გულს ვერ უბრძანებ (3)
თბილისი ჩაბნელებულ კაბინეტს მბჟუტავი სანათი ანათებდა. მაგიდაზე მიმოფენილ სურათებს სავარძელში მჯდომი ბიჭი გულდასმით ათვალიერებდა, მის კუპრივით შავ თვალებში მხოლოდ ზიზღს და სიძულვილს თუ შენიშნავდით. სიჩუმე კარზე კაკუნის ხმამ დაარღვია, ბიჭის დასტურზე კი კაბინეტში საშუალო სიმაღლის კაცი გამოჩნდა: -ბატონო ცოტნე, ახალი ინფორმაცია გვაქვს.-წარმოთქვა მან -სწრაფად მითხარი რა უნდათ მოსკოვში?- გაისმა მკაცრი ბოხი ხმა. -ჩემმა ბიჭებმა ეს სურათები გამომიგზავნეს- ეს თქვა და ფოტოები გაუწოდა ბატონს. ცოტნემ კი გულდასმით დაიწყო მათი თვალიერება. -ეს სახლი ვისია? ან ეს გოგო ვინაა?- იკითხა ნანახით დაინტერესებულმა. -გოგო??- ჩაიცინა კაცმა- ვერც კი წარმოიდგენთ რა ბიზნესი აქვს ამ გოგოს.-როდესაც უფროსის მკაცრი გამოხედვა დაინახა, ხმა დაისერიოზულადა განაგრძო- ანასტასია ბარნოვაა, მსხვილ ბიზნესს ფლობს რუსეთში, ფოტოზე არსებული სახლიც მისია.- მიუთითა ფოტოზე გამოსახულ ორსართულიან მდიდრულ სახლზე. -კი მაგრამ, დადეშქელიანს მასთან რა ესაქმება? -ბატონო, გადახედეთ მათი ოჯახის ათი წლის წინანდელ ფოტოებს. ამის თქმაზე ბიჭმა ავტომატურად გახსნა ძველი ფოტოების ფაილები. -ხედავთ საოჯახო ფოტოზე პატარა გოგოს?- ჰკითხა კაცმა -ეს ხომ თორნიკეს დაა,- ზიზღით მოიხსენია ბიჭის სახელი- ნუცა არ ერქვა? სახლიდან რომ გააგდეს.- ეს თქვა და ჩაფიქრდა, შემდეგ კი თითქოს გამოერკვაო, ხელში ახლახანს მოტანილი სურათი დაიკავა და ორ პიროვნებას ერთმანეთს ადარებდა. -აი ამას ნამდვილად არ მოველოდი.-წარმოთქვა მან-თურმე როგორ მალავდა ქალიშვილს ბატონი ნუგზარი, მისთვის ცხოვრება აუწყვია, სახელიც შეუცვლია, არადა ყველას ეგონა, რომ 18წლის გოგო ქუჩაში მარტო დარჩა.-ცინიკურად ჩაიცინა მან. -არა ბატონო, მართალია ამ გოგომ სახელი შეიცვალა და წარმტებული გახდა, მაგრამ ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია, ის მართლაც დარჩა ქუჩაში, მოსკოვში წავიდა. თავიდან უჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა დაივიწყა წარსული და თავის ოჯახს რომ არ ეპოვა სახელიც შეიცვალა.- დაასრულა მოპოვებული ინფორმაციის წარდგენა კაცმა და უფროსს გადახედა რომელსაც გაკვირვებული სახე ჰქონდა, მაგრამ მალევე ზიზღით შეეცვალა -მერე რაა, მის ძარღვებშიც დადეშქელიანის ბილწი სისხლი ჩქეფს, მალე გამოავლენს მის ნამდვილ სახეს.-ზიზღი გაერია მამაკაცის ხმაში, შემდეგ თითქოს რაღაც იდეა მოაფიქრდაო თვალები გაუბრწყინდა და კაცს შეხედა - რას იტყვი და-ძმას შეხვედრა რომ გავუხალისოთ?- ბოროტული ჭინკები თამაშობდნენ მის თვალებში. -კი მაგრამ, ბატონო იქ კიდევ პატარა... -შენთვის აზრი არ მიკითხავს- წინადადება არც კი დაასრულებინა კაცს- ბიჭებს უთხარი, სიურპრიზი მოუწყონ მათ.- გასცა განკარგულება და როდესაც დაინახა რომ კაცი კიდევ რაღაცის თქმას ცდილობდა, თითქმის ყვირილით თქვა- სწრაფად!!- კაცი შეკრთა ფა კარისკენ გასწია, კართან მისულს კი ცოტნეს ხმამ შეაჩერა- მხოლოს შეაშინონ, არავის არაფერი დაუშავდეს.- ეს თქვა და გაკვირვებული კაცისკენ არც შეუხედავს, ფოტოს დაჰყურებდა სადაც ულამაზესი, წაბლისფერთმიანი გოგო სახლისკენ მიიჩქაროდა. *** მოსკოვი -დედაა-გაისმა ხმა, ბიჭებმა გვერდით გაიხედეს, საიდანაც 4-5 წლის ბიჭი ნუცასკენ მირბოდა. -მომენატრე დედიკო- თქვა ბავშვმა და გოგოს კისერზე შემოხვია ხელები, ნუცა ხან ბავშვს უყურებდა ხან ბიჭებს, რომლებსაც ფერი აღარ ედოთ სახეზე. -ნუცა რა ხდება?- გაკვირვებული იყო თორნიკე- ვინ.. ვინ არის ეს ბავშვი? ან რა დედა, რატომ გიძახის დედას?- ხმას ძლივს იმორჩილებდა ბიჭი. -გთხოვ, გთხოვ არ გვითხრა, რომ შენ.. შენ აქ ყოფნის დროს რამე დაგიშავეს და...- წინადადებას ვერც კი ამთავრებდა დიტო, რადგან ამ აზრის გაფიქრებაც კი სძაგდა. -ნუცა, ხმა ამოიღე!- გაისმა თორნიკეს ხმა. -ეს თქვენ არ გეხებათ.-თქვა და თან შვილის სურნელს ისუნთქავდა. როგორ არ გვეხება, ბავშვი გყავს,- მკაცრად მიმართა დას- მითხარი ვინ არის ეს ბავშვი? -ის ჩემი შვილია და მორჩა, ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ის მიმსუბუქებდა თქვენგან მოყენებულ ტკივილს. -კარგი,-ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა და რადგან მიხვდა ნუცასთან ყვირილით ვერაფერს გახდებოდა მშვიდად უთხრა:- კარგი, დავუშვად შენი შვილია, ვინ არის მისი მამა? - ჩემი მამიკო შორს წავიდა- ხმა ამოიღო პატარა ბიჭმა- როცა ბევრ სათამაშოს მიყიდის მაშინ მოვა, ხო ასეა დედა? -კი, ასეა ჩემო ბიჭო,- მოეხვია შვილს, შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა და ჩურჩულით უთხრა- გთხოვთ, მისი თანდასწრებით ამ თემას ნუ განვიხილავთ. მალე ხმა ისევ პატარამ ამოიღო. -დედაა-გახარებულმა წამოიძახა ბავშვმა როცა ბიჭებზე დაკვირვებას მორჩა- ესენი ხომ დიტო ბიძია და თორნიკე ბიძია არიან?? -ჩვენ საიდან გვიცნობ პატარავ?- ბავშვის ტიტინით გახალისებულმა იკითხა თორნიკემ. -დედა თქვენს ფოტოებს ეფერება ხოლმე და მეც მითხრა რომ ორი ბიძია მყავს- ეს თქვა და ბავშვი, ბიჭებისკენ წავიდა რომ ჩახუტებოდა მათ. ბავშვის სიტყვებით გახარებულმა თორნიკემ და დიტომ კი ნუცას თვალი ძლივს მოწყვიტეს და ბავშვს მოეხვიენ. -დამიანე ამ დროს უნდა გეძინოს- მკაცრად მიმართა შვილს. -ქალბატონო,- ოთახში გამოჩნდა ბავშვის ძიძა- ფანჯრიდან ახალი დაცვა დაინახა და დაიჟინა უნდა გავიცნოო. -ახალი დაცვა არ გვყავს, არავინ შემიცვლია- გაკვირვებული ჩანდა ნუცაც- თქვენი დაცვაა?-ჰკითხა ბიჭებს -არა ჩვენ მარტო მოვედით- ერთდროულად წარმოთქვეს მათ. უცებ ნუცა წამოდგა და კარისკენ გაემართა, მაგრამ რაღაც საზარელი ხმა გაისმა, რამაც ყველა ადგილზე გააქვავა, ყველაფერი ბურუსს მოეცვა მხოლოდ გასროლის ხმები ისმოდა. თორნიკე და დიტო მალევე გამოერკვნენ, ნუცასთან და ბავშვთან ერთად კედელს ამოეფარნენ. სროლა მხოლოდ 5წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნუცას გულში ძლიერად ჰყავდა ჩაკრული ატირებული ბავშვი. მთელი სახლი დაცხრილული იყო, ფანჯრები ჩალეწილი, ყველაფერი ძირს ეყარა, აღარაფერი იყო დარჩენილი იმ სახლიდან, რომელმაც სახლში შემოსვლისას ბიჭების თვალი დაატყვევა. -ყველა კარგად ხართ?- როდესაც სროლა შეწყდა აღელვებულმა იკითხა დიტომ და თვალი ოთახს მოავლო. როდესაც დარწმუნდა, რომ ყველა კარგად იყო დიტოსთან ერთად ფრთხილად გაემართა შემოსასვლელი კარისკენ. ეზოში გასულებს კი სახლის ყველა დაცვის წევრი გათიშული დახვდათ, როდესაც ტერიტორია კარგად დაათვალიერეს ისევ უკან დაბრუნდნენ, სახლში დასადგურებულ სიჩუმეს მხოლოდ ბავშვის ტირილი არღვევდა. -გარეთ არავინაა, დაწყნარდით, ყველაფერი დამთავრდა- ხმა ამოიღო დიტომ. -მისი მოწყობილია- დარწმუნებით თქვა თორნიკემ- იმ ნაძირალა ბენდელიანის მოწყობილია- თქვა და იქვე მთლად დარჩენილი ლარნაკი კედელს მიახეთქა- ყველაფერი იცის, ნუცას შესახებაც იცის, ამის დედაც... - ყვიროდა ის. უცებ გონს მოეგო და დას მიუბრუნდა, რომელიც ტიროდა და შვილს ეხუტებოდა. დამშვიდდი,- ხელი მოხვია დას- ეს შესაშინებლად გააკეთა-თბილი ხმით მიმართა- ამით გვაგრძნობინებს რომ შენზე ყველაფერი იცის- სიმწრით ამოილაპარაკა მან. -დამიანეს რომ რამე დამართნოდა, მას რომ რამე დამართნოდა- ჩურჩულებდა ნუცა და ბავშვს თავზე კოცნიდა, შემდეგ კი თითქოს გამოერკვაო თავი ასწია, ძმას თვალებში ჩააჩერდა და მტკიცე ხმით მიმართა: - საქართველოში ვბრუნდებით.[/i] შემდეგი თავი ორშაბათს იქნება, მადლობთ რომ კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.