შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელობით სავსე ცხოვრება.


24-03-2018, 14:02
ავტორი ana-ani
ნანახია 1 418

(I) ეს ერთი ჩვე....ბრივი დღე იყო,დილით გაისმა მარიტას ხმა.
-ნიტა,ადექი სკოლაში წასვლის დროა.
-კარგი რა დედიკო,სულ რაღაც 5 წუთი გთხოვ.
-არა,ხომ გითხარი ადექითქო.
ნიტა წამოდგა,ხელ პირი დაიბანა,კოხტად ჩაიცვა და სკოლისაკენ მიმავალ გზას გაუყვა.
გზაში ნიტამ შეიგრძნო სოფლის სუნი,ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს მალე აქედან წასვლა მოუწევდა,თან ზაფხულის ცხელი დღეები იდგა.ივნისი იყო.
ზარი დაირეკა.
-ნიტა,რატომ დაიგვიანე?ამბობს ლელა მასწავლებელი.
-მაპატიეთ, აღარ განმეორდება.
ხუთი გაკვეთილი დასრულდა.
გაეცანით ბელას,ის ერთადერთი და განუმეორებელია ნიტას ცხოვრებაში,ნიტას საუკეთესო მეგობარი,მეორე დაიკო.
-ნიტა,რა ცუდია,12 ივნისი მალე მოვა და სამი თვე ერთმანეთს ვერ ვნახავთ,არა?
-რას ამბობ,ბელა?დამირეკავ ხოლმე,მეც მომენატრები მაგრამ არაუშავს,სკაიპით დამიკავშირდები.
-მართალი ხარ.
მოვიდა სკოლის ავტობუსი,ბელა ავიდა ავტობუსში და ნაღვლიანად მოხედა ნიტას.
ნიტამ გააგრძელა გზა,მივიდა სახლში და დაინახა რომ ეზოში ორი მანქანა იდგა,სახლში აირბინა და მამას ჰკითხა.
-მამიკო,რა ხდება ჩვენთან?
-დამშვიდდი ნიტა,შენთვის კარგი ამბავი მაქვს.
-რა?მართლა?მითხარი რა კარგი ამბავი გაქვს ჩემთვის?არდადაგებს საზღვარგარეთ ვატარებთ?ქორწილში მივდივართ?დაბადების დღეს წვეულებას მომიწყობ?
ერთიანად მიაყარა შეკითხვები მამას.
-ხომ გითხარი დამშვიდდითქო,მაცადე ცოტახანი და გაიგებ.
-ბატონო ავთო,შეგიძლიათ ხვალვე მოძებნოთ ახალი სახლი.
-ხვალვე?დედა რას ამბობს ეს კაცი?სად მვდივართ?
-ქალაქში გადავდივართ ნიტა.
-რა?მართლა დედა?ეს რასაშინელებაა?ვიცოდი რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა.
ნიტა შევარდა თავის პატარა,მყუდრო ოთახში და ტირილი დაიწყო.
-არა,არა,არა,შეუძლებელია,ღმერთო ყოველთვის მეხმარებოდი,ახლა კი არაფერს არ აკეთებ.

მეორე დღეს,ნიტას დედამ დაიწყო ჩალაგება.
-მისმინე,ნიტა ცუდ დღეშია,გესმის ავთო?
-ვიცი,ვიცი მარიტა,მაგრამ შენ ხომ იცი რომ,ნიტასთვის ასე აჯობებს?
-იქნებ,საერთოდ არა.ქალაქში ვერ იქნება ბედნიერი,იქ სხვანაირი ადამიანები ცხოვრობენ.
-კარგი რა,მიეჩვევა.მე და შენ ვიმუშავებთ და ყველაფერი აეწყობა.
ამ დროს რეკავს ავთოს ტელეფონი,და ატყობინებენ რომ სახელმწიფომ ფული გადაურიცხა.
მარიტა შევიდა ნიტასთან.
-დღეს შაბათია,თუ გინდა წადი და გაისეირნე.
-კი მაგრამ,აქ ხომ ბედნიერად ვცხოვრობდით,ახლა რა მოხდა, დედიკო?
-ნიტა,შენ არ გესმის.ეს მიტოვებული სოფელია,სახელმწიფომ ფული მოგვცა,იძულებულები ვართ გადავიდეთ ქალაქში,და უკეთესი ცხოვრება ავიწყოთ.შენ შეეჩვევი,ახალი მეგობრები გეყოლება და კარგად იქნები.
-და ბელა?ბელა ხომ ჩემთვის ერთადერთია?
-ბელა?აქ ხშირად ჩამოხვალ.
-ხშირად?მეხმრები?
-რატომ?
-თბილისი ხომ ძალიან შორია?
-არც ისე შორია,ამ სოფლიდან.
-კარგი.
ნიტამ კვირა სევდიანად გაატარა,წავიდა ხან მარჯვნივ,ხან მარცხნივ,მოიარა სოფელი,და ნაღვლიანად ამოიოხრა.

გათენდა წვიმიანი ორშაბათი.
-ნიტა,დღეს ისევ დაიგვიანე?
-ლელა მას...
და გაჩერდა ნიტა.
მასწავლებელი ფეხზე წამოდგა.
-კარგი ნიტა,გპატიობ,არ იტირო.
-მისმინეთ,მე მივდივარ.
ყველა ბავშვი წამოდგა.
-რა?სად მიდიხარ.ახშფოთებით ჰკითხა ბელამ?
-მე,მე ქალაქში გადავდივარ.
-რა?
მაპატიეთ,ასე მოხდა.
ლელეა მასწავლებელმა თქვა:
-ეგ არაფერი,მოგვენატრები მაგრამ შენ ხშირად ჩამოხვალ.
ბელამაც გაამხნევა ნიტა.
ასე გადიოდა დღეები,გავიდა ერთი კვირა,ნიტა დიდ დროს ატარებდა კლასელებთან,და აი ერთ საოცარ ორშაბათს ნიტას სკოლაში მანქანამ მოაკითხა,ნიტა მთელ ზახულს მამამისის სოფელში გაატარებდა,ხოლო თბილისსში აგვისტოში ჩავიდოდა.

ნიტამ სასიამოვნო დღეები გაატარა სოფელში ბებიასთან და მამიდასთან.უკვე აგვისტოც დამდგარიყო ის თბილიში ჩამოვიდა,სწორედ აქედან იწყება ნიტას თავგადასავლებიც.



№1  offline წევრი Melancholic

კარგია საინტერესო ჩანს დაკარგი იქნება თუ უფრო გაზრდი თავებს, ანუ გრძნობები კარგად გამოკვეთე და გრამატიკა გაასწორე იმედია არგეწყინება, ძაან მომწონს და ცოტა არეულად გიწერია. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს წარმატებები ❤

 


№2  offline წევრი ana-ani

არა არ მწყინს პირიქით დიდი მადლობა რომ შეცდომები დამანახე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent