცი, სამშაბათს ჩამოვალ ღამით, გაგაგებინებს ზუსტად რომელზე
–ნანიმ რას ვალეთებო?
–მგონი აჯიკასო, ადი და ადგილზე გაარკვიეთ ყველაფერი, მე ქალურ საქმეებში ვერ ვერკვევი, ისევ დაიხარა ჯაბა, ახლა მხოლოდ თავზე აკოცა ცაოს და კარგა მანძილით რო დაშორდა ცაცომ მიაძახა
–მოგების გარეშე ფეხი არ ჩამოადგა იცოდე, თორე მანქანას დაემშვიდობეე და მასთან ერთად მეც!!! მოვიგებ მაშინ აუცილებლადო ღიმილით უპასუხა ჯაბამ და ხალხის მასას შეერია, ცაცომ კი ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ, აუჩქარებლად დაძრა მანქანა...
–ცაცო სად არი? იკითხა დუდამ როცა ჯაბა მარტო დაინახა და მისი ძებნა დაიწყო თვალებით
–არ შემომყვა ეგ ჯიუტი, არ უნდოდა გუნდელებთან გამოჩენა და მერე მათი უაზრო კითხვები ამარიდა თავიდან
–მიხვედრილი გოგოა და აქამდე რას აკეთებდი მერე?
–ვარწმუნებდი რო მანქანა წაეყვანა, ლამის სკანდალი მომიწყო, რომ ვუთხარი დუდაც მოფრინავსთქო
–მომწონს ეგ გოგო უკვე, არ უნდა გავდეს შენ ძველ გოგოებს...
–ეგენი ცაცოსთან არ ახსენო, თორე... ისედაც არ ვიცი რაზე რანაირი რეაქცია ექნება, რომ ვერ წარმოვიდგენ ზუსტად ისეთი რაღაცეები სწყონს, ხანდახან ვფიქრობ რო უცხოპლანეტელია... დუდა ჩუმად ფხუკუნებდა ჯაბას ნათქვამზე, მერე რეგისტრაცია გამოცხადდა მათ რეისზე და ცოტა ხანში ჩასხდომაც დაიწყო... ცაცო ქურდივით გადმოვიდა მანქანიდან, რომელიც ჩვეულ ადგილას გააჩერა, მისი აივნის ქვეშ, სახშიც ფეხაკრებით შეიპარა, მის საწოლში მოკალათებულ ნუცას ჩაეხუტა....



№1 სტუმარი makukuna

გამიხარდიი relaxed blush

 


№2 სტუმარი სტუმარი თამთა

ვაიმე რა საინტერესოაა, გაგრძელება როდის ექნება? გელოდები მოუთმენლად. blush blush

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

სტუმარი თამთა
ვაიმე რა საინტერესოაა, გაგრძელება როდის ექნება? გელოდები მოუთმენლად. blush blush

გაგრძელება უკვე დევს, ეს ადრინდელი ისტორიაა,წაიშალა თავები და თავიდან დაამატა ავტორმა <3

 


№4 სტუმარი Nestanuka

როგორ მიყვარს ეს ისტორიააა<3 <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

დიდი ხანი არცაა რაც ეს ისტორია წავიკითხე და სხვა ისტორიებიც რა თქმა უნდა მივაყოლე. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ უნიჭიერესი და უაღრესად შეგნებული ადამიანი ხარ. დიდი ნიჭი და ცხოვრებისეული გამოცდილებაა საჭირო ასეთი ჭკვიანი პერსონაჟები შექმნა, რომელთაც მდიდარი შინაგანი სამყარო გააჩნიათ, რომელთათვისაც მატერიალურზე მეტად სულიერი სიმდიდრეა მნიშვნელოვანი. ძალიან მინდა ასეთივე კარგი ახალი ისტორია შემოგვთავაზო, მე ძალიან გამაბედნიერებ

 


№6 სტუმარი Mako

Shesanishnavad cer ,yvela istoria zalian miyvars.ratom agar gvanebivrebt axali istoriebit?chemi txovna iqneba cera ar shecyvitot

 


№7  offline წევრი კეროლაინი

მაგარიაააა❤️❤️

 


№8 სტუმარი ანიუტკა

სათვალავი ამერია, მერამდენედ ვკითხილობ შენს ისტორიებს :) ჯაბა და ცაცო ჩემი ფავორიტი წყვილია, რეალურ და არარეალურ სამყაროშიც :) არ დაბრუნდები ახალი იატორიით? გელი აუცილებლად.

 


№9 სტუმარი ანიუტკა

აუუუ, 14-18 თავები წაშლილიააა :( დაამატე გთხოვ ❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი სტუმარი

სულ რამდენი თავია?

 


№11 სტუმარი სტუმარი ნანა

ვაიმეეე გული გამისკდააა Ჩემი ფავორიტი ისტორია წაშლილიაა გთხოვ რა ავტორს დადოს

 


№12  offline წევრი აბლაბუდა

მეც სულ ვკითხულობ პერიოდულად და ახლა რომ წავიკითზე კიდე მომდევნო თავები აღარ დევს, გული გამისკდა არადა ისე მინდა იქნება დადოს ავტორმა /(((

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინო

გთხოვთ დანარჩენი თავები იქნებ ჩააგდოთ 13 მდე წავიკითხე ველოდები რაა

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინო

დაამატე რა თავები წაშლილია საიტიდან

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომწონს საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე საოცარი ემოციებით სავსე იყო მადლობა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent