ერთი ნაბიჯი ბედნიერებისკენ (მეორე თავი)
******************************************** სამი საათი იყო ბოლო ლექცია რომ დაუმთავრდა და ავდიტორია დატოვა . დერეფანში გაიარა და გოგონების საუბარს მოკრა ყური: - უნივერსიტეტთან რომ შავი მანქანა დგას დაინახე? - ეკითხებოდა ერთი მეორეს . - არა , ალბათ ვიღაცას მოაკითხეს . - უპასუხა მეორემ . - ნეტა ვინ არის ის ბედნიერი , თვით ანდრონიკემ რომ მოაკითხა ? - აღტაცებული საუბრობდა გოგო . - არვიცი , მაგრამ არც მე არ ვიტყოდი უარს ეგეთმა ბიჭმა რომ მომაკითხოს . -კეკლუცურად თქვა მეორემ და თმა თითზე დაიხვია . ... ნენე გაკვირვებული ჩადიოდა კიბეებზე და თან ფიქრობდა . - ვინ არის ასეთი ეს ანდრონიკე , რომ ყველა იცნობს ? ... ამასობაში უნივერსიტეტიდანაც გამოვიდა და ანდრონიკეს მანქანას მოკრა თვალი , კაცმა აშკარად დაინახა და მანქანიდან გადმოვიდა , თან გოგონასკენ დაიძრა . - რა გინდა ვერ ვხვდები . თავს რატომ არ მანებებ ? ან საერთოდ ვინ ხარ ? - გაბრაზებული აბრიალებდა თავის მწვანე თვალებს ნენე . - აქ არ გინდა ისტერიკების გამართვა , ჩაჯექი მანქანაში . - გაისმა კაცის მკაცრი ბარიტონი . - არ მინდა შენ მანქანაში ჩაჯდომა ! მე შენ საერთოდ არ გიცნობ და რატომ უნდა ჩავჯდე შენს მანქანაში ?! - გაჯიუტდა ნენე. - მთელი უნივერსიტეტი ჩვენ გვიყურებს . ნუ მე მაგარი მ...ია რას იჭორავებენ ჩვენ ზურგს უკან , მაგრამ ვიცი რომ შენ არა , ამიტომ ჩაჯექი მანქანაში . - აუღელვებლად ლაპარაკობდა მამაკაცი . ნენემაც უკან მიიხედა და მართლაც ასე იყო , ყველა ვინც უნივერსიტეტის ეზოში იყვნენ გამოსულები, მათ უყურებდნენ . ცოტა არიყოს შერცხვა კიდევაც , გაბრაზებულმა გამოაღო მანქანის კარები და უკანა სავარძელზე მოკალათდა . ის , ის იყო კარი უნდა დაეხურა ანრონიკეს ხელმა რომ შეაჩერა. - აქ რა გინდა , წინ დაჯექი . - უთხრა კაცმა - მე აქ მინდა რომ დავჯდე . - წარბებშეკრული ელაპარაკებოდა ნენე . - სანამ გავბრაზდი ჯობს დამემორჩილო და წინ დაჯდე . - ხმას აუმაღლა ანდრონიკემ . - ვერ გავიგე ვინ ხარ რომ შენ დაგემორჩილო ? - ჯიუტობას არ წყვეტდა გოგონა . - მე გაგაფრთხილე . - ესღა თქვა კაცმა . ერთი ხელი ფეხებ ქვეშ ამოდო მეორე კისერთან და ხელში აყვანილმა გადმოსვა მანქანიდან . უკანა კარები ფეხით მიხურა და მძღოლის გვერძე გამოაღო კარები . გოგონაც შიგნით მოათავსა და თავისივე ხელით შეუკრა რემენი . - მორჩი ამ ჯიუტობას და დამიჯერე რასაც გეუბნები , ელემენტარული მაინც . - თქვა ანდრონიკემ და კარები მიხურა . მანქანას შემოუარა და ნენეს გვერდით თავისივე ადგილი დაიკავა. - მერამდენეჯერ გეუბნები რომ არ გიცნობ და ჩემგან რა გინდა ვერ გავიგე . - თავისას მაინც არ იშლიდა გოგონა . - არ მიცნობ გამიცნობ , ეგ რა პრობლემაა . - ესღა თქვა კაცმა და ადგილს მოსწყდა . ... სადღაც ხუთი წუთი იყო გასული ნენემ გარშემო რომ მოიხედა და მიხვდა თავისი ბინისკენ არ მიდიოდნენ . - სად მიდიხარ , აქით არ არის ჩემი სახლი . - გაკირვებულმა შეხედა მამაკაცს . - ვიცი , შენს სახლში არც მიმყავხარ . - ჩვეულებრივი ხმით უპასუხა ანდრონიკემ. - აბა სად მივდივართ ? არა ხო ვიძახდი მანიაკი ხარ თქო ?! სასწრაფოდ წამიყვანე სახლში . - უკვე ისტერიკებში ვარდებოდა ნენე. - დამშვიდდი და მომისმინე . - მანქანა გზიდან გადააყენა და გააჩერა ანდრონიკემ . - არ გინდა ისტერიკები და წივილ-კივილი . ოფისში მივდივართ და ნუ ნერვიულობ . მანიაკი რომ ვყოფილიყავი დამიჯერე გუშინ სახლში კი არ მიგყვანდი , სადმე უკაცრიელ ადგილას დაგტოვებდი , როგორც მანიაკებს ჩვევიათ . ვიცი რთულია ამის დაჯერება , მაგრამ არც ისეთი ცუდი ვარ როგორიც გგონივარ. ახლა კი დამშვიდდი . - უთხრა ანდრონიკემ და მანქანა დაძრა . ... აი ნენეს კი მგზავრობის დროს ხმა არ ამოუღია , ანდრონიკეს ნათქვამზე ფიქრობდა და თითოეულ სიტვას აანალიზებდა . იყო მასში რაღაც ისეთი რომ მისკენ იზიდავდა და ვერ შორდებოდა გოგონა , მაგრამ ერთი მხრივ ეშინოდა მისი ... სადღაც ათ წუთში ანდრონიკემ მანქანა ათ სართულიან შენობასთან გააჩერა და ნენეს მიუბრუნდა . - გადმოდი და გამომყევი . -უთხრა კაცმა . - მართლა ძალიან მეჩქარება , ჩემით წავალ სახლში . უამრავი სამეცადინო მაქ და შემდეგ კლუბში უნდა წავიდე , მართლა ძალიან მეჩქარება . - უკვე დაწყნარებულმა ნენემ წარმოთქვა . - კლუბში დღეის იქით აღარ წახვალ ! - მკაცრად თქვა ანდრონიკემ. - რას ქვია არ წავალ , ის ჩემი სამსახურია ! - არც ნენე ჩამორჩა . - რომ ვამბობ არ წახვალ-თქო , ანუ არ წახვალ და ვსიო! შენ იქ აღარ მუშაობ . - ხმას აუმაღლა კაცმა . - რასქვია მე იქ აღარ ვმუშაობ ? და საერთოდ შენ ვინ ხარ რომ მიწყვიტავ , სად ვიმუშაო და სად არა ?! - ანდრონიკე დევდარიანი ! - მკაცრად თქვა და მანქანიდან გადავიდა . ნენეს მხარეს კარები გააღო და გოგო მანქანიდან გადმოიყვანა . - შენი ხმა არ გავიგო ! - მკაცრად უთხრა გოგონას და შენობაში შევიდა . ლიფტიც გამოიძახა და ნენეს შემდეგ ლიფტში შევიდა . ბოლო ღილაკს თითი მიაჭირა და ლიფტიც დაიძრა . სადღაც ერთ წუთიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა და იქიდან ანდრონიკე გამოვიდა , გვერდს კი ნენე უმშვენებდა . ეგრევე დაიწყეს ირგვლივ ფუსფუსუსი , მაგრამ კაცი ყურადღებას არ აქცევდა და გოგონასთან ერთად თავისი კაბინეტისკენ მიაბიჯებდა . კაბინეტთან მჯდომ გოგონას დაუბარა არავინ შემაწუხოს-ო და კაბინეტში ნენესთან ერთად შევიდა . - არ მესმის აქ რა მინდა და საერთოდ რა გინდა ჩემგან ?! უკვე გითხარი და გიმეორებ რომ მაგვიანდება . - გაბრაზებული ლაპარაკობდა ნენე . - არსად არ გაგვიანდება . - აუღელვებლად თქვა ანდრონიკემ და თავის სავარძელში მოთავსდა . - დღეიდან შენ კლუბში აღარ მუშაობ . - თქვა და გოგონას იქვე მდგომ სკამისკენ მიუთითა დაჯექიო . - საერთოდ არ გესმის ხო ჩემი ?! მე იქ ვმუშაობ და ვალდებული ვარ სამსახურში მივიდე . - თავის პოზიციას არ ღალატობდა ნენე . - უკვე მერამდენეჯერ გეუბნები რომ იქ აღარ მუშაობ და შეიგნე ეს ! - მკაცრად თქვა ანდრონიკემ . - შენ რატომ მიწყვიტავ სად ვიმუშავებ და სად არა ვერ ვხვდები . - უკვე ცოფებს ყრიდა გოგონა . - იმიტომ რომ ასეა საჭირო , ახლა კი დაჯექი და ამ საბუთებზე ხელი მოაწერე . - უთხრა მამაკაცმა და ფურცლების დასტა დაუდო წინ. - ეს რა არის ? - გაკვირვებას ვერ მალავდა ნენე . - ამ საბუთებს ხელს მოაწერ და ოფიციალურად იმუშავებ ამ კომპანიაში ჩემს მდივნად . - აუღევლებლად თქვა ანდრონიკემ . - ვერ გავიგე , შენი მდივანი უნდა ვიყო ? მე მაქვს სამსახური და საერთოდ არ მჭირდება შენი შემოთავაზება , იქაც კარგად ვგრძნობ თავს . - რათქმაუნდა ტყუილს ლაპარაკობდა ნენე , მაგრამ სრულიად უცნობს ვერ დათანხმდებოდა ასეთ წინადადებაზე . - წინა სამსახურზე უფრო კარგ პირობებს გთავაზობ . არ მოგიწევს შუა ღამეს მუშაობა და ვიღაც იდიოტების მომსახურება . თან იმაზე ორჯერ მეტი გექნება ხელფასი ვიდრე კლუბში იღებ . ყველაფერთან ერთად სწავლაში ხელი არ შეგეშლება , ამიტომ ამაზე კარგ პირობებს ვერსად ნახავ . ნუ ჯიუტობ და მოაწერე ხელი . - თქვა კაცმა და გოგონას მიაშტერდა , ცდილობდა მის სახეზე რამე წაეკითხა , მაგრამ გოგონა სახის მიმიკას არ ცვლიდა . - ძალიან ცდებით თუ ფიქრობთ , რომ სრულიად უცნობ მამაკაცს ამ წინადადებაზე დავთანხმდები . არ ვიცი რა გინდათ ჩემგან და ამ ქცევით რის მიღწევას ცდილობთ , მაგრამ არაფერი გამოგივათ მე არ ვარ თანახმა თქვენთან მუშაობის . ყველაფრის მიუხედავად ვიმუშავებ იქ , სადაც ვმუშაობ . მართალია ძალიან კარგი პირობებია , მაგრამ ჩემი სინდისი არ მაძლევს იმის საშუალებას რომ აქ ვიმუშაო . - მკაცრად თქვა ნენემ . - რატომ ხარ ასეთი ჯიუტი და რატომ არ მთანხმდები . ნებისმიერი გოგო ოცნებობს ასეთ შემოთავაზებაზე და შენ ამ შანს ხელიდან უშვებ . - აშკარად გაკვირვებული იყო ანდრონიკე . - არვიცი სხვა გოგონები რაზე ოცნებობენ , მაგრამ ჩემ ოცნებებში ნამდვილად არ არის სრულიად უცნობთან მუშაობის დაწყება . ამასთან ერთად თუ არ იცით გეტყვით რომ საერთოდ არ ვგავარ იმ ქარაფშუტა გოგონებს შენს დანახვაზე გული რომ მიდით და ყველაფერს აკეთებენ შენთან მოსაახლოვებლად . არ ვიცი ვინ ხარ და არც მაინტერესებს , რადან მე უკვე გადავწყვიტე . რაც არ უნდა მოხდეს მე სრულიად უცნობ ადამიანთან მუშაობას არ დავიწყებ . - თქვა ნენემ და უკან მოუხედავად დატოვა კაბინეტი , შემდეგში კი კომპანია . ... ვინ იყო ამდენს რომ ბედავდა ეს ანდრონიკე ჯერკიდევ ვერ გაერკვია . რამდენის უფლებას აძლევდა თავის თავს. მაგას ეგონა ჩვეულებრივი გოგონებივით კისერზე ჩამოეკიდებოდა , როცა გაიგებდა სამსახურს სთავაზობდა ?! არამც და არამც . მართალია ძალიან უჭირდა კლუბში მუშაობა და სწავლა ერთად , მაგრამ მის წინადადებაზე დათანხებას ისევ კლუბში მუშაობა ერჩივნა . სჯობდა ორი საათი ეძინა , ვიდრე მასთან ემუშავა . ... ********************************************** საღამოს ექვსი საათი იყო ნენემ კლუბში რომ შეაბიჯა . გასახდელისკენ მიდიოდა უფროსმა , რომ დაუძახა . - აქ რა გინდა ნენე ? - გაკვირვებული იყო ბატონი გაგა . - როგორ თუ რა მინდა ბატონო გაგა , მე აქ ვმუშაობ , აბა სად უნდა ვიყო ? - გაიკვირვა ნენემ . - ბატონ ანდრონიკეს ველაპარაკე და მითხრა რომ აქ აღარ იმუშავებდი . - თქვა კაცმა და ნენე გაბრაზებისგან რა დაემტვრია აღარ იცოდა . ვინ იცის რად დაუჯდა იმ წუთას მშვიდად ყოფნა . - ტყუილია , ბატონო გაგა . მე ჩვეულებრივად ვიმუშავებ კლუბში , როგორც ყოველთვის . - არა ნენე , ბატონმა ანდრონიკემ თქვა რომ აქ აღარ იმუშავებდი , ამიტომ აქ აღარ მუშაობ . ნახვამდის ! - უთხრა კაცმა და იქაურობას გაეცალა . ... არა ვინ იყო ეს ანდრონიკე ამდენს რომ ბედავდა ?! ********************************************** სადღაც თხუთმეტ წუთში უკვე ნაცნობ კომპანიის ბოლო სართულზე იმყოფებოდა და ანდრონიკეს კაბინეტისკენ მიიწევდა . დაუკაკუნებლად შეაღო კარები და შიგნით შევიდა . - ხომ ვთქვი რომ არ შემაწუხოთ-თქო . - მკაცრად თქვა მამაკაცმა , ისე რომ თავი არც აუწევია . - მეც ვთქვი რომ კლუბში ვიმუშავებ-თქო , მაგრამ ბატონ გაგასთან გილაპარაკია და სამსახურიდან გამომიშვა . - გამწარებული იყო ნენე . - აბა რა გეგონა ?! მე ხომ გითხარი იქ აღარ იმუშავებ-თქო და ასეც იქნება . - თვალები გაუსწორა ანდრონიკემ ნენეს . - რა გინდა ჩემგან ვერ ვხვდები , რას გადამეკიდე ? ჩემს საქმიანობში ჩემი ოჯახის წევრებიც კი არ ერევიან და შენ ვინ ხარ ამდენს რომ ბედავ ? საერთოდ როგორც გამოჩნდი ისევე გაქრი ჩემი ცხოვრებიდან . - ოდნავ ხმას აუწია გოგონამ . - როცა მე მელაპარაკები ხმას დაუწიე . არ დაგავიწყდეს , რომ ანდრონიკე დევდარიანს ელაპარაკები . - მკაცრად თქვა . - საერთოდ არ ვიცი ვინ ხარ და არც მაინტერესებს . - არც ნენე აკლებდა სიმკაცრეს . - მართლა არ იცი ვინ ვარ ? - დაეჭვებულმა წარმოთქვა კაცმა . - შენც ახლა ... - გაჩერდა , ვისთვის შეედარებია არ იცოდა . - ლეონარდო დიკაპრიო . - სახელი შეაშველა კაცმა . - ვინ ? - გაკვირვა გოგონამ . - ვინ და ლეონარდო დიკაპრიო . - ვინ არის ლეონადო დიკაპრიო ? - გაკვირვებული იყო ნენე. - მოიცა რაა ? არ იცი ლეონარდო ვინ არის ? - გაკვირვებას ვერ მალავდა ანდრონიკე . - ვინ დოზანაა , რომ ვიცოდე ლეონარდო ვინ არის ? ვიღაცა იდიოტი იქნება შენსავით . - დადო დასკვნა ნენემ . - რასქვია დოზანა და იდიოტი ? შენ კოსმოსიდან ხარ ? როგორ არ იცი ლეონარდო ვინაა ? გოგო მაინც არ იყო . არა აშკარად ღადაობ . - იცინოდა ანდრონიკე . - ვაიმე , არ ვიცი ვინ არის და რა გავაკეთო . - გაბრაზდა ნენე . კაცმა ჯერ სახეზე დააკვირდა და რომ მიხვდა სრული სერიოზულობით ლაპარაკობდა , ტელეფონი აიღო და რაღაცის ძებნა დაიწყო . სადღაც ორ წუთიანი ლოდინის შემდეგ ნენეს ტელეფონი გაუბრუნა და უთხრა : - ეს არის ლეონარდო დიკაპრიო . - ანიშნა ფოტოზე . - აამ , ეს ბრტყელთავაა ლეონარდო ? - ჩაფიქრებულმა წარმოთქვა ნენემ . - მოიცა რაო ? - გადაიხარხარა ანდრონიკემ . - ბრტყელ თავა ? - სიცილს ვერ წყვეტდა . - ამდენი რამდენი ხანია არ მიცინია . - ისევ ხარხარებდა , მის სიცილზე კი ნენეც ახარხარდა . - უიმე რაიყო , ბრტყელ თავაა და მე რა გავაკეთო . - იცინოდა ნენე . - რა არ მომისმენია ლეონარდოზე , მაგრამ ერთადერთი ხარ ვინც ბრტყელთავა უწოდა , თან გოგომ . - ნუ რას ვიზამთ , ჩვეულებრივ გოგოებს რომ არ ვგავარ მეორეჯერ გიმტკიცებ . - მხრების ჩეჩვით ამოილაპარაკა ნენემ. - მერე და კარგია განსხვავებულობა . - განსხვავებულობა კი კარგია , მაგრამ ... - ახლა გაახსენდა რატომ იყო იქ . - დაურეკე ბატონ გაგას და როგორც უთხარი რომ არ იმუშავებს-ო , ისე უთხარი იმუშავებს-თქო . - რომ ვამბობ არა-თქო ანუ არა . - სახე გაუმკაცრდა ანდრონიკეს . - ან იმუშავებ ჩემთან ან საერთოდ არ იმუშავებ . - რატო იქცევი ასე ვერ ვხვდები . რა გინდა ჩემგან ? შენ ხომ საერთოდ არ მიცნობ და რას გადამეკიდე ? - ნერვებმა უმტყუვნა ნენეს . - რასაც ვამბობ ისე იქნება . - კითხვებს თავს არიდებდა ანდრონიკე . - რატომ არიდებ კითხვებს თავს ? რატომ არ გინდა რომ ამიხსნა ეს ყველაფერი ? რატომ არ გინდა გავიგო მიზეზი შენი ქცევების ? - ოდესმე გპირდები მოგიყვები . - მკაცრად თქვა კაცმა . - ოდესმე არა ახლა მომიყვები . - გაბრაზდა ნენე . - ახლა არა ნენე , ახლა არა , მაგრამ მანამდე იცოდე რომ არაფეს არ დაგიშავებ . არაფერს ცუდს არ ვაკეთებ და მხოლოდ შენი კეთილდღეობისთვის დავურეკე ბატონ გაგას. მხოლოდ იმიტომ რომ შენ კარგად იყო . - ხმა დაუთბა ანდრონიკეს. - რატომ აკეთებ ამას ? რატომ აკეთებ ამ ყველაფერს სრულიად უცნობი ადამიანისთვის ? - გაკვირვებას ვერ მალავდა ნენე . - არ ვიცი . - ძალიან ჩუმად წარმოთქვა კაცმა , მაგრამ ნენემ გაიგო . - როგორ თუ არიცი ? ამ ყველაფერს რატო აკეთებ არ იცი ? დავიჯერო ყველა უცნობს ასე ეხმარები და სამსახურს სთავაზობ ? - არა ნენე , ერთადერთი ხარ ვისთანაც ასე ვიქცევი . ერთადერთი ხარ ვისთანაც თავს ვერ ვაკონტროლებ . არვიცი რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს , მაგრამ ერთადერთი ის ვიცი რომ ჩემი დახმარება გჭირდება და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის . - ხო , მაგრამ შენ საერთოდ არ მიცნობ . გუშინ მნახე პირველად და ჩემს გარდა კიდევ უამრავი ადამიანი იყო იმ ბარში , თუნდაც მიმტანი . თითოეულ იქ მყოფს ექნება პრობლემა , მაგრამ მანდამაინც მე რატომ ამომიჩემე ვერ ვხვდები . - არ ვიცი . - ისევ იგივეს იძახოდა მამაკაცი . - კარგი , როგორც ჩანს მეტის თქმა არ შეგიძლია , ამიტომ არ აქვს ამ საუბრის გაგრძელებას აზრი . - ესღა თქვა და იქაურობას გაეცალა. ... ***************************************************** რატომ გამოჩნდა ანდრონიკე მის ცხოვრებაში ? რა უნდა მისგან ? რატომ ეხმარება ? ... ამ კითხვებზე პასუხს ეძებდა ნენე , მაგრამ თვითონ ანდრონიკესაც არ ქონდა პასუხები . ... რათქმაუნდა კარგი იქნებოდა მასთან მუშაობა და აღარ მოუწევდა გათენება , მითუმეტეს იმ კლუბში ვეღარ იმუშავებს . ძლივს ნაპოვნი სამსახური დაკარგა მაგრამ არ შეეძლო მასთან მუშაობა და ვერც იმუშავებდა . ალბათ ფიქრობთ რა დებილია ნენე , რა შანს უშვებს ხელიდან-ო , მაგრამ რას ვიზამთ , ნენე ასეთია და ასეთივე იქნება . დავიწყოთ იქიდან რომ სრულიად უცნობი იყო მისთვის და არ შეეძლო უცნობთან ასე მოქცევა . მართალია რაღაც იზიდავდა კაცისკენ , მაგრამ ეშინოდა მისი . მდიდარი არის და უნდა ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდეს . დარწმუნებულია მორიგი აკვიატება არის მისთვის , ამიტომ ისედაც იმდენი პრობლემა აქვდ , კიდევ ერთს ვერ დაიმატებს . ... ************************************************** ანდრონიკე დევდარიანი , ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი ქვეყანაში . არ არის ტიპიური მდიდარი და ყოველთვის ანადგურებს სტერეოტიპეპს თავში ავარდნილ ბიზნესმენებზე . ოცდაოთხი წლის , მეტრა და ოთხმოცდა თხუთმეტი . ბავშობიდან თამაშობს კალათბურთს , რამაც აშკარად შეუწყო ხელი . ... შავგვრემანი , უფსკრულივით შავი თვალებით . თავისუფალ დროს ყოველთვის ძმაკაცებთან ერთად ატარებს . ორი საუკეთესო ძმაკაცი ყავს , იგივე ძმები . ბექა და თოკო , ეს სამი ბავშვობიდან ერთად მოდიან . ... თოკო სწორედ ის ბიჭია კლუბში მასთან ერთად რომ იჯდა , აი ბექა კი იქ იმიტომ არ იყო , რომ თავის ჭირვეულ ცოლს უსრულებდა ერთ-ერთ კაპრიზს . ორსულად არის და შეკლული ყავს კაცი ხელში . ... ანდრონიკეს ოჯახი ცოტა რთული თემაა ... მამამ სანამ გაჩნდებოდა მანამდე მიატოვა ცოლი და სხვა ქალი შეირთო ცოლად . არასდროს არ ყავს ანდრონიკეს ნანახი და არც უნდა რომ ნახოს , თორემ კარგს არაფერს დამართებს დედის თითოეული ცრემლისთვის და ერიდება ჩხუბს . ადრეული ასაკიდან ხედავდა მომტირალ დედას , ამიტომ გაჭედვები აქვს ქალის ტირილზე . ... დედა - ნონა . მარტო , გმირულად გაზარდა შვილი და ყველაფერი გააკეთა ანდრონიკეს კეთილდღეობისთვის . დიდი წვრილი მიუძღვის შვილის ისეთად ჩამოყალიბებაში , როგორიც ახლა არის . არც და ყავს და არც ძმა , თუ თოკოს და ბექას არ ჩავთვლით . ... ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია და ალბათ ამიტომ არის ასეთი წარმატებული თავის საქმეში . ... ************************************* ერთ-ერთი მორიგი საღამო იყო , თოკო რომ შეუვარდა კაბინეტში და ბევრი წუწუნის შემდეგ , როგორც იქნა წაიყვანა კლუბში . რათქმაუნდა უყვარდა გართობა , მაგრამ კომპანიაში იმდენი საქმე ქონდა გართობისთვის ნამდვილად არ სცხელოდა . ... ბევრი ქალი ყოლია , მაგრამ ყველანი ერთი ღამით . არასდროს არავინ არ ყვარებია და დიდად არც სჯერა სიყვარულის. ... ჰო და სად შევჩერდი ... თოკოს დაჟინებული თხოვნით ერთ-ერთ კლუბში წავიდნენ , ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა სანამ მიმტანი არ მივიდა . არც კი შემოუხედავს ისე აგრძელებდა თავის საქმიანობას და ამაზე რატომ თვითონაც არ იცის , მაგრამ გაბრაზდა . შემდეგ რაც მოხდა უკვე კარგად ვიცით . ... მის საქციელზე გაკვირვებას ვერ მალავდა თოკოც . - რა გინდოდა , ამ გოგოსთან ვერ ვხვდები , რას წამოენთე ? რომ არ გიცნობდე მაგრად გაგინებდი . - ეუბნებოდა ბიჭი , მაგრამ ანდრონიკე საერთოდ არც კი უსმენდა . ********************************* მეორე დღეს გაიღვიძა თუ არა ვიღაც კაცს დაურეკა და ინფორმაცია თხოვა გოგონაზე . კაციც არ დაიბნა და ერთ საათში უკვე ნენეს მთლიანი დოსიე გადაუგზავნა მაილზე . ... ყველაფერი საგულდაგულოდ წაიკითხა. ... არვიცი როგორ , მაგრამ ნენეს დოსიეში ყველაფერი ეწერა მასზე , თუ რა უყვარდა , რაზე ქონდა ალერგია და ასე შემდეგ. აფსოლიტურად ყველაფერი გარდა მისი ოჯახისა . მათზე მხოლოდ ის ეწერა , რომ ყავს დედ-მამა , რომლებიც გაშორებულები არიან და დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს , მამა კი ქუთაისში . ბებია კატო და ორი ძმა , რომლებიც ქორწინებაში იმყოფებიან . ... ყველაფერი გულდასმით წაიკითხა , მაგრამ ვერ გაიგო თვრამეტი წლის გოგონა , რომელმაც ახლახანს ჩააბარა იურიდიულზე ას პროცენტიანი გრანტით , რატომ ცხოვრობდა მარტო თბილისში და რატომ მუშაობდა ღამის კლუბში ?! დარწმუნებული იყო რომ რაღაც მიზეზი ქონდა ამ ყველაფერს და იქამდე ვერ მოისვენებდა სანამ დაწვრილბით არ ეცოდინებოდა ყველაფერი . ********************************* ამიტომ დაყვება კუდში გოგონას და ყველაფერს აკეთებს მისთვის . ... სამსახურიც კი შესთავაზა , მაგრამ უარი იიღო , რამაც საკმაოდ გააკვირვა . არასდროს არავის არაფერზე არ უთქვამს მისთვის უარი , ყველა ყელზე ეკიდებოდა . გოგონამ კი ისეთ რაღაცაზე უთხრა უარი , რომ გაუკვირდა . აშკარა იყო სჭირდებოდა საამსახური და კლუბში ღამეების თენებას , კომპანიაში მუშაობა ათასჯერ ჯობდა , მაგრამ მკაცრი უარი მიიღო . კლუბში დარეკა კიდევაც და მკაცრად უთხრა მეპატრონეს , რომ გოგონა მასთან აღარ იმუშავებდა . გააფრთხილა კიდევაც რომ მოვიდეს და დაბრუება გთხოვოთ უარით გაისტუმრეთ-ო . ასეც მოხდა , მაგრა გოგონა მაინც უარს ამბობდა მასთან მუშაობაზე . ... ერთი გაფიქრება ისიც გაიფიქრა , ვითომ თავს ხომ არ იფასებს-ო , მაგრამ სასწრაფოდ უკუაგდო ეს ფიქრები . ... შემდეგ გოგონამ დიკაპრიოზე სიცილი რომ დაიწყო საერთოდ პირი ღია დარჩა . ყველა გოგო ირევა ლეონარდოზე , მან კი ისიც არ იცოდა ვინ იყო და რა ეთქვა აღარ იცოდა . ... ყველასგან გასხვავებული იყო გოგონა , რაც იზიდავდა . მისთვის ახალი შოკოლადივით იყო . სრულიად ახალი , განსხვავებული და გაუსინჯავი . ... *********************************** ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ <3 მიყვარხართ მე თქვენ <3 მოგწონთ ისტორია? რას ფიქრობთ ღირს გაგრძელება ? მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.