შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დემონი (1თავი)


25-03-2018, 12:24
ავტორი რუსაა
ნანახია 2 112

ჩემი დემონი
1 თავი
ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა გადავწვიტე მარტო ცხოვრება, რადგან უკვე 27 წლის ვიყავი! ფულის გროვება დიდი ხანი მქონდა დაწყებული და როგორც კი შემიგროვდა სახლისთვის საკმარისი ერთ-ერთ გარეუბანში ვიყიდე სახლი და მისი რემონტი დავიწყე, ერთი საწყალი მუშა მყავდა, მეტის ფული რომ არ მეყო, ვიდექი და მე ვეხმარებოდი, მალე მორჩენა მინდოდა, ამიტომ დილიდან დაღამებამდე ვმუშაობდით მე და ჩემი უცნაური მუშა, რომელიც ალბათ ჩემზე სუსტი იყო. ჰოდა მოახლოვდა რემონტის დასრულსბის დღე, მხოლოდ გარედან შესაღებიღა იყო სახლი, გადავწყვიტე მწვანედ შემეღება ღია მწვანედ, რადგან ბევრი ყვავილის დარგვას ვაპირებდი და ვიფიქრე მოუხდებოდა, სიამოვნებით შევყურებდი, ჩემს გაკეთებულ სახლს და სიამაყით ვივსებოდი.
დაძინება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა, ავდექი და ჩაი გავიკეთე, ჩავაგდე ერთი ლიმონის ნაჭერი და გარეთ გავედი, რადგან ამ სახლში თავს მარტო ვგრძნობდი, გარშემო რა ცხოველიც არ უნდა მენახა ყველას ვაჭმევდი, იქნებ შემეჩვიოს და შევუყვარდეთქო, სულელური იდეა კი იყო, მაგრამ ჭრიდა, მართლად ყოველ დღე ისევ და ისევ მოდიოდნენ კატები და ძაღლები, მეც მათთან ერთად თავს მარტო აღარ ვგრძნობდი და მიხაროდა, მეგობრები არ მყავდა, არ ვიცი რატომ? ალბათ ყველას გიჟი ვეგონე, არ დაგიმალავთ და ამისთვის ბევრი მიზეზი ქონდათ მაგ. ყოველთვის ყველგან ზედმეტად ადრე მივდიოდი ზოგჯერ უნივერსიტეტის გარეთაც მიწევდა ლოდონი კარი რომ არ იყო ღია, ქუჩაში მტრედებს დავსდევდი, მუდამ კომბინიზონით დავდიოდი, ჩემი თმა ჰო საერთოდ სულ აბურძგნილი იყო, გაკვეთილებზე და ლექციებზე ისეთი კითხვები მაწუხებდა იქ მყოფები ისეთები შემომხედავდნენ თავს ცუდად ვგრძნობდი თავიდან მპასუხობდნენ, მერე უბრალოდ წამიერად ჩუმდებოდნენ და მალევე აგრძელებდნენ ბოლოს თითქოს ლაბორატორიის ჩონჩხი ვყოფილიყავი ყურადღებას არ მაქცევდნენ, ბოლოს მეც ვჩუმდებოდი. ღამე უძილობა მაწუხებდა და თვალები ყოველთვის ნარკომანივით მქონდა. აი ამ და კიდე ბევრი მიზეზის გამო არ მყავდნენ მეგობრები, მაგრამ უკვე შეჩვეული ვარ, ეს აღარ მანაღვლებს, მაგრამ ეს ბოროტი იმედი. ყოველთვის მაქვს რაღაც იმედი, რომ მეც მეყოლება ვინმე მეგობარი ან ვინმე დაინახავს სინამდვილეში როგორიც ვარ, იქნებ ისეთიც ვარ როგორსაც მხედავენ, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, იმედი, რომელიც ყველაფერს მინგრევს.
მოკლედ ამ ყველაფერს შევეშვებიი და გავაგრძელებ ამბის თხრობას.
ავიღე ჩემი ჩაი და გავედი გარეთ იქ ხესთან ძველი საქანელა იყო, ბორბალით გაკეთებული, უცებ სახლიდან პლედი გამოვიტანე შემოვიხვიე და ბორბალზე დავჯექი, ეს ეზო მართლაც ლამაზი იყო, ეტობოდა ერთ დროს მას კარგი მომვლელიც ყავდა, მაგრამ ახლა აღარ, მიზნად დავისახე მეც ამეყვავილებინა ეს ადგილი და მისთვის სიცოცხლე დამებრუნებინა, ამაზე ფიქრმა უცებ გამაბედნიერა ამ გრძნობას ვერ ავღწერ, უბრალოდ სხეულში რაღაც ვიგრძენი. და ვსო, უკვე ბედნიერი ვიყავი.
ეფემია დავინახე, ეს სახელი იმ კატსს დავარქვი რომელიც აქ გავიცანი და ხშირად მტუმრობდა რომ მისთვის მეჭმია, ეხლა რომ მომიახლოვდა მარცხენა ფეხზე მეტმასნებოდა და კნაოდა, ბოლოს ზედ ფეხზე დამაწყვა და დაიძინასავით, მეც არ მინდოდა გაღვიძება ამიტომ არ ვმოძრაობდი, რაც შემეძლო ფრთხილად ვსვამდი ჩაის და მის სითბოს ვგრძნობდი ფეხზე, 15 წუთი იწვა ასე, მერე თითქოს რაღაც იგრძნო წამოხტა და დაიჩხავლა და რაც შეეძლო სწრაფად გაიქცა, ამ დროს ქარმაც დაუბერა და სახეზე და იქ სადაც პლედი არ მეხვია ეკალმა დამაყარა. ვიგრძენი რომ ვიღაც მიყურებდა და ხელები ამიკანკალდა, შიშმა ამიტანა, და ვფიქრობდი როგორ შემეღწია სახლში ისე რომ არაფერი მომსვლოდა. ქარის კიდევ ერთი ნაკადი წამოვიდა და ეფემიას გამთბარი ფეხი განსაკუთრებით გამიყინა, ბოლოს გავიგე ჩახლეჩილი ხმა
- გამარჯობა
გარშემო ყურება დავიწყე, სიბნელის გამო ვერაფერს ვარჩევდი, ბოლოს ისევ დამიყვირა
- ჰეი, აქეთ
მე ის დავინახე, დაბალი ტანი ქონდა, მეტი ვერაფერი გავარჩიე, უცებ ჩემდა დაუკითხვადად გადმოხტა ღობეზე და ჩემსკენ წამოვიდა, მე უკვე სახლის შესასვლელთან ვიდექი.
- უკაცრავარ.. ეს... ეს..
- რა მოხდა?
- ეს ჩემი პირადი საკუთრებაა - ძლივს ვთქვი წინადადება და მიკვირდა აქამდე როგორ არ წავიქეცი, ფეხებში სისუსტეს ვგრძნობდი, მოახლოებულზე კარგად გავარჩიე მისი სწორი ცხვირი, ბოროტი თვალები, მის ტუჩების ფორმაშიც და მოძრაობაშიც ბოროტება იკითხებოდა, მაგრამ არა ზიზღი, მხოლოდ ბოროტება.
- მე არც მძარცველი ვარ, არც მკვლელი, არც რამე მასეთი - ამ დროს გულზე ცოტა მომეშვა, მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ ორივე იყო და მეტიც. ის მათვალიერევდა, მსწავლობდა, ბოლოს თითქოს მიცნოო, წარბები ისე აქაჩა
- კარგი რადგან გეშინია წავალ, მაგრამ დავბრუნდები ისევ, - მერე გაიქცა და ისევ იმ ღობეს გადაახტა, უცნაური შიში დამეუფლა, აი ისეთი რომ ვერხვდები რატომ, მაგრამ მაინც რომ გეშინია
იმ ღამეს არ მძინებია.
მეორე დღეს მუშა მოვიდა, დილით და სახლში შემიღება, დილით რომ ავდექი ძლიერ სისუსტეს ვგრძნობდი, ალბათ უძილობის და გუშინ მომხდარის გამო, ამიტომ მე ვერაფერში დავეხმარე, დღის ბოლოს ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს გარეშეც მოასწრო საქმე ფული გადავუხადე და გავუშვი, რომ მიდიოდა გულითადად დამემშვიდობა, მიღიმოდა ბოლოს წავიდა. რამდენი ხანია მარტო აღარ ვყოფილვარ, გუშინ შიშით ვეღარ შევიგრძენი მარტოობით ბედნიერება, შეიძლება არ იცოდეთ ამიტომ მე გეტყვით ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება მარტოობას განიცდის, ბოლოს ეჩვევა, მეტიც უყვარდება კიდეც და მის გარეშე არ შეუძლია, მეც ასე დამემართა, შევეჩვიე ჩემს უბედურებას და გადაწყვეტილი მქონდა მასთან ერთად მეცხოვრა,
3 საათი იყო, უკვე მუშა რომ წავიდა, ჯერ კიდევ ადრე იყო, ფული გადავითვალე, მხოლოდ 1000 ლარიღა დამრჩა ჩემი 8 წლიანი ნაგროვალი ფულიდან, როგორც კი ეს ფული გამითავდებოდა, მუშაობა უნდა დამეწყო, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს დრო, 5 ლარი ამოვიღე საფულიდან და მაღაზიაში წავედი, ჩემს სახლთან რომ გავიარე რამოდენიმე ქალი იჯდა 4-5 მეტის იქით, დაახლოებით 50 წლისები, ჩავუარე და გზა მაღაზიისკენ განვაგრძე, კარტოფილი, პური და ფანტა ვიყიდე და სახლში ვბუნდებოდი უკვე, გზაზე რომ ვიღაც ქალი გადამიდგა, თვალები ჩასისხლიანებული და გაფართოებული ჰქონდა, თმა გაწეწილი და ტანსაცმელიც მეტად უცნაური ეცვა. ჯერ მიყურებდა, გაკვირვებული, მეც არ ვინძრეოდი, მერე ხმამაღლა წარმოთქვა
- ის ჩემზე ცუდად არის, მას ჩემზე ცუდი გზა ელის
ეს გაიმეორა რამოდენომეჯერ, მერე იმ ქალებიდან 5 წუთის წინ რომ გამოვდი ერთ ერთი მოგვიახლოვდა და სცადა დაეწყნარებინა მაგრამ ის მაინც იგივეს იმეორებდა. ბოლოს გაჩუმდა და წავიდა. სახეზე არანაირ ემოცია აღარ ეტყობოდა, მერეის ქალი მომიახლოვდა და მითხრა;
- ყურადღება არ მიაქციო, ფსიქიკურად შეიშალა, დაახლოებით 1 წელია უკვე ასეა
- და რის გამოა
- აბა რა ვიცი
ამ ქალისთვის მეტი აღარაფერი მითქვამს, ზურგი შევაქციე და წამოვედი, ვიცოდი მართლა არაფერი იცოდა, იმ "ფსიქიკურად შეშლილმა" კი ჩემი ყურადღება მიიქცია, ბევრი კითხვა გამიჩნდა და ასევე შემაშინა მისმა სიტყვებმა, მაგრამ 2 დღეში დავიწყებული მქონდა და უკვე ვიწყებდი ჩემს ეზოში ყვავილების დარგვას, თავიდან ბევრი ფულის დახარჯვა რომ არ მინდოდა მხოლოდ 2 ყვავილი ვიყიდე: ვარდი და ქრიზანთემა, ორივე ერფმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით ერთმანეთისგან მოშორებით დავრგე, ვფიქრობდი რომ სხვადასხვა ხასიათის მცენარეები იყვნენ და არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს, ორივე სიცოცხლეს მატებდა ჩემს ეზოს, ოღონდ სხვადასხვანაირს, ქრიზანთემა მე მგავდა, ვარდი კი იმას რადაც მინდა რომ ვყოფილიყავი, ხოლო რადაც ამის მერე ვიქეცი, ეს უფრო სხვა იყო.
დარგვიდან მეორე ღამეს ის ისევ დაბრუნდა ჩემთან
--------------
აბა როგორია პირველი თავი, იმედი მაქვს მოგეწონათ და დაგაინტერესათ



№1  offline მოდერი Mathew

რაღაცნაირად განსხვავებული და უცნაურია.ეს ცუდათ არ მიიღო,პირიქით.ასე გააგრძელე.))

 


№2  offline წევრი talia

ეს მოთხრობა ჩემთვისუცნაური არ არისნ, საინტერესოა და საიდუმლოებებით სავსე მომწონს.აბა შენ იცი წარმატებები.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

იდუმალია და უცნაური ისეთი მე რომ მიყვარს გააგრძელე აუცილებლად

 


№4  offline წევრი რუსაა

Girl with pretty smile
რაღაცნაირად განსხვავებული და უცნაურია.ეს ცუდათ არ მიიღო,პირიქით.ასე გააგრძელე.))

მადლობა ❤❤ ვეცდები იმედი არ გაგიცრუო

talia
ეს მოთხრობა ჩემთვისუცნაური არ არისნ, საინტერესოა და საიდუმლოებებით სავსე მომწონს.აბა შენ იცი წარმატებები.

მადლობა ❤
სტუმარი ანა
იდუმალია და უცნაური ისეთი მე რომ მიყვარს გააგრძელე აუცილებლად

გავაგრძელებ ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent