შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიცა გამოძახებით - თავი 2


19-03-2018, 00:12
ავტორი mimimimo
ნანახია 3 276

თბილისში სიცხისგან შეწუხებულებმა, თავის დაღწევა ზღვაზე წასვლით გადავწყვიტეთ.
დემნას ბათუმში სახლი ჰქონდა და გეზი იქით ავიღეთ.
-ხვალ, 7 საათზე მზად იყავით. ვინც მალოდინებს, ის არ მოდის. - გამოგვიცხადა ერეკლემ.
-მთელ სახლსაც ნუ გამოზიდავთ. - გოგონების გასაგონად თქვა კოტემ.
-2 კვირით მივდივართ, გაითვალისწინეთ. - აყვა ნიკაც.
-ღმერთო ჩემო, რა გეშველებათ. - ხელები აღმართა კესომ და მაღლა აიხედა.
-დავიშალეთ?
-ხვალამდე.

***

სახლში ასულები მე და კესო, ჯერ მასთან გავედით. ბარგი ჩააალაგა და მერე ჩემს ბინაში გადავედით. ტანსაცმელები გავამზადე, თან ვცდილობდი კესო გამომეტეხა.
-დემნასთან რა ხდება?
-რა უნდა ხდებოდეს?
-კარგი, რა. ვხვდები, რომ გიყვარს. ვერ ვხვდები, რატომ მიმალავ?!
-არ მიყვარს, არც მომწონს. რა გავაკეთო? იდიოტია, ვერ ხედავ, როგორ მექცევა? სულ არ ვაინტერესებ.
-გოგო! რა არ აინტერესებ! სულ შენ გიყურებს ხოლმე. - შევკივლე შეშფოთებულმა.
-ჰო, იმიტომ ჰყავს თავისი გოგოშკა. - ტუჩები გამოწია კესომ და ეცადა მის გაჯავრებას.
-ჰო, კარგი.
-შენ? გუშინ რა მოხდა?
-პიცა თორნიკემ მოიტანა.
-მერე?
-გამოვართვი, ფული მივეცი და კარი ცხვირ წინ მივუხურე.
-რა?
-არც მახსოვდა, რომ ჩამოდიოდა. თან ხო არ გიხსენებიათ და...
-როგორ არა, ერეკლემ თქვა, რომ პიცას თორნიკე მოიტანსო.
-ჯანდაბა, მე ხო ყავას ვაკეთებდი მაგ დროს. - თორნიკესთან გატარებულმა იმ დღემ მშვიდად ჩაიარა, ხმა არ გაუცია და არც მე ჩავრთულვარ დიდად საუბარში.
-დავიღალე, მეძინება. - ამოიწუწუნა კესომ.
-3 საათი იწყება, როგორ გაგვეპარა დრო?! - აღშფოთებულს ამომხდა.
-მაღვიძარა დააყენე, ერეკლე ბიჭებთან რჩება, მაგას ჩალაგებული აქვს უკვე ბარგი.
-შენ დააყენე.
-ჰო, დავაყენებ. - კესო ლოგინზე გაწვა და წამშივე ჩაეძინა. მე კი სამზარეულოში გავედი, წყალი დავლიე. სახლი მოვიარე და შუქები ჩავაქრე. შემდეგ სააბაზანოში შევედი და ბოლოს, როგორც იქნა ჩემს საწოლს მივეტყიპნე.

***

დილით ტელეფონზე ზარის ხმამ გამაღვიძა, საათს, რომ დავხედე შვიდს აკლდა 10 წუთი.
-კესოო, ვაგვიანებთ, კესოოო! - დავიწყე ყვირილი. კესოც ეგრევე წამოხტა.
-ჯანდაბა! ჯანდაბა! მაღვიძარა არ დააყენე? - გაბრაზებულმა გადმომხედა.
-მოიცა, ჩუ! გისმენ, გოგა.
-რას შვრებით?
-მზად ხართ?
-გოგა, იცი... - სიტყვა გავწელე. - კი, მზად ვართ, ოღონდ ჩაცმა და ყავის დალევა დაგვრჩა. - სიცილით ვუთხარი.
-ოხ, ზარმაცებო.
-ამოდი, გელოდებით. - გოგა ამოვიდა, ჩვენ მანამდე ჩავიცვით და წყალიც დავადგით.
-გუშინ ვუთხარი მაღვიძარა დააყენე-მეთქი. - შემომიბღვირა კესომ და გოგას გახედა.
-კარგი, განა მართა დაგტოვებთ.
-ვინები ვიქნებით?
-ყველა, სამი მანქანით მივდივართ. ჩვენ, დემნას მანქანა და ერეკლესი. თერთმეტნი ვიქნებით, რა.
-რა ამბავია, სად უნდა დავეტიოთ?
-შარშან არ გახსოვს, ათნი ვიყავით, მერე ბათუმელებიც რომ მოვიდნენ, რამდენი ვიყავით ტოო, მაგრამ დავეტიეთ. ხოდა ახლაც ვიზამთ რამეს.

***

რვის ნახევარზე დავიძარით, აშკარად სხვა გზით მივდიოდით. მე უკან ვიყავი გამოჭიმული, ჩემი ბალიშით. კესო წინ იჯდა, რადგან მგზავრობის დროს ცუდად ხდებოდა. თვალები დავხუჭე და მუსიკას მივენდე.
მანქანა გაჩერდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ეტყობა მაღაზიაში უნდოდათ რამე. მოულოდნელად, უკანა კარი გაიღო და ვიღაცამ ჩაახველა.
-მძინარე მზეთუნახავო, ვფიქრობ, შენი მყუდროება უნდა დავარღვიო. - გავიგე ნაცნობი ხმა.
-ოღონდ ეს არა! - თვალები გავახილე და მხარბეჭიანი, მაღალი თორნიკე იდგა. - აქ რა გინდა? - გაკვირვებულმა გავხედე.
-სხვათაშორის, მოვდივარ.
-უი, მართლა? როგორ არ გამიხარდა. - ღიმილით გავხედე და ეგრევე დავსერიოზულდი. წამოვიზლაზნე, ჩემი ბალიშიც ხელთ ვიპყრე და გადავიწიე, რომ ის ახმახი დამჯდარიყო. - შენ ჩემი კომფორტი დაარღვიე, ამიტომ ახლა მე უნდა დავარღვიო შენი კომფორტი. - გაკვირვებულმა გადმომხედა. კესომ და გოგამ ერთმანეთს სიცილით გადახედეს. ბალიში თორნიკეზე მოვათავსე, კარგად ავაფუმფულე და გავწექი.
-რას აკეთებ? - გაოცებულმა გადმომხედა.
-ჰო, შეგიძლია თმაზეც მომეფერო. - მისი ხელი ჩემს თმებზე მოვათავსე და ჩამოვასმევინე. - აი, ასე. უკეთესად ვიქნები. - ისეთი გაოცებული სახით მიყურებდა, თითქოს უკადრებელი აკადრესო.
მთელი გზა მეძინა ამიტომ არაფერი გამიგია. სახეზე ხელის შეხებისას უსიამოვნოდ დამიარა.
-ალექსანდრა, ჩამოვედით. - თორნიკეს ხმა ვიცანი და დენდარტყმულივით წამოვხტი.
-აქ, ესე რატომ მეძინა? - გაკვირვებულმა გავხედე, რადა მახსოვს ნამდვილად არ ჩავხუტებულვარ.
-გადახვალ? ისედაც მთელი გზა შენი ატანა მომიწია.
-არაუშავს, ხდება ხოლმე.
გადავედი და გოგონებისკენ დავიძარი. კესო გაქვავებული იდგა და ერთ ადგილას გაშტერებოდა თვალი. გოგონები ხელს უქნევდნენ ცხვირწინ.
-კესოო, აუუ, ოეე, გამოფხიზლდი.
-რა სჭირს? - ვიკითხე.
-წინ გაიხედე. - გავიხედე და მეც გავშტერდი.
-ჯანდაბა, სანდრაა, შეენც? გოგო, ოეე, კარგი, რა გჭირთ?
-ხედავ? როგორ გაბედა? ვაიმე, არა... - ასლუკუნდა კესო.
-დაწყნარდი, არ ღირს მაგაზე ნერვიულობა. - არა, რომ ჰკითხოთ არც მოსწონს და არც უყვარს.
-წამო, - ხელი ჩავკიდე და დემნასკენ დავიძარით. - დემნუსიი, რას შვრებით? ოუ, ამას არ გაგვაცნობ? - "ამას" სპეციალურად გამოვკვეთე.
-ამას - ნათია ჰქვია, სანდრა. გაიცანით, ჩემი შეყვარებულია. ესენი: ალექსანდრა, კესო, ლილე და ნატალია. დანარჩენებსაც ნელ-ნელა გაიცნობ.
-სასიამოვნოა, - ტუჩები გამოგვიპრუწა. - შეგიძლიათ ნატა დამიძახოთ. ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადავხედეთ, შემდეგ ავათვალიერეთ.
-იმედია, გაგვიგებ. - ვთქვით და დავიძარით სახლისკენ.
სახლი მივალაგეთ, მტვერი გადავწმინდეთ. ოთახები საშუალო ზომმის იყო.
გოგონებმა ერთად მოვინდომეთ დაწოლა, ამიტომაც ყველაზე დიდი ოთახი ჩვენ დაგვითმეს.
საშუალო ოთახში - ერეკლე, თორნიკე და გოგა მოთავსდნენ.
მეორეში კი - ნიკა და კოტე. დაგვრჩა დემნა და ნათია, ჩვენი დასკვნით კი ერთ ოთახში უნდა ყოფილიყვნენ.
-დემნა, თქვენ რას იზამთ?
-ნათია თქვენთან და მე კოტე და ნიკასთან ვიქნები.
-კი, მაგრამ... - ლილემ პირი დააღო.
-კარგი.

***

პირველი სამი დღე წვიმდა, ამიტომ სახლში ვიყავით, შემდეგ კი გამოვიდა ამინდები და ზღვაზეც გავედით.
გამოცდის პასუხებს ველოდებოდი. ნოუთბუქი გავხსენი და შევამოწმე. არ მჯერა! ჩავაბარე. 70%-იანი გრანტით. თვალებს არ ვუჯერებდი. ტელეფონი მოვიმარჯვე და ერეკლესთან გადავრეკე.
-ეკეე, ჩავაბარე, ჩავაბარე!!!
-გილოცავ. - მომესმა უცხო ხმა, რომელიც ერეკლეს ხმისგან განსხვავებული იყო.
-ერეკლე, სადაა?
-გასულია.
-რომ მოვა უთხარი გადმომირეკოს. - თორნიკე იყო, ტელეფონი გავთიშე და მზადება დავიწყე. თხელი სარაფანა გადავიცვი და ზღვისკენ წავედი.
-ჩავაბარე! - უმალ ვახარე გოგონებს, მათაც გახარებულებმა მომილოცეს და გადამეხვივნენ.

***

სახლში მისულები უაზროდ დავაბოტებდით.
-მშია. - ამოიწუწუნა დემნამ.
-აუ, ჩვენ. - აყვნენ სხვებიც.
-პიცა გამოვიძახოთ?
-აუ, ჰო. გოგაა გასული და დავურეკოთ, ვუთხრათ.
-გოგა, ჰო, მალე მოხვალთ? 1 საათში მოვკვდით მშიერები. კარგი, კარგი. პიცა წამოიღეთ, რა. - ტელეფონი გავთიშე და ბავშვებს გავხედე. - 1 საათში მოვალთო.
-მიდი, ახტით და მანამდე რაღაც გააკეთეთ, თრემ კუჭი გამიქრება, ისე დამიპატარავდა. - მუცელზე ხელი დაისვა ნიკამ. ლილე, ერეკლე, გოგა, თორნიკე გასულები იყვნენ.
მე, კესო და ნატალია გავედით სამზარეულოში.
-არც იკადრა ადგომა. - აღშფოთებულმა თქვა ნატალიმ.
-მოიცადე, ახლა. - წამოხტა კესო.
-ჭკვიანად იყავი, კესოო. - მივაძახეთ გასვლის წინ და სამზარეულოს კართან ახლოს დავდექით, რომ გაგვეგო ამბავი.

***

სამზარეულოდან გასულმა კესომ მისაღებში შეაჭრა და კართან ახლოს დადგა.
-ისე, მართლა, აქ ჩვენ მოსამსახურეები არ ვართ, შესაბამისად, ყველა ვცდილობთ რაღაცის მომზადებას. პრივილეგიები კი მინიჭებული არავის არ აქვს, გარკვეული სტატუსის გამო. - გახედა ნათიას და "გარკვეული სტატუსი" კარგად გამოკვეთა.
-უკაცრავად? - გაკვირვებულმა გახედა ნათიამ.
-უკაცრავად არა, ანუ უნდა ადგე და სამზარეულოში შენც მოამზადო რამე.
-კი, მაგრამ... - უცებ შეიცოდა სახე. - მე... მე, რომ არ გამომდის?
-არაუშავს, არც ჩვენ გამოგვდის. სჯობს შენი გაკეთებული საჭმლით მოიწამლო და მოკვდე, ვიდრე - ჩვენით. შარი არ გვინდა. - ხელი აიქნია კესომ და გატრიალდა. - გელოდებით. - გასვლის წინ მიაძახა და სამზარეულოში შევიდა.

***

კარზე ზარია.
-ასე მალე მოვიდნენ ბიჭები? - გაკვირვებულმა გადმომხედა ნატალიამ. - სანდრა, გააღე რა.
სანამ ბიჭები წამოიზლაზნებოდნენ, უცებ გავედი და კარი გამოვაღე. გამოიცანით, ვინ დამხვდა?
-ოჰ, ისევ მოგცე ფული და მოგიხურო კარი?
-არა, ჯერ პიცა უნდა ამართვა, ალექსანდრა.
-შენით მოიფიქრე, თუ დაგეხმარა ვინმე?
-ისე, მართლა, რამხელა სახელი გაქვს, სანამ დაგიძახებ სული გამძვრება.
-ზუსტად ეგ მინდა. მაგიტომ დამარქვეს მაგხელა სახელი. - ირონიულად გავუღიმე. - ნუ გეშინია, დაძახებასაც ვერ მოასწრებ რომ მოკვდები.
-ნუ გეშინია, - ჩემივე ინტონაციით თქვა. - არც ვაპირებ, რომ "შენნაირსახელიანი" მყავდეს ვინმე. - თვალი ჩამიკრა. ღმერთო, რა დამპალია! - გაგიცივდა პიცა. - თვალები მობეზრებულმა ავატრიალე, პიცა ავიღე და სამზარეულოში წავედი.
ნათია ცდილობდა მწვანილის დაჭრას, კესო კი მითითებებს აძლევდა.
-არა, ასე არა. შენი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ძროხები კი არ ვართ, მაგხელა მწვანილს რომ ვყლაპავდეთ, ოღონდ ჯერ დაღეჭვა თქვი. - ღმერთო, ეს გოგო გააქცევს აქედან ნათიას! ნატალი სიცილის ძვლივს იკავებდა და მათგან ზურგით შებრუნებული ცდილობდა, სიცილის დამალვას.
როგორც იქნა, კესოს რეპლიკებითა და ნათიას აწითლებული სახის შემდეგ გავაკეთეთ საჭმელი. დანარჩენებიც მალევე დაბრუნდნენ. მაგიდა გავშალეთ და შემოვუსხედით. საღამომ შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით კესოს მზერას, რომელიც ნათიასკენ იყო მიმართული. დემნას, რომელიც ხალისობდა კესოზე. ბოლოს კი, მე, რომელიც ყველანაირად ვცდილობდი თორნიკეს დაიგნორებას, თუმცა - ამაოდ!

კესო:


ალექსანდრა:



&&&

ესეც მეორე თავი.
დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ.
მოუთმენლად, ველოდები თქვენს შეფასებას.



№1  offline წევრი TrustYourSoul

ძაალიან მომწონს ეს ისტორია❤️
ორივე თავი დღეს წავიკითხე❤️❤️
ვკითხულობ,ვკითხულობ და არ მყოფნის❤️კესო მეცოდება მაგრამ ცალმხრივი რომ არ არის მისი გრძნობა ეს მომწონს :დდდდ თორნიკეზე და ალექსანდრაზე უკვე ვგიჟდები :დდდ ბევრი ბევრი მაიმუნობები გველის წინ და წინასწარ ვემზადები :დდდ სხვა ყველაფერი შესანიშნავია❤️❤️ველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი aNuGi

აუ რა კარგია როგორ მომწოონს! <3
ისეთი საყვარლები არიან ყველანი, ისეთი პოზიტიურები და თბილები, ერთი სული მაქვს როდის დადებ შემდეგ თავს <3
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline მოდერი bibo

პატარა გოგოვ
წინა ჩანახატი ისეთი იყო ისეთი
საოცარი გასაგიჟებელი
არამქვეყნიური
ესეც სასწაულია
საოცარი
შენ ხარ საოცრება
სასწაული
არამქვეყნიური
მაგიჟებს მე შენი ისტორია
შენი იუმორი
წერის სტილი
ემოციები
სიტყვები
ასოები
ბგერები
უბრალოდ მაგიჟებ
ყველაზე
ყველაზე
ყველაზე
ყველაზე
საოცარი გოგო ხარ მარმელადო
შენ ხარ ემოცის პიკი კამფეტო
პატარა მარწყვის გოგოვ
მაგიჟებ მე შენ და შენი ისტორიები
ჩემო კამფეტო გოგოვ heart_eyes
სიყვარული ხარ
ბედნიერების მარცვალი
სიგიჟის წყარო
ბევრი ბევრი
უბევრესი შენაირი საიტს კამფეტო

 


№4  offline წევრი mimimimo

bibo
პატარა გოგოვ
წინა ჩანახატი ისეთი იყო ისეთი
საოცარი გასაგიჟებელი
არამქვეყნიური
ესეც სასწაულია
საოცარი
შენ ხარ საოცრება
სასწაული
არამქვეყნიური
მაგიჟებს მე შენი ისტორია
შენი იუმორი
წერის სტილი
ემოციები
სიტყვები
ასოები
ბგერები
უბრალოდ მაგიჟებ
ყველაზე
ყველაზე
ყველაზე
ყველაზე
საოცარი გოგო ხარ მარმელადო
შენ ხარ ემოცის პიკი კამფეტო
პატარა მარწყვის გოგოვ
მაგიჟებ მე შენ და შენი ისტორიები
ჩემო კამფეტო გოგოვ heart_eyes
სიყვარული ხარ
ბედნიერების მარცვალი
სიგიჟის წყარო
ბევრი ბევრი
უბევრესი შენაირი საიტს კამფეტო

როგორ მახარებ!
ვგიჟდები შენზე.
ჩემო სიყვარელო, ძალიან დიდი მადლობა!

 


№5  offline წევრი mimimimo

წარსული კვდება...
ძაალიან მომწონს ეს ისტორია❤️
ორივე თავი დღეს წავიკითხე❤️❤️
ვკითხულობ,ვკითხულობ და არ მყოფნის❤️კესო მეცოდება მაგრამ ცალმხრივი რომ არ არის მისი გრძნობა ეს მომწონს :დდდდ თორნიკეზე და ალექსანდრაზე უკვე ვგიჟდები :დდდ ბევრი ბევრი მაიმუნობები გველის წინ და წინასწარ ვემზადები :დდდ სხვა ყველაფერი შესანიშნავია❤️❤️ველოდები ახალ თავს

დიდი მადლობა.
aNuGi
აუ რა კარგია როგორ მომწოონს! <3
ისეთი საყვარლები არიან ყველანი, ისეთი პოზიტიურები და თბილები, ერთი სული მაქვს როდის დადებ შემდეგ თავს <3
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ! <3

ძალიან დიდი მადლობა.
მიხარია, რომ მოგწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent