გულს ვერ უბრძანებ (2)
ოთახში დაძაბულობამ დაისადგურა, თითქოს ყველა რაღაც ზეციურმა ძალამ გაყინა და ადგილიდან დაძვრა ვერავინ მოახერხა. მხოლოდ და-ძმის სახეზე გაიკვალა მარილიანმა სითხემ გზა. ნუცამ იცოდა, რომ ოდესმე შხვდებოდა მონატრებულ სახეს, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა ეს ყველაფერი ასე თუ ატკენდა გულს. კიდურები ეკვეთბოდა, სავარძლის ზურგს რომ არ დაყრდნობოდა ნამდვილად წაიქცეოდა. მხოლოდ თორნიკეს თვალებს შეჰყურებდა, თვალებს რომელიც ამდენი წლის განმავლობაში არ ენახა, ვერ გაეგო მის გონებაში ზიზღს იწვევდა ეს სახე თუ სიყვარულს, ყოველთვის ეგონა, რომ ძველი ტკივილი დაივიწყა და ყველაფერი წარსულს ჩააბარა, მაგრამ ახლა მიხვდა, რომ ტკივილი არსად არ წასულა და ისევ მასთან ერთად გულის ბნელ კუნჭულში ცხოვრობდა. უცებ თვალწინ დაუდგა ძმასთან ერთად გატარებული ბედნიერი დღეები, გაახსენდა რომ ორი დღეც კი ვერ ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე. ბედნიერი წუთები მალე დიდმა უბედურებამ შეცვალა, ნუცა გონს მოეგო თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, მხრებში გიმართა და ძალა მოიკრიბა. უნდა დაემტკიცებინა მათთვის, რომ აღარ არსებობდა ის 18 წლის სუსტი გოგო, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლო. უნდა დაენახებინა, რომ ნუცა დადეშქელიანი წარსულს ჩაბარდა და ახლა მათ წინ ანასტასია ბარნოვა იდგა. ქალი, რომელიც ამდენმა ტკივილმა და ტანჯვამ ვერ გატეხა, პირიქით ძლიერ და შეუპოვარ პიროვნებად აქცია. ცრემლები შუმჩნევლად შეიმშრალა და ლიას მიუბრუნდა -დაცვას უთხარი სტუმრები გააცილოს.- მას ხმა გაებზარა, თუმცა სიმტკიცეს მაინც ინარჩუნებდა. -გთხოვ- მუდარით უთხრა თორნიკემ- გთხოვ ნუცა.... -არ გაბედო!- მთელი ხმით იყვირა გოგომ- ნუცა იმ დღეს მოკვდა, როცა სახლიდან გამოაგდეთ- დიდი ტკივილი იგრძნობოდა გოგოს ხმაში- ჩემი სახელი ნუცა არ არის! -რას ამბობ ნუცა?!- საუბარში ჩაერთო დიტო. ნუცამ მხოლოდ ეხლაღა შეამჩნია დიტო, ადამიანი რომელიც თორნიკეს შმდეგ ყველაზე მეტად უყვარდა.მის თვალებს უცებ მონატრების გრძნობამ გადაუარა, მაგრამ ეს წამიერი იყო მალევე დაბრუნდა ზიზღნარევი მზერა. მზერა, რომელიც ბიჭების გულისტკივილს იწვევდა. -ოჰ, დიტო ვერ შეგამჩნიე,- მოჩვენებითი სარკაზმით წარმოთქვა მან. -ნუცა რა დაგემართა?- გაოგნებულმა ძლივს მოაბა სათქმელს თავი. -აჰ, არაფერი ძვირფასი ისეთი არაფერი- გრძელდებოდა სარკაზმი- რა უნდა დამართნოდა გოგოს, რომელიც მთელმა თავისმა ოჯახმა სახლიდან გამოაგდო, სახლის კარი ცხვირ წინ მიუხურა, ამის მიზეზად კი მხოლოდ სამი სიტყვა თქვეს „ჩვენ შენ გიცავთ.“ მიცავდნენ, როგორ არა, ნეტა ვისგან ან რისგან? მომიგდეს ერთი მოსკოვის ბილეთ და ორასი დოლარი იკმარეო და ამის შმდეგ კიდევ მეკითხები რა გჭირსო? ყველამ დიტო, ყველამ მიმატოვა, შენ იყავი ის ერთადერთი ადამიანი ვისაც ამის შმდეგ მივენდობოდი, თუმცა იმ დროს საქართველოში არ იყავი, გესმის? ის ერთადერთი საყრდენიც გამომეცალა ხელიდან რომლის იმედიც მქონდა. დიტო ნუცასკენ გაიწია, თუმცა გოგომ ახლოს არ მიიკარა, სავარძელში ჩაესვენა, ბიჭბს კი ერჩივნათ მიწა გასკდომოდათ ვიდრე ეს სიტყვები მოესმინათ. დიტომ თავი ჩახარა მიხვდა, რომ ნაწილობრივ მისი ბრალიც იყო შქმნილი სიტუაცია. ფიქრებიდან თორნიკეს ხმამ გამოიყვანა -ნუცა უნდა მომისმინო, დროა აგიხსნა, ვალდებული ვარ გითხრა. -ვალდებული? კარგი რა ძამიკო,- ირონია ჭარბობდა გოგოს ხმაში- შენ ჩემს მიმართ ვალდებულებები 10 წლის წინ დაკარგე. მაშინ, როცა კარი ცხვირწინ მომიხურე.-ფეხზე წამოიჭრა და ყვირილი განაგრძო -მარტო შენ კიარა შენმა ძვირფასმა დედიკომ და მამიკომაც, როგორ შეგეძლოთ ასე უგულოდ მომქცეოდით. აქ რომ ჩამოვედი არ ვიცოდი სად წავსულიყავი, რა უნდა გამეკეთებინა. ერთი კვირა პარკში ვათენებდი და ვაღამებდი, მითხარით მაშინ სად იყავით?- ეს თქვა და თორნიკეს შეხედა, როდესაც მიხვდა ბიჭი ვერაფერს ამბობდა განაგრძო -ძლივს ვიპოვე ღამის გასათევი, მადლობა ღმერთს ლიას მეზობლად აღმოვჩნდი. იცით ეს ქალი ვინ არის?- ხელით მიუთითა ლიაზე- ეს ის ქალია, რომელმაც ამდენი წლის მანძილზე დედა შემიცვალა და საკუთარი ქალიშვილისგან არ მარჩევდა. იმ დღეს, იმ დაწყევლილ დღეს, როდესაც თვითმკვლელობა ვცადე მან გადამარჩინა, მან დამარწმუნა რომ არ შეიძლება ვინმეს გამო ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა. მერე იცით რა გააკეთა? გეტყვით, უნივერსიტეტში მომაწყო თავისი ხარჯით მან ის გააკეთა რითაც ჩემმა ოჯახმა ვერ უზრუნველმყო და ამის შმდეგ შენ თორნიკე, მოდიხარ და მეუბნები რომ სალაპარაკო გვაქვს? არა ძმაო არ მოგისმენ იცი რატომ? იმიტომ რომ ახლა შენს წინაშე არა შენი პატარა და ნუცა, არამედ წარმატებული ქალი ანასტასია ბარნოვა დგას.- ეს თქვა და მაშინვე გულზე მოეშვა. ბიჭებმა აღარ იცოდნენ რა ეთქვათ, მათ თვალებში ყველა ტკივილთან ერთად დიდი გაკვირვებაც იკითხებოდა. პირველი დიტო მოეგო გონს და თორნიკეს კითხა: -შენ ხომ თქვი, რომ ყველანაირი ინფორმაცია გქონდა ნუცაზე ? -დიტო შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენი მოღალატე ჰყავს ჩემ ძმას, რომლებსაც მისი კაპიკებში გაყიდვა შეუძლიათ-ეს თქვა ერთი ამოსუნთქვით და გააგრძელა-ახლა კი მიბრძანდით ჩემი სახლიდან. ამის გაგონებაზე უცებ თორნიკე გამოერკვა და დაიყვირა: -არა! არსადაც არ წავალთ! სანამ სათქმელს ბოლომდე არ გეტყვით ძალიან ბევრი ილაპარაკე ახლა კი დროა მეც მომისმინო- სიმტკიცე იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში. ნუცას არაფერი უთქვამს მხოლოდ ზურგი აქცია და ფანჯრიდან დაიწყო ყურება, თორნიკემ ეს თანხმობად მიიღო და საუბარი განაგრძო -ჩვენ შენ გიცავდით ნუცა,- ამ სიტყვებს კი ნუცას ირონიული ჩაცინება მოჰყვა - მაშინ ათი წლის წინ გავიგეთ რომ მამას მტერი ჰყავდა რომელიც ოჯახის განადგურებით ემუქრებოდა, თუ აქციებს არ დაუთმობდა, ცოტა ხნის შემდეგ ეს ამბავი მე და დედამაც გავიგეთ, არ ვიცოდით რა უნდა გვემოქმედა რომ საფრთხე თავიდან აგვეცილებინა, გახსოვს რატომ ჩაიშალა შენი დაბადების დღე?- მოულოდნელად ჰკითხა თორნიკემ დას. - რესტორნის სამზარეულოში ხანძარი გაჩნდა- გაკვირვებულმა უპასუხა გოგომ და ეს ორი ფაქტი ერთმანეთს ვერ დაუკავშირა. -მართალია ხანძარი გაჩნდა, მაგრამ ცეცხლის ალი პირველად იმ მაგიდას მოედო, რომელიც ჩვენ გვქონდა დაჯავშნილი, პოლიციამ ბენზინის კვალი იპოვა და დაასკვნა რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს. მაშინვე მივხვდით, რომ პირველ იერიშს შენზე მოიტანდნენ, ამიტომ გავაკეთეთ ისე, რომ თითქოს სახლიდან გაგაგდეთ. ამის შემდეგ იფიქრებდნენ, რომ შენ ჩვენთვის არაფერს წარმოადგენდი, ეს სპექტაკლი მხოლოდ შენთვის გავითამაშეთ, მხოლოდ შენთვის ნუცა. -სპექტაკლი?!- უცებ შემობრუნდა ნუცა, თვალებში ჩაგუბებული სითხე ეტყობოდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ატირებულიყო.- იცით მაინც, ეს თქვენი სპექტაკლი რის ფასად დამიჯდა? ხომ შეგეძლოთ გეთქვათ მაინც. ნუთუ ისე გძულვართ, რომ ერთხელ მაინც არ მინახულეთ? მე თქვენზე მზე და მთვარე ამომდიოდა, ყველაფერში შენ გბაძავდი. ეხლა რომელს მივენდი დედას, მამას თუ ძმას?? რომელი დედა გამოაგდებს შვილს სახლიდან მითხარი რომელი?! ყველანი უნამუსო ეგოისტები ხართ- ყვიროდა ნუცა, მაგრამ თორნიკეს ყვირილმა შეაჩერა: -არ გაბედო! არ გაბედო და დედას სულს შეურაცხყოფა არ მიაყენო!- გაუსაძლისი ტკივილი იგრზნობოდა ბიჭის ხმაში. -სულს?- ხმას ვერ იმორჩილებდა ნუცა- რაებს ბოდავ, ხმა ამოიღე თორნიკე.- უკვე ფითრდებოდა გოგო. -შენს მერე, მათ მიზანში დედაშენი ამოიღეს ნუცა- განაგრზო დიტომ- ავარია მოხდა, ნინო დეიდა 2 კვირა კომაში იყო შემდეგ კი...- უჭირდა ბიჭს, უჭირდა კიდევ ერთხელ მიეყენებინა ტკივილი გოგოსთვის- ერთი თვის წინ დაიღუპა. ამ სიტყვებიდან მხოლოდ „დაიღუპა“ ესმოდა ნუცას. იდგა გაფითრებულიდა ცდილობდა იმის გადახარშვას, რაც ერთი წუთის წინ გაიგო. თავზარი დაეცა, თვალთ დაუბნელდა, წაბორძიკდა და იატაკზე უსულოდ დაეცა. ბიჭები მასინვე მასთან გაჩნდნენ, თორნიკემ უცებ ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა. სახეზე წყალს ასხამდნენ, რომ გამოფხიზლებულიყო. ერთხანს ისიც იფიქრეს რომ საავადმყოფოში წაეყვანათ, მაგრამ გოგო მალევე გამოფხიზლდა. თორნიკემ მაშინვე ჩაიკრა გულში, ნუცას იმის ძალაც აღარ ქონდა რომ წინააღმდეგობა გაეწია მისთვის. ორივე ტიროდა, როცა გული იჯერეს გოგომ წყნარად იკითხა: -ეს როგორ მოხდა? -ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სამუხრუჭე სისტემა იყო დაზიანებული. ხვდები, რომ იმ დროს შენც საფრთხეში იყავი? ვერ გადავიტანდი, რომ შენც დამეკარგე.- ისევ ჩაეხუტა დას და ცრემლები მოსწმინდა. ნუცა მოლბა, თითქოს დამშვიდდა და ძმას მიუბრუნდა -ყველაფერი მომიყები დედას მკვლელზე. ვინ არის ან რა უნდა? ან ამდენი ხნის შემდეგ რატომ გამოგვეცხადა? -10 წლის წინ ნოდარ ბენდელიანი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი ბიზნესმენი მოკვდა. მას და მამას კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. ყოველ შეხვედრაზე ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, ამ კაცის სიკვდილს კი მისი შვილი ჩვენ გვაბრალებს. ამიტომ, ვფიქრობ რომ დედას სიკვდილშიც მისი ხელი ურევია. ეხლა კი ყველას გვემუქრება საფრთხე, ამიტომ საქართველოში უნდა წამოხვიდე, რომ უკეთ დაგიცვა.- თორნიკეს ბოლო სიტყვები ზარივით გაისმა ნუცას გონებაი. -რა? რას ამბობ? არსადაც არ წამოვალ მე აქ ჩემი საქმე მაქვს და უსაფუძვლო ეჭვების გამო აქაურობას ვერ მივატოვებ. ან საერთოდ რა შუაში ვართ ჩვენ იმ კაცის მკვლელობაში? -არ ვიცი ნუცა,ა ახლა მხოლოდ ის ვიცი რომ ჩემს გვერდით უნდა იყო. მე შენ უნდა...- სიტყვის თქმა დადეშქელიანს ვიღაცის ძახილმა შეაწყვეტინა. -დედააა- გაისმა ბავშვის ხმა. ბიჭები უკან გაბრუნდნენ და პატარა ბავშვი დაინახეს, რომელიც ნუცასკენ გახარებული მირბოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.