შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი ხელი ...3...


23-03-2018, 23:41
ავტორი kethrine
ნანახია 1 652

პირველი შემთხვევა, როცა დილით მაღვიძარა მაღვიძებს და არა ჩემი ტვინი. ისე ვწევ თავს ბალიშიდან, თითქოს მთელ ჩემ 55კილოს მხოლოდ ის შეადგენდეს. მაღვიძარას ვრთავ და თავს ვარწმუნებ, კიდევ 5 ან 10 წუთის ძილი გეგმებს არ შემიცვლის, თუმცა ამაოდ. ეს ჩემი 5-10 წუთი, ნახევარი საათი გახდა და ბოლოს გამოვიდა ისე, რომ ჟაკეტს ოთახში დავესაკუთრე, შარვალს მისაღებში და ფეხსაცმელს სადარბაზოში. ამას ავტობუსის დაგვიანების 15წუთიც მიემატა და საბოლოოდ ერთი საათი დავაგვიანე. ჩქარი სიარულით გავემართე მარკეტისკენ, თან ვცდილობდი ნიკას თვალები დამეიგნორებია.
-ოხ, მთვარის, მზის და ცის ნამო მობრძანდი? -გამამხნევებლად გამიღიმა გეგამ.
-როგორ ხარ გეგა? ცოტა დამაგვიანდა-თვალი ჩავუკარი და კარისკენ გავიწიე
-ცოტა?-ირონიულად ჩაიცინა აქამდე ჩუმად მდგარმა ნიკამ და დაამატა-ცოტაა 5-10წუთი, შენ ერთი საათია დააგვიანე და ახლაც უაზროდ გაგყავს დრო!-ჯიუტად, მკაცრად მითხრა.
-ხოო? მიდი და უთხარი ლევანს მერე... უი არა უკეთესი აზრი მაქვს! ლექსოს უთხარი! დარწმუნებული ვარ იცნობ და არ გაგიჭირდება, არა?!- არც კი ვიცი რატომ ვუთხარი. მოუთმენლობის დიპლომს თუ არა, სერთიფიკატს მაინც ვიმსახურებ! შესვლას ვაპირებდი, მინის კარის მიღმა რუსას ცნობისმოყვარე სახე რომ დავინახე. სანამ ბოლომდე შევდგავდი ფეხს შენობაში, ნიკას შევხედე,ოდნავ გავუღიმე და შევედი. ნათიას თვალი ჩავუკარი და ვანიშნე მოგვიანებით დაგელაპარაკები-თქო, თუმცა ეს გოგო და მისი ცნობისმოყვარეობა როდის ისვენებს.
-რატომ დააგვიანე საყვარელო?
-დამეძინა ნათი, საწოლს დავეწებე-უკმაყოფილოდ ამოვთქვი
-და იმას რა უნდა? ისევ აურიეთ?
-ნორმალური როდის იყო?
-ცისა რა ხდება მითხარი. მე უნდა გწიწკნო სიტყვები რომ წინადადება შევაკოწიწო როგორმე?-რომ დავუფქრდი მართალი იყო. ყავის ქილა ხელში შევათამაშე, ადგილი შევუცვალე და იქვე მდგარ სკამზე მოწყვეტით დავჯექი.
-მეც არ ვიცი ნათი... მართალია რომ სოფლიდან ვარ, მართალია ურთიერთობებში გამოუცდელიც და მეამიტიც და ამ ყველაფერს სიდებილეს ვეღარ დავუმატებ ნამდვილად. საოცარ ტანდემს შევქმნი... ხო მართალი იყავი, როცა თქვი რომ მომწონს, მაგრამ არ ვარ მზად ამ უბრალო მოწონებას სიამაყეც შევწირო და ნდობაც. მომწონს, მაგრამ არ ვენდობი. არც ცდილობს დამიახლოვდეს, როცა ვუთხარი რაღაცას მალავ-მეთქი, ისიც კი არ მითხრა, "მოგვიანებით გეტყვი"-ო.
-ვერაფერი გავიგე ცისა... დავინახე ლევანთან გამოგყვა. რა მოხდა ჩემო გოგო?
-ხო, რუსა შემპირდა თუ წერილს ნიკას მიუტან, მე ლევანს, ყავის აპარატზე დაველაპარაკებიო. არც მინდა წარმოვიდგინო, რატომ ან როგორ სთხოვდა. რუსაც მისულა და უთქვამს, რომ თურმე მის შვილს და მე, რაღაც ურთიერთობა გვაქვს, მისი აღმატებულება ლექსო კი აქ იწყებს მუშაობას.-თვალები ავატრიალე გაღიზიანებულმა.
-მოიცადე, მაღაზია ლევანს ეკუთვნის და შვილმა აქ რატო უნდა იმუშაოს?
-აუ წარმოდგენა არ მაქვს ნათი...
-კარგი და ნიკამ რა უნდა აგიხსნას?
-რაღაცას მალავს, ლევანი ისე შინაურულად ელაპარაკებოდა... არც ვალდებული არაა რამე ამიხსნას, არ მინდა მომავალში რაიმეს ახსნა მოვთხოვო. ამიტომ საჭიროა შორს ვიყო. ასე უფრო დაცული ვიქნები.
-ვაიმე ისე ლაპარაკობ გეგონება სერიალში ხარ ან რაღაც მსოფლიო გადატრიალების გეგმას მოუსმინე შემთხვევით და პირში წყალს იგუბებ. ადამიანო შენ გოგო ხარ, ის საპირისპირო სქესის პიროვნება. მოხდა ისე რომ სხვაზე მეტი ყურადღება გამოიჩინა შენს მიმართ. მერე რა? უნდა მოკლა? შენ ყველაფერი მოუყევი უკვე? რატომ ამტყუნებ?
-სიმართლეს ამბობ ნათი, მაგრამ მირჩევნია შორს დავდგე. დრო გვიჩვენებს ყველაფერს.
-კარგი ხომ იცი რომ მე შენთან ვარ -ამოიოხრა
-შენსა და გეგას შორის რა ხდება?-თვალების ჟუჟუნით ვკითხე
-არაფერი... რა უნდა ხდებოდეს, ტკბილი და თბილი მეგობარია-თვალი ჩამიკრა და გამშორდა.
-უი მართლა-თავი გამოყო დახლიდან და ფართოთ გამიღიმა-ხვალ საღამოს კლასი ვქეიფობთ, არ წამოხვალ? მე გპატიჟებ!
-გაგიჟდი? შენს კლასთან მე რა მინდა?
-რატო გავგიჟდი? ზოგს შეყვარებული მოყავს, ზოგს ქმარი ან ცოლი და მე არცერთი რომ არ მყავს, ვიჩაგრები...
-გეგას უთხარი-შევთავაზე
-ეგ დაუწყებს გოგოებს სიცილ-კისკისს და ნერვებს უფრო მომიშლის
-არა ნათი. წადი შენ გაერთე ტკბილო
-ვსო, მოდიხარ! აღარ გეკითხები! და გაიღიმე ცოტა ხშირად. ხომ არ გინდა ზოგიერთებს აფიქრებინო რომ გაიმარჯვეს?!-მიმიკითაც გამოხატა სათქმელი
-მე ომი არავისთან მქონია-მხრები ავიჩეჩე
-ხო, ხმლებით და ხანჯლებით არა! კაი წავედიიიი... მოიცა რუსასთან რას აპირებ?-ისევ მოუწია დაბრუნება
-რუსასთან?!-თვალები დავაწვრილე და გვერდულად გავხედე.
-ცისა მე ხომ გიცნობ? თუ რაღაც არის ისეთი შენში რაც არ უნდა ვიცოდე? შემეშინდება?-საცოდავი სახით შემომხედა ისე, რომ სიცილი ვერ შევიკავე.
-სულელო... წადი მომშორდი რა - სიცილით ვუთხარი და გაღიმებული ძლივს მოვიშორე გვერდიდან. ტანსაცმელი შევისწორე, თმებზეც გადავისვი ხელი და რუსასკენ წავედი. როგორც ჩანს ქალბატონი ტელეფონზე საუბრობდა. ვიცი რომ სხვისი საუბრის მოსმენა დანაშაულია და არც ეთიკის და აღზრდის ნორმებში ჯდება, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ზემოთ აღნიშნულის დარღვევა არ მადარდებდა. თაროებს ამოვეფარე და გავიტრუნე
-როდის მოდიხარ?-წკრიალა დაყენებული ხმით შეეკითხა, ვინაიდან მეორეს ხმა არ მესმოდა, ჩემით ვეცადე დასკვნების გამოტანა
-არვიცი, არ მინახავს მამაშენი- ვერ გეტყვით როგორ მსურდა იმას დალაპარაკებოდა ვინც მე მინდოდა
-დღეს გნახავ?-ოჰ მოუნდა გოგოს...
-აბა ხვალ? კარგი რა ლექსო, ამ ბოლო დროს სულ მეიაზვები. აღარ მოგწონვარ?-ისეთი "გატყლარჭული" ხმით კითხა, მეტის მოსმენა მეც აღარ მინდოდა და ყოჩაღ იმ ბიჭს რომ არ უთიშავს. წინ წავედი და დახლს ცალი ხელით დავეყრდენი, თან ვეცადე ირონიული ნიღაბი ამეკრა. ზურგით იდგა და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, როცა ტელეფონს დახედა და ნახევრად პირდაღებული შემოტრიალდა
-უფს, გაგითიშა რუსიკო?-ვითომ მეწყინა
-არა, საუბარი დავამთავრე-მითხრა გამომწვევად და ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთა
-იცი რა უნდა მეკითხა შენთვის? მე ხომ ახალი ჩამოსული ვარ და ყველასთან არ მაქვს შეხება. შენ კი ყველა შენებურად გყავს გამოცდილი, ბიჭები მყავს მხედველობაში. ხოდა მაინტერესებს, ლევანის შვილზე, ლექსოზე რა აზრის ხარ? მგონი არ უნდა იყოს ცუდი ბიჭი ხომ? მემგონი ღირს ურთიერთობა...-მაღლა ავიხედე, ვითომ ჩემთვის ვბურდღუნებდი. თუმცა ნათლად შევამჩნიე რუსას გაფართოებული თვალები
-შენ ლექსოს იცნობ?
-კი გოგო!-შევძახე "აღფრთოვანებულმა"-აუ რა კარგი ბიჭია იცი? დღეს დამპატიჟა, ოღონდ ადგილი მე უნდა შევარჩიო. მაგიტომ გკითხე შენ... თუმცა იცი რა? ალბათ ნიკა ჯობია... შეხედე რა მამაკაცურად დგას-ტანით კარისკენ, ნიკასკენ შევტრიალდი და რუსასაც ვანიშნე შეეხედა-ნახე რა სერიოზული და მკაცრი იმიჯი აქვს... ლექსო კი... რავიცი აბა-თავი გადავაქნიე და რუსას მივუბრუნდი. ცუდად ხარ გოგო? მეთქი რაიმე რჩევას მომცემდი. რომელს შევხვდე?
-ნიკამაც დაგპატიჟა? ლექსომაც?
-მარტო ეგ გაიგე?-ვითომ ნაწყენმა, კარგი დაქალივით მოვუთათინე ხელი მხარზე
-ლექსო სად გაიცანი?-ცოტა ფიქრის შემდეგ, გაკვირვებულმა მკითხა
-შენ რა ყველაფერი გაინტერესებს?!-ცხვირზე ხელი წავკარი ვითომ ხუმრობით,არადა გულში ვფიქრობდი "დროა გაგეცალო-თქო". შემთხვევით გავხედე გეგას, რომელიც მზერით მბურღავდა. ალბათ ნიკასგან იცოდა ყველაფერი და დიდ აფეთქებას ელოდა... თუმცა უნდა აღვნიშნო ხელის შეშლაც არ უფიქრია.
-რუსუდან წავედი თორემ ბიჭებს გახედე რა სახეები აქვთ. ალბათ მისაყვედურებენ.-თვალი ჩავუკარი და პასუხს დაველოდე.
-წადი, არ გაგაგდონ.-მომაძახა ცივად და ჩემი ცენტრალური ნერვული სისტემის ერთი მეოთხედიც აიყოლია
-საყვარელო, ლექსო მომიგვარებს მაგაზე აღარ ვღელავ-გავუღიმე და ნერვებ აშლილი დავტოვე. ესეც შენ! ახლა ხლართოს საქმეები. ცალი თვალით ისევ კარისკენ გავიხედე,ამჯერად ნიკა მიყურებდა. მომაბეზრეს უკვე თავი, თვალები გადავატრიალე და ტკბილეულისკენ ავიღე გეზი.
-წიწილ რავა ხარ? ისე ამდენ ტკბილეულობაში როგორ არ იმატებ? ნებისყოფას ცდი?
-არ მიყვარს გოგო ძალიან...-რაღაცის თქმა უნდოდა კიდევ მაგრამ თვალგაშტერებული გაშეშდა.
-ნათი კარგად ხარ?-მკლავზე შევეხე
-გოგო რუსას რა სჭირს? ბოლს უშვებს მგონი რა სახე აქვს? რა ჩაიდინე? -მაშინვე მე მომიბრუნდა
-მე არაფერი... მართლა ნათი! უბრალოდ ვუთხარი რომ ლექსო მომწონს... მაგრამ ისიც ვაგრძნობინე რომ ნიკასაც არ დავტოვებდი ისე-მხრები ავიჩეჩე
-რა ქენი? -თვალები ისე გაუფართოვდა ამ ერთი ციდა გოგოს მეგონა გადმოუვარდებოდა-ცისა! ახლახანს რუსას უთხარი რომ ორ ბიჭთან გექნებოდა ურთიერთობა?
-აუ ნათია კაი რა, მართლა ეგ ვუთხარი მაგრამ მასე ხომ არ ვიზამ? არ მიცნობდე მაინც
-ამოვისუნთქე -გამიღიმა და გადამეხვია.

ისე რას აღარ გააკეთებ ადამიანი საკუთარი თავის დასაცავად. ზოგს არ ყოფნის ნებისყოფა, ზოგს კი იმაზე უკეთ გამოსდის ვიდრე წარმოუდგენია. დიდი არაფერი გამიკეთებია მაგრამ ვერ ვგრძნობდი ვერც კმაყოფილებას და ვერც სინდისის ქეჯნას. თავს იმით ვინუგეშებდი რომ ერთი უწყინარი ტყუილი იყო და ეს მხოლოდ ჩემი თავის დასაცავად. უფრო სწორად, ჩემი მოტყუების და გამოყენების, ტყუილის დაბრალების გამო,ჩემი დისკომფორტისთვის გადახდილი სამაგიერო იყო.

საღამომდე დრო ჩვეულად გაგრძელდა, თაროებს ვავსებდი ახალი პროდუქციით და მომხმარებლებს შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი. ბოლოს უკვე წუთებს ვითვლიდი ისე დავიღალე რუსას მოჟამული სახის ყურებით, გამწარებული აქეთ-იქით დარბოდა ტელეფონით. რაღაც მომენტში ჩემი საქციელი კიდეც ვინანე, ამის სახეს კიდე ეს უნდოდა-თქო. ბოლო ერთი საათი იყო დარჩენილი, თეო რომ მოვიდა
-უკვე დავიღალე რა
-მეც თე... ერთი საათიც და მოვუსვათ-გავუღიმე და მხარზე თავი დავადე
-ეს ნახე რა სახე აქ.
-აბააა... არ ჯობდა მომეკეტა?- გვერდულად გავხედე
-ნეტა შენ რა... ცოტა ხანს იდარდოს არაფერი მოუვა, ტვინს გაავარჯიშებს!-ისე მითხრა მზერა არ მოუშორებია რუსასთვის
-წიწილამ გითხრა?
-ააჰაამ... გოგო ამას აქ რა უნდა, რა ბზიკმა უკბინა?-შეშფოთებულმა წამოიყვირა
-ვის? ვინმე გაწუხებს?-თვალების უაზრო ტრიალს მოვყევი. ვერ გავიგე ვისზე ამბობდა. მიუხედავად იმის, რომ საღამო იყო, მაინც საკმაოდ იყო ხალხი.
-გოგო ყავისფერ პიჯაკში, აჩეჩილი თმები აქვს, სათვალით, ხედავ? სალაროსკენ უხვევს-ჩუმად გადმომჩურჩულა
-ხო მერე? ვინაა?
-ლექსო!
-გიცნობს? რა უნდა?-ჯერ ბიჭს დავაკვირდი და მერე შევხედე თეოს. თვალები ისე გაუფართოვდა...
-ვაიმე ლექსო... -ძლივს ვიცანი ჩემი ხმა-ახლა რა ვქნა?მართლა ისაა? იქნებ გეშლება ჰა?
-არა გოგო ვიცნობ... მოდი გაგაცნობ და აღარ გამოგივა ტყუილი. -ხელი მომკიდა და ის იყო შეტრიალდა რომ ისევ უკან შემობრუნდა-მოუსწრია უკვე, რუსაა იქ.
-ჯანდაბა ალბათ ჩემზეც ეკითხება... ჯანდაბა!
-ადექი და სანამ შეეკითხება დაადექი თავზე... შენთან ერთად რაღას იზამს
-კაი?! მასე ხამივით მივიდე და ვუთხრა ჰაი ლექსო-თქო? ხო მომკიდა ხელი და მისროლა აქედან
-გოგო, ტიპი დებილი უნდა იყოს შენნაირ გოგოს თუ ხელი მასე მოკიდა. თუ რუსა არ აინტერესებს აგყვება და თუ აინტერესებს....
-მაშინ ჩაო სამსახურს ხო? -ისე დავიჭყანე გეგონება მჟავეს ვჭამდი
-ჰა რას იზამ... მოასწრეს ვეფხისტყაოსნის მოყოლა-ხელი მომკიდა და შემანჯღრია
-კაი ჰო. მეტკინა ხელი. ჩემი დაწყებულია და მე გავაგრძელებ უფ. შენ ამას მიხედე რა, ვერ გაუგია რომელი შეკვრა უფრო სასარგებლოა, არადა ერთი და იგივეა- ერთ-ერთზე სათვალიანზე ვანიშნე, რომელსაც ვერ აერჩია რა უნდოდა.
-ჰა? და შენს დებიუტს დავაკლდე? არ არსებობს. მიდი მიდი... ეს თავად ააარჩევს-თავი გააქნია და უკან გამომყვა.
რა უნდა მექნა? გგონიათ ვნერვიულობდი?არა. ამას ნერვიულობა აღარ ერქვა. ჩემი თავი ისე "შევამკე" რომ უკვე მცხვენოდა კიდეც. უკან შებრუნებაც ვიფიქრე მაგრამ იმ თმაგაჩეჩილს ის როგორ ვათქმევინო, შეშურდაო.
გაშლილი თმები წინ გადმოვიყარე და წყვილს მივუახლოვდი.
-პრივეტ ლექსო, როგორ ხარ? აქ არ გელოდი -ისე მხიარულად მოვიკითხე და გადავკოცნე მეც გამიკვირდა.-რუსაა... -ისე გავუღიმე თითქოს ერთმანეთის დანახვა ყველაზე მეტად გვიხარია. ახლა უკვე ლექსოზე იყო დამოკიდებული რას იტყოდა. ისეთი თვალებით შემომხედა, ვიფიქრე შანსი აღარ მაქვს-თქო. ის იყო პირი გავაღე, რომ ბოდიში მომეხადა, მისი ხელი ვიგრძენი წელზე. სახეზე კი ირონიული ღიმილი
-რუსა შენც იცნობ?-კითხვით მიუტრიალდა გოგოს. ვნანობდი რომ მოვატყუე, მართლა, ისეთი სახით გვიყურებდა... ერთი წამითაც კი არ მინდოდა მის ადგილას დგომა
-კი ლექსო, დიდი ხანი არაა, რაც მუშაობა დაიწყო, ამიტომ თავად არ მიცნობს კარგად.-საოცარი ზიზღით შემომხედა და ახლა უკვე აღარაფერს ვნანობდი. კიდე რაღაცას გეგმავდა, კიდე რაღაც უნდოდა. ნერვები მომეშალა და მგონი სახეზეც კი დამეტყო.
-შენ გგონია მე მიცნობ საკმარისად? -არც მე დავფარე ირონია, ცალი წარბი ავუწიე, ოდნავ გავუღიმე და ლექსოს მხარზე ხელი ჩამოვადე. ჯერ ისევ რუსას ვუყურებდი. ნელ-ნელა დახლზე ოდნავ მიყუდებულ ლექსოსკენ გავიხედე, ისე საყვარლად მიყურებდა და მიღიმოდა, ამ ბიჭის გამოყენება იქნებოდა-თქო კი გავიფიქრე მაგრამ ვინღა დაიხევდა უკან.-რა მოიფიქრე?-ისე ვკითხე არც დავფიქრებულვარ რას მეტყოდა, წელზე ხელი ოდნავ რომ მომიჭირა მერე მივხვდი რას ვბოდავდი.-ახლა ცისნამი არ დამიძახო თორემ ენას ამოგაცლი-საყვარლად გავუღიმე მეც და მგონი ნამიოკი გამომივიდა.
-კარგი... და სად მივდივართ? ნამი?-ისე გამოკვეთა ბოლო სიტყვა, დავეჭვდი
-ნამი?-გამიკვირდა და ღიმილით რუსას გავხედე, იმაზე კმაყოფილი სახე ქონდა ვიდრე გუშინ ან გუშინწინ. წარბები შევკარი, გამიკვირდა.
-ნიკა!-ჩვენსკენ დაუძახა ბიჭს და ისიც, რომ მეგონა არ დაუჯერებს-თქო, წამოვიდა. რუსას გვერდით დადგა, ლექსოს ხელის დაკვრით მიესალმა და შემდეგ დაკვირვებულად შემოგვხედა
-რა ხდება?- ვერ გავიგე ჩვენ გვეკითხებოდა თუ რუსას, ამიტომ მე სიჩუმე ვარჩიე.
-არაფერი. მამაჩემს ვნახავ და მერე ხომ ამთავრებთ და გავიდეთ სადმე რა-იდეით გამოვიდა "ჩემი" პრინცი.
-არა, თქვენ ხომ არ ჩაგიშხამებთ რომანტიულ ვახშამს? -აი ბრძნული დასკვნა. როდის მოიფიქრა ამ გოგომ ამდენი?
-რა რომანტიული ვახშამი?-ნათლად ეტყობოდა ნიკას კაპილარებს სიძლიერე. სამივეს მზერა ჩემზე იყო მომართული და მეც რას ვიტყოდი თუ არა
-რა რომანტიული ვახშამი? მგონი რაღაც გესიზმრა რუსა!-ვეცადე გამეღიმა
-წეხან არ მითხარი? ლექსოსთან უნდა ვივახშმოო? დაგავიწყდა?- ისეთი აღტაცებული იყო თავისი ჩანაფიქრით, მართლა ცოდო იყო. ლექსოს მხარზე დადებული ხელი ოდნავ მოვუჭირე და ისეთი თვალებით გავხედე, ლამის სულში ჩავუსახლდი
-რუსა თუ გინდა რომ ნამი დავპატიჟო და თქვენ მარტო დაგტოვოთ, პირდაპირ უნდა თქვა ხოლმე -თვალი ჩაუკრა, ფეხზე ადგა და ჩემი დახლისკენ ჩემიანად წავიდა. როცა უკვე თვალს მივეფარეთ და ვიფიქრე გადავრჩი-თქო, მეორე დაკითხვა დაიწყო.
-აბა, ქალბატონო, ჯერ მითხარი მართლა ცისნამი გქვია?
-ცისა...
-აჰამ და ჩვენ საიდან ვიცნობთ ერთმანეთს?
-არვიცი...
-კარგი პასუხია ვერაფერს იტყვი... და რატომ ვართ ერთად?
-მ ო გ წ ო ნ ვ ა რ...-ისე ნელა ვთქვი, მგონი ყურშიც დამაკლდა
-აჰაამ... -ერთი ამათვალიერა, ჩამათვალიერა და დაასკვნა-კარგი ამ ტანსაცმელში რას გავიგებ. სად მივდივართ?
-აუ დავიღალე რა... მადლობა უნდა მითხრა იმ აფთრისგან რომ გიხსენი. ტვინი გამიბურღე. რაღაც დამიშავა ხოდა მეც შური ვიძიე, რას წარმოვიდგენდი თქვენი უდიდებულესობა, მაინც და მაინც დღეს თუ გამოცხადდებოდი აქ. მართლა ხომ არ მოგწონვარ კაცო? არც გაძალებ! შენ შენთვის მე ჩემთვის ვახ -ნათია მჭირდა მემგონი, ის მივაყარე, ბოლოს ძლივს ამოვისუნთქე
-მოიცა მოიცა... ეგრე აღარ გამოვა. ახლა შენ დამეხმარე რომ მართლა მომშორდეს... ისე არაგიშავს ხო იცი-თვალი ჩამიკრა და სათვალე შეისწორა.
-სამსახურიდან მივდივარ, ტვინი გამიბურღე უკვე.-პატარა ყელსახვევი მოვიხსენი და გამოსაცვლელისკენ წავედი
-მართლა მიდიხარ?-გაკვირვებულმა მკითხა
-მეტი დარდი არ მაქვს. ღირხარ რო?-თვალი ჩავუკარი და ოთახში შევედი, ბუნდოვნად გავიგე მისი დაძახებული "მაგარი ვერ ხარ", რაში გამოიხატება ეს სიმაგრე არ ვიცი.
გოგოებს დაველოდე და ერთად დავტოვეთ შენობა, გეგას დავემშვიდობე და ნიკას მხოლოდ შევხედე
-ჭკვიანად გოგოებო-თვალი ჩაგვიკრა გეგამ
-სად მიდიხარ? -ზურგს უკან გავიგე ნიკას ხმა. არ ვაპირებდი პასუხს მაგრამ რატომღაც არ მინდოდა არასწორად ეფიქრა
-სახლში!-მტკიცედ ვუთხარი და გზა გავგრძელე. მკლავში ხელი მომკიდა და გოგოებს დაემშვიდობა
-კარგად გოგოებო. ცისას მე მივიყვან
-მე აღარ მეკითხები?!-კბილებში გამოვცერი
-შენ რამე მკითხე?
-შენ მე მეხები და ჩემზე მოქმედებ?!-ნერვები მეშლებოდა
-ნუ მაცინებ. შენ არ მოქმედებ?!-ხმამაღლა მითხრა და მანქანაში ძალით ჩამსვა...
-რატომ აძლევ შენს თავს ამდენის უფლებას, ჩემთან მიმართებაში. რა გინდა ვერ გავიგე, ვინ ხარ რომ რაიმე აგიხსნა, ვინ ხარ რომ რაიმეს ახსნა მომთხოვო?!-გაბრაზებულმა ხმამაღლა ვუყვირე და ღვედს დავეჯაჯგურე. ხმას არ იღებდა ისე მართავდა მანქანას. ამან უფრო გამაცეცხლა. -არ იცი შენ ჩემი სახლი!- მიზეზად ესღა ვუთხარი, გვერდულად გამომხედა და ოდნავ ჩაიცინა. ღრმად ამოვისუნთქე და თვალები ძლიერად დავხუჭე. ვხვდებოდი რომ ხელოვნურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მსახიობობდა! თავი მინას მივადე და ვეცადე მეც გამეკონტროლებინა საკუთარი ემოციები. მარჯვენა ხელით ტუჩების წვალება დავიწყე.
-დაწყნარდი? -წყნარი ხმით მკითხა თუმცა პასუხის გაცემა არც მიცდია.
-შენ გეკითხები ცისა.-ისევ მშვიდად აგრძელებდა. თავი უფრო კომფორტულად მივადე მინას და წვიმის პირველი წვეთიც მომესალმა. -კარგი როგორც ჩანს ისტერიკამ გადაგიარა. ახლა მიპასუხე სად ან როდის გაიცანი ლექსო?!
-დრო ზუსტი მონაცემებით გაინტერესებს თუ დღის მონაკვეთებით? იქნებ მხოლოდ რიცხვის თქმას დაჯერდე?
-კარგი ხასიათი გაქვს... მართლა...
-კომპლიმენტად მივიღებ!
-ალბათ დიდხანს სწავლობდი ცინიზმს და ნერვების მწყობრში მოყვანას მაშინ, როცა გაღიზიანებული ხარ.
-შენ წარმოიდგინე, არა! 5წუთიც გეყოფა თუ მასწავლებელი გყავს ზედმეტად "კარგი" !
-კომპლიმენტად მივიღებ
-მსგავსი არაფერი!
-კარგი... რა თქვი საიდან ვიცნობო?
-წვიმს!
-რუსამ გაგაცნო?-ოდნავი გაღიზიანება შევატყე
-წვიმა ცრის...-უაზროდ დავიწყე საქარე მინაში თვალების ტრიალი
-ჯილდოს იმსახურებ-ძლივს მოკოწიწებული სიმშვიდით ამოღერღა
-გააჩერე მერე- შევხედე... რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ ტელეფონმა დაურეკა. უცბად დახედა, მხოლოდ ერთი სიტყვა "მალე მოვალ" უთხრა და მალევე გათიშა.
-ნიკა გეჩქარება და გზას ჩემს გამო რატომ იმრუდებ?!-სერიოზულად ვკითხე
-ლექსო სად გაიცანი?
-არ ვიცნობ!
-ხოო?!
-მართლა არ ვიცნობ... უბრალოდ... უბრალოდ რუსას ვაფიქრებინე მასე
-ხომ გითხარი მე მივხედავ რუსას-თქო?!- ტონს აუწია
-ნუ მიყვირი!
-არ ვყვირი!
-ყვირი!
-ცისა!
-ნიკა!
-ჯანდაბა... როგორი ჯიუტი ხარ...
-აქ გამიჩერე... მოვედით უკვე.
-ხვალ გამოგივლი!-უკვე გადასვლას ვაპირებდი რომ მითხრა.
-რაო? როდის მერე მელოდები დილით?!
-დღეიდან...
-არ მინდა!
-მე მინდა!
-ნიკა ყველაფერს ვფიცავარ, წყობიდან გამოგყავარ, ნერვებს ორმაგად და ოთხმაგად მიშლი. ფიქრსაც კი მიბლოკავ შენი მშვიდი საუბრით. გეუბნევი რომ არ მინდა! ჩემი ნებაა ჩემს ცხოვრებაში რამდენად შემოგიშვებ, რა დროით დაგტოვებ და როდის გაგიშვებ.გაიგე?!-თვალებში ვუყურებდი და ველაპარაკებოდი. ვერ ვხვდებოდი აზრებს როგორ ვალაგებდი მაშინ როცა მხოლოდ მის თვალებზე ვფიქრობდი
-მე უკვე შენ ცხოვრებაში ვარ ცისა, რამდენ ხანს დავრჩები ჩემი ნებაა, როდის წავალ ეგეც ჩემზეა დამოკიდებული, შენ მხოლოდ ჩემი მოსმენა და გაგება უნდა ისწავლო.
-რატომ?
-ღამე მშვიდობის ცისა-მზრუნველად გამიღიმა. კარები გაბრაზებულმა მივუჯახუნე და რომელიღაცა სადარბაზოში "შევაჭერი". სიგარეტის სუნმა თვალები და ცხვირის ნესტოები ამიწვა. კედელს ამოვეფარე და ვეცადე დიდხანს გამეძლო იქ მდგომს.
-საინტერესოა აქ ვის ემალები?-ისე შემეშინდა შევხტი. ხმა კი გავიგე მაგრამ ხმის პატრონი ვერ დავინახე. რამდენიმე წუთში კიბეზე, ფეხის ხმა მოწვდა ჩემს სმენას და მალე ადამიანის გამოსახულებაც შევამჩნიე. შუქი აინთო და მეც უფრო ავეკარი კედელს.
-ვის ემალები?-ახლოს მოვიდა, დაკვირვებით შემათვალიერა და მკითხა
-იცით, ძაღლს... ძაღლი გამომეკიდა და-ვეცადე ოდნავ გამეღიმა
-და ძაღლი სადაა?-ინტერესით მოათვალიერა ადგილი
-დავემალე და წავიდა -ყველაზე უნიჭო ტყუილი. გვერდულად შემომხედა და ოდნავ გაიღიმა. ვცადე დამეიგნორებინა, გარეთ ფარულად გავიხედე და ცარიელი გზის დანახვისას თავისუფლად ამოვისუნთქე. მხრებში გავსწორდი, უცნობს გავხედე და ოდნავ გავიღიმე
-გინდა გაგაცილებ. კიდევ რომ მოგაგნოს იმან?!
-არა...წავალ. გმადლობ'თ. -მრავლობით ფორმას ხაზი გავუსვი და შენობას გავეცალე. სწრაფად გადავკვეთე გზა, მესამე მოსახვევში შევუხვიე და ჩემი სადარბაზოსკენ გავიქეცი. კიბეებზე ავირბინე და სახლში სწრაფად შევვარდი.
-რა მოხდა ცისა, მოგდევენ?!-მაშინვე გამოვარდა მერი
-არაფერი. კიბეები ამოვირბინე მერიკუნა. -ლოყაზე ვაკოცე და სამზარეულოსკენ წავედი.
უცბად გავაკეთე მაკარონი, ერთად ვივახშმეთ და შემდეგ უკვე მისაღებში, ჩაით ხელში გადავინაცვლეთ.
-მერიემ მომიყევი აბა რა ხდება შენკენ? ვეღარ გესაუბრები, სახლში გვიან მოვდივართ, გარეთ კი ისეთ დროს გავდივართ, სად გვცალია-გავუღიმე და ჩაი მოვსვი
-რავიცი რა გითხრა, ამ დღეებში ჩემი ჯგუფი ქეიფს ვაპირებთ და ალბათ მოვაბამთ თავს. შენ კი დაგპატიჟე -თვალი ჩამიკრა
-და სად იკრიბებით? ბარში თუ რესტორანში სადმე?
-არც ეგ არ ვიცი. ჩემმა ბედოვლეთებმა აირჩიონ... აუ მოდი კინოს ვუყუროთ რაიმეს-შემომთავაზა და მეც დავეთანხმე თუმცა ალბათ ნახევრამდე ვერცერთი გავქაჩავდით. როგორღაც მოვთავსდით და კინოც ჩართო.
-ხვალ სახლში ხარ ცის?
-არა, მე ვინ დამტოვებს, ვმუშაობ. შენ?
-მე კიიი... და ვბაირამობ-გადაიკისკისა-შენი ტელეფონი რეკავს მგონი
-ტელეფონი? ჯანდაბა სად დავაგდე...-ფეხზე წამოვხტი და ძებნა დავიწყე. ბალიშის ქვეშ ვიპოვნე, უკვე გამოტოვებულ ზარად ქცეულ უცხო ნომერს დავაკვირდი და ფილმს მივუბრუნდი როცა სმსიც მოვიდა
"უკვე დაწექი?"
გამიკვირდა, ნიკას ნომერი არ იყო, სხვას კი ისეთს არავის ვიცნობდი. არ ვაპირებდი მიწერას, ვიფიქრე ალბათ ეშლებათ-თქო, თუმცა მეორე სმსიც მალე მოყვა პირველს
"ასე მალე დაგეძინა ვითომ?!"
"ნომერი გეშლებათ!"
"ნწ. არამგონია. მე არავინ მეშლება ცის!"
"თამამი განცხადებაა"
"თან სიმართლე..." -შეიფერა ალბათ
"რაღაცეები პირველად ხდება"
"ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვანაირადაც შეიძლება"
"კარგი. ძილინების..."-უკვე მისი ინკოგნიტობა ნერვებს მიშლიდა
"ვინ შეიძლება რომ ვიყო? :) "-ფიქრებს მიმიხვდა
"აზრი არ აქვს... ერთი საღამოს, 30წუთიანი სტუმარი :) კარგად!"
"კარგი, ამ საღამოს იყოს 30 წუთი. ტკბილი ძილი :* :) "
ნერვები მომეშალა, ალბათ 15 წუთი ვფიქრობდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, ნიკაზეც ვეჭვობდი მაგრამ ყველაზე ნაკლებად მეგონა. ბოლო საუბრიდან, მაინც და მაინც ასეთ დიალოგს არ წარმოვიდგენდი. შესაბამისი ვერავინ მოვიფიქრე, ამიტომ არ ჩავთვალე მეტი დროის ხარჯვად. ტელეფონი ჯიბეში ჩავიჩურთე და უკვე ჩაძინებულ მერის გავხედე, გაღვიძებით შემეცოდა. ლეპტოპი გამოვრთე, მერის პლედი დავაფარე და მეც ჩემი ოთახისკენ გავეშურე. ისე ჩამეძინა ვერაფერი გავიგე.
დილის სხივებსაც ეტყობოდათ სიხალისე, ფანჯრის მინებზე, წუხანდელი წვიმის წვეთების ციმციმი, წვიმის შემდეგ სისუფთავის და სიგრილის შეგრძნება ბავშვობიდან მიყვარდა. მხიარულად გავიღვიძე და მისაღებშიც მხიარულად, ცეკვით გავედი.
-მერიემ დილამშვიდობის ტკბილო, გაგიღვიძია მარჯვე- ფანჯარასთან მდგარს ლოყაზე ვაკოცე და მისი ჩაი მოვსვი.
-დილამშვიდობის კნუტო. ცის ეს მანქანა ვისია? იცნობ? -დაეჭვებულმა მიმითითა, ეზოში მდგომ ერთ-ერთ მანქანაზე
-ნწ...არა, არვიცი მერიკუნ-შებრუნებას ვაპირებდი, უცბად გუშინდელი ნიკას მანქანის სურათი რომ მომაწოდა ტვინმა. -მოიცა -შევყვირე და ისევ ფანჯარას ავეკარი-ამას აქ რა უნდა, შენ რატომ მკითხე? რამე საეჭვო მოხდა?
-რამდენიმე დღეა, დილით აქ არის, თუმცა ღამით არა... ხოდა დავეჭვდი, უბრალოდ გკითხე. იცნობ?
-მე... მე... ჯანდაბა მაიკით ვდგავარ- მხოლოდ ახლა გავიაზრე, რომ შეიძლება ნიკა ყოფილიყო და ასეთ ფორმაში დავენახე. რატომ მანაღვლებდა ასე? მერე რა თუ დამინახავდა, ან ისეთს რას დაინახავდა ქვემოდან ჩვენი ბინის ფანჯარაში, მაგრამ ფაქტია გავნერვიულდი, ეს კი მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა არ იყო. წყალი გადავივლე, მოვემზადე, თმები ავიწიე და მერის დავემშვიდობე. სადარბაზოდან გავედი და გზას გავუყევი ისე, თითქოს ჩვეულებრივი დღე ყოფილიყოს. თუმცა ჩვეულებრივი რატომ?! ტელეფონის ეკრანზე აციმციმებულ ნიკას ნომერს დავაკვირდი
-გისმენ!
-მობრუნდი და მანქანაში ჩაჯექი. მე წაგიყვან!
-რატომ?! ფეხები მგონი კარგი მაქვს... ჯერ-ჯერობით შეუძლიათ გადაადგილება.
-ცისა... ნუღარ მალაპარაკებ. უბრალოდ მოტრიალდი და ჩაჯექი!
-ხოდა ნუღარ ლაპარაკობ. უყურე რა ადვილია-ჩავძახე და ისე გავუთიშე არც დავლოდებივარ. თუმცა ტელეფონის ჯიბეში ჩადებაც ვერ მოვასწარი ისე მტაცეს ხელი და მანქანაში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩამჩურთეს.
-შენ ადამიანივით... ნორმალური ადამიანივით მოქცევა შეგიძლია?-შევუყვირე უკვე საჭესთან მოთავსებულ ნიკას.
-შენ მოსმენა და გაგება შეგიძლია ადამიანური ენის?!
-ადამიანურად მთხოვე რამე და არ მახსოვს?-ღვედი შევიკარი და შევუღრინე. გაფართოებული თვალებით გამომხედა და თავისთვის გაიღიმა.-ნუ იცინი!
-რატომ? გაღიზიანებ?
-ხო. ცუდად მოქმედებ ჩემზე!
-ნეტავ მეც ვიცოდე, შენ როგორ მოქმედებ ჩემზე!
-მერე თუ არ იცი გაერკვიე ჯერ და მერე მომეპყარი ნადირივით.
-მაცდი მერე? ნორმალურად საუბარი შენთან არ ჭრის. რაც არ უნდა გითხრა მაინც შენებურად მოქმედებ. ერთს გეუბნევი და შენ მეორეს აკეთებ, მიუხედავად იმის, რომ შეიძლება შენც ჩემს აზრზე იყო, მაგრამ მთავარია შემეწინააღმდეგო, ნერვები მომიშალო და მერე გაიღიმო.
-რა დავაშავე?-ბავშვივით ამოვილაპარაკე. ჯერ გამომხედა, მერე ისეთი სიცილი დაიწყო მართლა შემეშინდა... გაკვირვება ვერ დავმალე. უპასუხოდ დამტოვა, თავით მანიშნა მარკეტისკენ და მეც აღარ ჩავძიებულვარ. ნერვებმოშლილმა გამოვაღე კარები და უკან ჩამოვიტოვე,წინ მომავალი გეგა ვერც შევნიშნე, მაშინვე ნათიასკენ გავეშურე.
-ნათიიი-საწყალი თვალებით შევხედე
-რა ხდება ცის? -ყურადღებით შემომხედა და მოახლოებულ თეოს გაუღიმა.
-როგორ ხართ ტკბილებო?-ხელი გადაგვხვია ორივეს
-გოგოებოოო, მერიმაც დამპატიჟა თავის კურსთან და რა გავაკეთო?
-გასკდა ქალო გული, უიმეეე. მეთქი რამე სერიოზულია-თქო -ჩვეულებისამებრ დაიწყო "წიწილამ"
-ვაიმე ახლა ორივე გაჩუმდით და შენ ქალბატონო, ის მოყევი, რატომ წაგიყვანა ნიკამ სახლში? -გაფართოებული თვალებით და გადიდებული ყურებით ერთად მისმენდა
-დეგენერატია, თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე და გათამამებული, გატუტუცებული, მაღალ სხეულს ამოფარებული ტუტუცი ბავშვი, რომელსაც რაც მოუნდება და როცა მოუნდება მაშინ უნდა შეუსრულონ. ვერ მივართვი. არ მაინტერესებს, ყოველ ნაბიჯზე ნერვებს მიშლის. საერთოდ ვინაა რომ სალაპარაკო თემადაც ვაქციო?-ხელებიც ავაყოლე საუბრის რიტმს და ბოლოს ერთიანად ამოვისუნთქე
-დამშვიდდი? -ღიმილით მკითხეს ორივემ
-არა!-გაბრაზებულმა ვუპასუხე
-კაარგი... და რა ჩაიდინა?
-გუშინ სპეციალურად სხვა სადარბაზოსთან გავაჩერებინე, ვიფიქრე მოვატყუებდი, ცოტა ხანს დამელოდა, როცა წავიდა მერე წავედი მეც სახლში, დღეს დილით კი ჩემი სახლის წინ ამაყად იდგა ისე, თითქოს ვალდებულიც კი იყო!-ნერვებმოშლილმა ჩავურაკრაკე.
-ცის იცი მე რა გავარკვიე?! ნიკა და ლექსო უკვე ერთმანეთს დიდი ხანია რაც იცნობენ. ძმაკაცობენ კიდეც...-ბოლო სიტყვები ჩურჩულით დაამატა
-მერე რა თეო?
-ვერ ხვდები?-ლამის მიღრიალა ნათიამ-გოგო ტიპმა მომწონხარო გითხრა, ცოტა ხანში კი ხედავს მის ძმაკაცზე ხარ აკრული და თან რუსა წერტილსაც არ დატოვებდა უთქმელს.-თვალებს მიბრიალებს და რუსასკენ მანიშნებს.
-ნეტა არაფერი გამეკეთებინა... უკვე დავიღალე... ამის მერე მხოლოდ ვიმუშავებ. მაგათ რაც უნდათ ის უქნიათ-მტკიცედ ამოვილაპარაკე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.

ყველაზე რთული საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლაა, როცა იცი ცუდს აკეთებ მაგრამ სიამაყეს ხომ არ აწყენინებ, ვერ მიატოვებ, უნდა მოუსმინო და იქით გაიხედო საითაც მიგითითებს.
არ ვიყავი ასეთი შურისმაძიებელი. რა გააკეთა? ტყუილში გამხვია, ცილი დამწამა და ჩემი სახელი გამოიყენა. მე რა გავაკეთე?! მოვატყუე და მის გრძნობებზე ვითამაშე. მსახიობის როლიც მოვირგე, მიუხედავად იმის რომ ტყუილს ვერ ვამბობდი. კიდევ ერთი მინუსი-როცა სიამაყე გაიძულებს ტყუილს, თურმე გამოგივა.

დიდი ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ მისი დონის ვხდებოდი ამიტომ აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო, სანამ უფრო ძლიერად არ შევტოპავდი. საღამოს რუსას დაველოდე და ვცადე დავლაპარაკებოდი. გამოსაცვლელში შესული დავიგულე და გადავწვყვიტე დრო იყო.
-რუსა საქმე მაქვს, უნდა გელაპარაკო!
-უი ცისა... მეჩქარება, მე და ნიკა ვვახშმობთ. თუ დიდი არაფერია ხვალ მითხარი კარგი?-გამიღიმა და პატარა ჩანთა მოირგო. გჯერათ რომ ნიკას გაგონებაზე არაფერი მიგრძვნია?! გულმა იგრძნო... მხოლოდ გულმა და ისიც საგრძნობლად
-რუსა... მოკლედ მე ლექსოს არ ვიცნობ, იმ დღეს მოგატყუე! მხოლოდ ეს მინდოდა მეთქვა მეტი არაფერი-მკრთალად გავუღიმე
-ცისა... მე რატომ მომატყუე?! ლექსო მოგწონს?-მოჩვენებითი, განადგურებული სახის ნიღაბი აიკრა
-არა... მოგატყუე მაგრამ ჩემგან ბოდიშის თქმას არ ელოდო. არ "მიტყდება" ბოდიშის და პატიების თხოვნა მაგრამ ახლა მხოლოდ ჩემ სინდისთან ვცდილობ მართალი ვიყო. გეუბნევი მოგატყუე-თქო მაგრამ შენც არ ხარ ჩემზე ნაკლები! მოკლედ! ამის მერე ნურც შენ შემეხები და არც მე შევიწუხებ თავს. იცოდე დღეიდან არ მიცნობ... შენს საყვარლებს, ბოიფრენდებს თუ საქმროებს ჩემი სახელის გარეშე მიხედე. ლევანი თუ კიდევ ახსენებს ჩემს სახელს თავისი შვილის გვერდით, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე იცოდე პირველი შენთან მოვალ და ასე აღარ დაგელაპარაკები. გასაგებია?! ახლა კი ტკბილ ვახშამს და კარგი დროის გატარებას გისურვებ ნიკუშასთან!-გავუღიმე და ოთახში დავტოვე. ჩანთა შევისწორე და გასასვლელისკენ დავიძარი. უკვე თითქმის ყველა წასულიყო. მხოლოდ გეგა იდგა გარეთ და მიღიმოდა
-სად იყავი აქამდე?- გულწრფელად გამიცინა
-სინდისს ვიწყნარებდი-ღიმილითვე ვუპასუხე მეც და გარემო მოვათვალიერე
-აქ არაა, რუსასთან რაღაც საქმე აქვს...-უკითხავად მიპასუხა და თვალი ჩამიკრა. -სამზარეულოში იქნებიან სავარაუდოდ- ცოტა პაუზის შემდეგ დაამატა და დამაკვირდა. პასუხად მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და მკრთალად გავუღიმე. დავემშვიდობე და სახლისკენ დავიძარი.

რაღაცნაირად დამძიმებულმა შევდგი ფეხი სახლში. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მწყობრში, მაგრამ გულზე ვგრძნობდი რაღაც ისეთს რაც არ მახარებდა... მერის შევუთანხმდი რომ მეორე დღით კაბას შევარჩევდით. ალბათ ლევანთან მომიწევდა რამოდენიმე საათით დათხოვნა... საღამოსვე მეზარებოდა მეორე დღის გათენება, ყველანაირი თვალთახედვით. ძილის წინ მშობლებს ველაპარაკე, სამსახურის შესახებაც რაღაც დეტალები გავუზიარე, რა თქმა უნდა მხოლოდ მუშაობის თემაზე. ღამის 12 საათზე კი ძილიც ვიკადრე.
ვიცოდი რომ მეძინა... მაგრამ ოთახში მარტო არ ვყოფილვარ... ვგრძნობდი კიდევ ერთი წყვილი თვალის მზერას.მერე მისი, უცნობის პოზიციიდან შევხედე ჩემს თავს. უცნაურია არა?! ადამიანი ასეთ დროს რეებს ვაკეთებდი. ვფიქრობდი რომ დამიჭერდა, ჩემივე ფიქრებში გამომიჭერდა და ამას სათავისოდ გამოიყენებდა. გულის სიღრმეში, ეჭვის დონეზე მინდოდა ეს სხვა ნიკა ყოფილიყო, მინდოდა რომ უკან გამომყოლოდა, სამუშაო დღის ბოლოს და აქ, ჩემთან ერთად, კვადრატული ფორმის ოთახში გაგვეზიარა ერთი ატმოსფერო. საკუთარი გულის ცემას, საკუთარი ყურებით ვისმენდი. გრძნობები, ეჭვები და ფიქრები ყელში ძლიერად მიჭერდა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. დრო იყო თავს გამოვტყდომოდი რომ ნიკას ნახვა მინდოდა. თუნდაც გამეგო დარწმუნებით რომ ჩემს გვერდით, ერთ ოთახში ვიყავით.
ხელები გულზე ძლიერად მივიჭირე და თვალები შეშფოთებულმა გავახილე... საწოლზე წამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე. მართლაც ჯანდაბა! ეს სიზმარიც შეიძლებოდა ქვეცნობიერის ხმა ყოფილიყო? მისი წარმოდგენილი სურათებით აწყობილი, რამოდენიმე წამიანი მონაკვეთი? და ნუთუ ამისთვის საშუალება ჩემმა ტვინმა მისცა...
ესე იგი მე მინდოდა ნიკას გვერდით
ესე იგი მე არ მეშინოდა სიბნელის მასთან
ეს იყო ჩემი არ გამხელილი ფიქრების და გრძნობების საერთო სიურპრიზი, გამთენიის 6საათზე?! ვერაფერს ვიტყვი... ნამდვილად შედევრი იყო!



_______
დამრჩით კიდევ ისინი ვინც კითხულობთ ამ ისტორიას?! :) ძალიან მომენატრეთ...
მოკლედ ჯერ შეფერხებები ქონდა საიტს, შემდეგ ქალაქიდან გასული ვიყავი და ამას დაემატა ინტერნეტის პრობლემაც. ვიცი რომ დავიგვიანე და ამისთვის უდიდეს ბოდიშს გიხდით. შევეცადე დიდი თავი დამედო და ეს დაგვიანება ცოტა შემემსუბუქებინა.
არ ვიცი რამდენად კარგია ან ცუდი. ველოდები თქვენ შეფასებებს.
უღრმესი მადლობა თქვენ!

მიყვარხართ და მიხარიხართ!



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

მიყვარს მე ეს ისტორია ცისამ კი მაგრად ჩაუტარა რუსას, მომწონს ნიკა რომ იდუმალიააა თან საზიზღარი აწვალებს ჩვენს გოგოს.

 


№2  offline წევრი kethrine

სტუმარი უცნობი
მიყვარს მე ეს ისტორია ცისამ კი მაგრად ჩაუტარა რუსას, მომწონს ნიკა რომ იდუმალიააა თან საზიზღარი აწვალებს ჩვენს გოგოს.

ძალიან დიდი მადლობა "უცნობო" ❤❤❤❤❤❤ ძალიან გამეხარდი ❤❤❤ მადლობა რომ კითხულობ, მოგწონს და ჩემთან ხარ :)))
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3  offline წევრი TrustYourSoul

ვაიიიჰ შენ გაიხარე!
რამდენი ხანია ველოდებოდი და აშკარად ღირდა ასეთი მსუყე და სიკარქე თავი ლოდინად.
ცისას პიროვნება საშინლად მომწონს,აი ყველანაირი გაგებით! ასეთ რეალობასთან ახლოს მყოფ პერსონაჟებს კი დამიჯერე ბევრი ვერ ქმნის და შენ მაგარი გოგო ხარ ეს რომ შეძელი! მინდა ბევრი და მუდამ ვიკითხო,თუნდაც ნიკას და ცისას ისევ ასეთი გაურკვეველი სიტუაცია ჰქონდეთ.ეს ხშირად არ ხდება,ნიჭია მართლა,ისეთი ისტორია გაქვს შეწმენილი წყვილის გარეშეც რომ საინტერესოა,ჩემ ნაწერთან შედარებით მართლაც გასაოცარი რამაა!
არ შეწყვიტო არასდროს წერა! და მოგვახვიე თავს შენი ორიგინალურობებიიი!❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი kethrine

წარსული კვდება...
ვაიიიჰ შენ გაიხარე!
რამდენი ხანია ველოდებოდი და აშკარად ღირდა ასეთი მსუყე და სიკარქე თავი ლოდინად.
ცისას პიროვნება საშინლად მომწონს,აი ყველანაირი გაგებით! ასეთ რეალობასთან ახლოს მყოფ პერსონაჟებს კი დამიჯერე ბევრი ვერ ქმნის და შენ მაგარი გოგო ხარ ეს რომ შეძელი! მინდა ბევრი და მუდამ ვიკითხო,თუნდაც ნიკას და ცისას ისევ ასეთი გაურკვეველი სიტუაცია ჰქონდეთ.ეს ხშირად არ ხდება,ნიჭია მართლა,ისეთი ისტორია გაქვს შეწმენილი წყვილის გარეშეც რომ საინტერესოა,ჩემ ნაწერთან შედარებით მართლაც გასაოცარი რამაა!
არ შეწყვიტო არასდროს წერა! და მოგვახვიე თავს შენი ორიგინალურობებიიი!❤️❤️❤️

ვაიმე, აი საშინლად სასიამოვნოდ წასაკითხი კომენტარი დამიტოვე დასატკბობად ჩემო კარგო. უღრმესი და უდიდესი მადლობა შენ რომ კითხულობ და მოგწონს. არ მაქვს პრეტენზია არანაირ წოდებაზე. ვწერ რადგან ზოგჯერ მინდა რეალობას მოვშორდე დროებით მაინც, და თუ ეს ჩემი ნაჯღაბნები, სულ ოდნავ მაინც მოგეონ'თ, ამით უზომოდ ბედნიერი ვარ. ❤❤❤❤❤❤❤ ტკბილი და თბილი სიტყვებისთვის არ ვიცი რა გითხრა❤❤ რაც კი დაწერილი მქონდა ყველა ავტვირთე, (შემრცხვა ლოდინის:) ) ვეცდები მომდევნო თავები მალ-მალე დავდო. მადლობა კიდევ ერთხელ. აუცილებლად წავიკითხავ შენს ისტორიას.
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდი ტკბილო.ვერ წარმოიდგინე როგორ გამახარა ახალი თავის ნახვამ.კარგი იყო ძაან.საინტერესოდ გააგრძელე. ველი ახალ თავს და არ დაგვეკარგო რა ასე ძაან გთხოვ.
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი kethrine

La-Na
გამიხარდი ტკბილო.ვერ წარმოიდგინე როგორ გამახარა ახალი თავის ნახვამ.კარგი იყო ძაან.საინტერესოდ გააგრძელე. ველი ახალ თავს და არ დაგვეკარგო რა ასე ძაან გთხოვ.

ჩემი ტკბილი, თბილი და მხიარული გოგო. მადლობა უღრმესი ლან ❤❤❤???????? ვეცდები საყვარელო. მეც ძალიან ცუდად ვარ რომ ვერ ვწერ ხოლმე. მიხარიხარ მე შენ ❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№7 სტუმარი სტუმარი Tekla

Gagrzeleba araa....

 


№8  offline წევრი kethrine

სტუმარი Tekla
Gagrzeleba araa....

იქნება თეკლა, ვეცდები რომ მალე იყოს :))
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent