ზღაპარი ჭკვიანებისთვის
ზღაპარი ჭკვიანებისთვის ,,უკანასკნელი საიდუმლო, ვეშაპის გამოღვიძება’’ (კოლხური ლეგენდის მიხედვით) გამარჯობათ ჩემო ძვირფასებო ! მე ბიძინა ბაბუა ვარ მეტსახელად ველოდი, ვინც ეს საიდუმლო თქვენთვის შემოინახა.ეს საიდუმლო თქვენთვის რომ მომეყოლა აუ რამდენი ვეძიე და რამდენი დაბრკოლების გადალახვა მომიწია,იმიტომ რომ ადამიანები ემორჩილებიან სხვადასხვაგვარ სისტემებს და ეკარგებათ ადამიანური გრძნობა.მაგრამ თურმე ოდესღაც არსებობდა ჯადოსნური საქართველო და გზა მარადიული ცათა სასუფევლისა რომელიც დღემდე დაბლოკილია და თუ ძალიან ყოჩაღები იქნებით ყველა მიიღებს ამ ჯილდოს მარადიულობისა,დედას გეფიცებით ეს ზღაპარი კი არა ნამდვილი ზღაპარია,ეს საიდუმლო კიარა საიდუმლოთა საწყობია და ძალიან გთხოვთ მოთხრობაში ყველა სიტყვის მნიშვნელობას დაუკვირდეთ,თქვენ გაიგებთ რა მოხდა ნამდვილად დედამიწაზე,გეფიცებით ასეთ სამყაროს ისინი არ ცნობენ. ღმერთები კეთილები მაგრამ ძალზედ უმკაცრესები არიან და აუცილებლად შეგეკითხებიან თუ რომელი გზიდან მოდიხართ? მე კი სპეციალურად შევქმენი თქვენთვის ხომალდი რომელიც ყველა დროში გამოგზაურებთ და დაგეხმარებათ სიმართლის გარკვევაში.ეს ზღაპარი არის არამარტო პატარებისთვის არამედ ყველასათვის ვინც აპირებს დაუბრუნდეს ბავშვობას ერთხელ მაინც, რომ იხილოს ჯადოსნური საქართველო და გზა მარადიული ცათა სასუფევლისა,თქვენ მოგიწევთ სიარული ეკლიან გზაზე და მონიღბულ ბორეტებასთან და სიკეთესთან ერთად გზის გაკვლევა და მათში ერთმანეთის ამოცნობა,ეს აუცილებელი ატრიბუტია შემდეგი გზის გასაგრძელებლად,ისინი თითქმის ერთნაირად გამოიყურება მაგრამ მე მჯერა რომ თქვენ ამას შეძლებთ და მხოლოდ რჩეულები დარჩებიან ფინიშზე ჩემს გვერდით,მაგრამ სანამ ჩვენი ხომალდი აიჭრებოდეს და ძიებას შეუდგებოდეთ გახსოვდეთ უნდა მოვიპოვოთ ოქროს გასაღები რომელსაც კოლხური ლეგენდის მიხედვით ვეშაპები იცავენ,ამიტომ თქვენ ბუნაგში შესვლა ადვილი არ გეგონოთ... სანამ დავიწყებდეთ ბრძოლას გული უნდა გვქონდეს სუფთა როგორც ,,წყარო ანკარა’’ და სული გრძნობდეს როგორც ,,ზღვაში თევზი’’. ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა უიარაღოდ და ეს უკანასკნელი ლიკვიდაცია იქნება ბოროტებაზე. ,,ლიკვიდაცია’’-მეგრული სიტყვაა და ნიშნავს ,,მუშტის გაკვრას’’ და რაც ყველაზე მთვარია გადაწყვეტილებას თქვენ თვითონ იღებთ,აგრძელებთ გზას ჩემთან ერთად თუ არა. ბოლომდე არც მე ვარ დარწმუნებული იმაში რომ ჩემს ხომალდში ვინმე ტერორისტი არ გამომერევა და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ ჩემი ხომალდი სათანადოდ აღვჭურვო,რაიცი რახდება... მე ხომ კარგად ვიცნობ ლომის მოდგმას,ეს რათქმაუნდა ხუმრობით.. აბა შეიკარით უსაფრთხოების ღვედები ! როგორც ხომალდის მეთაური მინდა ჩემი თავი წარმოგიდგინოთ და გადავეშვათ ჩემს ბავშვობაში, მაგრამ ხომალდის გაქანება ვცადოთ ცოტა გართულებულად. ჩემი კოდია წყარო და მე წყაროში ვზივარ, კუნძულში დავიბადე ხან მცხელა ხან კი მცივა, მე ზოდიაქოც გითხარით და თან ორივე ერთად, ჩემს სახელს ქართული ოცნება ატარებს მამა-ღმერთად. მე ბიძინა წყაროზია მეტსახელად ველოდი დავიბადე კუნძულ შამგონაში, 1965 წლის 9 ივლისს, ზოდიაქოს ნიშანი კირჩხიბი, წელიწადი გველის.. აბა სხვა რა იქნებოდა მეტი. სოფელში ახალი ხიდის გახსნა ჩემს დაბადებას დაემთხვა და ბიძაშვილმა რევაზიმ ზურგით გადამატარა. განსაკუთრებული ყურადღება გთხოვთ მიაქციოთ სახელ ,,რევაზი’’-ის რომელიც მეგრული გადათარგმნით ნიშნავს ,,არის ვაზი’’ და სოფელი შამგონის სახელი შამოს ჯიშის ყურძენს უკავშირდება,გთხოვთ დაიმახსოვროთ ვინ იცის სად გამოგვადგება,ჩვენხომ ჯადოსნურ საქართველოში შესასვლელად ვემზადებით. ჩემი დაბადება ცოტა უმნიშვნელო საიდუმლოებით არის მოცული მაგრამ გამოვყოფდი განსაკუთრებულ დაბადების დღეს, ეს იყო 1999 წლის 9 ივლისი. მაშინ შემისრულდა 39 წელი, ამასთან 9საათსა, 9 წუთზე და 9 წამზე დამიჯდა რვა ცალი ცხრიანი და დედამიწის ჯეკპოტი მოვხსენი. მაგრამ ასტროლოგებმა ამაზე ყურადღება არ მიმიქციეს, კი ბატონო ყურადღება მიექცა რუსეთიდან ამ წელიწადში გამოშვებულ კუპიურებს რომლებიც ინტერნეტში გამდიდრებას გვპირდებოდნენ. საქართველოში ყურადღება მიექცა აფხაზეთის ომის თარს ციფრებს 13 თვე და 13 დღე, მე კი მინდოდა ისრით ხელში დავეხატეთ როგორც ჩემმა გოგომ, რომელიც მიმართული იქნებოდა ცხრიანებისკენ და წარწერით ,,ადამიანი რომელიც ასტროლოგებმა არ შეამჩნიეს’’...მაგრამ საერთოდ გული არაფერზე არ უნდა გაიტეხო, თქვენ წარმოიდგინეთ დედამიწაზე რამდენი საიდუმლო შეუმჩნეველია და ზოგიერთი მეცნიერი 20-25 მილიონ წლებს ისე მოისვრის თითქოს დღეები იყოს, ამასთან დღევანდელი რეალობა არ იციან. ვითომ საქართველო ადრე ზღვით იყო დაფარული, მე კი ბავშვობაში წავიკითხე იტალიელი მისიონერის დონ არქანჯელო ლამბერტის ,,სამეგრელოს აღწერა ‘’ და იცით რა ძალიან შემრცხვა, ნუთუ ჩვენი წინაპრები ასეთები იყვნენ? არა არა ეს ნათქვამი ნამდვილია, ყველაზე დიდი მტერი შვილიაო და თუ შვილი კარგიაო დედის გულის ვარდიაო, ნუთუ ამის ღირსია ჩვენი სალოცავი წინაპრები. იქნებ ამიტომ არის ყველაზე მწარე წყევლა დედის წყევლა. ერთხელ მამაჩემს შევეკითხე მართალია რასაც სკოლაში გვასწავლიან რომ საქართველო ადრე ზღვით იყო დაფარული, ამ კითხვაზე მამაჩემს გაეღიმა ხელში ამიყვანა, გულში ჩამიხუტა და მითხრა: რადგან მეგრულად თოხნას- ,,ხაჩქუათი’’ ჰქვია რაც ნიშნავს (მოთოხნე ქვით) ესეიგი ქვის ხანიდან ვცხოვრობთ და თუ რამე პასუხი გინდა შეეკითხე მინდორ-ველებს, ტყეს, მდინარეს, და გეტყვიან ვინ ხარ შენ? ძალიან მომეწონა მამაჩემის ამგვარი ბრძნული ნაამბობი და ჩავეძიე კიდეც... მამი, აი მაგალითად როდესაც ზევით მაგდებდი და იძახდი ,,ობას’’ რას ნიშნავს ეს გთხოვ განმიმარტე..მამაჩემი არ დაბნეულა და მაშინვე კითხვაზე პასუხი მომიძებნა, მაგალითად ,,ბარი’’ ბა-აგდებას ნიშნავს ხოლო რი-შეჩერებას, მან დასძინა რომ უძველესი მეგრული ენა ინახავს კაცობრიობის საიდუმლოს და როდესაც ვისწავლი მეგრულ ენას ჩამეთვალა რომ გასაღები ნაპოვნი იყო. მამაჩემი დურგალი იყო მაგრამ შეთავსებით მუშაობდა სოფლის სკოლაში ღამის დარაჯად და ის დამპირდა რომ მომიყვებოდა კოლხურ ლეგენდას თუ რათქმაუნდა შაბათ-კვირას სკოლაში ჩავუტანდი ოჯახურ სადილს..ეეეე აბა ეგრე მუქთად სად არის..! მამაჩემი ბრძენი მაგრამ ჩაკეტილი კაცი იყო,ერთხელ ძალიან გამაოცა მისმა მოქმედებამ, სკოლაში სადილის დრო იყო, შაბათი დღე მეგრულად ,,საბატონი’’ მამაჩემის ნაამბობით ,,ც’’ ასო ამოღებულია და გველების ენიდან წამატებულია ,,ს’’ ასო.სინამდვილეში შაბათი ,,ცაბატონი’’-ია, ასე მამაჩემმა მთხოვა მეგრულად დაკვირვებულად დამეთვალა და წარმოვთქვი ,,ართი’’- ერთი რომელიც გადათარგმნით ნიშნავს (ერთის შუაზე გაყოფას), გავტეხე პური შუაზე და გადავაწოდე მამაჩემს, წარმოვთქვი ,,ჟირი’’-ორი რომელიც მეგრულად ნიშნავს (ზევით ყურების შეჩერებას) და გავამახვილე ზევით ყურადღება, მოულოდნელად ქარმა სკოლის ფანჯრები შემოაღო და ჩემს წინ წარმოიქმნა ვარსკვლავებამდე ფერადი ცისარტყელა, ,,სუმი’’-სამი გააგრძელა დათვლა მამაჩემმა, სამი მეგრულად ნიშნავს სიჩუმის შენარჩუნებას, ,,ოთხი’’-ოთხი წარმოთქვა მამაჩემმა,ოთხი მეგრულად ნიშნავს ,,დიახ სთხოვე,,..მაგრამ დავიბენი არვიცოდი რა მეთხოვა,როგორ მეთხოვა, ,,ხუთი’’-ხუთი წარმოთქვა მამაჩემმა, რომელიც მეგრულად ნიშნავს ,,მუჭით თხოვნა’’-ს, მაშინვე მუჭა მივუშვირე ცისარტყელას და ვიგრძენი ხელებზე რაღაც ზეთოვანი სითხე გადმომესხა. ,,ამოშვი’’-ექვსი მეგრულად ნიშნავს ,,ტკბილის დალევა’’-ს და დავლიე თვალ დახუჭულად. მამაჩემმა განმიმარტა რომ ეს იყო ჩემი ნათლობის მიღება და კოლხური ლეგენდის გაცოცხლება, რომ ეს ჩემი ბრძოლის ველზე ხელცარიელად შესვლას ნიშნავდა, მან დასძინა ეძებე მანამ სანამ არ იპოვი, შემოინახე მანამ სანამ ნიშანი არ მოგეცემა, ლეგენდის ამოხსნის საწყისი კოდი ჩემი ყველაზე დიდი ცოდვა იქნებოდა და ჩემი სახელი ასტამური - ნიშანია ,,ასტანისა და ისა’’,ჩემი სახელი ბიძინა-ნიშანია ,,ქართული ოცნებისა’’ და მეტსახელად ველოდი-საქართველოს გამთლიანების ერთადერთი შანსი იქნება,და რომ ჩემი ზღაპარი ჯეჯილივით უნდა მოეფინოს ბავშვთა სამყაროს რომ მომავალმა თაობამ იხსნას სამყარო კატასტროფისაგან. გეფიცებით ადრე ყურადღება არასოდეს მიმიქცევია მეგრულ დათვლაზე, მამაჩემი მეგონა ერთმანეთში ურევდა მეგრულ და რუსულ ენას, მაგრამ მამაჩემმა განმიმარტა რომ თუ მინდოდა მესწავლა უძველესი მეგრული ენა, რუსული და მეგრული ენა უნდა მიმეღო ერთ ენად, მან დასძინა რომ საქართველო რუსეთის განუყოფელი ნაწილია როგორც აფხაზეთი საქართველოსი და გასაღების საიდუმლო ამ ენებზე უნდა მეძია, რომ არ დავბნეულიყავი სხვა გასაღებებზე ხელი არ უნდა მეხლო. მამი მამი რას ამბობ? გინდა რომ მითხრა 160 მილიონი რუსის წინაპარი ერთი მუჭა ქართველებია, შეგიძლია დაამტკიცო? აბა ზღაპარი რა ზღაპარია თუ არ დაამტკიცე მიპასუხა მან..! და მან დასძინა რომ ამას მე თვითონ დავამტკიცებდი მოთხრობის დასრულებამდე. მეგრელებს მეგრულად ,,მარგალი’’ ჰქვია და ნიშნავს ,,დამრგავს, ადამიანი რომელიც იბრძვის გაშენებისთვის’’. ახალ ქართულ ენაში ჩაქსოვილია უძველესი მეგრული სიბრძნე,მაგალითად: ,,ჯანმრთელი’’ ერთნაირად აღიქმება მაგრამ მეგრულად ნიშნავს ,,საღი ხე’’-ს, ასევე ქართულში და მეგრულში სიტყვა ,,გაჩერდი’’ ერთნაირად აღიქმება მაგრამ მეგრულად ნიშნავს ,,გააჩერე და გაზარდე’’-ს, ხოლო ყველაზე გავრცელებული სახელი ,,გიორგი’’-ნიშნავს ,,დარგე’’-ს. არის სხვა სიბრძნის მომასწავლებელი სიტყვები, ქართულში ,,კისრამდე მეყოფა’’ მეგრულად ,,კისერიშა მობაღუ’’ ნიშნავს ,,საღამომდე მეყოფა’’-ს..და კიდევ ,,თვალი’’ მეგრულად ნიშნავს,,დათვლა’’–ს,მაგრამ ასევე მეგრულად ,,თვალს’’ ჰქვია ,,თოლი’’ და ნიშნავს,,დათალე’’–ს ვცდილობდი მამაჩემისგან რაც შეიძლება მეტი გამეგო და ვაყრიდი შეკითხვებს, აი მაგალითად მამი, რომ მითხარი ,,ცაბატონი’’ ,,ც’’ ასო გადაცვლილიაო ,,ს’’ასოზე კიდევ რა არის გველების ენით დაბლოკილი? და მან განაგრძო საუბარი...მაგალითად: სამშობლო კი არა ,,ცამშობლო’’-ა ესეიგი ,,ცაში მშობელი’’, და სანთელი კი არა ის ,,ცანთელი’’-ა და მეგრულად ნიშნავს ,,ცოცხალი ცა’’-ს, აი თურმე რატომ არ წვავენ იეჰოველები სანთელს. იმდენად დამაჯერებელი იყო მამაჩემის სიტყვები რომ ვამჯობინებდი დუმილს. ეს ხომ დინების საწინააღმდეგო ცურვას ნიშნავდა მაგრამ მე ხომ სიმართლის გარკვევა მინდოდა და მარადიული ცათა სასუფეველი. მე მჯეროდა მამაჩემის რომ ოდესმე დადგებოდა ის დრო როცა ვიპოვიდი ,,ოქროს გასაღებს’’ და ჩემი ხომალდი ნემსივით გაძვრებოდა ცათა სასუფეველში, ძალიან გთხოვთ დაუკვირდეთ სიტყვას ,,ნემსი’’, მეგრულად ნემსს ჰქვია ,,ლიში’’ და რუსულად პატარას ,,მალიში’’ , ასევე ,,მამა’’რუსულში ,,დედა’’-ს ნიშნავს, ხოლო ,,დედი’’ ნიშნავს ,,ბაბუა’’-ს, რომ ეს ყველაფერი პირიქითაა, მომეჩვენა რომ მამაჩემი მართალია და რომ უფრო ზუსტად გავარკვიო თუ რა მოხდა დედამიწაზე ვთხოვე მამაჩემს ლეგენდის მოყოლა დაეწყო... როდესაც ბავშვებმა ცათა სასუფეველში ხომალდი გაიტაცეს ისინი მზის სისტემაში სინათლისაკენ გამოეშურნენ, ღმერთებს შეეძლოთ ურჩი ბავშვები უფრო მკაცრად დაესაჯათ, მაგრამ ითქვა სიტყვა ,,იცხოვრონ ბოროტებასა და სიკეთეში დედამიწაზე’’ მართლებმა დაიმკვიდრონ ცათა სასუფეველი. ღმერთებმა კომეტების სახით დედამიწაზე გამოგზავნეს ყველა საჭირო ატრიბუტი და ბავშვები დარჩნენ მარადიულად დედამიწაზე. ამიტომაა ბავშვებო სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, დაეკითხეთ იმათ ვისაც თქვენ ძალიან უყვარხართ, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ყველაფერი რაც მამაჩემმა მიამბო თითქოს ამისათვის მზად არ ვიყავი და ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა. როდესაც ბავშვები მდინარეში თავით ვხტებოდით იცით რა წამოვიძახე? ,,გადახტება ასტა ველო- საქართველო’’, ფიცრიდან ფეხი გამიცურდა და თავი გავიტეხე, შემდეგ კი მეგობრები მთელი კვირა დამცინოდნენ, ,,ასტა ველო-საქართველო’’-ს, მაშინ ვიფიქრე რა იქნება ჩემი საიდუმლო მეგობარს მაინც გავანდო მეთქი,და იცით რა მიპასუხა? ,,ეტყობა ქვას თავი რომ მიარტყი, ტვინის შერყევა გაქვსო!’’ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი საიდუმლო შემომენახა და იმ კვირაში ძიებას პირადად შევუდექი. სექტემბრის წვიმიანი დღე იყო, ჩემი ყურადღება მიიპყრო მოხტუნავე ბაყაყმა, ბაყაყს მეგრულად ჰქვია ,,გორდი’’ და ნიშნავს ,,ძებნა და გაოცება’’-ს, მეც ავედევნე ამ ბაყაყს. მეგონა ბაყაყები ერთ ჭაობში ცხოვრობდნენ, ბაყაყმა ძალიან შორს ტყეში გამიტაცა,ეტყობა ამ თვეში რაღაცა მარში აქვთ, ყველა ერთმანეთს გვერდი-გვერდ უვლიდნენ. ბაყაყმა კუს ჭაობამდე მიმიყვანა და უცებ წავაწყდი ძროხის მოგებას, ,,დი-ხა’’ წამოვიძახე გახარებულმა, ,,დი-ხა’’ მეგრულად ნიშნავს ,,მიწა’’-ს,აგრეთვე ,,გაოცება და შობა’’-ს, უცებ წარმომიდგა კვირის დღეები, მეგრულად ,,თუთაშხა’’,,თახაშხა’’ და ასე შემდეგ...ქართული ,,ორ-შობათი’’ ,,სამ-შობათი’’... მეგრულად ,,კუჩხი’’ ნიშნავს ,, კუჭიდან შობა’’-ს, ქართულად ,,ფე-ხი’’ სადაც ,,ხი’’-მეგრულში ნიშნავს შობას.. შემდეგ ჭაობში პატარა კუ დავიჭირე მაშინათვე გამახსენდა ჩემი ყველაზე დიდი ცოდვა,ერთხელ ვღაცამ მირჩია კუს ზურგის ძვლიდან ლამაზი საფერფლე გამოდისო. მეც საწყალი კუ ქვაბში ჩავაგდე მოსახარშად, საბედნიეროდ იქვე აღმოჩნდა მამაჩემი და გადაარჩინა კუ, ახლა კი ამ კუს კეთილი თვალებით შევხედე. კუს უფრო ადრე ერქვა ოდნავ სხვანაირად, მაგრამ ეს ასო ქართულში და რუსულში დაბლოკილია,მაგალითად ამ ასოს მეგრელები ზეპირად იყენებენ თუმცა იგულისხმება ამ სიტყვების წინ, ,,ყველი’’,,ყურძენი’’ ,,ტყემალი’’ და ასე მრავალი სხვა. უფრო ადრე ალბათ ჩვენი წინაპრები გამოიგონებდნენ კუს მაგვარ სახურავს, დიდხ დიახ მეგრულად ,,სახლი’’-ს ჰქვია ,,კუდე’’, მეგრულად ,,ჩერბაკი’’ რუსულშიც და მეგრულშიც ერთი და იგივე მაგრამ მეგრულად ნიშნავს ,,თეთრი ბაკი’’-ს, მაგალითად ,,ჩეჩნეთი’’-ნიშნავს მეგრულში ,,თეთრად-თოვა’’-ს. უცებ მდინარის პირას შევამჩნიე ბევრი ხალხი ირეოდა და მეც მოვკურცხლე იქიტკენ,ერთერთმა ბიჭმა ბავშვი ქვიშაზე წამოაწვინა და ხელი გულზე მიადო, ..,,ინგურია?’’ ჰკითხა მოხუცმა, ინგურია ინგური უპასუხა ახალგაზრდამ. ასე მოულოდნელად მდინარე ,,ენგური’’-ის სახელი გავშიფრე და მას რუსები უფრო ზუსტად ამბობენ, რა თქმა უნდა ,,ინგური’’ მეგრულად ნიშნავს ,,ცივი გული’’-ს, ალბათ აქედან წარმოიშვა სიტყვა ,,ცივი ჭა’’ რომელიც მეგრულად არის ,,ინჭა’’. პირუტყვის პატრონმაც დამაჯილდოვა თევზით, ახლა უკვე რამდენი რამ მქონდა მამაჩემისთვის მოსაყოლი, სახლში მისვლისთანავე ვიყოჩაღე... შევეკითხე მინდორ-ველებს,ტყეს,მდინარეს და მიპასუხეს ასე მეთქი და მოვუყევი ჩემი თავგადასავალი, მას ძალიან გაუხარდა და მიპასუხა: ხვალ დაიმსახურე ჩემთან ერთად ურმით წასვლა საანგუროში, აგურის მოსატანად.. ,,უ’’ ძველად ,,ძროხა’’-ს ნიშნავდა ხოლო ,,რუ’’ ნიშნავს ,,ხარს’’, ხარი მეგრული სიტყვით ,,გაკვალვა’’-ს ნიშნავს.როდესაც მეგრელები თესავენ,გაჩერებაზე ხარს ეუბნებიან ,,რუ’’-ს ხოლო წამოწყებაზე ,,ხი’’-ს, ხოლო ,,აგური’’ მეგრულად ნიშნავს ,,აგერ გული’’-ს,უთენია მამლის ყივილზე გამოვიღვიძეთ.. ,,მამალი’’ მეგრულად ნიშნავს ,,მე წამსვლელი’’-ს, ხოლო მეგრულად ,,მამალს’’-ს ჰქვია ,,მუმული’’ და ნიშნავს ,,რა მომსვლელს’’. სოფელ აბასთუმნიდან უმოკლესი გზით გადავჭერით, ასე შევეკითხე მამაჩემს რატომ ჰქვია აბასთუმანი?და ეს სახელი პირდაპირ ქართულად გვეუბნებოდა ,,თუმანს’’. ახლა მეგრულად ფულს ჰქვია ,,ფარა’’ ეს იმის მაუწყებელია რომ ადამიანები ერთმანეთის ფარას ცვლიდნენ,და უფრო ადრე ფულს ერქვა ,,ჟიტომი’’ რაც მეგრულად ითარგმნება ,,ზევით ტომი’’. გზა და გზა საკმაოდ ბევრი დრო გვქონდა რომ მამაჩემს გაეგრძელებინა ზღაპრის მოყოლა.ჭადრის ქვეშ ურემი შევაჩერეთ რომ საგზალი გვესადილა. მამაჩემმა მკითხა აბა თუ იცი რატომ ჰქვია ამ ხეს ჭადარი? ალბათ ეს ჩადარის გადმონაშთია ვუპასუხე მე. ,,რი’’ ხომ შეჩერებას ნიშნავს, ალბათ აქედან წარმოიშვა ჭადრაკი ხო მამი? ჩრდილში სათამაშოდ. მაგრამ გამახსენდა ერთი სიმღერა ,,ზღაპარს გიამბობს ჭადარი’’ და ეს რას ნიშნავს მამი? შევეკითხე მამაჩემს. როდესაც ჭადრის ქვეშ მგზავრები მოისვენებდნენ ისინი ერთმანეთს გაუმასპინძლდებოდნენ ღვინო და მჭადით,მაშინ ისინი ერთმანეთს ზღაპრებით ართობდნენ , მეგრულად ზღაპარს ჰქვია ,,არიკი’’ ესეიგი ,,რი’’-შეჩერება და ,,კი’’-მოყოლა.მაშინ ისინი ერთმანეთს იმდენად საინტერესოდ უყვებოდნენ ზღაპარს აუცილებლად უნდა შენარჩუნებულიყო სიჩუმე, ალბათ აქედან წარმოიშვა სიტყვა საქონელს ,,რიკი აუდე’’ ანუ გააჩუმე,ასე ვთხოვე მამაჩემს გაეგრძელებინა ლეგენდის მოყოლა. როდესაც ბავშვები ტყეში მშივრები დაბოდიალობდნენ მაშინ ერთ-ერთმა აღმოაჩინა ნაყოფიანი ვაშლის ხე, მაგრამ არ იცოდნენ ეჭამათ თუ არა, როდესაც ხის ძირას ტალახში აღმოაჩინეს მრავალი ,,უ’’-ს ქუსლები გადაწყვიტეს რომ თვიოთონაც ეჭამათ. ქუსლებს მეგრულად ჰქვია ,,ქური’’ და დღემდე შემონახულია ვაშლის სახელი მეგრულად ,,უშქური’’და როდესაც ბავშვები კუნძულში დარჩნენ მოახერხეს ცეცხლის დანთება და შემოუსხდნენ ირგვლივ, საღამო ჟამს მთებიდან მოისმა მგლების ყმუილი,ერთ-ერთმა ბავშვმა მთავარ ანგელოზს ჰკითხა რა არის ის? და მთებისკენ გაიშვირა თითი, ამ დროს შემოუსწრო რუსის ტომის ბავშვმა, ის გარაა უპასუხა მთვარმა ანგელოზმა და ,,გარა’’ მეგრულად ნიშნავს ტირილს, მაგრამ ამიტომაა რუსულად ,,გარა’’ეწოდება მთას განმიმარტა მამაჩემმა. მოგეხსენებათ რომ რუსულად მასწავლებელს ჰქვია ,,უჩიტელი’’ ხოლო მეგრულად ,,უშტელი’’. იმდენად საინტერესოდ მიყვებოდა მამაჩემი, ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი შეკითხვა დამესვა. მერე იმ ბავშვებს რა ბედი ეწიათ მამი? იქ დიდხანს დარჩნენ მამი?და განაგრძობდა მამაჩემი, ბავშვებს მოსწყინდათ ერთი და იგივე საჭმლის ჭამა ესეიგი თევზების ჭამა და ერთერთმა ჭამის დროს იტირა, მაშინ ანგელოზმა უთხრა უშტელს ,,გარათჩი’’-რომელიც მეგრულად ნიშნავს ,,ტირილით აჭამე’’ ხოლო ,,გარიათჩი’’ -,,ცხელად აჭამე ‘’ გაიგო რუსის ტომის ბავშვმა. მეგრულად თევზს ჰქვია ,,ჩხომი’’ უძველესი ,,ჩხემის’’ გადმონაშთია,მეგრულად ,,ჩხემი’’-ნიშნავს ,,ცხელი ჩვენ’’,ხოლო რუსულად თევზსს ჰქვია ,,რიბა’’ მაგრამ განვმარტოთ მეგრულად, ესეიგი ,,რი’’-შეაჩერე და ,,ბა’’-ამოაგდე, მოიცა მოიცა ესეიგი ზღვის პირეთი ბათუმი, ბაქო და ევროპაში მდინარის სახელი ,,ელბა’’-რომელიც მეგრულად ნიშნავს ,,ავარდა და ამოაგდე’’ და აი ავხსენი კიდევ ერთი პაროლი, აი თურმე ვინ არიან აფხაზები ესეიგი მეთევზეები, ისინი ხომ გუდაუთაში იღებენ სათავეს და ნამდვილი აფხაზების გვარები მთავრდება ,,ბა’’-თი, ხოლო ყველა დანაჩენს მეგრულ-ქართული გვარები აქვთ. მოდით ერთი ძველებურ მეგრულად გადავამოწმოთ: 1.,,ადლეიბა’’-,,ადი ჩამოასხი და ამოაგდე’’ 2.,,ამიჩბა’’- ,, მიირთვი და ამოაგდე ,, 3.,,ბაგაბში’’-ამოაგდე და გაავსე 4.,,ტარბა’’-,,ხელსაკიდით ამოაგდე ‘’ 5.,,არძიმბა’’-,,შეაჩერე მძიმეა და ამოაგდე’’ 6.,,ჩამბა’’-,,აჭმევ და ამოაგდებ’’ გამოდის დასკვნა რომ ყველა ძმები ვყოფილვართ და აი დედას გეფიცებით ბავშვებო თუ არ ამოვხსნა რა მოხდა საქართველოში და საერთოდ დედამიწაზე ვინ დაბლოკა ცათა სასუფეველი მამაჩემმა გარკვევით აღნიშნა თუ უძველეს მეგრულ ენას კარგად ვისწავლიდი თმის ღერიც არ ჩამომივარდებოდა ვეშაპების გამოქვაბულში,ასე მამაჩემმა და მე გზა განვაგრძეთ საანგუროსაკენ, რუხის აღმართს მივადექით. ვინც ურმით დაღმართში ჩადიოდა იძახდა ,,რუ’’-ს ხოლო ვინც ამოდიოდა ,,ხი’’-ს ასე ერთმანეთში ირეოდა გამოძახილები ,,რუ-ხი’’ ,,რუ-ხი’’ აი თურმე რატომ დაერქვა სოფელ რუხს სოფელი ,,რუხი’’, ამ სოფელში ხომ გაშენებულია მრავალი სახნავ- სათესი, არადა ეხლა რომ სოფელში გაიკითხო შეძლება გიპასუხონ ალბათ რუხი მგელი იყოო,სოფელ რუხიდან სოფელ ოდიშის სუკდიდი მოსჩანდა, ,,სუკი’’ მეგრულად და სვანურად მაღალ გორაკს ნიშნავს, ძველად აქ იმართებოდა თურმე ბაზრობა, შემდეგ დადიანებმა ,,სუკდიდი’’-ის ბაზრობა ჩაიტანეს უფრო ქვევით ,,ზენდიდში’’ და ასე შერჩეულა სახელი ,,ზუგდიდი’’. ამჟამად გზაზე დიდი ასოებით ეწერა ზუგდიდი, ,,ასო’’ მეგრული გადათარგმნით ნიშნავს ,,აგერ სად’’, მაშინ როდესაც ტომები გადაინაცვლებოდნენ სხვა კუთხეში, მეგრელები ტოვებდნენ წარწერას ,,ასო’’-ს ,,აგერ სად’’ რომ ადვილად ეპოვა სხვა ტომებს. ზუგდიდში ჩამოდის მდინარე ჩხოუშია, მაშინ როდესაც ვაჭრები ჩამოდიოდნენ, მდინარის პირას აბალახებდნენ ძროხას, მეგრულად ,,ჩხოუ’’-ს და ასე შეერქვა მდინარეს ,,ჩხოუშია’’. მამი მამი სულ საქართველოში რამდენი მდინარეა? დაახლოებით 730-მდე, მერე ენგურს რამდენი უერთდება? 7 მდინარე იყო პასუხი და სახელები მაინც არ დამამახსოვრდება ვუპასუხე მე, გარდა ,,მაგანისა’’ და ,,ლახამულასი’’ იმიტომ რომ ,,მაგანა’’-მეგრულად ნამგალია, ლახამულა მეგრულად ითარგმნება ლახა-ცემა და მულა-მოდიან.ასევე დიახ დიახ კიდევ მდინარე ,,ორმელეთი’’-ნიშნავს ,,შეჩერდი და გაღმა თოვე’’.მამაჩემმა მომიყვა დადიანების ტაძარში დაბრძანებულ იესო ქრისტეს კვართზე, ცოტნე დადიანის გმირობაზე თუ როგორ ჩავიდა მონღოლეთში ხელ-ცარიელად და მოითხოვა ტყვედ ჩავარდნილ სხვა თანამემამულეებთან ერთად თვითონაც დაესაჯათ , მონღოლებს ძალიან გაჰკვირვებიათ ქართველების ამგვარი გადაწყვეტილება და სხვა ტყვეებთან ერთად ყველა ტყვეები გაეთავისუფლებინათ. თქვენ იცოდით ბავშვებო ამ გმირობაზე? და საერთოდ გაგარკვიათ ვინმემ ვინ ვართ მეგრელები? აი თურმე რატომ თქვა ბატონმა ილია ჭავჭავაძემ ,,სამეგრელოში ჩამოველ და საქართველო ვნახე’’, და საერთოდ ბედნიერია ის ადამიანი ვინც ერთხელ მაინც დაინახა სულიერი საქართველო და ამ სულიერი საქართველოს დანახვა აფხაზეთის გმირმა არძიმბამაც კი შეძლო გვიან, მან პარლამენტის ერთ-ერთ გამოსვლაზე განაცხადა რომ: შრომაში დაემგვანეთ მეგრელებს, მიუხედავად იმისა რომ გალის რაიონში ომია და ადამიანები არ ჩანან, თითქმის ყველა ეზოში მოყვანილია ყანები, სიმინდი. გამოდის რომ ისინი ნათოხნია ღამით, მოიცა მოიცხა ასე არძიმბამ შეძლო ჩემთვის ერთი პაროლი გაეხსნა, აი თურმე ხელი-ხელს ბანს... ღომს მეგრულად ჰქვია ,,ღუმა’’-რაც ნიშნავს ,,წუხელ’’ და ავხსენი კიდევ მეორე პაროლი მდინარე ,,გუმა’’ დღევანდელი ,,გუმისტა’’,რა თქმა უნდა ხომ ერთი ასო დაბლოკილია, ახლა უკვგე ნამდვილად გავარკვევ რამოხდა წუხელ ესე იგი ღუმა, და რატომ დაიკარგა უძველესი ,,ბრუხი’’, ძალიან მინდა პასუხი მოვუძებნო ბატონ ზვიად გამსახურდიას რომ აფხაზი ერი არ არსებობსო, იმიტომ რომ გმირები არასდროს ტყუიან და მინდა ამ საიდუმლოს ავხადო ფარდა სანამ მამაჩემი ჩემს გვერდითაა, შევეცდები უფრო მეტი გავარკვიო. მამი მამი მართალია ჩვენ რომ სამოთხის მებაღეები ვართ?-რა თქმა უნდა იყო პასუხი, მაგრამ მამაჩემმა განმიმარტა რომ ადამიანები ღმერთებს პირდაპირ სამოთხეში არ დაუსვია, სამოთხე თვითონ შექმნეს მეგრელებმა, და აი მითხარი მამი რამოხდა მერე? თუ ჩვენ რუსი და ქართველი ერთნი ვიყავით , მამაჩემი ცდილობდა თავი აერიდებინა ზოგიერთ კითხვებზე რადგან თვიოთონ უნდა მომეძია და განაგრძობდა ლეგენდის მოყოლას. გუმისტაზე იდგა მთავარი წისქვილები სკიფები, ცნობილ ლიკას ტომს სავაჭროდ გაჰქონდა რუსეთში ელარჯი და ღომი,როდესაც ბავშვები ლიკას ტომს დაინახავდნენ გზაში, აედევნებოდნენ და ეძახდნენ ,,მამალიკა’’ მამალიკაო ,მეგრულად ,,მამალიკა’’-ნიშნავს ,,მე მე მომეც ლიკაო’’ და რუსულად იგივე სიტყვა ნიშნავს ღომს, მაგრამ ეს მოხდა უფრო გვიან , სამოთხე დაიპყრო მტრებმა. კავკასია ადვილი მოსაწყვეტი გახდა დანარჩენი რუსეთისთვის, რუსეთს მონღოლები დაეპატრონენ, აბრეშუმის ხაზი თურქებმა ჩაკეტა სამოთხეკი მალე ჯოჯოხეთად იქცა. ანას ტომს მოუხდა მტრებზე ფრჩხილებით ეომა და იმ გუმისტის პირას მთას ჰქვია ,,ბირცხა’’ რაც მეგრულად ნიშნავს ,,ბრჩხილებს’’ ასე შეწყვიტა მამაჩემმა საუბარი რადგან არუნდოდა მტრობაზე გაეგრძელებინა საუბარი, ის მეუბნებოდა რომ დანარჩენი მეთვითონ უნდა მომეძია, მაგრამ მე იძულებულს ვხდიდი გაეცა ზოგიერთ კითხვებზე პასუხი, აი მაგალითად ხომ ამბობ ბავშვების ხომალდი დაეშვაო, სად დაეშვა? ის განაგრძობდა საუბარს, ის ადგილი დაბლოკილია სხვა ლეგენდით. მაგალითად ეს ადგილი იყო ,,რიცა’’მიპასუხა მან, მეგრულაც ,,რიცა’’ნიშნავს შეჩერდი ცაო, მამაჩემი მუდამ მასწავლიდა თავმდაბლობას, ის მეუბნებოდა რომ როდესაც რიგის ბოლოს ვდგები ყველას კარგად ამჩნევ და თუ გინდა წინ იარო უნდა იყო ყველაზე სამაგალითო. მამაჩემმა ისევ განაგრძო გმირებზე საუბარი, ის როდესაც ილია ჭავჭავაძეზე მეუბნებოდა გეფიცებით ტანს ჟრუანტელი მივლიდა და მამაჩემის მოსაწონად წამოვიძახე, ოჰ შენი ულვაშების ჭირიმე. მამაჩემს ულვაშების გაგონებაზე სტალინიც კი მოაგონდა და სტალინზე გადააგდო საუბარი, სტალინმა საკუთარი შვილიც კი გასწირა სამშობლოს გულისთვის მან გერმანელ ოფიცერზე რიგითი ადამიანი ვერ გადაცვალა და მორჩა და გათავდა. აი რატომ გვეამაყება ჩვენ რომ ქართველები ვართ, შეიძლება უფრო ახალ-ქართულს ვინმე ჩვენზე უკეთ ლაპარაკობდეს,მაგრამ სულიერ საქართველოს არ იცნობდეს.ქართული სულ სხვაა განმიმარტა მამაჩემმა, აგურით დატვირთულებს დაღმართზე ჩასვლა უფრო გაგვიჭირდა, თითქმის ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა ,,ტორმოზი’’ტორმოზი ყვიროდა ვინმე, მეგრული გადათარგმნით ,,ტორმოზი’’ ნიშნავს წიხლით ტალახით მოზელვას, მატორი მატორი იძახდა მეორე, ,,მატორი’’ მეგრულად ნიშნავს ,,თვითონ წიხლი’’,ახლა მართლა გასაგები გახდა ჩემთვის თუ როგორ ვითარდებოდა ცივილიზაცია,იმ კვირაში მამაჩემმა დავალება მომცა შემედგინა მეგრულის და ქართულის ლექსიკონი და აი რა გამომივიდა: ყურზენი -ურზენი ვარ-ვორექ იტევს-ინტირინუანს შეუძლია-შეულებ ჩემი-ჩქიმი ნეტავი-ნოტე მზეთუნახავი-ზისნახე ვარსკვლავი-მურიცხვი დრო-დრო სიბნელე-უკუმელა ხაზი-ხაზი მენატრება-მონატრუ გამოიწვია-გიმიწვუ ჭკვიანი-ჭკვერი თქვი-ქოთქვი კედელი-კიდალა უთო-უნთო წინ-წოხოლე უკან-უკახალე ქაღალდი-ქარღადი ნაცადი-ნაცადებუ აქ-ათაქ უშენოდ-უსქანედ მამაჩემმა განმიმარტა რომ ჩვენ ისტორიული ნამდვილი ქართველები ვართ მაგრამ რუსებიც კი ქართველები იყვნენ,ამას გვეუბნება ჩვენი ენა,მაგალითად ,,ჩემი’’- მეგრულად ,,ჩქიმი’’ ნიშნავს რომ ,,მი’’ჩვენ ვართ და ეს სამოთხე ყველა ნებისმიერის დედა სამშობლოა და ამას გაფრთხილება სჭირდება რომ სამოთხის მებაღეებმა მოიყვანონ წესრიგში.ამიტომაა რომ მეგრელები მის დღემში არ ატარებენ დროშას.მეგრული გადათარგმნით ,, დროშა’’ ნიშნავს-,,დრომდე’’ . მამაჩემს უყვარდა ერთ-ერთი მეგრული სიმღერა ,,არსებობის უფლება რომ იყოს ქვეყანა რამხელა ფართეაო’’ ისტორიის უცოდინარობის გამო ზოგიერთი ქართველ მეგრელს სხვა რჯულად აღიქვამს და ამ სიმღერის დროს მამაჩემს მოერეოდა ხოლმე სევდა და წუხილი,ამიტომ ვცდილობდი საუბარი მამაჩემს ლეგენდაზე გაეგრძელებინა,მამი მამი მერე რა ბედი ეწიათ იმ ბავშვებს,მაშინ მთავარმა ანგელოზმა შესჩივლა ღმერთებს ღმერთებმა ურჩია რომ გაედოთ ხინჯი,ამიტომაა ხინჯს უძველეს მეგრულად ქვია ,,ბოგა’’ რაც ნიშნავს ,,ღმერთო, ა’’–ს ხოლო კუნძულიდან რომ გავიდნენ გზა იპოვეს ,,თაგილონი’’ რაც მეგრულად ნიშნავს ,,აქაა სავალი’’ ხოლო აბხაზები ამ კვალს გვიშლიან და მას შეარქვეს ,,თაგლანი’’ რაც არაფერს არ გვეუბნება და ეს შემთხვევა მეორდება სხვაგანაც , მაგალითად ქალაქი ,,ტკვარჩელი’’ მეგრულად ნიშნავს ,,თეთრ კიბეს’’ მამაჩემმა ამიხსნა რომ უძველეს დროში შავი ზღვის პირეთს ამ კუთხიდან უკავშირდებოდნენ სვანები,აბხაზებმა მას ,,ტკვარჩალი’’ დაარქვეს ,ტკვაჩალიც მეგრული სიტყვაა და ნიშნავს ,,თევზის ხმაურს ჭყაპი-ჭყუპს ‘’ მაგალითად ასევე ,,კოდორი’’ ქართული გადათარგმნით ის გვეუბნება რომ ,,კოდი ორია’’. ამ უწმინდეს ადგილზე ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი ქუჩა ბენდელიანის ქუჩა გადააკეთეს ,,ავადხარსკაიათი’’ და მაშინ შევეკითხე საპასპორტოში თუ რატომ? და იმათმა განმიმარტეს რომ დროა დაარქვან რამე აბხაზურად ,მაგრამ იმათმა კი არ იციან რომ ,,ავადხარა ‘’ პირდაპირ ქართულია და გვეუბნება ,,ის მაშინ უნდა დალიო თუ ავად ხარ რა’’ .აფხაზეთში თითქმის ყველა სოფელი მეგრულად რაღაცას გვეუბნება მაგალითად აკვაქსა -ნიშნავს ,,აკვას’’-ფუტკარს,კვირტოული- კვირტივით აყვავდები, ტყამიში-ტყე ვისია, თხინა-ითხოვენ,ბჟაფი- რძეო იდუღე და ასე სხვა მრავალი.ამ მხარეს აქვს თავისი პაროლი და დღემდე ის არავის შეუცვლია ,არ შეიძლება მასზე თითის გაკარებაც კი.მაგალითად სამყაროში მეგრელებს აქვთ განსაკუთრებული ქორწილი და ამ ქორწილში მთავარი პაროლია ის რომ,ამ მხარეში შემონახულია ქალიშვილობა,წყვილები სიყვარულით ქორწინდებიან ერთმანეთთან და ცხოვრობენ სიცოცხლის ბოლომდე ერთად.ქართულ ქორწილში ირჩევენ თამადას ,თამადა სტუმრების მხრიდან ირჩევს მოპასუხეს,თამადის მაგიდაზე წინ იდება ,,რუსთავი’’ ესეიგი ,,ხარის თავი’’ ხოლო მოპასუხეს ,,აბხა და ზეთი’’ ესეიგი აბხაზეთი, აბხა-საქონლის ბეჭის საუკეთესო სამკუთხა ნაწილია ისინი ერთმანეთს დალევაში შეერკინებიან,ბოლოს კი გამარჯვებულს მიაქვს ,,რუსთავი’’,ხოლო დამარცხებულს ,,აბხაზეთი’’. და ეს რა შუაშია ერთმანეთთან ამას გავიგებთ მოთხრობის დასასრულს. ქართულ სუფრაზე თითო ორი ჭიქა მილოცვით იწყება, შემდეგ პირველი ჭიქა ისმევა მშვიდობის სადღეგრძელო, მეორე ჭიქით კი ილოცება მსოფლიოს ბაგა-ბაღი.ხოლო მესამე ჭიქით იხსენიებენ აწ გარდაცვლილებს ,ხოლო დანარჩენი ჭიქები გადადის ოჯახის წევრებიდან ნათესავებამდე. ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული ყანწით ისმევა მეფე-დედოფლის სადღეგრძელო და დრო გამოშვებით ერთობიან ცეკვა-სიმღერებით . მეგრელები ძველით ახალი წლის შემდეგ ინიშნავენ დღეებს და მათ წინასწარ ერთი წლით ადრე იციან როგორი ზაფხული ელოდებათ , ხოლო კვირის ამინდებს ცნობენ ენგურის ხმითა და ჩონგურის ხმით . მეგრულად ,,ჩონგური’’ ნიშნავს ,,თეთრი ხის გულს’’ . უფრო ადრე მეგრელები ნებისმიერ ავადმყოფობას შელოცვებით კურნავდნენ მაგრამ ეს წიგნები ეშმაკებმა ცეცხლს მისცეს, მაგრამ ადამიანებმა გადაარჩინეს ის რაც ზეპირად იცოდნენ. მეგრელები მუშაობდნენ ზაფხულში და ისვენებდნენ ზამთარში,შემოდგომაში ივსება ბეღელი, იწურება ღვინო,ტეხავენ სიმინდს და შემოაქვთ ოჯახში . ისინი ძველით ახალ-წელს კლავენ ღორს და მათ ფაცხაში ვინც კარგად არის მომზადებული ყოველთვის კიდია შაშხი და კუპატი ,გამხმარი ყველი. ქალბატონები ზამთარში ერთობოდნენ შაირებითა და ქსოვით,ხოლო მამაკაცები ნადირობით. კავკასია მეგრულად ნიშნავს ,,კავით დატენვას’’ ალბათ აქედან წარმოიშვა ,,კასა დატენილი’’.როდესაც რუსებს მონღოლები შემოსეულან, სამოთხე შავი ზღვის პირეთიდან ადვილი დასაპყრობი გამხდარა მტრისთვის,მამაჩემის ნაამბობით ,,აბხაზი’’ შემოკლებითაა და ნიშნავს ,,აბრეშუმის ხაზსს’’, დედამიწაზე უპირველესი აბრეშუმის ხაზი გადიოდა საქართველოში,რუსთავიდან რუსეთამდე, მეგრული გადათარგმნით ,,რუსთავი’’–,,ხარის თავს’’ ხოლო ,,რუსეთი’’- ნიშნავს ,,ხარს დაუმთავრდი’’,და თუ საქართველოში მართლა აბრეშუმის ხაზი გადიოდა ვარიანტი არ არსებობს რომ მგზავრებს რაიმე ნაკვალევი არდაეტოვებინათ და განვაგრძე ძიება. ალგეთი- ალო ჩაექრე,გორი-ეძებე,ხაშური-ხაშის სუნი,საჩხერე-საცივი ცხელია, რიონი-შეჩერდი ისინია,ქუთეში-დაფქვა ისე,რაჭა-რომელი ჭა,ხობი-წყლის დროებით შესაჩერებელი, ურთა-მოხვევა, ჭუბურხინჯი-წაბლის ხიდი, აჩუგვარა- ცხენების საძოვარი, ოჩამჩირე-სასაჭმელო, აჭამე, არის. დრანდა-მგზავრების შესასვენებელი,კილასურე-გასაღები სად არის (პარონი,გასაღებით), დიოსკურია–ალიონზე უნდა მოჩეკონ, შეაჩერე.ეშერა-აღმა სავალი, ადილერი- ადი და შეაჩერე,სოჩა-სად აჭმევ, ტუაბსე-საქონელს ებსმევა, ქერჩი-ქერი აჭამე, კრიმი-ჩვენ შევჩერდეთ, საკი-ტომარა, (ავადმყოფებს სვამდნენ ტალახიან ტომარაზე)’’. ,,შავი ზღვა’’ მეგრულად ითარგმნება ,,უჩა ზღვა’’-თვითონ ეს სიტყვა კი ითარგმნება ასე-,,პირუტყვს აჭმევენ და ზღვა’’, და აი თურმე რატომ ერქვა ძველად ამ მხარეს ,,ბსილი’’. მამაჩემი მასწავლიდა რომ პაროლის ამოხსნის დროს მეგრული,ქართული და რუსული ენა აუცილებლად გამომეყენებინა ერთ ენად, ხოლო დედაჩემი ბავშვობაში მასწავლიდა ვაჭრობის წესებს და ის მეუბნებოდა რომ წინ ძალიან რთული ცხოვრება მელოდა, და გასაჭირში ყველაზე მეტად გამომადგებოდა მისი ნათქვამი. მამაჩემს შეკითხვა დავუსვი,თუ მაგალითად ბრძოლის ველზე ვიქნები ხელცარიელი და არავინ მომისმინა რა უნდა ვქნა? მაშინ მოგიწევს მინდორში დაწოლა და მთავარი ანგელოზი შენზე იზრუნებს, ფარებს გადაგაცმევენ,მთავარია მეგრულად კარგად გადათარგმნო მიპასუხა მამაჩემმა.ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც,ვაითუ შვილი გამწიროს როგორც სტალინმა, მაგრამ ახსნას ვერ ვპოულობდი ,მამი მამი და თუ ამანაც არ გაჭრა მერე რა მოხდება? ბალანსი დაირღვევა,ხვილიკები გახდებიან დინოზავრები,ვეშაპები დაიღუპებიან და შეიძლება დედამიწა გაქრეს ,ესეიგი ეს ბოლო შანსია..და ახლა ანგელოზები სად არიან? ვკითხე მე?მან მიპასუხა რომ დროებით დატოვეს დედამიწა და ნიშნად თავიანთი გასვლისა დატოვეს პირამიდა, ,,პირამი’’-მეგრულად ,,გალესილს,წაწვეტებულს’’ ნიშნავს, ხოლო ,,ეგიპტე’’-,,ეგერ სად დავტოვე’’.მამაჩემმა გამაფრთთხილა რომ სხვა გასაღებებზე ხელი არ უნდა მეხლო,მაგრამ მაინცჩემებური ბავშვური გატაცებით ვხსნიდი უთვალავ რამეს,ესრა ბრძენი წინაპრები გვყოლია,მაგალითად ,,მოლდავეთი’’ ითარგმნება მეგრულად და ნიშნავს ,,ბალახო აბა არ დამთავრდე’’ტყაჯიკეთი-ტყე,მორი და ჯოხი,სომხეთი-იქნებ აქაც ,,ს’’ ასო წამატებულია და ის ,,ცომხეთია’’ რაც მეგრულად ნიშნავს ,,ცომის მოზელვას’’. ხოლო ,,დროჟი’’ მეგრულად ნიშნავს დრო-დროს და ჟი-ზევით. ასე ვიჯექი და ვფიქრობდი ჩემთვის, საქართველო-აქაც ,,ს’’ ასო წამატებული ხომ არ არის და ეს ,,ცაქარი’’ და ,,რთველია’’ მეგრულად ,,ცაქორთუო’’. მაგალითად ,,რთუო’’ მეგრულად გაყოფასაც ნიშნავს და გადახურვასაც. მეგრულად ,,სახურავს’’ ჰქვია ,,ორითვალი’’,ესეიგი მაშინ როდესაც ოჯახები იყოფოდნენ მათ უშენებდნენ ,,ორ თვალს’’. ვა ეს რა ბრძენი წინაპრები გვყოლია,რამდენმა არ იცის სიტყვის მთავარი მნიშვნელობა,მოდით ერთი ჩვენი წინაპრები გადავამოწმოთ იცოდნენ თუ არა რომ დედამიწა ბრუნავდა ვიდრე ჯორდანო ბრუნო, და ამას მინდა ჩემებური ენით პასუხი გავცე.. საქანელა ქანობს,მეგრულად ,,ქვეყანას’’ ჰქვია ,,ქანა’’ ესეიგი საქანელა ქვეყნიერობს,ბრუნავს.აი როგორ არის შემონახული ყველაფრის პაროლი მაგრამ მეგრული ენის უცოდინარობის გამო ამ პაროლებს საკუთარი ხელით ვასამარებთ. კარგით მოდით რომ არდავიბნეთ დავუბრუნდეთ ისევ დისლოკაციის ადგილს,მაგალითად ქართულში ,,ნაგავი’’ რუსულად ,,მუსორი’’, მეგრულად ,,მუსორე’’ ნიშნავს ,,სად რა აგდია’’ . კიდევ ,,პრუჟინა’’ მეგრულად ,,ჟი’’-მაღლა აწევას ნიშნავს.ესეიგი ეს ჩვენი ერთობის უტყუარი ფაქტებია. ეს ყველაფერი რომ ერთმანეთში არ ამრეოდა წმინდა წერილები შემოვინახე ჩემი სახლის წინ ჩემი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილზე იქ სადაც ბავშვები ომობანას ვთამაშობდით,ეს ჩემი ადგილი იყო ბავშვებისთვის აუღებელი.სადაც მქონდა მთავარი ბუნკერი. დავუბრუნდი ძიებას და ამჯერად გასეირნება გადავწყვიტე ტყეში,როდესაც დავინახე უძველესი მუხა უეცრად მისმა სახელმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.. ,,მუხა’’ მეგრული გადათარგმნით ნიშნავს ,,რა შობა’’,ალბათ ამ ხიდან თლიდნენ აკვანს . ,,აკვანს’’ მეგრულად ჰქვია ,,არკვანი’’ და ნიშნავს ,,ფრთხილად შუბლით შეჩერებას’’ .შემდეგ ყურადღება მივაქციე წაბლს მეგრულად ჭუბური ნიშნავს ,,კაკალის შეწვას’’ .შემდეგი ხე იდგა თხმელა მეგრულად თხუმუ და ნიშნავს ,,რა სთხოვა-ს?’’ და რა სთხოვა? ალბათ ყუთი? იმ ქვეყანაში წასაბრძანებლად. ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც და მოვკურცხლე შინისაკენ.მაგრამ არა ვერ ვისვენებდი თითქოს რაღაცა მაწუხებდა კიდევ ბევრ კითხვებზე პასუხი უნდა მეძია. მაშინ როდესაც მამაჩემს შევეკითხე სად იწყება დედამიწა მან მიპასუხა სადაც შენ დგახარ შვილო, და სად მთავრდება ?პასუხი ამ კითხვაზეც იყო ერთი და იგივე.ამიტომ გავიხსენე ქრისტეს სიტყვები ,,ვინც ბავშვურად არ მოიქცევა,ის ვერშევა ცათა სასუფეველში’’, და მეც ჩემი ბავშვური ინტუიციით იესო ქრისტე ჩავთვალე მინიშნებად და აი რა გამოვიდა: ი-ქნები ე-რთადერთი ს-აოცნებო ო-სტატი ქ-ვეყნიერების რ-უქა ი-პოვე ს-აქართველოს ტ-აძრის ე-ზოში და ძიება ჩემი სახლიდან დავიწყე, ყურადღება გავამახვილე მარჯვნივ მცხოვრებ მეზობლის ოჯახზე, ბატონი კუკური სიხარულია, ესეიგი ძიება ,,კუ’’-ზე და ,,რუ’’-ზე უნდა დამეწყო, მის მეუღლეს ერქვა ქუჩუჩი, ქუჩუჩი -,,მიხვედრა’’–ს ნიშნავს მეგრულად,ხოლო ქართულად ჩიჩილაკი.შემდეგ მეზობელს ერქვა ანდრო და ვერა,გვარად ,,ჯინჯორიები’’ რაც მეგრულად ნიშნავს ,,ძირი ორია’’.ეს ყველაფერი ჩავთვალე მინიშნებად რომ ანდრო–დროა ძიების დაწყების და ვერა-რუსულად რწმენას ნიშნავს , ესეიგი უნდა მერწმუნა. შემდეგ გზა გადიოდა და მივყევი ამ გზას,მას ენგურის პირას გავყავდი ,საჭირო იყო მდინარეზე ფონი–ს პოვნა,ესეიგი ,,ახალი აფონი’’–ახალი გზა,განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ილორის ტაძარზე, ,,ილორი’’ მეგრულად გვეუბნება ,,ვეძიო ორში’’, კოდორიც ხომ თითქმის ამას გვეუბნება .სამეგრელოში თიქმის ყველა მეგრელმა იცოდა ილორის ეკლესიის სიწმინდის შესახებ, ამ ეკლესიაში გადაცემული კაცის ცხოვრება უმოკლესი იყო.ამაჟამად თუ მინდა რამეს მივაღწიო ჩემმა აზროვნებამ უნდა იმუშაოს ასი პროცენტით, ერთი პროცენტის შეცდომის დაშვების უფლებაც კი არ მაქვს თუ არადა მჯერა რომ დედამიწაზე ჩემი ფერფლიც კი არდარჩება. როდესაც გარკვეული დრო გავიდა ილორის ეკლესიის ეზოში შევედი მაგრამ აქ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, თითქოსდა ამ ეზოში ვიღაცეები მომელოდნენ, მოულოდნელად კარებთან დამხვდა სამი ახალგაზრდა და განმიმარტეს რომ ისინიც აქ მინიშნებით მოვიდნენ, მაგრამ რომ ყველაზე მთავარი ვიყავი მე, თავში ათასგვარმა ფიქრებმა გამიარა, ეხლა მიდი და გამოარჩიე ეშმაკის მოციქულებია თუ ღმერთების მოგზავნილია. მაგრამ შევეცდები მათთან გარკვეული ნაბიჯი მქონდეს,როგორც რუსები იტყვიან როგორიც გამარჯობა ისეთი პრივეტი,მაგრამ მეგრული დათვლა ერთის შუაზე გაყოფით იწყება და მეც შევეცდები მათთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს. ბიძინა კუნძულ შამგონიდან, წარვუდექი მე.მაღალი თეთრი სუსტი ბიჭი წარმიდგა სანქტ-პეტერბურგიდან, მასხელზე პოლიტიკური რუქა ეჭირა, გადაშალა და მითხრა: მაინც ვერ გავიგე, ასეთი კუნძული არარსებობს , მაშინ თითებით მივანიშნე აგერ მდინარე ენგური იყოფა ორ ნაწილად და შემდეგ ერთმანეთს უერთდება, შუაში რომ კუნძულია ეს ჩემი სოფელია მეთქი, ივანთან ერთად წარმიდგა ასტიკი,აბხაზი მსხვილი და წითელი თმებით,ჭორპლიანი სახით,ხოლო მესამე ბიჭი იყო ოსი სერგეი,ის გამოირჩეოდა შავი თმებით და მან მითხრა რომ ის საქართველოში,ცხინვალში ცხოვრობდა. ვანიამ ასტიკმა და სერგეიმ მეგობრობა შემომფიცეს, რაც მთავარი იყო ჩემთვის ესენიც ხომ მინიშნებით ჩამოსულიყვნენ აქამდე. ჩვენ ორ გუნდად დავიყავით, სერგეიმ ჩემთან დარჩენა და ძიება ირჩია,ხოლო ვანია და ასტიკმა გადაწყვიტეს ერთად მოეძიათ. ტაძრის ეზოში ყურადღება გავამახვილე დამხმარე ნაგებობაზე, ხოლო ამ ნაგებობის გვერდით ყურადღება მივაქციე ორ ძირ ვენახს, დიახ დიახ ესარის მეზობლის გვარი ჯინჭორია–ესეიგი ,,ძირი ორია’’, ბიძაშვილის სახელი რევაზი მეუბნება რომ ,,არის ვაზი’’ და ჩემი სოფლის ,,შამოს ჯიშის’’ ყურძნის სახელი სოფელი შამგონა, მაგრამ ამ ორიდან რომელია შამოს ჯიშის? როდესაც გადავამოწმე ერთი ძირი ოდესის ჯიშის აღმოჩნდა , მაშინ უცხო ჯიში ჩავთვალე მინიშნებად და იმ ძირის ქვეშ დავიწყე გათხრა, ვერდაიჯერებთ და თითქოს ეს ტაძარი მღვდელებმა მიატოვეს. ასტიკმა განმიმარტა რომ ამჟამად ტაძარს ციგანები დაეპატრონნენ, ,,ციგანი’’-მეგრული გადათარგმნით ,,ხუმარას’’ ნიშნავს .ასტიკმა და ივანმა მარანის შიგნით დაიწყეს ძებნა, ხოლო სერგეი მე ამომიდგა, არა არა ვენდობი მაგრამ მინდა გადავამოწმო დასერგეის შევეკითხე.. შენც აქ რატომ არჩიე ყოფნა? იქნებ მე არასწორად ვეძებ, სერგეის ჩაეცინა და მითხრა, შენ როდესაც შენი სოფლის სახელი და შამი ახსენე, ოსურად ,,შამი’’ დალევას ნიშნავსო, ღმერთო ჩემო ვერ ვიჯერებ ნუთუ ჩემი სოფელი ოსებთან რამე კავშირშია გავიფიქრე მე,მაგალითისთვის ვიცი რომ მეგრელების ცოლს ,,ოსური’’ჰქვია დაროდესაც მეგრელები ქალბატონებს ნიშნავენ ,,შანუა’’ჰქვია. თავში ათასგვარმა ფიქრებმა გამიარა, კვლავ ვიფიქრე მოდი ერთი ივანსა და ასტიკს გადავამოწმებ რას მიპასუხებენ მეთქი. ასტიკმა მითხრა : შენ რომ ხატი წარმოსთქვი ჩვენებურად ,,ხატა’’-სახლს ჰქვია,ივანს რომ მივუბრუნდი მითხრა რომ როგორც ასტიკმა გადაწყვიტა ისე მოიქცა, მე მაშინ დავრწმუნდი რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, იმიტომ რომ სათითაოდ ვერაფერს გავხდებოდით. ვანიამ და ასტიკმა ღვინოთი სავსე ქვევრი ამოაგდეს, ხოლო მედა სერგეიმ სკივი, მაგრამ ეს სკივი თითქოსდა ჯადოსნური იყო, მას ორთქლი გასდიოდა, სკივის გახსნა იკისრა ვანიამ და ვარაუდიც გამართლდა ,სუნდუკში იდო უზარმაზარი ყანწი და რუქა,ეს სათამადო ყანწია,ქართული ყანწი ვუხსნიდი მეგობრებს ,მაგრამ ცხოვრებაში ასეთი ყანწი პირველად მენახა ..ყანწს შუაში ჰქონდა გადასაკეტი,ეს რა არის?მკითხა სერგეიმ,ეს გადასაკეტია ამ რქებს მეგრულად ჰქვია ,,ქა’’ და ვინც ამ ყანწს ბოლომდე შესვამდა ის იყო ნამდვილი ქართველი,აი მაგალითად სვანები სვამდნენ მაგრამ თბილისელები ,,ქას’’ შუაზე ყოფდნენ, ამიტომაა მეგრელები თბილისს ეძახიან ,,ქართის’’ რაც ნიშნავს ,,რქის შუაზე გაყოფას’’, მაშინ თბილისი რატომ ჰქვია მიპასუხა ასტიკმა, თბილისი მეგრულად ნიშნავს ,,თბილი ხარ შენ’’ ხოლო ძველად ერქვა ,,ტიბლისი’’ ,,ტიბუ და ლისი’’ რომელიც მეგრულად ,,თბილსა და გაპუტულს’’ ნიშნავს.. აგრეთვე ლისი რუსულადაც ლისია ..მეგობრებმა გადაწყვიტეს ღვინო ამ ყანწით დაგველია, მაგრამ ყველას გავაინტერესებდა უძველესი რუქა დაყველაზე საკვირველი ის იყო რომ რუქა აღნიშნული იყო ,,რუს რქებით’’ ანუ ,,ხარის თავებით’’ და მართლაც გადიოდა რუსთავიდან რუსეთამდე ხაზი და ეს ყველაფერი ჩემთვის საკმარისი გახდა რომ გამეშიფრა ქართული ოცნება მაგრამ ვგრძნობდი რომ კიდევ რაღაცა მაკლდებოდა,მოიცა მოიცა მომაგონდა მამაჩემის სიტყვები,, აიღე მთავარი ნივთი და ყურადღება მიაქციე ქართულ ანბანთა წყობას’’, ვფიქრობდი რა იყო ტაძარში მთავარი ნივთი და ვირწმუნე რომ ეს ნივთი იყოზარი და ზარი დავალაგე ანბანთა წყობით რაც გამოვიდა ასე... აზარი, ბაზარი, გაზარი, დაზარი, და ეს სიტყვები მეგრულად ნიშნავს აზარი-გააცილე, ბაზარი-ბაზარი, გაზარი-გაგაცილე,ესეიგი გაცილება საჭირო და აუცილებელია და ბოლო სიტყვა დაზარი-ესეიგი უნდა გაუწიო,დაძრა. მაშინათვე გავაკეთე განცხადება ეეე ბიჭებო ამ საჭმელს უზაკუსკოდ რადალევსმეთქი და სამივე გავაგზავნე ბაზარში. ახლა ისევ ახალი საფიქრალი გამიჩნდა , რა უნდა დავზრა? უცებ მოულოდნელად მეორე ოთახის კუთხეში აღმოვაჩინე ,,სკიპი’’ ხელის საფქვავი ქვა,იმწუთშივე გადავეშვი წარსულში,ნუთუ ეს შემონახული პირველი ანას სკიფია ,მეგრულად ,,ქვეყანა’’–ს ჰქვია ,,ქიანა’’ რაც ნიშნავს ,,დაფქვი ანას’’. არა არა უნდა ვსცადო, სახელურს ხელი ვსტაცე და დატრიალება ვსცადე,მახსოვს ის რომ თითქოსდა თავიც ბრუნავდა, ძალა მეკარგებოდა, დარომ გამომეღვიძა ვიყავი სადღაც სასახლეში,ჩემს წინ გაიხსნა უზარმაზარი სასახლის კარები და ამას დედას გეფიცები თუ ვსტყუოდე, ჩემს წინ გადაიშალა ხალიჩის ბილიკი, იქ მოსჩანდა ტახტი და მბრძანებელი, ეს კაცი წამოდგა და ჩემსკენ გამოეშურა ..ის იყო მაღალი,წვერებიანი, ოქროს ხალათში გამოწყობილი, ხელში ოქროს წიგნი მომაწოდა თუმცა ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს წიგნი ცხელი იქნებოდა , ვიცოდი რომ ეს იყო ჩემი უკანასკნელი შანსი, ამიტომაც წიგნი მაღლა ავწიე და შევინარჩუნე ის. ახლა კი წვერებიანმა კაცმა უკან მომატრიალა და გარეთ გამომაგდო, სადაც მოულოდნელად კარებთან შემომხვდა მრავალი ქალბატონები, ისინი ყველა რაღაცას მილოცავდა მაგრამ მე ვერ ვიგებდი რას მილოცავდნენ, მათ ყველას ვერცხლისფერი კაბები ეცვათ, გრძელი ნაწნავებით, მუხლის ოდნავ ქვევით თუშური წინდები.. ,,თუში’’ მეგრულად ნიშნავს ,,თუ მოქსოვ’’, ამ გოგოებმა ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა გამომაცილეს , ისინი ისე მექცეოდნენ თითქოს დიდი ხნის უნახავი დები და ამ ბოლოს ვერ გეტყვით ეს უბსკრული იყო თუ სამყაროს დასაწყისი ,ტრამპლინივით სადღაც გამომაგდეს, თვალები ამეხილა და ვიყავი ისევ აქ.მეგობრები რომ დამიბრუნდნენ ეს ამბავი მათაც მოვუყევი, ეტყობა რაღაც წნევა გქონდაო და ჩემი ნაამბობი მათთვის იყო დაუჯერებელი, მაგრამ ვანიამ სცადა გადამოწმება და სკიფის სახელურს სტაცა ხელი , ვანიას ვუთხარი ,,ადინ’’-მეთქი , ,,ადინი’’-რუსულად ნიშნავს ,,ერთს’’ მაგრამ მეგრულად ნიშნავს ,,იკარგები’’–ს, გავაგრძელე ვანია ,,დვა’’-მეთქი , ,,დვა’’ რუსულად ნიშნავს ორს, მაგრამ მეგრულად ნიშნავს ,,დადება’’–, ვანია ,,ტრი’’-მეთქი, ,,ტრი’’ რუსულად ნიშნავს სამს მეგრულად კი ,,შეჩერდი’’. მაგრამ ვანიამ არ დამიჯერა და ,,ჩეტირე’’ წამოუვიდა, ჩეტირე რუსულად ოთხია მაგრამ მეგრულად ,,თეთრი ცრემლები’’ თითქოსდა ეს ოთახი გარდაიქმნა ბუნაგად და ვანია ჭაობმა შთანთქა, ვხედავდით როგორ გაიტაცეს ის ვეშაპებმა და ჩვენს წინ გაჩნდა დარბაზის კარები ციფრული კოდებით, მეორედ კოდის ამოხსნა იკისრა ასტიკმა და ბეწვის ხიდი პირდაპირ გადაირბინა პაროლებთან, ასტიკის წინ მეგაფონი ჩაირთო და პაროლი ხმოვანი იყო, მიანიშნეს ,,ჯეკპოტი’’ მაშინათვე მივხვდი რომ ჩემი გამოძახილი იყო ეს მაგრამ ჩემს მაგივრად იდგა აბხაზი ასტიკი, სიმართლე გითხრათ ძალიან შემეცოდა, ვანია უკვე არარსებობდა და ვიცოდი მასაც იგივე ბედი ეწეოდა.თქვენ არვიცი როგორ გამიგებთ მაგრამ ჩერმში უფრო მეგობრულმა გრძნობამ გამოიღვიძა და ასტიკს ჯეკპოტის პაროლი ვუკარნახე: ,,ათას ცხრაას ოთხმოცდა ცხრამეტი’’ მაგრამ ასტიკი სდუმდა, სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდებოდი რახდებოდა, უბრალოდ აბხაზურად უნდა ეთქვა ეს ციფრები და არ ამბობდა, ასტიკსაც მოწყენილობა შევატყვე და მან მიპასუხა : ,,არა მარტო მე, ამ ციფრებს, ღმერთების პაროლს ვერცერთი აბხაზი ვერ იტყვის, და თუ ვინმემ თქვა ალბათ ყველა სხვადასხვანაირად იტყვის’’ მერე გავარკვიე რომ 1999(ათას ცხრაას ოთხმოცდა ცხრამეტი) ამ ციფრს სიტყვიერად ვერ წარმოსთქვამს ვერცერთი აბხაზი. ასტიკიც მალე ვეშაპებმა გაიტაცეს. ამჟამად სერგეისთვის ადგილის დათმობას აზრი არ ჰქონდა, წინ ორი მეგობარი გამქრალიყო და მესამე ნაბიჯი გადავდგი მე , ჩემი გამოძახილი იყო ჯეკპოტის გამოყენება,მივხვდირომ ამ სიტყვებში იმალებოდა რაღაც დასაბნევი, თვალწინ მამაჩემთან გატარებული ლეგენდის მოყოლის ყველა წუთი წარმომიდგა, ღმერთებს გადავურჩი ესეიგი სიკეთეს, ვიცოდი ამჟამად ბოროტებასთან მქონდა საქმე და თუ გადამარჩენს რათქმაუნდა უძველესი მეგრული ენა . მეგრულად ,,ათას ცხრაას ოთხმოცდა ცხრამეტი’’ ითარგმნება შემდეგნაირად: ანთასი(ათასი)-ანი თესე, ამ დროს სკიფიდან კაკალი ამოვიღე და გადავუყარე ქვიშაზე, მოულოდნელად ჩემს წინ გაჩნდა ნემსივით წვრილი ბადე. ჩხოროში (ცხრაასი )-ცხრა მოქსოვე, და მაშინათვე თითებით მოვქსოვე ცხრიანი, ,,ოთხონეჩიდო’’(ოთხმოცდა)-ნიშნავს ,,ოთხად გაოცებას და აჭამეს’’ და გადავუყარე კაკალი ვეშაპებს ოთხ ნაწილად, შემდეგ ,,ვითოჩხორო’’(ცხრამეტი)-ნიშნავს ათ ცხრიანს და ასე რიგ–რიგობით მაგიდაზე გაჩნდა ახალი პაროლი, ავიღე ათი ცხრიანი და ჩემს წინ გამოჩნდა ქვის მაგიდა ოქროს გასაღებით, და სამი ახალი კარი. ამ ურთულეს წინადადებას თავიც დავადგი. ოქროს გასაღები ავიღე, მაგრამ ჯერ კიდევ არვიყავი გარკვეული ბოლომდე თუ რა ხდებოდა, როდესაც უკან მოვიხედე ოსი იდგა ცოცხალ-მკვდარი შეიძლება ასე ითქვას, მე ხომ ამ გასაღების გულისთვის ვკარგავდი სამ მეგობარს ამიტომაც ეს დასასრული რატომღაც არ მომეწონა, არა ძმაო არა,როგორც გინდა ისე გამიგე მე მეგობრებს ჩემი ფუფუნების გულისთვის არ გავწირავ, მაგრამ ამჟამად მე რისი მოქმედება შემიძლია, ეს ოქროს გასაღები გადავაწოდე ოსს, სერგეი თითქოს მოულოდნელობით გონებას კარგავდა და მპასუხობდა, ეს მე? მე ვუთხარი მეგრულად ,,ოსი’’! ,,ოსი’’მეგრულად ნიშნავს ,,დიახ შენ’’ სერგეის თვალებიდან სიყვარულის ცრემლები წამოუცვივდა და არ იცოდა რა ექნა მაგრამ მან უფრო მეტი სიყვარულით უპასუხა ჩემს მოქმედებას.. მან ეს გასაღები ჭაობში მოისროლა, ვაჟკაცურად ზურგი შემომარტყა და ჩამეხუტა თითქოსდა ტიროდა და იგინებოდა, ამბობდა რაღაცა ,,აიდა’’–ს და აგრძელებდა სიტყვებს..მეც ეს გინება ვეშაპებს გავუგზავნე რომ დანარჩენი მეგობრები გაენთავისუფლებინათ,ასე უცებ თვალებზე ღრუბელი მომაწვა, ვხედავდი მხოლოდ და მხოლოდ ერთ წერტილს, თითქოს თვალებში ქრისტესხელები ამომეფარა,მალევე მივხვდი რომ ეშმაკებთან კიარა საქმე მბრძანებლებთან მქონდა, მუხლებით დავიჩოქე და ღმერთს შევევედრე,მეხომ ცხოვრებაში სამჯერ შემაგინეს და სამჯერვე მართალი ვიყავი,და სამივეს ვაპატიე.. ნუთუ თქვენ ამის პატიება არ შეგიძლიათმეთქი,თვალებიდან ცრემლები მდინარესავით იღვრებოდა და ჩემი ყმუილი იყო საშინელება,რაღაცა გულიდან ამოვარდნილი სუფთა კამკამა მაგრამ ამ დროსაც კი იუმორის გრძნობა არ დამიკარგავს და თქვენ რა არ ხართ ნაყურები დათა თუთაშხიაზე რომ ცოტა მაინც ვიფიქრო მეთქი,თითქოსდა თვალები ცრემლებმა ამომირეცხა და როცა გავახილე ჩემი მეგობრები ჩემს გვერდით იყვნენ, წინ კი მოხუცი მამაკაცი ოქროს გასაღებით იდგა,მან ეს გასაღები ივანს გადააწოდა და უთხრა: ,,ეს გასაღები შენია მაგრამ ამ გასაღებს აქვს კიდევ ერთი პაროლი და ეს პაროლი კოლხეთის და ანას საკუთრებაა’’. შემდეგ მან ასტიკს სუნდუკი გადასცა და თან დასძინა სიტყვები: ,,მოუარე და გაუფრთხილდი მას, ნუ გადააქცევ სამოთხეს ჯოჯოხეთად რადგან სუნდუკში შემონახული განძი საქართველოს საკუთრებაა და კოლხეთის განძის დამცავი პატარა ვეშაპი შენ ხარ’’., ის შემდეგ სერგეის ოსს შემოუბრუნდა და უთხრა: ,,შენ იმ ედემის ბაღში ვაშლის პატრონი ხარ რომელიც არ გეკუთვნის, თუმცა მეორე გასაღები შენია რაც არასდროს გამოყენებულა,მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა და სიყვარულით შეგიძლია ამის გამოყენება’’.და ამ მოხუცმა საბოლოო სიტყვები ჩემთვის შემოინახა და მან მითხრა: ,,შენ ხარ დედამიწაზე ის პატარა ბავშვი რომელმაც მარადიულად დარჩენა მოისურვა,მაგრამ შენ სულიერად გაიმარჯვე და გილოცავ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულობას და დინოზავრები დიდხანს არ გამოჩნდებიან დედამიწაზე’’ მან მიბრძანა ცათა სასუფეველზე ახალი პაროლი დამედო რომელიც არ მემახსოვრებოდა გათენებამდის. სიმართლე გითხრათ ლეგენდის დასასრული არ მომეწონა გამოდის რომ ჩვენ თოჯინები ვართ ყველანი მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ ხომ სიმართლის დადგენა გვინდოდა და დადგებოდა დრო მომავალი თაობა თვითონ ახსნიდა ამ პაროლს. გამომეღვიძა და ოთხივე ოთახში ვიყავით, შევამჩნიე რომ სამივე გალეშილი მთვრალი იყო და ისინი წამდაუწუმ იმეორებდნენ მე ვარ ქართველი ,ამ დროს ტაძრის კარებთან მანქანა შეჩერდა და ქალბატონი გადმოვიდა, ვიკითხე ვინ არის ის? მაშინ ასტიკმა ამიხსნა რომ ის ტაძრის მსახური ციგანია და მათ წასაყვანად მოვიდა, სხვა გზა რა გვქონდა ჩვენ ყველა ჩვენი გზით წავედით მაგრამ ასე დიდი დრო გასულა, მეკი მივიღე მინიშნება ,, კუმისი’’ ესეიგი ,,კუ’’ ჩემი ყველაზე დიდი ცოდვა. როგორც წინასწარმეტყველმა მამაჩემმა, უმალ ჩემი სოფლისკენ გავეშვირე რომ მომენახულებინა ჩემი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი , თქვენთვის წერილები გადმომეცა და ვინ იფიქრებდა ზუსტად იმ ადგილს ჩვენი სახლის წინ რუსის სამშვიდობო ჯარი რომ აირჩევდა და დადგებოდა,ის ადგილი დამხვდა განადგურებული. იმის შემდეგ მივიღე მეორე ნიშანი,სოხუმში სოფელ ეშერაში როდესაცსახლს ვხურავდით გამომეცხადა წმინდა მარიამ ღვთისმშობელი,ახალი ათონის მხარეს, რა თქმა უნდა ეს სხვა ადამიანებმაც დაინახეს .მაშინ გადავწყვიტე ეს ლეგენდა თქვენთვის გადმომეცა და თან მამაჩემის ნაამბობიც გავშიფრე.ბრძოლის ველზე ქართველები თუ არ მომისმენდნენ მინდორზე დაწოლა და ფარის გადაცმევა ნიშნავდა რუსულად მინდორი-პოლი და ფარი-ფარცვანია, ესეიგი უნდა მომეძებნა ადამიანი რომელიც რუსულადაც გადათარგმნიდა ჩემს ლეგენდას და ეს ადამიანი აღმოჩნდა ჩემი სოფლის მკვიდრი ბატონი პოლი ფარცვანია. გამოდის რომ კავშირი არსებობს ზღაპარსა და სინამდვილეს შორის, რომ კოლხური ლეგენდა ნამდვილი და ცოცხალია და ეს ქვეყანა მხოლოდ სიყვარულს უშენებია. ჩემო ძვირფასებო ჩემო ანგელოზებო ნება მიბოძეთ ქართული ჰიმნი ზღაპარში ოდნავ სხვანაირად წარმოგიდგინოთ: ,,ჩემი ხატია ცამშობლო, ცაო ხატე მთელი ქვეყანა განათებული მთაბარი წილნაყარია თქვენთანა.’’ დიახ, ეშმაკი წვრილმანებშია ჩასაფრებული. ყოველთვის იქ გელოდებათ სადაც თქვენ არ მოელით და ვინ მოახერხა ჩემს ხომალდში შემოსვლა? რათქმაუნდა იმათმა,ვინც გამოიჩინა სიფრთხილე, სიბრძნე და ნებისმიერი სიტყვის მნიშვნელობას დაუკვირდა.ვინც მიხვდა ჩემს წლოვანებას და ამოხსნა ნამდვილი პაროლი. მე ხომ გაგაფრთხილეთ რომ გადაწყვეტილებას თქვენ თვითონ მიიღებდით და რომ ამ ზღაპრის წაკითხვა ბრძოლის ველზე ხელცარიელად შესვლას ნიშნავდა. ეს წერილი ყველას ერთნაირად მივაწოდე, ბოროტსა და კეთილს. ერთმანეთისგან თქვენ უნდა გამოგერჩიათ, მაგრამ არაუშავს ცხოვერებაში თქვენ კიდევ მოგეცემათ შანსი გამოავლინოთ თქვენი სიბრძნე და იცხოვროთ ჭეშმარიტად, რაც ყველაზე მთავარია. ამ ზღაპარში ჩავაქსოვე ის ოქროს გასაღები, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ერთობისთვის შემოგვინახა გაუფრთხილდით მას რადგან უფესვოდ არცერთი ხე არ ხარობს. დიახ-დიახ როცა ყველას ეგონა ჩემი ზღაპარი დასრულდა სწორედ მაშინ იწყება რადგან ზღაპრების ღმერთებისგან მივიღე მინიშნება და ამჟამად მომიწევს ზღაპრის და რეალობის ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან დამევალა ზღაპრის სულიერად გაცოცხლება, წარსულში დაბრუნება რომ სულიერ ბრმებს თვალი ავუხილო და ყრუებს გავაგებინო. ამჟამად თქვენ გელოდებათ უთვალავი საიდუმლოს ამოხსნა რომ ჩვენმა ხომალდმა შეძლოს ამ ურთულესი დაბრკოლების გადალახვა და მიკარნახეს რომ მიწიერ ჭკუას უნდა დაემატოს ორჯერ მეტი. მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით... ,,ა-სი’’ მეგრულად ნიშნავს ,, აი შენ’’; და ,,სამ-ასი’’ რომ ,,ც’’ასო გადაცვლილია ,,ს’’ ასოზე და სინამდვილეში არის ,,ცა-მასი’’-რაც მეგრულად ნიშნავს ,,ცა, მე, და შენ’’, ანუ გამოდის ასი პროცენტით ფიქრი არ გვყოფნის, და ამაში დამეხმარება ზეციური ძალები... რა მშვენიერი სიტყვებია როცა ყველას ეგონა დავეცი ზუსტად მაშინ წამოვდექი, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ ბევრჯერ განმეორდა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში სოფელ ჯიხვის ხეობაში სკოლას ვხურავდი, მოულოდნელად ძლიერმა თავის ტკივილმა შემაწუხა, მეგობრებს მოუხდათ ჩემი გადმოყვანა ზუგდიდში და გამოცდილმა ექიმებმა ჯერ იშემიური კერა შემდეგ მერემია დამიმტკიცეს.ნერვიულობის გამო გონება დავკარგე სამი თვე ლოგინს მივეჯაჭვე, როდესაც ოჯახში ბოლო კაპეკები ამოეწურათ ბავშვებმა სცადეს უკანასკნელი თხილის შეგროვება რომ ჩემთვის წამალი შეეძინათ მაგრამ ისინი რაღაცაში წაკინკლავდნენ,ეტყობა მათ მობილურზე ჩასარიცხი ფული ერთ-ერთის გარდა არ რჩებოდა და უფროსი გოგო უმცროს ძმას ეუბნებოდა მუ-მა, მუ-მა მეგრული გადათარგმნით მუ-მა ნიშნავს მე-რა?-ს, მაგრამ აგრეთვე ნიშნავს ,,მამას’’ ასე უცებ მოულოდნელად გავშიფრე ერთ-ერთი მეგრული სიბრძნე, და გამოდის რომ მამა ცხოვრებაში იმდენად განწირულია შვილების წინაშე რომ მას ვერაფერი რჩებოდა და დაარქვეს ,,მუ-მა’’ ესეიგი ,,მე-რა’’ (არაფერი). ავადმყოფი პირველად დავდექი კარგ ხასიათზე და იმ დღეს უარი განვაცხადე წამლის მიღებაზე, მეუღლეს მოვახსენე რომ ბავშვებისთვის ფული არ გამოერთმია, მან გაიკვირვა და წარმოთქვა ,,დი-და’’ რაც ნიშნავს ქართულად ნიშნავს დედა-ს ასე თანმიმდევრულად ვშიფრავდი მეგრულ სიბრძნეს. აი რატომ ჰქვია თურმე მეგრულად შვილებს ,,სკუა’’, რომელიც მეგრულად ნიშნავს ,,მოჩეკვას’’ ესეიგი მშობლები შვილებისთვის ვალდებულნი არიან ,,ნებისმიერ შემთხვევაში იშოვონ’’. ის ღამე ლამაზი მთვარიანი ღამე იყო,უძველეს დროში მეგრელები მთვარეს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ და მეც დარწმუნებული ვარ რომ მთვარე ინახავს ჯერ კიდევ მრავალ საიდუმლოს,კედლების მიყრდნობით გარეთ გასვლა მოვახერხე თითქოს სვანეთის თოვლიანი მთები ჩემს თვალწინ ირეოდა,ახლა კი ნამდვილად მივხვდი მუჰამედის და მთის ნამდვილ არსს ,,თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან,მაშინ მთა მიდის მუჰამედთან’’ ესეიგი აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების სტილი,მუხლებზე დავიჩოქე და მთვარეს შევეხვეწე,თქვენ ხომ შვილების დაბადება მიწინასწარმეყველეთ ახლა კი მომეცით უფლება მათთან ვიცხოვრო სიბერემდე. იმ ღამეს სიზმრად ფრთიანი ანგელოზები ჩამოფრინდნენ,ექიმები ოპერაციას მიკეთებდნენ მათ შორის ერთ-ერთის გვარი დავიმახსოვრე ის გვარად ,,ადამია’’ იყო და ჩემთვის ყველაზე გასაოცარი აღმოჩნდა ის რომ მართლაც მუშაობდა ამ გვარის ,,თავის ექიმი’’ ზუგდიდის კლინიკაში. კარგით მოდით რომ არ დაგაბნიოთ შევინარჩუნოთ ბალანსი სწორი ჭეშმარიტი გზის გასაგრძელებლად. თქვენ წარმოიდგინეთ, მაგალითად: დედამიწას ბალანსი არ ეკავოს და მზესთან მიმართებაში უფრო ახლოს რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა? ან 0პირიქით უფრო შორს რომ ყოფილიყო? ნებისმიერ შემთხვევაში სიცოცხლე არ იქნებოდა, ესეიგი დედამიწაზე ყველაზე მთავარია ჯანმრთელობა და სიცოცხლის შენარჩუნება. მეგრულად ჯამმრთელინიშნავს ,,საღ ხეს’’ ესეიგი გამოდის რომ დედამიწაზე სიცოცხლე იმდენ ხანს შენარჩუნდება რამდენ ხანსაც იქნება ,,საღი ხე’’, აი თურმე რატომ ხატავდა რუსი მხატვარი ბატონი ,,შიშკინი’’ მუდამ ,,ბუნებას’’ გამოდის რომ მან ზუსტად იცოდა ოდესმე დადგებოდა ამის საშიშროება ,გთხოვთ მეგრული გადათარგმნით ყურადღება მივაქციოთ მის გვარს ,,შიშკინი’’-რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ,,არის საშიშროება ისევ’’ . და თქვენ როგორ გგონიათ?ძალიან რთულია ამაზე საუბარი მაგრამ ვინ მართავს ქვეყანას? ღმერთები თუ ეშმაკები?თუ ისინი ერთმანეთის შეთანხმებით მოქმედებენ? აი მაგალითად: თქვენ პოულობთ გზაში ფულს,მაშინ როდესაც ის თქვენ ძალიან გჭირდებათ და ამ დროს თქვენ ამბობთ რომ ,,ღმერთმა მაპოვნინა’’ და ვინც კარგავს ის ამბობს რომ ,,ეშმაკმა წამართვა’’ მაგრამ გამოდის რომ მას ჭკუა არ ეყო რადგან დაკარგა. ყურადღება მივაქციოთ იმას რომ დროებასთან ერთად მეფობს მატერია, ბალანსი, ჭკუა, სიტყვა და მრავალი სხვა... მაგრამ როგორ მოიქცევა ის პოვნელი რომელმაც იცის ,,ვინც დაკარგა და არ უბრუნებს’’ მას კი იმის წარმოდგენა არ შეუძლია რამხელა დარტყმას ღებულობს მისი უჯრედები იმიტომ რომ ჩვენ ის ღმერთმა ორ ნაწილად დაგვიყო ,,ბოროტებისა და სიკეთისა ‘’ ხოლო მთავარი მარეგულირებლები ხართ თქვენ,ზუსტად ამიტომ მეუბნებოდა მამაჩემი რომ ცხოვრებაში მუდამ სიკეთე მეთესა და ის ამბობდა რომ ,,შენ ხარ უძლიერესი’’ მაგრამ გახსოვდეს რომ ,,არაფერიც ხარ’’ . დიახ დიახ ძალიან რთული იქნება ჩემი ხომალდის მართვა ამ პირობებში მაგრამ მომიწევს გავატარო ზუსტად ზღვარზე ღმერთებსა და ეშმაკებს შორის ჩვენმა ხომალდმა რომ მიაღწიოს დანიშნულ ადგილამდე, ზღაპარი ჭკვიანებისთვის უკანასკნელი საიდუმლოს პირველი ნაწილი გამოიცა სამასი ერთეული და ის მივაწოდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, აგრეთვე ჩავაბარე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისროს ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას ასეთი განცხადებით: ყოველი შემთხვევისათვის გავკაფე და გავასუფთავე უკან დასაბრუნებელი გზა თავ-გამართულად რომ შევინარჩუნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომლის განხილვის შემდეგ საპასუხოდ მივიღე რომ.. ,,ბიუჯეტის ყველა ასიგნებები განაწილებულია, და კანონმდებლობის შესაბამისად მიუღებელია დაკმაყოფილდეს ამგვარი მოთხოვნა’’ დიახ,დიახ ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დაიწუნა ზღაპარი ნაცარქექიამ სიტყვებიდან გამომდინარე ის გამოყენებულ იქნა ახლა მინიშნებად ,და რა დაიწუნა? ნაცარქექია,მეგრული გადათარგმნით ,,ნაცა’’-მოქნილს ნიშნავს, ხოლო ,,ქექია’’-ის ვინც ყველგან იქექება, და ჩვენს ხომალდს უკავია სწორი კურსი, მუდამ გახსოვდეთ რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია პირველრიგში რაც გაქვთ იმის შენარჩუნება. მოდი გავაგრძელოთ გზა ახალ-ახალი საიდუმლოების აღმოსაჩენად... მამაჩემი გარკვევით მიხსნიდა რომ ჯერ-ჯერობით სხვა გასაღებებზე ხელი არ გვეხლო მაგრამ,ჩემთვის უფრო საინტერესო იყო ის აკრძალული ხილი რადგან მას გააჩნდა თავისი მიზიდულობა.ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით ეყრდნობიან ღმერთს და ავიწყდებათ რომ ჯერ ჩვენ მივეკუთვნებით ბუნების ღმერთს, შემდეგ ბუნებას ყავს თავისი შემოქმედი და სად შეიძლება ვიპოვოთ მთვარი მინიშნება, იესომ ხომ გარკვევით განმარტა : ,,ვინც ბავშვურად არ მოიქცევა,ის ვერ შევა ცათა სასუფეველში’’. ბიბლია ამბობს რომ ,,აკაკუნეთ და გაგეღებათ’’ მაგრამ, სანამ მივაკაკუნებდე უფლება მინდა მოვიპოვო ვის ვუკაკუნებ?რისთვის?და ვინ აკაკუნებს? პირდაპირი მნიშვნელობით რათქმაუნდა ,,კოდალა’’ და რა საიდუმლო შეიძლება იმალებოდეს ამაში, ის ხომ პირდაპირი მნიშვნელობით გვეუბნება რომ ,,კოდია - ოლა’’ მეგრული ენიდან ამ სიტყვას მიუდგა რამდენიმე ერთეული სიტყვა მათ შორის კი გამოვარჩიე მხოლოდ ორი სიტყვა: მეგრულად ,,ოლაფინჯია’’-სათამაშო, ,,ოლაფარე’’ და ,,ოლაჭვათირე’’ რაც ნიშნავს სახლის შემოგარენს და კიდევ ,,რაღაც შემწვარი ფენა’’ და ჩავთვალე რომ ეს იყო ,,ხაჭაპური’’, რომელიცზოგიერთებს უბრალოდ ხაჭო და პურისაგან შემდგეარი მასა ჰგონიათ მაგრამ მას გააჩნია არსებითი კოდის მნიშვნელობა, სადაც მეგრულად ხა-შობას ნიშნავს, ჭა- ჩალას და პუ-მაცხოვრა, რი-შემაჩერა..გარდა ამისა მიწიერი ცხოვრებიდან რომელი კარი არ გაგეღებათ ხაჭაპურით ხელში,ან რომელი ბავშვი იტყვის უარს სათამაშოებზე... შეიძლება ვინმეს ჩემი გადაწყვეტილება სულელურიც მოეჩვენოს მაგრამ ცხოვრებაში მქონდა ამისი ნათელი მაგალითი. ერთხელ გალის რაიონში ძლიერი წვიმიანი შემოდგომა დადგა, მოტეხილი სიმინდი ყანაში ჩამრჩა, ღობე საქონელს შეემტვრია, მეზობლად მცხოვრებ ბიჭებს ვთხოვე დახმარება მაგრამ ისინი ,,’’-ს მოწევით იყვნენ დაკავებულები და მათ შორის იყო ერთ-ერთი ბუნებრივად დაჩაგრული ბიჭი რომელიც სასაცილოდ ჰყავდათ აყვანილი და მხოლოდ ამ ბიჭმა გამოთქვა სურვილი ჩემი დახმარებისა, ის ჩემთან ყანაში ფეხშიშველი ბოლომდე იდგა. საღამო ჟამს სოფლიდან სტუმრად ჩამომივიდნენ მეგობრები, სუფრა გაიშალა, მათ განვუმარტე ჩემი მდგომარეობა და ის ბიჭი სტუმრებთან თამადად დავნიშნე.. იუმორის გრძნობამ სუფრა უფრო მრავალფეროვანი გახადა და მის ემოციებსაც საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა მინდა ავღნიშნო ისიც რომ მეზობლები ამ ფაქტის შემდეგ მიხსენიებდნენ სიტყვებით ,,ეს არის ის კაცი რომელმაც თამადად გიჟი დანიშნა’’. გავიდა დრო და აფხაზეთის ომის შემდეგ ეს ბიჭი იქ დარჩა, მებრძოლებმა მისი მდგომარეობა გამოიყენეს, ხელზე ცარიელი იარაღი დააკავეს, ფორმა ჩააცვეს და წინ წაიმძღოლიეს. ამ დროს ჩემი ოჯახის ციტრუსების პლანტაციებში თავი შეეფარებინა ქართველ სპეცნაზელს ,,ტარიელ (შავია) ქათალანძეს, სწორედ მისი ნაამბობით ვიცით რომ ქუჩაში სახლები ერთი მეორეზე ზემდიწევნით იწვოდა და ნადგურდებოდა ხოლო მათ წინ სწორედ ეს ბიჭი მიუძღვოდა, შავიას უფიქრია თუ ამ ბიჭმა ბიძინას სახლი დასაწვავად გაიმეტა ცეცხლს გაუხსნიდა, თუმცა მოხდა ისეთი ფაქტი რომელსაც შავია ჩემთან ამაყად იხსენებდა, ჭიშკართან მოახლოების დროს ეს ბიჭი მებრძოლებს წინ გადაუდგა და უთქვამს: ,,მირჩევნია მე მომკლათ, ვიდრე ეს სახლი დაწვათ, ის ჩემი ძმაკაცის სახლია! ‘’ ზუსტად აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ ანდაზა ,,რასაც დათეს, იმას მოიმკი’’ გამოდის რომ მან სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხა და საკუთარი თავიც გადაირჩინა, სწორედ ასეთი სიყვარული გვაძლევს სტიმულს ცხოვრების გაგრძელებისა... ერხელ ძალიან დატვირთული გზაში მოვდიოდი, წინ იეჰოვას მოწმე ქალბატონი შემხვდა რომელმაც თანაგრძნობის ნიშნად მითხრა : მალე დამთავრდება შვილო ეს წამება! მაშინ უფრო გამართულად თავი ავწიე და ვუპასუხე: ნეტავი სულ არ დამთავრდეს მეთქი! მე ხომ ამქვეყნად შრომისთვის და სიყვარულისთვის მოვედი.. რა თქმა უნდა ბიბლია ყველაზე უმოკლესი გზაა ღვთისკენ მაგრამ მე ხომ მთავარ იარაღად სიტყვას ვანიჭებ მნიშვნელობას, ამაზე კი თქვენ ჩემო მეგობრებო ნუ განაწყენდებით რადგან ჩემი ხომალდის გაქანება მინდა ვცადო სიტყვების კოდებით. ,,იეჰოვა’’-მეგრული გადათარგმნით ნიშნავს იე-ბრძანება, ჰოვა-შესრულება, ესეიგი დედამიწაზე წესრიგი დამყარდება მაშინ როდესაც იმეფებს ღვთის სიტყვა ,,იეჰოვა’’.. მოდით ჩავწვდეთ ამ ღრმა აზრს და შევეცადოთ ამოვხსნათ რატომ შესძულდათ ღმერთებს ადამიანები, მეგრულად სიძულვილს ჰქვია ,,ეკოჯოგაფა’’ და რომ გადავთარგმნოთ ქართულად ნიშნავს ,,მიაჯოგა’’რა თქმა უნდა ღმერთები მუდამ თავიანთ შვილებს გამოარჩევენ მაგრამ ამაზე მინდა საუბარი შევწყვიტო, სანამ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა, ეს ხომ ნამდვილი ზღაპარია. მეგრულად სიყვარულში გამოყენებულია პირველი ასო რომელიც კოდირებულია და მეგრელები ზეპირი გამოთქმით იყენებენ, ?ოროფა... მაგრამ სურდათ თუ არა შემოქმედს ოდესმე ვინმეს გაეხსნა ეს სამნიშნა კოდი,რა თქმა უნდა დიახ და ეს ასო დროთა განმავლობაში რომ არ დაკარგულიყო მეგრელებმა ის უწმაწურ სიტყვებშიც გამოიყენეს, სანამ ამ სამნიშნა კოდზე ვისაუბრებდეთ მინდა მაგალითი მოგიყვანოთ: ბავშვობაში ძალიან მიყვარდა კოდირებული ბოქლომების გახსნა, მაგალითად პირველ მრგვალ ციფრულს ვატრიალებდი მუდამ,ხოლო მეორე და მესამე ციფრულს ერთმანეთს ვუხამებდი ხოლო მეოთხე მრგვალი ციფრული გამყავდა სათითაოდ,დაახლოებით ასეთი კოდი გააჩნია ქვეყნიერების კოდს მაგრამ სამნიშნა, ამიტომ შევეცდები თქვენთან ზოგადად განვმარტო,მაგალითად ,,ქალაქი ‘’- მეგრულად მასში იგულისხმება სამი სხვადასხვა სიტყვის მნიშვნელობა, პირველი ქალაქი-თავის ქალა და დაფქვა, მეორე ქალაქი- ქალი ლაქა და მესამე ქალაქი- ვაქოთ ქალი, ამ შემთხვევაში ჩვენმა კაცობრიობამ აირჩი ქალაქის-ანუ ქალის ქების გზა,სწორედ აქ იწყება კაცობრიობის დიდი მოსახვევი და ქალაქს რუსულად ჰქვია ,,გოროდი’’ რაც ნიშნავს ქვეყნის დაბადებას, ხოლო ქუჩას-ულიცა, რაც მეგრულად ნიშნავს ,,მივდივარ ცაო’’ , მაგრამ მეგრულადაც და ქართულადაც ჰქვია ,,ქუჩა’’ რაც ნიშნავს ,,მიხვედრას’’ და თქვენ ხომ არ გგონიათ მე ამას ვერ ამოვხსნი ან პირველ ნაწილში დედა ტყუილად დავიფიცე. ღმერთები მუდამ ყოველიშემთხვევისთვის სამი კარებიდან ერთ-ერთს ღიას გვიტოვებენ მთავარია ჩვენ ამას მივხვდეთ, თქვენ არ იფიქროთ რომ ჩემი ბედი გადაწყვეტილია და დედამიწაზე მარადიულად დამტოვეს,მე ხომ აგრეთვე თქვენი ხომალდის მეთაური ვარ და არ გაგწირავთ არავითარ შემთხვევაში რადგან, მხოლოდ სიყვარულშია მთავარი ძალა და ამის მაგალითი უკვე დავინახეთ მეგობრების ფაქტზე რომელიც ილორში მოხდა.ეს სიყვარული მარტივი თუ მოინდომებთ, სამწუხაროდ ჩემი და-ძმები ამ წუთიერი სოფლის ბობოქარ ქარიშხალში შეფარებულნი არიან სხვადასხვა რწმენებს, მე ვირჩევ იმ გზას რომელიც ღიად არის დატოვებული და კაკუნი არგვიწევს, მაგალითისტვის ბიბლიიდან გამოვიტან ერთ-ერთ იარაღს ,,ხე ნაყოფით გამოიცნობაო’’. შევეცდები ზოგადად განვმარტო ჩემი ავტო-ბიოგრაფიის ეპიზოდები. სკოლის დამთავრების დროს გამოცდებზე თბილისიდან კომისია ჩამოგვივიდა და გაირკვა რომ მეგობრებს შორის ჩემი თავისუფალი თემა აღმოჩნდა საუკეთესო, დამსწრეები მიუბრუნდენენ დამრიგებელს და უთხრეს ნუთუ თქვენ ვერ აღმოაჩინეთ ნიჭიერი ბავშვი, ამასთან მდგომარეობა გაართულა იმ ფაქტმა რომ ვიყავი საგაზაფხულო სპორტულ ზეიმში გამარჯვებული ამ დროს ნიშანიც კი ცუდი მყავადა, მოულოდნელად შეიქმნა სოფლის საბჭოს ხელმძღვანელობით ახალი კომისია, ისინი ჯგუფში შემოვიდნენ და გვთხოვეს დაგვეწერა თემა სათაურით ,,მშვიდობით სკოლა’’ აქაც კვლავ ჩემი ნაშრომი აღმოჩნდა საუკეთესო, რომელმაც საორგანიზაციო კუთხე დაიმსახურა. კითხვაზე პასუხი რატომ არ ვსწავლობდი კარგად ასე ჟღერდა.. ,,მე რათ მინდოდა ვაშლი და შაქარა როდესაც ჩემი სკოლიდან სახლამდე ნებისმიერი ვაშლის ხე ვიცოდი სად იდგა’’ ან ,,ციგა და გოგია, მაშინ როცა დაღმართზე მე და ჩემი მეგობარი ვციგაობდით სკოლის ,,პაპკით’’-ეგრედწოდებული ჩანთით.’’ ასე რომ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი მქონდა, აბა მითხარით ბავშვობაში ვის არ უეშმაკია?მამაჩემი როდესაც სკოლაში დარაჯად მუშაობდა, ყველა ოთახის გასაღები მას ებარა რომ ადრე უთენია დამლაგებლებს დაელაგებინათ ოთახები,აგრეთვე ამ გასაღებს მამაჩემისგან მეც ვსარგებლობდი ნდობით. მახსოვს ერთხელ მეგობრებთან ერთად როგორ ვასწორებდით ნიშნებს სკოლის ჟურნალებში, მაგრამ ერთხელ მოხდა ისე რომ გასაღები კარებში დაგვრჩა და ჩემი საიდუმლოც გამხილდა. მაშინ მამაჩემმა მითხრა, პირველ შეცდომას გპატიობ რადგან მეგობრისთვის დახმარება საპატიოა მაგრამ გახსოვდეს რომ ცხოვრებაში მეორედ არაფერი არ გეპატიება. ცხოვრების ასპარეზზე სხვების თვალში მერჩივნა ვიდგე ყველაზე ბოლოს რომ სხვები კარგად დამენახა, ამიტომ აადამიანებთან მუდამ შეუმჩნეველი ვიყავი. მახსოვს ერთხელ დაბა საბერიოში რბენაში გავუსწარი მოსკოვის ოლიმპიადის ჩემპიონს ფილომონოვს, მე ვარ ის ადამიანი რომელიც მსოფლიო ჩემპიონებთან სტრიჟაკოვთან და ხარაზიშვილთან დავრბოდი, ამჟამად კი 28 წლის შემდეგ მონაწილეობა მივიღე მათ შვილებთან და საერთოდ ჩემს წარსულს რომ გადავხედო ისეთი დაბრკოლება არ მქონია რომელიც ვერ გადავლახე, მე არმქონდა დიპლომი მაგრამ ვმუშაობდი გალის მე-4 საშუალო სკოლაში ფიზკულტურის და შრომის მასწავლებლად, მე არ მქონდა ამფეთქებლის წიგნაკი მაგრამ ვმუშაობდი ჰუდონჰესში ამფეთქებლად, სწორედ მე მოვახდინე ერთ-ერთი უძლიერესი აფეთქება იმ მიუვალი ადგილისა სადაც კაშხალი უნდა დაედგათ, რადგან ჩემი მთავარი ძალა სამშობლოსა და ქვეყნის სიყვარულია. უძველესი მეგრული სიბრძნიდან ზამთარი ითხოვს გასესხებულ სამ დღეს ზაფხულიდან, მას კი მეგრულად ,,ესხერები’’ ეწოდება ესეიგი ,,ნასესხები’’. გამოდის რომ თუ ბუნება არ პატიობს ბუნებას და თავის ვალს იბრუნებს, მოვა დრო და ჩვენც ვალდებულები ვართ ბუნებას დავბრუნოთ ჩვენი სხეული ესეიგი სიკვდილი გარდაუვალი პროცესია, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. ამ კითხვაზე უფრო ზუსტად პასუხი რომ გამეცა ვიფიქრე მომენახულებინა ჩემი ძველი მეგობრები რომლებსაც ილორში ბედის ირონიამ შემახვედრა, მაგრამ ისინი ვერ მოვნახე მე აღმოჩნდა რომ ისინი სხვა საუკუნეებში გარდაცვლილიყვნენ და რათქმაუნდა დაუჯერებელია,ახლა ნამდვილად ამერია ერთმანეთში ზღაპარი და რეალობა, წარსული და მომავალი, სად მომეძებნა ამ საიდუმლოს გასაღები, შევეცადე ძიება მარტოდ-მარტო გამეგრძელებინა მაგრამ მანამდე უფრო კარგად მოვმზადებულვიყავი, მე აღმოვაჩინე განსხვავება ღმერთებს და ეშმაკს შორის, მაგალითად როგორც მზე და მთვარე,მზეს შეუძლია შეაღწიოს მთვარემდე, მაგრამ მთვარეს არ შეუძლია მზის დაჩრდილვა..და ამ კითხვისს კიდევ სხვა მრავალი პაროლები შემონახულია მუსულმანურ მეჩეთში, ,, მეჩეთი’’ -მეგრულად ნიშნავს ,,მე თეთრად’’ და ნამდვილად მათ ხომ თეთრები აცვიათ,მაგალითისთვის მოგიყვანთ ,,მორიელი’’ -რაც მეგრულად ნიშნავს ,,მორის ავარდნას’’ რაც პირდაპირ მიგვანიშნებს მის ადგილსამყოფელს. რათქმაუნდა ჩვენ ვიცით რომ მთვარეც ინახავს გარკვეულ ეშმაკის საიდუმლოს მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იგი სიკეთისათვის გამოვიყენოთ, აი მაგალითად ამ საიდუმლოს გამხელის შემდეგ შეიძლება ეს სიტყვები დამიბლოკონ,ყოველი სამი ახალი მთვარის ამოსვლისას შელოცვებით ვკურნავდი მეჭეჭს და ამჟამად სოფლებში შემორჩენილები არაიან ძველი მცხოვრებლები რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულები და საერთოდ ამ საქმის დაკვირვებას დიდი ნიჭი სჭირდება. მაგრამ ამჟამად მინდა ცოტა განვიტვირთოთ და მოგიყვეთ საიდუმლო პლანტაციის თაობაზე,მეგრულად ,,პლანი’’-სთან ერთად ,,გეგმა’’-ს ნიშნავს, უძველესი წინაპრებიდან გამომდინარე პლანტაციაც ზუსტად აქედან იღებს სათავეს, ერთხელ მოხუცი ბაბუა თოხით ხელში ყანაში წავიდა მას შემთხვევით ,,თუთუმი’’ სახლში დარჩა, ის შეეცადა რამე გამხმარი ბალახი მოეძებნა და შემთხვევით აღმოაჩინა რომლის მოწევის შემდეგ ჩაეძინა, გაკვირვებულმა ბაბუამ მეორე დღეს ისევ გაიმეორა მაგრამ ეს საიდუმლო ჯერ-ჯერობით შემოინახა და შვილიშვილებს მოუყვა რომ მათ მოაწევინებდა სასაცილო პაპიროსს, თუ ისინი ყანის მოვლაში დაეხმარებოდნენ მაგრამ მოწეულმა ბიჭუნებმა ყანა ნახევრად გაანადგურეს, ბაბუა გულმოსული სახლში დაბრუნდა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ როდესაც ყანას მოაკითხა აღმოაჩინა რომ ყანას თურმე უფრო მეტი განაწილება სჭიდებოდა მან ყველა მთოხნელს მოუხმო და ბაბუას უთხრეს ,,სიმინდი’’ რაც მეგრული გადათარგმნით ნიშნავს ,,ზოგიერთების მოჭრას და გაკვირვებას’’ . როდესაც ილორში ჩავედი ტაძარი თეთრად შეეღებათ, ხოლო იქიდან ქალბატონი გამოვიდა და ილორის გზიდან განაგრძო ფეხით სიარული ოჩამჩირის მიმართულებით,ავედევნე მას და ვთხოვე ნება დამრთეთ გამეცნოთ,ოლია სანკტ-პეტერბურგიდან,ამის გაგონება არ მესიამოვნა უბრალოდ ივანეც ხომ სანკტ-პეტერბურგიდან იყო,მან იმის განმარტება მოასწრო ჩემთან რომ სანკტ-პეტერბურგიდან ზღვაზე დასასვენებლად ყრუ-მუნჯები ყავდათ ჩამოყვანილი.ასე დავშორდით ერთმანეთს და გამოვბრუნდი უკან,ოხურეი-რეკის შესართავთან ინსპექტორებს პოსტი მიეტოვებინათ,საღამო ჟამი იყო შევამჩნიე რომ გზებზე მგლები მოძრაობდნენ,სიბნელეში მათი თვალები ბრიალებდნენ, პოსტს მივუახლოვდი და ზევით ავედი,კარები ჩავრაზე და დავისვენე,სიზმრად ვნახე თითქოს ამ ოხურეი-რეკის გასაყართან ვიდექი სადაც ისრის მიმართულებებზე ეწერა პირდაპირ თუ წახვალ მიიღებ დიდი სიყვარულს,მარჯვნივ-თავისუფლებას,მარცხნივ-გაერკვევი ყველა ეშმაკის საიდუმლოში, თითქოსდა ეს სიზმარი რეალობას გავდა რადგან მეუღლე ოხურეიდან მყავდა,ხოლო მარჯვნივ კი ჩემი სახლი იყო ,ამიტომ შევეცადე გზის გაგრძელება მარცხენა გზით დამეწყო,მინდვრები სარეველა ბაჯარით იყო გადამწვარი, ბაჯარი ნიშნავს ბა-ამოგდება, ჯა-ხე, და რი-შეჩერება, მაგრამ ,,ჯარი’’ ერთად ხომ სალდათებს ჰქვია,ესეიგი აქ გაირკვა უძველესი საიდუმლო,ისინი იარაღად ბრძოლაში იყენებდნენ ხის წვეტიან სალებს,დიახ,დიახ! ,,სალდათი’’ ნიშნავს მეგრული გადათარგმნით ,,სალის დაგდებას’’ ხოლო ,,რუსკი’’ -,,ხარის წვეტიანი რქები’’,გზა და გზა აღმოვაჩინე ნასახლარები,წყალი მწყუროდა მაგრამ თითქმის ყველა ჭა ნაგავით იყო სავსე,ნასახლარზე ბროწეულით და იაპონსკი ხურმით დავნაყრდი და მინდორზე ხელ-გაშლილი წამოვწექი,თითქოს მთელი სამყარო ირეოდა ჩემს თვალწინ,უცებ პატარა ბიჭი მომეჩვენა ის თავიდან ხმას არ მცემდა, ბიჭუნა შენ ვინ ხარ? მე რამი ვარ საქართველოდან,მოიცა მოიცა შენ ის რამი ხარ ფილმში რომ გადაგიღეს,არა მე სურამის ციხეში რომ ჩამაშენეს ის ბავშვი ვარ,გაოცებულმა ვუპასუხე მას ხომ ზურაბი ერქვა?მე ასე მასწავლეს, მან მიპასუხა აბა გადათარგმნე შენებურად სოფელი ,,ჩუმათელეთი’’- მეგრულად ,,თელეთი’’-ნიშნავს (ცოცხლად უმთავრდი )ხოლო ,,სურამი’’-ში ,,სუ’’-მეგრულად გაჩუმებას ნიშნავს, მომეჩვენა ეს ბიჭი არ მატყუებდა,მერე აქ რას აკეთებ? ჩემს ამ კითხვაზე მიპასუხა ,,იმ ბავშვებს ვწყემსავ რომლებიც გემზე დედებს ხელიდან გამოსტაცეს’’,გინდა განახო?მაშინ გამომყევი..გზა და გზა თითქოს მოჩვენებასავით მიმიძღვოდა,მან სადღაც ზღვის პირას ოჩამჩირის შესასვლელთან დიდ ნიჟარის მაგვარ ნაგებობასთან მიმიყვანა,სადაც ჩემს ირგვლივ ბავშვები შეგროვდნენ და მე მათთან მიახლოვებას ვცდილობდი მაგრამ ისინი ქრებოდნენ,ავიღე თეთრი ქვა და დავტოვე წარწერა ,,ხსენება და არდავიწყება ქართველ ბავშვებს’’ ამის შემდგომ დაღონებული ზღვის პირას გავედი სადაც მომეჩვენა რომ ზღვის ზევით თეთრად შემოსილი ადამიანი მომიახლოვდა,მან მკითხა აქ რას დაეძებ?რის მიღწევას ცდილობ? ოცნების კოშკებს ვაგებ და რაღაც-რაღაცეები მაკლია,ვიფიქრე პასუხს აქ ვიპოვიდი...და რისგან შედგება შენი ოცნების კოშკი? მეკი რიგ-რიგობით დავუწყე ჩამოთვლა მატერია,ბალანსი,დროება,ჭკუა,სიტყვა,თანაგრძნობა,საქმე,სიყვარული,ერთობა,გრძნობა... ყოჩაღ ადამიანო! შენ შეგიქმნია ათი ახალი მცნება რაც აუცილებელი ატრიბუტია შენი ხომალდის და ოცნებების ასაშენებლად.მაგრამ არსებობენ დინოზავრები რომლებიც ამ ოცნების კოშკებს ანგრევენ,ამაზე პასუხი კი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში ეძებე და გაეცი სამ შეკითხვას პასუხი რომელიც გაგახსენებს შენი დროის ყველაზე საშინელ წუთებს,თუ რამ გამოიწვია.შენ უკვე ერთხელ იყავი მათთან უბრალოდ გაიხსენე სად იდგა ის სასახლე,გაეცი შეკითხვას სწორი პასუხი და მიიღებ სამი შეკითხვის ზუსტ პასუხს რაც შენ ძალიან დაგჭირდება. მეგრული გადათარგმნით ,,დინოზავრი’’ დინო-დაკარგვას ნიშნავს რაღაც საქონლის დიახ,დიახ ! ეს იყო დიდუბეში მთავრობის სახლი,ერთხელ იქ შესვლა აუცილებლად მჭირდებოდა,საიდუმლო ინფორმაციის კარტოტეკის მონაცემები,დახმარება ვთხოვე აფხაზეთის უშიშროების მინისტრს ბატონ გია დობორჯგინიძეს მაგრამ განმიმარტა რომ იქ შესვლა ეკრძალებოდა და რომ ხვალ უკვე დაკიხვაზე იქნებოდა,ასევე მივმართე ნათესავ სოხუმელ მაიორს ბატონ ემირ წყაროზიას მანაც დაახლოებით ასე განმიმარტა მაგრამ ვერ ვისვენებდი,ჩემთვის ხომ დაბრკოლება არ არსებობდა.სამინისტროში ერთ-ერთ დამლაგებელს დავუახლოვდი მას ერთი შეკვრა სიგარეტი ვუყიდე, დარბაზის ოთახები ნაბიჯ-ნაბიჯ მიმასწავლა. საიდუმლო საინფორმაციო სამსახურის კარტოტეკის უფროსი სოხუმელი ქალბატონი მაიორი ნესტანი აღმოჩნდა,ხოლო მის გვერდტ ოთახში მინისტრი ჯაში,ყურმილი ავიღე და დავურეკე მინისტრ ჯაშშს...ბატონო მინისტრო ვარ მაიორი ნესტანის ბავშვობის სოხუმელი მეგობარი და მინდა სიურპრიზი მოვუწყო მას,ამ დროს მან მიპასუხა: კარგით საშვს ჩემთან გამოგიწერთ, შემდეგ გვერდით ოთახია და გადადით. შესვლისას სამხედრო დაცვა გვერდიდან არ მომშორებია,როდესაც კარტოტეკაში შესვლა მოვახერხე მონაცემები მაიორ ნესტანის პირდაპირ მაგიდაზე დავუდე და ვუპასუხე,ქალბატონო სასწრაფოდ ეს მონაცემები მჭირდება როცა ყველა კითხვაზე პასუხი მივიღე გასვლას ვაპირებდი როცა ქალბატონმა მკითხა,შენ რომელი გამომძიებელი ხარ?რომ არ გიცნობთ...მოულოდნელობისგან დავიბენი და ვუპასუხე : არა,მე გამომძიებელი არ ვარ! მაიორმა ნესტანმა მიიღო უმკაცრესი სახე,მაშინ ვინ ხარ? არა ქალბატონო იმის თქმა მინდოდა რომ არსებობენ უფრო ზემდგომი ორგანოები რომლებიც გასაიდუმლოებულია თუმცა ეს უკვე თქვენთან ვაღიარე და მშვიდობიანად გამოვედი ამ სასახლიდან. მაშინვე მივხვდი რომ ამ ოცნების კოშკის დანგრევის მთავარი მიზეზი იყო ღალატი და სიძულვილი, და რომ არა დედამიწაზე ტყუილი ვერ გაირკვეოდა სიმართლე. ჩემს ცხოვრებაში მეორე ურთულესი შემთხვევა იყო ომის პერიოდი, მაშინ მხედრიონელები თარიშობდნენ, ადამიანებს უბრალოდ ამოეწურათ საარსებო მარაგი,თითქოსდა ტელევიზიით ცრუ ინფორმაციას აცხადებდნენ რომ კოლხეთში პურის ფქვილი იქნა გამოგზავნილი თუმცა აღნიშნული არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ამ დროს კი დევნილეთა მასა რიგში იდგა რომ მიეღოთ ორასი გრამი ცომი.მახსოვს ერთ-ერთმა მხედრიონელმა განაცხადა, ვინც ერთ თიკანს მოიყვანს ნაცვლად ამისა მიიღებდა ორ მეშოკ პურის ფქვილს, მე კი ეს თიკნები ჩატოვებული მყავდა გალის რაიონში. გადავწყვიტე გადავსულიყავი მდინარე მის გადმოსაყვანად ეს ის დღე იყო როცა ერთ-ერთი ქალბატონი საკუთარი ლობიოს ყანაში მოკლეს,როგორციქნა სოფელში ჩასვლა მოვახერხე და იქვე დავუკავშირდი მწყემს ვიგონ ქათალანძეს, მას ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა რადგან მარტო ისიც ვერ ახერხებდა პირუტყვების გადმოყვანას. უთენია წამოვდექით და თხებთან ერთად მივადექით სათანჯოს მთას, ეს ის მთაა რომელიც დაბლობში დროის როლს ასრულებდა სათ-დრო, ანჯო-რომელიც უძველეს მეგრულად ნიშნავს ,,გამოღებას’’. დაბურული ტყის სიბნელის გამო პირუტყვების გამორეკვა ურთულესი გახდა,ამასთან ერთი კენჭის დავარდნის ხმაცკი ღამე მთებში მხურვალედ გაისმის, სწორედ ამ ხმაურის გამო აფხაზების მხრიდან შორიდან ცეცხლი გაგვიხსნეს, ალბათ იფიქრეს რამე უთვალავი ჯარი მოდიოდა. როგორც იქნა მე და ვიგონმა მოვახერხეთ ტოტებად დაყოფილ პირველი ენგურის გასვლა,ხოლო მეორე მდინარეზე გადასვლა იმდენად არ წარმოადგენდა საფრთხეს, მახსოვს რიყის ნაპირზე უთვალავი ხალხი გვიცქერდა,ეს იყო მძიმე სურათი რომელიც დაუვიწყარ კვალს ტოვებდა თითოეულ მათგანში, ზოგი შიშველი, ზოგიც ბარგით დატვირთული კამეჩებით მიიწევდა წინ და წინ. შევამჩნიე რომ ჩემი ხუთი თხიდან მხოლოდ ერთი დარჩენილიყო სახელად ,,ჩოპინა’’, ვიგონის ნახირიდან ორმოცდახუთივე გადარჩენილიყო, მახსოვს როგორ შეცურდნენ მდინარეში თხები და სოფელ რიყის ნაპირას გავიდნენ,ამ დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ჩემი თიკანი აიტაცა და ყანაში გაუჩინარდა,როგორცკი მდინარეზე გავედი ქვაზე წამოვჯექი და თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა, ერთ-ერთმა ქალბატონმა ირონიით მითხრა, შენ რა წუწურაქი ყოფილხარ! ამდენი თხიდან დიდი ამბავი ერთი თუ მოგპარეს, მან ხომ არიცოდა რომ ის დანარჩენები ჩემი არიყო,და რომ ხუთიდან ერთი შემომრჩა და ისიც წამართვეს, სახლში კი ავადმყოფი მშობლები მელოდებოდნენ. გავიდა რამდენიმე თვე და შევხვდი ვიგონ ქათალანძეს, ამჟამად ის ტიროდა და ნანობდა რომ მისი ნახირიდან ერთიც ვერ გაიმეტა ჩემთვის, მისი მონაყოლიდან ზოგი ავადმყოფობით ამოუწყდა და ზოგიც მგელმა შეუჭამა... და კიდევ მესამე შემთხვევა, მინდა ავღნიშნო მამაჩემის ერთ-ერთი გმირობა, ერთ ღამეს აფხაზეთში დაიწყო ქართველების ეთნიკურად განდევნა, მაგრამ მდინარე ადიდებული დახვდათ ისინი ვერ ახერხებდნენ გადასვლას,ჯერ კიდევ გათენებამდე ერთი საათი რჩებოდა, ხოლო ტყვიის კაკანი თანდათან გვიახლოვდებოდა, ენგურის ჩამტვრეულ ხიდზე მდინარე ზევით გადმოდიოდა, მაშინ მამაჩემმა მითხრა: შვილო შენ ხომ იცი შენი დავალება უნდა შეასრულო და მე ნუ დამელოდები, წადი! მაგრამ მამაჩემი მიხვდა რომ მას არ დავტოვებდი, მე ხომ მდინარე ენგური თევზივით ვიცოდი,ყოფილა შემთხვევა ადიდებულ მდინარეში კუნძულში ჩარჩენილი პირუტყვი დროულად გადამირჩენია, ამიტომაც ის შეეცადა ამეხსნა მისთვის ხიდის მდგომარეობა, იმ ხიდის რომელზეც ადრე თავისუფლად იყო შესაძლებელი გადასვლა მაგრამ ამჟამად მხოლოდ საბაბი იყო ამ გესის რემონტი, რომელსაც ღალატის სუნი გასდიოდა, უფრო კონკრეტულად მიზეზი იმისა რომ ეს ხალხი იქ დაუნდობლად ჩავეხოცეთ, ეგრედწოდებული კომერციული ომი,უფრო ადრე ამ მდინარეში ჩვენი წინაპრების გადმოცემით ირეცხებოდა ოქრო, ახლაკი ეს მდინარე ხდებოდა საზარელი ხალხისთვის. ჩემი ახსნის დროს მამაჩემმა ყურადღება გაამახვილა ხიდის ხელმოსაჭიდ მავთულზე,ის სიხარულისგან წამოდგა და წარმოთქვა შვილო თუ ბედის ირონიამ ინება და წყალი გამიტაცებს ის ჩემი ბავშვობის სოფლის სახლთან მიმერეკება, არადა ზუსტად ვიცოდი მამაჩემმა ცურვაც არ იცოდა,უკანასკნელად ჩამიკრა გულში და მოეჭიდა მავთულს მას რაღაც ძალამ უბიძგა რომ სამშვიდობოს გადასულიყო, აბა სხვანაირად როგორ ავხსნით იმას რომ გლავკომის გამო ის ბრმა იყო, თუმცა ეს არავის შეუმჩნევია. როცა ხალხმა დაინახა რომ შესაძლებელი ყოფილა ამ ხიდზე გადასვლა ყველა გაეშურა და ყველაზე ბოლოს გადავედი მეც. ამჟმას მამაჩემის გმირობას მათა ვერ ვუხსნიდიკარგით მოდით განტვირთვისთვის მოგიყვებით ერთ საიდუმლო ფაქტსაც: აი მაგალითად ბურთი პირველად ინგლისელებმა ითამაშესო,მოდი განვმარტოთ ჩემებურად და გადავამოწმოთ ,, ბურთი’’ ბუ-მსხვილი თვალები აქვს, ხოლო ,,რთი’’-მეგრულად გაყოფას ნიშნავს , მოდით ამ სიტყვებს დავაკვვირდეთ რუსულადაც ბურთს ,,მიაჩი’’ ეწოდება,გამოდის რომ იყო რაღაც რაგბის მაგვარი თამაში, ერთმანეთთან შეძახილის დროს როცა ვინმე დაიძახებდა ,,მიას’’ ისინი ერთმანეთს ართმევდნენ კბენით იმიტომ რომ ,,აჩი’’მეგრულად უკბინეს ნიშნავს. კარგით მოდით გავაგრძელოთ გზა, ჯადოსნური საქართველოს საძიებლად, როდესაც ზღაპრების მბრძანებელთან შევედი თითქოს ცხოვრებაში არაფერიმა კლდადა ყველაფერი მქონდა და მას ასეთი შეკითხვა დავუსვი: დაუბრუნდება თუ არა ოქროს საწმისი კოლხეთს? ამ შეკითხვაზე მან ასე მიპასუხა: ის არავის არგაუტაცებია, თქვენთან არის, უბრალოდ დინოზავრებმა თავიანთი ნაკვალევით გადაშალეს ყველა პაროლი და დღეს ამას ებრძვის მთელი მსოფლიო ინტერნეტიცკი, მაგრამ ის სუფრა მანდილი კოლხეთშია შემონახული და არ არსებობს ასეთი სიყვარული, მასპატარა ვეშაპები იცავენ. მეორე შეკითხვით მინდოდა გამეგო სად იმყოფებოდა თამარმეფის საფლავი? ამ კითხვაზე კი მიპასუხა რომ ის წმინდა მთაზეა დაბრძანებული, ამჟამად ვთხოვე დავებრუნებინე წარსულში და შემომევლო მე-12 საუკუნეში აბრეშუმის ხაზი.. თურმე სოფელ ცხირს ადრე ერქვა ,,ცხენრი’’ აქედან დაიწყო ჩვენი მარში, თეთრ რაშზე ამხედრებული გამოვემგზავრეთ მდინარე ენგურზე გადმოსვლის დროს ხალხი იდგა წყალში და ეზიდებოდა პარონს, ბორანს. გამცილებელს შეკითხვა დავუსვი თუ საიდ ანიმართებოდა მაშინ ქვეყანა? მან კი მიპასუხა საბერიოდან, ეს რას ნიშნავს ვუპასუხემე, რომ იქედან მართავდნენ ბერები ქვეყანას, ,,ბერი’’- რუსულად ნიშნავს ,,აღებას’’, როდესაც ანგელოზების მმართველობა განადგურდა მთავარი პაროლი საღმო საჩენად რუსები შეეცადნენ აეღოთ უწმინდესი მთა სათანჯო, რომელსაც მთავარი ანგელოზები განაგებდნენ. სოფელ ცხირთან შემორჩენილია ეგრედწოდებული სალდათის ნასახლარი, სადაც ჯარისკაცებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ დამოუწიათ წვეტიანი სალების დაგდება, კოლხური ლეგენდის მიხედვით კი აქედან წარმოიშვა სიტყვა ,,სალდათი’’ რაც მეგრულად ნიშნავს ,,სალისდაგდებას’’, რუსები შეეცადნენ სხვა კოდები აეხსნათ ,,ოდიში’’ რადგან ,,იში’’-რუსულადაც და მეგრულადაც ნიშნავს ,,ძებნას“ ამიტომ ისინი ეძებდნენ ასო ,,ო’’-ს, ხაიში-,, ხ’’ ძებნა, მაგალითად ,,მესტია’’ ნიშნავდა ,,მესტეია’’-ს, იმიტომ რომ მთავარი ანგელოზის ნაცვლად რუსი წარსდგა, მაგრამ მთავარი კოდიდა წმინდა წერილები შემონახული იქნა საქართველოს ერთ-ერთ კუნძულში სოფელ შამგონის ამჟამინდელ არარსებულ ტაძარში, რომმტრების შემოსევების გამო ის უფრო დაცული ყოფილიყო. ტაძრის განადგურების შემდეგ მღვდელმა მოახერხა ეს წმინდა წერილი დაჯადოსნური გასაღები ყველაზე მაღალ ხის ფუღუროში შემოენახა, რაც მომავალში შენ გადმოგეცემა მიპასუხა ასე.. გავაგრძელეთ გზა აღმოსავლეთისაკენ ..აი თურმე რას ნიშნავდა მდინარე ,,ძირულა’’ ,,რიკოთულა’’- მეგრულად,,ულა’’-სიარულს ნიშნავს, ,,რუისი’’ –(ხარიშენ), ,,ბებნისი’’-(მოხუციშენ) ხოლომდინარე ,,არაგვი’’-მეგრულად (დაჯახებას) ნიშნავს, უფრო ადრემდინარე ,,მტკვარს’’ერქვა ,,ტკუარი’’ სადაც მეგრულად ტკუა-ნიშნავს (კიბეს) რი-(შეჩერებას) ,ხოლო მაღლობზე იდგა უზარმაზარი გრძელი ხის სასტუმრო, მასერქვა,,ტიბლებსი’’-რაც მეგრულად ნიშნავს (თბილილეიბი, საწოლიშენ ),ხოლო,, კახეთი’’მეგრული განმარტებით ნიშნავს (მოსავლის ხელით აღებას),აბრეშუმის ხაზის მთავარი ცენტრი იყო რუსთაველი, და რუსთაველიდან იბერიამდე აბრეშუმის ხაზს მართავდა სხვა ჯგუფი, მოსავალს მაშინ ერქვა,,იანი’’ ხოლო იბერია მეგრულიგან მარტებით ნიშნავს მოსავლისთვის წინასწარ ფულის დატოვებას, ესეიგი ,,ბეს’ ხოლო ,,რი’’-რა თქმა უნდა შეჩერებას. სწორედ აქედან დაიწყო წელიწადის დროის ათვლაც, იანვარი-მეგრულად ნიშნავს (მოსავალიარა), თებერვალი- მეგრულად ფრევალი (ვალისტოლობას) მარტი- (მევჩერდები შენ?) აპრილი-(სამუშაო იარაღების და მუშავება),მაისი-მეგრულად მესი (მედაშენ), ივნისი- მეგრულად იუნსი ნიშნავს (წაიყვანე შენ), ივლისი-(ივლი შენ), აგვისტო-მეგრულად არგუნსო ანუ (ნაჯახისად), სექტემბერი-მეგრულად ეკენია ნიშნავს (აღმასვლას), ოქტომბერი-მეგრულად გუმათუთა (თვეიწყებს ჩასვლას), ნოემბერი-მეგრულად გერგობათუთა რაც ნიშნავს (მგელივი თუნდა ივარგო) თურმე შემდეგ გადაკეთდა გიორგობისთვედ, დეკემბერი- მეგრულად ქირცალთუთა რაცნიშნავს ( სწრაფად ქორივით დატაცებადა შეტანა) შემდეგ კი გადაკეთდა ქირსეთუთათი-ქრისტეს შობის თვედ. როდესაც დამთავრდა ჩემი მოგზაურობის დრო მე-12 საუკუნეში გამომშვიდობების დროს, ოქროს საწმისის ბრძანებელმა გასცა ბრძანება რომ მომავალში დაევალოს კოლხური ლეგენდის გენიოსს პოეტს მომანიჭოს ზღაპრების ფილოსოფოსის წოდება და ამჟამად ეს წოდება შენარჩუნებული იქნება. მე კი მომცეს ახალი მინიშნებამზე, დედამიწა, ენა, მამული, სარწმუნოება, დაუნეტარესი ილია. როდესაც გამომშვიდობების დრო დადგა, ზღაპრების ღმერთებს ასეთი შეკითხვა დავუსვი იქნება თუ არა მკვდრეთით აღდგომა? ავაგებ თუ არა ოცნების კოშკებს? მივიღე ასეთი პასუხი, თქვენი დედამიწაა სამოთხეც და ჯოჯოხეთიც, ხოლო შემდეგში ისეთს მოიმკით რანაირსაც დათესავთ, ერთი საათის ძილი ტოლია წამისა და არაფრისა, შენი ოცნების კოშკი აშენდება იმაზე მალე ვიდრე შენ გგონია მაგრამ გახსოვდეს რომ რომ მხოლოდ რჩეულები მოხვდებიან მეშვიდე დედამიწაზე და მეცხრე ცაზე. ჩემს უძვირფასეს რეალობას დავუბრუნდი შევეცადე განმემარტა სოფელში მამაჩემის ძმაკაც ჟორა ბიძასთან დანგრეული ტაძრის ისტორია, აღმოვაჩინე რომ ის ტაძარი კომუნისტებმა დაანგრიეს ხოლო ორი დიდი ცაცხვის ხე რომელიც იმ ადგილას იდგა წაქცეულიყო, ამიტომ ვერაფერი ვერ გავარკვიე და როდესაც მშობლების სასაფლაოზე მივედი დიდხანს ვფიქრობდი რა იყო ეს მინიშნება, გარდა ამის ვიცოდი რომ ამ ხეს ჩემს გარდა სხვებიც ეძებდნენ, ბუნდოვნად მახსოვს რომ ამ ხისგან ვიღაც-ვიღაცეებმა საწნახელიც კი გამოთალეს, ერთხელ ბავშვობაში მაშინ როდესაც სოფლიდან თურქეთში მაღალი ძაბვა გაყავდათ, ბოძის წვერზე ავედი და ეს ამბავი სოფელში გავრცელდა როგორც დაუჯერებელი,ერთხელ ვიღაცამ ხის ფუღუროში ასვლა დამავალა თუ არ ვცდები ეს ადამიანი იყო ბატონი შალვა ხვარძიკია, იმ ფუღუროდან სათამაშო პლასტმასის ყვითელი ბატი გამოვიტანე და ეს სათამაშო მე მაჩუქეს, მაგრამ არ მახსოვდა სად წავიღე, დიდხანს ვფიქრობდი. ამჟამად სასაფლაო ზუსტად იმ ადგილზეა სადაც იდგა უძველესი ტაძარი. დავიწყე ილია უნეტარესიდან სადაც მეგრული გადათარგმნით ,,ილია’’ ნიშნავს (ეძებე იაში) ,,უნეტარესი’’ (ჯოხითშენ) ხოლო ,,მზე’’ დავუკავშირე უმცროს დაღუპულ დაიკოს რომელსაც ერქვა ,,მზევინარი’’, ,,დედამიწა’’ (დაღუპულ დაზე მიმანიშნა) მივხვდი სად უნდა მეძია ნამდვილად, ის ხომ ბავშვად დაიღუპა და სათამაშოც აქ უნდა მეძია, ია-იას ქვეშ მუჭით ქვიშა რომ ამოვთხარე ყვითელი სათამაშო ,,ბატი’’ აღმოვაჩინე იქ არ გავჩერებულვარ, მდინარის პირას გავედი და ეს სათამაშო გავჭერი რომელშიც მამაჩემის საათი აღმოვაჩინე და კარგად შენახული ქაღალდის ფურცელი რომელშიც ეწერა ,,არასდროს არ თქვა უფალო შეგვიწყალე თუ არ გინდა რომ წყლად იქცე’’,აი თურმე კარგი პატიმრები რატომ არ თხოულობენ შეწყალებას, როდესაც გეტყვიან გფარავდეს უფალი შენი, შენ უპასუხე ,,მეჩეთი’’ ,,მეთეთრად’’ რადგან ეს მიწით დაფარვას ნიშნავს, ,,უფალი’’ მეგრულად ნიშნავს ,,ჯერ არ აყვავებულს’’და ყველაზე მეტად ჩამაფიქრა ერთ-ერთი ქართველი პოეტის მიერ გამოყენებულმა სიტყვებმა ,,ენა, მამული, სარწმუნოება’’ სინამდვილეში სარწმუნოების ნაცვლად ,,ცარწმუნოება’’ რაც სამივე ერთად მეგრულად ნიშნავს ,, ეგე რაა მე მოვალ ირწმუნე ცა’’ გარკვეული მიზეზების გამო რაღაც რაღაცეები უნდა შემოვინახოთ ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ ჩვენ ხომ კარგად ვიცნობთ ლომის მოდგმას, მაგრამ ალბათ მამაჩემმა ერთი დაიგივე შეცდომა მეორედ არ მაპატია, ილორის მეგობრებთან მიმართებაში როცა ოქროს გასაღები დავკარგე.. ჩემი აზრით მან საათი დამიტოვა იმიტომ რომ მისი უძველესი ლეგენდა სიმართლეს შეესაბამებოდა, რადგან მდინარე ენგურიდან სადღაც გამოქვაბულში შემონახულია უთვალავი ოქრო, რაც მინიშნების მიხედვით გათენებამდე აღარ მემახსოვრებოდა. საათი იყო მინიშნება ,,სათანჯოსი’’ რაც ნიშნავს ,,საათის გაღებას’’, მაგრამ,,ს’’ მაგივრად გამოვიყენებ ,,ც’’ ასოს, ანუ ,,ცათანჯოს’’ რაც ნიშნავს ,,ცით გააღე’’ და მხოლოდ მაშინ გაიღება როცა ისინი ინებებენ. მეგრული გადათარგმნით ,,ისტორია’’ რია-არევ, დარევას ნიშნავს, ხოლო მისი ნამდვილი სახელია ,,ისსწორია’’ ქართულად მიგვანიშნებს ზუსტ სისწორეზე, ხვდებით ალბათ რაზეა საუბარი. სათანჯო, საათი ის ადგილია სადაც მოხერხდა კალენდარული დროის ზუსტი ათვლა, ხოლო უძველეს ქართველებს მეგრელებს, მეორენაირად ,,მარრგალი’’ ეწოდება, რაც ნიშნავს ,,გალში შეჩერებას’’ ხოლო ,,გალი’’-კვირტის ავარდნას ნიშნავს, სწორედ აქ განვითარდა სამოთხის პირველი ხილი, ეს ადგილი ინახავს კაცობრიობის განვითარების ურთულეს საიდუმლოს, ხოლო ამ შემთხვევაში ვინ არიან აფხაზები? ამასაც მინდა ჩემებურად გავცე პასუხი, ,,აარწივი’’ აფხაზურად მასწავლებელს ნიშნავს ხოლო ,,არწივი’’ ქართულში უძლიერეს ფრინველს, გამოდის რომ ისინი არწივის მოდგმის ქართველები არიან, ხოლო რუსულად ,,არწივს’’ ჰქვია ,,არიოლი’’ და უძველეს მეგრულად არიოლი ნიშნავს ,,შეჩერება ადვილია’’ გახსოვდეთ რომ ძალა ერთობაშია, ასე რომ წინა ხალი საიდუმლოებების ძიება გელოდებათ მოდი დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამჟამად ოქროს საწმისის მბრძანებლის ნათქვამი რეალობად მექცა და ერთ-ერთმა დიდმა პოეტმა ლექსი მომიძღვნა რაც ძალიან არ მომეწონა, რადგან არ მინდოდა ვინმესთან შერკინება და ვთხოვე უფრო კეთილი განძრახვით დაეწერა თუმცა მან მითხრა რომ შანსს მაძლევდა საპასუხო რეაქცია გამომეხატა დაგამომეყენებინა, რომ ეს უბრალო პოეტური შერკინება იყო.. მინდა შემოგთავაზოთ ამშერკინების პოეტური მონაკვეთი: კოლხური ზღაპრების ფილოსოფოსს ბიძინა წყაროზიას (მეგობრული გახუმრება თუ?... დასეტყვა გარემოებამ, მომრავლდა ჭკუის ცეროზი, რაღა ღირს კაცი უმეო, უარგი თან საეროსი, როცა დავბერდი ქარიშხალს მუხლები შემრჩა წეროსი ზღაპრით შენება მოუნდათ ქართველებს საქართველოსი ენით ზურგს იფხან ყმაწვილო კალმის ქნევაში გატყვია გონება მოუსვენარზე ჭრელი ზღაპრები გარტყია. მთლად ბიჭუკელაც როდიხარ ვის ეთქმის შენზე ბარტყია თავად გიხმობენ ზღაპრები შენ მოჭორვაში ხარ ტყვია შენი ზღაპრული გმირობა მრავალ უცხოელს უქია ენგურის პირას დაღმართზე ხარებს რომ წრთვნიდი რუუ ხი ა სხვა დანარჩენი ნაქსოვი შენი ნაქარგი თუ კია წნევამ ხომ არ ამიწია რად მეჩვენება მუქია ხარობ მკითხველებს რომ ართობ ვითა წიწილებს კრუხია არიქა არ დაგიწუნონ აღარ თქვან ვა რა ტრუხია აღარ ეტევა მიწაზე ზეცაა შენი მიზანი რისთვის წაგართვეს მოძმებმა ოჩამჩირე და კვიზანი? და მაინც ამბობ რუსია ჩვენი ჯიში და ჯილაგი ქალთან ლოგინში გიხილონ არ ეხერხებათ სილაკი. მათ ქალებს სტუმართმოყვარებს მკერდზე რომ უჩანთ ჯილაგი მათთან ღამეა სამოთე, სულის ცხონება დილაკი. სწორია, დასაბამიდან იყვნენ ევა და ადამი, მომრავლდნენ, ძმამ ძმა დაგლიჯა, როგორც მიმინომ ქათამი, ისმის ზეციდან წუხილი და მრისხანება მათდამი, მზე არ დაინდობს ცის მტრედებს დაიჭედება ლაგამი. დაქოქე შენი ხომალდი, ოღონდ ნუ გადახურდები , ზღაპრებს გითარგმნი რუსულად ,,დუმაში’’ თუ შეცურდები. ვერ წავიკითხე ბოლომდე ზღაპრისთვის აღარ მცალია გვაბრაზე მტრების ქებითა რწმენა რომ ჩამოგეცალა, ხსნად მივანიშნე ცის ჯვარი წავიხმარიე ზე ძალა, რომ გავიშვირე მარჯვენა მუზები წამომეძალა, მოჩვენებით რომ ერთი ხარ სინამდვილეში ხარ ორი, სამშობლოს სიამაყე ხარ ზღაპრების ფანტაზიორი. წინ გიძღვის ნიჭი მეგზურად სულხან-საბა და სოფოსი, მიიღე ჩემგან წოდება ზღაპრების ფილოსოფოსი. გახსოვდეს არ დაივიწყო : რუ ხიი ორე ხიო სადაც შენი დაიკვეხო იქვე ჩემი თქვიო. უღრმესი პატივისცემით ეგრისის ქარიშხალი. ომიკო ქანთარია ეგრისის ქარიშხალს ბატონ ომიკო ქანთარიას კოლხური ზღაპრების ფილოსოფოსისგან ეს რა მაკადრე პოეტო, მივაწვდენ მკითხველს როგორმე ენგურსაც ავჭიდებულვარ, გამომიცურავს ბოლომდე, ცხოვრება გამომივლია, არწამიგია ბაზარი მრავალჯერ გამღვიძებია წვიმაში ტყვიის კაკანის. არმიყვარს კაცი კაცს რომ სჭამს, ჩემი სიტყვაა ალალი ერთმანეთს დავუკავშირე რეალობა და ზღაპარი სათაურშიაც კი ხვდებიან ეს ვისი საკითხავია გახსოვდეს ხატი სამშობლო რომ ჩემი საფიცარია. ვერ წაშლის კვალსა დროება, უკვდავია ის სიგელიც რაისტაღს დროშა აღმართა იმ შენმა ჯიშმამ პირველი, მწყინს რომ წინაპრებს ივიწყებ, ჩემზე რა გეთქმის სიტყვებით ბავშვმაც კი იცის რუსეთში ქანთარია და გიტლერიც. ახლა რუსეთი არმოგწონს ევროპას ებღაუჭები მომრავლდა ქვეყნად ცისფერი, საყურითა და ქუსლებით არმინდა ვინმეს ვაწყინო თაობა დამრჩეს რომ მტრულად სჯობს გამოვზარდოთ ლეკვები მეზობლისათვის მოყრულად. დიდი პოეტი კაცი ხარ, რაშებიც გიჭენებია მაგრამ მტრობითა სოფელი განა ვის უშენებია. თითქოსდა გამანადგურე, ჩამთვალე არარაობად თქვენგან დაშვებულ შეცდომებს ვეღარ ასწორებს თაობა. ლექსმა ჯვარცმულმა დამბურძგლა, მართლა რა ბედი გვეწვია იქ მტრებმა დედა მიტანჯა, აქ შენი ქვა წამომეწია ხელზე ჩააკლეს ბიჭუნა, რა იყო მისი ბრალია რომ იმ საწყალსა უბედურს, გამსახურდია ჰქონდა გვარია. უნდა გცოდნოდა რომ შვილი, შარშან ტყვედ ჰყავდა რუსებსა რადიო ინფორმაციით მართლაც ვუსმენდი ზღაპრებსა, ქარიშხალს გადავუდექი, ნამდვილს და არა ტრუხებსა დღემდე ვალს ვიხდი ქართველთან, და იმ პროცენტის პროცენტსაც. ძნელია ვინმეს ჩახედო გულში, ვისთან რა ცეცხლი გიზგიზებს, გირჩევ მოხუცო დაფიქრდე ვიდრე მოისვრი გესლ სიტყვებს, ქუჩაში მიმოგეკითხა სანამ კალამს არხევდი, ომიკო მშრომელო კაცო შენ მართლა ხომ არ დაბერდი. ვიცი კბენა და ჭიდილი რომ პოეტების ვალია, დუელში გამომიწვიე და ეს რა ჩემი ბრალია, ცხრა ნასროლს ცხრით გიპასუხე მაინც მიყვარხარ ძალიან ეხლა კოსმოსში მივფრინავ და შენთვის აღარ მცალია. ღრმა პატივისცემით ბიძინა წყაროზია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.