შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამეოთხე თავი)


24-03-2018, 16:38
ავტორი murachashvili
ნანახია 3 106

ისევ წარსულს უკირკიტებდა ნინო, უცნაურია, თითქოს ახლაღა გაიაზრა, რომ ცხოვრების ნახევარზე მეტი მონატრებაში გაატარა. მუდამ ელოდა, მუდამ ენატრებოდა. არადა, ადრე ისევ გიგა ეუბნებოდა:
- საკუთარ თავს რასაც ჩასძახებ, შემდეგ ის გიხდებაო.
იქნებ ასეც იყო? იქნებ თავადვე დაადეს დამღა საკუთარ ყოფას?! თითოეულ დანაკარგს ახლავს ახალი შენაძენი, სხვაგვარად გამორიცხულია, ბალანსი დაირღვევა, მაგრამ რას იძენდა ნინო? სამწუხაროდ მისი გავლილი გზა მხოლოდ დანაკარგებისგან შედგებოდა. იქნებ თავად იყო იმდენად დეპრესიული, რომ მხოლოდ ცუდი ახსენდებოდა? იცდიდა, ითმენდა და გულწრფელად სჯეროდა, რომ ადღე თუ გვიან ეს ამბავი აუცილებლად დასრულდება.
ქუჩაზე ყვითელმა ტაქსმა შეუხვია, საკმაოდ პომპეზურად ავტომობილს მოზრდილი წრე დაარტყა და იქვე გაჩერდა. ნინოს აშკარად არ გაჰკვირვებია, თითქოს ელოდა კიდეც მძღოლის გვერდით მჯდომი მეუღლის დანახვას. ავტომობილის კარი ნელა გაიხსნა, მგზავრმა მძღოლს თანხა გადაუხადა, ავტომობილიდან პირველად ხელნაკეთი ჯოხი (ტროსტი) გამოჩნდა და შემდეგ გვერდული მოძრაობით გადმოვიდა.
მამაკაცს ჯერ კიდევ შეენარჩუნებინა ახალგაზრდული იერი, მიუხედავად იმისა, რომ შავი ლაბადა მუხლებამდე წვდებოდა, მაინც შენიშნავდით ერთ დროს ნავარჯიშებ სხეულს, განიერ მხრებს, მოკლედ შეჭრილი კუპრივით შავი თმა ჩვეულებისამებრ უკან გადაევარცხნა, თოვლის ფიფქები ვერ ფარავდა შავად მოელვარე თვალებს. აშკარად უჭირდა მოძრაობა, მოყინულ გზაზე კაკუნით, ორმაგად ფრთხილად აბიჯებდა, ტუჩებს ერთმანეთზე იმდენად ძლიერად აჭერდა, რომ სითეთრე შეპარვოდა, თითქოს ასე ცდილობდა კვნესის შეკავებას. ნინო უმზერდა მომავალს და გული ყელში ებჯინებოდა. კარგად იცოდა რად უჯდებოდა თითოეული ნაბიჯი, რამხელა ტკივილის ფასად იდგა ფეხზე, თავს არ უტყდებოდა, მაგრამ დღემდე ისევ სტკიოდა მისი უსწორმასწორო ნაბიჯები, თითოეული უთქმელი მიყვარხარ, უთქმელი მტკივა.
ავტომობილის კარი გახსნა. მამაკაცის ძვირფას სუნამოში არეული ქალის იაფფასიანი პარფიუმისა და ალკოჰოლის სურნელმა ყელი ჩასწვა ნინოს. ეტკინა, ეწყინა. ირონია ნარევი ღიმილით ერთი კი შეხედა ცრემლებით დანამულ სახეზე და გვერდით უცერემონიოდ მიუჯდა, ხმას არ იღებდა გიგა, არც ბოდიში, არც მაპატიე, უბრალოდ მარჯვენაში მოექცია სიფრიფანა თითები. უსმენდა ისევ ძველებურად მფეთქავ გულისცემას. ტუჩებით სულ ოდნავ შეეხო გაყინულ თითებზე. იგრძნო როგორ შეკრთა, ეტკინა. თუმცა ხელის გაშვება აზრადაც არ მოსვლია. მკერდზე მიიკრა. ხელის გულით გრძნობდა ნინო, მამაკაცის გამალებულ გულისცემას. ითვლიდა გონებაში და ეგოისტურად სიამოვნებდა მისი პულსის აჩქარება.
გიგამ შეისუნთქა, ფილტვები ჟანგბადის ნაცვლად ქალის სურნელით შეივსო და სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა. ამ შეგრძნებით ტკბებოდა, რა ერქვა ამ ყველაფერს?! რომ გეკითხათ უყვარდა თუ არა. დიდი ალბათობით გეტყოდათ, რომ არა. თითქმის ყოველ დღე აგდებდა, ეუხეშებოდა, სტკენდა, მაგრამ წარმოდგენაც არ სურდა, რომ ერთ დღესაც ქალი მართლა დაიღლებოდა წინააღმდეგობის გაწევით, შეუსრულებდა მოთხოვნას და მიატოვებდა. ხომ ასე ჯიუტად ითხოვდა, უნდოდა წასულიყო, მაგრამ მაინც პანიკურად ეშინოდა ესოდენ რეალური დასასრულის.
დღესაც მეგობრებთან ერთად წინსწრებით აღნიშნავდა დამდეგ ახალ წელს გიგა. ჩვეულებისამებრ ისევ ჭარბად ჰქონდათ სასმელი, მოსაწევიც და რათქმა უნდა ლამაზი ქალებიც. შეკრების ადგილი მუდამ უცვლელი, მათი საცხოვრებელი სახლი გახლდათ. ადგილი, სადაც წესით ბედნიერი ოჯახი უნდა შეექმნათ. ბუდე, სადაც სარეცელი მხოლოდ მეუღლესთან უნდა გაეყო, სადაც ყველას მიესვლებოდა, ყველას ხელგაშლილი ელოდა ნინოს გარდა. როდის იქცა მისი ბინა ღრეობის ადგილად?! როდის აირია ყველაფერი? დაიფიცებდა განზრახ არ დაუგეგმავს. უბრალოდ ასე მოხდა.
მიუხედავად ტრავმისა საპირისპირო სქესის ყურადღების ნაკლებობას მაინც არ განიცდიდა. იმ დღესაც წინ ეჯდა ქერა ლამაზმანი, თვალს ჯიუტად არ აშორებდა და ვინ იცის მერამდენედ სვამდა ქალის სადღეგრძელოს. ვნებისა თუ სასმლისგან გაბრუებულს ქალი გამომწვევად უღიმოდა და გრძნობა მორეულს კიდევ უფრო ახელებდა. უნდოდა ახლა ნინო? რათქმა უნდა არა. თუმცა თითებმა მისით აკრიფეს ნაცნობი ნომერი. გაეყინა სისხლი ძარღვებში. უჩველოდ ეტკინა ტელეფონში მოსმენილი მეუღლის ცრემლებით გაბზარული ხმა. ხომ თავად იყო მისი ტკივილის მიზეზი, მაგრამ მაინც ვერ მიეჩვია. საკუთარ თავზე გაღიზიანებულმა ბრაზით გახედა წინ მჯდომ მომღმარ ქალს. გულის ძახილს მიჰყვა. ღვინით შევსებული სასმისი ცივად დადგა მაგიდაზე. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წამოდგა. იქვე მიგდებული ტროსტი აიღო და სახლიდანაც გამოვიდა.
სიცივემ გაატარა ძვალ-რბილში, ნაბახუსევს ესიამოვნა. ოპერაციის შემდეგ სულ რამდენიმეჯერ გამოვიდა გარეთ, ისიც გადაუდებელ სიტუაციაში. ხერხემალზე გადატანილი საკმაოდ რთული ტრავმის შემდეგ, მიუხედავად ექიმების ნათქვამისა, ევარჯიშა და რაც შეიძლება ხშირად ევლო ფეხით, მაინც ვერ ბედავდა, მაქსიმალურად ერიდებოდა გარეთ გამოსვლას, მით უმეტეს როცა თოვდა.
მიდიოდა და ფიქრობდა:
- იქნებ არ ღირდა მორიგი იმედის მიცემა, იქნებ მართლა დაესრულებინათ, განა თავად არ უთხრა სხვაგან წასულიყო?
ქაოსურად ერეოდა აზრები, ყოყმანობდა, თუმცა მაინც მივიდა, სწორედ ისე, როგორც წლების წინ დაბრუნდა იქ, სადაც ელოდნენ, მუდამ მიიღებდნენ და აპატიებდნენ. უსაშველოდ მონატრებოდა მისი სიახლოვის შეგრძნება. თვალები დახუჭული ჰქონდა გიგას, ფრთხილად კოცნიდა ნინოს თითებზე, მკერდში იკრავდა და აზრადაც არ მოსდიოდა რამდენად დიდ ტკივილს აყენებდა ახლა მისი მოფერებით. ვეღარ ხვდებოდა ქალი რა უფრო წყინდა დაუმსახურებელ შეურაცყოფა თუ სინაზე, რომელსაც მართალია იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც ამჟღავნებდა. მარწუხებად ქცეული ტორებისგან ფრთხილად სცადა თითების განთავისუფლება, მაგრამ უშედეგოდ. გიგამ მყისვე გაახილა თვალები და საყვედურით სავსე მზერით გამოხედა.
- არ გინდა, გთხოვ!...
მისი მუდარით სავსე სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისევ ჩაიხუტა მკერდში. ხმას არ იღებდნენ, თუმცა მოჭიმული ელოდა როდის დააღვევდა დუმილს.
- ამას წინებზე ტელევიზიით გადაცემას ვუყურებდი. ვიღაც ღიპიანი ბიძა დარიგებებს აძლევდა ნარკომანებს. ყვებოდა ათას სისულელეს, ბოდავდა რა, თუმცა ერთი რამ ნამდვილად მართალი თქვა. ნარკოტიკი ის სიამოვნებაა, რომელიც თავიდან გაბრუებს, გაგიჟებს, შემდეგ ეჩვევი, უმისოდ არსებობა არ შეგიძლია, ბოლოს კი გკლავს. აი, ასე მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, უბრალოდ გკლავს. - ხინწგარეული ხმით არც კი უყურებდა ისე საუბრობდა გიგა.
- რის თქმას ცდილობ?!. - იმის წარმოდგენაზეც კი, რომ ძველ ჩვევას დაუბრუნდა გააცია.
- არა. - დაუსმელ კითხვაზე ირონიულად გაეცინა - ჩემი ნარკოტიკი შენ ხარ. მკლავ, მაწამებ, შენი სიყვარულით მაღრჩობ, მაგრამ მაინც ვერ გეშვები, ვერ გელევი.
- მაპატიე, მაგრამ ახლა იაფფასიანი მონოლოგების მოსმენის განწყობაზე არ ვარ.
- იაფფასიანი?! - ბრაზით ანთებულ თვალებში ჩასცქეროდა მამაკაცი.
- დიახ, იაფფასიანი, დავიჯერო მეგობრებთან - ქალების ხსენებისგან თავი შეგნებულად შეიკავა - იმდენად მოგწყინდა, რომ აქ მოსვლა გადაწყვიტე?
- აღიარე, ხომ ეჭვიანობ?! უცნაურია, მაგრამ მართალი ხარ. ისედაც ხომ იცი, შენთვის ნერვების მოშლაზე მეტი სიამოვნება უბრალოდ არ არსებობს. - მხიარულად ხარხარებდა გიგა.
- ამხელა გზა ამის სათქმელად გამოიარე?! - გამშრალი, გაფართოებული თვალებით უმზერდა ნინო წამში შეცვლილ ქმარს - სად დავუშვი შეცდომა? - საკუთარ თავსვე ჩაეკითხა ნინო.
- არ იცი? - გულწრფელად გაოცდა გიგა - როცა პირველად მაპატიე, უღალატე შენივე პრინციპებს, სიყვარული შეცოდებით ჩაანაცვლე, გეტკინა და დამალე, გატკინე და შველა არ ითხოვე, დანებდი და მეც იგივე მაიძულე! - ნელ-ნელა ხმას უწევდა მამაკაცი.
- უმადური ხარ.
- ასე ძნელია აღიარება?! ხომ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ საკუთარ თავს მაინც გამოუტყდე, რომ შეცდი, რომ ამდენი წელი ილუზიას, ლამაზ ოცნებას შეალიე?
- ილუზიას?!
- დიახ, ილუზიას. ნუ მიყურებ ისეთი თვალებით, თითქოს ახალი აღმოჩენა გააკეთე. სულ ასეთი იყავი იდეალისტი, მეოცნებე. უბრალოდ არ გინდოდა სიმართლის დანახვა, ყოველთვის თვალს ხუჭავდი. ადამიანებსაც შენი კრიტერიუმებით ალაგებდი და აფასებდი. არადა, არაა ეს დედანატირები ცხოვრება ისეთი შენ რომ გინდა, არც მე ვარ იდეალური, ამას გიმტკიცებ ყოველ დღე მაგრამ...
- ცდები. - ხმა ჩაუწყდა ნინოს.
- გადახედე ჩვენს ცხოვრებას და მითხარი რას ხედავ იდეალურს? ერთი ადამიანი მაინც მითხარი უშეცდომო, ისეთი შენს მაღალ სტანდარტებს რომ შეეფერება.
- მამაჩემი.
- ზურა? - ირონიულად ახარხარდა გიგა - შემდეგ იტყვი მეოცნებე არ ვარო.
- არც კი გაბედო მათი ხსენება! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან ნინო.
- უკაცრავად, დამავიწყდა. სიყვარულის გამო წამებულთა ხსენების უფლება არ მაქვს.
- საკმარისია! ყველაფერს შენი მახინჯი ტვინით რატომ აფასებ? ასეთი აუტანელი როგორ ხარ, ასეთი ბინძური?
- იცი სად დაუშვი შეცდომა? როცა მამაშენს შემადარე. - აცახცახებული ხელებით უშედეგოდ ცდილობდა სიგარეტის მოკიდებას გიგა - შენი მშობლები გააიდეალე, სიყვარულის ეტალონადაც კი აქციე. მამაშენს, მიუხედავად მისი შეცდომებისა, ყოველთვის ამართლებდი. მის ყოველ ნაბიჯს ახსნას უძებნიდი. ინვალიდი დედისა და ერთად-ერთი შვილის მიტოვებაც კი აპატიე და ამის გამართლებაც დაკარგული სიყვარულით სცადე. ნატოს შემდეგ ვეძისში მოსვლა არ შეუძლიაო, განა ასე არ ამბობდი, ხომ ასე მიმეორებდი? შინ დაბრუნების ნაცვლად ლარსზე, საბაჟოზე რომ წავიდა სამუშაოდ, ეგეც გაამართლე, სულ ომში ხომ არ იქნებაო. მეორე ოჯახი შექმნა და ესეც ახსენი, გვერდით ქალი ხომ ჭირდებაო. მის თითოეულ გაფრენას, ახსნას უძებნიდი, ისეთი ომი აქვს გამოვლილიო. ამის შემდეგაც არ ხარ იდეალისტი?!
- მტკივა! - ქალის კვნესამ მოიყვანა აზრზე. ახლაღა იგრძნო მთელი ძალით როგორ უჭერდა მკლავზე თითებს. გაუშვა ხელი, აწითლებულ თითებზე თვალი აარიდა - ასეთი ძნელი გასაგებია, შვილს მამა უყვარდეს?
- კარგი. მესმის. მშობლია და ვერ განსჯიდი. შენს წამალში ჩამპალ ძმაკაცზე რაღას მეტყვი? ამიხსენი როგორ შეგიძლია, დღემდე მის სახელს ფიცულობდე?
- არც კი გაბედო. ტატოს ნუ ახსენებ! - ყურებზე აუფარა ხელები ნინომ.
- ვიტყუები, რამეს ვაფორმებ?
- მან ჩემთვის სიცოცხლე დასთმო, მეტი რა ექნა?
- მართლა გჯერა, რომ შენს გამო მოკლეს? შენთვის კი არა მისი ნაძირლობისთვის გაასეღეს და ჩააძაღლეს!
- საკმარისია, გაჩუმდი, შენი მოსმენა არ მინდა, გაჩუმდი! - ცახცახებდა ნინო.
- დედას გაფიცებ, აი, იმ მკვდარ დედას გაფიცებ, აქ ამ წყეულ ეზოში ხელში რომ ჩამაკვდა, უბრალოდ ამიხსენი. რატომ ეპატიებოდა ყველას, მაშინ როცა მე ერთ შეცდომასაც არ მპატიობდი?
- შენ ყველა არ იყავი, შენ... - ხმამ უღალატა. ჯიუტმა ცრემლებმა ისევ იწყეს დენა.
- რა მე? - თვალს არ აცილებდა მოკუნტულ ცოლს.
- მეგონა გიყვარდი.
- მიყვარდი კიდეც. - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა გიგას.
- ჩემი იდეალისტობაც შენი ბრალია.
- ჩემი?!
- დიახ, შენი. - ბრაზისგან ანთებულ შავ თვალებში უმზერდა ნინო - ჩემთვის იმდენად მყარი დასაყრდენი იყავი, იმხელა ძალას მაძლევდი, რომ ბრმად დაგიჯერე, შენი თითოეული სიტყვის, მოქმედების უყოყმანოდ მჯეროდა. მართალი ხარ. იდეალური ადამიანები არ არსებობენ. მაგრამ მინდოდა, მამაკაცი რომელიც ასე არანორმალურად მიყვარდა, ჩემთვის სრულყოფილი ყოფილიყო. ეს იმდენჯერ გავუმეორე საკუთარ თავს, რომ ბოლოს დავიჯერე კიდეც, მთელი არსებით, ბრმად დაგიჯერე. შენით ისე ვამაყობდი, ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ მეგონა დავფრინავდი. თავს ნუ იკავებ. - მეუღლის სახეზე გაპარული ღიმილი არ გამორჩა - შეგიძლია ხმამაღლა დამცინო, ყველაფერს ვცდილობდი, ვსწავლობდი, ვიბრძოდი, თავს ათას სისულელეში ვირწმუნებდი, რომ ერთ დღეს შენც ისევე გაგეიდეალურებინე როგორც მე.
ბრაზი გამქრალიყო, თვალებგაფართოვებული გიგა გაოცებული უმზერდა მეუღლეს. ამდენწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში აღარც ახსოვდა ქალი ასე გულწრფელად როდის საუბრობდა საკუთარ განცდებზე. თითის ბალიშებით ფრთხილად შეეხო ჩაწითლებულ ქუთუთოებზე. ათრთოლებულ ტუჩებზე შემოხაზა კონტური.
- არადა, ერთი ჩვეულებრივი ნაძირალა შეგრჩი. - ისევ ცრემლებად იღვრებოდა ნინო. მლაშე სითხემ დასუსხა ხელისგულები, თუმცა ქალისთვის ხელის გაშვება აზრადაც არ მოსვლია - ოდესმე შეძლებ პატიებას?
ცრემლებით დანამულ დამფრთხალ თვალებში უმზერდა გიგა. მორიგი მოტყუების, ახალი იმედგაცრუების ეშინოდა ქალს, მაგრამ მაინც უნდოდა მის დაჯერება.
- დედას გაფიცებ. - მთელი ძალით იკრავდა გულში მამაკაცი - ნატოს გაფიცებ. უბრალოდ მაპატიე.
ისეთი გულწრფელი იყო, ისეთი ნამდვილი. ვეღარ მოითმინა, საკუთარი ეჭვები კიდევ ერთხელ დაივიწყა და სიფრიფანა ხელებით მოეჭიდა მეუღლეს.
- უბრალოდ მაპატიე! - ბედნიერებისგან გაბადრული ჩუმად ეჩურჩულებოდა გიგა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ მაინტერესებს რა მოხდა მათ ცხოვრებაში.შენ არ ვიცი და მე ამათზე ფიქრი გამაგიჟებს. არ მყოფნის ანა,მინდა დიდხანს ვიკითხო ამათი ისტორია, მართალია მწარე რეალობა არის აღწერილი, მაგრამ ამ ისტორიაში იმდენად კარგად გაქვს სიყვარული,მეგობრობა,თუნდაც ადამიანობა აღწერილი მსიამოვნებს მისი კითხვა და იმ დროში მოგზაურობა.საუკეთესო ხარ ძვირფასო

მგონი პირველი ვარ და მიხარია ❤❤❤❤❤????
--------------------
ლანა

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
როგორ მაინტერესებს რა მოხდა მათ ცხოვრებაში.შენ არ ვიცი და მე ამათზე ფიქრი გამაგიჟებს. არ მყოფნის ანა,მინდა დიდხანს ვიკითხო ამათი ისტორია, მართალია მწარე რეალობა არის აღწერილი, მაგრამ ამ ისტორიაში იმდენად კარგად გაქვს სიყვარული,მეგობრობა,თუნდაც ადამიანობა აღწერილი მსიამოვნებს მისი კითხვა და იმ დროში მოგზაურობა.საუკეთესო ხარ ძვირფასო

მგონი პირველი ვარ და მიხარია ❤❤❤❤❤????

დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო. სულ ცოტაღა (აფხაზეთის ნაწილი )და შემდეგ იმედია თქვენს ცნობისმოყვარეობასაც დავაკმაყოფილებ. მეც ერთი სული მაქვს როდის გადავალ მაგ ეპიზოდზე, თუმცა არ მინდა თავდაპირველ ჩანაფიქრს გვერდი ავუარო.

 


№3 სტუმარი სტუმარი ....

თქვენ ხართ საოცრება. არ შეიძლება ამას ჩვეულებრივი ადამიანი წერდეს. საოცრება, ისევე როგორც ეს ნაწარმოები.

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ....
თქვენ ხართ საოცრება. არ შეიძლება ამას ჩვეულებრივი ადამიანი წერდეს. საოცრება, ისევე როგორც ეს ნაწარმოები.

გულით გამაცინეთ, დიდი მადლობა heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

როცა სიტყვები ზედმეტია,მოუთმენლად ველოდები შემდეგს????????

 


№6 სტუმარი სტუმარი სოფო

ამ საიტს რომ წავაწყდი, აღმოვაჩინე რაღაცეები და თავიდან ისე ზერელედ, გულრგილად ვკითხულობდი, რადგან ჩვეულებრივი, ზოგჯერ უბრალოდ, შეცდომებით, მარტივი გრამატიკული შეცდომებით გაჯერებული ნაწერები საშინლად მაღიზინებდა. ამ თვალიერებაში აღმოვაჩინე რამდენიმე ავტორი, რომელიც მართლა ძალიან კარგად წერდა, თუმცა ახლა შინაარსების მიხედვით დავიწყე გადარჩევა. არაფრის მომცემი, ბანალური ამბები არ მხიბლავდა და მათში სამი გამოვარჩიე, რომელთა ნაწერებს სულ ველოდები. იმ სამში კი შენ პირველი და შეუდარებელი ხარ,. ანა. ჯერ ერთი ამბის შინაარსობრივი ღირებულების გამო, წერის ძალიან მარტივი, გამართული სტილი, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს და ბოლოს მთა... აი, შენი მთის სულით გაჯერებული ამბები მართლა ნარკოტიკია ჩემთვის. საოცარი გოგო ხარ და აუცილებლად წიგნად უნდა გამოსცე შენი ნოველები. მე აუცილენლად ვიყიდი და ბევრჯერ წავიკითხავ ხოლმე. ❤

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ქეთი
როცა სიტყვები ზედმეტია,მოუთმენლად ველოდები შემდეგს????????

უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️

სტუმარი სოფო
ამ საიტს რომ წავაწყდი, აღმოვაჩინე რაღაცეები და თავიდან ისე ზერელედ, გულრგილად ვკითხულობდი, რადგან ჩვეულებრივი, ზოგჯერ უბრალოდ, შეცდომებით, მარტივი გრამატიკული შეცდომებით გაჯერებული ნაწერები საშინლად მაღიზინებდა. ამ თვალიერებაში აღმოვაჩინე რამდენიმე ავტორი, რომელიც მართლა ძალიან კარგად წერდა, თუმცა ახლა შინაარსების მიხედვით დავიწყე გადარჩევა. არაფრის მომცემი, ბანალური ამბები არ მხიბლავდა და მათში სამი გამოვარჩიე, რომელთა ნაწერებს სულ ველოდები. იმ სამში კი შენ პირველი და შეუდარებელი ხარ,. ანა. ჯერ ერთი ამბის შინაარსობრივი ღირებულების გამო, წერის ძალიან მარტივი, გამართული სტილი, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს და ბოლოს მთა... აი, შენი მთის სულით გაჯერებული ამბები მართლა ნარკოტიკია ჩემთვის. საოცარი გოგო ხარ და აუცილებლად წიგნად უნდა გამოსცე შენი ნოველები. მე აუცილენლად ვიყიდი და ბევრჯერ წავიკითხავ ხოლმე. ❤

ამაზე დიდი კომპლიმენტი შეუძლებელია მითხრა. მთა რომ ჩემი სუსტი წერტილია მგონი ისედაც იცით. რაც შეეხება ამ ისტორიას, ასე სერიოზულად ჯერ არც ერთ ისტორიაზე არ მინერვიულია, ცოტა რთული ყოფილა ისტორიულ ფაქტებთან შეხება. უზომოდ მიხარი, რომ მიუხედავად ჩემი ნელი ტემპისა, მაინც კითხულობთ ისტორიას. დიდი მადლობა ჩემი გაძლებისთვის kissing_heart kissing_heart

 


№8  offline წევრი თ. ა.

პირველი თავიდან მოვყვები ისტორიას და მიზეზს ვეძებდი ნინოს თავის ქმართან გაუცხოების აზრადაც კია არ მომსვლია ეს... ახლა კი გასაგებია. არ ვიცი რა გითხრა ალბათ ისევ განვმეორდები ფრაზით ძალიან ლამაზი თავი იყო ბევრის მთქმელი ისეთი რომ ცრემლიც კი მომადგა თვალზე.
ყველა თავი თავისებურად ლამაზი და საინტერესო იყო მაგრამ ამ თავის დასასრული საუკეთესო იყო. თუმცა ისევ მეშინია ნინოს კიდევ არ ატკინოს გული.

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიკო
პირველი თავიდან მოვყვები ისტორიას და მიზეზს ვეძებდი ნინოს თავის ქმართან გაუცხოების აზრადაც კია არ მომსვლია ეს... ახლა კი გასაგებია. არ ვიცი რა გითხრა ალბათ ისევ განვმეორდები ფრაზით ძალიან ლამაზი თავი იყო ბევრის მთქმელი ისეთი რომ ცრემლიც კი მომადგა თვალზე.
ყველა თავი თავისებურად ლამაზი და საინტერესო იყო მაგრამ ამ თავის დასასრული საუკეთესო იყო. თუმცა ისევ მეშინია ნინოს კიდევ არ ატკინოს გული.

ამ თავში ოდნავ შევეხეთ მეუღლეებს შორის არსებულ პრობლემას. სულ ცოტა კიდევ მოვითმინოთ, რამდენიმე თავში დავასრულებთ ომის თემას და ნაწილობრივ მაინც ვეცდები სრულად გაჩვენოთ ჩვენი გმირების ოჯახური ცხოვრება. ერთად ვნახოთ რა შეცდომებს დაუშვებენ და იქნება თუ არა მათი პატიება შესაძლებელი.

 


№10 სტუმარი სტუმარი მარინა

ანა, ძალიან კარგად წერთ ეს თავი ძალიან საინტერესო იყო.კარგად აღწერ პერსონაჟების ემოციებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent