შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ფეთქვის მიზეზი (თავი 2)


18-03-2018, 09:47
ავტორი ნასტია
ნანახია 1 832

* * *
კაფეში მჯდარი გოგონა მოუთმენლად ელოდა ვიღაცას. სიცივიდან სითბოში გადანაცვლებას ლამაზი მოყვანილობის ლოყები სასაცილოდ აეწითლებინა მისთვის. საშუალო ზომის თმები ზურგს უკან გადაეყარა, მხოლოდ თმის რაღაც ნაწილი ჩამოშლოდა სახეზე. ლამაზი მოყვანილობის თითებზე რამდენიმე უბრალო ბეჭედი წამოეცვა. სწორედ მათი წყალობით ირთობდა თავს მარტო მჯდომი. საბოლოოდ გამთბარისთვის გარედან შემოსული ქარის წუილი თავისებურად ჟრუანტელის მომგვრელი იყო.
უჟმური ოფიციანტის მზერით შეწუხებული ხან ფანჯარაში იყურებოდა და ხან მაჯის საათს დასცქეროდა. პიროვნება, რომელსაც შეხვედრა დაეთქვა მისთვის, იგვიანებდა. მამაკაცის უპასუხისმგებლობით გაბრაზებული ფეხზე წამოდგა, სამი ფინჯანი ყავის საფასური გადაიხადა და გარეთ გავიდა. მხოლოდ ახლა გამოჩნდა კაფისკენ ჩქარი ნაბიჯებით მომავალი მამაკაცი, რომელსაც ნახევარი სახე ქურთუკში ჩაემალა.
- ოლიკო, ძალიან ვწუხვარ, - უთხრა, რაღა თქმა უნდა, რუსულად, - ვერ მოვახერხე დანთქმულ დროს მოსვლა.
- არაუშავს, დიმა, - ოლიკომ ბიჭს ძალდატანებით გაუღიმა, - არაფერია...
- ძალიან დამაგვიანდა? - მორიდებით ჩაეღიმა მამაკაცს.
ოლიკომ დროის ცოდნის მიუხედავად, მაინც დახედა საათს.
- სახლში მაგვიანდება, უნდა წავიდე, - უკვე სულმთლად გაყინული ხელები ჯიბეში ჩაიწყო და წასვლა დააპირა.
- რა გაეწყობა, ნახვამდის, - სევდიანად გაეღიმა მამაკაცს და საყვარელი ქალი მხოლოდ მზერითღა გააცილა.
უხასიათოდ მყოფმა ოლიკომ ძლივს მოახერხა მამაკაცთან ღიმილით დამშვიდობება. სიყალბე არასდროს ჯდებოდა მის ხასიათში, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა.
ოლიკომ დიმა რუსეთში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში გაიცნო. თავად დიმა ჩამოსვლისთანავე იჩენდა მის მიმართ ყურადღებას, თუმცა მორცხვი და ამასთანავე ნაკლებად საინტერესო მამაკაცი ვერაფრით ახერხებდა გოგონასთან საერთო ენის გამონახვას. ერთფეროვანი ცხოვრებით თავმობეზრებულმა ოლიკომ ძალიან მარტივად მიიღო გადაწყვეტილება დიმასთან ურთიერთობის დაწყებისა, თუმცა ამ ურთიერთობას არასდროს უყურებდა სერიოზულად, განსხვავებით დიმასგან, რომელმაც გაცნობიდან რამდენიმე დღეშივე ოლიკოს მშობლები, ნათესავები და მეგობრები გააცნო.
- დიმა ცუდი ბიჭი არ არის, სრულ სიმარტოვეს კი აჯობებს და... - ეტყოდა ხოლმე სიცილით მამაკაცზე საუბრისას დეიდა.
სწორედ მისი სიტყვების გამო ვერ იხიბლებოდა ოლიკო მამაკაცით.
მართალი იყო დეიდამისი, დიმა ცუდი მამაკაცი სულაც არ იყო, მაგრამ არც ის იყო, ვისაც მეორე ნახევარს უწოდებენ ხოლმე. ვერ წარმოედგინა ოლიკოს თავის მეორე ნახევრად დიმა, საკმაოდ მორცხვი, საშუალო სიმაღლისა და სუსტი აღნაგობის მამაკაცი.
- მასთან ბედნიერი ვერასდროს ვიქნები, უბედურებას კი სიმარტოვეშიც ვიპოვი, - პასუხობდა იმ სიტყვებზე დეიდას, - მე მაგ კაცს ვერ შევიყვარებ, წარმოუდგენელია...
თავად დიმა დიდ იმედებს ამყარებდა გოგონაზე. მუდამ ჩრდილში მყოფ მამაკაცს ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება. სიამოვნებდა მისსა და ოლიკოს წყვილზე გაუთავებელი საუბარი სანათესაოსა და სამეზობლოში, რომ აღარაფერი ვთქვათ სამეგობრო წრეზე. მშობლებმაც მოუწონეს არჩევანი, ოლიკო ძალიან მოსწონდათ მომავალ რძლად, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მათთან შეხვედრისას აშკარად იჩენდა უემოციობასა და სიცივეს.
- რაც მთავარია, ლამაზი შვილები გეყოლებათ, - ეფერებოდა დიმას მისი არჩევნით კმაყოფილი დედა, - ხასიათსაც მოევლება, არ ჩანს ცუდი გოგო...

* * *
დღის ნახევარი ბიბლიოთეკაში გაატარა.
იქიდან გამოსული ფეხით გაუდგა სახლისაკენ გზას. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში გამოსვლისთანავე თავიდან ბოლომდე გაიყინა, გადაწყვეტილება მაინც არ შეუცვლია. მთელი დღის განმავლობაში პირველად აუსრიალდა ფეხი გასიპულ ტროტუარზე და ისიც, მაინც და მაინც, ხალხმრავალ მაღაზიასთან. როცა ეგონა, რომ საბოლოოდ შეინარჩუნა წონასწორობა და წაქცევას გადაურჩა, სწორედ მაშინ დაეჯახა მაღაზიიდან სწრაფად გამოსული ახმახი და უპრობლემოდ წააქცია. რომ არა მდგომარეობის უცებვე გააზრება, ალბათ, თავსაც დაარტყავდა, მაგრამ ამ უბედურებას საოცრად გადაურჩა.
მამაკაცმა თავიდან გზის ჩვეულებრივ გაგრძელება დააპირა, მაგრამ ბოლოს სინდისმა შეაწუხა და მისი წყალობით წაქცეული გოგონასკენ მოტრიალდა. გოგონა სხვა გამვლელების დახმარებით წამოდგა ფეხზე და დამნაშავის ძებნის ნაცვლად, დასვრილი ტანსაცმლის ბერტყვა დაიწყო. მამაკაცი ცოტა ხანს გაკვირვებით უმზერდა ნაცნობ გოგონას, რომელიც თავისი საქმით იყო გართული.
- ოლიკო, შენ ხარ? - ჰკითხა ქართულად და მკლავზე ხელი შეახო.
- დათუნა? - სახეზე შეხედვამდე ხმითა და აღნაგობით იცნო ოლიკომ კლასელი.
- აქ საიდან გაჩნდი? - გაეცინა მამაკაცს და ერთი თავით დაბალი გოგონა გულში ჩაიკრა.
- ელზასთან ჩამოვედი, - ძლივს გაისმა დუტის ქურთუკით ოლიკოს გაგუდული ხმა.
- რამე ხომ არ იტკინე? - გულიანად გაეცინა დავითს ცოტა ხნის წინ მომხდარი შემთხვევის გახსენებაზე, - როგორც ყოველთვის წინ არ იყურები...
- მადლობა ყურადღებისთვის, დათუნა, - მოჩვენებითი ბრაზის გამოსახატად თვალები გაუფართოვდა ოლიკოს, - ნაცნობი რომ არ ვყოფილიყავი, არც კი შემომხედავდი, არა?
- ოღონდ აქ არ დამიწყო ლექციები, სახლშიც მეყოფა, - თვალები მობეზრებით გადაატრიალა და ისევ გაეცინა.
- ცოლი ხომ არ მოიყვანე? - სახე გაუნათდა ოლიკოს.
- სწორად მიხვდი, - გაეღიმა დათოს.
- არასდროს წარმომედგინე ოჯახის კაცად, - შუა ქუჩაში მოურიდებლად აკისკისდა ოლიკო და გვერდით მიმავალ მამაკაცს ხელკავი გამოსდო, - ძალიან მაინტერესებს შენც ცოლს რა მოეწონა შენში...
გოგონას სიტყვებზე მოჩვენებით განრისხებული დათო შეჩერდა და ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია.
- სკოლაში მსგავსი ხუმრობისთვის დაისჯებოდით, ქალბატონო ოლიკო, - უთხრა და ისევ განაგრძო გზა.
- როგორ შემაშინე... - გულზე ხელი მიიდო მან, - ყოველთვის კარგად გამოგდიოდა ჩემზე გავლენის მოხდენა, ვერ დაგიკარგავ.
თავიდან სერიოზულობას ინარჩუნებდნენ, მერე კი ერთდროულად დაიწყეს ხარხარი.
- გახსოვს სულ თავიდან როგორი უჟმური იყავი? - კვლავ სკოლის პერიოდზე ჩამოაგდო საუბარი დავითმა, - პირველად რომ ვცადე შენთან გახუმრება, კინაღამ მთელი კლასი გადაატრიალე.
- მახსოვს, დათუნა, - სუსტად გაეღიმა ოლიკოს, - ბევრი არაფერი შეცვლილა, თუ კონკრეტულ მომენტებს არ ჩავთვლით...
მოკლედ, ბავშვობის მეგობრებმა ერთმანეთი ძირფესვიანად მოიკითხეს და საკონტაქტო ინფორმაციებიც გაცვალეს სამომავლო შეხვედრის დასაგეგმად. ოლიკოს ერთი სული ჰქონდა გაეცნო მუდამ ცანცარა დათუნას ცოლი და პატარა ქალიშვილი. დათუნას სამშობლოსგან შორს თანამემამულის და, მითუმეტეს, კლასელის დანახვა ძალიან გაუხარდა, ამიტომ შეხვედრა მალევე დაუთქვა, თავისსავე სახლში ოჯახის წევრებთან ერთად.

დავითის სახლის კართან ცოტა ხანს ლოდინი მოუწია. ბავშვის დევნით გადაღლილმა გოგონამ ძლივს მოახერხა სტუმრის სახლში შეპატიჟება.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, ოლიკო, - უთხრა და გულწრფელად გაუღიმა ვიკამ.
დავითს რუსეთში ჩამოსვლიდან დაახლოებით ორ კვირაში გაეცნო ვიკა და სწორედ მისთვის დაეკავშირებინა მთელი სიცოცხლე. მასზე ერთი წლით უფროსი და განსხვავებული ეროვნების გოგონა არ შეუშინდა გარკვეულ დაბრკოლებებს და წრფელი გულით სიყვარულს მიჰყვა. გაცნობიდან ერთ წელიწადში დაქორწინდნენ და ულამაზესი ქალიშვილიც შეეძინათ.
- ამისთვის ღირდა სიცოცხლე, - ბავშვის წარდგენისას ქართულად გადაულაპარაკა დათუნამ კლასელს.
დედის მსგავს ქერა თმიან და ცისფეთვალება გოგონას მამისგან მხოლოდ დაუზოგავი ენერგია და ხუჭუჭა თმები გამოჰყოლოდა.
- სად გაიცანით ერთმანეთი? - რუსულად იკითხა ოლიკო.
- ქუჩაში დამეჯახა და გულში ჩავუვარდი, - მეუღლეს გადახედა და თან გულიანად გაიცინა ვიკამ.
- ესეიგი წინ ყურება შენთვის უჩვეულო რამ არის, - ვიკასთან ერთად სიცილი დაიწყო ოლიკომ.
გოგონების დაცინვაზე გაბრაზებულმა დათუნამ პატარა ეკატერინე აიყვანა ხელში და მასთან ერთად შეუდგა თამაშს.
- ერთ კვირაში დაბადების დღე აქვს, - მეუღლისთვის შეუმჩნევლად გადაუჩურჩულა ვიკამ, - გაგვიხარდება თუ მოხვალ...
- სიამოვნებით, თუ უხერხული არ იქნება მის მეგობრებთან, - მსგავსად უპასუხა ოლიკომ.
- ნუ გეშინია, მოგეწონება ჩვენთან, - კვლავ გაუღიმა ვიკამ და მისგან დაუკითხავად მორიგი ნამცხვრის ნაჭერი გადმოუღო თეფშზე, - მხოლოდ მეგობრები იქნებია, წინა დღეს დაგირეკავს და უარის თქმა არც კი გაბედო!
თითი გაფრთხილების ნიშნად დაუქნია და თავისი ხელით გამომცხვარი ნამცხვარი დააგემოვნა.

* * *
ხინკლის მზადებით გართულს იუბილეზე მოსული სტუმრებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ვიკას დასახმარებად რამდენიმე საათით ადრე მისულს უკვე მიელოცა დათუნასთვის დაბადების დღე და ახლა ნაკლებად აინტერესებდა მისი სხვა მეგობრებთან შეხვედრის ნახვა. სანამ უკვე მოხვეული ხინკალი ადუღებულ წყალში არ ჩაყარა, მანამდე სუფრასთან არ გასულა. თავისი საქმის მოთავების შემდეგ ფქვილიანი წინსაფარი მოიძრო და თავსაფრით აწეწილი თმები შეძლებისდაგვარად გაისწორა.
დათუნას ჩათვლით სუფრასთან ექვსი მამაკაცი იჯდა. კვლავ ეკატერინეს დევნით გადაღლილი ვიკა სუფრასთან ჯდომის ნაცვლად დივანზე იჯდა და იქ ეთამაშებოდა სტუმრების ყურებით გამხიარულებულ გოგონას.
- ბიჭებო, გაიცანით ჩემი კლასელი, - დანახვისთანავე მისკენ გამოიშვირა ხელი დათუნამ და ღიმილით წარადგინა, - ოლიკო ნოზაძე, ცოტა ხანში მის გაკეთებულ ხინკალსაც დავაგემოვნებთ...
ოლიკოს დანახვამდე ხინკლის ხსენებამ უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე თავად გოგონამ. უკვე სუფრასთან ახლოს მისულს ყველამ ღიმილითა და გარკვეული ინტერესით გადმოხედა. თავად ოლიკომ მზერა ერთ-ერთ ნაცნობ მამაკაცზე შეაჩერა, რომლის სუფრასთან ჯდომასაც ყველაზე ნაკლებად მოელოდა.
- გაიცანი ჩემი ახლო მეგობრები, ოლიკო, - ჭამის პარალელურად ძმაკაცებიც წარადგინა დათუნამ, - ალეკო, ვატო, მაქსიმე, ბორისი, დიმიტრი და იური, თანდათან ყველას უფრო ახლოს გაიცნობ.
- სასიამოვნოა, - სწრაფად მოაშორა მზერა დიმიტრით წოდებულ მამაკაცს, რომელიც მსგავსი დაჟინებით არ აცილებდა გოგონას თვალს და ისევ დათუნას გადახედა, - ცოტა ხანში დავბრუნდები...
სამზარეულოში გამოსული კარგახანს იდგა ჩაფიქრებული, მერე კი წყლის დუღილის ხმაზე გამოფხიზლდა და უკვე კარგად მოხარშული ხინკალი თეფშებზე ამოიღო. ბებიასგან ნასწავლმა მთიულურმა ხინკალმა სუფრაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართველებთან ერთად, დათუნას რუს მეგობრებსაც ძალიან მოეწონათ ოლიკოს ნახელავი. გოგონას თხოვნით ვიკამაც გადმოინაცვლა სუფრასთან, სანაცვლოდ კი ეკატერინესთან სათამაშოდ დივანზე ოლიკო ჩამოჯდა.
- შენ არ გინდა, ოლიკო? - შეწუხებული მზერით გადმოხედა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ვიკამ.
- არ მშია ვიკა, ყურადღებას ნუ მაქცევ, - თავი გააქნია ოლიკომ და თამაშით მოწყენილი ეკატერინე უფრო ახლოს დაისვა.
ნაცნობი მამაკაცი კარგახანს უყურებდა დაჟინებით. გოგონას მსგავსად ხინკალისთვის პირი არც მას დაუკარებია, თავის გასამართლებლად კი უმადობა დაასახელა.
- ხინკალს მადა რათ უნდა? - სიცილი აუტყდა დათუნას.
- ეს შენთვის, უმადობას რომ არასდროს უჩივი, - გამოეპასუხა სუფრის მეორე ბოლოში მჯდარი მეუღლე.
- იუბილეზე მაინც რომ არ მიკბინო, არ შეგიძლია, - მოჩვენებითი ბრაზით გადმოხედა ცოლს და ჭამა განაგრძო.
მამაკაცის დაჟინებული მზერით შეწუხებული ოლიკო მაქსიმალურად ცდილობდა მთელი ყურადღება ეკატერინეზე გადაეტანა, რომელიც ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი თამაში გაგრძელებას სთხოვდა.
- მოდი იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისი აქ ყოფნაც ჩვენთვის სიახლეა, ვინც თავისი ხელით მოგვიმზადა მონატრებული ხინკალი და ვინც ამ გზით ჩვენი სამეგობრო წრის მორიგი განუყოფელი ნაწილი გახდა, - მოულოდნელად ფეხზე წამოდგა ალეკო, - ოლიკო, პირადად მე უკვე ახლო მეგობრად მიმაჩნიხარ, რადგან დათუნას მეგობარი ჩემი მეგობარიცაა, შენ გაგიმარჯოს, - უკვე საკმაოდ შემთვრალი ძლივს აყალიბებდა წინადადებებს.
- აი ნამდვილი ქართველი მამაკაცი, - მისკენ ხელი გაიშვირა დათუნამ, - ოლიკო ნამდვილად იმსახურებს დალოცვას, რადგან სწორედ მისი წყალობით ჩვენს სუფრაზე მშობლიური სურნელი ტრიალებს, ამას კი არაფერი სჯობია... "აფერუმ, დედაკაცო, სიყვარულიც გცოდნია და მეგობრობაც..." მიხარია, რომ დღევანდელ დღეს ჩვენთან ერთად ატარებ... - კლასელის დალოცვისას თვალები აუწყლიანდა მას.
- ძალიან მიხარია შენს იუბილეზე ყოფნა და შენი მეგობრების გაცნობა, ძალიან დიდი მადლობა მსგავსი სიტყვებისთვის, - სუფრას მიუახლოვდა ეკატერინესთან ერთად და და დალოცვისთვის მადლობა გადაიხადა.
დიმიტრიდ წოდებული ახალგაზრდა მამაკაცი კვლავ დაჟინებით უმზერდა ოლიკოს. რუსების მსგავსად ისიც ერთი სიტყვით შემოიფარგლა და ზრდილობის გულისთვის რუსულად დალოცა გოგონა, თითქოს ცდილობდა მისი ეჭვების გასამყარებლად ხმა არ გაეღო. მაგრამ ოლიკომ მაშინვე ამოიცნო კარგად ნაცნობი ხმა, მეტად ბოხი და ოდნავ ხრინწიანი.
მათი უცნაური მზერა არავის შეუნიშნავს. უკვე საკმაოდ მთვრალები იყვნენ საამისოდ. ოლიკოს სახლში წაყვანა დიმიტრის მიანდეს, რადგან მათ შორის ყველაზე ფხიზელი ის იყო.
- არ მაქვს პრობლემა, - განაცხადა მამაკაცმა და მაშინვე ფეხზე წამოდგა.
- საჭირო არ არის, - ბოლომდე ცდილობდა ნაცნობთან ერთად მგზავრობისგან თავის დაძვრენას.
- ოლიკო, ახლა მორცხვობის დრო ნამდვილად არ არის, - გადაუჩურჩულა ვიკამ, - მთავარია სახლში მშვიდობით და მალე მიხვიდე.
გოგონას სიტყვებზე ჩაეღიმა კიდეც და სტუმრებს გამოემშვიდობა. დიმიტრი უკვე მზად იყო გასასვლელად.
კიბეები უხმოდ ჩაიარეს, თუმცა მათ შემთხვევაში ეს დუმილიც ხმაურიანი აღმოჩნდა. ოლიკოს გონებაში გაუთავებლად მოსდიოდნენ კითხვები, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. შავ ტანისამოსში გამოწყობილ მამაკაცს, ამავე ფერის მანტო უფრო სასიამოვნო შეხედულებას აძლევდა. სადარბაზოდან გამოსულმა სიგარეტს გაუკიდა და ოლიკოს იქვე მდგარი მანქანისკენ ანიშნა. საკმაოდ ძვირადღირებული და მინებდაბურული მანქანა მეტად საეჭვოდ გამოიყურებოდა. რომ არა მამაკაცთან ურთიერთობის გამოცდილება, ოლიკო არ ენდობოდა მას. ჩაჯდომიდან ცოტა ხნის შემდეგღა დაძრა დიმიტრიმ მანქანა. მანამდე კარებს მიყუდებული ეწეოდა სიგარეტს.
- დიმიტრი, - ნაზად წარმოთქვა მამაკაცის სახელი, - ლამაზი სახელია, მაგრამ შენ საერთოდ არ გიხდება...
მამაკაცმა ამოიხვნეშა, თუმცა გზისთვის მზერა არ მოუშორებია.
- არაფერს მეტყვი? - თვალს არ აშორებდა ოლიკო დიმიტრის.
- ვალდებული ვარ რამე გითხრა? - მხოლოდ ახლაღა გადმოხედა პასუხის მომლოდინე გოგონას.
- მაინტერესებს, რატომ გეძახიან დიმიტრის?
- საჭირო არ არის, ჩემზე რამე იცოდე, - გზის შემყურეს თვალები დაუწვრილდა.
- კარგი, - მოიღუშა ოლიკო და მგზავრობის მანძილზე მისთვის საერთოდაც აღარ შეუხედავს.
მანქანიდან გადასვლის წინ მიცილებისთვის მადლობა გადაუხადა და გაყინვისგან თავის ასარიდებლად სახლისკენ სირბილით წავიდა. მანქანა ადგილიდან მხოლოდ მისი სადარბაზოში შესვლის შემდეგ დაიძრა.
დღის მოულოდნელობებითა და ემოციებით გადაღლილს მალევე ჩაეძინა. დეიდასთვის არაფერი უთქვამს, ხანდახან უკეთესია ადამიანმა რაღაც მაინც დაიტოვოს გულში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ რაღაცამ მოსვენება დაუკარგოს.

* * *
განსხვავებით წინასგან, ამ შეხვედრაზე დიმას აღარ დაუგვიანია. მუდამ მორცხვად მომღიმარმა მამაკაცმა ვერაფრით შეძლო უხასიათოდ მყოფილი ოლიკოს გამხიარულება. გოგონას უხასიათობას კიდევ ერთი მიზეზი შეემატა. დიმას დაბადების დღე და მის წვეულებაზე წასვლის აუცილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს ეს არ აგრძნობინა, გულში თავისი ბედი დასწყევლა. არ უნდადა მამაკაცის მშობლებთან და ახლობლებთან შეხვედრა, რადგან მის ოჯახში ვერასდროს გრძნობდა თავს კარგად.
- ბევრნი არ ვიქნებით, სტუმრებიდან ყველას იცნობ, - ხასიათის მიუხედავად, გოგონასთან მუდამ გაუთავებლად ლაპარაკობდა დიმა, - ჩემს მშობლებს ესიამოვნებათ შენი სტუმრობა.
- შეიძლება მოსვლა ვერ მოვახერხო, დიმა, - ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მამაკაცის დროებით გაჩუმება სცადა.
- რატომ? - საგრძნობლად მოიღუშა დიმა.
- ეს დღეებია თავს ცუდად ვგრძნობ, არ მინდა ჩემი უხასიათობის გამო შენს წვეულებას ხიბლი დაეკარგოს... - ამოიოხრა ოლიკომ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- მინდა რომ ჩემს გვერდით იყო, უხასიათობას მოევლება, - გოგონას სიტყვები აშკარად ეწყინა მამაკაცს.
- ნუ გწყინს, დიმა, - თვალები შეუმჩნევლად გადაატრიალა ოლიკომ, - მე ყველანაირად ვეცდები მოვიდე და წვეულება არ ჩაგიშალო...
- ძალიან კარგი, - უმალვე გამხიარულდა და ცოტა ხნის წინ მოტანილი ყავა, განსხვავებით მისგან, ხალისით მოსვა.
- წვეულების გამართვა თავიდან რესტორანში მინდოდა, მაგრამ მერე მაინც სახლში გადავწყვიტე, - აგრძელებდა გაუთავებელ ლაპარაკს, - ჩემი აზრით, სახლსა და ოჯახურ გარემოში უკეთესად ჩაივლის ყველაფერი.
- კარგი გიქნია, - ესღა თქვა ჩაფიქრებულმა ოლიკომ.
- დედაჩემი დღეიდან იწყებს მზადებას, მამაჩემი მისი დავალებით უკვე დარბის მაღაზიაში, - თავისთვის ჩაეცინა მას, - მამიდაჩემიც ჩვენთანაა, ისიც ეხმარება ყველაფრის მოსამზადებლად...
- ჰომ, - ერთ წერტილში "გაუშტერდა" თვალი.
- ოლიკო, მისმენ? - გამოსაფხიზლებლად სიცილით ხელი დაუქნია დიმამ.
- გისმენ, დიმა, - თვალები დაახამხამა და ისევ წინ მჯდომ მამაკაცს შეხედა, - კარგია ასე რომ ზრუნავენ შენზე.
- მართალი ხარ, - გაეცინა მამაკაცს და ნამცხვრის ჭამას შეუდგა.

დიმას დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ოლიკომ სახლში მარტო წასვლა ისურვა. სეირნობით მიუყვებოდა მოყინულ ტროტუარს და ნაკლებად ანაღვლებდა საღამოსპირული ყინვა. ყოველ შემთხვევაში, ხალხით გადატვირთულ ქუჩაში სიცივე ნაკლებად იგრძნობოდა.
სახლში მისულს კარები დაკეტილი დაუხვდა. უაზრო ნივთებით გატენილ ჩანთაში ძლივს მოძებნა გასაღები და შეუმჩნევლად გაყინული ხელებით კარების გაღება სცადა. შიგნით შესულმა შესასვლელში სინათლე აანთო, ქურთუკი და ჩანთა იქვე მიაგდო და საყურის მოხსნასთან ერთად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების გახდა დაიწყო. მისაღებში გასულმა სინათლე თავით აანთო და მოულოდნელი შეხვედრით გაოგნებული ძლივს გადაურჩა გონების დაკარგვას.
ცოტა ხანს გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა მისაღებში მჯდარ მამაკაცს, რომელსაც ფეხი ფეხზე გადაედო და სავარაუდოდ ნერვიულობით თმები საოცარ ფორმაზე დაეყენებინა.
- აქ რა გინდა? - ძლივს გაისმა ოთახში მისი გალეული ხმა.
გოგონას გამომეტყველებაზე მამაკაცს მსუბუქად ჩაეღიმა.
- დაყრუვდი? - დიდი ძალისხმევით აიმაღლა ხმა, - აქ რას აკეთებ?
- არ გიხდება სიმკაცრე, ოლიკო, - ფეხზე წამოდგა მამაკაცი და მაგიდას მიეყრდნო.
- ნაკლებად მაინტერესებს შენი აზრი, რატი, - ისევ გაბრაზებული გოგონა არ აპირებდა დანებებას.
მამაკაცი სახელის ხსენებისას უცებვე მოიღუშა.
- აჯობებს დიმიტრი დამიძახო, მიუხედავად იმისა, რომ არ მიხდება, - უთხრა და უფრო მეტად მიუახლოვდა.
- რა გინდა? - ამოიოხრა და ხელები მკერდთან გადააჯვარედინა.
- აუცილებელია რამე მინდოდეს? - კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოლიკოსკენ.
- მთვრალი ხარ? - საკმარისზე მეტად მიახლოვებული მამაკაცი ალკოჰოლის სუნს აფრქვევდა.
- უფრო ნასვამი, - ისევ ჩაეღიმა მას.
- რატი, მინდა წახვიდე, - საუბრისთვის სერიოზული ტონის შესანარჩუნებლად წელში გაიმართა და მამაკაცის სიახლოვით გამოწვეული დაძაბულობა შეძლებისდაგვარად გაფანტა.
მამაკაცმა მშვენივრად გაიგო გოგონას თხოვნა, თუმცა კარგახანს ადგილიდან არ დაძრულა. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა ოლიკოს და ხელით გახურებულ ლოყაზე მოეფერა. გოგონა არც კი შერხეულა, თუმცა შინაგანად მაინც თავისებურად ღელავდა. რატის ოლიკოს ფუმფულა ლოყაზე გაეღიმა და საოცარი სინაზით გადაიხარა მისკენ. ოლიკოს ნერვიულობა მხოლოდ ახლაღა დაეტყო და კედელს აეკრო. მამაკაცს მის საქციელზე მხოლოდ ჩაეღიმა, გადაწყეტილება არ შეუცვლია და საბოლოოდ კოცნაც დაუტოვა ლოყაზე. გოგონას სახესთან ერთად მთელი სხეული აუხურდა. მომხდარი გააზრების მოსწრებამდე რატიმ უპრობლემოდ დატოვა სახლი.
ემოციებით დატვირთულს აღარც უფიქრია მამაკაცის ჩაკეტილ სახლში გამოჩენაზე. ალბათ თქვენც კარგად ხვდებით, თუ რა იყო მისი საფიქრალი მთელი ღამის განმავლობაში...

* * *
სამეგობრო წრის მორიგ შეხვედრაზე ისევ ყველაზე მალე მივიდა. დათუნა ტაბატაძის ოჯახი მათი შეკრების მთავარ ადგილს წარმოადგენდა. მუდამ სახლში ჯდომითა და ეკატერინესთან თამაშით გადაღლილი ვიკა მხოლოდ მეგობრების მოსვლისას ახერხებდა ცოტაოდენ დასვენებასა და თავის მოწესრიგებას. მისთვის საბედნიეროდ, ეკატერინე მეტად მეგობრული ბავშვი იყო და ნებისმიერ ნაცნობთანაც გაჩერება შეეძლო. ამიტომ სამეგობრო შეხვედრაზე ბავშვს ძიძობას თავისივე სურვილით ოლიკო უწევდა.
- როგორ გიხდება ბავშვი, - წარბები ეშმაკურად აამოძრავა დათუნამ, - დაეთხარათ ბიჭებს თვალები?
- მე ვიცი, რომ ვიღაც არის მის ცხოვრებაში, - სამზარეულოდან გამოსული ვიკა საუბარში ჩაერთო, - ტყუილად დასცინი, დავით.
ქალის სიტყვების პარალელურად ოლიკომ და რატიმ ერთმანეთს შეუმჩნევლად გადახედეს. მამაკაცის დაჟინებული მზერით დარცხვენილმა ოლიკომ მალევე დახარა თვალები და ოდნავ ჩაეღიმა. დათუნამ ამჯერად გაკვირვების ნიშნად ასწია ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე.
- არ უნდა გაგვაცნო? - ჰკითხა და წელზე დოინჯი შეიმოდო.
ყველას ყურადღებით აწითლებულმა ძლივს მოაბა სიტყვებს თავი.
- სერიოზული არაფერია, ტყუილად ღელავ, დათუნა, - გადახედა კლასელს და გულწრფელად გაუცინა.
- დიდი იმედი მაქვს, რომ შენი რჩეულის გაცნობა პირდაპირ ქორწილში არ მომიწევს, - მოჩვენებით სერიოზულობას ინარჩუნებდა მამაკაცი.
- რატომ აიტეხე? - ოლიკოს ნაცვლად პასუხი ვატომ გასცა, - მისი ნებაა, იქნებ სულაც არ უყურებს იმ კაცს სერიოზულად.
- მე ხომ ჩემს ოჯახში ხმის ამოღების უფლება არ მაქვს, - თქვა დათუნამ მობეზრებით და ვატოს სასაცილოდ შეუბღვირა.
სანაცვლოდ ოთახში ყველას გაეცინა. მომღიმარი სახით მჯდომმა ოლიკომ რატის გადახედა. მუდამ მოღუშული მამაკაცი ახლაც ყველასგან განცალკევებით იჯდა და ფანჯრიდან არც მთლად მომხიბვლელ ხედს გასცქეროდა.
პატარა ეკატერინეს ყველასათვის მოულოდნელად ძილი მოეკიდა. მისი დაძინება ოლიკომ ითავა, ამიტომ სტუმრად ყოფნის ნახევარი სწორედ ბავშვთან ერთად გაატარა. მისი ოთახიდან გამოსვლის შემდეგ სახლში მხოლოდ დავითი და მისი მეუღლეღა იყვნენ.
- უკვე წავიდნენ? - იკითხა გაკვირვებულმა.
- ჰო, - ღიმილით გადმოხედა დათუნამ.
- რადგან ეკატერინეს აძინებდი, აღარ შემოსულან ოთახში, - მეუღლისგან განსხვავებით, ვიკა მალევე მიხვდა რას გულისხმობდა ოლიკო თავის კითხვაში.
- გასაგებია, - თქვა ოლიკომ და თავისი ნივთების შეკრება დაიწყო.
- მოდი დღეს ჩვენთან დარჩი, - მის შესაჩერებლად ფეხზე წამოდგა ვიკა, - სახლში მაინც მარტო უნდა იყო...
- აჯობებს წავიდე, - იუარა ოლიკომ.
- არსადაც არ წახვალ, - სამზარეულოდან თავი გამოყო დათუნამ, - მე არ გაგიშვებ და თუ ასე ძალიან გინდა წასვლა ფანჯრიდან გადახტი...
დიდი ძალისხმევით შეკავებული სიცილით მიუგო მან.
- რა გაეწყობა, - თქვა ღიმილით ოლიკომ და ფანჯრისკენ წავიდა.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სხარტად გაედევნა გოგონას, რომელიც ფანჯარასთან მისვლისთანავე მათკენ შემოტრიალდა და გულიანი სიცილი დაიწყო.
- სანამ რამეს იტყვი, კარგად უნდა დაფიქრდე, - უთხრა დათუნას ღიმილით და ცოტა ხნის წინ ჩაცმული ქურთუკი გაიხადა.
- რა გეშველება? - მოიღუშა დათუნა და ისევ სამზარეულოში გადაინაცვლა.

* * *
წინა დღეს გადაღლილს გვიანობამდე ტკბილად ეძინა და, ალბათ, არც გაიღვიძებდა, რომ არა დეიდამისის ზარი ტელეფონზე. ელზამ სახლში არ დაბრუნებული ოლიკო მოიკითხა და კვლავ გადატვირთულ რეჟიმზე მოახსენა ორიოდე სიტყვა. მასთან საუბრის შემდეგ ძილის გაგრძელება სცადა ოლიკომ, თუმცა მისთვის საუბედუროდ, ოთახში უკვე კარგად გამოფხიზლებული ეკატერინე შემოუვარდა და თამაში სთხოვა. ბავშვისგან გათავისუფლებულ ვიკას სააბაზანოში შესვლა მოესწრო, ამიტომ ოლიკო იძულებული გახდა საწოლიდან ამდგარიყო და მოუსვენარი გოგონა გაერთო.
ტელეფონზე საუბრით აღელვებული დათუნა დერეფანში ბოლთას სცემდა. აღელვებული მამაკაცი ხმის კონტროლს ძლივს ახერხებდა. საუბრის დასრულებისთანავე ოთახში შევარდა და სავარაუდოდ სახლიდან გასასვლელად დაიწყო მზადება. ოლიკოს მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, ეკატერინესთან ერთად განაგრძო თოჯინებით თამაში.
- ოლიკო, შენი დახმარება გვჭირდება, - გამოცვლის პარალელურად ოთახიდან თავი გამოყო დათუნამ.
- მშვიდობაა? - ახლაღა დაინტერესდა საქმის ვითარებით გოგონა.
მამაკაცმა ჰაერი ოხვრით ამოისუნთქა და კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, კვლავ გამოიხურა კარები.
ამასობაში ოლიკო სააბაზანოდან გამოსულმა ვიკამ ჩაანაცვლა. რაც შეეხება დათუნას, მან უფრო გვიან დატოვა საძინებელი და პასუხის მომლოდინე ოლიკოს გაკვირვებით გადახედა.
- რატომ არ გაემზადე?
ოლიკოს თვალები გაუფართოვდა.
- მითხარი და არ გავემზადე? - შეხედა წარბის აწევით.
- ხომ გითხარი, რომ შენი დახმარება მჭირდება? - ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო მან,
- მერე? - მხრები აიჩეჩა და დივანზე ჩამოჯდა.
- მიდი გაემზადე, ბევრი დრო არ მაქვს, - ხელი ოთახზე ანიშნა და თავად ქურთუკი შემოიცვა.
დათუნას გაუგებარი საუბრით გაკვირვებული ოლიკო ოთახში შევიდა და ამინდის შესაბამისად, თბილად ჩაიცვა. უკვე გასასვლელად მომზადებული დათუნა ძლივს შენარჩუნებული მოთმინებით უცდიდა გოგონას, რომელსაც მხოლოდ თბილი ჯემპრის გადაცმა მოესწრო. სახლიდან გასვლის წინ ვიკამ მეუღლეს წარმატებები უსურვა და დანიშნულების ადგილზე მისვლისას დარეკვა სთხოვა. უკვე ნერვებმოშლილ ოლიკოს ცნობისმოყვარეობა მანქანაში დაუკმაყოფილა.
- ახლა დიმიტრისთან მივდივართ, - თქვა საჭეზე ჩაფრენილმა.
- იქ რა გვინდა? - ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია და დათუნას გადახედა.
- ვატო დაჭრეს, - მხოლოდ ეს უპასუხა დათუნამ.
მამაკაცის მსგავსად, ოლიკოს ხმა აღარ ამოუღია. დაახლოებით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ქალაქის გარეუბანში მდგარ სახლს მიადგნენ, რომელიც სხვა სახლებისგან განსხვავებით, უფრო მიტოვებულად გამოიყურებოდა.
სახლის კარებამდე დაგებულ ბილიკზე ცოტაოდენი სისხლი ეღვარა, ეგეც წვეთების სახით. თავად კარების სახელურიც სისხლით იყო დასვრილი, ამიტომ ოლიკოს ბევრი ფიქრი სულაც არ დასჭირვებია, თუ როგორ მდგომარეობაში იქნებოდა დაჭრილი მამაკაცი.
სახლში სიგარეტისა და მძაფრი სისხლის სუნი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ დილა იყო, ოთახში მაინც ბნელოდა. ოთახის იატაკი ბილიკის მსგავსად სისხლითა და ტალახით იყო მოსვრილი. დერეფნის ბოლოს მისაღები ჩანდა, სადაც რამდენიმე მამაკაცს მოეყარა თავი. ოთახში შევლისთანავე ყველამ ოლიკოს გადახედა, რომელსაც თავისმხრივ დაჭრილ ვატოზე შეეჩერებინა მზერა. გასისხლიანებული მამაკაცი ოფლში ცურავდა. დუმილსაც სწორედ ვატოს გმინვა არღვევდა.
- სასწრაფოში რატომ არ რეკავთ? - მამაკაცებს მოავლო თვალი ოლიკომ.
- ახლა ამის დრო არ არის, - ფეხზე წამოდგა დივანზე წამოწოლილ ვატოსთან ახლოს მჯდარი რატი, - ვატოს შენ უნდა დაეხმარო.
- მე ექიმი არ ვარ, - საკუთარ თავზე დაკისრებული პასუხისმგებლობის გააზრებაც არ სურდა ოლიკოს.
- სიკვდილისთვის გაიმეტებ? - თვალი თვალში გაუყარა რატიმ.
- არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო... - ცრემლიანი თვალები დახარა ოლიკომ.
- ნუ გეშინია, - მხარზე ხელი დაადო მაქსიმემ, - ჩვენ დაგეხმარებით.
ჩანთა და ცოტა ხნის წინ გახდილი ქურთუკი იქვე მიაგდო და დაჭრილ მამაკაცს მიუახლოვდა.
- დანით დაჭრეს, სერიოზული არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ბევრი სისხლი მოსდის, - მოკლედ გადმოსცა ინფორმაცია ალეკომ, - ცოტა ხნის წინ გონზე იყო, მხოლოდ ახლა დაკარგა გონება...
- გასაგებია, სუფთა წყალი და ბინტი მომიტანეთ! - თავის აწევის გარეშე გასცა ბრძანება და თავად ხელების დასაბანად გავიდა.
ნაკლებად სანერვიულო მდგომარეობის მიუხედავად, აღელვებული რატი სკამზე იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო. ოლიკოს მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, თავის საქმიანობაზე გადაერთო. სხვებისგან განსხვავებით, ნაკლებად მოხერხებული მაქსიმე ოლიკოს ყველა დავალებას ასრულებდა. სისხლის შიშის მიუხედავად, ალეკოც შეძლებისდაგვარად ცდილობდა მეგობრის "მკურნალობაში" მონაწილეობის მიღებას. ბორისი და იური სისხლის კვალის წაშლას ცდილობდნენ, დათუნა სუფთა წლით ამარაგებდა "ექიმს", რატი კი თქვენც კარგად იცით, რას აკეთებდა.
- წარმოდგენა არ მაქვს, როდის მოვა გონზე, - თავისი საქმის დასრულების შემდეგ მამაკაცებს გადახედა ოლიკომ, - მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, სისხლდენა შეძლებისდაგვარად შეწყდა...
სულ მთლად სისხლში ამოთხვრილმა წყლით ხელები და სახე გაისუფთავა.
- სუფთა ტანსაცმელი გექნებათ... - გამოვიდა მისაღებში და ოთახში მყოფებს მიმართა.
პასუხად რატი წამოდგა და დერეფანში გაუჩინარდა. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ რამდენიმე ხელი ტანსაცმლით დაბრუნდა უკან.
- შენ თვითონ აარჩიე, - უთხრა გოგონას და ტანსაცმლის გროვა გაუწოდა.
ოლიკომ ფრთხილად გამოართვა და კვლავ სააბაზანოში შევიდა.

იმ ღამეს, დაჭრილთან ერთად, რატის სახლში ოლიკოც დარჩა. ტანსრული მამაკაცის სპორტულებში გამოწყობილი საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს. მისდა საბედნიეროდ, ვატოს მდგომარეობა არ გაუარესებულა, თუ არ ჩავთვლით მაღალ სიცხეს, რომლის წყალობითან გაოფლიანებული მამაკაცი გადაფარებული საბნისგან თავის გათავისუფლებას გამუდმებით ცდილობდა. ახლოს მდებარე მარკეტში გასული რატი მალევე დაბრუნდა უკან. ვატოს გვერდით მჯდომ ოლიკოს არც კი შეუხედავს მისთვის. თითქოს მამაკაცთან სიახლოვე და თუნდაც მზერის შეხვედრა უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა.
- არ გშია? - სამზარეულოდან გამოსულმა ცოტა ხნის წინ ნაყიდი საჭმელი გამოიტანა.
საპასუხოდ თავი გაიქნია.
- მთელი დღე აქ გაატარე, შიმშილის დრო არ არის, - უთხრა და ნაკლებად მიმზიდველი ღვეზელი გაუწოდა, - შესახედავად არ ვარგა, სამაგიეროდ, გემო კარგი აქვს...
მამაკაცის სიტყვებზე ოლიკოს სულ ოდნავ ჩაეღიმა, თუმცა ჭამის სურვილი მაინც არ გასჩენია. თავადაც არ იცოდა, მერამდენედ შეუსწორა სიცხისგან მოუსვენარ ვატოს საბანი. სულ მთლად ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ ერთი ნათურა და ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი ანათებდა. ჭამის შემდეგ რატისაც იქვე დივანზე მიეძინა. ახლა ერთის ნაცვლად, უკვე ორი მამაკაცის მშვიდი სუნთქმა ისმოდა ოთახში.
ოლიკოსთვის მოულოდნელად ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. გოგონა მალევე გამოფხიზლდა და მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონი ხელში აიღო. არ უნდოდა მამაკაცების გაღვიძება. ისე სწრაფად უპასუხა, ვერც კი შეამჩნია ვინ ურეკავდა.
- ოლიკო, დიმა ვარ, - გაისმა მამაკაცის მხიარული ხმა, - მაინტერესებს სად ხარ.
ნაკლები ხმაურის გამოსაწვევად ოლიკო სამზარეულოში გავიდა და მაგიდას მიეყრდნო.
- ახლა მეგობართან ვარ, ხდება რამე? - შეძლებისდაგვარად გასაგებად უპასუხა.
- რატომ ჩურჩულებ? - დაეჭვდა მამაკაცი.
- ბავშვი მე დავაძინე, ახლაც მის ოთახში ვარ, - ტყუილის თქმისას ავტომატურად ტუჩზე იკბინა.
- შენი ნახვა მინდა, როდის მოახერხებ? - მოუთმენლობა და ოლიკოს ნახვის სურვილი დაეტყო ხმაში დიმას.
- ზუსტად არ ვიცი, შეგატყობინებ, - საუბარი დააჩქარა ოლიკომ, - ახლა არ მცალია, სხვა დროს ვისაუბროთ...
- რა გაეწყობა, - ამოიოხრა გოგონას საქციელით ნაწყენმა და ტელეფონი გათიშა.
თავისმხრივ ოლიკომაც ამოიოხრა და სიბნელეში ძლივს გაიკვლია კარებისკენ გზა. სიბნელეს შეუჩვეველმა კარებში მდგარი რატი ვერ შენიშნა და პირდაპირ მას აეკრა სხეულზე. შეკივლების მცდელობა ჰქონდა, თუმცა მის გონებაში უცებვე ამოტივტივდა სიცხით გათანგული ვატოს სახე, რომლისთვისაც ახლა ყველაზე სასარგებლო სწორედ ძილი და მოსვენება გახლდათ.
- ყველაფერი რიგზეა? - დაბალი და თან ჩვეული ხრინწიანი ხმით ჰკითხა რატიმ.
- კი, დიმიტრი, ყველაფერი რიგზეა, - გამიზნულად უწოდა შერქმეული სახელი და მისი მკლავებიდან თავის დაღწევა სცადა.
- რატომ ატყუებ შენს საყვარელ მამაკაცს? - არ ეშვებოდა მამაკაცი, - განა დაიმსახურა შენი უნდობლობა?
რატის ცინიკური საუბრით გაბრაზებული ოლიკო მაშინვე ახურდა სახეზე.
- მაინც რა უნდა მეთქვა, ხომ არ მეტყვი? - მოიღუშა და თავის გათავისუფლების მცდელობა დროებით დაივიწყა.
რატიმ მაშინვე შეამჩნია, რომ გოგონა შეტევაზე აპირებდა გადასვლას, ამიტომ ხელი გაუშვა და ოთახში შესვლის საშუალება მისცა.
- გეკითხები, - დივანზე დამჯდარს წინ ჩამოუდგა და წელზე დოინჯი შემოიდო.
- სიწყნარე შეინარჩუნე! - მხოლოდ ეს ამოილაპარაკა მან.
- ალბათ ყველაფერი დაწვრილებით უნდა მომეყოლა, - მამაკაცის წინააღმდეგ თავის არჩეულ გზას მიყვებოდა ოლიკო, - როგორ მოვხვდი კრიმინალების საზოგადოებაში, როგორ დაჭრეს ერთ-ერთი მათგანი და როგორ ვუმკურნალე სრულიად უცოდინარმა მას... ეს უნდა მომეყოლა, არა?
- საკმარისია, - ფეხზე წამოდგა რატი, - თუ ფიქრობ, რომ ჩემს წყობილებიდან გამოყვანას მოახერხებ, ცდები!
- კითხვაზე დამსახურებული პასუხი მიიღე, სულ ესაა, - ამოიხვნეშა ოლიკომ და იქვე სავარძელზე უსულო სხეულივით მიესვენა.
მასთან საუბრით გადაღლილი რატი მეორე სართულზე ავიდა დასაძინებლად. ოლიკოს კი მშფოთვარე მამაკაცთან თითქმის მთელი ღამის თეთრად გათენება მოუწია. მამაკაცისთვის შეუფერებლად სუსტი აღნაგობის ვატო კიდევაც კარგად გადაურჩა ამდენი სისხლის დაკარგვას.

* * *
- წყ... - ამოიხრიალა ნახევრად მძინარემ, - წყალი...
მის ხმაზე გამოფხიზლებული ოლიკო უმალვე წამოხტა სავარძლიდან და ძლივს გამოფხიზლებულ ვატოს საკმაოდ დიდი ზომის ჭიქით წყალი მოუტანა. სიცხითა და ჭრილობის ტკივილით დასუსტებულმა მამაკაცმა ამოსუნთქვის გარეშე ჩაცალა ჭიქა და მის წინ მდგარ გოგონას მზერით გადაუხადა გულწრფელი მადლობა.
- გცივა? - სამზარეულოდან დაბრუნებულმა ჰკითხა მოკუნტულ ვატოს.
პასუხის ნიშნად თავი გაიქნია მან.
- აბა, ძალიან გტკივა? - სახე დაემანჭა გოგონას.
- არც ისე, - ძლივს გაისმა ოთახში მისი ჩახლეჩილი ხმა, - სად არიან? - მეგობრები მოიკითხა ვატომ.
- რატის სძინავს, სხვები გუშინვე წავიდნენ, - უცებვე გასცა პასუხი მან.
მამაკაცს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, მერე კი სუსტად ჩაეღიმა.
- რა მოხდა? - მის სახის გამომეტყველებაზე ოლიკოსაც ოდნავ გაეღიმა.
- მისი სახელი საიდან იცი? - ღიმილით ჰკითხა მამაკაცმა.
ოლიკო, რა თქმა უნდა, გაჩუმდა.
არაფერი უთქვამს, მხოლოდ მზერა მოარიდა მამაკაცს და თვალები დახარა.
ვატოს ღიმილი სიცილში გადაეზარდა, თუმცა მალევე ჭრილობამ შეახსენა თავი და სახე დაემანჭა. ამასობაში, ჯერ მეორე სართულზე კარების დახურვის ხმა, შემდეგ კი კიბეებზე ჩუსტების ფლასუნი გაისმა. ახალგაღვიძებულ რატის თმები უკიდურეს ზომაზე ჰქონდა აჩეჩილი. მისი ოთახში შემოსვლის სანაცვლოდ, ოლიკო სამზარეულოში გავიდა.
- როგორ ხარ? - გვერდით ჩამოუჯდა ძმაკაცს.
- ყორნებმა ბოლო მომიღეს, - მის დამანჭულ სახეზე ღიმილი გამოკრთა.
- ყველაფერი მოგვარდება, დაჭრილი არწივის ძმაკაცები საქმის მოგვარებაზე ზრუნავენ, - ხუმრობაში აჰყვა მამაკაცს რატი.
ვატომ ბალიშიდან თავი წამოყო და სამზარეულოსკენ გაიხედა. ოლიკო ჭურჭლის რეცხვით იყო დაკავებული და სულაც არ ესმოდა მამაკაცების საუბარი.
- ამან საიდან იცის შენი სახელი? - ყველაფრის გადამოწმების შემდეგ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა და მომღიმარ სახეზე წარბები აათამაშა.
- რა? - პირველი მოსმენისას კითხვა ვერ გაიაზრა რატიმ.
- საიდან იცის ოლიკომ შენი ნამდვილი სახელი? - ცოტა უფრო ხმამაღლა და გასაგებად იკითხა ვატომ.
- ალბათ გუშინ რომელიმეს წამოსცდა, - მხრები აიჩეჩა რატიმ და შეუმჩნევლად გაიხედა სამზარეულოსკენ, საიდანაც ჭურჭლის რეცხვისას გამოწვეული ხმაური ისმოდა.
- რაღაცას მატყუებ, - ცალი წარბი ასწია ვატომ.
- აჯობებს დაიძინო, ალბათ სიცხე გაქვს და ისევ ბოდვას "აწვები", - თვალი ნიშნისმოგებით ჩაუკრა ძმაკაცს და სააბაზანოში გავიდა.
იქიდან გამოსულს მისაღებ ოთახში გაშლილი სუფრა დახვდა, სადაც ცოტა ხნის წინ შემწვარ კარტოფილს ოხშივარი ასდიოდა. კვლავ დივანზე წამოწოლილ ვატოს ჭამაში ოლიკო ეხმარებოდა, რის გამოც მამაკაცი ყოველ ლუკმაზე გაუთავებლად წუწუნებდა.
- გაჩუმდი და ჭამე! - მშობელივით უბღვერდა ოლიკო მას.
- მეთვითონაც შემიძლია, არ არის საჭირო ხელით მაჭამო, თითქოს ხელები არ მაბია, - პირში ლუკმაგაჩრილი ლაპარაკით აღონებდა გოგონას.
- ხმა ჩაიკმინდე, არწივო, - ცინიკური მზერით შეხედა ძმაკაცს და თავადაც ჭამას შეუდგა, - თორემ ყორნებს შენი სისხლი სწყურიათ და თუ არ გაძლიერდები, დალევენ კიდეც.
რატის სიტყვებზე უფრო აწუწუნდა ვატო, თუმცა ოლიკოს ხელით ჭამას როგორღაც შეეგუა.
- ისე რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმელი ძალიან გიხდება, - გოგონას ფეხზე ადგომისას ფხუკუნი დაიწყო მან.
- ცოტა ხნის წინ ხმასაც ვერ იღებდი და ახლა ლაპარაკით დაგვღალე, - მოჩვენებითი გაბრაზებით მიუტრიალდა ოლიკო და თითი დაუქნია, - წავალ სახლში და მაგასაც ვნახავთ, ამათგან ვინ აიტანს შენს ლაქლაქს...

იმის გამო, რომ ოლიკოს წინა ღამით გარეცხილი ტანსაცმელი წესივრად არ გაშრა, სახლში წასვლა რატის სპორტულებით მოუწია. სახლიდან გამოსული მამაკაცზე ადრე ჩაჯდა მანქანაში. ყინვით შეწუხებულმა რატიმ ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი იქვე მიაგდო და ხელების ერთმანეთზე ხახუნით მანქანაში ჩაჯდა. უხასიათოდ მყოფმა ოლიკომ თავი სავარძელს მიადო და თვალები დახუჭა. მხოლოდ ახლაღა შეაწუხა წინა ღამის უძილობამ.
- სად მიგიყვანო? - მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა ნახევრად ჩაძინებული.
- სად უნდა მიმიყვანო? - უცებ შემხტარმა თავის დაჭერა ძლივს მოახერხა.
- შენს სახლში, თუ დათოსთან? - გოგონას ქმედებაზე მამაკაცს შეუმჩნევლად ჩაეღიმა.
- ჩემთან, - უპასუხა წყნარად და თავი ისევ უკან გადასწია.
მანქანაში გამეფებული სიჩუმით მალევე ისარგებლა და ჩასთვლიმა. რატის მისი გაღვიძება არც კი უცდია. მძინარე გოგონა ხელში აიყვანა და უპრობლემოდ შეიყვანა სახლში.
მხოლოდ საღამოს გამოფხიზლებულმა დაახლოებით ნახევარი საათი იფიქრა მომხდარის გასახსენებლად, თუმცა მერე მიხვდა, რომ რატის მისი სახლის კარების არც გაღება გაუჭირდებოდა და არც ჩაკეტვა.
უკვე ღამით ძილის წინ ტელეფონი შეამოწმა, დიმას შვიდჯერ დაერეკა მისთვის. მათი ურთიერთობის გახსენებაზე უსიამოვნო ფიქრები მოაწვა, თუმცა დაძინება არ გასჭირვებია.

* * *
მორიგ წვეულებას ტაბატაძეების ოჯახში სულ ცოტა ხნის წინ დაჭრილი ვატოს ნაცვლად, რატი აცდენდა. მამაკაცების საქმიანობაში არსებული პრობლემების მიუხედავად, დღემ მაინც მხიარულად ჩაიარა. მთვრალი სტუმრები ვიკამ გააცილა, ყველა მათგანი ტაქსით წავიდა სახლში, გარდა ერთისა.
საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ ცოტაოდენი ღვინით დამთვრალი ოლიკო ტაქსით,სახლის ნაცვლად, რატისთან წავიდა, რომელმაც მეგობრებთან შეხვედრას თავი უხასიათობის მომიზეზებით აარიდა. მისი სახლის ქუჩაზე საკმაოდ ადრე გადმოვიდა მანქანიდან და სიცივის მიუხედავად, გაღეღილი ქურთუკით გაუდგა გზას. ტელეფონი გაუჩერებლად წკრიალებდა, თუმცა ოლიკოს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ნაცნობ სახლს მიადგა თუ არა, შვებით ამოისუნთქა და კარებზე დააკაკუნა.
როგორც ყოველთვის, რატის სახლი ახლაც მიტოვებულივით გამოიყურებოდა, თუმცა შიგნიდან გამოსულმა ტელევიზორის ხმამ ოლიკო დაარწმუნა იმაში, რომ შიგნით მცხოვები ადამიანი აშკარად სახლში იყო. სავარაუდოდ, მამაკაცმა ფანჯრიდანვე შეამჩნია კარებთან მდგარი გოგონა და კარები გაკვირვებულმა გამოაღო.
- აქ რა გინდა? - ჰკითხა დამახასიათებელი უტაქტობით.
- უბრალოდ დამაინტერესა შენმა მდგომარეობამ, - მხრები აიჩეჩა გოგონამ და თავის შესამაგრებლად კედელს მიეყუდა.
- მთვრალი ხარ? - ალკოჰოლის სუნმა რატის ცხვირი აუწვა.
- რატომ არ მოხვედი დათუნასთან? - მამაკაცის კითხვა დააიგნორა გოგონამ.
- ოლიკო, ახლა აქ არ უნდა იყო, - ხმამაღლა ამოიოხრა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ოლიკო სახლში მხოლოდ რატის ელოდა, კიბეებზე მამაკაცის მაისურში გამოწყობილი ქალი ჩამოვიდა. საკმაოდ მაღალსა და გამხდარს რატის მაისური საერთოდაც არაფერს უფარავდა. გრძელი, ქერა თმები სახეზე ჰქონდა ჩამოფარებული, თუმცა მის წითლად შეღებილ ტუჩებს ვერაფერი დაფარავდა.
- მგონი უდროო დროს მოვედი, არა? - კედელს მოშორდა და შეძლებისდაგვარად წელში გაიმართა.
შეწუხებულმა რატიმ შეუმჩნეველი სირცხვილით გახედა წინ მდგომ გოგონას.
- მაპატიე, ეს არ უნდა გენახა, - ამოიოხრა და კარები გაიხურა.
მისი გარეთ გამოსვლის გამო ოლიკომ უკან დაიხია. სუფთა ჰაერზე უფრო მეტად შემთვრალს უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება.
- მაგას ნუ ამბობ! შენ არაფერი დაგიშავებია, - თქვა გადაჭრით და წასასვლელად შეტრიალდა, - მე არ უნდა მოვსულიყავი, თუნდაც მოსაკითხად...
- ოლიკო, მე წაგიყვან, - უკან მიჰყვა მამაკაცი.
იგი უცებვე შემოტრიალდა მისკენ და შეაჩერა.
- მე თვითონ წავალ, ასე აჯობებს, - თვალებში ჩახედა აღელვებულ მამაკაცს და უხმოდ გასცილდა იქაურობას.
რატი ერთ ადგილზე მიეყინა. სანამ სახლის კარებიდან ქერათმიანმა ლამაზმანმა არ გამოსძახა, არც განძრეულა ადგილიდან.
- ის გოგო ვინ იყო? - ჰკითხა მან და თან კისერზე ჩამოეკიდა.
- შენი საქმე არ არის, - უკმეხად უპასუხა და მისი ხელებიც ჩამოიშორა.
- რა დაგემართა? - კამათში აყვა ქალი.
- არ მაქვს შენი თავი, წადი აქედან, - მშვიდად მოუწოდა წასვლისკენ.
- გასაგებია, როცა ვინმე ქალი გადაგაგდებს, ან შენ მაგივრად სხვას გაეკიდება, მაშინ გჭირდები, - წელში გაიმართა და მტკიცე ნაბიჯებით კიბისკენ წავიდა, - იმას კი ვერ ხვდები, რომ ჩემ გარდა ყველამ გადაგაგდო... შენს უაზრო ხასიათს ჩემ გარდა ვერავინ გაუძლებს...
- წადი აქედან, - ისევ ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით უთხრა მან.
- წავალ, დიმიტრი, მაგრამ ეგ გოგო ვერც შენ და ვერც შენს თავგადასავლებს ვერ გაუძლებს, ტყუილად გაქვს მისი იმედი, - მიაძახა უკვე კიბეებზე ასულმა.
სახლიდან წასვლის წინ კი კვლავ მის დარიგებას მოჰყვა.
- დამიჯერე, შენი ბნელი ცხოვრებით არ ღირს სხვებს გაუმწარო ცხოვრება, - ტირილის პირას მისული გაუაზრებლად ისროდა სიტყვებს, - მე მცირე დროში შევეჩვიე ყველაფერს და მზად ვიყავი თავი შემომეწირა შენთვის, მაგრამ რადგან გინდა სულ უცოდველი ადამიანი ჩაითრიო შენს მორევში, დაე, იყოს ასე... შენს ცოდვებზე პასუხს მე ვერ ვაგებ, ახალი გამოჩნდა.
- ლუდა, უაზროდ ხლართავ ამბებს, იმ გოგოსთან არაფერი მაკავშირებს, - ჭიქაში ვისკი ჩამოისხა რატიმ და დივანზე ჩამოჯდა.
- აბა რისთვის მოვიდა შენთან, ასეთი მზერით არამგონია უბრალო ნაცნობს უყურებდე, - სევდიანად ჩაეღიმა ქალს, - შეიბრალე, რატი! ის მაინც შეიბრალე...
გაიხურა თუ არა კარები, რატიმ ვისკით სავსე ჭიქა გამოცალა. ქერათმიანი ლამაზმანის პანიკებით გადაღლილს ძილი მოეკიდა, თუმცა ახლა ამის დრო ნამდვილად არ ჰქონდა.

ტაქსის მძღოლი ჩუმი ბუტბუტით მიუყვებოდა მოყინულ გზას. ამინდის გაუარესებით შეწუხებულმა ოლიკოს გადმოხედა ისეთი მზერით, თითქოს მის კომენტარს ელოდაო. ოლიკომაც ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მისი "ნება" შეასრულა.
- ასე თუ გაგრძელდა, სახლიდან გამოსვლას საერთოდ ვეღარ შევძლებთ, - ძლივს აბამდა სიტყვებს თავს, - სუსხი ძვალ-რბილში ატანს...
- მართალი ხართ, - მის სიტყვებზე თავი რამდენჯერმე უკმაყოფილოდ გაიქნია მან.
გაყინულ თითებზე წამოცმულ ბეჭედს მოუსვენრად ათამაშებდა. მხოლოდ მანქანაშიღა უპასუხა დიმას ზარს.
- სად ხარ, ოლიკო? - მეტისმეტად ხმამაღლა გამოუვიდა მამაკაცს.
- ნუ ყვირი! თავი მტკივა, - უთხრა მშვიდად, - სახლში მივდივარ, მოხდა რამე?
- მე მეკითხები? - სულ ოდნავ მოუკლო ღრიალს, - მთელი დღე გირეკავდი და შენ ახლაღა მპასუხობ ასე მშვიდად?
- დიმა, ახლა თავს შეუძლოდ ვგრძნობ, მერე ვილაპარაკოთ, - უთხრა და ტელეფონის გათიშვა დააპირა.
- იმედი მაქვს ხვალაც არ მომიწევს შენი ძებნა, - ნაწილობრივ თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა და თავადვე გათიშა.
ოლიკომ მუშაობით დაღლილი მამაკაცივით ამოიოხრა, თუმცა ყველაფერს შეჩვეულ მძღოლს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
მოყინულ გზაზე სიარული უფრო და უფრო რთულდებოდა. ამას ემატებოდა გადაუღებელი თოვა, რის გამოც ალოკოს მალევე მოუწია მანქანიდან გადასვლა და სახლამდე ფეხით მისვლა. ნაწილობრივ ასეც ერჩივნა, სუფთა და გრილი ჰაერი მისთვის მეტისმეტად სასიამოვნო იყო.

* * *
რამდენიმე კვირის წინ ნაყიდი საჩუქარი მხოლოდ წინა დღესღა შეეფუთა სადღესასწაულო ფერებში. კარები დიმას დედამ გაუღო და გულწრფელი ღიმილით გადაეხვია სარძლოს. იუბილარი ღია ფერის შარვალსა და შავ მაისურში იყო გამოწყობილი. მეგობრების გარემოცვაში მჯდარი გოგონას დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა, თუმცა ნაბიჯი არ გადაუდგამს. გოგონას სახეზე სუსტი ღიმილი გამოკრთა, საჩუქრით ხელში წავიდა მამაკაცისკენ და ხელები კისერზე შემოხვია. მისი მოსვლით გახარებული დიმა მთელი საღამო ღიმილით მოძრაობდა.
- ოლიკო, სადმე მუშაობ? - გამოიჭირეს მშობლებმა სამომავლოდ ყველაფრის გასარკვევად.
- დროებით უმუშევარი ვარ, თუმცა ცოტა ხანში ალბათ დავიწყებ, - უპასუხა ისე, რომ მათი უაზროდ მომღიმარი სახეებისათვის ყურადღება არ მიუქცევია.
- დეიდაშენი მუშაობს სადმე? - ჩაეძია დიმას მამიდა.
- საავადმყოფოში, ქირურგია, - ზრდილობიანი ღიმილით უპასუხა მან.
- ჭამე რამე, ოლიკო, - სუფრისკენ ანიშნა ქალმა, - შენი თეფში სულ სუფთაა...
ქალის ძალდატანებით რაღაც უცნაური შესახედაობის კერძი გადაიღო, რომლისთვისაც პირა მაინც არ დაუკარებია.
დიმას მშობლებთან და ნათესავებთან ერთად უხერხულად მყოფი მეგობრები მაინც კარგად ერთობოდნენ. თითქოს შეჩვეულებიც იყვნენ მსგავს წვეულებებს და აღარც უკვირდათ ზრდასრული მამაკაცის იუბილეზე ამდენი ნათესავის ყოფნა. ოლიკოს რომ დიმა მთელი გულით ყვარებოდა, ალბათ, იეჭვიანებდა კიდეც მათ წინ მსხდომ გოგონებზე, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ უკვე დაკავებული მამაკაცის ყურადღების მიპყრობას. თუმცა ოლიკოს გასაკვირად, დიმა მის გარდა ყურადღებას არავის აქცევდა.
- ხომ არ მოიწყინე? - გადმოხედავდა ხოლმე ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ გოგონას.
- არა, სასიამოვნო გარემოა, - შეძლებისდაგვარად ტყუოდა ის.
დიმას ეკლებზე ჯდომის მიზეზი მოგვიანებით გაირკვა. მამაკაცი სულაც ვერ ამჩნევდა ოლიკოს უხასიათობას, პირიქით. მას ეგონა, რომ გოგონა მშვენივრად ერთობოდა მის სამეგობრო წრეში, ამიტომ გაუთავებელი სადღეგრძელოების შეწყვეტა სულაც არ მოუთხოვია. მოთმინებით უცდიდა ტორტის გამოტანის მომენტს, რომლის დროსაც მთელს სახლში ჩააქრეს სინათლე. ოლიკომ შემთხვევით ისარგებლა და მთელი დღის საფუძველზე მოიღუშა.
- სურვილი ჩაიფიქრე, - ეძახდნენ მაგიდის ბოლოდან იუბილარს, თითქოს თავად ვერ მიხვდებოდა ამას.
- ჩემი დღევანდელი სურვილი მხოლოდ ერთი რამეა, - თქვა და ოცდაშვიდი სანთელი ერთი ჩასუნთქვით ჩააქრო.
ამას მოყვა სტუმრების ტაში და შეძახილები, მერე კი სინათლე აინთო. ოლიკო თავის სკამზე დაჯდომას აპირებდა, როდესაც მის გვერდით მდგარმა სტუმარმა დიმასკენ შეატრიალა. ცალ მუხლზე დაყრდნობილ მამაკაცს ცალ ხელში ბეჭედი ეკავა, რომელიც სწორედ ოლიკოსთვის იყო განკუთვნილი.
- ცოლად გამომყვები, ოლიკო? - ოთახში გაისმა ზედმეტი ემოციებით ჩახლეჩილი ხმა.
- ხუმრობ? - თვალები გაუფართოვდა გოგონას.
- არა, პასუხს ველოდები, - ყურებამდე გაეღიმა დიმას.
- ოღონდ ეს არა, - ამოიოხრა ქართულად და აწითლებულ სახეზე ხელები აიფარა.
შეძახილები სუფრიდან უფრო და უფრო მატულობდა, რაც დიმასთვის სიხარულის, ოლიკოსთვის კი მეტი დაძაბულობის მომტანი იყო. რამდენიმე სტუმარი ვიდეოსაც იღებდა, თუმცა ოლიკო ირგვლივ ვერაფერს ამჩვნევდა. რთული გადაწყვეტილების წინაშე მდგარი ერთიანად ახურდა, ახლობლების შეძახილები მისთვის გონების წამღებ ხმაურად იქცა. წამები საუკუნესავით გაიწელა. დიმა პასუხს ელოდა, დედამისი გულისამაჩუყებელ რეაქციას, სტუმრები ქორწილის ცერემონიალს, ოლიკო კი მისი გონების ჩართვასა და გადაწყვეტილების მიღებას.
თუმცა როდესაც ადამიანთან სიყვარული არ გაკავშირებს, რთულია მასთან ერთად სიგიჟეების გაკეთებაზე იფიქრო. ამ გაუაზრებელმა ქმედებამ შეიძლება მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. მთავარი კი ის არის, მოგეწონება თუ არა რადიკალურად შეცვლილი ცხოვრება.
- არა, - თუ იტყოდა ამ პასუხს, მოუწევდა დეიდამისის მსგავსი ცხოვრებით დაკმაყოფილება.
- კი, - თუ იტყოდა ამ პასუხს, მისი ცხოვრება ან საბოლოოდ დაინგრეოდა, ან საძირკველი ჩაეყრებოდა ახალ გრძნობებსა და ოჯახური ცხოვრებით გამოწვეულ შეჩვევას.
თუმცა ოლიკო გონებამ სუსტი ინტერნეტივით "გაჭედა"...
სწორედ ამის გამო არ უნდა გავაკრიტიკოთ მისი გადაწყვეტილება. ცხოვრებაში ზუსტად ასეთ დროს "ჭედავს" ჩვენი გონება, ამიტომ ვიღებთ ხოლმე ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის სისწორეშიც შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში დავეჭვდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ოლიკო უკმაყოფილო იქნება თავისი გადაწყვეტილებით. ახლა მთავარი ისაა, რომელი პასუხი მოუტანს უფრო ნაკლებ პრობლემას და რომელი პასუხი შეცვლის მის ცხოვრებას შედარებით უკეთესობისკენ.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ...


ჩემო ტკბილებო, როგორც შეგპირდით მე-2 თავი 24 საათის გასვლისთანავე დავდე heart_eyes
თქვენი კომენტარები წარმოუდგენლად მაბედნიერებს, ამიტომ დღესაც ველოდები შეფასებებს, არ აქვს მნიშვნელობა დაიწუნებთ, თუ მოგეწონებათ blush



№1 სტუმარი სტუმარი Waka

Au ra kai dros shewyvite :-(

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Au sad gawyviteee, zalian kargad cer da istoriac shesanishnaviaaa

 


№3  offline წევრი უფერული

ჩემო ტკბილო ნეტავ იცოდე როგორ მომეწონაა open_mouth
ძალიან ძალიან მომწონს, თან რამხელა თავიაა.
მიხარია რომ არ ზარმაცობ, შეცდომები მაქსიმალურად შემცირებულია(მე არც არაფერი შემინიშნავს) წერის სტილიც მისაღებია ჩემთვის, ძალიან სასიამოვნოდ იკითხება heart_eyes ისღა დამრჩენია გთხოვო რომ შემდეგი თავი მალე დადოო heart_eyes

 


№4  offline წევრი ნასტია

Qeti qimucadze
Au sad gawyviteee, zalian kargad cer da istoriac shesanishnaviaaa

უღრმესი მადლობა heart_eyes

უფერული
ჩემო ტკბილო ნეტავ იცოდე როგორ მომეწონაა open_mouth
ძალიან ძალიან მომწონს, თან რამხელა თავიაა.
მიხარია რომ არ ზარმაცობ, შეცდომები მაქსიმალურად შემცირებულია(მე არც არაფერი შემინიშნავს) წერის სტილიც მისაღებია ჩემთვის, ძალიან სასიამოვნოდ იკითხება heart_eyes ისღა დამრჩენია გთხოვო რომ შემდეგი თავი მალე დადოო heart_eyes

ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ heart_eyes

 


№5  offline წევრი Blue tears

აუუ რა მომენტში გაწყვიტერა.... ძაან ძაან მაგარია მომწონს ძაან დამაინტრიგებელია და ძაან საინტერესო. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს 24 ასაათის გასვლის შემდეგ????♡♡♡

 


№6  offline წევრი ნასტია

lorellai
აუუ რა მომენტში გაწყვიტერა.... ძაან ძაან მაგარია მომწონს ძაან დამაინტრიგებელია და ძაან საინტერესო. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს 24 ასაათის გასვლის შემდეგ????♡♡♡

მადლობა heart_eyes დილით დადებას ვერ მოვახერხებ, მაგრამ საღამოს აუცილებლად იქნება kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent