შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯოჯოხეთი (სრულად)


25-03-2018, 20:45
ავტორი tasusuna
ნანახია 4 610

-ნიკა!-შეძახილმა გამოაფხიზლა დილით სააკაძის ქუჩა.
-ნიკუ!-წუთის მერე მეორე ძახილი მიჰყვა..
წარბშეხრილმა მოკეტა ფანჯარა მამაკაცმა..
წამიერად, მაგრამ,მაინც გახედა გუჩაში მდგარ ახალგაზრდა,დაბნეულ ქალს.
წამდაუწუმ რომ იძახდა მიცვალებულის სახელს..
___
-ნიკა ხომ არ გინახავთ?- დილაადრიან გამოსულ მეზობელს გადაეღობა თმაგაწეწილი,უძინარი თვალებით.
-ნიკა?-ხმა ჩაუწყა.-არა,არ მინახავს..-ისევ მოატყუა,უკვე მერამდენედ..
-სად წავიდა ასე ადრიანად..იქნებ მიმატოვა?-სახეაშლილი ჩააფრინდა მკლავებში ასაკოვან ქალს..
-ხომ იცი როგორ უყვარხარ,ნინო,არ მიგატოვებდა..
-ჰო..-თავი მძიმედ ჩახარა და,ამოილაპარაკა-ვუყვარვარ,არ მიმატოვებდა..-სახე გაუცისკროვნდა და,სახლისკენ შებრუნდა..
___
-ნიკა მოვა,საჭმელი უნდა დავახვედრო-წინდაუკან მოჰყვა სიარულს სამზარეულოში.
კარადები რიგრიგობით გამოაღო და,გაზქურაზე დადგა ტაფა.
უჯრიდან ერთი ცალი დამჭკნარი,ობ მოკიდებული კარტოფილი გამოიღო და,დაუჭრელად დადო.
სკამზე მოწყვეტით ჩამოჯდა და,გაზის ცისფერ ალს თვალი გაუსწორა.
___
***
-სამწუხაროდ,მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,ვწუხვარ-თავ ჩახრილი გამოვიდა საავადმყოფოს ფოიეში ასაკოვანი ექიმი და,ნაღვლიანად გადახედა შეკრებილ ხალხს.
გაგონილი იმდენად დაუჯერებელი იყო,წუთით რეაგირებაც კი არ ჰქონია..
იმდენად სჯეროდა რომ,გადარჩებოდა,სასიხარულო ამბავი ეგონა და,გაღიმებული უყურებდა დამწუხრებულ ექიმს.
კივილმა რომ შეძრათელი ფოიე,მხოლოდ მაშინ მიხვდა,თავზე რომ ჩამოექცა მთელი ცხოვრება და,სრულიად მარტო რომ დარჩა..
-ნიკა!-განწირულმა დაიყვირა და,გონწასული ჩაიკეცა.
იმ დღეს უკანასკნელად იგრძნო გაუსაძლისი ტკივილი..
მეორე დღეს ყველამ გაიგო..
-ნინო გაგიჟდაო..
__
-რა გატირებთ,კარგადაა ნიკუშა,ხომ არ მომკვდარა..-გაბრაზებული უყვიროდა ყველას და,მათ შეჩერებას ცდილობდა...
არ ჩერდებოდნენ..
-ნიკუ,გაიღვიძე,უკვე მესამე დღეა გძინავს..-გაბრაზებულმა დახედა გაფითრებულ მამაკაცს და,გაყინულ ლოყებზე ფრთხილად აკოცა.-ნახე,სტუმრები გვყავს..-ღიმილით გადახედა შავებში შემოსილ ჭირისუფლებს და,ისევ მას დახედა.
-ჩემი ნიკუშა,ნიკუ,მიყვარხაარ-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ნაზად ჩამოუსვა უსიცოცხლო ღაწვებს ხელი.
__
წამითაც არ გააკარეს მიცვალებულს დაკრძალვაზე.
უხეშად მოიშორეს ქალის სუსტი სხეული და,ათასი პასუხგაუცემელი კითხვები დაუტოვეს.
-სადარის ნიკა?-იმ დღის შემდეგ,ყოველდღიურობად იქცა სააკაძეზე ახალგაზრდა ქალის კითხვით სავსე მზერა.
__
***
ფრთხილად გადმოდგა გაშავებული ტაფა ქურიდან და,დანახშირებული კარტოფილი ბედნიერმა დადო თეფშზე.
-ძალიან დაიღალე ნიკუ?-უმისამართოდ გაიხედა და,სივრცეს კითხა..
თითქოს პასუხი მიიღოო,ხმამაღლა გაიცინა და,თეფში მაგიდაზე დადო.
-გემრიელად მიირთვი.-ჩამოჯდა და,მოპირდაპირე სკამს გაბადრულმა გახედა.
წუთით გაუნძრევლად იჯდა და,თვალს არ აცილებდა სიცარიელეს..
-რატომ არ ჭამ ნიკა?-ბედნიერება სიბრაზემ ჩაანაცვლა და,წარბებ შეკრული იყო გარინდული პასუხის მოლოდინში.
-სადმე ჭამე ნიკა?
მიღალატე ნიკა?
სხვამ გაჭამა,ნიკა?!-ხმაჩახლეჩილი ყვიროდა და
მიყოლებით ისვრიდა თეფშებს..
მსხვრევის ხმა კარგად ესმოდა სახლის გარეთ მეზობლებს,მაგრამ,არავინ შესულა..
-შენ არ მეფიცებოდი სიყვარულს?
უნამუსო!
გარეწარო!
-ყვირილს განაგრძობდა და,უმისამართოდ ისვროდა ბასრ ნივთებს..
წამიერად გაჩუმდებოდა ხოლმე,თითქოს საწინააღმდეგო მართლებას ისმენდა..
მაგრამ,ისტერიკა. არუნელდებოდა..
მხოლოდ მაშინ დამშვიდდა,დასამსხვრევი რომ ვეღარაფერი ნახა..
ფრთხილად აარიდა სხეული მიმოფანტულ თეფშებს და,თითქოს არეულობას თავი დააღწიაო,სახლიდან უკანმოუხედავად გავიდა..
___
-აქ რა გინდა,ნინო?-ეზოში იჯდა,მარტოდმარტო,მეზობელის ბავავი რომ მიუახლოვდა..
სახეზე ირონია გამოხატვოდა,თვალები ავად უელავდა.
-ნიკას ველოდები-ღიმილით ახედა ბიჭს..
-ნიკა მოკვდა,ნინო,რა ვეღარ გაიგე?-ხმამაღლა დაუყვირა და ჩქარი ნაბიჯებით გაეცალა ელდანაკვრალ ქალს..
-ნიკა მოკვდა?-შეღონებულმა ამოიხავლა და,წამოდგომა სცადა.
ვერ შეძლო..
ძალა გამოცლილი ასფალტზე ჩაემხო.
ხოხვით დაიძრა თავმოყრილი მეზობლებისკენ და,პასუხის მოლოდინში გაირინდა.
ტკივილით დაღარვოდა სახე და,გულზე მწარედ იჭერდა ხელს..
ტკივილისგან ოთხმაგად მოიკეცა..
სასოწარკვეთილი იშვერდა ხელს ხალხისკენ,მაგრამ,ამაოდ..
ირონიულად უყურებდნენ..
მისკენ არ იწევდნენ..
ბიჭს ტაშით შეხვდა სეგობრო და,შორიახლოს იდგნენ,სეირს უყურებდნენ.
-ნიკა მოკვდა?-ისევ ამოიხავლა მთელი ხმით.
-არა ნინო,-მოულოდნელად გაარღვია ხალხი ასაკოვანმა ქალმა,ის იყო,დილით რომ დაამშვიდა,ნიკა არ გიღალატებდაო..
ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა და,გაჭირვებით წამოაყენა ფეხზე.
ნაზად შეეხო ნატანჯ სახეზე და,ცრემლებით დაღარულ ღაწვებზე ნაოჭიანი ხელი დაუსვა..
-ნიკა ხომ სამსახურშია ნინო,აბა გაიხსენე..-აკანკალებული ხმით ჰკითხა და,მხარში ამოუდგა..
-ჯერ მხოლოდ პირველი საათია,ნიკა კი ექვსზე ამთავრებს მუშაობას-ლაპარაკს განაგრძობდა და,დამშვიდებული გოგო სახლისკენ მიჰყავდა.
-ხომ იცი ხალხი რა ბოროტია,სხვისი უბედურება ულხინთ,შენი გამწარებაუნდათ,გაუბედურება და,მაგიტომ მოგატყუეს ნიკას სიკვდილი-სახლის კარი შეაღო და,ნაომარი ველივით მოწყობილ სამზარეულოს განგებ აუარა გვერდი,საძინებლის კარი შეაღო და საწოლზე წამოაწვინა.
-დაისვენე ნინო,დაიძინე,დამშვიდდი-ნაზად გადაუსვა აწეწილ თმებზე ხელი და,მანამ არ გაიმძრა ადგილიდან,სანამ არ დარწმუნდა,რომ გოგოს ღრმად ეძინა..
ოთახის კარები ფრთხილად გამოხურა და გულაჩქარებული გავიდა სახლიდან.
სეირის მაყურებლები ჯერ კიდევ არ დაშლილიყვნენ.
ჯერ კიდევ იდგნენ ჯგუფად და,სიცილით იხსენებდნენ მომხდარს..
-თქვენ ადამიანები ხართ?
-ნელი,მაგრამ,მტკიცე ნაბიჯით მიუახლოვდა მეზობლებს.
-თქვენ სიცოცხლის ღირსები ხაართ?-აკანკალებულ ხმას საგრძნობლად აუწია და, ჯგუფათ თავმოყრილ ხალხს ირონიულად გადახედა..
-თქვენ?თქვენ უნდა სუნთქავდეთ?-ხელი მათკენ გაიწვდინა და,სათითაულოდ ჩახედა თვალებში მათ..
-ღმერთის არ გეშინია?-ბიჭისკენ მიმართა მზერა,რომელსაც,ისევ თავმომწონედ ეჭირა თავი.
-სამართლიანობის არ გწამს?
ოდესმე გაიხარებ მისი ცოდვით?-ხელგაშვერილი უყურებდა და,ოდნავ სინანულსაც არ გრძნობდა მის მზერაში.
-ასე რამ გაგაბოროტათ ხალხო?
-ასე უღმერთოები რამ გაგხადათ ხალხო??-ცრემლიანი თვალები მოავლო ყველას..
-განგების მაინც შეგეშინდეთ,ვის შერჩენია ბოროტება,თქვენ რომ აგცდეთ სასჯელი?
გეშინოდეთ,ცეცხლის გეშინოდეთ..
ჯოჯოხეთის გეშინოდეთ...
___
ის დღე და,გამთენიისას გაბმულმა კივილმა გააღვიძა სააკაძის ქუჩა..
ნინოს სახლიდან გამწარებით ითხოვდა ქალის განწირული ხმა შველას..
გაღებული ფანჯრები სწრაფად შემოხურეს და,
კიდევ ერთხელ დაიხშვეს სმენა და მხედველობა ირგვლივ მეზობლებმა.
კიდევ ერთხელ გაისმა შემზარავი კივილი და,
ცხადად დაინახეს სახლისკენ გაქცეული ერთადერთი ადამიანი..
ძალას ატანდა დაბერებულ ფეხებს და,რაც შეეძლო,ჩქარა გარბოდა მისკენ.
-ნინო მოვდივარ,ნინო,გაუძელი..-გზაშივე ყვიროდა და,გულგახეთქილმა შეგლიჯა ხის კარები..
მიმოფანტულ ნივთებს მზერა მოავლო და სისხლის კვალს შეაცივდა..
-ნინო!-ხმამაღლა დაიყვირა და,აჩქარებით შეაღო საძინებლის კარი..
ნანახმა გააშეშა..
მთელი ხმით დაიყვირა და შველა ითხოვა..
-სასწრაფოშო დარეკეთ,გვიშველეთ-
ძლივს მიუახლოვდა სასთუმალს და,სისხლში ამოსვრილ ფერწასულ სხეულს ტკივილით დააჩერდა.
-ნინო!-აგონიაში მყოფს ხელისკანკალით მოეფერა..
ხელები სულ დაესერა და ჯერკიდევ თქრიალით მოდიოდა ვენებიდან ცეცხლისფერი სისხლი..
-ნინო!-კიდევ ერთხელ შესძახა და ზეწრის დახვევას შეუდგა გადასერილ მკლავებზე..
-ეს რატომ ჩაიდინე,ნინო!,ეს რამ გაგაკეთებინა?
-არ დაბრუნდა..
ნიკა სახლში არ დაბრუნებულა..-ძლივს გასაგონად ამოიხავლა უძლურმა და,უმისამართო მზერა კედელს შეეყინა...


____
გელით..
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი მარიამიი))

ღმერთო ეს ისეთი ემოციური იყო :( თავი მეც იქ მეგონა გრძნობით დაწერილი და ალბად მგონია რო ეს ზედაპირული ნაწარმობი არაა და რაღაც დევს შიგნით საკმაოდ ღრმად ❤❤❤

 


№2 სტუმარი მარიამი❤

საოცრება იყო ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

ვაიმე ამეტირა რა გრძნობით დაწერილი სევდიანი ამბავია

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მადლობა! ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი LiLu

გასკდა გული...

 


№6 სტუმარი ნატუკა

ესს რაიყოო ეს..მწარე რალობაა სამწუხაროდ

 


№7  offline მოდერი zia-maria

ღმერთო ისეთი გრძნობით არის დაწრილი კითხვა დავიწყე და ვეღარ შევჩერდი.ცრემლიანი თვალებით ჩავედი ბოლოში და დასასრულს ამოვისუნთქე.ძალიან მტკივნეული და ემოციური იყო.

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ძალიან დიდი მადლობა ! ❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი londa

საოცრებაა!!
ყოჩაღ ❤❤

 


№10  offline წევრი მართაა

სიტყვები არ მყოფნის ................

 


№11  offline წევრი svetlana111

აუუუ ძალიან კარგიაა.

 


№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მიხარია,რომ მოგწონთ ❤️❤️

 


№13  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ანასტასია მე რომ შენზე ვგიჟდები ხო იციი??
როგორ ძალიან მიყვარს შენი თითოეული სიახლეები ეგეც ხოიციი??
ყველა ერთი მეორეზე უკეთესები გაქვს.
თითოეულიდან მოდის ჩემში სიყვარული, სიგიჟე, რწმენა, სინამდვილე რომელიც ადამიანის სულში და სხეულშია გამჯდარი.
მარწმუნებს , რომ მართლა შეიძლება არსებობდეს ისეთი სიყვარული რომელიც ჭჟუიდან შეგშლის.

მტკივნეული ისტორია იყო ეს ჩემთვის, მაგრამ ამასთანავე მაინც იყო ის ქალბატონი , რომელმაც დამანახა თუ რაოდენ დიდია გვერდში დგომა და იმ ტკივილის გაზიარება რომელიც ჩვენშია და რომელსაც ნინო იტანდა.
რთულია ადამიანის დაკარგვა ზოგი იტანს ზოგი ვერა, და სამწუხაროდ ვერც ნინომ ვერ შეძლო ამ უბადრუკი ცხოვრების გაგრძელება ნიკას გარეშე :((
როგორ ძალიან მიხარია ის ფაქტიც , რომ მაინც შემორჩნენ ადამიანები რომელიც ჩვენ გვრდში დგანან ჭირშიც და ლხინშიც.
მართალია ცოტანი არიან მაგრამ მაინც.
და მაინც საშინელება იმ ადამიანების გარშემო ცხოვრება, რომლებიც შენს ტკივილს შენივე საზიანოდ იყენებენ და შენი ტკივილის მიუხედავად მაინც უარესს გიმატებენ.
იცინიან , გამცირებენ და ამით გონიათ აკლებენ ვინმეს რამეს, მაგრამ მასეთები ვერც იაზრებენ რომ იმ ადამიანს ვეღარაფერს ვერ აკლებენ რომლისთვისაც სულ ერთია ყველაფერი , რადგან ცხოვრებამ უკვე მიაყენა დარტყმა საყვარელი ადამიანის დაკარგვის სახით.

ძალიან არეულად მიწერია ალბათ,
მაგრამ შენ მიმიხვდები ანასტასია თუ რისი თქმა მინდა ამ კომენტარით.
ნუ თვალი რომ გადავავლე მე გამიჭირდასავით , მაგრამ ვიცი რომ შენ მიხვდები სათქმელს! ♥

 


№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Tskrialashvili Mariami
ანასტასია მე რომ შენზე ვგიჟდები ხო იციი??
როგორ ძალიან მიყვარს შენი თითოეული სიახლეები ეგეც ხოიციი??
ყველა ერთი მეორეზე უკეთესები გაქვს.
თითოეულიდან მოდის ჩემში სიყვარული, სიგიჟე, რწმენა, სინამდვილე რომელიც ადამიანის სულში და სხეულშია გამჯდარი.
მარწმუნებს , რომ მართლა შეიძლება არსებობდეს ისეთი სიყვარული რომელიც ჭჟუიდან შეგშლის.

მტკივნეული ისტორია იყო ეს ჩემთვის, მაგრამ ამასთანავე მაინც იყო ის ქალბატონი , რომელმაც დამანახა თუ რაოდენ დიდია გვერდში დგომა და იმ ტკივილის გაზიარება რომელიც ჩვენშია და რომელსაც ნინო იტანდა.
რთულია ადამიანის დაკარგვა ზოგი იტანს ზოგი ვერა, და სამწუხაროდ ვერც ნინომ ვერ შეძლო ამ უბადრუკი ცხოვრების გაგრძელება ნიკას გარეშე :((
როგორ ძალიან მიხარია ის ფაქტიც , რომ მაინც შემორჩნენ ადამიანები რომელიც ჩვენ გვრდში დგანან ჭირშიც და ლხინშიც.
მართალია ცოტანი არიან მაგრამ მაინც.
და მაინც საშინელება იმ ადამიანების გარშემო ცხოვრება, რომლებიც შენს ტკივილს შენივე საზიანოდ იყენებენ და შენი ტკივილის მიუხედავად მაინც უარესს გიმატებენ.
იცინიან , გამცირებენ და ამით გონიათ აკლებენ ვინმეს რამეს, მაგრამ მასეთები ვერც იაზრებენ რომ იმ ადამიანს ვეღარაფერს ვერ აკლებენ რომლისთვისაც სულ ერთია ყველაფერი , რადგან ცხოვრებამ უკვე მიაყენა დარტყმა საყვარელი ადამიანის დაკარგვის სახით.

ძალიან არეულად მიწერია ალბათ,
მაგრამ შენ მიმიხვდები ანასტასია თუ რისი თქმა მინდა ამ კომენტარით.
ნუ თვალი რომ გადავავლე მე გამიჭირდასავით , მაგრამ ვიცი რომ შენ მიხვდები სათქმელს! ♥

მარიამ,რატო მიჩქარწბ ხოლმე ასე გულს??
რატომ მავსებ პოზიტივით და რატომ მყოფნის მთელი დღეები,რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო??
საუკეთესო მკითხველი რომ ხარ შენც ხომ იცი?
ყველაზე მეტად რომ გელი,ესეც გეცოდინება..
ყველაფერს ზედმიწევნით რომ იგებ,ალბათ ამიტომ გაფასებ ყველაზე მეტად ❤️❤️❤️
ალბათ არა,ზუსტად ესაა.
შენთან არაფრის ახსნა არაა საჭირო,ყველაფერი გესმის ❤️❤️
მადლობა,რპმ არსებობ!! ❤️❤️

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სალანდერი
ამ ისტორიის საჯარო აღფრთოვანებას სამწუხაროდ ვერ შევუერთდები.
აქ არ იყო ამბავი, ფაბულა, დიალოგები, ისტორია ან რამე ისეთი რაც აღმაფრთოვანებდა.
ერთი ფრაზა მაინც რომ დამეჭირა აღმაფრთოვანებელი . . .
ნუ არ მომეწონა.
მე მაპატიეთ, ერთადერთი რაც ძალიან მომეწონა ისაა რომ გამართულად წერ, ძალიან გამართულად.
"განთიადს" ვიხილავ, არ მიყვარს ერთი ისტორიით ავტორის შეფასება და აი იქ უფრო ვრცლად მოგახსენებ.

გამიხარდა,რმ
შეაფასე ❤️❤️❤️❤️
სალანდერ,მადლობა ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent