ერთი ნაბიჯი ბედნიერებისკენ (პირველი თავი)
ამბავი , რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ შვიდი წლის წინ დაიწყო , როდესაც ნენეს მშობლებმა კითხეს , თუ რომელი წასულიყო საზღვარგარეთ სამუშაოდ . უკვე მესამე წელი სრულდებოდა რომ მამამისი სამსახურიდან გამოუშვეს და იმის გამო რომ ორმოც წელს გადაშორებული იყო არცერთ სამუშაოზე არ იღებდნენ . თან კაცს ახალი გაკეთებული ქონდა ოპერაცია , ამიტომ სასტიკად ეგრძალებოდა მძიმეს აწევა , ამიტომ სამსახურის შოვნაც ძალიან უჭირდა ... როცა მშობლებმა კითხესს , თუ რომელი წასულიყო საზღვარგარეთ დაუფიქრებლად თქვა რომ დედა . განა იმიტომ რომ დედა არ უყვარდა ?! არა, უბრალოდ იცოდა რომ მამას არ შეეძლო და ვერაფერს ისეთს ვერ გააკეთებდა მძღოლობის გარდა . აი დედა კი მისთვის ძალიან მძიმე თემა იყო . უყვარდა? ყველაფერზე მეტად , სულ თან დაზდევდა და ერთ წუთსაც არ შორდებოდა გვერდიდან , მაგრამ მაინც მამა ურჩევნოდა გვერდით ყოლოდა ვიდრე დედასთან ერთად გაზრდილიყო და სულ იმაზე ეფიქრა მამას რამე არ მოსვლოდა . თან ოჯახში ერთადერთი ქალიშვილი იყო და მამაც მასზე აფანატებდა ... ძმებიც ყავდა , ორი ძმა . უფროსები იყვნენ . ერთი-ცხრა წლით , მეორე-შვიდით . თვითონ კი ათი წლის იყო და იმდენად ჩახედილი ცხორებაში , რომ როგორც ზრდასრული ისე ლაპარაკობდა . ... და აი ასე, მისი გადაწყვეტილებით დედა წავიდა სამუშაოდ სტამბულში , მამა კი მასთან დარჩა . უფროსი ძმა იოანე , თბილისში სწავლობდა , ეკონომიურზე , პირველ კურს ხურავდა . უმცროსი ძმა საბა - კი მასთან ერთად ქუთისში ცხოვრობდა და სკოლაში მეთერთმეტე კლასს ამთავრებდა . თვითონ კი მეხუთე კლასის მოსწავლე იყო . ... სახლში ოთხი ცხოვრობდნენ : მამა , საბა , ბებია - კატო და თვითონ . კატო იმდენად მოხუცი იყო , რომ სახლიდან აღარ გადიოდა , მაგრამ სახლის საქმეებს მაინც ის აკეთებდა . შვილს და რძალს იმდენჯერ სთხოვა არ წახვიდეთ არც ერთი საზღვარგარეთ-ო ვერ მოთვლი , მაგრამ მას არავინ უსმენდა . იძახდა ნენეს ახლა ორივე მშობელი ჭირდება-ო , მაგრამ ორი ყურის ფუნქციას იყენებდნენ . ... ********************************** ასე და ამგვარად დაიწყო ოჯახის დაშლა . ... თავიდან არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა . დედას ყოველ დღე ელაპარაკებოდა , ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა და ქმარ-შვილებს ესიყვარულებოდა. ჩვეულებრივი ოჯახი იყვნენ , ზოგისთვის მისაბაძიც კი . იოანეს და საბას თავისი პირადი ცხოვრება ქონდათ . იოანე თბილისში სწავლობდა თან მუშაობდა . ჩვეულებრივი სტუდენტი ბიჭის ცხოვრებით ცხოვრობდა , მაგრამ არასდროს არ ძველ ბიჭობდა და ჩაცუცქული ვერასდროს ნახავდით ქუჩაში . ძალიან წყნარი და პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდა , არაფერ ზედმეტს არ აკეთებდა , მხოლოდ იმას ცდილობდა რომ თავისი თავი თვითონ ერჩინა და მშობლების ხარჯე არ ეცხოვრა . აი საბა კი მისი ძმისგან ძალიან განსხვავდებოდა . არასდროს არაფერს იკლებდა და ტიპიური თინეიჯერი იყო . სწავლით ცუდად სწავლობდა-თქო ვერ ვიტყვი , მაგრამ არც კარგად . სამი წელი სრულდებოდა რაც თამო უყვარდა და ყველაფერს აკეთებდა მათი სიყვარულის გადასარჩენად . მთელმა ქუთაისმა იცოდა საბას და თამოს სიყვარულის ამბები . ლეგენდებიც კი დადიოდა მათ სიყვარულზე . მოკლედ რომ ვთქვა მისათითებელი წყვილი იყვნენ . უყვარდათ ერთმანეთი და მომავალში ყველამ იცოდა რომ ერთად იქნებოდნენ . ... თვითონ ნენე კი ჩვეულებრივი ბავშვი იყო-თქო ვერ ვიტყვი . ყველაფერი იმაზე მეტად ესმოდა ვიდრე ათი წლის ბავშვს უნდა ესმოდეს . მისმა ოჯახურმა პრობლემებმა ასწავლა , რომ ყველაფერს როგორც ზრდასრული ისე უნდა შეხვედროდა . არსდროს გამოხატავდა გრძნობებს და ყველას თავს ,, “ ბავშვად აჩვენებდა , მაგრამ არავინ იცოდა რა ხდებოდა მის გულში . ... ******************************************* ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიდიოდა , ერთი შეხედვით უპრობლემოდ , მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა , როდესაც საბა და თამო გაიპარნენ . არასრულწლოვები იყვნენ და თამოს ოჯახი თანახმა არ იყო მისი გათხოვების . თან ისეთი სიტუაცია იყო, საბა სასიძოდ არუნდოდათ მისი ოჯახის ფენის გამო და მათ ერთადერთ ქალიშვილს სხვას ურიგებდნენ . როცა თამოს მშობლებმა უკვე სერიოზულად დაიწყეს სასიძოს ძებნა საბამაც მოკიდა ხელი თამოს და მოიტაცა . ... ჩვეულებრივი საღამო იყო , ნუ ასე ეგონა ნენეს სანამ თამოს მშობლები არ მიადგა სახლში. ... კარებზე ბრახუნი ატეხეს და შეშინებულმა გააღო კარები , თან იმ პერიოდში მამამისი პარლამენტის მშენებლობაზე მუშაობდა და გვიან ბრუნდებოდა სახლში . ... გააღო კარები თუ არა სრულიად უცნობები შემორჩა ხელში . თამოს მამა გამწარებული შევარდა სახლში და ამბობდა : „ ჩემი შვილი სად წაიყვანეთ ? ჩქარა დამანახეთ ის ვაჟბატონი უნდა მოვკლა “ -ო . მას ყვებოდა მისი ცოლიც და სიდედრიც . ... მთელი ამალით იყვნენ მოსულები, ნენე კი გაკვირვებული აცეცებდა თვალებს . ისიც არ იცოდა ვინ იყვნენ და რაზე ლაპარაკობდა ის კაცი . ადამიანებს ათვალიერებდა და ერთი ბიჭი მოხვდა თვალში , რომელიც საბამ გააცნო თამოსთან ერთად . თამოს ძმა იყო და მისკენ დაიძრა. დარწმუნებული იყო მისგან აუცილებლად გაიგებდა ყველაფერს . - გაბრიელ რა ხდება აქ? ან ვინ არიან ეს ხალხი და ის კაცი ვისი მოკვლით იმუქრება ? ვერაფერი ვერ გავიგე . - გაკირვებულმა შეეკითხა მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს . - არაფერი არ იცი ნენე? - დაეჭვებულმა შეეკითხა გოგოს . - შენმა ძმამ ჩემი და მოიტაცა და ჩემი მშობლები გადარეულები არიან . - აი თურმე რა ხდება . - ჩაიბურტყუნა და თამოს მამასთან მივიდა . - უკაცრავად , მაგრამ ვერ ვხვდებ ახლა აქ რა მიზნით ხართ და რატომ იმუქებით საბას მოკვლით . ძალიან კარგად იცით რომ საბას და თამოს ერთმანეთი უყვართ . ბოლოს მაინც ერთად იქნებოდნენ უბრალოდ ყველაფერი დროის საკითხი იყო . - არა ეს რამდენს ლაპარაკობს ? ვინ მიცა შენ ძმას ჩემი შვილის შეყვარების უფლება ? და საერთოდ ეგ ბიჭი არ შეეფერება ჩემ ქალიშვილს . სად მალავ ახლა თქვი უნდა მოვაშორო ჩემ შვილს ეგ ბიჭი . დარწმუნებული ვარ ძალით წამოიყვანა . თამოს არ უყვარს შენი ძმა და კარგად იცის რომ ჩვენი ოჯახები ერთმანეთს არ შეეფერებიან - მკაცრად ლაპარაკობდა თამოს მამა და აქით-იქით დადიოდა . - ჯერ ეს ერთი თქვენ შვილს და ჩემ ძმას სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი და მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ოჯახი იმ ფენას არ მიეკუთვნება რასაც თქვენ, ამის გამო რატომ იწუნებთ საბას ვერ ვხვდები . ჯერ ეს ერთი ფულით სიყვარულს ვერ იყიდით ! მერე მეორე რატომ გგონიათ ჩემი ძმა იმდენად დებილი , რომ აქ მოეყვანა თამო ? პირველი ხომ აქ მოძებნიდით და ასეც მოიქეცით კიდევაც . ბოლო და ყველაზე მთავარი, ჩემ ძმას და თქვენ შვილს არ სჭირდებათ იმის თანხმობა რომ ერთმანეთი უყვარდეთ . ან შეეგუებით და მიიღებთ საბას სასიძოთ , ან დაკარგავთ თქვენ ერთადერთ ქალიშვილს. იმის მაგივრად რომ ხელს უწყობდეთ, პირიქით ხელს უშლით . სწორედ თქვენი აკრძალვების გამოა რომ ახლა გაიპარნენ და არ დაელოდნენ სწავლის დამთავრებას . სჯობს დამშვიდდეთ და დაფიქრდეთ სად , როდის და როგორ გადაუხადოთ ქორწილი თქვენს ერთადერთ ქალიშვილს. - სიტვით გამოსვლა დაამთავრა და მისი მამიდაშვილის ნომერიც აკრიფა. იქაურობას გაეცალა და დაურეკა . ... დარწმუნებული იყო რომ საბას მან მოატაცებინა თამო და მათთან ერთად თუ არა მინიმუმ მისი ნომერი მაინც ექნებოდათ აწ უკვე წყვილს . მართალიც აღმოჩნდა რამდენიმე ზარის შემდეგ საბას ბოხი ბარიტონი გაიგონა . - აბა რას შვები საბუ მოიყვანე ცოლი ? ისე სირცხვილია რა , მე უნდა ვიგებდე ყველაზე ბოლოს ? აუუ , შენ მე რა ჩავატარე ხომ არ იცი ! - სიცილით მიაყარა ძმას - რა მოხდა ? - გაკვირვებული საბას ხმა გაისმა . - მიდი სპიკერზე ჩართე თამოსაც მოასმენინე , უნდა გავახარო რძალი . - საბამაც შეასრულა „ ბრძანება “ და მალევე გაისმა თამოს ხმა . - ანუ დაახლოებით ნახევარი საათის წინ ბრახუნი ატყდა კარებზე და გაკვირვებულმა გავაღე კარები . თამოს მამა შემომეფეთა გინებ-გინებით და თურმე თქვენ გეძებდათ . მთელი ამალით არიან მოსულები გადავირიე . თან არც ვიცოდი ვინები იყვენ სანამ გაბრიელს არ შევეკითხე . მერე თამოს მამასთან მივედი და მე რომ ვიცი ისეთები ჩავუტარე . არა ათი წლის რომ ვარ მეტყობა რამე ? არაფერი! ხოდა მოკლედ რომ ვთქვა მოვუხაზე ყველაფერი . ან შეეგუებით ამ ყველაფერს და მიიღებთ საბას სასიძოთ-თქო ან ერთადერთ ქალიშვილს დაკარგავ-თქო . ახლა კატო და თამოსიანები ერთმანეთს ელაპარაკებიან როგორც ვიცი თქვენი ქორწილის გეგმაზე . - სიცილით-კისკისით მიაყარა მოკლედ ყველაფერი . - ანუ რა გამოდის მამაჩემი თანახმაა საბა მიიღოს სიძედ ? - გაკვირვებული თამოს ხმა გაისმა. - კი რძალო , კი . დღეს არ გინდათ გამოჩენა , ასე ორ დღეში გამოჩნდით , მანამდე თუ რამე აქ ვარ . აბა შენ იცი საბა მიმიხედე რძალს და ბევრი არ იცუღლუტოთ , მე თვთონ ბავშვი ვარ და ძმიშვილებს ჯერ ვერ გავზრდი . - კარგი ნენ , მიყვარხარ და ჭკვიანად - უთხრა საბამ და ყურმილი გაუთიშა. .... სახლში შევიდა და თამოსიანები უკვე წასულები დახვდნენ . ... ****************************************** ასე და ამგვარად შედგა საბას და თამოს წყვილი , შემდგომში კი - ცოლ-ქმარი . თავიდან ყველაფერი კარგად იყო . უბრალოდ თამოს მამამ ვერ მოიცილა შვილი თავის სახლიდან და საბაც იძულებული გახდა მათთან ეცხოვრა . მის ერთადერთ ქალიშვილს ვერ გაიმეტებდა სიღარიბეში საცხოვრებლად . ჩვეულებრივ რიტმში გავიდა ხუთი წელი . ... საბას და თამოს უკვე პატარა ნიკა ყავდათ . ძირითადად თამოსთან იყვნენ და იქ ცხოვრობდნენ , წელიწადში სამი-ოთხჯერ თუ შეუვლიდნენ საბას ოჯახს . რაღაც ძალიან ჩახლართული ამბავი ტრიალებდა თამოს ოჯახში . საბა ამ ხუთ წელში საგრძნობლად ჩამოშორდა თავის მშობლებს . დედას არც ელაპარაკებოდა , მამასთან იჩხუბა და სამუდამოდ ჩამოშორდა . იოანესგანაც კი თავს შორს იკავებდა . მოიძულა ყველა თავისიანი ვინც კი ოდესმე მისთვის ყველაფერი იყო . ერთადერთი ნენეს ნახულობდა და დაყავდა ყველგან . ნიკოლოზის ნათლობაზე თუ მისიანი არავინ დაპატიჟა , ნენე გამონაკლისი იყო . დაბადების დღეებზე სულ ეპატიჟებოდა და სკოლაშიდაც აკითხავდა . ჯერ ნენე სახლში არაფერს ამბობდა ამაზე , მაგრამ ერთ დღესაც აღარ დამალა და სიმართლე თქვა საბასთან დაკავშირებით , რომ ჩვეულებრივი ურთიერთობა ქონდა თამოსთანაც და ნიკასთანაც , თავის ძმაზე ხომ საუბარი ზედმეტი იყო. ცალკე მამამისი ეჩხუბა , ცალკე ბებიამისი , ცალკე დედამისი თურქეთიდან . ერთადერთი იოანეს არაფერი უთქვამს . დაუშალეს საბას ნახვა, რადგან ჩვენ არ ვუნდებვართ შენც არ უნებხარ-ო , უბრალოდ გიყენებს-ო . ... ნენე რათქმაუნდა არაფრად აგდებდა იმ სიტყვებს და საბასთან ურთიერთობას აგრძელებდა . რაც არ უნდა გაეკეთებინა საბას მისი მშობლებისთვის, ის მისი ძმა იყო და აქ მთავრდებოდა ყველაფერი . ... **************************** რამოდენიმე თვის შემდეგ კი სოციალურ ქსელში ნახულობს საბას სახელით დაწერილ ტექსტს , სადაც თავისი მშობლები წყალს გაატანა . გუგულს შეადარა , რომლებიც სხვას აზრდევიებენ შვილს-ო . ... ნახა თუ არა იქვე გაშრა . ჯერ ვერ დაიჯერა რომ საბა ამას დაწერდა და ეგრევე დაურეკა საბას : - რა ხდება ინტერნეტში ? და რა ჯანდაბას წერ ჩვენ ოჯახზე ? სულ გააფრინე? ჩქარა წაშალე ყველაფერი - გაბრაზებულმა მიაყარა . - ყველაფერი რაც წაიკითხე , თითოელი სიტყვა მართალია , ამიტომ ყველამ გაიგოს რა დემონები ხართ მთელი ოჯახი . ეს კიდევ არაფერია ყველას დავანახებ თქვენს ნამდვილ სახელს . ვითომ შენ ხო გიყვარს შენი ძმა მაგრამ ეგეც ტყუილია . უბრალოდ მამაჩემის ფულები მოგეწონა და როგორ შეგვეტენო აღარ იცი - გაისმა თამოს მკაცრი ხმა . - და შენ რატო მელაპარაკები ? საბა სად არის ? - საბას არ სურს შენთან ლაპარაკი და ჯობს დაივიწყო რომ ის შენი ძმაა . მას რცხვენია იმის რომ თქვენი ოჯახის წევრად ითვლება . საერთოდ შეგვეშვით და დაგვივიწყეთ . ისედაც არაფერს აკეთებთ ჩვენთვის . - ეს თქვა თამომ და ყურმილი დაკიდა . ... აი ნენე კი ჯერ მომხდარს იაზრებდა . ანუ რა გამოდიოდა ყველაფერი სიმართლე იყო რასაც მშობლები აფრთხილებდნენ . უბრალოდ იყენებდა საბა მას და აი გამოაჩინეს კიდევაც ნამდვილი სახე . „ თურმე როგორი ყოფილა თამო და მე ახლა გავიგე . ასე როგორ შევცდი.“ - თავს იდანაშაულებდა ნენე . ***************** შემდეგ იყო კატოს წნევები , გულ-გახეთქილი დედა , გაბრაზებული მამა , გაოცეული იოანე და გულ ნატკენი ნენე . ... ყველას ნენემ გადაატანია ეს ამბავი , ყველა მან დაამშვიდა და უკვე სახლში არავინ აღარ ახსენებდა საბას , მითუმეტეს თამოს და მის მშობლებს . აი თვითონ ნენე კი ძალიან შეიცვალა . თბილი , მოსიყვარულე ნენე გადაიქცა გულ-ქვა ნენედ . საერთოდ ამოშალა მისი ცხოვრებიდან ის წლები და ჩაიკეტა თავის თავში . ... უკვე ჩვიდმეტი წლის არის ნენე . მეთორმეტე კლასშია და ყველაფერს აკეთებს, რომ სწავლა ოქროს მედალით დაასრულოს . ჩააბაროს გამოცდები და თავის საოცნებო პროფესიით გააგრძელოს სწავლა . ... მამამისი სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაში მუშაობს მძღოლად . ... ბებიამისი კი ძალიან მოხუცდა და უკვე სახლშიდაც ვერაფერს აკეთებს . იქით უვლის ნენე . ... აი იოანეს ცხოვრება კი შეიცვალა . სწავლა დაამთავრა , ბანკში ოფიცრად მუშაობს . ცოლიც მოიყვანა და შვილიც ყავს პატარა ელენე . თბილისში ნაგირავებში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად და ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია . ... ნენეს დედა კი ისევ საზღვარგარეთ არის . შვიდი წელი გავიდა , მაგრამ საქართველოში მაინც ვერ ბრუნდება . იოანეს უნდა ბინა უყიდოს და იმისთვის წვალობს . თითქოს ჰო არაფერი მაგრამ ამ შვიდ წელში ყველაფერთან ერად ქმართან გაუფუჭდა ურთიერთობა და ზერელად , მოვალეობის მოხდის მიზნით ელაპარაკებიან შვილების დასაბრმავებლად ერთმანეთს . ... **************************** ერთ დღეს ნენე სკოლიდან გამოვიდა თუ არა მამამის დაურეკა . კლასელის დაბადების დღე იყო და ფული უნდოდა . - მა, სად ხარ ? - საქმეზე ვარ მამი , რა მოხდა ? - კლასელის დაბადების დღე არის და ფული მინდა - ძალიან ესიკვდილებოდა მისთვის ფულის თხოვნა , მაგრამ დაბადების დღეზე არ წასვლა არ გამოდიოდა, ისედაც არასდროს არსად დადიოდა , ამიტომ იძულებული იყო ასე მოქცეულიყო ... - კარგი , მამი . იუსტიციაში ვარ , მოდი და მოგცემ - კაცმა უთხრა თუ არა , იუსტიციისკენ დაიძრა. ... დაახლოებით თხუთმეტ წუთში კი იუსტიციის შესასვლელში ადამიანებს ათვალიერებდა . როგორც იქნა დაინახა მამამისი და მისკენ დაიძრა . ... მიუახლოვდა თუ არა კონსულტატი გოგონა მამამის ესაუბრებოდა : - ბატონო გიორგი ! დღეიდან თქვენ და ქალბატონი ნინო ოფიციალურად გაშორებულები ხართ . - გაიგო თუ არა ეს სიტყვები , გაშრა , გაქვავდა . რა გაეკეთებინა აღარ იცოდა . აი თურმე რა ხდებოდა თავის ოჯახში და ამას ვერ ხვდებოდა . მამას მიუახლოვდა და ძალით გაუღიმა . ვითომ არაფერი გაუგონია და ჩვეულებრივი მხიარულებით დაიწყო ლაპარაკი . - გამარჯობათ ! - გოგონას მიესალმა და ამის შემდეგ მამამის მიუბრუნდა - მამა ძალიან მეჩქარება , მომეცი რა ფული და წავალ . - კაცმაც არ დააყოვნა , საფულედან ოცი ლარი ამოაძვრინა და შვილს მიცა . ნენემ მადლობაო ჩაიბურტყუნა და იქაურობას გაშორდა . ... სწრაფად უნდოდა გაცლოდა იქაურობას და თავის საიდუმლო ადგილას სწრაფადვე მისულიყო . ... თხუთმეტ წუთიანი სიარულის შემდეგ , როგორც იქნა მიადგა ნაცნობ ადგილს , რომელიც მდინარე რიონის ნაპირზე იყო . არასდროს არავინ არ იყო იქ და ამიტომ როცა ცუდად იყო , ან უბრალოდ დაცლა უნდოდა ცხოვრებისგან იქ მიდიოდა . წყალს უყურებდა და ფიქრობდა , ყველაფერზე რაზედაც ჩვიდმეტი წლის გოგონამ უნდა იფიქროს ან პირიქით არ უნდა იფიქროს , მაგრამ ცხოვრება ხომ ია-ვარდით მოფენილი არ არის და არავინ იცის ვის რა ელოდება მომავალში . ახლაც ფიქრობდა თუ რა უბედური იყო . ცხოვრებამ ზურგი აქცია და ყველაფერი დააკარგვინა . ყველაფერი რაც ძვირფასი იყო მისთვის, წაართვა და უყველაფროდ დატოვა . ოჯახი , რომელიც დღემდე მისათითებელ ოჯახად ითვლება , განადგურდა , დაიშალა . საბამ ხომ ზურგი აქცია , ახლა მას დედმისიც მიყვა , ან საერთოდ უნდა ეძახდეს კი მას დედას ? ... გიჟდებოდა მის ოჯახზე და ამაყობდა მისი ოჯახით , მაგრამ ახლა არაფერი არ აქვს საამაყო . რითი იამაყოს ?! როდესაც ყველამ ზურგი შეაქვია და უსუსურად დატოვეს . ... ცრემლები მუჭით მოიშორა , წამოდგა და გაიღიმა . ... ყოველთვის ასე იყო მოდიოდა ამ ადგილზე , იტირებდა , ყველაფერს იგლოვებდა და ბოლოს იღიმოდა . სხვას არასდროს არ ანახებდა მის ტკივილს , ამიტომაც იყო რომ ყველა მის პოზიტიურობაზე ირეოდა . სულ იცინოდა , მხიარულობდა და ყველას ამხიარულებდა . ნდობა ? არავის არ ენდობოდა . არ არსებობდა მის ირგვივ ადამიანი რომელიც ისეთს იცნობდა , როგორიც სინამდვილეში იყო . არავინ ყავდა ისეთი რომ მისულიყო და მის პრობლემებზე ელაპარაკა . რათქმაუნდა ყავდა მეგობრები , რომლებსაც ენდობოდა, მაგრამ მის ოჯახურ პრობლემებს ვერავის გაუმხელდა . განა რამეს მალავდა ? რათქმაუნდა არა , მაგრამ თავისი პრობლემები არ უნდოდა სხვისთვის მოეხვია . ... ამაყიც იყო . ყოველთვის თავ აწეული დადიოდა , მაგრამ არასდროს ამპარტავანი არ ყოფილა . ყველასთან თბილი დამოკიდებულება ქონდა და არავის არ ერჩოდა . სკოლაშიც არიყო ხელ წამოსაკრავი გოგო . მისი სახელი და გვარი ყველამ კარგად იცოდა . ყველას მოწონდა და შორიდან ბევრიც ეტრფოდა , მაგრამ ყველას როგორც მეგობარს ისე უყურებდა . უნდა ვაღიარო რომ მშვენიერი გარეგნობა ქონდა . მაღალი იყო , ზედმეტად მაღალიც კი . 1.80 იყო და შეხედავდნენ თუ არა ყველა ამას აღნიშნავდა . მუქი ფერის თმები და ქამელეონის თვალები . კურნოსა ცხვირი და საშუალო ზომის ტუჩები . ჩაცმულობით არასდროს არ ეცვა ბრენდი და ძვირიანი ტანისამოსი , მაგრამ ყოველთვის ლამაზად და მოხდენილად გამოიყურებოდა . იცმევდა იმას რაც მოწონდა და კომფორტულად გძნობდა მასში თავს . მოდას არასდროს აქცევდა ყურადღებას და რომ გეკითხათ რომელიმე მოდელის სახელი და გვარი მითხარი-ო , ვერ გეტყოდათ . იმდენად არ აინტერესებდა ეგეთი რაღაცეები რომ დიდად არც განიცდიდა გოგოების უმრავლესობას რომ ვერ უგებდა . ბევრი მტერიც ყავდა სკოლაში , იმის გამო რომ ძალიან უბრალო გოგო იყო და ბიჭებს მისი უბრალოობა უფრო მოწონდათ ვიდრე მათი სვეწკობები , მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა ასეთ სისულელეებს . ****************************************** დეკემბრის შუა რიცხვები იყო . ნენე უკვე პირველი კურსის სტუდენტი გახლდათ და მის საოცნებო პროფესიას - იურიდიულს სწავლობდა , 100 %-იანი დაფინანსებით. საცხოვრებლად თბილისში გადავიდა , რადგან ქუთაისში იმდენი გასაქანი არ იყო რამდენიც თბილისში . რათქმაუნდა ძალიან გაუჭირდა მშობლიური ქალაქის , კატოს , მამის და ახლობლების დატოვება , მაგრამ ეს შეძლო . პატარა ერთ ოთხიან ბინაში ცხოვრობდა . ალბათ გაგიკვირდებათ იოანესთან , რატომ არ ცხოვრობსო , მაგრამ ახლავე გაგარკვევთ . იოანე თავის ცოლ-შვილთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობს , სადაც თვითონაც ძლივს ეტევიან და კიდევ ნენეს შესახლება კატასტროფა იქნებოდა , ამიტომ არც კი გაუფიქრებია მათთან ცხოვრება . ... დილის საათებში სწავლობს და საღამოს საათებში მუშაობს . სად მუშაობს ? კლუბში . რატომ ? იმიტომ რომ თავისი თავი თვითონ არჩინოს . როგორ ახერხებს სწავლას და მუშაობას ერთად ? ეს ყველასთვის გაუგებარი თემაა , მათ შორის ჩემთვის . დილით ლექციებზე მიდის , შემდეგ სახლში , მეცადინეობს , კლუბში მიდის , შემდეგ სახლში და ასე შეუსვენებლად , კვირა დღის გამოკლებით . ერთადერთი დღე როდესაც არც უნივერსიტეტში ეჩქარება და არც კლუბში . თავისიანებმა იციან ნენეს მუშაობის შესახებ ? არა და კიდევ კარგა ხანს ვერც გაიგებენ , რადგან კარგად იცის რომ დაუშლიან მუშაობას . იოანემაც კი არ იცის რა ხდება ერთადერთი დის ირგვლივ . ... ******************************** დილის ცხრა საათი იყო , როდესაც ნენეს მაღვიძარას ხმა გაისმა . მანაც არ დააყოვნა და ფეხზე წამოიზლაზნა . თავი მოიწესრიგა , ჩანთას ხელი დაავლო და უნივერსიტეტისკენ დაიძრა. ფეხით გავლა გადაწყვიტა და ნელა დაუყვა თბილისის ქუჩებს . როგორც ყოველთვის ყურსასმენები ეკეთა და საყვარელ სიმღერას უსმენდა , თან ადამიანებს აკვირდებოდა . უყვარდა ეს უკანასკნელი და ყოველთვის ამას აკეთებდა . დაახლოებით თხუთმეტ წუთში უნივერსიტეტის ეზოში მიაბიჯებდა . საათს დახედა და ათი წუთი კიდევ იყო ლექციამდე , ამიტომ ფეხის აუჩქარებლად მიუყვებოდა აუდიტორიისკენ კიბეებს . ერთ-ერთ დერეფანში ბიჭების გუნდისთვის უნდა აევლო გვერდი , რათა აუდიტორიაში შესულიყო . ესიკვდილებოდა იქ გავლა , მაგრამ რა უნდა ექნა . თავ აწეულმა გაუარა გვერდი ბიჭებს ისე რომ არცერთისთვის არც კი შეუხედავს . ისისაა აუდიტორიაში უნდა შესულიყო რომელიღაცა ბიჭის ხმა რომ გაიგო მისი მიმართულებით . - ეი , ლამაზო . ეს თვალის არიდებები რა იცი ? რაიყო უკარება გოგოს როლს ვთამაშობთო ? - დღეს საღამოს რას აკეთებ ცუნცულ ? - ესუკვე მეორე ბიჭის ხმა იყო . ნენემ მობეზრებულად გააქნია თავი და აუდიტორიაში შევიდა . პირველივე რიგში ერთ-ერთ ადგილას დაჯდა . განა არ ეწყინა ასეთი ქცევები მის მიმართ ? მაგრამ არაფერს არ ამბობდა რადგან პრობლემები არ უნდოდა . უკვე შეჩვეული იყო ყველაფერ ამას და უფრო უარესებსაც . თავის გარეგნობის გამო ბევრი ბიჭი ცდილოდა მასთან დაახლოებას , მაგრამ არავის არაფერი გამოდიოდათ , ამიტო უკვე ყურადღებასაც აღარ აქცევდა . ... ******************* ექვსმა დამღლელმა საათმა უკვალოდ ჩაიარა . როგორც იქნა დამთავრდა ლექციები და ბიბლიოთეკისკენ დაიძრა . ხვალისთვის ლექციები უნდა მოემზადებინა. მხოლოდ და მხოლოდ ორი საათი ქონდა კლუბში წასვლამდე . უნდა მოესწრო ყველაფრის სწავლა , რადგან კლუბიდან გამთენისას დაბრუნდებოდა სახლში და დაღლილი ვერაფერს ვერ ისწავლიდა . ******************* ღამის თერთმეტი საათი იყო . ნენე უკვე კლუბში იყო და მაგიდებს ემსახურებოდა . კლუბის ფორმა ეცვა და საშინლად არაკომფორტულად გრძნობდა თავს . უმოკლესი კაბა , თეთრი საროჭკა , რომელიც ძლივს უფარავდა თავის სავსე მკერდს და მაღალქუსლიანები . თავისი თავი ძულდა ამის გულისთვის , მაგრამ სხვა არაფერი არ შეეძლო . ერთადერთი სამსახური იყო სადაც მუშაობა შეეძლო და თან სწავლაც , ამიტომ ეგუებოდა თავის ბედს . ... ერთ-ერთ მაგიდას მიუახლოვდა , რომელთანაც სულ ფულიანი ხალხი ისხდნენ . თავდახრილი მიუახლოვდა იქ მჯომებს და შეკვეთის აღება დაიწყო. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა და უკან უნდა გამობრუნებულიყო , უცებ ვიღაცის ხელი რომ იგრძნო მაჯაზე და უკან მიაბრუნეს . იძულებული გახდა თვალები ზემოთ აეწია და იქ მყოფებისთვის მზერა გაესწორებინა . ორი კაცი ისხდნენ მაგიდის გარშემო , ერთი ქერა , მეორე შავგვრეანი . ქერა გაკვირვებული უყურებდა ხან გოგონას , ხანაც შავგვრემანი კაცის ხელს . აშკარა იყო ვერ გაეგო რა ხდებოდა . - თუ შეიძლება ხელი გამიშვით და ნება მომეცით სამუშაოს დავუბრუნდე. - ცოტაღა აკლდა ნენეს გაბრაზებამდე . - სანამ წახვალ , მანამდე უნდა იკითხო „ კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ ? “ - ერთგვარი მომსახურეობის საკითხია . - თქვა შავგრემანმა ირონიულად . - ვერ გავიგე რა გინდათ ?! ხელი გამიშვით ! მეკრძალება კლიენტებთან საუბარი . ერთგვარი უფროსის ბრძანებაა ! - არც ნენე დარჩა ვალში . - ოჰ! ყველაფერთან ერთად ენა მოსწრებულიც ყოფილხარ . - ახლავე გამიშვით ! უფროსი მეჩხუბება თუ დაინახავს რომ გელაპარაკებით - სიმკაცრეს არ აკლებდა მაინც ნენე . - ფეხებზე მ...ია შენი უფროსი რას იზამს ! როცა მე აქ ვარ არავის არ აქვს არაფრის უფლება - იმკაცრეს ინარჩუნებს მამაკაცი . - კარგი რა ძმაო ! გაუშვი გოგონა შეკვეთის მოსატანად. - როგორციქნა ამოიღო ხმა ქერამ . - კარგი , კარგი ამჯერად წადი . - თქვა შავგრემანმა და ხელი გაუშვა ნენეს . ისიც გაბრაზებული მოტრიალდა და ბარისკენ დაიძრა . შეკვეთა გაამზადა და ისევ იმ მაგიდისკენ დაიძრა . ფრთხილად დადო შეკვეთა მაგიდაზე და უკან გამობრუნებას აპირებდა ისევ ვიღაცის ხელმა რომ გააჩერა . ისევ შებრუნდა და ისევ ის კაცი . - კიდევ ისე მიდიხარ , როგორც ორი წუთის წინ . რა გითხარი რა უნდა თქვა-თქო . - მკაცრად ამბობს კაცი . - კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ ? - კბილებს შორის გამოცრა ნენემ . - წყალი და ანგარიში . - ეგრევე აჯახა კაცმა და ხელიც გაუშვა . ნენემ ერთი დასამშვიდებლად ჩაისუნთქა და ისევ ბარისკენ გაწია . ბარმენს ანგარიში და წყალი გამოართვა . ორი წამით გაჩერდა და ისევ იგივე მაგიდისკენ გაწია . წყალი მაგიდაზე დადო , ანგარიშიც და უკან გამობრუნდა . ამჯერად ისე რომ არავის ხელი არ შეხებია . ... უკვე მერამდენედ იყო ასეთ სიტუაციაში , უფრო უარესებშიდაც და ყველაზე მეტად ეზიზღებოდა თავისი თავი . ყველაზე მეტად უჭირდა ამ მდგომარეობაში მუშაობა , მაგრამ სხვა გამოსავალი არ ქონდა . ცხოვრება ხომ იავარდით მოფენილი არ არის , მითუმეტეს კი ნენესთვის . ... იმ ღამეს მეტი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა . დილის ექვსი საათი იყო კლუბი რომ დატოვა და სახლისკენ გაწია . გარეთ საშინელი ამინდი იყო , კოკისპირულად წვიმდა , დრო და დრო გაიელვებდა კიდეც . ავტობუსები რათქმაუნდა არ მუშაობდნენ , ტაქსისთვის ფულს ნამდვილად ვერ გადაყრიდა , ამიტომ ფეხით სიაული უწევს . საკმაოდ შორი იყო სახლამდე , მაგრამ სხვა გამოსავალი არ ქონდა . ქურთუკის ქუდი წამოიფარა თავზე და სახლისკენ აიღო გეზი . თან ფიქრობდა ყველაფერზე რაც მის გარშემო ხდებოდა . დედამისთან უკვე დიდი ხანია არ ულაპარაკია და არც აპირებს დარეკვას . ტკივა რომ ასეთი დედა ყავს , ცხვენია კიდეც . არა და რა იქნებოდ მასაც ჩვეულებრივი მოსიყვარულე ოჯახი რომ ქონდეს . ყავდეს დედა რომელიც სახლში მისვლისას თავზე მოეფერება და თბილად აკოცებს შუბლზე . სიცხის დროს მოუვლის და თბილ საჭელებსაც გაუკეთებს . ... არა, განა წუწუნებს რომ არ აქვს საშუალება ნაირ-ნაირი ჭამოს ყოველ დღე ?! უბრალოდ ყველაზე მეტად ტკივა რომ დედა არ ყავს . მისი სითბო არასდროს არ უგვრძნია და ეს ტკივა , მაგრამ მაინც მადლობელია უფლის . მადლობელია იმის რაც აქვს . ... - ფიქრების დროს შეუმჩნევლად წამოუვიდა ცრემლი და დაუსველდა სახე . წვიმაში ვერც კი შეამჩნევდით რომ გოგონა ტიროდა , თუ მის თვალებს არ დაინახავდით . აი თვალები კი მთლიანად გაწითლებული ქონდა . ამბობენ თვალები ადამიანის გულის სარკეა-ო და ასეც არის . ... ნენესთვის შეუმჩნევლად მიუახლოვდა ვიღაც უკან და მკლავში სწვდა . გოგონამ ერთი წამოიკივლა და შეშინებულმა დახედა ხელს . უცნობმა სწრაფად გადადგა ორი ნაბიჯი და იქ მდგარ მანქანაში ჩასვა , ისე რომ ზედ არც შეუხედავს . მანქანას მოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა . ... ნენე გაშეშებული აფახურებდა თავის მწვანე თვალებს , ჯერ აზრზედაც ვერ მოვიდა რა ხდებოდა მის გარშემო , სანამ უცნობს არ შეხედა და მასში ის შავგრემანი არ ამოიცნო კლუბში რომ ნახა . - რა ჯანდაბას აკეთებთ ? რას გადამეკიდეთ ვერ ვხვდები ? რა გინდათ ჩემგან ? - გაბრაზებული ლაპარაკობდა ნენე თან უცნობს თვალებს არ აშორებდა . მანაც როგორციქნა გოგონას თვალებს გაუსწორა მზერა და წამით გაშეშდა . შეშფოთებულმა მოიქცია ნენეს თავი მის ტორებში და თვალებში ჩახედა . უფრო კარგად დაინახა გოგონას ჩაწითლებული თვალები და გაკვირვებულმა წარმოთქვა : - შენ რა იტირე ? - რა თქვენი საქმეა მე ვიტირე თუ არა ? რამდენს ბედავ? ჯერ კლუბში ის საქციელი არ გეყოფოდა , ახლა ეს დაამატე . - გაბრაზებულმა გააშვებინა კაცს ხელი . - რა გინდათ ვერ ვხვდები ! - ხელი მანქანის კარების გასაღებად წაიღო რომ უეცრად მანქანა ელვის სისწრაფით დაიძრა . - რა ჯანდაბას აკეთებ ? გააჩერე მანქანა ! - უკვე კიოდა ნენე . - რა გინდა ჩემგან ? ხმა მაინც ამოიღე ! დეგენერატო ! - გაბრაზებული ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილზე . - მანიაკი ხარ? ჰო აშშკარად მანიაკი ხარ ! - უკვე თავის თავს ელაპარაკებოდა ნენე . - ჩემთან რა გინდა , რომელი ანჯელინა ჯოლი მე მნახეთ რომ გადამეკიდოთ . - უკვე ისტერიკაში ვარდებოდა . - მოვედით , გადადი მანქანიდან . - როგორციქნა ამოიღო კაცმა ხმა . ნენემ ფანჯრიდან გაიხედა და მისი ბინაც დაინახა . - როგორ ? კი მაგრამ .... საიდან ? ჩემი სახლის მისამართი საიდან იცი ? - აბლუყუნდა ნენე . - კითხვების დასმას შეეშვი და გადადი მანქანიდან . - მკაცრად უთხრა კაცმა . ... ნენემ ჯერ გაკვირვებულმა გახედა მამაკაცს , შემდეგ კი მანქანიდან გადავიდა და მთელი ძალით მიუჯახუნა კარები . უკან არც მიუხედავს ისე დაიძრა თავის ბინისკენ . მეხუთე სართულზე როგორ ავიდა და ბინა როგორ გააღო ვერც კი გაიაზრა , უბრალოდ დაპროგრამებულივით აკეთებდა ყველაფერს . გამოიცვალა და საღამურებით საწოლში შეწვა . ფიქრი დაიწყო ვინ იყო ის კაცი და რა უნდოდა მისგან . აშკარად მდიდარი იყო , მანიაკი ? არა მანიაკი არ იქნებოდა . მაშინ სახლში არ მოიყვანდა . თან იყო მაში რაღაც სიკეთე , მანქანაში ისეთი რეაქცია ქონდა ნენეს ჩაწითლებულ თვალებზე რომ უგრძნობი ნამდვილად არ იყო . საიდან იცოდა მისი მისამართი ? ან საერთოდ რაუნდოდა მისგან ? ... ფიქრობდა , მაგრამ დიდი ხანი ვერ გაძლო და დაღლილს ჩაეძინა . ******************************************** დილის ათი საათი იყო მაღვიძარას ხმამ რომ გააღვიძა . მობეზრებულად წამოიზლაზნა ფეხზე და აბაზანაში შევიდა . ... იმდენად მიჩვეული იყო ყველაფრის ჩქარა გაკეთებას , რომ ნახევარ საათში უკვე ბინა მოწესრიგებულმა დაკეტა და ლიფტში შევიდა . პირველ სართულზე ჩავიდა და პადიეზიდანაც გამოვიდა . ნახევარ საათში ლექცია ქონდა , ამიტომ უნდა ეჩქარა . ავტობუსის გაჩერებაზე დადგა და დაუწყო ლოდინი . ... ორი წუთიც არ იყო გასული იქვე მანქანა რომ გაჩერდა . ნენემ გაკვირვებულმა ასწია თავი და ნაცნობ მანქანას დააკვირდა . დიდად ვერ ერკვევა მანქანებში მაგრამ ამ მანქანას რა დაავიწყებდა . მანქანიდან შავგრემანი გადმოვიდა და ნენე მანქანაში ჩატენა . სასწრაფოდ მოუარა კაცმა მანქანას და დაიკავა თუ არა კუთვნილი ადგილი , ეგრევე მოწყდა ადგილს . - ვინ ხარ ? ან რა ჯანდაბა გინდა ჩემგან ? ეს მაგარი იცი, მანქანაში ჩატენვა . არ გიფიქრია რომ საერთოდ არ მინდა შენი დანახვა და მითუმეტეს ახლა ამ სიტუაციაში ყოფნა ?! - გაბრაზებულმა ლაპარაკობდა ნენე . კაცი კი ისევ დუმდა . - რა გინდა ჩემგან ვერ ვიგებ . - საწყლად ამოიკნავლა ნენემ . - მოვედით , შეგიძლია გადახვიდე . - ჩვეულ სიმკაცრეს არ ღალატობდა მამაკაცი. - ამიხსენი რას ნიშნავს შენი საქციელი ? და საერთოდ ვინ ხარ ? რა გინდა ჩემგან ? - აღშფოთებული ლაპარაკობდა ნენე . - ლექციაზე დაგაგვიანდება ნენე . გადადი მანქანიდან და შედი უნივერსიტეტში . ლექციები დაგიმთავრდება თუ არა მე აქ ვიქნები და ამჯერად მაინც შენი ნებით ჩამიჯექი მანქანაში . - თქვა კაცმა ცოტა შერბილებული ტონით . - რას ქვია ლექციის შემდეგ აქ იქნები ? ან რატო უნდა ჩაგიჯდე ისევ მანქანაში ? მე შენი სახელიც კი არ ვიცი ! ისიც არ ვიცი რა გინდა ჩემგან, ან ჩემი სახელი საიდან იცით ? - აღშფოთებული ლაპარაკობდა ნენე . - მე ანდრონიკე დევდარიანი ვარ . ახლა კი გაგვიანდება ლექციაზე . - თავი აარიდა მამაკაცმა კითხვებს . - ყველანაირ უბედურებას მე როგორ უნდა ვეყრებოდე ?! - ესღა თქვა ნენემ და მანქანიდან გადავიდა . .... უნივერსიტეტში შევიდა და მის ავდიტორიაში , თავისივე ადგილი დაიკავა . *********************************** ესეც პირველი თავი ... იმედი მაქვს მოგეწონებათ . ეს ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადი მიზეზების გამო , ამიტომ მთელ გულს ამ ისტორიაში ვდებ . სათაურიც ძლივს შევურჩიე, იმდენი რამ მოდიოდა თავში მაგრამ არცერთი შეესაბამებოდა . იმედი მაქვს სათაურის გამო არ გაატარებთ ამ ისტორიას , რადგან მეც ასე ვარ ჯერ სათაურმა უნდა მიმიზიდოს და შემდეგ ვიწყებ კითხვას . ვიცი , ვიცი , რომ რაღაც ნაჯღაპნია მაგრამ ეს ისტორია ჩემთვის ყველაზე მეტად ძვირფასია .... მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.