შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულიერი გამოცდა (თავი 8)

18-03-2018, 01:14
ავტორი aanastasiaaa
ნანახია 1 557

კახეთიდან კვირას საღამოს დავბრუნდით. სახლში დაღლილი მივედი, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურადაც, ამიტომ მაშინვე დავიძინე.
დილას სკოლაში წავედი, ძალიან რთულია ორი დღის დასვენების შემდეგ, მაშინვე მუშაობის დაწყება. პირველი ჩემს ბავშვებთან შევედი.
- აბა როგორ დაისვენეთ?
- კარგად მას, თქვენ?
- მეც კარგად. აბა წავედი ჭკვიანად და კარგი ნიშნებით გამახარეთ.
დღეს 5 გაკვეთილი მაქვს, მესამეზე ვისვენებ, ჩემებს სპორტი აქვთ, ამიტომ ყავა ავიღე და კლასში დავჯექი. ჟურნალში ვაკეთებდი რაღაცეებს და თან ყავას ვსვავდი, როდესაც უცებ ვიღაცამ კარები შემოგლიჯა.
- შეგიძლია ამიხსნა რა ხდება შენი გამოჩენის შემდეგ ჩემს სახლში?
- დამშვიდდი, ტონს დაუწიე და ვისაუბროთ. დაჯექი.
ლუკა თავიდან ყოყმანობდა, შემდეგ დაჯდა.
- ახლა წყნარად ამიხსენი, რა მოხდა შენს ოჯახში.
- მამაჩემს, რომ მოვუყევი შენს შესახებ, შენს სანახავად წამოვიდა. რა მოხდა და რა ილაპარაკეთ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მამაჩემის ცხოვრება თავდაყირა დააყენე. სახლში გვიან მოდის, ხან საერთოდ არ მოდის. ღამე აღარ იძინებს. რა გინდა ჩვენი ოჯახისგან მეტყვი?
- ბედნიერი ბავშვობა გქონდა? მამაშენი არაფერს გაკლებდა? ტანსაცმელი გაკლდა? საჭმელი? ბედნიერი იყავი?
- რატომ მისვავ სულ ასეთ უცნაურ კითხვებს, რა გინდა რა?
ისევ ტონს აუწია ლუკამ
- იმიტომ, რომ მე ეს ყველაფერი მაკლდა. მე ბავშვთა სახლში გავიზარდე, მიმატოვეს დედამაც და მამამაც, დედა ბუნდოვნად მახსოვს. მამა საერთოდ არა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ლიზა ქალდანი ვარ და ის, რომ მშობლებს ქეთი და ალექსანდრე ჰქვიათ. ამის შემდეგ მაგდებენ ერთადერთი საარსებო წყაროდან და ყველაფერს 0-დან ვიწყებ. იცი მაინც რა გამოვიარე? და ახლა, როდესაც ვხედავ, რომ ყველაფერი დალაგდა გიცნობ შენ, რომელიც ორეულივით მგავს. ერთხელ მაინც დაკვირვებულხარ რა საოცრად მგავხარ?
- რა გინდა თქვა, რომ შენ ჩემი და ხარ?
- მე არაფრის თქმა არ მინდა და საერთოდ არაფერი მინდა. შენ ხომ ბედნიერი ხარ შენი ცხოვრებით, მე არასდროს ვყოფილვარ. მხოლოდ მინდა გავიგო რატომ გამიმეტეს ასეთი ცხოვრებისათვის.
- გინდა დაველაპარაკო მამაჩემს?
- მეშინია ლუკა. მეშინია, რომ ტყუილი აღმოჩნდება და ისევ გამიცრუვდება იმედები, კიდევ იმის მეშინია, რომ უარმყოს და არ მაღიაროს შვილად, მერე ხომ უფრო მეტკინება.
- რაიმეთი შემიძლია დაგეხმარო?
- არაფრით, მხოლოდ გთხოვ, რომ არ გძულდე. მე არ დავანგრევ თქვენს ოჯახს.
- რა სისულელეა რატომ უნდა მძულდე?
ამ დროს ზარი დაირეკა
- წადი კლასში, ისედაც ერთი გაკვეთილი გააცდინე.
- კარგი, არ ინერვიულო.
გავუღიმე. კლასში ჩემი ბავშვები დაბრუნდნენ.
- აბა რა ქენით ჩემო ჭკვიანებო?
ღიმილით შევეგებე ბავშვებს. დავინახე, როგორ მაკვირდებოდა ლუკა ღიმილით. გაკვეთილებმა სწრაფად და საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვები გავაცილე და სახლში წავედი, მაქსიმემ დამირეკა.
- ლიზ, როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- კარგად, უნივერსიტეტს, რომელზე ამთავრებ?
- 7-ზე. რა ხდება?
- არაფერი, მოგაკითხავ.
ეს მითხრა და გამითიშა. რატომ არის ეს ბიჭი ასეთი უცნაური? ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ყოფილიყო ერთ დღეს საოცრად თბილი, მეორე დღეს კი უბრალოდ ნაცნობივით მომქცეოდა. სახლში მისვლისას დავისვენე, შემდეგ კი იმას გადავხედე რაც ნუცასთვის უნდა ამეხსნა. თითქმის ჩაძინებული ვიყავი ლიკამ, რომ დამირეკა.
- ლიზა, შეგიძლია მნახო?
- მშვიდობაა?
- კი. კი არა და არვიცი საერთოდ რა ხდება, გამოხვალ?
- სად ხარ?
- მამაჩემის კაფეში.
მალე მივედი, რადგან ეს კაფე ახლოს იყო ჩემს სახლთან.
- რა ხდება აბა?
ვნახე, თუ არა მაშინვე საქმეზე გადავედი.
- გუშინ დათომ მომწერა, ვიცი, რომ დემეტრე არ გიყვარს დაშორდიო. შენით თუ არ იზავ ამას მე დაგაშორებო. ორივემ კარგად ვიცით, რომ ერთმანეთი მოგვწონსო. ცხოვერბას გაგინადურებო...
- და ამაზე ნერვიულობ ლიკა? ჩვენ ხომ მისი არ გვეშინია.
- დემეტრემ ნახა. საშინლად გაბრაზდა, წავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. არც ტელეფონზე მპასუხობს.
თან მიყვებოდა და თან ცრემლები სდიოდა თვალებიდან.
- ნუ ღელავ, უნივერსიტეტში მიაკითხე, ან ბიჭებს კითხე. რამე გააკეთე. მთავარია, რომ დემე არ დაკარგო დათოს გამო.
- უკვე დავიღალე ამ ყველაფრით.
- არასდროს დაიღალო.
დავუღიმე ლიკას და ჩავეხუტე. მანაც თავი მომადო და უხმოდ განაგრძო ტირილი. მერე მე ნუცასთან წავედი, ლიკა კი ალბათ დემესთან. ამ დღეს ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. საშინლად ვიღლები ხოლმე. უნივერსიტეტიდან, რომ გამოვედი მაქსიმე დამხვდა. მანქანაში ჩავჯექი და გადავკოცნე.
- დაიღალე ლიზ?
- ჰო, ძალიან გადავიტვირთე დღეს, თან ლუკასთან ლაპარაკმა კიდევ უფრო დამამძიმა, მერე ლიკაც ვნახე, ისიც ცუდად იყო,
- ლიკა ვიცი. დათოსთან ვიყავით ბიჭები. დემეტრე მიდიოდა და მარტოს ხომ არ გავუშვებდით, ამიტომ გავყევით ძალიან ბევრი ილაპარაკა დათომ და...
- და ცემეთ?
- კი ლიზა, ბევრი ილაპარაკა მეთქი.
- ჩემზეც?
- აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
- მოიცა, რატომ არ გვინდა?
- აბა რისი მოსმენა გინდა, როგორ გლანძღავდნენ?
- მისი ლაპარაკი არ მიმაქვს გულთან.
- მითუმეტეს, რა საჭიროა მაშინ ამაზე ლაპარაკი? დაღლილი ხარ, თან გეშიება, წამოდი სადმე დავსხდეთ.
- არ არის საჭირო, ნუ წუხდები.
- ვაფასებ შენში იუმორის გრძნობას.
გამიცინა მაქსიმემ და მანქანანის ტარება განაგრძო. მეც ხმა აღარ ამომიღია მეტად. გემრიელად შევჭამეთ ერთად და შემდეგ გასეირნება გადავწყვიტეთ, რადაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს მთაწმინდის პარკში ვიყავით, ეშმაკის ბორბალზე დავჯექით, ბევრი ვისეირნეთ და ვიცინეთ. ბოლოს დაღლილები სკამზე ჩამოვჯექით.
- საოცარი დღე იყო.
გავუღიმე მაქსიმეს.
- შენი დამსახურებით ლიზა.
მაქსიმემ ხელი გადამხვია და თავისკენ მიმწია, მეც თავი გულზე მივადე და მომეჩვენა, რომ წამით სუნთქვაც შევწყვიტე, რადგან მხოლოდ მისი სუნთქვა მეგრძნო. გაყინული ცხვირი მის კისერში ჩავრგე და ვეცადე მეტად დავმტკბარიყავი მისი ოდეკალონის სუნით. დიდხანს ვისხედით ასე გაუნძრევლად. სიცივე საერთოდ არ გვაწუხებდა. მინდოდა წამი შემეჩერებინა და ბოლომდე შემეგრძნო მაქსიმეს სიახლოვე. მინდოდა ნებისმიერ წამს შემძლებოდა მისი ჩახუტება. მასთან არ მჭირდებოდა ძლიერი გოგოს როლის თამაში,მასთან მე ის ვიყავი, რაც სინამდვილეში.
* * *
უნივერსიტეტში ვიყავი მაქსიმემ, რომ დამირეკა.
- ლიზ ქვემოთ გელოდები, მალე ჩამოდი.
ლექციები, როგორც კი დასრულდა ქვემოთ ჩავედი და მაშინვე შევამჩნიე მაქსიმეს მანქანა, მისკენ წავედი. მანქანაში ჩავჯექი, მიზეზი უნდა მეკითხა მისი აქ მოსვლის, მაგრამ არაფერი არ დამაცადა, ისე შემიცურა თმაში ხელი, მისკენ მიმიზიდა და მაკოცა. ვერ ავღწერ იმ წამს რა ვიგრძენი. მინდოდა ეს მომენტი არასდროს დასრულებულიყო. მინდოდა ყოველთვის მეგრძნო მისი ტუჩები, ჩემსაზე. პირველივე წამს ჩემი გონების რაღაც ნაწილმა იცოდა, რომ შემიყვარდებოდა. ახლა ყველაფერი განსაზღვრულია. უკვე ვიცი, რომ მიყვარს, ვიცი, რომ მუდამ ყოველთვის მეყვარება.
წამით ჩემი თავის გამოფხიზლება ვცადე. მის ტუჩებს მოვწყდი და მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე. მაქსიმემ ხელით დამიჭირა და უკანვე დამაბრუნა.
- არ გინდა.
- მომისმინე ლიზა
- რა მოგისმინო მაქსიმე? რა? შენ კარგად იცი, რომ შენთვის უბრალოდ გასართობი ვარ, შემცვლელი. ეს უნდა გეთქვა? ეს ხომ ისედაც ვიცი.
- კატოს დავშორდი.
პირდაპირ მომახალა.
- რატომ?
გულის ერთ ნაწილს უხაროდა ამის მოსმენა, თუმცა მეორეს ეშინოდა, რადგან ჩემზე კარგად არავინ იცოდა ამას რა მოყვებოდა.
- შენს გამო, შენი ბრალია.
- მე...
- რაც შენ გამოჩნდი მას შემდეგ ყველაფერი აირია. ჩემი და კატოს ურთიერთობაც და საერთოდ ჩემი ცხოვრებაც. შენს გამო კატოს ჩახუტებაც და კოცნაც შემზიზღდა. მხოლოდ შენი დანახვა მინდა, მხოლოდ შენთან სიახლოვე მჭირდება ლიზა.
ამ სიტყვების მოსმენა საერთოდ არ აღმოჩნდა ჩემთვის ადვილი, მთლიანად ვხურდი, ეს ხომ ფაქტიურად სიყვარულის ახსნას უდრიდა. ეს ყველაფერი არასწორი იყო, მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფერს იმას ვაკეთებთ რაც არასწორია, ჩვენ ხომ ყოველთვის ცუდი გვიზიდავს. ვცადე ჩემი აფორიაქება დამემალა.
- მაქსიმე
ძალიან მიჭირდა ლაპარაკიც კი, რადგან ხმა მიკანკალებდა.
- უბრალოდ აღელვებული ხარ, დამშვიდდი მალე შერიგდებით შენ და კატო.
ამ სიტყვებს მთელი ჩემი გული ამოვაყოლე და თავი ჩავხარე.
- რატომ ხარ ასეთი სულელი ლიზა? ვერ ხვდები, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ?
გული გამიჩერდა.
- მითხარი რას გრძნობ?
ხელი, ხელზე მომკიდა და თვალებში შემომხედა.
- არ ვიცი რა გითხრა, მართლა.
- ლიზა უბრალოდ ის მითხარი გიყვარვარ თუ არა?
- მიყვარხარ მაქსიმე.
ბოლოს მოთმინება დაკარგულმა ამოვილაპარაკე.
- ზუსტად იმავეს ვგრძნობ შენს მიმართ, რასაც შენ ჩემს მიმართ. მინდა, რომ მხოლოდ შენს თვალებს ვხედავდე.

საუბრის დასრულება არ მაცადა, ისე ჩამიხუტა მოვდუნდი, თვალები დავხუჭე და ბოლომდე მივენდე. ის კი ნელა და აუჩქარებლად მეფერებოდა თმაზე, რაღაც სიტყვებსაც მეჩურჩულებოდა, მაგრამ მე უკვე აღარაფერი მესმოდა, რადგან მის გვერდით სიამოვნების ზენიტში ვიყავი. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი ცხოვრება მექნებოდა მისი გულის ცემის მოსმენის სურვილი, ვიცოდი, რომ ყოველთვის ისეთ ბედნიერებას მომანიჭებდა მისი ჩახუტება, როგორც ახლა.
- ახლა რა იქნება მაქსიმე?
- ბედნიერების გარდა არაფერი.
- და კატო?
- დაივიწყე კატო. ამის შემდეგ მხოლოდ მე და შენ ვიქნებით.
- მადლობა მაქსიმე. მადლობა, რომ არსებობ.
მთელი საღამო ერთად გავატარეთ. უამრავი ადგილი მოვიარეთ. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ერთად ვიყავით და ამის მერეც სულ ერთად ვიქნებოდით. სახლში გვიან ღამით მიმაცილა, შუბლზე მაკოცა და წავიდა. არ მეგონა მსოფლიოში ჩემზე ბედნიერი ადამიანი თუ არსებობდა. მე ვერასდროს შევძლებდი, ისე შემეხედა თვალებში სხვისთვის, როგორც მაქსიმეს ვუყურებდი. მხოლოდ ის წარმოადგენდა ჩემთვის ბედნიერების წყაროს. მხოლოდ მასთან ერთად ვისურვებდი მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარებას.
სახლში მისვლისთანავე დამეძინა, პირველად ვნახე სიზმარი, სადაც მე და მაქსიმე ერთად ვიყავით. ეს იყო პირველი, მაგრამ არა ბოლო, რადგან ამის შემდეგ მე და მაქსიმე, ისევე, როგორც სიზმარში რეალობაშიც სულ ერთნი ვიქნებოდით იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი ცხოვრება მექნებოდა მისი გულის ცემის მოსმენის სურვილი, ვიცოდი, რომ ყოველთვის ისეთ ბედნიერებას მომანიჭებდა მისი ჩახუტება, როგორც ახლა.
- ახლა რა იქნება მაქსიმე?
- ბედნიერების გარდა არაფერი.
- და კატო?
- დაივიწყე კატო. ამის შემდეგ მხოლოდ მე და შენ ვიქნებით.
- მადლობა მაქსიმე. მადლობა, რომ არსებობ.
მთელი საღამო ერთად გავატარეთ. უამრავი ადგილი მოვიარეთ. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ერთად ვიყავით და ამის მერეც სულ ერთად ვიქნებოდით. სახლში გვიან ღამით მიმაცილა, შუბლზე მაკოცა და წავიდა. არ მეგონა მსოფლიოში ჩემზე ბედნიერი ადამიანი თუ არსებობდა. მე ვერასდროს შევძლებდი, ისე შემეხედა თვალებში სხვისთვის, როგორც მაქსიმეს ვუყურებდი. მხოლოდ ის წარმოადგენდა ჩემთვის ბედნიერების წყაროს. მხოლოდ მასთან ერთად ვისურვებდი მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარებას.
სახლში მისვლისთანავე დამეძინა, პირველად ვნახე სიზმარი, სადაც მე და მაქსიმე ერთად ვიყავით. ეს იყო პირველი, მაგრამ არა ბოლო, რადგან ამის შემდეგ მე და მაქსიმე, ისევე, როგორც სიზმარში რეალობაშიც სულ ერთნი ვიქნებოდით.

№1  offline წევრი naniko mindia

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️warmatebebi veli shemdegs
--------------------
lomidze

№2  offline წევრი mia15

კარგი იყო.ველი შემდეგ თავს.მალე დადე

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent