შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი2)


22-03-2018, 01:01
ავტორი ენჯი
ნანახია 1 767

საწოლში მთელი ღამე გაუაზრებლად ვტრიალებ,ადგილს ვერ ვპოულობ,კარგად შეფხიზლებული ფეხზე ვდგები და სიბნელეში არეული ვმოძრაობ,პიჟამოებს სწრაფად ვიხდი და სპორტულებს ვიცვამ,ტელეფონის დახმარებით ჩანთაში საფულეს ვპოულობ ქურთუკს ხელში ვიღებ და სახლიდან ჩქარი ნაბიჯებით გავდივარ.მალე გათენდება და მე ლექციაზე უნდა წავიდე,მაგრამ ეს საერთოდ არ მადარდებს, სადღე ღამისო მაღაზიაში ჟელიბონებს ვყიდულობ და ჭამა ჭამით ტელეფონში სანდროს ნომერს ვეძებ, ერთ ზარს ვუშვებ, შემდეგ მეორეს ორივეჯერ მითიშავს და მალევე შემოდის ზარი უკან, სწრაფად ვპასუხობ და თან ქუჩის კუთხეში ვუხვევ.
-კესო რა ხდება? შეწუხებული, ახალ გაღვიძებული ხმით მეკითხება და თან ამთქნარებს
-ვერ დავიძინე და ვაჟაზე ვარ, ჟელიბონს ვჭამ, გამოდი ლისზე ავიდეთ რა.
ყელს დემონსტრაციულად, პატარა ბავშვივით ვიწელავ, თითქოს დამინახავს და ასე უფრო დავითანხმებ
-შანსი არაა, რა ლისი.
ბუზღუნებს და ისევ ამთქნარებს, მერე უცბად ჩერდება, გეგონებათ ახლა გაიაზრა მთელი წინადადებაო და ყვირილს იწყებს
-შენ გოგო სულ გააფრინე ხო? რას აკეთებ ქუჩაში ამ დროს ან რა ჟელიბონის ჭამა აგიტყდა?იცი რომელი საათია? არაა არ იცი ხუთი გახდება მალე.
თვალებს ვატრიალებ,მეც ვამთქნარებ, გზაზე ყურადღებით გადავდივარ და იქვე სკვერში სკამზე ვჯდები
-მიდი მიდი ჩამო შენი კორპუსთან ვზივარ.
-ფეხი არ მოიცვალო,ჩამოვდივარ.
მეცინება ფეხს ფეხზე ვიდებ ტელეფონს ჯიბეში ვიდებ ჟელიბონის ჭამას ვაგრძელებ და თან მანქანებს მივშტერებივარ, მოგნი მომეჩვენა და გიგის მანქანაც დავლანდე, მაგრამ არა მგონია დღეს ჩამოსულიყო.მის გახსენებაზე თვალებს ვხუჭავ და ვახელ ზედიზედ სამჯერ, მალევე წინ გამწარებულ ჩემს ბიძაშვილსაც ვხედავ.
თვალებს ისრეს და საჩხუბრად გამზადებული მიჯდება გვერდით
-რას დაბოდიალობ ამ დროს? რით ვერ გადაეჩვიე?უნდა გამაგიჟო ხო?კარგი ადრე დაგყვებოდა ის შენი ვებეერთელა მაგრამ ახლა? ასე მარტო ნუ დაწოწიალობ რა.
მოლბა და საწყალი თვალებით მიყურებს
-ხო დაგირეკე რა გინდა. ვდგები და კალთაში ვუსკუპდები, ლოყებს ვუწელავ და მაგრად ვკოცნი. სიცილს იწყებს და ფეხზე მაგდებს .
-ამჯერად რამ არ დაგაძინა? სიზმარში ნახე გიგი თუ ისე?
ვსერიოზულდები წარბს მაღლა ვქაჩავ და სახეში ვაშტერდები
-იცოდი რომ ბრუნდებოდა? გამწარებული ვეკითხები და პასუხს ველოდები თან ცალ ხელზე სახლის გასაღებს ვაბზრიალებ.
-ვიცოდი ხო, ველაპარაკე ერთი კვირის წინ,მოვდივარო
ღიღინს იწყებს,თვალებს აქეთ იქით აცეცებს დაბნეული დამნაშავე ბავშვივით.
-რატომ არ მითხარი? ყვირილზე გადავდივარ
-აუ კესო რა მნიშვნელობა აქვს ხო გითხრა მარიშკამ?
-კი ექვსი საათის წინ გავიგე მხოლოდ,და მგონი უკვე ჩამოვიდა. ბოლო სიტყვებს შედარებით ხმა დაბლა ვიძახი და ადგილზე ვცქმუტავ.
-გნახა უკვე?
-არა მაგრამ წეღან აუდმა გაიარა და მგონი ეგ იყო. ხელს ვიქნევ და მიმართულებას ვაჩვენებ,ხელს თვალს მე თვითონ ვაყოლებ და უცბად ვშეშდები.
-ასიანი შენთან მოდის. სიცილს იწყებს და ჩემი სახლის მიმართულებით გარბის.
-სანდროოოოო
ვღრიალებ ბოლო ხმაზე და მეც უკან მივზდევ,ძლივს ვეწევი ჩემს ქუჩაზე,გზაზე გადავდივართ და ვერცხლისფერი აუდი ფეხებთან გვიჩერდება.სამწუხაროდ გიგი არ არის,არც ჩემს ეზოშია,არც სადარბაზოში და არც სახლში და მაინც ეს სამწუხაროდ.
პირველი პაემანი*
სარკის წინ გავატარე მთელი დღე,ცალკე დედაჩემი და ცალკე მამაჩემი შევიკალი, სანამ ორივემ არჩევანი ორი ვარიანტიდან,ჩემს უკვე არჩეულ ატმის ფერ სარაფანზე არ გააკეთა. სველი თმა გავიშალე,წამწამები ავიპრიხე და საყვარელი კულონიც გავიკეთე და ზუსტად ექვს საათზე გავედი სახლიდან. მანქანა გზაზე ყავდა გაჩერებული და ზედ მიყუდებული მიცდიდა. ისედაც სიმპათიური იყო, მაგრამ პირველ პაემანზე მაინც სულ სხვანაირი მეჩვენა.
-პუნქტუალური ბრძანდები. გამიღიმა ჩემსკენ გადმოიწია, ლოყაზე თბილად მაკოცა და აციმციმებული თვალებით შემათვალიერა.
-ამ დროს სხვა კომპლიმენტს ამბობენ ხოლმე. მანქანის კარები სწრაფად გავაღე და შიგნით ხმაურით ჩავჯექი. მანქანაში სიცილით ჩაჯდა და გასაღები მოიმარჯვა ზედიზედ ორჯერ გამომხედა და შეწუხებულმა მითხრა
-ისეთი ლამაზი ხარ,რომც გითხრა მაინც ვერ აღწერს ჩემი სიტყვები შენს სილამაზეს.
უკვე კმაყოფილმა,ყელში სწრაფად მაკოცა და მანქანა დაძრა.იმ დღეს მართლა სხვანაირი იყო,უფრო იშვიათი ვიდრე მანამდე.
მყუდრო კაფეში წამიყვანა,ცივი ჩაი დავლიეთ და ბევრი ვილაპარაკეთ,მასზე,რაგბზე,ჩემზე და სწავლაზე.უი ხო ბლინებიც ვჭამე ის იჯდა და მიყურებდა ბედნიერი გამომეტყველებით გაშტერებული.
-მე მიყურებ ასეთი სახით თუ ჩემი ბლინები გინდა?
-ბლინები. მტკიცედ მიპასუხა და საზურგეს მიეყუდა.
თეფში მივუწიე,ვითომ ნაწყენმა და ხელებ გადაჯვარედინებული დავჯექი.მახსოვს როგორი სიცილი აუტყდა,მთელი კაფე მას უყრებდა,მერე ბლინი მოიჭრა და ჩემს გასაბრაზებლად ხმაურიანად შეჭამა.
-შენ უფრო გემრიელი ხარ დარწმუნებული ვარ. თვალი ჩამიკრა და ოფიციანტს დაუძახა
მთაწმინდის აღმართზე ავდიოდით და უკვე მეორედ მაშინ მითხრა
-კესუნა მიყვარხარ. სწრაფად გაჩერდა მოტრიალდა და დამაბზრიალა თან კაბას მისწორებდა,ვაი და რამე არ გამოუჩნდესო. ყურში ვუთხარი ძალიან ჩუმად მაშინ
-მეც. თქო რომ გაიგო მაშინვე დამსვა,მის თვალებში იკითხებოდა ყველაფერი. რამდენი ხანი ვიდექით გაშეშებულები არვიცი მაგრამ,ბოლოს სახე ძალიან ახლოს მომიტანა და სწრაფად მაკოცა ტუჩებში,მთელი გრძნობით,მერე მიმიხუტა და მითხრა
-ახლა რომ არ მეკოცნა მთელი ცხოვრება ვინანებდიო.
მასზე და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადიოდა მაშინ,არც თბილისში,არც საქართველოში,არც დედამიწაზე და არც გალაქტიკაში.



№1  offline მოდერი Mathew

არ ვიცი რას ველოდო მაგრამ ძალიან მომწონს.
დასაწყისშივე ჩანს რაღაც.
მოკლედ გააგრძელე რა,ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი ენჯი

Girl with pretty smile
არ ვიცი რას ველოდო მაგრამ ძალიან მომწონს.
დასაწყისშივე ჩანს რაღაც.
მოკლედ გააგრძელე რა,ძალიან კარგია

მადლობა დიდი შენ რომ კითხულობ <3

meocnebe avadmyopi
ძალიან კარგია მაგრამ ყურადღბა ახლანდელ დროზე უფრო გაამახვილე

მადლობა დიდი, ვეცდები,უბრალოდ მე პარალელურად წარსულზეც ვყვები ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent