შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მცველი (თავი 2 )


2-02-2016, 14:17
ავტორი Ann Biersack
ნანახია 1 735

2.
პირველი სექტემბერი. აკადემიაში პირველი დღე იყო და შესაბამისი სამოსი უნდა შემერჩია. შავი SkinnyJeans, ლურჯი ზედა, ტყავის შავი კურტკა და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სწორედ რომ შესაფერისი იქნებოდა, იმიტომ რომ,- წვიმდა.
აი ამ დღეს არ გამიმართლა. ლიფტი გაფუჭდა. ამ კვირაში უკვე მესამედ. ქვევით ჩავედი და ჩემს მანქანამდე (რომელიც თვითმფრინავით გადმომიგზავნეს ჩემმა მშობლებმა; ვერცხლისფერი ,,ტოიოტა’’) ქოშინით მივედი. მანქანაში რომ ჩავჯექი, კორპუსისკენ გავიხედე. კარიდან ,,მომღიმარი ბიჭი’’ გამოვიდა და მანქანა რომ დავძარი ცხვირწინ გადამირბინა.
იდიოტი! მანქანაში შემოიჭყიტა და გამიცინა. მე კი მაშინვე აკადემიისკენ გავემართე. რამდენადაც სწორედ ვიცოდი, ისე მივდიოდი. მთლად უვიციც არ ვიყავი ლონდონში.
აკადემია იყო საშუალო ზომის წითელ და სტაფილოსფერ კედლებიანი შენობა დიდი ტრაფარეტით. ყველგან ბავშვები ირეოდნენ, ჩემზე პატარები, ჩემხელები და ჩემზე დიდები.
- გთხოვთ, ცხრამეტი წლის გოგონები და ბიჭები მომყევით,-თქვა შავთმიანმა, სათვალიანმა მსუქანმა ქალმა და მეც მას მივყევი.
ერთი ასაკის გოგონები და ბიჭები ერთად შეგვიყვანეს დიდ დარბაზში და რიგრიგობით მოგვისმინეს, შემდეგ კი ნომრები და ელფოსტის მისამართები დაგვატოვინეს და გვითხრეს რომ საღამოს დარეკავდნენ და გაგვაგებინებდნენ თუ რომელ ჯგუფში მოვხვდით (თუ მოვხვდით).
ოთახის კარებთან ერთ შავგვრემან ტიპს შევასკდი, დაკუნთული იყო და თანაც ძალიან ბავშვური. მისი მაისურიდან გამომდინარე უეჭველი ფეხბურთელი იყო.
-გამარჯობა, მე ჯექსონი ვარ,-ბიჭმა ისე გაიღიმა ოცდათორმეტივე კბილი გამოუჩნდა.
-ლუსი,-მეც გავუღიმე რა თქმა უნდა და ხელი გავუწოდე. არ დაყოვნდა და ხელი ისე ძლიერად ჩამომართვა, მეგონა მომამტვრევდა.
-კარგი, ჩემთან ერთად ხომ არ ისადილებდი ქერავ?-ჯექსონი ძალიან საყვარეული იყო, მაგრამ ასე არავინ მპატიჟებდა სასადილოდ. თანაც მიმართვა ,,ქერავ’’ მაინცდამაინც არ მომეწონა. ბოლოს მაინც გავყევი, მართალია ბრაიტონში არ მყოლია მეგობრები, მაგრამ გადავწყვიტე ლონდონში მაინც მყოლოდა ცოტა.
-მაშ, რაო, რა თქვი, რამდენი წლის ვარო?-ვკითხე ჯექსონს როდესაც აკადემიასთან ახლომდებარე კაფეტერიის მაგიდას მივუსხედით.
-ოცის. შენ ალბათ ოთხი წლის ხარ არა?- გაიცინა.
ღმერთო! ამ ქალაქში ყველა როგორ იცინის?!
-არა,ცხრამეტის ვარ,-ზრდილობის გამო გავიღიმე.
ასე ტკბილად ვიჯექით მე და ჯექსონი, ვსვამდით ყავას, მივირთმევდით ნამცხვარს და ერთმანეთს ვეცნობოდით.
ეს ბიჭი მართლა მომეწონა, მხიარული, საყვარელი და ბავშვური იყო. თანაც ლაპარაკშიც იოლად ამიყოლია, როდესაც ხშირად და ბევრს არასოდეს ვლაპარაკობ.
ერთმანეთს ნომრები გავუცვალეთ და დავემშვიდობეთ.
სახლში როდესაც დავბრუნდი, შვიდი ხდებოდა. არ არსებობს! ამდენი ხანი ვიყავი ჯექსონთან ერთად?! ჩემი თავის გამიკვირდა.
ტელევიზორის ოთახში შევედი და ტახტში რასაც ჰქვია ,,ჩავეხეთქე’’. ტელევიზორი ჩავრთე, იმის და მიუხედავად რომ სოციალურ ქსელში დავძვრებოდი და მას სულაც არ ვუყურებდი. მაგრამ კომპიუტერში ძრომიალიც მალე მომბეზრდა და ტელევიზორს დავუწყე ყურება. არხებზე დავძვრებოდი და რაღაც იდიოტურ კომედიურ სერიალს გადავაწყდი, მართალია ძალიან სასაცილო არ ყოფილა, მაგრამ მაინც დიდი ინტერესით შევყურებდი.
რვა ხდებოდა რომ აკადემიიდან დამირეკეს და შემატყობინეს რომ GBV-ში (,,Girl’s Best Vocals’’) მოვხვდი. ეს ძალიან კარგი ამბავი იყო და გადავწყვიტე ამეღნიშნა, ხოდა გადავწყვიტე ჭურჭელი დამერეცხა.
ღმერთო რა უიღბლო ვარ დღეს!
მილი გასკდა ცივმა წყალმა გაგვწუწა მეც, ჩემი სამზარეულოს მაგიდა და სკამებიც და სამზარეულოს იატაკიც.
არ ვიცოდი რა მექნა, მილი არასოდეს გამსკდომია აქამდე. სასოწარკვეთილი დერეფანში გავვარდი და მოპირდაპირე კარს მივასკდი და იქამდე ვაბრახუნე სანამ ვიღაცამ არ გააღო. ვერც მოვიფიქრე სახეზე შემეხედა, დაბლა ვიყურებოდი.
-მე... მე მინდოდა ჭურჭელი გამერეცხა და... -ვერ მივხვდი ვინ იყო, სანამ ,,ადიდასის’’ ბოტასები არ ვიცანი. ,,მომღიმარმა ბიჭმა’’ მკლავებზე ხელი მომკიდა და გაწითლებული სახით შესძახა:
-ყველაფერი კარგადაა?-პასუხს არც დალოდებია, მაშინვე ჩემი სახლისკენ გაემართა. მე კი უკნიდან მივაძახე რომ მილი გასკდა და უკან გავყევი.
პირი ღია დამრჩა, როდესაც მილი უბრალოდ გაასწორა. რა იდიოტი ვარ!
მომიახლოვდა, ხელი ნიკაპზე მომკიდა და პირი დამაკეტინა! ჯანდაბა! სირცხვილისგან ვიწვი! ვგრძნობ რომ გავწითლდი.
-მორჩა, ესეც ასე,-თქვა და გაიღიმა, მე კი მოვიღუშე,-არცერთი ონკანი არ მოხსნა, სანამ მუშას არ მოვიყვან.
-კი მაგრამ, როგორ დავიბანო?-ხმაც მიკანკალებდა.
-შეგიძლია ჩემთან დაიბანო,-სახე გაუნათდა.
-რაო?-უარესად გავწითლდი, სისხლი სახეში მომაწვა.
-მე არ მითქვამს ,,ჩემთან ერთად’’-თქო,-ყველა სიტყვა მკაფიოდ თქვა,-ტანსაცმელი აიღე და ჩემთან წამოდი.
ყბა მოვღრიცე და შევყურებდი მის სახეს. უნაკლო ნაკვთები, ნათელი თვალები, წვრილი, ვარდისფერი ტუჩები და ულამაზესი ცხვირი. აღფრთოვანებული ვარ! ბრაიტონში ასეთი სიმპატიური ბიჭები არ არიან.
-მიდი, გაინძერი,-თქვა და გაიცინა, მემგონი მიხვდა რასაც ვფიქრობდი.
-სახლი სველია... მოვწმენდ და...-ძლივს ამოვიღე ხმა.
-აჰჰ... ამაზე არ იდარდო, უბრალოდ ტანსაცმელი აიღე.
უხმოდ დავემორჩილე. ის კი წინ გამიძღვა. მის სახლში შევედით. ძალიან ჰგავდა ჩემსას. სააბაზანოში შემიძღვა და შემდეგ იქიდან გავიდა.
როდესაც გავმშრალდი და ჩავიცვი, შემოსასვლელში გავედი. ,,მომღიმარი’’ იქ არ დამხვდა.
-ჰეი!-დავიძახე,-ჰეი ბიჭო!
როგორც ჩანდა სახლში არ იყო და ამიტომ ჩემთან გასვლა გადავწყვიტე და შესასვლელშივე შევამჩნიე რომ სამზარეულოს იატაკზე წყალი აღარ ესხა! და თან იქ ,,მომღიმარი’’ და მუშა დამხვდნენ. მუშა ონკანს აკეთებდა, მე კი უხმოდ შევყურებდი ხან ერთს და ხან მეორეს. მუშის წასვლის დრო რომ მოვიდა, მე ჩემი ოთახისკენ გავწიე, რადგან ფული გადამეხადა მისთვის. ,,მომღიმარმა’’ შემაჩერა, ჯიბიდან ამოიღო ფული და მუშას გაუწოდა. მანაც აიღო და წავიდა.
-ვიფიქრე ბარემ...თავზე მოისვა ხელი.
-გმადლობთ,-გავუღიმე.
გამიღიმა, გასვლის წინ ნახვამდისო მითხრა და წავიდა.
მეტი არაფერი გამიკეთებია. დავწექი და დავიძინე.



№1 სტუმარი გიჟი

თავები გაზარდე ისე კაია

 


№2 სტუმარი A

Sakamod kargi da saxalisoa mxolod patara gazarde ra.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent