შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულს ვერ უბრძანებ


16-03-2018, 20:30
ნანახია 1 994

დღე იწურება, უკვე დაბნელდა, მოსკოვის ქუჩებში კი ავტომობილი ისე მიქრის თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს მისდევსო. უჩვეულო სიჩუმე მანქანაში მჯდომი მამაკაცის ხმამ დაარღვია
-მიგიღებს?-ჰკითხა მან გვერძე მჯდომს.
-რა თქმა უნდა მიმიღებს, ის ხომ ჩემი დაა, ჩვენ მისი ოჯახი ვართ.
-ოჯახი არა? ოჯახი, რომელმაც მიატოვა და სახლიდან გამოაგდო.-ისევ ჰკითხა ბიჭმა.
-ასე არ ყოფილა დიტო, ერთმანეთში ნუ ურევ, ჩვენ მხოლოდ მისი დაცვა გვინდოდა.
-მაგრამ მან ეს არ იცის და არც მოისურვებს რამის გაგებას.- ნაღვლიანად გაატრიალა თავი დიტომ და საქარე მინას მიაშტერდა.
-ვიცი რომ გული ეტკინება, ჩემზე უკეთ მისი ხასიათი არავინ იცის, მაგრამ მე მისი ძმა ვარ და ჩემი მოვალეობაა, რომ მოსალოდნელი საფრთხისგან დავიცვა.-თორნიკეს სიტყვებში უსაზღვრო სიყვარულთან ერთად შიშიც იგრძნობოდა.
-კი მაგრამ ათი წელი გავიდა, მთელი ათი წელი, იცი მაინც ამ დროის განმავლობაში სად ცხოვრობდა ან რა მდგომარეობაში იყო?
-ისეთი უგულო და ეგოისტი გგონივარ რომ გგონია ნუცას ამბავს არ მოვიკითხავდი?- იმედგაცრუება იგრძნობოდა დადეშქელიანის ხმაში.
-თუ იცოდი ამ დრომდე რატომ არ დააბრუნე სახლში? სანამ დედაშენი...
-გაჩუმდი!-კატეგორიული იყო თორნიკეს ხმა- მე შენ აქ იმისთვის წამოგიყვანე, რომ აქეთ დამადანაშაულო და ხელახლა გამახსენო ყველაფერი??!!- გაბრაზება ეტყობოდა მიჭს სახეზე.
-კარგი,- დანებების ნიშნად ხელები ასწია აწია დიტომ-კარგი, მაგრამ იცი მაინც სად არის?- ისევ ჩაეკითხა ბიჭი, როცა გააცნობიერა რომ მისი კითხვა ისევ უპასუხოდ იყო დარჩენილი.
-კი საკმაოდ შეძლებულ და მდიდარ ქალთან ანასტასია ბარნოვასთან მუშაობს, ამ ქალს ეკუთვნის სასტუმროების და რესტორნების ქსელი მოსკოვში და თბილისშიც აქვს რამდენიმე- დაზებირებულივით გამოუვიდა დადეშქელიანს ეტყობოდა, რომ ყველანაირ ინფორმაციას ფლობდა თავისი დის შესახებ.
-ეს ქალი გასაგებია, მაგრამ ნუცა რა შუაშია, რა კავშირი აქვს მასთან ? ღმერთო როგორ მომენატრა ჩემი გიჟი გოგო - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დიტომ.
-ანასტასია ბარნოვასთან მუშაობს... მოსამსახურედ- ბოლო სიტყვა ისე ჩუმად წარმოთქვა, რომ კარგი სმენის მქონე ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა გაგონება, თორნიკეს გულში თითქოს რაღაცამ გაკრა მაგრამ სიტყვები ვერ იპოვა საუბრის გასაგრძელებლად.
-მოსამსახურედ??!! ხვდები მაინც როგორი ცხოვრებისთვის გაიმეტე?? 28წლის გოგოს, რომელსაც მილიონერი მამა და ძმა ყავს, სხვა ქვეყანაში, სხვის სახლში მოუწია მოსამსახურედ მუშაობა. იმ ქალის სახლში, რომლის ქონებაზე ორჯერ მეტი გააჩნია.
-გთხოვ არ გინდა დიტო, ვიცი, ვიცი ამის დედაც... რომ უსამართლოდ მოვექეცი, მაგრამ ამის გამოსწორებას ვცდილობ.- იმდენად დაღალა ბიჭი ამ საუბარმა მანქანა გააჩერა და საჭეს თავი ჩამოადო.
- ხომ იცი რომ სულ შენ გვერდით ვიქნები. არც შენ და არც ნუცას არასდროს მიგატოვებთ, მაგრამ ვეღარ ავიტან შენს კიდევ ერთ არასწორ ნაბიჯს.- ეს უთხრა და მხარზე მაგრად დაჰკრა ხელი, თორნიკემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია შემდეგ კი ერთმანეთს გადაეხვიენ.
სახლამდე ცოტა იყო დარჩენილი დადეშქელიანს კი ხელები გაუოფლიანდა, მანქანას ძლივს მართავდა, ერთი-ორჯერ დიტომ შესთავაზა ადგილების შეცვლა თუმცა უარყოფის ნიშნად მხოლად თავი გააქნია , ფიქრებში იმდენად იყო გართული რომ ვერცკი მიხვდა ისე მიუახლოვდნენ სახლს. ავტომობილი უზარმაზარ შენობასთან შეჩერდა, ბიჭი ღრმად სუნთქავდა ეგონა რომ ძალა ეყოფოდა ნუცასთან შესახვედრათ, თუმცა რაც უფრო უახლოვდებოდა მას ამაში ეჭვი უფრო ეპარებოდა, თოთქოს ქვედა კიდურები მოეყინა და ნაბიჯს ვეღარ დგამდა , თუმცა დიტოს მედგარი გამოხედვა საკმარისი აღმოჩნდა რომ ბიჭს ძალა მოეკრიბა. ისინი მთავარ ჭიშკარს მიუახლოვდნენ, სადაც დაცვა დახვდა.
-ვინ გნებავთ?- მკაცრად კითხა დაცვის თანამშრომელმა და ბიჭები თავიდან ფეხებამდე აათვალიერა.
-ჩვენ აქ...- დაიწყო დიტომ მაგრამ სიტყვებს თავს ვერ აბავდა.
- ცვენ აქ ნუცას ვეძებთ.- სიტყვა გააგრძელა დიტომ.
კაცს გაუკვირდა თუმცა მაინც ზრდილობიანად უპასუხა შევალ, ვიკითხავო და მაშინვე ეზოში გაუჩინარდა. ხუთი წუთი გავიდა რაც დაცვა სახლში შევიდა, ბიჭებს ეს დრო საუკუნედ მოეჩვენათ. მალე კარი გაიღო და კაცთან ერთად სანდომიანი ქალი გამოვიდა, რომელსაც სახეზე აშკარა გაოცება ეტყობოდა. ის ბიჭებს ქართულად მიესალმა და ჰკითხა თუ ვის ეძებდნენ.
-იცით, ქალბატონო, ჩვენ ნუცას ვეძებთ, ნუცა დადეშქელიანს აქ უნდა ცხოვრობდეს, უფრო სწორად მუშაობდეს.- დაიბნა თორნიკე და სათქმელს თავი ძლივს მოუყარა.
ქალი გაფითრდა თუმცა მაინც გააგრძელა საუბარი
-რატომ ეძებთ? მისი ოჯახის წევრები ხართ?- ქალის ხმაში შიში და თრთოლვა ერთად იგრძნობოდა.
-მე მისი ძმა ვარ- ხმამაღლა თქვა დადეშქელიანმა და საკუთარი თავის გაუკვირდა თუ საიდან მოიკრიბა ამხელა ძალა -ეს კი ჩემი მეგობარია- დაამატა და დიტოზე მიუთითა.
-შენ თორნიკე ხარ?- წამოცდა ქალს და ენაზე იკვნიტა, საკუთარ თავს გულში წყევლიდა ამდენს რა მალაპარაკებსო.
-თქვენ ჩემი სახელი საიდან იცით?- კითხვას კითხვითვე უპასუხა თორნიკემ.
ქალმა პასუხის ნაცვლად სტუმრები ეზოში შეიყვანა და სახლისკენ გაუძღვა. ბიჭის მახვილ თვალს არ გამოპარვია ფერადი ყვავილევით მორთული ეზო და მაშინვე ბავშვობის მოგონებებში გადაეშვა, გაახსენდა რომ ნუცას ყვავილები ძალიან უყვარდა, ოცნებობდა დიდ სახლზე რომლის ეზო მიდამ ფერადი ყვავილებით იქნებოდა მორთული. ამის გახსენებაზე თორნიკე კიდევ უფრო მოიღუშა. რეალობაში კარის ხმამ დააბრუნა, ბიჭები სახლში შევიდნენ ქალმა ისინი უზარმაზარ ჰოლში შეაცილა, ყველაფერი მდიდრულად და საუცხოოდ ეჩვენათ სტუმრებს, ნახატები,ავეჯი ყველაფერს ეტყობოდა რომ გემოვნებით იყო შეხამებული, ამ ყველაფერმა ბიჭების თვალი წამით დაატყვევა შემდეგ კი სავარძელში დასხდნენ და ქალს დაელოდნენ
-ქალბატონი წუთიწუთზე მოვა მანამდე კი რამეს მოგართმევთ-ქალმა გეზი სამზარეულოსკენ აიღო.
-კი მაგრამ, ჩვენ ნუცასთან მოვედით-ერთდროულად წარმოთქვა ორივემ,მაგრამ ქალს არაფერი გაუგონია,მალევე ლანგრით ხელში დაბრუნდა მისაღებში და საუბარი განაგრძო.
-მე ლია ვარ შვილო, ნუცა ათი წლის წინ გავიცანი, როცა ნაქირავებბინაში ცხოვრობდა, მე მისი მეზობელი ვიყავი- ქალმა ღრმად ამოისუნთქა და როცა ბიჭების ინტერესიან მზერად დააკვირდა მიხვდა რომ ყველაფერის დაწვრილებით გახსენება მოუწევდა. შემდეგ კი განაგრძო
-სრულიად მარტო ცხოვრობდა 18 წლის გოგო პატარა ბინაში, დღემდე მიკვირს თუ როგორ გაუძლო ამ ყველაფერს, სამსახურს დიდხანს ეძებდა, თუმცა ამისთვის საკმარისი არც განათლება და არც გამოცდილება ჰქონდა.- ლია შეჩერდა თითქოს, რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა მაგრამ თან ვერ ბედავდა. თორნიკემ თავი ჩახარა დღეს უკვე მეორედ აგრძნობინეს რომ დამნაშავე იყო აღარ უნდოდა ქალის საუბრის მოსმენა, მაგრამ ეს ერთადერთი საშუალება იყო, რომ, რაც შეიძლება მეტი გაეგო ნუცას ცხოვრების შესახებ. ლიამ ძალა მოიკრიბა და განაგრძო
- ერთხელ, როდესაც სამსახურიდან ვბრუნდებოდი გადავწყვიტე ნუცა მენახა, მაინტერესებდა როგორ იყო, კარი ღია დამხვდა, შევედი და დავინახე თუ როგორ ეგდო უსიცოცხლოგოგოს სხეული იატაკზე, მას ვრნები გადაეჭრა.
ქალის ამ სიტყვებზე თორნიკე გაფითრდა, ყველაფერს მოელოდა ამის გარდა. ამდენი ხნის განმავლობაში ეგობა რომ თავის დაზე ყველანაირ ინფორმაციას ფლობდა. მისმა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, სუნთქვა გაუხშირდა. ის კარის მირახუნების ხმამ გამოაფხიზლა, ვიღაც შემოსასვლელიდან ჰოლისკენ მოიჩქაროდა თან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იხდიდა და ლიას ეძახდა, მაშინვე იცნეს ბიჭებმა საყვარელი ხმა და შეხვედრის მოლოდინში გაირინდნენ.
-ლიაააა- ყვიროდა ის - ყავა გამიკეთე- ეტყობოდა ქურთუკს იხდიდა და თან ლაპარაკობდა.
-არა ამ ხალხმა გამაგიჟა, კონტრაქტის დადება უნდათ და ფულის ჩადებაზე წუწუნებენ, თავიანთი პრინციპების გამო ბიზნესს საფრთხეს უქმნიან. მერე ჩემთან მოდიან და მთხოვენ: "ქალბატონი ანასტასია ფული არ გვყოფნის, ქალბატონო ანასტასია, ასე არაფერი გამოვა თუ ფული არ დავამატეთ." არა, ამ ხალხმა სულ არ იცის ბიზნესის წარმოება, სულ ტყუილად წავედი ამხელა გზაზე და დამიანე სახლში მარტო დავტოვე. ლია სად ხარ? ტყუილად ვლაპარაკობ ამდენს?- ეს თქვა და ჰოლისკენ გასწია. მისაღებში კი გაკვირვებული ლია და ორი მამაკაცი დახვდა.
-ღმერთო, ლია არ უნდა თქვა სტუმრები თუ გვყავდა?
უცებ თორნიკე ფეხზე ადგა და როდესაც ზურგს უკან მდგომი დისკენ შემობრუნდა ცხადი გახდა, რომ ძველი იარები განახლებას იწყებდა.



№1  offline წევრი mia15

საინტერესო ჩანს.დასაწყისი კარგია.გააგრძელე.ველი შემდეგ თავს მალე დადე.

 


mia15
საინტერესო ჩანს.დასაწყისი კარგია.გააგრძელე.ველი შემდეგ თავს მალე დადე.

მადლობა, ვეცდები მალე დავდო.

 


№3 სტუმარი უბრალოდ მე))

დასაწყისი მომწონს, ვიმედოვნებ გაგრძელებაც ასეთი იქნება <3

 


№4 სტუმარი სტუმარი nina

kargia gaagrdzele

 


№5 სტუმარი gggg

Dzalian kargia da erts gtxov grdzeli tavebi da xshir xshirad dade♥♥♥

 


№6 სტუმარი gggg

Agar debt? Rodis dadebt

 


gggg
Agar debt? Rodis dadebt

გუშინ დავდე ახალი მაგრამ წაიშალა, დღეს დავდებ ალბათ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent